მუსტაფა იბნ აბდულაჰ ქათიბ ჩელები ოსმალური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას ეკუთვნის ოცზე მეტი ნაშრომი სხვადასხვა დარგში (ღვთისმეტყველება, პოლიტიკა, ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია, სამართალი). ჩელების ისტორია-გეოგრაფიული შრომები დაამუშავა, თარგმნა, განმარტებები და შენიშვნები დაურთო გიული ალასანიამ.
ქათიბ ჩელები დაიბადა კონსტანტინოპოლში 1609 წლის თებერვალში საჭურველთმტვირთველის ოჯახში. სწავლისადმი მიდრეკილებას იგი ბავშვობიდანვე იჩენდა როდესაც 1623 წელს 14 წლის მუსტაფამ სამსახური დაიწყო ანატოლიის საუწყებო კანცელარიაში უბრალო მოწაფედ, იგი უკვე თავისუფლად წერდა და კითხულობდა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებზე და ზეპირად იცოდა ყურანი. აქვე, კანცელარიის ერთ-ერთი მდივნის დახმარებით, მათემატიკის საფუძვლებსაც გაეცნო. ამავე პერიოდში იგი გახდა მოწმე 1624 წელს აბაზა-ფაშას აჯანყების ჩახშობისა და გადაიტანა ბაღდადის 1625/6 წლის ცხრათვიანი ალყის სიძნელეები. 1626 წლის ივლისში მუსტაფა იბნ აბდულაჰს მამა გარდაეცვალა. ერთხანს დიარბექირში უმოქმედოდ ყოფნის შემდეგ იგი ცხენოსანთა ჯარის უწყებაში შევიდა და მისი კანცელარიის მდივნად მუშაობდა რადროსაც ქათიბ ჩელები ეწოდა.
1627/8 წელს მან მონაწილეობა მიიღო ერზურუმის 70-დღიან უშედეგო ალყაში. ბრძოლებისაგან თავისუფალ დროს იგი შეიხ ყადი-ზადეს გაკვეთილებს ესწრებოდა, სადაც გაეცნო მეცნიერების საფუძვლებს. სწორედ შეიხის გავლენით, მოგვიანებით, მეცნიერებასა და სახელმწიფო სამსახურს შორის თითქმის 20-წლიანი ყოყმანის შემდეგ საბოლოოდ მეცნიერებისაკენ იბრუნა პირი.
1629/30 წელს ქათიბ ჩელები ხუსრევ ფაშას ამალაში ჰამადანისა და ბაღდადის ლაშქრობაში იმყოფებოდა. ამ ბრძოლების დროს დაპყრობილი ქალაქებისა და ციხეების შესახებ (გულანბერის ციხის, ჰასანაბადის, ჰამადანის, ბი-სუთუნისა და სხვ.) შემდეგ „სამყაროს მეგზურსა“(,ჯიჰან-ნუმა) და „მოკლე გადმოცემაში („ფეზლექე) მოგვითხრო. იმავე „ფეზლექეში“ ცოცხლად აღწერა ჰამადანის ლაშქრობის შემდეგ ბაღდადის ალყა 1630 წლის 30 სექტემბერს. ეს პერიოდი მის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი საყურადღებო მოვლენით აღინიშნება. როდესაც 1633/4 წელს დიდვეზირ მეჰმედ-ფაშას სერასკერობის დროს, ჯარი გამოსაზამთრებლად ალეპოში იდგა, ქათიბ ჩელებიმ ისარგებლა და ჰიჯაზს გაემგზავრა. მექაში ჩასვლის (ანუ ჰაჯის შესრულების) შემდეგ მან კიდევ ერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა – 1634/5 წლის ერევნის ლაშქრობაში მურად IV-სთან ერთად, რის შემდეგაც საბოლოოდ სტამბოლში დასახლება და მთელი თავისი სიცოცხლის მეცნიერებისათვის მიძღვნა გადაწყვიტა. ამის განხორციელებაში მას ხელი შეუწყო მცირე მემკვიდრეობის მიღებამ, რაც მთლიანად წიგნების შეძენას მოახმარა. 1645/6 წელს ქათიბ ჩელებიმ სამსახურს თავი დაანება. ამ პერიოდში ის ენეგიულად განაგრძობდა ლოგიკის, გრამატიკის, ასტრონომიის, გეოგრაფიის, მედიცინის და სხვა დარგების შესწავლას. ამავე დროს მან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა.
1058 წლის მიწურულს (1648 წ. დამდეგი) ქათიბ ჩელებიმ დიდ ვეზირ ხოჯა მეჰმედ-ფაშას უძღვნა თხზულება „ისტორიულ მოვლენათა კალენდარი“ („თაკვიმ ათ-თავარიხ“), რისთვისაც ჯარის მთავარ საფინანსო კანცელარიაში მეორე ხალიფას თანამდებობა მიიღო. ამიერიდან მან, ადრე შესრულებული ჰაჯის მიხედვით, ჰაჯი ხალიფა“ დაირქვა. გარდაიცვალა სტამბულში 1657 წლის 6 ოქტომბერს.
ქათიბ ჩელების შრომები
მიუხედავად შედარებით ხანმოკლე ცხოვრებისა, ქათიბ-ჩელები იმდროინდელი მეცნიერებს თითქმის ყველა დარგს შეეხო: ღვთისმეტყველებას, პოლიტიკას, ლიტერატურას, გეოგრაფიას, ისტორიასა და სამართალს.
I არაბული ფეზლექე, ანუ „ჟამთა აღწერილობისა და ისტორიულ გადმოცემათა დარგში საუკეთესო გამოთქმების მოკლე გადმოცემა“ (ფეზლექეთ აკვალ ალ-ახიარ რი ილმ ალ-თარიხ ვა ლ-ახბარ) 1641 წელს არის შედგენილი. სამწუხაროდ, ეს თხზულება არ არის გამოცემული და ერთადერთი ხელნაწერი არასრული სახითაა შემონახული. კერძოდ, მას აკლია გვერდები სამოციდან ოცდახუთამდე. თხზულების შესავალს მოსდევს თავებად დაყოფილი ძირითადი ნაწილი. პირველ თავში საუბარია სამყაროს შექმნაზე, წინასწარმეტყველებაზე; აქვე მოხსენიებულია მართლმორწმუნე ხალიფები. შემდეგ თავში გადმოცემულია ქვეყნების ისტორია ისლამამდე და ისლამის შემდეგ არა სახელმწიფოების, არამედ საუკუნეების მიხედვით. თხზულების წერის დროს ქათიბ ჩელების ძირითად წყაროდ ჯენაბის მუსლიმურ დინასტიათა ისტორია გამოუყენებია რომელიც ხან სიტყვასიტყვით შეუტანია, ხან კი შინაარსის გადმოცემით დაკმაყოფილებულა. გარდა ამისა ავტორი ასახელებს სხვა წყაროებსაც: ჰამდალაჰ ყაზვინის „რჩეული ისტორია“ („თარიხ-ე გოზიდე“), აჰმედ ყაფარის „ქვეყნის შემამკობელი ნუსხები“ („ნუსახ-ე ჯაჰან არას“), მუსტაფა ალის „ცნობათა არსი“ (ქუნჰ ულ-ახბარ"), მირხონდი. ნაშრომში ყველაზე მეტი ლირებულებისაა ოსმალეთის ისტორიისადმი მიძღვნილი მონაკვეთი. ამ ნაწილში ქათიბ ჩელების წყაროებია ნეშრის, აშიკ ფაშა-ზადეს, საად ად-დინის, ჯენაბის და სხვათა თხზულებები.
წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სულტან მეჰმედ ფათიჰის პერიოდს. დეტალურად არის გადმოცემული სტამბულის დაპყრობა და მისი შემდგომი მოვლენები. იმ წლიდან, რომელზედაც მუსტაფა ალის ნაშრომი წყდება, ანუ სულტან მურად II-ის ხანიდან, ავტორი უკვე არ იმოწმებს წყაროებს, მაგრამ ჰ. ინანჩის დაკვირვებით, ტექსტს აშკარად ეტყობა იბრაჰიმ ფეჩევისა და მუსტაფა საფი ეფენდის გავლენა. 1591/2 წლიდან არაბულ „ფეზლექეში“ თურქული „ფეზლექეს“ პარალელური მოვლენები საკმაოდ დაწვრილებით, თვეებისა და დღეების მიხედვით არის გადმოცემული. XVIII ს-ში შეიხ აბდ ალ-ჰასან ალ-ჯებეჯის აღნიშნული თხზულება უთარგმნია და დაურთავს მისთვის ოსმალეთის სახელმწიფოში მოგზაურობის დროს შეგროვილი გეოგრაფიული ცნობები.
II. შედარებით ცნობილია ქათიბ ჩელების ქრონოლოგიური ნაშრომი „ისტორიულ მოვლენათა კალენდარი“ („თაკვიმ ათ-თავარიხ“). ავტორს ის 1648 წელს ორ თვეში დაუწერია და დიდვეზირ მეჰმედ-ფაშასთვის წარუდგენია. ნაწარმოების ასეთ მცირე ვადაში დაწერა იმით უნდა აიხსნას, რომ იგი ფაქტობრივად მოკლედ გადმოგვცემს არაბული ფეზლექეს ბელენის ფრანგული თარგმანი, რომლის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, ერთი არაბული და ორი სპარსული თარგმანი”. ქათიბ ჩელების ქრონოლოგიურმა ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა თავის დროზე დიდმა ვეზირმა მეჰმედ ფაშამ ამ თხზულებისათვის მის ავტორს მეორე მდივნის (ხალიფას) თანამდებობა უბოძა. ი. ჰამერის აზრით, ქათიბ ჩელების ეს ქრონოლოგიური თხზულება რომ არ არსებობდეს, ოსმალეთის ისტორიით დაინტერესებული პირისათვის ბევრი რამ გაუგებარი დარჩებოდა.
III. თურქული ფეზლექე წამოადგენს არაბული ფეზლექეს დამატებას და შეიცავს მოვლენებს 1591 წლიდან 1654 წლამდე. ამ თხზულების მრავალი ხელნაწერი არსებობს, რომელთაგანაც შესავალი აქვს მხოლოდ ორს – ნუროსმანიეს ბიბლიოთეკის 3153 და ვენის ნუსხებს. თხზულების შესავალი არც ბეჭდურ გამოცემაშია შეტანილი. თუმცა ცნობილია, რომ იმ ადგილების გამოკლებით უშუალოდ თხზულებას რომ ეხება, იგი მთლიანად „ისტორიულ მოვლენათა კალენდრის შესავალს ემთხვევა.
თურქული ფეზლექე გამოცემულია 1869–1871) წლებში, ორ ტომად. ფეზლექე მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლია. ინტერესი ამ წყაროსადმი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტორი აღწერილ მოვლენათა ნაწილის თვითმხილველი და მონაწილეა, ხოლო დანარჩენი ცნობებისათვის სანდო წყაროებით სარგებლობს, თხზულებაში მხოლოდ მათი ნაწილია დასახელებული, კერძოდ ავტორები ჰასან ბეგ-ზადე (მითითებულია ფეზლექეს ტ. I, 71, 126), იბრაჰიმ ფეჩევი (ტ. II, 328), ყარა-ჩელები ზადე აბდულ აზიზ ეფენდი (ტ. II, 328), ატაი ნავიზადე (ტ. I, 373), აბდულ კადირ ეფენდი (ტ. I, 15), ჯეჰარ-ზადე (ტ. |, 370), ფირი-ფაშა-ზადე ფახრი (ტ. II, 255, 262, 266, 277). ავტორმა ისარგებლა აგრეთვე ედირნელი მეჰმედის (გარდ. 1640 წ.) ნაწარმოებით „რჩეული ისტორიათა და მოვლენათა „ნუხბათ ათ-თავარიხ ვა ლ-ახბარ“). თხზულებაში უხვად არის გამოყენებული ზეპირი გადმოცემები”.
თავის მხრივ ფეზლექე წარმოადგენდა წყაროს მომდევნო ხანის მემატიანეთათვის. ცნობილია, რომ ის გახდა საფუძველი თურქი მეისტორიე მუსტაფა ნაიმასა და ნეშრი-ზადეს ნაშრომებისათვის. ავტორები ფეზლექეს სიტყვა-სიტყვით იწერდნენ და მხოლოდ და მხოლოდ ზოგჯერ უმატებდნენ მას სხვა წყაროთა მონაცემებს. შედარებამ გვიჩვენა, რომ ფეზლექე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა აგრეთვე მუნეჯიმ-ბაშისთვის.
ქათიბ-ჩელების მდიდარ შემოქმედებაში არის სამი გეოგრაფიული ნაშრომი. ესენია: „საჩუქრები დიდებულებს ზღვაზე ლაშქრობების შესახებ“ (თუჰრათ ალ-ქიბარ რი ასდარ ალ-ბიჰარ), „სინათლის კაშკაში „მცირე ატლასის“ წყვდიადში“ (ლავამი ან-ნურ დი ზულმათ ატლას მინორ“ და - „ჯიჰან-ნუმა“ – „სამყაროს მეგზური“, ან „კოსმორამა“, როგორც მას თარგმნის სხვადასხვა ავტორი.
IV. „საჩუქრები დიდებულებს ზღვაზე ლაშქრობების შესახებ“ (თუჰრათ ალ-ქიბარ დი ასდარ ალ-ბიჰარ) იწერებოდა1645/6–1656/7წლებში. ნაშრომის შექმნა განაპირობა თურქეთის ფლოტის ზოგიერთმა მარცხმა. მასში დაწვრილებით არის გადმოცემული ოსმალეთის ფლოტის წარსული და აწმყო. თხზულების წყაროებია საად ად-დინის, ყარა ჩელები-ზადეს, იბრაჰიმ ფეჩევის ჰასან ბეგ-ზადეს და სხვათა ნაშრომები. თურქეთის პირველ სტამბაში ეს ნაშრომი მეორე წიგნად გამოიცა. 1729 წ. გამომცემელმა იბრაჰიმ მუთეფერიკამ დაურთო მას 5 რუკა, რომლებისთვისაც გრავიორები მას ვენიდან ჩამოუყვანია: 1) ნახევარსფეროები, 2) ხმელთაშუა და შავი ზღვების, 3) თურქეთის მფლობელობაში მყოფი კუნძულების, 4) ადრიატიკის კუნძულების, 5) ორმაგი კომპასის. იბრაჰიმ მუთეფერიკასეულის გარდა არსებობს სტამბოლის 1329 (1911) წლისა ღა 1973 წლის (ლათინიზებული) გამოცემები. თხზულების სრული თარგმანები, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ეკუთვნის ჯ.მიჩელსა და პტი დე ლა კრუას (გარდ. 1713 წ.)“'.
V. „სინათლის კაშკაში „მცირე ატლასის წყვდიადში“ („ლავამი ან-ნურ სი ზულმათ ატლას მინორ“) ჰერარდ მერკატორის ნაშრომის „მცირე ატლასი“ თარგმანია. თარგმანი ქათიბ ჩელებიმ ფრანგი მაჰმადიანი შეიხის მეჰმედ იჰლასის დახმარებით განახორციელა და 1653 წ. დეკემბერში (1064 წლის მუჰარამის შუა რიცხვებში) დაასრულა. თარგმანს დართული აქვს კომენტარები, ძირითადად აშიებზე, რომელთა ერთი ნაწილი შეიცავს განმარტებებს, მეორეში კი ავტორის აზრების ანალიზი, ან უარყოფაა. თხზულებაში უფრო დაწვრილებით წარმოდგენილია ევროპული ქვეყნები. შედარებით ნაკლები მოცულობის ცნობებია აზიაზე, აფრიკასა და ამერიკაზე. ნაშრომი არ არის გამოცემული. არსებობს მისი მრავალი ხელნაწერი, ერთი მათგანი ქათიბ ჩელების ავტოგრაფით.
VI. გეოგრაფიული ნაწარმოები „ჯიჰან-ნუმას“ („სამყაროს მეგზური“) სახელწოდებით ქათიბ ჩელიბის ორჯერ დაუწყია. წიგნის პირველი ვარიანტი, რომელზედაც ავტორი 1645-50 წლებში მუშაობდაკ ძირითადად აღმოსავლურ წყაროებს ემყარებოდა, რის გამოც ქათიბ ჩელების არასრულფასოვნად მიუჩნევია და აღარ დაუმთავრებია. მისი ხელნაწერი შემონახულია არასრული სახით. ევროპაში გამოცემული ჰერარდ მერკატორის „მცირე ატლასის“ გაცნობისა და მისი თურქულად თარგმნის შემდეგ ქათიბ ჩელებიმ, დაახლოებით 1655 წელს, განაახლა თხზულებაზე მუშაობა. მან ვერ მოასწრო წიგნის მეორე ვარიანტის საბოლოო სახით გამზადება მაგრამდ მიუხედავად ამისა, იგი დასრულებულის შთაბეჭდილებას სტოვებს, გარდა აღმოსავლური წყაროებისა, ავტორი ფართოდ იყენებს ევროპულ ლიტერატურას. გეოგრაფიულ თხზულებაში გაბატონებულ პტოლემაიოსის 7 კლიმატსა და აბუ ლ-ფიდას 28 სარტყელის (აკალიმ-ი ურფიეს) ნაცვლად, „ჯიჰან-ნუმას“ საფუძვლად დაედო ევროპულ მეცნიერებაში მიღებული დედამიწის ნაწილებად დაყოფა. თხზულების გამოცემა (1732 წ. 500 ეგზემპლარად, 730 გვ.) აღიარებულია ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სტამბოლში დაარსებული სტამბის ისტორიაში.
„ჯიჰან-ნუმა“, ისევე როგორც ყველა ამ ტიპის ნაწარმოები, ორი ნაწილისაგან შედგება – კოსმოგრაფიული და გეოგრაფიული. წიგნის დასაწყისში აღნიშნულია თხზულების შექმნის მიზეზები, განმარტებულია მისი სახელწოდება და მნიშვნელობა. შესავალში ჩამოთვლილია „ჯიჰან-ნუმას“ წყაროები, განხილულია ასტრონომიისა და კარტოგრაფიის საკითხები. უფრო მნიშვნელოვანია მეორე ნაწილი – ქვეყნების აღწერა, რასაც ევროპელი გეოგრაფებისაგან განსხვავებით, ქათიბ ჩელები აღმოსავლეთით, კერძოდ, იაპონიიდან იწყებს. ავტორის განზრახვით თანმიმდევრობა ასეთი უნდა ყოფილიყო: აზია, აფრიკა, ევროპა და ამერიკა. ამათგან წიგნში წარმოდგენილია მხოლოდ აზია. თხზულება დაყოფილია თავებად.
თხზულების შესავალში დასახელებულია გამოყენებული წყაროების ავტორები: ზაქარია იბნ მუჰამედ ალ-ყაზვინი (XIV ს.), მუჰამედ იბნ აჰმედ ალ-მუკადასი (X ს.), ჰერარ მერკატორი (XVI ს.), აბრაჰამ ორტელი (XVI ს.), სიფაჰი-ზადე მუჰამედ ეფენდი (XVI ს.), მუსტაფა იბნ ალი (XVI ს.), აბუ ლ-ფიდა (XIII-XIV სს.), იაკუთ ალ-ჰამავი (XIII ს.), მეჰმედ აშიკი (XVI ს.), შერიფ მუჰამედ იბნ მუჰამედ ალ-იდრისი (XII ს.), ამინ აჰმედ რაზი (XVI ს.), ჰამდალაჰ ყაზვინი (XIV ს.) და სხვები.
„ჯიჰან-ნუმა ძირითადად კომპილაციური ხასიათის ნაშრომია. ბუნებრივია, ეს ამცირებს მისი როგორც წყაროს ღირებულებას. მაგრამ დაწერილი ფართო განათლებისა და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნების მიერ, იგი მრავალ ორიგინალურ თხზულებაზე მაღლა დგას.
VII. „აზრთა გახსნა წიგნების დასახელებისა და მეცნიერების შესახებ“ (ქაშფ აზ-ზუნუნ ან ასამი ლ-ქუთუბ ვა ლ-რუნუნ") დაწერილია არაბულ ენაზე, ნაშრომში თავმოყრილია 10000-მდე ავტორისა და კომენტატორის სახელი, მოცემულია მათზე მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და ნაშრომების, სულ 14500 წიგნისა და რისალეს დახასიათებაა მასალას ამ ბიბლიოგრაფიული ლექსიკონისთვის ქათიბ ჩელები 20 წლის განმავლობაში კრებდა. ცნობათა სისწორისა და სისრულის გამო დღემდე მუსლიმური ლიტერატურისა და ისტორიის შემსწავლელთათვის ძირითად სახელმძღვანელოდ რჩება.
VIII. „საჩუქრები ღვთისმოსავებს ფილოსოფიაში, თხზულებებსა და პოეზიაში“ („თუჰდათ-ალ-ახიარ ზი ლ-ჰიქამ ვა ლ-ამსალ ვა ლ-აშარ“. ეს ენციკლოპედიური ნაშრომი შეიცავს ცნობებს მცენარეულის, ფრინველების, ქვეყნების მართვის, მორფოლოგიისა და სინტაქსის შესახებ. მასში თავმოყრილია ლექსები, ანდაზები, სხვადასხვა ფილოსოფიური და ლიტერატურული გადმოცემები, ამოკრებილი აღმოსავლური წყაროებიდან. ავტორმა ამ ნაშრომის წერა 1061 (1650/1) წელს დაიწყო. სულეიმანიეს ბიბლიოთეკაში არის მისი ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც 565 ფურცელს შეიცავს.
IX. „ტექსტების კრებული დიდი მეცნიერებებიდან“ („ჯამი ალ-მუთუნ მინ ჯალალ რდუნუნ) ნაშრომი სხვადასხვა საკითხების შესახებ 27 თხზულებიდან ამოკრებილი ნაწყვეტებისაგან არის შედგენილი. მასზე მუშაობა ავტორმა 1053 (1644) წელს დაასრულა. კრებულს ახლავს რეზიუმე და კომენტარები თხზულების ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც 666 ფურცელს შეიცავს, თოფქაფის სასახლის ბიბლიოთეკაში ინახება.
X. „გამოჩენილთა კატეგორიისა და საფეხურების მიღწევა“ („სულამ ალ-ვუსულ ილა ტაბაკათ ალ-ფუხულ") 1643-1649 წლებში არაბულ ენაზე დაწერილი ნაშრომია. მისი ორი ნაწილიდან ერთში საკუთარი სახელებით, მეორეში კი ნისბითა და მეტსახელებით ცნობილი პირებია მოხსენიებული. თითოეულ ასოს ცალკე თავი ეძღვნება ნაშრომის ერთადერთიგადაუთეთრებელი ხელნაწერი სტამბოლის შეჰიდ ალი ფაშას ბიბლიოთეკაში ინახება.
XI. თხზულების „ღვთაებრივი ზეშთაგონება უწმინდესის სიუხვეში“ („ხილჰამ ალ-მუკადდას თი დაიზ ალ-აკდას“) ძირითადი საკითხებია: 1) ჩრდილოეთ ქვეყნებში ნამაზისა და მარხვის დროის განსაზღვრა, 2) მზის ერთი და იმავე მხრიდან ამოსვლისა და ჩასვლის მიზეზები და დედამიწის ბრუნვა, 3) რატომ არის ყიბლა ყველა ქვეყნისთვის მექასკენ. ასტრონომიით დაინტერესების დროს ქათიბ ჩელების წინაშე ზოგიერთი პრობლემა წამოიჭრა. მან შეკითხვებით მიმართა შეიხ ულ-ისლამს ბაჰაი ეფენდის და, ვინაიდან მისგან ვერაფერი შეიტყო, შეეცადა თხზულებაში თვითონ გაეცა მათზე პასუხი. ეს ნაშრომი შემონახულია ხელნაწერების სახით. რისალეს ტიპის თხზულებათა სერიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქათიბ ჩელების ორ ნაშრომს: „არეულობის მოსაწესრიგებლად გზების ჩვენება („დასთურ ალ-ამალ ბრი ისლაბ ალ-ხალალ“) და „სამართლიანობის სასწორი ყველაზე ღირსეულის ხელში“ („მიზან ალ-ჰაკკ დი იხთიარ ალ-აჰაკკ“).
XI. „დასთურ ალ-ამალ დი ისლაჰ ალ-ხალალ“ წარმოადგენს ქათიბ ჩელების მოღვაწეობის შედეგს 1063 (1652/3) წელს მოწვეულ დივანში, რომელსაც დავალებული ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებისა და ხარჯთა ზრდის მიზეზის გარკვევა. იგი შედგება შესავლის, სამი თავისა და ბოლოსიტყვაობისაგან. თხზულება გამოიცა 1280 (1863/4) წელს გაზეთ „თასვირ-ი ევქარში“ 1866/7 წ. აინი ალის ნაშრომთან ერთად. არსებობს მისი ხელნაწერები და გერმანული თარგმანი“.
XII. „მიზან ალ-ჰაკკ ტი იხთიარ ალ-აჰაკკდ საღვთისმეტყველო ფილოსოფიური ტრაქტატია. იგი ქათიბ ჩელების უკანასკნელი ნაშრომია, სადაც ავტორი ასაბუთებს მეცნიერების და, კერძოდ, მათემატიკის, გეოგრაფიის, ასტრონომიის საჭიროებას. აქვე გადმოცემულია რელიგიის ისტორია. ავტორი განმარტავს სხვაობებს რელიგიურ მიმდინარეობებს შორის და ცდილობს შეარიგოს თეოლოგია მეცნიერებასთან. თხზულება პირველად 1863/4 წლებში გაზეთ „თასვირ-ი ევქარში“ დაბეჭდა იბრაჰიმ შინასიმ. 1281 (1864/5), 1286 (1869/70) და 1306 (1888/9) წლებში იგი კიდევ სამჯერ გამოსცეს.
ქათიბ ჩელების ეკუთვნის ზოგიერთი სხვა ნაშრომიც: თარგმანები, კომენტარები, კომპილაციები, რომელთა ნაწილი საერთოდ არ არის შემონახული.
ქათიბ ჩელების არ მიუღია მედრესეს ტრადიციული სისტემური განათლება. შესაძლოა, ამის გამოც, განათლებითა და აზროვნებით იგი საგრძნობლად გამოირჩეოდა თავისი თანამემამულეებისაგან ადრე აღიარეს ქათიბ ჩელები ევროპაში, განსაკუთრებული თანაგრძნობით შეხვდნენ ევროპელები მის ისტორიულ-გეოგრაფიულ თხზულებას „სამყაროს მეგზურს", რის შემდეგაც დაიწყეს ქათიბ ჩელების შემოქმედების შესწავლა. მკვლევრები ერთხმად აყენებდნენ მას დანარჩენ ოსმალო ისტორიკოსებზე მაღლა. მაგალითისათვის მოვიყვანთ ვ. სმირნოვის შეფასებას: „ცოდნითა და განათლებით თავის დროისთვის ხაჯი ხალიფა შეუდარებლად მაღლა იდგა ნაიმაზე, ან რომელიმე რაგიბ-ფაშას მსგავს ღაზელების მჯღაბნელებზე, რის გამოც, ბუნებრივია, შეხედულებებიც უფრო ფართო ჰქონდა. უნგრელი მეცნიერი შეფქუ გუოლა იბრაჰიმ ფეჩევისა და ქათიბ ჩელების შედარებისას უპირატესობას უკანასკნელს აძლევს. როგორც აღინიშნა, ქათიბ ჩელებიმ იცოდა თურქული, სპარსული, არაბული ენები და შეეძლო სამივეზე თანაბრად წერა. გარდა ამისა, იგი თარგმნიდა და იყენებდა ევროპელების ნაშრომებს. მისი ენა საკმაოდ სადაა. თითქმის თავისუფალი მაღალფარდოვანი შედარებებისა და მეტაფორებისაგან. იშვიათია მასთან რითმული პროზის ნიმუშებიც, ესოდენ დამახასიათებელი სხვა ოსმალო ავტორთათვის. ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი იყო ძირითადად მწიგნობარი, ენციკლოპედისტი და არა მოგზაური, ან დამოუკიდებული მეცნიერი. თუმცა შეძლებისდაგვარად გაურბის შტამპს და ცდილობს თხრობა საკუთარი შთაბეჭდილებებითა და აზრებით შეავსოს. ქათიბ ჩელებისათვის დამახასიათებელი კრიტიკული აზროვნება არ აძლევს მას უფლებას ადვილად დაიჯეროს საოცრებები, რომლებითაც, ჩვეულებრივ, სავსეა მოგზაურების წიგნები. მის ნაშრომში ხშირია ფრაზა: „მე კი მგონია, რომ“ .. ავტორის ზოგიერთი მოსაზრება საკმაოდ გაბედულია: „თითოეულ ჯგუფს თავისი რწმენა და ზნე-ჩვეულება აქვს .. ყველას თავისი მიმართულება მოსწონს, სხვისასურჩევნია. ზოგი ჭკვიანი წინააღმდეგობის არსს ხვდება, სხვის რწმენასა და ბუნებაში არ ერევა. ზოგი კი სულელია. წინააღმდეგობის არსი არ იცის და ამბობს, მთელ ხალხს ერთი რწმენა და წესჩვეულება ჰქონდესო: უცნაურად მსჯელობს.
ახლა კი წარმოგიდგენთ ქათიბ ჩელების ნაშრომებიდან ამონარიდების თარგმანებს გამოკვლევებითა და განმარტებებით, რომლებიც შეეხება საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანის ისტორიასა და გეოგრაფიას.
სამყაროს მეგზური (ჯიჰან – ნუმა)
თავი 38 აზერბაიჯანის ქვეყანა
[379] [ფათჰა, ალიფმაქსურა, სუქუნი, ზალი წერტილიანი, ფათჰა, უწერტილო რა, ქესრა, ერთწერტილიანი, ბა – უფრო მეტად ასეა ცნობილი. ზოგიერთი კი წერდა ჰამზას დამმით, ზალს ფათჰით და ბა–ს. ხსენებული სიტყვის არაბული ფორმა აზრაბიჯანია], „ქვეყნების მოწესრიგების ავტორის1 აღნიშვნით, ცნობილი მხარეა, რომელსაც სწავლულნი, ვინაიდან ის, სომხეთი და არანი ერთმანეთის მომიჯნავე სამი ქვეყანაა, მათთან ერთად მოიხსენიებდნენ. მაგრამ „ჩვენ მას ყირიმის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნებს მივუმატებთ“, და ფართო ტერიტორია წარმოგვიდგინა. დაწვრილებითი ცნობების არქონის გამო ბოდიში მოიხადა და ამ მხარეებსაც მოკლედ შეეხო. მე ამ თავში მხოლოდ აზერბაიჯანს აღვწერ, იმ დანარჩენ ქვეყნებს კი ცალ-ცალკე შევეხები.
აზერბაიჯანის საზღვრებია: დასავლეთით სომხეთი და დიარბექრი, სამხრეთით – ირანის ერაყი, შეჰრიზორი, აღმოსავლეთით – დაილამი2, ტაბარისთანი და მაზანდარანი, ჩრდილოეთით – შირვანი და ხაზართა ზღვა. ჰამდალაჰის „გულთა სიამეში“3 ეს ქვეყანა ათ დუმენად4 არის გაყოფილი (380] და როდესაც ავტორი მას ზოგიერთ მხარეს უმატებს, ოცდაშვიდ ქალაქს იღებს. ამ ქალაქთა უმრავლესობის ჰავა შედარებით მკაცრია, ზოგიერთისა კი – ზომიერი. მისი საზღვრები ერაყს, მუღანს, საქართველოს, სომხეთსა და ქურთისტანს აღწევს. სიგრძე ბაქოდან ხალხალამდე 95 ფარსახია, სიგანე ბაჯარვანიდან სიბანის“ მთამდე 55 ფარსახი. ადრე დედაქალაქი მარაღა იყო, ამჟამად კი თებრიზიაო, – აღნიშნავს ჰამდალაჰი.
თებრიზი „შემოკლებაში“5 თა ქესრათია ჩაწერილი, უბრალო ხალხი კი მას თავრიზს უწოდებს. იგი ცნობილი ქალაქია, მდებარეობს 88 გრძედისა და 38 ½[6} განედზე, გაშლილი, ვრცელი ველის ბოლოს, საჰანდის მთის ძირში, დასავლეთით, სამოთხის მსგავს ბალებში. მდინარე, რომელსაც სორხაბს უწოდებენ, აბ-ე თალხს7 ჩაუვლის.
ჰამდალაჰი ამბობს, რომ ეს ქალაქი ჰარუნ რაშიდის8 ცოლმა ზუბეიდემ 175 (791/2) წელს ააშენა, 244 (858/9) წელს მიწისძვრისგან დაინგრა და აბასელმა ხალიფამ მუთავაქილმა10 კვლავ განაახლებინა; 434 წელს, საფარის თვის მეთორმეტე დღეს (1042 წლის 13 ოქტომბერი) დიდი მიწისძვრისაგან მთლიანად დაინგრა. ყადი რუქნ ად-დინ ჯუვეინი წიგნში „მრწამსის მქონეთა ყრილობა“ წერს, რომ იმ ხანებში ერთი ასტროლოგი იყო, აბუ თაჰირ შირაზის სახელით ცნობილი. მან განაცხადა, ღამე ქალაქი მიწისძვრისაგან დაინგრევაო. ხსენებული მეცნიერის სიტყვით, გამგებლებმა ხალხი ქალაქიდან ველად გაიყვანეს. მისი ნათქვამი ახდა. იმ ღამეს ქალაქი მთლიანად დაიქცა და შიგ მყოფი ორმოცათასამდე კაცი მიწის ქვეშ მოჰყვა. ხალიფას მიერ ქალაქის გამგებლად დანიშნულმა ამირა რავადმა10 435 (1043/44) წელს, აღნიშნული ასტროლოგის რჩევით, როდესაც ზოდიაქოს ნიშანი მორიელი იყო, მშენებლობა დაიწყო. ასტროლოგმა განაცხადა, აწი თებრიზი მიწისძვრისაგან აღარ დაინგრევა, უკიდურეს შემთხვევაში წყალდიდობის საშიშროებაა როგორც ჰამდალაჰი გადმოგვცემს, მართლაც, სამას წელზე მეტია მისი სიტყვა გამართლდა და, თუმცა მიწისძვრა ხშირი იყო, ქალაქი არ დანგრეულა. შემდეგ, რადგან მრავალი მიწისქვეშა არხი გაიყვანეს, ორთქლის ძალა შესუსტდა.
ადრე თებრიზის გალავნის სიგრძე 6000 კულაჯი11 იყო. მას ათი კარი ჰქონდა. რადგან მონღოლთა ხანაში ის სატახტო ქალაქი იყო, ხალხმა გარეუბანში სახლები აიშენა და იგი გაიზარდა. თითოეული კარის გარეთ მიდამო ქალაქს წააგავდა. იმ გვიან აშენებულ სახლებს ყაზან-ხანმა12 გარედან გალავანი შემოავლო და შიგ მოაქცია. ნაგებობები, ვენახები, უბნები, ლაიანის მთა და სინჯანი მთლიანად კედლის შიგნით მოჰყვა. ამ გალავნის სიგრძე 25000 კულაჯი იყო: [ყაზან-ხანმა] მას 6 ადგილას კარი დაატანა: უჯანის, აჰარის, შირვანის, სარდრუდის, შამის, და სარავრუდის. ქალაქის დასავლეთ მხარეს გალავნის გარეთ შამის სახელწოდების ადგილზე
ყაზან-ხანმა პატარა ქალაქი და შიგ თავისი განსასვენებელი მაღალი ნაგებობა ააშენა, რომლის მსგავსი მთელ ირანში არ მოიპოვებოდა. ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს, ვალიან-ქუჰში, ყაზანის გალავნის შიგნით ვეზირმა სეიდ ხოჯა რაშიდმა13 პატარა ქალაქი დააარსა. მას რაშიდიე უწოდა და შიგ მაღალი ნაგებობები ააშენა14. მისმა ვაჟმა, ვეზირმა ყიას ად-დინ მაჰმუდ რაშიდიმ15 შენობები გაამრავლა; ბევრი დიდი ნაგებობა აღმართა. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, ნარმიანის უბანში, ვეზირმა ხოჯა თაჯ ად-დინ ალიშაჰმაც16 დიდი მეჩეთი ააშენა, რომლის ფართობი 250X200 წყრთას შეადგენდა. [381] ხოსროს პორტიკზე უფრო დიდი ნიშა ჰქონდა. ჰამდალაჰის „გულთა სიამეში“ მისი ძველი სურათია გადმოცემული. მაგრამ ამჟამად მდგომერეობა შეცვლილია. 1045 (1635/36) წელს თებრიზში მოვედი და სამი დღე გავჩერდი აწ განსვენებულ სულტან მურად-ხანთან17 ერთად. ჩვენი ნანახის მიხედვით [ქალაქის] აღწერა ასეთია: მისი გალავანი დაინგრა: მისი კვალიც კი არ არის დარჩენილი. აქა-იქ დიდი შენობებიც დაინგრა, მაგრამ მათი კვალი დარჩენილია. ერთი დიდი თაღის კამარა ალბათ ხოჯა ალიშაჰის მეჩეთის პორტიკია.
დიდი შენობები, რომლებსაც შაჰ-ე ყაზანის უწოდებენ, ბაღებში, გალატას კოშკის18 მსგავსად, შორი მანძილიდან მოჩანს. მისი აღმოსავლეთი მხარე ხსენებული მთაა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი – ვრცელი, გაშლილი ველია, რომელიც თებრიზის ტბასთან მთავრდება. იმ მხარეს მიედინება წყლები. აქა-იქ მშვენიერი მოხატული სახლებია, სამოთხის მსგავსი სიხარულის მომნიჭებელი ბალღები. ბევრგანაა ყვავილნარები და ალვის ხეები. აქეთ-იქით ნაკადულები და წყაროები აურაცხელია. ეს ბაღები იმდენად დიდი და ვრცელია, რომ ოსმალთა ჯარი სამი დღე უნდებოდა ხეების გაჩეხვას. ხეების მოსაჭრელად შიგ რომ შევიდნენ, ურიცხვი ჯარი ჩაიკარგა. მეათედი ნაწილიც კი ვერ გაჩეხეს; გაუჭირდათ. აუარება ხე კი ძველებურად მოჩანდა. ყურძენი უკურკო, ქორფა, გემრიელი და ისეთი ბევრი იყო, რომ არავის დაჰკლებია და ცხოველებიც კი ჭამდნენ.
ჰამდალაჰის გადმოცემით, თებრიზის (უბნებს) ისეთივე სახელები ჰქვიათ, როგორიც სოღდს (სამარყანდის გარშემო), ღუტას (დამასკოს გარშემო), შიბ ბავანის ხეობას და მაშინ-რუდს – ჰამადანის უბანს19.
ამ ცნობილ ქალაქს საუკეთესო ქვით ნაშენი დუქნები, ვრცელი ბაზრები, წარმტაც ნაგებობებს შორის მაღალი მეჩეთები, შორენკეცით შემკული მინარეთები და დერვიშთა სავანეები აქვს. ერთ-ერთი სულტან ჰასანის20 მეჩეთია. იგი თეთრბატკნიანთა ფადიშაჰის უზუნ-ჰასანის მიერ თლილი ქვისგან აგებული მყარი ტყვიის სახურავიანი შენობაა, სტამბოლის სასულთნო მეჩეთების მოყვანილობისა. მეჰრაბის ნიშის კიდეები რამდენიმე წყრთის სიგრძესა და სიგანეზე მთლიანად ფრცხილისა21 იყო, ნაპირები დაუმუშავებელი ჰქონდა და მეჩეთს ბრწყინვალებას მატებდა. ეს ქვა ეპოქის იშვიათობათაგანია და მსგავსი რამ სხვა მეჩეთებზე არ ჩანს. მეჩეთის სამხრეთით დიდი მოედანია. მის აღმოსავლეთით ამ მეჩეთის მომიჯნავე კიდევ ერთი მოპირკეთებული მეჩეთია, რომელიც, რადგან შაჰ თამაზმა22 ააშენა, ოსმალეთის ჯარმა ნაწილობრივ დაანგრია. სულტან ჰასანის მეჩეთის შესასვლელზე ჯემის ხელით23 ქვაზე ამოჭრილი ოთხი მეგობრის24 სახელი ყიზილბაშებმა დააზიანეს. დარჩა მხოლოდ ალის25 სახელი. ამათ გარდა ქალაქში შავბატკნიანთა მბრძანებლის ჯაჰან-შაჰის26 ერთ მინარეთიანი ლამაზი მეჩეთია, სულტან ჰასანის მეჩეთზე პატარა. მას საუკეთესო გარეთ და შიგნით შორენკეცით მოპირკეთებული მინარეთი და კარიბჭე აქვს. მეჩეთის ფანჯრების გისოსი არაჩვეულებრივი ხელოვნებითაა გამოჩუქურთმებული ფრცხილის ქვისაგან. ქალაქის სახლების უმრავლესობა გაბნეული მიწურებია.
ჰამდალაჰის აღწერის მიხედვით, ამ ქალაქს ირგვლივ მთასა და ველზე ოცდაოთხი დიდი სოფელი აქვს. თითოეული ყასაბას ჰგავს. მათგან ოთხი ქალაქის დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ეს მხარე ტბის გასწვრივ სამიდან თორმეტ ფარსახამდე გრძელდება. მისი სიგანე ხუთი ფარსახი – ველია. თებრიზის მარცვლეულის და ხილის ძირითადი ნაწილი იქიდან მოდის. ხილიანი და მოსავლიანი ადგილია. ოცდაათ სოფელს შეიცავს. უმრავლესობა ყასაბის მსგავსია სორხაბის მთის უკან ჩრდილოეთისაკენ ფარსახის მანძილზე შებისთერი, დამღანი, ქუზე-ქონანი, და სუფიანის ნაჰიეებია. ქალაქიდან ოთხი ფარსახის მანძილზე მდებარეობს მარცვლეულით განთქმულია. ეს ნაჰიე ორმოც სოფელს შეიცავს. გარდა ამისა ჩრდილოეთით ნიმრუდისა და ბედესთანის ნაჰიეებიაა მათი დივანის გადასახადი ოცდაშვიდი თუმანია და ქალაქის თამღასთან ერთად 115 თუმანი იქნებაო27. ამინ აჰმედი „შვიდ კლიმატში“28 აღნიშნავს, რომ თებრიზის ხილი ძირითადად გემრიელია, განსაკუთრებით, ვაშლი, მსხალი, გარგარი და ყურძენი, რომლებიც, რამდენიც არ უნდა აქო, ღირსიაო.
მდინარე მეჰრან-რუდი, რომელიც საჰანიდის მთიდან გამოდის, ასამდე არხს აძლევს წყალს, თებრიზის ვენახებსა და ბაღებში მიედინება, მაგრამ არ ყოფნის.
ხალხი ძირითადად თეთრსახიანია, ლამაზი და ამაყები არიან. მუდმივი შრომითა და საქმიანობით გამოირჩევიან. ამბობენ, გაბედულები არიანო, მაგრამ მათი უმრავლესობა სანდო არ არის, ვინაიდან ერთგულებას არ იჩენენ. უთქვამთ: „თებრიზელი თავისი ბუნებით მეგობრად არასდროს გამოგადგება. თუ მთელი მსოფლიო ლებანია, თებრიზელი – მხოლოდ ნაჭუჭი. ვინც მეგობრობაში ერთგული არ არის, ის ან თებრიზელია, ან ხასიათით მისი მსგავსი“. ერთ-ერთმა თებრიზელმა პასუხად შემდეგი რუბაი შეთხზა29: „თებრიზი სამოთხეს ჰგავს, ხოლო მისი ხალხი სიწმინდით ჯაფით ჟანგმოუკიდებელი სარკის მსგავსია. გითქვამს, მეგობრობაში არ არიან გულწრფელიო. სარკეში ხომ არაფერი ჩნდება ანარეკლის გარდა“.
„სურნელოვანი ბაღის“30 ავტორი წერს, რომ ამ მხარის ხალხი თავისი განსწავლულობითაა ცნობილი. ჰაფიზ აბუ ტაჰირ სილაფის31 ამათ შესახებ უთქვამს აზერბაიჯანის მხარე გრამატიკასა და ლიტერატურაში აღმოსავლეთში მსგავსია ანდალუსიისა დასავლეთში. შენ ვერ ნახავ [ჩვენ] დროში ამ ხალხში შეზღუდულ ადამიანს, იმათ გარდა, ვინც მედიცინის დარგში მოღვაწეობს32.
ამ ქალაქის სახელთან ბევრი გამოჩენილი და დიდი ადამიანია დაკავშირებული. მათ შორის შამს ად-დინ მოჰამედ ბენ ალი ბენ მალიქზადი33, რომელიც მისი უწმინდესობა მევლანას34 მოძღვარი იყო; იგი ხოიშია დაკრძალული, ამათი შეიხი აბუ ბექრ სალაბაფ თებრიზი იყო. ამბობენ, შეიხ რუქნ ად-დინ სიჯასის მიმდევარიაო. 642(1244/5) წელს იგი კონიაში მოვიდა, მევლანასთან ისაუბრა და 645(1247/8) წელს გარდაიცვალა. ზოგის აზრით, კონიაშია დასაფლავებული; შეიხ მაჰმუდ შებისთარი35, რომელმაც „საიდუმლო ყვავილნარი“ დაწერა, 720(1320/21!) წელს გარდაიცვალა; სეიდ კასიმ ანვარი36; სეფი ად-დინ37 – არდებილელი ხალიფა; სარწყავი არხები თებრიზში მან შემოიღო; შეიხ სეფის შვილმა სადრ ად-დინ მუსამ38 მიღებული რწმენა გაატარა. გარდაიცვალა ახალგაზრდა 837(1433/4) წელს: მას ცნობილი დივანი39 აქვს; პოეზიასა და სტილში დახელოვნებული ხოჯა ჰამამი, რომელსაც ჩეღმინის განმარტება40 ეკუთვნის. იგი შეიხ სეიდის თანამედროვე იყო და მათ შორის საუბარში რამდენიმე გონებამახვილური აზრი გამოითქვა. კეთილი საქმიანობით არიან ცნობილი ყოთბ ად-დინ ათიკა41, მისი ვაჟი ჯალალ ად-დინი და „იუპიტერის ანაბეჭდის“ ავტორი მევლანა მეჰმედ ისარი42, ნიჭითა და ცოდნით არიან განთქმული აგრეთვე ყოფაქცევის წესების განმმარტებელი მევლანა მეჰმედ ჰანიფა, ვეზირი ხოჯა რაშიდი43 და მისი ვაჟი, წარჩინებული ვეზირი ხოჯა ყიას ად-დინი44. თებრიზთან არის დაკავშირებული ევკლიდეს და საკითხავის45 კომენტატორი შამს ად-დინ აბიდი, თალიკის45 ხელით წერაში დაოსტატებული კიბლათულ ქითაბ მირალი, მევლანა მირინი და მირზაჯანის მოწაფე ქემალ ად-დინ ჩელები-ბეგი; [383) მისი წინამორბედია – 612(1224) წელს გარდაცვლილი ამინ ად-დინ მეჰმედ ბენ მუზაფარი47; და 502(1108/9) წელს გარდაცვლილი მწერალი მდივანის კომენტატორი მუთანაბი აბუ ზაქარია იაჰია ბენ ალი, ცნობილი აგრეთვე ხატიბ თებრიზის სახელით48.
უჯანი – ყასაბაა, რომელიც 81 1/2 გრძედისა და 37 1/2 განედზე, თებრიზიდან რვა ფარსახის მანძილზე მდებარეობს. მას ბაზარი და გამდინარე წყლები აქვს. ჰამდალაჰი ამბობს, ძველ დავთრებში რომ ეწერა, მიჰრან-რუდის მხარეს ექვემდებარება, ასე არ არისო. ძველად მისი გალავანი ყაზან-ხანმა ქვითკირით ააშენებინა გალავნის სიგრძე 1000 კულაჯია49. უჯანის ჰავა მკაცრია. მდინარე საჰანდის მთიდან მოდის. ხილი და ბამბა აქ არ არის. მოსავალი მარცვლეული და ბოსტნეულია. ქალაქის მოსახლეობა მუსლიმები და ქრისტიანები არიან. სახელმწიფო გადასახადი 10000 დინარია; ყაზან-ხანმა მისი შემოსავალი თავის აკლდამას შესწირა.
არდებილი (ფათჰა და ჰამზა) – 89 გრძედისა და 39 განედზე50 მდებარეობს, საბალანის51 მთის აღმოსავლეთით. იგი ქაიხოსრო ქაიანის52 აშენებულია. მისი ჰავა მკაცრია. მდინარე ხსენებული მთიდან მოდის. რადგანაც იგი სუფთაა, საამო და მონელებას უწყობს ხელს, ხალხი მსუნაგია.
მოსახლეობის უმრავლესობა შეიხ სეფი ად-დინის მიმდევრებია. ამ ქალაქს 100 სოფელი ექვემდებარება. ქაიხოსროს დროს საბალანის მთის წვერზე რომ ციხე იყო, ამჟამად დანგრეულია. არდებილის სახელმწიფო გადასახადი 60000 დინარია53.
აბუ ჰამიდ ანდალუსი54 გადმოგვცემს: „არდებილში ერთი შავი ქვა გნახე, რომელიც ფოლადის მსგავს ხმას გამოსცემს; ხარის თირკმლის მოყვანილობისა და ფერისაა და ორ ბათმანზე55 მეტს იწონის. როდესაც არდებილში წვიმა არ მოდის, ამ ქვას ურემზე დებენ, ქალაქში მიაქვთ და წვიმაც იმავე წუთში იწყება; ვიდრე გარეთ არ გაიტანენ, არ წყდება. ამ ქალაქში სხვა ადგილებთან შედარებით ბევრი თაგვია. ამიტომ აქ მონადირე კატებს ყიდიან“.
„შვიდ კლიმატში“ წერია, რომ ამ ქალაქს სუფთა ბაზრები, საამო აბანოები, ბევრი ხეივანი, მდინარე და ცოტა ხილი აქვს. აქ ვაშლისა და მსხლის გარდა არაფერია და რაკი თებრიზი და თალიში ახლოს არის, იქიდან მოაქვთ. რადგანაც აქ სეფიანთა დინასტიის არდებილის შეიხის სეფი ად-დინ ისჰაკ ბენ ჯიბრაილ ბენ სალიჰ ბენ ქათიბ ად-დინის საფლავია, ამით გაითქვა სახელი. აკლდამის პატივისცემა შაჰების დროს იმ ზომამდე გაიზარდა, რომ დიდი შეცოდების ჩამდენ სიკვდილის ღირს დამნაშავესაც კი, თუ იგი მას თავს შეაფარებდა, შაჰის ბრძანებით ათავისუფლებდნენ. შეიხ სეფის ჩამომავლობის ჯაჭვი იმამ მუსა ქაზიმაპმ ოცდამეერთე თაობაში დაასრულა56. წინაპრიდან წინაპრამდე მისი ჩამომავლები სეფიანთა დიდებულები იყვნენ. თვითონ მან შირაზში შეიხ აბუ აბდალაჰ ჰაფიფსა და შეიხ სეიდთან ისაუბრა. შემდეგ გილანელ შეიხ ზაჰიდისაგან57 მიღებული სარწმუნოების გზით არდებილში ხალიფას ნოხზე დაჯდა და სახელი გაითქვა. იგი 735 (1334/) წელს გარდაიცვალა და თავის სავანეშია დასაფლავებული. შემდეგ მისი შვილებიდან ვინც კი შაჰი გახდა, ყველა მის გვერდით დაკრძალეს. მისი სავანე და აკლდამა ვერცხლის კარითა და ოქროს ლამპრებით შეამკეს. დიდ კარიბჭედ იქცა. მისი შვილიც იმ მიმართულებას დაადგა, მწვალებლობა და ურწმუნოება მიატოვა, სახელმწიფოში დერვიშობა, შეიხობა, და სუნიტობა დაადგინა; ახალი სარწმუნოების გზა არჩია. ამჟამად ქვეყანა მათ ხელშია (ირანელების – გ.ა) არდებილის ქალაქთან დაკავშირებით ცნობილი არიან შეიხი აბუ ზირა და კეთილშობილი მევლანა ჰუსეინი, რომელიც ჯალალ დივანის შეგირდი გახდა (384) და 955 (1548/9) წელს გარდაიცვალა. მან „ახალი განმარტების“ კომენტარი დაწერა.
ხალხალი – ადრე გილანის მხარეში არდებილის მახლობლად ორი დღის სავალზე ერთი საშუალო ქალაქი იყო. შემდეგ სოფლად იქცა. მის მთებში ოთხი ნაჰიეა. მათი გამგებელი ადრე ფირუზაბადში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც დაინგრა, ხალხალი სატახტო ქალაქი გახდა. მის ერთ-ერთ ხეობაში წყაროა, რომლის წყალი ზაფხულშიც კი იყინება, მეორე ადგილას არსებობს წყარო, რომელშიც კვერცხი იხარშება. ხალხალის მახლობლად ერთი ფარსახის მანძილზე კედლის მსგავსი მთაა. მისი წვერი, დაახლოებით 15 წყრთაზეა ამოშვერილი. ქალაქგარეთ ორი წისქვილი მოქმედებს. მოედინება მდინარე, რომელიც ხალხალში მოდის და რწყავს მის ნათესებსა და ბაღებს. იმ მხარეში კარგი სათიბებია. ბევრი მსუქანი ნადირია. ხალხალის სახელმწიფო გადასახადი 30000 დინარს შეადგენს. ამ სოფელთან არის დაკავშირებული მევლანა ჰოსეინ ხალხალი, რომელმაც „აუცილებელი დადასტურება და შესწორება და „მოკლე გადმოცემის გასაღების“ განმარტებები დაწერა.
დარმარზი – ნაჰიეა, რომელიც ას სოფელს შეიცავს, მისი სახელმწიფო გადასახადი 29000 დინარია.
შაჰრუდი – დარმარზის მომიჯნავე ნაჰიეა. მოიცავს ოცდაათ სოფელს. მისი ჰავა რბილი და ზომიერია. კარგი მარცვლეული, მაგრამ ცოტა ხილი აქვს. სახელმწიფო გადასახადი 10 000 დინარია.
მიშქინი – 82 1/2 გრძედსა და 37 ½ [58] ბ განედზე მდებარე დუმენია. მასზე შვიდი ნაჰიე და ყასაბაა მიწერილი. რადგანაც საბალანის 5 სამხრეთით მდებარეობს, მისი ჰავა მყრალია. მდინარეები ამ მთიდან მოდის. აქ ბევრი მარცვლეული და ხილია. სახელმწიფო გადასახადი 5200 დინარს უდრის. ადრე დარავის უწოდებდნენ. როდესაც იქ გამგებლად მიშკინ გურჯი59 დაინიშნა, ქალაქი გახდა ცნობილი ამ სახელით.
ანადი და არჯაყი – საბალანის მთის სამხრეთით მდებარე ორი ყასაბაა. ანადი სასანელმა ფირუზმა60 ააშენა, ხოლო არჯაყი – მისმა ვაჟმა ყობადმა61. მათი ჰავა ზომიერად ცივია. მდინარე ხსენებული მთიდან მოდის. აქვთ დიდძალი ვენახი; ბევრია ყურძენი და კაკალი.
აჰარი – იმ ადგილას პატარა ყასაბაა, მისი ჰავა მკაცრია, წყალი აშქამბერის მთიდან, წყაროებიდან და მიწისქვეშა არხებიდან მოდის. მოჰყავთ მარცვლეული და ცოტა ხილი. აჰარს ოცი სოფელი ექვემდებარება. მთლიანად მისი გადასახადი 15 000 დინარია გარდაკვეთით62.
ხაიარი – საბალანის მთის სამხრეთით მდებარე ყასაბაა. იქ რბილი ჰავაა. წყალი საბალანის მთიდან მოდის. მარცვლეული ბევრია, ხოლო ვენახი იშვიათი მოსახლეობის უმრავლესობა ხარაზები არიან. სახელმწიფო გადასახადი 10000 დინარია.
დარავარდი – ძველ დროში ყასაბა იყო. ამჟამად ვილაიეთი და ზამთრის საძოვარია. აქ მარცვლეული, ბამბა და ბრინჯი მოდის.
„ქალიზი – მთიან და ტყიან ადგილას მდებარე ყასაბაა. მას აქვს გამაგრებული ციხე. გვერდით მდინარე ჩაუდის. ჰავა ზომიერია; მოჰყავთ მარცვლეული და ხილი.
ქილან ფასლუნი – ნაჰიეა, რომელშიც თალიშის 50 სოფელი შედის. მის მოსახლეობას აკლია კეთილშობილება. მოჰყავთ მარცვლეული, ბამბა და ბრინჯი.
მურადნაიმი – ოცდაათ სოფლიანი ნაჰიეა. აქაური მოსავალი მარცვლეული, ყურძენი და სხვა ხილია. მისი ზოგიერთი ადგილი არაქსის ნაპირამდე ვრცელდება. სახელმწიფო გადასახადი 8700 დინარია.
ნოუდიზი – დანგრეული ციხეა მთის წვერზე. მას გამდინარე წყალი და რამდენიმე დაქვემდებარებული სოფელი აქვს. მისი გამგებელი სოფელ ჰულში ცხოვრობს. |385| ჰავა რბილია. აქვს მრავალი ვენახი. აქ უხვად მოდის მარცვლეული, ბამბა და ბრინჯი. მისი მოსავალი 15 000 დინარია63.
ბაბთი – დაახლოებით ოც სოფლიანი ნაჰიეა. მუხნარი ადგილია. მისი მოსავალია მარცვლეული და ცოტა ხილი. ჰავა რბილი აქვს. მისი გადასახადი 4000 დინარია.
ხოი – 79 1/2 გრძედსა და 39 განედზე, სწორ ადგილზე მდებარე ყასაბაა. ჰავა რბილი აქვს. მისი მდინარე სალმასის მთებიდან მოდის. არაქსზე ბევრი ვენახია და მის ბაღებში – ძალიან კარგი მსხალი, რომლის მსგავსი სხვაგან არ ხარობს. ხალხი თეთრსახიანი, ლამაზი გარეგნობის და ჩინური მოდგმისაა, რის გამოც ხოის ირანის თურქესტანს უწოდებენ. აქ სამოცი სოფელი და მიწით ნაგები სიმაგრეებია. სახელმწიფო გადასახადი ჩაწერილია 53000 დინარი. აქედან მარანდი სამხრეთ-აღმოსავლეთით, სალმასი კი – სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ჰამდალაჰი ამბობს, რომ ხოის დუმენი ოთხი ქალაქისაგან შედგება: თვითონ ხოი, სალმასი, ურმია და უშნუიე.
სალმასი65 – თებრიზის დასავლეთით აზერბაიჯანის მეორე საზღვარზე, 79 გრძედსა და 38 განედზე66 მდებარე ქალაქია. მისი გალავანი თებრიზელმა ხოჯა ალიშაჰმა ააშენა. შემდეგ კვლავ დაანგრიეს. აქ მკაცრი ჰავაა. მისი წყალი ქურთისტანის მთებიდან მოდის და თებრიზის ტბას67 ერთვის. ბევრი ვენახი აქვს. აქ კარგი ყურძენი მოდის. ბევრია პურეული და სხვა მარცვლეული. სახელმწიფო გადასახადი 39000 დინარია ჩაწერილი. ამ ყასაბის ალმოსავლეთი მხარე თებრიზის ტბაა: დასავლეთი კი – კუსკუნ კურანის მაღლობი, ვანისა და ქურთისტანის მთებია. ეს მთები საზღვარია.
ურმია (ზიმი, ჰამზა, ფათჰა, შემსუბუქებული იოტა და ალიფი)68 – ყასაბაა. მდებარეობს თებრიზის ტბის ნაპირზე, სალმასის სამხრეთით, 791/2 გრძედსა და 371/27 განედზე69. თბილჰავიანია: მთებიდან მყრალი წყლები მოედინება. აქ ბევრი ვენახი, ძალიან კარგი ყურძენი, მსხალი და გარგარია. მას 120 სოფელი ექვემდებარება სახელმწიფო გადასახადი ჩაწერილია 74 000 ოქრო70. ამ ქალაქს ეკუთვნის ჭეშმარიტად კეთილშობილი ყადი სირაჯ ად-დინ ურმავი71. რადგან ურმიელი შეიხი მაჰმუდ ეფენდი, მურად-ხანმა რომ დიარბექირში მოკლა, აქაური იყო, მას ურმიელ შეიხს უწოდებდნენ. მაჰმუდ ეფენდის მამა და წინაპრები ხსენებულ ყასაბაში ნაყშიბენდიეს ორდენის72 შეიხები იყვნენ.
უშნუიე – ყასაბაა, შუა მთიანეთში, რომელიც ურმიიდან სამხრეთდასავლეთით ერთი დლის მანძილზე მდებარეობს. მისი ჰავა ურმიაზე უკეთესია. აქ კარგი წყალი, ბევრი პურეული, სხვადასხვა მარცვლეული და ყურძენია. უშნუიეს 60 სოფელი ექვემდებარება და 19000 დინარ შემოსავალს აძლევს დივანს73.
სარაჰი – სარავსაც უწოდებენ, თებრიზსა და არდებილს შორის, ვრცელ უდაბნოზე საბალანის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ყასაბაა. როგორც ჰამდალაჰი ამბობს, ცალკე დუმენად ითვლება. მისი ჰავა მკაცრია. მოჰყავთ მარცვლეული; ყურძენი და ხილი იშვიათია. მდინარე, რომელიც მას ეკუთვნის, მოდის აღნიშნული მთიდან, გაივლის ყასაბას და თებრიზის ტბას ერთვის. ამ მხარის ხალხი თეთრსახიანია; ღორმუცელები არიან. ამ დუმენზე ოთხი ნაჰიე და ასი სოფელია მიწერილი. სულ მთლიანად დივანს 81 000 დინარ გადასახადს აძლევს.
არდებილის ლაშქრობაში თათარმა ხანმა ამ ველზე იბრძოლა74. ყიზილბაშები დამარცხდნენ. იმ ოთხი ნაჰიედან ერთ-ერთი ვარზანდია; ბარზანდსაკც უწოდებენ არდებილისაკენ ოცი ფარსახის მანძილზე მდებარეობს.
მიანეჯი – არაბული ფორმა მიანაა – ძველად ქალაქი იყო მარაღიდან ორი დღის სავალზე. ამჟამად სოფელია. (386) ჰავა თბილი აქვს. ბევრია აქ მდინარე და ქვიანი ადგილი.
გარმრუდი – ვილაიეთია; ას სოფელს მოიცავს. ჰავა მიანეჯზე უკეთესია. აქ მოდის მარცვლეული, ყურძენი, ხილი, ბრინჯი და ბამბა. წყალი მთებიდან მოედინება და (რწყავს მას); დარჩენილი ნაწილი საფიდ-რუდს ერთვის. დივანის გადასახადი 25 800 დინარია.
მარაღა (ფათჰა, მიმი და ღაინი) – ქალაქია, რომელიც თებრიზის სამხრეთ-დასავლეთით, შვიდი ფარსახის მანძილზე, 85 გრძედსა და 38 1/2 განედზე75 მდებარეობს. ადრე სოფელი იყო. როდესაც აქ ისლამის ჯარით ომაელი მარვან იბნ მუჰამედი76 მოვიდა, საძოვარზე დაბანაკდა. ცხოველები გაიფანტნენ, ტალახში იგორავეს და ამოისვარნენ. მას მოეწონა ის ადგილი და ქალაქის დაფუძნებისას სახელიც ამის მიხედვით შეარქვა. შემდეგ მისი ციხე იბნ აბუ ს-საჯმა77 დაანგრია. კარგი ბაღებიანი, ვენახებიანი, გამდინარე წყლებიანი, სუფთა და სასიამოვნო ყასაბაა. მის გარეთ ერთი გორაკია, სადაც 657 (1258/9) წელს მეცნიერმა ნასირ ტუსიმ78 ობსერვატორია ააშენა. „ილხანური ასტრონომიული ცხრილები“79 იმ ობსერვატორიაში დაიწერა. ამბობენ, მისი კვალი ამჟამადაც არის დარჩენილი. ჰამდალაჰი აღნიშნავს, მარაღის ჰავა ზომიერია, და, ვინაიდან საჰანდის ზლვა მას ჩრდილოეთ ზღუდეს უქმნის, ნესტიანია. მრავალი ვენახი და მდინარე აქვს. მდინარე საფი საჰანდიდან მოდის და, გაივლის რა მარაღას, თებრიზის ტბისაკენ მიედინება. მოჰყავთ მარცვლეული, ბამბა და ხილი. მეტწილად ყურძენი უხვად მოდის. მარაღას ექვსი ნაჰიე ექვემდებარება. ცალკე დუმენად ითვლება. მისი სახელმწიფო გადასახადი 185500 დინარია ჩაწერილი. მოსახლეობა თეთრსახიანია და თურქების მსგავსია.
თხზულებაში „სრულყოფილი სრულყოფილში“ საფადი80 ხსენებულ ასტრონომ ნასირზე წერს: „როდესაც ხოჯა ნასირს თავის დროზე მარაღაში ობსერვატორიის აშენება უნდოდა, მისი ხარჯი ჰულაგუს81 მოსთხოვა. მას კი ეს თანხა ებევრა: „ამ ასტროლოგიას რა სარგებელი აქვს, რომ მთელი ქონება დავახარჯოთ? ნასირმა უთხრა: „განმარტებისათვის ერთ მაგალითს მოვიტან. უბრძანე მარტო ერთმა კაცმა მთაზე დიდი ტაშტი აიტანოს და მაღალი ადგილიდან ქვემოთ დააგოროს, ოღონდ ისე, რომ არავინ იცოდეს“. როგორც თქვა, ისე წაიღეს და როცა დააგორეს, ლაშქარში მისმა ხმაურმა დიდი აურზაური ატეხა. ნასირი და ჰულაგუ, რაკი მიზეზი იცოდნენ, არ შეწუხებულან. ნასირმა თქვა: „აი, ასეთია ასტროლოგიის სარგებელი. უვიცი რომ შიშსა და უსიამოვნებას განიცდის, მოვლენების მცოდნეს ეს არ ემართება და ცოდნის შესაბამისად იქცევა“. ჰულაგუმ დაუჯერა და ობსერვატორიისათვის დიდი ქონება გასცა. დაიწყეს [მშენებლობა]82. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მარტო ხელსაწყოების შესაკეთებელი ხარჯი 20000 დინარი აღმოჩნდა.
თასავი – (ფათჰა, თა, ზიმი, სინით)83 – სალმასის მახლობლად პატარა ყასაბაა. მისი წყალი მთებიდან მოდის და თებრიზის ტბისაკენ მიემართება. მოსავალი მარცვლეული და ცოტა ხილია. 25000 დინარ შემოსავალს იძლევა.
დეჰხარყანი84 – ზომიერჰავიანი პატარა ყასაბაა. წყალი საჰანდის მთიდან მოდის. აქ ბევრი ბაღი და შეუდარებელი ყურძენია. მოჰყავთ მარცვლეული, ბამბა და ხილი. აქვს ოცი სოფელი. დივანის გადასახადი 23300 დინარია ჩაწერილი85.
ნილანი – პატარა ყასაბაა. აქ ბევრი ვენახი, მარცვლეული და ბამბაა წყლით მდინარე ჩაღათუსა და წყაროებიდან სარგებლობენ. მოსახლეობა თურქები არიან. დივანს 1 000 დინარ გადასახადს აძლევს.
მარანდი – ხოისა და თებრიზს შორის 861/2 გრძედსა და 399 განედზე86, |387] თებრიზიდან 14 ფარსახის მანძილზე, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქია. აქ ჰავა ზომიერია. მდინარე მთაში იღებს სათავეს და დასავლეთით მოედინება. კარგი მდინარეა. ბევრი ბაღი და ხილი აქვს. განსაკუთრებით კარგია ატამი და გარგარი; მოჰყავთ პურეული და სხვა მარცვლეული. ცალკე დუმენად ითვლება და მას ასი სოფელი ექვემდებარება. დივანის გადასახადი 24000 დინარს უდრის.
დარბაზი – ნაჰიეა თებრიზის ჩრდილოეთით, რომელშიც 50 სოფელზე მეტი შედის. აქ ჰავა ზომიერი და რბილია. მისი წყალი მთებიდან მოედინება და მეტი წილი არაქსს ერთვის. მარცვლეული, ბამბა და ხილი ბევრი მოდის და ახლომახლო იგზავნება. მისი გადასახადი 40 800 დინარია.
რივაზი – ყასაბაა. ბევრი ბაღი აქვს. მოჰყავთ მარცვლეული, ხილი და ყურძენი. განსაკუთრებით კარგია აქ თეთრი ვაშლი, რომელსაც „კობოლის“ უწოდებენ. დივანს გადასახადს 3000 დინარს აძლევს.
გარგარი – ყასაბაა მდინარე არაქსის მახლობლად. იქ ხილი, მარცვლეული და ბამბა მოდის. იმ საზღვარზე, ხსენებულ მდინარეზე ზია ალ-მულქ ნახჭევანიმ87 დიდი ხიდი ააშენა დიდებულთა საქველმოქმედო ნაგებობათაგანია.
ახბანი – რადგანაც იქ სპილენძის საბადოებია, მას ქარხანასაც უწოდებენ.
ორდუბადი – მშვენიერი ყასაბაა მდინარე არაქსის ნაპირზე. მრავალი ბაღი და ვენახი აქვს. ბევრია მარცვლეული და ხილი. მისი მდინარე სათავეს ყაფანის მთებში იღებს. ბაღებს რწყავს და შემდეგ არაქსს ერთვის. წყალი ორდუბადის ყოველ სახლში მოდის. მისი მცხოვრებნი კარგ მშენებლებად არიან ცნობილი: საუკეთესო სახლებს აგებენ. ამიტომ ამბობენ, რომ ორდუბადელები სახლების, თებრიზელები ქალების, ხოლო ნახჭევნელები – ოქროს თაყვანისმცემლები არიანო ცნობილია ორდუბადის მსხალი, განსაკუთრებით კი სასულტნო ვაშლი. შესაბამის დროს მისი მიდამო ნაირნაირი ყვავილებით იფარება და როდესაც საჰილის ვარსკვლევი გამოჩნდება, მის ღია ადგილებს წითლად ქარგავს. მას საჩუქრად გზავნიან.
მაქუია – ერთ-ერთი მთის გასასვლელში მდებარე ციხეა. მის ქვემოთ სოფელია. ეს მთა სოფელს შუა დღემდე ჩრდილავს, მზე არ უყურებს. „ქვეყნების მოწესრიგების“ მიხედვით 74 1/2 გრძედსა და 39 1/2 განედზეა88. „შირვანის მახლობლად ხაზართა დერბენდის89 ერთ-ერთი ქალაქიაო“, – წერს ავტორი.
ხუნაჯი (ხა წერტილიანი) – 81 1/2, გრძედსა და 37 განედზე, აზერბაიჯანის სამხრეთ მხარეს, საზღვართან, მარაღიდან 13 ფარსახის მანძილზე მდებარე ქალაქია.
ვარსანი – ქალაქია, რომელიც 83 1/2 გრძედსა და 39 1/29 განედზე განჯიდან 7 ფარსახის მანძილზე მდებარეობს. მდინარე არაქსი მას ფარსახის მანძილზე ჩაუვლის.
ამ ქვეყნის ცნობილი მთაა საჰანდის მთა, რომელიც გადაჭიმულია თებრიზის, მარაღისა და უჯანის ირგვლივ. მისი სიგრძე ოცდახუთი ფარსახი იქნება მთის წვერზე ზოგჯერ თოვლი დევს. იმ მთაში ტბაც არის. კეთილშობილი წინასწარმეტყველის ისამა ბენ შარის საფლავიც იმ მთაზეა. საბალანის მთა ძალიან მაღალია და 50 ფარსახის მანძილიდანაც კი მოჩანს. მისი ყველა მწვერვალი თოვლით არის დაფარული. სიგრძე 30 ფარსახი ექნება. არდებილი, სარავი, მიშქინი, ანადი, არჯაყი და ხაიარი ამ მთის ირგვლივაა განლაგებული.
ამ ქვეყნის მდინარეები და წყლები:
ამ ქვეყანაში ერთი დიდი ტბა და რამდენიმე მდინარეა. ურმიის ტბა, რომელსაც თებრიზის ტბას უწოდებენ. „ქვეყნების მოწესრიგებაში“ ჩაწერილია როგორც „თილას ტბა“. მისი წყალი ძალიან მლაშეა და შიგ ცოცხალი არსება ვერ ძლებს. ზოგი ამბობს, რომ მასში არის თახვი. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკეან და ერთგვარად სამხრეთისაკენ არის გადახრილი. [388] 130 მილის სიგრძის ტბაა. სიგანე ნახევარი, ე. ი. 65 მილი ექნება. აქედან მარაღა აღმოსავლეთით სამ ფარსახზეა, სალმასი კი დასავლეთით მდებარეობს. ხმელეთით მისი სიგრძე დაახლოებით სამი დღის სავალზეა, გემით ერთ დღეში შეიძლება გადაჭრა. ტბის სიგრძე ექვსი დღის სავალს აღწევს. თებრიზს დასავლეთით მოუდის. ჩვიდმეტი ფარსახის მანძილზეა. ტბაში რამდენიმე უდაბური კუნძულია. მათ შორის „ქვეყნების მოწესრიგებაში“ მოხსენიებული მთაა, რომელსაც ადრე თილას უწოდებდნენ. კუნძულზე წინათ კლდეში გამოჭრილი ციხე იყო, რომელშიც ჰულაგუს ხაზინა ინახებოდა. ახლა დანგრეულია. იბნ სეიდი90 ამ ციხეს 72 გრძედსა და 39 1/2 განედზე ათავსებს. ამ ტბისაკენ მრავალი მდინარე მიედინება, მაგრამ თვითონ ის არცერთ მდინარეს არ აძლევს სათავეს.
ამ მხარის მდინარეები შემდეგია: მდინარე ანდარაბი – საბალანის მთიდან მოედინება და არდებილში შედის. არანში არდებილის უწოდებენ. ანდარაბს აღწევს და მას მიეკუთვნება. ხოჯა ალიშაჰის ხიდის ქვეშ გაივლის და მდინარე აჰარს უერთდება. მისი სიგრძე დაახლოებით 25 ფარსახია. მდინარე აჰარი იმ მხარის მთებიდან გამოდის, რომელსაც არმინანის მაღლობი ან მონღოლების ენაზე გოქჩანილი ეწოდება. შეივლის ნოუდიზის ციხესა და აჰარში. სოფელ ბაილაყანს რომ გაივლის, უერთდება მდინარე ანდარაბს და ორივე არაქსს ერთვის. სიგრძე 20 ფარსახამდე აქვს. მდინარე საფი სათავეს საჰანდის მთაში იღებს, მარაღას რომ ჩაივლის, მდინარე ჯაღათუს უერთდება. სიგრძე ოც ფარსახამდე აქვს. მდინარე თაღათუ არმინანის მაღლობის ფარგლებში იწყება და ჯაღათუს მდინარეს ერთვის. მისი სიგრძე 15 ფარსახამდეა. მდინარე ჯაღათუ სათავეს ქურთისტანის მთებში იღებს. სიაჰქუჰდან გამოდის. მარაღის მახლობლად მდინარე საფის უერთდება და თებრიზის ტბას ერთვის. სიგრძე 20 ფარსახამდე აქვს. სარდ-რუდი (ბავილ-რუდსაც უწოდებენ) საჰანდის მთიდან გამოდის, მიედინება სარდისა და ბავილის სახელწოდების ადგილებში და სარავ-რუდთან ერთიანდება. სიგრძე ექვს ფარსახამდე აქვს. მარდ-რუდი გამოდის საჰანდის მთიდან, ჩაივლის მარაღის მახლობლად და ქიავიდვანში მდინარე ჯაღათუს უერთდება. მისი სიგრძე რვა ფარსახამდეა. მდინარეები სანჯიდ და ქედივი გამოსვლის ადგილას ორი მდინარეა; შემდეგ კი ერთიანდება და საფიდ-რუდს ერთვის. სიგრძე 8 ფარსახი აქვს. შალ-რუდი შალის მთებიდან გამოდის. მისი ერთი, მცირე ტოტი საფიდ-რუდს ერთვის. მისი სიგრძეც აქამდეა. გარმ-რუდი სარავის მთაში (იღებს სათავეს). შემდეგ გარმ-რუდის ვილაიეთს გაივლის და მდინარე მიანეჯს უერთდება. მისი სიგრძე 10 ფარსახამდეა. მდინარე მიანეჯი უჯანის მთებიდან გამოდის. უჯანს რომ გაივლის, მიანეჯისაკენ მიდის და ველზე ჰაშთ-რუდს უერთდება. მისი სიგრძე 20 ფარსახამდეა. ჰაშთ-რუდი მარაღისა და უჯანის მთებში იწყება. მიანეჯის ფარგლებში მდინარე მიანეჯთან გაერთიანდება და საფიდ-რუდს ერთვის. მისი სიგრძე 20 ფარსახამდეა. მიანეჯის ხიდი 32-თაღიანი დიდი ნაგებობაა; ხსენებულ მდინარეზე შამს ად-დინ საჰიბ92 დივანმა ააშენა. საფიდ-რუდი ირანის ერაყში მდებარე ხუთწვერა მთიდან გადმოდის. აქამდე სხვა ადგილებდან მომდინარე მდინარეების წყლებს რომ უერთდება, შემდეგ გილანში, ხაზართა ზღვას ერთვის. ამ ქვეყნის მთების ნაწილშია მოხსენიებული. მდინარე მეჰრან-რუდი საჰანდის მთიდან გამოდის და თებრიზის ბაღნართან მთავრდება. იმ ადგილას, სადაც მდინარე ფართოვდება, მისი უდიდესი ნაწილი სარავ-რუდთან ერთიანდება და თებრიზის ტბას ერთვის. მისი სიგრძე 7 ფარსახია. მდინარე უჯანი საჰანდის მთაში იღებს სათავეს. გაივლის უჯანს და 7 ფარსახის მანძილზე სარავ-რუდს უერთდება. მდინარე სარავი –– მდინარე სორხაბსა და სარავ-რუდსაც უწოდებენ – საბალანში აშქამდის მთიდან (389) იწყება და სარავში მიედინება. რადგან ტბის საზღვარზე ბიც ნიადაგსა და მარილის საბადოებზე გაივლის, მდინარე უჯანი მარილიანდება და „შურე-რუდი“ ხდება. იგი თებრიზის ჩრდილოეთით ჩაივლის, ტბას აღწევს და ერთვის. „მთლიანად მისი სიგრძე 40 ფარსახამდეა“. მდინარე მარანდი მარანდის მთებიდან გამოდის და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკნ მიედინება გაზაფხულზე მისი გადალახვა შეუძლებელია. ვიდრე მარანდს მიაღწევდეს, 4 ფარსახის მანძილზე მიწაში იკარგება, დაიმალება, შემდეგ ისევ ჩნდება და მარანდში მიედინება. მისი დიდი ნაწილი ხოის მდინარესთან ერთიანდება და მდინარე არაქსს ერთვის. სიგრძე 8 ფარსახამდე აქვს. მდინარე არაქსი კი არანის თავშია ნახსენები. ესენი ყველა მოხსენიებულია ჰამდალაჰის „გულთა სიამეში“.
აზერბაიჯანის გზები
თებრიზიდან დასავლეთით ერზურუმისაკენ მარანდის გზა 11 ფარსახია, იქიდან ხოიმდე – 12, ხოიდან სოქმან აბადამდე -– 6 ფარსახი, ბენდმაჰამდე 3 ფარსახი, არჭეშამდე 8 ფარსახი, მალაზგირდამდე 8, ხნუსამდე – 10 ფარსახი, აკბენდის მაღლობამდე 15 ფარსახი93, ერზურუმამდე 6 ფარსახი. მთლიანად 79 ფარსახია.
კვლავ თებრიზიდან ჩრდილოეთით ყარაბაღისაკენ არმინანის მაღლობამდე – გოქჩანილამდე – 8 ფარსახია, ძველად ვეზირ ხოჯა სეიდ ად-დინ სავეჯის იქ ერთი რაბათი ჰქონდა. ერთი რაბათიც ამირ ნიზამ ად-დინ იაჰია სავეჯიმ94 ააშენა. აქედან ქალაქი აჰარი 6 ფარსახზეა. იქიდან ბაილაყანამდე 8 ფარსახია. ამ გზაზე კორუჩაის ხეობაში ხოჯა თაჯ ად-დინ ალიშაჰმა რაბათი ააშენა. ბაილაყანიდან ალივანის რაბათამდე 8 ფარსახია. აქედან 6 ფარსახზე მდებარეობს სოფელი იურიდ. აქედან ყარაბაღამდე 4 ფარსახია. არაქსის ნაპირი, რომელიც ყარაბაღის საზღვარია, 10 ფარსახზეა; ყარაბაღს სამხრეთით ესაზღვრება.
კვლავ თებრიზიდან სულტანიემდე სეიდაბადის გზა – 4 ფარსახია. ქალაქ უჯანამდე – 4 ფარსახი, სენქილაბადამდე – 4 ფარსახი, თერქმანამდე 4 ფარსახი. ხსენებულ სოფელს ადრე დირხავანს უწოდებდნენ. ქალაქი იყო. აქედან მიანემდე 6 ფარსახია. აქედან სერჯიმამდე 6 ფარსახია. ვეზირ ყიას ად-დინ მოჰამედმა და მისმა ძმამ ჯალალ ად-დინ მოჰამედმა აქ თითო რაბათი ააშენეს. აქედან ვეზირ თაჯ ად-დინ ალიშაჰის აშენებული სექბას რაბათი 7 ფარსახზეა. აქედან ზენჯანამდე 7 ფარსახია, სულტანიემდე – 5, ერთად 46 ფარსახი იქნება.
გზა არდებილიდან სულტანიესაკენ: თალიშამდე 6 ფარსახია. სანჯიდსა და ხალხალამდე 6 ფარსახია. იქიდან ქალაქ ქუზე-ქონანამდე 6 ფარსახია, იქიდან ბუბ სუვარიმდე 7 ფარსახია, იქიდან ზენჯანამდე – 7 ფარსახი. იქიდან სულტანიემდე – 5. ერთად 37 ფარსახი იქნება.
ისევ გზა არდებილიდან ყარაბაღისაკენ: არშიდის რაბათამდე 8 ფარსახია, ვარლიკამდე – 8 ფარსახი, ბაჯარვანამდე 4, ამ პუნქტს სამხრეთით ჩაუდის სოფელ ბარზანდის მდინარე. მარჯვნივ მიედინება. აქედან მაჰმუდაბადი 8 ფარსახზეა ერთად 40 ფარსახია. შემდეგ თებრიზიდან ნახჭევანამდე 12 ფარსახია, არდებილამდე – 25, ყაზვინამდე კი 7 დლის სავალია, არდებილიდან 7 დღეში შეიძლება მიაღწიო. არდებილიდან ხუნაჯი 27 ფარსახზეა, მარაღა – 30. აქედან 30 ფარსახზე ურმიაა, დინავარი კი – 60. ხუნაჯი 13 ფარსახით არის დაცილებული. ხოიდან ნახჭევანამდე 3 დღის სავალია, არჭეშამდე – 6, სალმასამდე – 7 ფარსახია, აქედან ურმიამდე – 16.
კვლავ თებრიზიდან მარანდი 2 დღის სავალზეა. აქედან ხოიმდე 1 დღის სავალია, ხოიდან ნახჭევანამდე – 3, აქედან დაბილი – 3 დღის სავალზეა. მარაღიდან დინავარი 30 ფარსახზეა, სალმასიდან მე-14 ფარსახზე ურმია მდებარეობს; არდებილიდან 20 ფარსახზე მიანაა, მიანიდან ხოიმდე 8 ფარსახია, ხოიდან ლუსრამდე – 10. აქედან მარაღა 10 ფარსახზეა, მისგან დეჰხარყანი 2 დღის სავალზეა, აქედან 2-ზე თებრიზია. არდებილიდან საფითრუდის ხიდი 2 დღის სავალზეა. მისგან ხოიმდე 2 დღის სავალია; აქედან 2 დღის სავალზე კი ზენჯანი.
აზერბაიჯანის ხსენებული მხარის ზოგიერთი ადგილი დაიპყრეს მისი უდიდებულესობის ომარის95 დროს, ალაჰი იყოს მისი შემწე. მისი მმართველობა უთბა ბინ ფარკადს მიეცა. ამის შემდეგ ოსმანის96 უდიდებულესობის ხალიფობის დროს, მაღალი ალაჰი იყოს მისი შემწე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე ვალიდ იბნ უკბამ ილაშქრა. ძველად რომ ხუზაიფა იბნ ალ-იამანის97 ზავი არსებობდა, იმის თანახმად, ხარაჯა 8000 დირჰემი გადაუწყვეტია98. შემდეგ ოსმალთა და აბასელთა მმართველების გამგებლობაში იყო. ხან სელჩუკთა და ხან ხორასნის მეუფის გამგებლობაში შედიოდა. 618 (1221/2) წელს დაიპყრეს და ააოხრეს ჩინგიზიანებმა. მას შემდეგ რაც ჰულაგუმ ჩინგიზიანთა სახელმწიფოს ერაყი შეუერთა, აზერბაიჯანის სატახტო ქალაქიც დაიპყრო. მისი საგვარეულოდან აბაღა,
აჰმედი, არღუნი, ქეიღათუ, ბაიდუ და ყაზან მაჰმუდი ხან ხორასანში იყვნენ და ხან აქ. ყაზანის შემდეგ მისმა ძმამ სულტან მოჰამედ ხოდაბენდემ 705 (1305/6) წელს ქალაქი სულტანიე დააარსა და დედაქალაქი თებრიზიდან იქ გადაიტანა99. 735 (1334/5) წელს მისი ვაჟი აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი გარდაიცვალა და მის ადგილზე არფა ხანი ავიდა. მაგრამ ხსენებული ბაჰადურის შემდეგ სახელმწიფო დაეცა. 754 (1353) წლამდე მათი შვიდი შთამომავალი ზოგიერთ ადგილს ტომთა მეფეების მსგავსად განაგებდა. 812 (1409/10) წელს მტარვალი თემურის შთამომავლებმა ამოწყვიტეს100.
777 (1375/6) წელს გამოჩნდნენ და აზერბაიჯანი დაიპყრეს მოსულისა და ჯეზირეს შავბატკნიანთა წარმომადგენლის თურქმან ბაირამ ხოჯას შთამომავლებმა – ყარა-მაჰმუდმა და ყარა-იუსუფმა101. შემდეგ მას ყარაიუსუფის ვაჯი ისქანდერი102 და ჯაჰან-შაჰი103 მართავდნენ. ხსენებულმა ჯაჰან-შაჰმა თებრიზში მეჩეთი ააგო. შემდეგ მის ადგილზე მისი ვაჟი ჰასან ალი104 დაჯდა, რომელიც 873 (1468/9) წელს უზუნ-ჰასანთან ბრძოლაში დამარცხდა და სახელმწიფოც მოისპო.
თეთრბატკნიანთა სახელმწიფო.
თეთრბატკნიანთაგან ყარა იულუქ ოსმანი თემურმა დიარბექირში ვალის თანამდებობაზე დანიშნა. შემდეგ ვალი მისი შვილი ჰამზა და ძმისშვილები ჯაჰანგირი და უზუნ-ჰასანი გახდნენ. ისინი შავბატკნიანთა დინასტიასთან გამუდმებულ ბრძოლასა და შულლში იყვნენ ბოლოს უზუნ-ჰასანმა გაიმარჯვა და აზერბაიჯანი მათ ხელიდან გამოგლიჯა. გარდაცვალებამდე, 883 (1478/9) წლამდე, ხორასანსაც მართავდა და ერაყსაც. მან ირანის ფადიშაჰზე, აბუ საიდ იბნ მირანშაჰ იბნ თემურზე ქედმაღლურად გაილაშქრა, ყარაბაღში გააქცია და იქ მოკლა. ამის შემდეგ ჰასან დერაზ ბოლანდის105 სახელით გახდა ცნობილი. აბუ ლ-ფათიჰ სულტან მეჰმედ ხანს შეებრძოლა და დამარცხდა. მის ადგილზე მისი ვაჟი ხალილი და იაყუბი დასხდნენ. სულტან იაყუბის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მის ძმებს აჰმედს, მურადს, ალვანდს და მოჰამედს ერთმანეთში შუღლი ჰქონდათ106, შეიხ სეფის ერთ-ერთმა შთამომავალმა შაჰ ისმაილმა ხელსაყრელი დრო ჰპოვა და მათი ქვეყანა დაიპყრო.
სეფიანთა სახელმწიფო
ადრე, არდებილის აღწერის დროს ნახსენები სეფიანთა დინასტია შეიხ სეფის შექმნილია. ამათგან შეიხ ჯუნეიდ107 იბნ იბრაჰიმ იბნ ალი იბნ მუსა იბნ სეფი ად-დინ ისჰაკი წესის მიხედვით მემკვიდრეობით არდებილის დერვიშთა სავანეში გამგებლობის ხალიჩაზე ავიდა. თებრიზის ფადიშაჰმა, მიმდევრების სიმრავლით ცნობილმა ჯაჰან-შაჰ იბნ ყარა-იუსუფმა შეიხ ჯუნეიდი არდებილიდან გააძევა. იგი დიარბექირში მივიდა და უზუნ-ჰასანის და შეირთო; მასთან შეიხ ჰეიდარი შეეძინა. უდავო იყო, რომ მას გუნებაში სამეფოს სათავეში აღზევებისათვის აჯანყების სურვილი ჰქონდა. ურჩები რომ მოსპო, საქართველოზე საღვთო ომის საბაბით ილაშქრა. [391] იმ მხარის შირვანშაჰ ხალილს შეებრძოლა და დამარცხდა. ხალილმა მოკლა ჯუნეიდი. შემდეგ მისმა ვაჟმა ჰეიდარმა წითელი თორმეფცგზოლიანი ჩალმა შემოილო; თავის მიმდევრებს დაახურა. იმამური სექტის [მოწოდების] თანახმად აჯანყების განზრახვით იმ მხარეში რომ მოვიდა, ხსენებულმა შირვანშაჰმა თებრიზის გამგებელ იაყუბს შეატყობინა. ამანაც მის წინააღმდეგ ამირ სულეიმანი გაგზავნა. მისმა ლაშქარმა უკან დაიხია, ხოლო შეიხ ჰეიდარი ბრძოლის ველზე დაეცა. რადგან მისი ვაჟი შაჰ ისმაილი მცირეწლოვანი იყო, არ მოკლეს. ისთახრის ციხეში108 ჩასვეს და ვიდრე იაყუბი არ მოკვდა 896 (1490/1) წლამდე, იქ იმყოფებოდა. 906 (1500/1) წელს მან დრო იხელთა, გამოჩნდა და აჯანყდა. პირველ რიგში შირვანშაჰი დაამარცხა და მოკლა. შემდეგ კი აზერბაიჯანის ტახტზე ავიდა. იმამობა ოფიციალურად შემოიღო. სუნიტები დახოცა, გაჟლიტა და მცირე დროში ხორასანი და ერაყი აიღო. ჩალდირანთან სულტან სულეიმანს შეებრძოლა109 და, თუმცაღა დამარცხდა, არეულობაზე ხელი მაინც არ აიღო. შემდეგ, ჩვენ დრომდე ამ მხარეებს მართავდნენ მისი ვაჟი შაჰ თამაზი, თამაზის ვაჟი ისმაილი, ხუდაბენდე, შაჰ აბასი, სეფი და აბას მირზა110. ბიწიერ ჩვეულებასა და მწვალებლობას დაადგნენ. შემდეგ ქვეყანა ოსმალებმა დაიპყრეს და ბეგლარბეგი დაუნიშნეს. 1012 (1603/4) წლის მიჯნაზე უნგრეთის ლაშქრობებისა და ამბოხებულთა111 20 წლის მანძილზე დაპყრობილი მხარე შაჰ აბასმა დიდი ბრძოლითა და ეშმაკობით უკან დაიბრუნა და დაიმორჩილა. ამჟამად ის კვლავ იმ წყეული გაჩენის გამო, ერის მფლობელობაშია.
თავი 39. არანის, მუღანის და შირვანის ქვეყნები
39-ე თავი აზერბაიჯანის ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყანას ეხება. მისი საზღვარი აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, გილანი და დაილამია, სამხრეთიდან ქურთისტანი და სომხეთი, რომელსაც ამჟამად ვანს1 უწოდებენ, დასავლეთით-ერზურუმის ეიალეთი და საქართველოს მთები, ჩრდილოეთით-ხაზართა, იგივე შირვანის ზღვა2 და დაღესტნის ვილაიეთი. ხსენებულ საზღვარს სამი ქვეყანა ეკვრის. რადგან ერთმანეთს ემიჯნებიან, ერთ თავში მოვიხსენიებთ. ეს ქვეყნებია: არანი, რომელსაც აგრეთვე რევანს3 უწოდებენ, მუღანი და შირვანი.
რაც შეეხება არანს – ფათჰა, ჰამზა და რა თეშდიდით (ე.ი. არრან – გ.ა.): „ქვეყნების მოწესრიგებაში“ ნათქვამია, არანი „საჩუქრის“4 მიხედვით, იაფეტის ძის5 სახელით არის გადმოცემულიო. „საუკეთესო დაყოფაში“ ალიფითა და ლამით არის ჩაწერილი და ავტორი გვაცნობებს, რევან7 ფორმითაც იხმარებაო. თავდაპირველად, ეს იყო სახელი ვილაიეთისა, რომლის დედაქალაქი განჯა გახლდათ, შემდეგ კი ცნობილ ციხეს ეწოდა. ჰამდალაჰი მოგვითხრობს, არანი მდინარე არაქსსა და მტკვარს შორის მდებარე ვილაიეთის სახელწოდებააო. რადგანაც ასეა, ვახსენოთ ამ ვილაიეთში მდებარე ქალაქები.
ერევანი – 87 გრძედსა და 39 განედზე მდებარეობს. ჩუხურ-საადის მხარის ყასაბა და სატახტო ქალაქია. მდინარე ზანგი ქალაქის გალავანს დასავლეთით ჩაუვლის ციხე აშენებულია ხსენებულ მდინარესთან, სწორ ადგილზე, მიწისაგან. სამხრეთსა და ჩრდილოეთით ორი კარი აქვს. სამხრეთისას „თებრიზის კარს“, ჩრდილოეთისას კი „შირვანის კარს“ უწოდებენ. გარშემო ბაღები და ვენახები აქვს. მარცვლეულიანი და ხილიანი ადგილია. აღნიშნული გალავნის შიგნით ბაზარი, მეჩეთი და მდინარესთან აღმართული ციხეა. ძველად, 991 (1583) წელს ის ფერჰადფაშამ აიღო და ჯარი ჩააყენა. 1014 (1605/6)8 წელს შვიდთვიანი ალყით შაჰაბასმა დაიპყრო; ათი წლის შემდეგ კი მას ალყა მეჰმედ ფაშამ9 შემოარტყა, მაგრამ აღება ვერ მოახერხა. 1045 (1635/16) წელს ერევანში სულტან მურად ხანი ჩავიდა. (392) შვიდ დღეში დაიპყრო და უკან გაბრუნდა. როდესაც შაჰ სეფი10 მოვიდა, მან კვლავ დაიკავა. ის მოსავლიანი ადგილია და ამჟამად ყიზილბაშთა ხელშია.
არარატის დიდი მთა – მრგვალი მთაა, რომლის ნახევარზე მეტი მუდამ თოვლით არის დაფარული, იგი ერევნის სამხრეთ-დასავლეთით ერთი დლის სავალზე მდებარეობს და შორიდან მოჩანს. მისი გარშემოწერილობა რამდენიმე დღის სავალს უდრის: ვინაიდან გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, მდინარე არაქსი მას ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩაუვლის. ალაშკერდის ველი მდინარესა და მთას შორის მდებარეობს, მისი ერთი მხარე კი ჩალდირანის ველია. ამ მიზეზით ჩრდილოეთ მხარეს ჩალდირანის ველს უწოდებენ.
განჯა – ერევნის აღმოსავლეთით, 4 დღის სავალ მანძილზე, სწორ ადგილზე გაშენებული ვენახებიანი და ბაღებიანი ქალაქია. რადგანაც აქ უხვად არის ლეღვი და სხვა ხილი, მისი ჰავა ციებიანია. ვინც იქაურ ლეღვს ჭამს, ციებით ავადდება. ჰამდალაპჰი ამბობს, ის ისქანდერ რუმიმ11 ააშენა, ხოლო განაახლა ფირუზის ვაჟმა ყობადმა12. ადრე დიდი და გაშენებული იყო. დარჩენილია მაღალი ნაგებობების კვალი. კარგად ხარობს საუცხოო ჯიშის ბროწეული, ყურძენი და სხვა ხილი. წყალი ბერბერის სახელით ცნობილი მდინარიდან მოდის.
ბარდა13 – განჯიდან ჩრდილო-დასავლეთით ორი დღის სავალზე მდებარეობს. ისლამის ქალაქია. აშენებულია ამაღლებულ ადგილზე ჰიჯრით 30 (659/60) წელს. მას ერთი საძოვარი აქვს, რომელსაც თერქს უწოდებენ. კარგი წყლიანი მინდორია და ზაფხულობით იქ მიდიან. მტკვრიდან გამოსული ორი მდინარე ჩაუვლის. იბნ სეიდი14 აღნიშნავს, ზოგიერთი ამბობს ანდარაბიაო, მაგრამ ეს სწორი არ არის. ბარდას მახლობლად ერთი თხილნარია, რომელშიც ძალიან კარგი და ბევრი თხილია. მისი თხილი სამარყანდის თხილს ჯობს, იქ ერთნაირი ჯიშის ლეღვია, რომლის მსგავსი სხვა მხარეებში არ მოიპოვება. დიდია აბრეშუმის მოსავალი, რადგან ბევრი თუთის ხეა. [აბრეშუმი] ქვეყნის გარეთ იგზავნება. აქაური ჯორი სხვა მხარეების ჯორებზე უკეთესია. ჰანაფიტებიდან15 ამ ქალაქს აბუ საიდ ბარდა მიეკუთვნება.
ნახიჭევანი – (იწერება ფათჰით, ნუნით და ხა-თი; არაბიზირებულად ნაკშ-ე ჯიჰანია, ნაკჯევანსაც უწოდებენ) – ქალაქია 88 გრძედსა და 38 1/2 განედზე16. მისი შენობების უმრავლესობა აგურისაა. მოსავალი მარცვლეული, ბამბა, ყურძენი და ხილია. მოსახლეობა თეთრსახიანია. ჰამდალაჰის მიხედვით, მას ექვემდებარებოდა ალინჯაყის ციხე, თაღმარი, ფაღანი”, და სხვა. დივანის გადასახადი 115000 დინარია; გარდა ამისა, ერთი თუმანი.
ბაილაყანი – ძველად ყობადის მიერ აშენებული ქალაქი იყო. ამჟამად სოფელია. შენობები აგურისაა, ჰავა რბილი მოჰყავთ მარცვლეული, ბრინჯი, ბამბა და სხვა. აქედან ვარსანი ექვს ფარსახზეა. ამინ აჰმედი17 ამბობს, რომ მას ძალიან მტკიცე ციხე ჰქონდა, როდესაც იგი ჰულაგუ-ხანმა აიღო, მოსახლეობაც დახოცა და ციხეც დაანგრია. „კლიმატთა სურათები“18 გადმოგვცემს, რომ ილხანთა ლაშქარმა ბაილაყანს ერთხანს ალყა შემოარტყა, მაგრამ დაპყრობა ვერ შეძლო, რადგან მანჯანიყით სასროლო ქვა იშვიათი იყო. ნასირ ტუსის სწავლებით, ხისგან საზარბაზნო ბირთვები გააკეთეს და ტყვიით გაავსეს, ქვის მაგივრად მანჯანიყი დაუშინეს. ქალაქზე ამ გზით გაიმარჯვეს. როდესაც რუმიდან თემური დაბრუნდა და ბაილაყანს მიაღწია, მისი აღდგენა ისურვა. ამ საქმეს მირზა შაჰრუხი19 შეუდგა. ბარლასის არხის20 გაყვანას ცდილობდნენ, მაგრამ დაბრკოლება გადაეღობათ. შემდეგ კი გაიყვანეს არხი, რომელიც ამჟამადაც მიედინება.
რაც შეეხება მუღანს, იგი ყარაბაღის მხარეს შეიცავს. იწერება ღაინით ან კაფით. მას მუკანსაც უწოდებენ. „ქვეყნების მოწესრიგებაში“ მუღანი იაფეტის ძედ მოხსენიებული ვილაიეთის სახელია. შირვანის ზღვის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. (393) სომხეთით, შირვანით, აზერბაიჯანითა და ხაზართა ზღვით არის გარშემორტყმული. ათაბეგების დროს 300 თუმანზე მეტ შემოსავალს იძლეოდა. შემდეგ 30 თუმანსა და 3 დინარს21. სანგ-ბარ სანგის მთიდან მდინარე არაქსის ნაპირამდეა გაშლილი. ამ მანძილზე საბალანის მთისაგან მოფარებული მცენარეულობა შხამიანია. ცხოველები გაწყდა. მშიერი ცხოველისათვის განსაკუთრებით გაზაფხულია საშიში დრო, იმ ადგილზე კი საბალანის მთიდან რომ მოჩანს, ასეთი საშიშროება არ არისო, –– წერს ჰამდალაჰი. ზოგიერთი მცოდნის აღწერის მიხედვით, შემახას, ნევშეჰრსა და მაჰმუდაბადს შორის ერთი დღის სავალია. ნევშეჰრიც ჩაწერილია როგორც ამის მახლობელი ყასაბა. ნათქვამია, რომ ქელეხალის წყალი მისგან გამოდის.
ბაჯარვანი – ადრე მუღანის ქალაქი იყო. ამჟამად სოფელია. ჰავა რბილი აქვს. წყალი მთიდან მოდის. მისი მოსავალი მხოლოდ და მხოლოდ პურეულია.
ბარზანდი – საშუალო ყასაბაა. დანგრევის შემდეგ ხალიფა მუთასიმის მონამ აფშინმა22 აღადგენინა. შემდეგ კვლავ დაინგრა. სოფელი დარჩა. ჰავა რბილი აქვს. წყალი წყაროებიდან მოდის. ნიადაგი მოსავლიანია და მცენარეულიანია.
ფილესუვარი – ბუვეიანთა დინასტიის ამირთაგან ფილესუვარმა ააშენა. ჯერ ყასაბა იყო, შემდეგ კი სოფლად იქცა. წყალს ბაჯარვანის მდინარიდან ხმარობენ. აქაური მოსავალი მარცვლეულია.
მაჰმუდაბადი – ყასაბაა ყარაბაღის რაიონში, გავბარის უდაბნოზე, მას შილსაც უწოდებენ. მდებარეობს ზღვის ნაპირზე იმ ადგილებს შორის, სადაც მდინარეები მტკვარი და ჩიჰხალი ზღვას ერთვის. მასში ბევრი თევზია. სულტან მაჰმუდ ყაზანის23 აშენებულია.
ყარაბაღი – შირვანის აღმოსავლეთით მუღანის ერთ-ერთი ქალაქი და ნაჰიეა. ამ მხარეში რამდენიმე ყასაბაა. მათ შორის ბეთლანი და ელკასიე.
ჰამშაჰრე – ზღვის ნაპირთან ახლოს ერთი ფარსახის მანძილზე მდებარეობს. ადრე აბარშაჰრი ეწოდებოდა. ფირდოუსიმ „შაჰ-ნამეში“ რომ თქვა, „როს ფარჰადმა აირჩია აბარშაჰრი, ბრძოლით მიიტაცა ამა ქვეყნის ნათელი“ო, ის ქალაქია.
შირვანი (ქესრა და წერტილიანი შინი) – ჰამდალაჰის მიხედვით, ვილაიეთის სახელია მტკვრის ნაპირიდან ბაბ ალ-აბვაბამდე, იგივე დემირყაფუმდე და იგივე დერბენდამდე. „ხანების“ დროს დივანის გადასახადი 100 თუმანი იყო; შემდეგ 11 თუმანი და 3000 დინარი გახდა25 მისი დედაქალაქი 87 გრძედსა და 40 განედზეა26 ჩაწერილი. „ქვეყნების მოწესრიგების“ მიხედვით (ფათჰა შინით) ბაბ ალ-აბვაბის მხარის ქალაქია. ავტორი „ყოყმანს“ იმოწმებს და გადმოგვცემს, ზოგიერთი ამბობს ვილაიეთის სახელია, მისი ყასაბა კი შემახააო. ამჟამად ხაზარის სახელით არის ცნობილი რადგან ის ანუშირვანმა27 ააშენა, სიადვილისათვის ანუ ჩამოაცილეს და შირვანს უწოდებენო. ამის შემდეგაც არის ზოგიერთი რამ: დაწვრილებით ქვემოთ იქნება მოხსენიებული. ამინ აჰმედი „შვიდ კლიმატში“ მოგვითხრობს, რომ შირვანი ძველ დროში ქალაქის სახელი იყო, ამჟამად კი რამდენიმე ქალაქისაგან შედგენილ ვილაიეთს ეწოდებაო. ეს ქალაქებია: ბაქო, შემახა, არეში”, ბაბ ალ-აბვაბი და სხვა...
შემახა – (ფათჰა, შინი წერტილით) „ზღვიდან დასავლეთით ერთი დღის სავალზე შირვანის მთავარი ქალაქი და გაშენებული ყასაბაა“, აღნიშნავს აბუ ლ-ფიდა და „დაკვირვებას“28 იმოწმებს. როგორც ჰამდალაჰი გადმოგვცემს, ანუშირვანის აშენებულია. იქ რბილი ჰავაა. ამბობენ და წერენ, მოსეს კლდე და სიცოცხლის წყარო29 იქ არისო. მე კი გარწმუნებთ, რომ ამ მხარეში გიბრალტარის სრუტის30 არსებობა სიცრუეა, „შვიდ კლიმატში“ ამინ აჰმედი ამბობს და წერს, რომ აქ წელიწადში 20000 იუქ აბრეშუმს იღებენ და გასცემენ, რომ აქაური ხილიდან კარგია ბროწეული, (394) ვაშლი და საზამთრო.
შამქორი – „ქვეყნების მოწესრიგების“ მიხედვით, არანის მიდამოებში ბარდას მახლობელი სოფელია. ამბობენ და წერენ, რომ იქ ერთი ძალიან მაღალი მინარეთია. იბნ სეიდის მიხედვით თბილისის აღმოსავლეთით მდებარეობს. ზოგიერთი აღნიშნავს, იგივე შემახააო, მაგრამ ეს მხოლოდ სახელის მსგავსების გამოა. 108
ყაბალა – ჰამდალაჰის მიხედვით, დერბენდის მახლობლად ფირუზის ძის ყობადის აშენებულია. მოჰყავთ პურეული. აქაური წყალი და ჰავა კარგია. ახლომახლო ერთი ხევია, რომლის შუაგულიდან ძალიან ცხელი წყალი გამოდის: ორთქლივით მხურვალიეა. რამდენიმე ნაბიჯს რომ გაივლის, ნაპრალში შედის და მიწაში ქრება. შემდეგ ერთი ისრის გასროლის მანძილზე კვლავ გამოდის და მიედინება. ძალიან კარგი და გემრიელი წყალია.
ფირუზაბადი31 – დერბენდის მახლობლად კარგჰავიანი ყასაბაა. როგორც ჰამდალაჰი აღნიშნავს მასზე „ქვეყნების ლექსიკონი“ მოგვითხრობს.
გუშთასფი – წყლის ნაპირზე ლოჰრასბის ძის გუშთასბის აშენებული დიდი ქალაქი და ვილაიეთია. მდინარე მტკვრიდან და არაქსიდან რომ ნაკადულები გამოიყოფა, ამ მხარეს რწყავს მისი სოფლები უხვმოსავლიანია. აქ კარგი პურეული და ბრინჯია, ხილი კი იშვიათი. მოსახლეობა თეთრსახიანია. მათი ენა ფალაურია – ჯილანის32 ხალხის ენა. დივანის გადასახადი 17500 დინარია33.
თბილისი – თა ფათჰით (ე.ი. თაფლის -– გ.ა) –– ციხე და ქალაქია. მდებარეობს 83 გრძედსა და 43 განედზე34, მდინარე მტკვარზე, საქართველოს მთების აღმოსავლეთით. მის ერთ მხარეს მთაა, ხოლო მეორე მხარეს მდინარე ჩამოდის. პურეული ბევრია, ხილი კი ცოტა. ხსენებულ ქალაქს სამი კარი აქვს35. ეს კარები ერთმანეთის პირდაპირ არის და მდინარე მტკვარი მათ შორის მიედინება. ციხე აგებულია მცენარეულით დაფარული დიდი კლდის ორსავე მხარეზე. მათ შორის [არსებული მანძილი] ძალიან ვიწროა. მდინარე რომ გადის, ის ადგილი ათი წყრთა იქნება. ძველ წიგნებში ეს ქალაქი ჩაწერილია როგორც საქართველოს ყასაბა. ადრე რომ ისლამის მოსახლეობამ დაიპყრო, შემდეგ ერთ დროს ქართველებმა უკან დაიბრუნეს და კვლავ მუსლიმებმა დაიპყრეს36. ამჟამად შირვანს ექვემდებარება37. ამ ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში ბევრი აბანოა, საამო, ზომიერად თბილი წყალი მოდის. რამდენიმე წყაროზე ქვის პატარა გუმბათიანი აბანოებია ძველთაგანვე აშენებული. ამ წყლებს გოგირდის სუნი აქვს და შიგ ბანაობა ძალიან სასარგებლოა. აჰმედ ამინი მოგვითხრობს, რომ „ქმნილებათა სასწაულების“ [მიხედვით], იმ წყაროებში თუ ათ კვერცხს ჩადებთ ცხრა მოიხარშება, ერთი კი გაქრებაო38.
ბაბ ალ-აბვაბი (ალ-ჰადიდიც იწერება) – ციხეა, რომელსაც აგრეთვე დემირ-ყაფუს და დერბენდს უწოდებენ. 81 1/2 გრძედსა და 42 I1/2 განედზე, ხაზართა ზღვის დასავლეთ სანაპირომდე ალბურზად წოდებულ საქართველოს მთებსა და ზღვას შორის გასასვლელის გადასაღობად აშენებული მტკიცე ციხე და ცნობილი ნავსადგურია. ხაზარის, სარირის, გორგანის, ტაბარისთანის, გურჯის და ყაითაყის ნავსადგურია. ზღვის სანაპიროს დიდი ნაწილი დაინგრა და დაახლოებით ერთ ყასაბამდეა დარჩენილი. აქედან ხსენებულ ადგილებში ქერელის ტილო და ზაფრანა გააქვთ. ზღვის სანაპიროზე ბევრგან კარგად ხარობს ზაფრანა. ხსენებული ციხე მდებარეობს ორ ფარსახზე იმ ადგილის ჩრდილოეთით, სადაც მდინარე მტკვარი ზღვას ერთვის. აღნიშნული ადგილის აღლმოსავლეთით ზღვაა, დასავლეთით კი დიდი მთები, რადგანაც მათ შორის ორ-სამ მილზე უდაბნოა, ჩრდილოეთში მცხოვრები ხაზართა ტომები და თურქები გადმოდიოდნენ და სამხრეთში შირვანის, აზერბაიჯანის და არანის ქვეყნებს ძარცვავდნენ. ირანის გამგებლები მათ გამუდმებით ეომებოდნენ. [395] ანუშირვანის დრო რომ დადგა, ისინი განდევნეს. ანუშირვანმა აღნიშნულ ადგილზე ციხის აშენების პირობით მათთან ზავი დასდო, ზღვის ნაპირიდან მთის აყოლებით კედელი აიყვანა, ყოველ სამ მილზე თითო რკინის კარი დააყოლა და შიგ მცველები ჩააყენა. იმ ხალხს გზა გადაუჭრა. ზოგიერთი ამბობს, პირველად ისფენდიარმა ააშენა39, შემდეგ ანუშირვანმა განაახლაო40. სწორ ადგილზე ორ მხარეს კარი აქვს. კედელი მხოლოდ ორია: ერთი მრგვალი მთის ძირში. მისი შუაგულიდან წყარო ამოდის, რომლის წყალი ძალიან გემრიელია. ამ ციხის გარშემოწერილობა 1050 წყრთაა, სიგანე კი 550 წყრთა. 70 კოშკი აქვს. ხმელეთის მხარეს მისი სიმაღლე თითქმის კონსტანტინოპოლის კედლისხელაა. კედლის შიდა და გარე ნაწილი თლილი ქვისაა. ქვების სიგრძე და სიგანე ოთხ-ოთხი წყრთაა. დიდი ქვებია. მის აღმოსავლეთით – ზღვაა, სამხრეთით ვრცელი უდაბნო, დასავლეთით – ხსენებული მთა, რომელზედაც, სხვადასხვანაირი ყვავილები იზრდება. მასუდი „ოქროს სამრეცხლოებში41 გადმოგვცემს, მისი კედელი ზღვაში ორ მილზე42 ვერ შედისო, გზის მშენებლობაზე კი ასე მოგვითხრობს: გაბერილი ტიკებით, ქვებით, რკინით, კალისა და ტყვიის შენადნობით იქ ჯებირი გააკეთესო. ღრმა ზღვას რომ მიაღწიეს, მყვინთავები ჩავიდნენ, ის ტიკები ჩაძირეს და კედლად აღმართესო. მე კი ვამბობ, რომ ამ სიტყვის დაჯერება შეუძლებელია. მშენებლობის ადგილი ღრმა თუ არ არის, წყალში გაკეთებული ამგვარი შენობები, კანონით, დაგმანული ზანდუკის ფორმის ქვის ფილებით შენდება, ხოლო თუ ღრმაა, მაშინ ძნელია ამის გაკეთება. პატარა ტიკებით მხოლოდ მაშინ შეიძლება კედლის ამოყვანა, თუ იგი ნავარაუდევია აქეთ-იქით სასეირნოდ, და, გარდა ამისა, ტიკებით კედლების აშენებას აზრი არა აქვს. მასუდი გვიჩვენებს, რომ მას გონივრული რამის თქმა არ შეუძლია.
ბაბ ალ-აბვაბის დასახელების შესახებ „სურნელოვან ბაღში“43 ასე წერია: ქალაქის კარები ხეობებს გასასვლელებს, ე. ი. ხვრელებს უქმნის,
რომლებიც მის მახლობელ უდაბნოსთან მთავრდება. ბაბ-სულ, ბაბ-ალან ბაბ ულ-სარირ, ბაბ ფილანიშაჰ და სხვა ხეობის გასასვლელია. რადგან ხსენებული ბჭეთა ბჭე მის ადგილზე მდებარეობს, ბაბ ალ-აბვაბი ეწოდა.
არეში44 – (სინი უწერტილო და წერტილებიანი) – მდინარის ნაპირას, შემახის ჩრდილო-დასავლეთით სამი დღის სავალზე ანუშირვანის აშენებული ყასაბაა. მდინარე მას ეკუთვნის. ჰავა ძალიან რბილია. შენობები ძალიან ცოტაა. შირვანის მეფეების სამყოფელი გულისტანის ციხე ამ მხარეშია. მიუვალი, მტკიცე და მაღალი ციხეა.
ყიზილ-აღაჯი – ქალაქია, მტკვრის წყალი ზღვას რომ ერთვის, იმ ადგილის აღმოსავლეთით, ერთი დღის სავალზე. აქედან არდებილს ორ დღეში მიაღწევ.
ნევშეჰრი – ყასაბაა მტკვრის ნაპირზე, შემახის სამხრეთით ერთი დღის სავალზე.
ლანგარქონანი – ზღვის ნაპირზე, ყიზილ-აღაჯის აღმოსავლეთით ორი დლღის სავალზე მდებარე ყასაბაა, იქ, სადაც არდებილიდან მომდინარე ბირაზდუს სახელწოდების მდინარე ზღვას ერთვის.
გორი – საქრთველოს საზღვარზე, მდინარე მტკვარზე მდებარე ციხეა.
ლორე – ცნობილი ციხეა მის მახლობლად45.
ბაქო – შირვანის ცნობილი ქალაქია 84 1/2 გრძედსა და 40 1/2 განედზე, დერბენდის მახლობლად, ზღვის ნაპირზე, შემახის ჩრდილო-აღმოსავლეთით. რბილჰავიანი ყასაბაა მის ირგვლივ, 10 ფარსახის მანძილზე ქვიანი ადგილია. მცენარეულის კვალი არ არის. მაგრამ ათ მტკაველს თუ გათხრი, მიწა გამოჩნდება. აქ ზოგიერთ |396| ქვას შეშის მაგივრად წვავენ. აღნიშნული ნაჰიის მიდამოებიდან ერთ-ერთი საბადო მოქმედია, სადაც ხუთასამდე ჭაა. იქ თეთრი და შავი ნავთობია. გარშემო თუ ცოტა მიწას გათხრიან და ქოთანსა და ქვაბს ჩადებენ, მიწის სითბო საჭმელს მოხარშავს. ეს ყველაფერი „შვიდ კლიმატში“ წერია.
ნიაზ-იაბადი ყასაბაა, ბაქოსა და დემირ-ყაფუს შორის, ზღვის ნაპირზე. ამ მხარიდან წარმოშობილი ცნობილი პირები არიან: ხაკანი, დიდ ხაკან46 მანუჩარის კარზე მოღვაწე გამოჩენილი პოეტი; 582 (1186/7) წელს გარდაიცვალა; ასტრონომი, პოეტი, და მევლანა ქემალ ად-დინ მასუდი – ლოგიკასა და ფილოსოფიაში იმ ეპოქის არაჩვეულებრივი წარმომადგენელი იყო; 905 (1499/1500) წელს გარდაიცვალა; მევლანა სადრ ად-დინი47, რომლის შვილიც რუმში მოვიდა; მედიცინაში ძლიერ დახელოვნებული მევლანა რუქნ ად-დინი48, მან აბუ ლ-ფათიჰ სულტან მეჰმედ ხანს თხზულება „განკურნების სარკე“ უძლვნა,: მირზაჯანის შეგირდი მევლანა იუსუფ ყარაბალი: დახელოვნებული იყო რაციონალისტურ მეცნიერებებში; დიდი ხანი არ არის, რაც გარდაიცვალა, აბუ ალ-ყალა განჯევი შირვანში ცნობილი პოეტი; შაფიიტების ფაკიჰი, „კატეგორიების“ და „ქცევის წესების“ ავტორი, ათთაფლისიც49 ამ ქალაქს მიეკუთვნება.
მტკვარი – დიდი მდინარე, სათავეს ყალიყალას მთებში იღებს და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიედინება, აღწევს ლორსა50 და ახალციხეს და სამხრეთით ჩაუვლის. ზოგიერთი მოგვითხრობს, რომ მდინარე მტკვრის სათავე კოლას ციხესა და ყარსს შორის მდებარე მთაში კოლას51 მახლობლად არისო. რადგანაც ხსენებულ სათავეზე მოთავსებულია ქვა, რომელსაც ხარის მოყვანილობა აქვს, ისე ჩანს, თითქოს წყალი ამ გამოსახულების პირიდან და ცხვირიდან იღვრება და დიდი ძალით მიედინება მისი კალაპოტი კოლას ველისაკენ მიემართება, კოლას მახლობლად უკან უხვევს და კოლას გასასვლელში შედის. გასასვლელი რომ არა, ტბა დადგებოდა და დაჭაობდებოდა, რადგანაც ველი ირგვლივ მთებით არის გარშემორტყმული; ძველ დროში ეს გასასვლელი ამ სარგებლობისათვის გაჭრეს, ქვა შიგ მოაქციეს და წყალს სადინარი შეუქმნეს. ხსენებული მდინარე კი ამ ქვიდან იღვრება. მისი კალაპოტი გასასვლელიდან გამოდის, ყარა არტაანში ციხის ძირისაკენ უხვევს, არჯუს52 და ხერთვისის ციხეების წინ გაივლის. ახალქალაქის მდინარე მის წყალს იმ მიდამოებში უერთდება და ხერთვისის კუთხეს აღწევს. შემდეგ აზბურის53 და ჭაჭარაქის ციხეების წინ გაივლის, ბინლიქის საძოვარზე ახალციხის მდინარეს იერთებს. გაივლის რა აწყურის ციხესა და პეტრეს უღელტეხილს, ზღვას ემსგავსება. თბილისში რომ შედის, მცენარეულით დაფარულ ორ დიდ კლდეს შუა გაივლის. მათ შორის მდინარე ძალიან ვიწროა. ციხე კლდეებზეა. შემდეგ ზაგემის მთების მდინარე ალაზანი54 მოდის, ერთვის მას, მტკვარი კი სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთისაკენ უხვევს, შირვანისა და აზერბაიჯანის საზღვარია. არანში, ჰამდალაჰის მიხედვით, ორად იყოფა. მცირე ტოტი შამქორის ტბას ერთვის, დიდი – იურთბაზარში არაქსის წყალთან რომ გაერთიანდება, შირვანის ზღვაში შედის მდინარის სიგრძე დაახლოებით ორას ფარსახამდეა. ხსენებული იურთბაზარი შემახიდან 10 ოფარსახით აღმოსავლეთით მდებარეობს. მას ჯევადსაც უწოდებენ. მის მახლობლად ლერწმოვანი ადგილია.
ზოგიერთი მცოდნეს გადმოცემით კი, მდინარე მტკვარი სამ ნაწილად იყოფა. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად ერთვის ზღვას. [397] ერთერთია რესთხალი. მტკვარს რომ გამოეყოფა, დიდ მდინარედ იქცევა. არაქსს ერთი დღის სავალზე ჩაუვლის, შემახისაკენ უხვევს და ჩრდილოეთით ჩაუვლის. ისეთ ადგილას, თვალით რომ დაინახავ, ზღვას ერთვის, იმ მიდამოში ერთი სოფელია, სადაც თევზს იჭერენ. მეორე – ქელეხალია; მტკვრს რესთხალის შემდეგ გამოეყოფა, მუღანისაკენ უხვევს, აღმოსავლეთისაკენ მიედინება და ზღვას აღწევს. მესამე – ჩეფეხალია. ქელეხალს გამოეყოფა და ნევშეჰრიდან ქვევით ალმოსავლეთისაკენ მიედინება. მაჰმუდაბადის ჩრდილოეთით უხვევს და ზღვას ერთვის. ხსენებულ მდინარეში მოიპოვება კარგი, ცნობილი თევზი ზირკის სახელწოდებით. მტკვარი არცერთ ადგილას, სადაც კი ჩაივლის, მოსარწყავად არ გამოიყენება.
მდინარე არაქსი (ფათჰა, ჰამზა, რა უწერტილო) – დიდი მდინარეა. ბინ გიოლის55 საძოვრიდან იწყება, ბასიანის საზღვრებში შედის და ჩობან ქოფრუსუს (მწყემსის ხიდი) ქვეშ გაივლის. ბაიაზედის („ციხის მახლობლად ჩრდილოეთში მდებარე გოქჩის ზღვიდან ზანგის მდინარე რომ გამოდის, ერევანს აღწევს და არქსს ერთვის. ყარა-სუსა და ჩუხურ-საადიდან არფა-ჩაი56 გამოდის და ერთვის. ერთად მიედინებიან აღმოსავლეთისაკენ, არარატის ძირში უხვევენ, ალაშქერდიდან57 ნახჭევანს აღწევენ და ჩულჰას ხიდის ქვეშ რომ გაივლიან, ყარაჯა დაღისა და კაჰკაჰას58 ციხის მახლობლად განჯისა და ყაფანის წყალს იერთებენ. ხიდის ქვეშ ერთად გაივლიან. მაჰმუდაბადიდან მტკვრის წყლის ერთ-ერთი ტოტიც მათ ერთვის. ჯევადის ხიდის ქვეშ რომ გაივლის, მდინარე არაქსი არესბარად წოდებულ ადგილას სიმაღლიდან ეშვება, რომლის ქვეშაც დიდი გზა გადის. აღნიშნული ადგილის მახლობლად მდინარე მტკვარს უერთდება და ზლვას ემსგავსება. გუშთასფის საზღვარზე ხაზართა ზღვას ერთვის. იმ ადგილებში, სადაც მდინარე გაივლის, მოსარწყავად გამოიყენება. არაქსის სიგრძე დაახლოებით 150 ფარსახამდეა.
მოგვითხრობენ, რომ ყურანში ნახსენები შვიდი მძინარე ყრმა ამ ადგილზე ცხოვრობდა. „ქმნილებათა სასწაულებში“ გადმოცემულია, რომ თუ ვინმე წელს ქვევით წყალში შესული იმ მდინარეს ფეხით გადაივლის და ქალს ზურგზე [ფეხს] დააჭერს, მას მძიმე მშობიარობას შეუმსუბუქებებს59. ზოგიერთ წიგნში კი წერია, რომ თუ არაქსს რიშთას სენით60 დაავადებული ფეხით გადაივლის, განიკურნება. მე ვამბობ: სულტან მურად-ხანთან ერთად ერევნის ლაშქრობის დროს თებრიზში რომ მივდიოდი, მდინარეების წყალპატარობის61 პერიოდში ხსენებული მდინარე გადავიარე. ფონიდან გადმოსული წყალი უნაგირს მისწვდა და როდესაც ერთ-ერთი ძლიერი მხლებელი წყალმა წაიღო, ბედნიერმა ფადიშაჰმა ხელი სტაცა და დახრჩობას ძლივს გადაარჩინა. თუ ავადმყოფი მდინარეს ფეხით გადაივლის, რიშთას დაავადებისაგან თავს დაიხსნის – საიქიოს გაემგზავრება. ქვემოთ ჩობანქოფრუსუს გავლის შემდეგ, მასზე გადასვლა, სათავის გარდა სხვა ადგილას არ შეიძლება. მისი განსაკუთრებული თვისება სათავიდან გადასვლისას თუ გამოჩნდება. აღნიშნული მდინარის წყალი სასიამოვნოა. იგი სომხეთის აღმოსავლეთი საზღვარია. ხოჯა ჰაფეზმა62 ეს მდინარე შეაქო. უთქვამს: „ჰეი, ნიავო, თუ შეივლი მდინარე არაქსის ნაპირზე, ემთხვიე მის მიწას და სურნელოვანი გახადე შენი ქროლვა“.
მდინარე სამური – სათავეს საქართველოს მთებში იღებს. მასში დაღესტნის წყლები შედის და დემირ-ყაფუსა და ნიაზაბადს შორის ხაზართა ზღვას ერთვის. სწრაფი და ძნელად გადასალახავი მდინარეა. მის კალაპოტში საპნის მსგავსი თიხა და ეკლის მაგვარი ქვებია.
მდინარე გუსფენდი – ყოიუნ-სუსაც უწოდებენ, დემირყაფუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 დღის სავალზე მიედინება. შამხალის მთებიდან გამოდის, ერთვის ხაზართა ზღვას. ესეც ძნელად გადასალახავი და სწრაფი მდინარეა. მაგარამ მასზე გადასვლა მრავალ ადგილას შეიძლება.
მდინარე სულჰი – დაღესტნის დასავლეთით იღებს სათავეს და ერთვის ხაზართა ზღვას. [398] მისი დინება ძალიან ნელია. ძლივს იძვრის. სიგანე ისრის გასროლის ნახევარი მანძილია.
მდინარე ბირაზდუ – „სამყაროთა სანახაობებში“ აშიკის“63 აღწერის მიხედვით, არდებილის მხრიდან გამოდის და ჩრდილოეთისაკენ მიედინება. ლანგარქონანის დასახელების ქალაქს სამხრეთით ჩაუვლის და
ზღვას აღმოსავლეთიდან ერთვის. ამ მხარის ცნობილი მთებია:
ალბურზის მთა, რომელიც დემირ-ყაფუს დასავლეთით მოუდის. მას ბევრი მთა ემიჯნება. თურქესტანიდან ჰიჯაზამდეა გადაჭიმული. ამბობენ, რომ მისი სიგრძე ათას ფარსახს აღემატებაო. ამ მიზეზით, ზოგიერთი მიეთმოეთობისა და სიცრუის მოყვარული მას კაფის მთად64 მიიჩნევს. ხსენებული მთის დასავლეთი მხარე საქართველოს ემიჯნება. მას ლაქზის მთებს უწოდებენ. ერზურუმის გავლის შემდეგ ყალიყალას მთები ჰქვია. ანტიოქიისა და მასისას გასაყარზე კი – ლაკამის მთა. იმ ადგილებში შამსა და რუმის ქვეყანას ყოფს. ჰამსა და დიმიშკს რომ აღწევს, იმ ადგილას ლებანანის მთას ეძახიან, მექასა და მედინას შორის კი – არაჯის მთას. ეს მთები შესაბამის მხარეებშიაი მოხსენიებული ალბურზის მთის აღმოსავლეთი არანისა და აზერბაიჯანის მთების მომიჯნავეა. მათ კაფკის მთას უწოდებენ. გილანის საზლვართან ერთმანეთს როცა გამოეყოფა, დაილამისა და ტაბარისთანის მთას უწოდებენ, ერაყის საზლვარს რომ მიაღწევს – ტარკალდარის მთას. ამ მთაში მრავალი იმამი ცხოვრობს. ხსენებული მთის ჩრდილოეთს ყაითაყს უწოდებენ. იქ ერთი ტომი ცხოვრობს. მისი სამხრეთი მხარე ცულით გამოთლილი კედლის მსგავსია. მთის სიგანე ათი დღის სავალია. ზოგიერთის აზრით დემირ-ყაფუს გარდა მეორე მხარისაკენ სხვა გზა არ არსებობს. სხვები კი ირწმუნებიან, ხსენებულ მთაზე ათამდე გზაა და ყველაზე დიდი, ბაბ-ალანად წოდებული მტკიცე კედელი, მთის შუაშია აშენებულიო. ამ მთებს შირვანის მოსახლეობა დერბენდს და, გარდა ამისა, დემირ-ყაფუს მთებს უწოდებს.
ხოლო შირვანის ზღვა „ქვეყნების მოწესრიგებაში“ ხაზართა ზღვად, „ატლასში“65 კი კასპიუმის ზღვად არის ჩაწერილი. თუმცა წიგნის დასაწყისში მოკლედ მოხსენიებულია, ამ მხარეშიც მისი დამატებების გამო ერთგვარად დაწვრილებითი თხრობა ცოდვა არ იქნება. ხსენებული ზღვა, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, შავ ზღვამდე, მსგავსია გრძელი ტბისა, რომელსაც ზღვასთან კავშირი არა აქვს. ზღვის დასავლეთი საზღვარი „ატლასის ნახატის მიხედვით 85 გრძედზეა, აღმოსავლეთი საზღვარი 105-ზე, სამხრეთ საზღვარი 42 1/29 განედისა და ჩრდილოეთი საზღვარი კი 47 1/2-ზე. მთლიანად სიგრძის მანძილი 20 და სიგანის კი 5-მდეა. ყოველი მხრიდან ძალიან დიდი მდინარეები ერთვის და ქრებიან. ამ მიზეზით ზერელედ მოაზროვნენი ამბობენ, მას შავი ზღვისაკენ მიწისქვეშა გასასვლელი აქვს და იქ გადადიანო. ერთი თასი ჩავარდა და იქ „ამოტივტივდაო. ამბობენ, თვითმხილველს ამ აზრის დადასტურება სურდა, მაგრამ ვერ მოახერხაო. თუ ბუნების მეცნიერების საფუძვლებს გაცნობილი ხარ, ძნელი აღარ არის ამ უვიცობისგან წარმომდგარი ფანტაზიის უარყოფა. მაგრამ ადრინდელ წიგნებში ამის შესახებ იყო ლაპარაკი და აქ გამეორება საჭირო აღარ არის. ხსენებული ზღვის დასავლეთ ნაპირზე დემირ-ყაფუს შემდეგ შირვანის მხარეში ნიაზაბადი და ბაქოს ციხეა. შემდეგ სამხრეთში, მუღანის მხარიდან ყარაბაღის საზღვარზე მდინარე მტკვრისა და არაქსის მუღანის მხარიდან ყარაბაღის საზღვარზე მდინარე მტკვრისა და არაქსის შესართავი ბენდმაჰი. აღმოსავლეთისაკენ გილანის მხარიდან ფუმინი, მასულე, შეჰრდეშთი, ლენქორუნი და რუდისარი66, შემდეგ აღმოსავლეთში ტაბარისთანის ოლქიდან როსთემდარი, ძველი ამოლი67, [399] მაზანდარანი, ტაჰანი და სერმიდ ანქა. აქედან ჩრდილოეთ ნაპირზე უდაბნო და კაბკის მთად წოდებული სიაჰქუჰი. იმ მხარეებში ხაზართა ტომი ცხოვრობს. მდინარე ვოლგის შესართავ ჰეშტთან მიხვალ. ამოლიდან სემენდარი 7 დღის სავალზეა.ა სემენდარინიდან შირვანი – 4; მისი მოსახლეობა მცირერიცხოვანია. ამ ზღვას არა აქვს მოქცევა და უკუქცევა. მისი წყალი შავი და მღვრიეა. კულზუმისა და ომანის68 მსგავსად გამჭვირვალე არ არის. მის ძირზე თეთრი ქვები არ მოჩანს და ლალისა და მარჯნისმაგვარი საუნჯე არ მოიპოვება, მაგრამ ზლვის ცხოველთაგან ბევრი დიდი თევზი და სხვა უცნაური არსებაა არის ექვსი-შვიდი უმნიშვნელო კუნძული69. ბევრ მათგანზე შავი და თეთრი ნავთობი მოიპოვება. ერთის გარდა სხვაზე მოსახლეობა არ გვხვდება. ერთ-ერთი მრგვალი თიხის მთის მსგავსია. მის ზედაპირზე წყლები [უხვად მოიპოვება, რომლებიც ბოლოს] ზღვაში ჩადის. ერთ-ერთი კუნძული ტყიანი და ბალახიანიაა მაგრამ გველების სიმრავლისაგან დაცარიელებული; იქ ცხოვრება შეუძლებელია. არის ერთი დიდი კუნძული ქუჰსიაჰად70 წოდებული. იქ ბევრი გამდინარე წყალი და ხეა, მაგრამ ეს ადგილი მაინც მიტოვებულია. ერთი ბალახიანი და წყლიანი კუნძული დასავლეთ ნაპირთან არის. იქ ზოგიერთი ცხოველი ბინადრობს.
ქვეყნის გზები
შირვანი არანი და ხაზართა ზლღვის ნაპირები: მულღანიდან სამხრეთისაკენ თებრიზი 10 დლღის სავალზეა, ბაბ-ალ-აბვაბი – 2-ზე. ჩრდილო-–დასავლეთისაკენ მდინარე მტკვრის შესართავი 16 ფარსახზეა, აქედან დემირ-ყაფუ – 21 ფარსახზე. განჯიდან ბარდა 2 დღის სავალზეა, აქედან შემახა –- 14 ფარსახზე, თბილისი კი 43 ფარსახზე. ბარდადან ვარსანი 7 ფარსახის მანძილზეა. აბასკუნიდან ხაზართა მხარეები 300 ფარსახის მანძილზეა. აქედან დიჰისთანი 6 დლღის სავალზე. ამოლიდან სემენდარი 8, ბურტასის71 საზღვარი კი 20 დღის სავალზეა. სარირის ქვეყანა 3 დღის სავალზეა. ამოლიდან ბულღარის უდაბნო ერთთვიან მანძილზეა. თუ ზღვით წახვალ, ორ თვეში მიაღწევ. ბარდადან ვარსანი 7 ფარსახზეა, აქედან ბაილაყანი – 7 ფარსახზე, მისგან 7 ფარსახზე ბარზანდი, იქიდან არდებილი 15 ფარსახზეა. ბარდადან ბარზანდი 17 ფარსახზეა. აქ მტკვარი ჩაივლის. შემახასა და შირვანამდე სამ-სამი ფარსახია. შირვანიდან ლაიჯანი 2 დღის სავალზეა აქედან მაიმუნ-ქოფრუსუს (მაიმუნის ხიდი) გავლით დერბენდამდე 20 ფარსახია. განჯიდან შამქორი 4 იფარსახზეა. აქედან ქალაქი ხაიარი 11 ფარსახზეა. აქედან აბარქანდამანის72 ციხე 10 ფარსახზეა, მისგან თბილისი 12. აქედან მერსი. 12 ფარსახზეა, მისგან დუმიში 12 ფარსახზე. აქედან გელაქუნი 16 ფარსახზე, აქედან დაბილი 16 ფარსასზეა. შემახიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 დღის სავალ მანძილზე არეში 5 და 2 დღის სავალზე ბაქოა. მტკვრიდან გამონაყოფი მდინარე რესთხალი ერთი დღის სავალზე, ზღვის აღმოსავლეთი – ერთი დღის სავალზე და ნევშეჰრიც ერთი დღის სავალზე. დემირ-ყაფუმდე აჟდარხანი 7-8 დლის სავალზეა, შემახიდან მუღანი ერთი დღის სავალზე. მუღანიდან მაჰმუდაბადი და ნევშეჰრი თითო დღის სავალზეა. ნევშეჰრი და ყიზილ-ალღაჯი ზღვით ორი დლის სავალზეა; ხმელეთით – 3. ყიზილ-აღაჯიდან არდებილი ორი დღის სავალზეა.
შირვანისა და არანის მეფეების ამბავი „სურნელოვანი ბალის“ მიხედვით ასეთია: აზერბაიჯანი მის უდიდებულესობა ომარის ხალიფობის დროს ისლამის ჯარის სარდალმა სურაკა იბნ ამრმა დაიპყრო. შირვანის მცველად კი ბუქაირა იბნ აბდულაჰი გაუგზავნიათ. მან აბდურაჰმან იბნ რაბიი მოწინავე ჯარს წაუძღოლა და თვითონაც.იმ მხარისაკენ გაემართა. იმ დროს შირვანს ფარსის მეფის ერთ-ერთი შვილი შაჰრიარი განაგებდა. [400] როდესაც აბდურაჰმანმა და ბუქაირამ შირვანს მიაღწიეს, შაჰრიარი მოვიდა და შეწყნარება ითხოვა: „მე საზღვარზე მრავალი სხვადასხვა რჯულის მტრისაგან შენი დამცველი ვიქნები და გზას გადავღობავ. ვილაიეთი შენი იყოსო“. დამორჩილდა და ჯიზიაზე დათანხმდა. ამათაც სურაკას აცნობეს. სერაკამ მისაღებად ჩათვალა და როდესაც მის უდიდებულესობა ომარს შეატყობინა, მანაც მოიწონა. შემდეგ უმაელთა დინასტიის ხანაში ამ ქვეყნებზე მუსლიმა იბნ აბდ ალ-მალიქმა ილაშქრა; იქაურმა მოსახლეობამ ისლამი მიიღო. ბაჰრამ ჩუბინის შთამომავლებიდან შირვანისა და დემირყაფუს გამგებელი მეჰმედ იბნ იეზიდი იყო. იგი მას ერთ თვემდე განაგებდა. ჰიჯრის 180 (796/7) წელს ხაზართა ტომმა დემირ-ყაფუ აიღო და ისლამის მოსახლეობა გაანადგურა. იმ ბრძოლაში 140 000 მუსლიმი დაეცა73. ისლამის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა ადრე არ ყოფილა. აბუ ჰამიდი ამბობს, მუსლიმებმა ბაბ ალ-აბვაბი და ტაბარისტანი რომ აიღეს, შემდეგ იმ მხარეს ჰიშამ იბნ აბდალმალიქმა მიაღწია. როდესაც მიდიოდა, ქვეყნის გამგებელმა სთხოვა, რომ ვილაიეთში რაიმე დაეტოვებინა სამახსოვროდ. ჰიშამმა ხმალი მისცა. მეჰრაბის მსგავს ქვაზე მაღალ ადგილას დასდეს და დიდხანს დადიოდა ხალხი მის სანახავად. ხმალს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. ზამთარში მნახველებს რომ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი ჩაეცვათ, არ იყო აკრძალული, ზაფხულში კი უსათუოდ – თეთრი. თუ სხვა ფერით მოუსავლიანობა იყო მოსალოდნელი.
აბასელთა პერიოდში ამ მხარეებს ზოგჯერ სომეხი და აზერბაიჯანელი გამგებლები მართავდნენ. ჩინგიზიანთა დროს კი (მონღოლებს) ჰქონდათ დაპყრობილი. შემდეგ შირვანის სამეფო გაჩნდა. მათზე ყადი ბეიზავი74 „მოვლენათა თანამიმდევრობაში“ წერს, რომ ბაჰრამ ჩუბინისა და არდაშირ ბაბაქანის შთამომავლები არიანო. ყადი აჰმედ ღაფარიმ75 კი „სამყაროს შემამკობელ [ნუსხებში]“ ანუშირვანის შთამომავლები გამოიყვანა და მათი ჩამომავლობა ამგვარად განსაზღვრა: აბუ ალ-მუზაფარ მანუჩარ იბნ ქესრან იბნ ქეიქაუს იბნ შაჰრიარ იბნ გუშთასბ იბნ აფრიდუნ იბნ ფარიმურზ იბნ სალარ იბნ ზეიდ იბნ ჯავან იბნ მარზბან იბნ ჰორმუზ იბნ ანუშირვანი. ხსენებული ანუშირვანის შემდეგ შირვანს მისი 12 შთამომავალი განაგებდა შემდეგი თანმიმდევრობით ფარუხზად იბნ მანუჩეჰპრუ გუშთასბი, რომელსაც გუშთასბად წოდებული ადგილი უკავშირდება; შემდეგ მისი ვაჟი ფარიმურზი და უკანასკნელის ვაჟი ფარუხზადი; შემდეგ, მათი შთამომავლებიდან, სამართლიანობით ცნობილი ქეიყობადი, რომლის ვაჟი ქეიქაუსი 774 (1372/3) წელს გარდაიცვალა; ათი წელი ქეიქაუსის ვაჟი ჰუშენგი მართავდა. მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო მემკვიდრეობით შეიხ იბრაჰიმ იბნ სულტან მაჰმუდმა მიიღო. ხსენებული თემურთან ერთად ბრძოლებშიც კი იყო: 820 (1417/8) წელს გარდაიცვალა. მის ადგილზე ვაჟი სულტან ხალილი დაჯდა. მისი სახელი ტახტზე ასვლის თარიღია76. 867 (1462/3) წლამდე მართავდა. შემდეგ ფადიშაჰი შირვანშაჰი გახდა. მისი სახელი თარიღს შეადგენს77. შაჰ ისმაილის ვერაგობით ბრძოლაში დაეცა. მის ადგილზე დასხდნენ ვაჟი ბაჰრამ-ბეგი, ერთი წლის შემდეგ ბაჰრამის ძმა ღაზი-ბეგი, ერთი წლის შემდეგ კი მათი ძმა შეიხ იბრაჰიმი, რომელსაც აგრეთვე შეიხშაჰსაც უწოდებენ იგი შაჰ თამაზთან მეგობრულ ურთიერთობაში იყო; 909 (1503/4) წელს გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი სულტან ხალილი ავიდა78. (4011) 945 (1538/9) წელს შაჰ თამაზმა შირვანი დაიპყრო. ხსენებული მოკლეს და შირვანიელთა სახელმწიფოც მოისპო. შემდეგ უსინათლო ხოდაბენდეს ხანაში ამ სახელმწიფოზე მისმა სარდლებმა ილაშქრეს და დაიპყრეს. 1000 (1591/2) წლის მიჯნაზე იქ ბევრს იბრძოდნენ ყიზილბაშებთან ყარა 7მუსტაფა-ფაშა, ოსმან-ფაშა და ფერჰად-ფაშა. შირვანი დაიპყრეს. როცა ამბოხება დაიწყო, შაჰ აბასმა79 დრო იხელთა და 1015 (1606/7) წლის მიჯნაზე ერევანი, აზერბაიჯანი და შირვანი დაიპყრო. ამჟამად იმ მხარეს ეკუთვნის.
რაც შეეხება ილდეგიზიანთა ათაბეგებს, ირანს რომ მართავდნენ, მათი პირველი წარმომადგენელი შამს ად-დინ ილდეგიზი თურქული წარმოშობისა იყო; სულტან მასუდ სელჩუკიანს ემსახურებოდა; შემდგომში ერთ-ერთი სახელოვანი ამირი გახდა. 540 (1145/6) წელს მას არანის ქვეყანა მიეცა სამართავად. საქართველოზე ილაშქრა და გაიმარჯვა. 568 (1172/3) წელს გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა მოჰამედ ჯიჰან ფეჰლევან კაიმაკამმა თებრიზი აიღო. 14 წელი მართავდა. გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი ძმამ, ყიზილ-არსლანმა, დაიჭირა. 5 წლის შემდეგ იგი თავისმა ხელქვეითებმა მოკლეს. აბუ ბექრის ძმის მუზაფარ ად-დინ უზბეგის რიგი მოვიდა. ვინაიდან იგი ალინჯაყის ციხეში იმყოფებოდა, 622 (1225) წელს ჯალალ ად-დინ ხორეზმშაჰმა მისი ქვეყანა დაიპყრო. ისიც გარდაიცვალა და სახელმწიფომაც არსებობა შეწყვიტა80.
თავი 40. დაღესტანი, საქართველო და სხვა ქვეყნები
მეორმოცე თავში მოხსენიებულია აზიიდან დარჩენილი ქალაქები, ველები და მთები, რომლებიც ხაზართა ზღვის ჩრდილოეთით და შირვანის ჩრდილოეთსა და დასავლეთით მდებარეობს.
დაღესტანი – „ქვეყნების მოწესრიგებაში“ სარირ ულ-ალანის სახელით მოხსენიებული ვილაიეთია. მისი საზლვრებია: დასავლეთით ჩერქეზეთი, სამხრეთით – საქართველო, აღმოსავლეთით – შირვანის ზღვა და ჩრდილოეთით-ხაზართა ქალაქები. სიგრძით და სიგანით ათი დღის სავალ მანძილს შეადგენს. რადგან მისი მხარეები ძირითადად მთიანია, დაღესტანი ეწოდა1. მისი დედაქალაქია ციხე-ყასაბა, რომელსაც ყუმუხი ეწოდება. აღნიშნულ მანძილზე მთებს შორის ადგილ-ადგილ დასახლებული სოფლები და ნაჰიეებია. მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი შაფიიტები2 არიან. მათ დამოუკიდებელი გამგებელი ჰყაგთ. 1048 (1638/9 15,V–4, V) წლის მიჯნაზე მაჰმუდ-ხანი ჰაჯის შესასრულებლად გაემართა, სტამბოლში მოვიდა და სულტან მურად-ხანს ესაუბრა. მისი ვაჟი ყორხმაზი 58-ში (1648, 27. I–15 II ჩერქეზებთან ბრძოლაში დაეცა. გამგებელი მისი ძმა ჩელენდერ-ხანი გახდა. ამჟამად იმ მხარის მართვა ჩაბარებული აქვს მას. „ქვეყნების მოწესრიგებაში“ წერია: „ამ მხარეს სარირს3 იმის გამო უწოდებენ, რომ სასანელმა მთავარმა იქ თავისი ერთ-ერთი ნათესავი დანიშნა გამგებლად, ტახტი დაუდგა ირგვლივ ტომებზე გასამარჯვებლად სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა და ფადიშაჰის მსგავსად ტახტზე აიყვანა. ამ მხარის მოსახლეობა მრავალფეროვანია, ე.ი. მასში ყველანაირი ეროვნებაა არეული. ყაითაყის მთები ელსუნის მთებს ემიჯნება.
ყაითაყი – ოლქია, სადაც სახელმწიფო აღრიცხვის მიხედვით ქუნჯის სახელწოდების ქალაქი და ყალე-ი ყურეიში მდებარეობს.
ქუნჯი – დიდი, გაშენებული და ცნობილი ყასაბაა. აქ ბევრია სწავლული და ღვთისმოშიში ადამიანი. სწავლულებს დიდ პატივს სცემენ და ანგარიშს უწევენ.
ტარხუ – საქართველოსთან მდებარეობს. მნიშვნელოვანი ქალაქია დაღესტნელ გამგებელთა ხელში.
ანდრარიც დაღესტნის ქალაქია. რუსეთის [საზღვართან] მდებარეობს, შირვანსა და განჯასთან ახლოს. [402] ზოგიერთი ადგილი დაღესტანში ნუხუდის ყასაბას მსგავსი სოფელია, რომელიც დაღესტნის გამგებელთა მიდამოებს უახლოვდება.
ჰაჯმასი – შირვანიდან ყუბის მხარეში დაღესტნის მომიჯნავე დიდი სოფელია. ნუხუდს გაივლი და მის სათავეს მიაღწევ. ჰაჯმასში, ყუბასა და დემირ-ყაფუში მიხვალ.
ქიჩიდაჰინე – ნუხუდიდან განჯის გზით ერთი დღის სავალზე ცნობილი სოფელია.
ულუდაჰინე – ქიჩიდაჰინედან ორი მილის მანძილზე მდებარე სოფელია განჯის გზის მოპირდაპირე მხარეს. ულუდაჰინედან ჰაჯმასი ორი დღის სავალზეა; აქედან ორი დღის სავალზე – ყუბა. ყუბიდან დემირ-ყაფუ ერთი დღის სავალზეა. გზა ხაზართა ზღვის ნაპირისაკენ უხვევს და მდინარე სამურისაკენ მიემართება. ზღვის ადგილი დაცარიელებულია,
გადმოგვცემენ, რომ თემურის თავდასხმის მეშვიდე წელს ალბურზის მთების ჩრდილოეთი მხარე ზოგიერთმა ურწმუნომ დაიპყრო. მათ მიერ აღებულ ცნობილ ადგილებში ყულას და ტაუს ციხეები ალბურზის მოსახლეობის ერთ-ერთ ტომს ეკუთვნოდა4. მათი საცხოვრებლები მიუვალ გზებიან მთებზე მდებარეობდა. იქ მრავალი ციხე იყო.
ტაუს ციხეც მაღალი მთის მესამე შრეზე იყო მოთავსებული. მისი სიმაღლე ისრის გასროლის მანძილს აღემატებოდა. ამ ციხის დაპყრობა სრულიად წარმოუდგენელი იყო. თემურის ჯარმა თავი ისახელა უცნობი ტომისაკენ გაუვალი გზების გაკვლევით. მისი ბრძანების თანახმად, მისადგამი კიბეებით პირველ შრეზე ავიდნენ და კიბეები აიტანეს. იქიდან კიდევ ერთზე ავიდნენ. იმავე წესით ხსენებული მთის მესამე შრეს მიაღწიეს. ციხე სწორედ მის ქვეშ იყო. შემდეგ მრავალი კიბით შუამდე ავიდნენ, თოკები შეკრეს, ერთი წვერი მაღალ მთაზე დაამაგრეს, მასზე ქანაობით მიაღწიეს (ციხეს) ციხის ბინადართ შუბითა და ხმლით ებრძოდნენ; ციხე ძალით დაიმორჩილეს. მრავალი მეციხოვნე ჩუგლუგითა და ქვებით დახოცეს. ეს სახიფათო საქმე ერთმა ჯგუფმა წამოიწყო და ასე დაიპყრეს ციხე. ამ ადგილას უხვად არის თაფლი, რადგან მთებში ბევრია გარეული ფუტკარი. იქ თემურის ჯარს რომ დააკმაყოფილებდა, იმდენი თაფლი იპოვეს.
ჩანართი119
ტარხუ – საქართველოსთან მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია დაღესტნის გამგებლის ხელში. მევლანა მეჰმედ იბნ აბდ არ-რაჰიმ ათთირქეში მოგვითხრობს: ყუმუხის ერთ-ერთი სოფლის მეჩეთში ტბაა. წელიწადში ორჯერ მისი წყალი გარეთ გადმოდის. ერთხელ გაზაფხულის ბუნიაობის დროს, მეორედ კი შემოდგომაზე. უცნაურია, რომ როდესაც წყალი მალლდება, მას ვერავინ ხედავს. ბევრი დაუდარაჯდა, რომ მისი გადმოსვლა დაენახათ, მაგრამ უშედეგოდ. იმ მხარეებში კიდევ ერთი ტბაა სოფელ ყუბაში. მისი წყალი გაზაფხულსა და შემოდგომაზე ზომიერია, ზამთარში – ცხელი, ზაფხულში კი ძალიან ცივია. იმდენად იყინება, რომ იმ მხარის მოსახლეობა ცხელებისა და სიცხიან სნეულებათა დროს მის ყინულს იყენებს.
ანტრაიც – დაღესტნის ერთ-ერთი ქალაქია, რუსეთთან მდებარე.
თერგი – ბაბ ალ ბვაბიდან აჟდარჰანის გზის გაყოლებით, ხაზართა ზღვის ნაპირთან მოსკოვს დაქვემდებარებული ციხეა.
უჯი – ტარხუსა და თერგს შორის ზღვის ნაპირას, ერთ-ერთ მეჩეჩზე მოსკოვის ჯარის მიერ 1135 (1722/23) წლის მიჯნაზე დაარსებული ციხეა.
ყაითაყის მთა – (ფათჰა, ყაფი) – დიდი მთაა. მისი სიგრძე და სიგანე 20-20 დღის სავალზეა. იქ ბევრია ნაკადული და ტყე. ხაზართა ზღვის ნაპირზე დემირ-ყაფუსთან (403) მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთისაკენ ვრცელდება. იმ ადგილას მას ალბურზის მთას უწოდებენ. „ატლასში“ ალბუს სახელით ჩაწერილი მთები მას სიტყვის წარმომავლობით უახლოვდება. ამ მთებს ჯებელ ელსუნს5 უწოდებენ იმის გამო, რომ აქ მრავალ ენაზე მოლაპარაკე სხვადასხვა ტომი და ხალხი ცხოვრობს. ერთ-ერთ მათგანს ყაითაყს უწოდებენ. მისი საცხოვრებლები აღნიშნული მთის ჩრდილოეთით არის. მთის სამხრეთ ნაწილს ძირითადად მაღალი ჩამოთლილი კლდეების მოყვანილობა აქვს. იმ მხარეებში ლაქზად წოდებული ერთ-ერთი ტომი სახლობს. აბუ ბექრ ეფენდი წიგნის დამატებაში ამბობს, იქ ტაბასარანად წოდებული 40000 სახლიანი ციხე-სოფელია, ცალკე გამგებელი ჰყავსო. იქ ერთი ტბაა. ტბის გვერდით ერთ-ერთი წმინდანის საფლავია.
ტბის წყალი ზოგჯერ თეთრი რძესავით მიედინება და როცა იყინება, ნაღებს ემსგავსება. იმ მხარის ერთ-ერთ გამოქვაბულში ხმალია. აქაურები ამბობენ, რომ ხმალი იმ მიდამოების დამპყრობ მუსლიმს ეკუთვნის. ხალხი გაზაფხულობით ვეებერთელა გამოქვაბულში დიდ შესაწირავს მიეზიდება. ხმალს ნახულობენ და ახალ ქარქაშს უკეთებენ. ქარქაშთან ერთად გამოქვაბულისაკენ ერთი სა’ი6 ქერიც მიაქვთ. როცა მივლენ, იმ ქერს ზუსტად ხმლის პირთან მიწაზე აბნევენ. მას ახალ ქარქაშში დებენ და შემდეგ ბრუნდებიან. უცნაურია, რომ არცერთი დაბნეული ქერი მიწაზე არ რჩება.
მეორე ჩანართი: ჩერქეზეთის ქვეყნის შესახებ
ეს ვილაიეთი ტამანის უღელტეხილიდან შავი ზღვის ნაპირამდე ვრცელდება. ზუსტად დაღესტანთან მთავრდება. სამხრეთ აბაზას ვილაიეთი შავი ზღვის ნაპირს აღწევს და მეგრილის ვილაიეთთან მთავრდება.
ჩერქეზეთში 11 კაბაკია7. ერთ-ერთ კაბაკს მურად-ბეგი ეწოდება(?). მათი ნაწილი მუსლიმები არიან, დანარჩენები კი ურწმუნოები. ამ ტომის წარჩინებულებიც სხვანაირნი არიან და ადათ-წესებიც სხვა აქვთ. მაგრამ ზოგიერთი ჩვევა ებრაულს ჰგავს. ამბობენ, რომ ესენი ისრაილელთაგან წარმოიშვნენ თითქოს ამ მხარეში სამი ებრაული ტომი მოვიდა და დასახლდა. ჩერქეზები და აბაზები ამ სამი ტომისაგან გავრცელდნენ.
ჩერქეზთა თავდაპირველი კაბაკებია – თამანი, თემრუქი და ჯაღაქა. ესენი მებრძოლი ხალხია. მუსლიმები არინ – დიდი ჯანა, პატარა ჯანა, ბუნდუკი, ჰათუკაი, ბულუფხაი, ბესთანი, კაბარტაი, ცალ-ცალკე ტომებია. გონიერები, შავწარბა, ხალიანები და ლამაზი ვაჟკაცები არიან. ტომები ერთმანეთს პარავენ ხალხს და ვაჭრებს მიჰყიდიან. დედ-მამა თუ გაყიდვის შემდეგ თავის ვაჟს ვაჭარს დაუნახავს, ვეღარ გამოისყიდიან. მათ შორის ასეთი ადათია ბეგებისათვის მისაცემი ყოველწლიური გადასახადი ტყვეებია. ერთმანეთს იპარავენ და ბეგებს აძლევენ. გარდა ამისა, ტყვეებს ტყვის მსყიდველებს მიჰყიდიან. ამ ტომის განდეგილებს დაკუკს ეძახიან. ესენი ქათმის ხორცს არ ჭამენ. ერთი ხე აქვთ, კოდოშს8 უწოდებენ. ამ ხეს ეთაყვანებიან. მათ ერთ-ერთ ტომს ახვახი ჰქვია. ისინი ახვახის მთაზე ბინადრობენ. მეორე ტომი მუჰსენია; აზოვის მხარესთან ახლოს.
ჩანართი: თხრობა აბაზას ვილაიეთზე
ესენი შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ, ჩერქეზების სამხრეთით. ამ ტომის ზნე-ჩვეულებები განსხვავებულია. მათი თავდაპირველი საზღვრები სოჭიდან მდინარე კოდორს აღწევს. იმ ადგილს სოხუმს უწოდებენ. იმ ტომის ბეგებს სათითაოდ ნავსადგურის სახელები ჰქვიათ. მაგ., აჩვია-ბეგი, სოუკსუ. იქ ერთი ეკლესიაა, რომელსაც მალალუჯას ეკლესიას უწოდებენ. ეს ეკლესია ძალიან პატივდებულია. მათი ბეგები არიან: ჯუმთა-ბეგი9, გეჩიბეგი10, კალარ დერბენდი11, ბუჩინდე12, ერკულუქჩუ, თამიში13, უშღანი14, (404) მამაი კაია და სუბაში15.
სოხუმის აღწერა: შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ ქალაქის მოსახლეობა მუსლიმები არიან. აბაზას თავდაპირველ საზღვრებშია, ტრაპიზონიდან სამი დღის სავალზე. ჩრდილოეთით თიბინთას ვილაიეთი16, გავბაისა17 და ალანთა ტომებია.
აბხაზი – ძირითადად ტომის სახელია. ეს ტომი, რომელსაც ჩვენ დროში ისლამის ქვეყნებში აბაზას უწოდებენ, ყარა აჟდაჰანისმაცხოვრებლებიდან წარმოდგება18 ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, მთაზე, ზღვის ყურეში. აბხაზი19 სოხუმიდან ერთი მილის მანძილზე ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. აბაზთა მახლობლად ლაზების ტომია და მათ მახლობლად ლევენდის ტომი, რომლის ცნობილი ციხეებია ზაგემი და გრემი20.
კაფიდან დემირ-ყაფუმდე შემდეგი პუნქტებია: კაფის შემდეგ ქერჩის სრუტე, რომლის სიგანე 20 მილია. აქედან ტამანამდე გადადიან, ტამანის ციხემდე, საიდანაც ყუბანის ქალაქამდე 5 დღის სავალია. შემდეგ მეგრილის ვილაიეთს აღწევენ. ამ ტომის მხარეებში ერთი სასარჩულე და ძველი საცვალი 500 ყურუშზე მეტი ღირს. ამ ტომის ხალხი საშინელი ქურდები არიან21. ჰეიჰათის უდაბნომდე 20 დღეა, ამას რომ დაშორდები წყლის ნაპირამდე, ტბორამდე 5 დღეა. წყალს რომ გაივლი – ბეშ თეფეა. შემდეგ თერგის მდინარემდე 5 დღის სავალია. ამ წყლის ნაპირზე ტყეებია, რომლის ხეები ზეცის კიდეს წვდება წვერით. შემდეგ ყაბარდოდ წოდებული ადგილია, სადაც თერგის მდინარესა და აყ-სუზე ხიდით გადაისვლება. ამას კანლი სევინჯის მდინარე მოჰყვება. ამ უკანასკნელს – ყოიუნ-სუ, ყოიუნ-სუს კი – შამხალის ვილაიეთი, აქედან 4 დღის სავალზეა ინჯე-სუა, ერთი დღის სავალზე კი – დემირ-ყაფუ.
გამომცემლის ჩანართი:
ამას წინათ ირანის ქვეყნებში არეულობა მოხდა. დაღესტნის ხალხმა შირვანი დაიპყრო, შირვანის დედაქალაქი შემახა დაიკავა და ირანის შაჰებს ურჩობა გაუწია. აღმოსავლეთიდან ავღანელები გაჩდნენ და, რადგანაც სეფიანთა სატახტო ქალაქს, ისფაჰანს მიაღწიეს და გაიმარჯვეს, შაჰთა სახელმწიფო არეულობის ცივმა ქარმა შეარყია. რაკი ირანი დანგრევისა და განადგურების პირს იყო, მოსკოვის მეფემ, რომელიც დიდი ხანია უთვალთვალებდა, ხელსაყრელი დრო ნახა. ალბურზის მთის შიდა და გარე ფერდობებზე შეგროვილი და დასახლებული იყო სხვადასხვა მრავალრიცხოვანი ტომი, რომლებიც ჯერ კიდევ არავის გამგებლობასა და მფლობელობაში არ შედიოდნენ. იმ მხარის საზღვრების გამოყოფასა და დადგენას თავის დროზე სახელმწიფომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია. და, რაკი დაღესტანი და ჩერქეზეთის საზღვრები მოუწესრიგებელი და ღია ადგილები იყო, ხსენებული მეფე ამ ადგილებზე თავდასხმისა და განსაკუთრებით საქართველოს ქვეყანასთან ერთგვარი სიახლოვისა და ქართველთა გადაბირების სურვილით, შირვანის მხარისაკენ დაიძრა და შირვანის დერბენდი ეშმაკობით დაიპყრო. ამ შემაძრწუნებელმა ამბავმა ოსმალეთის სახელმწიფო პირები გამოაფხიზლა. რაკი შორსმჭვრეტელი ბრძენი ადამიანებისა და სახელმწიფო მოღვაწეთა მტკიცე და სწორი აზრით ამ საქმეში შესაძლებელი არეულობის აღკვეთა და ხელშეკრულების ძალით ალაგმვა სახელმწიფოს მიერ გადაუდებელ საქმედ იყო მიჩნეული, საქართველოს დედაქალაქ [405] თბილისის ციხის დასაპყრობად გაეშურნენ და შირვანის დედაქალაქ შემახასაც ოსმალეთის სახელმწიფომ დაუნიშნა გამგებელი. იმ მხარის ხალხები როგორღაც გადაიბირეს, კეთილი ღონისძიებებით მორჩილებისაკენ მოუწოდეს და, რაკი ოსმალეთს აღნიშნული ქვეყნები დაუმორჩილეს და შეუერთეს, მოსკოვის მეფის ბოროტ განზრახვებსაც გზა გადაულღობეს. შეისწავლეს და დაზვერეს შავი ზღვის მდგომარეობა. ყოველი შემთხვევისათვის ზოგიერთ ნაპირზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს ციხეების აგება. საგანგებოდ აშენდა ფოთის ციხე. რაკი ამ ადგილიდან თბილისისაკენ გზის გახსნა აიოლებდა ფლოტით ფოთისაკენ მიმავალი საჭურველის თბილისში უმოკლესი მანძილით გადატანას და საჭიროების დროს შირვან-დაღესტნისათვის დახმარებას, ზოგიერთი მცოდნე პირი გვაუწყებს, რომ ოსმალეთის სახელმწიფოს ხუროთმოძღვარი ჰანირეჯი მეჰმდ აღა 1135 (1722/3) წელს იმ მხარის დასაზვერად მიავლინეს. სტამბოლში გაგზავნილი დაზვერვის ქაღალდის შინაარსი ამ ადგილას იქნა რეგისტრირებული და ჩაწერილი.
დაწვრილებით და გეომეტრიულად არის აღწერილი შავი ზღვის აბაზას სანაპიროზე სამეგრელოდან გამოყოფილ ადგილზე მდებარე სოხუმის ციხე, რომელიც ამჟამად როსტომ-ბეგის ძმისშვილის გიორგის მფლობელობაშია. გალავნის გარშემოწერილობა 1210 წყრთაა. ზღვის მხარეს 250 წყრთიანი კედლები რომ იყო, დანგრეულია და წყალში ჩარჩა. ხმელეთის მხარეს 200 წყრთიანი კედელია, მხოლოდ მის ქვეშ ორმოა გამსკდარი. დანარჩენი 760 წყრთა კი მიწასთან არის გასწორებული და ზედ მთის ხეებია გაზრდილი. ციხის დასავლეთი მხარე ლელიანი ჭაობია. სამხრეთით მტკნარი ტბაა. თუ ამ ტბის გულს გაწმენდენ, შესაძლებელი გახდება შიგ გემების გაჩერება მთელი ზამთრის განმავლობაში. ტბის ნაპირებზე წყლების სიღრმე ერთი კულაჯია. ციხის წინ ზღვაზე ნავსადგური არ არის. შიგ რკინისებური ძალით ქრის სამხრეთ-აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის სამი ქარი. მხოლოდ ზაფხულში შეიძლება ლუზის ჩაშვება. ნავსადგური არც სახელმწიფო ფლოტისათვის არის. ხსენებული ქარები რომ არა, აბაზას ნაპირები ყველა უსაშიშროა. ციხიდან მეოთხედი საათის სავალ მანძილზე მდინარეა. შეიძლება იგი წინ გადაიკეტოს. თუ ციხის კედლის მახლობლად ტბას შეუერთდება, უკეთესი იქნება ციხის ირგვლივ სწორი ადგილია. ჩრდილოეთით 3/4 საათის მანძილზე მთებია. აქ ყველგან ადვილად იშოვება ხე და საშენი მასალა. კირი, ქვა და სილა არსლან გირეისა22 და ანაპის მხარეებში მოიპოვება. სოხუმამდე სამი საათის სავალია. მასალა ზღვის ნაპირამდე ურმით მოაქვთ და სოხუმამდე გემებით ეზიდებიან. მეზღვაურებს, მიწისმოქმედთ და ურმებს აბაზაში ვერსად ნახავთ. ქვის მთლელები და კირის მწველები არიან ტრაპიზონის ეიალეთის გონიოს სანჯაყში, ბალთაჩისა და ჰემშინის ნაჰიეებში როდესაც სოხუმის მახლობლად ანაკლიის ციხეს აშენებდნენ, მეგრილის ხანი ბეჟან დადიანი23 მოვიდა და ურმებით სამსახური გაუწია.
სუჯუკის24 აღწერა: შავი ზღვის ნაპირზე მდებარე სუჯუკისა და გელენჯიკის ნავსადგურები გეომეტრიული სიზუსტით არის ჩახატული. სუჯუკის ნავსადგურის შესასვლელი ყირიმის მხრიდან ბოლომდე 13 მილია. ჩერქეზეთის მხრიდან ბოლომდე – 19. ნავსადგურის სრუტე 5 მილია. ყირიმის მხარეში, კონცხზე, 2 მილი ქვიშიანი მეჩეჩია, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარის მოპირდაპირედ. აღნიშნული ნავსადგურის ფსკერი – წმინდა ქვიშაა და ოთხივე მხარეს მთებში მტკნარი წყლის წყაროები მოედინება. [406] საშენი მასალაც მოიპოვება. ნიადაგი და ჰავა კარგია. ძველი ციხის შენობის კვალი არ ჩანს. აქ ახლოს ოღროჩოღრო ადგილებია. ყირიმის მხარეს ნავსადგურის შესასვლელიდან 5 მილზე კი ვაკე ადგილია. მიზანშეწონილია სახლების აშენება. აღნიშნული ნავსადგურის მსგავსი შავ ზღვაზე არ გვხვდება. გელენჯიკის ნავსადგურსა და ამ ნავსადგურს შორის 9 მილია. გელენჯიკის ნავსადგურის შესასვლელი ორი მილია და მისი ბოლო – 5 მილზე გრძელდება. იქ პატარა ფლოტი იზამთრებს.
საქართველო – ვილაიეთია, რომელსაც უკავია დაახლოებით 20 დღის სავალი მანძილი მთებში, შირვანის ზღვასა და შავ ზღვას შორის. მისი საზღვრებია: აღმოსავლეთით – დერბენდი და შირვანი, სამხრეთით – ჩილდირის, ყარსის და ერზურუმის ეიალეთები, დასავლეთით – შავი ზღვა, ჩრდილოეთით კი აბაზასა და დაღესტნის ვილაიეთებით არის შემოსაზღვრული. დამოუკიდებელი გამგებელი ჰყავს. მთელი მოსახლეობა ქრისტიანი ქართველები არიან. ისლამის ქვეყნების მომიჯნავე მხარეებში სხვადასხვა რწმენის ხალხი ცხოვრობს. მათ ჯაჯავათს25 ეძახიან. აჩიკ ბაშს26, დადიანს, მეგრილსა და სხვებს ქართველებს უწოდებენ. თითოეულს ცალკე ქვეყანა და გამგებელი ჰყავს. მათ შორის მეგრილი საძრახავი და მდაბიო ტომია. მისი საცხოვრებლები შავი ზღვის სანაპიროზეა. ნამდვილ ქართველებად აჩიკ ბაში და დადიანი ითვლებიან.
ზაგემი27 (ფათჰა, ზავი, ქაფი საღირით) – ქვეყანა თბილისის მხარეში. მისი ძველი გამგებელი თეიმურაზი28 იყო, ახლა როსტომი29 მართავს, საქართველოს ხანების მეთაური.
აჩიკბაშიც იმ ადგილას მდებარე ერთი ქვეყანაა. გარშემო ზაგემი, დერბენდი, დაღესტანი და დადიანი მოუდის.
დადიანი30 შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს, აბაზას მოსაზღვრე ქვეყანაა. მისი გამგებელი ყოველთვის ებრძვის აბაზას. მისი ერთი მხარე ფოთის მდინარეს აღწევს.
მეგრილი31 – მხარეა შავი ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს იმ ადგილას, სადაც ფოთის მდინარე შავ ზღვას ერთვის. მისი საზღვარი გონიოს ემიჯნება.
სწავლულთა წიგნებში არ არის დაწვრილებით აღნიშნული, თუ რამდენიმმე ციხე და ქალაქია ხსენებულ ვილაიეთებში მოკლედ, „გამარჯვების წიგნში“32 ასეა მოთხრობილი: როდესაც სულტან სულეიმანხანი33 953-5 (1546/77 – 1548/მ9) წლებში ალყას მირზასთან ერთად აღმოსავლეთში სალაშქროდ გაემართა, ვეზირი აჰმედ-ფაშა34 საქართველოში გამოგზავნა. იგი ისლამის ჯარით მოვიდა და შემდეგი ციხეები დაიპყრო: ბარაქანი, მისი კედელი ცას წვდება; მტკიცე ციხეა. რადგან მის პატრონს ბევრი ჯარისკაცის გამოყვანა შეეძლო, იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა და დაიპყრეს. გორმაქე მტკიცე ციხეა, ფანაქიც მტკიცე ციხეა და ქართველების სალოცავი ადგილი. ფარნაქი, სუმაღარი, და ახა ციხეებია. იმ დროს აიღეს ნიხახი და ამირახორი – ორი პატარა ციხე, თორთუმის მახლობლად. თორთუმი ერზურუმიდან 4 დღის სავალზე პატარა ციხეა, რომელიც ხსენებული წლის შაბანში (5.IX–4.X,1548) აიღეს. ახჩაყალა იმ მიდამოში ამაღლებულ ადგილზე აშენებული მტკიცე ციხეა, საქართველოს შესასვლელში. ეს ციხეც დასახელებულ წელს აიღეს. ეშექსური, ქამხისი, ნებქირი, აიზრი მიუვალი ციხეებია. მათმა პატრონებმა ჩააბარეს, ფერთექრექი საქართველოს ერთ-ერთი დიდი ციხეა. მაშინ დაიპყრეს. ლივანის ხეობა საქართველოს აყვავებული მხარეა. მასში, თორთუმსა და ქამხისში თითო სანჯაყი დააწესეს35. ციხე ნოლაჰიც ძნელად გასასვლელ ხეობაშია. მისი დაპყრობაც ძალზე რთული იყო.
[407] რიასთე (?) – ადგილია ალბურზში, რომელსაც ძნელად სავალი გზები აქვს. დასახლებულია იქ ყირიმ შამსის მხარე. მრავალი ციხე აქვს. გზები ისეთი ცუდია, რომ ვერც ცხენოსანი და ვერც ქვეითი ვერ გაივლის. ბევრგან ფორთხვა და გორაობაა საჭირო. თვით თემურიც ასე მოქცეულა და ციხეები ნაქუ, მიქა და დეფერქლუ დაუპყრია; მიწასთან გაუსწორებია. ერთერთი ციხეა ეშქუჯა. იქაური ხალხი ურწმუნოები იყვნენ. დაიპყრეს. შემდეგ ნერქესის ციხე აიღეს და მიწასთან გაასწორეს. მისი ბინადარნი მაღალი მთის შრეებში, ხვრელებსა და გამოქვაბულებში განლაგდნენ. გამოქვაბულები გაამაგრეს და სანგრებიდან იბრძოდნენ. მაგრამ გამოქვაბულები ხელში ჩაიგდეს და მათი ხალხი დაიპყრეს.
გურილის ქვეყანა – საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ცალკე გამგებელი ჰყავს. 997 (1588/9 20.11–10.11) წელს იმ ქვეყანაში რომ ღაზი-გირეი36 მივიდა, მოსპო და გაანადგურა შემდეგი ციხეები: ბერასლუს ციხე, ვინდუსას ციხე, ფუნიას სიმაგრე – ქერამინას ციხე. ბურლასქეს ციხე სავოევოდოა, მოსაზღვრე საჰერცოგო. ალვადის ციხე გურილის სატახტო ქალაქია. ამათ გარდა დარბეული ქალაქების სახელებია: ფილაჩა, ქოფსარი, ბიქუ, ოლა, ნუხლაფინი, სინია, ავილა, ვეჩე, მეჟიური, კოსტანტინი, ქერასლუ, იაზალი, ქოფინი, იანბოლი, შუნბარი, კუში, ქერმანი, აზბარაში, შალუ, ზინჯე, იაშლუ, ქერამანიზ, ჰუჟ, ოთსა, მანაჩინ, დელა, ჯითირჯა, ბოლა, სექირი, ვეჯუზი, ბუსური, შერავნე, ჰურ, ავდინ, სანთავ, ზენქუ, კამთისი, ისკელე, თერნაფოლი, კალნუსქა, გოლუნსა, ბუდივარ, უჩ ბაზლა, ვადსა, სანათინი, ჰალიჯი, თურჩინი, რუჰანინი, ბირზანი, კამანქე, ზალუ, ჯუზლუსანა, ქელინანი, ბურსანა, ბავარავი, შაჰურდე, ლუკათინი. ამათ შესახებ არაფერია ცნობილი37.
ლაქზის მთა – შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირსა და ალბურზის მთის დასავლეთით ვრცელდება. მათ საქართველოს მთებსაც უწოდებენ. აქ მრავალი ეროვნებაა. ამბობენ 72 ენაზე ლაპარაკობენო, ე.ი. მრავალი სხვადასხვა ტომია. ეს მთები ერზურუმის მთებს ემიჯნება. საქართველოს შესახებ გადმოცემა ამას არ სცილდება.
ჩანართი:
ამ ადგილას ჩართულია დამასკოელი აბუ ბექრ იბნ ბაჰრამის თარგმნილი გეოგრაფიის ზოგიერთი ნაწყვეტი.
თავი ყარსის ეიალეთზე: მისი საზღვრები სამხრეთ-აღმოსავლეთით – ერევანი და ჩილდირია, ჩრდილოეთით – ახალციხე, დასავლეთით კი – ერზურუმი. ამ ეიალეთში 6 სანჯაყია. დედაქალაქი ყარსია. მასში შედის პატარა არტაანი, ხოჯევანი, ზარუშატი, ქაღიზმანი და ქაღიზმანის მომიჯნავე გეჩვანი38. ვილაიეთი ქართულია. მას შემდეგ რაც ის ისლამის მოსახლეობამ დაიპყრო, კვლავ ქართველებმა დაიბრუნეს როცა თემურიანებმა ყარსის მტკიცე ციხე დაანგრიეს, შემდეგ ეს მხარე ოსმალებმა დაიპყრეს. 988 (1580/1) წელს, როდესაც იმ ადგილას ვეზირი მუსტაფა-ფაშა მოვიდა, აღადგენინა ყარსის ციხე, მისი ერთი კედელი, მეჩეთი, აბანო და თხრილი39. ძველთაგანვე აქ ბევრი მეჩეთი და საპატიო საფლავი იყო. სხვებთან ერთად აქ დაკრძალულია შეიხი აბუ ლ-ჰასან ალ-ხარკანი40. ერთ დროს მას თემურიანებმა შემოარტყეს ალყა; მაგრამ დაპყრობა ვერ შესძლეს. იგი ვინმე ულუკათ ფირუზბახტის41 მფლობელობაში იყო. დანებების შემდეგ აიღეს და დაანგრიეს. ამჟამად საგანგებო რაზმი ჰყავს; ორ მთას შორის მდებარეობს და მის მახლობლად მდინარე არაქსი ჩაივლის.
თავი არტაანზე: იგი ერზურუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მათ შორის 5 დღის სავალია. აქვს პატარა გალავანი, ციხე და მუხნარი. გავრცელებულია ქლიავის მსგავსი ხეები. ამ ხეთა ნაყოფი დიდი არ არის, მაგრამ გემოთი განსხვავდება ქლიავისაგან.
ქაღიზმანი – მდებარეობს ყარსსა და ბასიანს შორის, მთის ძირას. [408] მის პირდაპირ მეორე მთაა. ამ ორ მთას შორის მოთავსებულია ქაღიზმანის ხეობა. მდინარე არაქსი ამ ორი მთის ველიდან მოედინება და ქაღიზმანს გვერდით ჩაუვლის. ქაღიზმანის სამხრეთ-დასავლეთით მდინარე არაქსზე ჩობან-ქოფრუსუა. ქაღიზმანის ახლოს, უჩ-ქილისეში42 ეკლესიაა, რომელსაც სომხები პატივით ეპყრობიან. იმ ეკლესიაში ბევრი ბერია. ისინი ყოველ წელინადს, გაზაფხულზე ნაირნაირ ყვავილებს აგროვებენ, ერთ დიდ ქოთანში დებენ, ზედ წყალს ასხამენ და ხალიჩებს აფარებენ. 40 დლე ამ ყვავილებზე გამუდმებით რაღაცას კითხულობენ. ამ 40 დღეში ეკლესიაში სიცხისაგან წყალი (ცხელდება და ღვინოს ემსგავსება როდესაც იმ ყვავილების წყალი დაიწმინდება, თითო მისხალს ერთ ოქროდ ჰყიდიან. წყალს მიცვალებულის სახეს, თვალებს, პირს და ცხვირს უსვამენ. სწამთ, რომ ციდან ანგელოზები მოდიან და წყალს ათბობენ. ასეთი წყალი კიდევ ახტამარის ეკლესიაშია. გარდა ამ ორი ადგილისა, სხვაგან არსად არის. ხალხი ორად იყოფა, ერთნი ახტამარს ეკუთვნიან, მეორენი უჩ-ქილისეს. ამ მხარის მთავარ მთას სოღანლუს საძოვარს უწოდებენ. მის სამხრეთაღმოსავლეთით არარატის მთაა. მის ქვეშ დიდი ტყეა. მთა ისეთი მაღალია, ღრუბლებს ჰკვეთს. მის წვერზე ვერავინ ადის.
პუნქტები ყარსიდან ერევნამდე: ყარახანის სოფლის გზაზე არის შაჰნეს გადასასვლელი, შურაგელის წინ – კალეს გადასასვლელი, კუშავნიქის, გერექმეზის, აღზი-აჩიკისა და კანლუს გადასასვლელები. ყარაბაღიდან ბექრენის გადასასვლელი. ყველა ეს გადასასვლელი ყარა-სუზეა. იმ მხარეში კიდევ არის მალინის, ახჩა-ყალას, სურმადლუს, მერდის და სხვა გადასასვლელები.
თავი ახალციხეზე (მეორე სახელია ახასკა) – იგი საქართველოს საზღვრებში მდებარეობს უწინდელი ჩილდირის ეიალეთია რადგან ჩილდირი ბრძოლებში დაინგრა, ახალციხეს შეუერთდა და დამოუკიდებელი ეიალეთი შექმნეს43. მისი საზლვრებია: აღმოსავლეთით – ყარსი44, სამხრეთით – ჩილდირი, დასავლეთით – საქართველოს მთები, ჩრდილოეთით – თბილისი. მისი სანჯაყებია: აჭარა, არტანუჯი, დიდი არტაანი, პატარა არტაანი; ამათ ექვემდებარება ოლთისი, ფერთქერექის ოჯაკლიკი, ფანაქი, ფოცხოვი, ტაუს-კარი, ჩილდირი, ჭაჭარაქი, ხერთვისი, შავშეთის ოჯაკლიკი, კოლა, ლივანის ოჯაკლიკი, მაჭახელი, ნისფი ლივანის ოჯაკლიკი, მამრევანი, ახალქალაქი, თრიალეთი. იქ 656 კილიჯია, 97 ზეამეთი, 559 თეზქერიანი და უთეზქერო თიმარი, აბჯროსნებიანად 1700 მეომარი45.
ახალციხის დახასიათება. ამჟამად ვილაიეთის ცენტრია. ეს ვილაიეთი ქართველ ტომთა ერთ-ერთი გამგებლის, ყვარყვარეს ვაჟის მანუჩარის46 მემკვიდრეობით მიღებული ადგილსამყოფელი და სამმართველო იყო. 988 (1580/1) წელს, ვეზირი მუსტაფა-ფაშა რომ სულტან მურად-ხანმა შირვანის დასაპყრობად გაგზავნა, ამ მხარეში ზოგიერთმა დიდებულმა ისლამი მიიღო და ოჯაკლიკის სახით მათ მემკვიდრეობით ვილაიეთი ეწყალობათ. შემდეგ კი ყიზილბაშებმა დაიპყრეს. 1045 (1635/6) წელს სულტან მურად-ხან იბნ აჰმედ-ხანმა ვეზირ ქენან-ფაშას ჯარი მისცა. ახალციხის 23-დღიანი ალყის შემდეგ მას ციხე ზავით ჩააბარეს. იმ ადგილას ექვსასამდე ციხე დაიპყრეს. |409) ყველა მიეცა საფარ-ფაშას47 ოჯაკლიკის წესით. ამჟამად მათი საგვარეულო მემკვიდრეობა მათ გამგებლობაშია, მრავალი მეჩეთი, აბანო, მედრესე და სახლი ააშენეს. იმ ადგილას ბევრი ძველი საფლავია. ვილაიეთის მოსახლეობა მათ ძველ მუსლიმთა სასაფლაოს უწოდებს.
ქალაქი ახალციხე მდებარეობს ლორესა და გორს შორის, ყარსის აღმოსავლეთით. ლორე მოქცეულია ყარსსა და ახალციხეს შორის ერთ მილზე აღმოსავლეთისაკენ. დიდი მდინარე ლორეს ჩრდილოეთით გაივლის და თბილისისაკენ მიემართება. იქიდან ლორეს ველზე შედის. იგი ახალციხეს სამხრეთით ჩაუვლის, სამხრეთ-აღმოსავლეთით ლორეს ციხე – ჩრდილოეთით. აქედან კი თბილისისაკენ მიედინება. ახალციხის და ხსენებული მდინარის სამხრეთით სადავო ოლქია; იმ მდინარესა და მდინარე თიავს შორის მდებარეობს.
აწყური პეტრეს უღელტეხილის შესასვლელში, მტკვარზე, მაღალ მთაზე მდებარე ციხეა. ოსმალებს ექვემდებარება. იმავე უღელტეხილზე პეტრეს ციხე ყიზილბაშებისაა.
ახალქალაქი – ქართული სიტყვაა: ნიშნავს თეთრ ციხეს48, მდებარეობს ერზურუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით და გორის სამხრეთდასავლეთით. გორსა და ახალქალაქს შორის 5 დღის სავალია. ახალქალაქის ციხე დიდ ველზე ორ ხევს შორის მაღალ ბორცვზეა. ამ ხეობებიდან ერთერთში პატარა მდინარე გადის და მის უკან – თბილისისაკენ მიმავალი გზა. ძველად ქალაქი ვილაიეთის სატახტო ქალაქი იყო. რადგან საზღვარს წარმოადგენდა, დაანგრიეს. მისი ჰავა მკაცრია, მოჰყავთ პურეული და ხილი.
არტანუჯი: მრავალი მინარეთის სიმაღლის ერთ მთაზე, ქვაში გამოტეხილი გზაა. ამ გზაზე მთის ნახევრამდე დატვირთული ცხოველები ადიან. ქვეითი ადამიანიც ადის, მაგრამ ძალიან ძნელად. ციხის პირდაპირ კიდევაა მთა. ორ მთას შორის დიდი ხევია, ერთ მხარეს კი, დაბალი კოშკია. ბუნებრივ ზღუდეში წყალსაცავია. ციხის შუაშიც დიდი წყალსაცავია. ამიერიდან საშიშროება აღარ იქნებაო და მთის ძირში ყასაბას მოსახლეობას ბაზარი და საცხოვგრებელი უბნები აუშენებია. აქვეა საფარ ფაშას მეჩეთი, მედრესე და აბანო.
ჩანართი
ჩრდილოეთ ველის მცხოვრებთა დანარჩენი ამბები
ბაკრაჯი – „შვიდ კლიმატში“ არის მოხსენიებული და მის მიხედვით თურქული წარმოშობის ტომია. უწვერულვაშო ხალხია. მათი მხარეები ერთ თვეზე მეტი სავალის მანძილზეა. ესენი, ღმერთმა დაიფაროს, და წმინდა ალის ლვთაებას აღიარებენ. ჰყავთ იაჰია იბნ ზეიდის შთამომავალი ფადიშაჰი. იგი სხვებისაგან გრძელი წვერით განსხვავდება. ქვეშევრდომებს ყველაფრის 1/10 ხარაჯს ართმევენ, რაც იმ მხარეში მცირე არ არის.
ქემიაქი – თურქული წარმოშობის ხალხია; ქემიასიც ეწოდებათ. მათი მხარე ერთ თვეზე მეტი სავალის მანძილზეა. ძირითადად ცხოველის ტყავით არიან შემოსილნი. სარწმუნოებაში გათვითცნობიერებულები არიან. ბევრი ოქრო და ვერცხლი აქვთ. მოეპოვებათ ალმასიც. ფადიშაჰი არა ჰყავთ. მათ შორის 80 წელს გადაცილებული მოხუცი უკვე წმინდანია. მას ქედს უხრიან. ცხოველის ხორცს არ სვამენ. ამ მხარეში ერთი ქვაა. თუ მას წყალში ჩადებ, უსათუოდ წვიმა მოვა. აქ არის ორმო, რომელშიც ერთ კარიშამდე49 წყალი დგება. რამდენმა მეომარმაც არ უნდა დალიოს, არ დააკლდება.
თაღირღირიც – ერთ-ერთი თურქული ტომია. მათი მიწები ხირხირიდან ქემიაქამდე, ხიზილჯიმდე და ბულღარამდე აღწევს. ჯერლაჯი კი კალაჯის ერთ-ერთი ტომია. იგი თაღირღირსა და ხირხირს შორის ჩრდილოეთით მდებარეობს, საკლაბის უკან.
[410] ხირხირი – ტომია; მათი ადგილები თაღირღირის, ქემიაქის, ოკიანესა და ხიზილჯის ტერიტორიას შორის არის.
საკლაბი (სინით ან სადით) – ერთ-ერთი თურქული ტომია. მისი მიწების სიგრძე და სიგანე რომ მოიარო, 2 თვეა საჭირო. ამათ გარდა რუსთა ტომიც ამ ადგილას მოიხსენიება. მაგრამ რადგან ამ ტომის ძირითადი საცხოვრებელი ევროპის საზღვრებში შედის, ჩვენ მათი აღწერა იმ თავის შემდეგ გადავდეთ, რომელიც მოსკოვს შეეხება. თუმცა ჩვენ ძირითად თემას გადავუხვიეთ და ხსენებული ტომების ნაწილი თურქესტანის თავში აღვწერეთ, ნაწილი კი –– ჩინეთის თავში, თუ ხელახლა დავახასიათებთ, ზედმეტი არ იქნება. ამ ადგილამდე აზიის ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთის ვითარებაა გადმოცემული. აღნიშნული მხარეები დაწვრილებით მრავალ თავშია აღწერილი.
ახლა ჯერ ევროპისა და აფრიკის მოსაზღვრე, ღვთივ დაცული ქვეყნის დასავლეთ საზღვრის აღწერას შევუდგები. შემდეგ კი, რამდენიმე თავში დარჩენილ ნაწილს აღვწერ და იმ მხარეთა ეიალეთებს თითო თავში გადმოგცემ. ალაჰი იყოს მათი შემწე.
ეს ეიალეთებია: ვანი, ჩილდირი, ერზურუმი, დიარბექირი, ალეპო, სირია, ბაღდადი, ბასრა, შეჰრიზორი, ერაყი, მარაში, სივასი, ანატოლია, ტრაპიზონი და ყარსი.
თავი 41. სომხეთის ქვეყანა
ორმოცდამეერთე თავი „აკალიმ-ი ურფიეს“ მიხედვით, სომხეთის1 ქვეყანას შეეხება ამ მხარის საზღვრებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „ქვეყნების მოწესრიგებაში“ ჩაწერილია ქესრა ჰამზით და ია შემსუბუქებული“. „შემოკლებაში“ ფათჰით, ჰამზით, იია თეშდიდით არისო, – აღნიშნავს აბუ ლ-ფიდა და სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების თაობაზე დასძენს: ვინაიდან სომხეთი, აზერბაიჯანი და არანი ერთმანეთის მოსაზღვრე სამი დიდი ქვეყანაა, რომელთა დამოუკიდებელი მიჯნების გამოყოფა ძნელდება, სწავლულები სამივეს ერთად აღწერენ.
„ადგილების“ განმმარტებლის შარიშის2 სიტყვით, სომხეთი სამი ნაწილისაგან შედგება: ერთია – დაბილი, ყალიყალა, ხლათი და შამისატი, მეორე – ბარდა და ბაილაყანი, მესამე – ნახჭევანი. ჰამდალაჰის თქმით, სომხეთის ვილაიეთი ორად იყოფა – მცირე და დიდი. მცირე სომხეთი ირანში არ შედის. მისი აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი სომხეთი, ჩრდილოეთით – რუმი, სამხრეთით – სირია, დასავლეთით კი – რუმის ზღვა3, მისი მნიშვნელოვანი ქალაქებია: სისი, თარსუსი4, კვიპროსი.
დიდი სომხეთი შედის ირანის საზღერებში: ცნობილია ხლათის დუმენის სახელით. მისი საზლვრებია მცირე სომხეთი, რუმი, დიარბექირი, ქურთისტანი, აზერბაიჯანი და არანი. მისი სიგრძე ერზურუმიდან სალმასამდე, სიგანე არანიდან ხლათის ვილაიეთის დასასრულამდე აღწევს. დედაქალაქი ხლათია. სახელმწიფო გადასახადი ადრე დაახლოებით 200 თუმანი იყო, შემდეგ – 39 თუმანი.
მე მოგითხრობთ, რომ ამჟამად დიდი სომხეთი ვანის, ყარსისა და ერზურუმის ეიალეთებისაგან შედგება. მცირე სომხეთი კი – ადანისა და მარაშის ეიალეთებისაგან5. ზოგიერთ ისტორიაში წერია, რომ ძველად სომხეთის დედაქალაქი ხლათი იყო. რადგან სახელმწიფო გაქრა, ხალხი – მისი ქვეშევრდომები თარსუსსა და მასისამდე გაიფანტა. ამჟამად მათი ქვეყნის დედაქალაქია სისი6 წინაპრები არმენ იბნ ლიტი იბნ იუნანს მიეკუთვნებოდნენ. მათგან არიან ტომები ანჯარისა, გუჯარისა, სებასტიისა, სადრიისა, სიბარისა. მოგვიანებით ესენი ყველა ქრისტიანები გახდნენ; ამჟამად ამ ტომების დარჩენილი ნაწილი აღნიშნულ ქვეყანაში ქრისტიანები და სხვა რწმენის ხალხია. „ქვეყნების მოწესრიგებაში“ ალბისთანი, ადანა, არჭეში, აზერბაიჯანი, ბითლისი, [411] ბარდა, ბაილაყანი, თბილისი, ხლათი, დაბილი, დვინი7, სულტანიე, სისი, თარსუსი, მალათია, ვანი, ვოსტანი, მუში, ერზურუმი, მალაზჯირდი, აღნიშნულია სომხეთის ქალაქებად. რადგან ხსენებული ქალაქები ზემოაღნიშნულ საზღვრებშია გაფანტული, ამ საქმეში მალიქ ალ-მუაიადს8 არ მივბაძეთ. დიდი სომხეთიდან ვანის ეიალეთის ხსენებით დავკმაყოფილდით. „გულთა სიამის“ ავტორის აღწერის მიხედვით, რადგან მცირე სომხეთად წოდებული მარაში და დიდში შემავალი ერზურუმი და ყარსი ცალ-ცალკე დამოუკიდებელ თავებშია ალწერილი, მათ არ შევეხეთ. ამჟამად ჩვენი დროის შესწორების თანახმად, ამგვარი დაყოფაა საჭირო.
ვანის ეიალეთი – ოსმალეთის სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე ქვეყანაა მისი მიჯნებია: აღმოსავლეთით – აზერბაიჯანად წოდებული თებრიზის მხარე, სამხრეთით – ქურთისტანი და სულტანიეს ნაჰიეები, ჩრდილოეთით – ჩილდირისა და ყარსის ეიალეთები, დასავლეთით – დიარბექირის ეიალეთი. 13 სანჯაყი და ერთი ჰუქუმეთი აქვს, რომელსაც გამგებელი საკუთრების უფლებით ფლობს. სულ მთლიანად ესენია: 1, ვანი – ფაშის სანჯაყი და დედაქალაქი. 2. ადილჯევაზი, 3. არჭეში, 4. მუში, 5. ბერქრი, 6. გარგარი, 7, ქესანი. 8. ისბაბერდი, 9. აღაქისი, 10. ქურთების კოტური, 11. ბაიაზეთის ციხე, 12. ბარდა, 13. ოვაჯიკი. ეს აინი ალი ეფენდის აღწერაა9. მაგრამ კოჯა ნიშანჯი „კატეგორიებში“10 ამგვარად გადმოგვცემს: ვოსტანი, ხიზანი, ჰაქარი, მოქსი, სირევი, ელბაკი, სალმასი, დუნბული, ისთუნი. დროის განმავლობაში ამ თვალსაზრისით ცვლილება მოხდა და გადახრები შეინიშნება. რადგან ქვეყნის დაყოფა არცერთ ხანაში არ იყო გადაწყვეტილი და იგი პირობითი იყო, ამ საქმეში არეულობა დამკვიდრდა. სხვა ეიალეთების დაყოფა, სანჯაყები და პროვინციების საზღვრები ასეთია: შემოწმება რომ არ იყოს საჭირო, ქვემოთ, შეძლებისდაგვარადდ მოვიტანთ სწავლულთა წიგნების ეიალეთის, ქალაქებისა და სანჯაყების [აღწერას].
ვანი – 83-30 გრძედსა და 37 განედზე, სწორ ველზე, არჭეშის ტბის11 აღმოსავლეთით, ცნობილი ქალაქი და მტკიცე ციხეა. 940 (1533/34, 23. VII–VIII) წელს სულტან სულეიმან ხანი12 ერაყის ლაშქრობაში გაემართა. ალეპოში იყო, როდესაც მასზე ადრე ვანში დიდვეზირი იბრაჰიმ-ფაშა მოვიდა. ირანის შაჰის13 მიერ დაპყრობილი ხალხი მას დამორჩილდა და ჩაბარდა. დაპყრობის ქრონოგრამაა: „ციხე ვანი – ჩვენი შაჰ სულეიმანი14, ციხე განაახლეს და ცალკე ეიალეთი შექმნეს. ხსენებულ ქალაქს შიდა და გარე გალავანი აქვს. შიდა სიმაგრე ქალაქის დასავლეთით მაღალ კლდეზეა. სიმაგრის ერთი მხარე ქალაქი და გარეუბანია. მეორე – გარე მტკიცე ციხეა. ქალაქისაკენ მიმართული მისი აღმოსავლეთი მხარე კედლის მსგავსი კლდეა. რადგან გარე მხარე ველისაკენ ეშვება, აქა-იქ ერთ-ორსართულიანი მტკიცე კოშკები და კედლებია აგებული. გარე ციხე, ჩვეულებისამებრ, სწორ ადგილზეა. მას გარს სამკარიანი ქვის გალავანი ერტყმის. აღმოსავლეთით – თებრიზის კარი, სამხრეთით – ნავსადგურის კარი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ბაღვენახები. ქალაქი და ციხე ტბას ჩრდილოეთით მოუდის. მაგრამ ციხიდან ტბისკენ გზაა. ალყის დროს გემი დადის. ყველა სახლი, უბანი, ბეგლარ-ბეგის სასახლე, ბაზარი, აბანო, მეჩეთი კედლის შიგნით არის. ხოსრო-ფაშამ15 მასში ერთი ლამაზი მეჩეთი, მედრესე და აკლდამა ააშენა. ვაკუფები დაადგინა. ეს ნაგებობა 975 წლის რაჯაბში (1568 წლის I. I–31. I) დასრულდა და ნამაზი შესრულდა. 958 წელს [1551– 1– 9. 1–29. XII] რუსთემ-ფაშამაც16 იქ [412] აბანო ააშენა. შიდა ციხეში ჩაყენებული არიან მეციხოვნეები და მორიგი იანიჩრები, გარე ციხეში კი – 1500 კაციანი ჯარი აღებით და ბეგლარ-ბეგები ხელქვეითებით. მის ნავსადგურში არჭეშის, ხლათის და ადილჯევაზის გემები მიდი-მოდიან. ირგვლივ ნახევარ ფარსახამდე მთებია. როდესაც თემურ გურგანმა ვანის ციხე აიღო, შედგა ქრონოგრამა: „ხელშეუხებელი სატურნის დანგრევა17. ერთ-ერთ დიდებულ ამირს მისი დანგრევა ებრძანა. მან შემდეგ ყველა საშუალება სცადა მის დასანგრევად, მაგრამ რადგან ქვით ნაგები, ცასა და მთასავით მაღალი ციხის თავიდან მოცილება შეუძლებელი გახდა, ზოგიერთი ახლადაგებული კოშკისა და გალავნის მოშლით დაკმაყოფილდა. ამგვარმა ნგრევამ ციხის სიმტკიცე ოდნავადაც ვერ შეარყია. აქედანაც ჩანს, თუ რა მკვიდრად იყო იგი ნაგები.
ბერქრი – ვანის ჩრდილოეთით პატარა ქალაქი და სანჯაყია, არჭეშიდან აღმოსავლეთისაკენ 8 ფარსახის მანძილზე. დანგრეული იყო. სულტან სულეიმან-ხანმა განაახლა. მასსა და არჭეშს შორის სოფელი ჰეიდარ ბაღია. „ექვს თვეში მიაღწევს ჰეიდარ ბალსო“, – ამის მსგავს ანდაზას ამბობენ.
არჭეში (ფათჰა, ჰამზა, ჯიმი ქესრით) [ე. ი. არჯიში – გ.ა.] – ვანიდან 2 დღის სავალზე, ჩრდილო-დასავლეთით, ტბის ჩრდილოეთით ყასაბა, ციხე და სანჯაყია. მდებარეობს სწორ ველზე. მის ირგვლივ ბალი და კაკლის ხეებია. ჰამდალაჰის სიტყვით, ციხე ვეზირ ხოჯა თაჯ ად-დინ ალიშაჰის აგებულია. მისი მოსავალი ღალა და ბამბაა. დივანის გადასახადი 74000 დინარია18. მტკიცე ციხე და მეციხოვნეები ჰყავს.
არჭეშის ტბა – გრძელი ტბაა. მდებარეობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ; ოდნავ სამხრეთისკენაა გადახრილი. მოპირდაპირე ნაპირი მრავალი ადგილიდან მოჩანს. 60 ფარსახზე გრძელდება19. გემო ცოტა მწარე და მლაშე აქვს. წელიწადის ერთ დღეს ერთნაირი გემრიელი და სასარგებლო თევზი ამოდის, ტირიჰის სახელწოდებით. ახლო-მახლო გააქვთ. ვანი ამ ტბას აღმოსავლეთით მოუდის, ჩრდილოეთ ნაპირზე კი ბენდმაჰი ჩაივლის და აღწევს არჭეშს, ადილჯევაზს და ხლათს.
ახტამარი – ციხეა ხსენებული ტბის სამხრეთ ნაპირთან ახლოს, პატარა კუნძულზე. ადრე ტბა მასთან დაკავშირებით იყო ცნობილი. ვოსტანამდე ერთი ისრის გასროლის მანძილია, ვანიდან – 3/4 საათიანი მანძილი.
გერმაბე – მინერალური წყაროა არჭეშის მახლობლად, დიადინად წოდებულ ადგილას, რომელიც წისქვილს აბრუნებს. წყარო ირგვლივ შადრევანივით მოჩქეფს. ერთი ცხელი წყაროც არის; ქვაბივით დულს და მოედინება. მის მახლობლად, უკან, სიცოცხლის წყლის მსგავსი გემრიელი წყარო იღვრება.
ადილჯევაზი – არჭეშიდან 2 დღის სავალზე, დასავლეთით ტბის ნაპირის ბორცვზეა. მრავალი მისი კოშკი წყალმა დაფარა და ტბაში ჩარჩა. ყასაბა ტბასთან მაღალ მთაზეა აშენებული. მთლიანად კედლის შიგნით არის მოქცეული. ტბა ციხეს სამხრეთით მოუდის. ზოგიერთ კრებულში წერია: ხსენებული სიტყვა ჰათ ულ-ჯევაზის დამახინჯებული ფორმააო.
ხლათი – „ქვეყნების მოწესრიგებაში“ ხა – ქესრით არის ჩაწერილი. [ე. ი. ხილათ – გ. ა.] თავდაპირველად ჰამზას რომ აღნიშნავდნენ, ამჟამადაც იხმარება. ყასაბაა, ადილჯევაზიდან ერთი დღის სავალზე, დასავლეთით, სწორ ადგილზე; ვენახიანი, ბაღიანი, ზომიერჰავიანი და მრავალხილიანი. მაღლობზე ციხე აქვს. მირ შერეფის სიტყვით, ხსენებული ქალაქი ძველი ნაგებია. ერთ დროს სომეხი ფადიშაჰების დედაქალაქი იყო. [413] ანუშირვანის დროს იქ მამამისის ძმა ჯამასიბი ცხოვრობდა და ეიალეთს მართავდა. აქ ჰავა ძალიან კარგია, ბაღები – მრავალი, ხილი წვნიანი. ყველა სახეობიდან განსაკუთრებით სასიამოვნოა გარგარი და ვაშლი. თითო ვაშლი 100 დირჰემს20 იწონის.
ხლათის ვაშლი მთელ აზერბაიჯანშია ცნობილი. დროდადრო ქალაქი ინგრეოდა. პირველად 626 (1228/9. 30.XI–20, XI) წელს სულტანმა ჯალალ ად-დინ ხორაზმშაჰმა21 სელჩუკებს გამოსტაცა, დაიპყრო და დაანგრია. შემდეგ მონღოლთა ლაშქარმა დააქცია. 644 (1246/7, 19. V–8. V) წელს დიდი მიწისძვრისაგან მრავალი შენობა დაინგრა. 995 (1548/9 – 11. II–30. I) წელს ციხე აიღო და მიწასთან გაასწორა შაჰ თამაზმა. სულტან სულეიმან-ხანმა ძველი ქალაქი დატოვა და ტბის ნაპირზე ციხე ააგებინა. თუმცა ძველი ციხე გაავერანა, ახალმა ისეთი ბრწყინვალება ვერ ჰპოვა. ახლომახლო მდინარეები ტბას ერთვის. დაბას ტბა ოდნავ მოშორებით მოუდის. ამ ქალაქიდან ძველად მრავალი პატივსაცემი პიროვნება წარმოიშვა. მათ შორის, „მოკლე გადმოცემის“ ავტორი მეჰმედ ბენ მელიქდადი – ფაკიჰი22, რომლის აღნიშნული წიგნის ტექსტი საფუძვლიანია; სეიდ ჰუსეინი23, ცხადსა და ფარულ მეცნიერებაში ცნობილი; ამ ხანაში განსაკუთრებით ასოთა მიხედვით სამკითხაო24 კრებულის |ცოდნით) გაითქვა სახელი. მან ჩინგიზის გაჩენის შესახებ ზემოხსენებული მეცნიერების მითითება შეისწავლა, რის შემდეგაც გადავიდა და ეგვიპტეში დასახლდა 12 000-მდე სახლი მთელი თავისი ოჯახებითა და ქვეშევრდომებით. ამჟამად მისი საფლავი იქ არის. მის უბანს „ხლათელთა უბანს“ უწოდებენ; მევლანა მუჰი ად-დინი, რომელიც ხოჯა ნასირმა მარაღის ობსერვატორიაში მოიყვანა25.
სიბანის მთა – დიდი მთაა ხლათის სამხრეთით. იქ მრავალი მცხოვრებია. მის ყველა მწვერვალზე თოვლი დევს. 50 ფარსახიდან მოჩანს. სიგრძე 50 ფარსახია და ვრცელი მდელოები აქვს. მისი აღწერა მოცემულია „გულთა სიამეში“. თუ ამ მთიდან არარატის მთის დანახვა მოინდომე, შეამჩნევ, რომ იგი მდებარეობს ერევნის მახლობლად მოპირდაპირე მხარეს.
თათვანი – ხლათის დასავლეთით ერთი დღის სავალზე დიდი სოფელია. ტბა იქ თავდება.
ბითლისი – მტკიცე ციხე და ყასაბაა, თათვანიდან ერთი დღის სავალზე, დასავლეთით, ხევში 81 1/2 გრძედსა და 37 1/2 განედზე. ხევში მდინარე გადის, მდინარის ორსავე მხარეს სახლები და უუბნებია განლაგებული. წყალზე ხიდით შეიძლება გადასვლა. შესასვლელი და გამოსასვლელი ვიწრო და მიუვალია. სახლებს ირგვლივ გალავანი ერტყმის.
მირ შერეფ-ხან ბითლისი თავის ისტორიაში ბითლისის მდგომარეობას დაწვრილებით აღწერს და ამბობს, ხსენებული ქალაქი ისქანდერის დაარსებულიაო; თავისი ერთ-ერთი მონის სახელი აქვს შერქმეულიო. ერაყიდან და ბაბილონიდან რუმში რომ მიდიოდა, აქ შემოუხვია და ამ ადგილების წყალი, ჰავა და ტიგროსში შემავალი მდინარეების სიმსუბუქე შეამოწმა. ბითლისის მდინარე რომ ჩაივლის, იმ ადგილას მივიდა; წყალი ძალიან გემრიელი და მსუბუქი ეჩვენა. წყლის ნაპირს რომ აჰყვა, მიაღწია იმ ადგილს, სადაც ქესურისა26 და რაბატის მდინარეები ერთდებიან. ორივე შეამოწმა. ქესურის წყალი გემრიელად სცნო. [414] მდინარე ქესურის სათავესთან რომ მოვიდა, დაინახა, რომ მდინარის სათავე ლამაზი, მთიანი და აყვავებული ადგილია. ისქანდერი აქ რამდენიმე დღე გაჩერდა. ამჟამად იმ ადგილს „ისქანდერის საკარვე“ ეწოდება. შემდეგ მან ბრძანა, „ამ გასასვლელში ისეთი ქალაქი და მტკიცე ციხე ააგეთ, ჩემ მსგავს ფადიშაჰსაც არ შეეძლოს მისი დაპყრობაო“. მონამ, სახელად ბითლისმა, ხსენებულ წყაროსთან 2 ფარსახის მანძილზე, მდინარე ქესურსა და რაბატს შორის ააშენა მტკიცე ციხე. დღემდე იმ გასასვლელს კეტავს. ბითლისის ციხეს სამკუთხედი ფორმა აქვს. იქ ხშირია მღელვარება და აჯანყება. ისქანდერის ირანიდან დაბრუნების დროს ბითლისი აჯანყდა და გზა არ მისცა. ისქანდერი სხვა გზით წავიდა. უკნიდან მას ბითლისი დაეწია გასაღებით: „თქვენი ბრძანების თანახმად, ციხის სიმაგრე დავამტკიცე. თქვენ ხომ თქვით, ჩემ მსგავსს არავის შეეძლოს ციხის დაპყრობაო“, – ბოდიში მოიხადა. ისქანდერმა შეაქო და მისი მართვა ჩააბარა.
შერეფ-ხანის ისტორიაში მოხსენიებულია: ერთხელ სულტან ჰასანმა ბითლისის ციხის დასაპყრობად ბიჟან-ოღლუ სულეიმან-ბეგი27 მიავლინა. სამი წლის განმავლობაში გამუდმებით, გაზაფხულიდან ზამთრის დაწყებამდე, ალყაში იქცევდა მას. მარდინში იზამთრებდა, როგორც კი გაზაფხული დადგებოდა კვლავ ბითლისზე მოდიოდა ალყის შემოსარტყმელად. ამის გამო ციხის მოსახლეობა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. შიმშილის სურსათის ნაკლებობისა და ქრონიკული დაავადებებისაგან უმრავლესობა დაიხოცა. მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ 7 კაცი დარჩა, სიმაგრის აღება არ ხერხდებოდა. იმ დროს ციხის ამირი იბრაჰიმ-ბეგი იყო. ციხე ნებით ჩააბარეს.
მოგვითხრობენ, რომ ადრე იქ უთვალავი გველი იყო. ერთმა ბრძენმა ციხის შესასვლელში თლილი ქვისაგან გველის ფორმის თილისმა გააკეთა. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.
თვით ბითლისში წყალი და ჰავა ძალიან კარგია. თუმცა ძირითადად მკაცრი ზამთარია, ხალხისთვის გასაჭირი არ მოაქვს. მინდვრის ხილიდან გემრიელია ვაშლი და მსხალი. აქ ყურძენი და საზამთრო ბლომად მოდის. ხალხი ზაფხულობით ბაღებში გადის. 6 თვის მანძილზე ირგვლივ ველებსა და მინდვრებში ცხოვრობენ და შემოდგომაზე უკან ბრუნდებიან. ეს ქალაქი ძველთაგანვე, გზის დაცვის გამო, განთავისუფლებულია შარიათით დაწესებული გადასახადებისაგან. მუსლიმთა გამგებლებმა იქ მრავალი საქველმოქმედო ნაგებობა ააშენეს. მათ შორის შუა ქალაქში 21-მალიანი ხიდია, ნაგები თლილი ქვისაგან. ამ ხიდით ხალხი აქეთ-იქით გადადის. 4 დიდი მეჩეთია; ყველა მათგანი ძველმა სულტნებმა ააშენეს. ერთ-ერთზე ქუფურით28 გაკეთებული წარწერაა; ერთს „ძველი მეჩეთი“ ეწოდება, მეორე – თავდაპირველად სომხების ეკლესია იყო. დაპყრობის დროს მეჩეთად აქციეს. ცნობილია წითელი მეჩეთის სახელით. მესამე – ამირ შამს ად-დინის მეჩეთია; გოქ მეიდანად ცნობილ ადგილას29, რომლის მახლობლად სავანეა. მეოთხე – მეისტორიე მირ შერეფის პაპის შერეფ-ხანის მეჩეთია. მასთან ერთად მუსლიმთა სასწავლებელი და სავანეც ააშენა, ცნობილი შერეფიეს სახელით. ამათ გარდა 5 მედრესეა – შუქრიე, იდრისიე, ხატიბიე, ჰაჯბიე, ახლათიე. ყოველ მათგანში მეცნიერების მძებნელნი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მათ შორის მრავალი მეჰმედ შერანეშის მსგავსი მეცნიერი ასწავლიდა.
სახელოვანმა ამირმა ხოსრო-ფაშამ იქ ორი აბანო ააშენა თლილი ქვისაგან, 2 სასტუმრო, 100 დუქანი, 2 ერბო-კარაქის სადღვები, მრავალი პურის ბეღელი და რაჰვას სავანეს ვაკუფად შესწირა. ქალაქის დიდებულმა, ყადი მეჰმედ ჯან ეფენდიმ, ამ შენობის ქრონოგრამა გამოთქვა: „ხოსროს საქველმოქმედო დაწესებულების აშენება30. აღნიშნული ყასაბა მდებარეობს აზერბაიჯანის, დიარბექირის, რაბიესა და სომხეთს შორის. გასასვლელია. (415) თურქესტანიდან, ირანიდან, ხორასნიდან, ჰიჯაზსა და სირიიდან მომავალნი ძალაუნებურად ამ კლდის ნაპრალში გაივლიან. სხვა გზა არ არის, ან გრძელია. ეს კლდის ნაპრალი ბითლისის სამხრეთით, ფარსახის მანძილზე მდებარეობს. ადრე გზა სხვა მხრიდან იყო. დროთა განმავლობაში წყალმა მისი ზედაპირი დაფარა და გადასასვლელი გადალობა. იმ ხანის ერთ-ერთმა წარჩინებულმა ქალბატონმა კლდე გააჭრევინა და გზა გახსნა31, ბითლისში კი მეჩეთი და დაბის ცენტრში დიდი ხიდი ააშენებინა. ამჟამად ცნობილია „ქალბატონის ხიდისა“ (ფოლე-ხათუნ) და „ქალბატონის მეჩეთის“ (მისჯიდ-ე ხათუნ) სახელით.
ვაკიდის გადმოცემით32, ბითლისი და ხლათი დაიპყრო ყიას იბნ ღანიმამ33 ჰიჯრით 27 (647/8 7.X–25. IX) წელს, მისი უდიდებულესობის ომარის ხალიფობაში. იმ მხარეში მაშინ ცნობილი გახდა ხლათის გამგებელი ურწმუნო, სახელად იუსტინუსი34. ბითლისის გამგებელმა სერვენდმა35 ქალაქი ზავით ჩააბარა. ამ ყასაბის მოსახლეობის უმრავლესობა სომხებია, დანარჩენი სხვადასხვა რწმენის შაფიის რელიგიის მუსლიმები და მცირე ნაწილს – ჰანაფიტები36 შეადგენს. უმრავლესობა გაბედული, სტუმართმოყვარე და გულითადები არიან. იქ მრავალი კეთილი და გონიერი ადამიანი აღიზარდა. მათ შორის არიან მევლანა აბდ არ-რაჰიმი, რომელმაც „საკითხავის“ ზუსტი და საფუძვლიანი განმარტებები დაწერა: მას ეკუთვნის თხზულება ლოგიკასა და რიტორიკაში, მევლანა მეჰმედ ბერკალი, რომელიც ფიკჰისა და ჰადისებს მეცნიერებაში ძალიან დახელოვნებულია. სინტაქსის დარგში მან მირ-შერეფის სახელზე „ხაზიბ და ჰინდის“ კომენტარები დაწერა. სექტანტების წინამძღოლი შეიხ ამარ იასარი7, რომელიც ისეთი თავმდაბალი და კეთილშობილი იყო, რომ მასთან რჩეულნიც და მდაბიონიც თავისუფლად მიდიოდნენ. იგი აბუ ალ-ნაჯიბ სუჰრავერდის38 მოწაფე და დიდი ნაჯიმ ად-დინის39 მოძღვარია; მევლანა ჰუსამ ად-დინი40, სუფიზმის ცოდნაში შეიხ ამარის მიმდევარი; სუფიზმის ენის განმარტება დაწერა: მისი ვაჟი მევლანა ჰაქიმ იდრისი41. რომელიც ერთხანს თეთრბატკნიანთა ფადიშაჰებთან მსახურობდა, შემდეგ კი სულტან სელიმ-ხანის დახელოვნებული პირი იყო. სულტან ბაიაზეთ-ხანის ბრძანებით დაწერა ოსმალეთის ისტორია სპარსულად, სათაურით „რვა სამოთხე“. როდესაც შაჰ ისმაილმა ერეტიკოსთა სარწმუნოება წინ წამოსწია, მევლანა იდრისმა ქრონოგრამა გამოსთქვა: – „არასწორი სარწმუნოებაა“ (ბაზჰაბ-ე ნაჰაკ). როდესაც ამ ამბავმა შაჰის ყურამდე მიაღწია, უბრძანა მასთან დაახლოებულ შირაზელ მკურნალ ქემალ ად-დინს მევლანასთან კარგი დალაგებული წერილი მიეწერა შეკითხვით. წერილის მიღებისთანავე მევლანა იდრისმა საპასუხო წერილი მისწერა: „ხსენებული ქრონოგრამა მე გამოვთქვი, მაგრამ არაბულად: „ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება“ („მაჭზჰაბუნა ჰაკ“). შაჰ ისმაილს ეს პასუხი ეამა და მასთან საუბარი ისურვა, მაგრამ მევლანამ უარი თქვა და წერილით ბოდიში მოიხადა; სიკეთით შემკული მისი შვილი აბუ ალ-ფაზლი42, სტამბულის დევთერდარი; მამამისის ისტორიას დამატება დაურთო; შეიხ აბუ ტაჰირ ქურთი, მოხსენიებული „სურნელებაში“ –- „ქესურის“ უბანშია დაკრძალული, ბითლისის დასავლეთით; პოეტი შუქრი, სულტან სელიმ-ხანის ერთ-ერთი დაახლოებული პირი; „სელიმ-ნამე“ შეთხზა. ამ ყასაბიდან არის მევლანა მუსა, რომელმაც თავისი პაპის 120 წლის შაჰ-ჰუსეინისაგან შუქრიეს მედრესე მიიღო მემკვიდრეობით.
ბითლისის ირგვლივ შემდეგი ყასაბები და ნაჰიიები მდებარეობს43.
რაჰვა – თითვანის სოფელსა და ბითლისს შორის მდებარე ადგილია. ბითლისს აღმოსავლეთით მოუდის ნახევარი დღის სავალზე. ხოსრო-ფაშას დროს იქ 2 დიდი ქარვასლა, ერთი მაღალი სავანე, აბანო, 10 დუქანი და მეჩეთი აშენდა. დაახლოებით 12 000 წყრთის მანძილიდან წყალი გაიყვანა; [401] 30 ოჯახი მორეკა და იქ დაასახლა მიმსვლელ-მომსვლელს უმასპინძლდებოდნენ. ხსენებული შენობები იმ ადგილის განაპირას: მდებარეობდა. ადრე ბითლისსა და თათვანს შორის მრავალი ქარვასლა იყო; ყველა დაინგრა; დიდი სიცივის გამო მიმსვლელ-მომსვლელი გაწყდა. სულტნებსა და გამგებლებს ბევრჯერ უნდოდათ ამ ადგილის შეკეთება. მრავალი შენობაც წამოიწყეს, მაგრამ წინააღმდეგობის გამო შეჩერდნენ. 980 წლის მიჯნაზე (1572/3. 14. V –– 3. V) ეს ნაგებობა დასრულდა და ხადისიც გაჩნდა.
მუში – „ქვეყნების მოწესრიგების“ მიხედვით, მთის ძირში, სწორ ადგილზე, მდინარის ხეობასთან პატარა ქალაქია „მუშის ბარად“ [მუშ ოვასიდ] ცნობილი. მისი ველი ძალიან ფართოა – 2 დღის სავალი44. მირ შერეფი გადმოგვცემს: მუში ბითლისის ნაჰიეა. ქალაქი ძველი ნაგებია. ამჟამად დარჩენილია დანგრეული ციხისა და შენობების კვალი. პაპაჩემის, შერეფ-ხანის დროს ქალაქის სამხრეთით, ერთი ფარსახის მანძილზე მთაზე ციხე ააშენეს. შემდეგ სულტან სულეიმან-ხანმა ქალაქის დასავლეთ მხარეს, მაღალ ბორცვზე მდებარე ძველი ციხის ნახევარი ააგებინა. ახლა მას 50-მდე კაცი იცავს. მუშს სომხურად „ქარბუქიანს“ (დემეიე)45 უწოდებენ. ხშირი ქარების გამო მსხმოიარე ხეხილი ცოტაა. მთიან ადგილებსა და ქალაქში კი ვენახები და პურეული ბევრია. მოსახლეობას უამრავი საქონელი ჰყავს. განსაკუთრებით ბევრია ცხვარი და კამეჩი, რადგან ის ადგილი მდიდარია საძოვრებითა და მინდვრებით. ხსენებული ველის სიგრძე დაახლოებით 8 ფარსახია, სიგანე – 3. ვაკე და სწორი ადგილია. ირგვლივ ტყიანი მთები და თოვლიანი საძოვრებია. ყველა მხარეს საუცხოო მდინარე ჩამოუდის. ევფრატის წყალი იმ ველს ჩრდილოეთით ჩაუვლის, ჭრის მის მეათედ ნაწილს და სამხრეთისაკენ მიდის. ყარა-სუ46 აღმოსავლეთ საზღვარს შუაზე გადაჰკვეთს და ევფრატს ერთვის. შემოდგომაზე მის მთებში საუცხოო შევარდნებს იჭერენ. იმ ველზე სხვადასხვა ფრინველი და თევზია. სოფლებში მხოლოდ სომხები ცხოვრობენ. ჰამდალაჰის მიხედვით, დივანის გადასახადი ადრე, ჩინგიზიანთა გამგებლების დროს, 69000 დინარი იყო. ოსმალო სულტანთა ხანაში, სახელმწიფო დავთრის მიხედვით, 15000 დინარამდეა. აღრიცხულია 4 000 არამუსლიმი.
ბითლისის ერთ-ერთი ნაჰიე ხნუსია; მირ შერეფის მიხედვით, ბითლისს ემორჩილება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ერზურუმის ლივადან ითვლება. მას ვრცელი საძოვრები აქვს. ერთი ბინ გიოლის საძოვრად არის ცნობილი, მეორე სუ-შეჰრია. ერთი შერეფ ად-დინის მთაა, სადაც მირ შერეფის წინაპრები და ქურთი ულუსები ისვენებდნენ. დიდი შემოსავალი აქვს. იქ ორი მდინარეა: ერთში თეთრი, ხოლო მეორეში – წითელი მარილია. ამათგან შემოსავალს ყოველ წელიწადს 4000 ოქროს იღებენ. ხნუსის დივანის გადასახადი მუშის მსგავსია. მის ქვეშევრდომთა შორის სომეხი ცოტაა. სოფლების უმრავლესობა თიმარები და ზეამეთებია. [ომის დროს] 400-მდე მხედარი გამოჰყავთ. ამ რაიონში ზრდიან ცხენებს, განთქმულს თავისი მოხდენილი სვლით. მარცვლეულის გარდა სხვა მოსავალი არ არის. ერთ-ერთი სასწაული ბულანიკის ტბაა47. მისი სიგრძე დაახლოებით ერთი ფარსახია. აქ წყალი მუდამ წითელი და მღვრიეა. [417] შესართავიც ასეთივეა. მისი გასუფთავება შეუძლებელია. ერთიც ნაზიქის ტბაა48: ხლათსა და ბულანიკის ტბას შორის მდებარეობს. მისი წყალი ძალიან გემრიელი და გამჭვირვალეა. ზამთარში იმ ზომამდე იყინება, რომ მის ზედაპირზე ქარავანი დადის. დნობას რომ იწყებს, ისე სკდება, ხმა სამ ფარსახზე ვრცელდება. გადნობის შემდეგ კი მრავალი თევზი ჩნდება და ირგვლივ პატარა მდინარეებში გადადის. ხნუსისა და ხლათის მცხოვრებნი მდინარის პირას გაიკრიფებიან და ყველა მათგანი დღეში 3 იუქს იჭერს. გამგებლებს ბევრჯერ უნდოდათ იმ ტბის დაპყრობა და მთელი შემოსავლის აღება; მაშინ არც თევზი იყო და არც რაიმე შემოსავალი.
ნემრუდის მთა – ბითლისის ჩრდილოეთით მდებარე დიდი მთაა. ამბობენ, რომ ნემრუდი49 იმ ზაფხულის საძოვარზე მოვიდა და მრავალი ციხე და ერთი დიდი შენობა ააგო. როდესაც მაცხოვარი განრისხდა, მისი ნაგებობები მიწაში ჩაიტანა. იმ ადგილას წყალი გაჩნდა. ამჟამად აღნიშნულ მთაზე მიწიდან 2000 წყრთის სიმაღლეზე ტბაა, რომლის სიგრძე 3 ფარსახამდეა. მის ირგვლივ ძნელად სავალი კლდეებია. მათზე გადასვლა მხოლოდ სამ ადგილას შეიძლება. ერთი ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვისაა, ორზე კი ცხენოსანიც გაივლის. ხსენებული ტბის ნაპირზე აქა-იქ წყაროებია. მიწიდან ლავის მსგავსი რაღაც გამოდის და იღვრება. აქ 600 წყრთის სიგრძისა და 50 წყრთის სიმაღლის დიდი მთაა. [მისი სიმაღლე] თანდათან მატულობს. მე ვამბობ: ხსენებულ ადგილას გოგირდისა და ნავთობის საბადოა. რომ შეერთდებიან, ასეთ თვისებებს ამჟღავნებენ. საბუნებისმეტყველო წიგნებში დამტკიცებული და დადგენილია, რომ დედამიწაზე ბევრია მსგავსი ადგილი, მაგრამ არსის უცოდინართ უცნაურად ეჩვენებათ და ეჭვებს გამოთქვამენ.
კოტური – ვანის აღმოსავლეთით, 4 დღის სავალზე მდებარე ნაჰიე და ლივაა. ბარში პატარა ციხე აქვს. სულტან მურად-ხანი ერევნიდან რომ ბრუნდებოდა, იქ შეიარა. შიგ რამდენიმე ყიზილბაში ჩაკეტილიყო და არ დანებდნენ. ციხის დაპყრობას ყურადღება არავინ მიაქცია. შემდეგ ზავში გამოთქმული იყო აზრი50 ხსენებული ციხის დანგრევისა და სასაზღვრო ადგილის დაცვის შესახებ. ამჟამად თებრიზის ეიალეთს ეკუთვნის. ამბობენ, მისი ციხე კვლავ აღდგენილიაო.
ბაიაზედის ციხე – კოტურის ჩრდილოეთით ციხე და ლივაა. რაკი საზღვარზე მდებარეობს, ციხეზე ხშირია თავდასხმები.
ჩალდირანის ველი – ვრცელი ველია სამადნეს მახლობლად. ორი სახელოვანი ფადიშაჰი – ერთი ოსმალო სულტან სელიმი და მეორე სეფიანთა შაჰ ისმაილი, „საჰიბ ყერანის“ წოდების გამო რომ დაობდნენ – იმ ველზე შეებრძოლა ერთმანეთს51. რადგან სულტან სელიმმა გაიმარჯვა, „საჰიბ ყერანობა“ მას მიენიჭა. შაჰ ისმაილი კი დამარცხდა და გაიქცა. ამიტომ მისი ვარსკვლავი ჩაესვენა. მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ვოსტანი – „ქვეყნების მოწესრიგების“ მიხედვით, ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით52 ერთი დღის სავალზე, ტბის სწორ ნაპირზე მდებარე ქალაქია. ველი იქ თავდება. მისი მეორე მხარე ქურთისტანის მთებიაო. ხსენებული ქალაქი ახლა ერთი სოფელიღაა.
ქარჯიქანი53 – ბითშლისის ერთ-ერთი ნაჰიეა. ოდესღაც დამოუკიდებელი ერთეული ყოფილა.
არმუქი – ხლათის ტბის ნაპირზე მდებარე ციხეა. ძნელად გასავლელი ციხეა. „გულთა სიამეში“ წერია, რომ მისი დივანის გადასახადი 13000 დინარია54.
ბერქრი – პატარა ქალაქია. ადრე დიდი ქალაქი იყო. ბორცვზე მდებარეობს. [418] ალადაღის დიდი მდინარე მას გვერდით ჩაუვლის. მრავალი ბაღ-ვენახი აქვს, სადაც სხვადასხვაგვარი ხილი მოდის. ქალაქის ერთ-ერთ მხარეს მტკიცე ციხეა. დივანის გადასახადი 25 დინარია55.
ბაიანი – მრავალბაღიანი და ხილიანი ყასაბაა. დივანის გადასახადი 12000 დინარია56.
ხერადინი – პატარა ქალაქია, ადრე დიდი და გაშენებული იყო. დივანის გადასახადს 5300 დინარს იხდის.
სელიმი57 – ყასაბაა. მისი დივანის გადასახადი 7 000 დინარია. აინი – საშუალო ქალაქია. დივანის გადასახადი 4300 დინარია58.
აიჰაქანი – მუშის დაქვემდებარებული ნაჰიეა. ზოგჯერ ხნუსთან იყო მიერთებული. ამჟამად დამოუკიდებელ ერთეულად ითქლება.
დაბილი59 – „ქვეყნების მოწესრიგების“ მიხედვით სომხეთის ცნობილი ქალაქია გაშენებული. ადრე მისი დედაქალაქი იყო, არდებილზე უკეთესი და დიდი გალავანი ჰქონდა. შემდეგ შეიცვალა. იქ ბევრნი არიან ქრისტიანები. ეკლესია და მეჩეთი ერთმანეთის გვერდით არის აშენებული. მოსახლეობა შესანიშნავ ხალიჩებს ქსოვს. აქაური წითელი საღებავი საუკეთესოა.
სოქმანაბადი – ნაჰიეა ხოის მახლობლად. იქ დუნბელის ტომი ცხოვრობს. შერეფ-ხანი ამბობს, რომ დუნბელის ტომი წარმოშობით უკავშირდება სირიის ერთ-ერთ ამირას, სახელად ისას. ადრე ის სირიიდან მოვიდა და ირანის გამგებლების სამსახურში შევიდა. მათაც ოჯაკლიკის წესით ხოის ერთ-ერთი მხარე, სოქმანაბადის ნაჰიე უბოძეს. შემდეგ თანდათან იქ ტომებმა მოიყარეს თავი, რომლებიც ცნობილი გახდნენ დუნბელის სახელწოდებით. თავდაპირველად ეს ტომები იეზიდები იყვნენ. შემდეგ ზოგიერთი ამირა და დიდებული სუნიტი გახდა; რადგან ურწმუნოება და მწვალებლობა უარყვეს, ზემოხსენებული ტომის უმრავლესობამ ჭეშმარიტი სარწმუნოება მიიღო. ბევრი კი იმ უმეცრებაში დარჩა. ამბობენ, დუნბელი – იაჰიას ტომია; სოქმანაბადში დასახლდაო. ქურთისტანის ტომები მას დუნბელი იაჰიას უწოდებენ და მის ამირებს – ისა ბეილუს. მათ ზოგიერთ ბეგს ხოიში აქვს საგამგებლო. მათ მფლობელობაშია კოტურის ხეობა, აბკა, ოვაჯიკის ნაჰიე – ნახჭევნის პროვინციებიდან. ზოგიერთები – ნისფი აბკას, სულეიმან სარაის ნაჰიეს, ნახჭევნის პროვინციებიდან კი – ალაკისის ხეობას და შარურის იმარეთს აღწევენ. ოსმალთა ლაშქარმა რომ გაიარა, ეს მხარეები დაინგრა; შაჰებმა დაიპყრეს. შემდეგ კი, ძველი წესის თანახმად, ოსმალებმა მათ გადასცეს აბკა, ჩალდირანი, სულეიმან სარაი და სოქმანაბადი. ბოლო დროს ოსმალებმა ჩალდირანის ზოგიერთი ნაჰიე სანჯაყად აქციეს. შერეფ-ხანის ისტორიაში განმარტებულია, რომ დუნბელის ტომი მომთაბარეები იყვნენ.
1045 წლის რაბი ულ-ავალის 10-ში (1635, 24. VIII) ოსმალთა სულთან მურად IV-მ ერევანი დაიპყრო. თებრიზისაკენ გაემართა და მდინარე არაქსის ნაპირზე გაჩერდა. მასთან დუნბელის ტომის 500-მდე ოჯახი, შარურიეს ნაჰიეს 300-მდე ოჯახი და ბასიანის გარკვეული რაოდენობის მცხოვრებნი გამოცხადდნენ; მოითხოვეს საცხოვრებელი. ესენი მათი ადგილებიდან აყარეს და გაგზავნეს – დუნბელი – ერზინჯანის ყაზისაკენ, შარურის მცხოვრებნი – თერჯანის და ბასიანის – ბასიანში. ბრძანება იქნა გაცემული, რათა ჩაესახლებინათ დანგრეულ, უკაცრიელ სოფლებსა და ადგილებში. მათ მეფეებს სანჯაყები და იმარეთები, [419], ტომის დიდებულებს და მეთაურებს თიმარები და ზეამეთები უწყალობეს.
ხოშაბი – ქურთისტანის მაჰმუდიების ბეგთა ოჯაკლიკი და საგამგებლოა. „გულთა სიამეში“ ნათქვამია, რომ ხოშაბი ყასაბაა, რომლის დივანის გადასახადი 1000 დინარია. ზოგიერთი რუკის მიხედვით, ხოშაბის ციხე, ყასაბა და ლივაა, რომელიც მდებარეობს ვანს, ვოსტანსა და სალმასს შორის, მთის ქვეშ, სამხრეთით, ორი მთის შეერთების კუთხის მსგავს ადგილზე, რომლის დასავლეთით გაშლილი ვრცელი ველი ვოსტანიდან ჰაქარის ვილაიეთის საზღვრის მეორე მთამდე გრძელდება. ორი მთიდან წყალი იღვრება და ხოშაბის ქვედა მხარეს, ე. ი. დასავლეთში გროვდება; შემდეგ ჩრდილო–დასავლეთისაკენ მიედინება, აქედან – ჩრდილოეთისაკენ. ქვის ხიდის ქვეშ გაივლის და ახტამარის აღმოსავლეთით ვანის ტბას სამხრეთიდან ერთვის. შერეფ-ხანი რომ ამბობს, ხოშაბის ნაპირი „ჯემ-ე მირ აჰმედის“ სახელწოდებით არის ჯცხნობილიო, ამ მდინარეს გულისხმობს; იხსენიებს აგრეთვე მაჰმუდიების ოჯაკლიკს ყალა-ე აშუბს60, აღნიშნავს, რომ მაჰმუდის ბეგები ფლობენ ჰაქარის ნაჰიეს ალბაკას, თავანას სასაზღვრო მხარეს –– ქარჯიქანეს ნაჰიეს, მარაღის მიდამოებიდან სირუმას, ნახჭევნის მიდამოებიდან – მაქუს ციხეს ორდუბადის ოლქიდან – მეკაჰის; აღნიშნავს, რომ მათ ამირები ჰყავთ დანიშნული; წერს, რომ ახჩა-ყალაში, სოქმანაბადსა და ბერქრში ჰუქუმეთებია.
ხოშაბში ჰასან-ბეგ მაჰმუდის მედრესეა. თვითონ იქ არის დაკრძალული. 993 (3. I – 23. XII, 1585) წელს საადაბადში სარდლად ოზდემირ ოსმან-ფაშა იყო; ყიზილბაშებთან იბრძოლა. მისი დაღუპვის ერთი წლის შემდეგ ათაის მედრესეს აკლდამაში გადაასვენეს და დაკრძალეს. ხსენებულ ჰასან-ბეგს მრავალი მეჩეთი და მედრესე აქვს. მაჰმუდიებისგან პირველმა უარყო იეზიდთა რელიგია და სუნიტობა მიიღო. ალაჰი იყოს მისი შემწე!
ჰაქარის ჰუქუმეთი -– აღმოსავლეთით იმადიეს ჰუქუმეთით, დასავლეთით ვანის ეიალეთითა და ვოსტანის ნაჰიეთი, ჩრდილოეთითბითლისისს ჰუქუმეთით, დიარბექრის ეიალეთით და ზოგიერთი ქურთისტანის სანჯაყით, სამხრეთით – შეჰრიზორის ეიალეთით და სეჰრანის ჰუქუმეთითაა შემოსაზღვრული. ამ ჰუქუმეთში მრავალი ციხე და ნაჰიე ირიცხება რადგანაც მისი აღმოსავლეთი მხარე ყიზილბაშების საზღვარია, ბევრია დაცარიელებული ადგილი. ჰუქუმეთი ვანის ეიალეთს ექვემდებარება. ჰაქარი ქურთული ტომის ვილაიეთია. ადრე ამ ჰუქმეთის ამირი და ჰაქარის ტომი ვანსა და ვოსტანს ფლობდნენ. შემდეგ ჰაქარი დაიპყრეს სეფიანმა და ოსმალო გამგებლებმა, ვანის ეიალეთი შექმნეს და მათ ვილაიეთებიდან ერთი წილი მისცეს. ამჟამად ჰაქარის ამირთა ჰუქუმეთის ცენტრი ჯულამერქია – ციხე და ყასაბა, რომელიც ვოსტანის სამხრეთსა დასავლეთს შორისაა61 მოთავსებული.
გოზის ნაჰიე -–- ამ ციხის აღმოსავლეთით, მთებს შორის, სწორ ველზე მდებარეობს, იქიდან მდინარე მოედინება მეორე მდინარე ჯულამერქიდან მოდის. ჯულამერქის სამხრეთ-დასავლეთით ერთი მილის მანძილზე ერთდებიან. აქედან მდინარე მთებს შორის მოედინება. ჩაუვლის ჩილის ლივას, რომელიც ჰაქარს ემორჩილება, ბი-სუთუნისა და ისთუნის ციხეებს. იმადიეს შემდეგ, ზიბარის ნაჰიეში ქვის ხიდის ქვეშ სამხრეთაღმოსავლეთით ქორ-ყალადან მომდინარე მდინარესთან ერთიანდება. [420] აქედან ჰარირის მახლობლად ბაიანის ლივადან მომავალ მდინარესთან ერთიანდება, ტიგროსის სათავის სამხრეთით თერილიანისა და ქესთანეს ლივებიდან გამოსულ დიდ მდინარეს იერთებს და სამარის ჩრდილოეთით, მის მახლობლად, ტიგროსს ერთვის.
ჯულამერქი – მთებში პატარა ყასაბაა. მდებარეობს ბარში, რომლის უკან მთა არის. მის დასავლეთ მთაზე ციხეა. იქ ჰაქარის გამგებლის მრავალი საქველმოქმედო ნაგებობა, მეჩეთი და მედრესეა. ჯულამერქის მახლობლად ამირდაუდის და ბირადოსტის ციხეებია; ჩრდილოეთით – მოკსის ციხე და საქველმოქმედო დაწესებულებაა: დასავლეთით ქალაქ იმადიემდე კვლავ ჰაქარის ჰუქუმეთის ზოგიერთი ციხე; აღმოსავლეთით – გოზის ნაჰიე, რომელსაც აღმოსავლეთით ხოშაბი მოუდის.
ალბაკი – ლივაა, რომელიც მდებარეობს სალმასის ყასაბის პირდაპირ, ჩრდილოეთით, მის მახლობელ მთებში. იგი ძირითადად ჰაქარის ამირებისა და გამგებლების მფლობელობაშია; ჯულამერქიდან ზუსტად აღმოსავლეთით.
შაკაკი – ნაჰიე და ოლქია ჯულამერქის ციხის ჩრდილოეთით, მთაზე. მთიდან მდინარე მოედინება და ვანის ტბას ერთვის. შაკაკი მოქსსა და ჯულამერქს შორისაა, მაგრამ ჯულამერქთან მოქსზე უფრო ახლოა.
ზერილის ციხე – ჯულამერქის დასავლეთით მთის კუთხეში მდებარეობს. ციხის ჩრდილოეთით შირევის ციხე და ტოფრაკია.
ბი-სუთუნიც მთის მწვერვალზე მდებარე დიდი ციხეა; იმადიესა და ზერილს შორის. ჯულამერქიდან მომდინარე მდინარე მის მახლობლად, სამხრეთით ჩაივლის.
ჩილის ციხე – განსაკუთრებული იმარეთია, რომელსაც მრავალი ციხე და ნაჰიე ეკუთვნის. ერთ დროს ჰაქარს ექვემდებარებოდა. ეს არის დიდი ციხე ბი-სუთუნის სამხრეთით, მის პირდაპირ, მაღალი მთის კუთხეში. ხსენებული მდინარე მთების კუთხეებს შორის ჩაივლის.
დიზის ციხე – ეს ციხეც ჰაქარს ექვემდებარება. ჩილის ციხის სამხრეთით, მთებში, მირდამერდის ციხისა და ისთუნის ციხის მახლობლად მდებარეობს. მთის ძირას, პატარა ტბის მსგავსი ადგილიდან წყალი გამოდის; დიდი მდინარის სათავეა. მირდამერდის ციხის წინ დასავლეთით ქვის ხიდის ქვეშ გაივლის შემდეგ მირნასირისა და ბირადოსტის ციხეების ჩრდილოეთით, მახლობელი ქვის ხიდის ქვეშ გაივლის, მირნასირის ციხეს ჩრდილოეთით ჩაუვლის და დასავლეთიდან ურმიის ტბას ერთვის.
ისთ უნი –- ციხეა მთაზე, რუმის ციხის მახლობლად, ვანის დასავლეთით. მისი ტერიტორია ზიბარის ნაჰიეს ესაზღვრება.
ჰელურის ციხე – იმადიეს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ბისუთუნის სამხრეთ-დასავლეთით მათ მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ციხეა. ყასაბა სამ მთას შორისაა და ჩრდილოეთით მთაზე მდებარეობს ციხე. მის სამხრეთ-დასავლეთით მთის ძირიდან, იმადიედან ველისაკენ მდინარე მოედინება. ხაბურის წყალს რომ შეიერთებს, შემდეგ შატს ერთვის.
ბაიანის ციხე – ქურთისტანის ერთ-ერთი მტკიცე ციხეა. თეთრბატკნიან ჰასან ბეგის ერთ-ერთმა დიდმა მეთაურმა ბიჟან-ოღლუ სულეიმან-ბეგმა იმადიეს ციხეს ალყა შემოარტყა. [421] რადგან ზამთარი დადგა, იძულებული გახდა ციხე დაეტოვებინა და სერდის ნაჰიესაკენ წასულიყო გამოსაზამთრებლად. იმ დროს ჰაქარის გამგებელი იზ ად-დინ შირ-ბეგი იყო. ჰაქარის ციხეთა უმრავლესობა ჰასან ბეგის მფლობელობაში აღმოჩნდა. თვითონ ბაიანის ციხეში გამაგრდა. ამ ვითარებაში ხსენებულს სულეიმან-ბეგმა ცნობა გაუგზავნა „ვინაიდან იმადიეს, გურგილის, სერიაზლულის და ბაიანის ციხე შენბონურთა ხელშია, შიში სრულიად არა მაქვს, ველზე თქვენ კარვებს ქურებისათვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც კამეჩის ნეხვს“62.
ჰაქარის გამგებელი შენბოს სახელით მოიხსენიება, „შინე“ სიტყვისაგან არის ნაწარმოები. დაწვრილებით შერეფ-ხანის ისტორიაშია მოთხრობილი.
ბაიანი ციხის – ჰარირის მახლობლად, ოდნავ სამხრეთაღმოსავლეთით მდებარეობს. მტკიცე ციხეა დერბენდ-ე პეშტის ხეობის წინ, პატარა ტბის აღმოსავლეთით, ჯულამერქის მოპირდაპირე მხარეს. მის წინ პატარა ტბის სამხრეთით სათავეს იღებს მდინარე, რომელიც ქალაქის მახლობლად ბალბანისა და ქესთანეს ლივადან მომდინარე მდინარესთან ერთიანდება. დასავლეთით დურქამისა და სემაუკუს ლივების ველებზე შედის. ირბილს დასავლეთით ჩაუვლის და ზიბარის რაიონიდან მომავალ მდინარესთან ერთიანდება შატის მახლობლად. სამარის ჩრდილოეთით შატს ერთვის. ირბილის ზემოთ მდინარე ორად იყოფა. მათ შორის კუნძულს ქმნის და კვლავ ერთიანდება. იმ კუნძულზე სოფელია ყალა-ე ალთუნ-ქოფრუსუს სახელწოდებით; ისიაბერიც ეწოდება. აღაქისის ციხე და ნაჰიე ერთ დროს მას ექვემდებარებოდა. შემდეგ გამოეყვნენ და დამოუკიდებელი ერთეული შექმნეს.
ისიაბერი – ვოსტანის ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს. დასავლეთით ერთი მილის მანძილზე ლივები და ციხეებია. გარგარის ლივა, ისიაქერდის ლივა და კიდევ ერთი ყასაბა სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთს შორისაა. ბატური – მთის ძირას მდებარეობს. ლივები და ყასაბები ამგვარადაა ჩამწკრივებული. ვოსტანთან მდებარე მთასთან მთავრდება და ბარისკენაა მიმართული.
ქისანის ლივა – ადრე მოხსენიებული ყასაბებისა და ციხეების აღმოსავლეთით მთის ძირში ციხე და ყასაბაა. ყასაბა მთის კუთხეში, ქისანის ციხის პირდაპირ მდებარეობს. მათ შორის მცირე მანძილია.
მოქსი – ქალაქი და ციხეა, ადრე მოხსენიებული; მთის დასავლეთით სწორ ადგილზე მდებარეობს. ხიზანი აქედან ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით ერთი მილის მანძილზეა. მოქსს წინ მდინარე ჩაუდის. ხიზანის ტერიტორიის გავლის შემდეგ „დელიქლი კაიას“ („დახვრეტილი კლდე“) შემდეგ ბითლისის წყალს უერთდება. მდინარე ადრე ნახსენები მთიდან გამოდის და მცირე მანძილზე მოქსის ქალაქის წინ ჩაივლის. გარგარის ნაჰიე და ციხე ადრე მოქსს ექვემდებარებოდა, შემდეგ გამოეყო და დამოუკიდებელი ერთეული გახდა.
ხიზანი – მოქსის ჩრდილო-დასავლეთით, ბითლისის სამხრეთითა და ქისანის ლივას დასავლეთით მთაზე გაშენებული ციხე და ყასაბაა. მისი მთიდან ორგან წყალი იღვრება. შეერთების შემდეგ მოქსის მდინარეს ერთვიან, ხოლო ყველა ერთად – ბითლისის მდინარეს. შერეფ-ხანი ამბობს, ხიზანი შემოკლებულია „საჰრ ხიზანიდან“63. მისი მოსახლეობა გათენებისას დგება და კარგი ზნითა და პატიოსნებით არის ცნობილი. ხიზანის ციხე ისლამის ნაგებობაა. აქ ამბობენ, მისი მშენებელი მარაღა-ე თებრიზის შემქმნელიაო. მე ბევრს ვეძებდი ისტორიულ წიგნებში, მაგრამ მარაღის მშენებელი ვერ აღმოვაჩინე. მხოლოდ ვნახე, რომ ბოლო დროს პჰალუ-ხანი შეეცადა ნაგებობა განეახლებინა და დედაქალაქად ექცია.
[422] გამომცემლის ჩანართი:
უყურადღებობა რომ არ გამოვიდეს, აღვნიშნავთ, რომ წიგნის დასაწყისში მითითების თანახმად, ნაწარმოების ავტორის – განსვენებული ქათიბ ჩელების ამ სახელოვან ნუსხაში მსოფლიოს ქვეყნებისა და გამგებლების ამბის გადმოცემამ და განმარტებამ მხოლოდ ამ ადგილამდე მოაღწია. არც შავი ეგზემპლარი და არც ხალხის ხელთ მყოფი ნუსხები ვანის ეიალეთის საზღვრების აღწერას არ გასცილებია. ამასთან ერთად, მისივე სიტყვთ დასტურდება, რომ წიგნის დასაწყისიდან ამ ადგილამდე, დაპირების მიხედვით, მრავალი ფრაზის განმარტება და თხზულების დასრულებაა საჭირო. ხელნაწერსა და გამოცემაში 41 თავად დაბეჭდილია „სომხეთის ქვეყნის შესახებ“. აღნიშნული ქვეყნის მიჯნებსა და საზღვრებში არსებული წინააღმდეგობის მითითებისას საგანგებოდ აღინიშნა: „ჩვენ დიდ სომხეთში შემავალ ერზურეუმისა და ყარსის ეიალეთებს ცალ-ცალკე თითო თავში აღვწერთ“. იქნებ, მან მისი სიტყვიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიც აღწერა, მაგრამ მრავალთავიანი და ქვეთავიანი ფართო მოცულობის წიგნის დასასრული დაიკარგა, ან იქნებ ამ ცდას, სურვილსა და დაპირების ასრულებას მისმა წმინდა სიცოცხლემ ნება არ მისცა. მე, თქვენი მონამორჩილი, მისი ნებისა და მიზნის შესრულებას შეძლებისდაგვარად შევუდგები ქვეყნების და გამგებლების აღწერის გაგრძელებაში განსვენებულს მივბაძავ, მის კვალს გავყვები და დამთავრებისათვის ჩემ უმწეო ძალას დავხარჯავ. ყარსისა და ჩილდირის ეიალეთები საქართველოსა და ახალციხის აღწერას რომ დაერთო, იმ მხარეებში ადრე, მოკლედ წარმოდგენილი და ნახსენები იყო. ამ ადგილას ერზურუმის ეიალეთის თხრობას შევუდგები და ამგვარად, პატივს ვცემ მათ ხსოვნას, ვინც ხსენებული ეიალეთის ქალაქებს დიდ სომხეთს აკუთვნებს. შემდეგ, გეგმის მიხედვით, შევეცდები აღვწერო აზიის ნაწილის ნარჩენი ქვეყნებიც და, ღვთის შემწეობით, წიგნის დასასრულს მივაღწევთ.
ქვეყნებსა და გამგებლებზე თხრობის დროს დამასკოელი აბუ ბექრ იბნ ბაჰრამის თარგმნილი „დიდი გეოგრაფიის“ ფრაზებს ვკრებდით და აქა-იქ ვამოკლებდით, ბევრგან კი ისე ვტოვებდით, როგორც არის გადმოცემული.
ერზურუმის ეიალეთი – განმარტავენ, რომ ეს ეიალეთი სომხურია, რუმის აღმოსავლეთ საზღვარზე. მის აღმოსავლეთით – ერევნის და ყარსის ვილაიეთებია, ჩრდილოეთით ტრაპიზონის ეიალეთი და საქართველო, დასავლეთით – სივასის ვილაიეთი, სამხრეთით – დიარბექირი და ვანი. ეიალეთში 11 სანჯაყია64: ერზურუმი – ფაშას სანჯაყი, ისპირი, ბასიანი, თორთუმი, ხნუსი, ყარა ჰისარ-შარყი, კიზუჯანი, მამრევანი, ქილი, მაჯნაქერდი, მალაზგირდი, ტექმანი, ალაშქერდი, ბაიაზედი. 15 ციხეა, 5157 თეზქერიანი და უთეზქერო თიმარი. კანონის მიხედვით, აბჯროსნებიანად – 7800 ჯარისკაცია. მიუთითებენ, რომ ამ ეიალეთში მაჯნაკერდის, ისფირის, ალაშქერდის, ბაიაზეთის და კიზუჯანის გარდა ერთგვარი „მორიგე“ თიმარებია: თითო თიმარს მონაწილეობით 3 – 4 პირი ფლობს და ლაშქრობაში მორიგეობით დადიან. სხვა ეიალეთებში ასეთი რამ არ გვხვდება65.
[423] ერზურუმის ლივა – ამის ქალაქი ეიალეთის ცენტრია. მევლევიელთა გადასახადი 500 ახჩაა. შემდეგ ყაზებს შეიცავს: ერზინჯანი, ბაიბურთი, თერჯანი – ქვემო და ზემო, თორთუმი, ურლა მეორე სახელი გუმუშხანეა, თურული, კურუჩაი, კიზუჯანი, კუზაი, ქერჯანისი, ქელქითი, ქემახი, ქევანისი, მერდჯანი, იაშ-იაღმურის ხეობა.
ერზურუმის აღწერა – ქალაქს გალავანი არტყია. შიგ ძველი და ახალი ქალაქის მეჩეთი, აბანო, ბაზარი და საბაზრო ადგილებია. ნათესები ბევრია, მაგრამ ხილი და ტყე არ არის. საშენი მასალა ორდღიანი მანძილიდან მოაქვთ. საწვავად ძირითადად წივას იყენებენ. წყაროებიდან ცნობილია „სამოთხის წყაროს“ („ჯენნეტ ფინარი“) წყალი. „თებრიზის კართან“ ცნობილი ეკლესიაა, რომლის გუმბათი ყოველი მხრიდან 50 წყრთაა. ამ გუმბათის ზოგიერთი თაღი მისი უდიდებულესობის მუჰამედის დაბადების დროს – არ მოაკლდეს მას ლოცვა და მშვიდობა მაღალი ალაჰისა – ჩამოვარდა და მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. მის პირდაპირ სიგრძითა და სიგანით ქააბის ტაძრის ფორმის მუსლიმური მეჩეთი ააშენეს. „ნამუნე ძე ქააბე“ („ქააბის ნიმუში") უწოდეს. ამ ქალაქს 3 კარი აქვს. ერთ-ერთი თებრიზის კარია. ჩრდილოეთით, გარეთ, კართან ახლოს წყალია, რომელსაც „შამ-ხანე-იე ჩენე ეწოდება66, ქვის ვარცლში შედის. მეორე საქართველოს კარია, მესამე –- ერზინჯანის კარი. თებრიზის კარიდან სასეირნო გზა გადის, შეუდარებელი წყლები აქვს. აქ შეიხ აბდალაჰ რაჰმანის წმინდა აკლდამაა. ერზენის მახლობლად დრაკონის გამოსახულებაა – მთაში კლდეების ნატეხები შორიდან დრაკონის მსგავსად მოჩანს.
გაფრთხილება: ყალიყალა რომ ეწოდება – ერზურუმია. რუმის ზოგიერთი ამირი გამოეყო და ტომთა მეფეებად იქცნენ. ამათგან ერთ-ერთი სომხეთის მეფე გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი ცოლი, სახელად ყალა; ყალის ქალაქი ააშენებინა და ერთ-ერთ კარზე თავისი სურათი გამოასახვინა. ამ ქალაქში მრავალი ირანელი ვაჭარი მოდის. ბაჟი აიღება და საქონელი უხვად გროვდება. ამ ქალაქში აბუ ისჰაკის საფლავია. მის სანახავად დადიან. ნაჰიეებია: ხნუსი, ისფირი, მერსი, ყული, ბოღაზი, სუშეჰრი, თერჯანი.
ქელქიდი – სტამბოლის მხარისაკენ სივასიდან 3 დღის სავალზეა, 100 სოფლიანი ყაზა და უმნიშვნელო ყასაბაა, სწორ ადგილზე მეჩეთი და აბანო აქვს. სახლები ძირითად ხის არის. იქ ზაფხულის საძოვარია – ჩემენ დაღი, რომელზედაც თურქმანთა ულუსი ზაფხულს ატარებს, ყასაბის მახლობლად იმ საძოვარზე მრავალი ხეობაა. ბარისაკენ ეშვებიან და გრძელდებიან. დასახლებული მთაც არის.
ქემახი – მდ. ევფრატზე გაშენებული ყასაბაა. ციხე აქვს. ერზინჯანსა და მას შორის ერთი დღის სავალია. 798 (1395/6, 16. X – 5. X) წელს ილდირიმ ბაიაზედ-ხანის67 მეთაურმა თემურთაშ-ფაშამ დაიპყრო. ქალაქის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ამ ქალაქში ბეღურის მსგავსი პატარა ჩიტები მოფრინავენ. გაზაფხულზე ამ ქალაქის მიდამოებს ჩიტები ებრაელებისთვის მოსული მწყერების მსგავსად ღრუბლებივით ეფინებიან68. ქალაქის მცხოვრებთათვის იგი დიდი სანოვაგეა. მისი გემო ხალვას ჰგავს. თუ რამდენიმე დღე ახლად გამოჩეკილ ჩიტებს ხელს არ მოკიდებ და თავის ადგილზე დატოვებ, ფრთებს ისხამენ და გაფრინდებიან. მათი კურტუმო ძალიან გემრიელია. ნაჰიეებია: კურუჩაი, ვადი, რანიქი.
ურლა – მნიშვნელოვანი ყაზაა. რადგან მის მახლობლად ვეცხლის საბადოა, გუმუშ-ხანესაც უწოდებენ. მადანი ორი საათის სავალ მანძილზე გრძელდება. ამჟამად მადანთან დიდი გაშენებული ყასაბა დააარსეს. მადანს მეთვალყურე მეთაური ჰყავს. მისი მოსახლეობა ბერძნულად ლაპარაკობს. აქ ვერცხლი, სპილენძი და ოქრო მოიპოვება. გაცემულია იჯარით. აქვს პატარა მდინარე, რომელიც ქევანისიდან გამოდის. მას ფლობს ერზურუმის ფაშას მიერ დანიშნული გამგებელი.
[424] თერჯანი – (მეორე სახელი დერჯანი) – საშუალო ქალაქია.
ერზინჯანი – ქალაქია მრავალი საძოვრით, ერზურუმიდან 40 ფარსახის მანძილზე. აქ ერთ-ერთ მთაში გამოქვაბულია, რომლის ჭერიდან წყალი ჩამოდის და ქვავდება რადგან ამ ქალაქში რამდენჯერმე იყო მიწისძვრა, მრავალი შენობა დაინგრა: სულფან ალა ად-დინ ქეიყობად სელჩუკიანმა69 მისი გალავანი აღადგინა. ჰავა კარგი აქვს. მდინარე ევფრატი ამ ადგილს ახლოს ჩაუვლის. მისი მოსავალი მარცვლეული და ბამბაა. ყურძენი და ხილი ბეგრია.
კულური – დიდი სოფელია ბაიბურთის სამხრეთით, ერთი დღის სავალზე, სინურ-ოვასის მახლობლად.
სოფელი მინარელუ -– რადგან იქ სულტან სელიმის ამირამ, ფარუხშად-ბეგმა70 ილაშქრა, ირგვლივ რამდენიმე, სულ 14-მდე სოფელი ხელში ჩაიგდო. იქ მეჩეთი, სასტუმრო და აბანო ააშენა. აქდან ერზურუმი 2 დღის სავალზეა.
ბაიბურთი – ერზურუმის ჩრდილო-დასავლეთით და ტრაპიზონის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის. ბაიბურთსა და ტრაპიზონის ველს შორის 3 დღის სავალია. იქ პარასკევის ლოცვა სრულდება. მეჩეთი და 3 – 4 აბანო აქვს. ბორცვის ერთ-ერთ მხარეს ციხეა. მისი ჰავა ცივია. ნათესები და მარცვლეული ძალიან ბევრია. მდინარე ჯურუჰი, ან მდინარე ჩორაკი ამ ქალაქს შუაზე ჰკვეთს და მის ციხეს აღმოსავლეთით ჩაუვლის. დიდი მდინარეა. საშენი მასალა ორდღიან მანძილზეა, მთაში. ტყე იქ იჭრება. მდინარეში ყრიან. ქალაქში რომ მოდის, ყველა ნიშნის მიხედვით პოულობს და იღებენ. ეს მდინარე ტრაპიზონამდე აღწევს. ეს ნაჰიე ერზურუმის ფაშას ეკუთვნის. ტრაპიზონის სამხრეთითაა.
თექმანი – ციხე და ყასაბაა ერზურუმთან ძალიან ახლოს. ჩრდილოაღმოსავლეთით, ორ მთას შორის. რამდენიმე ტბა აქვს. საძოვრის უფლებას ბინ გიოლის ულუსისაგან იღებენ. აქ გრძელი ზამთარია. ყანის შემოსვლისას უკვე თოვს. მოსავალს იღებენ და მეორე ზაფხულზე ლეწავენ.
ქევანის ციხე – აქ მურად-ხანის გვარია. ერზურუმის ფაშის მიერ დანიშნული გამგებელი მართავს. გვერდით პატარა მდინარე ჩაუდის. მთიანი და ტყიანი მხარეა.
იაღმურის ხეობა – ეს მხარეც მთიანი და ტყიანია.
ყარა ჰისარ შარყის ლივა – მისი ყაზებია: აბუ ალ-ხეირ, აზქოი, ოზქარი, ესქიფერი, აყშარ-ოვასი, აყ-ქოი, ულუბეგი, იბსიდი, ბაზარ-სუ, სუშეჰრი, ბაჰრამშაჰი, ბულმანი, პირამლუ, მეორე სახელი ერდერ-ჩემას, ჰისმანე, ზელაბე, სისორთა, შებხანე, შინან, კირიკი, ყოიუნლუ-ჰისარი, მილაში, იაყუბ-ბეგ დერბენდი, მეორე სახელი – ფენჯშანბა, ყარა ჰისარ შარყის აღწერა – ყასაბა და ციხეა ერზურუმსა და თოყათს შორის. ყარა ჰისარ შაბანსაც უწოდებენ.
ყოიუნლუ ჰისარი – თოყათის აღმოსავლეთითაა. სივასიდან ერზურუმამდე ჯარისთვის 2 გაჩერებაა. მათ შორის კარგი ველებია. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთი მილის მანძილზე ნიქსარია. აქედან ბორცვზე პატარა მიწის ციხეა, რომლისკენაც მხოლოდ ერთი ვიწრო გზა გადის. ხსენებული ბორცვის ქვეშ ძნელად სავალი ბილიკიც არის.
შებხანე – იქ შაბის საბადოა. იჯარით არის გაცემული. აქედან ყარა ჰისარ შარყის მცველები ხელფასს იღებენ. [425]
ბასიანის ლივა – ფართო ველია. ამ ველზე პატარა ციხეა. ჰასან ყალასის უწოდებენ, ერზურუმის აღმოსავლეთით ნახევარი დღის სავალზე. ციხე, ველზე მდებარე მეჩეთი, მუდმივი ბაზარი და რამდენიმე ნაჰიე აქვს. ესენია: კასნი, ქუნი, იინექი, ჭაჭარაქი. ბასიანში ორი ციხეა – ერთი, რომელსაც ზედას უწოდებენ – ჰასან-ყალაა. მისი საზლვარი ჩობანქოფრუსუს აღწევს. მოპირდაპირე მხარეს კი -- მაჯნაკერდის ციხეა, რომელსაც ქვედა ჰქვია.
ქუსდალი – იმ მხარეშია, ბასიანსა და ქაღიზმანს შორის. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა გადაჭიმული, სამხრეთ-აღმოსავლეთით ყიზილჯადაღი მდებარეობს. მათ შორის ვრცელი ველია, მის მახლობლად – თეთრი მთა, რომელსაც ერთ მხარეზე არაქსი ჩაუდის. ბასიანის ველზე დიდი ტბის საძოვრიდან მდინარე გამოდის და არაქსს ერთვის. ჰასან-ყალას სამხრეთით ალადაღია. იმ მთაში მდინარე მურადი გადის.
მაჯნაკერდის ლივა –– ქვედა ბასიანს უწოდებენ. მტკიცე ციხე და 3 ნაჰიე აქვს. ერთ-ერთი ხორასანია, სადაც ბეგი ზის, მეორე ზევინი და მესამე სიღანი. ციხე მდინარე არაქსის ნაპირზეა.
ისფირის ლივა – ქალაქი ერზურუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით
ორი დლის სავალზე. ერთ ხევში სწორ ადგილზე მდებარეობს. ირგვლივ მაღალი მთები, ციხე და ქალაქია. ხეობის მდინარის ორ მხარეზე ბაღები და ვენახებია. აღნიშნული მდინარე ბაიბურთიდან მოედინება და შავ ზღვას ერთვის. ისფირი ხილიანია; შავი ზღვის სანაპირო სოფლებში ურწმუნო ბერძნები ცხოვრობენ. ზიმიები არიან. სახელმწიფოს ყოველწლიურად 600 ყანთარ [60 000კგ] თაფლის სანთელს აძლევენ. რადგან მათ მიდამოებში ხშირია ტყე და შხამიანი ყვავილები, ბევრია მათრობელა თაფლი. ისფირის მხარეებში მთის ხეებზე აგროვებენ თაფლს. თაფლისა და ნაღებისაგან ბასტურმას აკეთებენ. პატარა კასრებში ერთ ფენა ნაღებს და ერთ ფენა თაფლს დებენ. ზაფხულიდან ზამთრამდე ტოვებენ. მისი გემოთი კაცი ვერ გაძღება. თაფლი ინახავს [მას], რომ არ გაფუჭდეს. ამ კარგი თაფლით ნაღები იჟღინთება და ხმება. ამ მხარეში საუცხოო შევარდნებს იჭერენ. ამ ადგილს უკავშირდება გამოთქმა „ისფირის შევარდენი“.
ხნუსის ლივა – ერზურუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სამი დღის სავალზეა. რამდენიმე ნაჰიე აქვს: ბაჩანი, ბულანინი, ხინდერესი; ბინ გიოლის ქვეშ არიან.
ხნუსის აღწერა – მისი ციხე აღმართულია დიდ კლდეებს შორის, ბუნებრივ ღრმულში, რომლის ყოველ მხარეს მიწიდან მოულოდნელად დიდი კლდეები აღიმართება. ათწყრთიანი სიმაღლის კედლის ზედაპირი ყველა მხარეს სწორი მიწისაა. ხნუსის გალავანთან, ღრმულში მაღალი ბორცვია, რომელზეც ქალაქის მტკიცე ციხეა აღმართული. შიგ მცველები არიან. ციხის აღმოსავლეთით ბორტვის ქვეშ პატარა მდინარე გადის. ეს მდინარე სამხრეთ გალავნის ნანგრევში გაივლის. ეს დარღვეული ადგილი რკინის ბადით გადაკეტეს და მდინარეს ჩრდილო-დასავლეთისაკენ გაუკეთეს გასასვლელი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქურთები არიან. ბასიანის ტომებია. მეჩეთი და ბაზარი აქვთ. ცხენები კარგი ჰყავთ. იმ ნაჰიეში ზაფხულს ულუსის ტომის 100 000 კაცზე მეტი ატარებს.
მამრევანის ლივა – მეორე სახელი ნამრევანია – ციხეა ხნუსის ჩრდილო-აღმოსავლეთით; მთიანი და ტყიანი ადგილია. აქედან ოლთისში ჩახვალ. [426]
კიღის ლივა – პატარა ქალაქია, ერზურუმის უკიდურეს სამხრეთით. მისი ერთი მხარე ბარში მდებარეობს, მეორე კი მთებთან ახლოს. ნაჰიე და სანჯაყია. იქ არის მადნის საბადო, ე.ი. ზარბაზნის ყუმბარა, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება. მოსახლეობა ბასიანის ტომის ქურთები არიან.
კიზუჯანის ლივა – ძალიან ძნელად გასასვლელი, მთიანი და ტყიანი მხარეა. მისი მცხოვრებნი ბასიანის ტომის ქურთები არიან. აქ ბევრი რევანდი იზრდება.
მალაზგირდის ლივა – ამ პატარა ქალაქის შენობები შავი ქვის არის. წყაროები აქვს. ხეები არ არის. ხლათის მახლობლად მდებარეობს. მდინარე მურადი მას ახლოს ჩაუვლის. მის მახლობლად უცნაური ხიდია, მალაზგირდის მდინარის დასაველთით. მალაზგირდი ერზურუმის სამხრეთაღმოსავლეთით 2 დღის სავალზეა. მისი ყველაზე ცნობილი მხარე კითადია.
სარი-სუ – ძველი ციხეა, სომხეთის სატახტო [ქალაქი]. მის დასავლეთით ძალიან დიდი სეიჰან-დაღის მთაა. მოსახლეობა შავი ქურთების ტომია, რომლებსაც „ბათურქ აშირეთის“ უწოდებენ.
ალაშქერდი – ჩალდირანის ველსა და ერევანს შორის მდებარე ძველი ლივაა. ამჟამად დაკარგული აქვს მნიშვნელობა.
ბაიაზედის ციხე – ციხე და ლივაა კოტურის ჩრდილოეთით, ირანის საზღვარზე. მას ორი ციხე ექვემდებარება. ერთი დიადინის, მეორე – ხამრის. ფეჰლულ-ბეგი ამ ლივას ოჯაკლიკის წესით ფლობს. ისინი ძალზე გაბედული ხალხია. ქურთული ბასიანის ტომიდან არიან წარმოშობილი. ყიზილბაშებს მათი ძალიან ეშინიათ. ამ ბაიაზედის ბარისაკენ მდინარე მურადი მოედინება. მიწაში შედის და ოთხსაათიან მანძილზე კვლავ ჩნდება და ჩაივლის. არარატის მთა ამ ლივისკენაა მიმართული და ჩალდირანის ველიც აქ იწყება.
თორთუმი – პატარა ქალაქია. ერზურუმის ჩრდილოეთით, ორი დღის სავალზე, ხევში. მის მახლობლად გვარჯილის საბადოა. თორთუმში ჩამავალი ხევის მდინარე ახჩა-ყალას ნაჰიეში შედის, შემდეგ საქართველოში და შავ ზღვას ერთვის.
ახჩა-ყალას ნაჰიე – თორთუმის ნაჰიეს ჩრდილოეთით არის. ბორცვზე მდებარე უმნიშვნელო ციხეა. დაცვა ჰყავს. მსხალი, ვაშლი, სხვა ხილი, ჰავა და მდინარეები ძალიან კარგია. მთები:
ალადალი71 – დიდი საძოვარია. იქ ბევრი ნადირია, მდინარე მურადი 4-5 ადგილას წყაროებიდან იღებს სათავეს. მონღოლმა არღუნ-ხანმა72 იქ სასახლე ააშენებინა. ბოზჯა-დაღი გადაჭიმულია ალღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ჯებელ-ე ქუს – ყიზილჯადაღის ახლოს არის. არემარე ნაძვნარი და ტყეებია. ჯებელ-ე ეგერლუ ერზურუმიდან მოჩანს. ჰასან-ყალამდე გრძელდება.
მდინარეები:
მდინარე მურადი ორ ადგილას იღებს სათავეს. ერთ-ერთი ალადაღია. მრავალ ადგილას ივსება და დიდ მდინარედ იქცევა. ჩარმურის ხეობაში მდინარე 4 ნაწილად იყოფა. ამ მდინარეზე დიდი ქვის ხიდია, რომელსაც „ჯოდამინშაჰს“ უწოდებენ. ქვეშ გაუვლის. ზემოთ, მალაზგირდის წყალთან ერთიანდება. მეორე მურად-სუა. ბინ გიოლის საძოვრიდან იღებს სათავეს. შემდეგ სამხრეთით მიემართება და ერთ ნაპრალში შედის. მუშის ველზე ყარა-სუსთან ერთიანდება და გაივლის გუნჯეს, ჩიაკჩურსა და ფალუს. რეშვანში მდინარე ევფრატს უერთდება. მდინარე ევფრატი ერზურუმიდან ყალიყალას მთების შუღნის ხეობიდან იღებს სათავეს და გაივლის თერჯანს, ერზინჯანს, [427] ქემახს, კურუჩაის, ექინს და რეშვანს, ამ ადგილას მდინარე მურადთან ერთიანდება. შემდეგ ჰაქიმ-ხანის მახლობლად ჩაივლის ნევშარის გადასასვლელში, იერთებს კირკგეჩიტის მდინარეს, რომელიც მალათიიდან მოდის. შამისარტს, რუმკალეს, ბირეჯიკსა და რაკას, რომ გაივლის, იერთებს რაჰვას წყალს, შემდეგ კი მდინარე ხაბურთან ერთიანდება. ამ შერთვის დასავლეთით დირისა და რაჰბას ყასაბები მდებარეობს. შემდეგ მაკამალიესა და ჰამასისაკენ მიედინება. ამ ადგილას ჰამრის მთას გადასერავს და იანეს, ჰინთისა და ჰადისესაკენ მიედინება. ქერბელაში სულტან სულეიმანის გათხრილ არხში შედის, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით – აკერკუკის არხში და ჰილეს აღმოსავლეთით ჩაივლის. შემდეგ უერთდება მდინარეებს შაჰს, რუმაჰიესა და სამავათს. ჯევაზირის ლივაში შატის წყალთან ერთიანდება და ზღვასავით დიდ მდინარედ იქცევა. მათ შორის ბევრი კუნძული მოჩანს. კურნას ციხის მახლობლად მთელი წყალი ერთდება, ერთ ნაპრალოვან ადგილას შედის და ბასრას აღმოსავლეთით ჩაუვლის; ჯედიდის მახლობლად ჰორმუზის ზღვას ერთვის. ევფრატის სათავე ერზურუმთან არის ის, ვინც გაზაფხულზე მის წყალში დაიბანს, იმ წელს ავადმყოფობისგან დაზღვეულია.
დაშთ-ე ერზენის ტბა – პატარა ტბაა. 3 ფარსახზე გრძელდება. მტკნარი წყალი აქვს. შიგ ბევრი თევზია.
მცენარეულობა და მოსავალი – მისი ნიადაგი ნოყიერია, მოსავალი – უხვი. თუ ოსმალთა ჯარი გამოიზამთრებს, საკმარისი სურსათსანოვაგეა. ამ მხრივ გასაჭირი არ არის. ამ ვილაიეთში ლეწვასა და მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ. ძლიერი სიცივის გამო მოსავალი სამ თვეში მოდის და მკიან. ზაფხულის ბოლო დღეებში მიწას ხნავენ და იძულებული არიან მოსავალი ბეღელში შეაგროვონ.
გზები და პუნქტები
ერზურუმიდან – ყარსამდე. ერზურუმის მახლობელი ილიჯადან მენზილხანემდე 3 საათია, ჰასან-ყალამდე, მეორენაირად დევე-ბოიუნუმდე – 3 საათი, ყარა ქუჰჯალარამდე – 5 საათი, ჩობან-ქოფრუსუ ზიამირამდე – 5 საათი, ტუმატამამდე, (მეორე სახელი სოღან იაილასი) – 3 1/2, აქედან – ყარსამდე 2 საათია.
ყარსიდან ერევნამდე – ზაიმ ისმაილის პუნქტამდე 7 საათია. ამ ადგილას ყარსის მდინარეზე ერთი მოუხერხებელი გადასასვლელია. იქ ფსკერზე მსხვილი ქვები და ძლიერი დინებაა ყარსის მდინარეზე გადასასვლელი შაჰნე-გეჩიდი – 5 საათიან მანძილზეა. შურაგელი 4 საათიან მანძილზეა. არფას წყალი ამ ადგილას ჩაივლის, ბინ გიოლამდე 3 საათია. აღირი მდინარე ალაზქერის მთის თოვლიდან ჩნდება. შიგ საუკეთესო თევზია. შერებხანემდე 4 საათია. სწორი ველი და მდელოა. აიარანემდე – 4 საათია. აქ ბევრი ბალახია. აბდალარი – მეორე სახელი ტაილარი – 4 საათიან მანძილზეა. ერევნის ნათესები ამ ადგილამდე აღწევს. გედიქ ქოიუნი ერევნის მახლობლადაა.
ერზურუმიდან სივასამდე – აშყალა, თერჯანი, ქელქითი, შიროვასი, ყარაჰისარი, სივასი.
ერზურუმიდან დიარბექირამდე – სოფელ ქაფირამდე ერთი გაჩერებაა. ახჩა-ყალაში დიდი მდინარე ჩაივლის. აქედან ხანგილანი შორსაა. ძნელად გასასვლელი მაღალი მთების და დიდი მდინარეების გადალახვაა საჭირო. ფალუ ახლოა, ერთ გაჩერებაზე, ევფრატის ნაპირის ყიზლარგეჩიდი – 4 საათიან მანძილზეა, შაყაბაში – 3 საათიანზე, დირკემენ – 5 საათიანზე, აიარჩაი – 3 საათიანზე, ფირჰუსეინის გორამდე – 5 საათი. შემდეგ სულტან-თეფესი, (ირ28 რომელსაც ხალხი სეირან-თეფესისაც უწოდებს და დიარბექირია.
მეორე გზა ერზურუმიდან დიარბექირამდე – ჰაიდარ-გოლუ, ლერქეჩაირი, აღაგოლუ, კურდოიურდუ, კარღაბაზარი, ქოფრუ, ხანგილანი, სიმავიე, მდინარე მურადი, ყიზილ-პინარი, გოლუქ-ბაბა, თექიე-ჩაი, ილიჯა, აიარბაში, ფირჰუსეინის გორა, კატირბილი და დიარბექირი.
სხვა გზა ერზურუმიდან დიარბექირამდე – ნერდუბანლარი, თეთრბატკნიანთა გამგებლის იზ ად-დინის ქალიშვილის სახელი ჰქვია – მამახათუნი. ორი საჯინიბო, ცენტრში მეჩეთი და გარეთ აბანო აქვს. მოგვიანებით მეჰმედ ფაშამ აღადგინა თერჯანი, ქეშიშხანე, სოფელი ჩემენი, ერზინჯანის გზა, საჰილი და ქემახის მთა. ამ ადგილზე ევფრატის წყლის ნაპირით შეიძლება მისვლა ძნელად გასასვლელი ადგილებია. ბუღართგოლუ, მეორენაირად ხუღისიოლუ – ძნელად გასასვლელია. ასევე ძნელი სავალია ხუსთუხანის გზაც. ყარაჯადაღის სახელით ცნობილი მთის, ხუსთუბოღაზის, ჩემიშქეზექის, ფერთექის და მურად-სუს გადასვლა შეიძლება ხერფერთისა და ხაბუსის სოფლის ნახევარი ძნელად გასასვლელია, მეორე ნახევარი კი – ვაკეა. შემდეგ ბაშხანი, ორთახანი, სერბითენ, შალილე და დიარბექირია.
ერზურუმიდან ერზინჯანამდე – ილიჯა, რომელიც თერჯანს ექვემდებარება, ბადენლუში მდებარე ხანლუჯი – 3 საათზე და ერზინჯანი. ერზინჯანიდან სივასამდე – ხოჯა აჰმედი, ერზინჯანიდან 3 საათზეა, შემდეგ სურზადე, ხოჯა აჰმედის რაბათი და სივასი.
ერზურუმიდან თებრიზამდე – მალაზგირდი – 6 საათიან მანძილზე, არჭეში 8 საათის სავალზე, ბენდ მაჰი – 8 საათის, ნევშეჰრი – 3 საათის, სოქმანაბადი – 5, ფარსანგი – 6, ხოი – 12 საათის სავალზე, შემდეგ კი მარანდი, სუფიანი და თებრიზი.
მეფეებისა და გამგებლების მდგომარეობა
ირანელების, სომხებისა და ბერძნების შემდეგ, მუსლიმები გაჩნდნენ. ხალიფების დროს პირველად მისმა უდიდებულესობა ყიას იბნ ღანიმმა დაიპყრო და ზავი დადეს. აბასელთა სახელმწიფო რომ დასუსტდა, ძლევამოსილმა მეფეებმა ჩაიგდეს ხელში. შემდეგ, ცნობილია, რომ იქ სალიკიეს დინასტია მართავდა. 556 (1160/1–31. XII–21. XII) წელს გაჩნდა და 559 (1163/4 – 30. XI – 18. XI) წელს ქართველებთან დიდი ბრძოლა ჰქონდა. თვით ამირ სალიკი და მისი დიდებულები ტყვედ ჩაცვივდნენ. რადგან მისი და, შაჰ ბანოვან ხათუნი შაჰ არმენის სახელით ცნობილი ხლათის გამგებლის, სულეიმან იბნ იბრაჰიმ იბნ სულეიმანის მეუღლე იყო, ქართველებს მრავალი საჩუქარი გაუგზავნა და ამირ სალიკი გაათავისუფლა. შემდეგ ერზურუმის გამგებელი მეჰმედ იბნ ამირ სალიკი გახდა. მოგვიანებით, ერზურუმის ვილაიეთი რუქნ ად-დინ სულეიმან სელჩუკ სანჯარმა დაიპყრო. 598 (1201/2,I.X–20. IX) წელს ხსენებულმა მელიქშაჰ სულეიმანმა იბრძოლა და ქართველები დაამარცხა73, შემდეგ ქახთში მოვიდა, სადაც დაატყვევეს. მალიქ მეჰმედის შემდეგ ერზურუმის გამგებელი ვინმე ჩაკდაში გახდა. 598 (120 1/2–I. X –20. IX) წელს სელჩუკთა განშტოებისაგან ერზინჯანსა და ქემახში მენქუჯიეს სახელმწიფო გაჩნდა. მათგან მენქუჯ ღაზის სულტანმა ალფ-არსლანმა ვილაიეთი უბოძა. შემდეგ მის ადგილზე ფახრ ად-დინ ბაჰრამ შაჰ იბნ დაუდ იბნ მენქუჯიე დაჯდა, შემდეგ კი მისი შვილი მალიქ დაუდი. ბოლოს და ბოლოს 728 (1327/8, 17. XI – 5. XI) წელს ჩობანიანთა სახელმწიფო წარმოიშვა. მათგან სახელი გაითქვა თემურთაშმა, რომელმაც ჩინგიზიანთა სახელმწიფოდან აბუ საიდი მიიმხრო. აბუ საიდი რომ მოკვდა, თემურთაშის ვაჟი შეიხ ჰასანი გახდა ერზურუმის გამგებელი. ეს 738 (1337/8. 30. VII – 20. VII) წელს მოხდა. მის შემდეგ იყო სასტიკი მტარვალი მალიქ აშრაფი. [429] იმ დროს ერთი მართალი კაცი, სახელად ყადი მუჰი ად-დინ ბარდა, მის ტირანიასს გაექცა, ჯანიბეგ-ხანთან მივიდა და ამ უკანასკნელმა მფარველობა აღმოუჩინა მალიქ აშრაფი დიდი ჯარით მას დაესხა. გადმოგვცემენ, რომ როდესაც თებრიზში მოვიდა, ღმერთმა ძლიერი სიბნელე და ქარი გააჩინა; ჯარი და ცხენები ერთმანეთში აირია. მალიქ აშრაფი დამარცხდა; მას თავს დაესხნენ და მოკლეს. შემდეგ, 809 (1406/7, 18. VI – 8. VI) წელს, თეთრბატკნელთაგან ბაიანდერიე გამოჩნდნენ და ვილაიეთს დაესხნენ. მათ შორის რაკი უკანასკნელი ოსმან თემური იყო, რუმის ქალაქების გამგებლად დაინიშნა. როდესაც იგი ისქანდერ იბნ ყარაიუსუფმა მოკლა, ერზურუმში გამგებელი მისი შვილი იაყუბი გახდა. შემდეგ ოსმანთა დინასტიის სულტან სელიმმა შაჰ ისმაილის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა და ეს მხარეები დაიპყრო.
ტრაპიზონის ეიალეთი: ტრაპიზონის და ბათუმის სანჯაყები გაერთიანდა და საბეილიქო შექმნეს. სანჯაყებია: ტრაპიზონი, გონია და ბათუმი. 454 კილიჩია, 56 ზეამეთი, 398 თეზქერიანი და უთეზქერო თიმარი. გონიას გამოკლებით, კანონის მიხედვით, აბჯროსნებთან ერთად 700 მეომარი74 [გამოჰყავთ]. ეს ეიალეთი დიდი მთები და ძნელად გასავალი კლდეებია; ხუთი-ექვსი დლის სავალი სიგრძისა და სამი დლის სავალი სიგანის, მისი ძირითადი ნაწილი ზღვის ნაპირზე მდებარეობს. ხშირი ტყეებისაკენ მიმავალ ზოგიერთ შარაგზაზე შესაძლებელ შემთხვევებში ორი მთის უდაბურ ხეობებზე მცენარის ტოტებით მოწნულ ხიდებით გადახვალ და საზღვართან მრავალი მინარეთის სიმაღლის მთებს მიაღწევ. ერზურუმის მხარეებიც მთიანია.
[ტრაპიზონს] შემდეგი ყაზები აქვს: ათინა, კაბა, იერღულ, ახჩა-ყალა, არხავე, უფ, ფილატინე, თირებოლი, გირესუნი, ქეშაბი, ქურთავნი, გონია, მაჩკა, მაირი, მიავარი, იუვა-იოლუ, მეორენაირად გურელე და ლაჩა.
ტრაპიზონის აღწერა – ეს ვილაიეთი ძალიან ლამაზი და ხილიანი ადგილია; მდიდარია კაკლით, თხილით, ვაშლით, უნაბით და მთის ხილის სხვადასხვა სახეობით. ამ ვილაიეთის მთავარი ქალაქი ტრაპიზონია – შავი ზღვის მახლობლად აღმოსავლეთ კუთხესთან ქალაქი და ციხე. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ლაზქის ტომია, რომელსაც ხალხი ლაზებს უწოდებს.
ლაზქის მთა ტრაპიზონის სამხრეთ-აღმოსავლეთითთ არის. დაღესტანად წოდებულ მთას ემიჯნება. ის მთები საქართველოში შედის; ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებამდე გრძელდება. იქ მრავალნაირი ხალხია: მეგრილი, ქართველები, აბაზა, ჩერქეზები, ლაზები, მუსლიმები და ურწუნოები, მუსლიმი შაფიიტები. ტრაპიზონის მახლობლად მცხოვრებთ ლაზებს უწოდებენ. ტრაპიზონის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს ჩინის მთა ჰქვია. იქ თურქთა ტომი ცხოვრობს. ლაზების ტომთან მეგობრულად არიან. მათი ენებია თურქული და სპარსული. სპარსეთის შაჰს ემორჩილებიან, ერეტიკოსები არიან.
ტრაპიზონი მტკიცე გალავნიანი და გამაგრებული ქალაქია. სოხუმი მას ჩრდილო-აღმოსავლეთით მოუდის. როდესაც 865 (1460-61, 17. X-6. X) წელს აბუ ალ-ფათიჰ სულტან მეჰმედ-ხანმა დაიპყრო, ყიზილ აჰმედ-ბეგი გაიქცა და უზუნ-ჰასანთან მივიდა. ხსენებულ წელს დაიპყრეს კასტამონუ, ტრაპიზონი, სინოპი და საქართველოზე ილაშქრეს75.
[430] ტრაპიზონს ორი ზღუდე და მტკიცე ციხე აქვს. ერთ-ერთს ქვედა გალავანს უწოდებენ, მეორეს – შუა გალავანს, ციხეს კი ყულეს.
ყულედ წოდებული მტკიცე ციხეა. შიგ საკრებულო მეჩეთია. ამ ციხეს დაცვა ჰყავს. ჩრდილოეთ კედელში შუა გალავნისაკენ გაღებული კარი აქვს. ციხეს ტრაპიზონის გარე მხარისაკენ გალებული კარი არა აქვს. ციხის სამხრეთით ერთი მცირე კარია, მაგრამ დაკეტილი; საჭიროების დროს აღებენ.
შუა გალავანს რომ უწოდებენ – გრძელ კედელს – ოთხი კარი აქვს: პირველი, აღმოსავლეთ კედელში შუა გალავნისაკენ გაღებული კარის მახლობლად არის; იენი ჯუმას (ახალი პარასკევი) უწოდებენ. მეორე, აღმოსავლეთ კედლის ბოლოსაა. ბაბ-ე დაბა-ხანეა (დაბახანის კარი), რომლის გარეთ დაბახანაა. ამ კარის წინ პატარა მდინარეა; მოედინება დიდი ველიდან; ზედ ნავტიკის ხიდით გადადიან. ბოლოს დასავლეთ კედელში კარია, რომელსაც ბაბ-ე ზენდანი (ციხის კარი) ეწოდება. ტრაპიზონის საპატიმრო ამ კართანაა. მის გარეთ დიდი ველიდან პატარა მდინარე მოედინება. ქვით ნაშენ სამი წყრთის ხიდსა და ცალკე ერთი ხის ხიდს გაივლის და ბაბ-ე ზაღანუსისაკენ გადადის, რომელიც აღნიშნულ ხიდზეა. მეოთხე კარი ჩრდილოეთ კედელში ქვედა გალავნისაკენ იღება. მას ბაბ-ე აშაღი ჰისარს უწოდებენ |ქვედა გალავნის კარი|. ეს შუა ციხე ფათიჰამდე76 ეკლესია იყო ქრისტიანების ხელში. შემდეგ სულტან მეჰმედ ფათიჰის მეჩეთი გახდა. ამ მეჩეთის მომიჯნავე მედრესე სულტან მეჰმედის აგებულია. შუა გალავანში ორი აბანოა. ერთ-ერთი ურწმუნოთა ნაგებია. ქვედა გალავანს რომ უწოდებენ, ოთკუთხედი ფორმის კედელია ჩრდილოეთი კედლის ზოგიერთი ადგილი ზღვას ემიჯნება. ამ კედელს აგრეთვე ოთხი კარი აქვს. ერთ-ერთი ზაღანუსის მხარისაკენაა, მეორე – სუთ ხანეა, მის გარეთ, ზღვის ნაპირზე ქრისტიანთა უბანია. ერთ-ერთი კარი „ბაბ-ე მულუზია“, რომელიც ზღვისკენ იღება, მეოთხე კარი „მუმხანეა“, ცვილის სახელოსნო, თაფლის სანთელს ამზადებს77, ტრაპიზონის გარე გალავნის ჩრდილოეთით, ზღვის გარდა, სამივე მხარეს ტრაპიზონის დიდი გარეუბანია, სადაც ბაღები და ბოსტნებია. დასავლეთ გარეუბანში ოთხი მეჩეთი და აღმოსავლეთში ორი მეჩეთია. დასავლეთის ოთხი მეჩეთიდან პირველი „ჯამე ხათუნიეა, სადაც სულტან სელიმ-ხანის დედა გარდაიცვალა. გალავნის დასავლეთ მხარეს ზაღანუსის კედლის გარეთ არის დასაფლავებული. საფლავის მახლობლად ერთი განსაკუთრებული მეჩეთი, მედრესე, წვეულების სახლი, სამზარეულო და თონეა: სტუმართათვის საჯინიბოა, ღარიბთა და მოსწავლეთათვის განსაზღვრულია დილისა და შუა დღის საჭმელი: დამწყებთათვის სკოლა, საკვები და ულუფა. მეორე მეჩეთი – სულეიმან-ბეგია. ამ მეჩეთში ერთი მოედანია, რომელსაც „კიკ მეიდანს“78 უწოდებენ. მესამე მეჩეთი აია სოფიაა, ზღვის ნაპირზე ურწმუნოთა ნაშენი ეკლესიაა; მარმარილოს დიდი სვეტები აქვს. მისი მიდამოები ზეითუნის ტყით არის მორთული.
მეოთხე მეჩეთი ერდო იდუბეგია. თავდაპირველად ეკლესია იყო. კიდევ სხვა მეჩეთებიც არის. ამ ქალაქში ნაირნაირი ხილია; უნაბი, ბალი, მსხალი, „საბეგო“ მსხალი, გულაბი მსხალი, სინოპის ვაშლი, ყურძნის სახეობიდან „დელქუ“ ყურძენი”, ბადრიჯანა ლეღვი, საუცხოო ბროწეული, ფორთოხალი, შავი ბლის მსგავსი ხილი, რომელიც ტრაპიზონში მოდის, [431] შავ ნაყოფს უწოდებენ და ძალიან გემრიელია.
ტრაპიზონის ზღვაში თევზს იჭერენ: მეზქირის თევზს, პალტუსსა და ხეკს. ტრაპიზონის ზღვაში „ხამსინის“80 დროს პატარა თევზი ჩნდება, რომელსაც ხალხი „ხამსინნ სიტყვის შეცვლით „ხაბსის “უწოდებს. ენამახვილები მათ დასცინიან: „ხამსინის“ დროს მცირე თევზს პატარა გემით რომ დაიჭერენ, ხალხისათვის შესატყობინებლად სპილენძის საყვირს ჩაბერავენ, რომლის ხმა ორ-სამ ფარსახ მანძილს აღწევს. ამ საყვირის ხმის გამგონე უფროსები „ხაბსის თევზი გამოჩნდაო, გემზე სხდებიან და მიდიან". ამასთან ერთად ეს პატარა თევზი ძნელად მოსანელებელია. მეორენაირი ქეშის ჯიშის თევზიც მძიმეა, ზამთარში ამ მცირე თევზს საზიზღარი სუნი აქვს. შენობებში და გარეთ ხალხს სიმშვიდე აქვს დაკარგული: საძაგელი თევზია.
გირასუნი – შავი ზღვის ნაპირზე პატარა, უგალავნო ქალაქია მეჩეთით, ბაზრებით, მინდვრებითა და ბევრი ბაღით. მოთავსებულია სამსუნსა და ტრაპიზონს შორის. აქედან ოთხი დღის სავალზე დასავლეთით და ტრაპიზონის აღმოსავლეთით სამი დღის სავალზე ერთ მთაზე დანგრეული ციხეა, ზლვის აღმოსავლეთით. ამჟამად ამ ქალაქში ზღვის ნაპირზე, ტბორის ადგილას აქატის ქვა მოიპოვება, რომელიც იამანის ქვას ჰგავს, გარდა ამისა ჭროღა ქვებიც არის.
რიზე – რიზე ტრაპიზონსა და გონიას შორის მდებარეობს. ციხის მსგავსი ნაგებობაა. ზღვას გადასცქერის. აქ საუკეთესო საპერანგე ნარმის ქსოვილია რიზეს ნარმა ცნობილია. საჩუქრად გააქვთ. რიზე სწორ ადგილზეა. შიგ ბაზარში მდინარე გაივლის.
გონიას ლივა – ეს ლივა საქართველოს საზღვრებში მდებარეობს. ზღვის ნაპირზე მდებარე ციხე და ყასაბაა. ყაზებია: ათინა, არხავე, სუმლა, ვაიჰა. მის საზღვარზე გურიისა და სამეგრელოს ტომებია. მდინარე ჭოროხი იქიდან მოდის. ზღვას ერთვის. ამ მხარეში ბევრი სხვადასხვანაირი ხილია. ბათუმის ლივა – გურიის მახლობლად მდებარეობს.
მთები
იაილა მესჯიდის მთა ტრაპიზონსა და ბაიბურთს შორისაა. ხუშქევარის წყლის ნაპირებზე თოვლის სიუხვეა. აქ თოვლში პატარა თეთრი ცხოველები ბინადრობენ. თუ კარგად დავუკვირდებით, შევამჩნევთ ყინულში მათ მოძრაობას. აქ ერთნაირი თუთაა. რომ გამოწურავენ, უკვდავების წყლის გემო აქვს. რაკი ამ მთაში ძველი მეჩეთია, იაილა მესჯიდის უწოდებენ (მეჩეთის იაილა).
ხუშოღლანის მთა – ტრაპიზონის სამხრეთით, ორ ფარსახზე მდებარე, ერთმანეთის მომიჯნავე მცირე და დიდი მთებია. მის ქვეშ რომ მდინარეა, იქ ნაპირზე ვინმე ხუშ ოღლანმა რაბათი დააარსა. მთა და მდინარე მას ეკუთვნის. ტრაპიზონელები ამ მთას აღაჯბაშის უწოდებენ. სიგრძე 50 ფარსახი აქვს. ეს მთა ტრაპიზონიდან ბაიბაბურთში მიმავალი დიდი გზის შუაშია. ერთი ვიწრო კარი აქვს, რომლის გარდა სხვა ადგილიდან გახვალ. კარის დასაცავად ზოგიერთმა გამგებელმა სოფლის მცხოვრებნი დანიშნა. ტრაპიზონიდან მომავალმა ქალაქის გამგებლის წერილი თუ არ აჩვენა, ისე ვერ გავა81.
მდინარეები
მდინარე ხუშოღლანი აღაჯ-ბაშის მთიდან მოდის, ტრაპიზონში ჩაივლის და ზღვას ერთვის. სურმენეს, უფის, რიზეს მდინარეები, ათინას მდინარე, რომელსაც სოუკ-სუს უწოდებენ: ეს მდინარეები ხსენებული ყასაბების მახლობლად ზღვას ერთვის82. მდინარე ფაშიც დიდი მდინარეა, ფაშის მახლობლად ზღვას ერთვის. ყველა ეს წყალი საქართველოს მთიდან მოდის.
მეფე და გამგებელთა ამბავი
ეს ეიალეთი ფარსის, რუმისა და ისლამის ზოგიერთი ტომის შემდეგ აბუ ლ-ფათიჰ მეჰმედ-ხან II-მ აიღო; მისი გამგებელი ყიზილ აჰმედ-ბეგი გაიქცა და უზუნ-ჰასანთან მივიდა.
მოკლე გადმოცემა
[55] (ფეზლეჟე) ტ. I
[142] იმ დროს მომხდარი ზოგიერთი ამბის მოხსენიება
რაკი დედაქალაქში ფულის მოჭრის საქმე არეული იყო, ხსენებული წლის რაბი ულ-ეველის მეხუთე დღეს (1600, 14. IX) ახალი ახჩა გამოვიდა, რომელიც იემიშჩი ჰასან-ფაშამ მოაჭრევინა ფლური ორას ოციდან ას ოცამდე, ყურუში კი – ოთხმოცამდე დაეცა.
ამაზე ადრე თებრიზის მცველმა, გაბედულმა მსახურმა, ვეზირმა ჯაფარ-ფაშამ1 საქართველოს დიდებულთაგან ალექსანდრე-ხანს2 თავი მოჰკვეთა, მისი შვილები და სიმონი3 დაატყვევა. ხსენებული თვის მერვე დღეს (17.IX) იგი სულტანის ბანაკში მივიდა. [დატყვევებული] იედი-ყულეში4 გაგზავნა. იმ დროს აი, ეს რუბაი თქვა:
გამანადგურა სამდურავმა ბედმა,
და ხალხის თვალშიც დამცირება განვიცადე.
თუმცა საქმე ძალიან ცუდად წამოვიდა,
მადლი გამჩენს, ახლა ხვედრი შემიმსუბუქდა.
ჰაქმი ჩელების პასუხი:
ქართველთა ერთი ციხის აღებამ,
ახლა, შეხედე, იედი-ყულეს პატიმრად გაქცია.
რაჯაბის თვეში (1601 წ., 6. 1–5. II) თებრიზის გამგებლის ჯაფარ-ფაშას გარდაცვალების ცნობა მოვიდა. შაბანის პირველ რიცხვში (5. II) იემიშჩი ჰასან-ფაშა, მეხუთე ვეზირი რომ იყო, ვეზირის თანაშემწე გახდა5...
[78] ირანის საზღვრის შესუსტება
[78: 202] მნათობთა დაახლოებისა და ღვთის ნებართვით6, 1012 (1603/4) წელს, რომელიც ცნობილია როგორც ამბოხების წელი, გარდაუვალი გახდა ბოროტმოქმედთა გამოსვლა და გამარჯვება. შფოთისთავების ჯგუფის მეთაურმა, ირანის შაჰმა – უმადურმა აბასმა7 ზავის დარღვევით8 წესრიგს გადაუხვია ამბოხებისა და არეულობის გავრცელების მიზეზი და სათავე ის იყო, რომ ძველებურად ოსმალეთის მიერ მზის შუქის მსგავსად მსოფლიოს ქვეყნების გაჩირაღდნება და სახელმწიფოების მართვის უფლება მტკიცე დინასტიის სახელმწიფო მოღვაწეებმა საეჭვო გახადეს. რადგანაც მათ მმართველობის პატივისცემა დაკარგეს, ბიწიერმა მისწრაფებებმა სულ უფრო იმატა და გახშირდა. მცირე დროში სულტნის უზენაესი მართვის სამსახურში მყოფ მორჩილ მონას ეგვიპტის კაიროს სულტნად ხდიან. ასეთივე მდგომარეობაშია სხვა თანამდებობებიც. განსაკუთრებით ახალი დაპყრობების დროს, მოთხოვნილების სიმრავლისა და მთხოვნელთა სიმცირის გამო, სულტნის თანაშემწეები იძულებული გახდნენ უზენაესი თანამდებობების წყალობის საქმეში განურჩევობა გამოეჩინათ ჯარის მსახურთა მიმართ. ამის შედეგად უღირსმა პირებმა დიდ თანამდებობებს მიაღწიეს. თებრიზის ჯარიც, რომელიც საყოველთაო აზრით, არაფრის მაქნისი და უმეცარი იყო, მაღალ საფეხურზე აღაზევეს. სახელმწიფოს ძლიერების ხანაში მათ უსაზღვრო სიმდიდრეს მიაღწიეს და აქლემების ქარავნების მფლობელები გახდნენ. მაგრამ ვეღარ აიტანეს ეს უზომო წყალობა. ამიტომაც მოაწყვეს ამბოხება და შფოთი. დანიშნულ თანამდებობებს არ სჯერდებოდნენ; ქვეშევრდომთა ქონების მიმართ გაუმაძღრობასა და სიხარბეს იჩენდნენ; აღარც გამგებლის სიტყვას ისმენდნენ და არც ღვთისა და ფადიშაჰის ბრძანებებს. გათამამებულმა ჯერ ქვეშევრდომთა ქონების ძარცვა დაიწყეს, შემდეგ ამითაც აღარ დაკმაყოფილდნენ და ხელისუფალთ და მბრძანებელთა ქონების დაზარალებაც გაბედეს. იმ მიდამოებში ძველი დროიდან მორჩილებაში მყოფი ქურთთაგანი – შაჰის მონის ერთ-ერთი შვილი, სალმასის გამგებელი ღაზი-ბეგი მტრულად ხელჰყვეს, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ [უკანასკნელი] მორჩილებიდან გამოვიდა. მან განიზრახა ურჩობის, ამბოხებისა და აჯანყების წამოწყება, ფადიშაჰისათვის მიცემული ერთგულების ფიცის გატეხა და მოწინააღმდეგე მხარეზე გადასვლა. შაჰი, რომელსაც ცბიერის სახელი ჰქონდა გავარდნილი, ხელქვეითებთან ერთად დიდი ხანია თვალყურს ადევნებდა. ამ დროისათვის აშკარად ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. როდესაც იმედის სარკეში დაინახა, რომ განზრახვას განახორციელებდა, თავისთან მყოფ ურწმუნოთაგან ერთი უწმინდური ჯემშიდის ხელით [სალმასის გამგებელს] გვირგვინი, ქუდი, ხმალი და სარტყელი გაუგზავნა და გაუმჟღავნა [სურვილი] თავის მხარეზე გადაებირებინა და თავის მიმდევრად გაეხადა როდესაც [მისი ელჩი სალმასში] მოვიდა, ღაზიმ სანუკვარი სურვილის თანახმად, მიზანი განხორციელებულად მიიჩნია. და ბედნიერება და სიხარული გამოავლინა. თავზე უწმინდურთა გვირგვინი დაიხურა და ურწმუნოების სამოსი ჩაიცვა. თავის ეიალეთში დაწესებულ იკტაზე უარი თქვა და როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს მორჩილება განუცხადა, თებრიზელებს [გულში] სიბრაზის ცეცხლი და აღშფოთება ერთიანად აუნთო. მაგრამ მტრისათვის დამოუკიდებელი პასუხისს გასაცემდ ისინი უძლურნი იყვნენ. განსაკუთრებით როდესაც შეიტყვეს, რომ [სალმასის გამგებელმა] დახმარება მოწინააღმდეგე მხარისაგან ითხოვა, [გადაწყვიტეს] რომ აუცილებლად საჭირო იყო სრული მომზადება და ყველა ღონისძიების ჩატარება. ახლო-მახლო განლაგებულ ნახჭევნის ჯარს დახმარება სთხოვეს და ეიალეთის ვალი ალი-ფაშაც9 აიძულეს ლაშქარში [წასულიყო].
როდესაც თებრიზელების წარგზავნილები ნახჭევანში ჩავიდნენ, მოვლენების შინაარსი ცნობილი გახდა. ფადიშაჰის ღირსების დაცვის მიზნითა და ურჩი შაჰის დასასჯელად |სხვადასხვა) მხარეებში მოწვევები დაგზავნეს და ლაშქრის [შეკრების] სიძნელეც გადაიტანეს. საჭირო გახდა, რომ ერევნის ვილაიეთის ვალის, ნათელგონიერ ვეზირს ყველა მხარისათვის მოეწოდებინა ჯანყისა და არეულობის ჩასაქრობად, მაგრამ ამანაც არავითარი შედეგი არ გამოიღო. ბოლოს და ბოლოს ვეზირმა თავისი ქეთხუდა ოსმან-აღა ჯარის მეთაურად დანიშნა და უპირველეს ყოვლისა მათ შორის შეთანხმება დაავალა. [79] „თუ ის უხეირო რწმენაზე ხელს აიღებს, ძალიან კარგი, თუ არა და – ომის წინასწარი სამზადისი ჩაატარეო“, – [ასეთი დარიგებით] გაგზავნა ერევნიდან. ოსმან-ალა ნახჭევნელების ჯართან შეერთების შემდეგ, რაბი ულ-ეველის შუა რიცხვებში (1603 წ. VIII) დათქმულ ადგილას თებრიზის ჯარს შეხვდა. ხსენებულ მეამბოხეს ჯერ ელჩის საშუალებით მოუწოდა სიმართლისაკენ. (მაგრამ! მან დიდი სიამაყის გამო რჩევა არ მიიღო. ღაზის წინააღმდეგობის ძალა რომ არ ჰქონდა, გადაწყვიტა მის ხელქვეით მყოფი კარნი-იარუკის10 ციხისათვის შეეფარებინა თავი და იქ გამაგრებულიყო. ელჩის საპასუხოდ ზარბაზნისა და თოფის სროლით დაიმუქრა. შემდეგ ჯარი ხსენებული ციხის ალყის შემოსარტყმელად დაბანაკდა. მისი სიმტკიცე და სიმაღლე არაფრად ჩააგდეს. მთელი გულმოდგინებით თავს დაესხნენ და შიგ მყოფთ თოფის ტყვიები ისრებივით დაუშინეს. სულ მალე ციხის წინ ფეხი დადგეს და კედლის მახლობლად დროშა და ალამი აღმართეს.
[სალმასის გამგებელმა] როდესაც დაინახა, რომ ჩაიარა იმ საქმეებმა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ბრძოლის ცეცხლით მოცულ კირნი-იარუკის ციხეში ხდებოდა, და რომ დარწმუნდა, ციხის დახსნა შეუძლებელი იყო, მიატოვა შვილი, ოჯახი, გალავანზე გადახტა და შაჰის მხარისაკენ გაეშურა. [204] ძლივძლივობით მიაღწია ხორასანს. მისი შვილები და ხელქვეითები კიდევ ორ დღეს იცავდნენ თავს, [მაგრამ] როცა დაინახეს, რომ ხსნა არსად იყო, ხალხი თავისი ოჯახებით დანებდა. ჯარის მიზანი ურჩების დასჯა იყო, რაშიც გარკვეული კეთილმოწყალება გამოიჩინეს. მათ ნება დართეს წასულიყვნენ იმ ადგილისაკენ, სადაც ითხოვეს – ციხის მიდამოებიდან შორს. აიკრძალა ჯარისათვის ნადავლისა და ქონების წართმევა. როდესაც ხსენებული ციხე სულტნის კუთვნილ სხვა ციხეებს შეუერთდა, ნახჭევნის ჯარი თავისი მხარეებისაკენ გაემართა. თებრიზელებმაც სადავეები თავიანთი ადგილებისაკენ მიაბრუნეს.
ქურთი ღაზის წაქეზებით ირანის შაჰის წასვლა თებრიზის მხარეს
როდესაც ქურთი ღაზი ისფაჰანში შაჰის კარზე თაყვანისცემით გამოცხადდა და მდგომარეობა აუწყა, იმ მხარის მიმართ კუთვნილება გამოამჟღავნა და მაღალი ხმით ამცნო, რომ მახლობელი ქვეყანა მტრის ხელში დამცირებული და შევიწროვებულია, სურვილის მიღწევაში შემწეობა ითხოვა და ოსმალებთან შუღლისაკენ წააქეზა. მან განაცხადა, რომ ირანის სამემკვიდრეო სამფლობელო აზერბაიჯანის მხარე თავისი მოსახლეობით მათ დამორჩილდებოდა: [შაჰის] ჩამოსვლას ელოდებიანო. შესაძლებელია აზერბაიჯანის დედაქალაქის თებრიზის დაპყრობა, რომელიც საგანძურის მსგავსად პირთამდე სავსეა სასმელ-საჭმელითა და დიდძალი ქონებით. ვინაიდან იქ ახლა ჯარი სულ არ არის, ხელსაყრელი ვითარების გამოყენება და მთელი ნადავლის ჩაგდება გარდაუვალიაო. როცა ამბოხების ალი გააღვივეს და ძლიერი ცეცხლი და სიმძაფრე გააჩინეს, მისთვის შესაფერისი ვითარება შეიქმნა. ამიტომ შაჰმა გულმოდგინედ მოისმინა, ხელსაყრელი დროის გამოყენებით ეიალეთზე ბატონობას დაეწაფა და არ უსმინა ყურანის კეთილშობილური ლექსის შინაარსს: „ნუ გატეხავთ ფიცს მას შემდეგ, რაც მას დადებთ“11. მასთან მყოფ ორი, სამათასიანი რჩეული ჯარით რუმის ქვეყნის მეგზურების გარეშე ისფაჰანსა და თებრიზს შორის ოცდღიანი საქარავნო მანძილი ცხრა დღეში გალია, უგულებელყო რა სამეფო ჩვევა და საქმის შესაფერისად გაემართა. ხსენებული წლის რაბი ულ-ახერის მე-19 დღეს (1603 წ. 26. IX) მან აჯანყების დროშა აღმართა თებრიზის ველზე. ერთორ დღეში ავაზაკთა მხარეში თულუნქისა და გოქ ტულაკის12 სახელით ცნობილმა ყაჩაღებმა და არდებილის გამგებელმა ზულფიყარ-ხანმა ერთად 15000-მდე ჯარისკაცი შეკრიბეს და ციხეში შესვლამდე თებრიზელებთან პირისპირ შესახვედრად გაემზადნენ. [79] ჯარი სოფელ სუფიანის13 მახლობლად აზნიბად წოდებულ ადგილზე განლაგდა და წინააღმდეგობისათვის წინასწარ სამზადისს შეუდგა.
[205] ირანის შაჰის ბრძოლა თებრიზელებთან სოფიანში
როდესაც ამ მხარიდან თებრიზის ხალხი ნახჭევნელებთან ერთად დათქმული ადგილებისა და ციხეებისაკენ გაემართა და ხსენებულ პუნქტს მიუახლოგდნენ, ცნობები მოვიდა, მტრის ჯარი მოდისო. მაგრამ არც მისი რაოდენობა იცოდნენ და არც ის, იყო თუ არა მათთან პირადად შაჰი. პირველად [სალმასის გამგებელი] ქურთ ყაჩაღებს და იმ მხარის ავაზაკებს აგროვებდა. შაჰის წინაშე სარდალ ალი-ფაშას დანაშაულისა და ზოგიერთი სასაზღვრო ბეგის მიერ წერილის გამოგზავნის მიზეზით მან ამ ყასაბაში ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. მაგრამ ეს ამბავი რომ გავრცელებულიყო, ხალხი გაიფანტებოდა და ჯარიც დაიშლებოდა. [ამიტომ] საიდუმლოდ შეინახეს. ღაზის ლაშქარი 1500 კაცამდე შეადგენდა. „რამდენმა მცირე რაზმმა სძლია [მრავალრიცხოვანს ალაჰის ნებით]“14 – ამ კეთილშობილურ აზრს ზედმეტად მიენდო და უწმინდურთა ჯარით მოწინააღმდეგისაკენ გაემართა.
ხსენებული თვის 22-ში (1603–29. IX), დილით ადრე, რუმის ჯარმა დროშები გაშალა და მთელი სიდიადითა და აუწერელი სიმტკიცით მტრის წინაშე წარსდგა. ირანის შაჰმაც ურიცხვი ლაშქარი გველის ნიშნით რაზმებად დააწყო და ბუკის საშინელი ხმით დაიწყო მუქარა. უცნაურად განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ. თებრიზის ჯარში მართლაც რჩეული გულადები და საუკეთესო მეომრები იყვნენ. რადგანაც მათ ომის ცეცხლი გააჩაღეს და ალი აღაგზნეს, მტრის ცივი ბუნება ამ სიცხისაგან გათბა, მათი დიდი გული კი სანთელივით დადნა. იმედის სარკეში აშკარად აირეკლა თებრიზელთა გამარჯვება. მოწინააღმდეგე მხარის მეწინავეთა პირველი გაბედული უწმინდური მეთაური, სახელად ღულამ ალი-ოღლუ ომის დროს ერთ-ერთ ღაზის, ყარა-ჰასანს ჩაუვარდა ხელში და რადგან ამ დროისათვის ბევრი ბედშავი ურწმუნო გამოასალმა სიცოცხლეს, ღვთის განგებით, მტრის დამარცხების ნიშნები გაჩნდა.
ჯარში ერთი პიროვნება, დემირჯი-ოღლუ, ომის დროს წინდახედულად მოქმედებდა. „ჩვენი რაოდენობა მტრის რაოდენობის მეათედიაო“. შაჰის ყოფნაც მას ზედმეტ შიშსა და გადაჭარბებულ რიდს ჰგვრიდა. „შაჰს შაჰი უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგობის გაწევა უაზრო სიხარბესა და ცივი რკინის დნობას ჰგავსო“, – ხმები გაავრცელა და ეჭვნეულობამ, წინაპართა ადათის თანახმად, გაქცევისაკენ უბიძგა. როდესაც ისლამის დროშები ჯერ კიდევ იქ იყო აღმართული, ასამდე ქვეშევრდომით გაპარვა არჩია, რაც უდიდეს დანაშაულად ითვლება. ეს რომ დაინახა, ჯარის დანარჩენ ნაწილსაც თავზარი დაეცა. მაგრამ ბრძოლის დროს მღელვარების ალმა უაზრო შიში მოსპო და თითოეულმა მათგანმა სიმამაცე და შეუპოვრობა გამოიჩინა; ყველა გმირულად იბრძოდა.
[206] თებრიზელთა დამარცხება და შაჰის გამარჯვება
მოწინააღმდეგე მხარე ათი ერთის წინააღმდეგ ბრძოლაშიც სუსტი, უღონო აღმოჩნდა და ტანჯვა და უსიამოვნება განიცადა. მთელი მონდომებით იბრძოდნენ. მრავალი სულტანი15 თავისა და ქუდის გარეშე დარჩა და ბევრი დინასტია დაობლდა. ეს უბედური ომი, მტრის თავდასხმა დილიდან შუადღემდე გაგრძელდა. თებრიზის ლაშქარი მართლაც ძლიერი აღმოჩნდა. შეტაკების დროს თავისი მოხერხებულობის გამო არცერთი მეომარი არ ეცემოდა ბრძოლის ველზე, ვიდრე 10-15 კაცს არ მოკლავდა. იმასაც გადმოგვცემენ, რომ ერთმა კაცმა, რომელიც ცნობილი იყო კაბურღასი კალინის16 სახელით, [80] სამოცი წყეული ერეტიკოსი დაჭრა ხმლით, მათი უმრავლესობის სხეულის ნაგლეჯები გავარვარებულ ცეცხლს მისცა და ფერფლად აქცია ბოლოს და ბოლოს თითოეულ მათგანს ჭიანჭველასავით ბევრი უწმინდური დაესია და სიმრავლით გაიმაჯვეს. იმ საშინელ დღეს ბრძოლაში დაიღუპნენ ნახჭევანის უწინდელი ბეგლარბეგი მეჰმედ-ფაშა და ახალციხის ბეგლარბეგი ხალილ ფაშა მრავალი მოწინააღმდეგის მოკვლის შემდეგ. ვილაიეთის ვალი ალი-ფაშაც ბრძოლის ველზე ლომივით მოქმედებდა და გულადად იბრძოდა. იმდენად, რომ შაჰმაც კი მოუწონა სიმამაცე. მან სამართლიანად აღნიშნა, როგორ ჩამოხტა იგი ცხენიდან, ხმალი ხელიდან გაუვარდა, ხანჯლითღა დარჩა და ბრძოლის ველზე ქვეითმა მის წინაშე უსაზღვრო გულადობა გამოიჩინა. ნახჭევნელებმა ალი-ფაშას დახმარება არ აღმოუჩინეს, უღალატეს და ფადიშაჰთან უმუხთლეს. ასე რომ არ მომხდარიყო და მათი გულმოდგინება მის მუყაითობას და მონდომებას მიმატებოდა, საქმე უკეთესად იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, დაჭრილი და გულში დაკოდილი ხელში ჩაიგდეს და დაატყვევეს. კეთილშობილი ჯარის დიდი ნაწილიც მტრის ლუკმა გახდა. ვინც გადარჩა, დამონებული, დამცირებული და დაბეჩავებული იყო. უფალი არის განგების მცოდნე17.
გაიძვერა შაჰის მიერ თებრიზის ციხის დაპყრობა
გაიძვერა შაჰმა ხელსაყრელი დროის გამოყენებით თებრიზის ჯარი დაამარცხა და დიდძალი ნადავლი იგდო ხელში. როდესაც მან ქალაქი განძისაგან დაცლილი დაინახა, განცხრომა, ოსმალებთან ბრძოლის დასრულება და ზავის დადება დააპირა. მოწინააღმდეგის დამარცხებას ზეიმობდა. ამავე დროს გადაწყვიტა მთელი მონდომება თებრიზის ციხის დაპყრობისაკენ მიემართა. წინასწარ სამზადისს შეუდგა და რადგან ხმლით ციხის დაპყრობაში სისუსტე გამოიჩინა, სიცრუე და ეშმაკობა იხმარა და ბოროტი განზრახვა ამგვარად შეასრულა, სულტნის შარავანდედით მოსილ ციხეს ბილწი ჯარით ალყა შემოარტყა, რათა შური ეძია მის მოსახლეობაზე და მთელი თავისი შესაძლებლობებით ბრძოლა გააჩაღა. [207] შუამავლები გაგზავნა თებრიზელებთან, ვინაიდან დაპყრობისათვის მზად არ იყო. როდესაც ისინი მოვიდნენ, შაჰის გაბედულება გააზვიადეს, ჯარს ბევრი სიცრუე უთხრეს: „მცირერიცხოვანი ხართ, დიდმარხვის დადგომამდე ვერ გაძლებთ, უახლოეს მომავალში სულტანიც ვერ დაგეხმარებათ, მოკლე ხანში ყველას დაგიპყრობენ და, როგორც გადაწყვეტილია, დაგხოცავენო“. ჯერ ემუქრებოდნენ და ემუქრებოდნენ, შემდეგ კი კეთილი განწყობილება აჩვენებს და დაბეჯითებით დაარწმუნეს: „ციხის ჩაბარების შემთხვევაში ხელს არ გახლებთ, სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ და ხალხის ქონებასაც საფრთხე არ ემუქრებაო“. გაჭირვებასა და სასოწარკვეთილებაში მყოფმა მეციხოვნეებმა მათი სიცრუე დიდი კეთილშობილებისა და სიკეთისაგან წარმომდგარ წრფელ სიტყვებად მიიჩნიეს. ალყიდან 22 დლის გასვლის შემდეგ ჯუმადი ულ-ეველის შუა რიცხვებში (1603 წ. ოქტომბრის დასასრული) იმ პირობით, რომ ხალხსა და მათ იჯახებს შეიწყნარებდნენ და ქონებას ხელს არ ახლებდნენ, დანებება გადაწყვიტეს. როდესაც ციხის გასაღების გადაცემისას დიდებულები მორჩილებითა და მუდარით მდაბლად თავს უკრავდნენ მტერმა ხალხის ერთი ჯგუფი წააქეზა მათზე თავდასასხმელად. მოსახლეობა დაატყვევეს, გაძარცვეს და დაარბიეს. ქალაქის ყადიმ შეიხიმ ეფენდიმ ცოდვები აღიარა და პატიება ითხოვა. როდესაც იფიქრა, სრული ნდობა აღმომიჩინესო და ვანისაკენ გადავიდა, ირანელები მას უკან დაედევნენ და მოკლეს. როგორც ეს თებრიზელებს სჩვეოდათ, შაჰმა აიძულა გზადაბნეულები ერთიანად დასხმოდნენ თავს. ამ ბრძოლაში დიდი არეულობა მოხდა. როდესაც თებრიზის ციხე დაიპყრეს, [80] მისი მოსახლეობა და ჯარი გაძარცვეს, იავარქმნეს, ქალაქების დაპყრობას შეუდგნენ. ყოველ მხარისაკენ მცირე რაზმები დაგზავნეს, თვითონ კი სადავეები ნახჭევნისაკენ მიაბრუნეს. ერევნის ციხის დაპყრობის უზრუნველსაყოფად სამხედრო საჭურველი მოამზადეს, ერთი-ორი დღე თებრიზის ველზე დარჩნენ, რათა თავის შექცევას, სიამოვნებასა და გართობას მისცემოდნენ.
ერეტიკოსთა სერასკერის ჰაჯის მიერ ქალაქ ორდუბადისა და მისი მიდამოების დაპყრობა
ხსენებულ ჯარში ყასაბთა ტომიდან ერთი ბედშავი იყო, რომელსაც ჰაჯის წოდება ჰქონდა. იგი ქალაქ ორდუბადში იყო დაბადებული. ომის დასაწყისში ოსმალებს ემორჩილებოდა და რადგან ზეამეთის [შემოსავლით] თავის ტოლებში გამოირჩეოდა, წყეული ხალხის მოთხოვნით სულტნის წყალობა უარყო, უწმინდურთა ჯგუფს მიაღწია და განდგომილთა ბრბოს მეთაური გახდა. ვინაიდან თავისი სამშობლოს – [208] ქალაქი ორდუბადის გზები და გასასვლელები კარგად იცოდა, მის დასაპყრობად გაგზავნეს და მეთაურად დანიშნეს. წყეული წინამძღოლებიდან მას შეუერთდა აგრეთვე უზნეობით ცნობილი ერთი ბილწი კაცი, სახელად ბაიანდერი, რომელიც წინათ ოსმალეთის სახელმწიფოში ამირას თანამდებობაზე იყო დანიშნული. როდესაც ეს ტომი იმ მხარეს მდინარეზე გადავიდა და ქალაქისაკენ გაემართა, ურჯულოები მის შესახვედრად და პატივსაცემად სიხარულითა და ზეიმით გაემართნენ. სახლები და ბაზრები მორთეს, წვერი გაიპარსეს და ტანსაცმელი გამოიცვალეს. მათ მოახერხეს ციხისა და ქალაქის დაპყრობა. ციხის მცველები ერთი-ორი დღე იცავდნენ ციხისა და სულტნის უფლებებს. ბოლოს ვილაიეთის მოსახლეობის დახმარებით ირანელებმა ციხესაც მიაღწიეს. მისი კედლები დაანგრიეს, იარაღი და საჭურველი დაინაწილეს და გართობასა და მხიარულებას მიეცნენ.
ჩერაკის თავდასხმა ჩულაჰზე
კვლავ ჯარის ერთმა ნაწილმა უწმინდურებისა და გზადაბნეულების მოდგმიდან აღზევებული პიროვნების, ჩერაკ სულტნის [მეთაურობით] დაიპყრო ჩულჰად წოდებული ციხე. ხალხმა სტაბოლიდან შემოსავლის ამკრებად დანიშნული მუსტაფა-აღას დაპატიმრება მოითხოვა. მან ძლივს დააღწია თავი.
ირანელების თავდასხმა ალინჯასა და ჯევანშირზე
კვლავ მრავალი ირანელი გაგზავნეს ძველი სულტნების მიერ ნახჭევნის მიდამოებში დაპყრობილ სასულტნო ციხეთაგან რჩეულ ალინჯის ციხისაკენ. ერეტიკოსების შემწეობით ისინი ციხეს თავს დაესხნენ და მათი მხარე დაიმორჩილეს. ერთ-ერთი წყეული ტომის ყაჩაღები კი, ჯევანშირად ცნობილ დარავარდის ციხის დასაპყრობად გაგზავნეს. ესენიც ტანჯვის ბრჭყალებში მოაქციეს. იმ მიდამოებში მონობა |გაამეფეს) და ჩაგვრა დაიწყეს. ამ საშინელ ცნობებს ხალხი ერთმანეთს გადასცემდა და მცირე დროში ამ ამბებმა ნახჭევნის ქალაქს მიახწია. მეომართა გულში შიში და ძრწოლა იბუდებდა.
ორდუბადის ამირ ჰაჯის დატყვევება
ერევნის ვალი შერიფ-ფაშა თუმცა ხანდაზმული და გამოცდილი იყო, არეულობის შესახებ აზრი არ შეუცვლია. განზრახვის მიღწევაში სისწრაფე მიატოვა და შფოთის მოსპობაში ჯერ ახლო-მახლო იწყო მოქმედება. ორდუბადზე თავდამსხმელის – ყასაბ ჰაჯის მოპოვებული დიდების გასაქარწყლებლად [ბრძოლის] მეთაურად ჰიზირ-ფაშას ძე, მეჰმედ-ფაშა დანიშნა, 500–600-კაციანი ძლევამოსილი რაზმი [81] ჩააბარა და იმ მხარისაკენ გაგზავნა. [შეჰმედ-ფაშაც] დანიშნული ადგილისაკენ აჯალის ანგელოზივით მთელი სისწრაფით გაეშურა და ერთ ღამეში მიაღწია. უწმინდურები მშვიდად ისხდნენ თავშესაფარში„ [209] როდესაც გამარჯვებული ჯარი თავს რისხვად დაატყდათ და მცირე დროში უმრავლესობა ხმლის ლუკმად აქცია. ზოგიერთი კი მელიასავით მოეფინა მთებს და ველებს. როცა მათი ბედუკუღმართი და წყეული მეთაური თავდასხმის დროს ცხენზე ჯდებოდა, მოხერხებულმა მალემსრბოლმა [ცხენი] სასწრაფოდ გამოაცალა, ზედ უშიშრად თვითონ ამხედრდა და [ჰაჯი] ბრძოლის ველზე ქვეითად დატოვა. [ეს უკანასკნელი] იძულებული გახდა მელიასავით სოროში შემძვრალიყო. მაგრამ ერთ-ერთმა ფხიზელმა ღაზიმ თვალი მოჰკრა ამას და მაშინვე შეიპყრო. ფაშას მეგობარმა ბაიანდერიმ ეს მამაცი ღაზი ხმლის ლუკმა გახადა. ძლევამოსილმა მეთაურმა, მეჰმედფაშამ, მოჭრილი თავები და უწმინდურთა მეთაურის ურჯულო თავზე [წამოდგმული] მაცდურობის გვირგვინი წაიღო. კეთილგონიერი ვეზირის წინაშე რომ წარსდგა, მან კარგად მიიღო.
ჯარის გაგზავნა ალინჯისაკენ
[ირანელთა] ერთი ნაწილი ალინჯის მხარეს გაგზავნეს. ეს მიდამოები როცა დაძებნეს, [აღმოაჩინეს, რომ] ზოგიერთი უწმინდური სოფლებში დროსტარებას, გართობასა და მხიარულებას ეძლეოდა. ღაზიების ჩამოსვლა აუწყეს. როცა ისინი თავისუფალ მხარეს გაქცევას [ლამობდნენ], უცებ მათ ხელში აღმოჩდნენ. რადგანაც [შეპყრობილებმა] შაჰის შესახებ ზოგიერთი ცნობა მიაწოდეს და მისი ჩამოსვლის მოახლოებაც შეატყობინეს, შექმნილი ვითარების გასაგებინებლად გმირები უკან მობრუნდნენ. ამ დროისათვის შაჰის სამყოფელი და ჯარის დამარცხების ამბავი ცნობილი არ იყო. ჯარს რომ არ შეშინებოდა, მეთაურებმა მათი ნათქვამი საჯაროდ უარყვეს და საჭურველი მოამზადეს.
ჯარის გაგზავნა ორდუბადის გასათავისუფლებლად
ჯარის ერთი ნაწილი ორდუბადის ციხეზე მებატონე ყაჩაღების გასარეკად გაგზავნეს. როდესაც გაემართნენ და დახმარება ითხოვეს, განჯელი გმირებიდან მრავალი გულადი გამოემართა იმ ყაჩაღებისაკენ. გზაში შეიტყვეს, რომ ზოგს შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგი მოსპეს, ან შეიპყრეს და გადარჩენილები გაფანტულიყვნენ. უკან დაიხიეს; რადგან ცნობილი გახდა, რომ მტარვალი შაჰი ქვეყნების მაცხოვრებლებსა და სოფლის ყოველ ღატაკს წერილობით დაპირებებს უგზავნიდა, ჯარის დიდებულებს [მოსახლეობასთან] შეხვედრა ძლიერ შიშს ჰგვრიდა. ჯუმადი ულ-ეველის 15-ში (1603 წ.21. X) ერთ ადგილას მოვიდნენ და თათბირი მოაწყვეს. თქვეს: შაჰის ყოფნა თუმცა ზეპირად მოხსენიებულია და წერილებშიც წერია, მაგრამ იგი ზავის დარღვევაზე არ ფიქრობსო. შაჰის სახელით ღაზის მომხრე ქურთების გამოსვლაა მოსალოდნელიო. ჯაშუშებმაც ვერაფერი შეატყობინეს ისეთი, რაც მათ გულებს განკურნავდა. მიზანშეწონილად მიიჩნიეს, [210] პირველ რიგში ვითარების შესასწავლად შაჰისათვის წერილი მიეწერათ და ბრძნული წესის მიხედვით, მოეჩვენებინათ, თითქოს ვეზირმა არაფერი იცოდა. შემდეგ უკან დაიხიეს და საჭირო ღონისძიებების გატარებას შეუდგნენ. თავდაპირველად ნახჭევნის ციხე სუსტად მიიჩნიეს, რადგან იგი ნაწილობრივ თიხით იყო ნაგები, გალავანი კი დაბალი ჰქონდა და მეტწილად მიწასთან იყო გასწორებული. გარდა ამისა, რადგან სურსათ-სანოვაგე და საჭურველი მცირე ჰქონდათ, ამ ციხეში მტერთან შეტაკება შეუძლებლად ჩათვალეს. შემდეგ სახელმწიფოს ღირსების დასაცავად გადაწყვიტეს ხსენებული ქალაქისაკენ მეომართა ოჯახების გადაყვანა, [81] ქონების გადატანა, ჯარის ყველა მეთაურის ერევნის ციხისათვის თავის შეფარება და მტერთან იქ შებრძოლება. აღნიშნული ციხე მართლაც მტკიცე და მაღალია. ზარბაზნები – ბევრი, სურსათ-სანოვაგე და იარაღები გამზადებული. კედლის ძირას გოქჩის მსგავსი მდინარე მიედინება |ციხე) ჩუხურ-საადის მიდამოებში მდებარეობს და შესაფერისი ადგილიაო. თათბირის დასრულების შემდეგ, შაჰს წერილი მისწერეს, და ფაშას ქურექჩი-ბაში მაჰმუდ-აღას ხელით გაუგზავნეს.
ერევნისაკენ წასვლა
ჯუმადი ულ-ეველის ოცი რიცხვი (26. X – 1603) რომ დადგა, ისლამის ლაშქარი ნახჭევანში განლაგდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შაჰი [ჯარს] პირადად მოუძღვებოდა და დადგინდა მისი მალე ჩამოსვლა. დამარცხებული ჯარიდან მოვიდა ბედშავი დემირჯი-ოღლუ, რომელმაც გააზვიადა მტრის ცეცხლის სიძლიერე და ტყუილი ხმები გაავრცელა. იქ გაჩერებას და ცდას აზრი აღარ ჰქონდა და დიდმა და პატარამ ერთხმად გადაწყვიტეს, იმ ღამეს რამდენი საბრძოლო იარაღის გადატანასაც შეძლებდნენ, აეღოთ და გასცლოდნენ.
ციხის მოსახლეობის უწმინდურებმა უთანხმოების ცეცხლი ჩამოაგდეს და ირგვლივ ვერაგობა და მუხანათობა დაამკვიდრეს. „როცა მტერი ქალაქს ჯერ კიდევ არ დასხმია, დაცვაზე უარის თქმა უაზრობაა. ამჟამად ჩვენ ყველა აქ მყოფი მისი უდიდებულესობის დასაცავად ხმლებით შევიარაღდეთ და მტრის ჯარს წინააღმდეგობა გავუწიოთო“.
განთიადისას, როდესაც ვეზირი ჯარს ამოწმებდა, ციხის მოსახლეობამ კარი ჩაკეტა. ამაოდ ცდილობდნენ ვეზირი და დიდებულები შეეკრიბათ და გარეთ გამოეყვანათ ჯარი. მაშველი ძალის მოსვლის შემდეგ, მათი რიცხვი გაიზარდა და დილით ადრე ჯარი ერევნის მიმართულებით დაადგა გზას. დღე-ღამეში ციხეში შევიდნენ და ბრძოლისათვის ძალების შეგროვებას შეუდგნენ.
ერევნის ახალი სიმაგრის აგება
ქალაქ ნახჭევანსა და ერევანზე შაჰის თავდასხმები მეორდებოდა. დიდებულებმა და ერევნის მოსახლეობამ შეიტყვეს, რომ ნახჭევნის ჯარი მის სიმაგრეში ვერ გაჩერდებოდა და ერევნის ციხეში უნდა გამაგრებულიყო. რადგან ციხის ფართობი ვიწრო იყო, გადაწყვიტეს, რომ უკეთესი [211] იქნებოდა მისი სამხრეთ გალავანთან მუსლიმთა სახლები არ დაენგრიათ, ირგვლივ მაღალი კედლები აეგოთ და შენობები დაეცალათ. ამაზე სტამბოლის ერთ-ერთი ენერგიული მუთეფერიკას, ჰასან-აღას, აზრი გაიზიარეს. მან კი გამჭრიახობა ვერ გამოიჩინა და თავისი [უგუნური] მოქმედებით ჯარი დიდი გაჭირვებასა და უბედურებაში ჩააგდო. ძლევამოსილმა სარდალმა რომ ძველი ციხის აგება ურიცხვი ჯარით 34 დღეში დაასრულა, იმავე ზომისა და ისეთივე ციხის [მშენებლობის] დამთავრებას [ჰასან-აღა] 200-–300 კაცით 15 დღეში შეეცადა.
აღნიშნული თვის მე-6 დღეს (12. X–1603) იმ ადგილზე 3 მხრიდან სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით 500 წყრთიანი სამი კედლის აშენებას მთელი მონდომებით შეუდგნენ და ვეზირის ჩამოსვლისათვის, 15 დღეში ნახევარი დაასრულეს. მან დაადასტურა ადრე დაწყებული საქმის საჭიროება. დარჩენილის ასაშენებლად გაამწესეს მსახურები და ჯარი. მათ ყველაფერი იღონეს თავის დასაცავად და, ღვთის მეშვეობით, ბედნავსი შაჰის მოსვლას ყოველმხრივ მომზადებულნი დახვდნენ.
მაცნე მაჰმუდის მოსვლა
[82] ხსენებული თვის 24-ე დღეს (30. X–1603) უფრო ადრე შაჰთან ვითარების გასარკვევად გაგზავნილი ქურექჩი-ბაში მაჰმუდ-აღა შაჰის წერილით ქალაქ ერევანში მოვიდა. ცნობილი გახდა ავი წერილის შინაარსი. შაჰს პირობის დარღვევა განეზრახა. [წერილის] საფუძვლები მთლიანად მცდარი, უსამართლო და ყოყოჩური იყო; შექმნილ უცნაურ ვითარებას, ცეცხლსა და ალს არ უკავშირდებოდა. ამპარტავანი [შაჰი] მოვლენებს აზვიადებდა. დიდი ტრაბახითა და მუქარით მეციხოვნეებს ატყობინებდა, რომ ურიცხვი ჯარით ერთი ხელის დაკვრით აიღო თებრიზის ციხე და ნახჭევანისა და ერევნის დაპყრობასაც ასევე აპირებდა. „თქვენი მხარის დიდებულთა მუდარის წერილის მიხედვით, ნახჭევნის მოსახლეობა ციხის ჩაბარებას და შეწყალებას ითხოვს და ერევნის ციხესაც ადვილად დავიპყრობთო. აზერბაიჯანის შემდეგ, რომელიც ჩვენი სამემკვიდრეო სამფლობელოა, განჯასა და შირვანსაც დავიმორჩილებთ და წელს ყარაბაღში გამოვიზამთრებთო. თქვენ ქვეშევრდომებსა და ჯარს ფადიშაჰის დახმარების იმედი ნუ ექნებათ. საქმის დაწყებისას ოსმალების წინააღმდეგ ჩვენი საშუალებები უკიდურესად სრულ ვყავითო,“ – ყბედობდა და ტრაბახობდა [შაჰი]. შემდეგ ცრუობა იწყო. „არავის ქონებას არ დავესხმით, მუსლიმებსა და მათ ოჯახებს არ შევავიწროვებთ, რწმენისა და ეროვნების მიზეზით არავის არ შევეხებით და რაიაც უვნებელი დარჩებაო“. თებრიზის მოსახლეობას რომ ჩაგრავდა, [212] ვერაგულად ექცეოდა, კუდიანობითა და სიცრუით აცდუნებდა, დაავიწყდა.
როდესაც [ეს ყველაფერი] ცნობილი გახდა, ჯარი და სარდალი არ დანაღვლიანებულან. საჭიროების მიხედვით, ბრძოლა განიზრახეს. ახალი სიმაგრის დარჩენილი ნაწილი დაასრულეს. ვეზირმა შაჰის წერილის დედანი სტამბულს გაგზავნა და საქმეთა ვითარება შეატყობინა, მოკლე ხანში მეზობელ ეიალეთებს წერილები გაუგზავნა და მტრის თავდასხმა შესჩივლა. უმრავლესობამ წინასწარი ცრუ მცირე დაპირებებით სულელური, დამამშვიდებელი პასუხები გაუგზავნა შიკრიკების ხელით.
შაჰის თავდასხმა ქალაქ ნახჭევანჯზე
თებრიზის დაპრობის შემდეგ შაჰი რამდენიმე დღე სოფელ ჩულჰაში დაბანაკდა. არდებილის გამგებელი ზულფიყარ-ხანი ლაშქრით ნახჭევნისაკენ გაგზავნეს და თან გააფრთხილეს, ვეზირის წასვლამდე ჩადიო.
მტრის ტომი ნახჭევანთან მივიდა ჯარის წასვლიდან ნახევარი დღის შემდეგ. რბევა-თარეში გამეფდა. სუნიტთა სახლებში შედიოდნენ და რასაც პოულობდნენ, ძარცვავდნენ და ატიალებდნენ. ქვეშევრდომთ დიდი უბედურება და ზიანი მოუტანეს. ქალაქის უწმინდურებმა როცა გაიგეს, რომ გადაწყვეტილი იყო მტრის ჯარის ჩამოსვლა, განდგომისა და არეულობის სამოსი ჩაიცვეს, ერეტიკოსთა მეთაურ ზულფიყარ-ხანს პატივით შეეგებნენ და სახლებში იწვევდნენ.
მაგრამ ციხის მოსახლეობა იმ დღეს უწმინდურთა ჯგუფს ზარბაზნითა და თოფით მიესალმა. იმ ღამეს სიმამაცე გამოიჩინეს და ციხის მახლობლად ბაზარში შეკრებილი არამზადების ბრბოს თავს დაესხნენ. რამდენიმე კაცი მოკლეს.
ღამე 300 ურწმუნოს შთამომავალმა 40-მდე ანატოლიელი თურქი შეიპყრო და აჯანყდა: „ჩვენ შაჰის ჯარსა და გზააბნეულ მოსახლეობასთან შეტაკების ძალა არ შეგვწევს. ყველა შემთხვევაში ციხე უნდა ჩავაბაროთ. ომის უბედურებისაგან თავის ხსნა და სიცოცხლის შენარჩუნება ყველაფერს გვირჩევნია“. [82] ერეტიკოსებმა ციხის კარი ძალით გააღეს და მიზანს მიაღწიეს. დანარჩენი 4 კაცი შაჰის მოსვლამდე დააპატიმრეს და თვალყური დაუწესეს.
მესამე დღე უეცარი სამწუხარო ცნობით დასრულდა. როდესაც შაჰი ნახჭევნის ქალაქში გამოჩნდა, სიყვარულითა და პატივისცემით შეეგებნენ. ცხენს ფეხქვეშ ატლასი და დიბა გაუფინეს მისი ცხენის ნაკვალევს ეთაყვანებოდნენ. როცა ამ გაიძვერამ ვეზირის წასვლის ამბავი შეიტყო, რაიებს მორჩილება დაუძრახა. მათ შორის წეს-ჩვეულების ასრულების გარდა, დგომასა და ცდაში ვერაფერი გააწყო, ვინაიდან ჯარის მოსპობაში არავითარი შემწეობა არ აღმოუჩინეს [შაჰმა] ოსმალთა ქონების გადამმალავთა დასჯა ბრძანა თითოეული მათგანი ერეტიკოსთა ბინაში დაამწყვდია და მოსახლეობაც [213] ყველანაირად ააწიოკა.
ქონების აკრებაში დიდი უსამართლობა გამომჟღავნდა და ერთმანეთს საყვედურები დაუწყეს. ზულფიყარ-ხანმა ციხის ჩამბარებელი უწმინდურები და თავისი სურვილით დანებებულები შაჰის წინაშე წარადგინა. ვინც მისი სარწმუნოება იწამა, [შაჰმა] მოწყალებით მიიღო. ხალხის დასჯისა და დახოცვის შემდეგ, მტრის ჯარში დროის ნებართვით ერთი-ორი დღე ნახჭევანში გაჩერდა. სახლიდან სახლში გადადიოდა, იპყრობდა და ოსმალთა ქონებას ითხოვდა. [ადგილობრივ] უწმინდურებსაც დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ყველა მუსლიმი და არამუსლიმი დამწუხრდა. არეულობისა და უწესრიგობის ზღვარს გადავიდნენ. [შაჰმა] უბრძანა, ხუდავერდი-ფაშას მეჩეთში უხამსად მოიქეცითო. ფიქრობდა, რადგან მეჩეთი საჯაროდ წავაბილწინე, სუნიტი მოსახლეობის რელიგიური წესი დავამცირე და შეურაცხვყავიო.
სარდალ მაჰმუდის დამარცხება
ისლამის ჯარი ციხის შეკეთებას ცდილობდა. ჯუმადი ულ-ახერის მე-6 დღეს (11. XI–1630) ჯარმა მტრის მხრიდან ციხესთან შიკრიკს მოჰკრა თვალი. როდესაც იგი ვეზირის წინაშე წარსდგა, ამცნო: ადრე, როცა ქემახსა და ერზინჯანს შორის გზა გადაჭრეს, ცნობილი გახდა, რომ განადგურების შესახებ ფადიშაჰის ბრძანების მოსვლისას შაჰთან გაქცეული 32 მეომრიდან რიცხვით მეორე სარდალი მაჰმუდი 400–500 ყაჩაღის მეთაური გახადეს. მანაც ოსმალეთის სახელმწიფოში მისი მსგავსი მაწანწალების მოსაწვევად წერილები დაგზავნა. შაჰმა იგი დარაალაგეზის19 სანჯაყის დასაპყრობად დანიშნა და ხელში ბარათი მისცა. ხსენებული ყაჩაღი სიამაყით ერევნის მიდამოებს მიუახლოვდა, განჯისაკენ გაემართა, ქარავანს შეხვდა, მშიერი მგელი ცხვარს რომ ეცემა, ისე ეცა, ყველა დახოცა და ურიცხვი ქონება იგდო ხელთ. ამჟამად, ზოგიერთი მათგანი სოფლებში განცხრომასა და დროსტარებას მისცემია. რამდენიმე გაბედული თუ მოულოდნელად თავს დაესხმის, მოსპობენო. ჯარი და სარდალი მიხვდნენ, რომ ხელსაყრელი შემთხვევაა და სასწრაფოდ, ჭენებით, 50-მდე კაცი გაგზავნეს. ვეზირის ქეთხუდა – სახელოვანი ოსმან-აღა სარდლად დანიშნეს; სწრაფი ჭენებით, განთიადისას, აღნიშნულ სოფელში შევიდნენ და რისხვასავით დაესხნენ მათ თავს. მტრის ჯარი დამარცხდა და მთებში გაიფანტა. მათ უკან გმირები დაედევნენ და უმრავლესობა ხმლის ლუკმა გახადეს. მეომრებმა და მეთაურებმა ყაჩაღთა უფროსის [83] ადგილსამყოფელს მიაღწიეს, თავს დაესხნენ და შეიპყრეს იგი. [214] გამარჯვებულები ურიცხვი ნადავლით დაბრუნდნენ და დიდი სიხარულით შევიდნენ ქალაქში. ვეზირის დივანში როცა გამოცხადდნენ, ისინი კარგად მიიღეს. იმ მეამბოხეს თავი მოჰკვეთეს და ტყავი გააძვრეს. იმავე დღეს თავი მოჰკვეთეს ადრე შეპყრობილ ყასაბს ჰაჯის რომელიც თავდასხმის დროს ქვეშევრდომთ ავიწროვებდა. ხსენებული მაჰმუდისა და კიდევ ასამდე მტრის თავი, შაჰის 30-მდე წერილი, ნახჭევნის ყადის ჯერაჰ-ზადეს მოხსენებასთან ერთად სტამბულს გააგზავნეს. ეს შფოთისთავი გულადობით ბილწ ტომში რჩეული იყო და შაჰთან განდიდებული. მისი დამარცხების ამბავმა შაჰის ყურს მაშინვე მიაღწია და ძლიერი მწუხარებისაგან მან კინაღამ გონება დაკარგა. შურის საძიებლად ადრე ნახჭევანში შეპყრობილი 40 სუნიტის მოკვლა ბრძანა. ბრაზმორეულებმა რამდენიმე მოკლეს, დანარჩენებმა კი დივანის წარჩინებულთა შეწყალება მიიღეს და ძლივს გადარჩნენ.
ირანის შაჰის ჩამოსვლა ერევანში
ჯუმადი ულ-ახერის მეთერთმეტე დღე (16. XI--1603) შაბათი იყო. დილით ერევნის სამხრეთ მხარეს მტრის ჯარი გამოჩნდა და მის ველზე უწმინდურ ძალასავით დაბანაკდა ირანელების ძირითადი ლაშქარი მხოლოდ 5 – 6 ათასამდე იყო. მათ შორის 3000 თულუნქი და გოქ ტულაკად წოდებული ყაჩაღები იყვნენ, ნაწილს კი ბოროტი ქურთები შეადგენდნენ. ესენი იყვნენ: გზასაცდენილი მუსლიმი ქურთი ღაზი თავისი ძმებით კურჯიბეგითა და სეიფ ად-დინ ქურექ კაფამლით, გარკვეული რაოდენობის ჯარი მირფაშა-ოღლუ შეიხ ჰაიდარად წოდებული უვიცი ქურთისა, ალა ად-დინ ბეგ ხალკი, რომელსაც ადრე საამირო ებოძა, ნახჭევნის კაფანისტანის დაპყრობისას ფადიშაფის თანაშემწე გახდა და განდიდდა, მაქუს გამგებლის მუსტაფა-ბეგის რაზმი, ბილწი და უნამუსო ქურთი ზეინილბეგის ჯარი, კილიჩ-ბეგად წოდებული ალაშკერდის ბეგის თარსი რაზმი და, აგრეთვე ადრე ირანელთა მხარეზე გადასული ბერქეშადის სანჯაყ-ბეგის ფარუჰზორის რაზმი.
ჯარის შუაგულში შაჰის საჩრდილობლის წინ შემზარავი გველის ნიშანი იყო. სროლასთან ერთად საზის20 [დაკვრის] სიდიადითა და სახედრის ხმის მსგავსი ბუკით [ხალხს] აშინებდნენ. გამოჩნდა ცხენზე და აქლემზე ამხედრებული მრავალი მეომარი. წარმოიდგინეს, რომ, როდესაც ციხის წინ წყეული უწმინდურები იბრძოლებდნენ, მეციხოვნეები განცვიფრდებოდნენ და აღელდებოდნენ შაჰის ბრწყინვალებით, ცარიელი ხმაურით და ძალაუნებურად დანებდებოდნენ. მაგრამ ისლამის ლაშქარს ჭკუა-გონება არ დაუკარგავს. მოხდა შემდეგი: როდესაც მათ იგრძნეს, რომ მუქარა და შიში უსაფუძვლო იყო, [215] „ყველა უაზრო ბრწყინვალება დოლივით ცარიელიაო“21, – თქვეს. დოლის გამაყრუებულ გრუხუნს ყურადღება არ მიაქციეს და შორიდან ზარბაზნებით მიესალმნენ. იმ წყეულებმა შაჰის კარავი „მუჰანეთ თეფესის“ მთის ქვეშ დადგეს და მიდამოებში სახელმწიფოს ჯარი დაბანაკდა.
პირველი ბრძოლა ერევანთან
შაჰის მითითებით უწმინდურთა ერთი რაზმი ციხისაკენ დაიძრა. როდესაც მეციხოვნეებს თავს დაესხნენ, ისლამის ჯარის რამდენიმე ვაჟკაცი ნახჭევნის კარიბჭიდან გამოვიდა. ერთმანეთის სიმტკიცის გამოსაცდელად ორივე მხარემ ცხარედ იბრძოლა.
თავდაპირველად მტრის ჯგუფს ერთ-ერთი გაბედული ეკვეთა, სახელად კილიჯი. ღვთის განგებით, მისი ნიავივით სწრაფი ცხენი წაიქცა. ურწმუნოთა ჯგუფი მას თავს დაესხა და განგების მახვილმა ბრძოლის ველზე განგმირა. გონიერებმა ეს ცუდ ნიშნად მიიჩნიეს: „დალახვროს ღმერთმა! ეს იმის მომასწავებელია, რომ ამ საქმეს არასწორი დასასრული ექნება და გამარჯვება მოწინააღმდეგე მხარეს დარჩებაო!“ საქმის ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. ამ მომენტში თუმცა მდგომარეობა გამოკეთდა, მაგრამ მხოლოდ გამარჯვების სურვილი ბედისწერას ხომ ვერ შეცვლიდა? ჯარს ბრძოლაში სისუსტე არ უჩვენებია. უვიცი ურწმუნოები ზარბაზნის მსხვერპლი გახდნენ. როდესაც მათკენ ციხიდან ზარბაზანი და თოფი მიმართეს, რამდენიმემ სიკვდილის ფიალა შესვა. იძულებული გახდნენ ბრძოლისათვის თავი აერიდებინათ.
მეორე ბრძოლა
მეორე დღეს ხსენებული თვის 12 რიცხვი (17. XI–1603) იყო. ისლამის ჯარის 200-მდე გულადი მხედარი დასახელებული კარიდან გამოვიდა, მტერს სიმამაცე უჩვენეს და გოქ გუბენდად წოდებული ადგილისაკენ გაემართნენ. რადგან მათ უკან დაედევნენ, 100 ქვეითი მებრძოლი თოფის სროლით საფარში შეიმალა. დილით წინდახედული ვეზირიც აღნიშნულ კართან მოვიდა და ის გულადები გამოიყვანა. როცა პატარა ციხეში ჯარის დროშები გაჩნდა, მტერიც დაიძრა და ბრძოლის ველზე მოვიდა. ორივე მხარის მეწინავეებმა ბრძოლა დაიწყეს. ბრძოლის ველზე ძლევამოსილმა ჯარმა ხმლით მტრის მრავალი მეომარი სიცოცხლეს გამოასალმა შემდეგ, როდესაც ციხის თავშესაფრისაკენ მიემართებოდნენ, უწმინდურთა ჯგუფი მათ ფეხდაფეხ მიჰყვა. გაბედულმა მეომრებმა მოწინააღმდეგისაკენ მიმართეს ძალა და 100-მდე კაცს დაღუპვის თასი შეასვეს [216].
იმ დღეს შაჰი ერთ-ერთი ძველი აღის, ურწმუნო დიდებულის მოსპობით განრისხებული და შეძრწუნებული იყო. ვიღაც მეომარმა ბრძოლის ველზე ძვირფასი ქვებით მიჭედილი მისი გვირგვინი მოიტაცა, მეორემ კი ოსტატურად ნაკეთები ჯიღა წაიღო. ბევრი, ვინც მისი გვამის მოტაცებას ცდილობდა, ბრძოლის დროს მომეტებულმა შიშმა ჯოჯოხეთში გაგზავნა, მას გაუამხანაგა, [მათი გვამები] კი პირისპირ ბედის ანაბარა მიტოვებულები აღმოჩდნენ. შემდეგ ირანელები მიბრუნდნენ და თავისი ბანაკისაკენ გაიქცნენ.
შაჰი აღნიშნული ბრძოლის წაგებით აღელვებული და შეცბუნებული იყო. წარუმატებლობა ბევრი ფიქრის შემდეგ უხეირო ადგილმდებარეობას მიაწერა და მაშინვე სხვა ადგილზე გადავიდა, ციხის ჩრდილოეთით, სადაც [მტრის] ზარბაზნები ვერ აღწევდა, სამეფო კარავი დადგა და მას ირგვლივ გალავნის მსგავსი ზღუდე შემოავლო, ისლამის ჯარის თავდასხმის შემთხვევისათვის სანგარი გააკეთებინა და მეომრებს თავდასხმისაკენ მოუწოდებდა. მეციხოვნებმაც ციხის შენობა ჩაკეტეს და კარგად დაცულ თავშესაფარში მიიმალნენ.
მესამე ბრძოლა
ხსენებული თვის მე-17 დღეს (22. XI–1603), პარასკევს, შაჰმა კვლავ ციხისაკენ მიაბრუნებინა დროშები და დაიძრა. როდესაც მრავალი ურწმუნო ციხეს თავს დაესხა, მეციხოვნეებმა კვლავ სიმტკიცე გამოიჩინეს. ძველებურად, სახელოვანი და მამაცი 4–5 ათასამდე ქვეითი და მხედარი ხსენებული კარიდან გამოვიდა. ერთიანად თავს (84მ) დაესხნენ (მტერს) და ძლევამოსილი ცეცხლი დაანთეს. ღვთის მადლით, გამარჯვების ქარმა იმ დღესაც სუნიტთა მხარეს დაუბერა. სადავეები ციხისაკენ რომ მიაბრუნეს, ყიზილბაშები მათ უკან დაედევნენ როდესაც მრავალი მდევარი თავშესაფარს მიუახლოვდა, ღაზიები [მოულოდნელად] თავს დაესხნენ და თოფის სროლით ბევრი უწმინდური ნაცარტუტად აქციეს. გარდა ამისა, [მოკლულთა] ჯგუფს შეუერთდა ყაჩაღი, სახელად ამირ ჰაქიმ შეიხ ჰეიდარი – უხეშ ქურთთა მეომარი, რომელიც უწმინდურთა შორის დიდი გულადობით გამოირჩეოდა. მტრის ეშმაკობის შენობა დაირღვა. ამჯერადაც 2000-მდე ყიზილბაში მოკლეს, მეორე მხრიდან კი 6-7 კაცი დაეცა. სარწმუნოების მტერი დიდი დანაკარგით უკუიქცა.
შაჰის მაცნე ბახშის მოსვლა
როდესაც ცბიერმა მტერმა დაინახა, რომ ჯარის, რომლის ხვედრიც დამარცხებაა, თავდასხმამ ციხის მცველებზე არ იმოქმედა, ჩვეულ სიცრუეს და ეშმაკობას მიმართა. მუქარის წერილის გაგზავნით, არეულ-დარეული აზრებითა და აბდა-უბდით მეომართა გადაბირება და მათი აზრის გაგება განიზრახა. ამაზე ადრე შერიფ-ფაშამ ჰასან-ფაშას, რომელიც ერზურუმში ვილაიეთის მუხაფიზად მსახურობდა, [217] და მეზობელი ეიალეთების სხვა ფაშებს წერილები გაუგზავნა. შიგ ეწერა: შემწეობა გაეწიათ მტრის დამორჩილებაში, ჯარისათვის გზა ეჩვენებინათ და ყოველგვარი ხერხით მოწინააღმდეგის ძალა და სუსტი ადგილები გამოეკვლიათ. „ალაჰის წყალობით გარკვეული მხრიდან დაპირებული ჯარი თუ მოვა, მტერს ციხის ჯარიც ადვილად დაამარცხებს და გადაბუგავსო“. ეს წერილი ალყის დროს მეჰმედ ჩაუშის ხელით გაგზავნეს ხსენებულ ჩაუშს მეციხოვნე უწმინდურები დაედევნენ, რომლებიც შაჰს ემსახურებოდნენ და შეიპყრეს. გზადაბნეულმა შაჰმა მის ხელში აღმოჩენილი წერილის უკანა მხარეს დაცინვით დააწერინა: „ყოჩაღ! სწორი გეგმები და ჭკვიანური აზრებია. თქვენ ეს უზნეო აზრი და ბნელი გეგმები თავიდან მოიშორეთ! უახლოეს დროში ეს თქვენთვის განუხორციელებელია. ვილაიეთის მოსახლეობა მთლიანად ჩემ ბედნიერ კარს ემორჩილება. მორჩილებას ხსენებული წერილის ხელში ჩაგდებაც ადასტურებს. ამიერიდან თქვენთვის წერილის გაგზავნაც შეუძლებელია. ციხის ჩაბარების გარდა სხვა ხსნა არ არისო“, – შესაშინებელი სიტყვები დაწერა და მაცნის, ყურანის მკითხველის, ბახში ხალიფას ხელით გაგზავნა. ცნობილი გახდა, რომ ხსენებული პირი გალავნის მეორე მხრიდან გამოემართა. ვეზირის წინაშე წარადგინეს.წერილი რომ გამოაჩინა, მისი აზრი ნათელყო და შინაარსი „ცნობილი გახდა, ვეზირმა და ხალხმა გაიძვერობის იმედი მოუჭრეს, მაცნეს „სულელი“ უწოდეს და ციხიდან გააძევეს. მაგრამ ის უზნეო მაცნე მტრის დივანში მივიდა და თავხედურად განაცხადა: „მე რომ წერილი მომეცით, რადგან მას წარჩინებულთა ბეჭედი და შაჰის ბრწყინვალე ხელმოწერა არ ჰქონდა, პასუხი ვერ მოვიტანე. თუ კიდევ ვინმეს გაგზავნით რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ხელმოწერილი წერილით, შაჰის სურვილი კეთილად ასრულდებაო“.
მაცნე ბახშის მოსვლა ციხეში
როდესაც შაჰმა ხსენებული მაცნის სამსახურის სურნელი იყნოსა, მაშინვე წერილი შეთხზა. მასში ყურანის ლექსები, ჰადისები22, შესაშინებელი და მუქარით სავსე დაკვირვებები და ცნობები მოჰყავდა. [84] ვეზირ ხათემ-ბეგის, პირველი ვეზირის ბოსტამ-აღას, კურუჯი-ბაში ალაჰ-ყულიაღას ბეჭდები დაუსვა და ზემოხსენებული შიკრიკის ხელით გაგზავნა. იგი მოვიდა და წერილი ვეზირს წარუდგინა. უზნეო მაცნის ცივი ბოდიშიც წერილის სტილს უახლოვდებოდა. მიზნის მისაღწევად შაჰი წინასწარ უგუნურად მოიქცა გაზვიადებული მუქარით, შეშინებითა და გადამეტებული ალერსით ყალბ დაპირებებს გახრწნილი რწმენით ამტკიცებდა. რადგანაც წერილის არსი მრავალსიტყვაობა და საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება იყო, ვეზირმა და ხალხმა თქვეს: „მის თავში აღბეჭდილმა ციხის დაპყრობის სურვილმა გმირები სამუდამოდ ომის გაჭირვებასა და უსიამოვნებაში ჩაყარა. [218] ეშმაკობის ცოდნით, სიცრუითა და უნამუსობით სახელგატეხილი მიზანს ვერ მიაღწევს. გაბედულად გვებრძოლოს და რადგან სურვილის განხორციელების საფუძველი იერიში და თავდადებაა, მიზანს ამ გზით მიაღწიოს. სანამ ირანის შაჰს ციხის მრავალრიცხოვან მკვიდრთაგან რამდენი ქვაც არის, იმდენი თავი არ მიუვა და უწმინდურ ყაჩაღებთან ერთად ბრძოლის მიზეზი და სათავე არ ამოიწურება, მიზნის მილწევა ძნელია. ვიდრე უზენაესი ფადიშაჰის წინაშე ერევნის ციხის ნაცვლად უწმინდურ ავაზაკთა თავებისაგან კოშკი არ აღიმართება, ციხის დაპყრობა შეუძლებელი იქნებაო“. ის გზადაბნეული რომ განდევნეს, მრავალი გაბედული მეომარი შაჰის ჯარს თავს დაესხა. რადგან მოტანილი ცნობა შემზარავი იყო, ისინი მოელვარე ხმლებით აკუწეს.
შეწუხებული მოლა ბახში შაპის წინაშე გამოცხადდა და პატიების იმედით დანაშაული აღიარა. მათ შორის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკს სჯობდა სისუსტის ხანაში მეჰრაბში განმარტოება, თავშეფარება და მუნჯად ყოფნა. ამის შემდეგ შაჰმა [ციხის] დაპყრობა ხანგრძლივი ალყით განიზრახა. ბრძოლის და ომის თადარიგით იყო დაკავებული და საბრძოლო საჭურველს ამზადებდა, რის შესახებაც იქნება მოთხრობილი.
სტამბულში სახელმწიფო დიდებულთა თათბირის მოხსენიება
როდესაც სტამბულში ადრე ერზურუმის დასაცავად დედაქალაქიდან ტრაპიზონში გადაყვანილი საათჩი ჰასან-ფაშას და ერევნის ბეგლარბეგ შერიფ-ფაშას23 არზები მოვიდა, ცნობილი გახდა ირანის შაჰის თავდასხმა ოსმალეთის საზღვარზე და ზავის დარღვევა. ირანელებმა ვილაიეთის მოსახლეობას წერილები დაუგზავნეს. არავის არ სთავაზობდნენ რწმენის შეცვლას „იმ მხარის [ირანის] მორჩილებაშიც ყველა მუდამ თავის რწმენაზე დარჩესო. [ოსმალებმა] ფირმანის ერთი-ორი ნაწყვეტი ნახეს და თათბირებისათვის შეიხ ულ-ისლამი, ვეზირები და სხვა სახელმწიფო პირები კაიმაკამ ყასიმ-ფაშას სასახლეში შეიკრიბნენ. თათბირის შესახებ აცნობეს მაღალ კარზე მეჰმედ-ხანს. მხარის ვილაიეთებს ბრძანებები დაეგზავნათ. საათჩი ჰასან-ფაშამ ერზურუმის ბეგლარბეგი აჰმედ-ფაშა სარდლად დანიშნა. რადგან შეატყობინეს, რომ იმ მხარის ბეგებიც სასწრაფოდ უნდა მიევლინებინათ თებრიზის დასახმარებლად, შესაბამისი ბრძანებები გასცეს და შიკრიკები დაგზავნეს.
ირანელთა ალყაში [მოქცეული] ერევნის ბრძოლის შემდგომი ვითარება [226: 88]
შაჰ აბასმა ერევნის ციხეს ალყა რომ შემოარტყა, მრავალგზისი თათბირის შემდეგ შიგ შეგზავნილი მისი ელჩი მოკლეს. როდესაც შაჰი დარწმუნდა, რომ ალყაშემორტყმულები ამ მოქმედების გამო პატიების თხოვნას არ აპირებდნენ, ერთი თვის განმავლობაში ციხის ერთ-ერთ სენაკში ჩასახლდა და ნადირობის ძალაც კი აღარ შესწევდა.
რაჯაბის 10 რიცხვში (14. XI–1603), როდესაც ალყის 30-ე დღე იყო, მან თავისთან იხმო ბედნავსი იაყუბი, მეტსახელად ხალიფა, და ერთ-ერთი ზაიმი, სახელად ხალიფა-ზადე ღაზანი – სიფაჰი, რომელიც იმ მხარეს მიემხრო. (227) თებრიზის და ნახჭევნის დაპყრობის შემდეგ, როდესაც განჯისა და შირვანის დაუფლება დააპირეს, მათ [ირანის ჯარი] ერევგნისაკენ გაგზავნეს „მოსახლეობა წინააღმდეგობას გაგვიწევს ყარაბაღისა და შირვანისაკენ წასვლაში, ამის დაპყრობას კი ადვილად შევძლებთო“. [შაჰმა] მათ საყვედურით მიმართა: „ჩვენი ამ მხარეში მოსვლა თქვენი ბრალია. ახლა ერევნის დაპყრობის შეფერხების მიზეზი რა არისო?“ მათ უპასუხეს: „ჩვენ ვცდილობთ, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რადგან მიწისქვეშა სარწყავი არხი დავანგრიეთ, მეციხოვნეებს მოაკლდათ გამდინარე წყალი, რომელიც მათი არსებობის მიზეზი იყო, მაგრამ ციხის ძირში გამავალი მდინარე ზანგით სარგებლობას თუ შევუწყვეტთ, სულ მთლად უწყლოდ დარჩებიანო“. ამ უღმერთო საქმით შაჰის იმედის შესასრულებლად მეორე დღეს ციხეს სროლა დაუწყეს. ზულფიყარ-ხანი რამდენიმე მეაბოხით გურჯი-ყალასაკენ გაემართა. ციხის მცველები არ გამოჩენილან.
ციხესთან ბრძოლა
რაჯაბის 15-ში (19. XI–1603) პარასკევი იყო. რადგან ხსენებული დღე იმ წყეული ხალხისთვის მუდამ ბედნიერი იყო, თავის ბილწ საქმეებს უმთავრესად იმ დღისთვის გადასდებდნენ ხოლმე. ამჯერად, როდესაც ზულფიყარ-ხანი ხელქვეითებით და იუკადაშის სახელით ცნობილი [88] მეთაური შაჰის განსაზღვრული 32 მომხრეთი და ყაჩაღთა ჯარით ციხეს თავს დაესხნენ, დიდი ციხიდან დახმარება მოვიდა და მტრის თავდასხმისათვის წინააღმდეგობის გაწევა არჩიეს. როდესაც 3000-მდე ირანელი 300 კაცი მთელი სიმტკიცით თავს დაესხა, ყველანი ციხეში ქვეითად პირისპირ იდგნენ ანატოლიელმა მემუსიკეებმა გაბედული ბრძოლისაკენ მოუწოდეს. რამდენიმე უწმინდური ყაჩაღი ადგილზე დარჩა. როდესაც ერთ-ერთი ჯგუფი იერიშზე გადადიოდა, იმ დროს დიდი ციხიდან დასახმარებლად მოსული ჯარი მათ გაზაფხულის წყალდიდობის მსგავსად ეკვეთა. გაცეცხლებული იუკარდაში 3000-მდე შუბით მაშინვე დაესხა ციხეს. უწმინდურთა პირველი თავდასხმისას შუბოსანთა იერიში ზარბაზნის და თოფის სროლით რიმ გატეხეს, კვლავ სასოწარკვეთისა და შიშის გამო, უკან დაიხიეს. როდესაც ცხენოსნები მცირე ჯგუფებად (10–10 ან 11 კაცი) უკან იხევდნენ, ღვთის ნებით, ღაზის ნასროლი ქვისაგან ერთ-ერთი მეთაურის ცხენი დაიჭრა და ყველა მის კვალს გაჰყვა. დადასტურდა ნათქვამი „ვირის აზრი ვირის აზრს ეთანხმება“24 [228] და „მცირე ლაშქრისაგან დამარცხება“ დღესავით ნათელი გახდა.
იმ დღეს ირანელი მეომრები დამარცხდნენ და თავიანთი ადგილებისაკენ დაიხიეს. მაგრამ ციხეზე თავდასხმისას შეიტყვეს, რომ გზებზე გასვლა ადვილი იყო და ღამით ორ ციხეს შორის სამ-ოთხ ადგილას გამოჩნდნენ. დიდი ციხიდან დახმარების გზა გადაჭრეს. ციხის მახლობლად მდინარე ზანგზე მოქმედი წისქვილი იყო, რომელიც იმ დროს მხოლოდ ციხის მოსახლეობას ეკუთვნოდა და რომლის დანგრევაც ნახჭევნელებმა ვერ მოახერხეს. რადგან ციხის მიდამოებში ძველი დროიდანვე გზებს იცნობდნენ, ერთ ბნელ ღამეს რამდენიმე ყაჩაღი, რომლებიც შაჰს ექვემდებარებოდნენ, როდესაც მეწისქვილე უყურადღებოდ იყო, იანიჩართა სახელით, წისქვილში შევიდნენ. გარდა იმისა, რომ წისქვილი მოსპეს, გაანადგურეს აგრეთვე ხსენებულ მდინარეზე გადებული ხიდი. მეორე ღამეს დიდი ციხის მიდამოებთან ახლოს ბევრგან საფარი და სანგარი მოაწყვეს.
ჯარის გამოსვლა ირანელთა წინააღმდეგ
რაჯაბის თვის მე-17 (21, XII–1603) დღეს ვეზირმა და ჯარმა მტრის თავდასხმის შეჩერებისათვის საჭირო ზომები მიიღეს და თავშესაფარზე თავდასხმა მოინდომეს. ამასთან დაკავშირებით მეთაური ერევნის ერთერთი დიდებული ჩოლაკ ჰუსეინ-აღა გახდა, რომელმაც 500-მდე მამაცი მებრძოლი აირჩია. მაგრამ მტერმა ეს შეიტყო და მათ წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყო. ვეზირმა ალეპოს კარი გააღო და ჯარი იმ მხარის ერთ-ერთი თავშესაფარისაკენ გაგზავნა. თავდასხმელებმა სიმამაცე ვერ გამოიჩინეს და უკან დახევისა და დაბრუნების დანაშაული და სირცხვილი იგემეს. მაგრამ მათი სარდალი მტკიცე სულის, გულადი პიროვნება იყო. სულტნის დროშით თავშესაფრებს რისხვასავით დაესხა და მტერი გაფანტა. რადგან მას მომხრეები არ აღმოუჩნდნენ, ირანის ჯარი მიბრუნდა და ყოველი მხრიდან თავს დაესხა. გაბედულმა უკანასკნელ სანგართან ალამი ჩაარჭო და გადაწყვიტა უკან არ დაეხია. ბედისაგან რაც ჰქონდა განსაზღვრული, იმას ელოდა. ბოლოს და ბოლოს, ხანგრძლივ ბრძოლაში დაიჭრა და უკან, ციხისკენ, დაიხია. სიჩქარეში ერთი ორმოდან მეორეში რომ ხტებოდა, უღონოდ დაეცა და სიარული ვეღარ შესძლო. ამავე დროს ერთ-ერთი ზაიმი კულაკ შეიხ-ზადეც სირბილის დროს იმავე ორმოში ჩავარდა. [89] ერთნაირი მდგომარეობის გამო ჩოლაკ ჰუსეინის ბედი გაიზიარა და მისი თანამზრახველი გახდა მტერი ცდილობდა მათ შეპყრობას. ჰუსეინ აღას ერთ-ერთი გაბედული და მამაცი მსახური მის გადარჩენას შეეცადა და კიდევაც მოახერხა. მისი მეგობარი [კულაკ შეიხ-ზადეც] აგრეთვე შევიდა ციხეში დიდი გაჭირვებით. იმ დღეს მეთაურის [229] რამდენიმე ხელქვეითის დაღუპვით გაოგნებული და შეშინებული იყვნენ. ნათელგონიერმა ვეზირმა გადაწყვიტა ამიერიდან მოქმედება ციხის კედლის შიგნით გადაეტანა, სადავეები მიებრუნებინა, ჯარი გარეთ აღარ გამოეყვანა და კარები დაეკეტა. „4000-–5000 კაცი დასახმარებლად თუ მოვა, მზადებას შედეგი ექნება და დროის ფურცლებში შესაძლებელი გახდება არაჩვეულებრივი სურათის დახატვაო“. ქალაქის დამცველებს წერილი გაუგზავნეს, მაგრამ არავითარი სარგებლობა და სერიოზული ღონისძიებები მათ არ მიუღიათ. ხანძარში გზადაბნეულ მტერთა უმრავლესობამ სოფლებს, საცხოვრებლებსა და საზამთრო სადგომებს მიაშურა, დანარჩენებმა კი მთის ძირში ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი. შაჰი მის განკარგულებაში მყოფ 1500-მდე მაწანწალასთან ერთად დარჩა. გარედან თუ დახმარება მოვიდოდა, უწმინდურთა მეთაურის შეპყრობას შეძლებდნენ. უწინდელი ვეზირის ჰასანფაშას სულელურმა ღონისძიებებმა ასეთ არეულ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა. ბეითი: „ გაჭირვება, რომელიც სამეფოს დაატყდა, უგუნური მრჩეველის ბრალია“. როდესაც წარსულ მნიშვნელოვან ბრძოლათა გამოცდილებაში მსგავსი რამ არ დასტურდება, იმედის სარკეში უსარგებლო და უაზრო სურათი აირეკლება.
შესვენება ციხის დაცვაში
მტრის ჯარმა სანგრები ციხეს მიუახლოვა. რაჯაბის 22, ციხის ალყის მე-12 დღე იყო (26. XII–1603). მის ირგვლივ არეულობა სუფევდა. ჯარის კანცელარიაში იანიჩართა ერთ-ერთი ქეთხუდა ჰამზა – ქეთხუდასთვის ზიანის მისაყენებლად ტყუილ ხმებს ავრცელებდა. ის ამბობდა: „ალყა რამდენიმე დღეს თუ გაგრძელდა, ბეღელში ხორბალი აღარ დარჩა და წყალსაცავში წყალი დაშრებაო. საჭირო გახდება მტრისათვის ციხის ჩაბარება. მითუმეტეს ციხისაკენ მიმართული 2-3 ზარბაზანი თუ გაისვრის, მისი კოშკი უსათუოდ დაიქცევაო. რაკი ეს ციხე სუსტ საყრდენიანია და საძირკვლიანია, დიდ ციხეში გადასვლა ხომ არ არის მიზანშეწონილიო?“ მეთაურები და ხელქვეითები მშიშარა ხალხი იყო. მათ ვარსკლავებზე იმკითხავეს, ითათბირეს, იკამათეს და რადგან მის სიტყვებში არავითარი ეჭვი აღარ ეპარებოდათ, ღამის წყვდიადში ერთიანად ციხიდან გამოვიდნენ. ვნახე, ერთ-ერთ სანგარში რომ შევიდნენ, შიგ მყოფმა ხალხმა იფიქრა ღამის თავდასხმაო და გაიფანტნენ. მეციხოვნეებმა შეისრულეს მტრის სიმაგრესა და სანგრებამდე მიღწევის სურვილი. იქ მდინარე ზანგის ნაპირი იყო. [შიშისაგან] მტერთან ბრძოლასა და [მათი] დამარცხების შესაძლებლობას თავი განარიდეს, მაშინვე სათითაოდ მდინარეში გადახტნენ და მოპირდაპირე ნაპირზე გავიდნენ. სანგარში მყოფმა ხალხმა მათი ციხიდან გაქცევის ამბავი რომ შეიტყო, უკან დაედევნენ და თავს დაესხნენ. [გაქცეულები] მტერს ბრმად ესროდნენ. [230] გადასვლის დროს თავი საფრთხეში ჩაიგდეს და 12 კაცი დაიღუპა. მათი სარდალი ჰამზა ქეთხუდას მტრული ისრით დაიჭრა და ჯარის ერთ-ერთი მეთაური, ქეთხუდა მეჰმედი, ხმლის ლუკმა გახდა. დანარჩენი 230 კაცი ციხეში რომ შევიდა, ჯარის დიდებულები ძლიერმა შიშმა მოიცვა და დადარდიანდნენ. [89] „მათი გადმოსვლა ზრდის მტრის დიდ ციხეზე თავდასხმის შესაძლებლობას“. მაგრამ გამოცდილებმა დაამშვიდეს: „ციხემდე მთებსა და მაღლობებს რომ გადალახავენ, ისინი ბრძოლაში რაღა შედეგს მიაღწევენო?“
მტრის მეთაურს ეს სასიხარულო ცნობა რომ შეატყობინეს, არ ესიამოვნა. იფიქრა, რადგან ჯარმა ციხე დაცალა და უვნებელი გამოვიდა, დიდ ციხეზე გაბატონების შესაძლებლობა შემცირდაო. მეორე დღეს, [ვინაიდან] მტერმა გამზადებული საჭურველი და იარაღი აღმოაჩინა, ეს გამარჯვების ნიშნად მიიჩნია და გამხიარულდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ზარბაზნები დიდი ციხისაკან გადაიტანეს და დაუშინეს. ერთი კვირის შემდეგ შაჰი დარწმუნდა, რომ მტრის მიერ მიტოვებულ ციხეს იმდენი სარგებლობა არ ჰქონდა და დაანგრევინა. მაგრამ გაითვალისწინა რა, რომ სანგრებში ბრძოლის ცეცხლი ძველებურად იფეთქებდა, მდინარე ზანგის ნაპირიდან წყლის სადინარი დატოვა [თავისი] სარგებლობისათვის.
სიმაგრესთან არხების თხრა
კეთილგონიერმა, გამოცდილმა მეთაურმა ამის შესახებ აზრი გამოთქვა: „რადგან (საბრძოლო) მოქმედება დიდხანს გაგრძელდება და ციხის მიდამოები წყლიანი ადგილია, ერთი ღრმა ორმოს ამოთხრა საშიშროებას თავიდან აგვაცილებს და ამგვარად წყალიც არ გამოილევაო“.
ციხის მიდამოები ქვიანი იყო. 20-ზე მეტი ადგილი გათხარეს, გემრიელი წყაროები გადმოილვარა და ქალაქის მცხოვრებლები დაკმაყოფილდნენ. ციხის გარეთ ირანელებმაც ამოათხრევინეს გლეხებს ორმო.
როგორც რამაზანს თვე დადგა, გლეხებს საბრძოლო საჭურველისათვის ქვიან მიწაში სანგრები ამოაღებინეს. მრავალი ღრმა სანგარი გაჩნდა, ლამით ბრძოლის ცეცხლმა იფეთქა. მუსლიმებს ძალა გამოელიათ. ლექსი: „ბევრი ვიყვირე, მაგრამ მშველელი არსად გამოჩნდა. თითქოს ამ ცისფერი გუმბათის ქვეშ არავინ იყო, ბოლოს და ბოლოს ოსმალები მწუხარებამ შეიპყრო.
ამ დროს დააპატიმრეს და ქურთი ღაზის მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს ერთ-ერთი ადრე შეპყრობილი 40 ნახჭევანელ სუნიტთაგანი ავრანოსის შვილი ალი-აღა, მას წვერის გაპარსვა უბრძანეს და როდესაც არ დამორჩილდა, გვირგვინსა და სარტყელს შეპირდნენ. მაგრამ მან კვლავ უარი თქვა სამეფო სამოსის მიღებასა და გვირგვინის დახურვაზე.
როდესაც სარდალმა დაინახა, რომ ციხიდან ირგვლივ გაგზავნილი შიკრიკთა უმრავლესობა მტრის ხელში ჩავარდა, [231] საზღვრის ჯარისაგან დახმარების იმედით ერზურუმში გაგზავნა თავისი ერთ-ერთი მეგობარი, ცნობილი გულადი ტაბი, თითქოს საქმეზე. ეს ამბავი მტერმა შეიტყო და როცა ზემოხსენებულმა ელჩმა ციხის მოსახლეობის მფარველობა, თავშესაფარი, კეთილგანწყობილება და მაცნის წერილით მისი ციხეში შეყვანა ითხოვა, გონიერი მეთაური მას კარგად მოექცა და წერილში ჩაწერა – „ალი-აღას უკან დაბრუნების პირობით გაუშვანო“ – და ელჩი გაათავისუფლეს.
შაჰმა [ციხის] ხელში ჩაგდების იმედით ხსენებული [ელჩი] მიიღო: „ან მუქარით მოუწოდე ციხის მოსახლეობას მორჩილებისაკენ, ან ალერსითო“. შემდეგ ხალათი ჩააცვა და შუამავლობისათვის თავისი ხელქვეითებით ციხისაკენ გაგზავნა. როდესაც გაბედულმა (908) იმ უხეში მოძალადისაგან როგორც იქნა თავი დააღწია და ციხეში ჩამოვიდა, შაბანის უკანასკნელი დღე იყო (1,I–1603). მან დაამშვიდა ალყაშემორტყმულები, რომ უწმინდურთა მეთაურს არავითარი დარდი არა აქვს, მხიარულებით, ღვინის სმისა და ქეიფით არის დაკავებულიო. მტერი კი ცოტაა, სულ მთლად გაიფანტაო.
ციხეში წყლის მომარაგება
რამაზანის პირველი დღე იყო (2. II–1603) მომდინარე წყალი, რომელიც მოწყურებულთ რამაზანის წყურვილს მოუკლავდათ, შეწყდა და, რადგანაც იმ დროს მტერმაც დაასრულა სანგრების თხრა, ველიდან წყლის მიღების იმედიც ამოიწურა და მისით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. წყურვილის მოკვლის შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ სასაპალნე ცხოველებიც. ციხის მეთაურმა და სომხებმა ბრძანეს მტრისაგან ფარულად ზანგის წყლით ესარგებლათ. რამაზანის მეოთხე ღამეს (5. I–1603) მოხერხებულმა გმირებმა მახლობელი წყაროებიდან და ჭებიდან ციხე მოამარაგეს. მეორე დღეს მოწყურებული მოალყეები საკმარისად უზრუნველყოფილი იყვნენ წყლით. ეს რომ უწმინდურთა მეთაურმა შეიტყო, დამცველთა სისუსტის გამო იმ მხარის მეომრებზე განრისხდა. თებრიზიდან მოტანილი ზარბაზნები ძირითადად 10-ოყიანი და ორიც 6-ოყიანი იყო. წყლის სადინარი დაბალ ადგილზე მდებარეობდა და ზარბაზნიდან შიგ მოხვედრა შეუძლებელი იყო. ციხის კარი ზარბაზნით გადაკეტეს. რადგან ციხეს სუსტი საძირკველი ჰქონდა, ზარბაზნის დარტყმისაგან ჩაინგრა. მაგრამ ამას წყლის შესვლა ციხეში არ შეუფერხებია და მისი დინება არ შეწყვეტილა.
ციხეში ხანდაკის თხრა
როდესაც ავბედი მტერი წყლის ნაკლებობით შევიწროვებული და სასოწარკვეთილი ყოველდღიურად [332] ციხესთან ახლოს საბრძოლო საჭურველს ამზადებდა, მოულოდნელად მისი ნგრევის ნიშნები გაჩნდა. [უბედურების] თავიდან აცილების მიზნით, ვეზირი და მეომრები შიგ ციხეში 1500 წყრთიანი განიერი და ღრმა სხანდაკის თხრას შეუდგნენ და რამდენიმე დღეში დაასრულეს. აქა-იქ ხისგან ოთხკუთხედი ფილები გააკეთეს. ზარბაზნებისაგგან დანგრეული ადგილების ამოსავსებად ციხის მოსახლეობაში ხალიჩები და ტომრები შეაგროვეს. მისი უდიდებულესობის კეთილდღეობისათვის ძალ-ღონე არ დაიშურეს. მაგრამ რადგან ციხის შენობაა სუსტსაძირკვლიანნი იყო, მისი გადარჩენისათვის ხალხის გულმოდგინებას შედეგი არ მოჰყოლია.
ალყაშემორტყმულთა გამოსვლა ირანელების წინააღმდეგ
ციხის მოსახლეობას დახმარების იმედი რომ გაუქრა, ძალაუნებურად ბრძოლა დაიწყეს. ჩვეულებრივ, დილით, ან ღამით, როგორც კი გამოსვლას დააპირებდნენ, მოწინააღმდეგე მხარე ხან წერილს და ელჩს უგზავნიდა, ხან კი შიკრიკის საშუალებით თავდასხმის დროს იგებდა. ამიტომ თავდასხმამ სასურველი შედეგი არ გამოიღო. მოთმინების ფიალა რომ აევსოთ, რამაზანში რამდენიმე გამბედავი ვაჟკაცი აშკარად გამოვიდა, ერთ-ერთ სანგარს თავს დაესხნენ და ხმლის ცეცხლით ბევრი გაანადგურეს. ამ საშინელ დღეს მტრის მოგერიების დროს, თებრიზელ ალი-აღას ირანის შაჰის ნაჩუქარი მოოქროული ხმალი დაემტვრა. რადგან დანარჩენმა გულადებმა 10 ავაზაკს თავი მოჰკვეთეს და დაახლოებით 20 თავაშვებული დაჭრეს, [90] შაჰი ძლიერ დამწუხრდა.
სახელმწიფოს მოღალატეთა დასჯა ვეზირის მიერ
მარხვის ხანგრძლივმა დღეებმა და ღამებმა ბრძოლებსა და დარტყმაში გაიარა. 200–300 გულადი [მეომარი] და ვეზირის ქეთხუდა ოსმან-აღა დღე და ღამე იბრძოდნენ და [შემდეგ] ციხეში ბრუნდებოდნენ. ბოლოს და ბოლოს დღესასწაულის დროს თავდასხმები გახშირდა და ციხის მოსახლეობიდან ზოგიერთმა მტერმა და ყაჩაღმა ბაირამ ნამაზის შესრულების დროს ალეპოს კარი გააღო. როცა ციხის დაპყრობაში ასეთი ეშმაკობა აშკარა გახდა კეთილგონიერმა მეთაურმა იმ ბილწთა გამო ციხეს მეთვალყურეები დაუნიშნა.
მოულოდნელად, ერთ ბნელ ღამეს, ძაღლის ყეფა მოისმა და მის პასუხად, აშკარად ციხის მხრიდან – პატარა ჩიტის ჭიკჭიკი. ამ ორი არსების – ცხოველისა და ფრინველის გასაუბრების შესახებ გუშაგებმა ვეზირს შეატყობინეს. შემოწმებისას გამოირკვა, რომ უზნეო უწმინდურს – სარლუ ჯამაათის [მტრის] ერთ-ერთი წარმომადგენელი ბუდაკი ელაპარაკებოდა. დიდი ხნის დიდებამ, რომელიც ალაი-ბეგობაზე იყო დამყარებული, მას ამ შემთხვევაში აღარაფერი უშველა. შემდეგ კიდევ ბევრი დააპატიმრეს. იმავე ბრალდებით [ბუდაკს] შეუერთდა [233] მისი ნათესავი ზაიმიც, სახელად ჯაფარი.
მეორე დღეს მდგომარეობა შეიცვალა. ალყაშემორტყმულებმა იმ დილიდან მოძრაობა შენიშნეს. შაჰმა დაინახა, რომ დაპირებულ ადგილას კარი არ გაიღო; შეწუხდა და დადარდიანდა. ხსენებულ დღეს მტრის მხარეზე სხვა დღეებთან შედარებით მეტი მოძრაობა შეამჩნიეს. ჭკვიანმა ყადიმ იმ ბედკრულთა ღალატი აღნუსხა და სამართლიანად სცნო მათი სიკვდილით დასჯა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. მათ თანამონაწილეობაში ეჭვის გამო დაპატიმრებული საყვირის დამკვრელი სულეიმანიც სიკვდილით დასაჯეს. ერთ-ერთი თიმარის დევთერდარი, ყაჩაღი და ბოროტი სულტან მუსტაფა შიშმა შეიპყრო. შფოთის ცეცხლის გაღვივება იწყო. იმ საბაბით, რომ ჯარი ხელფასს ითხოვსო, ვეზირი თანამდებობიდან გადააყენებინა, უწინდელი ეიალეთის გამგებელი ჰაზარ-ფაშა-ზადე მეჰმედ-ფაშა ვალის თანამდებობაზე დაანიშნინა და თვითონ დევთერდარი გახდა. შემდეგ ყველა, ვიზეც ეჭვი მიიტანა, რომ ქონება ჰქონდა, დახოცა. ფული რომ შეაგროვა, ყაჩაღთა რაზმს დაურიგდა. როდესაც ხსენებულ ფაშას [ყველაფერი ეს მოახსენა], ეს გამოცდილი და გონიერი მიხვდა, რომ ამ საქმეს კეთილი ბოლო არ ექნებოდა და ეს შემთხვევა ვეზირს აცნობა. რადგან დადასტურდა, რომ სისუსტის ჟამს [სულტანი მუსტაფა] შფოთის შემოტანას ცდილობდა, შარიათის მიხედვით, მისი მოკვლა საჭირო იყო და ისიც სიკვდილით დასაჯეს.
შიკრიკის მოსვლა
ალყაშემორტყმულთა მდგომარეობა გაუარესდა და მოლოდინი საზღვარს გადასცდა. აიდის28 მე-8 დღეს (10.III–1603) ლამის წყვდიადში მაცნე გამოცხადდა, მდინარე ზანგი გადმოლახა და ერზურუმის ვალის ჰასან-ფაშასაგან სასიხარულო წერილი მოიტანა. მასში ეწერა, რომ ჰასანფაშამ თავისი 40000-იანი ჯარით მისთვის დახმარების აღმოსაჩენად უკვე სტამბოლს მიმართა. ამჟამად სარდლად დანიშვნის საათის [91] მოახლოებას ელის და ღვთის ნებით განსაზღვრულ დროს გამოემართება. მანამდე კი სივასის ეიალეთის ვეზირი აჰმედ-ფაშა ჩამოვა ჯარითო. უახლოეს დროში იმედის სარკეში დახმარება აირეკლებაო. კეთილი ცნობებითა და მორევის მსგავსი განუხორციელებელი, ცრუ დაპირებებით დამწუხრებულებს იმედს აძლევდა. ასეთივე შინაარსის წერილი მოვიდა აჰმედ-ფაშასაგანაც. შიგ ეწერა: „კეთიშობილ დღესასწაულს ლაშქრობაში გავატარებო“. შიკრიკმაც ამცნო, რომ უახლოეს დღეებში მდინარის ნაპირას ჰორასან-ბაბას აკლდამასთან მოვიდოდა. ალყაშემორტყმულებმა გაიხარეს.
რადგან ორივე მეთაურის წერილში ეწერა, რომ ღვთის ნებით, [234] სულტან მეჰმედ-ხანის29 ბედის ვარსკვლავი ჩაესვენა და ბედნიერ ტახტზე აჰმედ-ხანი30 ავიდა, შევალის 10-ში, პარასკევს (12.III–– 1603) ხუტბა სულტან აჰმედის სახელზე წაიკითხეს.
შაჰისაგან მაცნეს მოსვლა
დახმარების [მიღების] იმედში რამდენიმე დღემ განვლო. დანიშნული დროც მოვიდა. ჯავშნები მტვრისაგან ლაპლაპებდა. ალყაშემორტყმულებს გაუჭირდათ ბრძოლის სიმძიმის გადატანა. ზი-ლ-ყადეს მეოთხე დღეს (1604-4. IV) მტრის ერთ-ერთმა ქვეშეგრდომმა თქვა: „კარი გააღეთ, მტრის თავდასხმის დროს შეგატყობინებთო“. შიგ შეუშვეს. როდესაც იგი ფაშასთან მივიდა, აუწყა: ურწმუნო დიდებულთაგან გამოგზავნილი მაცნე ვარო, აუხსნა, რომ მისი სურვილი ციხის მოსახლეობისა და შაჰის ერთსულოვნების მიღწევა იყო და თვალთმაქცურად კეთილმოწყალება და ზრუნვა გამოიჩინა. მან თქვა, რომ შაჰის ბანაკში ყველა მხრიდან ყოველდლიურად ჯარის ნაკადები შედიოდა და რომ მასთან თავისი ქვეშევრდომებით მისულან ქართლის გამგებლის სიმონის ვაჟი გიორგი31 და მაწანწალა მტერი, ზაგემის გამგებელი ალექსანდრე32 რადგან ისინი [ე.ი. ირანელები] ძალიან გამრავლდნენ ციხეზე მათი გამარჯვება გარდაუვალიაო. ალყის დაწყებიდან რომ სამი ზარბაზნის ჩამოსხმით იყვნენ დაკავებული – ერთი 72-ოყიანი [91] მეორე 44-ოყიანი და მესამეც 24-ოყიანი, ახლა დაამთავრეს. საკმარისია, რომ ხვალ დილიდან ერთად გაისროლონ და შემდეგ მათი ხელიდან ციხის დახსნა შეუძლებელი იქნებაო. „ამიტომ მიზანშეწონილია, რომ შაჰის კეთილშობილურ ფერხთით განერთხათ, მოწყალება ითხოვოთ და, ღვთის მადლით, ქონება და ხალხი გადარჩებაო. (235) მძევლების შესაწყნარებლად თქვენს შორის შუამავლობას გავწევო“. ჯარის ვეზირმა ელჩის წარმოთქმული სიტყვები შეურაცხყოფად ჩათვალა და იგი კინაღამ მოკლეს. ზამთარში საჩუქრად მორთმეული მსხალი და ვაშლი ციხიდან გარეთ გადაუყარეს, „სულელი“ უწოდეს და მოლაპარაკება შეწყვიტეს.
დიდი ზარბაზნებისათვის წინააღმდეგობის გაწევა
ამაზე ადრე, შორსმჭვრეტელმა მეთაურმა შეიტყო, რომ ციხის კედლის აღმოსავლეთ მხარეს ბზარი გაჩნდა და იმ ბურჯში მტკიცე კოშკი ააშენებინა. როდესაც მტერმა ციხის გარეთ ნანგრევი დაინახა, იმ დღეს რომ იყენებდნენ ყანტარის მსროლელი დიდი ზარბაზნების გარდა, ორი 12-ოყიანი ზარბაზნითა და ორი 6-6 ოყიანი ზარბაზნით იმ მხარეს ერთი დღისა და ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ 225-ჯერ ესროლა. ვეზირის აშენებული ახალი ციხე მტრის გამუდმებული თავდასხმისთვის კარგი დაბრკოლება იყო. ზარბაზნებითაც კი ვერ გაარღვიეს ციხის ნაპრალი. ხსენებული თვის მე-15 დღეს (15. IV–1604) [მტერმა] 72-ოყიანი ზარბაზანი ძველი ციხის აღმოსავლეთ მხარეს დაუმიზნა. ორწლიანი ზავის პერიოდში შუა ციხე დასუსტდა და ზარბაზნის ძლიერი დარტყმისაგან აბანოს თალღსა და ნარიმანისა და სამის33 მძიმე კვერთხს დაემსგავსა რადგან ყოველ დარტყმაზე 20–30 წყრთიანი ადგილი ინგრეოდა, ციხის მოსახლეობა დღე და ღამე უწმინდურთა იერიშების მოსაგერიებლად ათასობით ტომრებითა და ნოხებით გამონანგრევებს ფარავდა. ჯარს ძალა და ღონე არ შერჩა. დახმარების იმედი ამოიწურა. ღვთის შემწეობას ელოდნენ. ამ ვითარებაში რამდენიმე დღემ განვლო. საშიშროება დღითიდღე იზრდებოდა.
სროლის ატეხვა მტრის თავყრილობისათვის
[მტერი] ციხის სამხრეთ მხარეს დანგრეული ციხის ადგილზე მოწყობილ სანგარში განლაგდა. ერთ-ერთი გამოცდილი მეომარი ამ მდგომარეობას მიხვდა და რამდენიმე ისარს ნავთიანი ჩვარი და გოგირდი მოაბა სასროლად. ქარმა რომ დაუბერა, რამდენიმეჯერ იმ მხარისაკენ ისროლა, მაგრამ მიზანში ვერ მოახვედრა. ბოლოს და ბოლოს ღაზიმ, სახელად ჰაზარმა, მშვილდით გასროლილი ისარი მოახვედრა მიზანში და ეს წარმატება ცაში მარსმა მოიწონა. ლელიანში ცეცხლი რომ ჩავარდა, სანგრის შესასვლელთან ალი გაჩნდა და არემარე კვამლით აივსო. შიგ მყოფ ავაზაკებს გრძელი ულვაშები შეეტრუსათ. ძლივსძლივობით გაიქცნენ. ის სანგარი მთლიანად დაინგრა. ერთ-ერთი მაღალი კოშკი თიხით ნაგები იყო და ციხეს იქიდან ესხმოდნენ [236] კვლავ ღაზიმ, შთაგონებით აღგზნებულმა, ციხეში ამოთხრილი ღრმა ორმოდან იმ კოშკს ნაღმი ესროლა. თიხის დიდი კოშკი ციხისაკენ გადაწვა და კარუნის ავლადიდების მსგავსად, მიწაში ჩაინთქა.
მტრის მიერ მიწისქვეშა გვირაბის გაყვანა
რადგან ირანელებმა ციხისაკენ ოთხივე მხრიდან გვირაბი გაიყვანეს, ალყაშემორტყმულების უშიშროებისა და სიმშვიდის მიზეზები მოისპო. [92] მეციხოვნეებმა დაახლოებით 20–30-მდე სანგარზე გაიმარჯვეს, მაგრამ შეცდნენ და მათ ყარაულებად იმ მხარის ურწმუნოები მიუჩინეს. იმ ცუდბუნებიანთა შემწეობით მტერმა ბოლოს და ბოლოს ციხეზე გაიმარჯვა. ზი-ლ-ჰიჯეს პირველ დღეებში (1. V-30 V–1604) დღესასწაული იყო, სწორედ მაშინ, როდესაც დასრულდა ჯარის მოსვლის ვადა. იმედის სარკეში კი სურვილის ასრულების სახე არ ჩანდა. ბოლოს და ბოლოს დღესასწაულის მეორე დღეს 200-მდე გულადი მტრის ერთ-ერთ რაზმს ორივე მხრიდან დაესხა თავს. ღვთის წყალობით, მტრის ურყეობა გაქცევით შეიცვალა. მათი მეთაური ხმლის ლუკმა გახდა. ერთი-ორი დაატყვევეს, 20-მდე უწმინდური მოკლეს. კიდევ ერთხელაც გამოჩნდნენ და სანგარში უვნებელნი დაბრუნდნენ.
მტრის მიერ ახალი ციხის დაპყრობა
ზი-ლ-ჰიჯეს თვეში (I. V 30. VI –1604) ისლამის ჯარს დილით და საღამოს არც საჭმელი ჰქონდა და არც ძილი. იმ დროს მთელი ღონისძიებები ციხის შენობის მთლიანობის [შენარჩუნებისაკენ] მიმართეს. მაგრამ დიდი ზარბაზნით [მიყენებული] ზიანი გავლენას ახდენდა. რადგან [ზარბაზანმა] ციხის შუაგული დააზიანა და გაბზარა, კოშკი მთლიანად დაინგრა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმა. [ჯარში] საშინელი დაავადებებიც გავრცელდა და აღდგენით ღონისძიებებსა და საშუალებებზე ხელი აიღეს. თვის დასასრულამდე მტერი მრავალჯერ დაესხათ თავს, მაგრამ ალყაშემორტყმულებმა გაბედული გამოსვლით უკუაგდეს. ახალი ციხის აგებიდან დაახლოებით მე-60 დღეს მეომრებმა ნოხებით მრავალი სანგარი ამოავსეს. დროდადრო იბრძოდნენ. |ხშირი| შეტაკებების გამო ორივე მხარის მდგომარეობა არეული იყო. ეს ვითარება შაჰმაც შენიშნა; შეხვედრის დროს [მეციხოვნეები შეაქო], „ათასგზის ბარაქალაო“, და სახელმწიფოს ღირსების დაცვაში თავდადება მოუწონა. მართლაც რუმის ჯარმა ძალ-ღონე არ დაიშურა, მაგრამ ბედი თუ არ გწყალობს, გულმოდგინებასა და მონდომებას რა შედეგი მოჰყვება? მაშველმა ჯარმა დაიგვიანა და მოწინააღმდეგის თავდასხმა ასე გამუდმებით რომ გრძელდებოდა, შინაური მტრები“, მწვალებელთა მხარეზე გადავიდნენ თავისი ფარული უზნეობა გამოამჟღავნეს და ყოველ დღე ჯგუფ-ჯგუფად [237] იმ ბილწ დინასტიას უერთდებოდნენ. ის გაიძვერა და უწმინდური მათ იწყნარებდა, გვირგვინითა და სარტყლით აჯილდოვებდა და ჯარს [ამ გზით] აცდუნებდა.
მტრის ლაშქარი ციხისაკენ დაიძრა. მეორე დღეც გავიდა და ზი-ლჰიჯეს 28 (28. V – 1604) დადგა. ღამით, გულშემზარავი, ძლიერი, სახედრის ყროყინის მსგავსი ბუკის ხმით მტრის ჯარი ახალი ციხისაკენ დაიძრა. როდესაც ბნელ ლღამეში მოწინააღმდეგის ზოგიერთი მეომარი ციხეში გამოჩნდა და სხვადასხვა კარებითა და ნანგრევებით შიგ შეიჭრა, ხალხის გულს შიში და ძრწოლა დაეუფლა. ნაწილმა ბრძოლაზე ხელი აიღო. დანარჩენები კი ღვთის შეწევნის იმედით მტერს ვაჟკაცური იერიშით ეკვეთნენ და გაბედულად მოქმედებდნენ. ყველანაირი იარაღით იბრძოდნენ. მოწინააღმდეგე მხარემაც ბევრი სისხლი დაღვარა. ცხარე ბრძოლა იყო. [92] იმ საშინელ დღეს დაიღუპნენ ჯარის ერთ-ერთი წინამძლოლი ჩერქეზთა აღა იბრაჰიმი და 25 ქვეითი მეთაური. ჩერქეზთა რაზმიდან 300-მდე კაცი მთლიანად ბრძოლის ცეცხლში დაიწვა, მათი ფერფლი კი ნიავს გაჰყვა და გაიფანტა. იმ საშინელ ჟამს შეიპყრეს და დაატყვევეს 15–20 დამარცხებული. ბოლოს და ბოლოს ჯარის ბედნიერების ვარსკვლავი ჩაესვენა და დიად სახლს დამარცხების დღე დაუდგა. მტერი ახალ ციხეს დაეუფლა და ჯარის დარჩენილმა ნაწილმა ძველ ციხეს შეაფარა თავი. ვეზირი და მეთაური გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საბრძოლო საჭურველის მზადებას შეუდგნენ და ერზურუმისაკენ შიკრიკი გაგზავნეს. ახალი ციხის ჩაბარება დიდი გოდებით აუწყეს და სასწრაფოდ დახმარება ითხოვე. მაგრამ დაზარალებული ხალხის მოთქმამ უზენაეს ხელისუფლებამდე ვერ მიაღწია.
შაჰის მიერ ძირითალი ციხის დაპყრობა და ალყაშემორტყმულთათვის დანაშაულის პატიება
უკანდაბრუნებულმა მტერმა ძაღლები წააქეზა: ვინაიდან ალყაშემორტყმულები სუსტები არიან, ძირითადი ციხის იერიშით დაპყრობა ადვილი შესაძლებელიაო. ზი-ლ-ჰიჯეს თვის დასასრულს, ღამის წყვდიადში, საშინელი ბუკის ხმა გაისმა. რადგან ფართობი ვიწრო იყო, ძალაუნებურად ძირითადი ციხის კართან იბრძოდნენ და უკან დახევა გადწყვიტეს. წყეულებმა ეს ციხეც აიღეს. იმ ღამეს პატარა ციხესაც სროლა აუტეხეს. შემდეგ გლეხები შეკრიბეს, ციხეში დიდი წვალებით [238] გაშენებულ შენობებს ცეცხლი წაუკიდეს და ათ დღეში მოწყობილი საბრძოლო იარაღები ერთ წამში მოსპეს და მტვრად აქციეს. ალყა სულ 7 თვეს35 გაგრძელდა. ბრძოლის დროს 1500 კაცი დაიღუპა. 500-მდე კაცი ავადმყოფობამ იმსხვერპლა, ნახევარი ჯარი კი მტრის მხარეზე გადავიდა. ლაშქრისაგან მხოლოდ 500 კაციღა დარჩა. ეს უბედური მცირე ჯგუფი დიდი ციხის დაცვასა და ჭეშმარიტ არამზადების თავდასხმის მოგერიებას ხომ ვერ შეძლებდა? ამიტომ გაოგნებულებმა და დაბნეულებმა ციხის დაცვა შეწყვიტეს. მტერი კი სიმრავლის გამო გაბედულად გაემართა ციხის დასაპყრობად. მაგრამ რადგან მუჰარემის ათი რიცხვი (8. V) მათთვის განსაკუთრებული დღე იყო, ხალხის ჩაგვრისაგან თავი შეიკავეს. ათიც რომ გავიდა, თავდასხმის საქმეში დიდი მოწადინება და გულისხმიერება ვერ გამოიჩინეს. შემდგომი ღონისძიებების შესახებ ხალხი ცნობებს ერთმანეთს გადასცემდა. ერთ-ერთმა მეგზურმა მოუწოდა, შაჰს შეწყალება ვთხოვოთო. დანარჩენი ჯარის დაჟინებული თხოვნით ვეზირმა წერილი დაწერა. შაჰმა პატიების და ზოგიერთი სხვა თხოვნაც მიიღო და ჩაგვრა შეწყვიტა.
შაჰის მეჯლისის აღწერა
შემდეგ, მადლობა ღმერთს, განთავისუფლებული და ციხიდან თავდაღწეული ხალხი, ბრძანებით, მუჰარემის მე-11 დღეს (9. V) გზააბნეულთა ბუნაგში გამოცხადდა [მთხრობელი] იმდროინდელი ნახჭევნის ყადი, ალყაში მყოფი ჯერაჰ-ზადე გადმოგვცემს: ყურადღებით თვალს ვადევნებდი და დავინახე, რომ მიახლოებული პირები განლაგდნენ „ალაჯიჰ ევის“ ველის შუაგულში. დივანისათვის ერთი ბინძური კარავი იყო. ალყაშემორტყმულთა ბედის გადასაწყვეტად 3-4 წყვილ ბოძიან ფარდულში შევიდნენ. ქვემოთ რამდენიმე ნოხი დააგეს. შაჰის გამოჩენამდე ჯარის დიდებული ყაჩაღები ისხდნენ გრძელი ულვაშებითა [93] და გაპარსულ თავებზე ერეტიკოსთა გვირგვინებით. უცებ შაჰიც მოვიდა. მისი სახე სილამაზეს მოკლებული იყო. ტანსაცმელი ტილოსი ეცვა, აბა და ხმალხანჯალი ოქროსა და სამკაულების გარეშე. დივანის ზუსტად ცენტრში დადგა და ეს დატყვევებული ხალხი ძალაუნებურად მის კალთას ემთხვია. ერთი საათი ვეზირი და მეომრები მის წინაშე გულზე ხელებდაკრეფილები იდგნენ, მორჩილად და თვინიერად. გონებასუსტი შაჰი ამ თავყრილობაში ქედმაღლურად იქცეოდა. არც ვეზირებს მიმართა და არც სხვებს მიაქცია ყურადღება. ესაუბრებოდა და შეკითხვებს აძლევდა მასთან ორ მხარეს მდგომ გზააბნეულებს. შემდეგ მისთვის განკუთვნილ კარავში შევიდა და ჯარის დიდებულები მიიწვია. [239] შიგ შაჰისათვის განსაზღვრული ადგილი – რაიმე დასაჯდომი, ან სასთუმალი არ იყო: ერთ კუთხეში, უბრალოდ, ხალიჩაზე დაჯდა, მარცხნივ ლევან ხანის შვილი ალექსანდრე და მარჯვნივ სიმონის მაწანწალა შვილი გიორგი მოისვა მათ ქვემოთ თებრიზის ბეგლარბეგი ალი-ფაშა, შემდეგ ქურთი ლღაზი და მისი მსგავსნი, ალექსანდრეს ქვემოთ შერიფ-ფაშა და სხვა დიდებულები. სუნიტი მოსახლეობა დასასჯელად მტერს გადასცეს. შემდეგ ვეზირს მიმართეს სიტყვით და მათ სწორ გზაზე დასაყენებლად წიგნის მრავალი თავისა და ნაწილის აბდა-უბდის წაკითხვის შემდეგ, ჯერაჰ-ზადეს საყვედურები უთხრეს: „ამ მხარის მორჩილება და დაქვემდებარება [ერთადერთი] სწორი გამოსავალია. გონიერი და მცოდნე რომ ხარ, რატომ არ დატოვე ცუდი გზა და ჭეშმარიტ ცოდნას არ ეზიარეო?“ მან მიუგო: „თუ ფადიშაჰის მსახური ხარ, სამეფოს კეთილდღეობას თავდადებით უნდა ემსახურო. გონების თანახმად, წარჩინებულთა და უმაღლესი ხელისუფლებისათვის შფოთის ამტეხნი განკიცხვის ღირსნი არიან. დიდებულთა წინაშე უდანაშაულო და უსაყვედურო გვსურს ვიყოთ“. შაჰს მისი პასუხი მოეწონა და რაკი შარიათის მსახური იყო, შეიწყალა და მაშინვე, იმ მეჯლისში, წასვლის ნებართვა მისცა. შემდეგ ადრე დატყვევებულ ულემებს მიმართა: „თქვენ გაეცით ფეთვა, რომ მტრის [ე. ი. ოსმალების] ტომიდან ერთის მოკვლა სამი მოწინააღმდეგის [ყიზილბაშთა] მოკვლას უდრისო?“ ის ულემები დაჭრეს, შიგნეულობა ამოუღეს და უდიდესი ტანჯვით დახოცეს. ჯერაჰ-ზადე ზოგიერთ სხვა ამბავთან ერთად ყველაფერი ეს რაც მოხდა, ისე აღწერა, რომ ამ საუბრის გამო ფადიშაჰს შიში და მწუხარება არ აღძროდა და მეციხოვნეთათვის ციხის ჩაბარება ეპატიებინა, და კარზე გაუგზავნა. თვითონ კი 500 კაცსა და ქალთან ერთად შემდეგი წლის დამდეგს სტამბულს ჩამოვიდა. ეს შემთხვევა წიგნში აღწერა და მის უდიდებულესობას წარუდგინა. ამ ადგილიდან გკრებდით და ვამოკლებდით ცნობებს ამ წიგნიდან.
წელი ათას ცამეტი (1604/5)
მოხსენიება ერევნის სხვა ამბებისა
როდესაც შაჰმა ერევანზე გაიმარჯვა, შერიფ-ფაშას პატივი დასდო და „იმამ რიზას“36 მეურვეობა უწყალობა. ხსენებული წავიდა და დანარჩენი დრო მეშჰედში გაატარა. სხვა მეალყეებს კი ნება დართო: „მსურველები ჩემი მსახურები გახდნენო“. წამსვლელი ხალხი ხაზარ-ფაშას ძე მეჰმედ-ფაშას მიაკუთვნა, 300-400-მდე სახლი, ოჯახებითა და ხალხით ყარსში გაგზავნა, ერევნის ციხე დაანგრია და მიწასთან გაასწორა. იმ დროს ერზურუმის ბეგლარბეგისა და სარდალ ჰასან-ფაშას სიცოცხლე შეწყდა. რადგან სარდალი გარდაიცვალა, ჯარიც დაიშალა.
[243: 94a,94b] სინან-ფაშას ირანს გალაშქრება
თანახმად გარდუვალი აზრისა, ირანელთა ბრბოზე ჯარის გაგზავნა აუცილებელი გახდა წინათ, ვიდრე ჯაღალა-ზადე სინან-ფაშა37დაბერდებოდა, ჯერ ბეგლარბეგი იყო, ეგრის დაპყრობის შემდეგ კი – ცოტა ხანში, დიდი ვეზირი, ხოლო შემდეგ სირიის ვალი და ბოლოს კაფუდანი. თავისთავზე მისმა წარმოდგენამ ისეთ ზომას მიაღწია, რომ განდიდების მიზნით, ჩვეულებად გაიხადა თქმა „მე მებრძოლი ხმელეთისა და ზღვისა“. მაგრამ ფაქტობრივად ეს ეწინააღმდეგებოდა მის ბუნებას. იგი ზღვაზე ბატონობას მთელ ქვეყანაზე არ გაცვლიდა. განსვენებულ სულტან მურად ხანის38 დროს გამარჯვებულმა სარდალმა, დიდ ვეზირ ოსმან-ფაშამ უწმინდურებს რომ თებრიზი ხელიდან გამოგლიჯა, უკან წასვლისას, როდესაც ჯარს დაბრუნება უხაროდა, სიკვდილის პირას მყოფმა მან თავის ადგილზე სინან-ფაშა წამოაყენა. სარდლად დანიშვნისა და იმის შესახებ, რომ მისმა კარგმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო, [სინან-ფაშას] დიდ ვეზირ ალი-ფაშა შეატყობინა ასე დანიშნეს [სინან-ფაშა], აღმოსავლეთში ლაშქრობის სარდლად.
გასული წლის ზი-ლ-ჰიჯეს მე-16 დღეს (1604 წ. 16. V) სინან ფაშა უსკუდარში გადავიდა. მუჰარემის მე-11 დღეს (9.VI–1604 წ.) სილაჰდარი, მასთან ერთად მარცხენა მხარის ნაწილები, იანიჩართა ქეთხუდა და სამსონჯი-ბაში ანატოლიის ჯარით აღმოსავლეთისაკენ გაემართნენ, გაიმარჯვეს და ყაჩაღებს გაუსწორდნენ. როდესაც ერზურუმთან დაბანაკდნენ, სარდლის კარავში დელი-ჰასანის39 თანამებრძოლი აჰმედ ყარა-ყაში მოვიდა თავისი ხელქვეითებით და ცოდვები მოინანია. სარდალმა მისი თხოვნა მიიღო, ჩილდირის ბეგლარბეგობა უბოძა და გააფრთხილა, რომ თავის ხალხთან ერთად მეწინავე ჯარში ყოფილიყო. შემდეგ ხსენებულ სარდალთან ერთგულების დასამტკიცებლად მრავალი ყაჩაღი მოვიდა. მათ აღთქმა მისცეს, რომ ფადიშაჰის ბედნიერებისათვის სიცოცხლეს არ დაიშურებდნენ. ადრე სამეფო სამზარეულოში, შემდეგ კი სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი მამაცი ვაჟკაცი ქოსა საფარი40, რომლის ტოლი ღირსეულთა შორის იშვიათი იყო, ძალიან გაბედულად მოქმედებდა. მან სხვადასხვა ტომისაგან მეამბოხენი შეკრიბა და, რადგან ფადიშაჰს ბევრი სამსახური გაუწია, ამჟამად ერზურუმის ბეგლარბეგობა მიილო. ქოსა საფარი ოსმალეთის ლაშქარს 3-4 ათასიანი ჯარით შეხვდა და ბრძოლას” სათავეში ჩაუდგა. როცა დიდი ამალით ბასიანის ველს მიაღწია, მასთან ვანის ბეგლარბეგი, ადრე ტყვეებითურთ დაბრუნებული ზოგიერთი ნაყში და გულადი აჰმედ ფაშა 3-4 ათასამდე კაცით გამოცხადნენ. შეერთების შემდეგ ჯარისათვის პატივის მისაგებად ამ გზებზე საგანგებოდ შეჩერდნენ. ხსენებული თვის ჯუმადი ულ-ახერის მე-15 დღეს (8.XI–1604 წ.) ყარსში მოვიდნენ, სადაც მეწინავე ჯარის მეთაურად დანიშნულ ყარა-ყაშთან შესაერთებლად 10 დღე შეჩერდნენ და შეისვენეს. ამ დროს ცნობა მოვიდა, შაჰ აბასი ერევნისა და აღჩა-ყალას მიდამოებიდან შიშის გამო აიყარა. საფარ-ფაშა სარდალთან გამოცხადდა და დაბეჯითებით. მოითხოვა; „ამჟამად შაჰი ლაშქრით ხსენებულ ადგილას მოდის, თქვენ ჯარით სვენებსვენებით გამოემართეთ, მე კი მცირე რაზმი მომეცით. სასწრაფოდ წავალ, მივაღწევ და თუ ღმერთი ინებებს, იმედია, შაჰს ხელში ჩავიგდებ და უეჭველად თქვენ მოგგვრითო“. მაგრამ ამ თხოვნამ შედეგი არ გამოიღო. ვიდრე ყარა-ყაში არ მოვიდა, არ დაძრულან მტრის განსადევნად ხელსაყრელი დრო ხელიდან გაუშვეს და დაუდევრობით მოწინააღმდეგე მხარე გააძლიერეს. შემდეგ კი, რაკი დრო ცოტა იყო, შაჰს მაინც გამოედევნენ და წერილები გაუგზავნეს. შაჰმა მათ ბრძოლისაკენ მოუწოდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. როცა ჯარი ნახჭევანს მიუახლოვდა, შაჰი თებრიზში გაჩერდა თავდაპირველად ყასაბებისა და სოფლების მცხოვრებნი განდევნეს. რადგან ზემოხსენებული სარდლის შვილი მაჰმუდ-ფაშა შირვანის ბეგლარბეგი გახდა, სინან-ფაშამ იმ მხარეს მოინდომა წასვლა ჯარის დიდებულები მასთან გამოცხადდნენ: „თუ გაგზავნილი იქნები, როგორც ზღვის სარდალი, ეს იმას ნიშნავს, რომ დედაშენის სანახავად წახვალ, (ხოლო) თუ ხმელეთის სარდალი იქნები, შენ შვილთან წახვალ. შაჰი არ ისვენებს. ვინაიდან თავი დააღწია, ჩვენი დამძიმებული ჯარით მისი დევნა ამაოა. თებრიზის ალყიდანაც არავითარი სარგებელი არ გვექნებაო“.
ზამთრის ბუნიაობა (8 ნოემბერი) ახლოვდებოდა და გამოსაზამთრებლად ერთსულოვნად რუმისაკენ დაბრუნება გადაწყვიტეს. სარდალი მათ ბევრს ეფერა, რადგან ჯამაათის გაფანტვა სიფრთხილესა და გონიერებას არ შეჰფეროდა. მან თქვა: შაჰი ჩვენი საბრძოლო იარალით მოპოვებული ნადავლია. ამ ზამთარში მისი ხელში ჩაგდება ჩვენთვის უადვილესი საქმეა. რუმისაკენ წასვლას, უმჯობესია განჯასა და ყარაბაღში გამოზამთრება, სადაც უხვად არის ყოველი სიკეთეო“. მაგრამ მის სიტყვას ყური არ უგდეს. კარავი დაწვეს და აჯი-სუბაშიდან თებრიზისაკენ გადაინაცვლეს. ისიც იძულებული გახდა [95] შირვანში წასვლაზე უარი ეთქვა და მდინარე არაქსი გადაევლო. [245] თებრიზისაკენ გზა გაიარეს. უფრო ადრე ეს ადგილები შაჰმა გადალახა. იმ დროს საფარ-ფაშას, სივასის ბეგლარბეგ აჰმედ-ფაშასა და ალაჯა ათლი [ჭრელცხენიან] ჰასან-ფაშას ყოველთვის, როცა შაჰის დასალაშქრად წასვლის ნებართვას ითხოვდნენ, [სარდალი] უარს ეუბნებოდა. ვანის სადგომებთან მოვიდნენ; ჯარის თითოეულ ჯგუფს ცალკე მიუჩინეს ბინა თვითონ კი ვანში დარჩენის სამზადისს შეუდგა.
სარდლის დაბანაკება ვანის ზამთრის სადგომებში და შაჰ აბასის ალყა
გამოცდილებმა თქვეს: „როდესაც ჯარს ბრძანება ეძლევა, მიზანშეწონილია, რომ თქვენც აღარ გაჩერდეთ საზღვარზე და ღვთივდაცული ქვეყნიდან ალეპოში, ან ამიდში გამოიზამთროთ. საზღვრის ნაპირას ჯარის სარდლობა ხელფეხშებოჭილია. ამიტომ აქამდე არცერთ წინამძღოლს არ გამოუზამთრებია საზღვარზეო“. რაკი ზემოხსენებული სინან-ფაშა თვითნება იყო, მათ არ დაუჯერა, ქალაქ ვანში შევიდა და ვანის ეიალეთი აჰმედ-ფაშას გადასცა. ვინაიდან უკანასკნელი ავადმყოფობდა, სინან ფაშამ თავისი ჰაქიმ-ბაში გაუგზავნა. რამდენიმე დღეში აჰმედ-ფაშა გარდაიცვალა და მისი ადგილი ზენჯირ კირან ალი-ფაშას გადაეცა. სარდალმა ქურთისტანის ბეგები ალერსით გადმოიბირა და თითოეული მათგანი ვანთან შეკრებაზე მიიწვია. ვანის თავყრილობამ ღონისძიებები დასახა. შაჰმა რომ ეს ამბავი შეიტყო, გაიძვერების გუნდი შეაგროვა და მეთაურად ურწმუნოთა ჯგუფიდან ალავერდი-ხანი დაუნიშნა. შაჰი თვითონაც ჭენებით გაემართა ვანისაკენ მოულოდნელი თავდასხმის სურვილით ღამის წყვდიადში ზარბაზანი რომ ვერ მიაღწევდა ისეთ ადგილას, ვანის ველზე დაბანაკდა. გათენდა, ყველაფერი გაირკვა. სინანფაშამ ქურთების ჯარსა და თავისთან მყოფ ჯგუფს წინამძღოლად რაზიეზადე მუსტაფა-ფაშა დაუნიშნა. ესენი გამოვიდნენ, ცოტა იბრძოლეს, მაგრამ რადგანაც მტერი ჭარბობდა, დროებითი შეთანხმება ამჯობინეს და კვლავ ციხეში შებრუნდნენ. იმ ადგილას მოწინააღმდეგემ შეიპყრო და დაატყვევა ხანდან-აღა ორ შვილთან ერთად.
სარდლის მოსვლა ერზურუმის მხარეში და შაჰის დაბრუნება
სარდალი ვანში დარჩენას ნანობდა, მაგრამ საქმე რომ მოხდება, მერე ფიქრს რაღა აზრი აქვს? მის ღონისძიებებს შედეგად ის მოჰყვა, რომ თვითონ ძლივძლივობით გამოაღწია ციხიდან და ერზურუმისაკენ გაემართა. ძველად სტამბულში დავთარდარისა და ბეგლარბეგის თანამდებობიდან გადამდგარი შამს-ფაშა, რომელიც მასთან ერთად ლაშქრობაში იყო, ვეზირის წოდებით თავის ადგილზე დანიშნა, თვითონ კი ვანის ზღვაში გემზე ავიდა და ადილჯევაზის ციხისაკენ გაემართა. გაჩერება იქაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად. აღნიშნული ლივის ბეგს ამირშაჰსა და ციხის მფლობელებს ცხენები გამოართვა და ჭენებითა და დიდი სისწრაფით ჰასან, ყალასა42 და ერზურუმისაკენ გასწია, ერზურუმს, რომ მიუახლოვდა, მას [246] ბეგლარბეგი ქოსა საფარ-ფაშა მეგობრულად შეეგება და საჩუქრად ცხენის მოკაზმულობა მიართვა. შაჰმა დაწვრილებით გამოიკვლია სარდლის წასვლის ამბავი, რადგანაც მან იცოდა, რომ ვანის ალყა ამაო იყო, 40 დღიანი შესვენების შემდეგ აიყარა და თებრიზსა და ნახჭევნისაკენ გაემართა. გზად ოსმალთაგან დაპყრობილ ერთ-ერთ ჯ„ცაიხეს, მაქუს დაესხა და ალყა შემოარტყა. მაგრამ სიჩქარისა და მოუსვენრობის გამო ვერაფერი სარგებელი ნახა. ადრე, როდესაც ჯაღალა-ზადე ირანის ლაშქრობაში მიავლინეს, კაფუდანობა ჯაფარ-ფაშას მისცეს, რომელიც 60 ხომალდით თეთრი ზღვისაკენ გაემართა.
[267: 104] შაჰის თავდასხმა განჯასა და შირვანზე
იმ წელს ირანის შაჰმა განჯაზე ილაშქრა და ალყა შემოარტყა. ბეგლარბეგი სარი აჰმედ-ფაშა იყო, ქეთხუდა კი – მეჰმედ-ფაშა. 7 თვიანი ალყა შემოარტყა. როდესაც ალყაშემორტყმულებმა იმედი დაკარგეს, დანებდნენ. შაჰი თუმცა მათ შეწყალებას დაპირდა, მაგრამ პირობა დაარღვია და უმრავლესობა დახოცა.
ამგვარად 12 წლის განმავლობაში გაჭირვებით დაპყრობილი ქვეყანა ორ წელიწადში მთლიანად უკან დაიბრუნა და კიდევ მრავალ ადგილზე გაიმარჯვა.
[334: 131] სარდალ მურად-ფაშას თებრიზს გალაშქრება
როდესაც ძლევამოსილი სარდალი აღმოსავლეთ მხარისაკენ მიემგზავრებოდა, მან ეს ლაშქრობისათვის მზადების საბაბად არ გახადა. გურჯი მეჰმედ ფაშა ისევ კაიმაკამად დარჩა. ლაშქრობის მეხუთე დღეს მურად-ფაშა გამარჯვებული ჯარით უსკუდარისაკენ გაემართა. მას თან გაჰყვა მაღალი ბრძანება ირანისაკენ სწრაფად გადასვლის შესახებ. რაბი ულ-ეველის პირველ დღეს (1610. 24. 5) აიყარნენ და გზა გადაიარეს, როდესაც საზღვარს მიაღწიეს, გაგზავნილი ბეგლარბეგებიც მოვიდნენ და ურიცხვი ჯარი შეკრიბეს. ცნობილი გახდა, რომ წყეული შაჰი თებრიზისაკენ გაემართა. ზამთარი ახლოვდებოდა. მურად-ფაშაც არ გაჩერდა და თებრიზისაკენ წამოვიდა. მისი მოსახლეობა გახიზნულიყო. ქალაქი ცარიელი და დანგრეული დატოვეს და წავიდნენ. თავდაპირველად ჯარმაც ბევრი ნაგებობა დაანგრია და გადაწვა. შაჰი იმ ველზე მოვიდა და მოწინააღმდეგეს მოლოდინში (335) თებრიზის მახლობლად სორხაბის მთის ციხეში ყოყმანობდა, ებრძანებინა ცხენებზე ამხედრება და წასვლა, თუ არა. როდესაც აქედან ბრძოლა შესთავაზეს, უბედურების გზა ბედნიერებად გადაექცა. მაგრამ ერთხანს იყვნენ გაჩერებული, ოსმალების კვალი კი არ ჩანდა. ზამთარი ახლოვდებოდა. რადგან იქ ჯარისათვის შესასვენებელი ადგილი არ იყო, ის არამზადები [მხოლოდ] ახალი წლის დადგომამდე დარჩნენ და იმ მხარის ნაგებობათა დანგრევის შემდეგ, მობრუნდნენ. სარდალი და ჯარი დიარბექირში გაჩერდნენ. ამ ლაშქრობის დროს სარდალმა შაჰს წერილი გაუგზავნა, რაზედაც პასუხი მოვიდა. მისი შინაარსი ასეთი იყო: სალამ-ქალამის შემდეგ [შაჰი] ატყობინებდა „თქვენ დაარღვიეთ ძველად შაჰ ისმაილ II-ის43 დროს არსებული შეთანხმება. დიდ ხანს არ გაუვლია მას შემდეგ, რაც ჩვენ სახელმწიფო საქმეს ჩამოვშორდით და უკვე ზავის დარღვევის შედეგები სახეზეა. თქვენი საზღვრის გამგებლები ჩვენი ვაჭრების ქონებას ეხარბებიან და ბევრი მათგანი [კიდევაც] დახოცეს. მრავალჯერ გაუგზავნეს ბრწყინვალე ფადიშაჰს არზა და მიმართვა. მაგრამ მან არავითარი ყურადღება არ მიაქცია. სახელმწიფოს ღირსებამ კი ეს ვეღარ აიტანა და ლმერთმაც დახმარება აღმოგვიჩინა. [132] ჩვენი სამემკვიდრეო ქვეყანა კვლავ ჩვენს მპყრობელობასა და მფლობელობაში შემოვიდა. ძველად ისლამ გირეიმ და ღაზი გირეიმ44 შირვანზე ნაქები თათრის ლაშქარი რომ მოიყვანესს და ირანელებთან ზ იბრძოლეს, დამარცხდნენ. მრავალი ხანი ტყვედ ჩავარდა. ამჟამადაც თუ მოვლენ, კვლავ დაისჯებიან. ჩემთვის ცნობილია ოსმალო ფადიშაჰთა სიმდიდრისა და ლაშქრის ძალა. მაგრამ ჩვენებიც გმირები არიან. [სწორედ მათზეა ნათქვამი] „თუ იქნება თქვენგან ასი, ათასს სძლევს“45, თქვენი ჯარის სიმრავლე მათ არ აწუხებთ თუ იქნება მიღებული საზლვარიი რომელიც მისმა უდიდებულესობამ განსვენებულ სულტან სულეიმანმა ჩემს პაპას შაჰ თამაზს პირობის წიგნის მიხედვით დაუდგინა46, ბრწყინვალე ფადიშაჰთან ჩემი მეგობრობა დამტკიცებული იქნება. ვინც მტრობაში ძლიერი არ არის, ის არც მეგობრობაშია სანდო. ხოლო, თუ თქვენი თანხმობა არ იქნება, მაშინ იყოს ის, რაც თქვენი მოწონების ღირსია“.
[367] 1024 (1615) წელი. სარდლის დიდვეზირ მეჰმედ-ფაშას წასვლა ერევნისაკენ
ამას წინათ ირანის შაჰთან მშვიდობის ზავი დაიდო. ნასუჰ-ფაშა, ელჩი, სახელად ყაზი და: მაღალი კარის ერთი ჩაუში ინჯელი [368] მუსტაფა 1021 წლის შაბანში (27. IX – 26, X – 1612) შედგენილი ხელშეკრულების წიგნით გაიგზავნენ. დაახლოებით ორ წელიწადში ირანმა ზავი დაარღვია. ორი წელი გავიდა, რაც შაჰ აბასმა ყოველწლიურად 100 საპალნე აბრეშუმისა და 100 საპალნე საუკეთესო საქონლის გამოგზავნა იკისრა და ამჟამად აცხადებდა: „მე უნდა უარი ვთქვა ხარაჯზე, ამის გარდა სხვა არაფერი შემიძლიაო“. ფადიშაჰს სიბრაზის ცეცხლი აენთო. ნასუჰ-ფაშას მოკვლის შემდეგ დიდვეზირ მეჰმედ-ფაშას სულტნის მითითება გაეგზავნა და სალაშქროდ მზადება ებრძანა. [დიდვეზირმა] ფირმანი და საჭურველი გაგზავნა და რუმელიისა და ანატოლიის მთელი ჯარი ირანისაკენ სალაშქროდ გაამზადა. გურჯი მეჰმედ-ფაშა სტამბოლში კაიმაკამად დანიშნა, ლევენკე-ზადე ნუში დევთერდარი გახდა, სულფი ბაკი-ფაშას ბოსნიის ეიალეთი მიეცა. ხსენებული თვის რაბი ულ-ახერის 23-ე დღეს (22. V–1615 წ.) დიდი ზარზეიმით სარდალი უსკუდარში გადავიდა. იანიჩართა მეთაურად მუსლი-აღა, ხოლო ლაშქრის დევთერდარად ისთიკამათ ეფენდი დაინიშნა. კარვებში შეგროვდნენ, 20-დღიანი შეჩერების შემდეგ აიყარნენ, გზა გაიარეს და შაბანის თვეში ალეპოში შევიდნენ. სულტან სელიმის ძველი მეჩეთის დროებითი მთავარი ასტროლოგი, დერვიში, რაკი [სარდალ] მეჰმედ-ფაშას მკითხავი იყო, მას გვერდიდან არ მოსცილდა და ლაშქრობაშიც კი წაჰყვა. ის წელი მიიწურა და ზამთარი მოვიდა. იანიჩრებმა მარაშსა და მალათიეში, სიფაჰიებმა – სივასში, სილაჰდარებმა ყარამანში გამოიზამთრეს. მიზანშეწონილად სცნეს იმ გაზაფხულზე ირანს წასვლა. 300 მულაზიმი ჩაწერეს. ბუნიაობა რომ დადგა, ხელფასები და გასამრჯელოები აიღეს და წავიდნენ დიდვეზირი ალეპოს სასახლეში შევიდა. ალეპოს ეიალეთის მფლობელი ექმექჩი-ზადე სტამბოლში მიიწვიეს, კაიმაკამის თანამდებობა უბოძეს და გამოგზავნეს. იემენისაკენ მიმავალი რაზმის მეომართა შფოთის ჩახშობის შემდეგ ალეპოში შევიდნენ. ხელფასები და ჯილდოები მიეცათ და ზამთრის სადგომებში გაიგზავნენ.
[374] ათას ოცდახუთი წელი (1616). დიდვეზირის წავლა ერევნისაკენ
როდესაც გაზაფხული დადგა, ალეპოს ზამთრის სადგომიდან გადასვლას შეუდგნენ. რაბი ულ-ახერის პირველ დღეს (18.IV–1616) „გოქ მეიდანის“ ველზე დაბანაკდნენ. ზამთრის სადგომში მდგარ იანიჩართა ჯარს ერზურუმში გადასვლის ბრძანება გაეგზავნა. ხსენებული თვის მე-7 დღეს (24. IV) მარაშისა და ალეპოს ბეგლარბეგები ბირეჯიკიდან ერზურუმისაკენ გაემართნენ. შემდეგ, როდესაც სარდალი გოქსუნის საძოვრიდან აყ-შაყის ველზე გადავიდა, ეიალეთის ჯარით რუმელიის ბეგლარბეგი დაუდ-ფაშა მოვიდა და მას შეუერთდა. სტამბოლიდან ხაზინა მოიტანა. ჯუმადი ულეველის დასაწყისში (17. V–16. VI) ერზურუმში გადავიდნენ. ციხიდან 7 ზარბაზანი მოიტანეს: 5–14 ოყიანი, 2 კი კულუბურნა, ურმებზე დადეს და საბრძოლო საჭურველი მოამზადეს. [375] საბრძოლო სურსათის კანონიერად განაწილების შემდეგ, ანატოლიის, ყარამანისა და სივასის ეიალეთების ჯარები მოვიდა. დიარბექირის ბეგლარბეგ დელავერ-ფაშასა და ერევნის ბეგლარბეგ თექელუ მეჰმედ-ფაშას48 ერევანზე წასვლა ებრძანათ. აზაბთა ორი ბოლუქით ბრძანება გაეგზავნათ აგრეთვე ბაღდადის ბეგლარბეგ მუსტაფა-ფაშასაც მოსულის, სეიდ-ხანისა და სხვა ქურთული ჯარების შეკრებისა და ნაჰავენდში მოსვლის შესახებ. შემდეგ გადავიდნენ და ხსენებული თვის დასასრულს ყარსში მივიდნენ.
ყარსის ციხის აშენება
ადრე, შაჰის თავდასხმის შედეგად დანგრეული ყარსის ციხე, ახლა განაახლეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს შიგ ჯარის ჩაყენება. ყაფუყულუსა და ბეგლარბეგებს ჯარი მიეცათ. ისე აღადგინეს, რომ ერთ კვირაში ჩასახლება შეიძლებოდა. ბოლუქის ხალხს თანამდებობა აღუმაღლეს და ყულ-ოღლუდ ჩაწერეს. |ციხის) დასაცავად ჯარი და ზარბაზნები გამოუყვეს. [თვითონ] აიყარნენ და ჯუმადი ულ-ახერის (16. VI–15. VII) შუა რიცხვებში ერევნის ველზე მოვიდნენ. ლამით სანგრები მოამზადეს და მტერს ალყა შემოარტყეს; ამირ გუნე-ხანმა ციხე გაამაგრა, ჯარით და საბრძოლო იარაღით უზრუნველყო. შაჰ აბასი ლაშქრით ნახჭევანში იყო. რუმელიის ჯარში – 4 ზარბაზანი, იანიჩართა ჯარში – 2 და კარის პირდაპირ 2 ზარბაზანი დადგეს. 20 დღე ისროდნენ, მაგრამ უსარგებლოდ. მიწის თხრას შეუდგნენ დღისით ამოთხრილი მიწა, ღამე [ციხეში] შეჰქონდათ და ქრებოდა, ორმოში ჩაყრილ ტომრებს კავით შეათრევდნენ შიგ. ბოლოს და ბოლოს ისლამის ჯარმა მოახერხა სანგრების მოწყობა. ზარბაზნით გზა გაიხსნეს და ციხისაკენ ყოველი მხრიდან დაიძრნენ. მაზანდარანელი მეთოფეები ციხის კედლებთან დაიმალნენ და ცხარედ იბრძოდნენ. რადგან მრავალი [მეომარი] და მათ შორის იანიჩართა აღა მუსალა-აღა დაიღუპა და თურქჩე ბილმეზი49 დაიჭრა, ჯარმა უკან დაიხია.
თექელუს ბრძოლა
ერევნის ბეგლარბეგი თექელუ მეჰმედ-ფაშა საყარაულოდ რომ იდგა, 4 ხანი ყიზილბაშთა რამდენიმე ათასიანი ლაშქრით ათ ოღლანიზე თავდასასხმელად გამოემართა. ხსენებული ფაშა ერთ-ერთ ხეობაში ჩასაფრდა და, როგორც კი ისინი გამოჩნდნენ, უეცრად თავს დაესხა, ალაჰის შემწეობით სძლია, 1000-მდე თავი აიღო, 500 მოენე წამოიყვანა და სულტნის ბანაკში მოვიდა. ამის შემდეგ თექელუ ფაშამ დიდი სახელი მოიხვეჭა. [148] შაჰის ბანაკის მახლობლად ღამე მწვერვალებზე ცეცხლს ანთებინებდა და აღლუმებს აწყობდა. [378] ირანელებიც რამდენიმეჯერ გამოვიდნენ, სანგრებს თავს დაესხნენ და მრავალი ბრძოლა ჩაატარეს. როდესაც ზარბაზნის დარტყმისაგან კოშკი და გალავანი დაინგრა და ციხის კედელიც გაირღვა, ყიზილბაშებს შეეშინდათ, რომ ციხეს იერიშით აიღებდნენ და შიგნიდან ითხოვეს – „4 დღის ვადა მოგვეცით და შეგვიწყალეთ, ციხის ჩაბარებას შაჰს ვაცნობებთო“. 4 დღის განმავლობაში ზარბაზნები არ ისროდა. [ოსმალები] იმ წყეულთა ეშმაკობით მოტყუვდნენ. [ამ ხნის მანძილზე] ციხის ნანგრევების შეკეთება [მოახერხეს] და კვლავ ზარბაზანი [ამოქმედდა]. ბრძოლა და ალყა 44 დღე გრძელდებოდა. ყველა მხრიდან ნაღმები, ზარბაზნის ყუმბარები სკდებოდა და დენთი იფანტებოდა. რადგან ბუნიაობის ჟამი დადგა და დაზამთრდა, ჯარს სასოწარკვეთილება დაეუფლა. შიმშილი გამეფდა. ძალაუნებურად ზარბაზნების უკან დაწევა, ალყის შეწყვეტა და რუმისაკენ მიბრუნება გადაწყვიტეს. საჭირო გახდა ზავის დადება. განაახლეს ნასუჰ-ფაშას მიერ დადებული ზავი, რომლის მიხედვითაც [ირანელებს] საჩუქრები და აბრეშუმის ნახევარი უნდა მიეცათ. ციხეს მაინც ავიღებთო, მოსული სახაზინო სურსათი დაზოგეს და [მეომართა უმრავლესობა] დაილუპა. ირანელები ჩაბარდნენ, ციხიდან გამოვიდნენ და აღებ-მიცემობა გააჩაღეს. ამაზე ადრე ზარბაზნები ყარსისაკენ გაგზავნეს. წმინდა რამაზანში (12. IX–12. X) აიყარნენ და ძლიერ ზამთარში სოღანლუს იაილა რომ გადაიარეს, ჯარის [დიდი ნაწილი] იქ გაიფანტა და გაქრა. ყარსში საჭირო სანოვაგე აიღეს. ერზურუმში რომ მოვიდნენ, ყაფუ-ყულუს ხელფასები დაურიგდათ. რუმელები ამასიაში გაიგზავნენ გამოსაზამთრებლად. იანიჩრები და სარდალი ერზურუმში დარჩნენ.
მეჰმედ-ფაშას გადაყენება თანამდებობიდან და სარდალი ხალილ-ფაშა
როდესაც სტამბულში უჩვეულო ცნობა მოვიდა, რომ მეჰმედ-ფაშამ ხაზინითა და ჯარით ერევნის მსგავსი, თიხით ნაგები ციხის აღება ვერ შეძლო, ფადიშაჰს აზრი შეეცვალა ვინაიდან [ციხის] დაპყრობა შესაძლებელი იყო და [სარდალი მტრის] ეშმაკობით მოტყუვდა, [სულტანმა] მისი გადაყენება ისურვა...
[384: 151, 152] ჯარის გაგზავნა საქართველოს დასაცავად
ქართლის გამგებელმა51 წერილი გამოგზავნა რომელშიც იტყობინებოდა, ირანის შაჰი საქართველოს ვილაიეთების დაპყრობას აპირებსო. ბათუმის ბეგლარბეგი ომარ-ფაშა52 ჯარით, ჩილდირის ხიდის ბეგი მურთაზი53, არფალიქის წესით სანჯაყის მფლობელი საფარ-ფაშა, საქართველოს მხარეთა გამგებლები გურიის, დადიანისა და იმერეთის მბრძანებლები მთელი თავიანთი ჯარებით და მთლიანად ერზურუმის ვილაიეთისა და ტრაპიზონის იანიჩართა მეთაურები დადაღესტნის გამგებელი იმ საზლვრის დასაცავად დაინიშნენ, ებრძანათ, დაუყოვნებლივ დაძრულიყვნენ და წინამძღოლთან მისულიყვნენ დასახმარებლად.
[391: 154] სარდლის წასვლა არდებილისაკენ
ზამთარი გავიდა და გაზაფხული დადგა. ჯუმადი ულ-ეველში (26. IV-26. V. 1618) ვეზირი ხალილ-ფაშა54 დიარბექირის ზამთრის სადგომიდან ჯულმექის ველისაკენ გადავიდა. შესვენების შემდეგ აიყარა და ბითლისისა და ვანის გავლით თებრიზისაკენ გაემართა. შაჰ აბასიც ჯარით არდებილში იყო. თათარი ხანი ვანის ველზე ზამთრის სადგომიდან მოვიდა და სულტნის ბანაკს შეუერთდა. ითათბირეს. მიზანშეწონილად მიიჩნიეს არდებილისაკენ წასვლა. მანამდე ყარჩიღა-ხანმა ჯარზე წინ არდებილისაკენ გლეხები გადაიყვანა.
ჯანი-ბეგ გირეის დამარცხება სარავის ველზე ბრძოლაში
როდესაც გამარჯვებული ჯარი თებრიზში მოვიდა, [ქალაქიდან] ზავისათვის ელჩები გამოცხადდნენ. ამ ადგილიდან დევთერდარი ჰაქიმ ოსმანი გაგზავნეს ურიცხვი მოსახლეობის დასაცავად არდებილის მახლობლად თებრიზის გამგებელი ყარჩიღა-ხანი იყო ირანის ჯარით. რადგანაც თქვეს, რომ თათრის ჯარი რამდენიმე ათასი მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსნით მას თავს დაესხა, ყველა განდევნა და უსაზღვრო ნადავლი იგდო ხელთო, თათრების ჯარები და სხვებიც გაამაყდნენ და დიდი სიხარბით აღივსნენ ითათბირეს, დევთერდარ ბაკი-ფაშამ და სხვა გამოცდილმა უხუცესებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს |ბრძოლა!: „ჯარი, რომელმაც ჭენებით 7-8 დღე იარა, თუ საჭირო გახდა, ძლიერ ლაშქარს წინააღმდეგობას ვერ გაუწევსო. ხოლო ისინი რომ უზრუნველად არიან, ცნობილიაო“, – თქვეს. ხანი, დიდვეზირის ქეთხუდა და აბაზა-ფაშა ჰაქიმ ოსმანის სიტყვით მოქმედებდნენ. მეთაურთა და ჯარის უმრავლესობაც – „როდესაც მოვა განგება, ბრმავდება თვალი“55 – ამ შინაარსის მიხედვით მათ მიემხრო. წასვლის უპირატესობაზე ბევრი ილაპარაკეს: „მზად მყოფი ნადირია. არ შეგვფერის, რომ ამოდენა ნადავლი ღაზიებს ბრჭყალებიდან ასე მუქთად და უფასოდ წაუვიდესო“. ასეთი სიტყვებით სარდალმა [ჯარი] დაამშვიდა, გზა დაულოცა და გაგზავნა თათარი ხანი მთელი ჯარით, დიარბექირის ბეგლარბეგი მუსტაფა-ფაშა, ვანის ბეგლარბეგი ელჰაჯიფაშა, სივასის ბეგლარბეგი ოსმან-ფაშა ეიალეთის ჯარით, რუმილიის ეიალეთის 10 სანჯაყის ფაშა ბეგებით და ალეპოს ბეგლარბეგები აბაზა მეჰმედ-ფაშა. ამათ ყველას სარდლად ერზურუმის ბეგლარბეგი ჰასან-ფაშა დაუნიშნეს. დანარჩენ ყაფუ-ყულუთაგან ნადავლის მსურველებიც სიხარბით აღივსნენ ურიცხვი ჯარისკაცები, ნადავლის მოლოდინში ცარიელი ტომრებით [392] ცხენებზე შესხდნენ და არიდებილისაკენ გააჭენეს ისე, რომ ერთმანეთს არც კი უყურებდნენ. გარდა იმისა, რომ [ცხენებს] საკვების მიცემა შეუწყვიტეს, არცერთ ადგილას არ შეჩერებულან. მერვე სადგურზე სარავის ველს ორნახევარ დღეში მიაღწიეს. [ჯარის] წინა ნაწილმა მათ უკან მიმავალზე არაფერი იცოდა და ასე გაფანტული და დაღლილ-დაქანცულები მიდიოდნენ. ყიზილბაშთა რაზმები გამოჩნდნენ. თურმე ყარჩიღამ ადრე შეიტყო [მათი მოახლოების ამბავი] და ყიზილბაშთა ჯარის დიდი ნაწილი სამალავში დააყენა. დილით ადრე შორიდან ერთი-ორი ნაწილი გამოჩნდა.რაკი [ოსმალებმა] დაუდევრობა გამოიჩინეს და ისე ჩაებნენ ბრძოლაში, რომ გუშაგები არ დაუყენებით, ამ დროს ყიზილბაშთა ლაშქარი სამალავიდან გამოვიდა და შორი მანძილიდან მოსულ დაუძლურებულ და უღონო ჯარს დაესხა. დაახლოებით ორ საათს მედგრად იბრძოლეს. რადგან [ოსმალთა] ნაწილებში წესრიგი არ იყო, დამარცხდნენ. იმ ბრძოლაში დაიღუპნენ სარდალი ჰასან-ფაშა რუმელიის ბეგლარბეგი არსლან-ფაშა და დიარბექირის ბეგლარბეგი მუსტაფა-ფაშა ელჰაჯი მეჰმედ-ფაშა და შირვანელი მუსტაფა-ფაშა დაატყვევეს. ჯარი დასუსტდა, უმრავლესობამ თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა და ხმლის ლუკმად იქცა. ზოგიერთმა ბეგმა და ხანმა ძლივს იხსნა თავი. ბანაკისაკენ გაემართნენ. ირანის ჯარიდანაც მრავალი დაიხოცა.
შაჰ აბასი არდებილის აკლდამაში შევიდა. შეიხ სეფის საფლავზე ლოცვა-ვედრებაში რომ იყო, მახარობელი მოვიდა და ცნობა მოიტანა: „ოსმალთა ჯარი სასტიკად დამარცხდაო“. [მაგრამ] სინამდვილეში [ირანელებმა] ეს ვერ განახორციელეს. მახარობელს უკან ბევრი ტყვე და მოენე მოჰყვა. [შაჰის] წინაშე როდესაც წარსდგნენ, მან პირველ რიგში ჰკითხა: „ბრძოლაში დიზჩოგანთა აღა და ყვითელ და წითელ ალმიანები თუ იყვნენო?“ „არაო“, – უთხრეს. შაჰი მოსულებს შემოწყრა: „ჯერ ერთი თათრები ოსმალეთის ჯარი არ არისო, რამდენიმე ბეგი თუ დამარცხდა, რა მოხდაო“? და უკან, სულჰას ძირისაკენ გაემართა.
უმაღლესი სარდლის გეგმა
როდესაც დამარცხების ამბავი ღამით ბანაკში მოვიდა, ჯარის სიმტკიცე კინაღამ შეირყა. მაშინვე თათბირი მოაწყვეს. ბაკი-ფაშამ და სხვა გამოცდილმა პირებმა ასეთი აზრი გამოთქვეს დაუყოვნებლივ უნდა აყრილიყვნენ და არდებილისაკენ წასულიყვნენ. ხოლო თუ გაბრუნდებოდნენ მტერი გათამამდებოდა, ჩაუსაფრდებოდა, უკან დაედევნებოდა და ჯარს შიში მოიცავდა. წინ მიმავალნი უკან ჯაღალაოღლუსაკენ მიბრუნდნენ. გათენებისას წასვლის საყვირები დაუკრეს. თებრიზელების წინ სვლით ჯარი გამხნევდა და რწმენა შეემატა.
[393] მშვიდობის აქტი და სარავის ველი
რადგან ჯარი დაიღალა, არდებილის ძარცვისადმი დიდი სწრაფვა არ გამოიჩინა. „დაინახეთ თუ არა, რომ ოსმალები დამარცხდნენ?“ – მიმართა შაჰმა თავის ქვეშევრდომებს და კიდევ უფრო გაამაყდა. ერთი მეორეზე ელჩები გამოგზავნა და წერილში გასაკიცხი სიტყვები თქვა. ბოლოს და ბოლოს, ერთ ქარიან დღეს ბურუნ ყასიმი მოვიდა. დიდებულთა წინაშე სარდლის დივანში შევიდა: „ირანელები“ თავისი გამარჯვებით ამაყობენ, თქვენ ლანძღვა-გინების შედეგად ჩვენთან ზავს დებთ. წშემდეგ კი! ბრუნდებით და ჩვენს წინააღმდეგ ჯარს გზავნით. თქვენ რომელ სიტყვას ვენდოთო?“ – ააფრინა ოფოფები [ელჩმა] ვეზირმა დელავერ-ფაშამ საუბარი რომ სხვა რამეზე გადაეტანა, ჰკითხა: „ყასიმ-ბეგ, ამ ქვეყანაში ქარი ყოველთვის ასე ძლიერიაო?“ სანამ უპასუხებდა, ენამახვილმა ბაკი–ფაშამ დაასწრო: „არა, ჩემო სულთანო, ეს ქარი ახლა ბეგის ცხვირის ქარია“56 (ბურუნ ელი). გათენების ჟამს ნათქვამი მოსწრებული სიტყვა [155] ამ სისხლიან ადგილზე მოწონებისა და ქების ღირსი გახდა. ყასიმის გულზეც მაშინვე იმოქმედა და უნებურად უთხრა: „დალახვროს ღმერთმა, არასდროს ეშმაკობას არ ეშვები და ხალხის სალაპარაკოს გვხდიო“. დიდვეზირი და სხვები, დიდი და პატარა გაოცებული იყვნენ და იცინოდნენ. ბურუნ ყასიმს კი ამის შემდეგ „ბურუნ ელი“ შეერქვა და მანაც ჰაერში ფრენას თავი ანება. როდესაც ამ ხუმრობამ შაჰ აბასამდე მიაღწია, ბაკი-ფაშა ძლიერ შეაქო და საჩუქრად ჯორის საპალნე გაუგზავნა.
შემდეგ ძლევამოსილი ჯარი სარავის ველზე დაბანაკდა; კარგად მოშენებული, სურსათით სავსე დიდი ხეობა იყო. არდებილამდე ერთი დღის სავალი დარჩა. მეორე დღეს იქ წასასვლელად დაიწყეს მზადება. ელჩები დაგზავნეს. არდებილი გაცალეს და შეიხ სეფის აკლდამიდან ლამპარი და სხვა ძვირფასეულობა წაიღეს. შაჰების მთელი საფლავები გააშიშვლეს: „რომ მივალთ, ნეტავ რა მოხდებაო?“ – ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ ორივე მხარის ელჩები მივიდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს ადრე, ნასუჰ-ფაშას დროს დადებული ზავის მიხედვით, მშვიდობიანობის ჩამოგდება. ორივე მხარემ საბუთები აიღო. ამიერიდან ყოველწლიურად 200 საპალნე აბრეშუმის და 100 საპალნე სხვა საქონლის ხელშეკრულებები დაიწერა. ამ ადგილას მშვიდობიანობისა და უშიშროების განსამტკიცებლად ირანის შაჰმა [ოსმალეთის ლაშქარს] 800 ჯორითა და აქლემით ნაირნაირი სურსათი გამოუგზავნა. უთვალავჯერ დაიყვეს და დაინაწილეს.
ირანის ელჩის ჩამოსვლა
[396] ჯუმადი ულ-ეველის თვეში (1618. 26. IV–26. V) ირანის შაჰის ელჩი 100 საპალნე აბრეშუმით, 4 ცხენით, 1 მარტორქათი და [სხვა] საჩუქრებით ჩამოვიდა და უსკუდარიდან ბეშექთაშის უბანში გაემართა. იგი საზეიმო სვლით შევიდა ედირნე-ყაფუს კარით და ვეფაში57 ფერთევ-ფაშას სასახლეში ჩამოხდა. მან ასეთი შინაარსის წერილი მოიტანა: „ხალილ-ფაშა, რომელიც ადრე მეორე სარდალი იყო, ამჟამად კი მეორე ვეზირია, ზავისა და უშიშროების საქმეზე ირანელებს მოელაპარაკა. გადაწყვიტეს მიეღოთ ზავი. განსვენებულ სულტან სულეიმან-ხანის დროს დადებული შეთანხმების მიხედვით. როგორც ძველ მორიგებაში იყო საზღვარი და მიჯნა დადგენილი, ეს ახალი ზავიც იმავე საზღვრებსა და მიჯნებს სცნობდა; არავითარი ცვლილება არ იყო. პირველ რიგში ამ მხარის [ოსმალეთის] მფლობელობაში დარა ახალციხისს ეიალეთს დაქვემდებარებული ადგილები. ამის სამაგიეროდ ნამდვილად მისივე [ირანის] მფლობელობაში მყოფი ბაღდადის ადგილებიდან დერნესა და დერთენგის სანჯაყები სოფლებითა და ნაჰიეებით იმ მხარის იყოს. თუ ზავი ამგვარად იქნა მიღებული და პირობის წიგნიც ამის მიხედვით დაიწერა, [397] 100 საპალნე აბრეშუმის ფასის სანაცვლოდ საჩუქრებს ყოველწლიურად შეუწყვეტლივ გამოგვიგზავნიო“, – [შაჰმა] განმარტა. [გადაწყდა] ჰავიზის გამგებლის რადიშისა და მუჰრევანს გამგებლის ჰალუ-ხანის მიმართვებს მეორე მხრიდან დაბრკოლება არ შეექმნას, შამხალისა და დაღესტნის სხვა გამგებლების ქვეყნებს ზიანი არ მიეყენოს და ორივე მხარის მიერ დატყვევებული ხალხი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს. პირობის მთავარი აზრი [ის იყო, რომ] მათ ქვეყნებში შეწყდეს და აიკრძალოს ლანძღვა შეიხთა, წყევლა წმინდა ოსმანისა58 [ორი მანათობლის პატრონისა] და შეურაცხყოფა წმინდა წინასწარმეტყველის ნეტარი მეუღლისაო. განმარტება მიცემული და დათარიღებული იქნა შევალის მე-19 დღით. (9. X–1618)59.
ტომი II
(32: 175] აბაზაზე საჩივრის შემოსვლა
მუჰარემის თვის მე-13 დღეს (17. XI–1622 წ.) ერზურუმის მორიგეები მოვიდნენ და აბაზა-ფაშაზე60 იჩივლეს. სეკბანი მოიწერა, რომ ადგილობრივ იანიჩართა მწყალობლები დააპატიმრესო. ვილაიეთის დიდებულთაგან სასამართლოს დადგენილება მოიტანეს. საფარის 4-ში (1622 წ. 8. XII) პოლონეთის ელჩი სულტანს ხელზე ემთხვია. 9-ში (13–XII) ამის უფლება ირანის ელჩს მიეცა. 16-ში (20, XII) მოვიდა ყველა მორიგე. აბაზა-ფაშას მხარეებში ყარსისა და ახალციხის ფაშებს ბრძანებები გაუგზავნეს იანიჩართა გაყვანის შესახებ. ხალილ-ფაშამ რჩევის წერილები დაწერა და ორი საგანგებო კაცი გაგზავნა. იგი ურჩევდა აბაზა-ფაშას, ციხიდან გამოსულიყო და დანებებულიყო.
[67] ყიზილბაშთა დამარცხება საქართველოში
[189] რადგან საქართველოს გამგებლები ძველთაგანვე ამ [ე.ი ოსმალურ] დინასტიას ემორჩილებოდნენ, მტრის შეტევისაგან დაცული იყვნენ. [ამიტომ] ცოდვილი შაჰის ეშმაკობასა და მოტყუებას ზოგიერთი უდარდელად მოეკიდა. საქართველოსადმი მორჩილებისა და მეგობრობის მოჩვენებით [ყიზილბაშებმა] ბევრი დასახლებული ადგილი გაძარცვეს, ოჯახები დაატყვევეს და დაარბიეს. რადგანაც მათი ბოროტმოქმედება დღითიდღე ძლიერდებოდა, ზაგემის გამგებელმა, თეიმურაზ-ხანმა61 ეს დანაშაულებრივი ქმედება ვეღარ აიტანა და რამდენიმეჯერ საქართველოს დაპყრობის მიზნით მოსული ხანები დაამარცხა. ამჯერად, ქართლის გამგებელი მოურავ-ხანი62, გურიელი, დადიანი, აჩიკ-ბაში და არაგვის ერისთავი63 საქართველოს სხვა გამგებლებთან შეთანხმდნენ, გაერთიანდნენ და საქართველოზე თავდასხმის გადაწყვეტილებით მოსულ ყარჩიხა-ხანთან და ყიზილბაშთა მთელ ლაშქართან იბრძოლეს64. [190] ხსენებული მოურავი შაჰის ჯარში იყო. ყარჩიხა-ხანს 30000-მდე მტერი და სახელოვანი ხანი შეუერთდა მათთან ერთად საქართველოში მოურავ-ხანიც გაგზავნეს. მან თეიმურაზ-ხანთან ცნობა აფრინა და შეუთანხმდა: „ამა და ამ ადგილას, როდესაც საქართველოში შემავალ ვიწრო ხეობას მივაღწევთ, მზად იყავი და განსაზღვრულ დროს [ირანელებს] თავს დავესხათო“. თვითონ კი თავისი ხელქვეითებით უკან ჩამორჩა. ყიზილბაშთა ლაშქარი იმ ხეობაში შევიდა, განლაგდა და როდესაც უდარდელი მტერი ყველა თავის ნებაზე იყო, მთებიდან ქართველთა ჯარი გამოჩნდა. ერთ-ერთი ყიზილბაში მოურავსა და ყარჩიღა-ხანთან მივიდა: „რას დგეხარ ჩემო ხანოო?“ [ყარჩიღა-ხანი] ცხენზე შესვა. მან ბრძანა – „ჯარიც ამხედრდესო“. „ქართველთა გაწყვეტა როგორ ივნება, შე დაბრმავებულო“ – [შეჰყვირა მოურავმა]. ხელში რომ შუბი ეჭირა, ყარჩიღას იღლიაში ატაკა და მეორე მხრიდან გამოუვიდა. „არამი იყოსო შენზე შაჰის პური, წყეულო, – წარმოსთქვა [ყარჩიღამ], ცხენიდან გადმოვარდა და მოკვდა. ეს რომ ყარჩიღას შვილმა დაინახა, ეცა მას და იყვირა: „ჰეი, შაჰის მტერო, ეს რა ჰქენიო?“ [მოურავმა მასაც] ხმალი შემოჰკრა და მკლავი გააგდებინა. ყიზილბაშთა ლაშქარი ერთმანეთში აირია. სხვა ხანებმაც არ იცოდნენ, რა ექნათ და ასე [დაბნეულები] რომ უყურებდნენ, ქართველი ბეგები სათითაოდ დაესხნენ მათ და იმდენი დახოცეს, რომ ოცდაათი ათასი კაციდან სამი ათასმა ყიზილბაშმა ძლივსღა უშველა თავს და შაჰის ჯარს მიაშურეს. მამაცი ქართველები გაქცეულებს უკან დაედევნენ. ყარაბაღის საზლვრებს რომ მიაღწიეს, [ბევრიც იქ] დახოცეს. განთიადიდან საღამომდე დიდი ბრძოლა მოხდა. რამდენიმე ათასი დიდებული ხმლით აკუწეს. [68] თვითონ ყარჩიღა-ხანს, მის შვილს, ამირგუნე-ხანს, მეჰმედ-ხანს, სულეიმან-ხანს, და [კიდევ] ათ სულტანს თავები მოჭრეს, სარებზე წამოაცვეს, დროშებით, ბუკითა და დოლებით 6–7 ათასი თავი და 20-მდე მოენე სარდალს გაუგზავნეს. მოურავის შვილი ზოგიერთ ქართველ დიდებულთან ერთად რამაზანის 21 რიცხვს (27. VI–1625) სულტნის ბანაკში მოვიდა. ქალაქში მოსპეს ზიმიები. მათი თავები სათითაოდ სარებზე წამოაცვეს. დოლით, ბუკითა და დახრილი დროშებით სარდლის კარვის წინ ჩაატარეს და შემდეგ ამასიის ბეგის მეჰმედის ხელით სტამბოლს გაგზავნეს.
ჯარის გაგზავნა საქართველოსაკენ
მოურავის წერილსა და არზაში ნათქვამი იყო – „ამ მხარისაკენ [ე.ი საქართველოსაკენ] ისლამის ჯარის გამოსაგზავნდ ხელსაყრელი შემთხვევაა. განჯის, ყარაბაღისა და შირვანის მოსახლეობა მთლიანად შემობრუნდება და დაგვმორჩილდებიანო არდებილის მხარეებსაც დავიპყრობთო. რაკი ეს ადგილები სანოვაგითა და სამხედრო საჭურველით მდიდარია, გასაჭირი არ იქნება. მტრის ქვეყანას დიდ ზიანს მივაყენებთ და ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდებაო“. მისმა კაცებმა ზეპირადაც ილაპარაკეს; ბევრს ეცადნენ, [მაგრამ] რადგან ჰაფიზ-ფაშას65 ბაღდადის დაპყრობა ჰქონდა დავალებული, იმ მხარისაკენ დანიშვნაზე არ დათანხმდა. მარჯვენა და მარცხენა ბოლუქებიდან თავიანთ აღებთან ერთად ჩაწერილ იქნა 2000 მდე მეომარი და ბათუმის ბეგლარბეგი ომარ-ფაშა საქართველოს მთავარსარდლად დანიშნეს. აღნიშნულ სარდალთან გაგზავნეს განსაზღვრული რაოდენობის იანიჩრები და ყულის შვილები. იმ საზღვრის ბეგებს ებრძანათ, საქართველოს გამგებლებს დაუკავშირდით და სარდალი რომ მოვა და იმ მხარეს მიაღწევს, მტრის ქვეყანა ააოხრეთ და გაანადგურეთო“. ყაითაყის მფლობელ უცმი-ხანსაც წერილი გაუგზავნეს – „დაღესტნის ჯართან ერთად მზად იყავით და მტრის ქვეყანას იმ მხრიდან დაესხითო“. მაგრამ იმ წელს იქ კარგი არაფერი გაკეთებულა. ფეჩევი გადმოგვცემს: „მოურავის კაცები ჰაფიზ-ფაშასთან მოვიდნენ და გადაჭრილი პასუხი მოითხოვეს. ჰაფიზ-ფაშამ მიუგო: „ჩვენ ბედნიერმა ფადიშაჰმა ბაღდადის დასაპყრობად დაგვნიშნა, [190] საქართველოსა და შირვანში არა ვართ გაგზავნილიო“. მეც ბევრს ვეცადე, მაგრამ ვერ დავითანხმე. „დარწმუნებული არა ვარ, რომ ამას შედეგი მოჰყვებაო“. „განა უწინ სულტნები და ვეზირები დარწმუნებული იყვნენ დაპყრობის წარმატებაში? სარდალი ალაჰს უნდა მიენდოს და ამა თუ იმ მხარისაკენ გამარჯვების რწმენით გაემართოს. ამჟამად ბაღდადისაკენ რომ მიდიხართ, ნამდვილად იცით, რომ დაიპყრობთ? მან მიპასუხა: „ალაჰის ნებაა! ჩემი აზრით, გამარჯვება ნამდვილად შესაძლებელია, არავითარი ეჭვი არა მაქვსო“. იანიჩართა მეთაურ ხოსრო-აღასთან რომ მოვედი, მან მითხრა: „ჩვენ ხელქვეითები ვართ, რასაც ჩვენი სარდალი გვიბრძანებს, დავემორჩილებითო“. მას არ უნდოდა, რომ ჰაფიზს გაემარჯვა, [რადგან] შაჰ აბასის დროს მისგან ბევრი უსიამოვნება შემხვდაო. მე კი ვამბობ: ჰაფიზფაშას რომ ფეჩევის სიტყვებით ემოქმედა და იმ მხარეზე წასულიყო, შედეგს მიაღწევდა. ვილაიეთის აოხრების მიუხედავად, შაჰმა ბაღდადი არ მისცა. [69] სულტან სულეიმან-ხანმაც66 კი მიაღწია ძველად ნახჭევანს. თუმცა ბაღდადში ჩავიდა, მაინც ვერაფერი გააწყო. მხოლოდ ჯარმა მიიღო გამოცდილება და გაიგო, რომ ბაღდადის ადვილად დაპყრობა შეუძლებელია.
[95: 201] ერზურუმის ლაშქრობის მიზეზი და სარდლის გამგზავრება
ამ დროს ირანის საზღვარზე მდებარე ახალციხიდან მომჩივანი მოვიდა. ათასამდე ირანელმა [ახალციხეს] ალყა შემოარტყაო და დახმარება ითხოვა. მოიწვიეს თათბირი. სარდლად ანატოლიის ბეგლარბგი ჰუსეინ-ფაშა დანიშნეს. ზი-ლ-ჰიჯეს 5-ში (1627.17.VII) გაიგზავნენ დიარბექირის ბეგლარბეგი ხოსრო-ფაშა, ალეპოს ბეგლარბეგი ნოღაი-ფაშა, მარაშის ბეგლარბეგი ზორ-ფაშა რუმელიის ბეგლარბეგი სულეიმან-ფაშა, დიარბექირის ჯარი და აღები ჩალიკ-მეჰმედთან ერთად. [201] [სულ] 4–5 ათასიანი ჯარი. გადაწყვიტეს მათ კვალდაკვალ იმ მხარისაკენ თვითონაც წასულიყვნენ.
ადრე ერზურუმში აბაზა-ფაშასთან ბოსტან-ფაშა მიავლინეს. [მას უნდა გაეგო], წავიდოდა თუ არა აბაზა-ფაშა მათთან ერთად ახალციხის დასახმარებლად. ბოსტან-ფაშა რომ მოვიდა, აბაზამ მას ხალათი უბოძა. პატივის აღმოჩენის შემდეგ, გურჯი-ყაფუსთან კარავი აღმართა. ამავე დროს წერილი მისწერა და გაუგზავნა ხალილ-ფაშას: „მე, ფადიშაჰის უღირსი მონა ვარ, ვილაიეთი შენია, მაგრამ თავაშვებული ჯარის ეშინიათ. შენ ლაშქრით მუშიდან გამოემართე, რომ დამშვიდებულნი იყვნენ. მე შაჰებთან ერთად ახალციხეზე წავალ სარდლად მე დამნიშნეო“. დიდვეზირმა პასუხად წერილი გაუგზავნა: „ამ მხარეში ჯარის სარდლად შენ დანიშვნაზე თანახმა არ არიანო“. აბაზა-ფაშამ მისი მოკვლის თაობაზე ზოგიერთი წერილი ნახა და გამოგზავნილი ჯარისაკენ გაემართა. ილიჯას რომ მიაღწია, მან პირველად ფაშასთან ერზურუმის ყადი გაგზავნა და უსაყვედურა. „ეს რა თვალთმაქცობააო?“ ჰასან-ფაშამ კი მიახალა: „აბაზა რა კაცია? ეშმაკის ნაშობის მსგავს გველეშაპს, პრეტენზია რომ აქვს, ხელმწიფეთა მოდგმისა ვარო, ადვილად ჩავიგდებ ხელშიო“, – და ყადი გაუშვა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ერზურუმისაკენ გაგზავნეს [96] სტამბოლის სექბანთაგან 100 იანიჩარი ხომალდით. მათ ტრაპიზონიდან ოლიჯას მიაღწიეს და გურჯი-ყაფუში, აბაზა-ფაშას მახლობლად დაბანაკდნენ. ფაშებიც მოვიდნენ ილიჯაში და როდესაც განლაგდნენ, სათათბიროდ აბაზასთან კაცი მიავლინეს. აბაზამ პასუხი არ გასცა. ცნობა გავრცელდა, [აბაზას ხალხი მათ] ღამით დაესხმის თავსო.
ფაშას გაქცევა და მისი მოკვლა
როდესაც სარდალი აიყარა და ილიჯადან უკან დაიხია, ფაშათა ნაწილებიც ამოძრავდნენ შუადღის ნამაზის დროს, დიარბექირის ბეგლარბეგი სადაც იყო, იმ გზაზე შევიდნენ. აბაზამაც მათ უკან ქორხაზინადარი დაადევნა. გაემართნენ. რაკი ჰუსეინ-ფაშას შვილი ავად იყო, შუაღამეს შეჩერდნენ. გამთენიისას აიყარნენ და ნამაზის [დროს] აღაქოიში მივიდნენ. უკნიდან ჯარი წამოეწიათ. [შემდეგ] ერთ ადგილას მივიდნენ, რიგები შეკრეს. ქორ-ხაზინადარი და ქუჩუქ-აბაზა დაიძრნენ. ამ თავდასხმის დროს ჯარის აღა ჩილიკ-მეჰმედი [ცხენიდან] გადმოვარდა. ისევ შესვეს. ხოსროვ-ფაშა და ჰასან-ფაშაც რადგან დოლებივით [ჩამრგვალებული] იყვნენ, გადმოცვივდნენ ცხენებიდან. ჯარის დანარჩენი ნაწილი კი გაიქცა და სხვადასხვა მხარეს გაიფანტა. ყველა ტვირთსა და საპალნეს ძარცვავდა და არბევდა. ფაშებმა თითო ცხენითა და სახედრით უშველეს თავს. მრავალი ბეგი და მეომარი დაიღუპა. ბრძოლაში დაეცნენ ჰასან-ფაშა და ხოსროვ-ფაშას შვილი. დაიღუპა [აგრეთვე] ხოსროვ-ფაშაც. ტრაპიზონის ბეგლარბეგი ჰასან-ფაშა და ზოგიერთი ბეგი დაატყვევეს. როდესაც ერზურუმს მიაღწიეს, აბაზამ ისინი და იქ მყოფი მორიგე იანიჩართა უმრავლესობა დახოცა, ბოსტან-ფაშა დაატყვევა, ახალციხე იერიშით აილო და შიგ მყოფნი მთლიანად გაჟლიტა.
[97] შაჰის ელჩის ჩამოსვლა სტამბოლში
შაჰ აბასის მხრიდან ელჩი თაჰმასბ-ყული-სულტანი მოვიდა წერილით. [შაჰი] ბაღდადს ითხოვდა თავისი შვილისათვის. ამის პასუხად დაიწერა: „რაკი ამბოხებათა მიზეზით [ყიზილბაშებმა] დრო იხელთეს და სულტან სულეიმან-ხანის დროს არსებული საზღვრების შესაბამისად ადრე გაცემული პირობის წიგნისა და ზავის გაუქმებას ცდილობდნენ, იმ მხარეში მყოფ სრული ძალაუფლებით აღჭურვილ სარდალ ხალილ-ფაშას ჯარის შეკრება და გაგზავნა ებრძანებაო“. ბრძანება მისწერეს და გაუგზავნეს [აგრეთვე] ზაგემის გამგებელ თეიმურაზსაც: „იმ წელს ირანზე გაიგზავნა სარდალი დიდვეზირი ხალილ-ფაშა და შენც, რაც ძალი და ღონე გაქვს, შეკრიბე, გამოიყვანე, საქართველოს სხვა გამგებლებთან გაერთიანდი, ერთსულოვანი გახდი და მტრის მოგერიებას ეცადეო“67.
[100: 203] ერზურუმის ალყა წელსა 1037 (1627/8)
წმინდა მუჰარემის დასაწყისში (1627 წლის სექტემბერი) სარდალი ხალილ-ფაშა ილიჯადან გამოვიდა, ერზურუმის ციხისაკენ გაემართა და მის სამხრეთ მხარეში ბაიანდერში ჩამოხდა. აბაზა-ფაშა, რომელიც მისი სილაჰდარი და თანაშემწე იყო, აუჯანყდა და განუდგა. [ციხის] კარები ჩაკეტეს, ზარბაზნები კარვების ირგვლივ დააყენეს. [აბაზა-ფაშამ] ჯარი გამოიყვანა და ბრძოლა დაიწყეს. რადგან ციხის ასალები ქვემეხები არ ჰქონდათ, ამიტომ, დროდადრო მოტანილი ზარბაზნებით იბრძოდნენ. კაცი წავიდა თორთუმის ციხიდან რამდენიმე ბალემეზის68 [ზარბაზნის] გადმოსატანად ალყის სამზადისი იწყეს, მუჰარემის ცამეტში (24 სექტემბერი) დილით ციხიდან კაცი მოვიდა და კარვისაკენ გაემართა. მოწინააღმდეგის მხრიდანაც ცოტა იბრძოლეს. აბაზას ჯარმა მათი თავდასხმა რომ დაინახა, ციხისაკენ მიბრუნდა.
მოურავის მოსვლა და სანგრების თხრა
საფარის 4-ში (1627–15. X) სულტნის ბანაკში მოვიდა თეიმურაზის ძმა69, საქართველოს ერთ-ერთი სახელოვანი გამგებელი მოურავ-ხანი, რომელმაც ადრე ყარჩილას ჯარი გაწყვიტა და |შემდეგ), რაღაცის გამო, თავის ძმასთან გაუგებრობა მოუხდა. მისი მოსვლით ჯარი გაძლიერდა, გამხიარულდა და ზუსტად იმ დროს, ადლიედან ორი ქვემეხი რომ მოვიდა, სანგრებში შევიდნენ. ჯარმა ჰასან-ყალას მიაღწია. მისი დაპყრობის შემდეგ 7-ოყიანი მსროლელი კულუბურნა და ცოტა თოფის წამალი მოიტანეს. საფარის 18-ში (29 ოქტომბერი) ჯერ სერდენ გეჩდის იანიჩარმა, ხოლო შემდეგ ბოლუქის სიფაჰიმ, ყარა-ოღლანის სახელით ცნობილმა, რამდენიმე მეომართან ერთად წინდაუხედაობა გამოიჩინა, რის გამოც, ერზურუმის ციხისაკენ გადასვლის დროს ტყვია მოხვდა და დაიღუპა. სამი ქვემეხის ერთი ადგილიდან სროლით (ციხეს) ვერაფერი დააკლეს და მიწის თხრას შეუდგნენ.
[109: 207] დიდვეზირის მიერ ერზურუმის ციხისათვის ალყის შემორტყმა და მისი დაპყრობა
ჰასან-ფაშა რუმელიის ჯარით, ვაროშის მხრიდან, 7 ქვემეხით, იანიჩართა აღა სივასის, ანატოლიისა და ერზინჯან-ყაფუს მხრიდან – ხუთი ქვემეხით, აჰმედ-ფაშა, გუმუშ გუნბადის მხრიდან, მოურავი და მეჰმედ-ხანი გურჯი-ბოღაზის მხრიდან მიწის თხრას შეუდგნენ და სანგრები მოაწყეს. [ციხიდან] ზარბაზნითა და თოფით იბრძოდნენ. მაგრამ რაკი თითოეულ კოშკში ბრძოლის გასამართავად და დანგრეულის აღსადგენად ჯარი არც ახლა ჰყავდა, აბაზა-ფაშა დაცვისაგან დასუსტდა და იძულებული გახდა შეწყალება ეთხოვა. მუჰარემის ოცდაერთში (20. IX) ქუჩუქ აჰმედ-ფაშა და ბოლუქის [110] აღა ჩერქეზ დელავერი [ციხეში] შევიდნენ. პარასკევს, საღამოს, აბაზას შეიხი გარეთ გამოვიდა და მოახსენა, რომ ციხეს იმ პირობით ჩააბარებდნენ, თუ თვითონ აბაზა-ფაშასა და მის ქვეშევრდომებს ზიანს არ მიაყენებდნენ და ქონებას არ დაესხმოდნენ. ხოსროვ-ფაშა დათანხმდა მის პირობაზე.
ზავის დადების შემდეგ აბაზა, პარასკევს ნამაზის დროს გურჯიყაფუდან რაზმით გამოვიდა, კეთილშობილ სარდალთან მივიდა და ძველი დანაშაულის გამო პატიება ითხოვა. დიდვეზირმა უსაზღვრო პატივი სცა და გულისხმიერად მოეპყრო: „რაც იყო, იყოო“. თვითონ მას და მის აღებს ხალათები უბოძა და საჩუქრები მიართვა, [207] მათ ყველა თხოვნაზე დათანხმდა და მფარველობა არ მოაკლო. აღებს ბოლუქები და 600 კაცს ჯებეჯილიკობა უწყალობა. აბაზა-ფაშამაც დიდვეზირი სასახლეში მიიპატიჟა, წვეულება გაუმართა და დიდი ძღვენი მიართვა. შემდეგ ციხის მახლობლად კარვები გამართეს და დანგრეული ადგილები ამოაშენეს. დიდვეზირი ციხის თოფხანეში მივიდა და რვა ქვემეხი გამოატანინა. ზარბაზნებიდან რვა მიწაზე დააყენა, თორმეტი ქვემეხი კი გურჯი მეჰმედფაშას უბრძანა ბალდადისათვის დიარბექირში გადაეფანა. აბაზა-ფაშამ თავისი კარავი გურჯი-ყაფუსაკენ ჩადგა. იგი სტამბოლში მიავლინეს. საფარის ცამეტში (12. X 628) ერზურუმის ეიალეთი ტიარ მეჰმედ-ფაშას მიეცა. მის დასაცავად ჰასან-ყალას ყულის შვილები, სამსონჯი-ბაში და სამი ათასი იანიჩარი დაინიშნა.
ბაკი-ფაშას ქეთხუდა მეჰმედ-აღა სტამბოლიდან ალას წოდებით მოვიდა. სულტნის სამხედრო ბანაკში რომ გამოცხადდა, მას სივასის ეიალეთი, ხოლო ქუჩუქ აჰმედ-ფაშას სირიის ეიალეთი ეწყალობათ. საფარფაშაც მოვიდა და შამს-ხანი მოიყვანა. აჟდაჰანი და სხვა სანჯაყები მოითხოვეს. ყარსი იბრაჰიმ-ფაშას მიეცა. დიდვეზირმა იანიჩართა აღასა და დევთერდართან ერთად ჰასან-ყალას მიაღწია, იუსუფ-ფაშას საჩუქრები მიართვა და ერთ დღეში უკან გაბრუნდა. ზამთარში აბაზას ჯარი სამჯერ, ოთხჯერ დაესხა მას თავს და მოიგერია.
[114] წელი ათას ოცდაცხრამეტი
დიდვეზირი ხოსრო-ფაშა70
მუჰარემის პირველ დღეს (1629–21. VIII) კონიის ველზე ჩამოხდნენ. შვიდი დღის განმავლობაში, ვიდრე გაჩერებული იყვნენ, მოკლეს რუმელიის ერთ-ერთი სანჯაყბეგი. ქვეშევრდომებმა უჩივლეს ყარამანის ბეგ მოურავ-ფაშას. რადგანაც უკანასკნელს ამ დროისათვის ბევრი ბოროტება და ჩაგვრა დაუმტკიცდა, მის წინააღმდეგ გაიგზავნა ანატოლიის ბეგლარბეგი ზორ-ფაშა. აღნიშნული თვის რვაში (28. VIII) ზორ-ფაშა ერეგლიში გადავიდა. მოურავის წინააღმდეგ მიავლინეს აგრეთვე ნიგდეს სანჯაყბეგიც. გაგზავნილები საფარის პირველ დღეს (20. IX) ალეპოში მოვიდნენ და გოქ მეიდანთან დაბანაკდნენ. მეხუთე დღეს (24. IX) სირიის ბეგლარბეგი ქუჩუქ აჰმედ-ფაშა მოვიდა და აღლუმი აჩვენა.
ხოსრო-ფაშას მიერ ვერაგობით მოურავის მოკვლა
ხსენებულმა მოურავმა ადრე ყარჩიღა-ხანი დაამარცხა და ამით ოსმალებს დიდი სამსახური გაუწია. შემდეგ ამ სამსახურზე დანდობით სარდალ ხალილ-ფაშასთან მოვიდა და რჯული გამოიცვალა. მაგრამ მმართველობასა და წესრიგში გათვითცნობიერებული არ იყო, ყარამანში ზოგიერთ ავაზაკს დაუკავშირდა და მათ მიერ ჩადენილი ჩაგვრა და უწესრიგობა მას დაბრალდა. [მოურავი გააფრთხილეს] ხოსრო-ფაშა სისხლის მოყვარულიაო. შეწუხდა და სხვაგან გადავიდა. მას საიდუმლოდ თვალყურს ადევნებდნენ. არ იცოდა, რომელი მხარე აერჩია. აწონ-დაწონა და მალათიისაკენ გაემართა. ზორ-ფაშა დაეწია და თავდაპირველად კაცი გაუგზავნა ბრძანებით. [მოურავმა], იცოდა, რომ ამ ბრძანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უსარგებლო იყო და დამორჩილდა. თვითონ ის, მისი შვილი და ქვეშევრდომები შეკრეს, შებოჭეს და საფარის მეთოთხმეტე დღეს (3. X) ალეპოში მოიყვანეს. დიდვეზირის კარვის ფარდა აიხსნა. პირველად თვითონ შეუსვავთ ცხენზე თეთრწვერა, საშუალო ტანის, ხელებზე ბორკილდადებული, ყვითელ ხალათში ჩაცმული, [შემდეგ კი] მისი შვილი და ორმოცი-ორმოცდაათი მხლებელი. ყველასათვის თავები მოუკვეთიათ. ხსენებული სარდალი სისხლის მოყვარული და დაუნდობელი იყო. სისხლისღვრის სურვილის გამო, ცრუ ცნობით, საქართველოში გაიქცევაო, მან მოაკვლევინა წარსულში ასეთი დამსახურებული გმირი მოხუცი და [ამით] ირანის შაჰს შური აძიებინა. ამიერიდან ისტორიაში გასაგები ენით ჩაიწერა გაფრთხილება: „არავინ არ მიემხროს ოსმალეთსო“. ირანის შაჰს მათთვის ათასობით ახჩაც რომ მიეცა და ქვეყნები ჩაებარებინა, ძველი ფადიშაჰები ამ საქმეზე არ დათანხმდებოდნენ და გონიერად არ ჩათვლიდნენ. ერთმა უვიცმა მოხელემ კი მხოლოდ სისხლის ღვრის წყურვილით [ასეთი] შეცოდება ჩაიდინა71.
[151: 224] ირანელთა თავდასხმა საქართველოზე
იმ წელს ირანის შაჰმა ჯარი გაგზავნა საქართველოზე. როდესაც [საქართველოს] მიაღწიეს, თეიმურაზმა ყიზილბაშებს) წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უკან დაიხია. ირანის ლაშქარმა საქართველო მთლიანად დაიპყრო, [224] ხალხი დაიმორჩილა72, შემდეგ მობრუნდა და თებრიზში გაჩერდა.
როდესაც სტამბოლს მოახსენეს – მთელი ჯარით ერევანზე წასვლა აქვთ განზრახულიო, მენაპირე ბეგებს ბრძანებები დაეგზავნათ. მურთაზაბეგი მარდინის მახლობლად სულტნის საზაფხულო რეზიდენციაში გადავიდა და ეიალეთის ჯარი მოიწვია. სხვებიც მოემზადნენ და ერევნის73 პირდაპირ თვალყურის სადევნებლად გაჩერდნენ.
[229] ისლამის ფადიშაჰის წასვლა ერევანს სალაშქროდ
[164] ედირნედან მოსვლის შემდეგ ძლევამოსილმა სულტანმა განკარგულება გასცა გაზაფხულზე აღმოსავლეთში ლაშქრობისათვის საჭურველის მომზადების შესახებ. პატივცემული რაჯაბის პირველ დღეს (1634 წ. 21. XI) არსენალის წინ თუღები აღმართეს. ბაირამ-ფაშა დედაქალაქის დასაცავად დარჩა, მურთაზა-ფაშა ლაშქრის კაიმაკამი გახდა. რუმელიისა და ანატოლიისაკენ ჯარის მეხრეები წავიდნენ. ვეზირი ქენანფაშა, მუსა-ფაშა, კაფუდან-ფაშა, შეიხ-ულ-ისლამი, და ყადიასკერები, კანონის მიხედვით, ლაშქარში მიავლინეს. რამაზანის მე-11 დღეს (28. I–1635), რადგან ჯანი-ბეგ გირეი ომის მეთაურთა შორის არ იყო, თანამდებობიდან გადააყენეს. მისი ადგილი ღაზი გირეის ვაჟს, ინაიეთ გირეის უბოძეს და უბრძანეს ლაშქრობაში ხმელეთით წასულიყო. ვეზირ გურჯი მეჰმედ-ფაშას ანატოლიის ეიალეთი ეწყალობა.
რამაზანის მე-14 დღეს (21, 11) უზენაესი კარავი გამოიტანეს და უსკუდარში დადგეს. [იმავე თვის] 21 დღეს (8. 11) მისი უმაღლესობა ფადიშაჰი მთელი ბრწყინვალებითა და სიდიადით უსკუდარში გადავიდა. იმ ადგილას სექმან-ბაში მუსტაფა იანიჩართა აღა გახადეს, მუსლიჰ ად-დინაღა კი – სექბან-ბაში, რომლებიც სტამბოლის დასაცავად დაინიშნენ. ჯარის ბანაკში ეიალეთის ლაშქრით გამოცხადდა რუმელიის ბეგლარბეგი მუსტაფა-ფაშა. შავალის მე-9 დღეს (28.III) აიყარნენ და გაემართნენ.
[227] საქართველოს მდგომარეობა
[158] ადრე ერზურუმის ბეგლარბეგს ყარსისა და სხვა ციხეებს დენთი და სურსათ-სანოვაგე მიეცათ. (159) ციხე-სიმაგრეებში ბრძანება გაიგზავნა 500-კაციანი ჯარის შეკრებისა და გამოყვანის შესახებ. ზი-ლ-ჰიჯეს მეხუთე დღეს (1634 წ. 22. V) ხალილ-ფაშასაგან წერილი მოვიდა. შიგ ეწერა, რომ „დადიანი და გურიელი შეთანხმდნენ და ირანისაკენ მიბრუნდნენ. დადიანმა ქალიშვილი შაჰის მიერ დანიშნულ ზაგემის გამგებელ ხოსრო მირზას75 მიათხოვა. [227] როდესაც თეიმურაზმა და იმერეთის გამგებელმა მოინდომეს არ მიეცათ გზა, რათა ხსენებული ქალიშვილი იმერეთიდან გადაეყვანათ, ერთი მხრიდან აღნიშნული ხოსრო ოცდაათ ათასზე მეტი ყიზილბაშით და მეორე მხრიდან დადიანი და გურიელი უამრავი ხალხით იმერეთის გამგებლისაკენ გაემართნენ და თავს დაესხნენ. დიდი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ღვთის განგებით, დადიანმა გაიმარჯვა და იმერეთის გამგებელი ხელთ იგდო76. თეიმურაზი კი იმერეთის ერთ კლდოვან ადგილას გამაგრდა. იმერეთის გამგებელს სამეფო ხელიდან წაართვეს. ჩილდირის ბეგის საფარ-ფაშას77 ცნობით, ირანი, დადიანი და გურიელი გაერთიანებულან და 30000-მდე ურწმუნო საქართველოს მოსდებიაო. დადასტურდა, რომ დადიანისა და გურიელის მეოხებით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე გონიოსა და ტრაპიზონს საფრთხე ელოდებაო. ამიტომ, აუცილებელია ხმელეთიდან ჯარისა და სამეუფეო ფლოტის გამოგზავნა, იმ მხარის დაცვა და დადიანისა და გურიელის ეიალეთების დარბევაო“.
საზღვრის გამგებელთ ბრძანებები მიეწერათ. ერზურუმის საზღვრის დასაცავად კი ადანის ბეგლარბეგი, ყარამანის, სარუხანისა და კასტამონუს სანჯაყბეგები დანიშნულან.
[177-171] ისლამის ფადიშაჰის წასვლა ერევნისაკენ
წმინდა მუჰარემის 24-ე დღეს (10. VII–1635) აღალის ნაწილი ერზურუმში მამახათუნის გაჩერებაზე დატოვეს.[232ა] მის დასაცავად სილაჰდარობიდან დაწინაურებული ჰასან-ფაშა დარჩა. 25 ცალი ბალემეზის ზარბაზანი და თუღები გაგზავნეს მეორე დღეს ერზურუმიდან მშვიდობიანად აიყარნენ და პირდაპირ ერევნისაკენ გაემართნენ.
საფარის პირველში (17. VII) ყარსის მახლობლად ჩამოხდნენ. გზაზე მისი ბეგლარბეგი შეიხიჯან-ფაშა და ჩილდირის ბეგლარბეგი საფარ-ფაშა შეხვდნენ. მისმა უდიდებულესობამ ფადიშაჰმა ყარსი დაათვალიერა და კვლავ კარავში დაბრუნდა, სადაც ორი დღე დაჰყო. ბეგლარბეგებს კალათებისათვის 4000 წნულისა და 20-მდე სარის მომზადება ებრძანათ. შემდეგ გაჩერებაზე ყარსის მდინარის გადავლა თუმცა საჭირო არ იყო, გადაიარეს და დაბანაკდნენ. რაკი მეორე დღეს უკან გადმოსვლა [და კვლავ მეორე ნაპირზე დაბანაკება მოუხდათ], ოთაკჩი-ბაში რუჰბაკი დამადიმ მრისხანე წერილი დაწერა. საფარის 5-ში (21. VII–1635) მისჰანე გეჩდის სადგურს მიაღწიეს. როგორც კი მის უდიდებულესობა ფადიშაჰს კარავი დაუდგეს, [ყველა] ფარდულთან გამოცხადდა. წინ ცხენებზე ვეზირები, ყადიასკერები, მუთეფერიკები და ჩაუშები ისხდნენ, მათ უკან კი ბოლუქის ხალხი დიდ მანძილზე წრიულად იყო განლაგებული. პირდაპირ, მაღალ მთაზე, რუმელიის, ანატოლიისა და სხვა ბეგლარბეგები იდგნენ. კარვები დადგეს და ირგვლივ ორივე მხარეს დოლებზე დაუკრეს. მეორე დღეს გურიის გამგებლის ძღვენი და ხარაჯი მოვიდა. უჩ-ქილისაში კალათების დასაწნავად უამრავი წნელი მოჭრეს. საფარის 10-ში (26. VII–1635) ერევნის მახლობლად დაბანაკდნენ, ნათესებთან. ჭამის ნებართვა მიეცათ. მეორე დღეს გოქ გუბენდს მიაღწიეს. ჯარი დასაბანაკებლად რომ მიემართებოდა, ამ ციხეს მიუახლოვდა და ციხიდან ნასროლმა ზარბაზნის ჭურვებმა დიდებულების ცხენებს თავზე გადაუარა მადლობა ღმერთს, არავინ დაზიანებულა. მდინარე ზანგზე გადავიდნენ და ციხიდან ოდნავ მოშორებით დაბანაკდნენ. რადგან სახელოვანმა ფადიშაჰმა ბრძანა ახლოს განლაგება, [232] მეორე დღეს უზენაესი კარავი ხანქართეფედ წოდებულ მაღლობთან დადგეს. ვეზირი და სხვა მეთაურები შესაფერის ადგილებში დაბანაკდნენ. არსენალიდან მეომრებს წერაქვები, ნიჩბებიი დენთი და პატრუქი გაუნაწილეს. ხუთშაბათს, საფარის 12-ში, მთვარიან ღამეს, სამ საათზე, (28.VII–1635), იანიჩრებს სანგრებში შესვლა ებრძანათ. ზღვა ჯარი ციხესთან შეგროვდა. ციხის ჩირაღდნები აანთეს და სანგრებში შევიდნენ. იანიჩრები სანგრის წინ გამოჩნდნენ თუ არა, რამოდენიმე ასეული დაიჭრა. მისმა უდიდებულესობამ, ფადიშაჰმა, თითოეულს 30–40 ყურუში უწყალობა მალამოს საფასურად, ზოგიერთისათვის კი თავისივე თანდასწრებით, ჭრილობები ამკურნალებინა, რადგან დაჭრილებს დასტაქრები უვლიდნენ, განიკურნენ. დილამდე დასრულდა სანგრების დამზადება. ყოველი ნაწილი თავთავის ადგილზე განლაგდა.
ერევნის ალყა
[172] ჰასან-ფაშასა და ალეპოს ბეგლარბეგ აჰმედ-ფაშას ჯარებმა გურჯი-თეფედან ციხეს ზარბაზნები დაუშინეს, ამირ-გუნე-ოლღუს სასახლე და მაღალი ნაგებობანი დაანგრიეს. ერევნის ციხე დაახლოებით ესკი სარაის [ძველი ციხის] ზომის იყო. ზარბაზნის ყუმბარები მეორე მხარეს აღწევდა. რადგან რამდენიმე ზარბაზანი მოიტანეს, რუმელიის ეიალეთის ვალიმ და დიდვეზირმა 6 ცალი კარის წინ დააყენეს და კარვებს ციხიდან ესროლეს. ვეზირის ყაფუჯიების ქეთხუდა ალი-აღა დაიღუპა. 13-ში (29. VII–1635) იანიჩრები ანატოლიის ეიალეთის ჯარით სანგრებში შევიდნენ, ერევნის ძველი ციხის მხარეს 6 ზარბაზანი დადგეს. რადგან საჭირო გახდა ციხის ჩრდილოეთით მდინარის ნაპირის დაცვა, 14-ში (30–VII) აღნიშნულ ადგილას ერზურუმის ბეგლარბეგი აჰმედ-ფაშა და ჩილდირის ბეგლარბეგი საფარ-ფაშა დანიშნეს. სამი ზარბაზანი დადგეს. ფერდობებზე [განლაგდნენ] რუმელიის ჯარი, დიდვეზირი, იანიჩართა აღა, ზაღარჯი ბაში 6–7 ათასი იანიჩრით – ბექთაშ-აღას მომხრეები. მეორე დღეს ესენი იანიჩართა აღას სანგრის უკან დაბანაკდნენ. მათი ადგილი ქუჩუკ აჰმედ-ფაშამ და ერთიორმა ბეგლარბეგმა დაიკავეს. ვეზირი მუსტაფა-ფაშა, სივასის, მარაშის ადანის ეიალეთების ჯარები კიდევ 4 ბოლუქი და ათ ოღლანი თიხით ნაგები ციხის დასაცავად დანიშნეს.
მე-16 დღეს (1. VIII) ბაღში, კაფუდან-ფაშას ფრთაზე სანადიროდ მოვიდა შამს ფაშა-ზადე სამ აღასთან ერთად. მოლოდინში ჩაეძინათ. ციხიდან ირანელები გამოვიდნენ; სამს თავი მოჰკვეთეს და შიგ შეიტანეს. მე-19 დღეს (4. VII) სარდალმა მდინარე გადაიარა და გურჯი-თეფეს მეორე მხარეს ხეობაში მივიდა. იქაური ხიდი დაიკავა და ციხიდან წყალში შეჭრილი ერთ-ერთი კლდის გადაღობვასა და ჯებირის აშენებას შეუდგა. მეორე დღეს ალეპოს ბეგლარბეგი და ყველა თანამდებობიდან გადაყენებული ბეგი იმ ადგილას მიავლინეს. [მოსულები] კარვებში განლაგდნენ. სამი სანგრის ცვლით ორმოს ნაპირს მიაღწიეს და ზარბაზნისა და თოფის ფინდიხი ერევნის ციხეს წვიმასავით ყველა მხრიდან დაუშინეს. ერთი კვირის მანძილზე დღე და ღამე ზარბაზნის სროლით ციხის კედლის კოშკი ორმოში ჩაწვა. იანიჩართა აღისა და რუმელიის ფრთებზე კედელი მთლიანად მიწასთან გასწორდა. ერთ დღეს ირანელები სანგრების გასანადგურებლად [233ა] თავს დაესხნენ რუმელიის ჯარს, მაგრამ რადგან ისლამის გმირები [ბრძოლას] მომზადებული შეხვდნენ, ხელცარიელები უკუიქცნენ ციხისაკენ. ერთ დღეს ერთ-ერთი ჯებეჯი კოშკზე გაბედულად აძვრა და იმ იმედით, რომ ირანელთა უკმაყოფილებას გამოიწვევდა, მტრის დროშა ჩამოგლიჯა, რისთვისაც სიფაჰის წოდება უბოძეს. ერთხელ დიდებულთა მსახურმა, გულადმა შეიხ-ზადე იბრაჰიმ-აღამ ციხის კარი შუბით შეამტვრია და უვნებელი დაბრუნდა, [173] რისთვისაც დიდი მადლობა დაიმსახურა. მტრები თუმცა ზარბაზნით დანგრეული ადგილების შეკეთებას ცდილობდნენ და ნანგრევებში კალათებსა და ტომრებს აწყობდნენ, მაგრამ ურიცხვი ჯარი იმ მხარისაკენ მიედინებოდა და მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ყური მოჰკრეს, რომ იმ დროს განკარგულება გაიცა თავდასხმისათვის მზადების შესახებ. მეორე დღეს საფარის 21-ში (6. VII–1635) მტერს სასოწარკვეთილება დაეუფლა. შუადღისათვის ასისთავი თურქმან ჰაზირ-ბეგი, ერთ-ერთი გაიძვერა შამლუს გვარიდან და მსახური ზიმი წერილით გამოცხადდნენ. რუმი შეიხთან [შეხვედრა] ისურვეს სარდალთან მოვიდნენ და სიტყვიერადაც ზავი ითხოვეს. შეიხმა წერილი დაწერა და მოსულთა ხელით შუადღის ლოცვის დროს გაგზავნა.
ერევნის ციხის დაპყრობა
საფარის 22-ე დღე (7. VIII–1635) ორშაბათი იყო. მურად ქეთხუდა ციხიდან გამოვიდა ალყაშემორტყმულებმა ერევნის ჩაბარება და მოწინააღმდეგისათვის ერევნის ხანის ამირ-გუნეს ვაჟის თაჰმასბ-ყულის გადაცემა გადაწყვიტეს. მაღალმა გამგებლობამ ხელშეკრულება დაწერა და ერთ-ერთი კაცის ხელით გაგზავნა. თვითონ [ქეთხუდა მურადი კი] გარეთ დარჩა. მეორე დღეს სიფაჰიანთა რაზმები კარვიდან [გამოვიდნენ], ციხის კართან მივიდნენ და დაეწყვნენ. ხანი ხსენებული ციხიდან გამოვიდა. მწკრივებს შორის გაიარა, სულტნის უზანგს ემთხვია და ციხე ჩააბარა; სულტნის კეთილგანწყობის იმედი ჰქონდა. მეორე დღეს [სულტნის] მონად გახდომის შესახებ მისი მუდარა შეწყალებულ ივნა. ხალათი, ხანჯალი, ჯილა, ძვირფასი ქვებით მოჭედილი სარტყელი და სხვა მრავალი საჩუქარი უბოძეს. იანიჩრები ციხეში შევიდნენ. საღამოს მტრის 5–6 ათასი მსროლელი ერევნის დასაცავად მოსულ მირ ფეთაჰ-ოღლუსთან ერთად გამოვიდნენ. სულტნის ნებართვის თანახმად რისი წაღებაც შეძლეს, იარაღისა და სხვა აკრძალული ნივთების, წაიღეს და ქვეითად და ცხენებზე ამხედრებულნი არდებილისაკენ გაემართნენ.
შეიხ ულ-ისლამ იაჰია ეფენდიმ ქრონოგრამა გამოსთქვა: „ერევანს რომ მიაღწია, სულტან მურად-ხანმა პატივისცემა მოიხვეჭა. ღმერთი იყოს დაპყრობის შემწე. სუნიტური ისლამის (მიმდევარმა) ჯარმა გაიხარა“. რომ ვნახეთ, ეს თარიღი ერევნის დაპყრობის თარიღი აღმოჩნდა78.
(პროზა): ადრე სულტნის დაახლოებული იმამი მეჰმედ-ეფენდი და შეიხ-ზადე ეფენდი ავად გახდნენ. კონიიდან უკან დაბრუნების ნებართვა მიიღეს იმამის სიკვდილის ცნობა მოვიდა როგორც კი იმამის თანამდებობაზე დანიშნული შამი იუსუფ-ეფენდი ჯარის ბანაკში მოვიდა, მოახსენა, რომ მაღალი ბრძანების თანახმად შეიხ ულ-ისლამ იაჰია ეფენდი ისლამის ფადიშაჰის მოწინავე პირად ყოფნის პატივით აღამაღლეს.
ციხის დაპყრობის შემთხვევაში მოქმედი კანონი, რომლის თანახმადაც [დამარცხებულებს], მთელ იარაღს ართმევენ, [233] ამჯერად არ შესრულდა. ირანელები შეიარაღებული წავიდნენ [174] და გზაზე შემხვედრ ცხენებს მიერეკებოდნენ. [ოსმალებმა] ეს რომ შეიტყვეს, ეიალეთის ჯარით უკან დაედევნენ – ერზურუმის ვალი ქუჩუქ აჰმედ-ფაშა და ყარამანის ბეგლარბეგი მეჰმედ-ფაშა და დაეწიენ. ირანელი მსროლელები მიუვალ და კლდიან ადგილებს შეეფარნენ და [იქიდან] იბრძოდნენ. ქუჩუქ აჰმედ-ფაშა და 15 კაცი დაიჭრა. იენი შეჰრის ბეგი რიზვანი დაიღუპა. [მდევრები] უკან დაბრუნდნენ.
პარასკევს სტამბოლს სასიხარულო ცნობით გაგზავნეს ბეშირ-აღა და კაფუჯიათა ქეთხუდა. გამარჯვების მისალოცად კარვის წინ დიდი ფარდული მოაწყვეს, ფარდა ჩამოუშვეს და სკამები დადგეს, დივანის წინაშე წარსდგნენ შეიხ ულ-ისლამი, დიდვეზირი, მურთაზა-ფაშა, ქენან-ფაშა, რუმელიის ვალი მუსტაფა-ფაშა ანატოლიის ბეგლარბეგი მეჰმედ-ფაშა, მუსა-ფაშა, კაფუდანი ჰასან-ფაშა, ალეპოს ბეგლარბეგი ვეზირი მეჰმედ-ფაშა, ნიშანჯი მუსტაფა-ფაშა რუმელიისა და ანატოლიის ყადიასკერი, ყადი შაბან ეფენდი და მთავარი დევთერდარი ალთი ბოღჩა-ზადე მაჰმუდ ეფენდი. დიდებული ფადიშაჰი გამოვიდა თუ არა, დაჯდა. დილით, ადრე, უმაღლესი კარავი გაიღო. მიწვეულ იქნენ თაყვანის საცემად. პირველად მათი უწმინდესობა მოლები ულოცავდნენ. მერე მაღალი ვეზირები, შემდეგ რუმელიის ამირა, დევთერდარი, დავთრის ქეთხუდა, ალაი ბეგები, სხვა ბეგლარბეგები, ოჯაკისა და ბოლუქის აღები და თანამდებობიდან გადაყენებული ბეგები. ჯარის დიდებულები ხელს უკოცნიდნენ, დაფდაფებს უკრავდნენ, ლოცულობდნენ, რათა ირანის დანარჩენი [ნაწილის] დაპყრობაც განხორციელებულიყო. ხელზე მთხვევისა და კარავში ცოტა ხნის გაჩერების შემდეგ მურთაზა-ფაშა შიგ მიიწვიეს და სულტნის ბრძანებით ერევნის დაცვის სამსახურში დანიშნეს. მისი უდიდებულესობა ფადიშაჰი ცხენზე შეჯდა და პარასკევის ლოცვაზე მოვიდა. ციხის მეჩეთში ლოცვის შემდეგ ემირ-გუნეს ვაჟი მის უზანგს ფეხით გაჰყვა. სულტანი სასახლეში დიდებით გაემართა. შუადღის ლოცვაზე იქვე მოვიდა და კვლავ საზეიმო სვლით უმაღლეს კარავში დაბრუნდა.
ციხის შეკეთება და ციხის დაცვის დანიშვნა
საფარის 21-ე დღეს (6. VIII –1635) ციხის დანგრეული ადგილების აღდგენას შეუდგნენ, ჯარი გამოჰყვეს და სანგრები წესრიგში მოიყვანეს. ხუროთმოძღვარი მოიყვანეს და ჭადრაკისებური გამოთვლით დაახლოებით 19280 წყრთიანი ადგილი გადაზომეს. 8800 წყრთა – რუმელიისა და ალეპოს ეიალეთებს, სიფაჰისა და სილაჰდარს გადაეცათ, 8560-ანატოლიის ჯარსა და იანიჩრებს. 1920 წყრთა – ერზურუმის, ყარამანისა და ყარსის ჯარს. [სამუშაოს] დამთავრების შემდეგ დაცვისათვის იანიჩართა და სხვა მეომართაგან 12 000-მდე კაცი დაინიშნა. ხელფასად მათ 400 ქისა, საკმარისი საბრძოლო საჭურველი [175] და ბალემეზის ზარბაზნები დაურიგდათ. რაბი ულ-ეველის მე-6 დღეს (20.VIII) რომ აიყარნენ, ფადიშაჰისაგან მურთაზაფაშა და ჯარი მოვიდნენ.
ერევნის გამგებელს ემირ-გუნე-ოღლუს სახელი იუსუფ-ფაშაზე შეუცვალეს, ალეპოს ეიალეთი მისცეს და ერზურუმიდან ალეპოში გაგზავნეს. ქეთხუდა მურადსაც ტრიპოლის ეიალეთი უწყალობეს. [მაგრამ] ერზინჯანამდე ერთ-ერთ გაჩერებაზე ქეშიშხანეში ერევნის ჩაბარების მიზეზი შენ იყავიო, განრისხებულმა [ემირ-გუნე-ოღლუმ ქეთხუდა მურადი] მოკლა.
[234] ისლამის ფადიშაჰის წასვლა თებრიზის მხარისაკენ
მეოთხე დღეს [ერთ-ერთი მეომარი] ზღვის მსგავსი [მდინარის] ხიდის ნაპრალში ჩაიძირა, მაგრამ გადარჩა. მდინარე არაქსზე გადავდიოდით. წყალი ჩემს უნაგირს წვდებოდა. ერთ-ერთი მხლებელი ფადიშაჰის გვერდით წყალს მიჰქონდა. სულტანმა წმინდა ხელით დაზარალებულს მკლავი დაუჭირა და მეორე მხარეს გაიყვანა. იმ ადგილებში ჯარი) ერთ დღეს გაჩერდა79. რუთბელისა და სხვათა ტომები 1000-მდე ოჯახით თავიანთი ადგილებიდან [აყარეს] და სხვა მხარეს გადაასახლეს. ბრძანებები დაიწერა ერზინჯანის, ერჯანისა და ბასიანის ცარიელ და დანგრეულ ადგილებზე დასახლების შესახებ. მათ გამგებელთ სანჯაყი და ზეამეთი მიეცათ. მაქუს მდინარეზე რომ გადადიოდნენ, ცნობა მოუვიდათ, უფლისწული ალა ადდინი გაჩნდაო და გამხიარულდნენ. ხსენებული თვის II დღეს (14. VIII–1635) მიაღწიეს და დაანგრიეს ყიზილბაშთა მიერ მიტოვებული ჩორსის ციხე. მურთაზა-ფაშასთან გამოგზავნილი რუსტემ-ხანის წერილით ერთ-ერთი ირანელი მოვიდა, სახელად ჰაზირი. ზავის საქმეზე ილაპარაკა. წერილი სარდალს გადაეცა ბირეჯიკის ვოევოდის ოსმან-აღას ხელით. რაბი ულეველის 17-ში (31.VII), რადგან მისი უდიდებულესობა ფადიშაჰი ჯანმრთელად არ იყო, სამსახელურიანი ტახტრევანი გაუკეთეს, რომელიც ოთხ ჯორს მიჰყავდა, და მეორე დღეს ხოისაკენ გადაიყვანეს. სამი დღე იყვნენ გაჩერებული. ციხე დაანგრიეს, ბაღებში ხეები მოჩეხეს და გაანადგურეს. მესამე დღეს მარანდს მიაღწიეს, აქაც გაჩეხეს და გაანადგურეს ხეები როდესაც სუფიანა და ჰაჯი ჰარამიასთან დაბანაკდნენ, ერთი პიროვნების, სულეიმანის ხელით რუსთემ-ხანისაგან ქუჩუკ აჰმედისათვის წერილი მოვიდა. [მასში] ნათქვამი იყო, ზავისათვის ოსმან-აღა გაიგზავნებაო. მეორე დღეს რაბი ულ-ეველის 28-ში (11.IX) თებრიზს მიაღწიეს. საადაბადის ველზე, ხიდთან, დაბანაკდნენ. ქუჩუკ აჰმედი და ვანის ბეგლარბეგი სადარაჯოდ დანიშნეს. საღამოს ერთ-ერთი შეპყრობილი იანიჩარი გამოიქცა, მოვიდა და მოგვითხრო ირანელთა ეშმაკობაზე, რუსთემ-ხანის ჯარის შემცირებაზე და [გვაცნობა], რომ შაჰი ოთხი-ხუთი დღის სავალზეა. შემდეგ მისმა უდიდებულესობამ, ფადიშაჰმა, საზეიმოდ ქალაქი ინახულა და სულტნის მეჩეთი დაათვარიელა. ბრძანება გამოიცა შაჰის სასახლის დანგრევის შესახებ. [176] ბაზრები აქა-იქ გადაწვეს, გაშენებული ნაგებობები და ლამაზი ტალავერები დაანგრიეს. ხეების მოჭრას შეუდგნენ, მაგრამ ბაღები უსასრულო ზღვას გავდა. ჯარმა სამ დღეში მეათედიც ვერ მოსპო. რაბი ულ-ახერის პირველ დღეს (14. IX) რუსთემ-ხანთან გაგზავნილი ოსმან-აღა და რუსთემის კაცი, სახელად ქამრანი, 20-მდე ყიზილბაშით მოვიდნენ რადგან მათი მოტანილი წერილების მიხედვით [ირანელები] ზავს არ სცნობდნენ და ანგარიშს არ უწევდნენ, მდგომარეობის შესაბამისად, საჭურველი და კარვები გამოჰყვეს.
[177: 235] დაბრუნების დროს მომხდარი ზოგიერთი ამბავი
ერევნიდან დაბრუნების შემდეგ ვეზირ ქენან-ფაშას თოთხმეტი ჩორბაჯი, რამდენიმე ბეგი და ჯარის ნაწილები შეუერთდა. ერევანში 3–4 დღე შეჩერდნენ და [ქენან-ფაშა] ახალციხის დასაპყრობად გაგზავნეს. ოცდასამდღიანი ალყის შემდეგ მან ციხე აიღო და შიგ მყოფი მტრები შეიწყალა. მის მიდამოებში ხუთი-ექვსი პატარა ციხეც დაიპყრო, შემდეგ კი [ახალციხის ციხეში] ჯარი ჩააყენა, მობრუნდა და აზნაქმიდში ფადიშაჰთან მივიდა.
[179: 235] ირანის შაჰის თავდასხმა ერევნის ციხეზე
რაჯაბის პირველ დღეს (11. XII. 1635) სარდალს ვანის ბეგლარბეგ დელავერ-ფაშას წერილი მოუვიდა. მისი შინაარსი ასეთი იყო: „შაჰი თებრიზში მოვიდა, ირგვლივ ჯარი განალაგა და ისფაჰანიდან ზარბაზანი მოიტანა. ერევანზე წასვლა აქვს გადაწყვეტილიო“. დიდვეზირმა სტამბოლს შეატყობინა.
რაჯაბის მე-14 დღეს (24. XII 1635), სამშაბათს, რუსთემ-ხანი და წყეული შაჰი ერევანზე მოვიდნენ და ალყა შემოარტყეს. შაბანის ოთხში (13. I) დიდვეზირმა ბრძანებები დააწერინა და დაუგზავნა ანატოლიის, ერზურუმის ტრაპიზონის ყარსის ჩილდირის ეიალეთებს, რათა დაუყოვნებლივ ერზურუმში გამოცხადებულიყვნენ ყიზილბაშ ხანებს სასწრაფოდ სალიანე გადაუხადეს, ორი ზარბაზანი ბითლისიდან მოიტანეს; კალათების დაწვნას შეუდგნენ. შაბანის 17-ში (26. I) შეისვენეს და წავიდნენ. 22-ში (31. I) დიარბექირიდან დიდვეზირი მოვიდა და ერზურუმისაკენ გაემართა ერზურუმიდან წერილი მოვიდა ატყობინებდნენ რომ კაღიზმანის ციხეს ალყა შემოარტყეს. შაბანის 27-ში (5. II) ორთახანიდან ვეზირმა მსუბუქი ჯარით ერზურუმისაკენ გააჭენა – ხარფუთის, ბერთექის, ჩემიშგეზექის და ქემახის გავლით რანაზანის 19-ში (26. II) 15-20 კაცით ერზურუმში მოვიდა. 20-ში (27. II. 1636) მას შეუერთდა სივასის ბეგლარბეგი იბრაჰიმ ფაშა 15-კაციანი მცირე ჯარით. შევალის მე-12 დღეს (20. III. 1636) დიდვეზირი აიყარა და ჰასან-ყალაში მოვიდა. სივასისა და ტრაპიზონის ვალის გარდა არავინ იყო. იყვნენ აგრეთვე სიფაჰი, სილაჰდარის აღები და იანიჩართა ქეთხუდა. როცა ერზურუმის მეომართაგან დასახმარებლად დანიშნულები ჰასან-ყალასთან მოვიდნენ, 9 კაცი ძლიერი ყინვისაგან დაიღუპა, ბევრს ხელ-ფეხი მოეყინა. მარტის დასაწყისი იყო. ყარამანისა და ანატოლიის ფაშებიც მოვიდნენ ერზურუმში 20–20 კაცით. შაჰი, ავშარ-ხანი, ქალბ-ალი-ხანი, აბდალ-ხანი, ღაზი-ბეგის ვაჟი, [180] დილსიტ სულტანი 500–600 ყიზილბაშით სალმასში იყვნენ; სულტნები – მეზიდი, ლაჯინი, ულუსი, შერეფ-ხანი და კიდევ ორი ბაიაზედის მახლობლად; რუსთემ-ხანის უმცროსი ძმა კი 400 ყიზილბაშით საზღვარზე დაბანაკდა. სტამბოლში იანიჩართა აღობა შაჰინ აღას ებოძა. მშვიდობის დამცველი ფადიშაჰი ცდილობდა მთელი ჯარი დაეხმარებინა და იმუქრებოდა. ფარმაკ-ყაფუში იბრძოლეს. რამდენიმე მეომარი მოკლეს. ირგვლივ ჯარის მეხრეები გაემართნენ. ძლიერი ყინვის გამო ვერავინ ვერ მიაღწია. სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. შევალის 22-ე დღეს (30. III–1636) ანატოლიის და სივასის ვალიები დიდვეზირთან მოვიდნენ, გადაწყვიტეს ყარსში მისულიყვნენ და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, ემოქმედათ. მეორე დღეს, საღამო ხანს, ერევნიდან ორი კაცი მოვიდა. ქეთხუდა მურთაზა-ფაშას ზულფიყარ ქეთხუდასაგან წერილი მოუვიდა. შიგ ეწერა: „ერევნის ციხე გაჭირვებაშია და 10 დლის განმავლობაში დაგვეხმარეთო“. აგრეთვე ატყობინებდა მურთაზა-ფაშას სიკვდილის ამბავს.
შევალის 26-ე (3. IV) დღეს ანატოლიის ბეგლარბეგი. გურჯი მეჰმედ ფაშა აიყარა და მეწინავე ჯარით ყარსისაკენ გაემართა. ციხეში შესულებს ბოლუქსა და 100-100 ყურუშს შეპირდნენ, 29-ში (6. IV. 1636) ყარამანის ვალიც საზეიმო სვლით გაემართა. მაგრამ შევალის 24-ე დღეს (1. IV), სამშაბათს, ჯარი სასოწარკვეთილებას მიეცა და ციხე დანებებით დაიკავეს. ზილ-ლ-ჰიჯეს პირველ დღეს (7. V. 1636) ამ საშინელმა ამბავმა სარდლამდე მიაღწია. დიარბექირის ვალი, ვანისა და ბითლისის გამგებელი აბდალ-ხანი მოვიდნენ, ჰასან-ყალაში ჩავიდნენ და ვეზირს შეხვდნენ. ზამთრით გამოწვეული უბედურება ჯერ გავლილი არ იყო. კვლავ დიდი თოვლი მოდიოდა. გზები ჩაკეტა. ხსენებულები ერევნის დასაცავად გაგზავნეს. ჯარი გაგზავნეს (აგრეთვე) სხვა ციხეთა დასაცავად. 9-ში (15. V. 1636) იანიჩართა აღა მოვიდა, ერევნის აღება სტამბოლს შეატყობინეს.
[184] სარდლის მდგომარეობა და ირანის საზღვარი
საფარის მეორე დღეს (ნ. VII. 1636) ყარსის დასაცავად დიარბექირიდან, ყარამანიდან, სივასიდან და ანატოლიიდან რამდენიმე სანჯაყის ფაშა და ბეგი გაიგზავნა ჯარითურთ. იქ რომ მივიდნენ, ყარსის დანგრეული ადგილების განახლებას შეუდგნენ. მეთექვსმეტე დღეს (20. VII) ანატოლიის ბეგლარბეგი, გურჯი მეჰმედ-ფაშა, ახალციხის ციხის შესაკეთებლად მიავლინეს და საჭირო ხარჯი მისცეს.
[217] საზავო აქტის პირი და მისი პირობები80
[256] ჯესანი, ბედრე, მუდელჯინი, დერთენგი, დერნე, სერ მილად წოდებულ ადგილამდე, მუდელჯინსა და დერთენგს შორის ველები, ჩაკის, ზია ად-დინისა და ჰარუნის ტომები, ზენჯირის ციხის დასავლეთით მდებარე მიდამოები, შეპრიზორისაკენ მიმავალ უღელტეხილამდე, კიზილჯას ციხე და მისი შემოგარენი სულტანს ემორჩილება. გარდა ამისა, ახალციხის, ყარსის, ვანის, შეჰრიზორის, ბაღდადისა და ბასრას საზღვრებში შემავალი ციხეები, შენობები, ნაჰიეები, მიწები, მთები და ბორცვები შაჰს ჩამოეჭრა. [მათ მართვაში] ნუ ჩაერევა და ნუ შეეხება. მუდელჯინიდან დერთენგამდე მდებარე მთები, ფირუზდევინე, რომელსაც რუზდიადიც ეწოდება, ზენჯირის ციხის აღმოსავლეთით დარჩენილი ციხეები და ტყეები, მეჰრიბანი და მისი შემოგარენი შაჰმა აიღოს. მათ საზღვრებში მოქცეულ ადგილებს სულტანი ნუ ხელყოფს. მთის წვერზე მდებარე ზენჯირის ციხე, ვანის საზღვარზე კოტურისა და მაქუს ციხეები, ყარსის მხარეში, მაღაზბერდის ციხეები ორივე მხარემ დაანგრიოს.
ისტორიულ მოვლეთათა კალენდარი (თაკვიმ ათ-თავარიხ)
22 (642/3) – აზერბაიჯანის დაპყრობა მუღირეს მიერ.
წ. 85 (704) – არდებილის ყასაბას აშენება მეჰმედ იბნ მირვანის სურვილით.
წ. 108 (726/7) – ისლამის ჯარის სარდლის ჰარის იბნ ამრუს დაღუპვა აზერბაიჯანის ბრძოლაში; თურქების დამარცხება.
წ. 112(730/1) – თურქების თავდასხმა აზერბაიჯანზე.
წ. 127 (744/45) – ბესტამის აჯანყება აზერბაიჯანში და მისი მოკვლა.
წ. 147 (764/5)– თურქების თავდასხმა ქალაქ თბილისზე.
წ. 183 (799/800) – ხაზართა თავდასხმა ქალაქებზე განჯასა და შირვანზე; 100 000 კაცის დატყვევება და ბაბ ალ-აბ-ვაბის გამაგრება.
წ. 192 (807/8) – ხურამიტების გაჩენა აზერბაიჯანის მთებში და ამ ხალხის მოსპობა ჰაზიმის მიერ.
წ. 238 (852/3) – ბუღას თავდასხმა თბილისზე და დაწვა.
წ. 432 (1040/1) – დიდი მიწისძვრა თებრიზში.
წ. 434 (1042/3) – დიდი მიწისძვრა თებრიზში.
წ. 514(1120/1) – ურჯულო ქართველების და ხაზართა თავდასხმა თბილისის ციხეზე.
წ. 540 (1145/6) – ილდეგიზიანი ათაბაგების გაჩენა აზერბაიჯანში.
წ. 556 (1160/61) – ერზურუმის გამგებლის სალიკიეს სახელმწიფოს გაჩენა ამირა სალიკის დამარცხება ქართველებთან ბრძოლაში.
წ. 557 (1161/2) – მზის სრული დაბნელება და ქართველთა დამარცხება ისლამის მოსახლეობის მიერ აზერბაიჯანის ბრძოლაში.
წ. 561 (1165/6) – ქართველთა თავდასხმა აზერბაიჯანზე.
წ. 598 (1201/2) – სალიკიეს დინასტიის მოსპობა ერზურუმში. დიდი მიწისძვრა ისლამის ქვეყნებში. სულეიმან სელჩუკის დამარცხება ქართველებთან ბრძოლაში.
წ. 601 (1204/5) – ქართველთა ლაშქრის თავდასხმა აზერბაიჯანზე.
წ. 605 (1208/9) – ქართველთა მიერ არჭეშის ციხის დარბევა.
წ. 606 (1209/10) – საქართველოს მალიქის დატყვევება ხლათში.
წ. 612(1215/6) – ქართველთა ჯარის თავდასხმა აზერბაიჯანზე.
წ. 613 (I216/7) – რუმის დამარცხება ქეიქავუსის მიერ და საქართველოს ჯარის დამარცხება სულტან-შაჰის ჯარის მიერ.
წ. 617 (1220/1) – ჩინგიზიანთა თავდასხმა ჯებელსა და აზერბაიჯანზე. ხოცვა, თავდასხმა და რბევა სამარყანდის, ბუხარის, ხორასნის, საქართველოსი და ურჯულოთა მრავალი მხარეების.
წ. 621 (1224) – ჯალალ ად-დინის თავდასხმა აზერბაიჯანზე.
წ. 622 (1225) – ქართველების თავდასხმა აზერბაიჯანზე. ილდეგიზიანთა სახელმწიფოს მოსპობა აზერბაიჯანში.
წ. 627 (1229/30) – ჯალალ ად-დინის თავდასხმა ხლათზე. აშრაფისა და ქეიყობადის დამარცხება აზერბაიჯანში.
წ. 634 (1236/7) – თათართა თავდასხმა არდებილის ციხეზე და ქალაქის მოსახლეობის გაჟლეტა.
წ. 682 (1283/4) – არღუნ აბაღას ძის დამარცხება სულტან აჰმედის მიერ აზერბაიჯანის ბრძოლაში.
წ. 728 (1327/8) – ჩობანინთა სახელმწიფოს გაჩენა აზერბაიჯანში,
წ. 737 (1336/7) – სერბედარების სახელმწიფოს გაჩენა საბზევარში და ილხანთა ერაყში შეიხ ჰასან ბოზორგ ჯალაირის აზერბაიჯანსა და ბაღდადზე თავდასხმის შედეგად.
წ. 742 (1341/2) – შეიხ ჰასან-ბოზორგის დამარცხება შეიხ ჰასან-ქუჩუკის მიერ ნახიჭევანის ბრძოლაში.
წ. 754 (1353) – ჩინგიზიანთა სახელმწიფოს მოსპობა აზერბაიჯანსა და ხორასანში
წ. 774 (1372/3) – შირვანიეს დინასტიის გაჩენა შირვანში.
წ. 784 (1382/3) – ნახჭევნის ბრძოლაში შეიხ ალის მეორე ძმის დამარცხება.
წ.788 (1386) – თემურის თავდასხმა აზერბაიჯანზე.
წ. 810 (1407/8) – ყარა-იუსუფის თავდასხმა აზერბაიჯანზე.
წ. 822 (1419) – აზერბაიჯანის მალიქის ყარა-იუსუფის გარდაცვალება.
წ. 840 (1436/7) – ისქანდერ იბნ ყარა-იუსუფის დამარცხება თავისი ძმის ჯაჰან-შაჰის მიერ თებრიზის სუფიანთან ბრძოლაში.
წ. 844 (1440/1) – მირან-შაჰის თავდასხმა საქართველოზე.
წ. 872 (1467/8) – აბუ საიდის გამგზავრება აზერბაიჯანისაკენ უზუნჰასანისთვის სახელმწიფოს წართმევის მიზნით და ჯაჰანშაჰის მოკვლა მუშის ველზე.
წ. 874 (1469/70) – შავბატკნიანთა სახელმწიფოს მოსპობა აზერბაიჯანში.
წ. 887 (1482/3) – სულტან იაყუბის თავდასხმა საქართველოზე.
წ. 893 (1487/8) – სუფიელ შეიხ ჰაიდარის დამარცხება შირვანის ბრძოლაში და მისი მოკვლა.
წ. 899 (1493/4) – ბაისონყორის მოკვლა განჯაში რუსთემ მირზასთან ბრძოლაში.
წ. 904 (1498/9) – ალვანდ მირზას მოკვლა მეჰმედ მირზას გაქცევის შემდეგ აზერბაიჯანის ბრძოლაში.
წ. 915 (1509/10) – შაჰ ისმაილის მიერ შირვანის სახელმწიფოს მოსპობა.
წ. 926 (1519/20) – შაჰ ისმაილის თავდასხმა საქართველოზე.
წ. 941 (1534/5) – სულტან სულეიმანის წასვლა თებრიზიდან ბაღდადისკენ... ირანის შაჰის თავდასხმა ვანზე და სულტნის დაბრუნება აზერბაიჯანისაკენ.
წ.942 (1535/6) – შაჰის გაქცევა ერაყში და სულტან სულეიმანის შესვლა თებრიზში.
წ. 945 (1538/9) – შირვანის სახელმწიფოს მოსპობა თამაზის თავდასხმის შედეგად.
წ. 946 (1539/40) – ყიზილბაშთა თავდასხმა შირვანზე და ხალილ-ფაშას მოკვლა.
წ. 954 (1547/8) – თამაზის თავდასხმა თებრიზზე და შირვანზე; ბენდერისა და გულისთანის ციხეების დანგრევა; დიდი ზიანის მიყენება მარცვლეულისთვის... მრავალი ხის მოჭრა, ალყას მირზას მოსვლა და მორჩილება.
წ. 955 (1548/9) – სულტან სულეიმანის მეთერთმეტე გალაშქრება თებრიზზე ალყასის თანხლებით.
წ. 956 (1549) – თორთუმის, ახჩა-ყალას, დაუდ-ხანის ვილაიეთის და საქართველოს სხვა მხარეების დაპყრობა აჰმედ-ფაშას მიერ.
წ. 960 (1552/3) – სულტან სულეიმანის მეთორმეტე ლაშქრობა ნახჭევანზე; შაჰის წინააღმდეგობა; შეჰზადე სულტან მუსტაფას მკვლელობა და რუსთემ-ფაშას გადაყენება.
წ. 961 (1553/4) – სულტნის დაბრუნება ამასიაში, ყარაბაღისა და ნახჭევნის დარბევა; შირვანელების დამარცხება ყიზილბაშთაგან ბრძოლაში.
წ. 986 (1578/9) – ყიზილბაშთა თავდასხმა შირვანზე, მუსტაფა-ფაშას წასვლა ურიცხვი ჯარით, ყიზილბაშთა სერასკერის თოქმაქ-ხანის დამარცხება და დაპყრობა თბილისის, შემახის, შირვანის. ურჯულოთა დამარცხება დიდ ბრძოლაში.
წ. 987 (1579/80) – დიდი ბრძოლა ყიზილბაშთა და ოსმან-ფაშას შორის, შემახის ციხის აშენება; ბაბ ალ-აბვაბის ციხის დაპყრობა; თათარი ხანის ადილ გირეის დატყვევება შემახის ბრძოლაში და შემდეგ მისი მოკვლა ყაზვინში.
წ. 988 (1580/1) – ყარსის ციხის აშენება და შემდეგ წელს სარდალ სსინანფაშას გალაშქრება ყიზილბაშთათვის შირვანის წართმევის მიზნით.
წ. 991 (1583) – მეოთხე ვეზირის, სარდალ ფერჰად-ფაშას თავდასხმა ერევნისა და დმანისის ციხეებზე.
წ. 992 (1584) – მეჰმედ გირეის აჯანყება; ფლოტისა და სარდალ ოსმანფაშას გამგზავრება; იმამყული-ხანის დამარცხება შემაზის ბრძოლაში; ფერჰად ფაშას თავდასხმა საქართველოს ციხეებზე ლორესა და გორზე.
წ. 993 (1585) – თებრიზის ციხის აშენება და ჯაფარ-ფაშას დანიშვნა.
წ. 994 (1585/6) – სარდალ ფერჰად-ფაშას მიერ ყიზილბაშთა განდევნა თებრიზიდან და მეორე ციხის აშენება.
წ. 995 (1586/7) – ფერჰად-ფაშას თავდასხმა ყარაბაღის ქალაქებზე.
წ. 1009 (1600/01) – საქართველოს გამგებლის სიმონის მოსვლა თებრიზის ვალის ჯაფარ-ფაშასთან.
წ. 1012 (1603/4) – შაჰ-აბასის თავდასხმა თებრიზზე.
წ. 1014 (1605/6) – სინან-ფაშას დამარცხება ყიზილბაშთაგან ტებრიზის ბრძოლაში.
წ. 1019 (1610/11) – სარდალ მურად-ფაშას გამგზავრება თებრიზისაკენ.
წ. 1026 (1617) – ხალილ-ფაშას წასვლა არდებილისაკენ.
წ· 1034 (1624/5) – ყიზილბაშთა სარდლის ყარჩიღა-ხანის დამარცხება მოურავთან ბრძოლაში და ყიზილბაშთა გაჟლეტა.
წ. 1037 (1626/7) – სარდლის მიერ ერზურუმის ალყა, მოურავ-ხანის მოსვლა დასახმარებლად.
წ. 1044 (1634/5) – სულტან მურადის წასვლა აზერბაიჯანისაკენ.
წ. 1045 (1635/6) – ერევნის დაპყრობა ერთკვირიანი ალყით და ფადიშაჰის მობრუნება თებრიზის გასაძარცვად.
წ. 1135 (1722/3) – თბილისის ციხის დაპყრობა.
წ. 1137 (1724/5) – ერევნის, ორდუბადის და ნახჭევნის დაპყრობა აჰმედფაშას მიერ მუჰარემის თვეში. მოსკოვის ელჩის ჩამოსვლა რაბი ალ-ახერში. ზი-ლ-ყადეს თვეში თებრიზის ციხის დაპყრობა ქოფრულუ-ზადე აბდულა-ფაშას მიერ.
წ. 1138 (1725/6) – განჯის დაპყრობა სარი მუსტაფა-ფაშას მიერ.
შენიშვნები
სამყაროს მეგზური
თავი 38
1. იგულისხმება XIV საუკუნის არაბი ავტორი აბუ ლ-ფიდა და მისი ნაშრომი „თაკვიმ ალ-ბულდან“ („ქვეყნის მოწესრიგება").
2. დაილამი -–– კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთით, გილანის ნაწილი.
3. XIV საუკუნის ირანელი ავტორის ჰამდალაჰ ალ-ყაზვინის გეოგრაფიული ნაშრომი „ნუზჰათ ალ-ყულუბ“ („გულთა სიამე“).
4. მონღოლთა სახელმწიფოს ადმინისტრაციული ერთეული. თითოეული დუმენი ვალდებული იყო 10000 მეომარი გამოეყვანა.
5. XIII საუკუნის გამოჩენილი არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ანსაბ თხზულება „ქითაბ ალ-ლუბაბ დი თაჰზიბ ალ-ანსაბ“ („შემოკლებულ ნისბათა წიგნი“).
6. ჰამდალაჰ ყაზვინის მიხედვით, თებრიზის კოორდინატებია 82 38.
7. ურმიის ტბა.
8. ჰარუნ არ-რაშიდი – აბასიანთა დინასტიის ხალიფა (786-809).
9. ხალიფა მუთავაქილი – აბასიანთა დინასტიის ხალიფა (847-861).
10. ამირ ვაჰსუდან იბნ მუჰამედ იბნ რავვად ალ-აზდი გამგებლად დანიშნული აბასიანთა ხალიფა ალ-კაიმის (1031– 1075) მიერ.
11. ჰამდალაჰ ყაზვინთან ამ ადგილას არის – ნაბიჯი.
12. ყაზან-ხანი (1296-1304) – ილხანთა სახელმწიფოს მბრძანებელი.
13. შუა საუკუნეთა უდიდესი ისტორიკოსი, ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე რაშიდ ად-დინ ფაზლულაჰ იბნ აბულ ხაირ ალ-ჰამადანი (1247-1318). მას ეკუთვნის ცნობილი ნაშრომი „ჯამი ათ-თავარიხ“ („ისტორიათა კრებული“) იგი ყაზან ხანისა და მისი ძმისა და მემკვიდრის ოლჯაითუს ვეზირი იყო. შეთქმულების შედეგად 1318 წელს სიკვდილით იქნა დასჯილი.
14. უბნის აღწერა შემონახულია რაშიდ ად-დინის ერთ-ერთ წერილში თავისი შვილისადმი.
15. რაშიდ ად-დინის რეაბილიტაციის შემდეგ ვეზირი გახდა მისი ვაჟი ყიას ად-დინი, რომელიც აგრძელებდა მამის პოლიტიკას.
16. ოლჯაითუ-ხანისა და მისი მომდევნო ილხანის აბუ-საიდის (1316-1335) ვეზირი თაჯ ად-დინ ალი შაჰი, რაშიდ ად-დინის ერთ-ერთი მეტოქე, მის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე. ილხანთა ერთადერთი ვეზირი, რომელიც მოკვდა თავისი სიკვდილით 1324 წელს.
17. ოსმალეთის სახელმწიფოს სულტანი მურჯად IV (1625-1640).
18. ქ.სტამბულის ცენტრში გალათას მხარეში ცნობილი კოშკია.
19. ეს ცნობა აქ შეცდომით არის მოხვედრილი, უნდა იყოს ცოტა ქვემოთ, როდესაც ავტორი თებრიზის ირგვლივ მდებარე მხარეებს ჩამოთვლის. ჰამდალაჰის მიხედვით ასეთი მხარე შვიდია. აქ დასახელებული პუნქტები მოთავსებულია მესამე მხარეში (ჰამდალაჰთან დასახელებულ ლონდონის გამოცემაში, გვ. 79).
20. უზუნ-ჰასანი (1453-1478) –– თეთრბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი.
21. ტექსტშია ბალღამის ფერის, ქარვის მსგავსი ტალღისებური ქვა. მისგან აკეთებენ ლარნაკებს, საფერფლეებს და სხვა. ლ. ბუდაგოვის ლექსიკონში თარგმნილია როგორც რუსული ენის განმარტებით ლექსიკონში ახსნილია, როგორც ხალცედონის სახესხვაობა, ღია და მუქი ხაზებით, რუსულ-ქართულ ლექსიკონში, თარგმნილია როგორც ფრცხილი (რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბ., 1958, ტ.II, გვ. 278), ხოლო ქართული ენის ლექსიკონებში „ფრცხილი თვალია, ეს თვალი მოწითალოა, ინდოეთს იპოება“ (საბა სულხან ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, თბ, 1884, გვ. 319) ან „ფრცხილი – მოწითალო ფერის ქვაა“ (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. VII, სე. 187)
22. სეფიანთა სახელმწიფოს მეორე შაჰი (1524-1576).
23. ჯელის ხელი – არაბული დამწერლობის – თა'ლიკის მსხვილი და დიდი ასოებით დაწერილი სახეობა.
24. სუნიტთა აზრით, პირველი ოთხი ხალიფა მარლთმორწმუნე ხალიფები არიან: აბუ ბაქრი (632-634), უმარ იბნ ალ-ხატაბი (634-644), უსმან იბნ აფფანი (644-656), ალი იბნ აბი ტალიბი (656-661). 25. ალი – მეოთხე ხალიფა, მუჰამედის ბიძაშვილი და მისი ქალიშვილის ფატიმას ქმარი, მოკლული იქნა უმაიანების მიერ. შიიზმი – სეფიანთა სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია – მუჰამედის კანონიერ მემკვიდრედ ალიდებს თვლიდა, ხოლო უმაიანებისა და პირველ სამ ხალიფას – (აბუ ბაქრს, უმარს და უსმანს მიიჩნევდა უკანონო გამგებლებად.
26. ჯაჰანშაჰი (1435-1467) – შავბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი.
27. ეს ადგილი ჰამდალაჰთან განსხვავებულად არის: „თებრიზს შვიდი ნაჰიე აქვს პირველი მდინარე მეჰრან-რუდით მთავრდება. მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით, ხუთი ფარსახის მანძილზე ქალაქის კარიდან. მისი ყველაზე დიდი სოფლებია ქანდრუდი, ისფანჯი და საადაბადი, მეორე არის სარდ-რუდის უბანი; მდებარეობს სწორ ადგილზე, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ფარსახის მანძილზე. აქ სოფელი სარდრუდი და ქალაქის ბაღებია მათი მიწები ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ შეუძლებელია გარჩევა, რომელი ბაღი რომელ სოფელს ეკუთვნის. აქ მშვენიერი ხილია... მესამე ნაჰიე, რომელიც ცნობილია ბავილ-რუდის სახელწოდებით, ქალაქიდან 4 ფარსახის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს; შეიცავს 25 სოფელს... მეოთხე ნაჰიე, არუნაკი, ქალაქის დასავლეთით, 3-დან 15 ფერსახამდე გრძელდება; მისი სიგანე 5 ფარსახია. მშვენიერ მოსავალს იძლევა. თებრიზის ირგვლივ ყველა უბანი მისი პურეულის, ყურძნის და ხილის მოსავალზეა დამოკიდებული; შეიცავს 30 სოფელს. ყველა მათგანი ისეთი დიდია, ქალაქს ჰგავს. მათ შორის არიან სანარი და სანასტი, სალსრუდი, დაბიღანი, ქუზე-ქონანი, სუფიანი და სხვა“. მეხუთე მხარე ქათიბ ჩელებისთან გამოტოვებულია. ჰამდალაჰის მე-6 ნაჰიე ჰანუმ-რუდი „ჯიჰან-ნუმას“ იგივე ნიმრუდია. ბადუსტანი კი ჰამდალაჰთან მეშვიდე ნაჰიეა (გვ. 175).
28. ამინ აჰმედ რაზი – XVI საუკუნის მეორე ნახევრის ირანელი ავტორი. მას ეკუთვნის გეოგრაფიულ-ბიოგრაფიული ენციკლოპედია „ჰართ იკლიმ“ („შვიდი სარტყელი“).
29. ჰამდალაჰის ტექსტის მიხედვით, ეს რუბაი თვით მას შეუთხზავს.
30. „არ-რაუდ ალ-მი'ტარ ბი ხაბარ ალ-აკტარ“ („სურნელოვანი ბალღი ქვეყნებზე ცნობების შესახებ“) – ეკუთვნის XV საუკუნის ავტორს აბუ აბდალაჰ მუჰამედ იბნ აბდალ მუნიმ ალ-ხიმიარის.
31. აბუ ტაჰირ ას-სილაფი – 10790. წ. ისფაჰანში დაიბადა; იქვე სწავლობდა. 1100 წლიდან ბალდადშია, ხოლო 1117 წლიდან ალექსანდრიაში. იქაურმა გამგებელმა მას მედრესე აუშენა, სადაც სიკვდილამდე, 1180 წლამდე, ასწავლიდა.
32. ციტატა არაბულ ენაზეა.
33. შამს ად-დინ მუჰამედ ბ. ალი ბ. მალიქდად-ი თაბრიზი – სუფი, დაიბადა თებრიზში. სუფიზმს სწავლობდა შეიხ აბუ ბექრ სალაბავ, შეიხ რუქნ ად-დინ სიჯასისა და ბაბა ქამალ-ჯუნდის ხელმძღვანელობით. მოახდინა დიდი გავლენა ჯალალ ად-დინ რუმიზე, რომელმაც მას ოდათა კრებული უძღვნა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მოკლულ იქნა შეთქმულების შედეგად, რომლის მონაწილე იყო ჯალალ ად-დინის შვილი. სხვა წყაროები ამას არ ადასტურებენ; იხ. აგრეთვე ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი, თურქულიდან თარგმანა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ (ნაკვ. II, თბ,., 1973, გვ. 125.
34. ჯალალ ად-დინ რუმი, XIII ს-ის პოეტი-მისტიკოსი, თურქული პოეზიის ფუძემდებელ, დერვიშთა სუფიური ორდენის მევლევის დამაარსებელი: ლირიკული „დივანის და თხზულება „მესნევის“ ავტორი.
35. მაჰმუდ შაბისთარი (გარდ. 1320 წ.). მას ეკუთვნის პოემა „გულშან-ე რაზ“ – „საიდუმლოს ყვავილნარი.
36. კასიმ ალ-ანვარ – პოეტი სუფი (1357-1434). სეფი ად-დინის ვაჟის სადრ ად-დინის მეგობარი და მოწაფე. იგი შიიტი იყო.
37. სეფი ად-დინი (1252-1334) – სეფიანთა ორდენის დამაარსებელი.
38. სადრ ად-დინ მუსა (1334-1392/3), ისევე, როგორც მისი მამა სეფი ადდინი, სუნიტი იყო.
39. დივანი – გამოჩენილი პოეტის ნაწარმოებთა კრებული, სადაც რითმა დალაგებულია ანბანის მიხედვით.
40. შერჰ-ი ჩალმინი – უფრო მეტად ცნობილია, როგორც „ჩაღმინი სერჰი“. ამ ასტრონომიული ნაშრომის ნამდვილი სახელია „ალმულაჰჰას“. მისი ავტორია მაჰმუდ ბ. მუჰამედ ალ-ჩაღმინი ალხორეზმი. შედგება შესავლისა და ორი თავისაგან.
41. ყოთბ ად-დინ მაჰმუდ იბნ მასუდ აშ-შირაზი – ნასირ ად-დინ ტუსის მოწაფე. გარდაიცვალა 1311 წელს თებრიზში.
42. „მუჰრ მუშთარი“ სპარსული პოემაა, მისი ავტორი, მეჰმედ ისარი 877 (472/3) წელს გარდაიცვალა.
43. იხ. შენიშვნა 13.
44. იხ. შენიშვნა 15.
45. იგულისხმება, როგორც ჩანს, სირაჯ ად-დინ მაჰმუდ ალ-ურმავის (გარდ. 1283 წ.) ნაშრომი „მატალა ალ-ანვარ ჭი ილმ-ი ლ-მანტაკ ვა ლჰიქმათ“. ამ ნაშრომზე მრავალი განმარტება დაიწერა.
46. თალიკ-ი არაბული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა, გავრცელებული იყო განსაკუთრებით ირანში.
47. მუზაფარ ბ. მეჰმედ ბ. ისმაილ ათ-თაბრიზი (1163-1224).
48. აბუ (ბექრ) ზაქარია იაჰია ბ. ალი ალ-ხატიბ ათ-თაბრიზი – ცნობილი ფილოლოგი. დაიბადა თებრიზში 1030 წელს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ბაღდადში. გარდაიცვალა 1109 წელს.
49. ჰამდალაჰთან არის 4 – ნაბიჯი (გე. 80).
50. არდებილის კოორდინატები „ნუზჰათ ალ-ყულუბის“ მიხედვით 82 20“ –38 (გვ. 80).
51. არაბული წყაროების მიხედვით, საბალანის მთის სიმაღლეა 4820 მ.
52. ძველი ირანის ნახევრად მითიური მეფე.
53. არდებილის გადასახადი, ჰამდალაჰის მიხედვით, 85000 დინარს უდრიდა.
54. აბუ ჰამიდ ალ-ანდალუსი, იგივე აბუ ჰამიდ ალ-ღარნატი – XI-XII საუკუნეების არაბი კოსმოგრაფი. მას ეკუთვნის გეოგრაფიული თხზულება „საჩუქრები ჭკვიანებს და უცნაურობათა კრებული“.
55. ბათმანი, ან მანი რამდენიმე სახის იყო: 1. მცირე მანი 832 გრამს უდრიდა. 2. დიდი მანი დაახლოებით 3 კგ-ის. 3. საშუალო – 1920 გრამს. თავდაპირველად გაგრცელებული იყო მცირე მანი, რომელიც XV საუკუნის შუა წლებში დიდმა მანმა შეცვალა, ზაქარია ალ-ყაზვინის მიხედვით, აღნიშნული ქვის წონა 200 რატლს უდრიდა, რაც 665 კგ და 600 გრ შეესაბამება. უნდავივარაუდოთ, რომ „ჯიჰან-ნუმაში“ დაშვებულია შეცდომა, ვინაიდან 2 მანი 6 კგ-ზე მეტი არ შეიძლება იყოს (ზაქარია ალ-კაზვინის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, არაბულ ტექსტს შესავალი წაუმძღვარა, ქართული თარგმანი და შენიშვნები დაურთო ოთარ ცქიტიშვილმა, თბ., 1975, გვ. 30).
56. დაახლოებით XIV-XV ს-თა მიჯნაზე შეიქმნა ლეგენდა სეფი ად-დინის წარმოშობის შესახებ მეშვიდე შიიტი იმამის მუსა ქაზიმისაგან 21-ე თაობაში. უკანასკნელი ალისა და ფატიმას შთამომავალი იყო.
57. შეიხ ზაჰიდი (გარდ. 1300 წ.) – ცნობილი დევრიში შეიხი, რომლის მოწაფე და სიძე იყო სეფი ად-დინი.
58. მიშქინის კოორდინატები ჰამდალაჰთან არის 82 20 – 37 40 (გვ. 82).
59. XII ს-ში და XIII ს-ის პირველ მეოთხედში ჩრდილო-დასავლეთ ირანის ერთ-ერთ ოლქს ქართული წარმოშობის ბეშქენიანთა დინასტიის წევრები მართავდნენ.
60. ფირუზი (პეროზი) სასანელი შაჰი (459-484).
61. ყუბად I, პეროზის ვაჟი (488-531); 496 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და გაიქცა. 499 წელს მან კვლავ დაიკავა ტახტი.
62. აჰარის გადასახადი ჰამდალაპთან 10000 დინარია (გვ. 83)
63. ნოუზიდის გადასახადი ჰამდალაჰის მიხედვით 11000 დინარია (გვ. 84).
64. ჰამდალაპთან ხოის კოორდინატებია 79 40– 37 40 (გვ. 84).
65. ქალაქი სალმასი, რომელიც ურმიის ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა, XII ს-დან დანგრეულია. აღმოსავლელ ავტორთა ცნობები, მინორსკის აზრით ეკუთვნის პატარა ქალაქს ჰუქნა შაჰრის სახელწოდებით, რომელიც მდებარეობდა ალბაკიდან კოტურისაკენ მიმავალი გზის ჩრდილო-დასავლეთით. 66. სალმასი ჰამდალაჰთან მოთავსებულია 79 41–37" (ჰამდალაჰთან გვ. 85).
67. ურმიის ტბა. 68. ტექსტში – „ურმია მოცემულია სხვა ფორმით. ავტორის, ან, შესაძლებელია, გადამწერის მიერ, შეცდომით მოცემულია სულ სხვა ტრანსკრიფცია.
69. ურმიის კოორდინატები „ნუზჰათის“ მიხედვით არის 79 45–37 45 (გვ. 86).
70. ურმიის გადასახადი ჰამდალაპთან 74000 დინარია.
71. მის შესახებ იხ. უცხოენოვანი ლიტერატურა.
72. ორდენის დამაარსებლად ითვლება ბაჰა ად-დინ მუჰამედ ნაყშბანდი, წარმოშობით ბუხარის ოაზისიდან (1318-1389). შემდგომში ორდენი შუა აზიაში, ირანში, აზერბაიჯანში და ჩრდილო კავკასიაში გავრცელდა. ორდენის დერვიშთა გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი იყო ყვითელი სამოსი (ხირკა).
73. უშნუიეს გადასახადი ჰამდალაჰის მიხედვით 19300 დინარია.
74. იგულისხმება ოსმალთა დამარცხება სარავის ველზე 1618 წელს. დაწვრილებით გადმოცემულია „ფეზლექეში“.
75. მარაღის კოორდინატები ჰამდალაჰის მიხედვით არის 82 70 – 37 20 (გვ. 87).
76. მარვან იბნ მუჰამადი – უმაიანი ხალიფა, ქართული წყაროებით მურვან ყრუ (744-750).
77. საჯიანთა დინასტიის (889-929) ერთ-ერთი წარმომადგენელი იბნ აბუსაჯი (879-889) აზერბაიჯანის გამგებელი დაინიშნა 276 (889/90) წელს. მის წინააღმდეგ გამოვიდა აბდალაჰ იბნ ალ-ჰასან ალ-ჰამადანი – მარაღის გამგებელი. იგივე ცნობა მოიპოვება XII-XIII საუკუნეთა ავტორის ჯემალ ად-დინ იბნ ალ-ჰასანის ნაშრომში „ახბარ ად-დუვალ ალ-მუნკატი’ა“.
78. ნასირ ად-დინ ტუსი – ირანელი მეცნიერი (1201-1274), ენციკლოპედისტი, მარაღის ობსერვატორიის დამაარსებელი (1259 წ.) და ხელმძღვანელი.
79. „ზიჯ-ე ილხანი“ – ნაშრომი წარმოადგენს ობსერვატორიის ყველა მეცნიერის 12 წლიანი მუშაობის შედეგს. მისი შემდგენელია ნასირ ად–დინ ტუსი.
80. სალაჰ ად-დინ ხალილ აბნ აიბაქ ას-საფადი (1297-1363); ქათიბ ჩელების ცნობით, მის თხზულებაში თავმოყრილია გამოჩენილ პირთა აზრები.
81. ჰულაგუ (1217-1265) მონღოლ ილხანთა სახელმწიფოს ფუძემდებელი.
82. ამ გადმოცემას გ. მამედბეილი შეცდომით ქათიბ ჩელების მიაწერს. ცნობა მოტანილი აქვს თურქ მეცნიერს მ.ფ.ქოფრულუს. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ავტორის სახელს არასწორი ფორმით („სოღდი“) იძლევა დ'ოსონიც.
83. ამ ჩვენების მიხედვით უნდა იყოს თაზსავი და არა თასავი, მაგრამ, როგორც ჩანს, ასოთა ჩამოთვლისას „»ზიმი“ ზედმეტია.
84. დეჰხარყან –- მცირე ქალაქისა და ოლქის დასახელება ირანის აზერბაიჯანში თებრიზის სამხრეთ-დასვლეთით 15 კმ. მანძილზე. პუნქტი მოხსენიებულია იაკუთისთან „დიხნახირჯან“ ფორმით. (ე.სიხარულიძე, იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავასიის შესახებ).
85. დეჰხარყანის გადასახადი ჰამდალაჰთან 23600 დინარია (გვ. 87).
86. მარანდის კოორდინატებია ჰამდალაჰ ყაზვინის მიხედვით 81 55 – 379 59 (გვ. 87).
87. ზია ალ-მულქ ნახჭევანის ხიდი – ირანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი მდ. არაქსზე, გარგარის მახლობლად. მის აღწერას იძლევა შარაფ ად-დინ ალი იაზდი, რომელმაც, როგორც ჩანს, ნახა იგი 1386 წ. თემურთან ერთად მდ. არაქსზე გადასვლის დროს. „ამ ხიდის მსგავსი არ არის ნახჭევნის ოლქში. სოფელ იულაჰის მახლობლად, სადაც არაქსი ჩაივლის, მთის ძირში აშენებული იყო ხიდი თლილი ქვისაგან, ძალიან მტკიცე, გატკეცილი, ლამაზი კონსტრუქციის. თაღებს შორის ორი ძალიან მაღალი და განიერია; ერთ-ერთის სიგანე დაახლოებით 60 გაზს აღწევდა (1 გაზი – 48 სმ).
88. „თაკვიმში ამ კოორდინატებზე მოთავსებულია ბაქო.
89. „დერბენდ-ე ხაზარი“, „ბაქოს დერბენდი“, „შირვანის დერბენდი“ შუა საუკუნეთა აღმოსავლელ ავტორებთან ყოველთვის აღნიშნავს ერთსა და იმავე ქალაქს ანუ დერბენდს.
90. იბნ სეიდ ალ-მაღრიბი, იგივე აბუ ლ-ჰასან ალ-ღარნატი – XIII ს-ის ავტორი, რომელსაც ეკუთვნის გეოგრაფიული ნაშრომი 7 კლიმატზე .
91. სამი მდინარე – სანჯიდ, გადივ და შალი, რომელსაც საფიდ-რუდი ჩრდილოეთით ერთვის, სათავეს ხალხალის მიდამოებში იღებს
92. შამს ად-დინ მუჰამედ ჯუვეინი – ირანის სახელმწფო მოღვაწე. მას ეკავა საჰებ დივანის თანამდებობა ჰულაგუს (1256-1265), აბაღას (265- 1285) და აჰმედის (1282-1284) დროს. 1284 წელს სიკვდილით იქნა დასჯილი.
93. ჰამდალაჰის მიხედვით, აკბენდის მაღლობსა და ერზურუმს შორის უნდა იყოს პუნქტი ***: (გვ. 224) „ჯიჰან-ნუმაში“ გამოტოვებულია.
94. ხოჯა საად ად-დინ სავეჯი – რაშიდ ად-დინის დროს ოფიციალურად პირველი ვეზირი და სახელმწიფო ბეჭდის მცველი. საად ად-დინი ცდილობდა დაეღუპა რაშიდ ად-დინი, მაგრამ რაშიდ ად-დინმა თვითონ მოახერხა მისი მოსპობა, რის შემდეგაც ვეზირად თაჯ ად-დინ ალიშაჰ გილანი აიყვანა.
95. უმარი – მეორე ხალიფა (634-644).
96. უსმანი – მესამე ხალიფა (644-656).
97. ხუზაიფა იბნ ჰისალ ალ-იამანი (გარდ. 656 წ.), არაბი მხედართმთავარი. 641–2 წელს ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანს დაპყრობას სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლებში (გარდ. 656 წ.)
98. ზუსტად ასეთსავე ცნობას გვაწვდის იბნ ალ-ასირიც
99. სულტანიაზე ცნობები დაზუსტებას მოითხოვს. ქალაქის დაფუძნება დაკავშირებულია არღუნ-ხანის სახელთან. 1305 წელს მუჰამედ ხუდაბეინდრე ოლჯაითუმ გააგრძელა მამის მიერ დაწყებული მშენებლობა, რაც 1313 წელს დასრულდა (რ.კიკნაძე, ყორღოილანგისუღ-სულტანიე, „კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966, გვ. 257-264.
100. ჰულაგუს შემდეგ ილხანებად იყვნენ აბაღა (1265-1287), აჰმადი (1282- 1284), არღუნი (1284-1291), ქეიღათუ (1291-1294), ბაიდუ (1295), მაჰმუდ ყაზანი (1295-1304), მუჰამედ ხუდაბენდე (1304-1317), აბუსაიდ ბაჰადურ ხანი (1317-1325), არფა (1335-1336), მურსა (1336).
101. ყარა-მუჰამედი (1380-1389) ჯელაირინ სულტან ფუვეისს ემსახურებოდა. მისმა ვაჟმა იუსუფმა თებრიზი დაიპყრო და დამოუკიდებლად იწყო მართვა. ყარა იუსუფი (1389-1400, 1405-1420).
102. ისქანდერი (1420-1438).
103. ჯაჰან-შაჰი (1438-1467).
104. ჰასან-ალი (1467-1468).
105. აკა სას – ორივე სიტყვა გრძელს, მაღალს ნიშნავს სპარსულად.
106. თეთბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს გამგებლები იყვნენ ყარაიულუქი (1378-1406), ჰამზა (1438 წლამდე), ჯიჰანგირი (1444), უზუნ ჰასანი (1453), ხალილი (1478), იაყუბი (1478), აჰმედი (1497), მურადი (1497), ალვანდი (აზერბაიჯანში, შემდეგ სიკვდილამდე, დიარბექირში – 1498), მუჰამედ მირზა (ჯებელსა და ფარსში 1500 წლამდე).
107. შეიხ ჯუნეიდი (1447-1456) აწარმოებდა დაპყრობით ომებს ევფრატის სათავეებში, საქართველოსა და დაღესტანში. შეიხ ჰაიდარი კი – დაღესტანსა და შირვანში. პირველი შირვანშაჰ ხალილულაჰ I-თან ბრძოლაში დაიღუპა, მეორე კი სულტან იაყუბ აყ-ყოიუნლუსა და ფარუხ იასართან ბრძოლაში.
108. „ფარს-ნამეს“ მიხედვით, მსოფლიოში არ არის ციხე ამაზე უფრო ძველი და მტკიცე. ადრე ცნობილი იყო როგორც სე გუნბადან (სამი გუმბათი).
109. ავტორი უზუსტობას უშვებს, ჩალდირანთან ბრძოლაში გაიმარჯვა სელიმ I-მა (1512-1520) და არა სულეიმანმა.
110. ისმაილ I (1501-1524), თამაზ I (1524-1576), ისმაილ II (1576-1578), მუჰამედ ხუდებანდე (1578-1587), აბას | (1 587-1629), სეფი I (1629-1642), აბას II (1642- 1666).
111. იგულისხმება ყარა-იაზიჯის და დელი-ჰასანის აჯანყება (1595-1603). ტექსტშია ცას – „ჯელალი“. 1519 წლის აჯანყების შემდეგ ბოზოქლუ ჯელალის მეთაურობით, ოსმალეთში, ყველა მეამბოხეს „ჯელალი“ და ყველა ამბოხებას ჯელალის მოძრაობა ეწოდებოდა.
თავი 39
1. XVII ს-ში დასავლეთ სომხეთის ტერიტორიის ერთ-ერთი ნაწილი ვანის ეიალეთია.
2. კასპიის ზღვა.
3. უნდა იყოს, როგორც ჩანს, რანი.
4. აბუ ჰამიდ ალ-ღარნატის ნაშრომი „თუჰრათ ალ-ალბაბ ვა ნუხბათ ალაჯაბ“ („საჩუქარი ჭკვიანებს და უცნაურობათა კრებული“ – XII ს.).
5. ბიბლიის იაფეტი – ნოეს ვაჟი.
6. „აჰსან ათ-თაკასიმ თი მარითათ ალ-აკალიმ“ („საუკეთესო დაყოფა სარტყელთა შესაცნობად“) X საუკუნის ავტორის ალ-მუკადასის ნაშრომი.
7. უნდა იყოს რანი.
8. ერევნის 7-თვიანი ალყა ავტორს აღწერილი აქვს „ფეზლექეში“. მისი თარიღია 1012 (1603/4) წელი.
9. იგულისხმება 1616 წელს ოქუზ მეჰმედ-ფაშას გალაშქრება ერევანზე.
10. შაჰ სეფი I (1629-1642) –– სეფიანთა ირანის შაჰი.
11. ალექსანდრე მაკედონელი.
12. იხ. 38-ე თავის შენიშვნა 60.
13. ქათიბ ჩელები ერთმანეთში ურევს ცნობებს ბარდასა და განჯაზე. ის, რაც ქათიბ ჩელების განჯაზე აქვს ნათქვამი – „ჰამდალაჰი ამბობს, ის ისქანდერ რუმიმ ააშენა, ხოლო განაახლა ფირუზის ვაჟმა ყობადმა. ადრე დიდი და გაშენებული ქალაქი იყო“, ჰამდალაჰი ბარდასთან დაკავშირებით აღნიშნავს (გვ. 91, 92) ხოლო ჰამდალაჰის ცნობა განჯაზე – „ისლამის ქალაქია, დაარსებული 39 (653) წელს“, „ჯიჰანნუმაში“ მოხვედრილია ბარდავის აღწერაში.
14. XIII ს-ის ავტორი აბუ ლ-ჰასან ალი ალ-ღარნატი.
15. ერთ-ერთი მაზჰაბი სუნიტურ ისლამში. ჰანაფიტების მაზჰაბის დამაარსებელია ცნობილი მუსლიმი ქუფელი ფაკიჰი აბუ ჰანიფა (699- 767).
16. ნახჭევანის კოორდინატებია ჰამდალაჰთან 80755 და 33140.
17. ამინ აჰმედ რაზი – XVI ს-ის ირანელი გეოგრაფი, ავტორი გეოგრაფიულ-კოსმოგრაფიული თხზულებისა „ჰართ იკლიმ“ (შვიდი სარტყელი).
18. შეიძლება იგულისხმებოდეს ირანელი ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის რაშიდ ად-დინის (1247-1318) გეოგრაფიული ნაშრომი „სუვარ ალ-აკალიმ“. 19. შაჰრუხი – თემურის ვაჟი (1404-1447).
20. ცნობა ბარლასის არხის გაყვანის შესახებ მდ. არაქსზე არის ფ. გორგიჯანიძესთან, რომელიც სპარსული წყაროებით სარგებლობდა: „არაზის წყლით დიდი რუ გაიღეს, სიშორით ექვსი აღაჯი, თხუთმეტი ადლის განითა, სიღრმე აქვს ზოგან სამი ადლი და ზოგან ხუთი ადლი, ზოგან ექვსი და რვა ადლიც გათხარეს. სათავე მაგრა შეუკრეს და წყალპატარაობაში არეზის წყლის მესამედს დაიჭერდა. ორსმოც დღეზედ გასთხარეს და ვითარც წვიმა ძრიელის ლვარი მღვრია ბილაღანს მიიყვანეს“ (ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ს.კაკაბაძის გამოც. ტფ., გვ. 312).
21. ჰამდალაჰი ერთად იძლევა მუღანისა და არანის გადასახადს – „ათაბეგების დროს 3 000 000 დინარს აღემატებოდა“... ხოლო ამჟამად მხოლოდ 303 000 დინარია“ (გვ. 89, 90).
22. აფშინი -- აბასიანთა ხალიფას ალ-მუთასიმის (833-842) თურქი სარდალი. ცნობილია იმით, რომ 837 წელს ჩაახშო ბაბეკის აჯანყება. ამ დროს მის საყრდენ პუნქტს ბარზანდი წარმოადგენდა. აფშინი მხოლოდ ტიტულია, ნამდვილი სახელი კი ჰაიდარ ბ. კავუსი იყო. 841 წელს მას ციხეში შიმშილით სიკვდილი მიესაჯა.
23. მაჰმუდ ყაზანი (1295-1304) – ილხანთა სახელმწიფოს მბრძანებელი.
24. ბეითი არ არის „შაჰ-ნამეს“ კანონიზებულ ტექსტში.
25. ჰამდალაჰის მიხედვით, „ხანების დროს გადასახადი 1 000 000 დინარია, შემდეგ კი – 113 000 (ჰამდალაჰი, გვ. 92).
26. ჰამდალაჰ ყაზვინის მიხედვით შემახის კოორდინატებია 84 30 და 40 39 (გვ. 92).
27. ხოსრო ანუშირვანი – სასანური ირანის მეფე (531-579).
28. „მარასიდ ალ-იტტილა ალა ასმა ალ-ამქინა ვა ლ-ბიკა“ („ადგილებისა და ველების სახელწოდებებზე დაკვირვების ადგილები“) – იაკუთის დიდი ლექსიკონის შემოკლებაა. არსებობდა თითეოს ამ ნაშრომის სამი რედაქცია: ერთ-ერთი თვით იაკუთს მიეწერება, მეორე აბდ ალ-მუმინს, მესამე კი – ას-სუიუტის; ამათგან ქათიბ ჩელები იხსენებს მხოლოდ ას-სუიუტის (964! 6I-7სისი, ტ. II, სვ. 1652).
29. მოსეს კლდე მოხსენიებულია ყურანში (XVIII, 62); სიცოცხლის წყაროს ათავსებენ ბაჯარვანში.
30. გიბრალტარის სრუტე.
31. XII საუკუნის ავტორის იაკუთის ნაშრომი „მუჯამ ალ-ბულდან“ (ქვეყნების ლექსიკონი).
32. ჯილანი (სპარსული გილანი) –– კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდ. საფირ რუდის შესართავთან.
33. გუშთასბის გადასახადი ჰამდალაჰის მიხედვით 118505 დინარია (ჰამდალაჰი, გვ. 92).
34. ჰამდალაჰ ყაზვინთან თბილისის კოორდინატებია 83–48 (გვ. 93). აღნიშნული გრძედის გამოთვლა ეკუთვნის მაღარის ობსერვატორიის დამაარსებელ ნასირ ად-დინ ტუსის, რომლის საწყისი მერიდიანი მდებარეობს საშუალოდ 34%30 დასავლეთ გრინვიჩიდან. მსოფლიოს დიდი საბჭოთა ატლასის მიხედვით, თბილისის გრძედია 44 49, რაც 38 11 სხვაობას იძლევა.
35. ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისს 3 კარი ჰქონდა, გხვდება X ს. არაბი გეოგრაფი ისტახრის ალ-ისტახრის ნაშრომში, რასაც იბნ ჰაუკალიც იმეორებს. ეს ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან „თბილისს საერთოდ ექვსი კარი ჰქონდა: ერთი კარი ავლაბარში იყო, დანარჩენი ხუთი – მტკვრის მარჯვენა მხარეზე; მ.ბერძენიშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII ს-ში, თბ., 1965,
გვ. 4).
36. იგულისხმება თბილისის დაპყრობა არაბთა მიერ, მისი განთავისუფლება დავით აღმაშენებლის მიერ 1122 წ. და 1226 წ. ჯალალ ად-დინის თავდასხმა ქალაქზე.
37. ცნობა არ არის ზუსტი. 1606 წლიდან როგორც ქართლის დედაქალაქი, 1645 წლიდან 1656 წლამდე, როგორც ქართლ-კახეთის ცენტრი, თბილისი უშუალოდ ირანის გამგებლობის ქვეშ იყო.
38. „ტექსტშია: „ამინ აჰმედი „აჯაიბ ალ-მახლუკათში“- მოგვითხრობს რომ.., რომელთაც ეკუთვნით თხზულებები სათაურით „აჯიბ ალ-მახლუკათ“, არ არის ამინ აჰმედი; მაგრამ აღნიშნული ციტატა შეტანილი აქვს XVI ს-ის ირანელ გეოგრაფს ამინ აჰმედ რიზას თხზულებაში „ჰადთ იკლიმ“
39. ისფენდიარი – გუშთასბის ძე, ლოჰარასბის შვილიშვილი.
40. ზოგიერთი აღმოსავლელი ავტორი კედლის აშენებას ალექსანდრე მაკედონელს.
41. „მურუჯ აზ-ზაჰაბ ვა-ლ-მა'ადინ ალ-ჯავჰარ“ (ოქროს სამრეცხლოები და ძვირფასი ქვების საბადოები") –X საუკუნის არაბი ავტორის ალ-მუკადდასის ნაშრომი.
42. მასუდისთან ერთი მილია.
43. იხ. 38-ე თავის 30-ე შენიშვნა.
44. არეშის აღწერა მოცემულია „ჰადრთ იკლიმის“ მიხედვით (ამინ აჰმედ რაზი, დასახ. ნაშრომი, გვ. 367).
45. ავტორს აშკარად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ლორისა და გორის მდებარეობაზე. ამავე სახელწოდების პუნქტებს იგი იხსენიებს სამცხესაათაბაგოში. (იხ. ქვემოთ).
46. დიდი აზერბაიჯანელი პოეტი აფზალ ად-დინ იბრაჰიმ ხაკანი შირვანი (1126-1186) იყო დაახლოებული. პირი შირვან-შაჰ მანუჩეჰრისა, რომელიც ცნობილია დიდი ხაკანის სახელით.
47. სადრ ად-დინი – მუჰამედ იბნ იბრაჰიმი – სეფიანთა დინასტიის დროინდელი თეოლოგი და ფილოსოფოსი, იგი დაიბადა შირაზში. 7- ჯერ იმოგზაურა მექაში უკანასკნელად, უკან დაბრუნებისას, გარდაიცვალა ბასრაში 1612 წელს. მისი მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა 20 ტომზე მეტს მოიცავს. მის ნაშრომთა შორის არის ყურანის სხვადასხვა თავის კომენტარები.
48. რუქნ ად-დინ ალ-ასტრაბადი ალ-ჰასან იბნ მეჰმედ ათ-თავფი. მას ეკუთნის თხზულება „მირათ ულ-შატა“. ქათიბ ჩელების ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში მითითებული თხზულების დაწერის თარიღი 717 (1317/18) მცდარია, ვინაიდან მეჰმედ ფათიჰი ოსმალეთს მართავდა 1451-1481 წლებში.
49. აბუ ლ-ფადლ ჰუბაიშ იბნ იბრაჰიმ იბნ მეჰმედ ათ-თიფლისი – გარდაიცვალა 600 (1203 წელს).
50. ერთ-ერთი სოფელი ლორი მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, მაგრამ მისი ზუსტი მდებარეობა ცნობილი არ არის (ს.ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წ.III, თბ., 1958, გვ. 430).
51. კოლას მხარე იგივე პატარა არტაანია, დიდი არტაანის აღმოსავლეთით და ფანაკის ლივას ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია.
52. – შესაძლებელია, ერუშეთის დამახინჯებული ფორმა იყოს.
53. – შესაძლებელია, ასპინძა იგულისხმებოდეს, ვინაიდან ხერთვისის შემდეგ ჭაჭარაქამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც მტკვარი ჩაუვლის ასპინძაა.
54. ტექსტშია ****
55. ბინ გიოლი – მდინარეების ევფრატისა და არაქსისი წყალგასაყარი მთები.
56. აფრა-ჩაი – არაქსის მარცხენა შენაკადი.
57. ალაშქერტი – (თოფრაკ-ყალა) –– არზუმის დასავლეთით თურქეთის ჩრდილოეთ მხარეში მდებარე ქალაქი.
58. კაჰკაჰა – ციხე-სიმაგრე, სეფიანთა დროის სახელმწიფო დამნაშავეთა საპყრობილე. იქ ინახავდნენ აგრეთვე ხაზინასაც.
59. იგივე ცნობა აქვს ზაქარია ყაზვინისაც (ო.ცქიტიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 24).
60. რიჟთა – (სიტყვასიტყვით ძაფი, სპარს.); სამ. დრაკუნკულიოზი (ჭიის სახეობა, რომელიც ადამანის ორგანიზმში წყალთან ერთად ხვდება და კანქვეშ იზრდება.
61. „ჯიჰან-ნუმაში“ არის ***** – სიმცირე. მსგავსი ამბავი გადმოცემულია იბრაჰიმ ფეჩევის „ისტორიაშიც“, ოღონდ იქ დასახელებულია მდინარე ზანგი, რომელიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, „იმ დროს ძლიერ ადიდებული იყო“. (ს. ჯიქია, იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გვ. 88).
62. შამს ად-დინ მოჰამედი – ცნობილი შირაზელი პოეტი (1300-1389 წელი).
63. XV საუკუნის ოსმალო ავტორია მეჰმედ აშიკის გეოგრაფიული თხზულება „მანაზირ ალ-ავალიმ“ („სამყაროთა სანახაობანი“),
64. ზღაპრული მთები, რომლებიც გარს ერტყმის მთელ დედამიწას. 65. როგორც ჩანს, იგულისხმება ჰერარდ მერკატორის ნაშრომი.
66. რუდისარი მდებარეობს ლანგარუდის აღმოსავლეთით 13 კმ მანძილზე.
67. ამოლი – ტაბარისტანის დედაქალაქი.
68. მეწამული ზღვაა, – არაბეთის ზღვა.
69. ბ. ზახოდერის აღნიშვნით, არცერთი ამ კუნძულთაგანი, მიუხედავად მათი სახელწოდებების ხანგრძლივი კვლევისა, მეცნიერებაში ზუსტად იდენტიფიცირებული არ არის
70. არსებობდა მოსაზრება, რომ სიაჰქუჰი – კასპიის ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობდა და ცნობილი იყო თურქული დასახელებით – მანგიშლაკ; ო. ცქიტიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 53).
71. ბურტასის შესახებ იხ. ჰუდად ალ ალამის ნაშრომი.
72. აბარქანდამანის ციხე იხსენიება ისტახრის თხზულების სპარსულ ვარიანტშიც (ვ.ფუთურიძე, ისტახრი, ჰოდუდ ალ-ალემი, ჰამდალაპჰ ყაზვინი, თბ., 1937, დვ. 5-6).
73. იგივე ამბავი „თაკვიმ ათ-თავარიხში“ ქათიბ ჩელების დათარიღებული აქვს 183 (799-800) წლით.
74. აბდულაჰ იბნ უმარ ბაიდავი – XII საუკუნის ყურანის ცნობილი კომენტატორი მას ეკუთვნისს სპარსულ ენაზე დაწერილი კომპილაციური მსოფლიოს მოკლე ისტორია „ნიზამ ათ-თავარიხ“ („ისტორიულ მოვლენათა წყობა").
75. აჰმედ იბნ მუჰამედ ალ-ღაფარი ალ-ყაზვინი – XVI საუკუნის ცნობილი ირანელი კანონთმცოდნე და ისტორიკოსი მისი ერთ-ერთი თხზულებაა მსოფლიო ისტორია „ნუსახ-ე ჯაჰან არა“ („სამყაროს შემამკობელი ნუსხები“) მასში მოვლენების აღწერა 972 (1564/5) წლამდეა მოყვანილი.
76. სულთან ხალილის სახელის შემადგენელი ასოების რიცხვითი მნიშვნელობის ჯამი შეადგენს 820-ს (ხალილულაჰ I შირვანშაჰად იყო 1412-1462 წლებში).
77. სიტყვა „შირვანშაჰის“ შემადგენელ ასოთა რიცხვითი მნიშვნელობის ჯამი 863-ა, ხოლო ფარუხ იასარი, რომელზედაც არის ლაპარაკი, ტახტზე 867 (1462/3ვ) წელს ავიდა.
78. იგივე ცნობები აქვს ბაქიხანოვს.
79. შაჰ აბას I (1587-1629) –– სეფიანთა დინასტიის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი.
80. ილდეგიზიანი ათაბეგები იყვნენ: შამს ად-დინ ილდეგიზი (1136-1 174), ჯაჰან-ფეჰლევანი (1174-1186), ყიზილ-არსლანი (1186-1191), ყუთლუ ინანჩი (1196-1195) („ჯიჰან-ნუმაში“ არ იხსენიება), აბუ ბექრი (1191- 1210), ოზბეგი (1210-1225).
თავი 40
1. დაღესტანი სიტყვასიტყვით მთიანეთს ნიშნავს.
2. შაფიიტური მაზჰაბი წარმოადგენს კომპრომისს ჰანაფიტებისა და მალიქიტების სისტემებს შორის. მისი ფუძემდებელია აბდალაჰ მუჰამმად იბნ იდრის აშ შაფი'ი (გარდ. 820 წ.).
3. აღმოსავლელ ავტორთა უმრავლესობა თარგმნის როგორც „ტახტს“. „დერბენდ-ნამეს“ ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, „იჰრანის ციხე-სიმაგრეში ისფენდიარის ოსტატებმა მოაწყვეს ოქროს ტახტი. ამიტომ იჰრანს დაარქვეს საჰიბ-ი სერირ (ირანელებმა) ხოლო არაბებმა - ჰატემ ალ-ჯაბალ. ზოგიერთი ისტრიკოსის ჩვენებით, იეზდიგერდი, სასანური დინასტიის უკანასკნელი მეფე არაბების მიერ დამარცხებული, წავიდა ხორასანში; თავისი ოქროს ტახტი კი მრავალი განძეულით ერთ-ერთი თავისი დიდებულის ხელით, კავკასის მთებში გაგზავნა. ნიზამი „სარის დასახელებას უკავშირდება ქაიხოსროს ტახტსა და გვირგვინს, რომლებიც იქ გამოქვაბულში ინახებოდა. სხვები კი ირწმუნებიან, რომ სერირის ქვეყანამ თავისი სახელწოდება მიიღო მათ ხელისუფალთა უფლებისაგან – მჯდარიყვნენ ოქროს ტახტზე ალანსა და კავკასიას შირის. ერემიანი თვლის, რომ აღნიშნული დასახელება მომდინარეობს ირანული ძირიდან სერ - „მთა“ და ნიშნავს იგივეს, რასაც ქართული „მთიულეთი“. იგივე აზრი გაზიარებულია სხვა ნაშრომშიც.
4. ყულას ციხის დაცვაში მონაწილეობას იღებდენ ქალებიც. მათმა თავდადებამ ასახვა ჰპოვა პოეტურ თქმულებაში პარტუ პატიმზე
5. (ენა) მრავლობითი ფორმაა 6.
6. მარცვლეულის საწყაო. უდრის დაახლოებით 8 ბაღდადურ რატლს ანუ 3,25 კგ-ს.
7. ვაიდენბაუმის განმარტებით, „კაბაკი“ მთიელ და ნოლაელ ტომებში იხმარება საცხოვრებლის, დასახლების მნიშვნელობით. სიტყვა თურქულ-თათრული წარმოშობისაა და შემოტანილი უნდა იყოს ჩრდილო კავკასიაშში ნოღაელთა მიერ ნ.ხანიკოვის აღნიშვნით, „კაბაკი“ თათრულ ენაზე ნიშნავს თასს, ხოლო, მეორე მხრივ, მთებით გარშემორტყმულ ველს, უფრო ფართო მნიშვნელობით კი შეიძლება გავიგოთ, როგორც ღობით გარშემორტყმული საცხოვრებელი.
8. იხსენიება აგრეთვე ქსავერიო გლავანისთან.
9. ევლია ჩელებისთან გვხვდება ტომის აღწერა, რაც, როგორც ჩანს, ერთი და იგივეა. (ევლია ჩელები, მოგზაურობის წიგნი, ტ: II, გვ. 105; თარგმნაში, გვ.103).
10. აღნიშნული ტომი იხსენიება ევლია ჩელებისთანაც (გე. 103; თარგმანში, გვ. 101).
11. აგრა.
12. როგორც ჩანს, ბიჭვინთა.
13. ტექსტშია ს - ზუსტად ასეთივე შეცდომაა ელია ჩელებისთანაც (გვ.104; გვ.102).
14. სახელწოდება ან თემს მიუღია მისი ცენტრის სახელიდან – აშე-ღალი. ეს პუნქტი აშე-ღალი წარმოადგენდა ნავსადგურს, რომელიც მდებარეობდა მდინარე აშეს შესართავთან (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1964, გვ.180).
15. მდებარეობდა მდინარე ახეუნთან (თანამედროვე შახეს შესართავთან) და საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი იყო (პ.ინგოროყვა, დასახ. ნაშრომი, გვ.165).
16. შესაძლებელია, დამახინჯებული - პიტიუნტა იყოს.
17. შესაძლებელია, დანახინჯებული ყაბარდო იყოს.
18. აბხაზთა წარმოშობის შესახებ იხ. ანჩაბაძის ნაშრომი რუსულად.
19. XIV-ს-ის ავტორები ალ-უმარი და ალ-კალკაშანდიც, ჩანს, იმავე ქალაქს გულისხმობდნენ, რასაც აბუ ლ-ფიდა და აბუ ბექრი, როდესაც განმარტავენ, რომ საქართველოში ორი მეფეა; ერთი – თბილისში, მეორე – დადიანი, ფლობს ორ ქალაქს სოხუმსა და აბხაზს, ყირიმის ზღვის ალმოსავლეთით“. ვ.სიზოვის აზრით, დასახელებული ქალაქი აბხაზი თავისი ისტრორიული მნიშვნელობით ყველაზე მეტად ნიკოფსიას შეესაბამება.
20. ავტორი შეცდომით ლაზების გვერდით კახეთს ათავსებს.
21. ქათიბ ჩელების მონაცემებით, ოდიშის ტერიტორიული საზღვრები შეესაბამება გურიას და ყველგან ტერმინი »- VI გურიას გულისხმობს. მაგრამ აღნიშნული ადგილი ჩანართია და ეკუთვნის აბუ ბექრ იბნ ბაჰრამს. ამ შემთხვევაში საუბარი, როგორც ჩანს, მეგრელებზეა.
22. ყირიმი.
23. არც XVI და არც XVII სს. მანძილზე სამეგრელოს არცერთ მთავარს ბეჟანი არ ერქვა. ერთადერთი ბეჟან დადიანი არის XVIII ს-ში „1715 წელს კვალად გიორგი მეფემ დადიანი გარდააგდო, დასვა დადიანად ძე მისი ბეჟან ... 1728 წელს მოკლეს ბეჟან დადიანი ოსმალთა, ძე მისი ოტია გადადიანდა“ (ვახუშტი, ს.ყაუხჩიშვილის გამ.გვ.910, 911).
24. ნოვოროსიისკი.
25. შესაძლებელია, დამახინჯებული ჯავახეთი (=>) იყოს.
26. იმერეთი..
27. კახეთი.
28. თეიმურაზ I (1606-1648 წლამდე კახეთის მეფე, 1625-დან 1633 წლამდე – ქართლ-კახეთის მეფე).
29. როსტომ მეფე (1633-1658).
30. დადიანი – ოდიში.
32. მეგრილ – ამ შემთხვევაში, გურია.
32. ავტორს მხედველობაში აქვს, როგორც ჩანს, 955-956 (1548-9) წლების დაპყრობების შემდეგ სულტან სულეიმანის მიერ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი „გამარჯვების წიგნი“( Iტ, I%(მიხს!, 1964, IV, 841).
33. ოსმალეთის სულტანი სულეიმან | დიდი (1520-1566).
34. აჰმედ-ფაშა – მეორე ვეზირი 960 (1552/3) წელს დიდვეზირად დანიშნეს, 962 (1554/5) წელს – მოკლეს. 955 წელს ჩატარდა ერზურუმის ბეგლარბეგის მეჰმედ-ფაშას ლაშქრობა, ხოლო მომდევნო 956 წელს – აჰმედ ფაშას ლაშქრობა.
35. ქათიბ ჩელები მათ მიერ დაპყრობილ ციხეებს ერთად იხსენიებს. ბარაქანზე გორმაქსა და სუმაღარზე იხ.ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, III, გვ.505, 568, 330, 593-595). ნიხახი – თორთუმის ყადას ცენტრია; მდინარე თორთუმსა და ერზურუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 45 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს (ს.ჯიქია, იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გვ. 103, შენიშვნა 20). ა XI – შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ფეჩევისთან მოხსენიებული, ციხეებთან (ფეჩევი, ისტორია, ტ. I, გვ.283), აღსანიშნავია, რომ ლივანის ხეობის სახელწოდება არ არის ზუსტად გადმოცემული არც ფეჩევისთან.
36. ღაზი გირეი (1554-1608) – დევლეთ გირეის ვაჟი, ირანის ლაშრობაში ტყვედ ჩავარდა, სადაც 7 წელი დაჰყო, 1588 წელს დაინიშნა ყირიმის ხანად. იგი ცნობილი პოეტი იყო. მას ეკუთვნის ლექსები თურქულ, სპარსულ და არაბულ ენაზე.
37. ამ პუნქტების იდენტიფიცირება არ ხერხდება.
38. აინი ალის მიხედვით, ყარსის ეიალიეთი შედგება 5 სანჯაყისაგან. გეჩვანი, ზარუშატი, ქაღიზმანი, ყარსი და ბასიანი (დასახ. ნაშრომი). ასევე კოჩი ბეი გორიჯელთანაც იმ განსხვავებით, რომ მასთან დასახელებულია ქაღიზმანი შურაგელთან ერთად.
39. იგულისხმება ლალა მუსტაფა-ფაშას ლაშქრობა ყარსის ციხე ოსმალებმა 1579 წლის აგვისტო-სექტემბერში გაამაგრეს (მ.სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ.139).
40. შეიხი აბუ ლ-ჰასან ალ-ხარკანი მოხსენიებულია ევლია ჩელებისთანაც. (ეველია ჩელები, ტ.I, გვ.307, 308). შეიხი ალი იბნ ჯაფარ აბუ ლ-ჰასან ალ-ხარკანი გვხვდება აგრეთვე აბდ არ-რაშიდ ალ-ბაქუვისთან.
41. მის შესახებ იხ. კ.ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974 გვ.44, 63,71).
42. ეჩმიაძინის თურქული დასახელება.
43. ჩილდირის ეიალეთი მ.სვანიძის აზრით, 1579 წელს დაარსდა და მაშინვე ეწოდა ჩილდირის, ან ახალციხის ეიალეთი, მისი ბელგარბეგის რეზიდენციის ახალციხის მიხედვით ქართულ საისტორიო მწერლობაში ტერმინ ჩილდირის შესატყვისად ყოველთვის გამოიყენებოდა სახელწოდება ახალციხის საფაშო. (მ. სვანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 132, 135; ჩილდირის ეიალეთის დასახლების შესახებ იხ. ს.ჯიქია, მზვარე-ჩრდილი, თსუ შრომები, ტ. 41, 1950, გვ. 185-195).
44. „ჯიჰან-ნუმას ტცნობები წინააღმდეგობაშია ყარსის აღწერისას აღნიშნულია: „მის ჩრდილოეთით ახალციხე მდებარეობსო“, ხოლო ამ შემთხვევაში ყარსი ახალციხის აღმოსავლეთითაა. რაც შეეხება თბილისს, იგი უნდა იყოს მოთავსებული ახალციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
45. აინი ალის მიხედვით, ჩილდირის ეიალეთში 13 სანჯაყია. კოჩი ბეის ჩვენებით – 15.
46. მანუჩარ III – ათაბაგ ქაიხოსრო II-ის და დედისიმედის მესამე ვაჟი (1550-1614). ათაბაგობდა 1581 წლიდან გარდაცვალებამდე. ტექსტში, როგორც ჩანს, მიჩნეულია ყვარყვარე II-ის ძედ, მანუჩარ II-დ.
47. საფარ-ფაშა – იგივე ბექა III. ათაბაგ ქაიხოსრო II-ის და დედისიმედის უმცროსი ვაჟი (დაბ.1564) მისი გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ცნობებია. ვახუშტის მიხედვით, საფარ-ფაშა გარდაიცვალა 1635 წელს, თურქული წყაროების თანახმად კი – 1651 წელს.
48. ახალქალაქის სახელწოდების შესახებ აღნიშნული ცნობა მოტანილი აქვს ს.ჯიქიას რომელიც ამასთან დაკავშირებით შენიშნავს: „მაშასადამე „ახალქალაქ“ სიტყვა აღიარებულია ქართულად, მაგრამ გააზრებულია თურქულად „თეთრ ციხედ“ შეიძლება იმიტომ, რომ თურქულად დიალექტი ax-თეთრი, ხოლო „ქალაქ“ სიტყვა მიმსგავსებულია ეტყობა, არაბ-თურქ. კალეს–ს (ს.ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი;,III, გვ.304).
49. კარიშ – საზომი ერთეული =0,213 მეტრს.
თავი 41
1. „სომხეთი“ ტექსტში აღნიშნულია ტერმინით „არმინია“. ეს ტერმინი არაბ ავტორებს სხვადასხვანაირად ესმოდათ (იხ. ო. ცქიტიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.111-1 12).
2. აშ-შარიში – ესპანელი-არაბი ფილოლოგი (გარდ. 1222 წ.), იბნ ჯუბაირის მოწაფე, „მაკამ“-ის ცნობილი კომენტატორი.
3. ჰამდალაჰ ყაზვინისთან ხმელთაშუა ზღვაა (გვ.100; ინგ. თარგმანი, გვ:100)
4. თარსუსის ნაცვლად ამ ადგილას ჰამდალაჰის ტექსტშია ტრაპიზონი.
5. ქათიბ ჩელების დროს ქვეყანა იყოფოდა დას. და ალმოსავლეთ სომხეთად, 1639 წლის ზავის შედეგად სომხეთი გაიყო ორ არათანაბარ ნაწილად. შედარებით დიდი, დასავლეთ ნაწილი თურქეთის მფლობელობაში გადავიდა, აღმოსავლეთი – ირანის. აღმოსავლეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიქმნა შემდეგი სახანოები: შაქის, შირვანის, განჯის, ბაქოს, ნახჭევნის, ერევნის, შემდგომში აგრეთვე, ყარაბაღის. დასავლეთ სომხეთში შეიქმნა საფაშოები – ყარსის, ერზურუმის, ბითლისის, ბაიაზედის და ვანის.
6. სისი იყო კილიკიის სომხეთის დედაქალაქი XII-–XIII სს-ში.
7. დაბილს და დვინს ავტორი შეცდომით სხვადასხვა პუნქტების დასახელებად მიიჩნევს.
8. აბუ ლ-ფიდა.
9. XVII ს-ის პირველი ნახევრის მოღვაწეს აინი ალის ოსმალეთის სახელმწიფოში მაღალი თანამდებობები ეკავა. მას ეკუთვნის რისალეს ტიპის ნაშრომი „ოსმალთა კანონები და სახელმწიფოს დავთარხანეში დაცული სააღწერო დავთრის ძირითადი შინაარსი“ (იხ.მ.სვანიძე,
ოსმალთა სახელმწიფოს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის კანონები, შედგენილი აინი ალის მიერ, წელი 1018 (1602) (მთარგმნელი ჰადიე თუნჯერი. ანკარა, 1962, 262 გვ. (რეცენზია) თსუ შრომები, ტ. 118, 1967, გვ. 295-301; გ. ალასანია, აინის ალის „რისალე“ როგორც წყარო ოსმალეთის აგრარულ ურთიეთობათა შესწავლისათვის . „ქართული წყაროთმცოდნეობა“ III, თბ. 1971, გვ. 226-235).
10. კოჯა ნიშანჯი მუსტაფა ჯელალ-ზადეს (გარდ. 1567 წ.) გადმოცემული აქვს სულტან სულეიმან I-ისა და სელიმ II-ის პერიოდის მოვლენები 257. მისი თხზულების დასახელებაა „ტაბაკეთ ალმამალიქ ვა ლ-დერეჯათ ალ-მასალიქ („სახელმწიფოთა კატეგორიები და მოგზაურობათა საფეხურები").
11. ვანის ტბა.
12. ოსმალეთის სულტანი სულეიმან I (1520-1566).
13. იგულისხმება ირანის შაჰი თამაზ I (1524-1576).
14. -------------ქრონოგრამა წაკითხვისას იძლევა 955 (1548/9) წელს. 1534 წლის ზაფხულში იბრაჰიმ-ფაშამ დაიპყრო ვანი, ხოლო 1548 წლის 25 აგვისტოს ოსმალებმა კვლავ აიღეს ვანის ციხე.
15. ხოსრო-ფაშა – 967 (1559/60). წლებში ირანის ლაშქრობაში იყო 970 (1562/3) წელს სირიის ვალი გახდა. 971 (1563/4) წელს გადააყენეს. 975 (1567/8ე) წელს დიარბექირის ვალის თანამდებობაზეა 978 (1570/1) წლამდე. 988 (1580/1) წელს ერზურუმის, 999 (1590/1) წელს კვლავ დიარბექირის ვალი. 992 (1584) წელს ალეპოს, ხოლო 994 (1585/6) წელს ვანის ვალი იყო. 995 (1586/7) წელს დაილუპა ირანის ლაშქრობაში (სიჯილი...,ტ.!I, გვ. 131).
16. რუსტემ-ფაშა - არნავუდი იყო. 950 (1543/4) წელს ვეზირის თანამდებობაზე დანიშნეს. 951 (1544/5) წელს დიდვეზირი გახდა. 960 (1552/3) წელს გადააყენეს. 962 (1554/5) წელს მეორედ დანიშნეს დიდვეზირად. 968 (1560/1) წელს გარდაიცვალა (სიჯილი,, ტ.II, გვ. 377).
17. ქრონოგრამა იძლევა 789 (1387) წელს.
18. არჭეშის გადასახადი ჰამდალაჰ ყაზვინის მიხედვით 80000 დინარია.
19. არჭეშის ტბის სიგრძე ჰამდალაჰთან 80 ფარსახია (ჰამდალაჰ ყაზვინი, გვ- 241, ინგლ. თარგმ., გვ.233).
20. დირჰემი დაახლოებით 3,5 გრამს უდრის.
21. ჯალალ ად-დინ მუჰამედ ხორეზმშაჰი – უკანასკნელი ხორეზმშაჰი (1220-1231) 6 წლის განმავლობაში იყო აზერბაიჯანის გამგებელი. 1231 წელს დაამარცხეს და განდევნეს მონღოლებმა. გადმოცემის თანახმად, მოკლულ იქნა ერთ-ერთი ქურთის მიერ.
22. ქამალ ად-დინ მუჰამედ იბნ იბად იბნ მელიქდად – გარდ. 652 (1254) წელს.
23. ჰუსაინ ბ. იუსუფ ახლათი (1394-1454) – ცნობილი პედაგოგი, მოღვაწეობდა ვოსტანში, თებრიზში, ჯეზირესა და კაიროში.
24. შიიტურ წრეებში გაჩნდა რწმენა, თითქოს ალის მიმდევრები ფლობდნენ ფარულ გადმოცემას, რომელიც მოიცავდა ყოველგვარ ცოდნას ქვეყნის დასასრულამდე. ნაშრომი მიეწერებოდა ალის. მსგავსი წიგნი, გადმოცემის თანახმად, შეადგინა მე-6 იმამმა ჯაფარმა.
25. შეადარე შერეფ-ხან ბითლისის ცნობებს.
26. კეზერ-სუ სათავეს ვანის ტბის სამხრეთით იღებს, ჭრის ბითლისის რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ერთვის ბითლისის მდინარეს.
27. სულეიმან-ბეგ ბიჟან-ოღლუ – თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს ერთერთი სარდალი.
28. არაბული დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი სახეობა.
29. გოქ მეიდანი – ღია მოედანი ბითლისში.
30. აქ სიტყვა იმარეთი ზედმეტია. ქრონოგრამის შემადგენელი ასოთა რიცხვითი ჯამია 925 (1519) წელი.
31.გვირაბი ცნობილია სემირამიდის გვირაბის სახელწოდებით.
32. ალ-ვაკიდი – აბუ აბდალლაჰ მუჰამედ ბ. უმარი – არაბი ისტორიკოსი; დაიბადა მედინაში 130 (747/8) წელს. (სI, ტ. IV, 1934, გვ.1195). მოტანილია ცნობები მისი თხზულებიდან „ქითაბ ალ-მაღაზი).
33. იად იბნ ღანამი – არაბი მხედართმთავარი, 639 წელს ხალიფა ომარის ბრძანებით შეუდგა ჩრდ. მესოპოტამიის მიდამოების დაპყრობას. მან აიღო ქალაქები ურფა, ნიზიბინი, მარდინის დიარბექირი.
34. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე (527-565).
35. „შერეფ-ნამეს“ მიხედვით, ბითლისის გამგებელი იყო სერვენდი, იუნუს კათალიკოსის ვაჟი. ა.ა. ფაფაზიანის აზრით, სერვენდი, ან ბერვენდი, იგივე სომხური სახელი ერვანდია, ხოლო, იუვანესი, ან იუნესი – სომხური ოვანესი.
36. იხ. 38 თავის შენიშვნა 45.
37. შეიხ ამარ იასარი გარდაიცვალა 1186 წელს (იხ. ILIICიCდ-Xგ88 169 MMC გვ. 534).
38. აბუ ნაჯიბ აბდალკაჰირ ბ.აბდალაჰ სუჰრავერდი (1096/97-1 167/8).
39. აჰმედ ბ. უმარ აბუ ჯანაბ ნაჯიმადდინ კუბრა ალ-ხივაკი ალ-ხვარეზმი (1145–1226) – დერვიშთა ორდენის კუბსავიეს დამაარსებელი – XIIXII სს. ერთ-ერთი გამოჩენილი ირანელი სუფი, მრავალი სუფიური ნაშრომის ავტორი, მოწაფეთა სიმრავლით ცნობილი.
40. მელვანა ჰუსამ ად-დინი (გარდ . 1523 წ.) – ცნობილი მისტიკოსი, იდრის ბითლისის მამა.
41. ჰაქიმ ად-დინ იდრის იბნ ჰუსამ ად-დინ ალი ალ–ბითლისი (გარდ. 1520 წ) წარმოშობით ქურთი მხედართმთავარი და ისტორიკოსი. ემსახურებოდა ოსმალო სულტნებს ბაიაზედ II-ს (1481-1512) და სელიმ I-ს (1512-1520) მას ეკუთვნის სპარსულ ენაზე 80000 ტაეპად დაწერილი თხზულება სათაურით „ჰეშთ ბეჰეშთ“ („რვა სამოთხე“), სადაც აღწერილია პირველი რვა ოსმალო სულტნის გამგებლობა.
42. აბუ ფაზლ მუჰამედ ჩელები (გარდ. 982-1574/5 წელს).
43. შეადარე შერეფ ხან ბითლისის, გვ. 384-396; 428-430.
44. შერეფ ხანის მიხედვით, სიგრძე 10-12 ფარსახია, სიგანე – 4,5 ფარსახი (გვ.399).
45. ტექსტშია – ქარბუქი, „შერეფ-ხანთან“ კი ნათქვამია - „მუშ“ სომხურად „ნისლს“ ნიშნავს. ნისლის სიხშირის გამო იქ ცოტაა მსხმოიარე ხეხილი
46. ყარა-სუ მურად ჩაის შენაკადი, ერთვის მას. ქ. მუშიდან 12 კმ. მანძილზე ჩრდილო-დასავლეთით.
47. „ბულანიკ“ მღვრიეს ნიშნავს.
48. ნაზიქ – წმინდა, ნაზი.
49. ბიბლიური ნიმრუდი – ისლამის ლეგენდების მიხედვით, ნიმრუდს უნდოდა მიელწია ზეცისათვის და დაემარცხებინა ღმერთი, მაგრამ ყოველი მისი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა.
50. იგულისხმება 1639 წლის ირან-ოსმალეთის ზავი.
51. ბრძოლა ჩალდირანის ველზე მოხდა 1514 წლის 23 აგვისტოს.
52. უნდა იყოს ვანის სამხრეთ-დასავლეთით.
53. ქარჯიქანი – რაიონი ვანის ტბის სამხრეთით; ესაზლვრებოდა აღმოსავლეთით ქევაშის რ-ნს, სამხრეთით – მოქსს.
54. არმუკის გადასახადი, ჰამდალაჰის მიხედვით, 16600 დინარია.
55. ბერქრის გადასახადი, ჰამდალაჰის მიხედვით, 25000 დინარია.
56. ბაიანის გადასახადი, ჰამდალაჰის მიხედვით, 16000 დინარია. (გვ. 101).
57. სელიმის გადასახადი, ჰამდალაჰის მიხედვით 7200 დინარია.
58. აინის გადასახადი, ჰამდალაჰის მიხედვით, 15000 დინარია.
59. დაბილი, ან დვინი XVII ს–ში შედიოდა ერევნის სახანოში (#.#.IIგიმ3%X, დასახ. ნაშრომი, გვ. 163).
60. შერეფ–ხანის ტექსტის მიხედვით, აქ უნდა იყოს აშოტ და არა აშუბ. გამომცემლის შენიშვნით „აშუტი მე-XIX ს-ის დასასრულს პატარა ქალაქის დასახელებაა დიდი ზაბის ნაპირზე, იმადიის ჩრდილოეთით“ ; ა.ა. ფაფაზიანის აღნიშვნით, ციხეს შერქმეული აქვს სომეხი მეფის აშოტ I სახელი (885-890). მაგრამ იგივე შერეფ-ხანი იხსენიებს აშუბსაც – „534 (1139/40) წელს მან ილაშქრა ქურთისტანისა და დიარბექირში, დაიპყრო ბითლისი, ჯეზირე, აშუტი, აკრა და სხვ. რაიონები, დაანგრია ციხე აშუბი, მის ადგილზე დააარსა ახალი და თავისი სახელი უწოდა – იმადია“ - არაბი გეოგრაფი იაკუთი იხსენიებს ქურთებით დასახლებულ ციხე აშიბს, იმადიეს რაიონში.
61. უნდა იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთით.
62. იხილეთ შარაფ ხან ბითლისის შერეფ ნამე რუსულად, გვ. 204
63. ის, ვინც ადრე დგება.
64. ტექსტში, როგორც ჩანს, დაშვებულია შეცდომა, ავტორი 14 სანჯაყს ასახელებს და არა 11.
65. აინი ალის მიხედვით, 5151 თეზქერიანი და უთეზქერო თიმარია. იგი მხოლოდ 9 სანჯაყს ასახელებს. კოჩი ბეი გორიჯელის ჩვენებით ერზურუმის ეიალეთში 13 სანჯაყია.
66. ა.ა. ფაფაზიანის აზრით, აქ „შამ ხანე-ე ჩენე“-ს ნაცვლად უნდა იყოს „ჩეშმე ხანე-ე ჯენეთ“ - სამოთხის წყაროს ადგილი“. ეს სახელი ემთხვევა წყაროს თურქულ დასახელებას „ჯენეთ ფინარი“ (გვ. 165).
67. ოსმალეთის სულტანი ბაიაზედ | (1389- 1402).
68. გადმოცემის თანახმად, მეწამულ ზღვაზე ერთ-ერთი გადაფრენის დროს ზღვის ქარმა მწყერები ზუსტად ისრაელების ბანაკთან მოიყვანა. ვინაიდან ისინი ფრენისაგან დაღლილები იყვნენ, ხალხმა ადვილად ჩაიგდო ხელში.
69. ალა ად-დინ ქეიყობად I (1219-1236).
70. ფარუხშად-ბეგი ბაიანდერის ტომიდან იყო, სულტან სელიმის (1512- 1520) დროს მონაწილეობას იღებდა ეგვიპტის ლაშქრობაში. 932 (1525/6) წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.
71. ალადალი – მდებარეობს ერზურუმსა და ვანს შორის, ვანის ტბის ჩრდილოეთით.
72. არღუნ-ხანი – ილხანთა სახელმწიფოს გამგებელი (1284-1291).
73. იგულისხმება ბასიანის ბრძოლა. ავტორი შეცდომას უშვებს. როგორც ცნობილია აღნიშნული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
74. ასეთივე ცნობები აქვს აინი ალის უკანასკნელი რიცხვის გამოკლებით. აინი ალისთან არის 750.
75. ამ პერიოდში საქართველოზე ოსმალთა ლაშქრობა არ დასტურდება სხვა წყაროებით.
76. ოსმალეთის სულტანი მეჰმედ II ფათიჰი (1451-1481).
77. ასეთსავე ცნობებს გვაწვდის ევლია ჩელები (გ. ფუთურიძე, დასახ. ნაშრომი, ტ. I, გვ.85).
78. ევლია ჩელებისთან არის „კავაკის მოედანი“ (გვ.87). :
79. ევლია ჩელებისთანაა ყურძენი „მელექი (გვ.90) ტრაპიზონის აღწერისას ევლია ჩელების და აბუ ბექრ იბნ ბაჰრამს, შესაძლებელია, ერთი და იგივე წყარო ჰქონდეთ.
80. 50 დღე გაზაფხულის ბუნიაობამდე.
81. შეადარე ევლია ჩელების (გვ. 92-93).
82. იგულისხმება, როგორც ჩანს, რიონი, რომელსაც ავტორი აქ შეცდომით ათავსებს.
„მოკლე გადმოცემა“
ტ.I
1. ჯაფარ-ფაშა – 988 (1580/81) წელს ქუფას ბეგლარბეგი და 991 (1583) წელს შირვანის ვალი გახდა. ერთხანს თებრიზის ბეგლარბერგი და შემდეგ ვეზირი იყო. 1009 (1600/1) წელს გარდაცვალებამდე კვლავ თებრიზის ვალის თანამდებობა ეკავა (სიჯილი ..., ტ.II, გვ. 71).
2. იმ პერიოდის მოვლენებში სავარაუდოდ ორი ალექსანდრედან ერთ-ერთი მონაწილეობდა. პირველი – ლუარსაბ I-ის შვილი, სიმონ I-ის ძმა, მეორე კი – სიმონ I-ის შვილი, შემდგომში მონაზონი არსენი. ამ ორი პიროვნების შესახებ იმდენად მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი, რომ
ცნობაში მოხსენიებული ალექსანდრეს იდენტიფიკაცია რთულია. ეს შესაძლოა ყოფილიყო მონაზვნობის მიუხედავად სიმონის შვილი, რომლის შესახებ დოკუმენტიც 1589 წ. არის შემორჩენილი. თუმცა არ არის გამორიცხული რომ სიმონის ძმა ალექსანდრე, რომლის შესახებ ყველაზე გვიანი დოკუმენტი 1573 წლისაა (პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. გამოსაცემად მოამზადეს დ.კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, მ. ცაგარელმა, გ. ჯანდიერმა, თბ., 1991, გე.220)
3. ქართლის მეფე სიმონ I (1558-1600).
4. იედი-ყულე (შვიდკოშკა “ სტამბოლის საპყრობილე ელჩების, ვეზირების და სხვა მაღალი თანამდებობების პირთათვის. ეს სახელი ეწოდა სულტან მეჰმედ II-ის დროიდან, როდესაც აშენდა ორი უკანასკნელი კოშკი.
5. აღნიშნული ცნობა შეტანილია მუსტაფა ნაიმას ისტორიის 1008 (1599/1600) წლის მოვლენებში. (იხ. ს. ჯიქია, ეპიზოდი XVI საუკუნის საქართველოს ისტორიიდან (ნაიმას ერთი ცნობის განმარტება), „მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის”, ნაკ. 31, თბ., 1954. გვ. 53-58).
6. ამ ადგილიდან იწყება თხზულებაში ნაწყვეტები ჯერაჰ-ზადეს ნაშრომიდან.
7. ირანის შაჰი აბას I (1587-1629).
8. იგულისხმება ირან-ოსმალეთის 1590 წლის 21 მარტის ზავი, რომელიც ოსმალეთის სასარგებლოდ დაიდო.
9. ალი-ფაშა – იმ ხანებში თებრიზის ვილაიეთის ვალი.
10. ნიშნავს „მუცელგამოფატრულს“.
11. მოტანილი ციტატა ყურანიდან არაბულ ენაზე (ყურანი, სურა 16, ლექსი 93).
12. იგივე ტომი იხსენიება ევლია ჩელებისთანაც. (ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნი, ტ.II, გვ. 85).
13. სუფიანი – თებრიზის დასავლეთით 40 კმ. მანძილზე მდებარეობს.
14. ციტატა არაბულ ენაზეა.
15. სულტანი ამ შემთხვევაში ჯარის მეთაურს ნიშნავს.
16. ნიშნავს სქელნეკნებიანს.
17. ციტატა ყურანიდან (სურა 6, ლექსი 96).
18. იგივე ცნობა არაქელ დავრიჟეცისთანაც გვხვდება.
19. იგივე ვაიოც-ძორი.
20. მუსიკალური საკრავი.
21. ფრაზა სპარსულ ენაზეა.
22. გადმოცემები წინასწარმეტყველ მუჰამედის საქმიანობის შესახებ.
23. ჰასან-ფაშა საათჩი – 999 (1590/1) წელს რუმელიის ბეგლარბეგი; 1001 (1592/3) დიარბაქირის ვალი იყო, 1002 (1593/4) წელს ვეზირი, 1010 (1601/2) წელს კაიმაკამი, 1012 (1603/4) წელს ერზურუმის სარდალი გახდა და იმავე წელს გარდაიცვალა (სიჯილი ..., ტ.II, გვ. 127).
24. წინადადებები არაბულ ენაზე.
25. ბეითი სპარსულ ენაზე.
26. დაშვებულია, როგორც ჩანს, კორექტურული შეცდომა. უნდა იყოს მე-40.
27. ლექსი სპარსულ ენაზეა.
28. აიდი – შავალის I-ლი, რამაზანის დიდი მარხვის დასასრული.
29. ოსმალეთის სულტანი მეჰმედ!III (1595-1603).
30. ოსმალეთის სულტანი აჰმედ I (1603-1617).
31. ქართლის მეფე გიორგი X, სიმონის ძე (1600-1605).
32. იხ. შენიშვნა 2.
33. ნარიმანი და სამი – ძველი სპარსული ლეგენდის გმირები. ნარიმანი – რუსთამის პაპის მამა, ხოლო სამი – ზაალის მამა, რომლის ვაჟი იყო რუსთემი.
34. კარუნი – იხსენება ბიბლიაში. ყურანის მიხედვით იგი მიწამ შთანთქა თავის სიმდიდრესთან ერთად.
35. ერევნის ციხის ალყის ხანგრძლივობის შესახებ განსხვავებული ცნობები აქვს არაქელ დავრიჟეცისა (9 თვე) და იბრაჰიმ ფეჩევის (9 თვე და 10 დღე); იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 81.
36. იმამ-რიზა – შიიტთა წმინდა ადგილი. იმამ-რიზას აკლდამა მეშჰედში.
37. ჯაღალა-ზადე სინან-ფაშა – ოსმალო სარდალი. 1012 (1603/4 წელს ირანის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში; გარდაიცვალა დიარბექირში 1014 (1605/6)წელს. (სიჯილი...,III, გვ. 111).
38. ოსმალო სულთანი მურად III (1574-1595).
39. ჰასან-ფაშა დელი – ყარა-იაზიჯის ძმა. ყარამანის ეიალეთი დაიპყრო და დამოუკიდებლად მართვა იწყო. ანატოლიის ვალი ჰაფიზ-ფაშა ქუთაჰიაში რომ შეიპყრეს და ქალაქის მიდამოებს ცეცხლი წაუკიდეს, აჯანყებულთა შეპყრობის გამო, ჰასან-ფაშა ბეგლარბეგად დანიშნეს. იქ მტერს დაუკავშირდა და თემეშვარში გადავიდა. 1014 (1605/6) წელს მოკლულ იქნა (სიჯილი...,II, გვ. 128).
40. ელჰაჯ საფარ ფაშა ქოსა – 1013 (1604/5) წელს ერზურუმის ბეგლარბეგი გახდა. როდესაც ოსმალებმა ყარსი აილეს და მისი მცველი ოსმან-აღა ალაი-ბეგ ქენანთან ერთად უკან იხევდა, იგი ერზურუმში გამაგრდა და არ დასთმო. 1014 (1605/6) წელს რამდენიმე ფაშასთან ერთად ირანელებთან იბრძოდა და დაიღუპა (სიჯილი..., გვ. 50).
41. ირანის პირველი ყულარაღასი და ფარსისი ბეგლარბეგი ალავერდი-ხან უნდილაძე (მის შესახებ დაწვრილებით იხ. ვ.გაბაშვილი, უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII სს. ირანში, კრებ. „მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები“, II, თბ., 1972).
42. ბასიანი.
43. ირანის შაჰი ისმაილ I (1576-1578)
იხ. „ჯიჰან-ნუმას“ მე-40 თავის შენიშვნა 36. ისლამ გირეი!II (1584-1588) – ყირიმის ხანი (იხ. L#. 1%(ვიხს, 1950, ტ. 5, გვ. 1 105).
45. ციტატა ყურანიდან არაბულ ენაზეა (სურა 8, ლექსი 67).
46. იგულისხმება ირან-ოსმალეთის 1555 წლის ზავი. შაჰ აბასის მიერ 1603 წელს დაწყებული ომის მთავარი მიზანი იყო 1555 წლის ზავის პირობების აღდგენა.
47. „კულუბურნა – შორსმსროლელი ზარბაზნის ერთ-ერთი სახეობა.
48. მეჰმედ-ფაშა თექელი – სულტან მეჰმედ ხან III დროს ჩაუშბაში იყო. 1004 (1595/6) წელს სილაჰდართა აღა, შემდეგ ბეგლარბეგი, 1014 (1605/6) წელს კასტამონუს ვალი. კალენდერ-ოღლუს ომში ტყვედ ჩავარდა, 1017 (1608/9) წელს ვანის ბეგლარბეგი, 1023 წელს (1614/5) დიარბექირის ვალი. 1025 (1616) წელს კვლავ ვანის ვალი იყო, სადაც გარდაიცვალა (სიჯილი..., IV, გვ. 146).
49. მეტსახელი ნიშნავს თურქულის არმცოდნეს.
50. ცნობას, ჩვენი აზრით, საფუძვლად უდევს ოსმალეთის სულტნის მიერ გიორგი სააკაძისადმი გაცემული სიგელის ტექსტი. ამ წლის მოვლენებში მოხვედრილია შეცდომით (იხ. აქვე შესავალი წერილი).
51. ქართლის გამგებლად აქ იგულისხმება გიორგი საააძე.
52. ომარ-ფაშა – 1617 წლიდან ბათუმის ბეგლარბეგი იყო. გარდაიცვალა 1631 წლის შემდგომ ხანებში.
53. ჩილდირის ხიდის ბეგი მურთაზა – 1617 წელს ჩილდირის ბეგი გახდა. 1635 წელს ტყვედ ჩაუვარდა ირანელებს, შემდეგ კი გათავისუფლდა. გარდაიცვალა სულტან იბრაჰიმის ზეობის ბოლო პერიოდში, ე.ი. დაახლოებით 1646-48 წლებში.
54. ხალილ-ფაშა – 1016 (1607/8) წელს იანიჩართა აღა. 1017 (1608/9) წელს ზღვის კაფუდანი და ვეზირი იყო. 1022 (1613/14) წელს მეორე კაფუდანი, 1026 (1617) წელს კი დიდვეზირი გახდა. 1028 (1618/9) წელს ირანის ლაშქრობის სარდალი, რომლის წარუმატებლობის გამო გადააყენეს. 1028 (1619) წელს კაფუდანი, 1036 (1626/7) წელს კი მეორედ გახდა დიდვეზირი. გარდაიცვალა 1039 (1629/30) წელს, ან 1040 (1630/1) წელს. (სიჯილი...,II, გვ. 288).
55. წინადადება არაბულ ენაზეა.
56. ამ გამოთქმას აქვს გადატანითი მნიშვნელობა, სპარსულში „ცხვრის ქარი“ ნიშნავს „ზვიადობას, „ამაყობას“. შდრ. ფ. გორგიჯანიძე: შენ ფრანგზედ გალაღებული ბარო და ცხვირში ქარი შეგჯდომია. მინდა ის ქარი ამოგართვაო“ (თემურ ლენგმა შეუთვალა ოსმალეთის სულტანს. ს.კაკაბაძის გამოცემა, ცალკე ამონაბეჭდი. გვ. 96.
57. უსკუდარი (აღმოსავლეთით), ბეშექთაში (ჩრდილო-დასავლეთით), ედირნე-ყაფუ (დასავლეთით), ვეფა (დასავლეთით) -- სტამბოლის უბნებია.
58. უსმანი (644-654 წწ.) – მესამე ხალიფა, რომელსაც ისევე, როგორც პირველს და მეორეს (აბუ ბაქრსა და უმარს) შიიტები არ მიიჩნევენ ჭეშმარიტ ხალიფებად.
59. დაშვებულია შეცდომა აღნიშნული ზავი დაიდო 1619 წ. 29 სექტემბერს. :
60. აბაზა მეჰმედ-ფაშა – გურჯი მეჰმედ ფაშას ძმა. 1026 (1617) წელს მარაშის ბეგლარბეგი იყო. 1030 (1620/1) წელს ერზურუმის ვალი. 1037 (1627/8) წელს ბოსნიის ვალი. გარდაიცვალა 1044 (1634/5) წელს. (სიჯილი..., IV, გვ. 156).
61. თეიმურაზ-ხანი, თეიმურაზ I, კახეთის მეფე 1606-1648 წლებში.
62. გიორგი სააკაძე
63. ტექსტშია ----
64. იგულისხმება მარტყოფის ბრძოლა. ეს და მომდევნო თავი შეტანილია მუსტაფა ნაიმას ისტორიაშიც, რომელიც ქათიბ ჩელების ეყრდნობა. მუსტაფა ნაიმას თხზულებიდან აღნიშნული ნაწყვეტი თარგმნილი აქვს ნ.შენგელიას. (იხ. ნ.შენგელია, მუსტაფა ნაიმას ცნობები გ.სააკაძის შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკ. 33, თბ., 1960.
65. ჰაფიზ-ფაშა – 1032 (1622/3) წელს დიარბექირის ვალი გახდა. 1033 (1623/4) წელს გადააყენეს. 1034 (1624/5) წლიდან დიდვეზირი გახდა. 1036 (1626/7) წელს გადააყენეს (სიჯილი..., ტ.II, გვ. 98).
66. ოსმალეთის სულტანი სულეიმან I (1520-1566).
67. ეს ცნობა ასახავს 1618 წლის ვითარებას და აქ უადგილოა (დაწვრილებით იხ. შესავალი წერილი).
68. ბალემეზი –- დამახინჯებული იტალიური – ხმ!I0 10222 – ყველაზე დიდი და შორსმსროლელი ზარბაზანი ოსმალეთის ზარბაზნებს შორის; გამოიყენებოდა ხმელეთსა და ზღვაზე.
69. ავტორი. მოურავს შეცდომით თეიმურაზის ძმად მიიჩნევს. ზუსტად იგივე შეცდომა აქვს დაშვებული ყარა ჩელები-ზადესაც (ყარა ჩელებიზადე, ისტორია, გვ. 569.
70. ხოსრო-ფაშა -– 1033 (1623/4) წელს იანიჩართა აღა იყო, 1036 (1626/7) წელს დიარბექირის ვალი, 1037 (1627/8) წელს –- დიდვეზირი. 1040 (1630/1) წელს გადააყენეს ამ თანამდებობიდან (სიჯილი..., #. III, გვ274).
71. ცნობებს მოურავის უკანასკნელი დღეების შესახებ ნაიმა იწერს „ფეზლექედან“ (იხ. ს.ჯიქია, ცნობა დიდი მოურავის უკანასკნელი დღეების შესახებ ოსმალეთში, „ენიმკის მოამბე“, ტ. XIII, 1943).
72. ცნობა ეხება როსტომის გამეფებას ქართლში.
73. ერევნის ნაცვლად უნდა იყოს, როგორც ჩანს, ვანი.
74. ავტორი მარიამს შეცდომით ლევან დადიანის შვილად მიიჩნევს.
75. როსტომი, ქართლის მეფე (1633-1658).
76. გიორგი, იმერეთის მეფე.
77. საფარ-ფაშა – ბექა III. საფარ-ფაშა სულტან მურად IV დროს ერთერთი ამირი იყო და ყარსის ციხისთავი გახდა. 1628 წელს ირანელებზე გაიმარჯვა და ახალციხისა და ჩილდირის ბეგლარბეგი გახდა. (სიჯილი...., ტ. III, გვ. 41; იხ. აგრეთვე „ჯიჰან-ნუმას“ მე-40 თავის შენიშვნა 47).
78. ამ ქრონოგრამის მიხედვით რაიმე თარიღის მიღება შეუძლებელია.
79. იგივე ცნობა არის „ჯიჰან-ნუმაში“ და იბრაჰიმ ფეჩევისთან.
80. ზავის შესახებ იხ. ვ.ჩოჩიევი, ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და საქართველო, „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“, თბ., 1957, გვ. 372.
ტერმინოლოგიური ლექსიკონი
აბაზი – „მარტოხელა“ – რიგითი მეომარი, ან მატროსი გემზე. ნაწილს ხელფასი ეძლეოდა, სხვებს – თიმარები.
ათ-ოლლანლარი – სასახლის მეჯინიბეები. ლაშქრობის დროს მათი მოვალეობა იყო ცხენების მოვლა, რომლებიც აღალს ეზიდებოდნენ.
ალაი-ბეგი – ეწოდება ზეამეთის მფლობელს, რომელიც ომის დროს ბეგლარბეგის ამალაში იყო და 1000 სიფაჰისაგან შედგენილ ლაშქარს ხელმძღვანელობდა.
არფალიკი – „ქერისათვის“ – მიწის ნაკვეთი, რომელსაც აძლევდნენ ლაშქრობებში მონაწილეთ როგორც დამატებითი შემოსავლის წყაროს. მათი ნაწილი „იჯმალლუ ხასსე“ მემკვიდრეობითი იყო, მეორე – „ხასსე მემკვიდრეობით არ გადაიცემოდა.
ახჩა – ფული, ვერცხლის წვრილი მონეტა. პირველად მოჭრეს 1328 წელს, ბურსაში. უდრიდა მისხლის 1/4L-ს, XVII ს-ის დასაწყისში – 1 1/2C ყარატს (ყარატი უდრიდა 1/16 მისხალს).
ბეგლარბეგი – ეიალეთის გამგებელი. მის ხელთ იყო, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო უფლებები.
ბოლუქი – ოსმალურ ჯარში სამხედრო ერთეული. იანიჩართა 1000 კაციან კერაში 10 ბოლუქი იყო.
დევთერდარი – მოანგარიშე, განაგებდა ამა თუ იმ შემოსავალს.
დივანი – სახელმწიფო საბჭო ოსმალეთში, რომელსაც მეთურობდა დიდვეზირი.
დიზჩოქენ ალასი – „დიზჩოქენ“ ნიშნავს მუხლმოდრეკილს. ევლია ჩელები განმარტავს: „იანიჩართა აღას დიზჩოქენ-აღასი ეწოდება“ (ევლია
ჩელების მოგზაურობის წიგნი, ნაკვე. I, გვ. 250;II ტ., გვ. 136).
დინარი – ოსმალეთში გავრცელებული არაბული მონეტა, რომელიც XVII ს-ში უდრიდა სამ დირჰემს.
დირჰემი – ვერცხლის მონეტა, რომელიც XVII ს-ის ოსმალეთში ახჩას უდრიდა.
ეიალეთი – ყველაზე მსხვლი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთის იმპერიაში რომელსაც ბეგლარბეგი მართავდა. XIX ს-ში ეიალეთებს ვილაიეთები ეწოდათ, მათ გამგებელს კი – ვალი.
ვეზირი – უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები. შედიოდნენ სულტნის დივანში. მთავარი მათ შორის იყო დიდვეზირი – სადრაზამი.
ზეამეთი – მიწის ნაკვეთი, რომელიც გაიცემოდა სამხედრო სამსახურისათვის. მიწის წლიური შემოსავალი იყო 20000-დან – 99999 ახჩამდე.
ზაიმი – ზეამეთის მფლობელი.
ზაღარჯი – იანიჩართა კერის 64 ნაწილის წევრები; თან ახლდნენ ფადიშაჰს ნადირობის დროს.
ზიმმი – მუსლიმურ სახელმწიფოებში მცხოვრები არამუსლიმური მოსახლეობა (ქრისტიანები, ებრაელები).
თიმარი “ მიწის ნაკვეთი რომელიც გაიცემოდა სამხედრო სამსახურისათვის. მისი შემოსავალი იყო 1000 ახჩიდან 20000 ახჩამდე. 1530 წლმადე ბეგლარბეგის მიერ გაცემულ თიმარებს უთეზქერო (უნებართო, ურეკომენდაციო), ხოლო 1530 წლიდან სულტნის ნებართვით გაცემულ თიმარებს თეზქერიანი (ლიხის – რეკომენდებული) ეწოდებოდათ.
თული – წარჩინების ნიშანი რომელიც მინიჭებული ჰქონდათ დიდებულებს. არსებობდნენ ერთთულიანი, ორთუღიანი და სამთუღიანი ფაშები. სულტანს ჰქონდა ექვსი თუღი.
იანიჩარი – „ახალი ჯარი“ – შეიქმნა მურად I (1359-1389) დროს. წარმოადგენდა ოსმალეთის ძირითად რეგულარულ არმიას, რომლის დაკლომპლემქტება ხდებოდა ტყვე ქრისტიანებით.
იკტა – მიწის გაცემა გარკვეული გადასახადის პირობით.
იმამი – მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი.
იმარეთი – დავრდომილთა თავშესაფარი, ან რაიმე საქველმოქმედო დაწესებულება, რომელიც იყო ვაკფის გამგებლობაში.
კაიმაკამი – „შემცვლელი” –– მოხელე, რომელიც ცვლიდა დიდვეზირს, როდესაც ეს უკანასკნელი ლაშქრობაში იყო.
კაფუდანი – სამხედრო ხომალდების მეთაური.
კილიჯი – „ხმალი“, „მახვილი“ – მინიმალური შემოსავლის შემცველი თიმარი, ან ზეამეთი, რომელთა დაყოფა აკრძალული იყო. ყოველ კილიჯზე ფეოდალს ერთი შეიარაღებული მეომარი უნდა გამოეყვანა.
კორუჯი – ტყის მცველი – ასე ეწოდებოდათ იანიჩრებს, რომლებსაც ბრძოლა აღარ შეეძლოთ და ლაშქრობების დროს კარვების დაცვა ევალებოდათ.
კულაჯი – მანძილი გაშლილი ხელების შუა თითებს შორის.
მუთეფერიქა – სულტნის პირადი გვარდიის წევრი.
მულაზიმი – „სტაჟიორი“ , პირი რომელიც ამთაგრებდა მედრესეს და იღებდა მოწმობას; თიმარის მიღების პრეტენდენტი; ასისთავის მომდევნოთანამდებობა.
ნამაზი –– მუსლიმთა ლოცვა, რომელიც დღეში ხუთჯერ სრულდებოდა.
ნაყში – ნაყშბენდის მოძღვრების მიმდევარი.
ნაჰი – XVI ს-დან ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთში, რომელიც ყაზას ემორჩილებოდა.
ნიშანჯი – დივანის ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე, რომელსაც გამოჰყავდა თუღრა ბრძანებებზე.
ოჯაკლიკი – მიწის ნაკვეთი, რომელიც გაიცემოდა, როგორც სამხედრო, ასევე ყოველგვარი დამსახურებისათვის; მემკვიდრეობითი იყო და გავრცელებული იყო სასაზღვრო რაიონებში.
რაია – ასე ეწოდებოდა ოსმალეთში გადასახადის გადამხდელ მოსახლეობას. XVII ს-მდე, როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსლიმებს, XVII ხდან კი – მხოლოდ ქრისტიანებს.
სალიანე – ოსმალეთის ზოგიერთი ეიალეთის წლიური შემოსავალი, რომლის მხოლოდ ნაწილი იგზავნებოდა ხაზინაში. ასეთი ეიალეთების გამგებლები ფაქტობრივად დამოუკიდებლად მართავდნენ ქვეყანას.
სამსონჯი – იანიჩართა კერის 196 ნაწილიდან 71 ნაწილის წევრი. მათ მეთაურს „სამსონჯი-ბაში“ ეწოდებოდა.
სანჯაყი – „სადროშო“ – ადმინისტრაციული ერთეული ვილაიეთსა
და ყაზას შორის.
სარი ბაირაკ – ტერმინი გამოიყენებოდა პირველი ორი ბოლუქის მიმართ. იანიჩართა ლაშქრის იმ ექვსი ბოლუქიდანლ„ რომელთაც ეწოდებოდათ „ებნა-ე სიფაჰიიან. ამას ცვლიდა ტერმინი
სერასკერი – ლაშქრობის დროს ჯარის წინამძღვარი.
სერდენ გეჩდი “ „თავზეხელაღებული – მოწინავე რაზმები, რომლებიც წინ უძღოდნენ ჯარს ციხე-სიმაგრეთა აღების დროს; შედგებოდა განსაკუთრებით გაბედული მეომრებისაგან.
სექბანი – „მეძაღლე“ – „სანადირო“ იანიჩართა კერის სამი ძირითადი ნაწილიდან ერთ-ერთს ეწოდებოდა; თან ახლდნენ სულტანს ნადირობის დროს.
სილაჰდარი – „საჭურველმტვირთველი“ – რეგულარული ცხენოსანი ჯარის მეორე ბოლუქის მეთაური.
სიფაჰი – „მხედარი” არსებობდა „ულუფელი სიფაპი“ – „ხელფასიანი
სიფაჰი“ – სასახლის ცხენოსანი ჯარის წევრი და თიმარლი სიფაჰი“ – „თიმარიანი სიფაჰი“ რომელსაც შემოსავლის მიხედვით ევალებოდა პირადად ომში მონაწილეობა, ან გარკვეული რაოდენობის მეომართა გამოყვანა.
ფეთვა – ავტორიტეტული ფაკიჰის საღვთოსმეტყველი – სამართლებრივი დასკვნა.
ფლური – ფულის ერთეული. მისი ღირებულება დაახლოებით ათ ყურუშს უდრიდა.
ქეთხუდა – მამასახლისი –- სამეურნეო საქმეთა მწარმოებელი; არსებობდა ხაზინის ქედხუდა, დავთრის ქეთხუდა, ჩაუშების ქეთხუდა და ა. შ.
ქურექჩი – მენიჩბე – მეზღვაურები იალქნიან გემებზე. ზოგიერთ სასაზღვრო რაიონში 4 სახლს 1 ქურექჩის გამოყვანა ევალებოდა.
ღაზი – ურწმუნოთა წინააღმდეგ მებრძოლი.
ყადი – მუსლიმთა მოსამართლე.
ყაზა – ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთში შემდეგი ადმინისტრაციული დაყოფა არსებობდა: ნაჰიე, ყაზა, ლივა, ვილაიეთი (ეიალეთი).
ყასაბა – დასახლება, პატარა ქალაქი.
ყაფუჯი – სასახლის მცველი რაზმის წევრი.
ყაფუ-ყულუ – ჯარის მსახური – იანიჩართა ჯარი, სიფაჰიების რაზმები.
ყულ-ოღლუ – იანიჩართა სამხედრო სამსახურში მყოფი შვილები.
ყურუში – ვერცხლის მონეტა. 1660-61 წწ. უდრიდა 80 ახჩას, XVII საუკუნის დასასრულს 120 ახჩას.
შარიათი – ისლამის რელიგიური კანონი.
ჩაუში – იგზავნებოდა ელჩად, ბრძანებებსა და განკარგულებებს გადასცემდა პროვინციებს, ან რაზმის მეთაურებს.
ჩორბაჯი – ყაფუ-ყულუს ლაშქარში ახალბედათა ერთ-ერთი ქვეითი ნაწილის მეთაური.
ხარაჯი – არამუსლიმურ მოსახლეობაზე გაწერილ გადასახადთა დასახელება.
ხუტბა – ქადაგება, რომელსაც წარმოთქვამს ხატიბი საკრებულო მეჩეთში პარასკეობით. ხუტბის დროს აღავლენენ სულტნის ქებას.
ჯიზია – არამუსლიმ მოსახლეობაზე გაწერილი სულადი გადასახადი.
ჯებეჯი – შეჯავშნული მეომარი, ჯარისთვის საბრძოლო იარაღის, საჭურველის მიმწოდებელი.

Комментариев нет:
Отправить комментарий