воскресенье, 26 ноября 2017 г.

სამცხე-საათაბაგოს XV-XVI ს-ის ისტორიის მასალები

ათაბაგთა ქრონიკა
დაწერილია თანამედროვეს მიერ, რომელიც აშკარად ჯაყელთა ოჯახის წევრია.
1. წელთა დასაბამითგან ექსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა (1474 .), ოკდონბერსა ათსა, მწუხრი ვისა რომელიც ორშაბათად გათენდებოდა, ძმა მათი ნე, ახოვანი, თის მოყარე ბაადურ ამიერ სოფლიდან მიიცვალა და თისა მივიდა, წლისა ოცდა ერთისა.
2. წელთა დასაბამითგან ექსიათას ცხრაას ოთხმოც და ვიდმეტსა (1489 .), დეკენბერსა რამეტსა, დღესა პარასკევსა, დედა მათი ვთის მოყარე, ობოლთა და გლახაკთა შემწყალე, მსგავსი წმიდათა დედათა, პატრონი დედისიმედი გავიდა წარმავალისა ამისგან და მივიდა საუკუნეთა მათ წარუვალთა, წლისა ორმოცდათოთხმეტისა.
3. წელთა დასაბამითგან ვიდიათას და ექსსა (1498 .), ივლისსა ერთსა, დღესა ვირასა, მიმწუხრი, მამა მათი ნე, თის მოყარე, სახელ-განთქმული, საღთოჲთა და საკაცობოთა ყოვლითა ზნითა შემკული პატრონი ყვარყვარე ამიერ სოფლით გარდაიცვალა და წავიდა სავანეთა მათ საუკუნეთა, წლისა ოთხმოც და ორისასა დღე აკლდა ორმოცდა თხუთმეტი, რომლისა საუკუნო იყავნ სენება მათი.
4. წელთა დასაბამითგან ვიდიათას და რვასა (1500 .), მაისსა ექსსა, დღესა ოთხშაბათსა, ჟამსა მეექსესა დღისასა, პირმშო ძმა მათი თის მოყარე, ნე, უძლეველი, ედარი განთქმული, ახოვანი ბრძოლათა შინა, ყოვლითურთ და ყოვლადვე უმჯობესი ყოველთა კაცთა ამ ჟამისათა, საღთოთაცა და საკაცობათა, პატრონმან ქაიხოსრო განვლო მდენი ესე და წარმავალი საწუთო და თისა მივიდა, რომლისცა ტრფიალ იყო და სუროდა, წლისა ორმოც და ცამეტისა, რომლისა საუკუნოჲმცა არ სენება მათი.
5. წელთა დასაბამითგანთა ვიდიათას ოცდასამსა (1515 .), ივნისსა ხუთსა, დღესა სამშაბათსა, ჟამსა მზის ამოსლვისასა, ძმა მათი, თის მოყარე, ნე, უძ...  მზეჭაბუკი  გარდაიცვალა.
ქრონიკა ნათელს ჰფენს ვახუშტის შეცდომებს ყვარყვარე II-ისა და მისი მემკვიდრეების მოღვაწეობის დათარიღებასთან დაკავშირებით.
გიორგი VIII-ის ასული ქეთაონ ყოფილი ქრისტინეს მოსახსენებლები
~ ეფრემ! შეიწყალე პატრონი ქეთაონ და პატრონი ვახუშტ, აქასა ამას ყოფასა და მერმესა დაუსრულებელსა ნათელსა პირისა შენისასა ღირს ყავნ და ძენი და ასულნი მათნი მშვიდობით და ამოდ ამყოფე“.
ღმერთო მამათა ~ნთაო... მშვიდობით დღეგრძელობით წარჰმართე და მრავალჟამთა ამოდ და სუფევით ამყოფე პატრონი ქეთაონ და ნუ უზამ მისთა მტერთა გულისასა. აქა, სააქაოს ადღეგრძელე და მას საუკუნესა აცხოვნე და ამისსა უცებად მჩხრეკელსა, ამა მორჭმულისა და ღვთის მოყვრისა და გლახაკთ-მოწყალისა პატრონისა გაზრდილსა ნაუასძესა ზებედეს ~ნს ~“.
ღმერთო... შეიწყალე ორსავე შინა ცხოვრებაისა დიდისა და წარჩინებულისა მეფეთ-მეფისა ასული დიდებული დედოფალი, ყოვლისა დაბადებულისა უპირატესი პატრონი ქეთაონ. ამინ, რომლისა ბრძანებითა დაიწერნეს წმიდანი ესე წიგნნი“.
„...უფალო იესე ქრისტე! ...მოიხსენენ სახიერებით და წყალობით მონანი შენნ პირველ დაძინებულნი, მართლ მადიდებელნი: პაპი ჩემი პატრონი ყვარყვარე1 და ბებერა ჩემი პატრონი დედისიმედი და მამაი ჩემი მეფეთ მეფე პატრონი გიორგი და ბიძა ჩემი პატრონი ქაიხოსრო და ბაადურ, მართალიხონ და გულბუდახ და ყოველნი დაძინებულნი მიცვალებულნი ჩემნი“.2
წმიდაო ღვთის მშობელო! მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა და ~თისა ~ნისა შესუენებულსა პატრონსა პაპსა3 ჩემსა ყვარყვარეს და ბებერაჩემსა პატრონსა დედისიმედსა და პატრონსა მამას ჩემსა მეფესა გიორგის4 და ბიძას ჩემსა ქაიხოსროს5, ბაადურს, მართალიხონს და პატრონს იანქოს და გულბუდახს. და იხსენ სულნი მათნი“.
წმიდანო მთავარანგელოზნო!... მეოხ ეყვენით წინაშე უფლისა შესუენებულსა პატრონსა6 ყვარყვარეს და პატრონსა დედისიმედსა და მეფესა პატრონსა მამას ჩემსა გიორგის და ბიძათა ჩემთა პატრონთა ქაიხოსროს და იანქოს და ბაადურს და მართალიხონს და გულბუდახს“.
წმ. ბასილი! მეოხ, მცველ და მფარველ მეყავნ მოსავსა შენსა და მადიდებელსა პატრონსა ქეთაონს! ძეთა ჩემთა ყოველთავე“.
დამიფარე ცოდვილი და უღირსი მონა შენი ქეთაონ“.
შენიშვნები
1. ჩამატებულია: და ვახუშტ ყოფილი ვასილიოს და ძე მათი ამუან და და მათი პატრონი ელენე და მათი დედა ეკატირინე
2. ჩამატებულია: პატრონის ქეთაონ ყოფილისა ქრისტინასსა და მათისა სიძისა სფირიდონისასა. ამინ
3. ჩამატებულია: და ვახუშტ ყოფილსა ვასილიოსს და ძესა მათსა ამოანს დასაი მათსა ელენეს
4. ჩამატებულია: დედასა ჩემსა თამარს და ძესა მათსა ვახტანგ ყოფილს ვარსიმეს.
5. ჩამატებულია: ძმასა მათსა იაკობს
6. ჩამატებულია: ვასილიოს და ძესა მათსა ამოანს, დასა მათსა ელენეს.
მეწიეთის მარხვანის მოსახსენებლები
1. ბაგრატ (IV) აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნოჲმცა არის.
2. გიორგი (II) კესაროსისა, აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნოჲმცა არის.
3. დავით (IV), ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა ახლისა მართლმადიდებელისა სკ˘ნჲ.
4. დემეტრე (I) ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა სკ˘ნჲ.
5. გიორგი (III) ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფედ მპყრობელისა, მეფეთ-მეფისა სკ˘ნჲმცა.
6. თამარ ყოვლისა აღმოსავლეთისა ახლისა მართლმადიდებლისა, აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა და კახთა და ყოველთა ქრისტეანეთა მპყრობელისა სკ˘ნჲმცა.
7. ძისა მათისა, მეფეთ-მეფისა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მტკიცედ მპყრობლისა გიორგისი (IV) და მეფეთ-მეფისა სკ˘ნჲმცა არის სახსენებელი...
8. დისა მათისა, რუსუდან მართლმადიდებლისა, ყოვლისა აღმოსავლეთისა მტკიცედ მპყრობელისა საუკუნოჲმცა.
9.დავით (VI) და დავით (VII) მართლმადიდებელთა მეფეთ-მეფეთა სკ˘ნჲმცა არის.
10. უსხეულოთა მიმსგავსებულისა ˘ისა მამისა ჩვენისა ეფთვიმე მთაწმიდელისა, ახლისა ოქროპირისა, ქართველთა განმანათლებელთა, სკ˘ნჲ.
11. ˘თა და მართლმადიდებელთა დედოფალთა - მარიამ და მართასი სკ˘ნჲ.
12. ˘თა მამათა: იოვანე და იოვანე სვინგელოზისა და გიორგისი სკ˘ნჲმცა.
13. ˘სა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისა, ქართველთა მნათობისა, სკ˘ნჲმცა არის.
14. ყოველთა ნათესავთა ˘თა მასპინძლისა ქართველთა, გრიგოლი სევასტოსისა, ბაკურიანის ძისა და ყოვლისა დასავლისა დიდისა დემესტლიკოჲსისა მართლმადიდებლისა სკ˘ნჲმცა...
15. მართლმადიდებლისა მეფისა ალექსანდრესი (II იმერელთა) და მათისა მეუღლისა მისისა პატრონისა დედოფლისა თამარისი სკ˘ნჲ.
16. ძისა მათისა, დიდისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისი (III იმერელთა) და ძმათა მისთა ღვისმოყვარეთა გიორგი და ვახტანგისი სკ˘ნჲ.
17. ღვთისმოყვარისა, მართლმორწმუნისა, პატრონისა ყვარყვარესი (II).
18. და თანამეცხედრისაჲ მისისა პატრონისა ანასი და ძეთა მათთა პატრონისა მზეჭაბუკ და ქაიხოსროსი (I) სკ˘ნჲ.
19. ქრისტეს მოყვარისა და მართლმადიდებლისა პატრონისა სფირიდონისი და მეცხედრისა მისისა, დიდისა მეფისა ალექსანდრეს (II იმერელთა) ასულისა, ღვთისმოყვარისა, მორწმუნისა და მართლმადიდებლისა პატრონისა თინათინისი სკ˘ნჲმცა.
20. ძისა მათისა თისმოყვარისა და მართლმორწმუნისა პატრონისა იოსაფატისი და მეცხედრისა მისისა მართლმორწმუნისა და თისმოყვარისა პატრონისა ქეთაონისი მრავალმცა არიან წელნი ცხოვრებისა მათისნი და საუკუნომცა არის ხსენება და კურთხევა მათი. და ძეთა მათთა მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მათისა და სკ˘ნო ხსენება და ˘.
21. ღვთისმოყვარისა პატრონისა მამისასი და ქრისტეს მოყვარისა პატრონისა ირინესი და მართლმორწმუნისა პატრონისა აბდულმისესი სკ˘ნჲმცა.
22. ღვთისმოყვარისა და მართლმორწმუნისა პატრონისა ელენისი სკ˘ნჲმცა.
23. ძისა მათისა ღვთისმოყვარისა პატრონისა იორამისი (გიორგი მერვის ასულ ქეთეონისა და ვახუშტი შალიკაშვილის ასული) სკ˘ნჲ.
24. ღვთისმოყვარისა და მართლმორწმუნისა პატრონისა თამარისი (გიორგი მერვის ასულ ქეთეონისა და ვახუშტი შალიკაშვილის ასული) სკ˘ნჲ.
25. ღვთისმოყვარისა და მართლმორწმუნისა პატრონისა გულქანისი მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი და საუკუნომცა არის ხსენება და ˘ხვა მისი და ძეთა მისთა მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი.
კოპასძეთა ხელნაწერის მოსახსენებლები (1530-1535 წლები)
1. ბაგრატ (IV) აფხაზთა და ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნოჲმცა არს სახსენებელი.
2. გიორგი (II) კესაროსისა, აფხაზთაჲ, ქართველთა მეფისა...
3. დავით, (IV) ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა ახლისა მართლმადიდებელისა საუკუნოჲმცა სახსენებელი და კურთხევა მისი.
4. დემეტრე (I) ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა საუკუნოჲმცა სახსენებელი და კურთხევა მისი.
5. გიორგი, (III) ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფედ მპყრობელისა, მეფეთ-მეფისა საუკუნოჲმცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
6. თამარ ყოვლისა აღმოსავლეთისა ახლისა მართლმადიდებლისა, აფხაზთა, ქართველთაჲ, ჰერთა და კახთა და ყოველთა ქრისტეანეთა მპყრობელისა საუკუნოჲმცა არის სახსენებელი და კურთხევაჲ მისი.
7. ძისა მათისა გიორგი (IV) ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მტკიცედ მპყრობლისა მეფეთ-მეფისა მრავალმცა არიან წელნი მეფობისა მისისანი...
8. დიდისა და წარჩინებულისა და სიმხნით განთქმულისა და სახელოვანისა და მტერთაგან უძლეველისა ათაბაგ-ამირსპასალარისა, მორწმუნისა პატრონისა ჩვენისა ყვარყვარესი (II) საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
9. ეგრეთვე მეუღლისა მათისა, დედათა დიდებისა და სიკეთისა ძეგლისა, წმიდათა მენელსაცხებლეთა მოდასისა და სარწმუნოებისა ბეჭდისა და კეთილად მოღვაწისა, ღვთისმოყვარისა პატრონის დედისიმედის საუკუნოჲცა არის სახს. და ˘.
10. და პირმშოსა ძისა მათისა, სიმხნით ქებულისა და სიბრძნის გამომეძიებელისა და დაუცხრომელად ღვთის მადიდებელისა პატრონის ქაიხოსროს საუკუნოჲმცა არს სახსენებელი და კურთხევაჲ მისი.
11. და შემდგომისა და საყვარელისა ძმისა მისისა, ღვთივ განბრძნობილისა, მხნედ მხედრისა და მრავალთა და ძლიერთა და სახელდებულთა ფალავანთა დამამხობელისა და ქედისა შემმუსვრელისა, საქრისტიანოს ზღუდისა, სრულისა ჩოხოსნობისა და ანგელოზებრივისა სქემისა ღირსად მიმღებელისა პატრონისა ჩვენისა მზეჭაბუკ-ყოფილსა იაკობისი (ყოფ. ათაბაგი) საუკუნოჲმცა არის სახსენებელი და კურთხევაჲ მისი.
12. და ძმისწულისა მათისა, მხნისა და ახოვანისა და ქველ-პირმეტყველისა, აგარიანთა მომსრველისა, გულოვნრბით სახელგანთქმულისა, მტერთა შემაძრწუნებელისა, სარწმუნოებისა და ქრისტეს ჭეშმარიტისა სჯულისა მტკიცედ მპყრობელისა და აწ მფლობელისა ˘ნისა პატრონისა ნავ ყვარყვარესი (III) საუკუნოჲმცაჲ არის სახსენებელი და კურთხევაჲ მისი, მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი ცხორებისაჲ მისისანი.
13. და მეუღლისა მათისა, ღვთივ-გვირგვინოსანისა მთიებისა და ცისკროვნებრ ბრწყინვალისა, სიმშვიდის მეძიებელისა და წერილთ-მოყვარულისა და ჯვართა და ხატთა პირად-პირადად მამკობელისა პატრონისა ˘ნისა ანნაჲსი მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი ცხოვრებისა მისისასანი.
14. და ძეთა მათთა, სამოთხის ნერგთა, ვარდთა სურნელთა და გონიერთა, საღვთოდ-სამხედროდ აღზრდილთა პატრონის მზეჭაბუკისი (I) და პატრონის ქაიხოსროსი (II) მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი ცხორებისა მათისანი.
15. და სოილ კოპას ძისა, ტავოსა ამილახორისა და მხატვრობით კეთილად ხელოვნისა და სიბრძნისმეტყველისა და საღვთოთა წერილთა მართლიად აღმასრულებელისა და თარგმანთა განმამარტებელისა მრავალმცა არიან დღენი და ჟამნი სუფევისასა მისისანი და კვლავადცა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევაჲ მისი.
16. ეგრეთვე მართლ-მადიდებელთა და კურთხეულთა მშობელთა მისთა რუამ-ყოფილისა რაშთაელისი და რაინდო-ყოფილისა ეკატირინესი საუკუნოჲმცა არის სახსენებელი და კურთხევაჲ მათი.
17. და მემცხედრისა მისისა, ღვაწლ-მრავალ და მოღვაწებით ˘თა ქალწულთა მიმსგავსებულისა, ლოცვა-მარხვით დაუშრომელსა და სრულსა მონაზონებისა და სქემოსნობისა ღირსებით სრულქმნილსა, მანგუშარ-ყოფილსა მართასი საუკუნოჲმცა არის სახსენებელი და კურთხევაჲ მისი.
   18. ძეთა და ასულთა მათთა მიცვალებულთა საუკუნოჲმცა არის სახსენებელი და კურთხევაჲ მათი... და ცოცხალთა მრავალმცა არიან ჟამნი და დღენი ცხორებისა მათისანი, ამინ.
ამილახორთა სახლის კრებულის მოსახსენებლები (1530-1535 წლები)
1. ბაგრატ (IV) აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
2. გიორგი (II) კესაროსისა, აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
3. დავით (IV), ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა ახლისა მართლმადიდებელისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
4. დემეტრე (I) ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
5. გიორგი (III) ყოვლისა აღმოსავლეთისა ხელმწიფედ მპყრობელისა, მეფეთ-მეფისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
6. თამარ ყოვლისა აღმოსავლეთისა ახლისა მართლმადიდებლისა, აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა და კახთა და ყოველთა ქრისტეანეთა მპყრობელისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
7. ძისა მათისა, გიორგი (IV) ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მტკიცედ მპყრობლისა და მეფეთ-მეფისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
8. დისა მათისა, რუსუდან მართლმადიდებლისა, ყოვლისა აღმოსავლისა მტკიცედ მპყრობელისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
9.დავით (VI) და დავით (VII) მართლმადიდებელთა მეფეთა და მეფეთ-მეფეთა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
10. უსხეულოთა მიმსგავსებულისა წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმე მთაწმიდელისა, ახლისა ოქროპირისა, ქართველთა განმანათლებლისა, საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
11. წმიდათა და მართლმადიდებელთა დედოფალთა - მარიამისი და მართასი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
12. წმიდათა მამათა: იოვანესი და იოვანე სვინგელოზისა და გიორგისი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
13. წმიდისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისა, ქართველთა მნათობისა, საუკუნომცა არს სახსენებელი და კურთხევა მისი.
14. ყოველთა ნათესავთა ჩვენთა მასპინძლისა ქართველთა, გრიგოლი სევასტოსისა, ბაკურიანისძისა, ყოვლისა დასავლისა დიდისა დემესტლიკოსისა მართლმადიდებლისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
15. მართლმადიდებლისა მეფეთ-მეფისა გიორგისი (VIII) და მათისა მეცხედრისა.
16. დედოფალთა-დედოფლისა თამარ (ჯაყელი. გიორგისი VIII-ის ცოლი) ყოფილისა სალომესი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
17. ძისა მათისა ვახტანგისი და მათისა მეცხედრისა გულქანისი.
18. ძისა მათისა ხოსრო თანგილისი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
19. პატრონისა ყვარყვარესი და მათისა მეცხედრისა დედისიმედისა.
20. და ძეთა მათთა პატრონისა ქაიხოსროსი და პატრონისა მზეჭაბუკისი საუკუნოჲმცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
21. ვახუშტ-ყოფილისა ვასილიოსი (შალიკაშვილი) და მათისა მეცხედრისა მეფეთ-მეფისა ასულისა ქეთაონ-ყოფილისა ქრისტინასი და ძეთა მათთა ამუანისი და ელენესი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
22. პატრონისა ელისბარისი და მათისა მეცხედრისა მარიხისი და ძეთა მათთა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
23. ძმისა მათისა პატრონისა იოთამისი და მათისა მეცხედრისა მზექალისი და ძეთა მათთა საუკუნომცა არს სახსენებელი და კურთხევა მათი.
24. დისა მათისა თამარისი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
25. პატრონისა ეკატირინასი და ძეთა მათთა: ბოქასი, სურხანისი, გარსევანისი და გურგაქისი საუკუნომცა არს სახსენებელი და კურთხევა მათი.
26. მათისა გაზრდილისა მწერლისა ზოსიმესი და მისთა მიცვალებულთა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
ანდერძები
1. ღმერთო და ყოვლად წმიდაო ღვთის მშობელო და მისნო წმიდანო! შეეწიენით მას საუკუნესა ქოიარ-ყოფილსა ქერობინს და მისსა მეცხედრესა პატრონსა თამარს და ძეთა მისთა.
2. ღმერთო და აწყურისა ღვთის მშობელო, შეიწყალე თამარ.
3. ღმერთო და აწყურისა ღვთის მშობელო, პატრონი თამარ და ძენი მისნი მშვიდობით დაიცევ და დღეგრძელობით. ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმან, ამინ.
4. ჯუარო ქრისტესო, შეიწყალე ზებედე. ამინ.
5. წმიდაო ნიკოლოზ! შემეწიე ზებედეს, ამის მწერალსა.
6. წმიდაო ნიკოლოზ! შეიწყალე ზებედე და ჩემი მამა ბასილი, ამინ.
ამილახორთა გვიანდელი მოსახსენებლები
1. ამილახორისა ელბდურისა საუკუნომცა არს სახსენებელი მისი და კურთხევა მისი და თანამეცხედრისა მისისა ხურციძისა ასულისა ნესტარჯნისი საუკუნომცა არს სახსენებელი მისი და კურთხევა მისი და ძეთა მათთა ფალავანხოსროსი, ნიკოლოზისი, ზესშთელისი საუკუნომცა არს სახსენებელი მათი და ასულთა მათთა საუკუნომცა არს სახსენებელი და კურთხევა მათი და სიმრთელით და დღეგრძელობით მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა ელბადურისა, ნესტარჯნისა და ძეთა მათთა: პირმშოსა და ახოვნისა ძისა მისისა მელქიზედეგისი...
2. ...ასულისა მისისა რებექისა საუკუნომცა არსა კურთხევა მისი; დისა ჩემისა, ამის მწერლისა ათანასიასი საუკუნომცა არის კურთხევა მისი.
3. . ასულისა მისისა გულბუდახისა და თანამეცხედრისა მისისა ედიშერისა მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მათისანი.
ბანას გადაწერილი 1504 წლის ოთხთავის ანდერძი
1. კურთხეულ არის ღმერთი. სრულ იქმნა წმიდა ეს ოთხთავი ქორონიკონსა მეთოთხმეტედ მოქცეულსა: რპიბ (). მარტსა (8): ხელითა ცოდვილისა აკაკისითა:-
2. თუცა ნაწერი უუნდობეს ~ შემოქმედისა არიან ბრძანებინი. რომელნი ესე კაცთა ცხოვრებისათვის აღმოთქვნა, მანვე, კაცთათსვე კაც ქმნულმან.
   3. ამთ~ იწვრთიდი, უფროსღა საქმით ჰყოფდი და ჩემთვის, მწარედ ცოდვილისა, ლოცვასა ჰყოფდი, მონაო ღვთისაო, სარწმუნოო. რომლისა ბრძანებითა აღიწერა წმიდა ესე წიგნი, დიდისა ღვთის მოყვარისა და მოწყალისა პატრონისა დედოფალთა დედოფალისა თამარისნი მრავალმცა არიან წელნი სუფევისა მათისნი.
   4. ნება წადილთა ზედა აღსრულებითა დიდსა და ქრისტეს მოყვარისა პატრონისა ძმისა მათისა მზეჭაბუკის მორჭმითა და ამოდ ყოფნიდა.
   5. და ეგრეთვე შვენიერითა ძეთა და ძის წულთა მათთა ბედნიერობითა და დღეკეთილობითა საუკუნო იყავნ სახსენებელი და კურთხევა მათი.
   6. ეგრეთვე დიდებულთა მშობელთა მისთა: პატრონისა ყვარყვარესი და პატრონისა დედისიმედისა საუკუნო იყავნ ხსენება მათი: ეგრეთვე ქრისტეს მოყვარეთა ძმათა მისთა: პატრონისა ქაიხოსროსი და პატრონისა ბაადურისა საუკუნო იყავნ სახსენებელი და კურთხევა მათი.
   7. პირველად ატრონი ბაადურ მიიცვალა. ქორონიკონსა (1474): ოკდომბრის დღისა (10) ჟამს. პატრონი დედისიმედი ქორონიკონსა როზ (1489): დეკემბრის ით (19). დღესა (6) ჟამს. პატრონი ყვარყვარე ქორონიკონსა რპვ (1498). ივლისის (1). დღესა (1). პატრონი ქაიხოსრო ქორონიკონსა რპჱ (1500): მაისს (6) დღე (4).








































































სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ისტორია



























Комментариев нет:

Отправить комментарий