მესამე რაიხის მეორე კაცის ტრიუმფი და დაცემა
„მოკალით! მოკალით! იცოდეთ ეს სამშობლოს სჭირდება! პატიოსანი და წესიერი მხოლოდ თქვენი სამშობლოს მიმართ უნდა იყოთ! ჭეშმარიტი მამულიშვილის გულში მტრის მიმართ სიბრალულმა არ უნდა გაიელვოს! ხელი არ აგიკანკალდეთ! მთელს პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ!“ - ეს სიტყვები რაიხსმარშალ ჰერმან გერინგს ეკუთვნის. გერინგის პერსონა უკვე მის სიცოცხლეში უდიდესი მითქმა-მოთქმის საგანი იყო. ეს დღემდე გრძელდება....
ჰერმან ვილჰელმ გერინგი (1893-1945 წ.წ.) მაღალი რანგის გერმანელი მოხელის ოჯახში დაიბადა. მამამისი ბისმარკის უახლოესი მეგობარი იყო. ჰერმანი ბავშვობიდან სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. მან პრუსიის სამხედრო აკადემია დაამთავრა და 1912 წელს ობერლეიტენანტის ჩინი მიიღო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ის მოხალისედ წავიდა და წინა ხაზზე მოითხოვა გაგზავნა. ჰერმანი მფრინავობაზე ოცნებობდა. იმ დროს ავიაცია ახალი ხილი იყო და მფრინავებს ისე აღიქვამდნენ როგორც ჩვენ დროში კოსმონავტებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ენერგიულ, ახალგაზრდა, პატივმოყვარე ჰერმანს მფრინავობა სურდა.
მიზანსწრაფულმა ჰერმანმა მალე აისრულა სურვილი და მფრინავთა ჯგუფში ჩაირიცხა. ყველა გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და სულ მალე ლიცენზიაც აიღო. მტრის პირველი თვითმფრინავი გერინგმა 1916 წელს ჩამოაგდო. წარმატებული გაფრენები ერთიმეორეს მისდევდა და იმდროინდელ გერმანულ ავიაციაში ჰერმანი ძალიან პოპულარული გახდა. - „გერინგი ადამიანური შესაძლებლობების სტანდარტებში არ ჯდება ! მას არაფრის ეშინია!“, ამბობდნენ მასზე და გამოჩენილი სიმამაცისთვის ის 1918 წელს რკინის ჯვრით დააჯილდოვეს. თუმცა „ღერძის ქვეყნებმა“ გერმანიის მეთაურობით ომი წააგეს და მძიმე სამშვიდობო პირობებზე მოუწიათ წასვლა...
ომის შემდგომ გერმანიაში დასადგურებული სიდუხჭირის ჟამს სხვადასხვა ჯურის პოპულისტები ამოტივტივდნენ. გერმანიის მდგომარეობას ისიც ამძაფრებდა, რომ სიღატაკეს ომში დამარცხება და ეროვნული შეურაცხყოფის გრძნობაც ერთვოდა. კაიზერ ვილჰელმის დამხობის შემდეგ გერმანიაში ორი უკიდურესობა წარმოიშვა - უკიდურესი ნაციონალიზმი შემდეგში ნაციზმად შერაცხული და ბოლშევიზმი. ბოლშევიზმის გემო გერმანელებმა ჯერ კიდევ 1919 წელს იწვნიეს, როცა ბაიერნში საბჭოთა რესპუბლიკა გამოცხადდა. „ეს ნამდვილი კატასტროფა იყო, საბჭოთა რესპუბლიკა ძალადობის და უკანონობის სიმბოლოდ იქცა“, წერდა ვერნერ ჰეიზენბერგი.
მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა რესპუბლიკა იარაღის ძალით ჩაახშეს გერმანელმა პატრიოტებმა, იდეურად ის არ დამარცხებულა და კომპარტია სეპარატისტულ მოქმედებებს განაგრძობდა.
ბოლშევიკთა საწინააღმდეგოდ წარმოიქმნა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რომელიც ერს მხსნელად ეჩვენებოდა. ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას მხარს უჭერდნენ გერმანიის ყველაზე ცნობილი და ღირსეული შვილები, მათ შორის პაულ ფონ ჰინდენბურგი და ერიხ ფონ ლუდენდორფი.... ამ უკანასკნელთა რიცხვს ენერგიული და ერთგული ჰერმან გერინგიც განეკუთვნებოდა. მან ჰიტლერი 1922 წელს გაიცნო და მისი პარტიის წევრი გახდა. ერნესტ რემთან ერთად ჰერმან გერინგი სათავეში ჩაუდგა მოიერიშეთა რაზმებს, თავს ესხმოდა ანარქისტებს და რკინის და ცეცხლის ძალით ამყარებდა მშვიდობას გერმანიის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გერინგის მეშვეობით მოიერიშეები მრისხანე ძალად იქცნენ. 1923 წელს მოიერიშეების დახმარებით ჰიტლერმა ლუდის პუტჩის მოწყობა სცადა, მაგრამ პუტჩი ჩავარდა. ქუჩის ბრძოლებისას გერინგი ფერდში დაიჭრა. ის მოიერიშე ჰუგო ვებერმა მისი ნაცნობი ებრაელი ექიმის - ბალინის სახლში წაიყვანა, სადაც მას უმკურნალეს და სისხლდენა შეუჩერეს. ჰუგო ვებერის წყალობითჰერმანი სიკვდილს და დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან ის რომ საავადმყოფოში წაეყვანათ ან დააპატიმრებდნენ ან უარეს შემთხვევაში ბოლშევიკები პალატაშივე მოკლავდნენ მათ „რისხვად“ შერაცხულ გერინგს. (ახლა ამ ისტორიის წერაც არ მომიწევდა....)
გერინგმა მეუღლესთან ერთად თავი ავსტრიას შეაფარა და განაგრძობდა მკურნალობას. ბალინის სახლში კუსტარულად ჩატარებულმა ოპერაციამ მას ჯანმრთელობა შეურყია და სამუდამოდ დაამჩნია კვალი. გერინგს აუტანელი ტკივილები სტანჯავდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ მორფი მიეცათ... ჰერმანი მორფს მიეჩვია და 1927 წლისთვის, როცა გერმანიაში პოლიტიკური ამნისტია გამოცხადდა, სამშობლოში დაბრუნებული ჰერმანი უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი გახდა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში და მალე ფიურერის მარჯვენა ხელი გახდა. ჰერმანის გავლენა იმდენად დიდი იყო არისტოკრატიულ და მრეწველთა ფენებში რომ მან მოახერხა ჰიტლერის პარტიისთვის ფინანსების მოზიდვა.
1932 წელს ნაციონალ-სოციალისტებმა არჩევნებში გაიმარჯვეს და რაიხსტაგში 230 ადგილი მოიპოვეს. არჩევნებში გამარჯვება დიდად განაპირობეს როგორც გერმანელი სახელმწოფო და ფინანსური მოღვაწის იალმარ შახტის მილიონებმა, ასევე მოიერიშეთა ავტომატებმაც რომელთაც გერინგი მეთაურობდა.....
არჩევნების შემდეგ გერინგი რაიხსტაგის თავმჯდომარე გახდა. მან ჰიტლერთან შეთანხმებით ფონ პაპენის უნიათო მთავრობა გადააყენა, რაიხსკანცლერის ადგილი კი ჰიტლერს გაუნთავისუფლა. გერინგმა რაიხსტაგის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას მიიღო კანონები, რომლებიც რაიხსკანცლერ ჰიტლერს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებდა, რაიხსტაგის თავმჯდომარის პოსტი კი ნომინალური და უმნიშვნელო გახდა. დღეს ბევრისთვის გაუგებარია თუ რატომ გაუხსნა გერინგმა გზა ჰიტლერს დიქტატორობისკენ საკუთარი კარიერის ხარჯზე...
1933 წლის 25 აპრილს გერინგის გამოცდილებით შეიქმნა საიდუმლო პოლიცია „გესტაპო“, რომლის პირველ შეფად ჰერმან გერინგი მოგვევლინა. გესტაპო ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მთავარი დასაყრდენი ძალა გახდა.
ჰერმანმა მოაწყო წმენდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში, ჩამოიშორა ყველა პოლიტიკური ოპონენტი, უშუალოდ მონაწილეობდა კომუნისტების და სოციალ დემოკრატების რბევაში.
1935 წელს ჰერმანი ლიუფტვაფეს შეფი გახდა, მიიღო რაიხსმარშლის წოდება და დაიწყო მუშაობა გერმანული ავიაციის გასაძლიერებლად. 1938 წლისთვის გერმანული ლუფტვაფე ევროპაში უძლიერესი გახდა.
ფიურერი გერინგის მუშაობით აღფრთოვანებული იყო. ლუფტვაფეს შეფი ინარჩუნებდა რაიხსტაგის თავმჯდომარის და პრუსიის გაულაიტერის წოდებას, რაც ფაქტიურად მას მესამე რაიხის მეორე კაცად ხდიდა, ფიურერის შემდეგ.
ინგლისურ და ფრანგულ პრესაში ხშირად იწერებოდა რომ გერინგის ავტორიტეტი პარტიაში გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ჰიტლერის. 1936-1938 წლებში ლონდონსა და პარიზში გერინგი მართლაც აღიქმებოდა, როგორც უფრო ზომიერი და რესპექტაბელური პოლიტიკოსი, ვიდრე ჰიტლერი, მაგრამ ფიურერისადმი მისმა ძაღლურმა ერთგულებამ ბრიტანულ დაზვერვას ყველანაირი შანსი მოუსპო ჰიტლერის წინააღმდეგ მის ასამხედრებლად. ფიურერი ამას ხედავდა და ამიტომაც გერინგისადმი ლმობიერებით გამოირჩეოდა, თვალს ხუჭავდა იმაზე რომ გერინგი მორფით გაბრუებული ესწრებოდა აღლუმებს და სხდომებს, გერინგს ფუფუნებისკენ მიდრეკილებასაც პატიობდა და ისიც კი აპატია რომ ჰერმანის ბრძანებით ებრაელი ექიმი, რომელმაც მას უმკურნალა გაანთავისუფლეს საკონცენტრაციო ბანაკიდან...
გერინგი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაშიც აქტიურად მონაწილეობდა, მაშინ როცა მისი თვითმფრინავები ევროპულ ქალაქებს მიწასთან ასწორებდნენ ის მფრინავებს კაბინაში უჯდებოდა, რათა ინგლისის ქალაქები დაებომბა. როცა მას ეუბნებოდნენ ეს რაიხსმარშლის საქმე არ არისო, სიცილით პასუხობდა - „გგონიათ კაბინეტის სამხედროდ გადავიქცევი ? ნურას უკაცრავად!“
გერინგის დაცემა 1942 წელს დაიწყო როცა გესტაპომ დასავლეთ ევროპაში საბჭოთა აგენტურული ქსელი გაანადგურა. აღმოჩნდა რომ გერინგის უახლოესი ნათესავები და მეგობრები საბჭოეთთან თანამშრომლობდნენ. ჰერმანს უღალატა ხალხმა რომელთა დაწინაურებისთვის ბეჯითად იღწვოდა. აღმოჩნდა რომ გერინგის ზურგსუკან ლუფტვაფეში მსხვილი საბჭოთა აგენტურული ქსელი მოქმედებდა. ყველა შეკრებილი ინფორმაცია 1942 წელს ჰიმლერმა ფიურერს მაგიდაზე დაუდო. ამბობენ რომ ჰიტლერის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს რაიხსმარშალზე პირველი დარტყმა იყო. იმავე 1942 წელს ბრიტანულმა ავიაციამ ჰამბურგი, ჰანოვერი და ბრემენი დაბომბა. ჰიტლერმა ამაშიც გერინგი დაადანშაულა: - „გერმანულ ქალაქებს არცერთი ბომბი არ დაეცემა!“ ვინ არწმუნებდა ამაში პარტიას? თქვენ მატყუარა ხართ გერინგ! მატყუარა!
ფიურერმა მას ყველას თანდასწრებით უყვირა. თავჩაქინდრული გერინგი ჩუმად იდგა. ამიერიდან ის ფაქტობრივად, პოლიტიკურ გვამად იქცა. მასზე როგორც ლიდერზე, უკვე წარსულ დროში ლაპარაკობდნენ, მიუხედავად იმისა რომ ის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა. ჰერმანი ნუგეშს მორფში ეძებდა.
1943 წლიდან გერმანიის მარცხი გარდაუვალი იყო. გამოსავალი ფიურერის გადაყენებაში ჩანდა. მიუხედავად ამისა ჰერმან გერინგს არც ერთ ამბოხში მონაწილეობა არ მიუღია. მხოლოდდამხოლოდ ომის დასასრულს მან რადიოთი მოუწოდა ფიურერს პოსტი დაეთმო და ძალაუფლება მისთვის გადაეცა. გაცოფებულმა ფიურერმა მისი დაპატიმრება ბრძანა. მისი დაპატიმრებიდან 5 დღეში გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ჰერმან გერინგი ამერიკელებს ჩაბარდა. მესამე რაიხის მესვეურები საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა. გერინგს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. მეუღლემ მას საკანში ციანიდის კაფსულა შეუტანა... ლიუფტვაფეს ბოსმა, გესტაპოს და მოიერიშეთა რაზმების შემქმნელმა, გერმანიის რაიხსმარშალმა, პრუსიის გაულაიტერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„თუ ჩვენ საკონცენტრაციო ბანაკებში ხალხს ვხოცავდით და ვიყავით პირსისხლიანი ტირანები და იმის გამო გვასამართლებთ რომ კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩავიდინეთ მაშინ ჩვენთან ერთად თქვენ უნდა იჯდეთ განსასჯელთა სკამებზე რადგან რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ბანაკში მოკვდება თუ მძინარე ქალაქებზე ატომით გაჯერებულ ბომბებს ჩამოყრის შედეგად მისტერ ამერიკელო დემოკრატებო“.
„ამ სასამართლოს მე არ ვცნობ! აქ გამარჯვებულმა დამარცხებული გაასამართლა! დამარცხებული მუდამ მტყუანია. სასამართლო შედგა... განაჩენი გამოტანილია“.
„მე არ მესმის, გერმანელი რომელიც ერთ ნაჭერ პურს ჭამს , რატომ უნდა იტანჯებოდეს სინდისის ქენჯნით, რომ ეს პური მოპოვებული გვაქვს მახვილით. როცა ვინმე კანადის პურს ჭამს, ხომ არ იტანჯება იმაზე ფიქრით, რომ იმ ქვეყნებიდან განდევნილ იქნენ ინდიელები“
„მე არ მაქვს სინდისი, ჩემი სინდისი ადოლფ ჰიტლერია“.
Комментариев нет:
Отправить комментарий