воскресенье, 19 ноября 2023 г.

კალათბურთის წარმოშობა აშშ-ში და პირველი ნაციონალური ტურნირები

კალათბურთის თამაშის კონცეფცია შექმნა 1891 წლის 21 დეკემბერს მასაჩუსეტში, ქალაქ სპირინგფილდში ქრისტიანული ასოციაციის კოლეჯის ფიზკულტურისა და ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმს ნეისმიტმა.  კოლეჯში მუშაობის დროს ჯეიმს ნეისმიტი შეეჩეხა პრობლემას, ზამთრის პერიოდში არსებული ცუდი კლიმატური პირობების გამო საჭირო გახდა თამაშის შექმნა დახურული ნაგებობებისთვის, რათა გაემრავალფეროვნებინა ტანვარჯიშის გაკვეთილები. მან სპორტული დარბაზის სხვადასხვა კუთხეში მდებარე აივნებზე დაამაგრა ორი ხილის ჩასაყრელი კალათი, 18 სტუდენტი გაჰყო ორ გუნდად და დაავალა, რომ ბურთები ჩაეყარათ მოწინააღმდეგის კალათში. მოთამაშეები ბურთს არ ატარებდნენ, უბრალოდ ერთმანეთს გადასცემდნენ და შემდეგ ტყორცნიდნენ კალათში. რადგან კალათის ბოლო დახურული იყო, შემდეგ ერთი სტუდენტი ავიდოდა აივანზე და იღებდა ბურთს კალათიდან.
1892 წლის 15 იანვარს ნეისმიტმა კოლეჯის გაზეთ „სამკუთხედში“ გამოაქვეყნა კალათბურთის წესები, რომელც 13 პუნქტისაგან შედგებოდა.
1. ბურთი შეიძლება იქნას ნასროლი ნებისმიერი მიმართულებით ერთი ან ორი ხელით;
2. ბურთს შეიძლება დაარტყა ერთი ან ორი ხელი ნებისმიერი მიმართულებით (არ შეიძლება მუშტის დარტყმა);
3. მოთამაშეს არ შეუძლია ირბინოს ბურთით. მოთამაშემ უნდა გააკეთოს გადაცემა ან ტყორცნოს ბურთი კალათში იმ წერტილიდან, სადაც დაიჭირა ბურთი, გამონაკლისია მხოლოდ ის მოთამაშე, რომელიც მოძრაობაში მიიღებს ბურთს;
4. ბურთის დაჭერა შეიძლება ერთი ან ორი ხელით, არ შეიძლება ტანით ან წინამხრით დაფარვა;
5. მოწინააღმდეგის მიმართ დაუშვებელია დარტყმები, შებოჭვები, დაკავება, ხელისკვრა. ამ წესთა დამრღვევ მოთამაშეს უფიქსირდება პირველი ჯარიმა, ხოლო მეორე ჯარიმის შემთხვევაში მოთამაშე დისკვალიფიცირებული იქნება მანამ, სანამ არ იქნება კალათში ჩაგდებული შემდეგი ბურთი. თუ მოთამაშე განზრახ დაჯარიმდება, დისკვალიფიცირდება თამაშის ბოლომდე და მისი შეცვლა არ შეიძლება;
6. მუშტის დარტყმა ბურთზე მე-2 და მე-4 პუნქტის დარღვევაა. დასჯა აღწერილია მე-5 პუნქტში;
7. თუ რომელიმე მხარე მიიღებს 3 ჯარიმას ზედიზედ, ჯარიმდება ერთი ქულით. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოწინააგმდეგე გუნდს იმ დროს არ აქვს არცერთი ჯარიმა მიღებული;
8. ქულა ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ ნატყორცნი ან მიწიდან ასხლეტილი ბურთი ჩავარდება კალათში და დარჩება შიგ. დამცველებს ეკრძალებათ ტყორცნის დროს შეეხონ კალათს და ბურთს. თუ ბურთი ეხება კალათის კიდეს და დამცველები გაწევენ კალათს, ამ შემთხვევაში ბურთი ითვლება კალათში ჩაგდებულად;
9. თუ ბურთი გადის მოედნის საზღვრებს გარეთ შემოაქვს იმ მოთამაშეს, რომელსაც პირველს შეეხო ბურთი. ბურთის შემოტანისთვის 5 წამია განკუთვნილი. ამ წესის დარღვევის შემხვევაში ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგეს. სადაო ბურთის შემთხვევაში ბურთი თამაშში შემოაქვს მსაჯს. თუ რომელიმე მხარეს გაჰყავს დრო – მსაჯი ვალდებულია დააჯარიმოს წესის დამრღვევი.
10. მსაჯი უნდა აკვირდებოდეს მოთამაშეთა ქმედებებს, ჯარიმებს და აწვდიდეს ინფორმაციას მთავარ მსაჯს. მსაჯი ასევე ვალდებულია მისცეს დისკვალიფიკაცია მოთამაშეს თანახმად მე-5 პუნქტისა;
11. მსაჯი აკვირდება ბურთის მდგომარეობას არის ის თამაშში თუ თამაშს გარეთ, ასევე რომელი მხარის შემოსატანია ბურთი და საიდან;
12. თამაში შედგება 2 თითო 15 წუთიანი ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება – 5 წუთი;
13. გამარჯვებულია ის მხარე, რომელიც მეტ ბურთს ჩააგდებს კალათში.
თამაშების დროს მოთამაშეების მიერ კალათში ნასროლ ბურთს აივანზე მდგომი მაყურებელი იჭერდა და მოწინააღმდეგის კალათში აგდებდა. ამიტომ დოქტორმა კალათს დამცავი ფარი დაუყენა. 1893 წლიდან კალათები რკინის რგოლებმა ჩაანაცვლა.
ახალი თამაში აღმოჩნდა საინტერესო და დინამიური. ამერიკიდან პირველად კალათბურთი გავრცელდა აღმოსავლეთით, კერძოდ იაპონიაში, შემდეგ ჩინეთში, ფილიპინებში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში.
1894 წელს გამოიცა კალათბურთის პირველი ოფიციალური წესები, რომლის მიხედვით მოთამაშეებს შეეძლოთ ბურთით სირბილი და შემოღებულ იქნა ერთქულიანი საჯარიმო ტყორცნა.
პირველი ცნობადი კლუბი დაარსდა 1895 წელს ბაფალოს გერმანულ უბანში და უწოდეს „გერმანი“. იგი დომინირებდა სამოყვარულო ტურნირებზე, მათ შორის 1901 წელს ბალახის მოედნებზე გამართულ პანამერიკულ ჩემპიონატზე.
1896 წლის 7 ნოემბერს ნიუ ჯერსის ქალაქ ტრენტონის ტაძრის მოედანზე გაიმართა პირველი საკალათბურთო მატჩი ადგილობრივ „ახალგაზრდების ქრისტიანულ ასოციაციასა“ და ბრუკლინის „ახალგაზრდების ქრისტიანულ ასოციაციას“ შორის. ტრენტონის გუნდმა გაიმარჯვა 16–1. გუნდის კაპიტანი იყო ფრედ კუპერი. მოთამაშეებმა წინასწარ აიღეს მაყურებლებისგან ფული და შემდეგ გაინაწილეს. თითოეულს 15 დოლარი შეხვდა და მხოლოდ კაპიტანს მისცეს 16 დოლარი. ამ წელსვე შემოვიდა ორქულიანი ტყორცნის წესი.
1897 წელს გადაწყდა, რომ კალათბურთი 10 მოთამაშეს უნდა ეთამაშა; თითოეულ გუნდში 5-5 კაცი.
პირველი პროფესიული ლიგა „ეროვნული საკალათბურთო ლიგა“ შეიქმნა 1898 წელს პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის 6 კლუბისგან. ლიგები ლამის ყოველ თვეში იქმნებოდა და იშლებოდა, ეს ლიგა კი იმით იყო განსხვავებული, რომ 5 წელი იარსება.
პირველი კლუბი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და საკმაოდ დიდი ხნით და წარმატებით იმოღვაწევა იყო „ორიჯინალ სელტიკს“, რომელიც 1914 წელს დაარსდა ნიუ იორკში და სხვადასხვა ლიგების 3 ტიტული მოიგო.
1904 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ქალაქ სენტ-ლუისში პირველად იყო კალათბურთი ნაჩვენები, სადაც რამდენიმე ქალაქის გუნდი ეთამაშებოდა ერთმანეთს. კალათბურთი ასევე იყო ნაჩვენები 1924, 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
1912 წლიდან გამოიგონეს ნეილონის ბადეებიანი კალათი, რომელმაც გაზარდა კალათბურთის ტემპი და შედეგიანობა.
მე-20 საუკუნის ოციან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციების შექმნა. 1919 წელს გაიმართა ოფიციალური შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიისა და საფრანგეთის გუნდებს შორის. 1923 წელს საფრანგეთში ჩატარდა პირველი ოფიციალური ტურნირი ქალ კალათბურთელთა გუნდებს შორის, მონაწილეობას იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის და იტალიის გუნდები. თამაშმა აღიარება და დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოში და 1932 წელს შეიქმნა საერთაშორისო კალათბურთის ფედერაცია (FIBA). თავდაპირველად მის შემადგენლობაში 8 ქვეყანა იყო გაწევრიანებული: არგენტინა, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და ჩეხოსლოვაკია.
1935 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ეღიარებინა კალათბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად კალათბურთი გამოჩნდა 1936 წელს ბერლინში და საპატიო სტუმარი იყო კალათბურთის დამაარსებელი დოქტორი ჯეიმს ნეისმიტი. მონაწილეობას იღებდა 21 ქვეყნის გუნდი, შეჯიბრი იმართებოდა ღია ჩოგბურთის მოედნებზე. იმავე ოლიმპიურ თამაშებზე გაიმართა პირველი კონგრესი  კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, სადაც მოხდა საერთო წესების მიღება, რომლების დროთა განმავლობაში სულ უფრო იხვეწებოდა.

„ამერიკული კალათბურთის ლიგა“ ABL. 1925–1931
პირველი საერთოამერიკული პროფესიონალური საკალათბურთო ჩემპიონატის დაარსების მცდელობა მოხდა 1925 წელს და ეწოდა „ამერიკული კალათბურთის ლიგა“ ABL. მასში გაერთიანდა  აღმოსავლეთისა და შუა დასავლეთის 9 კლუბი. პირველ ხუთ სეზონში 1927–28 წლების სეზონის გამოკლებით გუნდები თამაშობდნენ ორ წრედ (წრეში თითოეული გუნდი ორჯერ ხვდებოდა ერთმანეთს) და თითოეული წრის გამარჯვებულები ხვდებოდნენ ფინალში. 1927–28 წლების სეზონში კი გუნდები გაიყვნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად და რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ 2–2 მა საუკეთესომ ბრძოლა განაგრძეს ფლეი ოფებში. 1931 წელს „დიდი დეპრესიის“ დროს ტურნირი შეწყდა და მხოლოდ 1933 წელს აღსდგა და 20 წელი იარსება, თუმცა ეს უკვე აღმოსავლეთ სანაპიროს კლუბების შეჯიბრება იყო და ამერიკის საერთო ჩემპიონატის სტატუსს აღარ შეესაბამებოდა.
სანამ ტურნირის დეტალებზე გადავალთ მანამდე მოკლედ გავეცნოთ ტურნირში 5 წლის მანძილზე მოასპარეზე კლუბებს.

1. ბალტიმორ ორიოლი. მერილენდის ქ. ბალტიმორის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1926/27 წლებში.
2. ბოსტონ უირლვინგსი. მასაჩუსეტქსის ქ. ბოსტონის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925/26 წლებში.
3. ბრუკლინ არკადიანსი. შტატ ნიუ იორკის ქ. ბრუკლინის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925/26 წლებში
4. ბრუკლინ ვიზიტასიონი. ბრუკლინის კლუბი არსებობდა 1921–1939 წლებში.1927–31 და 1934–1939 წლებში თამაშობდა ABL-ში.
5. ბუფალო ბიზონს I. შტატ ნიუიორკის ქ. ბუფალოს კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925/26 წლებში.
6. ჩიკაგო ბრუინსი. ილინოისის ქ. ჩიკაგოს კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925–31 წლებში.
7. კლივლენდ როსენბლუმსი. ოჰაიოს ქ. კლივლენდის კლუბი დაარსდა 1919 წელს, 1925–31 წლებში თამაშობდა ABL-ში.
8. დეტროიტ ლაიონს პულასკი. მიჩიგანის ქ. დეტროიტის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925–26 წლებში.
9. დეტროიტ კარდინალსი. მიჩიგანის ქ. დეტროიტის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1927/28 წლებში.
10. ფორტ უეინ ჰუსიერი. ინდიანას ქ. ფორტ უეინის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925–31 წლებში
11. ნიუ იორკ სელტიკსი. ქ. ნიუ იორკის კლუბი არსებობდა 1914-1930 წლებში.  ABL-ში თამაშობდა1926–28 წლებში. პერიოდულად ერქვა ბრუკლინ სელტიკსი და ბრუკლინ ორიჯინალ სელტიკსი.
12. ნიუ იორკ ჰაკოასი. ქ. ნიუ იორკის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1928/29 წლებში.
13. პატერსონ კრესანსი. შტატ ნიუჯერსის ქ. პატერსონის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში192829–30 და 1944-1951 წლებში.
14. ფილადელფია უორიორსი I. პენსილვანიის ქ. ფილადელფიას კლუბი დაარსდა 1926 წელს „ფილადელფია ფილის“ სახელით. მალევა ეწოდა უორიორსი.1926–28 წლებში თამაშობდა ABL-ში, 1929 წელს გაუქმდა.
15. როჩესტერ სენტრაისი. შტატ ნიუ იორკის ქ. როჩესტერის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925–31 წლებში.
16. სირაკუზ ოლ-ამერიკანსი. შტატ ნიუ იორკის სირაკუზის კლუბი არსებობდა  და თამაშობდა ABL-ში 1929/30 წლებში.
17. ტოლედო რედმენი. ოჰაიოს ქ. ტოლედოს კლუბი დაარსდა 1929 წელს, თამაშობდა ABL-ში 1930/31 სეზონში, გაუქმდა 1931 წელს.
18. ტრენტონ ბენგალსი. შტატ ნიუ ჯერსის ქ. ტრენტონის კლუბი დაარსდა და 1928 წელს და გაწევრიანდა ABL-ში. 1929 წელს დაიშალა. 1935 წელს გადავიდა ბრონქსში (ნიუ იორკი) და ერთი სეზონი ისევ იასპარეზა ABL-ში.
19. ვაშინგტონ ფალას ფივ. დედაქალაქის კლუბი არსებობდა და თამაშობდა ABL-ში 1925–27 წლებში.

ამერიკული კალათბურთის ლიგა 1925-26

პირველი წრე
    კლუბი
1. ბრუკლიან არკადიანსი
12
4
2. ვაშინგტონ ფალას ფივ
11
5
3. კლივლენდ როსენბლუმსი
10
6
4. როჩესტერ სენტრაისი
9
7
5. ფორტ უეინ ჰუსიერი
7
9
6. ბოსტონ უირლვინგსი*
6
10
7. ჩიკაგო ბრუინსი
10
6
8. დეტროიტ ლაიონსი
6
10
9. ბუფალო ბიზონსი
5
11
მიატოვა ტურნირი პირველი წრის შემდეგ
მეორე წრე
    კლუბი
1. კლივლენდ როსენბლუმსი
13
1
2. ვაშინგტონ ფალას ფივ
11
3
3. როჩესტერ სენტრაისი
9
5
4. ბრუკლიან არკადიანსი
7
7
5. ფორტ უეინ ჰუსიერი
6
8
6. ბუფალო ბიზონსი
5
9
7. ჩიკაგო ბრუინსი
3
11
8. დეტროიტ ლაიონსი
2
12










ABL-ის ფინალი
ბრუკლინ არკადიანსი – კლივლენდ როსენბლუმსი 0–3
33–36; 21–37; 22–23

ბომბარდირები
მოთამაშე (კლუბი)
თამ
ქულა
საშ. ქ. მატ.
1. რეი კენედი (ვაშინგტონი)
27
216
8,0
2. ჰონი რასელი (კლივლენდი)
30
216
7,2
3. ელმერ რიპლი (ბრუკლინი)
30
214
7,1
4. რასტი სონდერსი (ბრუკლინ/ვაშინგტონი
34
238
7,0


ამერიკული კალათბურთის ლიგა 1926–27
პირველი წრე
ა    კლუბი
1. კლივლენდ როსენბლუმსი
17
4
2. ვაშინგტონ ფალას ფივ
16
5
3. ფილადელფია უორიორსი I
14
7
4. *ნიუ იორკ სელტიკი
13
8
5. ფორტ უეინ ჰუსიერი
8
13
6. როჩესტერ სენტრაისი
8
13
7. ჩიკაგო ბრუინსი
7
14
8. ბალტიმორ ორიოლი
1
20
9. **დეტროიტ ლაიონსი
0
6
ბრუკლინ როკეტსმა წააგო საწყისი 5 შეხვედრა და მიატოვაის ჩაანაცვლა ნიუ იორკ სელტიკსმა.
** დეტროიტს ამ წელს ეწოდა პულასკიწააგო 6 მატჩი და დაიშალა.
მეორე წრე
    კლუბი
1. ნიუ იორკ სელტიკსი             
19
2
2. ფორტ უეინ ჰუსიერი
15
6
3. ვაშინგტონ ფალას ფივ
14
7
4. ფილადელფია უორიორსი I
10
11
5. კლივლენდ როსენბლუმსი
9
12
6. ჩიკაგო ბრუინსი
6
15
7. როჩესტერ სენტრაისი
6
15
8. ბალტიმორ ორიოლი
5
16
ABL-ის ფინალი
ნიუ იორკ სელტიკსი – კლივლენდ როსენბლუმსი 3–0
29–21; 28–20; 35–32

ბომბარდირები
მოთამაშე (კლუბი)
თამ
ქულა
საშ. ქ. მატ.
1. ბენი ბორგმენი (ფორტ უეინი)
34
380
11,2
2. რასტი სონდერსი (ვაშინგტონი)
42
399
9,5
3. ჩიკ პასონი (ფილადელფია)
41
367
9.0


ამერიკული კალათბურთის ლიგა 1927–1928
დასავლეთ დივიზიონი
      კლუბი
1. ნიუ იორკ სელტიკსი
40
9
2. ფილადელფია უორიორსი I
30
21
3. ბრუკლინ ვიზიტასიონი
25
26
4. როჩესტერ სენტრაისი
24
28
აღმოსავლეთ დივიზიონი
      კლუბი
1. ფორტ უეინ ჰუსიერი
27
24
2. კლივლენდ როსენბლუმსი
22
29
3. დეტროიტ კარდინალი
5
13
4. ჩიკაგო ბრუინსი
13
36
დეტროიტ დაიშალა 1928 წლის 3 იანვარსმასთან ჩასატარებელი თამაშები კლუბებს ჩაეშალათთუმცა მათ ცხრილში ცვლილებების შეტანა აღარ შეძლოთ.
დასავლეთის ფინალი
ფილადელფია უორიორს I – ნიუ იორკ სელტიკსი 0–2 (21–27; 24–32)
აღმოსავლეთის ფინალი
ფორტ უეინ ჰუსიერი – კლივლენდ როსენბლუმსი 2–0 (22–15; 31–24)
ABL-ის ფინალი
ფორტ უეინ ჰუსიერი – ნიუ იორკ სელტიკსი 1–3
21–30; 28–21; 18–35; 26–27

ბომბარდირები
მოთამაშე (კლუბი)
თამ
ქულა
საშ. ქ. მატ.
1. ლიფტ ტოპელი (როჩესტერი)
52
438
8,4
2. დეივი ბექსი (ნიუ იორკი)
49
412
8,4
3. ნეტ ნიკი (კლივლენდი)
47
379
8,1


ამერიკული კალათბურთის ლიგა 1928–1929
ბოლო ტურში რამდენიმე უმოტივაციო შეხვედრა გაუქმდა.
პირველი წრე
    კლუბი
1. კლივლენდ როსენბლუმსი
19
9
2. ფორტ უეინ ჰუსიერი
18
10
3. ბრუკლინ ვიზიტასიონი
15
12
4. ჩიკაგო ბრუინსი
15
12
5. ნიუ იორკ ჰაკოასი
13
16
6. ტრენტონ ბენგალსი
12
16
7. როჩესტერ სენტრაისი
11
15
8. პატერსონ კრესანსი
6
19
მეორე წრე
    კლუბი
1. ფორტ უეინ ჰუსიერი
11
3
2. ბრუკლინ ვიზიტასიონი
10
4
3. კლივლენდ როსენბლუმსი
10
4
4. როჩესტერ სენტრაისი
7
7
5. ნიუ იორკ ჰაკოასი
5
9
6. ტრენტონ ბენგაისი
4
8
7. ჩიკაგო ბრუინსი
4
10
8. პატერსონ კრესანსი
3
9
ABL-ის ფინალი
კლივლენდ როსენბლუმსი – ფორტ უეინ ჰუსიერი 4–0
24–17; 28–23; 19–18; 30–22

ბომბარდირები
მოთამაშე (კლუბი)
თამ
ქულა
საშ. ქ. მატ.
1. ბენი ბორგმენი (ფორტ უეინი)
42
326
7,8
2. ნეტ ნიკი (კლივლენდი/ჩიკაგო)
45
344
7,6
3. ტომ ბარლოუ (ტრენტონი)
38
270
7,1


ამერიკული კალათბურთის ლიგა 1929–1930
პირველი წრე
    კლუბი
1. კლივლენდ როსენბლუმსი
17
7
2. ბრუკლინ ვიზიტასიონი
15
9
3. როჩესტერ სენტრაისი
14
10
4. ფორტ უეინ ჰუსიერი
12
12
5. ჩიკაგო ბრუინსი
12
12
6. პატერსონ კრესანსი
10
14
7. სირაკუზ ოლ-ამერიკანსი **
4
20
8. ნიუ იორკ სელტიკსი*
5
5
მიატოვა ლიგა 10 დეკემბერს 1939. მისი შედეგები გაუქმდა
** მიატოვა ლიგა 6 იანვარს 1930.
მეორე წრე
    კლუბი
1. როჩესტერ სენტრაისი
19
11
2. კლივლენდ როსენბლუმსი
18
12
3. ჩიკაგო ბრუინსი
17
13
4. ბრუკლინ ვიზიტასიონი
15
15
5. ფორტ უეინ ჰუსიერი
13
17
6. პატერსონ კრესანსი
8
22
ABL-ის ფინალი
როჩესტერ სენტრაისი – კლივლენდ როსენბლუმსი 1–4
20–16; 17–18; 13–18; 16–23; 15–21

ბომბარდირები
მოთამაშე (კლუბი)
თამ
ქულა
საშ. ქ. მატ.
1. ბენი ბორგმენი (ფორტ უეინი/პატერსონი)
50
416
8,3
2. ჯო ბრენანი (ბრუკლინი)
43
277
6,4
3. ჩიზ ჩაზმადია (როჩესტერი)
55
343
6,2


ამერიკული კალათბურთის ლიგა 1930–1931
პირველი წრე
ა    კლუბი
1. ბრუკლინ ვიზიტასიონი
14
7
2. ფორტ უეინ ჰუსიერი
13
9
3. როჩესტერ სენტრაისი
10
9
4. ტოლედო რედმენი
8
13
5. ჩიკაგო ბრუინსი
7
14
6. პატერსონ კრესანსი**
9
9
7. კლივლენდ როსენბლუმსი *
6
6
მიატოვა ტურნირი 8 დეკემბერს 1930
** მიატოვა ტურნირი 30 დეკემბერს 1930
მეორე წრე
    კლუბი
1. ფორტ უეინ ჰუსიერი
11
5
2. ჩიკაგო ბრუინსი
11
5
3. ბრუკლინ ვიზიტასიონი
8
8
4. როჩესტერ სენტრაისი
5
10
5. ტოლედო რედმენი
4
11
მეორე წრის გამარჯვებულის ფლეი ოფი
ფორტ უეინ ჰუსიერი – ჩიკაგო ბრუინსი 25–11; 20–16
ABL-ის ფინალი
ბრუკლინ ვიზიტასიონი – ფორტ უეინ ჰუსიერ 4–2
14–10; 21–13; 20–24; 26–30დდ; 18–13; 24–18

ბომბარდირები
მოთამაშე (კლუბი)
თამ
ქულა
საშ. ქ. მატ.
1. ბენი ბორგმენი (პატერსონი/ჩიკაგო)
35
301
8,6
2. დევი ბენქსი (ტოლედო)
34
254
7,5
3. მენი ჰირში (როჩესტერი)
28
211
7,5


ტურნირის შეჯამება
სეზონი
ფინალური შეხვედრა
ბომბარდირი
1925-26
ბრუკლინ არკადიანსი – კლივლენდ როსენბლუმსი  0–3
რეი კენედი
1926-27
ნიუ იორკ სელტიკსი – კლივლენდ როსენბლუმსი 3–0
ბენი ბორგმენი
1927-28
ფორტ უეინ ჰუსიერი – ნიუ იორკ სელტიკსი 1–3
ლიფტ ტოპელი
1928-29
კლივლენდ როსენბლუმსი – ფორტ უეინ ჰუსიერი 4–0
ბენი ბორგმენი
1929-30
როჩესტერ სენტრაისი – კლივლენდ როსენბლუმსი 1–4
ბენი ბორგმენი
1930-31
ბრუკლინ ვიზიტასიონი – ფორტ უეინ ჰუსიერი 4–2
ბენი ბორგმენი

ჯეიმს ნეისმიტი

ჯეიმს ნეისმიტის გაკეთებული ისტორიაში პირველი კალათი. 1891 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий