среда, 1 ноября 2017 г.

„დარბაზი“ XI-XIV ს-ის საქართველოში (მ. ბახტაძე)

ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, დარბაზი წარმოადგენდა მეფესთან არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იკრიბებოდა. რა თქმა უნდა, სიტყვადარბაზსსხვა მნიშვნელობაც ქონდა და ამას ყველა მეცნიერი აღიარებს.
პირველადდარბაზისსაკითხი სერიოზულად ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა. მეცნიერის აზრით, „ქართულში ეს სიტყვა ამირას, მეფის ან საერთოდ მბრძანებლის სასახლეს ნიშნავდა. მაგრამ ამასთანავე დარბაზს სასახლის იმ ოთახსაც ეძახდნენ, სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანადასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა ხოლმე... რაკი სპარსულში ეს სიტყვა კარსა ნიშნავდა, საფიქრებელია, რომ მას ქართულშიც თავდაპირველად ასეთივე მნიშვნელობა ექნებდა და ჯერ ეს ტერმინისამეფო კარის მაგიერიდასამეფო დარბაზისსახით გავრცელებული უნდა ყოფილიყო. რაკისამეფო კარიმეფის სასახლის აღსანიშნავადაც იხმარებოდა, ამიტომსამეფო დარბაზსაცასევე მეფის სასახლის მნიშვნელობა მიენიჭებოდა ... თვით დარბაზობა მეფის თავმჯდომარეობით იმართებოდა... დარბაზობაში მონაწილენი ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთ ჯგუფს შეადგენდნენ ხელისუფალნი, რომელთაც ჯდომის უფლება ჰქონდათ, მეორეს - ხელისუფალნი, რომელთაც ჯდომის უფლება არ ჰქონდათ, არამედ უნდა მდგარიყვნენ. ამას გარდა ჯდომის უფლების მქონენ ხელისუფალნიც თავის მხრივ რამდენიმე ჯგუფად იყოფოდნენ: ვაზირები ოქროჭედილ სელებზე ისხდნენ, დანარჩენი დიდი ხელისუფალნი ჩვეულებრივ საჯდომებზე, მაგრამ უფროსი მათგანი სასთაულითა.. ბალიშზე, უმცროსნი ალბათ უსასთაულოდ მსხდარან... დარბაზის წევრებს განსაკუთრებული საერთო სახელი ჰქონდათ: მათ ეწოდებოდათდარბაზის ერნი“. ქართული ენის ცნობილი ფონეტიკური კანონის წყალობით ამ ტერმინითგან წარმოიშვა დარბაისელნი“... დარბაზის წევრნი ორ მთავარ ჯგუფად იყოფებოდნენ: ერთ ჯგუფს შეადგენდნენ „ხელოსანნი“... მეორე ჯგუფსუხელონი“... დარბაზობა ორნაირი სცოდნიათ: ანდიდის წესითა“, ან უმცროსითა“. თუ რომელი მათგანით უნდა ყოფილიყო დარბაზობა ყოველ კერძო შემთხვევაში, ეს მეფეს უნდა ებრძანებინა... დიდი დარბაზობა დარბაზის საზეიმო სხდომას წარმოადგენდა... საფიქრებელია, რომ დარბაზობაუმცროსთა წესითასახელმწიფო დარბაზის საქმიანი სხდომა უნდა ყოფილიყო... დარბაზობა მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველად და გადასაწყვეტადაც იკრიბებოდა და დღესასწაულ-ზეიმისთვისაც. მისი განსაგებელი იყო: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება; ომის გამოცხადების საკითხი; თამარ მეფესთან მაინც დიდ ხელისუფლად არჩევა-დანიშვნის საკითხი; არჩეული ხელისუფლების დალოცვადა „ხელდასხმა“; საზეიმო სხდომა გამარჯვებული ლაშქრის შინ დაბრუნებისა და ზავის ჩამოგდების გამო; დარბაზობა მეზობელ და შორეულ სტუმრად, თუ დახმარების სათხოვნელად მოსულ მეფე-მბრძანებლების, ან და მათგან წარმოვლენილი დესპან-მოციქულების მისაღებად და მოსასმენად; დიდი დღესასწაულების დროს.
შემდგომი პერიოდის მეცნიერ-მკვლევართა უმეტესობამ გაიზიარა ივჯავახიშვილის მომსაზრება. საქართველოს ისტორიის ნარკვევებში . ბერძნიშვილი წერდა, რომდარბაზი საქართველოს სახელმწიფო წესწყობილებაში განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. დარბაზი შედგებოდა დარბაზის ერისაგან. დარბაზის ერი (აქედან სიტყვა „დარბაისელი“) გულისხმობდა ყველა ვაზირს და მის ხელქვეით მოხელეს, აგრეთვე საქვეყნოდ გამრიგე დიდ მოხელეებსა და სასულიერო მესვეურებს. „მეფის კურთხევის წესიდაგარიგება ხელმწიფის კარისაგვამცნობს დარბაზის ერისდგომისა და ჯდომის წესს“. „ისტორიანი და აზმანისტექსტის სათანადო ადგილები გვირკვევენ დარბაზის წესის ზოგ საკითხსდარბაზისახელმწიფო საბჭო იკრიბებოდა მეფის თავმჯდომარეობით. დარბაზის შემადგენლობის ერთ ნაწილს ჯდომის უფლება ჰქონდა, მეორე ნაწილს კი არა, იგი ფეხზე უნდა მდგარიყო. მოხელეთა იმ ნაწილში, რომელსაც ჯდომის უფლება ჰქონდა, ყველა ერთი უფლებისა არ იყო. ვაზირები ოქროჭედილ სელებზე ისხდნენ, მომდევნო რანგის ხელისუფალნი ჩვეულებრივ დასაჯდომებზეამათგან ზოგსსასთაულიც“ (ბალიში ედო, ზოგს კი არა. ჯდომის წესის ამ გარეგნულ გამოხატულებაში ჩანდა თვით მოხელეთა იერარქიული წყობაც. დარბაზის კომპეტენციაში შედიოდა კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების, დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის, ზავის დადების და სხვა საკითხები. დავით აღმაშენებლის დროიდან, როდესაც მეფის ძალაუფლება სულ უფრო ძლიერდება, დარბაზის მნიშვნელობა ფორმალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ დიდგვარიან აზნაურთა გამუდმებული ცდები მიმართული მეფის ხელისუფლების შეზღუდვისა და საკუთარი როლის გაძლიერებისაკენ, თანდათანობით იწვევენ დარბაზის, როგორც დიდგვარიანთა ნების გამომხატველი ორგანიზაციის, მნიშვნელობის გაზრდას. თამარის მეფობაში ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდეგ მეფეს ჩამოსცილდა სახელმწიფო საკითხების ერთპიროვნული გადაწყვეტის უფლება და დარბაზი შეიქმნა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი საქმის გადაწყვეტის მონაწილე და ორგანიზატორი. დარბაზი იღებს მეფის თანამდგომელის და ერთი ნების გამოხატულებას. მეფე ყოველ მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს მხოლოდ და მხოლოდ დარბაზის ერთათანადგომითა და ერთნებაობით“. ამ შემთხვევაში სამეფო ხელისუფლება ერთგვარ კომპრომისზე წავიდა; ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდამიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისუფლებას. ამ დასმა ეს წადილი ვერ შეისრულა, მაგრამ არც სამეფო ხელისუფლება დარჩენილა წინანდელ პოზიციებზეიგი ერთგვარ დათმობაზე წავიდა, რაც დარბაზის ერთა მნიშვნელობის გაზრდასა და სამეფო ხელისუფლების შედარებით შესუსტებაში გამოიხატა (დარბაზმა მიაღწია მნიშვნელოვან ღონისძიებათა გატარებისას მეფესთანთანადგომას და ერთნებაობას“).
ბერძენიშვილი აღნიშნავდა, „მეფესთან არსებობდა ფეოდალების სათათბირო ორგანო, რომელსაც დარბაზი ეწოდებოდა. ის წარმოადგენდა საერო და საეკლესიო დიდმოხელე ფეოდალების (ერისთავები, კათოლიკოს-ეპისკოპოსები, სამეფო მონასტერთა წინამძღვრები და სხვ.) კრებას. დარბაზობა მეფესთან, თუ საგანგებო მოწვევა არ იყო, დიდ ქრისტიანულ დღსასწაულებზე (ნათლისღებას, აღდგმას და სხვ.) იმართებოდა ხოლმე“.
. კიკვიძე წერდა, რომ თამარის მეფობის დასაწყისში, „იმართება ბრძოლა დიდგვარიანთა და უგვაროთა შორის. ეს არის დრო, როცა ქვეყნის მწარმოებელ ძალთა ხელთპყრობის სისტემა სამეურნეო ფისკალური, სასამართლო და სამხედრო უწყებათა სახით თავს იყრის მეფის კარზე ხელისუფლების უზენაეს ორგანოში - დარბაზში [სქოლიოში არის შენიშვნა, ამ მოვლენას ამ დროისათვის ორზე მეტი საუკუნის ისტორია აქვს გავლილი]. დარბაზი და მისი ცენტრი სავაზირო ერთის მხრივ, როგორც ცენტრალური დაწესებულებები, ხოლო მეორეს მხრივ საერისთავო, საციხისთავო, სახევისუფლო და სამამასახლისო, როგორც პერიფერიული დაწესებულებები, ქმნიან სახელმწიფო მმართველობის ცენტრალიზებულ ქსელს. დარბაზი, რომლის სათავეში მონარქი დგას, შედგება დარბაზის წევრთა - წარჩინებულ-დიდებულთაგან ანუუხელოთა და ხელოსანთაგან“. .. დარბაზში შედიან და ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობას ღებულობენ არა მარტო თანამდებობის პირნი, არამედ არა თანამდებობის პირნიც, რომელნიც აღიარებული არიან პოლიტიკურ საყრდენ ძალად თავიანთი მდგომარეობის მიხედვით. ამიტომ, თვით დარბაზობაც და დარბაზის მოწვევის წესიც განსაზღვრულია. როცა გადაუდებელი საქმეებია გადასაწყვეტი, მცირე დარბაზობა იწვევა, ხოლო საკანონმდებლო სხდომებისა თუ მაღალ ხელისუფალთა დანიშვნის შესახებ, იმგვარადვე, როგორც საზეიმო სხდომებისა და საერთოდ სადღესასწაულო ზეიმისათვის - დიდი დარბაზობა“. მეცნიერი თვლიდა, რომ დარბაზში დიდ ვაჭრებიც შედიოდნენ.
ივ. სურგულაძე აღნიშნავდა, რომმეფის შემდეგ ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო დარბაზი, საბჭო“. თუმცა უკვე შემდგომი ხანის ნაშრომში მეცნიერი წერდა, „ქართულ ისტორიულ წყაროებში დარბაზი არ არის განმარტებული, როგორც მსხვილი ფეოდალებისაგან შემდგარი სათათბირო, სახელმწიფო საბჭო; „ვეფხისტყაოსანშიამგვარ განმარტებას არც მოველით და არც არის“.
. დოლიძედარბაზსგანმარტავდა როგორც სამეფო საბჭოს, სამეფო კარს.. სამუშია საგანგებოდ არ შეხებია დარბაზის საკითხს, თუმცა ყუთლუ-არსლანის საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ გამოსვლა მართალია მარცხით დამთავრდა, „მოგვიანებით, სამეფო კარზე მეფის ვიწრო სათათბირო საბჭოს გარდა, არაერთხელ შეკრებილა ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად წარმომადგენლობითი სახით მინისტრები, პროვინციებიდან წარჩინებულნი, ეპისკოპოსები, მონასტერთა წარმომადგენლები. ასეთ წარმომადგენლობით შეკრებას ქართული წყაროები დარბაზობად იხსენიებს“.
. ანთელავამ საგანგებო ნაშრომი უძღვნადარბაზისსაკითხს. მეცნიერის დასკვნები ასეთი იყო: „1. XI-XIII საუკუნეებშიდარბაზიმეფის სასახლეს აღნიშნავს. სხვა მნიშვნელობით ის წყაროებში არ დასტურდება; 2. სასახლეში, დარბაზში კიდევ სხვადარბაზი“, ფეოდალთა სათათბიროორგანიზაციაარ არსებობს; 3. ტერმინიდარბაზის ერისასახლის შტატს გულისხმობს დიფერენცირების გარეშე, უმაღლესი მოხელეებიდან უმდაბლესამდე. ამასთან ეს ტერმინი, როგორც ჩანს, სპეციალურია და მასში ერისთავთ-ერისთავები, ისევე როგორც სასულიერო ფეოდალები არ უნდა იგულისხმებოდნენ“.
. ანთელავა მოგვიანებით კიდევ შეეხოდარბაზისსაკითხს და განავითარა ადრე გამოთქმული მოსაზრებები. მკვლევარი თვლიდა, რომსასახლის“, როგორც მონარქის რეზიდენციისა და მმართველობის ცენტრალური აპარატის ადგილსამყოფლის აღმნიშვნელი ტერმინოლოგია ქართულ წყაროებში საკმაოდ მარავალრიცხოვანია. V-X საუკუნეთა ძეგლებში მას ეწოდებატაძარი, „პალატა“. X საუკუნიდან გვხვდებადარბაზი“ „სრა“... „ტაძრისადა პალატისსინონიმად გარკვეული პერიოდიდან იხმარებოდა ასევე ტერმინიდარბაზი“... ზემოაღნიშნული ტერმინები ჩვენ გვაინტერესებს არა როგორც გარკვეულ ნაგებობათა, არამედ როგორც გარკვეული დაწესებულების აღმნიშვნელები. სასახლეები, როგორც აღვნიშნეთ კიდეც, საქართველოს მეფეებს ბევრი ჰქონდათ, მაგრამსასახლე“ (ტაძარი, დარბაზი, პალატა), როგორც დაწესებულება, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ერთი ჰქონდა და ესსასახლე მასთან ერთად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი სასახლიდან მეორეში. ამდენად სასახლე“ (ტაძარი, დარბაზი, პალატა), ერთიან მონარქიაში იყო მხოლოდ ერთი. ესსასახლე წარმოადგენდა მეფის უახლოეს გარემოცვას, სახელმწიფოს მართვის ცენტრალურ აპარატს“.
მეცნიერის აზრით, „დარბაზის ერისასახლის პერსონალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. თავის სოციალური შინაარსითდარბაზის ერიჭრელ კატეგორიას წარმოადგენდა. „მასში შედიოდნენ როგორც წარჩინებული დიდგვარიანები, ისე წვრილი აზნაურები და მსახურები“. რაც შეეხება დარბაზის ყმას“, მკვლევარის თვალსაზრისით, „ეს კატეგორია იგივე იყო, რაც პაჟები, სამეფო სასახლის ახალგაზრდული დასი“.
მსგავსი მოსაზრებადარბაზთანდაკავშირებით ქონდა . შოშიაშვილს. „დარბაზი არ წარმომადგენდა სახელმწიფო ორგანოს თავისი მუდმივი შემადგენლობით და სამუშაო წესდებით. ეს იყო მეფის სასახლისა და სამეფო კარზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებათა (საჭურჭლე, სააჯო კარი, სამწიგნობრო და სხვ.) ერთობლიობა. „დარბაზის ერიეწოდებოდა არა სამეფო საბჭოს - დარბაზის წევრებს, არამედ დარბაზის - სამეფო სასახლის, სამეფო კარის მსახურ-მოხელეებს (საწოლის მწიგნობარი, ეჯიბები, ამირეჯიბი, მეჭურჭლე, საჭურჭლის ნაცვალი და სხვ.), .. კარისკაცებს და სასახლის მცველ რაზმს, სასხლის გვარდიას (მესაწოლეების, მესაწოლეთუხუცესი და სხვ.). XI საუკუნემდე დარბაზის ერის შესატყვისი იყო ტაძრეულნი“. საენციკლოპედიო სტატიის სპეციფიკიდან გამომდინარე . შოშიაშვილს არგუმენტაცია მოტანილი არ აქვს. სამწუხაროდ სხვაგან მის მოსაზრებებსდარბაზთან დაკავშირებით ვერსად მივაკვლიეთ.
როგორც ვხედავთ არსებობს ორი საპირისპირო მოსაზრება. ერთის მიხედვითდარბაზი სათათბირო ორგანო იყო, მეორეს თანახმად კი არა. „დარბაზისრაობის გარკვევა მნიშვნელოვანია. ამას უკავშირდება ერთიანი ქართული მონარქიის სახელმწიფო წყობლებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი. მაგ. დარბაზის უფლებების გაფართოება ან დარბაზის წევრთა შემადგენლობის ცვლილება, ყუთლუ-არსლანისა და მისი თანადასელების გამოსვლის შემდეგ. თუ დარბაზი სათათბირო ორგანო არ იყო, მაშინ რისი უფლებები გაფართოვდა?
საკითხის კვლევას, იყო თუ არადარბაზისათათბირო ორგანო, ის ართულებს, რომ წყაროებში არსებული ინფორმაცია, ხშირ შემთხევევაში, არ იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას და ყველაფერი მკვლევარისეულ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. წყაროებში არის ცნობები საიდანაც ერთმნიშვნელოვნად ირკვევა, რომდარბაზიაღნიშნავს სასახლეს, დარბაზობა“ - შეხვედრას. მაგრამდარბაზთან“, როგორც სათათბირო ორგანოსთან დაკავშირებით ასეთი პირდაპირი ცნობები არ მოგვეპოვება.
პირველ რიგში ვნახოთ თუ რა ცნობებია დაცული ნარატიულ წყაროებში. თავის დროზე ი. ანთელავამ დაწვრილებით შეისწავლა წყაროები, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ წყაროებში დაცულ, ჩვენთვის მნიშვნელოვან ცნობებს. სუმბატ დავითის ძესთან ვკითხულობთ: „ბაგრატ მეფემან კურაპალატმან მოიყვანა ესე ორნი ძმანი, კლარჯთა ხელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, დარბაზობად მის წინაშე, შეიპყრა იგინი და აიღო ციხენი და ქალაქნი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგვისასა, და იქ ციხესა შინა გარდაიცვალეს სუმბატ და გურგენ“. ვეთანხმებით . ანთელავას მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აუდიენციასთან, დაპატიჟებასთან. „მოიყვანა დარბაზობად მის წინაშეუნდა ნიშნავდეს, მოიყვანა სასაუბროდ, სათათბიროდ ან უბრალოდ სანახავად. შესაბამისადდარბაზობაუნდა ნიშნავდეს საუბარს, თათბირს, შეხვედრას. ამ შემთხვევაში აშკარად არ იგულისხმება მეფესთან არსებული სათათბირო ორგანო.
მატიანე ქართლისაჲშირამდენჯერმე გვხვდება ტერმინიდარბაზი“. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
1 – „გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრა: სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერისთავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა. გადავიდა თიანეთს და დაწვა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კვირიკე მეფისა აგებული“. აქ დარბაზი აშკარად სასახელეს ნიშნავს.
2 – „ამოიარა მეფემან და მოვიდა ქართლს და მოვიდეს სხვანი მხმობელნი ბერნი ტფილელნი. წარემართა ტფილისად და მოეგებნენ ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა“. „დარბაზის ყმანივინ იყვნენ ამას ცოტა ქვემოთ განვიხილავთ. აქ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ამ ფრაგმენტიდანაც არ ჩანს თუ რას წარმომადგენს საკუთრივდარბაზი“.. ანთელავას აზრით, „დარბაზის ყმანიამ კონკრეტულ შემთხვევაში ამირას კარისკაცები არიან.
3 – „შეიყვანეს და მოვლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და მოართვეს კლიტენი ქალაქისანი, და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა“. ამ შემთხვევაშიც დარბაზი სასახლეს უნდა აღნიშნავდეს.
4 – „და ისნის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერისთავთ-ერისთავი გოდერძი, და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშვიდობისა ძებნად“.. ანთელავა მიიჩნევდა რომ ამ ფრაგმენტში (ისევე როგორც მომდევნოში, რომელიც ოსთა მეფე დორღოლელს ეხება) იგულისხმება აუდიენცია. „მოვიდეს დარბაზობად“, ჩვენი აზრით, აქაც სათათბიროდ, სასაუბროდ მოსვლას უნდა გულისხმობდეს ან უბრალოდ შეხვედრას და არა სათათბირო ორგანოს შეკრებას.
5 – „ამისა შემდგომად აღისურვილა დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დისიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათვის, და ითხოვა დარბაზობა ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატ ნება სცა და მხიარულად წარმოემართა ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა და აღმოვლო გზა აფხაზეთისა და მოვიდა ქუთათისს და ნახა და მათი დედოფალი, დედა გიორგი კურაპალატისა. რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინ და მოიყვანეს ქართლს და მეფე დადგა ტინისხიდის ჭალასა, ნადარბაზევს და მოეგება წინა დიდითა ზეიმითა და პატივითა. შეიკრიბეს ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ხმა ბუკთა და დუმბულთა საშინელი და მიუწვდომელი. და დაყვეს ერთგან დღე თორმეტი, და განისვენეს ყოვლითა განსვენებითა და სიხარულითა. და მიზეზითა ზამთრისათა გაისწრაფეს, და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და წავიდენ სიხარულითა“. „ითხოვა დარბაზობააშკარად შეხვედრას გულისხმობს.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში დარბაზი ერთხელ გვხვდება - კვლავ მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდენ, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად მშვენიერსა და დაწყობილსა, კეთილ-წესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა“. . ანთელავას აზრით, ამ შემთხვევაშიდარბაზიმეფის სასახლეს აღნიშნავს. ჩვენ ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. ყველაფერი იმაზე დამოკიდებული თუ როგორ ინტერპრეტაციას მივცემთდარბაზს“. შეიძლება ვიგულისხმოთ სასახლის კარიც და სათათბირო ორგანოც. თუმცა ცხადია, რომ ცალსახად არც იმის თქმა შეიძლება რომდარბაზიაუცილებლად სათათბირო ორგანოს ნიშნავს.
ისტორიანი და აზმანისტექსტიც ასევე შეიცავს ჩვენთვის საინტერესო ცნობებს.
1 – „და ითაყვანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე. და განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესობა, და მისცა არგანი ოქროსა ხელთა მისთა, და ჩააცვეს ტანსა მისსა სკარამანგი, და დასვეს ხელებითა ოქრო-ჭედილითა რომელნიმე მარჯვენით მისსა და რომელნიმე მარცხენით. და კვლავ უბოძა მეჭურჭლეთ-უხუცესობა დიდსა და გვარიანსა კაცსა კახაბერს ვარდანის ძესა, და მსახურთ-უხუცესობა ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარეხობა მარუშიანსა, ძესა ჩუხჩარეხისასა ვინაცა მათ ორთავე მამანი მომხცოვნებულ იყვნენ, და დასდვა მამისა პატივი მათისა და დასხა სასთაულითა. და უბოძა ამილახორობა გამრეკელსა თორელსა, რომელიც ამირსპასალარცა იქმნა შემდგომად სარგის მხარგრძელისა“. კვლავ არ ჩანს ნათლად თუ რა არის დარბაზი“. . ანთელავას აზრით, „დარბაზის ყმაარის იგივე რაც პაჟი.
2 – „და წესისაებრ სახლისა სახელმწიფოსა მიეგებნეს დიდებულნი პატივითა და სიყვარულითა, მოიყვანეს სრად სამეფოდ, რომლისა პაპა სალდუხ ეზდინი პაპასა ამათსა დემეტრეს, ხელმწიფესა დიდსა და სახელ-განთქმულსა, ჭაბუკსა გორგასლიანსა, ძალითა და ღვაწლთა სიმრავლითა  ელთ-ეგდო და მოეყვანა. აწ ამან სიტყვითა, და ნუ უკვე არცაღა სიტყვისა ღირსებითა. მოიყვანა ვითარცა მონა მოხარკე. ნელად და წყნარად და დაყოვნებითრე უდარბაზა, რომელმან ნახვასავე თანა რამინისებრი აჩვენა ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა. დასვა პატივითა ტახტსა თანა ხელითა, და იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმსა და წყლიანობასა ამის სახლისა დიდებულთა მოყმეთა, უკლებლობასა მრავალგვართა სახეობათა, მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილობათა, ნიჭთა და საბოძვართა და შემოსათა ვინაცა იქმნა უამრავი“. „უდარბაზაუნდა ნიშნავდეს შეხვედრას.
3 – „ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელიც მიხდილ იყო ცნობათა სიყვარულისაგან და, სჯულისამებრ ძველისა და თვით დღეთა ისლამთასა, გვარისაგან განვლენილი, თვისისა სჯულისა დაგდებად განმზადებული, მახვეწარ იქმნა ყოველთა საქმის მოქმედთა, მოძღვრისა და კათალიკოსისა, მიუწვდომელისა ქრთამისა მძებნელი“. . ანთელავა თვლიდა, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტი უნდა იგულისხმებოდეს. ჩვენც ასევე ვფიქრობთ.
4 – „ოდესმე შარვაშეზ ლომისა ბოკვერი გამოეგზავნა, მათ გაეზარდეს. და ესდენ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომელ არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა-ვის უნახავს მისი არაკი. რაჟამსცა დარბაზს მოიყვანიან, ესეთ ქონდათ ტრელი, სურვილი და სიყვარული თამარ ღმრთივ-განათლებულისა, რომელ მრჩობლთა ჯაჭვთა მიდა მოცალებამან კაცთა კიდებისამან ვერ დაიჭირის, ვიდრე თავი უბეთა არა ჩაუდვის და ლოშნიდის, ვითარცა ძველ ოდესმე მოწამეთა მეტაფრასები მოგვითხრობს“. ამ ფრაგმენტშიც დარბაზი სასახლის სინონიმად უნდა გავიგოთ და ამ მხრივ მისაღებია ანთელავას მოსაზრება.
5 – „და შეიყარენ ზარითა მით, გონებისა ზარგანხდილითა, და შეიქმნა დარბაზობა. და დასხდენ ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თვით თამარ, დავით და ძე მათი გიორგი, მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა და შარავანდთ-მპყრობელობისა გვარფესვობისანი, და რომელთათვის მოქალაქობისა მოქმედნი“. ანთელავას მიაჩნდა, რომ აქ საუბარია საზეიმო შეკრებაზე. ჩვენი აზრით ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ყველაფერი დამოკიდებულია ინტერპრეტაციაზე. „დარბაზობაშეიძლება გავიგოთ როგორც ზოგადად თათბირი, ასევე კონკრეტული სახელმწიფო მმართველობითი ორგანოს - სათათბიროს შეკრება.
6 – „შეიქმნა დარბაზობა, და დასხეს ამირ-მირმან და შარვანშა თვითეული თვისსა ადგილსა, ეგრეთვე ვაზირნი: მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელიცა ქონდა წესი ჯდომისა და დგომისა, დასვეს“. წინა ფრაგმენტის მსაგავსი ვითარება გვაქვს. ცხადია მხოლოდ, რომ არსებობდაწესი ჯდომისა და დგომისა“. ასეთი წესი შეიძლება ქონოდა სამეფო კარსაც და სათათბირო ორგანოსაც. თუმცა ანთელავა აქაც ცალსახად მხოლოდ საზეიმო წვეულებს გულისხმობდა.
7 – „დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერვინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს. აქ საუბარი უნდა იყოს სასახლის ანუ სამეფო კარზე.
8 – „და დარბაზს მასერებელი ზაქარია ამირსპასალარი მცირედ რასმე სიტყვასა ჰყოფდა ურწმუნოსა, რამეთუ სიტყვითა ჰგმობია სარწმუნოებასა ჩვენსა“. . ანთელავას აზრით, დარბაზის მასერებელინიშნავსდარბაზს პურის მჭამელს, დარბაზს მოვახშმეს“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაც სამეფო კარი უნდა ვიგულისხმოთ ალბათ.
ბასილი ეზოსმოძღვარი წერს, რომმიიწივნეს განძად და გამოეგებნეს მოქალაქენი, თავთა თვისთა მშვიდობა ითხოვეს და ქალაქი ნებსით შესწირეს. შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასვეს, თანჯანობათასა სასულტნოსა უკრეს, და ღორის ხორცითა დიდად ძალი პურობა გადაიხადეს“. . ანთელავა თვლიდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სულტნის რეზიდენციაზე. ჩვენც ვთვლით, რომ აქაც დარბაზი სახლის მნიშვნელობით გამოიყენება.
ლაშა-გიორგის დროინდელი მატიანეშიერთხელ არის გამოყენებულიდარბაზი“ - „არ გაპატიჟებულა, გარდა გუზან ტაოსკარელისაგან კიდე. მას თვალნი დასწვეს. გაღმა გასული სპარსეთს ზაქარია ასპანის ძემან შეიპყრა და დარბაზს მოგვარეს“. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიდარბაზიშეგვიძლია ორნაირად გავიგოთ: სასახლე და სათათბირო ორგანო. თუმცა ვითარებას არკვევს ბასილი ეზოსმოძღვრის ცნობა, რომგუზან, ღირსი სიკვდილისა, რომელიც ორგულებით განდგა და კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა მალვით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა, და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს. ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისი, ამისთვის მისსა შეკითხვამდის თვალნი დასწვა, ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრისტიანეთასა“. აშკარაა, რომ გუზანის დასჯა დავით სოსლანმა გადაწყვიტა და არავის არ მოთათბირებია. ამიტომლაშა-გიორგის დროინდელი მატიანეშიდაცული ცნობა, რომდარბაზს მოგვარა“, ჩვენი აზრით, უნდა გავიგოთ, რომ ზაქარიამ დავითს დატყვევებული გუზან ტაოსკარელი სასახლეში, უფრო ზუსტად კი იმ შენობაში მიგვარა, რომელშიც იმ დროს იმყოფებოდა დავით სოსლანი.
ჟამთააღმწერლის მიხედვით, „ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი, ფრიად მწუხარენი, და უმეტეს ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი ზაქარიას ძე განეყენებოდეს დარბაზს ყოფისაგან“. ამ შემთხვევაშიცდარბაზიშეიძლება გავიგოთ როგორც სასახლეც და როგორც სათათბირო ორგანოც. ყველაფერი მკვლევარის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაშიგანეყენებოდეს დარბაზს“, ნიშნავს სამეფო კარის, სამეფო სასახლის დატოვებას.
დარბაზისრაობის გადასაწყვეტად რა თქმა უნდა უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება სამართლებრივ დოკუმენტებს. ჩვენთვის ცოტა უცნაურია, რომ საკითხის კვლევისას ი. ანთელავამ არ გამოიყენა არცძეგლის დება“, არცხელმწიფის კარის გარიგებადა არც ბექა-აღბუღას სამართალი. პირველ რიგში განვიხილოთძეგლის დებადა ბექა-აღბუღას სამართალი.
გიორგი ბრწყინვალის ინიციატივით შექმნილიძეგლის დებისტექსტში არის მუხლები რომლებიც ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში დარბაზის ჩარევას გულისხმობენ.
მუხლი 1 – „ერისთავის სიკვდილი ვით არასოდეს კადრებულა, აგრე ნუმცა ვისგან იკადრების. და თუ ვის ღმერთი შერისხდეს და შეცოდება ეგზომ დიდი დაემართოს და მოკლას ერისთავი, ვითა უმსგავსო არის და უსაზომო შეცოდება, აგრეთვე დამატებული დიდი პატივი და გარდახდევინება დარბაზით ეკითხოს: გარდახვეწა, მამულის წრება და სისხლი მის გვარსა ზედა დაიურვოს და გარდაიხვეწოს“.
მუხლი 3 – „თუ ერთს კაცს ეფათერაკოს განმგებელი, კაცი გაიპატიჟოს და მამულისგან გაიძოს და შეუნდობლად მამული სასეფოდ დადვას. და სისხლის დაურვება არ შეეძლოს, ან მამული ებოძოს მის კაცისა, სისხლის მქმნელისა, დარბაზით ანუ განმგებლის სახლს მეფისაგან სისხლი ებოძოს და მამული სასეფოდ დაიდვას“.
მუხლი 5 – „მესამესა წელიწადსა მოვიდეს და ერისთავს შემოეხვეწოს; ერისთავმან ვეზირთ მოახსენოს და ვეზირთ დარბაზთ ჰკადრონ და დარბაზით მამული ებოძოს ხევისბერსა. და თუ მის ხევისბერის გვარის კაცი იყოს, ასეთი რომ განმგებლის სიკვდილს არ დახვედრიყოს და რას ერიოს არა ცხადად და არა იდუმალ, თვით მას ებოძოს ხევისბერობა დარბაზით. და თუ არავინ იყოს მისი სახლის კაცი, ვინც ერისთავმან და ახალმან განმგებელმან გამოარჩიონ ერთი კაცი, მეფის ერთგული იყოს და ქვეყანასაც უმჯობდეს, იგი დააყენონ დარბაზით ხევისბერად“.
მუხლი 6 – „ხევისბერი თუ მოკლას ხევისბერმან, სამს წელიწადს მამულისგან გაიძოს, ერისთავსა და განმგებლისგან თავადი სახლი დაეწინდნენ, მამული სამს წლამდის სასეფოდ დაეჭიროს. მესამესა წელიწადს ერისთავსა და განმგებელსა შემოეხვეწონენ და მათ ვეზირთ მოახსენონ. ვეზირთ დარბაზთ იურვონ და მამული ხელთ უბოძონ“.
მუხლი 7 – „ხევისბერის კაცის გაუყოფარი... მოკლან... იმავე ზომით განაჩენით ერისთავისა და განმგებლისგან დარბაზთ ეურვოს ვეზირთა და მოურავთა პირითა, მამული ებოძოს“.
მუხლი 9 – „ხევისბერის განაყოფი და მის გარის კაცი მოკლას... ორს წელიწადს უკან იურვოს ერისთვისა და განმგებლისა პირით, იმავე ვეზირთა საურავითა და წესითა დარბაზისათა, მაშინღა მამული ებოძოს“.
მუხლი 11 – „თუ დარბაზისა ცნობასა ღირსი იყოს იგი ჰეროვანი, თვით იმავე ზემოთ განაჩენით დარბაზს იკითხონ ერისთავმან და განმგებელმან და აგრეთვე უბოძონ მამული. და თუ დარბაზს არა ღირს იყოს ცნობასა, თვით ერისთავმან და განმგებელმან შეუშვან და მისცენ მამული“.
მუხლი 17 – „ძმამ ძმა მოკლას... მეათესა წელიწადსა ერისთავსა და განმგებელს შემოეხვეწოს, მათ ვეზირთ მოახსენონ. ვეზირთ დარბაზს ჰკადრონ და ესეთ შემოუშვან“.
მუხლი 27 – „დარბაზით უბრძანებლად ვისაცა ციხე დაუქციონ... ვითა გაგვიჩენია, ადრე გადასწყდეს“.
მუხლი 28 – „ბეითალმანად რაც პარტახი და მამული დარჩეს ... დარბაზით ებოძოს“.
ჩვენი აზრით, „ძეგლის დადებისიმ მუხლების მიხედვით სადაც ნახსენებიადარბაზი“, ცალსახა დასკვნის გაკეთება რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ ინტერპრეტაცის მივცემთ. შეიძლება გავიგოთ, რომ საუბარია სამეფო კარზე, სამეფო სასახლეზე. თუმცა თავისუფლად შეიძლება ვიგულისხმოთ სათათბირო ორგანოც. ალბათ ამითაა განპირობებული, რომძეგლის დადებისრუსულ თარგმანში ტერმინიდარბაზიუცვლელად არის გადატანილი - „Дарбаз“. ტექსტს თანდართულ შენიშვნებში კი შემდეგი სახის განმარტებაა - „Дарбаз - дворец, чертоги, палаты, царский двор, тронный зал, зал совета. Дарбазоба – аудиенция, визит, приом, но также – держать совет, совещатся, вести переговоры. В Грузии XI-XVIII вв.
Дарбази кроме палат, царского двора означал также феодальную курию, затем царский совет – curia regis, палату иерархов, высших чинов центральной и местной администрации, феодальных владетелей. Влиание Дарбаза колебалось в зависимости от эпохи, устойчивости и мощи царской власти. В ходе истории Дарбазу противопоставляется визират как непосредственно монарший высший управленческий орган, правительство ... Высказано мнение, что Дарбазом именовались лишь дворцовые палаты, резиденция царя и его двор как средоточение всего управления строной, дарбазоба же означало лишь аудиенцию и парадный, царского же совета феодалов как органа с неким определённым составом и порядком деятельности не существовало“.
ძეგლის დადებაარ იძლევა საშუალებას რომ ცალსახად განვმარტოთდარბაზის მნიშვნელობა. ეს კი ძალიან ართულებს ვითარებას.
ბექა-აღბუღას სამართალის 98- მუხლის თანახმად - „თუ დარბაზის კაცსა სისხლმცირე კაცი ყვეს და წავიდეს, მისარჩვლასა და გაუშვებლობასა არა ემართლების. რაცა შეუტანია, იგი და რაცა მოუგია, მისი ნახევარი გაყვეს, სამამულოსა აქაითა“. (თუ დარბაზის კაცის ყმას მცირე სისხლით კაცი ჰყვეს, მიესარჩლოს, გაუშვებლობასა არ ემართლების. რაცა შეუტანია, იგი და რაცა მოუგია, მისი ნახევარი გაჰყვეს, სამამულოსა იქით)“. „დარბაზის კაციშეიძლება იყოს სასახლის მოხელეც და სათათბიროს წევრიც. ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება არც ამ შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ უფრო სასახლის მოხელეზეა საუბარი.
მართალია ოფიციალური სამართლებრივი დოკუმენტი არ არის, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო წყობილების შესწავლისათვის უპირველესი წყაროახელმწიფის კარის გარიგება“. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ვეთანხმებით იმ მეცნიერთა თვალსაზრისს, რომლებიც ამ ძეგლს XIII საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილად მიიჩნევდნენ. ხელმწიფის კარის გარიგებაშიტერმინიდარბაზი“ 11-ჯერ არის ნახსენები. ვნახოთ თუ კონკრეტულად რა კონტექსტებთან გვაქვს საქმე თითოეულ შემთხვევაში.
1 – „დარბაზობა, ვითარცა მეფეს ეპრიანოს, დიდის წესითა, და თუ უმცროსითა, ვითარცაღა წესი იყოს, იქნას“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა. სწორედ აქედან ვიგებთ, რომ დარბაზობისორი წესი არსებობდა: დიდი და მცირე. თუმცა მთავარი საკითხის გარკვევაში ვერ გვეხმარება. „დარბაზობაშეიძლება იყოს ზოგადად შხვედრაც, წვეულებაც და კონკრეტული სახელმწიფო ორგანოც - სათათბირო. საინტერესოა, რომხელმწიფის კარის გარიგებისტექსტის რუსულ თარგმანშიდარბაზობა თარგმნილია როგორც მიღება (приём).
2 – „ეს ზემოთ დამაკლდა: ხმალი ამილახორსა არტყია დარბაზობასა ზედა, სადა ძელი ცხოვრებისა ასვენია, მართ ერთითა ტერფითა უკანარე დგას. რა მისისა დაჯდომისა ჟამი მოვიდეს, ხმალი კარგს მეაბჯრეს მისცეს, და იგი მხარს ჩამოიკიდებს. და ერთსა სეფესა ჯაჭვი აცვია უთეთრესი, ზურგით დგანან“. წინა ფრაგმენტის მსგავსად კვლავ გაურკვეველი ვითარებაა. ყველაფერი დამოკიდებულია ინტერპრეტაციაზე. „დარბაზობაამ შემთხვევაშიც თარგმნილია როგორც მიღება (приём).
3 – „ჭყონდიდელსა ზედამდგომელი მეჭურჭლე მართებს და ეჯიბი, სხვა დარბაზით მართებს“. „დარბაზითავისუფლად შეიძლება გავიგოთ როგორც სამეფო კარი. ასევეა ის თარგმნილი რუსულად - „двор“ (სამეფო კარი).
4 – „დიდი არის მეჭურჭლეთ-უხუცესი... საჭურჭლის ნაცვალი, მუქიფი, მუშრიბი, ქალაქის ამირანი, მეჭურჭლენი ქალაქისანი და თვით დარბაზს მყოფნი მეჭურჭლენი მისისა ხელისა არიან“. სათათბიროს შემადგენლობაში მყოფი მეჭურჭლენი ცოტა გაუგებარია. უფრო მისაღებია სასახლეში, სასახლის კარზე მყოფი მეჭურჭლენი. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სათათბირო ორგანოს მუშაობის შემდეგ გამართულ პურობას გულისხმობს ავტორი, მაგრამ არა გვგონია. რუსულ ტექსტშიდარბაზობაამ შემთხვევაში არაა თარგმნილი და წერია „в самом дарбазе пребывающие“.
5 – „რა მეფე ცხენსა ზედა ზის, ვისცა უდარბაზებს ვინგინდა იყოს, ათაყვანებს. თუ ვისი ძღვენი იყოს, შესძღვნის. თუ ოდესცა არა იყოს, ესე ოდენვე, ეგრევე უდარბაზებენ და ძღვენსაც შესძღვნიან“. „უდარბაზებსუნდა ნიშნავდეს: შეხვდება, ნახავს. ამ შემთხვევაშიუდარბაზებს რუსულად თარგმნილია როგორც „наносит кому-либо визит“.
6 – „საწოლის მეკრე დიდსა დარბაზობასა ზედა ქვე ვერ დაჯდების, ითვალვენ და საწოლსა წავა და მასაცა და წინმწოლსაცა მიუა სათვალავი და იქ სჭამენ“. რუსულად „დიდსა დარბაზობას“ თარგმინილია როგორც во время большого приёма“ (დიდი მიღების დროს). რეალურად აქაც ისევ და ისევ ინტერპრეტაციაზე ყველაფერი დამოკიდებული. დიდი დარბაზობა შეიძლება იყოს დიდი მიღებაც და სათათბიროს შეკრებაც გაფართოებული შემადგენლობით.
7 - „აქათ დარბაზსაც სდგმიდენ მწდე განაღამცა თვითო ადგა“. აქ აშკარად ნიშნავს ოთახს. ამ შემთხვევაშიც „დარბაზი“ რუსულად თარგმინილი არაა - „в дарбазе“. ცხადია მწდე სათათბიროს წევრი ვერ იქნებოდა.
8 – „მწდე ჩვენთაცა დარბაზით ათქს ოთხთავე: მოძღვართ-მოძღვარსა, კათალიკოზთა, ჭყონდიდელსა და სამთა ვეზირთა: ათაბაგსა ამირ-სპასალარსა და მანდატურთ-უხუცესსა“. აქაც ოთახს უნდა აღნიშნავდეს. ამჯერადაც „დარბაზი“ თარგმნილი არ არის - „от дарбаза“.
9 – „მოძღვართ-მოძღვარი დარბაზს აწვიონ, და შინაური დარბაზის ერი უნდა, და ერთი ჯორი და სამი ცხენი მოძღვართ-მოძღვრისათვის და ორნი მისთა მოწაფეთათვს. მოძღვართ-მოძღვრისა, კათალიკოზთა და ჭყონდიდლისა, რა დარბაზს მოვიდნენ, წვევა სამთა საბატიოთა და დარბაისელთა საწოლის მწიგნობრის წვევა დაუწერია, და პატრონისაგან არ მასმია, მისმან კეთილმან“. „დარბაზს“ არა თარგმნილი, თუმცა ასეა განმარტებული - „то есть ко двору“. „დარბაზის ერის“ საკითხს ცოტა ქვემოთ შევეხებით, რაც შეეხება „დარბაზს აწვიონ“ - კვლავ ინტერპრეტაციას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ სამეფო კარი, სასახლე უნდა ვიგულისხმოთ.
10 – „მტბევარსა ზედა დარბაზს მისსა საჯდომსა უკანით მისსა მოლარეთ-უხუცესსა ფარი და ხმალი აქვს უკანით, ამად რომე ერისთავიც არის შავშეთისა“. რუსულად მჯერადაც არაა თარგმინი „დარბაზი“, დატოვებულია - „в дарбазе“. ჩვენ ვთვლით, რომ კვლავ სამეფო სასახლე უნდა იგულისხმებოდეს, თუმცა საპირისპირო თვალსაზრისის გამოთქმაც შეიძლება.
11 – „ორთა ძმათა ხმა-კეთილთა და კარგთა მკითხველთა წინამძღვარი გამოარჩევს, დარბაზს მივლენ ორშაბათსა პირმარხვისასა და სამხრის ლოცვასა ზედა ფსალმუნსა აიღებენ. ორსავე სამხროსა თვითო იქნების. და რა სამხრისასა გამოილოცვენ, არცავინ უდარბაზებს. თვით იგინი მეფეს კითხვენ, მეფე იჯრასა და სადგომსა გაუჩენს, ამოდ და საბატიოდ ამყოფებს. აღვსებისა ორშაბათსა რა გამოილოცონ, არცა დაეთხოებიან, არცა რას იტყვიან, შესხდებიან და წავლენ. როცა [წავლენ?] ასსა თეთრისა ჩაფლასა გაუგზავნის მეფე. დასრულდა დარბაზის წესი“. „დარბაზს მივლენ“ რუსულად არაა თარგმნილი და წერია „в дарбаз“. რაც შეეხება „დასრულდა დარბაზის წესი“, ის თარგმნილია როგორც „Это конец придворного устава“. მოტანილი ფრაგმენტის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენი აზრით, აშკარაა რომ „დარბაზს მივლენ“ იგულისხმება - მივლენ სამეფო სასახლეში. რაც შეეხება „დასრულდა დარბაზის წესი“ - ეს შეიძლება გავიგოთ სხვადასხვანაირად. შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ იგულისხმება - დასრულდა სამეფო კარის წესი ანუ ეტიკეტი.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ ტექსტის რუსულ თარგმანს თან ახლავს მოკლე კომენტარები, სადაც „დარბაზი“ და მასთან დაკავშირებული ტერმინები შემდეგნაირად არის განმარტებული - „Дарбази - род жилого дома-комплекса; зал, чертоги; царский двор; царская курия-совет. Дарбазоба – ауддиенция, приём, собрание дарбаза. дарбазис ери – придворные, придворный люд, персонал, штат. дарбаисели – дарбазский человек, царедворец, персона Дарбаза“.
დ. ფურცელაძე „დარბაზს“ ასე განმარტავს - საცხოვრებელი სახლის-კომპლექსის ტიპი; დიდი ოთახი; სამეფო კარი; სამეფო სათათბირო. დარბაზობას - აუდიენცია; მიღება; დარბაზის შეკრება. დარბაზის ერი - სასახლის მოხელეები, სასახლის წარჩინებულები.
„ხელმწიფის კარის გარიგებაც“ არ იძლევა საშუალებას რომ ცალსახად განვმარტოთ „დარბაზის“ მნიშვნელობა. საინტერესო ცნობებია დაცული ქართველ მეფეთა და დიდებულთა მიერ გაცემულ საბუთებშიც.
ე.წ. ფავნელის დაწერილს აქვს ხელრთვა სადაც ვკითხულობთ: „მითავისუფლებიან მეფეთა და დედოფალთაგან და დიოფალთა და დიდებულთაგან, აზნაურთა და მათთა ცოლთაგან, მითავისუფლებიან ყოველთავე ხელოსანთაგან, მოლარეთაგან, მეულუფეთა, მეჯინიბეთა, მესაბანჯრეთა, მეგოდრეთა, მეჯამეთა, ყოველთავე დარბაზით გამოსულთა ხელოსანთაგან“. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში „დარბაზი“ სასახლეს უნდა ნიშნავდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში - „მითავისუფლებიან ... ყოველთავე დარბაზით გამოსულთა ხელოსანთაგან“ უნდა გულისხმმობდეს გათავისუფლებას სასახლის მოხელეთაგან. „დარბაზი“ აშკარად სასახლის მნიშვნელობითაა გამოყენებული დავით აღმაშენებლის ანდერძის ტექსტშიც. „გარდა ერთი მიიცვალოს, ვითა თვით წესი არს მის წმიდისა შიოს საფლავსა ზედა წილ-გდება, ამით სხვა განაჩინონ და ჩვენსა დარბაზსა მოიყვანონ და ჩვენ არგანი მოვახსენოთ და შევჰვედროთ მონასტერი“.
ასეთივე ვითარება უნდა ვიგულისხმოთ 1263 წლის სიგელშიც - „აწ თუ ვის დავჰკრულავთ, გამოაჭენებს თქვენსა დარბაზსა და თქვენთა ვაზირთა მოჰმართებს, ბრძანებასა და კაცსა უბოძებთ - ჯვარი დასწერეო, გაწყრომისა და ჰავად გახდისა ნაცვლად“. ამ დოკუმენტში არის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი - „რომელსა დიდებულსა ან აზნაურსა, ან დარბაზის ერს, ან გლეხსა აქვს სიგელი თქვენთა გვართაგან ბოძებული...“ ჩამონათვალი იწყება საზოგადოების ზედა სოციალური ფენიდან და მოდის დაღამვლობით. „დარბაზის ერი“ მოხსენიებულია აზნაურთა შემდეგ, გლეხების წინ. თუ „დარბაზის ერი“-ს ქვეშ იგულისხმებინ სამეფო კარზე არსებული სათათბირს წევრნი, მაშინ მინიმუმ დიდებულთა შემდეგ მაინც უნდა ყოფილიყვნენ დასახელებული. თუ „დარბაზის ერი“-ს ქვეშ უშუალოდ სამეფო კარის მოხელეები იგულისხმებიან, ცხადია მათი ნაწილი აზნაურიც იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მათი მოხსენიება აზნაურთა შემდეგ და გლეხების წინ ბუნებრივია.
„დარბაზის ერი“ რომ სამეფო კარის წვრილი მოხელეები არიან ეს ნათლად ჩანს გიორგი III-ის 1170 წლის სიგელიდან. „მეჯორენი ნუცა სადა მათსა შიგა დადგებიან, ნუცა შეესიძებიან, ნუცა მერემენი, ნუცა მეჯორენი, ნუცა მანდატურნი, ნუცა მესაწოლენი და ნუცა დარბაზისერი, ნუ რომელი, ყოვლითურთ უწყინრად იყოს იგი წმიდა უდაბნო“. შუძლებელია სახელმწიფოს უმაღლესი სათათბირო ორგანოს წევრები მოხსენიებული იყვნენ: მესაწოლეების, მანდატურების, მეჯორეების, მერემეების ჩამონათვალში. დაახლოებით ასევე თვლიდა ი. ანთელავა, „მეჯორეები, მერემეები, მანდატურები და მესაწოლენი დარბაზის ერი არიან. ციტირებული ცნობიდან სწორედ ეს გამომდინარეობს. ჩამოთვლილი მოხელეები მეფის სასახლის კარის მოხელეები არიან და კონტექსტით დარბაზისერებიც სწორედ ასეთები ჩანან“.
ცალკე გვინდა შევეხოთ ბაგრატ IV-ის სიგელს, რომელიც ორ მონასტერს შორის მიმდინარე დავას ეხება. მეფის მიერ ოპიზართა და მიჯნაძორელთა დავის განხილვასთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი წერდა, „გასაოცარია, რომ ამ ცნობაში დარბაზში მოწვეულთა და შეკრებილთა შორის დარბაზის კარსა მყოფ მოხელეთაგან არც ერთი წევრი დასახელებული არ არის. რაკი სრულებით დაუჯერებელია, რომ ცენტრალურ ორგანოს უფროს წევრებს, რომელთაც XII საუკუნეში ვაზირები ეწოდათ, დარბაზის კარს შეკრებილთა ასეთ მსჯელობაში მონაწილეობა არ მიეღოთ, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მოუხსენებლობის მიზეზი ის გარემოება უნდა ყოფილიყო, რომ იმათი, ვითარცა მუდმივ დარბაზის კარს მყოფთა მონაწილეობა თავისთავად იგულისხმებოდა“. ივ. სურგულაძე წერდა, რომ „ამ შემთხვევაში დარბაზთან უნდა გვქონდეს საქმე“. ივ. ჯავახიშვილი მართებულად შენიშნავდა, რომ საკითხის განხილვისას არ ჩანან „დარბაზის კარს მყოფი მოხელენი“ და ამ ვითარების ახსნაც სცადა. ვფიქრობ ცოტა სხვა ახსნაც შეიძლება არსებობდეს. სათანადო ინფორმაციის სიმცირის გამო, ჩვენ არ ვიცით ბაგრატ IV-ის დროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა სრული ჩამონათვალი და რამდენად შეესაბამებოდნენ ისინი თავისი უფლება-მოვალეობებით შემდგომი ხანის ვეზირებს, ვარაუდი ცხადია შეიძლება გამოვთქვათ, მაგრამ წყაროთა უქონლობის გამო დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება რთულია. მაგრამ ეს არაა მთავარი. სავარაუდოდ თათბირის დროს ხდებოდა იმ პირთა დაბარება, რომლებსაც: შეეძლოთ კომპეტენტური მოსაზრების გამოთქმა; ხელეწიფებოდათ საკითხის გადაჭრაში მონაწილეობა; ევალებოდათ გადაწყვეტილების აღსრულება და ა.შ. ანუ ესწრებოდნენ მხოლოდ ის პირები ვისაც გარკვეული სახის შეხება ჰქონდათ სამსჯელო საკითხთან. ყოველ შემთხვევაში დავით აღმაშენებლის ეპოქამდე მაინც შესაძლოა ასე ყოფილიყო.
ბაგრატ IV-ის მიერ, ორ მონასტერს შორის არსებული დავის განხილვისას სწორედ ის პირები შეიკრიბნენ, რომლებიც კომპეტენტური იყვნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მეფის მიერ გაცემულ სიგელში ვკითხულობთ, „შევიკრიბენით კარსა დარბაზისა ჩვენისასა მღვდელთ-მოძღვარნი, ერისთავთ-ერისთავნი, ერისთავნი და ყოველთა ხევთა ზემოთა და ქვემოთა აზნაურნი, მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი და დავსხენით წინაშე ჩვენთა“. ამ ფრაგმენტში ორი რამაა საინტერესო. პირველი - ჩვენი აზრით, ნათქვამი „შევიკრიბენით კარსა დარბაზისა ჩვენისასა“. გულისხმობს რომ შეიკრიბნენ სამეფო სასახლის კარზე. ასევე ესმოდა ეს პასაჟი ი. ანთელავას. მეორე - შეიკრიბნენ კონკრეტულად ის პირები ვისაც განსახილველი საკითხი ეხებოდა (მღვდელთ-მოძღვარნი, ერისთავთ-ერისთავნი, ერისთავნი, აზნაურნი) და ვისაც სათანადო ცოდნა გააჩნდა (მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი). ჩვენი აზრით, ბაგრატ IV-ის სიგელი მიჯნაძორელთა და ოპიზართადმი უფრო „დარბაზის“, როგორც სათათბირო ორგანოს არარსებობას ადასტურებს ვიდრე არსებობას. სწორედ ამიტომაც არ მოიხსენიებიან მასში დარბაზის, როგორც სათათბირო ორგანოს, წევრები. სამეფო კარის ანუ დარბაზის მოხელეებს კი ამ მეტად სპეციფიკური საკითხის განხილვაში სავარაუდოდ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს მათი კომპეტენცია არ იყო.
ძალიან საინტერესოა „ძეგლის დადების“ შექმნის წინ, მეფის მიერ შეკრებილ პირთა ჩამონათვალის გათვალისწინებაც. გიორგი ბრწყინვალე წერს, „მოვედით მუხრანს, საზამთროსა ჩვენსა დავდეგით, და შემოვედით ქალაქსა და შემოვიტანეთ თემისა და თემის ერისთავნი და ხევისთავნი და ხევისბერნი და ჰეროვანნი. დავსხედით და დავსვით წმინდა მეუფე და ქართლისა კათალიკოზი ევფთვიმე, დავსხით ვეზირნი და ებისკოპოზნი და მოურავნი“. მართალია არ წერია რომ გაიმართა „დარბაზობა“, მაგრამ ცხადია, შეკრება თავისი ფორმითა და შინაარსით სწორედ „დარბაზობაა“. მეფესთან გამართული თათბირის მონაწილეებად დასახელებული არიან ვეზირები, სასულიერო პირები, მოურავები და ადგილობრივი მმართველები (ერისთავები, ხევისთავები, ხევისბერები, ჰეროვანები) იმ რეგიონისა, რომლისთვისაც უნდა შექმნილიყო კანონთა კრებული. ბაგრატ IV-ის კარზე მოწყობილი შეკრების მსგავსად აქაც მხოლოდ ის პირები მონაწილეობენ ვისაც განსახილველ საკითხთან უშუალო შეხება ქონდათ.
ჩვენი აზრით, ზემოთ მოტანილი ორივე მაგალითი ცხადყოფს, რომ რაიმე საკითხზე სამსჯელოდ თუ საფიქრად მეფესთან ყოველთვის იკრიბებოდნენ მხოლოდ ის პირები ვისაც უშუალოდ ეხებოდა განსახილველი საკითხი. რაიმე ჩამოყალიბებული და განსაზღვრული შემადგენლობის მქონე სათათბირო ორგანო სავარაუდოდ არ არსებობდა. ერთიანი საქართველოს სამეფოს სახელმწიფო წყობილების შესწავლისას მეტად საინტერესო წყაროა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მართალია პოემაში ხშირად გვხვდება სიტყვა „დარბაზი“, მაგრამ არ როგორც სათათბირო ორგანოს აღმნიშვნელი ტერმინი.
ი. ანთელავა იმოწმებს ა. შანიძესა და ი. აბულაძეს რომლებიც „დარბაზს“ განმარტავენ როგორც სასახლეს. ა. შანიძე ჩვენთვის საინტერესო ტერმინთა შემდეგ განმარტებას იძლევა: „დარბაზი - სასახლე; დარბაზის ერი - სასახლის ხალხი, დიდებულები, მეფესთან დაახლოებული პირები, ხასები; დარბაზობა - მიღება სასახლეში“. ი. აბულაძის თანახმად, „დარბაზი - სასახლე, კარი; საკრებულო სახლი, სადგომი; დარბაზობა - მეფესთან გინა დიდ ვინმესთან მისვლა სანახავად, აუდიენცია“.
გ. სოსელია, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენთვის საინტერესო კუთხით, წერდა, „აღსანიშნავია ის, რომ სიტყვა „დარბაზი“ სპეციალურად მეფესთან თათბირის აღსანიშნავად პოემაში ნახმარი არ არის. „დარბაზი“ მეფის სასახლეს აღნიშნავს. „დარბაზობა“ იხმარება მეფესთან სანახავად მოსვლის, აუდიენციის მნიშვნელობით.“
ივ. სურგულაძე თინათინის მეფეთ კურთხევასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ როცა შოთა რუსთაველი წერს, „მოვიდეს სრულნი არაბნი“, „აქ იგულისხმებიან მხოლოდ დიდებულნი და მსხვილი ფეოდალნი. მოსულთა შორის დასახელებულია სპასპეტი ავთანდილი და ვაზირი სოგრატი. აქ დარბაზობასთან გვაქვს საქმე და საფიქრებელია, რომ მოწვეულნი დარბაზის წევრები არიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ტერმინი „დარბაზი“ „ვეფხისტყაოსანში“ არ არის ნახმარი“. მეცნიერი შენიშნავდა, რომ პოემაში „დარბაზი“ აღნიშნავს, „ზოგჯერ სასახლეს ქოხთან დაპირისპირებით, ზოგჯერ მეფის დარბაზს, სასახლეს... დარბაზი ეწოდება აგრეთვე ავთანდილის სასახლესაც... გვხვდება აგრეთვე „დარბაზის ერი“ ე.ი. კარისკაცები“.
ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ XI-XIV საუკუნეებში არ არსებობდა სათათბირო ორგანო რომელსაც „დარბაზი“ ეწოდებოდა. დარბაზი იყო სამეფო კარი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ „დარბაზის ერი“ წარმოადგენდა სამეფო კარის მოხელეთა საერთო სახელწოდებას. ჩვენს მიერ ნანახ წყაროებში გვხვდება „დარბაზთან“ დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი: „დარბაზის ერი“ (ხელმწიფის კარის გარიგება, 1170 წლის და 1263 წლის სიგელები), „დარბაზის ყმა“ (მატიანე ქართლისა; ისტორიანი და აზმანი), „დარბაზის კაცი“ (ბექა-აღბუღას სამართალი), „დარბაზის კარის მოურავნი“ (რკონის დაწერილი 1260 წლის).
პირველ რიგში გასარკვევია ტერმინები: „დარბაზის ერი“, „დარბაზის ყმა“, „დარბაზის კაცი“, „დარბაზის კარის მოურავნი“, აღნიშნავდნენ სამეფო კარზე მყოფ სხვადასხვა კატეგორიის თანამდებობის პირებსა და მომსახურე პერსონალს, თუ უბრალოდ სამეფო კარზე მყოფთა საერთო სახელწოდებებს წარმოადგენდნენ. ზუსტი პასუხის გაცემა აქაც რთულია, ისევ და ისევ წყაროთა სიმცირის გამო.
ი. ანთელავა ერთგან წერდა, რომ „სამეფო კარზე მყოფთ ერთობლიობას ეწოდებოდა არა „დარბაზი“, არამედ „დარბაზის ერნი“. მეფეს თავისი ტაძრეული, თავისი დარბაზის ერი ახლდა... XII საუკუნისთვის დარბაზის ერი დიფერენცირების გარეშე სასახლის მთელ შტატს გულისხმობს“. თუმცა შემდეგ აზუსტებდა, „მაშ ვინღა არიან ეს „უხელონი“ დარბაზის ერნი? ამ ტერმინით უნდა აღინიშნებოდეს სასახლის კარზე მყოფი გარკვეული სამხედრო ძალა, რომელთაც გვარი და მამული საშუალებას არ აძლევდათ რაიმე „ხელზე“ განაცხადონ პრეტენზია. ისინი სამეფო დომენის წვრილი აზნაურები და მსახურები უნდა იყვნენ, უფრო სწორად, მეთი ის ნაწილი რომელიც მეფის კარზე იმყოფებოდა. ამდენად ისინი დარბაზის ერნი არიან“. მეცნიერი თვლიდა, „დარბაზის ერი არის იგივე ტაძრეული და სასახლის პერსონალის აღმნიშვნელი ტერმინია“. დაახლოებით იგივე აზრი ქონდა ქ. ჩხატარაიშვილს, „ტაძარში (პალატაში, დარბაზში...) მეფესთან მუდმივად მყოფ მსახურეულ პირებს „ტაძრეულნი“ ანუ „ტაძრობილნი“ ერქვათ“. რაც შეეხება დარბაზის ყმებს, ი. ანთელავას მიხედვით, „დარბაზის ყმა იგივე რაც პაჟები, სამეფო სასახლის ახალგაზრდული დასი. ეს დარბაზის ყმები შეადგენენ დიდ სამეფისკარო თანამდებობათა რეზერვს“.
„დარბაზის კაცი“ - გვხვდება მხოლოდ ბექა-აღბუღას სამართალში და სავარაუდოდ „დარბაზის ერის“ სინონიმად უნდა ჩავთვალოთ. „დარბაზის კარის მოურავნი“ - რკონის დაწერილშია დაფიქსირებული და „მოურავი“ „მოხელის“ სინონიმია. თანაც არ გვგონია „დარბაზის კარის მოურავნი“ ოფიციალური ტერმინი ყოფილიყო.
„დარბაზის ყმა“ - ნარატიულ წყაროებშია დაფიქსირებული. ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებში არ გვხვდება და არც „ხელმწიფის კარის გარიგებაშია“ ნახსენები. ჩვენი აზრით, არც „დარბაზის ყმა“ იყო ოფიციალური ტერმინი. ჩვენი აზრით, რეალურად არსებობდა ერთი ოფიციალური ტერმინი - „დარბაზის ერი“ და ის აღნიშნავდა სამეფო სასახლის ყველა მოხელეს.
დასკვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი, წყაროებში არ მოიპოვება პირდაპირი ცნობები რომლებიც დაადასტურებდა დარბაზის, როგორც ოფიციალური სათათბირო ორგანოს არსებობას. თუმცა არის ცნობათა ერთი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ და სურვილის შემთხვევაში შეიძლება ისეთი ინტერპრეტაცია მივცეთ, რომ სათათბირო ორგანო - დარბაზის, არსებობა ვივარაუდოთ. ამავე დროს აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წყაროებში დაცულია ისეთი ინფორმაციაც, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება დარბაზის, როგორც ოფიციალური სათათბიროს ორგანოს არსებობას. ამიტომ ჩვენ ვეთანხმებით იმ მეცნიერთა მოსაზრებას, რომლებიც თვლიდნენ, რომ დარბაზი არ წარმოადგენდა მეფესთან არსებულ ოფიციალურ სათათბირო ორგანოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий