среда, 24 января 2018 г.

ფულის ლექსიკონი

1. აბაზიფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა, ირანში შემოიღო აბას I-მა (აქედან სახელწოდება). აბაზი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში. აბას I-ის დროინდელი აბაზის წონა 7,8 გრ- უდრიდა; XVIII -ის ბოლოსათვის მისი წონა 3 გრ-მდე შემცირდა; შეიცავდა 2 მაჰმუდსუზალთუნს; აბაზის შუბლზე წარწერილი იყო შაჰის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის ადგილი და დრო, ზურგზერელიგიური ფორმულა. საქართველოში აბაზს ჭრიდნენ XVII -ის I მეოთხედიდან XVIII -ის მიწურულამდე; შესაბამისად ეს ტერმინიც XVII -ის დამდეგიდან გაჩნდა; ეს მეტად გავრცელებული საანგარიშო ერთეული საქართველოში შემორჩენილია დღემდე და აბაზი 20 თეთრის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარება /. კაპანაძე/.
2. ავერსიმონეტის წინა მხარე, შუბლი; ავერსზე, როგორც წესი, თავსდება გამოსახულება საკანონმდებლო ფუნქციით, უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოს გერბი; სამეცნიერო წრეებში არ არსებობს ერთიანი აზრი მონეტის ავერსის განსაზღვრის შესახებ; მონეტების თანამედროვე კატალოგებში მიღებულია ავერსის განსზღვრა შემდეგი ნიშნებით: 1. სახელმწიფოს გერბი, ემბლემა; თუ მონეტის ორივე მხარეს გამოსახულია გერბი, ავერსად მიიჩნევა მხარე პრივილეგირებული სახელმწიფოს გერბის გამოსახულებით, მაგ., პორტუგალიის კოლონიების მონეტების ავერსზეპორტუგალიის, რევერსზე კი კოლონიის გერბი იყო გამოსახული; 2. სახელმწიფოს მეთაურის ან სამონეტო რეგალიის რომელიმე სხვა მფლობელის პორტრეტი; 3. ლეგენდა, სადაც მითითებულია ქვეყანა, ტერიტორია; 4. ლეგენდა, სადაც მოხსენიებულია სამონეტო რეგალიის მფლობელის სახელი. სხვა შემთხვევებში მეცნიერები სუბიექტურად წყვეტენ ან უარს ამბობენ ავერსის განსაზღვრაზე.
3. აკმონიტალი – (იტალ. acciaio monetario italiano – იტალიური სამონეტო ფოლადი), უჟანგავი ქრომოვანი ფოლადი ნიკელის დანამატით. ძირითადად სწორედ ამ შენადნობით იჭრება რომის ზარაფხანაში იტალიის, ვატიკანისა და სან მარინოს გაცვლითი მონეტები.
4. ალექსანდრე მაკედონელის სტატერიოქროს მონეტა, მოჭრილი ალექსანდრე მაკედონელის სახელით ძვ.. IV .; საშუალო წონა 8,6 გრ.; ასრულებდა საერთაშორისო ფულის ერთეულის როლს. მონეტის შუბლზე გამოსახულია მუზარადიანი ათენას პროფილი, ზურგზეფრთოსანი ქალღმერთი ნიკე და ბერძნული ზედწერილი: „Alexandru ან „Basileös Alexandru („ალექსანდრესიანალექსანდრე მეფისა“). მეფის ტიტულის მოთავსება ალექსანდრე დიდმა თავის მონეტაზე ძვ. . 329 წლიდან დაიწყო. ალექსანდრე მაკედონელის სტატერი გავრცელებული იყო საქართველოშიც. აღმოჩენილია სოფ. ჭიორაში (ონის -ნი), რიყე (ზუგდიდის -ნი), ბაბუშერა (გულრიფშის -ნი), ფიჭვნარი (ქობულეთის -ნი), ვანი (ვანის -ნი), მცხეთასა და სვანეთში (მდ. ნეკრესისი ველი, სოფ. ჭუბერიდან 20 კმ.; სოფ. თავრალი, ჭუბერი, ზემო მარხი) /. დუნდუა/.
5. ალთუნი – (თურქ. altun – ოქრო), თურქული ოქროს მონეტა, იჭრებოდა კონსტანტინოპოლის აღების (1453 .) შემდეგ; მისი წონა - 3,5 გრ.; ალთუნი სხვადასხვა ტიპისაა. XVIII -ის დასაწყისიდან ალთუნის შუბლზე გამოსახულია მოჭრის ადგილი, დრო და თუღრა, ზურგზე არაბულად აწერია: „სულთანი მფლობელი ხმელეთისა, მპყრობელი ზღვებისა, სულთანი ძე სულთნისა“. არაბული ზედწერილები შესრულებულია მაღალი კალიგრაფიული ოსტატობით. საქართველოში ალთუნი XVI -დან გავრცელდა; აღმოჩენილია ქუთაისში, უდეში (ადიგენის -ნი), ლეხურის ხეობაში. ოსმალების მიერ თბილისის აღების (1723 .) შემდეგ, ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის სახელით თბილისში მოიჭრა ალთუნი და ორმაგი ალთუნი, .. ალთუნ-აშრეფი (წონა – 6,15 გრ.), რომელიც უიშვიათესი მონეტაა /. ბიკოვი/.
6. ანეპიგრაფიკული მონეტაუწარწერო, . . მუნჯი მონეტა; ამ სახის მონეტები იჭრებოდა ძვ.. V ს-მდე; მაგალითად, კოლხური თეთრის აბსოლუტური უმრავლესობა ანეპიგრაფიკულია.
7. აჟურა – XI -ის წვრილი ფული, ბრუნვაში იყო მოკლე პერიოდი; ტერმინი ნაწარმოებია ბერძნულიარგვირასაგან“. ბიზანტიური ვერცხლის მონეტისარგვირასქართული სახელწოდება; მოხსენიებულია ნიკორწმინდის XI -ის სიგელში.
8. არაშექცევადი ვალუტაიმ სახელმწიფოს ვალუტა, რომელმაც მთლიანად შეინარჩუნა სავალუტო შეზღუდვები როგორც ვალუტის ყოველგვარ ოპერაციაზე (ყიდვაგაყიდვა, გაცვლა, გატანა და . .), ისე არარეზიდენტებსა (უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები) და რეზიდენტებზე (მოცემული ქვეყნის ფაზიკური და იურიდიული პირები). არაშექცევადია უპირატესად დამოკიდებული და ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ვალუტა, რომელიც თითქმის მთლიანად მეტროპოლიის (ან ყოფილი მეტროპოლიის) ვალუტას ემყარება.
9. არისტარქე კოლხის დრაქმავერცხლის მონეტა, წონა – 3,25–3,75 გრ., მოჭრილი კოლხეთის მმართველის არისტარქეს სახელით ძვ. . 52–51 წწ. მონეტის შუბლზე გამოსახულია გვირგვინოსანი მამაკაციარისტარქე, ან ჰელიოსი თუ პომპეუსი; სურგსე გვირგვინოსანი ქალღმერთი და ბერძნული ზედწერილი: „არისტარქესი [რომელიც] კოლხეთში მმართველობდა [წელსა] თორმეტსა“ /. დუნდუა/.
10. ასი – (ლათ. as), სპილენძისაგან ჩამოსხმული რომაული მონეტა; წონა – 272,8 გრ.; მონეტის შუბლზე გამოსახულია იანუსი, ზურგზეგემის ცხვირი. შეიცავს 12 უნციას და იყოფა შემდეგ ერთეულებად: სემისი (6 უნციის ღირებულებისა, შუბლზეიუპიტერი), ტრიენსი (4 უნცია, შუბლზემინერვა), კვადრანსი (3 უნცია, შუბლზეჰერმესი), სექსტანსი (2 უნცია, შუბლზეჰერმესი) და უნცია (შუბლზერომა). ზურგზე ყველა ერთეულს ერთნაირი გამოსახულება აქვს. ასის მოჭრა ძვ. . 338 . დაიწყო. მიმოქცევაში იყო რამდენიმე საუკუნე.
11. ასიგნაცია – (პოლ. asygnacja < ლათ. assignatio – დანიშვნა, დანიშნულება), ქაღალდის ფული რუსეთში; პირველად გამოუშვეს ეკატერინე II-ის დროს 1769 წელს, ოსმალეთთან ომით გამოწვეული ხარჯების დასაფარავად. თავდაპირველად უშვებდნენ 100, 75, 50 და 25, ხოლო მოგვიანებით 10 და 5 მან. კუპიურის ასიგნაციას, მოთხოვნისთანავე მათ სპილენძისა და ვერცხლის მონეტაზე ახურდავებდნენ პეტერბურგისა და მოსკოვის სპეციალური საასიგნაციო ბანკები. სისტემატურად იზრდებოდა ასიგნაციის ემისია მზარდი სამხედრო ხარჯებისა და მემამულური მიწათმფლობელობის სისტემის შენარჩუნებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად, რაც მათ გაუფასურებას იწვევდა. პავლე I-ის და ალექსანდრე I-ის მიერ ასიგნაციების ინფლაციის თავიდან ასაცილებლად გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყვეს ასიგნაციების კურსის ამაღლება. რუსული სამხედრო უწყება მთელ იმპერიაში მხოლოდ ასიგნაციებს ხარჯავდა. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო აღმოჩნდა, აქ რუსული ასიგნაციები ვერ დამკვიდრდა: საქართველოში ასიგნაციებს ცნობდა მხოლოდ რუსეთთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული საქართველოს ვაჭართა მცირე ჯგუფი. ნიკოლოზ I-ის დროს გატარდა ფულის სისტემის ძირეული გარდაქმნა, შემოიღეს ვერცხლის მონომეტალიზმი, ფულის ერთეულად მიიღეს ვერცხლის მანეთი, რომელიც ასიგნაციის 3 მან. და 50 კაპ. გაუტოლეს; 1818 - ასიგნაციების გამოშვება შეწყდა; მისი მიმოქცევიდან ამოღება 1847 წლამდე გაგრძელდა, 1849 წლის 1 იანვარს კი ასიგნაციები საბოლოოდ გაუქმდა.
12. ასლანი – (თურქ. Aslant – ლომი), ჰოლანდიური ოქროს მონეტა, დუკატის თურქული სახელწოდება. ასლანი გავრცელებული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სახელმწიფოებსა და საქართველოში.
13. ასპრი – (ბერძნ. aspros – თეთრი, ვერცხლი) ტრაპიზონული ვერცხლის მონეტა; მოჭრეს კომნენოსებმა XIII -ის 30-იან წლებში და ცნობილია კომნენოსების ან ტრაპიზონული ასპრის სახელწოდებით; წონა – 2,7–3 გრ.; მონეტის შუბლზე გამოსახულია კეისარი, ზურგზესაკეისროს მფარველი წმ. ევგენიოსი; გამოსახულებებს შესაბამისი ბერძნული ზედწერილები ახლავს. XIV–XV სს-ში ასპრმა ტიპოლოგიური ცვლილება განიცადამისი წონა 0,5 გრ-მდე შემცირდა. საქართველოში ასპრი, . . სავაჭრო მონეტა, გავრცელებული იყო XIII–XV სს-ში; აღმოჩენილია სოხუმში, ტობანიერში, კოპიტნარში, ვარძიასა და სხვ.. XIII -ის II ნახ-ში მისი მიბაძვით მოიჭრა ვერცხლის ფულიკირმანეული თეთრი. ქართულ სიგელ-გურჯებში ასპრი სისხლის საზღაურად იხსენიება /. აბრამიშვილი/.
14. აურეუსი – (ლათ. aureus nummus), რომაული ოქროს მონეტა. ეპიზოდურად იჭრებოდა რესპუბლიკის უკანასკნელ წლებში. სამონეტო სისტემაში იმპერატორ ავგუსტუსის (ძვ.. 27–ახ.. 14) დროიდან დამკვიდრდა და იჭრებოდა IV -ის დასაწყისამდე. თავდაპირველად იწონიდა 8,19 გრ.; აურეუსის წონამ დროთა განმავლობაში შესამჩნევად იკლო. მონეტის შუბლზე მოთავსებული იყო იმპერატორის ან დედოფლის გამოსახულება და შესაბამისი პერსონაჟები, სხვადასხვა სცენები და სხვ.. აურეუსები ფართოდ იყო გავრცელებული ბევრ ქვეყანაში. II–III -ში აღმოსავლეთ საქართველოს ფულად მიმოქცევაში ის ძირითადი ერთეული იყო. აღმოჩენილია მცხეთაში, ზღუდერში (ქარელის -ნი), ერწოში (თიანეთის -ნი), ჟინვალში, ურეკსა და სხვ. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, იჭრებოდა აურეუსების მინაბაძებიც /. დუნდუა/.
15. აფინაჟი – (ფრანგ. affinage < affiner – გაწმენდა ), მაღალი სიწმინდის კეთილშობილი ლითონების მიღების პროცესი, ლითონთა რაფინირების ერთ-ერთი სახეობა; პროცესი ხორციელდება კეთილშობილი ლითონების დაყოფისა და მათგან მინარევების გამოყოფის გზით. აფინაჟის წესით მიიღება 999,9-ისა და 996,5 სინჯების ოქრო, პლატინა და სხვ.
16. აშრაფი – (არაბ.,სპარს. აშრაფკეთილშობილი, ბრწყინვალე), ოქროს მონეტის სახელწოდება სპარსეთში შაჰ-ისმაილ I-ის მეფობიდან (1502–1524) 1932 წლის ფულის რეფორმამდე; თავდაპირველად იწონიდა 3,5 გრ.; აშრაფის შუბლზე ეწერა შიიტური რელიგიური სიმბოლო და 12 იმამის სახელი, ზურგზეშაჰის სადიდებელი ლექსი, მოჭრის ადგილი და თარიღი. იშვიათად იჭრებოდა და უპირატესად მემორიალურ ხასიათს ატარებდა. ცნობილია თბილისის ზარაფხანაში 1747 წელს მოჭრილი 2,69 გრამიანი აშრაფი / . კაპანაძე, . ქუთელია/.
17. ბანკის ბილეთი – ბანკნოტი, ფულის საკრედიტო ნიშანი, რომელსაც უშვებს საემისიო ბანკი და რომელიც ცვლის ლითონის ფულს მიმოქცევაში. ბანკის ბილეთი წარმოიშვა ფულის, როგორც გადახდის საშუალების, განვითარებასთან ერთად; წარმოებისა და საქონელბრუნვის ზრდასთან ერთად ლითონის ფულის ნაცვლად ნაწილობრივ იყენებდნენ კომერციულ თამასუქს, რომელიც თანდათან შეცვალა ბანკის ბილეთმა. ბანკის ბილეთს უშვებდა თითქმის ყველა ბანკი; ბანკის ბილეთის რეგულირებული ემისია სახელმწიფოს მიერ ინგლისის ბანკის დაარსებით 1694 წელს დაიწყო. 1833 წელს ბანკის ბილეთი ინგლისის ეროვნულ ფულად გადაიქცა და გადახდის საშუალების კანონიერი უფლება მოიპოვა. საფრანგეთში ბანკის ბილეთი ეროვნული ფულის ნიშნად გადაიქცა 1800–1803 წწლებში; გერმანიში (პრუსიაში) – 1846 წელს და ჰოლანდიაში – 1814–1830 წლებში. ბანკის ბილეთი ოქროზე გადასახურდავებელი ვალდებულებაა. ბანკის ბილეთის ოქროზე გადახურდავება კერძო პირს არ შეუძლია.
18. ბეშლიქი – XVII-ის თურქული ვერცხლის მონეტა; იჭრებოდა თბილისშიც.
19. ბილონი – (ფრანგ. billon – დაბალსინჯიანი ვერცხლი), გაცვლითი მონეტის მოსაჭრელი დაბალი სინჯის ვერცხლი.
20. ბილონური მონეტა – არასრულფასოვანი ლითონის მონეტა, რომლის ნომინალური ღირებულება აღემატება შემცველი ლითონის ღირებულებასა და მოჭრის ხარჯს. ბილონური მონეტა ღირებულების ნიშანია და მიმოქცევაში ცვლის სრულფასოვან ოქროსა და ვერცხლის ფულს; მას ჩვეულებრივ დაბალი სინჯის ვერცხლის ან სპილენძის, ნიკელის, ალუმინისა და მათი შენადნობებისაგან ჭრიან. 1933 წლიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მხოლოდ ბილონური მონეტები მიმოიქცევა.
21. ბიმეტალური მონეტა – (ბიმეტალი – ორლითონი), ლითონის ორი შრისაგან შემდგარი შენადნობით დამზადებული მონეტა.
22. ბისტი – იგივე ბიშტი, სეფიანთა ირანში XV ს-ის ბოლოს შემოღებული სამონეტო სისტემის უმცირესი ნომინალი; ნომინალური წონა – 0,93 გრ.; ჭრიდნენ ვერცხლისა და სპილენძისაგან სადღესასწაულო დღეებში მოწყალების გასაცემად. მოხსენიებულია ქართულ წყაროებშიც /ირ. ჯალაღანია/. – უკნინესი ვერცხლის მონეტა; საქართველოში მეტად გავრცელებული საანგარიშო ერთეული XVII–XVIII ს-ში, შაური ორნახევარ ბისტს უდრიდა; 1637 წლის მოგზაურობის დროს ოლეარიუსი შაურის შემდეგ ბისტს ახსენებს /დ. კაპანაძე/.
23. ბონი – (ფრანგ. bon < ლათ. bonus – კარგი, მოხერხებული), 1. ხელისუფლების, მუნიციპალური ორგანოს ან საწარმოს მიერ გამოშვებული ლითონის ან ქაღალდის დროებითი ფული, მოკლევადიანი სავალო ვალდებულება; 2. მიმოქცევიდან ამოღებული საკოლექციო დანიშნულების ქაღალდის ფული; ქაღალდის ფულის ნიშნები, მონეტების მსგავსად, სახელმწიფო დოკუმენტებია. საქართველოში მიმოქცევად ბონებს შორის შემდეგ ძირითად ჯგუფებს გამოყოფენ: ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები – 1918–1919 წწ.; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები – 1919–1921 წწ.; საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ბონები – 1922 წ.; ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ბონები – 1923–1924 წწ.; საქართველოს ტერიტორიაზე გამოშვებული ქაღალდის ფულადი სუროგატები – 1918–1924 წწ.; საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონები 1993–1995 წწ.; საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი – 1995 წლიდან დღემდე.
24. ბონისტიკა – (ფრანგ. Bonistique), ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა. შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსა და ბონებს, რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ: ასახავენ თანადროულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს (ომებს, პარტიათა ბრძოლას, ხელისუფალთა შეცვლას, მმართველი კლასების იდეოლოგიას და სხვ.). ბონისტიკა XX ს-ის დასაწყისში წარმოიშვა და მჭიდროდ უკავშირდება ნუმიზმატიკას.
25. ბოტინატი – (ბოტანატი, პოტინატი, ვოტანიატი), მკვლევართა ერთობლივი განსაზღვრით ის ნიკიფორე III ბოტანიატის (1078–1081) ნომისმაა; ის იყო საქართველოში გადახდის საშუალება. ქართულ წყაროებში დამოწმებული ბიზანტიური მონეტების ზედსახელებია: კონსტანტინატი, მიხაილატი, დუკატი, რომანატი, ექვსთავი (სკიპტრატი), დუკატ-მიხაილატი, ბოტინატი და სხვ. მათი ნაწილი გვხვდება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ (ათონის ივერიის და პეტრიწონის მონასტრებში) შექმნილ წერილობით ძეგლებში და საინტერესოა მხოლოდ ბიზანტიური ნუმიზმატიკისათვის /გ. დუნდუა/.
26. გაცვლითი მონეტა – მცირე საქონელბრუნვისთვის განკუთვნილი მონეტა; იჭრებოდა უმეტესად დაბალი სინჯის ვერცხლით ან უბრალო მეტალით.
27. გიორგაული თეთრი – ვახტანგ VI-ის მიერ შემოღებული ტერმინი, რომლის საფუძველზეც ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს გიორგი ბრწყინვალის (1318–1346) ბრძანებით მოიჭრა ქართული ეროვნული მონეტა. ვახტანგ VI ემყარებოდა ბექა-აღბუღას სამართალს, რომელშიც ნახსენებია „გიორგის ჟამის თეთრი“. ეს ტერმინი კი გულისხმობს საქართველოში ელხანების სახელით მოჭრილ მონეტას. 1355 წლამდე საქართველოს ზარაფხანებში სხვა მონეტები არ იჭრებოდა /გ. დუნდუა/.
XIV ს-ის I ნახ-ში ჩნდება გიორგაული, რომელიც მალე გამქრალა; გიორგი ბრწყინვალის დროს გაჩენილი ეს სამონეტო ტიპი ჯერჯერობით არაა საბოლოოდ გარკვეული. თ. ლომოურის აზრით, ამ ტერმინს ხმარობდნენ იმ დროს საქართველოში გავრცელებული ელხანური ფულის აღსანიშნავად; ბრწყინვალე მეფის მმართველობის დროს საქართველოში იჭრებოდა ელხანური ყაიდისა და ამის მსგავსი ეროვნული ხასიათის მონეტები, ტერმინი გიორგაული მათზეც ვრცელდება /დ. კაპანაძე/.
28. დავითის მონეტა – ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში დაცულია სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც დავით აღმაშენებელმა მოჭრა მას შემდეგ, რაც სელჩუკებისაგან გაანთავისუფლა და საქართველოს შემოუერთა რანი, (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) და სომხეთის ბევრი ქალაქი, მათ შორისყოფილი დედაქალაქი – ანისიც (1123 წ.). მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე ბიზანტიურ საიმპერატორო სამოსში და მოცემულია ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა“. მონეტა ასახავს ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ მდგომარეობას: საქართველო იმ დროს წინა აზიის ერთ-ერთი უძლიერესი სუვერენული სახელმწიფო იყო.
29. დავით ბატონიშვილის მონეტა – სპილენძის უნიკალური ქართული მონეტა, მოჭრილი ერეკლე II-ის შვილიშვილის დავით გიორგის ძის გამგებლობის დროს. მონეტის შუბლზე გამოსახულია ფარშავანგი, ქვემოთ კი თარიღი – ჰიჯრით 1215 (1800/1801 წწ.); ზურგზე ჩარჩოში ჩასმულია ოთხი ქართული ასო-ნიშანი „ტფლს“ (ტფილისი). მ. ბარათაშვილის კოლექციასთან ერთად დაცულია ბერლინის მუზეუმში /გ. დუნდუა/.
30. დამღა – ქვეყნის დაპყრობის, ვაჭრობის ან ეკონომიკური ურთიერთობის შედეგად შემოსულ მონეტებს ადგილობრივი მმართველები ზოგჯერ საკუთარ კონტრამარკას, ე. წ. დამღას (დანაბეჭდს), არტყამდნენ და ამ იოლი და მარტივი ტექნიკური ხერხით უცხო მონეტას საკუთარ მონეტად აქცევდნენ. ეს ხერხი საქართველოში მიღებული იყო XII–XIII და XVIII ს-ში /დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა/; მონეტის დადამღვა ანტიკური დროიდანვე იყო მიღებული. მონეტის დადამღვას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა: წინამორბედის მიერ გამოშვებულ და უკვე ბრუნვიდან გამოსულ „მკვდარ მონეტას“ ამ გზით აცოცხლებდნენ, ან უცხოურ მონეტას დამღავდნენ საკუთარი ფულის ნიშნად გამოსაცხადებლად, ან რეალური ღირებულების ნომინალის ასაწევად. ეს მარტივი ხერხი ცხადია, საგრძნობლად ამცირებდა ახალი მონეტის გამოშვების ხარჯებსაც. XII ს-ის დასარულს ჩვენში შემოღებული დადამღვის წესი, დ. კაპანაძის აზრით, მონეტატა ორივე ჯგუფზე ვრცელდებოდა: არაწესიერად მოჭრილი მონეტებისათვის ერთი სახის პუნსონებს ხმარობდნენ, ხოლო წესიერად მოჭრილი მონეტებისათვის – მერე სახისას. დარღვევა ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდებოდა. უმთავრესად დადამღულია თამარის, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მონეტები. დემეტრე I-ის, გიორგი III-ისა დავით ნარინის მონეტები – იშვიათ შემთხვევაში. ქართული კონტრამარკებით უცხო მონეტების დადამღვის შემთხვევები შედარებით ხშირი მოვლენაა. XII–XIII ს-ში საქართველოში გავცელებული სელჩუკური, შარვანული, ილდეგიზიდური და ბიზანტიური სპილენძის მონეტების გარკვეული ნაწილი ქართული დამღებითაა აღბეჭდილი. /გ. დუნდუა/.
31. დანგი – (არამეულად მარცვალი), ფულისა და წონის ერთეული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და შუა საუკუნეების საქართველოში. ქართულ წყაროებში დანგი, როგორც ფულის ერთეული IX ს-დან გვხვდება, ხოლო როგორც წონის ერთეული XI ს-დან /ირ. ჯალაღანია/.
32. დემონეტიზაცია – (დე – ლათ. de, თავსართი, რომელიც აღნიშნავს: 1. გამოყოფას, მოშორებას, უკუგდებას; 2. დაღმავლობას, დაქვეითებას), სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მონეტისათვის მიმოქცევისა და გადახდის საშუალებათა კანონიერი ფუნქციის ჩამორთმევა; მონეტის ხმარებიდან ამოღება, რასაც განაპირობებს რემედიუმის მკვეთრი გადახრა. მონეტა, რომელმაც დემონეტიზაცია განიცადა, თავის ღირებულებას ინარჩუნებს მხოლოდ მასში შემავალი ლითონის (წონის მიხედვით) ღირებულების რაოდენობით. დემონეტიზაცია ჩვეულებრივ, ფულის სისტემის შეცვლის დროს ტარდება; მაგ., მონეტის ლითონის გაუფასურებისა და სხვა სავალუტო ლითონზე გადასვლისას.
33. დენარი – (ლათ. denarius – ათნაწილიანი), ვერცხლის მონეტა, რომაული სამონეტო სისტემის ძირითადი ნომინალი; მოჭრა დაიწყეს ძვ.წ. 269 წ-ს; შუბლზე უმთავრესად გამოსახულია იმპერატორის ან დედოფლის დაფნისგვირგვინიანი პროფილი; ზურგზე სხვადასხვა მითოლოგიური სცენები, სიუჟეტები რომის იმპერიის ცხოვრებიდან და სხვ.; თავდაპირველი წონა - 4,55 გრ; დროთა განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად წონა და სინჯი დაეცა; II ს-ის დასასრულისათვის დენარის შემადგენლობაში 50% სპილენძი იყო. მისი დანაყოფებია კვინარიუსი (2,275 გრ.) და სესტერციუსი (1,137 გრ.). რომის რესპუბლიკის ხანის დენარი საქართველოში მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი (თბილისი, კავთისხევი, ნაზოდელავო და სხვ.). I–II სს-ში დენარი წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში და მრავლადაა აღმოჩენილი მცხეთაში, ზღუდერში, სეფიეთში, ეკსა და სხვ. /გ. დუნდუა/.
34. დიოსკურიის საქალაქო მონეტა – ძვ.წ. II–I ს-ში შავი ზღვისპირა ქალაქ დიოსკურიაში (სოხუმი) იჭრებოდა სპილენძის საქალაქო მონეტა, რომელზეც ქალაქის ეპონიმების, ტყუპი ძმების – დიოსკურების ქუდებია გამოსახული. მონეტების წონა 1,3გრ. – 6,14 გრ. მერყეობს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ დიოსკურიაში რამდენიმე ნომინალს – ხალკი, დიხალკი, ტეტრახალკი – ჭრიდნენ.
35. დირჰემი – იგივე დირჰამი, ძველი არაბული ვერცხლის მონეტა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან (იხ. დრაქმა); იჭრებოდა 698699 წ-დან; მისი წონა VII ს-ის ბოლოსათვის – 2,97 გრ.. დირჰემის შუბლზე ქუფური შრიფტით წარწერილი იყო რელიგიური ფორმულა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე – ყურანის სურები. ამგვარი დირჰემი იჭრებოდა არაბთა სახალიფოს ყველა ზარაფხანაში, ჰიჯრის 85 (704–705) დირჰემი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა. VIII ს-დან არაბულმა (ქუფურმა) დირჰემმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო სისტემაში; ის მრავლადაა აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებისას. ძველ ქართულ წყაროებში ვერცხლის ფულის, ანუ არაბული დირჰემის, აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი დრამა /ირ. ჯალაღანია/.
36. დონატიური მონეტა – პრივილეგირებული წრის ან პირისათვის სასაჩუქროდ მოჭრილი ან განკუთვნილი მონეტა.
37. დრამა – ვერცხლის ფულის ერთეული; XIII ს-დანXV ს-მდე ეს ტერმინი თავისი მნიშვნელობით ბერძნულ დრაქმას და შემდეგ არაბულ დირჰემს უდრიდა. დრამა და თეთრი გარკვეული პერიოდი ერთდროულად იხმარებოდა (იხ. დირჰემი) /დ. კაპანაძე/.
38. დრაქმა – (ბერძნ. drachme), ფულისა და წონის ერთეული ძველ საბერძნეთში; ვერცხლის მონომეტალიზმზე დამყარებული სამონეტო სისტემის ძირითადი ნომინალი. მისი წონა – 4.366 გრ.; აქვს დანაყოფები: ტრიობოლი ანუ ჰემიდრაქმა (დრაქმის ½), ობოლი (დრაქმის 1/6) და სხვ.
39. დრაჰკანი – ოქროს ფულის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი XIXVI ს-ის ქართულ წყაროებში. იმის მიხედვით, თუ რომელი მმართველისა იყო დრაჰკანი, იხმარებოდა ტერმინები „დრაჰკანი კონსტანტინატი“ – ბიზანტიის კეისრის კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა, „დრაჰკანი დუკატი“ – მიქაელ VII დუკას ოქროს მონეტა და ა.შ. /გ. დუნდუა/; ოქროს ფულადი ერთეულის ამსახველი ტერმინი XI ს-ში. ბიზანტიური ფულის ნიშანდობლივი ერთეულის აღსანიშნავად ამ ტერმინს ხშირად სხვა სიტყვასაც უმატებდნენ, მაგ., დრაჰკანი კონსტანტინატი, დრაჰკანი დუკატი და სხვ.; ტერმინი დრაჰკანი ფულის აღმნიშვნელ ტერმინად XV–XVI საუკუნემდე შემორჩენილა /დ. კაპანაძე/; – ოქროს ფულის აღმნიშვნელი ტერმინი დარეჰაკან, ე.ი. დარიოსის. ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ იბერებს აქამენიდური ფული სცოდნიათ, და კონკრეტული ოქროს მონეტის ტერმინის ნატურალიზაცია მოუხდენიათ /თ. დუნდუა/.
40. დროშა – ეგვიპტესა და ბევრ სხვა ისტორიულ ქვეყანაში მოძიებული არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ ალამი იმ ტოტემური ემბლემიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც დროთა განმავლობაში შტანდარტად იქცა, ხოლო ბოლოს დროშად. სპარსელები გრძელ ტარზე წამოცმულ მოოქროვილ არწივებს ატარებდნენ; მიდიელები – სამეფო გვირგვინებს; პართიელები – მახვილის პირს; ბერძნებსა და რომაელებთან ხმარებაში უკვე სამხედრო ემბლემაც კი იყო – შტანდარტები და დროშები. საერთო მათ ის ჰქონდათ, რომ აუცილებლად თვალსაჩინო ადგილას უნდა ყოფილიყვნენ აღმართულნი. დროშის ზეაწეულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიმბოლოს მნიშვნელობისათვის. დროშა დღევანდელი გაგებით ანუ ტარზე დამაგრებული ნაჭერი ემბლემატური გამოსახულებით, ბერძნებმა და რომაელებმა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გადმოიღეს. თანამედროვე დროშის ისტორიული პროტოტიპი პირველად გამოიყენა ჩინელმა იმპერატორმა ჯოუმ (ძვ.წ. XII ს-ში). IX საუკუნისათვის დროშა მთელ ევროპაში გავრცელდა, ხოლო XII ს-დან, ჰერალდიკის როგორც მეცნიერების წარმოშობასთან ერთად, დაიხვეწა დროშის სიმბოლიკა და კლასიფიკაცია. ამ დროიდან უკვე არსებობს სამეფო, სახელმწიფო, ცალკეული საგრაფოებისა და სამთავროების, სამხედრო, საზღვაო დროშები და ალმები /ზ. აბზიანიძე, ქ. ელაშვილი/.
41. დუკატი – (ლათ. dukatus), XII–XIX ს-ის ევროპული მონეტა. ვერცხლის დუკატი პირველად მოჭრა სიცილიის სამეფოს მეფემ როჯერ II-მ 1140 წ.; ვენეციაში დოჟმა ჯოვანი დანდოლომ 1283/84 წელს დაიწყო ოქროს დუკატის მოჭრა; წონა – 3,559 გრ.; შუბლზე გამოსახულია ვენეციის რესპუბლიკის მფარველი წმ. მარკოზი, რომელიც მუხლმოყრილ დოჟს გადასცემს ალამს; ირგვლივ ლათინური ზედწერილია: „წმინდა მარკოზი ვენეციისა“, მარჯვნივ – დოჟის სახელი და გვარი, ალმის ტარის გასწვრივ – წარწერა „ჰერცოგი“. ზურგზე გამოსახულია ვარსკვლავებით გარშემოვლებული ქრისტე და წრიული ზედწერილი: „ქრისტე! საჰერცოგო, რომელსაც განაგებ, დეე, გებოძოს შენ“. ოქროს დუკატი სწრაფად გავრცელდა ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში და XIV ს-დან საერთაშორისო ფულადი ერთეული გახდა. XIV ს-დან ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა ტიპის დუკატი იჭრებოდა. რუსეთში დუკატს ჭრიდნენ 1701–1855 წ-ში; ეწოდებოდა – ჩერვონეცი, იწონიდა 3,6 გრ.; ვენეციაში დუკატს ცეხინიც ეწოდებოდა. XV–XVIII ს-ში საქართველოში ხმარობდნენ ვენეციურ, ჰოლანდიურ და უნგრულ დუკატებს, რომელთაც უწოდებდნენ ფლურს, ჰოლანდიურ დუკატებს კი – ასლანსაც, რომლებიც მთელი XVII და XVIII საუკუნეების მანძილზე აქ დარჩა ოქროს ძირითად საფასედ. მათთან შედარებით ოსმალურ და, მით უმეტეს, ირანულ ოქროს გაცილებით მოკრძალებული ადგილი ეკავა საქართველოს ფულად მიმოქცევაში. მაღალსინჯიანი ოქროსაგან ნაჭედი ჰოლანდიური დუკატები საქართველოში უპირატესად ოსმალეთის გავლით შემოდიოდა და იქიდანვე შემოჰყვა მას სახელიც „ბაჯაღლო“, რაც დუკატს ეწოდა მასზე გამოსახული ტანმაღალი მეომრის გამო (თურქულად ბაჯაღლო ნიშნავს გრძელფეხას, აყლაყუდას). მოგვიანებით ეს სიტყვა ქართულში მაღალი სინჯის ოქროს ზოგად სახელად იქცა დუკატები აღმოჩენილია ლეხურის ხეობაში, ქუთაისში, ანანურში (დუშეთის რ-ნი), ახალსოფელსა (სოხუმის რ-ნი) და ირაგაში (თეთრი წყაროს რ-ნი) /რ. ქებულაძე/.
42. ეკელი, იოსებ ილარი (1737–1798) – ნუმიზმატიკური მეცნიერების მამამთავარი, რომელიც წლების განმავლობაში ვენის საიმპერატორო ნუმიზმატიკური კაბინეტის მცველი იყო. მან თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „მეცნიერება ძველებური მონეტების შესახებ“ (ტ. 1-8, 1792–1798) დაასაბუთა, რომ ნუმიზმატიკა ცოდნის გარკვეული სისტემა და მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია.
43. ელექტრუმი – ვერცხლისა და ოქროს შენადნობი, ელექტრუმისაგან დამზადდა ლიდიაში მოჭრილი პირველი მონეტები; ძველ მსოფლიოში იგი ფართოდ გამოიყენებოდა სამონეტო საქმიანობაში.
44. ემბლემა – (< emblema ამობურცული სამკაული), რაიმე ცნების, იდეის პირობითი, სიმბოლური გამოსახულება.
45. ერთობლივი მონეტა, მოკავშირეთა მონეტა, ჰიბრიდული მონეტა – სხვადასხვა სამონეტო რეგალიების მფლობელთა მიერ ერთობლივად მოჭრილი მონეტა; მაგ., ანტიკურ ეპოქაში ამ სახის მონეტებს ჭრიდნენ ძვ.წ. VI–V ს-ში საბერძნეთის ქალაქპოლისებში; ცენტრალურ ევროპაში ორ ან რამდენიმე ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე მათი მოჭრა დაიწყეს XIII–XIV ს-ში, რაც საგარეო ვაჭრობის განვითარებამ განაპირობა; კოლხური თეთრი სინთეზური კატეგორიის მონეტაა, მაგ., პირველი ტიპის კოლხური დიდრაქმა, ე.წ. ჰიბრიდული მონეტაა, იჭრებოდა ფაზისის ზარაფხანაში, რომლის შუბლის გამოსახულება უკავშირდებოდა აპოლონს (ე.ი. აკმაყოფილებდა მილეტელ კოლონისტებს, და მისაღები იყო კოლხებისთვისაც), ზურგის იკონოგრაფია კი აღებული იყო ადგილობრივი პანთეონიდან (ხარისთავიანი დაჩოქილი ადამიანის გამოსახულება. მსოფლიო ნუმიზმატიკაში მას პარალელი არ ეძებნება, რაც იმაზე მიუთითება, რომ იგი ადგილობრივი ღვთაებაა) /გ. დუნდუა/.
46. ვალუტა – (იტალ. valuta), 1. ამა თუ იმ ქვეყნის ფულის ერთეული და მისი ტიპი (ოქროს, ვერცხლის, ქაღალდის); 2. უცხო სახელმწიფოთა ფულის ნიშნები, აგრეთვე უცხოური ფულის ერთეულებით გამოხატული მიმოქცევისა და გადასახდელის საკრედიტო საშუალებები (თამასუქები, ჩეკები, და სხვ.), რომელთაც იყენებენ საერთაშორისო ანგარიშსწორებაში.
47. ვერცხლი – (ლათ. argentum), თეთრი ფერის პლასტიკური ლითონი, კარგად პრიალდება, განეკუთვნება კეთილშობილ ლითონებს. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთში, ჩინეთში. სასაქოლნო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ; XVI ს-დან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა. კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი. ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვერცხლის გამოდევნა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვერცხლის ვალუტის გამოდევნა XX ს-ის დასაწყისისათვის დამთავრდა. II მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვერცხლის 75%-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971 წლისათვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა.
48. ვერცხლის კრიზისი – XII ს-ში საქართველოს ფულად მეურნეობაში გაქრა ვერცხლის მონეტები და ის დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სპილენძის მონომეტალიზმზე; ამ პერიოდის საქართველოში მიმოიქცეოდა ე.წ. საკრედიტო მონეტები. ეს გამოწვეული იყო, ე.წ. ვერცხლის კრიზისით. ვერცხლის კრიზისი არა მხოლოდ ქართული მოვლენა იყო, მან მოიცვა მახლობელი აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანა. აღმოსავლეთის ქვეყნებში ვერცხლის კრიზისის გამომწვევ მიზეზებად ასახელებენ: ვერცხლის მარაგის შემცირებას, რაც გამოწვეული იყო ვერცხლის მასობრივი გადინებით, ფართო ექსპორტით ევროპაში; მადნების გამოფიტვას და ასევე ზოგიერთ პოლიტიკურ მომენტსაც, მაგალითად, სელჩუკთა მოძრაობა დასავლეთისაკენ, გაუთავებელი ომები, მათი დაფინანსების აუცილებლობა და ა. შ. /გ. დუნდუა/.
49. ვერცხლის მონეტები – ძველი ბერძნული ვერცხლის მონეტების ძირითად ერთეულს დრაქმა ეწოდება; იჭრებოდა ასევე დიდრაქმა (ორდრაქმიანი), ტეტრადრაქმა (ოთხდრაქმიანი), დეკადრაქმა (ათდრქმიანი) და სხვა; რომაული ვერცხლის ფულს დენარი ეწოდება. ძვ. წ. VI ს-დან აღმოსავლეთში, აქემენიანთა ერანის ეპოქაში ვერცხლისაგან იჭრებოდა სიკილა, VI–XIV ს-ში – დირჰემი, თემურ ლენგის ეპოქიდან – თანგა, სეფიანთა ერანში – აბაზი, თურქეთში – აყჩე.
50. ვერცხლის ძველებური მონეტები – ძველი ბერძნული ვერცხლის მონეტების ძირითად ერთეულს დრაქმა ეწოდება; იჭრებოდა ასევე დიდრაქმა (ორდრაქმიანი), ტეტრადრაქმა (ოთხდრაქმიანი), დეკადრაქმა (ათდრქმიანი), და სხვა; რომაული ვერცხლის ფულს დენარი ეწოდება. ძვ. წ. VI ს-დან აღმოსავლეთში, აქემენიანთა ერანის ეპოქაში ვერცხლისაგან იჭრებოდა სიკილა, VII–XIV ს-ში – დირჰემი, თემურ ლენგის ეპოქიდან – თანგა, სეფიანთა ერანში – აბაზი, თურქეთში – აყჩე.
51. ვერცხლის ფული – ძველ წყაროებში ვერცხლის ფულის აღმნიშვნელი მრავალი ტერმინიც ჩნდება, მაგ., დანგი, ცხუმური თეთრი, ჩითახური, დინარი, სომი, თუმანი და სხვ. მაგრამ ამ ტერმინებს შედარებით იშვიათად იყენებდნენ. ამათგან ცხუმური თეთრი და ჩითახური გეოგრაფიული ხასიათის ტერმინებია – ცხუმური, ანუ სოხუმური თეთრი (იხ. ჩითახური თეთრი); XVII–XVIII ს-ის საქართველოში მიმოიქცეოდა ვერცხლის ფულის შემდეგი ნომინალები: ექვსშაურიანი (ნახევარმარჩილიანი), აბაზი, ორშაურიანი და შაურიანი, იშვიათ შემთხვევაში ჩნდება სპარსეთიდან შემოღებული ფანჯშაჰი (ხუთშაურიანი) და უკნინესი ვერცხლის მონეტა ბისტი /დ. კაპანაძე/.
52. ზარაფი – იგივე მინცმაისტერი, მონეტების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირი. თბილისში მომუშავე ზარაფთა ნიშნები: ПЗ – პეტრე ზაიცევი (1804–1806); АК – ალექსეი კარპინსკი (1806–1809; 1822–1824); АТ – ალექსანდრე ტრიფონოვი (1810–1822; 1826–1831); ВК – ვასილ კლეიმენოვი (1831–1833). ზარაფთა ნიშნები მოთავსებული იყო გერბის ქვეშ ან მონეტის გურტზე.
53. ზარაფხანა – მონეტების, ორდენების, მედლებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დასამზადებელი სახელმწიფო საწარმო, რომელიც ფართოდ იყენებს მოოქროვების, მოვერცხლვისა და საიუველირო მინანქრით ლითონის ნაკეთობათა დაფარვის ხერხებს. ზარაფხანა შეიქმნა სახელმწიფოსთან ერთად, როცა მონეტების მოჭრა სახელმწიფო მონოპოლიად იქცა. რუსეთში პირველი სახაზინო ზარაფხანა შეიქმნა 1534 წელს მოსკოვში; 1724 წელს – პეტერბურგში. 1876 წლიდან პეტერბურგის ზარაფხანა ერთადერთი იყო რუსეთში. ინგლისში პირველი ზარაფხანა XII ს-ში გაიხსნა ლონდონში, ხოლო ფილადელფიაში – 1792 წელს. საქართველოს ტერიტორიაზე მონეტას ჭრიდნენ ძვ. წ. VI ს-დან. კოლხური თეთრი საქართველოშია მოჭრილი, თუმცა ზარაფხანის ადგილმდებარეობა უცნობია. 704 წლის არაბულ დრამაზე პირველად აღინიშნა თბილისის ზარაფხანა. IX ს-დან თბილისში დროგამოშვებით იჭრებოდა ფული არაბი ხალიფას, ხოლო X ს-ის II ნახ-დან თბილისის ამირას სახელით. XIII ს-ის 40 -იანი წლებიდან XV ს-ის დასაწყისამდე მონეტებზე კვლავ გვხვდება თბილისის ზარაფხანის აღნიშვნა. 1603 წლიდან XVIII ს-ის დასასრულამდე თბილისის ზარაფხანაში სისტემატურად იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის მონეტები. XVII ს-ში ზარაფხანა მდებარეობდა კალაში, სიონის ტაძრის მახლობლად. დასტურლამალში შემონახულია ზარაფხანის წესდება. 1803–1833 წწ-ში თბილისის ზარაფხანა უშვებდა, ე.წ. რუსულ-ქართულ ფულს. ეს ზარაფხანა როსტომ მეფის სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობდა. თბილისის გარდა დროგამოშვებით ფული იჭრებოდა დმანისის, ახალციხის, ანისის, არტანუჯის, ზაგემის ზარაფხანებში. სხვადასხვა დროს ზარაფხანები მოქმედებდნენ უფლისციხეში, ქუთაისში, ცხუმში, ზუგდიდსა და სხვ. /ც. ღვაბერიძე, თ. ქუთელია /. იხ. საზარაფო საქმე საქართველოში. იხ. იჭრებოდა თუ არა მონეტა ვანში.
54. თანგა – ფულის ერთეულის აღმნიშვნელი თათრული ტერმინი; მონღოლთა ბატონობისას დამკვიდრდა როგორც საქართველოში, ისე სხვაგან, თანგა საქართველოში მიმოიქცეოდა XV–XVI სს-ში (იხ. შირვანული თანგა); მაგ., ძველ რუსეთში ის ფულის საზოგადო აღმნიშვნელადაც იქცა – танга, деньга, деньги /დ. კაპანაძე/.
55. თეთრი – ვერცხლის ფულის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი საქართველოში; წერილობით წყაროებში პირველად XIII ს-ში გაჩნდა. XIII–XIV სს-ში „თეთრი“ აღნიშნავდა კონკრეტულ ფულად ერთეულს და შეესაბამებოდა მონღოლურ დირჰემს, რომლის მასა სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო (2,13გრ.; 175 გრ.; 1,4 გრ.; 1,02 გრ.; 0,9 გრ. და 0,5 გრ.). უნიფიცირებულმა დირჰემმა, რომლიც 1298 წ-დან ილხანთა სახელმწიფოს დაცემამდე საქართველოს ზარაფხანებში რეგულარულად იჭრებოდა და ილხანთა მონეტისაგან მხოლოდ ზარაფხანის სახელით განირჩეოდა, მიმოქცევიდან განდევნა რეფორმამდელი მონეტები და დაიკავა წამყვანი ადგილი საქართველოს ფულად მიმოქცევაში. ქართულ წერილობით წყაროებში გვხვდება აგრეთვე ყაზანაური თეთრი, გიორგაული თეთრი, კირმანეული თეთრი. XIII ს-ის დასასრულს და XIV ს-ში ქართულ თეთრს საანგარიშო და სამონეტო ერთეულის მნიშვნელობაც ჰქონდა. 6 თეთრი 1 დრაჰკანს შეადგენდა. მომდევნო საუკუნეებში „თეთრი“ ვერცხლის საფასის ზოგადი ტერმინი იყო, ზოგჯერ კი საერთოდ ფულს აღნიშნავდა. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კანონიერ საგადამხდელო ხურდა ფულს წარმოადგენს თეთრი, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდება; მიმოქცევაშია 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების უჟანგავი ფოლადის მონეტები.
56. თითბერი – სპილენძის ფუძეზე დამზადებული შენადნობი, რომლის ძირითადი დანამატია თუთია (50%-მდე); თუთიის შენადნობი სპილენძთან – თითბერი – ჯერ კიდევ ძვ.წ. ძველი ბერძნებისა და ეგვიპტელებისათვის იყო ცნობილი. სუფთა სახით თითბერის მიღება დიდი ხნის განმავლობაში არ ხერხდებოდა; მხოლოდ 1746 წელს ა. მარგრაფმა შეიმუშავა თითბერის მიღების მეთოდი. სპილენძის შენადნობებიდან თითბერი ყველაზე გავრცელებულია: ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, არის ლამაზი ფერის და შედარებით იაფია; შენადნობში თუთიის შემცველობის გაზრდასთან ერთად იცვლება თითბერის ფერი – წითლიდან ღია – ყვითლამდე. ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.
57. თუთია – (ლათ. zinkum), მოცისფრო–თეთრი ლითონი; ცივ მდგომარეობაში თუთია მყიფე ლითონია, 100–150º C-ისას პლასტიკურია და ადვილად იგლინება.
58. თუმანი – საანგარიშო ფულადი ერთეული XVIII ს-ში; მონღოლურად 10000-ს ნიშნავდა და 10000 დინარს უდრიდა. XVII ს-ის დასაწყისში თუმანი 10 მინალთუნს შეიცავდა, თვით მინალთუნი კი 5 აბაზს უდრიდა და 1000-ით აღინიშნებოდა. ქართული თუმანი შეიცავდა 10000 ნახევარდრაქმიან სპილენძს. რაოდენობრივი შემადგენლობით ქართული თუმანი მონღოლურისაგან არ განსხვავდებოდა, მაგრამ მონღოლური თუმნის ძირითადი ერთეული იყო ოქროს დინარი, ქართული თუმნისა კი – ნახევარდრაქმიანი სპილენძი /ირ. ჯალაღანია/; თუმანი სამანეთო ფულადი სისტემის დროს 10 მანეთის აღმნიშვნელადაც იხმარებოდა.
59. თუღრა – მონეტებსა და საბუთებზე აღბეჭდილი კალიგრაფიულად გაფორმებული სულთნის სახელი. პირველად გვხვდება სელჩუკი ემირის ასჰაკ იბნ ალიასის (1374–1390) საბუთებზე. თუღრას იყენებდნენ აგრეთვე ყირიმის ხანები, ირანელები, ავღანელები და სხვ.. თუღრა აღბეჭდილია თბილისში XVIII ს-ში მოჭრილ მონეტებზეც – აშრაფი, ონლიქი, ბეშლიქი, ნიმბეშლიქი.
60. ილდეღიზიდური მონეტა – იგივე ელდიგუზიანი, XII–XIII ს-ში ახლანდელი აზერებაიჯანის მმართველი ათაბაგების ილდეღიზიდების მიერ მოჭრილი არასწორი ფორმის და სხვადასხვა წონის სპილენძის მონეტა. მის ერთ მხარეს ათაბაგების უშუალო სიუზერენის – ერაყის სელჩუკი სულთნის და ბაღდადის ხალიფას სახელებია ამოკვეთილი; მეორე მხარეს – თვით ათაბაგის სახელი. ილდეღიზიდთა მონეტა აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო გავრცელებული; აღმოჩენილია დმანისში, რუსთავში, აგრეთვე XII–XIII ს-ის – ლილოს, კრწანისის, თბილისის, განჯის, კარის, რიყის განძებში /ირ. ჯალაღანია/.
61. იმპერიალი – (ლათ. imperialis – საიმპერატორო), რუსული ოქროს მონეტ; იჭრებოდა 1755 წლიდან 10 მან. ნომინალით, ტოლფასოვანი იყო 10 ვერცხლის მანეთისა. შეიცავდა 11,61 გრ. ოქროს. 1895 – 97 წწ. ფულის რეფორმამ და ბრუნვაში ოქროს ვალუტის შემოღებამ განაპირობა ძველიი წონის იმპერიალის მოჭრა 15 მან. ნომინალით; შესაბამისად შეიცვალა ოქროს ნახევარიმპერიალის ნომინალიც (5 მან-დან 7 მან. და 50 კაპ.). რეფორმის შემდეგ მოჭრილი 10 – და 5 – მანეთიანი ახ. ოქროს მონეტები შეადგენდა იმპერიალის 2/3 და 1/3; XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან ჰოლანდიური ოქროს ჩერვონეცები (დუკატები) თანდათანობით შეავიწროვა რუსულმა იმპერიალებმა და ნახევარიმპერიალებმა, რომლებიც შესაბამისად 10 რუბლად და 5 რუბლად ფასობდა. ამავე პერიოდში მიმოიქცეოდა ისინი საქართველოში, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობდა სპილენძის ფულის დეფიციტი საქართველოში.
62. კალა – (ლათ. stannum), თეთრი, მბზინვარე, რბილი, მძიმე და პლასტიკური ლითონი; კალა და მისი შენადნობები ცნობილია უძველესი დროიდან; ასევე უძველესი დროიდან ფართოდ გამოიყენება როგორც გამოყენებით ხელოვნებაში, ისე სამონეტო საქმიანობაში.
63. კაპადოკიური მონეტა – ძვ.წ. IV–ახ.წ. III ს-ში კაპადოკიაში მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, გამოიყოფა 2 ჯგუფი: საკუთრივ კაპადოკიის მეფეთა მიერ და რომის იმპერატორთა სახელით მოჭრილი; I ჯგუფის მონეტების ემისია დაიწყო არიარათე I-ის (ძვ. წ. 333–322) დროს და გრძელდებოდა ძვ. წ. 36–17 წლამდე. მონეტები არცთუ ისე მრავალფეროვანია. ძვ წ. III ს-ის 20-იანი წლებიდან ხდება სამონეტო ტიპების საბოლოო უნიფიკაცია. შუბლზე ყოველთვის გამოსახულია კაპადოკიის მეფის პროფილი, ხოლო ზურგზე მთელი ტანით მარცხნივ მიმართული ათენა, რომელსაც გაწვდილ მარჯვენა ხელში გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება უჭირავს, მარცხენაში კი – შუბი და გორგონას გამოსახულებიანი ფარი; ბერძნულ ლეგენდაში აღნიშნულია კაპადოკიის ამა თუ იმ მეფის სახელი და მონეტების მოჭრის დრო. კაპადოკიური დრაქმები აღმოჩენილია საქართველოშიც, კერძოდ, ვანში. II ჯგუფის მონეტების ემისია დაიწყო ახ. წ. 30 წ-დან იმპერატორ ტიბერიუსის (14–37) დროს; პირველად იჭრებოდა დრაქმა. კალიგულას ხანიდან მიმოქცევაშია დიდრაქმები. სპილენძის მონეტა მოჭრეს კლავდიუსის (41–54) მმართველობისას. II ჯგუფის მონეტების მოჭრა გრძელდებოდა III ს-ის შუა წლებამდე; სამონეტო ტიპი მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ბევრია მონეტები, რომელთა ზურგზე არგეის მთა ან ჰერაკლეს კომბალია გამოსახული, შუბლზე კი – ყოველთვის რომის იმპერატორის პორტრეტი; ზედწერილები ბერძნულია. კაპადოკიის მთავარი ქალაქის კესარიის ზარაფხანა II ს-ში ფართო მასშტაბის სამონეტო ემისიას ახორციელებდა და მთელი მცირე აზიის, მ. შ. კოლხეთის, ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე – სოხუმი, ბიჭვინთა, ბანძა, სეფიეთი, ურეკი, სუფსა, ეკი და სხვ. – აღმოჩენილია 1200-მდე კაპადოკიური მონეტა; ადრიანეს (117–138) დიდრაქმები აღმოჩენილია III ს-ის 30-იან და 50-იან წლებში ჩამარხულ განძებში – ეკი, ბიჭვინთა და მიკვლეულია III ს-ის შუა წლების კულტურულ ფენაში – ბიჭვინთა /გ. დუნდუა/.
64. კაპიკი – „კოპეიკა“, რუსული ხურდა მონეტა, უდრიდა მანეთის 1/100-ს; პირველად მოიჭრა XVI ს-ის 30-იან წლებში ვერცხლისაგან; XVI–XVII მას უფრო ხშირად ნოვგოროდკას უწოდებდნენ. საქართველოში რუსული „კოპეიკა“ ქართულ „კაპიკად“ იქცა. საბჭოთა კავშირში ვერცხლის მონეტების ემისიის შეწყვეტის შემდეგ (1931 წ.) ლითონის მონეტას მხოლოდ ხურდა ფულის ფუნქცია შერჩა; 1961–1991 წ-ში მიმოიქცეოდა 1, 2, 3, 5, 10, 15, 20, 50-კაპიკიანი მონეტები.
65. კარატი – ძვ. ბერძნული წონის ერთეული; შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც; ბერძნულ–რომაული კარატი უდრიდა 0,189 გრ., ეგვიპტური – 0,19 გრ.; საქართველოში დამკვიდრდა XI–XVII ს-ში კერატის და XVII-XVIII სს-ში ყირათის სახელწოდებით. კერატი შედიოდა დრამის წონით სისტემაში და მისი 1/12-ს, ანუ 1,212 გრ. იყო; ყირათი შეადგენდა მისხლის 1/24-ს, ანუ 0,192 გრ-ს. 1907 წლის პარიზის საერთაშორისო კონვენციის განსაზღვრით კარატი უდრის 200 მგ. ან 2•10¯4 კგ-ს. კარატი არის ასევე ძვირფასი ქვების მასის საზომი; აღნიშნავს ასევე ძვირფასი ლითონების შენადნობთა სინჯს. 93. კვადრატუმ ინკუზუმი – (quadratum incusum), ჩაჭდეული კვადრატი მონეტაზე, ტექნიკური დანიშნულების დეტალი, რომლის ფუნქიაც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩაქუჩის დარტყმისას მონეტის ნამზადი სიქიდან არ ამოვარდნილიყო.
66. კირმანეული თეთრი – XIII–XV ს-ის დასავლურ-ქართული ვერცხლის ფული; სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან „კირ“ და „მანუელ“ (ბატონი მანუელი) და დაკავშირებულია ტრაპიზონის კეისრის მანუელ I-ის (1238–1263) სახელთან. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე და დამახინჯებული ბერძნულით აწერია ტრაპიზონის კეისრების მანუელის ან იოანეს სახელი. კეისრის ფეხთან გამოხატულია ექვსქიმიანი ვარსკვლავი, ე. წ. „სოლომონის ბეჭედი“; ზურგზე ტრაპიზონის იმპერიის მფარველის წმ. ევგენის გამოსახულებაა და ბერძნულად აწერია წმინდანის სახელი. ტრაპიზონის იმპერიაში მოჭრილი ასპრი ფართოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი შემოტანა შეწყდა, იჭრებოდა მისი მინაბაძები, რომელსაც კირმანეული თეთრი ეწოდა. XVI ს-ის კირმანეულების ბევრი ეგზემპლარი გახვრეტილია. ფიქრობენ, რომ ნახვრეტები გაკეთებულია იმისათვის, რომ მონეტისათვის დაეკლოთ წონა და გაეტოლებინათ იგი ყაზან-ყაენის რეფორმის შემდეგდროინდელ შემსუბუქებული დირჰემის წონასთან. საკუთრივ რომელი სუვერენი ჭრიდა კირმანეულ თეთრს და კონკრეტულად სად იჭრებოდა იგი ცნობილი არ არის /ირ. ჯალაღანია/.
67. კლიშე – (ფრანგ. cliché), საბეჭდი ფორმა, იყენებენ საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვის ხერხით აღწარმოებისათვის. სარეპროდუქციო ორიგინალის ხასიათის მიხედვით კლიშე არის შტრიხული და რასტრული. შტრიხულ კლიშეს იღებენ შტრიხებით შედგენილი გამოსახულებიდან (კალმით ნახატი, გრავიურის ანაბეჭდი, ნახაზი). რასტრულ კლიშეს ნახევრადტონოვანი გამოსახულებიდან, რომელიც შედგება სხვადასხვა ნაჯერობის ელემენტებისაგან (ფოტოსურათი, აკვარელით ან ზეთის საღებავებით ნახატი). კლიშეს აკეთებენ ხეზე, თუთიაზე (ყველაზე მეტადაა გავრცელებული) ასევე თითბერზე, სპილენძზე.
68. კლიშეგრაფი – ელექტრონული საგრავირებელი ავტომატი.
69. კოლექცია – (ლათ. collectio – შეგროვება, კრებული), ერთგვაროვანი ან თემატურად გაერთიანებული საგნების, რომლებსაც როგორც წესი, აქვს ისტორიული მნიშვნელობა, სისტემაში მოყვანილი კრებული. კოლექციონერობა შემგროვებლობისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი გულისხმობს საკოლექციო მასალის გამოვლინებას, შეგროვებას, შესწავლას და სისტემაში მოყვანას; აღმოცენდა რენესანსის ეპოქაში (მედიჩები ფლორენციაში, ლუი XIV, ფრანგი კარდინალები რიშელიე და მაზარინი, პაპები იულიუს II, ლეო X და სხვ.). ცნობილი უნივერსალური კოლექცია ჰქონდათ გოეთესა და ამერიკელ მხატვარსა და ბუნებისმეტყველს ჩ. პილსს. XIX და XX ს-ის მიჯნაზე ჯერ აშშ-ში, შემდეგ ევროპაში კოლექცია კაპიტალის დაბანდების სარფიან ხერხად იქცა, რადგანაც გადასახადები არ ედებოდა. რამაც კოლექციის ობიექტებით სპეკულაცია გამოიწვია. კოლექციონირება ხელს უწყობდა ნუმიზმატიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის, აგრეთვე არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და სხვ. განვითარებას. ჩამოყალიბდა კოლექციონირების 3 სახე: სამეცნიერო, სასწავლო და მოყვარულთა. გამოიკვეთა მისი დარგებიც: ფილატელია (საფოსტო მარკების შეგროვება და შესწავლა), ბონისტიკა (ქაღალდის ფულის, ნიშნებისა და ბონების შეგროვება და შესწავლა), მოყვარულთა ნუმიზმატიკა (მონეტების შეგროვება), ფილუმენია (ასანთის კოლოფების ან მათი ეტიკეტების შეგროვება), ფილოკარტია (ბარათების შეგროვება და შესწავლა), ფალერისტიკა (სამკერდე ნიშნების შეგროვება და შესწავლა), ფილოფონია (მუსიკალური ჩანაწერების შეგროვება და შესწავლა) და სხვ. ბევრ ქვეყანაში არის კოლექციონერთა საზოგადოებები, გამოდის სპეციალური წიგნები, ჟურნალები და კატალოგები/გ. დუნდუა/.
70. კოლხური თეთრი – ძვ.წ. VI–III ს-ის ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ ბერძნულ ახალშენებს (მაგ. ფასისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი: ა) ტეტრადრაქმა, რომლის წონაა 13გრ., მის შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ლომის თავი, ზურგზე – ფრთოსანი რაშის პროტომა. ბ) დიდრაქმა: I ტიპი. შუბლზე – მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი, ზურგზე – მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. II ტიპი. შუბლზე – ხაზოვან რკალში ადამიანის პროფილი; ზურგზე – ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი ორი ხარი. კოლხური დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99–9,90 გრ.. გ) დრაქმა: შუბლზე – ლომის თავი ფასში: ზურგზე – მარჯვნივ მიმართული ხარის თავი: წონა – 5,52 გრ.. დ) ნახევარდრაქმები: I ტიპი. შუბლზე – ლომის თავის პროფილი მარჯვნიდან: ზურგზე – მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა: საშუალო წონა – 2,17 გრ.: II ტიპი. შუბლზე – მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი: წონა – 1,2–2,6გრ.: ამ ტიპის მონეტების ზოგიერთ ცალზე ამოტვიფრულია ბერძნული ასოები. კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი უტყუარი საბუთია იმისა, რომ ძვ.წ. VI–V ს-ში დასავლეთ საქართველოს მიწა – წყალზე სახელმწიფო არსებობდა /გ. დუნდუა/.
71. კონსტანტინატი – ბიზანტიური მონეტა, მიმოიქცეოდა და იყო გადახდის საშუალება XI ს-ის საქართველოში (კონსტანატი, კუსტანატი, დრაჰკანი კონსტანტინატი), ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დაკავშირებულია კონსტანტინე X დუკას სახელთან, მაგრამ, რადგანაც ამ იმპერატორის ნომისმების ზედსახელი არის დუკატი, კონსტანტინატი უფრო კონსტანტინე IX მონომახის (1042–1055) ნომისმებს გულისხმობს /გ.ჯაფარიძე/.
72. კუპონი – (ფრანგ. coupon – მოსაჭრელი ტალონი) 1993 წლიდან ბრუნვაში არსებული სსრ კავშირისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 1961–1992 წლებში გამოშვებული ფულის ნიშნების პარალელურად და პარიტეტული კურსით მიმოქცევაში გავიდა დროებითი ფულადი ნიშნები კუპონები. ისინი მხატვარ ელგუჯა ამაშუკელის ესკიზების მიხედვით დაბეჭდა ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების დამამზადებელმა ინგლისურმა ფირმამ „თომას დე ლა რუმ“. 1993–1994 წწ-ში მიმოქცევაში არსებულ კუპონებს დაემატა ახალი ნომინალები, რომლებიც ნოდარ მალაზონიას ესკიზების მიხედვით დაბეჭდა ფრანგულმა ფირმამ „ფრანსუა-შარლ ობერტურმა“. საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონები მიმოიქცეოდა 1995 წლამდე.
73. ლარი – საქართველოს რესპუბლიკის სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში გავიდა 1995 წლის 25 სექტემბერს; 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 ლარის ნომინალური ღირებულების კუპიურებით. ისინი მხატვრების ნოდარ და ბაჩა მალაზონიების ესკიზების მიხედვით დაბეჭდა ფრანგულმა ფირმამ „ფრანსუა-შარლ ობერტურმა”. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი ერთადრეთ საგადამხდელო საშუალებად იქცა საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე. 2006 წლიდან მიმოქცევაშია ასევე 1 და 2 ლარის ნომინალური ღირებულების მონეტები /ნ. ჯავახიშვილი/; სიტყვა „ლარი”, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად ჯერ კიდევ 1992 წელს შეირჩა, ძველი ქართული სიტყვაა და აღნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. ლარი, როგორც ფულადი ერთეულის სახელი ბუნებრივად ამოუდგა გვერდში ამავე ძირიდან ნაწარმოებ სიტყვებს „მოლარესა“ და „სალაროს“, რომელიც ძველ ქართულში შესაბამისად განძის მცველსა და საგანძურს ეწოდებოდა; თანამედროვე ქართულში კი სემანტიკურად ფულთან არის დაკავშირებული.
74. ლეგენდა – ზედწერილი (წარწერა) მონეტის ავერსსა ან რევერსზე.
75. ლიგატურა – ძვირფასი ლითონის მონეტის მოსაჭრელად განკუთვნილი შენადნობისათვის დაბალი ხარისხის ლითონის დამატება; მაგ., ვერცხლის ან სპილენძის დამატება ოქროსათვის, სპილენძისა – ვერცხლისათვის და ა.შ.; ამგვარ შენადნობს ოქროთი ან ვერცხლით ლეგირებული ეწოდება, მონეტის ჩამოსხმისათვის მოხმარებულ შენადნობის მასას (წონას) კი - მონეტის ლიგატურული მასა.
76. ლობანჩიკი – იხ. დუკატი.
77. მანეთი – რევოლუციამდელი რუსეთისა და სსრკ-ის ფულის ერთეულის „რუბლის” ქართული სახელწოდება, გავრცელებულია აზერბაიჯანულ, თურქმენულ, სპარსულ და ზოგიერთ სხვა ენაში; მომდინარეობს монета-სგან, რომელიც ვერცხლის მანეთიანის აღსანიშნავად იხმარებოდა. მისი გავრცელება ქართულსა და სხვა ენებში „რუბლის” მნიშვნელობით ემთხვევა კასპიისპირეთში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დამკვიდრების პერიოდს – XVIII ს-ის I ნახ-დან. ტერმინი „რუბლი“, როგორც უზალთუნის ვერცხლის ზოდის (200გრ.) ნახევრის სახელწოდება, აღმოცენდა XIII ს-ის ნოვგოროდში. XIV ს-დან იგი გავრცელდა ცენტრალური რუსეთის სამთავროებში. საქართველოში მმართველობის შემოღებიდან ამ ტერმინმა საყოველთაოდ მოიკიდა ფეხი და „რუბლის“ ოფიციალურ ეკვივალენტურ ქართულ სახელწოდებად იქცა. ამ ორი ტერმინის ტრადიციული იდენტურობა აისახა საბჭოთა ფულის ერთეულთა ნომენკლატურაშიც. XIX ს-ის პირველ ათეულ წლებში საქართველოს სამონეტო ბაზარზე გაიზარდა რუსული ფულის ხვედრითი წილი საქართველო რუსეთის საფინანსო სისტემაში აღმოჩნდა ჩართული. საბჭოთა მანეთი საქართველოში 1993 წლის აპრილამდე მიმოიქცეოდა. 1961–1992 წ-ში მიმოიქცევაში იყო 1, 3, 5, 10, 25, 50 და 100 – მანეთიანი სახაზინო ბილეთები.
78. მაკედონელის მონეტა – ალექსანდრე მაკედონელმა (ძვ. წ. 336–323) შემოიღო ახალი ფულადი სისტემა, რომელიც ძირითადად ოქროზე იყო ორიენტირებული. შეიცვალა მონეტის გარეგნული სახე და ფაქტურაც: მონეტაზე დაიწყეს მეფის პორტრეტებისა და მისი სახელის აღმნიშვნელი წარწერის მოთავსება. ალექსანდრე მაკედონელმა პირველმა გაბედა თავის ვერცხლის მონეტებზე გამოსახულ ჰერაკლეს პროფილისათვის საკუთარი სახის ნაკვთები მიეცა. ეს იყო რევოლუციური აქტი სამონეტო საქმეში, ვინაიდან აქამდე მონეტებზე მხოლოდ ღმერთებსა და გერბებს ათავსებდნენ /გ.დუნდუა/.
79. მარჩილი – XVI ს-ის შუა წლებიდან საქართველოში ფულის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც დასტურლამალის განმარტებით 3 აბაზს ან 12 შაურს უდრის; სიტყვა „მარჩილი” იტალიური წარმოშობისაა და, რ. ქებულაძის აზრით, საქართველოში ევროპულ ტალერებთან ერთად გავრცელდა; მარჩილის, როგორც ფულის ერთეულის ტერმინის აღდგენის ცდას ადგილი ჰქონდა საქართველოში მენშევიკური მთავრობის დროს; ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ლანსერეს ოცდახუთმარჩილიანის – 15-მანეთიანის – პროექტი, მაგრამ ამ ღონისძიების განხორციელება მენშევიკურ მთავრობას არ დასცალდა. /დ. კაპანაძე/; – ვერცხლის ფულის სახელწოდება საქართველოში. სახელი უნდა მომდინარეობდეს ვენეციური ვერცხლის „მარჩელოს” სახელწოდებიდან. გავრცელდა XVI–XVII ს-ში. როგორც ვახტანგ VI-ის „დასტურლამალიდან” ირკვევა, XVIII ს-ში მარჩილი 12 შაურს ანუ 3 აბაზს შეადგენდა. მისი მასა სხვადსხვანაირი იყო. მარჩილი იხმარებოდა XVII ს-ის საქართველოში გავრცელებული ევროპული მონეტის – ტალერის აღსანიშნავადაც; იმ დროისათვის ტალერი 3 აბაზად ფასობდა, ხოლო 3 აბაზი 1 მარჩილს შეადგენდა /ირ. ჯალაღანია/.
80. მატრიცა – (გერმ. matrize < ლათ. matrix – წყარო, საწყისი), ა) ზოგიერთი შტამპის ან ლითონის წნევით დამუშავებისას გამოყენებული სამუშაო იარაღის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, რომელსაც აქვს ფორმით ან კონტურით დასამუშავებელი დეტალის შესაბამისი ჩაღრმავება ან გამჭოლი ხვრელი. მოწყობილობის მიხედვით მატრიცა არის მთლიანი, გასართი და სექციებიანი; ბ) რელიეფური საბეჭდი ფორმიდან პლასტიკურ მასალაზე (ლითონი, მუყაო, პლასტმასა და ა.შ.) გადატანილი ჩაღმავებული ანაბეჭდი, რომელსაც იყენებენ სტერეოტიპული პირების მისაღებად.
81. მემორიალური (სამახსოვრო) მონეტა – მნიშვნელოვანი მოვლენის ან საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მოჭრილი და მიმოქცევაში გაშვებული მონეტა.
82 მინალთუნი – დამახინჯებულად მილანთუნი; თურქულად 1000 ნიშნავს და ხუთ აბაზს შეიცავდა; XVIII ს-ის მოგზაური აკად. გიულდენშტედტი იტყობინება, რომ საქართველოში ქართული ან სპარსული მინალთუნი მიმოქცევაში არ ყოფილა; ეს ცნობა მართლაც დასტურდება ფაქტიური ნუმიზმატიკური მასალით; თუმცა ბრიტანეთის კატალოგის ჩანაწერის მიხედვით ცნობილია XVIII ს-ის ერთი თბილური მინალთუნიანი; შესაძლოა ეს ერთადერთი ცალი საჩუქრად იყო მოჭრილი, მსხვილი ნომინალები კი საანგარიშო ერთეულებად ითვლებოდა /დ. კაპანაძე/.
83. მიუნცკაბინეტი – მონეტების კაბინეტი, სადაც დაცული იყო კოლექციონერების შეგროვილი მასალა და წარმოებდა მათი შესწავალა. XVIII საუკუნეში ხუთი ასეთი ცენტრი შეიქმნა: სამეფო ან საიმპერატორო ნუმიზმატიკური ცენტრები ვენაში, ბერლინში, პარიზში, ლონდონსა და პეტერბურგში. თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში ნუმიზმატიკის კაბინეტი დაარსდა 1924 წელს აკად. ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით, რომელსაც დღიდან მისი დაარსებისა სათავეში ედგა თამარ ლომოური. 1931 წელს უნივერსიტეტის ნუმიზმატიკური კაბინეტის მონეტები და ინვენტარი გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს და აქ უკვე მეორე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის აკად. დავით ჩუბინაშვილის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ნუმიზმატიკურ უჯრედს, რომელიც შემდეგში განყოფილებად გადაიქცა /გ. დუნდუა/.
84. მონეტა – (ლათ. moneta), ლითონის ფულის ერთეული; ლითონის რომელიმე სახეობისაგან მოჭრილი ფული, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფორმა, წონა, სინჯი და ღირებულება. თავდიპრველად სიტყვა „მონეტა“ იყო ქალღმერთ იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და ნიშნავდა დამრიგებელს. სახელი მომდინარეობს კაპიტოლიუმის ბორცვზე (ქ. რომი) იუნონა – მონეტას ტაძარში მოთავსებული ზარაფხანისაგან, სადაც იჭრებოდა ლითონის ფული. მონეტის სამშობლოდ მიჩნეულია ლიდია. ძვ. წ. VII ს-დან მონეტამ მრგვალი ფორმა მიიღო და მისი სრულფასოვნების გარანტიას სახელმწიფო იძლეოდა. მონეტის შემოღებამდე მიმოქცევაში იყო ლითონის სხვადასხვა ფორმის ზოდები. მონეტის მოჭრა საქართველოში ძვ.წ. VI ს-დან დაიწყო და სისტემატურად გრძელდებოდა 1834 წლამდე. ტერმინი მონეტა ძველ ქართულ წყაროებში არ იხსენიება. სამონეტო საქმიანობა საქართველოში განახლდა 1995 წლიდან. მონეტის მოჭრის უფლება, როგორც წესი, სახელმწიფოს კომპეტენციაა; ამდენად, მონეტა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საბუთია.
85. მონეტარიები – რომაულ ეპოქაში ზარაფხანების მომსახურე პერსონალი.
86. მონოგრამა – (ლათ. monogramma, ბერძ. monos – ერთი, ერთიანი, ერთადერთი; gramma – ნაწერი, ასო), იგივე ვენზელი; მხატვრულად გაფორმებული, ხშირად ერთმანეთში ჩაქარაგმებული სახელისა და გვარის პირველი ასოები. მონოგრამები გვხვდება რომაულ და ბერძნულ მონეტებზე, ასევე თამარის სახელით მოჭრილ მონეტებზე და ა.შ.
87. მონომეტალიზმი – (ბერძნ. monos – ერთი, ერთიანი, ერთადერთი; მეტალი < ბერძნ. metallum – ლითონი), ფულადი სისტემა, რომლის დროსაც ერთი ლითონი არის საყოველთაო ეკვივალენტი და ფულადი მიმოქცევის საფუძველი. იმის მიხედვით, თუ რომელი ლითონი ასრულებს ამ როლს, მონომეტალიზმი შეიძლება იყოს: სპილენძის, ვერცხლისა ან ოქროსი. სპილენძის მონომეტალიზმი არსებობდა რომში ძვ. წ. III–II ს-ში, ვერცხლისა – რუსეთში (1843–1852), ჰოლანდიაში (1847–1875), ინდოეთში (18521893). ჩინეთში დიდხანს არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი, რომელიც ოფიციალურად შეიცვალა 1935 წ-ს. ოქროს მონომეტალიზმი შემოიღეს XVIII ს-ის ბოლოს დიდ ბრიტანეთში და XIXს-ის ბოლოს ევროპის სხვა ქვეყნებში, რუსეთსა და იაპონიაში – 1897 წ-ს, აშშ-ში – 1900 წ-ს /ქსე/; XVII–XVIII ს-ში ერანის ძირითადი სამონეტო ერთეული ვერცხლის აბაზი იყო და რამდენადაც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველო მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ბუნებრივია, აქაც ბატონობდა ვერცხლის მონომეტალიზმი, ოქრო იშვიათად გვხვდება, ხოლო სპილენძს, რომელიც დიდი რაოდენობით იჭრებოდა, მხოლოდ ხურდა ფულად ხმარობდნენ. ვერცხლის მონომეტალიზმს ამ პერიოდის საქართველოში ადასტურებს ვახტანგ VI-ის კანონთა კრებული, სადაც სპეციალური კარი (თეთრის გარიგებისა) სწორედ ვერცხლის მონეტის მოჭრას ითვალისწინებს /დ. კაპანაძე/.
88. მუსლიმური ქვეყნების მონეტები – მათზე სარწმუნოებრივი მოტივების გამო აკრძალული იყო რაიმე გამოსახულების მოთავსება და მთელი აქცენტი გადატანილი იყო ლეგენდებზე. ლეგენდით ლაკონურად მთელი ისტორიაა გადმოცემული; მაგალითად, არაბული მონეტების ზედწერილი გვაუწყებს: 1. მმართველის სახელს; 2. მმართველის მამის სახელს; 3. მის ტიტულს; 4. არაიშვიათად ამ მმართველის ვეზირის სახელს; 5. მისი მმართველობის ერთ-ერთ წელს; 6. სამეფოს ერთ-ერთი ქალაქის სახელს; 7. მონეტაზე მოთავსებული ლოცვის თანახმად ისტორიკოსი არკვევს რომელ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება ეს პირი; 8. თუ იგი რომელიმე ოლქის მმართველია, მაშინ ზედწერილში მოხსენიებულია მისი უმაღლესი ხელისუფლის სახელი და ასევე ხალიფას სახელიც /გ. დუნდუა/.
89. ნადირი – ირანული ვერცხლის მონეტა, ნადირ-შაჰის (1736–1747 წწ.) მიერ შემოღებული ახალი სამონეტო სისტემის ძირითადი ერთეული; შეესაბამებოდა ინდურ რუპიას; შეიცავდა 500 დინარს და იწონიდა 11,66 გრ-ს; იმავე დროს იჭრებოდა დაქვეითებული წონის 4,6-გრამიანი აბაზიც. 1 ნადირი 2/5 აბაზს უდრიდა; 1739–1747 წ-ში თბილისშიც ჭრიდნენ /თ. ქუთელია/.
90. ნიკელი – (ლათ. niccolum), მოვერცხლისფრო–თეთრი, ჭიმვადი და პლასტიკური ლითონი; დედამიწის ქერქში ნიკელის შემცველობაა 5,8•10¯³%. არასუფთა სახით ნიკელი პირველად მიიღო შვედმა ქიმიკოსმა ა. კრონსტედტმა 1751 წელს. უფრო სუფთა სახით იგი მიღებული იყო 1804 წელს გერმანელი ქიმიკოსის ი. რიხტერის მიერ. სახელწოდება „ნიკელი“ მომდინარეობს მინერალ კუპფერნიკელისაგან (NiAs), რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ XVII ს-ში. ნიკელის საერთო წარმოების დაახლოებით 80%-ს სულფიდური სპილენძ-ნიკელის მადნებისაგან იღებენ. ნიკელს ძირითად შენადნობების მისაღებად იყენებენ. სუფთა ჭედადი ნიკელი ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.
91. ნიმბეშლიქი – თურქული ვერცხლის მონეტა; იჭრებოდა საქართველოშიც.
92. ნოიზილბერი – (გერმ. noisilber), მელქიორი (გერმ. melchior, ამ შენადნობის სახელწოდება ფრანგი გამომგონებლების მაიოს (Maillot) და შორიეს (Chorier) სახელებიდან მომდინარეობს), სპილენძის შენადნობი ძირითადად ნიკელთან (5–30%). ადრე მელქიორს უწოდებდნენ როგორც სპილენძ-ნიკელის, ისე სპილენძ-ნიკელ-თუთიის შენადნობებსა და მოვერცხლილ თითბერსაც. ნოიზილბერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.
93. ნომინალი – (ლათ. nominalis – სახელობითი < nomen – სახელი, სახელწოდება), ფასიანი ქაღალდის (აქცია, ობლიგაცია და ა. შ.), ქაღალდის ფულის, მონეტის ნომინალური ღირებულება.
94. ნომისმა – ნიკიფორე ფოკას (963–968 წწ.) დროიდან პირველად ბიზანტიის სამონეტო საქმის ისტორიაში მოიჭრა ორი განსხვავებული წონითი სტანდარტის მქონე მონეტა: სრულწონიანი – ჰისტამენონ ნომისმა (4,40 გრ.) და შემსუბუქებული წონის (3,81–4,08 გრ.) ტეტარტერონ ნომისმა; მიხეილ IV-ის (1034–1041 წწ.) დროიდან ჰისტამენონს ეძლევა ჩაღრმავებული ფორმა, ხოლო ტეტარტერონის ფორმა ტრადიციულად ბრტყელი დარჩა. საქართველოში, როგორც ამას აღმოჩენები მოწმობს (დვირის განძი), ჰისტამენონ ნომისმა ჭარბობდა /გ. დუნდუა/.
95. ნუმია – (< ლათ. nummus - მონეტა), სპილენძის მონეტა; პირველად მოჭრეს ბიზანტიაში იმპერატორ ანასტასიოს I – ის (491–518) დროს; ძირითადად იჭრებოდა 40, 20, 10 და 5 – ნუმიანი მონეტები, ზურგზე შესაბამისად აღინიშნებოდა ასოებით (M, K, I, E). ნუმიის ემისია გრძელდებოდა ბასილი I-ის (867–886) მმართველობამდე. ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში განსაკუთრებით ბევრი აღმოჩნდა ბიჭვინთაში /გ. დუნდუა/.
96. ნუმიზმატიკა – (ლათ. Numisma – მონეტა) ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონეტებს. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერეული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან იხმარება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი ჩაეყარა იტალიაში XIV–XV ს-ში; აქედან გავრცელდა ის სხვა ქვეყნებშიც. კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, მაგრამ მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში შეიქმნა ნუმიზმატიკური კაბინეტები. დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში. ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი ი. ეკელი (1737–1798).
97. ნუმიზმატი – კოლექციონერები – ანტიკური მონეტებით გატაცება დაიწყო იტალიაში რენესანსის (აღორძინების) ეპოქაში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაბიჯი მეცნიერული ნუმიზმატიკის შექმნის საქმეში კოლექციონერობა, მონეტების შეგროვება იყო. ამდენად, ნუმიზმატიკის, როგორც მეცნიერების ისტორია საწყის ეტაპზე ფაქტობრივად მონეტების შეგროვების ისტორიაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის იგივეობის ნიშანი დავსვათ. პირიქით, მათ შორის პრინციპული სხვაობაა. ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი იყო ცნობილი ჰუმანისტი პოეტი პეტრარკა (1304–1374), რომელმაც რომაული მონეტების ბრწყინვალე კოლექცია შეაგროვა. ანტიკური მონეტების შესანიშნავი კოლექციები შეაგროვეს ფლორენციელმა მეცენატმა კოზიმო მედიჩიმ (1389–1464) და ნეაპოლის მეფემ ალფონს არაგონელმა. XV საუკუნეში ეს გატაცება იტალიის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ევროპის სახელმწიფოს თითოეული მმართველი ცდილობდა რაც შეიძლება კარგი და მრავალრიცხოვანი კოლექცია შეეგროვებინა. კოლექციონერობით გატაცებული იყვნენ ავსტრიისა და საფრანგეთის იმპერატორები და მეფეები მაქსიმილიან I (1459–1519), ანრი IV (1589–1610), ლუი XIV (1661–1715) და მაკგრაფი გეორგ ვილჰელმი (1619–1640) და სხვ. /გ. დუნდუა/.
98. ონლიქი – თურქული ვერცხლის მონეტა; მოჭრა დაიწყეს სულთან ოსმან II-ის (1618-1622) დროს; წონა – დაახლოებით 3 გრ.; მისი ემისია გამოწვეული იყო ახჩის წონისა და სინჯის კატასტროფული დაცემით. ონლიქს ჰქონდა დანაყოფები: ბეშლიქი და ნიმბეშლიქი. 1723 წელს ოსმალთა მიერ თბილისის აღების შემდეგ სამივე ნომინალი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა აჰმედ III-ისა (1703–1730 წწ.) და მაჰმუდ I-ის (1730–1754) სახელით. აჰმედ III-ის მონეტის შუბლზე ცენტრში გამოსახულია აჰმედ III-ის თუღრა. მის ქვემოთ სამტრიქონიანი არაბული ზედწერილია: „მოიჭრა თბილისს (ჰიჯრით) 115 (1703 წ.). ესაა აჰმედის ტახტზე ასვლის და არა მონეტის მოჭრის თარიღი; ზურგზე – ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: „სულთანი ორი ხმელეთისა და ხაკანი ორი ზღვისა, სულთანი, ძე სულთნისა“. მაჰმუდ I-ის დროს მონეტის ტიპი გამარტივდა, შუბლზე მაჰმუდ I-ის თუღრაა, ზურგზე არაბულად აწერია: „იჭედა თბილისს (ჰიჯრით) 1143 წ. (1730/31 წწ.)“ /გ. დუნდუა/.
99. ორენოვანი მონეტა – ე.ი. ისეთი მონეტები, რომლებზეც წარწერები ორ ენაზეა მოცემული; მაგ., ქართულ ძველებურ მონეტებზე ქართულთან ერთად მოთავსებული იყო უმეტესად არაბული ან სპარსული წარწერები, XIX ს-დან – რუსული, 1995 წლიდან – ინგლისური.
100. ორთაღი – საქართველოში შუა საუკუნეების ვაჭართა საკრედიტო ასოციაცია, რომელსაც 1259 წლის სიგელით ორთაღი (მონღოლურად – ამხანაგობა) ეწოდებოდა; ორთაღი ასრულებდა უცხოური ფულის ადგილობრივზე გადახურდავებას.
101. „ორი დავითის მონეტა“ – დავით VII ულუს (1247–1270) დასავლეთ საქართველოში ყოფნის პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს ბიზანტიური ტიპის უთარიღო ვერცხლის მონეტა, რომელიც „ორი დავითის მონეტის“ სახელით არის ცნობილი. მონეტაზე ორი მეფეა გამოსახული და მას მხოლოდ ქართული წარწერა აქვს. ერთი დავითი მეფეთ-მეფედ მოიხსენიება, მეორე კი მეფედ. რომელ დავითს ეკუთვნის მეფეთ-მეფის ტიტული ძნელი სათქმელია, რადგან წერილობით წყაროებში ორივე დავითი მეფეთ-მეფედ იხსენიება.
102. ორტა – პოლონური ვერცხლის მონეტა; სახელწოდება გერმანული წარმოშობისაა და ტალერის მეოთხედ ნაწილს აღნიშნავს; მოიჭრა 1608 წელს რეჩ – პოსპოლიტაში, ქ. გდანსკის ზარაფხანაში, წონა – 7,6 გრ.; შუბლზე გამოსახულია მეფის ბიუსტი პროფილით, მოჭრის თარიღის დასაწყისი ციფრები და მეფის სახელი და ტიტულატურა ლათინურად; ზურგზე ქ. გდანსკის გერბი და მოჭრის თარიღის ბოლო ციფრები და ლათინური ზედწერილი: „ქალაქ გდანსკის მონეტა“. 1616 წ-დან ორტის მოჭრა დაიწყეს ბიდგოშის, ვარშავისა და კრაკოვის ზარაფხანებში. ასეთი ორტის შუბლი ზემოაღწერილის მსგავსია; ზურგზე გამოსახულია რეჩ-პოსპოლიტას გერბი, თარიღი და ლათინური ზედწერილი. ემისია გაგრძელდა XVIII ს-ის ბოლომდე. საქართველოში XVII ს-ში მიმოქცევაში იყო რეჩ-პოსპოლიტისა (სიგიზმუნდ III-ის) და ბრანდენბურგ-პრუსიის (გეორგ ვილჰელმის) ორტები. აღმოჩენილია როგორც ცალობით, ისე განძების სახით – ზესტაფონი, შინდისი, ჭანჭათი, აბასთუმანი და სხვ. /რ. ქებულაძე/.
103. ოსმალური ახჩა – XV ს-დან ფართოდ გავრცელდა ოსმალური ახჩა განსაკუთრებით დასავლეთ სააქრთველოში, სადაც მათ მიხედვით იჭრებოდა კიდეც ცალმხრივ სიქანაკრავი მინაბაძები. საკუთრივ ქართულ ფულზეც შეინიშნება ოსმალური სამონეტო ტრადიციის გავლენა თურქთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდეც კი, ხოლო XV ს-ის II ნახევრის ქართული მონეტების ტიპები პირდაპირ ნასესხებია მათი თანადროული ოსმალური საფასეებიდან.
104. ოქროს მანეთი – პირობითი ფულის ერთეული (0,774235 გრ. ხალასი ოქრო) რუსეთში; შემოიღეს 1895–1897 წლების ფულის რეფორმის შემდეგ. ამის შედეგად წარმოიშვა ოქროს მონომეტალიზმი. იჭრებოდა აგრეთვე 5, 10, 15 – მანეთიანი (იხ. იმპერიალი), აგრეთვე 7,5 – მანეთიანი (ნახევარიმპერიალი) ოქროს მონეტები. ოქროს მონეტები მიმოქცევაში იყო 1914 წლამდე. 1921–1922 წლებში ოქროს მონეტას იყენებდნენ საანგარიშო ერთეულად.
105. ოქროს მარაგი – ოქროს სარეზერვო მარაგი ზოდებისა და მონეტების სახით, რომელიც ეკუთვნის ქვეყნის ცენტრალურ საემისიო ბანკს ან ხაზინას.
106. ოქროს პარიტეტი – (ლათ. paritas – თანასწორობა, სრულოფასოვნობა), 1. ეროვნულ ფულად ერთეულში კანონით ფიქსირებული ხალასი ოქროს წონითი შემცველობა. ოქროს მიმოქცევისა და ქაღალდის ფულის ოქროზე შეუზღუდავი გადაცვლის დროს ოქროს ფასი ეროვნულ ფულად ერთეულებში შეესაბამებოდა ამ ერთეულის ოქროს წონით რაოდენობას. მაგ., თუ აშშ დოლარის ოქროს შემცველობა 1934 წელს კანონით 0,888671 გრ. ოქროს შეადგენდა, მაშინ ერთი სამონეტო უნცია (31,1035 გრ.) ხალასი ოქროს ფასი 35 დოლარს ეტოლებოდა. ეს ფასი ოფიციალური იყო მსოფლიო ბაზარზე. 2. ორი ფულადი ერთეულის თანაფარდობა, გაანგარიშებული კანონით ფიქსირებული ოქროს შემცველობის საფუძველზე. იგი გვიჩვენებს სხვა ქვეყნის ფულადი ერთეულის იმ რაოდენობას, რომელიც ხალასი ოქროს იმავე რაოდენობას შეიცავს, რამდენიც კანონით არის დაწესებული მოცემული ქვეყნის ფულადი ერთეულისათვის. მად., გირვანქა სტერლინგი შეიცავდა 2,13281 გრ. ხალას ოქროს, ხოლო ფრანგული ფრანკი – 0,161 გრ., ე. ი. გირვანქა სტერლინგში 13,33-ჯერ მეტი ოქრო იყო, ვიდრე ფრანკში. ამიტომ მათი საპარიტეტო კურსი შეადგენდა 1 გირვანქა სტერლინგს – 13,33 ფრანკს. ოქროს სტანდარტის დროს ვალუტის კურსი მერყეობდა პარიტეტის ირგლივ ოქროს წერტილების ფარგლებში.
107. ოქროს სავალუტო რეზერვები – ხაზინისა და ცენტრალური ბანკების კუთვნილი კუთვნილი ოქროს მარაგი ზოდებისა და მონეტების სახით, უცხოეთის ვალუტით გამოხატული სახსრები საზღვარგარეთის ბანკების ანგარიშზე და უცხოეთის ბანკნოტები და მონეტები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წევრი ქვეყნები თავის ოქროს სავალუტო რეზერვებში რთავენ ლიმიტის თავისუფალ ნაშთს, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ გამოითხოვონ სსფ-დან უცხოეთის ვალუტა. ამ ლიმიტის მთლიანი ჯამი განისაზღვრება ფონდის კაპიტალში ქვეყნის კვოტის ანგარიშზე ოქროთი შესატანის ოდენობით, ხოლო 1970 წლის დასაწყისიდან აგრეთვე იმ სახსრების ჯამით, რომელიც მას სსფ-ში ვალუტის მიღების სპეციალურ უფლებას აძლევს. ოქროს სავალუტო რეზერვი ძირითადად ასრულებს საერთაშორისო სადასახდელო საშუალებების ფუნქციას და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის დასაფარავად, აგრეთვე ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად. ქვეყნის ოქროს სავალუტო რეზერვი არ არის მუდმივი სიდიდე. ოპტიმალურია მისი ისეთ დონეზე შენარჩუნება, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ქვეყნისათვის კუთვნილი გადასახდელების დროულად და შეუფერხებლად დაფარვას. ოქროს სავალუტო რეზერვის გამოლევა იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანას არასახარბიელო სავალუტო მდგომარეობა აქვს. კაპიტალისტური ქვეყნების მთლიანი ოქროს სავალუტო რეზერვი მათი იმპორტის ერთობლივ ღირებულებასთან შეფარდებით განუხრელად მცირდება. ეს ძირითადად გამოწვეულია არასაკმარისი რაოდენობის ოქროს შემოტანით.
108. ოქროს სტანდარტი – ოქროს მონომეტალიზმი, ფულადი სისტემა, რომლის დროსაც საყოველთაო ეკვივალენტის როლს ოქრო ასრულებს, ხოლო მიმოქცევაში ფუნქციონირებს ოქროს მონეტები ან ოქროზე გასაცვლელი ფულადი ნიშნები. ოქროს მონომეტალიზმის სისტემა ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში XVIII ს-ის ბოლოს, ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში XIX ს-ის უკანასკნელ მეოთხედში. ოქრომონეტარული სტანდარტისათვის, რომელიც ოქროს მონომეტალიზმის კლასიკური ფორმაა, დამახასიათებელია ოქროს მონეტის თავისუფალი მიმოქცევა და ოქროს მიერ ფულის ყველა ფუნქციის შესრულება. ოქროს არასრულფასოვანი ფული თავისი ნომინალური ღირებულებით შეუზღუდავად იცვლებოდა ოქროზე. ოქრო თავისუფლად შემოჰქონდათ და გაჰქონდათ. ამით უზრუნველყოფილი იყო მისი ფუნქცია მსოფლიო ფულის როლში და მოცემული ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის სიმტკიცე. ოქრომონეტარული სტანდარტი შეესაბამებოდა განვითარებადი კაპიტალიზმის მოთხოვნილებებს, ხელს უწყობდა მისი საკრედიტო სისტემის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობისა და კაპიტალის გატანის ზრდას. იმპერიალიზმის დროს ოქრომონეტარული სტანდარტი საყოველთაოდ გავრცელდა, მაგრამ ამასთან ერთად დაიწყო მისი საფუძვლების რყევა, უპირველეს ყოვლისა, შეიზღუდა ოქროს მონეტების თავისუფალი მოჭრა, შემდგომ კი აიკრძალა და მიმოქცევიდან იქნა ამოღებული. საერთო ეკონომიკურმა კრიზისმა ძირი გამოუთხარა ოქროს სტანდარტს. 1914–1918 წლებში ფართოდ გავრცელდა ქაღალდის ფულის ემისია. 1924–1928 წლებში ევროპის მრავალ ქვეყანაში ომის შემდგომი ფულადი რეფორმების შედეგად შემოიღეს ოქროს სტანდარტის ახალი ფორმები: ოქროზოდური სტანდარტი, რომლის დროს ბანკნოტების გაცვლა არსებითად შეიზღუდა, იცვლებოდა მხოლოდ ოქროს ზოდებზე (12,4 კგ. ინგლისში, 12,7 კგ. საფრანგეთში); ოქროდევიზური სტანდარტი, რომლის დროს ბანკნოტები იცვლებოდა არა მარტო ოქროზე, არამედ სხვა ქვეყნების ვალუტაზეც, ეს უკანასკნელი კი შეიძლება გაცვლილიყო ოქროზე. ოქროს სტანდარტის ახალმა ფორმებმა არ გაამართლა 1929–1933 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოშობილი სავალუტო კრიზისის შედეგად. საერთაშორისო სავალუტო სისტემას, რომელიც გაფორმდა 1944 წელს ბრეტონვუდზში, ზოგჯერ უწოდებენ ოქროდევიზურ სტანდარტს, ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების თანახმად, მის წევრ ქვეყნებს თავისი საგადასახდელო ბალანსების დეფიციტის დასაფარავად რეზერვები უნდა ჰქონდეს ოქროსა და დევიზებში (ძირითადად აშშ-ის დოლარებში). მაგრამ აშშ-ის ოქროს მარაგის შემცირების გამო ოქროზე ქაღალდის დოლარის გაცვლა გაძნელებული იყო სხვა ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკებისთვისაც კი. 1971 წელს აშშ-ში ოფიციალურად შეწყვიტეს ასეთი გაცვლა.
109. ოქროს ძველებური მონეტები – ძველი ბერძნული სამყაროს ოქროს ფულს ეწოდება სტატერი, რომაულს – აურეუსი; აქემენიანთა ერანში იჭრებოდა ოქროს მონეტა დარიკი, თურქეთში – ალთუნი.
110. პალადიუმი – (ლათ. palladium), მორუხო-თეთრი ფერის რბილი ლითონი; ბუნებაში გვხვდება პლატინის ჯგუფის ლითონებთან ერთად.
111. პანტიკაპეონის სტატერი – ოქროს მონეტა, რომელიც იჭრებოდა ძვ. წ. IV ს-ის 70-იანი წლებიდან ამავე საუკუნის დასასრულამდე ბოსფორის სამეფოს დედაქალაქ პანტიკაპეონში (ახლანდელი ქ. ქერჩი). თავდაპირველად იწონიდა 9,10 გრ., შემდეგ – 8,55 გრ. შუბლზე გამოსახულია გრძელწვერა სატირი, ზურგზე – მარცხნივ მიმართული ლომისთავა გრიფონი, რომელსაც პირში შუბი აქვს გაჩრილი. სამი ბერძნული ასო ПАN (პან) ქალაქის სახელწოდებას გადმოსცემს. 1901 წელს სვანეთში აღმოჩენილი სამონეტო განძი დაახლოებით 30 ცალ პანტიკაპეონის სტატერს შეიცავდა /გ. დუნდუა/.
112. პართული დრაქმა – ძვ. წ. III–ახ. წ. III ს-ში პართიის სამეფოში მოჭრილი ვერცლის მონეტები. შუბლზე გამოსახულია პართიის მეფის დიადემიანი ბიუსტი (ზოგი მათგანი, შესაძლებელია, პორტრეტულიც იყოს); ზურგზე – მარჯვნივ მიმართული, ომფალოსზე ან ტახტზე მჯდომი დინასტიის დამაარსებლის არშაკის სქემატური გამოსახულება მოზიდული მშვილდისრით. მრავალსტრიქონიანი ბერძნული ზედწერილით გადმოცემულია არშაკის სახელი და ვრცელი ტიტულატურა. პართული დრაქმის წონა იცვლებოდა ეპოქების მიხედვით (იყო 4 გრ-ზე მეტი და 3 გრ-ზე ნაკლები). ძვ. წ. I–ახ. წ. I ს-ში პართული დრაქმა ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მცხეთასა და მის მიმდებარე რაიონებში /გ. დუნდუა/.
113. პატინა – მონეტის სიძველის ერთგვარი ელფერი, რომელიც ფარავს და იცავს მონეტის ზედაპირს.
114. პერპერა – (<ბერძნ. hyperpyron – გავარვარებული, გაწმენდილი ოქრო), ბიზანტიური ოქროს მონეტა ჰიპერპერონი, ჩაღრმავებული ფორმისა. ემისია უკავშირდება ალექსი I კომნენოსის (1081–1118) სამონეტო რეფორმას., დაახლოებით 1092 წელი. ბიზანტიურ წყაროებში ტერმინი პერპერა იხსენიება 1093 წლიდან და ოქროს მონეტების ერთადერთი სახელწოდებაა XII–XIII სში და XIV ს-ის I ნახ-ში. ტერმინი პერპერა გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებშიც; კერძოდ, ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში, დავით აღმაშენებლის ანდერძში, „ვეფხისტყაოსანში“. პერპერა აღმოჩენილია საქართველოში – გურჯაანის ბიზანტიური ოქროს მონეტების განძში /გ. დუნდუა/; ბერძნული წარმოშობის ტერმინი, ასახავს X ს-ში დამკვიდრებული ოქროს ფულის ძირითად ერთეულს; მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საკუთრივ ქართული ოქროს ფული არ იჭრებოდა, პირველად X ს-ში შემოღებული ეს ტერმინი შემდეგშიც იხმარებოდა; ამ ტერმინს იყენებს ევროპელი მოგზაური პლანო კარპინი და XIII ს-ის ისტორიკოსი ზაქარია ყაზვინი /დ. კაპანაძე/.
115. პირველი მონეტა – მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში გახდა აუცილებელი საქონლის ღირებულების საზომისა და ფასების მასშტაბის შემოღება. თავდაპირველად ამგვარი საზომის როლს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საქონელი, უპირატესად ლითონის ზოდები ასრულებდა. ქ. წ. VII ს-ის დასაწყისში მცირე აზიაში იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანაში – ლიდიაში – საქონლის ღირებულების საზომად შემოიღეს დისკოს ფორმის, განსაზღვრული წონისა და სინჯის მქონე ელექტრუმის ზოდები, რომელთა სრულფასოვნობის გარანტიას სახელმწიფო იძლეოდა. ამის ნიშანი იყო ზოდებზე დაჭდეული სახელმწიფო ბეჭედი – დამღა. ეს იყო პირველი მონეტა.
116. პირველი ქართულწარწერიანი მონეტები – VI ს-ის დასარულს ქართლის ერისმთავრებმა მოჭრეს საკუთარი ვერცხლის მონეტა – ქართულ-სასანური დრამები, რომლებზეც პირველად ფულის ისტორიაში ქართული ზედწერილები და ქრისტიანული სიმბოლიკა – ჯვრის გამოსახულება გაჩნდა.
117. პირველყოფილი ფული – სხვადასხვა წონისა და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები, რომელთაც ხუთ-ხუთ ცალს ერთად ასხმულს პოულობენ არქეოლოგები საქართველოში ძვ.წ. II–I ათასწლეულების სამარხებში, როგორც ჩანს, საფასის როლს ასრულებდნენ. უძველესი საფასები უნდა ყოფილიყო ვერცხლის (9 ცალი) და ოქროს (3 ცალი) პრიზმის ფორმის დამღადაკრული ზოდები, რომლებიც ქ. წ. VIII–VII საუკუნის სხვა არქეოლოგიურ ნივთებთან ერთად აღმოჩნდა 1891 წელს გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯთან. ეს უნიკალური ზოდები პეტერბურგში გადაადნეს.
118. პლატინა – (ლათ. platinum), ძნელადდნობადი კეთილშობილი ლითონი. თვითნაბად პლატინას უძველესი დროიდან იცნობენ ეგვიპტეში, ეთიოპიაში, საბერძნეთსა და სამხრეთ ამერიკაში. XVI ს-ში ესპანელმა კონკისკადორებმა კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად აღმოაჩინეს მკრთალი თეთრი ლითონი, რომლის გადნობა ვერ მოახერხეს. მას უწოდეს platina ( < კნინ. Plata-ვერცხლი). დედამიწის ქერქში პლატინა ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება.
119. პოლტორაკი – XVII ს-ის დასაწყისიდან საქართველოში გაჩნდა ტალერის ჯერადი უფრო მცირე ნომინალებიც – პოლონური და ბრანდენბურგ- პრუსიული ორტები და პოლტორაკები (დრაიპოლკერები), რომლებიც ადვილად ჩაერთო ფულად მიმოქცევაში, რადგანაც ისინი წონით შეესაბამებოდნენ ირანული ფულადი სისტემის აბაზს და შაურს. ევროპული ვერცხლის ფულის შემოტანა საქართველოში შეფერხდა უკრაინისათვის რუსეთ-პოლონეთის 1648–1654 წლების ომის დროს, როცა გადაიკეტა დნეპრის სავაჭრო გზა.
120. პუნსონი (პუანსონი) – (ფრანგ. – poincon), ლითონების შტამპვისა და წნეხვის დროს გამოყენებული იარაღის ერთ-ერთი მთავარი დეტალი – პატარა ზომის ტვიფრი ციფრის, ასო-ნიშნის ან ასო-ნიშანთა ჯგუფის რელიეფური გამოსახულებით.
121. რევერსი – (ინგ. reverse < ლათ. revertor – უკან ვაბრუნებ, ვბრუნდები), მონეტის ან მედლის მეორე მხარე, ზურგი; რევერსის გამოსახულებას გამოსაცნობი ფუნქცია აკისრია, მისი დახმარებით ადგენენ მონეტის მოჭრის ადგილს (სახელმწიფოს, ქალაქს) /გ. დუნდუა/.
122. რეგულარული (სამწყობრო) ჭედვა – მონეტების მოწესრიგებული მანქანური ჭედვა მრგვალ ნამზადებზე.
123. „რეზას ზღურბლი“ – მერვე შიიტი იმამის, რეზას, აკლდამა მეშჰედში.
124. რემედიუმი – (ლათ. remedium, რისამე საწინააღმდეგო საშუალება), მონეტის სინჯისა და წონის კანონით დასაშვები გადახვევა საეტალონო ერთეულიდან; ოქროს მონეტის სტანდარტის დადგენილი ნორმიდან მონეტის ფაქტობრივი მასის გადახრის ზღვარი, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ.
125. რენოვაცია – მონეტების რენოვაცია გულისხმობს ძველი მონეტების ახლით შეცვლას. შუა საუკუნეებში მონეტათა რენოვაცია დროის გარკვეული შუალედურობით ხასიათდებოდა (წელიწადში რამოდენიმეჯერ, ყოველწლიურად ან რამოდენიმე წელიწადში ერთხელ), რაც მოქმედი მონეტის გაუფასურებით იყო განპირობებული.
126. რუსულ–ქართული ფული – XIX ს-ის დასაწყისში საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ – ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყდა ფულის ნიშნების თბილისში მოჭრის საკითხი. 1804–1834 წლებში თბილისის ზარაფხანაში იჭრებოდა ვერცხლის „ქართული თეთრი“ და სპილენძის „ქართული ფული“. რუსულ-ქართული ფული აბაზის ჩვეული სისტემით უნდა მოჭრილიყო და მასზე მხოლოდ ქართული ზედწერილები ყოფილიყო. ფულის ნომინალი ორივე მათგანზე ქართული ასო–ნიშნებით იყო აღნიშნული, რომელთაც ციფრების მნიშვნელობა ჰქონდა. ქართულ წარწერებთან ერთად თბილურ ორაბაზიანებზე ზარაფხანის მთავარ ზარაფთა ინიციალებია მოთავსებული (იხ. ზარაფი). იჭრებოდა უმეტესად ვერცხლის მონეტები – „ქართული თეთრი“, 1810 წლის შემდეგ კი სპილენძის ფული საერთოდ არ მოჭრილა. „ქართული ფულის“ შუბლზე გამოსახულია საქალაქო გვირგვინი, რომლის ქვეშ მოთავსებულია ქართული წარწერა „ტფილისი“, ქვემოთ – პალმის და ზეთისხილის რტოები, ზურგზე –ქართული რიცხვითი ასოთნიშნები, რომლებიც აღნიშნავენ სათვლელი ფულადი ერთეულის შესაბამისობას ნომინალში და უტოლდებიან 2, 1 და ½ რუსულ კაპიკს. ქვემოთ არის წარწერა: „ქართული ფული“, თარიღი დაწერილია რუსული ასო – ნიშნებით. რუსულ – ქართულ ფულზე აღნიშნულ ასო - ნიშანთა ციფრული მნიშვნელობები:
ა – 1 დ – 4 ზ – 7 ი – 10 რ – 100 უ – 400 ბ – 2 ე – 5 ჱ – 8 კ – 20 ს – 200 ყ – 800 გ – 3 ვ – 6 თ – 9 ლ – 30 ჩ – 1000.
127. საინვესტიციო მონეტა – (ინვესტიცია – /გერმ. Investition<ლათ. Investio – ვაცმევ/, მოგების მიღების მიზნით კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება კორპორაციაში, აქციებში, ობლიგაციებში ან სხვ.), კეთილშობილი ლითონისაგან დამზადებული ფულის ნიშანი; მას ძირითადად კაპიტალის საიმედო დაბანდებისა და შენახვის ფუნქცია აქვს; წარმოადგენს ასევე გადახდის კანონიერ საშუალებას, თუმცა, როგორც წესი, საინვესტიციო მონეტის ნომინალი ბევრად ნაკლებია მის რეალურ ღირებულებაზე. საინვესტიციო მონეტებს გააჩნიათ ასევე საკოლექციო და სასაჩუქრო ფუნქციები. ჭედვის ტექნოლოგიის მიხედვით საინვესტიციო მონეტები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: 1) უმაღლესი ხარისხის სერიის (ПРУФ) საინვესტიციო მონეტებს ახასიათებთ – მონეტის სარკისებური ზედაპირი, მკრთალი რელიეფური გამოსახულებისა და ლეგენდების არსებობა, კომპოზიციურად რთული და მრავალფეროვანი მოხატულობა რევერსზე, არის მცირე ტირაჟით მოჭრილი და მხატვრული და ნუმიზმატიკური მნიშვნელობის გამო, გაცილებით ძვირია იმ კეთილშობილ ლითონზე, რომლითაც ეს მონეტები დამზადდა; 2) ჩვეულებრივი ხარისხის სერიის საინვესტიციო მონეტები – არა აქვთ სარკისებური ზედაპირი; გამოსახულება, მონახატი და ლეგენდა – ერთნაირი ზედაპირული ფაქტურით; რევერსზე – მარტივი ნახატი; მათი ტირაჟი განუსაზღვრელია; დაბალი თვითღირებულის საფასურად (ჭედვის ტრადიციული ავტომატიზირებული მეთოდი) ჩვეულებრივი ხარისხის მონეტების ფასი უახლოვდება მათში შემავალ ძვირფასი ლიოთონების ფასს.
128. საიუბილეო მონეტა – სამახსოვრო მონეტა, მოჭრილი ისტორიული თარიღის, ფაქტის, პიროვნებისადმი მიძღვნით ან რარიტეტული დატვირთვით; მიმოქცევაშია მცირე ტირაჟით და ძირითადად ნუმიზმატიკურ იშვიათობას წარმოადგენს.
129. საოკუპაციო მონეტა – დროებით დაპრყრობილ ტერიტორიაზე მოჭრილი მონეტა; აქ იგულისხმება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილი მტრის ადმინისტრაციისა და ან გარნიზონების მიერ მოჭრილი ნიმუშები. მაგ., XVIII ს-ის პერველ ნახევარში, როდესაც ოსმალებმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს თბილისში ფული მოიჭრა აჰმედ მესამისა და შემდეგ მაჰმუდ პირველის სახელით; ან პირიქით, XVIII ს-ის დამლევს მეფე ერეკლეს მიერ დაპყრობილ განჯაში, მისი ნაცვლები რამდენიმე წლის განმავლობაში თბილური აბაზიანების მსგავს მონეტებს ჭრიდნენ /დ. კაპანაძე/.
130. საოკუპაციო მონეტა (საქართველოში) – იხ. ჯუჩიდური ფული.
131. საკრედიტო მონეტა – მონეტა, რომლის რეალური ღირებულება ნომინალურზე დაბალია.
132. სამახსოვრო მონეტა – ტერმინი აერთიანებს საიუბილეო, სასაჩუქრო და სხვა სპეციალურ მონეტებს, რომელთა დასამზადებლად გამოიყენება როგორც ძვირფასი, ისე სხვა სახის ლითონები. მონეტის მოჭრის ტექნოლოგიები და მხატვრული გაფორმების მეთოდები სამახსოვრო მონეტებს ანიჭებს საკოლექციო ან სხვა სპეციფიკურ თვისებებს და განსაზღვრავს მათ რეალურ ღირებულებას. სამახსოვრო მონეტები გამოყენებისა და დანიშნულების მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად: I კატეგორია – სამახსოვრო მონეტა განკუთვნილია უშუალოდ მიმოქცევისათვის და წარმოადგენს ჩვეულებრივ ფულად ერთეულს; ეს მონეტები მიმოქცევაში გამოიყენება მათზე აღნიშნული ნომინალური ღირებულებით. ამ კატეგორიის მონეტები შესაბამისი დამუშავების შემდეგ (ყუთში ან კაფსულაში მოთავსება, „პრუფ“ ვარიანტი /მონეტის დამუშავების მეთოდი, როდესაც მისი არე სარკისებურია, ხოლო წარწერები და რელიეფური გამოსახულება – ხაოიანი/ და ა. შ.) შესაძლოა ნუმიზმატიკური დანიშნულებით იქნეს გამოყენებული. II კატეგორია – აერთიანებს მხოლოდ ნუმიზმატიკური დანიშნულების მონეტებს, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ გადახდის საშუალებას და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრიც მხოლოდ სიმბოლურია. ამ კატეგორიას მიეკუთვნება – ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ყველა სახის მონეტა; როდესაც მოჭრილ მონეტათა რაოდენობა არ აღემატება 1000 ცალს; მონეტა, რომელიც მასზე აღნიშნული ნომინალით, დიზაინით, ზომით ან სხვა პარამეტრით არ შეესაბამება მიმოქცევისათვის განკუთვნილ ფულადი ერთეულის პარამეტრებს. III კატეგორია – ნუმიზმატიკური დანიშნულების მონეტა, რომელზეც არ არის აღნიშნული ნომინალი და დამზადებულია სუვენირის სახით ან წარმოადგენს ძველი მონეტის ასლს.
133. სამონეტო კონვენციები და კავშირები – სახელმწიფოებს შორის შეთანხმება მონეტის წონისა და სინჯის სტანდარტიზაციისა და მათი ურთიერთმიღების შესახებ /ქსე/. მონეტებში გამოხატული ღირებულების ერთეულის საზომის დასადგენად თითოეულ ქვეყანას აქვს მთავრობის სათანადო დადგენილებანი. ზოგჯერ რიგი სახელმწიფოებისა ერთიანდება საერთო სამონეტო სისტემის მისაღებად. ასეთ შეთანხმებას, ანუ კონვენციას ადგილი ჰქონდა, მაგ., 1865 წელს საფრანგეთს, იტალიას, ბელგიასა და შვეიცარიას შორის. ამ კონვენციას შემდეგში არაოფიციალურად შეუერთდნენ ესპანეთი, საბერძნეთი და რუმინეთი. ასეთივე შეთანხმება 1872 წელს მოხდა სტოკჰოლმში, სადაც დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას შორის დადებული იყო, ე. წ. სკანდინავიის, ანუ ჩრდილოეთის სამონეტო კონვენცია /დ. კაპანაძე/.
134. სამონეტო პარიტეტი – 1. კანონმდებლობით დადგენილი სავალუტო ლითონის შემცველობა მონეტაში. 2. სხვადასხვა ქვეყნის ფულადი ერთეულის თანაფარდობა მონეტაში კანონმდებლობით დადგენილი წმინდა ოქროს (ვერცხლის) რაოდენობის შესაბამისად.
135. სამონეტო რიგი – მონეტათა განსაზღვრული რაოდენობა განსაზღვრული წონის ლითონიდან უნდა მოჭრილიყო, სამონეტო რიგი განსაზღვრავს შეფარდებას ლითონის წონასა და მისგან მოჭრლ მონეტათა რიცხვს შორის.
136. სამონეტო სუვერენიტეტი – ქვეყნის სამონეტო საქმიანობის უზრუნველყოფისა და ორგანიზების სახელმწიფოს მონოპოლიური უფლება.
137. სამონეტო ტიპი – მონეტაზე მოთავსებული გამოსახულებები და ლეგენდები (ზედწერილები), რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ან საზოგადოებრივი ფენის იდეოლოგიას გამოხატავს. სამონეტო ტიპის საშუალებით ადგენენ მონეტის მოჭრის ადგილს, დროსა და ნომინალს. სახელმწიფო სამონეტო ერთეულად იღებს განსაზღვრული რაოდენობის (წონის) ლითონს და მათ განსაკუთრებულ სახელებს აძლევს (მაგ., დრაქმა, სტატერი, დირჰემი, ტალერი, ფრანკი, მარკა და სხვ.).
138. სამონეტო რეგალია – (ლათ. regalis – სამეფო), სახელმწიფოს მონოპოლიური უფლება მონეტების მოჭრასა და მიმოქცევაში გაშვებაზე. სამონეტო რეგალიის საფუძველზე სახელმწიფო ახორციელებს სამონეტოკანონმდებლობას, განსაზღვრავს მონეტის დსახელებას, მასალას, სინჯს, წონას, ზომას, მის გარეგან განმასხვავებელ ნიშნებს, რემედიუმს და ა.შ.
139. სასანური დრაქმა – სასანიანთა ირანში მოჭრილი ვერცხლის მონეტა; საქართველოში გავრცელებული იყო VI–VII ს-ში. ფულის სასანური სისტემა დამყარებული იყო ძვ. ბერძნულ დრაქმაზე, რომლის მასა იმ დროს 4 გრ-მდე დაწესდა. სასანიანები ჭრიდნენ დრაქმებს, ნახევარდრაქმებს, განსაკუთრებულ შემთხვევაში – წვრილ ნომინალებსაც, მცირე რაოდენობით სპილენძისას, იშვიათად – ოქროსას (ძირითადად სასაჩუქროდ). სასანური დრაქმის შუბლზე მოთავსებულია მეფის მკერდზევითა გამოსახულება, რომელსაც თავზე ფრთებიანი გვირგვინი აქვს; სახის მარჯვნივ და მარცხნივ მეფის სახელი და კეთილმოსურნე ფორმულაა ფალაურად; ყველაფერი მოქცეულია რკალში, რომლის გარეთ სამი ნახევარმთვარეა შიგ ჩასმული ვარსკვლავებითურთ. ზურგზე – ცენტრში გამოსახულია საკურთხეველი და ზედ ანთებული წმინდა ცეცხლი (მაზდეანობის სიმბოლო), რომელსაც მახვილზე დაყრდნობილი მცველები დარაჯობენ; მათგან მარცხნივ მოცემულია მეფის მმართველობის წელი, როდესაც მოიჭრა მონეტა, მარჯვნივ – ზარაფხანის აღმნიშვნელი ფალაური მონოგრამა; გარეთა არეზე – ნახევარმთვარე ვარსკვლავებითურთ. VI–VII ს-ში ქართლის ერისმთავრებმა სასანური დრამის ტიპის საკუთარი მონეტა მოჭრეს /ი. ჯალაღანია/
140. სელჩუკური დირჰემი – რუმის სასულთნოში მოჭრილი ვერცხლის მონეტა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული XIII ს-ის საქართველოში. სელჩუკური დირჰემის წონა 2,8–3 გრ., რაც უახლოვდება რუსუდან დედოფლის დირჰემის წონას. მონეტის შუბლისა და ზურგის ზედწერილებში იხსენიება არაბი ხალიფა და სელჩუკი სულთანი /ი. ჯალაღანია/.
141. სიკლი – იგივე სიკილა, აქემენიდური ირანის ვერცხლის მონეტა. მისი ემისია დაიწყო ძვ.წ. VI ს-ის II ნახ-დანძვ.წ. IV ს-ის 30-იან წლებამდე სამონეტო მიმოქცევაში აქტიურ როლს ასრულებდა; წონა – 5,6 გრ.; სიკლის შუბლზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული, ცალ ფეხზე დაჩოქილი წვეროსანი მეფე, რომელსაც გრძელი სამოსი აცვია და ხელში შუბი უჭირავს. ესაა ირანის მეფის ზოგადი პორტრეტი. ზურგზე გამოხატულია ჩაჭდეული სწორკუთხედი; საქართველოში აღმოჩენილია სურამის ტერიტორიაზე /გ. დუნდუა/.
142. სიმბოლო – (ბერძნ. symbolon – ნიშანი), 1. გრძნობად-აღქმადი ობიექტი, რომელსაც შეთანადებული აქვს ნებისმიერი ბუნების სხვა ობიექტი, როგორც მისი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ სიმბოლო ჰგავდეს თავის მნიშვნელობას.
143. სინჯი (სინჯადობა) – 1. მონეტის შემადგენლობაში კეთილშობილი ლითონის წილი; მონეტის შენადნობის დახასიათება, რომელიც მოცემულ შენადნობში მთავარი მეტალისა და ლიგატურის ოდენობის შემცველობას განსაზღვრავს; დასაშვები შეფარდება – 9:1; 2. კეთილშობილი ლითონების – ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი – შემცველობა იმ შენადნობში, რომლისგანაც მონეტებს და საიუველირო ნაკეთობებს ამზადებენ. ცნობილია სინჯის აღნიშვნის მეტრული და კარატული სისტემები. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში მიღებულია სინჯის აღნიშვნის მეტრული სისტემა. ამ სისტემის მიხედვით სინჯს აღნიშნავენ კეთილშობილი ლითონის ნაწილების რიცხვით ლიგატურული შენადნობის 1000 ნაწილში (მასის მიხედვით). ხალას ლითონს შეესაბამება 1000-იანი სინჯი. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში მიღებული კარატული სისტემის მიხედვით ლითონის 1000-იან სინჯს შეესაბამება 24 პირობითი ერთეული კარატები. რევოლუციამდელ რუსეთში იყენებდნენ სინჯის აღნიშვნის მისხლურ სისტემას – ზოლოტნიკოვაია სისტემა, რომლის მიხედვით სინჯი გამოისახებოდა კეთილშობილი ლითონის შემცველობით (მასის მიხედვით) შენადნობის 96 ერთეულში. კეთილშობილი ლითონების ყველაზე მეტად გავრცელებული სინჯები:
ოქრო.– 375, 500, 583, 585, 750, 958, 996.
ვერცხლი – 750, 800, 875, 916, 925, 960.
პლატინა – 950.
პალადიუმი – 500, 850.
გავრცელებულია 585 სინჯის ოქროს შენადნობი; ამ სინჯის შენადნობი მასში შემავალი ფერადი ლითონების ოდენობის მიხედვით იცვლის ფერს; მაგ., შენადნობში ვერცხლის წილის მომატებასა და სპილენძის კლებასთან ერთად შენადნობი მომწვანო ელფეს იღებს; სპილენძის წილის მომატებისსა ვერცხლის წილის კლების შემთხვევაში ჯერ – ვარდისფერს, შემდეგ კი – მოწითალოს. 958 სინჯის ოქროს შენადნობი არამყარია და ამდენად იშვიათად გამოიყენება. ყველაზე მეტად გავრცელებულია 875 სინჯის ვერცხლის შენადნობი.
144. სირმა-აბაზი – ქართული ვერცხლის მონეტა, ჭრიდნენ თბილისის ზარაფხანაში 1752–1753 წ-დან 1798–1799 წ-მდე; წონა – 3 გრ.; მასზე სპარსულ და არაბულ ენებზე წერია მოჭრის ადგილი, მუსლიმური რელიგიური ფორმულები, რომლებიც ქრისტიანულ იდელოგიას არ ეწინააღმდეგება. იჭრებოდა სირმა-აბაზის 4 ნომინალი: ნახევარი მარჩილი (6 შაური), აბაზი (4 შაური), უზალთუნი (2 შაური) და შაური. ნუხის სახანოში სირმა-აბაზის უხეში მინაბაძები გამოდიოდა. განჯაში 1786–1791 წ-ში ერეკლე მეორის ნაცვლები სირმა-აბაზის მსგავს მონეტებს ჭრიდნენ. სირმა-აბაზი ბრუნვაში დარჩა XIX ს-ის 80-იან წლებამდე. 1848–1849 წ-ში რუსეთმა სირმა-აბაზის შესყიდვა სცადა, მაგრამ ხურდა ფულის ნაკლებობის გამო 1852 წლამდე ვერ შეისყიდა. საქართველოში სირმა-აბაზი ნაპოვნია შემთხვევითაც და განძების სახითაც – ფხოველში, ფასანაურში, სიმონიანთხევში, ჭიკაანში, ალში, მუხათში, თბილისსა და სხვ. /რ. ქებულაძე/.
145. სიქა – (<სპარს. სექქე), თეგი, ტვიფრი, რომლითაც იჭრება ლითონის ფული. თითო მონეტის მოსაჭრელად საჭიროა ორი სიქა – შუბლისა და ზურგის გამოსახულებისათვის. შუბლის სიქა იჭრებოდა გრდემლზე, ზურგისა – მოძრავი ლითონის ღეროზე. სიქაზე ამოკვეთილია ნეგატიური გამოსახულება და სამონეტო ლეგენდა. უძველეს მონეტებს, ძვ.წ. VII–VI ს-ში, გამოსახულება მხოლოდ შუბლის მხარეზე აქვთ. ზედა სიქის ნაცვლად იხმარებოდა ოთხწახნაგა განიკვეთიანი რკინის ერთი ან რამდენიმე ღერო, რომელიც მონეტაზე ოთხკუთხა ღრმულს, ე. წ. quadratum incusum, ტოვებდა. ზოგჯერ ამ ღეროების ქვედა პირზე რაიმე მარტივი გამოსახულება – ვარსკვლავი, ჯვარი – იკვეთებოდა. თანდათან ეს გამოსახულება გართულდა და ძვ.წ. VI–IV ს-ში გაჩნდა მონეტის ზურგის გამოსახულებაც. მონეტის შუბლისა და ზურგის სიქები პირველად გამოიყენეს ათენში პისისტრატეს დროს. უძველეს სიქას ამზადებდენ ბრინჯაოსა და რკინისაგან, შემდგომში – ნაწრთობი ფოლადისაგან. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში თითოეულ მონეტას ჭრიდნენ ზედა სიქაზე ჩაქუჩის დარტყმით. XIX ს-ში გამოიგონეს მონეტის მოსაჭრელი მანქანა, რომელიც პრაქტიკულად დღემდე უცვლელად იხმარება. სიქა გაცვეთის შემდეგ იცვლებოდა, ამიტომ მათი პოვნის შემთხვევები იშვიათია. აღმოჩენილი სიქების უმეტესობა ყალბისმქნელებს ეკუთვნით. 1944 წელს გრემში ნაპოვნია ორი სიქა; ინახება სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში /თ. ქუთელია/; მოსკოვის დიდი მთავრების XIV–XV ს-ის მონეტებს, მაგალითად, პირდაპირ აწერია – „Печать великого князя“, რაც ნიშნავს, რომ ბეჭდის, ე.ი. სიქის, მფლობელია პირი, რომელსაც ფულის მოჭრის უფლება აქვს; ამავე მონეტების მეორე წაწერა აფრთხილებს ყალბი ფულის მომჭრელს – „А кто подопише, тот будет осу“ (ე.ი. ვინც ხელისუფლის ნებართვის გარეშე ფულს მოჭრის მას ხელს ან თავს მოაჭრიან) /დ. კაპანაძე/.
146. სომი – XIV–XV ს-ის ვერცხლის ფულადი საანგარიშო ერთეული. სომი იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის XIV–XV ს-ის აღაპებსა 1460 წლის ერთ-ერთ ქართულ სიგელში. ამ ტერმინის გავრცელება და დამკვიდრება საქართველოში დაკავშირებულია ჯუჩიანთა მონეტების მიმოქცევასთან; შეესატყვისება ქართულ დირჰემს /ც. ღვაბერიძე/.
147. სრულფასოვანი მონეტა – მონეტა, რომლის მსყიდველობითი უნარი შეეფარდება მასში შემავალი ლითონის ღირებულებას.
148. სტატერი – (ბერძნ. stater), ძვ. ბერძნული წონის ერთეული და მონეტა; ჭრიდნენ ელექტრუმის, ვერცხლისა და ოქროს სტატერებს. მასა სხვადასხვა პუნქტში სხვადასხვა იყო; მაგ., მილეტის ელექტრუმის ოქროს სტატერი იწონიდა 14 გრ.; კიზიკოზისა - 16 გრ.; ეგინის ვერცხლის სტატერი – 12,12 გრ.; ალექსანდრე მაკედონელის (ძვ.წ. 336–323) სახელით მოჭრილი ოქროს სტატერის საშ. წონა 8,6 გრ. შეადგენდა. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული კიზიკოსის ელექტრუმის, ალექსანდრე მაკედონელისა და თრაკიის მეფის ლისიმაქეს (ძვ.წ. 306–281) ოქროს სტატერები. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან სამასზე მეტი წლის შემდეგაც კი ირანის არშაკიანი მბრძანებლები ბერძნულწარწერიან მონეტას ჭრიდნენ და თავის თავს „ფილელინს“ ე.ი. „ბერძენთამოყვარულს“ უწოდებდნენ, ხოლო რომის იმპერატორები საქართველოში ბერძნულ წარწერას ტოვებდნენ და არა ლათინურს /გ. დუნდუა/.
149. სუბერატი – იგივე პლაკირებული მონეტა, იგივე მონეტა-სენდვიჩი, სპილენძის მოვერცხლილი ან მოოქროვილი მონეტები; სუბერატული მონეტის გულგულა სპილენძისა ან ტყვიისაა (წონის მისაცემად), ხოლო ზემოდან გადაკრული აქვს ვერცხლის ან ოქროს თხელი ფენა; პირველად სუბერატული მონეტები ძველმა რომაელებმა გაუშვეს მიმოქცევაში ძვ. წ. 217 წ-ს; მეორე ტიპის კოლხური ნახევარდრაქმების უმრავლესობა სუბერატულია.
150. სუროგატი – (ლათ. surrogatus – მაგიერი), 1. საგანი (ან პროდუქტი), რომელიც ნაწილობრივ ცვლის რომელიმე საგანს (ან პროდუქტს), რომელთანაც აქვს ზოგიერთი საერთო თვისება. 2. ნაყალბევი, ფალსიფიცირებული საგანი (ან პროდუქტი).
151. სუფთა ლითონები – ლითონები, რომლებიც მცირე რაოდენობით შეიცავენ მინარევს. სისუფთავის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ გადიდებული სისუფთავის (99.90–99,99%), მაღალი სისუფთავის, ანუ ქიმიურად სუფთა (99,99–99,999%0 და განსაკუთრებული სისუფთავის, ანუ სპექტრალურად სუფთა (99,999%-ზე მეტი) ლითონებს.
152. ტალერი – ვერცხლის მონეტა, პირველად 1518 წელს მოჭრეს ჩეხეთში. 1555 წლიდან ფულის ერთეულად იყენებდნენ „საღვთო რომის იმპერიაში“, აგრეთვე პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და სხვ.. თავდაპირველად შეიცავდა 28-29 გრ. სუფთა ვერცხლს; 1857 წ-დან ჩრ. გერმანიასა და ავსტრიაში ტალერის წონა შეადგენდა 16,67 გრ-ს, 1871–1873 წ-ში, გერმანიაში ფულის რეფორმის დროს, ტალერი გაუთანაბრეს 3 ოქროს მარკას. ტალერის მოჭრა შეწყვეტილი იყო 1908 წლამდე, შემდგომ კი ისევ აღადგინეს 3 მარკის ნომინალური ღირებულებით; XVI ს-დან დაიწყო ევროპული ვერცხლის ტალერების შემოსვლაც და მათი ბრუნვა შეფერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც XVII ს-ის 30-იანი წლებიდან ინტენსიურად ამოქმედდა თბილისის ზარაფხანა. დასავლეთ საქართველოში ტალერებთან ერთად მიმოიქცეოდა ოსმალური ყურუში, რომელიც ტალერის ორ მესამედად ფასობდა.
153. ტეზავრაცია – (ლათ. thesaurus – სიმდიდრის დაგროვება), ფიზიკური პირების მიერ განძების შექმნის (დაგროვების) პროცესი; სრულფასოვანი (ძვირფასი მეტალის) ფულის ერთ-ერთი ფუნქცია. ტეზავრაციის საშუალებით სტიქიურად და ამავე დროს ბუნებრივად რეგულირდება მიმოქცევაში გაშვებული ფულადი მასა. მიმოქცევაში არსებული სრულფასოვანი ჭარბი ფულის მასა ავტომატურად განიცდის ტეზავრაციას (განძებად ქცევა). სახელმწიფოსათვის დაგროვების საშუალებად გამოდის ოქროს მარაგი (რეზერვი); ფიზიკური პირებისათვის კი მატერიალური სიმდიდრე.
154. ტვიფვრა – (სამონეტო წარმოებაში) ლითონის მხატვრული დამუშავება, რომლის მიზანია მათ ზედაპირზე რელიეფურ გამოსახულებათა მიღება გამოწნევით. ლითონის ტვიფვრისათვის რელიეფურნახატიან ლითონის ან ქვის მატრიცაზე ადებენ ლითონის ფურცლებს, მათზე აფენენ რბილ შუასადებს და შემდეგ ჭედავენ. ამ ხერხს მიმართავდნენ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის, შუა საუკუნეების საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხელოვნებაში, განასხვავებენ რელიეფურ (ე.წ. კონგრევულ) და ბრტყლად ჩაღრმავებულ ტვიფრს.
155. ტვიფრი – რაიმე მასალაზე მაგ., ლითონზეპირუკუღმა ამობურცული წარწერა, გამოსახულება, ნიშანი ანაბეჭდის მისაღებად; იგივე – შტამპი; დამღა.
156. ტრაპეზუნტის მონეტები – გვიანანტიკურ ხანაში (I–IV სს.) საკუთრივ კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზე ორიგინალური ქართული მონეტა არ იჭრებოდა. მაგრამ არის ქართველური ტომებით დასახლებული ერთი პუნქტი, კერძოდ, ტრაპეზუნტი (შავი ზღვის სამხრეთ – აღმოსავლეთ სანაპირო), რომელიც II-III ს-ში ჭრის სპილენძის საქალაქო მონეტებს. მათ შუბლზე რომის იმპერატორის სახელი აწერია, ხოლო ზურგზე – თემისა (ტრაპეზუნტელებისა) /გ.დუნდუა/.
157. ტყვია – (ლათ. plumbum), ძლიერ პლასტიკური, რბილი (იჭრება დანით), მონაცრისფრო-მოცისფრო მძიმე ლითონი. ტყვია ძველთაგანვე იყო ცნობილი. ალქიმიკოსები მას სატურნს უწოდებდნენ და ამ პლანეტის ნიშნით აღნიშნავდნენ. ტყვიის საფუძველზე ამზადებენ მრავალ შენადნობს, რაც მრავალ სხვა დარგთან ერთად ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.
158. უზალთუნი – (თურქ. Yüzaltin – ასი ალთუნი), ვერცხლის მონეტის სახელწოდება. ქართულ წერილობით წყაროებში ჩნდება XVIII ს-დან, აღნიშნავს ირანის აბაზის სისტემის მონეტას – მაჰმუდს ანუ 2 შაურს. შეიცავს უკნინეს სათვლელ სამონეტო ერთეულს – ალთუნს ანუ დინარს. აბაზის წონის ცვლასთან ერთად უზალთუნის წონაც იცვლებოდა – 3,89 გრ., 2,70 გრ., 1,50 გრ.; უზალთუნს თბილისის ზარაფხანაში ჭრიდნენ XVII–XIX ს-ში /თ. ქუთელია/; ეს ტერმინი შემორჩენილი იყო მიმდინარე საუკუნის XX ს-ის პირველ წლებამდე; მას მაჰმუდსაც უწოდებდნენ; ის XVII ს-ის საქართველოში დამკვიდრდა როგორც საანგარიშო ერთეული, უზალთუნი 100 ალთუნს, ანუ ორ შაურს შეიცავდა /დ. კაპანაძე/.
159. ფიგურული მონეტები – XIII ს-ის დასაწყისში, ლაშა-გიორგის მეფობის დროს, მოიჭრა ე.წ. ფიგურული მონეტები, რომელთაც თევზის, ფრინველის, ნალის ან შუბისპირის მოხაზულობა ჰქონდა.
160. ფლური – 1252 წელს ფლორენციაში მოჭრილი ოქროს მონეტის სახელწოდება. XIV ს-ის II ნახევრიდან ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ოქროს მონეტის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც ხშირად თან ერთვოდა სადაურობის მითითებაც; მაგ., ვენეტიკური ფლური, ე.ი. ვენეციური დუკატი, ოსმანური ფლური ანუ ოსმალეთში მოჭრილი ოქროს მონეტა /გ. დუნდუა/; XIV ს-ის II ნახ-დან ოქროს ფულადი ერთეულის ამსახველი ტერმინი; XVII–XVIII ს-ში უკვე დრაჰკანის მნიშვნელობით იხმარებოდა, მოგვიანებით დამოუკიდებლადაც არსებობდა; წარმოიშვა იტალიური ფულის ფლორინისაგან; მოგვიანებით ფლური საერთოდ ოქროს ფულის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა, მაგ., ოთმანური (ოსმანური) ოქრო. ოქროს ფულის აღსანიშნავად სხვა ტერმინებსაც იყენებდნენ, მაგ., დინარს და ზოგჯერ უბრალოდ „ოქროსაც“, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინები შედარებით იშვიათია /დ. კაპანაძე/.
161. ფოლადი – რკინის დეფორმირებადი (ჭედადი) შენადნობი ნახშირბადსა (არა უმეტეს 2%-ისა) და სხვა ელემენტებთან. შავი მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი.
162. ფოლისი – III ს-ის II ნახ-ში რომში კატასტროფულად დაეცა ვერცხლის მონეტების (დენარისა და ანტონიანის) ღირებულება, რის კომპენსირებას ხელისუფლება ცდილობდა ახალი ემისიებით. გაჩნდა ახალი ფულადი საანგარიშო ერთეული – ფოლისი – „ტომარა“, ე. ი. ფულით სავსე ტომარა. ამ ტერმინმა მრავალნაირი ცვლილება გამოსცადა – ბერძნული „ფოლისიდან“, არაბების დროს ის „ფელსად“ გადაიქცა და ამ სახით მონღოლთა დრომდე შემორჩა; XVII ს-დან „ფელსის“ ნაცვლად შემოღებული იყო სპარსული „ფულუსი“, რომელიც ჩვენში „ფულის“ სახით დამკვიდრდა /გ. დუნდუა/. იხ. ქართული ფულუსი.
163. ფულის ემისია – (ლათ. emissio – გამოშვება), ფულის მიმოქცევაში გაშვება.
164. ფულის მიმოქცევა – ფულის, როგორც მიმოქცევისა და გადახდის საშუალების, განუწყვეტელი მოძრაობის პროცესი.
165. ფულის რეფორმა – ფულის მიმოქცევის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გარდაქმნები, რომლის მიზანია ფულის მიმოქცევის მოწესრიგება და ფულის სისტემის განმტკიცება. ფულის რეფორმის გატარების მეთოდები განპირობებულია წარმოების წესით, პოლიტიკური სისტემით, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობით და სხვა. ფულის მიმოქცევის ისტორიაში ცნობილია ფულის რეფორმის შემდეგი სახეები: 1. ერთი ტიპის ფულის სისტემიდან ან ერთი სახის ფულადი საქონლიდან მეორეზე გადასვლა; 2. არასრულფასოვანი, გაუფასურებული მონეტების შეცვლა სრულფასოვნით ან არაშეუქცევადი ფულის ნიშნებისა შექცევადით; 3. ცვლილებები ფულის ემისიის სისტემაში; 4. ვალუტის სტაბილიზაცია ან ფულის მიმოქცევის სრულყოფისათვის ნაწილობრივი ღონისძიებები; 5. ახალი ფულადი სისტემის წარმოქმნა.
165. ფულის რეფორმები ძველ საქართველოში – საქართველოს ისტორია იცნობს ფულის მიმოქცევის დარგში გატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს და რეფორმებს, იცვლებოდა მონეტის სახე ფორმა, ფულადი მასალა, სინჯი, მოჭრის წესი და სხვა. აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც ფულად-სამონეტო საქმესაც შეეხო (ვერცხლი შეცვალა სპილენძის მონეტამ), რუსუდან დედოფლის ღონისძიებები, ვახტანგ VI-ის კანონთა კრებული შეიცავდა „თეთრის გარიგების“ სპეციალურ კარს, რომელშიც გათვალისწინებული იყო ფულის მოჭრის პროცედურა, წესები. ფულის მიმოქცევის დარგში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ერეკლე II-მ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1804–1834) მიმოქცევაში იყო რუსულ-ქართული მონეტები: საქართველოში იჭრებოდა „ქართული თეთრი“ (ვერცხლი) და „ქართული ფული“ (სპილენძი).
166. ქართლის ერისმთავრის დრაქმები – VI ს-ის დასაწყისსა და VII-ის დასაწყისში ქართში მოჭრილი სასანური ტიპის ვერცხლის მონეტები. ცნობილია ქართულ – სასანური მონეტების სახელითაც. ნაპოვნია ოცდაათიოდე ცალი. მასა 2,5–3,5 გრ. შორის მერყეობს. ქართლის ერისმთავრის დრაქმები სასანიანთა ირანის მმართველების ჰორმიზდ IV (579 – 590) და ხოსრო II-ის (590/1–628) მონეტების იმიტაციაა. შუბლზე გამოსახულია მარჯვნივ მიბრუნებული ჰორმიზდ IV და ხოსრო II-ის სათანადო ფალაური წარწერა. ქართულ სასანურ მონეტებში გამოიყოფა 3 ჯგუფი: 1. ანონიმური მონეტები, რომელთა შუბლზე სასანიანთა მმართველების ბიუსტის გვერდით ან ზურგზე წმინდა ცეცხლის ნაცვლად გამოსახულია ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლო – ჯვარი; 2. მონეტები, რომელთა შუბლზე ქართლის ერისმთავართა სახელები დაქარაგმებულია ქართული ასომთავრულით ან ამ ასოების ლიგატურით, მაგრამ ზურგზე მაინც შენარჩუნებულია ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა. ამ ჯგუფის დრაქმებზე ამოკვეთილია ორი ქართული ასო ãí (გნ), ე. ი. გურგენი; 3. მონეტები, რომლების შუბლზეც ვრცელი ქარაგმით ან სრულად წერია ქართლის ერისმთავრის სტეფანოზის სახელი, ხოლო ზურგზე წმინდა ცეცხლის ნაცვლად საკურთხეველზე ჯვარია გამოხატული. ამ მონეტებს ჭრიდნენ 593/95–600/702 წ-ში. სავარაუდოა, რომ დრაქმა, რომელზეც სტეფანოზის სახელი სრულადაა მოცემული, მოიჭრა მას შემდეგ, რაც ქართლმა დამოუკიდებლობა მოიპოვა /გ. დუნდუა/.
167. ქართულ–ბიზანტიური მონეტა – X–XII ს-ის ვერცხლის ქართული მონეტები, რომელთა წარწერებშიც ქართველი მმართველები და მეფეები ბიზანტიური ტიტულებით არიან მოხსენიებული; ასეთებია: 1. დავით კურაპალატის (+1001 წ.) მონეტა. ნაპოვნია 3 ცალი, მასა 3,1–3,50 გრ.; შუბლზე ორსტრიქონიანი ქართული ასომთავრული ზედწერილია: „ქრისტე, შეიწყალე დავით“. ზურგზე გამოხატულია ოთხსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, რომლის ტოტებს შუა ასომთავრული ქარაგმით წერია: „კპტი“ (კურაპალარი). სავარაუდოა, რომ ეს ტიტული ტაო-კლარჯეთის მფლობელს მიენიწა იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც მან ბიზანტიის იმპერატორს ბასილი II-ს აღმოუჩინა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობისას (979 წ.). ამიტომ დავითის მონეტებიც ამ წლით უნდა დათარიღდეს. საინტერესოა, რომ დავით კურაპალატის დღემდე ცნობილი სამივე მონეტა საქართველოს საზღვრებიდან შორსაა აღმოჩენილი: ერთი ნაპოვნია 1859 წ. ქ. შვანის მახლობლად (გერმანია), მეორე – 1878 წ. ოლონეცის გუბერნიაში (პეტერბურგის ოლქი), ხოლო მესამე – 1900-იან წლებში ვილაში (ესტონეთი). 2. ბაგრატ IV (1027–1072) მონეტა, მასა დაახლოებით 1,56 გრ.; მოჭრილია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის (1042–1055) მონეტების მიხედვით, იყოფა ორ ჯგუფად. პირველი: შუბლზე ორმაგი წერილოვანი რკალით გარშემოვლებული ვლაქერნის წმინდა ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება და თავის ირგვლივ განლაგებული ბერძნული ზედწერილი: „წმინდა ღვთისმშობელი“. ზურგზე – მონეტის კიდეებზე, წერტილოვან რკალს შიგნით, ქართული ასომთავრული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე ბაგრატ, აფხაზთა მეფე“. ცენტრში ასევე წერტილოვანი რკალით გარშემოვლებულია სამსტრიქონიანი წარწერა: „და ნოველისიმოსი“. ნოველისიმოსის ტიტულს ბაგრატ IV ატარებდა 1057–1060 წ-ში. ეს მონეტებიც ამ დროით უნდა დათარიღდეს. 1060 წ. თურქ-სელჩუკების თავდასხმის საშიშროებასთან დაკავშირებით მას „სევასტოსობა“ უბოძეს, რაც აისახა კიდეც მოერე ჯუფის მონეტებზე. ზემოაღწერილთაგან ისინი განსხვავდებიან იმით, რომ „ნოველისიმოსის“ ტიტული შეცვლილა „სევასტოსით“; 3. გიორგი II-ის (1072–1089 წწ.) მონეტა; ნაპოვნია 100 ცალი; ქართული ლეგენდის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა; I შუბლზე წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის წმინდა ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე შარავანდედით და სამი ვარდულით. გამოსახულების გვერდებზე ბერძნული ზედწერილია: „წმინდა ღვთისმშობელი“; ზურგზე, შერწყმულ წერტილოვან რკალში, ზედწერილია: „ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე“. ცენტრში სამსტრიქონად განაწილებულია: „და ნოველისიმოსი“. II და III ჯგუფის მონეტები ზემოაღწერილისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ „ნოველისიმოსი“ შეცვლილია „სევასტოსითა“ და „კესაროსით“. პირველი ორი სამონეტო ჯგუფი 1072–1081 წლ, ხოლო მესამე – 1081–1089 წლ. უნდა დათარიღდეს; 4. დავით აღმაშენებლის (1089–1125 წწ.) მონეტები ბიზანტიური ტიტულებით. ნაპოვნია 6 ცალი; მასა 0,51–0,87 გრ.; იყოფა ორ ტიპად. პირველი იმეორებს ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის მონეტებს, შეცვლილია მხოლოდ ზურგის ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე და სევასტოსი“. დავითის მეორე ტიპის მონეტა პირველისაგან იმით განსხვავდება, რომ მის ზურგზე გამოხატული ჯვარი და ფრაგმენტულად შემორჩენილი ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით მეფე და...“ აქ შეიძლება ყოფილიყო ან „სევასტოსი“ ან „პანიპერსევასტოსი“. ორივე ტიპის მონეტის ემისიის თარიღად უნდა მივიჩნიოთ 1085–1103 წლ. გაერთიანებული საქართველოს ძლიერმა მეფემ შემდგომში ჯერ უარი თქვა თავის მონეტებზე ბიზანტიური ტიტულის მოთავსებაზე და ბოლოს – საერთოდ მონეტის ბიზანტიურ ტიპზე /გ. დუნდუა/.
168. ქართულ–ჰულაგუიანური დირჰემი – XIII ს-ის 80-იან წლებში თბილისში მოჭრილი ვერცხლის მონეტა, რომლის ერთ მხარეს ილხანის სახელის შემცველი ზედწერილია უიღურულად, ხოლო მეორეზე – ქრისტიანული ლოცვა არაბულად: სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ღმერთისა ერთისა“ და ჯვრის გამოსახულება, გარე სეგმენტებში – გამოშვების თარიღი. იშვიათად მოჭრის ადგილი – თბილისი. ამგვარი ფული დიდი რაოდენობით მიმოიქცეოდა აღმ. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რასაც მათი განძებად აღმოჩენის შემთხვევებიც მოწმობს. საქართველო ერთადერთი იყო ჰულაგუიანების ქვეშევრდომ სახელმწიფოთა შორის, რომელიც მონეტას ქრისტიანული სიმბოლოს გამოსახულებით უშვებდა /ი. ჯალაღანია/.
169. ქართული საკრედიტო მონეტა – XII–XIII ს-ში ქართველ მეფეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარი, გიორგი IV ლაშა) სახელით მოჭრილი სხვადასხვა ზომისა და წონის სპილენძის მონეტები, რომელთაც ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდათ. ამგვარი მონეტების მოჭრა დაიწყო მახლობელ აღმოსავლეთში, ე.წ., ვერცხლის კრიზისის გავრცელებისთანავე. ფულის ზედწერილი იუწყებოდა: „ეს დირჰემია“, რაც იმას ნიშნავდა, რომ სპილენძის ფულის ნიშანს ვერცხლის დრამის ფასი ენიჭებოდა. ასეთივე ღონისძიებისათვის მიუმართავთ ქართველ მმართველებს, რაც მაშინდელი ფულის ქართული ზედწერილითაც მტკიცდება: თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის სპილენძის ფულს აწერია: „ქორონიკონსა (ამა და ამას) სახელითა ღვთისათა იქნა ჭედაი ვერცხლისა ამისა“. ამით საქართველოს მეფეები აღნიშნავდნენ, რომ მის მიერ მოჭრილ სპილენძის ფულს ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდა და იგი იძულებითი, სავალდებულო კურსით მიმოიქცეოდა /ი. ჯალაღანია/.
170. ქართული ფულუსი – (არაბ., სპარს. – ფულუს – მრ. რ., მხ. რ. – ფალს – წვრილი სპილენძის ფული), XVII–XVIII ს-ში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი სპილენძის ნახევრად საკრედიტო ფულის ზოგადი სახელი. სამონეტო სისტემა და ტიპი აღებულია სეფიანთა ირანის ანონიმური საქალაქო მონეტიდან. ქართულ ფულუსს ჭრიდა ქართლის ხელისუფალი. მიმოიქცეოდა ქართლის სამეფოში და მის ფარგლებს გარეთაც. მოჭრის თარიღი აღნიშნავს ტიპის დამკვიდრების დროს. XVII ს-ში ქართული ფულუსი ანონიმურია (გამონაკლისია შაჰ-სეფის სახელით მოჭრილი მონეტები). XVIII ს-ში ქართულ ფულუსზე გაჩნდა ქართული ასოებით დაქარაგმებული ქართლის მმართველებისა და მეფეთა სახელები: „ვახტანგ“, „სიმონ“, „ბაქარ“, „თეიმურაზ“, „თეიმურაზ ერეკლე“, „ერეკლე“, „გიორგი“. ყველაზე გავრცელებული იყო 2 ნომინალი (1/2 ბისთი, ანუ 10 დინარი) და ფული (1/4 ბისთი, ანუ 5 დინარი), ზოგჯერ იჭრებოდა ბისთიც (4 ფული, ანუ 20 დინარი). მონეტის ერთ მხარეზე სხვადასხვა გამოსახულებაა (ლომი, ირემი, ცხენი, ფარშანავგი, გემი, ბაგრატიონების გერბი, რუსეთის გერბი და სხვ.). მეორე მხარეზე სპარსულად წერია: „ფულუსი იჭედა თბილისს“ ან „მონა ღვთისა. იჭედა თბილისს“. თარიღი ჰიჯრითაა მოცემული, გვხვდება ევროპული თარიღიც /თ. ქუთელია/.
171. ქაღალდის ფული – ქაღალდის ფული წარმოადგენს ღირებულების ნომინალურ ნიშანს, რომელსაც სახელმწიფოს ხელისუფლება თავისი ხარჯის დასაფარავად უშვებს მიმოქცევაში. ქაღალდის ფულის ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა დაახლოებით 650 წელს ჩინეთში. ქაღალდის ფულის გამოშვების ცდები იყო სხვა ქვეყნებშიც, მაგ., 1294 წელს – ილხანთა ირანში, 1337 წელს – იაპონიაში; ევროპის სახელმწიფოებიდან ქაღალდის ფული პირველად შვედეთში შემოიღეს 1662 წელს, ხოლო მოგვიანებით ეს სიახლე მთელ მსოფლიოში გავრცელდა /ნ. ჯავახიშვილი/.
172. ქორონიკონი – ძველი საქართველოს საკუთარი წელთაღრიცხვა; თარიღის აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად ხმარობდნენ ანბანის ასოებს, რომლებსაც რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ქორონიკონს საფუძვლად უდევს 532-წლიანი ციკლი (დროის მონაკვეთი), ანუ მოქცევა. შუა საუკუნეების ქართველი ასტრონომები ქვეყნის შექმნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე ათ მოქცევასა და 284 წელს, ე. ი. 5604 წელს (532X10+284) ანგარიშობდნენ. ქორონიკონით წელთაღრიცხვა ჩვენში მხოლოდ 780 წლიდან ანუ XIII მოქცევიდან შემოიღეს და XIV მოქცევაშიაც ხმარობდნენ. მოქცევის წელიწადი ქორონიკონად იწოდება. თანამედროვე წელთაღრიცხვაზე ქართული ქორონიკონის გადასაყვანად მოცემულ ქორონიკონს 780 ან 1312 უმატებენ იმის მიხედვით, თუ რომელ მოქცევასთან გვაქვს საქმე. ერთი მოქცევის დამთავრებისა და მეორის დაწყების დროს ანგარიში თავიდან იწყება და თარიღები ისეთივე რჩება, როგორც წინა მოქცევაში /დ. კაპანაძე/.
173. ყაანური – XIII ს-ის 60–70-იან წლებში თბილისში მოჭრილი მონღოლური ანონიმური ვერცხლის მონეტა, რომლის ერთ მხარეს ყაენის ტიტულია („ყაან მართლმსაჯული“) გამოსახული, მეორეზე კი – მაჰმადიანური სარწმუნოებრივი სიმბოლო, მოჭრის თარიღი და ადგილი (თბილისი). ამ სახის ფული დიდი რაოდენობით მოჭრეს 1261–1280-იან წლებში. გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, ამიერკავაკსიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (სომხეთი) და სავარაუდოა, ამიერკავკასიის გარეთაც.
174. ყაზანაური – ყაზან ყაენის (1295–1304) რეფორმის შედეგად შემოღებული ვერცხლის ფული და ამ ფულის მსგავსად საქართველოში მოჭრილი მონეტები; საქართველოში გავრცელდა XVI ს-ის დამდეგიდან და ამავე საუკუნის II ნახ-დან უკვე გამქრალია /დ. კაპანაძე/.
175. შავი ფული – ანუ სპილენძის ფული, შავი ფულის ნომინალების შესახებ ძველ ქართულ საბუთებში გაცილებით ნაკლები ცნობები მოიპოვება. უძველესი ტერმინი, რომელიც სპილენძის ფულს გულისხმობს არის „კერმა“, რომელიც ზოგჯერ „რვალით“ იცვლება. XI ს-დან შემოდის ტერმინი „ფოლი“. საუკუნეთა განმავლობაში ამ ტერმინმა მრავალნაირი ცვლილება გამოსცადა – ბერძნული „ფოლისიდან“, არაბების დროს ის „ფელსად“ გადაიქცა და ამ სახით მონღოლთა დრომდე შემორჩა; XVII ს-დან „ფელსის“ ნაცვლად შემოღებული იყო სპარსული „ფულუსი“, რომელიც ჩვენში „ფულის“ სახით დამკვიდრდა /დ. კაპანაძე/.
176. შაური – იგივე შაჰი, საქართველოში გავრცელებული და დღემდე შემორჩენილი ფულადი საანგარიშო ერთეული, XVI ს-ის II ნახ-ში დამკვიდრდა და აბაზის ერთ მეოთხედს შეადგენდა; XVII–XVIII ს-ის საქართველოში ფულად მიმოქცევაში ფაქტიურად ვერცხლის ფულის შემდეგი ნომინალები იყო გავრცელებული: ექვსშაურიანი (ნახევარმარჩილიანი), აბაზი, ორშაურიანი და შაურიანი, იშვიათ შემთხვევაში ჩნდება სპარსეთიდან შემოღებული ფანჯშაჰი (ხუთშაურიანი) და უკნინესი ვერცხლის მონეტა ბისტი /დ. კაპანაძე/.
177. შირვანული თანგა – ვერცხლის მონეტა, მოჭრილი XV ს-ის შირვანში თემურლენგის მაღალხარისხოვანი ვერცხლის მონეტის მიხედვით. მასა 6,2 გ.. დროთა განმავლობაში მისი წონა იკლებდა და ფარუხ იესარის მმართველობის დროს (1462–1500 წწ.) 1,90-1,75 გრ - მდე დაეცა. მონეტის შუბლსა და ზურგზე არაბული ზედწერილებია. შირვანული თანგა აღმოჩენილია საქართველოშიც: სოფ. საქობოში (ლაგოდეხის რ - ნი) XV ს-ის I ნახ-ში შემახასა და ბაქოში მოჭრილი შირვანული თანგები. სოფ. თამარაშენში (ქვემო ქართლი), რომელთაგან ყველაზე გვიანდელი მონეტა 1462-1463 წლებით თარიღდება; დუშეთის რ-ში XV ს-ის I ნახ-ის შირვანული თანგები, რომლებიც მოჭრილია ბაქოში, დარუბანდსა და შემახაში; სოფ. ალში (ხაშურის რ-ნი) ხალილულა I-ისა (1417–1462) და ფარუხ იესარის დროს მოჭრილი შირვანული თანგები, რომელთაგან ყველაზე გვიანდელი მონეტა 1492–1493 წლებით თარიღდება /გ. დუნდუა/.
178. ჩერვონეცი – იგივე ლობანჩიკი.
179. ჩითახური თეთრი – გეოგრაფიული ხასიათის ტერმინი; სოფ. ჩითახევი, რომელიც ამჟამად ტრაპიზონის ვილაიეთში მდებარეობს, ადრე საქართველოს საზღვრებში შედიოდა, ძველთაგანვე განთქმული იყო ვერცხლის საბადოებით, რისთვისაც ბერძნები არგვირიკასტრას უწოდებდნენ. ამ ტერიტორიას თურქებმა დაპყრობის შემდეგ სახელი შეუცვალეს და უწოდეს გიუშიმანხე, რაც ბერძნული სახელწოდების პირდაპირ თარგმანს წარმოადგენს. გიუშიმანხეში მოჭრილი თურქული მონეტებიც კი აღმოაჩნდა, მაგრამ ეს მონეტები შედარებით გვიანდელი – XVIII ს-ის შუა წლებისაა /დ. კაპანაძე/.
180. ცალმხრივი მონეტა – გამოსახულება ამოტვიფრულია მხოლოდ ერთ მხარეზე, მეორე მხარეს კი აქვს ჩაღრმავებები; ცალმხრივია ადრეარქაული მონეტები /გ. დუნდუა/.
181. წიბო – იგივე გურტი, მონეტის გვერდის ზედაპირი; თანამედროვე მონეტების გურტი შესაძლოა იყოს გლუვი, წვრილად დაჭდეული, კუთხვილი ზედაპირით ან თანდართული წარწერით, ე. წ. ნაჭედი გურტი. პირველი მონეტები, რომელთაც გურტი დამუშავებული ჰქონდათ მანქანური ჭედვით გამოჩნდა XVI ს-ის II ნახევარში საფრანგეთში. დამუშავებული გურტი იცავს მონეტას გაყალბებისაგან, ასევე მხედველობადაქვეითებულებს შეუძლიათ შეხებით ამოიცნონ მონეტის ნომინალი. გურტის სახეობა თავისდათავად მონეტის ტიპის დახასიათების ერთ-ერთი პარამეტრია. გურტის ნაწიბურის ხარისხით განსზღვრავენ მონეტის შენახულობის ხარისხს, განსაკუთრებით ანტიკური და შუა საუკუნებიის მონეტების შეფასების შემთხვევებში. ნახატიანი წიბო საქართველოში მხოლოდ XIX ს–ში შემოიღეს.
182. წითელი – წითელი ოქრო – წითელი დინარი – XI–XII ს-ის საქართველოში მიმოქცევადი აღმოსავლური ოქროს მონეტები; ამ ტერმინებში, გ. ჯაფარიძის მოსაზრებით, აბასელთა დინარი უნდა იგულისხმებოდეს; აღმოსავლური ოქროს მონეტების ბრუნვა XI–XII ს-ის საქართველოს ფულად მიმოქცევაში ფაქტობრივი მასალით არ დასტურდება /დ. კაპანაძე/.
183. ჭედვა – ლითონების წნევით დამუშავების ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროს იარაღი ნამზადზე ასრულებს მრავალჯერად წყვეტილ ზემოქმედებას, რის შედეგად იგი (ნამზადი) დეფორმირდება და თანდათანობით საჭირო ფორმასა და ზომას იღებს. ჭედვის ძირითადი ოპერაციებია დასმა, გამოტვიფვრა, გაწელვა, მოგორვა, გაჭოლვა, ჭრა, სამჭედლო შედუღება და სხვ. ჭედვა ცნობილი იყო მანამ, სანამ ადამიანი მადნისაგან ლითონის მიღებას დაიწყებდა; მაგ., ირანში, მესოპოტამიასა და ეგვიპტეში მეტეორიტული რკინის ჭედვა ძვ. წ. IV–III ათასწლეულში იცოდნენ. თითქმის ამავე პერიოდიდან იწყებენ ლითონის დამუშავებას იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხები.
184. ჭვირნიშანი – წყლის ნიშანი, ფილიგრინი, გამჭვირვალე გამოსახულება – მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით. ჭვირნიშანი აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდის იტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII ს-ის ბოლოს. ამ ნიშნის მიხედვით ხდებოდა ხელოსნის შრომის ანაზღაურება. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX ს-ის ბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია. ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV ს-ის დამდეგიდან გვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV–XVI ს-ის მიჯნაზე აღმოსავლური წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპული ჭვირნიშნიანი ქაღალდი გაბატონდა. თუ ძველად ჭვირნიშანს სავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდთანობით მან შეიძინა სამეცნიერო და დამცავი დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენ უთარიღო ძველ დოკუმენტაციასა და წიგნებს, ყალბისაგან ანსხვავებენ ნამდვილ ფულს, ფასიან ქაღალდებს, საბუთებს, მარკებს და ა. შ. ზოგჯერ მისი დანიშნულება მხოლოდ ქაღალდის გალამაზებაც არის.
185. ხაზინა – 1. სახელმწიფო ფინანსური დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის შესრულებასა და გადასახადების აკრეფას; 2. ხანების, მეფეების, საუფლისწულოებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა საცავი.
186. ხაზინადარი – 1. ძველად ხაზინის უფროსი; 2. რომელიმე ორგანიზაციის ფასეულობათა (ფული და სხვა) მცველი.
187. ჯუჩიდური ფული – XIV ს-ის შუა ხანებიდან საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჯუჩიდურმა (ოქროს ურდოს) ფულმა. ჯუჩიდი ხანების ჯანიბეგის (1343–1357) და მისი მემკვიდრის ბერდიბეგის (1357–1380) სახელით 1356–1357 წლებში თბილისშიც მოიჭრა მონეტა. ეს საოკუპაციო მონეტა იყო: ილხანთა დაცემის შემდეგ ჯუჩიდებმა მცირე ხნით შეძლეს ირანისა და კავკასიის დაპყრობა.
188. ჰემიდრაქმა – (ბერძნ. hemi – ნახევარი, ნახევრად), იგივე ტრიობოლი; ვერცხლის მონეტა; ფულისა და წონის ერთეული ძველ საბერძნეთში; დრაქმის 1/2.
189. ჰიბრიდული მონეტა – იხ. ერთობლივი მონეტა.
190. ჰიჯრა – (არაბ. – გადასახლება, გადახვეწა, ემიგრაცია), მუსლიმურ ქვეყნებში გავრცელებული კალენდრის სახელწოდება. ხალიფა უმარ I-ის დროს (634–644) ჰიჯრა გამოცხადდა მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად (მუსლიმური ერა). ცნობილია მთვარისა და მზის ჰიჯრის კალენდრები. მთვარის კალენდარი გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის უმეტეს მუსულმანურ ქვეყნებში, მზისა – ირანში, ავღანეთში, თურქეთში. ჰიჯრის მთვარის კალენდრის პირველი დღეა 622 წლის 16 ივლისი (მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, მაჰმადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) მექიდან მედინაში გადასახლების თარიღი), მზის კალენდრისა – 20–21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობის დრო). მუსლიმურ მთვარის წელიწადში 354 დღეა, თვეში – 29–30 დღე. ჰიჯრის კალენდრის დღეები 11–12-ით ნაკლებია საყოველთაოდ გავრცელებულ გრიგორიანული კალენდრის დღეებზე და ამიტომ ყოველ 33 წელიწადში ვიღებთ ერთი წლის განსხვავებას. ჰიჯრის წლების გადაყვანა გრიგორიანულზე და პირუკუ შესაძლებელია სპეციალური ფორმულებით ან ტაბულების საშუალებით /ე. სიხარულიძე/.
191. ჰულაგუიანური დირჰემი – ყაზან ყაენის ფულადი რეფორმის შემდეგ, XIII ს-ის დასასრულს, ჰულაგუიანი ილხანების სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა გავრცელებული იყო საქართველოში, ქოდალოს, ყარაღაჯის განძები; ამ ტიპის ფულს თბილისის ზარაფხანაშიც ჭრიდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий