ეგვიპტის „ძველი სამეფოს“ (ძვ.წ. XXVII-XXII საუკუნეები) პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ეგვიპტის რელიგიურ წარმოდგენათა ძირითადი ქვაკუთხედი, რომელიც თითქმის უცელელი დარჩა ქვეყნის მთელი დანარჩენი ისტორიის მანძილზე (თუ არ ჩავთვლით ეხნატონის რელიგიური რეფორმის მოკლე ხანას XVIII დინასტიის დროს). ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტეში, ისე როგორც ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, რელიგია სახელმწიფო იდეოლოგიისა და პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეგვიპტური სახელმწიფოს არსებაში, მის ისტორიაში გარკვევა შეუძლებელია ეგვიპტელთა რელიგიის შესწავლის გარეშე.
ეგვიპტური სახელმწიფო ცალკეული დამოუკიდებელი დასახლებების თანდათანობით შერწყმის შედეგად, წარმოიშვა, ძალაუფლების ცენტრალიზაციის შემდეგ სწორედ მათი საზღვრები დაედო საფუძვლად ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებად (ნომებად) დაყოფას. მაგრამ ხანგრძლივი დამოუკიდებელი განვითარების პერიოდმა ნომებს თავისებური დაღი დაასვა – თვითეული მათგანი გამოირჩეოდა თვითმყოფადობით, ჰყავდა საკუთარი, მფარველი ღვთაება, მრავალი საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებული რელიგიური წარმოდგენები და კანონები. ნომი ეგვიპტის ყველაზე უფრო შეკრულ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ერთიანი ხელისუფლების დაცემის პერიოდებში ეგვიპტე არასოდეს დაშლილა ორ სამეფოდ, არამედ ყოველთვის ქუცმაცდებოდა ცალკეულ სამთავროებად, რომელთა საზღვრები ნომების საზღვრებს შეესაბამებოდა. ნომების ამგვარი პოლიტიკური შეკრულობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთან. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად თანდათან წაიშალა ნომების საზღვრები, ხოლო ცენტრალიზაციის პერიოდებში სახელმწიფო პანთეონის მთავარ ღვთაებად ყოველთვის ცხადდებოდა სამეფო ოჯახის მშობლიური ნომის ღვთაება.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე, ძალაუფლების უმაღლესი ცენტრალიზაციის პერიოდებმიც კი, სახელმწიფო რელიგია არასოდეს გადაქცეულა დოგმად, ამდენად, არ არსებობდა პერეტიკული წარმოდგენების ცნებაც, და სახელმწიფო კულტის ღვთაებებთან ერთად თითოეულ ნომში ეთაყვანებოდნენ საკუთარი „მიკროპანთეონის“ ღვთაებებს. თანამედროვე ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით გამოთქმას, რომ ეგვიპტეზი თითოეულ ნომს საკუთარი რელიგია გააჩნდა და შესაბამისად, ეგვიპტური ნომების რაოდენობა (42) ემთხვევა „ეგვიპტური რელიგიების“ რიცხვს. სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ეგვიპტური პანთეონის საოცარი გადატვირთულობა და სიჭრელე.
როგორც უკვე ითქვა, ეგვიპტეში სახელწიფო იდეოლოგია და რელიგია განუყოფელ ერთიანობას წარმოადგენდა, ამდენად, ყველა პოლიტიკური მოვლენა მაშინვე თეოლოგიურ ახსნასა და გამართლებას პოულობდა. ამიტომ ბუნებრიეია, რომ ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ მისი იდეოლოგიის აპოლოგეტები – ქურუმები – შეეცადნენ ლოკალური რელიგიების ერთგვარად მოწესრიგებას და მათ შეთანხმებას ერთიან ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიასთან. ამ მცდელობის შედეგად ეგვიპტეში წარმოიშვა რთული თეოლოგიური სისტემები, რომლებიც ქურუმების თეოლოგიური სპეკულაციების შედეგს წარმოადგენს. ყველა ისინი აგებულია ერთი ძირითადი სქემის მიხედვით. პირველყოფილი ქაოსიდან იბადება შემოქმედი ღვთაება, რომელიც ქმნის დანარჩენ ღმერთებს (სამყაროს). სხვადასხვა კოსმოგოზნეურ სისტემებში ამგვარი პრინციპით სხვადასხვა ღმერთებია განლაგებული. მაგალითად, უძველესი, ჰელიოპოლისის კოსმოგონიის მიხედვით პირველყოფილი ქაოსიდან. (ეგვ. ნუნი) წარმოიშვა შემომქმედი – ატუმი, რომელმაც შექმნა შუ (ჰაერი) და ტეფნუტი (სისველე); მათ, თავის მხრივ, შექმნეს გები (მიწა) და ნუტი (ზეცა), ხოლო ამ ღმერთების წყვილმა, თავის მხრივ, დასაბამი მისცა შემდეგი თაობის ღმერთებს – ოსირისსა და ისიდას, სეტხსა და ნეფტიდას – ეგვიპტური პანთეონის უმნიშვნელოვანეს ღვთაებებს, რომლებთანაც რთული მითოლოგიური ციკლებია დაკავშირებული. მსგავსი კოსმოგონი ური სისტემები სხვადასხვა დროს და სხყადასხვა პოლიტიკურ სიტუაციაში იქმნება მემფისში, ესნაში და სხვ. მაგრამ ჰელიოპოლისის კოსმოგონიამ, რომელიც ძველი სამეფოს ფარაონთა იდეოლოგიის ძირითად საყრდენს წარმოადგენდა, მჭიდროდ გაიდგა ფესვები, რადგან თანდათან, ეგვიპტის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე, იგი ისისხლხორცებდა სხვადასხვა ეგვიპტურ ღვთაებებს, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკური ვითარების გამო გარკვეულ მნიშვნელობას იძენდნენ.
IV დინასტიიდან აღზევება დაიწყო რას კულტმა; V დინასტიიდან მზის რელიგია უკვე სახელმწიფო რელიგია ხდება. ფარაონი, აქამდე ხორად აღიარებული, ამიერიდან ხდება „ხორი, რას შვილი“. ბუნებრივია, ატუმის, როგორც შემოქმედი ღვთაების, პოზიცია შეირყა. მაგრამ ჰელიოპოლისის ქურუმების სპეკულაციის შედეგად მოხდა ამ ორი ღვთაების გაერთიანება. ეგვიპტის ოფიციალურ პანთეონში ჩნდება ახალი ღვთაება – რა-ატუმი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება უკვე ადრედინასტიური ტრადიციების მქონე ატუმისა და ახალი სახელმწიფო ღვთაების – რას – თვისებების შერწყმის შედეგად. როცა უფრო გვიანდელ პერიოდში (შუა სამეფო) ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს თებეს ნომარქებმა, მათ, ბუნებრივია, თავიანთი ლოკალური ღვთაების – ამონის – წინ წამოწევა ისურვეს. მათ ამონი ისეე, რას დაუკავშირეს და ასე გაჩნდა ეგვიპტურ პანთეონში კვლავ ახალი ღვთაება – ამონ–რა.
ძველ ეგეიპტელთა წარმოდგენით, ყველა მოვლენის მიზეზს წარმოადგენდა იმატერიალური, ცნობიერებისათვის მიუწვდომელი სულიერი საწყისი, რომელსაც ისინი აღნიშნაგდნენ სიტყვებით – „ბა“, „კა“ ან „ახ“. მისი არსებობის ფორმა ფლუიდური, მოძრავია – მას შეუძლია სახეცვლა, გადანაცვლება სივრცეში, სხვადასხვა ფორმით გამოვლინება, სხვადასხვა მატერიალურ სხეულში ჩასახლება. ამგვარი წარმოდგენის გამო ისინი ადვილად უშვებდნენ, რომ ერთ სულიერ საწყისს შეეძლო რას, ატუმის და ა.შ. ფორმით გამოვლინება. ამგვარად შედგენილი ეგვიპტური ღვთაებები, როგორიცაა, მაგ., რა-ატუმი, რა-ხორახტი და სხვ. ორი ღმერთის გაიგივებას ან გაერთიანებას კი არ ნიშნავდა, არამედ ერთი ცვალებადი ღვთაებრივი სულიერი საწყისის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების შესაძლებლობას. ეგვიპტური თეოლოგიის ამ თავისებურებას თანამედროვე მეცნიერებაში სინკრეტიზმი ეწოდება. დიდი გერმანელი ეგვიპტოლოგის ზ. მორენცის თქმით, „სინკრეტიზმი არა მარტო ეგვიპტური რელიგიური მსოფლმხედველობის თავისებურებას გამოხატავს; მასში აისახება ეგვიპტელთა აზროვნების სპეციფიკა და სწორედ ამიტომ გვიჭირს დღეს ამ მოვლენაში გარკვევა. სწორედ სინკრეტიზმი უდევს საფუძვლად ფარაონის გაღმერთებას. ოფიციალური იდეოლოგიის თანახმად, ეგვიპტის ფარაონი გამოცხადებული იყო ღვთაებად და ღვთაების შვილად. თანამედროვე აზროვნებისათვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეესაბამებოდა ფარაონის „ღვთაებრივობა“ და „მარადიულობა“ გიგანტურ სამარხებს, რომელთა აგებას ფარაონის ტახტზე ასვლისთანავე იწყებდნენ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური იდეოლოგიის თანახმად, მარადიული იყო ფარაონის „ღვთაებრივი სულიერი საწყისი“ და არა მისი გამოვლინების მატერიალური ფორმა. ეს ერთი შეხედვით პარადოქსული სიტუაცია ერთგვარ გამართლებას ღებულობს. ერთი ფარაონის სიკვდილის შემდეგ მისი ღვთაებრივი სულიერი საწყისი ახალ მატერიალურ გამოვლინებაში – შემდეგ ფარაონში ჩასახლდებოდა. ეგვიპტური თეოლოგიის ამ ოფიციალურ დოქტრინას საბოლოოდ ხსნის კარტუში, რომელშიც ჩვეულებრივ, ფარაონის სახელს სვამდნენ. კარტუში – ეს არის წრე, რომელიც თავდაპირველად მიეწერებოდა ფარაონის ტიტულატურას ბოლოში, მხოლოდ ძეელი სამეფოს შუახანიდან დაიწყეს მასში სახელების ჩაწერა, რის გამოც მან მოგრძო ფორმა მიიღო. წრე კი ძველ ეგვიპტეში იყო მუდმივი განახლების შედეგად მიღებული მარადიულობის სიმბოლო.
ჩვეულებრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რომელიმე ღვთაებას ეგვიპტურ პანთეონში, მით უფრო მეტი იყო გამოვლინების ფორმები, რომლებიც მას მიეწერებოდა. მაგ., რას შესახებ ეგვიპტურ ტექსტში ვკითხულობთ: „მას უფრო მეტი სახე აქვს, ვიდრე რომელიმე ღვთაებას. მათი სახელია მილიონი, მათი დასახელება შეუძლებელია“.
თავისებური რელიგიური გაფორმება პოვა ქვეყნის პოლიტიკურმა ისტორიამ ფარაონის რთულ ტიტულატურაშიც.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სამეფო ძალაუფლების დაკავშირება ციურ ღვთაებასთან – ხორთან, რომელსაც შევარდენის იკონოგრაფია ჰქონდა, ჯერ კიდევ უძველეს დროში მოხდა, როცა ნილოსის დაბლობის ცალკეული დასახლებები ორ ეგვიპტურ სახელმწიფოდ გაერთიანდა, მათი სამეფო რეზიდენციების მფარველი ქალღმერთების მდგომარეობა დაიკავეს ნეხბეტმა (სვავის იკონოგრაფია) და ეჯომ (კობრის იკონოგრაფია). ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ ფარაონის ტიტულატურაში „ხორს“ დაემატა ორი ელემენტი – „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე“ (იწერებოდა ზემო და ქვემო ეგვიპტის აღმნიშვნელი იეროგლიფებით) და „ორი ქალღმერთი“ (იწერებოდა ეჯოს და ნეხბეტის იეროგლიფებით). V დინასტიიდან ტიტულატურა შეივსო კვლავ ახალი ელემენტით – „რას შვილი“, ძველი სამეფოს დროს ფარაონი გახდა აგრეთვე „ოქროს ხორი“ – ამ ელემენტის მნიშვნელობა დღეს არ არის ნათელი. ყველა ელემენტის შემდეგ იდგა ფარაონის სახელი; ამასთან, სახელები არ მეორდებოდა, დასრულებული სახით ფარაონის ტიტულატურა ასე. გამოიყურებოდა: „ხორი“ (სახელი), „ოქროს ხორი“ (სახელი), „ორი ქალღმერთი“ (სახელი), „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე“ (სახელი). „რას შვილი“ (სახელი). ტიტულატურა, ჩვეულებრივ, მთავრდებოდა სიტყვებით – „მცხოვრები, ვითარცა რა, მარად“. ამგვარად, ყოეელ ფარაონს ხუთი სახელი გააჩნდა (ადრედინასტიური ეგვიპტის ფარაონებს – სამი), რაც, ბუნებრივია, დღეს საოცარ სირთულეს უქმნის მეცნიერებს, რადგან ერთი და იგივე ფარაონი ერთ ტექსტში შეიძლება ერთი სახელით იყოს მოხსენიებული, მეორეში – მეორეთი და ა.შ. ეს ძალიან ართულებს მათ იდენტიფიცირებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რომელიმე ფარაონის ხუთივე სახელია „ცნობილი.
ეგვიპტური რელიგიის შესწავლისას უნდა გვახსოვდეს, რომ. თითქმის არაფერია ცნობილი სახალხო ეგვიპტური რელიგიის შესახებ. აქ საკმარისია ითქვას, რომ ეგვიპტის „არაოფიციალურ“ პანთეონს შეადგენდა უთვალავი ლოკალური ღვთაება, რომლებსაც თავისი ფესვებით უძველესი დროის ფეტიშებამდე მივყავართ. ყველა ისინი ძირითადად ზოომორფული ან სელესტიალური წარმოშობისა იყენენ. გაღმერთებული ცხოველების სამარხები. ნაპოვნია ჯერ კიდევ წინადინასტიური პერიოდის უძველეს, ბადარიულ კულტურულ ფენაში. დაახლოებით I დინასტიიდან იწყება ანტროპომორფიზაციის პროცესი, მაგრამ კავშირის სრული გაწყვეტა მათ პირვანდელ ზოომორფულ ბუნებასთან ლოკალურ ღვთაებებში მაინც არ მოხდა ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე, რითაც აიხსნება ეგვიპტის ცხოველთავიანი ღმერთების ფენომენი. არქაული ლოკალური ღვთაებებისაგან განსხვავებით, ქურუმების თეოლოგიური სპეკულაციების შედეგად წარმოქმნილი ღვთაებები მთლიანად ანტროპომორფული ხასიათისაა (მაგ., მემფისის პტახი).
ის გარემოება, რომ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ძირითადად ეგვიპტური რელიგიის ოფიციალურ თეოლოგიურ ნაწილა ეხება, სავსებით ბუნებრივია, რადგან ჩვენს განკარგულებამია ძირითადად უდაბნოს მშრალი ქვიშების წყალობით სამარხებში გადარჩენილი ტექსტები, რომლებსაც ტრადიციული ეგვიპტელები ოფიციალური ტრაფარეტების მიხედვით ადგენდნენ. მაგრამ, მასალის სიმცირის მიუხედავად, ხშირად მივდივართ დასკვნამდე, რომ უბრალო ეგვიპტელები სკეპტიკურად უყურებდნენ ოფიციალური იდეოლოგიის თეოლოგიურ დოქტრინებს. მაგალითად, ოფიციალური ეგვიპტური თეოლოგიის თანახმად, ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების დრო მხოლოდ მისი არსებობის მოკლე ეპიზოდს წარმოადგენდა, რომელიც გრძელდებოდა სიკვდილის შემდეგ „დასავლეთის ქვეყანაში“ – ასე ეძახდნენ ეგვიპტელები მიცვალებულთა ადგილსამყოფელს. ადამიანის სიკვდილის მომენტში მისი სულიერი საწყისი (ბა) სცილდებოდა სხეულს და შემდეგ ისევ უერთდებოდა მას „დასავლეთში“ გადანაცვლების შემდეგ. მხოლოდ სულისა და სხეულის ხელმეორედ შეერთების შედეგად იყო შესაძლებელი საიქიო ცხოვრების განცხრომით გატარება; ხოლო თუ მიცვალებულის სხეულისა და მისი ბას შეერთება რაიმე მიზეზის გამო ვერ მოხერხდებოდა, მისი სული საბრალო და მიუსაფარი დარჩებოდა. ამგვარად, მიცვალებულის სხეულის შენახვას ენიჭებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ ამგვარმა შეხედულებებმა წარმოშვა ეგვიპტეში სხეულის მუმიფიცირების ტრადიცია. V დინასტიის დასასრულის რელიგიურ ტექსტებში ჩნდება მიცვალებულთა მფარველის – ოსირისის – სახელი, რომელიც ამიერიდან მტკიცედ იმკვიდრებს მიცვალებულთა მთავარი მფარველი ღვთაების ადგილს. ეტყობა, დაახლოებით ამ დროისათვის ხდება მიცვალებულთა კულტის საბოლოო ჩამოყალიბებაც, რადგან ამ პერიოდის ფარაონთა პირამიდებში ჩნდება თავისებური ხასიათის ტექსტები, რომლებიც დღეს „პირამიდების ტექსტების“ სახელითაა ცნობილი. „პირამიდების ტექსტები“ წარმოადგენს რელიგიური ჰიმნებისა და მაგიური შელოცვების უზარმაზარ კრებულს, რომელთა დანიშნულებაა გაუადვილოს მიცვალებულს დასავლეთის სამეფოში გადანაცვლება და საიქიო ცხოვრება. ძველი სამეფოს პერიოდში ეს „პრივილეგია“ მხოლოდ ფარაონს გააჩნდა; შუა და ახალი სამეფოებიდან იგივე შინაარსის ტექსტები, ერთგვარად მოდიფიცირებული (ე.წ. „მიცვალებულთა წიგნი“ და „სარკოფაგების წიგნი“) უკვე უბრალო ეგვიპტელების სამარხებში გვხვდება. ეს ყველაფერი მიცვალებულთა კულტის ოფიციალურ მხარეს წარმოადგენს. მაგრამ უკვე შუა სამეფოში ჩნდება. სკეპტიკური ნოტები სამუდამო საიქიო ცხოვრების მიმართ. ე.წ. „პესიმისტური ტექსტების“ სინაარსი მოკლედ შემდეგში მდგომარეობს: „არავინ დაბრუნებულა დასავლეთის ბნელი ქვეყნიდან, ცხოვრება კი ძალზე სწრაფად გადის. ამიტომ არ შეიძლება საიქიო ცხოვრების იმედით ყოველდღიურ სიამოვნებაზე უარის თქმა“. მსგავსი სკეპტიციზმი უბრალო ეგვიპტელებს, ალბათ, ოფიციალური თეოლოგიის სხვა დოქტრინების მიმართაც გააჩნდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, მასალის სიმცირის გამო დღეს ამის შესახებ მსჯელობა ძალზე რთულია.
სამყაროს შექმნა
„წარმოიშვა გულით და ენით ატუმის სახე. დიდია პტახი, რომელიც ქმნის ღმერთებს და მათ კას (= ღმერთებისა და ადამიანების სულიერი ორეული) ამ ენით, ამ გულით. წარმოიშვა ხორი მისგან – პტახისგან, წარმოიშვა თოტი მისგან – პტახისგან, გული და ენა ბატონობენ ყველაფერზე, რადგან პტახი არის ყოველ სხეულში, ყოველ ღვთაებაში, ყოველ ადამიანში, ყოველ მწერში, რომლებიც ცოცხლობენ მისი იდეით და ბრძანებით... პტახი ყოველი გადაწყვეტილების მიზეზს წარმოადგენს... ენა იმეორებს გულის აზრს. ასე შეიქმნა ყველა ღვთაება... ასე მიეცა სიცოცხლე კეთილს და მიეზღო სიკვდილი დამნაშავეს, ასე შეიქმნა სამუშაოები და ხელოვნება, ხელის შრომა, ფეხის სიარული... მან შექმნა ღმერთები, შექმნა ქალაქები, დააარსა ნომები, გაანაწილა ღმერთები თავიანთ საკულტო ადგილებში, დააწესა მათი შესაწირავი, დააარსა მათი ტაძრები“.
ტაძრები
ეგვიპტეში დიდი ნაგებობებისას სამშენებლო მასალად ქვას იყენებდნენ, რის გამოც დღემდე დგას პირამიდები და ფარაონების სასახლეთა კომპლექსები. შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ღმერთების, ფარაონებისა და გიგანტური მითური არსებების ფიგურები. ტაძარს ამა თუ იმ ღმერთის პატივსაცემად აშენებდნენ. მათ სწამდათ, რომ ტაძრებში ღმერთები ცხოვრობდნენ. ტაძრამდე მისასვლელ გზას სფინქსები იცავდნენ. ტაძრის შესასვლელთან ფარაონის ქანდაკებები იდგა. შესასვლელი დიდ ეზოში შედიოდა, სადაც ადამიანები სალოცავად იკრიბებოდნენ. ეზოს ბოლოში მთავარი ნაგებობა იყო. იქ შესვლა მხოლოდ ფარაონებსა და ქურუმებს შეეძლოთ. მთავარ ნაგებობაში იმ ღმერთის ქანდაკება იდგა, რომლის სახელზეც ტაძარი იყო აგებული. ტაძრის კედლებსა და სვეტებზე გამოსახული იყო სცენები ღმერთებისა და ფარაონების ცხოვრებიდან. გრანდიოზულობით გამოირჩეოდა ფარაონის სასახლეც, რომელიც, მისი ძალაუფლების გამომხატველი იყო.
ტაძარში შესვლისა და რელიგიური რიტუალის შესრულების უფლება მხოლოდ ფარაონსა და ქურუმებს ჰქონდათ. ტაძრის მთავარი ნაწილი იყო მისი საკურთხეველი, სადაც ღმერთის ქანდაკება იდგა. რელიგიური დღესასწაულის დროს მას ნავში ჩადებდნენ, ნავი ნილოსს დაუყვებოდა და ეგვიპტელებს ღმერთის ქანდაკების ხილვა შეეძლოთ. დანარჩენ დღეებში დილით მთავარი ქურუმი გატეხდა ბეჭედს, რომლითაც ტაძრის კარი იყოდაბეჭდილი, აანთებდა ჩირაღდანს, ილოცებდა ღმერთის წინაშე, აკმევდა საკმეველს, განბანდა ღმერთის ქანდაკებას, რომელიც მთლიანად ოქროსი იყო, დაუწყობდა ახალთახალ შესამოსელს და სამკაულებს, შესაწირავ საჭმელს და სასმელს. მგალობლები გალობით ადიდებდნენ ღმერთს. დღის ბოლოს გამოვიდოდა ტაძრიდან, წაშლიდა თავის ნაკვალევს და კვლავ დაბეჭდავდა წმინდა ადგილს.
ოსირისის სამსჯავრო „მიცვალებულთა წიგნის“ (ძვ.წ. 1400 წ.) მიხედვით: „გარდაცვლილის სულს სიკვდილისა და მუმიფიცირების ღმერთი ანუბისი მიუძღვებოდა „ორი ჭეშმარიტების დარბაზში“, სადაც მსაჯული ღმერთები ამხელდნენ მას სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო. მიცვალებულის სულს წონიდნენ და ისე განსაზღვრავდნენ, ცოდვილი იყო თუ არა. საწონად ჭეშმარიტების ქალღმერთის, მაატის, ბუმბული გამოიყენებოდა. სასწორის მეორე მხარეზე იდო გული - ეგვიპტელთა წარმოდგენით, ადამიანის სულის სამყოფელი, რომელსაც მუმიფიცირებისას სხეულში ტოვებდნენ. ღვთაება თოტი იწერდა აწონის შედეგს. ცოდვილის სულს ნიანგისთავიანი გველეშაპი შთანთქავდა და ის ვეღარასოდეს ეღირსებოდა საუკუნო ცხოვრებას. უცოდველი კი თოტს ოსირისის წინაშე მიჰყავდა და ის მეორე ცხოვრებას განაგრძობდა“.
ძველეგვიპტურ წყაროში ასეთი შეგონებებია მითითებული: „ცოდვილთა მსაჯულნი არ უწევენ შეღავათს ცოდვილებს, როცა თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან. ვაი მას, ვინც ცოდვაში იქნება მხილებული! ნუ გაქვს მრავალი წლის იმედი, რადგან მათთვის შენი ცხოვრების წლები ერთი წამია. დამარხვის შემდეგ ადამიანის ჩადენილი საქმეები, როგორც ქონება, მის გვერდით იქნება დაწყობილი, სულ მუდამ მასთან იქნება. უგუნურია ის ადამიანი, რომელიც ამას არად ჩააგდებს. ხოლო ის, ვისაც ცუდი არაფერი ჩაუდენია, მარადიულ ცხოვრებას ეზიარება და იქნება იქ, როგორც ღმერთი...“
მიცვალებულთა წიგნი გვამცნობს თუ როგორ უნდა ემართლებინა თავი მიცვალებულს ოსირისთან, რომ სამოთხეში მიეღო და ჯოჯოხეთში არ გაეშვა:
„მე არ ჩამიდენია ბოროტება, მე არ ჩამიდენია ცოდვა წმინდა ადგილას, მე არ მიყვარდა მკრეხელობა, მე არ დამიჩაგრავს სუსტი, მე არ გამაჩნია ცოდვა ღმერთების წინაშე, მე არ დამიჩაგრავს მონა ბატონის თანდასწრებით, მე არ ვყოფილვარ არავის ავადმყოფობის მიზეზი, მე არ მომიკლავს, მე არ მიბრძანებია არავის მოკვლა, მე არავისთვის მიმიყენებია ტანჯვა, მე არ ვაზიანებდი სატაძრო ბეღლებს, მე არ მიმითვისებია მიცვალებულთა ქონება, მე არ ჩამიდენია მრუშობა, მე არ მქონდა ბილწი ენა, მე არასოდეს მომიტყუებია წონაში, მე არასოდეს ჩამიქრია სამსხვერპლო ცეცხლი, მე არასოდეს გამომიტოვებია მსხვერპლშეწირვა, მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ...“

Комментариев нет:
Отправить комментарий