воскресенье, 7 января 2018 г.

საქართველოს ისტორიის ქრონიკები (34 ქრონიკა)

სტატიაში მოცემულია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი 33 ქართული ქრონიკა
სარჩევი
1. ე.წ. აფხაზ მეფეთა ქრონიკა (XIV-XVI ს-ბი)
2. „ერისთვიანთ დაუჯდომელის ქრონიკები“ (XVII ს.)
3. ყანჩაეთის ჟამნ-გულანი XVII-XVIII ს.-ბი
4. უცნობი ქრონიკა (სრულად გამოუყენებია ვახუშტის)
5. ჟამნ-გულანი, 1661 წ. სოფ. ძეგვის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ქრონიკა
6. ჟამნი XVIII ს.
7. XVI-XVII ს-ის იკორთის ძილისპირის ქრონიკები
8. ჟამნი, 1672 წ.
9. ჟამნგულანი, XVII ს.
10. ჟამნი XVI-XVII ს-ბი. ე.წ. №3
11. კინკოსი, XVIII-XIX ს-ბი. ე.წ. №252
12. ჟამნგულანი, XVII- XVIII ს-ბი.
13. ჟამნგულანი, XVII-XVIII ს. ე.წ. №1204
14. ჟამნგულანი, 1703-1803 წლ.
15. გელათის გულანი, XVII-XVIII ს-ბი.
16. შემოქმედის გულანი 1749 წ.
17-21. მცირე კინკლოსები
22. ქრონიკა საეკლესიო მუზეუმის ძილისპირისა
23. დადიანთა ქრონიკა
24. ეკლესიის მუზეუმის პარაკლიტონის ქრონიკა.
25. თ. ჟორდანიას „ისტორიულ კრებულში“ შეკრებილი ფაქტები
26. ცაიშის ჟამნგულანი
27. „წიგნი ქორონიკონი“ ანუ ქრონიკა ჩართული მღვდელ პეტრე კარბელაშვილის ლექსთა კრებაში (გამოც. 1892 წ.)
28. ჟამნი №2
29. ქორნიკა ჩხეიძეთა
30. გელათის წმინა გიორგის გულანის ქრონიკა
31. ქვათახევის ჟამნგულანი.
32. ეპისკოპოს პოლიევკტ კარბელაშვილის (პეტრეს ძმა) ნაპოვნი ქრონიკა.
33. ფურცელაანთ ქრონიკა.
34. იოსებ ოსეს ძე ქორანიკონი

1. ე.წ. აფხაზ მეფეთა ქრონიკა (XIV-XVI ს-ბი)
1. ქკ~ნსა რკჱ (908) აქა კოსტანტინე გარდაიცვალა.
2. ქკ~ნსა რნა (931) აქა ბაგრატ მეფედ დაჯდა.
3. ქკ~ნსა რნე (403) აქა ვახტანგ გორგასალი მიიცვალა.
4. ქკ~ნსა რობ (1484) აქა თემურ გამოვიდა დიმიშტი ააოხრა. (აშკარად თემურ ლენგზეა საუბარი მაგრამ ასი წლით არის აცდენილი).
5. ქკ~ნსა როდ (1486) აქა ქართველთა მეფემან გაილაშქრა თავრეჟს და თემურ აოტა (აქ გიორგი მეშვიდის გალასქრების ამბავია, ოღონდ ესეც 80 წლის ცდომილებით და თემურ ლენგის სიკვდილის შემდეგ).
6. ქკ~ნსა რპვ (966) აქა გიორგი მეფე გარდაიცვალა (გიორგი 957 წელს უნდა გარდაცვლილიყო).
7. ქკ~ნსა სა (981) აქა დემეტრე მეფე გარდაიცვალა (დემეტრე 975 წელს უნდა გარდაცვლილიყო).
8. ქკ~ნსა სია (991) აქა რუსნი გამოვიდნენ.
9. ქკ~ნსა სმჱ (1028) აქა გიორგი მეფე გარდაიცვალა.
10. ქკ~ნსა სმთ (1029) აქა ბაგრატ კურაპალატი სულტანსა დაესხა.
11. ქკ~ნსა სჲჱ (1048) აქა მოკვდა კვირიკე დიდი და დაჯდა კვირიკე კახთა.
12. ქკ~ნსა ტგ (1083) აქა გიორგი მეფე სულტანსა წინაშე წავიდა.
13. ქკ~ნსა ტთ (1089) აქა დავით მეფე დაჯდა და ძვრა იყო.
14. ქკ~ნსა ტლბ (1112) აქა მოტყვევნა იყო ყოველსა ქვეყანასა. თამარ შირვანიდან გამოვიდა, გიორგი მოკვდა.
15. ქკ~ნსა ტლჱ (1118) აქა მეფე ოვსეთს წავიდა, გიორგი ჭყონდიდელი მოკვდა.
16. ქკ~ნსა ტო (1150) აქა დავით დემეტრეს განუდგა.
17. ქკ~ნსა ტობ (1152) აქა თამარისგან აშენებული ეკლესია აკურთხეს და თამარ ჩოხანი ჩაიცვნა.
18. ქკ~ნსა ტოვ (1156) აქა გიორგი მეფედ დაჯდა.
19. ტპზ (1167) აქა გიორგის დემეტრე განუდგა. ლორეს შედგა. შეიპყრეს თვალნი დაწვეს.
20. ქკ~ნსა ტუჱ (1178) აქა დემეტრე განუდგა და ორბელნი დახოცეს.
21. ქკ~ნსა უდ (1184) ამას წელსა ჩალიანსა მეფე მიიცვალა მასვე ჟამსა მისი ძე თამარ მეფედ დაჯდა.
22. ქკ~ნსა უთ (1189) აქა მეფედ დაჯდა თავით ოსი.
23. ქკ~ნსა უიბ (1192) აქა შირვანს შამახა დაიქცა და თამარს ძე მიეცა გიორგი ლაშა.
24. ქკ~ნსა უკზ (1207) ამას წელსა კარი აიღეს და თამარ დედოფალი გარდაიცვალა. მაშინ ძე მისი ლაშა თორმეტისა წლისა და ლაშქარს პირველსა გალაშქრებასა.
25. ქკ~ნსა უმბ (1222/3) აქა გიორგი, ძე თამარისი მოკვდა და და მისი რუსუდან მეფედ დაჯდა. (წელი მარტში იწყებოდა, ასე რომ ქორონიკონი უმბ ანუ 442 დაიწყო 1222 წლის მარტში და დასრულდა 1223 წლის მარტში. ასე რომ ეს თარიღი ეთანხმება ქართლის ცხოვრების თარიღს 1223 წლის 18 იანვარს).
26. ქკ~ნსა უმთ (1229) ამას წელსა სოთია დაიბადა.
27. ქკ~ნსა უნა (1231) ამას წელსა საბა დაიბადა.
28. ქკ~ნსა უნვ (1236) აქა დავით მეფედ დაჯდა, ძე რუდუდანისი.
29. ქკ~ნსა უნთ (1239) ამას წელსა ელენე დაიბადა.
30. ქკ~ნსა უჲე (1245) აქა რუსუდან მოკვდა და მასვე წელსა დავით გამოვიდა.
 2. „ერისთვიანთ დაუჯდომელის ქრონიკები“ (XVII ს.)
    1898 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა კახეთში, სოფ. ქისტაურში, გენერალ კიაზო არაგვის ერისთავის (1821-1909) სახლში აღმოაჩინა ხელნაწერი, რომელსაც შემდგომში „ერისთვიანთ დაუჯდომელი“ უწოდა. ხელნაწერი კიაზო ერისთავის მეუღლის ანა ელიზბარის ასულ ქსნის ერისთავის (1846?) მზითევს წარმოადგენდა.
     ეს ხელნაწერი 1681 წელს კათალიკოზ ნიკოლოზ ამილახვრის ბრძანებით ყოფილა გადაწერილი, რასაც გვამცნობს ხელნაწერის ბოლოში ტექსტისავე ხელით გაკეთებული ანდერძი: „...აღვაწერინე წმიდა ესე წიგნი დაუჯდომელი მისის შედეგებითა და ზიარების ლოცვანითა, შევამკევ და დავახატვინე მე ამილახორის შვილმან კათალიკოზმან პატრონმან ნიკოლოზ ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად, დღეთა ჩვენთა წარსამართებლად, მეფობასა პატრონის გიორგისსა, ქ~კსა ტჲთ (1681 წ.), ხელითა მიქელისათა“.
     ქვემოთ მოყვანილია ამ ქრონიკების ტექსტი ქარაგმების გახსნით და თანამედროვე ქართულით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ გასწორებულია ქრონიკების ბოლო ორი ჩანაწერი, როდესაც 1601 წლის ქრონიკის ჩანაწერის ბოლო სტრიქონები მიწერილია 1605 წლის ქრონიკების ბოლოში.
ტექსტი
1. ქკ~ნსა სპიბ (1072 წ.)  მიცვალა პანკრატ კურატპალატი.
2. ქკ~ნსა ტიე (1095)  დავით აღმაშენებელი მეფედ დაჯდა.
3. ქკ~ნსა სამას ოცდა შვიდსა (1107)  იწყო შენებად გელათისა.
4. ქკ~ნსა სამას ორმოცდა სამსა (1123)  მიიცვალა დავით აღმაშენებელი და ძე მისი დიმიტრი მეფეთ დაჯდა.
5. ქკ~ნსა სამას სამოცდა თხუთმეტსა (1155)  მიიცვალა დიმიტრი და ძე მისი დავით მეფეთ დასვეს.
6. ქკ~ნსა სამას სამოცდა თხუთმეტსა (1155)  მიიცვალა დავით მეფე ოთხ თვე მყოფი მეფობისა მის წილ და ძე მის გიორგი მეფე იქმნა.
7. ქკ~ნსა ოთხას და სამსა (1183)  მიიცვალა მეფე გიორგი და ძე მისი თამარ მეფეთ დასვეს.
8. ქკ~ნსა ოთხას და თოთხმეტსა (1194)  ლაშა იშვა ძე მეფისა თამარისა და იქმნა სიხარული დიდი.
9. ქკ~ნსა ოთხას ოცდა შვიდსა (1207)  თამარ მეფე მიიცვალა და ძე მისი ლაშა მეფე იქმნა.
10. ქკ~ნსა ოთხას ორმოცდა სამსა (1223)  ლაშა გიორგი მიიცვალა. და მისი რუსუდან მეფე იქმნა.
11. ქკ~ნსა ოთხას ორმოცდა რვასა (1228)  ნოინნი მოვიდენ საქართველოსა ზედა.
12. ქკ~ნსა ოთხას სამოცდა ექვსსა (1246)  რუსუდან მეფე მიიცვალა.
13. ქკ~ნსა ას ორმოცდა ოთხსა (1456)  უზონ ასან მოუხდა ქართლსა და ამოწყვიტა და იავარ ყო ყოველივე ტაშის კარამდე.
14. ქკ~ნსა ას ოცდა თორმეტსა (1444)  კოსტანტიპოლი დაიჭირეს ოსმანთა.
15. ქკ~ნსა ას სამოცდა თერთმეტსა (1483)  თვესა აგვისტოსა ცამეტსა მეფე კოსტანტინე და ათაბაგი ყვარყვარე შეიბნენ არადეთს და ათაბაგს გაემარჯვა.
16. ქკ~ნსა ას ოთხმოცდა თერთმეტსა (1503)  მეფე კოსტანტინე მიიცვალა.
17. ქკ~ნსა ორას და ერთსა (1513)  მეფე დავით ქართლისა და მეფე გიორგი კახეთის შეიბნენ მუხრანს და მეფეს დავითს გაემარჯვა და გიორგი ხელთ დარჩა და მასვე წელსა მოკლეს.
18. ქკ~ნსა ორას და თოთხმეტსა (1526)  მეფე დავით მიიცვალა ქალაქსა.
19. ქკ~ნსა ორასსა (1512)  ხვანთქარი მოვიდა, ლიხთ იმერეთი და გელათი დაწვა და ქუთათისი.
20. ქკ~ნსა ორას ოცდა ხუთსა (1537)  შეიბნენ მურჯახეთს, ათაბაგზე მეფე ბაგრატს გაემარჯვა.
21. ქკ~ნსა ორას ოცდა ხუთსა (1537)  კახი მეფე ბატონი ალექსანდრე იშვა. მეფე სვიმონ იშვა.
22. ქკ~ნსა ორას ოცდა ცხრასა (1541)  შაჰთამაზ ყაენი მოპარვით ქალაქს მოვიდა, ამოწყვიტა, ააოხრა.
23. ქკ~ნსა ორას ორმოცდა ორსა (1554)  შაჰთამაზ ყაენი ქალაქს მოვიდა და ამოწყვიტა ქვეყანა იგი ქართლისა.
24. ქკ~ნსა ორას ოცდა თორმეტსა (1544)  ბასიანს შეიბნენ და ურუმთ გაემარჯვა. მეფენი მეოტნი გადარჩნენ.
25. ქკ~ნსა ორას ორმოცდა ოთხსა (1556)  გარისს შეიბნენ ქართველნი ყიზილბაშნი. ქართველთ გაემარჯვა. და ქრისტეს მოწამე ლუარსაბ იქ აღესრულა. და ძე მისი სვიმონ მეფე იქმნა.
26. ქკ~ნსა ორას ორმოცდა ცხრასა (1561)  იქმნა ომი ციხე დიდსა და თათართ გაემარჯვა. და ძე მეფისა ლეონისი მოკლეს.
27. ქკ~ნსა ორას ორმოცდა თხუთმეტსა (1567)  მეფე სვიმონ და დაუთხან შეიბნენ დიღვამს და მეფეს გაემარჯვა.
28. ქკ~ნსა ორას ორმოცდა ხუთსა (1557)  მეფე სვიმონ და დაუთხან შეიბნენ სამადლოს და მეფეს გაემარჯვა.
29. ქკ~ნსა ორას ორმოცდა ჩვიდმეტსა (1569)  იქმნა ომი ფარახეთს. და მეფე სვიმონ ხელთ დარჩა ყიზილბაშთა.
30. ქკ~ნსა ორას სამოც და სამსა (1575)  ღვთის მოყვარე მეფე ლეონ მიიცვალა.
31. ქკ~ნსა ორას სამოცდა სამსა (1575)  მეფე კახთა ალექსანდრე და ძმისწულნი მისი შეიბნენ ჭაურს და მეფეს ალექსანდრეს გაემარჯვა და ძმის წულნი მისნი დაიხოცნენ.
32. ქკ~ნსა ორას სამოცდა ექვსსა (1578)  ლალა ფაშა გამოვიდა, რომელიც არის ლალა გამზრდელი ხვანთქრისა, აგვისტოსა.
33. ქკ~ნსა ორას სამოცდა ექვსსა (1578)  მეფე სვიმონ მოვიდა ტყვეობიდან. და ციხე გორისა აიღო და დაიპყრა ქართლი, სომხითი და ლორე.
34. ქკ~ნსა ორას სამოცდა ცხრასა (1581)  მეფე სვიმონ და მეფე კახთა ალექსანდრე შეიბნენ მარტყოფს ჭოტორს და მეფეს სვიმონს გაემარჯვა.
35. ქკ~ნსა ორას სამოცდა ცხრასა (1581)  მოვიდა სარდალი რომელსაც ეწოდა მაჰმად ფაშა. დახვდა მეფე სვიმონ. მუხრანს შეიბნენ და მეფეს სვიმონს გაემარჯვა და ფაშა ლტოლვილი ქალაქს მივიდა.
36. ქკ~ნსა ორას სამოცდა ცამეტსა (1585)  მეფე სვიმონ და ფაშა ლორეს შეიბნენ და მეფეს გაემარჯვა. და მოისრა ურუმი ოთხას სამოცდა თორმეტი.
37. ქკ~ნსა ორას სამოცდა ცამეტსა (1585) – მეფემ აიღო ლორეს ქვაბი ცხრა.
38. ქკ~ნსა ორას სამოცდა ცამეტსა (1585)  მეფე სვიმონ მოადგა ციხესა ლორესსა, აპრილსა 1-სა და აიღო ივნისისსა ათსა.
39. ქკ~ნსა ორას სამოცდა თოთხმეტსა (1586)  მეფე სვიმონ და ფაშა ქალაქისა ასან შეიბნენ ტაბახმელას და მეფეს გაემარჯვა. მოისრა ურუმი ვითარ 500. ამავე ქკ~ნსა აიღო გალავანი ტფილისისა და უკან ციხე.
40. ქკ~ნსა ორას სამოცდა ცხრამეტსა (1591)  მეფე სვიმონ და მეფე ლეონ შეიბნენ გოფანთას და მეფეს სვიმონს გაემარჯვა.
41. ამავე ქკ~ნსა (1591)  ლევან მეფე დაიჭირა მამია დადიანმა და იქ აღესრულა.
42. ქკ~ნსა ორას ოთხმოცსა (1592)  მეფემ სვიმონ აიღო ციხე ქუთათისისა. და ბაგრატ გამოიყვანა ძმისწული გიორგი მეფისა. და ფაშა ქალაქისა დააყენა.
43. ამავე ქკ~ნსა (1592)  იმერელთა აიღეს ქუთათისი.
44. ამავე ქკ~ნსა (1592)  წავიდა სვიმონ მეფე დაჭირვად იმერეთისა და აიღო ციხე კაცხისა, კვარა, სკანდა და ქუთათისი.
45. ამავე ქკ~ნსა (1592)  შეიბნენ მეფე სვიმონ და მამია დადიანი და იმერელნი. დადიანსა და იმერელთა გაემარჯვა. და ძე კოსტანტინესი როსტომ მეფედ დასვეს ქუთათის.
46. ქკ~ნსა ორას ოთხმოცდა თორმეტსა (1604)  მიცვალა ძე პატრონის კოსტანტინესი ღვთის მოყვარე მეფე როსტომ.
47. ქკ~ნსა ორაც ოთხმოცდა შვიდსა (1599)  მეფემ სვიმონ აიღო ციხე გორისა. ამავე ქკ~ნსა მოვიდა სარდალი ჯაფარ ფაშა და ლაშქარი ურიცხვი. იქმნა და ომი ძლიერი. მეფემ სვიმონ ხელთ დარჩა და დაიპყრა ყოველი სომხითი და ლორე.
48. ქკ~ნსა ორას ოთხმოცდა ცხრასა (1601)  მეფე კახთა ალექსანდრე სნეულებითა შეპყრობილ იქმნა და მიიღო მეფობა მის წილ ძემან მისმან დავით ერთ წელს და მიიცვალა.
49. ქკ~ნსა ორას ოთხმოცდა ცამეტსა (1605)  მოკლა მეფე კახთა ალექსანდრე უმრწემესმან ძემან კოსტანტინე და ძე მისი გიორგი და იმეფა მათ წილ კოსტანტინე ერთ წელს და მოიკლა ლაშქართაგან თვისითა.
                                     3. ყანჩაეთის ჟამნ-გულანი XVII-XVIII ს.-ბი
მომზადებულ იქნა 1674 წელს ურბნისის არქიეპისკოპოსის ევდემოზ რატიშვილის (მოგვიანებით იგი გახდა ჯერ მანგლისის და შემდეგ ქართლის მთავარეპისკოპოსი) ბრძანებით. XVIII საუკუნეში მიუმატეს რამდენიმე ფაქტი.
1. ქკ~ნსა რლბ (1444 წ.) აქა კოსტანტიპოლი დაიჭირეს ურუმთა და სრულიად საბერძნეთი. (ამ დროს ოსმალებმა ბოსფორის სრუტე დაიკავეს, რაც საქართველოში კონსტანტინეპოლის აღების ამბად მოვიდა).
2. ქკ~ნსა როგ (1485) აქა ყაენი მოვიდა და სამცხე ამოწყდა. ახალციხე და აწყური აიღეს და აწყურის ღვთისმშობელი დაატყვევეს.
3. ქკ~ნსა რპვ (1498) აქა დიდი ყვარყვარე მიიცვალა.
4. ქკ~ნსა რპჱ (1500) აქა ძე ყვარყვარესი ქაიხოსრო მიიცვალა.
5. ქკ~ნსა სა (1513) აქა ქართლის მეფე დავით და კახი მეფე გიორგი შეიბნენ მუხრანს და გიორგი მეფე მოკლეს. ძალისს შეიბნენ.
6. ქკ~ნსა სდ (1516) აქა პატრონი მზეჭაბუკ მიიცვალა.
8. ქკ~ნსა სკგ (1535) აქა მურჯახეთს შეიბნენ.
9. სკზ (1539) აქა სომეხნი შეიშალნენ და თევდორობის კვირა ჭამეს.
10. ქკ~ნსა სკთ (1541) აქა შაჰთამაზ ყაენი მოვიდა და ქალაქი ამოწყვიდა.
11. ქკ~ნსა სლა (1543) აქა იყო ქარხაქის ომი. ურუმნი მოვიდენ, ტაო ამოწყვიდეს და ბაგრატ მეფემან გაიმარჯვა და მრავალნი ამოწყვიდა.
12. ქკ~ნსა სლჱ (1550) აქა ტაოს ქვეყანა დაიჭირეს ურუმთა.
13. ქკ~ნსა სმა (1553) აქა არტანუჯი წაართვეს.
14. ქკ~ნსა სმბ (1554) აქა დიასამიძე და ვახუშტ დაიჭირეს. და ამავე ქკ~სა შაჰთამაზ ყაენი ქართლს მოვიდა და ამოწყვიდა ქვეყანა ქართლისა. და მეფე იმერეთს წავიდა.
15. ქკ~ნსა სმთ (1561) აქა ომი ციხედიდს იყო და მოკლეს ძე მეფისა ლეონისა გიორგი.
16. ქკ~ნსა სნდ (1566) აქა დიდი ჟამი შეიქმნა.
17. სნზ (1569) აქა მეფე სვიმონ დაიჭირეს ომში ყიზილბაშთა.
18. სჲბ (1574) აქა პატრონი ქაიხოსრო ყაზმინს მიიცვალა.
19. სჲზ (1579) აქა ლალა ფაშა გამოვიდა.
20. სჲჱ (1580) აქა სინამ ფაშა გამოვიდა.
21. ქკ~ნსა სოა (1583) აქა პატრონს მანუჩარს აწყურს უღალატეს და გაემარჯვა.
22. ქკ~ნსა სპბ (1594) აქა დედოფალი თინათინ გარდაიცვალა.
23. ქკ~ნსა სპზ (1599) აქა მეფე სვიმონ დაიჭირეს ურუმთა.
24. ქკ~ნსა სჟბ (1604) აქა მოკლა კახმან კოსტანტინე მამა და ძმა. და თვესა მეშვიდესა მოკლეს კახთა მკვლველი მამისა და ძმისა კოსტანტინე.
25. ქკ~ნსა სჟზ (1609) აქა თათარხანი მოვიდა ქართლს და ლუარსაბ მეფემან გაიმარჯვა.
26. ქკ~ნსა ტა (1613) აქა ლუარსაბ მეფე ყაენთან წავიდა, თვესა აგვისტოსსა.
27. ქკ~ნსა ტდ (1616) აქა ბატონმა თეიმურაზ გაიმარჯვა ყიზილბაშზედა.
28. ქკ~ნსა ტიბ (1624) აქა ყორჩიბაში მოვიდა და დიდი ომი იყო.
29. ქკ~ნსა ტიე (1627) აქა ბატონმა თაიმურაზ გაიმარჯვა მოურავზედა.
30. ქკ~ნსა ტკგ (1635) აქა ხვანთქარი გამოვიდა და ერევანი აიღო.
31. ქკ~ნსა ტლგ (1645) აქა გურიელის შვილი ოტია მიიცვალა.
32. ქკ~ნსა ტლვ (1648) აქა არჩილ დაიბადა ძე შაჰნავაზისა. აქვე ბატონიშვილი დათუნა მოკლა როსტომ მეფემან.
33. ქკ~ნსა ტმვ (1658) აქა როსტომ მეფე მიიცვალა. აქვე მეფედ დაჯდა ბატონიშვილი ვახტანგ.
34. ქკ~ნსა ტმზ (1659) აქა მიათხოვა დადიანმა ვამიყ ასული თვისი მეფესა შანავაზს ძისა თვისისათვის, 1660 და მეორესა წელსა სხვათა მიათხოვა იგი.
35. ქკ~ნსა ტნ (1662) აქა მეფე შაჰნავაზ მიუხდა დადიანსა ვამიყს, რომელსაც ეპყრა იმერეთი და ოდიში. დადიანი მოკლეს. მისი ცოლი და შვილი წამოასხა. იმერეთი და ოდიში დაიჭირა. გურიელი და აფხაზი ეყმო. იმერეთს გააბატონა ძე თვისი არჩილ. და ოდიშს დადიანი შამადავლე და მოვიდა მშვიდობით სამეფოსა თვისსა ზედა მრავლისა ურიცხვითა ლარითა აღსავსე.
36. ქკ~ნსა ტნბ (1664) აქა მობრძანდა ანტიოქის პატრიაქი მაკარიოზ.
37. ქკ~ნსა ტნგ (1665) აქა მობრძანდა ალექსანდრის პატრიარქი პაისიოს და სინის მთავარეპისკოპოსი ანანია.
38. ქკ~ნსა ტჲე (1677) ამა ქორონიკონსა მიიცვალა გაძლიერებული და აღმატებული სხვათ დიდი მეფე შაჰნავაზ.
39. ქკ~ნსა ტჲზ (1679) ამა ქორონიკონსა დაჯდა მეფედ ძე მეფისა შაჰნავაზისა ქართლს ბრძენი და ღვთის მოყვარე გმირი და ლომგული გლახაკთა და დავრდომილთა ხელისამპყრობელი ბერთა და მღვდელთა დიდად პატივის მიმღები, მშვიდი და ლმობიერი მეფე გიორგი, იანვარსა იე (15).
40. ქკ~ნსა ტოვ (1688) ამა ქორონიკონსა მობრძანდა ერეკლე მეფე ქართლს ბატონად და გაბატონდა.
41. ქკ~ნსა ტოთ (1691) ამა ქორონიკონსა ქართველნი მეფე ერეკლეს უკუდგნენ.
42. ქკ~ნსა ტპა (1693) ამა ქორონიკონსა კახნი და ქართველნი შეიბნენ ნინოწმიდას და კახთ გაემარჯვათ. და ამავე ქორონიკონსა თვესა მესამესა კვლავ) კახთ გაემარჯვათ ქართველთა ზედა თიანეთის ქედზე.
43. ქკ~ნსა ტჟ (1702) აქა ვახტანგ ბატონისშვილი იმერეთიდან მოვიდა.
44. ქკ~ნსა ტჟა (1703) აქა მობძანდა ლევან ძე მეფის შანვაზისა.
45. ქკ~ნსა ტჟზ (1709) ამა ქორონიკონსა ამაღლებულსა და აღმატებულსა ქართლისა, ქირმანისა, ყანდარისა, გირიშკისა, აილათისა მპყრობელმქონებელსა მეფეს გიორგის უღალატა ავღანმა ღამით ქვეშაგებში და მოკლეს.
46. ქკ~ნსა უიგ (1725) ამ ქორონიკონს, ლაზარობას, ბატონიშვილმა კათალიკოზმა დომენტიმ მცხეთას მუხრანის ბატონის ყმა წილკნის ეპისკოპოზი, რაგვარადაც ძველადაც ყოფილიყო, ისე ახლა მიტრითა და ბიზონით აკურთხა გაბრიელ. უკუნითი უკუნისამდე მოუშლელად ესეცა და ამას უკან რაც დარჩება, ისიცა ყველა ასე უნდა ეკურთხოს და წიგნიც ასე უბოძა. მუხრანის ბატონიშვილი მამუკაც იქ ახლდა.
47. ქკ~ნსა უიდ (1726) ამ დროს ქართლი ოსმალმა დაიჭირა და ერანისა მამული თავრეზი და თავრეზს აქეთი ქალაქები და ქვეყნები: განჯა, ერევანი, შემახია და მრავალი სხვა. ასე დამორჩილებული და დამონებული ყავდათ საქართველოს თავადნი დარბაისელნი, რომ ეს არარას დროს არ კირთებოდათ ... ყავდა ... კახეთი იმავ დროს ლეკს ეკირთებოდა, და საქართველო ...რემდენ. მუხრანის ქვეყანა წამხდარი იყო ... ანანურს ზევით ... გორამდე. მტრობა იყო. პატრონი ...
მეფე რუსეთს იყო ცოლშვილით და ბევრნი ვინმე წაყვნენ საქართველოსი და კახეთის დარბაისელნი და ეპისკოპოსნი. ამავ დროს ბატონიშვილი კათალიკოზი დომენტი სტამბოლს ხვანთქართან იყო და აქაც ვინა-ვინ საქართველოს დარბაისელნი. მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახვარი ესენიც ერთმანეთის მტერნი და ქიშპნი იყვნენ, არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა; და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ თუ ამათ ერთი პირი ქონებოდათ ვერცარას უზამდენ, ვერცარას სხვა მტერი წაართმევდათ რამეს. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოკლებიან და არც მოუშლიათ... ამ უფლისამ ცოდვილმან ყოველთა ადამიანთაგან უწარჩინესმან, ძირ-მოდგმით იესიანმა და ტომობით აწ პანკრატიონად წოდებულმან მუხრანის ბატონის ერეკლეს ძემან ბატონიშვილმა მამუკამ ...რომ ვინ... დაიშალოს ამგვარი და რამგვარმა ქრისტიანის კაცის მტერობა, თორემ... ცოცხალი ადღეგრძელოს, მკვდარსა სასუფეველი დაუმკვიდროს. ერთმანეთი არ ატყუონ, ამინ! და კირილეისონ. ქრისტე ღმერთი ამას იქით რას გვიზემდა, ეს კი არ ვიცოდით.
48. ქკ~ნსა უკ (1732) ამა ქორონიკონს რატიშვილი შიომ დაიბადა.
49. ქკ~ნსა უმბ (1754) ქ. ხუნძახის ბატონს დაუმარცხდა მჭადისჯვარს, მარიამობის თვის ით (19).
4. უცნობი ქრონიკა (სრულად გამოუყენებია ვახუშტის)
1. ქკ~ნსა ჲგ (1375) გამოჩნდა თემურლანგ და დაიპყრა აღმოსავლეთი.
2. ქკ~ნსა ობ (1384) მოკვდა გიორგი დადიანი და მეფემან ბაგრატ დასვა ძე მისი ვამეყ დადიანად.
3. ქკ~ნსა ოე (1387) ლანგთემურ სამარყანელმა ტფილისი აიღო და წარტყვენა; მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა გამოიყვანა ციხიდან და ტყვე ყვნა და ალექსანდრე იმერეთს გამეფდა.
4. ქკ~ნსა ოზ (1389) მოკვდა ალექსანდრე მეფე და ძმა მისი გიორგი გამეფდა იმერთა ზედა.
5. ქკ~ნსა ოჱ (1390) აფხაზთა კათალიკოსად დასვეს არსენ.
6. ქკ~ნსა პ (1392) მოკლეს მეფე გიორგი მეგრელთა და იმერეთი გიორგიმ (VII) დაიჭირა, ბაგრატის ძე.
7. ქკ~ნსა პა (1393) დიდმა ბაგრატ მეფე თემურის სპანი ამოწყვიტა და ტფილისი აიღო.
8. ქკ~ნსა პბ (1394) დიდი ბაგრატ მეფე და თემურ შეიბნენ, თემურს გაემარჯვა და ტფილისი აიღო, ქართლი წარტყვენა და შემუსრა ყოველნი ეკლესიანი, ციხენი და შენებულებანი.
9. ქკ~ნსა პგ (1395) დიდი ბაგრატ მეფე გარდახდა. ძე მისი გიორგი გამეფდა.
10. ქკ~ნსა პთ (1401) მეფე კოსტანტინე მოკლეს ჩალაღანს.
5. ჟამნ-გულანი, 1661 წ. სოფ. ძეგვის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ქრონიკა
1. ქკ~ნსა რკზ (907 ან 1439) აქა კოსტანტინე მეფე გარდაიცვალა.
2. ქკ~ნსა ოკ (1388) აქა მზე დაბნელდა.
3. ქკ~ნსა რლბ (1444) აქა კოსტანტინეპოლი დაიჭირეს ომანიანთა და სრულ საბერძნეთი.
4. ქკ~ნსა რნა (1463) აქა ქართველთა მეფე თავრეზს გაელაშქრა და თემურ ააოხრა.
5. ქკ~ნსა რჲბ (1474) აქა გიორგი მეფე გარდაიცვალა.
6. ქკ~ნსა რპვ (1498) აქა დიდი ყვარყვარე მიიცვალა.
7. ქკ~ნსა რპჱ (1500) აქა ძე ყვარყვარესი ქაიხოსრო მიიცვალა.
8. ქკ~ნსა სდ (1516) აქა პატრონი მზეჭაბუკ მიიცვალა.
7. ქკ~ნსა სკდ (1536) აქა მურჯახეთს შეიბნენ.
7. ქკ~ნსა სკზ (1539) აქა სომეხნი შეიძალნენ და თევდორობის კვირას ჭამეს.
8. ქკ~ნსა სლა (1543) აქა ხვანთქარის ფაშები მოვიდნენ რიცხვით ოცდაორი ათასი და სრულად ტაო ამოწყვიდეს. მიუხდა ბაგრატ მეფე ქარაღაქს, გაიმარჯვა, ამოწყვიტა მრავალნი.
9. ქკ~ნსა სლჱ (1550) აქა ტაოს ქვეყანა დაიჭირეს ურუმთა.
10. ქკ~ნსა სმა (1553) აქა არტანუჯი წაართვეს.
11. ქკ~ნსა სმბ (1554) აქა დიასამიძე და ვახუშტი დაიჭირა ყაენმა.
12. ქკ~ნსა სმგ (1555) აქა დიდი მეფეთ-მეფის ასული მარიამყოფილი მარინე მიიცვალა.
13. ქკ~ნსა სნდ (1566) აქა დიდი ჟამი შეიქნა.
14. ქკ~ნსა სჲა (1573) აქა ყიზილბაშთ ოცხე ამოწყვიდეს.
15. ქკ~ნსა სჲგ (1575) აქა პატრონი ქაიხოსრო ყაზმინს მიიცვალა.
16. ქკ~ნსა სჲზ (1579) აქა ლალა ფაშა გამოვიდა.
17. ქკ~ნსა სიჱ (1580) ან სჲთ (1581) აქა სინან ფაშა გამოვიდა.
18. ქკ~ნსა სობ (1584) აქა ოთმანიანთ ბატონს მანუჩარს უღალატეს და გააქცია.
19. ქკ~ნსა სპზ (1599) აქა მიიცვალა ბატონიშვილი ბატონი როდამ და ამასვე წელს მეფე სვიმონ დაიჭირეს.
20. ქკ~ნსა სჟა (1603) აქა მიიცვალა დიდი ათაბაგის ასული ბატონი თეოდორა.
21. ქკ~ნსა ტკა (1633) აქა მეფის ლუარსაბის შვილისშვილი როსტომ მეფე მოვიდა.
22. ქკ~ნსა ტკგ (1635) – აქა სომეხნი შეიშალნენ მეორედ.
23. ქკ~ნსა ტკე (1637) აქა ხონთქარი გამოვიდა და ერევანი აიღო და მასვე წელსა შაჰ სეფ წაართვა.
24. ქკ~ნსა ტლა (1643) აქა შაჰ სეფ ყაენი მიიცვალა.
25. ქკ~ნსა ტლგ (1645) აქა გურიელის შვილი ოტია მიიცვალა.
26. ქკ~ნსა ტმდ (1656) აქა სვეტიცხოვლის გუმბათი დაიქცა.
6. ჟამნი XVIII ს.
1. ქკ~ნსა რკვ (906 ან 1438) კოსტანტინე მეფე გარდაიცვალა.
2. ქკ~ნსა რლბ (1444) აქა კოსტანტიპოლი თათართ დაიჭირეს.
3. ქკ~ნსა რნა (1463) ქართველთ მეფემ თავრეზს გაილაშქრა და თემურ ააოხრა.
4. ქკ~ნსა რჲბ (1474) გიორგი მეფე გარდაიცვალა
5. ქკ~ნსა როგ (1485) ყაენი მოვიდა, სამცხე ააოხრა. აწყურის ღვთისმშობელი დაატყვევა.
6. ქკ~ნსა რპვ (1498) დიდი ყვარყვარე მიიცვალა.
7. ქკ~ნსა სდ (1516) მზეჭაბუკ მიიცვალა.
8. ქკ~ნსა სკგ (1535) მურჯახეთს შეიბნენ.
9. ქკ~ნსა სკზ (1539) სომეხთ თევდორობის კვირა ჭამეს.
10. ქკ~ნსა სლა (1543) თათრის ფაშები გამოვიდნენ, რიცხვით ოცდაორი ათასი და ტაო ამოწყვიდეს. მიუხდა ბაგრატ მეფე ქართლისა ქარაღაქს, გაიმარჯვა და ამოწყვიტა.
11. ქკ~ნსა სლჱ (1550) ტაოს ქვეყანა დაიჭირეს ურუმთა.
12. ქკ~ნსა სმა (1553) არტანუჯი წაართვეს.
13. ქკ~ნსა სმბ (1554) დიასამიძე და ვახუშტ ყეინმა დაიჭირა.
14. ქკ~ნსა სმდ (1556) დიდი მეფეთ-მეფის ასული მარიამ ყოფილი მარინა მიიცვალა.
15. ქკ~ნსა სნდ (1566) დიდი ჟამი გაჩნდა.
16. ქკ~ნსა სნზ (1569) ფარცხისის ომში მეფე სვიმონ თათართ წაიყვანეს.
17. ქკ~ნსა სჲა (1573) ყიზილბაშთ ოცხე ამოწყვიდეს.
18. ქკ~ნსა სჲბ (1574) პატრონი ქაიხოსრო ყაზმინს მიიცვალა.
19. ქკ~ნსა სჲზ (1579) აქა ლალა ფაშა გამოვიდა.
20. ქკ~ნსა სჲჱ (1580) სინამ ფაშა გამოვიდა.
21. ქკ~ნსა სო (1582) ურუმთ ბატონს მანუჩარს უღალატეს და გაიმარჯვა.
22. ქკ~ნსა სპზ (1599) მეფე სვიმონ დაიჭირეს ურუმთა.
23. ქკ~ნსა სჟა (1603) კახმა ბატონმა მამა და ძმა მოკლა.
24. ქკ~ნსა სჟა (1603) მიიცვალა ათაბაგის ასული თეოდორა.
25. ქკ~ნსა სჟზ (1609) თათარხანი მოვიდა ქართლს და მეფე ლუარსაბს გაემარჯვა.
26. ქკ~ნსა ტ (1612) შაჰ აბაზ კახეთი ააოხრა.
27. ქკ~ნსა ტა (1613) ბატონი ლუარსაბ ყაენთან წავიდა.
28. ქკ~ნსა ტდ (1616) ბატონ თაიმურაზს გაემარჯვა ყიზილბაშებზე.
29. ქკ~ნსა ტკბ (1634) მეორედ სომეხნი შეიშალნენ.
30. ქკ~ნსა ტკდ (1636) ხონთქარი გამოვიდა ერევანი აიღო.
31. ქკ~ნსა ტლ (1642) შაჰ სეფი ყაენი მოკვდა.
32. ქკ~ნსა ტლგ (1645) დედოფლის მარიამის ძე ოტია მიიცვალა.
33. ქკ~ნსა ტლვ (1648) არჩილი დაიბადა.
34. ქკ~ნსა ტმდ (1656) – დაიქცა გუმბათი მცხეთისა.
35. ქკ~ნსა ტმვ (1658) მეფე როსტომ მიიცვალა და დაჯდა მეფედ შაჰნავაზ.
36. ქკ~ნსა ტნა (1663) ბატონი თეიმურაზ ასტრაბათს მიიცვალა.
37. ქკ~ნსა ტნგ (1665) იმერეთის მეფე ალექსანდრე მიიცვალა.
38. ქკ~ნსა ტნვ (1668) არჩილ მეფემ მეფის თეიმურაზის ასული ქეთევან შეირთო. ამასვე წელსა ეყოლა ...
39. ქკ~ნსა ტჲგ (1675) მეფე შაჰნავაზ მიიცვალა და დაჯდა მისი ძე გიორგი.
40. ქკ~ნსა ტო (1682) მარიამ დედოფალი მიიცვალა.
41. ქკ~ნსა ტოა (1683) თამარ დედოფალი მიიცვალა.
42. ქკ~ნსა ტობ (1684) კიდევ ჟამი გაჩნდა.
43. ქკ~ნსა ტოგ (1685) იმერელთ მეფემ გურიელი მოკლა.
44. ქკ~ნსა ტოვ (1688) კახთ მეფის შვილი ერეკლე დაჯდა მეფედ ქართლს.
45. ქკ~ნსა ტოჱ (1690) ტფილელს ბისონი ჩააცვეს და მიტრა.
46. ქკ~ნსა ტპბ (1694) შაჰ სულეიმან მოკვდა.
47. ქკ~ნსა ტპგ (1695) ელენე დედოფალი მიიცვალა.
48. ქკ~ნსა ტჟა (1703) აქა წავიდნენ ყანდაარს ლაშქრად.
49. ქკ~ნსა ტებ (1704) დაჯდა ვახტანგ.
50. ქკ~ნსა ტჟვ (1708) სიონის გუმბათი აშენდა ლორფინითა.
51. ქკ~ნსა ტჟზ (1709) მეფე გიორგი ყანდაარს მოკლეს.
52. ქკ~ნსა უ (1712) ვახტანგ წავიდა ყაენთან.
53. ქკ~ნსა უბ (1714) იესე მოვიდა მეფედ ქართლისა. ლევანის ძე.
54. ქკ~ნსა უდ (1716) ბაქარ დაჯდა მეფედ.
55. ქკ~ნსა უე (1717) ამ წიგნის პატრონი ...მ შედგა ბერად ...სა იყო კიგ.
56. ქკ~ნსა უჱ (1720) აქა მეფე ვახტანგის ...
57. ქკ~ნსა უთ (1721) მიიცვალა კახთა მეფე და დაჯდა ქართლსა და კახეთს ბატონად ძე მისი კოსტანტინე.
58. ქკ~ნსა უია (1723) აქა ურუმნი მოვიდნენ.
59. ქკ~ნსა უიგ (1725) ვახტანგ მეფე რუსეთს წავიდა.
60. ქკ~ნსა უიზ (1729) კიდევ სომეხნი შეიშალნენ.
61. ქკ~ნსა უიზ (1729) კათალიკოზად დაჯდა ბესარიონ.
62. ქკ~ნსა უით (1731) მიიცვალა ამბა ალავერდელი ნიკოლოზ და ამასვე ქორონიკონსა შედგა ბერად ომან და იწოდა ონოფრე.
63. ქკ~ნსა უკ (1732) დაჯდა ალავერდელად ბოდბელი ზაქარია ეფრემს შემდეგ.
64. ქკ~ნსა უკ (1732) დაჯდა კახთ მეფედ თეიმურაზ.
65. ქკ~ნსა უკ (1732) ამ ქორონიკონს კოსტანტინე ღალატით ... (მოკლეს).
66. ქკ~ნსა უკგ (1735) აქა მოვიდა თამაზხან და ქართლი და კახეთი ააოხრა.
67. ქკ~ნსა უკგ (1735) მიიცვალა რუსთველი ნიკოლოზ.
68. ქკ~ნსა უკდ (1736) დაჯდა ქართლს მეფედ კახთ მეფის დავითის შვილი ალექსანდრე; ამავ ქორონიკონსა მიიცვალა.
69. ქკ~ნსა უკვ (1738) ალავერდელი ზაქარია მიიცვალა და დაჯდა ნიკოლოზ, იმის ძმისწული.
70. ქკ~ნსა უკვ (1738) მიიცვალა სახელოვანი ... მოურავი. ამ ქორონიკონსა დაუმარცხდა ყაენის ძმას იბრეიმ ხანს; ჭარში მოკლეს ოკდომბერსა ით (19).
7. XVI-XVII ს-ის იკორთის ძილისპირის ქრონიკები
1. ქკ~ნსა რით (1431) – მეფე ალექსანდრემ ლორე აიღო.
2. ქკ~ნსა რლბ (1444) აქა კოსტანტიპოლი დაიჭირეს თათართა.
3. ქკ~ნსა რლე (1447) მეფე ვახტანგ მიიცვალა.
4. ქკ~ნსა რმე (1457) აქა კოსტანტინოპოლი ხვანთქარმა დაიჭირა.
5. ქკ~ნსა რმთ (1461) აქა უზუნ ჰასან მოვიდა სამცხეს.
6. ქკ~ნსა რნა (1463) აქა მეფე და ყვარყვარე ჩიხორს შეიბნენ. ათაბაგს გაემარჯვა.
7. ქკ~ნსა რნდ (1466) აქა მეფე დაიჭირა ყვარყვარემ ტყვედ.
8. ქკ~ნსა რნთ (1471) აქა დედოფალი გულქან გარდაიცვალა.
9. ქკ~ნსა რჲდ (1476) აქა უზუნ ჰასან საქართველო ამოწყვიდა.
10. ქკ~ნსა რჲვ (1478) – აქა ათაბაგი იანქო ბატონად დაჯდა.
11. ქკ~ნსა როა (1483) აქა მეფე კონსტანტინე და ყვარყვარე არადეთს შეიბნენ; ყვარყვარეს გაემარჯვა.
12. ქკ~ნსა რობ (1484) აქა ალექსანდრე მეფედ დაჯდა. ქუთათისი დაიჭირა.
13. ქკ~ნსა როგ (1485) აქა ყაენი მოვიდა, სამცხე ამოწყვიდა. ახალციხე აიღეს და აწყურისა ღვთისმშობელი დაატყვევეს.
14. ქკ~ნსა რპვ (1498) აქა ათაბაგი პატრონი ყვარყვარე მიიცვალა.
15. ქკ~ნსა რჟგ (1505) აქავე კონსტანტინე მეფე მიიცვალა.
16. ქკ~ნსა რჟვ (1505) აქა იანქო მიიცვალა.
17. ქკ~ნსა რჟვ (1508) აქა ალექსანდრე მეფემან გორი დაიჭირა. ამავე ქორონიკონსა მოვიდენ თათარნი, ქუთათისი და გელათი დაწვეს ნოემბრისა კგ-სა (23).
18. ქკ~ნსა სა (1513) აქა ალექსანდრე მეფე მიიცვალა. ამავე ქორონიკონსა მისი შვილი ბაგრატ მეფეთ დაჯდა. ამავე ქორონიკონსა მეფე ბაგრატ და ვახტანგ მოხის შეიბნენ, ბაგრატს გაემარჯვა.
19. ქკ~ნსა სდ (1516) აქა პატრონი მზეჭაბუკ მიიცვალა.
20. ქკ~ნსა სიდ (1526) აქა მეფე დავით მიიცვალა ქალაქს.
21. ქკ~ნსა სკდ (1536) აქა მურჯახეთს შეიბნენ.
22. ქკ~ნსა სკთ (1541) აქა ყაენმა ტფილის ქალაქი ამოწყვიდა.
23. ქკ~ნსა სლა (1543) აქა ფაშები გამოვიდენ ოცდაორი ათასი. სრულად ტაო ამოწყვიდეს. მიუხდა ბაგრატ მეფე ქალაქს, გაიმარჯვა, მრავალი ამოწყვიდა.
24. ქკ~ნსა სლჱ (1550) აქა ტაოს ქვეყანა დაიჭირეს ურუმთა.
25. ქკ~ნსა ტიბ (1624) აქა ბატონი თეიმურაზ და ყიზილბაში და ქართველნი შეიბნენ ალგეთზედა.
26. ქკ~ნსა ტლა (1643) აქა კათალიკოზი ევდემოს მოკლეს.
27. ქკ~ნსა ტლე (1647) აქა არჩილი დაიბადა.
28. ქკ~ნსა ჲე (1677) აქა შანავაზ მეფე და კათალიკოზი დომენტი მიიცვალა.
29. ქკ~ნსა ტოა (1683) აქა მარიამ დედოფალი მიიცვალა. და ჟამი გაჩნდა.
30. ქკ~ნსა ტოვ (1688) აქა ერეკლე მეფე და კათალიკოზი იოანე დაჯდა.
8. ჟამნი, 1672 წ.
შედგენილი ვახტანგ ორბელ ყაფლანიშვილისა და ნათანელ ბედისმწერლიშვილის მიერ
1. ქკ~ნსა რლბ (1444) აქა კონსტანტინეპოლი თათართა წაართვეს ბერძენთა.
2. ქკ~ნსა როგ (1485) აქა იაღობ ყაენი მოვიდა და სამცხე ამოწყვიდა. ახალციხე აიღეს და აწყურისა ღვთისმშობელი დაატყვევეს.
4. ქკ~ნსა სკგ (1535) აქა მურჯახეთს შეიბნენ.
5. ქკ~ნსა სკზ (1539) აქა სომეხნი შეიშალნენ და თევდორობის კვირა ჭამეს.
6. ქკ~ნსა სნდ (1566) აქა დიდი ჟამი შეიქნა.
7. ქკ~ნსა სჲ (1572) აქა ლევან (I) დადიანი მიიცვალა თვესა მაისსა იდ (14).
8. სჲზ (1579) ლალა ფაშა ...
9. ქკ~ნსა სპ (1592) აქა სვიმონ და მამია დადიანი შეიბნენ და დადიანს გაემარჯვა ქრისტეშობის თვესა იბ (12 დეკემბერი)
10. ქკ~ნსა სპზ (1599) მეფე სვიმონ დაიჭირეს ურუმთა.
11. ქკ~ნსა სჟზ (1609) - თათარხანი მოვიდა ქართლს.
12. ქკ~ნსა ტა (1613) მეფე ლუარსაბ ყეენმა წაიყვანა.
13. ქკ~ნსა ტდ (1616) ბატონმა თეიმურაზ გაიმარჯვა არაგვზე.
14. ქკ~ნსა ტლვ (1648) ბატონი თეიმურაზ გაღარიბდა და არჩილი დაიბადა.
15. ქკ~ნსა ტმვ (1658) აქა ლევან (II) დადიანი მიიცვალა.
16. ქკ~ნსა ტნ (1662) აქა ვამიყ დადიანის ძე ლიპარიტი მოკლეს თვესა სეკდენბერსა, რომელსაც იმერეთი და გურია ეპყრა.
17. ქკ~ნსა ტნბ (1664) აქა მოვიდა ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოს თვესა ივლისსა. მეორე წელს (1665) მოვიდა ალექსანდრიის პატრიარქი პაისიოს და სინის მთავარეპისკოპოსი ანანია სეკდენბერსა.
18. ქკ~ნსა ტნვ (1668) აქა ძრვა იყო წლამდი.
19. ქკ~ნსა ტჲზ (1679) ამა ქორონიკონსა ერევანი დაიქცა შურითა.
9. ჟამნგულანი, XVII ს.
შედგენილი იესე ჩხეიძეს მიერ დეკანოზ გიორგი ჭილაშვილის დაკვეთით.
1. ქკ~ნსა რლგ (1445) აქა კოსტანტინეპოლი თათართა დაიჭირეს.
2. ქკ~ნსა როდ (1486) აქა იაღობ ყაენი მოვიდა, სამცხე ამოწყვიდა. ახალციხე აიღო, აწყურისა ღვთისმშობელი დაატყვევა.
3. ქკ~ნსა რპდ (1496) აქა დიდი ყვარყვარე მიიცვალა.
4. ქკ~ნსა რპზ (1499) აქა ძე ყვარყვარესი ქაიხოსრო მიიცვალა.
5. ქკ~ნსა სდ (1516) აქ მზეჭაბუკ მიიცვალა.
6. ქკ~ნსა სკა (1533) ამა ქორონიკონსა არის დასაბამიდან წელნი წელნი შვიდი ათას ოცდაორი აქამომდე.
7. ქკ~ნსა სკგ (1535) აქა მურჯახეთს შეიბნენ.
8. ქკ~ნსა სკზ (1539) აქა სომეხნი შეიშალნენ მარხვა ჭამეს.
9. ქკ~ნსა სლა (1543) აქა ხანთქარი მოვიდა ტაო ამოწყვიდა ბაგრატ ქარაბაკს მიუხდა, გაიმარჯვა.
10. ქკ~ნსა სლჱ (1550) აქა ტაო დაიპყრეს ურუმთა.
11. ქკ~ნსა სმბ (1554) აქა არტანუჯი წაართვეს ურუმთა.
12. ქკ~ნსა სნდ (1566) აქა ჟამი შეიქნა.
13. ქკ~ნსა სნზ (1569) აქა ფარცხისს ომი იქმნა, სვიმონ ყიზილბაშთ დაიჭირეს.
14. ქკ~ნსა სჲვ (1578) აქა ლალა ფაშა მოვიდა.
15. ქკ~ნსა სპ (1592) აქა მამია დადიანმა მეფე სვიმონზე გიმარჯვა.
16. ქკ~ნსა სპზ (1599) აქა მეფე სვიმონ ურუმთ დაიჭირეს.
17. ქკ~ნსა სჟბ (1605) აქა კახმა კოსტანტინემ მამა და ძმა დახოცა.
18. ქკ~ნსა სჟზ (1609) აქა თათარხანი მოვიდა.
19. ქკ~ნსა ტა (1613) მეფე ლუარსაბ ყაენმა წაიყვანა.
20. ქკ~ნსა ტდ (1616) ბატონმა თეიმურაზ გაიმარჯვა არაგვზე.
21. ქკ~ნსა ტიგ (1625) – აქა ყორჩიბაში მოვიდა და დიდი ომი იყო.
22. ქკ~ნსა ტკბ (1634) – აქა როსტომ გამეფდა.
23. ქკ~ნსა ტკგ (1635) – აქა ხანთქარმა ერევანი აიღო.
24. ქკ~ნსა ტკე (1637) – აქა ლეონ დადიანმა მეფე გიორგი დაიჭირა.
25. ქკ~ნსა ტლა (1643) აქა შაჰაბაზ ყაენი მოვიდა.
26. ქკ~ნსა ტლზ (1649) – ბატონი თეიმურაზ გაღარიბდა.
27. ქკ~ნსა ტმე (1657) აქა შანაოზ გამეფდა.
28. ქკ~ნსა ტმჰ (1660) აქა იმერეთს ბაგრატ გამეფდა.
29. ქკ~ნსა ტნბ (1664) აქა მოვიდა ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოს თვესა ივლისსა. ბ წელს (1665) მოვიდა ალექსანდრიის პატრიარქი.
30. ქკ~ნსა ტნვ (1668) აქა დიდი ძრვა იყო.
31. ქკ~ნსა ტჲბ (1674) აქა ბატონიშვილი ერეკლე ყეენთან წავიდა.
32. ქკ~ნსა ტჲვ (1678) აქა გიორგი მეფე გამეფდა.
33. ქკ~ნსა ტო (1682) აქა მარიამ დედოფალი მიიცვალა და განჯის ხანი მოვიდა.
34. ქკ~ნსა ტობ (1684) ჯვარი ამაღლდა მელეტის ეპისკოპოსისა.
35. ქკ~ნსა ტობ (1684) აქა თამარ დედოფალი მიიცვალა.
36. ქკ~ნსა ტოვ (1684) აქა ბატონიშვილი ლევონ და ბაგრატ ყეენთან წავიდნენ. ამავე ქორონიკონსა გიორგი მეფე იმერეთს წავიდა და მეფე ერეკლე მოვიდა.
37. ქკ~ნსა ტოთ (1691) აქა იმერელი მეფე ქართლს მოვიდა.
38. ქკ~ნსა ტჟე (1707) აქ კახი ბატონი მობძანდა. ერეკლეს შვილი.
10. ჟამნი XVI-XVII ს-ბი. ე.წ. №3
როგორც თ. ჟორდანიამ გამოარკვია შექმნილია წილკნელების მიერ ჟამით-ჟამათ 1665-1793 წლებში.
1. ქკ~ნსა რლბ (1444) აქა კოსტანტინეპოლი დაიჭირეს ურუმთ და სულ საბერძნეთი.
2. ქკ~ნსა სა (1513) ქართლის მეფე დავით და კახი მეფე გიორგი შეიბნენ მუხრანს და გიორგი მეფე მოკლეს.
4. ქკ~ნსა სკე (1537) ამ ქორონიკონს მურჯახეთს შეიბნენ. ათაბაგსა სრულად საქრისტიანო და ათაბაგი...
5. ქკ~ნსა სკთ (1541) ამ ქორონიკონსა შაჰთამაზ ყაენი მოვიდა და ქალაქი ამოწყვიტა.
6. ქკ~ნსა სმბ (1554) ამა ქორონიკონს შაჰ თამაზ ყაენი ქართლსა მოვიდა. ამოწყვიტა ქვეყანა ქართლისა. მეფე იმერეთს წავიდა.
7. ქკ~ნსა სმთ (1561) იქმნა ომი ციხედიდს და მოკლეს ძე მეფისა ლეონისა გიორგი.
8. ქკ~ნსა სნზ (1569) მეფე სვიმონ დაიჭირეს ომში ყიზილბაშთა.
9. ქკ~ნსა სჲზ (1579) ლალა ფაშა გამოვიდა.
10. ქკ~ნსა სპა (1593) დედოფალი თინათინ გარდაიცვალა.
11. ქკ~ნსა სპზ (1599) მეფე სვიმონ დაიჭირეს ურუმთა.
12. ქკ~ნსა სჟ (1602) მეფე დავით მიიცვალა კახთა.
13. ქკ~ნსა სჟგ (1605) მეფე ალექსანდრე კახთა მოკლა ძემან მისმან კოსტანტინე და თვესა მეშვიდესა მოკლეს კახთა მკვლელი მამისა კოსტანტინე.
14. ქკ~ნსა სჟე (1607) მეფემან თეიმურაზ მოიყვანა ასული გურიელისა დედოფალი ანა.
15. ქკ~ნსა სჟზ (1609) იშვა ძე მისი ლევან.
16. ქკ~ნსა ტბ (1614) მოვიდა ყეინი დაიჭირა კახეთი და ქართლი.
17. ქკ~ნსა ტლზ (1649) ბატონიშვილი თეიმურაზ დაიბადა.
18. ქკ~ნსა ტლთ (1651) ბატონიშვილი პაპუა დაიბადა.
19. ქკ~ნსა ტმვ (1658) აქა მეფე როსტომ მიიცვალა.
20. ქკ~ნსა ტმთ (1661) ქართლის მეფემან შანაოზმა დაიჭირა იმერეთი და ოდიში, დადიანი მოკლა, ცოლი და შვილი წამოუსხა. გურიელი ხელთ დაიჭირა, შარვაშიძე ეყმო. სულ აფხაზეთი, ჯიქეთი, სვანეთი ხელთ დაიჭირა.
21. ქკ~ნსა ტნა (1663) – აგვისტოსა იე (15), აქა გ... ...იფლდ ბატონიშვილი იმერეთისა.
22. ქკ~ნსა ტნდ (1666) მეფე ალექსანდრე მიიცვალა.
23. ქკ~ნსა ტნვ (1668) შანავაზ მეფის ძმა ბატონისშვილი კოსტანტინე მიიცვალა.
24. ქკ~ნსა ტჲე (1677) მეფე შაჰანავაზ მიიცვალა.
25. ქკ~ნსა ტოვ (1688) აპრილს მიიცვალა ბატონიშვილი (მუხრან ბატონი) თეიმურაზ. (ამით იწყება მუხრანბატონთა ქრონიკა)
26. ქკ~ნსა ტპჱ (1700) გიორგობის თვის კბ (22) ბატონიშვილი მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე მიიცვალა.
27. ქკ~ნსა უგ (1715) ბატონიშვილი ლუარსაბ დაიბადა, მარტს კდ (24), დღესა ორშაბათს.
28. ქკ~ნსა უგ (1715) ბაგრატისშვილი სვიმონ დაიბადა. აპრილსა ა-ს დღესა, ორშაბათს.
29. ქკ~ნსა უდ (1716) ბატონი წილკნელი ივანე მიიცვალა.
30. ქკ~ნსა უდ (1716) ბატონიშვილი კოსტანტინე მიიცვალა.
31. ქკ~ნსა უდ (1716) ამისი შვილი კოსტანტინე დაიბადა.
32. ქკ~ნსა უდ (1716) აშოთანიშვილი იასე მიიცვალა.
33. ქკ~ნსა უე (1717) მუხრანის ბატონი პაპუა მიიცვალა, თებერვლის ...
34. ქკ~ნსა უვ (1718) ბატონიშვილი ოტია მიიცვალა. მის შემდეგ ამისი შვილი ოტია დაიბადა.
35. ქკ~ნსა უზ (1719) მუხრანის ბატონის ლევანის შვილი პაპუკა დაიბადა, იანვრისა ა (1).
36. ქკ~ნსა უია (1723) მუხრანის ბატონი ერეკლე მიიცვალა, იანვარსა გ (3).
37. ქკ~ნსა უიდ (1726) მუხრანის ბატონიშვილის ლევანის შვილი სვიმონ დაიბადა მარიამობისთვის ექვს დღესა კვირას.
38. ქკ~ნსა უივ (1728) მუხრანის ბატონის ლევანის შვილი ელია დაიბადა, მკათათვის კ (20), ხუთშაბათ დღეს.
39. ქკ~ნსა უიზ (1729) მუხრანის ბატონი დავით მოკლეს ურუმთა ქრისტიანობისთვის გიორგობისთვის ხუთ დღესა, სამშაბათს.
40. ქკ~ნსა უიჱ (1730) პე (პეტრე?) დაიბადა იანვრის თექვსმეტს, პარასკევს დილას.
41. ქკ~ნსა უკბ (1734) მუხრანის ბატონის ლევანის შვილი ედია დაიბადა იანვრის თვის კ (20) დღესა.
42. ქკ~ნსა უკზ (1739) – მუხრანის ბატონი ლევანი მიიცვალა, მაისს იდ.
43. ქკ~ნსა ულგ (1745) ანუკა ბატონიშვილი მიიცვალა თებერვალს კდ (24), დღესა პარასკევსა.
44. ქკ~ნსა ულგ (1745) დედოფალი თამარი მიიცვალა, აპრილს იდ, დღესა შაბათსა.
45. ქკ~ნსა უმა (1753) მუხრანის ბატონის ლევანის შვილიშვილი ლეონ დაიბადა.
46. ქკ~ნსა უმბ (1754) თებერვალს იე (15), მუხრანის ბატონის შვილიშვილი ლუარსაბ დაიბადა.
47. ქკ~ნსა უმგ (1755) ქრისტეშობის თვის იგ (13) მუხრანის ბატონის შვილი დავით და იოვანე დაიბადა.
48. ქკ~ნსა უმდ (1756) ღვინობისთვის კვ (26) მუხრანის ბატონი კოსტანტინე მიიცვალა ლეკთაგან, დღე შაბათი იყო.
49. ქკ~ნსა უნე (1767) მუხრანის ბატონის ჯალაბი (ცოლი) ელენე რუსეთს წაბრძანდა მაისის კზ (27), ხევიდან, დღესა კვირას.
50. ქკ~ნსა უნე (1767) მუხრანის ბატონის ლევანის შვილის იოვანეს შვილი დაიბადა ქრისტეშობის თვის სამ დღეს, ხუთსაბათს, ნიკოლოზ.
51. ქკ~ნსა უნვ (1768) რუს ხემწიფის ჯარი და იანარალი ტოტლობერი. სახელი იყო, მარიამობის თვის დამდეგს მოვიდა, მეფობას ერეკლესასა.
52. ქკ~ნსა უნჱ (1770) მუხრანის ბატონის შვილის იოვანეს შვილი პაპუა დაიბადა, ქრისტეშობის კე (25) დღეს.
53. ქკ~ნსა უნჱ (1770) საქართველოს მეფე ერეკლე აწყვერს წაბძანდა, საათაბაგოს ჯარი შემოება ღვთის ძალით დიაღ ძალიან გაიმარჯვა, რომ არ თქმულა ისეთი გამარჯვება. მოკვლა დიდი საათაბაგოს აღა და ბატონი. ათასი რომ არ დარჩა ახალციხეს და საათაბაგოში დიდი კაცი, ასე გაემარჯვა მეფე ერეკლეს.
54. ქკ~ნსა უოგ (1785) მუხრანის ბატონის შვილი სვიმონ ნასახჩიბაში მიიცვალა, თებერვლის იგ (13).
55. ქკ~ნსა უპა (1793) მუხრანის ბატონის ლევანის შვილი იოანე ბატონიშვილი მიიცვალა ახალწლის ღამესა, შაბათი თენდებოდა. ბედნიერი კაცი ბძანდებოდა.
11. კინკოსი, XVIII-XIX ს-ბი. ე.წ. №252
1. ქკ~ნსა რლბ (1444) აქა კონსტანტინეპოლი დაიჭირეს თათართა, ჰოი, დღე რისხვისა ღმრთისა.
2. ქკ~ნსა რთჱ (1490) - აქა დედისიმედი მიიცვალა ათაბაკი.
3. ქკ~ნსა რპვ (1498) - აქა დიდი ყვარყვარე მიიცვალა ათაბაკი.
4. ქკ~ნსა რპჱ (1500) - აქა მიიცვალა ქრისტიანობისა ნათელი ქაიხოსრო ათაბაკი.
5. ქკ~ნსა რჟჱ (1510) - აქა მოვიდენ თათარნი ნოემბერსა კგ (23) და დაწვეს საყდარი ქუთათისი და გელათი.
6. ქკ~ნსა სდ (1516) - აქა დიდი მზეჭაბუკ მიიცვალა ათაბაკი.
7. ქკ~ნსა სკა (1533) - აქა გაილაშქრა მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქეთს. და მოკლეს მამია დადიანი. გიორგი გურიელის შვილი და ტყვე იქმნა გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ლაშქარნი.
8. ქკ~ნსა სკგ (1535) - მურჯახეთის ომი, ქრისტეანეთა წახდენის მიზეზი.
9. ქკ~ნსა სკგ (1535) - აქა შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაკი ყვარყვარე ახლქალაქს. და გაემარჯვა მეფეს, ხელთ დარჩა ყვარყვარე და მისი ლაშქარნი და დაიპყრა ძემან ალექსანდრესმან სრულიად საათაბაკო.
10. ქკ~ნსა სკდ (1536) - აქა არის წელიწადი შვიდი ათას ოცდაორი ვიდრე აქამომდე.
11. ქკ~ნსა სლვ (1548) - აქა დაიჭირა მეფემან ბაგრატ ლეონ დადიანი.
12. ქკ~ნსა სლჱ (1550) - და გაიპარა ლეონ დადიანი და მოვიდა შინა.
13. ქკ~ნსა სმდ (1556) - აქა დაჯდა მტბევრად ხახულარი წყმედიძე მამა საბა.
14. ქკ~ნსა სნვ (1568) - აქა იყო დიდი ჟამი იმერეთს. ამავე ქორონიკონსა, თვესა ივნისსა კდ (24) გაურისხდა ღმერთი ხოსროსა, ვახტანგის შვილსა. უღალატა მეფე გიორგის, შესა ბაგრატისასა. ტყვე იქმნა ძმისწული მეფისა, ძე კოსტანტინესი, განერიდა მშვიდობით.
15. ქკ~ნსა სიზ (1579) - აქა ლალა ფაშა გამოვიდა.
16. ქკ~ნსა სო (1582) - აქა მანუჩარს უღალატეს ფაშებმა ათაბაკს.
17. ქკ~ნსა სოე (1585) - აქა სამცხე დაიჭირეს ისმაელთა.
17. ქკ~ნსა სოდ (1586) - აქა ელენე დაიბადა ახალციხელი.
18. ქკ~ნსა სოზ (1057 წ. XIII მოქცევის) - ამა ქორონიკონსა დავით აღმაშენებელს გელათი დაუწყია და ქორონიკონის მობრუნებული არი.
19. ქკ~ნსა სოე (1587) - აქა დაიჭირეს სამცხე ოსმალთა.
20. ქკ~ნსა სოთ (1591) - აქა შემოება მეფე როსტომს დადიანი და გაემარჯვა მეფე როსტომს და შეიპყრეს ქართველნი.
21. ქკ~ნსა სპთ (1601) - აქა დაიპყრა სრულებით დვალეთ-ოსეთი და აიღო ციხე და სოფლები მეფემან როსტომ იმერეთისამან.
22. ქკ~ნსა სჟა (1603) - აქა ელენე კახმეფემან წაიყვანა.
23. ქკ~ნსა ტკე (1637) - აქა საფარიძე გედეონ მტბევარს დაჯდა.
24. ქკ~ნსა ტკე (1637) - აქა მიიცვალა მეფე გიორგი იმერეთისა ძე მისი დიდი ალექსანდრე მეფედ დაჯდა.
25. ქკ~ნსა ტლჱ (1650) - აქა საფარიძეს მტბევარს იშხნელობა და მაწყველობა მიუვიდა ხვანთქარისაგან.
27. ქკ~ნსა ტმბ (1654) - აქა მიიცვალა დიდი მამუკა ბატონიშვილი იმერეთისა. დადიანმა ლეონ დააშავა და იქივ მიიცვალა.
28. ქკ~ნსა ტმვ (1658) - აქა შემოებმენ მეფეს ალექსანდრეს ბანძას დადიანი ლიპარი, გურიელი ქაიხოსრო. ფარათ-ფაშა და ურუმის ჯარი გირიელს ეახლა, დადიანს ქართველი ლაშქარი მეფე როსტომმა ათხოვა. მეფე ალექსანდრეს გაემარჯვა.
29. ქკ~ნსა ტმზ (1659) - აქა მიიცვალა ყოველთა მეფეთა მჯობი დიდი მეფე ალექსანდრე იმერეთისა.
30. ქკ~ნსა ტნა (1663) - აქა მოვიდა ლეონ (III) დადიანი და შემოება მეფე ბაგრატს ქუთათისის ანძილახის საყდარს უკან და მეფეს ბაგრატს გაემარჯვა.
31. ქკ~ნსა ტნე (1667) - აქა მიიცვალა ლევან დადიანი.
32. ქკ~ნსა ტნვ (1668) - ფაშამ ჩამოიყვანა კახ ბატონის ქალი დარეჯან დედოფალი. გააბატონეს, მაგრამ ქუთათის-ლეჩხუმლებმა მოკლეს და ისევ ბაგრატს დარჩა მეფობა.
33. ქკ~ნსა ტჲბ (1674) - აქა დაესხა ქუთათისს მეფე ბაგრატს ასან ფაშა და გურიელი გიორგი. და შეება მეფე და ფაშას გაემარჯვა. წვრილი კაცი დახოცეს და ცხენოსანი ჭახთაშიდ გადაყარეს.
34. ქკ~ნსა ტჲთ (1681) - აქა მიიცვალა ბაგრატ მეფე იმერეთისა, ძე ალექსანდრესი. ვაი, მემკვიდრე ბატონის გადაშენება.
35. ქკ~ნსა ტობ (1684) - აქა როკითს მეფე ალექსანდრეს გურიელი გიორგი შემოება და მეფეს გაემარჯვა.
36. ქკ~ნსა ტოთ (1691) - აქა შემოება გოდოგანს მეფე არჩილს მეფე ალექსანდრე და გაემარჯვა არჩილ მეფეს.
37. ქკ~ნსა ტპა (1693) - მიიცვალა კახელი ბატონიშვილი მარიამ ყოვლითა სიკეთითა განსრულებული. უფალო მოიხსენე სასუფეველსა შინა ცათასა. - ახალციხეს.
38. ქკ~ნსა ტჟბ (1704) - აქა ეკურთხა მონაზვნად ბაგრატ იმერეთის მეფის ასული, იყო წლისა კვ (26).
39. ქკ~ნსა ტჟზ (1709) - აქა დეკემბერსა შემოებენ მეფე გიორგის მაღლაკს დადიანი გიორგი, ოდიშარნი თანა ახლდნენ. და მეფე გიორგის გაემარჯვა.
40. ქკ~ნსა უით (1731) - აქა მიიცვალა მარიამ დედოფალი, დადიანის ასული, მეფე ალექსანდრეს მეუღლე..
41. ქკ~ნსა უკ (1732) - აქა გაემარჯვა მეფე ალექსანდრეს ჩიხორს - ოტია დადიანი დაიჭირეს. რაჭის ერისთავი და აბაშიძე გაიქცა.
42. ქკ~ნსა ულთ (1751) - აქა მიიცვალა მეფე ალექსანდრე.
43. ქკ~ნსა უმვ (1758) - აქა გაემარჯვა ხრესილზე მეფე სოლომონს, დადიანი თან ახლდა. ახალციხისა და აჭარის ჯარი სულ იყო - ერისთავი, აბაშიძე, წულუკიძე ახლდნენ. გოლა ფაშა შეიპყრეს, აბაშიძე მოკლეს, წულუკიძე დაიჭირეს, თათარი გაწყვიტეს და ზოგი ცოცხალი შეიპყრეს.
44. ქკ~ნსა უნვ (1768) - აქა ერისთავი წაახდინა მეფე სოლომონ.
45. ქკ~ნსა უნზ (1769) - აქა რუსი მოვიდა იმერეთს.
46. ქკ~ნსა უნჱ (1770) - აქა რუსის ჯარმა და მეფე სოლომონ ქუთაისი აიღეს ფერისცვალებას. ამავე წელსა ბაღდათი, შორაპანი და ცუცხვათი აიღეს.
47. ქკ~ნსა უჲბ (1775) - აქა გაემარჯვა ჩხერს მეფე სოლომონს - ხუთი ათასი ლეკის და თათრის ჯარი იყო - აბაშიძე ჩამოუძღვა. თათარი და ლეკი სულ გაწყვიტეს და აბაშიძე გაიქცა.
48. ქკ~ნსა უჲდ (1776) - აქა მიიცვალა მეფის ძე, კათალიკოზ-გაენათელი იოსებ.
49. ქკ~ნსა უჲვ (1778) - აქა მიიცვალა დედოფალი მარიამ.
50. ქკ~ნსა უჲჱ (1780) - აქა გაემარჯვა სოლომონს. დადიანი კაცია თანა ახლდა რუხს. აფხაზი, ჩერქეზი, თათარი თერთმეტი ათასი კაცი იყო. - გააქციეს ამოწყვიტეს და მრავალი ცოცხალი შეიპყრეს.
51. ქკ~ნსა უობ (1784) - აქა მიიცვალა ქრისტეანობისა ნათელი მეფე სოლომონ.
52. ქკ~ნსა უოზ. (1789) - აქა არჩილის ძე სოლომონ მეფე იქმნა იმერეთისა ივლისის თვეს.
53. ქკ~ნსა უპგ (1795) - აქა მეფე დავით მიიცვალა ახალციხე.
54. ქკ~ნსა უპდ (1796) - აქა ხოჯა ყაენი მოვიდა ტფილისს.
55. ქკ~ნსა უპე (1797) - აქა მეფე ირაკლი მიიცვალა.
56. ქკ~ნსა უპთ (1801) - აქა მეფე ქართლისა გიორგი მიიცვალა.
57. ქკ~ნსა უჟა (1803) - აქა ლეჩხუმი აიღო მეფე მეფე, მეორემ სოლომონ.
58. ქკ~ნსა უჟგ (1805) - აქა პირველად რაჭას ჟამი იყო.
59. ქკ~ნსა უკჱ (1810) - აქა რუსთა დაიპყრეს იმერეთი.
60. ქკ~ნსა ფ (1812) - აქა ბუონაპარტე შევიდა მოსკოვში და რუსთა განდევნეს ამავე წელს. და წასულს წელს იყო შიმშილი და ჟამი იმერეთს.
61. ქკ~ნსა ფგ (1815) - აქა მოვიდა მთავარმართებელი რტიშჩევი იმერეთს.
62. ქკ~ნსა ფგ (1815) - აქა მიიცვალა მეფე არჩილის ძე სოლომონ ტრაპიზონს.
63. ქკ~ნსა ფჱ (1820) აქა ქუთათელი და გენათელი წაიყვანეს რუსეთს მარტის ე (5) დღესა.
12. ჟამნგულანი, XVII- XVIII ს-ბი.
კინკლოსის ძირითადი ნაწილი შედგენილ იქნა 1636 წელს დიაკონ იოანე მცირე მწერალის მიერ. შემდეგ დრო და დრო ემატებოდა ფაქტები.
1. ქკ~ნსა სმთ (1561) აქა ომი ციხედიდსა იყო.
2. ქკ~ნსა სნზ (1569) - აქა ომი ფარცხისა და დარჩათ მეფე სვიმონ ყიზილბაშთა.
3. ქკ~ნსა სიზ (1579) - აქა ლალა ფაშა გამოვიდა.
4. ქკ~ნსა სო (1582) - აქა მანუჩარს უღალატეს ფაშებმა ათაბაკს.
5. ქკ~ნსა სოზ (1589) - აქა ბატონ სვიმონს შემოება დადიანი ოფისკუდში. დადიანს გაემარჯვა.
6. ქკ~ნსა სპა (1593) - აქა წავიდა სარდალი ქართლსა და ბატონი სვიმონ დაიჭირეს.
7. ქკ~ნსა სჟ (1602) - აქა გიორგი მეფე მიიცვალა და ძე მისი ლუარსაბ გამეფდა.
8. ქკ~ნსა სებ (1604) - აქა მოკლა კახმან კოსტანტინე მამა და ძმა.
9. ქკ~ნსა სჟგ (1605) - აქა მეფედ დაჯდა ბატონი თეიმურაზ.
10. ქკ~ნსა სჟზ (1609) - აქა მოვიდა თათარხანი და სამცხისა და ნიგლის ხევის ფაშები, და შავშეთის ლაშქარი ქართლით. და შეება ლუარსაბ მეფე. და ლუარსაბ მეფემ გაიმარჯვა.
11. ქკ~ნსა სჟზ (1609) - აქვე დედოფალი მიიცვალა.
12. ქკ~ნსა სჟზ (1609) - შაბაზ ყაენთან წავიდა ბატონი თეიმურაზ.
13. ქკ~ნსა ტა (1613) - აქა მოვიდა შაბაზ ყეინი კახეთს და ბატონი თეიმურაზ ლიხთ-იმერეთის გადარჩა.
14. ქკ~ნსა ტია (1623) - აქა უღალატა ქართლის მოურავმა ყიზილბაშთა და გაიმარჯვა. და ბაევრი ხანი და ლაშქარი ამოწყვიტა, განჯა დაარბია და სხვაცა მრავალი ზიანი უყო და კახი მეფე ურუმიდამე მეიყვანა და ბატონად დასვა.
15. ქკ~ნსა ტიბ (1624) - აქა ყორჩიბაში მოვიდა. დიდი ომი იყო.
16. ქკ~ნსა ტიე (1627) - აქა მეფემ თეიმურაზ გაიმარჯვა მოურავზედა.
17. ქკ~ნსა ტკ (1632) - აქა გორი ააგეს ყიზილბაშთა.
18. ქკ~ნსა ტკდ (1636) - აქა ხვანთქარი გამოვიდა და ერევანი წაახდინა.
19. ქკ~ნსა ტკზ (1639) - აქა ჩიჯავაძის ქალი მოიყვანეს.
20. ქკ~ნსა ტკჱ (1640) - აქა გიორგი დაიბადა.
21. ქკ~ნსა ტლდ (1646) - დარეჯან მიიცვალა.
22. ქკ~ნსა ტმვ (1658) - აქა როსტომ მეფე მიიცვალა. შანაოზ მეფე გაბატონდა.
23. ქკ~ნსა ტნ (1662) - აქა ციცისშვილის ქალი მოიყვანეს.
24. ქკ~ნსა ტნბ (1664) - აქა ბატონი თარხანი იორამ მიიცვალა.
25. ქკ~ნსა ტნბ (1664) - აქა ბატონი სარდალი პაპუნა მიიცვალა.
26. ქკ~ნსა ტნგ (1665) - ელენე
27. ქკ~ნსა ტნდ (1666) - პატა
28. ქკ~ნსა ტნვ (1668) - აქა დიდი ძრვა იყო.
29. ქკ~ნსა ტნჱ (1670) - აქა ბატონიშვილი დედისიმედი მიიცვალა.
30. ქკ~ნსა ტჲდ (1676) - ბადური
31. ქკ~ნსა ტჲდ (1676) - აქა ზაზა სარდალი მოკლეს.
32. ქკ~ნსა ტჲვ (1678) - აქა გიორგი მეფე გაბატონდა.
33. ქკ~ნსა ტჲჱ (1680) - მამუკა
34. ქკ~ნსა ტჲთ (1681) - ელენე წაიყვანეს.
35. ქკ~ნსა ტო (1682) - ზურაბი
36. ქკ~ნსა ტოა (1683) - იესე
37. ქკ~ნსა ტოა (1683) - აქა მარიამ დედოფალი მიიცვალა.
38. ქკ~ნსა ტობ (1684) - აქა ჟამი გამოჩნდა.
39. ქკ~ნსა ტოდ (1686) - აქა წალკელი ეპისკოპოსი მიიცვალა და მწუხარება არამცირედი დაგვიტოვა. საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი, ამინ, ღმერთო! ქრისტე! ფეოდორე აცხონე.
40. ქკ~ნსა ტოე (1687) - აქა მიქელაძის ქალი...
41. ქკ~ნსა ტოვ (1688) - აქა გიორგი მეფე გააგდეს.
42. ქკ~ნსა ტოვ (1688) - აქა ერეკლე მეფე მოვიდა.
43. ქკ~ნსა ტპბ (1694) - აქა ამილღაბარ მიიცვალა ჟამითა.
44. ქკ~ნსა ტპგ (1695) - აქა პატას ქორწილი.
45. ქკ~ნსა ტპვ (1698) - აქა მანინა დაიბადა.
46. ქკ~ნსა ტკჱ (1760) - აქა როდამ დაიბადა.
47. ქკ~ნსა ტპთ (1701) - აქა ანუკა დაიბადა.
48. ქკ~ნსა ტპთ (1701) - აქა სულკურთხეული ციციშვილის ქალი ბატონი მარიამ მიიცვალა; საუკუნომცა არის სახსენებლი და კურთხევა მისი, ამინ.
49. ქკ~ნსა ტჟდ (1706) - აქა ელენე დაიბადა.
50. ქკ~ნსა ტჟე (1707) - აქა იოსებ ყაენთან წაიყვანეს.
51. ქკ~ნსა ტჟვ (1708) - ზაზა დაიბადა.
52. ქკ~ნსა ტჟთ (1711) - გიორგი დაიბადა.
53. ქკ~ნსა უდ (1716) - აქა პატარა ავთანდილი დაიბადა.
54. ქკ~ნსა უვ (1718) - აქა ჟამობა. ელენე მიიცვალა.
55. ქკ~ნსა უი (1722) იმამ ყული-ხან მიიცვალა და კოსტანტინე გამეფდა.
13. ჟამნგულანი, XVII-XVIII ს. ე.წ. №1204
1. ქკ~ნსა რლბ (1444) აქა კოსტანტინეპოლი დაიჭირეს თათართა.
2. ქკ~ნსა სმდ (1556) - აქა შაჰთამაზ ჩადგა ქართლს და სომხითს და ააოხრა სრულიად ხევამდე.
3. ქკ~ნსა სმჱ (1560) - აქა გურიელი როსტომ გადახდა. მისი ძე გიორგი გურიელად დაჯდა.
4. ქკ~ნსა სნზ (1569) - აქა სვიმონ მეფე ქართლისა დაიჭირეს თათართა ომში.
5. ქკ~ნსა სნთ (1571) - აქა ლეონ დადიანი ცხენმა მოკლა.
6. ქკ~ნსა სჲვ (1578) - აქა შაჰისმეილი გარდაიცვალა.
7. ქკ~ნსა სო (1582) - აქა ათაბაგს აწყურს უღალატეს; გაემარჯვა, თათარი გაიქცა.
8. ქკ~ნსა სოე (1587) - აქა ახალციხე ააშენეს ურუმთა: დასაბამიდან წელთა შვიდი ათას ოთხმოცდა თოთხმეტი. ნახეთ ამას შემდეგ საქმე როგორ მოვა.
9. ქკ~ნსა სოვ (1588) - აქა განქა (განძა?) ააშენეს.
10. ქკ~ნსა სოთ (1591) - აქა გურიელს მამიას აფხაზზე გაემარჯვა.
11. ქკ~ნსა სპე (1597) - აქა დედოფალი ათაბაგის ქალი მოიყვანეს.
12. ქკ~ნსა სპჱ (1600) - აქა დიდი გურიელი გიორგი მიიცვალა.
13. ქკ~ნსა სჟდ (1606) - აქა სვიმონ დაიბადა ბატონიშვილი.
14. ქკ~ნსა სჟზ (1609) - აქა დედოფალი თინათინ მიიცვალა; აქ ააშენეს შალეთს საყდარი.
15. ქკ~ნსა სჟჱ (1610) - აქა მამია გურიელმა აჭარა დაიჭირა.
16. ქკ~ნსა სჟთ (1611) - აქა დადიანი მანუჩარ ცხენმა მოკლა.
17. ქკ~ნსა ტ (1612) - აქა მანუჩარ ბატონიშვილი მიიცვალა.
18. ქკ~ნსა ტკჱ (1640) - აქა ვახტანგ გურიელი მიიცვალა. ქაიხოსრო გურიელად დაჯდა.
19. ქკ~ნსა ტლე (1647) - აქა მოიყვანეს დედოფალი ხუარამზე.
20. ქკ~ნსა ტლთ (1651) - აქა დაიბადა ბატონიშვილი გიორგი.
21. ქკ~ნსა ტნდ (1666) - აქა მოიყვანეს დედოფალი თამარი.
22. ქკ~ნსა ტნზ (1669) - აქა დაიბადა ბატონიშვილი ქაიხოსრო.
23. ქკ~ნსა ტოგ (1685) - აქა როკეთს შეიბნენ, გიორგი გურიელი მოკლეს. მისი შვილი ქაიხოსრო დაჯდა.
24. ქკ~ნსა ტოვ (1688) - აქა მამია გურიელი დაჯდა ბატონად.
25. ქკ~ნსა ტოზ (1689) - აქა მოიყვანეს დედოფალი ელენე, აბაშიძის ქალი.
26. ქკ~ნსა ტპგ (1695) - .... ათანასე ნიკოლოზის შვილი.
27. ქკ~ნსა ტპჱ (1700) - აქა ბატონიშვილი გიორგი დაიბადა;
ქრისტე შეიწყალე ცოდვილი ნიკოლოზ მღვდელი.
14. ჟამნგულანი, 1703-1803 წლ.
ხელნაწერი გადაწერილია დიაკონ ბაბუხადიას და იოანე პატარიძის მიერ, ფირან მხეიძის ბრძანებით 1703 წელს. მოგვიანებით ემატებოდა ფაქტები.
1. ქკ~ნსა ს (1512) ხვანთქარმა გელათი და ქუთათისი დაწვა.
2. ქკ~ნსა სზ (1519) - დაჯდა გელათს ეპისკოპოზად საყვარელიძე მელქისედეკ.
3. ქკ~ნსა სოზ (1057 წ. XIII მოქც) - დავითს, აღმაშენებელს გელათი დაუწყია და ქორონიკონი მობრუნებულა.
4. ქკ~ნსა სოთ (1591) - შეიბნენ მეფე როსტომ, დადიანი მეფე სვიმონს; და იმერელს და ოდიშარს გაემარჯვათ.
5. ქკ~ნსა სჟბ (1604) - მიიცვალა მეფე როსტომ.
6. ქკ~ნსა ტია (1623) - დეკემბერსა თ (9), შეიბენ გოჭოურას მეფე გიორგი და ლევან დადიანი, დადიანს გაემარჯვა.
7. ქკ~ნსა ტიგ (1625) - ამა ქორონიკონსა შვილმა მამია გურიელი მოკლა.
8. ქკ~ნსა ტკე (1637) - მიიცვალა მეფე გიორგი.
9. ქკ~ნსა ტმბ (1654) - მიიცვალა მამუკა ბატონიშვილი; დადიანმა ლეონ დააშავა და იქ აღესრულა დარჩენილი.
10. ქკ~ნსა ტმე (1657) - მიიცვალა დადიანი ლეონ და გააბატონა მეფე ალექსანდრემ ვამეყ; და ჭილაძე, მიქელაძე დადიანმა და ოდიშარმა მოსცეს ძმის სისხლში.
11. ქკ~ნსა ტმზ (1659) შემეება მეფე ალექსანდრეს დადიანი ლიპარ და ქაიხოსრო გურიელი; ფარათ ფაშასა ურუმნი ახლდნენ და ქართველთ ბატონის სახლთ-უხუცესი ციციშვილი და ქართველთ ლაშქარი გვერდ ახლდენ ბანძას; მეფე ალექსანდრეს გაემარჯვა.
12. ქკ~ნსა ტმთ (1661) - მიიცვალა მეფე ალექსანდრე და ძე მისი ბაგრატ მეფედ დაჯდა.
13. ქკ~ნსა ტნვ (1668) - ფაშამ ჩამოიყვანა კახი ბატონის ქალი დარიჯნა დედოფალი; გააბატონეს, მაგრამ ქუთათის ლეჩხუმლებმა მოკლეს, ისევ ბაგრატს დარჩა მეფობა.
14. ქკ~ნსა ტჲ (1672) - დაესხა მეფე ბაგრატს ქუთათისს ასან ფაშა. მეფე ხელთ დარცა, და იმერეთი და ოდიში ააოხრა. ქვეყანა ვერ დაიჭირა და ისევ მეფე გააბატონა.
15. ქკ~ნსა შემოებენ ქუთათისის ციხე მეფე ბაგრატ და იმერელნი, ურუმთ ეჭირა. აღებით აირეს, მაგრამ მოშალეს. ღმერთმა ცოდვა მისცეს ვინც მოშალა. ქუთათისი დაწვეს და ააოხრეს.
16. ქკ~ნსა ტჲზ ჩამოვიდა იმერეთის დასაჭერად მეფე არჩილ.
17. ქკ~ნსა ტჟა (1703) ჩამოვიდა არზრუმის ფაშა. საბეკას ციხე, ჭალატყის ციხე, შორაპნის ციხე დააქციეს, მრავალი ქვეყანა დაწვეს, დაკაფეს და ააოხრეს.
18. ქკ~ნსა ტჟჱ (1710) გაემარჯვა მეფე გიორგის ფარცხანაყანევს დადიანსა და რაჭის ბატონზე და ვაკის ბატონზე.
19. ქკ~ნსა უ (1712) გაემარჯვა ჩხარს მეფე გიორგის.
20. ქკ~ნსა უკ (1732) - მეფე ალექსანდრეს თავისი ძმა შემოება. დადიანი, ერისთავი, აბაშიძე თან ახლდა. მეფე ალექსანდრეს გაემარჯვა ჩიხორს; და დადიანი შეიპყრეს. თვესა დეკემბერსა კე (25).
21. ქკ~ნსა უმე (1757) - იქმნა ხრესილის ომი თათრებს, ვეზირის ჯარს ტან ახლდნენ ერისთავი და აბაშიძე, წულუკიძე და მეფეს შემოებმენ. და გაემარჯვა მეფე სოლომონს. აბაშიძე მოკლეს, ერისთავი გააქციეს, წულუკიძე შეიპყრეს. ქემხა და ბაშაღა მოკლეს, სხვა უანგარიუშო მოკლეს და შეიპყრეს დეკემბერს იდ (14), დღესა კვირასა.
22. ქკ~ნსა უნ (1762) - ქაიხოსრო აგიაშვილის სალ....
23. ქკ~ნსა უჲვ (1778) - მიიცვალა დედოფალი მარიამ, დიდი მეფის სოლომონის მეუღლე.
24. ქკ~ნსა უობ (1784) - მიიცვალა მეფე სოლომონ.
25. ქკ~ნსა უპა (1793) - მიიცვალა სარდალ-ქეშიკთუხუცესი ციხისთავი აგიაშვილი ქაიხოსრო.
26. ქკ~ნსა უპბ (1794) - მიიცვალა მეფე დავით.
27. ქკ~ნსა უპე (1797) - მიიცვალა მეფე ერეკლე.
28. ქკ~ნსა უჟა (1803) მიიცვალა დადიანი გრიგოლ.
15. გელათის გულანი, XVII-XVIII ს-ბი.
ხელნაწერი გენათელი მთავარეპისკოპოს ზაქარიას ბრძანებით გადაუწერია დიმიტრი მღვდელს ორ სხვა პირთან ერთად.
1. ქკ~ნსა სზ (1519) გელათს ეპისკოპოზი დამჯდარა.
2. ქკ~ნსა სნვ (1568) - იყო დიდი ჟამი. ამასვე ქორონიკონსა თვესა ივნისსა კდ (24), დღესა ხუთშაბათსა გაურისხდა ღმერთი ხოსროსა ვახტანგის შვილსა; უღალატა მეფე გიორგის, ძესა ბაგრატისასა; ტყვე იქმნა ძმისწული მეფისა, ძე კოსტანტინესი; განერიდა მეფე მშვიდობით.
3. ქკ~ნსა სპა (1593) - ოფიშკვიდს ომი ყოფილა.
4. ქკ~ნსა სჟდ (1606) - ამ ქორონიკონამდე გელათი რომ დაწყებულა, ფ (500) წელიწადი გარდასულიყო.
5. ქკ~ნსა ტი (1622) - დეკემბერსა თ (9), გოჭოურის ომი იქნა.
6. ქკ~ნსა ტლა (1643) - დაიბადა ელენე სახლის უხუცესი ქალი, თვესა თებერვალსა.
7. ქკ~ნსა ტმა (1653) - მიიცვალა ბატონიშვილი მამუკა თვესა დეკემბერსა.
8. ქკ~ნსა ტმდ (1656) - აკურთხა მიტროპოლიტად გაენათელი ზაქარია ქვარიანი ღირსმა და ღვთის მოყვარე აფხაზეთის კათალიკოზმა მაქსიმე მაჭუტაძემ თვესა ივნისსა.
9. ქკ~ნსა ტმვ (1658) - მეფე ალექსანდრეს გურიელი ქაიხოსრო და დადიანი ლიპარი შემოებნენ ბანძას. ქართველთ ლაშქარი და ურუმი გვერდ ახლდათ, ოდიშარი და გურიელნი უნაკლულოდ გვერდ ეახლათ. მივიდა მეფე ბანძას, შეებრძოლა, დადიანი ლიპარი მოკლეს და გურიელი ქაიხოსრო ლტოლვილი სტამბოლს გაიქცა და საქართველო მეფეს დარჩა. ამის მერე გადადიანდა ვამეყ.
10. ქკ~ნსა ტმჱ (1660) - თვესა მარტსა დ (4), მეფე ალექსანდრე მიიცვალა. ამავე წელსა და ამავე თვესა მის წილ ძე მისი ბაგრატ მეფე იქმნა. - და მასვე წელსა თვესა ივლისსა უღალატა დედინაცვალმა და ზოგმა მისმა ორგულმა ყმებმა, დაიჭირეს და თვალი დაწვეს და სამ წელიწადს იმერეთი ოხერ და უმკვიდრო იქმნა: - ზოგჯერ დადიანს ეპყრა, ზოგჯერ ყიზილბაშთაგან, ზოგჯერ ურუმთაგან და ერთ წელს გურიელიც მეფობდა. ესეთი უსაზომო ჭირი იქნა ამისის დაშავებითა და გ (3) წელიწადს კათალიკოზმა ჩხეიძემ სვიმეონ და მისმა ძმამ სახლთუხუცესმა სეხნიამ და გენათელმა ლორთქიფანიძემ გედეონ, დიდი ცდითა მოიყვანეს და გააბატონეს თვესა ივლისსსა ოცდა ექვსსა.
11. ქკ~ნსა ტმჱ (1660) - დაიბადა ლორთქიფანიძე ოტია, ღმერთო გაზარდე!.
12. ქკ~ნსა ტნა (1663) ვინც იმერელი კაცის ღალატში არ ერია, მოიყვანეს მეფე ბაგრატ და გააბატონეს თვესა გიორგობისასა. აგვისტოსა იე (15) გახდა დედოფლად ბატონიშვილი თამარ ყოველსა იმერეთსა (ვახტანგ V-ის ძმის კონსტანტინეს ასული თამარი გააშორეს ლევან III დადიანს და შერთეს ბაგრატ IV-ს).
13. ქკ~ნსა ტნბ (1664) - მეფე ბაგრატ, დადიანი ლევან შეიბნენ ბანძას და მეფეს გაემარჯვა, დადიანი ხელთ დარჩა, ცოლი წაართვა, მან შეირთო და თავისი და თინათი დადიანს შერთო. ნახეთ უბატონოთ იმერელთ ხმალი.
14. ქკ~ნსა ტნვ (1668) - დედოფალმა ნესტან-დარეჯან ჩამოიყვანა ურუმის ლაშქარი და მრავალი ავი ქნა და მრავალი სოფელი წახდა და კიდეცა შიმშილობა იქმნა. იმ წელს მე, გენათელმა გედეონ, ხიდი ავაშენე ჭიშურაზე სულის ჩემის საოხად, და ვინცა შენდობა ბრძანოთ, ღმერთმა თქვენცა შეგინდნენ, ამინ!. მეორე წელსა (1669) გელათს წყალ-წითელაზე ვაშენებდი ხიდსა და არ დამაცალეს რაჭველებმა, თვარა დასრულებას ვუპირებდი. იმ წელს აღდგომა აპრილსა თერთმეტსა იყო.
15. ქკ~ნსა ჲთ (1681) - მეფე ბაგრატ შობის დღეს (მიიცვალა).
16. ქკ~ნსა ტოთ (1691) - ქრისტეშობისთვესა შემოება გოდოგანს მეფე არჩილს მეფე ალექსანდრე და გაემარჯვა არჩილ მეფესა.
17. ქკ~ნსა უკდ (1736) - წინამძღვრად დავჯედ მე ცოდვილი იოანე, ძე ენისელთ მოურავისა გივისა.
18. ქკ~ნსა ულ (1742) მიიცვალა ნინოწმინდელი ვაჩნაძე იოსებ, თვესა თებერვალს ია (11), ღამესა ორ ჟამსა.
16. შემოქმედის გულანი 1749 წ.
დაიწერა 1749 წელს. მოგვიანებით დაემატა რამდენიმე ფაქტი.
1. ქკ~ნსა ს (1512) აქა მოვიდენ თათარნი, ქუთათისი და გელათი დაწვეს.
2. ქკ~ნსა სიგ (1525) - აქა გელათს ომფორი დაადვეს.
3. ქკ~ნსა სკზ (1539) - აქა შვიდგზის წყეულნი სომეხნი შეიშალნენ.
4. ქკ~ნსა სობ (1584) - აქა გიორგი მეფე მოკვდა და ძე მისი ლეონ მეფედ დაჯდა.
5. ქკ~ნსა სპვ (1598) - აქა გურიელი, ბატონი გიორგი, მიიცვალა და ძე მისი დაჯდა ხელმწიფედ.
6. ქკ~ნსა ტიე (1627) - აქა გურიელ მამიას უღალატეს და მოკლეს.
7. ქკ~ნსა ტკვ (1106, XIII მოქც) - აქა დავითმა გელათი დაიწყო.
8. ქკ~ნსა ტკზ 1639) - აქა გურიელი კათალიკოზი მიიცვალა
9. ქკ~ნსა ტკჱ (1640) - აქა ჯუმათელი ნიკოლოზ მანველიშვილი დაჯდა.
10. ქკ~ნსა ტმბ (1122, XIII მოქც) - აქა მიიცვალა დავით აღმაშენებელი.
11. ქკ~ნსა ტმჱ (1660) - აქა მეფე ალექსანდრე გურიას მიუხდა და გურიელი ქაიხოსრო გადააგდო და დიმიტრი გურიელი გურიელად დასვა.
12. ქკ~ნსა ტოგ (1685) - აქა ჯუმათელი შარაშიზე მიიცვალა.
13. ქკ~ნსა ტიე (1687) - აქა ჯუმათელი იოანე ბერიძე დაჯდა ჯუმათელად.
14. ქკ~ნსა ტჟბ (1704) - აქა მოვიდა გურიას ხალი ფაშა და ააოხრა ქვეყანა.
15. ქკ~ნსა ტჟდ (1706) - აფხაზი და მეგრელი მიუხდა ჩიჩხათს და ჯუმათელს შარვაშიძე მაქსიმეს გაემარჯვა.
16. ქკ~ნსა უზ (1719) - აქა მეფე გიორგი მოკლეს იმერეთს მარტსა იგ (13).
17. ქკ~ნსა უივ (1728) - აქა დადიანი ბეჟან მოკლეს თათართა.
18. ქკ~ნსა ულზ (1749) - დაიწერა წმინდა ესე გულანი.
19. ქკ~ნსა უმე (1757) - იმერეთს თათრის ლაშქარი მოვიდა. მეფე სოლომონს გაემარჯვა. ლევან აბაშიძე მოკლეს, გოლა ფაშა და ბაშ აღა შეიპყრეს და მერე მოკლეს თვეს დეკემბერსა იდ (14)-სა; ამასვე ქორონიკონსა იმერეთს ლეკის ლაშქარი მოვიდა, მრავალი სული ქრისტიანეთა იშოვეს, გელათი და სუჯუნის საყდარი დაწვეს თვესა აგვისტოს.
20. ქკ~ნსა უმჱ (1760) - მზე დაბნელდა თვესა ივნისსა ბ (2), დღესა პარასკევს.
21. ქკ~ნსა უნა (1763) - იმერეთს სერესკერი და ახალციხის ფაშა ოთხმოცი ათასი კაცით ჩამოვიდენ. ღვთის ნებით ტყუილად გაიქცა და მრავალი იშოვეს იმერელმან.
22. ქკ~ნსა უნბ (1764) - გურიას სერესკერის ლასქარი მოვიდა ასკანა, ლეხოური და ბუკის ციხე აიღეს; ამასვე წელსა მეფე სოლომონ და გურიელი მამია გურიას მოვიდნენ და ბუკის ციხე და ასკანის ციხე აიღეს.
23. ქკ~ნსა უნვ (1768) - მეფე სოლომონ თათარს და აბაშიძე ლევანს შეება ოკრიბას, დღესა კვირასა, თვესა დეკემბერს იდ-სა (14). აბაშიძე ლევან მოკლეს, თათარი ქემხა შეიპყრეს, სხვა მ,რავალი შეიპყრეს და დახოცეს. (ეს ამბავიც ხრესილის ამბებია და შეცდომით გადატანილია სხვა წლის მოვლენად).
24. ქკ~ნსა უჲვ (1778) გურიელი მამია მიიცვალა, თვესა ივლისსა.
17-21. მცირე კინკლოსები
ა.
1. ქკ~ნსა ტოვ (1688) ფილიპე დაიბადა.
2. ქკ~ნსა ტოვ (1688) - კახი მეფის, ბატონი თეიმურაზის, ძე ერეკლე გაბატონდა ქართლსა.
3. ქკ~ნსა ტპთ (1701) - გიორგი ....დეს.
4. ქკ~ნსა ტჟა (1707) - კახეთს ლკევან ბატონიშვილი ...
5. ქკ~ნსა ტჟთ (1711) - ვახტანგ გაბატონდა.
6. ქკ~ნსა უგ (1715) - თურმანი გარდამოვიდნენ.
7. ქკ~ნსა უკა (1733) ყიზილბაში მოვიდა და ისაყ ფაშა რუსთავსა.
ბ. სადღესასწაულო
1. ქკ~ნსა უე (1717) ბაქარ გაბატონდა, იესე მეფე გადააგდეს და ვახტან მე...
2. ქკ~ნსა უვ (1718) - ყეენი გადააგდო მირვეიზმა.
3. ქკ~ნსა უია (1723) - აქა ოსმალტა დაიჭირეს ქართლი და მეფენი რუსეთს წავიდნენ.
4. ქკ~ნსა უიჱ (1730) - აქა ყეენმა ისპაანი და თავრიზი აიღო.
გ. ჟამნგულანი
1. ქკ~ნსა ფგ (1815) აქა გელუანის ქალი აფხაზეთს დაჯდა დედოფლად.
2. ქკ~ნსა ფდ (?) (1816) - .....იმერეთს მოკვდა. დაჯდა ზე მისი გიორგი ბატონიშვილი.
3. ქკ~ნსა ფე (1817) - აქა იოვანე მღვდელი, კეჭაღმაძე მოვიდა აფხაზეთს.
4. ქკ~ნსა ფზ (1819) - აქა ცაიშელი მიიცვალა.
5. ქკ~ნსა ფზ (1819) - აქა თათარი აკუს მოვიდა...
6. ქკ~ნსა ფლგ (1845) - აქა ხვანთქრის ლაშქარი სოლაღა ოდიშ დამ...
დ. XIII-XIV საუკუნეების კრებულის კინკლოსური მინაწერები
1. ქკ~ნსა ტვ (1156) აქა ძე დიმიტრი მეფისა გიორგი მეფე იქმნა.
2. ქკ~ნსა უდ (1184) - აქა გიორგი მეფე მიიცვალა.
3. ქკ~ნსა უზ (1187) - ...კ- და გ- დიდი თოვლი მოვიდა.
4. ქკ~ნსა უკდ (1204) - აქა დაწვეს კონსტანტინეპოლი ჰრომთა.
5. ქკ~ნსა უკვ (1206) - აქა მიიცვალა თამარ და მეორეს წელსა გამეფდა ძე მისი გიორგი
ე. ნ. ანთაძის მიერ 1845 წელს გადმოწერილი გელათური ქრონიკა
1. ქკ~ნსა რნ (1462) მეფეთ ყმობისგან განთავისუფლდნენ მთავარნი: დადიანი, ათაბაგი, გურიელი და შარვაშიძე.
2. ქკ~ნსა რნზ (1469) - სრულიად განყოფა იქმნა სამ სამეფოდ.
3. ქკ~ნსა ტიდ (1626) - საათაბაგო გამაჰმადიანდა.
4. ქკ~ნსა ტოდ (1686) - კაცია ჩიქვანმა დაიპყრო სალიპარტიანო ლეჩხუმითურთ.
5. ქკ~ნსა ტოთ (1691) - ქუთათისის ყოვლად წმინდის ეკლესია შემუსრეს ახალციხელ თათრებმა.
22. ქრონიკა საეკლესიო მუზეუმის ძილისპირისა
ქრონიკა ძლიერ არის დაზიანებული, რის გამოც მოვლენათა ნახევარი არ იკითხება.
1. ქკ~ნსა ულა (1211 წ. XIII მოქც.) თამარ დედოფალი მარიამობის თვეს მიიცვალა და მეორესა წელსა დაჯდა მეფედ გიორგი ძე მათი. (XV ს-ის მინაწერი).
2. ქკ~ნსა მ (1352) - აქა მოვიდა აბუსერისძისა ივანეს სახლსა შიგა (და) ამისრპასალარისა და პატრონი სითი(ხათუნ) მისითა --- სლი---
3. ქკ~ნსა მგ (1355) - აქა გარდაიცვალა პატრონი ამირსპასალარი ივანე აბულსერიძე სით--- ნოემბერს ----
4. ქკ~ნსა მჱ (1360) - აქა დაბნელდა მზე.
5. ქკ~ნსა რა (1413) - თამარ დაიბადა.
6. ქკ~ნსა რიე (1427) - აქა ახალციხე ამოწყვიტეს.
7. ქკ~ნსა რლბ (1444) - კოსტანტინეპოლი დაიჭირეს თურქთა.
8. ქკ~ნსა რლე (1447) - აქა სუსას შვილი მანგალ დაიბადა ----------------
9. ქკ~ნსა რმთ (1461) - აქა უზურ ასარი მოვიდა.
10. ქკ~ნსა ტნბ (1664) - სახლი უხუცესს ჩხეტიძეს მეფე ბაგრატ გაუწყრა; და აბაშიძე და სრულად რაჭველნი მეფეს ეახლენ და აქედან სახლით უხუცესი ჩხეტიძე მისი კერძით მოყვრით შეიყარა; და მეფისა (გიორგი VIII-ის) და მათი იმედეული იყო. და ჩხარს მივიდა და იქიდან ელაპარაკა. და ბევრი მოსისხლე კაცი ჰყავდა და შერიგება არ იქნა; და შეიბნენ ჩხარს და ...
11. ქკ~ნსა რნგ (1465) - აქა მეფე (გიორგი) დაიჭირა ტყვედ ყვარყვარემ.
12. ქკ~ნსა რჲვ (1478) - აქა ათაბაგი იანქო პატრონად დაჯდა.
13. ქკ~ნსა როგ (1485) - აქა ყაენი მოვიდა, სამცხე ამოწყვიდა, ახალციხე აიღეს და აწყვერისა ღვთისმშობელი დაატყვევეს.
14. ქკ~ნსა რპვ (1498) - აქა ათაბაგი ყვარყვარე მიიცვალა .
15. ქკ~ნსა რჟგ (1505) - აქა იანქო მიიცვალა.
16. ქკ~ნსა სდ (1516) - აქა პატრონი მზეჭაბუკ მიიცვალა.
17. ქკ~ნსა ტკჱ (1640) - დიდი თოვლი მოვიდა, სულ იანვარი თებერვალი სთოვა ------ აპრილი --------- ყველიერი არ გ---- შვა.
18. ქკ~ნსა სკდ (1536) - აქა მურჯახეთს შეიბნენ.
19. ქკ~ნსა სმბ (1554) - ყაენი თამაზ მოვიდა ქართლი ამოწყვიტა.
20. ქკ~ნსა სჲა (1573) - აქა ოცხეს ყიზილბაშნი დაგვესხენ.
21. ქკ~ნსა სჲვ (1578) - მოკვდა აფხაზთა კათალიკოზი ევდემონ ჩხეტიძე.
22. ქკ~ნსა ტმბ (1654) - აქა ლომი დაიბადა.
23. ქკ~ნსა ტმვ (1658) - კურთხეული ბატონი ვახტანგ ბატონად (ქართლისა დაჯდა).
24. ქკ~ნსა ტმვ (1658) - მეფე ალექსანდრეს გურიელი ქაიხოსრო და დადიანი ლიპარი შემოებენ ბანძას; ქართველთ ლაშქარი და ურუმო გვერდ ეახლათ; ოდიშარნი და გურულნი უნაკლულოდ გვერდ იახლა. მოვიდა მეფე ბანძას, შეებრძოლა, დადიანი ლიპარი მოკლეს და გურიელი ქაიხოსრო ლტოლვილი სტამბოლს გაიქცა და საქართველო მეფეს დარჩა. ამის შემდეგ გადადიანდა ვამეყ.
25. ქკ~ნსა უკდ (1204, XIII მოქც.) კოსტანტიპოლი დაწვეს ჰრომთა.
23. დადიანთა ქრონიკა
1. ქკ~ნსა ლგ (1345) მოკვდა მამია და დაჯდა ძე მისი გიორგი.
2. ქკ~ნსა ობ (1386) - მოკვდა დადიანი გიორგი და დაჯდა დადიანად ძე მისი ვამეყ.
3. ქკ~ნსა პდ (1396) - მოკვდა ვამიყ, დაჯდა ძე მისი მამია.
4. ქკ~ნსა რბ (1414) - მოკლეს აბხაზთა მამია და დაჯდა ძე მისი ლიპარიტ.
5. ქკ~ნსა რლბ (1444) - დაიპყრეს თათართა კოსტანტიპოლი.
6. ქკ~ნსა რნჱ (1470) - მოკვდა დადიანი ლიპარიტ და დაჯდა შამადავლე.
7. ქკ~ნსა რჲბ (1474) - მოკვდა შამადავლე და დაჯდა ვამიყ დადიანად.
8. ქკ~ნსა რო (1482) - მოკვდა ვამიყ და დაჯდა ძე შამადავლე დადიანისა ლიპარიტ დადიანად.
9. ქკ~ნსა ს (1512) - მოკვდა ლიპარიტ და დაჯდა მამია.
10. ქკ~ნსა ხზ (1532) ჯიქეთს მოკლეს მამია და დადიანად დაჯდა ლევან.
24. ეკლესიის მუზეუმის პარაკლიტონის ქრონიკა.
გადაწერილი ზებედე ბერისგან, კათალიკოზ ევდემოზის (გარდ 1578 წ.) ბრძანებით.
1. ქკ~ნსა რჟჱ (1510) მოვიდენ თათარნი ნოემბერსა კგ (23) და დაწვეს საყდარი ქუთათისი და გელათი.
2. ქკ~ნსა სიზ (1529) - მიიცვალა ქუთათელი გერმანოზ და დადგა სვიმონ.
3. ქკ~ნსა სკა (1533) - გაილაშქრა მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქეთს და მოკლეს მამია დადიანი... და გიორგი გურიელის შვილი და ტყვე იქმნა გურიელი და სამნი მისი ძმანი და ლაშქარნი.
4. ქკ~ნსა სკგ (1535) - აგვისტოსა იგ (13) დღესა ხუთსაბათსა შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყვარყვარე ახალქალაქს და დაიხოცნენ მრავალნი კაცნი და გაემარჯვა მეფესა და ხელთ დარცა ყვარყვარე და მისნი ლაშქარნი და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესამან.
5. ქკ~ნსავ (1578) - მიიცვალა აფხაზეთის კათალიკოზი ევდემონ ჩხეტიძე... მოკვდა ყაენი შაისმაილ; გამოვიდენ ურუმნი და აიღეს ციხეები სამცხისა და ქართლისა; მიიცვალა მეფეთ-მეფის გიორგის შვილი ბაგრატ თვესა მაისსა კბ (22); დედა მათი დედოფალი რუსუდან მიიცვალა აგვისტოსა დ (4).
6. ქკ~ნსა ტმგ (1655) - წავიდა ბატონი ვახტანგ ყაენთანა.
7. ქკ~ნსა ტნდ (1666) ჩხეტიძე კათალიკოზი სვიმონ მიიცვალა და შააბაზ ყაენი მოკვდა და მისი შვილი შასეფი (II სახელი სულეიმანი) გაბატონდა.
25. თ. ჟორდანიას „ისტორიულ კრებულში“ შეკრებილი ფაქტები
1. ქკ~ნსა ქორონიკონსა სჟა (1603) მეფე გიორგი მძლეველი და გამომღები ოსმალთაგან ერევნის ციხისა მოიკლა საწამლავითა სურისა გამო შაჰ აბაზისაგან, გარდაიცვალა ჩქგ (1603) წელსა.
2. ქკ~ნსა ტგ (1615) ლუარსაბ, ძე გიორგისა და მეფე კახეთისა თეიმურაზ, ძე დედოფლისა ქეთევანისა, წავიდნენ იმერეთად.
3. ქკ~ნსა ტზ (1619) - ჩვენ დიასამიძე ბოდბელმა ევდემოს მოვაჭედინეთ ნეკი ესე წმინდისა სტეფანესი... სულისა საოხად.
4. ქკ~ნსა ტი (1622) - მეფე ლუარსაბ შეწირულ იქმნა შაჰ აბაზისგან.
5. ქკ~ნსა ტიბ (1624) - დედოფალი ქეთევან შეწირულ იქმნა შაჰ აბაზისგან.
6. ქკ~ნსა ჲვ (1678) - მიიღო საკათალიკოზო ტახტი კათალიკოზმა ნიკოლოზ ამილახვრიშვილმა.
7. ქკ~ნსა ტო (1682) - ასული დადიანისა დედოფალი საქართველოისა მარიამ დავემკვიდრე მცირესა ამას (მცხეთას) საფლავსა...
26. ცაიშის ჟამნგულანი
1. ქკ~ნსა სჟზ (1609) თათარხანი ჩამობრძანდა და ავად წაბრძანდა.
2. ქკ~ნსა ტბ (1614) აქა შააბაზ კახეთს მოვიდა. ამავე ქორონიკონს ლუარსაბ დატყვევდა ყაენისაგან; ბაგრატ გაბატონდა.
3. ქკ~ნსა ტგ (1615) აქა ბატონი თეიმურაზ იმერეთს ჩავიდა. მესამე თვეს ყაენზედა გაიმარჯვა გურამიანთ ბოლოს.
4. ქკ~ნსა ტკბ (1634) აქა ქართველთა ბატონი როსტომ მეფე შეიქმნა.
5. ქკ~ნსა ტლვ (1648) აქა როსტომ მეფე და თეიმურაზ შეიბნენ მაღაროს (?) თავსა. მეორესა წელს თეიმურაზ გააგდეს იმერეთს. ბატონის შვილი (დავით) მოკლეს.
6. ქკ~ნსა ტმვ (1658) აქა მიიცვალა მეფე როსტომ და მას წელსა მოვიდა ბატონი ვახტანგ თვესა ნოემბერსა.
7. ქკ~ნსა ტმჱ (1660) მიიცვალა მეფე ალექსანდრე იმერეთისა და გამეფდა მისი შვილი ბაგრატ.
8. ქკ~ნსა ჲდ (1676) აქა მეფე შანავაზ ყაენთან წაბძანდა და ყუმს მიიცვალა და მას წელს ძე მისი გიორგი გამეფდა.
9. ქკ~ნსა ტოზ (1689) აქა გიორგი მეფე გადააგდეს და მის წილ გამეფდა ბატონი თეიმურაზის ძის წული მეფე ერეკლე.
27. „წიგნი ქორონიკონი“ ანუ ქრონიკა ჩართული მღვდელ პეტრე კარბელაშვილის ლექსთა კრებაში (გამოც. 1892 წ.)
1. ქკ~ნსა ჲა (1373) – თურქნი მოვიდენ; მეფე გიორგი მოკლეს; ლაშქარნი დახოცეს, საქართველო მოარბიეს და წარტყვენეს. თვესა აგვისტოსა ბ (6).(დაუბარია ალასტანელ მეფე გიორგი ანდრონიკეს ძეზე). 2. ქკ~ნსა ოგ (1385) - ლანგ თემურმა ტფილისის ქალაქი წარტყვენა. ციხე აიღო, მეფე ბაგრატ და ანნა დედოფალი დაატყვევა. 3. ქკ~ნსა პბ (1394) - ლანგ თემურ სამარყანელმა ქართლი და სომხითი წარტყვენა და დაწვნა ყოველნი ეკლესიანი და ციხენი. 4. ქკ~ნსა ჟ (1402) - მეფე კოსტანტინე ჩალიანში მოკლეს. 5. ქკ~ნსა რით (1431) - მეფე ალექსანდრემ ლორე აიღო. 6. ქკ~ნსა რმდ (1456) - აქა უზუნ ჰასან ყაენი მოუხდა ქართლსა და ამოწყვიტა და იავარყო ვიდრე ტაშის კარამდე. 7. ქკ~ნსა დედოფალი გულქან გარდაიცვალა. 8. ქკ~ნსა რჲვ (1478) – კოსტანტინე დაჯდა მეფედ და ათაბაგი ბაადურ გარდაიცვალა წლისა კა (21) ოკდომბერსა ი (10). 9. ქკ~ნსა როგ (1485) - ყაენმა სამცხე ამოწყვიტა. 10. ქკ~ნსა რჟზ (1509) - ალექსანდრემ, ძემან ბაგრატისამან, აიღო გორი. 11. ქკ~ნსა რჟთ (1511) - გიორგი კახთა მეფემ მოკლა მამა მისი ალექსანდრე და ძმას დიმიტრის თვალები დასთხარა. 12. ქკ~ნსა სა (1513) - ქართლის მეფე და კახი მეფე ავ გიორგი მუხრანს ძალისს შეიბნენ და ქართლის მეფეს დავითს გაემარჯვა და ხელთ დარჩა მეფე გიორგი. ამავე წელს მოკლეს მეფე გიორგი. 13. ქკ~ნსა სვ (1518) - ყაენი წამოვიდა დაშქრითა დიდიტა ქართლის ასაოხრებლად და პატრონმა დავით მეფემან თავისი შვილი რამაზ გაუგზავნა ყაენს და დაიხსნა ქართლი. 14. ქკ~ნსა სიდ (1526) - მოსცეს ბაგრატს არადეთის წყალი, გამოღმა ალი, სურამი და ახალდაბა. ამა ქორონიკონსა მიიცვალა დავით მეფე. 15. ქკ~ნსა სმდ (1556) - მოვიდა საჰტამაზ ყაენი ქართლსა და ააოხრა, აიღო ციხენი და ააოხრა ეკლესიანი, აიღო ატენის ციხე, დედა და და მეფის ლუარსაბისა გამოიყვანა ატენის ციხიდან. დედოფალი ნეტან დარეჯან გამოიყვანეს. ზედაველამდი ქვეითი წაიყვანეს და იქ მეაქლემეს მისცეს და ერევანს წაიყვანეს; იქ თავი მოიწამლა და იქ მოკვდა. მეფე ლუარსაბ იმერეთს შეეფარა, მუხრანის ბატონი აშოთან და არჩილ აწყვერს შეეფარნენ. 16. ქკ~ნსა სმვ (1558) - გარნისს შეიბნენ ქართველნი და ყიზილბაშნი. ქართველთ გაემარჯვა, მაგრამ მეფე ლუარსაბ მოკლეს თათართა და ძე მისი სვიმონ მეფე იქმნა. 17. ქკ~ნსა სმზ (1559) - იყო ომი ციხედიდისა. თათართა გაემარჯვა. კახთ მეფის ლევანის ძე მოკლეს. აღდგომასა. 18. ქკ~ნსა სმჱ (1560) – მუხრან-ბატონიშვილი არჩილი დაიჭირეს თათართა. 19. ქკ~ნსა სნე (1567) - სვიმონ ქართლის მეფე და დაუთხან შეიბნენ; და მეფეს გაემარჯვა დიღომს. 20. ქკ~ნსა სნზ (1569) - ქართლის მეფე სვიმონ და ყიზილბაშნი შეიბნენ ფირცხისს და ყიზილბაშთ გაემარჯვა და დაიჭირეს (სვიმონ) და ყაენთან გაგზავნეს, ალამუტის ციხეში დააბეს. 21. ქკ~ნსა სჲდ (1576) - დაუთ-ხან დასვეს ქართლში ბატონად. 22. ქკ~ნსა სჲვ (1578) - სვიმონ მეფე და კახთა მეფე შეიბნენ მარტყოფს ჭოტორს და მეფე სვიმონს გაემარჯვა; ამავე ქორონიკონს მოკვდა ვახტანგ, ბატონი მუხრანისა. 23. ქკ~ნსა სოგ (1585) - მეფე სვიმონ და ფაშა შეიბნენ ლორეს და მეფეს გაემარჯვა და ფაშა გაცეული ქალაქს სევიდა, და მოკლა ურუმი ორას სამოცდა ცამეტი, აიღო ლორე და ქვაბთა. 24. ქკ~ნსა სოდ (1586) - მეფე სვიმონ და ქალაქის ფაშა შეიბნენ, ასან ფაშა ტაბახმელას, მეფეს გაემარჯვა და მოკლა ხუტასი ურუმი და აიღო გალავანი, თფილისის ქალაქის უკანა ციხე. 25. ქკ~ნსა სოე (1587) - გორი და ახალციხე ააშენეს ურუმთა. 26. ქკ~ნსა სოთ (1591) - აქა მეფემან სვიმონ ქუთათის ქალაქი დაიჭირა, ბაგრატ გამოიყვანა და ძისწული გიორგი მეფისა ფაშად დასვა. მასვე წელსა იმერთა უკუ-იჭირეს ქუთათისი. 27. ქკ~ნსა სჟგ (1605) - კოსტანტინემ დაპატიჟა თავისი მამა ალექსანდრე და ძმა თვისი გიორგი და ჭამაზე ორივე დახოცა. ამავ ქორონიკონს ქართლის მეფე გიორგი მეჯვრისხევს, თაფლი მოართვეს; შიგ ფუტკარი იყო. პირში რო ჩაიდვა, ეცა ფუტკარმა, პირი გაუსივა და მიიცვალა. მაშინ ქართლი ლუარსაბს უბოძა ყაენმა. 28. ქკ~ნსა სჟზ (1609) - თათარი ჩამოვიდა, ამოწყვიტა ლუარსაბ მეფემ და მოურავმა ქართველთ. 29. ქკ~ნსა ტბ (1614) - მოვიდა შაა-აბაზ ყაენი ასაოხრებლად, ბატონმა თეიმურაზ თავისი დედა ქეთევან დედოფალი და ორი მისი შვილი ალექსანდრე და ლევან წინ მიაგება, ნუ თუ პატივი დამდვანო და კახეთი აღარ ააოხრონო, მაგრამ ყაენმა არ დაისალა. დედოფალი და ორი მისი შვილი ალექსანდრე და ლევან შირაზს გაგზავნა. დედოფალი იქ აწამეს და შააბაზ ყაენმა კახეთი წაახდინა, აჰყარა და ფერიას დაასახლა. მერე ქართლს მოვიდა ლუარსაბ მეფე იმერეთიდან, გადმოიყვანა და თან წაიყვანა. 30. ქკ~ნსა ტი (1622) - მეფე ლუარსაბ შეწირულ იქმნა შაჰაბაზისგან. 31. ქკ~ნსა ტიბ (1624) - ყარჩიხან და უსუფხან მოკლეს ქართველთ მუხრანში. 32. ქკ~ნსა ტკ (1632) - როსტომ მეფეს ქართლი მოსცა ყაენმა, დაუთხანის ნაბიჭვარი იყო; დაუთხან ქართველის მეფის ლუარსაბის შვილი იყო. 33. ქკ~ნსა ტკდ (1636) - გორი ააშენა როსტომ მეფემ; ყაენის ლაშქარი ახლდა; ადლობით დაუყო და ოცდაათს დღეზე ააშენეს. 34. ქკ~ნსა ტლე (ყაენმა შააბაზ ყანდაარი წაართვა ინდის მეფეს, ციხე აიღო. 35. ქკ~ნსა ტლვ (1648) - მოკლეს ერეკლე მეფის მამა დათუნა. 36. ქკ~ნსა ტმდ (1656) - გუმბათი დაიქცა სვეტიცხოვლისა და როსტომ მეფემ ააშენა. 37. ქკ~ნსა ტმზ (1659) - როსტომ მეფე მიიცვალა თფილისის ქალაქს. 38. ქკ~ნსა ტმჱ (1660) - დაჯდა შანაოზ მეფე ბატონად; დომენტი, იმისი ბიძაშვილი კათალიკოზად. 39. ქკ~ნსა ტნა (1663) - შანაოზ მეფე ოდიშს ჩაუხდა. ამავე ქორონიკონსა მეფე თეიმურაზ ასტრაბათს მიიცვალა. 39. ქკ~ნსა ტჲვ (1678) - გიორგი მეფე წაბძანდა ყაენთან. ყაენმა ქართლი მოსცა და მოვიდა იანვრის ი (10) ქალაქსა. ამა ქორონიკონსა გურიელის ქალი თუთა, ვახტანგის დედა მიიცვალა. ამავ ქორონიკონსა როდამ დედოფალი მიიცვალა თიბათვის იზ (17 ივნისი). 40. ქკ~ნსა ტო (1682) - მიიცვალა დედოფალი მარიამ. 41. ქკ~ნსა ტოა (1683) - მიიცვალა დედოფალი თამარ, ქრისტეშობის თვის ოთხს (4 დეკემბერი). 42. ქკ~ნსა ტოე (1687) - გოგი მიქელაძის ქალი მოიყვანა მეფე გიორგიმ ხორეშან დედოფალი. 43. ქკ~ნსა ტოვ (1688) - შეუხდა მეფე გიორგი არაგვის ერისთავს და ერისთავს გაემარჯვა და წავიდა იმერეთს. 44. ქკ~ნსა ტპა (1693) - წავიდა მეფე გიორგი ისპაანს ენკენისთვის იე (15 სექტემბერი). 45. ქკ~ნსა ტპგ (1695) - ტპგ (1695) - მიიცვალა ბატონიშვილი თამარ, გივი ამილახორის მეუღლე მარტის ით (19). გივის ძმა იყო ნიკოლოზ კათალიკოზი. თამარ იყო გიორგი მეფის და. 46. ქკ~ნსა ტპგ (1695) - მიიცვალა დედოფალი ხორეშან, მეფე გიორგის მეუღლე. 47. ქკ~ნსა ტპე (1697) – მეფე გიორგი გადააგდეს.
28. ჟამნი №2
1. ქკ~ნსა პბ (1394)  ლანგ-თემურ სარამრყანელმა ქართლი და სომხითი წარტყვენა და დაარბია ყოველი ციხენი.
2. ქკ~ნსა რბ (1414)  მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნენ; თურქთა ახალციხე ამოწყვიტეს.
3. ქკ~ნსა რიგ (1425)  ჯანშა ყაენი მოვიდა სამცხეს.
4. ქკ~ნსა რლბ (1444)  აქა კოსტანტიპოლი დაიჭირეს თათართა. ამავე ქორონიკონს ჯანშა ყაენი მოუხდა ახალციხეს, და ივანე ათაბაგი მიიცვალა.
5. ქკ~ნსა რლე (1447) - აქა აღბუღა და ყვარყვარე შეიბნენ.
6. ქკ~ნსა რნ (1462) - აქა უზუნ ჰასან ყაენი მოვიდა სამცხეს. ყვარყვარე მიეშველა. ჩიხორს შეიბნენ მეფე და ათაბაგს გაემარჯვა -----მა ქართველთ მეფე თავრიზ ------
7. ქკ~ნსა რნგ (1465) - გიორგი მეფე დაიჭირა ყვარყვარემ ტყვედ.
8. ქკ~ნსა ჲგ (1475) - ათაბაგი ბაატურ გარდაიცვალა წლისა კა (21) ოკდომბერსა ი (10).
9. ქკ~ნსა როზ (1489) - აქა ახალციხეს ტათარნი მოვიდენ, - და ------დსა ალექსანდრემ ქუთათისი აიღო ----
10. ქკ~ნსა სა (1513) - აქა ---- ქართლის მეფეს დავითს გაემარჯვა და ხელთ დარჩა მეფე გიორგი.
11. ქკ~ნსა სდ (1516) - აქა დიდი მზეჭაბუკ მიიცვალა ივნისის გ (3).
12. ქკ~ნსა სვ (1518) - წამოვციდა ყაენი ქართლისა ოხრებად. მეფემან დავით თავისი შვილი გაუგზავნა.
13. ქკ~ნსა სიდ (1526) - აქა მეფე დავით მიიცვალა.
14. ქკ~ნსა სლვ (1548) - აქა შაჰთამაზ გამოვიდა.
29. ქორნიკა ჩხეიძეთა
1. ქკ~ნსა პდ (1396)  დიდი ბაგრატ მეფე მოკვდა.
2. ქკ~ნსა ჟ (1402) - მეფე კოსტანტინე ჩალაღანს მოკლეს.
3. ქკ~ნსა რბ (1414) - მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნენ.
4. ქკ~ნსა რდ (1416) - თურქთა ახალციხე ამოაგდეს.
5. ქკ~ნსა რიბ (1424) - აქა ჯანშან ყაენი ახალციხეს მოუხდა.
6. ქკ~ნსა რით (1431) - აქა მეფემან ალექსანდრე ლორე აიღო.
7. ქკ~ნსა რლდ (1446) - აღბუღა და ყვარყვარე შეიბნენ. ამასვე ქორონიკონსა მეფე ვახტანგ მიიცვალა.
8. ქკ~ნსა რმე (1457) - აქა თურქთა კოსტანტიპოლი დაიჭირეს.
9. ქკ~ნსა რმთ (1461) - აქა უზუნ ასანი მოვიდა სამცხეს.
10. ქკ~ნსა რნგ (1465) - აქა მეფე დაიჭირა ტყვედ ყვარყვარემ.
11. ქკ~ნსა რნთ (1471) - აქა დედოფალი გულქან გარდაიცვალა.
12. ქკ~ნსა როა (1483) - აქა მეფე კოსტანტინე და ყვარყვარე არადეთს შეიბნენ; ყვარყვარეს გაემარჯვა.
13. ქკ~ნსა რობ (1484) - აქა მეფედ დაჯდა ალექსანდრე და ქუთათისი აიღო.
14. ქკ~ნსა როგ (1485) - აქა ყაენი მოვიდა, სამცხე ამოწყვიტა, ახალციხე აიღეს და აწყურის ღვთისმშობელი დაატყვევეს.
15. ქკ~ნსა რჟბ (1504) - აქა კოსნატინე მეფე მიიცვალა.
16. ქკ~ნსა სკთ (1541) - შაჰთამაზ ყაენი მოვიდა და ქალაქი ამოწყვიდა.
17. ქკ~ნსა სმბ (1554) - აქა შაჰთამაზ მოვიდა, ქართლი ამოწყვიდა; ვახტანგ და ძენი მისნი სამნი მოკლა.
18. ქკ~ნსა სოგ (1585) - აქა მეფემან სვიმონ ლორე დაიჭირა.
19. ქკ~ნსა სოდ (1586) - მეფე სვიმონ და ასან ფაშა შეიბნენ ტაბახმელას. მეფეს გაემარჯვა, ამოწყვიდა ურუმნი. ამავე წელსა აიღო გალავანი ციხისა და შემდგომად ციხეცა.
20. ქკ~ნსა სოთ (1591) - აქა მეფემან სვიმონ ქუთათის ქალაქი დაიჭირა; ბაგრატ გამოიყვანა და ძმისწული გიორგი მეფისა ფაშად დასვა.  ამასვე წელსა იმერთა უკუიჭირეს ქუთათისი;  ამასვე წელსა მეფე სვიმონ წავიდა ლიხთიმერეთს; აიღო ციხე კაცხი და ქვეყანანი გურიად და სკანდამდე და ქუთათისი.  ამასვე ქორონიკონსა შეიბნენ მეფე სვიმონ და მამია დადიანი. დადიანს თან ახლდნენ იმერნი: დადიანს გაემარჯვა -----
21. ქკ~ნსა სპზ (1599) - აქა მეფემან სვიმონ გორის ციხე დაიჭირა;  ამასვე ქკ~ნსა მოვიდა სარდალი ჯაფარ ფაშა სპითა აურაცხელითა; იქმნა ომი ძლიერი; მეფე სვიმონ ტყვედ წაიყვანეს; სრულიად სომხითი და ლორე ააოხრეს.
22. ქკ~ნსა ტდ (1616)  ყაენი მოვიდა; ააოხრა კახეთი, აიღო ციხე თორგა, დაწვნა ხატნი და ჯვარნი და წმიდა გიორგი ალავერდისა.
23. ქკ~ნსა ტკ (1632)  აქა როსტომ მეფე მოვიდა.
24. ქკ~ნსა ტმზ (1659)  როსტომ მეფე გარდაიცვალა და ამავე ქკ~ნსა მეფედ დაჯდა ვახტანგ, სპარსთა ენითა შაჰ ნავაზ წოდებული.
25. ქკ~ნსა ტნთ (1671)  არჩილ მეფე რუსეთს წაბძანდა მარიამობის თვის დ (4 აგვისტო).
26. ქკ~ნსა ტვ (1678)  აქა შაჰნავაზ მეფე გარდაიცვალა და ამავე ქორონიკონსა ძე მისი გიორგი მეფედ იქმნა.
27. ქკ~ნსა ტჲზ (1679) აქა გურიელის ქალი თუთა გარდაიცვალა.
28. ქკ~ნსა ტოე (1687) აქა თეიმურაზ მეფის ძე ერეკლე ქართლის ბატონად დაჯდა.
30. გელათის წმინა გიორგის გულანის ქრონიკა
1. ქკ~ნსა რჟჱ (1510) მოვიდა თათარი ნოემბერსა კგ (23) და დაწვეს საყდარი ქუთათისი და გელათი.
2. ქკ~ნსა სიზ (1529) - მიიცვალა ქუთათელი გერმანოზ და დადგა სვიმეონ.
3. ქკ~ნსა სკა (1533) - გაილაშქარა მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქეთს და მოკლეს მამია დადიანი და გიორგი გურიელის შვილი და ტყვე იქმნა გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ლაშქარნი.
4. ქკ~ნსა სკგ (1535) - ავგისტოს იბ (12) - დღესა ხუთშაბათს შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყვარყვარე ახალქალაქს და დაიხოცნენ მრავალნი კაცნი და გაემარჯვა მეფესა და ხელთ დარჩა ყვარყვარე და მისნი ლაშქარნი და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესამან.
5. ქკ~ნსა სკე (1537) - აქა სომეხნი შეიშალნენ.
6. ქკ~ნსა სლვ (1548) - აქა დაიჭირა მეფემან ბაგრატ ლეონ დადიანი.
7. ქკ~ნსა სლ (1550) - აქა გაიპარა (ლევან დადიანი) და მივიდა შინ.
8. ქკ~ნსა სოა (1583) - მეფე გიორგი მიიცვალა.
9. ქკ~ნსა სოზ (1589) - აქა ეკურთხა მთავრად მ(ალაქია) გიორგის შვილი.
10. ქკ~ნსა სჟგ (1605) - მარტსა იბ (12) დღესა სამშაბათსა დიდი და მაღალი სახელოვანი ხელმწიფე ბატონი ალექსანდრე აწამეს; ძე მისი და ეპისკოპოსნი აწამეს და კახეთი ააოხრეს ყიზილბაშთა. ამასვე ქორონიკონსა ტვესა მაისსა იგ (13) დღესა ორშაბათსა ხელი ჰყვეს ცაიშის საყდრის ახლად აღსაშენებლად (ცაიშის მაცხოვრის ხატის წარწერით კათალიკოს მალაქიას მიწის ძვრისგან დარღვეული ცაიშის ტაძრის აღშენება დაუსრულებია 1619 წელს).
11. ქკ~ნსა ტკზ (1639) - მიიცვალა გრიგოლ კათალიკოზი და იმავე წელსა ქრისტეანე და ღვთის მოყვარე მაჭუტაძე კათალიკოზი ბატონი მაქსიმე ეკურთხა კათალიკოზად.
12. ქკ~ნსა ტლე (1647) - აქა ქრისტეანე და ღვთისმოყვარე შემოქმედლად ეკურთხა ბატონი იაკობ. ღმერთმა ღირს ყოს მარჯვენით ნაწილსა წმიდათასა.
13. ქკ~ნსა ტმე (1657) - მიიცვალა ბატონი კათალიკოზი მაქსიმე მაჭუტაძე. ამა ქორონიკონსა მარტსა ჩვიდმეტსა, დღესა შაბათსა მიიცვალა სახელოვანი, სახელგანთქმული, მრავალჯერ გამარჯვებული დადიანი ბატონი მამია (ლევან). საუკუნომცა არის ხსენება მისი.
14. ქკ~ნსა ტმზ (1659) - გარდაიცვალა კათალიკოზი ქვარიანი ზაქარია და იმავე წელსა ქრისტეანე და თვღისმოყვარე ქუთათელი მიტროპოლიტი ჩხეტიძე ბატონი სვიმონ კათალიკოზად დასვეს.
15. ქკ~ნსა ტნდ (1666) - ოკდომბერს ია (11) - მიიცვალა ქრისტეანი და ღვთისმოყვარე კათალიკოზი ჩხეტიძე სვიმონ.
16. ქკ~ნსა ჲა (1673) - ქრისტეანე და ღვთის მოყვარე კათალიკოზი დავით ნემსაძე კათალიკოზად დაჯდა.
 17. ქკ~ნსა ტოგ (1685)  გაემარჯვა მეფე ალექსანდრეს, შესა ბაგრატისი გურიელ და ოდიშარზედა. გურიელი (გიორგი) მოკლეს; სხვა ტყვე ყვეს.
31. ქვათახევის ჟამნგულანი.
1. ქკ~ნსა სკზ (1539)  აქ სომეხნი შეიშალნენ და თევდორობის კვირა-ღამეს ჭამეს.
2. ქკ~ნსა ჲე (1577) - აქა ლალა ფაშა გამოვიდა.
3. ქკ~ნსა სო (1582) - აქა ბატონ მანუჩარს უღალატეს.
4. ქკ~ნსა სოზ (1589) - აქა ბატონს სვიმონს შემოება დადიანი და გაემარჯვა დადიანსა ოფისკურას.
5. ქკ~ნსა სპზ (1599) - აქა მეფე სვიმონ დაიჭირეს ურუმთა.
6. ქკ~ნსა სჟგ (1605) - აქა მეფედ დაჯდა ბატონი თეიმურაზ კახეთს.
7. ქკ~ნსა სჟზ (1609) - აქა მოვიდა თათარხანი და სამცხისა შავშეთისა და ნიგლის ხევის ფაშები და ლაშქარი და საება მეფე ლუარსაბ და გააქცია და მცირედნიღა წავიდნენ---------
8. ქკ~ნსა ტია (1623) - აქა მოვიდა ყარჩიხან და მრავალი ლაშქარი და ხანები. უღალატა მოურავმა გიორგი; ხანები დახოცა. ლაშქარი ამოწყვიტა და გააქცია, სამცხე, ქართლის და კახეთი ერთ დღეს წაართვა ყაენსა, არეზს ზედათი დაურბია და ქართლისა და კახეთის ბატონად ბატონი თეიმურაზ დასვეს.
9. ქკ~ნსა ტი (1630) - აქა ბატონი ბაგრატის შვილი სვიმონხან მოკლა ზურაბმა.
10. ქკ~ნსა ტკა (1633) - აქა გორი ააგეს ყიზილბაშთა.
11. ქკ~ნსა ტკბ (1634) - აქა კიდევ სომეხნი შეიშალნენ და თევდორობის კვირა ღამეს ჭამეს.
12. ქკ~ნსა ტკგ (1635) - აქა ხვანთქარი გამოვიდა და ერევანი აიღო, ამასვე ქორონიკონს ყაენმა ერევანი აიღო.
13. ქკ~ნსა ტმვ (1658) - დადიანი მოკვდა იყ ---- იმერეთმა ----
14. ქკ~ნსა ტლე (1647) - აქა ბატონს თეიმურაზს შაებნენ ქართველნი თიანეთს და ქართველთა გაემარჯვა და ბატონიშვილი დავით მოკლეს ყიზილბაშთა.
15. ქკ~ნსა ტმზ (1659) - ამას წინა ქორონიკონზე (ე.ი. ტმვ=1658) - როსტომ მეფე მიიცვალა და მუხრანის ბატონი ბატონად დასვეს და დედოფალიც მისცეს.
16. ქკ~ნსა ტოდ (1686) - იქნა ერისთავის ქორწილი შობა დღეს მეფის გიორგის ასულის მარიამთანა.
17. ქკ~ნსა ტოვ (1688) შეუხდა გიორგი მეფე საერისთაოსა. გაიმარჯვა არაგვის ერისთავმა. გამობრუნდა მეფე გიორგი და ქართველნი. გადააგდეს გიორგი მეფე და მარიამობის თვეს ბატონიშვილი ერეკლე დასვეს მეფედ.
32. ეპისკოპოს პოლიევკტ კარბელაშვილის (პეტრეს ძმა) ნაპოვნი ქრონიკა.
1. ქკ~ნსა ტია (1623)  შაჰაბაზ ყაენმა ყანდაარი დაიჭირა.
2. ქკ~ნსა ტით (1631)  როსტომ მეფე და როსტომ სარდალი საქართველოში მოვიდნენ და ოც დღეზე დაქცეული გორის ციხე აღადგინეს.
3. ქკ~ნსა ტლე (1647)  შაჰაბაზ ყაენმა ყანდაარი დაიჭირა, ინდოეთის მეფეს წაართო და მერაბ-ბეგს უბოძა.
4. ქკ~ნსა ტმზ (1659)  როსტომ მეფე მიიცვალა გიორგობისთვეს იზ (17 ნოემბერი).
5. ქკ~ნსა ტნთ (1671)  ერეკლე მეფე რუსეთიდან მობძანდა მცხეთასა და ყაენთან წაბძანდა.
6. ქკ~ნსა ტჲდ (1676) შანაოზ მეფე მიიცვალა ისპაანის გზაზე.
7. ქკ~ნსა ჲე (1677) გიორგი მეფე რომ ბატონიშვილად ბძანდებოდა, ისპაანს წაბძანდა მარტის იზ (17).
8. ქკ~ნსა ტობ (1684) დიდ მტრობას (ჭირობას?) - ქალაქი რომ აიყარა მარიამობის დ (4 აგვისტო).
9. ქკ~ნსა ტოდ (1686) ლევან მეფე წაბძანდა ისპაანს.
10. ქკ~ნსა ტოზ (1689) ერეკლე მეფე მობძანდა ქალაქს. იდ (14) წელი იბატონა.
11. ქკ~ნსა ტპა (1693) გიორგი მეფე მონასტერს მობძანდა, მეფე ერეკლე ქალაქის ციხეში ბძანდებოდა.
12. ქკ~ნსა ტპგ (1695) ქალბალი ხან ქალაქში მობძანდა.
13. ქკ~ნსა ტპვ (1698) ყლჯა ზადა მიიცვალა მარტს გ (3).
33. ფურცელაანთ ქრონიკა (XVIII-XIX)
ქრონიკა აღმოჩნდა ს. მერეთიდან (ქართლი) ჩამოტანილი ფურცელაძისეული საბუთებში. ტექსტი დაზიანებულია და სავარაუდოდ ფურცლები აკლია. მოიცავს 1623-1823 წლის ამბებს და შედგენილია ორ ნაწილად, პირველი XVIII ს-ში, მეორე უშუალოდ ფურცელაძის მიერ XIX ს-ში.
1. ქკ~ნსა ტია (1623) – შაჰაბაზ ყაენმა ყანდაჰარი დაიჭირა.
2. ქკ~ნსა ტით (1631) – როსტომ ნეფე და როსტომხან სარდალი ქალაქში მოვიდნენ და ოც დღეზედ დაქცეული გორი აღაშენეს.
3. ქკ~ნსა ტლე (1647) – შაჰაბაზ ყაენმა ყანდაჰარი დაიჭირნა ---
4. ქკ~ნსა ტმზ (1659) – როსტომ ნეფე მიიცვალა გიორგობის ---
5. ქკ~ნსა ტნთ (1671) – ერეკლე ნეფე რო--- დამ. მოვიდა ---
6. ქკ~ნსა ტდ (1676) – შანაოზ ნეფე  მიიცვალა ისპაჰანის ---
7. ქკ~ნსა ტდ (1677) – გიორგი მეფე ბატონის შვილათ---
8. ქკ~ნსა ტნთ (1971) – მეფე არჩილ რუსეთს წაბძანდა.
9. ქკ~ნსა ტობ (1684) – დიდს ჭირობას რომ ქალაქი აიყარა---
10. ქკ~ნსა ტოდ (1686) – ლევან მეფე წაბძანდა ისპაჰანს---
11. ქკ~ნსა ტოზ (1689) – ერეკლე მეფე მობძანდა ქალაქს. იდ წელი იბატონა.
12. ქკ~ნსა ტპა (1693) – გიორგი მეფე რომ მონასტერს მობძანდა და მეფე ერეკლე ქალაქის ციხეში ბრძანდებოდა მაისი დ.
13. ქკ~ნსა ტპბ (1694) – ქალბალი ხან ქალაქში მობძანდა.
14. ქკ~ნსა ტპვ (1698) – ყოჯა ზად მიიცვალა მარტის გ.
15. ქკ~ნსა ტჟა (1703) – მეფე ლევან მობძანდა ისპაანიდამ ნახევარი (?) წელიწადი იბატონა.
16. ქკ~ნსა ტჟთ (1711) – ისარიელე ელჩი მიიცვალა ასტრახანს ენკენის თვის იჱ.
17. ქკ~ნსა უ  (1712) – მეფე ვახტანგ წაბძანდა ისპაანს მაისის ა.
18. ქკ~ნსა უბ (1714) – იასე მეფე მობძანდა ქალაქს ბატონთან დაჯდა ღვინობის თვის დამდეგს.
19. ქკ~ნსა უე (1717) – ფრანგების საყდარი დაქქციეს ქალაქს ენკენისთვის ი.
20. ქკ~ნსა უვ (1718) – პირველათ რომ ლეკი გამოვიდა მარნეულს დ. ბაქარი შეება -----იე.
21. ქკ~ნსა უთ (1721) – მიწა რომ იძრა და თავრიზის მალა ჩაძვრა აპრილის ივ.
22. ქკ~ნსა უი (1722) – ნეფე ვახტანგ წაბძანდა განჯაზე ლაშქრათ ენკენისთვის იე.
23. ქკ~ნსა უია (1723) – ლეკი შემოესია ქალაქს მ----ის დ.
24. ქკ~ნსა უიბ (1724) – ურუმი რომ ქალაქს მოვიდა ქალაქი დაიჭირა თიბათვის ი.
25. ქკ~ნსა უკ (1732) – 
26. ქკ~ნსა უკგ (1735) – 
27. ქკ~ნსა უკე (1737) – 
28. ქკ~ნსა ულ (1742) – 
29. ქკ~ნსა ულბ (1744) – 
30. ქკ~ნსა ულბ (1744) – 
31. ქკ~ნსა ულგ (1745) – 
32. ქკ~ნსა ულდ (1746) – 
33. ქკ~ნსა ულდ (1746) – 
34. ქკ~ნსა ულდ (1746) – 
35. ქკ~ნსა ულე (1747) – 
36. ქკ~ნსა ულე (1747) – 
37. ქკ~ნსა ულე (1747) – 
38. ქკ~ნსა ულე (1747) – 
39. ქკ~ნსა ულე (ან ვ) (1747 (ან 8) მეორეთ კიდევ სარდლის ჯარი და აბდულაბეგ დამარცხდნენ ---
40. ქკ~ნსა ულვ (1748) – 
41. ქკ~ნსა ულვ (1748) – 
42. ქკ~ნსა ულვ (1748) – 
43. ქკ~ნსა ულთ (1751) – 
44. ქკ~ნსა ულთ (1751) – 
45. ქკ~ნსა უმ (1752) – 
46. ქკ~ნსა უმგ (1755) – 
47. ქკ~ნსა უმდ (1756) – 
48. ქკ~ნსა უნ (1762) – 
49. ქკ~ნსა უნა (1763) – 
50. ქკ~ნსა უნბ (1764) – 
51. ქკ~ნსა უნგ (1765) – 
52. ქკ~ნსა უნე (?) (1767)
53. ქკ~ნსა უნზ (1769) – 
54. ქკ~ნსა უნზ (1769) – 
55. ქკ~ნსა უნზ (1769) – 
56. ქკ~ნსა უნზ (1769) – 
57. ქკ~ნსა უნზ (1769) – 
58. ქკ~ნსა უნ (1770) – 
59. ქკ~ნსა უნთ (1771) – 
60. ქკ~ნსა უჲ (1772) – 
61. ქკ~ნსა უჲ (1772) – 
62. ქკ~ნსა უჲ (1772) – 
63. ქკ~ნსა უჲ (1772) – 
64. ქკ~ნსა უჲა (1773) – 
65. ქკ~ნსა უჲ (1772) – 
66. ქკ~ნსა უჲ (1772) – 
67. ქკ~ნსა უნჱ (1770) – 
68. ქკ~ნსა უჲვ (1778) – 
69. ქკ~ნსა უჲზ (1779) –
70. ქკ~ნსა ჲზ (1779) – 
71. ქკ~ნსა ჲზ (1779) – 
72. ქკ~ნსა უჱ (1780) – 
73. ქკ~ნსა უჲთ (1781) – 
74. ქკ~ნსა უჟა (1803) – 
75. ქკ~ნსა უჟა (1803) – 
76. ქკ~ნსა უჟბ (1804) – 
77. ქკ~ნსა უჟზ (1809) – 
78. ქკ~ნსა უჟზ (1809) – 
79. ქკ~ნსა უჟზ (1809) – 
80. ქკ~ნსა უჟ (1810) – 
81. ქკ~ნსა უჟ (1810) – 
82. ქკ~ნსა უჟ (1810) – 
83. ქკ~ნსა ფბ (1814) – 
84. ქკ~ნსა ფბ (1814) – 
85. ქკ~ნსა ფია (1823) – 



34. იოასებ ოსე ძე ქორანიკონი































Комментариев нет:

Отправить комментарий