NBA-ში 1967 წლისთვის მხოლოდ 10 გუნდი იყო და ლიგა 15 წელში სულ 2 გუნდით გაიზარდა, რაც ძალიან მკაცრი მოთხოვნებით იოყო განპირობებული; 1,5 მილიონიანი შენატანით დაწყებული, კალათბურთელების მაქსიმალური უზრუნველყოფითა და უმაღლესი საკალათბურთო ინფრასტრუქტურით დამთავრებული. მაშინდელ დროში კი კლუბების შემოსვლები დღევანდელის აჩრდილიც კი არ იყო. აქედან გამომდინარე 9 ახლადდაარსებულმა კლუბმა დააარსეს ახალი ლიგა „ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია“ (ABA), რომელიც ფინანსურად სუსტი იყო და დიდხანს რომ ვერ გაძლებდა თავიდანვე სჩანდა, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა კალათბურთის განვითარებაში.
ABA-ში წესები უფრო განსხვავებული იყო. შეტევისათვის დაუბრუნდნენ 30 წამის წესს და 24 წამზე მხოლოდ ABA 1975–76 წლებში გადაერთვნენ, როცა NBA-სთან გაერთიანება უკვე გადაწყვეტილი იყო. სამაგიეროდ, პირველივე 1967–68 სეზონიდან შემოღებულ იქნა სამქულიანები, რაც კონკურენტმა 12 წლის შემდეგ გააკეთა. ABA-ში ჩვეულებრივი იყო რეგიონალური კლუბები, რომლებიც სტუმრებს რამდენიმე ქალაქSი მასპინძლობდნენ ფლეი ოფები აქ ყველა სეზონში და ყველა სტადიაზე მასპინძლობის 2-2-1-1-1 სისტემით ტარდებოდა.
ლიგების გაერთიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ 1970 წელს დაიწყო, თუმცა მხოლოდ 1976 წელს დასრულდა და ABA-ს 4 კლუბი გადავიდა NBA-ში.
ახლა მოკლედ ABA-ს კლუბთა წარმოშობის ისტორია.
კლუბები
1. „ანაჰაიმ ამიგოსი“ 1967–1968; „ლოს-ანჯელეს სტარზი“ 1968–1970; „იუტა სტარზი“ 1970–1975. დაარსდა 1967 წელს კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში. 1968 წელს გადავიდა ლოს ანჯელესში და იწოდა „ლოს-ანჯელეს სტარზი“. 1970 წელს გადავიდა იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში და იწოდა „იუტა სტარზი“, რომელმაც იარსება 5 წელი და 1975. გაუქმდა.
1971 წლის ცემპიონი.
2 გზის ფინალისტი (1970, 1974).
2. „დალას ჩაპარელსი“ 1967–1970, 1971–1973; „ტექსას ჩაპარელსი“ 1970–1971; „სან-ანტონიო სპიორსი“ 1973–1976. დაარსდა 1967 წელს ტექსასის ქალაქ დალასში. მეტი პოპულარობისთვის 1970 წელს კლუბბი გადააკეთეს რეგიონულ კლუბად სახელით „ტექსას ჩაპარელსი“ და თამაშებს ატარებდა ტექსასის ორ ქალაქში – ფორტ უეინსა და ლაბოკში. ამან არ გაამართლა და 1971 წელს დაბრუნდა დალასში. 1973 წელს კლუბის მფლობელმა კლუბი არენდით მისცა, ცოტა ხანში კი სულაც მიჰყიდა სან ანტონიოელ ბიზნესმენთა ჯგუფს. ასე გადავიდა ტექსასის ქალა სან ანტონიოში და ეწოდა სან ანტონიო სპიორსი. 1976 წელს ABA-NBA-ს გაერთიანების შემდეგ სპიორსი გადავიდა NBA-ში.
3. ჰიუსტონ მევერიკსი 1967–1969, კაროლინა კუგარსი 1969–1974, სპირიტს ოფ სტ. ლუისი 1974–1976, იუტა რუქისი 1976. დაარსდა ტექსასის ქალაქ ჰიუსტონში 1967 წელს. 1969 წელს გადავიდა ჩრდილოეთ კაროლინაში და მოღვაწეობდა ერთდროულად 4 ქალაქში (შარლოტი, გრინსბორო, როლი, უინსტონ სეილემი). მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატუსი მომგებიანი იყო, NBA-სთან გაერთიანებაზე მიმდინარე მუშაობა გუნდს აიძულებდა შეეცვალა პოლიტიკა და უფრო მაღალი სტანდარტები დაეწესებინა, რის გამოც ხელმძღვანელობამ კლუბი გაყიდა. ახალმა მფლობელმა გუნდი გადაიყვანა მისურის ქალაქ სენტ ლუისში, თუმცა კი მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე წაიყვანა. 1975 წლის 1 დეკემბერს დაშლილი „იუტა სტარზიდან“ გადმოვიდნენ მისი ვარსკვლავები. 1976 წლის მაისში კი გადავიდა სოლ ლეიკ სიტისი და შეიცვალა სახელიც, თუმცა NBA-ში ერთი მატჩიც ვერ ითამაშა ისე დაიშალა.
4. ინდიანა პეისერსი. დაარსდა 1967 წელს ინდიანაპოლისში. 1976 წელს გადავიდა NBA-ში.
3 გზის ჩემპიონი (1970, 1972. 1973).
2 გზის ფინალისტი (1969, 1975).
5. კანზას სიტი 1967, დენვერ ლარკსი 1967, დენვერ როკეტსი 1967–1974, დენვერ ნაგეტსი 1974–1976. გადავიდა ნბა-ში. დაარსდა 1967 წლის 2 თებერვალს კანზას სიტისი. 2 აპრილს გადავიდა დენვერში და იწოდა ლარკსი. მალევე მფლობელმა ფინანსური პრობლემების გამო გაყიდა კლუბი და ახალმა მფლობელმა დაარქვა დენვერ როკეტსი. ამ სახელით ჩაება ABA ლიგაში. 1972 წელს კლუბი კვლავ გაიყიდა. 1974 წელს გადაწყდა ABA-NBA-ს გაერთიანება და რადგან ახალ ლიგასი უკვე არსებობდა „როკეტსი“ დენვერის კლუბმა აიღო ახალი სახელი – „ნაგეტსი“, იმ კლუბის საპატივცემულოდ, რომელიც მოღვაწეობდა უკვე დენვერში 1948-1950 წლებში. 1976 წელს გადავიდა NBA-ში.
1976 წლის ფინალისტი.
6. კენტუკი კოლონელსი. ქალაქ ლუისვილის კლუბი არსებობდა 1967–1976 წლებში.
1975 წლის ჩემპიონი.
2 გზის ფინალისტი (1971, 1973).
7. მინესოტა მასკისი 1967–1968, მაიამი ფლორიდიანსი 1968–1970, ზე ფლორიდიანსი 1970–1972. დაარსდა 1967 წელს მინესოტას ქალაქ ბლუმინგტონში. 1968 წელს გადასახლდა მაიამში და შეიცვალა სახელიც. 1970 წელს კლუბი მფლობელმა გახადა რეგიონალურად და შტატის სხვადასხვა ქალაქებში მასპინძლობდა მოწინააღმდეგეებს. შესაბამისად სახელიდან ამოშალა მაიამი. 1971 წლიდან მხოლოდ მაიამსა და ტამპაში ატარებდა საშინაო შეხვედრებს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, კლუბი ვერ გახდა მომგებიანი და მეპატრონემ 1972 წელს კლუბი დაშალა.
8. ნიუ ორლეან ბუკანერსი 1967–1970, ლუიზიანა ბუკანერსი 1970, მემფის პროსი 1970–1972, მემფის ტამსი 1972–1974, მემფის საუნდსი 1974–1975, ბალტიმორ ჰასტლერსი 1975, ბალტიმორ ქლოუზი 1975. დაარსდა 1967 წელს ლუიზიანას ქალაქ ნიუ ორლეანში. 1970 წელს დაირქვა ლუიზიანა და აპირებდა რეგიონალურ კლუბად ჩამოყალიბებას, მაგრამ მალევე გაიყიდა და ახალმა მფლობელმა სექტემბრიდან გუნდი გადაიყვანა ტენესის ქალაქ მემფისში. 1972 წელს ვალებში ჩავარდნილი კლუბი ისევ გაიყიდა, თუმცა სიტუაცია ბევრად ვერ გამოსწორდა და 2 წლიანი წვალების შემდეგ კლუბის მმართვა 1974 წლიდან თვით ABA-მ აიღო და კლუბს უწოდა მემფის საუნდსი. 1975 წელს კლუბი მიყიდეს მერილენდის ქალაქ ბალტიმორის ბიზნესმენთა ჯგუფს, თუმცა მათაც ვერ გადაარჩინეს გაკოტრებისგან და სეზონის დაწყებამდე დაიშალა.
1968 წლის ფინალისტი.
9. ნიუ იორკ ამერიკანსი 1967, ნიუ-ჯერსი ამერიკანსი 1967–1968, ნიუ-იორკ ნეტსი 1968–1976. შეუერთდა NBA-ს 1976 წელს. თანამედროვე ბრუკლინ ნეტსია.
2 გზის ჩემპიონი (1974, 1976).
1972 წლის ფინალისტი.
10. ოქლენდ ამერიკენსი 1967, ოქლენდ ოქსი 1967–1969, ვაშინგტონ კეპსი 1969–1970, ვირჯინია სკვაირზი 1970–1976. დაარსდა კალიფორნიის ქალაქ ოქლენდში 1967 წელს. 1969 წელს კლუბი გაიყიდა და გადაყვანილ იქნა ვაშინგტონში. 1970 წელს კლუბი გადავიდა ვირჯინიაში და გახდა რეგიონალური კლუბი, რომელიც შინაურ მატჩებს ოთხ ქალაქში ატარებდა მონაცვლეობით. 1976 წელს კლუბი გაუქმდა.
1969 წლის ჩემპიონი.
11. პიტსბურგ პაიპერსი 1967–1968, მინესოტა პაიპერსი 1968–1969, პიტსბურგ პაიპერსი 1969–1970, პიტსბურგ პიონერსი 1970, პიტსბურგ კონდორსი 1970–1972. გაუქმდა 1972 წელს. დაარსდა პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში. შემდეგ სეზონში გადავიდა მინესოტაში, თუმცა 1 წელიწადში უკანვე დაბრუნდა. 1970 წელს კლუბი გაიყიდა და გამოიცვალა სახელი. 1972 წელს კლუბი დაიშალა.
1968 წლის ჩემპიონი.
12. სან დიეგო კონკისტადორსი 1972–1975, სან დიეგო სეილზი 1975. დაარსდა კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში. 1973-74 წლებში კლუბს წვრთნიდა უილტ ჩემბერლენი. 1975 წელს გაიყიდა და შეეცვალა სახელი. ახალი სეზონი ცოტა ხნის დაწყებული იყო, როდესაც კლუბის მფლობელმა გაიგო რომ ABA-ს NBA-სთან შეერთების შემდეგ იქ არ მიიღებენ, რადგან სათანადო ინფრასტრუტურა და ფინანსები არ გააჩნდა, რის გამოც დაშალა გუნდი.
სეზონები
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1967–68
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. პიტსბურგ პაიპერსი | 54 | 24 |
2. მინესოტა მასკისი | 50 | 28 |
3. ინდიანა პეისერსი | 38 | 40 |
4. კენტუკი კოლონელსი | 36 | 42 |
5. ნიუ ჯერსი ამერიკანსი | 36 | 42 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. ნიუ ორლეან ბაკანირსი | 48 | 30 |
2. დალას ჩეპერელსი | 46 | 32 |
3. დენვერ როკეტსი | 45 | 33 |
4. ჰიუსტონ მავერიქსი | 29 | 49 |
5. ანაჰაიმ ამიგოსი | 25 | 53 |
6. ოქლენდ ოქსი | 22 | 56 |
დასავლეთის ნახევარფინალი
ნიუ ორლეან ბაკანირსი – დენვერ როკეტსი 3–2
130-104; 105-93; 98-105; 100-108; 102-97
დალას ჩეპერელსი – ჰიუსტონ მავერიქსი 3–0
111-110; 115-97; 116-103
დასავლეთის ფინალი
ნიუ ორლეან ბაკანირსი – დალას ჩეპერელსი 4–1
104-99; 109-112; 110-107; 119-103; 108-107
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
პიტსბურგ პაიპერსი – ინდიანა პეისერსი 3–0
146-127; 121-108; 133-114
მინესოტა მასკისი – კენტუკი კოლონელსი 3–2
115-102; 95-100; 116-107; 86-94; 114-108
აღმოსავლეთის ფინალი
პიტსბურგ პაიპერსი – მინესოტა მასკისი 4–1
125-117; 123-137; 107-99; 117-108; 114-105
ABA-ს ფინალი
პიტსბურგ პაიპერსი – ნიუ ორლეან ბაკანირსი 4–3
120-112; 100-109; 101-109; 106-105; 108-111; 118-112; 122-113
ყველაზე მეტი ქულა: კონი ჰოუკინსი (პიტსბურგ პაიპერსი) – 26,8
ყველაზე მეტი მოხსნა: მელ დენიელსი (მინესოტა მასკისი) – 15,6
ყველაზე მეტი პასი: ლარი ბრაუნი (ნიუ ორლეან ბაკანირსი) – 6,5
საუკეთესო ხუთეული: კონი ჰოკინსი, დაგ მო (ბაკანირსი), მელ დენიელსი, ლარი ჯონსი (როკეტსი), ჩარლი უილიამსი (პაიპერსი).
საუკეთესო მოთამაშე: კონი ჰოუკინსი – 26.8 ქულა, 13.5 მოხსნა, 4.6 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: კონი ჰოუკინსი
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1968–69
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. ინდიანა პეისერსი | 44 | 34 |
2. მაიამი ფლორიდიანსი | 43 | 35 |
3. კენტუკი კოლონელსი | 42 | 36 |
4. მინესოტა პაიპერსი | 36 | 42 |
5. ნიუ იორკ ნეტსი | 17 | 61 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. ოქლენდ ოქსი | 60 | 18 |
2. ნიუ ორლეან ბაკანირსი | 46 | 32 |
3. დენვერ როკეტსი | 44 | 34 |
4. დალას ჩეპერელსი | 41 | 37 |
5. ლოს ანჯელეს სტარზი | 33 | 45 |
6. ჰიუსტონ მავერიქსი | 23 | 55 |
დასავლეთის ნახევარფინალი
ოქლენდ ოქსი – დენვერ როკეტსი 4–3
129-99; 119-122; 121-99; 108-109; 128-118; 115-126; 115-102
ნიუ ორლეან ბაკანირსი – დალას ჩეპერელსი 4–3
129-106; 122-108; 106-130; 114-107; 112-123; 118-136; 101-95
დასავლეთის ფინალი
ოქლენდ ოქსი – ნიუ ორლეან ბაკანირსი 4–0
128-118; 135-124; 113-107; 128-114
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
ინდიანა პეისერსი – კენტუკი კოლონელსი 4–3
118-128; 120-115; 111-130; 101-105; 116-97; 107-89; 120-111
მაიამი ფლორიდიანსი – მინესოტა პაიპერსი 4–3
119-110; 99-106; 93-109; 116-109; 122-107; 100-105; 137-128
აღმოსავლეთის ფინალი
ინდიანა პეისერსი – მაიამი ფლორიდიანსი 4–1
126-110; 131-116; 119-105; 110-114; 127-105
ABA-ს ფინალი
ოქლენდ ოქსი – ინდიანა პეისერსი 4–1
150-114; 122-150; 134-126; 144-117; 135-131
ყველაზე მეტი ქულა: ლარი ჯონსი (დენვერ როკეტსი) – 28,4
ყველაზე მეტი მოხსნა: მელ დენიელსი (ინდიანა პეისერსი) – 16,5
ყველაზე მეტი პასი: ლარი ბრაუნი (ოქლენდ ოქსი) – 7,1
საუკეთესო ხუთეული: კონი ჰოკინსი (პაიპერსი), რიკ ბერი (ოქსი), მელ დენიელსი, ჯიმი ჯონსი (ბაკანირსი), ლარი ჯონსი.
საუკეთესო მოთამაშე: მელ დენიელსი – 24.0 ქულა, 16.5 მოხსნა, 1.5 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: უორენ ჯებალი (ოქლენდ ოქსი)
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1969–1970
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. ინდიანა პეისერსი | 59 | 25 |
2. კენტუკი კოლონელსი | 45 | 39 |
3. კაროლინა კუგარსი | 42 | 42 |
4. ნიუ იორკ ნეტსი | 39 | 45 |
5. პიტსბურგ პაიპერსი | 29 | 55 |
6. მაიამი ფლორიდიანსი | 23 | 61 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. დენვერ როკეტსი | 51 | 33 |
2. დალას ჩეპერელსი | 45 | 39 |
3. ვაშინგტონ კეპსი | 44 | 40 |
4. ლოს ანჯელეს სტარზი | 43 | 41 |
5. ნიუ ორლეან ბაკანირსი | 42 | 42 |
დასავლეთის ნახევარფინალი
დენვერ როკეტსი – ვაშინგტონ კეპსი 4–3
130-111; 143-133; 120-125; 114-131; 132-110; 111-116; 143-119
დალას ჩეპერელსი – ლოს ანჯელეს სტარზი 2–4
103-115; 129-121; 116-104; 138-144; 139-146; 123-124
დასავლეთის ფინალი
დენვერ როკეტსი – ლოს ანჯელეს სტარზი 1–4
123-113; 105-114; 113-119; 110-114; 107-109
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
ინდიანა პეისერსი – კაროლინა კუგარსი 4–0
123-105; 103-98; 115-106; 110-106
კენტუკი კოლონელსი – ნიუ იორკ ნეტსი 4–3
118-122; 113-111; 99-107; 128-101; 112-127; 116-113; 112-101
აღმოსავლეთის ფინალი
ინდიანა პეისერსი – კენტუკი კოლონელსი 4–1
110-114; 121-110; 114-110; 111-103; 117-103
ABA-ს ფინალი
ინდიანა პეისერსი – ლოს ანჯელეს სტარზი 4–2
109-93; 114-111; 106-109; 142-120; 113-117; 111-107
ყველაზე მეტი ქულა: სპენსერ ჰეივუდი (დენვერ როკეტსი) – 30,0
ყველაზე მეტი მოხსნა: სპენსერ ჰეივუდი (დენვერ როკეტსი) – 19,5
ყველაზე მეტი პასი: ლარი ბრაუნი (ვაშინგტონ კეპსი) – 7,1
საუკეთესო ხუთეული: რიკ ბერი (კეპსი), სპენსერ ჰეივუდი, მელ დენიელსი (პეისერსი), ბობ ვეგრა (კუგარსი), ლარიჯონსი (როკეტსი).
საუკეთესო მოთამაშე: სპენსერ ჰეივუდი – 30.0 ქულა, 19.5 მოხსნა, 2.3 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: როჯერ ბრაუნი (ინდიანა პეისერსი)
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1970–1971
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. ვირჯინია სკვაირზი | 55 | 29 |
2. კენტუკი კოლონელსი | 44 | 40 |
3. ნიუ იორკ ნეტსი | 40 | 44 |
4. ზე ფლორიდიანსი | 37 | 47 |
5. პიტსბურგ კონდორსი | 36 | 48 |
6. კაროლინა კუგარსი | 34 | 50 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. ინდიანა პეისერსი | 58 | 26 |
2. იუტა სტარზი | 57 | 27 |
3. მემფის პროსი | 41 | 43 |
4. ტექსას ჩეპერელსი | 30 | 54 |
5. დენვერ როკეტსი | 30 | 54 |
გადათამაშება მეოთხე ადგილისათვის
დენვერ როკეტსი – ტეხას ჩიპერელსი 109–115
დასავლეთის ნახევარფინალი
ინდიანა პეისერსი – მემფის პროსი 4–0
114-98; 106-104; 91-90; 102-101
იუტა სტარზი – ტექსას ჩეპერელსი 4–0
125-115; 137-107; 113-101; 128-107
დასავლეთის ფინალი
ინდიანა პეისერსი – იუტა სტარზი 3–4
118-120; 120-107; 108-121; 99-126; 127-109; 105-102; 101-108
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
ვირჯინია სკვაირზი – ნიუ იორკ ნეტსი 4–2
113-105; 114-108; 131-135; 127-130; 127-124; 118-114
კენტუკი კოლონელსი – ზე ფლორიდიანსი 4–2
116-112; 120-110; 102-120; 117-129; 118-101; 112-103
აღმოსავლეთის ფინალი
ვირჯინია სკვაირზი – კენტუკი კოლონელსი 2–4
132-136; 142-122; 150-137; 110-128; 105-117; 117-129
ABA-ს ფინალი
იუტა სტარზი – კენტუკი კოლონელსი 4–3
136-117; 138-125; 110-116; 125-129; 137-127; 102-105; 131-121
ყველაზე მეტი ქულა: დენ აისლი (კენტუკი კოლონელსი) – 29,9
ყველაზე მეტი მოხსნა: მელ დენიელსი (ინდიანა პეისერსი) – 18,0
ყველაზე მეტი პასი: ბილ მელჩიონი (ნიუ იორკ ნეტსი) – 8,3
საუკეთესო ხუთეული: როჯერ ბრაუნი (პეისერსი), რიკ ბერი (ნეტსი), მელ დენიელსი, მეკ კელვინი (ფლორიდიანსი), ჩარლი სკოტი (სკვაირზი).
საუკეთესო მოთამაშე: მელ დენიელსი – 21.0 ქულა, 18.0 მოხსნა, 2.2 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: ზელმო ბიტი (იუტა სტარზი)
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1971–1972
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. კენტუკი კოლონელსი | 68 | 16 |
2. ვირჯინია სკვაირზი | 45 | 39 |
3. ნიუ იორკ ნეტსი | 44 | 40 |
4. ზე ფლორიდიანსი | 36 | 48 |
5. კაროლინა კუგარსი | 35 | 49 |
6. პიტსბურგ კონდორსი | 25 | 59 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. იუტა სტარზი | 60 | 24 |
2. ინდიანა პეისერსი | 47 | 37 |
3. დალას ჩეპერელსი | 42 | 42 |
4. დენვერ როკეტსი | 34 | 50 |
5. მემფის პროსი | 26 | 58 |
დასავლეთის ნახევარფინალი
იუტა სტარზი – დალას ჩეპერელსი 4–0
106-96; 113-107; 96-89; 103-99
ინდიანა პეისერსი – დენვერ როკეტსი 4–3
102-96; 105-106; 122-120; 96-112; 91-79; 99-106; 91-89
დასავლეთის ფინალი
იუტა სტარზი – ინდიანა პეისერსი 3–4
108-100; 117-109; 111-116; 108-118; 139-130; 99-105; 113-117
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
კენტუკი კოლონელსი – ნიუ იორკ ნეტსი 2–4
108-122; 90-105; 105-99; 92-100; 109-93; 96-101
ვირჯინია სკვაირზი – ზე ფლორიდიანსი 4–0
114-107; 125-100; 118-113; 115-106
აღმოსავლეთის ფინალი
ვირჯინია სკვაირზი – ნიუ იორკ ნეტსი 3–4
138-91; 115-106; 117-119; 107-118; 116-107; 136-145; 88-94
ABA-ს ფინალი
ინდიანა პეისერსი – ნიუ იორკ ნეტსი 4–2
124-103; 115-117; 114-108; 105-110; 100-99; 108-105
ყველაზე მეტი ქულა: ჩარლი სკოტი (ვირჯინია სკვაირზი) – 34,6
ყველაზე მეტი მოხსნა: არტის გილმორი (კენტუკი კოლონელსი) – 17,8
ყველაზე მეტი პასი: ბილ მელჩიონი (ნიუ იორკ ნეტსი) – 8,4
საუკეთესო ხუთეული: დენ აისლი (კოლონელსი), რიკ ბერი (ნეტსი), არტის გილმორი, დონი ფრიმენი (ჩეპერელსი), ბილ მელჩიონი.
საუკეთესო მოთამაშე: არტის გილმორი – 23.8 ქულა, 17.8 მოხსნა, 2.7 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: ფრედი ლიუისი (ინდიანა პეისერსი)ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1972–1973
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. კაროლინა კუგარსი | 57 | 27 |
2. კენტუკი კოლონელსი | 56 | 28 |
3. ვირჯინია სკვაირზი | 42 | 42 |
4. ნიუ იორკ ნეტსი | 30 | 54 |
5. მემფის ტემსი | 24 | 60 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. იუტა სტარზი | 55 | 29 |
2. ინდიანა პეისერსი | 51 | 33 |
3. დენვერ როკეტსი | 47 | 37 |
4. სან დიეგო კონკისტადორსი | 30 | 54 |
5. დალას ჩეპერელსი | 28 | 56 |
დასავლეთის ნახევარფინალი
იუტა სტარზი – სან დიეგო კონკისტადორსი 4–0
107-93; 103-92; 97-96; 120-98
ინდიანა პეისერსი – დენვერ როკეტსი 4–1
114-91; 106-93; 94-105; 97-95; 121-107
დასავლეთის ფინალი
იუტა სტარზი – ინდიანა პეისერსი 2–4
124-107; 110-116; 108-118; 104-103; 102-104; 98-107
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
კაროლინა კუგარსი – ნიუ იორკ ნეტსი 4–1
104-96; 111-114; 101-91; 112-108; 136-113
კენტუკი კოლონელსი – ვირჯინია სკვაირზი 4–1
129-101; 94-109; 115-113; 108-90; 114-103
აღმოსავლეთის ფინალი
კაროლინა კუგარსი – კენტუკი კოლონელსი 3–4
103-113; 125-105; 94-108; 102-91; 112-107; 100-119; 96-107
ABA-ს ფინალი
კენტუკი კოლონელსი – ინდიანა პეისერსი 3–4
107-111; 114-102; 92-88; 86-90; 86-89; 109-93; 81-88
ყველაზე მეტი ქულა: ჯულიუს ირვინგი (ვირჯინია სკვაირზი) – 31,9
ყველაზე მეტი მოხსნა: არტის გილმორი (კენტუკი კოლონელსი) – 17,6
ყველაზე მეტი პასი: ჩაკ უილიამსი (სან დიეგო კონკისტადორსი) – 7.0
საუკეთესო ხუთეული: ბილი კანინგემი, ჯულიუს ირვინგი, არტის გილმორი, ჯიმი ჯონსი (იუტა სტარზი), უორენ ჯებალი (დენვერ როკეტსი).
საუკეთესო მოთამაშე: ბილი კანინგემი (კაროლინა კუგარსი) – 24.1 ქულა, 12.0 მოხსნა, 6.3 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: ჯორჯ მაკგინისი (ინდიანა პეისერსი)
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1973–74
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. ნიუ იორკ ნეტსი | 55 | 29 |
2. კენტუკი კოლონელსი | 53 | 31 |
3. კაროლინა კუგარსი | 47 | 37 |
4. ვირჯინია სკვაირზი | 28 | 56 |
5. მემფის ტემსი | 21 | 63 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. იუტა სტარზი | 51 | 33 |
2. ინდიანა პეისერსი | 46 | 38 |
3. სან ანტონიო სპიორსი | 45 | 39 |
4. სან დიეგო კონკისტადორსი | 37 | 47 |
5. დენვერ როკეტსი | 37 | 47 |
გადათამაშება მეოთხე საგზურისათვის დენვერში
დენვერ როკეტსი – სან დიეგო კონკისტადორსი 111–131
დასავლეთის ნახევარფინალი
იუტა სტარზი – სან დიეგო კონკისტადორსი 4–2
114-99; 119-105; 96-97; 98-100; 110-93; 110-99
ინდიანა პეისერსი – სან ანტონიო სპიორსი 4–3
109-113; 128-101; 96-115; 91-89; 105-100; 86-102; 86-79
დასავლეთის ფინალი
იუტა სტარზი – ინდიანა პეისერსი 4–3
105-96; 106-102; 99-90; 107-118; 101-110; 89-91; 109-87
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
ნიუ იორკ ნეტსი – ვირჯინია სკვაირზი 4–1
108-96; 129-110; 115-116; 116-88; 108-96
კენტუკი კოლონელსი – კაროლინა კუგარსი 4–0
118-102; 99-96; 120-110; 128-119
აღმოსავლეთის ფინალი
ნიუ იორკ ნეტსი – კენტუკი კოლონელსი 4–0
119-106; 99-80; 89-87; 103-90
ABA-ს ფინალი
ნიუ იორკ ნეტსი – იუტა სტარზი 4–1
89-85; 118-94; 103-100; 89-97; 111-100
ყველაზე მეტი ქულა: ჯულიუს ირვინგი (ნიუ იორკ ნეტსი) – 27,4
ყველაზე მეტი მოხსნა: არტის გილმორი (კენტუკი კოლონელსი) – 18,3
ყველაზე მეტი პასი: ელ სმიტი (დენვერ როკეტსი) – 8,1
საუკეთესო ხუთეული: ჯულიუს ირვინგი, ჯორჯ მაკგინისი (ინდიანა პეისერსი), არტის გილმორი, ჯიმი ჯონსი (იუტა სტარზი), მეკ კელვინი (კაროლინა კუგარსი).
საუკეთესო მოთამაშე: ჯულიუს ირვინგი – 27.4 ქულა, 10.7 მოხსნა, 5.2 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: ჯულიუს ირვინგი
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1974–1975
აღმოსავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. კენტუკი კოლონელსი | 58 | 26 |
2. ნიუ იორკ ნეტსი | 58 | 26 |
3. სენ ლუისის სპირიტსი | 32 | 52 |
4. მემფის საუნდსი | 27 | 57 |
5. ვირჯინია სკვაირზი | 15 | 69 |
დასავლეთ დივიზიონი
ა კლუბი | მ | წ |
1. დენვერ ნაგეტსი | 65 | 19 |
2. სან ანტონიო სპიორსი | 51 | 33 |
3. ინდიანა პეისერსი | 45 | 39 |
4. იუტა სტარზი | 38 | 46 |
5. სან დიეგო კონკისტადორსი | 31 | 53 |
დასავლეთის ნახევარფინალი
დენვერ ნაგეტსი – იუტა სტარზი 4–2
122-107; 126-120; 108-122; 110-132; 130-119; 115-113
სან ანტონიო სპიორსი – ინდიანა პეისერსი 2–4
119-122; 93-98; 103-113; 110-109; 123-117; 100-115
დასავლეთის ფინალი
დენვერ ნაგეტსი – ინდიანა პეისერსი 3–4
131-128; 124-131; 112-118; 126-109; 90-109; 104-99; 96:104
აღმოსავლეთის ნახევარფინალი
კენტუკი კოლონელსი – მემფის საუნდსი 4–1
98-91; 119-105; 101-80; 93-107; 111-99
ნიუ იორკ ნეტსი – სენტ ლუისის სპირიტსი 1–4
111-105; 97-115; 108-113; 89-100; 107-108
აღმოსავლეთის ფინალი
კენტუკი კოლონელსი – სენტ ლუისის სპირიტსი 4–1
112-109; 108-103; 97-103; 117-98; 123-103
ABA-ს ფინალი
კენტუკი კოლონელსი – ინდიანა პეისერსი 4–1
120-94; 95-93; 109-101; 86-94; 110-105
ყველაზე მეტი ქულა: ჯორჯ მაკგინისი (ინდიანა პეისერსი) – 29,8
ყველაზე მეტი მოხსნა: სვენ ნეიტერი (სან ანტონიო სპიორსი) – 16,4
ყველაზე მეტი პასი: მეკ კელვინი (დენვერ ნაგეტსი) – 7,7
საუკეთესო ხუთეული: ჯულიუს ირვინგი (ნეტსი). ჯორჯ მაკგინისი, არტის გილმორი, მეკ კელვინი, რონ ბუნი (იუტა სტარზი).
საუკეთესო მოთამაშე: ჯულიუს ირვინგი – 27.9 ქულა, 10.9 მოხსნა, 5.5 პასი. ჯორჯ მაკგინისი – 29.8 ქულა, 14.3 მოხსნა, 6.3 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: არტის გილმორი (კენტუკი კოლონელსი)
ამერიკული საკალათბურთო ასოციაცია 1975–1976
ა კლუბი | მ | წ |
1. დენვერ ნაგეტსი | 60 | 24 |
2. ნიუ იორკ ნეტსი | 55 | 29 |
3. სან ანტონიო სპიორსი | 50 | 34 |
4. კენტუკი კოლონელსი | 46 | 38 |
5. ინდიანა პეისერსი | 39 | 45 |
6. სენტ ლუისის სპირიტსი | 35 | 49 |
7. ვირჯინია სკვაირზი | 15 | 68 |
8. სან დიეგო სეილსი | 3 | 8 |
9. იუტა სტარზი | 4 | 12 |
10. ბალტიმორ კლოუზი | 0 | 0 |
მეოთხე საგზურისათვის
კენტუკი კოლონელსი – ინდიანა პეისერსი 2–1 (120-109; 95-109; 100-99)
ნახევარფინალი
დენვერ ნაგეტსი – კენტუკი კოლონელსი 4–3
110-107; 110-138; 114-126: 108-106; 127-117; 115-119; 133-110
ნიუ იორკ ნეტსი – სან ანტონიო სპიორსი 4–3
116-101; 79-105; 103-111; 110-108; 110-108; 105-106; 121-114
ABA-ს ფინალი
დენვერ ნაგეტსი – ნიუ იორკ ნეტსი 2–4
118-120; 127-121; 111-117; 112-121; 118-110; 106-112
ყველაზე მეტი ქულა: ჯულიუს ირვინგი (ნიუ იორკ ნეტსი) – 29,3
ყველაზე მეტი მოხსნა: არტის გილმორი (კენტუკი კოლონელსი) – 15,5
ყველაზე მეტი პასი: დონ ბიუზი (ინდიანა პეისერსი) – 8,2
საუკეთესო ხუთეული: ჯულიუს ირვინგი, ბილი ნაითი (ინდიანა პეისერსი), არტის გილმორი, ჯეიმს საილასი (სან ანტონიო სპიორსი), რალფ სიმფსონი (დენვერ ნაგეტსი).
საუკეთესო მოთამაშე: ჯულიუს ირვინგი – 29.3 ქულა, 11.0 მოხსნა, 5.0 პასი.
ფლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე: ჯულიუს ირვინგი.შეჯამება
ფინალები და ფლეი ოფის საუკეთესოები
სეზონი | შეხვედრა | ანგ. | ფლეიოფის MVP |
1967–68 | ნიუ ორლეან ბაკანირსი – პიტსბურგ პაიპერსი | 3–4 | კონი ჰოუკინსი |
1968–69 | ოქლენდ ოქსი – ინდიანა პეისერსი | 4–1 | უორენ ჯებალი |
1969–70 | ლოს ანჯელეს სტარზი – ინდიანა პეისერსი | 2–4 | როჯერ ბრაუნი |
1970–71 | იუტა სტარზი – კენტუკი კოლონელსი | 4–3 | ზელმო ბიტი |
1971–72 | ინდიანა პეისერსი – ნიუ იორკ ნეტსი | 4–2 | ფრედი ლიუისი |
1972–73 | ინდიანა პეისერსი – კენტუკი კოლონელსი | 4–3 | ჯორჯ მაკგინისი |
1973–74 | იუტა სტარზი – ნიუ იორკ ნეტსი | 1–4 | ჯულიუს ირვინგი |
1974–75 | ინდიანა პეისერსი – კენტუკი კოლონელსი | 1–4 | არტის გილმორი |
1975–76 | ნიუ იორკ ნეტსი – დენვერ ნაგეტსი | 4–2 | ჯულიუს ირვინგი |
ინდივიდუალური ლიდერები
სეზონი | რეგულარ. MVP | მექულე | მომხსნელი | მეპასე |
1967-68 | კ. ჰოუკინსი | დ. მოი (1884) | მ. დენიელსი (1213) | ლ. ბრაუნი (506) |
1968-69 | მ. დენიელსი | ლ. ჯონსი (2133) | მ. დენიელსი (1256) | ლ. ბრაუნი (544) |
1969-70 | ს. ჰეივუდი | ს. ჰეივუდი (2519) | ს. ჰეივუდი (1637) | ლ. ბრაუნი (580) |
1970-71 | მ. დენიელსი | დ. აისლი (2480) | მ. დენიელსი (1475) | ბ. მელხიონი (672) |
1971-72 | ე. ჯილმორი | დ. აისლი (2538) | ე. ჯილმორი (1491) | ბ. მელხიონი (669) |
1972-73 | ბ. კანინგემი | დ. აისლი (2292) | ე. ჯილმორი (1476) | კ. უილიამსი (582) |
1973-74 | ჯ. ირვინგი | ჯ. ირვინგი (2299) | ე. ჯილმორი (1538) | ე. სმითი (619) |
1974-75 | ჯ. ირვინგი, ჯ. მაკგინისი | ჯ. მაკგინისი (2353) | ე. ჯილმორი (1361) | კ. უილიამსი (576) |
1975-76 | ჯ. ირვინგი | ჯ. ირვინგი (2462) | ე. ჯილმორი (1303) | დ. ბასი (689) |
Комментариев нет:
Отправить комментарий