вторник, 30 января 2018 г.

საუკეთესო კვლევები თამარ მეფის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით

         წყაროები თამარ მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
ისტორიანი და აზმანი
„მოხედა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკვიდრებელსა თვისსა და მიიცვალა მეფე თამარ ხმელსა1 დგომასა შინა. და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თვისსა ლაშას“.
შენიშვნა
1. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ხმელი ტაბახმელას შემოკლებული ვარიანტი უნდა იყოს და ამ წყაროს ცნობით თამარი ტაბახმელას უნდა გარდაცვლილიყო. ტაბახმელა კი ნამდვილად იყო სამეფო სადგომი. მაგ. აქ დაიბადა გიორგი ლაშა.
ბასილი ეზოსმოძღვარი
ნაჭარმაგევს გადმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი. და იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თვისისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და იქ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოხრებელი ჩვენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს. მაგრამ ურგებელ იქმნა რა ჭირი, არა მიმთვალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხვეველად მიშვება აგებულებისა.
და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს ყვეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი. რამეთუ წამოიყვანეს კუბოთა (ტახტრევანით) ტფილისს, და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩვეულებისაებრ, რათა დასოს1 გავიდნენ. ისწრაფდნენ და იქ წაიყვანეს კუბოთავე და დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო. და კვლავ წამოიყვანეს აგარათა ციხესა2.
და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ხელოვნებისა. ამისთვისცა იყვნენ თვით იქ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი მიმდემნი, და ცრემლთა დინებანი იხილვებოდე! მდიდართა და გლახაკთანი სწორებით. მაგრამ განჩინება წინააღუდგომელი იყო და დღემან იწყო მიდრეკად, და მზემან დასლვად, და ჰაერმან სხვად ფერად უფერულობა და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწვთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და თვალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართეს. ხელთა მათ, მსახურებისაგან გლახაკთასა არასოდეს დაცხრომილია, იწყეს მოუძლურებად; და ფეხთა მათ მარადის ღმრთისათვის მაშვრალთა იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხვად და სხვად ფერად იხილვებოდეს.
ზოგადმან უღონოებამან მოიცვა ყოველნი და არა უწყოდეს, თუ რამცა ყვეს. მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდნენ თავთა თვისთა და შვილთა თვისთა ღმერთსა, და ითხოვდნენ მის ზედა მომავალსა სიკვდილსა: „რათა მარტო ესე დარჩეს და ჩვენ ყოველნი მოგვსრენ“. ამას ხმობდეს და მოეცვათ სასვენებელი პალატისა, რომელსაც ქონდა ცხედარი უბადრუკებისა ჩვენისა, და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკვდილსა შემოსლვად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა იქ, ანუ სავედრებელთაგანი გინა მწუხარებათა, მაგრამ მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო.
ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თვისისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თვისი, და მხნედ მდგომარე ესეთ ეტყოდა: „ძმანო ჩემნო და შვილნო მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქვეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქვენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მქონდა სიყვარული თქვენი, და სარგებელსა და სათნოსა თქვენსა არა დავაკლე თვითოეულისაებრ არზანგისა ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქვენ ზედა მეფედ. აწ მეცა წავალ მამათა ჩვენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ, მახსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ. და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი“.
შევედრა ყოველთა და მიუთუვალა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯვარსა ცხოველსმყოფელსა. და მერე უკანასკნელად ხმა აღმოუტევა, და ყოველთა მშვიდობა მისცა ესე მეტყველმა: „ქრისტე, ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქვეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელიც შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნიც შენ მომეც, და მერე სულსა ჩემსა“.
მაშინ გავიდნენ ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თვესა იანვარსა იჱ (18). და აივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თვისად დაგვაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა... თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყვდიალ ყოველი გვარი კეთილ-მეფობისა.
შენიშვნები
1. „დასო მაღნარისა და ხშირისა, რათამცა ფიჩხთა სახელი არის“ - გვამცნობს ვახუშტი. ამ შემთხვევაში იგულისხმება თბილისის მთიანი, ხშირტყიანი ადგილი, სადაც მეფე ზაფხულსა და შემოდგომას ატარებდა ოჯახთან ერთად.
2. აგარათას ციხეს XV ს-ში ეწოდა კოჯრის ციხე. მდებარეობს ს თვითმართველ ქალაქ თბილისში, მისგან 18 კმ–ის მოშორებით მდებარე დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე.
ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე
„ორნი შვილნი მიეცეს: გიორგი და რუსუდან. ამის გიორგის შობასა ზედა გაილაშქრა და აიღო კარი: ესე ჩნდაბედნიერობა ამისი და თამარ მეფისა.
და ასული მამის მისისა გიორგისი, რუსუდან დედოფალი, იყო ტკბილი და მოწყალე, ნუგეშინის-მცემელი და შემხვეწელიგაჭირვებულთა, და მზრდელი ჩვილთა და ობოლთა, რომ ღირსნი მათგან ზრდისანი ნაშობთა მათთა წინაშე მიუსხმიდნენ. ხელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა.
მოახლენი მათნი სულტანნი მოხარკედ დასხა და სამეფო განუხეთქელად დაიცვა, ყოველნივე შეიტკბა და მშვიდობა ჰყო ყოველთათვის. მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და ავიდა წინაშე ღმრთისა, სადაც იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათ-მთავარნი და მეფენი, თვესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა, აგარათა სომხითისათა, ქორონიკონსა ოთხას ოცდაშვიდსა (1207). დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს.
ვაი იყო ჟამისა მისთვის რამდენ ულხინებელი: გლოვა, ტყეპა და თმათა ფხვრა იქმნებოდა, ლმობიერებანისიტკბოებანი, ღირსთათვის მშობლურნი ზრდანი და ბოძებანი. სახმარ იყო გულისხმის-ყოფა მეცნიერთაგან, მოთქვმანუგეშინის-მცემელთაგან.
იგლოვა ყოველმან ამან სამეფომან ჟამსა ჯეროვანსა. დასვეს გიორგი ძე მისი მეფედ მასვე წელიწადსა, რომლისა წელნიცამრავალ-ჟამეულ არიან და ცხოვრება მათი კეთილად წარმართებულ აქა ცვალებადსა თანა, მერესაცა დაუსრულებელსა.
        დებუას ეპისტოლე
ჯვაროსანი რაინდის დე ბუას ეპისტოლე, გაგზავნილი სირია-პალესტინის საზღვრიდან საფრანგეთში, ბეზანსონელი არქიეპისკოპოსის ამედე დე ტრამლესადმი.
`ღირსსა, ქრისტეს მიერ მამასა და მეუფეს ამადეოს, ღვთის განგებით ბეზანსონის არქიეპისკოპოსს - მორჩილი მსახური გ... დე ბუა. ამენ.
... აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო. ამბად მივიღე, და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან გავიგეთ, რომ ივერიითაგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობითი და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ დახმარებით ძალათა ფრიად აღჭურვილი, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგენ და, აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს. აღნიშნულ ქალაქთაგან ერთი, ევფრატზე მდებარე, ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარ\ჩინებული ყოფილა და დიდი, იმ ქალაქის პატრონი ბაბილოვნის სულთნის შვილი იყო; და ზემონათქვამ ქრისტეანთაგან ტყვედ ქმნილს, თავი მოეკვეთა, თუმცა უზომო ოქროს განძის მიცემა აღუთქვა.
კერძოდ რაღა მოგახსენოთ? ზემო აღნიშნული წმინდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებეს. მეფე მათი წარჩინებული, თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით. ჭაბუკი ესე დედამისის დედოფლის უძლიერესის თამარის ნეშტს თან ატარებს, რომელმაც, სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დასდვა, და შვილსა თვისსა სთხოვა, თუ მიიცვალებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ. მან კი დედის თხოვნათა ყურადმღებელთა და დედის აღთქმის შესრულების მსურველმა, დააპირა მისი (გვამის) წმინდა ქალაქში წამოღება წარმართთა ნებით თუ უნებლიეთ...~
საუკეთესო გამოკვლევები თამარ მეფის სიკვდილთან დაკავშირებით:

თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი (ჯ. ოდიშელი)


















XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ქრონოლოგიის საკითხისათვის (შანშე დარჩაშვილი 1975 წ.)








ცდა ერთი თარიღის დადგენისა (თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე, 1974 წ.)




































Комментариев нет:

Отправить комментарий