ამბროზიო (ამბროჯო) კონტარინი (1429-1499) იყო ვენეციელი დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვენეციური არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი. 1474 წელს ვენეციის ელჩის სტატუსით გაიგზავნა სპარსეთში უზუნ-ჰასანის კარზე. 1475 ორჯერ იყო თბილისში. აქვს მოკლე, საინტერესო ცნობები თბილისის შესახებ. ინახულა საქართველოს მეფე ბაგრატ VI. კონტარინი შინ 1477 წელს დაბრუნდა და დაგვიტოვა თავისი მოგზაურობის საინტერესო აღწერილობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий