суббота, 4 ноября 2023 г.

ქართლის სამეფოს და სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ვითარება 1569-1582 წლებში

§1.  სიმონ I-ის ალამუთის ტყვეობა და პოლიტიკური ირანოფილობა
    ყიზილბაშებმა დატყვევებული სიმონ I ირანში წაიყვანეს. ასე რომ, ის  შაჰ  თამაზის  ხელში  აღმოჩნდა  და  მის  ტყვედ  იქცა.  ამ  უკანას- კნელმა „...პატივსცა და უთქმიდა დატევებასა ქრისტესსა, ხოლო მან არ ინება. ამისთვს წარგზავნა ციხესა შინა ალამუტს პატიმრად...“1. თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა სიმონის ცხოვრება აღნიშნულ ტყვეობაში ცხრა წლის მანძილზე, ჩვენთვის უცნობია. ამასთან და- კავშირებით შედარებით მეტ მასალას გვაძლევს ტომაზო მინადოი. როგორც მისი ინფორმაციიდან ჩანს, შაჰი დიდხანს ცდილობდა და- ეყოლიებინა ტყვე მეფე, რომ მიეღო ისლამი, მაგრამ „ის არ ღალა- ტობდა თავის მშობლიურ რწმენას, რის შედეგადაც გაგზავნეს კაჰა- კას ციხეში...“2. ამავე ავტორის მოწმობით ამ დროს „...კაჰაკას ციხე- ში3 გადასახლებაში ცხოვრობდა შაჰ თამაზის ერთ-ერთი შვილი ის- მაილი...“4. ტომაზო მინადოი სიმონის შესახებ „ქრისტიანული“ თვალ- საზრისით გვაუწყებს: „განა როგორი უნდა იყოს ადამიანის გმირო- ბა, რომ ასეთ მაცდუნებელ პირობებში სულიერი ბრწყინვალება შე- ინარჩუნოს და თავისი რწმენის ჩირაღდანი არ ჩააქროს“5. მინადოი უფლისწულ ისმაილსა და სიმონს შორის დაახლოების მიზეზად მა- თი პოეზიისადმი სიყვარულსა და საერთო ინტერესებს ასახელებს. ამ ეპიზოდს ავტორი ასე გადმოსცემს: „...ირანში ტყვეობის დროს სამხედრო საქმეში გამოცდილებით, პოეზიისა და ფილოსოფიის ღრმა ცოდნით შაჰ თამაზის შვილის, ისმაილის მეგობრობა დაიმსა-

1. ქართლის ცხოვრება, IV, 409.
2. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 58.
3. „…onde fu mandato nella Rocca di Cahaca“, Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 57.
4. იქვე.
5. იქვე, 55.
 
ხურა...“1. ეს შემთხვევითი ამბავი არ გახლდათ, რადგან ისმაილი თავადაც იყო გატაცებული ფილოსოფიითა და პოეზიით2.
    აღსანიშნავია, რომ XVI საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე თურქი ისტორიკოსი ტალიკიზადე მეჰმედ სუბჰი (1540-1600) თავის ნაშრომში „Gazavat-I Özdemir Paşa“, სიმონ I-ზე საუბრისას დაწვრილებით მოგვითხრობს ირანში მის მიერ გატარებულ წლებზე, სიმონ მეფის ლიტერატურულ და მუსიკალურ გატაცებებზე და მოაქვს ტყვეობის წლებში სიმონის მიერ დაწერილი ირანული ლექსები ისე, რომ წყაროს არ უთითებს3. სიმონ მეფე კარგად რომ ფლობდა ირანულ ენასა და პოეზიას, ეს ჩვენ ტომაზო მინადოის ნაშრომიდანაც ვიცით.
    ტომაზო მინადოი სიმონისა და ისმაილის მეგობრობის შესახებ წერს: „კაჰაკაში ყოფნისას სიმონი ტკბებოდა ისმაილთან, თამაზის შვილთან, რომელიც მამამისმა აქ გადაასახლა, პრაქტიკული ცოდნის გაზიარებით. ამ მეგობრობაში ბევრი რამ აღმოჩნდა ურთიერთსიყვარულით დამაკავშირებელი. როგორც ისმაილს მიაჩნდა იგი მეგობრად და მოხიბლული იყო სიმონის ზრდილობიანი მანერებით, ასევე სიმონი გამოხატავდა აღტაცებას ისმაილის სულის სიდიადით და მის ერთგულად მოჰქონდა თავი. აქედან დაიბადა ერთმანეთის მიმართ  განსაკუთრებული  სიყვარული.  ამგვარად  გრძელდებოდა, მაგრამ სიმონი (არ ვიცი სოფიზმით მოატყუეს, თუ პირფერობით აც- დუნეს) ხსენებულმა ირანელმა უფლისწულმა დაარწმუნა, უარი ეთ- ქვა თავის სარწმუნოებაზე და მიჰყოლოდა ამ ბარბაროსულ ცრურ-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 55.
2.  Шараф-хан Бидлиси, Шараф-наме, (Москва, 1976), 269.
3. ტალიკიზადეს  გადმოცემით,  სიმონ  I  ირანში  ყოფნის  წლებში  ეწეოდა  ლიტერატურულ მოღვაწეობას. ზეპირად იცოდა ირანული პოეზიის კლასიკოსის, ნიზამის, „ჰამსე“, კითხულო- ბდა „შაჰ-ნამესა“ და სხვა ირანელი პოეტების დივანებს (ლირიკული ლექსების კრებული,- ავტ.) და თვითონვე წერდა ლექსებს. უფრო მეტიც: ის ამ სფეროში იმდენად დახელოვნდა, რომ „...მისი ლექსების ხატოვნებამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და თავიანთ შრომებში მას „ხატოვანი სიტყვის მქონე პოეტის“ სახელი მიანიჭეს. სიმონ I კარგად ფლობდა ლექსის სხვადასხვა სახეს, განსაკუთრებით კი გამორჩეული იყო მისი რობაიები. იგი მხოლოდ ლექსების კითხვასა და წერას არ სჯერდებოდა. მას ასევე ურთიერთობა ჰქონდა ირანის იმდროინდელ განათლებულ პიროვნებებთან, განსაკუთრებით ცნობილია მისი მეგობრული ურთიერთობა ირანის დიდვეზირ (1576-1583) მირზა სალმანთან. მან დიდი როლი შეასრულა შაჰ ხუდაბენდეს გამეფებაში და განთქმული იყო რობაიების წერაში (დაწვრ. იხ.: Roin Şantadze, I. Simon’un Sanatkâr Kişiliği, “Çveneburi”, 2004, №1, 16-19; მ.  პაპაშვილი.  სიმონ  I-ის  პოეტურ-მუსიკალური  გატაცებებისა  და  სხვა  პიროვნული თვისებების შესახებ, ჟურნ. პარალელი, 5 (2013), 245-252).
 
წმენას“1. სიმონ მეფის გულშემატკივარი ტომაზო მინადოი  გაკვირ- ვებულია, რა მიზეზებმა განაპირობა მის მიერ სარწმუნოების შეცვლა და წერს: „როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზები, რაც მართლაც საკმაოდ იყო, შეუძლებელია ვაჩვენოთ, რამ გამოიწვია ბერძნული სარწმუნოების ასეთი ურყევი დამცველის, მისთვის თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამთმობის, სიმონის სულის მობრუნება“2. ამით დაინტერესებულმა მინადიომ საყურადღებო ვარაუდი გამოთქვა: „მაგ- რამ ჩანს, რომ ამ მოულოდნელ ამბავზე სამი ძალიან ძლიერი მიზეზი მოქმედებდა: სამუდამო პატიმრობა, რომლისგანაც, როგორც მან იცოდა, სარწმუნოების შეცვლის გარეშე თავის დაღწევას ვერ შეძ- ლებდა; ისმაილთან მეგობრობა; ვსაუბრობ მეგობრობაზე, რომელიც ხშირად ცვლის ადამიანის ბუნებას და არა მოკვდავის აზრს; და უმ- აღლესი პატივი, რომელსაც ხსენებული ისმაილი სიმონს ყოველდღე ჰპირდებოდა, როცა მას ტახტზე მეფედ აყვანას შესთავაზებდნენ“3.
    „ამრიგად – დაასკვნის მინადოი, – ასეთ ურთიერთერთგულებაში იყ- ვნენ, როცა გარდაიცვალა თამაზი და ისმაილი ყაზვინში მიიყვანეს, სადაც შეხვდნენ საოცარი ზეიმით და [გამოაცხადეს] მამამისის ყვე- ლა სამფლობელოს მეფედ; ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც ხსენე- ბული მეფისათვის ძვირფასი იყო, მის გონებაში დარჩა სიმონის ურ- ყეობა და სახელოვანება, რომელმაც მისი სიამოვნებისათვის წინა- დაიცვითა და მუსლიმი გახდა“4. „არაერთი სხვა რამ შემორჩა, – აგ- რძელებს მინადოი, – მის მეხსიერებას [სიმონზე] და ძალიან უნდოდა, აღევსო ის პატივითა და ჯილდოებით უფრო მეტად, ვიდრე ამას თვი- თონ [სიმონი] ითხოვდა; მაგრამ [ისმაილის] მოულოდნელი და უეც- არი სიკვდილი იყო იმის მიზეზი, რომ სიმონი დარჩა ყოველგვარი განდიდების გარეშე და ბედნიერი იყო ასეთი მდგომარეობითაც, რადგან დიდად სასიხარულო მშვიდობა მოიპოვა“5.
    როგორც მოტანილი წყაროდან ვხედავთ, ისმაილის მიერ შაჰის ტახტის დაკავებამდე (1576 წლის მაისი6) სიმონ I „წინადაიცვითა და

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 128-129.
2. იქვე, 129.
3. იქვე.
4. იქვე.
5. იქვე.
6. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 124; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 201.
 
მუსლიმი გახდა“. ჩანს, მინადოიზე დაყრდნობით, დონ ხუან სპარსე- ლიც იგივეს იმეორებს1. წყაროების თანახმად, ისმაილ II-მ ტახტის დაკავებისთანავე სიმონი ტყვეობიდან გაათავისუფლა. ისქანდერ მუნში გვარწმუნებს, რომ სანამ შაჰ თამაზი „...ცოცხალი იყო... [სიმო- ნი] იმ ციხეში2 იმყოფებოდა. ისმაილ-მირზას3 დროს ის [ციხიდან] გა- მოიყვანეს...“4. ფრანგი მკვლევარი ო. შაბრიე ისქანდერ მუნშზე დაყ- რდნობით წერს, რომ 1576 წლის 22 აგვისტოს „ჩეჰელ სოთუნის“ სა- სახლეში ისმაილ II-ის კორონაციის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდა სიმონი, „რომელიც ალამუთის ციხესიმაგრიდან მოიყვანეს“5. ფარსადან გორგიჯანიძე გარკვევით ამბობს: „სიდამდისინ შაჰ თა- მაზ ყაენი ცოცხალი იყო, მეფე ალამუდის ციხეში იყო და რა ყაენი მიიცვალა და მისი შვილი შაჰ ისმეილ გაჴემწიფდა, იმან მეფე სვი- მონ ალამუდით ყაზმ(ი)ნს მოაყვანინა და კარგის პატივით ინახევ- და...“6. ვახუშტი ბატონიშვილი ლაკონიურად წერს: „ამან შაისმაილ მოიყვანა მეფე სჳმონ ...შირაზიდამ“7. ამდენად, მოტანილი წყარო- ები ერთმნიშვნელოვნად ამოწმებენ, რომ შაჰ ისმაილ II-მ ტახტის დაკავების შემდეგ სიმონი ალამუთის ტყვეობიდან გაათავისუფლა და სავარაუდოდ, ამის შემდეგ ის ყაზვინში იმყოფებოდა.
    ცნობილია, რომ შაჰ ისმაილ II (1576-1577) თავისი ძალაუფლების განმტკიცებას ირანში სისხლიანი ანგარიშსწორებით შეუდგა. „ამის- ათვის მან აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია ტახტის დინასტიიდან ყველა შესაძლებელი პრეტენდენტის გაუვნებელყოფა“8. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მას ტახტის დაკავება მოუხდა სეფიანთა კარ-

1. ირანელი დიპლომატი ულუგ ბეგ ბაიათი, ანუ იგივე Don Juan de Persia. (მისი ბიოგრაფიული ცნობების შესახებ დაწვრ. იხ: ბ. გიორგაძე. ულუგ ბეგ ბაიათი და მისი რელაციონი XVI საუკუნის საქართველოზე.-კრ. ევროპის ქვეყნების ისტორია და პრობლემები, I (თბილისი, 1975), 118-122; Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, Перевод с английского, введение и коментарии Октая Эфендиева, Акифа Фарзалиева (Баку, 1988), 4-6; 54; სიმონის გამუსლიმებაზე წერს ასევე ფარსდან გორგიჯანიძეც, თუმცა აღნიშნავს, რომ არა ისმაილმა, არამედ ირანის ახალმა შაჰმა, „ხუდაბენდემ სიმონ მეფე გაათათრა“. ფარსადან გორგიჯანიძე, HH – 2140, 133ა.
2. იგულისხმება ალამუთის ციხე.
3. შაჰ-ისმაილ II (1576-1577).
4. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 25.
5. Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles), 276.
6. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, 11.
7. ქართლის ცხოვრება, IV, 410.
8. Эфендиев Октай. Азербайджанское государство Сефевидов в XVI веке (Баку, 1981), 134.
 
ზე  ირანულ და მზარდ ქართულ ჯგუფებს შორის საკუთარი კანდიდა- ტის ტახტზე აყვანისათვის ბრძოლის ფონზე1. იმ ვითარებაში, როცა ტახტის მრავალი პოტენციური პრეტენდენტი იყო, ნახევარძმებისა და ბიძაშვილების ჩათვლით, ქართული ფრაქცია ცდილობდა, შაჰის ტახტზე აეყვანათ დედით ქართველი უფლისწული ჰეიდარი2. ამ სა- კითხზე აქ არ შევჩერდებით. ზოგადად მიგვაჩნია, რომ ამ დროისათ- ვის  სეფიანთა  სახელმწიფოში  უკვე  სადავო  იყო,  შეძლებდნენ  თუ არა ყიზილბაშები თავისი პრივილეგირებული მდგომარეობის შე- ნარჩუნებას ახალი ქართული და ჩერქეზული ელემენტების საფ- რთხის წინაშე, რომელთაც ადმინისტრაციაში მათი შევიწროება და- იწყეს3. საიდან გაჩნდნენ ეს ახალი დაინტერესებული ეთნიკური ჯგუ- ფები? ისინი, სავარაუდოდ, იყვნენ იმ ტყვეების შთამომავლები, რომ- ლებიც ოთხ კავკასიურ კამპანიაში 1540-1553 წლებში ხელთ იგდეს ბრძოლისას და ირანში ჩაიყვანეს, ზოგიერთი ქართველი თავადაზ- ნაური კი ნებაყოფლობით ჩადგა სეფიანთა სამსახურში4. მუსლიმო- ბის მიღებით იხვეჭდნენ შაჰის ნდობას და ადვილად იცვლიდნენ სო- ციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტატუსს. ბუნებრივია, ყოვე- ლივე ეს აშკარა და ადვილი დასანახი იყო სიმონისათვის. შეუძლე- ბელია, ამ ფაქტორს მისი პოლიტიკური მიზნისათვის გარკვეული მი- მართულება არ მიეცა.
    ხანგრძლივმა პატიმრობამ ისმაილ II გახადა უკიდურესად ეჭვი- ანი და სასტიკი ბარბაროსი5. მან სიკვდილით დასაჯა დაღუპული

1  ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 112; 122-125;
Andrew I. Newman. Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire, 41-49; The Cambridge History of Iran, Vol. 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 250-253.
2 ჰეიდარი იყო შაჰ თამაზის მეორე შვილი ქართველი ქალისაგან. 18 წლის ჰეიდარი ტანდაბალი, გარეგნულად ლამაზი, ორატორული ნიჭით დაჯილდოებული, ელეგანტური, ცხენოსნობაში გაწაფული მამის მეტად საყვარელი შვილი იყო; მას ძალიან უყვარდა ომების შესახებ საუბარი, თუმცა არ ავლენდა მისადმი მიდრეკილებას. ჰქონდა კარგი ინტელექტი, ახალგაზრდობის მიუხედავად, ფლობდა მართვის ხელოვნებას, იცნობდა აგრეთვე მსოფლიოს სხვა მონარქების მართვის მეთოდებსაც (A Narative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteenth centuries, 215); ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 120.
3 The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 363.
4    იქვე.
5    იქვე.
 
ძმის (ჰეიდარის) მომხრეთა ერთი ჯგუფი უსთაჯლუს ტომიდან, სამე- ფო ტახტზე ასვლისთანავე კი უახლოეს ნათესავთა ხოცვა-ჟლეტას შეუდგა: ჯერ ძმები დახოცა, შემდეგ ბიძაშვილები და ძმისშვილები1. ასე რომ, მის მიერ გაჩაღებული ტერორი „...უჩვეულო იყო აღმოსავ- ლური საზომითაც კი“2.
    შაჰ ისმაილის ტერორს უფრო მეტად ამძაფრებდა მისი რელიგი- ური პოლიტიკა3. ტახტზე ასვლიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახ- და, რომ ის სუნიზმის მიმდევარი იყო და დევნიდა შიიტებს. ამასთან დაკავშირებით ო. ეფენდიევი ფიქრობს, რომ „შაჰ ისმაილ II-ს შიი- ტურ-სუნიტური ანტაგონიზმის შერბილებით სურდა ოსმალეთის სულ- ტან მურად III-სთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება“4. „დი- დად შესაძლებელია, სწორედ ამიტომ იყო, რომ ისმაილ II-ის ხან- მოკლე მმართველობისას ოსმალო-სეფიანთა საზღვარზე სიმშვიდე სუფევდა; არც ერთი მხარე ზავს არ არღვევდა“5. მკვლევრის ამ მო- საზრების საწინააღმდეგოდ მეტყველებს ტომაზო მინადოის მიერ მოტანილი ცნობა. როგორც ვიცით, მინადოი ფხიზლად აკვირდებო- და ოსმალო-სეფიანთა კონფლიქტს, რადგან იგი ქრისტიანული ევ- როპის ინტერესებისათვის სასარგებლოდ მიაჩნდა6 და ამიტომ მი- ღებულ ინფორმაციას სხვა მრავალი არხით ამოწმებდა. მინადოი წერს, რომ: „ისმაილის მმართველობისას, რომელიც გაგრძელდა ერთ წელს, შვიდ თვესა და ექვს დღეს... სულტანმა მურადმა... ბრწყინ- ვალედ გააცნობიერა, თუ რა ზიანი მიაყენა სპარსეთს ამ ახალმა, მერყევმა და განსხვავებულმა მეფემ, რამდენი უთანხმოება ჩამოაგ- დო და ამის გამო სპარსეთის იმპერიის ყველა პროვინციამ რამდენი უბედურება გადაიტანა“7.
    ბუნებრივია, ოსმალეთში ფხიზლად ადევნებდნენ თვალს ირანში მიმდინარე ამბებს და მინადოის მიხედვით, სულტან მურად III-ს, სე- ფიანთა კარზე მიმდინარე არეულობიდან გამომდინარე, სამოქმე-

1. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 129; Эфендиев Октай, Азербайджанское государство Сефевидов в XVI веке, 134-135.
2. The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 251.
3. დაწვრ. იხ: Эфендиев Октай, Азербайджанское государство Сефевидов в XVI веке, 137-142.
4. იქვე, 141.
5. იქვე.
6. Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 6.
7. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  17.
 
დო მიზანიც დაუსახავს. „...აქედან მას ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ მიემართა იარაღი სპარსეთის წინააღმდეგ და დაეწყო თავისი სურვილის განხორციელება ახალი ტერიტორიების შესაძენად“1.
    ყოველივე ეს მოვიტანეთ იმის არგუმენტად, რომ დაგვესკვნა: ალამუთის ციხეში გამომწყვდეულ, შურისძიების წყურვილით აღ- ვსილ ისმაილს, სიმონთან მეგობრობა, ამ უკანასკნელის ტახტზე აღ- დგენის დაპირებით, უდავოა თავისი მომავალი მიზნების განსახორ- ციელებლად სჭირდებოდა. ჩანს, ისმაილს არ ეეჭვებოდა, რომ ალ- ამუთის ტყვეობას თავს დააღწევდა და ტახტსაც დაიკავებდა. აი, სწორედ ამის შემდეგ ესახებოდა, ალბათ, მას სიმონის ქართლის სამეფოს ტახტზე აღდგენა და ჩამოყალიბებული მეგობრობის სა- ფუძველზე მისი სახით მოკავშირის შეძენა. შეიძლება ისიც ვივარა- უდოთ, რომ ისმაილს სიმონი შაჰის კარზე ქართულ ფრაქციასთან შუამავლად ჰყოლოდა მიჩნეული.
    სეფიანთა კარზე შემდგომი მოვლენების განვითარებამდე, ქარ- თლის მმართველი რენეგატი დაუდ-ხანი (1569-1578), რომელიც სრუ- ლად  იყო  დამოკიდებული  ირანის  შაჰზე2,  მხოლოდ  თბილისსა  და ქვემო ქართლს მართავდა3, ხოლო დანარჩენი ნაწილი მას არ ემ- ორჩილებოდა. რაც შეეხება იმერეთის სამეფოს, აქ მეფე ბაგრატ III- ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა შვილმა, გიორგი II-მ (1565-1585), რომლის დროსაც დასავლეთ საქართველოში და- იწყო გაუთავებელი შინაომები4. ეს ვითარება ხელს აძლევდა ოსმა- ლეთის კარს, რადგან დასავლეთ საქართველოს მესვეურთა მოხმო- ბით ხალისით ერეოდა მათ საშინაო საქმეში, რაც ცხადია, უფრო გა-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 17; თურქი ისტორიკოსი ისმაილ უზუნჩარშილი ამტკიცებს, რომ შაჰ ისმაილ II-მ ტახტზე ასვლისთანავე დაარღვია ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულება, ისარგებლა სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ ქურთებთან  მეგობრული  დამოკიდებულებით  და  შეაგულიანა  ისინი,  რომ  ოსმალების წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ (Ismail Hakki Uzunçarşili, Osmanli Tarihi, vol 3/1, (Ankara, 1951), 57-68. ციტ-ა: Rudi Matthee, The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 3). პროფ. ნ. გელაშვილის სარწმუნო აზრით, მძიმე წარსულმა ისმაილ II-ს გამეფების შემდეგ შურისძიების დიდი წყურვილი აღუძრა ყიზილბაშთა მთელ მოდგმაზე. ამიტომ მათი “... დამცირებისა და შეურაცხყოფის, მათი ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით, შაჰ ისმაილმა მათ სუნიტური რელიგია და მისი მიმდევრები დაუპირისპირა“ (ნ. გელაშვილი. ირან- საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 137).
2. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 111.
3. საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი მესამე, 180.
4. მ. რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში,  65-71.
 
ნამტკიცებდა ოსმალთა ბატონობას. ამასთან შედარებით, უფრო მძი- მე მდგომარეობა იყო სამცხეში. აქ მთავართა მიერ პოლიტიკური ორიენტაციის მუდმივი ცვლა იმის მიხედვით, თუ რომელ დამპყრო- ბელს მეტი ძალა ჰქონდა, გაუთავებელი შინაომების წყარო ხდებო- და. სამცხეში ყვარყვარე IV-ის მთავრობის (1573-1581) დასაწყისში სამთავროს საქმეებს ფაქტობრივად განაგებდა მისი დედა, დედისი- მედი, ძალაუფლების მოყვარე და ენერგიული ქალი1. ამ სამეფოებ- ისაგან განსხვავებით, სტაბილური მდგომარეობა სუფევდა კახეთის სამეფოში. მართალია, 1574 წელს, ლევან მეფის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეებს (შვილსა და შვილიშვილებს) შორის გაიმ- ართა ბრძოლა ტახტისათვის, მაგრამ ალექსანდრეს გამეფებით ვი- თარება მშვიდ კალაპოტს დაუბრუნდა.
    ეჭვს არ იწვევს, რომ ისმაილ II-ის ხანმოკლე სისხლიანმა მმარ- თველობამ  იმპერია  კრიზისში  შეიყვანა.  ყაზვინში  მყოფი  სიმონი, ცხადია, ყურადღებით აკვირდებოდა ამ მოვლენებს. როგორც მინა- დოი გადმოგვცემს, „ისმაილის გარდაცვალების შემდეგ, სიმონი სხვა- დასხვა აზრმა შეიპყრო: რა იქნება მისთვის უკეთესი, დარჩეს ყაზ- ვინში და დაელოდოს ახალი მეფის [ტახტზე] ასვლას თუ მოემზა- დოს წასასვლელად, რათა დაიბრუნოს მიტოვებული სარწმუნოება და დაგდებული ქალაქი; დაბოლოს, რამდენიმე [ხნის] შემდეგ, მან დაასკვნა: უმჯობესია იყოს უსაფრთხოდ და თავისი საქმიანობით პატივისცემა მოიპოვოს, ვიდრე გაიქცეს [შაჰის] მხარდაჭერის გარე- შე, ძმასთან ჰქონდეს დავა და უთანხმოება, რის გამოც შესაძლებე- ლია [სიცოცხლე] ნაადრევი სიკვდილით დაასრულოს, ამიტომ [ჯო- ბია] დაელოდოს ახალ მეფეს და მისი მფარველობითა და შემწეობ- ით მოძებნოს წართმეული ღირსების დაბრუნების ხერხი. ამიტომ ის დარჩა ყაზვინში, რადგან ელოდებოდა და იმედოვნებდა, რომ სქიზ- მის2 გამოცვლამ, უფრო [სწორად] რელიგიის, გაწამებულმა პატიმ- რობამ, დაბრუნებულმა თავისუფლებამ, მეტად ფასეულმა სახელ- მოხვეჭილობამ, ახლანდელმა ვითარებამ, ასევე გამოჩენილმა მორ- ჩილებამ და დამსახურებამ ახალი მეფისაგან უნდა მოუპოვოს პატი- ვი და ჯილდო; ანდა თუნდაც, ანდოს მას საქართველოში მისგან3

1. საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი მესამე, 181.
2. იგულისხმება მართლმადიდებლობის.
3. ე.ი., ოსმალებისაგან.
 
დასაცავი ომის წარმოება სრულად”1. სრულად მიჰყვება რა მინადო- ის ამ ცნობას პიეტრო ბიძარო,   საკუთრივ მიიჩნევს, რომ სიმონმა თავისი წადილის მისაღწევად და შაჰისათვის მადლობის გადასახ- დელად  ამ  უკანასკნელს  „...თავისი  სამხედრო  ბრწყინვალებით...“ სამსახური შესთავაზა2.
    ვფიქრობთ, მოტანილი წყარო სრულად გვარკვევს იმაში, თუ რა- ტომ დაყოვნდა ყაზვინში სიმონი. მან სწორი გადაწყვეტილება მი- იღო, რომ სეფიანთა კარზე შექმნილი კრიზისით არ ისარგებლა და საქართველოში თვითნებურად არ დაბრუნდა. წინააღმდეგ შემთხვე- ვაში ეს, რა თქმა უნდა, ქართლის სამეფოში ახალი დაპირისპირები- სა და შინაომის საფუძველი გახდებოდა და კარს მომდგარი ოსმა- ლეთ-ირანის ომში მისი შედეგების პროგნოზირება ძნელი გახდებო- და. თავის მხრივ, სიმონი, ჩანს, კარგად ითვალისწინებდა ამ ომის გარდაუვალობას და ისიც სჯეროდა, წყაროს ენით რომ ვთქვათ, ახ- ალი შაჰი „ თავდაცვითი ომის წარმოებას სრულად“ მას ანდობდა სა- ქართველოში. ეს შემთხვევა კი მას მისცემდა საშუალებას, სრული ძალებით ემოქმედა თავის ინტერესებშიც. მართებულია პროფ. ნ. გელაშვილის აზრი, რომ სიმონმა „...აწონ-დაწონა სეფიანთა სახელ- მწიფოში შექმნილი ვითარება და სავსებით სწორად გადაწყვიტა დროებით ყაზვინში დარჩენილიყო და მხოლოდ ახალი შაჰის ნე- ბართვის შემდეგ დაბრუნებულიყო სამშობლოში“3.
    შაჰ ისმაილ II-ის გარდაცვალების შემდეგ ირანში შექმნილი პრობ- ლემების გადაჭრა ვერც ახალმა შაჰმა, ნახევრად ბრმა და ფიზიკუ- რად სუსტმა მოჰამედ ხოდაბენდემ (1578-1587), შეძლო. პირიქით, ამ შაჰის წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგად ქვეყანა უფრო ღრმა კრი- ზისში4 შევიდა. ყიზილბაშ ტომთა ბელადები საკუთარი შეხედულები- სამებრ მართავდნენ პროვინციებს და თითქმის დამოუკიდებელნი იყვნენ5.

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 130.
2. Rerum Persicarum Historia, initia, gentis, mores, instituta, resque gestas ad hac usque tempora complectens. Auctore Petro Bizaro sentinate, (Francfurt, 1601), 556.
3 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 141.
4. ისტორიკოსები ხშირად 1577-1587 წლებს შორის პერიოდს „სამოქალაქო იმის“ კვალიფიკაციას ანიჭებენ (Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles), 284).
5.  Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles), 284.
 
ირანის იმპერიაში შექმნილ ვითარებას ოსმალები დიდი ყურადღე- ბით აკვირდებოდნენ. 1578 წლის 5 აპრილს ოსმალეთის ჯარის მთა- ვარსარდალმა ლალა მუსტაფა ფაშამ დაიწყო ლაშქრობა, რომლის უპირველეს ამოცანას ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა და ოს- მალეთისათვის დამორჩილება წარმოადგენდა1. „1578 წელს კონ- სტანტინოპოლიდან2 წერილები გაეგზავნა ირანის ჩრდილოეთის ზო- ნის ყველა მთავარს შირვანში, დაღესტანში, საქართველოსა და ჩერ- ქეზეთში, დამოუკიდებლად იმისა, ედგნენ თუ არა ისინი ხელისუფ- ლებას სათავეში, რათა დამორჩილებოდნენ მათ მომხრესა და ძლი- ერს“3. გარდა ამისა, ოსმალთა სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენ- და კასპიის ზღვაზე კონტროლის დაწესება და „...თურქესტანთან, აზი- ის შიდა მარშრუტთან, რომელიც რუსებმა გადაჭრეს ასტრახანის ოკ- უპაციით 1556 წელს, მისადგომის მიღება“4. ამ ამოცანის განხორცი- ელებით  ირანს  გადაეკეტებოდა  ეკონომიკური  არტერია,  რადგან „თურქესტანი განკარგავდა აბრეშუმის გზას“5.
    ისტორიოგრაფიაში (მხედველობაში გვაქვს უმთავრესად ირან- ული და თურქული) ერთიანი აზრი არ არსებობს ირან-ოსმალეთის 1578-1590 წლების ომის მიზეზებზე6. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ირანის მო- ულოდნელ დასუსტებაში სულტნის კარმა დაინახა შესაძლებლობა, შეეტია ირანისთვის და ამით მისგან მომდინარე საფრთხე აღმო- ეფხვრა. ამ ვითარებაში კი ოსმალები „...თავის მოწინააღმდეგეზე აშკარა ტექნიკურ უპირატესობას ფლობდნენ. სპარსელებს არ ჰქონ- დათ  არტილერია  და  მცირედ  გააჩნდათ  მხოლოდ  არკებუზები“7. ვფიქრობთ, უფრო სარწმუნოა ის მოსაზრება, რომ სულტანმა და მისმა მრჩევლებმა ისარგებლეს დასავლეთის ფრონტზე გამეფებუ-

1. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 147; საერ- თაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 229.
2. მ. სვანაძისა და რ. შარუმაშვილის მიხედვით, ადრესატებს წერილი გაუგზავნა ოსმალთა ჯარის მთავარსარდალმა ლალა მუსტაფა ფაშამ (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში  ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე),  229).
3. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II., 1167.
4. იქვე.
5. იქვე.
6. დაწვრ. იხ: Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 2-20.
7. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II., 1168.
 
ლი სიმშვიდითა და ევროპელი მოწინააღმდეგეების ნეიტრალიზე- ბით1, რაც დაემთხვა სეფიანთა ირანში არსებულ უწესრიგობას, ხე- ლისუფლების სისუსტეს, პერიფერიების არასტაბილურ მდგომარე- ობას და დაიწყეს სამხედრო კამპანია, რათა ირანისთვის ჩამოეშ- ორებინათ კავკასიური პროვინციები და ცენტრალურ აზიასთან კო- მერციული და დიპლომატიური კავშირები უსაფრთხოდ გაეგრძელე- ბინათ2.
    ზემოთ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ის წინააღმდეგობები, რაც არსებობ- და სეფიანთა კარზე პორტუგალიელთა მზარდი გავლენის მიმართ, განსაკუთრებით ორმუზის მიმართულებით, თუმცა 1578-90 წწ.  ოსმა- ლეთ-სეფიანთა ომის დროს ევროპელების მიმართ სეფიანთა დათ- ბობა აშკარაა. მიზეზი გასაგებია და ის ანტიოსმალური პოლიტიკის ჭრილში აიხსნება. პორტუგალიიდან ირანი იღებდა არტილერიას3, რისი საჭიროება მას მუდმივად ედგა. ეს მით უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ფელიპ II-მ პორტუგალია ხელში ჩაიგდო4.
    ოსმალურ და ირანულ დაპირისპირებაში დიდ როლს თამაშობ- და მათ შორის ცუდად დადგენილი საზღვრები, რაც ქურდებისა და მოთარეშეებისათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენდა და ხში- რად დავის საგანს წარმოადგენდა5. სტამბოლში ჰაბსბურგთა საელ- ჩოს კაპელანი სოლომონ შვაიგერი (1551-1622) წერდა, რომ სამხედ- რო მოქმედება ამ ორ იმპერიას შორის ძველ სიძულვილსა და შუღ-

1. 1575 წლის აგვისტოში შვიდი წლით გაგრძელდა ვენეციის რესპუბლიკასთან 1573 წლის 7 მარტს დადებული ხელშეკრულება; 1577 წლის 1 იანვარს რვა წლით გახანგრძლივდა ოსმალეთ-ავსტრიის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1568 წლის 17 თებერვალს; 1577 წლის  30  ივლისს  კი  ხელი  მოეწერა  პოლონეთთან  საზავო  ხელშეკრულებას  (  Я.  М Махмудов. Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов с запапноевропейскими странами (II половина XV — начало XVII века), 126; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში და ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 227).
2.  Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 3.
3. 1585 წელს ოსმალებზე სეფიანთა მოპოვებულ გამარჯვებაში ესპანურმა იარაღმა დიდი როლი შეასრულა. მათ შორის ასევე შედგა მოლაპარაკება, რომ ევროპა ერთს უნდა ერგოს (ესპანეთის მეფეს) და აზია მეორეს (ირანის შაჰს). ამის შესახებ ფრანგი დიპლომატი კონსტანტინოპოლში 1586 წელს ამცნობდა ვენეციელ კოლეგას. სინამდვილეში სეფიანთა ამ წარმატების შედეგი ბევრად მცირე იყო, მაგრამ ცალსახად სასარგებლო ბევრისთვის: ვენეციას აღარ ემუქრებოდა თურქული საფრთხე და სულტანი იძულებული იყო უნგრეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზეც მშვიდობა შეენარჩუნებინა (Vaughan M. Dorothy. Europe and The Turk: A Pattern of Alliances, 1350-1700, 209).
4.  Vaughan M. Dorothy. Europe and The Turk: A Pattern of Alliances, 1350-1700, 209.
5.  Adel Allouche. The Origins and Development of the Ottoman-Safavid Conflict, 148-151.
 
ლზე იყო დამყარებული1. „ყაზი აჰმად ყომი საკმაოდ ლაპიდარუ- ლად აღნიშნავს, რომ მურად III-მ გადაწყვიტა, დაერღვია ამასიის ხელშეკრულება და აღივსო სურვილით დაეპყრო აზერბაიჯანის, შირ- ვანისა და საქართველოს მიწები“2. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „თურქებსა და სპარსელებს შორის ნებისმიერ ომში რელიგია უეჭვე- ლად გარკვეულ როლს ასრულებდა.“3
    ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ტომაზო მინადოის დაკვირვება, რომელმაც დაახლოებით ექვსი წელი სტამბოლსა და ალეპოში4 გა- ატარა. ავტორის მიხედვით, „ვეზირი მეჰმედი, (Mahamet Visier) უდავ- ოდ ღირსეული, მმართველობაში გამოცდილი, [სულტანს] ურჩევდა, რომ უფრო ადვილი და უმჯობესი იქნებოდა უშიშარი მოქმედება სპარსელების წინააღმდეგ, ვიდრე ქრისტიან უფლისწულებთან; რად- გან შუღლი, რომელიც სპარსეთის სამეფოსა და სეფიანთა იმპერიის ახალი მემკვიდრის პირობებში სუფევდა, როცა ბრძოლა მიმდინა- რეობდა მთავრობაში, [ეს] იძლეოდა გამარჯვების [შანსს] და ამიტომ ომი ქრისტიან მთავრებთან5 უსარგებლო იყო. სწორედ ამის გამო არ უნდა გაეჩაღებინათ მათთან ომი. ორივე6 მოწინააღმდეგის ძა- ლები მრისხანე იყო, ერთის – ზღვაზე და მეორისა – ხმელეთზე; მაგ- რამ ეს იქნებოდა ომი ყველა ქრისტიან მბრძანებელთან . . . ასეთი რჩევებისა და სხვადასხვა მსჯელობების შედეგად, ბოლოს და ბო- ლოს, ყველა შეთანხმდა, რომ გაცილებით უკეთესია ომი აზიაში, ის- რებისა და მახვილების წინააღმდეგ, საიდანაც ზიანი ნაკლები იქნე- ბა, ვიდრე ევროპაში ღორმუცელა ტომებთან, ისრების სეტყვის წინა- აღმდეგ, სადაც აღმართულია მანქანები და სიკვდილის იარაღები. მხოლოდ ორი სირთულე იყო საერთო: ერთი იყო მანძილი და მე- ორე, უფრო მთა-გორიანი ადგილები, სადაც მათ უნდა გაევლოთ ცხენებით, აქლემებით, არტილერიითა და მთელი აღჭურვილობით, კერძოდ კი საქართველოს გავლით, რომელიც გარემოცულია მიუვ- ალი მთებით, ხშირი ტყეებით“7. ამავე მინადოის ინფორმაციით, „მე-

1. Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 4.
2. იქვე, 11.
3. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II.Vol. II., 1168.
4. Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 6.
5. იგულისხმება ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებთან.
6. ესპანელი ჰაბსბურგებისა და ოსმალების.
7. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 21.
 
ფეს [სულტანს] უთხრეს, თითქოს ყოველივე საკმარისი იყო ყიზილ- ბაშთა სამეფოს დასაპყრობად. თითოეულმა ეს ძალიან მარტივად წარმოადგინა და დაჰპირდნენ უეჭველ გამარჯვებას. უწინარეს ყოვ- ლისა, მუსტაფა ფაშა დიდი გამბედაობით დაჰპირდა [სულტანს] დაპყრობებსა და დიდებულ გამარჯვებებს“1. ოსმალების მიერ ამის განხორციელება საეჭვოდ არ მიაჩნია მინადოის, რადგან მისი აზ- რით,  კუნძულ კვიპროსის დაპყრობის შემდეგ (1571) „ამ მხარეში ლა- თინთა ღირსება არ შემორჩა“2. უპირატესობას ანიჭებდა რა ჯარს, ძალას და ლათინურ მამაცობას, ასეთი „ძალა, ჯარი და მამაცობა ქართველებისა და სპარსელებისა, ბოლოს და ბოლოს, აზიის ამ ომ- ში ყველაზე საიმედო იქნება, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ევროპაში“3 – თვლიდა მინადოი. ამ შედარებით, ვფიქრობთ, რომ ავტორი ჯვა- როსნულ ეპოქასთან ახდენს გაიგივებას. რამდენადაც მინადოი რე- ლიგიურად არ ასხვავებს ირანელებსა და ოსმალებს, ლათინთა ღირ- სების მატარებელში იგი ქართველებს გულისხმობს. ამ აზრის შემ- დეგ, შემთხვევითი არ უნდა იყოს ავტორის მიერ ევროპელი მკითხვე- ლისათვის იმის შეხსენება, რომ საქართველოში ცხოვრობენ ბერ- ძნული სქიზმის მიმდევარი ქრისტიანები, რომლებიც „ტანადობით არიან ძლიერნი და ღონიერნი, ხასიათით – შეუპოვარნი“4. წყაროებ- ის ასეთი სტილი მხოლოდ ჯვაროსნული ეპოქის ავტორებისათვის იყო დამახასიათებელი.
    კონსტანტინოპოლში საფრანგეთის რეზიდენტი ჟუიე5 1578 წლის 1 მაისს თავის მთავრობას ატყობინებდა: „...როგორც ამბობენ, სპარსე- ლი [ირანის შაჰი] მშვიდობისკენ ისწრაფვის. სარწმუნო წყაროები- დან შევიტყვე, რომ სპარსეთის საზღვრებიდან მომავალ შიკრიკებს დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ აბრუნებენ უკან. აქედან გამომდინა- რე, შეიძლება მართლაც დამყარდეს მშვიდობა, თუ მართალია, რომ ხსენებულ სპარსელს [ირანის შაჰს] ეს ნამდვილად სურს. ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, მას, უკვე მოხუცსა და ძალიან

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 22.
2. იქვე.
3. იქვე.
4. იქვე.
5.  ჟუიე გამოცდილი დიპლომატი იყო. მასთან კონსულტაციებს გადიოდა შემდგომში ეკატე- რინე მედიჩიც. ოსმალეთის მისიის დამთავრების შემდეგ ჟუიე ვენეციაში გამგზავრე- ბულა.
 
მდიდარს, მშვიდობა უნდა ერჩივნოს ომს, რათა სიბერეში წყნარი ცხოვრებით დატკბეს1. ამასთან, ეს ხალხი ვერ მალავს, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, მათ ისევე ან მეტადაც სჭირდებათ მშვიდობა, ვიდრე მეზობლებს. პორტაში ამბობენ, რომ დიდი სულტანი ამას არ დათან- ხმდება, თუ სპარსელი [ირანის შაჰი] არ გადასცემს მას სერვანს [შირ- ვანს] და არ მისცემს შესაძლებლობას აღადგინოს და კვლავ დაასახ- ლოს დიდი ხნის წინ ნანგრევებად ქცეული მოსაზღვრედ მდებარე ძველი ქალაქი სახელად ყარსი. თუ მშვიდობა მართლა დამყარდა, მაშინ მუსტაფა ფაშა ქართველების2 დასაპყრობად გაემართება.“3
სულტნის კარის დიდ აღშფოთებას იწვევდა ქართველთა პროირა- ნული ორიენტაცია. გერმანელი ფრანც ბილერბეკი (Franz Billerbeck)4 მიუთითებდა, რომ ოსმალები განრისხებულნი იყვნენ ქართველების პროირანული განწყობის გამო და მათ შეშფოთებას იწვევდა ის, რომ სეფიანები აღარ აგზავნიდნენ ელჩობას შესაფერისი საჩუქრე- ბით, როგორც ამას აკეთებდა შაჰ თამაზი5. 1598 წელს ერთ-ერთი ევ- როპელი, რომელმაც იერუსალიმში იმოგზაურა, წერდა: „ქართველე- ბი, რომლებსაც სპარსელებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, თურქების მოსისხლე მტრები არიან. როგორც კი ომის საშინე- ლება იფეთქებს თურქებსა და სპარსელებს შორის, ქართველები ყო- ველთვის სპარსელებს ეხმარებიან“6. ულუგ ბეგ ბაიათი ანუ დონ ხუ- ან სპარსელი კი იუწყება: „სულტან მურად III-მ, რომელიც ახლახან ავიდა ტახტზე..., ისურვა მესოპოტამიის დაუფლებით მთელი დასავ- ლეთ აზიის დაპყრობა. განსაკუთრებით მას უნდა სპარსეთისა და სა- ქართველოს დაპყრობა, რომელსაც გურჯისტანს უწოდებენ“7.

1. ცხადია, საუბარია ირანის შაჰ ხოდაბანდეზე, რომელიც ირანს მართავდა 1578 წლის 13 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც მისი ძმა ისმაილ II შეთქმულებმა მოწამლეს.
2. აქ საქართველოს რომელი მხარეა ნაგულისხმევი ძნელი დასადგენია, რადგან თუ მშვიდობა (ამასიის ზავი) არ დაირღვა (როგორც წერილშია ნათქვამი), მაშინ ოსმალებს ქართლისა და კახეთის დასაპყრობად მოქმედი ზავის პირობები არ მისცემდა უფლებას. მაშინ საუბარი უნდა იყოს ან სამცხეზე, ან იმერეთზე. თუმცა უფრო სამცხეა სავარაუდო. ზავის შემდგომი ვითარება საქართველოში საკმაოდ რთული იყო.
3.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III (Paris, 1850), 740-742.
4. ფრანც ბილერბეკმა სტამბოლის გერმანულ თემში 1581 წელს კაპელანის ადგილზე შეცვა- ლა შვაიგერი (Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 11).
5. Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 1578-90: Motives and Causes, 11.
6. Michel Tamarati. L’Eglise géorgienne des origins jusqu’à nos Jours, Rome, 313; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, 360.
7.  Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 48.
 
ამდენად, ოსმალთა იმპერიისთვის აღმოსავლეთ საქართველოს ირანული ორიენტაცია ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა ამ ომში. ასევე ნათლად ჩანდა, თუ რამდენად მყიფე იყო ამასიის ხელშეკრუ- ლება. ამ უკანასკნელის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს ირ- ანული ორიენტაცია სულაც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი სულ- ტნის კარისათვის, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ ირანის მოკავში- რე ქართულ ძალას კონსტანტინოპოლში საფრთხედ მიიჩნევდნენ. ჩვენი აზრით, თუ ისტორიულ კონტექსტში წარმოვიდგენთ ოსმალე- თის იმპერიისადმი ქართველთა დამოკიდებულებას, იგი ევროპაში ოსმალების მიმართ არსებულ შიშსა1 და ნეგატივში თავსდება2. ხი- ლულმა ისტორიამ დაადასტურა, რომ ქართველი პოლიტიკოსები მეზობელ სეფიანთა ირანში არ ხედავდნენ ისეთ მუდმივ საფრთხეს, როგორც ოსმალთა იმპერიაში. ოსმალთა სულტნები, როგორც და- სავლეთში3, ასევე ქართველ პოლიტიკოსებში აღიქმებოდნენ, რო- გორც ქრისტიანობის ყველაზე დიდ საერთო მტრად. ეს უარყოფითი დამოკიდებულება  ბუნებრივი  იყო  ოსმალთა  მიერ  ქრისტიანობის ბასტიონის კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, რითაც საქარ- თველოს გადაეკეტა გზა დასავლეთისაკენ. ქართველებისათვის სრუ- ლიად ვერ იქნებოდა დამალული ქრისტიანული ბელგრადის (1521), როდოსის (1522), ბუდას (1541), კვიპროსის (1571) დაცემა და ვენისა (1529) და მალტას (1565) ალყა. ამიტომ იყო, რომ საქართველო მომ- დევნიო საუკუნეშიც იზიარებდა ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას. ერთი სიტყვით, XVI საუკუნე იყო პერიოდი, როცა „თურ- ქეთისათვის მთელი „ქრისტიანული სამყარო“ მოწინააღმდეგე იყო“4. ამრიგად, ამ ახალ, 1578 წელს, დაწყებულ ომს რეალური მიზეზები არ ჰქონდა, მაგრამ გააჩნდა ხელსაყრელი მომენტები და ოსმალ-

1. ცნობილი იყო იტალიური გამოთქმა: „ოჰ, დედა, თურქები მოდიან“ ( Şerafettin Turan, Türki- ye- İtalya İlişkileri: Selçuklular’dan Bizans’ın Sona Erişine,Vol. 1 (İstanbul, 1990), 9).
2. შედარებისათვის იხ: Tasin Gemil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth Centuries. Bucharest,2009; Emrah Safa Gürkan. Christian Allies of the Ottoman Empire http://ieg- ego.eu/de/threads/modelle-und-stereotypen/tuerkengefahr-exotismus-orientalismus/emrah-safa- gurkan-christian-allies-of-the-ottoman-empire
3. Tasin Gemil. Romanians and Ottomans in the XIVth-XVIth Centuries. Bucharest,2009; Emrah Safa Gürkan. Christian Allies of the Ottoman Empire http://ieg-ego.eu/de/threads/modelle-und- stereotypen/tuerkengefahr-exotismus-orientalismus/emrah-safa-gurkan-christian-allies-of-the- ottoman-empire
4. А. Филюшкин. Первое противостояние России и Европы. Ливонская война Ивана Грозного. (Москва, 2018), 35.
 
თა მთავარსარდალი ლალა მუსტაფა ფაშა თავისი 110-ათასიანი ჯა- რით1 ამავე წლის აგვისტოში საქართველოს დაპყრობას შეუდგა. ასე რომ,  ამასიის  სამშვიდობო  ხელშეკრულებით  მიღწეული  წონასწო- რობა ოსმალეთმა დაარღვია2 და დაიწყო 12-წლიანი ომი. ახალმა შაჰმა, მოჰამედ ხუდაბენდემ კარგად უწყოდა მუსტაფა ფაშას მიზა- ნი, შეკრიბა 30-ათასიანი ჯარი და მის მთავარსარდლად დანიშნა ერევნისა და ნახიჭევანის მმართველი ტოკმაკ სულტანი3. როგორც ირკვევა, კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილ ზემოხსენებულ მიმარ- თვას ქართველი მესვეურები (მესხ დიდებულთა ნაწილი4 და საათაბ- აგოს გამგებელი მანუჩარი, იმერეთის მეფე, გურიისა და სამეგრე- ლოს მთავარი5) დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ლაშქრობაში მონა- წილეობის მიღების სურვილით. დონ ხუან სპარსელი წერს: „...მუსტა- ფა ფაშას ჯარს შეუერთდნენ ქართველი უფლისწულები: სალმასი და ლევენდი, უფლისწული მანუჩარი, დედოფალ დედისიმედის შვი- ლი...ყველა ეს მმართველი დადგა მუსტაფა ფაშას დროშის ქვეშ, რომელმაც ისინი დიდი თავაზიანობით მიიღო, სულტანს აუწყა მათი მორჩილების შესახებ, როგორც საქართველოს დაპყრობის პირვე- ლი შედეგი, რომელსაც ის, მუსტაფა ასე წარმატებით ატარებს“6. ფრანგულ წყაროზე დაყრდნობით პროფ. ე. მამისთვალიშვილი მი- იჩნევს, რომ „ლალა ფაშას ქართველი ელჩები ეწვივნენ და თან მი- იყვანეს 5 ათასი კაცი ყარსის სიმაგრის აღდგენისას ოსმალების დასახმარებლად.“7 თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ბრძოლა, სადაც მანუჩარ ათაბაგი ლოდინის პოზიციას იკავებდა და თავისი ლაშქრით მუსტაფა ლალა ფაშას ბა-

1. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 185; ფრანგი დიპლომატი ჟუიე 1578 წლის 1 მაისის წერილში ვარაუდობდა, რომ ლალა მუსტაფა ფაშას ეყოლებოდა 150-ათასიანი ჯარი. (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 741); ო. შაბრიე მიიჩნევს, რომ ლალა მუსტაფა ფაშა მსხვილმასშტაბიან შეტევას 100 ათასიანი ჯარით შეუდგა. (Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles, 287).
2. ზ. ავალიშვილი. კავკასიური პოლიტიკის ისტორიიდან, 221.
3. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 49.
4. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 149.
5. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 188.
6. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 50.
7. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 188.
 
ნაკში მას შემდეგ გამოცხადდა, როცა დამარცხებულმა ყიზილბაშებ- მა და მისმა მოკავშირე ქართველებმა ბრძოლის ველი მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ დღეებში სამცხეში შემოჭ- რილ ოსმალებს ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს პარ- ტიზანული და გარნიზონული ბრძოლის ტაქტიკით, სამცხის ათაბაგ- მა ოსმალთა მორჩილება აღიარა, რაც მუსტაფა ლალა ფაშას მე- ტად ესიამოვნა, რადგან ამ მხარის მმართველთა პოზიციას განსა- კუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ოსმალები ირანელებთან მო- მავალ ბრძოლებში. თუმცა ტომაზო მინადოის ცნობით, ლალა ფა- შამ უსაყვედურა მანუჩარს პასიურობისა და ლოდინის პოლიტიკის გამო1.
    ირანის წინააღმდეგ ოსმალთა შეტევის სამხედრო სტრატეგია ჩრდილოეთის მიმართულებასაც ითვალისწინებდა. ხსენებული ჟუიე 1578 წლის 20 ივლისის წერილში სხვა ამბებთან ერთად საფრანგე- თის სამეფო კარს მოკლედ ატყობინებდა: „ამბობენ, ასევე, რომ თათ- რები [ყირიმელი თათრები], რომელთაც ბანაკთან შესაერთებლად ქართველების მხარეს წასვლა ჰქონდათ ნაბრძანები, ამ ქართვე- ლებმა და რამდენიმე სპარსელმა, რომლებიც მათ გამოვლას ელ- ოდნენ, დაამარცხეს“2. ჩვენი აზრით, ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, ეხება დარუბანდის გზით ყირიმელი თათრების მცდელობას, შირვა- ნის და კახეთის მიმართულებით ახალი ფრონტი გაეხსნათ სპარსე- ლებისათვის. ოსმალური წყაროებიც მიუთითებენ, რომ როდესაც მუსტაფა ლალა ფაშა ერზერუმთან ჯარებს აგროვებდა, სულტანმა თხოვნა გაუგზავნა თავის ვასალ ყირიმის ხანს მუჰამედ გირეი II-ს (1577-1584) , რომ დახმარება გაეწია ამ ომში. ამავე დროს დაღესტა- ნის, შამხალის, ავარიის მმართველებს3 გადასცეს ბრძანება, რომ შეეტიათ კასპიის ზღვის მხრიდან შირვანში მყოფი ყიზილბაშები- სათვის4. სწორედ ამ ამბებზე უნდა მიუთითებდეს ჟუიე ამ წერილში,

1. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 235.
2.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III., 749.
3. А.М. Фарзалиев. Южный Кавказ в конце XVI века, османо-сефевидское соперничество. (СПб., 2002), 43.
4. საომარი მოქმედებების დაწყების წინ მუსტაფა ლალა ფაშამ ქართველ მეფე-მთავრებსაც გაუგზავნა წერილები, სადაც მოუწოდებდა მათ დახმარება გაეწიათ კავკასიაში შემოსულ ოსმალთა რაზმებისათვის. განსაკუთრებით მოითხოვდა ოსმალთა სარდალი იმერეთის მეფისგან სრულ მორჩილებას, რადგან ახსენებდა მას წერილში სულტანისადმის პატრო- ნყმულ დამოკიდებულებას. ასევე ამ მიმართვებში გამოყოფდა კახეთის მეფე ალექსანდრე II-სადმი განსაკუთრებულ ნდობას, რადგან სწორედ ის მიაჩნდათ ოსმალებს თავიანთი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად აღმოსავლეთ კავკასიაში. (ე. მამისთვა- ლიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს), 186-188).
 
როცა საუბრობს თათრების გამოჩენაზე და ქართველების და ირან- ელების ერთობლივი ძალებით მათ დამარცხებაზე. შირვანის რეგი- ონი კი სამხედრო-პოლიტიკური და რელიგიური (შირვანში სუნიტუ- რი ისლამი დომინირებდა) ინტერესების გარდა, ოსმალებისათვის აბრეშუმით ვაჭრობის მთავარ ფაქტორს ქმნიდა. თუ მას პლაცდარ- მად აქცევდნენ, მაშინ წარმატებით განმხორციელდებოდა სამხედ- რო ოპერაციები სეფიანთა მიმართულებით. სწორედ ამიტომ შირვა- ნი ოსმალთა მთავარ სამიზნედ იქცა1. ამ ამოცანის გადაწყვეტაში სულტანს საიმედოდ ესახებოდა დაღესტნისა და შირვანის მმარ- თველთა თანადგომა. ამ უკანასკნელთ მთავარსარდალი ლალა მუს- ტაფა ფაშა წერილით  განსაკუთრებულად აიმედებდა, რომ  ჩერქეზ- თა ჯარი და ყირიმის ხანი ასევე მათ უჭერდა მხარს2. ასე რომ, შირ- ვანის დაუფლება ოსმალებს კასპიის ზღვაზე გაბატონების საშუალ- ებას მისცემდა, რაც უშუალო საფრთხეს უქმნიდა ირანის ჩრდილო- დასავლეთის მიწებს და სეფიანთა სატახტო ქალაქ თავრიზს.
    1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირთან ოსმალებმა სასტიკად დაამ- არცხეს სეფიანთა არმია, რომლის შემადგენლობაში ქართლისა და კახეთის რაზმები იბრძოდნენ. მარცხი მეტად მტკივნეული აღმოჩნდა ირანელებისთვის, რადგან კავკასიის სიღრმეში მიმავალ გზაზე ოს- მალებს, ქართულ ციხესიმაგრეებში შეკეტილი გარნიზონების გარ- და, აღარაფერი ეღობებოდათ წინ. იმ გადამწყვეტ ბრძოლაში ქარ- თველთა ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა. ნაწილმა ირანელებთან ერთად დამარცხების სიმწარე იწვნია, ხოლო მეორე ნაწილი, სამ- ცხის ათაბაგის, მანუჩარ ჯაყელის მეთაურობით, ბრძოლას მახლობე- ლი მთიდან თვალყურს ადევნებდა იმ იმედით, რომ გამარჯვებული მხარე მას შეიწყნარებდა. მართლაც, ლალა მუსტაფა ფაშამ მანუჩა- რი პატივით მიიღო და აღებული ციხესიმაგრეები ჩააბარა. ამ აქტით ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი მთლიანად სამცხეში და ადგი- ლობრივი მთავრები და აზნაურები თავიანთ სამსახურში ჩაიყენეს.

1. Emecen Feridun M. Osmanli İmparatorluğu’nun kuruluş ve Yükseliş Tarihi (1300-1600).İstanbul: Türkye İş Bankasi kültür Yayinlari, (2015), 329-332.
2. А.М. Фарзалиев. Южный Кавказ в конце XVI века, османо-сефевидское соперничество, 43; С. Х. Хотко. Черкесия: генезис, этнополитические связи со странами Восточной Европы и Ближнего Востока (XIII-XVI вв.), (Майкоп, 2017), 353-354.
 
    ჩილდირის ბრძოლის შემდეგ ოსმალებმა ახალციხე დაიკავეს. გამარჯვებულმა ლალა მუსტაფა ფაშამ, მიუხედავად ქართველთა მხრიდან პარტიზანული ბრძოლისა1, 1578 წლის 24 აგვისტოს თბი- ლისი უბრძოლველად დაიკავა. დაუდ-ხანმა თავიდან სცადა, ქალა- ქი დაეცვა, მაგრამ როგორც დონ ხუან სპარსელი წერს, „ნახა რა ოს- მალთა ჯარის უპირატესობა, [თბილისიდან] მოსახლეობის გაყვანის შემდეგ მყისვე შეუდგა სიმაგრეების დანგრევას...“, თავი აარიდა ბრძოლას და ქალაქი დატოვა2. ასე რომ, სეფიანთა ტაქტიკის მსგავ- სად, ქალაქი ევაკუირებული იქნა3. „ამიტომ  მუსტაფამ არამცთუ და- ანგრია თბილისი, არამედ გადაწყვიტა ძველი და დარღვეული კედ- ლების აღდგენა და ისე მტკიცედ აგება, რომ არ დანგრეულიყო, რო- ცა იქიდან ქვემეხების სროლას დაიწყებდნენ. მუსტაფამ ქალაქში ასი ქვემეხი დადგა და თბილისის ციხესიმაგრის გენერალ-გუბერნა- ტორად დანიშნა ფერჰად ფაშას შვილი, მაჰმად ფაშა, რომელსაც დაუტოვა 6 ათასი4 ჯარისკაცი, თვითონ კი შირვანისაკენ გაემართა“5. ამ ცნობას ადასტურებს დონ ხუან სპარსელი6. ცხადია, ოსმალთა სიძლიერემ და მიღწეულმა წარმატებამ განსაზღვრა რენეგატი და- უდ-ხანის შემდგომი მოქმედება. როგორც დონ ხუან სპარსელი გვა- უწყებს, „დაუდ- ხანი...ყოველგვარი მიზეზის გარეშე სპარსეთის მიწი- დან გაიქცა და მიემხრო თურქებს, ნებაყოფლობით გახდა სულტან მურადის ვასალი7“. დაპყრობილი თბილისი ოსმალებმა საფაშოდ გამოაცხადეს, ციხე-სიმაგრეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს, სულ- ტნის ბრძანებით ორ მეჩეთს, ხოლო მთავარსარდლის ბრძანებით ერთს- ჩაუყარეს საფუძველი8.

1. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს), 191; Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 51.
2. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 51.
3. Kütüoğlu Bekir. Osmanli-Iran Siyasi Münasebetleri-I 1578-1590, (Istanbul, 1962), 95-96.
4. სხვა ცნობით, მუსტაფა ფაშამ თბილისის ციხის დასაცავად დატოვა 3 ათასი მებრძოლი (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 796).
5. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 83.
6. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 51.
7. იქვე, 54.
8. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს), 193.
 
    შექმნილ ვითარებაში შაჰის კარს სწრაფად უნდა ემოქმედა. და- უდ-ხანმა სეფიანთა იმედები ვერ გაამართლა. ეს მდგომარეობა ყაზ- ვინში მყოფ სიმონს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა, რომ შაჰის კა- რის გადაწყვეტილებისთანავე სწრაფად დაბრუნებულიყო საქართვე- ლოში. ტომაზო მინადოის მიხედვით, შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს თა- ვად სიმონმა შესთავაზა თავისი თავი ოსმალთა წინააღმდეგ. ტომაზო მინადოი წერს: „როდესაც მაჰმადი [შაჰი მოჰამედ ხუდაბენდე] გამეფ- და და დარწმუნდა თბილისის დაკარგვაში, [სიმონმა] სთხოვა, ნება მიეცა შაჰის მფარველობის ქვეშ დაბრუნებულიყო თავის დაუცველ ქვეყანაში. ჰპირდებოდა, ყოველგვარი რისკისა და განსაცდელის მი- უხედავად, არ შეშინდებოდა და არ ითაკილებდა წვრილმან [საქმე- ებს], თუკი ამით სარგებელს მოუტანდა მაჰმადს [შაჰს]. ახალი ხელ- მწიფე უდიდესი სიამოვნებით დათანხმდა სიმონის თხოვნას და ის დანიშნა ხანად მთელ იმ სამეფოში, რომელსაც ქრისტიანად ყოფნის დროს ფლობდა. [სიმონი] სასწრაფოდ გაიგზავნა საქართველოში ალ- იყული-ხანთან ერთად, ოსმალების ჯარის წინააღმდეგ საბრძოლვე- ლად1. ისქანდერ მუნში გვამცნობს: „სიმონ-ხანი ისლამის მიღების პა- ტივით გაბედნიერდა და სულთან მაჰმუდ-ხანად იწოდა... მან „ძმის“ ბედნიერი წოდებულება მიიღო, პატივითა და ღირსებით მოსილი სა- ქართველოში გაემართა და სამემკვიდრეო ქვეყანას დაეუფლა“2.
    ამრიგად, მას შემდეგ, რაც სეფიანთა კარმა დაინახა, რომ დაუდ- ხანი უუნარო აღმოჩნდა და საბოლოოდ ოსმალების მხარეზე გადა- ვიდა, სიმონმა შეძლო, სეფიანთა კარი მისი მოკავშირეობის გულ- წრფელობაში დაერწმუნებინა. ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, რომ სიმონი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყო სეფიანთა დიდვეზირ მირზა სალმანთან, რომელმაც დიდი როლი შეასრულა შაჰ ხუდაბენდეს გა- ხელმწიფებაში. ისიც ითქვა, რომ მირზა სალმანი განთქმული იყო რობაიების წერაში. წყაროებით დასტურდება, რომ სიმონსა და დიდ- ვეზირს შორის გამართული იყო ლექსების მიმოწერა3. ერთ რობა- იში მირზა სალმანი სიმონს სწერდა: „თუ გსურს, რომ მეგობრული კავშირი მტკიცე იყოს, შენ ნუ გაუშვებ ხელს მეგობრობის ჯაჭვს, რა-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 130.
2. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 28.
3. დაწვრ. იხ.: მ. პაპაშვილი. სიმონ I-ის პოეტურ-მუსიკალური გატაცებებისა და სხვა პიროვნული თვისებების შესახებ, 245-252.
 
თა ჩვენც არ გავუშვათ“. ამაში ირიბად ჩანს შაჰის კარზე მიღწეული მოკავშირეობის შეთანხმება. სიმონს დიდვეზირი კიდევ ერთხელ შე- ახსენებს, რომ ის შაჰის კარს ოსმალეთის წინააღმდეგ ერთგულ მო- კავშირედ მიაჩნია. ამიტომ მან არ უნდა უღალატოს შაჰის ერთგუ- ლებას და ირანიც თავის მხრივ ამ ერთგულების ჯაჭვს არ გაწყვეტს. ირანის მხრიდან ამის გარანტად დიდვეზირი ჩანს, რაც, რა თქმა უნ- და, შაჰის ოფიციალური კარის პოზიციას გამოხატავდა. სიმონ მე- ფეს დიდვეზირის ამ ლექსისათვის ლექსითვე უპასუხია: „წუთისოფ- ლის სიყვარულისათვის შენს სიყვარულს არ შეველევით, ჩვენს გულ- ში შენ გარდა სხვას არავის დავუთმობთ ადგილს, გითქვამთ, მეგობ- რულ კავშირს არ უღალატოო, თქვენ როგორ გიღალატებთ? არამც და არამც არ გიღალატებთ“1. აქედან ჩანს, რომ სიმონი ირანთან მოკავშირეობას  არ  უღალატებდა.  ის  პოლიტიკურ  ვექტორს  ოსმა- ლეთისაკენ არ გადახრიდა, რაც მან ბოლომდე დაიცვა.
    სიმონის ირანთან მოკავშირეობის ფაქტთან დაკავშირებით, სა- ჭიროდ მიგვაჩნია მოვიტანოთ ქართველი მეცნიერისა და დიპლო- მატის, ზურაბ ავალიშვილის თვალსაზრისი. ავტორის მართებული დასკვნით, „სიმონის აზრთა მიმართულებაში, ცხადია, ღრმა ცვლი- ლებები მოხდა. შესაძლებელია გაფართოვდა მისი თვალსაწიერიც, მოქმედებისა და ბრძოლის ოდნავი შესაძლებლობისთანავე იგი რჯუ- ლის შეცვლასაც კი დათანხმდა... ერთი სიტყვით, იგი საბოლოოდ დათანხმდა იმას, რაც ვერ გააკეთებინა შაჰ თამაზმა. მან გარეგნუ- ლად მიიღო ისლამი, იკისრა თურქების წინააღმდეგ ბრძოლა, რად- განაც ისინი საქართველოს ყველაზე საშიშ მტრებად მიაჩნდა, ირ- ანი კი ახალი შაჰის დროს მას მატერიალურ დახმარებას აღუთქვამ- და“2. „აშკარაა, – დაასკვნის ზ. ავალიშვილი, – რომ სიმონის სპარსო- ფილური პოლიტიკა, ალამუთის ტყვეობისდროინდელი ხანგრძლივი ფიქრებისა და საუბრების ნაყოფი, მარტო მის გეგმებს არ შეესაბამე- ბოდა. ამ პოლიტიკამ საქართველოში კულმინაციას მიაღწია სიმო- ნის ძმისწულის – როსტომის დროს, უკვე XVII საუკუნეში. ეს სისტემა, საერთოდ, შეიძლება ჩაითვალოს აღმოსავლეთ საქართველოს პო- ლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ ნორმად საუკუნენახევრის მანძილ-

1. დაწვრ. იხ: მ. პაპაშვილი. სიმონ I-ის პოეტურ-მუსიკალური გატაცებებისა და სხვა პიროვნული თვისებების შესახებ, 248.
2. ზ. ავალიშვილი. კავკასიური პოლიტიკის ისტორიიდან, 224.
 
ზე, ალამუთის ტყვეობიდან სიმონის დაბრუნების დროიდან ვახტანგ VI კანონმდებლის გამოსვლამდე ირანის წინააღმდეგ, პეტრე დიდის სპარსეთის ლაშქრობის ეპოქაში“1.
ვიზიარებთ რა სრულად სიმონ მეფის ირანოფილური პოლიტი- კის შესახებ პროფ. ზ. ავალიშვილისეულ მოსაზრებას, ჩვენც მიგვაჩ- ნია, რომ ალამუთის ტყვეობის გამო სიმონის შურისძიების გრძნობა მისმა პრაგმატულმა პოლიტიკურმა მოსაზრებამ შეცვალა და სწო- რედ ამიტომ არ მიემხრო ოსმალებს ირანის წინააღმდეგ. მოცემულ ეტაპზე ქრისტიანობისათვის მებრძოლმა სიმონმა რელიგიურ ფაქ- ტორზე მაღლა პოლიტიკა დააყენა, რადგან კარგად ხედავდა, რომ ოსმალთა უზარმაზარი ძალისთვის წინააღმდეგობა მხოლოდ ირანს შეიძლებოდა გაეწია. ამ გზით ესახებოდა მას საქართველოში ქრის- ტიანობის გადარჩენაც. იდეაში, გაერთიანებულ ქართულ ძალას ძლ- იერი მოკავშირის გარეშე მაინც არ შეეძლო ოსმალეთის იმპერიის დამარცხება. ამიტომ სიმონი ბოლომდე სეფიანების ერთგული დარ- ჩა. თავის მხრივ სეფიანთა კარმაც გამოიტანა დასკვნა, რომ ქარ- თველების გარეშე ოსმალეთს ვერ დაამარცხებდა.

§2.  სიმონ I – ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ
1578 წლის „...ოკდონბერსა შინა...“2 სიმონ მეფე დაბრუნდა სა- ქართველოში, სადაც ომი მიმდინარეობდა. საქართველოს ციხე-სი- მაგრეებისა და ქალაქების გარკვეული ნაწილი უკვე ოსმალთა ხელთ იყო, თუმცა არც დამპყრობელთა მდგომარეობა იყო სახარბიელო3. სიმონ მეფე დიდი პატივითა და სიხარულით მიიღეს თანამემამულე- ებმა4. მან თავის გარშემო შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი მომხრე- ები, რომელთაც უხსნიდა, თუ რატომ მიიღო მუსლიმობა: „მაჰმადიანი გავხდი არა იმიტომ, რომ მაჰმადის რჯული და სარწმუნოება უკეთეს- ად მივიჩნიე, არამედ იმიტომ, რომ სამუდამო პატიმრობიდან თავი დამეხსნა და ჩემი იარაღი იესო ქრისტეს სამსახურისათვის აღმემარ- თა, როცა კი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა; ამასთანავე, ქარ- თლის სამეფოს შენარჩუნებაც მხოლოდ ამ გზით შემეძლო“5. მეფის

1. ზ. ავალიშვილი. კავკასიური პოლიტიკის ისტორიიდან,  227.
2. ქართლის ცხოვრება, IV, 411.
3. ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 162.
4. იქვე.
5. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 130.
 
გამუსლიმებისადმი ქართველთა დამოკიდებულება შეუმჩნევია პი- ეტრო ბიძაროსაც, რომელიც წერს: „სპარსეთიდან სიმონის დაბრუ- ნება ყოველი ქართველისათვის სასიამოვნო იყო. ქართველებში მი- ღებულია ხალხის წინაშე მონანიება, თუ რაიმე შემთხვევის გამო სარწმუნოება გამოიცვალე“1.
    ამ ცნობაში ნათლად ჩანს სიმონ მეფის კომპრომისის მიზანი ანუ ქრისტეს სამსახურისათვის ბრძოლა. ფორმალური გამაჰმადიანე- ბით მას მოქმედებისა და ბრძოლის შესაძლებლობა ეძლეოდა. სა- კუთრივ ირანის კარი, ამ მძიმე ჟამს, სიმონ მეფის სახით ძვირფას მოკავშირეს იძენდა. ერთი სიტყვით, სიმონის გამუსლიმებას და ირ- ანთან მოკავშირეობას ქრისტიან ქართველთა თვალში მისი რეპუტა- ციისთვის ოდნავადაც არ მიუყენებია ჩრდილი. ამ საგარეო პოლიტი- კურ ფაქტორს არავინ განიხილავდა რელიგიური თვალსაზრისით და იგი არასოდეს გამხდარა მსჯელობის საგანი. კახეთის მეფე ალექ- სანდრე თრიაქის წევას უფრო უწუნებდა, ვიდრე რჯულგანდგომას, რადგან ყველას სჯეროდა, რომ სიმონი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ეს ნაბიჯი პოლიტიკური მიზნით გადადგა. ტომაზო მინადოის ად- რე ქრისტიანობისთვის მებრძოლი და შემდეგ გარემოებათა გამო გამუსლიმებული  მეფე  ქრისტიანობისთვის  დაკარგულად  არ  მიაჩ- ნდა. მუსლიმ მეფეს ან უნდა გამოეყენებინა ეს მდგომარეობა შაჰის ან სულტნის კარზე თავისი კარიერული წინსვლისათვის, ანდა დაბ- რუნებოდა ქრისტიანობას. სიმონის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. სა- ქართველოში დაბრუნებული სიმონი წარმოდგა როგორც პრაქტიკუ- ლი ქრისტიანი მმართველი, რომელმაც ცნო მუსლიმ ირანელებთან მოკავშირეობა ქრისტიანთა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამრიგად დაიწყო სიმონ მეფის 22-წლიანი თავგანწირული ომი ოსმალების წინააღმდეგ, რომელიც ევროპაში ინტერესს იწვევდა, რადგან იგი უშუალო კავშირში იყო ოსმალეთის იმპერიის ფარგლებ- ში მოქცეულ სხვა დაპყრობილ სახელმწიფოებთან. ამიტომ დასავ- ლეთში (ესპანეთი, გერმანია, ვენეცია, ტრანსილვანია, წმინდა ტახ- ტი) ყურადღებით ეკიდებოდნენ საომარი ოპერაციების შედეგებს, რადგან აღმოსავლეთში ომის შეწყვეტა მაშინვე საფრთხის ქვეშ აყ-

1. Rerum Persicarum Historia, initia, gentis, mores, instituta, resque gestas ad hac usque tempora complectens, 557; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII- XVI სს.), 122.
 
ენებდა დასავლეთის სახელმწიფოებს. ამის გამო „დასავლეთ ევრო- პელი პოლიტიკოსებისათვის ირანის დამარცხება და ოსმალეთის მიერ მისი მოსალოდნელი დაპყრობა მსოფლიო მნიშვნელობის კა- ტასტროფას ნიშნავდა“1.
    ჩვენი მიზანი არ არის ამ ომის დეტალური განხილვა. გვსურს მოკლედ აღვნიშნოთ, თუ რა ვითარება სუფევდა საქართველოში სი- მონის ჩამოსვლის დროისათვის. სიმონ მეფის ქართლში დაბრუნე- ბისას (1578 წლის ოქტომბერი) ოსმალთა პირველი კამპანია კვიპ- როსში ლალა ფაშას მეთაურობით წარმატებით სრულდებოდა. 1578 წლის აგვისტო-ნოემბერში ოსმალთა ხელში აღმოჩნდა საქართვე- ლოს დიდი ნაწილი და შირვან-აზერბაიჯანი2.
    საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ადგილობრივ მეფე-მთავრებთან მოლაპარაკება და გარკვეული კომპრომისი. ამის უპირველეს მაგალითს სამცხე-სა- ათაბაგო წარმოადგენდა. სამთავროში ოსმალთა ლაშქრობის მო- მენტში შინაფეოდალური ბრძოლა მიმდინარეობდა. ათაბაგ ყვარ- ყვარე IV-ს (1573-1581) ტახტს თავისი ძმა მანუჩარი ეცილებოდა3. ჩილდირის ბრძოლამდე 15 დღით ადრე, 27 ივლისს, ლალა მუსტაფა ფაშამ მანუჩარს წერილით მიმართა, რომ ჩამოსცილებოდა ირან- ელებს და მის მხარეზე გადასულიყო. მანუჩარმა სრული მორჩილე- ბის წერილით უპასუხა4. თვით ამ კამპანიაში მონაწილე ოსმალო ის- ტორიკოსი აბუბექრ ბინ აბდულაჰი გვაუწყებს: ლალა მუსტაფა ფა- შამ მანუჩარს შეუთვალა: „თუ მოხვალ და ისლამის სარწმუნოების ფადიშაჰის ჯარს შეეგებები და დაემორჩილები, ჩვენც შენი მდგომა- რეობის შესაფერ პატივს მოგაგებთ, თუ სიჯიუტეს გამოიჩენ და არ

1.  ვ. გაბაშვილი. ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 77.
2. ოსმალთა ჯარის მთავარსარდალს შედარებით ადვილი სამხედრო ლაშქრობა გამოუვიდა. მინადოი წერს: „ქართველები მათ კვალდაკვალ ყოველგვარი საშუალებით კლავდნენ. ხოცავდნენ იმათ, ვინც შიმშილით შეწუხებულნი ლაშქარს ჩამოსცილდებოდნენ და ჯარისა და პირუტყვისათვის საჭირო სარჩოს საშოვნელად ქართულ სოფლებში მიდიოდნენ“. ერთი ცნობის თანახმად, ამ დროს ოსმალებმა 18 ათასი კაცი დაკარგეს.(Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 82; Henricus Porsiue, Historia belli persici, gesti inter Murathem III. Turcarum, et Mehmetem Hodabande, Persarum Regum…, (Frankfurt, 1583), 9-10.
3 Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 34; Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T.VII, (Paris, 1837), 85.
4 Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T.VII, (Paris, 1837), 85
 
დაგვნებდები, შურს [ვიძიებ], შენ წინააღმდეგ გამოვილაშქრებ და შენს ქვეყანასა და ვილაიეთს ავაოხრებ, გადავწვავ და გავანადგურებ. როცა ისლამის ლაშქარი დაგლაშქრავთ, გაჭირვებაში ჩაცვივ- დებით და დაუძლურების ჟამს შიში შეგიპყრობთ, [მაშინ] თუ დაგვე- მორჩილებით, თქვენი ბოდიშით კმაყოფილი აღარ ვიქნები, თუ ახ- ლავე გახდები სუნიტი, [მაშინ] სასწრაფოდ მოდი, ისლამის სარწმუ- ნოება მიიღე და შენი ხალხი და ვილაიეთი ჩვენ ჩაგვაბარე“1. ამავე წყაროდან ჩანს, რომ მანუჩარმა სიტუაცია რეალურად შეაფასა „თა- ვის გამოცდილ აზნაურებთან“ საგანგებოდ მოწვეულ შეკრებაზე და უმალვე ნებაყოფლობით დამორჩილება არჩიეს, რათა ქვეყანა მტერს არ აეოხრებინა. „ჭკვიანურად წინდახედულება გამოიჩინეს და შე- სახვედრად სურსათ-სანოვაგე მოამზადეს“2.
    როგორც ზემოთ ითქვა, მანუჩარი ჩილდირის ბრძოლის შემდეგ გამოცხადდა3 ლალა მუსტაფა ფაშასთან 6-ათასიანი ლაშქრით. მან მორჩილების სანაცვლოდ ფაშასგან ქრისტიანობის შენარჩუნება და მამაპაპისეული სამფლობელოების დაბრუნება მოითხოვა4. უფრო ზუსტად, მანუჩარის პირობა იყო, ეცნოთ ის თავისი სამფლობელოს სუვერენულ მმართველად5, ათაბაგის ტიტულისა და ქრისტიანობის შენარჩუნებით მოხარკეობის საფუძველზე6. კომპრომისის მომხრე ლალა ფაშამ მანუჩარი სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკურ საზღვრებ- ში მოქცეული მხარის გამგებლად ცნო. ამ შემთხვევაში ოსმალებს სურდათ დაპყრობილი ქვეყნის სრული ინკორპორაცია, მისი საფა- შოდ გადაქცევა, სანჯაყებად დაქუცმაცება. ოსმალებს აქ მოხელე (ფაშა) სჭირდებოდათ და არა მთავარი (ათაბაგი). ამ მიზნით და- იწყო სამთავროს სანჯაყებად დაყოფა, რაც განაპირობებდა ოსმა- ლური წესების შემოღებას. მანუჩარი იძულებული იყო, შექმნილ ვი-

1. აბუბექრ ბინ აბდულაჰი, გამარჯვებათა წიგნი, თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა მარინე ილურიძემ (თბილისი,2006), 31-32.
2.  იქვე, 32.
3. აბუბექრის ცნობით, ეს მანუჩარის მეორე მისვლა იყო. ჯერ კიდევ ჩილდირის ომამდე არტაანში ხლებია ის ოსმალო სარდალს და სურსათ-სანოვაგე მიუტანია. ამ ცნობას
„მესხური ქრონიკაც“ ადასტურებს (აბუბექრ ბინ აბდულაჰი, გამარჯვებათა წიგნი, 21-22).
4. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 253.
5. Joseph Hammer.  Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T.VII, 85.
6. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 253.
 
თარებას შერიგებოდა. ლალა მუსტაფას აღნიშნული ღონისძიება „ოსმალობის“ დასაწყისს ნიშნავდა, უფრო შორს წასვლა იმ დროს სახიფათო ჩანდა. ლალა მუსტაფა ფაშას თავისი ჯარით გზა ქარ- თლსა და შირვან-აზერბაიჯანისაკენ ეჭირა. სანამ ეს ქვეყნები და- საპყრობი იყო, მანუჩარის „ერთგულებას“ ოსმალეთისათვის განსა- კუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. შირვან-აზერბაიჯანის დაპყრო- ბის შემდეგ კი მდგომარეობა მთელ ამიერკავკასიაში ოსმალების სასარგებლო შეიქმნა და სულტნის კარმაც შეცვალა თავისი დამო- კიდებულება  სამცხე-საათაბაგოსადმი.  მურად  II  არ  კმაყოფილდე- ბოდა მესხეთის მოხარკეობით, დღის წესრიგში აყენებდა სამცხე-სა- ათაბაგოს გაუქმებისა და აქ საბეგლარბეგოს დაარსების საკითხს. ამით გაერთიანდებოდა სამცხე-საათაბაგოს (საფაშოს) აღმოსავ- ლეთ-დასავლეთი ნაწილი, რადგან XVI საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთ  ნაწილში  უკვე  მოხდა  სანჯაყებად  დაყოფა1.  ამ  მიზნის განხორციელება ეტაპობრივად იყო განზრახული და ამიტომ კამპა- ნიის მსვლელობის დროს ადგილობრივ მეფე-გამგებლებთან კომ- პრომისებზე წასვლა არ იყო გამორიცხული2. აქედან გამომდინარე- ობდა ის გადაწყვეტილება, რომ ლალა ფაშამ სამცხის ათაბაგ ყვარ- ყვარესა და მის ძმა მანუჩართან მოლაპარაკება გამართა ორივე მხარისთვის მისაღები ურთიერთობის პოლიტიკური ფორმის შესა- ხებ3. ესპანურენოვანი წყაროების თანახმად, ლაშქრობის მიმდინა- რეობის პროცესში ამგვარი სახის კომპრომისი ნაკარნახევი იყო იმ- ით, რომ ქართველ სუვერენებს ოსმალებისათვის აუცილებელი სურ- სათ-სანოვაგე მიეწოდებინათ4.
    აქვე ერთ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც მა- ნუჩარის გამაჰმადიანების ფაქტს ეხება. ზემოდასახელებული ოსმა- ლო ისტორიკოსის აბუბექრის ცნობით, მანუჩარი ჩილდირის ბრძო- ლის მომდევნო დღეს, ანუ 1578 წლის 10 აგვისტოს გამაჰმადიანებ- ულა5. ამ გარემოების გასააზრებლად სრულად მოგვყავს აბუბექრის

1. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 253-255.
2. იქვე, 252.
3. იქვე.
4. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველკოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს.), 100.
5. აბუბექრ ბინ აბდულაჰი, გამარჯვებათა წიგნი, 22.
 
ცნობა: „იმ დღეს,...სარდლის (ლალა მუსტაფა ფაშას, ავტ.) აღმატე- ბულებას მოხსენდა: ოქროსციხის პატრონი მანუჩარი ურჯულო ჯა- რისკაცებთან ერთად შესახვედრად და დასამორჩილებლად მოდი- სო. ფაშას აღმატებულებამაც ლაშქარს მიმართა და ყველანი ცხე- ნებზე შესხდნენ. იანიჩრებიც მოირთვნენ, თოფები მხარზე გადაიდეს და ზემოხსენებულ მანუჩარს ცოტათი წინ შეეგებნენ. [ეს] შესახვედ- რად კი არა, უფრო თავიანთი დიდებისა და მამაცობის საჩვენებ- ლად იყო გამიზნული. მდაბალი ურჯულოებიც მოვიდნენ და ორად მდგარი ჯარისა და იანიჩრების შუაში გაიარეს. ფაშას აღმატებულე- ბის კარავს რომ მიუახლოვდნენ და იქ დაყრილი გვამები და თავები- საგან აგებული ზვინები დაინახეს, შემოდგომის ფოთოლივით ათ- რთოლდნენ, გადაფითრდნენ და გრძნობა და გონება დაკარგეს. მი- ვიდნენ, ფაშას აღმატებულებას ხელზე ემთხვივნენ და ისლამის სარ- წმუნოებას და ქვეყნიერების მფარველ ფადიშაჰს დამორჩილდნენ. როდესაც ზემოაღნიშნულმა მანუჩარმა ისლამის სარწმუნოების სიწ- მინდე და სიძლიერე იგრძნო...მთელი გულით მიენდო ამ რწმენას, [მაჰმადის რჯულს] ეზიარა, სახელად მუსტაფა უწოდეს და ოლთისის ლივა სანჯაყად უბოძეს“1. ამგვარ სცენას ძალზე ლაკონიურად გად- მოგვცემს ანონიმი ავტორი. ის წერს: „ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად და თავისი მებრძოლების გასამხნევებლად, გენე- რალმა (ლალა მუსტაფა ფაშამ ავტ.) ბრძანა, გზასთან ახლოს მტრის მოკვეთილი თავებით აეგოთ კოშკი“2.
აბუბექრის ცნობას მანუჩარის 10 აგვისტოს გამაჰმადიანების შე- სახებ ეთანხმება მ. ილურიძეც3. ამის არგუმენტად მოაქვს ის, რომ
„დამარცხებული მანუჩარი ლალა ფაშას უარს ვერ ეტყოდა გამაჰმა- დიანებაზე, აკი მის პატივსაცემად უწოდებიათ კიდეც მისთვის მუს- ტაფა“4. აქედან გამომდინარე, მკვლევარმა ეჭვქვეშ დააყენა პროფ. მ. სვანიძის მიერ ფრანგული წყაროს საფუძველზე მიღებული დათა- რიღება, რომ მანუჩარმა 1579 წლის 25 ივნისს სტამბოლში მიიღო

1.  აბუბექრ ბინ აბდულაჰი, გამარჯვებათა წიგნი, 35.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ელდარ მამისთვალიშვილმა, (თბილისი, 1987), 24.
3. იქვე, 22.
4.  იქვე, 22-23.
 
მაჰმადიანობა1. მკვლევარ მარინე ილურიძის აზრით, „...უფრო მოგ- ვიანებით, კერძოდ, 1579 წ. 25 ივნისს, სტამბოლში, ქვეყნის დასანა- ხად, შედარებით საზეიმო ვითარებაში, მოეწყო მისი ხელმეორედ ისლამის რჯულზე მოქცევა“2. ამ არგუმენტს არ ეთანხმება პროფ. მ. სვანიძე და ხელახლა, ევროპული წყაროების მოშველიებით, კიდევ ერთხელ ასაბუთებს მის ადრინდელ თვალსაზრისს3. სვანიძისეულ დათარიღებას ემხრობა პროფ. ე. მამისთვალიშვილი და მიიჩნევს, რომ „მანუჩარი ოფიციალურად და საზეიმოდ გამაჰმადიანდა ერ- თხელ 1579 წლის 25 ივნისს სტამბოლში და არა ორჯერ – ერთხელ ჩილდირში და მეორედ სტამბოლში, როგორც მ. ილურიძე ფიქრ- ობს“4. ჩვენი აზრით, მ. ილურიძის მიერ მოხმობილი არგუმენტი, რომ „დამარცხებული მანუჩარი ლალა ფაშას უარს ვერ ეტყოდა გამაჰმა- დიანებაზე...“,უდავოდ  მისაღებია  მხედველობაში.  ეს  უკანასკნელი მანუჩარს მორჩილებასთან ერთად მუსლიმობის მიღებას რომ მოს- თხოვდა, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. უფრო მეტიც, ის სცენა, დაყრილი თავებისა და გვამების ზვინულებში გავლა, უთუოდ იქნე- ბოდა დიდი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რათა მანუჩარს ლალა ფა- შას მოთხოვნაზე მუსლიმობა ეღიარებინა. თუმცა აქ საქმე გვაქვს ფორმალურ აღიარებასთან იმის გათვალისწინებით, რომ ლალა ფა- შას შირვანამდე ლაშქრობის გზაზე არც ერთ დამორჩილებულ ქარ- თველ მეფე-მთავართან უაზრო წინააღმდეგობა არ აწყობდა, მით უფრო მანუჩართან, რომელიც მისი მეგზური უნდა ყოფილიყო ამ კამპანიაში. აქვე მოგვყავს ვენეციელი ანონიმის ერთი პატარა ცნო- ბაც, რომლის თანახმადაც მანუჩარს ლალა მუსტაფა ფაშამ „დაუტ- ოვა ყველაფერი, რაც ... ითხოვა და სანჯაყ-ბეგობაც უბოძა, თუმცა ქრისტიანობა შეინარჩუნა“5.
    ამდენად, მუსტაფა ფაშას ამ ჯერზე სრულად აკმაყოფილებდა მა- ნუჩარის ფორმალური მუსლიმობა, რაც ოსმალო ისტორიკოსმა აბ-

1. დაწვრ. იხ.: საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 261-262.
2. აბუბექრ ბინ აბდულაჰი, გამარჯვებათა წიგნი, 23.
3. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 261;  263.
4. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 417.
5. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 24.
 
უბექრ ბინ აბდულაჰმა ლალა მუსტაფა ფაშას სახელის განდიდები- სათვის გაზვიადებულადაც კი წარმოადგინა. ამდენად, ჩვენი აზრით, მანუჩარმა 1578 წლის 10 აგვისტოს ფორმალურად აღიარა ისლამი, ხოლო 1579 წლის 25 ივნისს კონსტანტინოპოლში1 პოლიტიკური მიზ- ნით ოფიციალურად მიიღო მაჰმადიანობა.
    რაც შეეხება კახეთის სამეფოს, მისმა ლიდერმა ოსმალებთან, გარემოების  შესაბამისად,  ჭკვიანური  პოლიტიკა  აირჩია.  კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1574-1605), „როცა ოსმალთა ჯარი კახეთის საზღვარს მიადგა“2, შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავლად ქრისტიანობის შენარჩუნებით მოხარკეობის საფუძველზე დამყარე- ბული ურთიერთობა ირჩია. ეს მიღწეული იქნა ალექსანდრე მეფის გარკვეული დიპლომატიური3 ძალისხმევის შედეგად. ტომაზო მინა- დოის თანახმად, „მუსტაფამ გადალახა ხრამიანი და მთაგორიანი ადგილები თბილისთან და მეორე დღეს ბანაკად განლაგდა დაბალ და ჭაობიან ველზე. ამ დროს მასთან მოვიდნენ ელჩები განცხადე- ბით, რომ მათი ბატონი, ლევანტოღლი4, მზად არის დაარწმუნოს და პირადად დაუდასტუროს ერთგულება, რომელსაც ყოველთვის ატ- არებდა თურქთა ხელმწიფის მიმართ. მუსტაფამ კარგად მიიღო ის- ინი და სიხარულით მოუსმინა ამ განცხადებას. ელჩები მაშინვე გა- ისტუმრა და სთხოვა მოეპატიჟათ [კახეთის მეფე] ალექსანდრე, რამ- დენადაც მასთან მეგობრობა სასიამოვნოდ და ძვირფასად მიაჩ- ნდა. როდესაც ის ქრისტიანი ელჩები წავიდნენ თავიანთი ბატონის მოსაყვანად, მუსტაფამ განკარგულება გასცა, რომ ყველა მეთაური კმაყოფილებით შეხვედროდა სტუმარს. მართლაც, ლევანტოღლის მოსვლა საზეიმო ვითარებაში აღინიშნა“5. ამავე ავტორის თანახ- მად, ალექსანდრე მეფემ „მუსტაფას უბოძა საუკეთესო საჩუქრები,

1. ი. ჰამერი მიუთითებს, რომ კონსტანტინოპოლში მოხდა მანუჩარის წინადაცვეთა, რომლის შემდეგ სახელად მიიღო მუსტაფა (Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, t. VII, 101).
2. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 206.
3.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 46-47.
4. ტექსტში წერია: „Levantogli”. ამაში, ბუნებრივია, ალექსანდრე კახეთის მეფის მამა ლევან მეფე იგულისხმება. მინადოი ალექსანდრეს ყოველთვის მოიხსენიებს „ლევანტოღლით“, ოღლი თურქულად ნიშნავს „შვილს“ (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს.), 103).
5.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 85.
 
თანაც უხვად მოაყოლა ხატოვანი ტკბილი სიტყვები, როგორიც გად- მოიფრქვევა ხოლმე დამორჩილებულის ბაგიდან“1. საჩუქრების მირ- თმევის შემდეგ, ჩანს, ალექსანდრე მეფემ მოსინჯა ნიადაგი იმის გა- საგებად, თუ რა განზრახვა ჰქონდა ოსმალთა სულტანს მისი სამე- ფოს მიმართ. მინადოი წერს: ალექსანდრე „[სულტან] მურადს უწოდ- ებდა თავის უფალს, ალერსიანად უსაყვედურებდა მუსტაფას, რომ მან მის მიწა-წყალზე არ გაიარა, სადაც შეეძლო დამტკბარიყო ყო- ველგვარი სიკეთით, ენახა პურის სიუხვე და მიეღო ჯარისათვის სა- ჭირო სანოვაგე. მუსტაფამ იმედი გამოთქვა, რომ ამ შეცდომას შირ- ვანიდან დაბრუნების დროს გამოასწორებდა. ლევანტოღლი ეფიც- ებოდა, მზად ვარ, მთელი ჩემი შეგნება ოსმალეთის სამსახურს მო- ვახმაროო, „თუმცა საკმაო მიზეზების გამო არ შემიძლია გავყვე ჯარს შირვანში, მაგრამ შემდგომში მზად ვიქნები ყველგან გეახლოთო“2. ალექსანდრე მეფემ ლალა მუსტაფას „გამოთხოვებისას კიდევ ერ- თხელ სთხოვა ყველა არსების შემქმნელს [არ მოეკლო] მისთვის წყალობა და მისი კეთილდღეობის გამრავლება; ერთხელ კიდევ შესთავაზა დაბრუნებისას მის მამულზე გავლა და გამოეთხოვა“3.
    „მუსტაფამ, ძღვენი მიიღო, სამაგიეროდ აჩუქა ლასტი ფარი, ოქროქ- სოვილის ტანისამოსი4, თავი დაუკრა მედიდურად, დაჰპირდა ქრის- ტიანების ამ ბელადს, რომ უკან დაბრუნებისას გამოუვლიდა და გა- ისტუმრა. გასტუმრებისას ცერემონიალი, მუსტაფას ბრძანებით, ნაკ- ლები ბრწყინვალებით აღინიშნა“5.
    აღნიშნულ ფაქტს ასე ვრცლად, როგორც მას ტომაზო მინადოი გადმოგვცემს, არცერთი ქართული წყარო არ გვაუწყებს. ღრმად ინ- ფორმირებული მინადოის მიხედვით, მუსტაფა ლალა ფაშასთან და- კავშირების ინიციატორად კახეთის მეფე ალექსანდრე II გამოდის. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით კი პირიქითაა. ის გვამცნობს: „შემ- დგომად, გამოვიდა რა ლალა-ფაშა...ტფილისიდამ, ეზრახა ალექ- სანდრეს. ხოლო მან აღუთქვა მისვლა მის თანა და წარჰყვესცა სპი-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 85.
2. იქვე, 85-86.
3. იქვე, 86.
4. ტექსტში წერია: „mezza, sendo et veste Dorati“; იბრაჰიმ ფეჩევის მიხედვით, ალექსანდრე მეფეს „...რამდენიმე ხელი საპატიო ტანისამოსი ებოძა და მათი თანამდებობრივი მდგომარეობისდა მიხედვით მის ამალაში მყოფ პირებსაც პატივი აღმოეჩინათ“ (იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 42).
5.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 86.
 
თა შირვანს, უკეთუ დაუტეოს კახეთი უვნოდ. ამან მოსცა პირი მტკი- ცე და მიეგება სართიჭალას ალექსანდრე სპითა ლალა-ფაშას და წარუძღვა შირვანს“1. ისქანდერ მუნში, ალექსანდრე მეფეს მიიჩნევს რა წინდახედულ პოლიტიკოსად და დიპლომატად, წერს: „ალექსან- დრე-ხანი კი, რომელიც ცბიერი და წინდახედული კაცი იყო, თავისი საქმის სიკეთეს ჩაუკვირდა და ოსმალებისათვის მეგობრულად თა- ვის მოჩვენება ამჯობინა, ლალა ფაშას ბანაკში ნუზლი და სავერი გაგზავნა და მორჩილება გამოუცხადა“2. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობა ამ- ოწმებს ვახუშტი ბატონიშვილის აზრს, რომ ლალა მუსტაფა ფაშამ გაგზავნა ალექსანდრე მეფესთან რწმუნებულები და ეს უკანასკნე- ლი ამალით ეახლა ოსმალთა სარდალს. „მთელი ისლამის ჯარი თა- ვისი ძლიერებითა და დიდებით შეეგება მათ“3. ანონიმი ვენეციელი დამაჯერებლად და სარწმუნოდ გადმოგვცემს: „გენერალს (ლალა მუსტაფა ფაშას, ავტ.) შირვანში წასვლა ჰქონდა განზრახული, მაგ- რამ ერთი მეფის4 ქვეყანა უნდა გაევლო, რომელიც მას დაბრკოლე- ბას უქმნიდა. ამიტომ გადაწყვიტა, სანჯაყ-ბეგი კაიტასი გაეგზავნა ელჩად. მას უნდა დაერწმუნებინა [მეფე], მორჩილება გამოეცხადე- ბინა გენერლისადმი. სამაგიეროდ მეფობის შენარჩუნებას ჰპირდე- ბოდა, თუკი ყოველი ოჯახი თითო ცეხინს გადაიხდიდა, ხოლო მეფე [გენერალს] ცნობდა თავის სენიორად. სამაგიეროდ, მას არაფრის შიში აღარ უნდა ჰქონოდა“5. თუ ამ ავტორს ვერწმუნებით, ალექსან- დრე „მეფემ მდიდრული საჩუქრები მოიტანა და ზავი ითხოვა. ზავი დაიდო. მეორე დღეს გენერალი ჯართან და ზემოხსენებულ მეფეს- თან ერთად გაემგზავრა და გზად შირვანში ლაშქრობის შესახებ ეთ- ათბირებოდა. როცა [შირვანის] ქვეყანას ოთხი დღის სავალზე მიუახლოვდნენ, მეფემ მხედართა რაზმი სთხოვა გენერალს ქალაქ შაქზე გასალაშქრებლად. ქალაქ [შაქის] კაპიტანი და გუბერნატორი მისი მტერი იყო და მეფეს მისი შეპყრობა და მიყენებული შეურაცხ- ყოფისათვის შურისძიება სურდა“6.

1. ქართლის ცხოვრება, IV, 578.
2. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 30.
3. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 42.
4. იგულისხმება კახეთის მეფე ალექსანდრე II.
5. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 25.
6. იქვე.
 
    ამრიგად, მოტანილი წყაროების თანახმად, ტომაზო მინადოის ინფორმაციაში ორი ფაქტი არ მიიჩნევა სანდოდ: პირველი ის, რომ ოსმალთა ჯარის მთავარსარდალთან კავშირის ინიციატორად გა- მოვიდა კახეთის მეფე ალექსანდრე და მეორე, ამ უკანასკნელმა თა- ვი აარიდა შირვანში ლალა ფაშასთან ერთად ლაშქრობას. ამასთან დაკავშირებით საფიქრებელია, რომ მინადოიმ შესაძლოა იცის ალ- ექსანდრე მეფის მუსტაფა ფაშასთან ერთად შირვანში ლაშქრობის შესახებ, მაგრამ არ სურს ოსმალების მოკავშირედ წარმოადგინოს. მინადოი, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს თავის ისტორიულ დის- კურსში  ჭეშმარიტების  მნიშვნელობას1,  არა  გვგონია,  გამონაგონს წერდეს. თუ ეს ასეა, მაშინ ალექსანდრე მეფის ქათინაურებისა და თითქოსდა მისი ოსმალეთის სულტნისადმი მუდმივი ერთგულების ჩვენებით, ავტორი ხაზს უსვამდა კახეთის მეფის გონივრულობას, თუ როგორ აარიდა თავი ოსმალებთან ერთად ბრძოლაში მონაწილე- ობას და ამით ევროპელებს აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამეფოზე დადებით წარმოდგენას უქმნიდა. იგი ასკვნიდა: ალექსანდრემ, „რად- განაც ნაკლებად ელოდა სპარსელთა დახმარებას, ლოდინისა და ნეიტრალიტეტის გზა არჩია, რათა მიჰყოლოდა მოვლენებს და გა- მარჯვებულს დამორჩილებოდა ძლიერის სახელით“2.
    რაც შეეხება ალექსანდრეს ვიზიტის მიზანს ლალა მუსტაფა ფა- შასთან, ეს დასახელებულ წყაროებში სრულ თანხმობაშია. ანონიმი ვენეციელი გვიხსნის დაინტერესების მიზეზს, რომ ალექსანდრე მე- ფეს უნდოდა შური ეძია შაქის მმართველზე. მართალია, ამ ინფორ- მაციას ვერ ვამოწმებთ, მაგრამ მასში დაუჯერებელი არაფერია. ამ ნაბიჯით კახეთის მეფე ორ მიზანს აღწევდა: პირველი, შირვანში ლაშქრობიდან მიეღო სარგებელი3 და მეორე, ამ ლაშქრობით კახე- თის მეფე ოსმალებს  პრაქტიკულად უმტკიცებდა, რომ ის მათი მო- კავშირეა. ლალა ფაშამ კი მეფის ერთგულება ამ ლაშქრობით შეამ- ოწმა. ლალა ფაშამ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს „კახეთის რეგი- ონი „საბეგლარბეგოს სახით“ ოჯაკლიკად უბოძა და ხარაჯის გადახ-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 2-3.
2. იქვე, 60.
3. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 212.
 
და დააკისრა“1. ერთი სიტყვით, ამ გადაწყვეტილებით კახეთის მე- ფეს ევალებოდა ყოველწლიური ხარკის გადახდა და სულტნის მო- წოდებისთანავე ოსმალთა ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება2. ცხადია, ამ კომპრომისით კახეთის მეფემ რეგიონში ოსმალებს მის- ცა სტრატეგიული უპირატესობა, რაც აბსოლუტურად განსხვავდებო- და სიმონ მეფის სტრატეგიისაგან.
    კახეთის მეფის, ალექსანდრე II-ის ორიენტაციის ასეთი შეცვლა შაჰის კარზე შეუმჩნეველი როდი იყო. ესპანურენოვანი წყაროს თა- ნახმად, „სპარსეთის შაჰი საყვედურობდა ქართველ ლევან ბეის3 იმ- ის გამო, რომ მან მისცა შესაძლებლობა მუსტაფას თავისი ჯარით გაევლო მისი ქვეყნის ტერიტორიაზე“4. ალექსანდრე მეფე „თავის მხრივ არ ღებულობდა ამ საყვედურს და პასუხობდა, რომ არ შეეძ- ლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რამდენადაც სხვა ქართველ- მა მმართველებმა მას მხარი არ დაუჭირეს, ხოლო მარტო მას არ გა- აჩნდა საიმისო ძალები, რომ თურქეთის ჯარს შეწინააღმდეგებოდა. მაგრამ სპარსეთის შაჰს დაჰპირდა, რომ მომავალში მისი დახმარე- ბით თურქებს წინააღმდეგობას გაუწევდა და არ გაატარებდა თავის ტერიტორიაზე“5. როგორც ვხედავთ, ამ წყაროში სიტყვაც არაა ნახ- სენები ალექსანდრე მეფის ლალა ფაშასთან ერთად ლაშქრობაზე. შესაძლებელია, შაჰის კარმა ამაზე სპეციალურად დახუჭა თვალი, რათა კახეთის ხელისუფალი დაებრუნებინა თავისი გავლენის სფე- როში, მაგრამ ალექსანდრე პირდაპირ მიანიშნებდა ირანის ხელ- მწიფეს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის „თურქებს გაუწ- ევდა წინააღმდეგობას“, ანუ შეძლებდა წონასწორობის აღდგენას.
    ამ ომის დროს ქართლ-კახეთთან კავშირისათვის, რასაკვირვე- ლია, ოსმალებს უნდა დაეკავებინათ დასავლეთ საქართველო. „მისი დაპყრობის შემთხვევაში ოსმალეთს საშუალება ეძლეოდა, შავი

1.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 239.
2. მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს., 119; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 239.
3.  უნდა იყოს კახეთის მეფე ალექსანდრე II.
4. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა.  დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 317.
5.   იქვე.
 
ზღვის ნაპირებიდან გადაეყვანა თავისი ჯარები, სამხედრო აღჭურ- ვილობა და სურსათ-სანოვაგე აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და გაეგრძელებინა ომი ამიერკავკასიისა და ირანის წინააღმდეგ“1. შავ ზღვაზე ოსმალთა კონტროლი ზღუდავდა ანდა სრულიად სპობდა ამ რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს ევ- როპულ ქვეყნებთან2. კამპანიის დაწყების წინ კი ლალა მუსტაფა ფა- შამ იმერეთის მეფისაგან, გურიისა და სამეგრელოს მთავრებისაგან სრული მორჩილება მიიღო, მაგრამ მათი ომში მონაწილეობა დი- დად საეჭვო იყო3.
    ერთი სიტყვით, 1578 წლის ოქტომბერში სამშობლოში დაბრუნე- ბულ სიმონ მეფეს ოსმალების წინაშე თითქმის უბრძოლველად და- ნებებული საქართველო დახვდა. ამის სანაცვლოდ ქართველი მე- ფე-მთავრები  საკუთარი  ტერიტორიების  მმართველებად  რჩებოდ- ნენ და აუცილებელი სურსათ-სანოვაგით ამარაგებდნენ ოსმალებს, რათა მათ განეგრძოთ ამიერკავკასიის ექსპანსია4. „სიმონის ქარ- თლში ჩამოსვლით იწყება ახალი პერიოდი ქართველი ხალხის ბრძო- ლის ისტორიაში თურქ დამპყრობელთა წინააღმდეგ. სიმონის ირ- გვლივ დაირაზმა ქართლის მოწინავე საზოგადოება“5.
    ტომაზო მინადოის მიხედვით, შაჰმა სიმონ მეფე საქართველოში გამოგზავნა ირანის ჯარის მთავარსარდალ ალიყული-ხანთან ერ- თად რამდენიმე ქვემეხითა და 5-ათასიანი ჯარით6. დონ ხუან სპარ- სელის თანახმად, ეს ზარბაზნები მათ ოსმალებს წაართვეს7. თავის მხრივ სიმონმა ჩამოსვლისთანავე შეკრიბა 3 ათასი მებრძოლი8.
    „დანარჩენ ქართველ სამხედრო მეთაურთა შორის, – წერდა პიეტრო ბიძარო, – სიმონი ალყაშემორტყმული ქალაქის დაცვის ხელოვნე- ბას უკეთესად ფლობდა და ასევე უკეთესად შეეძლო მტრის წინააღ-

1. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 263.
2. Carl M. Kortepeter. Ottoman Imperial Policy and the Economy of the Black Sea Region in the Sixteenth Century, 96-106.
3. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 264.
4. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველკოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 100.
5. დ. გვრიტიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, II, (თბილისი, 1965), 232.
6. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 130.
7. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 54.
8. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 131.
 
მდეგ ბრძოლის ორგანიზება, ვიდრე ეს ხელეწიფებოდა მის ძმას, დაუდს“1. ამავე ავტორის ცნობით, სიმონს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვე- ტილი, რომ თუ ოსმალები ახალი ძალების გამოგზავნას შეეცდებოდ- ნენ, იგი თბილისს არ უნდა გასცილებოდა2.
    სიმონ მეფის ასეთ სიმტკიცეს ქართლში არსებული მდგომარე- ობაც უწყობდა ხელს. აქ მას მეტად ხელსაყრელი ვითარება დახვდა ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ უკანასკნელთა მიმართ უკმაყოფილება  დღითი  დღე  იზრდებოდა3.  ქართლის  დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა, როგორც ზემოთ მივუთითეთ, თბილისის საბეგ- ლარბეგო დააარსეს და აქ „ოსმალობის“ შემოღებას შეუდგნენ. „ოს- მალობის“ საფრთხემ ქართული ფეოდალური საზოგადოების უმრავ- ლესობა მათ წინააღმდეგ განაწყო4. დამპყრობლებმა ქართლში, სა- მცხე-საათაბაგოსაგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი დასაყრდენი ვერ გაიჩინეს.
    ირანის ჯარის მხარდაჭერით, ქართლის სამეფო, სიმონ მეფის მხედართმთავრობით, ოსმალების წინააღმდეგ მთელ ფრონტზე იბ- რძოდა და მათ მრავალ სიძნელეს უქმნიდა5. აქვე აუცილებელია, ზოგადად ითქვას იმ საბრძოლო ტაქტიკაზე, რომელსაც ორივე მხა- რე მიმართავდა. როგორც აღიარებულია, ოსმალო-სეფიანთა ხან- გრძლივი ომის წლებში, დასავლეთის ფრონტისაგან განსხვავებით, ოსმალები ნაკლებად მიმართავდნენ საალყო ბრძოლებს6. ამის უმ- თავრესი მიზეზი გახლდათ სეფიანთა ტაქტიკა. ისინი როგორც კი გა- იგებდნენ ოსმალთა ჯარის მოახლოებას, დაუყოვნებლივ ტოვებდნენ ქალაქს და პარტიზანულ ბრძოლებზე გადადიოდნენ. ამ ტაქტიკას სეფიანები იყენებდნენ შემახას, თავრიზის, ერევნისა და განჯის ხელ-

1. Rerum Persicarum Historia, initia, gentis, mores, instituta, resque gestas ad hac usque tempora complectens, 556.
2. Rerum Persicarum Historia, initia, gentis, mores, instituta, resque gestas ad hac usque tempora complectens, 579; ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII- XVI სს.), 123.
3.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 248.
4.   იქვე.
5. Gümüş Nebi. “XVI.Asir Osmanli-Gürcistan İlişkileri”, Doktora Tezi, Marmara Üniversitesi, (2000), 212-252.
6. Rudi Matthee. Unwalled Cities and Restless Nomads: „Firearms and Artillery in Safavid Iran”, Safavid Persia: The History and Politics of an Islamic Society, ed Charles Melville, (London, 1996), 390-391.
 
ში ჩაგდებისას1. „ამიტომ სეფიანებთან (1578-1590) ომის დროს ოსმა- ლებმა სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭეს ციხესიმაგრეების აგ- ებას აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიის დაპყრობილ ტერიტორი- ებზე. ეს მათ აძლევდა საშუალებას შეენარჩუნებინათ სამხედრო სიძ- ლიერე და გაეფართოებინათ ადმინისტრაციული მმართველობა ხე- ლახლა დაპყრობილ ტერიტორიებზე, ასევე ეფექტიანად გადაეწყვი- ტათ მომარაგება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სა- კითხები. სეფიანებისთვის წართმეულ ტერიტორიებზე განჯამდე, არ- აშში, შემახაში, დარუბანდში, ერევანში, თავრიზში ოსმალებმა ააგეს ანდა გაამაგრეს სიმაგრეები“2. ეს ციხესიმაგრეები სეფიანების წინა- აღმდეგ მოქმედების საყრდენი იყო და ოსმალთა ჯარის უსაფრთხოდ წინსვლას უზრუნველყოფდა. „გარდა ამისა, საკმაო ოდენობით სამ- ხედრო აღჭურვილობისა და სურსათ-სანოვაგით მომარაგების საჭი- როებისას ოსმალებს შეეძლოთ სეფიანებთან ომის დროს ციხესი- მაგრე მომარაგების ბაზად გამოეყენებინათ“3.
    ცნობილია, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე4 შირვან- აზერბაიჯანის დაპყრობის5 შემდეგ „ლალა მუსტაფა ფაშამ ვერ შეძ- ლო წარმატების კარგად გამოყენება“ და „იძულებული გახდა სამ- ხედრო სტრატეგიის მიზეზით უკან დაეხია თავისი ჯარის დიდი ნაწი- ლით...“6 საქართველოზე გავლით სასტარტო ბაზა ერზრუმში. ამის ერთ-ერთი მიზეზის შესახებ მართლმადიდებელთა მსოფლიო პატ- რიარქის ვრცელი ცნობის საფუძველზე კონსტანტინოპოლში ესპანე- თის დიპლომატი და ჯაშუში ხუან დე მარლიანი მადრიდს 1579 წლის 9 ივლისის წერილით ატყობინებდა: „პროდუქტების უკმარისობის გა- მო მუსტაფამ გადაწყვიტა დაეტოვებინა შირვანი. პროდუქტების შე-

1. Bekir Kütüoğlu. Osmanli-Iran Siyasi Münasebetleri, I, 1578-1590, (Istanbul, 1962), 132.
2. Ahmad Guliyev. The Ottoman Fortification of Ganja and Provincial Administration of Ganja Qarabagh- Province in the Late Sixteenth Century, 3.
3. იქვე, 5.
4.      ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველკოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 313.
5. ესპანურენოვანი წყაროს თანახმად, „...ქალაქი შირვანი...მუსტაფას მისვლამდე დატოვა მისმა მკვიდრმა მოსახლეობამ-სპარსელებმა, მთელი თავიანთი ცოლებითა და ბავშვებით. იქ დარჩნენ მხოლოდ თურქული სექტის სპარსელები და ასევე სომხები“ (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველკოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 313.).
6. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 100.
 
მოტანას ხელს უშლიდნენ ზემოხსენებული1 ქართველი მმართველე- ბი...“.2 ამავე მიზეზს ასახელებს ფრანგი დიპლომატი ჟუიე და უფრო ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის ოსმალებისადმი ქართველთა და- მოკიდებულების შესახებ. „...ქართველმა დიდებულებმა...ვერ აიტან- ეს თურქების თავხედობა, რომელთაც მოინდომეს მათი გაძარცვა და დახოცვა, როგორც კი მათ ქვეყანაში შევიდნენ, ქართველები გა- ნუდგნენ თურქებს, შეებრძოლნენ და უამრავი დახოცეს კიდეც. ვინც გადარჩა, სპარსელებსა და ქართველებს შუა აღმოჩნდა ჩაკეტილი. ასე რომ, დიდი გაუგებრობაა ამ მუსტაფას თაობაზე. ამბობენ, რომ ის ძალიან მჭიდრო ალყაშია მოქცეული და სურსათის ნაკლებობას განიცდის. ხსენებული ბატონის ცნობით, რომელმაც სარწმუნო წყა- როებიდან შეიტყო, მუსტაფა ფაშას ერთ-ერთი ერთგული თურქის- თვის უთქვამს, რომ უკვე დაღუპულად თვლიდა თავსაც და მთელ ბა- ნაკსაც“3.
    ერთი სიტყვით, დაპყრობილი შირვანიც საბეგლარბეგოდ გა- მოცხადდა და მისი მმართველობა გადაეცა მამაც და ენერგიულ ვე- ზირს წარმოშობით ჩერქეზ ოზდემირ-ოღლუ ოსმან ფაშას4. უკან მო- მავალ ოსმალებს 1578 წლის 8 სექტემბერს მდ. კანაკის ნაპირზე ირ- ანელებთან მოუწია ბრძოლამ, რომლის დროსაც 3 ათასი სპარსელი დარჩა ბრძოლის ველზე5. ოსმალებმაც დიდი ზარალი ნახეს. თბი- ლისისაკენ მომავალი მუსტაფა ფაშა კახეთის სამეფოს ტერიტორი- აზე აღმოჩნდა. უმჯობესია ტომაზო მინადოის მოვუსმინოთ: „მუსტა- ფამ სასწრაფოდ მისცა ჯარს განკარგულება, რომ არავის გაებედა ალექსანდრეს ქვეყანაში ვინმეს სიცოცხლის ხელყოფა, სიმშვიდის დარღვევა, თითოეული ვალდებული იყო მათთვის პატივი მიეგო და კარგად მოჰქცეოდა. მომდევნო დღეს ის შეუჩერებლად აგრძელებ- და მოგზაურობას ალექსანდრეს ქვეყანაში, არ აკლდა სარჩო-საბა- დებელი; მით უმეტეს, რომ ამ დღეს ძაგემიდან ალექსანდრეს ელჩე- ბიც მოვიდნენ დიდძალი დოვლათით, საქონლით, ხორბლეულით,

1. ალბათ, იგულისხმება სამცხე-საათაბაგოს, ქართლისა და კახეთის სუვერენები.
2.  იქვე, 313.
3.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 762.
4. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 213; С. Х. Хотко. Черкесия: генезис, этнополитические связи со странами Восточной Европы и Ближнего Востока (XIII-XVI вв.), 357.
5.  Joseph Hammer.  Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T.VII, 224.
 
ხილითა და სხვა შარბათებით, რომელიც მან [ალექსანდრემ] გამო- უგზავნა გენერალს [სარდალს]. [ალექსანდრე] ბოდიშს იხდიდა, რომ პირადად ვერ ეახლა ავადმყოფობის გამო. მუსტაფა კმაყოფილი დარჩა, ქალაქი ძაგემი მარჯვნივ მოიტოვა, ალექსანდრეს გამოგ- ზავნილი ადამიანებისაგან გამცილებლები აიყვანა და თბილისის- კენ გაემართა. ალექსანდრეს მეგზურებმა სამ დღეში ისე მიიყვანეს თბილისში, რომ ჯარს არც შიმშილი, წყურვილი და არც სხვა უსიამ- ოვნება არ განუცდია, ხოლო მეგზურები მუსტაფასაგან კმაყოფილე- ბი დაბრუნდნენ“1.
    1578 წლის 26 ნოემბერს ლალა ფაშა თბილისში დაბრუნდა2, სა- დაც ოსმალთა გარნიზონი შიმშილისაგან უკიდურეს მდგომარეობ- აში იხილა. ტომაზო მინადოი ამის შესახებ წერს: „[იმ გარნიზონში], რომელიც მუსტაფამ თბილისში დატოვა, ისეთი დიდი შიმშილი ჩა- მოვარდნილიყო, რომ ძაღლებს, კატებსა და ცხვრის ტყავებს ჭამ- დნენ. ასეთი ამბები ახალი არ იყო. ბევრს ეავადმყოფა, ბევრიც გარ- დაცვლილიყო, რადგან [ციხის უფროსმა] მაჰმად ფაშამ (Mahamet Bassa) მტრის შიშით მათ ციხესიმაგრიდან სანოვაგისათვის გამოს- ვლა აუკრძალა, რომელიც საიმედოდ გადაემალათ უსაფრთხო ად- გილას  იქაურ  მაცხოვრებლებს.  [ეს  ამბავი]  ჩემთან  სამკურნალოდ მოსულმა არაერთმა ძალიან ცნობილმა ქართველმა დამიდასტურა. მაგრამ მუსტაფამ სიტყვებით, ფულითა და საკვებით ყველას ძალე- ბის აღდგენისკენ მოუხმო, დარჩა იქ ორი დღე და გაემართა იმ სოფ- ლებისაკენ, რომლებიც ამ ქალაქს [თბილისს] ექვემდებარებოდა, რათა ყველაფერი ცეცხლისა და მახვილისათვის მიეცა. მათ აკლდა- მებისთვის არ უხლიათ ხელი, რომელშიც სიმონის წინაპართა ძვლე- ბი და ფერფლი განისვენებდა. მხოლოდ ისინი გადაურჩნენ თურქე- ბის მძვინვარებას“3.
    თბილისიდან ლალა მუსტაფა ფაშა გორში ჩავიდა, სადაც სანჯაყ ბეგმა შესჩივლა, რომ მთებში დაბანაკებული „სიმონი უსიამოვნებას აყენებს თურქებსა და მათ მოკავშირეებს“4. როგორც ვენეციელი ან- ონიმი გვარწმუნებს, სიმონ მეფის ხელში ჩაგდების მიზნით მუსტაფა

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  99.
2. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 216.
3. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  100.
4. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 33.
 
ფაშა სამი დღე დარჩა გორში, მაგრამ დიდი მონდომების მიუხედავ- ად, მისი მოძებნა ვერ შეძლო1.
    „ხუთი ბრძოლით“ განადგურებული და ავადმყოფობით დაუძლუ- რებული ჯარით2 გორიდან ლალა მუსტაფა ფაშამ გზა ერზერუმისა- კენ განაგრძო.3 სიმონ მეფე „ზურგიდან ხშირად ესხმოდა ... და ხუთი ათასზე მეტი თურქი მოკლა, მოიტაცა არკებუზებით, ფულით, სურსა- თითა და სხვა ბარგით დატვირთული მრავალი აქლემი“4. ამ ვითა- რებას უფრო ვრცლად გადმოგვცემს ტომაზო მინადოი5.
    სიმონ მეფე ყველა ხერხს იყენებდა მოწინააღმდეგის დასაუძლუ- რებლად. საინტერესო აქ ის გახლავთ, რომ ახერხებდა მტრის ბა- ნაკში საკუთარი ჯაშუშების, წყაროს ენით „მოთვალთვალეების“ შეგ- ზავნას6. ცხადია, მათი მიზანი იყო მტრის ძალების დაზვერვა, სათა- ნადოდ ხელსაყრელ ადგილას ჩასაფრების მოწყობაზე ინფორმირე- ბა და შესაბამისი ძალებით მოქმედება. ეს კიდევ ერთხელ მიუთით- ებდა სიმონ მეფის სამხედრო ხელოვნებაში გაწაფულობაზე.
    მტრის სიფხიზლის მოდუნების მიზნით, მეტად საინტერესოდ გვეჩ- ვენება სიმონ მეფის მიერ გამოყენებულ ერთ არაორდინალურ ხერ- ხზე ყურადღების გამახვილება. როგორც ტომაზო მინადოი გვაუწყებს, „მეორე დილით ბანაკი აიშალა და საღამოს მიადგა ციხე-სიმაგრე ყიურყალას (Chiurchala), სადაც მთელი დღე იმარაგებდა პროვიანტს. ამისათვის ბევრი მსახური გააგზავნა ზემოხსენებული ციხის სოფ- ლებში. გარკვეულ დროს  მუსტაფასთან სიმონის შვილიშვილის სა-

1. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 33.
2. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II., 1169; Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  100.
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 34.
4. იქვე.
5. „ეს წამება ორი დღე გაგრძელდა. ჯარი დაიბნა, დაივიწყა ყოველგვარი შიში მტრის ქვეყნის წინაშე და უკანმოუხედავად დაეშვა მთის კალთებზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ სად ეწყობოდა ღამის გასათევად – ტყეში, ქოხში თუ ველზე, ოღონდაც კი თოვლისა და ქარბუქისაგან თავი დაეცვათ.... ქართველ სარდალს (ე.ი., სიმონს, ავტ.)... თურქების ჯარში მუდამ ჰყავდა ჯაშუში და როცა მათ (თურქების ჯარს, ავტ.) ერთ საღამოს დისკომფო- რტი შეექმნათ, ისინი გამოიპარნენ და თვალს ადევნებდნენ გზას, უცდიდნენ ხელსაყრელ დროს, რათა ღამით ჩუმად მიახლოებოდნენ მათ, აეჩეხათ თურქები და მოწინააღმდეგის სისხლით გამძღარიყვნენ…მოთვალთვალეები მიხვდნენ, რომ ეს გადასარევი საშუალება იყო ნადავლის ხელში ჩასაგდებად. ამიტომაც  თავს დაესხნენ დაბანაკებულებს, მოკლეს ყველა მსახური, წაართვეს ბლომად ფული და ტანსაცმელი, წაიყვანეს ყველა ცხენი“ (Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 101).
6.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 102.
 
ხელით ელჩები მოვიდნენ, რომელთაც აცნობეს, რომ მათ ხელმწი- ფეს უნდოდა მისულიყო, მისალმებოდა და ვასლობა შეეთავაზებ- ინა. ძალიან გახარებულმა მუსტაფამ ისინი საჩუქრებითა და თავა- ზიანი სიტყვებით გაისტუმრა. ასევე აგრძნობინა, რომ მისთვის ძა- ლიან ძვირფასი იყო მათი მოსვლა, მაგრამ, მიუხედავად მთელი დღის ლოდინისა, არავინ გამოჩენილა, პირიქით, ვინც სოფელში იყ- ვნენ გაგზავნილნი რაიმე საჭმელ-სასმელის მოსატანად, უმოწყა- ლოდ, ნაკუწ-ნაკუწად აჩეხეს, რამაც მუსტაფას უდიდესი გულისწყრო- მა გამოიწვია. ეს ნიშნავდა, რომ ცრუ ელჩებმა მოატყუეს, რომლე- ბიც დახვეწილი და ბრძენი მზვერავები აღმოჩნდნენ“.1
    მინადოის ცნობის სანდოობა ქართული წყაროთიც მტკიცდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელში სიმონ მეფის შვი- ლიშვილი კი არ გამოცხადდა ელჩის სახით მუსტაფა ლალა ფაშას- თან, არამედ თვითონ სიმონ მეფე. ბერი ეგნატაშვილი წერდა: „მაშინ მოიხელოვნა და მოირთო ელჩად მეფე სვიმონ და მივიდა ფაშასთა- ნა. სვიმონ მეფის მაგიერად წარმოუთხრნა სიტყუანი ესრეთ, ვითარ- მედ: „სვიმონ მეფემან მოგახსენათ: მეყოფა ამდენის ხრმლის ქნეუა და ომი ყაენის (სპარსეთის შაჰის, ავტ.) გულისათვისო; თუ გინდათ თქუენ იყავით ჩემი ბატონი, თუ უნდა ისი. აქ თქუენთვისაც სჯობს და ჩუენთვისაც, შევრიგდეთ და მოვისუენოთ ამდონის ლაშქრობისა- გან. მაშინ, რა ესმა ფაშას სიტყუანი ესე, განიხარა და შემოუთვალა ესრეთ, რომ კარგად შემოგითულია და სჯობს, რომ შეურიგდეთო. და წარმოგზავნა მეფე სვიმონ და მოვიდა თვისსა ჯარში. მაშინ მე- ფემან სვიმონ გასჩხრიკა ყოველივე ძალი და დოგმა და საქმე მათი, და მოუარა ხატის-სოფლის გორებიდამე ღამე; და დაესხა თავსა ურ- უმთა, ამოსწყვიტა და გაემარჯუა მეფესა სვიმონს, და რომელიმე და- ხოცეს, რომელიმე შეიპყრეს და რომელიმე ლტოლვილი წარვიდეს“2. ამ ამბების თანამედროვე ტომაზო მინადოი ბერი ეგნატაშვილის ქართულ ვერსიას სრულიად უტყუარსა და სანდოს ხდის. ამდენად, მინადოის ცნობა ისტორიულ ფაქტებს ასახავს. აღნიშნულ ეპიზოდს აკად. ნ. ბერძენიშვილი ფოლკლორულ სფეროს მიაკუთვნებდა, ხო- ლო მინადოიმ ის ისტორიულ ფაქტად აქცია და გმირი მეფე შარავანდედით შემოსა ევროპელ მკითხველთა თვალში.

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 102.
2. ქართლის ცხოვრება, ტ. II, 374-375.
 
ერთი სიტყვით, 1578 წლის დეკემბრის თვეში გორიდან ლალა მუსტაფა ფაშა თავისი „მტრის თავდასხმებით მთლად დაქანცული და შიმშილით დაუძლურებული ჯარით...“1 მივიდა „ქალაქ ოძრხეში, სადაც... მანუჩარი იმყოფებოდა“2. ოსმალთა მთავარსარდალს „...ხელ- ზე სამთხვევად ეახლა მანუჩარის დედა ორი ვაჟის თანხლებით. გე- ნერალმა უაღრესად გულთბილად მიიღო ისინი, მრავალი ძვირფა- სი საჩუქარი უბოძა და გაისტუმრა“3, – წერს ვენეციელი ანონიმი. ტო- მაზო მონადოი აქ შემდეგს მოგვითხრობს: „ბოლოს და ბოლოს, მან (ლალა მუსტაფა ფაშამ,-ავტ.) მიაღწია ქვრივის სამეფოს ციხე-კოშ- კს, რომელსაც ალთუნყალა (Altuncala) ერქვა. აქ მიიღო ყველა სა- სურველი დახმარება და ძალები აღიდგინა იმ განსაცდელის შემ- დეგ, რომელიც ყიურყალადან (Chiurchala) აქამდე ექვს დღეში გა- მოიარა ქვრივი თავის უფროს შვილთან, ალექსანდრესთან (იგივე ყვარყვარე, ავტ.) ერთად გამოვიდა ციხე-კოშკიდან და მასთან ერ- თად მუსტაფას კარავში ეახლა სხვადასხვა საჩუქრით, თან ერთგუ- ლებასა და მორჩილებას დაჰპირდა. მუსტაფამ ის (დედისიმედი, ავტ.) თავაზიანად მიიღო და აგრძნობინა, თუ რა კარგად ეპყრობო- და მანუჩარს, რომელიც მას თან ახლდა შირვანში, რაც შვილმა თა- ვადაც დაუდასტურა დედას. მართალია, მუსტაფა მალავდა მის (ალ- ექსანდრეს, ავტ.) მიმართ რაღაც გულისწყრომას, მაგრამ ქვრივის მეორე შვილი გულში ჩაიკრა და დედისიმედს სთხოვა, ისიც მასთან დაეტოვებინა. არწმუნებდა, რომ მისი ორივე ვაჟი აღტაცებული დარ- ჩებოდა, რადგან მუსტაფას სურდა, ისინი კონსტანტინოპოლში მუ- რადთან გაეგზავნა წყალობის წერილებით, რომლითაც ამცნობდა იმ დამსახურებისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც მისი ჯარის მი- მართ გამოიჩინეს. სულტანი მათ პატივისცემით მიიღებს, ასევე აღ- ავსებს და გაამდიდრებს თავისი წყალობით. ქვრივი, მართალია, სუ- ლით ხორცამდე შეძრა სტუმრის სიტყვებმა, მაგრამ არ შეიმჩნია და მუსტაფას, პირიქით, აგრძნობინა კიდეც, თითქოს ბედნიერი დარჩა ამ შემოთავაზებით და თავაზიანად მისცემდა იმას, რაც უეჭველად უნდა დაეთმო, ვინაიდან მეორე შვილი უკვე მუსტაფას ძალაუფლე- ბაში იყო, ასევე მის ხელში გახლდათ მთელი მათი ქონებაც“4.

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 102.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 34.
3. იქვე.
4. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 103-104.
 
ტომაზო მინადოის ცნობით, სამცხეში ლალა მუსტაფა ორი დღე დარჩა. პირველი დღე მან დაჰყო ახალციხეში, „სადაც, რასაც კი მო- ისურვებდნენ, ყველაფერი უხვად ჰქონდათ“1, ხოლო 21 დეკემბერს2 უკვე ერზრუმში იყო3. ასევე მინადოის ზემოთ მოტანილი ცნობიდან ჩანს, რომ ლალა მუსტაფა ფაშამ გადაწყვიტა, ყვარყვარე IV და მა- ნუჩარი სტამბოლში სულტანთან გაეგზავნა. დედისიმედი, ჩვენი აზ- რით, უმალვე მიხვდა, რომ ეს გადაწყვეტილება საათაბაგოს პოლი- ტიკურ სტატუსთან, სარწმუნოების შეცვლასა და ძმებს შორის შუღ- ლის ჩამოგდებასთან იქნებოდა დაკავშირებული. მართებულია აზ- რი, რომ „სამცხე-საათაბაგოში საბეგლარბეგოს დაარსების მიზნით, სულტნის მოთხოვნით, ლალა მუსტაფა ფაშამ მანუჩარი და ყვარყვა- რე სტამბოლში გაგზავნა“4.
    ამრიგად, მუსტაფა ლალა ფაშა, როგორც ვხედავთ, ჩქარობდა ერზრუმში დაბრუნებას. მთავარსარდლის ასეთი სასწრაფო უკუქცე- ვა იმპერიაში მისი არასტაბილური მდგომარეობით იყო გამოწვე- ული და ამიტომ სურდა, რომ სულტნისთვის აღმოსავლეთის ფრონ- ტზე საქმიანობის ანგარიში საკუთარი პოზიციების დაცვის თვალსაზ- რისით წარედგინა.
    ერზრუმში ჩასული ლალა მუსტაფა ფაშა, ცხადია, აანალიზებდა იმ პრობლემებს, რაც ამ ჩატარებული კამპანიის დროს გამოვლინ- და. „პირველ ადგილზე იდგა მტრის შეუპოვრობა; ადგილობრივი ტო- მების მოქმედებაში ორჭოფობა, რომელთა სასტიკი შეტევებისაგან მთის გადასასვლელებზე თავის არიდება შეუძლებელი იყო; უპირვე- ლეს ყოვლისა, მანძილი, მკაცრი კონტინენტური ზამთარი, მთები, ტყეები, ძნელად გასასვლელი ადგილები და უამრავი გადასასვლე- ლები“5. გარდა ამისა, ოსმალთა ჯარის მთავარსარდალი იმაზეც ფიქ- რობდა, რომ ის „მუდამ იმაზე მეტად წარმოაჩენდა თავის ნამოღვა- წარს, ვიდრე სინამდვილეში იყო... აიღო თბილისი, რომელიც თავი-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 104.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 34.
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 34; Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 104.
4. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 255.
5. Fernand Braudel, The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II. Vol. II.,
 
სი სიდიადითა და სილამაზით დამასკოს მსგავსი იყო“1. ერთი სიტ- ყვით, ოსმალებმა დაიპყრეს რეგიონი, მაგრამ მათთვის პრობლემა იყო მისი შენარჩუნება2.
    მომავალი წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ლა- ლა ფაშამ სულტანს შეატყობინა. ამ უკანასკნელის ბრძანებით ლა- ლა ფაშა შეუდგა სამზადისს, რათა ყარსი ახალი ღონისძიებების ბა- ზად გაეხადა3. იგი, „ერთი მხრივ, ძალიან მოსახერხებელი ადგილი იყო საქართველოსა და სომხეთისაკენ ნებისმიერი გადაადგილები- სათვის, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან ნაყოფიერი ადგილი ადამიან- ური რესურსებისა და პროვიანტის შესაძენად“4. ამასთანავე, შეუდ- გნენ ყარსის ციხის მშენებლობას, რომელიც 1579 წლის 22 სექტემ- ბერს დასრულდა. ფრანგი დიპლომატი დე ჟერმინი სწორად მიუთ- ითებდა, რომ ამ სიმაგრის წყალობით ლალა მუსტაფა ფაშამ „შეძ- ლო გზა ჩაეკეტა სპარსელთათვის, რომლებიც აგრძელებენ ტიფლი- სის ალყას მცირე რაოდენობის კავალერიით“5. მის უდიდეს მნიშვნე- ლობას მოწმობდა ის, რომ სტამბოლში ორი დღე გაგრძელდა ზეიმი ამის აღსანიშნავად6. ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ოსმალებმა მი- აღწიეს იმას, რაც ვერ შეძლო სულტანმა სულეიმან I-მა7.
    ამასობაში ირანი, მის მოკავშირე სიმონ მეფესთან ერთად, 1578- 1579 წლების მიჯნაზე8 კონტრშეტევაზე გადავიდა. ახლა ირანელები უკეთ იყვნენ ეკიპირებულნი, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები, მაგ- რამ ოსმალთა ციტადელი პირველ შეტევას წინააღმდეგობას უწევ- და, ხოლო მეორისას უკან იხევდა9. 1579 წლის იანვრისათვის  შირ-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 105.
2. Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 41.
3. იქვე.
4. იქვე.
5. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III., 826.
6. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II, 1170; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 247.
7. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II, 1976, 1170.
8. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II.Vol. II., 1169; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV- XVI სს.), 218.
9. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II.Vol. II.,
 
ვანის გამგებელი ოზდემირ ოსმან ფაშა სეფიანთა ძლიერი თავდას- ხმის ქვეშ აღმოჩნდა1, რომლის დროსაც ბევრი ოსმალო დაიხოცა2. მას ვერც ალექსანდრე კახთა მეფის მიერ გაგზავნილმა რაზმებმა უშველეს3. იგი სრული დამარცხებისაგან იხსნა ყირიმის ხანმა მეჰ- მედ გირეიმ 40-ათასიანი ჯარის დახმარებით4. ასეთი მაშველი ძალი- სა და ოსმალთა შემდგომი პოზიციის გაუმჯობესების შედეგად, სე- ფიანები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია5. აქვე უნ- და აღინიშნოს, რომ ყირიმის სახანოს დახმარებით ჩრდილოეთ კავ- კასიის გავლით შირვანზე ლაშქრობა პრაქტიკულად პირველად გან- ხორციელდა6.
    მიუხედავად ამისა, 1579 წლის 30 მარტს სიმონ მეფემ ირანელებ- თან ერთად, რომელთა 10-ათასიან ლაშქარსაც იმამ ყული ხანი სარ- დლობდა, ალყა შემოარტყა თბილისს7. აქ მდგარ ოსმალთა 2-ათ- ასიან გარნიზონს უმძიმესი პირობები შეექმნა. ქალაქში სურსათ-სა- ნოვაგე გამოილია. მუსტაფა ლალა ფაშას მიერ მათ დასახმარებ- ლად გამოგზავნილი სურსათი და აღჭურვილობა გაანადგურეს8. ას- ეთ მდგომარეობას შეუჩვეველი იანიჩრები გაიქცნენ და აქ მხოლოდ 700 კაცი დარჩა9. „მეფის შიშით ურუმნი ციხით ვერ გავიდოდნენ“10. ამ  უკანასკნელთა  დასახმარებლად  მუსტაფა  ფაშამ  12-ათასიანი

1. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 218; Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453– 1603, 512.
2.      ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა.  დოკუმენტები საქართველკოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 313.
3. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 219.
4. ნ. შენგელია. ოსმალო ისტორიკოსის მუნეჯიმ-ბაშის ცნობები ლალა მუსტაფა ფაშას ამიერკავკასიის ქვეყნებში ლაშქრობის შესახებ.-ჟურნ. ქართული წყაროთმცოდნეობა, II, (თბილისი, 1968),139; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 219; Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 512.
5. Cambridge History of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453–1603, 513.
6. Я. М. Махмудов. Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов с западноевропейскими странами ( II половина XV – начало XVII века), 127.
7. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 248.
8. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III., 796.
9. იქვე, 248-249.
10.  ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, 13.
 
ლაშქარი და დიდძალი სურსათი გამოგზავნა, რითაც იხსნა ოსმალ- თა გარნიზონი დაღუპვისაგან და თბილისი გაათავისუფლა1.
    შირვანსა და საქართველოში უკვე თავდაცვით პოზიციაზე2 მყოფი ოსმალებისათვის თბილისის ალყის პარალელურად ანალოგი- ური მდგომარეობა შეიქმნა გორში. სიმონის მიერ ალყაშემორტყმუ- ლი გორის ციხე „შიმშილის გამო დანებდა“3. ანონიმი ვენეციელი გვაუწყებს, რომ სიმონმა გორის ციხის გარნიზონი სრულად ამოწყვი- ტა, გარდა ციხისთავისა, „რომელიც ჩაუშივით მორთო, შესვა უყურო, უკუდო ჯორზე და გენერალთან (ლალა მუსტაფა ფაშასთან, ავტ.) გა- უშვა, რათა მომხდარი ამბავი წაეღო. [სვიმონმა] მიწასთან გაასწო- რა [გორის ციხე] და ყარა-ხანის4 დასახმარებლად გაეშურა“5. ქარ- თველებთან გაერთიანებულ სეფიანთა შაჰს იმედი ჰქონდა, რომ გა- იმარჯვებდა6. „მუსტაფა ფაშა, – წერს ტომაზო მინადოი, – საგონე- ბელში ჩავარდა, რადგან საქართველოში მდგომარეობა უკიდურეს- ად გართულდა...თბილისი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა. პირ- ველ რიგში საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, თუ როგორი დახმარება გაეწიათ  თბილისისათვის...თუკი  მუსტაფა  თვითონ  გაუძღვებოდა ჯარს, მაშინ ნათელი გახდებოდა, რომ მან ამურატი (სულტანი მუ- რად III, ავტ.) მოატყუა, რომ საქართველო თქვენი ერთგული და მორ- ჩილიაო... მან თბილისის დასახმარებლად 18-207 ათასი მეომარი გაგზავნა...“8. ამდენად, 1579 წლის 1 ივლისს9 ოსმალთა ჯარი დამას- კოს ფაშას, ჰასანის სარდლობით თბილისისკენ დაიძრა. ამ უკანას-

1. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 220.
2. 1579 წლის 24 აპრილს კონსტანტინოპოლიდან ვენეციაში გაგზავნილი წერილის მიხედვით, ლალა მუსტაფა ფაშა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად თავდაცვითი ომის წარმოებას მიიჩნევდა (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 309).
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 36-37.
4. უნდა იყოს იმამ-ყული ხანი.
5. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 37.
6. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 310.
7. სხვა ცნობით, 12 ათასი მეომარი (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 249).
8. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  133.
9. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 37; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 223.
 
კნელს თან მიჰქონდა 40 ათასი დუკატი, ფქვილი, ბრინჯი, ქერი და „...არსებობისა და ომისათვის საჭირო სხვა მარაგი...“1.
    მინადოის ცნობებით ირკვევა, რომ სიმონმა და სეფიანთა ჯარის მეთაურმა ალი ყული-ხანმა იცოდნენ ოსმალთა ჯარის მარშრუტი. მათ უნდა გამოევლოთ „დმანისის განთქმული ვიწროები“, რის შესა- ხებაც მათ „მზვერავებმა აცნობეს“2. ორივე მხედართმთავარმა ად- გილმდებარეობის ტაქტიკურად გამოყენების პოზიცია ირჩია. „სიმო- ნი და ალიყული-ხანი სწრაფად გაიფანტნენ ტყეში ხეობის სიგრძის მთელ პერიმეტრზე, რომ თურქები გადაეყარათ ველზე და იქ დაეს- უსტებინათ მათი ძალები“3. პირადად ოსმალო მეთაურიც „...განუწყვეტ- ლივ ფხიზლობდა...“ და მხოლოდ „...ამ ხიფათის თავიდან აცილებ- აზე ფიქრობდა: მან წაიყვანა ჯარი ტყე-ტყე მარცხნივ, თვითონ შევი- და შიგ, რათა გაეხსნა მის წინააღმდეგ იქ დაგებული ხაფანგები. აქ კი გაჩაღდა ბრძოლა, რამაც უწესრიგო ომის სახე მიიღო. ათას მიხ- ვეულ-მოხვეულებსა  და  დაღმართ-აღმართებს  შორის,  გარკვეული შეტაკებების შემდეგ ისეთ ადგილებზე მოხვდებოდნენ ხოლმე, საიდ- ანაც გამოსვლა შეუძლებელი ხდებოდა და იქ ხროვად ცვიოდნენ ხრამში   “4 შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ მინადოი გვიყვება, რომ „მოულოდნელად, ქართველები სპარსელებთან ერ- თად, სიმონისა და ალიყული-ხანის წინამძღოლობით, შეიჭრნენ ჰა- სანის ჯარში და გააჩაღეს ომი“5. შექმნილ სიტუაციაში ოსმალო სარ- დალმა მოხერხებულად მიიჩნია შეშინებულის ტაქტიკის გათამაშე- ბა. „ჰასანმა, – წერს მინადოი, – მოისაზრა, რომ ასეთ ადგილებში სამხედრო თვალთმაქცობა უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ძა- ლა. ამიტომაც გადაწყვიტა, [რაზმი] ხეობის ყველაზე უფრო ჩრდი- ლოეთ ნაწილში ჩაესაფრებინა   აქ სიმონ ბეგმა და ალიყული-ხან-
მა მცდარად დაასკვნეს, რომ თურქების ეს გაჩერება მათი შიშით იყო ნაკარნახევი   გაბედულად, მაგრამ ფრთხილად შემოერტყნენ ჰასანის რაზმს ფლანგიდან... ჰასანმა ანიშნა  რომ საფრიდან სწრაფად გარშემორტყმოდნენ მტერს. ორივე მხრიდან გათელა

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  134.
2. იქვე, 137.
3. იქვე.
4. იქვე, 137-138.
5. იქვე, 137.
 
ფლანგები და მერე ზოგი ტყვედ აიყვანა, ზოგი აჩეხა, ხოლო სხვები კი გაიქცნენ. ტყვეთა შორის იყო სპარსელი მეთაური ალიყული-ხა- ნი, რომელმაც მეტისმეტი გაბედულებით მიატანა ჰასანამდე. მას მიჰყვებოდა ყველა მისი მცველი, მაგრამ ტყვედ ჩაუვარდა ჰასანს ხელში. მეორე დღეს იგი მხიარული და გამარჯვებული მივიდა თბი- ლისში“1.
    თბილისში ოსმალთა სარდალს გარნიზონი ალყაშემორტყმული და უკიდურეს სიდუხჭირეში ჩავარდნილი დახვდა2. „ბევრი მომკვდა- რიყო, ბევრიც ავად გამხდარიყო. შიმშილმა იმ ზომამდე მიიყვანა ისინი, რომ ჭამდნენ არა მხოლოდ ჯაგლაგ ცხენებს, არამედ ამ ცხე- ნებისა და ცხვრების ტყავსა და ძაღლებს. [ისინი] ჰასანმა მოამარ- აგა ფულით, გულუხვი საჩუქრებით და დააიმედა ალერსიანი სიტყვე- ბით“3, – წერს ტომაზო მინადოი.
    აღნიშნული მარცხის გამო სიმონ მეფეს რევანშის აღება სწყურო- და. „ეძებდა შემთხვევას, დაესაჯა მტერი, შური ეძია დამარცხების გამო და გაეთავისუფლებინა დატყვევებული ალიყული-ხანი. ამის გამო ყველაზე უკეთ მიიჩნია ხეობის გასასვლელის ჩაკეტვა. . . მაგ- რამ ჰასანმა გაიგო თუ არა ამის შესახებ, მაშინვე შეუდგა სხვა გზის ძიებას, რათა მისთვის მომზადებული ხიფათისგან თავი დაეღწია“4. მინადოი, ერთი წუთითაც არ აშორებს რა თვალს სიმონ მეფის სამ- ხედრო და საბრძოლო მოქმედებებს, მისადმი თანაგრძნობით აღ- ვსილი დიდი ექსპრესიით წერს: „...ამასობაში სიმონმა დაინახა, რომ თურქები ხეობას შორდებოდნენ და სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდე- ბოდნენ თბილისში. დაასკვნა, რომ მათ სხვა გზა აირჩიეს. დარწმუ- ნებული იყო საკუთარი მოსაზრების სისწორეში, რადგან მზვერავებ- მაც იგივე დაუდასტურეს. მომხდარი ამბით სასოწარკვეთილი, სწრა- ფად დაედევნა იღბლიან მტერს. განრისხებულმა და გააფთრებულ- მა მოასწრო, დასწეოდა თურქების არიერგარდს, გაგულისებული თავს დაესხა მათ, გაწყვიტა და გაფანტა მტრის ჯარი, წამოასხა ხალ- ხი და ცხენები, თბილისიდან წამოღებული მაჰმადის მთელი ხაზინა. ჰასანისა და მაჰმადის ყველა მონა სისხლში ჩაახრჩო, მაგრამ რანა-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 138-139.
2. იქვე, 139.
3. იქვე.
4. იქვე, 137-138.
 
ირი გახელებითაც არ ეძებდა ალიყული-ხანს, ვერ შეძლო მისი მო- ნახვა, რადგან ის საიდუმლო მცველებით წინ იმყოფებოდა, ავანგა- რდის რაზმში. ეს ამბები 1579 წელს მოხდა“1.
    1579 წლის მოვლენებმა, კერძოდ, ირანთან მოკავშირეობით სი- მონ მეფის შეტევითმა ბრძოლებმა, ნათლად დაადასტურა, რომ ომი ხანგრძლივ ხასიათს მიიღებდა. ლალა მუსტაფა ფაშას კამპანიის პირველ ეფექტს წარმოქმნილი სირთულეები ანელებდა, კერძოდ, ოსმალთა პირველ სამხედრო წარმატებებზე ირანულ-ქართული ძა- ლების გაერთიანება და რეაგირება, რთული კომუნიკაციები, პრო- დუქტების დიდი ნაკლებობა, შავი ჭირისა და ცუდი პირობების გამო 20 ათასზე მეტი ოსმალო ჯარისკაცის დაღუპვა2. ანტიოსმალური რე- აქციის კონტექსტში ვენეციიდან ფელიპე II-ს ესპანელი დიპლომატი კრისტობალ დე სალასარი 1579 წლის 3 სექტემბრის წერილით აუწყებ- და: „...მთელი აღმოსავლეთი იყო შეთქმული თურქეთის სულტნის წი- ნააღმდეგ სპარსეთის შაჰის სასარგებლოდ, ვალდებულად თვლიდ- ნენ რა თავს რელიგიური თვალსასზრისით, დახმარებოდნენ შაჰს, მისცენ მას ფული, პროდუქტები და ჯარისათვის სხვა აუცილებელი საგნები“3.
    მოკლედ რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში ოსმალებმა სტრა- ტეგიულ ამოცანად დაისახეს ციხესიმაგრეების გამაგრება, ახალი სიმაგრეების აგება და შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე „...ერ- თი ადგილის გამაგრება..., რათა ამ ეტაპზე თავდაცვითი ომი აწარ- მოოს“4. მოცემულ ეტაპზე, როგორც ესპანურენოვანი სარქივო მასა- ლები მოწმობენ, ოსმალებს ჯერ კიდევ 1578 წელს5 უცდიათ ფოთის ციხის მშენებლობა, რომელიც იყო „სპარსელებსა და ქართველებს შორის კავშირის საწინააღმდეგო“6, რადგან მას უნდა უზრუნველეყო ოსმალთა მოკავშირე თათრების გადმოსვლა ყირიმიდან7. ამავე წყა-

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  141.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 99; 311-321.
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 321.
4. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 309.
5. იქვე, 318.
6. იქვე, 312.
7. იქვე, 104.
 
როს მიხედვით, მაშინ ამ ამოცანის განხორციელების წინააღმდეგ ემზადებოდა „...სამეგრელოს მმართველი სახელად ბაჩია (Bacia)“1 და ჩვენი ვარაუდით, მისი თაოსნობით ქართველებმა ერთიანად გა- ზიდეს ტერიტორიიდან ვარგისი ქვები, დაანგრიეს ძველი ციხის ნაშ- თები და საამშენებლო მასალა ზღვაში გადაყარეს2. მიუხედავად ამი- სა, ფოთის ციხის ხელახლა აგება გაგრძელდა. ვენეციიდან ესპანე- ლი დიპლომატი კრისტობალ დე სალასარი ესპანეთის მეფე ფე- ლიპე II-ს 1579 წლის 8 ივლისს წერდა: „გაგზავნილია 55 გალერი, უფ- რო მეტად საბარგო, ვიდრე სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის სა- ჭირო, რომლებზედაც გაგზავნეს ადამიანები და სათადარიგო ნაწი- ლები, რომლებიც აუცილებელი იყო ორი ციხესიმაგრის ასაგებად ყარსსა და ფაზოში“3. ამავე წლის 26 სექტემბერს საფრანგეთის ელ- ჩი კონსტანტინოპოლში ჟაკ დე ჟერმინი (1579-1585) თავის მეფე ან- რი III-ს აუწყებდა: „...ცამეტი გალერა...ჯარის სარდალმა უჩიალიმ4 წაიყვანა ციხე-სიმაგრის ასაშენებლად. ეს ციხე-სიმაგრე, როგორც ამბობენ, მან მდინარე ფასოზე (რიონზე, ავტ.) ააგო სამეგრელოში5. ამბობენ ასევე, რომ მან სამეგრელო პორტას მოხარკე გახადა, ის- ევე, როგორც იოანიტები6 და...ყოველ ოჯახს, თუ ეს სწორია, ოცდა- ხუთი ასის7 გადახდა დააკისრა, რაც წელიწადში დაახლოებით ორ-

1. ძნელია ითქვას, რამდენად იგულისხმება ამ უკიდურესად დამახინჯებული სახელის ქვეშ მაშინდელი სამეგრელოს მთავარი გიორგი III დადიანი (1574-1582).
2.     ლაიოშ ტარდი. უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, 134-135.
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 311.
4. ტომაზო მინადოი მას უწოდებს „ალი უჩიალის“ ( Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 104). დასავლეთში ის ცნობილი იყო, როგორც
„ოჩიალი“, რომელიც არის ცნობილი მეზღვაური „ეულდი ალი“ (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 104).
5 ესპანურენოვანი წყაროების თანახმად, „ლუჩიალიმ ვერ შეძლო აეგო დანიშნული ციხესიმაგრე მდ. ფაზისზე, სამეგრელოში ქართველების საზღვარზე ...იქ, სადაც მას ნაბრძანები ჰქონდა და რომ მან დაიწყო მისი აგება 30 მილით ქვემოთ, ზღვის ახლოს. დამთავრებულია მიწისა და ხის ნახევარი სამუშაოები. არა აქვს კირი, ხოლო ცოტა, რაც ჩაიტანა, გაუთავდა და რომ იგი ელოდება პასუხს: რა ქნას? (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 321-322). ამ წარუმატებლობის გამო ლუჩიალი კონსტანტინოპოლში არ დაბრუნებულა (ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 323).
6.  სავარაუდოდ აქ იგულისხმებიან მალტის ორდენის წევრები.
7.  As -ასი ფულისა და ზომის ერთეული ძველ რომაელებში.
 
მოცი ათას ეკიუს შეადგენს“1.  „სწორედ ამ დროს „...კაპიტანი ყილიჩ აღი ფაშა...“ არწმუნებდა „...უფროსებს, რომ საჭიროა სასწრაფოდ ფოთის ციხის მშენებლობა, რომ იგი მეტად სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს და მთელ აღმოსავლეთ საქართველოსა და კავკასიას გაუწევს სამსახურს“2.

§3.  ერთი დიპლომატიური რაუნდის შედეგები
    სიმონ მეფის შეუპოვარი ბრძოლის თანადროულად სამცხეში მოვლენებმა შემდეგი განვითარება ჰპოვა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ახალციხეში დაბრუნებულმა მუსტაფა ლალა ფაშამ გადაწყვიტა, რომ ათაბაგი ყვარყვარე IV და მანუჩარი სტამბოლში გაეგზავნა, რათა, ჩვენი აზრით, სამცხე-საათაბაგოში საბეგლარბეგოს დაარსების საკითხი საკუთრივ სულტანს პრეტენდენტების გამუსლიმების საფუძ- ველზე დაედასტურებინა. სტამბოლში, ამ დროის მეგაპოლისში, ეს აქტი შეუდარებელ მასშტაბს შეიძენდა, ვიდრე სამცხეში მისი აღსრულება იქნებოდა. უფრო მეტიც, საფიქრებელია, რომ ქართველი მესვეურების მიერ სარწმუნოების შეცვლა დასავლელ ქრისტიან მეტოქეებზე გავლენის მოხდენის საშუალებადაც კი იყო ჩაფიქრებული. ასევე შესაძლებელია, მოცემული მომენტისათვის მას სიმონ მეფეზე ზემოქმედების მნიშვნელობაც კი შეეძინა.
    ქართული წყაროს ცნობით, ძმები, ყვარყვარე და მანუჩარი, 1579 წლის 20 აპრილს ერზრუმიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ3. ამის შესახებ ტომაზო მინადოი გვაუწყებს, რომ ლალა მუსტაფა ფა- შამ სულტან მურად III-ს მისწერა: „მანუჩარს უკეთესად უნდა მოპყრო- ბოდა, რადგან ის საუკეთესოდ მოიქცა, უფრო ხალისიანად ჩადგა მის სამსახურში. ალექსანდრეზე კი ხმა დადის, რომ ფურაჟებზე წა- სულ თურქებზე თავდასხმებს აწყობდა“4. თავის მხრივ დედისიმედს, როგორც გონიერ პოლიტიკოსს, თადარიგი დაუჭერია და სანამ ძმე-

1.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III., 814-827.
2. ნ.  შენგელია.  ფაჰრედინ  კირზიოღლუს  მონოგრაფიები.  ქართული  დიპლომატია. წელიწდეული, 8 (თბილისი, 2001), 254.
3. „პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარ კონსტანტინოპოლის წავიდეს აზრუმიდამა. აპ[რილის] კ ორშაბაoთს გადგეს“ (სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები ( XV-XVI სს.), ტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქრ. შარაშიძისა, (თბილისი, 1961), 52.
4. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 105.
 
ბი კონსტანტინოპოლში ჩავიდოდნენ, სულტნის კარზე დესპანი მიუვ-==ლენია. ზემოხსენებული კრისტობალ დე სალასარი დასახელებულ წერილში ესპანეთის მეფე ფელიპე II-ს აუწყებდა: „ერთი ქართველი... ელჩი... გამოგზავნილი იყო... ქართველი მმართველი ქალბატო- ნის1 მიერ, რომლის სამფლობელო ესაზღვრება თურქეთის მიწებს ერზრუმის მხრიდან. ამ მმართველ ქალბატონს ყოველთვის მეგობ- რული ურთიერთობა ჰქონდა თურქებთან (ამბობენ, რომ ეს ქართვე- ლი იყო ამ ქალბატონის ვაჟი), რათა ამ მმართველი ქრისტიანისათ- ვის – მისი ვაჟიშვილისათვის – მიეცათ ზოგიერთი პრივილეგია და ასევე მოეხსენებინა, თუ რა გაკეთდა მისი მმართველობის დროს“2. ასევე  დედისიმედი  ითხოვდა,  „რომ  შავი  ზღვისკენ  გაგზავნილმა ხალხმა მის მიწებზე არ გაიაროს და არ დააზიანოს მისი [სამფლო- ბელო]. მისი მიწები სწორედ იმ ადგილის მეზობლად მდებარეობს, სადაც ისინი უნდა დაბანაკდნენ“3.
    ამ წყაროს ინფორმაცია, რადგან იგი სხვა მასალებით არ დას- ტურდება, სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ მასში ჩანს, თუ რისი მიღწევა სურდა დედისიმედს თავისი ელჩის მეშვეობით. ამ უკანას- კნელს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ფორმალურად მუსლიმ მანუჩარს, რომელსაც სახელად მუსტაფა ერქვა, სულტანი წყალობას არ მოაკ- ლებდა, ხოლო ყვარყვარეს, რომელიც სარწმუნოების შეცვლას არ აპირებდა, სავარაუდოდ, შეიძლება პრობლემა შეჰქმნოდა და ამიტ- ომ სთხოვდა მურად III-ს, რომ მისთვის ქრისტიანობის შენარჩუნე- ბით „მიეცა ზოგიერთი პრივილეგია“. ამდენად, სულტანმა მურად III-მ დედისიმედის სათხოვარი, რომ ყვარყვარესათვის ქრისტიანობის შენარჩუნებით „ზოგიერთი პრივილეგია მიეცა“, დააკმაყოფილა.
    1579 წლის 20 აპრილს ერზრუმიდან წასული ძმები ამავე წლის 3 ივნისს4  უკვე  ოსმალეთში ჩასული ჩანან. დასავლეთ ევროპულ წყა-

1.   იგულისხმება დედისიმედი.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა.  დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 311.
3.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III.,  807.
4. Ernest Charrière..Négotiations de la France dans le Levant, t. III., 807; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 227; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 255; Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, (Тбилиси, 1994), 271.
 
როებს, დიპლომატიურ ენაზე თუ ვიტყვით, მათი ვიზიტი ელჩობის რანგში აჰყავთ. ფრანგი დიპლომატი ჟუიე ამავე წლის 3 ივნისს იუწ- ყებოდა: „დღეს (ე. ი., 3 ივნისს, ავტ.) დიდი პროვინციის ქვრივისაგან1 მოვიდა ქართველთა ელჩობა, რომელსაც მეთაურობს მისი შვი- ლი...“2. კონსტანტინოპოლში ჰაბსბურგთა საელჩოს კაპელანი სო- ლომონ შვაიგერი3 წერს: „1579 წლის 3 ივნისს კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა ორი ქართველი თავადი, დაახლოებით 150 კაცის თან- ხლებით“4. სტამბოლში ასევე, ჩვენი ვარაუდით, ჰაბსბურგთა საელ- ჩოს თანამშრომელი, ვენცესლავ ბუდოვიცი5, 1580 წელს ადრესატს ატყობინებდა: „მოგახსენებ ქართველების შესახებ, რომლებიც აქ ვნახე ელჩების სახით, თუმცა ისინი სახელმწიფო ელჩები არ არიან, როგორც თავიდან ამბობდნენ, არამედ ეს ორი ძმა თავისი ქვეყნის მთავრები არიან... დიდი და ბრწყინვალე, დაახლოებით 200-კაციანი ამალის თანხლებით 3 ივნისს კონსტანტინოპოლში მოვიდნენ, სა- დაც თურქებმა ისინი საზეიმოდ მიიღეს“6.

1. იგულისხმება საათაბაგოს უფლისწულების, ყვარყვარე IV-ისა და მანუჩარის დედა დედისიმედი.
2.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III.,  807.
3. გერმანელი ლუთერანი თეოლოგი სალომონ შვაიგერი (1551-1622) ოთხი წელი (1577- 1581) მსახურობდა კაპელანად კონსტანტინოპოლში რომის საღვთო იმპერიის საელჩოში. მოგზაურობით გატაცებულმა შვაიგერმა კონსტანტინოპოლის კარგად გაცნობის შემდეგ იმოგზაურა იერუსალიმში. 1583 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მღვდლად მსახურობდა სხვადასხვა სამრევლოში. გერლახისაგან განსხვავებით, ის არ იყო აკადემიური ტიპი. მართალია, მიიღო სოლიდური საბაზო თეოლოგიური განათლება, მაგრამ თეორიულ დისკუსიებსა და კამათს თავს არიდებდა. მას უფრო ყველაფერი ახალი და უცხო იტაცებდა. მან პირველად თარგმნა ყურანი გერმანულ ენაზე (დაწვრ. იხ: Dorothea Wendebourg. Refor- mation und Orthodoxie. Der ökumenische Breifwechsel zwischen der Leitung der Württembergischen Kirche und Patriarch Jeremias II von Konstantinopel in den Jahren 1573-1581.Vandenhoeck and Ruprecht in Göttingen, (1986), 120-121).
4.      გრ.  ნათაძე.  საუკუნის  სიღრმიდან,  XVI  საუკუნის  გერმანელი  მისიონერი-მოგზაური საქართველოს შესახებ, ჟურნ. დროშა, №11 (1961), 7; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 255-256; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 413.
5. პროფ. გ.ჟორდანია და პროფ. ზ. გამეზარდაშვილი მას ბუდოვიოცად ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ ის წარმოშობით ჩეხია (Г. Жордания, З. Гамезардашвилию Римско-католи- ческая миссия и Грузия, ч. I., 269; 271; პროფ. ი. ტაბაღუა სახელისა და გვარის მიხედვით ფიქრობს, რომ ის პოლონელია (ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნ- საცავებში (XIII-XVI სს), 1984, 222, შენ. 3).
6. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს), 221-222; Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I., 269.
 
ამრიგად, სამცხე-საათაბაგოს უფლისწულები, ძმები ყვარყვარე IV და მანუჩარი, სულტნის კარზე დიდი პატივითა და ზეიმით მიიღეს. ფრანგი დიპლომატი ჟუიე ზემოხსენებულ წერილში წერდა: „მათ ჩა- მოსაყვანად სკუტარში ორი გალერა გაგზავნეს, რაც უაღრესად დი- დი პატივია1 და ამ ქვეყნის არც ერთ ელჩს2 აქამდე ასეთი პატივი არ ღირსებია, ვინაიდან მათ ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ხარ- კის გადამხდელ ტრანსილვანიელებსა და ვალახელებს“3. ვფიქრობთ, ამ ინფორმაციაში სრულიად ნათელია, თუ რატომ ხვდათ წილად სამცხე-საათაბაგოს მესვეურებს ასეთი უჩვეულო პატივით მიღება და განსაკუთრებული ყურადღება. საათაბაგოს სტრატეგიული მნიშ- ვნელობის გარდა, სამთავროს მესვეურებთან, სულტნისეული გეგ- მის შესაბამისად, მიღწეულ წარმატებას დანარჩენი საქართველოს მეფე-მთავრებისათვის ოსმალთა ხელმწიფის წინაშე კომპრომისებ- ზე წასვლისთვის უნდა შეეწყო ხელი. ამასთანავე, ჟუიეს მიხედვით, „...ეს ორი ქართველი ბატონი თურქების სამსახურში უნდა ყოფილი- ყო საქართველოს...“ ადვილი დაპყრობის საწინდარი4.
    თუ რა მოლოდინი ჰქონდათ სულტნის კარზე ძმებს, ამის შესახებ ტომაზო მინადოი წერს: „ქვრივის (დედისიმედის, ავტ.) შვილები პორ- ტაში მიღებას ელოდებოდნენ და თავიანთ გაურკვეველ მომავალზე ფიქრობდნენ. რაც შეეხება ალექსანდრეს (იგივე ყვარყვარე, ავტ), ის ვარაუდობდა, ვინაიდან წლოვანებით უფროსი იყო, სწორედ მას მიანიჭებდნენ მმართველობის სრულ უფლებას, მით უმეტეს, რომ

1. პროფ. მ. სვანიძე მიიჩნევს, მანუჩარი გამაჰმადიანებული რომ ყოფილიყო, მაშინ სულტნის კარი, დიპლომატიური ეტიკეტის მიხედვით, ქართველებს სულ სხვა შეხვედრას მოუწყობდა (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და  საქართველო  (XVI  საუკუნე),  262).  ჩვენთვის  გაურკვეველია,  ავტორი  სხვაგვარ შეხვედრაში რა სახის დიპლომატიურ ეტიკეტს გულისხმობს. მოტანილ წყაროში კი საუბარია ქართველების დიდი პატივით მიღებაზე.
2. პროფ. მ. სვანიძის თანახმად, 1579 წლის 3 ივნისს კონსტანტინოპოლში ჩასულ ყვარყვარესა და მანუჩართან შესახვედრად მივიდნენ საბერძნეთის, რაგუზის, ვლახეთისა და მოლდავე- თის ელჩები (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 262). პატივცემული ავტორი ამ შემთხვევაში წყაროს (ერნესტ შარიე) არასწორ თარგმანს ეყრდნობა. აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ფრანგული წყაროს შესაბამისი ადგილის ჩვენეული თარგმანი ასეთია: „და ამ ქვეყნის არც ერთ ელჩს აქამდე ასეთი პატივი არ ღირსებია. ჩვეულებრივ აქ მათ ღებულო- ბენ, როგორც ტრანსილვანიის ან ვლახეთის ელჩებს, როცა მათ ძღვენი მოაქვთ“.(Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III., 807).
3. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III.,  807.
4.   იქვე.
 
დედამ მას უკვე გადასცა სამფლობელოები. იმედი ჰქონდა, რომ ამ უფლებას ამურატი (სულტანი მურადი, ავტ.) განამტკიცებდა. ასევე ვარაუდობდა, რომ ამურატი თავისი დიდსულოვნების შესაფერის სი- კეთეს მიუზღავდა მანუჩარს, მაგრამ თუკი ალექსანდრეს  სარწმუნო- ების გამოცვლის წინადადებით მიმართავდა, არავითარ შემთხვევა- ში იგი ლაქას არ მოსცხებდა თავის სულს ასეთი სამარცხვინო სულ- მდაბლობით“1. რაც შეეხება მანუჩარს, „...რომელმაც გასულ წელს მუსტაფასთან ლაშქრობის მძიმე გზა გაიარა..., მეომრის აშკარად გამოხატული თვისებები გამოავლინა, იგი მოხიბლული იყო იმ აზ- რით, რომ შესაძლებლობა ეძლეოდა, დედის მამულებს დაჰპატრო- ნებოდა და მბრძანებელი გამხდარიყო. [მანუჩარმა] გადაწყვიტა გა- მოეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რათა უბრალო კარისკაცად არ დარჩენილიყო. არც იმას მოერიდებოდა, რომ უფროსობის, პირმშო- ობის უპირატესობა წაერთმია თავისი ძმისათვის და ამით მემკვიდ- რეობას დაჰპატრონებოდა, თუნდაც მშობლიური სარწმუნოების და- კარგვის ფასად. მისი სურვილი იყო, მოეპოვებინა წარმავალი დი- დება და სიმდიდრე. ამურატს კი არა, ეშმაკსაც დაუდგებოდა მსახუ- რად, ოღონდ არამც და არამც არ უნდა დაეთმო ძმისთვის პირვე- ლობა. შეიძლება სწორად ფიქრობდა ზოგიერთი, რომ მას მუსტაფა2 საიდუმლოდ ჩააგონებდა ძმის დაღუპვას“3.
    მინადოი კვალდაკვალ მისდევს მანუჩარის ფიქრებს. ამ უკანას- კნელის მიერ სარწმუნოების შეცვლის მოტივს ავტორი ლაკონიურ- ად გადმოსცემს და შემდეგი ფორმის დისკურსს გვთავაზობს. ძმე- ბისთვის დასმულ კითხვაზე: „სურთ თუ არა მიიღონ მაჰმადის სჯული, [რაზეც] მანუჩარმა უპასუხა: მსურს და ჩემი სურვილი სხვა არაფ- ერია, თუ არა გავხდე მსახური ასეთი დიდი მბრძანებლისა და ვმარ- თო ჩემი სამფლობელო მისი სამსახურისა და მფარველობის სხივ- ქვეშ. ალექსანდრემ კი პირიქით, თუმცა იცოდა, რომ ეთხოვებოდა მამულების მმართველობას, მაინც არ ისურვა ჩაედინა ისეთი უღირ- სი საქციელი, როგორიცაა რწმენიდან განდგომა. მხოლოდ ერთი რამ  ითხოვა:  მას,  როგორც  მემკვიდრეობამოკლებულს,  უბრალო ცოდვილ  ჯარისკაცს,  სიკვდილის  შემთხვევაში  არ  ეთქვას  უარი,

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  124.
2. მთავარსარდალი ლალა მუსტაფა ფაშა.
3. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  125.
 
მშობლიურ მიწას მიაბარონ და დამარხონ თავისი პაპების საძვა- ლის გვერდით. სამაგიეროდ, ამურატს მორჩილებას, ხოლო ძმას კი სიყვარულსა და პატივისცემას ჰპირდებოდა. ამურატისათვის სასურ- ველი იყო, რომ მანუჩარი ამაზე დათანხმებულიყო, რადგან ეშინ- ოდა, რომ ალექსანდრე, როცა ადგილზე აღმოჩნდებოდა, მანუჩა- რის მოკვლას შეეცდებოდა და სამთავროს ურჩობის გზაზე დააყენ- ებდა“1. მინადოი აქ არ გამოხატავს თავის მოწონებას ან უარყოფით დამოკიდებულებას მანუჩარის ასეთი  გადაწყვეტილების მიმართ და წერს: „როცა მანუჩარი ამაზე დათანხმდა, ამურატი (სულტანი მურად III, ავტ.) კმაყოფილი დარჩა, რადგან სამფლობელო საიმედო კაცის ხელში ხვდებოდა. ამასთანავე, აფიქრებდა საკუთარი უშიშროების შენარჩუნება. ამგვარად, მანუჩარს შეუსრულეს წინადაცვეთა2, მიი- ღო სახელი მუსტაფა, ფაშას ტიტული, ალთუნყალას გუბერნატორო- ბა, ასევე დედისა და ძმის საკუთრებაში არსებული ყველა მამული, რასაც ასე ელტვოდა. სერალი ზეიმობდა. ალექსანდრე გადასცეს ძმას, რომელიც უკვე თურქი (მუსლიმი, ავტ.) გახდა. ორივე სასახ- ლისკენ გაემართა“3.
    მოხმობილ წყაროსთან დაკავშირებით მოკლედ აღვნიშნავთ. რო- გორც ვნახეთ, ტომაზო მინადოიმ, მისთვის დამახასიათებელი წე- სით, არ გაკიცხა ქრისტანობის საერთო მტერთან კავშირში შესული და ქრისტეს განდგომილი ქართველი მანუჩარი. მართალია, ამ უკან- ასკნელის საქციელი არ მოსწონს, მაგრამ არ გმობს მის რჯულგან- დგომილობას, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ თავის ადგილზე რენეგატი დაუდ-ხანის მიმართ. ამ დამოკიდებულებას, ჩვენი აზრით, ორი ფაქ- ტორი განაპირობებდა: პირველი, მას სურს ევროპელ მკითხველს აჩვენოს, თუ რა გარემოებაში უხდებოდა ოსმალების სამიზნე ქრის- ტიანული საათაბაგოს უფლისწულს სარწმუნოების დათმობა, რომე- ლიც თავისი კარიერული ცდუნების გამო რენეგატის გზას დაადგა;

1.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani 126.
2. ფრანგი დიპლომატი ჟუიე 1579 წლის 4 ივლისს წერდა: „გასული თვის 25-ში (25 ივნისს, ავტ.) ადგილი ჰქონდა ამ ქართველის (მანუჩარის, ავტ.) გათურქებას (გამაჰმადიანებას, ავტ.) და წინადაცვეთას, რომლის ზეიმს პორტას მთელი გამვლელები ესწრებოდნენ“ (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant. V. III., 806). აქედან გამომდინარე, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანუჩარის წინადაცვეთა კონსტანტინოპოლში შედგა 1579 წლის 25 ივნისს.
3.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 126.
 
მეორე, მინადოიმ იცის, რომ მანუჩარი დაუბრუნდა ქრისტიანობას (1581წ.) და საბოლოოდ ოსმალების შეურიგებელ მტერ სიმონთან ერთად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. ვფიქრობთ, ეს უკანასკნელი ფაქ- ტი, რელიგიური პოზიციიდან გამომდინარე, მინადოისათვის საკმა- რისი იყო, რომ მანუჩარის საქციელის დაგმობისაგან თავი შეეკავ- ებინა. ქრისტიანული სამყაროს ერთიანობის მომხრე1 ტომაზო მინა- დოი დასახელებული ფაქტებით უჩვენებდა ევროპულ საზოგადოებ- ას, თუ როგორი კომპრომისული გზებით ცდილობდნენ ქართველი მეფე-მთავრები ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებას.
    კონსტანტინოპოლში ძმების შემდეგ მოქმედებებთან დაკავშირე- ბით აუცილებელია ყვარყვარე IV-ის მიერ კონფესიური  თვალსაზრი- სით გადადგმული ერთი კონკრეტული ნაბიჯის შესახებ ვიმსჯელოთ. როგორც ვნახეთ, ყვარყვარემ არ ინდომა სარწმუნოების შეცვლა და ამაზე მტკიცე უარი განაცხადა. ჩვენ არ მოგვეპოვება არც ერთი წყა- რო, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ სარწმუნოების შეცვლასთან დაკავშირებით ყვარყვარეზე რაიმე ძალდატანებას მიმართავდნენ ოსმალეთის კარზე. პირიქით, „მან მხოლოდ თხოვნით დააღწია თა- ვი სულტნის პრეტენზიებს. ყვარყვარემ ქრისტიანობაც შეინარჩუნა და ძველი სამფლობელოები არამცთუ შეუმცირეს, არამედ გაუფარ- თოვეს კიდეც“2. ასე რომ, სულტანმა მურად III-მ დედისიმედის სათხო- ვარი, რომ ყვარყვარესათვის ქრისტიანობის შენარჩუნებით „ზოგი- ერთი პრივილეგია მიეცა“, დააკმაყოფილა. ეს ფაქტი უდავოდ მოწ- მობდა იმას, რომ რელიგიურ ფაქტორს ოსმალეთის სტრატეგიულ მიზნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. პორტა ალბათ იმედოვნებდა, რომ არსებული მოცემულობა ძმებს შორის ისედაც წყალგამყოფი იქნებოდა. ამასთან კავშირში აქვე ვიტყვით: ჩვენი აზრით, მანუჩარს მუსლიმობა არ მიუღია შიდა სეპარატული პოზიცი- ის გასამტკიცებლად. უბრალოდ, ეს მარტივად უწყობდა ხელს, აეღო ძალაუფლება საკუთარი ძმის გზიდან ჩამოცილების ხარჯზე.
    ოსმალეთში მყოფმა ყვარყვარემ, როგორც ერთი სანდო წყარო- დან ირკვევა, გზა გაიკვლია კონსტანტინოპოლში აკრედიტებულ ჰაბ-

1 Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England, D PhilEarly Modern Literature and Culture, 112.
2 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 421.
 
სბურგთა საელჩოსკენ1. თუ რა საშუალებითა და ხერხებით, ან ზუს- ტად რომელი მხარის ინიციატივით მოხდა ეს, ჩვენთვის უცნობია. ზე- მოხსენებული ვენცესლავ ბუდოვიცი წერს: „რამდენადაც მისმა ძმამ (ყვარყვარემ, ავტ.) არაერთხელ გამოგზავნა თავისი ხალხი, რათა მისალმებოდნენ  მის  უბრწყინვალესობა  ბატონ  ელჩს,  ამ  უკანას- კნელმა ისურვა მისი გადარჩენისა და ქრისტიანული რელიგიის მსა- ხურად მისი სამუდამოდ დარჩენისათვის ესარგებლა ჩემი სამსახუ- რით“2. ამ ცნობიდან ისე ჩანს, რომ ჰაბსბურგთა ელჩთან3 დაკავში- რების ინიციატივა ყვარყვარესაგან მოდიოდა. მას არაერთხელ გა- უგზავნია „თავისი ხალხი“ ელჩთან, თუმცა ინფორმატორი არ გვეუბ- ნება, რა მიზნით. მხოლოდ ელჩის გადაწყვეტილებიდან შეიძლება გავიგოთ, რომ ვენცესლავს ყვარყვარესათვის უნდა გაეწია სული- ერი სამსახური, რათა ის ქრისტიანობაში განემტკიცებინათ, ანუ წყა- როს ენით, „ქრისტიანული რელიგიის მსახურად დაერჩინათ“. რად- გან ამ ცნობის შესამოწმებლად სხვა საკონტროლო მასალა არ გაგ- ვაჩნია, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. ალბათ, ყვარყვა- რემ, რომელსაც ოსმალეთის ოფიციალური ხელისუფლება არ აიძ- ულებდა სარწმუნოების შეცვლას, სულიერი სიმტკიცის შენარჩუნე- ბის ნიღბით მოახერხა ჰაბსბურგთა საელჩოსთან დაკავშირება. შე- საძლებელია, მას მიზნადაც ჰქონოდა ამ ფორმით ხსენებული ელჩი- საგან შეეტყო სეფიანებთან სულტნის მიმდინარე ომისადმი ევრო- პის ანტიოსმალურ ძალთა დამოკიდებულების გარკვევა. რაც შეეხე- ბა მართლმადიდებელი ყვარყვარეს რწმენაში განმტკიცებას, შესაძ- ლებელია ლუთერან ვენცესლავს წარმოსახული ჰქონდა ერთობის მაჩვენებლად. უფრო ზუსტად, კათოლიკეების წინაშე მოეხდინა იმის დემონსტრირება, თუ რამდენადაა ახლოს მართლმადიდებლობა ლუ- თერანობასთან, ვიდრე კათოლიკობასთან, რაც გაანალიზდება ცო- ტა ქვემოთ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში.

1. კონსტანტინოპოლში რომის საღვთო იმპერიის მუდმივი საელჩო 1544 წლიდან არსებობდა. იმპერიის დესპანებად პორტაში ჩვეულებრივად ავსტრიელი თავადაზნაურების წარმო- მადგენელს აგზავნიდნენ (Pr. Daniel Benga. Marii reformatori luterani şi Biserica Ortodoxă. Contribuţii la tipologia relaţiilor luterano-ortodoxe din secolul al XVI-lea, Editura Sophia (Bucureşti, 2003), 317).
2. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს), 222; Г. Жор- дания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, 269.
3.   ამ დროს ელჩი იყო იოაჰიმ სინცენდორფი (1578-1581).
 
    აღნიშნულ საელჩოსთან ყვარყვარეს კავშირი არ იყო ერთჯერა- დი. „და რაც შეეხება უფროს [ძმას] (ყვარყვარეს, ავტ.), [მან] ერ- თხელ, ასევე მეორედ, თავისი დიდად პატივცემული დოქტორის (Doc- torem)1 მეშვეობით ბრძანა სალმის გადმოცემა. დოქტორმა ახლა გა- დაწყვიტა მუდმივად ესარგებლა მისადმი (ყვარყვარესადმი, ავტ.) ჩემი მსახურებით, საპასუხო სალამი გადამეცა და დამერიგებინა, რათა ყოველთვის ერთგულად და თანმიმდევრულად დაეცვა ქრის- ტიანული სარწმუნოება“2. ვფიქრობთ, ამ ტექსტს არ სჭირდება დამა- ტებითი განმარტებები. მოკლედ, ყვარყვარემ თავისი მოძღვარი, ანუ წყაროს ენით, დოქტორი, ორჯერ გააგზავნა ჰაბსბურგთა საელჩოში, რათა მისთვის სამსახური გაეწია რომელიმე კაპელანს, ამ შემთხვე- ვაში, ალბათ, ვენცესლავ ბუდოვიცის. ვიმეორებთ, ეს არ უნდა ყოფი- ლიყო რომელიმე პროტესტანტი სასულიერი პირის ძიების სურვილი, რათა მას ეზრუნა ყვარყვარეს ქრისტიანობაში განმტკიცებისათვის. ჩვენი ვარაუდით, ამ კავშირს, ალბათ, ჰქონდა პოლიტიკური მიზანი და, მასთან ერთად, კონფესიური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფი- ლების წყურვილიც. კერძოდ, ყვარყვარე დაინტერესებულია პროტეს- ტანტული რეფორმაციით. ამაში გვარწმუნებს ვენცესლავ ბუდოვი- ცის წერილიდან შემდეგი ადგილი. „მე, რაც კი შემეძლო, ვცდილობ- დი, ყველაფერი გამეკეთებინა და თარჯიმნის საშუალებით მოკლედ ვუპასუხე  მის  დაწვრილებით  შეკითხვებზე  გერმანიის  ეკლესიების მდგომარეობის შესახებ; რამდენიმე დღის შემდეგ, ვიპოვე რა ბერ- ძნულ ენაზე წიგნი ავგუსტინელთა აღსარების3 შესახებ, რომელიც

1. ლათ. „Doctore“ – შუა საუკუნეებში ღვთისმეტყველების მასწავლებელი ანუ თეოლოგი; ამ შემთხვევაში, მოძღვარი.
2. წყაროს ამ ადგილს განსხვავებულად თარგმის პროფ. ი. ტაბაღუა (ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს), 222). შედარებით უმჯობესია გ. ჟორდა- ნიასა და ზ. გამეზარდაშვილის თარგმანი (Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-като- лическая миссия и Грузия, ч. I, 269). ჩვენ ვამჯობინეთ საკუთარი თარგმანი. ლათინური ტექსტი იხილეთ ორივე ავტორთან (ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს), 289; Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, 573).
3. წყაროში წერია „Confessionis Augustane”(ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს), 289; Г. Жордания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. Iб 573), რომელიც იკითხება, როგორც -„აუგუსტანეს აღსარება“. ამდენად, არასწორია მისი თარგმნა, როგორც „ავგუსტინელთა აღსარება“ (ი. ტაბაღუა) ანდა „Исповедь Августина“ (Г. Жордания, З. Гамезардашвили). აქ საუბარია „აუგსბურგის აღსარება“-ზე. პროტესტანტობის ოფიციალური რწმენის ეს სიმბოლო და დღემდე ლუთე- რული ეკლესიის რწმენის აღსარება, 1530 წელს შეადგინა გერმანელმა თეოლოგმა ფილიპ მელანხტონმა.
 
ბაზელში გამოქვეყნდა და დიდი რაოდენობით ბატონმა სტეფან გერ- ლახმა აქ ჩამოიტანა, ვაჩუქე უფროს ძმას (ყვარყვარეს, ავტ.) ჩემი უბრწყინვალესი ბატონის (ჰაბსბურგთა ელჩის იოაჰიმ სინცენდორ- ფის, ავტ.) ნებართვით, ჩემი და მისი წარწერით“1.
    ამ კონტექსტის უკეთ გაგებისა და მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირის დანახვის მიზნით აუცილებელია მოკლედ შევჩერდეთ მარ- თლმადიდებლობისა და ლუთერანობის შეხვედრაზე კონსტანტინო- პოლში XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ცნობილია, რომ ამ- ავე საუკუნის მეორე ნახევარში რეფორმაციის შედეგად ევროპაში პროტესტანტიზმმა თავისი მოძღვრება ჩამოაყალიბა2. კათოლიკო- ბასთან ბრძოლაში პროტესტანტებმა რელიგიური თვალსაზრისით სცადეს მართლმადიდებელი აღმოსავლეთის პოზიციების გარკვევა. კერძოდ, ვის მხარეზე დადგებოდა მართლმადიდებლური მსოფლიო ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი3. „კათოლიკეები და პროტეს- ტანტები თანაბრად იყვნენ დაინტერესებულნი, რომ მართლმადიდე- ბელი ეკლესია გამოსულიყო მოწმის სახით, რომელიც განიხილებო- და, როგორც ძველი და უცვლელი გადმოცემების ერთგული წარმო- მადგენელი“4. თავდაპირველი ტრადიციისაკენ დაბრუნების ერთგუ- ლი ლუთერანები კი მართლმადიდებლების თანაბრად აცხადებდნენ პრეტენზიას  ჭეშმარიტებაზე5.  მათთვის  აღმოსავლეთის,  განსაკუთ- რებით, ბერძნული ეკლესიის დამოწმებას ჰქონდა არა მხოლოდ ტაქ- ტიკური ხასიათი, არამედ იგი თეოლოგიურ აქსიომას წარმოადგენ- და. კერძოდ, მყარ არგუმენტაციას ქმნიდა ის ფაქტი, რომ აღმოსავ- ლეთში არსებობდა ეკლესია პაპის გარეშე6. ამასთანავე, გამოაშკა- რავდებოდა, იყო თუ არა რომის ეკლესია ძველი ტრადიციების ერ-

1. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს), 222; Г. Жор- дания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I..., გვ. 269.
2. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre
Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581. Studia Iniversitatis Babeș- Bolyai Teologia Orthodoxa, LIII. 2, (2008), 57.
3. იქვე.
4. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 57.
5. Pr. Daniel Benga. Marii reformatori luterani și Biserica Ortodoxă. Contribuții la tipologia relațiilor luterano-ortodoxe din secolul al XVI-lea, 25.
6. Dorothea Wendebourg. Reformation und Orthodoxie. Der ökumenische Breifwechsel zwischen der Leitung der Württembergischen Kirche und Patriarch Jeremias II von Konstantinopel in den Jahren 1573-1581, 20.
 
თგული, თუ დამნაშავე იყო გაუმართლებელი განახლებებისა და და- მატებების გამო1.
    ერთი სიტყვით, დასავლეთში დისკუსიის ყველა მონაწილეს მიაჩ- ნდა, რომ მიუხედავად რთული პოლიტიკური მდგომარეობისა, აღ- მოსავლური ეკლესია სამოციქულო ტრადიციის ერთგულ დამცვე- ლად რჩებოდა  და ამიტომ მისი დამოწმება დისკუსიის მონაწილეებ- ისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო2. იმ ვითარებაში, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფაქტობრივად მთელი აღ- მოსავლური ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლად მიიჩნე- ოდა3, პროტესტანტი ღვთისმეტყველები მასთან დიალოგის გამარ- თვას უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ4.
    საღვთისმეტყველო წერილობითი დიალოგი ლუთერან თეოლო- გებსა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ იერემია II-ს (1536-1595) შორის აქტიურად მიმდინარეობდა 1573-1581 წლებში5. ამ საქმეში გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჰაბსბურგთა იმპერიის ელჩი კონსტანტინოპოლში ლუთერანი ბარონი დავით უნგნად ფონ ვაისენვოლფი (David Ungnad von Weissenwolf)6. რამდენადაც უნგნა- დი7 ურყევი ლუთერანი იყო და იცოდა კონსტანტინოპოლში დიდ- ხანს მოუწევდა ყოფნა, მას სურდა მისთვის და თანამშრომლებისათ- ვის საელჩოში  ჰყოლოდა ლუთერანი მღვდელი8. ამ უკანასკნელის

1. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 58.
2.   იქვე.
3.  Steven Runciman. The Great in Captivity: A study of the Patriarchate of Constantinople from the eve of the Turkish conquest to the Greek War of Independence, (Cambridge, London, 1968), 176-177; Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 56.
4. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre
Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 56.
5. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 58-71; Dorothea Wendebourg.Re- formation und Orthodoxie. Der ökumenische Breifwechsel zwischen der Leitung der Württembergischen Kirche und Patriarch Jeremias II von Konstantinopel in den Jahren 1573-1581, 11.
6. Pr. Daniel Benga. Marii reformatori luterani şi Biserica Ortodoxă. Contribuții la tipologia relațiilor luterano-ortodoxe din secolul al XVI-lea, 318; The Correspondence of Sir Philip Sidney. Volume I. Edited by Roger Kuin. (Oxsford, 2012), 538.
7. დავით უნგნადი (1535-1600) კონსტანტინოპოლში რომის საღვთო იმპერიის ელჩი იყო 1572-1578 წლებში. მას პორტაში ყველაზე ცნობილ ელჩად მიიჩნევდნენ ( The Correspondence of Sir Philip Sidney. Volume I, 538).
8.  The Correspondence of Sir Philip Sidney. Volume I, 2012, p. 538.
 
ძირითადი მისია უნდა ყოფილიყო ქადაგება და ჩვეულებრივი რე- ლიგიური მსახურება საელჩოში, ასევე ოსმალთა ტყვეობაში მყოფი დასავლელი ქრისტიანების ხსნაზე ზრუნვა.1 ამ მისიას საელჩოში 1573-1578 წლებში ასრულებდა გერმანელი ღვთისმეტყველი და მო- ქადაგე  სტეფანე  გერლახი.2  ასევე  ამ  უკანასკნელს  დაევალა  რე- ფორმატორული იდეების გავრცელება და მართლმადიდებლებსა და ლუთერანებს შორის კათოლიკობის წინააღმდეგ კავშირის დამყა- რება.3
    კონსტანტინოპოლში ჩამოსვლისთანავე სტეფანე გერლახი შე- უდგა საღვთისმეტყველო დიალოგს. მისი პირველი აუდიენცია პატ- რიარქ იერემია II-სთან 1573 წლის 15 ოქტომბერს შედგა.4 ამ დრო- იდან დაიწყო ტიუბინგენის თეოლოგებსა და პატრიარქ იერემია II-ს შორის  განუწყვეტელი  მიმოწერა,  დისკუსიები  და  ინფორმაციების გაცვლა,5 რაც გაგრძელდა 1581 წლამდე. ერთი სიტყვით, ასეთ კონ- კრეტულ ვითარებაში მოხდა ყვარყვარე IV ათაბაგის მიერ რომის საღვთო იმპერიის კონსტანტინოპოლის საელჩოსთან კონტაქტის დამყარება.
    ვფიქრობთ, როგორც ზემოთ მოტანილი წყაროს ცნობა, ასევე რეალური კონკრეტული ისტორიული გარემოება უშუალოდ ამოწ- მებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ყვარყვარე IV უდავოდ იყო დაინტერე- სებული პროტესტანტული რეფორმაციით. თუ არა ამას, რას უნდა ნიშნავდეს, რომ სამცხე-საათაბაგოს ქართველი უფლისწული კითხვებს უსვამდა ვენცესლავს „გერმანული ეკლესიის მდგომარეობის შესა-

1. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 59.
2. სტეფანე გერლახმა (1546-1612) 1567 წელს დაამთავრა ტიუბინგენის უნივერსიტეტი. 1573-1578 წწ. იყო კონსტანტინოპოლში რომის საღვთო იმპერიის ელჩის დავით უნგნადის მღვდელმსახური და თანაშემწე. ძველი საბერძნეთის ისტორიის თაყვანისმცემელმა გერლახმა კარგად იცოდა ბერძნული ენა და ფლობდა დიპლომატიური მოქმედების უნარს. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ის ტიუბინგენის უნივერსიტეტის (1587 წ.) თეოლოგიის პროფესორი გახდა (დაწვრ. იხ: Pr. Daniel Benga. Marii reformatori luterani şi Biserica Ortodoxă. Contribuții la tipologia relațiilor luterano-ortodoxe din secolul al XVI-lea, 320- 321; Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 59-60 ).
3. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 59.
4. Gabriel Gărdan. Dialogul dintre Teologia cuvăntului și Teologia Misterului. Corespondența dintre Teologii Luterani din Tübingen și Patriarhul Ieremia al II-Lea-1573-1581, 61.
5. იქვე, 62-71.
 
ხებ“, ცხადია, აინტერესებდა რეფორმაციის შედეგები გერმანიაში და, ბუნებრივია, ევროპაში. მოკლედ ყვარყვარეს სურდა სცოდნოდა პროტესტანტული საღვთისმეტყველო აზრი და რეფორმაციის შედე- გად წარმოქმნილი მდგომარეობა. წყაროს ინფორმაციით ამის დას- ტურია საელჩოში სტუმრად მყოფი1 ყვარყვარესთვის ბერძნულ ენ- აზე თარგმნილი აუგსბურგის აღსარების საჩუქრად მირთმევა პირა- დად ელჩისა და ვენცესლავის წარწერით. „ყვარყვარემ კი, – ვკითხუ- ლობთ წყაროში, – „მიიღო რა კეთილგანწყობით ეს წიგნი, მან მაშინ- ვე უბრძანა, ეთარგმნათ იგი თავის, იბერიულ ენაზე.“2 თავის მხრივ, ჩვენი აზრით, მართლმადიდებელ მესვეურთან, სამცხის ათაბაგ ყვარ- ყვარე IV-სთან, კონტაქტს ლუთერანი დესპანისა და მისი სასული- ერო მსახურისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, კა- თოლიკეების წინააღმდეგ დავაში ყვარყვარესთან კონტაქტის და- მოწმება მყარ არგუმენტად გამოდგებოდა მართლმადიდებლობისა და ლუთერანობის იდენტობის წარმოსაჩენად.
    ასეთია ის ძირითადი წყარო, რომელიც ასახავს კონსტანტინო- პოლში ყვარყვარე IV ათაბაგის კავშირსა და ინტერესს პროტესტან- ტული სამყაროსადმი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კონ- სტანტინოპოლში პროტესტანტ და მართლმადიდებელ ღვთისმეტყვე- ლებს შორის დაწყებული დიალოგი  XVI საუკუნის ბოლომდე გრძელ- დებოდა3, ზემოთქმულს შეიძლება დავამატოთ, რომ ლუთერანებსა და კათოლიკეებს შორის განსხვავებაში გარკვევის სურვილმა და ინტერესმაც შეიძლება უბიძგა ყვარყვარეს ჰაბსბურგთა საელჩოსად- მი კავშირზე. ამ  კონტექსტში  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სულტნის კარი ალბათ ფხიზლად ადევნებდა თვალს ყვარყვარეს მოქმედებას და ასე თავისუფლად მისი კონტაქტი ჰაბსბურგთა საელჩოსთან, და- სავლეთში ოსმალეთის ისტორიული მოწინააღმდეგის დიპლომატი-

1. სალომონ შვაიგერის თანახმად, ყვარყვარემ ჰაბსბურგთა ელჩს სტამბოლში აჩუქა 60 დუკატის ღირებულების ოქროს ნივთი, ხოლო ამ უკანასკნელმა პირველს – საათი (გრ. ნათაძე. საუკუნის სიღრმიდან. XVI საუკუნის გერმანელი მისიონერი-მოგზაური საქართ- ველოს შესახებ, 7; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ- ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 256; ე. მამისთვალიშვილი. საქართვე- ლოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 421).
2. ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს), 222; Г. Жор- дания, З. Гамезардашвили. Римско-католическая миссия и Грузия, ч. I, 269-270.
3. დაწვრ. იხ: Orthodoxy and the West: Reformation to Enlightenment” in The Cambridge History of Christianity, Vol. 5: Eastern Christianity, Michael Angold (ed.). (Cambridge, 2008), 188-191.
 
ურ წარმომადგენლობასთან, არ უნდა ყოფილიყო ადვილი, თუმცა ამაზე თვალის დახუჭვა ადვილი შესამჩნევია. ამ შემთხვევაშიც იმის გათვალისწინებით, რომ სულტანი სულეიმან I „...პროტესტანტებში ხედავდა რომის საღვთო იმპერიის წინააღმდეგ პოტენციურ მოკავ- შირეს“1, ხოლო მისი სურვილით კონსტანტინოპოლის მეჩეთში ლუ- თერის წარმატებისათვის ლოცულობდნენ2 და მის აღმავლობას ოს- მალებისათვის სიკეთის მომასწავლებლად მიიჩნევდნენ3, უნდა ვი- ფიქროთ, რომ სულტნის კარი მიესალმებოდა კიდეც ყვარყვარეს პროტესტანტული სამყაროსადმი დაინტერესებას. მოკლედ, რომ ვთქვათ, ყვარყვარე ათაბაგს კონსტანტინოპოლში მიეცა საშუალ- ება, დაეკმაყოფილებინა თავისი ინტერესი, რათა კათოლიკობასა და პროტესტანტიზმს შორის განსხვავებებაში გარკვეულიყო. ასევე, სავარაუდოა, ამ ინტერესის ქვეშ იმალებოდა პოლიტიკური მიზან- დასახულობაც.

§4.  უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელება
    ნაშრომის ამ ნაწილში ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ სიმონ მეფის მიერ განხორციელებული ოპერაციების მნიშვნელობა- ზე. როგორც სათანადო ადგილას აღვნიშნეთ, 1579 წლისათვის ოსმალები ძლივს ახერხებდნენ შირვანსა და ქართლში თავდაპირველი პოზიციების შენარჩუნებას. ფრანგი დე ჟერმინი 1580 წლის 9 იანვარს საფრანგეთის მეფე ანრი III-ს სწერდა: „ქართველებმა ისე დაჯაბნეს თურქთა კავალერია, რომ გააძევეს ისინი არზერანამდე (ერზერუმამდე,-ავტ). თურქებმა უამრავი მეომარი და ცხენები დაკარგეს. ამას გარდა, მათი კავალერია მეტად დაზარალდა საკვების უქონლობის გამოც“4. რადგან დიდად საინტერესოა, თუ რა ზარალი ნახა ამ ორი წლის კამპანიისას სულტნის კარმა, მთლიანად მოვიტანთ დე ჟერმინის ხსენებული წერილიდან ინფორმაციას. „ომის დაწყებიდან დღემდე მან (მუსტაფა ლალა ფაშამ, ავტ.) დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაკარგა, მათ შორის: ორმოცი ათასი თათარი, ოც-

1. Daniel J. Vitkus. Early Modern Orientalism: Representations of Islam in Sixteenth-and Seventeenth_Cen- tury Europe,David R. Blanks and Michael Frassetto, (1999), 212.
2. Brotton J. Renaissance Bazaar: From Silk Road to Michelangelo. (Oxford, 2002), 116.
3. Brotton J. Renaissance Bazaar: From Silk Road to Michelangelo, 116.
4. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III., 851.
 
დათხუთმეტი ათასი თურქი, გასულ წელს გამართულ ბრძოლაში, მა- თგან რვა ათასი ერთ შეტაკებაში, დანარჩენები კი დაავადებებითა და საბრძოლო სამუშაოებში მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალ- ნენ. შვიდი მილიონი და მეტი ოქროს დახარჯვის შემდეგ ომისთვის ყველაზე მეტად გულანთებული ორი პრინცი აგრძელებს ბრძოლას, არც ერთს და არც მეორეს მშვიდობაზე ლაპარაკის გაგონებაც კი არ უნდათ“1.
    ესპანელ დიპლომატს ხუან დე მარლიანს არ ეეჭვებოდა, რომ, თუ ქართველი მეფე-მთავრები2 საკუთარ სამხედრო ძალებს გააერთია- ნებდნენ, რომელიც მისი დაანგარიშებით 115 ათას ქვეით და ცხენო- სანთა ჯარისკაცს შეადგენდა, ეს საკმარისი იქნებოდა ოსმალთა ჯა- რების წინსვლის შესაჩერებლად3. „ამას ხელს შეუწყობს, – წერდა მარლიანი, – კიდევ ორი ფაქტორი: ქვეყნის ძნელად გასასვლელი ადგილები და ის, რომ ქართველი ჯარისკაცები უკეთესები არიან, ვიდრე თურქები“4. ამავე დიპლომატის ცნობით, „ქართველი მმარ- თველები თვლიდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, მუსტაფას ხსენებულ ქალაქში შესვლის საშუალება რომ მისცეს და ახლა ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისი შემდგომი წინსვლისათვის“5. აანალიზებდა რა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, ხუან დე მარლიანი ასკვნიდა: „ცხადი იყო, რომ თურქეთის ჯარებს არ შეეძლოთ კვლავ შესულიყ- ვნენ სპარსელების მიწაზე, რადგან მხოლოდ ორი გზა იყო. აქედან ერთი – მოკლე, მაგრამ მუსტაფასთვის უკვე ცნობილი თავისი სიძ- ნელეებით, და მეორე გზა – ქართველთა მიწებზე გავლით, რაც უპ- ერსპექტივო იყო, რადგან ამ მიწების ოთხი მმართველი უკვე გაერ- თიანებულიყო და წინააღმდეგობის გასაწევად საკმაო ძალა გააჩ- ნდათ“6.
    მოხმობილი წყარო გვარწმუნებს, რომ 1579 წლის ბოლოსათვის სულტნის კარზე  ეჭვი ეპარებოდათ ლალა მუსტაფა ფაშას მიერ მიღ-

1. Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. III., 851-852.
2. იგულისხმება სამცხის ათაბაგი, იმერეთის, ქართლისა და კახეთის მეფეები.
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 313.
4. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა.  დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 313.
5. იქვე.
6. იქვე, გვ. 314.
 
წეულ წარმატებებში. კონსტანტინოპოლში ასევე სრულად აცნობი- ერებდნენ, რომ ირან-საქართველოს კავშირი მტკიცე იყო1 და იგი გადაულახავ წინააღმდეგობას შექმნიდა. შესაბამისად, „გადაწყვე- ტილი იყო, რომ ომი გაგრძელდებოდა მრავალი წელი, თუ თურქე- თის მმართველი დათმობაზე არ წავიდოდა...“2 – ასკვნიდა მარლი- ანი. ფრონტზე შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო ოსმალეთის ცენ- ტრალურმა მთავრობამ 1580 წლის თებერვალში ლალა მუსტაფა ფა- შა გადააყენა და კოჯა სინან ფაშა3 დანიშნა ჯარების მხედართმთავ- რად. 1580 წლის 25 აპრილს კონსტანტინოპოლიდან გასული სინან ფაშა 10 მაისს ერზრუმში ჩავიდა, სადაც 20 დღე დაჰყო4. აქედან „15 ივლისს მივიდა ყარსში, სადაც სპარსეთის მეფის ელჩი დახვდა“5.
    წყაროების გადმოცემით, ყარსში6 ჩასული შაჰის ელჩი იყო მაყ- სუდ7 ხანი. ეს უკანასკნელი მხედართმთავრის ბანაკში დიდი პატი- ვისცემით8 მიიღეს, რადგან თვით სინანი გამოდიოდა ოსმალებსა და ირანელებს შორის დაზავების მომხრედ9. მოვლენებში დიდად გარკვეული მინადოი გვაუწყებდა: „ყველასთვის ცნობილია და გასა- გები, რამდენად დიდი იყო სიხარული თურქებისა ამ ელჩის მოს- ვლით და სასწრაფოდ როგორ გაგზავნა ჩიკალა ფაშამ სამეფო კარ- ზე კარგი ამბის საუწყებლად გარკვეული თანამდებობის პირი“10.

1.  ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა.  დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის
ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 314.
2.   იქვე.
3. ტომაზო მინადოი მიიჩნევს, რომ სინან ფაშამ ლალა მუსტაფას ადგილი „...ინტრიგებით დაიკავა...“ (Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 147). ამასვე ადასტურებს იბრაჰიმ ფეჩევიც (იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ, 59).
4.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 272.
5.   თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 41.
6.      პროფ. მ. სვანიძე  თურქ ისტორიკოსებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ შაჰის ელჩი სინან ფაშას დახვდა ერზერუმში (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 272).
7. ტომაზო მინადოი მას მაქსუტ ხანს (Maxut-Chan) უწოდებს (Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,   160), ხოლო იბრაჰიმ ფეჩევი – მაკსუდ ხანს ( იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ, 60).
8. ი. ჰამერის თანახმად, ირანის ელჩს მეორე დღეს სინან ფაშამ თავისი ძალის დემონსტ- რირების მიზნით მოუწყო სანახაობა შვიდი ბეგლარბეგის, დიდებულების, 10 ათასი ია- ნიჩარისა და 3 ათასი მხედრის მონაწილეობით (Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, T.VII, 101).
9. Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England. D PhilEarly Modern Literature and Culture, 112.
10.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 160.
 
ამ კამპანიის მსვლელობისას ომის ხასიათი არსებითად არ შეც- ვლილა1. შეთანხმების თანახმად, ქართველთა ჯარს ყიზილბაშები შეუერთდნენ. სიმონ მეფემ „ოსმალებთან პირდაპირ შეტაკებას თა- ვი აარიდა და მუსრს ავლებდა მოალაფე რაზმებს“2. 1580 წლის 28 ივლისს სინან ფაშა დმანისში ჩავიდა და ერთი კვირა გაჩერდა. კო- კისპირული წვიმების გამო ვერ შეძლო   დმანისის ციხის შეკეთება და აღდგენა, ამიტომ ოსმალო სარდალი თბილისისაკენ დაიძრა. სულტანმა სწორედ თბილისში მყოფი სინანი დანიშნა დიდ ვეზი- რად3 და ამით აღფრთოვანებულმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა, რომ „ქართველების წინააღმდეგ ფართო სამხედრო მოქმედებები ჩაეტარებინა, რომლებიც ამ დროს აოხრებდნენ არემარეს“4.
    ამრიგად, თბილისში შექმნილი ვითარება სინან ფაშას არ აძ- ლევდა დამშვიდების საშუალებას. უფრო მეტიც, ძალიან აფიქრებდა ის, რომ კახეთის მეფე ალექსანდრე II მხედარმთავართან არ გა- მოცხადდა5, რაც მას ოსმალებისადმი მოკავშირეობის ვალდებულე- ბით ეკისრებოდა. ასეთ შემთხვევაში, ტრადიციულად, კახეთის მეფე გამოუცხადებლობას ავადმყოფობით ხსნიდა. „როცა სინან ფაშა წა- სასვლელად ემზადებოდა, – წერს მინადოი, – ძაგენის (კახთა მეფის, ავტ.) მფლობელის, ლევანის ძის ელჩები მოვიდნენ. სინანმა ხალი- სით მიიღო ისინი, რადგან გარნიზონმა მას მოახსენა, თუ რა დახმა- რება გაუწია მათ ალექსანდრე მეფემ ფულით, სურსათითა და ყვე- ლაფრით, რაც სამხედრო მიზნით სჭირდებოდათ. სინანმა პატივით მიიღო ელჩები და მადლიერების გამოსახატავად გაუგზავნა ალექ-

1. Fernand Braudel, The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II.,
1171.
2. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 229.
3. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 56; ბაქია და ფახიფუხა სარდალი (იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ, 60) სანამ საქართველოსაკენ დაიძვრებოდა, ერზერუმიდან სულტანს წერდა: „ვიდრე დიდვეზირის ტიტულს არ მივიღებ, ჯარი არ მემორჩილებაო და სთხოვდა მის უდიდებულესობას, მოწყალება მიეღო. სულტანმა წერილობით უპასუხა, რომ უკმაყოფილოდ არ დატოვებდა და თხოვნას შეუსრულებდა“ (თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები 1577-1581, 41). ამდენად, სულტანმა პირობა შეასრულა.
4.  Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 56.
5. А.М. Фарзалиев. Труды Мустафи Али-Эфенди как источник по истории Азербайджана конца XVI века, Диссертация на соискании ученой степени кандидата ист. Наук, (Тбилиси, 1985),125. ციტ-ია: ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 230, შენ. 1.
 
სანდრეს ოქროქსოვილი ტანსაცმელი, კვერთხი და ძვირფასი ქვე- ბით მოჭედილი ხმალი, ასევე მეგობრობისა და სიყვარულის საპა- სუხო განცხადებები. ზოგის მტკიცებით, სინანმა წერილი გაუგზავნა ალექსანდრეს და სიტყვა ჩამოუგდო ზავზე, სადაც დასძენდა, რომ ორივე მხარეს (ირანსა და ოსმალეთს,-ავტ.) შეეძლო გაუგებრობის მოგვარება და ორივე ხელმწიფის შერიგება“1.
როგორც ვხედავთ, კახეთის სამეფო ამ ომში იმის მიხედვით მოქ- მედებდა, თუ რომელი იმპერიისაგან იყო მოსალოდნელი მეტი საფ- რთხე. ამ შემთხვევაში ალექსანდრე მეფე დიპლომატიურად კარგად მოქმედებდა, რასაც ხელს უწყობდა სიმონ მეფის უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლა. ეს არა მარტო კახეთისათვის, არამედ მთელი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხ- ება ოსმალებს, მათი ლოიალური დამოკიდებულება კახეთის მეფეს- თან მანამდე იქნებოდა საჭირო, სანამ სიმონ მეფის ძალებს საბო- ლოოდ გატეხდნენ. ალექსანდრე მეფისადმი კი სინან ფაშას დიპ- ლომატიურად მინიშნება, რომ ოსმალებსა და სპარსელებს შორის ზავი დაიდებოდა, შემდეგ სათქმელს ისახავდა მიზნად: ზავის შედე- გად არსებული status quo არ შეიცვლებოდა და ამიტომ მის ხრიკებს გასაქანი არ ექნებოდა.
    თბილისიდან დმანისის ხეობით ერზერუმისკენ გაბრუნებული სი- ნან ფაშა დიდი დანაკარგებით მიიკვლევდა გზას2. პარტიზანული ბრძოლის წარმატებული ტაქტიკით, კერძოდ ჩასაფრებით, ირანელ- თა რაზმთან ერთად 7 ათასი ოსმალო მებრძოლი განადგურდა. შექ- მნილი ვითარებით ისარგებლა „მეფე სიმონმა და 1580 წლის სექტემ- ბერში გორი დაიკავა“3.
    1580 წლის ოქტომბერში ერზერუმში დაბრუნებული კოჯა სინან ფაშა  ჯარის  დიდ  უკმაყოფილებას  წააწყდა  გაჭიანურებული  ომის, მუდმივი ხიფათისა და სურსათ-სანოვაგის უკმარისობის გამო4. თა- ვის მხრივ, მისი სწრაფად დაბრუნება ერზერუმში იმას ნიშნავდა, რომ ომის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ამიტომ ახლა ყურადღება

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  160.
2. იქვე, 171.
3. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 275.
4. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 232.
 
მიპყრობილი იყო საზავო მოლაპარაკებებზე, რომელიც უკვე მიმდი- ნარეობდა. ამასთან დაკავშირებით აქვე გვინდა ვთქვათ, რომ საზა- ვო მოლაპარაკებებზე საუბარი, როგორც ერთ-ერთი ესპანურენოვა- ნი წყაროდან ირკვევა, ერთი წლით ადრე ჩანს დაწყებული, ვიდრე შაჰი 1580 წლის ზაფხულში ზემოხსენებულ მაყსუდ ხანს ელჩობის ამ- ოცანით სტამბოლში გააგზავნიდა. ვენეციიდან ესპანეთის მეფე ფე- ლიპე II-ს კრისტობალ დე სალასარი 1579 წლის 9 სექტემბერს სხვა ვრცელ ამბებთან ერთად მოკლედ აუწყებდა: „კონსტანტინოპოლში ამბობენ, რომ ქართველები განიხილავენ ორ ჯარს შორის ზავის და- დების საკითხს“1. თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, მა- შინ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საზავო მოლაპარაკებების დაწყების განხილვაში ქართული მხარე, კერძოდ, სიმონ მეფე მონა- წილეობდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამის შესახებ ესპანელი დიპ- ლომატი თავის მეფეს აუწყებდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჰაბსბურგთა კარის ყურადღებას იქცევდა სიმონის მონაწილეობა ამ ომში, რომე- ლიც ფაქტობრივად დასავლეთის ანტიოსმალური ძალების ინტერე- სებს პასუხობდა.
    ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ 1580 წლის ივლისის თვეში ირანის ელჩი მაყსუდ ხანი ყარსიდან კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სა- დაც 4 აგვისტოს ჩავიდა2. „ოსმალეთის დედაქალაქში ირანის ელჩს დიდი პატივით შეხვდნენ. მან სულტან მურად III ინახულა და ძვირ- ფასი საჩუქრები მიართვა“3. დონ ხუან სპარსელის ცნობით, საზავო პირობის თანახმად, „თურქებს დარჩებოდათ თბილისისა და ყარსის სამფლობელოები“4. ტომაზო მინადოი უფრო ვრცელ და საინტერე- სო ცნობებს გვაძლევს სტამბოლში მაყსუდ ხანის ვიზიტისა და იქ გა- მართული მოლაპარაკებების შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ირან- ელი ელჩი ხაზს უსვამდა, რომ შაჰს მხურვალედ სურდა ოსმალებთან მშვიდობიანი ურთიერთობა და ამ განცხადების შემდეგ ძირითადი ყურადღება ორ მეომარ მხარეს შორის არსებულ სქიზმაზე გადაიტ-

1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 321.
2. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 276.
3. იქვე.
4. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 56; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 276.
 
ანა. „მათი საერთო წინასწარმეტყველის, – ამბობდა მაყსუდ ხანი, – მუჰამედის ძალაუფლების ქვეშ უნდა გაერთიანდეს ეს ორი ხალხი ერთ სხეულად. კერძოდ, შეთანხმდნენ, დაიცვან და განადიდონ მი- სი სახელი, დაიპყრონ ქრისტიანი ხალხი, რომლებიც ქადაგებენ ჭეშ- მარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის თაყვანისცე- მას, ფლობენ ევროპის დიდებულ ქალაქებს. ასე რომ, ძალიან უხერ- ხულია ერთმანეთს შორის დავა და ერთმანეთის სრულად განადგუ- რების ძიება: ეს ეწინააღმდეგება იმ კავშირს, რომელიც უნდა ჰქონ- დეთ ერთი და იმავე სარწმუნოების ხალხს“1.
    ამ წყაროდან გამომდინარე, მარტივად შეიძლება იმის გაგება, რომ ელჩს სურდა თავისი მისია რელიგიური მსოფლმხედველობით განემტკიცებინა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ირანელებისა და ოსმალების გაერთიანება შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ცდი- ლობდა ოსმალური მხარე დაეჯერებინა, რომ მათ შორის სისხლის- ღვრა ეწინააღმდეგებოდა ამ ხალხის საერთო წინასწარმეტყველის ბუნებას2. ამის შემდეგ ირანელი ელჩი კიდევ ერთხელ შეეცადა ოს- მალეთის კარის დარწმუნებას, რომ შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს, „უწი- ნარეს ყოვლისა, მხურვალედ სურს მის უდიდებულესობას (ოსმალე- თის სულტანს, ავტ.) გულში ჩაეკრას და არა ის, რომ იომოს მის წინა- აღმდეგ. [შაჰს] გულწრფელად უნდა მასთან (სულტანთან, ავტ.) მე- გობრობითა და სიყვარულით იყოს დაკავშირებული, რათა ქრისტი- ანი  ხალხის  წინააღმდეგ  ერთად  გაატარონ  კეთილშობილური  და ღირსეული ღონისძიებები“3.
    ამ წყაროს ცნობის სანდოობა სხვა წყაროებით ვერ ხერხდება. თვით მინადოი გვარწმუნებს, რომ მას ყოველივე ეს ელჩის, მაყსუდ ხანის შვილმა მოუთხრო, როცა ის ალეპოში იმყოფებოდა და ეჭვი არ ეპარებოდა მისი ნათქვამის სიმართლეში. ასევე მისი სანდოობა მინადოიმ კონსტანტინოპოლში ყოფნის დროსაც შეამოწმა4. ჩვენი აზრით, აღნიშნული ინფორმაციის ევროპელი მკითხველებისა და მესვეურებისადმი მიწოდებით, ტომაზო მინადოი ააშკარავებდა იმ

1. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,162.
2. იქვე, 167.
3. იქვე, 168-169.
4. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 164: 167; Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England, D PhilEarly Modern Literature and Culture, 113.
 
ფაქტს, რომ დასავლეთში ოსმალების წინააღმდეგ მოკავშირედ მიჩ- ნეული ირანიც ისეთივე მტერი იყო ქრისტიანობისა, როგორიც ოსმა- ლეთი.
    მაყსუდ ხანის ელჩობა უშედეგო აღმოჩნდა. სულტანი ირანთან ზავს დადებდა „იმ პირობით, თუ შაჰი დათმობდა ტერიტორიას, რო- მელიც ოსმალეთმა ირანთან ომის შედეგად დაიპყრო. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“1. მიუხედავად ამისა, ირანულმა მხარემ საზავო მოლაპარაკებები გააგრძელა და 1581 წლის 7 თებერვალს ერზერუმში სინან ფაშას ელჩობით ეწვია „ტკბილად მოსაუბრე და სა- ხელოვანი ღრმა მოხუცი, სახელად ნაბუთ აღა, რომელიც განსვენე- ბული სულტან სულეიმან ხანის დროსაც ერთხელ ელჩად იყო მოსუ- ლი“2. ამ ამბავთან დაკავშირებით ნიშანდობლივი ის გახლავთ, რომ ნაბუთ აღას თან ახლდა, როგორც ამას ი. ჰამერთან ვხედავთ, სიმონ მეფის ელჩიც3. ამ უკანასკნელი ფაქტის შესახებ არაფერს გვაუწყებს ტომაზო მინადოი, დონ ხუან სპარსელი და იბრაჰიმ ფეჩევი. ქართუ- ლი წყაროებიც არაფერს გვამცნობენ ამაზე. ამდენად, გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. ისე კი, სიმონ მეფის ელჩის თან ხლება ნაბუთ აღასთვის საკვირველი სულაც არ იყო. თუ ეს სიმართლე იყო, გამო- დის, რომ მოკავშირეებმა ერთობლივი ელჩობა გააგზავნეს სინან ფაშასთან. ნაბუთ აღა, ალბათ, სიმონ მეფის ელჩთან ერთად, დაზა- ვებას ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობით მოითხოვდა. იბრაჰიმ ფეჩევი წერდა: ნაბუთ აღამ „წადილს მიაღწია...იგი მაღალ- ღირსეული სარდლის მიერ პატივით იქნა მიღებული. მასთან მოლა- პარაკების შედეგი და მის [მიერ მოტანილ] წერილში გამოთქმული ცნობა ის იყო, რომ ხალხში მშვიდობიანობის დასამყარებლად ძა- ლაში  დარჩენილიყო  სულეიმან  ხანის  [დროის]  ხელშეკრულებაში დათქმული ზავი და მშვიდობა“4.
    ჩვენ არ ვიცით, სინან ფაშამ რა პასუხი გასცა ელჩებს. თავის მხრივ სინანი მეომარ მხარეებს შორის დაზავებისა და მშვიდობის მომხრე იყო. უფრო მეტიც, პიეტრო ბიძაროს მიაჩნია, რომ ეს ახალი

1. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 276.
2. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ, 64.
3. Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, t.VII, 103.
4. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ, 64-65.
 
საზავო   ინიციატივა  სინანს  ეკუთვნოდა:  „სინან  ფაშამ,  ფარულად გაგზავნა სპარსელებთან მაცნე, რათა ეს უკანასკნელნი დათანხმე- ბოდნენ ზავის დადებას. ფიქრობენ, რომ სინან ფაშამ ეს შაჰის ჯა- რის წინსვლის შესაჩერებლად გააკეთა, ან იმიტომ, რომ თვითონ დაბრუნებულიყო კონსტანტინოპოლში“ და დაეკავებინა დიდვეზი- რის ადგილი1. ტომაზო მინადოი წერს, რომ „სინანს ამ სამყაროში ისე არაფერი სძულდა, ვიდრე ეს ომი და მის შესაჩერებლად ხელი- დან არც ერთ საშუალებას არ უშვებდა. მთელი მისი გონება მიმარ- თული იყო ევროპაში ქრისტიანების წინააღმდეგ ომისაკენ და ამის აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასატანად მუდმივად იყენებდა სხვადასხვა გეგმებს“2. დონ ხუან სპარსელის ცნობით, „ჰეიდარ აღ- ამ3... მიაღწია რა წინასწარ შეთანხმების მოწონებას, დროულად დაბ- რუნდა [ერზერუმიდან ყაზვინში] და ეს სასიხარულო ცნობა აუწყა თა- ვის მბრძანებელს“4. ჩანს, ამით გულმოცემულმა შაჰმა მოჰამედ ხუ- დაბენდემ „მაშინვე დანიშნა უფრო გამოცდილი იბრაჰიმ ხანი სრუ- ლუფლებიან ელჩად, რომელიც დაუყოვნებლივ გაგზავნა კონსტან- ტინოპოლში“5. იბრაჰიმ ფეჩევი კი გვაუწყებს: „თურქმენი იბრაჰიმ ხა- ნი, რომელიც ნაბუთ აღას შემდეგ ელჩად ჩამოვიდა ერზრუმში..., სი- ნან ფაშამ...დაუყოვნებლივ სტამბოლში გაგზავნა“6.
    მოტანილი წყაროები ერთმნიშვნელოვნად გვარწმუნებენ იმაში, რომ შაჰის კარმა, სინან ფაშას ინიციატივით, ნაბუთ აღა, ალბათ სი- მონ მეფის წარგზავნილთან ერთად, დიპლომატიური მისიით გაგ- ზავნა სინან ფაშასთან ერზერუმში. აქ ისინი ჩავიდნენ 1581 წლის 7 თებერვალს. მათ უნდა მოესინჯათ ნიადაგი, რამდენად იყო შესაძ- ლებელი ამასიის სამშვიდობო პირობების მიხედვით დაზავება. ცხა- დია, შაჰის კარი ამ გადაწყვეტილებისას ეყრდნობოდა სინან ფაშას სურვილს მოწინააღმდეგეებს შორის ზავის დადებაზე. ეს უკანასკნე- ლი, რომელიც მომხრე იყო ნებისმიერი გზით ზავის დადებისა, რა-

1. Rerum Persicarum Historia, initia, gentis, mores, instituta, resque gestas ad hac usque tempora complectens, 627.
2. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,187-188.
3. ასე უწოდებს დონ ხუან სპარსელი ნაბუთ აღას (Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 56).
4. იქვე.
5. იქვე.
6. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ, 65.
 
საც ცხადია, შაჰის კარზეც ითვალისწინებდნენ, ნაბუთ აღას უწონებ- და ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობით დაზავებას.  ამ- ით გახარებული ნაბუთ აღა ყაზვინში დაბრუნდა მოჰამედ ხუდაბენ- დესთან. შაჰმა მაშინვე სრულუფლებიან ელჩად დანიშნა იბრაჰიმ ხანი, რომელიც ერზერუმში ჩავიდა სინან ფაშასთან, ამ უკანასკნელ- მა კი ის დაუყოვნებლივ გაგზავნა სტამბოლში. ამდენად, იბრაჰიმ ხა- ნი უფლებამოსილი იყო მოლაპარაკებები ეწარმოებინა ამასიის სამ- შვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოებში. ეტყობა ელჩს, ადგილზე ვი- თარების გათვალისწინებით, დაზავების სხვა ვარიანტიც ჰქონდა.
    1582 წლის 29 მარტს სტამბოლში 200-კაციანი1 ამალით ჩავიდა იბრაჰიმ ხანი, რომელსაც სულტანთან ოფიციალური აუდიენცია ჰქონდა 7 აპრილს2. როგორც ვივარაუდეთ, ალბათ ადგილზე გან- წყობისა და დამოკიდებულების გათვალისწინებით, ელჩმა, სეფიან- თა შაჰის სახელით, უარი თქვა „ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ქვეყ- ნებზე“, მაგრამ „ითხოვდა შირვანს“ და „სანაცვლოდ ოსმალეთის სა- ხელმწიფოს წლიური ხარჯის გადახდას სთავაზობდა“3. ოსმალთა მხარემ ამაზე უარი განაცხადა და ელჩს დაემუქრნენ. თუმცა ეს უკან- ასკნელი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „სეფიანთა ძალებ- მა საქართველოსა და შირვანს ალყა შემოარტყეს“, უარზე დადგა4. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სულტანმა, რამდენადაც იბრაჰიმ ხანის ელჩობა სინან ფაშას ინიციატივით შედგა, ეს უკანასკნელი თანამ- დებობიდან გადააყენა და გემზე კატორღა მიუსაჯა,5 ხოლო ირანის ელჩი დააპატიმრეს და ერზერუმში გაგზავნეს, სადაც მანამ უნდა ჰყოლოდათ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, სანამ სტამბოლოდან შემდგომი ბრძანება არ მოვიდოდა.6
    ამ ელჩობის კონტექსტში საჭიროდ მივიჩნევთ ყურადღება გავა- მახვილოთ იმ ფაქტზეც, თუ როგორ უპატიურად მოეკიდა იბრაჰიმ

1. ი. ჰამერი მიიჩნევს, რომ ელჩის ამალა შედგებოდა იმდენი წევრისაგან, რამდენი დღეცაა წელიწადში (Joseph Hammer. Histoire de l’Empire ottoman depuis son origine jusqu’a nos jours, t.VII, 104).
2.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 278.
3.   იქვე.
4.  იქვე), 279.
5.   იქვე.
6.  Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 56.
 
ხანის დიპლომატიურ მისიას სულტნის კარი. დონ ხუან სპარსელი მიუთითებს ირანის ელჩის მიმართ შეურაცხყოფასა და უპატიო დამო- კიდებულებაზე1. ტომაზო მინადოი კი გვამცნობს, რომ 1582 წელს კონ- სტანტინოპოლში სულტნის უფროსი შვილის, მეჰმედის, წინადაცვე- თის2 ცერემონიალზე მოიწვიეს ევროპის ქვეყნის წარმომადგენლებიც.
    „ევროპის მრავალი ქვეყნიდან მეგობრობის ნიშნად მოვიდნენ ელჩე- ბი დიდი საჩუქრებით. დანარჩენთა შორის ვენეციელებმა იქ გაგზავ- ნეს ერთი ჯაკომო სორანცო, რომელმაც აღადგინა მეგობრობა და სე- ნატსა და სულტანს შორის კავშირები განაახლა“3. „ეს ადასტურებდა იმას, რომ ადრეულ ახალ დროში ოსმალები ყველაზე გავლენიანი მო- თამაშეები იყვნენ და ევროპელები და სპარსელები მათთან კარგი ურ- თიერთობისაკენ მიისწრაფვოდნენ.“4 რაც შეეხება ირანის ელჩისადმი უდიერ დამოკიდებულებას, ტომაზო მინადოი წერს: „ყველა ელჩს მო- უმზადეს ავეჯით მოწყობილი ოთახი, ხოლო სპარსეთის ელჩს ერგო ფიცარნაგი და მარტოდ ყოფნა, რაც შორს იყო პატივისცემისაგან. სხვა ელჩებს არ აკლდათ პატივი და ღირსება, როგორც ეს მათ წოდე- ბასა და ხარისხს შეეფერებოდა, ხოლო მას კი ერგო ბარბაროსული მოპყრობა“5. მინადოის ამ ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს დ. ტერზიოღლუ, რომელიც წერს, რომ რომის საღვთო იმპერიის იმპე- რატორის რუდოლფ II-ის ელჩი წინააღმდეგი იყო მჯდარიყო სეფიან- თა ელჩის გვერდით6. რანაირი დიპლომატიური დატვირთვა არ უნდა ჰქონოდა ამ აქტს ევროპელთა საამებლად7, ჩვენი აზრით, იგი მიუ- თითებდა იმაზე, რომ სეფიანთა ირანთან ომი გაგრძელდებოდა და სულტნის კარი ამასიის საზავო პირობებს არ დაუბრუნდებოდა.

1. Книга Орудж-бека Байата-Дон-Жуана Персидского, 56.
2. სულტან მურად III-ის უფლისწულის წინადაცვეთის დღესასწაული დაინიშნა 1582 წლის 7 ივლისისათვის (საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 278);  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,189; Hafiz Abid Masood, From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England,D PhilEarly Modern Literature and Culture, 115; D.Terzioglu. The Imperial Circumcision Festival of 1582: An Interpretation. Muqarnas,12, 84-100 (1995), 85;
3.  Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 189.
4. Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England. D PhilEarly Modern Literature and Culture, 115.
5. Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 189.
6. D. Terzioglu. The Imperial Circumcision Festival of 1582, 85
7. Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England. D PhilEarly Modern Literature and Culture, 116.
 
    1582 წლის ზაფხულისათვის სიმონ მეფემ ირანელებთან გაერთი- ანებული ძალებით თბილისს შეუტია. ოსმალთა მდგომარეობა უკიდ- ურესად კრიტიკული შეიქნა. ამავე წლის 19 აგვისტოს კონსტანტინო- პოლიდან  ესპანეთის  სამეფო  კარზე  გაგზავნილ  ცნობაში  ვკითხუ- ლობთ: „თბილისი მთლიანად ალყაშემორტყმულია და ამბობენ, რომ ყარსი დაკარგულია. ამასთან ერთად ამტკიცებენ, რომ სულტანმა, თუმცა უბრძანა სინან ფაშას, რომ იგი მზად ყოფილიყო ჯართან ერ- თად წასასვლელად, მაინც არ ჩანს ომისათვის მზადება, ომისათვის, რომელიც საშიშია, როგორც ჩანს. ამიტომ გვჯერა, რომ აქ არის ზა- ვის იმედი, თუ სულტანი შეცვლის თავის ბრძანებებსა და მოთხოვ- ნებს“1. ჩვენი რწმენით, ეს გაერთიანებული ოპერაცია მიზნად ისახ- ავდა კონსტანტინოპოლში მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკე- ბაზე ზემოქმედების მოხდენას, რათა სულტნის კარი ამასიის სამშვი- დობო ხელშეკრულების ჩარჩოებში შესდგომოდა დაზავების პირო- ბების შემუშავებას. მოტანილი წყაროს ავტორს, ლივიო მოლინოს, დაზავება შორეულ ამბად მიაჩნია, მაგრამ თბილისში განვითარებუ- ლი მოვლენები ერთ-ერთი წარჩინებული ირანელის სიტყვებით იმის საწინდარი იყო, რომ „იქნება ის დრო, როდესაც ქრისტიანები აღ- მართავენ იარაღს ოტომანთა წინააღმდეგ“2.
    1582 წლის აგვისტოს ბოლოს ოსმალთა 20-ათასიანი ლაშქარი, ჰადიმ მეჰმედ ფაშას მეთაურობით, ერზერუმიდან დაიძრა თბილისი- საკენ. საბოლოოდ ოსმალთა ლაშქარი დაბანაკდა მუხრანის ველზე, სადაც მათ თავს დაესხა სიმონ მეფე და სასტიკად დაამარცხა მტე- რი3. ამ ბრძოლის შედეგები ვრცლადაა ასახული 1583 წლის 12 ივ- ლისს კონსტანტინოპოლიდან მადრიდში გაგზავნილ ვრცელ წერილ- ში, რომლის ავტორი უცნობია. წერილის ავტორისათვის ინფორმა- ციის ძირითად წყაროს წარმოადგენს ბერძენი მიტროპოლიტი, რო- მელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს4 გაუგზავნია საქართველო- ში მოწყალების ასაკრეფად. ამ უკანასკნელმა წერილის ავტორს მო- უთხრო იმ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა 1582 წლის ზაფხულის

1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 333.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 333.
3. იქვე, 282.
4. ამ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო იერემია II (1580-1584).
 
ბოლოდან თითქმის 1583 წლის გაზაფხულამდე1. ბერძენი მიტროპო- ლიტი, როგორც წინამდებარე წერილიდან ირკვევა, სიმონ მეფეს- თან დაახლოებული ყოფილა, და უფრო მეტიც, ის მთიდან თვალს ადევნებდა დასახელებულ ბრძოლას. „ხსენებულმა მიტროპოლიტმა, თქვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იგი სიმონთან იყო მთა- ზე, საიდანაც შეეძლო, მოხერხებულად ენახა ყველაფერი“2.
    ერთი სიტყვით, აღნიშნულ წერილში ასახულია ჰადიმ ფაშასთან სიმონ I-ის საარაკო ბრძოლა და გამარჯვება. წერილის ავტორი იმ- დენადაა მოხიბლული სიმონის გამარჯვებით, რომ წინასწარვე აფ- ასებს მის საომარ ტაქტიკასა და უნარს. ის წერს: „სიმონი არის წინ- დახედული ადამიანი ყველა მოქმედებაში, ხოლო იარაღით ხელში – უმამაცესი. მან უკვე იცოდა, თურქებმა რა გადაწყვიტეს და რისი გა- კეთებაც უნდოდათ“3. ამ წყაროს მიხედვით, ბრძოლის შედეგად ოს- მალთა მთავარი ძალიდან (60 ათასი) „...გაიარა მხოლოდ 3 ათასმა, დანარჩენი სიმონის ძალებმა დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს, ან კიდევ წყალში დაიხრჩო. იმდენი დახოცეს, რომ სიმონი შეწუხდა და ბრძა- ნა, მეტი აღარ მოეკლათ, არამედ ტყვედ აეყვანათ“4. აქვე საგულის- ხმო გახლავთ ის, რომ ავტორი ხაზს უსვამს სიმონ მეფის საბრძოლო წესის  დაცვის  ჰუმანურ  პრინციპს.  „სიმონმა  გასცა  განკარგულება დაეჯილდოებინათ ისინი, ვინც დაჭრილებს განკურნავდა“5 – წერს ინფორმატორი.
    აღნიშნული ბრძოლის შედეგად ქართველებს დიდი ნადავლი დარჩათ. ამასთან დაკავშირებით ესპანურენოვან წყაროში ვკითხუ- ლობთ: „სიმონის მებრძოლებმა ხელთ იგდეს შესანიშნავი კარვე- ბი, უნაგირები, ვერცხლის აკაზმულობა, მოოქრული სამოსები, ძვირ- ფასი ტანისამოსი, საჯდომები, სხვადასხვა სახის დანები. ყოველივე ეს იმდენი იყო, რომ მათ არ იცოდნენ, რა ექნათ მათთვის... გარდა ამისა, ქართველებმა თან წაიღეს 2 ათასი არკებუზი, 160 ჭოგრიტი, 6 სათვალთვალო, წაიყვანეს ურიცხვი რაოდენობის ცხენები, წაიღეს

1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 110; 336-337.
2. იქვე, 337.
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 337.
4. იქვე, 338.
5. იქვე, 339.
 
მრავალი სახის იარაღი და 17 საარტილერიო ქვემეხი. სხვა საგნებს შორის იყო ოქროთი მორთული ორი ხანჯალი, რომლებიც შეფასე- ბული იქნა 6 ათას ცეხინად. სიმონმა აირჩია თავისთვის იარაღი, ტა- ნისამოსი, დანები, ცხენები და აღჭურვილობა თავისი სურვილის მი- ხედვით. დანარჩენი კი დაუთმო თავის ჯარისკაცებს. ბევრმა ფეხით მოსულმა ხელოსანმა, რომელიც ამ მთაზე თოკით შეკრული ფეხსაც- მლით ამოვიდა, ჩაიცვა მოოქრული ტანისამოსი, კვერნისა და სიას- ამურისბეწვებიანი სამოსით დაბრუნდა“1. ნადავლის აქ დასახელე- ბული ოდენობა გადაჭარბებულად გვეჩვენება, მაგრამ ცხადია, კარ- გად ასახავს სიმონ მეფის მიერ მოპოვებული გამარჯვების ეფექტს. დასახელებული წყაროდან უდავოდ საინტერესოა ერთ ცნობაზეც შეჩერება. ირკვევა, რომ სიმონ მეფის მიერ წასხმულ ტყვეებს შორის იყო ოსმალო ისტორიკოსი. როგორც ცნობილია, ოსმალთა ჯარში ლაშქრობისას მემატიანის თანხლება ხშირი იყო. მას ევალებოდა ბრძოლის ყველა ეპიზოდის აღწერა და შესაბამისად დავთრების წარმოება. მათ ხელში ცოცხალი ისტორია იქმნებოდა და ასეთი ის- ტორიკოსი სახელითა და პატივისცემით სარგებლობდა არა მარტო სამშობლოში, არამედ მტრის თვალშიც კი. ამ დასკვნის საშუალებას გვაძლევს ის წყარო, რომელიც გვაუწყებს: „სხვა ტყვეებს შორის, რომლებიც აქედან2 წაიყვანეს, იყო ამ ბანაკის მემატიანე, რომლის წიგნებში მოცემული იყო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასახ- მარებლად მივიდნენ. ამან საშუალება მისცა სიმონს ზუსტად დაედ- გინა თურქების დანაკარგი ამ გამანადგურებელი ბრძოლის დროს“3. სიმონ მეფე გარკვეული მიზნით ამ მემატიანის გამოყენებას შე- ეცადა. „ეს მემატიანე სიმონმა სპარსეთის შაჰს გაუგზავნა, თხოვნით, რომ მისთვის მფარველობა აღმოეჩინა და სიკვდილით არ დაესაჯა, რადგან იგი დიდი კაცი იყო. ამ პიროვნების მეშვეობით შაჰს შეეძ- ლო თავისი ელჩი გამოეხსნა, რომელიც კონსტანტინოპოლში იყო დაკავებული“4. კერძოდ, ირანის შაჰს ის უნდა გაეცვალა თავის ელჩ იბრაჰიმ ხანზე, რომელიც, როგორც ვნახეთ, 1582 წლის 28 მარტს ჩა- ვიდა კონსტანტინოპოლში დიპლომატიური მისიით და სულტნის

1. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში,
2. უნდა ვიგულისხმოთ მუხრანის ველიდან.
3. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 339.
4. იქვე.
 
ბრძანებით ამავე წლის ივნისში დააპატიმრეს. ჩვენ არ ვიცით, რა შე- დეგი მოჰყვა სიმონ I-ის ამ გადაწყვეტილებას და არც ის ვიცით, რა ბედი ეწია მემატიანეს.
    ბოლოს ხსენებულ წყაროში ასევე ყურადღებას იქცევს ერთი ინ- ფორმაცია, რომელიც არც ერთ სხვა წყაროში არ დასტურდება. კერ- ძოდ, ინფორმატორის ცნობით კონსტანტინოპოლში ამბობდნენ, „რომ სიმონს ჰყავს ლითონის ჩამომსხმელები1 არტილერიის დასამზადებ- ლად და მან უკვე ჩამოასხა შვიდი ზარბაზანი, და რომ ირანელები შესანიშნავად ისვრიან არკებუზებიდან, ხოლო მშვილდისა და ხმლე- ბის საშუალებით სასწაულს ახდენენ ქართველები...“2. აქედან გამომ- დინარე, ბერძენ მიტროპოლიტს, რომელიც, თუკი მას ვერწმუნებით, მთიდან ადევნებდა თვალს მუხრანის ველზე გამართულ ბრძოლას, არ ეეჭვებოდა, ქართული ძალების გაერთიანების შემთხვევაში, ერ- თად აღებულ ირანელებზე და ოსმალებზე მათი გამარჯვება. „მან (ბერძენმა მიტროპოლიტმა, ავტ.) თქვა, რომ, როდესაც ქართველები ერთად გაერთიანდებიან, მათ თავიანთ სამფლობელოებში არ შეეშ- ინდებათ არც თურქებისა და არც სპარსელების...“3.
    მართალია, ეს უდავოდ გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ქარ- თველთა საბრძოლო-მხედრულ თვისებებს იმდროინდელი ყველა ევ- როპული წყარო ორივეზე მაღლა რომ აყენებდა, ეს უცილობელი ფაქ- ტია. მომდევნო ორი საუკუნის ევროპული წყაროებიც ამავე აზრისანი იყვნენ ქართველთა საბრძოლო თვისებების შესახებ. სწორედ ასეთი წარმოდგენა ქმნიდა ქართველთა ერთიანობის შემთხვევაში ირანისა და ოსმალეთის დამარცხების შესაძლებლობას ევროპელთა თვალ- ში. კიდევ მეტი, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, ქართველები ევრო- პელთა ჯვაროსნულ წარმოსახვაში აღმოსავლელ ქრისტიანებს შო- რის მთავარი როლის მნიშვნელობით არიან წარმოდგენილი.
    ამასობაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მანუჩარ II-სა და ოსმალთა სულტანს შორის

1. თბილისში ოსმალებს, როგორც 1587 წლის 8 იანვრის ანრი III-სადმი კონსტანტინოპოლიდან მიწერილი წერილიდან ჩანს, ჰქონიათ ზარბაზნების ჩამომსხმელი ქარხანა (Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. IV, (Paris, 1860), 578). ალბათ, ეს არასწორად მიაწერა ინფორმატორმა სიმონ მეფეს.
2. ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 340.
3. იქვე, 340-341.
 
ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ 1582 წელს მან უარყო მუსლი- მობა და ათაბაგობა აღადგინა1. მომდევნო წელს სამცხის ათაბაგი მანუჩარ II დაქორწინდა სიმონ მეფის ქალიშვილზე2 და ორივე სუვე- რენის ძალები ახლა ოსმალების წინააღმდეგ გაერთიანდა.
    კავკასიის ფრონტზე 1583 წელი იმით აღინიშნა, რომ ოსმალებმა 9 მაისს3 მდინარე სამურზე ყიზილბაშები სასტიკად დაამარცხეს, შე- მახა აიღეს და მთელი შირვანი დაიკავეს4. ამან ოსმალთა მდგომა- რეობა გამოაცოცხლა5. ამავე წლის აგვისტოს თვეში ფერჰად ფაშამ უბრძოლველად დაიკავა ერევანი, ნახიჭევანი, მარანდი და სუფი- ანი6. მხედართმთავარი ერევანში შეუდგა დიდი სიმაგრის აგებას7. მისი დამთავრების შემდეგ, ერთი წყაროს მიხედვით, ოსმალთა ჯა- რი „გაემართა ქართველების წინააღმდეგ თბილისის მიმართულე- ბით, მიიღო რა ცნობა იმის შესახებ, რომ ტოკმაკ სულთანი, ლევანტი (კახეთის მეფე ალექსანდრე II, ავტ.) და კიდევ ერთი ქართველი, რო- მელიც ადრე გამაჰმადიანდა8, გაერთიანდნენ, იმ გადაწყვეტილე- ბით, რომ ალყა შემოარტყან თბილისს, მანამდე ხელთ იგდეს პრო- დუქტები და ჭურვი, რომელიც ტერატ ფაშამ აღნიშნული ადგილის- კენ გაგზავნა“9.
    1584 წლის გაზაფხულისათვის დაიგეგმა ნახიჭევანსა და თავრიზ- ზე შეტევა, თბილისისათვის დახმარების გაწევა10. ახლა აღმოსავ- ლეთის ჯარის მხედართმთავრობა ხელთ ეპყრა რუმელიის ბეგლარ-

1. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 288.
2. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 288.
3. ეს ბრძოლა ცნობილია „ჩირაღდნების ბრძოლის“ სახელითაც (დაწვრ. იხ: Фарзалиев А.М. Южный Кавказ в конце XVI века, османо-сефевидское соперничество, 110-113).
4. საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 290.
5. Colin Imber. The Ottoman Empire 1300-1650, The Structure of Power, Red Globe Press, 46.
6. იქვე, 292.
7. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II, 1172.
8. იგულისხმება მანუჩარ II.
9.      ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში, 341-342.
10. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 239; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე),  292.
 
ბეგს, ფერჰად ფაშას. სულტნის ბრძანებით, მას დაევალა მთლიანად გაესწორებინა საზღვრები. ამ მიზანს ემსახურებოდა 1583 წელს დი- დი სიმაგრის აგება ერევანში და 1584 წელს გარკვეული ოდენობის ციხესიმაგრეების შეკეთება, ასევე ლორესა და დმანისში მათი გა- მაგრება.1 წყაროთა მონაცემებით, ოსმალებმა დმანისში ორმოცი დღის განმავლობაში ქვისა და თიხისაგან ააგეს ციხე2. ეს უკანასკნე- ლი „...შემოგარენსა და თბილისში გასაგზავნი ხაზინის უსაფრთხო- ებისათვის…“ იყო საჭირო.3 ამის შემდეგ ფერჰად ფაშამ 27 დღეში გორის ციხე აღადგინა, სადაც თავი მოიყარეს ოსმალეთის კავკასი- ის ჯარის ძირითადმა ძალებმა4. ერთი სიტყვით, „ოსმალეთის იმპე- რიის აღმოსავლეთი საზღვარი თანდათანობით დასავლეთის მსგავს გამაგრებულ საზღვრად გადაიქცა თავისი საყრდენებით, გარნიზო- ნებით და მცველთა რაზმებით“5.
    1585 წელი მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ 22 სექტემბერს ოს- მალთა ჯარმა ოზდემირ ოსმან ფაშას6 მხედართმთავრობით სეფიან- თა დედაქალაქი თავრიზი აიღო და ამგვარად, სამხრეთ აზერბაიჯ- ანი ოსმალეთს მიუერთდა. სეფიანთა ტახტის მემკვიდრის ჰამზა მირ- ზას ათთვიანი ალყა (1585 წლის 13 ნოემბერი – 1586 წლის 30 აგვის- ტო) თავრიზზე უშედეგოდ დამთავრდა7. ამას შეეძლო ოსმალთა მდგომარეობა წინ წაეწია საქართველოში, მაგრამ სიმონ მეფე გა- ნაგრძობდა გორსა და თბილისზე თავდასხმებს და ამის შედეგად ოსმალები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიდნენ8. თანამედროვე

1. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II.Vol. II, 1172.
2. რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჩავუში, განჯის დაპყრობის წიგნი, 12.
3. იქვე.
4. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 245.
5. Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II,Vol. II, 1172.
6. წარმოშობით ჩერქეზი ოზდემირ ოსმან ფაშა 1585 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, რაც სულტანმა მურადმა დიდად იწყინა, რადგან ის ძალიან გამოცდილი იყო ომის წარმოებაში, განსაკუთრებით, ირანელებისა  და ქართველების წინააღმდგ (Книга Орудж- бека Байата-Дон-Жуана Персидского, 65).
7.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 298-299; The Cambridge History of Iran, Volume 6. The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 258.
8.  რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჩავუში, განჯის დაპყრობის წიგნი, 13; Laios Tardy. Le roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie “Bedi Kartlisa. Revue de Kartvelologie”, vol. XXXI, (Paris, 1973), 191-192.
 
ოსმალო ისტორიკოსი ჰარიმი რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჩავუში სიმონ მეფის მიერ ოსმალების წინააღმდეგ ათწლიანი ბრძოლის შედეგად მათში  შექმნილ  განწყობილებას  ასეთი  ლაკონიურობით  გადმოს- ცემს: „...წყეული სიმონის თადარიგის თვალყურის დევნება აუცილე- ბელია, რადგან მან შირვანის ლაშქრობიდან1 მოყოლებული დღემდე2 სარწმუნოების ლაშქარს სული გაუმწარა“3. ცოტა ქვემოთ იგივე ავ- ტორი წერდა: „ერთი წყეულია (იგულისხმება სიმონ I, ავტ.), რომე- ლიც ხან ემორჩილება, ხან ამბოხებული და უღმერთოა, ხან კერ- პთთაყვანისმცემლობას მისდევს და ხან რაფიზიებს ემსგავსება, ხან დასცინის და ისლამის ხალხს ისე კლავს, რომ მეტი არ იქნება.“4 ლაიოშ ტარდის მიერ მოტანილი მასალების მიხედვით, 1586 წლის ნოემბრის თვეში თბილისი აიღო სიმონ მეფემ, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში5. აღნიშნული ფაქტი მხედველობი- დან არ გამორჩენია კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩს, რო- მელიც თავის 1587 წლის 8 იანვრის ინფორმაციაში საფრანგეთის მეფეს აუწყებდა, რომ „ქართველთა დიდი ბელადი“ სიმონ მეფე შე- ვიდა თბილისში, ხელთ იგდო „ზარბაზნების ჩამომსხმელი რამდენი- მე ოსტატი და გააჩერა მისი [ქარხნის] მუშაობა“6.
    თბილისთან დაკავშირებული ფაქტი ყურადღების გარეშე არ დარ- ჩენია ტომაზო მინადოისაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მის მი- ერ მოტანილ ცნობას პარალელი არც ერთ წყაროში არ ეძებნება. მი- ნადოი თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით მოგვითხრობს: „თბილისის გარნიზონში სიმონ მეფემ შეღწევა ისე განიზრახა, რომ არ გამჟღავნებულიყო თვალთმაქცობა იმ მომენტში, როცა მისი ვა- რაუდით, თბილისის სიმაგრეში თურქები მაშველ ჯარს ელოდებოდ- ნენ. სიმონი 7 თუ 8 ათასი ქართველით, ვითომ დიდძალი ფულით, ყალბი ბრძანებით ციხის კომენდანტთან გამოცხადდა. ბრძანებაში აღნიშნული ყოფილა, რომ თითქოს სულტანი მურადი თურქულ სარ-

1. ე.ი., 1578 წლიდან.
2. ე. ი., 1588 წლამდე, რადგან მისი ნაშრომი „განჯის დაპყრობის წიგნი 1588 წელს ოსმალთა- გან განჯის დაპყრობას ეძღვნება (რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჩავუში. განჯის დაპყრობის წიგნი, 7).
3. რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჩავუში. განჯის დაპყრობის წიგნი, 44.
4. იქვე, 45.
5. Laios Tardy. Le Roi Simon I-er à la Lumère des sources d’Europe Centrale contemporaines de son époque I partie, 193-194; ლ. ტარდი. უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, 152-153.
6.  Ernest Charrière.. Négotiations de la France dans le Levant, t. IV, 578.
 
წმუნოებაზე გადასულ სიმონს ავალებდა, თბილისის ციხესიმაგრეში 50 ათასი ცეხინი მიეტანა და გარნიზონისათვის თავისი შეხედულე- ბისამებრ უფროსობა გაეწია; სულტნის ფირმანი გარეგნულად და ბეჭდით სავსებით დამახასიათებელ თვისებებს ატარებდა. მიუხედა- ვად ამისა, მას არ აღმოაჩნდა რაღაც საჭირო რამ, ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მას არ დაუჯერა თურქმა ფაშამ. სიმონი შეცბა და სასწრაფოდ უკან დაიხია ციხესიმაგრიდან მასზე დამიზნებული ქვემეხების ლულებქვეშ. მეფე იძულებული გახდა გაჰ- ქცეოდა არტილერიას, რომელმაც მის ჯარს, როგორც გრიგალმა, თავზე გადაუარა ფაშას ბრძანებით. ის რაღაც, რომელიც ფირმანს აკლდა, იყო კონტრნიშანი, ხელოვნურ ნიშანთან შეთანხმებული, რო- მელიც კომენდანტს ხელში ეძლეოდა. ასეთი კონტრნიშანი უნდა წა- რედგინა იმ პირს, ვინც კომენდანტის შემცვლელად მოდიოდა. რად- გან სიმონის ყალბ ფირმანს სწორედ ეს კონტრნიშანი აკლდა, სიმო- ნი გამოააშკარავეს, როგორც მატყუარა და ამისათვის მკაცრი პასუ- ხი მიიღო“1.
    ეს ძალზე უჩვეულო ეპიზოდია სიმონ I-ის სამხედრო, დიპლომა- ტიური და პოლიტიკური ბრძოლის არსენალში. როგორც ვთქვით, ამ ეპიზოდს პარალელური ცნობა არ მოეპოვება ქართულ წყაროებში. ამდენად, მის სანდოობა-არასანდოობაზე კატეგორიულად საუბარი ძნელია. შეიძლება გაზვიადებასთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ სი- მონ მეფისთანა არაორდინალური პიროვნებისათვის, ასეთი რამ სრულიად უჩვეულო არ იქნებოდა. ამიტომ შეიძლება იგი სიმონის დამახასიათებელ არგუმენტად მივიჩნიოთ.
    მართალია, ოსმალებმა თავრიზი დაიპყრეს, მაგრამ აქ მდგომარე- ობის განმტკიცება იყო საჭირო, არადა ყველა განლაგებას თბილისი- დან თავრიზამდე ირანელები და ქართველები თავს ესხმოდნენ. ასეთ ვითარებაში 1586 წლის 8 აპრილს ფერჰად ფაშას თავრიზისკენ სვლამ ოსმალთა პოზიციები განამტკიცა, ასე რომ, სეფიანთა კარისათვის სა- უკეთესო გამოსავალს დათმობაზე წასვლა წარმოადგენდა. 1587 წლის მაისში მოლაპარაკებები სეფიანთა უფლისწულის, ჰამზა მირზას2

1 . Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 234.
2. 1586 წლის 6 დეკემბერს ჰამზა მირზა მოკლა მისმა ნაცნობმა დალაქმა სამსახურში სწრაფად დაწინაურების სანაცვლოდ (Aurélie Chabrier.La monarchie safavide et la modernité européenne (XVIe-XVIIe siècles), 292).
 
მკვლელობის შედეგად შეწყდა1. დიპლომატიური მოლაპარაკებები მალე აღდგა და მთელი 1587 წლის განმავლობაში სეფიანები მუდ- მივად იჩენდნენ დაზავების ინიციატივას. შაჰის კარს სხვა გამოსავა- ლი არ ჰქონდა და ახლა მზად იყო, თითქმის მთელ ამიერკავკასიაზე ხელი აეღო2.
    ბუნებრივია, ყოველივე ამის შემდეგ სიმონ მეფე მოკავშირის გა- რეშე რჩებოდა. თუ რა განწყობა შეექმნა არსებული ვითარებით უმ- ამაცეს მეფეს, ისქანდერ მუნში ასე გადმოსცემს: სიმონმა, „რომე- ლიც ჭკვიანი და გამოცდილი კაცი იყო, სწორად შეაფასა ყიზილბაშ- თა მდგომარეობა, მათგან დახმარებისა და შეწევნის მიღებაზე გუ- ლი გაუტყდა, ბედს მიენდო, ხელი აიღო ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაც მართლაც აღემატებოდა მის ძალ-ღონეს, გზა მისცა მათ და განზე გადგა“3. ახლა სიმონ მეფე სიტუაციას ოსმალებთან ზა- ვის დადებამდე მიჰყავდა, რომელიც 1588 წლის ოქტომბერში შედგა თბილისში, როცა მან ფერჰად ფაშას მორჩილება გამოუცხადა4. ამ ზავით „ქართველებმა ცნეს ოსმალეთის ხელისუფლება, რომლის სა- სარგებლოდ ყოველწლიურად გადაიხდიდნენ 100 ათას ოქროს, ქარ- თლის ციხე-ქალაქებში კი ოსმალთა გარნიზონები დარჩებოდა“5. სა- ნაცვლოდ, ოსმალეთი ცნობდა სიმონ I-ს ქრისტიანობის შენარჩუნე- ბით ქართლის მეფედ, აღიარებდა მის მემკვიდრეობით უფლებას და არ ერეოდა მის საქმეებში6. ეს ამ ეტაპზე გამარჯვების ტოლფასი იყო, რადგან სიმონ მეფის შეუპოვარმა ბრძოლამ ოსმალეთის კარს ხელი ააღებინა ქართლის ინკორპორაციაზე.7 საბოლოოდ კი მის უკ-

1. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I,(XV-XVI სს.), 259; Ahmad Guliyev. The Ottoman Fortification of Ganja and Provincial Administration of Gan- ja- Qarabagh Province in the Late Sixteenth Century, 3.
2.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 299-301.
3.  ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 38-39.
4.  საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 347.
5.  იქვე, 348.
6. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 260; საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე), 349.
7. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, (XV-XVI სს.), 258.
 
ომპრომისო ბრძოლებს ის შედეგი ჰქონდა, რომ მან აღმოსავლეთ საქართველოს თავიდან ააცილა სამცხის ბედი.
    მეფის პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკამ შექმნა ქართველთა ძლიერი, მებრძოლი სახე ევროპელთა წარმოდგენებში. მისი ყველა შეტევა მუდმივად ამცირებდა ოსმალთა ექსპანსიას აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ ამის გამო ჰქონდა მას „მოკავშირეებისაგან დიდი დაფასება“ და შემთხვევითი როდი გახლდათ, რომ ის „იმ დრო- ის ევროპაში ცნობილი იყო, როგორც თურქების შოლტი“1.
    მოხმობილი წყაროების მიხედვით სიმონ მეფე ფიზიკურად ძლი- ერ, სამხედრო ხელოვნების მცოდნე, მამაც, არაორდინარული დიპ- ლომატიური გადაწყვეტილებების მიმღებ, სულიერი, ინტელექტუალუ- რი ავტორიტეტისა და დიდი სულისკვეთების მქონე პიროვნებად იხ- ატება. მისთვის საფრთხის მასშტაბის შესაბამისად კომპრომისზე წას- ვლა პრაგმატული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.

1. Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 201.


Комментариев нет:

Отправить комментарий