понедельник, 12 ноября 2018 г.

დეპეშები სრულიად საიდუმლოდ _ სერგო ორჯონიკიძის პირადი არქივიდან (ა. დაუშვილი)

სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამყარე­ბის შე­სა­ხებ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ის­ტო­რი­ის დაწერა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის შემ­დეგ და­იწ­ყო. გა­იხ­სნა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ქი­ვე­ბი, გამოქ­ვეყ­ნდა ად­რე უც­ნო­ბი არა ერ­თი დო­კუ­მენ­ტი, და­იწ­ყო ათ­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ისტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი და­მუ­შა­ვე­ბა, მი­სი ახლე­ბუ­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცია. ქარ­თველ­მა ის­ტო­რი­კო­სებ­მა (ლ. თოი­ძემ, ფ. ლო­მაშ­ვილ­მა, მ. ნათ­მე­ლა­ძემ, ნ. კირ­თა­ძემ. ვ. გუ­­რულ­მა. ო. ჯა­ნე­ლი­ძემ, დ. შვე­ლი­ძემ და სხვებ­მა) გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი, რომლე­ბიც ახ­ლე­ბუ­რად აშუ­ქე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს უახლე­სი ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზო­დებს. მოსკოვ­ში 2004-2005 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამეცნიერო მივ­ლი­ნე­ბის შე­დე­გე­ბიც ნელ-ნე­ლა შე­დის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში (იხ. კ. წენ­გუ­აშ­ვი­ლი, ტროც­კი ქარ­თვე­ლი მენ­შე­ვი­კე­ბის შე­სა­ხებ, `ანა­ლე­ბი~, 2004 წლის #2; მი­სი­ვე, ქარ­თვე­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის წე­რი­ლე­ბი ლ. ტროც­კის, `ანა­ლე­ბი~ 2005 წლის #1, მი­სი­ვე; 1924 წლის აჯან­ყე­ბის არ­სის გა­გე­ბი­სათ­ვის, `კლიო~. 2005 წლის #30, ალ. და­უშ­ვი­ლის, ლო­რეს პრო­ვო­კა­ცია. `ანა­ლე­ბი~ 2005 წლის #2; მი­სი­ვე, `1924 წლის აჯან­ყე­ბა და კრემ­ლის პო­ზი­ცია~, `კლიო~, 2005 წლის #30).
ქვე­მოთ ჩვენ ვაქ­ვეყ­ნებთ მოს­კო­ვის სო­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვის სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის პი­რად ფონ­დში (ფონ­დი 85) და­ცულ დღემ­დე უც­ნობ, ან არას­რუ­ლად გამოქვეყნე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც შუქს ფე­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის `ხელ­მე­ო­რედ მობ­რუ­ნე­ბის~ ის­ტო­რი­ულ პრო­ცესს, არ­კვე­ვენ ამ საქ­მე­ში ქართველე­ბი­სა და არა­ქარ­თვე­ლე­ბის `ღვაწლს~, გვაძლე­ვენ მდი­დარ ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­სჯი­სათ­ვის.
თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მე­ტად საინ­ტე­რე­სოა. ქვე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ამ დოკუმენტების ერ­თი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლ­შე­ვი­კუ­რი აგ­რე­სი­ის და­გეგ­მვას­თან, მის­თვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­ფა­რის შემ­ზა­დე­ბას­თან. დოკუმენ­ტე­ბი ორ ჯგუფს წარ­მო­ად­გენს _ ესე­ნია რუსე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თუ სამ­ხედ­რო სამსახურების მეს­ვე­უ­რე­ბის თუ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძი­სათ­ვის სწო­რედ 1920 წელს გაგ­ზავ­ნი­ლი დე­პე­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მი­ერ დემოკრა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბაა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, და მე­ო­რე, კო­მუ­ნის­ტუ­რი რუ­სე­თის `მე­ხუ­თე კო­ლო­ნის~ - ქარ­თვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მი­ერ სის­ტე­მა­ტუ­რად მოს­კოვ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.
ქარ­თვე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბის (ბ. კვირ­კვე­ლი­ას, ლ. დუმ­ბა­ძის, კ. ცინ­ცა­ძის) დე­პე­შე­ბი სა­სურ­ვე­ლის რეალუ­რად გა­სა­ღე­ბის აშ­კა­რა ნი­მუ­შია, ისი­ნი ცდილო­ბენ და­არ­წმუ­ნონ მოს­კო­ვი, რომ `სა­ქარ­თვე­ლო და კავ­კა­სია ელის ბოლ­შე­ვი­კებს~, ამი­ტო­მაც ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ძა­ბა­ვენ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას, მენშევი­კურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა არ­სე­ბულ თუ არარ­სე­ბულ ცოდ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ეს, ფაქტობრივად, რუ­სე­თის რე­ზი­დენ­ტუ­რის მი­ერ `ცენტრში~გაგ­ზავ­ნი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბია.
დო­კუ­მენ­ტე­ბის მე­ო­რე ჯგუ­ფი­დან მე­ტად საინტერე­სოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა ლ. კა­რა­ხა­ნის დე­პე­შა, რომელიც მან სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს გა­უგ­ზავ­ნა 1920 წლის 9 მა­ისს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ხელშეკრულების და­დე­ბის­თა­ნა­ვე. დე­პე­შა ააშ­კა­რა­ვებს მოს­კო­ვის მხა­რის და­ფა­რულ მიზ­ნებს, იმას, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თია, რომ მის პუნ­ქტებს მომავალ­ში აშ­კა­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, თუ დასჭირდებო­დათ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ფრონ­ტა­ცი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე ზემოქმე­დე­ბი­სათ­ვის. ისიც სა­ყუ­რად­ღე­ბოა, რომ მაშინაც, ისე­ვე რო­გორც დღეს, ზე­მოქ­მე­დე­ბის მთავარი ია­რა­ღი - ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბის მი­წო­დე­ბის შეწ­ყვე­ტაა.
ქვე­მოთ­მო­ტა­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის დი­დი ნა­წი­ლის მეც­ნი­ე­რუ­ლი ანა­ლი­ზი მო­ცე­მუ­ლია ჩვე­ნი ტრი­ლო­გი­ის - `სო­სო ჯუ­გაშ­ვი­ლის ამ­ბა­ვის~ დას­კვნით, მე­სა­მე წიგნში `ქარ­თუ­ლი საქ­მე~, რო­მელ­საც მა­ლე მი­ი­ღებს ქარ­თვე­ლი მკით­ხვე­ლი, ამი­ტო­მაც აქ მხო­ლოდ ზოგადი მი­მო­ხილ­ვით და დო­კუ­მენ­ტე­ბის კომენტარებით დავ­კმა­ყო­ფილ­დით.
* * *
ს. გუ­სე­ვი1 - ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
სა­რა­ტო­ვი. 1920 წ. 20 თე­ბერ­ვა­ლი
ბა­ქოს კო­მი­ტე­ტის შეტ­ყო­ბი­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ თით­ქოს და­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დე­ნი­კინ­თან. დენიკინმა შეს­თა­ვა­ზა სა­ქარ­თვე­ლოს და­ი­კა­ვოს მთელი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა და და­ამ­ყა­როს იქ წეს­რი­გი, თუ­კი მთი­ე­ლე­ბი დე­ნი­კი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აჯან­ყდე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აძ­ლევს საფარს მო­ხა­ლი­სე­თა არ­მი­ის ნა­წი­ლებს და სამაგიეროდ მათ­გან იღებს სამ­ხედ­რო აღჭურვილობას: მო­ხა­ლი­სე­თა არ­მი­ის ია­რაღ­სა და მარაგ ნა­წი­ლებს... ინ­გლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო და აზერბაი­ჯა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან წი­თე­ლი არ­მი­ის მოძ­რა­ო­ბით ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში და ცდი­ლო­ბენ საბ­ჭო­თა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შექ­მნან მთის ფრონ­ტი, რო­მე­ლიც და­ი­კა­ვებს და­ღეს­ტან-თერგის ოლქს. სა­ქარ­თვე­ლო აგ­ზავ­ნის თერ­გის ოლქში ხალხს, ინ­გლი­სურ ფულს...
Государственный архив социально-политической истории РФ (ГАСПИ РФ), Ф.85, оп 18. д.47, с. 1.
კ. ცინ­ცა­ძე2 - ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
1920 წლის 27 აპ­რი­ლი (დე­პე­შა სა­ი­დან არის გაგზავ­ნი­ლი არ ჩანს - ა.დ.)
ყარ­სი და­ე­ცა, ბა­თუ­მიც. ცი­ხე­ში 10000 კა­ცი იყო. შე­ტე­ვა­ზე იყ­ვნენ 4000 აჭა­რე­ლი და ათა­სი თურ­ქი ჯარის­კა­ცი. მათ აიყ­ვა­ნეს 5 ათა­სი ტყვე შტაბ­თან ერთად და 4 მი­ლი­არ­დი მა­ნე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სურსა­თი.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.47, с. 1-2.
კ. ცინ­ცა­ძი­სა და ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი.
(თა­რი­ღი არა აქვს - ა.დ.)3.
სერ­გო ეკით­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მდგომარეობის შე­სა­ხებ.
კო­ტე - გუ­შინ დი­ლით თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ვი­და სერ­გო ქავ­თა­რა­ძე.4 დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ა­ხერ­ხა მან ჩა­მოს­ვლა. მი­სი სიტ­ყვე­ბით, თბი­ლის­ში მძი­მე, დუხჭირი გან­წყო­ბი­ლე­ბაა. მენ­შე­ვი­კე­ბი ტან­ჯა­ვენ ჩვენს ამ­ხა­ნა­გებს, მა­სობ­რი­ვი და­ჭე­რე­ბი არ წყდე­ბა. სულ ბო­ლო ხანს გა­მო­ვი­და ჩვე­ნი გა­ზე­თე­ბი და იმწუთას­ვე და­ხუ­რეს. მაგ­რამ რუ­სი მუ­შე­ბი, ქარ­თვე­ლი და სო­მე­ხი მუ­შე­ბის ნა­წი­ლი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რე­ზეა. მთებ­ში გლეხ­თა აჯან­ყე­ბე­ბია. მაგ­რამ დღეს მი­ვი­ღე კარ­გი ამ­ბე­ბი - ბა­ქოს რაზ­მე­ბი უახ­ლოვ­დე­ბი­ან თბი­ლისს. ამი­ერ­კავ­კა­სია მო­უთ­მენ­ლად ელის ბოლშევი­კებს.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.8, с. 1.
ანო­ნი­მი - ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბი მი­იყ­ვა­ნა რუ­სე­თის საზ­ღვრებ­თან, რომ ქარ­თველ კო­მუ­ნის­ტებს, თუ სურ­დათ, გა­სუ­ლიყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან. ეს პრო­ცე­სი ახ­ლა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გან ვლა­დი­კავ­კაზ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს ქარ­თვე­ლე­ბი.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.6, с.3.
ლ. დუმ­ბა­ძე5 - ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თა­რი­ღი არა აქვს, და­ახ­ლო­ე­ბით 1920 წე­ლი (ა.დ.)
ბა­თუმ­ში და­ა­პა­ტიმ­რე­სა კო­მუ­ნის­ტე­ბი: პროფსაბჭოს მდი­ვა­ნი მა­ხა­რა­ძე, თუ­მა­ნო­ვი, მარ­კმა­ნი, თავბე­რი­ძე, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, კო­ბი­ძე, რა­მიშ­ვი­ლი, ნატალია ბა­ბა­ხა­ნო­ვა. ისი­ნი აიყ­ვა­ნეს ბრი­ტა­ნე­თის კრე­ისერ­ზე და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ა­პა­ტიმ­რეს `გო­ლოს ტრუ­დას~ ამწყობე­ბი, ეძე­ბენ `სე­დაი მი­ლე­თის~6 წევ­რებს. ითხოვენ, რომ თერ­გის ოლ­ქი­დან გა­იყ­ვა­ნონ ჟლო­ბას ცხე­ნო­სა­ნი კორ­პუ­სი და შე­იც­ვა­ლოს ისი­ნი ფეხოსნებით.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.7, с.4.
ბ. კვირ­კე­ლი­ა7 - გ. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თერ­გი. 1920 წლის 9-10 მა­ი­სი
სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ჩეჩ­ნებს გა­უგ­ზავ­ნა ნოტა, თით­ქოს­და რო­კის უღელ­ტე­ხი­ლით გო­რის მაზრაში გა­იგ­ზავ­ნა ია­რა­ღით აღ­ჭურ­ვი­ლი წი­თე­ლი არმი­ის რაზ­მე­ბი. მათ უპა­სუ­ხეს, რომ არ­ცერ­თი შეიარაღებუ­ლი კა­ცი რო­კის უღელ­ტე­ხი­ლით არ გადასუ­ლა, რომ გეგეჭკო­რის გან­ცხა­დე­ბა არის სიც­რუე და პრო­ვო­კა­ცია, რო­მელ­საც სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი აქვს. ჩი­ჩე­რინ­მა გა­აკე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ კა­სა­რის? ხეო­ბა არა­სო­დეს არ შე­დი­ო­და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, საქართვე­ლოს სა­მე­ფო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს რესპუბლიკა­ში. და ჩვენ იქ მცხოვ­რებ ოსებს მენშევიკების საჯიჯ­გნად არ და­ვუ­ტო­ვებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მენ­შე­ვი­კე­ბი თავს იმ­დე­ნად უძლურად გრძნო­ბენ, რომ ისი­ნი გა­ხა­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან თუ­კი შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ იუ­რი­დი­ულ მოჩ­ვე­ნე­ბით დამოუკიდებ­ლო­ბას, გად­მოგ­ვცე­მენ ჩვენ ფაქ­ტობ­რივ უფ­ლე­ბებს ჩა­ვე­რი­ოთ მათ ში­ნა­გა­ნა­წე­სებ­შიც კი. ... მამისო­ნის, ზა­რო­მა­გის, ნარ­სის... გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მოსახ­ლე­ო­ბა თერ­გის ოლ­ქით იკ­ვე­ბე­ბა, გა­ი­წი­რე­ბა შიმში­ლი­სათ­ვის, თუ კა­სა­რის ხე­ო­ბა გა­და­ე­ცე­მა საქართვე­ლოს. ეს მო­სახ­ლე­ო­ბა სულ წი­თელ არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ამ ხე­ო­ბას სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს...
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.3, с. 1.
ლ. კა­რა­ხა­ნი8 - ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
მოს­კო­ვი, 1920 წლის 9-11 მა­ი­სი
კა­რა­ხა­ნი ჯერ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის 1920 წლის 7 მა­ი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ტექსტს უგ­ზავ­ნის ს. ორჯო­ნი­კი­ძეს და შემ­დეგ ამ დე­პე­შას (ა. დ.)
წი­ნა­და­დე­ბას - რომ ჯა­რე­ბი გა­ა­ტა­რონ ბა­თუმ­ზე, ისე­ვე რო­გორც მოთ­ხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გამოცხადდეს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - ცკ უარყოფს. ჩვენ­თვის უფ­რო ხელ­საყ­რე­ლია, რომ ბათუმი­დან ინ­გლი­სე­ლე­ბი გა­ნი­დევ­ნონ ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლით, ვიდ­რე ეს გა­ა­კე­თოს ჩვენ­მა ჯა­რებ­მა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­რი­ოს ისი­ნი ინგლისთან ომ­ში. სა­ქარ­თვე­ლო გვჭირ­დე­ბა რო­გორც დრო­ე­ბი­თი ბუ­ფე­რი, გა­საბ­ჭო­ე­ბუ­ლი ის ამ როლს ვერ შე­ას­რუ­ლებ­და. თუ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ურთიერსასარგებლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ­სე­ბობს - აღად­გი­ნეთ. მხო­ლოდ ნავ­თის მი­წო­დე­ბა ისე უნ­და მოაწ­ყოთ, რომ ისი­ნი (იგუ­ლის­ხმე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რე - ა.დ.) მუ­დამ ხელ­ში გე­ჭი­როთ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მათ უნ­და გან­დევ­ნონ ინ­გლი­სე­ლე­ბი, თუ მათ ეს არ გააკეთეს, ჩვენ ნავთს გა­და­ვუ­კე­ტავთ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი მათ­რა­ხი იქ­ნე­ბა მათ­თვის, გა­და­ე­ცით ჩვე­ნებს, რომ ძალი­ან სწრა­ფად ნუ აღად­გე­ნენ გა­ზე­თებ­სა და ლეგალურ საქ­მი­ა­ნო­ბას. გვაც­ნო­ბეთ ვინ გაანთავისუფ­ლეს - რომ შე­ვა­მოწ­მოთ რამ­დე­ნად ასრუ­ლე­ბენ ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 16-17.
ოდო­ევ­სკი9 - გ. კ. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თბი­ლი­სი, 1920 წლის 6-22 დე­კემ­ბე­რი
ლეგ­რა­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და ავტო­მო­ბი­ლით რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­მო­ვი­და. განსაკუთ­რე­ბულ­მა რაზ­მმა მთელ ამ მა­ტა­რე­ბელს ალყა შე­მო­არ­ტყა. ფაქ­ტი­უ­რად და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი არი­ან და მა­ტა­რებ­ლი­დან არ უშ­ვე­ბენ. ჩვე­ნი თანამშრომლების და­პა­ტიმ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, გუ­შინ და­ა­პა­ტიმ­რეს `კო­მუ­ნის­ტის~ რე­დაქ­ცია. გრძელ­დე­ბა კო­მუ­ნის­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი. ახ­ლა ქა­ლაქ­ში მიმდინა­რე­ობს და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი სპე­კუ­ლა­ცი­ის მო­ტი­ვით. მეც კი და­მა­კა­ვეს, რად­გან დიპ­ლო­მა­ტი ვარ - გამათავი­სუფ­ლეს.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 1.
ოდო­ევ­კსი - გ. კ. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თბი­ლი­სი. (დე­პე­შას თა­რი­ღი არა აქვს - ა. დ.)
დღეს თა­ვის სახ­ლში და­ა­პა­ტიმ­რეს ჩვე­ნი მი­სი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ილია ბო­ბო­ლა­ძე (ასეა დო­კუ­მენ­ტში - ა. დ.), თა­ნამ­შრო­მე­ლი ჭე­ლი­ძე. დღემ­დე ქუ­თა­ი­სის განსა­კუთ­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზი­ან. ცი­ხე­შია საეო­ჩოს კბი­ლის ექი­მი კა­რა­გუ­ლი­ა­ნი. ბა­თუმ­ში, ჩვე­ნი კონ­სუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ზე­წო­ლა ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 4.
ა. ლ. შე­ინ­მა­ნი10 - გ. კ. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თბი­ლი­სი, 6 დე­კემ­ბე­რი
სომ­ხე­თის გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჩვენ­და­მი დამოკი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. უკ­ვე ერ­თი დღეა ჩე­მი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. ამის გა­გე­ბის შემ­დეგ ჩიჩერინ­მა გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ მოს­კოვ­ში დაეკავე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მახარა­ძე. გუ­შინ სა­ღა­მოს და­ა­კა­ვეს ად­გი­ლობ­რი­ვი კო­მუ­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მდივ­ნე­ბი. გუ­შინ ალ­ყა შე­მო­არ­ტყეს ლეგ­რა­ნის მა­ტა­რე­ბელს. დღემ­დე დაკავებუ­ლია - ის ერე­ვან­ში უნ­და წა­სუ­ლი­ყო, ეკრძალე­ბათ ვა­გო­ნი­დან გა­მოს­ვლა. ამის გა­მო შევწყვი­ტეთ ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბა. და­ვა­პა­ტიმ­რეთ საქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ერე­ვან­სა და ბაქოში. წა­ვუ­ყე­ნეთ მათ ულ­ტი­მა­ტუ­მი, რომ დაუყოვნებ­ლივ გად­მოგ­ვცენ ვრან­გე­ლის ფლო­ტი, სასწრა­ფოდ აღად­გი­ნონ რკი­ნიგ­ზა სომ­ხეთ­თან. მოვითხოვთ კო­მუ­ნის­ტე­ბის დევ­ნის აკ­რძალ­ვას, სომხების მხა­რის სა­ხე­ლით მო­ვით­ხოვთ ქარ­თვე­ლე­ბის მი­ერ ბორ­ჩა­ლოს მაზ­რის ნე­იტ­რა­ლუ­რი ზო­ნის დაცლას.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 1.
ა. ლ. შე­ინ­მა­ნი - ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
... გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია სომ­ხე­თი­სათ­ვის პუ­რი­სა და ნავ­თის მი­წო­დე­ბა.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 2.
ა. ლ. შე­ინ­მა­ნი - ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თბი­ლი­სი, 1920 წ. 10 დე­კემ­ბე­რი
სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე გა­და­მიჭ­რა ტელე­ფო­ნის ხა­ზი ბა­თუმ­თან, ბა­ქოს­თან, ვლადიკავკაზ­თან, ერე­ვან­თან, მოს­კოვ­თან. იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ კუ­რი­ე­რუ­ლი მი­მოს­ვლა და­ვამ­ყა­რო აღ­სტა­ფა­სა და თბი­ლისს შო­რის. კო­მუ­ნის­ტე­ბის დევ­ნა შე­იმ­ჩნე­ვა ყველ­გან. იჭე­რენ სპე­კუ­ლა­ცი­ის მი­ზე­ზით და მე­რე დადე­ქი და უმ­ტკი­ცე... იმა­საც იტ­ყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ სომ­ხე­თის რევ­კო­მის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერე­ვან­ში გე­ნე­რა­ლი კა­რა­ლი­ო­ვი და მი­სი მდი­ვა­ნი მუ­კა­ბე­რი­ძე (ასეა დო­კუ­მენ­ტში - ა.დ.). ეს კი არ შე­იძ­ლე­ბა. ეს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით არ უნ­და კეთ­დე­ბო­დეს, უხერხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვაგ­დე­ბენ.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 3.
ა. ლ. შე­ინ­მა­ნი - ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თბი­ლი­სი, 1920 წლის 18 ოქ­ტომ­ბე­რი
გე­ნე­რალ კ. თუ­მა­ნო­ვის წე­რი­ლი გე­ნე­რალ ზაქარია ალექ­სან­დრეს ძე მდი­ვანს ბა­თუმ­ში (ას­ლი)11
მე წარ­მო­ვად­გენ თერ­გის ოლ­ქი­დან და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან ბოლ­შე­ვი­კე­ბის გან­დევ­ნის კო­მი­ტეტს. იქ დი­დი კავ­ში­რე­ბი გვაქვს და ვამ­ზა­დებთ აჯან­ყე­ბას. საქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ამის შე­სა­ხებ იცის. მე მას გა­და­ვე­ცი ჩვე­ნი მოღ­ვა­წე­თა სია. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სასწრა­ფოდ ფუ­ლი. მე გიგ­ზავ­ნი ფრან­გე­ბის დახმარებით რა­დი­ოგ­რა­მას ვრან­გე­ლი­სათ­ვის. თა­ვის მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­ეწ­ყო­ბა ხე­ლი იმით, რომ ყირი­მი­დან შე­მო­ვა პუ­რი. გა­მოვ­გზავ­ნე 40-80 ათა­სი ფუთი.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 5.
ა. ლ. შე­ინ­მა­ნი - ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თბი­ლი­სი. 1920 წლის 13 დე­კემ­ბე­რი
ბო­ლო სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს 70 კო­მუ­ნის­ტი. ყვე­ლა გა­აგ­ზავ­ნეს ქუ­თა­ის­ში. ბა­თუმ­ში მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბია. მი­სი­ის ცალ­კე­ულ თანამშრომ­ლებ­ზე რეპ­რე­სი­ე­ბი გრძელ­დე­ბა.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 8.
ა. ლ. შე­ინ­მა­ნი - გ.ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს.
თბი­ლი­სი, 1920 წლის 17 დე­კემ­ბე­რი
ქარ­თველ კო­მუ­ნის­ტებს წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა - შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის მოწ­ყო­ბა, შპი­ო­ნა­ჟი, სხვა ქვეყ­ნის ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 13.
ა. ლ. შე­ინ­მა­ნი - ორ­ჯო­ნი­კი­ძეს
თბი­ლი­სი, 17 დე­კემ­ბე­რი, 3 სა­ა­თი
კო­მუ­ნის­ტუ­რი გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ა­ში განსაკუთრე­ბუ­ლი რაზ­მი შე­ვარ­და. და­ა­პა­ტიმ­რეს იქ ვინც იყო - 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 2 სტუ­მა­რი, წა­ი­ღეს გა­ზე­თის ანაწ­ყო­ბე­ბი, და­ლუ­ქეს რე­დაქ­ცია და ტიპოგრა­ფია. ტი­პოგ­რა­ფი­ა­ში 13 თა­ნამ­შრო­მე­ლია.
ГАСПИ РФ, Ф.85, оп 15. д.14, с. 13.
შე­ნიშ­ვნე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი
1. გუ­სე­ვი სერ­გეი ივა­ნეს ძე (1874-1933), პარ­ტი­უ­ლი მოღ­ვა­წე, 1896 წელს შე­ვი­და ვ.ი.ლე­ნი­ნის მი­ერ ორგა­ნი­ზე­ბულ მუ­შა­თა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის კავ­შირ­გში, შემ­დეგ რსდმპ წევ­რი გახ­და, ბოლ­შე­ვი­კი. 1917 წლის ოქ­ტომ­ბრის გადატრიალების დროს იყო პეტ­როგ­რა­დის სამხედრო რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მდი­ვა­ნი. 1919-1920 წლებ­ში შე­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ფრონ­ტის რე­ვო­ლუ­ცი­ურ სამ­ხედ­რო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ლ. დ. ტროცკის­თან. 1923 წლი­დან იყო რკპ (ბ) ცენტრალუ­რი სა­კორ­ნტრო­ლო კო­მი­სი­ის პრეზიდიუც­მის წევ­რი, 1929 წლი­დან კო­მინ­ტერ­ნის აღ­მას­კო­მის წევრი. აქვს ნაშ­რო­მე­ბი რუ­სე­თის სამოქა­ლა­ქო ომის ის­ტო­რი­ა­ზე.
2. ცინ­ცა­ძე კონ­სტან­ტი­ნე (კო­ტე) - სა­ქარ­თვე­ლოს ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ იყო საქართვე­ლოს სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის ხელმძღვანელი, გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად და­უ­პი­რის­პირ­და ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს, იყო `ნა­ცი­ო­ნალ-უკ­ლო­ნის­ტე­ბის~ პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში. აშკარად ან­ტის­ტა­ლი­ნუ­რი პო­ზი­ცია ეკა­ვა პოლიტიკის რიგ სა­კით­ხებ­ზე.
3. წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მოს­კო­ვის არ­ქივ­ში, ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძის ფონ­დში მო­თავ­სე­ბუ­ლია 1920 წლის მა­სა­ლებ­თან ერ­თად და რამ­დე­ნა­დაც დო­კუ­მენტს თა­რი­ღი არ აქვს, იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისინი 1920 წლით თა­რიღ­დე­ბა. დე­პე­შის ში­ნა­არ­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით მას­ში სერ­გო ქავ­თა­რა­ძის მოსკოვში ჩას­ვლა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა, ყარ­სის და­ცე­მა, თუ­რე­ბე­ქის მი­ერ ბა­თუ­მის აღე­ბის შე­სა­ხებ თხრო­ბა გვაძ­ლევს სა­ფუძ­ვესლს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს დეპეშე­ბი 1918 წელს არის გაგ­ზავ­ნი­ლი, რად­გან ამ დე­პე­შებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცია საქართველოსა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ძა­ლი­ან ჰგავს იმ რეპ­ლორ­ტაჟს, რაც რუ­სე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პრესის ფლან­გმა­ნებ­მა პრავ­დამ~ და `იზ­ვეს­ტი­ამ~ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სერ­გო ქავ­თა­რა­ძის მოს­კოვ­ში ჩასვლის შემ­დეგ (იხ, გაზ. `პრავ­და~, 1918 წლის 20 ივ­ნი­სი).
4. ქავ­თა­რა­ძე სერ­გო ივა­ნეს ძე (1885-1971), სახელმწიფო მოღ­ვა­წე, და­ამ­თავ­რა პეტ­როგ­რა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. რსდმპ წევ­რი,1912-1914 წლებ­ში გა­ზეთ `პრავ­დის~ რედაქციის თა­ნამ­შრო­მე­ლი. იყო კავ­კა­სი­ის სამხარეო კო­მი­ტეტ­სის წევ­რი. 1918 წელს იყო თერგის ოლ­ქის სა­ხალ­ხო საბ­ჭოს წევ­რი. 1919 წელს გა­მოგ­ზავ­ნეს თბი­ლის­ში არა­დე­გა­ლუ­რი საქმი­ა­ნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი,. 1921-1922 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. მი­ტემ­ხრო ანტის­ტა­ლი­ნურ `ნა­ცი­ო­ნალ-უკ­ლო­ნის­ტურ~ დაჯგუფე­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო ტროც­კის პოლიტიკურ ოპო­ზი­ცი­ა­შიც, რის გა­მოც 1927 წელს გა­რიც­ხეს პარ­ტი­ი­დან. 1940 წელს აღად­გი­ნეს პარტი­ა­ში, 1943 წელს და­ი­ნიშ­ნა სსრკ სა­გა­რეო საქმე­თა კო­მის­რის მო­ად­გი­ლედ. იყო ყი­რი­მის და პოტ­სდა­მის კომ­ფე­რენ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე. 1945-1952 წლებ­ში სსრ კავ­ში­რის ელ­ჩი რუ­მი­ნეთ­ში.
5. დუმ­ბა­ძე ვლა­დი­მერ (ლა­დო) - სა­ქარ­თვე­ლოს ბოლშე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, ოქ­ტომ­ბრის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ იყო ა/კ სამ­ხა­რეო კომიტეტის წევ­რი.ცთუ სა­ქარ­თვე­ლოს ძალმომრეობით გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი. გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე სერი­ო­ზუ­ლად და­უ­პი­რის­პირ­და ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს, შე­ვი­და `ნა­ცი­ო­ნალ-უკ­ლო­ნის­ტე­ბის~ პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში. აშ­კა­რად ან­ტის­ტა­ლი­ნუ­რი პო­ზი­ცია ეკა­ვა პო­ლი­ტი­კის რიგ სა­კით­ხებ­ზე.
6. `სე­დაი მი­ლე­თი~ - ან­ტი­ქარ­თუ­ლი, პრო­თურ­ქუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ბა­თუმ­სა და აჭარა­ში, ცდი­ლობ­და ამ კუთ­ხის თურ­ქეთ­თან მიერთე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში 1921 წლის ბოლშევიკური გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ სარგებლობ­და გარკვე­უ­ლი გავ­ლე­ნით და ბოლშევიკუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რით, შმი­სი წევ­რე­ბი იყ­ვნენ აჭა­რის მეჯ­ლი­სის დეპუტატე­ბი. თურ­ქეთ­თან საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბა აკ­რძა­ლა.
7. კვირ­კე­ლია (კვირ­კვე­ლია) ბო­რის - სა­ქარ­თვე­ლოს ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, ოქ­ტომ­ბრის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ იყო თერ­გის რეს­პუბ­ლი­კის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, საქართვე­ლოს ძალ­მომ­რე­ო­ბით გასაბ­ჭო­ე­ბის შემდეგ იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი. გარკვეულ ეტაპ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად და­უ­პი­რის­პირ­და ს. ორ­ჯო­ნი­კი­ძეს, შე­ვი­და `ნა­ცი­ო­ნალ-უკლონისტების~ პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში. აშკარად ან­ტის­ტა­ლი­ნუ­რი პო­ზი­ცია ეკა­ვა პო­ლიტიკის რიგ სა­კით­ხებ­ზე.
8. კა­რა­ხა­ნი (კა­რა­ხა­ნი­ა­ნი) ლევ მი­ხე­ი­ლის ძე (1889. თბი­ლი­სი - 1937); დტირ­ლო­მა­ტი, ექ­სტერ­ნად დაამთავ­რა ტომ­სკის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რსდმპ წევ­რი 1904 წლი­დან. შე­დი ოდა ლ. ტროც­კის მი­ერ ჩამოყალიბე­ბულ `მეჟ­რა­ი­ო­ნე­ლე­ბის~ ჯგუფ­ში და მხო­ლოდ 1917 წლის მა­ის­ში შე­უ­ერ­თდა ბოლშევიკებს. Bრესტ-ლი­ტოვ­სკის სა­ზა­ვო მოლაპარა­კე­ბის მო­ნა­წი­ლე. 1918 წლი­დან იყო ჯერ რუ­სე­თის ფედერა­ცი­ის საგარეო საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მის­რის მო­ად­გი­ლე, ხო­ლო 1927-1934 წლებ­ში სსრ კავ­ში­რის სა­გა­რეო საქმე­თა სა­ხალ­ხო კო­მის­რის მო­ად­გი­ლე. სწო­რედ მან მო­ა­წე­რა ხე­ლი რუ­სეთ-საქარ­თვე­ლოს 1920 წლის 7 მა­ი­სის ხელშეკრულებას. 1937 წელს რეპრე­სი­რე­ბული.
9. ოდო­ევ­სკი - 1920 წელს თბი­ლის­ში რუ­სე­თის წარმო­მად­გენ­ლო­ბის მდი­ვა­ნი. ინი­ცი­ა­ლე­ბი და ბიოგ­რაფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ვერ და­ვად­გი­ნეთ.
10. შე­ინ­მა­ნი არონ ლვო­ვის ძე (1886-1944), რსდმპს წევრი 1903 წლი­დან, ბოლ­შე­ვი­კი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრების წევ­რი (ბოლ­შე­ვი­კე­ბის სი­ით). იყო რსფსრს ფინან­სთა სა­ხალ­ხო კო­მის­რის მო­ად­გი­ლე. 1920 წელს შეც­ვა­ლა ს.მ. კი­რო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის თანამდებობაზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ხელმეორე შემრბრუნე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე. მოგვი­ა­ნე­ბით იყო ლონდონ­ში `ინ­ტუ­რის­ტის ~წარმო­მად­გენ­ლო­ბის ხელმძღვა­ნე­ლი. 1937 წელს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან განთა­ვისუფ­ლე­ბის შემ­დეგ, დარ­ჩა ინ­გლის­ში.
11. ვვა­რა­უ­დობთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი ა. ლ. შეინ­მანს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და ქარ­თვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით და ის გა­ეგ­ზავ­ნა ვ. ი. ლე­ნინს საქართვე­ო­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის მი­ერ რუსეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის სამა­გა­ლი­თო ფაქ­ტად.

Комментариев нет:

Отправить комментарий