пятница, 19 января 2018 г.

საქართველო - სომხეთის 1918 წლის ომი და მისი შედეგები

1918 წლის 9 აპრილს რუსეთის იმპერიის დაშლის, რევოლუციური ანარქიისა და თურქეთის ამაოხრებელი შემოჭრის პირობებში. ტფილისში გამოცხადდა ამიერკავკასიის ფედერაციულ-დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მოიცავდა ხუთ გუბერნიას და ერთ ოლქს, ადრე რუსეთის სამხრეთ კავკასიურ სამფლობელოებს. ახალმა სახელმწიფომ თვეზე მეტ ხანს იარსება. მთავრობასა და პარლამენტში დომინირებულ ეროვნულ პარტიებს შორის წინააღმეგობებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს, აღმოჩნდა შეუთავსებელი. ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და მაისის ბოლოს იმავე თბილისში თითქმის ერთდროულად (ორი დღის ინტერვალით) გამოცხადდა სამი რესპუბლიკისაზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოსსახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
როგორც წესი, ფედერაციის დაშლას ცალკეულ სახელმწიფოებად დაუყოვნებლივ  თან სდევს პრობლემებიტერიტორიული გამიჯვნით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარად ვითარდებოდა. თურქეთის სასულთნოს (ოტომანების იმპერია) ჯარებმა, გეგმავდენ რა კავკასიის დაპყრობას, გადალახა რა საქართველოსა და სომხეთის სუსტი წინააღმდეგობა, დაიპყრეს რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი და საქართველოსა და სომხეთს თავს მოახვიეს ბათუმის საზავო ხელშეკრულება (ხელი მოეწერა 1918 წლის 4 ივნისს). ბათუმის ხელშეკრულების და აგრეთვე შემდეგდროინდელი შეთანხმებების პირობებით, რომლებიც იქნა თურქეთის მიერ თავსმოხვეული, ახლად წარმოწმნილი ორი რესპუბლიკა ტერიტორიულად იმდენად იყო შემცირებული, რომ მათ შორის საერთო საზღვარიც აღარ დარჩა. სომხეთის ტერიტორია გაერთიანდა პატარა ანკლავად, ჩამოჭრილს ერევნის, ეჩმიაძინისა და ახალბაიაზეთის მაზრების ნაწილებიდან. საქართველოს კი, დადო რა სეპარატული ხელშეკრულება გერმანიასთან, უნარჩუნდებოდა ქუთაისის და თბილისის გუბერნიის ნაწილი (ოტომანების იმპერიის მიერ ანექსირებული ახალქალაქისა და ახლაციხის მაზრების გარეშე).
ალექსანდროპოლის (გიუმრი) მაზრა ბათუმის ხელშეკრულების თანახმად იყო თურქეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული და ნაწილობრივ ანექსირებული, რომელიც შემდეგ მიიწევდა ტერიტორიულად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აზერბაიჯანისკენ.
ხელშეკრულების შემდეგ თურქეთის სარდლობა დაჟინებით მოითხოვდატერიტორიის დამატებითი ნაწილებისთბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ლორის მონაკვეთის ოტომანების მმართველობის ქვეშ დროებით გადაცემას“. მონაკვეთი ესაზღვრებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზას, რომლის მეშვეობით თურქეთის ჯარები გადადიოდნენ აზერბაიჯანში, სადაც მიდოდა ბრძოლა თურქეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბოლშევიკებს შორის, რომლებმაც დაიპყრეს ხელისუფლება ბაქოს გუბერნიის ტერიტორიის ნაწილზე. ზემოთხესნებული გზის მონაკვეთი, კარაკლის და დილიჟანს შორის, უშუალოდ გადიოდა საქართველოსთან დარჩენილ თბილისის გუბერნიის საზღვართან ახლოს და თურქეთის სარდლობას წარმოედგინა საგანგებოდ მნიშვნელოვნად ამ საზღვრის გადაწევა ჩრდილოეთისკენ, რათა უზრუნველეყო გზის უსაფრთხოება სომეხი პარტიზანების მიერ შესაძლო თავდასხმებისაგან, რომლებიც არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას.
ქვევით მოტანილია ამონარიდი საქართველოს მთავრობის დოკუმენტიდან, რომელიც გამოცემულია აღწერილი მოვლენების ერთი წლის შემდეგ: „სხვათა შორის თურქეთის მხრიდან საქართველოს მთავრობას წარედგინა მოთხოვნა 1918 წლის 4 ივნისს დადებული ხელშეკრულების II სტატიიდან დროებითი უკანდახევა, უფლება მისცეს თურქეთის ჯარებს დროებით დაიკავოს ბორჩალოს მაზრის ნაწილი მდინარე კამენკაზე  რკინიგზის ხაზის სამხრეთით კობერის გადასარბენის ხიდისა და კალაგერანის სადგურიდან (117 ვერსზე). ეს ღონისძიება აუცილებელი იყო თურქეთის სარდლობისათვის მათ მიერ ჯარების კარაკლის-დელიჟან-კაზახის გზატკეცილზე გადაადგილების თვალსაზრისით, მისი გადაადგილების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოებისათვის. თურქეთის სარდლობის დაჯინება მხარდაჭერილ იქნა თბილისში გერმანიის სამხედრო მისიის მიერ და საქართველოს მთავრობა ჩაყენებულ იქნა გამოუვალ მდგომარეობაში, დაეკმაკოფილებინა ასეთი ემოქმედა და დაეთმო თავისი პრეტენზიები თბილისის გუბერნიის მთელ ტერიტორიაზე  და რკინიგზის ხაზზე გვირაბის შუამდე, სადგურ შაგალამდე. მას მოუწია დასთანხმებოდა ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის თურქეთის მხრიდან დროებით ფაქტიურ დაუფლებაზე.
მთელი რიგი სამხედრო ქმედებების შედეგად, რომელიც წარმოიშვა ამ გამოძალვითა და თურქეთის სარდლობასთან მოლაპარაკებებით, თურქეთის ჯარებს მიეცათ უფლება დაეკავებინათ მდინარე კამენკის მარჯვენა სანაპიროს ხაზიკერძოდ კი: სოფლები ნოვო-პოკროვკა, ჯელალოღლი, ნიკოლაევკა, გერგერი, ვარტანლური, კურტანი, დარ-კენდი და შემდეგ ხაზი ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზების ალექსანდროვკის მონაკვეთის 117 ვერსტის ხიდიდან სადგურებ კობერისა და კალაგერანის შუა განლაგებამდე, მარცისა და ლორუტის სოფლებამდე. შესაძლებელი გახდადაეცვათ ამ ხაზის ჩრდილოეთის ადგილები თურქეთის ოკუპაციისაგან და თურქების შემოჭრისაგან. მისი დაცვისათვის ჩაყენებული იქნა ქართული სამხედრო რაზმები, რომელთა განლაგების ადგილები იყო სოფლები ვორონოვკა, ალექსანდროვკა, აიდაბერკი, მღარტი, კობერის  გასაყარი და სოფელი კორინჯი და ცატერი“.  
ზემოთმოყვანილ ციტატაშიმთელ რიგ სამხედრო მოქმედებებშიიგულისხმება 1918 წლის ივნისში მომხდარი შეტაკებები ქართულ და მის მხარდამჭერ გერმანულ ნაწილებსა და თურქეთის ჯარებს შორის, რომლებმიც ხელშეკრულების წინააღმდეგ კარაკლისის მხრიდან ჩრდილოეთისკენ, თბილისის მიმართულებით აგრძელებდენ შეტევებს. ამ შეჯახებების შედეგად თურქები იქნენ შეჩერებულნი მდინარე კამენკაზე და წითელ ხიდთან. შეჯახებებმა გამოიწვიეს მკვეთრი, თუმც ხანმოკლე კონფლიქტი უკვე სუსტ მოკავშირეებს კაიზერის გერმანიასა და ოტომანთა თურქეთს შორის.
დოკუმენტში მითითებული სადემარკაციო ხაზი გახდა საქართველოს ფაქტიური საზღვარი ბათუმის ხელშეკრულებისა და 1918 წლის ბოლოსათვის ოტომანთა იმპერიის კაპიტულაციის პერიოდში. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სომხეთის ტერიტორიასთან პირდაპირი შეხება 1918 წლის გვიან შემოდგომამდე არ ჰქონია, რადგანაც სადემარკაციო ხაზის სამხრეთით განლაგებული ტერიტორია თურქების მიერ კონტროლდებოდა.
ტერიტორიული კონფლიქტის წარმოშობა
1918 წლის შემოდგომა აღინიშნა განვლილ 12 თვეში ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საერთაშორისო მდგომარეობის მეორე მკვეთრი ცვლილიბებით. ცენტრალური ბლოკის ქვეყნების (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი) ომისაგან გადაღლილი მთავრობები დაადგნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და კაპიტულაციის გზას. 29 სექტემბრისა და 11 ნოემბრის პერიოდში ზემოთხსენებული ქვეყნებიდან ოთხმა დადეს დაზავება ანტანტის წვეყნებთან. კერძოდ 1918 წლის 30 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადა თურქეთმა, დასდო რა მუდორის ზავი, რომლის თანახმადაც მისი ჯარები, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდათ კავკასია, უნდა დახეულიყვნენ 1914 წლის რუსეთ-თურქეთის სასაზღვრო ხაზზე. კაპიტულაციამდე ორი კვირით ადრე კი, როდესაც თითქმის ყველა ფრონტზე წაგებული ომის დამთავრებამდის გახდა ნათელი, თურქები შეუდგნენ ბათუმის ხელშეკრულების მიხედვით ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების ევაკუაციას. მაშინ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთის სარდლობასთან შეთანხმებით დაიწყეს თურქეთის მიერ ოკუპირებული ერევნის გუბერნიის ტერიტორიების დაკავება.  1918 წლის 18 ოქტომბერს სომხური რაზმები შევიდნენ თურქების მიერ ადრე ოკუპირებულ თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ზონაში მდინარე კამენსკის სამხრეთით, აგრეთვე გადავიდნენ სადემარკაციო ხაზზე და დაიკავეს კობერის სარკინიგზო გასაყარი, რომელიც საქართველოს მხარეს იმყოფებოდა, დაახევიეს რა იქედან ქართულ-გერმანულ პიკეტს. სწორედ მაშინ დადგა თავისი სიმწვავით გადაუწყვეტელი იმის შესახებ თუ სად უნდა გასულიყო სახელმწიფო საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის.
ჯერ კიდევ იმავე წლის ზაფხულში, საქართველოსა და სომხეთის მმართველი წრეების მიერ ორგანიზებულმა რამოდენიმე კონსულტაციამ და კონფერენციამ, აგრეთვე პუბლიკაციებმა თბილისისა და ერევნის  ოფიციოზის პრესაში, გამოიწვია უთანხმოება მოცემულ საკითხზე ორ ქვეყანას შორის. 1918 წლის შემოდგომისთვის სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული დავის ობიექტი მთავარი არსით გახდა თბილისის გუბერნიის სამხრეთი ნაწილი, რომელიც მოიცავდა ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებს. სომეხი ნაციონალისტების უმრავლესობის აზრით მთელი ახალქალაქის და ნახევარზე მეტი ბორჩალოს მაზრისა, უდავოდ ექვემდებარებოდნენ სომხეთის შემადგენლობაში შესვლას.
მათ შორის უფრო რადიკალურებმა მოუწოდეს, გაავრცელონ სომხური პრეტენზიები უფრო შორს, ჩრდილო დასავლეთით ბათუმამდის შავ ზღვაზე გასასვლელთან. საქართველოს მხრიდან ლიდერთა უმრავლესობა და ძირითადი მასა და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი თანხმდებოდა იმაზე, რომ თბილისის გუბერნიის სამხრეთ აღმოსავლეთი საზღვარი უდავოა და არ ექვემდებარება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების რევიზიას. საქართველოში არსებობდნენ აგრეთვე ელიზავეტოპოლის გუბერნიის კაზახის მაზრის ნაწილის და ერევნის გუბერნიის ალექსანდოპოლის მაზრის ნაწილის საქართველოს შემადგენლობაში შემოყვანის მომხრეები.
რას ეფუძნებოდა მხარეთა პრეტენზიები მომწიფებულ კონფლიქტზე? საქართველოს ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა ისტორიული კუთვნილების პრინციპს. სომხეთის ტერიტორიული მოთხოვნები კი ეფუძნებოდა ხალხთა თვითგამორკვევის ახალ პრინციპებს, აკეთებდენ რა აქცენტს სადაო ტერიტორიების ეთნიკურ შემადგენლობაზე. თავის მხრივ სომხური მხარე სთვლიდა ორ სადავო მაზრას სომხეთის შემადგენელ ნაწილად მათი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით. ნამდვილად, XX საუკუნის დასაწყისში ამ ორი მაზრის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ეთნიკური სომხები, მათი ქართული შემადგელობა კი შეადგენდა მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობას. სრულიად რუსეთის 1897 წლის აღწერით ამ ორი მაზრის მოსახლეობა ხასიათდებოდა შემდეგნაირად:
ბორჩალოს მაზრა          

ახალქალაქის მაზრა          
ეთნიკური შემადგენლობა
% მოსახლეობის
ეთნიკური შემადგენლობა
% მოსახლეობის
სომხები
32.1
სომხები
71.1
თათრები
31.3

თათრები
10.2
ქართველები
3.6

ქართველები
6.2
რუსები
5.6

რუსები
9.4
ბერძნები
16.7

ბერძნები
0.1
გერმანელები
1.4

ქურთები
1.1
სხვანი
9.3

სხვანი
1.9
    როგორც ზემოთმოყვანილი ცხრილით სჩანს, ბორჩალოს მაზრაში სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის მესამედზე ცოტა ნაკლებს, ამიტომ წარმოადგენდა ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს. მაზრის სამხრეთით, ლორის მხარეში სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. მხოლოდ მხარის დასავლეთში კომპაქტურად ცხოვრობდნენ რუსი სექტანტები (მალაკანები) ალავერდის რაიონში კი ბერძნები. ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთი ნაწილი კი უფრო ჭრელი იყო, ზემოთ ჩამოთვლილი ეთნიკური ჯგუფებიდან იქ ბევრი თათარი ცხოვრობდა, აგრეთვე მნიშვნელოვანი რიცხვი გერმანელებისა და ქართველებისა.
    ბორჩალოს მაზრის ეთნიკური ხასიათი XIX საუკუნის ბოლოსათვის გამოიყურებოდა ამგვარად:
  მხარე
ცენტრი
მთელი მოსახლ.
.. ქართველი
.. სომეხი
.. თათარი
.. რუსი
.. ბერძენი
.. სხვანი
ბორჩალო
შულავერი
19109
8
6724
12377
0
0
0
ეკატერინენ-ფელდი
ეკატერინენ-ფელდი
13973
560
1436
10028
8
727
1214
ლორე
ჟელალ-ოღლი
32786
27
23339
1657
5315
2368
80
თრიალეთი
ბასკიჩეთი
35989
3578
6333
8974
701
15891
512
სულ

101857
4173
37832
33036
6024
18986
1806
    ისტორიულად როგორც სომხები, ასევე ქართველები უძველესი დროიდან სახლობდენ ბორჩალოს მაზრაში, რაზეც მეტყველებენ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლები. კერძოდ, მაზრის სამხრეთის არქიტექტურული მემკვიდრეობა – ისტორიული ლორეს (ლეორეს) მხარის მიუთითებს, როგორც ქართული ასევე სომხური კულტურის არსებობის ნაკვალევზე. უპირველეს ყოვლისა ეს არის სომხური მონასტრები ოძუნში, სანაინსა და ახტალაში, აგრეთვე ქართული ეკლესიები ახტალასა და აქორში (ყველანი შუასაუკუნეების პერიოდისა). ამავე დროს ყოფილი მაზრის ჩრდილოეთით კულტურის ძეგლთა ხასიათში ლორესთან შედარებით უფრო მეტად სჭარბობს ქართული ელემენტი (მაგალითად უძველეს ქართულ ეკლესიათაგან ჩვენამდის მოღწეული – V საუკუნის ბოლნისის სიონი აუტენთიკური ეპიგრაფიული წარწერით).
    თითქმის ოთხსაუკუნოვანმა განუწყვეტელმა ომებმა, სანამ რუსეთის იმპერია საქართველოს შთანთქავდა, გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის საზღვრისპირა ტერიტორიის ეთნიკური სურათის შეცვლა, რომელიც მოიცავდა ბორჩალოს, შამშადინის და ბამბაკის (უკანასკნელი ორი ისტორიული ოლქი მოგვიანებით შევიდა ელიზავეტოპოლისა და ერევნის გუბერნიების კაზახისა და ნაწილობრივ ალექსანდროპოლის მაზრებში).
    რუსეთ-ოსმალეთის და რუსეთ-სპარსეთის ყოველ ომს სომეხი ახალმოსახლეების ტალღები მოჰყვებოდა საქართველოში. თუმცა გადმოსახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა მშვიდობიან პერიოდშიც მაგალითად მხოლოდ 1795-1827 წლებში ერევნის სახანოდან (ირანი) დაახლოებით 20000 სომეხი გადმოსახლდა ქართლ-კახეთში,1797 წელს გულისტანიდან 400 სომხური ოჯახი გადმოსახლდა შულავერში, 1799 წელს 68 ოჯახი გადმოსახლდა ხაჩინიდან, 43 ოჯახი დაღეთში დასახლდა, 25 ბოლნისში,1809-1811 წლებში ბოლნისში დამატებით 428 სომხური ოჯახი (2140 ადამიანი) გადმოსახლდა ყარაბახიდან, 1820 წელს სომეხი ახალმოსახლეები დამკვიდრდნენ სამშვილდეში. გადმოსახლების პროცესი მიმდინარეობდა ოსმალეთიდანაც, სომხებისთვის, განსაკუთრებით ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის მიმზიდველი იყო ქალაქი თბილისი. შედეგად საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ დაინგრა და როგორც ქართული ისე არაქართული მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაიცალა, XIX საუკუნეში ნომერ პირველ ეთნიკურ ჯგუფად ოსმალეთიდან და სპარსეთიდან გადმოსახლებული სომხები იქცნენ, სომხების თბილისში მიგრაცია რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ პრაქტიკულად მყისიერად დაიწყო, 1804 წელს დედაქალაქში 2000 სომეხი გადმოსახლდა ერევნის სახანოდან, 1807-1808 წლებში მათ კიდევ 1906 ადამიანი (338 ოჯახი) დაემატა, გადმოსახლება არც შემდეგ შეწყვეტილა.
    მუსულმანური სახელმწიფოების – ოტომანების იმპერიისა და ირანის – ექსპანსიის და მომთაბარე ტომების გამუდმებული თავდასხმების შედეგი იყო ბორჩალო-ბამბაკის მიწათმოქმედი ქრისტიანი (ქართველებისა და სომხების) მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ამოწყვეტა ან წასვლა ამ მიდამოებიდან. დაცარიელებული ადგილები დასახლებულ იქნა თურქული მომთაბარე ტომებით, რომელთა შთამომავლებიც დღესაც ცხოვრობენ ამ ადგილებში. რუსეთთან შეერთების შემდეგ, იმპერიული ადმინისტრაცია, ცდილობდა რა მხარის ნაწილობრივ დეპოპულაციას და ამაგრებდა თავის იქ ყოფნას, ასახლებდა იქ თურქეთიდან ლტოლვილ ქრისტიანებს (სომხებსა და მცირე რაოდენობით ბერძნებს) და კოლონისტებს ცენტრალური რუსეთიდან და გერმანიიდან, რაც უფრო მეტად ართულებდა ბორჩალოს მაზრის ეთნიკურ პალიტრას.
    რაც შეეხება ახალქალაქის მაზრას, როგორც პირველი ცხრილიდან სჩანს, XX საუკუნის დასაწყისისთვის სომხები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 17%. ქართველების რაოდენობა თუმც ცოტატი მაღალი იყო, ვიდრე ბორჩალოში, მაგრამ მცირედით აღემატებოდა მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 6%. ამგვარი ეთნო-ლინგვისტური სურათი ჯავახეთში (ახალქალაქის მაზრაში) ჩამოყალიბდა გაცილებით მცირე პერიოდში, ვიდრე მეზობელ ბორჩალოში, კერძოდ კი XIX საუკუნის ბოლო ორი მესამედის განმავლობაში, როდესაც ეს ტერიტორია თურქეთიდან რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა. ქართველების უმრავლესობა, რომლებიც ჯავახეთში 1827 წლისათვის ცხოვრობდნენ (რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დასაწყისის წინ) რამოდენიმე თაობის მანძილზე, ოტომანების იმპერიასთან ლოიალურ დამოკიდებულებაში იყვნენ და მხოლოდ უმნიშვნელო რიცხვი აღიარებდა მართლმადიდებლობას ან კათოლიციზმს (ქართველები, რომლებიც უარს ამბობდნენ მიეღოთ მუსულმანობა ან კათოლიციზმი მასიურად იქნენ გამოდევნილი ამ მხარიდან XVII–XVIII საუკუნეების განმავლობაში). 1828-1829 წლების რუსეთ თურქეთის ომის მსვლელობისას ჯავახეთის გამუსულმანებულმა ქართველობამ რუსეთს ძლიერ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ომის შედეგად მათმა უმრავლესობამ დასტოვა მათი ტრადიციული დასახლების ადგილები და წავიდნენ თურქეთში. მათი ადგილი დაიკავეს უმეტეს წილად თურქეთის არზრუმის ვილაიეთიდან გადმოსახლებულმა 7300 სომხურმა ოჯახმა, რომლებიც მოვიდნენ რუსეთის იმპერიის მთავრობის მოწვევით. შედეგად 1865 წლის მონაცემებით საქართველოში უკვე 122600 სომეხი ცხოვრობდა, 1886 წელს 172900, ხოლო 1897 წელს 197000. სომხების გადმოსახლების პროცესი გაგრძელდა 1897 წლის შემდეგაც, 1897-1902 წლებში დაახლოებით 55000 სომეხი შემოვიდა ოსმალეთიდან საქართველოში, რაც იქ მიმდინარე სომხურ-მუსლიმური ხოცვა-ჟლეტვით (1894-1896 წლ) იყო განპირობებული, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მალევე ოსმალეთში სომხურ და მუსლიმურ მოსახლეობას შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტი განახლდა,რაც საბოლოო ჯამში სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტვაში და დეპორტაციში გადაიზარდა. სიკვდილისგან თავის დასახსნელად ასობით ათასმა სომეხმა დევნილმა რუსეთის იმპერიას შეაფარა თავი, მათი ნაწილი საქართველოში გადმოსახლდა, ამდენად სომხების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა.
    სიტუაცია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებისა ყოფილ ახალქალაქის მაზრაში ასევე არსებითად განსხვავდებოდა ბორჩალოსაგან. აქ ჩვენ ვხედავთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი რაოდენობას ადრეული და განვითარებული შუასაუკუნეების პერიოდიდან, რომელიც მოიცავს ქალაქ-ციხესიმაგრე ვარძიას, ზედა თმოგვის კლდოვან-მონასტრულ კომპლექსს, აზავეთის, ფოკას, კუმურდოს ეკლესიებს და მრავალ არქიტექტურულ ძეგლებს. ამავე დროს სომხური ეკლესიები ახალქალაქის მაზრდაში მრავლდებიან არაუადრეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან.
    დასასრულს, მთელი ზემოხსენებული საჭიროება დამატებას, რომ პირველი მსოფლიო ომის დროოს ორთავე მაზრაში მოვიდა თურქეთიდან ლტოლვილი სომხების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც გადაურჩნენ 1915-1918 წლების ეთნიკურ წმენდებს.
საზღვრების გაყოფის ზღურბლზე: კონცეპტუალური კონფლიქტი და ურთიერთგაგების არქონა
    ასე, რომ 1918 წლისათვის ორი ახლად შექმნილი სახელმწიფო – სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა (სდრ) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (სდრ) აღმოჩნდნენ ფიზიკური შეხების წერტილებში და მათ წინაშე წარმოიშვა ტერიტორიული გამიჯვნის აუცილებლობის საკითხი, მხოლოდ მხარეთა პოზიციები, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, შორს იყო თბილისის გუბერნიის ორი მაზრის ახალქალაქისა და ბორჩალოს ტერიტორიული კუთვნილების საკითხის კონსესუსისაგან.
    იმ დროისათვის, ოფიციალური თბილისი მტკიცედ იდგა თბილისის გუბერნიის სამხრეთის საზღვრების შეუქცევადობაზე, როგორც საქართველოს ახალი სახელმწიფოებრივი საზღვრები, სომხეთის წამომადგენლობა კი ამტკიცებდა, რომ ყოფილი საიმპერიო გუბერნიების საზღვრები არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რადგან არ შეესაბამება არც ეთნიკურ, არც ისტორიულ საზღვრებს. სომხურმა მხარემ ქართულ მხარეს შეახსენა აგრეთვე იმის შესახებ, რომ 1917 წელში პეტროგრადში ამიერკავკასიის სამხარეო კონფერენციის მსვლელობისას ქართველი სოციალისტები, რომლებიც ერთი წლის მთავრობას ხელმძღვანელობდენ, დაჰპირდნენ სომხეთის ნაციონალისტურ პარტიებს მთელი რიგი ადმინისტრაციული საზღვრების გადახედვას ეთნიკური პრინციპების შესაბამისად. ამ დანაპირების საფუძველზე, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ამ დანაპირებზე დაყრდნობით საქართველოსაგან მოითხოვდა უარი ეთქვა მთელს რიგ სასაზღვრო ტერიტორიებზე, რომელზედაც ეთნიკური სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას. 1919 წლის ოფიციალური თბილისის მტკიცების თანახმად კი სომხური მხარის მიერ მითითებული მოლაპარაკებები არ იყო საკუთრივ მოლაპარაკებები, არამედ – მხოლოდ კონსტრუქციული ინიციატივის გამოვლენა, რომელიც ეხებოდა ერთიან ფედერალურ სახელმწიფოს ფარგლებში (რეფორმირებულ რუსეთის იმპერიაში) გამიჯვნას მხოლოდ და მხოლოდ სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობისა და ადმინისტრირების მოხერხებულობისათვის. მსგავსი განცხადებები – ამტკიცებდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები – გაკეთებული იყო საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და არ შეიძლება იყოს მიღებული სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრისას.
    1918 წლის 10 აგვისტოს თბილისში მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხალხთა კონფერენცია სასაზრვრო დავების მოსაგვარებლად. მასზე სომხებისა და აზერბაიჯანელების გარდა მოწვეულ იყვნენ კავკასიის მთიელთა წარმომადგენელებიც. სომხებს არ სურდათ მოლაპარაკება და ომისთვის ემზადებოდნენ, ამიტომ არ ჩამოვიდნენ.
    სომხებმა ომის საბაბიც მალე გამოძებნეს: 1918 წლის დასაწყისში გენერალ მაყაშვილის მეთაურობით ქართველთა ჯარის შესხვლა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში, რაც ჩათვლილ იქნა სომხეთის „განუყოფელი ნაწილის“ ხელყოფად. 1918 წლის შემოდგომაზე სომხეთმა პრეტენზია წამოაყენა არამარტო ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებზე, არამედ გორის მაზრის პატარა ნაწილზე და მოითხოვა საზღვარი გაევლოთ ცხრაწყაროს უღელტეხილზე.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება: ოქტომბრის შეტაკებები
    1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ორი დღის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა სომხეთმაც. 1918 წლის გაზაფხულზე წამოწყებული ოსმალეთის სამხედრო კამპანიის შედეგად როგორც საქართველომ ისე სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს, კერძოდ ოსმალეთმა 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით, საქართველოს ჩამოაჭრა ბათუმის ოლქი,არტაანის და ოლთისის ოკრუგები, ახალციხის(ნაწილობრივ) და ახალქალაქის მაზრები. საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს უჭერდა და დახმარებას უწევდა გერმანიის იმპერია. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა კი 4 ივნისის საზავო ხელშეკრულებით კარგავდა საერთო საზღვარს საქართველოსთან და მის შემადგენლობაში მხოლოდ ერევნის გუბერნიის მცირე ნაწილი რჩებოდა. ბათუმის საზავო ხელშეკრულებით ოკუპირებული ტერიტორიის გარდა ოსმალეთმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვა დროებით დაეთმო მისთვის ბორჩალოს მაზრის ლორის მონაკვეთი იმ მიზნით რომ დაუბრკოლებელი და უშუალო კავშირი ჰქონოდათ აზერბაიჯანთან. 1918 წლის ივნისში მომხდარი შეტაკებების და მოლაპარაკებების შემდეგ, ოსმალეთის არმიამ დაიკავა მდ.კამენკის მარჯვენა სანაპირო ხაზი, კერძოდ სოფლები ნოვო-პოკროვკა, ჯელალ-ოღლი, ნიკოლაევკა, გერგერი, ვარტანლური, კურტანი, დარა-ქენდი და შემდეგ ხაზი ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზების ალექსანდროვკის მონაკვეთის 117-ე ვერსის ხიდიდან სადგურებს ქობერს და კალაგერანს შორის,სოფელ მარცამდე და ლორუტამდე. ლორის მონაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილის შენარჩუნება საქართველომ შეძლო,გერმანიის და საქართველოს ნაწილების ერთობლივი მოქმედებით რის შედეგადაც ოსმალეთის ნაწილების მცდელობა დაეკავებინათ მეტი ტერიტორია აღიკვეთა მდინარე კამენკასთან და წითელ ხიდთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ. საქართველოს და გერმანიის ნაწილები ახალ თავდაცვით ხაზზე განლაგდნენ, რომლის მდებარეობა იყო სოფლები: ვორონცოვკა, ალექსანდროვკა, აიდაბერკი, მღარტი, ქობერის გასაყარი, სოფლები კარინჯი და წათერი.
    ვითარება შეიცვალა 1918 წლის შემოდგომაზე, ნათელი გახდა რომ გერმანია და მისი მოკავშირე ოსმალეთის იმპერია მარცხდებოდნენ, ოსმალებმა დაიწყეს ევაკუაცია დაკავებული ტერიტორიებიდან, ლორის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი შეთანხმების მიუხედავად 1918 წლის 18 ოქტომბერს ოსმალებმა გადასცეს არა საქართველოს არამედ სომხეთს. იმავ დღეს სომხეთის სამხედრო რაზმი სამხრეთიდან სადემარკაციო ხაზით შევიდა ქართველების მიერ კონტროლირებად ქობერის სარკინიგზო გასაყარზე. გერმანიის სარდლობამ, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფებოდა რეგიონში, სომხებისაგან მოითხოვა ქობერის დატოვება, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იქნა შესრულებული. სიტუაცია იმითაც მძიმდებოდა, რომ გერმანელებს თითქმის აღარ ჰყავდათ ხალხი, რამდენადაც აღნიშნულ პერიოდში როგორც გერმანიის, ასევე თურქეთის ჯარებმა დაიწყეს ევაკუაცია, მიუხედავად ქართული მთავრობის ძალისხმევისა, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ გერმანიის ჯარების ნაწილები რაც შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო, თუნდაც ვორონცოვკის რაიონში.
    საჭიროა აღინიშნოს, რომ როგორც ქართული ისე გერმანული ნაწილები სადემარკაციო ხაზის ზონაში მცირერიცხოვანი იყვნენ და ჰქონდათ მხოლოდ სასაზღვრო და არა საბრძოლო ფუნქცია. ასე მაგალითად, ქართულ-გერმანული დაცვის ნაწილები სოფელ კარინჯში ითვლიდა 20 ქართველ და 12 გერმანელ სამხედროს ერთი ოფიცრით. სხვა ნაწილები იყო ძლიერი მაგრამ უნიშვნელოდ მეტი. განვითარებული მოვლენების მსვლელობისას ქართველები და გერმანელები მოითხოვდნენ თბილისისგან შევსებას.
    ქართულმა სარდლობამ დახმარების მოწოდების საპასუხოდ სანანიანი კონფლიქტის ზონაში გაგზავნა 2 ჯავშანმატარებელი და 250 კაციანი რაზმი. ამგვარად, სომხეთის ნაწილმა დატოვა ქობერის სადგური, განალაგა რა ნაწილები რკინიგზის დასავლეთით და აღმოსავლეთით მაღლობებზე. საქართველოს ულტიმატუმზე, დაეტოვებინათ სადემარკაციო ხაზის სამხრეთით სადგური შაგალი, სომხებმა უარით უპასუხეს. ამავდროს საქართველოს მთავრობამ მიიღო პრემიერ კაჯაზნუნის მიერ ხელმოწერილი სამთავრობო შიფროგრამმა იმ დროისათვის სომხების მიერ კონტროლირებად აღსტაფიდან, რომელიც შეიცავდა შემდეგ ტექსტს: მინისტრთა თავმჯდომარეს ჟორდანიას, ასლი საქართველოში სომხეთის რწმუნებულს ჯამალიანს. დილიჟანის რაზმის უფროსმა მომახსენა, რომ ქართულმა არმიამ მას წაუყენა ულტიმატუმი შაგალის სადგურის დატოვების შესახებ. ჩემს მიერ სომხურ მხარეს მიეცა ბრძანება, რათა არ დასტოვონ სადგური, ხოლო ქართველების მიერ შეტევაზე გადასვლის შემთხვევაში – განახორციელოს თავდაცვითი ბრძოლა. მრავალტანჯული სომხეთისა და საქართველოსთვის ახალი უბედურებების თავიდან ასაცილებლად, სიმართლისა და სამართლიანობის სახელით გთხოვთ, თავი შეიკაოთ აგრესიული ქმედებისაგან და დასტოვოთ ქართული ჯარები არსებულ ხაზზე. ყველა სასაზღვრო საკითხს გადავჭრით მოლაპარაკებების გზით. შეგახსენებთ, რომ საქართველო არ აცხადებს პრეტენზიას ლორეზე და მას მხოლოდ დროებითად იკავებს, რათა არ დაიკაოს ის მესამე ძალამ. ველი თქვენს პასუხს მინისტრთა თავმჯდომარე კაჩზნუნი.
    23 ოქტომბერს სომხურმა ნაწილებმა სამი ასეულით შეუტიეს მცირერიცხოვან გერმანულ პოსტს სოფელ კარინჯში და აიძულეს უკან დაეხიათ გერმანელებს. საქართველოს სარდლობამ გერმანელების დასახმარებლად გაგზავნა ქვეითთა ასეული და ჯავშანმატარებელი. მომდევნო დღეს საქართველოს მთავრობამ ბორჩალოში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაზრის უფროსად დანიშნა გენერალ-მაიორი წულუკიძე.
    25-27 ოქრომბერს ბრძოლები გრძელდება სოფელ კარინჟის რაიონში, რომელიც რამდენჯერმე გადადის ხელიდან ხელში. ჯავშანმატარებლის ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში იწვევს გარდატეხას საქართველოს სასარგებლოდ. უკვე 26 ოქტომბერს ერევნიდან პრემიერმინისტრ ოვანეს კაჩანზნუნის სახელით იგზავნება ტელეგრამა საქართველოს მთავრობას შეტყობინებით – სომხური ნაწილების მიერ ცატერისა და კარინჯის დატოვების შესახებ. ამასთანავე სომხური ჯარების მიერ ამ სოფლების დაპყრობა ცხადდება გაუგებრობით. ტელეგრამა შეიცავს აგრეთვე მოწოდებას სასაზღვრო საკითხისათვის კონფერენციის მოწვევის შესახებ. საქართველოს მტავრობას თავიდანვე არებული ჰქონდა კურსი სასაზღვრო დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, რაც ჩანს იმავ 26 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობას დაუშვებლად მიაჩნია საღვრების საკითხის იარაღით გადაჭრა. იგი მოუწოდება ორივე ქვეყნის მთავრობას დავის შეთანხმების გზით გადაჭრისკენ. ამით ქართველებსა და სომხებს შორის სამხედრო მოქმედებები დროებით იქნა შეწყვეტილი.
    მკვლევარ არჩილ ჩაჩხიანის აზრით, სომხეთის მთავრობის მხრიდან ოქტომბრის ინციდენტს ჰქონდა მიზანი, ეჩვენებინა ანტანტის მოკავშირე სახელმწიფოებისათვის ერთგულება ცენტრალური ბლოკის კაპიტულაციის წინადღეებში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გზით, რომელიც იმ დროისათვის ფორმალურად გერმანიის მოკავშირეს წარმოადგენდა და საქართველოში ჯერ კიდევ მყოფი გერმანული ჯარების წინააღმდეგ. წინ გავუსწრებთ და ავღნიშნავთ, რომ ომის მოერე ეტაპი – 1918 წლის დეკემბერში – დაიწყო ბაქოში ბრიტანული ჯარების შეყვანისთანავე, რაც შესაძლებელია, არ წარმოადგენდა შემთხვევით დამთხვევას.
    ამავ დროს პროფესორი რიჩარდ ოვანისიანი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის ინციდენტი იყო მხოლოდ „ქართული ძალების მოსინჯვა“ სომხეთის სამხედროების მიერ იმ მიზნით, თუ რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა სადაო ტერიტორიების სომხეთისათვის ძალისმიერი მიერთების შემთხვევაში.
    აუცილებელია აგრეთვე თურქეთის როლის აღნიშვნა სომხურ-ქართული კონფლიქტის გაჩაღებაში. ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს, როდესაც ოტომანთა იმპერია ემზადებოდა კაპიტულაციისათვის, და კავკასიიდან მისი ჯარების გაყვანა იწყებოდა, ერევანში მყოფი თურქეთის გენერალმა ხალილ ფაშამ თავისთან მიიწვია რამოდენიმე სომეხი ოფიცერი და შესთავაზა მათ დაეკავებინათ არა მარტო თურქების მიერ ოკუპირებული ეჩმიაძინის მაზრის ნაწილი (ბამბაკი), არამედ აგრეთვე ლორეს ნაწილში კამენკის სამხრეთით ბუფერული ზონა.
    იმავდროულად თურქეთის წარმომადგენელმა საქართველოში აბდულ კერიმ ფაშამ ანალოგიური წინადადებით მიმართა ქართველებსაც.
    საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, სამ დღეში ლორეს ნაწილში კაპიტულაცის გამოაცხადა თურქეთმა, ხელი მოაწერა მუდროსის ზავს. შემდგომი თერთმეტი დღის განმავლობაში ომიდან გავიდნენ ავსტრო-უნგრეთი და გერმანია. პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა. ანტანტის ქვეყნების შეთანხმებით სამხრეთ კავკასია უნდა გადასულიყო დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროში. ნოემბრის პირველ რიცხვებში ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის სარდალმა სპარსეთში გენერალ-მაიორმა სერ უილიამ მონტგომერ ტომსონმა, რომელიც იმ დროს კასპიის ირანის პორტ ენსელში იმყოფებოდა, გააკეთა ცნობილი განცხადებების მთელი რიგი, რომლებიც სხვასთან ერთად მოიცავდა შემდეგ პოლიტიკურ დადგენილებებს:
    1. 1918 წლის 17 ნოემბრის ათსაათამდის თურქეთისა და გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ რუსეთის კავკასიის ფარგლები 1914 წლის კავკასიის სამეფისნაცვლო საზღვრებში.
    2. ქალაქი ბაქო და ნავთობსარეწები და ბათუმის პორტი ექვემდებარება ბრიტანულ ოკუპაციას წესრიგის დაცვისათვის და არავითარ სხვა სამხედრო ნაწილებს არ შეუძლიათ დაშვებულ იქნენ ბრიტანული ოკუპაციის ზონაში.
    3. დიდი ბრიტანეთი კავკასიას განიხილავს როგორც მისი მოკავშირის ტერიტორიის ნაწილს, თუმც არ გამორიცხავს ადგილებზე არსებულ დე ფაქტო მთავრობებთან თანაშრომლობას.
    4. დიდი ბრიტანეთი მისი რწმუნებულების სახით გააკონტროლებს საერთაშორისო ვაჭრობას და წესრიგის დამცავ ორგანოებს კავკასიაში, არ ჩაერევა რა რეგიონის სხვა საშინაო საქმეებში.
    17 ნოემბერს ბაქოში შევიდა პირველი ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი, 15 დეკემბერ ს კი მოჰყვა ბათუმის ოკუპაცია ოლქთან ერთად. ბრიტანეთის სარდლობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში იტოვებდა კავკასიის სხვა მთავარ ქალაქებში ჯარების გაგზავნის და იქ თავისი გარნიზონის განლაგების უფლებას.
    აზერბაიჯანის, საქართველოსა და მთიელთა რესპუბლიკის მთავრობები დიდი სიფრთხილით შეხვდნენ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მოცემულ ცვლილებებს. სომხეთში ბრიტანეთის ჯარების შემოსვლა იწვევდა ოპტიმისტურ აღტკინებას და წარმოქმნა „ბრწყინვალე მომავლის“ ახალი იმედები, სომეხი ხალხისათვის ანტანტის მაღალი წარმომადგენლების მიერ მრავალი, თუმც დაუკონკრეტებელი დაპირებებით.
მდგომარეობა სომხეთ-საქართველოს სხვა საზღვრებზე
    სომხეთ–საქართველოს კონფლიქტის გამწვავება მომავალ სასაზღვრო ზონაში ორ რესპუბლიკას შორის, როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს სხვა საზღვრებზე მიმდინარეობდა, არც თუ ისე უბრალო ვითარების ფონზე.
ა) ვითარება სომხეთის დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე
    1918 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, ოტომანთა იმპერიის კაპიტულაციის და ბათუმის ხელშეკრულების ძალით დადგენილი დაკარგული საზღვრების შეცვლის შემდეგ, სომხეთი აღმოჩნდა კონფლიქტში არა მარტო საქართველოსთან, არამედ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აგრეთვე მთელ რიგ კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან, რომლებიც წარმოიქმნენ სამხრეთ კავკასიიდან გამსვლელი თურქული ჯარებისა და პროთურქული ძალების მიერ.
    სომხეთის მთავრობის გეგმები, კონტროლის ქვეშ მოექცია ერევნის გუბერნიის მთელი ტერიტორია და აგრეთვე ყარსის ოლქი, 1918 წლიის 5 ნოემბერს თურქეთის IX არმიის მეთაურის გენერალ იაკუბ შევკი-ფაშას ინიციატივით შექმნილი ყარსის ისლამური საბჭოს (ყარს ისლამ შურასი) წინააღმდეგობას წააწყდა.
    ყარსის ისლამურმა საბჭომ, ეყრდნობოდა რა მუდროსის ზავის შემდეგ ოლქში დარჩენილ თურქ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, არანაკლებ 30000 კაცის ოდენობით, აგრეთვე შეიარაღებული თურქების არარეგულარულ რაზმებს 8000 კაცის ოდენობით, გამოაცხადა მთელი ყარსის ოლქის თავისი კონტროლის ქვეშ აღება. ისლამური საბჭოს თავმჯდომარის იტიხადისტი ფარხედინ ბეისა და გენერალ შევკი ფაშას პირით კონსტანტინოპოლში სამოკავშირეო კომისიაში გაცხადდა, რომ ყარსის ოლქის მუსულმანები თანახმანი არიან მიიღონ ან თურქული ან რუსული იურისდიქცია, მაგრამ საქართველოს ან სომხეთის მხრიდან, ოლქის დაუფლების ნებისმიერ მცდელობას, დახვდება მასიური შეიარაღებული წინააღმდეგობა. ყარსის ისლამურმა საბჭომ პრეტენზიები განაცხადა ბათუმის ხელშეკრულების მიხედვით თურქეთის მიერ ოკუპირებულ ყველა სამხრეთკავკასიურ ტერიტორიაზე, ერევნის გუბერნიის ნახიჭევანისა და ალექსანდროპოლის მაზრების, აგრეთვე თბილისის გუბერნიის ახალქალაქისა და ახალციხის მაზრების და ბათუმის ოლქის ჩათვლით. ეს ტერიტორიული პრეტენზიები დამტკიცებულ იქნა იმავე წლის დეკემბრის თვეში ისალმური საბჭოს შემცვლელი ისალმური ნაციონალური საბჭოს (მილი ისლამ შურასი) მიერ.
    ერევნის გუბერნიის დასავლეთით – სურმალინის მაზრაში (არარატის მთის რაიონი) ადგილობრივმა ქურთულმა ტომებმა დაიწყეს მაზრაში შესული სომხური ნაწილების წინააღმდეგ პარტიზანული ომი. ამას გარდა, 1918 წლის დეკემბრის დასაწყისში, ჯაფარ-ყილი ხან ნახიჭევანელმა, იგდირში გამოაცხადა „აზარო-თურქული დამოუკიდებელი რესპუბლიკა“, და პრეტენზიები წამოაყენა არა მარტო სურმალინის მაზრაზე, არამედ ერევნის ნახიჭევანისა და შარურო-დარალაგიაზის მაზრებზე. ეფუძნებოდა რა თურქული იარაღით შეიარაღებულ არარეგულარულ თათართა რაზმებსა და თურქების მიერ დატოვებულ ბატალიონს, ჯაფარ ყულიმ დაიწყო ომი სომხეთის რესპუბლიკასთან. პირველ ხანებში მისმა ძალებმა შეძლო ნახიჭევანის მაზრის ვიწრო ხაზის შენარჩუნება ნახიჭევანსა და ორდუბადს შორის, ამ კონფლიქტმა მიიზიდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ომში.
    სომხეთისათვის არასტაბილურობის გამუდმებული წყარო იყო აზერბაიჯანის მიმართულება. ტერიტორიულ საკითხებში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არანაკლები წინააღმდეგობები გააჩნდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, ვიდრე საქართველოს მთავრობასთან. 1918 წლის ნოემბრის დასასრულს სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის მისიის უმაღლესმა კომისარმა ჯონ ოლივერ უორდროპმა შესთავაზა სომხეთსა და აზერბაიჯანს დროებითი საზღვრის დადგენა ერევნისა და ელიზავეტპოლის (განჯა) გუბერნიებს შორის, ორდუბადეს რაიონის პატარა ნაწილის გამოკლებით, რომელიც კორექტირებული იყო აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
    „უორდროპის ხაზი“ მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვისაც. აზერბაიჯანის მთავრობა პრეტენზიას აცხადებდა ერევნის გუბერნიის უმნიშვნელო ნაწილზე (ძირითადად სამ მაზრაზე, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა არაზო-თურქეთის რესპუბლიკა, აგრეთვე სევანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ზანგეზურზე). ამავე დროს სომხეთიც ცდილობდა ზანგეზურის და მთიანი ყარაბახის მიერთებას, რომელიც სომეხი ნაციონალისტების თვალსაწიერით მოიცავდა ჯევანშირის, ყარიაგინის, შუშის და ელიზავეტპოლის მაზრების მთიან ნაწილს (რაც არსებითად აჭარბებს საბჭოთა ადმინისტრაციული ერთეულის შედეგად შექმნილ ტერიტორიას, ცნობილ მთიანი ყარაბახის ავტონომიურ ოლქს), აგრეთვე ელიზავეტპოლის გუბერნიის ყაზახის მაზრას.
    სომხეთ-საქართველოს ომის დასაწყისისთვის უორდროპის ხაზიდან აღმოსავლეთით ვითარება ეწყობოდა შემდეგი სახით: ზანგეზურის მაზრის დიდი ნაწილი იმყოფებოდა გენერალ ანდრანიკის ნახევრად პარტიზანული სომხური ფორმირებების კონტროლის ქვეშ, რომლებიც აწარმოებდნენ თურქული ნაწილების და ადგილობრივი მუსულმანების რაზმების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებს, აგრეთვე გეგმავდნენ მთიან ყარაბახში შეჭრას იქ სტაბილური სომხური სახელმწიფოებრიობის დამყარების მიზნით. ანდრანიკი ფორმალურად არ ემორჩილებოდა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას პირადი მოსაზრებებით, ათანხმებდა რა თავის გადაწყვეტილებებს მხოლოდ თვითმმართველობის ადგილობრივ სომხურ ორგანოებთან ზანგეზურსა და ყარაბახში. ყარაბახის მისადგომებთან სამხედრო მოქმედებები შეწყდა 1918 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად აბდალიართან სომეხთა გამარჯვებისთანავე. ყარაბახიდან ანდრანიკის რაზმების წასვლის შემდეგ ადგილობრივი ქურთ-თათრული მეამბოხეების მიერ განადგურებულ იქნა სამი სომხური სოფლის სიმაგრე ზანგეზურისა და ყარაბახის გასაყარზე, რაც კიდევ უფრო ართულებდა სომეხთა უკანასკნელ მცდელობებს ზანგეზურზე გავლით ყარაბახის დაუფლებისა.
    ჯებრაილის, ყარიაგინის, შუშის, აგრეთვე ელიტავეტპოლის მაზრის მთიან რაიონებში – თავისებური ორხელისუფლებიანობაა: ყარაბახის ეროვნული საბჭოს მილიციის რაზმები, რომლებიც იმყოფებოდნენ შუშაში და ცდილობდნენ სომხეთთან მიერთებას, აწარმოებდნენ მხარეში დარჩენილ თურქულ ნაწილებთან და თათარ-ქურთ ამბოხებულებთან ბრძოლას. 1918 წლის დეკემბერში ბაქოდან ჩამოსულმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა სომხური ეროვნული საბჭო (ყსეს) აღიარეს მთიანი ყარაბახის დე ფაქტო ხელისუფლებად. თვის ბოლოსათვის კი, გენერალ ტომპსონის განკარგულების შესაბამისად დაიწყეს ყსეს დეპოლიტიზაციის დაჟინებული მოთხოვნა.
    ყაზახის მაზრის მთიანი ნაწილი აღმოჩნდა სომხური ჯარების კონტროლის ქვეშ სამხრეთ კავკასიიდან თურქული ნაწილების ევაკუაციის დასაწყისშივე.
    სომხეთ-საქართველოს ომის დამთავრებისთანავე (1919 წლის იანვრის შუახანებში) კავკასიაში ბრიტანეთის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბახისა და ზანგეზურის აზერბაიჯანის იურისდიქციაში დატოვების შესახებ, სულ მცირე გამიჯვნის საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.
ბ) ვითარება საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის საზღვრებზე
    ამ პერიოდშივე საქართველოს შეეძლო ეტრაბახა მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვრებზე არსებითი სტაბილურობით, სადაც ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის შემოჭრისაგან ბუნებრივ დამცავად მსახურობდა კავკასიის დიდი მთაგრეხილი. მეზობლებთან და კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან შეხების ყველა სხვა მონაკვეთზე ვითარება დაძაბული და არასტაბილური იყო.
    აზერბაიჯანთან შეხების ზონაში, თურქული ჯარების ევაკუაციისთანავე, ორ რესპუბლიკას შორის წამოიჭრა ტერიტორიული დავა, რაიც არ გადასულა შეიარათებული წინააღმდეგობის სტადიაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს წაუყენა პრეტენზიები ზაქათალის ოლქზე, აგრთვე ნაწილობრივ მუსულმანებით დასახლებულ სიღნაღის, ბორჩალოსა და თბილისის მაზრების ნაწილზე. მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა კატეგორიულად უარყო ეს პრეტენზიები, აზერბაიჯანის მთავრობამ, არ გააჩნდა რა ძალები და სახსრები საქართველოსთან შეიარაღებული ბრძოლისა, გადაწყვიტა მოეხსნა, უარეყო თავისი პრეტენზიები ყველა დასახელებულ ტერიტორიებზე, გარდა ზაქათალის ოლქისა, რომელზედაც მალევე ჩამოყალიბდა კონდომინიუმის მსგავსი ვითარება.
    1918 წლის 4-5 დეკემბერს ქართული ჯარები დაბრუნდნენ თურქების მიერ დატოვებულ ახალქალქისა და ახალციხის მაზრებში. წინსვლა ბათუმისა და არდაგანის ოლქებისაკენ, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა საქართველო, შეჩერებული იქნა ბრიტანელების მიერ, რომლებმაც რამოდენიმე დღის მოგვიანებით დაიწყეს ბათუმის ოლქის დაკავება, გამოაცხადეს რა ის ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად. მუსულმანებით დასახლებული ზემოხსენებული ორ რეგიონში ნარჩუნდებოდა დაძაბულული ვითარება.
    სომხეთ-საქართველოს დეკემბრის ომის დასაწყისის წინ საქართველოსთვის ყველაზე მგრძნობიარე ზონას წარმოადგენდა საქართველოს შეხება სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან („წითლებთან“ და „თეთრებთან“), მტრობდნენ რა ურთიერთს, აგრეთვე რუსეთის იმპერიას ჩამოშორებულ სახელმწიფოებსაც.
    ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში ბოლშევიკური წითელი არმიის ნაწილები შეიჭრნენ ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში. აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, ხელში აიღო რა ხელისუფლება ოლქში არსებული ანარქიის პირობებში, დახმარებისათვის მიმართა საქართველოს მთავრობას, იმავე წლის 24 ივლისს კი მოითხოვდა საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულების დადებას, რომელიც დაამტკიცებდა საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებით.
    ამ დროისათვის საქართველოს ჯარებმა გენერალ მაზნიევის (მაზნიაშვილი) მეთაურობით წითლებისაგან გაწმინდეს მთელი ოლქი ახლა უკვე აფხაზეთად წოდებული, როგორც საკუთვრივ იწოდებოდა ამ მხარის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანამდის – 1864 წლამდის, ივლისის ბოლოსათვის განდევნეს ოჩამჩირესთან ახლო მდინარე კოდორის შესართავთან გემებიდან გადმოსხმული თურქეთის დესანტი და წაიწიეს წინ ზღვის სანაპიროს ჩრდილო დასავლეთის გაყოლებით. დაიკავა რა ადგილობრივი საბჭოს მოთხოვნით სოჭის ოლქი და ტუაფსის ოლქის ნაწილი ქალაქით ტუაფსე. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობა განიხილავდა ბათუმის ხელშეკრულებით თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიების კომპენსაციის საკითხს შავიზღვის სანაპიროს ტერიტორიის გუბერნიასთან მიერთების გზით ანაპამდის. ეყრდნობოდა რა იმას, რომ ისტორიული აფხაზეთის ეს ნაწილი საუკუნეების განმავლობაში შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. 1918 წლის სექტემბერში ქართული ჯარები გამოდევნილ იქნა ტუაფსიდან წითელი არმიის ტამანის დივიზიის მიერ უკანდახეული თეთრების მიერ, რომლის კვალდაკვალაც ქალაქში შევიდნენ დენიკინისა და ალექსეევის მოხალისეთა არმიის ნაწილები. ნოემბრის ბოლოსათვის დენიკინ ალექსეევის ჯარებმა ყუბანზე გაანადგურეს წითელი ძალები და წინააღმდეგობაში შევიდნენ მაზნიაშვილის ქართულ ჯარებთან სოჭის ოლქში. საქართველოსა და სომხეთს შორის დეკემბრის ომის დაწყებამდის მხარეთა შორის ბოლო დამაშორებელ ხაზად გახდა მდინარე ლოო ამავე სახელწოდების სოფელთან ახლოს.
    საქართველოს პრეტენზიებს აფხაზეთზე და შავიზღვის გუბერნიაზე უარყოფდნენ მთიელთა რესპუბლიკის ლიდერები, რომელთაც სურდათ შავ ზღვაზე გასასვლელის მიღება, აგრეთვე კატეგორიულად იყო უარყოფილი თეთრ მოხალისეთა არმიის სარდლობის მიერ. სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას მაზნიაშვილის არმიის ნაწილები აფხაზეთიდან გადასროლილ იქნა ბორჩალოს მიმართულებით, რაც ხელს უწყობდა დენიკინის არმიის აფხაზეთისაკენ შემდგომ გადაადგილებას.
ანტანტის ქვეყნების ჩარევა და შუამდგომლობა
    გენერალი უილიამ ტომპსონის უკვე მოხსენიებული მითითებით, ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში, რომელიც იმ მომენტისათვის არსებითად ასრულებდა ბრიტანეთის კავკასიაში ბრეიტანეთის გენერალ-გუბერნატორის ფუნქციებს, თბილისსა და ბაქოში ჩამოვიდნენ ანტანტის წარმომადგენლები: ბრიტანელი პოდპოლკოვნიკი რიჩარდ პრეის ჯორდანი და ფრანგი პოდპოლკოვნიკი პეტრე ოგიუსტ შარდინი. ამ ორი ოფიცრის დავალებათა რიგში შედიოდა, კერძოდ, სარკინიგზო მონაკვეთების თბილის-ბაქოსა და თბილის-ალექსანდროპოლის მონაკვეთებზე ინსპექციის ჩატარება, აგრეთვე თბილისში ჩამოსასვლელი ბრიტანეთის სამხედრო მისიისათვის და ბრიტანეთის საოკუპაციო 27-ე დივიზიისათვის შტაბ-ბინის მომზადება. ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელობა დაკისრებული ჰქონდა ბრიტანეთის სალონიკის არმიის კვარტირმეისტერის ყოფილ მოადგილეს გენერალ სერ იულიამს ჰენრი რაიკროფტს. მოკავშირეების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მთავრობას გადაეცა წარდგინება სომხეთთან ომის შეწყვეტის საქმეში შუამდგომლობის მიღების შესახებ. ეს წარდგინება გაკეთდა იმ დღეებში, როდესაც საქართველოს არმია უკან იხევდა და საქართველოს მთავრობა მზად წავიდა მოლაპარაკებებზე. მოკავშირეთა პირველი წინადადება მდგომარეობდა ფართო ნეიტრალური ზონის შექმნაში, რომელსაც შეიძლებოდა მოეცვა, როგორც ახალქალაქის მაზრა, ასევე ბორჩალოს მაზრის დიდი ნაწილი და მოქცეულიყო ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ პარიზის სამშვიდობო კონფერენციის სომხეთსა და საქართველოს შორის გამიჯვნის საბოლოო გადაწყვეტილებამდის. ეს წინადადება კატეგორიულად იქნა უარყოფილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელმაც თავის მხრივ შესთავაზა მეომარი მხარეების ჯარების დაბრუნება იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ კონფლიქტის დაწყებამდის ეკავათ (ესე იგი მოეხდინათ პრემინილარული გამიჯვნა მდინარე კამენკაზე). საქართველო, აგრეთვე მოითხოვდა „აგრესორი ქვეყნის“ განსაზღვრას, რომელიც დააკისრებდა ომის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის კონპენსაციის მოვალეობას.
    1918 წლის 25 დეკემბრის დებატების, ურთიერთ დათმობებისა და ტექსტზე მუშაობის რამდენიმე დღის შემდეგ, საბოლოოდ გამომუშავდა და ერევანში გაიგზავნა შემდეგი შინაარსის ტელეგრამა: «Эривань. Председателю Армянской Республики Качазнуни. Великобританский генерал-майор Райкрофт, находящийся в настоящее время в Тифлисе, и полковник Шардиньи, стоящий во главе французской миссии, на конференции совместно с Председателем Правительства Грузинской Республики, господином Жорданиа, в присутствии господина Джамаляна, постановили, что военные действия должны немедленно прекратиться. Несмотря на протесты господина Джамаляна, генерал Райкрофт, полковник Шардиньи, и председатель Правительства Республики Грузия господин Жорданиа постановили, что:
    Смешанная комиссия, включающая английских, французских, грузинских и армянских представителей, должна возможно скорее отправиться на фронт, чтобы провести в жизнь следующие условия соглашения:
    Комиссия определяет численность гарнизонов, которые должны быть оставлены грузинами в северной части и армянами в южной части Борчалинского уезда, а также грузинами в Ахалкалакском уезде. Гарнизоны должны быть малочисленны. Грузинские войска будут стоять на линии, занимаемой ими в настоящее время, армянские войска должны отступить к турецкой линии Дисих – Джелал-Оглы. Британские пикеты будут находиться на железной дороге в пространстве между грузинскими и армянскими войсками, администрация в этой оспариваемой части будет смешанная. За грузинской администрацией в Ахалкалакском уезде имеет наблюдение комиссия союзников, в которую входят представители от местного армянского и мусульманского населения. Представители обоих государств, Грузии и Армении, будут в скором времени отправлены в Европу, где весь вопрос относительно границ будет решен Великими Державами. Генерал Райкрофт, полковник Шардиньи, Н. Жордания».
    ამავდროულად ყარაკლისში სომხეთის ჯარების სარდლის გენერალ სილიკოვის შტაბში, წავიდა კომისია ბრიტანელი კაპიტან ვიპერსის, ფრანგ კაპიტან ჰასფელდის და ქართველი პოლკოვნიკის ჯაფარიძის შემადგენლობით.
    მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს ჯარების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის ფონზე (რომელზედაც ქვემოთ ითქმება) სომხეთის მთავრობამ, რომელიც წინააღმდეგი გამოდიოდა წინადადებაში გაჟღერებული პირობებისა, ამჯერად დასთანხმდა მის მიღებას, და კარაკლისიდან 30 დეკემბერს კაპიტან ვისპერისაგან მიღებულ იქნა რადიოტელეგრამა:
    «Тифлис. Британской миссии. Копии Председателю Совета Министров, Министру Иностранных Дел и Военному.
    Армянское правительство согласно на немедленное прекращение военных действий и на отвод войск, как было решено генералом Райкрофтом. Военные действия должны прекратиться, по согласию представителей воюющих стран, 31-го декабря 1918 года в 24 часа. День отхода армянских войск к новой линии будет решен в Тифлисе. Армянскому правительству не совсем ясны некоторые пункты, предложенные генералом Райкрофтом, но принципиально согласилось и подписало условия. Оно хочет получить более точное разъяснение, а потому уполномочило двух делегатов, одного штатского, другого – военного, которые едут со мною в Тифлис за окончателым разъяснением этих вопросов союзниками. Рассмотрев эти вопросы, я совершенно согласен с армянским правительством, что некоторые детали этих вопросов должны быть более точно разъяснены для удовлетворительной и мирной работы на условиях, предложенных генералом Райкрофтом. Армянское правительство высказало самое широкое великодушие и искреннее желание мира. Комиссия союзных держав. Караклис, Председатель комиссии Дуглас Виперс, капитан. 30 декабря 1918 года».
    1918 წლის 31 დეკემბერს ქართული ჯარების მეთაურებს სომხეთის საზღვარზე დაეგზავნათ შემდეგი ბრძანება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი ჯარების მთავარსარდალ გენერალ გედევანოვის (გედევანიშვილი) ბრძანება ნომრით 01384:
    «Вследствие приказа Правительства предписываю вам приостановить военные действия сегодня, 31 декабря, в 24 часа. Войска должны оставаться на тех местах, на которых застанет их этот час. Начальникам передовых отрядов войти в связь с армянским командованием для уведомления их о решении нашего Правительства, причем поставить армянских начальников в известность, что войсковые армянские части должны отойти за ту линию, за которой они стояли до начала военных действий. К указанному выше времени приказ о прекращении нами военных действий должен быть приведен в исполнение во что бы то ни стало. О получении этого приказа донести немедленно».
    საქართველოს ჯარების ბორჩალოს მაზრაში წარმატებებთან ერთად არსებობს კიდევ ერთი ახსნა სომხეთის ხელმძღვანელობის საქართველოსთან კონფლიქტის დამოკიდებულებაში მოულოდნელი ცვლილებისა 1918 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში და ზავის დადების მზადყოფნისა. გენერალი დენიკინი თავის მემუარებში, რომელიც იმ დროისთვის სარდლობდა ანტიბოლშევიკურ მოხალისეთა არმიას რუსეთის სამხრეთში, ეყრდნობა გენერალ გ. ტ. უორკერის სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ღია მუქარას. თანახმად დენიკინისა, უორკერმა აუწყა მას და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიგრანიანს, რომ მისთვის ცნობილია სომხეთის მთავრობასა და მოხალისეთა არმიის მეთაურობას შორის საიდუმლო შეთანხმება საქართველოზე ერთობლივი დარტყმის განხორციელების შესახებ მისი ტერიტორიული დანაწევრების მიზნით. უორკერმა ხაზი გაუსვა აგრეთვე იმას, რომ თუ საქართველოზე იერიში ორი მხრით იქნება მიტანილი, მაშინ დიდი ბრიტანეთი დადგება საქართველოს მხარეზე და გაგზავნის თავის ჯარებს სომხეთის წინააღმდეგ. 7 თვით დენიკინი კატეგორიულად უარყოფდა სომხეთთან მზგავსი შეთანხმების არსებობის ფაქტს, ერთია კი, რომ ზემოთაღწერილი სამხედო მოქმედებანი დენიკინელთა და საქართველოს ჯარებს შორის შავი ზღვის სანაპიროზე სოხუმ-ტუაფსის ნაწილში ზაფხულსა და 1918 წლის გვიან შემოდგომისას ნებას გვრთავს ვიფიქროთ სულ მცირე მოხალისეთა არმიისა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საერთო ინტერესების შესახებ.
    აქ აუცილებელია ავღნიშნოთ ისიც, რომ თუმც დიდი ბრიტანეთი არ ფლობდა რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო ძალას კავკასიაში და მის გარშემო, მაგრამ სომხეთ-ბრიტანეთის კონფლიქტის აღმოცენება ნიშნავდა ანტანტის მხრიდან ნებისმიერი სახის მხარდაჭერის შეწყვეტას სომხეთის ტერიტორიულ დავებში თურქეთთან და აზერბაიჯანთან, სადაც საუბარი იყო გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე საქართველოსთვის წასართმევ ორიოდ მაზრაზე.
ბრძოლა ეკატერინენფელდისა და შულავერისათვის. საქართველოს კონტრშეტევა
ა) ეკატერინენფელდის ოპერაცია
    1918 წლის 30 ოქტომბერს ოსმალეთმა, 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა, 11 ნოემბერს კი გერმანია კაპიტულაცია გამოაცხადა და ამით პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. 1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამხრეთ კავკასიაში დიდი ბრიტანეთის სამხედრო შენაერთები შემოვიდნენ, მათ მთავარ მიზანს ბაქოს ნავთობის და ბათუმის პორტის კონტროლი წარმოადგენდა, შესაბამისად დაიკავეს ბაქო და მოახდინეს ბათუმის ოკრუგის ოკუპაცია. დე-იურე უარი თქვეს კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის აღიარებაზე, თუმცა დე-ფაქტო არსებულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა არ გამორიცხეს. სომხეთში დიდ იმედებს ამყარებდნენ დიდი ბრიტანეთის კავკასიაში შემოსვლაზე, რადგან თვლიდნენ, რომ ბრიტანელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნებოდათ მათთან, ხოლო საქართველოს და აზერბაიჯანს უფრო მტრულად მიუდგებოდნენ, რადგან ორივე სახელმწიფო I მსოფლიო ომში დამარცხებული იმპერიების მოკავშირეები იყვნენ და მათი დახმარებით სარგებლობდნენ, საქართველო გერმანიის, ხოლო აზერბაიჯანი ოსმალეთის. ამდენად მათი მიზნების განსახორციელებლად და საქართველოსთან ომის დასაწყებად ბრიტანელების შემოსვლა ხელსაყრელად ჩათვალეს. ამას დაემატა ისიც, რომ ამ დროს გამწვავდა კონფლიქტი საქართველოსა და ანტონ დენიკინის რუსეთის მოხალისეების არმიას შორის, რომელიც აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიას, ებრძოდა ბოლშევიკებს და მიზნად რუსეთის იმპერიის აღდგენა ჰქონდა დასახული, ა.დენიკინი და მისი მთავრობა საქართველოსგან სოჭის ოკრუგის და აფხაზეთის გადაცემას მოითხოვდა, ამიტომ საქართველოს არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთში იყო კონცენტრირებული, რაც დაუცველს ხდიდა საქართველოს სამხრეთ საზღვრებს, ასევე ა.დენიკინის ბრძანებით სომხეთში მიავლინეს რუსი ოფიცრები, რომლებიც სომხებს საქართველოს წინააღმდეგ ომში დაეხმარებოდნენ. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ხელისუფლების მოსაზრებით საქართველოსთან ომის დასაწყებად იდეალური მდგომარეობა შეიქმნა.
    პირველი მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, თურქეთმა თავისი ჯარები მის მიერ ომის წლებში ოკუპირებული ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანა. 1918 წლის 5 დეკემბერს კი საქართველოს ჯარმა ახალქალაქი და ლორე დაიკავა.
    სომხებმა ისარგებლეს რა საქართველოს ხელისუფლების გულუბრყვილობითა და დაუდევრობით (იგი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ საომხები საქართველოსთან ომს ვერ გაბედავდნენ) და 1918 წლის დასაწყისში ომის გამოუცხადებლად, მუხანათურად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თავს დაესხნენ საზღვრებზე მდგარ ქართველთა სამხედრო რაზმებს. 7 დეკემბერს სომხეთის ჯარმა დაიკავა სანაინისა და ალავერდის ახლო მდებარე მთები; 8 დეკემბერს სროლა აუტეხეს ქართველთა ჯავშნიან მატარებელს და დააზიანეს რკინიგზა; 9 დეკემბერს სოფელ უზუნლიარში იერიში მიიტანეს ქართულ სასაზრო რაზმზე, შემდეგ კი თავს დაესხნენ და დიდი ზიანი მიაყენეს კობერსა და კორინჯში განლაგებულ ქართველთა სამხედრო რაზმებს. საქართველოს მტავრობა კი სათანადო ზომების მიღებას აგვიანებდა, საზღვრებზე არ გზავნიდა საჭირო რაოდენობის ჯარებს, მიაჩნდა რა, რომ სომხეთთან ურთიერთობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარებულიყო.
    სომხეთის ჯარის თავდასხმები სულ უფრო ფართო ხასიათს იღებდა. 9 დეკემბერს სოფელ სანაინთან სომხებმა მოკლეს 5 და დაჭრეს 7 ქართველი ჯარისკაცი. 12 დეკემბერს სადგურ აირუმში ტყვედ აიყვანეს გენერალ წულუკიძის დასახმარებლად მატარებლით გაგზავნილი ორი ასეული - 250 კაცი, ხოლო სომხეთის ჯარები გენერალ დრასტამატ „დრო“ კანაიანის მეთაურობით თავს დაესხნენ ქართულ სასაზღვრო ნაწილს სანაინში; 13 დეკემბერს კი სომხებმა დაიწყეს შეტევები სოფლებზე - ვორონცოვკაზე, კამენმკასა და პრივოლნოეზე.
    სომხეთის გეგმით სომხეთის არმიას უნდა დაეკავებინა ტერიტორია მდინარე ხრამამდე. საქართველოს მთავრობას ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა მოლაპარაკებისა. ამიტომ, მიუხედავად მცირედი რიცხობრივი უპირატესობისა და უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისა, საქართველოს ჯარი შეტევას მოუმზადებელი დახვდა. პირველივე შეტაკებაში სომხებმა დაატყვევეს 100-მდე ქართველი ჯარისკაცი, ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო ტექნიკა, დაიჭირეს რკინიგზა. სომეხთა შეტევის განხორციელებაში მონაწილეობდნენ დენიკინის რუსეთის მოხალისეთა არმიის მიერ მივლენილი ოფიცრები. თვითონ დენიკინი სწორედ ამ დროს აწყობდა გამუდმებულ სამხედრო პროვოკაციებს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ცდილობდა სოჭის დაკარგვით დასუსტებული ქართული პოზიციების საბოლოო გატეხვას გაგრის ფრონტზე.
    16 და 20 დეკემბერს სომხებმა შეტევა განახორციელეს ახალქალაქის მაზრაზე, გამოიყენეს არტილერია. ბრძოლაში სომხები დამარცხდნენ და გაიქცნენ - მოკლულ იქნა მათი 3 ოფიცერტი და 100 ჯარისკაცი. გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა ბორჩალოს ფრონტზეც. მალე ნათელი გახდა, რომ გვეომებოდნენ არა სომეხთა ბრბოები, როგორც საქართველოს მთავრობას ეგონა, არამედ სომხეთის რეგულარული ჯარის მეოთხე პოლკის შენაერთები, პოლკოვნიკ ტერნიკოგოსოვის მეთაურობით.
    სომხეთის არმიამ ომის დასაწყისში უპირატესობა მოიპოვა, რაც ძირითადად მოულოდნელი თავდასხმნის ფაქტორით იყო განპირობებული. ამას როგორც ზემოთაც ითქვა საქართველოს მთავრობის დანაშაულებრივმა უმოქმედობამაც შეუწყო ხელი, რომელიც გენერალ მაზნიაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ სომხები ომს ვერ გაბედავდნენ, ყოველ დღე წერდა მათ დიპლომატიურ ნოტებს, თავის დასაცავად კი არავითარ ზომებს არ იღებდა.
18 დეკემბრისთვის სომხეთის არმიამ დაიკავა ლორის მთელი ზონა და მნიშვნელოვნად წაიწია წინ თბილისისკენ. დარბეულ იქნა ქართული და აზერბაიჯანული სოფლები. ფრონტზე კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. რეგიონის სომხური მოსახლეობა აქტიურად ეხმარებოდა სომეხთა რეგულარულ ჯარს, რომელსაც ასევე უერთდებოდნენ სომეხი მოხალისეები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან.
    საქართველოს სახალხო გვარდიამ სომხეთის არმიას გზა გადაუკეტა ეკატერინენფელდთან (დღევანდელი ქ. ბოლნისი).
    ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა რა სომხეთთან ომის გარდაუვალობაში, საქართველოს რესპუბლიკის სახელით 16 დეკემბერს ე. გეგეჭკორმა უცხოეთის სახელმწიფოებს მიმართა და ამცნო, რომ „დეკემბრის დასაწყისში სომხეთის ჯარის ნაწილები მუხანათურად, მოულოდნელად თავს დაესხა საზღვარზე განლაგებულ ჩვენს სამხედრო ნაწილებს და დაიწყო საომარი მოქმედებები, რომ სომხეთის მთავრობამ უარი განაცხადა ამიერკავკასიის კონფერენციაში მონაწილეობაზე, სადაც მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო სადავო საკითხები. ამიტომ საქართველოს მთავრობა მთელი მსოფლიოს წინაშე აცხადებს ენერგიულ პროტესტს სომხეთის მთავრობის მოქმედებების გამო და პასუხისმგებლობა მთლიანად, მთელი თავისი სიმძიმით სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ეკისრება“.
    17 დეკემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. იმავე დღეს სომხეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლაშქრის სარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, სამხედრო შტაბის უფროსად კი გენერალი გიორგი კვინიტაძე. გატარებული ღონისძიებების შედეგად დეკემბრის მეორე ნახევრიდან საომარი ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა. შექმნილმა საფრთხემ ქართველი ხალხის კონსოლიდაცია და შეკავშირება გამოიწვია. წარმოუდგენელად ამაღლდა ერის სულისკვეთება.
    საქართველოს ყველა კუთხეებიდან მოემართებოდნენ მოხალისეები მტერთან საბრძოლველად. დაიწყო მაშველი ჯარების ჩასვლა ბრძოლების რაიონებსი. 18 დეკემბერს თელავიდან ჩამოვიდა VI მსროლელი ლეგიონის ათასეული და სახალხო გვარდიის რამდენიმე რაზმი; 20 დეკემბერს დაემატა 2 ცხენოსანი ლეგიონი; 24 დეკემბერს ტფილისში ჩამოვიდა ფშავ-ხევსურთა ხუთასკაციანი რაზმი, ქისიყიდან 2 რაზმი და ა. შ. გორში კი ერთი ოჯახიდან 9 მამა-შვილი ჩაეწერა მოხალისედ. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, საწარმოებსა და დაწესებულებებში იმართებოდა მრავალრიცხოვანი კრებები, რომლის მონაწილენიც საქართველოს ხელისუფლებას აღუთქვამდნენ ყოველგვარ დახმარებას ქვეყნის დაცვის საქმეში. ქართული ჯარისთვის მთელს ქვეყანაში დაიწყო შემოწირულობათა შეგროვება. შემოწირულობებს აგროვებდნენ ქართველი ებრაელებიც. მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვე, ქართველი ებრაელები ყოველთვის ჩვენს ქრისტიან ძმებთან ერთად ვიყავით და ვიქნებით - აცხადებდნენ ისინი. ამასთან დაკავშირებით გ. კვინიტაძე შენიშნავს „აღსანიშნავია რომ ბათუმის ეპოპეისას მის დაცვას უმტავრესად დასავლეთ საქართველო გამოეხმაურა, (ამ) ომს კი მთელი საქართველო. ომი ერთობ პოპულარული გამოდგა. თბილისთან მტრის სიახლოვე და ჩვენი ხელმოცარვა მხოლოდ აღაგზნებდა და გულს უნთებდა ხალხს“.
    სომხეთთან ომში ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებდა ბორჩალოს მაზრის მუსლიმანობა. ვთვლით რა ჩვენ თავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებად, ყოველი ძალღონით მოვალე ვართ დავეხმაროთ ჩვენს მთავრობას - აცხადებდნენ ისინი. აზერბაიჯანის პარლამენტმა 1918 წლის 20 დეკემბერს საგანგებო სხდომაზე პროტესტი გამოუცხადა სომხეთის მთავრობას და მოუწოდა შეეწყვიტა სისხლისღვრა, ყველა სადავო საკითხი კი ამიერკავკასიის კონფერენციაზე გადაჭრილიყო.
    დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისსა და ყარაკლისში ზავის შესახებ გამართული მოლაპარაკებების თანადროულად სომხეთისა და საქართველოს დაპირისპირების ადგილებზე გრძელდებოდა საომარი მოქმედებები. განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა გერმანული კოლონიის რაიონში ეკატერინენფელდში. თვით ეკატერინენფელდში იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის დანაყოფები. სამხრეთით – სოფელ ბოლნის-ხაჩენში (დღევანდელი სოფელი ბოლნისი) განლაგებული იყო ვორონცოვკის მხარიდან შესული სომხეთის ჯარები, აგრეთვე აჯანყებულები ადგილობრივი სომხებიდან. იმავ დროს ეკატერინენფელდიდან ჩრდილოეთის მხარეს სომხებით კომპაქტურად დასახლებული სოფლები ბელი კლუჩი, სამშვილდე და დაღეთი წარმოადგენდა ამბოხების კიდევ ერთ კერას. იქ მყოფი შეიარაღებული აჯანყებულები წარმოადგენდნენ თბილისთან ყველაზე ახლომდებარე სომხურ ძალებს. თუმც ეს მიმართულება არ იყო მთავარი მიმართულება, მაინც, ეკატერინენფელდ-დაღეთის ხაზზე სომხური ნაწილების თავისუფალი გადაადგილება შეიძლება საქართველოს დედაქალაქისთვის გამხდარიყო კიდევ ერთ საშიშროებად.
    ამგვარად, მდინარე ხრამის ნაპირზე განლაგებული ეკატერინენფელდი ხდებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი სომხური ნაწილებისთვის დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით.
    18 დეკემბერს ეკატერინენფელდში გაგზავნილი ნაწილების სარდლად დაინიშნა გვარდიის ოფიცერი ვალიკო ჯუღელი, ხოლო ყველა ახლადფორმირებული ჯარების სარდლად გენერალი ახმეტელაშვილი. 19 დეკემბრის გამთენიისას ხსენებული ნაწილები დაახლოებით 600 ხიშტით ჩავიდა ეკატერინენფელდში.
    დანიშნულების ადგილზე მისვლისას გვარდიაში არ იყო ორგანიზებულობა. არ შექმნეს ბანაკი, ორგანიზებული არ იყო საყარაულო სამსახური. არტილერია კი განლაგებული იყო არა შესაბამის პოზიციებზე მეორე ან მესამე ეშელონებზე, არამედ ავანგარდში. ე.ი. მოწინააღმდეგესთან ყველაზე ახლოს. გვარდიელები მიწვნენ დასაძინებლად, ისე რომ არ დაუყენებიათ ყარაული და არ იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ გუშინ დასახლება სომხური ჯარებით იყო ალყაშემორტყმული, რომლებიც დილისათვის შეტევას გეგმავდნენ.
    ღამით სომხური ნაწილები დაეუფლნენ საქართველოს არტილერიას (რვა ქვემეხი) და ტყვიამფრქვევები განალაგეს დასახლების მაღალ შენობებზე, გამთენიისას ცეცხლი გაუხსნეს ქართველებს. მაგრამ სომხების პრაქტიკულად მიღწეული გამარჯვება ჩაიშალა ადგილზე მყოფი ქართული გვარდიის მეთაურის ვალიკო ჯუღელის – გაუფრთხილებელი, მაგრამ მამაცის ადამიანის წყალობით. მოხერხდა დასაწყისში არსებული განუკითხაობის დაძლევა, რის შემდეგაც ქართველმა გვარდიელებმა და სამხედროებმა ხელჩართული ბრძოლით გაანადგურეს სომხური ტყვიამფრქვევის წერტილები, შემდეგ კი დაიბრუნეს კონტროლი მთელს დასახლებაზე და სომხებს წაართვეს არტილერია. უკანდახეული სომხურ ნაწილებზე შეტევა განახორციელა და დაქსაქსა ქართულმა კავალერიამ პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით.
    ქართული ნაწილების საერთო დანაკარგი ბრძოლაში შეადგენდა 30 დაღუპულსა და 70 დაჭრილს. სომხების დანაკარგი – დაახლოებით 100 დაღუპული და ამდენივე ტყვე.
    19-20 დეკემბერს ეკატერინენფელდის ქართული ჯარების დაჯგუფებამ მიიღო შევსება და დაიწყო მზადება ჩრდილოეთის მიმართულებით შეტევისათვის – დაღეთსა და სამშვილდეზე – ზურგის უზრუნველყოფის მიზნით. შეტევა დაიწყო 21 დეკემბრის დილით და მედგარი ბრძოლები 25 დეკემბრამდის გრძელდებოდა, მაშინ აღებულ იქნა სოფელი დაღეთ-ხაჩინი და დამყარდა კონტროლი ეკატერინენფელდის ჩრდილოეთის მთელს ზონაზე.
    დაღეთის აღების შემდეგ ქართულმა ჯარებმა დაიწყო მზადება სამხრეთის მიმართულების შეტევისათვის – ბოლნის-ხაჩინზე. ამ საქმისათვის გამოყოფილი იყო 8 ქვემეხი, 33 ტყვიამფრქვევი და ათასამდის ხიშტი. ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, და 30 დეკემბრის შეტევა მოიგერიეს სომხებმა. 31 დეკემბრის ღამით ქართულმა ჯარებმა მიიღო შევსება, რომელიც სხვასთან ერთად შეიცავდა სამთო არტილერიის ცხენოსანთა ბატარეას. 31 დეკემბერს, გააფრთებული ბრძოლების შემდეგ ბოლნის-ხაჩინი აღებული იქნა ქართული ჯარების მიერ. სომხეთის განადგურებული ჯარების ნარჩენებმა დაიწყო სამხრეთის მიმართულებით უკან დახევა ფაქტიურად ვორონცოვკის მხარის დაუსახლებელი ზონის გავლით.
ბ) შულავერის ოპერაცია
    22 დეკემბრისათვის ძირითად – შულავერის – მიმართულებით სომხურმა ჯარებმა მაქსიმალურად წაიწიეს თბილისისაკენ, მივიდნენ მდინარე ხრამამდის, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მომდევნო დღეს (23 დეკემბერს) ნაწილებმა გენერალ წულუკიძის მეთაურობით გაარღვია ალყა, დაშორდნენ სადახლოს. სომხური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ფაქტიურად ბორჩალოს მაზრის მთელი სადაო ტერიტორია ეკატერინენფელდის კოლონიის გამოკლებით.
    24 დეკემბერს ბორჩალოს ფრონტზე მთელი სომხური ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა დრომ ქართულ სარდლობას გაუგზავნა ულტიმატუმი, რომელიც შეიცავდა ახალქალაქის მაზრის სომხეთისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნას. ულტიმატუმის უარყოფის შემთხვევაში დრო იმუქრებოდა სამხედრო მოქმედებების გადატანას მდინარე ხრამიდან ჩრდილოეთის მხარეზე, რაც საქართველოს დედაქალაქის აღების მუქარის ტოლფასი იყო.
    საქართველოს მთავრობამ ულტიმატუმი უარყო, იმავდროულად შულავერის მიმართულების ყველა ქართული ჯარის სარდლად დანიშნა გამოცდილი გენერალი მაზნიევი (მაზნიაშვილი), მის მოადგილედ გენერალი სუმბათაშვილი, შტაბის უფროსად კი გენერალი გ. კვინიტაძე. ამ დანიშვნებით საქართველოს სარდლობა ქმნიდა თავდაცვითი ოპერაციებიდან შეტევაზე გადასვლის წინაპირობებს. ამას გარდა, ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის წყალობით ქვეყნის მასშტაბით დაიწყო არმიის, გვარდიისა და სახალხო ლაშქრის ახალი ნაწილების ჩამოყალიბება.
    ვინაიდან, შულავერის მიმართულებით სომხურ ძალებს ჯერ კიდევ გააჩნდათ მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდათ და ამასთანავე ინიციატივასაც ფლობდნენ, ქართული სარდლობის წინაშე დადგა ამოცანა სომხებისათვის გამოეტაცათ ინიციატივა პატარა ძალების აქტიური მანევრების გზით და ამით შეებოჭათ მოწინააღმდეგე, გამოერიცხათ სომხების იერიში თბილისზე ახალი შევსების მოსვლამდის.
    24 დეკემბრის დილით ქართულმა არტილერიამ ჯავშანმატარებლის ცეცხლის დახმარებით გადალახა ხრამი და მოულოდნელი დარტყმით გაარღვია აშაღი-სერალის სადგური, რამდენიმე საათის შემდეგ კი მდინარეზე უკან მიმყოლმა ქართულმა ფეხოსნებმა დაიკავეს სოფელი პატარა შულავერი სოფელ იმირში სარკინიგზო ხიდი.
    იმავე დღეს ქართული არმიის ერთმა ბატალიონმა დაიკავა სიმაღლე, რომელიც აშაღი-სელარს შულავერისაგან ჰყოფდა. ქართული დაჯგუფებების შტაბი სადგურ სანდარიდან გადავიდა სადგურ აშაღი-სერალში – სამხედრო მოქმედებების ადგილის ახლოს, სადაც ომის დამთავრებამდის იმყოფებოდა.
    ახლა გენერალ მაზნიაშვილის გეგმის მიხედვით ქართველებს სომხების ძირითადი ძალები უნდა მოეშორებინათ თბილისის მიმართულებიდან, რომელიც იმ დროისათვის მეტად საშიში იყო. სომხეთის მთელი ძალების თბილისისაკენ მიმავალი რკინიგზის გაყოლებაზე დარტყმის შემთხვევაში ქართული მხარე ვერ შეძლებდა თავდაცვას, რამდენადაც ახალის შევსების მოსვლამდის თავის განკარგულებაში არ გააჩნდა საკმაო ძალები. ამიტომ მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე გადასულ ქართულ ნაწილებს ებრძანათ განეხორციელებინათ ყურადღების გადამტანი დარტყმა რკინიგზის სამხრეთით მდებარე შულავერზე. თუ სომხები, მიუხედავად ქართველების ამ მანევრისა, მაინც გააგრძელებდნენ თბილისზე შეტევას, მაშინ მთელი ქართული არმია მეტად ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
    შექმნილ მდგომარეობაში სომხურმა მხარემ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ისეთი მოქმედება, რომელსაც ითვალისწინებდა მაზნიაშვილი: მან დაიწყო პრაქტიკულად თავის დაქვემდებარებაში მყოფი მთელი ნაწილების გადასროლა შულავერის დაცვაში. იქ, შუალვერში და მის გარშემო, სომხური არმიის გენერალ კოროლკოვის მიერ გამოცხადდა ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მობილიზაცია.
    იმ დროისთვის სადგურ სანდარზე მოსვლა დაიწყო ეშელონებმა ქართული ჯარის შესავსებად: პირველად მოვიდა ბატალიონები კახეთიდან, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოდან (ათასი ხიშტის საერთო რაოდენობით). თბილისის აშკარა საშიშროებამ ჩაიარა, და ქართული სარდლობა შეუდგა დაგეგმის კონტრშეტევას, რომლის ძირითადი ელემენტი უნდა გამხდარიყო შულავერის დასაბრუნებელი ოპერაცია და იქ მყოფი სომხეთის არმიის ძირითადი დაჯგუფებების განადგურება.
    25 დეკემბრისთვის სომხური ჯარის შეტევა შესუსტდა; 10-დღიანმა შეუჩერებელმა მარშმა, საქართველოს სამხედრო ნაწილების წინააღმდეგობამ და ტიფის ეპიდემიამ სომხების რესურსები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც ბრძოლები ლორის ტერიტორიას გასცდა, ადგილობრივმა სომეხმა მოხალისეებმა დაიწყეს დეზერტირობა და სოფლებში დაბრუნება; ფრონტის ხაზის თბილისთან მოახლოვებამ კი საქართველოს სამხედრო უწყებას გაუადვილა თავდაცვით ბრძოლებში ჩაბმული ნაწილების მომარაგება. სომხების მიერ ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე ქართველი ოფიცრის დახვრეტამ ქართველებს შორის უკიდურესი განრისხება გამოიწვია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყო მოხალისეთა რაზმების მობილიზება, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სააღლუმო მარშის შემდეგ პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ.
    თბილისში გამოვლინდა არალეგალური დაჯგუფება, რომელიც იარაღით და ფულით ეხმარებოდა დაშნაკების არმიას. საქართველოს მთავრობამ საფრთხის განეიტრალების მიზნით დაიწყო მკაცრი რეპრესიული ზომების გატარება: მოხდა კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილი შეძლებული სომხების ქონების ნაწილობრივი ან სრული კონფისკაცია, ბევრი დეპორტირებული იქნა დედაქალაქიდან.
    შულავერის აღებისათვის ქართულმა ნაწილებმა განახორციელეს სომხური პოზიციების ღრმა საფლანგო შემოვლა და 25 დეკემბრისათვის გვარდიის ბატალიონი და არტილერიის ბატალიონი გადასროლილ იქნა დასავლეთით, სოფელ სარაჩლოსთან, რომელშიც სომხებისადმი მტრულად და საქართველოს მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მუსულმანები ცხოვრობდნენ. სწორედ სარაჩლოსთან ახლოს განლაგდა ქართული არტილერია, გვარდიის ბატალიონმა კი ბრძოლით აიღო შულავერის ჩრდილოეთით მთავარი სიმაღლე. სარდლობის გეგმის თანახმად ამ სიმაღლის აღების შემდეგ, რომელიც იძლეოდა ქალაქთან მისასვლელების კონტროლის საშუალებას, უნდა დაწყებულიყო საერთო შეტევა. მაშინ დანარჩენმა ქართულმა არტილერიამ (14 ჰაუბიცა) დაიწყო მასირებული საარტილერიო მზადება. ამ დღეებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში (და საერთოდ ყველა კავკასიური სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) გამოყენებული იქნა სამხედრო ავიაცია: ორმა ქართულმა აეროპლანმა ბომბები დააყარა შულავერის ახლოს მდებარე სომხურ პოზიციებს. 26 დეკემბრისათის დაგეგმილი შეტევა კი არ განხორციელდა შემდეგი ინციდენტის გამო: არადისლოცირებული გვარდიულმა დანაყოფებმა, დღისით აღებული შულავერის ჩრდილოეთით მდებარე სიმაღლზე ღამით დასტოვა თავისი პოზიციები, მისი მეთაურის გენერალ ჩხეტიანის ყოველგვარი მცდელობის – შეეჩერებინა ის – მიუხედავად მაინც დაეშვა სოფელ სარაჩლოში „რათა სანგრებში არ გაყინულიყვნენ და დაელიათ ჩაი“.
    შემდეგი დილისათვის გვარდიელების წინააღმდეგ მდგომმა სომხურმა რაზმმა, შეხედა რა, რომ სიმაღლეზე არავინ არის, ისევ დაიკავა ის. დრის განმავლობაში ქართულმა ნაწილებმა ისევ დაიკავა სიმაღლე, მაგრამ არც შემდეგ ღამესაც ისურვა ქართველება სანგრებში ღამის თევა და სომხებმა მესამედ დაიკავა მთავარი პოზიციები. გენერალმა ჩხეტიანმა ეს ყველაფერი მოახსენა შტაბში და ითხოვა გვარდიის ამ ნაწილის მეთაურობიდან მოხსნა, აღარ სურდა რა ამ უდისციპლინო კონტიგენტის მეთაურობა.
    ამგვარად, 26 დეკემბრისათვის დანიშნული ოპერაცია ჩაიშალა. შემდეგი დღისათვის, 27 დეკემბერს მაზნიაშვილმა მაინც გადაწყვიტა შეეცადა ქალაქის აღებას პირდაპირი დარტყმით და თვით წაიყვანა ჯარები შეტევაზე, მაგრამ ეს შეტევა მოიგერიეს სომხებმა.
    მაშინ ქალაქის აღებისათვის დამუშავდა სხვა სქემა. ამიტომ ჩრდილო-დასალეთით მოქმედი გვარდიის ნაწილები შეიცვალა რეგულარული არმიის ნაწილებით. მაშინვე, როგორც კი თბილისიდან საკმარისი რაოდენობის ჯარი მოვიდა, გადაწყდა რომ აქტიურად ემოქმედათ ორთავე მიმართულებით: პირველყოვლისა, საბოლოოდ აეღოთ იერიშით შულავერი და მეორე – დაერტყათ სადახლოზე რკინიგზის გაყოლებით, რათა შულავერში განლაგებული სომხური ნაწილები მოეწყვიტათ შევსებისაგან და წაერთმიათ მათთვის ორგანიზებული შეტევის შესაძლებლობა. სომხურმა მხარემაც არსებითად აღიქვა სადახლოს მიმართულება და 28 დეკემბერს აშაღი-სერალის სამხრეთით განალაგეს სომხური არტილერია, მაგრამ მისმა ცეცხლმა სადგურ აშაღზე ვერ მოიტანა არსებითი შედეგი. ამ დროისთვის სომხური ნაწილები შულავერის მიმართულებით გააძლიერეს მსროლელთა პოლკით, რომელიც საომარი მოქმედების ამ ზონაში ბაქოდან გადმოისროლეს.
    28 დეკემბრის დღის 12 საათისათვის დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა შულავერისათვის. ორსაათიანი საარტილერიო სროლების შემდეგ ქართული არმია 3500 კაცის შემადგენლობით, გადაჭიმული 10 კილომეტრიანი ფრონტით, წავიდა საერთო შეტევაზე. გააფრთებული ბრძოლების მიმდინარეობისას სომხურმა ნაწილებმა რამოდენიმეჯერ მოსინჯა უშედეგო კონტრშეტევა, მაგრამ ამავე დღის საღამოს ქართველებმა შეძლეს შულავერის აღმოსავლეთით სიმაღლეების აღება, ქალაქის თავზე მოქცევა.
    29 დეკემბრის დილით ქართული საოფიცრო ნაწილი შევიდა შულავერში. სომხებმა სამხრეთისაკენ დაიწიეს – ნაწილობრივ სოფელ სიონისაკენ, ნაწილობრივ ხეობიდან გამომავალი რკინიგზის გასწვრივ, საიდანაც ქართულმა ნაწილებმა იერიშით გაფანტა. ქართველთა შეტევა სამხრეთისაკენ აშაღი-სარალი-სადახლოს გადასარბენის გასწვრივ ერთი დღე-ღამე გაგრძელდა, სანამ არ აიღეს. 30 დეკემბრის დილით სადახლოს სადგური ერთდროულად სოფელ ლამბალოთი მდინარე დებედის ორთავე ნაპირიდან შემტევი ორი კოლონით ერთდროულად, როგორც ქართულმა, ასევე სომხურმა სარდლობამ დაამუშავა მოწინააღმდეგის ღრმა ფლანგური შემოვლის გეგმები. სომხური გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ დაეპყროთ ლამბალოს აღმოსავლეთის სიმაღლეები და ამ სახით მიეტანათ იერიში ფლანგიდან და ზურგიდან სადახლოში მყოფი ქართულ ჯარებზე, ქართული გეგმით კი საქართველოს ჯარებს უნდა წაეწია დასავლეთისაკენ, გადასულიყო ლოკის უღელტეხილზე და დაშვებულიყვნენ სადგურ სანაჰინთან, ესე იგი მოეჭრათ მტერი ზურგიდან.
    შულავერთან სომხების ჯარების განადგურების შემდეგ საქართველოს მთავარსარდლობამ გადაუდებლად ჩათვალა სოფელ სანაჰინის (ლორეს პროვინციაში, დღეს ქ. ალავერდის ნაწილია) გათავისუფლება, საიდანაც გზა ერევნისაკენ იხსნებოდა. 31 დეკემბრისათვის ქართულ არმიას უკვე დაკავებული ჰქონდა სანაჰინის მიდამოები. 1919 წლის 1 იანვარს ჩვენს ჯარს იერიში უნდა მიეტანა და სანაჰინი და ალავერდი აეღო. ამ დროისთვისსომხეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი განადგურებული იყო და აშკარა შეიქნა, რომ სომხეთი მარცხდებოდა, მაგრამ ამ მომენტში გამოჩდნენ და საქმეში ჩაერთვნენ ანტანტას წარმომადგენლები და ორივე მთავრობას დროებითი ზავის დადება მოსთხოვეს. საზავო პირობებით ქართული ჯარი უნდა შეჩერებულიყო იქ სადაც 31 დეკემბრის 12 საათზე აღმოჩნდებოდა; სომხეთის ჯარი ცლიდა ბორჩალოს მაზრას და უბრუნდებოდა თავის საზღვრებს: შუაში დარცენილი ტერიტორია ნეიტრალურ ზონად ცხადდებოდა და მას ინგლისელთა პიკეტები იკავებდა. ე.ი. უნდა აღდგენილიყო ომამდელი „სტატუს ქვო“ (რეალურად სტატუს ქვო“ არ აღდგენილა, რადგანაც ლორეს რაიონი გამოცხადდა ნეიტრალურ ზონად და იქ ჩვენი ჯარი არ შესულა. 1920 წლის ნოემბერში კი საქართველომ დაიბრუნა ნეიტრალური ზონა ლორეს ოქლი, რასაც სომხეთი დაეთანხმა); რაც შეეხება ახალქალაქის მაზრას, იქ ქართული ადმინისტრაცია რჩებოდა დამას მეთვალყურეობას გაუწევდა ანტანტის წარმომადგენლობის კომისია. საბოლოოდ, საზღვრების საკითხი კავკასიის სახელმწიფოთა შორის პარიზის საზავო კონფერენციას უნდა გადაეწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა ანგარიში გაეწია და დათანხმებოდა ანტანტის მიერ წამოყენებულმა ულტიმატუმს.
    ქართულ ჯარებს დროულად არ ეუწყათ თავისი მთავრობისაგან 31 დეკემბრის 24 საათისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დარტყმა იგეგმებოდა პირველი იანვრისათვის. სომხურ მხარეს ამ მხრივ უპირატესობა გააჩნდა, ზუსტად იცოდა რა საბრძოლო მოქმედებების დროებითი ჩარჩოები და გამოიყენა ეს, 30 დეკემბერს დაიწყო სადახლოდან უკანდახეული ნაწილებისა და ზურგიდან მოსული შევსების კონცენტრირება სადგურ აირუმის რაიონში, ლამბალოს ქედის მიმართულებით დასარტყმელად.
    ამ დროისათვის ქართველებმა დაიწყეს სადახლოდან ძირითადი ძალების გაყვანა დასავლეთით, თავი მოუყარა რა ძალებს სიონი-ორფეთის რაიონში, იმისათვის რომ შემდგომში გადასულიყო ლოკის ქედზე, სომხურმა მხარემ იცოდა რა, რომ 31 დეკემბერი საომარი შესაძლებელი მოქმედებების ბოლო დღე იყო, ემზადებოდა სადახლოს ასაღებად. შეტევა დაიწყო 31 დეკემბერს დილით. სომხური ჯარები უტევდნენ აირუმიდან ორი კოლონით – დებედის ორთავე ნაპირიდან. მარცხენა კოლონა შეტევას ანხორციელებდა სოფელ და სადგურ სადახლოზე, მარჯვენა კი – სოფელ ლამბალოზე და თანა-დაღის მთაზე. მარცხენა კოლონამ წარმატებას ვერ მიაღწია: მრავალსაათიანი, გააფრთებული ბრძოლების შემდეგ ქართველებმა შეძლეს სომხური ნაწილების სადახლოდან განდევნა. სომხების მარჯვენა კოლონა უფრო წარმატებით მოქმედებდა და დაიკავა სოფელი ლამბალო, მიუხედავად ქართველების მცდელობისა გაედევნათ ისინი სოფელ მამაიდან სროლების შედეგად.
    დღის ბოლოსათვის მოწინაააღმდეგე ნაწილების დისპოზიცია შესაძლებელია განისაზღვროს საკმაოდ ზუსტად, ორივე მხარის სარდლობის ხელმოწერით არსებული დოკუმენტით: „31 დეკემბერს 24 საათისათვის საქართველოს ნაწილების მიერ აღებულ იქნა: სოფ. ოფრეთი, სოფ. გული-ბაღი, სოფ. სადახლო, სად. სადახლო, სოფ. ლამბალო, ქედი სადგურ სადახლოს ზემოთ 1554 მ. სიმაღლეზე, ჩრდილო აღმოსავლეთით 2660 მ. სიმაღლეზე, შემდეგ კი წარწერა „წყაროებამდის“, რომელიც მდებარეობს ყაჩი-ყალადან ჩრდილოეთით“.
    ხელმოწერის ორიგინალი: გენერალი მაზნიევი.
    შენიშვნა: „სოფელი ლამბალო და 2660 მეტრის სიმაღლე 31 დეკემბრის 24 საათისათვის დაკავებილი იყო ჩემს მიერ და მხოლოდ 1919 წლის გენერალ მაზნიევის წერილის ნომრით 139 საფუძველზე 1 იანვრის 8 საათისათვის დატოვებული იქნა, რათა არ მომხდარიყო ჩვენი ნაწილების უშუალო შეტაკება ჩვენს ნაწილებსა და ქართულ ქვედანაყოფებს შორის და აგვერიდებინა გაუთვალისწინებელი შედეგები. დანარჩენ პუნქტებს ვეთანხმები.
    დრო. სწორია: პოლკოვნიკი ნაცვალოვი“.
    დავამატებთ, რომ დოკუმენტში მითითებული დაპირისპირების ხაზი პრაქტიკულად ემთხვევა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარს მოცემულ მონაკვეთზე.
სამშვიდობო ზავი და დროებითი გამიჯვნა
    1919 წლის 1 იანვრის 00 საათისათვის შეწყდა ყველა საომარი მოქმედება და დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ბრიტანელებისა და ფრანგების მეურვეობით. მოლაპარაკებები დაიწყო ყარაყილისში. მასში მონაწილეობდა ორთავე არმიის სარდალი. შემდეგ მოლაპარაკებები გადატანილ იქნა თბილისში.
    სხვათა შორის, 3 იანვარს ქართული ქალაქის ფოთის პორტში შემოვიდა დამატებითი ბრიტანული კონტიგენტი 300 კაცის შემადგენლობით, რომელიც გაემართა თბილისისა და ბორჩალოს მაზრის მიმართულებით.
    1919 წ. 9 იანვარს თბილისში გაიხსნა სამმხრივი ინგლის-საქართველო-სომხეთის კონფერენცია, მიძღვნილი ომის ოფიციალური შეწყვეტისა და სამშვიდობო პირობების შემუშავებისადმი. კონფერენციას თავმჯდომარეობდა ბრიტანელი პოლკოვნიკი რობერტ ნეილ სტიუარტი. კონფერენციამ მუშაობა დაიწყო 10 იანვარს და დამთავრდა 17 იანვარს, როდესაც მის ბოლო, მეოთხე სხდომაზე ხელმოწერილ იქნა სამთავრობო შეთანხმება ომის შეწყვეტისა და ლორეში ნეიტრალური ზონის შექმნის შესახებ. ამას გარდა, სომხეთის მთავრობა დასთანხმდა მოეხსნა პრეტენზიები ახალქალაქის მაზრაზე იმ პირობით, რომ მაზრა მოკავშირეების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებოდა და სომეხთა მონაწილეობა ადგილობრივ მმართველობაში გარანტირებული იქნებოდა.
    ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთ საზღვრად ცხადდებოდა ხაზი, რომელზეც შეჩერდნენ ქართული ჯარები მორიგების მომენტისათვის, ე. ი. 1918 წლის 31 დეკემბრის 24 საათისათვის: „… მთა დელი-დაღი, პირდაპირი ხაზია სოფელ ირგანჩაისკენ უღელტეხილის გავლით, პირდაპირი ხაზია 798 მ. სიმაღლემდის, შემდეგ – ყულუდაშის სიმაღლემდის (855,5 მ.), სიმაღლე 676, სოფელი საათლი, სიმაღლე 694, სოფ. ახკერპი, პირდაპირი ხაზი სოფელ ოფრთის 492 მ. სიმაღლემდის, სოფელ ბარანძორის დანგრეულ ეკლესიამდის სოფელ ხოჯორნამდის, სოფელი სადახლო, სად. სადახლო, სადახლოდან ჩრდილოეთით 1554 მ. სიმაღლე, შემდეგ 2660 მ. სიმაღლემდის (მთა თანა-დაღი), შემდეგ – წყაროს წარწერასთან, რომელიც მდებარეობს მთა ხალუთლი-ბაშს წარწერის ჩრდილოეთით. სოფლები ირგანჩაი, ჯანდარა, ახკერპი, ოფრეთი, ხოჯორნი, ბარანძორი, სადახლო – რჩებიან მითითებული ხაზის ჩრდილოეთით.
    ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის სამხრეთის საზღვარი გაივლო 1918 წლის ივლისის დასაწყისის თურქეთ-საქართველოს სადემარკაციო ხაზის შესაბამისად. ლორის ზონა მოიცავდა ალავრდის სპილენძის საბადოებს, ორმოცდასამ სოფელსა და ორმოცი კილომეტრის მანძილის რკინიგზას ექვსი სადგურით.
    ამ კომისიის წინადადებითვე განისაზღვრა ქართული და სომხური გარნიზონების რაოდენობა: „ნეიტრალური ზონის ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში – ქართული ჯარები. ახალქალაქის მაზრის საზღვართან სოფელ ოფრეთამდის ჯარების საერთო რაოდენობა არ უნდა ასცდენოდა 200 კაცს.
    სადგურ აშაღი-სარალზე ქართული ჯარები არ უნდა აღმატებოდა 1 ბატალიონს 360 კაცის რაოდენობით სამი საარტილერიო დანადგარით. ამ ბატალიონიდან უნდა გამოყოფილიყო 60 კაციანი ჯგუფები სოფლების ორფეთსა და სადახლოსთან პიკეტის მოსაწყობად. სასაზღვრო რაზმები, არა უმეტეს 50 კაცისა, დადგებიან, აგრეთვე სოფელ წყაროებიდან ხრამის მტკვართან შერთვამდის; სომხური ჯარების განლაგება: 125 ჯარისკაცისაგან შემდგარი ერთი ასეული დადგება კალაგერანსა და შინიხში. ჯალალ-ოღლის რაიონში, გერგერებში და ნიკოლაევსკოეში იქნება ხუთი სომხური ბატალიონი სამი ასეულისაგან არაუმეტეს 380 ჯარისკაცის რაოდენობით, 50 კაციანი საარტილერიო ასეულით, ოთხი საარტილერიო დანადგარით. ერთი 125 ჯარისკაციანი ასეული დადგება, აგრეთვე ნოვოპოკროვკაში.
    ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთის ნაწილის ქართული ჯარები და ამავე მაზრის სამხრეთის სომხური ჯარები არ უნდა აღემატებოდას 660 კაცს; მხარეებს აქვთ ქვეითი ჯარების კავალერიით შეცვლის უფლება.
    ახალქალაქის მაზრაში ქართული გარნიზონი არ უდა აჭარბებდეს 225 ჯარისკაციან ორ ასეულს და ერთ სარტილერიო რაზმს.
    ორთავე მხარე ღებულობს ზემოთმოყვანილ პუნქტებში არსებული პირობების შესრულების ვალდებულებას 1919 წლის 14 იანვრის 24 საათამდის.
    ჯერ კიდევ კონფერენციის მიმდინარეობისას ბრიტანულმა ჯარებმა დაიწყო მოლაპარაკებით გათვალისწინებული ლორის მონაკვეთის დაკავება მისი სპილენძის საბადოებითა და რკინიგზით. 16 იანვარს თბილისში ჩამოვიდა შტაბითა და დაცვით კავკასიაში ბრიტანული ჯარების ახალი მეთაური გენერალი გ. ტ. ფორესტი უოკერი, მალევე იქნა გადმოსროლილი მოკავშირეთა ძირითადი ძალები 1000 კაცის ოდენობით.
    1919 წლის 27 იანვარს ლორეს ნეიტრალური ზონა ბრიტანელების მიერ გაიყო სამ ნაწილად – უზუნლარის, ვორონცოვკისა და ალავერდის. თითოეულ რაიონში ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან დაინიშნა რეზიდენტ-კომისარი. ყველა ეს კომისარი ემორჩილებოდა ანტანტის გენერალურ კომისიონერს (ასე იწოდებოდა ნეიტრალური ზონის ბრიტანელი გუბერნატორი), რომელზეც დაინიშნა კაპიტანი ა. ს. გ. დუგლასი.
    და ბოლოს, აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ 1919 წლის 17 იანვრის საზავო ხელშეკრულება ატარებდა პრენიმინალურ ხასიათს. მასში იყო გაცხადებული, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის საბოლოო გადაჭრა უნდა გამოიტანონ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელზეც სხვა საკითხთა შორის უნდა განსაზღვრულიყო ამ ორ ქვეყანას შორის მომავალი საზღვრის მონახაზი.
1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის დასკვნები და შედეგები
    პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის არეულობის შედეგად გაჩენილ რესპუბლიკას შორის ორკვირიანი სამხედრო კონფლიქტი ორთავე მხარეს დაუჯდა რამდენიმე ათასი კაცის სოცოცხლედ, მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი და სერიოზულად გაართულა სახელმწიფოთა შორის ისედაც რთული ვითარება. 17 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით კონფლიქტის არც ერთი მხარე არ დარჩენილა კმაყოფილი, საქართველომ ვერ შეძლო სასაზღვრო ხაზის შენარჩუნება, რომელსაც ის სამართლიანად და უდავოდ თვლიდა, არამედ დაკარგა ტერიტორიის მცირე მონაკვეთი (ნეიტრალური ზონა), რომელსაც კონფლიქტის დაწყებამდის აკონტროლებდა.
    სომხეთის ტერიტორიული მოგება (მიწის მცირედი ხაზი ბორჩალოს მაზრაში), არარაობა იყო იმასთან შედარებით, რომელსაც მისი ლიდერები ომის მსვლელობისას ვარაუდობდნენ. გარდა ამისა, გადაისროლა რა ყველა მისი ძალა საქართველოსთან ომში, სომხებმა დაკარგეს ერევნის გუბერნიის სამხრეთით (ნახიჭევანი და შარური) გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი ტერიტორიის თავის სტაბილური კონტროლის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობა.
    სამხედროები – როგორც ქართველები, ასევე სომხები თვლიდნენ, რომ ომი ფაქტიურად მათმა მხარემ მოიგო და ანტანტის სახელმწიფოებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მათ თავიანთი ჩარევით „ხელიდან გამოსტაცეს გამარჯვება“. ორთავე ქვეყნის საზოგადოებაში წარმოიშვა და განმტკიცდა გაუცხოება, მრისხანება და გააცოცხლა ძველი აკვიატებული აზრი მეზობელი ხალხის წინააღმდეგ. ომის ერთ-ერთი შედეგი იყო საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კავშირების დესტაბილიზაცია, რამაც არსებითად გააძნელა სომხეთში უამისოდაც სატირალი ეკონომიური მდგომარეობა, სრულიად მოაქცია რა რესპუბლიკა გარე სამყაროსაგან იზოლიაციაში.
    რეგიონალურ დონეზე ზემოთქმულ შედეგებთან ერთად, სომხეთ-საქართველოს კონფლიქტს მოჰყვა უარყოფითი შედეგები საერთაშორისო დონეზე ორთავე რესპუბლიკისათვის. დღეს ისტორიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც სერიოზულად სწავლობენ მოცემულ კონფლიქტს, თანხმდებიან მასზედ, რომ 1918 წლის დეკემბრის ომმა ახლადშექმნილი ორი სახელმწიფოს რეპუტაციას უმძიმესი ზარალი მიაყენა და არსებითად შეამცირა მათი წარმატების შანსები პარიზის სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში, მათ შორის მათი დამოუკიდებლობის აღიარებასაც.
    ომის შედეგად საქართველომ დიდი მატერიალური ზარალი განიცადა. მტერმა ნადავლის სახით ხელში ჩაიგდო ასეულობით რკინიგზის ვაგონი, 3 ჯავშნიანი მატარებელი, 16 ზარბაზანი, 10 ორთქმავალი, 35 ტყვიამფრქვევი და სხვ. ტყვედ აიყვანეს 100 ოფიცერი და 1200 ჯარისკაცი.
    ზემოაღნიშნული პირობებით სომხეთთან სამოარ მოქმედებათა შეჩერებამ და დროებითი ზავის დადებამ ქართული საზოგადოების გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილო იყო ქართული გენერალიტეტიც. გენერალი გ. კვინიტაძე აღნიშნავდა: „მერედა რას მივაღწიეთ ამ უეჭველად მოგებული ომით? უნდა ვაღიაროთ, რომ დავთმეთ ის, რაც ომამდე ჩვენი საკუთრება გახლდათ. ის, რაც ჩვენს განუყოფელ ტერიტორიად მიგვაჩნდა სადავოდ გავხადეთ მაშინ, როცა იარაღით ვაიძულეთ მოწინააღმდეგე უარი ეთქვა თავის მოთხოვნებზე. საკუთარი ტერიტორიის დათმობა ან სადაოდ ქცევა უომრადაც შეიძლებოდა, დიპლომატიური გზით. რისთვისღა ვიღებდით იარაღს, რისთვისღა ვღვრიდით სისხლს?“
    სპირიდონ კედიამ საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 4 იანვრის სხდომაზე განაცხადა, რომ ომში ფაქტობრივად ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვა, მაგრამ საზავო შეთანხმების პირობებით დამარცხებულნი აღმოვჩნდით. საზავო ხელშეკრულება გვართმევს სუვერენულ უფლებას ტერიტორიის ერთ ნაწილზე და ამიტომ იგი მიუღებელია. მთავრობამ ვერ დიაცვა ერის ღირსება, მოგვცა ზავი არა გამარჯვებულის, არამედ დამარცხებული ჯარის პატრონი სახელმწიფოში. ამით სამსობლოს ღირსება გაუტეხა და პრეზტიჟი დაუკარგა... ამ მიზეზების გამო მთავრობის მოქმედება უნდა იქნას გაკიცხული და მიუღებელი იმ ზავის პირობა, რომელიც მან დასდო მოწინააღმდეგესთან“.
    ალბათ, სავსებით სამართლიანია ამ ადამიანების გულისწყრომა და აღშფოთება საომარ მოქმედებათა აღნისნული პირობებით შეჩერებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც მასალებით ირკვევა, შექმნილ სიტუაციაში საქართველოს მთავრობას სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. იგი იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა არსებული ვითარება და დამორჩილებოდა გამარჯვებულ მოკავშირეთა ნებას.
06. 1919–04. 1920 წწ. ურთიერთობების დარეგულირებისა და ტერიტორიული კომპრომისების მცდელობები
    1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორია ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აქ მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.
    საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი - 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვ. საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.
    1919 წლის 8 მარტს საქართველომ „დე იურე“ აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში ს. მდივანი ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა ა. ჯამალიანი.
1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.
    1918 წლის დეკემბრის ომმა და 1919 წლის მორიგებამ ვერ მიიყვანა საბოლოო გადაჭრამდის სომხეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიული უთანხმოება. 1919 წელსა და 1920 წლის დასაწყისში წარმოიშვა ახალი დავები გამიჯვნის გამო ორთავე რესპუბლიკის ყარსის ოლქში და ბათუმის მხარეში შეჭრისას. ეთნიკური და ისტორიული ხასიათის მთელ რიგ არგუმენტებზე დაყრდნობისას, რომელთა დეტალური აღწერა ცალკე გამოკვლევას საჭიროებს, საქართველო პრეტენზიას აცხადებდა მთელს ბათუმის მხარეზე, აგრეთვე ყარსის ოლქის არდაგანისა და ოლთისის მხარეებზე. იმავე დროს სომხური მხარეც აცხადებდა პრეტენზიას ოლთისის მხარის ტერიტორიაზე და არდაგანის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, თვლიდა რა მას „რუსეთის სომხეთის“ ნაწილებად, ღიად ტოვებდა ბათუმის მხარის სტატუსის საკითხს.
    საქართველოსა და სომხეთის ექსპანსიის გეგმები დასავლეთის მიმართულებით 1914 წლის რუსეთ-თურქეთის საზღვრის ხაზამდის კატეგორიულად იქნა უარყოფილი სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1919 წლის 18 იანვარს ქ. ყარსში ზემოთხსენებული მუსულმანური ეროვნული საბჭოსა და თურქეთის IX არმიის სარდლობის ინიციატივით. იყენებდა რა ეფექტურად ანტანტის ქვეყნების მიერ თვითგამორკვევის პრინციპს, ყარსის ფარხუდინ პირიოღლის მთავრობამ რამდენიმე ხანს შეძლო მოეპოვებინა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა. ბათუმიდან მოსულმა ბრიტანულმა რაზმებმა ბლოკპოსტებიც კი დააყენეს ერევნის გუბერნიის საზღვართან, არ ასვებდა რა ყარსის ოლქის სომეხ ლტოლვილებს. ბრიტანულმა მიდგომამ სამხრეთ დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკისადმი 1919 წლის თებერვალში განიცადა ცვალებადობა, მათი შეიარარებული რაზმების ბრიტანელ სამხედროებსა და მოქალაქეებზე თავდასხმის შემდეგ, აგრეთვე საქართველოს მმართველობაში მყოფი თბილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მხარეების დაბრუნების ძალისმიერი მცდელობის შემდეგ. 1919 წლის თებერვალში გენერალმა ტომპსონმა უფლება მისცა საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს ყარსის ოლქის საკუთარი ჯარების ოკუპირებისა ბრიტანეთის 27 დივიზიის ნაწილების მხარდაჭერაზე დაყრდნობით. მთელი რიგი სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას, რომლებიც ჩვენი ნაშრომის ფარგლებს მიღმაა, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ლიკვიდირებულ იქნა 1919 წლის 12 აპრილს, მისი ლიდერები კი დაპატიმრებულნი და გასახლებულნი. ყარსისა და ყაღისმანის ოლქების დიდ ნაწილი ოკუპირებული იქნა სომხეთის ნაწილების მიერ, ტერიტორიის ცალკეული ნაწილების გამოკლებით, რომლებიც ეკავათ მუსულმანურ (ქურთულ-თათრულ-თურქულ) მილიციას, მთელი არდაგანის მხარე დაკავებული იქნა ქართული ჯარების მიერ, ბათუმის ოლქი და ოლთისის მხარე აღმოჩნდა ბრიტანეთის ოკუპაციის ზონაში. სომხეთის სიახლოვეს მყოფ თვით ქალაქ ყარსში იმყოფებოდა, აგრეთვე ბრიტანული გარნიზონი.
    ჯერ კიდევ 1919 წლის მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ყარსის ოლქში გრძელდებოდა ბრძოლები, გენერალმა ტომპსონმა განსაზღვრა გამიჯვნის ახალი ხაზები სომხეთ-საქართველოს სადაო ზონაში. ტომპსონის გეგმის მიხედვით დროებით (პარიზის სამშვიდობო კონფერენციის გადაწყვეტილებებამდის) სომხეთის იურისდიქციის ხაზები ემთხვეოდა მხოლოდ ყარსისა და ყაღიზმანის ოლქებს, საქართველო თავის მმართველობაში ღებულობდა არდაგანის მხარის ჩრდილოეთ ნაწილს (გამყოფი ხაზი მიდიოდა დაახლოებით მდინარე მტკვარზე). ოლთისი და არდაგანის მხარის დანარჩენი ნაწილი გადაეცემოდა ბრიტანეთის ადმინისტრაციის იურისდიქციას ბათუმში. ამის პარალელურად ტომპსონი გეგმის მიხედვით მოითხოვდა ახალციხისა და ახალქალაქის მხარეებზე ან მის რომელიმე ნაწილზე სომხეთის პრეტენზიის მოხსნას, აგრეთვე სთავაზობდა ლორის ნეიტრალური ზონის გაყოფას საქართველოსა და სომხეთს შორის, რომლითაც საქართველოს გადაეცემოდა ალავერდის სპილენძის სადნობი ქარხნების რაიონი, სომხეთს კი სადგური სანაინი.
    თბილისში მიღებული (თუმც უხალისოდ და როგორც დროებითი გადაწყვეტილება) ტომპსონის გეგმამ ერევანში პროტესტი გამოიწვია. არდაგანის ოლქში გამიჯვნის წინადადების განხილვისას, სომხური მხარე მზად არ იყო ბოლომდის უარი ეთქვა ახალციხის ოლქზე და ლორეს ნაწილზე. ამ საკითხში სომხეთის მთავრობამ მიიღო აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის ბენჯამენ ბ. მურისა და ბათუმის ბრიტანელი გუბერნატორის კუკ-კოლისის მხარდაჭერა.
    ამის შედეგად კი ქართულმა ჯარმა ტომპსონის ხაზიდან დაიხია უკან, მაგრამ სომხეთ–საქართველოს საზღვრის სხვა მონაკვეთებსა და ნეიტრალურ ზონაში შენარჩუნდა სტატუს-ქვო.
    1919 წლის შუა ხანებში სომხეთისა და საქართველოს სამთავრობო წრეებს შორის შეინიშნებოდა დაახლოებისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის ტენდენცია. დელეგაციათა გაცვლებმა და ორმხრივმა მოლაპარაკებებმა, რომელნიც მიმდინარეობდა 1919 წლის ზაფხულის განმავლობასა და ადრეულ შემოდგომაზე, წლის ბოლოსთვის შედეგად გამოიღო მთელი რიგი ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებების დადება (უმეტესწილად ეროვნულ უმცირესობათა უფლებების საკითხებზე, ეკონომიკასა და ტრანზიტზე), აგრეთვე სამინისტროებისა და მაღალი დონის პოლიტიკოსთა (რამიშვილი, ჟორდანია, ვრაციანი და სხვა.) საჯარო გამონათქვამები, რომლებიც გამსჭვალული იყო შერიგების სულისკვეთებით. ამავე დროს, ტერიტორიულ საკითხზე ორთავე ქვეყნის მთავრობები ვერ მივიდნენ ურთიერთ მისაღებ შეთანხმებამდის. სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიები თბილისის გუბერნიასა და ყარსის ოლქზე, რომლებიც სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარადგინა, მხოლოდ უმნიშნელოდ იყო მოდიფიცირებული 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის დაწყების წინანდელ პრეტენზიებთან შედარებით. საქართველოც კვლავინდებურად დაჟინებით აცხადებდა თავის უფლებებს თბილისის გუბერნიის მთელს ტერიტორიაზე და ყარსის ოლქის ორ მხარეზე (არდაგანისა და ოლთისის). მითუმეტეს, 1991 წლის ივლისში, სომხეთის სამხედრო მინისტრმა ქრისტოფერ არარატიანმა სომხეთის საგარეო სამინისტროში წარადგინა საქართველოსა და სომხეთს შორის კომპრომისული საზღვრის პროექტი. არარატიანის წინადადების თანახმად სომხეთი ღებულობდა ლორეს ნეიტრალური ზონის ორ მესამედს და ახალქალაქის მაზრის ნახევრამდის. „არარატიანის ხაზი“ უნდა გასულიყო სომხეთის ქედზე ნეიტრალური ზონის საზღვრის სამხრეთით, შემდგომ ამისა ჯავახეთის ქედიდან რამდენიმე მილზე უკანდახევით, ის უხვევდა ახლაქალაქის მაზრის საზღვრიდან დასავლეთით, მოიცავდა სოფელ ბოგდანოვკას (ნინოწმინდა) და შემდეგ – ხონჩალოსა და ხოზალინის (ქარცახი) ტბების ჩრდილოეთით, სამხრეთით ტბა თაფარავანიდან მდინარე მტკვარამდის თბილისის გუბერნიისა და არდაგანის მხარის საზღვრის ხაზზე.
    არდაგანის მხარეში ის ემთხვეოდა საქართველოსა და სომხეთს შორის უკვე არსებულ სადემარკაციო ხაზს ბათუმის მხარის საზღვრამდის. პროექტი წარედგინა საქართველოს დელეგაციას პარიზში, მაგრამ არ იქნა მომავალ საზღვრად მიღებული. უარყო რა „არარატიანის კომპრომისი“, საქართველოს დელეგაცია გამოვიდა კონტრწინადადებით, რომლის თანახმადაც ლორის ზონა იყოფოდა „ტომპსონის ხაზზე“, მთელი ახალქალაქის მაზრა კი რჩებოდა საქართველოსთან. საქართველო კვლავინდებურად ტოვებდა უცვლელ მოთხოვნად სუვერენიტეტს მთელს არდაგანის მხარეზე, მაგრამ გამოხატავდა მზადყოფნას უარი ეთქვა მთელს ოლთისის მხარეზე სომხეთის სასარგებლოდ დაეთმო (ეს უკანასკნელი ფაქტიურად კონტროლირდებოდა ჯაფარ ბეის მუსულმანური მილიციის მიერ).
    კომპრომისული გამიჯვნის ქართული ვარიანტი, თავის მხრივ არ მიიღო სომხეთის მხარემ. რვა თვის შემდეგ კი სომხეთსა და საქართველოს შორის წარმოიშვა დამატებითი ტერიტორიული დავა ბათუმის მხარის მომავალ სტატუსთან დაკავშიებით და სომხეთი მოითხოვდა მისთვის ბათუმის პორტის, მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირის (აჭარაში) გადაცემას და ალექსანდროპოლ-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთის კონტროლს.
    შედეგად კი, არა მარტო 1918 წლის დეკემბრის ომის ფაქტს, არამედ სომხეთსა და საქართველოს შორის ახალ ტერიტორიულ დავებს, რომლებიც 1920 წლის შემოდგომამდის გრძელდებოდა, ანტანტის წამყვანის სახელმწიფოების ლიდერები პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე აქტიურად იყენებდნენ ორთავე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტანტის ქვეყნები აყოვნებდენ სამხრეთკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებებს, დე ფაქტოდაც კი (მაგალითად სომხეთმა აღიარება მიიღო 1920 წლის იანვარში – მის დაცემამდის წელიწადზე ნაკლები დროით) სან-რემოს კონფერენციაზე 1920 წლის აპრილში პირდაპირ და არადიპლომატიურად მიანიშნეს სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს, რომ არ იყო სასურველი მიემართათ ანტანტის უმაღლესი საბჭოსადმი მანამდის, სანამ არ გამოიმუშავებდენ „საერთო პლათფორმას“, ე. ი. სანამ არ მორიგდებოდნენ სადაო საკითხებში ურთიერთშორის.
1920-1921: არშემდგარი ალიანსი და საბოლოო გამიჯვნა ორთავე რესპუბლიკის დაცემის შემდეგ
    1920 წლის დასაწყისიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი კვლავ გახდა კარდინალური გეოპოლიტიკური ცვლილებების არენა. საბჭოთა რუსეთის გადამწყვეტმა გამარჯვებამ სამოქალაქო ომში, ანტიბოლშევიკური არმიის წინასწარგათვლილმა დამარცხებამ, ერთმხრივ, და იმავდროულად ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ თურქეთში, მეორე მხრივ, – გამოიწვია მოსკოვისა და ანკარის კავშირის წარმოქმნა, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1920 წლის გაზაფხულზე. რუსი ბოლშევიკები (ლიდერი ვ.ი. ლენინი) და თურქი ნაციონალისტები (ლიდერი ქემალ ათათურქი) გააერთიანა ანტანტის სიძულვილმა და ახლახანს დამსხვრეული იმპერიების საზღვრებში (შესაბამისად რუსეთისა და ოსმალეთის) თავიანთი ქვეყნების აღდგენის ექსპანსიონისტურმა სწრაფვამ, შეძლებისდაგვარადაც – აგრეთვე, თავიანთი ხელისუფლების გავრცელებამ ამ საზღვრებს გარეთაც კი. კავშირის განმტკიცება მოითხოვდა სხვა და საერთო საზღვრებში, რის შესახებაც მოსკოვსა და ანკარაში მიიღეს გადაწყვეტილება, ისევ გაეყოთ კავკასია ურთიერთს შორის, ბოლო მოუღეს რა სამხრეთკავკასიური სახელმწიფოების (საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის) დამოუკიდებლობებს, რომლებიც დაადგნენ დემოკრატიული განვითარების გზას.
    ანტანტის ქვეყნებმა პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ წინ აღსდგომოდნენ სამხრეთ კავკასიის ახალ გაყოფას. დიდი ბრიტანეთის დ. ლიოდ-ჯორჯის მთავრობა მიისწარფვოდა რა საბჭოებთან ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგებას, არ თვლიდა საჭიროდ წინ აღდგომოდა ამ გეგმებს. აგრეთვე, ისეთი ქვეყნების მთავრობები, როგორებიც არიან საფრანგეთი, აშშ და იტალია – აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბჭოეთ-თურქეთის ექსპანსიის შეზღუდვის ზოგიერთი სურვილის ქონის მიუხედავად – ვერ ხედავდნენ რეალურ შესაძლებლობებს სრულყოფილად შეეშალათ ხელი მისთვის, ასევე მათ ამისათვის არ გააჩნდათ, არც საკმარისი ძალები, არც საშუალებები და არც საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
    1919 წლის ზაფხულის ბოლოს ბრიტანულმა ჯარებმა სრულიად დატოვა სამხრეთ კავკასია (ბათუმის ოლქის გამოკლებით, სადაც ისინი მომავალი წლის შუახანებამდის დარჩნენ), 1920 წლის 28 აპრილიდან კი საბჭოეთის ბლიცკრიგის შედეგად, რომელსაც აქტიურ დახმარებას ქემალისტური თურქეთი უწევდა, დაეცა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. ამას მოჰყვა გამოუცხადებელი საბჭოეთ-სომხეთის ოთხთვიანი ომი, რომელიც დასრულდა 1920 წლის შეთანხმებით, რომლითაც სომხეთმა დაკარგა აზერბაიჯანთან თითქმის ყველა სადაო ტერიტორია. იმავე თვეში ანტანტის ქვეყნებს შორის, რომელშიც შედიოდა სომხეთიც, და თურქეთის სულთნის მთავრობას შორის ხელი მოეწერა სევრის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის მიერ ვირტუალურად იქნა თურქეთის აღმოსავლეთის ტერიტორიები, რომელიც შეადგენდა ისტორიული დასავლეთ სომხეთის ტერიტორიებს. ამ მოლაპარაკებას კი არ განუსაზღვრავს სომხეთის ზუსტი საზღვრები, მათ შორის საქართველოსთანაც და ახალი საზღვრების მოხაზვის უფლება მიენიჭა აშშ-ს პრეზიდენტს ვ. ვილსონს.
    1920 წლის სექტემბრის დასაწყისში დაიწყო თურქეთ-სომხეთის ომი, რომელმაც დაამარცხა სომხეთის არმია და სომხეთი დააყენა მორიგი ეროვნული კატასტროფის წინაშე. თურქები გამალებით უტევდნენ, მაშინ როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი იჯდა რა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და ხაზავდა მომაკვდავი სომხეთის სახელმწიფოს რუკებს, გადასცა მას ერზრუმი, ვანი და ტრაპიზონი, კარაბექირ ფაშას ჯარებმა დაიკავა პენიაკი და სარიკამიში, ცოტა მოგვიანებით კი ყარსი, ალექსანდროპოლი და ემზადებოდა ერევანსა და ყარაკლისზე თავდასხმისათვის.
    სხვათა შორის, ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიან პერიოდში, რომელიც მოჰყვა სომხების მიერ სარიყამიშის, ყაღიზმანის, ფენიაკისა და მერდენეს დაკარგვას, საქართველომ სცადა კონტროლის ქვეშ აეღო არდაგანის სადაო ოლქის კიდევ ერთი ნაწილი. 1920 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ჯარები შევიდნენ ჩირდილის (ჩრდილი) ტბის რაიონში, აგერთვე სოფელ ოკამში (გიოლე) მტკვრის „სომხურ მხარეს“.
    ამ დემარშმა გამოიწვია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღშფოთება, იმ მიზეზით რომ, სადაო ტერიტორიების საქართველოს ჯარების მიერ დაპყრობა, თბილისში სომხეთ-საქართველოს თავდაცვითი კავშირის შექმნის, რომელიც მიმართული იქნებოდა საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, მოლაპარაკებების მსვლელობის დროს მოხდა. მოლაპარაკებები პრაქტიკულად უშედეგოდ დამთავრდა, ნაწილობრივ საქართველოში თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლების დაჟინებული დაპირებებით, რომ ათათურქის ეროვნული მთავრობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ სომხეთთან სადაო ტერიტორიების დაკავებას. ამასთანავე, საქართველოს საგარეო მინისტრის კონსტანტინე სუმბათაშვილის სინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ არდაგანის მხარის სადაობა ჰქმნის მასში ქართული ადმინისტრაციის არსებობას უფრო კანონიერად, ვიდრე სომხეთისას.
    ქართული ჯარების სადემარკაციო ხაზზე გადასვლიდან რამოდენიმე დღეში, სომხეთის მთავრობამ ფრონტიდან მოხსნა მე-8 პოლკის ნაწილები და დასავლეთ სომხების ბატალიონი და გაგზავნა ოკამში. კონფრონტაციის აცილების მიზნით ქართულმა მხარემ ოკამიდან არდაგანისაკენ დაიხია. ჩილდირის რაიონი დარჩა საქართველოს შემადგენლობაში და 1920 წლის 13 ოქტომბერს დასახლება ზურზუნის თავზე საზეიმოდ აღიმართა ქართული დროშა. ამავე დროს თურქეთის ფრონტზე შეწყდა სიჩუმე, და სომხეთმა დაკარგა ჩილდირის დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც სხვათაშორის ოთხი თვის შემდეგ გადავიდა თურქეთის შემადგენლობაში, თურქეთ-საბჭოთა რუსეთის ალიანსის მიერ საქართველოს ლიკვიდაციისას.
    სომხეთ-თურქეთის ომის მეორე ფაზის დასარულს, ალექსანდროპოლის დაცემიდან ერთ კვირაში, სომხეთის მთავრობამ ქართულ ჯარებს ნება დართო დროებით დაეკავებინა ლორეს ნეიტრალური ზონა, რომელიც ბრიტანული ჯარების შემდეგ გადაიქცა სომხეთ-საქართველოს კონდომინიუმად, იმ მიზნით, რომ არ დაეშვა ამ ტერიტორიის თუქების მიერ დაპყრობა. ერთია, რომ 16 ნოემბერს ქართულმა ნაწილებმა არა მარტო ლორეს ზონა დაიკავეს, არამედ წინაც წაიწიეს და გავიდნენ თბილისის გუბერნიის ძველ საზღვრებთან, რომელიც საქართველოში ითვლებოდა უდაოდ და ორ სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს შორის სამართლიან საზღვრად. აიღო რა ამ სახით კონტროლის ქვეშ ბორჩალოს მაზრის მთელი ადრინდელი სადაო ნაწილი, საქართველოს მხრიდან მოკლე დროში ჩატარდა პლებისციტი, რომლის საფუძველზეც ბორჩალოს მაზრის მთელი ლორეს ნაწილი (ე.ი. კონდომინიუმი, და ხაზი, რომელიც 1919 წლის ხელშეკრულებით სომხეთს გადაეცა) ანექსირებული იქნა საქართველოს მიერ. ამ ესსეეს ავტორებს არ გააჩნიათ სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაუთმო თუ არა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ქართველებს ლორეს მთელი ნაწილის დაკავება ან მხოლოდ იმნაწილისა, რომელიც შედიოდა კონდომინიუმში (ნეიტრალური ზონა), აგრეთვე იმასთან მიმარტებაშიც თუ რამდენად კორექტულად ჩატარდა პლებისციტი. ამავე დროს, თვით სომხეთ-თურქეთის ომის მსვლელობა ნებას გვრთავს ვივარაუდოტ, რომ ლორეს ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესსობამ ნამდვილად გამოხატა თავისი ნება საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს შემადგენლობაში შესვლა სულ მცირე იძლეოდა ადგილობრივი სომხების, ბერზნებისა და რუსების სიცოცხლეზე ხელშეუხებლობას, ასევე ხელშეუხებლობას მათ საკუთრებაზე, იმავ დროულად ტურქების მიერ დაპყრობაში იგულისხმებოდა ორთავეს დაკარგვაში. ამ შემთხვევაში გადაწეულ იქნა სომხეთ-საქართველოს საზღვარი და მთელი წლის განმავლობაში მონახაზი არ შეცვლილა.
    სხვათა შორის 1920 წლის დეკემბრის დასაწყისში სომხეთის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც არ დაუპყრიათ თურქებს, დაკავებულ იქნა წითელი არმიის მიერ და გასაბჭოვდა. სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა და გახდა მოსკოვისაგან ნომინალურად დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა. ლორეს ნაწილზე საკითხი კვალავ წამოიჭრა 1921 წლის 3 იანვარს, როცა უკვე საბჭოთა სომხეთის მთავრობამ საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერით დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან დასახელებული ტერიტორიის სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისათვის გადასაცემად. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა შესვენებებიტ ორი თვის განმავლობაში და საბოლოოდ ჩაიშალა საბჭოეთ-საქართველოს ომით, რომელიც დაიწყო 1921 წლის 11 თებერვალს (ზუსტად 16 დღის შემდეგ, როდესაც 1921 წლის 26 იანვარს პარიზის კონფერენციაზე საქართველო არიარეს დე-იურედ).
    საქართველოს წინააღმდეგ ატეხილი ომი, რომელიც გააჩაღა საბჭოთა რუსეთმა საბჭოტა სომხეტთან და საბჭოთა აზერბაიჯანთან კავშირში (ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ ფაქტიურად რუსეთის პროტექტორატები) დაიწყო წითელი არმიის ნაწილების ბორჩალოს მაზრის ლორეს ნაწილში შეჭრით „სახალხო აჯანყების“ მხარდაჭერის საბაბით, რომელიც ინიცირებული იყო ბოლშევიკი აგენტების მიერ ამ მხარის რამოდენიმე სომხურ სოფელში.
    ოთხი კვირის მანძილზე საქართველოს ჯარებისა და სახალხო ლაშქრის გააფრთებული წიააღმდეგობის შემდეგ 1921 წლის 18 მარტს დაეცა სამხრეთ კავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც გადაიქცა კიდევ ერთ საბჭოთა რესპუბლიკად.
    საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე ხნის მანძილზე სადაო ლორეს ნაწილი მის შემადგენლობაში რჩებოდა. მთელი რიგი მკვლევარების აზრით ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების „ლეგიტიმურობის“ მითის შენარჩუნება, რამდენადაც საქართველოში პრო-საბჭოური „ამბოხი“ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც გამოიწვია პირველი რასპუბლიკის დაცემა, სწორედ ამ მხარის ტერიტორიაზე მოხდა.
    1922 წლის 30 დეკემბერს ყოფილი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოქცეული საბჭოთა რესპუბლიკები გაერთიანებული იქნენ ერთ სახელმწიფოში – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში (სსრკ). სამხერთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკები შევიდნენ განახლებული იმპერიის შემადგენლობაში, მანამდის კი გაერთიანდნენ ამიერკავკასიის ფედერაციაში (ასფსრ), რომლის ფარგლებშიაც, ბოლშევიკების კომპარტიის ცკ-ის მიწერილობის თანახმად, „საბოლოოდ“ უნდა გადაეჭრათ ზოგიერთი ტერიტორიული სადაო საკითხი. ამაზე დაყრდნობით 1921 წლის 6 ნოემბერს საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა სომხეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა მათ შორის გამჯვნის ხაზი, რომელიც თითქმის დღეს არსებული სასაზღვრო ხაზია. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში კვალვ შევიდა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი - ლორეს ნეიტრალური ზონის ტერიტორია ტერიტორია 2367 კვ.კმ, და ლოქ-ლილვარის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი, სადაც მოსახლეობა არ იყო. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რევკომების თავმჯდომარეებმა - ბუდუ მდივანმა და ალექსანდრე მიასნოკოვმა. 1925 წელს სომხეთს ასევე გადაეცა ბორჩალოს მაზრის კიდევ ერთი ნაწილი 207,94 კვკმ ფართობი. ერთობლიობაში 1921-1925 წლებში სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 2575,38 კვკმ.
    1921 წლის ნოემბრის შეთანხმების შემდეგ საქართველო-სომხეთის საზღვრის მონახაზი პრაქტიკულად არ შეცვლილა თითქმის აგერ 100 წლის განმავლობაში. შესაძლებელია აქ ერთი რამის ხსენებაც, თუმც მისი ვირტუალური რევიზიის მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, ამასთანავე სსრკ-ს ფარგლებს გარეთ.
    სსრკ-ს წინააღმდეგ ომის (1941-45) დაწყებიდან მალევე, ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იყო კავკასიაში პრო-ნაცისტური სატელიტ სახელმწიფოების შექმნისაკენ. ამ მიზნით ბერლინში შეიქმნა „განმათავისუფლებელი კომიტეტები“, რომელიც შედგებოდა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტებისაგან, რომელთაც ელოდებოდათ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ემბრიონალური საემიგრაციო მთავრობების ფუნქციების შესრულება. 1942 წლის 15 აპრილს ამ კომიტეტებმა და მათს დაქვემდებარებულმა ეროვნულმა საჯარისო ფორმირებებმა ვერმახტის შემადგენლობაში მიიღო „მესამე რეიხის სრულუფლებიანი მოკავშირეების“ სტატუსი, აგრეთვე ადოლფ ჰიტლერის პირადი დირექტივა ტერიტორიული საკითხების დაუყოვნებელი გადაჭრისათვის. საბოლოოდ სამივე კომიტეტი შეთანხმდა მომავალი სომხეთის გაფართოებაზე აზერბაიჯანთან მისი სადაო ტერიტორიებისა და ახალქალაქის მიმართულებით მის სასარგებლოდ საქართველოს საზღვრის მცირედი კორექტივების ხარჯზე. ამის სანაცვლოდ საქარტველოს დაკმაყოფილება იგეგმებოდა მისთვის ზაქათალის ოლქის დაბრუნებით, რომელიც იმ მომენტისათვის, და ახლაც, აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა და მას გადაეცემოდა აგრეთვე შავიზღვის სანაპირო სოჭიდან ტუაფსემდის. მკაცრად შემჭიდროებული აზერბაიჯანი გაფართოვდებოდა კავკასიის დიდი მთაგრეხილის ჩრდილოეთით დიდი მოცულობის ტერიტორიით დაღესტანში.
    ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ მეორე მსოფლიოომში ხაზი გადაუსვა ზემოხსენებულ გეგმებსა და თითქმის სრულ დავიწყებას მისცა იგი.
დასკვნა
    ამჟამად სიტუაცია საქართველო-სომხეთის საზღვრის რაიონში შემდეგნაირად გამოიყურება. თვით საზღვრის ხაზი პრინციპში უცვლელად დარჩა 1921 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებიდან მოყოლებული. ყოფილი ორი მაზრის სადავო ტერიტორია პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ზონად.
    ზონა „ა“ – ყოფილი ბორჩალოს მაზრის ყოფილი ლორეს ნაწილი ზემოთ აღწერილი მცირედი მატებით, დღესდღეობით სომხეთის შემადგენლობაში მყოფი (დღეს – სამი პროვინციის შემადგენლობაში: დიდი ნაწილი – ლორეში, აგრეთვე ნაწილობრივ შირაქსა და თავუშში). ეს ზონა არ წარმოადგენს საქართველოს პრეტენზიის საგანს, რამდენადაც თანამედროვე საქართველოს არ გააჩნია ტერიტორიული პრეტენზიები მეზობელ სახელმწიფოებთან და მათ შორის სომხეთთანაც, არც სახელმწიფოებრივ დონეზე და არც მასების შეგნებითაც. ზონა „ა“-ს ეთნიკური შემადგენლობა შეიცვალა 1918 წლის დეკემბრის ომის პერიოდთან შედარებით. სხვადასხვა ვითარებათა ძალით, რომლებიც ამ კვლევის ფარგლების გარეთ რჩება, ეს ტერიტორია ფაქტიურად გახდა მონოეთნიკური: თითქმის მისი მოსახლეობის ასი პროცენტი სომხები არიან. არსებობს მცირედი ნარჩენები ბერძნული და რუსული თემებისა.
    (ბ) ზონა „ბ“ – ბორჩალოს მაზრის ყოფილი ჩრდილოეთის ნაწილი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია (ქვემო ქართლის შვიდი რაიონიდან ოთხი: წალკის, დმანისის, ბოლნისის და მარნეულის) წალკის რაიონი, დღეისათვის ეთნიკური სომხებით დასახლებული და თითქმის ორი მესამედით ბერძნებით, იყო მაზრის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ოფიციალურად 1918 წელსაც კი არ იდავებოდა სომხეთის მიერ.
      ყოფილი ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთი 1989 წლის მდგომარეობით
 თანამედროვე რაიონი  
 ძირითადი ეთნიკური ჯგუფი  
 % რაიონის მთელს მოსახლეობასთან
წალკის 
 ბერძნები 
 61
დმანისის 
 აზერბაიჯანელები 
 63.9
ბოლნისის 
 აზერბაიჯანელები 
 66
მარნეულის 
 აზერბაიჯანელები 
 76.3
    რაც შეეხება დანარჩენ სამ რაიონს (მაზრის ის ნაწილი, რომელიც იდავებოდა სომხეთის მიერ, მაგრამ დარჩა საქართველოში 1919 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით) არსებითად შეიცვალა, აგრეთვე მათი ეთნიკური შემადგენლობაც ბოლო 90 წლის მანძილზე და დღეს იქ აზერბაიჯანელები წარმოადგენენ გარდამავალ ეთნიკურ უმცირესობას (ცხრილი სამი). შესაძლოა დღეს ამიტომაც საკითხს ამ ზონის სომხეთის კუთვნილების შესახებ, არც არვინ აყანებს.
    (ბ) ზონა „ბ“ – ყოფილი ახალქალაქის მაზრა (სამცხე-ჯავახეთის მიწის ექვსი რაიონიდან ორი: ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები). როგორც ქვემო ცხრილიდან ჩანს, XX საუკუნის დასაწყისთან შედარებით, მის ეთნიკურ შემადგენლობაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.
                    ყოფ. ახალქალაქის მაზრა 1989 წლის მდგომარეობით
 თანამედროვე რაიონი 
ძირითადი ეთნიკური ჯგუფი  
% მთელს მოსახლეობასთან შედარებით
ახალქალაქი 
სომხები 
91.3
ნინოწმინდა 
სომხები 
89.6
    სომხეთის პრეტენზიები ოფიციალურ დონეზე ამ ზონაზე მოცემულ მომენტში არ არსებობს. მხოლოდღა, მასების თვითშეგნების დონეზე, ბოლო ათწლეულის მიმდინარეობისას, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენიდან სწორედ ზონა „ბ“ იყო სუბიექტი, რომლის ირგვლივაც რუსეთის განსაზღვრული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ნაწოლობრივ სომხეთისაც, მიმდინარეობდა საზოგადოების შეგნების აქტიური დამუშავება, როგორც სომხეთში, ასევე სომხურ დიასპორებში, რომელიც მიმართული იყო კონფლიქტური სიტუაციის შექმნისა და მაქსიმალური დაძაბულობისაკენ. სწორედ 80-იანი წლების ბოლოს აღმოცენდა ისეთი იდეოლოგემა როგორიცაა „სომხური ჯავაკხი, რომელსაც უკანონოდ ფლობს საქართველო“ და მიმართული იყო საქართველოს სომხებით დასახლებული ოლქების „მეორე ყარაბახად“ გადაქცევისაკენ. დღეს პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც მიმართულია სომხეთ–საქართველოს საზღვრის ზონაში დესტაბილიზაციისაკენ, მოცული აქვს მრავალრიცხოვანი ინტერნეტ-რესურსები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მთელი სომეხი ხალხის ინტერესების წარმოჩენაზე. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ უმეტესწილად სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობის აწონილი და თავშეკავებული პოზიციების წყალობით, ამ ხნის განმავლობაში, თავიდან იქნა აცილებული ჯავახეთის საკიხის კონფლიქტად გადაქცევა, პრობლემა არ დასულა მასიურ ძალმომრეობაზე, როგორც ეს მოხდა სამხრეთ კავკასიის სხვა რეგიონებში, და პროგრამაში არ იქნა დაშვებული სამხედრო ზეწოლა საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც პრაქტიკულად ხორციელდება 1989 წლიდან მოყოლებული დღემდის. ჯავახეთში პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების განსაკუთრებული დადებითი იმპულსი იყო იქედან 2006 წელს რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა, აგრეთვე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროგრამების გატარება საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ. ახლანდელი ჯავახეთის მთელი რიგი ეკონომიური და სოციალური პრობლემების, აგრეთვე 1918 წლიდან სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს შესაძლებელია მიეცეს შემდეგი რეკომენდაციები მთელი რიგი კონფლიქტურ საშიშ ფაქტორების ნეიტრალიზაციისათვის მითითებულ ზონაში:
    ზონა „ბ“ მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაციის ხელშეწყობა საერთო ქართულ ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში
    შეიქმნას აღნიშნულ ზონაში ადგილობრივი მმართველობის კადრები, რომლებიც განათლებას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ
    რეგიონის მოსახლეობისათვის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა სომხური თვითშეგნების შენარჩუნებით
    ხელი შეეწყოს ამ ზონაში ინვესტიციების საკეთილდღეო მდგომარეობის შექმნას (უკანასკნელი შეიძლება პროდუქტიული აღმოჩნდეს მხოლოდ სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც მოყვანილია, როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული)
    განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, ამასთანავე თავიდან იქნას აცილებული ტერიტორიულ-კვაზისახელმწიფოებრივი ავტონომიის წარმოქმნა აფხაზეთისა და ოსური ავტონომიის მაგალითზე, რომელთა განვითარებამ მიგვიყვანა ომებამდე და ეთნიკურ წმენდამდე
    განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ზონის სასწავლო დაწესებულებებში ისტორიის ობიექტურ სწავლებას, მათ შორის სომხურ ენაზეც, რომელიც წინ აღუდგება ისტორიული მითების შექმნას, რომელიც საზოგადოების შეგნებაში ჩანერგილია დესტრუქციული ძალების მიერ
    ზონა „ბ“-ს მოსახლეობაში ჩატარდეს განმარტებითი პოლიტიკა, რომელიც შეძლებს მოსახლეობის მასებში გაცნობიერებას, რომ სახელმწიფო საზღვრები სრულიად არ არის აუცილებელი ეყრდნობოდეს ეთნიკურს, აგრეთვე ისიც რომ ამა თუ იმ ტერიტორიის გადასვლას მეზობელი სახელმწიფოს იურისდიქციაში შესაძლებელია ჰქონდეს უარყოფითი შედეგები, რომლებიც არსებითად გადააჭარბებს ტერიტორიულ მონაპოვარს, მოიყვანონ მაგალითები იმის შესახებ, რომ თუ როგორ შეიძლება ამგვარი ცვლილებები გადაიქცეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის დიდ უბედურებად
    შესწავლილ და დანერგილ იქნას მსოფლიოს სხვა რეგიონების გამოცდილება ანალოგიურ პრობლემებში
    სუბიექტური და ობიექტური წინააღმდეგობების თანმიმდევრულმა დალაგებამ, რომელიც შეიქმნა სომხეთ-საქართველოს საზღვრის ზონაში, შესაძლებელია ხელი შეუწყოს რეგიონალურ სტაბილიზაციას და გამოდგეს დადებით მაგალითად რეგიონში სხვა კონფლიქტების წარმატებით გადაჭრისათვის, რომელიც ამჟამად განვითარების უფრო საშიშ სტადიაში იმყოფება.











1 комментарий:

  1. ბატონო უჩა, კარგი იქნებოდა, წყაროები მიგეთითებინათ. არ ვიცი თქვენთვის ცნობილია თუ არა, მაგრამ საქართველო-სომხეთის ომის შესახებ პირველი კვლევითი ნაშრომი 1989 წელს გამოქვეყნდა გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელის" რამდენიმე ნომერში გაგრძელებებით (რუკებითურთ). სათაური: "ერთი ომის დოკუმენტური ქრონიკა ანუ რა მოხდა 1918 წლის დეკემბერში". გადახედეთ, ვგონებ, საინტერესოა. :)

    ОтветитьУдалить