воскресенье, 4 февраля 2018 г.

საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XV - XVIII საუკუნეებში. ნაწილი II (თ. ბოცვაძე)

თავი მესამე
საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVIII ს. 10-იანი წლებიდან რუსეთთან შეერთებამდე
     მას შემდეგ, რაც წახურელ და ავარელ ლეკთა ანუ ჭარ-ბელაქნის ე.წ. „უბატონო თემები“ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ერთეულებად, მათი პოლიტიკური ხვედრითი წონა უკვე მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით გაიზარდა, რამდენადაც ჭარელებმა თავის დაღესტნელ მოძმეებთან ერთად „ლეკურ ომში“ კახეთის გარდა საქართველოს სხვა კუთხეებიც და მასთან ერთად თითქმის მთელი სომხეთ-აზერბაიჯანიც ჩაითრიეს. ასე, მაგალითად, 1710 წ. წახურელებთან გაერთიანებულმა ჭარელებმა შარვანი დილაშქრეს, მისი ბეგლარბეგი ჰასან-ალი ხანი მოჰკლეს და შემახაც აიკლეს1. ჭარელთა ეს თავდასხმა შარვანზე ერთგვარად დასაწყისი აღმოჩნდა სეფევიდების ბატონობის წინააღმდეგ უკვე მომწიფებული აჯანყებისათვის.
   მართალია დაღესტანსა და ჩრდილო აზერბაიჯანში აფეთქებული ეს აჯანყება თავდაპირველად ანტიფეოდალური და ანტიირანული იყო2, მაგრამ ჩქარა გაბატონებულმა კლასმა, თურქეთის აშკარა მხარდაჭერით, მას მხოლოდ ანტიირანული ხასიათი მისცა. აჯანყებას სათავეში დაღესტნის სუნიტური სასულიერო წოდების წარმომადგენელი ტაბასარანელი ჰაჯი-დაუდი ედგა, რომელსაც მიემხრო აგრეთვე ყაზი - ყუმუხის მფლობელი სურხაი ხანი და ყაიტაღის უცმი ახმედ-ხანი. აჯანყებას მეტად აქტიურად დაუჭირა მხარი გლეხთა ფართო მასებმა3
    1712 წ. ჰაჯი-დაუდიმ, სურხაი-ხანმა და ახმედ-ხანმა შემახა აიღეს და სასტიკად გაძარცვეს. მოჰკლეს შარვანის ახალი მმართველი ჰუსეინ ალი-ხანი და 300-ზე მეტი რუსი ვაჭარი, რომელთაგანაც გაიტაცეს 400000 თუმნის საქონელი4. 1721 წ-მდე აჯანყებულებმა ხელთ იგდეს თითქმის მთელი აზერბაიჯანისა და დაღესტნის ირანელ მმართველთა რეზიდენციები და ფაქტიურადაც დაღესტან-აზერბაიჯანი გაათავისუფლეს სეფევიდების ბატონობისაგან. საშიშროება მათ მხრივ იმდენად დიდი იყო, რომ დერბენტის ირანელი მმართველი მთელი თავისი ოჯახით ირანში გადაიხვეწა. 1721 წ აგვისტოში აჯანყებულებმა საბოლოოდ აიღეს შემახა და კიდევ ერთხელ დახოცეს და გაძარცვეს რუსი ვაჭრები.
     აჯანყებულთა ამ საერთო წარმატებას დიდად შეუწყო ხელი თვით ირანში შექმნილმა სამხედრო-პოლიტიკურმა კრიზისმა და ავღანელების თავდასხმებმა ირანზე. დაღესტნისა და ჭარის ფეოდალები მართალია რამდენადმე მონაწილეობდნენ თითქოს ამ ანტიირანულ აჯანყებაში, მაგრამ მათი დიდი უმეტესობა 1710-1721 წწ. კვლავ განაგრძობდა შეიარაღებულ თავდასხმებს კახეთის სოფელ-ქალაქებზე, განჯაზე, ბარდაზე, შარვანზე და სხვ5
    1719 წ. დაღესტნელები მარტო კახეთს აღარ დასჯერდნენ და ქართლსაც ეწვივნენ. ამ წელს, როგორც წყაროებიდან ირკვევა, ქართლს დაღესტნის ერთ-ერთი დიდი გაერთიანების ყაზი-ყუმუხის მფლობელი სურხაი დასხმია თავს და ბოლნის-მარნეულის მხარე „წაუხდენია“. მომხვდურებთან პირველად შებმისას ქართველებს გაუმარჯვიათ, ხოლო ბოლოს, „გაემარჯვათ ლეკთა“6.
    მართალია დაღესტნელი მფლობელები თითქოს ირანის შაჰი ჰუსეინის ყმები იყვნენ, მაგრამ ისინი თურქეთის წაქეზებით სულაც არ მორიდებიან ირანის ყმადნაფიც თუ არაყმადნაფიც ქვეყნებში თავდასხმების მოწყობას, მეტადრე ქართლ-კახეთში, შაქ-შარვანსა და ამიერკავკასიის სხვა ნაწილებში. ასე რომ, ე.წ. „ასწლიანი ლეკური ომი“ ანუ „ლეკიანობა“, ვ. დონდუას სამართლიანი შენიშვნით, იყო საერთო საამიერკავკასიო საკითხი, რომელიც საქართველოსთან ერთად ერთგვარად აღელვებდა მოძმე აზერბაიჯანის, სომხეთის გლეხებს, ვაჭრებს, ეკლესია-მონასტრებს7 და სხვ.
    რაკი „ლეკიანობა“ კახეთის გარდა ქართლსაც მოედო, კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანისათვის ეს ალბათ იმდენად იყო საინტერესო, რომ ახლა თითქოს შესაძლებელი ხდებოდა მაინც ქართლ - კახეთის ძალების გაერთიანება და მისი წარმართვა „ლეკების“ წინააღმდეგ; ამას მოწმობს დავით II კახთა მეფისა და ვახტანგ VI ქართლის მეფის მიმოწერა 20-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კახელ გლეხთა დახმარებით „ლეკებს“ თითქმის მთელი კახეთი ჰქონდათ დაპყრობილი და დავითისვე სიტყვით „მათ ახლა მწვედ ძალიანად მტერობა და ქვეყანას ცემა დაუწყეს“, რომ „ამის უფრო საქმის გაჭირება აღარ იქნება“... „დღე ძვირად გავა, რომე ომი და ცემა არსად იქნასო“8.
    რაკი პრაქტიკულად ხედავდა, რომ მოწოლილი „ლეკებისაგან მარტო კახეთის ჯარით ვერ გამაგრდებოდა“9, ხოლო ქართლი კი უკვე თვით დაინტერესდა მათ წინააღმდეგ ბრძოლით, დავით II კახთა მეფემ მთელი თავისი მცდელობა სწორედ ამ ერთობლივი მოქმედებისაკენ წარმართა. 1720 წ. იგი არც მალავს ამ თავის განწყობას და წერს: „ახლა ეს მოგახსენოთ: რადგან ორსავ საქართველოს ბატონებს შუა ჩამოგვიცვივდნენ, თქვენზედაც ასე ახლოს მოვიდნენ და ჩვენზედაც, თუ ახლა ამათ ასე უხმლოდ გაუშვებთ სხვას უარეს საქმეს გაბედავენო“. დავით II აქვე შენიშნავს, რომ დახმარებას ანუ „ძალსა და ქომაგს თქვენგან ველითაო“10.
    კახთა მეფის წერილების ძირითადი აზრი მისივე სიტყვით ის იყო, რომ „თუ თქვენისა და ჩემის გარჯით ქვეყნებს არ შევინახავთ, ლეკნი უფრო ბევრს ავს იქმენ და ქვეყნებს დაასუსტებენო11“. წერილებიდანვე ირკვევა, რომ ვახტანგ VI ერთი ასეთი დახმარება 1720 წ. გაზაფხულზე გაუწევია და მეგრელაძის აზრით, ეს ვახტანგ VI მიერ ერასტი ყაფლანიშვილის სარდლობით გაგზავნილი ლაშქარი უნდა ყოფილიყო12. ქართლელთა ასეთ დახმარებას კახელებისათვის თავისი შედეგი მართლაც გამოუღია. რამდენადაც დავითისვე სიტყვით, „ამ ჯარების იმედით ხიზანი ისევ თავიანთ ალაგებში მოვიდნენ და ქვეყნებს იმედი მიეცათო“13. საერთოდ კი დავით II წერილებიდან აშკარად ჩანს და ამაში ჩვენ სავსებით ვეთანხმებით დ. მეგრელაძეს რომ ვახტანგ VI კახეთს მთელი შესაძლებლობით არ ეხმარებოდა14.
    ამ ფაქტს ჩვენის აზრით, ვახტანგ VI პოლიტიკის გაგებისათვის არც თუ ისე უმნიშვნელო როლი ენიჭება და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს იყოს მისი ერთგვარი გასაღებიც. მაგალითად, დ. მეგრელაძე თვლის რომ ვახტანგ VI ძალებს გადამწყვეტი ბრძოლებისათვის ზოგავდა15. შეიძლება ასეც არის, მაგრამ გასარკვევია, ამ შემთხვევაში იგივე ვახტანგს როგორ ჰქონდა წარმოდგენილი სწორედ ეს გადამწყვეტი ბრძოლა. სადავო არ უნდა იყოს, რომ თუ დავით II და ვახტანგ VI გააერთიანებდნენ თავიანთ ძალებს დაღესტნელი და ჭარელი აბრაგების წინააღმდეგ, ისინი რამდენადმე მტკიცედ შეძლებდნენ მათ ალაგმვას და ქართლ-კახეთში მშვიდობის ხანგრძლივად დამყარებას. ამისი დამადასტურებელი იყო, ერთი მხრივ, ერასტი ყაფლანიშვილის სარდლობით ქართლის ლაშქრის ყოფნა კახეთში 1720 წ. გაზაფხულ-შემოდგომაზე და მისი შედეგები, ხოლო მეორე მხრივ, კი ის რომ ჰუსეინ შაჰმა ორჯერვე მოშალა ჭარელებზე თვით მის მიერვე ნაბრძანები ჯერ ვახტანგისა და დავითის ერთიანი, ხოლო შემდეგ კი უშუალოდ ვახტანგ VI ლაშქრობა.
   ქართველთა ლაშქრობების მოშლის მიზეზი მეტად ნიშანდობლივია ამ დროისათვის, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს თუ რაოდენ ანგარიშგასაწევი ხდებოდა ქართლ - კახეთის ერთუბლივი ბრძოლა „ლეკების“ წინააღმდეგ. ასე, მაგალითად ინგლისელი ჰანვეის ცნობით, შაჰს თავისმა დიდებულებმა ისეთნაირად წარმოუსახეს საქმე, რომ თითქოს ვახტანგს „ლეკებზე“ გამარჯვების შემთხვევაში საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეეძლო ირანისათვის და ამის შემდეგ მისთვის სულ ადვილი იქნებოდა რუსეთიდან დახმარების მიღება. ირანის სამეფო კარის საერთო განწყობაზე სეხნია ჩხეიძე წერს: სპარსეთში ფიქრი მიცემოდათო, რომ „თუ მეფე ვახტანგ ჭარი დაიჭირა, ქვეყანასაც ის დაიჭერსო“16. ირანის სამეფო კარის შიში ამ მხრივ მართლაც, რომ კანონიერი იყო, რამდენადაც საამისო საფუძველს მისი საშინაო და საგარეო გართულებები იძლეოდა. ჯერ ერთი, 1720 წლისათვის - ჰაჯი-დაუდს მთელი სამხრეთ დაღესტანი და ჩრდილო აზერბაიჯანი ჰქონდა სეფევიდების ბატონობისაგან განთავისუფლებული, ხოლო მეორეც საკუთრივ თვით ირანიც თითქმის ავღანელებს ეპყრათ. ამასთან ტახტაცურებულ ჰუსეინ შაჰს მისი შვილი, დევნილი თაჰმასპი ეცილებოდა. ასე რომ, 20-იანი წლების ირანი ქართლ-კახეთისათვის პრინციპულად დიდ პრაქტიკულ საშიშროებას არ წარმოადგენდა. რაც სხვათა შორის კარგად იცოდა ვახტანგმა, რომელიც სწორედ ამხანად ცხოვრობდა ირანს, კერძოდ, 1712-1719 წწ. და შეეძლო ყოველივე ეს გაეთვალისწინებინა - ქართლ-კახეთის გაერთიანებული ლაშქრობით „ლეკური საკითხი“ მოეგვარებინა.
   ვახტანგის დროინდელი საქართველოს დიდი სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობა აღნიშნული აქვს და არც თუ ისე დაუსაბუთებლად კ. პატკანიანს თავის ერთ-ერთ შენიშვნაში: „ვახტანგ ხანს, რომ მარჯვედ გამოეყენებინა პირობები, მისთვის მისი ქართველებით ძნელი არ იქნებოდა სპარსეთიდან გაედევნა ავღანები და ეთამაშა ის როლი, რომელსაც შემდეგში აზიაში თამაშობდა ნადირ-შაჰი. სპარსეთის დამპყრობლებს (ავღანებს) შიშს გვრიდათ თუნდ ერთი გამოჩენაც ქართველთა მხედრობისა, რომლის ძალა მათ არა ერთხელ უგემნიათ თავისას, საკუთარ სამშობლოში“17. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობთ ვახტანგ VI მხრივ, თუ რასაკვირველია ის მოინდომებდა, არ იქნებოდა დიდი რისკი რათა უარეყო შაჰის მოთხოვნა დაღესტანსა და ჭარზე ლაშქრობის მოშლის შესახებ და მეტი „ძალა და ქომაგი“ გამოეჩინა დავით II კახთა მეფისათვის, რათა ერთობლივი ძალით მართლაც „გადამწყვეტი ბრძოლა“ დაეწყოთ და „ლეკური საკითხიც“ რამდენადმე მოეგვარებინათ.
    ვახტანგ VI, ჩვენის აზრით, სხვა უფრო რთული და საშიში „გადამწყვეტი ბრძოლა“ აირჩია და მთელი ძალებიც მისთვის შემოინახა. პირველი შედეგი ვახტანგის ასეთი პოლიტიკისა ის იყო, რომ „კახეთში ლეკმა დიაღ ძალა ქნა, დიდი ჯარი ჩამოვიდა... ლაშქვრენ და აოხრებენ“18. მეორე უფრო მძიმე აღმოჩნდა მთელი საქართველოთვის. საქმე ისაა, რომ XVIII ს. 20-იანი წლებისათვის რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის მათ შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით, მოხდა ხელახალი დაპირისპირება და ამჯერადაც იმიერ და ამიერკავკასიის საკითხებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის ძალთა შეფარდებაში წინა საუკუნეებთან შედარებით საკმაოდ დიდი განსხვავება არსებობდა. მაგალითად ირანი, ამხანად ფაქტიურად ძალაწართმეულიც კი იყო და თუ იგი კიდევ რაიმეს წარმოადგენდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალზედ დიდ იყო რუსეთ-თურქეთის წინააღმდეგობა და ირანი მაინც ერთგვარ მაწონასწორებელ ძალად გამოდიოდა. მოვლენებმა ელვისებურად დაიწყეს განვითარება. როცა ჰაჯი-დაუდის მეთაურობით აჯანყებულებმა დაღესტანი და ჩრდილო აზერბაიჯანი გაათავისუფლეს სეფევიდების ბატონობისაგან, ხოლო 1721 წ. 7 აგვისტოს კი სულაც შემახა აიღეს და იქ რუსი ვაჭრები ამოხოცე, ერთდროულად ამოძრავდნენ რუსეთი და თურქეთიც, რომლებიც შავი და კასპიის ზღვების მიმართ წარმოებულ ურთიერთპოლიტიკას საკმაოდ ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს და ამისდა შესბამისად მოქმედებენ კიდეც. თურქეთს მიაჩნდა, რომ შავ და კასპიის ზღვებზე განუყოფელი მფლობელობა შეადგენდა მისი კეთილმყოფელობის აუცილებელ პირობას. ყოვლად მიუღებელი იყო მისთვის აქ სხვისი ბატონობის დაშვება19. რამდენადაც დაღესტან-აზერბაიჯანში ანტიირანული მოძრაობის ხელმძღვანელები აშკარა თურქული ორიენტაციისანი იყვნენ, ბუნებრივია, ამან თურქეთის კასპიისპირეთში დამკვიდრების შესაძლებლობა უფრო რეალური გახადა და თურქეთიც შეუდგა საამისო მზადებას. ამიტომ შემთხვევითი არა ჩანს, როდესაც რუსეთის მთავრობა 1720 წ. დეკემბერში თავის კონსულს ირანში ს.ავრამოვს პირდაპირ ავალებს, რომ მან თვალყური ადევნოს, რათა თურქებმა კასპიისპირეთი არ დაიპყრონ20.
    ცნობილია, რომ თვით პეტრე I ე.წ. „სპარსეთის ლაშქრობისათვის“ მზადება ჯერ კიდევ 1715 წლიდან დაიწყო, ხოლო დაამთავრა კი იგი 1722 წ. ზაფხულის პირს21. ირანის სამეფო კარს არ შეიძლებოდა არ ცოდნოდა პეტრე I სამხედრო სამზადისი და მასთან ერთად აგრეთვე ვახტანგ VI–საც რამდენადაც იგი სწორედ ამხანად 1712-1719 წწ. ირანის სამეფო კარზე იმყოფებოდა. ირანიდან ვახტანგი, როგორც ჩანს, რუსეთზე ორიენტაციააღებული დაბრუნდა, მით უფრო, რომ კათოლიკური ევროპა, მიუხედავად ვახტანგის მიერ მისთვის საერთოდ მთელი კავკასიის სარგებლიანობის დამტკიცებისა და ამ საქმეში თავის მხრივ საქართველოს უპირველესი როლის ჩვენებისა, გულგრილი დარჩა და ამდენადვე იმედი გაუცრუვა22 (იგულისხმება სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში 1713-1714 - თ.ბ.). ამიტომ იყო ალბათ, რომ 1719 წ. საქართველოში ჩამოსული ვახტანგ VI დიდი, გადამწყვეტი ბრძოლისათვის იყო განწყობილი, ვიდრე ეს კახთა მეფეს დავით II იმამ - ყული ხანს ეგონა, რომელიც დაღესტნის საკითხის გადაწყვეტას, ასე ვთქვათ, უფრო შინაურული, კახური და ქართლური ძალებით აპირებდა და რაზეც ფაქტიურად ვახტანგმა მხარი არ აუბა. დაღესტანსა და სპარსეთთან ურთიერთობის საკითხი ვახტანგს, როგორც ჩანს, სხვა ჭრილში ჰქონდა წარმოდგენილი. იგი რამდენადმე უნდა ყოფილიყო შეფარდებული პეტრესეულ გეგმებთან, კერძოდ, მოსალოდნელი ლაშქრობის საქართველოსთვის გამოყენების თვალსაზრისით. იმამ-ყული ხანის წერილებში ვახტანგისადმი 1720 წ. მეტად კარგად ჩანს ვახტანგის ასეთი დამოკიდებულება კახეთისადმი, ხოლო მეორე მხრივ კი იგივე 1720 წ. თავის მხრივ, როდესაც გაფორმდა პეტრესა და ვახტანგ VI შორის (თუმცა იურიდიულად გაუფორმებელი) ხელშეკრულება23  ერთობლივი სამხედრო მოქმედების თაობაზე მომავალ ე.წ. „სპარსეთის ლაშქრობაში“. აღსანიშნავია, რომ სულ მალე პეტრესეულ გეგმებს სომხეთიც შეუერთდა. ასე რომ, ამ დიდი ლაშქრობის დასაწყისში პეტრე I ამიერკავკასიაში თურქეთსა და ირანთან შედარებით საკმაოდ წონა გავლენიანი მოკავშირეები გაუჩნდა და ამდენად წარმატებაც თითქოს ერთგვარად გარანტირებული შეიქმნა. ერთი შეხედვით ვახტანგ VI მიერ შემუშავებული დიდი პოლიტიკა დროის შესაბამისად გამართლებულივით მოჩანდა, მაგრამ როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადჰყვეს, ის მაინცადამაინც მთლად ღრმად მოფიქრებული არ ყოფილა. საამისო დასკვნისათვის, რასაკვირველია, გარკვეული უნდა იქნეს თუ რამდენად გამართლებული იყო პეტრეს მიერ ე.წ „სპარსეთის ლაშქრობა“ და ამასთან ამ ლაშქრობაში რამდენად აუცილებელი იყო ვახტანგ VI პრაქტიკული ჩარევა, მონაწილეობის მიღება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰაჯი-დაუდისა და ყაზი-ყუმუხელ სურხაიხანის მიერ წარმოშობილი ვაკუუმი თურქეთისათვისაც რუსეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია, რომ სულთანმა ახლო ურთიერთობა გააბა ჰაჯი-დაუდთან და მის დაღესტნელ მოკავშირეებთან. თურქებმა ჰაჯი-დაუდს იმედი ჩაუსახეს, რომ მას ხელს შეუწყობდნენ სეფევიდებისაგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად. ჰაჯი-დაუდი და სურხაი ხანი თურქეთის აშკარა მხარდაჭერით აცხადებდნენ, რომ ისინი ალაჰის მიერ მოწოდებული არიან, რათა გაათავისუფლონ სუნიტები სეფევიდების ტირანიისაგან და რომ საჭიროა აგრეთვე ყველა ჭეშმარიტი მუსლიმანის გაერთიანება24. თურქეთის ასეთი პოზიცია გულისხმობდა დაღესტნისა და შარვანის ჩაგდებას და ამდენად ვაკუუმის შევსებასაც. თურქეთი, რასაკვირველია, არც ყაბარდოს ივიწყებდა, რადგან ჩრდ. კავკასიიდან დაღესტანსა და ამიერკავკასიაში მისი ვასალის - ყირიმის ხანის შემოსვლისათვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მიზანი ჰქონდა სწორედ 1720 წ. ყირიმის ხანის სეადეტ-გირეის ლაშქრობას ყაბარდოში, რომელმაც პირველად მართალია ერთგვარ წარმატებას მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ კი დამარცხდა25. თურქეთის სულთანი ახმედ III (1703-1730 წწ.) დაჟინებით ითხოვდა ყირიმელი ხანებისაგან ყაბარდოს დაპყრობას, რამდენადაც იგი ამ გზითაც აპირებდა კასპიისპირეთში გაჭრას. ცოტა უფრო გვიან, როდესაც პეტრე I სამხედრო კომპანია უკვე მსვლელობაში იყო სეადეტ-გირეიმ 1722 წ. სექტემბერში მოწოდებით მიმართა შაშხალ ადილ-გირეის და დაღესტნის სხვა მთავრებს, რათა ყველა ისინი ერთად გამოსულიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „წმინდა ომის“ საწარმოებლად. სეადეტ-გირეი წერდა, რომ პეტრეს, რომელმაც ყუმიკელები და საერთოდ მთელი დაღესტანი დაამარცხა ახლა განზრახული აქვს ასეთივე მარშით საქართველომდე მივიდესო. ამასთანავე დასძენდა, თუ ჯარი გინდათ მოციქული ადრე გამოგზავნეთ და რამდენსაც მოითხოვთ, იმდენსვე გამოგიგზავნითო26. თურქეთის ეს ცდები, რასაკვირველია, რუსეთს არ გამოეპარებოდა, მით უფრო, რომ იგი მის კავკასიურ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიურ ინტერესებს მეტად სისხლხორცეულად ეხებოდა. ჯერ ერთი, კასპიისპირეთის პროვინციების დაპყრობით თურქეთი თითქმის შლიდა აღმოსავლეთში რუსეთის ვაჭრობას, მეორე, კასპიისპირეთში თურქეთის გაბატონება საკმაოდ ასუსტებდა რუსეთის პოზიციებს კავკასიაში და მესამეც, რეალურ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სუსტად დაცულ სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს. კასპიისპირეთში თურქეთის გაბატონებისათვის ხელის შეშლა რუსეთისათვის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხი იყო, რომლის გადაჭრა გ. პაიჭაძის სამართლიანი შენიშვნით, შეიძლებოდა მხოლოდ რუსეთის ჯარების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დაკავებით და მისი რუსეთის სრულ მფლობელობაში გადასვლით27. ასე რომ, რუსეთის ეკონომიურ და სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების ერთობლიობამ სავსებით კანონიერად აიძულა პეტრე I გადამწყვეტი და ამავე დროს გამართლებული „ნაბიჯი გადაედგა კასპიისპირეთში. ასეთ საერთო ვითარებაში კი რუსეთისათვის მთავარი იყო თურქეთისათვის დასწრების საკითხი, ვიდრე თვით ლაშქრობისა, რამდენადაც ეს უკანასკნელი უკვე თავისთავად განპირობდა აუცილებლობით: ასეთი ტენდენცია რუსეთში სხვათა შორის ბევრად ადრე იგრძნობოდა, რამდენადაც რუსეთის მმართველი წრეებისათვის სრულებით უცნობლად არ რჩებოდა თურქეთის საქმიანობა მთელი კავკასიის მასშტაბით. ასე, მაგალითად, 1714 წ. სენატისა და თვით პეტრე პირველისათვის ცნობილი იყო თუ როგორ დაძრწოდნენ თურქეთ-ყირიმხანის აგენტები ყაბარდოში, რათა თავიანთ მხარეზე გადაებირებინათ ყაბარდოელი მთავრები და როგორ ცდილობდნენ აგრეთვე მთელი კავკასიის ხალხების გაერთიანებას ირანის საზღვრებამდე28. რუსეთში შიშობდნენ, რომ თუ თურქეთი ყოველივე ამას შეძლებდა, მაშინ ომის შემთხვევაში ყველა ეს ხალხი მის მხარეზე აღმოჩნდებოდა და ამასთან მისი ბატონობაც მთელ სიგრძეზე, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, რამდენადმე უზრუნველყოფილიც იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ა. ბეკოვიჩ-ჩერკასკი, რომლის წერილიც დაედო საფუძვლად პეტრე I მიმართვას სენატისადმი, პირდაპირ აღნიშნავდა, რომ არ დაუშვან ამ ხალხების თურქეთის გავლენის ქვეშ მოქცევა, რომ, პირიქით, საჭიროა ეს თვით რუსეთმა გააკეთოს და საამისოდ ის დროს ნუ დაკარგავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თურქებმა ისინი თავის გავლენას დაუმორჩილეს, მაშინ უკვე გვიან, და მომავალში მისი განხორციელებაც თითქმის შეუძლებელი29 იქნებაო. 1719 წ. იგივეს მოითხოვდა ა.ვოლინსკიც, როდესაც იგი საგარეო საქმეთა კოლეგიაში დაღესტნის დიდი მთავრების შამხალ ადილ-გირეისა და აქსაელ სულთან მაჰმუდის ქვეშევრდომებად მიღების მეტად დიდ აუცილებლობაზე წერდა30. შექმნილ ვითარებაში, როგორც სამართლიანად შენიშნავს მარშაევი, პეტრე I მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთის ჩარევისათვის დაესწრო და დაეწყო კიდეც სამხედრო ექსპედიცია დაღესტნისა და კავკასიის სხვა რაიონების შემოსაერთებლად31. ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ პეტრემ საერთოდ დადგენილ დროზე ადრე დაიწყო ლაშქრობა, კერძოდ, 1722 წ. ზაფხულში, ნაცვლად ნავარაუდევი 1723 წლისა, ანუ, თითქმის ერთი წლით ადრე, რის გამოც, პეტრესვე აღიარებით, ვერ მოხერხდა ჯარისა და ფლოტის სრულყოფილი მომზადება32. რუსეთის მხრივ ამ აჩქარებას ხელი შეუწყო ამ დროისათვის შექმნილმა მისთვის მეტად ხელსაყრელმა პირობებმა33. პეტრე I პოლიტიკაში ჩრდილო კავკასიისა, ამიერკავკასიისა და ირანის მიმართ არ იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მოულოდნელი და მით უფრო ახალი რამ. ეს იყო კავკასიური პოლიტიკის განხორციელების იგივე ცდები, რასაც ადგილი ჰქონდა ადრეც, XVI ს. ბოლო მეოთხედსა და XVII ს. დასაწყისში, როდესაც შესაფერის ვითარებაში რუსეთი ცდილობდა დაღესტნის დაპყრობასა, თუ მის მორჩილებაში მოყვანას, რამდენადაც დაღესტანს ყაბარდოსთან ერთად მის კავკასიურ პოლიტიკაში პირველხარისხოვანი ადგილი ეჭირა, ვიდრე საქართველოს, რომელიც ასეთად რუსეთისათვის მხოლოდ XVIII ს. 70-80-იან წლებში შეიქმნა; ამ გარემოებამ სხვათა შორის, თითქოს, XVI ს. მეორე ნახევრით მოყოლებული თავისებური დაღი დაასვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და იგი არსებითად განსხვავებულიც გახადა რუსეთ-ყაბარდოსა და რუსეთ-დაღესტნის ურთიერთობებისაგან. პეტრესდროინდელ ლაშქრობასა და მსგავს ადრინდელ ლაშქრობებს შორის, ჩვენის აზრით, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ იგი მათთან შედარებით უფრო ფართო მასშტაბისა იყო და, რაც მთავარია, პეტრემ ასევე შედარებით ნაკლები ბრძოლების წყალობით მიაღწია გაცილებით მეტ წარმატებას. მარშაევის აზრით, პეტრეს ასეთი წარმატება, რამდენადმე  განპირობდა იმ დიპლომატიური შეტევით, რომელიც რუსეთმა განახორციელა დაღესტნელ მფლობელებზე ჯერ კიდევ ადრე 1717-1720 წწ.34. ასე, მაგალითად, რუსეთს თავისი ერთგულება და სამსახური და ამასთან სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაც კი შესთავაზა შამხალ ადილ-გირეიმ, ყუმიკეთის ერთ-ერთმა მფლობელმა მურთაზალი ბუდაიმ, ჩაბან-შამხალმა, ენდერის მფლობელმა და სხვ35. პეტრე I სამხედრო კომპანია 1722-1723 წწ. მართალია ბოლომდე არ მისულა, მაგრამ წარმატებები მაინც საგრძნობი იყო. 1723 წ 12 სექტემბერს პეტერბურგში რუსეთ-ირანს შორის დადებული ხელშეკრულების ძალით შაჰ-თაჰმასპმა რუსეთის „სამუდამო მფლობელობაში“ სცნო კასპიისპირეთის რიგი ოლქები, ქალაქების (დარუბანდის, ბაქოს, გილანის, მაზანდარანის, ასტრაბადისა და სხვ. ჩათვლით36. ანუ თითქმის „ძირითადი სააბრეშუმო რაიონები“37. „სპარსეთის ლაშქრობის“ მოკლე ისტორია, როგორც ვხედავთ თვალნათლივ მეტყველებს რუსეთისათვის ამ ნაბიჯის აუცილებლობაზე - მისი მრეწველობის ნედლეული ბაზის გასაღების, ბაზრის გაფართოების და საერთოდ მისიშინაგანი განვითარებიდან გამომდინარე: მაგრამ ამასთან იქნებოდა დიდი შეცდომაც, რომ ამ ლაშქრობის დამპყრობლური ხასიათი უარგვეყო. ასეთ ვითარებაში კი ისმება საკითხი, თუ რაოდენ აუცილებელი იყო ამ ლაშქრობაში ვახტანგ VI პრაქტიკული ჩარევა, რამაც ობიექტურად გამოიწვია საქართველოს ჩათრევა პეტრეს სახელმწიფოს დამპყრობლურ გეგმებში და რასაც, როგორც სამართლიანად შენიშნავს მ.დუმბაძე, საქართველოსთვის საბედისწერო შედეგი მოჰყვა38. დიდი პოლიტიკის ჭრილში შეიძლება ვახტანგ VI პოლიტიკას - საქართველოს გაერთიანება რუსეთის ხელქვეშ მომხდარიყო, ან საერთოდ ყველა მფარველისაგან დამოუკიდებლად და მასთან მოგვარებულიყო საქართველო-დაღესტნის ურთიერთობაც - თითქოს თავისი გამართლება ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იგი ვახტანგის ძალას აღემატებოდა და ქვეყნის შიგნით შექმნილ რეალურ მდგომარეობასაც მთლად არ შეესაბამებოდა. ვახტანგს ისეთი პოლიტიკა უნდა შეემუშავებინა, რომელიც მის ძალებს შეეფარდებოდა და გარკვეულ ვითარებაში რუსეთი მისთვის ერთგვარ დამხმარე ძალად გამოვიდოდა. სამწუხაროდ, ვახტანგის პოლიტიკაში რუსეთმა ძირითადი ძალის სახე მიიღო და შესაბამისად ვახტანგი მის დამხმარედ გამოვიდა, რისგამოც იგი თავიდანვე აღმოჩნდა რუსეთზე მთლიანად დამოკიდებული და ამდენად უკან დასახევი გზაც თვითონვე მოიჭრა. თავისთავად რუსეთთან ურთიერთობის დამყარება, რასაკვირველია, შეცდომა არ იყო: მეტიც, იმხანად ის ერთადერთ საშუალებად ჩანდა, მაგრამ ვახტანგის ჩარევა 1722-1723 წწ. პეტრეს სამხედრო კომპანიაში, ვ.დონდუას სიტყვით რომ ვთქვათ, ვახტანგის მხრივ „სახიფათო სითამამით“ გადაწყვეტილი და ჩვენის აზრით, გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ამ მხრივ ვახტანგზე, როგორც პოლიტიკოსზე გაცილებით მაღლა დგას XVI-XVII სს. მიჯნაზე მოღვაწე კახთა მეფე ალექსანდრე. ალექსანდრეს დროს რუსეთ-თურქეთ-ირანი თითქმის ტოლძალოვან ძალებად გამოდიოდნენ კავკასიაში, ხოლო ვახტანგის დროს კი ირანი ფაქტიურად გამოთიშული იყო დიდი პოლიტიკური თამაშიდან და მეტიც, რუსეთსა და თურქეთზე იყო დამოკიდებული მისი ბედი. ცნობილია, რომ XVI ს. 90-იან წლებში და XVII ს. დასაწყისში ალექსანდრე კახთა მეფესაც ჰქონდა მსგავსი წინასწარი შეთანხმებები რუსეთის ჯართან საშამხლო-დაღესტანზე ერთობლივი მოქმედებისათვის, მაგრამ რუსეთი ამას კონკრეტულად ახორციელებდა მაშინ, როცა მას ეს მიაჩნდათ საჭიროდ და არა მაშინ, როცა იგი უფრო მეტად საქართველოსათვის იყო აუცილებელი. რუსეთის ასეთი პოზიცია ძირითადად დამოკიდებული იყო თურქეთ-ირანის კავკასიური პოლიტიკის პერიოდულ გააქტიურებაზე. კახთა მეფე, ხედავდა ყოველივეს და ასეთი ვითარებისას ყოველთვის გვერდზე იდგა იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც რუსეთის რაზმები უკვე პრაქტიკულად ლაშქრავდნენ საშამხლო - დაღესტანს. თავის უშუალო ჩარევას ალექსანდრე მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა, თუ რუსეთი ყველა იმ პირობას შეუსრულებდა რომელიც მას მიაჩნდა ერთგვარ გარანტიად თავისი ქვეყნის უშიშარყოფისათვის. სხვა შემთხვევაში ალექსანდრეს აზრით, შეიძლებოდა მას თურქეთ-ირანი აემხედრებინა თავის წინააღმდეგ და მათაც კახეთისათვის ანგარიში გაესწორებინათ, მით უფრო, რომ გეოგრაფიულად ისინი კახეთთან უფრო ახლო მდებარეობდნენ, ვიდრე რუსეთი. კახთა მეფის მთელი მცდელობა იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთ-ირან-თურქეთის ურთიერთობათა დაპირისპირებისას თითოეული მათგანისათვის კახელი ხელდებულის ერთგულება - მორჩილება ჩვეულებრივზე უფრო ძვირად დაფასებულიყო39. ასე რომ, კახთა მეფე რუსეთთან, თურქეთთან თუ ირანთან ურთიერთობისას ყოველთვის იტოვებდა თავისთვის უკან დასახევ გზას, რაც მას საშუალებას აძლევდა ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი თავისი თავიცა და ქვეყანაც გამოეყვანა მდგომარეობიდან. ალექსანდრე კახთა მეფის რუსეთისადმი ასეთი დამოკიდებულების პოზიციას ადგა სხვათა შორის ვახტანგ VI–ს თანამედროვე კახთა მეფეც - კონსტანტინე ანუ მაჰმად-ყული ხანი, რისი დამადასტურებელიც მისი მიმოწერა რუსეთის სამეფო კართან 1724-1725 წწ. ასე, მაგალითად, კონსტანტინემ იცის, თუ რას ნიშნავს „ხელმწიფეთ ხელმწიფის (პეტრე I - თ.ბ.) დიდისა და ძლიერის ლაშქრისა და სარდლის აქათ მობრძანება“40, მაგრამ მასთან უფრო ახლო ურთიერთობისაგან მაინც თავს იკავებს, ვიდრე ხელმწიფის ეს უძლეველი ლაშქარი მისი ქვეყნის სიახლოვეს არ მობრძანდება“. კონსტანტინეს მიერ მიწერილი ის წერილი კი, სადაც აღნიშნულია, რომ „ხელმწიფის სამსახურზედ კაცი გამოვგზავნე, საქართველოს ამბავი მოვახსენე, მაგრამ მტრის შიშით და გზის სიძნელით, ჩვენმა კაცმა ვერ მოაწივაო“42, სხვანაირად იმასა ნიშნავდა, რომ კახთა ჯარების გაგზავნა ასეთ ვითარებაში რეალურად შეუძლებელი იყო. ასე, რომ, კონსტანტინე კახეთის სამეფო კარზე შემუშავებულ ტრადიციულ პოლიტიკას არ ღალატობს, იგი სხვათა შორის პირდაპირაც აგრძნობინებს რუსეთის სამეფო კარს ამ ამბავს, როდესაც წერს: „თუ თქვენ ახლოს მობძანდეთ... თქვენის ძალით ამათ პასუხს ძლევას დაუწყებთო"43. რასაც მთელი დიპლომატიური ხელოვნებით გაურბოდა ალესანდრე კახთა მეფე, ვახტანგ VI ჩანს, ძალიან უბრალოდ შეხედა, რამაც სხვათაშორის სულ მალე გამოიღო კიდეც სათანადო შედეგები. ასე, მაგალითად, პეტრე I მიერ ლაშქრობის მოშლამ ვახტანგისათვის თვალნათლივი გახადა, რომ მას უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდა. აი ასეთი მოსალოდნელი პერსპექტივისა იყო, რომ ალექსანდრე კახთა მეფეს ეშინოდა და არ გარბოდა პირველსავე დაძახილზე. ვახტანგ VI ასე აშკარად ჩარევამ ერთდროულად აამოქმედა თურქეთი და ვახტანგის ლაშქრობის (პეტრესვე მითითებით) ძირითადი ობიექტი დაღესტანი44, ამასთან, იგი არც ირანმა დაივიწყ და მას ანგარიში მოსთხოვა. ასე რომ, პეტრეს ლაშქრობის მოშლით ვახტანგი ბრძოლის ველზე მარტო აღმოჩნდა მიტოვებული. ამის შემდეგ მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ასე, მაგალითად, 1722 წ. დეკემბერში ვახტანგ VI შაჰ-თამაზის ყულარ აღასმა შაჰ-ჰუსეინის ტყვეობიდან დასახსნელად და საერთოდ ირანის დასახმარებლად, როგორც თავის ყმას, ოფიციალურად მოსთხოვა ჯარი45. 1722-1723 წწ. არზრუმის ფაშამ სულთნის დავალებით ასევე დაჟინებით მოითხოვა, რათა ვახტანგს მიეღო თურქეთის პროტექტორატი და საერთოდ ეცნო სულთნის უფლებები46. თურქეთი, რომელსაც ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი ქართლ-კახეთის დაპყრობა, ვახტანგის ამ ნაბიჯმა ააჩქარა. საქმე იქამდისაც კი მივიდა, რომ იბრაჰიმ-ფაშამ პეტრე I ამიერკავკასიაში ლაშქრობა სულაც ვახტანგს დააბრალა. ასე წერდა, ყოველ შემთხვევაში იგი 1723 წ. აპრილში დერბენტში მყოფ რუს სამხედრო ხელმძღვანელობას: „ვახტანგმაო თქვენო მოგიწოდათ ასტრახანშიო, ხოლო ასტრახანიდან კი დაღესტანში, სადაც თქვენ რამდენიმე ადგილს დაეუფლეო და ქ.დერბენტიც აიღეთო!“47. საერთოდ კი ფაშა რუსეთ - თურქეთის ურთიერთობის გამწვავების საქმეში მთლიანად ბრალს ვახტანგსა დებს48. პეტრე დიდის სამხედრო კომპანიაში ჩარევის გამო იყო ალბათ, რომ ვახტანგმა კახთა მეფის იმამ-ყული ხანის წინადადებისაგან შეიკავა თავი მოეწყოთ დაღესტნელ აბრაგთა წინააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობა და გადაეწყვიტათ კიდეც ლეკური საკითხი. თავისი აჩქარების შედეგებს ვახტანგი, სხვათა შორის თვითვე მიხვდა პირველი. 1722 წ. სექტემბერში იგი, სინანულითა და თითქმის საყვედურითაც კი წერს პეტრეს, რომ „ამ საქმით (თავის მონაწილეობით პეტრეს ლაშქრობაში, - თ.ბ.) ყეენიც დაგვემდურა, კახი ბატონიც აგვეშალა და ხონთქარიც წყენობს და იმუქრებისო“49. ცოტა უფრო გვიან, როდესაც ვახტანგს VI პეტრე დიდის მემკვიდრეების თვალში ხსნიდა ამ ლაშქრობის გამო თავს დამტყდარ უბედურებას და მოითხოვდა თავისი თავდადება - ერთგულებისათვის მეტ დაფასებას, მას გარდა იმისა, რომ ყველაფერი გაუბაიბურეს, პირველი და ყველაზე დიდი დამნაშავე თვითვე  გამოიყვანეს. ასე, მაგალითად, განჯაში სულ ტყუილად იდექიო ასე დიდხანს; თვითვე უნდა დაგეწყო შაჰის წინააღმდეგ ბრძოლა და შემახაც აგეღოო, კახთა მეფე კონსტანტინესთან შენვე ჩამოაგდე შუღლიო, ხოლო თურქებისაგან არავითარი საშიშროება არ გელოდა და თვით შენ შეხვედი მის მფარველობაშიო და სხვ50. მართალია, ეკატერინე I ეს „მემორანდუმი“ განკუთვნილი ვახტანგ VI, თვით ვახტანგისათვის არ მიუციათ, მაგრამ აქ მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის სამეფო კარის მხრივ ვახტანგის როლის შეფასება პეტრე დიდის ე.წ. "სპარსულ ლაშქრობაში“. ბუნებრივია, რომ ამ ლაშქრობიდან ქართლში დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა ვახტანგ VI და კონსტანტინეს შორის სულ სხვა მიმართულებით წარიმართა, რამაც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა კიდეც ვახტანგის შემდგომ ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. ქართლ - კახეთის ერთობლივ მოქმედებას ამხანად შეიძლებოდა გადაეწყვიტა „ლეკური საკითხი“, მით უფრო, რომ „ლეკიანობა“ ახლად ფესვგადგმული იყო, ხოლო ქართლ-კახეთს კი ჯერ არ განეცადა „ოსმალობისა“ და „ყიზილბაშობის“ გამანადგურებლობა. 30000-40000 ათასიანი ქართლის ჯარით51 და ალბათ ამდენივე კახეთისა, ორივე მეფეს მართლაც შეეძლებოდათ დაღესტნელ ფეოდალთა და ტომთა ბელადების თავდასხმების ალაგმვა და ქვეყნის დოვლათის მოვლაც. მაგრამ ვახტანგმა კახეთთან დაახლოების ეს მეტად დიდმნიშვნელოვანი მომენტი ხელიდან გაუშვა. მართალია დავითი და ვახტანგი სხვადასხვა ორიენტაციისა და მისწრაფებების მქონე მეფეები იყვნენ და მათი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობა, როგორც დ.მეგრელაძე აღნიშნავს, ფორმალური იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ლეკების მიერ შექმნილი მდგომარეობა ფაქტიურად მაინც აპირობებდა ამ მეგობრობას და ეს უნდა ყოფილიყო სწორედ ამოსავალი, რაზეც, სხვათა შორის, კახთა მეფე წავიდა, ხოლო ვახტანგი კი არა. ვახტანგის ასეთი დამოკიდებულება კახეთისადმი, ჩვენის აზრით, შეიძლება მხოლოდ ორი გარემოებით აიხსნას: ერთი, რომ ვახტანგი ალბათ თვით აპირებდა კახეთის დაპყრობას, საქართველოს გაერთიანებასა და რუსეთის ირანისადმი დაპირისპირებას52, ხოლო, მეორეც იმით, რომ ვახტანგს მთლად ნათლად არ ჰქონდა წარმოდგენილი „ლეკიანობა“ მთელი თავისი არსით. ჩვენის აზრით, სჯობდა, რასაკვირველია, ვახტანგს ამის განსახორციელებლად არ დაეზოგა ძალები და სწორედ აქ დაეწყო გადამწყვეტი ბრძოლა. ვიდრე ეს მან გააკეთა თავის, ასე ვთქვათ, შემონახული ძალების აქტიური ჩარევით სხვის გადამწვეტ ბრძოლაში. კახეთისადმი და ამდენადვე „ლეკური საკითხისადმი“ გულგრილი დამოკიდებულება სულ მალე არანაკლებ საბედისწერო აღმოჩნდა ვახტანგისათვის, 1722 წ შაჰმა კახეთში გარდაცვლილი დავით II ძმა კონსტანტინე ანუ მაჰმად-ყული ხანი გამოგზავნა და თან ერევნის, შამშადოლოსა და ყაზახის მმართველობაც დაავალა. კონსტანტინესათვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი გაჭირვების შეცნობა, რამდენადაც „კვალადცა მარადის იყო ესე ვითარი კირთება ლეკთაგან კახეთსა შინა53. ჩანს, კონსტანტინე თავდაპირველად თავისი ძმების დავითისა და თეიმურაზის54 გზას დადგომია „ლეკური საკითხის“ მოგვარებაში. ასე, მაგალითად, „საქართველოში მოსვლისთანავე მას ზავისა და სიმტკიცისათვის“55 ვახტანგ VI მიუმართავს, მაგრამ ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, მაინცადამაიც დიდი ენთუზიაზმი არც ამჯერად გამოუჩენია. მისი ასეთი უყურადღებობითა და გულგრილობით კი კარგად ისარგებლა მისმავე ნამეფარქმა და ბედისმაძიებელმა ძმამ იასემ და ორივე მეფე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს56. კონსტანტინესათვის ხელსაყრელი იყო ვახტანგთან ახლო ურთიერთობა. ჯერ ერთი, შეიძლებოდა ერთობლივი ხელშეწყობით „ლეკური საკითხი“ კვლავ მოგვარებულიყო; მეორეც, ვახტანგს სწორედ ამხანად ჰქონდა მიღებული შაჰისაგან „სარდრობა ადრიბეჟანისა“ და რასაკვირველია, არ იქნებოდა ურიგო თუ მას, როგორც შაჰის კაცს, კარგი ურთიერთობა ექნებოდა მასთანაც; და ბოლოს, როცა იბრაჰიმ-ფაშა სულთნის მფარველობაში შესვლის საფასურად, ვახტანგს კახეთს სთავაზობდა, ამ უკანასკნელს შეეძლო კახეთთან კარგი ურთიერთობის გამო მისთვის უარი ეთქვა. კონსტანტინემ მეორეჯერ სცადა ვახტანგთან ურთიერთობის დამყარება, რათა ყოფილიყო ვახუშტის სიტყვით, მათ შორის „უმეტესი სიმტკიცე“57, მაგრამ მას ახლა ამ განზრახვაზე ხელი კახელმა დიდებულებმა ააღებინეს. ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა. კახეთის სამეფო კარმა უკვე თვით სცადა ქართლის დაპყრობა და შემდეგ ასე რიგად შემოერთებული ქართლის ძალებთან ერთად დაღესტნელ და ჭარელ აბრაგთა შემოსევების ალაგმვა. „ჰგონებდნენ დაპყრობასა ქართლისასა წერს ვახუშტი, და, მერმე ამითი შემუსრვასა ლეკთასა და განთავისუფლებასა მათგან“58. ასე, რომ, ვახტანგ VI შორსგაუმჭვრეტი პოლიტიკა კახეთისა და დაღესტნის მიმართ, მომძლავრებულ ქართლისათვის, აღმოჩნდა მეტად საზიანო და საზარალო. გაბოროტებულმა კონსტანტინემ ჭარელი და დაღესტნელი ლეკები თავისთან დაიზავა, ამასთან „აღუთქვა ვერცხლი დიდძალი“ და 1723 წ. მაისში „კახ-ლეკთა“ ჯარით მეორე ცდაზე თბილისიც აიღო და მას 60000 თუმანი კონტრიბუციაც შეაწერა59. შემდეგ კონსტანტინე იგივე „კახ-ლეკით“ ვახტანგის ერთგულ ზემო ქართლის თავადებს მიუხტა და მათი ყმა-მამულები სასტიკად დაარბია. კონსტანტინეს მიერ თბილისის აღება ერთგვარ ნიშნის მიცემად აღმოჩნდა იბრაჰიმ-ფაშასთვის, რომელთანაც ვახტანგი განზრახ აჭიანურებდა მოლაპარაკებას, რადგან, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, „იმედეულიყო რუსთა მეფისა მოსლვას“60. მაგრამ მისი მხრიდან ყველაფერი ისეთი დაუფარავი და აშკარა იყო, რომ მისი გაგება თურქეთისათვის არც სირთულეს და მით უფრო საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. მართალია ვახტანგმა იბრაჰიმ ფაშის დაწოლით ბოლოს მაინც ცნო თურქეთის სულთნის "ყმობა", მაგრამ ეს ისეთ დროს, როდესაც მას არავითარი წონა და ფასი არა ჰქონდა, რადგან ფაშა უკვე ამხედრებული იყო ქართლის წინააღმდეგ. 1723 წ. ივნისში იბრაჰიმ - ფაშამ თითქმის უბრძოლველად ჩაიბარა თბილისი - "კლიტენი ციხე - ქალაქისანი"61. XVIII ს. 20-იან წლებში საქართველოში ასეთი მდგომარეობის შექმნის ერთ - ერთი მიზეზი, რასაკვირველია, პეტრე დიდის სისუსტეც იყო. ისე როგორც XVII ს. მთელ სიგრძეზე, რუსეთმა, ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, არაერთხელ გამოამჟღავნა თავისი სისუსტე ამიერკავკასიის ქრისტიან ხალხთა "მფარველობის" საქმეში. ახლაც აღმოჩნდა, რომ მას არც ამჟამად გააჩნდა საკმაო ძალა ირან - ოსმალეთთან სამეტოქეოდ. პეტრე I-მა საქართველო ოსმალეთს "დაუთმო"62. ასე რომ, XVIII ს. მეორე მეოთხედიდან ქართლ-კახეთში მეტად მძიმე პერიოდი დაიწყო. მართალია "ოსმალობა" თავისთავად დიდი ძნელბედობა იყო, მაგრამ მის თანადროულად მიმდინარე "ლეკური ომი" მაინც ყველაზე უმძიმესი ძნელბედობად იქცა63. 1724 წლის ახლო ხანებში ლეკებმა მაგალითად გარემოს ხევი საამილახორო, შიოს-უბანი და ქართლის სხვა რაიონები დაარბიეს. ქართლის მაწიოკებელი ლეკები ხეირს არც კახეთს აყრიდნენ. ოსმალეთის ტყვეობას თავდაღწეული კონსტანტინე კახთა მეფე მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, მას ერთი მხრივ ოსმალების წინააღმდეგ მოუწია ხმალის ქნევა, ხოლო მეორე მხრივ კი ლეკებისა, რომლებსაც დროდადრო იკავშირებდა აგრეთვე ოსმალებისვე წინააღმდეგ. ასე რომ, ძნელბედობის ჟამს კონსტანტინე კახთა მეფეს მოუწია ძალების მობილიზება და მისი მოთავეობა, რამდენადაც ვახტანგ მეფის გულისყური უკვე მოსკოვის გზისაკენ იყო მიპყრობილი და აქაურობისაგან გაცლაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე დარჩენასა და ბრძოლაზე. დაღესტნელი და ჭარელი ფეოდალები კი დროს არ კარგავდნენ და ვახუშტის სიტყვით, რომ ვთქვათ "იყო მათგან ლაშქრობა ძლიერი, ხდომანი, სრვანი, ტყვევნანი, ოხრებანი დაუცადებელნი და იავარნი კახეთსა შინა"64. კონსტანტინე ჩანს "ოსმალებში" უფრო დიდ ბოროტებას ხედავდა, ვიდრე ლეკებში, როდესაც იგი მათ ეზავებოდა; მაგრამ, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ, როგორც წესი, ასეთი დაზავება ყოველთვის პირობითი იყო და იგი ხელს არ უშლიდა ლეკებს სურვილისამებრ განეახლებინათ ხოლმე "ლაშქრობა და ოხრება კახეთსა შინა". 1724 წ. იანვარში კონსტანტინე კახთა მეფეს მაინც უცდია ქართლთან დაახლოება და როგორც ჩანს, კიდეც მიუღწევია ერთგვარი წარმატებისათვის. ასე, მაგალითად, კონსტანტინემ და ბაქარმა, ვახუშტის სიტყვით, "ჰყვეს პირი ერთობა სიყვარულისა", "რათა ბრძოდენ ორნივ ოსმალთა"65. წყაროებიდან, სამწუხაროდ არა ჩანს მათი ერთობლივი ბრძოლის ფაქტები, გარდა იმისა, რომ კონსტანტინე თავისი კახელებითა და ჭარელი ლეკებით თვით შებმია ყაზახთან ოსმალებსა და დამარცხებულა კიდეც. სხვათა შორის, ამ ბრძოლის შემდეგ კონსტანტინეს ხელში ჩაგდება მის მიერვე მოყვანილ ლეკებს უცდიათ, მაგრამ კახთა მეფეს მათგან თავი დაუღწევია და თვალივს შეხიზნულა, რადგან მთელ კახეთს მარბიელი ლეკები მოდებულიყვნენ66. რაკი ქვეყანა უპატრონოდ დარჩა, ვახუშტის სიტყვით, "ლეკთა დაიპყრეს კახეთი, მაჰმადიან-ჰყუნეს და დაუდგინეს მოლანი მათნი დაბნებთა, ციხესიმაგრეთა შინა"67. ლეკების მიერ კახეთის ამ დაპყრობას უნდა გულისხმობდეს ალბათ ჭარის ომების ქრონიკის ავტორიც, როდესაც წერს, რომ "კახეთი თალასა და ჭარზე იყო დამოკიდებულიო, ხოლო გულხადარების მმართველობის ქვეშ კი ალავერდი და თელავი გავაზსა და გურჯანამდეო"68. მართალია, ოსმალთა მძარცველურ მმართველობას დაღესტნელ ფეოდალთა თარეშიც ემატებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველებს იმხანად "ოსმალობა" უფრო დიდ ბოროტებად მიაჩნდათ, ვიდრე ლეკები და თავიანთი ძირითადი ძალებიც სწორედ მის წინააღმდეგ წარმართეს; მეტიც, ამ ბრძოლაში თვით ლეკებიც კი შეიკავშირეს. ასე რომ, "ოსმალობის" წინააღმდეგ გაერთიანდა სპარსული ორიენტაციის მიმდევრები კონსტანტინე კახთა მეფის მეთაურობით და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქართველოში დარჩენილი ხელმძღვანელები, რომელთაც მეთაურობდა გივი ამილახორი69. "შემდგომად ვახტანგ მეფისა წასვლისა რუსეთს (1724 წლის ივლისი, - თ.ბ.) წერს ვახუშტი, ეზრახნენ ქართველი მაჰმად-ყული-ხანს (კონსტანტინეს - თ.ბ.), რათა მოვიდეს სპითა კახეთისათა, განაგონ ოსმალნი და იყოს მეფედ მათდა: ესე ირწმუნა მაჰმად-ყული-ხან და შემოიკრიბნა კახნი, თუშნი, ფშავნი და ხევსურნი". აჯანყებულმა ქართლელებმა 1724 წ. ივლის-აგვისტოში კონსტანტინეს ამ ჯარით და აგრეთვე განჯის, შამშადილუსა და ლეკების რაზმებით გორს შეუტიეს, მაგრამ კარგად დაწყებული ბრძოლა ბოლოს მარცხით  დაამთავრეს და ამით ოსმალებს საშუალება მისცეს კიდეც ქართლში გაბატონებულიყვნენ. ოსმალებმა, რასაკვირველია "აღწერეს ქართლი სრულიად და დასდვეს ხარკი"70. დამარცხებულმა კონსტანტინემ ამჯერადაც ლეკიანობის გამო ვერ შეაფარა თავი კახეთს, და იძულებული გახდა თავისი ოჯახით კვლავ ფშავს გახიზნულიყო, სადაც დაახლოებით ერთ წლამდე დაჰყო. წყაროების მიხედვით, ლეკებს თითქოს მართლაც მთელი კახეთი ჰქონდათ დაპყრობილი, მაგრამ, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ ეს მთლად ასე არ უნდა გავიგოთ, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ლეკებმა ჯერ თავისთავად, ხოლო შემდეგ კახელი გლეხობის "დახმარებით", რაზეც ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, რამდენადმე მაინც შეძლეს კახეთის დიდი ტერიტორიების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ასეთ ვითარებას უმეტესად ადგილი ჰქონდა იმ დრომდე, ვიდრე ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, ე.წ. ლეკური "უბატონო თემები" "მებატონეებად" გადაიქცეოდნენ. ამიერიდან მდგომარეობა კახელ გლეხობასა და უკვე მებატონე ლეკებს შორის არსებითად შეიცვალა, რამდენადაც ამ უკანასკნელებმა დაიწყეს კახელი გლეხობის არა მარტო დაბეგვრა, არამედ გამაჰმადიანებაც კი71. კახელი გლეხობა გონს მოვიდა და როგორც ყოველთვის ასეთ სიტუაციაში იგი გადამწყვეტი ბრძოლისათვის განეწყო. ჭარელ ლეკებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ კახეთში ასეთი სააჯანყებო ვითარება და როგორც ჩანს, შეცდილან კიდეც მას ორგანიზებულად შეხვედროდნენ. ვახუშტი მეტად მოხდენილად გადმოგვცემს შექმნილი სიტუაციის არსს: "თუცა დაიპყრეს,- წერს იგი, - ლეკთა კახეთი, არამედ იყუნენ კრძალველნი და მოფრთხილენი მათგან კვალადცა. ამისთვის შეკრბენ ჭარელნი და მოიყვანეს დაღესტნელიცა და მოადგნენ თელავს სპანი დიდნი და ბრძოდნენ კვირა ერთს"72. 1725 წ. თელავთან ლეკების დამარცხება ერთგვარი ნიშანი გახდა მთელ კახეთში მათ წინააღმდეგ აჯანყებისა. კახელებმა სადაც კი მოიხელთეს "მოსრნეს ყოველნი თვისთა შინა მყოფნი ლეკნი და განთავისუფლდნენ". ლეკებმა რა იხილეს "მაგრობა კახთა", დაზავდნენ კონსტანტინე მეფესთან, რომელიც ქვეყნის სამართავად კვლავ მოიწვიეს კახელებმა ფშავიდან. მოვლენების განვითარება თითქოს უეჭველს ხდის, რომ ამ დაზავების შედეგად ლეკებს ქართლზე სალაშქროდ წასვლის შემთხვევაში კონსტანტინესაგან კახეთზე მშვიდობიანად გავლის გარანტია უნდა მოეთხოვათ, ხოლო თვით კონსტანტინეს კი ამის საფასურად ქართლში მოპოვებული ნადავლის გარკვეული ნაწილი. ვახუშტი წერს: "ქართლის ნატყვენავის წილს მოსცემდნენ ლეკნი მაჰმად - ყული - ხანს ხუთის-თავს ეტიკობისათვის და უწოდა თავთა მათთა მეგობრად, ძმად და მეყვისად"73.
        ქართლის ხარჯზე კახეთის გადარჩენა, რასაკვირველია, საერთო საქართველოს თვალსაზრისით ვერაფერი საქმე იყო, მაგრამ იმ დროს კახეთისათვის ეს პატარა ამოსუნთქვაც ალბათ რაიმედ ღირდა. სამწუხაროდ, კონსტანტინე ლეკებს მარტო ოსმალთა წინააღმდეგ არ იყენებდა. მას ისინი შამშე ერისთავის წინააღმდეგაც მიუმართავს და ამდენად ქართულ შინაფეოდალურ ომში ლეკებისათვის გარკვეული წვლილიც მიუზღვევია. საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე ანტიოსმალური განწყობის მოღვაწე იყო და ლეკებსაც უმეტესად მათ წინააღმდეგ იყენებდა. დაღესტნელთა მოკავშირეობა ოსმალეთის წინააღმდეგ, მათი მარტო უბრალო დაქირავებულობით არ შეიძლება აიხსნას. საქმე ისაა, რომ ვიდრე "ოსმალობა" გაბატონდებოდა ქართლ - კახეთში და საერთოდ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშიც ლეკებს მოსწონდათ კიდეც ოსმალებთან ახლო ურთიერთობა - კავშირი, რამდენადაც ოსმალეთი მათ ხელს უწყობდა საქართველოზე თავდასხმისა და ამდენად დასუსტების საქმეშიც. ოსმალების გაბატონების შემდეგ ურთიერთობა ოსმალებსა და ლეკებს შორის მკვეთრად შეიცვალა. ეს მოვლენა ორი გარემოებით შეიძლება აიხსნას: "ჯერ ერთი "ოსმალობის" ასეთი გაბატონება დაღესტნელი ფეოდალებისათვის არ იყო ხელსაყრელი, რამდენადაც არ იყო გამორიცხული, რომ ოსმალები ასევე შეეცდებოდნენ დაღესტნისა და ჭარ-ბელაქნის დამორჩილებასა და მათ დახარკვას; მეორე, რამდენადაც ოსმალები ქართლ - კახეთს თავის საბატონო ქვეყნებად თვლიდნენ, ამდენადვე ქართლ-კახეთში მოთარეშე ლეკები უკვე თავიანთ მტრებად მიაჩნდათ74, მით უფრო, რომ ისინი მათ ქვეყნის მატერიალური დოვლათის დატაცება - განაწილებაში საკმაოდ მოურიდებლად ეზიარებოდნენ. მეორე მხრივ, ლეკებისათვის ოსმალების მხრიდან საქართველოზე თავდასხმების მოშლა ნიშნავდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი "სამეურნეო საქმიანობის" ერთ-ერთი ძირითადი დარგის მოშლასაც, რაც უკვე თავის მხრივ ლეკებს აღარ მოსწონდათ და იწვევდა მათში ანტიოსმალურ განწყობას. ასე რომ, დაღესტან - ჭარელი ფეოდალები ოსმალებს მხოლოდ ამიერკავკასიის საზღვრებს გარეთ ცნობდნენ და არა აქ გაბატონებულთ და ამდენადვე პოტენციაში მათთანაც გასაბატონებლად გამზადებულთ. დ.მეგრელაძე კახელების და ლეკების კავშირს ცოტა სხვანაირად ხსნის. მას მიაჩნია რომ კახელებისთვის ლეკები ნაკლებ საშიშნი იყვნენ, ვიდრე ოსმალები, რადგანაც ოსმალებს შეიძლება აქაც "ოსმალობა" მოეტანათ, ხოლო თავდამსხმელი ლეკებისაგან კი ასეთი საფრთხე არ ჩანდა75. აქედან გამომდინარე, დ.მეგრელაძე ასკვნის: "მიუხედავად იმისა, რომ აქ გაბატონებული ოსმალები საკმაოდ ენერგიულად გამოდიოდნენ ლეკების წინააღმდეგ, სავარაუდოა ეს შეჯახებანი ოსმალ-ლეკთა შორის ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა"76. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დ.მეგრელაძის დებულება მთლად სწორად ვერ ასახავს არსებულ მდგომარეობას. ჯერ ერთი, კახელებისათვის ლეკები და ოსმალები ერთნაირი მტრები იყვნენ და სხვანაირად არც შეიძლებოდა, ისეთ პირობებში, როდესაც ვ.დონდუას სიტყვით, თურქთა მძარცველური მმართველობა და დაღესტნელ ფეოდალთა თარეში ერთიმეორეს ემატებოდნენ77. ქართველთა კავშირი ამ შემთხვევაში ლეკებთან იმდენად იყო განპირობებული, რამდენადაც ლეკებიც იბრძოდნენ ოსმალების წინააღმდეგ და ეს კი თავისთავად არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი იყო ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი დებულებების გათვალისწინებით. ასე რომ, ლეკ-ოსმალთა ბრძოლა "ოსმალობის" პერიოდში (1723-1735 წწ.) სრულებით არ იყო, როგორც დ.მეგრელაძე ფიქრობს, ეპიზოდური ხასიათისა, არამედ პირიქით, მათი შეჯახება სწორედ რომ სისტემატურ ხასიათს ატარებდა; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ შეჯახებისას ლეკები გამოდიოდნენ გამარჯვებულები. ასე გრძელდებოდა მათ შორის ურთიერთობა ვიდრე ქართლ-კახეთში "ყიზილბაშობა" დამყარდებოდა. ქართველებისა და ლეკების დაახლოების ეს ფაქტორი კი სულაც არ გამორიცხავდა თავისთავად პარალელურად მოქმედ მეორე ფაქტორსაც - საკუთრივ ლეკების მიერ ქართლ - კახეთისა და სამცხე - ჯავახეთის რბევას. მაგრამ, ამასთან ერთად, არც ის ფაქტორი ჩანდა უჩვეულო, როდესაც დროდადრო ქართველ - ოსმალთა გაერთიანებაც ხდებოდა ლეკების წინააღმდეგ. ერთადერთი რაც აიცილებლად შეიმჩნევა ამ ფაქტორების მოქმედებისას ისაა, რომ ქართველები ძნელბედობის ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავისი თავის გადასარჩენად ძალას არ ზოგავდნენ და ხან ორივეს წინააღმდეგ იქნევდნენ ხმალს, ხან კი დროის შესაბამისად ერთ-ერთ მათგანს უკავშირდებოდნენ მეორის წინააღმდეგ. ასეთი ვითარება გრძელდებოდა 1735 წლამდე. "ოსმალობის" ბატონობის თითქმის მთელ მანძილზე. საამისო ტიპიური მაგალითები, საკმაოდ  ბლომად მოიპოვება ქართულ საისტორიო წყაროებში. ასე, მაგალითად, 1724 წ. ყაზახთან და გუფთასთან ცნობილი ბრძოლების დროს, ქართველები ოსმალების წინააღმდეგ ლეკებთან გაერთიანებული ძალით გამოდიან78. 1728 წ. ქართლში სარბევად შემოსულ ლეკებს კი მუხრანთან იუსუფ-ფაშა და ისაყ-ფაშა შებმიან "სპითა ოსმალ-ქართველთა" და ლეკები დაუმარცხებიათ კიდეც. ცოტა ხნის შემდეგ "კვალად ნადარბაზევს ეკვეთა ლეკთა მაჰმად - ბეგ ოსმალ - ქართველთა სპითა". აქ გამარჯვება ლეკებს დარჩენიათ79. 1728-1729 წწ. "კვალად გორიდამ მომავალთა ოსმალთა სპათა ემთხვიათ ლეკნი ნიჩბისის ბოლოს, კუეთებასავე აოტნეს ლეკთა და მოწყვიტნეს უმრავლესნი" ანუ ლეკებს გაემარჯვათ80. ლეკებმა რაკი "მრავალგზის მოწყვიტეს ოსმალთა" და ეს უკანასკნელნი მათ ვერღარა წინააღუდგებოდნენ", ბუნებრივია, რომ მათ თავიანთი სამოქმედო ასპარეზი უფრო გააფართოვეს და ქართლ - კახეთთან ერთად "უწყეს სამცხე-ჯავახეთსაც რბევა და ტყვევნა"81. ვახუშტის აღწერილი აქვს სხვა შემთხვევებიც: (ჯავახეთიდან  ტყვე-ნადავლით დატვირთულ ლეკებთან ქართველ - ოსმალთა ბრძოლა დიდგორთან და თელადგორის ბოლოს, სადაც ლეკები სასტიკად იქნენ დამარცხებულნი82. სეხნია ჩხეიძეს მოთხრობილი აქვს 1730-1731 წწ. ბაიდართან, ნიჩბისთან და სხვ. ქართველ - ოსმალთა ბრძოლის მსგავსი ტიპიური მაგალითები და კიდევ მრავალი სხვ.)83. ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან დაკავშირებით არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. საქმე ისაა, რომ კახელები ლეკების წინააღმდეგ დახმარებისათვის ოსმალებს არ მიმართავდნენ, ისე როგორც ამას ადგილი ჰქონდა მაგალითად ქართლში: პირიქით, მიუხედავად ლეკების კახელებისადმი დაძაბული ურთიერთობისა, კახელები მაინც იმას ამჯობინებდნენ, რომ ლეკები შეეკავშირებინათ ოსმალების წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკა კი ალბათ იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ კახეთში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ლეკებისადმი ასე ვთქვათ, "უბატონობის" განწყობა. მეორეც, ქართლში ოსმალებისა და ქართლელების ბრძოლას ლეკების წინააღმდეგ ნაკლები ეფექტი ჰქონდა და ბოლოს გამოდიოდა, რომ ლეკების წინააღმდეგ მებრძოლი ოსმალეთი კონსტანტინეს თავის ფეხით უნდა მოეყვანა კახეთში. რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა მის მიზანს. ამიტომ მოხდა, რომ კონსტანტინე, რომელიც ერთი მხრივ, თანმიმდევრული მებრძოლი იყო ლეკებისა და ოსმალების წინააღმდეგ, მეორე "მხრივ" დროდადრო ლეკებთანაც ზავდებოდა, ან გზას აძლევდა მათ ქართლზე, რათა მომენტის შესაბამისად გამოეყენებინა ისინი ოსმალების წინააღმდეგ84. ოსმალები ხედავდნენ ამას და ცდილობდნენ კონსტანტინეს როგორმე ხელში ჩაგდებას, მით უფრო რომ იგი სხვაზე ნაკლებ არ ავლენდა რუსეთისადმი მიდრეკილებას (იგულისხმება 1724-1725 წწ. როსებასა, თავად დავით გარაკანიძის ელჩობები და თვით კონსტანტინეს მიმართვები პეტრე I და რუს სამხედრო სარდლებთან - თ.ბ.). 1729 წ. ხანგრძლივი ბრძოლით დაქანცული კონსტანტინე ოსმალებს დაეზავა და მათ სასარგებლოდ ხარკიც იკისრა. ასევე უნდა დაზავებოდა წყაროების მიხედვით, იგი ჭარელებსაც86. მიაღწია რა თურქეთმა ერთგვარ წარმატებას, ამიერკავკასიაში, ის შეეცადა ყირიმის ხანის დახმარებით ასევე მოქცეულიყო იმიერკავკასიაშიც, მით უფრო, რომ თურქეთი სწორედ ამ ხანისათვის - 1729 წლისათვის აპირებდა რუსეთის კასპიისპირეთიდან განდევნას87. 1729 წ. ყაბარდოს თავს დაესხა ყირიმის ხანის ერთ-ერთი სულთანი ბახტი-გირეი. სულ მალე ყაბარდოს დიდ მთავართა ნაწილი აღმოჩნდა თურქეთ - ყირიმხანის გავლენის ქვეშ, რამაც მას, როგორც ჩანს, ჩაუსახა იმედი, მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი უპირატესობა კავკასიაში ბატონობის დასამყარებლად, ამას ისახავდა, ალბათ ის მიზნად, როდესაც 1729 წ. დააპირა დიდი ციხე-სიმაგრის აგება საქართველოს მხრიდან ყაბარდოს საზღვარზე, უფრო სწორედ ხევ-ყაბარდოს გზაზე, რომელიც ერთი მხრივ, დააშორებდა დიდი ხნის მოკავშირეებს საქართველოსა და ყაბარდოს, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთს მოუშლიდა საიმედო საყრდენებს იმიერსა და ამიერკავკასიაში. თურქეთის მიერ ციხე - სიმაგრის მშენებლობის განზრახვა პირველად გილანიდან მოსკოვს მიმავალმა ვახტანგ VI გაიგო, რომელიც ამ ხანად რუსეთის სამეფო კარის მიერ სპეციალური დიპლომატიური მისიით ირანში იყო მივლინებული. 1729 წ. იგი ვ.დოლგორუკოვს ახსენებს, რომ მას დანამდვილებით შეატყობინეს ქსნის საერისთაოდან ჩრდილო კავკასიაში თურქული ციხე - სიმაგრის აგების შესახებ, კერძოდ, "ხევში... ყაბარდოსა და ჩაჩნეთის ახლოს“. ამასთან ვახტანგი თავის მოსაზრებასაც გამოთქვამდა: თუ რომ თურქები იმ ადგილის ხელში ჩაგდებასა და იქ ციხე - სიმაგრის აგებას შეძლებენო, მაშინ იმ მხარის ხალხები ჩაჩანი, ძურძუკი, ღლიღვი და ლეკები, ხოლო ამ მხარისა კი მთელი ოსეთი, დიდი და მცირე ყაბარდო, ყირიმი და ყუბანი ყველა გაერთიანდება და მათთან იქნებიანო88. (155) ახსებდა რა თავის მხრივ ამის თაობაზე ვ.დოლგორუკოვი საგარეო საქმეთა კოლეგიას, აღნიშნავდა, რომ თუ თურქეთი ამ ციხის აგებას მართლა შეძლებდა, მაშინ ის მთლიანად ყაბარდოსაც დაიმორჩილებდა... ამიტომ ყაბარდოელებმა სხვა მთიელებთან ერთად თურქებს ყველა შესაძლებელი საშუალებით უნდა შეუშალონ ხელი მის აგებაშიო; ამისთვის კი საჭიროა ყაბარდოელების გადმობირება მომხრობა თურქეთ-ყირიმხანისა და დაღესტნელების წინააღმდეგ, რომლებთანაც ყაბარდოელებს აშკარა მტრობა აქვთო89. ვ.დოლგორუკოგი იმასაც აღნიშნავდა, რომ ამ ციხე-სიმაგრის აგებით შეწყდებოდა აგრეთვე საქართველო - რუსეთის ცხოველი ურთიერთობაო. თურქეთი ხედავდა, რომ მისი იდეის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა ვიდრე ყაბარდო და საქართველო უშუალოდ არ იქნებოდა დაპყრობილი, რამდენადაც ყაბარდო კვლავ განაგრძობდა ბრძოლას ყირიმელი ხანების წინააღმდეგ, ხოლო საქართველოში კი კახეთი არ ნებდებოდა; ამასთან, ჭარელები არა თუ ხელს უწყობდნენ მისი ბატონობის განმტკიცებას ქართლსა და კახეთში, არამედ, პირიქით, პრაქტიკულადაც კი იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. თურქეთ - ყირიმხანმა თითქმის ერთდროულად წამოიწყო ყაბარდო - კახეთ - ჭარზე შეტევა. ასე, მაგალითად, 1731-1734 წწ. ყირიმის ხანმა რამდენჯერმე მოაწყო ლაშქრობა დიდსა და მცირე ყაბარდოში. თუმცა მიზანს საბოლოოდ მაინც ვერ მიაღწია90, - ამიერკაეკასიაში შემოჭრას. 1731 წ. თურქებმა ქედმოუდრეკელ კახეთსაც გადამწყვეტად შემოუტიეს. მათ როგორც იქნა მოახერხეს კონსტანტინე კახთა მეფეს ვერაგულად მოკვლა ამავე წელს კახეთის   დასაუძლურებლად მათ კახეთი ყაზი-ყუმუხის მფლობელ სურხაი-ხანს დაალაშქვრინეს და შემდეგ თვით დაიპყრეს. თურქებმა ამავე დროს ყარაღაჯის ციხე აიღეს, შიგ თავიანთი მეციხოვნეები ჩააყენეს და საგულდაგულოდ გაამაგრეს. ოსმალთა ხელთ მოქცეული ყარაღაჯის ციხე, რომელიც ზღუდავდა ლეკ-ჭარელთა ქართლ-კახეთზე თავადებულ თარეშს, ბუნებრივია ლეკ-ჭარელებს არაფრად სიამოვნებდათ და ისინიც მას "მრავალგზის ეკირთებოდნენ", მაგრამ ბოლოს მაინც შეურიგდნენ ამ ამბავს და ვახუშტის სიტყვით, რომ ვთქვათ "მიერთაგან ვერღარა იკადრეს რბევად და კირთებად"91. ყიზიყუმუხელი სურხაი-ხანისადმი ასეთი "პატივი", შედარებით ჭარელებთან, განპირობებული იყო სხვა მომენტითაც. საქმე ისაა, რომ სურხაი თურქეთის მიერ დაღესტნისა და შარვანის ხანად იქნა აღიარებული ჰაჯი-დაუდის შემდეგ, და ამის საფასურად სურხაი თურქეთისავე მხარდაჭერით რუსეთის კასპიისპირეთიდან განდევნას აპირებდა92. მეტიც, 1729 წ. ოქტომბერ - ნოემბერში თურქეთს სურხაი - ხანის საშუალებითვე სომხების, ქართველებისა და მუღანელების დამშვიდება და მათი სრულ მორჩილებაში მოყვანა ნდომებია93. ამავე წელს, როგორც ვიცით, თურქეთმა ხევ-ყაბარდოს გზაზე სტრატეგიული ციხე-სიმაგრის აგება განიზრახა. მართალია, 30-იან წლებში მან საერთოდ ერთგვარ წარმატებას მიაღწია იმიერსა და ამიერკავკასიაში, მაგრამ პრინციპში თავისი სტრატეგიული მიზანი - საქართველოსთვის მტრული გარემოცვის რკალის ბოლომდე შეკვრა მაინც ვერ განახორციელა. რუსეთი თანაუგრძნობდა ყაბარდოსა და საქართველოს ბრძოლას თურქეთ - ყირიმხანის წინააღმდეგ, რამდენადაც ეს ბრძოლა ობიექტურად მის ინტერესებსაც მოიცავდა. შეიძლება თურქეთს უფრო მეტისთვისაც მიეღწია, რომ იგი ერთის მხრივ, მომძლავრებულ ირანს არ შეეჩერებინა, ხოლო მეორე მხრივ კი თვით თურქეთში დაწყებულ შინაურ არეულობებს94. ირანი ფეხზე დადგა, შაჰ-თამაზის ნიჭიერმა სარდალმა ნადირმა 1729-1730 წწ. ირანიდან ჯერ ავღანელები განდევნა, ხოლო შემდეგ კი ენერგიულად შეუტია თავის საუკუნოებრივ მეტოქეს თურქეთს. 1730 წ. მან ჰამადანი, ქერმანშასი და თავრიზი აიღო. საერთოდ ირანის მომძლავრება და მისი წარმატებები თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენად შესამჩნევი იყო, რომ პეტრე დიდის მემკვიდრეები იმთავითვე ირანის მიმართ თავისებური "დათმობის" პოლიტიკას დაადგნენ; ხოლო მთელი მათი მცდელობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ "დათმობის" საფასურად რაც შეიძლებოდა მეტი ღირებულების ფასეულობა მიეღოთ - კავშირი, შესაძლებელ რუსეთ - თურქეთის ომში, ან სულ მცირე, ნეიტრალიტეტი მაინც95. რუსეთის სამეფო კარის ანგარიშით, როგორც ჩანს, სჯობდა პეტრე დიდის მიერ შემოერთებული კასპიისპირეთის პროვინციები, რომელზეც იგი ფაქტიურად ვერ ახორციელებდა თავის ხელისუფლებას, ისევ ირანს დაბრუნებოდა "მეგობრობის" ნიშნით, ვიდრე მას (157) დაიპყრობდა ძალით ირანი ან სულაცდა თვით თურქეთი. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, სავსებით კანონზომიერ შედეგად მოჩანში 1732 წ. ჯერ რეშტის ტრაქტატი, ხოლო 1735 წ. კი განჯისა, რომლის მიხედვით ფაქტიურად ირანმა უბრძოლველად დაიბრუნა ყველაფერი ის, რაც პეტრე I მოიპოვა ლაშქრობით. რუსეთს მხოლოდ მდ.სულაკის მარცხნივ მდებარე მცირე ტერიტორია შერჩა, სხვა დანარჩენი კი გილანი, მაზანდარანი, ასტრაბადი, ბაქო - დერბენტი და სხვ. კვლავ ირანს დაუბრუნდა96. თურქეთის სულთანი არ ცნობდა განჯის ტრაქტატს და ყირიმის ხანის საშუალებით კვლავ ცდილობდა დაღესტნისა და შარვანის ხელში ჩაგდებას. ასე, მაგალითად, 1735 წ. ყირიმის ხანი დიდი ლაშქრით დაძრულა კიდეც დერბენტისაკენ, მაგრამ დერბენტში მისულს დიდხანს ვერ გაუძლია და უკან დაბრუნებულა უკვე მის წინააღმდეგ ამხედრებული ნადირის შიშით97. ირანის უპირველეს მიზანს რაკი თურქეთის აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან განდევნა შეადგენდა, ბუნებრივია მას მისი საყრდენები ჯერ შარვანსა და ქართლ-კახეთში უნდა მოეშალა. ამას ისახავდა ალბათ ის მიზნად, როდესაც ოსმალებს ჯერ კიდევ ადრე 1734 წ. შარვანში შეუტია და შამახაც აიღო. შარვანის აღება, სხვათა შორის, ოსმალთა ბატონობის  წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების აჯანყების დაწყების მანშნებელი აღმოჩნდა, მათ შორის ქართ- კახეთშიც. ირან - ოსმალეთის დაჯახებამ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში პრინციპული ცვლილება გამოიწვია მათ ურთიერთობაში დაღესტანთან. დაღესტნელ მფლობელთა დიდი ნაწილი და ჭარელები კვლავ ოსმალთ დაუკავშრდნენ. დაღესტან - საქართველოს ურთიერთობა უფრო გამწვავდა და მასთან ერთად ფართო მასშტაბიც მიიღო, "ლეკიანობამ მოიცვა ქართლ - კახეთი, სამცხე - ჯავახეთი, საქართველოს მთიანეთი და დასავლეთ საქართველოც ანუ საერთოდ უკვე მთელი საქართველო. ასე, მაგალითად, 1731 წ ბარძიმ არაგვის ერისთავი ვახტანგ VI აცნობებდა, რომ "ათი ათასი ლეკი სნოსა და დარშას მოხდომოდათო". ხევსურეთი გამოევლოთ და სნოზედ ჩამოსულ იყოო"98. 1732 წ. სეხნია ჩხეიძის მიხედვით, საქართველოში ჩამოსულ ლეკებს სამცხე - ჯავახეთ - სომხითი, სააბაშიო, საჩხეიძეო, ხარაგაული, საციციანო, და სხვა "ბევრი სოფელი" მოურბევიათ99, იმდენად ძლიერი ყოფილა ამხანად დაღესტნელი ფეოდალების შემოსევები საქართველოში, რომ ალექსანდრე იმერთა მეფე მოსკოვის სამეფო კარზე პირდაპირ წერს საქართველოში "ლეკთა მძლავრებააო"100. 1734 წ., როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ყიზილბაშთა მიერ შემახას აღება ქართლ - კახეთში "ოსმალობის" ბატონობის წინააღმდეგ აჯანყების ერთგვარ დასაწყისად იქცა. ვახუშტის სიტყვით: "მაშინ ქართველთა მოსწყვიტნეს ოსმალნი ტფილისის გარეთანი სრულიად, ეგრეთვე გივი ამილახორი შეეტყუა გორის - ციხეს ოსმალთა და მოსრნა იგინი"... "შეითქვნენ კახნი აბელ მოურავისა - თანა და ღამით დაესხნენ ოსმალთა, მოსრნეს მრავალნი"101. იგივეს წერს ომან ხერხეულიძეც: "მეფემან თეიმურაზ შემოიკრიბნა კახნი, მოვიდა ღამე და თავს დაესხა და გაემარჯვათ ოსმალთა ზედა"-ო102. შექმნილ სიტუაციაში ქართველები ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლ ყიზილბაშთა მხარეზე აღმოჩნდნენ, ხოლო ლეკები კი კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ მოკავშირე - ოსმალებს. ასე რომ, დაღესტნელი ფეოდალები და ოსმალები ერთი მხრივ ყიზილბაშებს ურტყამდნენ, ხოლო მეორე მხრივ კი ქართველებს, ან ორივეს ერთად. ომანი ამ მომენტს მეტად ლაკონურად აღნიშნავს: "რა იხილეს ოსმალთა უკუდგომა ქართველთა, ამისთვის გაიერთეს ლეკნი და მოიმწეს მუნით სპანი და აოხრებდენ ქართლ - კახეთსაო"103. ლეკების მხრიდან აქ მოულოდნელი არაფერი იყო. ჯერ ერთი, ნადირის შარვან - ქართლ - კახეთში გაბატონებას აუცილებლად მოჰყვებოდა მსგავსივეს მიღწევა დაღესტან - ჭარში, ხოლო ამ სიკეთესთან ერთად კი აუცილებლად ყოველგვარი თავდასხმების აღკვეთა ირანს დამორჩილებულ პროვინციებში, მათ შორის, რასაკვირველია, ქართლ - კახეთშიც. ლეკებს საამისო გამოცდილება უკვე "ოსმალობიდან" ჰქონდათ მიღებული, როდესაც თვით მათ მოკავშირე ოსმალებმაც კი დაპყრობილ პროვინციებში ლეკთა თარეშის მოსპობა მოინდომეს. ახლა მას მით უფრო არ დაუშვებდნენ ყიზილბაშები. მართლაც, 1735 წ. ნადირმა თეიმურაზ II კახთა მეფეს "მოსცა სპანი დიდნი და წარმოავლინა შემუსრვად ჭარისად". ამის მცნობმა ოსმალებმა უმალ დატოვეს ყარაღაჯის ციხე და თბილისისაკენ დაიხიეს. კახელებმა ყარაღაჯის ციხე აიღეს და შემდეგ ყიზილბაშებთან ერთად ჭარს დაესხნენ თავს, სადაც, ვახუშტის სიტყვით, "შემუსრნეს კოშკნი და სიმაგრენი მათნი და მოსტყვენნეს, აღიღეს ალაფი დიდი და წარმოვიდნენ"104. ყიზილბაშთა და ქართველთა ჭარზე ლაშქრობა ორივე მხარის ინტერესებს ემთხვეოდა. ასე, მაგალითად, რაკი ქართველთათვის ჭარი საქართველოს მიწა-წყალზე ფეხმოკიდებული და იმავე დროს თავდამსხმელ ლეკთა ბუდე იყო, ბუნებრივია, თუ მას ისინი აიღებდნენ, მაშინ ბრძოლაც თვით დაღესტნელ ფეოდალთა წინააღმდეგ უფრო ეფექტური იქნებოდა. რაც შეეხება ყიზილბაშებს, აქაც შეიძლება ის ითქვას, რომ არც მათ სურდათ მოზიარედ ჰყოლოდათ ვინმე ქართლ - კახეთის დოვლათში. ბაგვანთან ოსმალების დამარცხების შემდეგ ნადირმა თითქმის უბრძოლველად ჩაიგდო ერევანი, განჯა, ლორე და თბილისი. თბილისში ოსმალებს სხვათა შორის, დამხმარე ძალად ყაზი-ყუმუხელი სურხაი - ხანის შვილი მურთუზ - ალი-ბეგიც ჰყოლიათ მოწვეულიო105. ქართლ - კახეთში დამყარებული "ყიზილბაშობა" "ოსმალობაზე" არანაკლებ სულის შემხუთავი აღმოჩნდა. მისი დამყარების პირველივე დღეებიდან ჩანდა, რომ ნადირიც საქართველოს საკითხის გადაჭრას ისეთივე საშუალებებით აპირებდა, როგორც თავის დროზე შაჰ-აბასი106. სასტიკად ააოხრა მანაც ქვეყანა და უკვე მერამდენეჯერ ათიათასობით ტყვე ირანის შორეულ გზას გაუყოლა107. ქართლ - კახეთმა ნადირს აჯანყებით უპასუხა. 1736 წ. მუღანში ნადირმა თავი შაჰად იკურთხა და ამიერიდან ფორმალურადაც ირანის ერთმმართველი გახდა. მან ქართლს სამი ათას სამასი თუმანი შეაწერა და თან 500 თავისი ხარჯით აღჭურვილი მოლაშქრის გამოყვანაც მოსთხოვა108. ქართლ - კახეთის აჯანყებას უფრო მეტი ალი მოედო. მართალია თავიდან აჯანყების ჩასაქრობად გაწვეული ყიზილბაშთა რაზმები ერთიმეორის მიყოლებით მარცხდებოდნენ, მაგრამ მათ შეძლეს მოქიშპე ქართველ თავადთა შორის მტრობის ჩამოგდება და ამდენად აჯანყების შესუსტებაც. 1736 წ. სექტემბერში სეფი-ხანმა ქართველ აჯანყებულთა მიმართ ხერხი იხმარა: აღუთქვა რა ნადირის წინაშე შუამდგომლობა მათი უშიშარყოფისა და ხარკის რამდენადმე შემცირების თაობაზე, მან შეძლო თავისთან მიეყვანა თეიმურაზ II, ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახორი, ლუარსაბ თარხანი სახლთუხუცესი გივი ჩოლაყაშვილი, თამაზ ანდრონიკაშვილი და ქაიხოსრო ჩერქეზიშვილი. სეფი - ხანმა აჯანყების მოთავენი "ერთპირათ დაიჭირა" და "წარუვლინა ისპაჰანს შაჰ-ნადირს"109. ქართლ - კახეთის ასეთი დაცლა, რასაკვირველია, არ გამოპარვიათ დაღესტნელ ფეოდალებს და ამავე წლის ოქტომბერში ქართლს შემოესივნენ სარბევად. მომხვდურები აბდულა - ბეგ იასეს ძემ დაამარცხა ყიზილბაშთა ჯარით. ისპაჰანს ჩასული ქართველობა ნადირ-შაჰმა პატივით მიიღო, რაც, რა რასაკვირველია, სხვა ანგარიშით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ასე, მაგალითად, მათი სიკვდილით დასჯა, როცა ქართლ-კახეთში აჯანყება აღმავლობის გზით მიდიოდა, ხოლო აზერბაიჯანსა და დაღესტანშიც მას თავგამოდებულ წინააღმდეგობას უწევდნენ110, როგორც ჩანს, მაინცადამაინც მომგებიანად არ გამოიყურებოდა და მეტიც, მას შეეძლო სულაც და ეს აჯანყება საერთო - საყოველთაოში გადაეზარდა. ნადირ - შაჰმაც ამჯერად დაყვავებით სცადა საქმის მოგვარება. მან ისპაჰანში (თავისთან დაიბარა ქართლ - კახეთის სხვა მმართველებიც და ისინი მასთან მყოფ ადრე ჩამოსულ "პატიმარ" თავადებთან ერთად ყანდარს წაიყვანა სალაშქროდ111. 1737 წ. მარტში ყანდარის აღების შემდეგ ნადირ - შაჰმა მასთან "ვინცა - ვინ ქართველნი" ან "ქართველკახნი" იყვნენ "ყოველი დაითხოვა და გამოისტუმრა"112. მან თეიმურაზ II კახეთი მისცა ხოლო ქართლის მმართველად კი ისევ თავისი კაცი ხანჯანხანი დასვა, რომელმაც მოსვლისთანავე "დასდვა ხარკი და ჭირი დიდი, რამეთუ ხეთა, ვენახთა, სახნავთა და პირუტყვთა, ამათ ყოველთაგან იღებდნენ"113. ამან ისედაც ანთებულ აჯანყებას უფრო შეუნთო ცეცხლი. აჯანყების ალი დაღესტანსა და აზერბაიჯანშიც მატულობდა114. წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ დაღესტნელ ფეოდალთა და ჭარელთა თავდასხმები საქართველოზე 1734-1738 წწ არცთუ ინტენსიური იყო. ვფიქრობთ, ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო, ერთი მხრივ, ნადირის მიერ დაღესტნის წინააღმდეგ ბრძოლით და მეორე მხრივ კი, დაღესტნელთა საპასუხო რეაქციით - აჯანყებით. ინდოეთის შორეულ ლაშქრობაში მიმავალი ნადირ - შაჰისათვის, რასაკვირველია, არ იყო ხელსაყრელი აღმ.ამიერკავკასიაში აჯანყება, განსაკუთრებით, დაღესტანსა და ჭარშიჭ და როგორც ჩანს, მან ეს საქმე თავის ძმას იბრაჰიმ-ხანს მიანდო. იბრაჰიმ-ხანს პირველ რიგში დაღესტან ჭარი და ქართლ - კახეთი უნდა მოეყვანა სრულ მორჩილებაში, მაგრამ რაკი ქართლ - კახეთი შედარებით წინარებთან უფრო მორჩილებდა, ამიტომ იბრაჰიმ - ხანმა 1739 წ. პირველი იერიში მოუსვენარ ჭარელებზე მიიტანა, რამდენადაც წარი ქართველებისათვის უკვე ერთ - ერთ სასიცოცხლო პრობლემად იყო ქცეული, ჩანს მისი მოგვარება ქართველებს ყიზილბაშთა ლაშქრობაში აქტიური მონაწილეობით უცდიათ, მაგრამ იბრაჰიმ - ხანის ლაშქრობა და მასთან ერთად ქართველებისაც სასტიკი მარცხით დამთავრდა115. ამ დიდი გამარჯვების შემდეგ დაღესტნელი ფეოდალები და ჭარელი ლეკები ძარცვა - რბევით თითქმის მთელ აღმ. ამიერკავკასიას მოედგნენ. ვახუშტით რომ ვთქვათ, "გარნა კვალად ამით ჭარელთა იწყენ მაგრება და განძლიერდენ. ხოლო კახეთს იყო კვალადცა დაღისტნელთა ლეკთაგან ტყვევნა, კლვა და ოხრებანი"116. 1739-1741 წწ. ყველაზე მსხვილ რბევათაგან მნიშვნელოვანი იყო დაღესტნელ, ყაბარდოელ და ჩეჩენ ფეოდალთა გაერთიანებული თავდასხმა ვინმე მალაჩის ხელმძღვანელობით. ამ ლაშქრის ერთი ნაწილი ქართლს შესევია, მეორე ერევანს, მესამე ყირბულახის მხარეს, ხოლო მეოთხე კი ყარსისკენ დაძრულა117. იბრაჰიმ - ხანის მარცხიანმა ლაშქრობამ, როგორც ჩანს, ნადირ შაჰს მტკიცედ გადააწყვეტინა დაღესტნის საფუძვლიანად დაპყრობა, რადგან ის კარგად ხედავდა, რომ მისი დაპყრობის გარეშე შეუძლებელი იყო მდიდარი ამიერკავკასიის ქვეყნების შენარჩუნება118. დრო თითქოს ნადირ-შაჰის სასარგებლოდ მოქმედებდა - მისი მოქიშპე რუსეთ - თურქეთი ეს-ეს არის 1735-1739 წწ. ომიდან იყვნენ გამოსულები და ამდენად ჯერ ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა ირანის წინააღმდეგ აშკარად გამოსვლას. ნადირ-შაჰი შეუდგა მზადებას დიდი ლაშქრობისათვის. პირველ რიგში აღწერა და დახარკა მის მიერ დაპყრობილ - დამორჩილებული ამიერკავკასიის ყველა მხარე. მაგალითად ქართლში იმდენად მძიმე იყო შეწერილი ხარკი, რომ პაპუნას სიტყვით, "მრავალი სული აიყარა, ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა, მრავალი კაცი ვენახსა და ბაღებსა ხელით კაფიდის და აოხრებდის"119. 1741 წ. ზაფხულის პირს ნადირ - შაჰმა თავისი 150 000 არმიით გამოვლო აზერბაიჯანის ქალაქები ბარდა, ყაბალა და აქედან დაღესტანში შესული, ყაზი-ყუმუხს მიადგა. დაიწყო სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა. ნადირი ცეცხლითა და მახვილით მიიკვლევდა გზას  დაღესტნის მთებში, მაგრამ მისი ცდები, წელში გაეტეხა თავისუფლების მოყვარე მთიელები, სასტიკი მარცხით მთავრდებოდა, თითოეული აულის აღებისათვის ნადირს ლამის გენერალური ბრძოლის გადახდა უხდებოდა. დაღესტნისათვის ბრძოლამ ნადირის დიდი ძალები შეილია, მაგრამ გამარჯვება კი ჯერ არსად ჩანდა. ასეთ დღეში ჩავარდნილმა ნადირმა სხვებთან ერთად ქართლიდანაც მთელი გადასახადი მხოლოდ პურით მოითხოვა. "ებრძანა ხელმწიფეს, - წერს პაპუნა, - რაც ქართლის ქვეყანას ჩემი ხარჯი აძევსო იმისი სულ ლიტრა ერთ ბისტათ პური მამეცითო" და ეს მაშინ, როდესაც, პაპუნას სიტყვითვე, "ქართლში პური ასე ძვირი იყო, რომ ბევრჯერ ვნახეთ ბალახის კურკას გაახმობდიან, დაფქვიდენ და ამას სჭამდენო"120. რაკი ნადირს დაღესტანში ომი გაუჭიანურდა და ძალებიც შეუთხელდა, მან ქართლში განლაგებულ ყიზილბაშთაგან დამატებითი ძალები გამოითხოვა და ამასთან ერთად ქართლის თავადებსაც დაავალა თავისი რაზმებით დაღესტანსა და ჭარში სალაშქროდ თან გამოჰყოლოდნენ. "ამავ ქორონიკონს (1741 წ.) - წერს პაპუნა, - დაებარებინ  იმამ ყული - ხანი ქართლის ჯარით ადრიბეჟანის სარდალს ფათალი - ხანს, რომელსა გამოელაშქრებინა ჭარისა ქვეყანა ზედა"121. ნადირი ამასაც არ დაჯერდა "მოითხოვა ქურივნი ქალნი, ქალწულნი, ქალნი და ვაჟნი სამას-სამასნი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვარი პური" (ანუ 200 000 ლიტრა პური - თ.ბ.). ქართლიდან დაღესტან-ჭარს წასასვლელი ჯარი ჯერ კიდევ ივრის პირს იყო დაბანაკებული, როდესაც ქართლში აჯანყება დაიწყო გივი ამილახორის მოთავეობით. აჯანყების დაწყების უშუალო საბაბი ნადირის მიერ ზემოთ აღნიშნული 200000 ლიტრი პურის მოთხოვა იყო. დაღესტნის თავგამოდებული ბრძოლის პირობებში ნადირ - შაჰისათვის, რასაკვირველია, არ იყო ხელსაყრელი ქართლის აჯანყება და უფრო მეტი გამწვავების თავიდან ასაცილებლად მან მისი მშვიდობიანად მოგვარება სცადა. ამილახორს მოციქულები მიეგზავნა აჯანყების მიზეზის გამოსარკვევად. გივის პასუხი ძალზედ მოკლე იყო: "ქვეყანა ოხერი შეიქნა და არა გამოდიოდის რაო, ვეღარ შევძელ სამსახური ხელმწიფისა და წაველო"122. ვახუშტის, ვფიქრობთ, უფრო სრულყოფილად უნდა ჰქონდეს გადმოცემული ეს ამბავი. მას ქართველებისათვის ასე მიუმართავს: "არა ძალ-გვიცს ყოფად და განვდგეთ, ვინადგან ვერა ნებისაებრ დაიპყრა შაჰ - ნადირ ლეკნიო"123. აქ აჯანყების დაწყების მიზეზი თითქოს სავსებით ნათელია. ეს არის დაღესტანში ნადირ-შაჰის ლაშქრობის წარუმატებლობა და გივი ამილახორის მიერ ამ მძიმე მომენტის გამოყენება აჯანყებისათვის. ასე რომ, დაღესტნელი ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ  ნადირ-შაჰის წინააღმდეგ ობიექტურად შეუწყო ხელი სხვა მეზობელი ხალხების, მათ შორის ქართველების ბრძოლასაც იგივე ნადირის წინააღმდეგ. ასევე ობიექტურად შეიძლება ითქვას, რომ ქართლის აჯანყებამაც რამდენადმე შეუწყო ხელი დაღესტნის ხალხების წარმატებით ბრძოლას ირანის წინააღმდეგ. ასე, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ქართლის აჯანყების შედეგად დადესტან - ჭარში სალაშქროდ გამზადებული და ივრის პირს დაბანაკებული ქართველთა ჯარი ყიზილბაშთა რაზმებთან ერთად, რომლებიც ალაზანზე ფათალი-ხანს უნდა შეერთებოდნენ, კვლავ უკან გააბრუნეს და ამდენად ლაშქრობაც მოიშალა, თავისთავად უკვე მრავლის მთქმელია"124. ქართლის აჯანყება ნადირისათვის ზურგში ხანჯლის ჩაცემა იყო: მან კვლავ სცადა მისი მშვიდობიანად მოგვარება, მაგრამ ამილახორმა ამჯერადაც თავი განარიდა125. ქართლის თავადებმა ნადირისა და ამილახორის ურთიერთობის მაგალითზე დაინახეს, ალბათ, რომ ნადირი რამდენადმე მოტეხილი ჩანდა და მათაც სცადეს, როგორც ეტყობა, ამ მომენტის გამოყენება. ქართლის იმ თავადებმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ აჯანყებულები, ნადირ-შაჰს არზა მოართვეს, სადაც მათ "ქვეყნის სიღარიბე და შეუძლებლობა" და ამდენად ხარკის შემსუბუქებაც მოსთხოვეს126. ბუნებრივია, ასეთი "თხოვნა", როცა ქართლის ნახევარი აჯანყების ალში იყო გახვეული, როგორც ნ.ბერძენიშვილი აღნიშნავს, მართლაც უფრო მოთხოვნასა ჰგავდა127. ამისდა მიუხედავად, ნადირმა ქართლში კვლავ გამოგზავნა ბრძანება და "სამი ათასი შებმული ურემი" მოითხოვა, რათა შემახიიდან პური მიეტანათ დაღესტანში. იგი არც ამით დაკმაყოფილდა და დამატებით კიდევ ორი ათასი ხარი მოითხოვა, რომელსაც ასევე "აკიდეს პური ბარდიდან და მიიტანეს დაღესტანს"128. ასეთმა ხელაღებითმა ძარცვამ, რასაკვირველია, ქართლის აჯანყებას უფრო შეუნთო ცეცხლი და რაკი გივი ამილახორთან სხვა გზით არაფერი გამოდიოდა ნადირმა თავის ხანს უბრძანა მასზე გალაშქრება და მორჩილებაში მოყვანა129. ყიზილბაშებსა და აჯანყებულ ქართლს შორის ხანგრძლივი ბრძოლა დაიწყო. აჯანყების შემდგომი გაფართოების შიშით ნადირ-შაჰი ერთგვარ დათმობაზე წავიდა. ასე, მაგალითად, ქართლს "ზოგი ღვინისა ხარჯი მოუჭრა", "ზოგი ხუცებისა და საყრდების" და საერთოდ კი "ქვეყანას სამი ათასი თუმანი მოაკლო"130. ნადირმა კიდევ ერთხელ სცადა ამილახორთან შერიგება თეიმურაზ II კახთა მეფის საშუალებით, მაგრამ მისი ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდა. ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყებულმა ამილახორმა თავის ძირითად მოკავშირეებად დაღესტნელი ფეოდალები და ჭარელი ლეკები გაიხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აჯანყების დაწყების წინ მან საამისოდ ჯერ თეიმურაზ II მიმართა "რათა უკუნდგნენ შაჰ-ნადირისაგან, მაგრამ, როგორც ვახუშტი წერს, კახთა მეფემ მას "არა უსმინაო"131. თეიმურაზის ამ უარს თავისი გამიზვნა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ კახეთი ნადირ-შაჰთან თავისი ურთიერთობით სულ სხვა ინტერესებიდან გამოდიოდა, ვიდრე ქართლის ლიდერი ამილახორი. ქართლისა და კახეთის ასეთი ურთიერთობა განპირობებული იყო ერთი მხრივ, მათი სხვადასხვა პოზიციებით დაღესტან - ჭართან ურთიერთდამოკიდებულებაში, ხოლო, მეორე მხრივ კი, უმეფოდ დარჩენილი ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე ასევე განსხვავებულ შეხედულებებისა გამო. ასე, მაგალითად, თეიმურაზ II ინტერესებს სავსებით პასუხობდა ნადირ-შაჰის დაღესტან-ჭარზე ლაშქრობა და მათი დაუძლურება, რამდენადაც დაღესტან - ჭარი კახეთის ძირითადი საჭირბოროტო საკითხი იყო, ხოლო საკუთარი ძალებით კი მისი მოგვარება ჯერ არცთუ შესაძლებელად მოჩანდა. ამიტომ არცაა გასაკვირი თუ რატომ ეხმარებოდა ასე ნებაყოფლობით თეიმურაზ II ჯარებით ნადირს ჭარზე სალაშქროდ და ნადირსაც თავის მხრივ, რასაკვირველია, სჭირდებოდა კახეთი. ჯერ ერთი, იგი მას დამხმარე ძალად ჰყავდა დაღესტან - ჭარზე ლაშქრობისას, ხოლო მეორე მხრივ, ქართლის აჯანყების პირობებში კახეთის სიმშვიდე ხელსაყრელი იყო, რადგან ერთად აჯანყებული ქართლ-კახეთი მეტად საშიშ ძალას წარმოადგენდა. თეიმურაზ II თავისი ერთგული სამსახურის საზღაურად ნადირ - შაჰისაგან მოელოდა უმეფოდ დარჩენილ ქართლის სამეფო ტახტს. საამისო საფუძვლად სხვასთან ერთად ისიც გამოდგებოდა, რომ მისი მეუღლე, დედოფალი თამარი, ვახტანგ VI ასული იყო, ხოლო ეს კი შესაფერის ვითარებაში ქართლის სამეფო ტახტზე მის პრეტენზიებს უფრო კანონიერ ფორმას მისცემდა. ამიტომ კახთა მეფეს, ბუნებრივია გივი ამილახორის წინადადება აჯანყებაში მონაწილეობის მიღების თაობაზე არაფერს არ აძლევდა, მით უფრო რომ გივი ლეკებთან იყო შეკრული და ამ სიკეთესთან ერთად ქართლის სამეფო ტახტზე დიდის დაჟინებით ვახტანგ VI მემკვიდრე ბაქარსაც ეპატიჟებოდა132. უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომი მოვლენები ისტორიულად უფრო თეიმურაზ კახთა მეფის პოლიტიკური ანგარიშის მიხედვით განვითარდნენ და ობიექტურადაც კახეთისათვის უფრო სასარგებლო და მომგებიანი აღმოჩნდნენ. ჯერ ერთი, შაჰმა კახეთი 1742 წ. მასზე თავდაპირველად დაწესებული ხარკისაგან გაათავისუფლა133, ხოლო მეორეც, თუ მოვლენებს წინ გავუსწრებთ, ნადირმა 1744 წ. თეიმურაზ II ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე II კი კახეთის მეფედ დანიშნა. ამასთან, ნადირმა თეიმურაზს შაჰ–აბას I დროს მიტაცებული ლორე, ბორჩალო და ბაიდარიც დაუბრუნა. ყველაფერი ეს, რასაკვირველია, ნადირ-შაჰის წყალობა არ იყო, არამედ იყო, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ნ.ბერძენიშვილი, ქართველთა ასორმოცდაათწლოვანი მედგარი ბრძოლით მოპოვებული უფლება134, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძოლასაც სჭირდებოდა კრიტიკულ მომენტებში გონივრულად წარმართვა. ჩვენ სავსებით გეთანხმებით ამ შემთხვევაში ო.მარკოვას შეფასებას, რომ ეს იყო შედეგი კახეთის ბაგრატიონთა შორსმჭვრეტელი პოლიტიკისა135. რაც შეეხება გივი ამილახორის აჯანყებას, როგორც ერთიან მოვლენას, იგი მაინცადამაინც არ მიგვაჩნია პროგრესულად, თუმცა ზოგი ავტორი თვლის, რომ 1742 წ. აპრილი - 1743 წ. გაზაფხულის აჯანყების პერიოდი პროგრესული იყო136. გივი ამილახორის აჯანყება, ჩვენის აზრით, თავადური აჯანყება იყო; მის მიზანს შეადგენდა ყიზილბაშთა ბატონობის შეცვლა თავადური ბატონობით, რომელიც ისეთივე რეაქციული იყო, როგორც თვით ყიზილბაშობა. ამილახორმა უბრალოდ სცადა ნადირ - შაჰის წინააღმდეგ საერთო - სახალხო აჯანყების განწყობა თავადური ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ამის გამო მოხდა, რომ აჯანყება, რომელიც თითქოს თავიდანვე სწორ გზაზე იდგა, ქართველობის გამოხსნასა და ყიზილბაშობის მოსპობას რომ ისახავდა მიზნად137, სულ მალე აცდა სწორედ ამ გზას. ჩვენის აზრით, სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალები იყო არა ხალხური, არამედ თავადური - ქართლისა და დაღესტანის ფეოდალები, უფრო გვიან კი ოსმალები. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, გივი ამილახორის ეს აჯანყება სრულიად კანონზომიერად გადაიქცა თავადთა ურთიერთთავდამსხმელ ავანტიურად. აჯანყებულ გივის, რომელსაც ადრე შაჰმა მისცა "ქსნის ერისთაობა და დასდვა იმ ქვეყნის ბელადობა"138, უმეფოდ დარჩენილი ქართლის მეფობა უნდოდა როგორც ჩანს. მაგრამ რაკი ნადირმა მას თეიმურაზ - ერეკლე ამჯობინა, ამდენად იგი ნადირს გაემიჯნა და იმავ დროს თვიმურაზ - ერეკლესაც აუჯანყდა. ამილახორისათვის, როგორც მსხვილი ფეოდალისათვის, სულერთი უნდა ყოფილიყო ქართლის ტახტზე ვინ იჯდებოდა ვახტანგ - ბაქარი თუ თეიმურაზ - ერეკლე. ორივე შემთხვევაში ის მათი ვასალი უნდა ყოფილიყო და თუ მისი აზრით, ერეკლეს ასვლა ქართლ - კახეთის გაერთიანებას მოასწავებდა, გააძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და შექმნიდა პირობას ცალკეულ სათავადოთა პოლიტიკური ძალის ლიკვიდაციისათვის139. ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ვახტანგ - ბაქარის დროსაც, რამდენადაც ისინიც არა მარტო კახეთის, არამედ მთელი საქართველოს გაერთიანებასაც ცდილობდნენ. რუსეთში მყოფი, ტახტს რეალურად მოშორებული ბაქარის მოწვევა, უბრალოდ დიპლომატიური ფინდი იყო სხვა ქართველ ფეოდალ - თავადთა თვალში. გივის ეს განზრახვა უცნობი არ უნდა ყოფილიყო ქართლის თავადთა ერთი ნაწილისათვის, რომელიც მას თავიდანვე განუდგა და რაც კარგად გამოიყენეს კიდეც ყიზილბაშებმა. ამიტომ მოხდა, რომ აჯანყების პირველივე ეტაპზე გივი ამილახორს თავის მოკავშირე ლეკებთან ერთად ყიზილბაშებთანაც მოუწია ბრძოლა, ხოლო, მეორე მხრივ კი, იმ თავადების წინააღმდეგ, რომლებმაც მას მხარი არ დაუჭირეს? ასე, რომ, აჯანყების პარალელურად სასტიკი შინაფეოდალური ომი გაჩაღდა. 1742 წ. გაზაფხულისათვის ამილახორს თავისთან ლეკთა დიდი რაზმი მოუწვევია და თავის მამულში დაუყენებია. "მას ხანში, - წერს პაპუნა, - შვიდი ათასი ლეკი, მოსლოდა და თავისთან უდგა, ულუფას აძლევდაო". "ამ ლეკების თავი ერთი გალეგა იყო"... "ერთი თავი მალაჩი და სხვა წვრილი ბელადები ბევრი"140. გივის მიერ აჯანყების, ასე ვთქვათ, "დასახმარებლად" მოწვეული დაღესტნელ - ჭარელები ერთი მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამილახორის "ნების" გარეშე მოქმედებდნენ. ხოლო მეორე მხრივ კი, თვით ამილახორის ბრძანებით, უმეტესწილად ქართველი თავადებისვე წინააღმდეგ. ერთ შემთხვევაში, პაპუნას ცნობით, "წავიდა ამ ლეკის ერთი ბელადი თავის ჯარითა, გარდიარეს თრიალეთი, დაესხნენ თავ-ფარავანს და მთლივ საქონლით და ტყვით სული აიკლეს და ნაშოვარი წამოიღეს ურიცხვი"141; მეორე შემთხვევაში კი "რევაზ ამილახორი და გალეგა და ორი სხვა ბელადი ლეკისა კაის ჯარით ფავლენისშვილს იორამს მისდგომოდა ერეთის ციხეზე, დიაღ შეეწუხებინათ"... "მოვიდა ჯარი ლეკისა ურიცხვი და ჩამოდგა ორბელიანთ მამულში, ააოხრეს, დაწვეს"142, ან "წამოვიდა ჯარი ლეკისა, რაც ამილახვართან იყო მალაჩი ბელადი და ორი სხვა თავ-კაცით დიდის ჯარით დაესხნენ ბოლნისებს"143 და სხვ. ამილახორთან მყოფმა ლეკებმა ამილახორისვე ხელშეწყობით, პაპუნას სიტყვით რომ ვთქვათ, "წაახდინეს" საბარათაშვილო, საციციანო, სამაჩაბლო, საორბელიანო და ქართლის კიდევ სხვა მრავალი ადგილი144. ასე რომ, გივის მოწვეული დაღესტნელი ფეოდალები უმეტესწილად ისევ ქართველ ფეოდალთა ყმა-მამულებს არბევდნენ ვიდრე იბრძოდნენ ყიზილბაშთა წინააღმდეგ. პაპუნას ერთ მეტად ლაკონურ შენიშვნაში ძალზედ კარგად ჩანს ამ დროის ქართლის მდგომარეობა: "ქართლი,- წერს პაპუნა, გათავებული იყო თავად ლეკისაგან, მერმე ბევრის სათხოვარისაგან"145. ასეთ ვითარებაში თავი მშვიდად არც თვით ამილახორს უნდა ეგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო, ასე ვთქვათ, მათი დამქირავებელი და თითქოს ამდენადვე მბრძანებელიც. ერთ-ერთი მოლაპარაკებისას, მაგალითად ამილახორმა არცთუ ისე უბრალოდ "მოსთხოვა თეიმურაზს: "ამდენი ლეკი შინ მიდგასო, ეს გამაცალეთ და მე ჩამოვალო"146. უფრო გვიან, 1744 წ. ქსნის ხეობაში მისულ თეიმურაზს, სხვათა შორის, თითქმის იგივე უთხრეს ქსნისხეველებმაც: "ამდენი ლეკი შინ გვიდგასო, ეს აქედამ გაგვაცალეო და თქვენს სამსახურში მოვალთო"147. აღნიშნულ მომენტს, თუ მას რასაკვირველია, "საკუთარი სისუსტის დონედ“, "უცხო ძალის“ გამოყენების თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საქმე გვქონია უფრო მეორე შემთხვევასთან, კერძოდ, როდესაც ეს "უცხო ძალა" დამქირავებელზე უფრო ძლიერია, ანუ მასზე ვინც ის მოიყვანა "საკუთარი სისუსტის დონედ". ასეთ ვითარებაში კი ცნობილია, რომ ეს "უცხო ძალა" ქვეყანას სამმაგად აწვებოდა. ჯერ ერთი, მას ქირა ეძლეოდა, რომელიც ძირითადად გლეხობას ეკისრებოდა; მეორე, ეს მოწვეული თუ დაქირავებული, მეზობელ ფეოდალთა ყმა-მამულს არბევდა და ბოლოს არცთუ ისე იშვიათად იმ ფეოდალის ყმა - მამულსაც გაჰკრავდა, რომელმაც ის სულაცდა თავისთან მოიყვანა. გივი ამილახორისა და შემდეგ ქსნისხეველების განცხადება თეიმურაზ კახთა მეფისადმი სწორედ რომ ამის ნათელი დადასტურებაა. მაგრამ "საკუთარი სისუსტის ღონედ" უცხო ძალის გამოყენებას სხვა პრინციპულად განსხვავებული მომენტებიც ახასიათებს. ერთი, როცა იგი ქვეყნის პროგრესს ემსახურება და, პირიქით, როცა იგი მის საზიანოდ მოქმედებს. ხოლო თუ ვიხელშძდვანელებთ საერთოდ ნ.ბერძენიშვილის სამართლიანი შენიშვნით, რომ უცხო ძალის მოშველიების მომენტით კი არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ პოლიტიკღური მოღვაწის შეფასება, არამედ იმით, თუ რა მიზანს მოახმარა ამ პოლიტიკურმა მოვაწემ ეს ძალა148. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამილახორის მიერ მოშველიებული "უცხო ძალა" ჯერ დაღესტნელი ფეოდალებისა და შემდეგ ოსმალების სახით, მოხმარდა უფრო მის თავადურ ინტერესებს ვიდრე საერთო - სახალხო აჯანყებას. ვიდრე ქართლში ამილახორის აჯანყება და უფრო სწორედ კი თავადთა ურთიერთთავდამსხმელი ავანტიურა გრძელდებოდა, თეიმურაზ II იმხანად თანმიმდევრულად განახორციელა თავისი მიზნები და კახეთმაც სული მოითქვა. მომაგრებულმა კახეთმა ლეკური საკითხიც მოაგვარა რამდენადმე. "მას ჟამში, - წერს პაპუნა, კახეთი ლეკისგანც მოსვენებული იყო და არც ხელმწიფის (ნადირ-შაჰის. - თ.ბ.) ეთხოებოდისო, ვინც გზას იშოვნიდის ქართლის კაცნი, თავადნი ანუ გლეხნი იქ იხსნებოდიან, კარგადაც აპატივებდნენ მისულს კაცს, რომ არაფერს აწუხებდენ"149. კახეთში შექმნილი ეს მდგომარეობა მიზიდულობის დიდ ძალად იქცა განაწამები ქართლისა და მთიანეთისათვის. ასე, მაგალითად, 1743 წ. ნადირ-შაჰის ბეგარა - სამსახურით გაწამებულმა არაგველებმა ბეჟან არაგვის ერისთავი მოჰკლეს და თავისი ნებით მიუვიდნენ თეიმურაზს. არაგვის საერისთავოს გაუქმებით თეიმურაზ - ერეკლემ "თავადური რეაქციის ერთ-ერთი მთავარი საბუდარი მოშალეს"150, ხოლო 1744 წ. ქსნის საერისთავოს შემოერთებით მეორე ასეთივე საბუდარი დაანგრიეს; ეს უკანასკნელი მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ იგი ასე ვთქვათ, ლეკთა საბუდარიც იყო. საქართველოს მთიანეთის ორი დიდი ერთულის არაგვისა და ქსნის საერისთავოების შემოერთება ამ დროისათვის ქართლ - კახეთის თითქმის ფაქტიურად გაერთიანებულ სამეფოსთან, უდიდესი პროგრესული მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ მოვლენას თავის მხრივ კიდევ ის პროგრესული მხარე ჰქონდა, რომ ხევ-ყაბარდოს გზა გათავისუფლდა და ამდენად საქართველო - რუსეთისა და საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობაც უფრო ცხოველმყოფელური შეიქმნა, რამაც დიდი როლი შეასრულა XVIII ს. მეორე ნახევარში. ხოლო რამდენადაც აღნიშნული მოვლენები თითქმის ნადირ-შაჰის ირანის ძლიერების დასასრულის დასაწყისს დაემთხვა, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საქართველოს "გამოხსნის და აღდგომისათვის" ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა.
      XVIII ს. 40-იან წლებში ძლიერების ზენიტში ასულმა ირანმა, როგორც ვხედავთ, მაინც ვერ შეძლო ქართლ - კახეთისა და დაღესტნის ისეთნაირად დამორჩილება, რომ ხელ-ფეხი გახსნოდა ყაბარდოს, ვოლგა - ასტრახანის მაგისტრალისა და საერთოდ რუსეთის სამხრეთი რაინებისკენ თავისუფალი გაჭრისათვის, რისთვისაც იგი არანაკლებ ინტერესს იჩენდა და გარკვეულად ემზადებოდა კიდეც151. ჩრდილო კავკასიაში, ყაბარდოსა და დაღესტანში ერთგვარი ბარიერის შექმნით, ნადირი, როგორც ჩანს, ვარაუდობდა რუსეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ერთმანეთისაგან დაცილებას და ამით აქ თავისი ბატონობის რამდენადმე ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფას. მაგრამ ყველა მისი ცდა მარცხით დამთავრდა, ერთი მხრივ, რუსეთის გააქტიურებით და, მეორე მხრივ კი, დაღესტნისა და საქართველოს ხალხების თავდადებული ბრძოლით მის წინააღმდეგ152. ამ პერიოდთან დაკავშირებით თავის ერთ-ერთ წერილში 1748 წ. ვიცე-კანცლერმა მ.ვორონცოვმა პირდაპირ აღნიშნა, რუსეთს ირანთან აუცილებლად ომი ექნებოდათ, რომ დაღესტნელ მთიულებს სპარსელები არ შეეჩერებინათო153. დაღესტნის ბრძოლამ ნადირ - შაჰთან ობიექტურად შეუწყო ხელი ქართველების წარმატებით ბრძოლასაც "ყიზილბაშობის" ბატონობის წინააღმდეგ. პარადოქსალურად არ უნდა გვეჩვენოს იმის აღნიშნვა, რომ "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობის" პერიოდში ლეკთა შემოსევებიც კი, რომლებიც აუცილებელ შეჯახებას იწვევდა გაბატონებულ ოსმალებთან თუ ყიზილბაშებთან, რამდენადმე მაინც არყევდა მათ ბატონობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით უცილობლად ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი "ობიექტური დახმარება" ქართველებს იმდენად ძვირზე ძვირი უჯდებოდათ, რომ შეღავათი მისგან ალბათ მეტად უმნიშვნელო იყო. მთელი სირთულე "ოსმალობის" და "ყიზილბაშობის" პერიოდში, ერთი მხრივ, ქართველებსა და ლეკებს, ხოლო, "მეორე მხრივ, ლეკებსა და ოსმალ-ყიზილბაშთა შორის არსებულ ურთიერთობაში ის იყო, რომ საქართველოში თავისით მოსული თუ რომელიმეს მიერ გარეშე ძალად მოყვანილი ლეკები, მათ მიერ ომის წარმოების სპეციფიურობის გამო, უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ქართველები, ოსმალები თუ ყიზილბაშები. ამიტომ შემთხვევითი არაა ლეკებთან ქართველების, ოსმალებისა თუ ყიზილბაშების შებრძოლებისას, ვახუშტი, სეხნია, პაპუნა, ომანი და სხვადასხვა ქორონიკონები, უმეტესწილად რომ ერთი და იგივეს აღნიშნავენ: "ლეკთ გაემარჯვათ", "ოსმალო დაუმარცხდათ", "ყიზილბაშთ დაუმარცხდათ", "ქართველებს დაუმარცხდათ" და სხვ. ოსმალებსა და დაღესტან - ჭარს შორის ძველი მოკავშირული ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღსდგა, რაც საქართველოში "ოსმალობა" მოიშალა და ახალი "ყიზილბაშობა" დამყარდა, კერძოდ, 1735-1747 წწ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს აღდგენილი ურთიერთობა თითქმის უცვლელად გაგრძელდა საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე. ამიერიდან ოსმალების მთელი მცდელობა იმაში მდგომარეობდა, რომ დაღესტნელი ფეოდალების დახმარებით ყიზილბაშები საქართველოდან როგორმე განედევნათ და თავისი ბატონობა კვლავ აღედგინათ. ოსმალეთი არავითარ ხარჯს არ ერიდებოდა დაღესტნელ ფეოდალთა საქართველოზე თავდასხმების გაინტენსივებისათვის. მისი ასეთი პოლიტიკის პრაქტიკული გამტარებელი ახალციხის ფაშა უსუფი იყო. ასე, მაგალითად, 1744 წ. თურქეთის სულთანმა უსუფ - ფაშას დიდი ხაზინა მისცა და თან ბრძანებაც მოაყოლა: "ალაზნის პირზე დადექ, - იქ ლეკი შემოიყარეო, ხაზინა გაუყავო და ქართლი დაიჭირეო". ფაშას პირველი ცდა ერეკლემ ჩაშალა, მეორედ, როგორც ჩანს, ის უფრო სერიოზულად მოემზადა. პაპუნას სიტყვით, მან შეადგინა 1000 კაციანი რაზმი თავისი სარდლისა და ლეკების ერთერთი ბელადის მალაჩის მეთაურობით და გაატანა "ხაზინა ურიცხვი" დაღესტანში მისატანად. "ბრძანება ჰქონდა ამ ფაშას, რომ დაღისტნიდამაც დიდი ჯარები შემოეყარა და ქართლისა და კახეთისათვის ყათლანი ექნა"154. ერეკლე II ეს რაზმი, მართალია სასტიკად დაამარცხა, მაგრამ, ამან, რასაკვირეულია, ოსმალებს ხელი ვერ ააღებინა განზრახვაზე. ლეკები და ოსმალები ერთობლივად ესხმოდნენ 1744-1748 წწ. ბოლნისს, დმანისს, ყაზახს, ლორეს, ტაშირს, ბამბაკს, ბაიდარს, სომხითს, თრიალეთ - ჯავახეთს და სხვ.155. ყარსში ოსმალებს, მაგალითად, მუდმივად ედგათ 1000 ლეკი ჯამაგირით"156 და ეს კი, რასაკვირველია, არ იყო პატარა ძალა თვით უსუფ-ფაშის რაზმებთან ერთად. დაღესტნის ფეოდალები და ტომთა ბელადები ოსმალებისაგან დამოუკიდებლივ ხშირად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, სამეფო - სამთავროებსა და სათავადოებს. ასე მაგალითად, მარტო 1744-1748 წწ., ოსმალებისაგან დამოუკიდებლივ, ქართული წყაროების მიხედვით, მათ სულ მცირე ოცამდე თავდასხმა მოაწყვეს157. ასე რომ, დაღესტნელი ფეოდალებისა და ტომთა ბელადების თავდასხმები, ო.მარკოვას სამართლიანი შენიშვნით, ქართველებისთვის სტიქიური უბედურება იყო158, რასაც არ შეიძლებოდა ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე უარყოფითად არ ემოქმედნა. აღნიშნულ პერიოდში ადგილი ჰქონდა აგრეთვე დაღესტან - საქართველოს დაახლოების ცდას ირანის წინააღმდეგ. ასე მაგალითად, 1746 წ. ნადირ - შაჰისაგან "შეწუხებულმა დაღესტან - ჭარმა, როგორც ჩანს, გარკვეული კოალიციის შექმნა და თვით ირანზე ლაშქრობაც მოინდომა. ასეთ კოალიციაში, ბუნებრივია, ერთი პირველადგილთაგანი ქართლ - კახეთს უნდა მიკუთვნებოდა. ცნობა ამ ამბის შესახებ პაპუნას მოეპოვება: "გამოვიდა, დაღისტნით დიდი ჯარი ლეკისა. ამას თაობდა სურხავისა შვილი, დადგნენ ბელაქანში, იტყოდენ "თხუთმეტი ათასი კაცი იყო", დაუწყეს კახს ბატონს ლაპარაკი. "შეგვირიგეო და ყაენს ხმალი დავკრათო"159. თეიმურაზ - ერეკლემ ყაზი - ყუმუხელთა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს, რაც, ჩვენის აზრით, ამხახად შექმნილი ვითარებისდა მიხედვით მთლად გამართლებული თითქოს არ უნდა ჩანდეს. საქმე ისაა, რომ ირანი დასუსტებული იყო და თან მისი ამიერკავკასიელი ყმა - ვასალებიც ასაჯანყებლად იყვნენ განწყობილნი. დაღესტნისა და ქართლ - კახეთის ირანში ერთობლივი ლაშქრობა შეიძლებოდა საყოველთაო აჯანყების დასაწყისადაც გადაქცეულიყო და ამასთან დაკავშირებით საქართველოს დაღესტანთან ურთიერთობაც შედარებით გაუმჯობესებულიყო. ამას მოწმობს შემდეგი: 1747 წ. ნადირმა მთელს ირანს, ამიერკავკასიის სასულთნო - სახანოებსა და რასაკვირველია, ქართლ-კახეთსაც აუტანელი გადასახადი შეაწერა. მარტო ქართლ-კახეთს, მაგალითად, ორასი ათასი თუმანი დაედო160. პირველი ქართლ - კახეთი განდგა და ეს აღმოჩნდა სწორედ ის ნაპერწკალი, რომელმაც დიდი აჯანყების ცეცხლი დაანთო ერევანში, შაქ-შარვანსა და განჯა-ყარაბაღში და საერთოდ მთელს აზერბაიჯანში161. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნადირისაგან მოსალოდნელი თავდასხმის უშიშარყოფისათვის, ქართველებმა დამხმარე ძალად მაინც ლეკები გამოიყენეს. ასე, მაგალითად, ის ლეკური რაზმები, რომლებიც იმხანად ქართლ - კახეთში იყვნენ, პაპუნას სიტყვით, "სულ შემოირიგეს და დმანისს მიიყვანეს... მისცეს ჯარს ულუფა და დააყენეს სოფელსა ჩინჩახურს, ციხისა მახლობელ და აღარსად გაუშვეს ლეკნი მარტოდ"162. ასე რომ, ყაზი-ყუმუხელთა წინადადება ირანზე ერთობლივი ლაშქრობის თაობაზე თეიმურაზ - ერეკლეს მიერ, ვფიქრობთ, ნაადრევად იქნა უარყოფილი. "ოსმალობისა" და შემდეგ კი "ყიზილბაშობის" პერიოდში მათ პარალელურად მოქმედმა ლეკიანობამ, ქართველ პოლიტიკოსთათვის ნათელი გახადა, რომ იგი მათზე მეტი თუ არა ნაკლები ბოროტება არ იყო. ნაწილობრივ ვეთანხმებით ო.მარკოვას, რომ "ლეკური საკითხი" საქართველოს საშინაო ცხოვრების ძირითად საკითხად გადაიქცა163, მაგრამ ამასთან ერთად მიგვაჩნია, რომ იგი მისი საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხიც იყო, განსაკუთრებით XVIII ს. მეორე ნახევარში. მართალია თეიმურაზ - ერეკლემ ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ 1748-1750 წწ. შემოიყმადნაფიცეს ერევნის, განჯისა და ნახჭევნის სახანოები164 და ამით თითქოს ერთგვარად შეძლეს კიდეც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოეპოვებინათ უცილობელი უპირატესობა, მაგრამ დაღესტან - ჭართან მოუგვარებელმა ურთიერთობამ მათთვის ყოველივე ეს მეტად არასტაბილური გახადა. 1749 წ. თეიმურაზმა და ერეკლემ სხვათა შორის, სცადეს ჭარის დაპყრობაც, მაგრამ დამარცხდნენ165. თუმცა ამავე წელს მათ მაინც მოახერხეს ჭარელების შემორიგება166. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი დაზავება ყოველთვის ხანმოკლე და პირობეთი იყო, რაც არსებულ ურთიერთობას პრინციპში ვერ ცვლიდა. თეიმურაზ-ერეკლეს აქტიურ პოლიტიკას დაღესტან-ჭარმა თავისი დაუპირისპირა, რომელსაც, პაპუნა ლაკონურად ასე გადმოგვცემს: "თუ ჩვენ არ გარდავალთო ქართველთა ჯარი აქ დაღისტანში გარდმოვლენო"167. ბრძოლის წარმოების ტაქტიკა ლეკებს კვლავაც ძველებური დარჩათ. ასე მაგალითად, "გამოვიდნენ ლეკნი და დაიფანტნენ", "მოვიდენ მოპარვის გვარად ვითარცა არს მარადის ჩვეულება მათი", "ვერღარა იკადრეს ლეკთა ჯარად გამოსვლა გარნა ქურდად არა დასცხრობოდენ ავაზაკობასა"168. 1750 წ. პირიქითა და პირაქეთა ლეკები ორივე "გამოვიდნენ ჭარიდამ და ქისიყს ცემა დაუწყეს". ამ ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა აჯი-ჩალაბმა და ყაზიყუმუხელთა მთავარმა სურხაი-ხანმაც? ჩანს მოერიდნენ იმხანად გაძლიერებულ თემურაზ - ერეკლესთან შებმას169. ლეკების ეს რაზმები ქართველებმა დაამარცხეს, მაგრამ ამას, რასაკვირველია, წერტილი არ დაუსვია. მომავალ 1751 წელსაც იგივე გაგრძელდა. "ლეკთა - წერს პაპუნა, ქართლისა და კახეთის მტრობა არ მოიშალეს, ამას სულ ჭარელნი ამტრობდეს, გარდმოყვანდეს ჯარი დაღისტნიდამ, უსადგურიან, ბელადი მისციან და აოხრებდიან მუდმისად ქართლს და კახეთს170. რაკი ჭარი ჩანდა ასეთ დიდ ინიციატორად ქართლ-კახეთზე თავდასხმებისას და მის გარდა, როგორც პაპუნა აღნიშნავს, "პირაქეთ ბატონს ჩვენს, მტერი აღარავინ ჰყვანდათ". ბუნებრივია, რომ თეიმურაზ - ერეკლემ გადაწყვიტეს "კაის ხელმწიფურის რიგითა და თადარიგით" მასზე ლაშქრობა და სრულ მორჩილებაში მოყვანა171. თეიმურაზ - ერეკლემ თან ყმადნაფიცთა ჯარიც იახლეს. ჭარელებმა სათანადოდ შეაფასეს ქართლ - კახეთის ეს დიდი ლაშქრობა და ისინიც საამისო სამზადისს დროზე შეუდგნენ. მათ თავისთან დაიყოლიეს შაქ-შარვანის მფლობელი აჯი-ჩალაბი, კაკის სულთანი და საერთოდ "იმ ძირობის ლეკის ქვეყნები". თეიმურაზ-ერეკლეს 1751 წ., ასე ვთქვათ, გენერალური შეტევა ჭარზე აგრისთან სასტიკი მარცხით დამთავრდა172, და მდგომარეობაც ქართლ - კახეთში მეტად კრიტიკული შეიქმნა. "ამ ამბავსა უკან - წერს პაპუნა, - ასტყდა ლეკის ჯარები"... "ჩამოდგნენ ქართლსა და კახეთში"... წამოთამამდენ ყიზილბაშნი და მოინდომეს მტრობა ქართლისა"173. 1751 წ. საქართველოზე წამოსულ თავრიზის მფლობელ და ირანის შაჰის ტახტის მაძიებელ აზატ - ხანზე ყირბულახთან ბრწყინვალე გამარჯვებამ, თეიმურაზსა და ერეკლეს კვლავ დაუბრუნა ძლევამოსილების რწმენა და მათაც, როგორც ჩანს, სცადეს ცხელ გულზე ჭარის საკითხის მოგვარებაც, რამდენადაც ისინი აშკარად ხედავდნენ, რომ ვიდრე ჭარი თავის ნებაზე იყო, მათი პირველობა აღმ. ამიერკავკასიაში ყოველთვის სათუო იქნებოდა. ჭარზე წარმატებით ლაშქრობისათვის საჭირო იყო ჯერ მისი დიდი კოალიციონერის შაქ-შარვანის მფლობელის აჯი-ჩალაბის მოთოკვა; წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი იქნებოდა მათი გაერთიანებული და დაღესტნის ფეოდალებით მხარდაჭერილი ჯარების დამარცხება. თეიმურაზ - ერეკლეს მიერ ზემოაღნიშნული ეს დიდი ლაშქრობა 1752 წ. გაზაფხულზე შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, მან თავის საწინააღმდეგო დიდი კოალიცია შექმნა. აჯი-ჩალაბმა სასწრაფოდ მიიმხრო აზერბაიჯანის სხვა მაჰმადიანური სასულთნო - სახანოები და ამასთან ერთად დაღესტნის რიგ გაერთიანებათა მფლობელები; ასე, მაგალითად, ყარაყაიტაგისა, ხუნძახისა და სხვ. ერევნის, განჯის ყაზან-შამშადილუსა და ბორჩალოს ხანების ღალატის წყალობით, რომლებიც საიდუმლოდ ყოფილან  აჯი-ჩალაბთან შეკრული თეიმურაზ - ერეკლემ განჯასთან ეს მეორე დიდი ომიც წააგეს, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა, როგორც წესი, ლეკთა არნახული თარეში174. თეიმურაზ II და ერეკლე II, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობის" პერიოდში, თუ რას ნიშნავდა მტრული გარემოცვის რკალი, ახლაც კარგად დაინახეს, რომ ჩრდილო კავკასიაში ამჟამადაც მის ძირითად მომჭიმველად დაღესტნის ფეოდალები გამოდიოდნენ ყირიმის ხანთან ერთად, ისე, როგორც ეს იყო ადრე XVI ს. II ნახევრისათვის175. ასეთ სიტუაციაში მაშველი ძალა ისევ ჩრდილოეთიდან უნდა მოსულიყო. ასე, რომ თეიმურაზსა და ერეკლეს როგორც ჩანს, მიუხედავად ჯერ არცთუ შედეგიანი რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის საუკუნენახევრის ისტორიისა, ირან-თურქეთის გარემოცვისა და ლეკიანობის პირობებში რუსეთთან კავშირის განახლება, მაინც უკეთეს გამოსავლად მიუჩნევიათ. ამის ნათელი დადასტურებაა, სწორედ მათ მიერ 1752-1754 წწ. ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობის გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე176. კახთა მეფეებმა ელისაბედს ჯერ ალექსი მიხეილის ძის წყალობის სიგელით შეახსენეს თავი, რომ ერეკლე I-ს თეიმურაზ II მამა საშვილიშვილოდ შეწყალებული ჰყავდა რუსეთის მეფეს, ხოლო მერე კი თავისი ქვეყნის გაჭირვებული მდგომარეობა აღუწერეს: "ესრეთნი მოუთმენელნი ჭირნი აროდეს მოვლენიეს ქვეყანასა ამას... რომ სამეფონი ჩვენნი მგრგვლივ გარეშეცულ არიან უცხო თესლთა წარმართთაგან და დაუცადებლად ჰყოფენ ჩვენდა მომართ ზამთარ და ზაფხულ ბრძოლასა, ოხრებასა, კლვასა და ტყვეობასა და ფრიად უმრავლეს ჩვენსა არიან ძალითა და ჰნებავსთ დარღვევად წმიდათა ეკლესიათა და აღხოცად სახელი ქრისტიანობისა"177. ათანასე თბილელი უფრო კონკრეტულად ახსენებდა ამ ამბავს: ყოველდღიურად ურწმუნო მტრებისაგან, უმეტესწილად კი ლეკებისგან ვართო გარშემორტყმულნი და მათი აშკარა თუ ფარული თავდასხმებისგან დღენიადაგ მოსვენება არა გვაქვსო178. ქართველები მეფისაგან დონის კაზაკთა თუ ყალმიკთა სამათასიან რაზმს ითხოვდნენ, ან საერთოდ იმდენს, რომ საკმარისი ყოფილიყო ლეკებთან საბრძოლველად. ასეთი რაზმის გამოუგზავნელობის შემთხვევაში, ქართველები ყაბარდოულთა "რაზმის ან იმ თანხის გამოგზავნას მოითხოვდნენ, რაც საკმარისი იქნებოდა ამათ დასაქირავებლად. ბოლოს ელჩებმა ისიც დასძინეს, რომ ელისაბედს ებრძანებინა ყიზლარის კომენდანტისადმი, რათა მას თავის მხრივ ემოქმედნა ლეკებზე, რომ ეს უკანასკნელნი თავს არ დასხმოდნენ ქართლ - კახეთს179. სიმონ მაყაშვილი ასე ახსენებდა ამ ამბავს: "რომელიც პირაქათ ლეკნი არიან თქვენი მორჩილნი და თქვენს ქვეყანაში ვაჭარნი ან ულუფის მჭამელნი, იმათაც ყადაღა უყავით, ერთი ოქმი უბოძეთ დაეხსნან ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის ეს დიდად შესამატი არის"180. თხოვნა ყაბარდოელთა რაზმების, ან მათი დასაქირავებელი თანხის გამოგზავნის თაობაზე ქართველთა მხრიდან შემთხვევითი არ იყო. ჯერ ერთი, თეიმურაზ - ერეკლეს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ყაბარდოსთან და მეორეც, ყაბარდოელები ერეკლესთვის უკვე ერთგვარ დამკვრელ ძალადაც იყო გადაქცეული, ერთი მხრივ, ამიერკავკასიაში პირველობისათვის, ხოლო, მეორე მხრივ კი, დაღესტან - ჭარის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ რამდენადაც რუსეთ - ყაბარდო ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ, ამდენად, თეიმურაზ - ერეკლეს აზრით, მათ მტრებს ყაბარდოელთა საქართველოში ჩამოსვლა საქართველოსათვის რუსეთის დახმარებად უნდა მიეღოთ, რასაც თავის მხრივ დიდი მორალური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ნიშანდობლივია, სხვათა შორის, ამ მხრივ ს.მაყაშვილის მოხსენებითი ბარათი კანცლერ ა.პ.ბესტუჟევ-რიუმინისადმი, სადაც იგი ყაბარდოელთა შესახებ წერს: ქართლში მეფეებმა თითონ დაიბარეს ჩერქეზების ჯარი და მოვიდნენო... და რომ "ჩვენმა მტერმა ნახეს დიდი შიში შეექმნათ და ეგონათ ისინი რუსეთის ხელმწიფისაგან"181. ქართლ-კახეთის და რუსეთის ინტერესები რაკი ამ წლებში ერთმანეთს არ ემთხვეოდნენ და პირიქით, ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც182, ბუნებრივია, რომ ქართველების თხოვნა ამჟამადაც უგულვებელყოფილ იქნა183; ო.მარკოვას სამართლიანი შენიშვნით, ყოველივე ეს გამოწვეული იყო არა რუსეთის სამეფო კარზე მყოფ ქართველთა ინტრიგით, არამედ რუსეთის იმდროინდელი საგარეო პოლიტიკის კურსით184. ამასვე აღნიშნავს მ.დუმბაძეც, რომ  XVIII ს. 50-იან წლებში რუსეთს გადაჭრით არ სურდა საქართველოს გულისთვის თურქეთთან თუ ირანთან ურთიერთობა გაემწვავებინა185. მაშასადამე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის 1752-1754 წწ. ელჩობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველთა დიდი მცდელობისდა მიუხედავად, რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში საქართველოს, ჯერ კიდევ არ ენიჭებოდა პირველხარისხოვანი ქვეყნის როლი. ვიდრე ქართველი ელჩები 1752-1754 წწ რუსეთის სამეფო კარზე იყვნენ, მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდა. 1754 წ. "დაღესტნის ბელადი ზუბეიდალა და სხვა ბელადები" ქართლს დაესხნენ თავს და დაარბიეს. მომხვდურები ერეკლემ ყაბარდოელებთან ერთად კულბითთან სასტიკად დაამარცხა186. თეიმურაზ - ერეკლე საფუძვლიან მზადებას შეუდგნენ აჯი-ჩალაბსა და მისი მოკავშირე დაღესტნელ - ჭარელების წინააღმდეგ; მათ დიდი რაოდენობით გადმოიყვანეს პირიქითი კავკასიელი მთიელები, განსაკუთრებით ყაბარდოელები187 და ჩამოსულ სხვა ჯარებთან ერთად ყაზახ - შამშადილუს საზღვრის მიდამოებში შაქ-შარვანელთა და ლეკთა, გაერთიანებული ჯარი  სასტიკად დაამარცხეს188. ამ გამარჯვებისდა მიუხედავად, ჭარელთა და მათი მოკავშირე დაღესტნელი ფეოდალების თარეში მაინც არ შეწყდა, პირიქით, 1754-1760 წწ. იგი უფრო გაინტენსიურდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალში არც კახელები რჩებოდნენ. ასე რომ, ურთიერთმიხტომას და რბევას ბოლო არ უჩანდა. ო.თუმანოვის სიტყვით, "კახეთს რასაც ლეკნი ჭარელები ქურდობენ და ახდენენ, კახელებიც პასუხს უშვრებიან ქურდობით და ცხადათ დაკლებას ცდილობენ"189. ლეკთა შემოსევების აღნიშნულ სერიებს შორის განსაკუთრებით ყურადღების ღირსია დაღესტნის ერთ-ერთი დიდი ფეოდალური გაერთიანების ხუნძახის ბატონის ნურსალ ბეგის ორგზის ლაშქრობა 1754-1755 წწ, რომელიც თავისი ხასიათით აშკარად განსხვავდა ლეკთა ყველა ადრინდელ შემოსევათაგან. ჩვენ სავსებით გეთანხმებით დ.მეგრელაძეს, რომ დაღესტნელი ფეოდალების ლაშქრობებს თუ XVIII ს. მეორე ნახევრამდე მხოლოდ მტაცებლური ექსპედიციების ხასიათი ჰქონდათ, ამიერიდან უკვე მათ მიზანს ქართლ-კახეთის ტერიტორიების სამემკვიდროდ დაჭერა შეადგენს190, რის ფაქტობრივ დადასტურებას, სხვათა შორის სწორედ ნურსალ ბეგის ორგზის ლაშქრობა წარმოადგენს. 1754 წ. ივლისში ნურსალ ბეგი საკმაოდ დიდი ჯარით გადმოვიდა ქართლ-კახეთის დასაპყრობად. პაპუნას სიტყვით, "ჯერ ამისთანა ლეკის ჯარი ქართლსა და კახეთში არ ჩამოსულა". ჯარის ასეთი სიმრავლე გასაკვირი არაა, რადგან, პაპუნასვე სიტყვით, რაც რომ "დაღისტანში ბელადები და უფროსი კაცები იყვნენ", ყველა ისინიც ნურსალბეგს თან ახლდნენო191. მდგომარეობა მეტად კრიტიკული შეიქმნა. მართალია, ჭარელნი, კაკის სულთანი, აჯი-ჩალაბი, შარვანელი ფანა-ხანი, განჯის ხანი და სხვ. ჯერ თეიმურაზ - ერეკლეს წინააღმდეგ აშკარად გამოსვლას ვერ ბედავდნენ, მაგრამ საამისოდ კი მზად იყვნენ, თუ რასაკვირველია, ეს ხუნძახის ბატონი, - როგორც პაპუნა წერს, ქართველსა და კახ ბატონზე გაიმარჯვებდა"192. ერეკლემ სასწრაფოდ აფრინა მსტოვრები კავკასიის მთიანეთში ჯარების ჩამოსაყვანად, ხოლო ადგილობრივ კი მთელი მოსახლეობა ციხე - გალავნებში შეხიზნა. ნურსალბეგის ამ დიდ ლაშქარს ერეკლემ მჭადისჯვართან საოცრად დიდი გაბედულებით შეუტია და სასტიკად დაამარცხა კიდეც. ეს იყო 1754 წ. აგვისტოში. ნურსალბეგს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქართლ-კახეთის დაპყრობა და ამიტომ მომავალ 1755 წ. მან საამისოდ უფრო დიდი კოალიცია შეჰქმნა. ლაშქრობის წინ მან მოწოდებით მიმართა დაღესტნის ფეოდალებსა და ტომთა ბელადებს: "სულ მე გამომყევით ქართლსა და კახეთს დავიჭერ და ამდენს ტყვესა და საქონელს გაშოვნინებთ, რომ შვილითი შვილამდის გეყოსთ". ნურსალბეგის ამ მოწოდებას მართლაც დიდი კოალიცია მოჰყვა. მას შეუერთდნენ შამხალი, სურხაი-ხანი, კაკის სულთანი, აჯი - ჩალაბის შვილი, განჯის ხანი, ჭარელები და სხვ. პაპუნას სიტყვით, "პირიქითი და პირაქეთი რაც ლეკი იყო, ყველას ჯარი გამოართოო193. ნურსალბეგი ამ გაერთიანებული ჯარით ყვარლის დიდ ციხე-გალავანს შემოადგა და თავისი მიზნის განხორციელებას შეუდგა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია ყვარლის ციხისთვის ბრძოლამ, თეიმურაზ-ერეკლესათვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა მიიღო, პაპუნას სიტყვით, თუ ისინი იმ ციხეს აიღებდნენ, მაშინ მათ გაღმა მხარიც დარჩებოდათ, მთელ კახეთსაც ადვილად დაიპყრობდნენ და დასუსტებულ ქართლისაკენაც ვერაფრით ვერ შეამაგრებდნენ194. ამის გამო იყო, რომ თეიმურაზ - ერეკლემ თითქმის ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადეს და ამასთან სათანადო ჯილდოებიც კი დააწესეს (მათ შორის საკომლო მამულის გაცემა, სათარხნის მიცემა და სხვ.). პაპუნა წერს: მეფეებმა "იარაღის ამღები აღარავინ დააგდო შინა გლეხი, თორე თავადი და აზნაურთაგანი ვინ დააკლდებოდაო195. ერეკლემ თავისი იშვიათი სამხედრო მოხერხებულობით ყვარელთან ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია და ამით ნურსალბეგს ხელი ააღებინა თავდაპირველ განზრახვაზე. ყვარლის ციხის ბრძოლა თავისი მნიშვნელობის გამო, "ასწლიან ლეკური ომის" პირობებში თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ მარტყოფად თუ ბახტრიონად. 1756 წ. ნურსალბეგის ინიციატივით მასსა და თეიმურაზ - ერეკლეს შორის ზავი დაიდო, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო ქართლ - კახეთის საპასუხო დარტყმებით. ასე, მაგალითად, 1757 წ. თარიღით პაპუნა წერს: "შეიყარნენო გაღმა მხარის კახნი და თუშნი, გადაუხდენ დაღისტნის სოფლებსა და მრავალი ცხვარი და ძროხა წამოიღეს"-ო. ან "აგრევე მიუხდენ ქისიყელნი, ააოხრეს ჭარელნი, სოფლები, წამოიღეს ნაშოვარი" და სხვ.196. ჩანს, ასეთსავე მოვლენებს ადრეც ჰქონდა ადგილი, რამაც ნურსალბეგი აიძულა დაზავებაზე წასულიყო. მართალია "ყვარლის ომმა" ლეკებს ხელი ააღებინა ქართლ-კახეთის დაპყრობაზე, მაგრამ წვრილ - წვრილ თავდასხმებს ისინი კვლავაც ახორციელებდნენ. ხუნძახმა დაარღვია ზავი. 1758 წ მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა ჩონჩოლ მუსამ კვლავ დაძრა 4000 ჯარი ქართლ-კახეთისაკენ. თეიმურაზ - ერეკლეს დახმარება სოლომონ იმერთა მეფისათვის უთხოვიათ და ისიც წამოსულა, მაგრამ ცოტა უფრო დაგვიანებით. ჩონჩოლ - მუსამ შეძლო რბევა-რბევით ქართლ - კახეთის გავლა და დიდი ნადავლით ახალციხის ფაშასთან მისვლა197. ქართლში ჩამოსულ სოლომონსა და თეიმურაზ - ერეკლეს შორის პირობა დადებულა მსგავსი შემთხვევებისას ურთიერთს ლაშქრით მიშველებოდნენ. ასეთი სამხედრო შეთანხმება, რასაკვირველია, არ მოსწონდა ახალციხის ფაშას, რადგან იგი არ გამორიცხავდა, მისი იმერეთზე თავდასხმისას იმერეთისადმი ქართლ-კახეთის დახმარებას. ფაშა თავისთან მისულ ჩონჩოლ - მუსას ჯამაგირს შეჰპირდა და "გაურივა იმერეთის ქვეყანასა“. ლეკებმა იმერეთი ააოხრეს, შემდეგ ახალციხეში ჩამოვიდნენ, შეპირებული მიიღეს და ასე მძიმე ნადავლით კვლავ დაღესტანში დაბრუნდნენ198. 1759 წ. "გარდმოვიდნენ კვლად დაღისტნის ბელადი კოხტა და ჩონჩოლ - მუსა დაღისტნის ჯარებით"199. ქართლ-კახეთის მოსაშველებლად სასწრაფოდ გადმოვიდა სოლომონ იმერთა მეფე. ლეკები, როგორც ჩანს, მოერიდნენ დიდ შეტაკებას და საქართველოს გაეცალნენ. ასეთი დახმარებით, ბუნებრივია, სოლომონ მეფემ თავისი საქმეც გააკეთა, რადგან შეიძლებოდა კვლავ განმეორებულიყო 1758 წ. ამბავი. ძნელია აღწერა ლეკთა ყველა იმ თავდასხმებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში XVIII ს. 50-60-იან წლებში; ეს თავდასხმები იმდენად ინტენსიური იყო, რომ თითქმის გაბმული ბატონობა "ლეკობა" დამყარდა, მსგავსად "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობისა". მთელი ამ პერიოდისათვის მეტად ტიპიურია ქართველ მემატიანეთა ცნობები: "გამოვიდა ცხენოსანი ლეკი, ზოგნი მიუხდენ ახალციხესა ქვეყანათა და მრავალი ტყვე და საქონელი წამოიღეს". ზოგნი დაიფანტნენ საქართველოსა შინა და "იყო ცემა და ტაცება, ყოველგან ხოცა და ტყვეთა წასხმა"200, "მუდამ იყვის ლეკი ორბელიანთ მამულში და აოხრებდენ, ასე რომ არაფერი მიწის ნაყოფიერება აღარ ააღებინეს"201. "მოვიდა ლეკი მკის დრო იყო და მრავალი მუშა და საქონელი წაასხეს"202; "დაესხნენ ლეკნი ცოტა რა საქონელი მინდვრიდან გაიტაცეს"... "თრიალეთზე დიდი ქარავანი წაახდინეს"203; "დაიცალა საბარათაშვილო სომხითი, ორბელიანთ მამული და ზოგი გავიდა კახეთს, ზობი ავიდნენ ზემო ქართლში და საერისთაოებში, აღარსად დარჩა შენობა იმ მხარეს"204; და ბოლოს "ქართლი მტრით სავსე იყო, რომ ალაგი აღარ იყო; რომ ლეკი არ იდგა"205; ასე რომ, რასაც ვთქვათ, თემურ-ლენგი შაჰ-აბასი, ნადირ-შაჰი და სხვ ერთი ან ორი დიდი ლაშქრობებით აკეთებდნენ და მიჰყავდათ ერთ ჯერზე 100 ათასობით ტყვე, საქონელი და სხვადასხვა ქონება - ნადავლი, ამასვე აკეთებდნენ დაღესტნელი ფეოდალები და ტომთა ბელადები უფრო მცირე მასშტაბებით და გაბმულად, ისე რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს მაინც დიდად არ ჩამოუვარდებოდა ზემოთ აღნიშნულს. შემთხვევითი არაა, რომ ისიც, რომ ქართველ გლეხობას, ისე როგორც ადრე უცხოელ მოძალადეთა სასარგებლოდ ახლაც ისეთი ფულადი გამოსაღები დაედო, როგორც იყო მაგალითად "სალეკო", მსგავსად მალისა, სათათრო საურისა მალუჯათისა და სხვ206. ლეკების წინააღმდეგ "საკუთარი სისუსტის დონედ" დაქირავებული თუ მოწვეული "გარეშე ძალის" ხარჯიც ძირითადად ისევ გლეხობას აწვებოდა და ტეხდა მას წელში. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ დამხმარე ძალების შესანახად, რომლის შედეგად "უკუდგა მტერნი და აღარსად გამოჩნდეს", (საუბარია ლეკების წინააღმდეგ ყაბარდოდან ჩამოყვანილი რაზმების შესახებ. - თ.ბ.) პაპუნას სიტყვით, "ღარიბნი დაზარდენ, რომ ხარჯი ბევრი უნდებოდათ". ერეკლე II დაქირავებულთა შორის თვით ლეკებიც ჰყავდა, პაპუნას სიტყვით, "ანწუხელნი, თებელნი და ყირახელნი რომლებიც იყვნენ მოსამზღვრე კახეთისა"207. ი.ნორდენსტამის ცნობით, მაგალითად, კახური სოფლები საბუე, შილდა, ალმატი და კიდევ ორი სხვა ყაპუჩინელებს თითო კომლიდან ყოველწლიურად აბაზს უხდიდნენ, ამასთან კიდევ ერთ ქათამს, ხორბლის გარკვეულ რაოდენობას, არაყს და სხვ. - ყვარელი, გავაზი, ჩეკანი და კოჩეტანი ასეთსავე რაოდენობით უხდიდა ანწუხელებს. პირობა კი ის იყო, რომ ერეკლეს დაძახებაზე 15 წლის ზევით ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო სალაშქროდ208. მუდმივმა თავდასხმებმა, როგორც ოსმალო - ყიზილბაშების, ისე დაღესტნელი ფეოდალებისა და ტომთა ბელადების მხრიდან, XVIII ს. (181) 50-60-იანი წლებისათვის თვალსაჩინოდ დაარღვია თანაფარდობა მფლობელებსა და მწარმოებლებს შორის უკანასკნელთა საზიანოდ, რაც უაღრესად რეგრესული მოვლენა იყო. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, დაირღვა, ბატონყმობის რიგი და ბეგარის ძირითადი სახეობის "თავი ბეგარას" გვერდით ფეხი მოიკიდა "სხუაი ბეგარამაც" და ბატონ-ყმური ექსპლოატაციის ყველაზე მახინჯმა ფორმამაც "უდების დადებამ". ყოველივე ამან გაახანგრძლივა საქართველოს "ჩიხში" ყოფნა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, თეიმურაზ - ერეკლესათვის ერთ უმთავრეს საზრუნავთაგანს "ლეკური საკითხიც" შეადგენდა. პაპუნა პირდაპირ აღნიშნავს, რომ "მეფე თეიმურაზსა, ფიქრი აღარა ვისი ჰქონდა, თვინიერ ლეკის მეტისაო"209. ამასვე ადასტურებს ოთარ თუმანოვის პატაკიც ასტრახანის გუბერნატორისადმი 1760 წ. ნოემბერში, სადაც იგი წერს, საქართველო უკიდურეს გასაჭირშია ლეკების თავდასხმებისგანო210. იმჟამინდელი ქრონიკის ერთ-ერთი ავტორიც ასე აღწერს ამ ამბავს: "თეიმურაზი რუსეთს წაბძანდაო, რათა მუნიდამ ჯარი გარდმოიყუანოს და ლეკისა ოხრებისაგან ქართლი და კახეთი გამოიხსნასო"211. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის განახლებისას, როგორც წესი, მუდმივად მისი პირველ მაბიძგებელთაგანი "ლეკური საკითხი" იყო. ამის ფაქტობრივი დადასტურება 1760 წ. რუსეთის სამეფო კარზე ქართლ-კახეთის, ასე ვთქვათ, ელჩად თვით თეიმურაზ II გამგზავრებაა. თეიმურაზმა, როგორც ვიცით, ერთი მხრივ, რუსული ჯარი ან ჯარის დასაქირავებელი თანხა მოითხოვა, რათა ამ საშუალებით უპირველეს ყოვლისა ალაგმულიყო დაღესტნელთა თავდასხმები, ხოლო მეორე მხრივ კი, ირანზე ერთობლივი ლაშქრობა შესთავაზა, რომ იქ არსებული ხელისუფლება დაემხოთ და ტახტზე მათთვის სასურველი პიროვნება ვინმე შაჰ-რუხი დაესვათ212. ქართველთა ახალი თხოვნაც აქტიური დახმარებისათვის უშედეგოდ დამთავრდა. რუსეთის თვალში საქართველოსადმი ასეთი დახმარება ნიშნავდა ომს თურქეთთან, ხოლო ვინაიდან ამხანად მიმდინარეობდა შვიდწლიანი ომი, ორ ფრონტზე ბრძოლა რასაკვირველია, რუსეთს არ შეეძლო. საამისო დასაბუთება კარგადა აქვთ გადმოცემული ი.ცინცაძესა და ო.მარკოვას. თეიმურაზის ამ ელჩობასთან დაკავშირებით ი.ცინცაძე რატომღაც თვლის, რომ საქართველოს დიპლომატიის შეცდომა ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ ის სამშობლოს მტერთაგან გამოხსნის გეგმაში თურქეთს ნაკლებ ანგარიშს უწევდაო213. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ დებულებას. ცნობილია, რომ რუსეთი როგორც ადრე XVI-XVII სს., ისე XVIII ს. თურქეთთან უფრო გაურბოდა ურთიერთობის გამწვავებას, ვიდრე ირანთან, რამდენადაც თურქეთთან ურთიერთობის გამწვავებას შეიძლებოდა ორ-სამ ფრონტზე მოჰყოლოდა ომი (სამხრეთ დას. კავკასიის -საქართველოს მხარე, ჩრდილო დასავლეთ კავკასიის და სამხრეთ უკრაინის და ბოლოს, ევროპის - ბალკანეთის); მაგრამ ეს სრულებით ნიშნავდა, რასაკვირველია იმას, რომ გადამწყვეტ მომენტში იგი უკან იხევდა და ომსაც არიდებდა თავს. ამასთან, თურქეთთან ომი ყოველთვის იწვევდა რუსეთ–ინგლის-საფრანგეთ-ავსტრიის-შვეციის და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა ურთიერთობათა გადასინჯვას და ათასგვარ დახლართულ დიპლომატიურ ხრიკებს, რასაც რუსეთისათვის ყოველთვის არცთუ სასურველი შედეგი მოჰქონდა. ქართველები კარგად ერკვეოდნენ დიპლომატიაში და მათთვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო რუსეთის ასეთი დამოკიდებულება თურქეთთან. ამიტომ იყო ალბათ, რომ ისინი რუსეთს ასე აშკარად არ ექაჩებოდნენ თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამას თუ შეიძლება ითქვას, უფრო შემოვლის გზით აპირებდნენ - კერძოდ, რუსეთის მიერ ირანის დაპყრობით, რაშიც თავგამოდებით სთავაზობდნენ კიდეც თავიანთ არცთუ უმნიშვნელო ხმალს. რაკი თურქეთი არ დაუშვებდა რუსეთის მიერ ირანის დაპყრობას, ამას უნდა გამოეწვია მათი შეჯახება და აქ კი უკვე შეიძლებოდა საქართველოს მართლაც ენახა გარკვეული სარგებლობა. ჩვენის აზრით, ეს ქართული დიპლომატიის მიერ არცთუ ცუდად მოფიქრებული მანევრი იყო, რუსეთ - თურქეთის შეჯახებისათვის: მით უფრო, რომ ქართველები ისედაც ირანით დაინტერესებულ რუსეთს რეალურად წარმოუდგენდნენ მის დაპყრობას. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობთ, ძნელია ქართველ დიპლომატებს შეცდომა და მით უფრო უცოდინარობა მივაწეროთ. 1762 წ. თეიმურაზ II გარდაიცვალა და ქართლის სამეფოს სადავეებიც მისი შვილის კახთა მეფის ერეკლე II ხელში გადავიდა. ქართლ-კახეთი გაერთიანდა. როგორც წყაროებიდან ირკვევა, საქართველო - დაღესტან - ჭარის ურთიერთობა 1760 წლიდან 1768 წლამდე ანუ რუსეთ - თურქეთის ომის დაწყებამდე შედარებით მშვიდობიანი ყოფილა, თუმცა თითო - ოროლა თავდასხმებს ადგილი მაინც ჰქონია. ასე, მაგალითად ჯავახეთზე, ახმეტაზე, კეხვზე, გორზე, იმერეთ - რაჭაზე და სხვ214. დ.მეგრელაძის აზრით ჭარელებთან მშვიდობიანობის სტაბილურობა მოპოვებული უნდა ყოფილიყო გარდა იარაღისა, გარკვეული ფულადი საშუალებებითაც. რასაც მოწმობს ედიშერ და გორჯასპი მდივნებისადმი 1763 წ. აპრილში ერეკლე II წერილი, სადაც ჭარელებთან ერთგვარ მოლაპარაკებაზე და მათთვის 300 თუმნის მიცემის შესახებაა საუბარი215. 60-იან წლებში თურქეთ - ირანის ქართლ - კახეთისადმი მომძლავრების რამდენადმე შესუსტებამ, როგორც ჩანს, საშუალება მისცა ერეკლეს წარმატებით მოეგვარებინა თავისი ურთიერთობანი ერთი მხრივ, დაღესტან - ჭართან, ხოლო, მეორე მხრივ კი აღმ.ამიერკავკასიის სასულთნო - სახანოებთან, რომელთა შორის იგი ჯერ კიდევ პირველობდა216. 1768 წ. დაიწყო რუსეთ - თურქეთის დიდი ომი, რომელიც 1774 წ. გაგრძელდა. რუსეთმა იცოდა რა თურქეთით საქართველოს დაინტერესება, სცადა ამის საფუძველზე (რასაკვირველია თავისი ინტერესებიდან გამომდინარე) კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნა და ამით თურქული ძალების რამდენადმე დაბანდება. 1768 წ აპრილსა და ნოემბერში გრაფი ნ.პანინი სპეციალური წერილებით სოლომონ იმერთა მეფეს და მისი საშუალებით ერეკლე II რუს-ქართველთა ერთობლივი ლაშქრობისათვის იწვევდა ქართველებისათვის მეტად "შემაწუხებელ ლეკებისა და თურქების წინააღმდეგ", რათა ისინი მორჩილებაში მოეყვანათ217. ქართველ მეფეებს თავთავიანთი ანგარიში ჰქონდათ და ამდენად აქტიური მონაწილეობაც მიიღეს ამ ომში. ერეკლეს, რომელსაც საქართველოს "აღდგომისა" და "გამოხსნის" დიდი საბრძოლო გეგმა ჰქონდა დასახული, რასაკვირველია სურდა ამ ომით, რამდენადაც შეიძლებოდა, ერთი მხრივ, მტერთა მიერ "წართმეული მამულების" სამცხე - საათაბაგოსი და ჭარ-ბელაქანის შემოერთება ანუ "აღდგომა", ხოლო, მეორე მხრივ კი, საერთოდ საქართველოს "გამოხსნა" აზიელ დამპყრობთა პოლიტიკური დამოკიდებულებისაგან218. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მაინც ჭარ - ბელაქანს ჰქონდა, რადგან სპარსეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ის იყო ყველაზე ხელისშემშლელი. ამიტომაც იყო, რომ ნ.ბერძენიშვილის სიტყვით "გამოხსნა"-"აღდგომისათვის" მებრძოლი საქართველო ჭარ-ბელაქნის საკითხის გადაწყვეტას ამ ბრძოლის წარმატების წინაპირობად თვლიდა219. მაგრამ მისი მოგვარება არცთუ ისე ადვილი იყო, რადგან ჭარ-ბელაქნის საკითხი უშუალოდ უკავშირდებოდა საქართველოს დამოკიდებულებას დაღესტასთან, ხოლო ორივე კი - დაღესტან - ჭარი "საქართველო - თურქეთის ურთიერთობას. ასე რომ, ერეკლე II რუსეთ - თურქეთის დიდ ომში მონაწილეობის მიღება ისტორიულად სავსებით გამართლებული ჩანდა. ოსმალეთი მთელი ენერგიით შეეცადა კავკასიის ფრონტზე რუსეთ - საქართველოსათვის ახალციხის საფაშოსთან ერთად დაღესტან - ჭარიც დაეპირისპირებინა და შეედგინა მათგან, ასე ვთქვათ, დამრტყმელი ძალა. ამიტომაც მოხდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში განსაკუთრებით 1770 წ. ძალზედ გახშირდა თურქეთზე ორიენტაციის მქონე დაღესტნელი ფეოდალებისა და ჭარელების თავდასხმები საქართველოზე, როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან220. ერეკლე II ნ.პანინს პირდაპირ წერდა, რომ ლეკთა ამ აშლილობის მიზეზი ოსმალეთიაო, რომელმაცო "...მრავლის მიცემითა და ქადებითა ხუნძახის ბატონის გარდა და იმის ამყოლის კაცს გარდა, რაც დაღესტნის უფროსნი და ავაზაკნი ქურდნი ლეკნი არიან ჩვენს ქუეყანაში აგვისიეს"; მეფე იმასაც აღნიშნავდა, რომ რუსებმა "დაღისტნელი უფროსები და ქვეყნები", რომლებიც მათი გავლენის ქვეშაა "დააკავონ და აღარ გამოუშვან საქართველოზე სარბევად"221. ხოლო რაკი ჭარელნი "ფრიადის წადიერებით არიან ოსმალთ მიდგომილნი" და რომ ისინი "ოსმალთა და დაღისტნელთა შეერთების დიდნი მიზეზნი არიან და შემწენი"222, ერეკლე, ბუნებრივია, ყოველნაირად ცდილობდა, რათა მათზე რუს - ქართველთა ერთობლივი ლაშქრობისათვის მიეღწია, მაგრამ ამაოდ. მართალია, ერეკლემ ასპინძასთან ოსმალ - ლეკებზე ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია, დროდადრო ომის პერიოდში ლეკებსაც ამარცხებდა ან ირიგებდა, როგორც ეს იყო, მაგალითად 1772 წ. ხუნძახის ბატონ ნუცალთან დაკავშირებით და სხვა; მაგრამ პრინციპში ერეკლეს ომში ჩარევამ და რუსეთის ლაშქრის ორი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედებამ მას ვერავითარი სარგებლობა ვერ მოუტანა223. მეტიც, რუსის ჯარის შემოსვლამ საქართველოში, რომელმაც ამიერკავკასიის ხალხებში თავიდან დიდი იმედები დასახა, ო.მარკოვას სამართლიანად შენიშვნით მანვე გააცრუა ეს იმედები224. უშედეგოდ დამთავრდა აგრეთვე ერეკლეს ცდაც რუსეთის მფარველობაში შესვლისა, მიუხედავად მის მიერ რუსეთის მრავალმხრივი  დაინტერესებისა (იგულისხმება რუსეთში ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის 1772-1773 წწ. ელჩობა, - თ.ბ.)225. 1774 წ. რუსეთ-თურქეთის ომი დამთავრდა ქუჩუკ - კაინარჯის ტრაქტატით. ი.ცინცაძის სამართლიანი შენიშვნით, თურქეთისათვის საზავო პირობებზე ხელის მოწერა უფრო დიდი მარცხი იყო, ვინემ ბრძოლის ველზე განცდილი"226. ყირიმის დამოუკიდებელ ერთეულად გამოცხადება, ყაბარდოს რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთების ცნობა და საქართველოზე ოცდამესამე მუხლის მიღება - ყველაფერი ეს იყო თურქეთის დიდი კავკასიური პოლიტიკის კრახის დასაწყისი. რუსეთმა კი გარდა იმისა, რომ მოიპოვა ჩრდილო შავი ზღვისპირეთში გასვლის უფლება, სამუდამოდ გადაკეტა თურქეთისათვის ჩრდილო კავკასიური გზაც ერთი მხრივ, კასპიის ზღვისპირეთში გასაჭრელად, ხოლო მეორე მხრივ კი, ამიერკავკასიაში შემოსასვლელად. ამ გარემოებამ თავის მხრივ, რუსეთ - საქართველოს შორის ხევ-ყაბარდოს გზით თავისუფლად მიმოსვლის გარანტია შექმნა და აქიდან გამომდინარე, ვ.მაჭარაძის შენიშვნით, რეალური შესაძლებლობაც 1783 წ გიორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოსაწერად227. ქუჩუკ-კაინარჯის ტრაქტატის 23-ე მუხლი თავისი ქვეტექსტებით რუსეთის დიპლომატიამ, თურქეთის დიპლომატიისათვის მეტად ოსტატურად დაქარგა. ძირითადი აზრი ის იყო, რომ რუსეთი ამიერიდან ოფიციალურად გამოდიოდა საქართველოს ინტერესების დამცველად ამიერკავკასიაში და თურქეთიც ამ უფლებას ცნობდა228. ი.ცინცაძის დამატებითი შენიშვნა 23-ე მუხლისადმი, რომ მისი ხელშეკრულებაში შეტანაზე თანხმობა თურქეთის მხრიდან ნაწილობრივ იმერეთზე რუსეთის უფლებების აღიარებაც იყოო229, ვფიქრობთ, რომ სწორია და მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის დიპლომატიის დაფარული დედააზრი და არა მარტო იმერეთის მიმართ. არამედ მთელი საქართველოსთვისაც სწორედ ამას გულისხმობდა ის, რომ ტოტლებენის ავანტურისტულ მოქმედებაში საქართველოს დაპყრობის სურვილი სჭვივოდა230. ერეკლეს მიერ 1772-1773 წწ. გაგზავნილ ელჩებს რუსეთის მფარველობაში შესვლაზე უარი ეთქვათ, მით უფრო, რომ ასეთი წინადადება თვით რუსეთის მხრიდან მიმდინარეობდა231 და ბოლოს ის რომ 23-ე მუხლის შეტანასთან დაკავშირებით ერეკლე - სოლომონს არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდათ, თითქოს ამის მანიშნებელი სიმპტომები უნდა იყოს. ასე რომ, 1774 წ. კუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებაში 23-ე მუხლის შეტანით რუსეთმა, ასე ვთქვათ, წინასწარგათვლილი მრავალსვლიანი კომბინაციის პირველი სერიოზული სვლა გააკეთა. საქართველო რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში პირველხარისხოვანი ქვეყანა გახდა. ამიტომ, შემთხვევითი არაა ის ცვლილება, რომელიც რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში გაჩნდა სწორედ რუსეთ - თურქეთის ამ ომის შემდეგ. ამ მოვლენის მეტად ღრმა ანალიზი მოგვცა ნ.ბერძენიშვილმა. საქმე ისაა, რომ სანამ რუსეთს ამიერკავკასიაში ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, ხოლო მათ დასაპირისპირებლად საკმაო საკუთარი ძალა არ გააჩნდა, ძლიერი მოკავშირე - ხელდებული მისთვის მისაღები იყო. (ამ საფუძველს ემყარებოდა როგორც გოდუნოვისეული გეგმა საქართველოს ძალთა გაერთიანებისა მოსკოვის მეფის ხელქვეით, ისე პეტრე პირველისეული გეგმა, ვახტანგ მეექვსეს ამიერკავკასიის საქრისტიანოს მეფედ რომ ჰგულისხმობდა რუსეთის იმპერატორის მფარველობის ქვეშ. პეტრესეული გეგმის დაგვიანებული გამეორება იყო ეკატერინე მეორის კარის არაერთგზისი, თუმცა არაერთხმობლივი, საზეიმო დაპირება ერეკლე მეორის მფარველობა - გაძლიერების შესახებ). მაგრამ დრო გადიოდა, მოსკოვის სახელმწიფო ძლიერდებოდა, ამიერკავკასიას ის თანდათან უახლოვდებოდა; ამ ოდესმე შორეული ქვეყნის უშუალოდ დაუფლება შესაძლებელი ხდებოდა; ძველი მეტოქეები კი სულ უფრო და უფრო სუსტდებოდნენ, ხოლო რუსეთის ინტერესები ამიერკავკასიისადმი იზრდებოდა. ამასთანავე ძლიერი და ერთიანი საქართველო მფარველისათვის საჭირო აღარ იყო, პირიქით, ის ამიერიდან არასასურველიც იყო. ამიერიდან არა თუ გაერთიანებული საქართველოს ამიერკავკასიაში ჰეგემონობის პრეტენზიით (ქართველი პოლიტიკოსები XVIII ს. მიწურულშიაც კი პოლიტიკური ჰეგემონობის ამ იდეას არ ეხსნებოდნენ და მას სამოქმედო მიზნად აღიარებდნენ) გაუერთიანებელი მცირე სამეფოების არსებობაც კი აღარ ეთანხმებოდა ამიერკავკასიის დაპყრობის რუსულ გეგმას (რამდენადაც ამ მცირე ერთეულებსაც რუსეთის ინტერესებისაგან განსხვავებული საკუთარი ინტერესები ჰქონდათ, და, რაც განსაკუთრებით უსიამოვნო იყო, საქართველოს გაერთიანება - გაძლიერების იდეას, არ ეხსნებოდნენ)232. ჩაწვდა თუ არა ერეკლე რუსეთის პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ, თვით ერეკლეს ომის შემდგომი პერიოდის მოქმედებაში არა ჩანს. პირიქით, მიუხედავად იმ საყვედურებისა რუსეთის სამეფო კარისადმი, რომ ამ ომის გამო მან "თურქეთი მტრად მოიკიდა" და "საქმეც საფიქრელად გაიხადა"233, ის მაინც რუსეთის იმედეულია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი ამხანადვე ევროპასაც არ ივიწყებს. მართალია ომის შემდგომ პერიოდში საკუთარი ძალის ამარა ერეკლემ ერთგვარად თითქოს მოაწესრიგა კიდევ ურთიერთობა განაწყენებულ თურქეთ-ირანთან და მორიგე ჯარის შექმნით კი "ლეკური საკითხიც", მაგრამ იგი სულ მალე დარწმუნდა, რომ თავის დაცვა და გადარჩენა, ყველასაგან დამოუკიდებლად სულ უფრო ძნელი ხდებოდა. ერეკლეს როგორც სამართლიანად შენიშნავს ნ.ბერძენიშვილი, "აქილევსის ქუსლი" მეტად ფართზე და ადვილმისაგნები ჰქონდა - თავადურ-ბატონყმური ჩიხი და "ლეკიანობით" გავერანებული ქვეყანა"234 ერეკლე კარგად ხედავდა, რომ ოსმალეთი და მასთან ერთად გადაგვარებული თავადურ - ბატონყმური წყობილება გარდაუვალს ქმნიდა ლეკთა თარეშს და ამასთან ლეკიანობას იგი ასევე ჰკვებავდა, როგორც ტყვეთა სყიდვას დასავლეთ საქართველოში235. მორიგე ჯარის მოშლამ, რომელიც თავისთავად უკვე ცოცხალი გამოხატულება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღრმა კრიზისისი, ერეკლე ღრმად დაარწმუნა საკუთარი ძალის სისუსტეში. ასეთ პირობებში კი რასაკვირველია ჭარ-ბელაქნის სახელმწიფოს მოშლის და იქ "ქართველობის" აღდგენის საკითხი. ის ერთადერთი იყო, რომელსაც არა მარტო ისტორიული სამართლიანობა, არამედ კატეგორიულად საქართველოს  გადარჩენის ამოცანაც მოითხოვდა236. ერეკლესათვის საკუთარი ძალებით მისი გადაწყვეტა შეუძლებელი შეიქმნა. იგი კარგად ხედავდა რომ მზიანი წლების ლეკიანობა თავისი გაქანებით ქართველთათვის ყოველგვარ კონტროლს დაუქვემდებარებელ მოვლენად იქცა და მოსალოდნელი "ოსმალობის" ან "ყიზილბაშობის" შემთხვევაში, ან გარკვეულ ვითარებაში, სულაც და მათგან დამოუკიდებლად, შეიძლებოდა ის საქართველოს პოლიტიკური გაქრობის ერთ - ერთი ფაქტორთაგანიც გამხდარიყო. ამიტომ მოხდა, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველო - რუსეთის, საქართველო - თურქეთის, საქართველო - ირანისა და საქართველო - დაღესტან - ჭარის ურთიერთობებმა, აუცილებლობით მოითხოვა მათთან საქართველოს მომავალი დამოკიდებულების საკითხის კარდინალურად გადაჭრა. მეტად მკაცრმა სინამდვილემ ერეკლეს წინაშე ალტერნატივა დასახა: ერთი მხრივ, საქართველო ან ჩაყლაპული უნდა ყოფილიყო "შაჰის სპარსეთის მიერ და გასპარსებულიყო, ან სულთნის თურქეთის მიერ და გათურქებულიყო, ან დადესტან - ჭარის ფეოდალთა მიერ და გალეკებულიყო ან არა და მეორე მხრივ სულაც რუსეთის პროტექტორატის ქვეშ გადასულიყო. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გალეკება ნიშნავდა არა XVII-XVIII სს. მიჯნის გალეკებას, როდესაც სოციალურ - ეკონომიური მოტივებით ქართული გლეხობა გალეკებაში უბატონობასა თუ თავისუფლებას ეძებდა, არამედ გამაჰმადიანებას. ქართველებისათვის სარწმუნოების შეცვლას კი "ქართველობის" წარხოცვაც უნდა მოჰყოლოდა, ანუ გარკვეული ცვლილებები უნდა განეცადა მათ ზნე - ჩვეულებებს, ენას, მეურნეობას, ხუროთმოძღვრებას, ტანსაცმელს და მრავალ სხვას237. ამისი ცოცხალი მაგალითი კი გვერდზე იყო - საინგილო. ერეკლე ორი ბოროტებისაგან უფრო ნაკლები ბოროტების არჩევის, ანუ უმცირესი ბოროტების გზას დაადგა. რამდენადაც, მისი აზრით, ამ უმცირეს ბოროტებას დიდი ბოროტების წინააღმდეგ, შედარებით მაინც სიკეთე უნდა მოეტანა საქართველოსათვის. რუსეთზე არჩევნის შეჩერებისათვის კი ერეკლეს გარკვეული სიღრმისეული ძალები ამოძრავებდნენ. ერეკლეს არჩევანი, მარტო შექმნილი მომენტის ნაყოფი კი არა, არამედ რუსეთ - საქართველოს და საქართველო -თურქეთ - ირანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა შეფასება იყო, რომელსაც თვით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური ხასიათის ფაქტორები განაპირობებდა, ასე, მაგალითად, ერთმორწმუნეთბით. მუსლიმანური თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის გენოციდის პოლიტიკამ ქართველების მიმართ ბუნებრივია, რომ საქართველოს მხრიდან გამოიწვია ერთმორწმუნე მოკავშირის ძებნა, ეს იქნებოდა მართლმადიდებელი რუსეთი თუ მართლმადიდებელი ან კათოლიკური ევროპა. საქართველოსთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მის სულიერ საზრდოს გზა არ გადაკეტვოდა და გარემოცვიდანაც თავი დაეღწია. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას გარდა წმინდა რელიგიური განწყობისა, საფუძვლად ედო აგრეთვე ამ ორი მხარის "მონათესავეობა" მათი სოციალურ - ეკონომიური განვითარების თვალსაზრისით, განსხვავებით, რასაკვირველია, აღმოსავლურ - ბარბაროსული და ჩამორჩენილი ფეოდალიზმისაგან (თურქეთ - ირანი); XVI-XVIII სს. თურქეთ-ირანის მხრივ გამუდმებულ აგრესიისას, რუსეთი, რომელიც თავისთავად გამოდიოდა თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ მებრძოლ მხარედ, არ შეიძლებოდა ქართველებს არ მიეჩნიათ ერთ - ერთ საიმედო მოკავშირედ, მით უფრო, რომ თვით ქართველებისათვის რუსეთი, როგორც რუსეთი თავისი კოლონიალური პოლიტიკით ჯერ უცნობი იყო. დაბოლოს, "ლეკური საკითხის" მოგვარებაში საქართველოსათვის ერთადერთ რეალურ დამხმარე ძალად იგივე რუსეთი ჩანდა; ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რუსეთი თავისი ინტერესებისათვის დაღესტანს საქართველოს წინააღმდეგ ისე არ იყენებდა, როგორც მაგალითად თურქეთ-ყირიმხანი ან ირანი, ხოლო მეორე, რამდენადაც თვით რუსეთი ცდილობდა დაღესტნის შემოერთებასა თუ მორჩილებაში მოყვანას, ამდენად საქართველო - რუსეთის ინტერესებიც ერთმანეთს ემთხვეოდნენ. ამიტომ იყო, რომ "ლეკურმა საკითხმა" რუსეთთან საქართველოს ურთიერთობისათვის თავიდანვე უდიდესი მიზიდულობის ძალა მიიღო. ვინაიდან რუსეთის სოციალურ - ეკონომიური და პოლიტიკური მოვლენები თანმიმდევრულად და პროგრესულად ვითარდებოდნენ რეგრესის გზაზე დამდგარ თურქეთ - ყირიმხანისა და ირანთან შედარებით. ამიტომ ბუნებრივია, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართველ პოლიტიკოსთა ორიენტაციაც მის მიმართ, მიუხედავად კავკასიაში დროდადრო წარუმატებლობისა და დროდადრო თურქეთ - ირანის აღმავლობისა, მაინც ერთგვარად ურყევი იყო. ასეთ ვითარებაში ჩავარდნილ ერეკლეს მთელი მცდელობა იმაში მდგომარეობდა, რომ როგორმე მიეღწია რუსეთთან შეთანხმებისათვის, რაც რამდენადმე და, ამასთან ერთად, იურიდიულადაც გააფორმებდა რუსეთის ვალდებულებებს საქართველოს წინაშე. 1783 წ. მფარველობითი ტრაქტატით ერეკლემ ფორმალურად კი მიაღწია ამ თავის საწადელს, მაგრამ მეტი ვერ შეძლო, რადგან მასზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული. აღნიშნული ტრაქტატის შესახებ ქართულ, რუსულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში უამრავი ლიტერატურა და მოსაზრებები არსებობა. ჩვენ მხოლოდ ერთს ავღნიშნავთ. ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, "არსებულ პირობებში ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, რომელსაც ერთად ერთს შეეძლო ქვეყანა პროგრესის გზით... წაეყვანა". "მეორე მხრით, ეს აქტი იმის აღიარებაც იყო, რომ გარედან დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, საქართველოს ღონე არ შესწევდა დაემარცხებინა რეაქციის ძალები და უზრუნველყო ქვეყნის გამოხსნა - აღდგომის საქმის გამარჯვება"238. ჩვენ ამაზე შევჩერდებოდით, რომ მ.დუმბაძეს ი.ცინცაძესთან პაექრობაში ნ.ბერძენიშვილის ზემოაღნიშნული ბრწყინვალედ დასაბუთებული დებულების მეორე ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინა239. ნ.ბერძენიშვილის ცნობილი დებულება, რომ დაჩიხული საქართველოს პოლიტიკური არსებობის "გარანტია" ძველი აგრესორების ირან - ოსმალეთის ჩამორჩენილობა იყო, რომ მოწინავე ქვეყნების ქიშპში საქართველო, როგორც პოლიტიკური ერთეული, ვერ გადარჩებოდა, თუ ის ამ დაჩიხულობიდან ვერ გამოვიდოდა, რისთვისაც მას დიდი სოციალუ - პოლიტიკური ნახტომი უნდა გაეკეთებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვა მას არ ასცდებოდა240, მ.დუმბაძის აზრით, უნდა გადაისინჯოს. მ.დუმბაძის პოზიციის სხვანაირად გაგება წარმოუდგენელია, როდესაც იგი ასეთ კითხვებს სვამს - მართლაც იყო თუ არა აუცილებელი "დიდი სოციალურ - პოლიტიკური ნახტომი" იმისათვისო, რომ დამოუკიდებლობა შენარჩუნებულიყოო? ან, თუ მართლაც ხსენებულ აგრესორთა ჩამორჩენილობა საქართველოს პოლიტიკური არსებობის "გარანტიას" იძლეოდა, მაშინ იქნებ, დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, ქართველ თავკაცებს ამ "გარანტიის" სათანადო შეფასება მოეთხოვებოდათ და თვითმყრობელური იმპერიისადმი უფრო ფრთხილ პოლიტიკას უნდა დადგომოდნენო?241 და სხვ. მაგრამ მ.დუმბაძეს ავიწყდება ერთი დიდი რამ, თუ რამდენად შეეძლო, ასე ვთქვათ, თურქეთ - ირანის ჩამორჩენილობით "გარანტირებულ", მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის მიმართ ის ერთგვარ სიმპათიას იჩენდა, არსებობა, "ლეკიანობის" პირობებში, ან მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, ლეკურ - მაჰმადიანური აგრესიის პირობებში?242. სწორედ, რომ დიდი სოციალურ-პოლიტიკური ნახტომი იყო საჭირო, რათა საქართველოს ერთგვარად მაინც შეძლებოდა დამოუკიდებელი არსებობა. პირველი ამას თვით ერეკლე მიხვდა და მანვე დაიწყო საამისო მოღვაწეობა. იგი თავგამოდებით ცდილობდა, რათა შეექმნა ქვეყანაში "კულტურული" ცხოვრებისათვის სათანადო პირობები, რასაც მოწმობს მაგალითად, მორიგე ჯარის შექმნა, ცნობილი კანონი ტყვეობიდან თავისი ღონით დაბრუნებულთა შესახებ და აგრეთვე სხვა საგლეხო კანონები, რომლებიც სასტიკ "წინააღმდეგობას წააწყდნენ თავადურ - ბატონყმური რეაქციისაგან და ამდენად მათი ზემოქმედებაც განეიტრალდა. მაგრამ თავადურ - ბატონყმურ წყობილებას კიდევ ეშველებოდა, რომ ერეკლეს ახალ წამოწყებებს დაცლოდათ განვითარება, - იმ დონემდე, როდესაც ისინი თავისთავად და ობიექტურად შიგნიდან მოარღვევდნენ თავადურ - ბატონყმურ ჩიხსა და ქვეყანას გამოიყვანდნენ დიდი პროგრესის გზაზე. მაგრამ აქაც სანუგეშო არაფერი ჩანდა, რის ბრწყინვალე და ტიპიურ - ფაქტობრივი დადასტურებაა 1785 წ. ხუნძახის ბატონის ომარ - ხანის შემოსევა, რომელმაც "შემოიყარა დაღისტნის ჯარები და ეგრეთვე ჭარელნი, ვიდრე ოციათასამდე და მოვიდა"243. ომარ-ხანი, ხერხეულიძესვე სიტყვით, "მივიდა ახტალის მადანში, აღიღო ციხე ახტალისა, აღაოხრა მადანი და დაატყვევა ყოველნი მუნ მყოფნი ბერძენნი და ქართველ - სომეხნი და აღვიდა ალსიხის ფაშასთან"244. აი, ასეთმა შემოსევამ და მისმა მსგავსმა ასობით რომ იყო ადრე და გვიან არ მისცეს განვითარების საშუალება იმ, ასე ვთქვათ, "რევოლუციურ" ელემენტებს, რომლებსაც სხვა მსგავს ელემენტებთან ერთად უნდა შეედგინათ, ჯერ ახალი წყობა, ხოლო ბოლოს კი მოეხდინათ სწორედ ის, რასაც ნ.ბერძენიშვილი უწოდებს დიდ სოციალურ - პოლიტიკურ ნახტომს. ხომ ცნობილია, რომ შემთხვევით შემოსევას და უბრალო ჩვეულებრივ ომსაც კი შეუძლია საწარმოო ძალებით და მოთხოვნილებით განვითარებული ქვეყანა მოაქციოს ისეთ დღეში, რომ ამ უკანასკნელის აუცილებლობით მოუწიოს ყველაფრის თავიდან დაწყება245. მით უფრო აღსანიშნავია შემოსევებისას ის მომენტი, როდესაც თავდამსხმელი თუ დამპყრობელი ნაკლებ კულტურულ განვითარებულია, რადგან ასეთ შემთხვევებში ძალზე ფერხდება ქვეყნის ეკონომიური განვითარება და ისპობა უამრავი საწარმოო ძალები ან კი ალალბედზე უშვებენ მათ, რომელთა მოხმარა არ იციან თავისი განუვითარებლობის გამო. ის, რომ საქართველომ ვერ შეძლო "ლეკური საკითხის" გადაჭრა, რომელსაც საქართველოს გადარჩენის ამოცანა კატეგორიულად მოითხოვდა, სწორედ იმის პირველი ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ საქართველოს საკუთარი ძალები უკვე ამოწურული ჰქონდა. მ. დუმბაძეს რატომღაც ავიწყდება მისივე დებულება, რომ დიდმა ერეკლემაც, მიუხედავად მის მიერ ჩატარებული გადამწყვეტი და ენერგიული ღონისძიებებისა, ვერ შეძლო ლეკურ-აბრაგულ, კატასტროფული ხასიათის შემოსევათა ალაგმვა, ამ შემოსევების დედა - ბუდის - ჭარ - ბელაქნის დამორჩილება. მ.დუმბაძის სიტყვითვე კი ეს იყო საქართველოს წინაშე მდგარი უაღრესად რთული საჭირბოროტო პრობლემა, რომელიც ფეოდალური რეაქციისა და გარეშე მტრების მოძალების შედეგად დაუძლურებულმა ქართლ-კახეთის სახელმწიფომ ვერ გადაწყვიტა246. ასე რომ, ნ.ბერძენიშვილის დებულება სავსებით სწორი და სამართლიანია. 1783 წ. ტრაქტატმაც ვერ გადაწყვიტა "ლეკური საკითხი": პირიქით, მან იგი უფრო გაამწვავა, მით უფრო როდესაც რუსეთმა ამავე წლის ახლო ხანებში ყირიმი, ტამანი და ყუბანისპირეთიც შეიერთა და ყიზლარიდან აზოვამდე კავკასიის ხაზზე ახალ ციხესიმაგრეთა მთელი წყება გააბა. დაღესტნის პროთურქული ორიენტაციის ფეოდალებსა და ჭარელებს არ მოსწონდათ რუსეთ - საქართველოს ასეთი დაკავშირება, რამდენადაც ახლა უკვე თვით ექცეოდნენ რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს გარემოცვაში, რაც ნიშნავდა თურქეთისაგან მოწყვეტას, საერთოდ თავდასხმების მოშლას და მეტიც, ადრე თუ გვიან, მაგრამ გარდაუვლად რუსეთთან შეერთებას. 1801 წ. ქართლ - კახეთი რუსეთს შეუერთდა და მისი "მარად მაწუხებელი და მაშფოთებული" ლეკური საკითხიც მემკვიდრეობით მას გადასცა. ასე, რომ, თურქეთის საუკუნოვანი ცდა, ყირიმის ხანისა და დაღესტნელი პროთურქული ორიენტაციის ფეოდალების საშუალებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული გარემოცვის რკალი საბოლოოდ შეეკრა და შიგ "ქართველობა" მოეღრჩო - მარცხით დამთავრდა. ასევე მარცხით დამთავრდა ამ მიმართებით ირანის ცდებიც. მართალია დაღესტანი დროდადრო თვით იბრძოდა თურქეთ - ყირიმხანის თუ ირანის წინააღმდეგ და მისი გაერთიანებათა მფლობელები ასევე დროდადრო იყვნენ რუსეთის ქვეშემდრომობაში თუ მფარველობაში შესულნი, მაგრამ მათი საკუთრივ ინტერესები საქართველოსთან, მაინც არ იძლეოდა საქართველოსათვის საშუალებას, რათა მას დაღესტნის გზით გაერღვია ეს მტრული გარემოცვა. ეკონომიურ - პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით კი დაღესტნის გზას გარკვეული უპირატესობა ჰქონდა ხევ-ყაბარდოს გზასთან. ლეკების კერძო ინტერესები საქართველოსადმი იმდენაც ძლიერი იყო, რომ თუ ამ ინტერესებს რამდენადმე არ შეესაბამებოდნენ რუსეთ - დაღესტნის თუ დაღესტან - თურქეთ - ირანის ინტერესებიც, მაშინ ყოველივე ეს აუცილებლად იწვევდა დაღესტნის ინტერესების შეძლებისდაგვარად დაპირისპირებას როგორც რუსეთისადმი, ისე თურქეთ - ირანისადმი. საწარმოო ძალებით განუვითარებელ დაღესტანს, როგორც ფეოდალურ - პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წამონაქმნს, მეზობლად მდებარე სამეფო - სამთავროებად და სათავადოებად დაშლილი, მაგრამ მდიდარი საქართველო, საშუალებას აძლევდა რათა მას მთელი რიგი სასიცოცხლო სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური საკითხები დროებით მაინც გადაეჭრა. ასე, მაგალითად, მთის ჭარბი მოსახლეობისათვის ადგილზე "მიწით შიმშილის" პირობებში, საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი დაცლილი იყო დიდი შემოსევებისდა გამო, რასაკვირველია, ერთგვარ გამოსავალს ქმნიდა.ახლო სავაჭრო ურთიერთობამ მთისთვის აუცილებელი მოთხოვნილების საგნებზე და სამეურნეო ურთიერთობამ (საზაფხულო საძოვრები და სხვ.) საქართველო მათთვის ასევე მეტად აუცილებელი გახადა. დაბოლოს, რაც მთავარია აღმავლობის გზაზე დამდგარი ფეოდალური ზედაფენისა და ტომთა ბელადებისათვის, მათი პოლიტიკური ხელისუფლების შემდგომი გაზრდა - განმტკიცებისათვის, ასევე მეტად აუცილებელი იყო მდიდარი ნადავლისა თუ ტყეების ხელში ჩაგდება და ამ მხრივაც საქართველო პასუხობდა მათ ინტერესებს. ასე რომ, საქართველოსათვის შექმნილი მძიმე ისტორიულ სიტუაციაში ყაბარდო და არა დაღესტანი აღმოჩნდა სწორედ ის ოქროს ხიდი, რომელმაც საქართველოს საშუალება მისცა მტრული გარემოცვიდან თავი დაეღწია და კულტურულ - ეკონომიური და პოლიტიკური ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთთან, ხოლო ამ უკანასკნელის საშუალებით - დასავლეთ ევროპასთანაც.
შენიშვნები
1 А.Бакиханов, Ук. соч., стр.102; ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.81, 136; В.Н.Левиатов, Очерки из истории Азербайджана в XVIII в., Баку, 1948, стр.63-74.
2 Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1967, стр.157-158; Русско-дагестанские отношения..., стр.15.
3 И.Гербер, Известия о находившихся на западной стороне Каспийского моря между Астраханью и рекою Курою народах и землях и о их состоянии в 1728 г. "Сочинения к пользе и увеселению служащих", 1760, стр.223; П.Г.Бутков, Материалы.., т.I, СПб,, 1869, стр.8.
А.Бакиханов, Ук. соч., стр.103; П.Бутков, Материалы... Т.II, стр.17;
5 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.124, 203-206 და სხვ.
6 თედო ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, თბილისი, 1967, გვ.64-66; ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.385.
7 ვ.დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია. თბილისი, 1959, გვ.76.
8 დ.მეგრელაძე, მასალები..., გვ.151; თ.ჟორდანია, ქრონიკები..., ტ.III, გვ.74; თბილისი, 1967, გვ.64-66; ვახუშტი, საქ-ს ც-ბა., გვ.124, 206.
9 იქვე, საბ.N2, გვ.149.
10 იქვე, საბ.N2, გვ.152.
11 იქვე, საბ.N2, გვ.153.
12 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №6, გვ.151.
13 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №6, გვ.153.
14 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №6, გვ.147.
15 იქვე,
16 სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, საქართველოს ცხოვრება, გვ.33.
17 "Дневник осады Испагани афганами, веденный Петросом ди Саргис Гиляненц в 1722-1723 годах", СПб, 1870, стр.31-32. კ.პატკანოვის შენიშვნა, გვ.85; ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.77-78.
18 დ.მეგრელაძე, მასალები.., საბ. №19, გვ.172.
19 J.Von Hammer, Geschiehte des Osmanischen Reiches, Bd.IV, S.206-207.
20 ПСЗ, т.VI, 1830, №3700, стр.280-283.
21 Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения в 1725-1735 гг., Тбилиси, 1965, стр.27-29; მისივე, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIII ს. პირველი მეოთხედი), თბილისი, 1960 წ., გვ.69-72.
22 Г.Пайчадзе. Русско-грузинские отношения..., стр.26; О.П.Маркова, Россия, Закавказье и международные отношения в XVIII вв. М., 1966, стр.100; ი.ტაბაღუა, სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა საფრანგეთში, ჟურ."მაცნე", თბილისი, 1965, N3 და 5.
23 Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала. 1957, стр.159; Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения.., стр.28.
24 Русско-дагестанские отношения..., док.131, стр.261; Гербер, Ук. соч., стр.228; П.Бутков, Материалы..., т.1, стр.8.
25 Кабардино-русские отношения в XVI-XVIII вв., т.II, док.№24-28, стр.24-29.
26 Русско-дагестанские отношения.., док.131, стр.262.
27 Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения..., стр.25; მისივე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1960, გვ.34; В.П.Лысцов, Персидский поход Петра I, М., 1951.
28 Русско-дагестанские отношения..., док. N96, стр.223.
29 იქვე, გვ.224.
30 იქვე, გვ.307.
31 იქვე, გვ.15.
32 АВПР, ф. Сношения России с Грузией, 1722. д.N3, л.9.
33 Г.Пайчадзе, Ук. соч., стр.25-26.
34 Русско-Дагестанские отношения.., стр.15.
35 იქვე, საბ.NN97-100, 104-106 და 110, გვ.226-228, 234-235, 239-240.
36 ПСЗ, т.VII, №4298, стр.110-112; Русско-дагестанские отношения, док.№155, стр.286.
37 И.Петрушевский, Сборник "История Ирана с дрепнейших времен до конца XVIII века", Л., 1958, стр.314.
38 მ.დუმბაძე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი (პროფესორ იასე ცინცაძის წიგნის გამო), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკ.33, თბილისი, 1960, გვ.244.
39 ნ.ბერძენიშვილი, მასალები..., ნაკ.I, 1944, გვ.24; ვ.გაბაშვილი, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVIII სს. მიჯნაზე, რეცენზია, "მიმომხილველი", ტ.I, თბილისი, 1949, გვ.452.
40 М.Броссе, Переписка стр.164.
41 იქვე, გვ.166.
42 იქვე, გვ.167.
43 იქვე, გვ.168.
44 გ.პაიჭაძე, მასალები რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის... გვ.89; И.И.Голиков, Деяния Петра Великого, мудрого преобразователя России, Собранные из достоверных источников и расположенные по годам, т.IX, издание 2, М., 1838, стр.144.
45 АВПР, ф. Сношения России с Грузией, 1722, Д.№4, л.25-26.
46 Там же, д.№3, л.14; О.П.Маркова Ук. соч., стр.108-112.
47 Русско-дагестанские отношения ..., док.N147, стр.278.
48 იქვე, გვ.279.
49 М.Броссе, Переписка... გვ.141.
50 М.Броссе, Переписка стр.185.
51 АВПР, Ф. Сношения России с Грузией, 1722, Д.№4, л.26 об.
52 Д.Г.Мегреладзе, Из истории Грузино-дагестанских взаимоотношений, Автореферат на дис. канд. ист. наук, Тифлис, 1954, стр.8.
53 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.208
54 დ.მეგრელაძე, მასალები..., საბ, N17, 18, 19, გვ.168-172; ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.207.
55 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.208.
56 იქვე,
57 იქვე, გვ.209.
58 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, გვ.210.
59 თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.88, 91, ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.129, Хроника войн Джара, стр.II.
60 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.129.
62 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.160-161.
63 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.154.
64 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.210.
65 იქვე, გვ.211.
66 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.211; იხ."დავითიანი", თბილისი, 1955, გვ.313; ვ.დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია, გვ.103.
67 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.211.
68 Хроника войн Джара, стр.10.
69 ვ.დონდუა, დას. ნაშრო გვ.104; ს.კაკაბაძე, საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810 წწ.). თბილისი, 1922. გვ.149.
70 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.133-134, 211. ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.105-107.
71 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., გვ.162.
72 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.212.
73 იქვე, გვ.212-213.
74 დ.მეგრელაძე, დასახ.სადის. ნაშრ., გვ.109.
75 იქვე, გვ.113-114.
76 იქვე
77 ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.104.
78 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.133-134, 211. ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.105-107.
79 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.137.
80 იქვე
81 იქვე
82 იქვე, გვ.137-138.
83 სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, თბილისი, 1913, ზ.ჭიჭინაძის გამოც., გვ.41-43.
84 Хроника войн Джара, стр.11-13.
85 М.Броссе, Переписка..., 164-169; Г.Пайчадзе, Ук. стр.50-52, 68-69.
86 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.213; Хроника войн Джара, стр.13.
87 АВПР, Ф. Сношения России с Турцией, 1729, д.6, лл.125 об,-126; Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения..., стр.128-129.
88 АВПР, Ф. Сношения России с Грузией, 1729, д.№3, л.1.
89 Кабардино-русские отношения ..., т.II, док.38, გვ.40-41; АВПР, ф. Сношения России с Грузией, 1729, д.3, л.4 об.-2; იქვე, 1730 г., д.№I, л.3-4.
90 Русско-кабардинские отношения..., т.II, док. №44, გვ.48-49; Н.А.Смирнов, Политика России..., стр.74.
91 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.214.
92 АВПР, ф. Сношения России с Персией, 1729, д. № 6, л.75.
93 АВПР, ф. Сношения России с Турцией, 1729. д. №7, лл.275 об.-276.
94 Н.А.Смирнов, Описание о бунтах 1730 и 1731 годов в Константинополе, Археографический ежегодник за I960 год.., М., 1962, стр.321-344.
95 О.П.Маркова, დას. ნაშრ., გვ.120-121; Г.Г.Пайчадзе, დას. ნაშრ., გვ.154, 161; Очерки истории Дагестана, т.I. Махачкала, 1957. стр.164.
96 АВПР, Ф. Сношения России с Персией. 1732 г., Д. 5, л.31; ПСЗ, т.IX, №6707; Т.Юзефович, Договоры России с Востоком, Политические и торговые, СПб, 1869, стр.194-207.
97 А.Бакиханов, Ук. соч., стр.117-119; Очерки ист. Дагестана, т.I, стр.164.
98 М.Броссе, Переписка..., стр.191.
99 ს.ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, გვ.41-43.
100 М.Броссе, Переписка..., стр.195.
101 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.139, 215.
102 ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა მეფისა თეიმურაზის ძისა, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, თბილისი, 1913, გვ.243.
103 იქვე, გვ.243.
104 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.215-216; Хроника войн Джара, стр.20-21.
105 Хроника войн Джара в XVIII в., стр.21
106 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.167.
107 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.140-141, 216; ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.48
108 ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.49.
109 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.140, 216-217; ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.50-51; ო.ხერხეულიძე, დას.ნაშრ.,  გვ.244.
110 Г.Алкадари, Асари-Дагестан, Махачкала, 1929, стр.66.
111 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.140, 217; ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.51; ო.ხერხეულიძე, დას.ნაშრ.,  გვ.244.
112 იქვე, გვ.140-217; იქვე, გვ.52, 245.
113 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.141
115 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.218. დას. ნაშრ., გვ.120.
116 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.218.
117 М.Броссе, Переписка ..., стр.226.
118 А.Абдурахманов, Азербайджан во взаимоотношениях России, Турции и Ирана, Баку, 1964, стр.74.
119 პაპუნა ორბელიანი, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, თბილისი, 1913, გვ.56.
120 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.59.
121 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.143.
122 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.64.
123 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.143.
124 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.63-64.
125 იქვე.
126 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.64.
127 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.176.
128 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.65.
129 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.64.
130 იქვე, გვ.68-69.
131 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.219.
132 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.143; პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.69.
133 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.219-220.
134 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.183.
135 О.П.Маркова, Ук. соч., стр.125
136 დ.გვრიტიშვილი, ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ, მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.131
137 დ.გვრიტიშვილი, ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ, მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.127.
138 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.57.
139 მ.ქიქოძე,ნქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.112.
140 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.69-70.
141 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.69.
142 იქვე, გვ.70.
143 იქვე, გვ.76.
144 იქვე, გვ.77-79.
145 იქვე, გვ.70.
146 იქვე, გვ.69.
147 იქვე, გვ.79.
148 ნ.ბერძენიშვილი, კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობაში, საქს ისტ.. საკ.,ტ.II, გვ.14.
149 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.87.
150 დ.გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან. თბილისი, 1955. გვ.45.
151 ЦГВИА, Ф.20, on.1/47, д.8, лл.4-167.
152 П.Г.Бутков, Материалы..., ч.I, стр.212, 224; С.Соловьёв, История России, кн.5, тт.XXI-XXV, стр.202-204; А.Абдурахманов, Ук. соч., стр.80-83.
153 "Архив князя Воронцова",. кн. 25, М., 1882. стр.120.
154 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.86-88.
155 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.90, 92, 95, 106-108, 117, 119, 122, და სხვ. მრავალი.
156 იქვე, გვ.106
157 იქვე, გვ.106-108, 123-124, 127-129; 131, 135, 149, 151, 161; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.250-251.
158 О.П.Маркова, Ук. соч., стр.127.
159 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.124
160 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.124
161 იქვე, გვ.129
162 იქვე, გვ.128
163 О.П.Маркова, Ук. соч., стр.127.
164 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.163-171; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.251-253.
165 დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თბილისი, 1941, გვ.4-5.
166 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.163
167 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.177.
168 იქვე, გვ.177; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.253.
169 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.177.
170 იქვე, გვ.181
171 იქვე, გვ.182
172 იქვე, გვ.182-183; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.253-254; თავგადასავალი იესე ოსეშვილისა, გვ.21; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.210.
173 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.183.
174 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.190-193; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.257-258; თ.ჟორდანია. ქრონიკები, ტ.II, გვ.218-220; П.Г.Бутков, Материалы..., ч.II, стр.390-I.
175 ა.იოვიძე, შ.ჩხეტია, რუს-ქართველთა საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიისათვის, "საისტორიო მოამბე". N17-18, თბილისი, 1964, გვ.268.
176 ი.ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში (1752-1754), "საისტორიო მოამბე" N6, თბილისი, 1952, გვ.85.
177 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., საბუთი N2, გვ.140.
178 იქვე, საბ.N18, გვ.156-157.
179 იქვე, საბ.N10, გვ.149, იხ. საბ.N18 10, გვ.157
180 იქვე, საბ.N10, გვ.149
181 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., საბ. N10, გვ.149.
182 იქვე, გვ.90
183 იქვე, გვ.19; მისივე, 1783 წ. მფარველობითი ტრაქტატი, თბილისი, 1960, გვ.10-12.
184 О.П.Маркова, Ук. соч., стр.129.
185 მ.დუმბაძე, - დას. რეცენზია, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკ.33, გვ.234.
186 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.197, 199-200, ომან ხორხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.258-259.
187 იქვე, გვ.196-197; П.Бутков, Материалы..., ч.I, стр.390; Кабардино - русские отношения..., т.II, док.132, стр.179.
188 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.199-200; ომანი, დას. ნაშრ., 258-259.
189 ი.ცინცაძე, კაპიტან ო.თუმანოვის მოხსენებითი ბარათი, გვ.18-19.
190 დ.მეგრელაძე, დას. საქ. დის., გვ.142-143
191 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.211, 213.
192 იქვე, გვ.211.
193 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.222; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.259-260.
194 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.224, 226.
195 იქვე, გვ.222
196 იქვე, გვ.237
197 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.239; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.261.
198 იქვე, გვ.240
199 ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.261 დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თ.ლომოურის გამოც., თბილისი, 1941, გვ.8
201 იქვე, გვ.79.
202 იქვე, გვ.106.
203 იქვე, გვ.177.
204 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა. გვ.238.
205 იქვე, გვ.184.
206 ვ.გაბაშვილი, "სათათრო გამოსაღებელი“ გვიანფეოდალურ საქართველოში, მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.133; დ.მეგრელაძე, მ.ლორთქიფანიძე, გ.აკოფაშვილი, ო.სოსელია, ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, თბილისი, 1967, გვ.114.
207 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა. გვ.216-217.
208 И.И.Ноpденстам, Описание... М., 1958, გვ.323.
209 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა. გვ.188.
210 ი.ცინცაძე, ქართლ - კახეთის ელჩობა. საბ. N22, საისტორიო მოამბე, N17-18, თბილისი, 1964, გვ.193-194
211 თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.264.
212 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., საბ.N11, გვ.263-264; საბ. N130. გვ.219-213; საბ.N40, გვ.236-237.
213 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., გვ.160.
214 ო.ხერხეულიძე, დას.ნაშრ., გვ.262-263; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.283, 294, 296.
215 დ.მეგრელაძე, დასახ. ნაშრ., გვ.154.
216 А.Цагарели, Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, т.I, СПб, 1891, стр.183: А.Иоаннисян, Россия и армянское освободительное движение в. 80-х годах XVIII столетия, 1944, стр.203.
217 А.Цагарели, Грамоты..., т.I, стр.25.
218 ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.III, თბილისი, 1966, გვ.275.
219 იქვე
220 დ.მეგრელაძე, დას. საქ. დის., გვ.162.
221 А.Цагарели, Грамоты..., т.II, вып.I, стр.62-63.
222 იქვე, გვ.66
223 თ.პაპუაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.106.
224 О.П.Маркова, Ук. соч.,. стр.139.
225 Цагарели, Грамоты..., т.II, вып.I, стр.83-84, 90-92.
226 ი.ცინცაძე, 1783 წ მფარველობითი ტრაქტატი, გვ.16.
227 В.Г.Мачарадзе, Грузинские документы из истории русско - грузинско - египетско - эфиопских отношении 80-х годов XVIII века, Тбилиси, 1967, стр.6.
228 საქართველოს ისტორია, დამხ. სახელმძღ., თბილისი, 1958. გვ.360; О.П.Маркова, Ук. соч.,. стр.144.
229 ი.ცინცაძე, 1783 წ მფარველობითი ტრაქტატი, გვ.21-22.
230 О.П.Маркова, დას. ნაშრ., გვ.141.
231 А.Цагарели, Грамоты..., т.I, стр.79-80.
232 ნ.ბერძენიშვილი, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.IV, თბილისი, 1967, გვ.124-125.
233 А.Цагарели, Грамоты..., т.I, стр.408-409; т.II, вып.I. стр.178-179.
234 ნ.ბერძენიშვილი, საანგარიშო მოხსენება საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.IV, თბილისი, 1967, გვ.170.
235 იქვე, გვ.167.

236 ნ.ბერძენიშვილი, აღმოს. კახეთის წარსულიდან, საქ.-ს ისტ. საკ., ტ.III, თბილისი, 1966, გვ.275.
237 ი.ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში, საისტორიო მოამბე, 6, თბილისი, 1952, გვ.132-133.
238 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, "მნათობი", 1954, N6, გვ.138-139.
239 მ.დუმბაძე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი (პოფესორ იასე ცინცაძის წიგნის გამო), მასალები საქ-ს და კვაკ, ისტორიის., ნაკვ.33, თბილისი, 1960, გვ.243.
240 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.135.
241 მ.დუმბაძე, დასახ. ნაშრ., გვ.243-244.
242 მ.დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 1953, გვ.20
243 ომან ხერხეულიძე, გვ.275.
244 იქვე; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.391.
245 К.Маркс и Ф.Энгельс, Соч., т.3, стр.54.
246 მ.დუმბაძე, აღმოსავლეთ - კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, გვ.20
თავი მეოთხე
საქართველო - დაღესტნის ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა (XV - XVIII სს.)
    ერთი შეხედვით თითქოს "ლეკიანობისას" შეუძლებელიცა ჩანს საქართველო - დაღესტანს შორის სავაჭრო და სხვა ეკონომიური ურთიერთობანი, მაგრამ ფაქტია, რომ მას ადგილი მაინც ჰქონდა. გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთებში, მაგალითად, დიდოეთი, ხუნძახი, წახური თუ სხვ. საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი, ხოლო XVII ს. 80-იანი წლებიდან კი ლეკთა ერთი ნაწილი სულაც და მკვიდრად დასახლდა კახეთის ჩრდილო - აღმოსავლეთ ჭარ-ბელაქანში. ასე, მაგალითად, XVIII ს. საქართველოს მეზობელ მხარეთა აღწერისას ავტორი ხუნძახთან დაკავშირებით პირდაპირ წერს, რომ ქიზიყთან ავარელები "ესრეთ ახლო მეზობელნი არიან, რომ სოფლით სოფლამდე ზოგი ოცდაათი ვერსი არის და ზოგი ოცდა ხუთისა"-ო1. დიდოეთი აღმოსავლეთით უშუალოდ თუშეთს ესაზღვრებოდა, ხოლო კახეთიდან (გავაზი) დიდოეთამდე მხოლოდ ერთი დღის სავალი იყო2; გავაზიდან ყაფუჩამდე 2 დღისა და ქიზიყიდან ანწუხამდე კი-1.3. დიდოეთის, უნძოსა და ანწუხისადმი ქართველების ინტერესები ალბათ იქიდან გამომდინარეობდნენ თავის დროზე, რომ ამ მხარეებში ადნობდნენ რკინას, სპილენძს, ტყვიას და ამზადებდნენ აგრეთვე გვარჯილას4. დაღესტანში მეურნეობის წამყვანი დარგი მესაქონლეობა იყო, და ამდენად მას ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა საქართველოსთან. კერძოდ, კახეთთან მდიდარი საზამთრო საძოვრების გამო. მართლაც, კახეთში, თავიანთი ცხვრის ფარები ჩამოჰყავდათ ანწუხელებს, დიდოელებსა და სხვ5. მწირი, მთიანი დაღესტნის მოსახლეობისათვის მიწათმოქმედებითა და ხელოსნობა - ვაჭრობით განვითარებულ საქართველოსთან ვაჭრობა, სადაც ადგილობრივთან ერთად უხვად იყრიდა თავს აგრეთვე თურქული, სპარსული, რუსული და სხვ. მახლობელი თუ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების საქონელი, არც თუ ისე უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო. წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი მეფეები დაღესტნელებს საქართველოსთან თავისუფლად ვაჭრობის საფასურად გარკვეულ ხარკს თუ ბაჟს ახდევინებდნენ ასე, მაგალითად, ვახუშტი წერს, რომ დიდოელებიო კახთ მებატონეთ "აძლევენ ხარკთა", "რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს, ვინადგან ზიდვენ კახეთიდან საზრდელსა, საშიშლოსა და სახმარსა თვისთა"6. გიულდენშტედტის ცნობით, ანწუხელები ვაჭრობდნენ თელავსა და თბილისში7. ლეკები სავაჭროდ, საქართველოში ჩამოდიოდნენ ერთეულებად და მთელი ქარავნებითაც; მაგალითად, მანუჩარ მდივნისადმი სტეფანე ტერ-შამავანოვის წერილში, ლაპარაკია დაღესტნიდან ნაბდებით დატვირთული ქარავნების მოლოდინზე, რომ "იმას აქეთ ლეკის ქარავანი აღარ მოსულაო"8. დაღესტნიდან საქართველოში საექსპორტო საქონლის რიცხვში იყო "ჩოხა-ნაბადი, ჩოხა უხაო და ნაბადი ბოჭკო - მაღალი", როგორც ვახუშტი წერს9. ლეკური ნაბდები ყველაზე საუკეთესოდ ითვლებოდა მთელს კავკასიაში და საქართველოშიც. მასზე ძალზედ დიდი მოთხოვნილება იყო. განსაკუთრებით ცნობილი იყო ანდიური ნაბდები. დაღესტანში მზადდებოდა აგრეთვე მაუდი, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით, ჩამოჰქონდათ საქართველოში. იგი უმეტესწილად მუქი ფერისა იყო და კარგი გასავალი ჰქონდა ქართველ მთიელებში. ასეთივე მოთხოვნილება იყო ქეჩაზე, რომელსაც ისინი კახეთში ცვლიდნენ ბამბის ქსოვილებზე და სხვა საოჯახო ნივთებზე (შალის სხვადასხვა ქსოვილები, ტყავეული, ცვილი, ნედლი აბრეშუმი და სხვ10). შემოდიოდა აგრეთვე უხეში ქსოვილი ყისინა - ცხენების თოფრებისათვის, ხოლო ლეკური ჩულიკი ცხენების ასაკაზმავად11. დიდი მოთხოვნილება იყო ლეკურ შალზე. ქართველი მთიელების აღიარებით, იგი მთელს კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა12. მთა-თუშეთში მოსახლეობა, სხვათა შორის, თავიანთ შალს ხშირად დაღესტნიდან გადმოსული ლეკი - ქალების დახმარებით ქსოვდნენ13. ჭარ-ბელაქნიდან კი საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით აბრეშუმის ძაფი14 და სხვ. საქართველოში მეტად სახელმოხვეჭილი იყო დაღესტნური ფოსტლები და ქოშები, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ არზრუმის ცნობილ ფოსტლებსა და ქოშებს15. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და დიდი მოთხოვნილება იყო საქართველოში "დაღესტნური ტიპის" ცივ იარაღებზე: ხმლებზე, მახვილებზე, ხანჯლებზე, სატევრებზე, დანებზე და სხვა, რომლებსაც ქართველები ერთი საერთო სახელით იცნობდნენ - ლეკური"16. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რკინისა და ფოლადის მასალის სიძვირე იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ცივი იარაღის ღირებულებისას, რომ უკვე დამზადებული იარაღის ფასი ხშირად 200 ცხვარს აღწევდა, ან მონა კაცისა და მონა ქალის საერთო ღირებულებას17. ცივი იარაღის ფასი კიდევ უფრო მატულობდა თუ იგი გაწყობილი იყო ოქრო-ვერცხლითა და სპილოს ძვლით. ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს წარმოადგენდა დაღესტნელი ხელოსნების მიერ დამზადებული ქალის ოქრო - ვერცხლეულის სამკაულები: ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, საკინძები, კულონები, საყურეები და სხვ. ყველა ეს ნაწარმი მართალია ფუფუნების საგნებს შეადგენდა, მაგრამ იგი მიუხედავად სიძვირისა, მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ლეკებს საქართველოში სავაჭროდ ჩამოსვლისას ბაჟს არ ახდევინებდნენ18. საქართველო - დაღესტნის სავაჭრო - ეკონომიური ურთიერთობა რასაკვირველია, ცალმხრივი არ იყო. მართალია, საქართველო XVI-XVIII სს. ფეოდალურად დაქუცმაცებული იყო, მაგრამ იგი მიუხედავად ამისა, თავისი სოციალურ - ეკონომიური განვითარებით, როგორც იმიერ, ისე ამიერკავკასიაში, მაინც საკმაოდ განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენდა და ამდენად ჯერ კიდევ ინარჩუნებდა კავკასიის ეკონომიურ ცხოვრებაში ერთ პირველთაგან ადგილს. მართალია, აღნიშნულ საუკუნეებში ხელოსნობა - ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრები: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ანაკლია, ყულევი, სოხუმი, ბიჭვინთა, რუხი, ახალქალაქი, არტანუჯი, თბილისი. თელავი, ბაზარი, გრემი, ყარაღაჯი, სიღნაღი, გორი, ცხინვალი, ახალგორი. დუშეთი და სხვ. დროდადრო აღმავლობას თუ დაღმავლობას განიცდიდნენ, მაგრამ მათ არასოდეს არ შეუწყვეტიათ თავიანთი ურთიერთობა ერთმანეთთან და მით უფრო ეკონომიურად ჩამორჩენილ ჩრდილოკავკასიის მთიანეთთან. ბურნაშევი, რომელიც XVIII ს. დასასრულისათვის იყო ქართლში, ასე ახასიათებს ქართველებსა და კავკასიის მთიულებს შორის არსებულ ვაჭრობას. დიდი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული ქართველებს მეზობელ მთიელებთან და სპარსელებთანო სპილენძის ჭურჭლეულით, ხამი ტილოთი, ბამბეულით ცხენის მოსართავ - მოკაზმულობით, ხმლებით, მახვილებით, ხანჯალ - სატევრებით, რკინის წვრილ - წვრილი ნივთებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ქუდებით, რადგან ამ საქონლით თითქმის ყველა კავკასიელი და მათი მეზობელი ხალხები სარგებლობდნენ19. საქართველოდან დაღესტანში საექსპორტო საქონლის რიცხვში ძირითადად უნდა ყოფილიყო: ხორბლეული, მევენახეობის ნაწარმი, მარილი, ბრინჯი, კანაფი, ბამბა, სელი, აბრეშუმი, თოფის წამალი, სხვადასხვა მადნეული, რკინა, სპილენძი და სხვ. რამდენადაც მთიელ დაღესტნელებს საკუთარი ხორბალი დაახლოებით 3-4 თვე ჰყოფნიდათ. ბუნებრივია, რომ ისინი ხორბლით მდიდარ კახეთში ჩამოდიოდნენ მარაგის შესავსებად. ჭარის ომების ქრონიკის ავტორის მიხედვით, ლეკები ხშირად მოდიოდნენ გავაზში, ყვარელში, ქიზიყში და კახეთის სხვა რაიონებში, სადაც ისინი ყიდულობდნენ ხორბალს, სიმინდს, მარილსა და სხვ.20. ლეკების მიერ საქართველოში ხორბლის სყიდვაზე ცნობა პაპუნასაც მოეპოვება21. გვიანდელი რუსული წყაროს მიხედვითაც საქართველოდან დაღესტანს საზიდავი საქონლის ასორტიმენტი მეტად მდიდრად და მრავალფეროვანად გამოიყურება. ასე, მაგალითად ყოველი ხარისხის ბურმეტი ანუ ბამბის უხეში ქსოვილი, ყუმაჩი-ჩითის მსგავსი ფართლეული, ალაჯა - ნახევრადმაუდი, ნარმა, დაჩითული სახეებიანი ბამბეული ქსოვილი, რუსული ტილო, ნაირ-ნაირი აბრეშუმი და წითელსპილენძოვანი ჭურჭლეული22. ვაჭრობა საქართველო - დაღესტანს შორის ნაწილობრივ წარმოებდა სპარსული, თურქული, რუსული, და ქართული მონეტებით. მაგრამ საერთოდ, როგორც წესი, მიმდინარეობდა საქონლის გაცვლა - გამოცვლის სახით. ვახუშტი აღწერს რა კავკასიელი მთიელების ვაჭრობას, აღნიშნავს "არა უწყიან თეთრი (ვერცხლის ფული, - თ.ბ.), არამედ  თეთრისა წილ ნაბადი, ჩოხა, ხამი, შალი, ცხვარი, ძროხა და ტყვე და ვაჭრობენ ურთიერთ (ქართველი, ლეკი, ყაბარდოელი, ოსი და სხვ. თ.ბ.). შინა ამით"23. საქართველოსთან დაღესტნის მომიჯნავე რიგი რაიონების კულტურულ - ეკონომიური ურთიერთობა, სხვათა შორის იმდენად მჭიდრო იყო, რომ მისი მოსახლეობა თავისუფლად ფლობდა მშობლიურ ენასთან ერთად ქართულსაც. ასე, მაგალითად, ანწუხელები და ყაფუჩინელები24, დიდოელებისა და ხუნძების ნაწილი და სხვ. ჭარელმა ლეკებმა კი მაგალითად ქართველ გლეხობასთან ერთად მუშაობით, საკმაოდ განავითარეს თავიანთი მიწათმოქმედების წარმოების კულტურა და იგი უფრო მრავალდარგობლივი გახადეს. ზემოთ მოყვანილი მასალებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველო - დაღესტანს შორის პოლიტიკურად ერთგვარად დაძაბული ურთიერთობისდა მიუხედავად, მათ შორის მაინც საკმაოდ ცხოველი კულტურულ - ეკონომიური ურთიერთობა არსებობდა, რაც, რასაკვირველია, ყველა შესაძლებელ მომენტში, ამ ორი მხარის დაახლოებისათვის არც თუ ისე უმნიშვნელო ფაქტორი იყო. ამით აიხსნება, რომ დაღესტანში მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ წინააღმდეგი იყო საქართველოზე თავდასხმებისა, რამდენადაც, ერთი მხრივ, ასეთი თავდასხმები საქართველოს მხრიდან დროდადრო არანაკლებ გამანადგურებელ საპასუხო თავდასხმებს იწვევდა, ხოლო, მეორე მხრივ კი, არც თუ ყოველთვის შედეგიანი იყო ისინი. საქმე ისაა, რომ ლეკ აბრაგთა ნაწილი ამ თავდასხმების დროს ქართველებთან ბრძოლაში ფიზიკურად ნადგურდებოდა, ხოლო დიდი ნაწილი კი სულაც ხელცარიელი ბრუნდებოდა25. ყველაფერ ამას, რასაკვირველია კარგად გრძნობდა ხალხი და ამიტომ თავის გულისთქმას საუკუნოდ დამკვიდრებული გამოთქმითაც გამოხატავდა: "ვინ იცის დაბრუნდება კი ვინც საქართველოში სააბრაგოდ წავიდაო", ან კიდევ "თავდასხმით მოტანილი ნადავლი ისევ თავდასხმასვე მიაქვსო" და სხვ26. საქართველოზე თავდასხმების წინააღმდეგი იყო აგრეთვე დაღესტნის ფეოდალთა პროგრესული ნაწილიც. ასე, მაგალითად, მიწის მემკვიდრეობით გადაცემის აქტებში ხშირად ერთ აუცილებელ პირობად იყო აღნიშნული, რომ მემკვიდრე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა მიწას თუ იგი მონაწილეობას არ მიიღებდა საქართველოზე თავდასხმაში27. ასეთი განწყობა, სხვათა შორის, ძალზედ რელიეფურად ჩანს დაღესტნურ ფოლკლორშიც. სადაც საქართველოში სააბრაგოდ წასვლა, მართალია ვაჟკაცურ საქმედ გამოიყურებოდა, მაგრამ პრინციპში იგი მაინც დიდ უბედურებად ითვლებოდა, რადგან თავდამსხმელთაგან ძალიან ბევრი იღუპებოდა28. ასე რომ, დაღესტნელ ფეოდალთა და ტომთა ბელადების თავდასხმები საქართველოზე დაღესტნელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება იყო და ამდენადვე არ პასუხობდა მის მოთხოვნებს. XV-XVIII სს. საქართველო - დაღესტნის ეკონომიურ ურთიერთობას, რასაკვირველია, თან სდევდა კულტურული ურთიერთობაც, რომელიც უპირველეს ყოვლისა აღმოცენებული იყო სწორედ რომ ამ ეკონომიური ურთიერთდაახლოების შედეგად. ასეთ ვითარებაში დაღესტანში საქართველოს ბარიდან ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებას, როგორც სამართლიანად შენიშნავს დ.მეგრელაძე, არა მხოლოდ სოციალურ - პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ კულტურულიც29. ქართველ პოლიტიკოსთა აზრით კი ქრისტიანობისა და ქართული დამწერლობის გავრცელებას დაღესტანსა და საერთოდ ჩრდილო კავკასიაში, პირველ რიგში, (რასაკვირველია, უნდა უზრუნველეყო მათი კულტურული ჰეგემონობა კავკასიის ფეოდალურ სამყაროში, რომელსაც ასე რიგად ესწრაფვოდნენ ისინი განსაკუთრებით XXV სს. ამიტომ შემთხვევითი არაა, როგორც ამას ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველებს მაინც იმდენი კულტურული ძალა აღმოაჩნდათ რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტიათ და დაღესტანში ქრისტიანობა გაავრცელეს30. ამ მხრივ მეტად საინტერესოა „ჟამთააღმწერელში“  მოპოვებული ცნობა დაღესტანში ვინმე პიმენ სალოსისა და ანტონ ნაოხრებელის ძის მისიონერულ მოღვაწეობაზე: "ხოლო ამავე ჟამსა ბრწყინვიდა პიმენ სალოსი, რომელი გარესჯით წარმოვიდა და დაემკედრა ბელაქანს, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისგან მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა. ამას თანა ბრწყინვიდა დიდიცა იგი მოღუაწე ანტონი ნაოხრებელის - ძე "ნათესავით მესხიჯ"31. საეკლესიო კალენდრის ცნობით, პიმენი და ანტონი XIII ს. მოღვაწეობდნენ. აღსანიშნავია, რომ 16 მარტს ძვ.სტილით დადებულია მათი ხსენებაც: "პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა და თანამოღვაწისა მისისა ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა, რომელნიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დავით გარეჯის მონასტერში მეფის დიმიტრის თავდადებულის დროს და ლეკებში ქრისტიანობას ავრცელებდნენ"32. ამ მხრივ აღსანიშნავია აგრეთვე "სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობაში" მოცემულ სულთა მატიანეში (XIV ს.), მოხსენებული ვინმე ღუნძელი კათალიკოსი ოქროპირი, რომელსაც სამოღვაწეო რეზიდენციაც თვით ხუნძახში ჰქონია33. მეტად მრავალმეტყველია აგრეთვე მ.ჯანაშვილის მიერ თავის "საქართველოს ისტორიაში" მოტანილი ვინმე ლ.ა.მაღალაშვილის ერთი ოთხთავი, რომელიც ქრონოლოგიურად 1310 წ. განეკუთვნება34. ამ საბუთის მიხედვით, საქართველოს პატრიარქ ექვთიმეს, რომელიც საჭეთმყრობელობდა - XIV ს. I ნახევარში გიორგი ბრწყინვალის დროს დაახლოებით 1318-1340 წწ., მიმოუხილავს ჩრდილო აღმოსავლეთის ნაწილი თავისი სამწყსოისა შემდეგს ფარგლებში: ჩრდილოეთით თუშნი და ნახჩნი, ჩრდილო აღმოსავლეთით - ხუნძახი, ანწუხი და წახური დაღესტანში. დასავლეთით - ალაზანი, სამხრეთით - ივრის შესართავი ალაზანთან, სამხრეთ - აღმოსავლეთით ვაკე ან ძველი მოვაკანი, რომელიც ძველად  ალბანიის ნაწილს შეადგენდა. ოთხთავში აღნიშნულია: "ქ.ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩუენმან ექუთიმე მოიხილა კახეთს: ანწუხისა საეპისკოპოზო და მიერითგან გარდმოვიდა წახურს, კაკელისენს და მოვლო საყდარნი: კასრი სამებისაი, ყუმი ღმრთისმშობლისაი, ლექართს წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინოისი, ზარს წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისი, ვარდიანს წმიდისა აბოისი, განუხს არჩილისი, ქიშ-ნუხს ღმრთისმშობლისაი, ვარდთაშენს ელიაისი, თა... სარანს ყოვლადწმინდის მოციქულის პეტრეისი კუალად საყდარნი ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქნისა, მაჯ-ფიფისეთისა, ფერიჯან - მუხახმამრეხისა და ყოვლისა ვაკისა, ესე იგი არს ძუელისა მოვაკანისა, და ელისენისანი, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალაზანსა"35. გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობის პერიოდში, როდესაც საქართველოს სამეფომ, თათარ - მონღოლთა ბატონობის შემდეგ, აღდგენა - განმტკიცება დაიწყო, სავსებით გამართლებულად მოჩანს საქართველოს პატრიარქის მიერ თავისი სამწყსოს შემოვლა, რომლის მიზანი ალბათ ადგილზე მდგომარეობის გაცნობა და მათი საქმიანობის გამოცოცხლება იყო. თითქოს ეჭვს არ იწვევს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ერთი ნაწილი იმ დიდი საერთო ღონისძიებისა, რომელიც გიორგი ბრწყინვალემ დასახა ქართული ქრისტიანული რელიგიის შემდგომი განმტკიცების მიზნით, ერთი მხრივ, საკუთრივ ქვეყნის შიგნით, ხოლო, მეორე მხრივ, მის ფარგლებს გარეთაც. ცივის მთის დრამამ, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლების ცენტრალიზაციის საქმეში უდიდესი როლი შეასრულა, რასაკვირველია, გიორგი ბრწყინვალეს ქმედითი საგარეო პოლიტიკისათვის მეტი საშუალება მისცა. მართლაც როგორც წერს მემატიანე: გიორგიმ "კვალად შემოიკრიბნა სპანი და შევიდა რანს, ვერვინ წინააღუდგა, და მუნიდამ შევიდა შირვანს, და დაიმორჩილნა იგინიცა, და მოხარკე ჰყუნა დარუბანდამდე ქურდის ლეკითურთ: "შემდგომად მოიქცა ტფილისს განძლიერებული" "შემოიკრიბნა კათალიკოზნი და ეპისკოპოსნი ივერიისანი, და განაახლნეს წესნი საეკლესიონი, განმართეს და დაადგინნეს მოწესენი წესსა ზედა თვისსა, და უწესონი განკვეთნეს"36. რაკი თათარ - მონღოლთა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ქართულ გავლენას ჩრდილო და სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონებში ამიტომ, ბუნებრივია, საკუთრივ ქვეყნის გაერთიანებისა და ყოფილი ყმადნაფიცი ქვეყნების შემოერთების შემდეგ უცილობლად მათი მეორე ეკონომიური და კულტურულ - იდეოლოგიური ათვისება უნდა მომხდარიყო. სრულიად კანონზომიერი და გამართლებული მოჩანს პატრიარქ ექვთიმეს ბრძანება - დავალებით "ქურმუხის მთავარეპისკოპოზის და ყოვლისა მთეულისა წინამძღუარის კირილე დონოურის ფართო შემოქმედებითი მოღვაწეობა. ასე, მაგალითად, კირილე დონოურის ხელმძღვანელობით კაკის წმიდისა ბარბარეს ტაძრის მღვდელს იასე ქიტიაშვილსა და მის თორმეტ მოწაფეს სახარება გაუმრავლებიათ და დაუგზავნიათ ყველა იმ საყდრებში, მონასტრებში და "შვიდთა სასწავლელთაში", რომლებიც ცოტა ხნით ადრე თვით ექვთიმეს შემოუვლია. კ.კეკელიძის აზრით, ამ დროს სკოლას "სასწავლელს" უწოდებდნენ და ეს "შვიდი სასწავლელიც" ყოფილა საქართველოს არა ცენტრში, არამედ მის განშორებულს მთიანსა და შედარებით მოვარდნილ განაპირა რაიონებში37. საქმე, როგორც ჩანს, ამ საყდარ - მონასტრებში და "სასწავლელთაში" მხოლოდ სახარების დაგზავნით არ შემოფარგლულა. კირილე დონაურის ხელმძღვანელობით იქ დაწყებულა თუ განახლებულა აგრეთვე სწავლება მთელი რიგი მეცნიერებებისაც: ასე, მაგალითად, "სჯული ჭეშმარიტისა" - იგულისხმება ღვთისმეტყველება, "ფილასოფოსებისა" - ფილოსოფია, "მამათა ცხორებაისი" - საეკლესიო ისტორია და "ქართლის ცხორებისა" - სამოქალაქო ანუ საქართველოს ისტორია"38. შეიძლებოდა თუ არა ქართველ საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ამ საქმიანობას, მაგალითად საქართველოსთან მომიჯნავე დაღესტნის რაიონებში (ხუნძეთი, ანწუხი და წახური) სათანადო შედეგები არ გამოეღო და ქართველ პოლიტიკოსთა ინტერესებისათვის შესაფერისად არ ეპასუხნათ!? რასაკვირველია, ეს შეიძლება მომხდარიყო მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ მოხსენებულ საქმიანობას ადგილზე ასე ვთქვათ, "შიშველი ნიადაგი" დახვდებოდა; საამისო ნიადაგი კი, როგორც ვიცით, ჯერ კიდევ ადრე იყო შემზადებული (იხილეთ პიმენ სალოსისა და ანტონ მესხის ქრისტიანობის გავრცელების სამისიონერო მოღვაწეობა (XIII ს.) და სინის მთის სულთა მატიანეში" N54 მოხსენებული ღუნძელი კათალიკოსი ოქროპირი. - (თ.ბ.). ვფიქრობთ, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს იმ ზეგავლენის რეალური არსებობა, რომელსაც XIV-XV სს., ქართულმა ენამ და მატერიალურმა კულტურამ მიაღწია კავკასიის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით დაღესტანში. ასე მაგალითად, დაღესტანში ნაპოვნია 17–ზე მეტი ქართული წარწერა. როგორც წესი ამ წარწერათა ტექსტების უმეტესი წილი კანონიკურია. ზოგიერთი მათგანი კი ორენოვანია - ბილინგვა ქართულ და ავარულ ენებზე. ერთ-ერთი წარწერა, მაგალითად, ამოკვეთილია თეთრი, თლილი ქვის ჯვარზე. შესრულებულია ასომთავრულად (ქართული ტექსტი) და ნუსხურად (ხუნძური ტექსტი), შიგადაშიგ ასომთავრულში ნუსხური დამწერლობის ასოებიც ურევია:
„ჯოვარი ქრისტე შეიწყალე თეოდორე წმიდაო
თეოდორე: წმიდაო სარკელი: წობთეგ
ი: ბოტბ: ჩაჰლტა: რ(ა) (203)
ვ:ჩ -ჰე
სიტა,
ამინ: ოვფალო
ღმერთო: ჩუენო
გაბრიელი დაიცოვენ“39.

    მცირე ავარულში "სარკელს სთხოვენ შეწყალებას მამაკაცისათვის". წარწერაში მოცემული ხუნძური წინადადება უძველესი ენობრივი დოკუმენტია ამ ენის და ეს უძველესი დოკუმენტი ქართული ანბანითაა შესრულებული40. პალეოგრაფიულ თვისებათა მიხედვით, არნ.ჩიქობავა ადგენს რომ აღნიშნული წარწერა XIV საუკუნეს განეკუთვნება. ასე რომ, ეს წარწერა უაღრესად  მნიშვნელოვანია საკუთრივ ავარული ენის ისტორიისათვის. ეს არის ცდები ქართული ალფაბეტის გამოყენებისა ავარულში. ეს არის პირველი ცდები ავარული დამწერლური ენის ანუ  დამწერლობის შექმნისა. თავისთავად აღნიშნული გარემოება კი მეტყველებს ავარულ-ხუნძურ რაიონებში ქართული ენის მძლავრ გავრცელებაზე. ხუნძახის ჩრდილოეთით სოფ.ჰალაში 1949 წ. ნაპოვნი ერთ-ერთი წარწერა შესრულებულია ნარევი მრგლოვანი და ნუსხური დაწერილობით და იკითხება ასე: "ჯოვარი ქრისტეისი ოვფალო განუსვენე სულსა ჩახუტისასა". ენობრივი თვალსაზრისით წარწერა დაწერილია გამართული ქართულით. თავისი "შინაარსით იგი საფლავის წარწერა უნდა იყოს41. ერთ - ერთი წარწერა ქვის ჯვარზე, რომელიც ნაპოვნი იქნა 1950 წელს ხუნძახთანვე, შესრულებულია ნარევი მრგლოვანისა და ნუსხურის ნარევით. იგი შემდეგნაირად იკითხება: "ჯოვარი ქრისტესი: წმიდაო ა თორმ ეტნო: მოციქოთლნო: შეიწყალე: ერისთავი ? ?ბ (ე?) (რ.?) ი (ტ?): თიმალატწობეგ: ამინ უფალო"42. აღნიშნული წარწერა ორენოვანია (ქართულ - ხუნძური) და ხუნძური ენის ერთი უძველესი წერილობით ძეგლთაგანია. ტ.გუდავას აზრით, ეს წარწერა არნ.ჩიქობავას მიერ მოტანილი წარწერის მსგავსად XIV ს-ზე გვიანდელი არ უნდა იყოს"43. აღსანიშნავია, რომ ხუნძახის მიდამოებშივე იპოვნეს კიდევ რამდენიმე ქვის ჯვარი მასზე შესრულებული ქართული დამწერლობით; მაგრამ სამწუხაროდ მათი უმეტესი ნაწილი დროჟამისა თუ ავბედითობით გადარეცხილ - წაშლილია44. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, სხვათა შორის, მსგავსი წარწერებიანი ქვები მრავლად  ჩნდებიან ახლომახლო სოფლებში - ხინიში, ჰოწათლში და ღუნიბის რაიონშიც. ასეთი ფრაგმენტული, მაგრამ ფაქტობრივი მასალების შემდეგ არ უნდა იყოს დაუჯერებელი ცნობები ვინმე ხუნძელი ოქროპირ კათალიკოზის მოღვაწეობაზე საკუთრივ ხუნძახში და აქვე დიდი საყდრის არსებობის შესახებ. არის კიდევ სხვა ცნობებიც. შამილის მდივნის ჰაგა ალი ჭუხელის ცნობით, მაგალითად, ქართველებს დაღესტანში 1363 წ. ყაჰიბის რაიონში ხუნძურ ყოისუს ხეობაში სოფ.დათუნში თლილი ქვის ეკლესიაც კი აუგიათ, რომელიც, სხვათა შორის, დღემდეც შემონახულა45. დაღესტანში, როგორც ჩანს, ქრისტიანობა ამ დროს იმდენად გავრცელებული ყოფილა, რომ იქ აშკარად შეიმჩნევა რამდენიმე ეპარქიის არსებობაც კი, მაგალითად, ხუნძეთის, წახურის, ანწუხისა და სხვ. ასე რომ, კ.კეკელიძის აზრით, დაღესტანში საერთოდ სავარაუდებელია საქართველოს ეკლესიის მიტროპოლია46. თითქმის ამავე მოსაზრებისაა ნ.ბერძენიშვილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ხუნძახში საქართველოს საპატრიარქოში შემავალი ერთ-ერთი საკათალიკოსო უნდა ყოფილიყო47. XVI-XVIII სს. მართალია საქართველო - დაღესტნის კულტურულ ურთიერთობაში ქრისტიანობა თითქმის უკვე აღარავითარ როლს არ ასრულებდა, მაგრამ ხანგრძლივი თანაცხოვრებისა და საერთო პოლიტიკური თავგადასავლის საფუძვლები იმდენად მყარი იყო, რომ ეს ურთიერთობა ორივე ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლებში კვლავაც შეუნელებელი ტემპით განაგრძობდა თავის არსებობას. ასე მაგალითად, XVI-XVII სს-ების დაღესტნურ ქვისა და ხის კვეთილ ჩუქურთმებსა და ორნამენტებში საკმაო რაოდენობით მოიპოვებოდა ქართულის მსგავსი ან სულაც ერთგვაროვანი ელემენტები, როგორიც იყო მაგალითად, მარცვლოვანი ზოლი, წნული პალმეტები, ბიზანტიური რტო და ცხოველთა გამოსახულებების თავისებური გადმოცემა მაღალ, ბრტყელ რელიეფში. მრავალი საერთო დამახასიათებელი ნიშნები იყო აგრეთვე ქართველ და დაღესტნელ მთიელთა დასახლებაშიც. ასე, მაგალითად, თუშ-ფშავ-ხევსურებისა და მოხევე - მთიულების საცხოვრებლების მსგავსად ლაკების, ავარების, დარგიელების, ყუმიკების, ლეზგებისა და ტატების საცხოვრებლებიც თავისებურ თავდაცვით სიმაგრეებს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება ბეშტინელთა აულების დაგეგმარებას, უნდა აღინიშნოს, რომ იგი საოცრად დიდ მსგავსებას ამჟღავნებს აღმოსავლეთ საქართველოს ტიპურ ქართულ სოფლების დაგეგმარებასთან. ასე რომ, XVI-XVIII საუკუნეებში მიუხედავად მთელი რიგი დაძაბული პოლიტიკური მომენტებისა, საქართველო - დაღესტნის კულტურულ - ეკონომიურ ცხოვრებაში ორგანულ ურთიერთობათა რიტმი მაინც არ შეწყვეტილა, რასაც თავის მხრივ ის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ პრინციპში მთლიანად იქნა შენარჩუნებული ქართველი და დაღესტნის ხალხების კეთილმეზობლობა და საუკუნოვანი მეგობრობა.
შენიშვნები
1. ლ.მელიქსეთ - ბეგი, საქართველოს მეზობელ მხარეთა აღწერა XVIII ს. მეორე ნახევრისა, თბილისი, 1936, გვ.25.
2. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. II, თბილისი, 1964, გვ.93.
3. იქვე, გვ.87
4. იქვე, გვ.93, 95
5. იქვე, გვ.89, 95
6. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1941, გვ.104.
7. გიულდენშტედტი, დას. ნაშრ., გვ.89.
8. ნ.ბერძენიშვილი, მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის, ტ.II, თბილისი, გვ.295.
9. ვახუშტი, აღწერა ..., გვ.104.
10. გიულდენშტედტი, დასახ. ნაშრ., გვ.95; Акты, собранные Кавказской Археографической комиссией, т.V, стр.334
11. ნ.ბერძენიშვილი, დას. ნაშრ., ტ.I, გვ.99.
12. ნ.ბერძენიშვილი, დას. ნაშრ., ტ.II, გვ.311; ც.ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავერი, კრებ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი, 1967, გვ.150.
13. ც.ბეზარაშეილი, დას. ნაშრ., გვ.148.
14. ნ.ბერძენიშვილი, დას. ნაშრ., ტ.II, გვ.284.
15. ლ.ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა დახურვა, ანალები, ტ.I, თბილისი, 1947, გვ.209.
16. დ.მეგრელაძე, დასახ.სად. ნაშრ., გვ.30; М.P.Гасанов, (დას. ნაშრ., გვ.144, Д.М.С.Габиeв, Металлообработка, у лаков, Автореферат на соиск. уч.ст. канд. ист. наук, Тбилиси, 1959, стр.15-16.
17. Д.-М.С.Габиев, Ук. соч., стр.13.
18. Акты, собранные Кавказской Археографической комиссией, т.V, стр.481.
19. Бурнашев, Картина Грузии, или описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского, сделанное пребывающим при его высочестве царе Карталинской и Кахетинской Ираклии Теймуразовича полковником и кавалером Бурнашевым в Тифлисе, 1786, Курск, 1793, стр.6.
20. Хроника войн Джара, стр.36, 38.
21. პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.220.
22. Акты, соб. Кавк. Арх. ком., т.V, Тифлис, 1873, стр.334.
23. ვახუშტი, აღწერა... გვ.111
24. И. И. Норденстам, Ук. соч., стр.326.
25. А.И.Ахвердов, "Описание Дагестана", 1804 г., Ист. геог. и этног. Дагестана XVIII-XIX вв., Москва, 1958, стр.226.
26. История Дагестана, т.I, Москва, 1967., стр.276.
27. История Дагестана, т.I (рукопись), Махачкала, 1964, стр.26.
28. Л.И.Жирков., Старая и новая аварская песня Дагестанский сборник, т.III, Махачкала, 1927, стр.110.
29. დ.მეგრელაძე, დაღესტან - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, ჟურნ. "მაცნე", N6, თბილისი, 1967, გვ.120.
30. ივ.ჯავახიშვილი - საქართველოს საზღვრები, თბილისი, 1919, გვ.11
31. "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.283.
32. მ.ქავთარია, დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბილისი, 1965, გვ.12; იხ. საეკლესიო კალენდარი, თბილისი, 1948, გვ.35.
33. ივ.ჯავახიშვილი, სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947, გვ.244; კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.319; Г.В.Церетели. Арабская хрестоматия, Тбилиси, 1949, стр.12-13.
34. მ.ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, 1895 წ., გვ.205-206; იხილეთ კ.კეკელიძე, ქართული კულტურის ისტორიისათვის მონღოლთა ბატონობის ხანაში, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბილისი, 1945, ტ.II, გვ.315.
35. კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.315.
36. ბროსე, "ქართლის ცხოვრება, სანკ.-პეტ., 1849, გვ.448, 450
37. კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.321.
38. იქვე, გვ.321-322.
39. არნ.ჩიქობავა. ქართულ-ხუნძური წარწერა XIV საუკუნისა დაღესტნიდან, საქ. სსრ მეც. აკადემიის მოამბე, თბილისი, 1940. ტ.1, N4, გვ.325; იხ. აგრეთვე, კ.კეკელიძე, დას. ნაშრ.,  გვ.318.
40. არნ.ჩიქობავა, დას. ნაშრ., გვ.324.
41. ტ.გუდავა - ორი წარწერა (ქართული და ქართულ - ხუნძური) დაღესტნიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. - 1954. - ნაკ.30. - გვ.185.
42. იქვე, გვ.186
43. იქვე
44. Хрисанф, Сведения об Аварском ханстве, Сб. История, геогр. и этн, Дагестана, стр.268.
45. ტ.გუდავა, დას. ნაშრ., გვ.185. კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.318.. А.Бepжe, Горные племена Кавказа, Живописная Россия, т.IX,. СПб, 1883, стр.73; რ.შმერლინგი, ტაძარი სოფ.დათუნას მახლობლად მდ.ავარიის კოისუს ველზე, ქართული ხელ. ინსტ., XI სამეც. სეს. თეზისები, 1956.
46. კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.318-319
47. დ.მეგრელაძე, დაღესტან - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, "მაცნე", N6, თბილისი, 1967, გვ.121



Комментариев нет:

Отправить комментарий