„ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“ (BAA) დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს 11 კლუბის მიერ. 10 გუნდი ჰოკეის გუნდების მოედანზე ითამაშებდა (კალათბურთის პარკეტი პირდაპირ ყინულზე გადაეფარებოდა ხოლმე), ამიტომ გასაკვირი არ იყო ლიგის ხელმძღვანელად აირჩიეს „ამერიკული ჰოკეის ლიგის“ ხელმძღვანელი მორის პოდოლოფი.
1949 წელს „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“ (BAA) შეუერთდა „ეროვნული საკალათბურთო ლიგა“-ს (NBL) და შეიქმნა „ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია“ (NBA). ამით მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი. ჯერ კიდევ მის წინამორბედ ამერიკის კალათბურთის ასოციაციაში, 1947–1948 წლების სეზონში ნიუ იორკ ნიქსში სათამაშოდ მიიწვიეს პირველი არათეთრკანიანი მოთამაშე იაპონური წარმოშობის ვატერუ მისაკა. 1950 წლიდან კი გუნდებში აფრო-ამერიკელების აყვანა დაიწყეს: მაგ. ჩაკ კუპერი – „სელტიკსში“, ნათანიელ კლიფტონი – „ნიქსში“, ერლ ლოიდი – „კეპიტოლზში“. (2011 წელს მათმა რიცხვმა 80%-ს მიაღწია). 1954 წელს შემოვიდა ბურთის ფლობის 24 წამიანი წესი. 1979 წელს შემოვიდა 3 ქულიანის ჩაგდების წესი, რომლის მანძილად განისაზღვრა 7,24 მეტრი. 1984 წელს ეს წესი „ფიბამ“ მსოფლიო კალათბურთშიც დანერგა, ოღონდ მის ტურნირებში მანძილი 6,75 მეტრია (2010 წლიდან). პირველად სამქულიანები 1933 წელს შემოიღეს და მაშინ მისი მანძილი 9,14 მეტრი იყო, რის გამოც მალევე გააუქმეს, რადგან ვერავინ აგდებდა.
NBA-ში პირველ ხანებში დომინირებდა „ლეიკერსი“, რაც მისი ცენტრის, ჯორჯ მაიკენის დამსახურება იყო. მან რეალურად მოიგონა ტიპიური ცენტრის პოზიცია და მრავალი სათამაშო მანერა. ამასთან მისი გამოგონებულია „სამწამიანი წესი“, რამაც აიძულა მაღლები კალათს მოსცილებოდნენ. და ბოლოს, უკვე ახლი ლიგა ABA-ს ხელმძღვანელობისას 1967 წელს დაამკვიდრებინა 3 ქულის წესი, რაც NBA-მ მხოლოდ 12 წლის შემდეგ გადაიღო.
თავიდან ყველაფერი კი მძიმედ იწყებოდა. პირველ სეზონში 17 კლუბი შეიკრიბა, თუმცა უკვე 1950 წელს 3-მა კლუბმა სხვა 5 კლუბთან ერთად ახალი ლიგა „ეროვნული პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა“ (NPBL) დააარსა, რომელმაც მართალია 1 წელს გაძლო, თუმცა NBA-ს დიდი დარტყმა მიაყენა. შემდგომ სეზონებში კლუბთა რაოდენობა სულ უფრო იკლებდა და 1955 წელს 8 გუნდამდე შემცირდა. მრავალი რეგიონალური და სტუდენტური ლიგის არსებობის პირობებში, საერთო ამერიკულ ლიგას პოპულარობისა და შესაბამისად საჭირო ფინანსების (დიდი საწევროს, მაღალი ხელფასებისა და რთული შორეული მოგზაურობების გამო) მოზიდვა ჭირდა, რის გამოც კლუბები კოტრდებოდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად კი პატარა ქალაქების გუნდები მშობლიურ არენებს ტოვებდნენ და დიდ ქალაქებში გადადიოდნენ.
1960 წლისთვის ლიგაში ისევ დაიწყო ნელნელა კლუბთა ზრდა თითო-თითო კლუბით. 1967 წელს რამდენიმე ახალმა კლუბმა დააარსეს კონკურენტი ორგანიზაცია „ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია“ (ABA), რამაც დიდი გავლენა მოახდინა (NBA)-ს მმართველებზე. ამიერიდან მათ ლიგაში გუნდების ორ-ორით ზრდა იწყეს, ხოლო 1976 წელს თვით ABA შემოიერთეს თავის 4 კლუბთან ერთად.
პირველ წლებში სტატისტიკოსები ითვლიდნენ მხოლოდ რეგულარული სეზონის პირადი სტატისტიკის 4 კომპონენტს: საშუალო ქულა მატჩში, პასი, სროლის პროცენტი და საჯარიმოების პროცენტი. 1950–51 წლების სეზონიდან დაემატა მოხსნების რაოდენობა. 1952–53 სეზონიდან შემოვიდა საუკეთესო ახალბედას დასახელება. 1955–56 სეზონიდან შემოვიდა რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის დასახელება. 1968–1969 სეზონიდან შემოვიდა ნბა-ს ფინალის საუკეთესოს დასახელება. ეს წოდება ერგება გამარჯვებული გუნდის ლიდერს. ერთადერთი გამონაკლისი იყო პირველი სეზონი. 1973–74 სეზონიდან შემოვიდა რეგულარული სეზონის ბლოკშოტებისა და ჩაჭრების სტატისტიკა. 1982–1983 სეზონიდან რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე შეიძლება გახდეს მხოლოდ ფლეი ოფში გასული და ამავე დროს 50 მატჩის მომგები გუნდის მოთამაშე. ამდენად საუკეთესოს სხვადასხვა კომპონენტში გამოვლენა და დაჯილდოვება ხდება მხოლოდ რეგულარული სეზონის მაჩვენებლებით და ამას ემატება ფინალის საუკეტესო მოთამასის წოდება. ფლეი ოფის სხვა რაუნდების მაჩვენებლები მხოლოდ სტატისტიკისთვის ანგარიშდება და კონკურსებზე არ მოქმედებს.
ფლეი ოფის სისტემა
ფლეი ოფები პირველ ხანებში ძირითადად, NBA-ს ფინალისა, მიმდინარეობდა 2 მოგებამდე. მასპინძლობის სისტემა იყო ორნაირი: 1. მიმოსვლით – პირველი მატჩი იმართებოდა რეგულარულ სეზონში უფრო მაღალი გასული კლუბის მოედანზე და ყოველ მატჩში იცვლებოდა მასპინძელი. 2. – პირველი მატჩის მასპინძელი შემდეგ ორ მატჩს სტუმრად ატარებდა, ანუ 1-2 სისტემით. შემდგომში თანდათან ფლეი ოფებში გაიზარდა მატჩები 3 მოგებამდე და ბოლოს 4 მოგებამდე და სისტემაც შესაბამისად იცვლებოდა ხშირად.
NBA-ს ფინალებში თამაში გრძელდებოდა 4 მოგებამდე. პირველი ორი მატჩი იმართებოდა რეგულარულ სეზონში უფრო მაღალი გასული კლუბის მოედანზე, შემდგომი ორი მატჩი მეორე კლუბის მოედანზე, მეხუთე შეხვედრა ისევ რეგულარულში საუკეთესო გუნდის მოედანზე და შემდგომ ორი მატჩში, თუ საჭირო გახდებოდა, შეიცვლებოდა მასპინძელი. ამ სისტემას ე.წ. 2-2-1-1-1 სისტემა ეწოდება. ასე მაგ. NBA-ს პირველ ფინალში საყწისი ორი მატჩი გაიმართა სირაკუზში, შემდგომი ორი – მინეაპოლისში. მეხუთე შეხვედრა სირაკუზში, მეექვსე – მინეაპოლისში. თუ საჭირო გახდებოდა მეშვიდე მატჩი, ის სირაკუზში უნდა გამართულიყო. ამას გარდა სხვადასხვა პერიოდებში NBA-ს ფინალებში მოქმედებდა 2-3-2 სისტემა. ანუ პირველი მასპინძელი 2 თამაშს ატარებდა სახლში და შემდეგ 3 თამაში მიდიოდა სტუმრად, მეექვსე და მეშვიდე შეხვედრებს კი ისევ შინ ატარებდა.
სანამ BAA-სა და NBA-ს ტურნირების ისტორიაზე გადავიდოდეთ მოკლედ მიმოვიხილოთ ამ ლიგებში 1946-2019 წლებში მოასპარეზე კლუბების წარმოშობის ისტორია.
1. ბოსტონ სელტიკსი. დაარსდა 1946 წელს შტატ მასაჩუსეტსის ქალაქ ბოსტონში და გაწევრიანდა „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში“. 1949 წლიდან „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის“ მუდმივი წევრია.
17 გზის ჩემპიონი (1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1974, 1976, 1981, 1984, 1986, 2008).
4 გზის ფინალისტი (1958, 1985, 1987, 2010).
2. მინეაპოლის ლეიკერსი / ლოს ანჯელეს ლეიკერსი. 1946 წელს დაარსდა შტატ მიჩაგანის ქალაქ დეტროიტში სახელით „დეტროიტ ჯეიმსი“ და გახდა ჩრდილო ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის „ეროვნული საკალათბურთო ლიგის“ წევრი. 1947 წელს გადავიდა შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში და იწოდა მინეაპოლის „ლეიკერსად“, შტატის მეტსახელის (10000 ტბის მხარე) საპატივცემულოდ. 1959/60 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი გადავიდა კალიფორნიის ქალაქ ლოს ანჯელესში და იმერიდან დღემდე აქ მოღვაწეობს.
16 გზის ჩემპიონი (1949, 1950, 1952, 1953, 1954, 1972, 1980, 1982, 1985, 1987, 1988, 2000, 2001, 2002, 2009, 2010).
15 გზის ფინალისტი (1959, 1962, 1963, 1965, 1966, 1968, 1969, 1970, 1973, 1983, 1984, 1989, 1991, 2004, 2008).
3. ფილადელფია უორიორსი II / სან ფრანცისკო უორიორსი/ გოლდენ სტეიტ უორიორსი. 1946 წელს დაარსდა შტატ პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში სახელით „ფილადელფია უორიორსი“ ანუ „ფილადელფიის მეომრები“. გაწევრიანდა „ამერიკის კალათბურთის ასოციაციაში“. 1949 წლიდან „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში“. 1962 წელს გადავიდა შტატ კალიფორნიის ქალაქ სან ფრანცისკოში და გახდა „სან ფრანცისკო უორიორსი“. 1966 წელს 1 წლით და 1971 წლიდან საბოლოოდ, გუნდი გადავიდა შტატ კალიფორნიის ქალაქ ოქლენდში. 1971 წლიდან ეწოდა „გოლდენ სტეიტ უორიორსი“. 2019-20 სეზონიდან დაბრუნდა სან ფრანცისკოში.
6 გზის ჩემპიონი (1947, 1956, 1975, 2015, 2017, 2018).
4 გზის ფინალისტი (1948, 1964, 1967, 2016)
4. სირაკუზ ნეიშენალსი / ფილადელფია 76. დაარსდა 1946 წელს შტატ ნიუიორკის ქალაქ სირაკუზში და თავიდან გამოდიოდა „ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში“. 1963 წელს გადავიდა უორიორსის მიერ მიტოვებულ ფილადელფიაში და იწოდა „ფილადელფია 76“-ად. სახელი დაირქვა 1776 წლის ფილადელფიაში ხელმოწერილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის საპატივცემულოდ.
3 გზის ჩემპიონი (1955, 1967, 1983).
6 გზის ფინალისტი (1950, 1954, 1977, 1980, 1982, 2001).
5. როჩესტერ როიალზი / ცინცინატი როიალზი / კანზას-სიტი კინგზი / საკრამენტო კინგზი. დაარსდა 1920-იან წლებში როგორც ნახევრადსამოყვარულო კლუბი შტატ ნიუ იორკის ქალაქ როჩესტერში. 1945 წელს გახდა პროფესიონალური და შევიდა „ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში“. 1948 წელს გადავიდა „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში“. 1949 წელს ორივე ლიგის გაერთიანების შედეგად კლუბი აღმოჩნდა „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში“. 1957 წელს კლუბი გადავიდა შტატ ოჰაიოს ქალაქ ცინცინატში და იწოდა „ცინცინატი როიალსად“. 1972 წელს გადავიდა შტატ მისურის ქალაქ კანზას სიტიში და ეწოდა „კინგზი“. 3 წელი თამაშებს ატარებდა ხან კანზას სიტიში ხანაც შტატ ნებრასკას ქალაქ ომახაში, ამიტომ ერქვა კანზას სიტი-ომახა კინგზი. 1975 წელს იწოდა „კანზას სიტი კინგზი“. 1985 წელს გადავიდა კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში და იწოდა „საკრამენტო კინგზი“.
1951 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
6. თრი-სიტის ბლეკჰოუკსი / მილუოკი/ სენტ ლუისი/ ატლანტა ჰოუკსი. დაარსდა 1946 წელს შტატ ნიუ იორკის ქალაქ ბუფალოში სახელით „ბუფალო ბიზონს“ (III) და შევიდა „ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში“. 13 თამაშის შემდეგ გადავიდა შტატ ილინოისის ქალაქ მოლინში და იწოდა „თრი-სიტის ბლეკჰოუკსი“. 1951 წელს გადავიდა შტატ ვისკონსინის ქალაქ მილუოკში და შეიმოკლა სახელი „ჰოუკსად“. 1955 წელს გადავიდა შტატ მისურის ქალაქ სენტ ლუისში და გახდა „სენტ ლუის ჰოუკსი“. 1968 წელს გადავიდა შტატ ჯორჯიას ქალაქ ატლანტაში და იმიერიდან ეწოდება „ატლანტა ჰოუკსი“.
1958 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
3 გზის ფინალისტი (1957, 1960, 1961).
7. ბალტიმორ ბულეტსი II / ვაშინგტონ ბულეტსი / ვაშინგტონ უიზარდსი. დაარსდა 1961 წელს შტატ ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში სახელით „ჩიკაგო პეკერს“. 1962 წელს სახელად იწოდა „ჩიკაგო ზეფირსი“. 1963 წელს გადავიდა მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში და იწოდა „ბალტიმორ ბულეტსი“ II. 1973 წელს გადავიდა შტატ მერილენდის ქალაქ ლენდოვერში და იწოდა „კეპიტალ ბულეტსი“. 1974 წელს გადავიდა დედაქალაქ ვაშინგტონში და გახდა „ვაშინგტონ ბულეტსი“. 1997 წელს შეიცვალა სახელი და გახდა „ვაშინგტონ უიზარდსი“.
1978 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
3 გზის ფინალისტი (1971, 1975, 1979).
8. სიეტლ სუპერსონიქსი დაარსდა 1967 წელს შტატ ვაშინგტონის ქალაქ სიეტლში სახელით „სუპერსონიქსი“. 2007/2008 წლების სეზონის წინ კლუბის მფლობელმა კლეი ბენეტმა გუნდი გააუქმა.
1979 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
2 გზის ფინალისტი (1978, 1996).
9. ჩიკაგო ბულზი. დაარსდა შტატ ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში 1966 წელს.
6 გზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998)
10. სან ანტონიო სპიორსი. დაარსდა 1967 წელს შტატ ტეხასის ქალაქ სან ანტონიოში და გაწევრიანდა 1967 წელს შექმნილ „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში“. 1976 წელს ამ ლიგის „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთან“ გაერთიანების შემდეგ გახდა უკანასკნელის წევრი.
5 გზის ჩემპიონი (1999, 2003, 2005, 2007, 2014)
2013 წლის ფინალისტი.
11. ფორტ უეინ / დეტროიტ პისტონსი. დაარსდა 1941 წელს შტატ ინდიანას ქალაქ ფორტ უეინში სახელით „ფორტ უეინ პისტონსი“ და შეუერთდა „ეროვნულ საკალათბურთო ლიგას“. 1948 წელს გადავიდა „ამერიკის კალათბურთის ასოციაციაში“. 1957 წელს გადავიდა შტატ მიჩაგანის ქალაქ დეტროიტში და გახდა „დეტროიტ პისტონსი“.
3 გზის (1989, 1990, 2004).
4 გზის ფინალისტი (1955, 1956, 1988, 2005).
12. მაიამი ჰიტი. დაარსდა 1988 წელს შტატ ფლორიდას ქალაქ მაიამში.
3 გზის ჩემპიონი (2006, 2012, 2013).
2 გზის ფინალისტი (2011, 2014).
13. მილუოკი ბაკსი. დაარსდა 1968 წელს შტატ ვისკონსინის ქალაქ მილუოკიში.
1971 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
1974 წლის ფინალისტი.
14. პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი. დაარსდა 1970 წელს შტატ ორეგონის ქალაქ პორტლენდში.
1977 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
2 გზის ფინალისტი (1990, 1992).
15. დალას მავერიქსი. დაარსდა 1980 წელს შტატ ტეხასის ქალაქ დალასში.
2011 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
2006 წლის ფინალისტი.
16. კლივლენდ კავალიერსი. დაარსდა 1970 წელს შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში.
2016 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
4 გზის ფინალისტი (2007, 2015, 2017, 2018).
17. ბალტიმორ ბულეტსი I. დაარსდა 1944 წელს მერილენდის ქალაქ ბალტიმორში. 1944-1947 წლებში გამოდიოდა „ამერიკის კალათბურთის ლიგაში“. 1947–1949 წლებში „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში“, ხოლო 1949 წლიდან „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში“. 1954 წელს დაიშალა.
1948 წელს გახდა ლიგის ჩემპიონი.
18. ნიუ იორკ ნიქსი. დაარსდა 1946 წელს ნიუ იორკის შტატის ქალაქ ნიუიორკში. კლუბი გახდა „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის“ ერთერთი დამაარსებელი.
2 გზის ჩემპიონი (1970, 1973).
6 გზის ფინალისტი (1951, 1952, 1953, 1972, 1994, 1999)
19. ჰიუსტონ როკეტსი. დაარსდა 1967 წელს შტატ კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში სახელით „სან დიეგო როკეტსი“. 1971 წელს გადავიდა შტატ ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში და გახდა „ჰიუსტონ როკეტსი“.
2 გზის ჩემპიონი (1994, 1995).
2 გზის ფინალისტი (1981, 1986).
20. ვაშინგტონ კეპიტოლზი. დაარსდა დედაქალაქში 1946 წელს. სხვა 10 კლუბთან ერთად დააარსა „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“. 1951 წელს გაუქმდა.
1949 წლის ფინალისტი.
21. ჩიკაგო სტეგსი. დაარსდა 1946 წელს შტატ ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში და გაწევრიანდა „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში. 1950 წელს გაუქმდა.
1947 წლის ფინალისტი.
22. ფინიქს სანსი. დაარსდა 1968 წელს სტატ არიზონას ქალაქ ფინიქსში.
2 გზის ფინალისტი (1976, 1993).
23. ორლანდო მეჯიკი. დაარსდა 1989 წელს შტატ ფლორიდას ქალაქ ორლანდოში.
24. ნიუ ორლეან ჯაზი / იუტა ჯაზი. დაარსდა 1974 წელს შტატ ლუიზიანას ქალაქ ნიუ ორლენაში სახელით „ნიუ ორლეან ჯაზი“. 1979 წელს გადავიდა შტატ იუტას ქალაქ სოლ ლეიტ სიტიში და სახელით „იუტა ჯაზი“.
2 გზის ფინალისტი (1997, 1998).
25. ინდიანა პეისერსი. დაარსდა 1967 წელს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისში. კლუბი გაწევრიანდა 1967 წელს შექმნილ „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში“ და 1976 წელს ამ ლიგის „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთან“ გაერთიანების შემდეგ გახდა უკანასკნელის წევრი.
2000 წლის ფინალისტი.
26. ნიუ ჯერსი /ნიუ იორკ/ ბრუკლინ ნეტსი. დაარსდა 1967 წელს ქალაქ ნიუ იორკის უბან მანჰეტენში სახელით „ნიუ იორკ ამერიკანსი“. 1 თვეში სათამაშოდ გადავიდა შტატ ნიუჯერსის ქალაქ ტინეკში და იწოდა „ნიუ ჯერს ამერიკანი“. კლუბი გაწევრიანდა 1967 წელს შექმნილ „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში“. 1968 წელს კლუბი დაბრუნდა ნიუ იორკში და ეწოდა „ნიუ იორკ ნეტსი“. 1976 წელს ამ ლიგის „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთან“ გაერთიანების შემდეგ გახდა უკანასკნელის წევრი. 1977 წელს დაბრუნდა ნიუ ჯერსში და გახდა „ნიუჯერსი ნეტსი“. 2012 წელს კლუბი გადავიდა შტატ ნიუ იორკის ქალაქ ბრუკლინში და გახდა „ბრუკლინ ნეტსი“. კლუბმა შეიცვალა ემბლემა და ფორმის ფერი.
2 გზის ფინალისტი (2002, 2003).
27. დენვერ ნაგეტსი II. დაარსდა 1967 წელს შტატ კოლორადოს ქალაქ დენვერში „დენვერ როკეტსის“ სახელით და გაწევრიანდა 1967 წელს შექმნილ „ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში“ 1976 წელს ამ ლიგის „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთან“ გაერთიანების შემდეგ გახდა უკანასკნელის წევრი. 1974 გამოიცვალა სახელი და იწოდა „დენვერ ნაგეტსი“.
28. ნიუ ორლეან პელიკანსი / შარლოტ ჰორნეტსი I. დაარსდა 1988 წელს შტატ ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში „შარლოტ ჰორნეტსის“ სახელით. 2002 წელს კლუბი გადავიდა შტატ ლუიზიანას ქალაქ ნიუ ორლეანში და იწოდა „ნიუ ორლეან ჰორნეტსი“. ქარიშხალ კატრინას გამო კლუბი 2005-2007 წლებში გამოდიოდა ქალაქ ოკლაჰომა სიტიში და ეწოდებოდა ნიუ ორლეან – ოკლაჰომა სიტი ჰორნეტსი. 2007 წელს დაიბრუნდა ნიუ ორლეანში. 2013 წელს შეიცვალა სახელი და დაირქვა „ნიუ ორლეან პელიკანსი“.
29. ორლანდო მეჯიქი. დაარსდა 1989 წელს შტატ ფლორიდას ქალაქ ორლანდოში.
2 გზის ფინალისტი (1995, 2009).
30. შარლოტ ბობკეტსი / შარლოტ ჰორნეტსი II. კლუბი დაარსდა 2004 წელს შტატ ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში სახელით „შარლოტ ბობკეტსი“. 2014 წელს გადაირქვა სახელი და იწოდა შარლოტ ჰორნეტსი.
31. ბუფალო ბრეივზი / სან დიეგო კლიპერსი / ლოს ანჟელეს კლიპერსი. დაარსდა 1970 წელს შტატ ნიუ იორკის ქალაქ ბუფალოში სახელით „ბუფალო ბრეივზი“. 1978 წელს გადავიდა შტატ კალიფორნიას ქალაქ სან დიეგოში და იწოდა „სან დიეგო კლიპერსი“. 1984 წელს გადავიდა ლოს ანჟელესში და იმიერიდან ეწოდება„ ლოს ანჟელეს კლიპერსი“.
32. ვანკუვერ გრიზლისი / მემფის გრიზლისი. დაარსდა 1995 წელს კანადაში, პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიას ქალაქ ვანკუვერში „ვანკუვერ გრიზლისის“ სახელით და „ტორონტო რეპტორსთან“ ერთად მიიღეს „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში“. 2001 წელს გადავიდა ამერიკის შტატ ტენესის ქალაქ მემფისში და გახდა „მემფის გრიზლისი“.
33. ტორონტო რეპტორსი. დაარსდა 1995 წელს კანადაში, პროვინცია ონტარიოს ქალაქ ტორონტოში, სახელით „ტორონტო რეპტორსი“.
2019 წელს გახდა ჩემპიონი.
34. მინესოტა ტიმბერვულვზი. დაარსდა 1989 წელს შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში.
35. პროვიდენს სტიმროლერსი. დაარსდა 1946 წელს შტატ როდ აილენდის ქალაქ პროვიდენსში. კლუბმა სხვა 10 კლუბთან ერთად დააარსა „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“ და მის რეორგანიზებასთან ერთად გაქრა 1949 წელს.
36. სენტ ლუის ბომბერსი. დაარსდა 1946 წელს შტატ მისურის ქალაქ სენტ ლუისში. სხვა 10 კლუბთან ერთად დააარსა „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“. 1950 წელს გაუქმდა.
37. ოკლაჰომა თანდერი. 2007/2008 წლების სეზონის წინ სიეტლ სუპერსონიქსის მფლობელმა კლეი ბენეტმა გუნდი გადაიყვანა შტატ ოკლაჰომას ქალაქ ოკლაჰომა სიტიში და თან გამოაცხადა, რომ ამიერიდან აარსებს ახალ კლუბს „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ და უარს ამბობს ძველი კლუბის ისტორიაზე, ემბლემასა და სახელზე და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია აღადგინოს „სიეტლის სუპერსონიქსი“.
2012 წლის ფინალისტი.
38. ტორონტო ჰასკისი. დაარსდა 1946 წელს კანადაში, პროვინცია ონტარიოს ქალაქ ტორონტოში. სხვა 10 კლუბთან ერთად დააარსა „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“. 1947 წელს გაუქმდა.
39. კლივლენდ რებელსი. დაარსდა 1946 წელს შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში. სხვა 10 კლუბთან ერთად დააარსა „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“. 1947 წელს გაუქმდა.
40. დეტროიტ ფალკონსი. დაარსდა 1946 წელს შტატ მიჩიგანის ქალაქ დეტროიტში. სხვა 10 კლუბთან ერთად დააარსა „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“. 1947 წელს გაუქმდა.
41. დენვერ ნაგეტსი I. დაარსდა 1932 წელს შტატ კოლორადოს ქალაქ დენვერში. 1946 წელს შეუერთდა უძველეს პროფესიულ გაერთიანებას „ამერიკული კალათბურთის ლიგას (ABL). 1948 წელს გადავიდა „ეროვნულ საკალათბურთო ლიგას“. 1950 წელს გადავიდა „ეროვნული პროფესიული კალათბურთის ლიგაში“ და დაირქვა „დენვერ რეფინერსი“. 1951 წელს გაუქმდა.
42. პიტსბურგ აირონმენი. დაარსდა 1946 წელს შტატ პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში. სხვა 10 კლუბთან ერთად დააარსა „ამერიკის კალათბურთის ასოციაცია“. 1947 წელს გაუქმდა.
43. ინდიანაპოლის ჯეტსი. დაარსდა 1937 წელს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისში სახელით „ინდიანაპოლის კაცკისი“ და გამოდიოდა „ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში“. 1948 წელს გადავიდა „ამერიკის კალათბურთის ასოციაციაში და სახელით „ინდიანაპოლის ჯეტსი“. 1949 წელს გაუქმდა.
44. ინდიანაპოლის ოლიმპიანსი. დაარსდა 1949 წელს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისში. 1953 წელს გაუქმდა.
45. შებოიგენ რედსკინსი. დაარსდა 1938 წელს შტატ ვისკონსინის ქალაქ შებოიგენში. გაწევრიანდა „ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში“. 1949 წელს გადავიდა „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, 1950 წელს – „ეროვნულ პროფესიონალური საკალათბურთო ლიგაში“ (NPBL). 1951 წელს გაუქმდა.
46. ანდერსონ პეკერსი. დაარსდა 1946 წელს შტატ ინდიანას ქალაქ ანდერსონში და შეუერთდა „ეროვნული საკალათბურთო ლიგა“-ს. 1949 წელს გადავიდა „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, 1950 წელს – „ეროვნულ პროფესიონალური საკალათბურთო ლიგაში“ (NPBL). 1951 წელს გაუქმდა.
47. ვატერლოო ჰოუკსი. დაარსდა 1948 წელს აიოვას ქალაქ ვატერლოოში. და შეუერთდა „ეროვნული საკალათბურთო ლიგა“-ს. 1949 წელს გადავიდა „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, 1950 წელს – „ეროვნულ პროფესიონალური საკალათბურთო ლიგაში“ (NPBL). 1951 წელს გაუქმდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий