იზ-ალ-დინ აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ალ-ასირი არაბი ისტორიკოსი იყო. იგი ავტორია რამდენიმე კაპიტალური ნაშრომისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია თხზულება „სრული ისტორია“ („თარიხ ალ-ქამილი“, 12 ტომად. თხრობა იწყება სამყაროს გაჩენიდან და გრძელდება 1231-მდე. შრომის პირველ ნაწილში (სამყაროს შექმნიდან 922/923 წლამდე) მოთხრობილია ალ-ტაბარის
ისტორია შემოკლებით (ჩართულია დამატებითი წყაროები). ჩვენთვის საინტერესოა ნაშრომის მეორე ორიგინალური ნაწილი (XII ს. დასასრულისა და XIII ს. დასაწყისის ისტორია), სადაც უხვად არის მასალა საქართველოს ისტორიის შესახებ. აღწერილია ქართველების პირველი ცდა თბილისის განთავისუფლებისა 1037/38 და მათი მარცხი; ალფ-არსლანის ლაშქრობა; დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის გათავისუფლება (1122), დავით აღმაშენებლის გარდაცვალება (1125); გიორგი III-ის მიერ ანისის აღება (1161); ბრძოლა ხლათის მმართველ შაჰ არმენთან, ქართველთა მიერ არზრუმისა და დვინის დაკავება (1162), ლაშქრობები აზერბაიჯანში (1165/6), ხლათში, ყარსში; თამარ მეფის გარდაცვალება (1207), თათარ-მონღოლთა გამოჩენა შუა აზიაში, მათ წინააღმდეგ საქართველოსა და მისი მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების კოალიციური ლაშქრობის მზადება ლაშა გიორგის ინიციატივით. მონღოლთა გამოჩენა სამხრეთ კავკასიაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий