I ნაკვეთი. სარჩევი
- 1541 წ. 16.X. - შაჰ-თამაზ I ფირმანი სერაჯ ად-დინ ბეგისა და მისი ძმისათვის შირვანის ველაიეთში მდებარე ... ბრინჯის სათესი მიწებისა და ბაღების სამუდამო სოიურღალად ბოძების შესახებ
- 1607 წ. 28.IV.-27.V. - შაჰ-აბას I ფირმანი დარუბანდის მმართველის ამირ ჰამზა-ხან უცმის სახელზე დარუბადის დაცვის თაობაზე
- 1607 წ. 24.VIII.-22.IX. - შაჰ-აბას I ფირმანი მელიქ ნაზარის სონყორაბადის მელიქად დანიშვნის შესახებ
- 1611 წ. 7.XI.-6.XII. - შაჰ-აბას I ფირმანი, რომ მარანდის ოლქის სოფელ მარქათის გაფანტული გლეხები დაბრუნებული უნდა იქნენ თავიანთ ძველ სამყოფელ ადგილზე და არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი მათ მოგროვებას და სამშობლოში დაბრუნებას
- 1617 წ. 2.IX.-1.X. - შაჰ-აბას I ფირმანი როსთემ-ხანის სახელზე, წყალობისა და ყურადღების შეპირებით
- 1620 წ. 7.I.-4.II. - შაჰ-აბას I ფირმანი ზაალ და გივი გურამის-შვილებისათვის მამის მამულების დამტკიცების შესახებ
- 1621 წ. 16.XII.-1622 წ. 13.I. - შაჰ-აბას I ფირმანი ამილახვარის მთელი მამულის აბდულ ღაფარ-ბეგისათვის მიცემის შესახებ
- 1624 წ. 14.X.-12.XI. - შაჰ-აბას I ფირმანი, რომ გურამ-ბეგ ქართველის შვილებს დაუბრუნდეთ მათი სამკვიდრო მამულები კახეთში და ისინი არ გამოეყონ აბდულ ღაფარ-ბეგს
- 1626 წ. 22.IX.-21.X. - შაჰ-აბას I ფირმანი ქაიხოსრო-ბეგ ბარათაშვილის ქართლის ვექილად დანიშვნის შესახებ
- 1627 წ. 18.I.-16.II. - შაჰ-აბას I ფირმანი გივი გურამიშვილის სახელზე, ზაალ-ბეგისათვის მამის მკვიდრი ადგილების ბოძებისა და მისი საქართველოში გამოშვების შესახებ
- 1632 წ. 14.XI.-13.XII. - შაჰ-სეფი I ფირმანი მელიქ არამზე და [საქართველოს] ენისელის საზოგადოებაზე გაცემული, რომლითაც შაჰი მოუწეოდებს მათ, რომ კვლავ ერთგულნი იყვნენ მისი, რისთვისაც არ მოაკლდებათ ხელმწიფის წყალობა
- 1634 წ. იანვრის 1-30. - შაჰ-სეფი I ფირმანი ნახჭევანს მცხოვრები ქაჯის ჯამაათის მხედრებისა და მხედრის შვილების გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ
- 1635 წ. 18.II.-19.III. - შაჰ-სეფი I ფირმანი გივი ქართველისათვის მისი მამის გურამ-ბეგის მამულის დამტკიცების შესახებ
- 1635 წ. 17.VI.-16.VII. - შაჰ-სეფი I ფირმანი ქაიხოსრო-ბეგის სახელზე, თეიმურაზ მეფის სურამთან დამარცხების და გაქცევის შესახებ
- 1636 წ. 3.VIII.-1.IX. - შაჰ-სეფი I ფირმანი როსთემ-ხან უცმისადმი, რომ შირვანის ბეგლარ-ბეგს არაბ-ხანს ნაბრძანები აქვს საჭირო შემთხვევაში ჯარი მიაშველოს მას
- 1637 წ. 19.XII.-1638 წ. 16.I. - შაჰ-სეფი I ფირმანი სოფელ სონყორაბადის გლეხებიდან გადასახადების აღების წესის შესახებ
- 1641 წ. 10.VII.-7.VIII. - შაჰ-სეფი I ბრძანებულება განსვენებული მოჰამედ ბეჯან წახურელის ადგილის და თანამდებობის ზია ალი ფულად-ბეგ წახურელისათვის ბოძების შესახებ
- 1641 წ. 7.IX.-5.X. - შაჰ-სეფი I ფირმანი პაპუნა ციციშვილისათვის ჯამაგირად თერთმეტი თავრიზული თუმნისა და შვიდი ათას სამასი დინარის დანიშვნის შესახებ
- 1642 წ. იანვრის 3-31. - შაჰ-სეფი I ფირმანი მცხეთის სვეტიცხოველისათვის შეწირული ყველა მამულის კათალიკოსისათვის გადაცემის შესახებ
- 1642 წ. იანვრის 3-31. - შაჰ-სეფი I ფირმანი, რომ კახეთის ვალიმ თეიმურაზმა დაუბრუნოს კათალიკოსს „აკლდამისათვის“ (მცხეთის სვეტიცხოველისათვის) შეწირული ის ადგილები, რომლებიც კახეთშია და ხელი არ შეუშალოს აგრეთვე ქართლიდან კახეთში გადასული გლეხების თავის მხარეში დაბრუნებას
- 1642 წ. 23.XII.-1643 წ. 20.I. - ნაწყვეტი [შაჰ-სეფი I-ის] ფირმანისა
- 1644 წ. 6.VII.-4.VIII. - შაჰ-აბას II ფირმანი მელიქ ათა-ბეგის შვილის ალი-ბეგისათვის სოიურღალის დამტკიცების შესახებ
- 1647 წ. 30.X.-27.XI. - შაჰ-აბას II ფირმანი, რომლითაც ხაჩენის თიულდარებს და მოხელეებს ეკრძალებათ რაიმე გადაახდევინონ სოფელ დუშამლუს მცხოვრებთ მთაში წისქვილის ქვების მოჭრისათვის
- 1648 წ. 22.VII.-20.VIII. - შაჰ-აბას II ფირმანი როსტომ მეფის თხოვნით ელიზბარ-ბეგისათვის თიულად 15 თავრიზული თუმნის დანიშვნის შესახებ
- 1649 წ. 14.II.-14.III. - შაჰ-აბას II ფირმანი პაპუნა ციციშვილისათვის კუთვნილი ჯამაგირის წლითი-წლამდე მიცემის შესახებ
- 1650 წ. 4.I.-2.II. - შაჰ-აბას II ფირმანი ქენგერლუს ტომის წარჩინებულების, რომლებსაც სამხედრო სამსახური და ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება ევალებოდათ, გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ
- 1651 წ. 24.III.-21.IV. - შაჰ-აბას II ფირმანი იმის შესახებ, რომ სოფელ ნეჰრამის მცხოვრებთ უანგარიშონ სახელმწიფო გადასახადებად ის ხარჯები, რომელსაც ისინი მათ სოფელზე ელჩებისა და ჩაფრების გავლასთან დაკავშირებით ეწევიან
- 1651 წ. 15.XI.-13.XII. - შაჰ-აბას II ფირმანი ლორეს დამოკიდებული ორდუს მიწების მალუჯათისა და ვოჯუჰათის მელიქ ჯანის წილის მისი შვილისათვის დამტკიცების შესახებ
- 1658 წ. 27.XI.-26.XII. - შაჰ-აბას II ფირმანი პაპუნა ციციშვილისათვის მამამისის თიულის დამტკიცების შესახებ
- 1659 წ. 20.VIII.-17.IX. - შაჰ-აბას II ფირმანი აზერბაიჯანის ვაზირის მირზა იბრაჰიმის სახელზე, რომ ჯამაგირი, რომელიც წინათ საქართველოს ვალის შაჰნავაზ-ხანს ეძლეოდა ჰამასალად აქულისას გადასახადებიდან, იარალი-ბეგ ბარათაშვილის უნდა მიეცესო
- 1660 წ. 11.V.-9.VI. - შაჰ-აბას II ფირმანი ყარაბაღის ბეგლარბეგის მურთაზა ყული-ხან ზიად ოღლისა და ალი ყული-ხან ქენგერლუს სახელზე, რომ ისა-ბეგ კახელის მამულების მიმართ მოიქცნენ თანახმად სიგელისა, რომელიც ცალკე იქნება გამოცემული
- 1660 წ. 6.IX.-5.X. - შაჰ-აბას II ფირმანი ელიზბარ-ბეგისათვის სამკვიდრო და არასამკვიდრო მამულების დამტკიცების შესახებ
- 1661 წ. 30.IV.-29.V. - შაჰ-აბას II ბრძანებულება დემეტრე-ბეგის მეუღლის და ოთარ-ბეგ ვექილის ქალის, რომელიც გივი ამილახვარის ბინაზე იმყოფება, უდიდესი პატივით შაჰის კარზე გამოგზავნის შესახებ
- 1664 წ. 20.XI.-19.XII. - შაჰ-აბას II ფირმანი ზურაბ-ბეგისათვის მამის თიულის დამტკიცების შესახებ
- ლექსიკონი
Комментариев нет:
Отправить комментарий