суббота, 11 ноября 2017 г.

„აფხაზთა მეფეთა დივანი“ (XI ს.)

„აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა“
ქრისტეს სახელითა მე კონსტანტინე მეფემან, ძემან სულკურთხეულის ბაგრატ აფხაზთა მეფისამან: ვპოვე საჭურჭლესა ქუთათისის მდივანი. მეფეთა შინა ეწერა სახელები მეფეთა და დაძველებულ იყო და ახლად გადავაწერინე:
         პირველი მეფე აფხაზეთისა იყო ანოს: მეორე შვილი მისი ღოზარ: მესამე შვილი მისი ისტვინე: მეოთხე შვილი მისი ფინიქტიოს: მეხუთე შვილი მისი ბარნუკ: მეექვსე შვილი მისი დიმიტრი: მეშვიდე შვილი მისი თეოდოსი: მერვე შვილი მისი კოსტანტი: მეცხრე შვილი მისი თეოდორე: მეათე შვილი მისი კოსტანტინე: მეთერთმეტე ძმა მისი ლეონ, რომელმაც დაყო მეფობასა შინა თვისსა წელიწადი ორმოცდახუთი: მეთორმეტე შვილი მისი თეოდოსი, რომელმაც დაყო მეფობასა შინა თვისსა წელიწადი ოცდაშვიდი: მეცამეტე ძმა მისი დემეტრე. მეფობდა ოცდა თექვსმეტ წელს: მეთოთხმეტე ძმა მათი გიორგი მეფობდა, რომელსაც საუფლისწულოდ აღწუფი ჰქონდა. და ამისთვის ეწოდა მას გიორგი აღწუფელი. ამან იმეფა შვიდ წელს: მეთხუთმეტე შვილი დემეტრესი ბაგრატ. მეფობდა მეფობდა თორმეტ წელს: მეთექვსმეტე შვილი მისი კოსტანტი. მეფობდა ოცდაცხრამეტ წელს: მეჩვიდმეტე შვილი მისი გიორგი. მეფობდა ორმოცდახუთ წელს: მეთვრამეტე შვილი მისი ლეონ. მეფობდა ათ წელს. მეცხრამეტე ძმა მისი დიმიტრი. მეფობდა რვა წელს: მეოცე ძმა მისი თეოდოსი თვალ-დამწვარი. მეფობდა სამ წელს. და ამასა შ - დ ინება ღმერთმა და დავიპყარ მე ქვეყანა აფხაზეთისა, დედული ჩემი, ბაგრატ ბაგრატოანმა, ძემან სულ-კურთხეულისა გურგენისამან, და ასულის წულმან გიორგი აფხაზთ მეფისამან: და თუ მე რაოდენთა წელსა დავყოფ მეფობასა ჩემსა, ღმერთმან უწყის“:
         შემდეგ მიმატებულია:
         „ხოლო მეფობდა ესე ბაგრატ ოცდა თექვსმეტ წელს და შემდგომად იმისა მეფობდა შვილი მისი გიორგი ცამეტ წელს და ხუთი თვე“.



Комментариев нет:

Отправить комментарий