суббота, 4 ноября 2023 г.

ევროპა და „მეორე ფრონტი“ ამასიის ზავამდე: საქართველო ანტიოსმალურ კონტექსტში

§1.  საქართველო და ანტიოსმალური კოალიციის პერიპეტიები 1529-1555 წწ.
ამ თავში დასმული პრობლემა სათანადოდ ვერ გაშუქდება, თუ მას არ წარმოვადგენთ, ერთი მხრივ, ოსმალეთ-ჰაბსბურგებსა და, მეორე მხრივ, ირან-ოსმალეთს შორის მიმდინარე ომების ანუ საერ- თაშორისო ურთიერთობების კონტექსტში. თავისუფლებისათვის მებ- რძოლ ქართულ სახელმწიფოებს, მეტადრე კი, ქართლის სამეფოს, ნებსით თუ უნებლიეთ, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც უხდებოდა ამ დაპირისპირებებში მონაწილეობა. ანტიოსმალურ კონტექსტში სა- ქართველოს როლისა და ადგილის გაშუქებისას პირველ რიგში გან- ვიხილავთ უნგრეთ-ირანის მივიწყებულ დიპლომატიურ კავშირებს.
ცნობილია, რომ იმპერატორმა კარლ V-მ 1529 წელს ირანის შაჰ- თან გაგზავნა დესპანი ჟან დე ბალბი1 მცირე აზიაში ანტიოსმალური საომარი მოქმედებების წინადადებით, მაგრამ ამ დროს შაჰ თამაზი ხორასანში ებრძოდა უზბეკებს, რის გამოც სულტანთან ადრევე მო- აწერა ზავს ხელი.2 მიუხედავად ამისა, შაჰ თამაზი ალიანსის წინა- აღმდეგი არ იყო.3 თავისი ძმისაგან, კარლ V-სგან განსხვავებით, ავ- სტრიის ერცერცოგმა, ამჯერად უნგრეთისა და ბოჰემიის მეფემ ფერ- დინანდ I-მა (1526-1564) ახალი დიპლომატიური რაუნდი წამოიწყო სეფიანებთან. მოჰაჩის ბრძოლაში (1526 წლის 29 აგვისტო) უნგრულ-

1   წმ. იოანეს ორდენის რაინდი ჟან დე ბალბი კარლ V-ის დავალებით ადრეც ასრულებდა
დიპლომატიურ მისიას. ახლა მას მიჰქონდა იმპერატორის წერილი შაჰ ისმაილის სახელზე. ეს იმას მოწმობდა, რომ კარლს, ან არ ჰქონდა ინფორმაცია შაჰ ისმაილის გარდაცვალების შესახებ, ან არ დაიჯერეს იგი (David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries. 41-42).
2 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela. Byzantion. Revue Internationale des Etudes Byzantines. Tome LXV, 503.
3 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 43.
 
ხორვატულ-ჩეხური ძალების განადგურების შემდეგ ოსმალური ძა- ლები პრაქტიკულად უშუალოდ დაემუქრნენ ჰაბსბურგულ სამფლო- ბელოებს (1529 წლის ვენის ალყა უახლოესი მომავლის საქმე იყო); ამიტომ ამჯერად უკვე იმპერატორი იყო დაინტერესებული, ძლიერი მოკავშირე ჰყოლოდა სეფიანთა ირანის სახით და მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივას კვლავაც ეარსება. „როცა 1529 წლის და- საწყისში ფერდინანდისათვის კონსტანტინოპოლში [მივლინებული] დესპანისაგან ცნობილი გახდა, რომ ოსმალეთის სულთანი მსხვილ- მასშტაბიან შეტევას ამზადებდა დასავლეთზე, რომელიც ოქტომბერ- ში ვენის ალყით უნდა დამთავრებულიყო, – ფერდინანდი შეუდგა ჯა- რისა და დახმარების მოძიებას თავის მრავალფეროვან მოკავშირე- ებს შორის“1. ამ მიმართულებით თავის ჩვეულ ადგილს იკავებდა სე- ფიანთა ირანი. ჟან დე ბალბის მისიის შემდეგ აღმოსავლეთთან დიპ- ლომატიურ ურთიერთობებში ინიციატივა ახლა ფერდინანდმა აიღო2.
„დაახლოებით 1529 წელს, როცა ოსმალთა ჯარი უნგრეთში მიემარ- თებოდა, ფერდინანდმა შაჰთან გაგზავნა ორი დესპანი: აღმოსავ- ლელი პიეტრო დე ნეგრო (Pietro de Negro) და დალმაციელი საიმონ დე ლილისი (Simon de Lillis)“3. ეს ორი დესპანი შაჰ თამაზთან, რო- გორც ირკვევა, სხვადასხვა გზით ჩავიდა. გარკვეულია, რომ პიეტ- რო დე ნეგრო4 სეფიანთა შაჰს შეხვდა 1530 წლის მაისის ბოლოს, ბაღდადში5. შაჰმა ელჩს თანხმობა განუცხადა მეფე ფერდინანდთან ოსმალების წინააღმდეგ ერთიანი შეტევის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე6. ეს თანხმობა ეფუძნებოდა შემდეგ პირობას: „როცა ფერ-

1  David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs
and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 41.
2  იქვე, 43.
3 Neck Rudolf. Diplomatische Beziehungen zum Vorderen Orient unter Karl V. Mitteilungen des Öster- reichischen Staatsarchivs 5 (1952), 72; 85-86; Palombini Barbara. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 453- 1600, 70-71; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 44.
4 ლაიოშ ტარდი მიიჩნევს, რომ პიეტრო დე ნეგროს მისია შედგა 1527 და 1529 წლებს შორის (Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 196).
5 Barbara Palombini. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 453- 1600, 70; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 44.
6 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 44.
 
დინანდი თავს დაესხმებოდა უნგრეთში ოსმალთა მიერ დაკავებულ მიწებს, შაჰ თამაზი მაშინ შეუტევდა სირიას“1. თუკი ფერდინანდი გა- მოაგზავნიდა სურსათ-სანოვაგით სავსე ხომალდს2, ასევე, თუ „...პო- ზიციებს რამდენიმე სამხედრო გალეონით“ გაამაგრებდა3, მაშინ ირ- ანის ჯარს შეეძლო ეგვიპტეს თავს დასხმოდა“4. შაჰმა ასევე პირობა დადო, რომ არასოდეს დადებდა ოსმალებთან ზავს და არც საზავო პირობებზე  მოლაპარაკებას  დათანხმდებოდა,  თუკი  ფერდინანდი ამას პირველი არ გააკეთებდა5. მეორე ელჩი კი, საიმონ დე ლილი- სი, ასევე 1529 წელს გაემგზავრა პრაღიდან და სეფიანთა დედაქა- ლაქ თავრიზისკენ გაემართა აღმოსავლეთ ევროპის6, რუსეთისა და კავკასიის7 გავლით. „ის თავრიზში ორი თვე ელოდა შაჰს, რომელიც ჯარს ახლდა და, ბოლოს და ბოლოს, გაემართა ბაღდადში, რათა მას შეხვედროდა“8. საიმონის მიერ წარდგენილი რწმუნების სიგელი სამეფო კარზე მყოფმა პორტუგალიელმა სტუმარმა გადათარგმნა. კიდევ ერთხელ გაოცდა სამეფო კარი, დესპანი რომ საჩუქრების გა- რეშე ჩამოვიდა9, მაგრამ ის მაინც თავაზიანად მიიღეს. შაჰ-თამაზმა

1 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs
and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 44; Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 196.
2 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 44.
3 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 196.
4 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 44.
5 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 196.
6 Neck Rudolf. Diplomatische Beziehungen zum Vorderen Orient unter Karl V. 72 ; Palombini, Barbara. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 453-1600, 68.
7 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 44.
8 იქვე, 45.
9 როგორც ჩანს, ელჩები (პიეტრო დე ნეგრო და საიმონ დე ლილისი) საჩუქრების გარეშე ეახლნენ ირანის სეფიანთა შაჰს – თამაზს. ასეთი ელჩობა მაშინდელი დიპლომატიური პრაქტიკის თანახმად, შეიძლება ცრუ ელჩობებად მიეჩნიათ. მიუხედავად ამისა, თამაზმა ისინი თავაზიანად მიიღო. ჩვენი ვარაუდით, შაჰის გაკვირვება იმით, რომ ისინი საჩუქრების გარეშე ჩავიდნენ, ელჩებმა ალბათ საშიში გზებით ახსნეს. ამ მხრივ შაჰ-თამაზის რჩევა პიეტრო და ნეგროსთვის, რომ მომავალში „...დესპანებს... უფრო უსაფრთხო მარშრუტი რუსეთის გავლით აერჩიათ და ისინი თავიანთი ქვეყნიდან ჩაიტანდნენ საგნებს“, უფრო შემპარავი დიპლომატიურობით საჩუქრის მოთხოვნას წარმოადგენდა (David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 45). ასეა თუ ისე, ეს ფაქტი ფერდინანდის რეპუტაციას ყველაზე საუკეთესო კუთხით არ წარმოაჩენდა (Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 197).
 
განაცხადა, რომ სწადია დარჩეს მეფე ფერდინანდის მტკიცე მეგობ- რად. ის დაჰპირდა ერცჰერცოგს სამხედრო დახმარებას, „იმ პირო- ბით, თუ ისინი [ავსტრიელები] სწრაფად მოემზადებიან და გამოვ- ლენ თურქების წინააღმდეგ“1.
ამ მოვლენების კონტექსტში ჩვენთვის უმთავრესად საინტერე- სოა ის ამბავი, რომ რუსეთის გავლით თავრიზისკენ მიმავალი დეს- პანი საიმონ დე ლილისი, როგორც მისი ანგარიშიდან2 ჩანს, ასევე
„...ეწვია ერთ-ერთ ქართველ მმართველს“, როგორც ის წერს, ირან- თან ახლოს [მდებარე ქართველთა ქვეყნის] იმპერატორს3. ამასთან დაკავშირებით უნგრელი ისტორიკოსი, პროფ. ლაიოშ ტარდი წერს:
„ალბათ, ეს იყო კახეთის (აღმოსავლეთ საქართველოს) მეფე ლევა- ნი. საქართველოს ხელმწიფემ თბილად მიიღო დესპანი და მისი (დესპანის, ავტ.) მეშვეობით საუკეთესო სურვილები შეუთვალა ფერ- დინანდს. გარდა ამისა, ის დაჰპირდა, რომ, თუ უნგრეთის მეფე თურ- ქების წინააღმდეგ  დაიძვრებოდა, ამ უკანასკნელთ  ტრაპიზონში აჯ- ანყებას მოუწყობდა“4. ეს წყარო არ გვაძლევს კატეგორიულად იმის თქმის საშუალებას, რომ საიმონ დე ლილისის ელჩობის გეგმაში შე- დიოდა კახეთის მეფე ლევანთან დიპლომატიური მოლაპარაკებე- ბის გამართვა. ჩვენ არც ის ვიცით, თუ სად და რა ვითარებაში მოხ- და ეს შეხვედრა. თუ ვირწმუნებთ იმ აზრს, რომ დესპან საიმონ დე ლილისს ევალებოდა შაჰ თამაზთან და ლევან კახთა მეფესთან მო- ლაპარაკება5, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ უნგრეთის კარზე და- იგეგმა ქართველ სუვერენთან შეხვედრა და ელჩმა ეს ამოცანა შეას- რულა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მეტი ალბათობით, ფერდინანდის ელჩის საიმონ დე ლილისის შეხვედრა კახეთის მეფესთან მხოლოდ იმ  მარშრუტის წყალობაა, რომლითაც თავრიზისაკენ მიმავალი ელ-

1 Neck Rudolf. Diplomatische Beziehungen zum Vorderen Orient unter Karl V, 86; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 45.
2 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 45.
3 „…imperator Giorgianis Vicino Perse“( Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 197, შენ. 2, 206).
4 Neck Rudolf. Diplomatische Beziehungen zum Vorderen Orient unter Karl V, 86; Tardy Lajos. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 197, შენ. 3, 206.
5 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 140.
 
ჩი გზად კახეთის სამეფოში მოხვდა. ჩვენი ვარაუდით, უფრო ეს მე- ორე ვარიანტი უნდა იყოს რეალური. ლევან მეფემაც ისარგებლა ამ შემთხვევით და თავისი  პოლიტიკური წონის  გაზრდის მიზნით ელჩს აღუთქვა, რომ ოსმალეთის სულთანს, ცხადია, ალიანსის ინტერესე- ბის სასარგებლოდ, ტრაპიზონის მცხოვრებლებს აუჯანყებდა. ამას- თან დაკავშირებით პროფ. ე. მამისთვალიშვილი გამოთქვამს ვარა- უდს, რომ „ტრაპიზონში“ კახეთის მეფე „...დასავლეთ საქართველოს გულისხმობდა“1. განავრცობს რა ამ აზრს, ე. მამისთვალიშვილი ას- კვნის: „მაშასადამე, ლევან მეფის ნათქვამი უნგრეთის მეფის ელ- ჩებს2 უნდა გაეგოთ ასე: არა მხოლოდ ქართლი და კახეთი, არამედ ოსმალეთის გავლენის ქვეშ მყოფი დასავლეთი საქართველოც მის წინააღმდეგ იბრძოლებსო“3. ამ ვარაუდს პრინციპულად სადავოდ არ ვხდით, მხოლოდ ვსვამთ კითხვას: რატომ არ შეიძლება „ტრაპი- ზონი“ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ და მასში არ ვიგულის- ხმოთ დასავლეთი საქართველო? ვფიქრობთ, ეს სრულიად შესაძ- ლებელია. ჩვენი აზრით, ლევან კახთა მეფემ ფერდინანდის ელჩს უთხრა, რომ არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ ტრაპიზონ- საც ფეხზე დავაყენებო, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა რე- ალობას. შესაძლებელია, ამ ანტიოსმალური წინადადებით კახეთის მეფე თავისი პოლიტიკური წონის გაზრდასა და შაჰის კეთილგან- წყობის მოპოვებას შეეცადა. საერთოდ კი, ლევან მეფის ეს განცხა- დება მეტ-ნაკლებად მაინც გამოხატავს ქართველი პოლიტიკოსის დამოკიდებულებას და სიტყვიერ მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღ- ოს საერთო ქრისტიანულ საქმეში. პროფ. ლ. ტარდი სავსებით მარ- თებულად მიიჩნევს, რომ ეს მოლაპარაკებები ირანთან და საქარ- თველოსთან საკმაოდ უმნიშვნელო იყო4, მაგრამ გარკვეული  აზრი მაინც აქვს საქართველო-უნგრეთის კონტაქტების საწყისი ეტაპის განსაზღვრის, ასევე, ავსტრიულ დიპლომატიასთან ურთიერთობის

1 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 141.
2 პროფ. ე. მამისთვალიშვილს მიაჩნია, რომ პიეტრო დე ნეგრო და საიმონ დე ლილისი ერთად ჩავიდნენ ირანში, ერთად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს შაჰ თამაზთან და ლევან კახეთის მეფესთან (ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 140).
3 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 141.
4  Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century. Hungarian diplomacy in the East, 197.
 
თვალსაზრისით. მეტიც, ფერდინანდის დესპანი, ცხადია, ქართვე- ლი მეფის მზაობას საერთო ქრისტიანულ საქმეში მონაწილეობის მისაღებად უყურადღებოდ არ დატოვებდა, რაც საქართველოს, რო- გორც ანტიოსმალური ძალის მიმართ ოპტიმისტური განწყობის შექ- მნის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კერძოდ, ხსენებულ დესპანთა ანგარიშები მეფე ფერდინანდისა და იმპერატორ კარლ V-სათვის დამაიმედებელი მაინც იქნებოდა, რადგან, მართალია, „...ვენამ 1529 წლის ალყას გაუძლო, მაგრამ თურქეთის ჯარის დაბრუნების საფ- რთხე ჯერ კიდევ არსებობდა“1.
ამ ვითარებაში, როცა დაიწყო საუკუნოვანი დაპირისპირება რო- მის საღვთო იმპერიასთან, ჰაბსბურგი ძმები ოსმალების წინააღ- მდეგ მოქმედების სტრატეგიას განიხილავდნენ, მაგრამ თანხმობას ვერ აღწევდნენ. ფერდინანდს მთელი უნგრეთის დაბრუნება უნდო- და და ამისათვის გაბედული შეტევის მომხრე იყო, ხოლო კარლ V თავდაცვით პოლიტიკას უჭერდა მხარს2. თუმცა იმპერატორის პოზი- ცია შეიცვალა მას შემდეგ, როცა პიეტრო ნეგროსა და საიმონ დე ლილისის ცნობებმა იმედები გააჩინა, და ამავე დროს, ოსმალებმა სამხედრო სამზადისი დაიწყეს3. აღნიშნულ გარემოებათა გათვა- ლისწინებით, ჰაბსბურგების ამ იმედს, ალბათ, კახეთის მეფის დაპი- რებაც ასაზრდოებდა.
1531-1532 წლებში ქრისტიანულ ევროპაში ვრცელდებოდა ხმები ოსმალების საბრძოლო მზადებაზე და რეალურად მიიჩნევდნენ ახ- ალი თავდასხმის საფრთხეს4. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშ- ვნელობა ჰქონდა „უქრისტიანეს“ მეფეს, ფრანსუა I-სა და იმპერატორ კარლ V-ს შორის საერთო ენის გამონახვას. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ორი ქრისტიანული ძალის ბრძოლა უნივერსალური იმპე- რიის5 შექმნის გზაზე კარგად გამოიყენა სულტანმა სულეიმან I-მა

1 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 46.
2 იქვე.
3 იქვე.
4 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 41
5 ფრანსუა I რომის საღვთო იმპერიის ტახტისათვის ბრძოლაში მტკიცე მეტოქეობას უწევდა კარლ V-ს ჰაბსბურგთა დინასტიიდან. იმპერატორის არჩევნების წინ ფრანსუა იყენებდა ოსმალების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის არგუმენტს. მან განაცხადა, თუ იმპერა- ტორად აირჩევდნენ, სამი წლის შემდეგ სათავეში ჩაუდგებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობას
 
და 1526 წლის 29 აგვისტოს სასტიკად დაამარცხა უნგრელები მოჰაჩ- თან, რის შედეგადაც ქვეყნის დიდი ნაწილი ოსმალეთის საფაშოდ იქცა. ამან ვენა და ჰაბსბურგების საზღვრის დაცვა სერიოზული საფ- რთხის ქვეშ დააყენა.1 ახლა ავსტრია უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ჩრდილოეთ აფრიკა, რომლის დასაცავად გამიზნული ჯვა- როსნული საშუალებები ახლა ფერდინანდ ავსტრიელს, კარლ V-ის ძმას, გადაეცა. ესპანეთის ეკლესიამ კი ავსტრიის დასაცავად დიდი სუბსიდიები გაიღო.2
უნგრეთის დაცემაში კარლ V პასუხისმგებლობას საფრანგეთის მეფეს აკისრებდა3. თუ ვირწმუნებთ თანადროული ოსმალური ქრო- ნიკების მტკიცებას, რომ ესპანეთის მეფის ტყვეობაში მყოფი ფრან- სუა I-ის თხოვნა4 იყო მთავარი მიზეზი უნგრეთის წინააღმდეგ 1526 წლის სამხედრო კამპანიისა5, მაშინ უდავოდ უნდა ვერწმუნოთ, რომ მოჰაჩის მარცხში საფრანგეთის მეფეს ლომის წვლილი მიუძღოდა. კარლ V-ის წინააღმდეგ ოსმალეთის სულტნისადმი დახმარების თხოვნით ქრისტიანთა თვალში საფრანგეთი კარგავდა ჯვაროსნუ- ლი ლაშქრობის ლიდერის ისტორიულ როლს.
იმის გამო, რომ ევროპული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწი- ლიც იზიარებდა კარლ V-ის აზრს,   ფრანსუა I-მაც გარკვეულწილად შეცვალა თავისი პოლიტიკა და მომდევნო რამდენიმე წლის განმავ- ლობაში პორტასთან მხოლოდ ირიბი ურთიერთობებით შემოიფარ- გლებოდა6. 1532 წლის დასაწყისში საფრანგეთის მეფემ წმინდა ტახ- ტის წინაშე ფიცი დადო, რომ ქრისტიანულ სამყაროს უყოყმანოდ

და კონსტანტინოპოლს დაიპყრობდა. მიუხედავად ამისა, 1519 წელს იმპერატორად აირ- ჩიეს კარლ V, რაც მისთვის დიდი წყენის საგანი გახდა. (Nihat Çelik. Muslims, Non-Muslims and Foreign Relations: Ottoman Diplomacy, 20).
1 Aurelio Espinosa.The Grand Strategy of Carles V (1500-1558): Castile, War, and Dynastic Priority in the Mediteranean. Journal of Early Modern History, 9, 3-4, (Bril, 2005), 257.
2 იქვე.
3 იქვე, 39.
4  პავიასთან (1525 წ.) ბრძოლის დროს ესპანეთის მეფის მიერ დატყვევებული ფრანსუა I- ის დედამ ლუიზა სავოიელმა სულტან სულეიმან I-ს მიმართა თხოვნით დახმარებაზე. ევროპაში მომხდარმა ამ ახალმა ამბავმა ოსმალეთის იმპერია ევროპული პრობლემების პირისპირ დააყენა (Emecen F. “Sultan Süleyman Çağı ve Cihan Devleti”, Türkler, C. 9, Yeni Türkiye Yayınları, (Ankara, 2002), 504).
5  Nihat Çelik.Muslims, Non-Muslims and Foreign Relations: Ottoman Diplomacy, 21.
6 Ernest Charrière. Négociations de la France dans le Levant, tome I, (Paris, 1848), 187; Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 41.
 
დაიცავდა, „...წინ აღუდგებოდა თურქებსა და ურწმუნოებს და პაპს თავის ადგილზე დააბრუნებდა“. ასევე სხვა კეთილ და წმინდა საქმე- ებს გააკეთებდა, რადგან მან მიიღო „ყველაზე უქრისტიანესის“ ტი- ტული და მას წინამორბედების მსგავსად შეინარჩუნებდა“1. ეს უკან- ასკნელი ასევე პირობას დებდა, რომ პირადად მიიღებდა ოსმალე- ბის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 50 ათასი ქვეითით, 3 ათასი მხედრით, საკმარისი რაოდენობის არტილერიით, საბრძოლო მასა- ლით და ამ საქმეს სიცოცხლეს შესწირავდა2.
მართალია, პაპის თხოვნას საფრანგეთის მეფე დიდი ღვთისმო- საობით გამოეხმაურა, პირობას დებდა, რომ ოსმალების წინააღ- მდეგ იბრძოლებდა საერთო ქრისტიანული საქმისათვის, მაგრამ უარს ამბობდა დახმარებოდა იმპერატორს3. ის „...მზადყოფნას გა- მოხატავდა, დახმარებოდა პაპს, განსაკუთრებით ურწმუნო თურქებ- თან ბრძოლაში“4. ამასთან, ფრანსუა I დიპლომატიურად ცდილობ- და ოსმალებისათვის მისი მხარდაჭერის გამო დარხეული ხმების გა- ნეიტრალებას5. როგორც ჩანს, ამ მიზანს საბოლოოდ ვერ აღწევდა და „... კარლ V-ისგან განსხვავებით, მხარს უჭერდა პრაქტიკულ თვალ- საზრისს, რომ ხანდახან ქრისტიანული სამყაროს საუკეთესო ინტე- რესებისათვის თურქებთან დროებითი მშვიდობაა საჭირო“6. ჩვენი აზრით, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა თავისი დიპლომატია ისე ააგო, რომ, ერთი მხრივ, პაპისა და ფართო საზოგადოების თვალში თავი წარმოეჩინა ქრისტიანული სამყაროს იდეალების დამცველად, ხოლო მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ოსმალებთან მოკავშირეობის გამო საერთო გაკიცხვის საგანი აღარ ყოფილიყო, კარლ V-ის ბრძო- ლას ოსმალების წინააღმდეგ უსარგებლო საქმედ მიიჩნევდა. მეფის უშუალო ზრუნვის საგანი იყო ევროპაში ძალთა ბალანსის დაცვა,

1 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 41.
2 Ernest Charrière. Négociations de la France dans le Levant, t. I, 187; Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 41.
3 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal 42.
4  იქვე, 43.
5  Ernest Charrière. Négociations de la France dans le Levant, t. I, 188-190.
6 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 43.
 
რაც, ცხადია, ქრისტიანული სამყაროს იდეალების თანმიმდევრულ დამცველად  ვერ  წარმოაჩენდა.  საკუთრივ,  ეს  პოლიტიკა  გამო- რიცხავდა ევროპის ორი დიდი ქრისტიანული სახელმწიფოს საფ- რანგეთისა და რომის საღვთო იმპერიის ძალების გაერთანებას ოს- მალეთის წინააღმდეგ, რასაც ეს უკანასკნელი ოსტატურად იყენებ- და თავის ინტერესებში. უფრო მეტიც, ფრანგ მოკავშირეს ოსმალები ფინანსურადაც ეხმარებოდნენ. „1533 წელს სულტანმა სულეიმან I-მა ფრანსუა I-ს 100 000 ოქროს მონეტა შესთავაზა იმპერატორ კარლ V- ის წინააღმდეგ კოალიციის მხარდასაჭერად“1.
ასეთ ვითარებაში იტალიაში ოსმალების შეჭრის საფრთხე იმდე- ნად რეალური ჩანდა, რომ 1532 წელს პაპი კლიმენტ VII (1523-1534) ავინიონში აპირებდა გადასვლას2. პირველწყაროების თანახმად, საფრანგეთის დიპლომატიის ძალისხმევით ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული3. ამასთან დაკავშირებით მართებულად შენიშნავს ა. პიჩირილო, რომ აღნიშნული კრიზისის დროს ქრისტიანული სამ- ყარო ოსმალეთთან საფრანგეთის ურთიერთობამ იხსნა4.
1532 წლის აპრილში იმპერატორი კარლ V პირადად გამოცხად- და რეგენსბურგის სეიმში და გერმანელი მთავრებისაგან ჯარის შეგ- როვებაში დახმარება მოითხოვა. „ეს ჯარი, რომელსაც პირადად იმ- პერატორი მეთაურობდა, მზად იყო სულეიმანის შეტევებს წინ აღ- სდგომოდა, მაგრამ ოსმალთა ჯარი პატარა ციხე-სიმაგრეში შეჩერ- და  და  სეზონის  დადგომისთანავე  სულეიმანმა  გადაწყვიტა,  უკან დაბრუნებულიყო“5. ამ ვითარებაში იმპერატორმა ფერდინანდს მოს- თხოვა, რომ სულთანთან მოლაპარაკება დაეწყო6, რადგან ოსმა- ლების წინააღმდეგ „მათი გაერთიანებული ძალა სუსტად“ მიაჩნდა7.

1  John Patrick Douglas Balfour, Lord Kinross. The Ottoman Centuries: The Rise and Fall of the
Turkish Empire. (New York, 1977), 174.
2 Ernest Charrière. Négociations de la France dans le Levant, t. I, 197; Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 43.
3  Ernest Charrière. Négociations de la France dans le Levant, t. I, 202-207.
4 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 44.
5 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 46.
6 იქვე.
7 Gábor Ágoston, Ottoman and Habsburg Military Affairs in the age of Süleyman the Magnificent. Georgetown University, p.19. https://www.academia.edu/38682935/Ottoman_and_Habsburg_Military_Af- fairs_in_the_age_of_S%C3%BCleyman_the_Magnificent.
 
მოვლენების ასეთი განვითარება, ჩვენი აზრით, შეიძლება იმით ყო- ფილიყო გამოწვეული, რომ ოსმალეთის დაზვერვამ, როგორც ეს მისთვის იყო დამახასიათებელი, როგორც ჩანს, ცრუ ხმები დაარ- ხია, თითქოსდა სეფიანთა შაჰსა და სულთანს შორის საზავო ხელ- შეკრულება დაიდო. ეს „...გონების ამრევი ხმები...“1 ვენეციის კონ- სტანტინოპოლელი ელჩის მეშვეობით გავრცელდა ევროპის სამე- ფოებში. ამ პერიოდში სეფიანთა ირანმა აღმოსავლეთ ანატოლიის თურქმენ და ქურთ ტომებს შორის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოს- მალთა სუვერენიტეტს2. სულეიმან I-ს, რომელიც ომის ზღვარზე აღ- მოჩნდა სეფიან მმართველთან, ბუნებრივია, აწყობდა დაზავება ფერ- დინანდთან და ეს უკანასკნელიც 1532 წლის დეკემბერში „..დათან- ხმდა ზაპოლიასთან და თურქებთან დაზავებას, რამაც სულეიმანს საშუალება მისცა ყურადღება სპარსეთისაკენ მიემართა“3.
1533 წლის 14 იანვარს რომის საღვთო იმპერიასთან ხუთწლი- ანი დროებითი ზავის რატიფიკაციის4 შემდეგ, რაც სულტანს აღმო- სავლეთში თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა5, სუ- ლეიმან I-მა უმალ დაიწყო თავისი პირველი სპარსული კამპანია (1533-1535), რომელიც ცნობილია, როგორც ერაყის ექსპედიცია6. ამ დროისათვის სულტანმა სულეიმანმა, რომელიც ოთხ ფრონტზე (ევ- როპა, ხმელთაშუა ზღვა, ირანი და ინდოეთის ოკეანე) ბრძოლისათ- ვის ემზადებოდა, განიზრახა აღმოსავლეთში სეფიანთა ირანის ექ- სპანსიონისტური პოლიტიკის იზოლაცია და ევროპული კამპანიების დროს „...ზურგში დამუქრებული პოტენციური საფრთხის აღკვეთა“7,

1  David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs
and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 46.
2 Gábor Ágoston, Ottoman and Habsburg Military Affairs in the age of Süleyman the Magnificent. Georgetown University, p.5. https://www.academia.edu/38682935/Ottoman_and_Habsburg_Military_Af- fairs_in_the_age_of_S%C3%BCleyman_the_Magnificent
3 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 46.
4 The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 241; Özer Küpeli. Ot- toman-Safavid Struggle on the Iraq- ı Arab (XVI-XVIIth Centuries). History Studies. International Journal of History. Ortadoğu Özel Sayisi/ Middle East Special Issue 2010, 230.
5  Cambridge History of Turkey. Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 33.
6 Özer Küpeli. Ottoman-Safavid Struggle on the Iraq- ı Arab (XVI-XVIIth Centuries). History Studies. International Journal of History, 229.
7 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 241.
 
როცა ის მონაწილეობდა ევროპის კამპანიებში. ეს ამოცანა წარმა- ტებით მაშინ გადაიჭრებოდა, თუკი მდ. ევფრატი სეფიანთა ირანთან ბუნებრივ საზღვრად გადაიქცეოდა. შემდეგ უნდა მომხდარიყო აზ- ერბაიჯანისა (დღევ. ირანის აზერბაიჯანზეა საუბარი) და ერაყის დაპყრობა1. სულეიმანისთვის ეს ორი საკითხი პრინციპული მნიშ- ვნელობის მქონე იყო და განსაზღვრა კიდეც სეფიანებთან ბრძოლა სულთან სულეიმანის მმართველობის დროს2. ამ იდეის რეალიზაცი- ას დასჭირდა სამი დიდი და ძვირადღირებული კამპანია3.
პირველი კამპანია (1533-1535 წწ.) მცირე ძალების მქონე, არას- ტაბილურ მდგომარეობაში მყოფი და სუსტი შაჰ თამაზისთვის, მიუხ- ედავად მისი „გადაბუგული მიწების“ სტრატეგიისა, მაინცდამაინც ეფექტიანი არ აღმოჩნდა. მიუხედავად შაჰის მიერ დასავლეთის სა- ხელმწიფოებთან კავშირის სრული მზაობისა4, „ამჯერადაც ოსმალ- თა შემოსევას სპარსეთი ევროპის დახმარების გარეშე შეხვდა“5. 1534 წლის ივლისში ოსმალო დიდვეზირმა იბრაჰიმ-ფაშამ უბრძოლვე- ლად დაიკავა თავრიზი6, ორი თვის შემდეგ კი სულეიმანი მივიდა ქა- ლაქში, რადგან ჯარისკაცებს ვერ გაეგოთ,  რატომ არ ედგა სულთა- ნი ჯარს სათავეში და ეს ერთგვარ მითქმა-მოთქმას იწვევდა7. ჰამა- დანის გავლით სულეიმანი შევიდა ბაღდადში, რომელიც ამავე წლის 28 ნოემბერს უბრძოლველად დანებდა8. „ერაყის დაპყრობით ოსმა- ლებმა სპარსეთის ყურეში გასასვლელი მოიპოვეს და მნიშვნელო- ვანი სავაჭრო აქტივი მიიღეს“9. ამან საფუძველი ჩაუყარა სპარსე-


1 Özer Küpeli. Ottoman-Safavid Struggle on the Iraq- ı Arab (XVI-XVIIth Centuries). History Studies. International Journal of History, 230.
2 Adel Allouche. Osmanlı-Safevi İlişkileri, Kökenleri ve Gelişimi, (çev. Ahmet Emin Dağ),( İstanbul 2001), 114-115.
3 Özer Küpeli. Ottoman-Safavid Struggle on the Iraq- ı Arab (XVI-XVIIth Centuries). History Studies.
International Journal of History, 230.
4 Rudi Mathee. Distant Allies: Diplomatic Contacts between Portugal and Iran in the Reign of Shah Tahmasb, 1524-1576. Portugal, the Persian Gulf and Safavid Persia, 228.
5 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 47.
6 Cambridge History of Turkey. Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 35.
7 იქვე, 120.
8 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 241; Cambridge Hostory of Turkey. Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 35.
9  Cambridge History of Turkey. Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 35.
 
თის ყურეში ოსმალთა ექსპანსიონიზმს და პორტუგალიელებთან კონკურენციას1. ასევე,  „ბაღდადზე ოსმალთა კონტროლის ერთ-ერ- თი შედეგი ის გახლდათ, რომ ევროპასა და სპარსეთს შორის სახ- მელეთო მარშრუტი ეფექტიანად დაიკეტა. ამის შემდეგ დიპლომა- ტებს უნდა ემოგზაურათ ან აფრიკის შემოვლით ზღვით, ან რუსეთი- სა და კავკასიის გავლით, ანდა ინკოგნიტოდ უნდა ემოგზაურათ მო- წინააღმდეგის  ტერიტორიის  გავლით“2.  ეს  სირთულეები  საკუთარ თავზე გადაიტანა მიკელე მემბრემ, რომელიც თავის კორესპონდენ- ციებში ადასტურებს, რომ ოსმალები ირანის საზღვარზე არავის ატ- არებდნენ3. მიუხედავად ამისა, მკაცრმა კლიმატმა, ოსმალთა ჯა- რებს შორის კომუნიკაციის სირთულემ  და ჯარის მატერიალურ-ტექ- ნიკური  უზრუნველყოფის  საკითხის  მოუგვარებლობამ,  სეფიანთა დაპყრობილ ტერიტორიაზე, ერაყის გარდა, ოსმალთა სამხედრო ძა- ლების დარჩენა შეუძლებელი გახადა4. ასე რომ, ეს არ იყო შაჰ თა- მაზის სრულად დამარცხება და ოსმალებისთვის ზურგიდან სპარსუ- ლი საფრთხე კვლავ არსებობდა. ირანის ტერიტორიული დანაკარ- გები, რაც სეფიანების სულტან სულეიმან I-თან (1520-1565) 1533-35 წლების ომს მოჰყვა, ძირითადად მესოპოტამიის ტერიტორიაზე მიმ- დინარე კამპანიამ გამოიწვია.  თუმცა  ეს ომი გარკვეულწილად ქარ- თულ სივრცესაც შეეხო. 1534 წელს ოსმალებმა დაიპყრეს არზრუმი, ყარსი, მთელი აზერბაიჯანი და ბაღდადი, 1536 წელს – ტაოსა და კლარჯეთის ტერიტორიები. ამ კამპანიის წარმატებით დასრულებამ ხელ-ფეხი გაუხსნა სულტანს, რომ ყურადღება მთლიანად ევროპულ საქმეებზე გადაეტანა.
ირან-ოსმალეთის ომის დროს, 1535 წლის ივნისში იტალიის სანა- პიროზე გამოჩნდა ოსმალეთის ფლოტი, რამაც რომის პაპი პავლე III

1 Rudi Mathee. Distant Allies: Diplomatic Contacts between Portugal and Iran in the Reign of Shah Tahmasb, 1524-1576, 227.
2 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 47
3 Michele Membre, Relazione di Persia (1542), Studi e Materiali Sulla Conoscenza Dell’Orientale in Italia, Presentazione di Gianroberto Scarcia, Instituto Universitario Orientale, (Napoli, 1969), 13.
4 The Cambridge History of Iran. Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 241-242; Ahmad Guliyev. The Ottoman Fortification of Ganja and Provincial Administration of Ganja- Qarabagh Province in the Late Sixteenth Century. OTAM, 39 /Bahar 2016. Journal of The Center for Ottomans studies. Ankara University, (Ankara. 2016), 2.
 
(1534-1549) ერთობ შეაშფოთა. მან დაუყოვნებლივ მისწერა კარლ V- ს წერილი, რომელშიც აუწყებდა: „შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ იმ მომენტისათვის, როცა თქვენი უდიდებულესობა ამ წერილს წაიკ- ითხავს, ჩვენ შევიტყობთ, რომ მან (სულეიმან I, ავტ.) გადმოცურა და იტალიის მიწაზე დაადგა ფეხი“1. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალებ- თან ურთიერთობის მეშვეობით ფრანსუა I კარლ V-ის წინააღმდეგ მოქმედებას არ წყვეტდა2, იმპერატორმა 1535 წლის 14 ივლისს წარ- მატებით განახორციელა „...ჯვაროსნული ლაშქრობა...“ და ხელთ იგ- დო ტუნისი3, რითაც საშუალება მიეცა, შეეკავებინა ფაშა ჰაირედდინ ბარბაროსას იერიში ხმელთაშუა ზღვაზე. „აგვისტოს დასაწყისში ტუნისთან გამარჯვება რომში სამადლობელი ლოცვებითა და ფეიერ- ვერკებით აღინიშნა“4. თანამედროვეთა ცნობით, ამ კამპანიის მნიშ- ვნელოვანი ასპექტების აღსაბეჭდად კარლ V-ს დაუქირავებია ჰო- ლანდიელი მხატვარი იან კორნელის ვერმეიენი (1500-1559)5. ეს გა- მარჯვება იმპერატორის პროპაგანდისტებმა წარმოადგინეს, „...რო- გორც სარწმუნოების მტრების წინააღმდეგ ძლევამოსილი ჯვაროს- ნული ლაშქრობა“6. მხატვრებმა, პოეტებმა და მემატიანეებმა კი იმ- პერატორი შეამკეს, როგორც სარწმუნოების დამცველი, „ოსმალე- ბის გამანადგურებელი“ და „აფრიკის დამმორჩილებელი“7. მართა- ლია, ტუნისის აღება კარლ V-ის კარიერაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო8, მაგრამ როგორც კი შაჰ თამაზმა ამავე წელს დროებ- ითი ზავი დადო ოსმალებთან, სულეიმანმა, საფრანგეთის მეფის და-

1 Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204–1571) , vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, (Philadelphia, 1984), 431.
2 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 45.
3 Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204–1571) , vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, 397.
4 Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204–1571) , vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, 397.
5 Hendrik J. Horn, Jan Cornelisz Vermeyen, Painter of Charles V and His Conquest of Tunis: Paintings, Etchings, Drawings, Cartoons and Tapestries Doornspijk, the Netherlands: (Davaco Publishers, 1989), 183.
6 A History of the Crusades. Vol. III. The fourteenth and fifteenth centuries. Edited by Harry W. Hazard.Kenneth M. Setton, general editor. The University of Wisconsin Press, (1975), 98.
7 A History of the Crusades. Vol. III. The fourteenth and fifteenth centuries. Edited by Harry W. Hazard.Kenneth M. Setton, general editor, 98. დაწვრ. იხ: Hendrik J. Horn, Jan Cornelisz Vermeyen, Painter of Charles V and His Conquest of Tunis, 183-184.
8  Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204-1571),V. III, 398.
 
ჟინებითი მოთხოვნით, კვლავ დაიწყო ომი ხმელთაშუაზღვისპირა ევროპასთან.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 1536 წელს საფ- რანგეთ-ოსმალეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ წლის თებერვალში საფრანგეთმა ოსმალეთთან დადო კომერციული, პო- ლიტიკური და სამხედრო შეთანხმება, რომელიც ხშირად იწოდება, როგორც 1536 წლის კაპიტულაცია1. ამან პორტა ჩართო ევროპის ალიანსთა თამაშში და ერთიანი ფრონტით მის წინააღმდეგ დასავ- ლეთის გამოსვლას აზრი დაუკარგა.2
ამ საკითხზე აქ არ განვავრცობთ მსჯელობას, თუმცა ვიზიარებთ თვალსაზრისს, რომ ამ კაპიტულაციის „ხელშეკრულებამ3 საფუძვე- ლი ჩაუყარა აღმოსავლეთში საფრანგეთის მომავალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ4 პრივილეგიებს“5. აქვე, გვსურს, განვა- ზოგადოთ ეს მოვლენა და დავასკვნათ: სულტან სულეიმან I-სთვის, როგორც გამჭრიახი პოლიტიკოსისა და დიპლომატისათვის, საფ- რანგეთის უქრისტიანესი სამეფოს მოკავშირეობას, თუნდაც მისთვის ბოძებული პრივილეგიების ხარჯზე, შეეძლო შეექმნა შთაბეჭდილე- ბა, რომ ის არ ეწეოდა საღვთო ომს ქრისტიანების წინააღმდეგ, რაც პაპის კურიასთან ოსმალეთის ურთიერთობის შემარბილებელ ფაქ- ტორადაც შეიძლებოდა წარმოჩენილიყო. ეს ნიღაბი, თავის მხრივ, საფუძველს აცლიდა ევროპა-ოსმალეთის ურთიერთობაში რელიგი- ური ფაქტორის მნიშვნელობას, მით უმეტეს ჯერ კიდევ ცოცხალი ჯვაროსნული ლაშქრობის იდეას, რომელიც თეორიულ მსჯელობებ- ში აგრძელებდა არსებობას. ამასთან დაკავშირებით სრულიად ვე- თანხმებით იმ აზრს, რომ „ამ ხელშეკრულებით სულეიმანი, ფაქტობ- რივად, შლიდა რელიგიურ ფაქტორს ქრისტიანულ სახელმწიფოებ-

1 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 46.
2   José Manuel Floristán Imízcoz. Bizancio Después de Bizancio”: La Herencia Imperial de Constintinopla y la Politica Exterior de los Austrias Españoles (1517-1621). Baetica Renascens. Volumen II, (Cádiz- Málaga, 2014), 869.
3      ამ ხელშეკრულების ძალით პირველად მოხდა, რომ ქრისტიანი მონარქი ოსმალეთის სულტნის თანასწორად იქნა აღიარებული (Nihat Çelik.Muslims, Non-Muslims and Foreign Relations: Ottoman Diplomacy, 21).
4  საფრანგეთის მეფე იერუსალიმში წმინდა ადგილების მცველად იქნა აღიარებული.
5 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 46.
 
თან ურთიერთობაში და გზას უხსნიდა თანამედროვე მსოფლიოსათ- ვის დამახასიათებელ დიპლომატიურ ურთიერთობებს. რაც მთავა- რია, ოსმალეთის კარისათვის შეურიგებელ მტრად მიჩნეულ პაპის კურიასაც კი გზა ეხსნებოდა თანამშრომლობისაკენ“1. კიდევ მეტი, ასეთი დიპლომატიით სულტანმა სულეიმან I-მა „სათავე დაუდო ან- ტიჰაბსბურგული სახელმწიფოებისადმი ერთგულების უზრუნველყო- ფის სტრატეგიას   არა ფორმალური ხელშეკრულებებისა და კავში- რების  მეშვეობით,  არამედ  მათთვის  კომერციული  პრივილეგიების ბოძებით.”2 „თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ გზის დასაწყისად მივიჩნი- ოთ, რადგან XVI საუკუნეში, როდესაც ჯერ კიდევ მძლავრობდა შუა საუკუნეების  ტრადიციები,  ამის  რეალიზაცია  შეუძლებელი  იყო  და ურთიერთობებს მტრული განწყობილებები და ძველი იმპულსები მარ- თავდა“3.  თვითმყოფადობის  ანუ  საკუთარი  იდენტობისათვის  მებ- რძოლ პატარა საქართველოს კი ასეთი სახის საერთაშორისო ურთი- ერთობა დამოუკიდებელი მოქმედების ადგილს არ უტოვებდა. ამიტ- ომ ქართული სამეფოების როგორც ევროპული, ასევე აღმოსავლური საგარეო პოლიტიკისთვის რელიგიური ფაქტორის მნიშვნელობა არ შეცვლილა და ის მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში საგარეო ურთიერთობების უპირველეს განმსაზღვრელ ვექტორად რჩებოდა.
„1536-37 წლის ზამთარში იტალია თურქების გარდაუვალი შემო- სევის საფრთხის წინაშე იდგა“4. ეს საფრთხე გადაჭარბებული არ ყოფილა: 1537 წელსვე სამხრეთი იტალია (კალაბრია) ოსმალების სასტიკი თარეშის მსხვერპლი  გახდა და მალე მისი ბედი კორფუმაც გაიზიარა  –  ვენეციელთა  საკუთრებამ  ადრიატიკის  ზღვაში5.  ამის ფონზე კი საფრანგეთი ისევ ოსმალეთთან მეგობრობას ეძიებდა. ას- ეთ ვითარებასა და იმ მომენტში, როცა „...კარლ V და ფრანსუა I სა- ომარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ...“6 და ამ უკანასკნელს იმპე-

1 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of
Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 47.
2 Güneş Işıksel. Suleiman the Magnificent (1494 1566) file: ///C:/Users/ Administrator/ Downloads/ Suleiman_ the_Magnificient_1494_1566_pdf%20(1).pdf
3 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 47.
4 იქვე, 49.
5 Michele Membre, Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H. Morton) (Univ. of London, 1993), IX.
6 Седано Сиерра М.Х. История Церкви (1500-1900). Высшая Духовная Семинария «Мария – Царица Апостолов», (СПб., 2004), 76.
 
რატორი ქრისტიანობის პირველ მტრად თვლიდა1, პაპი პავლე III უცილობლად მიიჩნევდა საეკლესიო კრების ჩატარებას, რის შესახე- ბაც გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ ტახტზე ასვლისთანავე მიიღო2. კრება მანტუაში მოწვეული იქნა 1537 წლის 3 მაისს, ორი მიზნით: პირველი, გაეტარებინათ შიდა საეკლესიო რეფორმები და მეორე, მიეღწიათ პროტესტანტებთან შერიგებისათვის3. ამასთან ერთად, პა- პი პავლე III ყველა საშუალებას იყენებდა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ის ფრანსუა I-სა და კარლ V-ს არწმუნებდა, რომ შე- ეწყვიტათ დავა და ერთად ებრძოლათ ოსმალების წინააღმდეგ4. ეს ბუნებრივი იყო ტუნისის კამპანიის ფონზე, როცა ბევრნი, მათ შორის პაპი პავლე III... იმედოვნებდა, რომ აღნიშნული „...კამპანია მხო- ლოდ დასაწყისი იქნებოდა ისლამზე დიდი შეტევისათვის...“5. ასეთ ვითარებაში (1537 წ.) კარლ V-ს ისევ მოუწოდებდნენ, რომ სეფიანებ- თან დაედო კავშირი, რაც არ შედგა.6
1537 წლის მიწურულისთვის პროვანსსა და პიემონტში, ასევე ჩრდილოეთ ნიდერლანდებში 'უქრისტიანეს' მეფესა და იმპერატორს შორის ომის გაგრძელებას აზრი დაეკარგა. ოსმალთა საფრთხის გა- რიჟრაჟზე ყველაზე ხშირად გაისმოდა მტკიცე ზავისაკენ მოწოდე- ბა7. ამავე წლის ნოემბერში ქრისტიანობის უპირველესმა დამცველ- მა, პაპმა8 პავლე III-მ საფუძველი ჩაუყარა ოსმალთა წინააღმდეგ
„წმინდა ლიგას“, რომლის ინტერესებიდან გამომდინარე, პაპი იმპე- რატორ კარლ V-ს 1538 წლის 25 ნოემბრით დათარიღებულ წერილში ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა და აღუთქვამ-

1      თ. ხომასურიძე. XVI საუკუნის მედიტერანიზმი: ესპანეთის უნივერსალური მონარქიის და ოსმალეთის იმპერიის ანტაგონიზმი კარლოს V-ის და ფელიპე II-ის ხანაში. დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად (თბილისი, 2021), 133-134.
2 Nicola Ilaria Barbieri. Cultura letteraria intorno a Federico Gonzaga, primo Duca Di Mantova. Tesi di Dottorato. Università Cattolica del Sacro Cuore (Milano, 2011/2012), 29.
3  იქვე, 30.
4   იქვე.
5  Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204-1571),V. III, 398.
6 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela. Byzantion. Revue Internationale des Etudes Byzantines. Tome LXV, 503.
7  Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204-1571),V. III, 51.
8 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 61.
 
და ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დუკატის ოდენობით1. ფაქტობ- რივად, ამ ღონისძიებისათვის პაპი პავლე III ხარჯების მეექვსედს თავის თავზე იღებდა2. „წმინდა ლიგაში“ შედიოდნენ კარლ V, ფერ- დინანდ I, მალტის რაინდები, ვენეციისა და გენუის რესპუბლიკები. საფრანგეთი ლიგაში არ მონაწილეობდა3. 1538 წლის იანვარში ფრანსუა I და კარლ V დროებით ზავზე შეთანხმდნენ4. ახლა პაპს მტკიცედ სურდა, რომ ფრანსუა I შეერთებოდა „წმინდა ლიგას“ და ამ უკანასკნელს მოუწოდებდა პირადად შეხვედროდა იმპერატორს, რა- თა მათ საზავო ხელშეკრულება დაედოთ5. ამრიგად, პაპი პავლე III აქტიურად „...მონაწილეობდა ურწმუნოების წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვის თავდაცვით პოლიტიკაში...“6. სამწუხაროდ, საფრანგეთის უმ- აღლესი ხელისუფლების ერთ ნაწილს ასეთი დაზავება ქვეყნის საზი- ანოდ მიაჩნდა, რადგან, მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობდა იმპერა- ტორის მიზნების განხორციელებას და დიდ ზიანს მოუტანდა ოსმა- ლებს7. პაპმა და კარდინალებმა ენერგია არ დაიშურეს საფრანგე- თის „წმინდა ლიგაში“ ჩასაბმელად. შედეგად, 1538 წლის მაის-ივნის- ში ნიცაში ერთმანეთს შეხვდნენ პაპი პავლე III, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I და იმპერატორი კარლ V. პაპის მიზანი იყო ამ ორ სუვე- რენს შორის მტკიცე ზავის დადება და ოსმალების წინააღმდეგ „წმინ- და ლიგაში“ საფრანგეთის ჩაბმა. ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის მეფე და იმპერატორი შეთანხმდნენ სტატუს-კვოს საფუძველზე 10 წლით დაზავებაზე8. საბოლოოდ, კარლ V-მ და ფრანსუა I-მა პირობა დადეს, რომ „...ითანამშრომლებდნენ ქრისტიანული სამყაროს და-

1 Documents on the later Crusades 1274-1580. Edited and translated by Norman Housley. St. Martin’s Press. (New York,1996), 185-186.
2 Fabrizio Filioli Uranio. La squadra navale pontificia nella republica internazionale delle galere. Secoli XVI-XVII, (Roma, 2016), 119.
3  Ernest Charrière.  Négociations de la France dans le Levant, t. I, 357-358.
4  Knecht R.J. Renaissance Warrior and Patron: The Reign of Francis I (New York: 1994), 289-90.
5 Ernest Charrière. Négociations de la France dans le Levant, t. I, 363; თ. ხომასურიძე. XVI საუკუნის მედიტერანიზმი: ესპანეთის უნივერსალური მონარქიის და ოსმალეთის იმპერიის ანტაგონიზმი კარლოს V-ის და ფელიპე II-ის ხანაში, 133-135.
6 Fabrizio Filioli Uranio. La squadra navale pontificia nella republica internazionale delle galere. Secoli XVI-XVII, 117.
7 იქვე, 369.
8 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 51.
 
საცავად“1. ამრიგად, ისე ჩანდა, რომ 1538 წლის თებერვალში საბო- ლოოდ გაფორმებული „წმინდა ლიგა“2 მყარ საფუძველზე იდგა. ამ- ჯერადაც ფერდინანდმა „წმინდა ლიგის“ გეგმაში ირანიც ჩართო3, თუმცა რაიმე დოკუმენტი შაჰ თამაზთან ელჩობის გაგზავნის შესახებ დღემდე უცნობია. შესაძლებელია, ფერდინანდი ამ გადაწყვეტილე- ბის მიღებისას ეყრდნობოდა პიეტრო დე ნეგროსა და საიმონ დე ლილისის მისიების შედეგებს4. თუმცა, ოსმალეთის იმპერიასა და
„წმინდა ლიგის“ ფლოტს შორის პრევეზოს (1538 წ.) საზღვაო ბრძო- ლაში ამ უკანასკნელის სასტიკმა დამარცხებამ  ვენეციისთვის (რომ- ლის ტერიტორიული დანაკარგები ყველაზე თვალსაჩინო იყო ხმელ- თაშუაზღვისპირეთში სულეიმანის გააქტიურების შედეგად) აშკარა გახადა, რომ ეგეოსის ზღვაში არსებული სამფლობელოები უკვე  ძი- რითადად ოსმალთა ხელში იყო გადასული და ევროპელი მოკავში- რეები მისთვის თავს დიდად არ გამოიდებდნენ. საკუთრივ „წმინდა ლიგა“ ვენეციისათვის შველა არ იყო ოსმალებსა და საფრანგეთთან დაპირისპირებაში, ამიტომ ვენეცია შეეცადა მოკავშირე აღმოსავ- ლეთშიც (უკვე მერამდენედ – ირანულ სივრცეში) მოეძიებინა, ვინა- იდან ვენეციის რესპუბლიკის ფინანსური სიძლიერე ყოველთვის ვაჭ- რობით იყო განპირობებული და მის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემ- თხვევაში შეძლებდა, თუ ოსმალეთი ვენეციას აღმოსავლეთში თავი- სუფალი გადაადგილების ნებას დართავდა. ისიც საგულისხმოა, რომ სურსათით მომარაგების საკითხში ვენეცია გარკვეულწილად ოსმა- ლეთზე იყო დამოკიდებული – უპირატესად სწორედ იქიდან შემოტა- ნილ პროდუქტს მოიხმარდა; ვენეცია დიდხანს სარგებლობდა სუ- ლეიმანის ძლევამოსილი და გავლენიანი ვეზირის, იბრაჰიმ ფაშას კეთილგანწყობით, თუმცა მას შემდეგ, რაც 1536 წელს ის სიკვდი-

1 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“ The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 51.
2 Barbara Palombini. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 453- 1600, 76-77; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 47.
3 La copia de la carta que scriuio el Veneciano que vino del Sophi al emperador a último de agosto 1541. José Cutillas, Tea Khomasuridze, Mehmet Sait Sener, Gisela Ildefonso y Equipo CEDCS. http://www.archivodelafrontera.com/wp-content/uploads/2020/07/01-Michele-Membre-embajada-a- Persia-1539-1541.pdf
4 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 48.
 
ლით დასაჯეს, ვენეციას ოსმალეთთან მდგომარეობა დაუმძიმდა. სულეიმანი ვენეციას აიძულებდა, შეერთებოდა ოსმალეთ-საფრან- გეთის ალიანსს, უარის შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მის სამფლობელოებს აჩანაგებდა.
როგორც კი ოსმალეთი ღია დაპირისპირებაზე გადავიდა, ვენე- ციის „ათის საბჭომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დას- ჯდომოდა, როგორმე სანდო პირი მიევლინა სეფიანთა კარზე, რო- მელიც შეძლებდა შაჰ თამაზის დარწმუნებას, აღმოსავლეთიდან მე- ორე ფრონტი გაეხსნა ოსმალეთის წინააღმდეგ. ვენეციის ხელმძღვა- ნელობამ კვიპროსის (იმ დროს კვიპროსი ვენეციის სამფლობელო იყო) მმართველს დაავალა მოეძიებინა პირი, რომელიც უმოკლესი გზით აუცილებლად მოახერხებდა თავრიზში სეფიანებამდე ჩაღწე- ვას. თავდაპირველად შერჩეულ იქნა ვინმე სომეხი პირი1. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ანატოლიაში დიდწილად სომხები იყვნენ აბრე- შუმის  სატრანზიტო  ვაჭრობით  დაკავებულნი,  კარგად  იცნობდნენ როგორც ირანისა და ამიერკავკასიის შავი ზღვის აკვატორიას, ისე ლევანტის სივრცესა და ეგეოსის ზღვის აუზს, სადაც ვენეციას ჯერ კიდევ ჰქონდა სოლიდური სამფლობელოები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ევროპაში პაპ პავლე III-ის ინიციატივით, რო- გორც უკვე ითქვა, ოსმალებისა და ფრანგების წინააღმდეგ შეიქმნა
„წმინდა ლიგა“ (1538 წ. თებერვალი) პაპის, ვენეციის, კარლ V-ისა და მისი ძმის, ფერდინანდ ავსტრიელის ჩართულობით, იმავე წლის 29 აგვისტოს კვიპროსის მმართველს კიდევ ერთხელ ემცნო წერილო- ბით, რომ მოეძებნა მეორე საიმედო შიკრიკი2. როგორც ჩანს, ვენე- ცია კვლავაც დიდი იმედებს არ ამყარებდა მსგავს ლიგებზე, თავის
„თამაშს“ თამაშობდა და ალტერნატიულ გამოსავალზე უარს არ ამ- ბობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სომეხი შიკრიკი (სამწუხაროდ, უცნობია მისი ვინაობა) უკვე იყო გამოგზავნილი. მისი ბედი უცნო- ბია. შესაძლოა მანაც სხვა ელჩების ტრაგიკული ბედი გაიზიარა. შიკრიკი ძნელად, თუმცა მაინც მოიძებნა, და ეს იყო მიკელე მემ- ბრე, რომელსაც თურქეთსა და სირიაში მოგზაურობის გამოცდილე- ბა ჰქონდა.


1 Michele Membre, Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H. Morton), X.
2 იქვე.
 

§2.  ევროპის საიდუმლო დესპანი საქართველოზე გავლით  ირანში – მიკელე მემბრე
დასახული მიზნის მისაღწევად 1539 წლის 1 მარტს1 სეფიანთა კარზე გაგზავნილი იქნა ვენეციის რწმუნებული მიკელე მემბრე, რო- მელიც „...წმინდა ლიგის“ ყველა წევრის ინტერესებს წარმოადგენ- და2. კვიპროსის მკვიდრი, ყოფილი ვენეციელი საზოგადოებრივი დრაგომანი მიკელე მემბრე შაჰ თამაზის კარზე 1539 წელს ჩავიდა და იქ 1542 წლამდე იმყოფებოდა3. სხვა დრაგომანების მსგავსად, მანაც დაწვრილებითი ანგარიშები (Relazione di Persia) დაგვიტოვა თავის მოგზაურობაზე. მიკელე მემბრეს ჩანაწერები მრავალ საინტე- რესო ინფორმაციას შეიცავს  XVI  საუკუნის ირანის ცხოვრებაზე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაშრომი4 ევროპაში, რომელშიც დოკუმენ- ტურად აღწერილია სეფიანთა ირანის რეალიები5. კერძოდ, მასში ყველაზე სრულფასოვნადაა გადმოცემული ადრეულ სეფიანთა ირა- ნის  ყოფა-ცხოვრება  და  ყოველდღიურობა6  (სანამ  იქ  კავკასიური ელემენტის გაჩენამდე დომინანტური პოზიციები თურქმან ხალხებს

1 თვითონ მემბრე გვამცნობს, რომ 1539 წლის 1 მარტს, ოქროს ბეჭდით დალუქული პერგა- მენტზე შესრულებული წერილით, ვენეციის უბრწყინვალესმა სენიორიამ ის გაგზავნა ელჩის სახით ირანის შაჰთან (La copia de la carta que scriuio el Veneciano que vino del Sophi al emperador a último de agosto 1541. José Cutillas, Tea Khomasuridze, Mehmet Sait Sener, Gisela Ildefonso y Equipo CEDCS. http://www.archivodelafrontera.com/wp-content/uploads/2020/07/01- Michele-Membre-embajada-a-Persia-1539-1541.pdf).
2 Barbara Palombini. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 453- 1600, 76-77; David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 48.
3 E. Natale Rothman. Interpreting Dragomans: Boundaries and Crossings in the Early Modern Mediterranean. Comparative Studies in Society and History.Vol.51, №4 (October, 2009), 783.
4 მემბრემ თავისი რელაციონი 1542 წელს ვენეციის კოლეგიას წარუდგინა, თუმცა მისი მისია მოგვიანებით მივიწყებას მიეცა. ეს დოკუმენტი ვენეციის არქივებში ინახებოდა და მათთან ერთად იქნა ავსტრიაში ჩატანილი; მხოლოდ მაშინ დაბრუნდა უკან, როდესაც 1866 წელს ვენეცია გაერთიანებული იტალიის ნაწილი გახდა. ვენეციის არქივების ადრე- ულმა მკვლევარმა გულიელმო ბერჩეტმა, რომლის ვენეციურ-ირანულ ურთიერთობებზე 1885 წელს გამოცემული ანგარიშები ახლაც ანგარიშგასაწევია, არ დაგვიტოვა ცნობები მემბრეს შესახებ. პირველად ის ახსენა ლუიჯი ბონელიმ 1910 წელს, გამოიყენა კვლევებში ბ.ფონ პალომბინიმ (1968) და, ბოლოს და ბოლოს, 1969 წელს მემბრეს რელაციონი გამოსცა ჯ. რ. კარდონამ, შესავალი დაურთო ჯ. სკარჩამ. ყველა შემდგომი მთარგმნელი თუ გამომცემელი სწორედ სკარჩას კვლევის რეზულტატებს ეყრდნობა (ავტ.).
5 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 48.
6  Michele Membre, Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H. Morton), XIV-XXI.
 
ეკავათ). მიკელე მემბრე ძვირფას ინფორმაციას იძლევა ასევე ოს- მალებთან შაჰის დაძაბულ ურთიერთობებზე; თუმცა მიკელე მემბრეს რელაციონი უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროა საკუთრივ ქართუ- ლი ისტორიოგრაფიისთვის, რადგან მასში უხვადაა მოცემული სა- ქართველოს, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთის ყოფა-ცხოვრე- ბისა და ქართლის იმჟამინდელი ვითარების ამსახველი ცნობები. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია  თავრიზში შაჰის კარზე საქარ- თველოს გავლით ჩასული მემბრეს, როგორც თვითმხილველის, მი- ერ მოწოდებული ეთნოგრაფიული ცნობები – ის აღწერს სამეგრე- ლოსა და იმერეთის მოსახლეობის გარეგნობას, ჩაცმულობას, ზნე- ჩვეულებებს,  სავაჭრო-საკომუნიკაციო  გზებს,  დასახლების  ტიპებს, სამხედრო აღჭურვილობას; ასევე, საუბრობს ქართლის სამეფოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ1.
მემბრეს მოგზაურობა, როგორც მისი რელაციონიდან ჩანს, მკაც- რად გასაიდუმლოებული იყო. ამის უტყუარ არგუმენტს წარმოად- გენს, ჯერ ერთი ის, რომ მემბრე მიდიოდა, როგორც ათენელი, ბერ- ძენი ვაჭარი2 და მეორე, წერილი, რომელიც მას მიჰქონდა სეფიან- თა შაჰთან, საოცარი ტექნიკით იყო დამალული. აი, როგორ გად- მოგვცემს ამას შაჰთან აუდიენციაზე მყოფი მემბრე: „მას (შაჰ თა- მაზს, ავტ.) მაშინვე ვაჩვენე წიგნი, რომლის შიგნითაც იდო წერილი, ყდაში დამალული და ვუთხარი, ეს წერილი სადაც იდო. მისმა ძმამ, ბაჰრამ მირზამ, აიღო ყარა ხალიფას მიწოდებული ეს წიგნი3 და იკ- ითხა, რომელ ნაწილში იდო წერილი, რადგან ორივე ყდა თითქმის ერთნაირი იყო. მე ვუჩვენე. ყარა ხალიფამ ამოიღო პატარა დანა და გაჭრა წიგნის ყდის ტყავი. დაინახეს რა იქ წერილი, კარგად მიმაგ- რებული წებოთი, ყველა ნასიამოვნები დარჩა და წიგნიდან გამოაძ- ვრინეს. მან დაიწყო მეორე ყდის გაჭრაც, რადგან ეგონა, რომ იქაც იქნებოდა სხვა წერილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხის მასა- ლა შერჩა. შემდეგ მან წიგნი დამიბრუნა და წერილი დაიტოვა. ამ დროს ყორჩიბაშმა თქვა: კარგად უთქვამთ, ყველა ხალხს აქვს ერ- თი თვალი, ფრანკებს (აქ: კათოლიკეებს, ავტ.) კი – ორიო“4.

1 Michele Membre, Relazione di Persia (1542), Studi e Materiali Sulla Conoscenza Dell’Orientale in Italia, 14-18
2 იქვე.
3 რელაციონის პირველი ნაწილიდან ვიცით, რომ ეს იყო ბერძნულენოვანი ბიბლია.
4 Michele Membre, Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 22
 
როგორც მემბრე წერს, ის 1539 წლის ივნისში თურქ და ბერძენ ვაჭრებთან ერთად ქალაქ სამსუნიდან გაემგზავრა კაფაში, სადაც 18 დღის შემდეგ ჩავიდა1. კაფადან ის დაუყოვნებლივ გაემგზავრა სა- მეგრელოსაკენ ბერძნული გემით, რომელიც „...დატვირთული იყო მა- რილითა და სხვა სახეობის საქონლით...“2. ვინაიდან 1533-1535 წლე- ბის კამპანიის გამო ოსმალეთ-ირანის საზღვრის გადაკვეთა ძალიან სახიფათო იყო, ეგეოსის კუნძულებიდან ანატოლიამდე მისულმა მემ- ბრემ შავიზღვისპირეთის გზა არჩია შემდგომი გადაადგილებისთვის. მარშრუტი მან ვითარებიდან გამომდინარე შეცვალა, თუმცა ვვარა- უდობთ, რომ ალტერნატიული ვარიანტი მას წინასწარ ჰქონდა მო- ფიქრებული. მისი რელაციონიდან ვიგებთ, რომ ქალაქ ნამისოში (თა- ნამედროვე სამსუნი, რომელსაც ის პატარა ქალაქს უწოდებს), სადაც ზღვისპირა სასადილოები და ტავერნები ქრისტიანი ბერძნების ხელ- ში იყო და მეზღვაურებიც ძირითადად ისინი ყოფილან, გემი უპოვია, რომელიც კაფაში მიემგზავრებოდა. მემბრეს, რომელიც თავს ბერ- ძენ ვაჭრად ასაღებდა, ბერძენი მეზღვაურების კეთილგანწყობის მო- პოვება არ გასჭირვებია და მარტივად მოთავსებულა კაფასკენ მიმა- ვალ გემზე. როგორც რელაციონიდან ვიგებთ, სამსუნიდან კაფამდე გემს 18 დღე დასჭირვებია. კაფაში მას სხვა ბერძნული გემი უნახავს. როგორც თავად ახსენებს, მისი მეპატრონე ხოჯა რაისი ყოფილა, სი- ნოპიდან. სახელის მიხედვით ძნელია ვიმსჯელოთ, კაპიტანი გათურ- ქებული ბერძენია თუ თურქი. ის ფაქტი, რომ მემბრემდე აქ გაგზავნი- ლი იყო სომეხი დესპანი, თვითონ თავს ბერძნად ასაღებს, ხოლო ან- ატოლიასა და შავიზღვისპირეთში მოგზაურობისას არაერთგზის მო- იხსენიებს სომხებსა და ბერძნებს, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ აზ- რის ჭეშმარიტებაში, რომ XVI საუკუნეში დასავლეთსა და აღმოსავ- ლეთს შორის კავშირების დამყარებისა და შენარჩუნების საქმეში გა- დამწყვეტ როლს, ასევე, დიპლომატიური დესპანების როლსაც ხში- რად იმპერიათა ის ქვეშევრდომები ასრულებდნენ, რომლებიც მმარ- თველ ელიტას არ მიეკუთვნებოდნენ (ოსმალთა და სეფიანთა სახელ- მწიფოში ელიტა ძირითადად სამხედრო არისტოკრატია იყო)3.

1 Michele Membre, Relazione di Persia (1542), Studi e Materiali Sulla Conoscenza Dell’Orientale in Italia, 14.
2 იქვე.
3 Daniel Goffman. The Ottoman Empire and Early Modern Europe (Cambridge University Press, 2002), 85-87.
 
საგულისხმოა, რომ ღიად მოგზაურობა მემბრეს შავიზღვისპირე- თის  გავლითაც  არ  შეეძლო,  რადგან  კაფა  უკვე  ოსმალთა  ხელში იყო, ხოლო ყირიმის სახანო – ოსმალთა სრულ დაქვემდებარებაში. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისთვის ერთადერთი გზა, რომე- ლიც ოსმალებს არ ეპყრათ და რომლითაც სეფიანები ევროპას უკ- ავშირდებოდნენ, იყო ინდოეთის ოკეანის საზღვაო გზა, სადაც ყვე- ლაფერი მეტწილად პორტუგალიელების ნებაზე იყო დამოკიდებუ- ლი და გზაც საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი იყო, თუმცა მემბრე ევროპაში სწორედ ამ გზით დაბრუნდა1.
ამავე მემბრეს თანახმად, კაფადან გამომგზავრებული გემი 16 თუ 18 დღის შემდეგ ანაკლიას მიადგა2. ავტორი წერს: „...მივაღწი- ეთ... ანაკლიას, რომელიც წარმოადგენს სამეგრელოს მეფის3, და- დიანის ტერიტორიას. აქ არის დიდი მდინარე4, რომელშიც შედიან გემები, როცა არ არიან დატვირთულები. გემი ჩერდება აღნიშნულ სანაპიროსთან და სხვა გემთან აწარმოებს ვაჭრობას, ოღონდ ყვე- ლაფერი ბარტერზეა... მეგრელები გემთან თავიანთი ნავებით მოდი- ან და თითოეულს მოაქვს თავისი ქსოვილის ბოღჩა. ამგვარად წარ- მართავენ ისინი ვაჭრობას. სამეგრელოში მარილი არ მოიპოვება. ტყავი, ცხვრის ბეწვი და სხვა საქონელიც არის საკმაოდ ძვირადღი- რებული. სამეგრელოში მოიპოვება დიდი რაოდენობით ყვითელი ცვილი, სელის (ტილოს) ძაფი და ზაგემიდან5 მოტანილი აბრეშუმი. ასევე, ისინი ყიდიან ბევრ მონას. მომდევნო დღეს დაიწყო აღნიშნუ- ლი გემიდან მარილის ჩამოტვირთვა და ნავებზე დატვირთვა, რომ გაეგზავნათ ბაზრობაზე, რომელიც ამ დღეებში უნდა გამართულიყო ფაზისთან6 მდებარე ადგილზე, სახელად კულაუროპაში“7.
მიგვაჩნია, რომ ფრიად საგულისხმოა მემბრეს მიერ ბაზრობები- სა და სავაჭრო საქონლის დეტალური აღწერა, რასაც ის პროფესი- ონალი ვაჭრის ცოდნითა და გამოცდილებით აკეთებს, განსაკუთრე-


1 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia – 1539-42 (by A. H. Morton), XXV.
2 იქვე, 14.
3 იგულისხმება სამეგრელოს ანუ ოდიშის მთავარი.
4 იგულისხმება მდინარე ფასისი ანუ რიონი.
5 ქალაქი კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისტორიულ ჰერეთში, ამჟამად ბელაქნის რაიონში.
6 მდ. რიონი.
7 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H. Morton), 13.
 
ბით მნიშვნელოვანი კი ძეგამის აბრეშუმის ხსენებაა. მთელი XVI სა- უკუნის განმავლობაში აბრეშუმია ის მთავარი საქონელი, რომელ- ზეც  დიდწილად  იყო  დამოკიდებული  კახეთის  სამეფოს  (რომლის სამფლობელოშიცაა ამ პერიოდში ძეგამი) კეთილდღეობა. ის ფაქ- ტი, რომ XVI ს-ის 30-იანი წლების მიწურულს ძეგამის აბრეშუმი გა- დის საქართველოს ფარგლებს გარეთ არა მხოლოდ ახალციხის (შე- დარებით ტრადიციული სატრანზიტო არხი), არამედ ანაკლიის გავ- ლითაც, გვაფიქრებინებს, რომ ძვირფასი საერთაშორისო სავაჭრო პროდუქტის – აბრეშუმის გატანა დასავლეთში ამ კონკრეტულ პერი- ოდში შავი ზღვით უფრო მომგებიანია, ვიდრე ანატოლიის გავლით. ამდენად, მემბრეს მიერ აღწერილი ვითარება დიდად არ გან- სხვავდება წინამორბედი ან შემდგომი დროის ავტორების ცნობე- ბისგან, თუმცა მაინც არის ერთი განსხვავება, კერძოდ, მემბრე ასახ- ელებს ფაზისთან მდებარე ადგილს, კულაუროპას, სადაც უნდა გა- მართულიყო ბაზრობა. რამდენადაც ვერ ხერხდება ამ ტოპონიმის იდენტიფიკაცია, სახელწოდების საწყისი ნაწილის „კულა“-ს მიხედ- ვით, იგი შეიძლება გავაიგივოთ თანამედროვე დაბა კულაშთან, რო- მელიც სამტრედიიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ამ მოსაზ- რებას განამტკიცებს ის არგუმენტი, რომ „კულაუროპაში“, სადაც და- ახლოებით 50-მდე ხის სახლი ყოფილა, უმრავლესობა თურმე ებრა- ელებს ეკუთვნოდათ1. სწორედ ასეთი დასახლება ავტორის მიერ მი- თითებულ ადგილას იყო კულაში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. აი, რას ამბობს მემბრე ამის შესახებ: „ეს ადგილი (კულაუროპა, ავტ.)
...არის დაბლობზე, ტყიანში, სადაც დაახლოებით 50-მდე ხის სახ- ლია. ამ ადგილზე სახლების მფლობელთა უმრავლესობა ებრაელ- ები არიან. ეს ებრაელები ყიდულობენ მეგრული წარმოშობის მო- ნებს და აქცევენ მათ ებრაელებად. ამ საქმეში მეგრელები მათ უარს არ ეუბნებიან. მოედნის შუაგულში, სადაც ბაზრობაა გამართული, დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სპილენძის თაღითა და ორი პატარა სამრეკლოთი“2. ამ ამონარიდიდან ჩვენს ყურადღებას იქცევს ქართულ-ებრაული ურთიერთობის ამსახველი ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ებრაელთა და ქართველთა თანაცხოვრებისა და ყოველდღიური ურთიერთობის ისეთ ფაქტს,

1 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H. Morton), 13.
2 იქვე.
 
რასაც იმდროინდელ ცივილიზებულ ქრისტიანულ სამყაროში ადგი- ლი  არ  ჰქონდა.  ამ  თვალსაზრისით  საინტერესოა  ერთი  საუკუნის შემდეგ სამეგრელოში მოღვაწე თეატინელი მისიონერის, დონ არ- ქანჯელო ლამბერტის მტკიცება, რომ „...კოლხებმა ებრაელებისაგან შეითვისეს ჭეშმარიტი ღვთის სწორი ცოდნა“. ამავე ავტორს ეჭვი არ ეპარება, რომ „პონტოს მცხოვრები კოლხები, რომლებიც მოვიდნენ იერუსალიმში სამების დღესასწაულზე... ებრაული აღსარებისანი იყ- ვნენ“1. თუმცა, ეს ფენომენი ცალკე კვლევის საკითხია და ამაზე აქ აღარ შევჩერდებით.
კულაუროპაში მემბრეს ყურადღება მიიპყრო  ქართველ ქალებზე უცხოელთა დაქორწინების ფაქტებმა. ის წერს: „ამ კულაუროპაში მე ვიპოვე კაცი სკიოდან2, სახელად ზანე, რომელიც დაქორწინებული იყო აქ ასაკოვან მეგრელ ბანოვანზე. ამიტომაც3 დამპატიჟა თავის სახლში. მე ასევე აღმოვაჩინე სხვა კაცი, ვენეციელი, რომელიც და- ოჯახებული იყო მეგრელზე. მას ერქვა ბერნარდო მოლინერი4, იქნე- ბოდა ასე 45 წლისა, მან მიამბო, რომ ვენეციაში მეწისქვილე იყო და რომ სამეგრელოში ჰყავს სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთიც ქალიშ- ვილი, რომელიც ასევე მეგრელზეა გათხოვილი“5.
კულაუროპაში  აღნიშნული  ბაზრობა,  როგორც  ჩანს,  სამ  დღეს გრძელდებოდა და შემდეგ ეს ადგილი მოვაჭრეებისაგან ცარიელ- დებოდა. „აქ რჩებიან მხოლოდ ის მოხსენიებული ებრაული ოჯახები და 10 თუ 12 მეგრული ოჯახი“6, – წერს მემბრე. კულაუროპას ბაზრო- ბის დასრულების შემდეგ მემბრე ტრაპიზონელი ბერძენი ვაჭრის, კალოგეროს თანხლებით ქუთაისში ჩავიდა, რასაც ორდღენახევარი მოანდომა. ქუთაისში ის დაბინავდა ტრაპიზონელი ოქრომჭედლის სახლში, რომელმაც ხსენებულ კალოგეროსთან ერთად კარგი მეგ- ზურობა გაუწია. „აღნიშნულ ქალაქში, – წერს მემბრე, – ხუთი ფუთა ქსოვილით იხდი გადასახადს. აქაური მონეტები ჰგავს თურქულ ას-

1  Archangelo Lamberti, Colchide Sacra, Napoli, 1657, 18.
2      იტალიური სახელწოდება ეგეოსის ზღვაში ზომით მეხუთე დიდი ბერძნული კუნძულისა, ქიოსი/ხიოსისი, რომელიც ანატოლიის დასავლეთ სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს.
3 რელაციონის პირველი ნაწილიდან ვიცით, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავლისას ის თავს ბერძნად ასაღებდა, ვინაიდან ძალიან კარგად ფლობდა ბერძნულს; არ უჭირდა, რომ ბერძნებიც დაერწმუნებინა ამაში.
4 ორიგინალური ტექსტის კომენტატორის განმარტებით, ეს ნიშნავს მეწისქვილეს.
5 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 14.
6 იქვე.
 
პერს და ეწოდება ტანკა1. მათზე შტამპი დატანილია იბერიული ასო- ებით. მეფეს, როგორც ამბობენ, უნდა ჰყავდეს 7000 მხედარი, რო- მელთაც აზნაურები ეწოდებათ. ეს აზნაურები ტანად ბევრად დიდები არიან, ვიდრე ჩვენ, დანარჩენნი ვართ, და აქვთ გრძელი, შავი ულ- ვაშები, წვერს კი იპარსავენ... მათ საბრძოლო იარაღს წარმოად- გენს: ხმლები, შუბები, ფარები, მშვილდ-ისარი, რკინის კვერთხები, ჯავშანი, მუზარადი, ლითონის დამცავი სამკლაურები, კარგი ცხენე- ბი კარგი აბრეშუმის საფარებით, რომელშიც ისარი ვერ ატანს. ამ- გვარად, როცა აზნაური მიდის ბრძოლის ველზე, ამ ყველაფრითაა აღჭურვილი. ზემონახსენები ქუთაისი ძალიან პატარა ქალაქია“2.
ქუთაისში 7 თუ 8 დღის ყოფნის შემდეგ მემბრემ გზა გააგრძელა აღმოსავლეთით და ლიხის ქედის გადავლით3 ოთხი დღის შემდეგ ჩავიდა გორში. მას არ ავიწყდება აღნიშნოს, რომ გორამდე ერთი დღის სავალზე არის ადგილი, „...სადაც ასე 70-იოდე სახლობა ცხოვ- რობდა, ყველანი ებრაელები“4. გორში ჩასული მემბრე ერთი ტრაპი- ზონელის სახლში დაბინავდა. აი, რას წერს ის გორის შესახებ: „ეს ქალაქი არის პატარა და მის ჩრდილოეთით მდებარეობს ნაწილობ- რივ დანგრეული ქვის ციხესიმაგრე5. აღნიშნული ადგილის მეფე არ- ის ლუარსაბი6. მას ჰყავს აზნაურებად წოდებული ცხენოსნები, და- ახლოებით 5000 კაცი. აღნიშნულ ქალაქში მცხოვრებთა ნახევარი სომხებია და ნახევარი – იბერიელები“7. როგორც ირკვევა, მემბრე გორში 8 დღე დარჩა, შემდეგ კი ლორეს მკვიდრ სომეხთან ერთად თბილისისკენ გაემგზავრა. მან თავისი შთაბეჭდილება თბილისზე ერთი წინადადებით გადმოსცა: „ეს ქალაქიც ლუარსაბის სამფლო- ბელოშია... თბილისი ძალიან დიდი ქალაქია, თუმცა უმეტესი ნაწი-


1 თანგა – ფულის ერთეულის აღმნიშვნელი თათრული ტერმინი; თემურ ლენგის მიერ შემოღებული ვერცხლის მონეტა. თანგა საქართველოში მიმოიქცეოდა XV-XVI სს-ში (დუნდუა გ.,  ქსე., ტ. 4, 585, თბ., 1979).
2  Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 14.
3 ეს იქიდან ჩანს, რომ მემბრე, როგორც თვითონ წერს, მოგზაურობდა „...მუდმივად ძალიან მაღალი მთების გადავლით“ (Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 14).
4 ალბათ, აქ იგულისხმება დაბა სურამი, სადაც ებრაელები სახლობდნენ. (Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 15.
5 სავარაუდოდ, აქ უკვე გორის ციხეზეა საუბარი.
6 ქართლის მეფერ ლუარსაბ I (1527-1556 წწ.).
7 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 15.
 
ლი დანგრეულია, იმ ბევრი ომის შედეგად, რასაც ქართველები ერ- თმანეთში აწარმოებდნენ“1. ლუარსაბ მეფესთან დაკავშირებით მემ- ბრე იძლევა  მცირე ინფორმაციას, კერძოდ, რომ ის „...1000 დუკატს2 ხარკის სახით უხდიდა...“ სეფიანთა შაჰს3. ფაქტობრივად, ესაა მთე- ლი ინფორმაცია, რაც მიკელე მემბრეს დასახელებულ რეალაციონ- ში საქართველოს შესახებ მოიპოვება.
როგორც ვხედავთ, მემბრემ გარკვეული ინფორმაცია მოაგროვა საქართველოს ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ მდგომარე- ობაზე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ მას დავალებული ჰქონდა, სანდო ინფორმაცია შეეკრიბა საქართველოს შესახებ. მართალია, რელაციონში არსად ჩანს ეს პირდაპირ და, როგორც უკვე აღვნიშ- ნეთ, საქართველოს გავლით მოგზაურობაც არ ყოფილა მისი პირვე- ლი არჩევანი, თუმცა, ძნელი სავარაუდებელია, რომ ისეთ თავზეხელ- აღებულ კურიერს, როგორიც მემბრე იყო, იმთავითვე არ ჰქონოდა მოაზრებული ალტერნატიული მარშრუტები ამ უკიდურესად სარის- კო მოგზაურობისას. თუ გავითვალისწინებთ მისი მისიის მიზანს, უნ- და ვიფიქროთ, რომ მას, ერთი მხრივ, ალტერნატიული გზის გამოყე- ნების შემთხვევაში მოეკვლია საკომუნიკაციო ტრაფიკთან დაკავში- რებით სანდო ინფორმაცია და, მეორე მხრივ, ევალებოდა მომავალ დიპლომატიურ კავშირებში საქართველოს მნიშვნელობაც გაეთვა- ლისწინებინა. თუ ეს ასეა, მაშინ მემბრეს აღწერას კონკრეტული პო- ლიტიკური კონტექსტი გააჩნია.
ის ფაქტი, რომ მემბრემ ქართულ მიწებზე გავლა ამჯობინა, ერთი მხრივ, გვავარაუდებინებს, რომ წინამორბედების მისთვის ცნობილი დამოკიდებულება საქართველოსთან და ამ უკანასკნელის მცდელო- ბები ევროპელებთან კონტაქტების შენარჩუნებისა, კურიერს შედა- რებითი უსაფრთხოების განცდას გაუჩენდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ქრისტიანული ქართული სახელმწიფოების ტერიტო- რიაზე გავლისას ის ბოლომდე ინარჩუნებს შენიღბვის ტაქტიკას და თავს არასდროს ამხელს, გვავარაუდებინებს, რომ ის არ იყო სათა- ნადოდ გარკვეული პოლიტიკურ რეალიებში, კერძოდ, ვერ აღიქვამ-


1 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 15.
2 ვფიქრობთ, ავტორს მხედველობაში აქვს ვენეციური დუკატი. ერთი ვენეციური დუკატი უდრიდა 6 ლირასა და 4 სოლდის.
3 Michele Membre. Mission to the Lord Sophy of Persia -1539-42 (by A. H.Morton), 16.
 
და მთელი სისრულით, თუ რა სერიოზულ საფრთხედ იქცა ოსმალე- თის სახელმწიფო XVI საუკუნის 30-იან წლებში ქართული სახელმწი- ფოებისთვის.

§3. პოლიტიკური იზოლაციის გარღვევის მცდელობა
სულტან სულეიმან I-ის მიერ 1533 წელს დაწყებული პირველი ირანული კამპანია, ბუნებრივია, არ გამორიცხავდა ოსმალეთის სა- ხელმწიფოს მეზობელი „...შედარებით პატარა და სუსტი საქართვე- ლოს დაპყრობასაც...“1. ამ ჯერზე საფრთხე სამცხეს ემუქრებოდა.2. როგორც უნგრეთის დაპყრობით ოსმალებს გზა ეხსნებოდათ ევრო- პაში, ასევე სამცხე-საათაბაგო საუკეთესო პლაცდარმი იქნებოდა მათთვის საქართველოს დასაპყრობად. ასეთ ვითარებაში „...სავსე- ბით ლოგიკური იქნებოდა მომხდარიყო ქვეყნის მთელი ძალების კონსოლიდაცია. მოხდა კი პირიქით“3. შედეგად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ – ოსმალეთმა 1536 წელს  ტაო-კლარჯეთის ტერი- ტორია დაიპყრო.
ამ დროს საათაბაგოში ქართველი მეფე-მთავრები ერთმანეთს ებრძოდნენ4. უდავოა, იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565) ნათ- ლად ხედავდა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ოსმა- ლეთისათვის სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ და დასავლეთ სა- ქართველოს  დაპყრობის საქმეში. საკუთარი სამეფოს ინტერესები- დან გამომდინარე, ბაგრატ III-მ დადიანისა და გურიელის დახმარე- ბით განიზრახა სამცხე-საათაბაგოს დაუფლება, რადგან „ათაბაგი ყუარყუარე მიუდგა ხონთქარსა...“5.
ქართული წყაროების თანახმად, სამცხე-საათაბაგოს დაპყრო- ბის   ინიციატივა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს ეკუთვნის. შეიძლება ითქვას, რომ მანვე შექმნა „სამთა კავშირი“, რომლის წევრებსაც სრულიად სხვადასხვა ინტერესები ჰქონდათ (გურიელი მზეჭაბუკის მიერ წართმეული აჭარისა და ჭანეთის დაბრუნებით იყო დაინტე-

1 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 142.
2 საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი მესამე (თბილისი, 2012), 161.
3 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 142.
4 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, (XVI ს.), 82.
5 ქართლის ცხოვრება, II (თბილისი, 1959), 354.
 
რესებული, ხოლო დადიანი „უნებლიეთ შიშისათჳის მოერთო“1). სა- ბოლოოდ, 1535 წლის 12 აგვისტოს სოფელ მურჯახეთთან, იმერეთ- ის მეფის, გურიელისა და დადიანის გაერთიანებულ ძალების წინა- აღმდეგ ბრძოლაში ყვარყვარე III ათაბაგი (1516-1535) დამარცხდა, მთელი სამცხე იმერეთის მეფემ დაიკავა, დატყვევებული ათაბაგი კი იმავე წელს გარდაიცვალა. ვახუშტი ბატონიშვილი მისთვის ჩვე- ული ლაკონიურობით გადმოგვცემს: „...შეიპყრა იმერთ მეფემან ბაგ- რატ ათაბაგი ყუარყუარე და დაიპყრა სამცხე. ესე შეუძნდა მეფესა ლუარსაბს, არამედ ვერარაo არგო. გარნა ლუარსაბ მეფემან და- იპყრო ჯავახეთი და კერძონი მისნი“2. როგორც ვხედავთ, ქართლის მეფე ლუარსაბ I მას შემდეგ ამოქმედდა, რაც იმერეთის მეფე ბაგ- რატ III სამცხეს დაეუფლა. თუ კარგად დავაკვირდებით მოტანილ ციტატას, „ესე შეუძნდა მეფესა ლუარსაბს“, თანამედროვე ქართუ- ლით იქნება „ამით მეფე დანაღვლიანდა“, თუმცა ვერაფრით შეძ- ლო დახმარება, მაგრამ ხელთ იგდო ჯავახეთი და მისი ნაწილები. რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? გვექმნება შთაბეჭდილე- ბა, რომ ლუარსაბ მეფე მოწონებით არ შეხვდა იმერეთის მეფის მი- ერ სამცხის დაუფლებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში დამოუკიდ- ებელ პოლიტიკას ისე წარმართავდა, რომ არც საერთო საქმეს გან- დგომოდა. თუ ვახუშტის ცნობის ჩვენეული წაკითხვა სწორია, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლუარსაბ I-ს, რომელიც, ეჭვგარეშეა, სრუ- ლად აცნობიერებდა სამცხის სტრატეგიულ მნიშვნელობას ოსმა- ლებისათვის, ნამდვილად ექნებოდა დანაღვლიანების მიზეზი, რად- გან, ალბათ, კარგად ხედავდა ოსმალების მხრიდან მოსალოდნელ აგრესიას.  მიუხედავად  ამისა,  თავისუფლებისათვის  უკომპრომი- სოდ მებრძოლმა მეფემ, როგორც ჩანს, „ლოდინის პოლიტიკასთან“ შედარებით, უპირატესობა იარაღის ძალით მოქმედებას მიანიჭა.
ამრიგად, მურჯახეთის ბრძოლით სამცხე-საათაბაგო იმერეთის
სამეფოს შეუერთდა და 10 წლით დაკარგა თავისუფლება3. ამის შემდეგ, ცხადია, მოსალოდნელი იყო, რომ რენეგატები ოსმალების კარზე მივიდოდნენ.  როგორც ყველა სხვა წინარე შემთხვევაში, უკ-

1 ქართლის ცხოვრება, IV, 712.
2 ქართლის ცხოვრება, IV, 401-402.
3 მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში (თბილისი, 1976), 31; ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 83.
 
მაყოფილონი ახლაც გარეთ დაიწყებდნენ მოკავშირის ძებნას. ას- ეთი ქმედებები ყოველთვის პრაგმატული მოსაზრებით იყო განპი- რობებული და უმთავრესად საკუთარი დამოუკიდებლობის შენარ- ჩუნებას ისახავდა მიზნად. ამას კი ირან-ოსმალეთის კონფლიქტებ- ში მტრებთან თანამშრომლობის „მოდუს-ვივენდის“ ღია სახე ჰქონ- და, რაც ერთნაირად აძლევდა ხელს ოსმალებსაც და სეფიანებ- საც. ამ შემთხვევაში კი სეფიანებთან შედარებით წარმატებული სუ- ლეიმან I იყო. სწორედაც ამიტომ „საათაბაგოს უმსხვილესმა ფე- ოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ყვარყვარეს მცირეწლოვანი მემ- კვიდრე სულეიმან I-თან წაიყვანა და მისი გაათაბაგება სთხოვა“1. პორტას რეაქციამაც არ დააყოვნა და 1536 წლის 4 ივლისს არზრუ- მის ბეგლარბეგმა მეჰმედ ხანმა დიდი ბრძოლის შემდეგ ტაოსა და კლარჯეთის ტერიტორიები დაიპყრო2. ოსმალებმა დაპყრობილ ტაო- კლარჯეთში ოთხი სანჯაყი   დააარსეს და თავიანთი მმართველო- ბის წესების შემოღებით სამცხის დაპყრობილი ტერიტორიის გაოს- მალება დაიწყეს3. ბაღდადის შემდეგ ტაო-კლარჯეთის დაპყრობით ოსმალებმა სამხრეთზე თავიათი კონტროლი გააფართოეს4. ამ შე- დეგის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ სამცხე-საათაბაგოს წინააღმდეგ ბაგრატ III-ისა და ლუარსაბ I-ის იარაღის ძალით მოქ- მედებას საბოლოოდ წარმატების მოტანა არ შეეძლო. ეს იყო შეც- დომა, რამაც გამოიწვია „...თურქების ინტერვენცია და მათი საბო- ლოო გამარჯვება 1545 წელს“5. იმისათვის, რომ საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის შედეგიანი ყოფილიყო, ქვეყნის გა- ერთიანება და შიგნით მშვიდობის დამყარება იყო საჭირო, რაც მა- შინდელი საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით

1 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.),  143; მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, 31.
2 იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო სერგი ჯიქიამ (თბილისი, 1964), 25.
3 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს. (თბილისი, 1971), 57.
4  Cambridge History of Turkey. Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 121.
5 ლუის ხილი ფერნანდესი და ხოსე მანუელ ფლორისტანი, ქართველი მეფეების წერილები: სიმონ I-ის წერილი ქართლიდან ფილიპე II-ს და თეიმურაზ I-ის კახეთიდან – ფილიპე IV-ს (თარგმანი ესპანურიდან). „საქართველოს ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან, II (თბილისი, 1995), 195-196; Луис Хил Фернандес. Дипломатические контакти между Грузией и Испанией в XV-XVI вв. მაცნე, (იაეხის), №1 (1990), 141.
 
ყოვლად შეუძლებელი ჩანდა. თუმცა, ისიც საფიქრებელია, რომ მა- შინ როცა ოსმალთა კამპანია არზრუმის, ყარსის, სამხრეთ აზერბა- იჯანისა და ბაღდადის მიმართულებით წარმატებულად ვითარდე- ბოდა, სამცხე-ჯავახეთი ყველა ქართული სახელმწიფოსკენ გზას ხსნიდა. ამიტომ იმერეთისა და ქართლის მეფეების მიერ სამცხე- საათაბაგოს დაპყრობა შეიძლება აიხსნას ამ პირობებში საკუთა- რი სამეფოებისთვის ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნის მოსაზ- რებით. ნებისმიერ ვარიანტში, საერთაშორისო კონტექსტის გათ- ვალისწინებით, ეს შორსმჭვრეტელური პოლიტიკური ხედვებით ნა- კარნახევი გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა.
ამ პერიოდში (1538-1540 წწ.) ოსმალები დაკავებულნი იყვნენ ვე- ნეციასთან ომით. ჰაირედდინ ბარბაროსამ 1538 წელს ვენეციელ- ებს წაართვა კუნძულები ნაქსოსი, ანდროსი, პაროსი და სანტორი- ნი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამავე წელს ოსმალებმა გამარჯვე- ბა მოიპოვეს „წმინდა ლიგის“ ძალებზე პრევეზის ცნობილ ბრძოლა- ში. აქვე უნდა ითქვას, რომ პაპმა პავლე III-მ, პაპობის ისტორიაში ფაქტობრივად ერთადერთმა, შეძლო პრევეზის ბრძოლისათვის 36 გალერა აეგო1 და გაზაფხულის თვეებში 5 ათასი ესპანელი ჯარის- კაცისათვის  20  ათასი  დუკატის  სუბსიდიები  გაეღო.2  ვენეციასთან ომი 1540 წელს დამთავრდა ოსმალების ტრიუმფალური გამარჯვე- ბით – მათ შეძლეს მონემბასიისა და ნაფპლიონის დაუფლება. ვენე- ციამ დათმო ეგეოსის ზოგიერთი კუნძული და ასევე დიდძალი კომ- პენსაცია გადაიხადა3. 1541 წელს იმპერატორი კარლ V თავს დაეს- ხა ალჟირს, რაც კატასტროფით დასრულდა – მთელი მისი ფლოტი საშინელი შტორმის შედეგად განადგურდა4. ამავე წელს სულეიმან I-ის ჯარმა ალყა შემოარტყა ბუდას, დაიკავა ქალაქი და ის ოსმალე- თის იმპერიის ნაწილად გამოაცხადა5. იმპერატორის მარცხმა უბიძ-

1 Fabrizio Filioli Uranio. La squadra navale ponteficia nella repubblica internazionale delle Galere: secoli XVI-XVII, 121.
2  Aurelio Espinosa.The Grand Strategy of Carles V (1500-1558): Castile, War, and Dynastic Priority in the Mediterranean, 277.
3  Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 36.
4 Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650, The Structure of Power, Red Globe Press. Second edition, 38; Fabrizio Filioli Uranio, La squadra navale pontificia nella republica internazionale delle galere: Secoli XVI-XVII, 104.
5 Fabrizio Filioli Uranio. La squadra navale pontificia nella republica internazionale delle galere. Secoli XVI-XVII, 104.
 
გა საფრანგეთის მეფეს, ფრანსუა I-ს კავშირი განეახლებინა სულე- იმან I-თან. 1542 წლის ბოლოს, როცა ფერდინანდი მესამეჯერ და- ესხა თავს ბუდას (ჰაბსბურგებსა და ოსმალებს შორის უნგრეთის- თვის ბრძოლა გრძელდებოდა, ავტ.), ფრანგი ელჩი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში და 1543 წელს დაბრუნდა სამშობლოში ერ- თობლივი მოქმედების შეთანხმებით. ამავე წლის გაზაფხულზე სუ- ლეიმანი თავისი ჯარით უნგრეთისკენ დაიძრა და ხელთ იგდო ვალ- პო, სიკლოსი, პეჩი სეკეშფეხერვარა და ესტერგომი. ამავე დროს მის ფლოტს ჰაირედდინ ბარბაროსას მეთაურობით იერიშები მიჰ- ქონდა ნიცაზე1.
პაპი პავლე III რეალურად აფასებდა შექმნილ ვითარებას და ოს- მალებთან დაპირისპირებაში ქრისტიანთა გარდაუვალი მარცხის თავიდან ასაცილებლად 1542 წლის ზაფხულში შეეცადა სამი გა- ლერას შეიარაღებასა და ფინანსების მობილიზებას2. მოსალოდნე- ლი საფრთხის გამო პონტიფექსმა გადაწყვიტა, რომ პაპის კარი ბოლონიაში გადაეტანა3. შექმნილმა ვითარებამ ფრანსუა I და სუ- ლეიმანი ახალ ალიანსამდე მიიყვანა, რომელიც მათ შორის 1543 წელს დაიდო. ამ კავშირის შედეგად ჰაირედდინ ბარბაროსამ მი- იღო მონაწილეობა ნიცაზე თავდასხმაში და 1543 წლის ზამთარი ტულონში გაატარა. ეს იყო ფაქტი, რომელსაც იქამდე ანალოგი არ ჰქონია4. ჰაირედდინ ბარბაროსა ფრანგების მხარდაჭერით სარ- გებლობდა, თუმცა კარლ V-სა და ფრანსუა I-ს შორის დადებულმა ზავმა დროებით შეაჩერა საფრანგეთ-ოსმალეთის თანამშრომლო- ბა5.
აღნიშნული მოვლენების პარალელურად, ოსმალეთის მეტოქე აღმოსავლეთში, სეფიანთა იმპერია უკვე კანონზომიერებად   ქცე- ულ პოლიტიკას ახორციელებდა – როცა სულთანი დასავლეთის ფრონტით იყო დაკავებული, სეფიანთა შაჰი საქართველოს სრული დამორჩილებისათვის იწყებდა აქტიურ მოქმედებას. ასე მოხდა ამ

1 Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650, The Structure of Power, Red Globe Press, Second edition, 38.
2 იქვე.
3 იქვე, 105.
4 Cambridge History of Turkey, Volume 2. The Ottoman Empire as a World Power, 1453-1603,  36.
5 Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650. The Structure of Power. Red Globe Press. Second edition, 38.
 
შემთხვევაშიც, თუმცა 1541 წელს შაჰ თამაზის პირველი ლაშქრობა ქართლის სამეფოზე იმით დამთავრდა, რომ ლუარსაბ I-ის მედგარი ბრძოლის შედეგად სეფიანთა ხელმწიფე თბილისს გაეცალა და ვერც ქართლის მეფე იგდო ხელთ1. სულტანი სულემან I-იც, მიუხედა- ვად იმისა, რომ ძირითადად ევროპული ომებით იყო დაკავებული, მაინც პოულობდა დროს საქართველოსთვის. ამაში მას ხელს რენე- გატი ქართველები უწყობდნენ. კერძოდ, ყვარყვარე III ათაბაგის ვა- ჟიშვილმა „...ქაიხოსრომ გადაწყვიტა ოსმალთა დახმარებით დაემ- არცხებინა იმერეთის მეფე. ქაიხოსროს თხოვნით სულთანმა სულე- იმან I-მა 1543 წელს ჯარი გამოგზავნა სამცხეში, მაგრამ ქართვე- ლებმა ბაგრატ მეფის წინამძღოლობით მტერი დაამარცხეს და უკუ- აგდეს“2. თუმცა ამ მარცხს არც ოსმალეთის სულტანი და არც რენე- გატი ქართველები არ შეურიგდნენ. საბოლოოდ, 1545 წელს ოს- მალთა დიდი ძალების წინაშე ბასიანში, სოხოისტასთან, ლუარსაბ I-ისა და ბაგრატ III-ის ძალები დამარცხდნენ და სამცხეში ათაბა- გობა აღდგა3.
ბასიანში სოხოისტასთან გამარჯვებამ ოსმალებს აშკარა უპირა- ტესობა მიანიჭა ჩრდილოეთში, კავკასიის მთებამდე და აღმოსავ- ლეთში – კახეთამდე4. ამის შემდეგ ოსმალებს ეძლეოდათ საშუალე- ბა, თავისი გავლენა დაემყარებინათ შავ ზღვაზე.  XVI საუკუნის უფ- რო გვიანდელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ჭრილიდან თუ შევხედავთ, სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიასთან დაკავშირე- ბით ოსმალეთს უფრო შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა, ვიდრე მხო- ლოდ აშკარა სამხედრო ინტერესები5. სრულიად მისაღებად მიგ- ვაჩნია ე. კორტეპეტერის აზრი, რომ ოსმალებს საქართველოს ტე- რიტორია აკმაყოფილებდა ნადავლით, კერძოდ, ქართველი მონე- ბით. ამას გარდა, სულტნები ასევე „მიანიშნებდნენ სპარსეთის შა-

1 საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი მესამე, 165-166.
2 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 83; საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი მესამე, 162.
3 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 83.
4 Allen W. E. D. A. History of the Georgian People from-the beigining down to the Russian conquest in the nineteenth century, (London, 1932), 147-148.
5 Carl M. Kortepeter. Ottoman Imperial Policy and the Economy of the Black Sea Region in the Sixteenth Century, Journal of the American Oriental Society. Vol. 86, № 2 (Apr. - Jun., 1966), 94.
 
ჰებს, რომ ისინი უწინდებურად დაინტერესებულნი არიან ამიერკავ- კასიით“6. 1533-1545 წლების ევროპის საერთაშორისო ურთიერთო- ბებს, ოსმალეთის მიერ დასავლეთსა და აღმოსავლეთში განხორ- ციელებულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ასე ვრცლად მიზანმი- მართულად შევეხეთ; კერძოდ, ნაშრომის ამ თავში ჩვენ მიერ დასა- ხული მიზანი, გვეჩვენებინა, თუ როგორ შეეცადა ქართლის მეფე ლუარსაბ I გაერღვია საერთაშორისო იზოლაცია და აღედგინა კავ- შირი ევროპულ ანტიოსმალურ ძალებთან, ვერ იქნებოდა მიღწე- ული „ოსმალურ საკითხთან“ დაკავშირებით დასავლეთ ევროპის პოლიტიკური ძალების (პაპობა, საფრანგეთი, ჰაბსბურგების იმპე- რია, ვენეცია) კონფლიქტისა და ამ ძალების მიერ ქრისტიანული სამყაროს იდეალებისათვის ბრძოლის კონტექსტის წარმოდგენის გარეშე. აქვე წინასწარ დავასკვნით: შექმნილ საერთაშორისო იზ- ოლაციაში ქრისტიანული მოკავშირის გარეშე დარჩენილი ქარ- თლის მეფე ლუარსაბ I შეეცადა დასავლეთში მოენახა მოკავშირე. მისი ეს გადაწყვეტილება ემყარებოდა, ერთი მხრივ, იმდროინდე- ლი ევროპის საერთაშორისო ურთიერთობაში რომის საღვთო იმპე- რიის მიერ ქრისტიანული სამყაროს იდეალებისათვის ბრძოლის სტრატეგიას, უშუალოდ, იმპერიის ბრძოლას ოსმალეთთან და, მე- ორე მხრივ, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ   პაპობის   შეუცვლელი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის იდეას. თუმცა, სავარაუდოდ, XVI ს-ში ამ რელიგიურ ფონსა და მოძველებულ იდეას უკვე ყავლი ჰქონდა გასული, ამ პერიოდისთვის წმინდა მიწა და იერუსალიმი მაინცდამაინც აღარავის ახსოვდა. ამავე დროს, XV-XVI  საუკუნეებ- ის, ახალი ეპოქის ევროპა უკვე სავსებით განსხვავებული იყო XI-XIII საუკუნეების ევროპისგან და იმ ძველ იდეალებთანაც ბევრი აღარ- აფერი ჰქონდა საერთო; პაპის როლი და ავტორიტეტიც აშკარად შემცირებული  იყო  პოლიტიკურ  წრეებში.  XVI  ს-ში  ევროპელი  მო- ნარქები უკვე გაცილებით უფრო პრაგმატული მოსაზრებებით,  სა- კუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით


6 Carl M. Kortepeter. Ottoman Imperial Policy and the Economy of the Black Sea Region in the Sixteenth Century, 94.
 
ცდილობდნენ კავშირ-ურთიერთობების აგებას როგორც თავიანთ სამეზობლოში, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ამიტომ ჯვაროს- ნული ომის იდეა, რომელიც გამოსჭვივის როგორც ლუარსაბის, ას- ევე, სიმონის წერილებში, თანაც უფრო მკაფიოდ, ქართველი მეფე- ების მხრიდან თავის დაიმედებას უფრო ჰგავდა.
პრობლემის სიღრმისეულად წარმოჩენის მიზნით აუცილებელია
ითქვას შემდეგი: მტრების რკალში მოქცეული საქართველო სრუ- ლად მოწყვეტილი აღმოჩნდა დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროს. ამას ემატებოდა ისიც, რომ ოსმალთა მიერ გატარებული პოლიტი- კის შედეგად კათოლიკე მისიონერებმა 1505 წელს საქართველო და- ტოვეს და გაწყდა წმინდა ტახტთან თითქმის სამსაუკუნოვანი ურთი- ერთობები. ამ სამწუხარო ფაქტით რეალურად დაგვირგვინდა და- სავლეთისაგან საქართველოს იზოლაცია, რადგან კათოლიკე მისი- ონერები და მათი საეპისკოპოსო თბილისში საქართველოს ევრო- პასთან დამაკავშირებელ ერთადერთ დიპლომატიურ არხს წარმო- ადგენდა. მას შემდეგ, რაც 1514-1517 წლების ოსმალური კამპანიის შემდეგ ეგვიპტე, სირია-პალესტინისა და ჰიჯაზის ტერიტორიები ოს- მალთა სახელმწიფოს შემადგენლობაში გადავიდა, ადრინდელი სა- კომუნიკაციო ტრაფიკი – ეგვიპტის გავლით ევროპაში – გადაკეტი- ლი აღმოჩნდა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან – ჩვენ მიერ ნახსენები ოსმალეთ-სეფიანთა დაპი- რისპირების მორიგ რაუნდში ოსმალების მიერ ცალსახა უპირატეს- ობის მოპოვების შემდეგ. საქართველოს მოსაზღვრე რაიონებში ოს- მალო ფაშები ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს საქართველოს- კენ მომავალ ნებისმიერ ჯგუფსა თუ პიროვნებას: მათ ისე საგულდა- გულოდ შეუკრეს გზა კათოლიკე მისიონერებს, რომ მთელი XVI საუკ- უნის განმავლობაში არც ერთი კათოლიკე ბერი საქართველოში არ ყოფილა1. ამ კრიზისის გამო წმინდა ტახტმა ვერ შეძლო ოსმალე- თის იმპერიაში საკუთარ მრევლზე ზრუნვა2. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებსა და ოსმალეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების გარეშე იმპერიის ტერიტორიაზე მისიონერთა საქმიან-

1  მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის (ტფილისი, 1902), 70-71.
2 Vassileva Elmira. Ottoman Istanbul from the Perspective of the Catholic Missionaries in the Post-Tri- dentine Period (End of 16th-17th centuries), 291 http://osmanliistanbulu.org/tr/images/osmanliistan- bulu-4/elmira_vassileva.pdf
 
ობას მომავალი არ ჰქონდა. ამ თვალსაზრისით პირველი ნაბიჯი მხოლოდ 1580 წელს გადაიდგა, როცა „...სტამბულში ჩავიდა პაპის პირველი ემისარი პიეტრო ჩედულინი, ბალკანეთსა და ანატოლიაში ლათინური ეკლესიების მოსანახულებლად“1.
ასეთ ვითარებაში უმწეოდ დარჩენილ ქართველ კათოლიკე მრევ- ლს მხსნელად ნახჭევან-კილიკიიიდან მოსული სომეხი უნიატი ბე- რები მოევლინნენ. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნახიჭევან- ში კათოლიკობამ ფრანცისკელი და ბენედიქტელი მამების მეშვეობ- ით შეაღწია XIV საუკუნის I ნახევარში2. მათ უნდა გაეკაფათ გზა სომ- ხურ-გრიგორიანული და რომაულ-კათოლიკური ეკლესიების გაერ- თიანებისათვის3. ნახიჭევანში არსებული თემი ანუ ე.წ. უნიტორი ბე- რები (fratres unitores) ანდა უნიატები (uniti), რომელიც სომხეთსა და დასავლეთის ქრისტიანობას შორის ხშირი კონტაქტების წყაროს წარმოადგენდა4, 1330 წელს დაექვემდებარნენ რომის პაპს. ამიტომ ნახიჭევანი  1350  წლიდან  გახდა  კათოლიკური  ეპისკოპატის  ცენ- ტრი5.  პაპმა ინოკენტი  VI-მ6 (1352-1362) ნახიჭევანის კათოლიკური თემი უშუალოდ დაუქვემდებარა დომინიკანელთა ორდენს7. ნახიჭე- ვანის კათოლიკური თემი როგორც სეფიანთა, ასევე დასავლეთ ევ- როპის სახელმწიფოთა ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რადგან ნახიჭევანელი და ჯულფელი სომეხი ვაჭრები ევროპის ქვეყნებში დიპლომატიურ მისიებს ასრულებდნენ ოსმალთა იმპერიის წინააღ- მდეგ. ამიტომ შაჰ ისმაილ I-ის მმართველობის დროს ნახიჭევანის სომეხი კათოლიკეები რიგი პრივილეგიებით სარგებლობდნენ8. რო-

1 Vassileva Elmira. Ottoman Istanbul from the Perspective of the Catholic Missionaries in the Post-Tri- dentine Period (End of 16th-17th centuries), 293 http://osmanliistanbulu.org/tr/images/osmanliistan- bulu-4/elmira_vassileva.pdf
2 Г. Паносян. Армянская католическая община в Нахичеванской провинции (XVII-XVIII вв.). Гюмрийский Государственный Педагогический Институт им, М. Налбандяна, Ученые Записки, (№2, 2013), 53; José Manuel Floristan. Las relaciones hispano-armenias en los ss. XVI-XVII. Mésogeios. Mediteranée, 5(1999), 53.
3  José Manuel Floristan. Las relaciones hispano-armenias en los ss. XVI-XVII, 53.
4  იქვე, 54.
5   იქვე.
6 ე. სუტნერი არასწორად მიუთითებს პაპ ინოკენტი IV-ს (Эрнст Суттнер. Христианство Востока и Запада, (Москва, 1999), 68). ეს უკანასკნელი პაპად იყო 1243-1254 წლებში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდნენ ნახიჭევანის უნიატი კათოლიკეები.
7  Г. Паносян. Армянская католическая община в Нахичеванской провинции (XVII-XVIII вв.), 54.
8   იქვე, 55.
 
გორც  ისტორიკოსი  პეტრუშევსკი  აღნიშნავს,  ჯულფელი  მსხვილი ვაჭრები, რომლებიც შაჰის კონტრაგენტები იყვნენ საგარეო ვაჭრო- ბაში, „...ამავე დროს არაერთხელ ასრულებდნენ მისივე დიპლომატი- ური აგენტების როლს ევროპულ სახელმწიფოებში. საერთოდ, სეფი- ანები, რომლებიც ევროპული სახელმწიფოების დახმარებას საჭი- როებდნენ ოსმალთა იმპერიასთან ბრძოლაში, ამ მიზნისთვის დიპ- ლომატიურ აგენტებად სიამოვნებით იყენებდნენ სომეხ ვაჭრებსა და სასულიერო პირებს“1. გავრცელებული თვალსაზრისით, ქართველი მეფეებიც  მეტწილად იმავე საკომუნიკაციო არხებს იყენებდნენ, რა- საც  სეფიანები. „მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნიდან ირანი სა- ქართველოსთვის ოსმალეთზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენ- და, ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებისა და ირანელ- ების დაახლოებისა და მოკავშირეობის არაერთი ფაქტი არსებობს და ქართველი მეფეებიც ხშირად იმავე სომეხ ვაჭრებსა და სასული- ერო პირებს მიმართავდნენ, რომლებსაც სეფიანი მმართველები“2.
ასე რომ, სომეხმა უნიატმა ბერებმა, რომლებიც ევროპის სახელ- მწიფოებისაგან მხარდაჭერით სარგებლობდნენ, გულწრფელი სამ- სახური შესთავაზეს ქართველ კათოლიკე მრევლს. ასე, თანდათა- ნობით, კათოლიკე მამები სომეხმა უნიატმა მოძღვრებმა შეცვალეს, რომელთა საქმიანობისა და ფეხის მოკიდებისათვის საჭირო გამ- ხდარა, რომ მათ ხელში გადასულ კათოლიკე მამათა დატოვებულ მემკვიდრეობას ერთგვარად კანონიზებული სახე მისცემოდა3. ირ- ან-ოსმალეთის ომებისას სომეხმა კათოლიკეებმა სერიოზული და- ნაკარგები განიცადეს. ტერიტორიულმა ცვლილებებმა მათი რელი- გიური ცხოვრება მეტად გააძნელა4. ამიტომ სასულიერო ლიდერებ- მა დასავლეთს მიმართეს დახმარებისათვის5.
აღნიშნულ  საკითხზე    ყურადღების  გამახვილებით  ვცდილობთ ვაჩვენოთ, როგორ გახდა შესაძლებელი ნახიჭევანის დომინიკელი

1 И.П. Петрушевский. Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI- начале XIX вв. (Ленинград, 1949), 182.
2 თ. ქარჩავა. ქართველთა მეფეების საერთაშორისო კონტაქტებისა და მათი დესპანების ვინაობის შესახებ XV  საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნეში, (თბილისი, 2009),  66.
3 Г. Паносян. Армянская католическая община в Нахичеванской провинции (XVII-XVIII вв.), 55.
4 Charles A. Frazee. Catholics and Sultans, The Church and the Ottoman Empire 1453-1923. (Cambridge, 2006), 47.
5 იქვე.
 
მისიონერების მეშვეობით ლუარსაბ I-ის მიერ ვატიკანთან კავშირის განახლება. ამ საკითხის შესასწავლად გაგვაჩნია ერთადერთი უტყუ- არი წყარო – ეს არის პაპ პავლე III-ის მიერ მეფე ლუარსაბ I-სადმი 1545 წლის 17 ივნისს მოწერილი წერილი. ზემოთ საკმაოდ ვრცლად წარმოვაჩინეთ რომის პაპ პავლე III-ის როლი ანტიოსმალური
„წმინდა ლიგის“ შექმნასა და მის საქმიანობაში. სწორედ ამ კონტექ- სტის დახმარებით შეგვიძლია გავარკვიოთ, რა მიზანი ამოძრავებდა ლუარსაბ მეფეს, როდესაც წმინდა ტახტთან ურთიერთობის განახ- ლებას ცდილობდა.
როგორც რომის პაპის მიერ ლუარსაბ მეფისადმი მოწერილი წე- რილიდან ირკვევა, ქართლის მეფეს ახლო კავშირი ჰქონია ნახიჭე- ვანის დომენიკელ მამებთან, ბატისტასა და დომენიკესთან. პაპი მე- ფეს წერდა: „როგორც შევიტყვეთ, ბატისტა თქვენი ბრწყინვალების ნაცნობი და საყვარელი მეგობარი ყოფილა, როგორც მისივე წესის სხვა მამებიც, რომლებიც თქვენს სამფლობელო ქალაქში (თბილის- ში, ავტ.) ღვთის მსახურებას ასრულებენ“1. თუ ამ ცნობას ვირწმუ- ნებთ, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ხსენებული მამები თბილისის კათოლიკეებთან აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას და, ცხადია, მეფის მათთან მეგობრობა სწორედ აქ შედგა.
სამწუხაროდ, ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, ლუარსაბ მე- ფემ პაპს მისწერა თუ არა წერილი. უფრო სავარაუდებელია, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში პაპი თა- ვის ვრცელ წერილში ამის შესახებ აუცილებლად, მისი დამოწმების მიზნით მაინც, რამეს იტყოდა. ამას გვაფიქრებინებს ფრაგმენტი პა- პის მიერ ლუარსაბ მეფისადმი მიწერილი წერილიდან: „ბევრი სარ- წმუნო მოხსენებიდან შევიტყვეთ...“2, ანუ პონტიფექსმა ხსენებული მამების მოხსენებებიდან გაიგო ლუარსაბ მეფის წმინდა ტახტისად- მი  დამოკიდებულების  შესახებ.  აქედან  გამომდინარე,  ვფიქრობთ, რომ იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც ხსენებულ მამებს უხდებო- დათ  მგზავრობა,  სრულიად  ლოგიკურია,  რომ  ლუარსაბ  I-ს  პაპის- თვის წერილი არ გაეგზავნა. ეს ერთგვარი თავდაცვის საშუალება იყო, იმ შემთხვევისთვის, თუ მეფის წარგზავნილი მამები ოსმალო ჯაშუშების ხელში აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ, საფიქრებელია, რომ

1 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 72.
2 იქვე, 71.
 
ლუარსაბის სათქმელი მამებს ზეპირად უნდა მოეხსენებინათ პაპი- სათვის (ასეთ პრაქტიკას, როდესაც შუამავალი ზეპირად გადასცემს სათქმელს ადრესატს, ჩვენ მოგვიანებით, 60-იან წლებშიც შევხვდე- ბით ქართველი მეფეებისა და ევროპელთა ურთიერთობაში. ამ შემ- თხვევაშიც ქართველ მეფესა და ინგლისელ მოგზაურს შორის შუამ- ავალი სომეხია, ოღონდ არა სასულიერო პირი, არამედ, სავარაუდ- ოდ, აბრეშუმის საერთაშორისო სავაჭრო ქსელში ჩაბმული პიროვ- ნება). ჩვენ დანამდვილებით არც ის ვიცით, ხსენებული მამები რო- დის ჩავიდნენ რომში. რადგან პაპის წერილი ლუარსაბისადმი და- თარიღებულია 1545 წლის 17 ივნისით, მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვ- ათ, რომ ისინი უკან, ნახჭევანში ალბათ ამის შემდეგ დაბრუნდნენ.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რას სთხოვდა ქართლის მეფე ლუ- არსაბ I რომის პაპ პავლე III-ს? რადგან მეფის წერილი ხელთ არა გვაქვს, პაპის წერილიდან უნდა ვცადოთ იმის ამოკითხვა, რას აუწყებ- და ან რას სთხოვდა ქართლის მეფე რომის პონტიფექსს. პირველ რიგში, ცხადია, ქართლის მეფე რომის პაპს აღიარებდა ყველა ქრის- ტიანული ეკლესიის მეთაურად, ასევე, „...ქრისტეს ნაცვლად და მო- ციქულთა მთავრის, წმიდა პეტრეს მოსაყდრედ...“1; ასევე, როგორც ჩანს, ლუარსაბ მეფე პონტიფექსს აუწყებდა, რომ, მის მსგავსად, პა- პის პრიმატს აღიარებდნენ იმერეთის მეფე ბაგრატ III და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, კახთა მეფე ლევანი და „... ყვარყვარე2 ახალციხელი...“3. ამ აღიარებამ, მით უფრო, რეფორმა- ციის ფონზე, როცა პაპის ძალაუფლებას პროტესტანტები ეჭვქვეშ აყენებდნენ4, ჩანს, მას განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა. „ეს რა ვსცანით დიდათ განვიხარეთ უფლისადმი და მის უზენაესობას მად- ლობა შევსწირეთ, რომ წმიდა ემბაზში განათლებულის ქრისტეს სარ- წმუნოების აღსარებაში ეგოდენ ხნიდგან მტკიცედ დაუცევხართ და კვალად გიცავსთ თქვენ ოთხ უდიდეს მეფეთ, ვითარცა ქრისტეს სარ- წმუნოების უძლიერეს გმირთა ეგოდენ ურწმუნოთა შორის, რომლე- ბისგანაც ყველა მხრით გარემოცული ხართ“5. ამის შემდეგ, პაპი დასტურს აძლევს ლუარსაბ მეფეს და კიდევ ერთხელ შეახსენებს,

1 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 71.
2 უნდა ვიგულისხმოთ ათაბაგი ქაიხოსრო II (1545-1573).
3 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 71.
4 Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204-1571),V. III, 454.
5 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 71.
 
თუ რისთვის დაადგინა უფალმა რომის პაპი ყველა ეკლესიის მეთა- ურად. „...რომის ეკლესიის და სამოციქულო საყდრის უმწვერვალესი მღვდელმთავარი, რომელიც განაწესა თავის მონაცვლედ წმიდა პეტრეს მიერ, რათა აღმოფხვრას, დაამხოს, განაბნიოს და გაჰფან- ტოს ყველა, რაც კი იმავე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა სარწმუნოების წინააღმდეგია და ასე თუ ისე ავნებს მისსავე მორწმუ- ნეთა  საუკუნო  ცხოვრებას“1,  –  წერდა  პაპი.  ეს  უკანასკნელი  ასევე წუხდა, რომ გეოგრაფიულმა სიშორემ ისტორიულად არ მისცა სა- შუალება პაპობას „...უფლისავე ჩაგონებით შეუერთოს მის სამწყსოს თავისის პატიოსანის სისხლით დახსნილი ის ცხოვარნიც, რომელ- თაც ამ უმწვერვალესის მწყემსის მზრუნველობა მოაკლდათ უფრო ადგილის სიშორის გამო, ვიდრე მათი გულგრილობის მიზეზით“2. ამ ფაქტორის გამო პაპი მოუწოდებდა ლუარსაბს, რომ ინიციატივა თა- ვის ხელში აეღო ეკლესიათა უნიის საქმეში. პაპი ლუარსაბს წერს:
„ქრისტეს ამ ერთადერთ სამწყსოში (ე.ი. რომაულ-კათოლიკურ ეკ- ლესიაში, ავტ.) ვნატრობთ თუ თქვენს და სხვათა ქართველთ მეფეებ- ის შემოსვლას თუ თქვენისა და თუ მათისა და მთელის თქვენი ერის, სულის საცხონებლად“3. ეკლესიათა უნიის შედეგს პაპი მეფეს ძალ- ზე მოკლედ ასე აუწყებდა: „...ჩვენი შემწეობით ადვილად ეწიოთ ამ ბედნიერებას“4. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ უნიტორმა მამებმა, როგორც ჩანს, პაპის წინაშე ლუარსაბ მეფე ისე წარმოაჩ- ინეს, თითქოსდა ქართლის მეფეს ხელეწიფებოდა უნიისთვის ჩაეყ- არა საფუძველი. ამას მიუთითებს პაპის საუბრის ტონი, რომ მას ეჭვი არ ეპარება უნიაზე მოლაპარაკებების გარდაუვალობაში.
პაპის  წერილის  მომდევნო  ნაწილი  უკვე  იმ  რჩევა-დარიგებებს ეთმობა, რაც მეფე ლუარსაბს უნდა გაეკეთებინა ეკლესიათა უნიის საქმეში. სანამ ამ საკითხს შევეხებით, ზემოთ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით მოკლედ დავასკვნით: პირველი, ქართლის მეფე ლუ- არსაბ I რომის პაპ პავლე III-ს დომენიკესა და ბატისტას მეშვეობით აცნობებდა, რომ ის წმინდა ტახტის მღვდელმთავარს აღიარებდა ქრისტიანული სამყაროს სულიერ მეთაურად, ანუ სცნობდა პაპის

1 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 72.
2 იქვე.
3 იქვე.
4 იქვე.
 
პრიმატის დოგმატს; მეორე, სავარაუდოდ, ლუარსაბ მეფე პაპს სთა- ვაზობდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რომაულ-კათო- ლიკურ ეკლესიასთან უნიას, რადგან კარგად ხედავდა, რომ დასავ- ლეთთან დამაკავშირებელი გზა საქართველოსთვის იმ ეტაპზე, მხო- ლოდ და მხოლოდ რომზე გადიოდა. მეტიც, ვფიქრობთ, იზოლაციის იმ რთულ პირობებში, რომელშიც საქართველო მოექცა, გამოჩნდა თუ არა უნიატი მამების მეშვეობით პაპობასთან დაკავშირების შე- საძლებლობა, ლუარსაბ მეფემ წმინდა ტახტთან მოლაპარაკებები და ურთიერთობა დასავლეთის ანტიოსმალურ ძალებთან დაკავში- რების ქმედით ინსტრუმენტად მიიჩნია.
როგორც აღვნიშნეთ, ლუარსაბ მეფის მიერ ეკლესიათა უნიის თხოვნის საფუძველზე, ხსენებულ მამებს, დომენიკესა და ბატისტას, ქართლის მეფესთან მოჰქონდათ პაპის შემდეგი „...სასარგებლო ჩა- გონება...“1 ანუ წინადადება: „...წარმოგზავნეთ ჩვენთან თქვენი ელ- ჩები, რომლების საშუალებითაც თუ თქვენი თავი და თუ მთელი თქვენი ერი რომის წმინდა მსოფლიო ეკლესიას და მის მწყემსს მო- უძღვენით გულ მხურვალებით და მის შვილებად გამოცხადდით. ამ- ავე ნაირად შეაგულიანეთ ზემოხსენებული თქვენი მეზობელი, სამი დანარჩენი ქართველთა მეფენიც, რათაც თქვენ ორატორებთან ერ- თად გამოგზავნონ თავიანთი ორატორებიც, მათი საშუალებით მიუძ- ღვნან თავიანთი მორჩილება რომის მსოფლიო ეკლესიას და ჩვენ, მის მწყემსსა“2.
როგორც მოტანილი წყაროდან ჩანს, ძნელი მისახვედრი არაა, რას ითხოვდა რომის პაპი. ეს უკანასკნელი მოუწოდებდა ქართლის მეფეს, რომ რომში გაეგზავნა საკუთარი ელჩი, რომელიც ოფიცი- ალურად დაადასტურებდა მის წინადადებას ეკლესიათა უნიაზე. სა- კუთარი ელჩების მეშვეობით ეს ასევე  უნდა დაემოწმებინა ზემოხსე- ნებულ სამ ქართველ სუვერენსაც. ცხადია, პაპი ოფიციალურ დონე- ზე აპირებდა ეკლესიათა უნიისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მინიჭებას. ამ აქტის შემდეგ კი პაპი საქართველოში, ვითარცა უნიას მიერთებულ ქვეყანაში, დანიშნავდა თავის ნუნციუსს. „შემდგომ ღვთის შეწევნით, – წერდა პაპი, – წარმოგივლენთ ჩვენს ნუნციებსაც, რო- მელთა საშუალებითაც მიიღებთ ყველა საჭირო სწავლას, რათა უშ-

1 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 72.
2 იქვე, 72-73.
 
იშრად  საუკუნო  ცხოვრების  გზით  მოიპოვოთ  ზეციური  სასუფევე- ლი...“1. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოსა და წმინდა ტახტს შორის, გარდა უნიისა, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, დამყარ- დებოდა დიპლომატიური ურთიერთობა. მოკლედ, უნია იყო ის სა- ფუძველი, რაზეც აიგებოდა წმინდა ტახტსა და საქართველოს შო- რის მტკიცე ურთიერთობები. ის, რომ ამ მომენტში პაპი ლუარსაბს უნიისკენ მოუწოდებდა, ჩვენი აზრით, შესაძლებელია, უფრო პოლი- ტიკური მიზნით იყო ნაკარნახევი. საფიქრებელია, რომ პაპს, ქარ- თლის მეფის მიზნიდან გამომდინარე, ლუარსაბი დასავლეთის, კონ- კრეტულ შემთხვევაში, იმპერატორ კარლ V-ის მოკავშირე ჯვაროს- ნულ ძალადაც მიეჩნია აღმოსავლეთში. აქედან გამომდინარე, კარლ V-ის უნივერსალურ მონარქიასთან ეფექტიანი კავშირი მხოლოდ კა- თოლიკურ საქართველოს შეეძლო, ვინაიდან მართლმადიდებელი ქრისტიანები გამორიცხულნი იყვნენ ევროპის იდეოლოგიურ მშე- ნებლობაში, რადგან კავშირი მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის მეშ- ვეობით მიიღწეოდა2.
როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, უკანასკნელი ჰუმანისტი პაპი პავ- ლე III ფარნეზე, რომელიც პოლიტიკურ საქმეებში დიდად გამოცდი- ლი პიროვნება იყო, სწორედ ამ პერიოდში რეფორმაციისაგან შერ- ყეული კათოლიკური ეკლესიის გავლენის აღდგენით იყო დაკავებუ- ლი. ლუარსაბთან ეპისტოლეს მოწერის დროისათვის კათოლიკური დოგმების სიწმინდის დასადგენად პაპი ტრიდენტის საეკლესიო კრე- ბის (მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის XIX კრება) მოწვევის სამზა- დისში იყო. მართალია, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა (საფ- რანგეთსა და რომის საღვთო იმპერიას) შორის არსებული უთანხმო- ების მოგვარების გზით პაპი ერთიანი ანტიოსმალური ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობა წარუ- მატებელად დამთავრდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ: დომინიკე- ლი კათოლიკე მამების, დომინიკესა და ბატისტას მეშვეობით, რო- მელთაც უწყვეტი კავშირი ჰქონდათ კურიასთან, ქართლის მეფე ლუ- არსაბ I, ალბათ, საკმაოდ გაერკვა პაპ პავლე III-ის მიერ დაგეგმი-

1 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 73.
2 Jean Céard. L’image de l’Europe dans la littérature cosmographique, dans La conscience européenne au XVe et au XVIe siècle. Collections de l’ENS, №22 (Paris, 1982), 49–63.
 
ლი საეკლესიო კრების მიზნებსა და ერთიანი ანტიოსმალური ლაშ- ქრობის  მოწყობის  გეგმებში.  ეს  უკანასკნელი,  დიდი  ალბათობით, ლუარსაბისთვის ბიძგის მომცემი იმპულსი უნდა გამხდარიყო წმინ- და ტახტთან უნიის საფუძველზე პაპობაში შესაძლებელი მოკავში- რის დასანახად. სხვა საშუალების არარსებობის შემთხვევაში, ეს ერთადერთი გზა იყო, რითაც ქართლის მეფე დასავლეთის ანტიოს- მალურ ძალებს შეიძლება დაკავშირებოდა და საქართველოს გაერ- ღვია ის იზოლაცია, რომელშიც იყო მოქცეული. ყოველ შემთხვევა- ში,  უმოკავშირეოდ  დარჩენილი  ქვეყნისათვის,  რომელიც,  ნებსით თუ უნებლიეთ, ჩაბმული იყო, მაშინდელი გაგებით, ქრისტიანობის საერთო მტერთან, ოსმალებთან ბრძოლაში, დასავლეთის ქრისტი- ანული სამყაროს სულიერი მამის მხარდაჭერას დიდი მორალური მნიშვნელობა ჰქონდა.
ჩვენ არ ვიცით, პაპის მოთხოვნისამებრ, ლუარსაბ მეფემ რომში გააგზავნა თუ არა თავისი დესპანი. მ. თამარაშვილი ვარაუდობს, რომ ლუარსაბ მეფემ პაპს ელჩი გაუგზავნა1. ამის დასამტკიცებლად ის იშველიებს ფაქტს, რომ პაპი 1546 წელს საქართველოს მეფეებს თავის ნუნციუსად უგზავნის ნახიჭევანის არქიეპისკოპოსს, ძმა სტე- ფანეს2. მ. თამარაშვილის ეს დასკვნა ემყარება პაპ პავლე III-ის 1546 წლის 30 ივნისით დათარიღებულ წერილს, რომელიც თითქოსდა მან რომში ლუარსაბის მიერ ელჩის რანგით გაგზავნილ ნახიჭევანის არქიეპისკოპოსს, ძმა სტეფანეს გაატანა3. თუმცა ამ წერილიდან არ- ანაირად არ ჩანს, რომ ძმა სტეფანე ლუარსაბმა ელჩად მიავლინა რომში. თუ დავაკვირდებით ამ წერილში პაპის მიმართვის ფორმას, ამაში ადვილად დავრწმუნდებით; პაპი წერდა: „პატივცემულ ძმას სტეფანეს, ნახჩევნის არქიეპისკოპოსს, მშვიდობა და მოციქულებ- რივი კურთხევა...“4. პაპები, ჩვეულებრივ, ასე მიმართავდნენ ადრე- სატებს წერილობითი ურთიერთობის დროს, ანუ როცა მათ რომი-

1 Tamarati Michel. L’Eglise géorgienne des origins jusqu’à nos Jours (Rome, 1910), 466; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე (თბილისი, 1995), 521.
2 Tamarati Michel. L’Eglise géorgienne des origins jusqu’à nos Jours, 466; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, 521.
3 Tamarati Michel. L’Eglise géorgienne des origins jusqu’à nos Jours, 466; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, 521.
4 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 74; Tamarati Michel. L’Eglise géorgienne des origins jusqu’à nos Jours, 466; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, 521.
 
დან პონტიფექსი უგზავნიდა წერილს. ამ საკითხზე აქ მეტად აღარ შევჩერდებით, რადგან აღნიშნული წერილიდან აშკარად ჩანს, რომ პაპმა პავლე III-მ 1546 წელს საქართველოში ნუნციუსად გაამწესა ნახიჭევანის არქიეპისკოპოსი, ძმა სტეფანე კოლენცა1. მეტი ალბა- თობით, პაპმა ეს გადაწყვეტილება ძმა სტეფანეს წერილობით აცნო- ბა; ამ უკანასკნელს კი საქართველოში დაუწყია ეკლესიათა უნიის- ათვის ნიადაგის მომზადება. პაპი უწონებდა სტეფანეს გაწეულ სამ- სახურს და იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველები „...დიდის სიად- ვილით შეუერთდებოდნენ... რომის ეკლესიას და მიიღებდნენ უხვად სულიერს ნაყოფს, რაიცა შეიქმნება დიდათ სანუგეშო სხვა ქრისტი- ანე მორწმუნეთათვის“2. ასეა თუ ისე, სტეფანე კოლენცას საქართვე- ლოში პაპის ნუნციუსად დანიშვნა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სა- ერთაშორისო იზოლაციის გარღვევისაკენ.
ლუარსაბ I-ის მიერ პაპობასთან კავშირის აღდგენის მცდელობა, ჩვენი აზრით, უშუალოდ უკავშირდებოდა ქართლის მეფის  მომავალ გეგმას, კერძოდ, 1548 წელს რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ კარლ V-სთან სამხედრო კავშირის დამყარებას. მართალია, ხელთ არ გაგვაჩნია არც ერთი წყარო, რომელიც გაგვარკვევდა, თუ რამ- დენად იყო ინფორმირებული ლუარსაბ I ჰაბსბურგთა ანტიოსმალურ პოლიტიკაზე, მაგრამ ამ კონტექსტში მისი გამოჩენა გვარწმუნებს, რომ ქართლის მეფე უდავოდ ფლობდა სათანადო ინფორმაციას იმ- პერატორის ბრძოლის გეგმებზე. ეს სავსებით ბუნებრივად გვეჩვენე- ბა, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც ანტიოსმალური კოალიციების შექ- მნის იდეა საერთაშორისო პოლიტიკის უმთავრეს საკითხად გამო- იკვეთა, მართალია, სპორადულად, მაგრამ სულ ვხედავთ ქართული სახელმწიფოების მუდმივ დაინტერესებას, შეინარჩუნონ კავშირი როგორც პაპთან, ასევე დასავლეთში ქრისტიანობის საერთო იდეის მატარებელ საერო ხელისუფალთან.
საკითხის არსში უკეთ ჩაწვდომის მიზნით, კერძოდ, იმის გასარ- კვევად, რა პარადიგმა შეიძლებოდა შეექმნა იმპერატორ კარლ V- ის, როგორც ქრისტიანული იდეალის დამცველის სახეს ლუარსაბის მასთან დაკავშირებამდე, აუცილებელია იმ ზოგადი ფაქტორების

1 მ. პაპაშვილი. საქართველო-რომის ურთიერთობა (თბილისი, 1995), 113.
2 მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 75; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, 521-522.
 
გათვალისწინება, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო დამყარებული ეს პარადიგმა. ამ  მიზნით მივმართავთ მოკლე ისტორიულ ექსკურსს, დასაწყისისთვის კი ვიტყვით: კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ (1453) განსაკუთრებული აქტუალობით მოქმედი „ქრისტიანული სამ- ყაროს იდეალი“, რომელიც ძირითადად უნდა გავიგოთ, როგორც კონცეფცია1, XVI საუკუნის დასაწყისის ევროპაში გაბატონებულ პო- ლიტიკურ და რელიგიურ იდეოლოგიას წარმოადგენდა2. ამ იდეო- ლოგიის თანახმად, „...ყველა ქრისტიანი მთავარი და სახელმწიფო არის საერთო ქრისტიანული თანამაგობრობის წევრი ანდა რესპუბ- ლიკა. იგი იცავს ქრისტიანთა რეალურ ანდა წარმოსახულ ერთიან- ობას...“ და უპირისპირდება, განსაკუთრებით, არაქრისტიანებს3. ამ- დენად, ოსმალებთან ომი უფრო შეფერილი იქნა რელიგიური, ესქა- ტოლოგიური ტონით. ოსმალები წარმოდგენილნი იქნენ ანტიქრის- ტედ, რომელიც ბოლოს და ბოლოს გამოცხადდა და აი, ქრისტეს ათ- ასწლოვან სამეფოს მასთან მოელის გადამწყვეტი ბრძოლა. სწო- რედ ამიტომ გაისმა ჯვაროსნული ლაშქრობების ესქატოლოგიური ფორმულა: ქრისტიანთა გამარჯვება ითხოვს ქრისტიანთა ერთიან- ობას4 და ეს ფაქტორი დომინირებდა მთელი XVI საუკუნე.
ამ იდეალს, ოსმალებთან ალიანსით, ა. პიკჩირილოს სწორი შე- ფასებით, წყალი შეუყენა ფრანსუა I-მა, რომელიც 1522 წელს თავად გეგმავდა ჯვაროსნულ ლაშქრობას ოსმალების წინააღმდეგ5. იმ დროს, როცა შეუძლებელი იყო იმის განჭვრეტა, თუ რა როლს შეას- რულებდა პროტესტანტიზმი ქრისტიანული ერთობის დარღვევაში“6,
„...ესპანეთისა და ავსტრია-გერმანიის მემკვიდრე კარლი განიხილე- ბოდა, როგორც “ბოლო მსოფლიო იმპერატორი”, რომლის ძალაუფ- ლების ქვეშ მოიაზრებოდა ებრაელებისა და წარმართების მოქცევა

1 Anthony Carmen Piccirillo, „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“, The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 13.
2 იქვე, 2 („ქრისტიანული სამყაროს იდეალმა“ პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა ვესტფალიის ზავის (1648) შემდეგ).
3 იქვე, 13.
4 Медведев С. А. Европейский проект и Европейская политика Папы Римского Иоанна Павла
II. Диссертация на соискание ученой степени кандидата исторических наук, (Москва, 1995), 47.
5 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“, The Franco-Ottoman Alliance of
Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 13.
6 იქვე, 3.
 
და რომლის სუვერენიტეტს მოჰყვებოდა „ქრისტეს ათასწლოვანი“ მმართველობა და საბოლოო სამსჯავრო“1.
კარლ V-ის, როგორც ქრისტიანი მმართველის სახის შექმნას, რო- მელიც „ურწმუნოებისაგან“ გაათავისუფლებდა და დააბრუნებდა წმინ- და მიწას და რომლის სუვერენიტეტსაც მოჰყვებოდა „ქრისტეს ათას- წლოვანი“ მმართველობა, ასაზრდოებდა დასავლეთში XVI საუკუნის დასაწყისში არსებული მილენარული წინასწარმეტყველება და აპ- ოკალიფსური მოგონებები2.  „რომაელთა მეფედ და რომის საღვთო იმპერიის იმპერატორად“ არჩევამდე (1519-20)3 ხუთი წლით ადრე
„ესპანეთის უფლისწული“ კარლი წარმოდგენილი იყო, როგორც იერ- უსალიმის მომავალი დამპყრობელი4. დიდი კანცლერი მერკურინო არბორიო გატინარა (1465-1530) ამტკიცებდა, რომ კარლ V-ის არჩე- ვა იმპერატორად „...ეს იყო ღვთაებრივი შთაგონება, რომელიც „იერუ- სალიმის ჯვრის აღდგენის“ ნიშანს იძლეოდა, და არ ეჭვობდა, რომ კარლ V წმინდა მიწას დააბრუნებდა“5. ამ შინაარსის პროპაგანდა არ წყდებოდა და 1530 წელს ბოლონიაში პაპ კლიმენტი VII-ის მიერ იმპერატორად კურთხევის6 შემდეგ  კარლ  V წარმოჩნდა,  როგორც
„...სარწმუნოების დამცველი, რომელიც გაიმარჯვებს თურქებზე ახ- ალ ჯვაროსნულ ლაშქრობაში“7. ამასთან დაკავშირებით უნდა ით- ქვას შემდეგიც: ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორებ- თან ერთად, რელიგიური ფაქტორი, ანუ ესპანეთის „მესიანური სუ- ლი“, რომელიც   შუა საუკუნეებში ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიქმნა, XVI საკუნეში  ოსმალეთის იმპერიის მიმართ ახალ ნორმად

1 The Early Modern Ottomans Remapping the Empire, Edited by Virfinia H. Aksan and Daniel Goffman (Cambridge, 2004), 97.
2 The Early Modern Ottomans Remapping the Empire, Edited by Virfinia H. Aksan and Daniel Goffman, 97; 99.
3 1519 წელს კარლ V-ის იმპერატორად არჩევით ნომინალურად გაერთიანდა რომაულ- გერმანული და ბიზანტიური ტიტულები, თუმცა იმპერიის იდეას ქიმერად აქცევდა ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის ფაქტობრივი მფლობელობა. საკუთრივ კარლ V არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ბიზანტიის მემკვიდრეობას (José Manuel Floristán Imízcoz. Bizancio Después de Bizancio”: La Herencia Imperial de Constintinopla y la Politica Exterior de los Austrias Españoles (1517-1621), 866).
4  The Early Modern Ottomans Remapping the Empire, 98.
5 იქვე.
6 Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“, The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 34.
7 The Early Modern Ottomans Remapping the Empire, 98.
 
ჩამოყალიბდა. კერძოდ, ხელსაყრელ გარემოებებში ესპანეთი ოს- მალების წინააღმდეგ „ურწმუნოებთანაც“, მაგალითად კონსტანტი- ნოპოლის რენეგატებთან, ტუნისის მთავრებთან და ირანის შაჰთა- ნაც დებდა კავშირს.1 ასე რომ, ქრისტიანობის დამცველი კარლ V-ის ოსმალებზე გამარჯვებისათვის მომართული სულის ძალაზე იმპერა- ტორის მრჩევლებისა და თანამებრძოლების ეფექტიანი პროპაგან- და ფართოდ გავრცელდა ქვეშევრდომებს შორის2.
ჰაბსბურგთა პროპაგანდა იმპერატორის ომებს ოსმალთა წინა- აღმდეგ იმისათვის იყენებდა, რომ კარლ V „კათოლიკური სარწმუ- ნოების“ დამცველად წარმოეჩინა. „მისი პროპაგანდისტებიც და თა- ვად იმპერატორიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მისმა ჯარმა... ააღ- ებინა სულტანს ხელი 1532 წელს ვენაზე თავდასხმისაგან. კარლ V-ის უდიდესი გამარჯვება ისლამის წინააღმდეგ, მისი ლაშქრობა ტუნის- ში 1535 წელს, წარმოდგენილი იქნა, როგორც სარწმუნოების მტრე- ბის წინააღმდეგ ძლევამოსილი ჯვაროსნული ლაშქრობა“3. იმის ფონ- ზე, როცა სულტანი სულეიმან I, როგორც იმპერატორ კონსტანტინე დიდის მემკვიდრე, პრეტენზიას აცხადებდა მთელ დასავლეთ ევრო- პაზე4, ასეთი განწყობა, ვფიქრობთ, არ იყო საკვირველი, რადგან მუსლიმთა წინააღმდეგ ომებში ქრისტიანთა პერმანენტული დამარ- ცხებების პირობებში, ამ მოვლენის გადაჭარბებით შეფასება სრუ- ლიად ბუნებრივი იყო. მიუხედავად ამისა, სიმართლე ის გახლდათ, რომ „ოსმალთა ექსპანსია შეჩერებული იქნა, უზარმაზარი იმპერიის ძალა არასაკმარისი აღმოჩნდა, რომ ჰაბსბურგებსა და მათ მოკავ- შირეებზე გაემარჯვა და ისინი ცენტრალური ევროპიდან გაეძევებ- ინა“5. ამიტომ, 1535-1536 წლებში რომის კეისართა მსგავსი ტრიუმ- ფალური მარში იმპერატორ კარლ V-ისა იტალიაში6 განამტკიცებდა მისი, როგორც სარწმუნოების დამცველის, „თურქების გამანადგუ- რებელისა“ და „აფრიკის დამმორჩილებელის“7 დიდებას.

1 José Manuel Floristán Imízcoz. Bizancio Después de Bizancio”: La Herencia Imperial de Constintinopla y la Politica Exterior de los Austrias Españoles (1517-1621), 867.
2 The Early Modern Ottomans Remapping the Empire, 98.
3 იქვე.
4 Paolo Giovio. Commentario de le cose de’ Turchi. A cura di Lara Michelacci, (Bologna, 2005), 156.
5 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe –a Failed Attempt at Universal Monarchy (1390-1566), (Budapest, 2016), 81.
6 იქვე.
7 Wim Blockmans. Emperor Charles V. 1500-1558. (London: Arnold, 2002), 173-174.
 
ძნელი სათქმელია, იცოდა თუ არა ეს ყველაფერი ლუარსაბ მეფემ, თუმცა გამორიცხული არაა, რომ  მას ამის შესახებ გარკვეული წარ- მოდგენა ჰქონოდა. ამის უპირველეს არგუმენტად იმის დასახელება შეგვიძლია, რომ ის მზადაა, თუნდაც სიტყვით მაინც, მონაწილეობა მიიღოს იმპერატორ კარლ V-სთან ერთად ანტიოსმალურ ომში. და მა- ინც, ჩვენ არ ვიცით, როგორ მოიპოვებდნენ და აფასებდნენ იმდროინ- დელ საქართველოში ინფორმაციებს. შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ მაშინ არსებობდა ამ მიმართულებით მოქმედი რაიმე ჩამოყალიბებუ- ლი და ეფექტიანად მოქმედი სისტემა. შეგვიძლია მხოლოდ ვივარა- უდოთ, რომ სამეფო კარი ახერხებდა მისთვის საჭირო ინფორმაციე- ბის მოპოვებას. მოცემულ პერიოდში ინფორმაციის წყაროდ შესაძ- ლოა მივიჩნიოთ ნახიჭევანელი დომენიკელი მისიონერები, ასევე, კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელთა პატრიარქი. არ არის გა- მორიცხული, საჭირო ინფორმაციები სეფიანთა ირანში ჩასული ევ- როპელი დიპლომატებისაგანაც ყოფილიყო მოპოვებული. სწორედ ამ ხანებში (1539-1540 წწ.) სეფიანთა ირანსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა დესპანების გაცვლა-გამოცვლა1. ასეა თუ ისე, ლუარსაბ მეფისათვის ცნობილია კარლ V-ის ანტიოსმა- ლური ბრძოლებისა და საერთო ქრისტიანული მიზნების შესახებ.
საგულისხმოა ისიც, რომ მართალია, ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, რა დამოკიდებულება ან რა ინფორმაცია ჰქონდა ქართლის მეფეს კარლ V-ის მიწერ-მოწერისა და თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ შაჰ ისმაილთან და შაჰ თამაზთან XVI საუკუნის 20-იან წლებ- ში, თუმცა სეფიანთა თავდაპირველ გამარჯვებაში ქართველების როლის2, ასევე იმის გათვალისწინება, რომ „სეფიანებთან ერთად კოალიციაში გამოსვლა თავისთავად გულისხმობდა ევროპელებ- თან ურთიერთობის პერსპექტივასაც, გვავარაუდებინებს, რომ რა- იმე სახით ქართული სახელმწიფოების ჩართულობა ანტიოსმალური კოალიციების მცდელობაში XVI საუკუნის 20-იან წლებშიც საძიებე- ლია“3. ამას ემატება წინა თავში ნახსენები ფაქტიც, კერძოდ, ის, რომ

1 Rudi Mathee. Distant Allies: Diplomatic Contacts between Portugal and Iran in the Reign of Shah Tahmasb, 1524-1576, 228.
2 ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან- საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 153.
3 თ. ქარჩავა. ქართველთა მეფეების საერთაშორისო კონტაქტებისა და მათი დესპანების ვინაობის შესახებ, 71.
 
შაჰ ისმაილის მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ შექმნილი ლიგის [1514 წლის ოქტომბრიდან] მონაწილენი ქართველებიც ყოფილან. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლო ძენოს მიერ შედგენილი კატერინო ძენოს „მოგზაურობის კომენტარები“ და ასევე ვენეციელი ჯოვანი მარია ანჯელოს ცნობები1. ასე რომ, სავსებით სავარაუდებ- ელია, რომ ქართული მხარე ყველა ხელჩასაჭიდ შანსს იყენებდა ან- ტიოსმალური კოალიციის კონტექსტში დასავლეთის მესვეურებთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად.
საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ ზემოთ მოხმობილი მიკელე მემბრე, რომელიც სეფიანთა კარზე სწორედ საქართველოს გავლით ჩავიდა და დესკრიფციული ცნობები დატოვა ქართველთა შესახებ,  თავისი მისიის დასრულების შემდეგ ვალიადოლიდში კარლ V-ს შეხვდა. ეს უკანასკნელი ძალიან იყო დაინტერესებული მემბრეს სპარსული შთა- ბეჭდილებებით და სეფიანებთან სავარაუდო პოლიტიკური ალიანსე- ბის შესაძლებლობებით. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მეს- ვეურთა შორის, და ვინაიდან, როგორც უკვე გამოჩნდა, საქართველო XVI საუკუნის დამდეგიდან ამ საკომუნიკაციო   ტრაფიკის ხან ძირი- თად, ხან კი ალტერნატიულ საკომუნიკაციო გზად მოიაზრებოდა, სხვა ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, ზრდიდა მის მიმართ ინტე- რესს. თავის მხრივ, ქართულ სახელმწიფოთა მესვეურებსაც ესმო- დათ, რომ საერთაშორისო საკითხში პირადი ჩართულობა ფუნქციურ დატვირთვას სძენდა მათ საგამგებლო ერთეულებს. ამდენად, არსე- ბითი იყო ინფორმაციის ფლობაც და ადრესატის სწორად განსაზღვრაც. თუმცა, თუ არ ჩავთვლით პაპის კურიას, სამწუხაროდ, დასავლეთის საერო ხელისუფალთა თვალში ქართლის სამეფო მხოლოდ სეფიან- ების კონტექსტში განიხილება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ- სებული წყაროები ამაზე შორსმიმავალი დასკვნის გაკეთების საშუ- ალებას არ გვაძლევს. თუმცა, ქართველი სახელმწიფო მოღვაწენი, განსაკუთრებით კი ქართლის მეფეები, როგორც ჩანს, ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად, მყარად დაეკავებინათ საკუთარი ნიშა.
როგორც პაპ პავლე III-ის შემთხვევაში, ამჯერადაც ჩვენთვის უც- ნობია ლუარსაბ მეფის წერილი იმპერატორ კარლ V-სადმი. მხო-

1 ე. მამისთვალიშვილი. იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან- საქართველოს ურთიერთობის შესახებ, 148-159.
 
ლოდ გვაქვს ერთი ირიბი ცნობა, რომელიც გვაუწყებს შემდეგს:
„კონსტანტინოპოლის პატრიარქმა1 კაპადოკიის მიტროპოლიტის ხე- ლით კარლ V-ს გაუგზავნა თავისი და იბერიის მეფის2 წერილები. ეს წერილები დაწერილი იყო 1548 წლის მარტში. ისინი იქ (სიცილიაში, ავტ.) მიიტანა ხსენებულმა ეპისკოპოსმა3. ეს წერილები შეიცავდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თუ მისი უდიდებულესობა (იმპერა- ტორი კარლ V, ავტ.) მოისურვებს წამოიწყოს ლაშქრობა აღმოსავ- ლეთში, ეს მეფე [იბერიის მეფე] მას დაეხმარება 30 ათასი კაცით და მასთან ერთად გაგზავნის თავის ერთ ვაჟიშვილს. პატრიარქი ადას- ტურებს, რომ ყველა ქრისტიანი, რომელიც იმყოფება კონსტანტინო- პოლში, მზად არის იმისათვის, რომ ხელთ აიღოს იარაღი და მოკ- ვდეს მისი უდიდებულესობის სამსახურში“4. ასევე გვაქვს არაპირდა- პირი ცნობა იმის შესახებ, რომ პელაგონიის ეპარქიის5 ეპისკოპოსი მაკარი6 კონსტანტინოპოლს პატრიარქის მეკავშირეს წარმოადგენ- და, როგორც საპატრიარქოებს, ასევე იმპერატორ კარლ V-ს შორის. ის ირანის შაჰის, საქართველოს მეფისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახელით მოქმედებდა.7
ასეთია ამ ირიბი წყაროს შინაარსი, რომელიც გარკვეული დას- კვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. პირველ რიგში, ამ არაპირ- დაპირი წყაროდან ირკვევა, რომ ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა 1548 წლის მარტში წერილი მისწერა რომის საღვთო იმპერიის იმპერა- ტორ კარლ V-ს. ამავე წყაროდან გარკვევით ჩანს, რომ მეფე ლუარ- საბმა თავისი წერილი კაპადოკიის მიტროპოლიტის მეშვეობით გა- უგზავნა ბერძენთა პატრიარქს კონსტანტინოპოლში, რათა მას იგი

1 ალბათ, იგულისხმება კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელთა პატრიარქი დიონისე II (1546-1556).
2 ქართლის მეფე ლუარსაბ I.
3 იგულისხმება მოდონის ეპისკოპოსი.
4      ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს), (მადრიდი, 1993), 308-309.
5 პელაგონიის ეპარქია მოიცავდა მაკედონიას, თესალიას, დასავლეთ ბოლგარეთს, სერბიას და ალბანეთის დიდ ნაწილს (José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela, 501).
6 მაკარი პელაგონიელი (Macario de Pelagonia) დამონებულ ბერძენთა ბედით ღრმად დაფიქრებული პიროვნება გახლდათ (José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela, 511).
7 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela, 501-504.
 
კარლ V-ისთვის გაეგზავნა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, დი- ონისე II-მ, თავადაც მისწერა იმპერატორს და საკუთარი წერილი, ლუარსაბ I-ის წერილთან ერთად, გაუგზავნა მოდონის1 ეპისკოპოსს, ხოლო ამ უკანასკნელმა „...თავის მხრივ იგი სხვა წერილებთან ერ- თად გადასცა სიცილიაში მეფის ნაცვალს, რომელმაც ისინი გადა- აგზავნა სახელმწიფო საბჭოში“2.
ამრიგად, ჩვენი მსჯელობის უკეთ წარმართვის მიზნით სრულად მოვიტანეთ დასახელებული არაპირდაპირი წყარო. მართალია, აქ- ედან შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ წყაროს მიხედვით, ჩვენ წინაშეა ლუარსაბ მეფისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის კარლ V-სად- მი მიწერილი წერილის მოკლე შინაარსი. უფრო სწორად, მასში გად- მოცემულია ქართლის მეფისა და ბერძენთა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დიონისე II-ის მიერ იმპერატორისადმი შეთავაზებული წინადადება ოსმალების წინააღმდეგ ომში 30-ათასიანი ჯარით დახ- მარების შესახებ. ასევე, სირთულეს არ წარმოადგენს იმის დანახვა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ქართლის მეფის წერილს აახლა საკუთარი წერილი, რომელიც, ალბათ, სარეკომენდაციო ფუნ- ქციის მატარებელი იყო და ამოწმებდა ლუარსაბ I-ის წინადადების სანდოობას. პირადად კი იმპერატორს უდასტურებდა, რომ აღმო- სავლეთში ოსმალების წინააღმდეგ ომში კონსტანტინოპოლის ქრის- ტიანი მოსახლეობა მზად იყო მის გვერდით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა.
ზემოთ მოყვანილი ცნობა საშუალებას გვაძლევს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დავასკვნათ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარ- ქს დიპლომატიური კავშირები ჰქონდა როგორც კარლ V-სთან, ას- ევე ლუარსაბ I-თან. ამ უკანასკნელთან მის არხს წარმოადგენდა კა- პადოკიის მიტროპოლიტი, ხოლო კარლ V-სთან – მოდონის ეპისკო- პოსი. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: ვისგან მო- დიოდა კავშირის ინიციატივა? წყაროს არარსებობის გამო ძნელია ამ კითხვას ზუსტი პასუხი გაეცეს. უფრო საფიქრებელია, რომ ქარ-

1 პროფ. ჯ. ვათეიშვილი მიიჩნევს, რომ ლუარსაბ მეფის წერილი მოდონის (მეტონის სა- ხელწოდება  შუა  საუკუნეებში)  ეპისკოპოსმა  ჩაიტანა  მადრიდში  (ჯ.  ვათეიშვილი. საქართველო და ევროპის ქვეყნები, ტ. I (თბილისი, 2014), 89.
2 Луис Хил Фернандес. Дипломатические контакти между Грузией и Испанией в XV-XVI вв., 141.
 
თლის მეფე იწვევდა იმპერატორს მოქმედებისკენ. ამისთვის არგუ- მენტად შეიძლება მოვიხმოთ ის ფაქტი, რომ ლუარსაბ მეფე იმ შემ- თხვევაში ჰპირდებოდა იმპერატორს 30-ათასიანი ჯარით დახმარე- ბას, თუკი ის გადაწყვეტდა (დოკუმენტის ენით, „ისურვებს“) აღმოსავ- ლეთში სამხედრო მოქმედების დაწყებას. საინტერესოა ამ ყველა- ფერში კონსტანტინოპოლის პატრიარქის, დიონისე II-ის მონაწილე- ობა. ჩვენი აზრით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, როგორც პაპი პავლე III, ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მხურვალე მომხრეა. ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელია, ეს ორი პირველმღვდელმთა- ვარი ურთიერთკავშირშიც ყოფილიყვნენ. ამას გვაფიქრებინებს შემ- დეგი ფაქტი: პატრიარქმა დიონისე II-მ 1549 წელს „...კესარიის მიტ- როპოლიტი მიტროფანე გაგზავნა ვენეციაში იქაური მართლმადი- დებელი ბერძნული თემის საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად. მიტროფანე შეხვდა რომის პაპ პავლე III-ს კონსტანტინოპოლის ეკ- ლესიის სასარგებლოდ მოწყალების მისაღებად. ამან კონსტანტი- ნოპოლის მართლმადიდებელ მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თავდასხმის ობიექტი გახდა დიონისე II-ც. წმინდა სი- ნოდმა დაადგინა, რომ ტახტიდან გადაეყენებინათ მიტროფანე და პატრიარქი დიონისე II. მაგრამ მდიდარი არქონტის, მიხეილ კანტა- კუზენის წყალობით ეს არასამართლიანი გადაწყვეტილება ვერ შეს- რულდა, თუმცა 1556 წლის ივლისში პამაკარისტოს ღმრთისშობლის ტაძარში მოკლეს“1. ამ უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით შეგ- ვიძლია ვივარაუდოთ, რომ კონსტანტინოპოლის ფანატიკოსმა მარ- თლმადიდებლურმა მოსახლეობამ პატრიარქს არ აპატია პაპ პავლე III-სთან კავშირი მათი საერთო მიზნების გამო. თუ ეს აზრი მართა- ლია, მაშინ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გადაწყვეტილება სულ- ტნის კარზე იქნა მიღებული და სისრულეში მოყვანილი.
ყოველივე ამის შემდეგ დგება კითხვა: ჰქონდა თუ არა რეალური პერსპექტივა კარლ V-სთან ლუარსაბ I-ის დაკავშირების მცდელო- ბას? ამ კითხვაზე უტყუარი პასუხის გაცემა  ცხადია, ძნელია, იმ მარ- ტივი მიზეზის გამო, რომ ამის ამსახველი წყარო არ მოგვეპოვება. მიუხედავად ამისა, თუ ამოვალთ იმ კონტექსტიდან, რომ იმპერატო- რი კარლ V იყო დასავლეთში ერთადერთი ანტიოსმალური ძალა, რომელიც განასახიერებდა ქრისტიანული სამყაროს იდეალს, გარ-

1 https://drevo-info.ru/articles/13679642.html
 
კვეული  ვარაუდების  გამოთქმის  საშუალება  მაინც  გვეძლევა.  ჯერ ერთი, ქრისტიანობისათვის მებრძოლი ლუარსაბისთვის კარლ V- სთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ ომი, გარდა იმისა, რომ იზ- ოლაციის გარღვევის საშუალება იყო, საერთო ქრისტიანული საქმი- სათვის ზრუნვას წარმოადგენდა. ეს რომ ასეა, ამაში გვარწმუნებს ხსენებული  ირიბი  წყაროს  მინდორზე  გაკეთებული  მინაწერი,  რო- მელშიც ვკითხულობთ: „თავის დროზე, ამბების მსვლელობის დროს, მოიგონებენ ამ მეფის (იგულისხმება ლუარსაბ I, ავტ.) წინადადებას და მას მხარს დაუჭერენ“1; მეორე, ლუარსაბ მეფის ეს ნაბიჯი მხო- ლოდ დიპლომატიური ხერხიც რომ ყოფილიყო, მაინც იზოლაციის გარღვევისა და დიდ ქრისტიანულ საქმეში თავისი წვლილის შეტა- ნისკენ იყო მიმართული. მესამე, კარლ V-სთან კავშირში შესვლა შე- საძლებელია მიმართული იყო იქითკენაც, რომ ლუარსაბ მეფეს სე- ფიანთა მხრიდან აგრესია შეეჩერებინა, რადგან ეს უკანასკნელნი ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იმპერატორის მოკავშირეებად მიიჩნეოდნენ.
დაბოლოს, დგება კიდევ ერთი კითხვა: იყო თუ არა ლუარსაბ მე- ფის მიერ კარლ V-სადმი აღნიშნული წინადადების შეთავაზების დრო სწორად შერჩეული? ამასთან დაკავშირებით ესპანელი მეცნი- ერი ლუის ხილი ფერნანდესი შენიშნავს, რომ ლუარსაბ მეფის „...წი- ნადადება ძალიან დაგვიანებით მოვიდა“2. „შესაძლებელია, – აგ- რძელებს ავტორი, – რამდენიმე წლის წინ, ის დიდი ინტერესით მი- ეღოთ“3. თუმცა მეცნიერი არ აკონკრეტებს, როდის იქნებოდა იმპე- რატორის კარზე ქართლის მეფის წინადადება საინტერესო. ლუარ- საბ მეფის წერილის დაწერის დროს კი, „თურქებზე ბრწყინვალე გა- მარჯვებების წლები უკან დარჩა..., სამაგიეროდ, მეტად ახლოს იყო 1541 წელს ალჟირში წარუმატებელი ლაშქრობის ხსოვნა. ქართვე- ლი მეფის წერილის დაწერის დრო – ეს სწორედ აუგსბურგის სეიმის წელია, რომლითაც  დაიწყო იმპერატორის პოლიტიკური და  ფიზი- კური  დეკადენსი“4.  და  როგორც  ჩვეულებრივ  ხდება  ხოლმე  ასეთ

1 ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს), 309.
2 Луис Хил Фернандес, Дипломатические контакти между Грузией и Испанией в XV-XVI вв., 141.
3 იქვე.
4 იქვე.
 
შემთხვევაში, სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა „თავის დროზე, ამ- ბების მსვლელობის დროს გათვალისწინებული და ყურადღებაში მიღებული იქნეს ამ მეფის წინადადება“1.
ჩვენ პრინციპულად სადავო არაფერი გვაქვს ლ. ფერნანდესის ამ თვალსაზრისის მიმართ. სრულიად მართებულია მისი აზრი, რომ ლუ- არსაბ მეფის შეტყობინების მიღება არ დაემთხვა იმპერატორ კარლ V-ის საუკეთესო დროს, მაგრამ იმ პერიოდისთვის არც ოსმალეთის სულტან სულეიმან I-ს ჰქონდა ადრინდელი უპირატესობა შენარჩუნე- ბული. „1545 წლისათვის სულტანი დარწმუნდა, რომ ვენას კი არა, და- სავლეთ უნგრეთსაც ვერ დაეუფლებოდა. იმპერიის რესურსები სა- საზღვრო ომებში უპერსპექტივოდ დაიხარჯა. ოსმალო-ჰაბსბურგთა ზავის შემდგომი წლები ცენტრალურ ხაზინას მძიმე ტვირთად დააწ- ვა“2. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოებაც: როგორც ცნობი- ლია, 1545 წელს ვენის წინააღმდეგ (გავიხსენოთ, ეს წელი სოხოის- ტაზე ქართველთა დამარცხების წელია) სულტან სულეიმან I-ის კამ- პანია ჩაიშალა. ამის მიზეზი დღემდე აუხსნელია ისტორიოგრაფიაში. უნგრელი ისტორიკოსის, პ. ფოდორის მიხედვით, ეს გამოწვეული იყო „...ცოტა ხნის წინანდელი სახმელეთო და საზღვაო კამპანიების უზარმაზარი დანახარჯებით, სამეფო ოჯახის წევრებს შორის უთან- ხმოებებით, საგარეო მიზეზებით, ირან-საქართველოს თანამშრომ- ლობითა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-სა და იმპერატორ კარლ V-ს  შორის  1544  წლის  სექტემბრში  დადებული  ხელშეკრულებით“3. ჩვენ არ ვიცით, რას ეყრდნობა პ. ფოდორი, როცა ვენის კამპანიის ჩაშლის მიზეზებს შორის ერთ-ერთად საქართველო-ირანის თანამ- შრომლობას ასახელებს. ამჯერად ამის დამადასტურებელი წყარო არ მოგვეპოვება, თუმცა პ. ფოდორის ანალიზი სრულიად ლოგიკუ- რია და ვფიქრობთ, სავსებით შესაძლებელია, სოხოისტას შემდეგ სულტანს ეჭვი ჰქონოდა, რომ სეფიანები და ქართველები კვლავ გა- ერთიანდებოდნენ მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი ეჭვის საბაბს მას უთუოდ აძლევდა უახლესი ისტორიული გამოცდილება.


1 ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს), 309.
2 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe –a Failed Attempt at Universal Monarchy (1390–1566), 90.
3 იქვე, 100.
 
ამრიგად, ზემოთ დასმულ კითხვას ვპასუხობთ დასკვნის სახით: ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა სოხოისტას ომის შემდეგ მთავარ ან- ტიოსმალურ ძალებთან, იმპერატორ კარლ V-სა და რომის პაპ პავ- ლე III-სთან მოსინჯა ნიადაგი, რათა გაერღვია იზოლაცია და გაერ- კვია, რა შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი მათთან მოკავშირე- ობით საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. შესაძლებელია, ლუარსაბ მეფე ითვალისწინებდა უნგრეთის ბედსაც, რომელიც „...1541 წელს თავისი დედაქალაქით, ბუდათი, მნიშვნელოვანწილად თურ- ქეთის პროვინცია გახდა...“1 და შიშობდა, რომ სოხოისტას ბრძო- ლის შემდეგ საქართველოსაც იგივე ხვედრი არ გაეზიარებინა. ზუს- ტად იმპერატორ კარლ V-სადმი მისი წერილის მიწერის დრო ემ- თხვევა სულტან სულეიმან I-ის მიერ დასავლეთში სიტუაციის დასტა- ბილურების შემდეგ სეფიანების წინააღმდეგ ახალი კამპანიის და- გეგმვა2.
დასასრულ, ლუარსაბის, როგორც ქრისტიანობისათვის უკომპრო- მისო მებრძოლის, „...დახვეწილი პიროვნების ტიპის...“3 ზოგადი პორ- ტრეტის წარმოსადგენად ერთ ისტორიულ შედარებას გავაკეთებთ. ლუარსაბის დასახელებულ წერილამდე 13 წლით ადრე, ე. ი., 1535 წელს, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I ვენეციის ელჩს ეუბნებოდა: „არ შემიძლია უარვყო, რომ დიდად მსურს ვნახო ძალიან ძლიერი და ომისათვის მზადმყოფი თურქი, არა თვით მისთვის, რადგან ის ურ- წმუნოა, ხოლო ჩვენ ქრისტიანები, არამედ იმისთვის, რომ უფრო და- ვასუსტოთ იმპერატორის ძალაუფლება და ვაიძულოთ გაიღოს მეტი ხარჯები, რათა დავეხმაროთ სხვა მმართველებს ასეთი დიდი მტრის [იმპერატორის] წინააღმდეგ ბრძოლაში“4. ამის ფონზე ადვილი წარ- მოსადგენია, რამდენად სასიამოვნო იქნებოდა კარლ V-ისთვის ტუ- ნისზე გამარჯვების წინ ქართლის მეფე ლუარსაბ I-ისგან ოსმალების წინააღმდეგ სამოკავშირეო წინადადების მიღება.

1  Kenneth M. Setton. The Papacy and the Levant (1204-1571),V. III, 461.
2  Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453-1603, 123.
3      ზ. ავალიშვილი. კავკასიური პოლიტიკის ისტორიიდან (ნაწყვეტები – I და III ფრაგმენტი. რუსულიდან თარგმნა და შესავალი დაურთო შოთა ბადრიძემ). ქართული დიპლომატია. წელიწდეული, 1 (თბილისი, 1994), 222.
4 Ursu J. La Politique Orientale de François 1er (1515-1547), (Paris: Honoré Champion, 1908), 75. ციტი-ა: Anthony Carmen Piccirillo. „A Vile, Infamous, Diabolical Treaty“, The Franco-Ottoman Alliance of Francis I and the Eclipse of the Christendom Ideal, 31, შენ. 49.
 

§4.  საქართველოს გავლენის სფეროებად დანაწილება
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე 1540-იან წლებში თავი იჩინა ოს- მალეთის იმპერიის სამხედრო ორგანიზაციის ადრინდელი ძლიერებ- ის დაკარგვის ნიშნებმა. „1545 წლისათვის სულეიმანი დარწმუნდა, რომ ვერ დაეუფლებოდა დასავლეთ უნგრეთს...“1. ანუ ოსმალთა უზარ- მაზარი იმპერიის ძალა არასაკმარისი აღმოჩნდა ჰაბსბურგებსა და მათ მოკავშირეებზე გასამარჯვებლად2. მიუხედავად ამისა, ცენტრა- ლური ევროპა ჯერ კიდევ სულეიმან I ბრწყინვალესა და იმპერატორ კარლ V-ს შორის იყო განაწილებული3. XVI საუკუნის შუა ხანებიდან კი დაპყრობების ტემპები შენელდა და სულტნის ცენტრალური მთავრო- ბის ამოცანას უკვე დაპყრობილი ტერიტორიების ციხესიმაგრეებით, გარნიზონებითა და პროვინციის ძალებით დაცვა წარმოადგენდა4.
ასეთი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, სულტან სულე- იმან I-სა და ჰაბსბურგებს შორის 1547 წლის 19 ივლისს სტამბოლში ხუთწლიანი ზავი დაიდო. მომდევნო წელს კი სულტანმა ახალი კამ- პანია (1548-1549) დაიწყო სეფიანთა ირანის წინააღმდეგ. მანამდე კი, 1547 წლის ზამთარში, შაჰ თამაზი მეორედ შემოესია საქართვე- ლოს. ამას ხელი შეუწყო და დააჩქარა სამცხის ათაბაგ ქაიხოსრო III- ის თხოვნამ,5 რათა ჯავახეთზე ლუარსაბ მეფის ძალაუფლება აღეკ- ვეთა6. ყიზილბაშებმა დაარბიეს ჯავახეთი და ქვემო ქართლი. ქარ- თლის მეფე მედგრად იბრძოდა შაჰ თამაზის წინააღმდეგ, თუმცა მასთან მორიგება არჩიეს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და კახეთის მეფემ, ლევანმა7. ამდენად, სამი ქართველი სუვერენი – ათაბაგი ქა-

1 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe –a Failed Attempt at Universal Monarchy (1390–1566), 87.
2  იქვე, 81.
3  Tasin Gemil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth Centuries, 234.
4  The Practice of Strategy from Alexander the Great to the Present, Edited by John Andreas Olsen and Colins S. Gray, (Oxford, 2011), 127.
5 ვახუშტის თანახმად, 1547 წლის ზაფხულში “…შეითქუენ მეფე ლუარსაბ და კახ-ბატონი ლევან...“ მათ შეუერთდნენ მესხები და „...დაუწყეს რბევა და ო რება განჯას, შაქ-შირვანს და ადრაბაგანსა მრავალთა ჟამთა, და მოიღებდნენ ალაფთა და ნატყუენავთა დიდ- დიდთა, რამეთუ იყო შასთამაზ უცალოდ“ (ქართლის ცხოვრება, IV, 403; 715). აქედან გამომდინარე, შაჰ თამაზის საქართველოში მეორე ლაშქრობა ძირითადად ქართველთა მოქმედებამ განაპირობა.
6   ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 86-87.
7   იქვე, 87.
 
იხოსრო III, იმერეთის მეფე ბაგრატ III და კახეთის მეფე ლევანი ირ- ანული ორიენტაციის გზას დაადგნენ. სწორედ ამ დროს, 1548 წლის 27 ივლისს ოსმალები ირანელების მიერ მიტოვებულ თავრიზში შე- ვიდნენ, სადაც მხოლოდ ხუთი დღე დაჰყვეს1. სეფიანთა ხელმწიფემ ამჯერადაც არ უღალატა მიწების გადაბუგვის ტრადიციულ ტაქტიკას და კვლავ აარიდა თავი გენერალურ ბრძოლას2. ბრძოლის ეს ტაქტი- კა ყველაზე მეტად ოსმალებს აზიანებდა, რადგან შაჰ თამაზის დავა- ლებით მისი ქვეშევრდომები ერთიანად ავერანებდნენ ტერიტორი- ებს თავრიზსა და ოსმალების საზღვრებს შორის, რათა მტერს მარ- ცვლისა და ბალახის კვალიც კი არ ეპოვა3. ბრძოლის ეს ხერხი საბ- რძოლო არტილერიის არქონის ერთგვარ კომპენსაციას ახდენდა4. სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ამ ორწლიანი კამპანიის დროს ოსმალებისთვის, ცხადია, უმნიშვნელო როლი როდი ეკავა სტრატე- გიული მნიშვნელობის სამცხე-საათაბაგოს. თუ გავითვალისწინებთ ქაიხოსრო ათაბაგის პროირანულ ორიენტაციას, სულტანი ამაზე თვალს არ დახუჭავდა. უფრო მეტიც, 1548 წელს სამცხელთა „...მხარ- დაჭერით სეფიანებმა თურქების მოსაზღვრე ყარსის რაიონები ააოხ- რეს.“5 ამიტომ 1549 წლის გაზაფხულზე ოსმალებმა იარაღი სამცხის- კენ მიმართეს, საათაბაგოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიას შეუერთეს6. ამასთან დაკავშირებით უაღრე- სად საინტერესოა სულტან სულეიმან I-ის წერილი საფრანგეთის მე- ფე ანრი II-სადმი (1547-1559), რომელიც 1549 წლის მიწურულით თა- რიღდება: „...გაზაფხულზე (ე.ი., 1549 წლის, ავტ.) ჩვენ განვაახლეთ ოპერაციები, რათა აღგვედგინა უსაფრთხოება ჩვენს საზღვრებზე

1 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela. Byzantion. Revue Internationale des Etudes Byzantines. Tome LXV, 503, შენ. 17; The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 243; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 147.
2  Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 37.
3  იქვე, 121.
4 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, (Firenze, 1840), 260.
5 José Manuel Floristan. Correspondencia Inédita de Macario de Heraclea-Pelagonia con Antonio Perrenot, Cardinal De Granvela, 503.
6 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 147.
 
და ისინი დაგვეცვა ნებისმიერი შეურაცხმყოფელი [დარბევისაგან]. ჩვენ ალეპოდან დიარბექირში გავემგზავრეთ. თვალთმაქცი მოდ- გმის ქართველები ჩვენს იმპერიას ესაზღვრებიან; ისინი ხან ჩვენს მხარეს იჭერენ, ხან ჩვენი მტერის, სპარსელების. მათი მღელვარე- ბები, უწესრიგობები და გაუფრთხილებელი მოქმედებები გვაიძულ- ებს, მათ წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მივიღოთ. მათი ყველაზე ძლიერი ადგილი, სერლიგანად1 (Serligan) წოდებული, ჩვენმა გარნი- ზონმა მახვილით გაიარა. ამ ქვეყნის (იგულისხმება სამცხე-საათაბა- გო,-ავტ.) სხვა სიმაგრეებმაც იგივე ბედი გაიზიარა და ჩვენს იმპერი- ასთან იქნა შემოერთებული... ქართველებმა უკვე მიიღეს დამსახუ- რებული სასჯელი: აუცილებელი იყო მათი ქვეყნის სრული დამორჩი- ლება და ჩვენს იმპერიასთან შეერთება. ჩემი ვეზირი აჰმედ ფაშა ამ მიზნით გაიგზავნა საქართველოში. აქ შესვლა ერთდროულად ებ- რძანა ყარამანიის, ზულკადარისა და არზრუმის ბეგლარბეგებს. ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი და ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი თორთუმია. ეს ითვლებოდა დედაქალაქად. ხელისუფლებამ აქ და- ადგინა თავისი რეზიდენცია და მას იცავდა დიდი გარნიზონი. ჩვენ- მა სახელოვანმა ჯარმა 1549 წლის 13 სექტემბერს თავისი არტილე- რიით ენერგიულად დაიწყო შეტევა. დღე და ღამე ზარბაზნები ის- როდნენ და ეს იმდენად გამაჩანაგებელი აღმოჩნდა, რომ ქალაქმა კაპიტულაცია ითხოვა. ეს ადგილი ჩვენმა ჯარმა დაიკავა ამავე თვის 20-ში.  ჩვენი  ძლევამოსილი  დროშები  აღიმართა  კოშკებზე  და  ეს დაპყრობა უზრუნველყოფილი იქნა სანჯაყბეგის, მხედართმთავრი- სა და გარნიზონის შექმნით“2. სულთანმა აჰმედ ფაშა გამარჯვების ნიშნად ოქროთი მოქარგული მდიდრული ხიფთანით დააჯილდოვა და იმავე წლის 21 დეკემბერს „...კონსტანტინოპოლში გახარებული დაბრუნდა“3.
მოხმობილი წყარო თვალნათლივ ავლენს ირან-ოსმალეთის ამ ხანგრძლივ ომში ქართველთა მიერ გამოყენებულ ძალთა წონასწო- რობის პოლიტიკას ანუ, წყაროს ენით, „ქართველთა თვალთმაქცო- ბას“. ძნელია ზუსტად ვთქვათ, რატომ აუწყებდა საფრანგეთის მეფე

1 ალბათ, იგულისხმება შურაგელი – ქალაქი ყარსსა და ბასიანს შორის.
2 Chesneau Jean. Le Voyage de Monsieur d’Aramon ambassadeur pour le Roy en Levant escript par noble homme Jean Chesneau, Ed M. Ch. Schefer, (Paris, 1887), 264-265.
3 Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T. VI. (Paris, 1836), 14-15.
 
ანრი II-ს სულტანი საქართველოსთან დაკავშირებულ ამ ცნობებს, თუმცა წერილის პათოსი მიუთითებს იმაზე, რომ რადგან ამ კამპანი- აში, „...რაიმე გადამწყვეტი დაპყრობების მიღწევა ვერ მოხერხდა“1, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის2  სამცხე-საათაბა- გოს საკითხის გადაჭრა სულტანმა თავის მოკავშირე3 საფრანგეთის მეფეს ძირითად მიღწევად წარმოუდგინა. შესაძლებელია, ისიც ვი- ფიქროთ, რომ საფრანგეთის უქრისტიანეს მეფეს სულთანი ყოვე- ლივე ამას იმიტომ აუწყებდა, რომ ეჩვენებინა, ქრისტიან ქართველ- თა დასჯა მათივე უწესრიგობითა და „თვალთმაქცობით“ არის გა- მოწვეულიო. შესაძლებელია, ქრისტიან მოკავშირეს სულტანი დიპ- ლომატიურად მიანიშნებდა, რომ ქრისტიან ქართველთა დასჯაში რელიგიური ფაქტორით არ უხელმძღვანელია და მათ წინააღმდეგ მისი მოქმედება სამართლიანი იყო. აღსანიშნავია, რომ 1549 წლის 1 დეკემბერს სულეიმანმა ანალოგიური შინაარსის წერილი გაუგზავ- ნა ავსტრიისა და უნგრეთის მეფე ფერდინანდ I ჰაბსბურგს (1526- 1558), მისი დაშინების მიზნით4.
ძნელია ითქვას, გამოუვიდა თუ არა სულტან სულეიმანს ფერდი- ნანდის  დაშინება,  თუმცა  ცნობილია,  რომ  ამ  უკანასკნელმა  1551 წლის ზაფხულში ტრანსილვანიის ოკუპაცია პორტას ოფიციალურად გამოუცხადა. სულტანს თავისი „საკუთრების“ დაცვა მხოლოდ სამ- ხედრო მოქმედებით შეეძლო5. ტრანსილვანიის წინააღმდეგ გაგზავ- ნილმა ოსმალთა ჯარმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. „ამ მოვლე- ნას საერთაშორისო შედეგი მოჰყვა. კარლ V-ის ადმირალმა ანდრეა დორიამ ისარგებლა მომენტით, როდესაც სულტანი ტრანსილვანი- ით იყო დაკავებული და 1550 წელს ხელთ იგდო მაჰდია და მონასტე-

1 The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 243.
2  ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVIს.), 88.
3 ირანის წინააღმდეგ ამ ლაშქრობაში სულტნის ჯარს თან ახლდა კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩი დ’არამონი და მისი ორი მდივანი – ჟაკ გასუ (Jacques Gassut) და ჟან შენო (Jean Chesneau) (The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 382-383).
4 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 183; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 128.
5 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe – a Failed Attempt at Universal Monarchy (1390-1566), 103.
 
რი ტუნისის სანაპიროზე, რომელიც თურქი მეკობრის, ტურღუთ რე- სის საყრდენს წარმოადგენდა“1. ცხადია, ჰაბსბურგების ძლიერების ზრდა ფრანგთა შეშფოთებას იწვევდა და 1551 წელს მეფე ანრი II-მ სულტანს ხმელთაშუა ზღვაზე მათ ფლოტთან თანამშრომლობა შეს- თავაზა, თუმცა ამას წარმატება არ მოჰყოლია2. პაპმა იულიუს III-მ (1550-1555) შეძლო და საფრანგეთის ფლოტი მარსელში დარჩენაზე დაითანხმა. მიუხედავად ამისა, ოსმალთა ფლოტის მობილიზაციას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა. მაჰდისთან და მონასტერთან წარ- მატების შემდეგ ანდრეა დორია თავს დაესხა კუნძულ ჯერბას, ტუნი- სის სანაპიროზე, რის საპასუხოდ ადმირალ სინან ფაშას ებრძანა მალტაზე თავდასხმა, თუმცა ეს ბრძანება განუხორციელებელი დარ- ჩა. ოსმალეთის ფლოტმა ჩრდილოეთ აფრიკაში 1551 წელს მხო- ლოდ ტრიპოლის დაპყრობა შეძლო, რომელიც 1530 წლიდან ოკუპ- ირებული ჰქონდათ წმ. იოანეს რაინდებს3. ამასობაში მეომარი მხა- რეები წარუმატებლად განაგრძობდნენ მოკავშირეების ძიებას, კარლ V – ირანის შაჰის კარზე, ხოლო სულეიმანი და ანრი II – გერმანიის პროტესტანტ მთავრებთან4.
1551-1552 წლების მიჯნაზე სულტნის კარმა თავისი სტრატეგია გა- დასინჯა და ძალები სიტუაციის დარეგულირებისაკენ მიმართა5. ზუს- ტად ამავე წლებში ოსმალებმა ხელთ იგდეს კლარჯეთი და არტა- ანი6. დროის ამ მონაკვეთში შაჰ თამაზ I-მა ლევან კახთა მეფისა და ათაბაგ ქაიხოსრო III-ის მორჩილებით განიმტკიცა პოზიციები რო- გორც კახეთის სამეფოში, ასევე სამცხე-საათაბაგოში7, სადაც ფე- ოდალთა გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ქაიხოსროს  ბეც პოლიტიკას და ლუარსაბ მეფის მხარეზე დადგა. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ, თავისი ჯარით შევიდა სამცხეში და მისი აღმოსავ-


1 Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650, The Structure of Power, 39.
2 იქვე.
3 იქვე.
4 Les relations franco-ottomanes et la prise de Tripoli en 1551, in Gilles Veinstein (ed.), Soliman le Magnifique et son Temps, (Paris, 1992), 529-544.
5 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe – a Failed Attempt at Universal Monarchy (1390-1566), 103.
6 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 129.
7 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 88-89.
 
ლეთი ნაწილი დაიკავა1. ამის საპასუხოდ ქაიხოსრო ათაბაგმა შაქ- ში მყოფ შაჰ თამაზს რამდენიმე აზნაური გაუგზავნა და დახმარება სთხოვა2. ამ უკანასკნელმაც 1551 წელს უკვე მესამედ ილაშქრა სა- ქართველოში. ყიზილბაშები სასტიკად გაუსწორდნენ სამცხის მო- სახლეობას, შემდეგ კი საბარათიანოში შეიჭრნენ, „...ლუარსაბის ქვე- შევრდომები ხელში ჩაიგდეს, ყველა საღვთო ომის ხმლით მოკ- ლეს...“3 და გამოსაზამთრებლად ყარაბაღს მიაშურეს4. ეს ცნობა ნათ- ლად აჩვენებს, რომ ისევე, როგორც ოსმალური საზოგადოების უმ- რავლესობაში, ასევე ირანულშიც, ქრისტიანების წინააღმდეგ ომს რელიგიურ ჭრილში განიხილავდნენ.   საკუთრივ ამ მოვლენით კი- დევ ერთხელ დადასტურდა, რომ „...ქართული ფეოდალური საზოგა- დოება ირან-ოსმალეთს შორის წინააღმდეგობას თავისი მიზნები- სათვის იყენებდა“5.
1551 წლის ბოლოსათვის საერთაშორისო ვითარება ევროპაში ოსმალეთისათვის სასარგებლოდ ვითარდებოდა. იმპერატორი კარლ V იძულებული იყო გერმანიაში პროტესტანტი მთავრების წინააღ- მდეგ ებრძოლა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ეს ბრძოლა იტ- ალიური ომების ბოლო ფაზას დაემთხვა (1551-1558 წწ.). სულეიმან- ის მოკავშირე საფრანგეთის მეფე ანრი II, რომელიც ფრანსუას გარ- დაცვალების შემდეგ (1547 წ.) მამის პოლიტიკას აგრძელებდა, ელ- ზასში  შეიჭრა  და  სტრასბურგამდე  მივიდა.  პრაქტიკულად,  მთელი ლოტარინგია, რაინამდე, ფრანგების მიერ იქნა ოკუპირებული. ანრი II მანამდე პაპ იულიუს მესამესთან დაახლოებასაც ახერხებს, რომე- ლიც ტრიდენტის  კრებაზე იმპერატორის  დამოკიდებულებით უკმა- ყოფილო იყო. 50-იან წლებში დასავლეთ ევროპის ტერიტორიებზე ბრძოლები ფრანგებსა და იმპერატორის ჯარებს შორის გარდამავა-

1   საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი მესამე, 167.
2 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 28-29; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ,სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვლადიმერ ფუთურიძემ (თბილისი, 1969), 18-19; ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 89.
3   ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 19.
4 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 19; ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 89; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 148.
5  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 88.
 
ლი უპირატესობით მიმდინარეობდა. „სულეიმან I-მა გერმანიის პრო- ტესტანტ  მთავრებს  განსაკუთრებული  მანიფესტით  მიმართა,  რო- მელშიც ხაზს უსვამდა საფრანგეთთან მისი კავშირის მნიშვნელო- ბას და ატყობინებდა თავისი განზრახვის შესახებ, დაეწყო ლაშქრო- ბა ჰაბსბურგებისთვის ჭკუის სასწავლებლად“1. სულეიმანის ეს მუქა- რა ტრანსილვანიაში ჰაბსბურგთა ძალაუფლების დასრულებას ნიშ- ნავდა2. ამ განზრახვის განხორციელების პროცესში, როცა 1552 წლის ივნისის დასაწყისში ოსმალეთის ძირითადმა ძალებმა დუნაი გადა- ლახეს, „...სულტნის აღმოსავლელი მოწინააღმდეგის – ირანის შა- ჰის წარმატებებმა მას არ მისცა საშუალება, რომ პირადად მიეღო ლაშქრობაში მონაწილეობა“3. მიუხედავად ამისა, 1552 წლის კამპა- ნიას უნგრეთის წინააღმდეგ ნაწილობრივი წარმატება მაინც მოჰ- ყვა. ოსმალებმა შეძლეს ტიმიშოარის ოკუპაცია და ტრანსილვანიის ნაწილის დაპყრობა4. ამან სულტანი დაარწმუნა, რომ იმპერიის და- სავლეთის საზღვარი საკმაოდ უსაფრთხოა და შეუდგა თავის მესამე კამპანიას სეფიანთა ირანის წინააღმდეგ5.
როგორც სეფიანთა თავდასხმები6, ასევე საქართველოში შაჰ თა- მაზის წარმატებები სულეიმანის შეშფოთებას იწვევდა. ის ვერ ურიგ- დებოდა საათაბაგოს ირანის გავლენის ქვეშ მოქცევას7. თუ 1551 წლის აგვისტოში სეფიანებმა გააჩანაგეს ვანის ტბის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი და გაიმარჯვეს ერზრუმის ბეგლარბეგის, ისკან- დერ ფაშას ჯარზე8, მომდევნო წელს შაჰ თამაზმა ქართველებთან ერთად გაანახლა ოსმალების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები9.
„ყიზილბაშებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს და ოსმალებს მთე-

1 Османская империя и страны Центральной, Восточной и Юго-Восточной Европы в XV-XVI вв. (Москва, 1984), 211.
2 იქვე.
3 იქვე.
4 Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650. The Structure of Power, 40.
5 იქვე.
6 იქვე.
7 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 148.
8 Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453-1603, 37; Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe – a Failed Attempt at Universal Monarchy (1390–1566), 124.
9 ნ. გელაშვილი.ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 89; მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 184.
 
ლი რიგი ციხე-სიმაგრეები წაართვეს ბრძოლაში“1. სეფიანთა შეტე- ვებმა თუ შურისძიების მიზნით ჩატარებულმა კამპანიებმა დააჩქარა სულტნის ამოქმედება2. 1552 წლის დასაწყისში სულეიმანის ძირი- თად საზრუნავს ირან-ოსმალეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნი- ლი სიტუაცია წარმოადგენდა, სადაც სეფიანთა მხრიდან იერიში რე- ალურად იყო მოსალოდნელი3. შაჰი შეუდგა საქართველოს ოსმა- ლეთთან მოსაზღვრე პროვინციების გაჩანაგებას, ხოლო მისი შვი- ლი, ისმაილ მირზა, ერზრუმის რაიონებზე ახორციელებდა თავდას- ხმებს4. ასეთ ვითარებაში 1553 წლის 28 აგვისტოს სულეიმანმა სტამ- ბოლი5 დატოვა და ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა. 8 ნოემბერს სულთანი ალეპოში ჩავიდა და ზამთარი იქ გაატარა, ლაშ- ქრობა კი მომავალი წლის გაზაფხულისთვის გადადო6.
ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ სულტან სულეიმან I-ის ეს მესამე  და  უკანასკნელი  კამპანია  (1554-1555)  ორგანიზებულობით იყო გამორჩეული. „მისი მრავალრიცხოვანი ჯარი წინა ლაშქრობე- ბის შედეგად მიღებულ გამოცდილებასაც ითვალისწინებდა“7. სეფი- ანთა საბოლოო განადგურების მიზნით, სულტანმა განიზრახა ყვე- ლა მიმართულებით მოქმედება. პირველ რიგში, გადაწყვიტა ხელთ ეგდო საქართველოს შავი ზღვის სანაპირო და აქედან დახმარებო- და ირანის წინააღმდეგ მომავალ ოსმალეთის არმიას, ევროპელე- ბისათვის კი, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ შაჰისათვის სამხედ- რო მხარდაჭერას, ხელი შეეშალა“8. უნგრელი დიპლომატი ა. ვერან- ჩიჩი 1554 წლის 27 სექტემბერს იუწყებოდა, რომ სულტანმა წინა წელს შავ ზღვაზე ათი გალერა გაგზავნა, რომელთა მიზანი „...ყოფი- ლა სამეგრელოსა და კოლხეთში მცხოვრებ ქართველებისაგან გა-

1 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 89.
2 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe – a Failed Attempt at Universal Monarchy (1390–1566), 124.
3 იქვე, 104.
4 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 174.
5 Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T. VI, 55.
6  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 132; ნ.  გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 89.
7  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 132.
8  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 132.
 
დასახადის აკრეფა და სასაზღვრო მდინარეებზე საბაჟო კონტრო- ლის დაწესება, რათა ევროპელებს არ მისცემოდათ სპარსელები- სათვის ზარბაზნების გადაცემის საშუალება“1. მეორე მიმართულება ითვალისწინებდა ირანისათვის ჩრდილოეთიდან დარტყმას და ამ მიზნით ჩრდილოეთ კავკასიის გზის გამოყენებას. „ჩრდილოეთ კავ- კასიის  გზით  სულტანი  შუა  აზიის  გამგებლებსაც  დაუკავშირდა  და ცდილობდა, ისინი ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყენ- ებინა. ამ მიზნით უზბეკების გამგებელს 302 იანიჩარი და არტილერი- ის რაზმისაგან შემდგარი დამხმარე ძალები გაუგზავნა“2. ამასთან დაკავშირებით აქვე აუცილებელია აღინიშნოს შემდეგი: ხსენებული ჩრდილოეთის  ფრონტი  უდავოდ  უკავშირდებოდა  რუსეთის  ახალი დიდი სახელმწიფოს გამოჩენას, რომელმაც 1552 წელს დაიპყრო ყა- ზანის სახანო3. ეს სინამდვილეში ნიშნავდა ოსმალეთისა და რუსე- თის სახელმწიფო ინტერესების შეჯახების პროცესის დასაწყისს4. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ვოლგისპირეთის სახანოების შეს- ვლა იმას ნიშნავდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ოსმალეთის იმპერიის გაფართოებას ბოლო ეღებოდა5, რაც მოსკო- ვის მიერ „...კასპიის პოლიტიკის გააქტიურებას ნიშნავდა...“6. „შემ- თხვევითი არ იყო, რომ ყაზანის შემოერთების შემდეგ, 1553 წელს მოსკოვში ჩავიდა ირანიდან ელჩობა. შაჰ თამაზ I ითვალისწინებდა რუსეთის სახელმწიფოს ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ შესაძლებ- ლობებს და სურდა მუდმივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყა- რება“7. იმ ვითარებაში, როცა ირანი ოსმალეთის იმპერიისაგან ეკ- ონომიკურ ბლოკადაში იყო მოქცელი, სეფიანებს ახალი საშუალება ეძლეოდათ მისი გარღვევისა. ცხადია, ოსმალეთის იმპერიისათვის ეს უდავოდ გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო.
ასე რომ, სულტან სულეიმანს განზრახული ჰქონდა ირანისათვის დარტყმა მიეყენებინა არა მარტო დასავლეთიდან, არამედ ჩრდი-

1 ლაიოშ ტარდი. უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, (თბილისი, 1980), 60.
2 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 133.
3 Janet Martin. Medieval Russia 980-1584, (Cambridge, 1996), 351-357.
4 И. В. Магилина. Посольство монахов кармелитов в России, (Москва, 2018), 52.
5 იქვე, 53.
6 ზ. ავალიშვილი. კავკასიური პოლიტიკის ისტორიიდან,  221.
7 იქვე.
 
ლოეთ კავკასიიდან და შუა აზიიდანაც კი1. ამ ომს ერთგვარი რელი- გიური ელფერიც ჰქონდა. კონსტანტინოპოლში ვენეციის ბაილო ბერნარდო ნავაჯერო 1553 წლის თებერვლის რელაციაში წერდა:
„თურქები ყიზილბაშებს გზასაცდენილ ერეტიკოსებად მიიჩნევენ. ბო- ლო დროს გავიგე, რომ დიდმა ბატონმა (ოსმალეთის სულტანმა, ავტ.) თავისი მუფტისაგან, რომელიც [რომის] პაპის მსგავსია, მიიღო დასტური და ყველა თურქს სწამს, რომ სპარსის მოკვლა ისეთივე ღირსეული საქმეა, როგორც ქრისტიანისა და სრულიად კანონიერია ასეთ ადამიანებზე ნადირობა, ისევე, როგორც ქრისტიანებზე“2.
ოსმალეთის სულტნისთვის, თავისი განზრახვის სისრულეში მო- საყვანად, შაჰ თამაზის გავლენის ქვეშ მყოფ საათაბაგოს არანაკ- ლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე დანარჩენ მის „არსენალს“. სანამ შაჰის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, სულტანი „...შეეცადა მშვი- დობიანი ზურგის უზრუნველყოფის მიზნით საათაბაგოსთან ურთი- ერთობა გაერკვია“3. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპ- ზე სულეიმანი თავს არიდებდა ქართველებთან კონფლიქტს, რად- გან იცოდა, რომ სეფიანებთან ბრძოლაში მათ პოზიციას გადამწყვე- ტი მნიშვნელობა ექნებოდა. ვიზიარებთ იმ თვალსაზრისს, რომ შექ- მნილ ვითარებაში სულტნის „...მთავარი ამოცანა იყო, ჩამოეშორებ- ინა ათაბაგი შაჰისაგან და უზრუნველეყო ოსმალეთის ლაშქრის უშ- იშროება სამცხე-საათაბაგოს მხრიდან“4. ამის საილუსტრაციოდ მო- ვიტანთ ვენეციელი ანონიმი ავტორის ანგარიშს, რომელიც ეხება 1553 წლის ომის მსვლელობას. მასში ვკითხულობთ: „[სულეიმანს] სურდა კაბადოკიიდან ბანაკის სურსათით მომარაგებას არანაირი დაბრკოლება არ შეხვედროდა, რამდენადაც ქართველებსა და ქურ- თებს, როცა ჯარი არზრუმიდან შაჰის ქვეყანაში მიემართებოდა, ყო- ველთვის ადვილად შეეძლოთ სურსათის მიწოდებაში ხელის შეშლა, რაც  ჯარის  ან  უკან  დაბრუნებას  იწვევდა,  ან  დაღუპვის  დიდ  საფ-


1 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 133.
2 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato, Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 86.
3 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 148.
4 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 134.
 
რთხეს ქმნიდა. მან (სულტანმა, ავტ.) მიზანშეწონილ საშუალებად მი- იჩნია, რომ იმ მხარეში დაეტოვებინა გვარდია. ამიტომ ბრძანა, რომ იქ დაეტოვებინათ რამდენიმე სანჯაყ-ბეგი დიდი რაზმით. დამა- ტებით, მან (სულტანმა, ავტ.) ჩათვალა, რომ უფრო კარგი იქნებოდა ქურთებისაგან ნდობის მოპოვება. და მაინც სულტანმა რამდენიმე თავისიანი გაგზავნა [ქურთებთან], რათა მათგან ერთგულება და ფი- ცი მიეღო; მსგავსადვე მოიქცნენ ქართველებთანაც და მათთან მან (სულტანმა, ავტ.) გაგზავნა ერთი ცნობილი პიროვნება დიდძალი მხედრობით, რათა დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა [ქართველებ- ზე]“1. ამავე ანონიმი ავტორის თანახმად, სულთანს სჯეროდა, რომ ქურთების დიდი ნაწილი მისადმი ერთგულებას გამოიჩენდა და ქარ- თველებიც მსგავსადვე მოიქცეოდნენ. შემდეგ ის წერს: „დიდ ბატონს (სულტანს, ავტ.) სჯეროდა ქურთი ბატონების დიდი ნაწილის ერთგუ- ლებისა და იმედი ჰქონდა ქართველებიც მსგავსადვე მიიღებდნენ მას. [სულტანი] სანამ ამას მიაღწევდა და დრო რომ არ დაეკარგა, ჯარით გაემართა სპარსეთისკენ. ჯარის სრულად მოსვლის შემდეგ თავის შტაბებთან ერთად დაიძრა და ხუთი დღე მიდიოდა გადამ- წვარ მიწებზე. 80-ათასიანი ჯარი სამ ნაწილად ჰყავდა დაყოფილი, რომელთაგან ერთს მისი ვაჟიშვილი მეთაურობდა, მეორეს – თვი- თონ და მესამეს – ძალიან გულადი კაპიტანი. თურქებს მტრის გადა- ბუგულ ქვეყანაში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ მარცვლე- ული გამოელიათ და შიმშილობა დაეწყოთ. ცხენის ერთი საკვები 20 ასპრი ღირდა, რაც შეადგენს ოქროს დუკატის მთელ მესამედს; ხორ- ბლის ერთი პატარა პური ღირდა ოთხი მარკეტი2 და ჯარისკაცები უკ- ვე  უკმაყოფილონი  იყვნენ,  რადგან  ეჭვობდნენ,  რომ  ფასი  დღი- თიდღე გაიზრდებოდა. ფასების ზრდის მიზეზი ნაწილობრივ ისიც გახდა, რომ ისინი, ვინც აგზავნიდნენ სურსათს კაპადოკიიდან, არ იჩენდნენ სათანადო მუყაითობას, და მაშინ დიდმა ბატონმა (სულ- თანმა, ავტ.) მათ თავები დააყრევინა“3.
სულტან სულეიმანის იმედი, რომ ქართველებისაგან ერთგულე- ბის ფიცს მიიღებდა, როგორც ანონიმი ავტორის ინფორმაციიდან

1 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie
III-Volume I, 256.
2 მარკეტი – ვენეციური პატარა მონეტა, ერთი სოლდოს ღირებულების.
3 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 257.
 
ჩანს, გამართლდა, მან ერთგულების ფიცი მიიღო, თუმცა ქართვე- ლების ბოლომდე არ სჯეროდა. „როგორც ზემოთ ითქვა, – ვკითხუ- ლობთ იმავე ავტორთან, – კაცმა, რომელიც [სულტანმა] გაგზავნა ქართველებთან, რათა მისი სახელით ისინი [ოსმალთა] ერთგული გაეხადა, ამას მიაღწია; მაგრამ უკან დაბრუნებისას ტყეში, საზღვარ- თან მისულს, თავს დაესხა ორმოცი უცნობი და ეს კაცი მოკლეს; მი- სი თანმხლები პირებისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ, მხო- ლოდ წაართვეს ის წერილი, რომელიც ქართველთა მთავარმა (იგუ- ლისხმება ათაბაგი ქაიხოსრო III, ავტ.) სულტანს მისწერა. ეს ახალი ამბავი სულტანს აეჭვებდა, რომ ქართველები კაპადოკიიდან გა- მოგზავნილი სურსათის ადგილზე მისვლას, რამდენადმე ხელს უშ- ლიდნენ. და მაინც მან (სულტანმა, ავტ.) ქართველთა ქვეყანაში გაგ- ზავნა ერთი ბეგლარბეგი არცთუ ისე მცირე ოდენობის მხედრებით და დაავალა, რომ [ქართველებისათვის] არ მიეყენებინათ არანაირი ზიანი, არამედ მხოლოდ შეეჩერებინათ [თავიანთ] საზღვრებზე. ეს მან იმისათვის გააკეთა, რომ ქართველებს შეშინებოდათ, თავისი ქვეყანა არ დაეზიანებინათ და რაიმე ახალი სარისკო საქმე არ წა- მოეწყოთ. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, რადგან ამ ჯერზე მომწყვდეული ჰყავდა შაჰი, ის თავისი ჯარით წინ მიდიოდა და იმ- ედოვნებდა, რომ სწრაფად დადგებოდა ომის დამთავრების დღე“1. მოხმობილი წყარო ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტე- ბების გარეშეც თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რატომ იჩენდა სულტა- ნი ქართველებთან დამოკიდებულებაში უკიდურეს სიფრთხილეს. აქ უმთავრესი მხოლოდ იმ ამოცანის გადაჭრა არ იყო, რომ ქართვე- ლებს არ დაებრკოლებინათ გზაზე მათკენ მომავალი პროვიანტი; ოსმალები სერიოზულად ფიქრობდნენ ქართველ მოწინააღმდეგე- ებზე, რაც ამ ომში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ფაქტორი ნამ- დვილად არ იქნებოდა. ვეთანხმებით იმ აზრს, რომ მოცემულ სიტუ- აციაში გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი სულეიმანი სამ- ცხეში „...ადრე დაპყრობილ ციხე-სიმაგრეებში ჯარის ჩაყენებით დაკ- მაყოფილდა, რათა ზედმეტად არ გაემწვავებინა ურთიერთობა არც
ირანთან და არც ათაბაგ ქაიხოსროსთან“2.

1 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 259.
2 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 90.
 
ოსმალთა ეს მესამე ლაშქრობა პროვიანტის კატასტროფული დე- ფიციტისა და სხვა გადაულახავი დაბრკოლებების გამო დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ვენეციელ ანონიმ ავტორს თავის 1553 წლის ანგარიშში საკმაოდ დაწვრილებით აქვს აღწერილი, თავისი წინაპ- რების ტრადიციული „გადაბუგული მიწების“ ტაქტიკით რა გაუსაძ- ლისი მდგომარეობა შეუქმნა ოსმალებს შაჰ-თამაზმა. „შაჰმა ძალი- ან კარგად იცოდა, – წერს ანონიმი ავტორი, – რა დიდი ნაკლი იყო მისთვის არტილერიის უქონლობა და ამიტომ არ სურდა მტრის დიდ ჯართან ბრძოლა. ის თვლიდა, რომ მასთან (სულტანთან, ავტ.) ბრძო- ლის საუკეთესო ხერხია, სადაც კი ეს შესაძლებელია, სურსათის მოს- პობა და მისი ჯარის მუდმივად დამშეულ მდგომარეობაში ყოფნა“1. პირველი ასეთი დაბრკოლება ოსმალთა ჯარს 1553 წელს ერზრუმის დატოვების შემდეგ შეექმნა. „გადაბუგული მიწების“ ტაქტიკის შე- დეგს ანონიმი ავტორი ასე აღწერს: „თურქი (სულტანი, ავტ.) ხედავ- და, რომ შაჰის ბანაკამდე ვერ აღწევდა, ხოლო ავადმყოფთა და გარდაცვლილთა რიცხვი დღენიადაგ იზრდებოდა. ამიტომ გადაწყვი- ტა, დევნა შეეწყვიტა და უბრძანა, რომ ჯარი ნარკვანში2 (Narkvan) დაბრუნებულიყო. ამ ქალაქში რომ მივიდნენ, ნახეს, რომ არც ერთი ადამიანი იქ არ იმყოფებოდა და ყველაფერი დაცარიელებული იყო, ყველა აყრილიყო და ყველაფერი თან წაეღოთ, არაფერი დაეტოვ- ებინათ, გარდა ცარიელი სახლებისა, რომელთა დიდი ნაწილი დან- გრეული იყო; სპარსელებს ისე ექციათ ნანგრევებად ყველაფერი, რომ თურქები უარესს არ იზამდნენ“3. ამავე ავტორის თანახმად, ერ- ევანში მყოფი სულტნის (1554 ივლისი) ჯარში „...დიდი შიმშილი დად- გა, რადგან სურსათ-სანოვაგის შოვნა არსად შეიძლებოდა“4. აქვე ანონიმი ავტორი საინტერესო ცნობას გვაწვდის, კერძოდ, ის წერს:
„სანამ აქედან (იგულისხმება ერევნიდან, ავტ.) წავიდოდა, მას (სულ- ტანს, ავტ.) მიაწოდეს ახალი ცნობა, რომ სეფიანთა შვილი თამაზი მრავალრიცხოვანი ქართველებით თავს დაესხა კაპადოკიიდან მო- მავალ სურსათით დატვირთულ 3 ათასი აქლემის ბანაკს, ყველა

1 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 260.
2 იგულისხმება ვანი.
3 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 262.
4 იქვე, 263.
 
მცველი ნაკუწებად აქციეს და აღალს დაეუფლნენ. თურქებისათვის, რომლებიც რამდენიმედღიანი შიმშილისაგან ღონემიხდილნი ამით ოდნავ მაინც სულის მოთქმას აპირებდნენ, ეს იყო ყველაზე მწარე სიახლე. ამის გამო დიდი ბატონი (სულთანი, ავტ.) იმდენად განრის- ხდა, რომ ქართველთა ქვეყანაში უნდოდა შემობრულებულიყო, რად- გან კარგად იცოდა, რომ მთელი ეს ზიანი მათგან (ქართველებისა- გან, ავტ.) მოდიოდა, ვინაიდან კავალერია, რომელიც თამაზს ჰყავ- და, სულ ან მეტწილად ქართველებისაგან შედგებოდა; რომ არა ზამ- თრის მოახლოება, რომელიც ამ მხარეში ძალიან ცივია, ის სხვა მი- ზეზით ამაზე (ქართველების წინააღმდეგ ლაშქრობაზე, ავტ.) ხელს არ აიღებდა, მაგრამ [ახლა] უმჯობესად ჩათვალა დაბრუნებულიყო კაპადოკიაში, რათა აქ გამოეზამთრებინა; ასევე, დაეგეგმა ახალი დრო, რათა შური ეძია ქართველებზე, უპირველესად, იმის გამო, რაც ჩაიდინეს“1. ანონიმი ავტორის ეს ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ამ კამპანიის მსვლელობაზე ქართულ ფაქტორს პირდაპირი გავლენა ჰქონდა. აქ სავალალო ის გახლდათ, რომ საქართველო ამ ორი დამ- პყრობლის პირისპირ მარტო აღმოჩნდა, თუმცა, უნგრეთის მსგავ- სად, მისი გატეხაც არ იყო ადვილი.
მოხმობილი წყარო, როგორც სხვა მრავალი, რელიეფურად წარ- მოგვიდგენს საქართველოს ფაქტორის მნიშვნელობას ირან-ოსმა- ლეთის ომის პერსპექტივაში. ორივე დამპყრობელს ერთი და იგივე დასკვნა გამოჰქონდა: ქართველებისაგან სრულად მხარდაჭერილ ძალას მეორის უცილობელი დამარცხება შეეძლო. ქართველების გარეშე მხარეებს შორის კომპრომისიც ვერ მიიღწეოდა. 1554 წელს უნგრელი დიპლომატი კონსტანტინოპოლში ა. ვერანჩიჩი, რომელიც საფუძვლიანად აკვირდებოდა ირან-ოსმალეთის ომის პერსპექტი- ვებს, სრულიად მართებულად დაასკვნიდა: „თავისი ხალხის გადარ- ჩენის ინტერესებისთვის უნგრელებიც და ქართველებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ორ ისლამურ სახელმწიფოს ერთმანეთი დაესუს- ტებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თავიანთ სატელიტ სახელმწიფოებს მიუბრუნდნენ, დაასუსტონ და, საბოლოო ჯამში, გა- ანადგურონ2“. ქართველთა გამძლეობის „საიდუმლო“ გამორჩეული

1 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 263-264.
2 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 164.
 
საბრძოლო თვისებებითა და განსაცვიფრებელი გმირობის მაგალი- თებით შეიძლება აიხსნას, რაც მთელი XVI საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.
ცნობილია, რომ სეფიანების წინააღმდეგ წარმოებულმა მესამე კამპანიამ სულტან სულეიმან I-ს სასურველი შედეგები ვერ მოუტანა. ირანის არმიის განადგურება და სეფიანებზე გაბატონება შეუძლებე- ლი აღმოჩნდა. ამიტომ ოსმალეთის სულტანი დაზავების გზას დაად- გა1. სეფიანთა შაჰი თამაზ I-იც ამისკენ მიისწრაფვოდა და სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო საზავო მოლაპარაკებები2. გაირკვა, რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყო ომის შეწყვეტითა და ზავის და- დებით. 1554 წლის აგვისტოდან3 მიწერ-მოწერით დაწყებული ეს პრო- ცესი იმავე წლის 27 სექტემბერს ერზრუმის დროებითი საზავო შეთან- ხმებით დასრულდა4. ზავის პირობების დაცვა ორივე მხარემ ივალ- დებულა, თუმცა სულტანი ბოლომდე მაინც არ ენდობოდა შაჰ თამაზს და მისგან რაიმე ექსცესების თავიდან ასაცილებლად დაიმუქრა კი- დეც, რომ „თუ ირანის შაჰი არ შეასრულებდა ერზრუმის ხელშეკრუ- ლების პირობებს... კიდევ ერთ სამხედრო კამპანიას მოაწყობდა ირ- ანის წინააღმდეგ და თავრიზსა და არდებილს გაანადგურებდა“5.
ორ მეომარ მხარეს შორის ხელშეკრულების საბოლოო გაფორ- მებამდე, მათ შორის ურთიერთობა საქართველოს გამო კიდევ ერ- თხელ გამწვავდა. 1554 წლის ივლის-აგვისტოში6 შაჰ თამაზ I-მა მე- ოთხედ ილაშქრა საქართველოში ლუარსაბ I-ის წინააღმდეგ. ეს უკ- ანასკნელი, მიუხედავად შეუპოვარი ბრძოლისა, დამარცხდა და იძ-

1 Mikheil Svanidze. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 3, no.1 (Tbilisi, 2009), 191-192; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 137.
2 Mikheil Svanidze. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia, 191.
3  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 137-141.
4 ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI  საუკუნე),  141;  ვ.  ჩოჩიევი.  ოსმალეთ-ირანის  1554  წლის  დროებითი  ზავი,  კრ. აღმოსავლური ფილოლოგია, III ( თბილისი, 1973), 238-239.
5 ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 141.
6 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 92; ე. მამის- თვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 151.
 
ულებული გახდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან გადასულიყო, ხო- ლო  შაჰმა იქ გადასვლა ვერ გარისკა1. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რას ისახავდა მიზნად შაჰ თამაზ I, როცა 1554 წლის ივლის-აგვისტო- ში ქართლზე კიდევ ერთხელ გამოილაშქრა? პირდაპირი წყაროები, რომლებიც პასუხს გასცემდნენ ამ კითხვას, ჩვენ არ გაგვაჩნია, თუმ- ცა საფიქრებელია, რომ შაჰ თამაზი ლუარსაბის ფიგურას დიდ მნიშ- ვნელობას ანიჭებდა და მისი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ლუარსაბისთვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა და ხელთ ეგ- დო. მართალია, შაჰი ოსმალეთთან დაზავებას ესწრაფვოდა და ამ- იტომ მასთან ომს თავს არიდებდა, მაგრამ ალბათ კარგად გრძნობ- და, რომ თუ ოსმალებთან ომი გაგრძელდებოდა, ქართლში განმტკი- ცებულ პოზიციას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა, წი- ნააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ ლუარსაბი მასთან შედარებით უფრო ძლიერ სულთანს მიემხრობოდა. ამრი- გად, შაჰ თამაზს ზავის დადებამდე ქართლის სამეფოს საბოლოოდ დაპყრობა სურდა, რადგან ეს მას გზას გაუხსნიდა მთელი აღმოსავ- ლეთ საქართველოს სპარსეთის იმპერიაში მოსაქცევად. რადგან ამ- ას ვერ მიაღწია, განრისხებულმა შაჰმა, ლუარსაბზე შურისძიების მიზნით, 30 ათასი ქართველი აჰყარა ქართლიდან და მეფის მოხუც დედასთან ერთად სპარსეთის გზას გაუყენა. „შაჰს იმედი ჰქონდა, რომ ამ ტყვეებით ლუარსაბზე და ქართველ პოლიტიკოსებზე გავლე- ნას მოახდენდა“2.
მოვლენების ამგვარი განვითარება, კერძოდ, შაჰ თამაზის კამპა- ნია ქართლში ლუარსაბ მეფის წინააღმდეგ და სამცხე-საათაბაგოში განლაგებულ ოსმალთა გარნიზონზე თავდასხმა ამწვავებდა ირან- ოსმალეთის ურთიერთობებს. 1554 წლის 1 დეკემბერს უნგრელი დიპ- ლომატი ანტალ ვერანჩიჩი კონსტანტინოპოლიდან ფერდინანდ I-ს აუწყებდა: „საბერძნეთისა და თრაკიის უფროსს ჯარით გააგზავნიან უნგრეთში, ხოლო მეორე ჯარი პირადად სულტნის მეთაურობით იმ- ოქმედებს ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც სერიოზულ დაბ- რკოლებას უქმნიან სპარსეთის დაპყრობის მისეულ გეგმებს“3. „ამ- რიგად, მოსალოდნელი იყო, რომ მომავალ წელს (ე.ი., 1555 წელს)

1 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს. 74.
2 საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი მესამე, 169.
3 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 167.
 
სულთანს ირანის წინააღმდეგ განეახლებინა სამხედრო მოქმედებე- ბი, რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, ისევე, როგორც ადრე, 1549 წელს“1. ასეთი მოლოდინი იმით იყო გან- პირობებული, რომ ქართველებმა ოსმალებს სერიოზული წინააღ- მდეგობა გაუწიეს, „...რის გამოც მათ ვერ შეძლეს გაეტეხათ შაჰის არმიის წინააღმდეგობა“2. თავის მხრივ, შაჰ თამაზს გამორიცხულია, არ ეფიქრა, რომ იმერეთში მყოფ ლუარსაბ მეფეს შურისძიების მიზ- ნით შეიძლება ოსმალებისთვის დაეჭირა მხარი. ეს მით უფრო რე- ალური ჩანდა, რაც იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ, რომელთანაც იმყო- ფებოდა ლტოლვილი ლუარსაბ მეფე, დახმარებისათვის სულტან სუ- ლეიმანს მიმართა3. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალთა წონასწორობის ქართული სტრატეგია ოსმალეთს არ აძლევდა საშუალებას, ერთ მტერზე ყოფილიყო კონცენტრირებული, ანალოგიურ მდგომარეობ- აში იყო ირანიც. ამ ორი მუსლიმური სახელმწიფოს ურთიერთობა განსაზღვრავდა ქართველი მეფეების პოლიტიკას.
ქართველი მეფე-მთავრების ასეთ პოლიტიკას, როგორც 1554 წლის აგვისტოში4 ან იმავე წლის მიწურულს5 დაწერილი ერთ-ერთი სპარსულენოვანი წერილიდან6 საცნაურდება, ერთმანეთის წინააღ- მდეგ მებრძოლი ეს ორი მუსლიმური სახელმწიფო რელიგიური გრძნობების შელახვად აღიქვამდა. ამას აშკარად ავლენს წერილის ავტორების მტკიცება, რომ „. ქართველები „ისლამის მტრები არი-
ან“ და რომ მათ გამო მუსლიმურმა ხალხმა „არ უნდა დახოცონ ერ- თმანეთი“7. ამასთან კავშირში უადგილო როდია ერთი წყაროს და- მოწმებაც. ვენეციელი ანონიმი ავტორი 1553 წლის ომის მსვლელო- ბისა და სხვა დეტალების აღწერისას გვამცნობს, რომ შაჰ თამაზისა-


1 Mikheil Svanidze. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia, 192.
2 Lajos Tardy. Rapports d’Antal Verancsies, ambassadeur du roi de Hongrie à Stambul, sur la Géorgie (1553-1557, 1567-1568), „Bedi Kartlisa revue de kartvélologie “, vol. XXVIII (Paris, 1971), 218.
3 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 142-143.
4 დ.  კაციტაძე.  XVI-XVII  საუკუნეთა  სპარსული  დოკუმენტური  წყაროები  საქართველოს ისტორიისათვის, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული , II (თბილისი, 1962), 213.
5 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 187.
6 დ.კაციტაძე.XVI-XVII  საუკუნეთა  სპარსული  დოკუმენტური  წყაროები  საქართველოს ისტორიისათვის, 212-214.
7 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 188.
 
გან დესპანად გაგზავნილი წარჩინებული პირი1 სულტანს მოქარგუ- ლი სპარსულით შეახსენებდა ყველა მისი წამოწყებისა და წარმა- ტების შესახებ. „შემდეგ მან მიმართა რელიგიას და [ალაჰის] სასწა- ულებრივი სიყვარულით დააყენა ყველა ის პირობა, რომელიც მათ უნდა დაეცვათ და [რისგანაც] თავი [უნდა] შეეკავებინათ ოპერაციის ჩატარების დროს. ყველაზე უარესად ის თვლიდა იმას, რომ უფლის- წული (ე.ი., ირანის შაჰი, ავტ.) მუსლიმური სექტის წარმომადგენლად მიიჩნეოდა და ამის გამო ყველა ქალაქს განადგურება ელოდა... იშ- ველიებდა რა წმინდა წერილებს, მუდმივად უჩვენებდა წიგნს, რო- მელშიც ნათქვამი იყო: ყველაფერი, რაც მან დაიპყრო, დაწერილია და განაცხადა, რომ არა მარტო ამ წერილებში იყო აკრძალული სა- წინააღმდეგო პრინციპები, არამედ მსჯელობისას მოიხმო ბევრი ძვე- ლი და თანამედროვე მწერალი, რომლებიც მომხდარი უბედურებებ- ის მიზეზად ამ [რელიგიური] მცნებების დაუცველობას ასახელებდნენ. და ეუბნებოდა, რომ სანამ სულტანი იცავდა [რელიგიურ] მცნებებს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხოლო შემდეგ, როცა მოემზადა სპარ- სეთის დასაქცევად, ბევრი უბედურება მოხდა მის ოჯახში, მის საკუ- თარ სისხლში; მან ეს ისეთი ოსტატობით თქვა, რომ სულტანს ცრემ- ლები მოერია. მსჯელობის დასასრულს იმგვარი საუცხოო მიმართვით მოუწოდა სულტანს თამაზთან, სპარსეთის შაჰთან დაზავებაზე, რომ სულტანმა ზავი ისურვა“2. „ამ კაცმა (შაჰის დესპანმა, ავტ.) მიზნის მი- საღწევად დიდოსტატურად დაარწმუნა სულეიმანი, რომ ოსმალეთის რეპუტაცია და სპარსეთის ღირსება ყოველთვის იქნებოდა დაცული, თუ ზავი დაიდებოდა იმ პირობით, რომ ამ ბატონებიდან თითოეული დაიცავდა თავის ქვეშევრდომსა და მოხარკეს და ისინი, როგორც ერ- თი, ისე მეორე მხარისაგან იქნებოდნენ პატივცემულნი. სულეიმანმა მისცა სიტყვა, რომ არც ახლა და, მეტადრე, არც ზავის დადების შემ- დეგ, ქართველებს არანაირად არ შეაწუხებდა“3.
მოხმობილი წყარო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ორივე მხარე, მეტადრე, ირანი, ქართველთა მიერ წონასწორობის დაცვის

1 ვენეციელი ანონიმის მიხედვით, ის ღვთისმეტყველი იყო (Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato. Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi. Serie III-Volume I, 265.
2 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato, Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 264-265.
3 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato, Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 265.
 
პოლიტიკას საკუთარი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მი- იჩნევდა. ამავე წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში უმთავრესი როლი საქართველოს ენიჭებოდა – აქ სულ უმნიშ- ვნელო რყევასაც კი შეეძლო ირანსა და ოსმალეთს შორის ურთიერ- თობის ომამდე მიყვანა. საქართველოზე თავდაუსხმელობა იყო მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობის გარანტია.
ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე ორივე მხარემ დიპლომა- ტიური ბრძოლის რთული გზა გაიარა. ჩვენ ამ ისტორიაზე აქ არ შევჩერ- დებით. მხოლოდ ვიტყვით, რომ 1555 წლის მაისისთვის უკვე ორივე მხა- რე მზად იყო შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები. ამავე წლის 29 მაისს1 სეფიანებსა და ოსმალებს შორის დაიდი პირველი ოფიციალური სამ- შვიდობო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც „...ბოლოს და ბოლოს, სეფიანთა იმპერია სახელმწიფოდ იქნა აღიარებული“2. ამრიგად, ახ- ლო აღმოსავლეთის ორ კონკურენტს შორის კომპრომისი შედგა.
ორ სახელმწიფოს შორის საზღვრების დადგენის საკითხი Uti pos- sidetis პრინციპზე3 გადაწყდა4. ოსმალეთის მხარე ინარჩუნებდა ტერი- ტორიას, რომელსაც ის ფლობდა სამშვიდობო ხელშეკრულების გა- ფორმებამდე. ამასიის საზავო შეთანხმების თანახმად, ოსმალეთის იმპერიამ და სეფიანთა ირანმა საქართველო ერთმანეთს შორის გა- ინაწილეს. ამ სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ფორ- მულა იყო: ირანი ცნობდა ოსმალეთის უფლებას დასავლეთ საქარ- თველოზე, ოსმალეთი – ირანის უფლებას აღმოსავლეთ საქართვე- ლოზე, ხოლო მესხეთი გავლენის სფეროებად გადანაწილდებოდა5.
ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულება არ იყო ლოკალური ხასი- ათის მოვლენა. ის განსაზღვრულ გავლენას ახდენდა ევროპის სა-

1 ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ ამასიის ზავი დაიდო არა 1555 წლის 29 მაისს, არამედ ამავე წლის 1 ივნისს (დაწვრ. იხ: ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ- ირანის  ომების  დროს  და  საქართველო  (XVI  საუკუნე),  146-148;  Mikheil  Svanidze.  The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia, 194).
2  Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T. VI, 70.
3 ეს პრინციპი მეომარ მხარეებს აძლევს ნებას, რომ ომის შედეგად შეძენილ ტერიტორიებზე პრეტენზიები ჰქონდეთ.
4 Mikheil Svanidze. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia,193; ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 144).
5 ვ. გაბაშვილი. ქართული დიპლომატიის ისტორიიდან.- კრ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 31 (თბილისი, 1954), 65-68; მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში (თბილისი, 1958), 68-69.
 
ერთაშორისო ურთიერთობებზეც. ამიტომ იჩენდა მისადმი დიდ ინ- ტერესს დასავლეთის დიპლომატია. ცნობილი ფაქტია, რომ საფ- რანგეთი და მისი დიპლომატი მ. კოდინიაკი (M. Codignac) მთელი მონდომებით უჭერდა მხარს ირან-ოსმალეთის სამშვიდობო ხელ- შეკრულებას1, „...რადგან ამის  შედეგად საფრანგეთი ოსმალეთისა- გან მიიღებდა დახმარებას 1553 წლის ხელშეკრულების საფუძველ- ზე“2. რაც შეეხება უნგრეთ-ავსტრიის დიპლომატებს – ანტალ ვერან- ჩიჩს, ფერენც ზაისა და აუგერიუს გისლენიუს  ბუსბეკს3, ისინი ამით დაინტერესებულნი არ იყვნენ4, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამასიის ზავით სულტანს არ შეეშინდებოდა უნგრელთა იარაღის და საზავო ხელშეკრულების დადებაც გამორიცხული იქნებოდა5. ანტალ ვერან- ჩიჩმა და ფერენც ზაიმ ყველაფერი გააკეთეს, რათა ამასიის საზავო მოლაპარაკებები ჩაეშალათ. ვერ გასჭრა ამ დიპლომატების მიერ ოსმალო მოხელეების დარწმუნებამ, რომ უნგრეთთან საზავო ხელ- შეკრულება მათ საშუალებას მისცემდა მთელი ძალები სპარსელე- ბისა და მათი მოკავშირე ქართველების წინააღმდეგ წარემართა6. ცხადია, ეს დიპლომატიური მანევრი იყო და ოსმალეთის ორ ფრონ- ტზე ბრძოლის ფორმულაში ჯდებოდა. ამ შემთხვევაში სულთანმა სპარსეთთან არჩია დაზავება, რათა უნგრეთის წინააღმდეგ თავისუ- ფალი მოქმედების საშუალება მისცემოდა7. ასე რომ, „სულთნის კარ- ზე აღმოსავლურმა პოლიტიკამ დაკარგა თავისი აქტუალობა და „სა- ქართველოს საკითხი“ ამიერიდან აღარ წარმოადგენდა სახელმწი- ფოებრივი მნიშვნელობის პრობლემას“8.

1 Ernest Carriére. Négociations de la France dans le Levant, t. II, (Paris, 1850), 323-328; Mikheil Svanidze. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia, 194.
2   მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIV-XVIII სს.), 188.
3      წარმოშობით ბელგიელი  ბუსბეკი საგარეო საქმეებში მეფე ფერდინანდ I-ის საუკეთესო ექსპერტად ითვლებოდა (Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 167).
4 დაწვრ. იხ: Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 174-177.
5  იქვე, 166-167.
6 Lajos Tardy. Rapports d’Antal Verancsies, ambassadeur du roi de Hongrie à Stambul, sur la Géorgie (1553-1557, 1567-1568), 221.
7  Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 191.
8 L. Fekete. Zur Geschichte der Grusiner des 16. Jahrhunderts: Acta Orient. Hung., vol. I, Part 1, Budapest, 1950, p.190. ციტ-ა: Mikheil Svanidze. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia, 193.

Комментариев нет:

Отправить комментарий