XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს, ფეოდალურ სახელმწიფო, სამეფო-სამთავროებად დაიშალა, XVI საუკუნე კი შეიძლება მისი გადარჩენისთვის ბრძოლის საუკუნედ ჩაითვალოს. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი XVI საუკუნის განმავლობაში საქართველო გამუდმებულ ბრძოლაში იყო ჯერ ირანთან, შემდეგ კი ოსმალეთთან, რომელიც ირანის ძლიერ და დაუცხრომელ მეტოქედ იქცა1. მართალია, აღმოსავლეთში ოსმალებს წინა საუკუნეშიც ჰქონდათ მეტოქეობა თურქული მოდგმის თეთრბატკნიანებთან, თუმცა ბევრად მწვავე გამოდგა მათი დაპირისპირება სეფიანებთან. უზუნ ჰასანის ნამდვილი მემკვიდრე თურქ-ოსმალებთან დაპირისპირებისას არა მისი საკუთარი ვაჟები, არამედ შვილიშვილი – სეფიანთა სახელმწიფოს ფუძემდებელი ისმაილ I – გამოდგა, რომელსაც ეთნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანი ფესვები ჰქონდა – თურქულ-ქურთულთან ერთად მასში პონტოელი ბერძნებისა და ქართული სისხლიც ჩქეფდა (ტრაპიზონის მეფე ალექსი მეოთხისა და საქართველოს მეფის, ალექსანდრე დიდის შვილთაშვილი იყო). გარდა მტრულად განწყობილი ამ ორი იმპერიისა, XVI საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს უკვე გამუსლიმებული შაქი და შირვანი ემეზობლებოდა. ასეთი იყო ქვეყნის საგარეო მდგომარეობა XVI საუკუნის გარიჟრაჟზე, როცა ასპარეზზე პირველობის პრეტენზიით გამოვიდა სეფიანთა დინასტია, რომელიც 1500 წლისათვის დარაზმულ, მრისხანე სამხედრო ძალას წარმოადგენდა.
XVI საუკუნის დადგომისთანავე აღმოსავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები სეფიანთა სახელმწიფოს გაფართოებისა და გაძლიერების ფაქტის წინაშე დადგნენ. შეიძლება ითქვას, რომ შაჰ ისმაილმა თავისი 25-წლიანი მეფობის პერიოდში ბოლო მოუღო სპარსეთში გაუთავებელ შინააშლილობას და წინააღმდეგობის მძლავრ კერად აქცია ოტომანებისთვის, რომელთაც მთელ ანატოლიაზე ჰქონდათ ჰეგემონია გამოცხადებული. აქედან მოყოლებული, ოტომანებს ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწიათ ორ მუდმივ მტერს შო- რის ყოფილიყვნენ მოქცეულნი და ჰაბსბურგების სახლი „დიდ სოფი“-ში მუდამ ხედავდა პერმანენტულ პოტენციურ მოკავშირეს“2.
1. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. IV (თბილისი, 1967), 341.
2. Vaughan Dorothy M. Europe and the Turk: A pattern of Alliances 1350-1700 (Liverpool, 1954), 207.
სეფიანთა სახელმწიფოს რელიგიურმა და ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ საქართველოსთვის ორმხრივი საფრთხე რეალობად აქცია. ასეთ საერთაშორისო ვითარებაში ქრისტიანული მოკავშირის გარეშე დარჩენილ საქართველოს ორიენტაცია ამ ორ დამპყრობელს შორის უნდა ეცვალა, რათა ძალთა ბალანსის დაცვით საკუთარი არსებობა შეენარჩუნებინა. ცხადია, „...ამ ორ ბანაკს შორის მისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი არცერთი არ იყო“1. თუმცა, უფრო მეტად, ქართული სახელმწიფოები, როგორც წინარე საუკუნის მეორე ნახევარში, ისე ამ ასწლეულში, ირანის მხარეს იჭერდნენ, რასაც საერთო მტრის, ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ქრისტიანთა და სეფიანთა შესაძლებელი მოკავშირეობა განაპირობებდა. ამ ფაქტორს კი სეფიანთა მომხრე ქართული სამეფო-სამთავროები დასავლეთ-ირანის კავშირში მოსაშუალის როლში გამოჰყავდა2.
ნაშრომის წინამდებარე თავის მიზანია წარმოაჩინოს ამ პროცესების განვითარება ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით. კონკრეტულად, ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ, როგორ ყალიბდებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ორი იმპერიის დაპირისპირების გარიჟრაჟზე, როგორ იცვლებოდა მისი ვექტორი და რა მიზნით; ამ კონტექსტში ევროპული წყაროების ცნობების საფუძველზე შევაფასოთ ორი იმპერიის მეტოქეობაში საქართველოს ანტიოსმალურ ძალებთან მოკავშირეობის საერთაშორისო ევროპული მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, დაწვრილებით არ განვიხილავთ აღებული პერიოდის ირანსა და ოსმალეთს შორის განვითარებულ მოვლენებს; ასევე, მიზნად არ ვისახავთ ისტორიოგრაფიაში აქამდე მიღებული შედეგებისა და ჩატარებული ანალიზების არსებითად გადახედვას. თუმცა, მეორე მხრივ, საგულისხმოა, რომ XVI საუკუნეში ოსმალთა იმპერიის სამ კონტინენტზე გადაჭიმვის შემდეგ ევროპისათვის დღის წესრიგში პრობლემური საკითხი დადგა: ან კონფრონტაცია, ან თანამშრომლობა ამ ახალ რეალობასთან. კონფრონტაციის კონტექსტში ნიშანდობლივია ანტიოსმალური კოალიციების შექმნის მცდელობები, რომლის დროსაც დასავლეთს ყველაზე რეალურ პარტნიორად სეფიანთა ირანი ესახებოდა, როგორც ოსმალთა უმთავრესი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთში. ამდენად, ჩვენ ფართო კონტექსტების – როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური ვითარების – ფონზე შევეცდებით შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ქართული პოლიტიკური ერთეულების მოქმედებები, ეპოქის ძირითადი გამოწვევებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.
ცნობილია, რომ მებრძოლი სუფიური ორდენის ლიდერმა, აგრესიული პოლიტიკის სიმბოლომ, ისმაილ I-მა (1501-1524) გააერთიანა ირანი3, 1501 წლის შუა ხანებში4 თავი ახალი დინასტიის შაჰად გამოაცხადა5 და დაიწყო, პირველ რიგში, თავისი სუნიტი ქვეშევრდომების – თორმეტი იმამის – ორთოდოქსულ შიიზმზე მოქცევა6. სეფიანთა დინასტიის შექმნა მნიშვნელოვან გარდატეხას მოასწავებდა როგორც ირანის, ასევე მთლიანად ისლამის ისტორიაში7. ისმაილის ავტორიტეტი დაეფუძნა სუფიური ორდენის ხელმძღვანელობისა და აყ-ყოინლუს დინასტიური უფლების შერწყმის მოთხოვნას8. თავიდანვე სეფიანთა ამ მისიონერულმა სახელმწიფომ მოქმედება მიმართა დასავლეთში სუნიტური ოსმალეთის იმპერიისა და აღმოსავლეთში უზბეკების წინააღმდეგ. ძლიერი რელიგიური ქარიზმის9 მატარებელმა ისმაილმა წამოაყენა რევოლუციური მოთხოვნა, რომ ყველა მუსლიმს მიეღო ისლამის ერთი ვერსია, რაც ოფიციალური რელიგია იქნებოდა და სახელმწიფოსადმი ერთგულებას გაუთანაბ- რდებოდა10. შიიზმის უარმყოფელი მრავალი სუნიტი სიკვდილით დასაჯეს11. უწინ ისლამში ასეთი შეუწყნარებლობა არ ყოფილა12. ოსმალეთის სახელმწიფოს აღმოსავლეთის საზღვარზე მომხდარი ეს პოლიტიკური მოვლენა ამ რეგიონის საერთო ატმოსფეროზე დიდ გავლენას ახდენდა. სუნიტური სახელმწიფო, ახლად დაბადებული შიიტური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელთანაც საერთო საზღვარი ჰქონდა, იძულებული იყო რიგი ზომები გაეტარებინა13.
1. José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela. Byzantion. Revue Internationale des Etudes Byzantines. Tome LXV (Bruxelles, 1995), 496.
2. იქვე.
3. The Oxford History of Historical Writing. Volume 3: 1400-1800 (Oxford University Press, 2012), 190.
4. Riza Yildirim. Turkomans between two Empires: The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Disertation. Bilkent University (Ankara, 2008), 299.
5. Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650. The Structure of Power. Red Globe Press. Second edition (London, 2009), 30; The Oxford History of Historical Writing. Volume 3: 1400-1800,190; Stephen F. Dale, The Muslim Empires of the Ottomans, Safavids, and Mughals. Cambridge, MA: (Cambridge, 2010), 251.
6. Stephen F. Dale, The Muslim Empires of the Ottomans, Safavids, and Mughals, 251.
7. Savory Roger. Iran under the Safavids (Cambridge and New York, 1980), 8-27; Andrew J. Newman. Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire (London, 2006), 13-25.
8. Black Antony. The History of Islamic Political Thought. From the Prophet to the Present. Second Edition (Edinburg, 2011), 223.
9. ამის შესახებ ჯოვანი მარია ანჯოლელო წერდა: „სოფი უყვართ და ხალხი მას თაყვანს სცემს, როგორც ღმერთს, განსაკუთრებით მისი ჯარისკაცები, რომელთაგან დიდი ნაწილი ბრძოლაში ებმება უაბჯროდ, რადგან იმედოვნებენ, რომ მათი მბრძანებელი დაიცავს. არიან ისეთნიც, რომლებიც ბრძოლაში მიდიან უაბჯროდ და ყვირიან „შაჰი, შაჰი“, რათა მოკვდნენ თავისი მონარქისათვის. მთელ სპარსეთში ღმერთის სახელი დავიწყებულია და წარმოთქვამენ მხოლოდ ისმაილის სახელს: თუკი ვინმე ცხენიდან გადმოვარდება, ის რომელიმე ღმერთს კი არ მიმართავს, არამედ – შაჰს და მის სახელს ორნაირად იყენებს: პირველი – შაჰი, როგორც ღმერთის სახელი, მეორე – როგორც წინასწარმეტყველისა. გარდა ამისა, ყველა, განსაკუთრებით მისი ჯარისკაცები, მას უკვდავად თვლიან, მაგრამ მე მოვისმინე, რომ ისმაილს არ უყვარს, როცა მას ღმერთს ან წინასწარმეტყველს უწოდებენ“ (A Narrative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteen centuries, (Londres, 1873, 206).
10. Black Antony. The History of Islamic Political Thought. From the Prophet to the Present. Second Edition, 223; Güneş Işıksel. La politique étrangère ottomane dans la seconde moitié du XVIe siècle: le cas du règne de Selîm II (1566-1574). Thèse pour l’obtention du grade de docteur de l’EHESS Spécialité : Histoire et civilisations. Tome I, 39. https://www.academia.edu/1479292/La_politique_%C3%A9trang%C3%A8re_ottomane_dans_la_seconde_moiti%C3%A9_du_XVIe_si%C3%A8cle_le_cas_du_r%C3%A8gne_de_Sel%C3%AEm_II_1566_1574_
11. Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia//University of Gaziantep Journal of Social Sciences, vol.VII, №1, (Konya, 2008), 9.
12. Black Antony. The History of Islamic Political Thought. From the Prophet to the Present. Second Edition, 224.
13. Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia//University of Gaziantep Journal of Social Sciences, vol.VII, №1, (Konya, 2008), 6.
ამგვარად, ჩამოყალიბდა „...რელიგიურ-პოლიტიკურ ორგანიზაციაზე...“1 დაფუძნებული პირველი შიიტური სახელმწიფო, რომელიც, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ თავისი რელიგიური იდეებით ოსმალეთის მტერი იქნებოდა. ეს ფაქტორი ამიერიდან განსაზღვრავდა „...ორივე მხარის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ისლამურ შინაარსს,“1 და, შეიძლება ითქვას, რომ ირან-ოსმალეთს შორის კონფლიქტის განმაპირობებელი მნიშვნელოვანწილად რელიგიური შემადგენელი იყო2. ამიერიდან „...ოსმალები განდგომის საბაბით ამართლებდნენ ომს სეფიანთა წინააღმდეგ, რომელთაც თავიანთი მდგომარეობით უფრო დაბლა აყენებდნენ, ვიდრე ურწმუნოებს“3.
ბრძოლებით შექმნილი იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, ისმაილი აღმოსავლეთ ანატოლიის, ფარსის, ჩრდილოეთ სპარსეთისა და ხორასნის ექსპანსიას შეუდგა4. უმალვე განისაზღვრა საქართველოს მიმართ დაპყრობითი პოლიტიკაც5. „ყიზილბაშებს... იმთავითვე კარგად ჰქონდათ გააზრებული ის დიდი სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა, რითაც საქართველო ცნობილი იყო ახლო აღმოსავლეთის და საზოგადოდ საერთაშორისო სარბიელზე... ამიტომ ჯერ კიდევ ახალი სახელმწიფოს დაარსებისათვის ბრძოლის პროცესში, ერთ-ერთ პირველთაგან ლაშქრობისას საქართველოს დარბევაც იყო გათვალისწინებული“6. შაჰის ფართო დაპყრობით გეგმებში შედიოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოსა და სამცხე-საათაბაგოს სეფიანთა ვასალებად ქცევა, ყოველწლიური გადასახადის გადახდისა და ჯარის გარკვეული კონტინგენტის გამოყვანით7, რასაც ზოგჯერ გადამწყვეტი თუ არა, არანაკლები ადგილი ეკავა მის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაში.
1. Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 9.
2. Cambridge History of Turkey. Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603. Edited by Suraya N.Faroqhi Istanbul Bilgi University Katefleet University of Cambridge. (Cambridge, 2013), 11.
3. იქვე.
4. Güneş Işıksel. La politique étrangère ottomane dans la seconde moitié du XVIe siècle : le cas du règne de Selîm II (1566-1574). Thèse pour l’obtention du grade de docteur de l’EHESS Spécialité : Histoire et civilisations. Tome I, 7-8 https://www.academia.edu/1479292/La_politique_%C3%A9trang%C3%A8re_ottomane_dans_la_seconde_moiti%C3%A9_du_XVIe_si%C3%A8cle_le_cas_du_r%C3%A8gne_de_Sel%C3%AEm_II_1566_ 1574_
5. Furkan Işin. Analogous Establishing Patterns of the Safavids and Ottomans.https://www.academia.edu/38442296/Analogous_Establishing_Patterns_of_the_Safavids_and_Ottomans_Furkan_I%C5%9F%C4% B1n.docx, 11.
6. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.) (თბილისი, 1995), 42.
7. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 42.
8. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.) (თბილისი, 2009), 104.
მოვლენების შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, რომ სეფიანთა ირანის გაფართოების შესაბამისად ბუნებრივი ჩანდა, რომ აღმოსავლეთი საქართველო ჩაერთვებოდა შაჰის პოლიტიკის ორბიტაში, რაც უმალვე გაცხადდა. ისმაილმა თავისი სამხედრო კამპანიის ციკლი 1500 წლის გაზაფხულისთვის დაიწყო, როცა არჯუვანიდან (Arjuwan) დაიძრა და ამავე წლის ზაფხულში ერზინჯანში ჩავიდა. ეს ის დრო იყო, როცა სულტანი ბაიაზიდ II დაკავებული იყო მოტონის, კორონისა და ნავარინის დაპყრობით1. ერზინჯანში ისმაილის მოწვევას გამოეხმაურა ყიზილბაშთა 17 გამოჩენილი ამირა2 7 ათასი მეომრით3. სპარსელი ისტორიკოსის ჰასან რუმლუს ცნობით, ისმაილმა ამირებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა ელაშქრა შირვანში, მაგრამ, როდესაც „ბასიანს მიაღწიეს, მიზანშეწონილი მოქმედებისათვის საჭირო გახდა, ხოლოფა-ბეგი საქართველოსკენ გაეგზავნათ. ბრძანების თანახმად, ხოლოფა-ბეგმა მამაცების რაზმით საქართველოზე გაილაშქრა, უზომო ნადავლი აიღო და უავგუსტეს ურდოში დაბრუნდა“4. ისტორიოგრაფიაში სრულიად მართებულადაა მიჩნეული, რომ ეს ლაშქრობა სამხრეთ საქართველოში 1500 წლის შემოდგომაზე მოხდა5. ამ ფაქტთან დაკავშირებით სრულად ვიზიარებთ პროფ. მირიან მახარაძის ვარაუდს, რომ „...შაჰ ისმაილმა სამცხე კი არ დაარბია, არამედ დაეხმარა მას თეთრბატკნიანებთან ბრძოლაში, რომელთაც ზურგს ოსმალები უმაგრებდნენ, რის საპასუხოდაც ქართველებმა მას დახმარება გაუწიეს ალვენდის წინააღმდეგ“6.
1. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation. 271; 286.
2. იქვე, 278.
3. იქვე, 276.
4. ჰასან-რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვლადიმერ ფუთურიძემ. შენიშვნები დაურთო რევაზ კიკნაძემ (თბილისი, 1966), 19.
5. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 46-47.
6. მ. მახარაძე. ისმაილ I-ის საქართველოში პირველი შემოსვლის მიზეზები. ქართული დიპლომატია: წელიწდეული 12 (თბილისი, 2005), 49.
1500 წლის დეკემბერში ისმაილის ყიზილბაშთა ჯარმა გადალახა მტკვარი და შირვანში შევიდა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ ერზინჯანში მყოფმა ისმაილმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა, რომ ამ ლაშქრობას შეეძლო აემოქმედებინა „...საომარ მდგომარეობაში მყოფი სულტანი...“1, ამიტომ, დროის მოგების მიზნით, ამ უკანასკნელს გაუგზავნა ელჩი და აცნობა, რომ მის ამ ლაშქრობას „...არავითარი კავშირი არ ჰქონდა ოსმალეთის ტერიტორიასთან და მიზნად ისახავდა წინაპრების გამო შურისძიებას და არა საერო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“2. ასე რომ, გულისტანთან ახლოს, ჯაბანში, ისმაილმა შირვანშაჰ ფარუხ იასარის თითქმის ოთხჯერ მრავალრიცხოვანი ჯარი სასტიკად გაანადგურა3. შირვან- შაჰი ბრძოლის ველზე დაეცა. ამით ისმაილმა შური იძია არა მხოლოდ საკუთარ მამასა და ბიძაზე, რომლებიც 12 წლის წინათ ფარუხ იასარმა დაამარცხა, არამედ დაიპყრო მიწა, რომელიც დიდხანს სარგებლობდა გარკვეული დამოუკიდებლობით. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მტკიცედ ეჭირა შირვანი, რადგან ფარუხ იასარის რამდენიმე ვაჟიშვილმა გაქცევა მოახერხა4.
როგორც ირკვევა, ისმაილის დროშის ქვეშ ყიზილბაშთა ამ პირველ დიდებულ გამარჯვებას5 საქართველოში დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, 1500 წელს, როცა „...აღიღო შაჰისმაილ ადრიბეჟანი და შირვანი... ამან ალექსანდრემ წარუვლინა შაჰისმაილს შირვანს ძე თვისი დიმიტრი ძღუნითა დიდითა და ტყვითა ქალყრმითა და მიუმცნო მორჩილება. ხოლო შაჰისმაილ პატივით შეიწყნარა და წარმოუვლინა დიმიტრი ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათა“6. ეჭვი არ არის, კახეთის შორსმჭვრეტელმა მეფემ, ალექსანდრე I-მა (1476-1511) „...წინასწარ დაიზღვია თავი ყიზილბაშთაგან თავისი სამეფოს გადარჩენის მიზნით“7. უფრო მეტიც: ჩვენი აზრით, კახეთის მეფემ ყიზილბაშთა სწრაფი წარმატებების კვალზე სწორად დაინახა, რომ ყალიბდებოდა მისთვის ხელსაყრელი ახალი სიტუაცია. ამან უბიძგა მას დადგომოდა მორჩილების გზას და ისმაილთან გარკვეული კონტაქტის სურვილი გამოეხატა. ამ უკანასკნელს თავის მომავალ გეგმებში ეს აქტი დიდად სასიამოვნოდ დაურჩებოდა. საკუთრივ ალექსანდრე მეფეს ამ ტაქტიკამ გულდამშვიდების საშუალება მისცა. ვახუშტი გარკვევით გვაუწყებს, „ამანვე ალექსანდრემ უმეტესად დაიმშვიდა კახეთი და მოიმტკიცა თვიისად, აღაშენა და განავსო...“8.
შირვანშაჰ ფარუხ იასარის დამარცხების შემდეგ, ისმაილმა, გამოიზამთრა რა მაჰმუდაბადში9, 1501 წლის გაზაფხულზე აიღო ბაქოს ძლიერი ციხესიმაგრე, ხოლო შემდეგ შეუდგა გულისტანის სიმაგრის ალყას. ამ დროს მან მიიღო ცნობა, რომ მისი მთავარი მტერი, მირზა ალვენდი აყ-ყოინლუ, 30-ათასიანი ჯარით იდგა ნახჭევანში, თავისი ერთ-ერთი მეთაური, ოსმანი კი შირვანში გაეგზავნა, რათა შეეკავებინა ისმაილის ჯარის წინსვლა10. ჩვენი აზრით, სწორედ ალვენდ აყ-ყოინლუსთან ბრძოლის მოლოდინში მყოფმა ისმაილმა სთხოვა აღმოსავლეთ საქართველოსა და სამცხის მესვეურებს სამხედრო ძალით დახმარება. ანონიმი ვენეციელისა და კატერინო ძენოს „მოგზაურობის კომენტარების“ თანახმად, აღნიშნული მიზნით 1501 წელს ისმაილმა შამახიდან ელჩები გაუგზავნა კახეთის მეფე ალექსანდრე I-ს, ქართლის მეფე კონსტანტინე II-სა (1479-1505) და სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკს (1502-1515)11.
1. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 287.
2. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 287.
3. იქვე, 293-294.
4. The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart. (Cambridge, 1986) (Reprinted 1993, 1997, 2001, 2006), 212.
5. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 294.
6. ქართლის ცხოვრება, ტ. IV (თბილისი, 1973), 569.
7. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 43.
8. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 569.
9. ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში.
10. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 295; The Cambridge History the Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 212.
11. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.),45-46; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 105-106.
იტალიური ნარატიული წყარო საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ, თუ რა პრობლემის წინაშე იდგა ისმაილი ალვენდის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა მან ქართველებს სთხოვა დახმარება: „ისმაილს [ომში], – ვკითხულობთ წყაროში, – საკუთარი ძალების ეეჭვებოდა და იბერიაში, რომელიც შემახიდან სამი თუ ოთხი დღის სავალზეა, გააგზავნა [ელჩი]. ეს იბერია დიდი პროვინციაა და ყველანი კარგი ქრისტიანები არიან1. მას მართავს შვიდი დიდი მბრძანებელი, რომელთაგან ორი, უფრო ზუსტად სამი, ესაზღვრება სპარსეთს, ე.ი., თავრიზის ქვეყანას. ერთს ჰქვია ალესანდრო ბეკი, მეორეს – გორგურამბეკი, მესამეს – მირზაბეკი. ისმაილმა მათთან გაგზავნა [ელჩი], სთხოვდა მათ ბრძოლაში დახმარებას და აღუთქვამდა, რომ ისინი, ვინც მას სამსახურს აღმოუჩენდნენ, კმაყოფილნი დარჩებოდნენ. მის მიერ თავრიზის ტახტის დაკავების შემდეგ, მათ [ქართველებს] სთავაზობდა გარკვეული ხარკისაგან გათავისუფლებას, რომელსაც ისინი სპარსეთის მეფეს უხდიდნენ. ამის გამო თითოეულმა [ქართველმა] ქრისტიანმა მმართველმა მას გაუგზავნა 3-3 ათასი ცხენოსანთა ჯარი, რამაც საბოლოოდ 9 ათასი შეადგინა. ეს იბერები უმამაცესი მხედრები და ბრძოლაში ულმობელნი არიან“2.
მოტანილი ამონარიდი, ერთი მხრივ, ნათლად აფიქსირებს ქართულ-ყიზილბაშური ძალების თანაფარდობაში პირველის უპირატესობას, წყაროს მიხედვით, „ეს იბერები უმამაცესი მხედრები და ბრძოლაში ულმობელნი არიან“, და, მეორე მხრივ, აშკარად ავლენს „მოკავშირეობის“ სანაცვლოდ ქართული მხარის მზადყოფნას, მიეღო გარკვეული ეკონომიკური სარგებელი ანუ აყ-ყოინლუს სახელმწიფოს ხარკისაგან გაეთავისუფლებინა თავი. საკუთრივ ისმაილი ითვალისწინებდა აყ-ყოინლუს სახელმწიფოსადმი აღმოსავლეთ საქართველოს მესვეურთა ძირითად ტენდენციას, კერძოდ, იმას, რომ ზემოხსენებულ ქართველ სინიორებს „...დიდი ხნის მტრობა ჰქონდათ ალამურთან (იგივე ალვენდი) და აინტერესებდათ მისი ძალაუფლების დამხობა. ამიტომ მათ გამოიყენეს ისმაილის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობა და გადაწყვიტეს დახმარებოდნენ მას ალამურის წინააღმდეგ“3.
1. „…tutti sono buoni Christiani“.
2. Ramusio, Giovanni Batista, 1485-1557. Secondo volume delle navigationi et viaggi (Venetia: Appresso i Giunti, 1583), 87r-v; ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, I (თბილისი, 1975), 151; XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ. იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, (თბილისი, 1981), 37-38; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 105.
3. ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან- საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 151; XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, 37-38; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 105.
ასე რომ, მოცემულ ეტაპზე ისმაილისათვის დახმარების გაწევას ქართველები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ხელსაყრელ ფაქტორად მიიჩნევდნენ1.
ისე აღმოჩნდა, რომ ქართველთა დახმარება და შემახაში 9 ათასი მხედრით ჩასვლა ისმაილისათვის გამარჯვების წინაპირობას ქმნიდა, რადგან ამის შემდეგ მისი ლაშქარი 16 ათას კაცამდე გაიზარდა2. ისმაილმა ქართველი მხედრები დიდი სიხარულითა და პატივით მიიღო3 და „...მათ დიდძალი განძი უბოძა“4, რაშიც ყიზილბაშთა მეთაური განსაკუთრებით გულუხვი იყო5. სხვა ცნობით, შემახას აღების შემდეგ ისმაილმა დიდძალი განძი, უწინარეს ყოვლისა, მისთვის თავდადებულ ადამიანებს გაუნაწილა და ამგვარად ისინი ძალიან მდიდრები გახდნენ6. შესაძლებელია, ამ ფაქტორსაც მოეხდინა გავლენა ქართველთა მიერ ისმაილისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებაზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, მირზა ალვენდი დაიძრა ნახჭევანიდან და ორი ჯარი 1501 წლის ზაფხულში ერთმანეთს შეხვდა სოფ. შარურში, მდ. არასის ნაპირზე, სადაც ისმაილმა აყ-ყოინლუს ხელმწიფის 30-ათასიანი7 კავალერია დაამარცხა. ალვენდიმ ძლივს გამოაღწია ბრძოლის ველიდან და თავი ერზინჯანს შეაფარა8. ანონიმი ვენეციელის ცნობით, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ქართველთა რაზმებს შეუსრულებიათ. ისინი ალვენდის ბანაკში შეჭრილან და ერთიანად გაუნადგურებიათ9.
მირზა ალვენდზე ბრწყინვალე გამარჯვების10 მეორე დღესვე ისმაილი თავრიზისკენ გაემართა და ირანის აზერბაიჯანის ვაკანტური ტახტი დაიკავა11. აქვე მან შიიზმი12 გამოაცხადა ოფიციალურ რელიგიად13. მართალია, ალვენდმა თავრიზი დროებით ისევ დაიბრუნა, მაგრამ ის საბოლოოდ განდევნეს და 1502 წელს ახალგაზრდა ისმაილმა თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა. სწორედ ეს წელი ითვლება სეფიანთა სახელმწიფოს დაბადების წლად14, რომლის დედაქალაქად თავრიზი იქცა.
1. ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან- საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 151; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 107
2. Sanuto Marino. I Diarii, t. III, (Venezia, 1881), 487; ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 151; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 107.
3. ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან- საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 151; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 107.
4. Ramusio, Giovanni Batista, 1485-1557. Secondo volume delle navigationi et viaggi, 87v; ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 151; XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, 37-38; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 105.
5. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 293-294, შენ. 955.
6. A Narrative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteen centuries, 50.
7. ისქანდერ მუნშის მიხედვით, ალვენდ მირზა აყ-ყოინლუმ მხოლოდ 12-ათასიანი ჯარის შეგროვება შეძლო (Munshi, Iskandar Beg, Tarikh-e ‘alam ara-ye ‘Abbassi, (ed. Iraj AFSHAR), Téhéran, Amir Kabir, 1350 H. (1971, 44-45. Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles) Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 212, შენ. 79. file:///C:/Users/Administrator/ Downloads/Chabrier_Aurelie.pdf
8. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 296; 298.
9. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 107; ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 151.
10. სპარსული წყაროები ამ ბრძოლაში ქართველების მონაწილეობაზე დუმილს არჩევენ. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ალვენდ აყ-ყოინლუს 30-ათასიან ჯარზე 7 ათასი ყიზილბაშით გამარჯვება სურთ მხოლოდ ისმაილისა და მისი მეომრების თავდადებასა და სიმამაცეს მიაწერონ. ეს უკანასკნელნი ისმაილს მიიჩნევდნენ წინასწარმეტყველად და სჯეროდათ, რომ ის არასოდეს მოკვდებოდა (Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 297).
11. Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 298-299; The Cambridge History the Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 189.
12. მიჩნეულია, რომ ისმაილმა შიიზმის გამოცხადებით ირანი ოსმალების მიერ თავის სამფლობელოდ გამოცხადებას გადაარჩინა (Bel, Roger John. Traveler’s accounts as a source for the study of religion in Safavid Iran. ( Arizona, 1978), 2).
13. Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles) Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 213, file:///C:/Users/Administrator/Downloads/Chabrier_Aurelie.pdf
14. История Ирана. (Москва, 1977), 172.
ამრიგად, XVI საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი სახელმწიფო, სეფიანთა ირანი აღმოცენდა, რომლის ინტერესები დაეჯახა ოსმალთა იმპერიის აღმოსავლურ ექსპანსიონისტურ მიზნებს. თავრიზში ისმაილის ტახტზე ასვლას კონსტანტინოპოლში განგაშით შეხვდნენ, მაგრამ მის შესაჩერებლად რაიმე ეფექტიანი გზა არ გამოუნახავთ. ოსმალთა პრობლემა ახლა უფრო ის იყო, რომ ანატოლიელი ყიზილბაშები ან გამუდმებით მიგრირებდნენ შაჰის მიწებზე, ან ყოველნაირ მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდნენ მას. ამიტომ სულტანმა ბაიაზიდ II-მ ალვენდ მირზას თავისი სპეციალური დესპანის, მაჰმუდ აღას, ხელით გაუგზავნა წერილი და ურჩია, დაესრულებინა ბრძოლა აყ-ყოინლუს მთავრებს შორის და მთელი ენერგია მიემართა ყიზილბაშთა საფრთხის აღსაკვეთად, საჭიროების შემთხვევაში კი ყოველნაირ დახმარებას დაჰპირდა1.
შარურში წარმატება და თავრიზის აღება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ისმაილის ძალაუფლების განმტკიცებას. ის მხოლოდ აზერბაიჯანის დროებითი მმართველი გახლდათ. გაქცეულ ალვენდ მირზას თავის სუვერენულ უფლებებზე უარი არ უთქვამს. 1502 წლის გაზაფხულზე მან შეკრიბა დამატებითი ძალები და აზერბაიჯანში ახალი ლაშქრობისათვის მოემზადა2. 1502 წლის მაისში შაჰ ისმაილი დაიძრა მის წინააღმდეგ, ალვენდი გაიქცა და თავშესაფარი ბაღდადში იპოვა, ხოლო შემდეგ – დიარბექირში, რომელსაც სიკვდილამდე მართავდა3.
იმპერიად ჩაფიქრებული ირანის ტერიტორიული გაფართოებისაკენ სვლას4 ამჯერად დიდ საფრთხეს აყ-ყოინლუს უკანასკნელი სულტანი, მურადი, უქმნიდა. მან 70-ათასიანი5 ჯარითა და 300 ქვემეხით გადაწყვიტა ბოლო მოეღო სეფიანთა წარმატებისათვის. შაჰ ისმაილი მოწინააღმდეგე ბიძაშვილს 12-ათასიანი ჯარით დახვდა6. თუ მხედველობაში მივიღებთ ძალთა თანაფარდობას, „...ისმაილის
1 Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 304-305.
2 Aurélie Chabrier. La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles ).Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 213, file:///C:/Users/Administrator/Downloads/Chabrier_Aurelie.pdf]
3 იქვე.
4 Andrew I. Newman. Safavid Iran: rebirth of a Persian Empire, (London, 2006), 17-18.
5 ვენეციელი ანონიმის თანახმად, 30-ათასიანი ჯარი (ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 108).
6 Hasan Beg Rumlu, Ahsan al-tavarikh Téhéran, (ed. NAVA’I), 1379 H. (1970), voiraussi (ed. et trad.
C.N SEDDON), A Chronicle of the Early Safawis Being the Ahsanu’t Tawarikh of Hasan-i Rumlu, Baroda, Oriental Institute,1934, t. II, 29. ციტ-ა: Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la mode- rnité européenne (XVIe-XVIIe siècles )Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 213, შენ. 86. file:///C:/Users/Administrator/ Downloads/Chabrier_Aurelie.pdf
მდგომარეობა კრიტიკული იყო“1. ამ ბრძოლაშიც 9 ათას ქართველ მხედარს (თუ ვირწმუნებთ, რომ ისმაილს მხოლოდ 12-ათასიანი ჯა- რი ჰყავდა), 3 ათას ყიზილბაშთან ერთად, უნდა გადაეწყვიტა ბრძო- ლის ბედი. ამ ფაქტს ადასტურებს სხვა იტალიური წყაროც, რომ- ლის თანახმად, შაჰ ისმაილის ჯარში უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. „ისინი (ქართველი მეომრები, ავტ.) კარგად შეიარა- ღებულნი იყვნენ და სასტიკ ძალას წარმოადგენდნენ“2. ანონიმი ვე- ნეციელის მიხედვით, ბრძოლის დაწყების წინ ისმაილმა „ყველა თავის დიდებულსა და მეომარს მიმართა, რომ თითოეულმა იბ- რძოლოს ვაჟკაცურად. იბერთა სინიორებსაც სთხოვა, რომ წააქე- ზონ თავიანთი მეომრები, გაახსენონ, როგორ მოიქცნენ იმ შემთ- ხვევაში, როცა ალამურის (ალვენდის, ავტ.) მთელი ბანაკი გაანად- გურეს. ამგვარად შეჰპირდა თითოეული იბერიელი მას და მათ ერ- თი საათი ას წლად მოეჩვენათ, სანამ ხელჩართულ ბრძოლაში ჩა- ებმებოდნენ“3.
მოტანილი წყაროს ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ამ გადამწყვეტ შეიარაღებულ შეტაკებაში, რომელიც გაიმართა
„...თავრიზის დაბლობზე...“4 1503 წლის 21 ივნისს, მებრძოლ ქართველ მხედართა ძირითადი რაზმი მონაწილე იყო იმ ბრძოლისა, რომე- ლიც ალვენდ მირზას წინააღმდეგ გაიმართა შარურთან 1501 წლის ზაფხულში. თუ სინამდვილედ მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ ისმაილის ჯარი მხოლოდ 3 ათას ყიზილბაშს ითვლიდა, მაშინ თამამად შეგვიძ- ლია ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა უმთავრესად ქართველებმა მოიგეს. მწა- რედ დამარცხებული სულტანი მურადი ბრძოლის ველიდან გაიქცა5.
1 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 108.
2 Sanuto Marino. I Diarii, t. III, 334-335.
3 Ramusio, Giovanni Batista. Secondo volume delle navigationi et viaggi, 88 r; ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერ- თობის შესახებ, 152; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 108.
4 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 108.
5 Ramusio, Giovanni Batista. Secondo volume delle navigationi et viaggi, 88 r.; A narrative of Italian travels in Persia, in the fifteenth and sixteen centuries, 107; ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 152; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 109.
ამ უკანასკნელმაც საბოლოოდ თავშესაფარი ბაღდადში ჰპო- ვა1.
ამრიგად, სამ წელიწადში ყიზილბაშთა ლიდერი ირანის შაჰი გახ- და. 1501 წელს მან გაიმარჯვა მამამისის მთავარ მტერზე, ფარუხ იასარზე; იმავე წელს დაამარცხა თავისი ბიძაშვილი ალვენდ აყ-ყო- ინლუ, ორი წლის შემდეგ – მეორე ბიძაშვილი, სულტანი მურადი. ამ- დენად, ფაქტობრივად, აღადგინა თავისი ბაბუის, უზუნ ჰასან აყ-ყო- ინლუს ტერიტორიები2 და ბოლო მოუღო აქამდე არსებულ პოლიტი- კურ ვაკუუმს. ამ პროცესში ევროპული წყაროები, სპარსული და ქარ- თულენოვანი წყაროებისგან განსხვავებით, რომლებიც სრულ დუ- მილს3 ამჯობინებენ, ერთმნიშვნელოვნად წარმოაჩენენ ქართველ- თა დიდ როლს სეფიანთა „...ყიზილბაშური სახელმწიფოს ჩამოყა- ლიბებისა და განმტკიცების საქმეში“4. „საფიქრებელია, რომ ქარ- თველების ისმაილისადმი დახმარება, პირველ რიგში, განპირობე- ბული უნდა ყოფილიყო იმით, რომ ქართველი პოლიტიკოსები სეფი- ანთა სახელმწიფოს გაძლიერებაში ხედავდნენ ოსმალეთის საპი- რისპირო ძალას. ყიზილბაშთა ძლიერი სახელმწიფო ძალთა წონას- წორობას შექმნიდა ახლო აღმოსავლეთში“5. მართალია, პროფ. ელ- დარ მამისთვალიშვილის ეს ვარაუდი მთელი XVI საუკუნის განმავ- ლობაში ირან-ოსმალეთს შორის კავკასიასა და ახლო აღმოსავ- ლეთში მეტოქეობისა და წარმოებული ბრძოლების პრაქტიკული შე- დეგების თვალსაზრისით ნამდვილად სადავო არ არის, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე ქართველ მესვეურებს ამ გეოსტრა- ტეგიული თვალსაზრისით ეხელმძღვანელათ. უდავოა, საქართვე- ლომ, უფრო ზუსტად, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავ-
1 Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles )Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 213, file:///C:/Users/Administrator/Downloads/Chabrier_Aurelie.pdf]
2 იქვე.
3 ჩვენი ვარაუდით, ქართული წყაროების დუმილი იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ სეფიანთა სახელმწიფოს შექმნა და გაძლიერება ქართველების მონაწილეობით მათთვის არ იყო აქტუალური, ხოლო სპარსულ წყაროებს ამის აღიარება არ სურდათ.
4 ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან- საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 152; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 109.
5 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 110.
როებმა სეფიანთა სახელმწიფოს შექმნასა და განმტკიცებაში მონა- წილეობა მიიღეს, მაგრამ ეს ზოგადი განცხადებაა და დაკონკრეტე- ბას საჭიროებს: არა გვგონია, ეს მონაწილეობა აღნიშნული ამოცა- ნის გადაჭრის მიზნით გამოწვეული მოქმედება ყოფილიყო. ეს გახ- ლდათ შექმნილი გარემოების შედეგი, კერძოდ: პირველი, შაჰ ისმა- ილისათვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ საქართველოს სეფი- ანებთან კარგი კონტაქტებისა და ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალება ეძლეოდა. საეჭვოა, ქართველ სუვერენებს ეფიქრათ, რომ ისმაილს, რომელსაც ქართველთა დახმარება სჭირდებოდა, ამავდროულად საქართველოს დაპყრობის განზრახვა ჰქონოდა. გა- ვითვალისწინოთ, თუ რამდენად სჭარბობდნენ რიცხობრივად ქარ- თველები ისმაილის მებრძოლ ძალებს; მეორე, ქართველთა მიერ ისმაილისათვის დახმარების გაწევის არანაკლებ მოტივს, სავარა- უდოდ, ქმნიდა ნადავლით დაინტერესება; მესამე, ამ პროცესში ქარ- თველებს მონაწილეობის მიღება უხდებოდათ არცთუ მიზანმიმარ- თულად, მათდა უნებურად, ისმაილის თხოვნით, რადგან ამ ეტაპზე საქართველოსა და სეფიანებს შორის ურთიერთინტერესი უფრო იყო, ვიდრე წინააღმდეგობა; მეოთხე, შესაძლებელია, ქართველებს დაეჯერებინათ, რომ დახმარების სანაცვლოდ აყ-ყოინლუსაგან თავს სრულად გაითავისუფლებდნენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებმა უნებურად შეუწყვეს ხელი სეფიანთა სახელმწიფოს შექმნას.
ამასობაში, შაჰ ისმაილის მიერ იმპერიად ჩაფიქრებული ირანის ტერიტორიული გაფართოებისაკენ აღებული კურსი 1504 წელს კასპი- ისპირა პროვინციების – მაზანდარანისა და გურგანის – დამორჩი- ლებით დასრულდა1. ამავე წელს ისმაილმა შემოიერთა ფარსი და შირაზში შევიდა2. ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ამის საპასუხოდ, მაგრამ ფაქტია, რომ 1504 წელს ტრაპიზონის მმართველმა, ოსმალ- თა უფლისწულმა სელიმმა პირველი ლაშქრობა მოაწყო საქართვე-
1 Savory Roger. Iran under the Safavids, 19 ; Andrew I. Newman. Safavid Iran: rebirth of a Persian Empire, 24.
2 Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles )Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 215, file:///C:/Users/Administrator/Downloads/Chabrier_Aurelie.pdf]”
ლოში (ჭანეთ-აჭარაში)1. საგულისხმო იყო ის შემთხვევაც, რომ ოსმა- ლეთის სულტანმა 1505 წელს ისმაილისაგან მიიღო ელჩობა, რომე- ლიც პრეტენზიას აცხადებდა ტრაპიზონზე და პროტესტს გამოთქვამ- და ბაიაზიდის შვილის, ტრაპიზონის მმართველის, სელიმის მიერ ირა- ნის ტერიტორიებზე თავდასხმის გამო2. აქედან გამომდინარე, შეიძ- ლება ვიფიქროთ, რომ შაჰ ისმაილი საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალთა შეჭრას მისი გავლენის სფეროს ხელყოფად მიიჩნევდა. 1505 და 1507 წლებს შორის უკვე მომხდარი ფაქტი იყო ისმაილის მიერ ჩრდილოეთ სირიაში შეჭრა და დიარბექირის ანექსია3. 1508- 1509 წლებში მან დაიპყრო სამხრეთ-დასავლეთი ირანი და ბაღდა- დი, რასაც მოჰყვა მუსლიმი სუნიტების სასტიკი დევნა4. ასევე, 1509 წელს მან დაიპყრო შირვანი, ხოლო 1510 წელს – ხორასანი5.
როგორც ვიცით, 1504 წლიდან 1510 წლამდე განხორციელებულ დაპყრობებში ისმაილს არც ერთი საშიში მოწინააღმდეგე არ შეხ- ვედრია6. ვფიქრობთ, ამიტომ არ ფიგურირებს ამ პერიოდის დასა- ხელებულ ბრძოლებში ქართველთა მონაწილეობა ისმაილის მხარე- ზე. მოკლედ, შაჰს გარედან დახმარების აუცილებლობა არ ჰქონდა. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ უკვე საკუთარ ძალებში განმტკიცებულ შაჰს მეტად არ სურდა უცხო ელემენტების მონაწილეობა სეფიანური სახელმწიფოს მშენებლობაში, რადგან 1509 წლის შემდეგ ის თანდა- თანობით „...მთავარი მოთამაშის როლს ასრულებდა პოლიტიკურ და სამხედრო საქმეში“7.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ XVI საუკუნის დასაწყისიდანვე დასავლეთმა იმედიანად შეხედა სპარსეთთან კოლაბორაციის შე-
1 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), (თბილისი, 2008), 24; 28.
2 Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650. The Structure of Power. Red Globe Press. Second
edition, 30.
3 Savory Roger. Iran under the Safavids. 24; Andrew I. Newman. Safavid Iran: rebirth of a Persian Empire, 20.
4 Norman Housley. The Later Crusades, 1274-1580: From Lyons to Alcazar, (Oxford, 1992), 120.
5 Savory Roger. Iran under the Safavids. 24; Andrew I. Newman. Safavid Iran: rebirth of a Persian Empire, 20.
6 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 216-218.
7 Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles )Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 216, file:///C:/Users/Administrator/Downloads/Chabrier_Aurelie.pdf]"
საძლებლობას. ამ მხრივ თავიდან პაპი იულიუს II გამოირჩეოდა (1503-1513). ე.წ. „მებრძოლი“ პაპი, რომელსაც, იმის გარდა, რომ დი- დი ამბიციები ჰქონდა იტალიურ სივრცეზე (მოახდინა პაპის სამ- ფლობელოების ცენტრალიზება, დაამხო ბორჯები, შეეწინააღმდეგა ვენეციის ექსპანსიონიზმს აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმატებით შეებრძოლა კონსილარიზმს), ჯვაროსნული ლაშქრობის იდეითაც იყო ატაცებული და ოსმალებისთვის კონსტანტინოპოლის წართმე- ვა სურდა. ამ იდეისთვის პაპმა ძალისხმევა არ დაიშურა, თუმცა მი- სი მცდელობები დიდად შედეგიანი ვერ გამოდგა. საფრანგეთის, არაგონის, ინგლისის, უნგრეთის მეფეები ცივად შეეგებნენ იულიუს II-ის მოწოდებებს, მას მხოლოდ პოლონეთის მეფე სიგიზმუნდი გა- მოეხმაურა1. ამასობაში სეფიანთა ახალგაზრდა შაჰმა ისმაილ I-მა არა მხოლოდ თავის მეზობელ ქვეყნებთან დაამყარა ურთიერთობე- ბი და გააბა კონტაქტები, არამედ ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო ოს- მალების წინააღმდეგ ევროპაში სტრატეგიული მოკავშირის ძიება2. ამის შესახებ რომის პაპის კურიას მოეხსენებოდა და ეს ჩანს კიდეც მის წერილში ვლადისლავ „დობრეს“ (ბოჰემიის, ხორვატიის და უნ- გრეთის მეფე) მიმართ, რომელიც დათარიღებულია 1508 წლით. იც- ოდა რა სუნიტ ოსმალებთან პირველი სეფიანი შაჰის დაპირისპირე- ბის შესახებ, პაპ იულიუს II-ს იმედიც კი ჰქონდა, რომ შაჰ ისმაილს ქრისტიანობაზე მოაქცევდა და ვლადისლავს სთხოვდა, შაჰზე ზე- მოქმედების მოსახდენად მის კარზე ვინმე შესაფერისი პიროვნება მიევლინა3. როგორც ვხედავთ, რომის კურია მზად იყო დახმარებო- და და ეთანამშრომლა ერთ მუსლიმ მმართველთან, რომელიც უფ- რო შორს იყო, იმის წინააღმდეგ, ვინც უფრო ახლოს იყო და საფ- რთხეს უქმნიდა.
თუმცა უნდა ითქვას, რომ შაჰ ისმაილის პირველი კოლაბორაცია შედგა არა პაპთან, არამედ ვენეციასთან, და ეს არც არის გასაკვი-
1 Vaughan, Dorothy M. Europe and the Turk : A pattern of Alliances 1350-1700, 207-208.
2 Rudi Matthee. “Rudeness and Revilement: Russian-Iranian Relations in the Mid-Seventeenth Century”, Iranian Studies 46/3, (2013), 1-25; Giorgio Rota. “Diplomatic Relations between Safavid Persia and Siam in the 17th Century”, Ralph Kauz (ed.), Aspects of the Maritime Silk Road: From the Persian Gulf to the East China Sea, (Wiesbaden, 2010), 71-84; Abolala Soudavar, “The Early Safavids and Their Cultural Interactions with the Surrounding States”, Nikki Keddie, Rudolph Matthee (eds.), Iran and the Surrounding World, (Seattle, 2002), 89-120.
3 Vaughan Dorothy M. Europe and the Turk : A pattern of Alliances 1350-1700, 208.
რი, არცთუ შორეულ წარსულში უზუნ ჰასანის კარზე ვენეციელთა ვი- ზიტების შემდეგ. 1508 წელს ისმაილმა გაგზავნა ელჩობა ვენეციაში ორგვარი მიზნით – ერთი, რომ სწრაფი სესხი მიეღო მათგან და, მე- ორე და მთავარი, რათა უზრუნველეყო ვენეციის ფლოტის აქტიური ჩაბმა ოსმალთა წინააღმდეგ. ამ თანამშრომლობას ის შესანიშნავ საშუალებად მიიჩნევდა ვენეციელთა მხრიდან ცოტა ხნის წინათ და- კარგული სამფლობელოების დასაბრუნებლად მორეაში. თუმცა ვე- ნეციის მმართველმა წრეებმა თავაზიანად უარყვეს ორივე შეთავა- ზება და ეს იმით ახსნეს, რომ არ უნდოდათ დაერღვიათ 1503 წელს სულტანთან გაფორმებული შეთანხმება. ვენეციას არ უნდოდა საბა- ბი მიეცა სულტნისთვის, იტალიის ტერიტორიაზე შეექმნა მისთვის საფრთხე1.
რაც შეეხება საკუთრივ ევროპის ურთიერთობას ირანთან, რო- გორც ვიცით, XIII საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე სეფიანების ხე- ლისუფლებაში მოსვლამდე, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მითიური იოანე პრესვიტერის ფიგურაზე დამყარებული მოკავშირეობის იდეა2. ჩვე- ნი აზრით, XVI ს-ის დასაწყისისთვის პრესვიტერმა იოანემ თავისებუ- რი გარდასახვა სეფიანებში ჰპოვა, რადგან „ევროპელები შაჰ ისმა- ილ I-ს განიხილავდნენ, როგორც პროქრისტიანულ მოჯაჰედს და ის- ლამის წინააღმდეგ ომში ქრისტიანების მოკავშირეს. ამან ისმაილ I- ს ისეთივე რეპუტაცია მოუტანა, როგორიც ესპანეთის მეფე კარლ V- ს“3. მეტიც, კვიპროსიდან ვენეციაში მიღებული ცნობის მიხედვით, შირვანში ისმაილის მიერ გატარებული რელიგიური პოლიტიკა და იქ მრავალი მეჩეთის აგება ნიშნავდა ჭეშმარიტად ქრისტიანული ტაძრების აგებას. „სხვა ღირსეულ საქმეებს შორის, – ვკითხულობთ წყაროში, – მან (ისმაილმა, ავტ.) დიდი ყურადღება მიაქცია მაჰმადი- ანურ სარწმუნოებას და მრავალი მეჩეთი ააგო, ჭეშმარიტად ქრის- ტიანული ტაძარი, რომელიც სხვა დროს თურქებმა წაბილწეს“4. შაჰ ისმაილის კარზე გაგზავნილი ვენეციელთა დესპანის, კონსტანტინე
1 Vaughan Dorothy M. Europe and the Turk : A pattern of Alliances 1350-1700, 208.
2 Jose Cutillas. “Did Shah Abbās I Have a Mediterranean Policy?”, Journal of Persianate Studies, 8, (2015), 256-257.
3 Jose Cutillas. “Did Shah Abbās I Have a Mediterranean Policy?”, 257.
4 Sanuto Marino. I Diarii, t. IV, (Venezia, 1880), 487.
ლასკარისის ინფორმაციით, შაჰ ისმაილი „...მტკიცე კათოლიკეა“1. როგორც წყაროდან ჩანს, ავტორი ირანელებისა და ქრისტიანების რელიგიურ იდენტიფიცირებას ახდენს ანუ ისლამის შიიტურ მიმდი- ნარეობას კათოლიკობასთან აიგივებს. ამასთან დაკავშირებით სრუ- ლიად ვეთანხმებით ჰ. მასუდის აზრს, რომ „ევროპელ ქრისტიანებსა და სპარსელებს შორის არსებულმა საერთო ანტიოსმანიზმმა მათ ერთმანეთის მოკავშირეებად აღქმის საშუალება მისცა“2. ეს ინფორ- მაცია იმაზეც მიუთითებს, რომ ოსმალო-თურქებისაგან განსხვავე- ბით, ევროპელებისთვის ირანელი სეფიანები ქრისტიანული რელი- გიის საფრთხედ არ აღიქმებოდნენ. სავარაუდოდ, ამგვარი აღქმა ქართველებისთვისაც მაცდუნებელი პერსპექტივა შეიძლება ყოფი- ლიყო. ჩვენი აზრით, სწორედ ამ უზომოდ გადაჭარბებულ და წინა- აღმდეგობით აღსავსე წარმოდგენას ეყრდნობოდა ზემონახსენებ პაპ იულიუს II-ის მოწოდება შაჰ ისმაილისადმი, დაბრუნებოდა „...ჭეშ- მარიტ სარწმუნოებას...“ ანუ ქრისტიანობას; ასევე – მისი ქმედებები, კერძოდ, პაპის 1508 წლის გადაწყვეტილება, შაჰთან გაეგზავნა
„...სწავლული და უმანკო ბერმონაზვნები...“, რათა ის ქრისტიანობა- ზე მოექციათ3. მთელი ასწლეულის განმავლობაში სეფიანებზე ასე- თი წარმოდგენა, ჩვენი აზრით, იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი ირანის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლას გულგრი- ლად ეკიდებოდა.
მართალია, შაჰ ისმაილის გაქრისტიანების4 იმედები მალე გა- ქარწყლდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ირანი ავტომატურად მაინც
1 Sanuto Marino. I Diarii, t. IV, (Venezia, 1880), 357.
2 Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England. D Phil. Early Modern Literature and Culture. (Sussex, 2011), 5.
3 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East. Translated by Janos Boris, (Szeged, 1978), 126.
4 როგორც ჩანს, დასავლეთში მხედველობაში იღებდნენ იმასაც, რომ შაჰ ისმაილის დედა ალემშაჰ-ბეგუმი, ანუ მართა, ქრისტიანი იყო. თვით ისმაილი ამით ამაყობდა და
„ევროპაში ძლევამოსილი ქრისტიანების მეგობრად მოჰქონდა თავი, რადგან მასში სანახევროდ ჩქეფდა ყველაზე კეთილშობილი ქრისტიანული სახლის – კონსტანტინოპოლის ბერძენი იმპერატორის – პირდაპირი ხაზის სისხლი“ (Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидскогою перевод с английского,введение и коментарии Октая Эфендиева и Акифа Фарзалиева, (Баку, 1988), 40). სრულიად შესაძლებელია, შაჰ ისმაილის ეს დიპლომატიური თამაში გამიზნული ყოფილიყო ქრისტიანი ევროპელებისა და მეზობელი ქართველების მისამხრობად და ამ შემთხვევაში ის უზუნ ჰასანის პოლიტიკას აგრძელებდა.
ევროპის პოტენციურ მოკავშირედ მიიჩნეოდა1 და სეფიანთა ძალა- უფლების ზრდასთან ერთად ევროპაში თანმიმდევრულად ყალიბ- დებოდა აზრი, რომ მისგან შესაძლებელი იყო პოლიტიკური და ეკო- ნომიკური სარგებლის მიღება2. სწორედ ამიტომ, საუკუნის დასაწყის- შივე, 1502 წელს, ოსმალეთთან ომში ჩაბმულმა ვენეციელებმა და- უყოვნებლივ სცადეს შაჰ ისმაილთან დიპლომატიური ურთიერთო- ბის დამყარება3. ამ უკანასკნელთან გაგზავნილი დესპანი კონსტან- ტინე ლასკარისი 1502 წლის 16 ოქტომბერს სენიორიას დაბეჯითე- ბით აუწყებდა, რომ ირანის შაჰი ოსმალთა მტერია და „ეს მტრობა ახლა კი არ დაწყებულა, არამედ ძველია“. ავტორი ამ განცხადების შემდეგ ხაზს უსვამს რელიგიურ საფუძველზე არსებულ მტრობას და წერს: „სპარსეთში, ყარამანიაში, თურქებსა და სირიაში გავრცელე- ბული მაჰმადიანური სარწმუნოება [იგულისხმება შიიზმი] ოსმალთა კარზე დიდ სიძულვილს იწვევდა, რადგან იგი ერეტიკულად მიიჩნე- ოდა. ამ მიზეზით ტრაპიზონის მხარეში ოტომანთა წინააღმდეგ დაწყე- ბულმა ომმა გადაბუგა ეს მხარე და სულთანმა განაცხადა, რომ სო- ფის [შაჰ ისმაილის] ჰეგემონია და ბატონობა ქართველების მხარდა- ჭერის შედეგია“4. რელიგიური წინააღმდეგობის კონტექსტში ქარ- თველების მიერ სეფიანებისთვის გაწეულ დახმარებაზე ყურადღე- ბის გამახვილება შესაძლებელია სულტნის კარზე აღიქმებოდა იმ- გვარად, რომ ქართველები მხარს უჭერდნენ სახელმწიფოს, რომე- ლიც სულტნის რელიგიური მტერი იყო.
ამგვარად, კონსტანტინე ლასკარისმა ევროპაში ჩაიტანა ინფორ- მაცია ახალ მმართველზე. მართალია, ვენეცია-ოსმალეთის ომი ალი- ანსის შექმნამდე დამთავრდა, მაგრამ მთელი ათწლეული გაგრძელ- და ირანსა და ვენეციას შორის სავაჭრო ურთიერთობები და პერი-
1 Jose Cutillas, “Did Shah Abbās I Have a Mediterranean Policy?”, 259.
2 Bel, Roger John. Traveler’s accounts as a source for the study of religion in Safavid Iran, 4.
3 Barbara von Palombini. Bündniswerben abendländischer Mächte um Persien 1453- 1600, (Wies- baden,1968), 41-43; Allouche Adel. The Origins and Development of the Ottoman-Safavid Conflict, (Berlin, 1983), 90; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლო- მატია, I (XV-XVI სს.), 110-111; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries. This thesis in submitted in partial fulfilment for the degree of PhD at the University of St Andrews, (2014), 31.
4 Marino Sanuto. I Diari, t. IV, 356-357.
ოდულად წარმოებდა დიპლომატიური გაცვლა-გამოცვლა1. ამითაც იყო განპირობებული ზემოთ უკვე ნახსენები ისმაილის პირველი კონ- ტაქტები ვენეციის რესპუბლიკასთან, რასაც ემატებოდა ურთიერთო- ბა ვატიკანთან, წმ. იოანეს რაინდებთან როდოსში და უნგრეთის მე- ფე ლაიოშ II-სთან (1506-1526), რომელმაც მას დესპანი გაუგზავნა ოსმალების წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო კავშირის თაობაზე შე- თანხმების მისაღწევად2. ცოტა მოგვიანებით, როგორც ვნახავთ, ად- გილი ჰქონდა მცდელობებს ჰაბსბურგებთან ურთიერთობის დამყა- რების მიზნითაც. ისმაილმა წერილი იმპერატორ კარლ მეხუთესაც გაუგზავნა. თუმცა დისტანციისა და კომუნიკაციის სპორადული და სახიფათო ხასიათის გამო ამ მცდელობებმა პრაქტიკული შედეგები ვერ გამოიღო; ამის მიუხედავად, მუდამ დარჩა ფაქტორად ანტიოს- მალური კოალიციის ფორმატის არსებობისთვის.
როგორც მოტანილი ფაქტებიდან ჩანს, ევროპა-სეფიანთა კონ- ტაქტები და ინტერესები ორმხრივი იყო, მაგრამ სუსტი. მართალია, სეფიანთა გაფართოებასა და დაპყრობებს სულტანი ბაიაზიდ II (1481- 1512) 1511 წლამდე წინააღმდეგობას არ უწევდა3, მაგრამ შაჰი ისმა- ილი ითვალისწინებდა, რომ ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლა გარ- დაუვალი იქნებოდა. ამიტომ მას „...უნდოდა ქრისტიანულ სახელმწი- ფოებთან დაემყარებინა კავშირი“4. უფრო მეტიც, შაჰ ისმაილს ალ- ბათ კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ოსმალებთან ბრძოლაში სე- ფიანთა ძალების სუსტი ადგილი არტილერიის უქონლობა იყო5, ამი- ტომ „ჯერ კიდევ 1509 წელს ვენეციაში სეფიანთა წარგზავნილი ითხოვდა ზარბაზნის ჩამომსხმელ ოსტატებს და არტილერიის ინ-
1 Giorgio Rota. “Diplomatic Relations between Safavid Persia and the Republic of Venice, an Overview”,The Turks. Hasan Celâl Güzel, C. Cem Oğuz, and Osman Karatay editors, Vol. 2, (Ankara, 2002), 580–587.
2 Barbara von Palombini. Bündniswerben abendländischer Mächte um Persien 1453- 1600, 44; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 31.
3 Norman Housley. The Later Crusades, 1274-1580, 120; სეფიანთა საფრთხის წინაშე ბაიაზიდის გაუბედაობა მისი უძლურებისა და ასაკის შედეგი იყო (Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650. The Structure of Power, 30).
4 Rudi Matthee. “Distant Allies, Diplomatic Contacts between and Iran in the Reign of Shah Tahmasb, 1524-1576”, Rudi Matthee, Jorge Flores (eds.), Portugal: The Persian Gulf and Safavid Persia, (Leuven, 2011), 225.
5 Jean-Louis Bacqué-Grammont, Les Ottomans, les Safavides et leurs voisins. Contribution à l’histoire des relations internationales dans l’Orient islamique de 1514 à 1524, (Istanbul, 1987), 138.
სტრუქტორებს“1. ამის მცდელობა ჩალდირანთან დამარცხების შემ- დეგაც არ შეწყვეტილა2.
ძლიერი შიიტური სახელმწიფოს გამეზობლება სუნიტური ოსმა- ლური იმპერიის გვერდით ფრთებს უკვეცავდა ამ უკანასკნელის ამ- ბიციებს – ხელში ჩაეგდო სამხრეთ კავკასიასა და ირანში არსებული აბრეშუმის მწარმოებელი რეგიონები და, ამასთანავე, კონტროლი დაემყარებინა ევროპა-აღმოსავლეთის სატრანზიტო ვაჭრობაზე, რომლის მნიშვნელოვანი მონაკვეთები სწორედ ირანულ-სამხრეთ- კავკასიურ მონაკვეთებზე გადიოდა. აქედან მოყოლებული, ოსმა- ლეთ-სეფიანების ინტერესები მკვეთრად დაუპირისპირდა ერთმა- ნეთს და ორივე მხარეს მნიშვნელოვანი მოკავშირეების მოძებნა დასჭირდა. თუ, ერთი მხრივ, სეფიანური ირანის მოკავშირეებად ოს- მალთა ევროპული კამპანიით შეშფოთებული ევროპელები გვევლი- ნებიან, მეორე მხრივ, ოსმალთა მოკავშირედ სეფიანთა მოწინააღ- მდეგე უზბეკთა სახელმწიფო გამოდის, რომელთანაც სეფიანებს მა-
ვერანაჰრისა და ხორეზმის გამო ჰქონდათ შეურიგებლობა3. სამ-
ხრეთ კავკასიის ხალხებს ლავირება უწევდათ ოსმალთა და სეფიან- თა შორის, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოსმალეთის აღმას- ვლა ძალიან თვალშისაცემი იყო, ევროპული წყაროები უფრო მე- ტად სეფიანური სახელმწიფოსკენ იხრებიან.
გაოცებას იწვევს, ამ დიპლომატიურ კონტაქტებში რატომ არ აღ- მოჩნდა შესაძლებლობა, დასავლეთის ანტიოსმალურ ძალებს სა- ქართველოსთან დაეწყოთ მოლაპარაკებები, თუნდაც რომის პაპს ეცადა საეკლესიო უნიის საკითხებზე გაემართა დიალოგი, როგორც ეს XV საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობთ, შესაძლოა იყო ის, რომ ამ პერიოდის ქართველი ლი- დერები არ იჩენდნენ ინიციატივებს, როგორც ეს შემდეგ, მეფე ლუ- არსაბ I-ისა და მეფე სიმონ I-ის შემთხვევაში მოხდა, რომის პაპებ- სა და დასავლეთის სხვა მესვეურებთან ურთიერთობაში; მეორე მი- ზეზი, სავარაუდოდ, შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ სამეფო-სამ- თავროებად დაშლილი და ეკონომიკურად სუსტი საქართველო, სე- ფიანთა სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ იყო მიმზიდველი და-
1 Jean-Louis Bacqué-Grammont. Les Ottomans, les Safavides et leurs voisins. Contribution à l’histoire des relations internationales dans l’Orient islamique de 1514 à 1524, 138.
2 იქვე, 148-175.
3 Любб-ат-Таварих, рукорись ИВ AН СССР, B-660, л. ст. 165.
სავლეთის ანტიოსმალური ძალებისათვის. მიუხედავად ამისა, სე- ფიანთა გაფართოებასა და განმტკიცებაში ქართველთა მონაწი- ლეობა ევროპაში შეეძლოთ აღექვათ, როგორც ოსმალების წინა- აღმდეგ ევროპის ბუნებრივ მოკავშირესთან ალიანსი. რაც შეეხება ევროპულ წყაროებს, მათ ავტორებს აღნიშნულ პროცესში ქართ- ველთა როლზე ხაზგასმა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ეჩვენები- ნათ, მათთან გაერთიანებას ისეთი ძალის აღმოცენების პერსპექ- ტივა შეიძლება გაეჩინა, რომელიც ოსმალეთის იმპერიას აღმო- სავლეთში კონცენტრირებულ დარტყმას მიაყენებდა, რაც უზრუნ- ველყოფდა ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოებას. ამრიგად, დასავლეთს საქართველოს მოკავშირეობა სეფიანებთან შესაძლოა მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის სასარგებლო საქმედ მიეჩ- ნია.
როგორც ითქვა, ოსმალეთის სულტანი ბაიაზიდ II არ ეწინააღ- მდეგებოდა სეფიანთა მონარქიის გაფართოების პოლიტიკას. თავი- სი ბუნებითა და პოლიტიკური გარემოებების ძალით საგარეო პო- ლიტიკური პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრისადმი მიდ- რეკილი1 „სულტნის ყურადღება უფრო მეტად მიპყრობილი იყო ევ- როპის რეგიონებზე. რაც შეეხება სეფიანთა მონარქიას, მის მიმართ დამკვირვებლის როლში გამოდიოდა და სრულიად არ ცდილობდა მის შეჩერებას“2. სულტნის ზოგიერთი შვილი, ტახტის შესაძლო კან- დიდატები, სრულიად ეთანხმებოდნენ მამის ამ პოლიტიკას3. „ბაიაზიდ II-ის მშვიდობიანი აღმოსავლური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვი- და უფლისწული სელიმი“4, რომელიც იმხანად, როგორც აღინიშნა, ტრაპიზონის მმართველი იყო. მან კარგად „...გააცნობიერა, რომ სე-
1 Güneş Işıksel. La politique étrangère ottomane dans la seconde moitié du XVIe siècle : le cas du règne de Selîm II (1566-1574). Thèse pour l’obtention du grade de docteur de l’EHESS Spécialité : Histoire et civilisations. Tome I, 38. https://www.academia.edu/1479292/La_politique_%C3%A9trang%C3%A8re_ottomane_dans_la_sec- onde_moiti%C3%A9_du_XVIe_si%C3%A8cle_le_cas_du_r%C3%A8gne_de_Sel%C3%AEm_II_1566_ 1574_
2 Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles )Thèse en vue de l’obtention du doctorat de l’Université de Toulouse Soutenue publiquement le 30 novembre 2013, 228, file:///C:/Users/Administrator/Downloads/Chabrier_Aurelie.pdf]”
3 იქვე.
4 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 112.
ფიანები და ანატოლიელი „წითელთავიანები“ ოსმალეთის სახელ- მწიფოსათვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“1.
როგორც ოსმალური წყაროების საფუძველზე ირკვევა, შაჰ ისმა-
ილსა და ტრაპიზონის მმართველ უფლისწულ სელიმს შორის პირვე- ლი შეჯახება 1503 წელს მოხდა, როცა ისმაილმა თავრიზის დაპყრო- ბის შემდეგ ხელთ იგდო ერზინჯანი. მართალია, ერზინჯანი ოსმალე- თის იმპერიის საზღვრებს გარეთ მდებარეობდა, მაგრამ ახალგაზ- რდა შაჰის სამხედრო აქტივობამ სელიმის რისხვა გამოიწვია2 და ამ უკანასკნელმა იმავე წელს ქალაქი ყიზილბაშებისაგან გაათავისუფ- ლა3. საპასუხოდ, როგორც ჩანს, ისმაილი შურისძიების გზას დაადგა და ტრაპიზონზე თავდასხმა გადაწყვიტა, მაგრამ მისი ეს მცდელობა სრული მარცხით დამთავრდა. ამ კონფრონტაციას შედეგად მოჰყვა ის, რომ ისმაილმა მეორედ აიღო ერზინჯანი, რასაც სელიმის დაუყო- ვნებელი სამხედრო მოქმედება მოჰყვა და ამ ბრძოლაშიც მან გაიმ- არჯვა. მკვლევარ რ. ილდირიმის მტკიცებით, ეს ბრძოლა დულკა- დირის კამპანიის დროს (1507 წ.) ან მისი დასრულების შემდეგ მოხ- და4, რასაც ვეთანხმებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1508 წლის ივლისში სტამბულში ჩავიდა შაჰ ისმაილის ელჩი5, უფრო დაზუსტე- ბით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ ამბავს ადგილი ჰქონდა ან 1507 წელს, ან 1508 წლის პირველი ნახევრის შუა ხანებში.
1508 წლის ივლისში სტამბულში ჩასული შაჰ ისმაილის ელჩი სულ- ტნის კარს არწმუნებდა, რომ სეფიანთა ხელმწიფეს ბაიაზიდ II-სთან მეგობრობისა და მშვიდობის გარდა არაფერი სურდა და უფლის- წულ სელიმის მტრულ დამოკიდებულებაზე ჩიოდა6. მალე სელიმმა გაფრთხილება მიიღო პორტასაგან. მას ებრძანა, „რომ არ განეხორ-
1 Tasin Gemil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth centuries. Translated by Remus Bejan and Paul Sanders, (Bucharest, 2009), 225.
2 Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 420.
3 Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 421.
4 Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 423-425.
5 Teodoro Spandugino. La vita di Shah Ismael et Tamas Re di Persia chiamati Soffi, in Francesco Sansovino, Historia Universale dell’origine et Impero de’Turchi, (Venice, 1582), 95.
6 Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 425.
ციელებინა შეტევა ყიზილბაშებისა და საქართველოს ტერიტორი- აზე“1. ამ უკანასკნელი ფაქტის დამადასტურებელი სხვა წყარო ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, მაგრამ, როგორც ჩანს, სელიმი მარტო ყიზილბაშთა ტერიტორიებს არ სჯერდებოდა და საქართველოსაც ესხმოდა თავს2. აქედან გამომდინარე, ვიზიარებთ ფ. კირზიოღლუს თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ 1508 წლის მაის-ივნისში სელიმ- მა ჭანეთში, აჭარასა და გურიაში ილაშქრა3. ჩვენი აზრით, შაჰ ისმა- ილი სელიმის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე შეტევას სპარსე- თის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად მიიჩნევდა და 1508 წლის ივლისში სტამბულში ჩასულმა სეფიანთა ელჩმა ალბათ ამის შესახე- ბაც გააკეთა განცხადება. სხვა შემთხვევაში გაუგებარი ხდება, თუ რატომ ებრძანა ტრაპიზონის მმართველ უფლისწულ სელიმს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმები არ ეწარმოებინა. ჩვენ არ ვიცით, სელიმმა ეს ბრძანება რამდენად მიიღო მხედველობაში, უფრო სწორად კი, არაფრად ჩააგდო. 1509 წელს ის ტრაპიზონიდან,
„…საღვთო ომის საწარმოებლად…“4, ახლა უკვე მესამედ5, გამოემ- ართა იმერეთში, დაარბია და გაძარცვა ქუთაისი და გელათი6. ამ ლაშქრობიდან სელიმი დიდი ნადავლითა და მონებით დაბრუნდა7. გამარჯვებულმა უფლისწულმა ეს ნადავლი წერილთან ერთად სულ-
1 Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia
(1447-1514). A Ph. D. Dissertation, 425.
2 Hoca Sadettin Efendi, Tacü’t-Tevarih, vol IV, ed. Đsmet Parmaksızoğlu, Ankara: Kültür Bakanlığı Yayınları, 1999, 5; ციტი-ა: Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 426, შენ. 1445.
3 Kirzioğlu F. Osmanlilar’in Kafkas Elleri’ni Fethi (1451-1590), (Ankara, 1976), 94.
4 Jean-Louis Bacqué-Grammont, “Études turco-safavides, IV. Une description ottomane du Saatabago vers 1520, “Bedi Kartlisa,revue de Kartvélologie”, vol. XXXVI, (Paris, 1978), 155.
5 პროფ. გიული ალასანიას ვარაუდით, სელიმმა 1512 წლამდე რამდენჯერმე გაილაშქრა საქართველოში (დაწვრ. იხ: გ. ალასანია. სელიმ პირველი და საქართველო. ტიპოლოგიური ძიებანი, IV, (თბილისი, 2000), 23-30.
6 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 27.
7 იმერეთის ლაშქრობიდან „ქემალფაშაზადეს თანახმად, ღაზიები დაბრუნდნენ 10 ათას მონაზე მეტით და ნადავლი ტრაპიზონში მდინარესავით მოდიოდა“ (Kemalpasazâde, Tevârih-i Al-i Osman, Defter VIII, published by Ahmet Uğur in his The Reign of Sultan Selim I in the Light of the Selim-nâme Literature, (Berlin: Klaus Schwarz Verlag, 1985), 32-33; ციტ-ია: Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The origins of the Qizilbash identity in Anatolia (1447- 1514). A Ph. D. Dissertation, p.427, შენ. 1449).
ტან ბაიაზიდ II-ს გაუგზავნა1. „ძველი ოსმალური წესების თანახმად ნადავლის მეხუთედი ღაზიებს უბოძეს და გაუნაწილეს“2.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეუძლებელია ხაზი არ გაესვას ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც უფლისწულ სე- ლიმის 1509 წლის ექსპედიციის თავისებურებას ავლენდა; მასში მო- ნაწილეობას იღებდა სამცხის ათაბაგი „დიდი მზეჭაბუკი“3, რომე- ლიც მეგზურობას უწევდა დამპყრობელს და ოსმალთა ჯარს სურსა- თით უზრუნველყოფდა4. მზეჭაბუკის „...ოსმალთა მორჩილებისა პირსა ზედა“ დაზავების5 სანაცვლოდ სელიმმა სულტნის სახელით სამცხის ავტონომია აღიარა6. ამ მხარდაჭერის წყალობით სამცხის ათაბაგმა იმერეთის სამეფოსაგან სამთავროს დამოუკიდებლობა განიმტკიცა და გააფართოვა თავისი სამფლობელოები; კერძოდ, დაიკავა იმერეთის სამეფოს სიმაგრეები: არტაანი, გოლე, თორთო- მი, ოლთისი და სპერი7. თურქი ისტორიკოსის ი. გუნეშის აზრით, „ეს კონკრეტული ფორმა კავკასიაში ოტომანთა ექსპანსიის პირველსა- ხეს წარმოადგენდა: რეგიონის გეოგრაფიულმა თავისებურებებმა ოსმალები აიძულეს, რომ ეთანამშრომლათ ადგილობრივ მცხოვ- რებლებთან, რომლებმაც, თავის მხრივ, მათ შიდა ბრძოლებში პორ- ტასაგან დახმარება შეიპირეს.”8
1510 წელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ აშკარად გამოიკვეთა ირან-ოსმალეთს შორის მომავალი ომის ნიშნები: ამ წლის დეკემ-
1 Riza Yildirim. Turkomans between two Empires. The Origins of the Qizilbash Identity in Anatolia (1447-1514). A Ph. D. Dissertation, 427.
2 თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ (თბილისი, 1983), 8.
3 ქართლის ცხოვრება, IV, 710.
4 იქვე, 711
5 იქვე.
6 Fahrettin Kırzıoğlu, Osmanlıların Kafkas Ellerini Fethi (1451-1590), TTK, (Ankara, 1976), 93; Güneş Işıksel. L’emprise ottomane en Géorgie occidentale à l’époque de Süleymân Ier (r. 1520-1566). Col- lectanea Islamica, (novembre 2012), 94.
7 Jean-Louis Bacqué Grammont. Etudes turco-safavides, IV: Une des-cription ottomane du Saatabago vers 1520, 150-155; Güneş Işıksel. L’emprise ottomane en Géorgie occidentale à l’époque de Süleymân Ier (r. 1520-1566), 94.
8 Güneş Işıksel. L’emprise ottomane en Géorgie occidentale à l’époque de Süleymân Ier (r. 1520- 1566), 94.
ბერში შაჰ ისმაილმა სასტიკად დაამარცხა თავისი ყველაზე ძლიერი კონკურენტი, შეიბანიდების გამგებელი მუჰამედ ხანი და საბოლო- ოდ განიმტკიცა პოზიციები მთელ ირანში1. 1510 წელსვე უფლისწულ- მა სელიმმა (ამ ეტაპზე ტრაპიზონის სანჯაყ-ბეი, ავტ.) ხელთ იგდო ყიზილბაშების მიერ დაკავებული ერზინჯანი და ბაიბურდი2, რითაც სეფიანთა სახელმწიფოსთან ომის დაწყების საშიშროება შექმნა3. როგორც ჩანს, ისმაილი ითვალისწინებდა ამ სიტუაციას და ომის- ათვის ემზადებოდა4. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიზნით მან კვლავ სცადა ვენეციასთან ანტიოსმალური კავშირის დამყარება. 1510 წელს შაჰმა ისმაილმა ვენეციაში გააგზავნა ელჩობა, წარმოშობით კვიპ- როსელი ნიკოლო სორორას ხელმძღვანელობით5. ამ უკანასკნელ- მა თავისი მისიის შესრულება ვერ შეძლო, რადგან ხელთ იგდო ეგვიპტის ხელისუფლებამ. ამავე წელს შაჰმა ვენეციაში გააგზავნა კიდევ ერთი ელჩობა გამოჩენილი ექიმის, ალი ბეგის მეთაურობით, მაგრამ ვერც მან შეძლო ოსმალეთის წინააღმდეგ რესპუბლიკის ამხედრება6. ეს ბუნებრივი ჩანდა იმ გარემოების გათვალისწინე- ბით, რომ 1508 წლის 10 დეკემბერს დასავლეთში შექმნილი ანტიოს- მალური კავშირი მალე დაიშალა. შაჰმა პორტუგალიასთანაც სცადა ანტიოსმალური კავშირის დამყარება, სპარსეთის ყურის გზით ცეცხლსასროლი იარაღის მიღების მიზნით7, მაგრამ არც ამ მცდე- ლობას მოჰყოლია შედეგი.
1 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 17; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 109.
2 თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის; თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ (თბილისი, 1983), 8.
3 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 112.
4 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 17.
5 Махмудов Я.М. Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов с западноевропейскими странами, (Баку, 1991), 136.
6 იქვე, 137.
7 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 17.
1511 წლის გაზაფხულზე სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიაში სეფი- ანთა მხარდაჭერით1 დაიწყო ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აჯანყება შაჰყულუს ხელმძღვანელობით. თავ- დაპირველად ბაიაზიდ II-მ და მისმა ვაჟიშვილებმა (აჰმედი და კორ- კუდი), სელიმის გამოკლებით, ვერ გააცნობიერეს შაჰ ისმაილის ჭეშ- მარიტი მიზანი და მასთან და მის მომხრეებთან კარგ ურთიერთო- ბას ინარჩუნებდნენ2. საბოლოოდ სულტანმა ბაიაზიდმა დიდვეზირი ჰადიმ ალი ფაშა გაგზავნა აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1511 წლის ივ- ლისში სივასში მოხდა ბრძოლა, რომელიც ორივე მხარისათვის კა- ტასტროფული შედეგით დამთავრდა. დიდვეზირი სასიკვდილოდ და- იჭრა, ხოლო შაჰყულუ ბრძოლის ველზე დაეცა3. ამ დროს ოსმალე- თის კარზე სულტან ბაიაზიდ II-ის შვილებს შორის გაჩაღებული იყო ტახტისთვის ბრძოლა, რომელიც 1512 წელს სელიმის გამარჯვებით დამთავრდა; ტახტის დაკავებაში მას იანიჩრები დაეხმარნენ4. ამას- თან დაკავშირებით უდავოდ სარწმუნოა ის აზრი, რომ მომხრეებმა შაჰ ისმაილის ალაგმვის მტკიცე გადაწყვეტილების გამო აიყვანეს სელიმი სულტნის ტახტზე5. ეს უკანასკნელი, გაუსწორდა რა ოპოზი- ციას, საკუთარ ძმებსა და მათ შვილებს (1512 წ. მაისი-1513 წ. აპრი- ლი), სელიმ I-ის სახელით ავიდა სულტნის ტახტზე (1512-1520) და მა- შინვე შეუდგა როგორც შაჰ ისმაილის წინააღმდეგ საბრძოლველად გულდასმით მზადებას6, ასევე, ზომების მიღებას სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დასამორჩილებლად7.
ამრიგად, ტახტზე ასვლისთანავე სელიმ I იავუზის (მრისხანე) წი- ნაშე ორი ძირითადი ამოცანა დადგა: პირველი, საკუთარი ძმების
1 Jean-Louis Bacqué-Grammont, Les Ottomans, les Safavides et leurs voisins. Contribution à l’histoire des relations internationales dans l’Orient islamique de 1514 à 1524, (Istanbul, 1987), 11-49.
2 Tasin Gemil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth centuries. Translated by Remus Bejan and Paul Sanders, 219; Norman Housley. The Later Crusades, 1274-1580, 120.
3 The Cambridge History The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 221; Norman Housley. The Later Crusades, 1274-1580, 120.
4 Norman Housley. The Later Crusades, 1274-1580, 120.
5 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 9.
6 Norman Housley. The Later Crusades, 1274-1580, 120.
7 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 113.
თავიდან მოშორება და მეორე, სეფიანთა განადგურება1. ენერგი- ული და გაბედული ახალი სულტანი შაჰ ისმაილის დაუნდობელი მტერი იყო. მას კარგად ესმოდა, რამდენად დიდი საფრთხე ემუქრე- ბოდა იმპერიას ყიზილბაშთა მხრიდან2. ამიტომ სელიმ I-მა ყურადღე- ბა თავდაპირველად მთლიანად აღმოსავლეთისკენ მიმართა. ამას- თანავე, ითვალისწინებდა რა ევროპული სახელმწიფოების მნიშვნე- ლობას, თავისი აღმოსავლური პოლიტიკა მან წინამორბედებისაგან მემკვიდრეობით მიღებულ მკაცრ პრაქტიკაზე დააფუძნა; კერძოდ, ყირიმის ხანს დაეკისრა, რომ არ დაეშვა ევროპის სახელმწიფოებს შორის რაიმე ანტიოსმალური კოალიცია, სანამ ოსმალთა ძალები აღმოსავლეთში იქნებოდნენ თავმოყრილნი3.
სეფიანთა წინააღმდეგ ომის დაწყებამდე სელიმ I-მა არაერთი სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება განახორციელა. პირველ რიგ- ში, ევროპის სახელმწიფოებთან სამშვიდობო ხელშეკრულებებით უზრუნველყო დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოება. აღსანიშნა- ვია, რომ სელიმის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით, ევროპულმა და აზიურმა სახელმწიფოებმა ოსმალეთში ელჩობები მოავლინეს, რაც ნიშნავდა მათ მიერ სელიმის ოფიციალურად ცნობას სულტნად. აღნიშნულ ელჩებს შორის არ იყო სეფიანთა ელჩი, რაც სელიმმა სა- თანადოდ აღიქვა და კიდევ უფრო განუმტკიცდა ისმაილთან ომის გადაწყვეტილება. ღია კონფრონტაციამდე, პირველ რიგში, ზავები და სამშვიდობო მოლაპარაკებები დადო ვენეციასთან, უნგრეთთან, ვალახიასთან, მოლდოვასა და რუსეთის სახელმწიფოსთან, შემდეგ კი უზბეკთა მავერანნაჰრის ფადიშაჰის, უბეი-დულ-ხანის მხარდაჭე- რაც უზრუნველყო4. უკვე 1513 წელს სელიმმა აღმოსავლეთ ანატო- ლიაში შიიტების მასობრივი გაჟლეტით თავიდან აიცილა ყიზილბაშ- თა აჯანყების საფრთხეც მცირე აზიაში5. როგორც ისტორიკოსი
1 Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650, The Structure of Power. Red Globe Press. Second edition, 31.
2 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 222.
3 Tasin Gemil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth centuries, 225.
4 Munshaati Salatin (Official correspondence of Ottomans), Istanbul ,1247(1858), vol I, 311-312.
5 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), (თბილისი, 1990), 157-158.
აბდულ ფაზლ ალი გვამცნობს, მცირეაზიელ შიიტთა ამ მასიურ ჟლე- ტას 40 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა1.
1514 წელს სელიმმა ოსმალეთის საზღვრები ჩაკეტა ირანიდან
შემოსული ყველა ვაჭრისათვის. ამიერიდან ოსმალურ კომერციულ ბლოკადას სეფიანთა ეკონომიკა უნდა მოეხრჩო2. ოსმალეთის სულ- ტნისათვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ქართული ფაქტორი. ერთ-ერ- თი იტალიური წყაროს თანახმად, სულტანი სელიმ I იავუზი „...სამ- ხედრო საბჭოზე გამოსვლისას ყოველთვის აღნიშნავდა, რომ სას- წრაფოდ საჭირო იყო ქართველების ბატონის [ოსმალეთის სულ- ტნის] მხარეზე გადაბირება“3. ეს, უწინარეს ყოვლისა, ეხებოდა სამ- ცხე-საათაბაგოს, რომელიც ამ დროისათვის ოსმალეთის მოხარკე იყო და, შესაბამისად, ევალებოდა ომის დროს სულტნის ლაშქრის სურსათ-სანოვაგით მომარაგება4. ახლა, როცა ორი მეტოქის ურთი- ერთობა საომარ მდგომარეობას უახლოვდებოდა, „სტრატეგიული მნიშვნელობის ბუფერული სახელმწიფოს, საათაბაგოს, მნიშვნელო- ბა ორივე მოწინააღმდეგისათვის საგრძნობი გახდა“5. ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაში სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკს სულტნის მოთხოვ- ნით არცთუ უმნიშვნელო როლის შესრულება დაეკისრებოდა. „ირან- თან ომის დაწყების შემდეგ სულთანმა სელიმმა ათაბაგ მზეჭაბუკს შეუთვალა, რათა ომში დახმარებოდა ოსმალეთს“6.
ირან-ოსმალეთის ომის დაწყების წინა პერიოდს ქართული სამე- ფო-სამთავროები შიდა აშლილობით შეხვდნენ. „ქართველ მეფე- მთავრებს შორის განუწყვეტელი ქიშპი და შუღლი იყო, თითოეული მათგანი საქართველოს გაერთიანებას იჩემებდა“7. ამ მიზნით 1511 წლიდან ქართლის სამეფოს წინააღმდეგ კახთა მეფის ბრძოლა პირ-
1 Edward Granville Browne. A history of Persian Literature in Modern Times (1500-1924), (Cambridge, 1924), 73.
2 Jean-Louis Bacqué-Grammont. Études Safavides, I Notes sur le Blocus du Commerce Iranien par Selim Ier, Turcica, 6, (1975), 66-88; Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ot- tomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521 [Études turco-safavides, VI]. In: Cahiers du Monde russe et soviétique, vol. XX, n°2, Avril-Juin (1979), 244.
3 Marino Sanuto. I Diari, t. XXVI, (Venezia, 1889), 345.
4 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 159.
5 Jean-Louis Bacqué-Grammont . Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521 [Études turco-safavides, VI], 240.
6 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 55.
7 იქვე, 52.
ველის გამარჯვებით დასრულდა და 1513 წელს ქართლის მეფე და- ვით X-მ (1505-1525) კახეთი შემოიერთა. თუმცა გაერთიანებულმა ქართლ-კახეთის სამეფომ მხოლოდ 1518 წლამდე იარსება.
ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ირან-ოსმალეთის ამ პირველი ომის დაწყებისა და საბრძოლო დეტალების დაწვრილებით გადმო- ცემა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ჩალდირანის ბრძოლამდე ოსმალები შაჰ ისმაილის პოლიტიკამ მიიყვანა. ასე რომ, 1514 წლის 20 აპრილს სელიმ I-მა დატოვა სტამბული და ირა- ნის წინააღმდეგ სალაშქროდ დაიძრა1. იმავე წლის 10 აგვისტოს სულტანმა სოგმენში მიიღო სამცხის ათაბაგის, მზეჭაბუკის, ელჩი, რომელმაც თან ჩაიტანა სურსათ-სანოვაგე2. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ლაშქრობის წინ სულტან სელიმ I-ს სამცხის ათაბაგისათვის უნ- და შეეხსენებინა თავისი მოვალეობა, რომელიც ამ უკანასკნელმა პირნათლად შეასრულა. „ათაბაგს კარგად ესმოდა, რომ უარყოფი- თი პასუხის შემთხვევაში, სულტანი დაარბევდა და ააოხრებდა სამ- ცხის მიწა-წყალს“3. ევროპული (იტალიური) წყაროების თანახმად, სურსათ-სანოვაგესთან ერთად, სულტნის ბანაკში 13 თუ 14 ათასი ქართველი მხედარიც მისულა4. ამ უკანასკნელი ფაქტის დამადასტუ- რებელი სხვა წყარო ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. პროფ. მ. სვა- ნიძე მიიჩნევს, რომ ამ წყაროს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეს- აბამება; არგუმენტად მოაქვს ის, რომ „ამ დროს სამცხის ათაბაგს, როგორც ოსმალეთის მოხარკეს, არ ევალებოდა ლაშქრის გამოყვა- ნა“5. ამასთან დაკავშირებით, უფრო მართებულად მივიჩნევთ ე. მა- მისთვალიშვილის არგუმენტს, რომ „ათაბაგი ოსმალებს საკუთარი ინიციატივით კი არ დაეხმარა, არამედ სულთნისაგან „შეხსენებით“, უფრო სწორად, ძალდატანებით“6. მიუხედავად ამისა, მკვლევარი
1 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს), 158.
2 იქვე, 159.
3 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 35.
4 Marino Sanuto. I Diari, t. XIX, (Venezia, 1887), 24; 57; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 115.
5 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 159; საერთა- შორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 35.
6 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 116.
გადაჭრით არ ამტკიცებს, სულტან სელიმ I-ის ბანაკს მიუვიდა თუ არა 13 ან 14 ათასი ქართველი მხედარი სამცხე-საათაბაგოდან. ჩვე- ნი აზრით, ასეთ ფაქტ არ მომხდარა; ამის თაობაზე ჩვენეულ ინტერ- პრეტაციას ცოტა ქვემოთ შემოგთავაზებთ.
1514 წლის 23 აგვისტოს ჩალდირანის ველზე ოსმალეთისა და ირანის სამხედრო ძალებს შორის პირველი დიდი ბრძოლა მოხდა. ამ დაპირისპირებაში ოსმალეთის არტილერიამ შაჰ ისმაილი სასტი- კად დაამარცხა. ეს უკანასკნელი მცირე ჯგუფით თავისი ქვეყნის დე- დაქალაქში, თავრიზში გაიქცა. შაჰ ისმაილის ჯარი მოისრა, მრავა- ლი მხედართმთავარი დაიღუპა. კატასტროფის მასშტაბებს ნათლად ავლენდა ის ფაქტი, რომ შაჰის ჰარემი, მისი ორი მეუღლით, მტრის ხელში აღმოჩნდა1. ირანელთა დამარცხების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მათ არ ჰქონდათ არტილერია. ოსმალთა არტილერიამ დაბ- ლობზე მუსრი გაავლო შაჰის კავალერიას2. შაჰ ისმაილს დადევნე- ბული სელიმ I თავრიზში 6 სექტემბერს შევიდა, თუმცა ამ შთამბეჭდა- ვი გამარჯვების სწორად გამოყენება ვერ შეძლო, რადგან ისევ მო- უწია დასავლეთში დაბრუნება. ამის მიზეზი იყო ტრანსპორტირების სირთულე, აგრეთვე ის, რომ სეფიანთა ტაქტიკის შედეგად შეუძლე- ბელი იყო გადაბუგულ მიწებზე ხანგრძლივად გაჩერება, რასაც ემა- ტებოდა აღმოსავლეთ ანატოლიისა და აზერბაიჯანის მკაცრი კლი- მატი3. ამ გარემოებას მოხერხებულად იყენებდნენ სეფიანები და ჩალდირანის შემდეგ ოსმალებთან გადამწყვეტ ბრძოლას თავს არი- დებდნენ4.
1514 წლის 15 სექტემბერს სელიმ I-მა გადაწყვიტა თავრიზი5 და- ეტოვებინა და უკან გაბრუნებულიყო. ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი, ზამთარი ახლოვდებოდა და ოსმალეთის
1 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 224; იტალიური წყაროს თანახმად, სულტანმა სელიმ I-მა ხელთ იგდო „ჰარემის ყველა ქალი. თან წაიღო 400 საპალნე აბრეშუმი, ასევე წაიყვანა 300 ვაჭარი, 300 ოსტატი და ძირითადად იარაღის მკეთებელი ოსტატები“ (Marino Sanuto. I Diari, t. XX (Venezia, 1887), 244).
2 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 224.
3 იქვე, 225.
4 იქვე.
5 იტალიურენოვანი წყაროს თანახმად, სულტანს ქალაქი არ დაუზიანებია (A Narrative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteen centuries, 50).
ჯარი სურსათ-სანოვაგის ნაკლებობას განიცდიდა; მეორე, უკმაყო- ფილო იანიჩარებმა სამშობლოში დაბრუნება მოითხოვეს; მესამე, შაჰ ისმაილი ახალი ძალების მობილიზაციას ახდენდა1; მეოთხე, მო- სალოდნელი იყო თავდასხმა ეგვიპტის სულტნისგან2. იტალიური წყა- როების თანახმად, თავრიზიდან წასულ ოსმალებს მუდმივად თავს ესხმოდნენ და დიდ ზიანს აყენებდნენ ქართველები3. „მათი თავდას- ხმები იმდენად ხშირი იყო, რომ აქინჯიები, რომლებიც ჯარისაგან არანაკლებ 40 ან 50 მილის მანძილით იყვნენ დაშორებულნი, ვერ ბედავდნენ მის დატოვებას, რადგან ეს მძვინვარე მტერი მათ ყველ- გან ჟლეტდა“4. სწორი არგუმენტის მოხმობით დასაბუთებულია, რომ ეს ქართველები (იბერები), რომელთა უფრო ზუსტ წარმომავლობას აღნიშნული წყარო არ აკონკრეტებს, ქართლ-კახეთის სამეფოს მებ- რძოლები უნდა ყოფილიყვნენ5. რადგან ამაში ეჭვი არ გვეპარება, მართებულად მივიჩნევთ დასკვნას, რომ ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე დავით X „..ამ ომში ირანის მოკავშირე იყო“6.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მ. სვანიძის მოსაზრებით, ჩალდი- რანის ბრძოლის წინ სულტან სელიმ I-ის ჯარში სამცხე-საათაბაგოს სამთავროს 13-14-ათასიანი ლაშქარი არ უნდა მისულიყო. ახლა შე- ვეცდებით ამ ფაქტის ჩვენეულ ინტერპრეტაციას. ამისათვის აუც- ილებელია მოვლენათა განვითარების შემდეგი სურათის წარმოდ- გენა: საფუძვლიანად არის გარკვეული, რომ 1514 წლის სექტემ- ბრის ბოლოს ერევანში ჩასულმა სელიმმა სამცხის ათაბაგს, მზეჭა- ბუკს, სურსათ-სანოვაგე მოსთხოვა7. ამ უკანასკნელმა, როგორც ჩანს, ეს დავალება სწრაფად ვერ შეასრულა. ამიტომ 4 ოქტომბერს ყარსში ჩასულმა სულტანმა საგანგებო დივანზე გადაწყვიტა, რომ
1 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს
და საქართველო (XVI საუკუნე), 36.
2 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 56.
3 XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, 81; ე. მამის- თვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 117.
4 A Narrative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteen centuries, 63-64.
5 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 118; ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 56.
6 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან(XVI ს.), 56.
7 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს), 160; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 36.
სამცხეში გაელაშქრა და მკაცრი პასუხი მოეთხოვა ათაბაგისათვის1. გერმანელი ისტორიკოსისა და ორიენტალისტის, იოანეს ლეუნკლა- ვიუსის (1533/1541-1594) მიხედვით, სულტანს მთელი საქართველოს აოხრება უნდოდა, მაგრამ ლაშქრობით ქანცგამოლეულმა ჯარმა მკაცრი ზამთრისა და ქართველთა შიშით ამაზე უარი განაცხადა. მართალია, „სულთანი ჯიუტად მოითხოვდა ქართველების დასჯას, მაგრამ იძულებული გახდა შურისძიება შემდგომი წლის (1515) მარ- ტისათვის გადაედო“2. თუმცა საბოლოოდ სულტანი სელიმ I 3 ათასი მეომრით სამცხის აოხრებასა და განადგურებას შეუდგა, მაგრამ ქართველებმა მტრის წინსვლა შეაჩერეს3. შედეგად მხარეებს შორის გაიმართა მოლაპარაკება. ათაბაგ მზეჭაბუკის ელჩები სულტან სე- ლიმ I-ს არწმუნებდნენ, რომ ამ ომში სამცხის მთავარს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა. მთავრის სახელით კი მოახსენეს: „თურქთა ხელმწიფეს, უმაღლეს სულთანს ოსმალეთის სამეფოსი! მთავარი მზადაა აღიაროს, რომ არ ახსოვს, თუ ოდესმე მასა და სელიმს შო- რის რაიმე მტრობა ან წინააღმდეგობა ყოფილიყოს. ჩემი კაცებისა- გან გამოვიკვლიე და სწორად დავადგინე, რომ მომხდარი ბრძოლა ჩვენებს არ წამოუწყიათ (ხაზგასმა ჩვენია). სულთან სელიმის გამარ- ჯვებულ ჯარს ჩემი ძალიან მცირე ჯარი გზაზე მიმავალს ხომ არ შე- გებრძოლებოდა“4.
ვფიქრობთ, მოტანილი წყარო არაორაზროვნად გვარწმუნებს, რომ სულტან სელიმ I-ის მიერ სამცხეზე შურისძიება გამოწვეული იყო თავრიზიდან მომავალ ოსმალთა ჯარზე ქართველთა თავდას-
1 Louis Bacqué-Grammont et Chahryar Adle, Les Ottomans, Les safavides et la Géorgie (1514-1524) (Istanbul, 1991), 44; მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 160; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 36.
2 Johannes Leuenclavius. Historiae Musulmanae Turcorum, de monumentis ipsorum exscriptae, libri XVIII, (Francofurti, 1591), 702; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 119; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 38.
3 Johannes Leuenclavius. Historiae Musulmanae Turcorum, de monumentis ipsorum exscriptae, 703; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 119-120; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 38.
4 Johannes Leuenclavius. Historiae Musulmanae Turcorum, de monumentis ipsorum exscriptae, 703; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 119-120; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 38.
ხმით, რაშიც ის ათაბაგ მზეჭაბუკს ადანაშაულებდა. ამიტომაც იმარ- თლებდა ეს უკანასკნელი თავს სულტნის წინაშე და არწმუნებდა, ჩე- მი კაცებისაგან გამოვიკვლიე და სწორად დავადგინეო, რომ სელი- მის ჯარზე თავდასხმებში მის ხალხს მონაწილეობა არ მიუღია, ე.ი., აღნიშნული თავდასხმები სამცხე-საათაბაგოს ქართველებს არ უწარ- მოებიათ. ათაბაგი სრულიად მართალი იყო. როგორც უკვე აღვნიშ- ნეთ, თავრიზიდან წამოსულ ოსმალებს თავს ესხმოდნენ ქართლ-კა- ხეთის სამეფოს მებრძოლები. და კიდევ, სულტნის ეჭვს, რომ აღნიშ- ნულ თავდასხმებს სამცხის ქართველობა ახდენდა, ალბათ, ისიც აძლიერებდა, რომ მზეჭაბუკი ოსმალთა ჯარისათვის სურსათ-სანო- ვაგის მიწოდებას აყოვნებდა. მოგვიანებით, ვითარების დაშოშმინე- ბის შემდეგ, ოსმალთა ბანაკში სურსათ-სანოვაგე და 3 ათასი ცხვა- რი ჩაიყვანეს1. ამით კმაყოფილ სულტანს უბრძანებია: „საკუთრების უფლებით ისარგებლოს ქართველების მთავარმა, მისმა ოჯახმა, მისი მეგობრების მეგობრებმა და მტრების მტრებმა“2. ამრიგად, სულ- ტანმა სამცხე-საათაბაგოზე ჯერჯერობით თავისი პოლიტიკური გავ- ლენა ვერ გაავრცელა3.
სულტანი სელიმ I გაეცალა საათაბაგოს და გეზი ამასიისაკენ აიღო. 1514 წლის 16 ოქტომბერს ოსმალებმა დაიკავეს ბაიბურდი და კიღი4. როგორც იტალიური წყაროებიდან ვიგებთ, სულტანი სელიმ I მიადგა მდ. ევფრატს და, როცა სულტნის მეომრები მასზე „...გადა- დიოდნენ, მათ თავს დაესხნენ ქართველები (da’zerziani) და ორ მესა- მედზე მეტი გაანადგურეს. მათგან დაახლოებით 15 ათასი კაცი წყალ- ში ჩაიხრჩო და 11 ქვემეხი წაართვეს. ამასიაში დაბრუნებულმა ბა- ტონმა (სულტანმა, ავტ.) მთელი თავისი ჯარი დაითხოვა“5. ამ ფაქტს
1 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 36.
2 Johannes Leuenclavius. Historiae Musulmanae Turcorum, de monumentis ipsorum exscriptae, 704; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 119-120.
3 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 121.
4 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 39.
5 Marino Sanuto. I Diari, t. XX, (Venezia, 1887), 244; ბ. გიორგაძე. ვენეციელი ავტორის მარინო სანუტოს ცნობები საქართველოზე (XV- XVI სს.მიჯნა), – ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, II (თბილისი, 1978), 196; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 117.
მეორე იტალიურენოვანი წყარო უფრო ნათლად წარმოგვიდგენს, კერძოდ, ის გვეუბნება, რომ ევფრატთან მისულ ოსმალებს ქართვე- ლი ცხენოსნების გამოჩენამ შიშის ზარი დასცა და „...2 ათასი თურქი, რომელიც მდინარეზე გადასვლას ლამობდა, დაიხრჩო. ქართველმა მყვინთავებმა დაახროვეს ტალახში ჩაფლული საჭურველი და მდი- ნარის მიერ წაღებული ავლადიდება. ნადავლით კმაყოფილმა ქარ- თველებმა შორს აღარ გასდიეს თურქებს. ისმაილი განსაკუთრებით იმით დარჩა კმაყოფილი, რომ ხელთ იგდო მტრის არტილერია, რომ- ლის ნაკლებობა მისი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი იყო“1. მართა- ლია, წყაროში გარკვევით არ ჩანს, საქართველოს რომელი სამე- ფო-სამთავროდან იყვნენ ეს ქართველები, მაგრამ სწორი უნდა იყოს ვარაუდი, რომ ისინი ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლები იქნებოდნენ2. ამის ძირეულ არგუმენტად იმის დასახელება, რომ ამ დროს ქართლისა და კახეთის სამეფოები აღიარებდნენ შაჰ ისმა- ილის სიუზერენობას3, სავსებით მიზანშეწონილია. ერთი სიტყვით, ამ ომში ქართლის მეფე დავით X სეფიანთა მოკავშირე იყო4.
ჩალდირანის ველზე გამარჯვებისა და ოსმალთა მიერ თავრიზის აღების შემდეგ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში ოს- მალთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად განმტკიცდა და ეს 1515 წლის სელიმ I-ისა და შაჰ ისმაილს შორის დადებულ საზავო ხელ- შეკრულებაში შემდეგნაირად აისახა: ოსმალებს გადაეცათ დასავ- ლეთ სომხეთი ქ. ერზრუმითურთ და ჩრდილოეთ მესოპოტამია ქ. მო- სულამდე5. თუმცა, ისმაილისათვის ჩალდირანის მარცხი უბრალოდ ბრძოლის წაგება და ტერიტორიების დაკარგვა არ იყო. უფრო მე- ტად მტკივნეული მორალური დანაკარგები იყო – თავისი მიმდევრე- ბის თვალში მან დაკარგა დაუმარცხებლის გვირგვინი და წმინდა- ნის რეპუტაცია6. „შაჰის მოწაფეებმა ნახეს, რომ ის არ იყო უფლის მსგავსი ანდა ზებუნებრივი არსება, არამედ იყო ჩვეულებრივი ადა-
1 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 117.
2 იქვე, 118.
3 იქვე.
4 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს), 161.
5 А. Ю. Кримський. История Турции (Киев, 1923), 123.
6 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 225.
მიანი“1. მიუხედავად ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა, რომ ჩალდირანის შემდეგ მას არ მოუწყვია არც ერთი კამპანია2. მართა- ლია, სელიმ I-მა ჩალდირანში სასტიკი დამარცხებით ისმაილ I მო- რალურად გააცამტვერა3 და სეფიანთა ექსპანსიას ბოლო მოუღო4, მაგრამ შაჰმა ძალები მაინც შეინარჩუნა5. ბრძოლის გასაგრძელებ- ლად გამოსავალს იგი ევროპასთან ალიანსში ეძებდა. შაჰ ისმაილ- ის წინადადებას ამჯერად გულისყურით მოეკიდა პაპი ლეო X, რო- მელმაც ჯერ კიდევ 1513 წლის სექტემბერში გამოსცა ბულა ოსმალე- ბის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ6, რადგან გაცნო- ბიერებული ჰქონდა, რომ აღმოსავლეთის დაპყრობის შემდეგ ოსმა- ლები იარაღს დასავლეთისაკენ მიმართავდნენ. პაპმა საერთო შე- თანხმების მისაღწევად ევროპის სუვერენებთან ელჩობები გაგზავ- ნა7. საფრანგეთის მეფემ ლუი XII-მ ოსმალების წინააღმდეგ ჯვაროს- ნული ლაშქრობის მოწყობის წინადადება მიიღო, მაგრამ 1515 წელს ის გარდაიცვალა და ეს გეგმა ჩაიშალა8.
შექმნილ ვითარებაში შაჰ ისმაილი, სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად, სამხრეთ-აღმოსავლეთი ანატოლიით დაინტერესდა, რადგან იცოდა, რომ „...თუკი ამ მხარეს დაეუფლებოდა, მას ადვი- ლად შეეძლო ხელში ჩაეგდო სირია და შემდეგ გასულიყო ხმელთა- შუა ზღვაზე“9. სულტანმა სელიმ I-მა შაჰის ეს განზრახვა ადვილად ამოიცნო და ჩალდირანზე გამარჯვების შემდეგ მეტი ყურადღება დაუთმო ამ რეგიონს, რომლის მოსახლეობა სრულიად სუნიტური
1 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 9.
2 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 225.
3 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 9.
4 Aurélie Chabrier. La Monarchie Safavide et la Modertité Européenne (XVI e-XVII e siècles). Thèse en vue de l’obtention du doctoral de l’Université de Toulouse, 34.
5 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East. Translated by Janos Boris, (Szeged, 1978), 127.
6 Norman Housley. The Later Crusades, 1274-1580, 125.
7 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East…, p. 127.
8 Nihat Çelik.Muslims, Non-Muslims and Foreign Relations: Ottoman Diplomacy. International Review of Turkish Studies. Vol 1, Issue 3, Fall 2011, 20.
9 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 10.
იყო1. ერთი სიტყვით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიიდან შაჰ ის- მაილის გაძევებით ამ უკანასკნელს სერიოზულად შეეზღუდებოდა მოქმედებები2.
ოსმალეთის წინააღმდეგ შაჰ ისმაილ I გამოსავალს აღმოსავლუ- რი კოალიციის შექმნაში ხედავდა. ამ მიზნით მან ჯერ მეზობელ ქვეყ- ნებში დაგზავნა მისიები. როგორც კატერინო ძენო გვამცნობს, შექ- მნილა კავშირი, რომელშიც ისმაილთან ერთად შევიდნენ ეგვიპტის
სულთანი ალაჰ-ად დოულე ზულკადარი და იბერიელები3. მეკავში-
რეები ერთმანეთს სამხედრო მხარდაჭერას აღუთქვამდნენ. კერ- ძოდ, შაჰ ისმაილმა 1514 წლის ოქტომბერში4 თავრიზიდან „. წერი-
ლი მისწერა და ელჩები გააგზავნა [ეგვიპტის] სულტანთან, უფლის- წულ ალადულისთან და გორგორას [საქართველოს] მეფესთან, რა- თა ეჩვენებინა მათთვის, რა დიდი საფრთხე ემუქრებოდათ, თუკი ისინი სელიმის წინააღმდეგ არ აღმართავდნენ იარაღს, რადგან ირა- ნის დაპყრობის შემთხვევაში მთელი რეგიონი მათი სახელმწიფოებ- ის ჩათვლით გახდებოდა მტრის ნადავლი. სელიმის სეფიანებზე გა- მარჯვებით შეშინებულმა მთავრებმა ამ ელჩებს გულდასმით მოუს- მინეს. ამის გამო მათ შექმნეს ლიგა, რომელშიც შევიდნენ ისმაილი, მეფე გორგორა, სულთანი კანსავჰ ალ-ღავრი და ალადული. ეს მო- ნარქები ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლობის შემთხვევა- ში ერთმანეთს დაეხმარებოდნენ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და პირობა დადეს, რომ არ მიიღებდნენ თურქებისგან ელჩებს“5. ასე რომ, მოკავშირეები ოსმალეთის სულტანთან არანაირ კავშირში არ უნდა შესულიყვნენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „იბერებმა დამატე- ბით იკისრეს იმდენი ჯარის მიცემა, რამდენიც შესაძლებელი იქნე- ბოდა, ყოველთვის, როცა კი შაჰი მოისურვებდა [სულტნის] სელიმის წინააღმდეგ გალაშქრებას“6. ეს უკანასკნელი ფაქტი ნათლად მოწ- მობს, რომ „. ქართველები ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის სურ-
1 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert
Anatolia to Shia, 10.
2 იქვე.
3 Caterino Zeno, in: Travels of Venetians in Persia, Hakluyt Society, vol.49, (London, 1873), 64.
4 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 121.
5 A Narrative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteen centuries, 64.
6 XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, 82; ე. მამისთვა- ლიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 122.
ვილით იყვნენ აღვსილნი და ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ ამ მნიშვნე- ლოვანი საქმის წარმატებით დასასრულებლად“1. ქართველთა, უფ- რო სწორად, ქართლისა და კახეთის (ამ პერიოდში, მოკლე მონაკ- ვეთის მანძილზე) მეფის, დავით X-ის ანტიოსმალური პოლიტიკა, ჩვენი აზრით, ემყარებოდა იმის გააზრებას, რომ დამარცხებული, სუსტი ირანის დაპყრობა მაშინვე დაბადებდა ოსმალთა მიერ საქარ- თველოს სრულად დაუფლების განზრახვას. გადაჭარბებული არ იქ- ნება, თუკი აღვნიშნავთ, რომ სულტნის თვალში ირანი ოსმალეთის საპირწონედ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა აღქმული, თუ შაჰს ქართველები დაეხმარებოდნენ. „ეს პირობა, – ვკითხულობთ წყარო- ში, – არ დაიცვა [ეგვიპტის] სულტანმა, რამაც როგორც მისი, ასევე ეგვიპტის დაღუპვა გამოიწვია. რადგან ამის შემდეგ თურქმა მალე გაგზავნა ელჩი, რომელიც მიიღო და მოუსმინა [ეგვიპტის] სულტან- მა, ლიგის საწინააღმდეგოდ; ამიტომ, როცა სელიმი შევიდა სირი- აში, რათა ებრძოლა [ეგვიპტის] სულტანთან, ისმაილმა მას დახმა- რება არ აღმოუჩინა“2. ვფიქრობთ, მოვლენების ასეთი განვითარე- ბის თავიდან აცილებას ემყარებოდა შაჰ ისმაილის მიერ პორტუგა- ლიის ინდოეთის გუბერნატორ (ანდა ვიცე-მეფე) ალფონსო დე ალ- ბუკერკესთან 1513 წელს3 დიპლომატიური კონტაქტის დამყარება. ამ უკანასკნელმა „1515 წელს ისმაილთან გაგზავნა ფერნან გომეშ დე ლემოსი ინსტრუქციით, რათა შაჰთან დაედო მამლუქების წინააღ- მდეგ შეტევითი კავშირი“4, რასაც შემდგომი განვითარება არ მოჰ- ყოლია.
საბოლოოდ, როგორც ცნობილია, აღნიშნული მცდელობიდან არაფერი გამოვიდა და ამ კავშირს რაიმე ეფექტური შედეგი არ მოჰ- ყოლია. პირიქით, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სწორედ ამის შემდეგ იქცა ეგვიპტე და სირიის სივრცე ოსმალთა გეგმაზომიერი შევიწრო- ების ობიექტად; 1515-1516 წლების წარმატებული სამხედრო კამპა- ნიების შედეგად ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს სირია, პალესტინა, ეგ- ვიპტე და ჰიჯაზი. როგორც ჩანს, ეგვიპტის სულტნის ღალატი ისმა-
1 XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, 82; ე. მამისთვა-
ლიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 122.
2 A narrative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteen centuries, 65.
3 Rudi Mathee. Distant Allies: Diplomatic Contacts between Portugal and Iran in the Reign of Shah Tahmasb, 1524-1576. Portugal, the Persian Gulf and Safavid Persia, edited by Rudi Mathee and Jorge Flores, (Peeters, 2011), 225.
4 იქვე, 223.
ილმა არ დაივიწყა და გასაჭირში მყოფს მხარდაჭერა არ აღმოუჩი- ნა. ზოგიერთი წყარო ამ ფაქტს ხსნის იმით, რომ ეგვიპტის სულტანმა ზემოხსენებული შეთანხმების დარღვევით მიიღო ოსმალთა ელჩი1. თუმცა, ამის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე სამხრეთ- კავკასიური სახელმწიფოები და, საკუთრივ, სეფიანები იქცნენ ოს- მალთა აგრესიის სამიზნედ: ჩრდილოეთ აზერბაიჯანი და სეფიანების მიმდებარე სასაზღვრო ზოლზე მცხოვრები თურქმანები ათწლეულ- ების განმავლობაში არაერთგზის გახდნენ ოსმალთა გამაჩანაგებე- ლი დარბევების მსხვერპლი. ხშირად ამ სასაზღვრო სივრცეში მცხოვ- რები ბეგები მთელი თავიანთი ოჯახებითა და სარჩო-საბადებლით გადადიოდნენ სეფიანების მხარეს, რაც საინტერესოდ აისახა XVI საუკუნეში საქართველოს გავლით ისმაილის მემკვიდრე შაჰ თამაზ- თან საიდუმლო მისიით ჩასულ მიკელე მემბრეს ცნობებში, რაზეც თავის ადგილას ითქმება.
სულტანმა სელიმ I-მა აღმოსავლური ანტიოსმალური კოალიცი- ის წინააღმდეგ შემდეგი პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა: 1515 წლის პირველ ნახევარში მან გაილაშქრა პრომამლუქური ალბისტანის წი- ნააღმდეგ და მისი გამგებლის მოჭრილი თავი ეგვიპტის სულტანს გაუგზავნა2. ამის შემდეგ ოსმალებმა ტრიუმფალური კამპანია და- იწყეს სირიასა და ეგვიპტეში. საინტერესოა, რომ ჩალდირანის მარ- ცხის შემდეგ შაჰ ისმაილმა სწორედ სამხრეთ კავკასიის სახელმწი- ფოებში მოინდომა თავისი გავლენების განმტკიცება. ამ მიზნით 1517 წელს მან აქ გამოგზავნა ყიზილბაში მთავარსარდალი დივ-სულტან რუმლუ, რომლის სამხედრო კამპანიის შედეგად ქართლ-კახეთი მთლიანად სეფიანთა გავლენის ქვეშ მოექცა. ამ ვითარებასთან შე- წინააღმდეგება სცადა ქართლის მეფე დავითმა. 1522 წელს მან უარი განაცხადა ხარკზე, რომელიც 300 თოფი ნედლი აბრეშუმით იყო განსაზღვრული, თუმცა დამარცხდა თელეთის ბრძოლაში. დაახლო- ებით იმავე პერიოდში, 1519-1520 წლებში, ყიზილბაშებმა შეძლეს შირვანის დამორჩილება და დახარკვაც3.
ბუნებრივია, სელიმ I-ს, სანამ ის თავის აღმოსავლურ კამპანიას დაიწყებდა, ხელ-ფეხი რომ გახსნოდა ამ მიმართულებით წარმატე-
1 Don Juan of Persia a Shi’ah Catholic (1560-1604), (London, 1926), 122-123, Caterino Zeno in: Travels of Venetians in Persia, Hakluyt Society, 64.
2 გ. ჯაფარიძე. საქართველო და ეგვიპტის მამლუქები (თბილისი, 2016), 148.
3 Любб-ат-Таварих, рукорись ИВ AН СССР, B-660, 209-210.
ბისთვის, მეორე ფრონტი არ სჭირდებოდა. ამიტომაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1512-1514 წლებში მან დასავლეთის მიმართულებით ერ- თგვარად მშვიდობიანი პოლიტიკა აწარმოა და ზავი დადო როგორც ვენეციასთან, ისე უნგრეთთან, მოლდავეთთან, ვლახეთთან და მოს- კოვის სახელმწიფოსთანაც. თუმცა მოვლენების განვითარებას მა- ინც დიდი შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს დასავლეთ ევროპაში1. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, პაპმა ლეო X-მ გამოსცა ბულა, რომლი- თაც ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებდა. პაპის მო- წოდება არ იყო სიახლე, რამდენადაც თითქმის ყველა ახალი პაპი აკეთებდა ასეთ მოწოდებას, განსაკუთრებით, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ. მაგრამ ამ ჯერზე ჯვაროსნული სულისკვეთება ენ- თუზიაზმით მიიღო ფრანსუა I-მა, რომელიც პაპთან კომუნიკაციას აწარმოებდა ექსპედიციის ორგანიზებასთან დაკავშირებით2.
ჩალდირანში ოსმალთა გამარჯვებამ და, განსაკუთრებით კი, ეგ- ვიპტის, სირია-პალესტინისა და ჰიჯაზის ოსმალთაგან დაპყრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ისმაილის მცდელობები, კავშირი დაემყა- რებინა ოსმალთა დასავლელ მეტოქეებთან. 1515 წელს მან ოსმალ- თა სულტნის წინააღმდეგ კავშირი ჯერ კიდევ როდოსზე მყოფ იოანი- ტების მაგისტრს შესთავაზა, იმ იმედით, რომ იოანიტების ორდენი სხვა ევროპული ქრისტიანული სახელმწიფოების დაინტერესებასა და მიმხრობას უზრუნველყოფდა. როგორც კარმელიტების ქრონი- კებიდან ვიგებთ, იოანიტებისგან მალევე საქმის კურსში ჩაყენებულ- მა პაპმა ლეო X-მ ისმაილის ამ შეთავაზების საფუძველზე პოლონე- თის მეფეს, სიზიგმუნდ I-ს, შემდეგი მისწერა: „ახლა ყველაზე ხელ- საყრელი მომენტია, ვინაიდან ეს-ეს არის ჩვენ როდოსის მმართვე- ლისგან გვეუწყა, რომ სოფიმ, (შაჰ ისმაილმა, ავტ.), რომელსაც დი- დი ხანია ამოძრავებს სიძულვილი ტირანის (ე.ი., სელიმის, ავტ.) მი- მართ, გაგზავნა მასთან (როდოსზე მყოფი იოანიტების მაგისტრთან, ავტ.) ელჩი თხოვნით, რომ უკანასკნელს თავისი ძალისხმევა მიემ- ართა, რათა შეეტყობინებინა ქრისტიანთათვის ეს ამბავი და მოეწ-
1 სელიმ I-ის ოსმალთა იმპერია დასავლეთის მზარდი ყურადღების ობიექტი იყო (Alexandra Merle. Le Miroir Ottoman, (Paris, 2003), 17).
2 Ernest Charrière, comp. Négociations de la France dans le Levant. (New York: Burt Franklin,1966), 10-11; Anthony Carmen Piccirillo. “A Vile, Infamous, Diabolical Treaty” . The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal. Senior Honors Thesis in History HIST-409-02 Georgetown University Mentored by Professor Tommaso Astarita May 4, 2009, 32.
ოდებინა როგორც მეფეებისთვის, ისე მთავრებისთვის, ჩვენის მხრივ, გამოგვეყვანა ვაჟკაცი და მამაცი ჯარისკაცები ამ ტირანის წინააღ- მდეგ. სპარსეთის მეფე იუწყება, რომ თუკი დაინახავს ჩვენის მხრი- დან სამხედრო მზაობას ამ მიზნისთვის, ისიც თავის მხრიდან დაეს- ხმება თავს არაკეთილმოსურნეს (ე.ი., სულტანს, ავტ.) და ყველა ქა- ლაქს, რომელიც მანამდე ეკუთვნოდათ ქრისტიანებს1, ის დაუთმობს ქრისტიანებს და მათ გამგებლობაში დატოვებს“2. აქვე უნდა ითქვას, რომ შაჰ ისმაილის ამ მიმართვას გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგ- რამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ოსმალებისგან მის სამფლობელო- ებს ისეთი საფრთხე ელოდა, რომ მას არ ჰქონდა ფუფუნება, მიეტ- ოვებინა დასავლელ პოტენციურ მოკავშირეებზე ფიქრი.
სელიმ I-ის აღმოსავლური კამპანიის წარმატებით დასრულების- თანავე, ბუნებრივია, დასავლეთის ქვეყნებთან დადებულ საზავო პი- რობებს წყალი შეუდგა. თუმცა, ასეც რომ არ მომხდარიყო, ოსმალ- თა სულტნის მიერ მხოლოდ აღმოსავლეთში დაკავებული სივრცე- ები და სამიმოსვლო გზებიც უკვე ქმნიდა საგანგაშო ვითარებას ევ- როპის ქვეყნებისთვის, პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პოლონეთის, უნგრეთის, ჰაბსბურგების სამფლობელოებისა და იტალიის სახელმწიფოებისთვის. სწორედ ამიტომ, როგორც შაჰ ისმაილისთვის – ევროპელები, ისე ამ უკანასკნელთათვის – სეფიანი შაჰი ბუნებრივ მეკავშირეებად გამოიკვეთნენ და ამ ტიპის ალიანსე- ბის ალბათობები თვალშისაცემი იყო მთელი XVI საუკუნის განმავ- ლობაში. ევროპელები თვლიდნენ, რომ ისმაილი იყო ის ფაქტორი, რომელიც აიძულებდა ოსმალებს დიდი სამხედრო ძალა დაებანდე- ბინათ აღმოსავლეთში, რაც დასავლეთს მათი წარმატებულად მო- გერიების შანსს გაუზრდიდა.
თავის მხრივ, ოსმალო-მამლუქთა კონფლიქტი მუსლიმურ სამყა- როში მხოლოდ მეტოქეობის საკითხი როდი იყო. ოსმალებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო პორტუგალიელთა ექსპანსიის შე- ჩერება წითელი ზღვის აუზში. მთელი არაბული სამყარო სერიოზუ- ლად იყო შეშფოთებული ამ რეგიონში პორტუგალიელთა წინსვლით და ხსნის იმედებს ოსმალებზე ამყარებდნენ3. შესაბამისად, 1515
1 იგულისხმება თურქების მიერ დაკავებული ტერიტორიები.
2 A Chronicle of the Carmelites in Persia and the mission of the XVII and XVIII centuries, vol. I, (London, 1939), 15.
3 Tasin Gemil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth centuries, 226.
წლის 24 აგვისტოს ოსმალებმა ჰალაბის ჩრდილოეთით, მარჯ და- ბიკთან (დაბიკის ველზე) დაამარცხეს მამლუქები, ეგვიპტის სულტა- ნი კანსავჰ ალ-ღავრი კი ამ ბრძოლაში დაიღუპა1. 16 სექტემბერს ოს- მალთა სულტანი სელიმ I დაიძრა დამასკოს მიმართულებით2. შაჰ ისმაილ I „40 ათასი მხედრითა და 15 ათასი ქართველით“ ჰალაბის მისადგომებთან იდგა3. მარინო სანუტოს „დღიურები“ სხვადასხვა ადგილას გარკვევით აფიქსირებს შაჰ ისმაილის ჯარში 10 თუ 15 ათა- სი უმამაცესი ქართველის ყოფნას4. ჩვენ არ ვიცით, დაპირისპირე- ბულ მხარეებს შორის მოხდა თუ არა ბრძოლა. ცნობილია ის, რომ 1516 წლის ბოლოსთვის სელიმმა მთელი სირია დაიკავა5. მომდევ- ნო წლის 22 იანვარს ოსმალებმა დაამარცხეს მამლუქები და კაირო- ში შევიდნენ6. სირიისა და ეგვიპტის დაპყრობას ფერნან ბროდელი ოსმალეთის აღმავლობისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდა, ვიდრე კონსტანტინოპოლის აღებას7. ამდე- ნად, სულტანმა სელიმ I-მა შაჰ ისმაილს საბოლოოდ გადაუჭრა გზა სირიისა და ხმელთაშუა ზღვისაკენ8.
ამრიგად, 1517 წელს ეგვიპტის მამლუქთა9 სახელმწიფო განად- გურდა და ოსმალები გახდნენ მთელი არაბული სამყაროს მბრძა- ნებლები. სელიმ I-მა „დაიპყრო რა მამლუქთა ტერიტორიები და გა- მოვიდა სეფიანთა წინააღმდეგ, გახდა ისლამის ტრადიციული მიწე- ბის მმართველი და უპირატესად მუსლიმ პრინცად მიიჩნევდა თავს“10. ოსმალთა სულტნებმა, მამლუქთა სხვა მემკვიდრეობასთან ერთად,
1 გ. ჯაფარიძე. საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, 148.
2 იქვე.
3 Marino Sanuto. I Diari, t. XXV, (Venezia, 1892), 272; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 125-126.
4 Marino Sanuto. I Diari, t. XXV, 365; 385.
5 გ. ჯაფარიძე. საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, 149.
6 იქვე, 150.
7 Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II. Vol. II, (New York, 1976), 667.
8 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 10.
9 ამით არსებობა დაასრულა ეგვიპტის ჩერქეზ მამლუქთა სულტნების იმპერიამ, რომელიც 1382 წლიდან არსებობდა. სულტანმა სელიმ I-მა მათგან შექმნა ოსმალთა ჯარის განსაკუთრებული ნაწილი „ჩერქეზთა კორპუსი“ (В. Н. Сокуров. Феномен политического от- чуждения в исторических судьбах черкесского народа. “Journal of Caucasian Studies (JOCAS), March 2017, Vol. 2, №4, 165-166).
10 Migel Ángel de Bunes Ibarra.El mundo de los Rum para los otomanos: el caso de la rivalidad entre Kanunî sultán Süleyman y Carlos V. Memoria y Civilizacion 18 (2015), 83.
მიიღეს რა მექა და მედინა, ახალი ისლამური ხალიფატი გამოაცხა- დეს, რაც მათ ოფიციალურად მთელი მუსლიმური სამყაროს რელი- გიურ მეთაურად ხდიდა. ამავე დროს, სელიმ I-ის დაპყრობების შე- დეგად სეფიანთა და მამლუქთა აქტივები ოსმალთა იმპერიის ძა- ლაუფლების ქვეშ აღმოჩნდა, სავაჭრო გზებსა და ეკონომიკურ ცენ- ტრებთან ერთად, რომელთაც ისინი აკონტროლებდნენ. ბუნებრი- ვია, ამ ყველაფერს უზარმაზარი მოგება მოჰქონდა1. ამით ირანულ აბრეშუმს, რომელიც სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი შემო- სავლის წყარო იყო და ევროპაში თავრიზ-ბურსას საქარავნო გზით ევროპაში იგზავნებოდა2, საბოლოოდ გადაეკეტა ყველა გზა დასავ- ლეთისაკენ3. ირანის აბრეშუმზე ემბარგოს შემოღებით კი სულტანი ფიქრობდა, რომ სეფიანთა სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზ- რისით დაენგრია4. ამრიგად, ოსმალთა წარმატებების შედეგად, გე- ოსტრატეგიული თვალსაზრისით, საბოლოოდ, შეიქმნა ვითარება, როდესაც ისინი აკონტროლებდნენ მთელი ხმელთაშუა ზღვის აღმო- სავლეთ აუზს, ასევე, წითელ ზღვას და მათი ინტერესების სფერო ინ- დოეთის ოკეანემდე ვრცელდებოდა5.
ოსმალებისგან ისმაილის სამფლობელოებს დამუქრებული საფ- რთხის წინაშე სეფიანთა ხელმწიფეს არ ტოვებდა ფიქრი დასავლ- ელ პოტენციურ მოკავშირეებზე. თავის მხრივ, სულტან სელიმის მი- ერ ეგვიპტის დაპყრობა და ჩრდილოეთ აფრიკაში განმტკიცება კი- დევ უფრო ამწვავებდა წინააღმდეგობებს ევროპის ცალკეულ ქვეყ- ნებსა და ოსმალეთს შორის6. ორმხრივ ინტერესებში დასავლეთ-ირა- ნის დიპლომატიური კონტაქტები სიახლეს არ წარმოადგენდა, მაგ-
1 asin G emil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth centuries, 226; Halil Inalcik, The Ottoman Empire: The Classical Age 1300-1600 (London: Phoenix Press, 2002), 34.
2 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 12.
3 Jean-Louis Bacqué-Grammont. Études Safavides, I Notes sur le Blocus du Commerce Iranien par Selim Ier, 70.
4 Yusuf Küçükdağ. Measures Taken by the Ottoman State against Shah İsmail’s Attempts to Convert Anatolia to Shia, 12.
5 The A to Z of the Ottoman Empire, by Selcuk Aksin Somel, (2003), XCVII; Rudi Mathee. Distant Allies: Diplomatic Contacts between Portugal and Iran in the Reign of Shah Tahmasb, 1524-1576. Portugal, the Persian Gulf and Safavid Persia, 225; Aurélie Chabrier. La Monarchie Safavide et la Modertité Européenne (XVI e-XVII e siècles), 34.
6 Я. М. Махмудов. Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов с западноевропейскими странами (II половина XV-начало XVII века), (Баку, 1991), 76.
რამ ზუსტად ძნელია ითქვას, ჰაბსბურგებსა და სეფიანებს შორის პირდაპირი კავშირის ინიციატივა რომელს ეკუთვნოდა. ევროპულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ 1518 წელს უნგრეთის მეფე ლაიოშ II-მ (1516-1526) შაჰ ისმაილთან გაგზავნა მარონიტი ბერი პეტრე ლიბანელი (Petrus de Monte Libano)1. ეს უკანასკნელი, ჩანს, დიდხანს დაყოვნდა აღმოსავლეთში. ამასობაში ირკვევა, რომ უნ- გრეთის მეფეს შაჰ ისმაილმა ამ დროს თავრიზში პორტუგალიის მე- ფისაგან ჩამოსული ელჩის (Orator regis Lusitanie) მეშვეობით წერი- ლი გაუგზავნა, მაგრამ პასუხი არ მიუღია2. თავად პეტრე ლიბანელი 1524 წლის ივნისში დაბრუნდა კარლ V-სთან3, რომელსაც გადასცა
1523 წლის ზაფხულის მიწურულს დაწერილი შაჰის წერილი4. მასში ირანის ხელმწიფე იმპერატორს აუწყებდა: „ვიმედოვნებ, რომ ჩემს თხოვნას ყურადღებით მოეკიდებით. [1524 წლის] გაზაფხულზე – აპ- რილის თვეში, ერთდროულად, ორივე მხრიდან, თავს უნდა დავეს- ხათ ჩვენს საერთო მტერს – თურქებს, ოტომანთა სულტანს. ომი უნ- და დავიწყოთ აპრილის თვეში და უფლის შეწევნით ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“5. იმპერატორმა პეტრე ლიბანელი პატივით მიიღო, მაგ- რამ ოსმალეთის საკითხით არ დაინტერესებულა მანამდე, სანამ ფრანსუა I-თან მიმდინარე ომი არ დაასრულა6. კარლ V-მ შაჰს უპას- უხა 1525 წლის 25 აგვისტოს7 წერილით, რომელშიც გამოხატავდა
1 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela. Byzantion. Revue Internationale des Etudes Byzantines. Tome LXV (1995).(Bruxelles, 1995), 503.
2 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V. Aus dem königlichen Archiv und der Bibliothèque de Bourgogne zu Brüssel. (Leipzig, 1844), 53.
3 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela. Byzantion. Revue Internationale des Etudes Byzantines. Tome LXV, 503.
4 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 32.
5 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V, 53.
6 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 32.
7 კარლ V-ის წერილი შაჰ ისმაილის გარდაცვალებიდან (1524 წლის მაისი) ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ დაიწერა. ცხადია, შაჰის გარდაცვალების შესახებ ცნობა ევროპაში ჯერ კიდევ არ იყო მისული. იმპერატორის ეს წერილი სეფიანთა კარზე კვლავ პეტრე ლიბანელს მიჰქონდა (David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 34).
თანამშრომლობის სურვილს, მაგრამ კონკრეტული წინადადების გა- რეშე1.
შაჰ ისმაილი კარლ V-სადმი წერილს ვრცელი რელიგიური მისალ-
მებით იწყებს2. ერთი შეხედვით ღმერთის სადიდებელი ლოცვის შემ- დეგ ის ამბობს, რომ უფალმა ორივე მეფედ აკურთხა და ამიტომ უფ- რო ახლოს არიან, ვიდრე ძმები; ის კარლს მოიხსენიებდა, როგორც იმპერატორ კონსტანტინეს გვირგვინის მატარებელს, რომელმაც იმ- პერიაში ქრისტიანობა მოიტანა, რომ ახლა კონსტანტინეს ქალაქი ოს- მალების ხელშია; ის ლოცულობს, რომ ღმერთმა დაიცვას ის მეფეები, რომლებიც სჯიან ერეტიკოსებსა და ბოროტებს და კარლს ოსმალო- ერეტიკოსების დასჯას სთავაზობდა3. „მიუხედავად იმისა, რომ ეს სტან- დარტული რელიგიური და პირფერული მისალმება, რომელიც იმდრო- ინდელი მეფეების წერილთა უმეტესობისთვისაა დამახასიათებელი, იგი ისმაილს წარმოაჩენს, როგორც დახვეწილ მანიპულატორს, რო- მელმაც კარგად იცის დასავლური ისტორია და თეოლოგია“4.
მისალმების შემდეგ ისმაილი გადადის საქმეზე. ჩანს, რომ შაჰი კარგად იყო ინფორმირებული დასავლეთის სახელმწიფოებს შო- რის უთანხმოების შესახებ5 და მკაცრად საყვედურობდა ქრისტიან მეფეებს ერთმანეთს შორის მტრობის გამო6. „ქრისტიანი მთავრე-
1 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela. Byzantion. Revue Internationale des Etudes Byzantines. Tome LXV, 503; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 35).
2 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V. Aus dem königlichen Archiv und der Bibliothèque de Bourgogne zu Brüssel. (Leipzig, 1844), 52; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 32.
3 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V. Aus dem königlichen Archiv und der Bibliothèque de Bourgogne zu Brüssel. (Leipzig, 1844), 52; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 32.
4 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 32.
5 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V, 52; Я. М. Махмудов. Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов с западноевропейскими странами (II половина XV-начало XVII ), 80.
6 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V, 52; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 32.
ბი, – წერდა შაჰ ისმაილი, – ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ეს ძალიან უცნაურია, რადგან მათ შორის უთანხმოებები საერთო მტერს აძ- ლევს გამბედაობას. ამიტომ მე მივწერე უნგრეთის მეფეს, რომ მან შეწყვიტოს მტრობა ევროპის მთავრებთან“1. წერილის დასასრულს შაჰი აფრთხილებდა კარლ V-ს, რომ ოსმალების ნდობა არ შეიძლე- ბოდა. ამის არგუმენტად ასახელებდა იმას, რომ ისინი არასოდეს იცავდნენ ხელშეკრულებებს2. „ეს შეიძლება კარლის გამოწვევად განვიხილოთ, რათა მას სპარსეთთან პარტნიორობისაგან თავი არ აერიდებინა“3, ხოლო იმას, ვინც „პარტნიორს მიატოვებდა, უფალი ძალიან დასჯიდა“4.
სამწუხაროდ, ვერ ხერხდება დადგენა იმ მარშრუტისა, რომლის გავლითაც ზემოაღნიშნული სასულიერო პირი, ძმა პეტრე, მოძრა- ობდა ევროპიდან აზიაში და პირიქით, სეფიანი შაჰისა თუ გერმანე- ლი იმპერატორის წერილებით. მოგვიანებით, როცა მიკელე მემ- ბრეს მარშრუტს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ალტერნატიულ გზად საქართველოს ტერიტორიაზე გავლაც მოიაზრებოდა. თუმცა, ეგვიპ- ტე-სირიიდან ასევე არსებობდა შემოღწევის საშუალება და მანამდე სწორედ ეს ითვლებოდა აპრობირებულ მარშრუტად. თუმცა 1517 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ოსმალურ მიწებზე გავლა კიდევ უფრო გართულდა და იმპერატორთან ჩასატანი წერილიც იმიტომ დაგვი- ანდა, რომ ძმა პეტრეს არასტანდარტული მარშრუტებით მოუხდა გა- დაადგილება. დიპლომატიური კავშირების დამყარება ოსმალური ტერიტორიების გავლით რომ სულ უფრო რთულდებოდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ უნგრეთის მეფესთან მივლინებული სეფიანების ელჩი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს კონსტანტინოპოლში; იგი- ვე ბედი ეწიათ ამ წლებში ევროპული ქვეყნებიდან გაგზავნილ სხვა ელჩებსაც5 და მოგვიანებით – თვით მდიდარ ვენეციელ კონსულს ალეპოში, ანდრეა მოროზინისაც, რომელიც, მას შემდეგ, რაც გამ-
1 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V, 52; Я. М. Махмудов. Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов с западноевропейскими странами (II половина XV-начало XVI), 80.
2 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V, 52;
3 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 32.
4 Dr. Karl Lanz. Correspondenz des Kaisers Karl V, 52.
5 Italian Traveler Rota, ‘’La vita del Sophi re di Pers a ef di Megia’’ French Trans. Appendix Raphael de Mans, Estat de la Perse en 1660, ed. par Ch. Schefer, (Paris, 1890), 111
ჟღავნდა, რომ სეფიანების კარზე მიმავალ იმპერატორ კარლ V-ის შიკრიკს უწევდა დახმარებას, ოსმალებმა ცხენის ძუას გამოაბეს და სიცოცხლეს უსასტიკესი ფორმით გამოასალმეს1. ევროპა-სეფიანთა ურთიერთობის სპორადულობაც დიდწილად განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უკიდურეს რის- კებთან იყო დაკავშირებული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისმაილის წერილს არ ჰქონდა არც შტამპი და არც ხელმოწერა, რამაც კარლ V-ის დაეჭვება გამოიწვია. იმის დაშვებაც კი შეიძლება, რომ იმ დროს თავად ოსმალო სულ- ტნის კარი მიმართავდა პრაქტიკას – გაეგზავნა თავისი ემისრები ევროპის სახელმწიფოების მმართველთა კარზე სეფიანი ელჩების სახით და ამგვარად მოეპოვებინა სასურველი ინფორმაცია. თავად დეზინფორმაცია ან მწირი ინფორმაცია სეფიანთა სახელმწიფოში ან აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ ასევე გარკვე- ულწილად ართულებდა ნორმალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს. მიუხედავად ამისა, კარლ V-მ მაინც გაგზავნა საპასუხო წერილი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ წერილი იმავე მარონიტი ძმის, პეტრეს ხელითაა გაგზავნილი. კარლი წერს, რომ ისმაილის წერილმა დაგ- ვიანებით მიაღწია მის კარამდე და ამიტომაც ვერ მოხერხდებოდა ერთობლივი კამპანია. იმპერატორის საპასუხო წერილიდან ასევე ირკვევა, რომ ხელმოუწერელმა და უშტამპო წერილმა განაპირობა მისი ყოყმანი – ღირდა თუ არა მასზე პასუხის გაცემა. ჰაბსბურგი იმ- პერატორი ნაგვიანევ პასუხს იმითაც ხსნის, რომ ისმაილისგან კი- დევ ელოდნენ წერილს, რომელიც, სავარაუდოდ, დააზუსტებდა პირველი წერილის მიზნობრიობასაც და ავთენტურობასაც2.
ამრიგად, ეჭვს არ იწვევს, რომ შაჰ ისმაილ I-ს გულწრფელად სურ- და ალიანსის დადება, მაგრამ მისი გეგმა არ იყო რეალური, რადგან კარლ V-ს, თუნდაც დესპანი პეტრე ლიბანელი 1523 წლის შემოდგო- მაზე ხლებოდა, ახალი სამხედრო წამოწყებისათვის დრო არ რჩე- ბოდა. მიუხედავად ამისა, ისმაილმა სათავე დაუდო დინასტიებს შო- რის ურთიერთობებს, რომელიც შემდგომ წლებში გაგრძელდა3.
1 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton) Univ. of London, 1993, (intro)
2 Bayani Kh. Les relations de L’Iran avec L’Europe occidental a l”epoque Safavid, (Paris, 1937), 56-57.
3 იქვე, 57.
თავის მხრივ, 1515-1517 წლებში მამლუქთა იმპერიის წინააღ- მდეგ მიმდინარე ომის პერიოდში კრიზისული ვითარება შეიქმნა სა- ქართველოშიც, კერძოდ კი, სამცხე-საათაბაგოში. აქ ერთმანეთს ებ- რძოდნენ ახლად გაათაბაგებული ყვარყვარე III (1516-1535) და მისი ბიძა მანუჩარი1. ამ დინასტიური ბრძოლის პერიპეტიების დაწვრი- ლებით განხილვა ჩვენი კვლევის ამოცანებში არ შედის. ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე, მხოლოდ მთავარ მოვლენებზე შევჩერდე- ბით: სამცხე-საათაბაგოს ტახტისთვის ბრძოლამ ეს ორი მეტოქე შაჰ ისმაილისა და სულტან სელიმ I-ის კარზე მიიყვანა, რომლებიც ერ- თმანეთს 1514 წლიდან ებრძოდნენ2. თუმცა ამ კონკურენტებიდან არცერთი არ წარმოადგენდა პორტას კანდიდატს3. სამცხის ათაბაგ- ობის მოსურნე პროოსმალური ორიენტაციის მანუჩარმა 1515 წლის ბოლოს დაამარცხა ყვარყვარე და და სულტან სელიმ I-თან მზეჭაბუ- კის დროიდან არსებული ურთიერთობა აღადგინა4. ძლეულმა ყვარ- ყვარემ დახმარებისათვის შაჰ ისმაილს მიმართა5. სეფიანთა შაჰმა 1516 წლის თებერვალში ან მარტის დასაწყისში ყვარყვარე დივ- სულტნის ექსპედიციის წყალობით სამცხის ტახტზე დააბრუნა6. ამით ირანის შაჰი მისთვის მძიმე მორალურ და პოლიტიკურ ვითარებაში სასურველ მოკავშირეს იძენდა. უდავოა, ისმაილისთვის „...სამცხე- საათაბაგოს დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთთან ომის დროს“7.
დამარცხებული მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა8 და ბაიბურდის ბე- გის მეშვეობით სულთან სელიმ I-ს მიმართა დახმარებისათვის9. 1516 წლის 23 ნოემბერს მანუჩარი მხლებლებთან ერთად დამასკო-
1 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 58; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 127.
2 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 239.
3 იქვე, 243.
4 იქვე.
5 იქვე.
6 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 17.
7 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 59.
8 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 127.
9 გ. ჯაფარიძე. საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, 152.
ში ჩავიდა სელიმ I-თან და 10 დეკემბერს სულტანმა მას „საქართვე- ლოს ბეგობა“ უბოძა1. ეს გადაწყვეტილება ქმნიდა იმის საფუძველს, რომ ყვარყვარეზე გამარჯვების შემთხვევაში მანუჩარს ოსმალებზე ცალმხრივად დამორჩილება მოუწევდა2. „იმ დროს, როცა მზეჭაბუკი იყო მოხარკე და ფაქტობრივად ფლობდა კვაზი-დამოუკიდებლობას, მანუჩარი, როგორც ჩანს, დაინიშნა ბეგის სახელით და საათაბაგო ოსმალთა სანჯაყად იქცა“3.
1516 წლის დეკემბრის ბოლოს მანუჩარმა დამასკო დატოვა4 და
1518 წელს ოსმალთა ჯარის თანხლებით, რომელსაც ყიზილ აჰმედ- ოღლი მეთაურობდა, სამცხეში დაბრუნდა, მაგრამ ყვარყვარემ დივ- სულთნის დახმარებით ისინი დაამარცხა. ოსმალთა სარდალი ბრძო- ლაში დაიღუპა, მანუჩარმა კი გაქცევით უშველა თავს5. ბუნებრივია, ამის შემდეგ ყვარყვარე უფრო მეტად აღმოჩნდა დამოკიდებული ყიზილბაშებზე6. ამ ქართველ რენეგატთა ბრძოლა შემდეგშიც გაგ- რძელდა. ერთს მხარს ირანის შაჰი უჭერდა, მეორეს კი – ოსმალე- თის სულტანი. ეს უკანასკნელი 1518 წელს დაბრუნდა სტამბულში7. ამან, ჩანს, მეტი ძალა შემატა მანუჩარს და ათაბაგობისათვის ბრძო- ლა გააგრძელა. კვლავ პირველი კონფლიქტის ანალოგიური სიტუ- აცია შეიქმნა. 1518 წელს ყვარყვარემ მანუჩარის წინააღმდეგ ისევ შაჰ ისმაილის კარს მიაშურა8. ამასთან დაკავშირებით პროფ. ნ. გე- ლაშვილი ორ ვარაუდს უშვებს: „1. ყვარყვარე შაჰს ეახლა დახმარე- ბის სათხოვნელად, ვინაიდან იგი გრძნობდა, რომ კვლავ საფრთხე ემუქრებოდა მანუჩარის მხრიდან; 2. ყვარყვარე შაჰის ბრძანებით გამოცხადდა მასთან“9. ამ მეორე ვარაუდს ავტორი იმ არგუმენტით ამაგრებს, რომ „ისმაილს, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს
1 გ. ჯაფარიძე. საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, 154-155.
2 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 249.
3 იქვე.
4 იქვე, 250.
5 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 61.
6 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 258.
7 იქვე.
8 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 61; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია,I,(XV-XVI სს.), 130.
9 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 61.
ოსმალთა სამხედრო ღონისძიებებს, აფიქრებდა ოსმალთა ჯარის მოსალოდნელი თავდასხმა სამცხე-საათაბაგოსა და ქართლზე“1. პროფ. მ. სვანიძე აგრეთვე მიიჩნევს, რომ შაჰ ისმაილმა დაიბარა ყვარყვარე ათაბაგი2.
ჩვენი აზრით, უფრო სარწმუნოა ის ვარაუდი, რომ 1518 წელს ნა- ხიჭევანში ბანაკად მყოფ ისმაილ I-ს3 ათაბაგი ყვარყვარე III დახმა- რების სათხოვნელად ეახლა. ამის უმთავრეს არგუმენტად მივიჩ- ნევთ იმას, რომ ქართლისა და კახეთის მეფე დავით X სამცხეში მიმ- დინარე დინასტიურ ბრძოლაში მანუჩარს უჭერდა მხარს4. როგორც ჩანს, ამ ფაქტორითა და სტამბულში დაბრუნებული სულტან სელიმი- საგან მოსალოდნელი ძალისმიერი აქტის შიშით ყვარყვარე III ათაბა- გი ნახიჭევანში ეახლა შაჰს, რათა მისი დახმარებით თავიდან აეცი- ლებინა საფრთხე, რომელიც მანუჩარისა და დავით X-საგან ემუქრე- ბოდა. ჰასან რუმლუს თანახმად, შაჰმა ყვარყვარეს კვლავ დივ-სულ- ტან რუმლუ გამოაყოლა, რომელმაც გორი და სურამი დაიპყრო5.
როგორც ვხედავთ, რენეგატ ყვარყვარე III-ის პოლიტიკამ სეფი- ანები თბილისში შემოიყვანა. სწორედ ამ ოპერაციების შემდეგ და- ვით X იძულებული გახდა თავისი ვაჟიშვილი რამაზი შაჰთან გაეგ- ზავნა და თავი მოხარკედ ეღიარებინა6. ისმება კითხვა: რა მიზეზით განახორციელა შაჰ ისმაილმა ქართლის სამეფოში ყვარყვარე III ათაბაგის თანხლებით დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობა? ვფიქრობთ, ამ კითხვაზე უტყუარ პასუხს გვაძლევს ვახუშტი ბატონიშვილი, რომ- ლის თანახმად, „ესე ჰყო ყეენმან, რამეთუ ბრძოლად მივიდოდა ხონ- თქრისა, რათა არა ქართველნი მიუერთდნენ მას“7. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შაჰ ისმაილმა ამით ხელი შეუშალა გაერთიანებული ქართლ-კახეთის მესვეურის ოსმალებთან კავშირში შესვლას. ამ მოვ-
1 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 61.
2 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 61.
3 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 21.
4 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 130.
5 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 21.
6 ქართლის ცხოვრება, IV, 395; M. F. Brosset, Histoire de la Géorgie depuis l’Antiquité jusqu’au XIXe siècle, Saint-Pétersbourg, 1858, II/ 1, 20-21; Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 258.
7 ქართლის ცხოვრება, IV, 395.
ლენის ყველაზე სავალალო შედეგი იყო ის, რომ ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა სამეფომ (1513-1518) არსებობა დაასრულა. ასე რომ, 1518 წელს სამცხე-საათაბაგო და ქართლი სპარსეთის ვასალე- ბი გახდნენ. „სიუზერენ-ვასალებს შორის შემდეგი პირობები დაიდო: ყიზილბაშები სამცხე-საათაბაგოსა და ქართლის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდნენ და ქართველ მეფე-მთავრებს ხარკი უნდა ეხადათ შაჰისათვის. ამასთანავე საქართველოს მეზობელ მხარეებში ომის შემთხვევაში ისინი ირანის დასახმარებლად ლაშქრით უნდა გამო- სულიყვნენ“1.
მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ სულტან სელიმ I-ის უახლოეს გეგმებში საათაბაგოს მხოლოდ შუალედური ადგილი ეკავა2. 1518 წლის გაზაფხულისათვის სელიმ I ისმაილის წი- ნააღმდეგ ბოლო კამპანიის მოწყობას აპირებდა. „სულტნის გონება- ში სეფიანთა პრობლემის გადაწყვეტა საქართველოს საკითხის გა- დაჭრასაც მოიტანდა“3. 1520 წლის გაზაფხულზე სულტანმა ფლოტის მომზადება დაიწყო. თარსუდან ვენეციაში 1520 წლის 4 მარტს მო- სულ წერილში საუბარია იმაზე, რომ სულტანს „უნდა გაანადგუროს რომელიღაც მცირე ჯარი და გამოვიდეს ივერების [ქართველების] წინააღმდეგ, რომლის მოსახლეობა სეფიანთა მეგობრები არიან“4. ამავე წლის 24 აპრილს კონსტანტინოპოლიდან ვენეციელი ელჩი იტყობინებოდა: „თურქები სოფის [შაჰ ისმაილის] წინააღმდეგ აპირე- ბენ გალაშქრებას, რადგან ქართველები სოფის ემხრობიან“5. რო- გორც ამ ცნობებიდან ჩანს, შაჰ ისმაილის გავლენა საქართველოს სამეფო-სამთავროებზე არ შემცირებულა; მეტიც, ფამაგუსტადან ვე- ნეციაში გაგზავნილ 1520 წლის 15 სექტემბრის წერილში ვკითხუ- ლობთ: „სოფიმ კავშირი დადო ქართველებთან და შავი ზღვის სხვა ხალხებთან. ის ყველას უყვარს და მას არაფერი უნდა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ქრისტიანი მმართველი ჰყავდეს მორჩილებაში“6.
1 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 63.
2 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 257.
3 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 257.
4 Marino Sanuto. I Diari, t. XXIX, (Venezia, 1890), 92.
5 Marino Sanuto. I Diari, t. XXVIII, (Venezia, 1889), 481.
6 Marino Sanuto. I Diari, t. XXIX, (Venezia, 1890), 368.
ჟ.-ლ. ბაკე-გრამონის მართებული დასკვნის თანახმად, მას მერე, რაც სულტანმა სელიმ I-მა გადადო ექსპედიცია საქართველოს სა- მეფო-სამთავროებზე, სეფიანთა გავლენა გაფართოვდა1. 1520 წლის 22 სექტემბერს, სელიმის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეს, სულეიმან ბრწყინვალეს, მას მერე, რაც ჩაახშო აჯანყებები სირიასა (1520 წ.) და ანატოლიაში (1521)2, შესაძლებელი იყო იარაღი სეფი- ანთა ირანის წინააღმდეგ მიემართა, თუმცა მთელი ყურადღება ევ- როპაზე გადაიტანა და ათი წელი მის ველებზე ბრძოლებს მიეჯაჭ- ვა3. ენერგიულმა და შორსმჭვრეტელმა ოსმალეთის მეათე სულტან- მა ახლა იმპერიის გაფართოება და კეთილდღეობა ევროპის მიწე- ბის დაპყრობაზე დააფუძნა და ამ ყალიბში მოაქცია თავისი დაპყრო- ბების დინამიკა4.
სულტან სელიმ I-ის სიკვდილმა და მისი მემკვიდრის მთლიანად ევროპულ პოლიტიკაზე გადართვამ სეფიანებს ამოსუნთქვის საშუა- ლება მისცა. თუმცა 1524 წლის დასასრულამდე სულტანი სულეიმან კანუნი „მოხერხებულად თამაშობდა მუქარების გამოყენებით, რათა თავისი აღმოსავლელი მეზობლის მხრიდან აღეკვეთა აგრესიული განწყობილებები“5. როგორც ჩანს, ეს ერთგვარად ამყარებდა წონას- წორობას და შაჰი საქართველოსთან მიმართებაში 1522 წლამდე status quo-ს ინარჩუნებდა. სიუზერენ-ვასალის ურთიერთობას თანდა- თან ძაბავდა ის, რომ კახეთის მეფე ლევან I (1518-1574) და ქართლის მეფე დავით X უარს ამბობდნენ ხარკის გადახდაზე და თავს სრული- ად დამოუკიდებლად გრძნობდნენ6. კახთა მეფე ისე შორს წავიდა, რომ 1521 წელს დიდი ლაშქრით თავს დაესხა შაქის პროვინციას ანუ ყიზილბაშთა ტერიტორიას. ამას მოჰყვა დივ-სულტან რუმლუს მესამე
1 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 258.
2 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 259; გ. ჯაფარიძე. საქართელო და ეგვიპტის მამლუქები, 158-159.
3 Jean-Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516-1521, 259.
4 Savaş, İ. A. “Osmanlı Devleti ile Habsburg İmparatorluğu Arasındaki Diplomatik İlişkiler” Türkler, C. 9, Yeni Türkiye Yayınları, (Ankara, 2002), 555.
5 იქვე.
6 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 63; ე. მამისთვა- ლიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 138; Jean- Louis Bacqué-Grammont. Notes et documents sur les Ottomans, les Safavides et la Géorgie, 1516- 1521, 259.
კამპანია საქართველოში, კახთა მეფის უკან დახევა და მორჩილე- ბის გამოცხადება1. მიუხედავად ამისა, ქართლის მეფე დავით X ბრძო- ლას განაგრძობდა, რაც საბოლოოდ მისი დამარცხებითა და ყიზილ- ბაშთა მიერ თბილისის აოხრებით დასრულდა2. ამდენად, აღმოსავ- ლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგო ირანისის შაჰის მორჩილე- ბაში დარჩა. ამასობაში, 1524 წელს შაჰ ისმაილ I გარდაიცვალა. ტახ- ტზე ავიდა მისი 10 წლის ვაჟიშვილი შაჰ თამაზ I (1524-1576).
ჰაბსბურგების მიერ სეფიანებთან გამოგზავნილი ზემოხსენებუ- ლი საპასუხო წერილი სწორედ შაჰ თამაზმა მიიღო და არა ისმაილ- მა, ვისთვისაც ის იყო განკუთვნილი, რადგან წერილიდანვე ჩანს, რომ კარლ V-ს ის 1525 წელს, კონკრეტულად კი, მას შემდეგ დაუწე- რია, რაც პავიის ბრძოლაში გამარჯვება იზეიმა. ის წერს, რომ ოს- მალების წინააღმდეგ ჯარის გაგზავნა ამ პერიოდში გაართულა იმა- ნაც, რომ ფრანსუა I-მა მის წინააღმდეგ ომი დაიწყო, თუმცა მას შემ- დეგ, რაც მისი დამარცხება შევძელით, მზად ვართ ურთიერთშეთან- ხმების საფუძველზე ჯარები დავძრათ ოსმალეთის წინააღმდეგო3. ოსმალებს საპასუხო წერილში კარლი თავხედებსა და ურცხვებს უწ- ოდებს; ეს ეპითეტები, სავარაუდოდ, უკვე სულეიმან პირველის ევ- როპული პოლიტიკის არნახული გააქტიურებით უნდა აიხსნას – მას ამ წერილის დაწერისთვის უკვე აღებული ჰქონდა ბელგრადი და წარმატებით მიიწევდა შუა დუნაისკენ, რასაც მალე მოჰაჩის ბრძო- ლაში წარმატებაც მოჰყვა.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულის შედეგად დავასკვნით: XVI საუკუნის I მეოთხედში ანტიოსმალურ კოალიციებს აქტუალობა არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის გაერთიანება და ერთ პოზიციაზე დადგომა ვერ მოხერხდა. თუმცა, ოსმალთაგან მომდინარე სამხედრო საფრთხე, რაც არაერთ- გზის დაადასტურა ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში პორტას წარმატებებმა, საჭიროებდა მოკავშირეთა ფართო ალიანსს, რო- მელშიც ევროპელები სიამოვნებით იწვევდნენ სეფიანებსა და აღ- მოსავლეთის ქრისტიან ხალხებს.
1 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 63; სამი
სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ. სპარსულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა (თბილისი, 1990), 39.
2 ქართლის ცხოვრება, IV, 398-399.
3 Sarvar Ghulam. History of Shah Ismail Safavi, 1939, 87-89.
ამასთან, ირან-ოსმალეთს შორის მიმდინარე კონფლიქტებსა და ბრძოლებში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების სე- ფიანთა მხარეზე მონაწილეობა გარკვეულ ინტერესს იწვევდა დასავ- ლეთევროპულ წრეებში. ამას უმთავრესად განაპირობებდა ის მოვ- ლენა, რომ ოსმალების წინააღმდეგ ქართველი მესვეურების ირან- თან მოკავშირეობას (რაც პრაქტიკულად ყველა ევროპულ წყარო- შია აღნიშნული) დასავლეთში ქრისტიანული სამყაროს მომავალზე პოტენციური გავლენის მქონე ფაქტორად მიიჩნევდნენ. ამიტომ ქარ- თველთა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ სეფიანთა მხარეზე და- სავლეთში აღიქმებოდა საერთო ქრისტიანული საქმისათვის გაწე- ულ სამსახურად. ევროპული წყაროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სეფიანთა მიერ მათი მტრების დამარცხება დიდწილად დამოკიდე- ბული იყო ქართველთა სამხედრო დახმარებაზე, მათ შეუპოვარ და მამაცურ ბრძოლაზე. ეს ფაქტი დამაჯერებლად მოწმობს იმას, რომ დასავლეთის ანტიოსმალურ გეგმებში ამ ფაქტორის მნიშვნელობა უთუოდ გათვალისწინებული იქნებოდა. ოსმალების წინააღმდეგ სე- ფიანებთან კავშირში მებრძოლი ქართული სახელმწიფოები, ცხა- დია, დასავლეთის ანტიოსმალური კოალიციის პოტენციურ მოკავში- რეებად მოიაზრებოდა.
აღნიშნულთან ერთად, ამ პერიოდის ევროპული წყაროები რე- ლიეფურად უჩვენებენ, რა ფორმებს იძენდა საქართველოს გამო ოსმალეთ-ირანის დაპირისპირება. კერძოდ, ორივე მხარე ითვალის- წინებდა საქართველოს სტრატეგიული, ეკონომიკური და სამხედრო რესურსების მნიშვნელობას ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, მათი დამოკიდებულება საქართველოს მი- მართ შემოიფარგლებოდა გავლენის სფეროს დამყარებით და შე- დარებით მსუბუქი საგადასახადო ვალდებულებებით, რასაც ქართუ- ლი მხარე არ ურიგდებოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий