„ქართლის ცხოვრების“ ე. წ. “მატიანე ქართლისას” მონაკვეთი სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. აქ საქართველოს XI საუკუნე განსაკუთრებით დეტალურად არის გადმოცემული. Mსაყურადღებოა მემატიანის თანადროული, ან მასთან დაახლოებული დროის მონაცემები. მიუხედავად ამისა, დასახელებულ წყაროში ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება მცირე უზუსტობები, რაც ზოგჯერ გამოწვეულია ავტორის სურვილით შეალამაზოს რეალური ვითარება.
მოტანილი ინფორმაციის შემოწმების და დაზუსტების შესაძლებლობას უცხოურ წყაროებთან შედარება იძლევა.
ბაგრატ IV-ის მეფობა პირობითად ორ პერიოდად შეიძლება გაიყოს: მეფის მცირეწლოვნების დროს, როდესაც ქვეყანაში ძლიერია ოპოზიცია, განსაკუთრებით, ლიპარიტ ბაღვაში, რომელიც მეფესთან დაპირისპირებაში ბიზანტიის მხარდაჭერით ხშირად აღწევს წარმატებას და რეალურად მართავს ქვეყანას, ან მის დიდ ნაწილს. იმ დროს მეფე ბაგრატი, რომელსაც მემატიანე “აფხაზთა და ქართველთა მეფეს” უწოდებს, იბრძვის ხელისუფლების მოსაპოვებლად, ან იმყოფება ტყვედ ბიზანტიის მეფესთან, ან არის დამარცხებული და შეხიზნული დასავლეთ საქართველოში უკეთესი დროის მოლოდინში. და მეორე, როდესაც პოლიტიკური არენიდან გადის ლიპარიტ ბაღვაში, მეფე იკრებს ძალას, ახერხებს საქართველოს დიდი ნაწილის გაერთიანებას, აგვარებს ურთიერთობას ბიზანტიასთან, უწევს წინააღმდეგობას ახალ თავდამსხმელს, თურქ-სელჩუკებს.
საქართველოში სელჩუკი სულტნის ალფ-არსლანის გამოჩენის შესახებ “მატიანე ქართლისა” შემდეგ ცნობას გვაწვდის:
“ამის მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისა, დასხმის გუარად. უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი, და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელისყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. Dა მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღÂვისÃევს, და თÂთ დადგა თრიალეთს სამ დღე. რამეთუ მას ჟამსა მომავალი იყო მეფე ტაოთ, და თანა ჰყვანდეს დედა, და დაÁ, და ძე მისი გიორგი; დადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა. და აყრისა მისისა ჟამსა მოუÃდა ლაშქარი სულტანისა; მოვიდეს და წარმოადგეს ქედსა ზედა. ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს. წავიდეს ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს, და ბრძოდეს სამ დღე, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა იყო ახალქალაქი, ვერღარა დაუდგმიდეს ბრძოლათა ძლიერთა, აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი, და განახუნეს კარნი, და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი; აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი და შეიღება ახალქალაქი სისხლითა. და მოუვლინა ახალქალაქით მოციქული სულტანმან ბაგრატ მეფესა; აჰკიდა მზახობა და სთხოვა დისწული ცოლად. და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაიღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი, და წარვიდა ქუეყანად თÂსად სპარსეთად. და ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულასვარისსა. ხოლო დისწული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კÂრიკესი. სთხოვა ბაგრატ და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდძალად ერისთავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი. იბირნა კაცნი სომეხთა მეფისანიცა, და სამშÂლდეს შემომავალი სომეხთა მეფე იკÂრიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის ჭალასა, და აცნობეს ბაგრატს. და წარვიდა ქვაÃურელთათ მსწრაფლ, და მოგუარნეს პყრობილნი კლდეკართა ქუეშე. სთხოვა სამშÂლდე და არა მოსცეს, რამეთუ ერთი ძმა მათი ადარნასე შესრულ იყო სამშÂლდეს. ხოლო მიიყვანეს სამშÂლდეს და ამართეს ძელი, და გასუეს სომეხთა მეფე კÂრიკე სამ დღე; ითხოვეს მშÂდობა და მოსცეს სამშÂლდე. ხოლო მოსრულ იყვნეს ორნი ერისთავნი სომეხთა მეფისანი: ლუკიის ერისთავი და კაქვაქარისა, აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმა კვირიკესი: ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარსა, ხოლო შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა: მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი თÂნიერ სამშÂლდესა: და არცა სხუანი ციხეთა უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშვნა, არამედ სამშÂლდე ოდენ იურვა სახლად თÂსად, და ეგრეთვე მონებდეს სომეხნი. ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თÂსი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა. ხოლო შემდგომად ამისსა გაათხოვა დისწული თÂსი და შერთო სპარსთა მეფესა სულტანსა” (ანთელავა, შოშიაშვილი 1996: 236).
როგორც ცნობიდან ირკვევა, თვით ბაგრატი სულტანს არსად არ შებრძოლებია. მიუხედავად ამისა, სულტანი, მას შემდეგ, რაც “შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა”, თვითონ გამოდის ზავის დადების ინიციატორად, ამასთანავე დამარცხებული მხარისაგან არაფერს ითხოვს გარდა ბაგრატის დისწულისა, რომელსაც ცოლად შეირთავს - “აჰკიდა მზახობა”. საეჭვოა, რომ სულტანმა მთელი ეს ბრძოლები მხოლოდ ბაგრატის დისწულის შესართავად ჩაატარა. ჩნდება აგრეთვე შეკითხვა: რატომ უნდა შემდგარიყო ეს ქორწინება უსათუოდ ბაგრატის მონაწილეობით?
როგორც ირკვევა, ყველა წყარო არ არის ერთსულოვანი ამ საკითხებში და ქორწინების შეთანხმებაზეც განსხვავებული ცნობები არსებობს. ქართველი მემატიანისაგან განსხვავებული ცნობა აქვს, მაგალითად, XII საუკუნის სომეხ ავტორს, მათეოს ურჰაეცის. Mმისი გადმოცემით, ალფარსლანის “უზარმაზარი ჯარი სისხლის მსურველი გარეული ცხოველის მსგავსად დაიძრა და პირდაპირ სომხეთში მოვიდა. Aალფ-არსლანი ურიცხვი ჯარით აღუვანის ქვეყანაში შევიდა, დახოცა და დაატყვევა ხალხი. Aარავის ძალუძს იმის გადმოცემა, თუ რა ზიანი და ხოცვა მოუტანა მან ქრისტიანებს. სულტნის ურიცხვი ჯარით დაიფარა ველები და ამგვარი მოქმედების შემდეგ სულტანმა აღუვანის მეფეს გურიგეს (ე.ი. კვირიკეს – გ.ა.) წერილი გაუგზავნა და ცოლად მისი ქალიშვილი მოსთხოვა. მეფე შიშის გამო დათანხმდა და მათ შორის მუდმივი ზავი დაიდო და დიდი მეგობრობა დამყარდა. ალფ-არსლანმა დავით უმიწაწყლოს შვილს, აღუვანთა მეფე გორიგეს კეთილგანწყობით და საჩუქრებით მისი ქალაქ ლორესაკენ გზა დაულოცა. შემდეგ დიდი ჯარით საქართველოში შევიდა და ხალხს ხოცვა და მონობა არგუნა. შემდეგ ჯავახად წოდებულ ადგილას ჩავიდა, იქ ჯარი განალაგა და ახალქალაქს ალყა შემოარტყა და ძლიერი თავდასხმა განახორციელა” (მათეოსი 2000: 118).
როგორც ვხედავთ, ავტორის ცნობით, სულტანი ჯერ ქვემო ქართლში შეიჭრა, რომელსაც იმ დროს სომხური დინასტია მართავდა, და მის მეფეს, კვირიკეს, მოსთხოვა ქალი, რომელიც ამასთანავე არა მეფის ძმისშვილი, როგორც ამას “მატიანე ქართლისა” გადმოგვცემს, არამედ მეფის საკუთარი შვილი იყო, ხოლო შემდეგ გაემართა ქართლისაკენ.
XIII ს-ის სომეხი მემატიანე, ვარდანი, ადასტურებს უკანასკნელ ცნობას, ამასთანავე ქართველი მემატიანისაგან განსხვავებულ ზოგიერთ დეტალს ამატებს: “მოვიდა ტუღრილის ბიძაშვილი ალფ-არსლანი და ააოხრა 24 გავარი. ის იყო სულტნის მხედართმთავარი და მისი სიკვდილის შემდეგ თვითონ გახდა სულტანი. შემდეგ (ალფ-არსლანი) ხელმეორედ მოვიდა 100000 კაცით, აიღო ახალქალაქი, რომელიც ქართულად ახალ ქალაქს ნიშნავს და სამშვილდე, ცოლად მოიყვანა კვირიკე მეფის ასული, ქართველთა მეფის დისშვილი” (შოშიაშვილი, კვაჭანტირაძე 2002: 123).
როგორც ვხედავთ, ამ ცნობის მიხედვით, სულტანმა ახალქალაქთან ერთად სამშვილდეც აიღო. სომეხი ავტორის ცნობით, სულტანმა ცოლად კვირიკეს შვილი და არა ძმისშვილი შეირთო.
XIII ს-ის სპარსელი ისტორიკოსის ჰამდალაჰ მუსტოუფი ყაზვინის გადმოცემით სელჩუკმა სულტანმა ჯერ საქართველოში ილაშქრა: “სულტანმა ალფ-არსლანმა საქართველოზე გამოილაშქრა. ბრძოლის შემდეგ იმ ადგილის მმართველმა ბაგრატ გრიგორის ძემ სულტანთან ზავი დასდო. საქართველოს ზოგი ამირათაგანი სულტანს ტყვედ ჩაუვარდა, ზოგმა მუსლიმანობა მიიღო. სულტანი გაემართა არმენიის დასაპყრობად და იმ ადგილის მეფესთან ზავი დასდო და მისი ქალი ცოლად ითხოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ სულტანი გაეყარა მას და ნეზამ ოლ-მოლქს უბრძანა აეყვანა ის ცოლად. ნეზამ ოლ-მოლქს იმ ქალისაგან შვილები ეყოლა. ხოჯა აჰმედი იმ ქალისაგან იყო” (ფუთურიძე 1937: 23).
ქართველი მეფის, ბაგრატის, მონაწილეობას აღნიშნულ ქორწინებაში ირიბად ადასტურებს XIII ს-ის ისპაჰანელი ავტორის ბონდარის ცნობაც, რომლის მიხედვითაც, ალფ-არსლანმა “აფხაზთა მელიქი ბაგრატ გიორგის ძე აიძულა ზავის ჩამოსაგდებად მასთან თავისი ქალიშვილი დაექორწინებინა, საჩუქრები მიიღო და შეიწყალა. შემდეგ ქართველთა დედოფალთან განქორწინდა და ნიზამ ულ-მულქთან დააქორწინა” (შენგელია 1968: 226).
XIII ს-ის სირიელი მემატიანის ბარ ჰებრეის ცნობით, 1066 წელს იბერიელების და აბხაზთა მეფე ბაგრატის დის ქალიშვილი ცოლად მოუყვანეს სულტან ალფ-არსლანს და მან გამართა საქორწილო სუფრა მისთვის ქალაქ ჰამადანში. ცოტა ხნის შემდეგ მას გაეყარა და დანიშნა იგი თავის ერთ-ერთ დიდებულზე (ვალის ბუდგე 1932: 218).
XIII ს-ის არაბმა მემატიანემ იბნ ალ-ასირმა არაფერი იცის სხვა წყაროებში მოხსენიებული ქორწინების შესახებ. Mმისი ცნობით, სულტანი ქ. რეიდან გამოემართა 456 წლის რაბი ულ-ეველში (1064) და აზერბაიჯანისაკენ გაემართა, ჩავიდა მარანდში, სადაც მასთან ერთ-ერთი თურქმენი ემირი თუღთეგინი მივიდა, რომელიც ხშირად იბრძოდა რუმების წინააღმდეგ მასთან ერთან მისი თანატომელებიც იყვნენ, რომლებიც ჩვეული იყვნენ საღვთო ომს და ის მხარე კარგად იცოდნენ და მეგზურობა შესთავაზეს. მათ მიაღწიეს ნახიჭევანს, მოამზადეს გემები არაქსზე გადასასვლელად.Aაქ მას აცნობეს არეულობის შესახებ აზერბაიჯანში მდებარე ხოისა და სალმასში. სულტანმა მათ წინააღმდეგ ხორასანის გამგებელი გააგზავნა, რომელმაც ისინი მორჩილებაში მოიყვანა, რის შემდეგაც ისინიც სულტნის ჯარს შეუერთდნენ. შეგროვდნენ ურიცხვი რაოდენობის მეფეები და ჯარი. როდესაც დაასრულა ჯარის და გემების შეკრება, ალფ-არსლანი კურჯთა ქვეყნისაკენ გაემართა, ხოლო თავის ნაცვლად ჯარის მეთაურად თავისი ვაჟი მელიქ შაჰი და თავისი ვეზირი ნიზამ ულ-მულქი დანიშნა.. აქ იხსენიება ზოგიერთი ციხე-სიმაგრე, რომელთა აღება მოახერხეს მელიქშაჰმა და ნიზამ ულ-მულქმა, შემდეგ კი გადმოცემულია ახალქალაქისთვის (ა’ალლიალ ფორმით) ბრძოლა და ქალაქის დაწვა 456 წლის რაჯაბის თვეში (1064 წლის ივნისს)., რის შემდეგაც, ავტორის ცნობით, თურქ-სელჩუკები ყარსისა და ანისისაკენ გაემართნენ. “და მისწერა მას კურჯთა მეფემ დაზავების შესახებ, და მან მასთან ზავი დასდო იმ პირობით, რომ ის ყოველწლიურად მას ჯიზიას გადაუხდიდა და ის დათანხმდა” (ალ-ასირი 1940: 118-121).
ცნობა ქართველი მეფის მიერ ჯიზიის გადახდის ვალდებულების შესახებ არის სადრ აბულ ჰასან ბენ ნაშრ ბენ ალი ალ-ჰუსეინის ნაშრომშიც “სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია”, რასაც XVII ს-ის თურქი ავტორი მუნეჯიმ ბაშიც იმეორებს (შენგელია 1968: 225).
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული ფაქტები ასევე განსხვავებულად არის გადმოცემული. თავის დროზე ი. ჯავახიშვილმა შეადარა ერთმანეთს მათეოს ურჰაეცის, ჰამდალაჰ ყაზვინის და ქართველი მემატიანის ცნობები და მივიდა დასკვნამდე, რომ უპირატესობა უნდა ქართველ ისტორიკოსს მიენიჭოს, ვინაიდან “მატიანე ქართლისაის” ეს შემთხვევა ისე დაწვრილებით და ზედმიწევნით აქვს მითითებული” (ჯავახიშვილი1982: 153-154).
ნ. შენგელია ასევე სანდოდ მიიჩნევს ქართული წყაროს ცნობას. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ბაგრატ მეფემ ჯერ თავისი საქმეები მოაგვარა სომეხთა მეფესთან და მერე თავისი სიძე დაიყოლია, მისი დისწული მიეცა სულტნისათვის (შენგელია 1968: 156).
მ. ლორთქიფანიძის ვარაუდით, ახალქალაქის აღების და ქალაქის დაწვის შემდეგ, მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, სულტანმა არ განაგრძო საქართველოს დასაპყრობად ბრძოლა. შეიძლება გაწეულმა დიდმა წინააღმდეგობამ დააფიქრა ის. მან ახალქალაქიდან მოციქული გაუგზავნა ბაგრატს და დამოყვრება შესთავაზა – დისწული სთხოვა ცოლად. ამასთანავე სულტანი ანისს გაბრუნდა...”(ლორთქიფანიძე 1973: 197-198).
ნ. ასათიანის აზრით, 1064 წელს თურქებმა მოითარეშეს სამხრეთ საქართველო, “აიღეს ჯავახეთის ახალქალაქი, გაძარცვეს და დიდძალი მოსახლეობა ამოხოცეს. თურქებმა მოაოხრეს, აგრეთვე, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო. გადმოგვცემენ, რომ დახოცილთა სისხლით მტკვარი წითლად იყო შეღებილი. თურქები ამჯერად დაზავების გარეშე გაეცალნენ საქართველოს” (ასათიანი 2004: 156).
თ. ბერაძე და მ. სანაძე მიიჩნევენ, რომ ალფ-არსლანი 1064 წელს სომხეთის გავლით შემოიჭრა საქართველოში. თურქთა მარბიელმა რაზმებმა ტაო, შავშეთი, კლარჯეთი, თრიალეთი ააოხრეს, ხოლო სელჩუკთა მთავარი ლაშქარი ალფ-არსლანის სარდლობით ჯავახეთში ახალქალაქს მოადგა. ქართველები ბრძოლაში დამარცხდნენ და სელჩუკები ახალქალაქში შეიჭრნენ, სადაც დიდძალი ნადავლი და ტყვე იგდეს ხელთ... ახალქალაქიდან ალფ-არსლანმა ბაგრატ IV-ს ელჩი გაუგზავნა და ცოლად მას დისწული სთხოვა, რომელიც ტაშირ-ძორაკეტის მეფის კვირიკეს ძმისწულიც იყო და კვირიკეს სამეფო კარზე იმყოფებოდა...” (ბერაძე, სანაძე 2003: 132-133).
განსახილველ საკითხს ეხებიან თურქი მკვლევარებიც. იაშარ ბედირჰანი წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით აღნიშნულ ფაქტებს ასე გადმოსცემს: სულტანი რეიდან 22 თებერვალს გამოემართა, მერენდში შევიდა...თუღ-თეგინმა, რომელიც კარგად იცნობდა იქაურ მიდამოებს, სულტანს შეატყობინა, რომ ურწმუნო ქართველები არ ისვენებდნენ და ჯანყდებოდნენ. სულტანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეჭრილიყო საქართველოში, მაგრამ ჯერ ჩაახშო აჯანყება ხოიში და სალმასში, შემდეგ კი არმენიისაკენ დაიძრა, გადავიდა მდ.არაქსზე და ჯარი ორ ნაწილად გაყო. ჯარის ერთი ნაწილი 13 წლის მელიქ-შაჰს გადასცა, თვით კი “ხაზართა ქვეყნისაკენ” დაიძრა. შემდეგ ავტორი ამბობს, რომ ალფ-არსლანის ეს გრანდიოზული ჯარი სომხეთში შეიჭრა და იქაურობა მოკლე დროში დაიპყრო. შემდეგ იგივე ავტორი ახსენებს აფხაზ-ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ერთეულს, რომელიც შირაქის ბაგრატიდებს გამოეყო, ტაშირის ბაგრატიდების სამეფოს, რომლის ცენტრი ლორე იყო, სადაც დასაწყისში გურგენ II (1048-1089) მართავდა. Aავტორის აზრით, ალფ-არსლანი თრიალეთში შევიდა, შავშეთი აიღო, კლარჯეთში გადავიდა, რის შემდეგაც სომხეთის ჩრდილოეთით დაიძრა, ხელში ჩაიგდო ყარსი და ანისი. მანასკერტიდან ისევ თრიალეთში დაბრუნდა და ახალქალაქი აიღო. ოთხ თვეში 7 ქალაქი, 20-ზე მეტი ციხე დაიპყრო. აქვე მათეოს ურჰაეცის ცნობაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ სულტანმა გაგზავნა ელჩობა ბაგრატ IV-სთან, ხოლო, მეორე მხრივ, აღვანის მეფის გორიგეს (იგულისხმება კვირიკე) ქალი ითხოვა ცოლად. ი. ბედირჰანის აზრით, ალფ-არსლანის მიერ სომეხი მეფის, დავითის, შვილის, აგვანი მეფის, კვირიკეს, შვილის შერთვა სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნას და გაძლიერებას ემსახურებოდა. ავტორის აზრით, საქართველოს მეფეს, ბაგრატ IV-საც გაეგზავნა ელჩი და მასთანაც ზავი დაიდო (ბედირჰანი 2000: 154-164).
ალი სევიმის და ერდოღან მერჩილის გადმოცემით, 1064 წ. სულტანი რეიდან აზერბაიჯანში მივიდა. შემდეგ აქაც ნათქვამია, რომ სულტანმა ჯარი ორ ნაწილად გაყო. ანატოლიაში ბიზანტიის ხელისუფლების ქვეშ ბევრი პოლიტიკური ერთეული რომ იყო შექმნილი, ამით ისარგებლა სომეხმა უფლისწულმა, დავითის შვილმა, გიორგიმ, რომელმაც თავის დედაქალაქად ლორე გაიხადა და ცდილობდა კვლავ სამთავროს დაარსებას. სულტანმა მიიღო მისი წინადადება ყოველწლიურად გადასახადის გადახდის და სელჩუკთა ვასალობის შესახებ. Aავტორების თანახმად, სულტანი საქართველოში მხოლოდ ამის შემდეგ შეიჭრა. ნახსენებია ახალქალაქის აღება და ბაგრატის გაქცევა. აღნიშნული ავტორების თანახმად, ბაგრატმა თვითონ გაგზავნა ელჩი სულტანთან, მორჩილება და გადასახადის გადახდა შესთავაზა, რაზედაც სულტანი დათანხმდა (სევიმი, მერჩილი 1995).
იგივეა ნათქვამი ე. მერჩილის იმ სტატიებშიც, რომლებიც ენციკლოპედიებშია მოთავსებული. ჯარის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ თვითონ ალფ-არსლანი არანში მდებარე ლორეს სომხურ მიწებში შევიდა და სომეხ მეფე გიორგთან ზავი დასდო. B გიორგისთან შეთანხმების მიხედვით, რომელიც ბიზანტიის სახელით მართავდა, ეს უკანასკნელი ყოველწლიურ გადასახადს გადაიხდიდა, სულტანს დაემორჩილებოდა და ქალიშვილს სულტანს მისცემდა. შემდეგ ალფ-არსლანი საქართველოში შევიდა და თბილისსა და ჭოროხს შორის მდებარე (კანგარი, ქართლი და ჯავახეთი) რაიონში ბევრი ქალაქი და ციხე დაიპყრო (მერჩილი 2002: 147).
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მკვლევარი ერთსა და იმავე წყაროს ეყრდნობა, მათ ნაშრომებში, როგორც ვხედავთ, მცირე კითხვასხვაობები შეინიშნება. Nნაწილი უპირატესობას ქართულ წყაროს ანიჭებს, ნაწილი კი, ნაკლებად იცნობს ქართულ წყაროებს და სომხურ და აღმოსავლურ წყაროებს ეყრდნობა.
საეჭვოა, რომ ალფ-არსლანის ქვემო ქართლში შეჭრა და სომეხ მეფე კვირიკესთან ზავის დადება წინ უსწრებდა ბაგრატ მეფის მიერ სამშვილდის აღებას, როგორც ეს სომხურ წყაროებშია წარმოდგენილი. კვირიკესა და სულტანს შორის ზავი რომ დადებული ყოფილიყო, ქართველი მეფე, ალბათ, ვერ გაბედავდა ძლიერი მფარველობის ქვეშ მყოფი კვირიკეს ტერიტორიების დარბევას და თვით მეფის და მისი ძმების მიმართ რეპრესიების ჩატარებას. Aარ არის დამაჯერებელი არც ვარდანის ცნობა, თითქოს სულტანმა ახალქალაქი და სამშვილდე ერთდროულად აიღო. Aაქ, როგორც ჩანს, ვარდანს გვიანი, მალიქ შაჰისდროინდელი ცნობა აქვს გადმოტანილი და ადრეულ ამბებთან გაერთიანებული. Uუფრო ადრე კი სამშვილდე ქართველების ხელშია. როგორც ცნობილია, გიორგი II-მ აჯანყებულ ივანე ბაღვაშს სწორედ სამშვილდე გადასცა, თუმცა შემდგომში, მალიქშაჰის დროს, ქართველებმა მართლაც დაკარგეს სამშვილდე, რომელიც თურქთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენ ციხე-ქალაქად იქცა და ქართველებმა უკან მხოლოდ 1110 წელს, დავით აღმაშენებლის დროს, დაიბრუნეს.
საეჭვოდ გამოიყურება ქართული წყაროს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თურქი სულტანი თვითონ ცდილობდა ბაგრატთან ზავის დადებას და ამასთანავე არაფერს ითხოვდა დამარცხებული ქართველი მეფისაგან. აქ, ალბათ, უფრო დამაჯერებელია არაბული წყაროების ცნობა, რომელთა მიხედვითაც ბაგრატი ცდილობდა სულტანთან დაზავებას და დათანხმდა ხარკის გადახდაზეც. სხვა საკითხია, თუ რამდენად ასრულებდა ის ამ შეთანხმებას. ამის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში 1067/8 წლამდე, ალფ-არსლანის მეორედ შემოსვლამდე, მშვიდობა შენარჩუნებული იყო, ხოლო მშვიდობისათვის “ხარაჯის” გადახდა, როგორც ჩანს, სასურველი პირობა იყო. აღსართანმა, რომელიც “მიერთო სულტანსა, მიუძღუანა ძღუენი დიდი,... აღუთქუა ხარაჯა”, ამასთანავე აღსართანმა, იმისათვის, რომ ჰქონოდა გარკვეული უპირატესობა ქართველ მეფესთან შედარებით, უფრო მეტიც გააკეთა – დაუტევა სჯული, დაიცÂთა წინა”. ის, რომ ხარაჯის გადახდა რეგულარულ ხასიათს არ ატარებდა, ეს ჩანს ქართული წყაროდან. Aალფ-არსლანის მეორედ შემოსვლისას ქართველი მემატიანეც აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სულტანთან ზავის დასადებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო ხარაჯის გადახდა (ანთელავა, შოშიაშვილი 1996: 238).
როდესაც ბაგრატმა სულტანთან მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, გაგზავნა “ძიებად მშვიდობისა”, “სულტანმა შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯა და უქადა მშვიდობა”. აქაც არაფერია ნათქვამი მეფის პასუხზე, მემატიანე აღნიშნავს მხოლოდ, რომ სულტანმა “სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერღარა მოილოდინა და წარვიდა ქართლით” (ანთელავა, შოშიაშვილი 1996: 238). მაგრამ, მას შემდეგ, რაც მეფემ გაიმაგრა თავისი პოზიციები ოვსთა მეფის, დორღოლელის, ძალებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, შეუწყვიტა ხარაჯის გადახდა სულტანს, “არებდა სულტანი მოციქულთა, და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯა, არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძრუენსა და იყო მათ შორის სიტყვით სიყუარული” (ანთელავა, შოშიაშვილი 1996: 241).
მთლად ზუსტი არ უნდა იყოს ქართული წყაროს ცნობა იმის შესახებაც, თითქოს სულტანმა ბაგრატს “აჰკიდა მზახობა” და სთხოვა დისწული ცოლად. უფრო დამაჯერებლად გამოიყურება იმ წყაროთა ცნობები, სადაც ბაგრატი სთავაზობს სულტანს დანათესავებას და მოკავშირეობას, თუმცა იმის გამო, რომ მას თავისი ქალი უკვე ბიზანტიაში ჰყავდა გათხოვილი, ან აპირებდა მის იქ გათხოვებას, გადაწყვიტა სულტნისათვის თავისი დისწული, სომეხი მეფის ძმისშვილი მიეთხოვებინა. შემდეგ მან სომეხი მეფის უარი გამოიყენა იმისათვის, რომ აეღო სამშვილდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბარ ჰებრეის სულტანთან ქალის ჩაყვანა 1066 წლის ამბებში აქვს მოხსენიებული. სწორედ ამ ამბების შემდეგ ხდება, როგორც ჩანს, სომეხი მეფის სულტნის მხარეზე გადასვლა და მასთან ზავის დადება ბაგრატის წინააღმდეგ, რასაც ზოგიერთი წყარო, შეცდომით, ალფ-არსლანის პირველ თავდასხმას უკავშირებს. სწორედ ამიტომ ასახელებენ წყაროები აღნიშნული პოლიტიკური ერთეულის ცენტრად ლორეს, რომელიც ტაშირ-ძორაკეტის ცენტრი ბაგრატის მიერ სამშვილდის მიერთების შემდეგ ხდება, და არა სამშვილდეს, რომელიც სამეფოს ცენტრი ცოტა უფრო ადრე იყო.
ამგვარად, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ვფიქრობთ, რომ:
1) 1064 წელს თურქი სულტანი, ალფ-არსლანი, თავდაპირველად სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა, ხოლო შემდეგ ანისი დაიპყრო;
2) დამარცხებულმა ბაგრატმა დიპლომატიას მიმართა. ერთი მხრივ, სულტნის მორჩილებაზე და მისთვის გადასახადის გადახდაზე დათანხმდა, ხოლო, მეორე მხრივ, სულტანს დამოყვრება შესთავაზა, რისთვისაც კანდიდატურად მისი დისშვილი, ტაშირ-ძორაკეტის მეფის, კვირიკეს, დისშვილი შეარჩია.
3) თურქ სულტანს, ალფ-არსლანს, არ დაუპყრია სამშვილდე. სამშვილდე აიღო ბაგრატმა და მიუერთა ის დანარჩენ საქართველოს.
4) სულტან ალფ-არსლანს არ დაუმორჩილებია პირველად მოსვლის დროს ტაშირ-ძორაკეტის სამეფო. სომეხი მეფე კვირიკე სელჩუკ სულტანს მხოლოდ 1066 წლის შემდეგ უცხადებს მორჩილებას, როდესაც მას დაკარგული აქვს სამშვილდე და მისი ცენტრი ლორეა და არა სამშვილდე.
5) მიუხედავად არაერთგზის დათანხმებისა ხარკის გადახდაზე, ბაგრატი სამხედრო წარმატებებით და მოკავშირეებზე დაყრდნობით იმდენად იმაგრებს პოზიციებს, რომ არ ასრულებს ხარაჯის გადახდის ვალდებულებას და ახერხებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

ავტ. გიული ალასანია
Комментариев нет:
Отправить комментарий