вторник, 9 января 2018 г.

მუსტაფა ნაიმას (1655-1716) ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ

თურქული  ტექსტი ქართული  თარგმანით, გამოკვლევითა და  შენიშვნებით  გამოსაცემად  მოამზადა ნოდარ  შენგელიამ
მუსტაფა  ნაიმა  და  მისი  „ისტორია“
    ოსმალური  ისტორიოგრაფიული  თხზულებების  შექმნა  იმდენად  ფართოდ  გავრცელდა,  რომ XVII საუკუნის მიწურულისათვის სულთნის კარზე შეიქმნა  ოფიციალური   ისტორიოგრაფის,  ე.წ. „ვაკა-ი  ნევისის“  თანამდებობა,  რომელიც  ოსმალო სულთანთა კარზე ოსმალთა დინასტიის  უკანასკნელ დღემდე არსებობდა. სულთნის კარზე პირველი ოფიციალური ოსმალო ისტორიკოსი იყო მუსტაფა  ნაიმა  (1655–1716),  რომელმაც  აღწერა  ოსმალეთის  ისტორია  1591  წლიდან  1660  წლამდე.  მისი  მომდევნო  ოფიციალური  ისტორიკოსები  იყვნენ:  მეჰმედ  რაშიდი,  რომელმაც  აღწერა 1660–1722  წლების  ოსმალეთის  ისტორია,  ჩელები-ზადე  ასიმ ეფენდი  (1722–1729),  სუბჰი,  სამი,  შაქირი  (1730–1743),  სულეიმან  იზი  (1744–1751),  აჰმედ  ვასიფი  (1752–1774),  სადულლაჰ  ენვერ  ეფენდი  (1775–1779),  აჰმედ  ჯევდეთი  (1774–1820), აჰმედ  ასიმი  (1791–1808),  ათაულა  მეჰმედ  შანი-ხადე  (1808–1820),  მეჰმედ  ესად ეფენდი  (1821–1824),  აჰმედ ლუთფი  (1825–1876)  ოსმალეთის  იმპერიის  უკანასკნელი  ოფიციალური  ისტორიოგრაფი  იყო  აბდურაჰმან  შერიფი,  რომელიც  1925  წელს  გარდაიცვალა.  ამრიგად,  ძნელია  ოსმალეთის  ისტორიაში  მოინახოს  პერიოდი,  რომელიც  აღწერილი  არ  იყოს  ოფიციალურ  ოსმალო  ისტორიოგრაფთა  თხზულებებში.
    XVII საუკუნის ოსმალური ისტორიოგრაფიის საუკეთესო წარმომადგენელი  და   სულთნის  კარის    პირველი   ოფიციალური ჟამთააღმწერელი  იყო  მუსტაფა  ნაიმა. მუსტაფა  ნაიმა   დაიბადა  ალეპოში.  იგი   ახალგაზრდა  ჩამოვიდა  სტამბოლში  და  იმთავითვე  გამოამჟღავნა  მეცნიერების  მრავალი დარგისადმი  ინტერესი.  მან  ყურადღება  მიიქცია  თავისი  განსწავლულობით  და  სასახლის  ბალთაჯიების  ოჯახში  მიიღეს  სამუშაოდ. იქიდან  გამოსვლის  შემდეგაც  აგრძელებდა  იგი  განათლების  მიღებას  და  ბაიაზიდიეს  მეჩეთში  ისმენდა ლექციებს.  ბალთაჯიების ოჯახში  ყოფნის  დროს  ნაიმამ  დაიმსახურა  სულთნის  სიძისა  და დიდვეზირის – ნევშეჰირლი  იბრაჰიზ  ეფენდის  განსაკუთრებული  ყურადღება  და  სიმპათიები.  ნაიმა  მას  მოუთხრობდა  ოსმალეთის  ისტორიის  საინტერესო ეპიზოდებს  და  ხოტბას   ასხამდა  სულთანთა  და  დიდვეზირთა  საქმიანობას.
მუსტაფა ბალთაჯიების ოჯახიდან გადავიდა სახელმწიფო დივანის სამდივანმწიგნობროში, სადაც უბოძეს სახელმწიფო მოხელის  თანამდებობა. იგი მალე გახდა  დივანის  ეფენდი.  რადგანაც  ამ სამდივანმწიგნობროშმში მომსახურე პირებს იმთავითვე არქმევდნენ ზედმეტ სახელს  (მაჰლასს),  მასაც  ზედმეტ  სახელად  „ნაიმი“  უწოდეს.  შემდეგი  ეს  სახელი  დაუმკვიდრდა  მას  და  დღეს  იგი  მუსტაფა ნაიმას  სახელითაა  ცნობილი.
ნაიმა   იმთავითვე  გატაცებული  იყო   ლიტერატურით,  ასტრონომიით,  მაგრამ   განსაკუთრებული  მიდრეკილება  მაინც   ისტორიისადმი  გამოამჟღავნა.  დიდვეზირსა  და  სახელმწიფოს სხვა  წარჩინებულებთან  ახლო  ურთიერთობისა  და  ისტორიისადმი  განსაკუთრებული  სიყვარულის  გამო  1699  წელს  ნაიმა  დაინიშნა  ოსმალეთის ოფიციალურ  ისტორიოგრაფად  – ე.  წ.   ვაკა-ი  ნევისად  და   სტამბოლის  საბაჟოდან  გარკვეული  რაოდენობის  თანხა  დაენიშნა  სარჩოდ.  ამ  თანამდებობაზე  დანიშვნისთანავე  ნაიმამ  დიდვეზირს მალე  წარუდგინა  თავისი  ნაშრომის  შესავალი  ნაწილი,  რომელიც მოიწონა  დიდვეზირმა  და  გასამრჯელოც  გაუზარდა.  ნაიმას  ნათესავებისა  და  ახლობლების  სასახლის  კარზე  დაწინაურების  გამო ნაიმამ  არაერთი  მაღალი თანამდებობა  მიიღო.
1704  წ.  კალაიკოზ აჰმედ ფაშამ,  როგორც  კი დაიკავა  დიდვეზირის  პოსტი,  ნაიმა  ანატოლიის საფინანსო-სააღრიცხვო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. მაგრამ  რამდენიმე წლის შემდეგ ნაიმა  საერთოდ  ჩამოაშორეს  სახელმწიფო  საქმიანობას  და   დედაქალაქიდან გაასახლეს.  ნაიმას   გადაყენებისა   და   გასახლების   მიზეზად  მიიჩნევენ  მის   პირდაპირობას,  ოფიციალური  პირების  გაკილვას  და  სხვ. ი. უზუნჩარშილის  მიხედვით,   ეჭვი შეუტანიათ ნაიმას  ასტრონომიულ  ცხრილებსა  და,  საერთოდ,  მის  საქმიანობაზე,  ამიტომ  გადაუყენებიათ  იგი  თანამდებობიდან  და  ჰანიაში  გაუგზავნიათ,  მაგრამ  იგი  არ  ჩაუყვანით  გადასახლების  ადგილას, დაუტოვებიათ  ბოსფორის  ციხეში,  საიდანაც  დიდი  თხოვნის  შედეგად  ბრუსაში  გადაუყვანიათ.
ერთი წლის  შემდეგ  ნაიმა კვლავ  სტამბოლში  დაბრუნდა. მას ისევ   გაუღიმა  ბედმა.  იგი  კვლავ  დააწინაურეს  მაღალ თანამდებობაზე  და  სასახლის  მსახურთუხუცესი  გახდა,  შემდეგ დანიმნეს  სადავთარდაროში,  ხოლო  1712  წელს  მიიწვიეს  ანატოლიის  მოანგარიშის  თანამდებობაზე.  ამ  პერიოდში  ნაიმას  კარგი ურთიერთობა  ჰქონდა    დიდვეზირ  დამად    ალი  ფაშასთან.   1713 წელს დიდვეზირმა  ნაიმას  დავთარ  ემინისს  თანამდებობა  უბოძა  და თან  წაიყვანა ედირნეში  რუსეთთან  ურთიერთობის  საბოლოოდ  მოსაწესრიგებლად.
ნაიმა  ამ   პერიოდში  იყო  სასახლეში მიღებული  და  პატივცემული   პიროვნება,   მაგრამ   მტკიცე   ხასიათის,   სამართლიანობისა  და პირდაპირობის  გამო  თავნება  დიდვეზირმა  დამად  ალი  ფაშამ  მალე შეიძულა,  გადააყენა  მაღალი   თანამდებობიდან   და   სილაჰდარის ქათიბის  თანამდებობაზე  ჩამოაქვეითა.  ოსმალთა  ჯარის  მორავიაში ლაშქრობის  დროს  ნაიმას   კვლავ  ებოძა  ანატოლიის  მოანგარიშის თანამდებობა  და  ლაშქართან  ერთად  გაგზავნეს  მორავიაში.  ჯარის დაბრუნების  შემდეგ  ნაიმა  დარჩა    მორავიამი,  სადაც    დანიშნეს დავთარ  ემინის  ვექილის  თანამდებობაზე.  ნაიმა   აქვე,   ბალიო  ბადრაში,  გარდაიცვალა  1716  წელს.
როდესაც  მუსტაფა  ნაიმა  პირველად  ოსმალეთის  იმპერიის  ისტორიაში  ოფიციალურ  ჟამთააღმწერლად – კარის   ისტორიკოსად დაინიშნა,  მას   გადასცეს  ოსმალეთის ისტორიის  შავი  ხელნაწერები, რომლის  ავტორი  იყო  სასახლესთან  დაახლოებული პირი – შარიჰ-ულ  მენარ  მეჰმედ  ეფენდი  ზადე  აჰმედ  ეფენდი.  მის   ხელნაწერებში  გადმოცემული  იყო  ოსმალეთის  ისტორია  სულთან  აჰმედ  I-ის დროიდან  (1604–1617) – 1656  წლამდე.  ამ  თხზულების  პირველი ნაწილი  ჰასან  ბეი-ზადეს  თხზულებიდან  იყო  გადაწერილი.  ნაიმა თავისი  ნაშრომის  წერისას  ძირითადად  ამ თხზულებით სარგებლობდა.  იგი  გადაამუშავა,  ზოგი  რამ  დაუმატა  და  1591–1655  წლების, ოსმალეთისა  და  მისი  მომიჯნავე  ქვეყნების  ისტორია  გამართა.  ქრონოლოგიურად  მას   დაუმატა   ხუთი  წლის  ისტორია   და  პირველი ნაწილი  1660  წლის  ამბებით    დაასრულა.  ნაიმამ   ამ   ექვსტომიან თხზულებას  უწოდა  „აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო  ამბები  ჰუსეინის  ბაღებზე“.  იგი  შემდეგში  ნაიმას  „ისტორიის“  სახელით  გახდა ცნობილი. ჰუსეინ  ფაშა  ნაიმას ბიძაშვილი იყო.
ნაიმამ  დიდვეზირ ენიშთე ჰასან ფაშას ბრძანებით  ხელი  მოკიდა ოსმალეთის  ისტორიის  შემდეგი პერიოდის,  ე.ი. 1660–1699  წწ. ამბების   აღწერას,  მასალები   მოაგროვა   და  „ტარიჰი რანა“ უწოდა,   მაგრამ   მისი  დაწერა   ვერ    მოახერხა.  ნაიმას   მასში   სიტყვა–სიტყვით  ჰქონდა  აღნუსხული  თავისი  თანამედროვე  ამბები.   ნაიმას   გარდაცვალების  შემდეგ  მის   მიერ   მომზადებული  მასალები ხელნაწერის  სახით  გადაეცა  შეჰრზადე  მეჰმედ  საიდ  ეფენდის  და შემდეგ  დაიკარგა.  ამრიგად,  ნაიმას მიერ შეგროვილი  1660–1699  წლების  ოსმალეთის  ისტორიის  მასალები ჩვენთვის  უცნობია. იგი  ნაიმასათვის მხოლოდ  ისტორიის  გასამართავად   მომზადებული  სამუშაო  იყო. თურქი ისტორიკოსი მ. ჯავიდ  ბაისუნი შენიშნავს, რომ  ნაიმას  ისტორიის  დარგში  არაფერი  რომ  არ  გაეკეთებინა, მარტო  შარიჰ-ულ  მენარ  მეჰმედ  ეფენდი  ზადე  აჰმედ  ეფენდისა  და სხვა  ავტორების  ცნობების  ჩვენ  დრომდე  მოტანა  ეყოფოდა  დამსახურებადო.
ნაიმას ისტორიას  იმთავითვე  მიიჩნევდნენ  ოსმალეთის  ისტორიის  საუკეთესო  წყაროდ.  იგი  პირველი  ნაშრომია  ოსმალეთის  ისტორიის  შესახებ,  რომელიც   დიდვეზირ   ჰექიმოღლუ  ალი  ფაშას ბრძანებით  იბრაჰიმ  მუთეფერიკას  სტამბაში  დაიბეჭდა.  ნაიმას  ისტორია  თურქეთში  ოთხჯერ  გამოქვეყნდა   პირველად  დაიბეჭდა 17341735  წწ.  მეორედ – 1843  წელს,  მესამედ 1863–1864 წწ.  მეოთხედ – 1866–1867  წლებში.  ნაიმას  თხზულებიდან  არაერთი  ნაწყვეტი  თარგმნილი  და  გამოქვეყნებულია  სხვადასხვა ენაზე.
ნაიმა  ოფიციალური  ისტორიკოსი   თანამდებობაზე   ყოფნის დროს  უხვად  იყენებდა    წინამორბედი   ისტორიკოსების – ქათიბ ჩელების,  იბრაჰიმ  ფეჩევის,  ვეჯიჰის,   მაან   ოღლუ  მირ   ჰუსეინის, ჰასან  ბეი-ზადეს,  კარა  ჩელები-ზადეს,  მეჰმედ  ჰალიფეს,  თევკიი  აბდურაჰმან  ფაშასა  და  სხვა  ნაკლებად  ცნობილი  მეისტორიეების თხზულებებით  და  ხშირადაც  იმოწმებდა  მათ.  საქართველოს  შესახებ  ამბების  გადმოცემისას  იგი  იშველიებს  ქათიბ  ჩელებისა  და იბრაჰიმ  ფეჩევის  თხზულებებში  დაცულ  ცნობებს  და უთითებს  კიდეც.  მან  იცის,  რომ  ფეჩევი  გიორგი  სააკაძის  ზოგიერთი  ამბის თანადამხვდური  და  თვითმხილველია.  იგი,  მაგალითად,  აღნიშნავს, რომ,  როდესაც  გიორგი  სააკაძის  კაცები  მოვიდნენ  ხუსრევ  ფაშასთან  და  სთხოვეს  მას  საქართველოსა  და  შირვანის  ქვეყნებში  გალაშქრება,  ფეჩევიც  ესწრებოდა  ამ  აუდიენციასო.  ამის  შემდეგ ისტორიკოსს  მთელი  გვერდები  მოაქვს  ფეჩევის თხზულებიდან.
ნაიმას  როგორც  ოფიციალურ  ისტორიკოსს,  ხელი  მიუწვდებოდა  ყველა  იმ   თურქულ  დოკუმენტურ  მასალასა  და  ფირმანზე, რომლებიც  ოსმალეთის  სახელმწიფო  დაწესებულებებში  ინახებოდა.
ნაიმა   გაცილებით   ობიექტურად  და სისრულით  აღწერს  ბევრ  რამეს,  ვიდრე  მისი  წინამორბედი  ისტორიკოსები.  მისი   „ისტორია“  საუკეთესო  წყაროდ  ითვლება  ოსმალეთის  ისტორიის  შესასწავლად. არანაკლები  მნიშვნელობა აქვს მას  საქართველოს  ისტორიისთვისაც,  რადგანაც  „ისტორიის“  სხვადასხვა  ადგილას  უხვად  არის  გაბნეული  ცნობები   საქართველოს შესახებ;  საყურადღებო  ცნობებია  დაცული  აგრეთვე  სომხეთისა და   აზერბაიჯანის,  საქართველოს   მოსაზღვრე   ტერიტორიების – არზრუმისა  და  ტრაპიზონის  შესახებაც.  ამბები  ძირითადად   ეხება XVII   საუკუნის  პირველ  ნახევარს  და ვრცლად წარმოგვიდგენს ამიერკავკასიის  ხალხთა  ისტორიას  ირან-ოსმალეთის  განუწყვეტელი  ომების  შუქზე. ნაიმას თხზულებაში  ამბები მოთხრობილია ქრონოლოგიური  თანმიმდევრობით.   მისი   ცნობების   უმეტესობა ეხება  ბრძოლის  ეპიზოდებს,  სალაშქროდ  სამზადისსა  და  სხვ. ნაიმა სავსებით  ბუნებრივად განსაკუთრებით  ამახვილებს  ყურადღებას ბრძოლებსა  და  სამხედრო  ექსპედიციებზე.
ჩვენ  მიერ ქვემოთ მოტანილი თურქული ტექსტი ამოკრებილია ნაიმას   „ისტორიის"  1--IV  ტომებიდან,  სადაც  ძირითადად  თავმოყრილია  ჩვენთვის  საინტერესო  ცნობები. ნაიმას   „ისტორიამი“  დაცული  ცნობების  მცირე  ნაწილი,  გიორგი  სააკაძისა  და  სიმონ ქართლის  მეფის  ოსმალთა  მიერ  დატყვევების  შესახებ,  თავის  დროზე  ქართულად  თარგმნა  და   სათანადო მეცნიერული  კომენტარებით  გამოაქვეყნა  აკად.  სერგი  ჯიქიამ. ჩვენ  მთლიანად  შევიტანეთ  აკად.  სერგი  ჯიქიას  თარგმანი  წინამდებარე  გამოცემაში, რამდენადაც  ვცდილობდით  სრულად  წარმოგვედგინა  ყველა  ის  ცნობა  საქართველოსა  და  კავკასიის  შესახებ,  რაც ნაიმას  მოეპოვება.  გარდა  ამისა,  აქვე  იბეჭდება  გიორგი  სააკაძეზე ნაიმას  ის  ცნობებიც, რომლებიც  თავის  დროზე  ჩვენ  ვთარგმნეთ ქართულად  და  გამოვაქვეყნეთ. აგრეთვე  მასალები  ყირიმის  ხანების  შესახებ,  რამდენადაც  ოსმალეთის ხელისუფლება  ხშირად  იყენებდა  მათ  კავკასიის  ხალხთა  წინააღმდეგ.
მუსტაფა  ნაიმას  მიერ  გადმოცემული  ცნობები  საქართველოსა და  კავკასიის  შესახებ  მეტად  მრავალფეროვანია  და უდავოდ დიდი მნიშვნელობა  ენიჭება  საქართველოსა  და  კავკასიის  ხალხთა  ისტორიისათვის,  ამ ხალხთა  ირან-ოსმალეთთან   აუოთიერთობის  ისტორიის  საკითხების  შესასწავლად.  ცნობილია,  რომ  საუკუნეთა  მანძილზე  ირან-ოსმალეთის  დაუსრულებელი  ომების  ასპარეზი  სწორედ  ამიერკავკასიის  ქვეყნები  იყო.  ნაიმა  ამ  ორი  მუსლიმანური  სახელმწიფოს  ჭიდილის  ფონზე  საინტერესო  ცნობებს  გვაწვდის  საქართველოსა  და  კავკასიის  ხალხებზე.  ნაიმას  თხზულებაში  დაცული  ცნობები  ავსებენ  და  აკონკრეტებენ  სპარსულ,  სომხურ,  ქართულ  და ევროპულ  ენებზე არსებული წყაროების მონაცემებს  XVII საუკუნის  პირველი  ნახევრის  საქართველოსა  და  კავკასიის  ისტორიის  შესახებ.
ვფიქრობთ, ნაიმას აქ წარმოდგენილი ცნობები გარკვეულ სამსახურს გაუწევს  XVII  საუკუნის პირველი ნახევრის თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-კავკასიის  ურთიერთობათა  ისტორიის საკითხებით  დაინტერესებულ  მკვლევართ.
ათას  რვა  წლის1  ამბები
ვანის  ბებგლარ-ბების  ჯაფარ  ფაშას2  მიერ  ქართველთა  მმართველის სიმონის3  დატყვევება
საქართველოს  მმართველნი  საჩვენებლად  ფირმანის4  მორჩილნი   არიან,  ფარულად  კი   აჯანყებაზე  უჭირავთ  თვალი.  მათ  შორის დაუნდობელი  სიმონი  ვერაგულად  დაესხა  თავს  გორის  ციხეს,  და საფუძვლიანად  დაანგრია  იგი.  თავრიზისა  და  ვანის   ბეგლარ-ბეგმა გულადმა  ვეზირმა  ჯაფარ  ფაშამ  ღვთის  შემწეობით  სიმონი  დაატყვევა.   გარდა  ამისა,   საქართველოს ბეგს – ალექსანდრე ხანს5 – თავი  მოჰკეეთა,  მისი  შვილები  დაიჭირა  და  ზემოხსენებულ  სიმონთან  ერთად  იმავე  წლის   რები  ულ-ევველის  თვეში6  ხონთქრის  სასახლეში  წარგზავნა.  სიმონი  იედი კულეს  ციხეში7 ჩასვეს,  შემდეგში  მან ისლამი  მიიღო.  გარდაიცვალა  სულთან აჰმედის  – ღმერთმა აცხონოს   – დროს8.  იედი  კულეში  პატიმრობისას  ხსენებული  სიმონის  მიერ  თქმული  რუბაი: 
გამანადგურა  ბედმა,  რომელსაც  ვემდური, 
ამისათვის  დამცირება  განვიცადე  ხალხის  თვალში, 
თუმცა  საქმე   წამივიდა  ძლიერ  ცუდად  [მძიმედ]9, 
მადლობა  გამჩენს,  რომ  ახლა  მდგომარეობა  შემივჭსუბუქდა. 
ჰექიმ   ჩელების10  პასუხი: 
ერთი  გორის  ციხის  აღებისათვის  შენ, 
ახლა,  უყურე,  მეციხოვნე  გახდი  იედი  კულეში. 
ტ.   1,    გვ.   230 
ათას  ცხრა  წლის11  ამბები
გასულ  წელს  აღწერილი  ამბავი  საქართველოს  მმართველის – დატყვევებული  სიმონის  სტამბოლს   ჩამოყვანისა   და   მისი   იედი კულეში  მოთავსების  შესახებ  „ფეზლექეში“  ამა  წლის  [ე.ი.   ათას ცხრა  წლის]  ამბად  არის  მოტანილი12. 
ხელნაწერი,  გვ.   72 
ათას  თორმეტი  წლის13 ამბები 
ღაზი   გირეი   ხანის14,   თათართა  ლაშქრით  მოსვლა 
დიდვეზირმა  ჰასან  ფაშამ15,  როდესაც  ვარადინის  ხიდი  გაიარა და  ზამონის  ველს  მიადგა,  შორიდან  ლაშქარი  დაინახა.  აცნობეს, ღაზი  გირეი  ხანი   მოვიდაო.  ლაშქრობიდან  ხანის   უდროოდ  დაბრუნების მიზეზი  ის  იყო,  რომ თურმე  მისი  ძმები:  სელამეთ  გირეი16, მეჰმედ  გირეი17 და  შაჰინ  გირეი18  აჯანყებულან.  ზოგი რუმელიაში19 წასულა,  ზოგი  კი ანატოლიაში20 დელი  ჰასანთან21.  თუ  შაჰინ  გირეი დელი  ჰასანს  დაიმორჩილებდა,  მაშინ  შესაძლებელი  იყო  მისთვის ხანის  თანამდებობა  ებოძებინათ.  რადგანაც  ერთი-ორი  წელი  იყო, რაც  ღაზი  გირეი  სალაშქროდ  აღარ  დადიოდა,  ამიტომ  ეს   გულთა მისანი  ფადიშაჰის  განრისხების  მიზეზი  გახდა.  მოსალოდნელი  იყო, რომ  მის  გადაყენებაზე  ფადიშაჰს  ნება  დაერთო.  ამით შეშინებული ხანი   ძლევამოსილის  [ოსმალეთის] საზღვრისკენ  გაემართა.  რადგანაც  მისი  მოვალეობა  იყო  საზღვრების  დაცვა,  მოვიდა  ზემოხსენებულ  ველზე  ხანი თათართა  წარჩინებულთან  ერთად  შეხვდა  სარდალ ჰასან  ფაშას, თანამოსაგრე გახდა და რები ულ-ახირის  ბოლოს22 ბელგრადში შევიდნენ. ღაზი გირეი ხანი დავთარდარ23 ეთმექჩი-ზადეს  ბანაკში  ჩამოვიდა.  ამჯერად  მისმა  აღმატებულებამ ხანმა  ჰასან  ფაშასთან  მეგობრულ  ურთიერთობას  მიაღწია  და  ორი დღე  რიგრიგობით  ერთმანეთს  წვეულება  გაუმართეს.  ამის  შემდეგ  მას  გამოსაზამთრებლად  დაუნიშნეს  ფეჩოი,  თათართა ლაშქარს  კი  სიგეთვარი,  კობანი,  მოჰაჩი24  და  მდინარე  დრავას  გაღმა მხარეები.  ისინი  დანიშნული  ადგილებისაკენ  გაემგზავრნენ.
თათართა ლაშქარმა სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში დაიბანაკა. ხანის  უდიდებულესობაც  იმ   ზამთარს  ფეჩოიში  მოლხენით  ცხოვრობდა,  ბაღდადელ  ფუზულს  ლექსების  წერაში  მიბაძა, ყავისა  და  ღვინის  შეპაექრება  გალექსა  და  რისალე დაწერა.  ხანი  არ ენდობოდა  თავის  ძმა   სელამეთ  გირეის  და  მუდამ  მასზე  ფიქრობდა.  მეჯლისში  ხშირად  ახსენებდნენ  მის  ძმას.  ერთხელ  აჰმედ  აღამ, რომელსაც  თათრები  კაფუ  აღას  უწოდებდნენ,  ხანს  უთხრა:  მე   შენ არ  მასვენებ,  შენს  წინაშე  დავიჭერ  მას, შევებრძოლები  და თუ  ყვითელი  ხარივით  მოვახრჩვე,  მაშინ  ამ  შიშისაგან  გავთავისუფლდებითო. ხანის  უდიდებულესობამ  საკადრისი  პასუხი  გასცა. 
ტ.   I,    გვ.  305–-306 
უმეფობის  დასაწყისი  ირანის  საზღვარზე 
ათას  თორმეტი  წელი  ცნობილია,  როგორც  აჯანყების  წელი. ამ  დროს  მომხდარ ცდომილთა დაახლოების  შედეგად,  ღვთის  ნებით, გარდაუვალი  შეიქმნა  გარყვნილთა  გამოსვლა  და  ძალმომრეობა. არეულობის  მეთაური   ირანის შაჰი – უმადური  შაჰ აბასი25 – ხელშეკრულების დარღვევის  გამო  გამოვიდა  წესიერების  საზღვრებიდან, ავიდა  უწესრიგობისა  და  არეულობის  კიბეზე   და  თავისი მტარვალი  ხელი  წაიგრძელა  ოსმალთა  სახელმწიფოს   ზოგიერთი მხარისაკენ.  ეს  არეულობა  გამოიწვია  ოსმალეთის  სახელმწიფოს ბოწყინვალებამ,  მთელ  მსოფლიოს  მზესავით  რომ   მოჰფინა  ნათება. მოკლე  ხანში  სახელმწიფოს  ხელისუფლების  სამსახურში  შესული  მდაბალი  მსახურები  ეგვიპტის  კაიროში  სულთნები  გახდნენ.   განსაკუთრებით  ახალი  დაპყრობების  შემდეგ,  რადგანაც  თანამდებობა  ბევრი  იყო,   დაკავების  მსურველი  კი   ცოტა,  ამ   მაღალ თანამდებობებზე  სამხედრო  პირებს   ნიშნავდნენ,   თუმცა  სახელმწიფო  თანამდებობის  პირები  [ნაიბები]  სამხედრო  პირებისათვის სახელოს  ბოძების წინააღმდეგი  იყვნენ. ამრიგად, დაბალი წრის  წარმომადგენლებმა საპასუხისმგებლო თანამდებობებს მიაღწიეს. თავრიზის  ყულები  (ჯარისკაცები),  რომლებიც  გონებრივად  დაბალ  დონეზე  იდგნენ,  აღზევდნენ.  ოსმალო  სულთანთა  ხანაში ისინი  ძალიან  გამდიდრდნენ,  მაგრამ  უზომო  საბოძვარი  ვერ  შეიფერეს,  ატეხეს  არეულობა,  აჯანყდნენ,  ჯიუტობა  გამოამჟღავნეს. რაც  დანაშაული  ჰქონდათ,  იმას  არ  დასჯერდნენ  და  თავიანთ  ქვეშევრდომთა ქონების  მიმართ  გაუმაძღოობა  გამოიჩინეს.  ისინი  მმართველებსა  და ვალიებს  არ  უჯერებდნენ,  არც  ალაჰის  ნებასა  და  ფადიშაჰის  ბრძანებებს  ასრულებდნენ.  მომეტებულად  თავაშვებულნი. თავიანთი ქვეშევრდომების ქონების განიავებით  არ  კმაყოფილდებოდნენ, კადნიერდებოდნენ ზიანი მიეყენებინათთ  ემირებისა  და მმართველების ქონებისთვისაც.  ის  კი  არა მომიჯნავე  მიდამოებში მყოფ და ძველთაგანვე  დამორჩილებული ქურთების – შაჰ-კულუს  ჩამომავალზე – სალმასის26  გამგებელ  ღაზი ბეგზედაც  თავიანთი მსახვრალი ხელი  აღმართეს.  ეს   გახდა  იმის  მიზეზი,  რომ  ღაზი ბეგმა  უარი თქვა  ფადიშაჰის27  მორჩილებაზე  და   აჯანყება  დაიწყო.  მან   გადაწყვიტა  მტრის  მხარეს  გადასვლა  და  დამორჩილება.  როდესაც  რამდენიმე  ქვეშევრდომის  ხელით  შაჰს  წერილი  გაუგზავნა  და  თავშესაფარი  და  დახმარება  სთხოვა,  მელიას  მსგავსმა  შაჰმა  ეს  ვითარება  ხელსაყრელ შემთხვევად  მიიჩნია.  როგორც  კი   გაიგო,  რომ  მისი სურვილი  შესრულდებოდა,  თავისთან   მყოფ  ურჯულოთაგან  ერთის,  ვინმე  ფლიდი  ჯემშიდის,  ხელით  ღაზი  ბეგს  გაუგზავნა  გვირგვინი,  ზუბი,  სარტყელი  და  აცნობა,  რომ  ის   მუდამ  მისი  მფარველი  იქნებოდა.  როცა  შაჰის  წარგზავნილი  ღაზი  ბეგთან  მივიდა,  მან თავისი  გულისწადილი  შესრულებულად  მიიჩნია  და  სიხარული  და აღტაცება  გამოამჟღავნა,  გვირგვინი  თავზე  დაიდგა  და  საზეიმოდ შეიმოსა,   თავის   ვილაიეთმი  არსებული  მამულების   (იქტების – ნ.   შ.)   გაცემაზე  კი  თავი  შეიკავა. 
მტრისადმი  მორჩილების  გამოცხადების  შემდეგ  ღაზი   ბეგმა თავრეზელთა  მიმართ გააძლიერა  თავისი  მრისხანება  და  ღვარძლი, მაგრამ   მათთვის  დამოუკიდებლად  პასუხის  გაცემა  არ   შეეძლო. ამიტომ  მან   მოისაზრა,  რომ  მტრის  (თავრიზელთა)  მოწინააღმდეგეებისაგან  დახმარების  მისაღებად  საჭირო  იყო  სრული  მომზადება   და   ძალ-ღონის  დახარჯვა.  მახლობლად  მყოფ  ნახიჩევნის  ჯარს დახმარება  სთხოვა  და  აიძულა  ვილაიეთის  ვალი  ალი  ფაშა  მონაწილეობა  მიეღო  ლაშქრობაში.
თავრიზელთა  მოციქულების  ნახიჩევანში  ჩასვლისთანავე  ცხადი   გახდა  მათი   განზრახვა.  ფადიშაჰის  პატიოსნების  დაცვისა  და შაჰის  ბოროტი  ზრახვების  აღკვეთის  მიზნით   ერევნის  ვილაიეთის ვალიმ,  ბედნიერმა  ვეზირმა  შერიფ  ფაშამ,  არეულობისა  და  ჯანყის ჩასაქრობად  ყველგან  დამამშვიდებელი  ღონისძიებები  გაატარა,  მაგრამ  ვერ  დააწყნარა.  ბოლოს  მან  ქეთხუდა28  ოსმან  აღა  დანიშნა ერევნის  ლაშქრის  სალარად29  და  დაავალა:  მოწინააღმდეგეები  შეარიგე,  თუ  ის   საზიზღარი  სარწმუნოების  მქონე  პირი  (შაჰი)  დაბრუნდება,  შენ  ომის  დასაწყებად  წინასწარ  მოემზადეო.  ოსმან  აღაც ნახიჩევნის  ჯართან  შეერთების  შემდეგ რები  ულ-ევველის  შუა რიცხვებში30  ავადსახსენებელ  ადგილას  თავრიზელთა ჯარს  შეხვდა. მან  უპირველეს  ყოვლისა,  ზემოხსენებული ბოროტგანმზრახველი პირის (ე.ი. ღაზი ბეგის)  მოციქულებს სამართლიანობისაკენ   მოუწოდა,  მაგრამ  მოჭარბებული  ამპარტავნობის  გამო დარიგებამ  მათზე  არ  იმოქმედა.  იგი  (ღაზი  ბეგი) თვითონაც  დარწმუნებული  იყო, რომ  ძალ-ღონე  არ  შესწევდა  წინააღმდეგობის  გასაწევად,  ამიტომ თავის გამგებლობაში  მყოფ  კარნიარუჭის  ციხეს31 შეაფარა  თავი და  გამაგრდა.  მან  მოციქულებს  პასუხი  გასცა  ზარბაზნისა და  თოფის  სროლით.  ისლამის  ჯარმა32  განიზრახა ზემოაღნიშნული  ციხისათვის  ალყის  შემორტყმა,  ამიტომ  მის  გარშემო  დაბანაკდა.  ციხის სიმტკიცე  და  სიმაღლე  არაფრად  მიიჩნიეს  და  თავგამეტებით  დაესხნენ  თავს,  ხალხს  წვიმასავით  დაუშინეს  თოფი  და  ისარი.  პირველად  ციხის  კალთებზე  დადგეს  ფეხი  და  კედლის  ახლოს  დროშები აღმართეს,  როდესაც  ალყაშემორტყმულმა  მეომრებმა    დაინახეს, რომ  ერთი  კვირის  გააფთრებული  ბრძოლით  კარნიარუქის  ციხეში საშინელი  ამბები  დატრიალდა,  შეიგნეს,  რომ  მტრისგან  ციხის  გადარჩენა  ძნელი  იყო,   ამიტომ  დატოვეს   ცოლები   და   ბავშვები, კედელს  გადმოახტნენ  და  შაჰის  მხარეს  მოკურცხლეს.  ისინი  დიდი ვაი-ვაგლახით  ხორასანში33  მივიდნენ.  მათი  ბავშვები,  ქვეშევრდომები  და  სხვები  ერთ-ორ  დღეს  კიდევ  იცავდნენ  თავს.  ისინი  დარწმუნდნენ,  რომ  გამოხსნის  ძალა  არ  შესწევდათ.  ზოგიერთმა  ალყაშემორტყმულმა  თავისი  ოჯახისა  და  ბავშვების  შეწყნარება  ითხოვა.
რამდენადაც ჯარის მიზანი ამ ბოროტგანმზრახველთა (ღაზი ბეგის მომხრეთა) დასჯა იყო, ამით დაკმაყოფილდნენ. ოსმალებმა მათ  ციხის  მიდამოებიდან  გასვლისა  და სასურველ  ადგილებში  გამგზავრების  ნება  მისცეს.  ლაშქარს  აუკრძალეს  მათი  ქონების  ხელყოფა.  მას  შემდეგ,  რაც  აღნიშნული  ციხე  სასულთნოს  სხვა  ციხეებს  შეუერთეს,  ნახიჩევნის  ლაშქარი  თავის  ბანაკში  გაემგზავრა. თავრიზელებიც  თავიანთ  ადგილსამყოფელოში  დაბრუნდნენ. 
ტ.   I,    გვ. 140–143 
ქურთი  ღაზი  ბეგი34  წაქეზებით  ირანის  შაჰის  თავრიზისაკენ გამგზავრება 
ქურთი  ღაზი  გაემგზავრა,  ისპაჰანში  შაჰის  სასახლის  ზღურბლს ეამბორა  და  შაჰს  დიდი  მოწიწებით აუხსნა შექმნილი მდგომარეობა. იმის გამო, რომ მან გამოამჟღავნა ირანისადმი  სწრაფვა, შაჰმა ხმამაღლა ამცნო დახმარებისა და მფარველობის გაწევის კეთილშობილური სურვილი.  რადგანაც ღაზი ბეგს შაჰის მტერთაგან ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის მოთხრა და   განადგურება  სურდა,  ამიტომ  შაჰი   ოსმალებთან   საომრად   წააქეზა   და   მოახსენა: აზერბაიჯანის  მხარე  შენი  სამემკვიდრეო  ქვეყანაა  [„მულქი  მოურისია“]35.  მისი  მოსახლეობა  შენი  საკუთარი  ქვეშევრდომია და შენს  ჩასვლას  ელოდება,  განსაკუთრებით  ახერბაიჯანის  სატახტო ქალაქი – თავრიზი,  რომელიც  წმინდა  ოქროს  საბადოა,  ხაზინაა; უხვი  სიმდიდრით  გავსებული თავრიზი ამჟამად ჯარმა მიატოვა, ამიტომ მის დასაპყრობად ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა. ჭეშმარიტებაა,  რომ  ჩვენ  ღირსი  გავხდებით  იქ  არსებული  სიმდიდრისა.  როდესაც  მან  ეს  ამბავი  ასე  მიმზიდველად  მოუთხრო,  გზას აცდენილი  შაჰი,  რომელიც  დიდი  გულისყურით  უსმენდა,  ამ  ხელსაყრელი  დროის  გამოყენებით  ვილაიეთის  ხელში  ჩაგდების  სურვილმა  შეიპყრო.  მან  უგულებელჰყო  ყურანის  ერთ-ერთი  მუხლის დედააზრი  [„ფიცს  დადების  შემდეგ  არ  არღვევენ“].  მისი რჩეული ლაშქარი  ორ-სამ  ათასამდე  თვალშეუდგამი  მარგალიტივით  მამლუქისაგან  შედგებოდა.  ისპაჰანსა  და  თავრიზს  შორის  მანძილი ქარავნით  ოცი  დღის  სავალი  იყო.  შაჰმა  ხელი  აიღო  თავის  სამეფო ჩვეულებაზე  და შედარებით იოლ  გზას  დაადგა:  ცხრა დღეში  გადაჭრა  საზღვარი  და  ზემოხსენებული  წლის  რები  ულ-ახირის  მე-19 დღეს36  აჯანყებისა  და  ამხედრების  ალამი  აღმართა  თავრიზის  ველზე. 
ერთი-ორი  დღის  განმავლობაში,  ქვეყნის  ბოროტმოქმედთაგან თულენგისა  და  გოქ-დოლაქის37  სახელით  ცნობილი  ყაჩაღებისა  და არდებილის38   გამგებლის  ზულფიკარდ   ხანის   ლაშქართან   ერთად, შეკრიბა  15000  მეომრამდე  და   თავრიზელებთან   საბრძოლველად ზემოხსენებულ  ციხეში  შესვლამდე  გაემგზავრა.  ჯარი  სოფელ  სუფიანის39  ახლოს,  აბზინეთად წოდებულ  ადგილას,  დაბანაკდა  და  საომარი  განლაგება  დაიწყო. 
ტ.  I,  გვ. 343–344 
ირანის  შაჰის   ბრძოლა თავრიზელებთან  სოფელ  სუფიანში 
თავრიზელთა  და  ნახიჩევნელთა  ტომებმა   პირი   შეკრეს  და ირანელთა  ციხეს   მიადგნენ.  ზემოხსენებულ  ადგილს  რომ  მიუახლოვდნენ,  მტრის  ჯარის  შესახებ  ცნობების   შეგროვება  დაიწყეს, მაგრამ  ირანელთა  მდგომარეობისა  და  შაჰის ადგილსამყოფლის  შესახებ  ვერაფერი  გაიგეს. მათი თავშესაყარი ქალაქების დასაყრდენი პირველ რიგში, იყო ქურთი   ბოროტგანმზრახველები და იმ მხარეთა ყაჩაღები. ზოგიერთი სასაზღვრო  ემირის  მიერ  გაგზავნილი  წერილის  წყალობით  სერასქერ40  ალი  ფაშამ41   გაარკვია,  იყო თუ  არა  შაჰის უდიდებულესობა  ლაშქართან  ერთად.  მაგრამ  თქვეს: ამ   ამბის  გახმაურება  გახდება  ჯარის  დაფანტვისა და მათი საომარი განწყობილების შეცვლის მიზეზიო, ამიტომ ყველაფერი  საიდუმლოდ  შეინახეს.
მიუხედავად  იმისა,  რომ  მეომართა   რიცხვი  მხოლოდ  1500-ს აღწევდა,   გადაწყვიტეს   ყიზილბაშთა  ლაშქრისათვის  წიონააღმდეგობის   გაწევა,   რადგან  ყურანის   მიხედვით  „რამდენჯერ   მცირე, ჯგუფს  გაუმარჯვნია  მრავალზე“.  აღნიშნული  თვის   22-ე   დღეს42, მზის  ამოსვლისას,  ოსმალთა  რაზმებმა  თავიანთი  ალმები  გაშალეს და მთელი შემადგენლობით  მედგრად  აღუდგნენ  მტერს.   ყიზილბაშთა  შაჰმაც ურწმუნოთა  უამრავი ჯარი  რაზმებად   დააწყო, დაფდაფებს  მთელი  სიძლიერით  დაჰკრეს  და  მორწმუნეთა  ლაშქარი44  დააშინეს.  გასაოცარი  სანახავი  იყო  ეს  შეტაკება.  თავრიზელთა  ჯარი  მართლაც  რჩეული,  გულადი  და  თვალტანადი  მებრძოლებისაგან  შედგებოდა.  ბრძოლის  ცეცხლი  აგიზგიზდა. მიუხედავად იმისა, რომ  ბრძოლის  სიფიცხესა  და შემართებას  ირანელებმა  უწინამძღვრეს,  მტრის  მტკიცე  რიგები  შეირყა   ამ    დიდი  შეტაკების დროს  ჯოჯოხეთში  მტრის  რკინის  გული  და  ნებისყოფა  სანთელივით  დარბილდა  და   მათი  თავდასხმის  შედეგი  [გამარჯვება] სურვილთა  სარკეში  გამოჩნდა.  მტრის  ავანგარდის  მეთაურიც  კი,   ღულამ  ალი  ოღლის  სახელით  ცნობილი  ყაჩაღი,  რომელიც  მამაცობით  გამოირჩეოდა,  ბრძოლის  დროს  მოკვდა  ერთი  გმირის  ხელით, რომელსაც  ყარა  ჰასანი  ერქვა.
დამარცხების  მიუხედავად  მათ  ბევრი  საზიხღლარი   ურწმუნო მოკლეს.  ძლიერ  ლაშქარში  თიმურჯი  ოღლიდ  წოდებულმა  განთქმულმა  პირმა,  რომელიც  თავისი  სარწმუნოების  დაცვაში  მტერზე   უარესი  იყო,  უეცრად  ბრძოლის  დროს  გამოთქვა   მოსაზრება: ჩვენ  მტრის  ლაშქრის  მეათედი  ვართ,  შაჰის  აქ   ყოფნა  ჩვენ  კიდევ მეტ  პატივსა  და  ღირსებას  გვმატებსო.  შაჰს  შაჰი შვენის – ამ  მოწოდებით  წინააღმდეგობის  გაწევისადმი  მისწრაფება  უნდა  გვქონდეს  და  ცივი  რკინა  უნდა  დავაყაროთ  მტერსო.  თავისი  მოთხოვნა მან  განახორციელა  და, როგორც  ამას  შექმნილი მდგომარეობა  მოითხოვდა,  ხალხს  მოუწოდა  გაქცევისაკენ.  ზოგიერთმა  დიდებულმა ასამდე  ქვეშევრდომით,  ჯერ  კიდევ  ისლამის  დროშებით იქ   რომ იდგნენ,  გაქცევა  არჩია.  როდესაც  დარჩენილმა  ლაშქარმა  ეს  ვითარება  დაინახა,  ისიც  განადგურების  შიშმა  მოიცვა;  მიუხედავად  ამისა, თითოეულმა  მეომარმა  მაინც დიდი  სიმხნევე  და  გულადობა გამოიჩინა,  ყოველი  მათგანი  მამაცურად  იბრძოდა.
ტ.   1,    გვ.   344–346 
თავრიზელთა  დამარცხება   და   გზადაბნეული   შაჰის   გამარჯვება 
მოწინააღმდეგე  მხარეს  არ   შეეძლო  თავრიზელთა   მეათედი კაცისთვისაც  კი   პასუხი  გაეცა   ისინი  შეცდნენ   შავ   დღეში  ჩავარდნენ.  მაგრამ  წინააღმდეგობა  გაუწიეს,  იბრძოლეს,  მათი  რამდენიმე  სულთანი  (მხედართმთავარი)  უთავოდ  დარჩა,  ხოლო  ზოგიერთი  ხანის ოჯახი   – უპატრონოდ.  მტერი  დილიდან  შუადღემდე განუწყვეტლივ  ესხმოდა  თავს.  თავრიზის  ჯარი   მართლაც  ძალიან სწრაფად  და  ენერგიულად  მოქმედებდა.  ბრძოლებში  გამობრძმედილნი ისე  არ  იხოცებოდნენ, რომ თითოეულ მათგანს  არ მოეკლა ათ-ათი, თხუთმეტ-თხუთმეტი კაცი. იმასაც გადმოგვცემენ რომ ერთმა  ვაჟკაცმა,  სახელად  კაბურღასი  კალინმა,  ამ  უბედურ  ურწმუნოთაგან  60  კაცი  თავისი  სისხლსმოწყურებული  შუბით  დაჭრა და  მათი  უმრავლესობის  საზიზღარი  სხეული  გაანადგურა.  ბოლოს თითოეულ  მათგანს  [თავრიზელს]  ჭიანჭველასავით  დაესია  ურიცხვი ურჯულო  და  უთანასწორო  ბრძოლაში  სძლია.
იმ  საშინელ  დღეს  ნახიჩევნის  ყოფილმა  ბეგლარ-ბეგმა  მაჰმუდ ფაშამ45  და  ახალციხის  ბეგლარ-ბეგმა ხალილ  ფაშამ46  მრავალი  ყიზილბაში  აღგავეს  პირისაგან  მიწისა და  შემდეგ  თვითონაც  დაიხოცნენ წამებით. ალი ფაშაც, რომელიც იმ დროს თავრიზის ვილაიეთის ვალი იყო, ბრძოლის ველზე ლომივით იბრძოდა. მისი მამაცობა  და  გაბედულება გზადაბნეულმა  შაჰმაც  კი  მოიწონა.  შაჰი თვითონვე  ამბობდა,  რომ  იგი  (ალი  ფაშა)  ცხენიდან  ჩამოვიდა, შუბი  გადააგდო  და,  ბრძოლის  ველზე  ჩამოქვეითებულმა,  მისი თანდასწრებით,  ხანჯლით  უდიდესი  მამაცობა  და  გულადობა  ჩაიდინა.
ნახიჩევნელები  ალი  ფაშას  არ  მიეშველნენ,  უმუხთლეს  მას  და ფადიშაჰს  უღალატეს.  აი   რა  ითქვა  ბოლოს:  მათ  რომ  მოესურვებინათ  დახმარება,  თავრიზელთა  საქმე  ერთ  დღეში  მოგვარდებოდაო.  ირანელთა  შაჰი  სამართლიანად მოიქცა და მიუკერძოებელი სიტყვა  წარმოთქვა. ბოლოს დაჭრილები, შეურაცხყოფილები, დატყვევებულები და ლაშქრის წარჩინებულთა  უმრავლესობა  ხმლით აკუწეს,  გაქცეულთა  ნაწილი  დაიჭირეს  და  გათოკეს. 
ტ.   I,   გვ,   346–347
ცბიერი  შაჰის   მიერ   თავრიზის  ციხის  აღება 
ცბიერმა  შაჰმა  სწრაფად  ისარგებლა  ხელსაყრელი შემთხვევით, თავრიზელთა  ლაშქარი  დაამარცხა   და   უხვი   ნადავლით  გაივსო. როცა  მან  დაინახა,  რომ  ხაზინა  ცარიელი  იყო,  თქვა:  ხელსაყრელი შემთხვევით  შურისძიება  სიხარულის  მომნიჭებელიაო.  მან   თავისი მოქმედების  მიზნად  გაიხადა  ოსმალებთან  შერკინება.  გამარჯვების სურვილით  შეპყრობილმა  თავრიზის  ციხის  დასაპყრობად  მიმართა მზაკვრობას,  თვალთმაქცობასა  და  ვერაგობას.  რაკი  ცხადი  გახდა, რომ  ბრძოლით  სასულთნოს ციხეს ვერ აიღებდა, მიზნის მისაღწევად სხვანაირად ამოქმედდა,  – უპირატესობა   მისცა:  მზაკვრობას,  ეშმაკობას,  თავისი  დამპყრობელი   ჯარით  გამოვიდა  და  ციხის  მოსახლეობის  დასაპყრობად  ლაშქარი   ზოგიერთი   მხედართმთავარი ცრუ  სარწმუნოებას  აზიარა,  ჭკუადაკარგულები  თავისთან  მოიყვანა   და  დაპყრობის  დაწყების  წინ,   იმისათვის,  რომ  რაიმე  შეცდომა არ   მოსვლოდათ,  ვექილებად47  და   მოციქულებად  დანიშნა  თავის ბანაკში;  [შემდეგ  ციხეში] გააგზავნა  და  დაავალა:  გზადაბნეული შაჰის  სიძლიერეზე  გადაჭარბებული  ქება  ეთქვათ  და  მისი  ჯარი განუზომლად  მრავალრიცხოვნად  წარმოედგინათ;  დაერწმუნებინათ  ისინი,  რომ  მათი  ძალები  მცირეა  და  პროვიანტის უქონლობის გამო  ხანგრძლივად  მტერთან  ბრძოლას  ვერ  შეძლებენ.  ამასთან ახლო  ხანებში  სულთნის  მხრიდან  დახმარების  მიღებაც  ვერ  მოხერხდება,  მოკლე  დრომი  ციხეს  აიღებენ  და  გარდაუვალია  ყველა თქვენთაგანის  დახოცვა.  მათ  დაემუქრნენ,  დააშინეს  შემდეგ  კი დაუყვავეს,  თავის  გადარჩენასა  და  სულის  შენარჩუნებას  შეჰპირდნენ,  ამავე  დროს  შეუთვალეს:  თუ  ციხეს  ჩაგვაბარებენ,  მოსახლეობა  შეწყნარებას  მიიღებსო.  ციხის  მოსახლეობა  შეეგუა  ამ უბედურებას  და  დამწუხრდა;  რადგან  მალე  გაიგო  შაჰის  ცბიერების,  სიცრუის,  გადაჭარბებული  შეპირებების  ნამდვილი  აზრი.
ალყის  შემორტყმიდან  22   დღის  გასვლის  შემდეგ  ჯუმად  ალ-ევველის  შუა  რიცხვებში48  თავრიზელთა ოჯახებსა და  ოჯახის  წევრებს  კატეგორიულად მოსთხოვეს  დანებება  იმ   პირობით,  რომ  მათ ქონებას  ხელს  არ  ახლებდნენ  და შეიწყნარებდნენ.  როდესაც  მეციხოვნეებმა  ციხე   დატოვეს  და  წარჩინებულებმა  ციხის   ჩასაბარებლად თავაზიანობითა  და შუამდგომლობით  ქედი  მოიხარეს,  იმ   უპიროებმა  და  უმოწყალოებმა  ურწმუნოთა  ძაღლები  (ყიზილბაშები) წააქეზეს  და  მოსახლეობა  თავიანთი  ოჯახებით    დაატყვევეს,   გაძარცვეს,  მათი  ქონება  იავარჰყვეს  და  გაანადგურეს.
ქალაქის  ყადი  შეიხ  ეფენდი  დაბნეულობისა  და  სწორი  გზიდან  გადახვევის  გამო  შეიწყალეს,  დაარწმუნეს  და  დაამშვიდეს,  რის შემდეგაც  იგი  ვანის49 მხრისკენ  გაემართა.  ყიზილბაშები  დაედევნენ და  მისი  სხეული  აკუწეს   ჭეშმარიტების  გზას  აცდენილმა  შაჰმა თავრიზის  საძრახისი  ზნის  მქონე  ქალების უმრავლესობა  შეუერთა თავის  როსკიპთა  და  უპატიოსნო  ქალთა  ჯგუფს,  მოუსპო  მათ  საარსებო  წყარო  და  უწესო  და  მორალური  საქციელი  ჩაადენინა,  რითაც  მუსლიმანთა  ნამუსი  შელახა. 
შაჰი,  როდესაც  თავრიზის  ციხე  დაიპყრო  და მოსახლეობა  დაატყვევა,  ლაშქარი  გაძარცვა,  გაანადგურა  და  საშინელება  დაატრიალა,  შეაცდინა  მისმა   უბედურმა   ბედმა  და  სხვა  ქალაქების  დასაპყრობადაც  გამოიჩინა  მისწრაფება,  ყველა  მხარეს  თავისი  ხალხი გააგზავნა  თვითონ  ნახიჩევნისკენ  გაემართა,  ერევნის  ციხის  დაპყრობის  იმედით  საჭურველი  მოამზადა  და  თავრიზის  ველზე  ერთი-ორი  დღე  გაჩერდა.   სურსათ-სანოვაგის   უქონლობას  ყურადღება არ    მიაქცია  და  თავისი  უზრუნველობა  გააგრძელა.
ტ. I.   გვ.   347--349 
ჰაჯი  სერასქერის დაპყრობანი,  ქალაქ ორდუბადის50  სანახების ხელში  ჩაბდება 
ზემოაღნიშნული  შაჰის  მომხრეთაგან   ერთ-ერთი,   კასაბ  ჰაჯის   სახელწოდებით,  ტომის  ყაჩაღი  იყო,  მისი  დაბადების  ადგილი იყო  იმთავითვე  ცნობილი  ურწმუნოთა ქალაჭი  ორდუბადი.  როდესაც  ეს  ქალაქი  პირველად  დაიპყრეს  ოსმალებმა,  იგი  მათ  დაემორჩილა,  ამიტომ  მორჩილებისათვის  დიდად  აფასებდნენ.  მაგრამ  მან ცუდ  საქმიანობას  მიჰყო  ხელი,  სასულთნო  წყალობანი  არ  დააფასა, იმ   წყეულ  ურწმუნოთა  შესაკრებ  ადგილას  წავიდა   და   გაიძვერა ურჯულოთა  ერთი  ჯგუფის  მეთაური  გახდა.
ქალაქი  ორდუბადი  მისი   სამშობლო  იყო  და   იცნობდა  ყოველ კუთხეს,  ამიტომ  მისი  დაპყრობა  და  აღება  მას  დაევალა.  დანიშნეს სათანადო  ბრძანებით  და   გაგზავნეს.  ადრე,  როდესაც ოსმალეთის სახელმწიფოში ბოროტგანმზრახველთა მეთაურთაგან გარკვეული თანამდებობა  მიიღო,  თავისი  ბილწი  ხასიათის  გამო  მას  შეუამხანაგდა  ბაინდურის  სახელით  ცნობილი  პირი,  რომელიც  საზიზღარ ბრბოსთან  იყო  დაკავშირებული.  როდესაც  ამ  ბრბომ  ქალაქის  სანახებში  მდებარე  მდინარე  გადალახა  და  ქალაქის  გზას  დაადგა, მის  შესახვედრად  დიდი  სიხარულით,  საზეიმო  განწყობით  გამოვიდნენ  იმ  დროს  ქალაქში  მყოფი  ურწმუნოები  და  დიდი  პატივისცემით  მიიღეს.  მათ  სახლები  და  ქუჩები  მორთეს,  წვერი  მოიპარსეს, ტანსაცმელი  გამოიცვალეს.  ასე  აიღეს  ციხის  სანახები  და  ქალაქი. ერთი-ორი  დღე  ციხის  მცველებმა  ციხეს  მზრუნველობა  გაუწიეს და  სულთნის  უფლებები  დაიცვეს,  მაგრამ  ბოლოს  ვილაიეთის  მოსახლეობის  დახმარებით  ბრბომ  ციხე  ხელთ  იგდო,  მისი  კედლები დაანგრია,  გამოყარა  ჭურჭელი  და  ტანსაცმელი  და დამშვიდებულმა ზეიმსა  და  განცხრომას  მისცა  თავი. 
ტ.   I,    გვ.   349 
ჩირაკ  სულთნის51  მიერ  ჯულჰას52  დაპყრობა 
ურწმუნოთა  ერთი  რაზმი,  რომელსაც  ავკაცობითა  და  სიმდაბლით ცნობილი  ჩირაკ  სულთანი  მეთაურობდა  სოფელ  ჯულჰას  დასაპყრობად  იყო გაგზავნილი, რაზმმა   მოსახლეობის  დახმარებით ხსენებული სოფელი დაიპყრო, მაგრამ  რეაიამ  მოითხოვა  დედაქალაქიდან  მოსული დამპყრობლის – მუსტაფა  ალის   მიერ   დაკავებულის  უკან  დაბრუნება  და ძლივს  მიაღწია  მიზანს.
ტ.   I,    გვ   34--350
ურწმუნოთა  მიერ  ალინჯასა53  და   ჯუვანმირის54  ციხეების  დაპყრობა
ნახიჩევნის  რაიონში  მდებარე სასულთნოს  ერთ-ერთ ციხეში – ალინჯას  ციხეში,  რომლის  დასაპყრობად  უწინდელმა   სულთნებმა ბევრ  სიძნელეს  გაართვეს  თავი,  კვლავ  ბევრი  ურწმუნო  გაიგზავნა. მათ  ადგილობრივი  ურწმუნოების  დახმარებით  ციხე  დაიპყრეს  და მისი  მიდამოები  დაიკავეს.  ბოროტი  ხალხის  ერთმა  ჯგუფმა  ჯუვანშირის  სახელწოდებით  ცნობილი  ციხის  დაპყრობა შეძლო. მათაც ზემოხსენებულ მიდამოებში თავიანთი  მსახვრალი ბრჭყალებით  დაიწყეს  ხალხის   ჩაგვრა  და  განადგურება   ამ   შიშისმომგვრელმა  ამბებმა  მოკლე  ხანში  ქალაქ  ნახიჩევანს  ჩააღწია  და  მეომართა  გულებში  დიდი  შიში  და  ძრწოლა  გამოიწვია. 
ტ.    I,    გვ.   350
ორდუბადის  ემირის  ჰაჯის  დატყვევება
მიუხედავად  იმისა,   რომ  ერევნის  ვალი  ღრმად  მოხუცებული შერიფ  ფაშა  გამოცდილი  და  ბევრის  მომსწრე  იყო,  თავისი  უამრავი  ღირსებების  გამო  იგი ცდუნებათა  ტალღამ  ვერ  შეცვალა.  როდესაც  მან  განიზრახა  წესრიგის  აღდგენა,  ზიანისა  და  უბედურების მოსაშორებლად  თავის დაახლოებულ  პირებთან  ერთად  მოქმედებას  შეუდგა.  უპირველეს  ყოვლისა,  გადაწყვიტა  დაესაჯა  კასაბ  ჰაჯი, რომელმაც  ორდუბადი  გაანადგურა.  ამისთვის   ხიზირ  ფაშა  ზადე მეჰმედ  ფაშა55   ლაშქრის  სალარად   დანიშნა,  ხუთ-ექვს   ათასიანი ძლევამოსილი  რაზმით  იმ   მხარეს    [ირანისკენ] გაგზავნა.   ისიც სიკვდილის  ანგელოზივით  სასწრაფოდ,  ერთ  ღამეში,  განთიადამდე დაეწია  და  როდესაც  ურწმუნო  უბედურები  უდარდელად  ურჯულოთა  სახლებში  იმყოფებოდნენ,  ძლევამოსილი  ჯარი  ციურ  უბედურებასავით  მათ  თავს  დაესხა,  მოკლე  ხანში უმრავლესობა  ხმლით აკუწეს.  ბევრი  მათგანი  მელიასავით  მთებსა  და  უდაბნოებში  გაიქცა.
ბოროტებისა  და   საზიზღროების  მოთავეებმა  (ყიზილბაშებმა) თავდასხმის  დროს  ის-ის   იყო  ცხენები  მოამზადეს  და  უნდა  შემჯდარიყვნენ,  რომ  მეთაურის  მალემსრბოლმა  შათირმა  მათ   დაასწრო.  იგი  სრულიად  უშიშრად   და  თამამად   მოახტა   მეთაურის ცხენს,  ამიტომ  მეთაური  ქვეითად  დარჩა  ბრძოლის  ველზე  და  იძულებული  გახდა  მელიასავით  გვერდზე   მიმალულიყო. თურმე  ეს ყველაფერი  ერთმა  გამოცდილმა  გმირმა  დაინახა,  მაშინვე  მივარდა და   დაატყვევა.  მეთაურის  ამხანაგი  ბაინდური   კი   მეორე  გმირმა ხმლით  აკუწა.
ძლევამოსილმა  სალარმა  მეჰმედ  ფაშამ  ურწმუნოთა  ბელადების   მოჭრილი  თავები,   მათი   მაცდუნებელი   გვირგვინებითურთ [მიწაზე]  ათრია  და  როდესაც  თავის  გონიერ  ვეზირს  ეახლა,  მისი ქება  და  ყურადღება  დაიმსახურა.
ლაშქრის  გაგზავნა  ალინჯას  მხარეს 
ამის  შემდეგ  ცხენოსანთა  ჯარის  ერთი  ნაწილი  ალინჯას  რაიონისკენ  გაიგზავნა  ვიდრე  ისინი იმ მიდამოებს  ზვერავდნენ,  ურჯულოთა  ნაწილი  თვალწარმტაც  სოფლებში  განცხრომაში  იყო. გმირების  მოსვლის  ამბავი  რომ  გაიგეს,  მაშინვე  უშიშარ  რაიონში გადავიდნენ, კინაღამ  ლაშქრის  ბრჭყალებში  არ  ჩავარდნენ.  თუ აქამდე  შაჰის  აქ  ყოფნა  საეჭვოდ  მიაჩნდათ  და ოსმალთა  ჯარის  დამარცხების  შესახებ  არაფერი  იცოდნენ,  დაჭრილმა  მოენეებმა  ყოველგვარი  მოკრძალების  გარეშე  შაჰის მოსვლისა და  თავრიზის ჯარის  დამარცხების ამბავი აუწყეს;  ლაშქარი  რომ  არ  დაეშინებიათ,  მიღებული  ცნობები  აშკარად  უარყვეს  და,  საიდუმლოდ,  საჭურვლის  მოწესრიგებას  შეუდგნენ.
ტ.   I, გვ.   351 
ლაშქრის  გაგზავნა   ორდუბადის  გასათავისუფლებლად 
ოსმალთა ლაშქრის  ერთი  რაზმი  ორდუბადის   ციხის  დასაპყრობად  მოსულ  ბოროტმოქმედთა   გასანადგურებლად   გაიგზავნა.   წასვლისას  წინასწარ  დახმარება   ითხოვეს.  განჯის  გმირებიდან ბევრი  იმ   ავაზაკთა  ტომს  თავს  დაესხა,  ზოგი  გაანადგურეს,  ზოგიც დაატყვევეს.  ბრძოლის  დროს  ცნობილი  გახდა,  რომ  ხმალს  გადარჩენილები  დაიფანტნენ  და  უკან  დაბრუნდნენ.
როდესაც შაჰის ლაშქარი კალიასავით ყველგან მოედო, ცნობილი გახდა, რომ თითოეული სოფლის მცხოვრებს მან თითო-თითო  მაცნე  გაუგზავნა, ხოლო  ჯარის  მეთაურები  მათთან  ურთიერთობას  თავს  არიდებდნენ.  ოსმალები  ჯუმად  ალ-ევველის  15-ს56 ერთ  ადგილას  შეიკრიბნენ,  ითათბირეს  და  თქვეს,  რომ: თუმცა მოენეებმა  დაადასტურეს  და  ფირმანებშიც  აღნიშნულია  შაჰის  იქ ყოფნა,  მაინც  პირობის  დარღვევა  უჭკუობაა.  ქურთი  ღაზის  დამქაშმა  ქურთებმა  შესაძლებელია  შაჰის  სახელით  რაიმე  ჩაიდინეს, ჯაშუშებმა  ისეთი  რამე  არ  ამცნეს  რაც  მათ  დაამშვიდებდა.  ამ შემთხვევაში  უფრო  გამართლებულია,  ვეზირისაგან  ცნობის  მიუღებლობის  გამო,  ბრძნული წესის  მიხედვით,  უპირველეს  ყოვლისა,  საქმის  გამოსარკვევად,  შაჰის  წერილი  გაიგზავნოსო.  როდესაც  იგი  ამ  მხარეში  უკან  დაბრუნდება,  დროის  საჭიროების  მიხედვით  წამოიწყოს  მოქმედებაო.  ჯერ  ერთი,  ნახიჩევნის  ციხე  სუსტი  ნაგებობაა:  შენობის ნაწილები  მიწისგანაა  ნაგები,  მისი  კედლების  უმეტესი  ნაწილი  მიწის  დონეზეა,  ხოლო  საბრძოლო  იარაღი  და  პროვიანტი  მცირეა,  ამიტომ  ამ  ციხეში  მტერთან  შებრძოლება  ძნელია.  სახელმწიფოს  ღირსების  დასაცავად  საჭირო  გახდა ზემოხსენებული  ქალაქის  ქონებისა  და  ჯარისკაცთა  ოჯახებისაგან დაცლა. სალარებს ლაშქართან  ერთად  ერევნის  ციხისათვის  უნდა შეეფარებინათ  თავი  და  იქ  შებრძოლებოდნენ  მტერს.
ხსენებული  ციხე  მართლაც  მტკიცე  და   ძლიერი  იყო.  ზარბაზნები,  უამრავი  პროვიანტი  და   იარაღი  მზად  ჰქონდათ.  მისი  კედლიდან  გოგჩის  წყლის  მსგავსი  მდინარე  გამოდიოდა.  რადგანაც ამ მხარეში მდებარე მიწები ბედნიერების  ორმოსავით  ძალიან  ნაყოფიერი  ადგილებიაო,  ამიტომ  ბჭობის  შედეგად  გადაწყვიტეს,  რომ ეს   მხარე  მათთვის  შესაფერისი  იყო  და  ყველაფერი  შაჰს  მისწერეს. წერილი ქურქჩი-ბაშის57 მაჰმუდ აღას ხელით გაგზავნეს.
ტ. 1, გვ, 351—352
ლაშქრის გაგზავნა ერევნისკენ 
როდესაც  ჯუმად  ალ-ევველის  20-ს58   ყიზილბაშები  მოვიდნენ, ისლამის  ლაშქარმა  ნახიჩევანი მათ მისცა.  შემდეგ,  როდესაც  ცნობილი გახდა გზადაბნეული შაჰის  პირადად  ჩამოსვლისა  და  ახლოს მოსვლის ამბავი, დამარცხებული  ჯარიდან თემურჯი  ოღლად  წოდებული უბედურიც  მოვიდა  და   მტრის  ძალების  შესახებ   გაზვიადებული ცნობებით  სავსე  ტყუილების  გუდას  თავი  მოხსნა.  ამის შემდეგ  ოსმალებს  გასაჩერებლად  ძალღონე   აღარ   შესწევდათ,   იმ   ღამესვე მოამზადეს  სატვირთო  საშუალებანი,  რითაც   შესაძლებელი  იყო საომარი  იარაღისა  და   სატყორცნების  გადახიდვა.  როდესაც  მათ ერთსულოვნად  გადაწყვიტეს  დიდისა  და   პატარის  წაყვანა,  ციხის მცხოვრებთაგან  ბავშვები  და ურწმუნოები  თავიანთი  ოჯახებით  სასწრაფოდ  აიყარნენ,   [მცხოვრებლებმა] გადაწყვიტეს:  ვიდრე  მტერი  ქალაქს  არ  დასხმია,  მანამდე  დაცვაზე  ხელის  აღება  გონივრული საქმე   არ   არის.   ჯერჯერობით  ვინც  ვართ  და   ვარსებობთ,  ამათგან შევარჩიოთ  უზენაესი  სულთნისათვის,  მისი   დაცვისათვის  საჭირო ჯარის  ნაწილები  და  საწინააღმდეგო  მოსაზრების  მქონე  ჯარის  სალარებს  წინ  აღვუდგეთო.  მათ  ერთსულოვნება  გამოიჩინეს.
დილით,  როდესაც  ვეზირი  ჯარს  ამოწმებდა,  მოსახლეობამ  ციხის  კარები  დაკეტა.  ვეზირი  და  ლაშქრის  წარჩინებულები,  რამდენადაც  შეეძლოთ,  ეცადნენ  კარის  გაღებას  და  გასვლას,  მაგრამ  ვერ შეძლეს.  ბოლოს,  მას  შემდეგ  რაც  მტრის  რიგები  გაიზარდა  და  შესაძლებლობის  ფარგლებში  მათ [ისლამის  ლაშქარს] დახმარება  გაუწიეს, ერევნისკენ  გასამგზავრებლად  დაწყობილი  რაზმები  დილით გზას  დაადგნენ.  ისინი  ერთ  დღე-ღამეში  ციხეში  შევიდნენ,  დაიბანაკეს  და  მტრების  ხოცვა-ჟლეტის  სამზადისს  შეუდგნენ. 
ტ.   I,    გვ.   353
ახალი  ციხის  აშენება  ერევანში 
როდესაც  ქალაქ  ნახიჩევანსა  და   ერევანზე  შაჰის  თავდასხმის ამბავი  გავრცელდა,  ერევნის  რჩეულები  და  მოსახლეობა,  ნახიჩევნის  ჯარი  თავიანთ  ციხეებში ვერ  გაჩერდა.  როცა  გაიგეს,  რომ  მტერი  ერევნის  ციხესთან  (ახლოს)  გამაგრებულიყო,  მათ  გაითვალის–წინეს,  რომ  ციხის  წინ   იყო  ვიწრო  მოედანი,  ხოლო   სამხრეთის მხარეს  ციხის  კედლის  მიჯნაზე  მუსლიმანთა  საცხოვრებელი  სახლები,  ამიტომ  მათ   სახლების  დანგრევაზე   უფრო  ხელსაყრელად მიიჩნიეს  იმ   მიდამოებში უფრო  მაღალი კედლების  აშენება  და  სახლების  დატოვება.  ერთსულოვნად  მოიწონეს  ეს   აზრი  და  კეთილის მსურველისა  ღა  გონიერი   კაცის  სტამბოლის  მუთეფერიკის59  ჰუსეინ  აღას  აზრი ამ  საკითხზე  მიზანშეწონილად   ჩათვალეს. მათ უნდა ემოქმედათ  მის  მიერ  გამოთქმული კეთილი  აზრის  მიხედვით, როგორც  ეს  მოსალოდნელი  იყო,  მაგრამ  მცირე  ჭკუის  გამო  ჯარი ძალიან  დიდმა  სურვილმა  მოიცვა.   დიდი  მუშაობისა  და  შრომის შედეგად  ჯარი  მძიმე   დღეში  ჩავარდა.
მაღალღირსეულმა  სარდალმა  მოისურვა, რომ 200–300  კაცით ოც  დღეში  დაემთავრებინა  სიმაგრე, რომლის ასაშენებლად  საჭირო  იყო  აურაცხელი  ჯარი  და 30-40  დღე.  ზემოხსენებული  თვის მეექვსე  დღეს60  დასახელებული  მხარის  სამხრეთით,   აღმოსავლეთითა  და  დასავლეთით,  სამი  მხრიდან,  დიდი  მონდომებით  დაიწყეს 500–500  წყრთა  სამი  კედლის  აშენება.  ვეზირი  რომ  მოვიდა,  15 დღეში  ნახევრამდე  ააშენეს.  დასაწყისია ყველაფერიო – იგონებდნენ ამ  ანდაზას  და  დიდ გულმოდგინებას იჩენდნენ.  დანარჩენი კედლები ჯარის  რაზმებს დაუნაწილეს.  მათაც თავიანთი სიცოცხლის  გადასარჩენად თავგამოდებით  იმუშავეს  და,  მაღალი  ალაჰის  დახმარებით,  იმ ბოროტი  შაჰის  ჩამოსვლამდე  დაამთავრეს.
ტ.   I,    გვ.   353–354
მაცნე  მაჰმუდის  მოსვლა 
ამას   წინათ  შაჰის  მიდამოების  მდგომარეობის  გამოსარკვევად გაგზავნილი  ქურქჩი-ბაში  მაჰმედ  აღა  ზემოხსენებული  თვის  24-ე დღეს61  გზადაბნეული  შაჰის  წერილით  ქალაქ    ერევანში  მოვიდა. წერილი  თავიდან  ბოლომდე  უაზრობას  შეიცავდა.  ისინი  მიხვდნენ, რომ  შაჰი  პირობას  არღვევდა: უშედეგო  მოთხოვნები  იყო,  თავი  და ბოლო  ერთმანეთს  არ   შეესაბამებოდა,  ამიტომ  იყო  უაზრო.  წერილში  შაჰი  გადაჭარბებულად  იქებდა  თავს,  მოლაყბეობით,  დაშინებითა  და   მუქარით  მრავალგზის  ენის  წაგრძელებას  კადრულობდა.  ურიცხვი  ლაშქრით  თავრიზის  ციხეს  დავიპყრობო,  იუწყებოდა. შემდეგ  აღნიშნავდა  რომ    განზრახული  ჰქონდა  ნახიჩევნისა    და ერევნის   დაპყრობა.   თქვენგან   მოსული  წერილების   მიხედვით, ნახიჩევნის  მოსახლეობამ  ციხე   ჩაგვაბარა  და  შეწყალება  ითხოვა, ერევნის  ციხეს კი  იოლი  ბრძოლის  შემდეგ  დავიპყრობო.  აზერბაიჯანმი   შესვლის   შემდეგ მულქი   მოურისი  – განჯა და შირვანი   გავანადგურეთ და  ამ წელს ყარაბახში გადავიზამთრებთო,  იუწყებოდა.  ამ    მიდამოებში  მყოფმა  რაიათმა62 და   ლაშქარმა  ფადი-შაჰისადმი63  დახმარება  რომ  არ  გამოამჟღავნონ,  ამიტომ  ამ   საქმის დასაწყისში  ჩვენ  რაც  ოსმალთა  დინასტიასთან  საწინააღმდეგო  მისწრაფებანი  გვქონდა,  ის  უნდა  დამთავრდესო.
ამგვარ  უამრავ  ლაყბობას  შეიცავდა  მისი წერილი.  შემდეგ  იტყობინებოდა,  რომ  ზოგიერთის  ქონებას  ხელს  არ   ვახლებთ,  მუსლიმანთა  მოსახლეობასა  და  მათ  ოჯახებს  ძალას   არაფერზე  დავატანთო.  თუ  სარწმუნოებისა  და  ეროვნების  მიზეზით  წინააღმდეგობა   არ   იქნება,  ყოველნაირ  პატივს  მიიღებენო.  ასე   ამბობდნენ.  ის კი  დაავიწყდათ  როგორ  დაჩაგრეს  და  რა  ზიანი  მიაყენეს  თავრიზის მოსახლეობას,  როდესაც  ცნობილი  გახდა,  რომ,  ისინი  ვერაგობის, ცდუნებისა  და  ცილისწამების  გზას  ადგნენ,  ლაშქარი  და  სარდალი შეეცადნენ  არ  გამოემჟღავნებინათ  თავიანთი  გულისწყრომა.  მათ განიზრახეს როგორც  წესი  და  რიგი  იყო,  ისე  დახვედროდნენ  მოსალოდნელ ხოცვა-ჟლეტას.
ახალი  ციხის  ნაკლოვანება  აღმოფხვრეს  და  ვეზირმა  შაჰის  წერილი,  როგროც  ეს  წესი  იყო,  ბედნიერების  დედაქალაქს  გაუგზავნა,   სხვა  საქმეებიც  დაწვრილებით  მოახსენა.  მან   საჩქაროდ  წერილები  გაუგზავნა  მომიჯნავე  ვილაიეთების  ვალიებს,  აგრეთვე  სივასის64   სარდალს  ნუჰ   ფაშას65,  დახმარების  მიღებისა  და   მტრის თავდასხმისას  საგანგებო  მიშველიების  შესახებ.  ამ   ვალიების  უმრავლესობამ  ცნობილი ანდაზის – სულელის  პასუხი  სიჩუმეაო – მიხედვით  იმოქმედა  და   უმნიშვნელო  მაცდუნებელი  დაპირებებით გამოისტუმრა.
ტ. I, გვ. 354–355
შაჰის  მიერ  ქალაქ  ნახიჩევნის დაპყრობა 
თავრიზის  დაპყრობის  შემდეგ  შაჰმა  სოფელ  ჩულჰაში  გაშალა კარავი,  სადაც  რამდენიმე  დღე  გაატარა  და  არდებილის  მმართველი ზულფიკარ  ხანი  მთელი  ლაშქრით  ნახიჩევანში  გააგზავნა.  სანამ ვეზირი  და  ჯარი  იქ  გაემგზავრებოდნენ,  ურწმუნოთა  ტომი  მომეტებული  სიფრთხილით  და  დიდი  მეცადინეობით  ნახიჩევნის  მიდამოებში  მოვიდა  ლაშქარი  ნახევარ  დღეში  აიყარა  ჩაგვრისა  და ძალდატანების  კლანჭებით  სუნიტთა  სახლებში  შევიდა  და,  რაც იპოვა,  დაიტაცა  და  იავარჰყო;  ვინც  წინ  აღუდგა,  დაჯაბნეს  და დიდი  ზიანი  მიაყენეს.
ქალაქის  ურწმუნოებმა,  როდესაც  ჯარის  მოწინავეები  დაინახეს,   ირანელების  შემოსვლა  გადაწვეტილად მიიჩნიეს,  ურჯულოთა და გზასაცდენილთა ტანსაცმელი  ჩაიცვეს, ურწმუნოთა  სალარს ზულფიკარ  ხანს  შეეგებნენ  და  დიდებითა  და  პატივით  მოათავსეს ულამაზეს  სადგომში.  მაგრამ ციხის მოსახლეობა იმ დღღეს ურწმუნოთა  ბრბოებს ზარბაზნებითა და თოფებით  შეხვდა.  იმ ღამეს მეციხოვნეებმა  სიმამაცე  გამოიჩინეს და ციხესთან  ახლოს, ბაზრობის დროს,  უმსგავსო საქმიანობით გართულ შეკრებილებს თავს დაესხნენ, ზოგი მოკლეს, ზოგიც  დააზარალეს.
ღამის  განმავლობამი 200-მდე   ურჯულო   ახალგაზრდა  და 40-ით  მეტი  თურქი  ყმაწვილი  გამოვიდა.  მათ   ასეთი  აზრი  გამოთქვეს:  შაჰის  ლაშქარს   რომ  შევებათ,  ამის  შესაძლებლობა  არა გვაქვს, უსათუოდ  ციხე უნდა ჩავაბაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო ჩვენი  სიცოცხლე,  ამით  ვიხსნით  თავს ბრძოლისა და დარტყმისაგანო. ეს აუცილებელი და მისაღებიაო   – თქვეს  და ნებსით  თუ  უნებლიეთ  გააღეს  ციხის  კარები.  ამით  ამ   საზიზღრებმა  თავიანთი  გულის  წადილი  აისრულეს.  ორმოცი  კაცი  შაჰის  მოსვლამდე  მეთვალყურეობის  ქვეშ   იყო.   მესამე  დღეს  მოულოდნელად  ცხადი  გახდა  ქალაქ  ნახიჩევანში  შაჰის  ჩამობრძანება.  ქალაქის ურჯულოები  დიდი  პატივისცემითა  და    დიდებით  შეხვდნენ.   მათ ცხენის  ფეხქვეშ  ატლასი  და  საუკეთესო აბრეშუმი დაუგეს.  ჭეშმარიტების  გზას აცდენილთა  (ე.ი. ურწმუნოთა)  ტრადიციის  მიხედვით,  ის   ადგილი,  სადაც  ცხენმა  ფეხი  დაადგა,  სალოცავად  გაიხადეს.
როდესაც  იმ   ვერაგმა  შაჰმა  ვეზირის  გამგზავრების  ამბავი  გაიგო,   მხოლოდ  რეაიას  დამორჩილებით  [თავისი] ქება  ვერ  დაიმსახურა.  ყიზილბაშებმა,  მას   შემდეგ  რაც  შეასრულეს  ცრუმორწმუნოებრივი  რიტუალი,  თქვეს:  რადგანაც  მათ   (ოსმალებს)  არ   მიუღიათ  დახმარება  ლაშქრის  ხოცვა-ჟლეტის  დროს,  ამიტომ  ვერ  მოახერხეს  მოწინაღმდეგეთა  დატყვევება  და  ოსმალებმა  თავიანთი  ქონება  გადამალესო.  ყიზილბაშებმა  ბრძანება  გასცეს  სათანადო  სასჯელი  დაედოთ  მათთვის.  თითოეული  მათგანი ურჯულოთა  კარვებში  მოათავსეს  და  ოჯახებთან  ერთად  დიდი  ტანჯვა-წამება  მიაყენეს. დატყვევებულები  თავიანთი  ქონების  განაწილების  დროს,  ჩადენილი უამრავი   უსამართლობის  გამო,  სინანულს   გამოთქვამდნენ  და შემდეგ  ერთმანეთს  კიცხავდნენ.
ზულფიკარ  ხანმა   ციხის  გამცემი  ურჯულოები  და  ციხის  ჩაბარების  მოწინააღმდეგენი  შაჰის უდიდებულესობის  წინაშე   მიიყვანა.  ცრუ  სარწმუნოების  მიმდევართ  მოწყალების  თვალით  შეხედეს,   ხოლო  სხვები  წამებით  დასაჯეს  და    სარწმუნოებისათვის მოკლეს.  ერთი-ორი  დღის  შემდეგ  ყიზილბაშმა  არამზადებმა  ნახიჩევანში   დაუბრკოლებრივ  ილაშქრეს   და   დაიპყრეს,   თითოეული სახლიდან  მოითხოვეს  ოსმალთა  ქონება.  ამგვარად,  მათ  ურწმუნოთა  მხარეშიც  ჩაგვრისა  და  შეურაცხყოფისაკენ   ეჭირათ  თვალი... მუსლიმანები  და  ქაფირები  საერთო  ჩაგვრით  შეწუხებულნი  იყვნენ.  მათმა  უწესო  საქმიანობამ  საზღვარს  გადააჭარბა,  ხუდავერდი ფაშას  ჯამეში  მეძავი  ქალები  მოიყვანეს  და  ყველას  თვალწინ  ჩაიდინეს  ამორალური  საქციელი;  სუნიტური  მოსახლეობის  ზოგიერთი  ტრადიცია  შეარცხვინეს  და  სახელი  გაუტეხეს.
ტ I,    გვ.   355–257 
სარდალ  მაჰმუდის  დამარცხება 
ისლამის  ჯარი   დიდი  მონდომებით  ცდილობდა  ციხის   შეკეთებას.  ჯუმად  ალ-ახირის  მეექვსე დღეს66 მოლაშქრეები   ციხის განაპირას  მტრის  მოენე  ჯარისკაცებს  წააწყდნენ,  რომლებიც  სასწრაფოდ  ვეზირთან  მიიყვანეს.  მათ  ვეზირს  აცნობეს:  ქემაჰასა67  და ერზინჯანს68  შორის  ირანელებმა  დიდი  ხანია  გზა  გადაჭრესო.  რადგანაც  გადაჭრილი  გზის  გათავისუფლების  შესახებ  ფადიშაჰის  ბრძანება   მოვიდა,  შაჰის   თავის  ასარიდებლად   მთავარი  იოლდაშებიდან  32  კაცი  შეკრიბეს.  მეორე  კაცად   რომ  ითვლებოდა,  ის   სარდალი, მაჰმუდი,  400–500  ყაჩაღის მეთაურად  დანიშნეს  და  ოსმალთა  ქვეყანაში  თავიანთ  მსგავს  ყაჩაღთა   და   ბოროტმოქმედთა  გამოსაწვევად მაცნეები გააგზავნეს   სინამდვილეში   დერელგეზის სანჯაყი  ძალადობით  გადასცეს  და  ხელთ  ფირმანი  უბოძეს.
როცა  ზემოხსენებული  ყაჩაღები  დიდი  სიამაყითა  და   გამბედაობით  ერევნის  სანახებს  მიუახლოვდნენ,  განჯაში  მიმავალ  ქარავანს  შეხვდნენ. როგორც  მშიერი  მგელი  ცხვარს  ეცემა  ხოლმე,  ისე დაერივნენ,  ყველა  დახოცეს  და  გაძარცვეს აურაცხელი  ქონება ხელთ  იგდეს.  ახლაც  ზოგიერთ  სოფელში  განცხრომაში  არიან,  ქეიფობენ,  ღვინოს  ჯამებით  სვამენ.  გამოცდილი  გულადებიდან  რამდენიმე  კაცი  რომ  იყოს,  მოულოდნელად  მათზე  თავდასხმა  ადვილიაო,  – თქვეს,  სალარებმა   ხელსაყრელ  შემთხვევად  მიიჩნიეს და,   სასწრაფოდ,  ჭენებით  500-მდე  კაცით   გაემართნენ.  მათ  სარდლად  დანიშნეს   ვეზირის  ქეთხუდა,  სახელოვანი  ოსმან-აღა.  სწრაფად  ჭენებით  გათენებისას  ზემოხსენებულ  სოფელს  მიაღწიეს,  ზეცით  მოვლენილივით  თავს  დაესხნენ  და  ყველგან  მოედვნენ.  უბედური  ურწმუნოები  მთის  მწვერვალზე  დაიფანტნენ,  მამაცები  გამოედევნენ და მათი  უმეტესობა ხმლით აკუწეს. ყაჩაღების მეთაურების  ადგილსამყოფელში   ლაშქრის  სალარი  მივიდა. როდესაც შეტევაზე  გადავიდნენ,  უამრავ  ჯარს  წააწყდნენ, დაიჭირეს  და დაატყვევეს. გმირები  აურაცხელი  ნადავლის  მფლობელები  გახდნენ. დიდად  გახარებულნი  ქალაქში  შევიდნენ.  როდესაც  ვეზირის დივანს მიაღწიეს, კარგად მიიღეს. მათი (ოსმალთა) ურჩი მოჯანყეების   მიზანდასახულობის   ჩაფუშვის   შემდეგ,  ლაშქრობის  დროს რეაიასათვის  მიყენებული   ტანჯვა-წამების  სანაცვლოდ იმ დღეს დაჭერილ  კასაბ-ჰაჯის  თავი  მოკვეთეს,  რითაც სამაგიერო  მიუზღეს. დასახელებული  სარდალი  მაჰმუდ  ფაშა  და  მის  დაახლოებულ  პირთაგან  100-მდე  კაცი,  აგრეთვე  მასთან  მყოფი  შაჰის  30-მდე  მაცნე, რომლებიც  მასთან იყვნენ, ნახიჩევნის ყადის ჯერაჰ-ზადეს მოხსენებით სტამბოლში გაგზავნეს,  ზემოხსენებული ვერაგი მაჰმუდ ფაშა თავისი  ზედმეტი  ყალბი  გაბედულებით  ავისმქმნელ  ბრბოებს  შორის  წარჩინებულად  ითვლებოდა.  შაჰი  მას  მაღალი  ღირსებისა  და სამართლიან  კაცად  მიიჩნევდა.
შაჰი,  დამარცხების  ამბავი  რომ  გაიგო, მოზღვავებული დარდისაგან უგონო  მდგომარეობაში  ჩავარდა.  შურის  საძიებლად  პირველად  გასცა  ბრძანება  ნახიჩევანში  დატყვევებული  40  სუნიტის დახოცვის  შესახებ.  მეორე  განრისხების  დროს  რამდენიმეს  მოწამეობრივი  სიკვდილის  შერბეთი  დაალევინეს,  მაგრამ  როდესაც იხოცებოდნენ,  დივანის  დიდებულებმა  წინადადება  შეიტანეს  შეწყალებაზე  და  ძლივს  გადაარჩინეს.
ტ.   I,    გვ.   357359 
ირანის  შაჰის  ერევანში  შემოსვლა
ჯუმად  ალ-ახირის  მეთერთმეტე  დღეს69,  შაბათ  დილას,  ერევნის  სამხრეთ  მხარეზე  ყიზილბაშთა  დროშები  გამოჩნდა  და  ერევნის  ველსა  და  მინდვრებს  მდაბიო  ტომის  ბოროტი სულებივით  მოედო. ძირითადად  5-6  ათასამდე  ყიზილბაში  ძლივს  იქნებოდა.  მათ თან  ახლდნენ:  თულენგისა და  გოქ-დოლაქის  სამი ათასამდე ბოროტმზრახველი,  ცუდი  საქციელის  მქონე  რამდენიმე  ქურთისგან  შემდგარი  ბრბო,  ვითომ  მუსლიმანად  ცნობილი  ქურთი  ღაზი  და  მისი ძმები:  კოჩი  და  სეიფ  ედ-დინი,  სოფლის  ტომები,  წინანდელი  ემირის – მირზა-ფაშას  შვილის  შეიხ  ჰაიდარის  საკმაო  რაოდენობის წევრთაგან  შემდგარი  რაზმი,  ადრე  ნახიჩევნისა  და  ქაფანისთანის70 დაპყრობებში  ფადიშაჰის  გზის  მაჩვენებლები  და  ამით  დაწინაურებულნი,  ალა  ედ-დინ  ბეგის  ხალხი,  მაქუს71  გამგებელი  მუსტაფა ბეგი  მრავალრიცხოვანი  ჯარით,  ქურთი  ზეინალ  ბეგის  რაზმი,  ვალაშქერტის72  ბეგი-ყიზილ  ბეგი  ბერქუშათის  სანჯაყის  ბეგის – ფერაჰ  რუზ  ბეგის  გამოქცეული  რაზმები.
შაჰი ჯარის შუაგულში იდგა მუქი წითელი საჩრდილობელი ქოლგით, სადღესასწაულო და სამხედრო საგანგებო საკრავებით შიშის ზარს სცემდა გარემოს, ცხენებისა და აქლემების  სიმრავლით  მიდამოებს  თითჭოს  აბნელებდა.  ისინი  ციხის  წინა  მოედანზე  დახეტიალობდნენ.  მათ იმედი ჰქონდათ,  რომ  ციხის  ხალხს  შაჰის  ბრწყინვალე  სანახაობისა  შეეშინდებოდა,  უაზრო  ხმაურით გული შეუწუხდებოდა, დამარცხდებოდა და უმწეო იძულებული გახდებოდა, მოწინააღმდეგისათვის  ციხე  ჩაებარებინა.  ისლამის  ლაშქარში  იყენენ  ჭკვიანი,  გამგებიანი,  მცოდნე და გონიერი [ადამიანები], რომელთაც  შეეძლოთ  მოვლენების  გაანალიზება,  მათ  იგრძნეს  შიშის უსაფუძვლობა.
ბეითი  ითქვა:  მაღალფარდოვანი  სიტყვა  დოლის  ხმასავით  მნიშვნელობასა  და  შინაარსს   მოკლებულია.  შაჰის  ამ   უაზრო  საზეიმო განწყობილებას  მნიშვნელობა  არ  მისცეს  და  ალარღას  ზარბაზნებით შორიდან  სროლა აუტეხეს. საზიზღართა ბრბომ  ტანჯვის  ბორცვის  სახელწოდების  გორაკზე  შაჰის  კარავი  დასცა,  ხოლო  მის  გარშემო  მიდამოებში  მათი  ლაშქრის  ბედნიერები  თავშესაფარი  კარავი  გაიშალა.
ტ.   I,   გვ,   35–360
პირველი  ბრძოლა  ერევნის  მისადგომებთან 
გზადაბნეული  შაჰის  განკარგულებით  ურჯულოთა  ერთმა რაზმმა  ციხის  შიდა  ნაწილიდან  დაიწყო  გამოსვლა.  როდესაც  ისინი ციხის მოსახლეობას  ანაზდეულად  თავს  დაესხნენ,  ისლამის  ლაშქრიდან  რამდენიმე  გულადი  ნახიჩევნის  კარიდან  გამოვიდა  და  ორივე   მხარემ  სიმამაცისა  და  ძლიერების  გამოსაცდელად  ხოცვა-ჟლეტის  ცეცხლი  დაანთო.  დასაწყისში  ერთი  კაცი, სახელად  ყილიჩი, შეებრძოლა  მტრის  რაზმს.  შემთხვევითა  და  განგების  ნებით,  მისმა ცხენმა წაიბორძიკა  და  წაიქცა,  ურწმუნოთა  ლაშქარი  მას  თავს  დააცხრა  და  მოკლეს. 
ალაჰის  წყალობით, ცხადი  იყო, რომ  ამ   არახელსაყრელი  ვითარების  შედეგად  გამარჯვება  მოწინააღმდეგეს დარჩებოდა, რასაც საქმის მცოდნე გონიერი პირები უბედურების  მომასწავებლადღ მიიჩნევდნენ.   მაგრამ   გამოცდილნი  სულ  სხვანაირად   აფასებდნენ შექმნილ  მდგომარეობას  და  ამბობდნენ,  რომ  საქმის  კეთილად  დაბოლოებაც  გამოცდილებით  მიღებული  შედეგიაო.
მდგომარეობის  გაუმჯობესება  ცხადი  გახდა,  მაგრამ  გულის  წადილის  მიხედვით  განგების   გადაწყვეტილების  შეცვლა  არ   შეიძლებოდა.  უკან  დარჩენილი  ჯარი  სრულებით  არ   შეშინებულა  და არ  დაძაბუნებულა,  საზიზღარი ურწმუნოები  ზარბაზნებისა  და  თო–ფების  ქვეშ  მოაქციეს   როდესაც  ოსმალებმა  ციხის  მხრიდან  მათ ზარბაზნები  და  თოფები  დაუშინეს,  ბევრმა  ყიზილბაშმა  შესვა  სიკვდილის  შარბათი  და  პირი  იბრუნა.
ტ.   I,     გვ.   360 
მეორე  ბრძოლა 
ზემოხსენებული  თვის  მე-12  დღეს73 ისლამის  200-მდე  გულადი  ცხენოსანი  კვლავ  ხსენებული  კარებიდან გამოვიდა,  მტრის  მხარეს  გაემართა  და  სიმამაცე  გამოიჩინა,  გაიარეს  გოქ  ქუნბედად  წოდებული  ადგილი,  მათ  უკან  100  ქვეითი  თოფის  მსროლელი  გუმბათში  დაიმალა.  გვიან  დილით  ზოგიერთი  ვეზირიც  ხსენებულ  კართან  მოვიდა  და რჩეული  მამაცები  გამოიყვანა.
როდესაც  ლაშქრის  დროშები  ციხის  ჰორიზონტზე  გამოჩნდა, მტერმაც  დაიწყო  მოქმედება  და   ბრძოლის   ასპარეზზე   მოვიდა. ორივე  მხარის   მეწინავენი   სასტიკ  ხოცვა-ჟლეტაში  ჩაებნენ.   მას შემდეგ,  რაც  ბრძოლის  ველზე  ბევრი  ამოწყვიტეს  და  მტრის  მრავალი  თავი  გადათელეს,  ისინი  ციხისა  და  ჩასაფრებულებისკენ  გაემართნენ.  [ოსმალები] ურჯულოთა  ბრბოს  უკან  დაედევნენ  და  ჩასაფრების  ადგილას  მივიდნენ.  თავგამოდებულმა  მამაცებმა  მტერთან  შებმისას  ძალ-ღონე  არ   დაზოგეს  და  ბრძოლით  თავი  გამოიჩინეს,  ასამდე  კაცი  დახოცეს.  იმ   დღეს  წყეული  ურჯულოებიღდან შაჰის  კარის  ერთ-ერთი  მსახური  მოჰკლეს.
ჩვენ (ოსმალების) თავდადებულ  გმირთაგან  ბრძოლის  ველზე  ზოგმა  მოოჭვილი  გვირგვინი  ჩაიგდო  ხელთ, ზოგმა – თუღებიანი თავსაბურავი.  მათ  მისი [შაჰის  კარის  მსახურის]  გვამის  მოსატაცებლად მოვარდნილი  ბევრი  ყიზილბაში შუბებით  დახოცეს.  მტერმა  პირი  იბრუნა  და  თავის  ბანაკში  დაბრუნდა.  შაჰი  ძალიან  შეწუხდა  მსახურის  სიკვდილით,  მისადმი  მომეტებული  მზრუნველობის  გამო.  ეს  მიაწერა  თავისი  ბანაკის  უბედურებას,  სასწრაფოდ სხვა  ადგილას,  ჩრდილოეთ  მხარეში,  გადაინაცვლა.  ისეთ  ადგილას დასცა  კარავი,  სადაც  ზარბაზნებს  ააცილებდა  თავს.
თავისი  უბედური  კარავის  გარშემო  ციხესავით  კედელი  ააგო, სანგარი  გათხარა.  შაჰმა  თქვა,  ლაშქრისთვის  სანგრები  შიშის  მომგვრელიაო  და   ჯარი  თავდასასხმელად  წააქეზა. 
ტ.    I.    გვ   360–361 
მესამე  ბრძოლა
ზემოხსენებული თვის მე-17 დღეს74 პარასკევს, გზადაბნეული შაჰი ციხისკენ  დროშააღმართული  გაემართა.  როდესაც თითოეული ურჯულო ერთსულოვნად  ამოქმედდა,  ძველი  წესის  მიხედვით,  ქვეითთა  და   ცხენოსანთაგან  400--500-მდე  სახელოვანი  მამაცი  ციხის  კარიდან  გამოვიდა  და  ბრძოლის  ცეცხლი  დაანთო.
მაღალი  ალაჰის  შემწეობით,  იმ   დღესაც  გამარჯვების  სიომ  სუნიტების  მხარეს  დაჰბერა.  მათ  ციხისკენ  აიღეს  მიმართულება  და ყიზილბაშები  უკან  გამოჰყვნენ.  როდესაც  ისინი  თავიანთ  საფარში მივიდნენ,  გმირები  მტერს  ეკვეთნენ,  თოფების  ცეცხლით  ურჯულოთაგან  ბევრი  დაეცა.  გარდა  ამისა,  მოკლეს  მირეს  მმართველი შეიხ  ჰაიდარად  წოდებული  ყაჩაღი,  რომელიც  თავისი  მომეტებული  გაბედულებით  ურჯულოების  რჩეული  და  თავზე  ხელაღებული ქურთი  იყო.  ამრიგად, მტერმა  დიდი  დანაკლისი  განიცადა.  ამჯერადაც  200-მდე  ყიზილბაში  იქნა  მოკლული.  აქეთა (ოსმალთა)  მხრიდან   მხოლოდ  6–7  კაცი  დაეცა.  დამარცხებული  მტრის ბრბო  უკუიქცა. 
ტ,   I,    გვ.   361–362 
იაჰში  კასიდ  შაჰის  მოსვლა 
როდესაც  მზაკვარმა  მტერმა  დაინახა რომ   დამარცხებული ლაშქრის  თავდასხმამ  ციხის დამცველები  ვერ  დააფრთხო,  ცბიერებასა  და   ვერაგობას  მიმართა. შიშის მომგვრელი   წერილების გაგზავნით  შეეცადა  მათ  საქმიანობაში  არეულობის  შეტანას.  ათასგვარი  ეშმაკობა  იხმარა,  რომ  ისლამის  ჯარის  გული  მოეგო.
ამას წინათ შერიფ ფაშა არზრუმში ვილაიეთის დასაცავად დანიშნულ ჰასან ფაშისა და მომიჯნავე ეილაიეთებმი მყოლი სხვა ფაშებისადმი  გაგზავნილ  წერილებში  მათ  სთხოვდა  მტრის  გასანადგურებლად  დახმარების  გაწევას,  ლაშქრის  გასავლელი  გზის შესწავლას და  მტრის  ყოველნაირად  შესუსტებას.  მაღალი ალაჰის წყალობით,  იმ  შემთხვევაში  თუ  აღნიშნული  ადგილიდან  [მოსაზღვრე  ტერიტორიებიდან] შეპირებული  ჯარი  მოვა,  ციხიდანაც  ლაშქარი  გამოვა  და  შესაძლებელი  გახდება  მტრის  ადვილად  დამარცხებაო,  ასე  იმსჯელეს  [ოსმალებმა],  დაწერეს  და  მოსალოდნელი  ალყის   შემორტყმამდე  მალებსრბოლ  მეჰმედ  ჩაუშის  მეშვეობით  მომიჯნავე  ვილაიეთების  მეთაურებთან  გაგზავნეს.
აღნიშნული ჩაუში, ურჯულოთა მიერ შურაგელად75 წოდებული ციხის ხალხმა ხელთ იგდო. შაჰისადმი სამსახურის გაწევით მათ  შაჰი  დავალებული  გაიხადეს.  ციხის  ხალხის  მიერ  ხელთ  ჩაგდებული  ერთ-ერთი  წერილის  უკანა  მხარეზე  გზასაცდენილმა  შაჰმა ოსმალთა  მასხრად  ასაგდებად  ამგვარად  დააწერინა:  ბარაქალა ღმერთს!  თქვენ  სწორი  ღონისძიებები  და  „ბრწყინვალე“ აზრები გქონიათ.  ასეთ  ბოროტ  აზრებს  და  უსარგებლო  ღონისძიებებს თავი  გაანებეთ,  რადგან  არავის  საშუალება  არა  აქვს  ახლო  ხანებში დახმარება  გაგიწიოთ.  ვილაიეთის  მთელმა  მოსახლეობამ  ჩემი ბედნიერების  ზღურბლისკენ  იბრუნა  პირი  და  მორჩილება  გამოაცხადა.  აღნიშნული წერილის  ხელში  ჩაგდება  ამის  დასტურია.  ჩვენ არ  გვქონდა  თქვენთვის  წერილის  გამოგზავნის  შესაძლებლობა.  მან დაწერა  მუქარის  სიტყვებით  სავსე  წერილი,  ციხის  ჩაბარების  გარეშე  მშვიდობიანი  ვითარება  არ  იქნებაო,  და  იმ  მიდამოების იმამთაგან76  იახში ხალიფად წოდებული მსტოვრის  მეშვეობით  გაგხავნა. 
როდესაც  ცნობილი  გახდა,  რომ  კედლის  უკან ზემოხსენებული პირი – მსტოვარი  – იყო,  იგი ვეზირთან  მიიყვანეს,  ქაღალდი  გადააბრუნ-გადმოაბრუნეს,  მისი  შინაარსი  გაიგეს    ვეზირი  და  სხვა პერები  მსტოვარს  ცუდად  მოექცნენ,  იგი  ციხიდან  გააგდეს.  მაგრამ ბოროტი  მაცნე შაჰის  დივანში წავიდა  და  განაცხადა:  მე  რომ ქაღალდი გადმომცეს,   ის არ იყო  დივანის არც ერთი  წარჩინებულთაგანის მიერ  ბეჭედღასმული  და  შაჰის ცნობილი ნიშნით  მოხატული, ამიტომ პასუხის  გაცემა საჭიროდ  არ  ცნესო.  ასე   რომ,  დივანის  რომელიმე წარჩინებულთაგანი წერილით  რომ  მივიდეს, შაჰის  სურვილი სიკეთით დაბოლოვდებაო, – თქვა და  ზედმეტი  რწმუნებები  მოითხოვა.
ტ. I, გვ. 362–363 
იაჰში  კასიდის  ციხეში მოსვლა
შაჰმა  იგრძნო,  რომ ზემოაღნიშნული  კასიდი  მას  სამსახურს  გაუწევდა.  მან  სასწრაფოდ  დაწერა წერილი, რომელშიც წაქებება, შეშინება და მუქარა იყო. ვეზირმა ხათიმ ბეგმა, სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილმა  პირმა ბესთან აღამ  და კორუჯი-ბაში77 ალაჰ ყული  აღამ  თავიანთი  ბეჭედი   დაასვეს  და  ზემოხსენებულის   ხელით  გაგზავნეს.  მან  წერილი ვეზირის  უდიდებულესობას  გადასცა. ვეზირი  და  სხვა  პირები  წერილის  გაცნობისთანავე  მიხვდნენ,  რომ საზიზღარი კასიდის მოტანილი  ბარათი  არ შეიცავს გონივრულ  სიტყვებს,  და  თქვეს:  შაჰები,  რომლებსაც  სურთ  ციხეების  დაპყრობა, არასოდეს  არ  მიმართავენ  რაიმე თვალთმაქცობას,  ცბიერებას.  მატყუარობას.  ვისაც  ძალა  არ  შესწევს  და  უღონოა,  ისიც  კი  არ  მიმართავს  ამ    მზაკვრულ  ხერხს,   მამაცურად   დაანთებენ  ბრძოლის  ცეცხლს,   ესწრაფიან  თავიანთი  მიზნის   მიღწევას.   უსაქმურ  ყიზილბაშთა  შაჰი  მანამდე  ვერ  მიაღწევს  სასურველ  შედეგს,  ვიდრე  იმდენი  კაცი  არ  მივა  ჩვენგან, რამდენიც  ქვა აქვს ციხეს  და  სანამ  გაიძვერა ურწმუნოებს  საბრძოლო  საჭურველი  არ  გამოელევათ.  ჩვენი ფადიშაჰის  გულისათვის  ვიდრე  ერევნის  ციხის  სანაცვლოდ  ამ  ურჯულო  გაიძვერების  თავებიდან  კოშკებს  არ  აღვმართავთ,  მანამდე შეუძლებელია  ამ  ციხის  აღებაო.  ჯარის  უმეტესი  ნაწილი  თავს  დაესხა  ციხიდან  გამოსულ  მელიის  მგავსი  სახის  მქონე  კასიდს, რადგანაც  ის  იყო  ამ  საშინელი  და  შემაძრწუნებელი  ამბის  მომტანი,  ამიტომ  ხანჯლები  იშიშვლეს  და  აკუწეს.  საწყალმა  იაჰშიმ  შაჰის საჩუქრებისა  და  მოწყალების  იმედით  თავი  გაწირა.  როცა  თავისუფალი  ხარ,  უკეთესია  განმარტოვდე  საიმედო  ადგილას  და  გაჩუმდე,  ვიდრე  ძალდატანებით  გააკეთო  ის,  რაც  საჭირო  არ  არის. ამის  შემდეგ  ცბიერმა  შაჰმა  გადაწყვიტა  ხანგრძლივი  ალყის  შემორტყმით  ციხის  დაპყრობა.  მან  ყურადღება  გაამახვილა  ბრძოლის  ცეცხლის  დანთებასა  და  ხოცვა-ჟლეტაზე.  ომისათვის  დიდი მონდომებით  მოემზადა. 
ტ. I,    გვ.   363–364 
ირანის შაჰის მიერ  პირობის დარღვევის ამბის მოსვლა და სახელმწიფოს  წარჩინებულთა  თათბირი  სტამბოლში
ადრე, როდესაც არზრეუმი დასაცავად ოსმალთა  სახელმწიფოსაგან ტრაპიზონში  გასახლებული  საათჩი  ჰასან  ფაშასა  და  ერევნისა  და  ნახიჩევნის  ემირთა  ემირის  შერიფ  ფაშასგან  მოხსენებები და  წერილები  მოვიდა,  მაშინ  ისინი  იტყობინებოდნენ,  რომ  ირანის შაჰმა  პირობა  დაარღვია,  ოსმალთა სახელმწიფოს  საზღვრები  გადალახა,  თავრიზი  აიღო,  თავრიზის  ბეგლარ-ბეგი  ზინჯირ  კირან  ალი ფაშა  ტყვედ   ჩაიგდოო,  ვილაიეთის  მოსახლეობას  წერილები  და ფირმანები  გაუგზავნა,  რომლებშიც  იუწყებოდა:  არავის  არ  ექნება წინადადება  რჯულის  გამოცვლის  შესახებ, ყველა თავის  სარწმუნოებაზე  დარჩება, ოღონდ  ახლავე  დაგვმორჩილდითო.  ასეთი  ფერმანი  ერთი-ორი  გაიგზავნა.  ესეც  იყო  ნათქვამი:  თუ  დახმარება  არ გაგვეწია,  მაშინ  ეჭვი არ  არის,  ერევნის  ციხე  და  შეიძლება  კიდევ რამდენიმე  ქალაქიც  ხელიდან  გამოგვეცალოსო.  ასეთი  დიდი  გაჭირვების  გამო  დახმარება ითხოვეს.
კაიმამაკამ78 კასიმ ფაშამ ჩაუშ-ბაში79, დახმარების მთხოვნელებს გაუგზავნა, მუფთი80, ვეზირები და ყაზიასქერები81 მოიწვია  და  თათბირი  გამართა.  მიზანშეწონილ  აზრებს  დასკვნები  გაუკეთეს  და  დადგენილება  მიიღეს.  ფადიშაჰის  წინადადებით  განკარგულება  გასცეს,  რომ  მომზადებულიყვენენ.  საათჩი  ჰასან  ფაშა  იმ (ერევნის)  მხარის  მთავარსარდლად  დანიშნეს  და  დაავალეს  ლაშქრისა  და  საჭურველის  იმ  რაოდენობით  მომზადება,  როგორც  მას საჭიროდ  მიაჩნდა.  იმ  მხარის  ვალიებს  მაღალი  ბრძანებები  დაეგზავნა  სათანადო  დახმარების  გაწევის  შესახებ.  ამასობაში  დიდი ხანი  გავიდა  და,  რადგანაც  ქვეყნიერების  ფადიშაჰი  გარდაიცვალა, დროზე  ვერ  მოხერხდა  შესაფერისი  სამზადისის  ჩატარება. 
ტ.   I,    გვ,   365
ურჯულოთა  ომებისა  და  შაჰის  მიერ  ერევნის  დაპყრობის შემდგომი  ამბები 
წინათ  შაჰ  აბასმა  ერევნის  ციხეს  ალყა  შემოარტყა  და რამდენიმე  ბრძოლა  გამართა,  შემდეგ  მის  მიერ  ციხეში  გაგზავნილი  ელჩი მოკლეს.  ალყაშემორტყმულები  ასეთი  საქციელის  შემდეგ  შეწყალებას  არ   იმსახურებდნენ,  ამიტომ  ირანელებმა  მთელი  თავიანთი ძალები  ფეხზე  დააყენეს,  ციხეს  შეუტიეს.  მათ  ორმოები  გაანადგურეს  და  ამგვარად  გადაჭრეს  გამდინარე წყლები  – მტრის  გარემოცვაში მყოფთა საარსებო წყაროები, რითაც  ისინი უწყლოდ  და უმწეოდ დატოვეს. მაგრამ ალყაში მოქცეულებმა გამოსავალი ნახეს – ციხის შიგნით  ჭა  და  ორმო  გათხარეს  და იმდენი  წყალი  მოიმარაგეს,  რამდენიც საკმარისი  იყო წყურვილის  მოსაკლავად.  მაგრამ რადგან  ალყა  დიდხანს  გაგრძელდა  და დამხმარე  ძალების  მოსვლის იმედი  გაცრუვდა,  მეორე  დღესვე  ალყამემორტყმულების  მდგომარეობამ,  მათმა  უმწეობამ  და  ტანჯვამ  ყოველგვარ  საზღვარს  გადააჭარბა.  ზილ-ჰიჯეს  თვეში82  ყიზილბაშთა  ჯარებმა  სრული  იერიში  მიიტანეს  ციხეზე  და  აიღეს,  სუნიტთაგან  ბევრი  დაატყვევეს,  უმრავლესობა  დახოცეს.  მტრის  ჯარის  მიერ  ციხის  გარემოცვის  პირველ  დღეებში  მათ  5-6  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდათ, მაგრამ  ალყა  შვიდი  თვე  გაგრძელდა.  1500  კაცამდე  ბრძოლის  დროს დაიხოცა,  500-მდე  თავისით  მოკვდა,  ჯარის  ნახევარი  მოწინააღმდეგის  მხარეზე  გადავიდა.  ფაქტიურად  ჯარიდან მხოლოდ  500-მდე კაცი  დარჩა.  განა  ეს  მცირე  რაზმი  ამ  დიდი  ციხის  ჯებირების  მიჯნებს  დაიცავს,  ანდა  მტრის  შემოტევის  დროს  მათ  უკუგდებას  შეძლებსო? – ასე  იმსჯელეს  ვეზირმა  და  ჯარმა  და,  გაოგნებულებმა, ხელი  ჩაიქნიეს  ციხის  დაცვაზე.  მტერმა  კი  თავისი  სიმრავლითა  და დიდი მონდომებით  გამარჯვებასა  და დასახულ მიზანს – ციხის  აღებას  მიაღწია.  მაგრამ  რადგანაც  მუჰარემის  მეათე  დღე83  წყეულებისათვის  გლოვის  დღე  იყო,  ამიტომ  თავი  აარიდეს  თავიანთი  ხალხის  შეწუხებას  და  თავდასხმებისა  და  იერიშებისადმი  უსულგულობა  გამოიჩინეს.  გადმოგვცემენ,  რომ  ამის  შემდეგ  თავდასხმების  მცდელობა  უფრო  გაძლიერდა,  მაგრამ  მოულოდნელად  შაჰის ლაშქრიდან  ერთმა  პირმა  ციხის  მცხოვრებთა  შეწყალება  ითხოვა, თხოვნითა  და  ვედრებით  ვეზირის  წერილი  დაიწერა.  როდესაც შეწყალების  არზა  შაჰს  წარუდგინეს  ზოგიერთი  მოსაზრების თანახმად  იგი  მიიღეს  და  ძალმომრეობაზე  ხელი  აიღეს.
ტ.   I,    გვ.   384–385
შაჰის   მეჯლისის  ვითარება 
შემდეგ  თავიანთი  გადარჩენის  სამადლობლად  ციხის  მცხოვრებნი  მუჰარემის  თვის  მეთერთმეტე  დღეს84 გზასაცდენილთა  ბუდეში – დივანში  წავიდნენ და მეჯლისს  დაესწრნენ.  დივანის  ამბების  გადმომცემი  იმ   დროს   ნახიჩევნის   ყადი  იყო.  ალყაში  ნამყოფი  ჯერაჰ-ზადე  ამბობს:   მე   ყურადღებით  შევხედე  ამ   დივანს. კარავი  ხალხში  ცნობილი   იყო  „ალაჯაკ  ევის“ სახელწოდებით. დივანხანა წარმოადგენდა გაჭვარტლულ და გამურულ კარავს. ალყაშემორტყმულებისათვის რომ გარეგნულად ბრწყინვალედ მოეჩვენებინათ, ღია აივანზე სვეტებზე მიამაგრეს 3-4  წყვილი საჩრდილობელი,  რომლის  ქვეშ  რამდენიმე  პატარა  ხალიჩა  დააგეს, რადგანაც თვით  შაჰი  ჯერ  კიდევ  შემოსული არ  იყო, სამხედრო წარჩინებულთა ნაძირალებს, გრძელულვაშიანებსა  და  წვერმოპარსულებს,  თავზე  დაედგათ  ურჯულოთა  გვირგვინი  და  დამსხდარიყვნენ.   უცბად  თავქარიანი  შაჰი  მოვიდა,  ისიცკ    სათნოებას  მოკლებული,  უწვერულვაშო  იყო.   ეცვა  უხეში  ქსოვილის   ტანსაცმელი, ხოლო წამოსასხამი,  შუბი  და  ხანჯალი ოქროთი  და სამკაულებით  არ იყო  მორთული.  დივანხანის   შუაგულმი   დადგა დატყვევებულმა ხალხმა უნებლიეთ სცადა კალთაზე  მოხვევა. ერთი  საათის განმავლობაში  ვეზირი  და  ხალხი,  გულზე  ხელდაკრეფილნი,  მორჩილნი და  მინდობილნი,  მის   პირდაპირ  იდგნენ.  ამ   თავქარიანმა  [შაჰმა] იმ   დროს  წარმოაჩინა  თავისი  სიზვიადე.  არც  ვეზირს  მიმართა  პატივისცემით  და  არც  სხვები  დაუჯილდოებია  მოწყალე  გამოხედვით.  მან  სიტყვით  მიმართა  მხოლოდ  თავის  ორივე  მხარეზე  მდგარ დაზარალებულებს,  საუბარი  მხოლოდ  მათ  გაუმართა.
ცოტა ხნის შემდეგ ის შევიდა თავის ყბადაღებულ კარავში, სადაც სამხედრო  წარჩინებულები მიიწვია. ისინიც შევიდნენ. შიგნით შაჰისათვის რაიმე განსაკუთრებული  დასაჯდომი არ იყო  და კუთხეში პატარა  ხალიჩაზე დასხდნენ.  მან მარცხენა  მხარეს  ლევან ხანის85 შვილი  ალექსანდრე  ხანი86  მოისვა, მარჯვენა მხარეს – სიმონის   შვილი,  უსახლკარო   გურგენი87,   მის ქვემოთ – თავრიზის ბეგლარ-ბეგი  ალი ფაშა  და  იმის შემდეგ – ქურთი  ღაზი  და  მისი მსგავსნი დასხდნენ. ალექსანდრეს ქვემოთ შერიფ ფაშა და  სხვა სამხედრო  წარჩინებულები  დასვა.
იმ   გარყვნილმა ურჯულო [შაჰმა] სუნიტებისათვის  შეურაცხყოფის  მისაყენებლად  მათ  გვერდით  მოუსვა  ქაფირები.  ამის  შემდეგ  შაჰი  ვეზირს  მიუბრუნდა,  რამდენიმე  ხანს  ქედმაღლად  ილაყბა,  იკითხა წიგნი  და შემდეგ ზემოხსენებულ  ჯერაჰ-ზადე  ყადის  გაუჯავრდა.  ამ  მხარისადმი  [ირანელებისადმი] მორჩილება  და  დაქვემდებარება  იყო  სწორი  გზა  და  შენ,  მცოდნემ  და  გონიერმა,  რატომ დააგდე  მადლისა  და  სიკეთის  გზაო.  ვეზირმა  ამ  საყვედურზე  ასე უპასუხა:  ფადიშაჰის  მსახურებმა  სიცოცხლე  შესწირეს  ისლამის მაღიარებელი  სახელმწიფოს  ბედნიერებას და წარჩინებულებისა და დიდებულებისათვის ხოცვა-ჟლეტა გამართეს. ეს  სასიკეთო მდგომარეობა  სამარცხვინო  არ  არის  და  იმედი  გვაქვს  თქვენი  უმაღლესობისათვის  განრისხების  მიზეზი არ  უნდა  იყოსო.  შაჰს  თითქოს მოეწონა  მისი  პასუხი. რადგანაც  იგი  შარიათის  მსახური  იყო,  თითქოს  აპატია  და  მაშინვე  მისცა  იმ  მეჯლისიდან  წასვლის  დასტური. დატყვევებული ულემების88 შესახებ კი თქვა, რომ ყიზილბაშთა ტომთაგან ერთი კაცის  სიკვდილი  70  ქაფირის  სიკვდილის ტოლია და თქვენ ხართ ფეთვას89  ნებართვის  მიმცემიო. ეს  უთხრა  და  ვეზირს  სასქესო  ორგანოები  გაუპო, ფაშვი გადმოუყარა  და  ძლიერი ტანჯვით  მოკლა...
ტ. I.   გვ. 385–287 
შაჰის  მიერ შირვანის  დაპყრობა 
ჰასან  ბეი-ზადეს90  გადმოცემის  მიხედვით,  შირვანის  გამგებლად ხადიმ  ჰასან  ფაშას91  შემდეგ  ქითაბჯი  ომერ  ფაშა  იყო.  ისიც  გადააყენეს  და  ეს  თანამდებობა  ჯაყალე-ზადე  სინან  ფაშას92 შვილს – მაჰმუდ ფაშას – უწყალობეს.  ალაჯა  ათლუ  ჰასან  ფაშა93,  რომელმაც უნგრეთის ლაშქრობებში  სიმკაცრითა და დიდი  მამაცობით გაითქვა  სახელი,  გაბედული  და  გულადი  ვაჟკაცი  იყო.  მას  არზრუმის   ვილაიეთი  ებოძა,  მასზე  უფრო  ადრე  იქ   მუთესელიმად94  გაიგზავნა მისი ცოლის  ახლობელთაგან ფირი  ჩაუშის  შვილი – მუსტაფა  ჩაუში,   განსვენებული  ქველმოქმედის  უსქუბი  დულგერ-ზადეს  შთამომავალთაგანი,  რომელიც  საოცრად  მამაცი  იყო.  იგი  საქმის  მცოდნე  იყო,  მაგრამ  მან  სიმკაცრე  გამოიჩინა,  ამიტომ  არზრუმის  ხალხმა,  რომელიც  ცნობილია  თავისი  მოურიდებლობით,  ზემოხსენებულ მუთესელიმს  – საწყალ  მუსტაფა ჩაუშს  – ქვები  დაუშინა  და  მისი  ქონება  იავარჰყო.  როდესაც  იგი  ქალაქიდან  გააგდეს, ამ  დროს  ჰასან  ფაშაც  მოვიდა. ქალაქელი ბრბოები შეკავშირდნენ, ზემოაღნიშნული ქალაქში  არ  გააჩერეს,  ბოლოს ზოგიერთი  მიზეზი წაუყენეს და თქვეს: არ დავთანხმდებით, რომ  იგი  ჩვენს  ქალაქში შემოვიდესო.
ჰასან  ფაშამ  ეს   ვითარება  რომ  სტამბოლს  აცნობა,  მას   შირვანის  ეიალეთი  ებოძა  და  პატიოსანი  ბრძანება  გაეგზავნა.  როდესაც იგი  შირვანში  მივიდა,  ხელსაყრელი  შემთხვევა  მიეცა,  მაჰმუდ  ფაშას  კი,  რადგანაც  იგი  ვეზირის  შვილი იყო, მთავრობა  მომეტებულად  პატრონობდა.  ერთმა  თვემ  რომ  გაიარა,  ჰასან  ფაშა  გარდაიცვალა  და  შირვანის  გამგებლის  თანამდებობა  კვლავ  მაჰმუდ  ფაშას ებოძა.  ხმა  გავრცელდა,  ზემოხსენებულის  გარდაცვალების  მიზეზი იყო  შხამი,  რომელიც  წვეულებაზე  დაალევინესო.
ამ   დროს  ყიზილბაშთა   ლაშქარი  შემახას95  მოადგა  და  ალყის შემორტყმის  შემდეგ  დაიპყრო,  შირვანსაც  დაეუფლა.  ძველ  მეგობართაგან  ყარაბახის  მუდერისი96  მეჰმედ  ეფენდი გადმოგეცემს, რომ როდესაც შაჰ აბასმა შირვანი დაიპყრო, სოფელ შეიხლუდ წოდებული სოფლის   მოსახლეობა  და კიდევ  რამდენიმე  სხვა   სოფლის  ყველა მცხოვრები,  რადგანაც  სუნიტები  იყვნენ,   ამოხოცა.  ბავშვები  და უძლურებიც  სალეწი  კევრის  ქვეშ  ჩაყარა,  რომელსაც  ამ   მხარეში აქავულს(?)  ეძახიან.  ყველას  გადაატარეს  კევრი  და   ასეთი  ტანჯვით   დახოცეს  ისინი.  მაჰმუდ   ფაშას,   როდესაც  შემახაში  იყო, ყიზილბაშებმა  ალყა  შემოარტყეს   შემდეგ  დაუძლურებულები უკან  დაბრუნდნენ. მაჰმუდ  ფაშამაც ამ ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლა და რუმისკენ  მოკურცხლა.  ამას   მოჰყვა  შაჰ აბასის მოსვლა.  იგი  შემახას  მპყრობელი  გახდა.
ერევნის აღების შემდეგ ყარსის გარემოცვისა და ყიზილბაშთა ზოგიერთი  ბოროტმოქმედების   შესახებ
როგორც  ჰასან  ბეი-ზადე წერს,  როდესაც  შაჰ   აბასმა   ერევნის  ციხეს  ალყა  შემოარტყა,  შერიფ  მეჰმედ  ფაშა  იქიდან  შეწყნარებული  გამოვიდა,  მაგრამ  როდესაც  შაჰის  წინაშე  წარსდგა,  შაჰმა   მას   დასწამა  არაკეთილშობილება,  გაუტანლობა,  ეჭვიანობა  და შეუბრალებლად  მოკლა.  ალყის  შემორტყმის  დროს შაჰ აბასმა ყიზილბაშთა  ლაშქრიდან  მარბიელი  ჯარით   ამირგუნე   ხანი97 იმ (ყარსის) მიდამოებისა და აღჯაყალას98 დასაპყრობად გაგზავნა. ამირგუნე ხანმა  აღჯაყალას  ალყა  შემოარტყა  და  ძალით  დაიპყრო, ის მიდამოები  დააქცია  და  იავარჰყო.  მოსახლეობა  მთლიანად  გარეკა,   ისპაჰანში  გაგზავნა.
იმ   ხანებში  იმ   მხარის  ალაი  ბეგი  ქენანი  ყარსის  გამგებლის – ოსმან  აღას [დავალებით]  ყარსიდან  გამოვიდა მოენეს  დასაჭერად და ამირგუნეს  ლაშქარს  ნადავლად  ჩაუვარდა.  ამირგუნემ  ხსენებული  [ქენან  ბეგი] შაჰს  გაუგზავნა.  ქენანი  თავრიზის  უწინდელი თოფჩი-ბაშის99 მიერ  ჩამოსხმულ  ზარბაზანმი  ჩასვეს,  ზარბაზანი ერევნის  მიმართულებით  გაისროლეს  და ქენანი  ნაფლეთებად აქციეს.
შემდეგ,  როდესაც  ერევანს  იღებდა,  შაჰმა  ოსმალებს  კვლავ ამანი  მისცა.  მათი  სურსათ-სანოვაგე  და  ქარავნები  მიისაკუთრა  და ყარსში  გაგზავნა,  ერევნის  ზღუდეები  დაანგრია  და  მიწასთან  გაასწორა,  ერევნის  ვილაიეთი  ამირგუნეს  მისცა.  ამის  შემდეგ  თვითონ აიყარა და  ლაშქარი  ყარსისკენ  დაძრა,  ყარსს  ალყა   შემოარტყა. ყარსის  ჯარისა  და  ერევნიდან  გამოსულ  ოსმალთა  რიცხვი  400  შეადგენდა,  მათი  უმეტესობა  დაჭრილი  იყო.   რადგანაც  ირანელებთან ბრძოლას შეჩვეული  იყვნენ,  ისინი  კვლავ  გამოდიოდნენ  და  ომობდნენ.  გზასაცდენილმა  შაჰმა  მათ  აცნობა:  როდესაც  ყარსსაც  ავიღებ,  არც  ერთ  თქვენგანს  აღარ შევიწყალებო.  ეს  თქვა  და  ბოლოს ყარსიც  დაიპყრო.
არზრუმის ბეგლარ-ბეგმა ქოსეჯ სეფერ ფაშამ100 უმწეო მუსლიმანებისადმი  მზრუნველობა  გამოიჩინა და ისინი საჭურვლითა და პროვიანტით მოამარაგა. ამ დროს ყიზილბაშებმა   განიზრახეს ახალციხეზე  თავდასხმა. ახალციხის  გამგებელი კარა  კაშ  ფაშა101 იქ იყო.  ღმერთმა  იგი   გადაარჩინა  და დაიცვა.  ახალციხის  მიდამოებში  ციხის  ასაღებად  გაგზავნილი  იყო 300  ირანელი, რომლებიც  ერთ უზარმაზარ  ფუნდუკში  ჩასახლდნენ,  სომეხი  რეაიას  ქალები  მოათრიეს  და  მათი ხელყოფით  იყვნენ  დაკავებულნი.  ამის  შესახებ  სომხებმა  არზრუმის  ბეგლარ-ბეგს  სეფერ  ფაშას  აცნობეს.  სეფერ  ფაშა ერევნიდან  წამოსული  თოფებით შეიარაღებული  რაზმით  ფუნდუკს თავს  დაესხა.  მათ ფუნდუკი  სახურავიდან  გახვრიტეს  და შიგნით  შევიდნენ,  მთლიანად  ამოხოცეს  მთვრალი  ყიზილბაშები,  რომელთა თავები  დედაქალაქში  გაგზავნეს. 
ზემოაღნიშნული  სეფერ  ფაშა,    კარა  კაშ   ფაშა და  ჯაყალე-ზადე  ამ  შეტაკებაში  წამებით  დაიხოცნენ.  როგორც  „ფეზლექეშია“102  აღნიშნული,  შაჰმა  ერევანზე  გამარჯვების  შემდეგ  შერიფ ფაშას  პატივი  სცა  და  იმამ  რიზას  თანამდებობა  მისცა.  ზემოხსენებულმა  თავისი  სიცოცხლის  დარჩენილი  ნაწილი  მეშჰედში103  გაატარა. შაჰმა  დანარჩენ  ალყაშემორტყმულებს  თავისუფლება  მიანიჭა  და  უთხრა,  ვისაც  გსურთ,  ჩემი  მსახური  იყავითო.  ისინი  თავისი  ხალხით  ხიზირ  ფაშას შვილის – მეჰმედ  ფაშას  ამალას  შეუერთდნენ.  300–400-მდე  ოჯახი  ყარსში  გაგზავნა.  ამ  დროისათვის არზრუმის  ბელგარ-ბეგისა  და  სარდლის  საათჩი  ჰასან  ფაშას  სიცოცხლის დღეებიც  მიიწურა. მისი  გარდაცვალების  შემდეგ  ჯარი  დაიფანტა  და  საქმის  დაწყება  მომავალი  წლისთვის  გადაიდო.
ტ.   I,    გვ.  388–390
ათას  ცამეტი წლის104  ამბები
დაწვრილებითი  ამბები  სინან  ფაშას ირანელებზე გალაშქრების შესახებ
მართებული  მოსაზრების   თანახმად,   საჭირო  იყო   უბედური ყიზილბაშებისკენ  ჯარის   გაგზავნა. მხცოვანი ბეგლარ-ბეგი, უწინდელი ჯაყალე-ზადე სინან ფაშა, რომელიც აღრის105 დაპყრობის შემდეგ მცირე ხანს დიდვეზირი იყო, შემდეგ – შამის106 ვალი, ბოლოს – კაფუდანი107, იმდენად გაკადნიერდა, რომ ჩვეულებად გაიხადა თავის ქებისას ეთქვა: მე  ზღვისა  და  ხმელეთის მებრძოლი ვარო. იგი  ეწინააღმდეგებოდა თავის  ხასიათს, ზღვაზე  ბატონობას არ ცვლიდა ხმელეთზე ბატონობაზე.
განსვენებულ  სულთან  მურად  ხანის108  დროს  ძლევამოსილი სარდალი, სახელოვანი დიდვეზირი ოსმან  ფაშა,   რომელმაც  ურწმუნოებს  თავრიზი  ხელიდან  გამოჰგლიჯა  და  უკან ბრუნდებოდა, გარდაიცვალა.  როგორც  კი  მის  ადგილზე  ზემოხსენებული  სინან ფაშა  დაინიშნა, მან  უკან  დადევნებულ  ყიზილბაშთა  ლაშქარს  კარგად  დაამახსოვრა  თავი.  მათი  დახოცვით კარგი  საქმე  გაკეთდაო, – თქვა  მან.  რადგანაც  დიდვეზირმა  ალი  ფაშამ  იგი  სარდლად  დანიშნა,  აღმოსავლეთში  ლაშქრობის მთავარსარდლობაც  მას  ებოძა.
გასული  წლის ზილ-ჰიჯეს მეთექვსმეტე  დღეს109  უსქუდარი110  გადალახეს, მუჰარემის მეჩვიდმეტე დღეს111 აიყარნენ,  სილაჰდარი112 და  მთლიანად მარცხენა ფრთის რაზმები,  იანიჩართა  ქეთხუდა113,  სამსუნჯიები114   ანატოლიის  ლაშქრით  აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ.  როდესაც  იზმითში115  მივიდნენ,  მარჯვენა  ფრთის  ბოლუქების116  ხალხმა მოითხოვა:  ჩვენ  დაგვევალა  რუმელიაში  ლაშქრობა.  ანატოლიაში  რომ  ვიყოთ  სალაშქროდ, ულუფა  მოგვეცემა თუ არაო. მათ უპასუხეს: ანატოლიის მთელი  კაფუ  კულუ  [სახელმწიფო ლაშქარი]  აღმოსავლეთის  ლაშქრობაში  თუ  წავა,  ულუფა   გაიცემა,  რადგან  ასეა   ბრძანებაო. ალთი  ბოლუქის   აღაები117 დაინიშნენ.
ზემოხსენებული  ფაშა  (სინან  ფაშა) მგზავრობის  დროს  შეხვედრილ  ყაჩაღებს  გაუსწორდა   როდესაც ლამქარი არზრუმის საზღვარს მიუახლოვდა, დელი ჰასანის118 უწინდელი  თანამებრძოლი კარა  კაშ  აჰმედი ქვეშევრდომებით  მომნანიებელი  სარდლის  ადგილსამყოფელში  მივიდა.  როცა  მან  ჩადენილი  ცოდვები  მოინანია,  ფაშამ  მისი  თხოვნა  შეიწყნარა,  ჩილდირის  ბეგლარ-ბეგის  თანამდებობა   უბოძა,  რჩევა-დარიგება  მისცა  და  გააფრთხილა,   რომ  თავისი ქვეშევრდომებით  ლაშქრის  ავანგარდში  ყოფილიყო.  ამის   შემდეგ, რადგანაც  ზემოხსენებულმა  ასეთ   მოწყალებას  მიაღწია,  ყაჩაღთა ნაწილებიდან  ბევრი  მოვიდა  და  პირობა  მისცა,  რომ  ფადიშაჰისთვის  სიცოცხლეს  არ  დავიშურებთო.  მათ  მიიღეს  რამდენიმე  დღეს გაჩერების  ნებართვა  მოსამზადებლად  და მანძილის  სწრაფად  გასავლელად.
სასახლის მსახურთუხუცესობიდან აღზევებულმა მეტად მამაცმა და გულადმა,  მხედრობაში   ტოლდაუდებელმა,  ქოსე  სეფერმა ზღვარდაუდებელი  საქმიანობით  ამ   ნარევი  ხალხისაგან  თავზეხელაღებული  მეომრები შეკრიბა  და  ფადიშაჰს  დიდი  სამსახური  გაუწია. იგი,  როცა არზრუმის  ბეგლარ-ბეგი  იყო,  3–4  ათასი  შეიარაღებული კაცით  შეხვდა  მტერს  და დიდი ჭიდილი,  ხოცვა-ჟლეტა  გამართა.
როდესაც  ქოსე  სეფერი  თავიი   დიდი  ლაშქრით   ფასიანის ველს  მოადგა,  ვანის  ბეგლარ-ბეგი  და  ძველთაგანვე  ყიზილბაშებთან რამდენიმე  თავგადასავლის  მქონე  მამაცი  აჰმედ  ფაშა  3–4 ათასამდე კაცით მოვიდნენ, მათ შეუერთდნენ და ლაშქარი გააძლიერეს. ისინი  ზემოხსენებული  წლის  ჯუმად  ალ-ახირის  მე-15 დღეს119,  ყარსის  მიდამოებში  მოსვლის  შემდეგ,  მეწინავედ  დანიშნულ  კარა  კაშ  აჰმედთან  შესაერთებლად  ათი  დღით  შეიკრიბნენ. ამასობაში  შაჰ  აბასი ერევნისა  და აღჯაყალას  მიდამოებში  დიდი  მუქარით  დაბანაკდა.  ის  (სეფერ  ფაშა),  როდესაც  ცნობა  მიიღო  შაჰ აბასის  ამხედრების  შესახებ სარდალთან  მივიდა  და  უთხრა:  გზადაბნეული  შაჰი  ურჯულოების  მცირე  ნაწილით  კიდევ  გაემგზავრა ზემოხსენებულ  ადგილას.  თქვენ  ლაშქრით  ნელ-ნელა  წამოდით,  მე რამდენიმე  რაზმი  მომეცით,  რათა  ჭენებით  გავემართო  და,  ღმერთმა  ქნას,  იმედია,  ხელებაწეული  შაჰი  შენთან  მოვიყვანო.  ყოველთვის  ასე  იქადნებოდა,  მაგრამ  ვერ  ასრულებდა.  კარა  კაშის  მოსვლამდე  არ ამოქმედდა სარდალი, ხოლო როდესაც  კარა  კაში მოვიდა,  მკაცრი ზამთრის  სუსხი  იყო,  ამიტომ  სეფარ  ფაშას  აზრს  ანგარიში არ გაუწიეს. ასეთი დაყოვნებით ხელსაყრელი შემთხვევის, დაკარგვამ,  მოწინააღმდეგისაგან  დაშორებამ  და  უზრუნველობამ მტრის  მხარე  გააძლიერა.
რადგანაც დრო  ცოტა  იყო,  გზადაბნეულ შაჰს  უკან  დაედევნენ და  წერილები  გაუგზავნეს,  როდესაც მიეწივნენ გასაჩერებლად, უკვე ძალ-ღონე  არ  შესწევდათ.  როცა  ჯარი  ნახიჩევანში  მოვიდა, ურჯულოების  შაჰმა  თავრიზი  დასვენების ადგილად  გაიხადა.  მან დასახლებული  პუნქტებისა  და  სოფლების  მოსახლეობა  გარეკა  და ქვეყანა მოუხვნელ-დაუთესველი  დარჩა,   გაჭირვებამ  და   მოუსავლიანობამ  უმაღლეს  დონეს  მიაღწია.
ზემოხსენებული  სარდლის  შვილმა  მაჰმუდ  ფაშამ,  რომელიც შირვანის  ბეგლარ-ბეგი  იყო,  იმ   მხარეში (ირანისკენს)  წასვლა  განიზრახა. ლაშქრის  წარჩინებულები  სარდლის  წინაშე  წარდგნენ  და უთხრეს;  თუ  ზღვაზე  იბრძოლებ,   დედაშენის  სანახავად  წახვალ, თუ  ხმელეთზე  იბრძოლებ  შვილთან  წახვალო,  შაჰი  არ  გაჩერდება, გაიქცევა,  ჩვენ  დიდი  ჯარით  მისი უკან   დადევნებით ამაოდ  მოვიქანცებითო.  უფრო  გვიან  რომ  წავიდეთ,  თავრიზისთვის  ალყის  შემორტყმა არავითარ  სარგებლობას არ  მოგვიტანს,  რადგანაც კასიმის დღე120 მოახლოებულიაო. გამოზამთრებასთან ერთად  კატეგორიულად  მოითხოვეს  რუმისკენ121 დაბრუნება  სარდალი  შეძლებისდაგვარად  შეეცადა  შეემსუბუქებინა  მათი  მოთხოვნა  და  თქვა:  ამ ლაშქრის  დაფანტვა  გონივრული  და   ვითარების   შესაფერისი  არ არის.  დაბნეული  შაჰი  ჩვენ  მიერ  დაჭრილი  ნადირია.  მისი  ამ   ზამთარში  ხელთ  ჩაგდება  პატარა  საქმეა.  რუმის  ნაცვლად  სჯობია  წავიდეთ  განჯასა  და  ყარაბახში,  რომლებიც  ხვავიანია,  და  იქ  გამოვიზამთროთო,  მაგრამ  მის  სიტყვებს  ყური  არ  ათხოვეს,  კარავი  აშალეს  და  აჯი  სუ  ბაშიდან თავრიზის  მხარეს  დაბრუნდნენ.  მან  კი  მდ. არაქსი  გადალახა  და  შირვანში  აუცილებელ  წასვლას  თავი  აარიდა.  თავრიზის მიმართულებით რამდენიმე  მანძილი122 გაიარა,  შაჰი  კი ერთი  მანძილით  წინ  მიდიოდა.  ამ დროს  სეფერ  ფაშამ,  სივასის  ბეგლარ-ბეგმა  აჰმედ  ფაშამ  და  ალაჯა  ათლი  ჰასან  ფაშამ  თავდასხმის ნება  ითხოვეს,  მაგრამ  არ  დათანხმდნენ.  როდესაც  მათ  ვანის  ციხეს მიაღწიეს,  ლაშქრის  ყოველ  ნაწილს  გამოსაზამთრებელი  ადგილი დაუნიშნეს  და  ვანში  დარჩენის  თადარიგს  შეუდგნენ.
ტ.   1,   გვ.  393–396 
სარდლის  დაბანაკება  ვანის  საზამთრო  სადგომში  და  შაჰის მიერ  ალყის  შემორტყმა
გამოცდილი  უხუცესები  ამბობდნენ:  როდესაც  ჯარს  გაჩერების   ნებართვა  მიეცემა,   მიზანშეწონილია,  რომ  საზღვარზე  კი   არ გაჩერდნენ,  არამედ    ოსმალეთის   სახელმწიფოში – ალეპოში  ან ამიდში  გადაიზამთრონ.  საზღვარზე  დარჩენილი  უჯარო  სარდალი უხელო  და  უფეხო  სარდალს  ჰგავს,   ამიტომ  აქამდე  არ  მომხდარა, რომ  რომელიმე   მთავარსარდალს   საზღვარზე   გამოეზამთროსო. მაგრამ  რადგანაც  ზემოხსენებული  სარდალი  ჯიუტი  კაცი  იყო,   არ დათანხმდა  და  ქალაქ  ვანში  შევიდა.  ვანის  ვილაიეთი  აჰმედ  ფაშას მისცა.  რამდენადაც  ზემოხსენებულის  (აჰმედ  ფაშას)  ჯანმრთელობა  კარგი  არ  იყო,  სარდალმა  თავისი მთავარი  მკურნალი  გაუგზავნა. მკურნალმა  თავისი  საქმე  რამდენიმე  დღეში  დაამთავრა  (სიცოცხლეს  გამოასალმა  აჰმედ  ფაშა).  სარდალმა  მისი  ადგილი  ზინჯირ კირან  ალი  ფაშას  მისცა.  მან  ქურთისტანის  ბეგებისადმი  გულითადობა  გამოიჩინა  და  თითოეული  მათგანი   გასართობად   ნადიმზე მიიწვია  ვანის  ვილაიეთში,  სადაც  თავისი  ჯამაათი  წესრიგში  მოიყვანა. 
ურწმუნოთა  შაჰმა,  ეს   ამბავი  რომ  გაიგო,  ეშმაკების  ურიცხვი ლაშქარი  შეკრიბა,  ურწმუნოთა  ბრბოდან  ალაჰ  ვერდი  ხანი123  წინამძღოლად  დააყენა,  თვითონ  კი  ვანის  მხარეს  გაემართა.  ჭენებით წავიდა  და  მოულოდნელად  გამოჩნდა.  საქმის   გაკეთების იმედით ღამის  წყვდიადში  ველს  მიაღწია  და  იქ დაბანაკდა ისეთ ადგილას, სადაც ზარბაზანი ვერ მისწვდებოდა.
ზემოხსენებულმა სარდალმა  დილით,  როცა  მისთვის  ყველაფერი   ცხადი შეიქნა,  ქურთების  ლაშქარს  და   მასთან   მყოფ  მცერე რაზმელებს სარდლად  დაუნიშნა რაზიე  კადირ-ზადე  მუსტაფა  ფაშა, ისინი  გამოვიდნენ  და  მცირე  ძალებით  შეებნენ  მტერს,  მაგრამ  რადგანაც  ურწმუნოთა  ჯგუფი  მათზე  ორჯერ  მეტი  იყო,  ამიტომ  შერიგება  უფრო  ხელსაყრელად  ჩათვალეს  და  კვლავ  ციხეში  შევიდნენ. აქ ხანდან  აღა  თავისი  ორი  შვილით  ყიზილბაშებს   ტყვედ  ჩაუვარდა.
ტ.   I,    გვ.   396--397 
სარდლის  გამგზავრება  არზრუმისაკენ  და  შაჰის  დაბრუნება 
სარდალი  ნანობდა  ვანში  დარჩენას,   მაგრამ  ნათქვამია,   საქმე რომ  მოხდება,  მერე  მასზე  ფიქრი  უსარგებლოაო.  ამიტომ  მოიფიქრა  და  გადაწყვიტა  როგორმე  ციხიდან  გამოსვლა  და  არზრუმისკენ  წასვლა,  ხოლო  შემდეგ  ლაშქრობაში   მონაწილეობის  მიღება. დავთარდარობისა  და  ბეგლარ-ბეგობის  სამსახურიდან  გადამდგარი შემსი  ფაშა  ვეზირის  რანგით  ხელმეორედ,  თავის  ადგილზე  დანიშნა. ის   ვანის  ზღვაში124,  გემში  ჩაჯდა  და  ადილჯევაზის  ციხისაკენ125  წავიდა,  მაგრამ  იქ   გაჩერება  არ  მიიჩნია  ხელსაყრელად,   ხსენებული ლივის  ბეგის,  ემირ  შაჰ  ბეგისა  და  სხვა  ციხეების  მცველების  ცხენები  აიყვანა  და  სასწრაფოდ  ჰასან  კალესა126 და    არზრუმისკენ გაემართა.   ხსენებულ  მხარეს  რომ   მიუახლოვდა,  არზრუმის  ბეგლარ-ბეგი  ქოსა  სეფერ  ფაშა  შემოეგება  და  რახთით,  აქლემებითა და  სხვა  ნივთებით  დაასაჩუქრა.
შაჰმა  შეიტყო,  რომ  სარდალი  სხვა  მიმართულებით   წავიდა, ამიტომ,  რადგანაც  ვანისთვის  ალყის  შემორტყმა  უახრობა  იყო,  40 დღემდე  გაჩერდა,  შემდეგი  კი   თავრიზისა  და   ნახიჩევნისკენ  გაემართა.   გზაში   ოსმალთა  ციხეებიდან  მაქუს  ციხისკენ   წავიდა  და ალყა  შემოარტყა,  თუმცა  ყოველი  ღონე  იხმარა,   მაგრამ  ვერაფერი  გააწყო.
უფრო  ადრე,  როდესაც  ჯაყალე-ზადეს  ირანელებთან  ლაშქრობა  დაევალა,  კაფუდანის თანამდებობა  ჯაფარ  ფაშას  ებოძა.  60  კატარღით  იგი  ხმელთაშუა  ზღვაზე  გავიდა.    ზოგიერთ   ისტორიაში აღნიშნულია.  რომ  კია  ფაშა-ზადე  მუსტაფა  ფაშა  კაფუდანის  კაიმამაკამი  იყო. 
ტ. 1,  გვ.   397–398 
ათას თოთხმეტი  წლის127  ამბები 
ჯაყალე-ზადეს ამბავი ირანელთა  საზღვარზე 
გასულ  წელს  აღმოსავლეთის  მხარის  სარდალმა ჯაყალე-ზადე სინან  ფაშამ  ვანის ძნელბედობა დროულად  მიღებული  ღონისძიებებით  თავიდან  აიცილა,  ამ   წელს  არზრუმში კვლავ  აღიმართა ძლევამოსილების  დროშა.  ჰასან  კალეში  ყოფნისას  მან   თავისი  შვილი მაჰმუდ  ფაშა  შირვანიდან  გადმოიყვანა   და  დიარბექირი   უბოძა, ზოლო  შირვანი  ჰუსეინ  ფაშას შვილს – აჰმედს  მისცა.
სინან  ფაშამ,  როდესაც  გაიგო  თავრიზის  მიდამოებში  ყიზილბაშთა  შეკრების  ამბავი,   ჯარი  დაძრა  და  ზემოხსენებული   წლის რები   ულ-ახირის   21-ე   დღეს128 სალმასის  მიდამოებში  მივიდა, ხოლო  გზადაბნეული  შაჰი  ხოიში129    იმყოფებოდა.   ორივე,  მხარის მეწინავე  ლაშქარი  ერთმანეთს  შეება. ყიზილბაშები  დამარცხდნენ და უკუიქცნენ. ზემოხსენებული  თვის  24-ე  დღეს130  ოსმალები  ჰამლეს  სახელწოდების  ადგილას  დაბანაკდნენ.  იქ   მოსული  ურწმუნოთა  ერთი  რაზმი  დამარცხდა  და  უკან  გაბრუნდა.
ყიზილბაშებმა  შიშთირი  გაიარეს  და  თავრიზის  ტბის  ნაპირზე დაბანაკდნენ.  მეორე  დღეს  შაჰმა  თავისი  ლაშქარი  სამ  რაზმად  დაჰყო,  თვითონ  [შაჰი] იმ   გორაკზე  იდგა,  საიდანაც  ხსნის  გზა  ჩანდა. ამ დროს არზრუმის ვალიმ – ქოსა სეფერ ფაშამ განუსჯელად და [სათანადო]  ღონისძიების  მიუღებლად  შეიერთა თავრიზის  ბეგლარ–ბეგი  თექელი ფაშა, სივასის  ვალი  რაზიე-ზადე, ორი ძმა – აჰმედ ფაშა  და ჰაიდარ  ფაშა-ხადე ალი  ფაშა  და  ყველა 16  ბეგლარ-ბეგის სახელით  ოცზე  მეტი  სანჯაყ-ბეგი.  მასთან  მყოფმა  თავნება  და  თავზეხელაღებულებმა  სიმამაცე  გამოიჩინეს  და,  მიუხედავად  იმისა, რომ  მათ  სარდლისგან  მიიღეს  ცნობა  იმის  შესახებ,  რომ  არ  აჩქარებულიყვნენ  და  ძალიან  წინ  არ  წასულიყვნენ,  გაკადნიერდნენ და  გამედიდურდნენ,  უშიშრად  ეკვეთნენ  ალავერდი  ხანის  ჯარს. ბრძოლა  შუადღიდან  საღამომდე  გაგრძელდა.
სეფერ  ფაშა  ბრძოლის  ველზე  მტერს  ყოველი  მიმართულებით  ლომისა  და  ვეფხვის  ძალით  ებრძოდა  და  მოწინააღმდეგეს  მიწასთან  ასწორებდა.  ყიზილბაშებმა  მის  თავდასხმას  ვერ  გაუძლეს და  უკუიქცნენ.  მათ  თავი  შეაფარეს  ზულფიეკარ  ხანის  ჯარს.  ზემოხსენებული  სეფერ  ფაშა  მათაც  შეება,  საღამომდე  იბრძოლეს.  როდესაც  გაირკვა,  რომ  ბრძოლა  თანდათან ძლიერდებოდა  და  გვიანობამდე  გასტანდა  ყიზილბაშებმა გადაწყვიტეს – ომის  გადატანა ძნელია,  დრო  ცოტა რჩებაო – დაკრეს  ფეხი  და  გზადაბნეული  შაჰის  ჯარისკენ  გაიქცნენ,  მასთან  დაბანაკდნენ.  მზის  ჩასვლამდე  ნახევარი  საათი  იყო  დარჩენილი  და  ასეთ  ვითარებაში  ერთი  ანდაზისა  არ  იყოს – არ მისდიო შენგან გაქცეულსო – უკუქცეულებს  არ დაედევნენ,  დაბრუნდნენ. 
იმ   დროს,  როცა  საჭირო  იყო  და  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა ჯარის  შესვენებას,  სეფერ  ფაშამ  მტერს  დადევნებაში  გადააჭარბა, მეტიჩრობა  გამოიჩინა,  სარდალი  და  მთელი  ეს  მხედრები  დატოვა და  მთებს  გაღმა,  შორს  წავიდა.  მან უჭკუობა გამოამჟღავნა და თავისი  თავი  მარტო  დატოვა.  როდესაც  ყიზილბაშთა  ლაშქარი  დაიფანტა,  შაჰი  თავისი  ხელქვეითებით  მთაზე  ავიდა.  აქაც  ვერ  გაჩერდა  და  შეშინებული  გასაჩერებელი  მანძილის  [კონაკეს]   ნახევარზე – ერთ  გორაკზე  დაბანაკდა.
ამ დროს  ყიზილბაშთა  ლაშქარმა შაჰის  ჯარს  დახმარება  აღმოუჩინა.  როდესაც  შაჰს  მოახსენეს  სარდლის  ბანაკი  ცარიელიაო,  შაჰი უკან დაბრუნდა და  ბანაკს  თავს  დაესხა.   სარდლის სამსახურისათვის  მზადმყოფი   იანიჩრები,   სილაჰდარები  და  სხვები ამ   ძაღლებს დაუხვდნენ,  ბრძოლა გაუმართეს და  უკან გააბრუნეს. მზის ჩასვლამდე იბრძოდნენ.  დამწუხრებული, გულდამწვარი ყიზილბაშები დაუძლურდნენ.  მას  შემდეგ  რაც   ბევრი   მათგანი  დაჭრეს  და  დახოცეს,  უკანდაბრუნებულნი სეფერ  ფაშას  რაზმებს  შეხვდნენ.  რადგანაც  ეს  ზემოხსენებულები (ოსმალები) ბრძოლიდან მცირერიცხოვანნი და  დაქანცულნი  ბრუნდებოდნენ,  ყიზილბაშთა  ლაშქარი კი  დასვენებული  და მრავალრიცხოვანი  იყო,  ამიტომ  წინააღმდეგობის  გაწევა  შეუძლებელი  შეიქმნა  და  ერთი  რაზმი  შიშთირისკენ გაიქცა.  გაქცეულებმა  თექელი  ფაშამ,  ჯელალი  კარა  კაშ  ფაშამ, კაჩარ  მეჰმედ  ფაშამ  თავიანთი ქვეშევრდომებით  ყიზილბაშთა  ჯარი გაარღვიეს და [ოსმალთა] ბანაკში  მისვლით  თავი  გადაირჩინეს. დანარჩენებმა  მოწამეობრივ  სიკვდილამდე  იბრძოლეს.  ქოსა  სეფერ ფაშამ  მანამდე  იბრძოლა,  სანამ  რაიმე  საომარი  იარაღი  ექნებოდა ხელთ.  ბოლოს  დაიჭრა.  როდესაც  მისი  ცხენიც  დაჭრეს,  ყიზილბაშებმა  შეიპყრეს  და  სხვა   დაჭრილებთან  ერთად  შაჰს   მიჰგვარეს. შაჰმა ზოგი  დახოცა,  ზოგი  შეიწყნარა. 
ცოცხალ-მკვდარი  სეფერ  ფაშა  შაჰის  წინაშე  წარდგა.  შაჰმა უთხრა:  თუ  დამმორჩილდები,  ჩემს  სარწმუნოებას  მიიღებ  და  მამაცი ვაჟკაცი  გახდები,  მაშინ  დაგიცავო,  მან  უპასუხა:  შენ  და  შენს სარწმუნოებაში  მყოფ  ურჯულოებს  ათასი  წყევლა-კრულვაო.  როდესაც  მას  ჭრილობებს  უხვევდნენ,  შესახვევი  მოიხსნა,  მიწაზე  დაანარცხა  და  თქვა:  ნაძრახ სიცოცხლეს  წამებით  სიკვდილი  მირჩევნიაო  და  სალანძღავი  სიტყვებით  მიმართა  შაჰს.  ყიზილბაში  გარეწრები  მიცვივდნენ  და სარწმუნოებისათვის  წამებით  მოკლეს.  თურმე  სარდალს [ადრე] ამისთვის  (სეფერ  ფაშასთვის) რამდენჯერმე შეუთვლია:  თქვენ  რომ  ბეგლარ-ბეგი  ხართ  გაფრთხილდით  და თქვენს  პოზიციებზე  იყავით,  ოსმალთა  წესის  მიხედვით  შეამჭიდროვეთ  თქვენი  რიგებიო.  დაჟინებით  აფრთხილებდა  მათ,  მაგრამ სეფერ  ფაშამ,  თვითონ  მამაცმა  და  გაბედულმა  მებრძოლმა,  მასთან  მყოფმა  კარა  კაშმა  და  ჯელალიელთა131  და  თავზეხელაღებულთა  ერთმა  უშიშართა  ჯგუფმა  ამ  სიტყვებს  ყური  არ  ათხოვეს, თავდაუზოგავად  მტერს  დაედევნენ.  სამართლიანმა  ალაჰმა  ასე ინება.  ეს  უცნაური  ომი  უზენაესი უფლის  იდუმალი  განგების  გამო იყო.  ამ  ბრძოლის  ველზე  დახოცილი  რაზმების  უმეტესობა  თავზე  ხელაღებული  მოჯანყეები  იყვნენ. [მათზეა  ნათქვამი  ანდაზა: „შეიჭრნენ  ქვეყანაში  და  გაბატონდნენ“].  ნადვილი  ჯარისკაცებიდან  ამ  ომში  ცოტა  იყო  წამებით  დახოცილი  მთელი  ლაშქარი მშვიდობით  გადარჩა.  ამ  თავზეხელაღებულთა  ტომების  უწინდელ დანაშაულობათა მისაგებელი  იყო  სასჯელი  ღვთისგან.  სარწმუნოებისათვის  მოწამეობრივი  სიკვდილით [„ცოდვები  ხმლით  განებანებიან“]   ისინი  წყაროზე  განიბანენ  და  ცოდვებიც  მიუტევეს.
საღამოს  ორსავე  მხარეს    დასვენების   შესაძლებლობა  მიეცა. ყიზილბაშები  დაბრუნდნენ  და თავიანთი შაჰის საძებნელად  წავიდნენ. სარდალი თავის  ადგილზე  დარჩა.  ღამე  ქურთისტანის ბეგები და წარჩინებულები სარდალთან მივიდნენ ბრძოლის შედეგების გასარკვევად.   მაგრამ  მათი შეხვედრა შეუძლებელი  შეიქნა. მოსულები  უკან დაბრუნდნენ ასეთი პასუხით: ბედნიერების  პატრონი [სარდალი] დაღლილია და შეუძლოდ არის, სარდალი გაქცეულაო – ასეთი მნიშვნელობა  მისცა  მათ  პასუხს ზოგიერთმა  მათგანმა.  ქურთისტანის  ხალხმა  თავისი კარვები  ამალა  და  გზას   გაუდგა,  კარა  კაშმაც  დატოვა  თავისი  კარავი,  გადარჩენილა  ნაწილიც  მას უკან  გაჰყვა.  ვანის  მხარეს  გაემართნენ.
შემთხვევით  ალეპოს  ბეგლარ-ბეგი  ჯან   ფოლად-ზადე  ჰუსეინ ფაშა  ბრძოლის  დაწყებამდე  ერთი  დღით  ადრე   პოზიციის  ახლოს ნახევარ  გადასარბენზე  დაბანაკდა  და  ბრძოლის  ადგილზე  სწრაფად  მისვლას  აყოვნებდა.  გარდა  ამისა,  მას უთხრეს,  რომ  სარდალი  დამარცხდაო.  მიღებული  არასწორი  ცნობა  მათ  სიმართლედ  მიიჩნიეს  და  უკუიქცნენ.  შემდეგ,  როდესაც  დარწმუნდნენ  ამ   ცნობის   სიყალბეში,  კვლავ   დაბრუნდნენ  და ბანაკისკენ  გაემართნენ. იმის  შიშით,  ადგილობრივმა ქურთმა  ყაჩაღებმა  უკან დაბრუნებულ ისლამის  ლაშქარს  ზიანი  არ  მიაყენონო, ხეობამი მდებარე  გამაგრებულ  ადგილას დაბანაკდნენ. მოსული  ლაშქარიც  შემოიერთეს, მშვიდობით  აიყარნენ  და  პირდაპირ  ვანისკენ  დაიძრნენ.
ამ   ამბის  შემდეგ  ოსმალთა სარდალმა  ბანაკში  დარჩენილი  ლაშქარი  შემოიკრიბა  და  მათი  გულები  მოინადირა.  მან  რაზმები  დააწყო,  ბანაკი  განაპირას  გადასწია.  გაიხედეს  მტრის  მხარეს  და  დაინახეს,  რომ  იქ  არავინ  ჩანდა.  დაინტერესდნენ,  ასეთ  დროს  თითოეული  მათგანი  რას  აკეთებსო.  ისინი  გაოცებულები  იყენენ  მტრის უმოძრაობით.   ამ   დროს  ვანის  ბეგლარ-ბეგმა   კაჩარ   ფაშამ   და მისმა   ხელქვეითებმა  მოქმედებისათვის  საომარი  იარაღები  აიღეს. კაჩარ  ფაშამ  თქვა:  რას  დგახართ  ყიზილბაში  მოვიდა  და  ზარბაზნები   წაიღო.  ამის  შემდეგ  აქეთ-იქით  დაიფანტნენ,  ერთმანეთს აღარ უცდიდნენ.  სარდლის  ორი  ათასამდე  ერთგული კაფუ კულუს  ჯარი დაიფანტა.  სარდალმა  ქვეითები  აქლემებზე  შესვა,  მთელი  ხაზინა, კარავი  და ზარბაზნები ადგილზე  დატოვა. რადგანაც იმ რაიონში ამის შემდეგ გაჩერება   მიზანშეწონილი არ   იყო,  ამიტომ  ვანის მხრისკენ  გაემართნენ.  ამ   მხარეში  ირანის  შაჰის  შიშით  შეიძლება ოსმალებმა  ვერაგობა  ჩაიდინესო  და  ორი  დღე  ეძებეს  დამნაშავენი. ამის  შემდეგ,  როგორც  კი გაიგეს  ოსმალთა   სარდლის  ვანში გამგზავრების  ამბავი,  აიყარნენ  და  თავიანთ  ნაბანაკარზე  მოვიდნენ, სადაც  ისინი  უიმედობამ  მოიცვა  და ზარალის  მეტი  ვერაფერი  ნახეს.
ვანში  მოსულ   სარდალ   სინან  ფაშას   შეეგება   ჯანფოლად-ზადე  ჰუსეინ  ფაშა,  რომელმაც  ჯარის  მშვიდობიანად  გამოყვანა  სასარგებლო  სამსახურად  მიიჩნია  და  დაყოვნებისათვის  ბოდიში  მოიხადა.  მაგრამ  სარდალი  ისე  იყო  გაცეცხლებული,  რომ  ნიაღვარივით მომსკდარმა ცრემლებმაც  ვერ  ჩააქრო  მისი  გაბრაზება. შემდეგ  უსაყვედურა:  რა  იყო  მიზეზი,  რომ  არ მოხვედი  და  სამსახური  არ  გამიწიეო  და  იგი  მსხვერპლად  ანაცვალა  თავის  ღვარძლსა  და  ბოროტებას – თავი  გააგდებინა.  გადმოგვცემენ,  რომ  როდესაც  ჯანფოლად-ზადემ  განიზრახა  სარდალთან შეხვედრა, მან დაინახა, რომ ვარსკვლავები მას კეთილ ბედს არ უწინასწარმეტყველებდნენ. იგი დახელოვნებული  მკითხავი  იყო,  ვარსკვლავებით  მკითხაობდა. კეთილის  მსურველებმა  მას  დაუშალეს  წასვლა,  იმ  გველეშაპთან განრისხების  ჟამს  შეხვედრით  აშინებდნენ.  მან  მაინც  ამაყად  განაცხადა:  როცა  მე  მძინავს,  ჯაკალე  ოღლის  აზრადაც  არ  მოუვა  გაბედოს  და  გამაღვიძოსო.  სარდალთან  ასეთი  ამპარტავნული  პასუხით  რომ  მივიდა,  ამიტომაც  გაემგზავრა  იმ  ქვეყნად.
ჯანფოლად-ზადეს  მკვლელობის  შემდეგ  აჯანყებული  ყაჩაღები გაძლიერდნენ.  30000-მდე  ხელქვეითი  ალეპოში  დაბრუნდა.  მისი ძმა  ალი  ბეგი  და  ხიდირ  ბეგი  მათთან  მივიდნენ  და ჰუსეინ  ფაშას სიკვდილისათვის  შურისძიების  მოთხოვნით ქვეყანა იავარჰყვეს. ეს ბოროტმოქმედება  მურად   ფაშამ    აღკვეთა.  ეს   საგანგებოდ  უნდა აღინიშნოს.
შემდეგ  სარდალი  ვანიდან  აიყარა  და   ზემოხსენებული  წლის რეჯების   21-ე   დღეს132  დიარბექირში  მივიდა,  მაგრამ   მომხდარი უბედურების  გამო  შიშმა  და  მწუხარებამ  შეიპყრო,  ციებ-ცხელება დაემართა  და   გარდაიცვალა.
ვინ  იცის  რამდენი  უბედურების  მიზეზი  გახდა  განსვენებულის ხასიათი.  მან  სინან  ფაშა-ზადესთვის  შამის133  გადაცემის  შემდეგ [იგივე  მხარე] ოსმან  ფაშას  უბოძა,  ხოლო  ალეპოს  ვალი  ნასუჰ ფაშა  მოხსნა  და  ქილისის  ოჯაქლიქი134  ჯანფოლად-ზადეს  უფროს შვილს – ჰუსეინ  ფაშას  გარკვეული პირობით – ილთიზამის  სახით135  უბოძა,  როდესაც  ზემოხსენებული  ალეპოში  მივიდა,  რადგანაც  ნასუჰ  ფაშამ სტამბოლიდან  წარადგინა გადაწყვეტილება, ორივე  მხრიდან  ატყდა ხოცვა-ქლეტა  და  მრავალი  ხალხი  დაიხოცა.  ბოლოს  ჰუსეინ  ფაშამ,  სარდლის  ბრძანების  თანახმად,  ეიალეთი დაიპყრო.
რადგანაც  ნასუჰ  ფაშა  მირ  შერიფის  სიძე  იყო  და  ქურთ  ემირებს  შორის  მომხრეები  ჰყავდა,  მისი  სასოწარკვეთილება  ქურთ ემირებსაც  გადაედო.  ისინი  სარდალს  ზიზღით  უყურებდნენ.  ასეთი  განწყობილებით  წავიდნენ სალაშქროდ  და  ამიტომ  იჩინა  თავი აღნიშნულმა  საშინელმა მდგომარეობამ.
ათას ცხრამეტი წლის136 ამბები
თავრიზის ლაშქრობამში მურად ფაშას სარდლობა
როდესაც  მაღალღირსეულმა  სარდალმა    აღმოსავლეთისაკენ გამგზავრების  განზრახვით  ლაშქრობისათვის  სამხედრო  საჭურვლის, სამოსლისა  და  სხვათა   თადარიგი  დაიჭირა,   გურჯი  მეჰმედ ფაშა კვლავ კაიმამაკამად დარჩა. მურად ფაშა საფარის მეხუთე დღეს137 თავისი  ძლევამოსილი  ჯარით  უსქუდარზე  გადავიდა.  როდესაც  გამოვიდა  ბრძანება  იმის  შესახებ,  რომ  დიდი სისწრაფით გაემგზავრონ სალაშქროდ, ახალმთვარიანობის რები ულ-ევველს138  უსქუდარიდან  აიყარნენ  და   გადაკვეთეს  გადასარბენები.  როდესაც  ირანის  საზღვრებს  მიაღწიეს,  მათდამი   სამსახურში  ჩაყენებული  ბეგლარ-ბეგები  მოვიდნენ  და  ურიცხვი  ჯარი  შეგროვდა. 
როგორც  კი  გაირკვა,  რომ  გზადაბნეული  შაჰი თავრიზის   მიდამოებში  იმყოფებაო,  ამასთან,  სუსხიანი  ზამთარიც  მოახლოებული  იყო,  არ  გაჩერდნენ  და  სასწრაფოდ  თავრიზის   სანახებს   მიაშურეს.  მოსახლეობამ  გაათავისუფლა  დანგრეული  და  დაცარიელებული ქალაქი.   რაც  დარჩა,  ისიც  ისლამის  ლაშქარმა  დაწვა  და  დაანგრია.  შაჰი  იმ   (თავრიზის  სანახებში)  ველებზე  მივიდა.  რაკი  ისინი   წინააღმდეგობის  გაწევას  ელოდნენ,  თავრიზის  სანახებში  არსებული  სერჰაბის  მთის  კოშკზე  ზევით  და  ქვევით  მოძრაობა  მოეჩვენათ. 
ბრძოლის  ველი  რომ  გამოჩნდა,  უბედურების  გზაზე   ბედნიერება  დაესახათ.  ერთხანს  იმ მხარეს  დაყოევნდნენ. მათ  სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ  სახეზე.  ზამთარიც  დადგა.  რადგანაც ლაშქრისათვის  შესვენება შეუძლებელი შეიქმნა, ამიტომ იმ განწირულთა  (ყიზილბაშთა) საქმე მომავალი წლისთვის  გადაიდო. ქვეყნის  განადგურების  შემდეგ  [ოსმალები] დაბრუნდნენ,  სარდალი  და  კაფუ  კულუს  ჯარი  დიარბექირში  გაჩერდნენ. 
ამ ლაშქრობის  დროს  სარდალმა  შაჰს   გაუგზავნა    წერილი. პასუხი  მოვიდა  ოფიციალური  შესავლის  შემდეგ  წერილში  შაჰი წინათ,  შაჰ   ისმაილ  მეორის139  დროს,  დარღვეულ  პირობას  ახსენებდა და წერდა: იმდენად დიდი დრო არ იყო გასული, რომ პირობის დარღვევის გამომწვევი მიზეზი გაჩენილიყო. საზღვარზე მყოფმა  თქვენმა  მბრძანებლებმა  ჩვენი  ვაჭრების  ქონებაზე  გაუმაძღრობა  გამოიჩინეს.  ბევრი  მათგანის  დახოცვის  გამო  ბედნიერების  ფადიშაჰის  მხარეს  (ოსმალეთს)  რამდენჯერმე  მოახსენეს  და აცნობეს,  მაგრამ  ყურადღება  არასოდეს  არ  მიაქციეს.  სასულთნოს პატიოსნებამ  ეს  ვერ  მოითმინა  და  ღმერთისგან  ეს  საქმე  შეწყნარებულ  იქნა.  ქვეყანა, რომელიც ჩვენი მულქი მოურისია, ჩვენს სამფლობელოში შემოვიდა. თათართა  ჯარით140  გაამაყდით.  უწინ ისლამ  გირეიმ141 და  ღაზი  გირეიმ  შირვანის  წინააღმდეგ  ლაშქარი დაძრეს,  მაგრამ  ყიზილბაშებთან  ბრძოლის  დროს  დამარცხდნენ  და მათი  ხანები  ტყვედ  ჩავარდნენ.  თუ  ისინი  ახლაც  კვლავ  მოვლენ, ისევ  დაისჯებიან.  ჩვენთვის  ცნობილია  ოსმალეთის  დინასტიის  ფადიშაჰების  ქონების  ძალა  და  ლაშქრის  სიმრავლე.  მაგრამ  ჩვენმა გმირებმაც,  ანდაზისა  არ  იყოს  „იყვნენ  ასნი,  სძლიეს  ათასს“,  დახმარება  ითხოვეს,  თქვენი  ჯარის  სიმრავლის  გამო  არავითარ  შფოთს. არ  განიცდიან.
განსვენებული სულთან სულეიმან ხანის142 აღმატებულების მიერ განსვენებული  პაპაჩემის – შაჰ თაჰმასპისადმი143 მიცემული პირობის წიგნის  თანახმად,  საერთოდ  თუ  შეიძლება საზღვრის  გადალახვა,  მაშინ  მე   ბედნიერი  ფადიშაჰის  მონა  ვარ.  ვისაც  მტრობაში   ძალა  არა აქვს,  მეგობრობაში  არ  არის  სანდო.  ჩვენი  მდგომარეობა  ნათელია,  ასე  რომ,  თქვენი  თანხმობა  თუ  არ  იქნება,  განგების  ფარდის  მიღმა  რაც  არის  ის შესრულდეს, და  ამით  გათავდეს. 
ტ.   II,   გვ.   84–85
უმაღლესი  სარდლის  მურად  ფაშას  გაგზავნილი  პასუხი 
ოფიციალური  მიმართვის  შემდეგ  თქვენ  გითქვამთ,  რომ  ჩვენ ვამაყობთ  თათრის  ჯარით.  თათარი  ჩვენი  ფადიშაჰის  სხვა  ჯარისკაცების  მსგავსია  თუ  მათი  ხანები  ტყვედ  ჩავარდნენ,  ძველი  ტრადიციული  ჩვეულება  ამბობს:  ერთხელ  დამარცხებული  ერთხელაც გაიმარჯვებსო.  თუ  ბევრსაც  დაატყვევებთ,  ეს  გარდა  იმისა,  რომ  გააჭიანურებს  საქმეს,  სამარცხვინოცაა.  ასე  რომ,  ეს  ქვეყნები,  სადაც ბედნიერი  ფადიშაჰის  ხოტბას  კითხულობენ,  თუ  ამაზე  ხელს  აიღებენ  და  ბოდიშს  მოიხდიან,  მაშინ  მეც  ფადიშაჰის  უმწეო  მონა  ვიქნები.   იმედი  მაქვს,  რომ  ჩემი  სიტყვა  გატარდება,  თქვენს  შორის ჩავდგები  და  ვეცდები  მშვიდობიანობა  ჩამოვაგდო.
მას შემდეგ, რაც უწინდებურად საზღვრები დადგინდება და დაზუსტდება, დავბრუნდები  და  წავალ. მაგრამ  არავითარ  შემთხვეაში  ფადიშაჰის  სამეუფო  თანხმობა  არ  იქნება,  რომ  ქვეყნიერების სასახლის  სახელით  ვინმე  მბრძანებლობდეს.  ისლამის  ლაშქარი  რამდენიმე  წელიწადს ამ მხარეში იზამთრებდა. როდესაც განგების მიერ წინასწარ განზრახული  შესრულდება,  ცხადია,  მაღალი  ალაჰის  შემწეობით,  შურისძიებას  შეეცდებიან.  უწინ  შაჰისგან  მურად ფაშასთან  შემს  ედ-დინ  მეჰმედ  აღა  წერილით  მოვიდა,  მან  რამდენიმე  სიტყვა  თქვა  ზავის  ჩამოგდების  შესახებ.  შემდეგ  ზემოხსენებულს  ჰაირ  ედ-დინ  ჩაუში  გააყოლეს  საპასუხო  წერილით.  ერთ წლამდე  ელოდნენ  და,  რადგანაც  პასუხი  არ  მოვიდა,  სულთან მურად  ხანის  დროს დაპყრობილ არზრუმში  ჯუმად  ალ-ახირის  27-ე დღეს144  ურიცხვი  ჯარით  გასათავისუფლებლად  მოვიდნენ.  ამასობაში  ზემოხსენებულმა  მეჰმედ  აღამ  და  ჰაერ  ედ-დინ  ჩაუშიმ  მოიტანეს  წერელი,  რომლის  მიხედვით,  ზავს  პირობების  დარღვევის მიზეზი  იყო  მოსაზღვრე  პროვინციების  მოსახლეობის  ქონებასა  და ვაჭრებზე  თავდასხმები.  ორივე  მხარის  მოლაპარაკება  ურთიერთგაგებამდე  მივიდა.  იფიქრეს  და  გადაწყვიტეს:  ყველაფერი  ხომ  ძველი სულთნების  დროს  მოხდა;  რაც  იყო,  იყო,  რაკი  მშვიდობის  დამყარების  სურვილი  არსებობს,  ზავი  დაიდოსო.
თუ  სულთან  მურად ხანის დროს  დაპყრობილი ტერიტორიები იმ   მხარეს (ირანის  მხარეს) იქნება, ცხადია „რაც  იყო, იყოს“ პირობაზე ფადიშაჰი არასოდეს არ მოაწერს  კმაყოფილებით  ხელს. თუ  სამშვიდობო  ზავი  დაიდება, ის ტერიტორიები, სადაც  ფადიშაჰის სახელზე ხუტბა145 იკითხება,  ჩვენ   უნდა   ჩაგვბარდესო, – ასეთი  საპასუხო  წერილი  დაიწეოა  და  გაიგზავნა.
ტ. II, გვ. 85–86 
ათას  ოცდაერთი  წლის146 ამბები 
დიდვეზირ  ნასუჰ  ფარას  ირანის  ელჩთან  წასვლა
ნასუჰ  ფაშა  გარეწარი  ყიზილბაშების  სურვილების   განსახილველ  გზას  დაადგა,  მოუთმენლად  ელოდა  იგი  ელჩის  მოსვლას.  შაჰმაც  ეს  ხელსაყრელ  შემთხვევად  მიიჩნია  და  ყაზიასქერის  თანამდებობაზე  მყოფი  ყაზი-ხანი  და  ყაზვინისა  და  ისპაჰანის  ყადიები  ელჩებად   დანიშნა,   ნაკისრი   ვალდებულება – 200   საპალნე  აბრეშუმი – მისცა  და  ზემოხსენებული  წლის  რაბიის  26-ე  დღეს147  დიარბექირში  ნასუჰ  ფამას  გაუგზავნა.  ნასუჰ  ფაშამაც  აბრეშუმთან ერთად  ელჩებიც  მიიღო  და  შაბანის  პირველში148  ისტანბულში  შევიდნენ.
ვეზირის ჩვეულების მიხედვით, დიდი ცერემონიალის შემდეგ ელჩებს, კანონის  მიხედვით,  სხვა  ცერემონიალიც მოუწყვეს, სასახლეში წაიყვანეს. ქვეყნის მფარველი ფადიშაჰი შაბანის  მე-16 დღეს149 დიდებამოსილი ჯარით დაუდ ფაშასთან დიდი რაზმით მოვიდა. იგი სასახლეში  შევიდა,  ირანის   ელჩები  ერთ  ადგილას  დასვეს და დიდი  სანახაობა აჩვენეს. ზემოხსენებული თვის 21-ე დღეს150 ელჩებს ნება დართეს მაღალ ზღურბლს გამომშვიდობებოდნენ. მათი ძღვენი მოიტანეს და საპატიო ხალათებით ღირსნი გახდნენ მთხვეოდნენ ფადიშაჰის კალთას. ყიზილბაშთა შაჰმა ზემოხსენებული ელჩები  უსაქმურებს  შორის  აარჩია  და თქვა: ესენი მცოდნე და სიტყვა-პასუხის  მქონე  პირები  არიან  და  ფადიშაჰის  მეჯლისში  ჭკვიანურად  ილაპარაკებენო.  თუ  საჭირო შეიქნა საუბარი, კითხვა-პასუხს  შეძლებენო,  ამიტომ შეარჩიეს  ისინი,  და  გამოგზავნეს. როდესაც  ელჩები  მისი  აღმატებულების  წინაშე  წარსდგნენ,  ისე  გაოცდნენ,  რომ  მათ  შორის  ყველაზე  უფრო  მცოდნე  და  მოწინავე ყაზი-ხანმაც  კი  ვეღარ  დაძრა  სიტყვა.  მან  მხოლოდ  ერთი  წინადადება წარმოთქვა:  ჩემო  ფადიშაჰო,  მაჰ  აბასი  შენი  მონააო,  მეტი ვერაფერი  მოახსენა.  მან  წერილი დიდვეზირს  გადასცა,  დიდეეზირმა კი – ფადიშაჰს,  შემდეგ  ელჩები  გარეთ  გამოვიდნენ  და  წავიდნენ.
მათ  განსვენებული  სულთან  სულეიმანის   დროს  შაპ   თაჰმასპთან  დადებული  ზავით  არზრუმისა  და  ბაღდადის  მხარეებში  დადგენილი  საზღვარი  აღიარეს  მიჯნად,  ამასთან  დაადგინეს  შეპირებული  აბრეშუმის  ყოველ  წელს  გამოგზავნა  ზავის  პირობის  თანახმად. რამაზანის  26-ე  დღეს151 ელჩებს  დართეს  დივანში  მოსვლის  ნება. წვეულების  შემდეგ  ისინი  უმაღლეს  სააჯო  კარზე  მივიდნენ  საპატიო  ხალათებით.  კანონის  მიხედვით,  მათ  მისცეს  საპასუხო  წერილით  დაბრუნებისა  და  უკუქცევის  ნებართვა.  ამასობაში  არზრუმის ბეგლარ-ბეგ  ჰუსეინ  ფაშას  შეუერთდნენ  და  საზღვოის  საქმეების მოსაგვარებლად  ინჯილი  მუსტაფა  ჩაუში  მათთან  ერთად  გაგზავნეს.  მაგრამ  1024  წლამდე152 საზღვრის  საკითხი  ვერ  გადაწყდა.  მათ (ყიზილბაშთა)  მიერ  საქმის  დაყოვნება  და  გაჭიანურება  ვერაგობისა  და  გულგრილობის  მაუწყებელი  იყო.
ათას  ოცდაორი  წლის153 ამგები 
ფადიშაჰის  ხელისუფლებასთან  მეჰმედ  გირეის  ჩამოსვლა 
ყირიმის  ხანის  ერთ-ერთი უფლისწული მეჰმედ  გირეი სალამათ გირეი  ხანის მემკვიდრე  იყო.  იმ   ხანად  მათ  შორის უთანხმოება ჩამოვარდა,  რის  გამოც  მეჰმედ  გირეი  შეუერთდა  თავის ძმას – შაჰინ  გირეის,  რომელიც  თავის   მხრივ   ჩერქეზთა  ტომებთან  იყო დაკავშირებული  და  ხანდახან  ყირიმის  ხანს   ავიწროებდა.  სალამათ გირეის  გარდაცვალების  შემდეგ  მისი   ადგილი  დაიკავა  ჯანი ბეგ გირეი  ხანმა. როდესაც მოინდომეს  მისი  მოშორება,  ჭკვიანმა, შორსმჭვრეტელმა, მცოდნემ  და  მოხერხებულმა მეჰმედ   გირეიმ  სხვა ვერაფერი  მოახერხა,  გარდა  იმისა,  რომ  თავი  შეეფარებინა  მაღალი  ზღურბლის  მხარისათვის,  რომელიც  აღმოსავლეთისა  და   დასავლეთის  სულთნების  თავშესაფარი იყო, როგორღაც   შეძლო რუმის  ქვეყანაში  გადმოსვლა.  400-მდე  თათრით  სწრაფად,  ჭენებით წამოვიდა.  რაკი  მათ    ფადიმაჰისაგან   ჩასვლის   ნებართვა  მიიღეს, ჩვეულების  მიხედვით,   დივანის  უამრავი  ხალხი  და   დიდვეზირის აღაები  მათ  შესახვედრად  გაგზავნეს.  როდოსჯიკის  ბანაკში  მისვლისას  ისინი  ფადიშაჰის  ფეხზე  მთხვევის  ღირსნი  გახდნენ.  საგანგებო ვითარების  გამო  დივანი  მოიწვიეს,  ტახტზე  ქვეყნიერების  ფადიშაჰი   დაჯდა.  ხანზადეების  ორ  მონას   კაფუჯი-ბაშიები154  მიუჩინეს, წესისამებრ  დადგნენ.  იმ   ბანაკში  კვლავ  მევლუდის  დღესასწაული იყო  და  ამიტომ  გააჩირაღდნეს  ღამე,  თოფებს  ისროდნენ,  კარვებსა და  მის ახლომახლო ადგილებში ურიცხვი მაშხალა  აანთეს.
დილას  აიყარნენ  და  ქოფრეჯი  ჩაირში  დასცეს  ბანაკი.  მეორე დღეს  დაბანაკდნენ  დაბაში,  რომელსაც  უმურჩი  ერქვა.   მომდევნო დღესაც  სულორში  გაშალეს  კარვები.  აქ    მათ  შეეგებნენ  და  მიესალმნენ  კაფუდან მეჰმედ  ფაშა,  ბოსტანჯი-ბაში155  ჰასან  აღა თავისი ხელქვეითებით  და  ყველა  ბოსტანჯი. ულემა და  უამრავი  თანამდებობის  პირი  აქ შეხვდა ერთმანეთს, ღამე  სულორის  ბაღში  გაემგზავრნენ.  მგზავრობის  დროს  მუფთი  მეჰმედ  ეფენდი  და  სხვა  სწავლულები  შემოეგებნენ.  როდესაც  შეიხ  ულ-ისლამი156   მათ   მიუახლოვდა,  იგი   ჩამოქვეითდა,  შემდეგ  გაემართა  მისი   (მეჰმედ გირეის)   უზენაესი  მუხლის  საამბორებლად,  ცხენს    თავი  გადაუწია და  სადავე  დაუჭირა.  მუფთი  ეფენდიმ  მისი   უწმინდესობის  თავი დიდი  პატევისცემით  მაღლა  ასწია.  კეთილი  ინებეს  და წარმოთქვეს რამდენიმე  სიტყვა. ამ სიტყვებში იგულისხმებოდა, რომ ის (მეჰმედ გირეი) სასწრაფოდ უნდა ამხედრებულიყო. ამის შემდეგ ყველა ულემა რიგის  მიხედვით  დაეწყო  და  ხელზე  ემთხვია.  მოლებიც  და  მუდერისებიც  ხელზე  ეამბორნენ,  შემდეგ  კვლავ  გამართეს  სადღესასწაულო  სვლა  და  დაუდ  ფაშას  ბაღში  გაჩერდნენ. იმ  ღამეს  ლაშქრის  ადგილი  ძალიან  გააჩირაღდნეს,  თოფებისა  და ზარბაზნების  დიდი  სროლა  ატყდა.  მეორე  დღე  შაბათი  იყო,  რები ულ-ევველის  თვის  24-ე  დღეს157. სანაქებო  პროცესიითა  და  რაზმებით  ლაშქარი  სასულთნოს დედაქალაქმი  შევიდა,  შემდეგ  კი რები  ულ-ახირის  თვის  პირველში158  უსქუდარის  სასახლეში  გადავიდა  და  გართობა  და  ნადირობა  დაიწყო.
ტ.   II,   გვ.   102–103 
ირანის  შაჰის   სამშვიდობო  ხელშეკრულების  შესახებ 
ამ  წელს159  ხელშეკრულება,  ირანის  შაჰთან  დამყარებული მშვიდობიანობის  შესახებ,  მუფთი მეჰმედ ეფენდის მეშვეობით დაეწერა და გაიგზავნა. ფადიშაჰების  წინაპრების  სამშვიდობო ხელშეკრულებებში  აღნიშნული  პირობების  თანახმად,  რომელიც რჩეულმა ადამიანებმა,  სჯულმდებლებმა  და  სარწმუნოების  დიდმა ერთგულებმა  შეადგინეს.  მასში  ლანძღვა,  წყევლა,  ავსიტყვაობა და  გინება  არ  ყოფილა.  შაჰ  თამაზის  მიერ  ნაკისრი  ვალდებულების  მიხედვით,  ავსიტყვაობა  ოფიციალურად  არ  იყო  მიღებული. ხელშეკრულებაში  ნათქვამი  იყო:  იქ  [ირანის  მხარეზე] მყოფი სუნიტების  მიმართ  სალანძღავი  სიტყვები  არ  იქნეს  გამოყენებული, თავიანთი  სურვილით  ჩვენსკენ (ოსმალეთისკენ) გადმოსვლის  მომხრეებს  ნება  დაერთოთ.  ოსმალთა მფლობელობაში  მყოფ  ციხეებს და  ადგილებს  თავს  ნუ  დაესხმიან.  სულთან  სელიმ  ხანის160  დროს დადგენილი  საზღვარი  ძალაში  დარჩეს.  ბაღდადის  ეიალეთისადმი დაქვემდებარებული  სანჯარ  ოღლის  კურთხეულ  ხელში  არსებული ქვეყნები  კვლავ  ბაღდადს  დაემორჩილოს  და  მას  მზრუნველობა და დახმარება  არ  აღმოეჩინოს.  როდესაც შეჰრიზორის  ეიალეთის  უდიდესი  ქალაქები ჰულუ ხანის ხელყოფისაგან განთავისუფლდება, მათდამი დახმარებასა და  მზრუნველობას  ნუ  გამოიჩენთ.  აღმოსავლეთის  ქვეყნებიდან  მომავალი  ჰაჯიები  ალეპოსა  და  შამის  გზით ივლიან.  რადგანაც  ბაღდადღისა  და  ბასრას  გზებზე  მშვიდობიანობა და უშიშროება  არ  არის,  ნუ  ივლიან  ამ  გზით.  ძველთაგანვე  ამ  მხარისადმი  ერთგულად  მყოფი  შამხალის  ხანი  და  სხვა  მმართველები დაღესტნის  ქვეყნებსა  და  სხვებს ზარალსა  და  ზიანს  ნუ  მიაყენებენ. როდესაც  გაიცემა  ფირმანი  უღვთო  რუსების  ამ  მხარისაკენ  წამოსასვლელი  გზის  გადასაკეტად  აშენებული  თერგის  ციხის  დანგრევის  თაობაზე,  შაჰის  ლაშქრიდან  არავინ  ჩაერიოს.  საზღვრები  უშიშროებაში  იყოს.  ამ  წესით  საზღვრის  დასადგენად  მომიჯნავე  ფაშებისაგან  ბაღდადის  ვალი  მაჰმუდ  ფაშა  და  ვანის  ბეგლარ-ბეგი მეჰმედ  ფაშა  დაინიშნონ.  ორივე  მხარის  გადაწყვეტილების  მიხედვით,  საზღვრის  საბოლოო  დასადგენად  უმაღლესი  ბრძანებები  დაიგზავნოს.
ტ. II, გვ. 113–114 
ათას  ოცდაოთხი  წლის161 ამბები 
დიდვეზირ  მეჰმედ  ფაშას სარდლობა ერევნის  მხარეს 
ამას წინათ ირანის შაჰთან საზავო ხელშეკრულება დაიდო. ნასუჰ ფაშასთან ერთად ჩამოსული ყადი ხანად წოდებული ელჩი 1021  წლის შაბანის  თვეში162  პირობის  წიგნით    წავიდა. მასთან ერთად  გაიგზავნა  უზენაესი  სასახლის [სტამბოლის] ჩაუშთაგან ინჯილი  მუსტაფა  ჩაუშიც.  ისინი  დაახლოებით  ორ  წელს  ირანში დარჩნენ.  მას  შემდეგ ორმა  წელმა  განვლო,  რაც  შაპ  აბასს    დაკისრებული  ჰქონდა  ყოველწლიურად  ასი  საპალნე  აბრეშუმი  და  ასი საპალნე  სხვა  ძვირფასი  საქონლის  გამოგზავნა.  მან  ეს პირობა  არ შეასრულა:  განა  მოხარაჯე  უნდა  ვიყოო,  პირობის  შეუსრულებლობა  არ შეიძლებაო – თქვა ფადიშაჰმა  და  ცეცხლივით  აელვარდა.  მან  ვეზირ  მეჰმედ  ფაშას  უზენაესი  სიგელი  გაუგზავნა  და უბრძანა  ლაშქრობისათვის  მომზადება.  მათაც  ფირმანის  შესაბამისად  საჭურველი მოამზადეს,  მთელი კაფუ  კულუს163,  რუმელიისა  და ანატოლიის  ლაშქრით  ირანზე  გასალაშქრებლად  გაემზადნენ.  გურჯი  მეჰმედ  ფაშა  კაიმამაკამად  დარჩა,  ლუვენჯე-ზადე  მთავარი  დავთარდარი  გახდა.  მის  წინამორბედ  ბაკი  ფაშას  ბოსნიის  ვილაიეთი ებოძა.
ხსენებული  წლის რები  ულ-ახირის  23-ე დღეს164  სარდალი დიდი  ლაშქრით  უსქუდარში  გადავიდა.  იანიჩართა  აღა, მუსლი აღა და  ისთიქამეთ  ეფენდი  ლაშქრობის  დავთარდარი  გახდნენ  და  მათ ბანაკში   დაბანაკდნენ  ოცი  დღის  დაყოვნების  შემდეგ  აიყარნენ, გაიარეს  მანძილები  და  შაბანის  თვეში165 ალეპოში  შევიდნენ.  სულთან  სელიმის   ძველ  მეჩეთში  მყოფ  დროებით  მუნეჯემ-ბაშს166 – დერვიშ თალებ ეფენდს, რომელიც მეჰმედ ფაშას მუნეჯიმი იყო, ეს უკანასკნელი  გვერდიდან  არ  იშორებდა.  ამ ლაშქრობაშიც  კი  წაიყვანა.  დრო  ცოტა  იყო  დარჩენილი,  მალე  მკაცრი  ზამთარი  დადგებოდა,  ამიტომ  იანიჩრებმა გამოზამთრება  ირჩიეს  მარაშსა  და მალათიაში. სიფაჰებმა – სივასში, ხოლო სილაჰდარებმა – ყარამანიაში. მათ გონივრულად  მიიჩნიეს   გაზაფხულზე  ირანში  შეჭრა. სამასი სამხედრო პირი  ჩაწერეს. კასიმის  დღეს  მათ  აიღეს  ჯამაგირი,  სარგო  და  წავიდნენ,  დიდვეზირი  კი  ალეპოს  სასახლეში  შევიდა.  ალეპოს  ვალი  ეთმექჩი-ზადე  აჰმედ  ფაშა  დედაქალაქში  მიიწვიეს  კაიმამაკამობის  მისაღებად  და  გაგზავნეს  თანამდებობის  დასაკავებლად. იემენის  მხარეს   გამგზავრებული  ბოლუქის  ჯარი   ბოროტგანმზრახველების  გარეკვის შემდეგ ალეპოში შევიდა. მათ ჯამაგირები და სამსახურის სარგო მისცეს და   გამოსაზამთრებლად  გაიგზავნენ. 
ტ. II, გვ. 136–137 
ირანის  შაჰის  მაცნეს ჩამოსვლა
როდესაც  დიდვეზირი  სარდლად  დაინიშნა, ზემოხსენებული ინჯილი  ჩაუშიდან  კაცი  მოვიდა  და  აცნობა,  რომ  შაჰის  მიერ  ნაკისრი ყოველწლიურად  გამოსაგზავნი  აბრეშუმით  კასიმ  ბეგად  წოდებული  ელჩი  მოვიდა  და  ერევნის  საზღვარს  მიაღწია.  ორი  წელი იყო  მას  აქეთ,  რაც  უმიზეზოდ  ყოვნდებოდა  პირობის  [შაჰს  აბრეშუმი  უნდა  გამოეგზავნა] შესრულება,  ამით  განრისხებულმა  ფადიშაჰმა  ირანში  გალაშქრება  გადაწყვიტა.  მას  შემდეგ,  რაც  სარდალი  ალეპოში  შევიდა, ზემოხსენებული  ელჩიც  დედაქალაქში  მივიდა.  აქ  იგი  ყოველგვარი  პატივისცემის  გარეშე  მიიღეს.  ერთ  უბანში  დააბინავეს  და  ჩვეულების  მიხედვით  მხოლოდ  სავალდებულო ღონისძიება  ჩაატარეს.  ერთ  წლამდე  სრულიად  უყურადღებოდ დატოვეს,  არც  მისი  მოტანილი  წერილისთვის  მიუქცევიათ  ყურადღება  და  არც  მის  მიერ  მოტანილი  საჩუქრები  მოიწონეს.
ტ.   II,      გვ.   137
ათას  ოცდახუთი  წლის167  ამბები 
დიდი  სარდლის  ბგამბზავრება  ერევნისაკენ 
გაზაფხულზე  ოსმალები  ალეპოს  საზამთრო  სადგომებიდან  ზემოხსენებული  თვის  მეშვიდე  დღეს168  გამოემგზავრნენ  და  რები  ულ-ახირის  პირველში169 გოქმეიდანში  კარვები  გაშალეს.  დაიგზავნა  გამოსაზამთრებლად  მყოფი  ჯარის  არზრუმის  მხარისკენ  გამგზავრების ბრძანებები.  მარაშისა  და ალეპოს  ბეგლარ-ბეგები  ბირეჯიკიდან  არზრუმისკენ  ადრევე  გამოემართნენ,  შემდეგ  სარდალი მეჰმედ ფაშაც გამოვიდა.  გოქსუნის  იალაღებიდან  აკშარის   ველზე რომ   გაიარეს, რუმელიის  ბეგლარ-ბეგი  დაუდ  ფაშა  ვილაიეთის  ლაშქრით  მოვიდა და  მათ შეუერთდა,  თან დედაქალაქიდან ხაზინის ფული მოიტანა.  ჯუმად ალ-ევველის  პირველ  რიცხვებში170 არზრუმშე  ჩავიდნენ.  ციხიდან  რვა  ზარბაზანი  აიღეს,  საჭურველი  მოამზადეს. 
მას  შემდეგ,  რაც  კანონის  მიხედვით კაფუ  კულუს  ჯარს  სურსათი დაურიგეს,  ანატოლიის,  ყარამანიისა და სივასის  ვილაიეთების  ლაშქარი  მოვიდა.  დიარბექირის  ბეგლარ-ბეგს  დილავერ  ფაშას და  ვანის ბეგლარ-ბეგს – თექელი  მეჰმედ  ფაშას  ერევანში  მოსვლის  ფერმანი  ებოძათ.  ბაღდადის  ვალი  მუსტაფა  ფაშაც  მოსულის, სეიდ  ხანისა და  ქურთთა  სხვა   ლაშქარს  შეუერთდა.  აზაბთა  ბოლუქებით171 ბრძანებები  გაიგზავნა,  რომ  ნეჰავენდში  გამგზავრებულიყვნენ,  შემდეგ  აიყარნენ  და  ზემოხსენებული  თვის  ბოლო  რიცხვებში172   ყარსში  მივიდნენ. 
ტ.   11,  გვ.   141–142 
ყარსის  ციხის შეკეთება 
ადრე ყარსის ციხე გზადაბნეული შაჰის მჩაგვრელი ხელით დაინგრა. ახლა  მიზანშეწონილად  მიიჩნიეს   მისი   შეკეთება  და   იქ ჯარის  დაბანაკება.  საქმის  გაკეთება  კაფუ  კულუსა  და  ფაშებს  დაავალეს,  რომელთაც  ერთ  კვირაში  იმდენი  ააშენეს,  რომ  შესაძლებელი  გახდა  იქ   დაბანაკება.  ბოლუქის  რაზმიდან   ჯამაგირის  მომატებით  ყულის  შვილები  აღრიცხეს.  მას   შემდეგ  რაც  მათ   დასაცავად  ჯარი  და  ზარბაზნები  განაწესეს,  ოსმალები  აიყარნენ  და ჯუმად  ალ-ახირის  შუა  რიცხვებში173  ერევნის  ველზე   მივიდნენ, ღამით  სანგრები  მოამზადეს  და   ალყა  შემოარტყეს  ერევნის  ციხეს.
ამირგუნე  ხანმა  ეს   ციხე  მტკიცედ  გაამაგრა,  ჯარითა  და  საჭურვლით  გაავსო,  შაჰი  კი  თავისი  ლაშქრით  ნახიჩევანში  იყო.  [ერევნის]  გარშემო  ზარბაზნები  შემოაწყვეს  და   ოცი  დღე  უშენდნენ, მაგრამ  არავითარი  შედეგი  არ   გამოიღო.  ოსმალებმა  დაიწყეს  მიწის  თხრა.  დღისით  ნათხარი  მიწა  მეციხოვნეებს   ღამე  შიგნით  შეჰქონდათ,  ამაოდ  იღვწოდნენ.  ოსმალები  ტომრებს  ორმოში  რომ ჩაყრიდნენ,  მოწინააღმდეგენი  კავებით   ციხის   შიგნით  შეათრევდნენ  ხოლმე.  ბოლოს  ისლამის  ლაშქარმა  პატარ-პატარა  გამაგრებული  ადგილები  გააკეთა,  ზარბაზნები  დაუშინა  და  კედლებში  ნახვრეტები  გააკეთა.  ციხეს  ყოველი  მხრიდან  შეუტიეს.  მაზანდარელი მსროლელები  ზღუდესთან  შეიკრიბნენ  და   დიდი  ბრძოლა  გამართეს,  ბევრი  დაეცა  სარწმუნოებისათვის.  რადგანაც  იანიჩართა  აღა – მუსლი  აღა  სარწმუნოებისათვის  მოკვდა  და თურქჩე  ბილმეზი  დაიჭრა,  ლაშქარმა  უკან  დაიხია.
ტ,   II.   გვ. 142.
ირანის  ელჩის  დაპატიმრება 
როდესაც ირანელებმა შეიტყვეს, რომ ამას წინათ ირანის შაჰის წინააღმდეგ  გასალაშქრებლად  სარდალი  დაინიშნა,  ორ  წელიწადს  გადაუხდელი  ნაკისრი   აბრეშუმისა   და   საჩუქრებიდან  ერთ წელს გადასახდელი აბრეშუმით კასიმად სახელდებული  ელჩი  გამოაგზავნეს.  როდესაც  იგი  უზენაეს  ზღურბლში  მოვიდა,  კანონის მიხედვით,  განსაზღვრული  უბოძეს,  ხოლო  მის  წერილებსა  და საჩუქრებს ყურადღება  არ  მიაქციეს. ამასობაში ხსენებული  ელჩი  ფადიშაჰის  რისხვის  მსხვერპლი  გახდა  და  იედი  კულეში  დააპატიმრეს. 
ხალილ  ფაშამ  ლაშქრობისათვის  საჭურვლის  მომზადება  დაიწყო.  მან  ყირიმის ხანს – ჯანიბეგ  გირეის,  კანონის  მიხედვით,  გაუგზავნა  გზის   ხარჯი  და   უზენაესი   სიგელი,  თათრის  ჯარის  სალაშქროდ  მოსვლის  შესახებ.  ეთმექჩი-ზადემ  მუხანათობას მიმართა. მან  თავისი ხელქვეითთაგანი – მიჰთერ  მეჰმედად  წოდებული  პირი – დივანში  მოაყვანინა.  იმ   მიზეზით,  რომ  უწინ  ვეზირ  ჰალილ ფაშასთან  დაკავშირებით  მან ერთი  კაცი  მოკლა,  ფადიშაჰის  ბრძანებით  მას სასწრაფოდ  კისერი  გააგდებინა,  ხოლო ყველანი,  ვინც  ეთმექჩი-ზადეს    ქრთამზე    უჩიოდნენ,     ხალილ   ფაშამ  გაანთავისუფლა.  ამის  შემდეგ  ჰალილ  ფაშას  სურვილი იყო ეთმექჩი-ზადეს  სასახლის  კარიდან  მოშორება  და  ფადიშაჰისათვის შეძულება.
ოსმალებმა  თადარიგი  დაიჭირეს  და   იმ    გაზაფხულზე  ჯარით უსქუდარში  გადავიდნენ.  ეთმექჩი-ზადეს  კაიმამაკამობა  თავისთვის ჰქონდა  გადაწყვეტილი,  მაგრამ  როდესაც  სარდლობა  ირანისკენ  გაემართ,  ქვეყნის  მფარველმა  ფადიშაჰმა  ბუდინის  დასაცავად  მყოფ სუფი  მეჰმედ  ფაშას  უბოძა  და  უზენაესი  წერილით  საგანგებოდ კაცი  გაუგზავნა.  ისიც  სასწრაფოდ  სტამბოლში  ჩამოვიდა და საქვეყნო  საქმეების  კეთებას  შეუდგა   ეთმექჩი-ზადე   სურვილის შეუსრულებლობის  გამო   დადარდიანდა  და  შიშისა  და  შეშფოთებისაგან  ავად  გახდა. 
ტ.    II,    გვ.    146–147 
ათას  ოცდაექვსი  წლის174  ამგები 
დიდვეზირ  ჰალილ  ფაშას  დიარბეკირში  გამოსაზამთრებლად გამგზავრება  და  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანის  ჩამოსვლა
ჯუმად  ალ-ახირის  თვის  მერვე, ხუთშაბათ დღეს175 დიდვეზირი  უზენაეს  ზღურბლთან  მოვიდა  და  ქედი  მოიხარა   მის  წინაშე. იგი   დიდი  ჯარით  უსქუდარში  გადავიდა.  რადგანაც   ირანი  შორს იყო,  იმისათვის  რომ  დიდძალი  ლაშქარი  არ  მოქანცულიყო,  ბრძანება  გასცა,  რომ  დიარბექირში  გამოეზამთრათ.  მათ  გაიარეს  მანძილები  და   შაბანის  თვეში176  დიარბექირში  შევიდნენ.
თათარ ხანი ორმოცათასინი ცეცხლმფრქვეველი თათრის ჯარით  კაფადან177  გამოემართა.  ფეჩევის  სიტყვით,  მან   სარდალს შეატყობინა:  ვიდრე  საზამთრო  სადგომამდე  მივიდოდეთ,  მანამდე ყიზილბაშებს  დავესხთ თავსო. რადგანაც სარდალმაც ნება   მისცა,   განჯის,   ნახიჩევნისა    და   ჯულჰას   მიდამოები    იავარჰყვეს, ტყვედ  ჩაიგდეს  ათასამდე  კაცი,  გარეკეს  ხარები  და  სხვა  საქონელი.  იმ მხარეებძს  გავერანების  შემდეგ დაბრუნდნენ და, როდესაც დიარბექირში  მივიდნენ,  მათ  დიდვეზირი   წარჩინებულებითა   და ჯარით  შეეგება.  ისინი  ამხედრებულები  შეხვდნენ და  პატივისცემით კარავში  დააბინავეს.  ნადიმის  გამართვის  შემდეგ  ძვირფასი  ქვებით მოოჭვილი  სატევარი,  ორლესული,  აგრეთვე  მოოჭვილი  რახტი  და უნაგირიანი  ცხენი  თათარ  ხანს  უბოძეს.  უზენაესი  მხარიდან  გამო-გზავნილი 5000  ოქრო  სახარჯოდ  იქვე  მისცეს,  სხვა  მირზებს  კი ძვირფასი  საპატიო  ხალათები  ჩააცვეს.  ამის  შემდეგ  ყველა  ბეგლარ-ბეგი  თათარხანს  სათანადო  პატივით  წინ  გაუძღვა  და  თავის ლაშქართან  მიიყვანა.  რამდენიმე  დღის  შემდეგ,  რადგანაც  იბნ  ემირის  კუნძული,  რომელიც  მირ  შერიფ  ფაშას  ემორჩილებოდა,  თავიანთი  და  თათრის  ჯარის  გამოსახამთრებლად  მიიჩნიეს,  იმ  მხარეს  გაემართნენ. 
ტ. II, გვ. 151 
ლაშქრის  გამგზავრება  საქართველოს გასაცავად
გურიის მთავარმა წერილი გამოგზავნა დედაქალაქში და უზენაეს კარს შეატყობინა, რომ ყიზილბაშებს საქართველოს ქვეყნების  დაპყრობის  ბოროტი  განზრახვა  აქვთო.  საქართველოს  დაცვა დაევალა  ბათუმის  ბეგლარ-ბეგს  ომერ  ფაშას  თავისი  ვილაიეთის ჯარით,  ჩილდირის  ბეგს –  მურთაზა  სეფერ  ფაშას  და  საქართველოს  სხვა  მხარეების  ბეგებს  და მმართველებს:  გურიელს,  დადიანს,  იმერეთის  მეფეს  თავიანთ  საბრძანებლოებში  მყოფი  ლაშქრით,  არზრუმსა  და  ტრაპიზონში  მყოფი  იანიჩრების  მეთაურებთან  ერთად,  დაღესტნის  მფლობელსაც  მიმართეს  დაუყოვნებლივ დაძრულიყო.  ზემოხსენებული  მხარის  დასაცავად  ლაშქრის  წასვლის  შესახებ  გაიგზავნა  სერასქერის  ბრძანება.
ტ. II, გვ. 151–152 
ათას  ოცდაშვიდი  წლის178 ამბები 
მეჰმედ  გირეის  შესახებ 
როდესაც  ხმა  გავრცელდა, რომ მაღალლირსეული  ფადიშაჰის ტახტზე  ასვლისა  და  ლაშქრით  გამოსვლის  დღეს  იედი  კულეში  გამოკეტილმა  მეჰმედ  გირეი  ხანმა  ხელსაყრელი  შემთხვევით  ისარგებლა  და  რამდენიმე  თათრით  გაიქცა,  კაიმამაკამ  მეჰმედ  ფაშამ ჰაჯი სუი  ბაში   ნავით  ზღვის  ნაპირ-ნაპირ  საძებნელად  გაგზავნა, ხმელეთით  კი   ჭენებით  ისქანდერ  ფაშა  გაეშურა. 
ჰაჯი  სუი  ბაშიმ  ზღვით  ისქანდერ  ფაშაზე ადრე  მიაღწია  ახიოლისა  და  ვარნას  მიდამოებს.  როდესაც  ეს  ვილაიეთის  მოსახლეობას აცნობეს,  მათ  საზიზღარი   უფლისწულის  ხელთ   ჩასაგდებად ყოველ  მხარეში  დაიწყეს  ძებნა.  მეჰმედ  გირეი  კი   საღამოს  მოსულიყო  და  ველზე  ხის   ძირას  გაჩერებულიყო  დასასვენებლად.  როდესაც  დაბის  მოსახლეობა  მას  თავს  დაესხა,  მან  ერთი  იანიჩარი  ისრით  მოკლა.  მისი  მოკვლის  შემდეგ  ბრძოლას  თავი  გაანებეს  და  ხალხთან  ერთად   დაბაში   შევიდნენ.  ამასობამი   ისქანდერ   ფაშამაც მიაღწია  და  მეჰმედ  გირეი  დაიჭირეს.  მისი  დედაქალაქში  მოყვანისათვის  მას   (ისქანდერ  ფაშას) დიდი  პატივი  სცეს,    მეჰმედ   გირეი კვლავ  იედი  კულეში  დაამწყვდიეს.
ჰასან   ბეი-ზადე  ასე   აღწერს  მეჰმედ  გირეის  გაქცევას:  ოსმან ხანის179  ტახტზე  ასვლის  დროს  ჩვენმა  მირზებმა  თქვეს,  რომ  ამხედრებაა  საჭირო  და  40–50  ცხენი  ითხოვეს.  იედი  კულეს  ეზოში   შეკაზმეს  ცხენები,  თავიანთი  რაზმები  აამხედრეს.  ერთ  ცხენზე   მეჰმედ  გირეი  შეჯდა.  მეციხოვნე  ჯემალ  აღა  კარებთან  იჯდა. ხანმა  მას   ხუმრობითა  და სიცილით  უთხრა:  აღა  გამოვიდა  და მე უნდა  წავიდეო.  აღამ  მაშინვე  მიუგო:  ღმერთმა  ნუ  ქნას,  რომ  ჩემმა ფადიშაჰმა უბედურება  ჩაიდინოსო.  ამის  შემდეგ ერთმანეთს  კვლავ კითხვა-პასუხს  აძლევდნენ,  ხან-ზადემ  ერთხელ   კიდევ  მიმართა: ჰეი,   აღა!  თან  ცხენი  გარეთ  გამოაჭენა  და  თავისი   ხელქვეითებით გაიქცა.
მდევრები  რომ  დაეწივნენ,  შეშინებულები  წყალში  ჩავარდნენ, რადგანაც  ლერწმის  ისრები  დაუსველდათ,  ვეღარ  გაისროლეს  და უმწეონი  შეიქმნენ.  ღანი-ზადე   ჩოკდარ ლალა-ზადე  წყალში შევიდა, ხელები  გაშალა  და  ამ   უცხო  გმირს  [მეჰმედ  გირეის]  უთხრა: პირველი  და  უკანასკნელი  ბედნიერება  ხარ,  ჩემო  ფადიშაჰო,  ბარემ მე, თქვენს  მონას დამმორჩილდით,   რომელსაც  ხალხი  გარშემო შემორტყმიაო,  იგი  მაშინვე  დანებდა.  ზემოხსენებულმა  ის   გულში ჩაიხუტა.   ისქანდერ  ფაშა  თავისი   ამხედრებული  თანამგზავრებით სტამბოლში  მოვიდა.
გადმოგვცემენ,  რომ  მეჰმედ  გირეის  ძმა  შაჰინ  გირეი  ირანში გაქცეულა.  უზენაესი  ფადიშაჰის  ტახტზე  ასვლის  ამბავი   თვითონ შაჰ  აბასმა  შეატყობინა  მას.   როდესაც  იგი  თავის  ვილაიეთში მიემგზავრებოდა,  შაჰ  აბასმა  თავის  ხელში  დაიჭირა  შაჰინ  გირეის  ცხენის  სადავე  და  თავის  რაშზე  დიდებით  დასვა,  პატივი  სცა,  განადიდა. ცხენზე შეჯდომის შემდეგ  ისევ  დაუძახა და უთხრა: ჩემო  ხან-ზადევ! თუ  შენ  ოსმალები  სარდლად  დაგნიშნავენ  და  დაგავალებენ  რაიმეს ჩემს  წინააღმდეგ,  წამოხვალ?  შაჰინ  გირეიმ  მიუგო:  დიახ,  წამოვალო.  მაშინ  შენ  ჩემი  ჯარის  წინააღმდეგ  ხმალს  აღმართავ  და  დახოცავო? – დიახ  აღვმართავო,  – უპასუხა.  შაჰმა  თავისს  მონაზე მიუთითა  და  ხუმრობით  მიმართა:  ამას  არ  წაიყვანო.
ტ.   II,   გვ.   163–164 
სარდალ  ხალილ  ფაშას  არდებილის  მხარეს  გამგზავრების  ამბავი
გავიდა  სუსხიანი  ზამთარი  და დადგა  გაზაფხული.  სარდალი  ხალილ  ფაშა  ჯუმად  ალ-ევველის  თვეში180 დიარბექირიდან ჩულუქის ველზე გაემგზავრა, ბჭობის  შემდეგ  კი   ბითლისისა  და  ვანის  გავლით  თავრიზისკენ  გაემართა.  შაჰ  აბასი  თავისი  ლაშქრით  არდებილში  იყო.  ვანის  ველზე  თათარ ხანიც მოვიდა და  სამეფო ლაშქარს   შეუერთდა.  თათბირის  შემდეგ  გონივრულად  მიიჩნიეს   არზრუმს  გალაშქრება.  ამას  წინათ  ყარჩიხა   ხანმაც  ჯარის  წინ  რეაია დააყენა  და  არდებილის  მიდამოებში  გარეკა.
ტ.   II,   გვ,    164 
ჯანი  ბეგ   გირეის181   დამარცხება  სერავის  ველზე  ბრძოლაში 
როდესაც  ძლევამოსილი  ლაშქარი  თავრიზში   მოვიდა  ზავის ჩამოსაგდებად,   ორივე  მხრიდან  ელჩები გამოემართნენ. აქეთა (ოსმალთა) მხრიდან დავთარდარი ჰექიმ ოსმანი  გაიგზავნა.  ელჩებმა ითათბირეს  და  აღნიშნეს, რომ თავრიზის  გამგებელი ყარჩიხა  ხანი ყიზილბაშთა  რაზმით  არდებილის ახლოს  იმყოფებოდა  ურიცხვი  გადასახლებული ქვეშევრდომისა და  ხალხის დასაცავადო.  თუ  თათრის რამდენიმე,  ათასი  მსუბუქად  შეიარაღებული  მეომარი  ჭენებით  წავა და  მიაღწევს, ყველაფერს  თავი  რომ  გავანებოთ,  შესაძლებელია უსაზღვრო  სიმდიდრის  წამოღება.  ამით  თათრისა  და  სხვა  ლაშქარი  დაახარბეს.
დავთარდარ  ბაკი  ფაშამ  და  სხვა  გამოცდილმა  და  მცოდნე  მოხუცებმა  ეს აზრი  გონივრულად  არ   ჩათვალეს   და   ასე   განსაჯეს: შვიდი  კონაკის  [გადასარბენი] სისწრაფით  მიმავალი  ჯარი  რა  საქმეს  გააკეთებსო,  ბრძოლა  საჭირო  რომ  გახდეს,  დასვენებულ  ჯარს წინ  ვერ  აღუდგებაო.  საიდან   ვიცით, რომ  ისინი  უყურადღებონი არიანო. თათარ ხანმა,  დიდვეზირის  ქეთხუდამ  და  აბაზა  ფაშამ ჰექიმ   ოსმანის  სიტყვით  იმოქმედეს.  ანდაზის  „როდის  მომხდარა, რომ  სამართალს  ბრმისთვის   მზერა   დაებრუნებინოს“  მიხედვით, ემირების  უმრავლესობა  და  ჯარიც  ნადავლის  სიხარბით  იმათ  აჰყვნენ  და  თქვეს:  ის   რაც  ახლა  არის,  ჩვენი  ნანადირევია.  სასურველი არ  არის,  რომ  ამდენი  გასაძღომი  ღაზეების  კლანჭებიდან  განთავისუფლდეს  და  ხელიდან გამოგვეცალოსო – ასე თქვეს  და  ლაყბობით  სარდლის  გული  მოინადირეს  და  თავიანთ  თავზე  აიღეს  ეს   საქმე.  თათარ  ხანს  მთელი  თავისი  ჯარით,  დიარბექირის  ბეგლარ–ბეგს მუსტაფა  ფაშას,  ვანის  ბეგლარ-ბეგს  ელმაჩე  ფაშას,  სივასის  ბეგლარ-ბეგს  ოსმან  ფაშას    თავიანთი  ვილაიეთებით,  რუმელიის  ბეგლარ-ბეგს  არსლან  ფაშას,  რუმელიის  ვილაიეთებიდან  ათი  სანჯაყის ლაშქრითა  და  ბეგებით,   ალეპოს  ბეგლარ-ბეგს – აბაზა   მეჰმედ ფაშას  სარდლად  დაუნიშნეს  არზრუმის  ბეგლარ-ბეგი  ჰასან   ფაშა. თურნაჯი-ბაშისთან182  ერთად  მათ   შეუერთეს  საკმაო  რაოდენობის იანიჩრები.  სხვა  კაფუ  კულუდანაც  მსურველები  სიხარბემ  გაიტაცა.   ურიცხვი  ლაშქარი  ქონებისა  და  ნადავლის  გასავსებად  ცარიელი  ტომრებით  შეჯდა  კეხებიან  ცხენებზე და ერთმანეთის  შეუხედავად არდებილის მხარეს გააჭენეს. ისინი  არსად  დაყოვნებულან და არც  შეუსვენიათ,  მხოლოდ  საქონლის  გამოსაკვებად  თუ  შეჩერდებოდნენ  ხოლმე.  რვა კონაკი   მანძილზე მდებარე სერავის  ველს ორნახევარ დღეში მიაღწიეს. ისეთი დაბნეულები და  დაქანცულები  მიდიოდნენ,  რომ  წინ  მიმავალმა  უკანამავალის  ამბავი  არ  იცოდა.   უცბად  ყიზილბაშთა  ნაწილები  გამოჩნდნენ.  თურმე  ყარჩიხა ხანმა  ადრე  მიიღო  ცნობა  და  თავისი  ლაშქრის  უმეტესობა  ჩაუსაფრა,   შორიდან  მხოლოდ  ერთი-ორი  რაზმი   უჩვენა.  [ოსმალები] ჯერ  კიდევ  მწყობრში  არ  იყვნენ  ჩამდგარნი  და  ირგვლივ  დარაჯები არ  ჰყავდათ  დაყენებული,  რომ  დაიწყო  ბრძოლა.  ყიზილბაშთა  ლაშქარი  საფრიდან  გამოვიდა  და შორე  მანძილიდან მოსულ  დაქანცულ ლაშქარზე  იერიში  მიიტანა.   ორი  საათის  განმავლობაში   მიმდინარეობდა  სასტიკი  ბრძოლა.   რადგანაც  ამათ  (ოსმალთა) ჯამაათში წესი  და  რიგი  არ  იყო,  ისინი  დამარცხდნენ.
ამ   ბრძოლაში  დაიღუპნენ   სარდალი  ჰასან  ფაშა   რუმელიის ბეგლარ-ბეგი  არსლან  ფაშა  და  დიარბექირის  ბეგლარ-ბეგი მუსტაფა ფაშა,  ხოლო  ელმაჯი  მეჰმედ  ფაშა  და  რუშვანლი   მუსტაფა  ფაშა ტყვედ  ჩავარდნენ,  რადგანაც   ცხენების  უმრავლესობა  დაუძლურებული  იყო,   მათი   გადარჩენისათვის   ძალა   არ   შესწევდათ  და ხმლით  აკუწეს.  თათართა  ლაშქრიდანაც  ბევრი სახელოვანი  და  მამაცი  დაეცა.  თუმცა  თათართა  რაზმმა  სცადა  გაქცევა,  მაგრამ  ხანი არ  გაიქცა  და  ამ  შეტაკებაში  საკმაოდ  დიდი  სიმტკიცე  გამოიჩინა. როდესაც  მტრის  ჯარი  თავს  დაესხა,  მათ  შეიძლება  სურდათ  მტრისათვის   წინააღმდეგობის  გაწევა, მაგრამ საამისო   შესაძლებლობა არ   ჰქონდათ.  იანიჩართა  გმირებმა  მუხლებზე  რიგ-რიგობით  დაიჩოქეს  და  თოფები  დაუშინეს   ყიზილბაშებს.  ისინი,    ვისაც  ხანზე თავდასხმა  უნდოდათ,  თოფით  დახოცეს  და  უკუიქცნენ.  თურნაჯი-ბაში  ბექთაშიანებთან183 ერთად  ყოველმხრივ  შეეცადა  ხანისთვის ვნება  არ  მიეყენებინა.  იგი   მშვიდობით   გადარჩა.  ყიზილბაშებმა ყოველი  რაზმის  ალამი  გადაიტანეს.  შამის ლაშქარმა, რომელაც ფეჰლივან  ბაჰმანის  ბრწყინვალებით  იყო  გარემოსილი,  ქუჩუქ  ქენან ფაშასა და შამის  სხვა  გულადებთან  ერთად  განსაკუთრებული ვაჟკაცური  შემართება  გამოამჟღავნა.  მტერმა  თავისი  ძალა  ვერ  გამოაჩინა,  რომ  შამის  სანჯაყისათვის  ზარალი  მიეყენებინა.  ისინი  ხანთან  ერთად  სამშვიდობოს  გავიდნენ.
ყარჩიხამ  ხუთასამდე  სუნიტი  ტყვე  წამებით  დახოცა  და  მათი მოჭრილი  თავები  შაჰს  გაუგზავნა.  ამ   ბრძოლაში  ყიზილბაშთაგანაც ბევრი დაიხოცა. უმადური შაჰ აბასი  არდებილში  შეიხ სეფის საფლავში შევიდა. როდესაც იგი ლოცვა-ვედრებაში იყო, სამახარობლო  ამბის  მომტანი  მოვიდა,  აცნობა  ოსმალთა  ლაშქარი  მთლიანად  დამარცხდაო.  არაფრით  არ  დაიჯერა.  როდესაც  უცბად  ამდენი  მოჭრილი  თავი  მის  წინ  დაყარეს  და  ამდენი  მოენე  მის  წინ  წარდგა,  ჯერ  ჰკითხა:  ამ  ბრძოლამი  წამოჩოქებული  გმირები  თავიანთი ლაშქრით,  ყვითელი  და  წითელი  აღათა  დროშებით  მონაწილეობას ხომ  არ  იღებდნენო.  არაო – უპასუხა,  შემდეგ  მოსულებს  გაუწყრა: ჯერ  ერთი,  თათარი  ოსმალო  არ  არის.  მართალია,  რამდენიმე  ბეგლარ-ბეგი  და  მრავალრიცხოვანი  ლაშქარი  დამარცხდა,  მაგრამ  ეს არაფერიაო  და  ზავის  დადების  სურვილი  გამოამჟღავნა.
ჰასან  ბეი-ზადე  აღნიშნავს,  რომ  როდესაც  ჰალილ  ფაშა  აღნიშნულ  არდებილის  ლაშქრობაში მივიდა,  შაჰინ  გირეი  ყიზილბაშებთან   გაქცეულიყო.  ყიზილბაშებს  მან   ვერაგულად   აუწყა  საქმის ვითარება.  მათ  (ყიზილბაშებმა)  ერთი-ორი  გაიძვერა  შემოაგზავნეს.  ისინი  მივიდნენ  და  თათართა  ხანის  ჯარს  ხმა  დაუყარეს:  ყიზილბაშების  მრავალრიცხოვანი  უიარაღო  ჯარი  რომელიღაც  ტერიტორიაზე  უდარდელად  დაბანაკებულაო.  თათრებს  ეს  სიმართლედ  მიუჩნევიათ  და  იმ  მხრისაკენ  წასულან.
ჰექიმ  ოსმანის  სიტყვით,  რადგანაც  ოსმალთა  ლაშქარი  მოტყუებული  აღმოჩნდა,  ისინი  გასამგზავრებლად  შეთანხმებულან. ყარჩიხა  ვერაგულად  ჩაუსაფრდა.  აღნიშნული  ამბავი  ცხადი  შეიქმნა,  რადგანაც  შაჰინ  გირეიმ  მათ  აუწერა  ამათი  გარეგნობა,  ამიტომ  თათრის  ზურგის  ძალები:  სუფი  ბეგი,  ბაჰადირ  ბეგი  და კიდევ  რამდენიმე  მამაკაცი  თოფებით  მოკლეს.  თუმცა  ისინი  სარწმუნოებესათვის  დაეცნენ,  მაგრამ  მაინც  თათართა  დამარცხების მისეზი  გახდნენ.  ხანის  ყაზიასქერი  და  ისლამის  სახელწოდების  შეიხიც  დაეცა.
ტ    II,   გვ.   164–167 
მთავარსარდლის ღონისძიება 
როდესაც  ოსმალთა  დამარცხების  ამბავმა  ღამით  ბანაკში  მოაღწია,   ლაშქრის  სიმტკიცე  შეირყა,  ამიტომ  მაშინვე  თათბირი  მოიწვიეს.  ბაკი  ფაშამ  და  სხვა  გამოცდილმა  მეთაურებმა  გადაწყვიტეს დაუყოვნებლივ   არდებილის  მხარისკენ    გამგზავრება  თუ  უკან დაბრუნდებიან,  მტერი  გათამამდება,   გააფთრდება, უკან  დაგვედევნება,  ლაშქარს  სასტიკად  დაამარცხებს  და  ყველა  უწესრიგოდ აქეთ-იქით  გაიფანტებაო.   ჯაყალე-ზადე   სუნიტობას  დაუბრუნდება.   მეორე  დილით,  როცა  თავრიზიდან   წინ  გაემართნენ,  ლაშქარი გამხნევდა  და   გამარჯვების  რწმენა  ჩაესახა.
ტ.   II,   გვ.   167–168
სერავის  ველზე  ორივე  მხარის  მიერ  საზავო ხელშეკრულების  დადება
არდებილის  იავარსაყოფად  წასულ  ლაშქარს არავითარი დაქანცულობა  არ  უგრძვნია  შაჰმა  თავის  ქვეშევრდომებს  უთხრა: ხომ  ნახეთ  ოსმალები  დამარცხდნენო.  მან  სწორი  მოსაზრება  გამოთქვეა  და  თავისი  მისწრაფებანი დაასაბუთა. ერთიმეორეზე მიყოლებით ელჩები  გამოაგზავნა  და  აღნიშნა,  რომ  როდესაც  ჩვენ ზავს  ვდებთ,  თქვენ  ამ  დროს  საომრად  მოდიხართ,  თქვენი  ამ  დამარცხების  მიზეზი  თქვენი სიხარბე  და სიჩქარეაო.  თავის წერილში შეურაცხმყოფელ  სიტყვებს  წერდა,  მაგრამ  საბოლოოდ   მაინც დაზავების  სურვილს  გამოთქვამდა.
ძლიერ  ქარიან  დღეს  ბურუნ  კასიმად  წოდებული  ელჩი მოვიდა  და რჩეულთა და  მოწინავეთა  წინაშე  სარდლის  დივანში შევიდა.  მას  მიახალეს:  ყიზილბაშები გამარჯვებით  გამედიდურდით, შეურაცხყოფითა  და  ლანძღვით  ჩვენთან  ზავს  დებთ,  დაბრუნდებით  და  ჩვენ  წინააღმდეგ  ლაშქარს  გამოაგზავნით.  თქვენ  რომელ სიტყვას  შეიძლება  ენდოს  კაციო.  იმის  გამო,  რომ  ვეზირ  დელავერ ფაშას  სიტყვები  კასიმ  ბეგს  სხვაგან  ეთქვა,  მან  იკითხა:  ნუთუ ამ  მხარის  ქარი  ყოველთვის  ასე  ძლიერად  იქროლებს?  სანამ  პასუხს  გასცემდნენ,  ბაკი  ფაშამ,  ქვეყნად  განათლებითა  და  ენამჭევრობით  ცნობილმა,  თქვა:  არა,  ჩემო სულთანო,  ეს  ქარი  ახლა  კასიმ ბეგის  ცხვირს  ათბობსო.  მისი  ჯადოსნური  გონებამახვილობა  მსმენელებს  მოეწონათ.  ნათქვამმა  გაანაწყენიანა  ბურუნ  კასიმი,  რომელიც  წამოდგა  და უნებლიეთ  თქვა:  ღმერთმა  შენ  ბაკი  ფაშა,  უბედურება  აგაცილოს  თავიდან,  არასოდეს  არ  გაუშვებ  ეშმაკობისათვის  ხელსაყრელ  შემთხვევას  ხელიდან  თუმცა  ხალხი  სულ  ჩვენ კეთელ  საქმეებზე  ლაპარაკობსო.  მაშინ  დიდვეზირმა  და  სხვებმაც გაიცინეს,  თითოეული  მათგანი  განცვიფრდა.  ამის  შემდეგ  ბურუნ კასიმის  ცხვირი  ამ  ქარმა  ჩამოსწია,  ამიტომ  ცხვირის  მაღლა  აწევას თავი  დაანება.
როდესაც  შაჰ   აბასამდე  მიაღწია  ამ  ხუმრობამ,  მან   ბაკი   ფაშას  მოუწონა  საქციელი  და  თავისი საგანძურუდან სამი წყება საპალნე საჩუქარი გაუგზავნა. როდესაც სერავის ბანაკმი  ძლევამოსილ ლაშქარს მიუახლოვდნენ, იგი კეთილნაშენიანი და უხვი პროვიანტით სავსე   ადგილი აღმოჩნდა  არდებილამდე  ერთი  მანძილი იყო დარჩენილი. მეორე დღეს, არდებილში  მისვლამდე, მათი  ორი ელჩი  დაეწია  და  აუწყეს:  დაცარიელებულ  არდებილში  არსებული შეიხ  სეფის სასაფლაოდან კანდელები და სხვა რაღაცეებია წაღებული, ყველა შაჰის საფლავი  გაძარცულია.  ყველგან სიცარიელეა, რა აზრი აქვს თქვენს მისვლასო. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ ნასუჰ  ფაშას დროინდელი ზავის პირობაზე შეთანხმდნენ. ორივე მხარემ წერილობითი პირობა  დადო.
ამის  შემდეგ  შეადგინეს  საზავო  ხელშეკრულება,  სადაც  მიუთითეს,  რომ  ყოველ  წელიწადს  უნდა  გაიგზავნოს  200  საპალნე  აბრეშუმი  და  100  საპალნე   ზოგიერთი   სხვადასხვა   საქონელი. ამ ბანაკში მშვიდობიანობის განსამტკიცებლად უსაქმურმა შაჰმა სხვადასხვა  პროვიანტიდან  800  აქლემის  ქარავანი  დატვირთა  და  ლაშქარს  გაუგზავნა.  როდესაც  მოიტანეს,   გაიყვეს.   დიდვეზირისათვის საგანგებოდ  შეარჩიეს  ცხრა  აქლემი  ქარავანი,  ჰალვა,  ტკბილეული, ნაირნაირი  ხილეული,  განსაკუთრებით  ლიმონი,  უმაღლესი  ხარისხის  ბროწეული,  წმინდა  ფქვილი,  ბრინჯი,  შაქარი,  რომლის  ყოველი  თავი  5–5  და  10–10  ოყას  შეადგენდა. იანიჩართა  აღასა და დიდვეზირის  ქეთხუდას,  ბაკი  ფაშასა  და  სხვა  რჩეულებსა  და  წარჩინებულებს  ორ-ორი,  სამ-სამი, ხუთ-ხუთი აქლემის საპალნე საჩუქარი გამოუგზავნა  მან  გამოამჟღავნა  მეგობრობა  და გულწრფელობა. მირზა მეჰმედ ჰუსეინად წოდებული ელჩი გამოგზავნა და თავისი  ტერიტორია  გადასცა.
დიდვეზირმაც  შაჰს   ჯებეჯი-ბაში184  მეჰმედ  აღას   ხელით  გაუგზავნა  ზოგიერთი  ნივთი  საჩუქრად  და  დაბეჭდილი  საზავო  ხელშეკრულება.  ტყვეები  განთავისუფლდნენ   და ბანაკში   მოვიდნენ. ზილ-კაადეს  დასაწყისში185  სერავის  ველიდან  არზრუმში  დაბრუნდნენ.  ზილ-ჰიჯეს  თვეში186 ლაშქარი  დაითხოვეს.  დიდვეზირი თოკათში  გაემგზავრა  იმ   იმედით,  რომ  იქ   გამოიზამთრებდა,  მაგრამ  გადააყენეს.  შემდეგ  წელს  კაფუდანობა  უბოძეს.
ტ. II,  გვ, 168–169 
ათას  ოცდარვა  წლის187ამბები 
ირანის  ელჩის  ჩამოსვლა 
ჯუმად  ალ-ევველის  თვეში188  ირანის  ელჩი  ბურუნ  კასიმი,  რომელიც  მის  მიერ  მოტანილ  წერილში  იადიგარ  ალი სულთან  ხალიფად  იყო  დასახელებული,  სტამბოლში   ჩამოვიდა.  ის   100  საპალნე აბრეშუმით,  ოთხი  სპილოთი,  ერთი  მარტორქითა  და   ზოგიერთი სხვა  საჩუქრით  უსქუდარიდან ბეშიქთაშში189 გადავიდა, დიდი ამალით  ედირნეს  კარით შევიდა  და  ვეფაში190 ფერთევ  ფაშას  სასახლეში  ჩამოხტა.  მის  მიერ  ჩამოტანილ  წერილში  ეწერა:  როგორც ყოფილმა  სარდალმა  და  ახლანდელმა  მეორე  ვეზირმა  ხალილ  ფაშამ  ზავის  საქმეებზე  საუბარში აღნიშნა გარდაცვლილი  სულთან სულეიმან.ხანის  დროს  დადებული  ზავის  მიხედვით  დადგენილე  მიჯნა  და  საზღვარი ახალი ზავითაც  ძალაში დარჩეს, არავითარი  ცვლილება  არ   იქნეს შეტანილიო. ოსმალეთს შეუძლია დაეუფლოს ახალციხის ეიალეთში შემავალი  ტერიტორიების  აქეთა მხარეს, თუ მის სანაცვლოდ ბაღდადის საზღვარზე თავის    მფლობელობაში მყოფი  ადგილებიდან  დერნესა  და  დერთენგის  სანჯაყებს,  სოფლებითა  და  ნაჰიეებით,  იმ   მხარეს (ირანის  მხარეს) დაუთმობს. თუ ზავი ასეთი პირობით მისაღები იქნება და  ხელშეკრულების  წიგნი გაიცემა,  ასი  საპალნე  აბრეშუმის  ფასის  სანაცვლოდ  საჩუქრებს ყოველ  წელიწადს  გამოვაგზავნითო. 
ასეთი  ახსნა-განმარტების  შემდეგ  ამ   წერილის  მიხედვით  დაიწერა  ხელშეკრულება,  თუ  ჰუვიზეს მფლობელი რაშიდი  და  მაჰანის მფლობელი ჰულუ ხანი  ჩვენ  (ოსმალებს)  მოგვმართავენ,  იქითა მხრიდან  (ირანიდან) ხელი  არ  შეუშალოთ.  შამხალისა  და  დაღესტნის  სხვა  გამგებლების  სამფლობელოებს  ზიანი  არ  მიაყენონ. ორივე  მხრიდან  დატყვევებული  ხალხი  დაუყოვნებლივ  განთავისუფლდესო.  ამ  პირობის  ძირითადი  არსი  ისაა,  რომ  არ  დაუშვან. მათ  ქვეყნებში  მყოფ  შეიხთა  შეურაცხყოფა  და  წმინდანთა  წყევლა.  ამაზე  მიეცეთ  ახსნა-განმარტება  დაიწერა  შევალის  მე-17 დღეს191.
ტ. II. გვ. 172–173 
ათას  ოცდათერთმეტი წლის192 ამბები 
ირანის  ელჩის ჩამოსვლა 
ზილ-ჰიჯეს  თვის  მეორე  დღეს193 გააფრთხილეს  რაზმი,  ხოლო მომდევნო  დღეს  ირანის  შაჰის  ელჩი აღა  რიზა  ჩამოვიდა.  ჩვეულების მიხედვით,  ის  თავისი  ამალით  ნავსადგურის  კარით  შემოვიდა და  ვეფაში  დილსიზ  ყიზილბაშ  ჰასანის სახლში  ჩამოხტა.  ზილ-ჰიჯეს თვის  რვაში194  იანიჩართა  რაზმების  აღაებმა,  რომლებმაც  დერვიშ აღას  გადაყენება  მოითხოვეს,  იანიჩართა  აღას  თანამდებობა  მირახორ195 ბერბერ მუსტაფა  აღას უბოძეს.  მისი  მოხსნის  მიზეზი  ის  იყო, რომ  აღნიშნულმა  დერვიშ  აღამ  ხაზინაში  თავისი  კაცების  გაგზავნა მოინდომა.  ძველი  კანონით,  იანიჩართა  კორპუსიდან  კულუქჩი უნდა წავიდესო,  თქვა  მან.  მაგრამ იანიჩარმა  ნება  არ  მისცა,  განრისხდა  და  მათ  კორპუსს  სიტყვიერი  შეურაცხყოფა  მიაყენა.  ზემოხსენებულს  ბუდინის  ვილაიეთი  ებოძა.  მეჩვიდმეტე  დღეს196  ელჩი აღა  რიზა  დივანში  მოვიდა  და  ხელმწიფის  კალთის  ამბორით  გაბედნიერდა.  ოთხასამდე  კაფუჯიმ  და  ათასამდე  იანიჩარმა  მისი  საჩუქარი  ფადიშაჰის  წინ  გაატარა  და  ხაზინას  ჩააბარა.
ტ.   II,   გვ.  219–240
ათას  ოცდათორმეტი  წლის197   ამბები 
თათართა  ხანის  შეცვლა 
როდესაც  მარა  ვეზირი  გახდა   კაცი  გააგზავნეს როდოსში მყოფი მეჰმედ  გირეი ხანი  მოიყვანეს  და ხანის თანამდებობა უბოძეს. მისი  ძმა  შაჰინ  გირეი  ტახტის   მემკვიდრედ   დაინიშნა  და  ყირიმში გაიგზავნა.  როდესაც  მისი  წინამორბედი  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანი198  მოვიდა,  მას  ჩერმენის  სანჯაყი199  უბოძა  და როდოსში  გაგზავნა,  ჯუმად ალ-ახირის  თვემში200  სულთან  ოსმანის201  ხოჯა  ომერ  ეფენდი,  ერთ წლამდე  გადაკარგვის შემდეგ, ულემას შუამდგომლობით მექაში შეიხ ულ  ჰარემის202  თანამდებობაზე  წავიდა.  მის  შვილს  აბდულა  ეფენდის  მენემენის  საყადო  არფალიქად203  დაუნიშნეს. 
ტ.   II,   გვ.  254 
ათას   ოცდაცამეტი  წლის204  ამბები
მეჰმედ  გირეის  აჯანყება  და  ჯანი  ბეგ  გირეისათვის  ხანის სახელოს  ბოძება 
ჩინგიზთა  წარმომავლობის  ხელმწიფეთაგან  კაფასა  და   ყირიმის  ხანების  დინასტიის   შტო ნავაშ  იბნ ჯუჯი ბენ  ჩინგიზ ხანამდე აღწევს.  რუმის  ქალაქებთან  დაკავშირებული  სოფლები  და   დასახლებული  პუნქტები,  რომლებიც  თათარი  ხანების  ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ,  ოსმალთა  სახელმწიფოს კუთვნილება  იყო.  რადგანაც  მათი  გადაყენება  და  დანიშვნა  ოსმალთა   დინასტიის  ფადიშაჰების  მტკიცე  ხელთ  იყო,  ამიტომ  ისინი  ყოველთვის  ამ   მაღალი წოდების   დინასტიის   წყალობის  შემყურენი,   მათი   აღზრდილები და  მათზე  დამოკიდებულები  იყვნენ.  ასე   იყო  ეს   ჩვეულებრივ.
უწინ, განსვენებული და ცხონებული სულთან  აჰმედ  ხანის ხელმწიფობის  ჟამს, როდესაც  ნასუჰ  ფაშა  დიდვეზირი  იყო,   ყირიმის  ტახტზე  იჯდა  გირეი,  რომელიც  უბედური  სულთნის  შვილი იყო.  ამ  მოდგმიდან  ორი ხან-ზადე – მეჰმედ  გირეი  და  მისი  ძმა  შაჰინ   გირეი  აქერმანის205 ველზე დაბინავდნენ, რუსების  ახლოს  დასახლდნენ.  ისინი  თავიანთი  ხელქვეითი  თათართა  რაზმით  ყოველთვის  თავს  ესხმოდნენ  რუს  ქაფირებს,   ატყვევებდნენ,   ყიდდნენ, და ამით ცხოვრობდნენ.  შემდეგ უამრავი ნადავლის გამო გაძლიერდნენ. სხვისი  ქონების  იავარყოფისა  და  გამდიდრების  იმედით  თათართა  ტომიდან  ბევრი  ლაშქარი  შეკრიბეს.  იქამდე  მიაღწიეს,  რომ თათარ  ხანის  ჯარიც  მათ  მიემხრო.  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანი  საგონებელში  ჩავარდა,  რადგან  ისინი  (მეჰმედ  გირეი  და  შაჰინ  გირეი) ჯანი ბეგს  კარგად არ  ექცეოდნენ,  რუსებისა და  საკლაბებისგან206  ყოველთვის  ტყვეები  გამოჰყავდათ  და  აქერმანში  ყიდდნენ.  ჯანი  ბეგ გირეი  ხანი  მათი  მოწინააღმდეგე  იყო.  სტამბოლიდან  მას  მიმართეს და  უბრძანეს,  რომ  წასულიყო  და  ისინი  (მეჰმედ  გირეი  და  შაჰინ გირეი)  აელაგმა.  ჯანი  ბეგ  გირეი  თათართა  ტომის  უამრავი  ძალით მათ  თავს  დაესხა.  მეჰმედ  გირეიმ  და  შაჰინ  გირეიმაც  თავიანთი ლაშქარი  დაძრეს.
აქერმანის  ველზე  ისეთი  ბრძოლა  მოხდა,  რომ  მისი აღწერა შეუძლებელია.  ბოლოს  თათართა ხანმა ქვეყნის მფარგველთა  ფადიშაჰის  მზრუნველობით  გაიმარჯვა   მოწინააღმდეგის  ჯარი   დამარცხდა, ორივე  ძმა  დაიჭრა.  ერთი  მათგანი  ერთ სოფელში  ვინმე  ყარა ისმაილის  სახლში  დაიმალა, მეორე – სხვა   სოფელში,   იუსუფ ჩაუშის  სახლში,  ხოლო  მესამე ძმა – ჩობან  გირეი ხანი – მოკლეს.
თათართა  ხანის  სატახტო  ქალაქ  ყირიმში  დაბრუნების  შემდეგ ისინი განაპირა  ადგილას  გადარჩენილების  მოგროვებით  იყვნენ დაკავებულნი.  ამ დროს დიდვეზირმა ნასუჰ ფაშამ  შორსმჭვრეტელობა  გამოიჩინა,  კვლავ   არ   შეიკრიბონო და გონებამახვილური ცბიერებით  მეჰმედ  გირეის  ყველაფერი  აცნობა,  კეთილი დაპირებებითა  და  ყირიმის  ტახტზე  დანიშვნის  პირობით  სტამბოლში  მიიწვია და  დიდი  პატივით  მიიღო. მეჰმედ  გირეი  შეიხ  ვეფას (განწმინდოს ღმერთმა  მისი  საიდუმლოებები) მავზოლეუმის  ახლოს  ერთ  სასახლეში  გააჩერეს  და  სასმელ-საჭმელი  სახელმწიფო  სამზარეულოდან  დაუნიშნეს.
მეჰმედ გირეი რამდენიმე ხანს გაჩერდა,  შემდეგ, როდესაც განსვენებული სულთან  აჰმედ  ხანი  ედერნეს  ლაშქრობაში  წავიდა, მეჰმედ გირეიც სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანების  თანახმად მასთან ერთად  წავიდა. დიდვეზირის შუამდგომლობით ფადიშაჰთან კავშირი  დაამყარა.
ერთ  დღეს,  მოგზაურობის  დროს,  ბედნიერი  ხელმწიფე  ნადირობდა.  როდესაც  ქვეყნიერების  ფადიშაჰი  ჯიხვს  თავად  მისდევდა, მეორე  მხრიდან მოულოდნელად  მეჰმედ  გირეი  გამოვიდა,  რომელმაც  ფადიშაჰის  ჯიხვს  ისარი  სტყორცნა  და  მიართვა  მას.   ამ   უდიერმა  საქციელმა  ფადიშაჰი  განარისხა.  ზოგიერთმა  კეთილისმსურველმა სახელმწიფო  პირმა ღმერთს  მადლობა უთხრა  და  თქვა:  ჩვენმა ბედნიერმა  ქვეყნის  მფარველმა  ფადიშაჰმა  ასეთი  უქნარა  თათარი  ასე   რატომ  დაღახლოვაო.  ამ   უბედურ  მტერს,  ნადირობისას უყურადღებოდ  რომ  იყო,    იმ   ჯიხვისადმი  ნასროლი  ისარი   ჩვენი ბედნიერი  ფადიშაჰისათვის  რომ  მოერტყა,  ღმერთმა  ნუ ქნას, რა მოხდებოღა  მაშინ? შემდეგ მას ათას ნაწილად აკუწავდნენ, მაგრამ გამჩენის   მოციქულს   განა  რაიმე  შეეძლო  ეღონა  მისი პატიოსანი სხეულისათვის? ასეთი უზრდელისა  და უსაქმურის  მოსაცილებლად  და დასასჯელად  მისი დიდი  ხნით შეპყრობა და დაპატიმრება აჯობებსო, – თქვეს  როდესაც  ამ   მოსაზრებამ  უზენაესის  გონებამდე   მიაღწია.   ფადიშაჰმა  შეიცვალა  თავისი აზრი  და  ბრძანა: მეჰმედ  გირეი  დაიჭირეთ, ისევ სტამბოლში გააგზავნეთ და  იედი კულეში  ჩასვითო. სანამ   სულთან  აჰმედი  ცოცხალი  იყო,   მეჰმედ გირეი  პატიმრობაში იმყოფებოდა.  როდესაც  შაჰინ  გირეიმ გაიგო, რომ  მისი ძმა დაპატიმრებული  იყო, თავისი ხელქვეითების  ერთი რაზმით ირანის მხარეს გაიქცა  და ირანის შაჰს შეაფარა თავი. იგი კარგად მიიღეს. სულთან აჰმედისა და ნასუჰ ფაშას ხანა უკვე დამთავრდა.
სულთან  მუსტაფას207 ტახტზე  ასვლის  შემდეგ  მეჰმედ  გირეი იედი  კულედან  გაიქცა,  მაგრამ ჰაჯი სუი  ბაშიმ და ისქანდერ ფაშამ დაიჭირეს (მისი  სტამბოლს მოყვანის  შესაებ   დაწვრილებით იყო ზემოთ  აღნიშნული),  როდოსის კუნძულზე  გაგზავნეს და ციხეში ჩასვეს.  სულთან  ოსმანი  ტახტზე  რომ  ავიდა,  დიდვეზირი  კოჯა  ხალილ  ფაშა  აღმოსავლეთის  ლაშქრის  სარდლად დაინიშნა. ყიზილბაშებთან ბრძოლის დროს, როგორც ადრე იყო ნახსენები, შემთხვევით  მტრის ლაშქრის მთავარსარდალმა ყარჩიხა ხანმა გაიმარჯვა. არდებილის  ქვემოთ უამოავი  თათარი,  თათართა  არაერთე  მირზა  და ჩერქეზთა  ბეგები  მოწამეობრივი  სიკვდილით  დაეცნენ.  ჰასან  ფაშა დაიჭრა,  ჯანი  ბეგ  გირეი  ძლივს  გადარჩა.  ამ  დამარცხებაში  ბრალი ჯანი  ბეგ  გირეის  დასდეს.
დაპატიმრებული მეჰმედ გირეის  მომხრეები ჯანი  ბეგ  გირეის უბედურების  გადმოცემითა  და  გინებით შეეცადნენ  მეჰმედ  გირეის ხანად დანიშვნას. მაგრამ ჰუსეინ ფაშამ ყოველი ღონე  იხმარა,  მეჰმედ  გირეი  როდოსიდან  გამოიყვანა,  ხანის  სახელო  უბოძა  და  ყირიმში  გაგზავნა.  მეჰმედ  გირეის  ძმა,   ხსენებული  შაჰინ  გირეი,  რომელიც  ირანში   იყო   გაქცეული,  არდებილის  ღონისძიებაში  შაჰის ერთ-ერთი  დამხმარეთაგანი  იყო. დიდხანს  დარჩა ამ  უბედურ  ურწმუნოებს  შორის.   მან   მათთან  დაამყარა  მეგობრობა,  სიახლოვე და  შიიტობა  მიიღო.  როდესაც  გაიგო,  რომ  მისი  ძმა  მეჰმედ  გირეი ხანი  გახდა,  გადიდგულებული  წავიდა  და  შაჰისგან  თათართა ტომის შერყვნისა  და  ურწმუნოთა  რელიგიის  მათში  შეტანის  ნებართვა მიიღო.  როდესაც  თავის  ძმასთან  მოვიდა,  მას  უფლისწულობის  თანამდებობა  უბოძეს.  მეჰმედ  გირეი  სახელმწიფო  საქმეებში  რბილი და  დამთმობი  იყო,  ვერ  დაიცვა  თავისი  წინაპარი  ხანების  წეს-ჩვეულებები.  დამარცხებასთან  ერთად  სხვადასხვა  ღონისძიებებსა  და გაწეულ  საქმიანობებში  იგი თავისმა  ძმამ  შაჰინ გირეიმ შეაცდინა. ძმებმა  ერთმანეთის  დახმარებით  განამტკიცეს თავიანთი ძლიერება და  თათართა  ტომები  დაიმორჩილეს.  თათართა  ტომებზე  გაბატონების,  უზენაესის  ტახტზე  ასვლისა  და  მათდამი  ოსმალეთის  მიერ  სათანადო  სამსახურის  გაწევისა  და  ყურადღების  მიუხედავად  ისინი არ  ამჟღავნებდნენ,  წინაპარი  ხანების  წესის  მიხედვით, ოსმალეთის სახელმწიფოსადმი  ქვეშევრდომობისა  და  დამორჩილების  მისწრაფებას.  მათი  ამპარტავნობა  და  თავმოწონება  თანდათან უფრო  მატულობდა.  ისინი  ყველას  ხოცავდნენ,  ვისგანაც  გრძნობდნენ  უკმაყოფილებასა  და  ღვარძლს.  ღაზი  გირეის  დროს  შაჰინ  გირეიმ ბიბი  ხათუნი დამალა.  მან  დაიჭირა ღაზი  გირეის  მიერ  მის  საძებნელად  დანიშნული  ჰაჯი  აჰმედი.  როდესაც  უთხრა:  რატომ  მეძებდიო,  ჰაჯი აჰმედმა  თავი  იმართლა:  ხელქვეითი  ვიყავი,  დამნიშნეს, მე  რა  შემეძლო,  რას  გავაკეთებდიო.  ჰაჯი  აღამ  იგი  ოთხად  აკუწა, ოთხ  ადგილას  ჩამოჰკიდა.  ყველა,  ვინც  მას  ძველი  დროიდანვე მტრობდა  ან  მას  არ თანაუგრძნობდა,  ვის  მიმართაც გულში  ღვარძლიანად  იყო  განწყობილი,  დახოცა.
მეჰმედ  გირეიმ  ამრიგად  განიმტკიცა  ხანის    თანამდებობა  და 1030  წელს208,  როდესაც  ხოტინის ლაშქრობაში წავიდნენ, თათართა ლაშქრით წავიდა და სულთან ოსმან ხანის  აღმატებულების ხელისუფლებას შეუერთდა. იმავე ჯუჩის დინასტიიდან გამოყოფილი  ტომებიდან  ნოღაის  ტომის  მეთაურმა  კანთემირმა  იმ ლაშქრობაში  ღირსეული  სამსახური  გასწია,  რისთვისაც მას ბეგლარ-ბეგობა უბოძეს.  მეჰმედ  გირეის  შეშურდა,  რომ  კანთემირმა  ფაშას წოდება მოიპოვა. კანთემირ  მირზასთან  მტრობის  გამო თავად კანთემირს სილისტრეს  ეიალეთი  მისცეს.
ლაშქრობიდან  დაბრუნების  შემდეგ  მეჰმედ  გირეი  წავიდა.  ყირიმის  ტახტს  რომ  მიაღწია,  მისი ბრძანებით შაჰან გირეიმ ნოღაელებში  კანთემირის  კარავი  დაანგრია. სულთან   ოსმანისათვის ყველაფერი ნათელი გახდა. რადგანაც სულთან მუსტაფა სახელმწიფო საქმეებისადმი   უყურადღებობას იჩენდა ქვეყანა დაიქსაქსა, სახელმწიფო   წყობილებას  უეცრად  უწესრიგობა  დაეტყო და ყოველი  მხრიდან  ყაჩაღებმა  წამოყვეს  თავი. შაჰინ გირეიმაც  თავისი  შინაგანი  სიბილწე გამოამჟღავნა  და  თავისი  ძმა აჯანყებისათვის წააქეზა.  შაჰინ  გირეიმ  თათართა  მამაცთაგან  ბევრი  ისეთი  მოკლა, რომლებშიც  მოწინააღმდეგეს  ხედავდა.  ამ თათართა  ტომის  შემოერთებესა  და დაქვემდებარების  შემდეგ თურმე  ვინმე  მოძღვარი  თავის წრეში  წამქეზებელ  შაჰინ  გირეის  ეუბნებოდა,  რომ  ჩიტის  სახელის მქონე  პირი  ქვეყანას  ფადიშაჰი  გაუხდა  (იგულისხმება  მეჰმედ  გირეი)  და იმას  უნდა  მართოს  ეს  ქვეყანაო.  ამგვარი  ცდუნებით  წააქეზა  და  აიყოლია  იგი.  იმ  ჩიტმაც  თავისი  ფადიშმაჰობა  ირწმუნა,  ეს მონაჭორი  იწამა  და  ამ  სიცრუემ  შეაცდინა.  მან  თათართა  დიდი ჯარი  შეკრიბა.  სისხლისმსმელმა  და  ცრუმ  ედირნეზე  ბოროტი  განზრახვა  გამოამჟღავნა  და  გადაწყვიტა,  რომ  თუ  შეძლებენ  გამარჯვებას,  ოსმალეთის  სახელმწიფოს  იავარჰყოფენ,  გაძარცვავენ  და დაიპყრობენ.  უკეთუ  ვერ  გაიმარჯვებენ,  მაშინ  ისლამის  ქვეყანაში გაძარცვავენ  იმ  ადგილებს,  სადაც  ამის  საშუალება  ექნებათ,  მთლი- ანად  ირანის  მხარეს  წავლენ  და  იქ  გასაჩერებლად  უფლებას  გამოითხოვენ.  იმ  დროს  მისი  აღმატებულება  სულთან  მურად  ხანიც209 ტახტზე  ავიდა.  ეს  სასიხარულო  ამბავი  ბედნიერების  ზღურბლში ცნობილი  გახდა. როდესაც სულთნის  უზენაესობამდე  მიაღწია  ცნობამ  იმის  შესახებ,  რომ  მეჰმედ  გირეი  და  შაჰინ  გირეი  ასაჯანყებლად  გაერთიანდნენ  და  თათართა  ლაშქრით  სატახტო ქალაქისადმი ბოროტი განზრახვა გამოავლინეს, გადაწყვიტეს ხანის გამოცვლა. უწინდელი  ხანი  ჯანი  ბეგ  გირეი  სულთან  აჰმედის  მსახური  იყო. მას მინდობილი  სამსახურისადმი უყურადღებობა არ გამოუჩენია. ჯანი ბეგ გირეი აღმოსავლეთისა და  დასავლეთის  ლაშქრობებში თავის კეთილ სამსახურს  ეწოდა, მაგრამ ზოგიერთი ვეზირის მუხანათობით  დაითხოვეს.  როდესაც  მის  ადგილას  მეჰმედ  გირეი  გაგზავნეს,  ჯანი  ბეგ  გირეი  დედაქალაქში  მოვიდა და დანიშნული არფალიკით – სანჯაყით  დაკმაყოფილდა,  როდოსის  კუნძულზე  წავიდა  და  იქ  განმარტოვდა,  როგორც  დათხოვნილი.
ახლა  მიზანმეწონილიაო  ისევ   ზემოხსენებული  ჯანი   ბეგ  გირეის  ხელმეორედ  ყირიმის  ხანად დანიშვნა – იფიქრეს  სახელიწიფოს  ვეზირებმა  და სასულთნოს  დიდებულებმა. როცა  ეს   აზრი ფადიშაჰის  უდიდებულესობას  მოახსენეს,  ჯანი   ბეგ   გირეის  ხანის თანამდებობა  უბოძეს  და დედაქალაქიდან  ოთხი  კატარღით  გაამგზავრეს  ტახტის დასაკავებლად. დასახმარებლად  ვეზირი   ჰასან ფაშა  დანიშნეს  სარდლად,  კაფუჯი-ბაში   მუსტაფა აღა – მისი  საქმეების  გამგედ,  ხოლო  შავი ზღვის ფლოტში  მყოფი კაფუ  აღას  ძმა იბრაჰიმ  ფაშა – გამყოლად.  ყირიმის  მხარის  დიდებულ  ბეგებსა და თათართა მირზებს  ასეთი შინაარსის  ბრძანება დაეგზნავნათ:  აღნიშნული  ყაჩაღების  ბოროტი  ზრახვების  შეცნობა  ძნელია,  მაგრამ თქვენ  მაინც  ვერაგობის  მიმართ  უყურადღებობას ნუ  გამოიჩენთ, რადგანაც აუცილებელია მათი მოშორება  (ე.ი. ყაჩაღების), ისლამის  ჯარმა  უნდა გამოიჩინოს  საჭირო  მცდელობა.  ამჟამად  ხანად  დანიშნულ  ჯანი  ბეგ  გირეის  ყველა  თქვენთაგანი  დაემორჩილეთ  და დაექვემდებარეთო.
როდესაც  ჰასან  ფაშა  კაფაში  მოვიდა,  მეჰმედ  გირეიმ  და  შაჰენ გირეიმ  თათართა  ჯარი  აყარეს  და  მას   შემოხვდნენ.  ჰასან   ფაშამ ეს  ამბავი ბედნიერების ზღურბლს  მოახსენა.
როცა  იბრაჰიმ  ფაშა  შავი  ზღვის  ფლოტით  ვარნადან  მოვიდა, ჯანი  ბეგ  გირეი  ხანი  კაფას  სანახებში  ალი  ყადის  სასახლეში  გაჩერდა,  კაფას  ციხიდანაც  ზარბაზნები  გამოიტანეს,  თათართა  ჯარიდან ზოგი  ძალით,  ზოგი  ნებით  გაგზავნეს  და  მეჰმედ  გირეი  ხანი  გამოითხოვეს. 
ტ.   II,   გვ.   326–332 
რეჯებ   ფაშას  დანიშვნა და მეჰმედ  გირეის  ბრძოლა 
კაფუდან  რეჯებ  ფაშა  ის-ის    იყო ხმელთაშუა   ზღვით  უნდა გამგზავრებულიყო,  როდესაც  მოხსენება  და  საერთო თხოვნა  სტამბოლში  მოვიდა,  ის წავიდა  შავი ზღვის მიმართულებით,  ამიტომ მას  მიენდო  ამ   საქმის  დამთავრება.  მეჰმედ  გირეიზე  თავდასასხმელად  რამდენიმე  ათასი  ნოღაელი  თათარი  და  ათასზე  მეტი თოფისმსროლელი  კაზაკი გამოიყო. ბრძანება   დაიწერა   ისევ   თათართა მუფთის – შეიხ  აბუბექრისა  და  ულემებისადმი.  როცა  ამას  წინათ ჯანი   ბეგ   გირეი  ხანი  უზენაესი  ფირმანით  მოვიდა,  შაჰინ  გირეიმ წინააღმდეგობა  გაუწია,  საჭურველი  მოამზადა,  თათართა  ლაშქარიც  მიენდო  ამ   ხსენებულის  უაზრო  სიტყვებს.  თქვენი  მზრუნველი ხელისათვის საჭიროა თათართა ტომის დარიგებით დამორჩილება და   დაქვემდებარება.  ზემოხსენებული  ხანის  ტახტზე  ასასვლელად კაფუდან  რეჯებ  ფაშა  გაიგზავნა  ფლოტით.  უზენაესი  ბრძანება  გამოვიდა  და  დაიგზავნა  ყველა  თათრის  დაქვემდებარების   შესახებ. სარდალი რეჯებ  ფაშა,  ჰასან  ფაშა,  იბრაჰიმ  ფაშა  და კაფას  ბეგლარბეგი  მეჰმედ  ფაშა  შეიკრიბნენ.
რეჯებ  ფაშამ  მეჰმედ  გირეი  ხანსა  და  შაჰინ  გირეის  მისწერა დამრიგებლური წერილები, სადაც იგი ურჩევდა: თათრის ლაშქარი გაფანტეთ, თქვენდამი მიმართული და ბოძებული ჰერსექისა და მორას სანჯაყებიდან რომელიც  გნებაგდეთ დაიტოვეთ: და, თუ სტამბოლში  ჩამოსვლა  მიზანშეწონილად  არ  მიგაჩნიათ, იქითა  მხარეს  წადითო.  წერილები  ჰაბიბ  ეფენდისა  და  რიდვან აღას  ხელით  გააგზავნეს.  შაჰინ  გირეიმ  პასუხად  მიწერა,  რომ  თქვენი  წერილის  შინაარსი  გავიგეთ.  იგი  უწინდელ  ჩვენს  სამემკეიდრეო მამულში  მოვიდა  ხუთი-ათი  დღის  შეუსვენებელი  სიარულის  შემდეგ.  ზოგიერთი  მუხანათის  რჩევით  ხანის  თანამდებობა  ჯანი  ბეგ გირეისთვის მიგიციათ, რომელმაც  ამ  მხარეში  მოსვლის შემდეგ რამდენი  ათასი  ღარიბი კაცი  ცხენის  ფეხებქვეშ  გათელა.  განა  ჩვენ ისეთი  რა  დანაშაული  მიგვიძღვის,  რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს? რა დავაშავეთ,  რომ  ჩვენ  არ  ვუნდივართ?  ოთხი-ხუთი  მირზა  ორ-სამ ათასზე  მეტი  ლაშქრით,  კანთემირის  ძმები  აქერმანიდან  ხუთი ათასიანი  ლაშქრით  და  იუსუფ  ოღლის  მირზები  ამას  წინათ  თავიანთი  ლაშქრით  რუსის  მხარეზე  გადავიდნენ.  როდესაც  თათრებმა გაიგეს,  რომ  ჩვენ  ყირიმის  ვილაიეთში  მოვედით,  ქაფირებს  ერთ ღამეს თავს  დაესხნენ  და  ათასზე  მეტი  გაწყვიტეს.  დანარჩენები  გაიქცნენ.  თათრები  თავიანთი  ოჯახის  წევრებით  მოვიდნენ.  ალი მირზა  და  ყველა  ნოღაელი  მირზა,  სულთან-ზადეები  ათი  ათასამდე კაცით  ტამანიდან გამოვიდნენ  და  დღეს  შემოვლენო. ამ  მხარეს  ბევრი  ზარბაზანი  და  თოფია  დამზადებული.  ამ  საქმის  ბოლო  გაიაზრეთ.  ვილაიეთის  ხალხმა  თავისი  ურმები  აამოქმედა  და  ეს-ესაა წავლენ.  ეს  ქვეყანა  ჩვენმა  წინაპრებმა  ურჯულოებს  გამოსტაცეს, როდესაც  ურჯულოები დაეუფლნენ  საბრძოლო  იარაღს,  ჩვენი  სახლები  და სოფლები  ცეცხლს  მისცეს.  სამშობლოდან  ჩვენი  გადასახლება  უსინდისობაა.  თუ  ყველა  დავტოვებთ  ჩვენს  სამშობლოს  და ყირიმის  ქვეყანა  ურჯულოებს  ხელში  ჩაუვარდება,  მაშინ  თქვენი კაფა  და  სხვა  ციხეებიც  აღარ  გადარჩება.  აქ  ჩამოთვლილი  ყველა აზრი  შესრულდება.  ახლა  თქვენი  იმედი  გვაქვს,  რომ  ამ  ქვეყანაში არსებული  მეჩეთები  და მედრესეები არ განადგურდება ჩვენი მდგომარეობა  მოგახსენეთ  და  კვლავ  გვიმსახურეთო.
როდესაც  ეს  წერილი  ომერ   აღას  მეშვეობით  გაგზავნეს,  რეჯებ   ფაშამ  კვლავ  პასუხი  მიწერა.  იგი  იუწყებოდა,  რომ  ამას   წინათ  ჩვენს  დედაქალაქში  ყოფნისას  ჰასან  ფაშასაგან  მოსული  თქვენი  აზრის  მოკლე  შინაარსი  კაიმამაკამ  მეჰმედ  ფაშამ   ბედნიერების ზღურბლს  მოახსენა.  შეიხ   ულ-ისლამმა  და   სხვა   ვეზირებმა,  კეთილშობილმა  სწავლულებმა  ბჭობა  გამართეს.  მაღალი  ალაჰის  შემწეობით,  მათ  თათბირზე  გამოიტანეს  დადგენილება  იმის  შესახებ, რომ  სულთანს  არ  უნდა  მოხსენდეს  ჯანი ბეგ  გირეი ხანის  ტახტზე ასაყვანად  რომ  სახელმწიფო  ფლოტით   გასამგზავრებლად   ჩვენ დაგვნიშნესო. მე   მხოლოდ  ეს  (ჯანი ბეგ  გირეის  ტახტზე  აყვანა) მაქვს  დავალებული.  რაკი  საქმე  აქამდე  მივიდა,  ამის  შემდეგ  საეჭვო  არ  არის,  რომ  ზემოაღნიშნული   ამბავი  განგების  სურვილია. ჩვენ  გვყავს  ჯარი  და   გვაქვს  ბევრი  ზარბახანი   და თოფი – ასე განაცხადა  ამაყად [რეჯებ  ფაშამ]. ანდაზის „რამდენჯერ  მცირე ჯგუფს  გაუმარჯვნია  მრავალზე“  არ იყოს,  გამარჯვება  უიმედო  არ არის.  ამიტომ  სხვაზე  ნუ  იფიქრებთ.  ეს  რომ  განგების  საქმეა,  ამაში  ეჭვი  არავის  არ  ეპარება.  გათავდა.
ამის შემდეგ რეჯებ ფაშა ორი თვე კაფაში დარჩა. ორივე მხარემ  ბევრი  იომა.  ბოლოს  საჭირო  გახდა  გადამწყვეტ  თავდასხმაზე გადასვლა.  ურმები  მოამზადეს,  რადგანაც  საჭირო  იყო  სუფუჩიებთან  ერთად  წასვლა.  გემებიდან  დიდი  ზარბახნები  გადმოიტანეს, კაფას  ციხიდან  ათი  ცალი  ზარბაზანი  ქურექჩიებს  გამოატანინეს  და მეჰმედ  გირეის  წინააღმდეგ  გაემართნენ.  ჯანი  ბეგ  გირეი  კი  ამბობდა:  დღეს,  ხვალ  თათარი  მოვა,  მე  დამემორჩილება,  ერთი-ორი  კონაკი  წავიდეთო.  მესამე  კონაკზე  ასი  ათასამდე  თათარი  და რვაასი  კაზაკთა  მსროლელი,  ათასიც  ქვეითი  მათ  წინააღმდეგ  აღიმართა.  საღამომდე  ერთმანეთს  ესროდნენ  და  იბრძოდნენ.  ღამე სანგრების  თხრა  დაიწყეს.  წერაქვი  არ  ჰქონდათ,  თათარმა  კი  გარშემო  მიდამოები  აიღო.  უკვე  ძალ-ღონე  აღარ  შესწევდათ  მტრის შესაჩერებლად.  როგორ  მოვიქცეთო – სათათბიროდ  დასხდნენ. თითოეულმა  მათგანმა  სიტყვა  წარმოთქვა,  ხანს  უთხრეს  რას გვიბრძანებ,  თათარი  მოდისო. ვთქვათ, არც მომსვლელია და არც წანსვლელი, დღეს ამდენი ხალხი დაეცა  სარწმუნოებისათვის,  ისინი  ასი  ათასი  არიან,  ჩვენ  მათი  მეათედიც  არა  ვართ.  ხვალ  რა  გამოსავალი  გვექნებაო.
ბოლოს  ჩორბაჯიებიდან210  ერთმა  თქვა:  გამოსავალი  ისაა,  რომ სარდალმა  კაფუდან  ფაშას  სახელით  მეჰმედ  გირეის  წერილი  მისწეროს,  რომ  ქვეყნის  მფარველი  ფადიშაჰის  ფირმანის  თანახმად, ჯანი  ბეგ  გირეი  ხანად  გახდომის  სურვილით  კაფაში  მოვიდა.  თათარი  არ  მოკვდება,  ეგი  ხანის  მონააო  რომ  თქვეს,  ამ   ცნობილ  გამოთქმას  საფუძველი  არ  ჰქონია.  ეს ჩვენ გავიგეთ. რადგანაც  თათართა  ტომი  თქვენ  ხანობას  გთხოვთ,  იგი  თქვენ   ყოვლისშემძლე ალაჰმა გიკურთხათ. ბედნიერი  ფადიშაჰისაგან  გეგზავნებათ  ბრძანება და საპატიო ხალათი.  ხვალ, ვიდრე  ისინი თქვენს მეგობრობას ზურგს შეაქცევდნენ  და  გათელავდნენ,  თქვენ  მშვიდობით  და  მდიდრად ჩახვალთ კაფაში. დილით, უეჭველია, ქვეითი ჯარი თათართა  ფეხქვეშ  განადგურდება,  ამ  პასუხს  ყველა  დაეთანხმება.
ნაბრძანები  იქნა  წერილისა  და  ბრძანების  დაწერა.  მაგრამ  განა შესაძლებელი  არის  სანთლის  ანთება?  მთვარე  ანათებდა.   ქათიბმა ოსმან  ეფენდიმ  წერილი  დაწერა,  ხოლო  აჰმედ  ეფენდიმ – ბრძანება.  ორივე  ქისაში  ჩადეს.  საპატიო  ხალათი  მოამზადეს  და  ზემოაღნიშნულმა  ჩორბაჯიმ  წაიღო,  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანი  შეწუხდა. როგორც  კი  ეს  ბრძანება  და  წერილი  მივა,  უსათუოდ  მე  თქვენგან გამომითხოვენ,  მე  ვიცი  რაც  მოხდება,  ახლა  გათავდა  ყველაფერი. აი  მე  წავედი,  თქვენ  მშვიდობით იყავითო  – თქვა  და  თავისი  ძმა დევლეთ  გირეი  და  დანარჩენი ხელქვეითები  წაიყვანა,  ამხედრდა  და პირდაპირ  კაფას  მიაშურა.
ტ. II, გვ. 335–340
კაფას  ველზე  ფლოტის  ჯარის დამარცხება
როდესაც ოსმალებმა დაინახეს ხანის ჯარის წასვლა, ამოქმედდნენ. სად უნდა   წასულიყვნენო – თქვეს  და  მათ  ცხენებს  კვალდაკვალ  მიჰყვნენ.  თათართა  ჯარში   მოძრაობა  შენიშნეს.  ყველანი ამხედრებულნი  მოვიდნენ.  ტყვეები   რომლებიც   რკინისფეხებიან ზარბაზნებს  მიათრევდნენ,  ათასზე  მეტი  იყვნენ.  ესენიც  ამოქმედდნენ.   ჯარი  ერთმანეთის  ზურგს  უკან  უწესრიგოდ აქეთ-იქით დაიფანტა. ყველა ზარბაზანი ურმებით ადგილზე დარჩა.  (წინასწარმეტყველის  მოციქულთა  გადმოცემის:  „სადაც   არა  სჯობს   გაცლა სჯობს“)  მიხედვით ამოქმედდნენ.  თათრებიც  მოვიდნენ. მათ  ხელთ ჩაიგდეს  ქონებითა  და   ტანისამოსით  სავსე  ურმები,  ზარბაზნები. ამ   უბედური  თათრების  ცხენების  ფეხის  ქვეშ  გაითელნენ  იანიჩართა  ქვეითი  ჯარები,  ჯებეჯიები,  აზაბები.  კაფუდანის  ხაზინის  ურმებს,  მათ მიერ  წაღებულ  ზარბაზნებსაც  დაეწივნენ  და  შეაჩერეს.
[ბრძოლაში] დაიღუპა  ჰასან  ფაშა,  44-ე  რაზმში  ჰუსეინ სუი  ბაში  ჯაირ  ჩილაღის  სახელით  ცნობილ ბოლუქის  უფროსი,  და  რამდენიმე  ასეული  ჯარისკაცი.  იბრაჰიმ  ფაშამ ოთხ ადგილას  მძიმე ჭრილობა მიიღო  და  კაფაში მისვლის   შემდეგ  გარდაიცვალა.  ათასზე  მეტი  ქურექჩი  დაატყვევეს,  17 ცალი  ბალიემეზის  ზარბაზანი211 ხელთ  იგდეს,  ზარალი  დიდი  იყო.   კაფაში მოსულებმა  არ  დააყოვნეს  და  მაშინვე  გემს  მოაშურეს.  მეორე  დღეს  თათრებით  გაივსო კაფა.  შაჰინ  გირეი  ალი  ყადის  სახლში  შევიდა  და  დალალს  დააძახებინა  რომ  სამ  დღეში  კაფას  მოსახლეობიდან  არავინ  დარჩენილიყო  და  გემებით  წასულიყვნენ.  კაფას  მცხოვრებნი ქალებითა  და ბავშვებით  ნავსადგურში  მიცვივდნენ გემებზე,  მეორედ მოსვლის დღესავით,  ძალიან  დიდი  ჭიდილი  იყო.
ასეთ ვითარებაში გაიარა სამმა თვემ. ბოლოს ბჭობა გაიმართა, კაფას გასათავისუფლებლად  იანიჩართა კორპუსიდან  გააგზავნეს ვინმე  მეჰმედ  სუიბაში.  ნავსადგურის  გარეუბანს  მიადგნენ.  ციხე უკვე  თათრებითა  და  კაზაკებით  იყო  სავსე.  მეციხოვნეებს  უთხრეს: თოფს  ნუ  ისვრით,  წადით,  შაჰინ  გირეის  აცნობეთ,  რომ  სარდლისაგან  მოვედითო.  4–5  ცხენი მოიყვანეს,  ამხედრდნენ  და  შაჰინ  გირეისთან  წავიდნენ.  დიდი  შეხლა-შემოხლის  შემდეგ  4–5  საათის სავალ  მანძილზე  მიიყვანეს  მეჰმედ  გირეი  ხანთან.  ერთი-ორი  ღამე იქ  დარჩნენ,  ბევრი  სიტყვა  ითქვა.  ჯანი  ბეგ  გირეიმ  მოკლედ  თქვა: ჩვენ  მოვედით,  თათარი  არ  მოკვდება,  რადგან  ის  ხანის  მონაა.  ჩვენ კაფაში  ჩავედით და  დავბრუნდით  იმ  იმედით,  რომ  თათრები მოვლენო.  ველოდეთ,  მაგრამ  არ  გამართლდა,  ერთი-ორი კონაკი  კიდევ  წავიდეთო, – ვთქვით, – ჩვენი  მიზანი  ომი  და  ბრძოლა  არ  არის. ეს  ისე  სიტყვამ  მოიტანა.  თქვენ  იჩქარეთ,  ამდენი  ზარალი  მოხდა. თქვენ  გინდათ,  აგრეთვე,  კაფას  ციხის  დაპყრობა.  ეს  რომ თქვეს, მეჰმედ  გირეი  განრისხდა:  ე.ი.,  შენ,  ჩორბაჯი,  ჩვენთან  სადავოდ  თუ მოხვედი,  აქ  დავის  ადგილი  არ  არის.  რატომ  იჩენს  ჩემს  მიმართ ოსმალთა სახელმწიფო  ძალმომრეობას?,  მაგრამ  ეს  შენ  არ  იცი,  – უთხრა  და  დაიწყო  თავისი  თავგადასავალი.
ჯერ  ერთი,  ხანი  უკვე  არის  და  რაღა  საჭიროა  სულთნის  სახელით  კიდევ  ხანის   [დანიშვნა]?  ჯანი   ბეგ   გირეის  მამა   სულთანია, ხანის შვილი  კი  ხანი  არ  არის.  ბოლოს  ხანმა  ავადმყოფი  დედა  მემკვიდრედ  გაიხადა,  ასზე  მეტი  ტყვე  დედაქალაქში  გაგზავნა.  რადგან გურჯი  მეჰმედ  ფაშა  კაიმამაკამი  იყო,   ჩაშნიგირ-ბაში212  დილავერ აღამ  მას  მიმართა:  კიზლარ  აღა213  მუსტაფა  აღას  მეშვეობით  ხანობა   ჩვენ  გვეკუთვნოდა,  მაგრამ  არ  მოგვცეს,  ჯანი  ბეგ  გირეის  უბოძეს.   ჩვენ  კი   დაბა  ვიზეში  ჩვენი  საქმეებით  ვიყავით  დაკავებული. ჩვენგან  ისეთ  რამეს  მოელოდნენ,  რომ  იედი  კულეში   ჩაგვსვეს. ჩემი  ძმა   შაჰინ  გირეი  ხელში  არ   ჩაგივარდათ,  ირანის  შაჰთან  წავიდა.  როდესაც  ჩვენ იედი  კულეში  ვიყავით  დაპატიმრებული,  კაფელმა  ყადიმ  ცხენები  მოიყვანა,  ხელსაყრელი შემთხვევა. მომეცა და  ციხიდან გამოვედი. ფირეს  დაბლობში  დამიჭირეს  და  კვლავ  ციხეში  ჩამსვეს.  შემდეგ  ფლოტის  გემით როდოსში  გადამასახლეს.
ერთხელ,  როდესაც  მორა  ჰუსეინ  ფაშა  ეგვიპტეში  მიდიოდა, როდოსში  გამოიარა  და  პირობა  მომცა:  თუ  ვეზირის  ბეჭედი  მეღირსა,  შენ  ყირიმის  ხანად  გაგხდიო.  როდესაც  ვეზირი  გახდა,  მან თავის  სიტყვას  არ   უღალატა.  ფადიშაჰთან  რომ  ჩავედი,  მითხრა – ბედნიერი  იყავი,  ხანობა  შენთვის  კურთხეულ  იყოსო  და   ბრძანება გასცა.  როდესაც  კატარღით  კაფაში  ჩავედი,  ჯანი ბეგი სტამბოლში წავიდა, ჩვენ კი ირანის შაჰს წერილი მივწერეთ და ოცი წლის  მონატრებული  ჩვენი  ძმა   ვთხოვეთ.  გამოგზავნა  მხოლოდ  ორმოცი დღეა,   რაც  მოვიდა  ერთი  იმათთაგანი,  რომლებმაც  ეს   უსიამოვნება  მომაყენეს,  მუსტაფა  აღა.   როდესაც  ხანობა  მე   მეკუთვნოდა, ჯანი  ბეგისთვის  მიაცემინა.  შემდეგ  თვითონ  იგი  გაკიცხეს.
ეგვიპტეში  მიმავალ  მორა  ჰუსეინ  ფაშას  როდოსში  შევხვდი. 30000  ახჩა  ყავის საფასურით  მოვიდა და  ჩვენ  გაგვიყო.  მე  მას ვუთხარი: მადლობა  ღმერთს,  რომ  გაგდებული  და  გაკიცხული  გნახე, მე  ხანობას  ჩამომაშორე  და  დაპატიმრებული  აქ  გამომაგზავნეს. ეს  მტრობა  მას  გონებაში  ჩარჩენია.  ახლაც,  სულთან  მურად  ხანის ტახტზე  ასვლისას  კვლავ  მოვიდა  [მორა  ჰუსეინ  ფაშა].  მან  აღად გახდომის  მეორე დღეს  ჯანი  ბეგისაგან  ორასი ათასი ყურუში აიღო და მისი ხანად  დანიშვნა გადაწყვიტა, მე კი თქვენთან გამომაგზავნა, – ამით  დაამთავრა  სიტყვა,  მეჰმედ  გირეიმ. 
ჩორბაჯიმ  უპასუხა:  ჩემო  ხელიწიფევ,  თქვენი  სიტყვა  სწორია, მაგრამ  ახლა  რისი  თქმა  გსურთ? თუ  კაფაზე  თქვენ  ხელს  არ   აიღებთ,  ეს  დიდი  ლაშქრობის  მიზეზი  გახდება.  რაც  იყო  იყო,  ხანობა  კვლავ  ძველებურად  თქვენი  და  შაჰინ  გირეის  მემკვიდრეობაში დარჩება.  ოსმანთა  დინასტიასთან  წმინდა  გულით  იყავით,  ტყვეები, ზარბაზნები  დაუბრუნეთ, კაფადან  თათრები   გამოიყვანეთ.  – ეს რომ  თქვა,  შაჰინ  გირეის  მიმართ:  თქვენო  აღმატებულებავ!  სულთანო,  შენ  რას  იტყვი?  მან  უპასუხა:  თათარი  და  ნოღაელი  ბეგები მოვიდნენო.
ბეგისა  და  მირზას  სახელით  იმდენი  გასაოცარი  სახის   ხალხი მოგროვდა,  რომ  მნახველები  გაოცდნენ.  ბჭობა  გამართეს.  ყველამ სიტყვა  მისცა  ჩორბაჯის.  ყველა  ჩვენგანმა  აყვანილი  ტყვეები მივცეთო  – თქვეს.  ლოცვა  და  ქება-დიდება  აღავლინეს.  ჩორბაჯი  სასახლეში  გაგზავნეს.  წავიდა  და  მეჰმედ  გირეისათვის  მოიტანა  საპატიო  ხალათი  და  ბრძანება,  შაჰინ  გირეისათვის – საპატიო  ხალათი, ხოლო  სხვებისათვის,  მირზებისა  და  სულთნის  სახელით  ვინც  იყვნენ,  30  საპატიო  ხალათი.  ზემოხსენებული  ჩორბაჯი  კვლავ  გაგზავნეს.  მას  ერთი  სულთანი  შემოხვდა  300-ზე  მეტი  ცხენოსნით  და  მეჰმედ  გირეისთან  წაიყვანეს.  ისინი  ფადიშაჰის  ბერათს  ეამბორნენ, დიდი  პატივისცემით  მიიღეს,  საპატიო  ხალათები  ჩაიცვეს  და  ზეიმი მოაწყვეს.  სამოცდაშვიდი  იანიჩარი,  სამოცდაათი  ჯებეჯი  და  ოცდაცამეტი  აზაბი214  ტყვე  წერილთან  ერთად  ფაშას  გაუგზავნეს. ერთი  კვირა  გაჩერდნენ  კაფაში,  შემდეგ  ხანი  აიყარა  და  უკან  დაბრუნდა,  კაფუდანმა  კი  შავი  ზღვა  მოიარა,  როდესაც  ბოსფორში მოვიდა,  შიგ  შესვლის  ნებართვა  არ  ჰქონდა  და  სეკბან-ბაში215  მეჰმედ  აღასთან  ერთად  კვლავ  შავ  ზღვაში  დაბრუნდა.  თვე  ნახევარი კიდევ  იარა,  შემდეგ  დაბრუნდა  და  ვერფში  (გემთსაშენი  ადგილი) შევიდა.  მაგრამ  ამჯერად  ხელისუფლებამ  კარგად  არ  მიიღო.
ჰასან   ბეი-ზადე  აღნიშნავს,  რომ  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანად  დაინიშნა, დევლეთ  გირეი  კი   სულთნის უფლისწულად  იქნა  აღიარებული.  როდესაც  კაფუდან  ფაშას  დაევალა  ფლოტით გამგზავრება  და ხელისუფალთა  შეკრებაში  მონაწილეობის  მიღება,  თათართა  ტომებმა  ჯანი  ბეგის  სიყვარულით  მისი  ქვეშევრდომობისა  და  ნდობის სურვილი  გამოამჟღავნეს. როგორც  კი  მოვიდნენ, თათართა ტომები მოედინებაო თქვეს. თავი ამაყად ეჭირათ. გადაჭრით არ  ამჟღავნებდნენ ომისადმი ინტერესს. კაფას მიწა-წყალზე გავიდნენ, მეჰმედ გირეი მოვიდა, ლაშქარი  რიგებად  დააწყო,  როდესაც გარდაუვალი გახდა  ომი, მოსალოდნელ  საპირისპირო  შემთხვევაშიაც აუცილებელი იყო  ბრძოლა. ბრძოლის  დროს  მეჰმედ  გირეი  ხანის  თანამებრძოლი  ჩობან  გირეი  ოსმალთა ლაშქარს  ცხენით  ეძგერა. ბრძოლაში ჩობან  გირეიმ  გამოიჩინა  დიდი  სიმამაცე  და  დაიჭრა.  როდესაც იგი  გარდაიცვალა,  თათართა  რაზმებმა  თავიანთ  სისხლში  გამჯდარი ფანატიზმი  ერთსულოვნად  გამოამჟღავნეს,  ეკვეთნენ  ვეზირების ლაშქარს  და  დაამარცხეს. 
რადგანაც ამ ბრძოლაში თათრები ბევრნი  იყვნენ, იანიჩრები და სხვა  უამრავი მოსახლეობა  დახოცეს,  ბევრიც  ტყვედ  ჩავარდა. თათრებმა იანიჩართა და სხვათაგან აყვანილი მაჰმადის  მრევლიც ტყვეებად  წაიყვანეს. კაფასა და სხვა ადგილებში ერთ კაცს ერთ კათხა ლუდზე ცვლიდნენ.  ეჭვი  არ  არის,  რომ  ამ   ამბავში უსათუოდ ღვთით მოვლენილი სასჯელი იყო,  თუმცა კაფუდან  რეჯებ ფაშა დამარცხების შემდეგ კაფას გასათავისუფლებლად დამარცხებულისათვის  შესაფერისი სახით  აჯა-ვედრების  გზას  დაადგა. ხანმა ხანობის ფირმანი  და  საპატიო  ხალათი  აიღო  და მორჩილებაზე დათანხმდა, მაგრამ  უეჭველი იყო,  რომ  იგი  სინამდვილეში  აჯანყებისათვის  ემზადებოდა.  ამ  ამბის  შემდეგ  საქმის თანდათანობითი  გაღრმავებით  ძალა  მოიკრიბა  თათართა  ტომები  მთლიანად  თავისკენ მიიმხრო  და  დღითიდღე  დაიწყო  ლაშქრის  გამრავლება.
საქვეყნოდ  ცნობილი  გაბედული,  მამაცი,  მარდი  და ძლიერი იყო  ვინმე  მირზა  ბეგ  ქეთხუდა. იგი შაჰინ  გირეიმ  შეიწყნარა და თავისთან წაიყვანა, პატივისცემით კარგი  ურთიერთობა  დაამყარა მასთან.  ერთ  დღეს  მას  ჯანი  ბეგ  გირეისგან  მოსული  წერილი  აღმოაჩნდა.  შაჰინ  გირეიმ  ეს   წერილი  მეჰმედ  გირეი  ხანს   გადასცა. როდესაც  შაჰინ  გირეიმ  დაიჩემა  მირზა  ბეგის  მოკვლა,  მაშინ  ნება მიეცა  და ერთ  დღეს წვეულებაზე  თავი  მოჰკვეთა.  შაჰინ  გირეიმ  გაანადგურა  კანთემირ  ფაშას  ყირიმში  არსებული  ქონება,  სახლ–კარი  დაუწვა,  დახოცა  მისი   ოჯახის  წევრები  და  ქვეშევრდომები, ცოლი  შამფურზე  წამოაცვა  და   ცეცხლზე  მწვადივით  შეწვა.  გადმოგვცემენ,  რომ  ქალი  ფეხმძიმედ  ყოფილა,  ცეცხლის  სიმხურვალისგან მუცელი  გასკდომია  და  ნაყოფი  გარეთ  გამოვარდნილა.
ამ საზიზღარი ამბების შემდეგ  [ისინი] დიდი ლაშქრით კაფადან რუმელიისაკენ  გაემგზავრნენ;   თავდასხმებითა   და   თარეშით მოვარდნილი  ნიაღვარივით   მდინარე   დუნაი   გადალახეს,   დუნაის ორივე  მხარეზე  მდებარე  აქერმანს,  ქეილს,  ისმაილსა  და  ცასა  და დედამიწის  მსგავს   ოსმალთა  სახელმწიფოს  შეესივნენ.   ეს   ადგილები  გახადეს   თათართა  სათარეშოდ.  ედირნეს   ხელყოფის  განზრახვით  დუნაის  ნაპირზე  დაბანაკდნენ.
ტ.   II,    გვ.   335–340
კანთემირ  ფაშას  ბრძოლა  შაჰინ  გირეისთან  და   შაჰინ  გირეის დობრუჯაში210  დამარცხება
როდესაც  კანთემირამდე  მიაღწია  ცნობამ  იმის  შესახებ,  რომ მისი  სახლ-კარი  დაანგრიეს,  დედაქალაქში მომჩივანი  მოვიდა.  აბი აიუბი  ენსარის217  ახლოს გაჩერდა. ფადიშაჰის  ზღურბლში  საჩივარი და მიშველების  თხოვნა  წარადგინეს.  კანთემირმა  შაჰინ  გირეის  მოსპობის  თაობაზე  ნებართვის  ფირმანი  მიიღო.   სილისტრეს სანჯაყის218  მფლობელი  თავისი  ლაშქრით დობრუჯას სახელწოდების  ადგილზე  გაემგზავრა  და  30  ათასამდე  თათარი  შეკრიბა.  რუმელიის  ემირთაგან  ჰაჯიქი ფაშა და რამდენიმე  სახელოვანი ვეზირი კიდევ  გაიერთგულა და შურის  საძიებლად  მოემზადა.  შაჰინ  გირეიმ ბაბა დაღზე  თავდასხმა  განიზრახა.  ამ  მხარის  მოსახლეობამ  ბჭობა  გამართა, შეთანხმდნენ,  რომ  წინაააღმდეგობა  გაეწიათ და უზენაესი  ფირმანის  მოსვლას  დალოდებოდნენ.  უმაღლესი  ხელისუფლებისაგან  მიიღეს  პატიოსანი  ბრძანება:  მთელი  ბაბა  დაღისა  და დობრუჯას  ლაშქარი  კანთემირ  ფაშას  შეუერთდეს  და  უბედურ მტრის  გაგდებამი  ერთსულოვანნი  იყვნენო.  ბრძანების  თანახმად, ბაბა  დაღისა  და  დობრუჯას  ლაშქარი  კანთემირს  შეუერთდა.  კანთემირ  ფაშამ  ლაშქარი  დააწყო  როდესაც  დუნაის  სანაპიროზე შაჰინ  გირეიზე  თავდასასხმელად  წავიდნენ,  იმანაც  ლაშქარი  მოაწესრიგა.  ისეთი როსტომისებური ბრძოლა  მოხდა,  რომ  გაოცებულმა  ბაჰრამ  ფელექმა  თავისი ელვარე  ხმალი  მიწას  ჩაარჭო.  კანთემირმა  არნახული  გმირობა,  მამაცური  და  ვაჟკაცური  თვისებები  გამოაჩინა.  მისმა  ქვეშევრდომებმა  და  მასთან  შეერთებულმა  სისხლისმსმელმა  ნოღაელებმაც  ძლიერი  ბრძოლა  გამართეს  და  თავიანთი მოწინააღმდეგეების  თავები  სხეულს  განაშორეს.
ბოლოს კანთემირმა  გაიმარჯვა, თათართა სისხლისაგან მდინარე დუნაი ლალისფერი  გახდა. ხმალს გადარჩენილები შაჰინ გირეის ნავში ჩასხდნენ, დუნაი გადალახეს და გაიქცნენ, ნამუსი და  სირცხვილი დაკარგეს. თათრის ლაშქრიდან ურიცხვი ხალხი ხმლით დახოცეს, ძალიან  ცოტა  გადარჩა,  მაღალი  ღმერთის  შემწეობით  ამ ბრძოლაში  შაჰინ  გირეიზე  რამდენადმე  მაინც  იძიეს  შური.
ტ. II,   გვ.  340–341 
კაზაკთა  მიერ  იენი  ქოის  დაპყრობა 
როდესაც  ცნობილი  გახდა,  რომ  ფლოტი  კაფაში  ხანის  საქმით იყო   გართული,  დონის  კაზაკებმა  შავი   ზღვა  თავისუფალი  ნახეს და  150  გემით  შევალის  მეოთხე  დღეს219  ბოსფორის ციხესთან  მივიდნენ,  იენი  ქოი  იავარჰყვეს  და  რამდენიმე  დუქანი  დაწვეს.  მაშინ ბოსტანჯიები  და  სეკბან-ბაში  თავიანთი  ჯარებით  გემებში  ჩასხდნენ და სტამბოლიდან  მათ  თავს  დაესხნენ.  კაზაკთა  ყაჩაღები  ვერ  გაუმკლავდნენ,  უკან  გაიქცნენ ზღვით.  ეს  წყეულები  ისე  დაუნდობლად დაესხნენ  თავს  ბოსფორს,  რომ  მსგავსი  რამ  ისტორიაში  არ  გაგონილა.
ათას   ოცდათოთხმეტი  წლის220  ამგები 
ყიზილბაშთა  დამარცხება  ალთუნ  ქოფრუში 
ყარამანიის  ბეგლარ-ბეგი  ჩერქეზ  ჰასან  ფაშა,  ჩვეულებრივ, კუნძულსა  და  ჰასან  ქეიფის  რაიონში  იზამთრებდა.  როცა  ხმა  გავრცელდა,  რომ  ქოფრუსა  და  გერგუქმი  ყიზილბაშთა  ჯამაათი  იყო, ზემოხსენებულ  ქუჩუქ  აჰმედთან  ერთად  მათ  წინააღმდეგ  გაემართა.  ხიდის  იქითა  მხარეს  ყიზილბაშთა  ლაშქარი  იყო,  გამოღმა მხარეს  ესენი  დადგნენ  ცოტა  ხანს  იბრძოლეს.  საღამო  ჟამს ყიზილბაშთა  ლაშქარმა  გაიმარჯვა.  აჰმედ  აღა  თავისი  ხელქვეითებით  თავს  დაესხა  და  თავგამოდებით  იბრძოდა.  წყეულები  გააბრუნეს.  ისინი  ათი  ათასამდე  იყვნენ,  ამათი. რიცხვი  კი  4000-ს  არ  აღემატებოდა.  ყველამ  ერთბაშად  შეუტია  და  ყიზილბაშთა  ლაშქარი დაამარცხეს.  მცირე  ნაწილი  გაწყდა,  დანარჩენები  გაიქცნენ,  გერგუქის  ციხეს  მიაშურეს. 
რამდენიმე ასისთავი და ცოცხალი ყიზილბაში დიარბექირში გაგზავნეს, როდესაც  დამარცხებული  ლაშქარი  გერგუქში  შევიდა, იქ   მყოფი  ყიზილბაშებიც   ვერ  გაჩერდნენ  და  გაიქცნენ   ბოსტან ფაშა ციხეში  შევიდა  და  დაიკავა.
ტ.   II,   გვ.   344–345 
ყიზილბაშთა  ლაშქრის  დამარცხება  საქართველოში 
ძველი  დროიდან საქართველოს  მთავრები  ოსმალთა  დინასტიას ემორჩილებოდნენ.  ამდენად,   ისინი   დაცული  იყვნენ  ყიზილბაშთა შემოსევებისაგან  ზოგიერთი  მათგანი  გაიძვერა  შაჰის ვერაგობასა და ცბიერებას ყურადღებას  არ აქცევდა  და  ყიზილბამთა   მიმართ მორჩილებითა  და მოჩვენებითი მეგობრობით სიახლოვესა და კავშირს  ამყარებდა.  ამასობაში  ბევრი  კეთილნაშენი  ადგილი აოხრდა. ყიზილბაშები მათ საქონელს იტაცებდნენ, ოჯახებს  ატყვევებდნენ და,  საერთოდ,  დიდ  ზიანს  აყენებდნენ.  შაჰის  მტრობა  და  ავკაცობა თანდათან  ძლიერდებოდა.  ზაგემის  მეფე   თეიმურაზ  ხანმა221 მათი საზიზღარი  ზრახვები  ვერ   აიტანა,   საქრთველოში   ასაოხრებლად მოსულ  ხანებს  რამდენჯერმე  წინააღმდეგობა  გაუწია  და  დაამარცხა. ამჯერად  ქართლის  მფლობელი  მოურავ  ხანი,  გურიელი,  დადიანი, აჩიკ-ბაში  და  არაგვის  ერისთავი  გაერთიანდნენ  და  საქართველოს სხვა  ერისთავებთან  შეთანხმებულნი  საქართველოს  დასაპყრობად. მოსულ  ყარჩიხა  ხანისა და სრულიად ყიზილბაშთა ლაშქართან საბრძოლველდ გამოვიდნენ,  ზემოხსენებული  მოურავი  შაჰის  ლაშქარში  იყო,  როგორც  მისდამი  დაქვემდებარებული  პირი.  ოცდაათ  ათასამდე  ყიზილბაში  და  სახელოვანი  ხანები  ყარჩიხა  ხანს  შეუერთდნენ,  მათთან  ერთად  საქართველოს  ასაოხრებლად  მოურავ ხანიც  გამოგზავნეს.  ეს  უკანასკნელი  თეიმურაზ  ხანს  საიდუმლოდ დაუკავშირდა  და  შეუთანხმდა:  როდესაც  ყიზილბაშთა  ლაშქარი მიაღწევს  საქართველოში  შემავალ  ვიწრო  ხეობას,  მზად  იყავით და  განსაზღვრულ  დროს  თავს  დავესხათო,  თვითონ  კი  თავისი ხელქვეითებით  უკან  ჩამორჩა.  ყიხილბაშთა  ლაშქარი  ამ  ხეობაში შემოვიდა  და  უდარდელად  დაბანაკდა.  ყველა  განცხრომას  მიეცა: ზოგს  ეძინა  და  ისვენებდა,  ზოგი  კიდევ  პურს  ჭამდა.
სწორედ  ამ დროს  მთებში  გამოჩნდა  ქართველთა  ლაშქარი. მოურავი  ყარჩიხა  ხანს   მივარდა  და  უთხრა:   რას  გაჩერებულხარ ხანო,  ჯარიც  გაფრთხილდეს,  ამხედრდეს  და  მზად  იყოსო.  შემდეგ ხანი  ცხენხე  შესვა  და  მიმართა:  აბა,   ნახე  როგორია  ქართველების გაწყვეტა,  შე  წყეულო  ყიზილბაშო,  თავისი  შუბი  ყარჩიხა  ხანს  იღლიის  ქვეშ აძგერა  ისე,   რომ  შუბი  მეორე  მხარეს  გამოვიდა.  ჰე,   შე გიაურო,  არამი  იყოს  შენზე  შაჰის  პური!  – წამოიძახა  ყარჩიხა  ხანმა   და  ცხენიდან  ჩამოვარდა.  ყარჩიხა  ხანის  შვილმა  ეს  რომ  დაინახა – ჰეი,  ეს   რა  ქენი,   შე   შაჰის მტეროო  – შესძახა  და  მოურავს შეუტია.  მოურავმა  ხმალი  მოუქნია  და  მასაც  თავი  და  ცალი  მკლავი   გააგდებინა.  ყიზილბაშთა  ლაშქარი  აირია.  სხვა  ხანები  ვერ  მიხვდნენ  რა ხდებოდა  და  სანამ  ასე   გაოგნებული  იყვნენ,  ქართველთა ბეგებიც  მოცვივდნენ  და  იმდენი  დახოცეს,  რომ  ოცდაათი  ათასი  ყიზილბაშიდან  სამი  ათასმა  ყიზილბაშმა  ძლივს  უშველა  თავს. ისინი   მისცვივდნენ  ცხენებს  და  შაჰის   ლაშქარს  მიაშურეს.
ქართველი  ვაჟკაცები,  გამარჯვებით  გამხნევებულნი,  უკან  დაედევნენ  მტერს,  ყარაბახის  საზღვრამდე  სდიეს და კიდევ  ბევრე  ყიზილბაშის  თავი  გააგორეს მიწაზე.  ბრძოლა  განთიადიდან  საღამომდე შეუსვენებლივ  გრძელდებოდა. რამდენიმე ათასი ყიზილბაში ხმლით  აკუწეს.  თვითონ  ყარჩიხა  ხანს,  მის  შვილს,  ამირგუნე  ხანს, მაჰმუდ  ხანს, კაზღან  ხანის  შვილს,  შირვანის ხანს – იუსუფს, სულეიმან  ხანს და  ათ სულთანს  თავი მოაჭრეს. მოჭრილი თავები შეახვიეს,  დროშებთან,  ბუკებსა  და  დოლებთან  ერთად  ექვსი-შვიდი ათასი  თავი  და  ოცამდე  მოენე  ტყვე  სარდალს  გაუგზავნეს.
მოურავის შვილი საქართველოს ზოგიერთ  წარჩინებულთან ერთად რამაზანის 21-ე  დღეს222 სულთნის სამხედრო ბანაკში მოვიდა. დახოცილთა თავები ჯოხებზე წამოაცვეს.  ბუკებით, დოლებით და მტრის უკუღმა შებრუნებული  დროშებით  სარდლის კარვის  წინ  გაიარეს  და  შემდეგ  ამასიის  ბეგის  მეჰმედის  თანხლებით მოკლულთა  თავები  სტამბოლს  გაგზავნეს.
ტ. II.  გვ.  345–347
ჯარის  გაგზავნა საქართველოსაკენ
მოურავის  წერილსა  და  არზაში  ნათქვამი  იყო.    უკეთუ  ისლამის  ლამქარი  ამ   მხარისაკენ  გაემართება,  ხელსაყრელი  შემთხვევაა, მთლიანად  განჯის,  ყარაბაღისა  და  შირვანის  მოსახლეობა  ჩვენ  დაგვიჭერს  მხარს  და  დაგვემორჩილება,  არდებილის  მხარესაც  დავიკავებთ.  ეს   ადგილები  მდიდარია  პროვიანტითა  და  საჭურვლით.  ამ მხრივ  სიძნელეები  არ  შეიქმნება.  ყიზილბაშთა  ქვეყანას  დიდ  ზიანს მივაყენებთ.  ბევრი  კარგი   საქმე  გაკეთდება   გარდა  ამისა,   მისმა კაცებმა  სიტყვიერადაც  მოახსენეს  სასულთნოს  და   დაბეჯითებით სთხოვეს  ირანს  გალაშქრება,  მაგრამ  რადგანაც  ჰაფიზ  ფაშას  დავალებული  ჰქონდა  ბაღდადზე  გალაშქრება,  ამიტომ  აქეთკენ  გალაშქრებაზე  უარი  თქვა.
მარჯვენა  და   მარცხენა  ბოლუქებიდან  ორი  ათასამდე  ყულის შვილები  ჩაწერეს  და  შეადგინეს  ჯარი  მათ  აღაებთან  ერთად,  სერასქერად  დანიშნეს  ბათუმის  ბეგლარ-ბეგი  ომერ  ფაშა. ზემოხსენებულ  სარდალთან  გაიგზავნენ,  აგრეთვე,  რამდენიმე  იანიჩარი  და ყულის  შვილები.  გარდა  ამისა,   მომიჯნავე  საზღვარზე  მობინადრე ბეგებს წერილობით  ებრძანათ,  რომ  საქართველოს  მთავრებთან  კავშირი  დაემყარებინათ  და,  როდესაც  სარდალი  იქ  მივიდოდა,  ყიზილბაშთა  ქვეყანა  გაენადგურებინათ  და აეოხრებინათ.
კაითაკის  მფლობელის  ისმი  ხანის  სახელზეც  გაგზავნეს  წერილი,  რომელშიც  ეწერა:  ჯართან  ერთად  მზად იყავით,  რათა  იქიდან  თავს  დაესხათ  ყიზილბაშთა  ქვეყანასო.  მაგრამ  ამ   წელს  იმ   რაიონში  რაიმე  მნიშვნელოვანი,  კარგი  საქმე  არ  გაკეთებულა.  ფეჩევი   ამბობს,  რომ  მოურავის  კაცები  ჰაფიზ  ფაშასთან   მოვიდნენ  და ითხოვეს  დადებითი  პასუხი.  ჩვენმა  ბედნიერმა  ფადიშაჰმა  ბაღდადის   აღება  დაგვავალა,  ხოლო  საქართველოსა  და  შირვანის  ქვეყნებში  ლაშქრობა  არ  გვაქვს  ნაბრძანებიო.  მე   ძალიან  დაბეჯითებით ველაპარაკე,  მაგრამ  არაფერი  გამოვიდა   მე   არ  მგონია,  რომ  ამ საქმემ  სასურველი  შედეგი  გამოიღოსო.  არ  არის  მიზანშეწონილი, რომ  გაურკვეველ  საქმეზე  დრო  დავკარგოთ,  ხოლო  უფრო  მნიშვნელოვანი  საქმე  უკან მოვიტოვოთ. განა ჩვენი ძველი სულთნები და ვეზირები წინასწარ იყვნენ  დარწმუნებული  ომის  მოგებაში, წარმატებაში? მხედართმთავრისთვის საჭიროა  გამარჯვებისადმი მისწრაფება  და  ალაჰისადმი  მინდობა.  განა  თქვენ  დანამდვილებით იცით,  რომ  ბაღდადში  გამგზავრებით,  მისი  აღებით  მიზანს  მიაღწევთ-მეთქი – ვუთხარი.  მან  თქვა:  მაღალმა  ალაჰმა  ინებოს,  გამარჯვებაში  დარწმუნებული  ვარ,  შეიძლება  ეჭვი  არც  ვიქონიოთო. შემდეგ. როდესაც  მე  იანიჩართა  აღა ხუსრევ  აღასთან  მივედი  და  ეს ვუთხარი,  მან  მიპასუხა:  რადგანაც  ჩვენ  ხელქვეითები  ვართ,  ჩვენი საქმეა  მორჩილება.  ჩვენ  ამჯერად  ნაბრძანები  გვაქვს  ავასრულოთ სარდლის  ბრძანებაო.
მაგრამ  კაცმა  რომ  თქვას,  ხუსრევ  აღას  არ   უნდოდა  ჰაფიზის გამარჯვება,  ამიტომ  მან  არ  მოენდომა  აქეთკენ  გამომგზავრება.  შაჰ აბასის შაჰობის  შემდეგ  მისგან  ჰაფიზ ფაშას  ბევრი  უსიამოვნება შეხვდა. საქართველოს მიმართულებით  ეს  ლაშქრობა  რომ  ჩატარებულიყო,  მოსალოდნელი  იყო  დიდი  გამარჯვება. მაგრამ  ქათიბ  ჩელები  თავის  „ფეზლექეში“  ამბობს,  რომ  ჰაფიზ  ფაშამ  ფეჩევის  არ  დაუჯერა  და იმ მხარეში ლაშქრობის ცდა უშედეგოდ   დამთავრდა. განა  შაჰი  ვილაიეთის  აოხრებით  ბაღდადს  დათმობდა?  რაკი  ბაღდადის  აღება  დავალებული  ჰქონდა,  ამ დროს სხვა  ქვეყანაში  წასვლა და  წარუმატებლობა  უფრო  საბედისწერო  არ  იქნებოდა?  ძველ დროს  სულთან  სულეიმანიც ჩავიდა ნახიჩევანმი  და  ამის  შედეგები  ისტორიაში  ცნობილია. თუმცა  ჰაფიზ ფაშას ბაღდადში გამგზავრებით არაფერი გაკეთებულა, მაგრამ  ჯარმა  გამოცდილება შეიძინა.  ისიც  გაირკვა,  რომ  ბაღდადის  აღება  არც  ისე  ადვილი საქმეა.
ტ.   II,   გვ.   347–348 
საქართველოსა  და ყიზილბაშთა  ამბები 
მემატიანე  ამ   შემთხვევას  ასე   აგვიწერს:  სულთან  აჰმედ  ხანის დროს  საქართველოს  მეფეთა  შთამომავალი,  სილამაზით  განთქმული,  საყვარელი  და  იშვიათი  სიმამაცის  კაცი,  თავისი  კეთილშობილებით  ცნობილი თეიმურაზი  იმ  ქვეყანაში  თავისი  გარეგნობითა  და წარმოსადეგობით  დიდი  მითქმა-მოთქმის  საგანი  გამხდარიყო.  როდესაც  შაჰ  აბასმა  გაიგო  მისი  ესოდენი  სიმშვენიერე,  მიაღწია  იმას, რომ  გადმოებირებინა  იგი  და  თავის  სამსახურში  ჩაეყენებინა.  როცა თეიმურაზი  სრულწლოვანი  გახდა,  ხანის  წოდებით  საქართველოს სატახტო  ქალაქ  ზაგემმი  გაგზავნეს.  შემდეგ  თეიმურაზმა  ირანის შაჰს  წინააღმდეგობა  გაუწია  და  ვანის  ბეგლარ-ბეგ  თურქჩე  ბილმეზ  ჰუსეინ  ფაშას  დახმარება  სთხოვა.  ჯერ  კიდევ  დამხმარე  ძალების  მოსვლამდე  საქართველოს  ჯარი  სასწრაფოდ  დაიძრა,  ყიზილბაშებს  შეეჯახა,  ბევრი  დახოცა  და  დიდი  ზარალი  მიაყენა.
შაჰ აბასმა საქართველოს ერთ-ერთი  ბეგი – მოურავ  ბეგი – გაიერთგულა და  მისი საშუალებით თეიმურაზ  ხანზე  შურის  საძიებლად  საქართველოსკენ  ლაშქარი  დაძრა.  თეიმურაზი  იმერეთში  გაიქცა.  ირანის  შაჰმა  საქართველო  ააოხრა,  ადგილები,  სოფლები  და, განსაკუთრებით,  ქართველთა  სამეფო  ქალაქი  ზაგემი  დაარბია  და გადაწვა.  როდესაც  ირანელთა  ლაშქარი დაბრუნდა,  შაჰ  აბასმა  თავისი ხელქვეითთაგანი,  ვინმე  ფეიქარ  სულთანი,  საქართველოში ხანად  დანიმნა  და  ქვეყნის  აღდგენა  და  სამართლიანობის  დამყარება  დაავალა.  რადგანაც  ზაგემი  აოხრებული  იყო,  ფეიქარ  სულთანმა  მდ.  კანიკის223  ნაპირას  ქალაქი  ქალხიზი  აღადგინა,  გაამაგრა და  იქ  გაჩერდა.
ფეიქარ  ხანი  დიდ  სამართლიანობას  იჩენდა  და  ასე   გამოაცხადა:  შაჰის  სურვილია,  რომ  ყველამ  თავისი  სახლი  გაიკეთოს,  ყანა დაამუშაოს  და  თავის  საქმეს  შეუდგესო.  ვისაც  თესლი  არა აქვს, ხაზინიდან  მიეცეს  სესხად  და  სამი  წლით  ყველა  სახელიწიფო  გადასახადისაგან  განთავისუფლდესო.  ამ   პირობამ  მიიზიდა  მთასა  და ველში  გაბნეული  ქართველი  გლეხობა  და  დაიწყო  მოშენება.  ქვეყანა  გაშენდა.  ყიზილბაშთა  შიშით  დამალული  და  გაქცეული  ქართველები  გამოჩნდნენ  და  ზარალის  გამოსწორება  დაიწყეს.  ყველა ფეიქარ სულთანს  დაემორჩილა,  მაგრამ  ფეიქარ  სულთანი  ქართველების  სიმრავლემ  საგონებელში  ჩააგდო.  მან   შაჰს  აცნობა:  ქართველები  ისევ   მომრავლდნენ  და  ლაშქრობის   შემთხეევაში  ათი ათასი  ხმლიანი  ქართველი  შეიძლება  მოგროვდესო. ამაზე  თქვენი ბრძანება როგორი იქნებაო? შაჰმაც ზემოხსენებული კორუჯი-ბაში, ყარჩიხა  ხანი  და  რამდენიმე  ათასი  ყიზილბაში  მოურავ  ბეგის  თანხლებით  საქართველოში  გააგზავნა  ვითომდა  ჯარების  შესამოწმებლად. სხვების  დასანახად  ყარჩიხა  ხანს  უბრძანა,  რომ  მოურავთან თათბირის  გარეშე  არც  ერთი  საქმე  არ  დაეწყო,  და  გააფრთხილა, რომ ელოდოს  მისგან  საიდუმლო  წერილსა  და  ბრძანებას  და  იმოქმედოს  იმის  შესაბამისად.  ყარჩიხა  ხანი   და  მოურავ  ბეგი  საქართველოში  ჩამოვიდნენ  და  გამოსცეს  ბრძანება, რომ  ფეიქარ  სულთნის მორჩილებით  შაჰთან  კეთილად  განწყობილი  მოქალაქეები ამა  და  ამ  ადგილს  გამოცხადდნენ,  რათა  ჩატარდეს  შემოწმება  და გაიცეს  საბოძვარიო.
თორმეტი  ათასი  ქართველი  შეგროვდა და დანიშნული  ადგილისკენ  გაემართა.  საიდუმლო  ბარათში  შაჰი  წერდა:  შენ  რომ  კორუჯი-ბაში  ხარ,    გმართებს  დათვალიერების   მიზნით  შეგროვილი ქართველები  მთლიანად  ამოხოცო.  მოურავიც  არ   გაუშვა  ცოცხალი,  რაც  არ უნდა  დაგიჯდეს  უნდა  მოკლა.  წერილი  შიკრიკს  გაატანა  და  თან  გააფრთხილა,  რომ  წერილი  მოურავისთვის  არ  ეჩვენებინა და ყარჩიხა  ხანისთვის  მიეცა.  მაგრამ  მოხდა   გაუგებრობა – შიკრიკმა  იმ   საიდუმლო  შეთანხმებაზე  არფერი  იცოდა  და  შაჰის ბრძანება  უკუღმა გაიგო  – წერილი  მისცა  მოურავ  ბეგს   და  არა კორუჯი-ბაშის,  როდესაც  მოურავმა  ეს   წერილი  წაიკითხა  და  ვითარებას  გაეცნო,  დასათვალიერებლად  მომზადებულ თორმეტ  ათას ქართველს  ყველაფერი  შეატყობინა.  ქართველებს  ასეთი  რამე  ვერ წარმოედგინათ  და  არც  დაიჯერეს.  მოურავი,  როცა  დაინახა,  რომ ქართველებს  ვერ  დააჯერებდა,  გაყუჩდა,  ვნახოთ  რა  მოხდებაო.  მან ჯარი  შემოიკრება  და  ყარჩიხა  ხანის  ზურგს  უკან  ფრთხილად  და ფხიზლად  იყო.  შემთხვევით  ფეიქარ  სულთანმაც  ქართველები  შეკრიბა  დასათვალიერებლად.  ისინი  მთის  ხეობიდან  ველზე  გამოვიდნენ.  ყიხილბაშები  მზად  იყვნენ.  ხეობიდან  გამოსული  ქართველები ხმლით  აკუწეს.  ამგვარად  დახოცეს  ოთხასამდე,  ქართველი.  რამდენიმე  ჩამორჩენილი  უკან  გამოიქცა.  ეს  ამბავი  რომ  მოიტანეს,  ქართველები  მოურავის  სიმართლეში  დარწმუნდნენ  შეწუხდნენ. თურმე  ფეიქარ  სულთანი  და  ყარჩიხა  ხანი შეთქმულან.  მაშინ  მოურავი  საიდუმლოდ  ქართველ  მეომრებს  შეუთანხმდა,  რომ  დილით ყიზილბაშებს  თავს  დაესხმოდნენ  და  ამოხოცავდნენ.
ქართველი  მეომრები  მოემზადდღნენ  და  დილაადრიან  მოურავთან  შეგროვდნენ.  მოურავიც  ამხედრდა,  აიღო  შუბი  და  მივარდა ყარჩიხა  ხანის  კარავს.  ხანო,  რას  გაჩერებულხარ,  თეიმურაზი  მოვიდა,  თავს  დაგვესხაო. ყარჩიხა  ხანი  კარავიდან  გამოვიდა  და,  როგორც  კი  ცხენზე  შეჯდა,  მოურავმა  მას  გვერდში  შუბი  აძგერა  და მოკლა.  როგორც  ეს  უკვე  ზემოთ  ვთქვით,  წყეულმა  ყარჩიხა  ხანმა აქ  იზღო  სამაგიერო  იმისა,  რაც  მან  არდებილის  ლამქრობაში  მაჰმადის  ჯამაათს  უყო.
ამრიგად,  ამდენი  ხანი  და ათასობით  ყიზილბაში  ამოხოცეს.  ამის შემდეგ  მოურავმა  დამოუკიდებლობისა  და  საქართველოს  შაჰობის პრეტენზია  გამოაცხადა.  მან ფული მოაჭრევინა  თავის  სახელზე  ასეთი  წარწერით:  მონა  სიწმინდის  მეფისა  მოურავ  შაჰი  (საოცარია, რომ  ისლამის  აღიარებამდე მან  რაფიზილიკთა  სექტის  სარწმუნოება  მიიღო). 
როდესაც  ირანის  შაჰმა  ეს   ამბავი   გაიგო,  კორუჯი-ბაშად  დანიშნა  ისჰაკ  ხანი,  ამირგუნე  ხანთან  ერთად  რამდენიმე  ათასი  ურჯულო  სისხლისმსმელი  აახლა  და  მოურავის  წინააღმდეგ  გამოაგზავნა.  მოურავმაც  შაჰის  ამ  ურდოს  წინააღმდეგობა  გაუწია  და  ბრძოლაში  ამირგუნე  შუბით  დაჭრა  მკლავში.  ამირგუნე  ცხენიდან რომ  გადმოვარდა,  თავის  მოსაკვეთად  ოთხი  ქართველი  აზნაური ეკვეთა. ამირგუნეს  მირახორი  ახალგაზრდა  მეომარი  იმ  ოთხ  აზნაურს  შეებრძოლა,  ერთი  მოკლა  და  სამი  დაჭრა.  ამირგუნე  ხანს ხელი  გაუყარა,  ცხენზე  შესვა  და  იხსნა.  მაგრამ  თავის  ქვეყანაში რომ  ჩავიდა,  ამირგუნე  ხანი  იმ  ჭრილობიდან  მაინც  ვერ  განიკურნა და  მოკვდა.  ამ  ბრძოლაშიც  ყიზილბაშის  ჯარმა  დიდი  ზარალი  განიცადა  და  მთავარსარდალთან  ერთად  მხოლოდ  ცოტამ  თუ  უშველა თავს.  ამის  შემდეგ  მოურავი  ბარდას  ქვეყანას  შეესია  და  ააოხრა, ქალაქი  განჯა  ცეცხლს  მისცა  და  საქართველოსკენ  იბრუნა  პირი. 
ყიზილბაშის  შიშით  თეიმურაზი  თურმე  გაქცეულიყო  და  ყარსის  მიდამოებში დაძრწოდა.  ახლა  მან  მიიღო  ცნობა  მოურავის  მეოხებით  ქართველების  გამარჯვების  შესახებ.  მან  იცოდა,  რომ  მოურავი  მეფეთა  ჩამომავალი  არ  იყო,   ამდენად  მეფობა  მისთვის  არ იყო  შესაფერისი.  თეიმურაზმა  შეკრიბა  ხელქვეითები, თავისი  სატახტო ქალაქი  ზაგემი აღადგინა  და  სამეფო  ტახტზე  დაჯდა.  ეს  რომ ქართველებმა  გაიგეს,  პატივი  სცეს  და    მას   მიემხრნენ,  როგორც მეფის  მემკვიდრეს.  მასთან  მივიდნენ  ჯგუფ-ჯგუფად.  შორსმჭვრეტელმა  მოურავმა  ყიზილბაშთა  ნადავლიდან  რამდენიმე  ცხენი  და ძვირფასი  ნივთები  თეიმურაზს  გაუგზავნა  და  ძღვნად  მიართვა,  წერილით  მორჩილება  გამოუცხადა.  ამავე   დროს  მან  ისიც  გაითვალისწინა,  რომ  თეიმურაზი  არ  აპატიებდა  და მოჩვენებით  თეიმურაზ ხანს   დაუტკბა.  ცოტა  ხნის  შემდეგ  თავისი   წარჩინებულებითა და. ხელქვეით  აზნაურთა  ჯგუფით  რუმის  ქვეყანაში  გაიქცა  და  ოსმალთა სახელმწიფოს  შეაფარა   თავი.    მან  განიზრახა   სარდალ  ჰაფიზ აჰმედ  ფაშას  იმ   ქვეყანაში  (საქართველოში –  ნ.შ.) წაყვანა.
ტ.   II,   გვ. 348–352
ათასოცდათხუთმეტი წლის224  ამბები 
მუჰარემის  თვეში225  ქართველები ყიზილბაშთა  მოჭრილი  თავებით  მოვიდნენ  და   უზენაესის  კარზე  დაყარეს.
ტ.   II,   გვ.   356 
გურჯი  მეჰმედ  ფაშას  სიკვდილით  დასჯა  დედაქალაქში 
გურჯი  მეჰმედ  ფაშა  ბედნიერების  დედაქალაქს   კაიმამაკამობისას  დიდხანს  სრული  დამოუკიდებლობით, სიძლიერითა  და  დიდებით მართავდა. მან დიდი  მზრუნველობა  გამოიჩინა  ფულის  განახლების  საქმეში.  ზილ-კაადეს  თვეში226  რეჯებ  ფაშას  მოძალადეებმა  იგი   წააქეზეს.  მათ  სიფაჰიებისა  და   იანიჩართა  რაზმები  შეკრიბეს  და,  რადგან  კაიმამაკამ  გურჯი  მეჰმედ  ფაშამ  ბაღდადის  ლაშქრობას  დახმარება  არ  გაუწიაო,  მისი   მოკვლა  მოითხოვეს.  ამის შესაბამისი  ფირმანი   გამოვიდა.   უმწეო  მეჰმედ   ფაშა   სასახლეში ჩამოხრჩობით  იმქვეყნად  გაიგზავნა.
ზემოხსენებული  გურჯი  მეჰმედ  ფაშა  იყო  საჭურისი,  გონიერი, მტკიცე  ნების,   ღირსეული  ვეზირი.   იგი   დაკრძალეს   კეთილნაშენ წმინდა  აიუბში  მის  მიერ  აშენებულ  აკლდამაში.  განსვენებულის  ნაცვლად  კაიმამაკამი  გახდა კაფუდან  რეჯებ  ფაშა.  ბედნიერების კარის აღა კოჯა  ალ-ჰაჯ  მუსტაფა  აღა  სირაჯობიდან227 გათავისუფლდა და სასახლის  სამზარეულოს  გამგე  გახდა.  შემდეგ,  რადგანაც  იმ   დროს ჩაუშ-ბაში  ჰასან  აღა  მირახორი  გახდა,  რეჯებ  ფაშა  მის   ადგილზე კაფუდანად  დანიშვნით  გაბედნიერდა.  სულთან  აჰმედ  ხანის  ქალიშვილი,  ბედნიერების  ვარსკვლავი  აიშე   სულთანი,  ზემოხსენებულ კაფუდან  ჰასან  ფაშაზე  დააქორწინეს.
ტ. II, გვ. 394–395 
ათას  ოცდათექვსმეტი წლის228 ამბები 
არზრუმში  ლაშქრობის  მიზეზი  და   სერასქერის  გამგზავრება 
ამ ხანებში  ირანის  საზღვარზე  მდებარე  ახალციხიდან  საგანგებო  ამბის  მაცნეები  მოვიდნენ:  ზემოხსენებულ  ციხეს  ყიზილბაშთა  ლაშქარი  ათასამდე  მეომრით  მოადგა,  ალყა  შემოარტყა,  ამიტომ  დახმარება  ითხოვაო,  ბჭობა  გამართეს  და  გადაწყვიტეს  დიარბექირის  ბეგლარ-ბეგ  ხოსროვ  ფაშას,  ალეპოს  ვალის  ნოღაი  ფაშას, მარაშის  ვალის  ზორ  ფაშას,   რუმელიის  ვალის  სულეიმან   ფაშას, დიარბექირის ყულის აღაებს, ჩალიქ მეჰმედ აღასთან ერთად, ოთხი-ხუთი ათასამდე კაციანი ლაშქრითა და ამდენივე ბეგლარ–ბეგის  ლაშქრისათვის  ანატოლიის  ვალის  დიმლენქ  ჰუსეინ  ფაშას სერასქერად  დანიშვნა  და  ზილ-ჰიჯეს  ხუთს229  ახალციხის  მხარისკენ  გაგზავნა.  გადაწყვიტეს,  რომ დიდებული  სარდალიც  იმავე  მხარეს  მათ უკან  გამგზავრებულიყო.  უფრო  ადრე  ბოსტან  ფაშა არზრუმში  აბაზა  ფაშასთან230  გაიგზავნა. იგი  ჩავიდა.  აბაზაც  მათთან ერთად ახალციხის დასახმარებლად  გამოვიდა და თვით ინება მათთან ერთად  წამოსვლა. 
როდესაც  ბოსტან  ფაშა  ჩავიდა,  აბაზამ  მას   საპატიო  ხალათი ჩააცვა.   ასეთი  დიდი  პატივის  შემდეგ  გურჯის  კართან  კარავი  გამოიტანეს   და   გაშალეს.  დიდებულ სარდალს – ხალილ ფაშას – წერილი  გაუგზავნეს. ამ წერილში [აბაზა] იუწყებოდა:  მე  ფადიშაჰის   უმდაბლესი  მონა ვარ, ვილაიეთი  თქვენია,  მაგრამ   თქვენ. იცით,  რომ  ჩემს  მომხრეებს  ლევენდათის  ლაშქრის,  განსაკუთრებით  იანიჩრების,  ეშინიათ.  კეთილი  ინებეთ  და თქვენი  კაფუ კულუს ჯარით  მუშის    მხრიდან231  გაენგზავრეთ,  რათა   ისინი   დამშვიდებული  იყვნენო.  მეც  აქედან  ფაშებთან  ერთად  ახალციხეზე  წამოვალო.  თან  უთხოვია  მთავარსარდლობა  მიბოძეთო.
დიდვეზირმა  პასუხად  წერილი  გაუგზავნა  და  აუწყა:   ამ   მხარეში  ჯარი  არ  არის  თანახმა,  რომ  შენ  მთავარსარდალი  იყო.  დაუყოვნებლივ,  ბრძანების  თანახმად,  ამ   ლაშქრობაში  გამოდი  და  შეეცადე,  რომ რაიმე   სამსახური   გასწიო.   მაღალმა  ღმერთმა  ქნას, რომ  დანაშაული  გეპატიოს  და  ფადიშაჰთან  მიღებული  პირი გახდეო.  ამასობაში  აბაზა  ფაშამ  რამდენიმე  შიკრიკი  დაიჭირა.  ხელთ ჩაუვარდა  წერილები,  რომლებშიც  ჩანდა  სარდლის  განზრახვა  მისი მოკვლის  შესახებ.  ეგი  მოიცვა  შიშმა  და  ძრწოლამ.  თადარიგი  დაიჭირა, ვითომ ახალციხეში  წასასვლელად  გამოემგზავრა,  ილიჯედ წოდებულ  ადგილას  მოვიდა  და  არზრუმის  ყადი  ფაშებს  გაუგზავნა. ყადიმ საყვედურით  მიმართა  ფაშებს,  ეს  რა  პირმოთნეობააო.  რადგანაც  დიშლენქ  ფაშა  თავისი  ვაჟკაცობითა  და  მამაცობით  ამაყობდა  და  ამას  გარდა  უხეშიც  იყო,  მან  ყადის  უთხრა:  აბაზა  რა  კაცია, ის  პრეტენზიას  აცხადებს,  რომ  მე  სამოთხის  შვილივით  აზნაური ვარო,  რომლის  წარმომაელობა  უკავშირდება  ხელმწიფეთა  შთამომავლობასო,  მე მას   ადვილად ჩავიგდებ ხელშიო – ილაყბა  და ყადი  გააძევა.
ტ.   II,   გვ,   404–405 
ფაშების  დამარცხება  და  მთავარსარდლის  მოკვლა
დიმლენქ  ფაშასთან  დანიშნული  ლაშქარი  რომ  მოვიდა,  აბაზამ მორჩილად  მოაჩვენა  თავი  და  გადაწყვიტა  მათთან  ერთად  ახალციხეზე  წასვლა. სარდალთან  მიწერ-მოწერით   მეგობრობა,  კეთილი ურთიერთობა  გამოავლინა  და  დიდი თვალთმაქცობით ურთიერთობის  შეცვლაზე  იმსჯელა.  800  იანიჩარით   უწინდელი  საწვრთნელი სახლის მეთაური – აღა კატარღით  გაგხავნა,  ტრაპიზონში  ჩავიდნენ  და  გურჯის  კარებთან  აბაზას  ჯარის  ერთ  მხარეზე  გაშლილ  ადგილას  დაბანაკდნენ,  რათა  ახალციხეში  ერთად  წასულიყვნენ.  სინამდვილეში  ოსმალეთის  სახელმწიფოსა და  მთავარსარდლის  სურვილი  იყო  აბაზას რამენაირად  გამოყვანა  და ვერაგულად სიკვდილით დასჯა მოჩვენებით მათ  შორის გულწრფელი ურთიერთობა  იყო. იანიჩრები  უშიშრად  შევიდნენ  არზრუმში,  სავაჭრო  ადგილებსა  და დახურულ  ბაზრებში  დადიოდნენ  და  ვაჭრობასა  და  აღებ-მიცემობას  ეწეოდნენ.  აბაზას  მხრიდან  კატეგორიული  წინააღმდეგობა  არ იყო,  მაგრამ  აბაზა  ფაშამ  იცოდა,  რომ  ადრე  ჩადენილ  დანაშაულს მას   არ  აპატიებდნენ  და  ოსმალთაგან  შურისძიებას  არ  გადაურჩებოდა.  იგი  მათ  საქციელს  აღიქვამდა  როგორც  ცბიერებასა  და  მის წინააღმდეგ  მოფიქრებულ  ღონისძიებას.  ამიტომ  იანიჩართა  და  სერასქერ  დიშლენქ  ჰუსეინ  ფაშას ლაშქარში  საიდუმლოდ  შეაგზავნა სანდო  პირები  მათი  საქმიანობისა  და  გეგმების  შესახებ  ცნობების მისაღებად.
ერთ  დღეს,  როდესაც  იანიჩართა  ლაშქარში  მზვერავი  დადიოდა,  იანიჩართა  ცხენების  ერთ-ერთ  მომვლელს  ცხენი  არ  დაემორჩილა  და   როდესაც  გადმოაგდო,  ცხენის  მომვლელმა  შეაგინა,  რა მოგივიდა,  ახლა  ერთ-ორ  დღეში  შენც  და  მეც  უბედურებას  თავს დავაღწევთო.  მრავალი  ამის   მსგავსი  სიტყვა  გაიგონა    მზვერავმა, მოვიდა  და  აბაზა  ფაშას  ამბავი  მოუტანა.    აბაზა  ფაშამ  გაარკვია, რომ  ამათ  მის  მიმართ  ბოროტი  განზრახვა  ჰქონდათ  და  მაშინვე  თავის  ჯარს  დაავალა საიდუმლოდ  მომზადება.
ერთ  დღეს  გათენებისას  [აბაზას  ჯარი]  ცხენებზე  ამხედრდა, არზრუმიდან  გამოვიდა  და მოულოდნელად  თავს  დაესხა  ოსმალთა ჯარს,  როდესაც  იანიჩრებს  უზრუნველად  ეძინათ.  ვინც  ხელთ  ჩაუვარდათ,  არ  შეიწყალეს,  ხმლით  აკუწეს.  დანარჩენები  მონებად, ტყვედ  წაასხეს.  იმ  ბრძოლიდან  არავინ  არ  გადარჩა.
მას შემდეგ, რაც მტარვალმა ფადიშაჰის მონების მიმართ ასეთი ვერაგობა ჩაიდინა,  დიშლენქ ჰუსეინ ფაშა ილიჯეს ბანაკიდან არზრუმის ყადს უწმაწური სიტყვებით გაუწყრა.  როდესაც ის კვლავ  გაკიცხა,  ფაშები ადგილებზე აღშფოთდნენ და მაშინვე, სამხრის დროს,  დიარბექირის  მიდამოები  გადალახეს  და  კვლავ  დაადგნენ  იმ   გზას,  საიდანაც  აბაზას  ლაშქარს  მოელოდნენ.
ისტორიკოსი ამბობს, რომ ხუსრევ ფაშას სამსახურში მყოფი ვინმე სულეიმან ჩელები გადმოგვცემდა: მე ამ ამბავს ვესწრებოდიო, დიშლენქი და სხვა ფაშები აბაზასაგან შეშფოთებულები  იყვნენ,  ამიტომ  დილაადრიან  დიარბექირის  მხარისკენ  გამგზავრება გადაწყვიტესო  ღამით  შავ  ზეწარშემოხვეული  გლეხის  ტანსაცმელით ერთი  ვიღაც  ქურთი  მოვიდა  და  თქვა  სასწრაფოდ  მიმიყვანეთ  ფაშასთან,  სიტყვა  მაქვს  მასთანო. მსახურები  მას  გაუწყრნენ  და უთხრეს:  განა  ასეთ  დროს  ფაშას  ნახვა  შეიძლებაო.  თუ  შენ  რაიმე საჩივარი  გაქვს,  დილას  მოდიო.  მან  მაშინვე  თავიდან  მოიხსნა  შავი ზეწარი,  ძირს  დააგდო  და  თქვა:  მე  იანიჩარი  ვარ, ფუნდუკებში დაბანაკებული  ყველა  იანიჩარი  აბაზამ  დახოცა,  მე  რაღაცნაირად დავიმალე,  გლეხის  ტანსაცმელი  ჩავიცვი,  სული  აქ  მოვიტანე  და გადავრჩიო.
ეს  ზემოხსენებული  უდანაშაულო  ხუსრევ  ფაშასთან  შეუშვეს. როდესაც  ალაპარაკეს,   განცვიფრდნენ.   დიშლენქ  ფაშას  კარავში მივიდნენ  და,  აცნობეს  თუ  არა,  მაშინვე  აიყარნენ  და  წავიდნენ.  ამ ღამეს  იარეს,  მეორე  დღეს  გვიან  დილით  ხეობის  ახლოს  ერთ  ადგილს  მიაღწიეს.  დიშლენქ   ფაშამ  თქვა:   აქ    დაებანაკდეთო.  ზორ ფაშამ,  რომელიც  შორსმჭვრეტელი  კაცი  იყო,  თქვა:  ჩემო  ბედნიერო,   აქ    დაბანაკება  არ   შეიძლება.  აბაზა,   რომელმაც  ასეთი  საზიზღრობა  ჩაიდინა,  ამით  არ  დაკმაყოფილდება,  უკან  დაგვედევნება, ახლავე წავიდეთ,  ბარემ ხეობა  გავიაროთ  და   იქ დავბანაკდეოო. დიშლენქ  ფაშამ  უთხრა:  ჩემი  შვილი  ავადაა,  დაიტანჯება  და  უსა- თუოდ  აქ   უნდა   დავბანაკდეთო  და  დაბანაკდნენ.  ზორ  ფაშამ  თავის  ხელქვეით  ბრბოებთან  ერთად  თქვა:  თქვენ  თავს  ჩვენ  ჩავაბარებთ  ღმერთსო,  ცხენებზე  ამხედრდნენ  და  წავიდნენ.  იმ    ღამეს მოღრუბლული  იყო, დიდი  წვიმა მოვიდა.  ჰუსეინ  ფაშამ  ტანსაცმელი  გაიხადა,  მუზარადი  მოიხსნა.  თავიანთი  კარვები  და  სხვა ნივთები  გასაშრობად  გაფინეს.  როდესაც  გათენდა,  ნამაზის  დროს  აბაზას ლაშქარმა  ცისფერ  რკინაში  ჩამჯდარი  თავებით  ცხენები  მოამზადა, გამჭოლავი  ქარივით  მოვიდა  და  ოსმალებს  დაეწია.  ფაშებსა  და ლაშქარს  შეეშინდათ.  უმცირესობა  ცხენებზე  ამხედრდა  და  რიგებად  დაეწყო.
აბაზა ფაშას ლაშქრიდან ქორ ხაზინადარი და უმცროსი აბაზა ბევრი ამყოლი  სისხლისმსმელით  დაეწივნენ,  წინ   გავიდნენ  და ბრძოლა  დაიწყეს.  პირველ  რიგში,  ფაშების  უმეტესობა  დახოცეს, დანარჩენები  გაიქცნენ.   დიშლენქ  ჰუსეინ   ფაშამ    თავისი  აბჯარი მოიხსნა,  მწვანე  ატლასის  ჩასაცმელით  გაშიშვლდა  და  ძრწოლით მათთან  ერთად  ამხედრდა  ცხენზე.  ბრძოლის  ადგილას  აბაზას  ხაზინადარი  მოპირდაპირე  მხრიდან   მიეწია  და  ხელთ  რომ  ეჭირა,  ის შუბი  დააძგერა. რადგანაც  ჰუსეინ   ფაშა   ჩამოქვეითებული  იყო, იარაღის  მოხმარებისა  და  ცხენზე  ამხედრების  თადარიგი  ვერ  დაიჭირა  და  შუბი  ყელში  შეურჭვეს.  კეფაში  გამოვიდა   შუბის  ერთი მტკაველი  წვერი.  ხაზინადარმა  შუბი  გამოსწია  და როდესაც  აიღო, დიშლენქ  ჰუსეინ  ფაშა  წაიქცა.  ჯარისკაცები  მივარდნენ,  სტაცეს ხელი  და  ბრძოლის  ველიდან  განაპირას  გამოიყვანეს.  რადგანაც  ის სულთმობრძავი  იყო,   ქსოვილისაგან  დამზადებული  საჩრდილობელი  მიაფარეს. 
დიშლენქის  შვილი  მუსტაფა  ფაშა,  ხუსრევის  შვილი  და  ლაშქრიდან  ბევრი  სხვა  სარწმუნოებისათვის  წამებით  დაეცა.  დიარბექირის  კულ  აღასი  ჩალიქ  მეჰმედი  პირველსავე  შეტაკებისას  ცხენიდან   გადმოვარდა,  მაგრამ  კვლავ  შესვეს.  დიარბექირის   ბეგლარ-ბეგი  ხუსრევ  ფაშა,  კამეჩივით  კაცი,  ცხენიდან  ჩამოვარდა  და  გაგორდა.  აბაზას  კაცები  ჩამოვიდნენ,  დაატყვევეს  და  უკან  დააგდეს. ტრაპიზონის  ბეგლაო-ბეგი  ჰასან  ფაშა,  ბოსტან  ფაშა,  აგრეთვე  ბევრი  ბეგი  და  გამოჩენილი  პირი  დაატყვევეს  და შებორკეს.
როდესაც  ცხადი  გახდა,  რომ  სერასქერი  დაიჭრა,  ფაშების  უმეტესობა  დაატყვევეს,  უამრავი  ხალხი  დაიღუპა,  სხვა  ჯარიც  დამარცხდა,  ჰასან  ქეიფისა  და  მის  გარშემო  მხარეებისკენ  გაიქცნენ.  თითოეული  მათგანი  ცდილობდა  თავისი  თავის  გადარჩენას.  ტვირთი და  სიმძიმეები  აქეთ-იქით  დაყარეს. ყველაფერი  აბაზას  თავისუფალმა  ჯარმა   იავარჰყო.  აბაზა  ფაშა იმ    ადგილას  მივიდა,  სადაც დიშლენქ  ჰუსეინ  ფაშა  იწვა.   მას   ტანზე  მწვანე   ატლასის  პერანგი ემოსა,  სხვა  არაფერი  ეცვა,  თვალი დახუჭული ჰქონდა.  ჭრილობიდან  სისხლი სდიოდა.  ასეთ  მდგომარეობაში  მყოფი  ფარდაგზე  მწოლიარე  რომ  დაინახა,  აბაზას  ვითომ  შეეცოდა,  ცხენიდან  ჩამოვიდა, დაჭრილის  თავი  მუხლზე  დაიდო, ჰეი,  ძმაო  ფაშავ,  თვალი  გაახილე, რას   დამსგავსებიხარ,   განა   მამაცი  კაცი   ბრძოლისა  და   მტრობის ჟამს  ტანიდან  აბჯარს  მოიხსნის,  ასეთი  ატლასის  პერანგით  ასე  დამშვიდებული იქნება? სადაა  შენი ჯაბა და  ჯავშანიო, ის  აბჯარი  რომ გქონოდა, მაშინ სასიკვდილოდ არ დაიჭრებოდი, შემეცოდეო. აბაზამ  უდიდესი  სითბო  გამოამჟღავნა,  მოეფერა.
აბაზა  ფაშა  გადმოგვცემს,  რომ  როდესაც  მე   დიშლენქ  ჰუსეინ  ფაშას  თავი  ჩემს  მუხლზე  დავიდე,  მან  თვალები  არ  გაახილა და  არვითარი  პასუხი  არ  მომცა.  მისმა  მძიმე  მდგომარეობამ  შემაწუხა  და  მივმართე:  აი,   შენი  შვილი  ცოცხალია,  მოვიდა,  თვალები გაახილე,  შეხედეო.  თავისი  შვილი  ძალიან  უყვარდა  და   ეს რომ ვუთხარი თვალები  ერთხელ  გაახილა  და  ამოიოხრა,  მაგრამ  სულთმობრძავმა  ვერ  შეძლო  სიტყვის  თქმა,   თვალები  კვლავ  დახუჭა. მაშინვე  მივხვდი,  რომ  მისი  საქმე  დასრულდა.  მას  უკვე  სიცოცხლის ნიშანი  არ  ეტყობოდა.
მემატიანე  გადმოგვცემს,  რომ  აბაზა  ფაშამ  ის   ჯარი  გაძარცვა, ქონება  და  იარაღი  ხელთ  იგდო,  ბორკილგაყრილი  ფაშები  ცხენებზე   შესვა,  დიშლენქიც  ასეთსავე  მდგომარეობაში  ცხენზე  დაასვენა   ფარდაგში  გახვეული  და  არზრუმისკენ  გასწია.  დიშლენქმა  გზაში  სული  განუტევა.  მისი  გვამი  ცხენიდან   გადმოაგდეს  და  წავიდნენ.
როდესაც  არზრუმში  მოვიდნენ,  ყველა  ცოცხლად დაჭერილი იანიჩარი მოედანზე  მოიყვანეს  და   კისერი  გააგდებინეს.  აღაების ხელთ  მყოფი  იანიჩრებიდან   ზოგიერთი  აღაებმა  შეიწყნარეს  და საიდუმლოდ  გაათავისუფლეს.  ის  კი არა, ერთმა აღამ იბრაჰიმ აღად  წოდებულმა,  ერთი  იანიჩრისადმი  მოწყალება  გამოიჩინა  და საიდუმლოდ  გაათავისუფლა.  ის  იანიჩარი   ისტანბულში  ჩავიდა, ამბავი  ჩაიტანა  და  იბრაჰიმ  აღას  აქებდა.
ამის   შემდეგ  აბაზამ   დაპატიმრებული  დიარბექირის  ბეგლარ–ბეგი  ხუსრევ  ფაშა  ციხეში  გამოკეტა  და  ერთ  ღამეს  დაახრჩობინა. მის   მიერ  დაჭერილი  იანიჩართა  ჩორბაჯიებიდან  სარი  ალი  და   კიდევ  რამდენიმე  ჩორბაჯი  ოთხ-ოთხად  აკუწა  და  არზრუმის  ციხის კედლებზე  ჩამოკიდა.  დატყვევებულთაგან  მხოლოდ  ბოსტან  ფაშა დატოვა  ცოცხალი,  დანარჩენები  დახოცა.  არზრუმსა  და  მის   მიდამოებში  ნაპოვნი  იანიჩრები  და  თოფჩიები  ამოწყვიტა.  მან   ადრინდელზე  მეტ  ბოროტებას  მიჰყო  ხელი  და  ყოველ  მხარეს   რაზმები გაგზავნა,  დაბებსა    და   სოფლებში  წყება-წყებდ გამვლელებს ჩხრეკდა და,  როგორც  კი   ცნობას  მიიღებდა  იანიჩრებსა  და  იანინართა  ხელქვეითებზე,  არ  ინდობდა  და  ხოცავდა.
იანიჩრებს,  როდესაც  იძულებული  ხდებოდნენ  იმ   ადგილებში გაევლოთ,  რადგან  სხვა  გამოსავალი  არ   ჰქონდათ,  გარეგნობის  შეცვლის  მიზნით  სხვა  ტანისამოსი  უნდა  ჩაეცვათ.  როდესაც  ხელთ ჩაუვარდებოდნენ,  იანიჩრობის  დასამალავად  სხეადასხვანაირ   განმარტებებს  აძლევდნენ.  ზოგი  ამბობდა  რაიათი  ვარო, ზოგი – მიწის  მუშაო,  ნაწილი  კი – ვაჭრები ვართო – იფიცებოდნენ.  ასეთი აშკარა  ცრუ  სიტყვებით  ცდილობდნენ  სიცოცხლის  შენარჩუნებას. აბაზას  ყაჩაღები  კი  თითოეულის  დაკითხვის  დროს  იმდენად  დაწვრილებით  იძიებდნენ  მათ  ვინაობას,  რომ  შემხვედრ  კაცს,  რომელიც  უარყოფდა  თავის  იანიჩრობას,  დაფიცებას  არ   ენდობოდნენ, შესაკრავებს  გახსნიდნენ  და  შარვლებს  გახდიდნენ  მუხლებზე  შეხედავდნენ,  თუ  პაჭიჭის  მონაჭერი ადგილი შეემჩნეოდა მუხლზე, ნამდვილად იანიჩარიაო, ასკვნიდნენ და არ     შეიწყალებდნენ, ხოცავდნენ.
რადგანაც  იანიჩართა  უმეტესობა  მუხლამდე  შარვალს  იცვამ- და,  ამ   ნეშნით  გასცემდნენ  ხოლმე  თავს.  ვინც  იანიჩარი  არ   იყო, მაგრამ  მუხლამდე  შარვლის  ჩაცმა  ჰქონდა  ჩვეულებად,  მათ  უმრავლესობას  მუხლის   სახსარზე  შესაკრავის    კვალი  ემჩნეოდა   და ტყუილუბრალოდ  ხოცავდნენ.  მათ  ხელში   ჩავარდნილთაგან  მხოლოდ  უმცირესობა  იხსნიდა  თავს.   ამ   ამბავმა  მთავარსარდალ  ჰალილ  ფაშამდე  მიაღწია,  რომელსაც  მომხდარი  ამბავი  აცნობა  ჯერ გაქცეულმა  ზორა  ფაშამ,  ხოლო  შემდეგ  დამარცხებულმა  ლაშქარმა.  დიდი  აღმფოთებისა  და   განცვიფრებისაგან  სარდალი  სიკვდილის  პირას  მივიდა,  მაგრამ  რას   იზამ,   ალაჰის  განგება  ასე   გამოვლინდა. 
ხალხმა სარდალთან ენა წაიგრძელა: შენ ლაშქარი განზრახ გაგზავნე აბაზასთან  გასაწყვეტადო,  ეს   შენი  ბოროტი  ღონისძიებააო.  დიდი  საყვედურითა  და  უხამსი  სიტყვებით  მიმართეს,  ამიტომ არდებილში დამარცხების შედეგად მიყენებულ შეურაცხყოფაზეც დაიწყეს  ლაპარაკი.
ტ.  II. გვ. 405–411
ყიზილბაშთა  მიერ  ახალციხის  ციხის  დაპყრობა 
რადგანაც ეს შემთხვევა (აბაზას თავდასხმა) ამგვარი შედეგით დამთავრდა და  ახალციხისათვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლებელი შეიქმნა, უბედურმა  ყიზილბაშებმა  ახალციხეს  ციხე  იერიშით  აიღეს,  შიგ  მყოფი  ისლამის  მაღიარებლები  დახოცეს.  მემატიანე  ამის  შესახებ  ამბობს,  რომ  აბაზა  ფაშამ  ყიზილბაშებს  საიდუმლო  ცნობა  გაუგზავნა,  ახალციხის  ციხის  ასაღებად წააქეზა  და  სიხარბე  გამოიჩინა.  რადგანაც სარდალი  მას (აბაზა  ფაშას)  თავის  ერთგულად  თვლიდა, ახალციხის  ციხისათვის  დახმარების  აღმოსაჩენად  გაგზავნა.  იგი  (აბაზა  ფაშა)  ნანობდა,  რომ  ყიზილბაშები  წააქეზა. მას  თვითონ  სურდა  სერასქერობა,  მაგრამ  ის სარდლად  არ  დანიშნეს,  რადგანაც  იცოდნენ  მისი (აბაზა  ფაშას) ბოროტი  ზრახვები.  აბაზამ  მუხანათობა  ჩაიდინა,  თუმცა  მას  ყიზილბაშების  ახალციხეში  მოწვევა  აზრადაც  არ  მოსვლია.
ტ.   II,   გვ.   411
სარდლის  არზრუმის  მხარეს   გამგზავრება
სარდალმა  მსხვერპლშეწირვის  დღესასწაულის  შემდეგ  ბჭობა გამართა  და  აღნიშნა,  რომ  არზრუმზე  გალაშქრება   მნიშვნელოვანიაო.  ისინი შეთანხმდნენ  და  იმ  მხარეს  გაემართნენ,  მაგრამ  ლაშქარი  მთლიანად  სასოწარკვეთილებამ  მოიცვა.  როდესაც  ზილ ჰიჯეს ბოლო  რიცხვებში232  არზრუმის  ახლოს  ზემოხსენებულ  ილიჩეს  ბანაკში  მივიდნენ,  ანატოლიის  ბეგლარ-ბეგობა  ებოძა  ზორ  ფაშას. სივასის  ბეგლარ-ბეგი თაიარ  მეჰმედ  ფაშა მოვიდა  და სამეფო  ლაშქარს  შეუერთდა,  სახელმწიფო  ლაშქარში  მასთან  ერთად  იყო  აგრეთვე  ქუჩუქ  აჰმედი  ათასამდე  მეომრით.  დიარბექირის  თანამდებობა  ებოძა  გურჯი  მეჰმედ  ფაშას, შამისა  – ზემოხსენებულ  თაიარ მეჰმედ   ფაშას, სივასისა – ქუჩუქ  აჰმედს.
ტ. II,  გვ.  411–412 
შაჰის ელჩის  ჩამოსვლა  სტამბოლში 
სტამბოლში  ჩამოვიდა  ელჩი  თაჰმასპ  ყული  სულთანი  შაჰ  აბასის  წერილით.  მან თავისი  შვილისათვის  ითხოვა  ბაღდადი.  ძველად, სულთან  სულეიმან  ხანის  დროს  ხელშეკრულება  დაიდო  არსებული საზღვრის  მიხედვით   მათ ჯელალიელთა მიზეზით  ხელსაყრელი შემთხვევით  ისარგებლეს  და შეეცადნენ  ხელშეკრულების დარღვევას. მათ ლაშქარი  შეაიარაღეს  და  გაგზავნეს.   სარდლობა  იმ მხარეში  მყოფ შეუზღუდველ  საქმეთა რწმუნებულ  სარდალ ჰალილ ფაშას  დაევალა  და  [ელჩი] ასეთივე  პასუხით  გაგზავნეს.  ზაგემის განმგებელ  გურჯ  თეიმურაზ  ხანს  შეუთვალეს:  ამ  წელს  ყიზილბაშებზე  სალაშქროდ  დიდვეზირი  ჰალილ  ფაშა  გაიგზავნა,  ამიტომ მთელი  შენი ძალ-ღონე  მოიკრიბე,  შენ  და  საქართველოს  სხვა  მმართველები  ერთსულოვანნი  იყავით  და  ყიზილბაშთა  გასანადგურებლად  დიდი  გულისხმიერება  და  მონდომება  გამოიჩინეთო. 
ტ. II,   გვ,   412 
ათას  ოცდაჩვიდმეტი  წლის233  ამბები 
არზრუმის  გარემოცვა 
აბაზა  ფაშამ  იანიჩრებისა  და   დიშლენქ  ჰუსეინ  ფაშას  დახოცვით,  მისი   ლაშქრის  გაძარცვით,  თავისი  შფოთიანი  და  მოჯანყე ბუნება როგორც  უწინ,  ისევე ახლაც  გამოამჟღავნა.   ხალილ  ფაშამ ირანელებთან ბრძოლას  თავი  აარიდა  და  გასული  წლის  დასასრულს არზრუმისკენ  გაემართა  და   დაბანაკდა  ერთ  ადგილას,  რომელსაც ილიჩე ეწოდებოდა.  წმინდა  მუჰარემის  დასაწყისში234  ილიჩედან აიყარა  და არზრუმის  ციხეში  მოვიდა,  მის   სამხრეთ  მხარეში  დაბანაკდა.   აბაზა  ფაშა  მაშინაც  კი,   როდესაც  ხალილ  ფაშას  სილაჰდარი  და  შეგირდი  იყო,  მას  პატივისცემით  არ ექცეოდა,  მან  კარები   ჩაკეტა,  ზარბაზნები  კარვებიდან  მის   მხარეს  მიმართა,  ლაშქარი გარეთ  გამოვიდა  და  დაიწყო ბრძოლა. სარდალს  თან  არ  ჰქონდა  ციხის  მნგრეველი  ზარბაზნები.  რადგანაც  ბალიემეზის  ზარბაზანი  არ ჰქონდა,  ყარჩიხას  მკვლელის – მოურავ  ბეგის მიერ  მოტანილი  ერთი ზარბაზნითა  და  სხვა  ზარბაზნებით  იბრძოდნენ. 
თორთუმის ციხიდან  რამდენიმე ბალიემეზის გადმოსატანად კაცი  წავიდა,  ხოლო  ლაშქარი  ალყისათვის თადარიგს შეუდგა. მუჰარემის  მე-13  დღეს235, დილით, ციხიდან ლაშქარი  გამოვიდა  და კარვებისაკენ  გაემართა.  აქეთა  მხრიდანაც  ლაშქარი  ამოქმედდა  და ცოტა  ხანს   იბრძოლეს.  აბაზას   ლაშქარმა  წინააღმდეგობის  გაწევა ვერ  შეძლო  და  ციხეში  დაბრუნდა.
ტ.   II,  გვ.   416
მოურავ  ბეგის  ჩამოსვლა  და  სანგარი
საფარის  თვის  ოთხში236  წინათ  ყარჩიხა  ხანისა  და  მისი  ლაშქრის  გამწყვეტი  მოურავ  ხანი,  რომელიც საქართველოს  მამაცი  და სახელოვანი მმართველთაგან იყო, ზოგიერთი   მიზეზით  თავის ძმას  განუდგა  და  სასულთნო  ლაშქარში  მოვიდა.  ზემოხსენებულის ჩამოსვლით  ლაშქარი  ერთგვარად  გაძლიერდა და  აღფრთოვანდა, თან  ერთი  ზარბაზანიც  ჩამოიტანა.  ოლთის  ციხიდანაც  ორი  ზარბაზანი  მოიტანეს  და  იმავე  დღეს  სანგრებში  შევიდნენ.  ჰასან კალეში ლაშქარი  მოვიდა  და  შვიდი  ოყის  მსროლელი კალინბურნის  ზარბაზანი  და რამდენიმე  თოფისწამალი  მოიტანა.
საფარის თვის 18-ში237 უწინ კარა ოღლანის სახელწოდებით ცნობილმა  თავზეხელაღებულმა  იანიჩარმა  სამხედრო  რაზმში  გასული  სიფაჰის  რამდენიმე  იანიჩრით  სისულელე  ჩაიდინა  და   არზრუმის  ციხისკენ  გაემართა,  მაგრამ   თოფებით  მოკლეს,  სარწმუნოებისათვის  დაეცა.   სამი   ზარბაზნის  ერთდროულად  გასროლით ციხეს.  ზიანი  ვერ  მიაყენეს  და  მიწის  თხრა  დაიწყეს.
ტ.   II,   გვ.   416–417 
თოვლის  მოსვლა,  ზამთრის  დადგომა  და   სარდლის  დაბრუნება 
კასიმის  დღემ  გაიარა  და ზამთარიც  დადგა.  საერთოდ,  არზრუმში  მკაცრი  ზამთარი  იცის.  რები  ულ-ევველის  მე-16  ღამეს238  დიდი თოვლი  მოვიდა  და კარვები  და  სანგრები  დაფარა.  მოუმზადებლად, უდროოდ  წამოიწყეს  ალყის  შემორტყმა.  მას  შემდეგ,  რაც  აუცილებელი  შეიქმნა  70 დღე  იქ  ყოფნა, იძულებული  გახდნენ დაბრუნებულიყვნენ.  ციხე-სიმაგრეზე ხელი  ჩაიქნიეს   და    ჰასან   კალეში 1000  ჯარისკაცი  გაიგზავნა.  იუსუფ  ფაშა  მის  მცველად  დაინიშნა.
მეორე  დღეს  ჯარი  ნელ-ნელა   დაადგა  თოვლით   დაფარულ უგზო  ხევებსა  და  მთებს.  პირდაპირ  თოკათისკენ  გასწია.  მომდევნო დღეს   ისინი   ილიჯეს  ბანაკში   მივიდნენ.   რადგანაც   ზარბაზნების წაღება  შეუძლებელი  იყო, იმ    ბანაკში  მიწაში  ჩამარხეს.  როდესაც ჩიღალე-ზადეს  ჩიფთლიქის239  მენზილში  მივიდნენ,  აბაზა  ფაშა  თავისი  ლაშქრით  უკან  გამოედევნა.  მენზილში  დატოვეს  წინათ  ბოსტანჯი-ბაშის  თანამდებობიდან   გადაყენებული   სიფაჰიების   აღა, სამხედრო ტვირთი  და  ჯარი.  დიდი  ზარალი  მოუვიდათ.  თერჯანიდან ლაკიას  ხეობით  აფშარის  ველზე  გავიდნენ, კუილი  ჰისარის  ხეობის  გზით რები  ულ  ახირის მე-11  დღეს240 ქალაქ თოკათში შევიდნენ, ჯარი  დაშალეს,  ულუფა  დაურიგეს  და  საჭირო  დახმარება, აღმოუჩინეს.  ვეზირები  და წარჩინებულები ყაზარმებში შევიდნენ.  ამ  გზაზე  25  დღე  ლაშქარი თოვლზე  წვებოდა  და  დგებოდა.  ძლიერი  სიცივის  გამო  ბევრ  მათგანს  სხეულის  ნაწილები  მოეყინა,  ბევრი  კიდევ  გზაში  გაიყინა.  როდესაც  გაიარეს  უბაშბელად წოდებული  ფათერაკით  სავსე  ადგილი,  სიცივისაგან  გაიყინენ,  ცოცხლად  დარჩენილების  რაოდენობა  არ  იცოდნენ.  1000-ზე  მეტ  გაყინულ  კაცს თოკათში  ხელ-ფეხი  მოაჭრეს,  თოკათის  ფუნდუკებში,  ბაზრებსა  და დუქნებში  ძლიერი  სუსხისაგან  უმრავლესობას  კრუნჩხვა  დაემართა  და  დაიხოცა.  ისტორიას  არ  ახსოვს  ვინმეს  განეცადა  მსგავსი ტანჯვა  და  უბედურება.
მთებში უგზო-უკვლოდ სიარული  ზოგჯერ  ძალიან ჭირდა.  ადამიანები  და  ცხოველები  სხდებოდნენ  თოვლზე  და  ციგებივით  ასე სრიალით,   ჩამოდიოდნენ   მთიდან  ქვევით  ხეობებში    ნახევარ წყრთამდე  ბილიკზე  ერთიმეორის   მიყოლებით   მიდიოდნენ  ისე, რომ  უკან  დაბრუნება შეუძლებელი  იყო.  ამ  ბილიკიდან  ცხენი  განზე   რომ  მოხვედრილიყო,  ყურებამდე  თოვლში  ჩაეფლებოდა  და გამოსვლა  გაუძნელდებოდა.
როდესაც  ჯარი  ასე   ერთ  მწკრივად  მიდიოდა,  მთის  ზემოდან ამოვარდნილი  ქარის  გამო   თოვლის  ზვავები,  რომლებიც   უზარმაზარ  მთაზე  უფრო  დიდი  იყო,   ადგილიდან  წყდებოდა  და   მოულოდნელად  ლაშქარს  ეცემოდა.  ასზე  მეტი  კაცი,  ვისაც  ეს  ბედად დაეცა,  თავიანთ   ცხენებთან   ერთად   დააგორა  და  ზიღნეს  ხევში ერთად  ჩაყარა,  ცხენი  და  კაცი მთებივით  თოვლის  ქვეშ  რჩებოდნენ და  იხრჩობოდნენ.
მე,   მწირმა,  როდესაც  ტრაპიზონიდან   თოკათისა  და  სივასის რაიონებში  მივდიოდი,  დავინახე,  რომ   შავი  ზღვის  ნაპირებიდან საქართველოს  ერთ  მხარეზე  და  ქურთისტანისკენ  პირდაპირ  გაგრძელებულ  დიდ  მთებზე  ორი  შუბის  ოდენა  და  კიდევ  მეტი  თოვლი იყო.  მთის  ზემოდან  როგორც  კი ჩახვიდოდი ხეობაში, დაინახავდი, რომ დაგროვილი თოვლი ძლიერი  სიცივისაგან  გაყინულიყო. თებერვლის დღეებში  დედამიწის  ორთქლის  სიმხურვალისაგან  დნება თოვლის  გროვების  ქვედა  ნაწილი.  როცა   გამოხრული   ფიცრის ფორმას  მიიღებს,  იმ   მთაზე  არსებული  ორი  შუბის  სისქე  თოვლის დიდი  ბორცვების  სიმძიმისაგან  მიდამოები  სკდება, შემდეგ  მოწყდება   თავის  ადგილს  და  პირდაპირ  ხევისკენ   ვარდება.  მის  წინ  1000 ცხენოსანიც  რომ  იყოს,  ერთიც  ვერ  გადარჩება,  ყველას  მოაგროვებს  და  ხევს  გაავსებს.  იმ  მხარის  ხალხი  მას  ზვავს  ეძახის.  ტრაპიზონიდან  მთა  ადგილისკენ  პირდაპირ  ხევის  ნაპირიდან  წყება-წყება წავიდნენ.  გზაზე  ისეთი  ზვავი  მოწყდა  და  ჩამოვარდა,  რომ  ოცამდე კაცი  თავიანთი  ცხენებით  მოაგროვა  და  ხეობაში  ჩაიტანა.  დანარჩენები  წინ  ვერ  წავიდნენ.  იმ  მიდამოებში  მდებარე  სოფლების მოსახლეობას  თავი  მოუყარეს  და  დაიწყეს  იმ  ხალხის  თოვლიდან  გამოყვანა.  ოთხი  კაცი  ცოცხალი  გადარჩა,  სხვები  ცხენებთან ერთად  მკვდრები  ნახეს.  ღმერთმა  გვაშოროს,  ეს  ისეთი  მოულოდნელი  უბედურებაა,  რომ  მას   ვერაფრით  ვერ  აიცილებს  კაცი.
ტ. II, გვ. 417–419 
ჯანი  ბეგ  გირეისათვის  ხანის თანამდებობის ბოძება 
ყირიმის ხანი მეჰმედ გირეი თავის ძმასთან – შაჰინ გირეით წოდებულ ყაჩაღთან  ერთსულოვანი  გახდა  და  სამეუფო  ნების  საწინააღმდეგოდ  რამდენადმე არასასურველად  მოიქცა.  ამას  წინათ რეჯებ  ფაშასთან  ბრძოლაში  რომ  გაიმარჯვა,  სხვა  ბრძოლებს  აგდებულად  დაუწყო  ცქერა.  შემდეგ  მისი  ძმა  შაჰინ  გირეი  დობრუჯისკენ  დაიძრა,  მაგრამ  კანთემირთან  ბრძოლის  დროს  დამარცხდა და  გაიქცა.  მერე  ოსმალთა  სახელმწიფომ  კანთემირს  უბოძა  გომულჯინეს  სანჯაყი,  თან  გააფრთხილა,  რომ  თათარ  ხანის  ამოსაწყვეტად  თადარიგი  დაეჭირა.  აი  ამ  კურთხეულ  წელს  რამაზანის  თვის ბოლოს241 ყირიმის  ხანობა  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანს  ებოძა  და  მისი  ძმა დევლეთ  გირეი  მემკვიდრე  გახდა.
ზემოხსენებული ხანის (ჯანი ბეგ გირეის) ყირიმის ხანად დასაყენებლად კაფუდანის  ვეზირი  ჰუსეინ  ფაშა  დანიშნეს  და  სახელმწიფო ფლოტით,  რომელიც  სამოცი  კატარღისა  და  35  ფრეგატისაგან  შედგებოდა,  ბრძანების  შესასრულებლად  გაგზავნეს.  ამავე  დავალების შესრულება  უბრძანეს  ვეზირ  ბინ ლევკელი  ჰუსეინ  ფაშას, ქენან  ფაშასა  და  კანთემირ  მირზას,  რომლებიც  ხმელეთით  გაემგზავრნენ.
როდესაც  სახელმწიფო  ფლოტი კაფაში  მოვიდა,  მეჰმედ გირეიმ და  შაჰინ  გირეიმ  სასტიკი  ხოცვა-ჟლეტა  გამართეს,  მაგრამ, რადგანაც  მათ  არ  შესწევდათ  წინააღმდეგობის  გაწევის  ძალა,  დატოვეს  ეს  ქვეყანა  და  ამჯობინეს  საკალიბის  ქვეყანაში  გაქცევა.
ჰასან ფაშამ ბრძანების თანახმად  ჯანი ბეგ  გირეი  ყირიმის ხანის  ტახტზე  დასვა, იქიდან  ოზის (ოჩაკოვის) წყალზე მოვიდა. რადგანაც ისლამის ქვეყნის  საზღვარი  იყო, უღვთო რუსებისაგან დასაცავად  ციხე  გააშენეს  და  ყველაფერი  რაც  საჭირო  იყო  მოამზადეს,  ჯარი  ჩააყენეს.  ჰუსეინ  ფაშა  იქ  ოზის  დასაცავად  დარჩა,  კაფუდანი  ჰასან  ფაშა  სასულთნოს  დედაქალაქში  დაბრუნდა,  კანთემირი  კი  ნოღაის  ტომებსა  და  თავის  ტომებში  გაერია  და  თავისი გავერანებული  სახლ-კარის  შეკეთებას  შეუდგა.
ტ.   II.   გვ.   425–426 
დამატებითი  ცნობები  ჯანი  ბეგ  გირეის,  მეჰმედ  გირეისა  და  შაჰინ გირეისთან  დამოკიდებულების  შესახებ
მეჰმედ  გირეი  და   შაჰინ  გირეი  ბრძოლაში  დამარცხდნენ,  მაგრამ  პოლონეთის  მხარეში  გაქცევის შემდეგ კვლავ  უღვთო რუსების შემწეობით გამოჩნდნენ. პოლონეთის მეფის  დახმარებით 40000-მდე  ქაფირი  ჰეტმანით  და  მათი   ამყოლი   თათართა  ლაშქრით  მოვიდნენ  და  ჯანი  ბეგ  გირეი ხანის დასამარცხებლად ყირიმისკენ  გაემართნენ.  ჯანი  ბეგ   გირეი  ხანმაც  თავისი  ლაშქარი  შეკრიბა,  კანთემირსა  და  ნოღაის  ტომებს  დახმარება  და  მოშველიება სთხოვა.
ოდეს  მოაწია  განკითხვის   ჟამმა    კანთემირის   ბიძაშვილები სულეიმან  შაჰ   მირზა,   ევრაკ  მირზა,  თათარ  ხანის ძმა – ტახტის მემკვიდრე  სულთანი  ოთხივე  მხრიდან  თავს   დაესხნენ.  გადაწყვიტეს  გაწყვეტამდე  ბრძოლა.  მეჰმედ  გირეი  და  შაჰინ  გირეიც,  დამხმარე  40000  ურჩი  კაზაკით,  რომლებსაც  პოლონეთის  მეფის  მხრიდან  მეთაურობდა  სახელგანთქმული  წყეული  ჰეტმანი,  გაემგზავრნენ. როდესაც მოვიდნენ,  თათარ  ხანიც  წინ  აღუდგა, პირისპირ  დაუდგა  და  ხოცვა-ჟლეტა  გამართა.  ამ  დღეს  კაზაკთა  ღორებმა უამრავი თოფებით  ტყვიის  წვიმა  დაუშინეს.  თათართა რაზმიდან  ძალიან  ბევრი  დაიხოცა.
საღამოს  ხანმა თათართა  ემირებთან  ბჭობა  გამართა. ეს  წყეულები ნამდვილად  ძლიერები   არიან,  ამათთან თანამიმდევრული ბრძოლა  არ  შეიძლება,  ჩვენ  ყველას  ტყვიით  დაგვცხრილავენ.  ამიტომ  სასწრაფოდ  მივენდოთ ალაჰს, თვალები დავუბნელოთ მათ და ოთხივე მხრიდან  ერთდროულად  თავს დავესხათო, ერთ  ბათქ ცეცხლს  რომ  მივაყრით,  მეორე  ბათქი შეუსვენებლივ  მივაყოლოთ, შიგ  შევიჭრათ  და ხმლით  ხელჩართული  ბრძოლა გავუმართოთ. იმედია,  რომ  გამარჯვებას  მივაღწევთო,  თქვეს.  ამ   სიტყვის  მიხედვით  გადაწყვეტილება  გამოიტანეს.  მეორე  დღისთვის  ოთხივე  მხრიდან  თავდასხმა  დათქვეს.
გათენებისას, აღნიშნული დათქმის  მიხედვით,  ერთის  მხრეთ – ბრძოლის  გმირი  კანთემირ   მირზა, მეორე მხრით – ერთ-ერთი  ბიძაშვილი  სალმან  შაჰ  მირზა,    მესამე  მხრით – სახელმწიფო  ლაშქრით  თათარ  ხანი  და  მეოთხეს მხრით – მემკვიდრე სულთანი, ერთი  სიტყვით, ოთხივე  მხრიდან  დაესხნენ  თავს.  ეშმაკთა  ლაშქარმა   ისრების  წვიმით  დახოცა  მოწინააღმდეგენი.  ციური  სამყაროსათვის  მოსაწონი  გმირული  ბრძოლა  გაიმართა.
„კარგი  შეგირდი  ოსტატია, ოსტატთაგანიო“, – ითქვა.  შეგირდის  ინტერესის  გამოჩენა  მისი  სახელგანთქმულობა  არისო.  მეჰმედ გირეისა  და   შაჰინ  გირეის  ლაშქარში  მყოფ   თათართაგან  ბევრი, რომლებიც  ამ   ქვეყნად  ქაფირ  რუსებსა  და  ისლამის  მაღიარებლებთან  ერთად  ხოცვა-ჟლეტაში  წინააღმდეგობის  გაწევის გამო   დაიხოცებიან,  იმ ქვეყნადაც მათთან განისჯება   დაკარგავს  სარწმუნოებას; ურწმუნონი  ცეცხლში აღმოჩნდებიან,  ამ მოსაზრებით ბრძოლაზე  ხელი  აიღეს. წყეული კაზაკები საოცარმა ხმალმა გაანადგურა, იმ თათრებმა კი ბოლოს   წინდახედულობა   გამოიჩინეს  და  ჯანი ბეგ  გირეის  ქედი  მოუხარეს.  თათარ  ხანის  ლაშქარმა  დიდი  დახმარება  აღმოუჩინა, ერთხელ  იგი  ამ   ურჯულოებს  თავს  დაესხა  და  კაზაკებს  თვალები  არ   გაახელინა,  რომ  თოფები  დაეტენათ.
როდესაც წინააღმდეგობა გაუწიეს, მონღოლთა და თათართა ხალხის ბუნებრივ  „კეთილშობილებაში“  ჩაქსოვილი  დიდი სისხლისმსმელობა  გამოავლინეს  და  ხმალი  მაგრად  მოიქნიეს.  ამ   ბრძოლაში მათ   ჰეტმანებსაც  თავები   მოჰკვეთეს.  მეჰმედ   გირეის    მარჯვენა მხარეზე – მკერდზე  თოფი  დაახალეს.  როდესაც  შაჰინმა  ეს   მდგომარეობა  ნახა,   ხმალს  გადარჩენილებთან  ერთად  რამდენიმე  გემით წავიდა  და  გაუჩინარდა. 
ჯანი  ბეგ  გირეი  ხანმა  ამ   დიდი  გამარჯვების  მოპოვების შემდეგ დახოცილებს  შორის  მეჰმედ  გირეის  გვამი  მოაძებნინა.  იგი  რელიგიური  რიტუალით  განბანეს,  სუდარა  შემოახვიეს,  ნამაზი  აღავლინეს  და  საფლავში  ჩაასვენეს. დახოცილი  კაზაკების  თავები  და  ჰეტმანის  თავი  აიღეს  და  დაბრუნდნენ.  როდესაც  კაფაში  მივიდნენ,  კაფას  ბეგლარ-ბეგმა  მეჰმედ  ფაშამ  ზარბაზნები  გაასროლინა.  გამარჯვებულმა  სახელმწიფოს  მოღვაწეებმა,  უბედური  მტრის  განადგურების  გამო, საზეიმო  ცერემონიალი  მოაწყვეს,  ჰეტმანის  გაცივებული  თავი  კაფას  ციხის  ქონგურებზე  ჩამოაცვეს.  თვითონ  ჯანი ბეგ  გირეი  ყირიმის  ხანის  სატახტოში  წავიდა. 
ტ,   II,   გვ.   426–428
ათას  ოცდათვრამეტი  წლის242 ამბები
გამარჯვებული ლაშქრის გამგზავრება არზრუმისაკენ და აბაზას მიმართვა ირანის შაჰისადმი
დიდებულმა  სარდალმა  ხუსრევ  ფაშამ, როგორც  აღნიშნული იყო,  ლაშქარი  ერზინჯანში  გააგზავნა. მიღებულ იქნა ცნობა აბაზას გადმობირებით შეპყრობის შესახებ ჯერ კიდევ   უწინდელი სარდლის დროიდან აბაზას ლაშქარი ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდა და მას  ემორჩილებოდა.  ხუსრევ  ფაშას გაბედული ამბისა და აბაზასგან მოსული ხალხისადმი მომეტებულად დიდი  პატივისცემით  მოპყრობის  გამო  აბაზას  მომხრეთაგან  ძალიან  ბევრი  მოვიდა  და მოულოდნელად  დანებდა  ხელისუფლებას. [აბაზა ფაშა] იძულებული  გახდა თათბირი მოეწვია ირანის  შაჰისგან  დახმარების  მიღების  თაობაზე.  აბაზა  ფაშამ  თავისი ქეთხუდა  და  ჩოფურ  ბექირი  ქუჩუქ  აბაზასთან  ერთად  შაჰთან  გაგზავნა.  შაჰმაც  შემსი  ხანთან  ერთად  რამდენიმე  ათასი  ყიზილბაში  გამოაგზავნა.  ყარსში  დატყვევებული  მოენისაგან  სარდალმა  გაიგო,  რომ  ჩოფურ  ბექირი  შაჰთან  დარჩა.  ზემოაღნიშნულის  შესაბამისად,  სანამ  აბაზა  უყურადღებოდაა,  საჭირო  არის  სასწრაფოდ  მასთან მისვლაო – თქვეს.
დიდებულმა  სარდალმა  დავთარდარ  ფაშას  მძიმე   ტვირთი  და ზარბაზნები  ჩააბარა  და  მკაცრად  გააფრთხილა:  შეეცადეთ  თქვენც საჩქაროდ  აბაზას  ადგილსამყოფელამდე   მიაღწიოთო.   თვითონ  კი მსუბუქად,  რამდენიმე  ათასი  გულადი  მეომრით,  საქმიანი  ხალხით გაეშურა  და  არზრუმს  მიაღწია   აბაზას  აზრით   სარდალს  თავის ურიცხვი  ლაშქრით  მხოლოდ  ათი  დღის   შემდეგ  შეეძლო  მისვლა. ალყისთვის  საჭირო  საჭურველი  როგორც  წესი  და  რიგი  იყო,  ისე ვერ  მოამზადა,  ამას  გარდა  ბევრი  მებრძოლი  ციხეში  არ  შემოიყვანა,   არც  პროვიანტი,  მარცვლეული და  საქონელი  შემოიტანა.
როდესაც  დაინახა,  რომ  ოსმალთა  ჯარმა  მოულოდნელად  მიიტანა  იერიში  და  არზრუმის  ციხეს  ალყა  შემოარტყა,  შეშფოთდა, ციხეში  შეაღწია  და  კარები  ჩაკეტა.  ამჯერად  გაიგო,  რომ  უყურადღებობისა  და   სიამაყის  გამო  მოტყუებული  დარჩა.  გარეთ  დატოვებული  საბრძოლო  იარაღები, ციხისათვის აუცილებელი ნივთები, პროვიანტი და საქონელი იავარქმნელ იქნა, ლაშქარი  კი  დახოცეს. რადგანაც  კალოობის  დრო  იყო,  ქანიქისა  და  არზრუმის  სხვა  სოფლების  კალოებზე  ბორცვები  იდგა, მაგრამ ისლამის ლაშქარს არ ჰქონდა  მისი  ათვისების  შესაძლებლობა.  დიდებული  სარდალი  გასული  წლის  ზილ-ჰიჯეს  უკანასკნელ  რიცხვებში243 არზრუმის  ქვემოთ  ჩამოვიდა,  მეორე  დღესაც  მთელი  ლაშქარი  ზარბაზნებით  იერიშზე  გადავიდა. 
გადმოგვცემენ,  რომ  აბაზას  ნდობით  აღჭურვილმა  პირმა  კეისარიელმა  შეიხმა, რომელიც  არზრუმის  ციხის  ზღურბლზე  ავიდა და  ხუსრევ  ფაშასთან  მოსულ  ლაშქარს  უთვალთვალებდა,   აბაზას უთხრა,  რომ  ეს  მოსული  ჯარი  ამ   ციხეს  აიღებსო,  სხვა  გამოსავალი არ არისო.  – ასე  იწინასწარმეტყველა.  მე, მწირი,  ვამბობ,  რომ ყოფილა  ვიღაც  ცბიერი  და  გაიძვერა ვინმე, – იღბლის   საქმეებში გამობრძმედილი.  „მატყუარას   ყულფის“  მსგავსად,   აბაზას   მიერ დანთებული  ცეცხლი დროთა განმავლობაში ადამიანთა სიმრავლის გამო შენელდა, ახალი სარდლის  საყოველთაო  აღიარებამ  და  მის მიერ  აბაზას  მომხრეების  კეთილმა  მიღებამ  აბაზას  მომხრეთა  დაფანტვა და ბევრი უარყოფითი რამ  გამოააშკარავა, განსაკუთრებით: სარდლის  მოულოდნელად  თავდასხმა,  ქერისა  და   ხორბლის  მინდვრებზე  დატოვება,  მტრის  გარემოცვის  დროს  საჭირო  საჭურველთა  რაოდენობის  შემცირება.  ყველაფერი  ეს   უბედურებას  მოასწავებდა. აბაზა   მიხვდა,   რომ  ციხე  აღებული  იქნებოდა  და  ამიტომ ეს (ციხის  აღება)  სასწაულად  გამოაცხადა. 
ტ. II, გვ. 434–435 
არზრუმის  ციხის  გარემოცვა  და აღება 
ისლამის   ლაშქარმა,  რომელიც  კარგად  შეიარაღებული იყო  ზარბაზნებითა და  სხვა   იარაღ-საჭურვლით,   როდესაც   არზრუმს  მიაღწია,   თავრიზის  კარად წოდებული  კარის  წინ  გაიარა და  ციხის  სამხრეთ  მხარეზე,  მთიან ადგილას – დევე  ბოინში  (ასე ეძახდნენ   იმ  ადგილს)   დაბანაკდა.  მუჰარემის მეექვსე   დღეს244 ღამე  სანგრებში შევიდნენ,  ციხეს  ალყა  შემოარტყეს,   ზარბაზნები დააწყვეს.  დიდვეზირი  რუმელიის  ლაშქრით,  ჰასან   ფაშა  გარეუბნის  მხრიდან  შვიდი ზარბაზნით,  სივასისა და ანატოლიის  ჯარით, იანიჩართა  აღა  ერზინჯანის  კარიდან  ხუთი  ზარბაზნით, აჰმედ  ფაშა ვერცხლის გუმბათის  მხრიდან და მოურავ მეჰმედ ბეგი  გურჯის კარიდან  მოადგნენ  და  სანგრები  გააკეთეს.  მათ  ციხის  კედელი  დააზიანეს  და  დაიწყეს  მიწის  თხრა.  მეციხოვნეებმა  სწრაფად  დაიწყეს ბრძოლა ზარბაზნებითა  და თოფებით,  მაგრამ  რადგან  გასული  წლის მსგავსად  ყოველ ბურჯში რამდენიმე ასეული მებრძოლი ვაჟკაცი და  დანგრეული  კედლების  მაშენებელი  ჯარი  არ  ჰყავდა,  აბაზა  მიხვდა,  რომ  ციხის  დაცვაში  უმწეონი  იყვნენ.
ამასთან  ერთად  არზრუმის  ციხე  ძალიან  გამაგრებული,  ცადაწვდილი  და  მტკიცე  სიმაგრე  იყო. ზარბაზნით  მისი  დანგრევის  კი არა,  ერთი  ქვის  მოგლეჯის  შესაძლებლობაც  არ   იყო.  განსაკუთრებით  კი   მის   გარშემო  მდებარე  ღრმა  ორმოების  ფსკერს  ვერ  ჩაწვდებოდნენ.  მის  ცადაწვდილ  კოშკებსა  და  ბურჯებს  თვალს  ვერ  მიაწვდენდით.  მაშენ, როდესაც  ზარბაზნებით  შეტევითი  გამარჯვების მოპოვება  არ  იყო  მოსალოდნელი  და   ცხადი  გახდა,  რომ  ხუსრევ ფამას  მცდელობით  ისლამის  ლაშქარმა  ძლიერი  თავდაცვა  მოაწყო, აბაზა  ფაშას  შეეშინდა.  ამ   დროს  დიდებულმა  სარდალმა  ერთგვარად  სასიამოვნოდ  იეშმაკა.   აბაზასთან  მოსული  ქვეშევრდომებითა და თანამოაზრე  პირებით  აბაზასა და მის  ხელქვეითებს საიდუმლოდ აცნობა,  რომ  თუ  ისინი ბრძოლაზე  ხელს  აიღებდნენ,  თითოეულ მათგანს  ბოლუქში  (ჯარის ნაწილში – ნ.შ.)    გაიყვანს  და  ყველას პატივისცემით  მოეპყრობიანო.  ამის  მტკიცე  პირობა  მისცა  და  დაარწმუნა.
ამ   დამონებულმა  ბრბომ  დაპირება  მშვიდობის,  უშიშროებისა და  პატიების  შესახებ  ბედნიერებად  მიიჩნია  და  დაიწყო  დიდვეზირის  ჯართან  შეერთება.  ერთბაშად  რამდენიმე  ასეული  სიფაჰიების ბოლუქის  ჩამოყალიბებით  მათი  გული დამშვიდდა. დანარჩენებმაც პროვინციებს  მიაშურეს.  აბაზას  ლაშქარი  მცირე  იყო  და  თანაც  არ ჰქონდა შორს  განჭვრეტის  უნარი.   იძულებითი  მორჩილებით  მათ დაიწყეს  მზადება სულის  გადასარჩენად.
მუჰარემის  თვის  19-ში245  შეიხი  და  ყველა  მისი  საქმეების  წინამძლოლი  კაისერიელი  სეიდ   აბდურაჰიმ  ეფენდი  ულემებისა  და შეიხებისაგან  შემდგარი  ექვსი  კაცით  ციხიდან  გარეთ  გაგზავნა  და მაღალღირსეულ  სარდალს  შეწყალება  სთხოვა.   ამასთან,   პირობა დადეს,  რომ  მათი  ქონებისა და ქვეშევრდომებისათვის ზარალი არ უნდა მიეყენებინათ, ჩადენილ დანაშაულს  მოინანიებდნენ, დიდებულ სარდალს  დაემორჩილებოდნენ,  თავს  შეაფარებდნენ  და  ციხეს  ჩააბარებდნენ.  ხუსრევ  ფაშამაც  შეიწყალა  და აღუთქვა  კანონით  ხელშეუხებლობა.  აბაზა  ფაშამ   მიმარ დამად მუსლიჰიდდინ აღას ციხეში მისვლა სთხოვა, რადგანაც  იგი  (დამად მუსლიჰიდდინ  აღა) იმ დროს  სახელმწიფოს  აღათა შორის  ყველაზე სახელოვანი  იყო,  ამასთან  ხუსრევ  ფაშა  მის  მიმართ  კეთილად  იყო  განწყობილი  და  პატივისცემით  ექცეოდა.  აბაზა  ფაშა  ფიქრობდა:  თუ  ის, დამად  მუსლიჰიდდინ  აღა  მოვა,  ციხიდან  მასთან  ერთად  გავალო.  მისი  სიტყვების  პასუხად  ბინაი  მუსლიჰიდდინ  აღა  კეისარიელი  შეიხს  გააყოლეს  და  აღთქმისა  და  შეწყალების  ფირმანით  შიგ  შეაგზავნეს.
აბაზა  დიდვეზირისა  და  იანიჩართა  ოჯახების  პირობასა  და  აღთქმას  მიენდო  და  პარასკევ  დღეს,  ლოცვის  დროს,  თავისი  ამალით გურჯის  კარიდან  გამოვიდა  და   დიდებულ   სარდალს  ეწვია.   სარდალმაც  ვეზირობის  შესაფერისად  განადიდა  და  დიდი  პატივი  აღმოუჩინა.  აბაზამ  წარსულ  დანაშაულობათა  პატიება  ითხოვა.  დიდვეზირმა  უთხრა:  რაც  იყო  იყოო  და  მას  სიასამურის  ქურქი,  ხოლო მის  აღაებს  საპატიო  ხალათები  ჩააცვა,  შეიწყალა  და  ყველა თხოვნა   შეუსრულა,  არაფერი  არ  დააკლო.  აღაებს  უბოძა  ბოლუქი  და 600  საგანგებო  რჩეულ  კაცს  ჯებეჯიობა  მისცა.  მას (აბაზას) დაეკისრა  არზრუმზე  ხელის  აღება  და  ჯართან  შეერთება.  აბაზა  კვლავ თავისი  ამალით  აიყარა  და   გულდამშვიდებული  ციხეში  შევიდა. ამის  შემდეგ  დიდვეზირი  შიგ  სასახლეზი  მიიწვია  და  უხვად  გაუმასპინძლდა.  ამ   დროის  განმავლობაში  აბაზამ   თავის  მიერ  შუეძენილი  საუცხოო  და  იშვიათი  საჩუქრები  და  ძღვენი  მიართვა  მას.  შემდეგ  თავისი  კარვები  გამოიტანა,  უზენაესი  სარდლობის  ერთ  მხარეს  ეს  კარვები  გამართა,  მთელი  თავისი  ნივთები  და  მძიმე  საგნები გამოიტანა და  ციხე  ჩააბარა,  თვითონ  თავისი ქეეშევრდომებით  კარვებში  დაბინავდა  და  სახელმწიფო  ლაშქარს  შეუერთდა.
ამის  შემდეგ  ციხის  დანგრეული  და  დაზიანებული  ადგილები შეაკეთეს,  დიდვეზირი  ციხის  თოფხანაში  მოვიდა  და  რვა ზარბაზანი გამოიტანა,  ხოლო  მის   მაგივრად  ამდენივე  თავის  მიერ  მოტანილი ზარბაზანი  დააწყო.  ბაღდადისთვის  12  ზარბაზნის  დიარბექირში  გადატანა  გურჯი  მეჰმედ  ფაშას  მიანდო.
საფარის  თვის  მეცამეტეს246  არზრუმის  ვილაიეთი  თაიარ  მეჰმედ  ფაშას  ებოძა.  მის  დასაცავად  დაინიშნა  ჰასან  კალეს  ჯარები  და 3000  იანიჩარი  სამსუნჯი-ბაშიებით.  ამ  დროს  დიდებულმა  სარდალმა  თავისი  მადლიანი  სამსახურის  სანუქფოდ  არზა  გამოგზავნა. ეგვიპტის  ვილაიეთი  იანიჩართა აღასთვის – ხალილ  აღასთვის  ითხოვა, მაგრამ  მისი  თხოვნა  უზენაესმა  არ  მიიღო.  ეგვიპტის  ვილაიეთი  ბაირამ  ფაშას  მაგივრად  უბოძეს  სტამბოლის  ყოფილ აღას – მუსტაფა  აღას  სამსახურიდან  გამოსულ  კაფუდან  ჰასან  ფაშას  თანამშოომელს – მეჰმედ  ფაშას,  რომელიც  ალბანეთის  მხრიდან  იყო ჩამოსული.  იგი   [დიდი  ხნის  განმავლობაში] დედაქალაქის  აღას – მუსტაფა აღას – ემსახურებოდა. როდესაც  თავისი  ნიჭითა  და  შემართებთ  აღირ  მუთეფერიკების  დირლიქს247  მიაღწია,  მაშინ  ზემოაღნიშნული  აღასთვის  სამსახურის  გამწევ სახელმწიფოს  ზღურბლზე  მოვიდა.  იგი  გახდა  კაფუჯიების  ქეთხუდა248.  ამის  შემდეგ ბაირამ  ფაშას  ადგილზე  ვეზირობის  რანგით  ეგვიპტის  ვალი  გახდა. მას  სახელი  ჰქონდა  განთქმული  ჭკუით,  გონიერებითა  და  გულუხვობით.
როდესაც  ხუსრევ  ფაშას  არზა  არ  მიიღეს,  გამოვიდა უზენაესი ფირმანი – იანიჩართა  აღაებიდან   ხალილ  ფაშას   აბაზას   ადგილზე  –   არზრუმის  ვალის  თანამდებობაზე  დანიშვნის  შესახებ.   აღას თანამდებობა  ებოძა  ბაკი  ფაშას ქეთხუდას – მეჰმედ  აღას.  ბაკი ფაშას  ქეთხუდა  მევლევი  მეჰმედ  აღა  დედაქალაქიდან  აღას  თანამდებობით  მოვიდა,  როდესაც  ის კარავში  შევიდა,  მის მემკვიდრეს – სივასი  და  ქუჩუქ აჰმედს – დამასკოს  ვილაიეთი  უბოძეს.
ტ  II,  გვ.  415–418 
დამატებითი  ამბები    შემსი  ხანის  მდგომარეობის  შესახებ
შაჰმა,  როგორც აღნიშნული იყო, აბაზა ფაშას დასახმარებლად რამდენიმე  ათას  ყიზილბაშს  სარდლად  დაუნიშნა  საზიზღარი  ურწმუნო  შემსი  ხანი. იგი  არზრუმში  გააგზავნეს.  როდესაც  ისინი  არზრუმში მიდიოდნენ, დიდებულმა სარდალმა ჭენებით მიასწრო.  მათ გზაში  გაიგეს,  რომ  არზრუმი  გარშემორტყმული  იყო.  ისინი  იმედდაკარგულნი  უკან დაბრუნდნენ.
ყარსის  ვალიმ  ქოსე სეფერ  ფაშამ  ცნობა  მიიღო,  რომ  მათ  განზრახული  ჰქონდათ  ყარსზე  გავლა, მის გარშემო მიდამოების  გათელვა  და  ყარსისათვის ზარალის  მიყენება. ზემოხსენებულმა  ფაშამ, რომელიც მამაცობითა და გულადობით იყო სახელგანთქმული, შეაგროვა დიდი   რაოდენობის  ლაშქარი  და  ყარსის  ჯარით ჭენებით გაემართა,  ყიზილბაშები  დააზვერვინა  და   დაბანაკებულ ადგილას  მოულოდნელად  თავს   დაესხა.  მათი  უმეტესობა  ხმლით აკუწეს.  შემსი  ხანი  თავისი  ხელქვეითების  ერთ  ბოლუქთან  ერთად ცოცხლად  დაიჭირეს და სარდალთან  მიიყვანეს.  ამ   მოსაწონი  სამსახურისათვის  ფაშა  საპატიო  ხალათითა  და საბოძვარით  განადიდეს.
ჩოფურ  ბექირმა  ნიგდეში  რომ  მოკლა  ქოსე  სეფერ  ფაშა,  ის სხვა სეფერ  ფაშაა. რადგანაც თავისი  სამსახურის სანაცვლოდ არტაანი  და სხვა  სანჯაყები  ითხოვა, მას თხოვნა შეუსრულეს  და ყარსი  იბრაჰიმ  ფაშას უბოძეს. ამ საპატიო გამარჯვებით  ღირსეული  სარდლის სახელი  და მისადმი  პატივისცემა  გაორკეცდა. ჰასან კალეში მყოფმა დელი იუსუფ ფაშამ, რომელმაც გაამაგრა იგი (ციხე),  აბაზას არ მისცა, რამდენჯერმე მამაცობა გამოიჩინა და სასწრაფოდ სარდალს  წერილით  აცნობა  აბაზას უზრუნველობა, სარდალმა მასაც (დელი იუსუფ შამას) უხვი საბოძვარი, კეთილი  საქმეებითა  და  დაწინაურებით  პატივი  აღმოუჩინა.
ტ.   II.   გვ,   418–439
ათას   ოცდაცხრამეტი  წლის249  ამბები 
მოურავ  ბეგის  თავბადასავალი  კონიის  მოსახლეობასთან
მემატიანე მოგვითხრობს, რომ უკვე იყო ლაპარაკი საქართველოს სანჯაყის ემირის მოურავ ბეგის ყარჩიხა ხანთან შებრძოლებისა  და  იმ  გმირობის  შესახებ, რომელიც  მან  რამდენიმე  ათასი  ყიზილბაშის გაჟლეტაში გამოიჩინა არზრუმში გალაშქრების წელს. მოურავმა სარდალს  მორჩილება  გამოუცხადა  და  არზრუმის  დაპყრობასაც  დაესწრო.  როცა  მოურავი  სტამბოლს  ჩამოვიდა,  მას ოსმანთა დინასტიის  წინაშე  დიდ  დამსახურებად  ჩაუთვალეს  ყიზილბაშთა  განადგურება.  მან  მაჰმადიანობა  მიიღო,  სახელად  მეჰმედი დაირქვა  და სათანადო  პატივის  მიღების  შემდეგ  ყარამანიის  ვილაიეთი  ებოძა.  მოურავი  ჭეშმარიტად  გულადი,  გონიერი,  ტანით  სპილოს  მსგავსი,  იშვიათი  ვაჟკაცი  და  დევის  ღონისა  იყო,  მაგრამ  მართვა-გამგეობის  საკითხებში უმეცარი და, ბუნებრივია, მიდრეკილებას იჩენდა მჩაგვრელობისა და  ძალმომრეობისადმი.  ამ დროს  ერთმა  გონებამახვილმა  ლექსი  გამოუთქვა, რომელშიც  პირველი  პირით გადმოცემულია  მოურავის  ინტიმური  საუბარი.  მელექსემ ამ ლექსით  გამოამჟღავნა  იმათი შური და შეურაცხყოფა,  ვინც  გულგრილი  არ იყო  მოურავისათვის ვილაიეთის  ბოძებით. 
მოურავმა  ერთი  თავისი  ხელქვეითი,  ვინმე  უსამართლო  ხუცესი,   მუთესელიმად  დააყენა  და  აზნაურთა  ერთი  ჯგუფით  კონიაში გააგზავნა.  მისი  ხელქვეითები,  უპირატესად  სპარსულ ყაიდაზე, ფერად მანდილს იხეევდნენ თავზე. ოსმალურ ზნე-ჩვეულებათა უცოდენარი  ქართველების  ეს   ბრბო  დაესია  ხალხს  და  იწყო  ქონების  დატაცება  და  დიდკაცთა  შეჭირვება.  ზოგჯერ  ქალიშვილს  თმას გადაპარსავდნენ,  უწვერ-ულვაშო  ვაჟივით  შესვამდნენ ცხენზე  და ასე  დაატარებდნენ. აუტანელი მდგომარეობა შეიქმნა. ქალაქ კონიის შეუპოვართა  და  დაუცხრომელთა  სათავეში    იყო  ვინმე  იბრაჰიმ ჩელები.  რომელსაც  აკკაშ   ემირ-ოღლუს  ეძახდნენ.  იგი,   ცნობილი თავისი  ბრაზიანობითა  და  კადნიერებით,  კეთილ  სეიდთაგანი  იყო და  ნაკიბის  მოადგილის  თანამდებობა  ეჭირა. როცა  მუთესელიმი კონიის  ველზე  იყო  დაბანაკებული,  მან   (იბრაჰიმ   ჩელებიმ) შეკრიბა  მუსლიმანთა  ბრბო,  მოიკრიფა  ძალ-ღონე  და  თავს  დაესხა ქართველთა  ბანაკს.   ამ   სეიდმა   იბრაჰიმმა  მუთესელიმს   წაავლო ხელი  კისერში,  გარეთ  გამოაგდო,  შემდეგ  წაიყვანა  და  კონიის  ციხეში  დაამწყვდია.  სხვა  ქართველები,  როცა  ეს  ამბავი  გაიგეს,  დაიფანტნენ.  როცა  ქართველებს  ეს   ზიანი  მიაყენეს,  სეიდ  იბრაჰიმის რჩევით,  კონიის  მცხოვრებლები  შეიკრიბნენ  და იჩივლეს მოურავ ბეგის ხელქვეით ქართველთა და მუთესელიმის მიერ ჩადენილი უსამართლობის, სიმკაცრის, ქალაქში  მომხდარი გაუპატიურებისა და  ძალმომრეობის  შესახებ.  ვილაიეთის  ყადისაგან მიიღეს ნებართვა და სეიდების, ულემათა და სხვა შეჭირვებული  წარმომადგენლებისაგან შემდგარ მომჩივანთა მთელი ჯგუფი თხოვნა-საჩივრით პირდაპირ  დიდვეზირ  ხუსრევ  ფაშასთან  გაემგზავნა.  მათ  დიდვეზირს  პეტიცია  გადასცეს  და  კვნესითა  და ოხვრით შესჩივლეს. სარდალმა გაიგო პეტიციამი აღწერილ მიმძლავრებასთან  დაკავშირებული  ამბები  და ქართველთაგან  ჩადენილ  უმსგავსოებათა  და  უწესობათა  შესახებ  ყველაფერი, რაც  მომჩივნების მიერ იყო. გადმოცემული.  მართლაც,  ბევრი  უსამართლობა  და  სიავე,  რომელზედაც ხმები  დადიოდა,  დადასტურდა.  მოურავს  შეეშინდა და გაიქცა. მის დასადევნებლად  იმ  მხარეში  გაიგზავნა  ანატოლიის  ბეგლარ-ბეგი, რომელიც  ხსენებული  თვის  რვაში  გაემგზავრა  ერეგლიში.  მოურავთანვე  გასაგზავნად  დაინიშნა  ნიგდეს  სანჯაყ-ბეგიც.  საფარის პირველში250  ჰალაბს  მივიდნენ  და  გოქმეიდანში  დაბანაკდნენ.
ტ.  III,   გვ.  4–6 
ხუსრევ  ფაშას  მიერ  მოურავის  მუხანათურად  მოკვლა 
ქათიბ  ჩელები  ამბობს,  რომ ზემოხსენებულმა  მოურავმა  წინათ ყარჩიხა  ხანი  დაარბია  და უამრავი ყიზილბაშთა ლაშქარი გაწყვიტა. დაეყოდნო რა მის მიერ ოსმალთა  სახელმწიფოსათვის  გაწეულ  ამ დიდ  სამსახურს,  იგი  მოვიდა  სარდალ ხალილ  ფაშასთან  და  თავისი სჯულიდან  მოიქცა.  მაგრამ საქართველოს  მმართველობის  საქმეებში  გაჩვეული  მოურავი  მაჰმადიანურ  სახელმწიფო ვითარებაში კომპეტენტური  არ აღმოჩნდა  და  მის  სამმართველოში   წესრიგის დამყარების  საქმეში  მზრუნველობა  ვერ  გამოიჩინა. ყარამანიაში მას მიეტმასნა ზოგი ბოროტმოქმედი რომლებიც  მძლავრობასა და უწესრიგობას  ჩადიოდნენ, სახელი კი  მისი  იყო.  ამიტომ  მომჩივნები დიდვეზირს  ეახლნენ. მეგობრებმა  მოურავს  უთხრეს, რომ  ხუსრევ ფაშა  მოსისხარი ვეზირია, შეიძლება შენ გაგიმეტოს  კიდევაცო. მოურავი  საგონებელში ჩააგდეს და  წააქეზეს  რომელიმე  მიმართულებით  გაქცეულიყო.  ვინაიდან  მოურავი  ამ   ქვეყნის  ვითარებას  არ იცნობდა,  ასე   მსჯელობდა:  საქართველოს   ლტოლვილი  სასურველ ადგილს  რომ  მოაღწევს,  მას მფარველობას გაუწევენ, გამოექომაგებიან და გადაარჩენენ,  ასევე  ამ   ქვეყანაშიაც შესაძლებელი  იქნება  თავის  შველაო.  რადგან  არ  იცოდა  გზაკვალი,  არ  იცნობდა  ადგილებსა  და  ხეობებს,  ის   მალათიისაკენ  გაემართა.  ზორ   ფაშა,  რომელსაც  დაევალა  მოურავის  დაჭერა,  უკან  დაედევნა  და  მიეწია.  მან ჯერ   ცბიერებით  კაცი   გაუგზავნა  და   აცნობა  თავისი  აზრი,   რომ გაქცევით  თავის  შველა  უაზრო  იყო  და  არც  წინააღმდეგობის  გაწევა  იქნებოდა  შესაძლებელი. უმწეო  მოურავმა  გაიგო,  რომ  წინააღმდეგობის  გაწევა  უსარგებლო  იყო  და  უნებლიეთ  დაემორჩილა. თვითონ  მოურავს,  მის შვილსა და ხელქვეითებს  ბორკილები  დაადეს  და  საფარის მე-14  დღეს251 ჰალაბს  მიიყვანეს.  ამ დროს  დიდვეზირმა თავისი  კარვის  ფარდა  გახსნა და სკამზე დაჯდა.  მოურავისპეტაკწვერიანი და საშუალო  ტანისა  იყო. ხელშებორკილი  და ყვითელხალათჩაცმული  ცხენზე დაესვათ. დიდვეზირმა ბრძანება გასცა თავი მოეკვეთათ მოურავისა და მისი  შვილისათვის.  აგრეთვე  40–50  მისი  ხელქვეითისათვის.  ჯერ  მოურავის,  მერე  მისი  შვილისა  და  მისი   ხელქვეითების  თავები   მიწაზე   გააგორეს.
ხუსრევ   ფაშა   სისხლისმოყვარული  და  მუხანათი  კაცი იყო. მხოლოდ  იმიტომ,  რომ  სისხლის დაღვრა ეწადა, მან ხონთქრისათვის შეუტყობინებლად, ვითომდა მოურავი  საქართველოში  წავაო, მოკლა  ასეთი  გმირი  მოხუცი,  რომელსაც  ესოდენ  დიდი დამსახურებები  ჰქონდა. მოურავმა  უარყო  თავისი მცდარი სჯული და მაჰმადიანობა მიიღო. ამგვარი მოქმედებით  ხუსრევ ფაშამ ირანის შაჰს შური აძიებინა მოურავზე.
ისტორიაში ყველასათვის გასაგებად აღინიშნა, რომ ამიერიდან მოწინააღმდეგეთა  ბანაკიდან  ვინმემ   ოსმალთა  სახელმწიფოს  მიმხრობა არ ისურვოს. ირანის  შაჰს  რომ რამდენიმე ათასი იუქი ახჩა გაეღო და ქვეყნები დაემკვიდრებინა, ოსმალთა სულთნები ასეთ საქმეზე არ  დათანხმდებოდნენ,  მას  გონივრულ  საქმედ არ  ჩათვლიდნენ.  ამ  უმეცარმა  ვეზირმა  კი  მხოლოდ  იმისათვის, რომ  სისხლი დაეღვარა, ასეთი საზიზღარი ვერაგობა ჩაიდინა. კიდევაც რომ  დადასტურებულიყო, რომ მოურავი ხალხს  უსამართლოდ  ექცეოდა, ძალდატანებით  მოქმედებდა  და ჩაგრავდა მათ, მას საზოგადოებრივი უფლებები  უნდა  ჩამორთმეოდა  და  გაესამართლებინათ,  შემდეგ კი გაფრთხილება მიეცათ, რომ ძალადობა აღარ ჩაედინა უფრო შესაფერი და  მიზანშეწონილი  იყო  ასეთი  ღონისძიებით  დაკმაყოფილება.  ასეთი  ღირსეული  და  სახელოვანი  კაცის  სიკვდილით  დასჯა  უდიდესი  მუხანათობაა.  მაგრამ,  ნათქვამია,  კაცის  მკვლელი  კაცის  ხელითვე  მოკვდებაო,  თვითონაც  მისი  ბედის  გახდა  და  მსგავსი სასჯელი  მიეზღო.
ტ. III, გვ.  6–9
ათას  ორმოცი წლის252 ამბები
უღვთო  რუსების  ბრძოლა  თათრებთან 
ამას  წინათ  ჯანი  ბეგ  გირეი  ყირიმის  ტახტზე  დაჯდა,  კანთემირიც  ნოღაელთა  ტომიდან  თავისი  ხალხის  ემირი  და მფარველი  გახდა. მეჰმედ  გირეი  მოკლეს,  ხოლო  შაჰინ  გირეი  უმწეოდ  გარიყეს. ჯანი  ბეგ  გირეიმ  თათართა  ტომს  უბრძანა  რუსთა  ქვეყანაზე  თავდასხმა.  ყირიმისა  და  კაფას  თათრებთან  ერთად რუსთა  ქვეყანას თავს  დაესხნენ:  ერთი  მხრივ,  მისი  ძმა,  სულთნის  მემკვიდრე,  მეორე  მხრივ,  ნოღაელ  თათართაგან  თავისი  ტომით  კანთემირი  და  მესამე მხრივ – კვლავ  კანთემირის  ნათესავთაგან  სახელოვანი  ემირი სელმან  შაჰ მირზა  ერთი  ბრბოთი.  მათი  ჩვეულების  შესაბამისად, ღამის  თავდასხმა  მოაწყვეს  და  რუსთა  ქვეყანა  ააოხრეს,  მთი  თავკაცები  დახოცეს,  ოჯახები  დაატყვევეს  და  დაამწუხრეს.
როდესაც  უამრავი  ნადავლით  ბრუნდებოდნენ,  თურმე  უღვთო  რუსები  ადგილ-ადგილ  ჩასაფრებულიყვნენ  და  რაზმები  დაეყენებინათ.  სულთნის  მემკვიდრეს  ჩაუსაფრდნენ,  ძლიერი  ბრძოლა გაუმართეს და თათრები  დაამარცხეს.  ქაფირმა  რუსებმა  თავიანთი ტყვეები  და  ნადავლი  დაიბრუნეს.  დამარცხებული სულთნის  მემკვიდრე  გაიქცა. კანთემირს,  რომელიც 40000-მდე  თათართა  ჯარითა  და  დიდი  ნაღავლით  სავსე  მიდიოდა,  მიწასთან  გასასწორებელმა   ქაფირებმა  ძველი  ღვარძლის  სისრულეში  მოსაყვანად  გასასვლელ  ადგილას  დიდი  რაზმები  ჩაუსაფრეს.  ბრძოლისათვის  მომზადებული  იყვნენ.
როდესაც  ერთმანეთს  შეებნენ,  დიდი  ბრძოლა  და  ხოცვა  შეიქმნა. თურმე  თათართა  რაზმები  რამდენადმე  დააზარალეს. ქაფირებმა  თოფები  დაუშინეს,  რის  გამოც  ბევრი  მათგანი  დაიხოცა, ბევრი ტყვედ  ჩავარდა. კანთემირის ერთ-ერთი  შვილი  ბრძოლაში  დაეცა, მაგრამ  კანთემირმა  მამაცურად  იძია  შური,  რამდენიმე   ასეული ქაფირი  მიწასთან  გაასწორა  და თვითონ  დარჩენილი  ლაშქრით  სამშვიდობოს  გავიდა.  ამასობამი  ქაფირებმა  თათრებს   მოუძებნეს სუსტი  ადგილი. სელმან შაჰ მირზა ნადავლით გამდიდრებული მაინც გამოვიდა და უამრავი რამე  გამოიტანა. თათართა ხანი განრისხდა, თავისი ქვეშევრდომები იხმო და მტერზე შურის  საძიებლად  მნიშვნელოვანი  ლაშქრობისათვის  დაიწყო   მზადება. ეს შემთხვევა მოხდა 1039 წლის თვეებში253.
თათრები  გულმოდგინედ  ემზადებოდნენ  ქაფირების  წინააღმდეგ  საბრძოლველად,  მაგრამ რადგანაც  ამ წელს მაღალი ზღურბლიდან უზენაესი  სიგელი  გაიგზავნა  და  აღმოსავლეთის  ლაშქრობისათვის  თათართა  ჯარსაც დაევალა  მონაწილეობის მიღება, მათი განზრახვის  შესრულება  დაყოვნდა.  თურმე  შემღეგ  უღვთო  რუსებზე  კვლავ  ბევრი  თავდასხმით  იძიეს  შური,  მაგრამ  რადგანაც  ეს ბედნიერების  წელი  იყო,  აღმოსავლეთში   ლაშქრობის  განზრახვა დაყოვნდა.  დიდი  ხანი  არ   გასულა,  რომ  ისევ  დიდმა  უბედურებამ და  აჯანყებებმა  იჩინეს  თავი   რამაც  აღმოსავლეთის   ლაშქრობას ხელი  შეუშალა.
ტ.   III,  გვ.  67–68
ათას  ორმოცდაერთი წლის254  ამბები 
თათართა  ლაშქრის  მოსვლა
როდესაც  ოსმალთა ლაშქარი დიარბექირის  ერთ სოფელში – ჩარკლიში  მივიდა,  თათართა  ლაშქარი,  რომლის  ხელმძღვანელობა მინდობილი  ჰქონდა  მირზას,  მოვიდა.  მათ  დიდვეზირის  კარავი მდ. დიჯლეს სანაპიროზე – ველზე  გამალეს, დიდი  წვეულება  გამართეს,  საპატიო  ხალათი  ჩააცვეს [მირზას].  თათართა  ჯარი  დიჯლეზე   გადავიდა  და  ველზე  განლაგდა.  ქათიბ  ჩელები  ფეზლექეში  ამბობს,  რომ  შიშველ-ტიტველი  ტომის  ერთი  რაზმი  საქონლის  ჯოგივით  გროვა-გროვა  მიედინებოდა.  მათ  მწყობრში  არ  ჩანდა  არც  რიგები, არც მაღალი და  არც  დაბალი  რანგის ხალხთა თანამიმდევრობა, არც ჩაუშები.  დაფანტულად  მიემართებოდნენ  და  მიდიოდნენ. ესენი გამოდგებიან რომელიც გნებავთ ქვეყნის საძარცავად, კეთილნაშენი სახელმწიფოს  იავარსაყოფად და დასაზიანეალად, მაგრამ მტრისადმი წინააღმდეგობის გასაწევად მტრის ხოცვაში,  განსაკუთრებით  ციხის  აღებასა  და  დაპყრობაში არავითარი  მოხერხება არ ჰქონდათ.  ეს ის ხალხი იყო, რომელსაც შეეძლო მტრის  ქვეყანაში ხელისუფლების მაშინათვე ხელთ ჩაგდება. შეიძლებოდა მათი გამოყენება, მაგრამ საჭირო არ იყო. ისინი იმ მხარეებში დაიფანტნენ და  დარჩნენ.
ტ III,   გვ.   76 
ლაშქრის  დაბანაკება  გამოსაზამთრებლად 
რები  ულ-ახირის  მესამე  დღეს255  სარდალი  და  იანიჩართა  აღა ჯარით  გაემგზავრა ქალაქ  დიარბექირში, ხოლო  ბოლუქთა  აღაები – თრაბლუს  შამში,  ყიშლაღში.  თათართა  ჯარს  ებრძანა  არზრუმში – ჰასან  კალეში  გამოზამთრება. გაზაფხულზე  იმ   რაიონიდან  თავდასხმები  მოაწყვეს,  ბაღდადში  გამგზავრების  განზრახვა  ჰქონდათ  და ამ აზრის  შემცველი  მოკლე  შინაარსის  წერილი  სტამბოლში  გააგზავნეს.
ტ. III, გვ. 76 
ათას  ორმოცდაორი წლის256 ამბები
ყიზილბაშთა მიერ საქართველოს  დაპყრობა
ამ წელს ირანის შაჰმა საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. თეიმურაზმა ჯარს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, განზე გადგა და წავიდა, ყიზილბაშთა ლაშქარი მთელს  საქართველოს მოედო. ხალხი  დაიმორჩილეს,  შემდეგ  დაბრუნდნენ  და  თავრიზში  გაჩერდნენ. როდესაც  მათ  (ქართველებმა) მოახსენეს ბედნიერების კარს, რომ  ყიზილბაშები  ვანში წასასვლელად  ემზადებიან  მოსაზღვრე ბეგებს  უზენაესი ბრძანებები  დაეგზავნა.  მურთაზა  ფაშა  მარდინის ახლოს  სულთნის  ზეგანზე  გადავიდა  და  თავისი ეიალეთის ჯარი  შეკრიბა, მის გარშემო  მყოფი სხვა ჯარები  მოიხმო  და  ვანის მხარეს გასამგზავრებლად  მოემზადა.
ტ. III, გვ, 146
ათას  ოროცდასამი  წლის257 ამბები
ურწმუნოების  თავდასხმა  ვანის  ციხეზე  და  გმირების  განდევნა
როდესაც  ყიზილბაშთა  ლაშქარი  ერთ  ადგილას  შეიკრიბა,  ხანთა  ხანი  თოხთა  ხანი  ურიცხვი  ჯარით  ვანისკენ  წამოვიდა.  მუჰარემის  ბოლოს258  მურთაზა  ფაშა  დიარბექირის  ჯარით  მარდინიდან  გადმოვიდა  და  იმ   ადგილისკენ  გაემართა.  არზრუმის  ბეგლარ-ბეგ  თემურ  კაზაკ ხალილ  ფაშას  გაეგზავნა  სარდლის  ბრძანება და  ყარამანიის,  მარაშისა  და  სივასის  ეიალეთებას  ლაშქრით ისიც არზრუმიდან  გაემგზავრა. რები ულ-ევველის თვეში259  ყიზილბაშთა ლაშქარი  მოვიდა  და  ვანს  ალყა  შემოარტყა,  ნავსადგური  აიღო.  რები ულ-ახირის  პირველში260  ხალილ  ფამას  შეხვდა  მურთაზა  ფაშა. ორი  ლაშქარი  აქ  შეერთდა.  30000-მდე  კაცი  იყო.  ზემოხსენებული თვის  მეათე  დღეს261,  რომელიც  შაბათ დღეს  ემთხვევა,  ვანში  მოვიდნენ.  ყიზილბაშებმა  ორი  დღით  ადრე  ცნობა  მიიღეს,  სანგრებიდან  გამოვიდნენ  და  ქესქინ  კირანის  რაიონში  მდებარე  ერთ  მთას ამოეფარნენ,  თავიანთი  ჯარი  დააწყვეს  და  გაჩერდნენ.  ისლამის ჯარი  მოვიდა.
იმ  დღეს  საღამომდე  ძლიერი  ბრძოლა  გაიმართა.  როცა  დაღამდა,  არ  დაბრუნდნენ,  მაშხალებით  ორჯერ  თავს  დაესხნენ  და  მონდომებით  იომეს. ურწმუნოთა  ბრბოებს  პირი  უკუაქცევინეს. გამარჯვებული  ჯარი კი თავის  კარვებში  დაბრუნდა.  მეორე  დღეს  ყიზილბაშებმა  უკან  დაიხიეს,  ფაშები  კი  ვანის  გარეუბნებში  დაბანაკდნენ.  ხალილ  ფაშასა  და   მურთაზა  ფაშას  შორის  უკმაყოფილება ჩამოვარდა სარდლობის  საქმის  გამო. მურზათა  ფაშას  გულში  ღვარძლი  ჩარჩა.  შემდეგ  როდესაც  ქვეყნის  მფარველ  ფადიშაჰს  დაუახლოვდა,  მან  თავისი  საწადელი  შეისრულა.
ოსმალები  გამოვიდნენ.  რამდენიმე  დღე  ვანში დაისვენეს.  მას შემდეგ  რაც  საჭურველი  სრულყვეს,  ორივე  სარდალი  გაემგზავრა და  ჯარს  თავისუფლება  მისცეს.  მურთაზა  ფაშა  დიარბექირში  მოვიდა.  ყიზილბაში  ჰასან  აღა  თავისი  რაზმით  მის  წინააღმდეგ  გაეშურა.  როდესაც  კიზილ  ქოის  წინ  მის  შესახვედრად  გამოვიდა, (ჰასან  აღა) მოკლა,  მერე  ქალაქში  შევიდა,  კარები  ჩაკეტა.  სახელოვანი  სიფაჰიებიდან  გურჯი  იუსუფის,  ჰაჯი  მისლისა  და  შაჰ  ბენდერ  ოღლი  მეჰმედ  ჩელების  მოსაკლავად  მოსული  ფირმანის  შესაბამისად  მაცნეებმა  ხალხს  აუწყეს  ფადიშაჰის ბრძანება. ყადი და ქალაქის  წარჩინებულები  მოიწვიეს,  ბრძანებები  წაიკითხეს.  სამხარის  დროს  ჯერ  გურჯი  იუსუფი,  შემდეგ  ჰაჯი  მისლი  და  შაჰ  ბენდერ ოღლი  დაიჭირეს  და  იმ  ღამესვე  გაუსწორდნენ.
ტ. III,  გვ.   165–166 
საქართველოს  ვითარება 
წინათ  არზრუმის  ბეგლარ-ბეგს,  ყარსის  ციხესა   და   სხვა   ციხეებს  თოფის  წამალი  და  პროვიანტი  მიეცათ.  ბრძანებები  დაიგზავნა,  რომ  ილიჩეს  ციხიდან  500  ჯარისკაცი  გამოეყოთ  და  გაეგზავნათ. ზილ-ჰიჯეს  მეხუთე  დღეს262  ხალილ  ფაშასგან  შემდეგი  შინაარსის წერილი  მოვიდა: დადიანი  და  გურიელი შეკავშირდნენ და ყიზალბაშებს  დაუბრუნდნენ. დადიანმა  თავისი  ქალიშვილი  მისცა  შაჰის მიერ  ზაგემისა  და  ქართლის  ხანად  დანიშნულ  ხოსრო  მირზას. 
ზემოხსენებული ქალის აჩიკ ბაშის ქვეყანაზე გატარების დროს  აჩიკ  ბაშმა  და  თეიმურაზმა  მოისურვეს  გზის  ჩაკეტვა. იქეთა მხრიდან  ზემოხსენებულმა  ხოსრო  ბეგმა  30000-ზე  მეტი  ყიზილბაშით  და  აქეთა  მხრიდან  დადიანი  და  გურიელი დიდი ჯარით  აჩიკ ბაშს  თავს  დაესხნენ.  მათ შორის დიდი ხოცვა-ჟლეტის  შემდეგ,  უფლის  განგებით,  დადიანმა  გაიმარჯვა  და  აჩიკ  ბაშს  შეესია.
თეიმურაზი  და  აჩიკ  ბაშის  შვილი  ძნელად მისასვლელ  ქვიან ადგილას  გამაგრდნენ.  აჩიკ  ბაშის  მეფე  ხელიდან   წაუვიდათ.  ყიზილბაში,  დადიანი  და  გურიელი  გაერთიანდნენ.  30000-მდე  ურჯულო  მთელ  საქართველოს  მოედო.  რადგანაც  ცხადი  გახდა,  რომ  შავი   ზღვის  სანაპიროებზე  მდებარე  გონიოსა და ტრაპიზონის  საზღვრების  მხარეს  დადიანისა  და  გურიელის  მეშვეობით შეიძლებოდა ზარალი მიყენებოდათ,  ჩილდირის  ბეგლარ-ბეგმა  სეფერ  ფაშამ  აცნობა  [ოსმალეთის  ხელისუფლებას],  რომ  საჭიროა ხმელეთით  ლაშქარი  და  სახელმწიფო  ფლოტი  მოვიდეს  იმ  მხარის  დასაცვად  და დადიანისა  და  გურიელის  ქვეყნების  გასანადგურებლადო.  მოსაზღვრე  ბეგებს  ბრძანებები  დაეგზავნათ,  არზრუმის  საზღვრის  დასაცავად  კვლავ  ადანას  ბეგლარ-ბეგი, მთელი ყარამანიის სანჯაყების, სარუხანისა და კასტამონიის  სანჯაყების  მეთაურები  დაინიშნონ.
ტ. III, გვ. 216–217 
ათას  ოროცდაოთხი წლის263 ამბები
დიდებული  სარდლის  მდგომარეობა  აღმოსავლეთ  მხარეში
დიდვეზირი  მეჰმედ  ფაშა  ისლამის  ლაშქრით  გაზაფხულის  დასაწყისში  ალეპოდან  გამოვიდა   და  ზილ-კაადეს   მეოცე  დღეს264 დიარბექირში  ჩავიდა  დიარბექირის  გარეუბანში,  ველზე  დაბანაკდა და ზაფხული  იქ   გაატარა. 
ტ.   III,  გვ. 233 
სულთან  მურად  ხანის   სამეუფეო  ლაშქრობა  ერევნის  მხრიდან
მას შემდეგ, რაც ქვეყნის მპყრობელი ედირნედან ჩამოვიდა, მან გაზაფხულზე  აღმოსავლეთის  მხრისკენ   გასამგზავრებლად  საჭურვლის  მოსამზადებლად  ბრძანება  გასცა.  რეჯების თვის   დასაწისში265  ჯაბახანის    წინ   თუღები   ჩაარჭეს.  ბაირამ   ფაშა  დედაქალაქის  დასაცავად  დარჩა,  ხოლო  მურთაზა   ფაშა  ლაშქრობის  მეთაურის  მოადგილედ  დაინიშნა.  ისინი  რუმელიასა  და  ანატოლიაში   გასაგზავნი  ლაშქრის  წინამძღოლებად  წავიდნენ.   ვეზირ   ქენან ფაშას,  მუსა  ფაშას,  კაფუდან  ფაშას,  შეიხ  ულ-ისლამსა  და  ყაზიასქერებს  კანონის  მიხედვით   დაევალათ  ლაშქრობაში  მონაწილეობა.
ტ.    III,   გვ.   233–234 
თათარ  ხანის  გამოსვლა
კაფუჯიების  ქეთხუდა  შაჰინ  აღა,  არსებული  ადათის  მიხედვით, 40000 ფლორი  ჩექმის   საფასურით  გაიგზავნა  თათარ  ხანთან,  რომელიც  სამეუფეო  ლაშქრობაში  მიიწვიეს.   იმის   გამო,   რომ  თათრებს  შორის  მტრობა  იყო,   ხოლო  თავისთავზე  შეყვარებული  და უდარდელი  კაცი  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანი  მეომარი  არ  იყო,  ჩექმის  საფასური  არ  მიიღო  და გაათავისუფლეს. იგი კუნძულ როდოსზე  გაგზავნეს.  მის  ადგილზე  დაინიშნა  სელამეთ  გირეი  ხანის  უფროსი შვილი  – ინაიეთ  გირეე  სულთანი,  ეს  მუდამ  უბედური  ხანი.  ტახტის  მემკვიდრედ  დაინიშნა  მისი  ძმა  ჰისამ  გირეი  სულთანი, რომელსაც თათართა ლაშქართან  ერთად სამეუფეო ლაშქრობაში მონაწილეობის  მიღება  ებრძანა.  ისინი  მუსლიმანებთან  აღიზარდნენ.  ბოლოს,  საჭიროა  მათი  საქმეები  დაწვრილებით  აღიწეროს,  თუ ეს  მაღალმა  ღმერთმა  ინება.
ტ.   III,  გვ.  234 
მაღალღირსეული  ფადიშაჰის  უსკუდარიდან  ერევნის  მხარეს  გამგზავრება 
სახელოვანი  ფადიშაჰი, როგორც  აღნიშნული  იყო,  ძლევამოსილი  ჯარით  და,   საერთოდ,  რჩეულებითა და დიდებულებით  აღმოსავლეთის ლაშქრობაში გაემგზავრა.  1044  წლის  რამაზანის  მეოთხე დღეს266 უზენაესი  კარავი  უსქუდარმი   გადავიდა  და  გაიშალა.ზემოაღნიშნული  თვის  22-ე, შაბათ, დღეს267 დიდებული  სახელის მქონე  მთელი  თავისი  ამალითა  და  წარჩინებულებით  უსქუდარში გადავიდა  და  უზენაეს  კარავში  დაბანაკდა.  შევალის  მეოთხე  დღეს268 იბ სეკბან-ბაშ მუსტაფა  აღას  იანიჩართა  აღას თანამდებობა  ებოძა,  მის ნაცვლად  აეკბან-ბაში  გახდა  მიმარ დამად  მუსლეჰ  ედ-დინ  აღა, რომელიც  იანიჩართა  ოჯახის  აღაების  ღვაწლმოსილი  და  უდიდესი  პიროვნება  იყო.
როდესაც ხუსრევ ფაშამ არზრუმი აიღო, მაშინ იგი იანიჩართა ქუთხუდა იყო და  აბაზასთან  მოციქულად  ოთხჯერ  მივიდა.  აბაზამ   მას პირობა  მისცა,  რომ  იანიჩართა  მიერ  მიყენებული  ყველა ზარალისაგან  გაათავისუფლებდა,  როგორც  ეს   თავის  ადგილას  იყო ნახსენები.  ბაირამ  ფაშა  კაიმამაკამი  და  მუსლიჰ  ედ-დინ  აღა  სეკბან-ბაში  სტამბოლის  დასაცავად  დარჩნენ.  ამ   ადგილას  მისმა  აღმატებულება  ფადიშაჰმა  უსქუდარში  ჯარის  ყველა  მეთაური  და  ოფიცერი  მტკიცედ  გააფრთხილა,  დავთარი  დაცულ  იქნეს,   ჩემს  დაუკითხავად  ლაშქრობას  არავინ  არ  ჩამორჩესო,  ბანაკი  არა  გვაქვს  და მცველები  რა გვყავსო – ასეთი  მითქმა-მოთქმები  მკაცრად  აკრძალა  და  დაემუქრა.
ამ  დროს  ვეზირ  გურჯი  მეჰმედ  ფაშას  ანატოლიის  ეიალეთი ებოძა. შევალის თვის  მეცხრე  დღეს269  უსქუდარიდან  ბედნიერად აიყარნენ  და  მიზანგანზრახული  მხარისკენ  გაემგზავრნენ.  ულემებმა და წარჩინებულებმა  მალ  თეფემდე  გააცილეს.  კაზიკლი დერბენდში  დაბანაკებისას  ფადიშაჰმა  გაიგო, რომ  სოლაკ-ბაშიებიდან სტამბოლში დარჩენილიყო გალათელი ჩელების  სახელწოდების ერთი  ამაგდარი  მოხუცი  კაცი,  რომელიც  დაუზოგავად  აწამეს  და კისერი  მოჭრეს.  მიუხედავად იმისა  რომ  ამაგდარი  იყო,  არ  შეიწყნარეს,  სიკვდილით  დასაჯეს  და  მისი  თეთრი  წვერი  სისხლში ამოსვარეს.
ბაზარჯიკის  ბანაკში იმამ  ევლია მეჰმედ ეფენდის სიძეს – იუნუს  ეფენდის  სულეიმანიეს  მედრესეში მუდერისად  ყოფნისას ედირნეს  საყადო  უბოძეს.  სეიდი  ღაზიში  ანატოლიას  ბეგლარ-ბეგის – გურჯი  მეჰმედ ფაშას  სამსახურში მყოფი  კონიას მოძალადეთა მეთაური  კარა  იინალ  ოღლი  დაიჭირეს  და   მოკლეს,  ხოლო  კონიის   უწინდელი  საყადო  აღა  იმამ   ანკარელი  შეჰლა  მეჰმედს  მისცეს. მანაც  კონიის რჩეულებთან ჩხუბი და უთანხმოება დაიწყო. იმ ქალაქის  სახელოვანი  სიფაჰიებიდან  ხსენებული  კარა  ილანის  შვილები:   სეფერ  ბეგი   და   დელი ჰამზა – ორი ძმა – მოძალადეები არიანო,  მოუხსენებიათ  უზენაესისათვის,  ისინი  კი უდარდელად  იყვნენ და არ მოელოდნენ რაიმე ბოროტი განზრახვის  გამოვლინებას. გურჯი  ფაშას  ხელქვეითებმა  კაცები  გაგზავნეს  და  დაიჭირეს.  ჯერ დაიჭირეს  სეფერ  ბეგი  და  ფადიშაჰთან   მიიყვანეს.  ამ   დროს  უზენაესი  სამეუფეო  ამალა  ბოზოიოქიდან  გავიდა  და   როდესაც  ესქიშეჰირის  პირდაპირ  მიემართებოდა, მაშინ მოიყვანეს პატიმარიც. როგორც  კი საწყალმა  მისი  აღმატებულება  ფადიშაჰი  დაინახა, მაშინვე  გახდა დაიწყო, რადგანაც იფიქრა, მამაცობის გამო ფადიშაჰმა შეიძლება  შემიწყალოსო,  მაგრამ  მისმა  აღმატებულება  ფადიშაჰმა  ბოლუქის  აღას  ორი  თითით  ანიშნა  მისი  მოკვლა.  აღამ  გაიარა,  მას უხეშად  მოექცა,  იმავე  საათს  სიკვდილით დასასჯელი  ხმლით მისი  თავი  გააგორეს,  შემდეგ  მისი  ძმა  დელი  ჰამზაც  დაიჭირეს  და მოკლეს.
უწინ  ყარამანიის  ემირთა-ემირი  ბარდაკლის  ბანაკში  იყო.  მანისას   სანჯაყის  მფლობელ  თუთიჯი ჰასან  ფაშას  ვაჟკაცობითა  და სიმამაცით  ტოლი  არ  ჰყავდა,  მაგრამ  რადგანაც  მოძალადეებისაგან იყო  წარმოშობილი და თურქმანთა აღაების თანამდებობები ჰქონდა  გამოვლილი,  მისი  აღმატებულება  ფადიშაჰი  ამისთანების  სიკვდილით  დასჯაში  ხედავდა  ქვეყნის  მდგომარეობის  გაუმჯობესებას.
ამას   წინათ,  როდესაც  მას   (თუთიჯი  ჰასან  ფაშას)  ზოგიერთი მოჯანყის  დახოცვა   დაავალეს,   მან  ლმობიერება  გამოიჩინა,   რის გამოც  ფადიშაჰი  განრისხდა  თუთიჯი  ჰასან  ფაშამ  2000-იანი  ჯავშნით  შეიარაღებული  ჯარის  წყობა  უჩვენა,  როდესაც  იგი   ფადიშაჰის  ცხენის  სადავის  საკოცნელად  ჩამოქვეითდა,  ქვეყნის  მპყრობელმა  ფადიშაჰმა  მას  მიმართა:  ერთი  ორი  მტრის  მოკვლა  ვერ  შეძელი,  ახლა  მე  ჯარის  აღლუმს  მიჩვენებ,  ჰეი,  შე წყეულოო, – უთხრა  და  ბრძანა  მისთვის  თავის  მოკვეთა.  მან შეწყალება  ითხოვა: ჩემო  ხელმწიფევ,  ნუ  გამიმეტებ,  შენი  გულისთვის  მტერთა  ხოცვა-ჟლეტას  მოვაწყობ,  მოვკვდები, ტყუილ-უბრალოდ  ნუ  დამღუპავო. ფადიშაჰმა  მის  თხოვნას  ყურადღება  არ  მიაქცია,  თავი  მოკვეთეს. მისი  საფლავი,  რომელიც  თუთიჯის  საფლავის  სახელითაა  ცნობილი,  ახლაც  იქ  არის.
ფადიშაჰი  თავის  თანმხლებლებით  ესქიშეჰირიდან გადავიდა და, როდესაც  ილგუნში  ჩავიდა,  ყარამანიის  ბეგლარ-ბეგი  ჯელფ  ოღლი ალი ფაშა  შემოეგება. ესეც  მოძალადეებისაგან  იყო  წარმოშობით. რადგანაც დაუთ ხანის ადგილას ყარამანიის ბეგლარ-ბეგად  იყო, ამიტომ  მოკლეს. გურჯი მეჰმედ  ფაშა, ზილ-კაადეს დასაწყისში279 ბულავადში რომ  უნდა  შესულიყო,  იმ   დღეს  ანატოლიის  ლაშქრით მოვიდა  და  დიდი  აღლუმი  გამართა. რადგანაც  მის  შვილს – ჰამიდ ბეგს,  მუსტაფა  ბეგსა  და  აიდინის  ბეგს  ნოღაი  ფაშა-ზადეს  ქვეშევრდომნი  უჩიოდნენ,  სამივეს სიკვდილი  გადაწყვეტილი ჰქონდათ, მაგრამ  ზოგიერთი დაახლოებული პირის  თხოვნით  ისინი  შეიწყალეს. ისჰაკლის  ბანაკმი  ყარა  აღა,  ყადის სამსახურში ურჩობის მიზეზით  ისინი  მოკლეს.
როდესაც  კონიამდე  ერთი  გადასარბენი  რჩებოდა,  ფადიშაჰი ჭენებით  შევიდა ქალაქში.  ციხეში დამწყვდეული  ვინმე  არაბ ოღლი მუსტაფა  და  რამდენიმე  პატიმარიც  მოკლეს და  ქუჩებში  დაყარეს. გადმოგვცემენ,  რომ  კონიის  შიდა  ციხეში,  რომელიც  აჰმედის  სახელითაა  ცნობილი,  როდესაც  ფადიშაჰი  მარტო  შევიდა, თხრილზე გადებულ  ხის ხიდზე ცხენით  გავიდა და  ციხისკენ  პირდაპირ  გაემართა, მოხუცმა  მეციხოვნემ,  რომელიც  მხცოვანი  ალბანელი  იყო, წყრომით  გადასძახა:  ჰეი,  აღა,   ქვევით  ჩამოდი,  ქვეითად  იარე,  ეს ფადიშაჰის  ციხეა  და   ცხენით  გავლა  არ   შეიძლებაო.  მეციხოვნის ასეთი  საქციელით  ფადიშაჰმა  დიდად  გაიხარა.  შემდეგ,  როდესაც მეციხოვნემ  ფადიშაჰი  იცნო,  მის  ფეხთ  მიწას  ეამბორა,  ფადიშაჰი კი  ციხეში  შევიდა.  ჯაბახანა  და  სხვა  ნივთები  დაათვალიერა.  ხსენებული  ციხე  სულთან  იზ ად-დინ  ქეიქავუს  იბნ  ქეიჰუსრევ  სელჩუკის271  აშენებულია.  შემდეგ  ფადიშაჰი  წმინდა  მევლანა  ხუდავენ–დიგიარ  რუმის  (წმინდა  იყოს  მისი  საიდუმლოებები)  წმინდა  მავზოლეუმისაკენ  გაეშურა. თურმე  მოლა-ზადე  აბუ  ბექრ  ჩელებისთვის  ცნობილი  იყო  ფადიშაჰის  მობრძანება  და  მცირე სუფრა  მოემზადებინა. მისი აღმატებულება ფადიშაჰი მიიწვიეს, ყურადღებით მოემსახურნენ და  ღირსეული ნადიმი მოუწყვეს. მისმა აღმატებულება ფადიშაჰმა მასპინძლებს ბრწყინვალე  სიასამურის  ქურქი მისცა  და  უხვად  დაასაჩუქრა,  მევლანას  ზღურბლს  მსხვერპლად შესწირა  ზიმიების  ძვირფასი  ხაზინა.  ამას  გარდა  მევლევიელთა  სავანეს  სამზარეულოს  სახარჯოდ  სუღლას  შემოსავლიდან  1000  ყურუში  [დაუნიშნა]. სუღლას ვოევოდა გააფრთხილეს, რომ ეს ყოველ წელიწადს მიეცა  [მევლევიელთათვის] და  კვლავ  ჭენებით უზენაეს  ბანაკში  დაბრუნდა.  შემდეგ  თავისი  სამეუფო  ამალით კონიაში  მივიდა  და  იქ  გაჩერდა.  ისმაილ  აღას  სახელწოდების  ერთი მახარობელი  ბეიშეჰირში  გაიგზავნა.  ნოღაი  ფაშა-ხადეს  ქეთხუდა კოჯა  არსლან  აღა  იქ  მოაკვლევინეს.  სიფაჰი  კოჯა  გურჯი  ოსმანი უწინდელ სულთან  ოსმანის  ამბების  დროს  სუიბაში  ეყო,  [მასზე თქვეს]  ფადიშაჰის მკვლელობის მახარობელიაო და მოკლეს. ბურის ახლოს ნაკარაზინ ჩაირის  სახელწოდების  ბანაკში  ზიამეთიან ჩაუშთაგან  ჯევჰერი-ზადე  ღვინის  სმის  ბრალდებით  მოკლეს.  კონიაში  სულ  ექვსი  დღე  დაისვენა.
ზილ-კაადეს  თვის  25-ს272  კეისარიეში  მივიდა.  რადგანაც  პროვიანტის  დასამზადებლად  დანიშნულმა  კეისარიეს  ყადიმ ბრუსევი გოქ დერელი-ზადემ  უყურადღებობა  გამოიჩინა,  იგი   სამეუფოს უზენაესობის  წინაშე  მოიყვანეს  საყვედურის  მისაცემად.  მან   კი, რადგანაც  გაბედული  ვაჟკაცი და უხეში ენის პატრონი იყო, ფადიშაჰს მკაცრი და უკმეხი პასუხი გასცა.  სასულთნოსადმი  პატივისცემის  წესების  დარღვევის  გამო  მახვილით   გაუსწორდნენ,  ისიც მოკლეს.
კეისარიედან  გადავიდნენ  და   სივასში  შევიდნენ,  სადაც  ბეიშეჰრის  მირლივა  აფრასიაბის  მსგავსი  თეთრწვერა  მოხუცი  ქესქინ ალი  ფაშა,  რომელიც  მჩაგვრელი  და უსამართლო  იყო,  როგორც  კი სასულთნოს  ბანაკს შეუერთდა,  დიდი უსამართლობისა  და  ბევრი  საჩივრის  გამო  სიკვდილით  დასაჯეს.
ტ.   III,  გვ,   237–241
დიდვეზირ  მეჰმედ  ფაშას  გამგზავრება არზრუმში 
როდესაც  სიცივის  დრომ  გაიარა  და   გაზაფხული  მოახლოვდა, შევალის  თვის  ოთხში273  ალამი  აღმართეს  და 11-ში სამეუფეო კარავი  დასცეს.  18-ში  თვით  ფადიშაჰი  გამოვიდა  და  სირანის გორაკზე კარავში გაჩერდა. 32 კაცმა წელზე და მკლავებზე ჯოხები და თოფები  ჩამოიკიდა. რადგან თითოეულმა მათგანმა გულადობა გამოიჩინა, მათ სამ-სამი ყურუში უბოძეს. 
ზილ-კაადეს ოცში274  მდინარე შათის გაღმა  მხარეს  კატრანის სახელწოდების  სოფელში  დაბანაკდნენ. 27-ში ფადიშაჰისთვის გამზადებული კარავი და საჩრდილობელი მოაწყვეს.  მიდამოები  შეათვალიერეს. ზილ-ჰიჯეს მეოთხე დღეს275 აეყარნენ და არზრუმისაკენ  გაემართნენ. 
ტ. III. გვ. 243–244 
ათას ორმოცდახუთი წლის276 ამბები
სულთან  მურადის  ჩამოსვლა  არზრუმის  საზღვარზე
მუჰარემის  პირველში277 დიდვეზირი  ბაიბურთის  ახლოს  გაჩერდა.  აღაებს  წერილობით  ებრძანათ  და  ებოძათ  20–20  ქილა  ქერის და  30–30  ქილა  ფქვილის  საფასური  ახჩით,  აგრეთვე  თითოეული კაცისათვის  5–5  ქილა  ქერისა  და  2–2  ქილა  ფქვილის  დარიგება. მეორე  დღეს  ქვეყნის  მფარველი  ფადიშაჰის  შესახვედრად  სადად და  მსუბუქად  წავიდნენ.  შუა  საზღვარზე  უზენაესის  სადავეს  მიეწივნენ.  რადგანაც  გაიცა  დაბანაკების  ბრძანება,  მეორე  ვეზირ  სილაჰდარ  მეჰმედ  ფაშას  კარავში    გაჩერდნენ.  მუჰარემის  მესამე დღეს278  სადაკას სახელწოდების  ბანაკში კაფუდან  ფაშა,  ჯანფოლად–ზადე  ჰუსეინ  ფაშა  და  შაჰინ  აღა  ვეზირს   შეხვდნენ  და  პატივითა და  დიდებით  სილაჰდარ  ფაშას  ბანაკში  წამოიყვანეს.  ნადიმისა  და პატივისცემის  შემდეგ  ისინი   გაპატიოსნდნენ  ქვეყნიერების  ფადიშაჰის  ხელზე  კოცნით.  მეორე  დღეს  დიდვეზირი  კვლავ  ბაიბურთში მოვიდა,  რვაში  ისევ   არზრუმში  შევიდა.  წმინდა  მუჰარემის  თვის მე-16  დღეს279  მისი   აღმატებულება  ქვეყნის  მფარველი  ფადიშაჰი ილიჯეში  მოვიდა,  ვეზირიც  მასთან  მყოფი  ლაშქრით  არზრუმიდან გამოვიდა  და  მისი  უდიდებულესობა  ბედნიერი  ფადიშაჰის  დაბანაკების შემდეგ სამეფო  კარავის  წინ  ტახტი  დადგა.
დივანის  ხალხმა,  იანიჩართა  ოჯახის  აღაებმა,  ბოლუქთა  აღაებმა, ყველა  სიფაჰიმ  და  იანიჩარმა  მათთან  ერთად  ჩამოსულმა  ბეგლარ–ბეგებმა  და   ბეგებმა  თავიანთი  რაზმებით,  ტრადიციის   მიხედვით, ხელმწიფის  წინ  გაიარეს.  როდესაც  უზენაესი სარდლის  მისალმების ადგილას  მივიდნენ,  ცხენებიდან  ჩამოხტნენ,  მოციქულის  ალამი (იყოს  ალაჰის  ლოცვა  და მშვიდობა  მასზე)  ხელთ  აიღეს მოწიწებით და  მიუტანეს.  ფადიშაჰმაც  ოთხი-ხუთი  ნაბიჯი  წინ  წარდგა  და  შემოეგება,  ალამი თვითონ  აიღო  ხელში  და  მცირე  მანძილზე  გაატარა. შემდეგ  იჩ-აღაებს  ჩააბარა,  ტახტზე დაბრძანდა. ვეზირი ფადიშაჰს ფეხზე ემთხვია, რამდენიმე  ხანს თავს  მდაბლად უკრავდა,  მერე თავი  ასწია, მისი უზენაესობის  წინ ხელებგადაჭდობილი დადგა, ერთი  ქურქიანი  და ერთიც უბრალო  ლამაზი  ხალათი  ჩააცვეს.  შემდეგ  მიესალმა  და  კარავში  შევიდა. 
მასზე უფრო წინ, ფადიშაჰის ბრძანებით, მუფთი ეფენდიმ, ყაზიასქერებმა, სხვა  მუთეფერიკებმა,  ჩაშნიგირებმა  თავზე  დაიხურეს   ულემებისათვის  განკუთვნილი  ერთგვარი ქუდები – არფები და  მაჯუზები  და შესაგებებლად  ერთ  საათამდე  სავალი  მანძილი  გაიარეს.   მის   წინაშე   წარდგნენ  ფადიშაჰთან   შეხვედრის  შემდეგ ყველანი  მას   წინ  წაუძღვნენ  და  კარავში  მიიყვანეს.  მეორე  დღეს, მუჰარემის  მე-17  დღეს280,  მისმა  აღმატებულება  ფადიშაჰმა  ბრძანა   ჩვეულების  თანახმად  მწყობრის  გამართვა.  ბეგლარ-ბეგები  და ჯარი  გზის  გასწვრივ  დადგნენ  მწყობრში.  ილიჯედან ორი  საათის სავალ მანძილზე ალთი  ბოლექის  ჯარი ორივე  მხარეს  დაეწყო,  ბეგლარ-ბეგებმა  ადგილი  ვერ  იპოვეს  და  ერთი  რიგით  უკან  დადგნენ. ბანაკიდან  ბანაკამდე   იარეს.   არზრუმში   როგორც  კი მოვიდნენ, სიფაჰები,  იანიჩრები და თიმარის პატრონები  მიესალმნენ  და  გაემგზავრნენ.   იმ   ბანაკში  ასეთი  რაზმები  და   ჩამწკრივებული  რიგები კარგა  ხანია  კაცს  არ  უნახავს. 
განსვენებული  ქათიბ  ჩელები  ამბობდა,  რომ  ათი  წელი  ოსმალეთის  სახელმწიფოს  ლაშქრობებში  ვმონაწილეობდი  და ჯარის ასეთი  სიმრავლე არ მინახავსო. ოსმალები ამ   ბანაკიდან  რომ  გადავიდნენ,  დიდი  მუშაობა  და  ძალ-ღონის  დახარჯვა  დასჭირდათ,  რომ წესის  მიხედვით  მწყობრად  ევლოთ, მაგრამ  ვერ  მოახერხეს,  რადგან ამ  შეკრების  შემდეგ  ლაშქრის  უმრავლესობა  დაიფანტა. მისი აღმატებულება ფადიშაჰის მკაცრი ბუნებისა და არაკეთილი  მოპყრობის  შესახებ  რომ  იცოდნენ,  დაფრთხნენ,  ზოგი  წავიდა.  დარჩენილთა  უმრავლესობაც  რაზმებში  არ  მოდიოდა.  ნათქვამია  კაცი მონაა  სიკეთისაო,  მაგრამ  ფადიშაჰი წყალობისა  და  საჩუქრების  გაცემაში  ხელმოჭერილი  იყო,  რაც  გახდა  ხალხის  შემოცლის  მიზეზი. მუჰარემის  თვის  18-ში281  [ფადიშაჰმა] მოწყალება  გაიღო  და  თითოეულ  კაცზე  1000-1000  ახჩა  საჩუქარი  გასცა.  წვრილი  ფული იყო  და  ორ-ორ  ახჩად  დახარჯეს. 
ტ. III, გვ. 250–252 
ისლამის  ფადიშაჰის  გამგზავრება ერევნისკენ 
მუჰარემის  თვის  24-ში282  ზოგიერთი  მძიმე  ტეირთი  არზრუმში დატოვეს.  ჰიმა  ხათუნის  ბანაკში სილაჰდარებიდან  ადრე ვეზირობა მიღებული ჰუსეინ  ფაშა არზრუმის დამცველად  დარჩა.  25  ბალი-ემეზის  ზარბაზანი და ბაირაღები წინ გაგზავნეს. მეორე დღეს ბედნიერებით  არზუმიდან  აიყარნენ და პირდაპირ ერევნისკენ წავიდნენ. საფარის თვის პირველში283 ყარსის ახლოს  დაბანაკდნენ.  ყარსის  ვალი  შეიხ  ფაშა  და  ჩილდირის  ბეგლარ-ბეგი  სეფერ  ფაშა  გზაში  შეხვდნენ.  ფადიშაჰი მოვიდა და ყარსის ციხე დაათვალიერა. კვლავ კარავში დაბრუნდნენ. ორი დღე იქ გაჩერდნენ ბეგლარ-ბეგებს წერილობით ებრძანათ  4000 კალათა წკეპლის დამზადება 20–20  სარით.
მომდევნო  დღეს  მდინარე  ყარსი  გადალახეს  და  დაბანაკდნენ. მეორე  დღეს  საჭირო  შეიქმნა  უკან   დაბრუნება.  როდესაც  გადადიოდნენ,  კარავის  უფროსმა  [ოთაკჯი-ბაშიმ] რეჰიკი  დამადმა  რისხვა  დაიმსახურა.  საფარის  ხუთში284  მესიჰიეს  გადასასვლელის  ბანაკში  მივიდნენ  და, როდესაც  კარავი  გაშალეს,  ქვეყნის მფარველმა  ფადიშაჰმა  გაჩერება  ინება.  მის წინ   დიდვეზირმა, ყაზიასქერებმა, მუთეფერიკებმა, ჩაშნიგირებმა და ჩაუშებმა, ცხენებზე  ამხედრებულებმა,  ბოლუქის  ხალხის  უკან  დიდი  წრე   შეკრეს. მათ უკან სხვა ლაშქარმა და   ბეგლარ-ბეგებმა  საჩრდილობელის პირდაპირ მაღალ  გორაკებზე  კარვები  გაშალეს. კარვები  ოთხივე  მხარეზე  ჩანდა.  საკრავები  დაუკრეს.
მეორე  დღეს  გურიელის  ქვეყნიდან  ძღვენი  და  ხარაჯა  მოვიდა. უჩქილის  სახელწოდების  ადგილას ღობის  გასამართავად  ურიცხვი წნელი  მოჭრეს.  საფარის  ათში285  ერევნის  ახლოს  დაბანაკდნენ  და ნათესებს  მიაღწიეს. ნება დართეს,  რომ  ნათესები გამოეყენებიათ  საქონლის  საძოვრად.  მეორე  დღეს  გოქქენიდში  მივიდნენ.  როდესაც სახელმწიფო  ლაშქარი  დიდი რაზმებით  ციხის  ახლო  ადგილებთან გაატარეს,  ციხიდან  გასროლილმა  ზარბაზნების  ტყვიებმა  სახელმწიფოს სპეციალურ საჭურვებს  გვერდით გაუარა, მაგრამ არავინ დააზიანა.
იმ  დღეს  ისეთი  საშინელი  მტვერი  და  ნისლი  დადგა,  რომ  თვალი  თვალს  ვერ  ხედავდა.  გადმოგვცემენ,  რომ  ასეთი  ძლიერი  ქარით  მტვრისა  და  კორიანტელის დაყენება  იმ  კუთხის  თავისებურებებით  იყო  გამოწვეული.  ფადიშაჰი  გამარჯვების  საწინდარ  ცხენოსანთა  ჯგუფთან  ერთად  ციხის  ქვემოთ  მოვიდა.  ფადიშაჰის  წინაშე მისმა  თანმხლებმა  პირმა  ფადიშაჰისათვის  ილოცა  და  უთხრა:  ჩემო დიდებულო  ფადიშაჰო,  ერევნის  ციხე  ამ   ხეობაშია,  ძალიან  ახლოს მოვედით  მასთან,  მაგრამ  ნისლის  გამო  არაფერი  არ ჩანს,  უბრძანეთ  გაჩერდნენ,  რომ  უკანიდან    ჯარი მოვიდესო, ამ სიტყვებმა სულთან  მურადი  გააბრაზა  და  მეგზურს  უთხრა:   ეი!   საზიზღარო! რისი  გეშინია,  კაცს  თუ  ბედისწერამ  არ  უწია,  განა მოკვდებაო. მართლაც,  მტვერი  რამდენადმე  გაიფანტა,  განათდა,  თურმე  ესენი უკვე  თარვანის  ქვემოთ  მისულიყვნენ.  იმ  დროს  ციხიდან  ნასროლმა ზარბაზნის  ტყვიებმა  ჯაბახანასა  და  სოლაკებს  გაუარა,  მაგრამ  ვერავინ  ვერ  დააზიანა.  ფადიშაჰმა იმ ადგილიდან ცხენის ლაგამი  დააქნია,  მოვიდა  და  ლაშქარს შემოუერთდა.  მდინარე  ზენგიზე  ფეხით გადავიდნენ.  ციხიდან  რამდენადმე  შორს  დაბანაკდნენ,  მაგრამ  ფადიშაჰმა  ბრძანება  გასცა,  რომ  ახლოს  მისულიყვნენ,  მეორე  დღეს სამეფო  კარავი  ხონთქრის  ბორცვად  ცნობილ გორაკზე გაშალეს. ვეზირები და სახელმწიფოს  სხვა დიდებულები  შესაბამის   ადგილებში  დაბანაკდნენ. ჯაბახანიდან  ჯარს  წერაქვი,  ნიჩაბი, თოფის წამალი  და  პატრუქი  დაურიგეს.
იმ   ღამეს  იანიჩრებს  სანგრებში  შესვლა   ებრძანათ.  საფარის თვის  მეთორმეტე  ღამეს286  მთვარის  სინათლეზე  და   ციხის  გარშემო  გაჩირაღდღნებული  მაშხალებით 3 საათზე  ზღვა  ჯარი  ციხისაკენ გაემართა  და  სანგრებში  შევიდა. როდესაც იანიჩართა  წინ რამდენიმე ხელის  შემშლელი  გარემოება  აღიმართა,  არა  ერთი  ასეული მებრძოლი  დაიჭრა.  მისმა   აღმატებულება  ფადიშაჰმა თითოეულ მათგანს 30–30 ყურუშამდე მალამოს ფული უბოძა, ზოგიერთს, სამეუფეო  უდიდებულესობის  თანდასწრებით,  ჭრილობები  გაუხსნეს და  დასტაქრებს  დაევალა  მათი  მოვლა.  დილამდე   სანგრების საქმე  მოთავდა.  ყოველი  ჯარისკაცი  თავთავის  ადგილას  დააყენეს. 
ტ. III, გვ. 253–255
ერევნის  ციხის  გარემოცვა  და აღება
გოზჯი  თეფეს  სახელით ცნობილ  ადგილას კაფუდან  ჰუსეინ  ფაშასა  და  ალეპოს  ბეგლარ-ბეგ  აჰმედ  ფაშას  ფლანგიდან  ზარბაზნები  ციხის  პირდაპირ  დადგეს.  ამირგუნეს  შვილის  სასახლე  და  ბევრი ნაგებობა  დაანგრიეს  და  გაანადგურეს.  ერევნის  ციხე   დაახლოებით ძველი  სასახლის  ოდენა  ძლივს  იყო,  ამიტომ   ზოგჯერ  ზარბაზნის ტყვია  მეორე  მხარეს  გადიოდა.  კარის  წინ  რუმელიის ეიალეთის ჯარი დააყენეს,  დიდვეზირთან  ექვსი  ზარბაზანი  დადგეს.  იმ ადგილებში,  სადაც  კარვები  იყო  გაშლილი,  ციხიდან  გასროლილი  ზარბაზნის ტყვიები  მოდიოდა.  ასე  რომ,  დიდვეზირის  კაფუჯიების  ქეთხუდა  ალი  აღა  თავის  კარავში  მოკვდა,  სარწმუნოებისთვის  დაეცა. ცამეტ  რიცხვში  ძველი  ერევნის  მიდამოებიდან  იანიჩართა  მამაცი ჯარისკაცები  ანატოლიის  ეიალეთის  ლაშქრით  სანგრებში  შევიდნენ. ექვსი  ზარბაზანიც  იმ   ადგილზე  დააყენეს. 
ციხის ჩრდილოეთით მდებარე წყლის სანაპიროს დაცვა სჭირდებოდა, ამიტომ  ზემოხსენებული  თვის  თოთხმეტში287 არზრუმის ბეგლარ-ბეგი  აჰმედ  ფაშა  და  ჩილდირის  ბეგლარ-ბეგი  სეფერ  ფაშა ზემოხსენებულ  ადგილას  გაიგზავნენ. სამი  ზარბაზანიც  იქვე   დააყენეს.  დაქანებულ   მხარეს  რუმელიის  ლაშქარი,  იქითა  მხარეს დიდვეზირი  და  იანიჩართა  აღა   და   უფრო  იქით  მდებარე  სანაპიროს  მხრიდან  წყლის აქეთა მხარემდე 6-7 ათასი იანიჩარით ზაღირჯი-ბაში  ბექთაშ აღა ციხეს  შემოერტყნენ. ამრიგად, ანატოლიის  ლაშქარი  ბექთაშ  აღას  გაუსწორდა.  მეორე  დღეს  ისინიც  იანიჩართა  აღას   სანგრის  უკან  მივიდნენ.   იქვე   ქუჩუკ  აჰმედ  ფაშა და   ერთი-ორი  ბეგლარ-ბეგიც  მოვიდა.  ვეზირ  მურთაზა  ფაშასთან ერთად  სივასის,  მარაშისა  და   ადანას  ეიალეთების  ლაშქარი  ოთხი ბოლუქი   ჯარით   თოფრაკ  კალეს   მიდამოებში   ათ  ოღლანების (ცხენის   მომვლელების)  დამცველებად  დანიშნეს.
მე-16  დღეს  კაფუდან  ფაშას  ფალანგაში  მდებარე  ბაღში  შემსი  ფაშა-ზადე  სამ   აღასთან  ერთად  სანადიროდ  წავიდა.  ისეთი  სიბრიყვე  გამოიჩინეს, რომ  იქ ყოფნისას ციხიდან  ყიზილბაშები  ჩამოვიდნენ  და  სამივეს  თავები  მოჭრეს,  მათი  თავები  შიგ  ციხეში შეიტანეს. 
მე-19 დღეს  სარდალი   წყალზე  გადავიდა  და  გოზჯი  თეფეს იქითა  მხარეზე  მდებარე  გადასასვლელზე  მივიდა.   იმ   მიდამოებში არსებული  ხიდი  აიღო. ციხის  იმ  მხრიდან წყალში  ჩახტნენ, კლდეებს შორის  მდებარე  შუალედის  გადასაღობავად  კედლის  აშენებას  შეუდგნენ.
მეორე დღეს კაფუდანი, ალეპოს ბეგლარ-ბეგი  და  გადაყენებული ბეგები იმ  ადგილას  დაინიშნენ  და   თავიანთი  კარვებით  იქ დაბანაკდნენ.  მემატიანე  გადმოგვცემს,  რომ  ამირგუნეს შვილი – ერევნის მმართველი თაჰმასპ ყული ხანი 30 წლამდე იყო მამის  სამფლობელოში, რომელიც  ფარსელებს შორის  ირანის ვილაიეთად იყო ცნობილი. მამის  სიკვდილის  შემდეგ  ეს  ვილაიეთი  შვილს  იქტად  უბოძეს.
როდესაც  მოწინააღმდეგეებმა  ცნობა  მიიღეს  ისლამის  ფადიშაჰის   ჩამოსვლის  შესახებ,   გამაგრებისათვის საჭირო თადარიგი დაიჭირეს. ამასთან  ირანის  შაჰისგანაც  დახმარება  ითხოვეს.  შაჰმაც, ურწმუნოთა  ლაშქრის  სინდისმა  და   პატიოსნებამ,  ბაღდადის  ალყის   დროს  მისი  დაცვის  საქმეში  სიმტკიცე რომ ნათელეყო,  მირ ფათიჰის შვილი – აღა  სადიკად  წოდებული  წარმოაჩინა,  რომელსაც  მირ  ფათიჰის  ლაკაბი  დაარქვა,  და  12000  მაზანდარანის  მსროლელით  გაგზავნა.  მათ  ერევნის  ციხეში  სასტიკი  ბრძოლა  გამართეს. ფადიშაჰის  უდიდებულესობამ  ბჭობა  გამართა.  ლაშქრის  მეთაურები  თავიანთი   რანგების   მიხედვით   გაამხნევა  და  ისეთი  სიტყვები უთხრა,  რომ  საბრძოლველად  აღაფრთოვანა.  ჯერ  ქუჩუკ  აჰმედ  ფაშას  გამოელაპარაკა:  ქუჩუკ  აჰმედ  ელიასი  რომ  დაიჭირე,  მისი  ქვები   დაფშვენი  და   მაან  ოღლუ  გამოიყვანე   ეს   არაფერი  არ  არის დღეს.  შენი  ვაჟკაცობის  დრო  დადგა.  აბა,   შენ  იცი,   ჩვენი  ნათელი სარწმუნოებისათვის,  მისი   უზენაესობისათვის  როგორ  მამაცურად იმოქმედებო.  ისიც  მიწას  ემთხვია   და  უთხრა:  დიდი  სიამოვნებით ვიღებ  თქვენს  მოწოდებას,  ჩემო  ხელმწიფევ,  შენი  მონა  აჰმედი მთელი  ლაშქრით  შენთვის  თავს  გასწირავს,  სიცოცხლეს  არ   დაიშურებსო. შემდეგ [ფადიშაჰი]  მობრუნდა   და ჯანფოლად-ზადეს უთხრა ქურთისტანის  ბეი-ზაღეს  ჯანფოლადის შვილების დრო ახლა  დადგა.  შენი  ვაჟკაცური თვისებები  გამოიჩინე  იმისათვის,  რომ სრულეყოთ  შენი  წარდგინება  ვეზირად;  დღეს  აუცილებელია  შენი სიცოცხლე  ფოლადის  მსგავსი  იყოსო.
ფადიშაჰი  მურთაზა  ფაშას  მიუბრუნდა  და უთხრა:  პროვიანტისა  და  ალაფისათვის  წასულ  ათ  ოღლანებს,  ჩემს  მონებს,  კარგად მიხედე,  რომ  მათ  რაიმე  არ  შეემთხვათ,  აბა,  შენ  იცი,  შენი  სამსახურის  გაწევის  დროაო.  შემდეგ  იანიჩართა  აღას  მიმართა:  აბა, აღა, სტამბოლში  წესრიგის  დამცველად  სიარული  და მთვრალებისა  და ქალაქების  წესრიგში  მოყვანა  დიდი  ამბავი  არ არის.  სიმამაცე  იმაში გამოვლინდება,  თუ  როგორ  იბრძოლებენ  იანიჩრები   სანგრებში ჩემს  ჯართან  ერთად,  ერევნის  აღება  გამოაჩენს   შენს  სამსახურს. აბა  შენ იციო – უთხრა.  ყველამ  თქვა,  მზად  ვართო.
სანგრებში  გამაგრდნენ  და  ციხის   გარემოცვისას  ვაჟკაცურად იბრძოლეს,  არაფერი  არ  დაზოგეს, რაც  კი  შეეძლოთ,  სამი  სანგარი გააკეთეს  და  თხრილის  ნაპირს  მიადგნენ.  ზარბაზნებისა  და  თოფების  ტყვიები  ერევანს  ყოველი  მხრიდან  წვიმასავით  ეცემოდა. ერთი  კვირის  განმავლობაში  დღე  და  ღამე  ზარბაზნების  სროლით რამდენიმე  ბურჯი  და  კედელი,  ციხის  ერთი  დიდი  ნაწილი  ჩამოინგრა.  განსაკუთრებით  დაანგრიეს  იანიჩართა  აღასა  და  რუმელიის ჯარის  ნაწილებისაკენ  მდებარე  კედელი.  ერთ  დღეს  სანგრების  გასანადგურებლად  რუმელიის  ჯარის  წინააღმდეგ  გამოვიდნენ  ყიზილბაშები.  ისლამის  გმირები  მომზადებულები  იყვნენ,  დაზარალებულები  ციხეში  გაიქცნენ.  ერთ-ერთი  ჯებეჯი  ერთ  დღეს  ძალიან დიდე  მონდომებით  ავიდა  ერთ  ბურჯზე  და  ყიზილბაშთა  ბაირაღებიდან  წამოიღო  ერთი  ბაირაღი.  მისი  თხოვნა  დააკმაყოფილეს  და სიფაჰიობა  უბოძეს.  ერთ  დღეს  სასახლის  მსახურთაგან  შეიხ-ზადე იბრაჰიმ-ზადეს  სახელით  ცნობილმა  გულადმა  ციხის  კარებს  შუბი დააძგერა  და  უვნებელი  დაბრუნდა,  იგი  გახდა  ფადიშაპის  საჩუქრების  ღირსი.
გადმოგვცემენ,  რომ  ერევნის გარემოცვის  დროს ბრძოლაში მისი  აღმატებულება  ფადიშაჰი  თავად  ფეხზე  იყო  კალთააკაპიწებული, ოქროსა  და  ყურუშის  ქისებს  თავი  მოხსნა  და   მოედანზე დაყარა.  ვინც  მოჭრილ  თავს  მოიტანდა,  40–40  ყურუშს  აძლევდა, ვინც   დაჭრილებს   მასთან მოიყვანდა – 10-10  ყურუშს,  ვინც მტრის  მხრიდან  გასროლილი  ზარბაზნის  ტყვიებს  იპოვიდა  და  მოიტანდა – თითო-თითო  ფლორით   ასაჩუქრებდა.  ნუ გაუშვებთ, ჩემო  მგლებო,  მომენტს  ხელიდან,  მამაცობის   გამოჩენის  დროა, ჩემო შევარდნებოო  – უთხრა  და  წაახალისა,  წყალობა  და   საბოძვარი  აპრილის  წვიმასავით  უხვად  და ურიცხვად  გასცა.  ის   კი  არა, სხვადასხვანაირად  დამათრობელი სასმელებით  სავსე   ჯამები  ედგა. ვინც  თავს  მოიტანდა  და  გმირობას  გამოიჩენდა,  სამოთხის  წყლის მსგავს  სითხეს  ასმევდა  და  წყურვილს  უკლავდა.  სასახლის  დასტაქრები  მათ  სამსახურში  ჩააყენა,  დაჭრილებს  მათ  აბარებდა  და  საგანგებო  კარვებში  მკურნალობდნენ.  საჭირო  მასალას  სახელმწიფოსგან  იღებდნენ.
ყიზილბაშები  ძალიან ცდილობდნენ  ზარბაზნის ტყვიებით დანგრეული ადგილების  გამაგრებას,  მორღვეულ   ადგილებს  კალათებითა  და  ტომრებით  მოტანილი  მიწით  ავსებდნენ,  მაგრამ  ამასთან  ერთად  იცოდნენ,  რომ  იმ  მხარეზე  ზღვა  ჯარის  თავდასხმისათვის  ისინი  მტკიცედ  გამაგრებული  არ  იქნებოდნენ  და  თავის  დანებება  განიზრახეს.  ზარბაზნის  ტყვიით  დაინგრა  დიდი  კოშკი.  ციხის კედლის  ერთი  მეოთხედი  მუსტაფა  ფაშამ  გაანადგურა,  ხოლო მეორე მეოთხედი – იანიჩართა  აღამ.  როდესაც  ციხე  ძალიან  დაინგრა,  ყიზილბაშები  თავის  გადარჩენის  გზას  დაადგნენ  და  შეწყნარება  ითხოვეს. 
საფარის  თვის  21-ე  დღეს288  თაჰმასბ  ყული  ხანისგან   ელჩი მოვიდა  და  ქუჩუკ  აჰმედ  ფაშას  ეახლა.  ერთ  კვირას  ზავი  ჩამოვაგდოთო,  შემდეგი  კვირის  დასაწყისში  კი ციხის  ჩაბარების  შესახებ გაუწყებთო.  აჰმედ  ფაშამ  ამ  ვადის  შესახებ  დიდვეზირს  შეატყობინა.   როდესაც  ეს   მის აღმატებულებას – ფადიშაჰს მოახსენეს, მისი მეუფება  შეიპყრო მრისხანების ცეცხლმა  და  აყვირდა.  ბრძანება გასცეს ელჩის მოკვლის შესახებ. ბრძანა: დღესვე  უსათუოდ იერიში  მიიტანეთ,  აუცილებელია  ციხის  აღებაო.  დიდვეზირი  ელჩს გამოექომაგა  და  იხსნა.
როდესაც  ელჩი  მოვიდა,  ლაშქარში  დანებების  ხმა  გავრცელდა და  ბრძოლა  შეწყვიტეს.  თქვეს: უბედურმა ყიზილბაშებმა იმ რაიონში ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლეს და ზარბაზნებით  დანგრეული  ადგილები  ამოავსეს,  შემდეგ  კი   ციხის  დახიანებული  კედლების  გასამაგრებლად  და   შესაკეთებლად   გაეშურნენ  და   მასზე დაიწყეს  ზრუნვაო.  გმირები  ზოგჯერ  გადასძახებდნენ – დაზიანებულ  ადგილებს  ნუ  აკეთებთ,  ეს   რანაირი  შეწყნარების  თხოვნა არის,  ამის  შემდეგ  თქეენ  შეწყნარებული  არ  იქნებითო.  მაგრამ  მათ ეს  არ  შეისმინეს  და  ციხის  გამაგრება და შეკეთება უფრო სწრაფად განაგრძეს. ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლეს  გარეწარმა  ტყეეებმა,  რომლებმაც  ციხის  შიგნიდან  უცბად  ზარბაზნები  გაისროლეს და  სამი   ბოლუქ-ბაში  და   რამდენიმე  იანიჩარი  მოკლეს.  ისლამის ჯარმა  ეს   ვითარება  რომ  დაინახა,   როგორც  ადრე,  ბრძოლასა  და ალყის  შემორტყმას  შეეცადა.  საფარის  თვის  ოცდაორში289,  ორშაბათ  დღეს,  ერევნის გამგებელი  ქეთხუდა  მურად აღა  ოფიციალური  წერილით  მოვიდა  ქუჩუკ  აჰმედ  ფაშასთან. იგი  იყო  სისხლსავსე  ვაჟკაცი,  ახოვნებითა  და  წარმოსადეგობით  ცნობილი,  მოიყვანეს დიდვეზირთან,  რომელმაც  მის   აღმატებულებას  წარუდგინა.  დივანმა  გამარჯვების  ბრძანება  გამოსცა.  მთელი  ჯარი  შეიკრიბა,  მისი აღმატებულება  ფადიშაჰი  თავის  მაღალ  ტახტზე  ავიდა.  როდესაც ელჩი  წარსდგა,  ფადიშაჰმა  მას   საყვედურით  მიმართა  და  უთხრა: რატომ  ციხე  არ  ჩაგვაბარეო,  ელჩმა  ირანელებისათვის  ჩვეული  და აუცილებელი  თავაზიანობით  მაღალფარდოვანი  ფრაზებით  დაიწყო სიტყვა:  ფადიშაჰის   მრისხანების  დაოკება   შაჰმა  უნდა  ისმინოს. შეიგნოს   გმირული  საქმიანობის   ჩამდენთა   შეშფოთება  და   მან ირანის შორეულ მიწაზე  მიაღწიოსო.  თქვენს  მიმართ, რომელიც  სულეიმანის  ტოლი  ხართ,  როგორ  გავბედეთ  ჭიანჭველას  მსგავსად წინააღმდეგობის  გაწევა.  როდესაც  ელჩმა  მოხერხებულად  და  გონებამახვილურად  გასცა  პასუხი,  რომ  ერთობაზე  ვლაპარაკობთ  და ციხის  ჩაბარებაზე  ჯიუტობასა  და  სიამაყეს  ვიჩენთო,  ხსენებულის ჭკვიანური  და  ბრძნული  პასუხი  ფადიშაჰმა  სიამოვნებით  მიიღი  და ბრძანა  ოქროთი  მოოჭვილი  ხალათი  მიეცათ  ელჩისათვის.  ფადიშაჰმა  ბრძანა  აგრეთვე:  თქვენ  ახლა  თუ  შეწყნარების  მთხოვნელი ხართ,  აუცილებელია  სასწრაფოდ,  დღესვე,  ჩაგვაბაროთ  ციხეო. დიდვეზირმა  ელჩი  თავის  კარავში  წაიყვანა.  რადგანაც  დანებების ხმა  გავრცელდა,  იმ  ღამეს  ბოძოლა  არ  შედგა.  მაგრამ  მთელი  ჯარი მზად  იყო  და  თურმე  მტერიც  ფხიზლად  იყო.
მურად  აღამ  ერთი  თავისი  კაცი  ერევნის  ხანთან  გაგზავნა  და ახარა  მას  შეწყნარების  ამბავი დილით დიდვეზირი უზენაესის კარავში მოვიდა და დაიწყეს მოლაპარაკება  მშვიდობიანობის  დამყარების  თაობაზე.  როდესაც  დიდღვეზირი  თავის  კარავში  დაბრუნდა, ციხეში  ისევ  კაცი  შეაგზავნეს  და  აცნობეს  გადაწყვეტილება  დაზავების  შესახებ.
საფარის  ოცდამესამე,  სამშაბათ  დღეს290 ერევნის  მბრძანებლის  ამირგუნეს  შვილი   ციხიდან   გამოვიდა   როდესაც   ისლამის ჯარი  ციხის  ბჭედან  ფადიშაჰის  მაღალ  კარავში  მივიდა  და  შეიარაღებული,  მორთული,  მოკაzმული  შვიდ-შვიდ  რიგად  დაეწყო,  თაჰმასბ  ყული  ხანი  მაზანდარანის  თოფის  მსროლელების  მეთაურ  მირ ფითაჰთან  ერთად  იქვე  გამოვიდა.  მათ  ხმალი  და  სუდარა  ამოიღეს და თავიანთი  ხელქვეითებითა  და მხლებლებით  ვეზირთან წავიდნენ. იქიდან მუდამ წარმატებული ქვეყნის სულთან მურად ხანის აღმატებულებასთან  მივიდნენ  და,  მიწაზე  მთხვევის  ცერემონიალის შესრულების  შემდეგ, სამეფო  კარავთან   მკერდზე  ხელებდაწყობილები  გაჩერდნენ.  ფადიშაჰმა  ისინი  კარგად  მიიღო.  მან (ფადიშაჰმა) თავის  უზენაეს  მიმართვაში  ბრძანა:  მე   შენ  გაპატიე  შენი დამოკიდებულება  ჩემდამიო.  ისიც (თაჰმასბ ყული ხანი) მიწას ემთხვია. როდესაც  მან   თავისი  თავაზიანი  ლაპარაკით მოკრძალება გამოამჟღავნა,  მას  ერთიმეორეზე  მიყოლებით  სამი საპატიო ხალათი ჩააცვეს. ფადიშაჰმა  ვეზირობა,  მოოჭვილი  თუღი,  ხმალი  და ხანჯალი  უბოძა, იუსუფ  ფამას  წოდება  მიანიჭა,  მან  საუბარში  უთხრა: რა  არის  მიზეზი,  რომ  მე ოთხი  თვეა  განვიცდი  ლაშქრობის სიძნელეებს,  მოვედი  საბრძოლველად, თქვენი  შაჰი  კი დედაკაცივით გაურბის  ბრძოლას და, ამდენად,  ტახტისა  და  გვირგვინის  ნამუსს სათანადო პატივისცემით არ  ეპყრობაო.  როდესაც  თქვა,  როგორი  შაჰია  ესო,  სამართლიანი  პასუხი  მიიღო:  ჩემო  ფადიშაჰო, შენმა სიცოცხლემ  და  ძლიერებამ  იმატოს,  მამა-პაპიდან  თქვენი ხმალი  მჭრელია  და  თქვენი  ცხენიც  სწრაფმავალია.  ვინაა  იგი,  რას წარმოადგენს,  რომ  თქვენისთანა  ბედნიერის  მაღალღირსეულის წინააღმდეგ  გამოვიდესო.  ამის  შემდეგ,  ფადიშაჰის  უდიდებულესობამ  ფირმანი  გამოუშვა და ბრძანა – ჩემმა  ჯარებმა  დღეს  უსათუოდ  ციხე  უნდა  დაიკავონო,  რასაც  ზემოხსენებულმა  თანხმობის პასუხი  გასცა.  12000  მსროლელი,  რომლებიც  მირ  ფითაჰის  ჯარისკაცები  იყვნენ,  და  თაჰმასპ  ყული  ხანის  ოთხი  ცოლი,  მისი  ახლობლები  და  ჯარიც,  რომელშიც  500  კაცი  იქნებოდა,  ქონებითა  და მძიმე  ტვირთით  გარეთ  გამოვიდნენ.  იანიჩართა  აღა  თავისი  ხელქვეითებით  მოვიდა,  ციხე  დაიკავა.  ამერგუნეს  შვილზე  დამოკიდებული ვინც  იყო, ყველა  გამოიყვანეს.  მათ  ამირგუნეს  შვილმა  დავთარი  უბოძა.  დავთრის  მიხედვით, დავთარდარები  ერევნის  ციხეში შევიდნენ,  ქონება  და  სავაჭრო  საქონელი  დაძებნეს და შეაგროვეს. ხელთ  იგდეს ურიცხვი ქონება  და უსაზღვროდ  მდიდარი  ხაზინა, რაც 30  წლის  განმავლობაში  ერევნის  მბრძანებელსა  და  მამამისს  ამირგუნე  ხანს მოეგროვებია. ძვირფასი  ნივთები  მთლიანად  შეინახეს და  სახელმწიფო  ხაზინებში  შეიტანეს.  იმდენი  ურიცხვი  პროვიეანტი იპოვეს,  რომ  ორი  წლის  განმავლობაში  ლაშქრისათვის  საკმარისი იქნებოდა.
ერევნის გამგებელს კეთილად მოეპყრნენ, მირ ფითაჰ ოღლი 2000 მაზანდარანელი მსროლელით  შეიწყნარეს,  ისინი  ერევნის  ციხიდან  გამოვიდნენ  და ირანელთა  შაჰის   სატახტოსკენ  გაემგზავრნენ.   ციხის  დაპყრობისას,  მოქმედი  კანონის  მიხედვით,  დამარცხებულ ჯარს იარაღი  მთლიანად  უნდა  ჩამოერთვას.  ამჯერად  ეს  კანონი   არ   შეასრულეს.  ყიზილბაშები  შეიარაღებულები  წავიდნენ.  ზოგიერთი  ჭკუის  კოლოფი  ამბობს:  ამდენი  მამაცი  და  რჩეული  მტერი,   ყიზილბამთა  ლაშქრის  სინდის-ნამუსი,  მშვიდობიანად   გავიდაო.  მათი  ასე წასვლა,  განსაკუთრებით  კი მათთვის იარაღის  ჩამოურთმევლობა,  ბოლოს  შეიძლება  გახდეს   ბოროტების  მიზეზი. ისინი  ერთ  ადგილას  მიტოვებულები,  ალბათ  სიავესა  და   ბოროტებას   ჩაიდენენ  და   შეეცდებიან  რაიმე  არეულობის   მოწყობას, იარაღი  მაინც  ჩამოერთვათო – ასე დაიწყეს  წაქეზება.  ფადიშაჰის უზენაესობამ  ეს  გაიგო,  მაგრამ  არ  მიიღო.  სხვა  ასეთი   ჯიუტების გადმობირებისა და გამოსწორების  მიზნით   შეწყნარებაზე  უარის თქმა  მიზანშეწონილი  იყოო,  მაგრამ  გაიგეს,  რომ  იმ   ბოროტებმა, რა ცხოველიც  კი  შეხვდათ  გზაში,  ყველა  წაასხეს,  მოსახლეობა  დახოცეს.  [ფადიშაჰმა]  მათ  დაადევნა  ქუჩეკ  აჰმედ  ფაშა  შამის  ეიალეთის,  ხოლო  მეჰმედ  ფაშა  ყარამანიის  ეიალეთის  ლაშქრით.  როდესაც  ისინი  დაეწივნენ,  მსროლელები  მიუვალ  და  კლდოვან  ადგილებში  ავიდნენ   ბრძოლის  დაწყებისთანავე  ქუჩუკ აჰმედ   ფაშა დაჭრეს,  ბეიშეჰრის  ბეგი  რიდვან  ბეგი  მოკლეს,  15 კაცი  დაიჭრა, დანარჩენები  დაბრუნდნენ, ბანაკში  მოვიდნენ  და  გადაწყვიტეს  ამ ბოროტი  ხალხისთვის განაჩენის   გამოტანა. თურმე  იმ ადგილის განაპირას  შესაწყნარებლად  ძლივს  მიატანეს სული,  მაგრამ   შემდეგში  ბაღდადის  აღებისას  ისინი  ჩავიდნენ  და  სამაგიერო გადაუხადეს. ამის შემდეგ  ფადიმაჰმა  ამირგუნეს  შვილს  იუსუფ  ფაშას, ვეზირობის  რანგით,  ალეპოს ეიალეთი  მისცა, მის  ქეთხუდას – ელჩს  მურად  აღას  თრაბლუს-შამის  ეიალეთი.  ორივე  თავიანთ  თანამდებობაზე  მშვიდობით  გაგზავნეს.  ისინი  ცხენებით  ერთად  გაემგზავრნენ.   თუ საჭირო იქნება  ამბების  დაწვრილებით გადმოცემა, შეიხ ულ-ისლამ  იაჰია  ეფენდი  დაპყრობის  თარიღს  ამრიგად  გამოხატავს:  „იაჰიამ  თქვა  მისი  თარიღი,  ვნახეთ  ერევნის  აღება“.
წინათ  სულთნის  იმამი  ევლია  მეჰმედ  ეფენდი  და  შეიხ  ყადი-ზადე  ეფენდი  ავად  გახდნენ  და  კონიადან  დაბრუნების  ნებართვა  მიიღეს.  იმამის  გარდაცვალების  ამბავი  მოვიდა.  როდესაც  მისი  მომსახურებისათვის  დანიშნულმა  შამელი  იუსუფ  ეფენდიმ  რავენდში უზენაეს  ბანაკს  მოაღწია,  მაღალი  ბრძანების  თანახმად,  შეიხ  ულ-ისლამ  იაჰია  ეფენდი  გაპატიოსნდა  ისლამის  ფადიშაჰის  წინამძღვრად  დანიშვნით.
პარასკევ  დღეს  კაფუჯიების  ქეთხუდა  ბეშირ  აღა  სტამბოლში გაგზავნეს სამახრობლო  ამბით. დაპყრობის  მოსალოცად  კარვის წინ  გაიმართა  მაღალი  საჩრდილობელი,  სადაც  ხალიჩები  გაფინეს და   სავარძლები  დადგეს.  დივანს  დაესწრნენ: შეიხ  ულ-ისლამი, დიდვეზირი,  მურთაზა  ფაშა,  ქენან  ფაშა,  რუმელიის  ვალი  მუსტაფა  ფაშა ანატოლიის  ბეგლარ-ბეგჯი  ვეზირ  აჰმედ  ფაშა,  ნიშანჯი  მუსტაფა  ფაშა,  რუმელიისა  და  ანატოლიის   ყაზიასქერები,  ლაშქრის ყადი  შაიბან  ეფენდი,  ბაშ დავთარდარი  იბრაჰიმ  ეფენდი,  ანატოლიის   დავთარდარი  ალთი  ფოღაჯე-ზადე  მაჰმუდ  ეფენდი.
ხელზე სამთხვევად ჯერ მისი უდიდებულესობა მოლა გააბედნიერეს, შემდეგ  დიდვეზირები  მაღალი  რანგების  მიხედვით.  ამათ მოჰყვნენ  რუმელიის  ბეგები,   დავთარდარი    დავთრის  ქეთხუდა, ალაი  ბეგები  ანატოლიისა  და,  აგრეთვე,  სხვა  ბეგლარ-ბეგები,  ალაი ბეგები,  იანიჩართა  ოჯახის  ხალხი,  ბოლუქთა  აღაები,  გადამდგარი ბეგები,   მთელი  წარჩინებულები  და   ლაშქარი. ხელზე  მთხვევის შემდეგ საკრავები  დაუკრეს. ირანელთა  ქვეყნის დარჩენილი  ადგილების  ასაღებლად  ლოცვა  და  ფეთვა  წაიკითხეს. ხელზე  მთხვევის   ცერემონიალის დამთავრებისა და  გარეთ  გამოსვლის  შემდეგ საჩრდილობელში ცოტა ხანს  შეყოვნდნენ,  მურთაზა  ფაშა შიგ შეიწვიეს  და  ერევნის  დაცვის  სამსახურში  დანიშვნის  შესახებ  უზენაესი  სიგელი  უბოძეს.  ფადიშაჰის  აღმატებულება,  ჩვეულების  მიხედვით,  პარასკევის  ნამაზის  აღსავლენად  ამალით  მოვიდა.  ციხის მეჩეთში ლოცვის  შესრულების შემდეგ  ამირგუნეს  შვილმა  ქვეითად  იარა  და  სასახლეში   დიდი  პატივით,  ამალით,    მივიდა.  სამხრობამდე  იქ   გაჩერდა  და  ამალით   უზენაესის  კარავში  დაბრუნდა.
ტ.   III,  გვ.   255–263
ციხის  შეკეთება  და  მცველების  დანიშვნა
საფარის თვის ოცდამეშვიდე დღეს291 [ოსმალები] შეუდგნენ ციხის დანგრეული  ადგილებისა და სანგრების შეკეთებას. [ფადიშაჰმა] მთავარ ხუროთმოძღვართან ერთად  დაათვალიერა  და  ნამუშევარი   მოიწონა  ჭადრაკისებურად  განლაგებული ციხის დიდი ფართობი – 19,280  წყრთა,  აგრეთვე  8800  წყრთა   ებოძა  რუმელიისა  და  ალეპოს  ეიალეთის  ჯარს,   მათ  სიფაჰიებსა  და  სილაჰდარებს,  8560 წყრთა – ანატოლიის  ლაშქარსა   და  იანიჩრებს,  ხოლო 1920 წყრთა – არზრუმის, ყარამანიისა და ყარსის ლაშქარს.  მათ გულმოდგინება  გამოიჩინეს  და, როცა  ციხის შეკეთება დასასრულს მიუახლოვდა, ციხის დასაცავად იანიჩართა და სხვა ჯარებიდან 12000-მდე კაცი დაინიშნა. მათი სარგოებისათვის ხაზინიდან  400 ქისა  და  საკმარისი  რაოდენობის  ჯაბახანა და  ყველა ბალიემეზის ზარბაზანი  გამოიყო.
რები ულ-ევველის  მეექვსე დღეს292, როდესაც აიყარნენ,  მურთაზა  ფაშამ  თავისი  ლაშქარი  მწყობრით  ფადიშაჰის  წინ  გაატარა. ამირგუნეს  შვილს   იუსუფ  ფაშას  ებოძა  ალეპოს  ეიალეთი,  ხოლო, თრაბლუსის ეიალეთი – მის ქეთხუდას – მურად  აღას. ისინი  წასულიყვნენ.  ხსენებული  მურად აღა ძალიან გონიერი,  სუნიტი, ერთი  ღმერთის  მაღიარებელი  და  ღვთისნიერი  იყო.   მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ამდენი მარაგი  და  პროვიანტი  ჰქონდა  და  მამაცი  მოლაშქრეები  ჰყავდა, მაინც ამირგუნეს  შვილმა  მოსალოდნელი ხიფათისაგან  თავის  დასაზღვევად  სიფრთხილე  გამოიჩინა,  სამმართველო  სადავის  ხელში  ჩაგდებეს  მისწრაფება  მორჩილებით  შეცვალა  და  კეთილ  საქმედ  აქცია.  ისეთი  წმინდა  გულის  იყო  იგი,  რომ ჭეშმარიტი  სუნიტი  გახდა,  სუნიტური  ჩვეულებების  გამომჟღავნებაში  გადააჭარბა.  თავის  ქვეშევრდომებს  მწვანე  ჩოხა  ჩააცვა  და სუნიტური  იერი  მისცა.  ვისაც  კი   ურწმუნოების  ფორმაში  დავინახავ  დავხოცავო – თქვა  და  გააფრთხილა  ხუთ  ნამაზს  ჯამაათთან  ერთად  აღავლენდა,  რითაც  თავის  რელიგიურ  წესებს  ასრულებდა.  მაგრამ  რადგანაც  ამირგუნეს  შვილი  მაინც  ჭეშმარიტი რაფიზი293 იყო,  დაბრმავებული  და  გაოგნებული  თავისი  სახელმწიფოთი,  მისი  ქვეშევრდომები  გარეგნულად  სპარსულ ყაიდაზე იყვნენ ჩაცმულნი.  ამიტომ  მურად  ფაშასთვის  ძნელი  იყო  მისთვის (ამირგუნეს  შვილისათვის)  რაიმე თანამდებობის  ბოძება. ერთხელ, როდესაც  ორივე  მიდიოდა  თანაბარი  თანამდებობებით  ერზინჯანისკენ  მიმავალ  გზაზე  გასაჩერებელ  ადგილას,  ქეშიშ  ხანის  ბანაკში, ამირგუნეს შვილმა მთვრალებისათვის შესაფერისი საქციელით მურად ფაშასადმი თავისი  მალული  ღვარძლი  გამოავლინა  და  უთხრა:  ერევანი  რომ  ჩავაბარეთ,  ამის  მიზეზი  შენა  ხარ.  ჰეი,  მტარვალო, ახლა  შენ  სუნიტობას  ამჟღავნებო, შუბი მუხანათურად ჩასცა და სიცოცხლეს  გამოასალმა. 
როდესაც მისმა აღმატებულებამ ფადიშაჰმა  გაიგო, რომ  მურად  ფაშა  მოკლეს, თრაბლუსის  ეიალეთის გამგებლის თანამდებობა წინათ ჩოხადარობის294 თანამდებობიდან გამოსულ  კასტამონუს მბრძანებელს – მუსტაფა  ფაშას უბოძა. შემდეგ ამირგუნეს  შვილმა  ალეპოს  გამგებლის  თანამდებობა დაიკავა. თვითონ  სიმთვრალესა  და  უჭკუობას  ავლენდა, ხოლო  მის ქვეშევრდომებს  გარეგნულად ყიზილბაშური იერი  ჰქონდათ, იგი გონივრულად ვერ მოიქცა.  როდესაც  ფადიშაჰმა  გაიგო,  რომ  ალეპოს  ყადი  და  ვილაიეთის  მოსახლეობა  გამწარებული  და  შევიწროებულია,  მაშინ  ალეპოს  ვილაიეთი,  როგორც  ადრე  იყო,  აჰმედ  ფაშას  ებოძა  და  ბრძანება  გასცა, რომ  ალეპოში  მუთესელიმი  დაენიშნათ,  ხოლო  ამირგუნეს  შვილი დაეჭირათ,  მოეყვანათ  და  იზნიქმიდში295 მისი უზენაესობის ამალის მოსვლას დალოდებოდნენ, შემდეგში კი ისე  მოქცეულიყვნენ,  როგორც  ბრძანება  გამოვიდოდა.  აჰმედ  ფაშა  ალეპოში  მუთესელიმად დატოვეს,  ამირგუნეს  შვილი  დაიჭირეს,  იზნიქმიდში  წამოიყვანეს და  ფადიმაჰის  ჩამოსვლას  დაელოდნენ.  ამირგუნეს  შვილი  ალეპოს ეიალეთმი  გამგებლად მხოლოდ  ორი  თვე  იყო. 
ტ.   III.  გვ.   263–265
ისლამის  ფადიშაჰის  გამგზავრება  თავრიზის   ასაოხრებლად
ამის  შემდეგ სულთან  მურად  ხანი  აზერბაიჯანისკენ  გაემგზავრა. მდინარე  არაქსი  ქვეითად  გადალახა,   წყალი უნაგირამდე  წვდებოდა.  ფადიშაჰს  გვერდით  მიჰყვებოდა  ერთი  სოლაკი,  რომელიც წყალმა  გაიტაცა  და  წაიღო.  ფადიშაჰმა  თავისი კურთხეული  ხელით უმწეოს  ხელი  სტაცა  და  ნაპირზე  გამოიყეანა.  წყლის  გაღმა  ერთი დღე   გაჩერდნენ.   ბრძანებები  დაიწერა  ზეინელისა  და  სხვა  ტომების  ათასამდე  ოჯახის  თავისი  ადგილებიდან  აყრისა  და   ერზინჯანის,  თერჯანისა  და  ფასინის  სანჯაყებში,  ცარიელ  და  იავარქმნილ ადგილებში,  დასახლების  შესახებ.  მათ  ბეგებს  სანჯაყი  და  ზიამეთი მიეცა.
მდინარე  ბაქოსთან  მოვიდა  ცნობა  უფლისწულ  სულთან  ალა ედ-დინის  დაბადების  შესახებ,  ზეიმი  მოაწყვეს.  გზაში  გაანადგურეს ციხეები  და  ადგილები,  რომლებიც  გაიარეს,  შენობები  დაანგრიეს,   ბაღჩები  და  ხეხილის  ხეები   დაჩეხეს,  ტყვეთ  ჩავარდნილი  ყიზილბაშები  დახოცეს.  ჯურუსის ციხე, რომელიც ყიზილბაშებმა მიატოვეს  და  წავიდნენ,  ბრძანების  თანახმად  დაანგრიეს და გაანადგურეს. მკურნალთა მეთაური, მლოცველთა მშვენება – აბიდინ  ჩელები  გადმოგვცემს,  რომ  იმ    დროს  ის   იყო  უზენაესის  მუდმივი თანხლები.  იმ   ციხეში  მათ  იპოვეს  ერთი  უზარმაზარი  კარი,  რომელიც  თურმე  ხისა  ყოფილა,  მაგრამ  სიმტკიცითა  და  სიმაგრით  შავ ხეზე   უფრო  მაგარი,  სიმტკიცით  რკინის  ფირფიტის  მსგავსი,   ძალიან  სქელი  ფიცარი  იყო.  ლაშქრიდან  ბევრი  შეეცადა  შუბითა  და ნაჯახით  გატეხვას,  მაგრამ  ვერ  შეძლეს.
როდესაც  ბედნიერმა  ფადიშაჰმა  დაინახა  იმ  კარზე  ნაჯახის  კვალია, ლაშქრის  უძლურება  ვეღარ  აიტანა  და  მონდომება  გამოიჩინა. მისი  ბრძანებით  ისეთი დიდი მორი მოიტანეს, რომ  ასაწევად საჭირო იყო შვიდი-რვა კაცის  ძალა.  ის ერთ-ერთი საუკეთესო  ხის  ჯიშთაგანი იყო.  ფადიმაჰმა  უზარმაზარი  მორი  ქვევიდან  ერთი  ხელით  დაეჭირა,  შუა  ადგილას  მეორე  ხელით  დაიკავა,  ფალავანი  ყოჩივით  უკან დაიწია   და   ნახევარი   მოქნევით  იმ   კარს   ისე   დაარტყა,  რომ  ის დიდი და   მსხვილი  ფიცარი  ამ  მორის  თავით   გაიხვრიტა.   მორმა მეორე  მხარეს  გაატანა.  მხილველებმა  ლოცვა  დაიწყეს:  ღმერთის შემწეობა  იყოს  შენზეო. 
ჯურუსის  აოხრების  შემდეგ  კუმლასა  და   მარანდის  დასახლებულ  დაბებს  მიაღწიეს.  ამ   მხარეში  ნოყიერი  ადგილები  იყო  და ზაფხული  იდგა.  ახალი  ყურძენი  და  სხვა  წვნიანი    ნაყოფი  უსაზღვროდ  ბევრი  იყო. ისლამის  ლაშქარი  ბაღ-ვენახებში  დღე  და ღამე  ამქვეყნიურ  სიამოვნებასა  და   ნეტარებას  განიცდიდა,  შემდეგ კი  ქალაქი,  მხარე,  კოშკები,  რაც  კი   იყო,  გადაწვეს  და   გაანიავეს. ყველაფერი  თავდაყირა  დააყენეს,  ყველა  ხე,   ბაღი,  სათიბი  ნაჯახებით  ამოთხარეს  და  ამოძირკვეს.
ამ დროს  რუსთემ  ხანმა  მურთაზა  ფაშას  წერილი მისწერა  და დაზავების სურვილი  გამოამჟღავნა. ბარათი თურქმან  ხიდირ ბეგად წოდებულ  ყიზილბაშს  გაატანა. ხსენებულმა ხიდირ  ბეგმა  დაზავების შესახებ  რომ დაიწყო  ლაპარაკი,  დიდებულმა  სარდალმა  წერილი მისცა  და   ფირეჯიკის  ვოევოდა  ოსმან  აღასთან  ერთად  გაგზავნა. 
რები ულ-ევველის შვიდში296 ქვეყნის მფარველი ფადიშაჰის უდიდებულესობის  ჯანმრთელობა  რამდენადმე  შერყეული  იყო, ამიტომ  სამწახნაგოვანი,  ოთხი  ჯორი  რომ  გასწევდა  ტახტრევანი გააკეთებინეს  და მეორე  დღეს ქალაქ ხოიში  მივიდნენ.  სამი  დღეც ხოიში  გაჩერდნენ,  ციხე  და  ნეგებობები  დაანგრიეს,  ბაღჩები  აჩეხეს. მეორე  დღეს,  როდესაც სუფიანსა და  ჰაჯი  ჰარამიშს  მიაღწიეს, რუსთემ  ხანისგან  ქუჩუქ  აჰმედ  ფაშამ  ვინმე  სულეიმანის  ხელით წერილი  მიიღო.  ხანი  იუწყებოდა,  რომ  ზავის  ჩამოსაგდებად  ოსმან აღა გამოიგზავნებაო.
მეორე  დღეს,   რები   ულ-ევველის  ოცდამერვე  დღეს297,  თავრიზში  მივიდნენ  და   ხიდის  თავზე,  საიდ  აბადის  სახელწოდების ველზე  დაბანაკდნენ.  ქუჩუკ  აჰმედ  ფაშა  და  ვანის  ბეგლარ-ბეგი  ყარაულად  დანიშნეს.  საღამო  ჟამს  60  იანიჩარი  გაიქცა,  ისინი  მოვიდნენ  თავრიზმი  და   ამბავი  მოიტანეს,  რომ  მთელი  ყიზილბაშები რუსთემ  ხანთან არიანო. შაჰიც გარკვეული  რაოდენობის  ჯარით ხუთ  გადასარბენ  მანძილზე  იყო. სამშვიდობო  მოლაპარაკების  შესახებ  ხმის  დარხევა  რუსთემ  ხანის  ვერაგობა  იყო.
მეორე  დღეს  ისლამის  ფადიშაჰმა  მწყობრით  ქალაქ  თავრიზში გაისეირნა,  სულთან  ჰასანის   ჯამეც  დაათვალიერა,  ბრძანება  გასცა შაჰის  სასახლე  და  ქალაქი  გაენადგურებინათ  და  დაენგრიათ. ისლამის ლაშქარი იმ დაცარიელებულ ქალაქში შევიდა. მაღალი შენობები,   გემოვნებით  გაკეთებული  და  გულის  გამახალისებელი  სასახლეები,  დაანგრია.  კოშკებისა  და  სახლების  ფანჯრები,  ბაზრის  სახურავები,  რომელთა  უმრავლესობა   ლაჟვარდისფერი  და  ოქროს წყლით  მოვარაყებული  იყო,   სავსე   სამკაულებით.  მოლაშქრეებმა დაანგრიეს  და  თავიანთ  კარვებში  გადაიტანეს,  შეშად  გამოიყენეს, საჭმელები  მოამზადეს. როდესაც  სულთან  სულეიმან  ხანის   დროს დიდვეზირი  მაკბულ  იბრაჰიმ  ფაშა  თავრიზში  მოვიდა,  შააბ ღაზანში  ციხე  გააშენა.  იმ  ციხეში  რამდენიმე  ყიზილბაში  გამაგრებულიყო,  მაგრამ,  რადგანაც  მათი  წარმოდგენით  ეს  არაერთი  იყო,  ყურადღება  არ  მიაქციეს.  ფადიშაჰმა  მოისურვა  სულთან  საჰანის  ჯამეს  დანგრევა.  შეიხ  ულ-ისლამ  იაჰია  ეფენდიმ  იშუამდგომლა,  რომ ეს  ჯამე  არსებითად  სუნიტების  შენობააო  და,  რადგანაც  იგი  ყიზილბაშებს  არ  ეკუთვნის,  უმჯობესია  არ  დაინგრესო. რადგანაც  ასე მოახსენა,  მის  დანგრევაზე  თავი  შეიკავეს, თავრიზის  ნაგებობათა უმეტესობა  და  სასახლეები  მიწასთან  გაასწორეს,  სავაჭრო  ადგილებსა  და  ბაზრებს  ცეცხლი  წაუკიდეს,  მისი  ბაღები  უკიდეგანო ზღვას  ჰგავდა,  ამიტომ  მრავალრიცხოვანმა  ჯარმა  სამი  დღის  განმავლობაში  დიდი  გულმოდგინებით  მისი  მეათედიც  კი  ვერ  ააოხრა.
მეორე  დღეს  რუსთემ  ხანთან  გაგზავნილი  ოსმან  აღა  და  რუსთემ  ხანის  ქამრანად  წოდებული  პირი ოცამდე   ყიზილბაშით მოვიდნენ და მოიტანეს წერილი, რომელშიც  იუწყებოდნენ:  რადგანაც ჩვენ  მოთხოვნას  უყურადღებოდ  ტოვებთ  და  ზავისადმი  არ  იჩენთ მისწრაფებას,  პატივისცემას  არ   ამჟღავნებთ,   ამიტომ   აუცილებელი  შეიქნა  საჭურვლისა  და  მსუბუჭი  კარვების  მომარაგება.
ტ.   III,   გვ.   265–268 
ირანის  შაჰის  მიერ ერევნის  ციხის დაპყრობა 211
რეჯების პირველში298  სარდალს  მოუვიდა  ვანის  ბეგლარ-ბეგის დილავერ  ფაშას  წერილი,   რომლის შინაარსი ასეთი  იყო:   შაჰი თავრიზში  მოვიდა,  მან  თავის  გარშემო   და მფარველობაში  მყოფი ლაშქარი  შეკრიბა,  ქალაქ  ისპაჰანიდან  ოთხი ცალი ზარბაზანი მოატანინა,  გადაწყვეტილია ერევანზე გალაშქრება და მისი დაპყრობაო. დიდვეზირმა მეჰმედ ფაშამ დედაქალაქში არზა  გაგზავნა  და აუწყა საქმის ვითარება. ამ ხანებში  ახლად  შეწყალებულ რუსთემ ფაშას შვილს  მეჰმედ  ფაშას, რომელიც ჯივან კაფუჯი-ბაშის სახელწოდებითაა ცნობილი, მიენდო ამასიის გზით  ლაშქრის წაყვანა. ედირნეში სილაჰდარობიდან ვეზირის რანგით გამოსული ჰუსეინ ფაშა  ხმელთაშუა  ზღვის  ჯარის  ნაწილში დაინიშნა  და ლაშქრის  წასაყვანად  რუმელიაში  გაიგზავნა  ხოლო   ქენან  ფაშა  სილისტრიის ეიალეთსა  და  მარჯვენა  მხარეზე  დუნაის  სანაპიროთი  ლაშქრის  წასაყვანად გაიგზავნა. ოთხი ვეზირი ოთხივე მხარეს ჯარის წასახალისებლად დაინიშნა.  ლაშქრის  მომზადებას დიდი ყურადღებით  მოეკიდნენ. იანიჩრებმა და სხვა ლაშქარმა შაჰინ  აღასთან ერთად არზრუმს მიაღწიეს. ერევნისათვის დახმარების აღმოსაჩენად გამგზავრება ებრძანათ მკაცრი გაფრთხილებით, მაგრამ  დიდი სიცივეები დაიჭირა, დიდთოვლობისა  და ყინვის  გამო  გზები  გადაიკეტა და ერევნისათვის დახმარების აღმოჩენა ძალიან გართულდა. ზამთრის პერიოდში უდროოდ გაგზავნილმა ლაშქარმა სარგებლობა ვერ მოიტანა, ტყუილუბრალოდ  სახსრების  ხარჯვა  და  ადამიანთა  გადაქანცვა  გამოიწვია.
რეჯების თვის მეთოთხმეტე დღეს299, სამშაბათს,  რუსთემ  ხანი და  ირანის  შაჰი  ერევანთან  დაბანაკდნენ და ალყა შემოარტყეს. შაბანის ოთხში300 დიდვეზირმა წერილობით ბრძანება   გაუგზავნა ანატოლიის,  ყარამანიის,   სივასის,   მარაშის,   ალეპოს,  შამის,   თრაბლუსის,  არზრუმის, ტრაპიზონის,  ჩილდირისა და ყარსის ეიალეთების მესვეურთ სასწრაფოდ აიყარენით ღა  არზრუმში სალაშქროდ მზად  იყავითო.  ყიზილბაშთა  ხანებს  დაევალა  ჩუბუქ  სალიანე301. ორი  ზარბაზანიც  თბილისიდან  მოიტანეს, კალათის  დაწვნას  შეეცადნენ.  შაბანის  ჩვიდმეტს302  დიარბექირის  ვალი მეჰმედ  ფაშა  ქალაქიდან  გავიდა  და  ბრძანების  თანახმად  ბითლისში  ჯარის  შესაკრებად  წავიდა. ოცდაორში  დიდვეზირიც  გამოვიდა  დიარბექირიდან  და  არზრუმისკენ  გაემართა.  არზრუმის  მხარიდან  კი  წერილი მოვიდა,  რომელშიც  იტყობინებოდნენ,  რომ  ერევნის ციხეს  ალყა შემოარტყესო. შაბანის  ოცდაშვიდში303 ვეზირი, მსუბუქად, ორთა ხანიდან არზრუმისკენ  ჭენებით  გაემართა,  რამაზანის  ცხრაში304 ხარფუთზე,  ფერთექზე,  ჩემიშქეზექსა  და  ქემახაზე  გავლით  თხუთმეტი-ოცი  კაცით  არზრუმს  მიაღწია.  ოცში  სივასის  ბეგლარ-ბეგი იბრაჰიმ  ფაშაც  მხოლოდ თხუთმეტი  კაცით  მოვიდა  და შეუერთდა. ფევალის  ორში305 დიდვეზირი ჰასან  კალეში  შევიდა.  მასთან  სივასსა  და  ტრაპიზონის  ეიალეთების  მესვეურთა  გარდა  არავინ  არ იყო.  სიფაჰიები,  სილაჰდართა  აღაები  და  იანიჩართა  ქეთხუდაც კი მათთან იყო. ჰასან კალეში დასახმარებლად გაგზავნილი არზრუმის ჯარისკაცებიდან  ცხრა  კაცი  ძლიერი  სიცივის  გამო  გაითოშა,  ბევრსაც  ხელ-ფეხი  მოეყინა.  ჯერ  კიდევ  მარტის  დასაწყისი  იყო.  ყარამანიისა  და  ანატოლიის  ფაშებმაც  ოც-ოცი  კაცით  არზრუმს  მიაღწიეს.  შაჰი  ოს  ხანით,  ქალბ  ალი  ხანით,  აბდალ  ხანითა  და  კიდევ რამდენიმე  ხანითა  და  სულთნით  6000  ყიზილბამთან  ერთად  სელმასში  იყო.  რამდენიმე  ხნის  შემდეგ  ათასობით  ყიზილბაში  ბაიაზიდის  ახლოს  დადგა.  რუსთემ  ხანის  ძმა  ოთხი-ხუთი  ათასი  ყიზილბაშით  ხოიში  გაჩერებულიყო.  სტამბოლში  იანიჩართა  აღას  თანამდებობა  შაჰინ  აღას  ებოძა.  ფადიშაჰმა  დიდი მუქარით  უბრძანა,  რომ მთელი ლაშქრით დასახმარებლად მისულიყვნენ. ამასთან, ფარმაკ კაფუში ბრძოლები  გაამართვინა.  ჯარში  წაუსვლელობის  ბრალდებით  რამდენიმე  ჯარისკაცი  სიკვდილით  დასაჯეს.
როგორც აღნიშნული იყო, მის (ფადიშაჰის) გარშემო მყოფ და მორჩილ ვეზირთაგან გამყოლები (სურუჯიები) დაინიშნენ, მაგრამ დიდი სიცივის გამო ვერავინ ვერ მიდიოდა.  ბრძანება  აუტანელი  და  არადროული  იყო,  ამასთან  ვრცელი  იყო  ადგილები;  ისინი (ხელქვეითები) თავიანთი კეთილდღეობისათვის გზიდან  უხვევდნენ და  გარბოდნენ.  შევალის ოცდამეორე  დღეს306 ანატოლიისა და  სივასის  ვალიები  დიდვეზირთან  მოვიდნენ.  თათბირზე  გადაწყვიტეს, რომ  ჯერ  ყველანი  ყარსში  წასულიყვნენ,  შემდეგ  კი  საჭიროების მიხედვით  ემოქმედათ.  მეორე  დღეს,  ნაშუაღამევს,  ერევნიდან  ორი კაცი  მოვიდა  და მურთაზა  ფაშას  ქეთხუდა ზულფიკარ  აღასგან  წერილი  მოიტანა.  მასში  ეწერა,  რომ  ერევნის  ციხე  გასაჭარშია,  ხუთ-ათ  დღეში  დახმარება  თუ  არ  იქნა  აღმოჩენილი,  ციხე  ხელიდან  წაგვივაო.  ყიხილბაშებმა  გარემოცვა  გააძლიერეს.  მურთაზა  ფაშა ავად  გახდა,  ბრძოლის  დროს დაიჭრა  და  გარდაიცვალა.  მის  ნაცვლად  ქეთხუდა  ზულფიკარ  აღას  ებრძანა  ერევნის  დაცვის  ხელმძღვანელობა.
შევალის  ოცდამეექვსე  დღეს307 ანატოლიის  ვალი  გურჯი  მეჰმედ  ფაშა  აიყარა,  ავანგარდში  ჩადგა  და  ყარსისკენ  გაემართა.  ციხეში  შემსვლელებს  ბოლუქი  და  100–100  ყურუში  აღუთქვა.  ოცდაცხრაში  ყარამანიის  ვალიც   გაემართა.  შევალის  ოცდაოთხში308 ურწმუნოთა  ლაშქარი  ძალიან  შეეცადა.  რადგანაც  აჭეთა  მხრიდან დახმარება  არ  აღმოუჩინეს,  ოსმალები  დადარდიანდნენ  და  დაცვაში მყოფმა  უმწეო  ლაშქარმა  ერევნის  ციხე  ყიზილბაშებს  ჩააბარა. ზილ-კაადეს  პირველში309  საშიშროების  მაუწყებელმა  ამბაემა  სარდლამდე  მოაღწია,   სარდალი  ძალიან   შეწუხდა  და   გაბრაზდა.  იმ დროს  დიარბექირისა  და  ვანის ვალიები  და   ბითლისის  მბრძანებელი აბდალ  ხანი  მოვიდნენ  და  ჰასან კალეში  ვეზირს შეუერთღნენ. დაიწყეს  საუბარი  ზამთრის  მიერ  მიყენებული  გასაჭირისა  და  ტანჯვის   თაობაზე.  დარწმუნდნენ,  რომ  ასეთ  მკაცრ  ზამთარში  სადმე წასვლა  შეუძლებელი იყო.   ამით გული დაიმშვიდეს. რაც მათ ტანჯვა და  სიძნელეები  გადაიტანეს  ამ ხნის  განმავლობაში  მისი  აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია. კვლავ  დიდი თოვლი მოვიდა  და  გაკვალული გზებიც  გადაკეტა.  ზემოთ  აღნიშნული  ვალიები  ვანის  დასაცავად  გაიგზავნენ.  სხვა ციხეებშიც  შეძლებისდაგვარად დასაცავად ლაშქარი  დაინიშნა, განაწილდა  და  გაიგზავნა. ზილ-კაადეს  მეექვსე310 დღეს  იანიჩართა აღა  მოვიდა. ცხრაში  დედაქლაქში  შემოკლებული მოხსენება  გაგზავნეს  და  უზენაეს  სადავეს  მოახსენეს,  რომ  ერევანი ხელიდან  წაუვიდათ.
კეთილისმსურველთა  მიერ  იმ   დროს  გამოთქმული  მაღალე  აზრის  მიხედვით,  მურთაზა  ფაშა  არზრუმიდან   ყარსში  უნდა  წასულიყო,  ხოლო  მისი  ქეთხუდა ზულფიკარ   აღა  ან   სხვები  ერევნის დასაცავად  უნდა  დანიშნულიყვნენ.  როდესაც  გაჩნდებოდა  შაჰის თავდასხმის  საფრთხე.  მაშინ  მიზანშეწონილად  მიიჩნევდნენ  მურთაზა  ფაშა  თავისი  რჩეული  ლაშქრით,  რამდენადაც  შესაძლებელი იქნებოდა, წასულიყო  დახმარების აღმოსაჩენად. ეს ღონისძიება შეიძლებოდა  მოეხსენებინათ  ოსმალთა  უმაღლესი  ხელისუფლებისათვის,  მაგრამ  მის აღმატებულებას – დიდვეზირს,  როცა  დაინახა მურთაზა  ფაშას  შაჰთან დამოუკიდებლად  მიახლოება, თავისი მღელ– ვარების  დასაოკებლად,  რადგანაც  მისი   (მურთაზა  ფაშას)  მტერი იყო,  არ  მოეწონა  მურთაზა  ფაშას  ეს  მნიშვნელოვანი  ნაბიჯი.  რაკი დახმარების  აღმოჩენა შეუძლებელი  შეიქნა,  მოხდა  ეს  ამბავი. 
ზილ-კაადეს  ცამეტში311 ერევნის   მხრიდან   მურთაზა  ფაშას ცხედრით,  რეის  ბექირ  ეფენდი  და  მისი  ქეთხუდა  მეჰმედი  რამდენიმე  აღასთან  ერთად  მოვიდნენ.  თურმე  ირანელთა  შაჰს  ერევნისთვის  ალყა  შემოურტყამს  და  ზარბაზნების  სროლით  გარშემო მიდამოები  დაუნგრევია.  როდესაც  დიდი  ბრძოლა  გამართეს,  ისლამის  ჯარმა  შიგნიდანაც, როგორც  საჭირო  იყო,  თავდაცვაში  დიდი გულისხმიერება  გამოიჩინა.  ექვსასზე  მეტი  იანიჩარი,  თავდაცვაში დარჩენილ  კონდაკჩი  მუსტაფა  აღას  სახელწოდების  სასახლის  განსაკუთრებულ  მსახურთან  ერთად,   სარწმუნოებისათვის   წამებით დახოცეს.  ჩორბაჯი  მოსპეს  და  იძულებული  გახდნენ  ციხე  ჩაებარებინათ.  შაჰმა  ზულფიკარ  ქეთხუდა,  სევინდიქ  ფაშა,  მემი  ფაშა და  რამდენიმე  ბეგი  და  თანამდებობის  პირი  დატოვა,  დანარჩენები  გაუშვა.  შემდეგ  ისინიც  გაგზავნა.
განთავისუფლებული  450  იანიჩარი  ყარსში,  ჰასან  კალესა  და იმ   მხარეებში  გავიდა  და  დაბინავდა.  დიდვეზირი  დაბრუნდა,  არზრუმში  მოვიდა.  დიარბექირისა  და  ალეპოს  ვალიები  ჰასან  კალეში  დარჩნენ. როდესაც  ბედნიერების კარზე  გაგზავნილი  შემოკლებული  მოხსენებიდან ეს ამბავი ცნობილი გახდა ფადიშაჰისათვის,  იგი  მიიჩნიეს  ღმერთისგან  გამომდინარე  მოვლენად.  ცნობილი  გახდა  აგრეთვე,  რომ  მათ  არ  დაიშურეს  თავიანთი  ძალ-ღონე და  აზრადაც  არ  მოსვლიათ  ხმაურის  ატეხვა.  მათ  გამოუშვეს უზენაესი სიგელი, რომელიც  ხალხს  აუწყებდა,  რომ  ამიერიდან  მონდომებით  და  მუყაითად  იყავითო.  ფაშა  თავდაცვისათვის  დიდ  მზრუნველობას  იჩენდა.  ამ  წელს  არზრუმში  დაბანაკდნენ.  ჯარის  უდროო აღელვებისა  და  წაქეზების  მიზეზი  ის  იყო,  რომ  ერთი  სომარი312 ქერი  ხუთ  ყურუშად,  ხოლო  ოცი  დირჰემი  პური  ერთ  ახჩად  ფასობდა.  ეს  საშიში  მდგომარეობა  ხელშემშლელი  გარემოება  არისო, გადაწყვიტეს  და  უზენაეს  სადავეს  თხოვნის  წიგნი  გაუგზავნეს.
ტ.   III,   გვ.   279–283 
ათას  ორმოცდაექვსი  წლის313  ამგები 
სარდლის  ამბები  ირანის  საზღვარზე 
მუჰარემის თვის ათში314 პატიოსანი ბრძანება  გაგზავნა  და გააფრთხილეს,  რომ  სათანადო  ადგილებზე  გაკეთდეს  17  თვალი  საჯინიბო,  რომლებიც  დაიტევს  70,   80  და  100  აქლემს  და  რომელთა შუაში ღია ადგილი იქნება. ორკარიანი  მეაქლემეთა  ოთახები  იქნება,  კარების  გვერდით  უნდა  იყოს  ქერის,  ჩალის  საწყობები.
მუჰარემის  თვის  ნახევარში315  ჯან  ფოლად-ზადე  არზრუმში  ჩავიდა.  იანიჩართა  აღამ   სულთან  სექისის  სახელწოდების ადგილას სარდალს წვეულება გაუმართა. სარდალმა  რომ  შეამჩნია  რამდენიმე  კაცი  თამბაქოს  ეწეოდა,  მან  დაიჭირა  ერთი  მათგანი  და  მოკლა,   ხოლო  სხვებს  მტკიცედ  ათქმევინა,  რომ  თამბაქოს  წევას  მიატოვებდნენ.  მუჰარემის  ოცდარვაში316  მიღებულ  იქნა   უზენაესი ბრძანება  ჯან ფოლად-ზადე  მუსტაფა  ფაშას  მოკვლის  შესახებ.  ამის თანახმად  იმოქმედეს  და იმ ქვეყნად  გაისტუმრეს. მისი უზენაესობის მეხსიერებაში  ჩარჩენილიყო,  რომ  ძალადობის  პერიოდში  მუსა ჩელების  მინდობილი  ჰქონდა  რეჯებ  ფაშას  მტარვალთან მიყვანა. მას  მოსასპობად  უთვალთვალებდნენ,  შემდეგ  კი შურისძიება  აღასრულეს.
მემატიანე  გადმოგვცემს,  რომ  ზემოხსენებული  ჯან ფოლად-ზადესადმი   ფადიშაჰის  უზენაესობას უამრავი სიკეთე ჰქონდა ჩადენილი. მისმა მოწინააღმდეგემ ჰასან ფაშამ აიშე სულთანი შეირთო,  მაგრამ  მუსა  ჩელების  ამბის  შემდეგ  მათ მორის  დარჩა  მტრობა და მის (ჰასან  ფაშას)  მოსაკლავად  საბაბს   დაეძებდნენ.  აღნიშნული  ფაშა  კი   ამ   „სიკეთეს“  არ  აქცევდა  ყურადღებას.  ფადიშაჰს გულში  ძველი  ღეარძლი  ჰქონდა,  ამიტომ  მასაც  უდარდელად  ეკიდებოდა.  თვითონ  კარგი  აზრის  იყო  მასზე.  თავისი  ბუნების  შესაბამისად  და  წინაპრებისაგან  მემკვიდრეობით  გადმოცემული  თვისებების  წყალობით  ჩაგვრისა  და  მტარვალობისადმი  მისწრაფებას  იჩენდა. 
ჰასან ფაშა ლაშქრის  წინამძღოლად გაიგზავნა ყარამანიის მხარეს, სადაც მაჰმადის  მოოწმუნენი  ძლიერ  შეავიწროვა,  ზოგიერთი  უდანაშაულო  მოკლა  და   ჯვარს  აცვა.   როდესაც  საჩივრები აღიძრა, ძველი  ღვარძლის  შესაბამისად  მის   მოსაკლავად  უზენაესი სიგელი  გამოვიდა  და  მას  გაუსწორდნენ.
საფარის  მეორე  დღეს317  დიარბექირის,  ყარამანიის,   სივასის, ანატოლიისა  და  რამდენიმე  სანჯაყის  ფაშები  და  ბეგები  თავიანთი ლამქრით  ყარსის  დასაცავად  გაიგზავნენ.  მივიდნენ  და  ყარსის  გავერანებული ადგილების  ხელახლა  აშენებას  შეუდგნენ.  მეთექვსმეტე დღეს  ანატოლიის  ბეგლარ-ბეგ გურჯი მეჰმედ ფაშას მიენდო ახალციხის  ციხის  შეკეთება, სათანადო სახარჯო  სახსარიც  მიეცა. ოცდაერთში  გაემგზავრა,  რუსთემ  ხანი  კი   20000  ყიზილბაშით  შეჰრიზორსა  და  გერგუქში  წავიდა.  ირანის  შაჰი  ერთ  ადგილას  დაბანაკდა. ერევნის  ასაშენებლად  4000 საუკეთესო  ცხენი  და  10000 თუმანი  ახჩა  მისცა.  განჯის  გამგებელი  მეჰმედ  ხანი  და  შირვანის ხანი იუსუფ  ხანი  სამი  ათასი  ყიზილბაშით  გაგზავნა  და  ერევნის  ციხე ხელახლა  შეაკეთა.  მის  გარშემო  წყალი  გაუშვა.  ციხის  გამაგრების შემდეგ  მისი  მმართველობა  ქალბ  ალი  ხანს  მისცა  და  ისპაპანში  წავიდა.
ტ. III,  გვ.   286–288 
თათართა  ომების  ამბები
ჯანი  ბეგ  გირეი ხანი მხედართმთავარი  არ იყო, ამიტომ  დაითხოვეს. ერევნის ლაშქრობაში ხმელეთით წამოსასვლელად  ღაზი  გირეის  შვილი  ინაიეთ  გირეი  ხანი  დანიშნეს  და  გაგზავნეს.  ნოღაელთა  ტომსა  და  ყირიმის  ხანებს  შორის  ძველი  მტრობა  იყო.  წარმოშობით  ნოღაელთა  ტომის  სამი  ჯგუფი  იყო:  ერთ  ჯგუფს  ულუ  ნოღაელები  შეადგენენ,  რომლებიც  ფადიშაჰს  არ  ემორჩილებიან  და მისი   ბრძანებების  შემსრულებლები   არ არიან.  მეორენი  მცირე ნოღაელები  არიან,  რომლებიც  იძულებით  ემორჩილებიან,  გულში კი მტრობა  აქვთ, მესამე – მანსურიებს  ეძახიან,   ცნობილი  არიან ძალადობითა  და  სისხლისმსმელობით.  კანთემირ  მირზა იმ ტომის ბეგი  იყო,  რომელსაც  მანსურიების  შვილებს  ეძახდნენ,  ხოტინის ლაშქრობაში  გამბედაობისა  და  თავისი  სამსახურისადმი  ერთგულებისათვის  თანამდებობა  მიეცა  და  ემირ ულ-უმერას  წრეში  მოიხსენიებოდა.  მას  შემდეგ  კი,  რაც  კანთემირი  ემირობის  წოდებაში აღზევდა,  მთლიანად  გამოვიდა  ხანის მორჩილებიდან.  თათართა ერთი  ჯგუფი  შირინ  ბეგებად  იწოდებოდა,  რომლებთანაც  ყირიმის ხანებს  მოყვრობა  ჰქონდათ.
ლაშქრობის  დროს  შირინ  ბეგები  ბუზმარადან  20–30  ათასი კაცით  თათართა  ხანის   გვერდით  სალაშქროდ   მოდიოდნენ,  მათ ემონებოდნენ,  ემორჩილებოდნენ  და  იცავდნენ.  ამის  გამო  თათართა  ხანები  შირინ  ბეგებს  პატივს  სცემდნენ   ისინი  ცდილობდნენ მათი  დახმარებით  ნოღაის  ტომების,  განსაკუთრებით  მანსურიების დასუსტებას.  მას  შემდეგ,  რაც  კანთემირ  ფაშამ  ოსმალთა  უზენაესი ზღურბლიდან  დახმარება  ითხოვა  და  სახელოვანი  გახდა,  შირინ  ბეგების   მიერ  ძალაუფლების  ხელში  ჩაგდება  და მტარვალობა  აღკვეთა.  კანთემირ   ფაშასა  და  მიი   ტომის   ძლიერება თვალსაჩინო გახდა. (როგორი  მონდომებით   მოქმედებდნენ   ყირიმის   ხანების ხოცვაში,  მათთან ბრძოლაში,  ომსა  და ხოცვა-ჟლეტაში,  ამაზე  თავის ადგილას  იყო  ლაპარაკი). 
როდესაც ინაიეთ გირეი  ხანი  გახდა,  უმცროსი  ძმა  ჰისამ  გირეი მემკვიდრედ  გამოცხადდა,  ხოლო  უმცროსი  ძმა  საადეთ  გირეი  ნურედდინად დაენიშნა.  თათართა  შორის  კალგაიდ  წოდებულ318  პირს სამხედრო საქმის  მცოდნედ და მთელი მულქების მმართველად მიიჩნევდნენ. ნურედდინის რანგი იმაზე დაბალია. რადგანაც მემკვიდრე  ჰისა  გირეი  ბუნებით  მოჩხუბარი  მოძალადე,  სისხლისმსმელი  და  უხეში  იყო,  მანსურიებს  გასაწყვეტად, რომლებიც  კანთემირის   ტომიდან იყვნენ, ხანი  წააქეზა.  ხანი ერევნის ლაშქრობაში  მონაწილეობის  მასაღებად  შეკრებილ  თათართა  ლაშქრით  უზენაეს  ლაშქრობაში  არ  წავიდა,  ყირიმის  ჯარი შეკრიბა  და   აქერმანის  ველზე  დაბანაკდა,  ჩრდილოეთის  მხრიდან მომდინარე თურლა  გადალახა  და  ისწრაფოდა,  რომ  შური  ეძია  კანთემირის  ტომის  ხოცვა-ჟლეტით.
ამ   დროს  პოლონეთის  მეფისგან  საჩივრის  წიგნი  მოვიდა,  რომელშიც  ეწერა:  ჩვენი  ქვეყანა  [კანთემირმა]   გაანადგურა,   ისლამის  ფადიშაჰსა  და  ჩვენ  შორის  არსებული  სამშვიდობო  ზავის  საწინააღმდეგოდ  მას ზოგიერთი მიუღებელი მოსაზრება აქვსო. ოსმალეთის  სახელმწიფოსთან  საჩივარი    ხანმა   საბუთად  გამოიყენა. მან  იფიქრა:  კანთემირსა  და  პოლონეთს  შორის  ასეთი  ურთიერთობის  გამო  უზენაეს  საფადიშაჰო  ლაშქრობაში  წასვლა  საჭირო  რომ შეიქნეს,  პოლონეთი  ყირიმს  შემოესევაო,  ამიტომ  ბოდიში  მოიხადა.  როდესაც  ჰისამ  გირეის319  ცდუნებით  ხანი  სალაშქროდ  მოვიდა,  გულგრილობა  გამოიჩინა  და  კანთემირის  ტომის  ხოცვა-ჟლეტა  დაიწყო.
კანთემირმა  ოსმალეთის  სახელმწიფოს  აცნობა,  რომ  ხანი  მას თავს  ესხმის  და  საჭიროა  წინააღმდეგობის  გაწევა,  მას  ისლამის  ქვეყნების დაზარალების  განზრახვა  აქვსო.  იგი  მათი ხოცვა-ჟლეტის  ნებართვას ითხოვდა, მაგრამ უზენაესი სახელმწიფოსაგან ხოცვა-ჟლეტის  ნებართვა  ვერ  მიიღო.  რადგანაც  კანთემირი  ბედნიერების დედაქალაქში  გაიწვიეს,  მან   ქონება  და  ოჯახი  თავის  ციხეში  დატოვა  და  თვითონ  ბედნიერების  დედაქალაქს  გაეშურა.
როდესაც  მისი  აღმატებულება  თათართა  ხანი  თათართა  ლაშქრით  კანთემირის  ტომს  თავს  დაესხა,  კანთემირის  ძმებმა:  სელმან შაჰ მირზამ,  ევრაკ  მირზამ,  ველიშაჰ  მირზამ,  ნირდ  მირზამ,  კუთლუღ  შაჰმა,  ინაიეთ   შაჰ  მირზამ,   ალი  ბეგმა,  აი  თემირმა,  ქელიქ ბეგმა – ყველამ   მთელი  ტომის  დიდებულებთან  ბჭობა  გამართა. მათ  თვალნათლივ  დაინახეს,  რომ  თათართა  ხანთან  წინააღმდეგობის გაწევა  შეუძლებელი  იყო. უმრავლესობა  დაიფანტა  და მიიმალა. სელმან  შაჰი  და  ევრაკ  მირზა  რამდენიმე  მირზით   მოვიდნენ  და ხანისგან  შეწყნარება  ითხოვეს.  ხანმაც ზემოხსენებულ  მირზებს  დანაშაული  აპატია  და  შეიწყნარა.
მაგრამ   თათართა  ლაშქარმა  მანსურიების  ვილაიეთები  დაარბია,   სოფლები  გადაწვა  და   გაანადგურა,  მათი  ქონება   იავარჰყო. კანთემირისადმი  დაქვემდებარებული  თათართა   სოფლები  აყარა, ყირიმის  სანაპიროებზე  მათ  მოსაყვანად   ხანის აღმატებულებამ მტკიცე  ღონისძიებები  გაატარა.  აქერმანის  მხარე  გაანადგურა,  კანთემირის  ქვეშევრდომთაგან  ბევრი  ხალხი  დახოცა.  შემდეგ  ისინი ციხეში  მოვიდნენ  და  კანთემირის  ქონება და ოჯახი  მოითხოვეს. მისი მიდამოები იავარჰყვეს და ციხეს ზარბაზნები დაუმიზნეს. როდესაც  ალყის შემორტყმა  მოინდომეს,  ციხის  მოსახლეობა  იძულებული  გახდა ზემოაღნიშნულის  (კანთემირის) ქონება  და  ოჯახი ჩაებარებინა.
შემდეგ  ქალაქ  კაფას  ალყა  შემოარტყეს.  თურმე  კაფას  ბეგლარ-ბეგის  ბიჩაქჩი  იბრაჰიმ  ფაშას  მოსაშორებლად  ხანმა  ოსმალეთის  მთავრობას  არზა  გაუგზავნა  და იშუამდგომლა  მისი  გადაყენების შესახებ. რადგანაც  დედაქალაქიდან  მისი არზის  პასუხი  არ მოვიდა, ალყა შემოარტყა  და  ვილაიეთის  ხალხი  დააჭერინა,  ბიჩაქჩი იბრაჰიმ  ფაშა  და  კაფას  ყადი  ჰამიდ  ეფენდი  დაახრჩო  და  სარწმუნოებისათვის  აწამა.  კაფას  ხალხმა  შეწყნარებისათვის  ფაშა  და ყადი  გადასცა.  მიუხედავად  იმისა,  რომ  ხანი  პირობას  იძლეოდა, რომ  მათ ხალხს  ზარალს  არ  მიაყენებდა,  თათართა  ლაშქარს  მაინც კვლავ  მისცა  ნებართვა  და  ქალაქი  კაფაც  იავარყო.  კანთემირის ძმები,  აგრეთვე  ხანის  ქვეშევრდომები:  სელმან  შაჰი,  ევრაკი  და რამდენიმე  მირზა იძულებული  გახდნენ  ხანთან  შენდობის  თხოვნით მოსულიყვნენ.  ხანმა  ისინი  შეიწყნარა.
ცოტა ხნის შემდეგ მათი ხელისუფლების  ქვეშ  მყოფი ყველა ნოღაელი  ტომი  გადმოიყვანეს.  ისინი  ყირიმის  მიწაზე  მოვიდნენ  ღა ხანის  ქვეშევრდობები  გახდნენ.  ხანის   ფრთებქვეშ  უშიშრად  რომ ყოფილიყვნენ,  ამიტომ  დაემორჩილნენ.  ხანმა   პირობა  და  აღთქმა დაადებინა,  რომ  მისთვის  არასდროს  არ  გაეწიათ  ურჩობა.  ამ  პირობით  მიიღეს  მორჩილება  მაგრამ  რადგან  ინაიეთ  გირეის320 ტვინი  აჯანყებისკენ  იყო  მიმართული,  მან  მაინც  გამოამჟღავნა  ურჩობა.  მუფთე  იაჰია  ეფენდის  გაუგზავნა  წერილი,  რომ  მას  კანთემირი  მოეთხოვა.  წერილის  შინაარსიდან  ჩანს   მასი  მისწრაფება ბოროტებისა  და  ურჩობისაკენ.
წერილში  ინაიეთ  გირეი  პატივისცემით  მიმართვის  შემდეგ წერდა:  ამას   წინათ,  როდესაც  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანის   გადაყენების მიზეზი  ცნობილი  არ  იყო,  მეჰმედ  გირეისა  და  ჯანი  ბეგ  გირეის  დანიშვნაზე   დიდი  ბრძოლა  შეიქმნა,  ორი  ვეზირი  ჩადგა  მათ  შორის. თქვენ   იცით   სასულთნოსადღმი  მოხსენებით  რამდენი   უსიამოვნება  მოხდა.  კანთემირმა  ჯანი  ბეგ  გირეის  მხარე  დაიჭირა,  რაც  გახდა მეჰმედ  გირეის  გადაყენების  მიზეზი.  შაჰინ გირეი  თავისი ფეხით  წავიდა,  იგი  დაატყვევეს და  გააუბედურეს.  თუმცა  მისმა  აღმატებულებამ  ფადიშაჰმა  ყირიმის  სახანო  ჩვენ  მოგვცა,  მაგრამ  რამდენიმე  ღვარძლიანი  სიტყვით  ხანის  გადაყენება  გადაუწყვეტია.  წლების განმავლობაში  ამდენი  ტანჯვა  და  სიძნელეები  რომ  გადავიტანეთ, ეს  რამდენიმე  დღის  უშიშროებისა და მშვიდობიანობისათვის  არისო.  ამ  მიზეზების  გამო კანთემირის ბოროტ  საქმეებს  ვერ ვუძლებთ. ჩვენს შინაგან არსებაში თანდაყოლილი მოჭარბებული მამაცობისა და  კეთილშობილების  გამოვლინების  შედეგი  იყო  მათი  ქვეყნებისა და  სოფლების  იავარყოფა,  რომლებიც თათართა  ჯარს  ფეხქვეშ  გავათელინეთ.
ცოლებისა  და  ბიჭების დატყვევებით, განადგურებით, მათ სასჯელი  მიეზღოთ.  ჩვენთვის  ცნობილია, რომ კანთემირი გაიქცა და, როდესაც  დედაქალაქს  ჩავიდა, სასულთნო კარი  თავშესაფრად გაიხადა.   კანთემირი  ჩვენი   ქვეშევრდომთაგანია.   ჩვენს   ბედნიერ ფადიმაჰს  უნდა  ვთხოვოთ  მისი  აქეთკენ  გამოგზავნა.
კანთემირის  ძმები  ევრაკ   მირზა  და სელმან  შაჰი   ნოღაელთა რვა ათასიანი  ჯარით  მოვიდნენ  და შეწყნარება  ითხოვეს.  ჩვენს  სამსახურში  ჩადგნენ.  უკეთუ  მისმა  აღმატებულება  ფადიშაჰმა  კანთემირი  ჩვენ  არ  გადმოგვცა,  მაშინ  იგი  დუნაის  გადალახავს  და  დედაქალაქთან  ახლოს  მოვა,  კანთემირად  წოდებულ  უწესოსა  და  მლიქვნელს  ვითხოვ.  თუ  კანთემირს  ოზისა  და  სილისტრეს  ეიალეთები მიეცემა  და  თუ  იტყვიან,  რომ  ჩვენი  ბეგების  წყალობით  მოხდაო, ეს   სიტყვა  უკმაყოფილებას  გამოიწვევს.  ახლა ჩვენ დაგვცინიან. ჩვენ   ისეთ  პასუხს  მოგვცემენ,  რომ  დაგვიბრიყვებენ.  საპატიო  ხალათებითა და ბრძანებებით,  როგორც  უწინ,   ჩვეულებრივ  უხანოდ, დავბრუნდებით  და  წავალთ.  ჩვენც  მოვტყუვდით  თქვენი  არაგულწრფელი  სურვილის  გამო,  ჩვენ  გარშემო შეკრებილ  თათართა  ლაშქარს  თუ  დავფანტავთ,  რამდენიმე  დღის  შემდეგ  კვლავ  ვინმეს  ხანად  გაგვიხდით  და  გამოგვიგზავნით.   ეს   არ  არის  მისაღები  აზრი. ჩვენ  ჯარს  არ  დავფანტავთ   დასაფანტავად  რაიმე დიდი  მძევალი გვინდა. იანიჩართა  ოჯახებისა  და  სხვებისგან  არ ვითხოვთ, სწავლულთა  ჯგუფიდან  უნდა  გამოგზავნოთ.  მაინც კანთემირის   მოსათხოვად  იმ  მხარეში  წასვლა  ჩვენთვის  ძალიან  ადველი  საქმეა. მერე  არ  თქვათ,  რომ  ეს  არ  გაცნობეთ.  თქვენი  მაღალი  პიროვნებისათვის  რაც  ადვილი  და  ჭკვიანურია,  ის   გააკეთეთო  და  ამით  გათავდესო.
დედაქალაქის  მხრიდანაც  ხანის   წერილზე  დამაჯერებელი პასუხი  დაიწერა და  გაიგზავნა.  ამასობაში  თათრებში  ხმა   გავრცელდა:   ხანობა  სხვას  ებოძაო.  ხანი  თავის  ლაშქრით  ზღვის  სანაპიროების  დასაცავად  წავიდა.  შეიძლება  ახალი  ხანი  ხმელეთიდან  მოვიდესო.  ჰისამ  გირეი,  ნურ  ად-დინი  და  საადეთ  გირეი321  ნოღაის  თათრებით  მდ.  ოზისა  და  ოზუს  შორის  დარჩნენ.  კანთემირის ძმებმა – სელმან  შაჰმა  და  ევრაკ  მირზამ  ჰისამ  გირეისა  და  საადეთ  გირეისთან  ერთად  ჭამეს  და სვეს, იქეიფეს  და  ხელსაყრელ შემთხვევას უთვალთვალებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ აშკარად  კანთემირისა და ოსმალთაგან პირი ვიბრუნეთ, თქვენ  დაგექვემდებარეთო. ნოღაელთა ტომიც  ამათთან  ერთად  აიყარა  და  წასასვლელად  მოემზადა.  ეტყობა,  კანთემირის  ძმებმა  დაინახეს,  რომ  მოედანი  თავისუფალია.  ჰისამ  გირეი  დღე  და  ღამე  უგონოდ  მთვრალი  იყო,  ამიტომ  ხელსაყრელი  დრო დადგა – ნოღაელთა  ტობს  საიდუმლოდ აცნობა  და  ღამის  თავდასხმისათვის  მოემზადნენ.  მაგრამ  საადეთ გირეის  ნოღაელთა საბრძოლო  იარაღების  თადარიგის  დაჭერა  და სამზადისი  არ გამოეპარა და  თავის  ძმა ჰისამ  გირეის  აცნობა:  ნოღაელთა  ასეთი  საქმიანობა  საეჭვოა,  ესენი  ჩვენ  მიმართ ბოროტი  განზრახვით  არიანო. რადგან ჰისამ  გირეი  შეუპოვარი და ძლიერ ამპარტავანი იყო, ამიტომ  მან თქვა  ისინი  ჩვენი  შუბის  შიშით  ჩვენს ფრთებქვეშ  შეფარებული უძლურთა  გროვაა,  მით  უფრო,  რომ  მათ შორის  კანთემირი  არ  არის.  რა  შეუძლიათ  მათ, ამგვარ არეულობასა და  აჯანყებას  არ  გაბედავენო.  საადეთ  გირეი  არ  მოეშვა  და  თავისი ძმა  გაკიცხა.
როდესაც  კანთემირის  ძმებს  ჰკითხეს,  რომ  ამ   საქციელის  პასუხი  რა  არისო,  მათ  პასუხი  მზად  ჰქონდათ.  ერთი  რაზმი  რომ  წავიდეს  და  სხვა  ქვეყანაში  გადავიდეს,  განა  ამისათვის   საჭირო  არ არის იარაღისა  და აუცილებელი  ნივთების მომზადებაო, რითაც მათ ეჭვები  გაუფანტეს.  მოულოდნელად  ერთ  ღამეს  მოხერხებული  შემთხვევა  იპოვეს  და მთვრალები  და უგონოდ მწოლიარე  ჰისამ გირეი  და  საადეთ  გირეი  მოკლეს,  მათი ხელქვეითი  თათრები  დახოცეს  და   შური  იძიეს.   ნოღაელთა   ჯარი  აყარეს,   ოზსა  და   მის სრუტეებში  მოვიდნენ  და   ეს  ვითარება  ოსმალეთის  სახელმწიფოს მოახსენეს.
ზილ-ჰიჯეს   მეხუთე   დღეს322   ეს    სასიხარულო  ამბები  ოსმალეთის  სახელმწიფოში   მოვიდა  და  მოკლედ   იქნა    მოხსენებული. როდესაც  ეს  ამბავი  თათართა  ხანმა  ინაიეთ  გირეიმ  გაიგო,  იგი გაოცდა  და  დარწმუნდა,  რომ  ოსმალეთისათვის  თავის  შეფარების გარდა  სხვა  არავითარი  ხსნა  არ  არის.  ისიც  იცოდა,  რომ  მისი  მიზეზით  ჩადენილი  ეს   ბოროტება   საპატიებელი  არ   იყო  და   ამის გამო  ყოყმანობდა.
ტ. III,   გვ.  301–306 
ხანის  შეცვლა 
მუჰარემის მეათე დღეს323 ინაიეთ გირეი  ხანი მისთვის  ჩვეული  სიავის   გამო    გადააყენეს  და  მისი  ადგილი  სელამეთ   გირეის შვილს – ბაჰადირ   გირეის324   ებოძა.   ის   ჩვეულებისამებრ  ხელზე ემთხვია სულთანს. მეორე  დღეს გემით ყირიმს გაიგზავნა, ყირიმში ჩავიდა და  უზრუნველად  ტახტზე  დაჯდა.
აღნიშნული  ბაჰადირ  გირეი  იანბოლიში325  აღიზარდა.  შარიათის  წესების  მორჩილი  და  სამართლიანი   კაცი  იყო.  მისი  ძმა   ისლამ  გირეი  სულთანი  მემკვიდრედ  დაინიშნა,  ხოლო  უმცროსი ძმა  საფა  გირეი  სულთანი326 ნურადდინად.  მას  ყირიმ  გირეის სახელწოდების  უმცროსი  ძმაც  ჰყავდა,  რომელსაც  პატარა  სულთანს  ეძახდნენ.
ტ.    III,   გვ.    319
ხანყოფილი  ინაიეთ  გირეის   მოკვლა
ხანყოფილი  ინაიეთ  გირეი,  თავის  მიერ  ჩადენილი  ავი  საქმეების  გამო,  თვითონ  იყო  გაოგნებული  და  შეშინებული.  მისი  მტერი  კანთემირი  ჩავიდა  ოსმალთა  სახელმწიფოში,  სადაც  მას   შეუნდეს  ორგულობა  და  ამბოხება  და  კარგად  მიიღეს.  იგი   ფადიშაჰის ზღურბლზე მოვიდა და მისი დასწრებით კანთემირს უჩივლა. მან განაცხადა რომ ჩადენილი სამარცხვინო საქმეების მიზეზი ძირითადად კანთემირი  იყო,  ფიქრობდა, რომ ამით მასზე  მიტანილ ეჭვებს  გაფანტავდა   მან   ვერ  გაითვალისწინა რომ შეუძლებელი  იყო  იმ   მეტად  ცუდი  საქმეების  პატიება, რომლებიც  მას ჰქონდა  ჩადენილი. მას ჰქონდა გადარჩენის იმედი. მან  სხვა თავშესაფარი  ვერო   იპოვა.   გემით  სტამბოლში  მოვიდა.  კაიმამაკამ  მუსტაფა  ფაშამ  მას   ბინა  მიუჩინა.
როდესაც  ფადიშაჰს  მოკლედ  აცნობეს  მისი  ჩამოსვლა,  მან  იგი მიიწვია.  როცა  იგი  სამეუფეო მეჯლისში  წარდგა, კანთემირიც  მიიყვანეს.  მათ  ფადიშაჰის  წინაშე  იდავეს,  ერთმანეთს  აბრალებდნენ ჩადენილ დანაშაულს  და  საუბარი  გამართეს. 
მისმა  აღმატებულებამ  ქვეყნის  ფადიმაჰმა  ინაიეთ  გირეის  საყვედურით  მიმართა:  გამოიხედე, ინაიეთ  გირეი!  ჩვენ შენთვის ცუდი არ გაგვიკეთებია. გვირგვინი,  ტახტი, სახელმწიფო  და ეიალეთი მოგეცით, ამის სანაცვლოდ აჯანყება და უმადურობა გვიწყალობე. ჩემი ღვთითდაცული ქვეყნიდან  ქალაქ  კაფასა  და  ყველა  მის ციხეს  ალყა  შემოარტყი  და  გაანადგურე,  ბეგლარ-ბეგი,  ყადი  და რამდენიმე  მუსლიმანი  უმართებულოდ  დახოცე,  კეთილი  საქმეებისა   და   წყალობების  სანუქფოდ  არეულობასა   და  ბოროტებას  მიჰყავი  ხელი.  თუ   შენ  ჩემი  ხმლის  არ  შეგეშინდა.  უფალი ღმერთის რისხვისა  და   შურისძიებისა   მაინც   უნდა  შეგშინებოდა.   სამართლიანობისა  და  მადლის  არმცნობი  შენისთანა  მტარვალის  სიკვდილით  დასჯა  სარწმუნოებისა  და  სახელმწიფოსათვის  სრულიად  სასარგებლოაო.  დიდი  მუქარისა  და  შეშინების   შემდეგ  მსახურებს ანიშნა  გარეთ  გაყვანა.  ბოსტანჯიებმა  ქამანდი  გაუყარეს  და  დაახრჩვეს,  შემდეგ  სასახლის  ერთ  მხარეს  განბანეს  და  სუდარით  შემოსეს.  ვეზირებმა  და  ყაზიასქერმა  ინაიეთ  გირეის  ცხედარი  სასახლის ბაღიდან  დიდი  პატივით  გაიტანეს  და  წინ  გაუძღვნენ,  ნავსადგურამდე  მიაცილეს  და  წაასვენეს.
ტ.  III,  გვ.   319–323 
კანთემირ  მირზას  სიკვდილი
ზემოხსენებულ  კანთემირს, რომელიც  ყირიმის  ხანების  აჯანყების  მიზეზი  იყო,  ყარაჰისარის   სანჯაყი  ებოძა. ამ  დაზავების გამო  ერთხანს  მოჩვენებით  კარგად  მოექცნენ.  კანთემირს  სამი  შვილი  ჰყავდა:  დორთმაზ  მირზა  და  ჯელალ  მირზა  ნოღაელთა  ტომებში  დარჩნენ,  ერთი  შვილი  კი   სტამბოლში  მოიყვანეს.  კანთემირი ყარაჰისარში  გასამგზავრებლად    სკუტარმი    გადავიდა   და   აიშე სულთნის  ბაღში  დაბანაკდა.
თათართა ტომის შინაგან ბუნებაში არსებული თანდაყოლილი სიძლიერისა და   მრისხანების გამო  მათ გადაწყვიტილი ჰქონდათ მოსახლეობის უმართებულოდ დახოცვა.  ოსმალებმა  იფიქრეს,  სატახტო  ქალაქმიც  მსგავს   საზიზღარ  საქციელს  ჩაიდენენო.  კანთემირთან  მყოფმა უმცროსმა  შვილმა  სიმთვრალეში  სტამბოლში  კაცი მოკლა. იგი დაიჭირეს  და, როდესაც  უზენაესის  წინაშე  მოიყვანეს, შური  იძიეს,  კისერი  მოაჭრეს,  გვამი მამამისს – კანთემირს  ბანაკში  გაუგზავნეს.
მისმა აღმატებულება ფადიშაჰმა ასე იმსჯელა: თუმცა კანთემირი გაბედულებით  სახელოვანი,  არაერთი  სამსახურის  გამწევი  და, ამდენად,  კეთილმოქმედი  კაცია,  მაგრამ  ყირიმის  ხანებსა  და  ოსმალებს  შორის  არსებული  ძველი  მტრობა  იყო  ყოველთვის ჯანყის გაჩენის  გამომწვევი  მიზეზი.  იგი  თათართა  ტომებს  შორის  მუდამ წინააღმდეგობის   გაჩენისა  და   უთანხმოების  ჩამომგდები  იყო  და ახლაც  შველის  მოკვლის გამო  დამწუხრებული  და   აღელვებულია. უეჭველია,  რომ  თავის  გულში  ღვარძლი  აქვს.   გონივრული  იქნება, რომ  მასაც  სიცოცხლე  მოვუსპოთ,  რათა  თათრებში  არეულობა  და უშიშროება  მოისპოს,  ასე   განაცხადა  ერთ   დღეს.  ბოსტანჯი-ბაშის უბრძანეს  ამის შესახებ. იგი (ბოსტანჯი-ბაში) უსქუდარში  გადავიდა,  საფარის  თვის  მეთერთმეტე  დღეს327  კანთემირი  დაახრჩვეს და  იმ  ქვეყნად  გაისტუმრეს.
როდესაც  თათრებს  შორის  გავრცელდა  ხმა  კანთემირის  მოკვლის  შესახებ,  ნოღაელთა  ტომი  დამწუხრდა  და  დანაღვლიანდა, ხოლო  თათართა  ხანი  თავის  რჩეულებთან  ერთად  კმაყოფილი  და გახარებული  იყო.  მაგრამ  ოსმალთა  სახელმწიფოს  მითითებით  თათართა  ხანის  უდიდებულესობამ  ნოღაელთა  ტომებს  კეთილი  გული უჩვენა.  ცოტა  ხნის  შემდეგ  მათ შორის კეთილი ურთიერთობისა  და კავშირის  დასამყარებლად  ხელშეკრულებები  და  შეთანხმებები  დაიდო.  ნოღაელებმაც  თავიანთ  ძალმომრეობაზე  უარი  თქვეს  და  ხანის  სამსახურში  ყოფნასა  და  მორჩილებას  დათანხმდნენ.
ტ.  III,  გვ.   320–321
ურწმუნოთა  მიერ  აზოვის  ციხის  დაპყრობა 
უწინ  ჰისამ  გირეიმ  აზოვის  ციხის  მიდამოებში  მშვიდად  მყოფი ნოღაელი  თათრები,  სალაშქროდ  გაწვევის  საბაბით,  თავისი  ბოროტი  ზრახვების  შესასრულებლად შეკრიბა და   აქერმანის  მიდამოებში  მოიყვანა. რადგანაც  აზოვის  მიდამოები  დაცარიელებული იყო,  მოსკოვის  მეფის  დახმარებით  კაზაკი  ყაჩაღები  აიყარნენ  და აზოვის  ციხეს  ალყა  შემოარტყეს.  შიგ  მყოფი მუსლიმანები  შეებრძოლნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა წამებით მოკლეს, დანარჩენი დაატყვევეს.
ტ. III, გვ. 322
ირანელთა  ელჩის ჩამოსვლა
უწინ  ბაირამ  ფაშას  მოუხსენებია, რომ  შაჰისგან გამოემგზავრა მაქსუდ  ხანად  წოდებული  ელჩი,  რომელიც  რები ულ-ევველის  მეჩვიდმეტე  დღეს328  უსქუდარში  ჩამოვიდა.  ბრძანება  გაიცა,  რომ სტამბოლში  დაუდ  ფაშას  სასახლეში  გაეჩერებინათ.  იგი  მოვიდა და  ხელზე  ეამბორა  სულთანს.  რადგანაც  შაჰი, წერილში  თავისი  დანაშაულის  პატიებას  არ  ითხოვდა,  პასუხის  გაცემაზე  უარი  ითქვა და  ბაღდადს  გალაშქრება  გადაწყდა.  როგორც  კი  გაზაფხული  დადგა, სახელმწიფომ  მოამზადა  სათანადო  საჭურველი  და თვით  სულთანი  წავიდა  სალაშქროდ. 
ზემოხსენებული  ელჩი  დაუდ  ფაშას  სასახლეში  დაპატიმრებული  დატოვეს  ისე,   რომ  ფანჯრები  და  ყოველგვარი  ღია  ადგილი დახურეს  და   დაჭედეს.  არავის  პქონდა  შესვლისა   და   გამოსვლის შესაძლებლობა.  დაინიშნენ  მეთვალყურეები.
ამ დროს ალეპოს ეიალეთი უბოძეს სილაჰდარ ფაშას ქეთ-ხუდას მეჰმედ ფაშას, რომელიც ძალიან გამოცდილი კაცი იყო. ხუსრევ  ფაშას  დროს  ახალი  სასახლის  შესაკეთებლად  დანიშნული ჩიფთების  მფლობელ  ოსმან  აღას  ნაცვლად  სილაჰდარ  ფაშას  ქეთ-ხუდღა  დაინიშნა.  როდესაც  მეჰმედ  ფაშა  ალეპოსკენ  გაემართა, თურმე  ელჩმა  ორი  თავისი  კაცი  საიდუმლოდ  გააყოლა,  ლევენდი კიდევ  მასთან  ერთად  გაამგზავრა.  მეჰმედ  ფაშამ  გზაში  ის  ორი არამზადა  დაიჭირა,  დააპატიმრა, შეკოჭადა დატყვევებული  ფადიშაჰს  გაუგზავნა. ელჩის ასეთმა  ვერაგობამ  ფადიშაჰი განარისხა. რადგანაც  ელჩს სიკვდილით  ვერ დასჯიდა, დასაშინებლად  მისი თანმხლები  ორი  კაცი   ელჩის ადგილსამყოფელი   სასახლის  წინ ჯვარს აცვა,  ცხვირები და  ყურები მოაჭრა და  მათ მიერ მოტანილი წერილი ცხვირებზე ჩამოუკიდა. სამი დღე იყვნენ ამგვარად ჯვარცმულნი  და   დაიხოცნენ.  ელჩისთვის  ეს   დიდი  სასჯელი  იყო.
ტ.   III,  გვ.   322–323
ათასორმოცდარვა წლის329 ამბები 
ყიზილბაშთა  დამარცხება  ქენან  ფაშასთან  ბრძოლაში 
როდესაც  არზრუმის  ვალი  ვეზირ  ქენან  ფაშა  და   ახალციხის გამგებელი   სეფერ  ფაშამ330  ოსმალთა  სახელმწიფოს  მტერთა  იავარსაყოფად  დანიშნულ  თათართა  ლაშქართან  ერთად  ერევნისკენ გაემართნენ, ერევნის გამგებელი ქალბ ალი ხანი მრავალრიცხოვანი ლაშქრით  გამოვიდა,  მათ  დიდი  ბრძოლის  შემდეგ  ყიზილბაშთა ლაშქარი  დაამარცხეს.  მაგრამ  რადგანაც  ქალბ  ალი   ხანი  დაიჭრა, ისინი  პირდაპირ  ციხისკენ  გაიქცნენ.  ისლამის  ლაშქარი  მათ  უკან დაედევნა,  რამდენიმე  ასეულ  ყიზილბაშს  თავები  მოჭრეს  და   წამოიღეს.  არაერთი  სულთანი  [მხედართმთავარი]  და   უამრავი  ყიზილბაში  ცოცხლად  დაატყვევეს.  საკრავები  ბრძოლის  ველზე  დაყარეს,  გამარჯვება  და  ნადავლი  ერგოთ  წილად. ოთხასი  მოჭრილი თავით,  30   ტყვითა  და  სამახარობლო  წიგნით  ოსმალთა  სამეუფეო ბანაკში  მოვიდნენ.  შეჰრიზორის331 დასარბევად  წინათ  გაგზავნილი ჯარიც  რამდენიმე  მოენითა  და  უხვი  პროვიანტით  მოვიდა  და  გამარჯვების  ამბავი  მოიტანა,  ყველამ  ერთ  დღეს   ბაღდადის  ქვემოთ მოაღწია,  იგი  სიკეთის  მაუწყებლად  იქნა  მიჩნეული.
რეჯების  თვის  მერვე  დღეს332,  რომელიც ნოემბრის ხუთი  იყო, იმამ აზიმის  მახლობლად  დაბანაკდნენ  უსქუდარიდან  გამომგზავრების  დღიდან  აქამდე  მოვიდნენ  197  დღეში,  აქედან  66  დღე  ბანაკებში  იყვნენ  გაჩერებულნი.
ტ. III,  გვ. 361–362
ათას ორმოცდაცხრა  წლის333  ამბები 
დაზავებისა  და  ზავის  პირობების  აქტის  პირი 
ელჩმა  დაბეჯითებით  მოითხოვა  შაჰის  მიერ  დაკავებული  ზოგიერთი  ტერიტორიისა  და  ციხის  დაკავება,  მაგრამ  უზენაესმა  სარდალმა  სრულებით  არ  შეისმინა,  არ  დათანხმდა.  მათ  შორის დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ ამგვარად გადაწყვიტეს: ბაღდადის ვილაიეთიდან დაწყებული – ჰისანი,  ბედრე,  მენდელჯინი, დერნე,  დერთენქი, თასირ, მენელის  სახელწოდების   ადგილამდე,  მათ   შორის არსებული  მინდვრები,  ჯაფის  ტომის,  ზია  ედ-დინისა  და  ჰარვანის ტომების,  ზენჯირის  ციხის   დასავლეთ  მხარეზე  არსებული  სოფლები  და  შეჰრიზორის ახლოს – ზალიმ  ალის  ციხის  ზემოთ  მდებარე  მთები,  ზემოაღნიშნულ  ციხეს  რომ  გადასცქერის,  ის   მხარეები შეჰრიზორისკენ გამავალ უღელტეხილამდე, კიზილჯას ციხე და მისადმი  დაქვემდებარებული  ადგილები  სულთანმა  დაიკავოს.  ამას გარდა,  ახალციხეში,  ყარსში,  ვანში,  შეჰრიზორში,  ბაღდადში,  ბასრასა  და  სხვა  ადგილებში  არსებულ  ციხეებს,  ადგილებს,  ნაჰიეებს, მთებსა და გორაკებს არავითარ შემთხვევაში  ხელი  არ ახლოს  შაჰმა.   არავითარი  წინააღმდეგობის  გაწევა არ  იყოს.
მენდელჯიკიდან დერთენქემდე  არსებული ციხეები:  ბირე,  ზერდევექე,  ზუმრუდმავადად  სახელდებული,  ზენჯირის  ციხის  აღმოსავლეთ  მხარეს  მდებარე  სოფლები,  ციხეები,  ტყეები,  მათდამი დაქვემდებარებული მეჰრიბანი და აგრეთვე სხვა ადგილები შაჰმა დაიკავოს. ამ   ტერიტორიების  შიგნით  მდებარე  ადგილების  საქმეებში  სასულთნოს  მხარე  არ   ჩაერიოს.  ზენჯირის   ციხე,  რომელიც მთის   ციხეს   წარმოადგენს,  ვანის   საზღვარზე  მდებარე  კოთურის, მაჰურისა და ყარსის  მხარეში   მაღაზბერდის  სახელით  ცნობილი ციხეები  ორივე  მხარემ  დაანგრიოს,   ამით  გათავდა.
ტ.    III,   გვ.   430.
ლაშქრობის დასრულება და ისლამის ჯარის დაბრუნება
ამის   შემდეგ  ბაღდადის  ბეგლარ-ბეგ  დერვიშ   მეჰმედ  ფაშას ვეზირის  წოდება  მიენიჭა.  ერთი  დღის  შემდეგ  შაჰთან  ზემოაღნიშნული  წესით  დაწერილ  სიგელზე  ბეჭდის  დასასმელად  სამი  დღის ვადით  საელჩოს  კაცი  წავიდა.   მუჰარემის  ცხრამეტში334  მან  შაჰს სიგელზე  ბეჭედი  დაასმევინა,  მოვიდა  და  მეჰმედ  ყული  ბეგს, რომელიც  დედაქალაქში  უნდა  წასულიყო,  ჩააბარა,  იმ  ბანაკში  დიდ- ვეზირმა  ელჩებს  დიდი  წვეულება  მოუწყო.  მეორე  დღეს  სარუხანმაც   ბეგლარ-ბეგებს ნადიმი გაუმართა. ელჩებისადმი დიდი პატივისცემისა და კეთილი მოპყრობის  დამთავრების  შემდეგ  სარუხანი შაჰთან  წავიდა,  მეჰმედ  ყული  ბეგი  კი   სიგელის  სტამბოლში  გასაგზავნად  ბანაკში  დარჩა.
მეორე  დღეს  ის   რუმის  ქვეყანაში  დაბრუნების განზრახვით წავიდა  და  ჰურინის  ველზე  დაბანაკდა.  მდინარე  დიალეს  ალი  გეჩდიდად  წოდებული  გადასასვლელთან  დერვიშ  მეჰმედ  ფაშას  დაემშვიდობა და ბაღდადში გაემგზავრა. მუჰარემის ოცდამეხუთე დღეს335  ზემოხსენებულ  მდინარეზე  გადავიდა და გერგუქის  მხარისკენ  გაემართა.  მშვიდობიანობის  ჩამოგდების    მაცნედ  რეჯებ აღა  სტამბოლში  გაიგზავნა. გურჯი მეჰმედ ფაშას  ძმა – ჯაფარ  ფაშას  დელი  მაჰმუდ  ფალანგას  ახლოს  შეჰრიზორის  ეიალეთი ებოძა. საფარის  მეორე  დღე336  გერგუქის ახლოს, ერთ მთაზე, ამ (მეჰმედმა) გერგუქის ფაშა ციხეში გამოამწყვდია, რადგანაც  მასზე დიდი საჩივარი იყო. 
ეგვიპტის  ლაშქარს  თავისუფლება  მიეცა.  მეათე  დღეს  სამაქაში დაბანაკდნენ. რადგანაც  მდინარე  ზამის  ადიდების  დრო  იყო,  ნავებზე  მტკიცე  საყრდენები გააკეთეს და ოთხ-ხუთ  დღეში გადავიდნენ მეორე, ნაპირას, მეთხუთმეტე  დღეს  სარდალიც გადავიდა. იმ ბანაკში   დაჩაგრული და მძიმე პირობებში  მყოფი  აინთაბის337 ბეგი ოსმან  ფაშა დაიჭირეს  და  მისი  ქონება  სახელმწიფოს  ხაზინას  გადასცეს. სეიდ  ხანმა  თავისი  ქვეყნის  მართვა-გამგეობა  ერთ–ერთ  შვილს  უბოძა. საფარის ოცდაშვიდში338  მოსული გაიარეს. ძველ მოსულში რეჯებ-აღა მოვიდა და მოიტანა უზენაესი სიგელი, რომლის  მიხედვით  აშკარა  იყო,  რომ  ზავი  მისმა უდიდებულესობამ მოიწონა.
სამი ბანაკის გავლის შემდეგ ამ დაპყრობების სამახარობლოთი მოლდავეთსა და   რუმინეთში  მიმავალი  დიდვეზირის  მუთეფერიკაბაში  ბანაკში  მოვიდა. რადგანაც  მათ  გაიგეს  გზებზე   მომეტებული თავდასხმების   ამბავი,   იგი   მოკლეს.  რები   ულ-ევველის  თხუთმეტს339   დიარბექირს  დაბანაკდნენ.  გზაში   ალეპოს,  თრაბლუსის340, მარაშის341  ზაიმებსა  და   თიმარის  პატრონებს თავისუფლება მიანიჭეს.  შენიშნეს,  რომ  ირანის  შაჰის  მხარე  დაზავების  წინააღმდეგი იყო  და   კვლავ  მათზე   თავდასასხმელად  ერთხანს   დიარბექირში დასვენება   მიზანშეწონილად   მიიჩნიეს.   ბოლუქის  ხალხიდან342 ვისაც  სურს  თვის  დასაწყისში  თავისი ულუფა  აიღოს,  ვისაც  სურს წავიდესო  – ამის   ნებართვა   გაიცა.  ოცდამეოთხე   დღეს  სტამბოლიდან  კაცი  მოვიდა  და   მოიტანა ბაღდადის მცველის დერვიშ მეჰმედ ფაშას  ბარათი, რითაც გაიგეს, ანატოლიის  ეიალეთი  მირახორ  ჰუსეინ  აღას  მიეცესო,  თუმცა დიდვეზირ  გურჯი  მეჰმედ  ფაშას შეწყალება  უნდოდა  და  ერთ  თვეზე  მეტ ხანს  არ  გამოააშკარავა იგი.
რები  ულ-ახირის  დასაწყისში343  რუმელიის  ბეგლარ-ბეგ  ალი ფაშას  ეიალეთის  ლაშქრით  თავისუფლება  მისცეს.  ორი  დღის  შემდეგ ეგვიპტის  სარგო  მოვიდა.  მეორე  დღეს  ანატოლიის,  ყარამანიისა  და  სივასის ლაშქარსაც  თავისუფლება  ებოძა.  დელი  ბეგს მარაში  მიეცა  და  გერგუქის  დაცვა  დაევალა,  დიარბექირის  ჯარიდან ასი  კაცი  გააყოლეს.
ტ.   III,   გვ,   431–432
მეორე  ელჩის  ჩამოსვლა 
დიარბექირში ირანის შაჰისგან კვლავ მოვიდა ელჩი. ზავის საფუძვლების  განსამტკიცებლად  უწინ  ერევანში  დატყვევებული მურთაზა  ფაშას ქეთხუდა – ზულფიკარ  ქეთხუდა,  ურფიდან  წამოყვანილი  მიმი   ფაშა,   ჩილდირიდან  გადაყენებული  მურთაზა  ფაშა და  რამდენიმე  სანჯაყ-ბეგი,  სიფაჰი,  იანიჩარი  და  სხვა  ლაშქრიდან 200-მდე  კაცი  დიდვეზირის  ბანაკში   გაიგზავნა.   ელჩისადმი  მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება არ გამოუჩენიათ. ტყვეებს მათი მდგომარეობის  მიხედვით  სახარჯო  და ტანსაცმელი  უწყალობეს. აშთის  ტომის  გამგებელი ქურთი  ალი  და  მისი  აღმატებულება  ფადიშაჰი  ბაღდადში გაემგზავრნენ  როდესაც   მოდიოდა,  მან   მორჩილებისა  და   დაქვემდებარების  გამომხატველი  საჭირო  საქციელი არ  გამოამჟღავნა,  ამიტომ  ის   უბედური  ხელში  ადვილად  ჩაიგდეს და მოკლეს.  ასევე  აჯანყდა  ჰაქარის  გამგებელი  მირ  უმად ედ-დინიც. ამბოხების  დასაწყნარებლად  გაიგზავნა  ვანის  ბეგლარ-ბეგი  ჰასან ფაშა,  რომელმაც  ესენი  ჭკუაზე  მოიყვანა. სიფრთხილისათვის დიარბექირის ვალი აჰმედ ფაშა სერასქერად  დაინიშნა და  გარკვეული  რაოდენობის  ჯარით  მოსულის  დასაცავად  გაიგზავნა. 
ტ. III, გვ. 432–433 
ათას  ორმოცდაათი წლის344ამბები 
ირანის  ელჩის ჩამოსვლა 
რები  ულ-ევველის  თვის  მეშვიდე  დღეს345  ირანის  შაჰისგან  მუკანის   გამგებელი346,   იბრაჰიმ  ხანად   წოდებული,  ელჩად  მოვიდა და  ფადიშაჰს  აბლაკის  ჯიშის  ცხენები,  მოქარგული  აბრეშუმი,  ხალიჩები და  საუკეთესო  ირანული  საჩუქრები  ჩამოუტანა,  მშვიდობიანობისა  და   ზავის   შენარჩუნების,  ტახტზე  ასვლის  მილოცვის შემცველი  შაჰის  წერილი  გადასცა. ჯუმად  ალ-ევველის  თვეში347 რუმელიის  ყაზიასქერი  აბუ  საიდ  ეფენდი  გადააყენეს,  მის ადგილზე  მუაიდ  ეფენდი, ამ უკანასკნელის  ადგილას  კი სტამბოლიდან  გადაყენებული  აბდურაჰიმ  ეფენდი  მოვიდა.  თევფიქ-ხადე  ეფენდი ედირნეს  ყადი  გახდა. მოლა  ჩელები   გადააყენეს   სილისტრედან გადაყენებული  ბეშირ  ფაშა,  რომელიც  რუმელიის ბეგლარ-ბეგად ფილიბეში  იყო,  ამჯერად  გადამდგარი,  სტამბოლში  ჩავიდა  და  მარაშის  ეიალეთი  ებოძა.
რები ულ-ახირის მეხუთე დღეს348 ირანის ელჩი ფადიშაჰს ეახლა, ხელზე ეამბორა და საჩუქრები მიართვა. ღვთის განგებით იმ დღეს  საშინელი  ჭექა-ქუხილი  იყო.  სტამბოლმი  ბევრ  ადგილას მეხი  დაეცა  და  უზენაესის  კარის  წინ,  აია  სოფიის  მხარეს  მდებარე, ელჩის  ამალის  მაყურებლებით სავსე  ერთი  დიდი  გუმბათი,  რომელიც  ძველი  შენობათაგანი  იყო,  მიყენებული  დარტყმისაგან  დაინგრა  და  ათზე  მეტი  კაცი  დაიღუპა,  რამდენიმე  დაშავდა.  მას  შემდეგ,  რაც  ელჩი  ხელზე  ემთხვია,  დატყვევებული  ყიზილბაშებით იედი  კულეში  დაბრუნების  ნება  მიეცა.
ტ.  IV,  გვ.  4-5
ამირგუნეს  შვილის  მოკვლა 
ამ დროს უწინდელი  სულთნის  მურადის349 მიერ ერევნიდან მოყვანილი ამირგუნეს  შვილი,  რომელსაც ემირობა  ებოძა,  დივანში  იღებდა  მონაწილეობას,  მაგრამ  რადგანაც  მისი  დასწრება  მიზანშეწონილი არ იყო,  მოსპეს. ქაღათ ხანეში მის მიერ აშენებულ გულის  გამახარებელ და ლამაზ  სასახლეს ფადიშაჰის უდიდებულესობამ  წარწერები  გაუკეთა.  ამირგუნეს  შვილის  მკვლელობა  ირანის ელჩის  ვერაგობას  დააბრალეს.
ტ.    IV,    გვ. 5 
აზოვის  ვითარება
მუჰარემის  თვეში350 კაფუდან  სიავუშ  ფაშა ფლოტით  იანიჩართა  ქეთხუდა  ჰაიდარ   ალა-ზადესთან  ერთად  შავ ზღვაში  გავიდა და  აზოვის  ციხის  გასათავისუფლებლად  გაემგზავრა.   დავალების თანახმად,   ვეზირი  ჰუსეინ  ფაშა,   სილისტრეს  ლაშქართან  ერთად, თათართა ხანი  – ბაჰადირ   გირეი,   თათართა  ლაშქართან  ერთად, და  კაფას ფაშა – იუსუფ  ფაშა  გაერთიანდნენ და  აზოვის ციხეს ალყა შემოარტყეს.  ურწმუნოების  მიერ  შიგნიდან  გასროლილმა  ყუმბარამ   7000  მუსლიმი  ჰაერში  ატყორცნა.  ისინი   სარწმუნოებისთვის დაიხოცნენ.  ამის   შემდეგ  კიდევ   ერთი  ყუმბარა   გაისროლეს  და ურიცხვი  ხალხი  დაიღუპა.
მესამე  ღამეს  ურჯულოები   ციხიდან   გარეთ  გამოვიდნენ  და დიდი  ბრძოლა  გაიმართა.  რამდენიმე  კაცი ტყვედ   ჩავარდა.  ამის შემდეგ  ურჯულოთა  ყუმბარები  მოძებნეს.  ერთი  ყუმბარა  იპოვეს, მას დენთი  გამოაცალეს. შემდეგ  ყოველი მხრიდან სრული მონდომებით ალყა  შემოარტყეს  და ბრძოლა  გამართეს.  ორსავე  მხარეს უამრავი  ხალხი  დაიხოცა. 
ამ   დროს  შიგნიდან  ერთი  თათარი  გამოვიდა  და თქვა:  ციხეში ხუთი  ათასი  უჯრულოაო.  როგორც  კი ლაშქარში  ეს  ამბავი  გავრცელღა,  თქვეს:  ეს  გამოიწვევს  ხალხის  სიფხიზლის  მოდუნებას  და დაუძლურებასო  და  ის  პირი  გააძევეს.  ამის  შემდეგ  ჰუსეინ  აღამ ერთი  ყუმბარა  ისროლა  და  ურჯულოთა  გარე  სიმაგრე,  ხისგან  აგებული  კედელი, რომელიც მიწით იყო  სავსე, აფეთქდა. ურჯულოებმა ვერ  შეძლეს  ხანძრის  ჩაქრობა,  ერთი  დღე-ღამე  იწვოდა  და  მერე დაინგრა. ურჯულოები  სიმაგრისკენ გაიჭცნენ, თერთმეტი დღის განმავლობაში  ისლამის  ლაშქარს  დენთს  აყრიდნენ.  22  დღის  წინ იმ  გაუქმებულ  სიმაგრეებს  თავს  აფარებდნენ  და  იცავდნენ  ისინი, რომლებიც  კაფასა  და  დედაქალაქში  დენთის  გამოსათხოვნად  გაგზავნილ  კაცებს  ელოდნენ.  დედაქალაქში  არ  მოელოდნენ,  რომ  ასე გართულდებოდა  მდგომარეობა,  ამიტომ  დიდვეზირის  მიერ  ნაბრძანება  3000  ყანთარი  დენთის  ნაცვლად  1800  ყანთარი  გამოგზავნეს, ეყოფაო – თქვეს.  დედაქალაქიდან  დენთის   მიღების   შემდეგ  40 დღეს  არაფერი  აკლდათ,  დენთი  კასიმის  დღეს  მოვიდა.
სუსხიანი  ზამთარი  დადგა,  ამიტომ  უშედეგოდ, ციხის დაუპყრობლად  აიყარნენ  და  უკან  დაბრუნდნენ. თუმცა ციხე ვერ აიღეს, მაგრამ უღვთო რუსები „ჩაიკას“ ტიპის ნავების  გასაკეთებლად მოემზადნენ, შეკრიბეს საშენი მასალა. ციხის გარშემო მდგარი ხეებისგან  გაკეთებული  გარეუბანი მთლიანად  დაიწვა,  რამდენიმე  ათასი ურჯულოც  დაიღუპა.  ეს ბრძოლა  რომ არ ყოფილიყო, 200 ცალი „ჩაიკას“ ტიპის ნავი გაკეთდებოდა და შავი ზღვის სანაპირო  ნაგებობებზე  თავდასხმაც გადაწყდებოდა. იმ  დროს, როდესაც  სტამბოლიდან  დასახმარებლად  გაგზავნილმა  რამდენიმე  გემმა,  იანიჩრებმა, დენთმა  და  საჭურველმა  კაფას  მიაღწიეს,  ისლამის  ჯარი და ფლოტი დაბრუნებული იყო. ისინი  კაფაში დარჩნენ  დასაცავად  და  გამოსაზამთრებლად. 
ტ.   IV.   გვ.   5-7 
ხანის  შეცვლა
ყირიმის  ხანი  ბაჰადირ  გირეი  აზოვიდან  ავადმყოფი დაბრუნდა და გოზლევიეში  მოსვლისას  გარდაიცვალა.  შაბანის  თვეში351 მისი ადგილი  მის ძმას – მეჰმედ  გირეის  უბოძეს  და  ხმელეთით  გააგზავნეს.  შაბანის  თვეში  ფლოტი  შავი  ზღვით   მოვიდა.  ბოსფორთან საკმაოდ  დიდი  ქარიშხალი  გადაიტანეს და, როდესაც  არსენალში შესვლის  ნებართვა  მიეცათ,  შიშისა  და  ეჭვებისაგან  მთლიანად  განთავისუფლდნენ.  ბოლოს  მუფთი  იაჰია  ეფენდიმ  მის  აღმატებულება ფადიშაჰს  ნუგეში  სცა თქვა: ზოგიერთი  ლაშქრისათვის  დაპყრობა  და  გამარჯვება  ჩვეულებრივი   მოვლენაა.   მისი  უწმინდესობა  ჩვენი   წინასწარმეტყველის – იყოს  მასზე   ლოცვა  და  მშვიდობა ალაჰისა – დროსაც  ასე  იყოო.  თუმცა  აზოვის  დაპყრობა  მომავალი  წლისთვის  გადაიდო,  მაგრამ  ურჯულოებსაც  ძალიან  დიდი ბრძოლა  და   უბედურება  გადახდათ.  ფლოტის  შესასვლელად  ნებართვა  დაუყოვნებლივ  მიიღეს.  ამ   დროს  ფადიშაჰი   სტამბოლის ლამაზ  სასახლეში  იყო  და  ერთობოდა  მშვენიერ  ნაგებობებში  სანახაობის  ყურებით.
ჯარის   გამგზავრება  აზოვისკენ
ეგვიპტის  ეიალეთიდან  გადაყენებული  და   ზარაფხანის  ზედამხედველად  დანიშნული  რუსთემ  ფაშას   შთამომავალი  სულთან–ზადე  ვეზირ  მეჰმედ  ფაშა  ცნობილი  იყო  ახალგაზრდა  კაფუჯი-ბაშის  სახელწოდებით. მას  დაევალა  აზოვის  ასაღებად  რუსთა  წინააღმდეგ  ლაშქრობაში  მონაწილეობის  მიღება  და  იმ   მხარის  სარდლად  დაინიშნა.  ის  ზილ-კაადეს  მეოთხე  დღეს352  უზენაესის  ხელზე მთხვევით  გაბედნიერდა.  შიჰაბ  ეფენდი  ეგვიპტიდან  გადააყენეს  და მის  ნაცვლად  ყადი  ჰანეფი ეფენდი  იმ  დღეს  მასთან  ერთად  უზენაესს ხელზე  ემთხვია. ზილ-კაადეს  პირველის353  ქეთხუდა  ბეგი  ჰაიდარ  აღა-ზადე  გადააყენეს.  რადგანაც  ზაღირჯი  ჰუსეინ  აღა,  რომელიც  წინათ  ნასუჰ  ფაშა-ზადესთან  ერთად  კაფუჯი-ბაში  იყო,  იანიჩართა  ოჯახმა  რუმელიისაკენ  ლაშქრის  წასაყვანად  დანიშნა,  ესეც იმათთან  ერთად  წავიდა.  მას  ბევრი  იანიჩარი  ჰყავდა უსამართლოდ დახოცილი,  ამიტომ  სისხლიანი   ჩაუშის  ლაყაბი  ჰქონდა.  ქეთხუდა ბეგად  დაინიშნა.  ისიც  აზოვში  დანიშნეს.
ტ,    IV,    გვ.    8-9 
ათას   ორმოცდათორმეტი  წლის354 ამბები
კაზაკთა  გაქცევა  აზოვის  ციხიდან
სულთან-ზადე  მეჰმედ  ფაშა  გახდა  სარდალი, მოვიდა  და როდესაც  კაფას    საზღვრები  გაიარა, თათართა ხანიც ურიცხვი ლაშქრით  თავისი  ადგილიდან  აიყარა. დედაქალაქში  ხმა  გავრცელდა,  რომ  კაზაკებმა თავიანთი  ადგილსამყოფელი  დატოვეს, აზოვის ციხიდან  წავიდნენო.   დიდვეზირის აღმატებულებამ რეჯებ აღად წოდებული კაფუჯი-ბაში ამ ამბის  დასადასტურებლად  ჭენებით  იმ მხარეს  გაგზავნა. იგი   ხანს  ეახლა რამდენიმე  ასეული  თათართა ცხენოსნით  თვითონ  აზოვის  ქვემოთ  გააჭენა.
რეჯებ  აღას  განზრახული  ჰქონდა  მოენის  აყვანა,   ამიტომ  დილაადრიან  მოვიდა.  მათ  დაინახეს,  რომ  აზოვის  ციხის  შიდა  ნაწილს ერთი  მხრიდან  ცეცხლი  მოჰკიდებოდა  და  იწვოდა.  თურმე  წყეულ კაზაკებს მოსკოვის  მეფისგან  დახმარება  ვერ მიუღიათ,  ამიტომ, რადგან  იცოდნენ,  რომ  ოსმალეთის ლაშქრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძნელი  იყო, გაქცეულან და ერთი  მხრიდან  ცეცხლი  წაუკიდებიათ.  რეჯებ  აღამ  ციხე  ცარიელი  ნახა,  შევიდა  და  ალაჰის  მაღლით  მისი  ადვილად  აღება შესაძლებელი  შეიქმნა. ცეცხლი ჩააქრეს. დილას  ნამაზი იქაურ მეჩეთში შეასრულეს  და  შუადღემდე  დაისვენეს.   შუადღის  ლოცვა  ხალხთან  ერთად  აღავლინეს  და  200  კაცი სანდო  პირები  ციხეში  ჩააყენეს.  ხანი   გაახარეს.
ამის შემდეგ პატარა გემით სტამბოლს ისწრაფეს. როდესაც ჩავიდნენ, მისმა  აღმატებულებამ, ფადიშაჰმა ზემოხსენებულ  რეჯებ აღას  უხვი  წყალობა  და  ერთი  ქურქი  უბოძა,  ამასთან,  კაფუჯიების ქეთხუდას თანამდებობას  შეჰპირდა.  ვეზირმაც  6000  ყურუში  და ორი  ქურქი  მისცა. 
უწინ  ბოსნიაში  გარდაცვლილი  გალიპოლიელი  ალი ეფენდის შვილი დერვიშ  სანი  ყადად  ყოფნისას  მევლევი  გამხდარა.  „ამჟამად კაზაკთა  დახმარებით  აზოვი  დაპყრობილია  ადვილად“.  ეს  თარიღის შემცველი  სიტყეები  თქვა  და  დიდვეზირს  მიართვა, რომელმაც უპასუხა:  აზოვის  დაპყრობა  იმდენად  მნიშვნელოვანი  არ  არის,  რომ თარიღი  ლექსად  ვთქვათო,  მაგრამ  შენ  ცარიელს  არ  გაგაგზავნითო და  სანის  50  ყურუში  მისცა  ამ   თარიღთან  დაკავშირებით.
აზოვი  რომ  აიღეს,  კაფას  ბეგლარ-ბეგი  ისლამ  ფაშა,  რომელიც ძალიან  გაბედული  ვაჟკაცი  იყო,  მის   შესაკეთებლად  და  მცველად დაინიშნა.  რები  ულ-ახირის355  თვეში  ამ ქალაქში  მომხდარი  ამბებიდან  აღსანიშნავია,  რომ  რუმელიაში  ედირნესა  და  სალონიკს  შორის უამრავი  ყაჩაღი   იკრიბებოდა.  ცნობა  მოვიდა,   რომ  მათ   გზა   გადაუჭრიათ.  ამასთან  დაკავშირებით  ქვეყნის მეუფემ  ბრძანა: იანიჩართა ოჯახიდან გამოსული მონადირეთა  რაზმები, ჩვეულებრივად, სწრაფად  ამხედრებულიყვნენ  მსგავსი  წყეულების  გასადევნად.  ეს მონადირეები  ქვეითი   ჯარის   მეთაურთაგან  შემდგარი  საგანგებო რაზმების  ნაწილია.  მათი  მოვალეობაა  ფადიშაჰისათვის  სანადიროდ წასვლა  და  მისთვის  ჩვეული  სამსახურის  გაწევა.  ამათ  გარდა,  იყვნენ ოსმალეთის  კანონების შემდგენლები – განათლებული  კანონმდებლები.  მათ  ასეთი  კანონი  დაუწერიათ.   იანიჩართა  სხვა  ნაწილების  თითოეულ  ჯგუფში  4-5  კაცი  იანიჩართა  მონადირე  უნდა იყოსო,   რომლებიც  უზენაეს  დავთარში  სიის  მიხედვით  მონადირეებად  იყვნენ  აღრიცხულნი. ისინი ფადიშაჰს არ სცილდებოდნენ. ნადირობისას  ხიფათის  თავიდან  ასაცილებლად  ყოველთვის  მომზადებული  იყვნენ.  მოძალადეთა  დროს  დავთრისა  და  კანონის  ნორმები  ერთგვარად  დაირღვა, ამიტომ  იანიჩართა  კორპუსებში  გამოცალკევებულ   მონადირეებზე   არ  ზრუნავდნენ.   მათ ბაღდადის, აღრის, კანიჟესა  და  ბუდინის მსგავს შორეულ ქალაქებსა და შორეულ  სასაზღვრო ადგილებში  მორიგეებად  ანაწილებდნენ.
ამჯერად მონადირეების თავმოყრის მიზნით იანიჩართა ქათიბს356  ებრძანა  მონადირეთა  შეკრება.  როდესაც  იგი  მოვიდა,  აუწყა, რომ  მათი  სია  აქ არის,  მაგრამ  ისინი  მორიგეებად  გადაკარგულები  არიან  საზღვრებზე.  ამ დროს  ხმა   გავრცელდა,  რომ  წყეულმა ყაჩაღებმა  ქირქ  ქილისამდე  მიაღწიეს, ზოგიერთ ადგილს თავს  დაესხნენ  და  იავარჰყვეს.  აქაური  მცხოვრებნი  მოთქვამდნენ  და  დახმარებას  ითხოვდნენ,  ამიტომ  ედირნეს  ბოსტანჯი-ბაში  ბოსტანჯიებით და  სეკბან-ბაში  ჰაიდარ  აღა-ზადე  სეკბანებთან   ერთად  ზემოაღნიშნულ  ადგილს  გაემგზავრნენ.  უამრავი  წყეული დახოცეს  და  ოცამდე  შებორკილი  სტამბოლში  მოიყვანეს.
ჯუმად  ალ-ევველის  ოცდაორში357,  სამშაბათს,  შუა  დღის  შემდეგ  სტამბოლში  დიდი  მიწისძვრა  მოხდა. ამ წელს  ორი ცთომილი (პლანეტა) ერთმანეთს  მიუახლოვდა  თევზის  ზოდიაქში (თებერვლის  თვეს).
ჰაფიზ  ფაშამ  გაიგო,  რომ  სულთნის ქალიშვილის  ქმარმა  აჰმედ ფაშამ  შამის  მხარეში  ქეთხუდა  ბეგად  მყოფი  არნაუდ  ოღლის  სახელწოდებით  ცნობილი  აღა,  მისი  ქონების  სიხარბის  გამო,  მოკლა, იგი  (აჰმედ  ფაშა)  შამიდან  გადააყენეს  და  მის  ადგილას  დანიშნეს აჰმედ  ფაშა. როდესაც   აჰმედ   ფაშა  სტამბოლში   ჩამოვიდა,  დაიჭირეს   და  ქონება   ჩამოართვეს.  ჩერქეზ   აჰმედ   ფაშა   ყარსიდან  გადააყენეს  და  მისი  ადგილი  ჩერქეზ  დილავერ   ფაშას ებოძა.  ჯუმად   ალ-ევველის   თვეში358  ნაიბ    მეჰმედ   ეფენდი  გადააყენეს  და  კაბა  კულაკ-ზადე  კოჯა  მეჰმედ  ეფენდი  გახდა  სტამბოლის  ყადი.  ზინად  აბიდინ  ჩელები  ედირნედან  მოხსნეს  და   მის ადგილას დანიშნეს ავარა-ზადე მუსტაფა  ეფენდი. იავუზ-ზადე  ჩელები ბურსადან გადააყენეს და  ალეპოდან  10  წლის  წინ  გადამდგარი  ხვაჯე-ზადე  მასუდ  ჩელები  ბურსას  ყადი  გახდა. მაშინ როდესაც სხვებისგან  იღებდნენ  50–50  ათას   ახჩას,  მესუდ  ჩელების  გადაყენებასთან  დაკავშირებული სირთულეების გამო მისგან წყალობა არ აიღეს.  თანამდებობების  შესახებ  ეს  ბრძანება  შეიხ  ულ-ისლამმა თავისი  ხელით  უბოძა  მას.
ტ. IV, გვ. 15–17
ისლამ  ფაშას  მიერ  კაზაკთა ქვეყნის  დაპყრობა
ამბავი  მოვიდა,  რომ  ისლამ  ფაშამ,  რომელიც  აზოვის  დამცველი  იყო,  გამუდმებით  შავი  ზღვის  სანაპიროების  იავარმყოფელი  კაზაკი  ყაჩაღების  ადგილსამყოფელი  კუნძული  და  ჩერქეზ ქირმანისა და მუთაჯეს სახელწოდების სიმაგრეები ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო,  ხუთასამდე  მუსლიმანი  ტყვე  გაათავისუფლა და  მოსახლეობა  დაიმორჩილა. 
ტ.   IV,   გვ. 32–33
ათას  ორმოცდათოთხმეტი  წლის359  ამბები
თათარ  ხანის  ამბები
სელამეთ გირეის  შვილის ისლამ გირეის  ქეთხუდა სეფერ  აღა სტამბოლმი დაუკავშირდა ზოგიერთ სახელწიფო მოღვაწეს. რადგანაც  ის  ამრიგად  მოქმედებდა,  ხანის  თანამდებობა  ისლამ  გირეის  მისცეს.  მას  საპატიო  ხალათი  ჩააცვეს.  მისი  აღმატებულება დიდვეზირის  ჩარევის  გარეშე  უნებლიედ  გაჩუმდა.
საფარის  თვის  დასაწყისში360  კაფას  ფაშას  შვილი  თავისი  მამისა  და  თათართა  ხანის  წერილებით  მოვიდა.  მათი  შინაარსი  ასეთი იყო:   ისლამ  გირეი  სულთანმა  ყირიმის  ხალხს  შეატყობინა:  დღეს ან  ხვალ  ხანის  თანამდებობას  მივიღებ  და ჩამოვალო. ასეთი არასწორი  ცნობები  რომ  მიაწოდა,  ამიტომ  ხალხი  აღარ  მემორჩილება, ყოველ  დღე  არეულობაა.  ვიდრე  ზემოხსენებული  არ  იქნება  მოშორებული,  ჩვენთვის  ხანის  თანამდებობა  ძალიან  მძიმეა,  ამ   მხარეში არეულობა  თანდათანობით  ხშირდებაო.
იმისათვის,  რომ ხან-ზადე ისლამ გირეი როდოსში გადაესახლებინა, ღანი-ზადეს ქეთხუდა მაჰმუდ ჩაუში წინამძღოლად გააყოლეს, კავალე ბეგი ჯაყალე ოღლი ბეგი თავისი კატარღით გაამგზავრეს, სეფერ  აღაც  თან  წაიყვანეს.  მათ  სულთანიეს  ციხიდან  ისლამ გირეი  წაიყვანეს,  აღასგან  ქრთამის  აღების  გამო  ბალთაჯიების ქეთხუდაც361  ნავში  ჩასვეს  და  გადაასახლეს.
ტ.   IV,   გვ,   72–73
თათართა  ხანის  შეცვლა 
თათართა  ხანი   გადააყენეს,  მის ნაცვლად  როდოსში  გადასახლებული  ისლამ  გირეი  ხანი  დანიშნეს.  ეს   ამბავი   დაწვრილებით ასე  გადმოიცემა:  აღნიშნული  ისლამ  გირეი  განსვენებული სელამეთ გირეის  შვილი  იყო.  მისი  უფროსი  ძმა  ბაჰადირ  გირეი  ხანის  დროს მემკვიდრე  იყო.  უფრო  ადრე  პოლონეთისა და მოსკოვის ურჯულოებთან ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა,  პოლონეთის  მეფეს  იგია შვიდ წელიწადს  ერთ  ოთახში  ჰყავდა  დამწყვდეული. 
შემდეგ  პოლონეთის  მეფეს  ქაფირთა ტომთაგან  ძლიერი მტერი გამოუჩნდა. მეფე  მტერთან  შესაბმელად გაემართა. ზემოხსენებული ხან-ზადეც, თავისი მსახურებით თავის თანამგზავრებად გაიხადა.  მას  ცხენი  და  უარაღი  მისცა.  კეთილი  დაპირებებით  მხედრების  მზადება  და   თავშესაფრების  რიგების გამართვა დაიწყო. ხან-ზადემაც თანმხლები თათარი გულადებით  ვაჟკაცურად  შეუტია და  ომი  გამართა.  ჩინგიზ  ხანის  მამაცობას  რომ შეეფერებოდა,  იმაზე  მეტად  თანამიმდევრული  დარტყმებით  მტრის რიგებში დაბნეულობა შეიტანა. მეფის მტერი  დაამარცხეს.
როდესაც  მეფე  თავის  სატახტო  ქალაქში  ჩამოვიდა,  დაპირებისამებრ,  მისი  დიდი  მამაცობისა  და   გაბედულობის  გამო  ძალიან კმაყოფილმა,  ხან-ზადეს  მიმართა:   ჩემო  ხან-ზადევ!  ჩვენს  მტერს შესანიშნავად  დაარტყი  მახვილი,  ამის  შემდეგ  შენ გაგათავისუფლებ,  მაგრამ  საჭიროა,  რომ  სულთან  მურადს  ისე   მოახსენო  ჩემი ჯარისა  და  ძლიერების  შესახებ,  როგორც  შენ  დაინახეო,  და  გაათავისუფლა.  ხან-ზადე   გამოვიდა  და   იანბოლში   დადგა.  თავისი  ძმა, რომელიც  1040–50  წლებში362  ხანი  იყო,  მემკვიდრედ  გაიხადა. აზოვის  ლაშქრობებსა  და  მანსურის  ტომების  განადგურებაში  საგანგებო  სამსახური  გაუწია  ძმას.  შემდეგ, როდესაც  ბაჰადირ  გირეი გარდაიცვალა,  ხოლო  მუსტაფა  ფაშა  დიდვეზირი  გახდა,  უმცროსი ძმა   მეჰმედ   გირეი ხანად დანიშნეს. ზემოხსენებული სულთანიეს ციხეში გაგზავნა  და  ხაზინიდან   საჭურველი  და სახარჯო   დაუნიშნა,  რამდენიმე  წელიწადს  იქ   იყო  გაჩერებული.
იმ დროს ისტორიკოსი შარიჰ ულ  მენარ-ზადე363   რადგანაც ნაიბად  იყო,  შეიხ  ულ-ისლამ აბუ საიდ ეფენდისაგან არფალიქად ბოძებულგელიბოლიში364, თავისი მხლებლებით   სულთანიეს  ციხეში  მოვიდა  და  ხან-ზადეს  ესაუბრა.  მათ  შორის  მეგობრობა  დამყარდა  და  ჩინარლიქის  სახელწოდების  სააგარაკო  ადგილას  საუბარი  და წვეულებები  მოაწყო.  ურთიერთ  შორის  დაამყარეს  კეთილი დამოკიდებულება.  ვეზირ  სეფერ  აღას ამ  საუბრების  დროს  უთქვამს   რომ   სამართლიანობის მიხედვით ხანობა ზემოხსენებულ ხან-ხადეს ეკუთვნისო, მაგრამ კარა  მუსტაფა-ფაშამ ბოროტი ენების გამო ხანობა თავის უმცროს ძმას მისცა. რაკი უფროსი ძმა  ცოცხალია, უმცროსი ძმისთვის ტახტზე ჯდომა ჩინგიზის კანონს ეწინააღმდეგება. მაგრამ რა ექნათ, მბრძანებლობა გამარჯვებულს ეკუთვნისო – ასე გამოთქვამდა  სინანულს ვეზირ სეფერ  აღა. 
ხან-ზადემ რელიგიისა და მისი განდიდებული  სახელმწიფოსათვის  არაერთი  უბედურება  გადაიტანა,   პოლონელ  ურჯულოთა პატიმრობაში  ყოფნის შესახებ ყველაფერი  თქვა:  პოლონეთის  მეფემ  მე   ერთ ოთახში დამამწყვდია, მამაშენიც, სელამეთ გირეი, ამ სახლში  იყო  დამწყვდეულიო – მითხრეს. ეს ამბავი მოუყვა ისტორიკოსს. იმანაც ნუგეშისცემითა და კეთილი სურვილებით უთხრა: თქვენი მაღალღირსეული მამის დამწყვდევა ოთახში, დაპატიმრება ღვთის განგება ყოფილა. რაც  მოხდა უკვე,  იმის მომასწავებელია, რომ, მაღალმა ალაჰმა ინებოს, მამათქვენის ტახტს თქვენ  მიაღწევთო.
მისმა (ხან-ზადეს) ძმებმა განსვენებული ხანის წერილი და მისი სამეუფეო წიგნი  მოამზადეს  და  უჩვენეს. ყველანაირად  ჩანდა,  რომ  ეს  მისი  ხელნაწერი  იყო.  ისტორიკოსსაც  უჩვენეს.  იმანაც ეს  კეთილად  ახსნა  და  თქვა:  „დაკარგული  იუსუფი  კვლავ  დაბრუნდება  პალესტინაში,  ნუ  სწუხარო“.  ამის  თქმისა  არ  იყოს,  მან ახარა:  ახლო  მომავალში  ხანი  გახდებიო.  გაუხარდა,  ესიამოვნა, უხვი  საჩუქრები  უბოძა,  პატივი  სცა.  კარა  მუსტაფას  მკვლელობის შემდეგ  სეფერ  აღა  დედაქალაქში  ჩავიდა,  თავისი  საქმე  გააკეთა  და ხანის  თანამდებობა  აბოძებინა.
როდესაც  საპატიო  ხალათი  ჩაიცვა,  როგორც  ზემოთ  იყო  აღნიშნული,  კაფას  ფაშა,  ისლამ  ფაშას  შვილი,  ხანის წერილით  მოვიდა  და  თქვა:  ვიდრე  ისლამ  გირეი  როდოსში  არ  იქნება  გადასახლებული,  უსიამოვნებისგან   თავის  დახსნა   და   დამოუკიდებლად მთავრობის  შექმნა  ჩვენთვის  წარმოუდგენელიაო.  ამ    ცნობამ  სეფერ  აღას   საქმიანობა  ჩაშალა  და,   როგორც   უკვე   ზემოთ  იყო ნათქვამი,  ხან-ზადე  როდოსში  გადაასახლეს.
როდესაც  კაფას  ფაშა  ისლამ  ფაშა-ზადე  ჩერქეზთა  ქვეყანაზე თავდასხმების ბრალდებით  და კაფასადმი ძალმომრეობის გამოყენების დანაშაულით მოკლეს, ბოროტ განხრახველთა  ბრალდებით მეჰმედ  გირეიც  ხანის  თანამდებობიდან  გადააყენეს.  ზემოხსენებული  ისლამ  გირეი  კატარღით როდოსიდან  მოიყვანეს და ხანად  დანიშნეს, გადაყენებული  მეჰმედ გირეი მის    ადგილზე როდოსში გააგზავნეს,  ხარჯი  და  ყველაფერი,  რაც  საჭირო  იყო,  ხაზინიდან დაენიშნა...
„ტყვედ  იქმნა  ამირა  და  ეს   ალაჰისათვის  ადვილი  იყო.  ვინც ძმას ორმოს  გაუთხრის,  შიგ  ჩავარდება“,  ეს დადასტურდა. ახალი ხანი ისლამ გირეი ოსმალეთის სახელმწიფოს  კარიბჭესთან  მოვიდა, საპატიო  ხალათი  ჩაიცვა,  თვითონაც  ჰყვებოდა  ამ   ამბავს.
როდესაც  ხანი   სასახლეში  შევიდა,  მის   აღმატებულება  ფადიშაჰს  ერთი  აუზის  პირას  ოქრომკედით მოქარგულ  ბალიშზე  დაედო  თავი  და  გვერდზე  წამოწოლილიყო.  თავსაბურავით  უდარდელად  წამომჯდარიყო.  ხანი  ეამბორა  მიწას,  შემდეგ,  როდესაც  გაიმართა,  მისმა  აღმატებულება  ფადიშაჰი,  ოდნავადაც  არ   განძრეულა  და  არ   შეუცვლია  თავისი  მდგომარეობა,  წამოიწყო  ლაპარაკი: ჰეი,  ისლამ!  შენ  ხანად  გაგხადე,  აბა  შენ  იცი,  შენ  უნდა  იყო  ჩემი მეგობრის  მეგობარი  და   მტრის  მტერი.  როდესაც  მან   ეს   ბრძანა, ხანი   კვლავ  მიწას   ეამბორა,  წამოდგა  და   თქვა:   მაღალმა  ალაჰმა ჩემი   ბედნიერი  ხონთქრის  სიცოცხლე  ხიფათისაგან  დაიცვას.   თუ მაღალმა  ალაჰმა  ინება,   შენს  სამსახურში  უნაკლო  ვიქნებით,  თუ ჩემს  ხონთქარს  უბედურება  მოელის,  უმალ  მე   მომეწიოს. როდესაც  ასეთი  მადლიანი  პასუხი  გასცა, ფადიშაჰმა  კვლავ  უთხრა: ჩემი  ლოცვა  შენთან  ერთად  არის.  როგორც  შენ,    ისე   შენი  წინამორბედები  და  მამა-პაპა  ჩემი  მამისა  და  დიდი  მამა-პაპების პურითა და  მადლით  ხარობდნენ.  სიმართლით  უნდა  მემსახუროთ  და  გაფრთხილდეთ.  მე  დამიჯერე  და  სხვათა  სიტყვებს  ნუ  აჰყვები,  ძალიან ფრთხილად  იყავით,  როდესაც  ეს  ბრძანა,  ხანმა  მიუგო:  ჭეშმარიტებაა,  ჩვენ  ხონთქრის  პურითა  და  სიკეთით  ვართ  გაზრდილი და  მისი  მონები  ვართო.
ფადიშაჰმა  კვლავ  მიმართა:  რამდენი წლისა  ხარ  და  როგორი მხედარი  ხარო.  ხანმა  უპასუხა: ჩემო ფადიშაჰო, ზუსტად ორმოცი წლისა ვარ, მხედრობაც ახლა დავიწყე, შენს  სახელმწიფოში  კარგად  ვარ,   ჩემო  ფადიშაჰოო.  წადი  ახლა  და  აბა   შენ იცი,  როგორ გახდები  ჩემი მეგობრის  მეგობარი და  ჩემი მტრის მტერიო – ბრძანა  ფადიშაჰმა  და  მსახურებმა  სიასამურის  საპატიო  ბეწვი  დაიჭირეს,  ფადიშაჰმა  ნიშანი  მისცა  ჩააცვითო.  ხანი  მოვადა  და  საყელოზე  ემთხვია,  ჩაიცვა,  მოოჭვილი  ხმალი  მისცეს,  შემოარტყეს, მიწას  ემთხვია  და  გარეთ  გამოვიდა.  დიდვეზირი  მეჰმედ  ფაშაც  უკან გამოჰყვა.  როდესაც  მას   დიდვეზირმა  იქვე  უთხრა,  რომ  მისი  აღმატებულება  ფადიშაჰის  სიკეთეს  ნუ   გაუწევ  ანგარიშს,  შენ  მე   მიყურე,  სხვის  სიტყვას  ნუ   უგდებ  ყურსო. გაყოყოჩებულმა  დიდვეზირს  ასე   დაუწყო  ლაპარაკი:  რადგანაც  მე თათართა  ხანი   გამხადეთ,  ამის  შემდეგ  თქვენ  ყურადღება  მიაქციეთ  ჩემს  ნაწერს.  ზოგ ურჯულოსთან  ცუდი  ურთიერთობის  დამყარება   მომიხდა,  ზოგიერთ  ურჯულოსთან  ფარული  მტრობა  მაქვს,  ზოგთან  შერიგებული და  შეთანხმებული  ვარ,  ზოგზე  გაბრაზებული  ვარ,  მავანსა  და  მავანს  ამგვარად  ვექცევი.  იცოდეთ,  მე  რომ  წერილი  გამოგიგზავნეთ იმ  მხარეების  საქმეებზე,  ოსმალეთის  მხრიდან  მაღალი  აზრი  და ღონისძიებები  მიიღეთ.  საჭიროა  გესმოდეთ,  როგორ  ვიქცევი  მე. ვიცი,  ურჯულოებთან  მეგობრობა  არ  შეიძლება.  ამიერიდან  მათთან ჩვენს  ურთიერთობას  ხმალი  გადაწყვეტს.  მათთან  მეგობრობა  და მშვიდობიანობის  დამყარება  შეუძლებელიაო.  მრავალი  სიტყვა თქვა  ამაყად,  ამპარტავნულად  და უადგილოდ.  დიდვეზირმა  მეჰმედ ფაშამ  კი,  ცნობილმა  ვაჟკაცური  სიმტკიცით  მოკრძალებულად გასცა  პასუხი.  მან  მაშინვე  უთხრა:  ღმერთი  შეგეწიოს,  თქვენს  საქმეებში  კაცი  ვერ  გაერევაო  ღა  წავიდა.
ხანი  წავიდა  და   ყირიმის  ტახტზე  დაჯდა.  როდესაც  გოზლევიეში  მოვიდა,  ვეზირ  სეფერ  ღაზისა  და სხვა ქვეშევრდომთა  ცდუნებით გოზლევიეს  ემინ სულეიმან  ჩელები   უმიზეზოდ  მოკლა. ყოფილმა  ხანმა  მეჰმედ  გირეიმ  30000  ყურუში  დახარჯა  და  უზარმაზარი  ჯარი  შეკრიბა.  მას   განზრახული  ჰქონდა  მოსკოვში  წასვლა, მაგრამ  ამ   დროს  მისი  გადაყენების  ამბავი  მოვიდა  და  გამგზავრება   ჩაიშალა.
ტ.   IV,   გვ.  82–86 
კალმაკთა  გამოსვლა
გადმოიცემა  ზემოაღნიშნული  წლის  ამბები,  როდესაც  ყირიმში  ჯერ  კიდევ  მეჰმედ  გირეი  იბნ  სელამეთ  გირეი  თათართა  ხანი იყო.  კალმაკების  ტომი,  რომელიც  ველური  ტომის  მსგავსია, გამოჩნდა არენაზე. ისინი, 100000-მდე წყეული დედაკაცი და მამაკაცი,   ჯავშანწამოფარებული  და  მძვინვარე  გველეშაპები  არიან.  მათი ქალები მამაკაცებზე უფრო მეტად  იბრძვიან.  ისინი ხმარობენ გრძელ იარაღებს,  ისრისა  და  ხმლის  გარდა  სხვა  იარაღი  არ  იციან. 
ყირიმის  ხელყოფის განზრახვით  მდ. ითილის465 გადალახვის შემდეგ  ჩერქეზებზხე  გადიოდა  მათი   გზა.   ჩერქეზთა  მბრძანებლებს შორის  ძლიერი  პირია  ალაიუკი,  ყაბარდოელთა  ტომის  ბეგი, იგი ჰაკიშმაკსა  და  ანტონიკეზე  უფრო  დიდია. 10000  თოფის  მსროლელი  ჩერქეზით   მათი  გადასასვლელი  ხეობა  დაკეტა  და  დილიდან სამხრამდე   ტყვიას  ისროდა.  კალმაკები  არ   შეშინდნენ.  როდესაც ჩერქეზები  თავს  დაესხნენ.  დამპალი  ხეებივით  წაიქცნენ.  ამ   დროს ხანის  ქალიშვილისგან  დაბადებულ  თათარ  სულთანაშ  მირზას,  რომელიც  თათართა  ხანთაგან  ალაიუქ  ბეგის  დასახმარებლად  იყო  მოსული, შემთხვევით თავზე  ისარი მოახვედრეს  და მოკლეს. საზიზღარი კალმაკების  ბეგები,  წყეული  მოხუცების  დიდი  ნაწილი,  მოკლეს,  დანარჩენები  დამარცხებულნი  დაბრუნდნენ  და  თავიანთ  ქვეყანაში  წავიდნენ.  განსვენებელი  სულთანაშ  მირზა  ზორმ  ბეგის შვილია.
ტ.   IV,   გვ.   104 
ხანის  ამბები  ჩერქეზებთან 
ჩერქეზთა ტომის  ბეგი  ჰაკიშმაკ  ბეგი, რომელიც  ბაჰადირ გირეი ხანის  დროს  სხვა  ჩერქეზი  ბეგების  შემდეგ  მოვიდა,    ხანს  ეახლა. როდესაც  ბაჰადირ  გირეიმ  შერისხა,  მან  უთხრა:  ჩერქეზმა  ბეგებმა ჩემთან  ფიცი  დადეს  და პირობა  მომცეს,  რომ  შენთან  არ მოსულიყვნენ.  თვითონ  გატეხეს  ეს   ფიცი  და  მოვიდნენ,  მე   ჩემს  ფიცს  ვიცავდი  და  არ  მოვედი.  ისინი  ყველანი  მოვიდნენ,  მე   ფიცის  გამტეხი არა  ვარ,  ყველაზე  ბოლოს  მოვედიო.  მისი  ძმა  ანტონიკე  ბეგიც  მოვიდა,  საპატიო  ხალათი  ჩააცვეს  და  წავიდა.
ხანმა   ორმოცდაათამდე,  სეკბანით  თოფისმსროლელთა  აღა  რამაზან  აღა  ჰაკიშმაკს  და,  აგრეთვე,  თემურ  აღა – ანტონიკეს  აახლა და  გააგზავნა.  ხანმა  თავისი შვილი – უმცროსი ხან-ზადე – ანტონიკეს  გადასცა  და  ათაბაგად  დაუნიშნა.   ჰაკიშმაკი  ამ   საქმის  გამო ნაწყენი  იყო  და  თქვა:  რადგანაც  ათაბაგი  გახდა,  შეიძლება  ჩერქეზების  გამგებლობა მოლიანად  ანტონიკეს  მისცესო  და  ჯარი  დაძრა. თავის  ძმას  ანტონიკეს  თავს  დაესხა,  ბრძოლა  გაუმართა  და  იავარჰყო.  ანტონიკემ  ბაჰადირ  გირეი  ხანთან  იჩივლა.  ბაჰადირ   გირეი ხანმა  ისლამ  აღა  ერთი  რაზმი  თათართა  ჯარით  ჰაკიშმაკის  დასაჭერად  გაგზავნა.  ჰაკიშმაკი  აზოვის  ბეგ  სიავუშ  ფაშასთან  გაიქცა.  მან იგი  ზემოხსენებულ  ხანს   არ  გადასცა.  როდესაც  სიავუშ  ფაშამ  ჰაკიშმაკზე  ისლამ  აღას  მოახსენა,  განსვენებული  მუსტაფა  ფაშას  მითითებით  ბრძანება  იქნა გამოცემული. 
ჰაკიშმაკი  ბედნიერების  დედაქალაქში  გააგზავნეს,  ფადიშაჰის ხელზე  ამთხვევინეს.  სულთან  აჰმედ  ხანის  დროს  მისთვის  მიცემული  სიგელით  ჩერქეზთა  მფლობელობა  განაახლეს,  სიგელი  გაგზავნილ  იქნა,  ამასობაში  ბაჰადირ  გირეი  ხანი  გარდაიცვალა.  როდესაც მეჰმედ  გირეი  ხანი  გახდა, ვეზირი  მოაჭკვიანა,  აღას  შუამდგომლობით  მას   პატივისცემით  მოექცა  და  მიიმხრო.  მაგრამ  როდესაც ისლამ  გირეი  ხანი  მოვიდა,  ჰაკიშმაკი  ხანს  ეახლა,  რომ  თავისი  ძმისთვის – ანტონიკესათვის  დაესწრო  და  შური  ეძია.  ხანი  ყირიმიდან  დაიძრა  და  იგი  თავის  ვილაიეთში  წაიყვანა,  იქ  წვეულებასა  და პატივისცემას  აპირებდა.  რადგანაც  ანტონიკე  ჭკვიანი  იყო,  მან საიდუმლო  მოქმედება  დაიწყო.  იგი  ხანს  დაპირდა  თანადგომას, ქვეყნის  გონიერებიც  მის  მხარეზე  დადგნენ. 
ხანმა   ძმებს  შორის  უთანხმოების  მოსასპობად  ჰაკიშმაკი  მოკლა,  ჩერქეზთა  სამფლობელო  მთლიანად  ანტონიკეს  მისცა  და  ანტონიკეს რჩევით ჰაკიშმაკის ქვეყანას შეესია, უამრავი  ჩერქეზი დაატყვევა. ჩერქეზთა  მელიქის  ხელისუფლებას რომ გაუსწორდა, ანტონიკესგან  უამრავი  საჩუქარი მიიღო.
ამ   ხანებში  ამბავი  მოვიდა  კაფუდან  ბექირ  ფაშას  გარდაცვალების  შესახებ  რამაზანის   თვეში366 იანიჩართა   ქათიბი მეჰმედ ეფენდი  გადააყენეს  და მის  ნაცვლად  იანიჩართა  ეფენდი  გახდა არნაუდ მეჰმედ ეფენდი, რომელიც უწინ, სულთან  მურად  ხანის დროს, სილაჰდარობიდან  ალეპოს  ეიალეთში  გადაიყვანეს.  ბუნებრივი სიკვდილით  გარდაიცვალა.  ორჯერ  წმინდა  დამასკოს  ვალის თანამდებობაზე  მყოფი  ვეზირ  აჰმედ  ფაშა, რომელიც  ფატმა  სულთნის  მეუღლე  იყო, ისტანბულში ანგარიშგასაწევი  ვეზირი  იყო.
ათას ორმოცდათექვსმეტი  წლის367 ამბები 
თათართა  ხანის  ამბები  და  აზოვის  მხარე 
ადრე  იყო  გადმოცემული,  რომ  ამას  წინათ  ისლამ  გირეი  ხანი ყირიმის ხანი გახდა,     მეჰმედ გირეი  ხანი  გადააყენეს და  როდოსში  გაგზავნეს,  ისლამ   გირეი  ხანმა  გოზლევიეს ემირი  სულეიმან   ჩელები  და   ჩერქეზთა  ბეგი  ჰაკიშმაკი  მოკლა. შემდეგ  მათ დაუპირისპირდა  ვეზირად წოდებული მუინის  ქეთხუდა  სეფერ  აღა კაფუ კულუს  ჯართან ერთად.  როდესაც  მან  განიზრახა  მისი  მოკვლა,  ხანმა  სეფერ  ღაზი  აღა  დაიჭირა,  მაგრამ  იგი საპყრობილედან  გაიქცა და თათრებში  გაერია. რადგანაც  მან თათართა  ტომსა  და  ხანს  შორის  განხეთქილება  ჩამოაგდო,  ამიტომ  კაფუ კულუს  ჯარსა  და  კარა  თათართა  შორის  მტრობამ  იჩინა  თავი.  ბოლოს  ხანს  ალყა შემოარტყეს  და  მისი  მონობისაგან  განთავისუფლდნენ.
როდესაც  დაზავების  მომხრეებმა  მშვიდობიანობის  ჩამოგდება განიზრახეს,  სეფერ  ღაზის  შეუთვალეს:  თათართა  ტომთაგან  ხანის განსაკუთრებულ  მორჩილებაში  მყოფ  აღა  ოღლი  ელიას  აღას,  ამჟამინდელ  ვეზირ  რამაზანს,  მურთაზა  აღას,  მეიდან  ყული  ბეგს თუ ჩვენ  გვაძლევენ,  ჩაგვაბარონ, რათა ისინი ავკუწოთ და კვლავ ხანს დავმორჩილდეთო.  რადგანაც  მათი   მოთხოვნა  ეწინააღმდეგებოდა გონივრულ ღონისძიებას, ამის ნება არ მისცეს. მაშინ თათრები დამოუკიდებლად  შეიკრიბნენ,  ურწმუნოებს  თავს   დაესხნენ,   30000–ზე   მეტი  ტყვე  წამოასხეს,  ურის  უღელტეხილზე  გაჩერდნენ  და  აქ ყიდვა-გაყიდვა  დაიწყეს,  რის  შესახებაც  ცნობა  მიიღეს.  ამ  დროს მოსკოვის  ელჩი  მოვიდა.  ისინი  იუწყებოდნენ:  თათართა  ჯარმა  ჩვენი   ქვეყანა  იავარჰყო,  გაძარცვაო,  მათ  თათართა  ხანს    უჩივლეს.
ჯუმად  ალ-ევველის  შუა  რიცხვებში368 ჩრდილოეთიდან  სწორი ცნობა  მოვიდა,  რომ  მოსკოვის  მეფემ  80000-მდე  უღვთო  რუსი შეკრიბა  და განზრახული  აქვს   თავს   დაესხას  აზოვის  ციხესა  და თათართა  ხანსო.  ამის  განო  500   იანიჩარი    გამოიყვანეს,  სიფაჰთა და  სალაჰდართა  ბოლუქებიდანაც  500-500  კაცი  დანიშნა,  საზღვრების  დასაცავად  მთავარ  დავთარდარ  ვეზირ  სუსა  ფაშასთან  ერთად  ისინი  კატარღებში  ჩასვეს  და  გააგზავნეს.  ბრძანება  გამოვიდა ექვსი ბოლუქიდან ორი ბოლუქისა და  ათი იანიჩართა ოდას მეთაურობით სილისტრეს დასაცავად გაგზავნის შესახებ. ისინი თრაბლუსიდან გადაყენებულ ვეზირ ჰასან ფაშასთან ერთად  გაიგზავნენ.   თურმე  აზოვის  ციხის  წინააღმდეგ  მოსული  ურჯულოების  გასადევნად  უწინ  სახელოვანი ხანის სარდალთან ერთად  ურიცხვი ლაშქარი  გაუგზავნიათ.  ციხესთან  ახლომდებარე  ადგილებში ყოველი მხრიდან თავდასხმით  დაიწყეს  ბრძოლა, ალაჰის შემწეობით სარწმუნოების მტრები  გაფანტეს.  დასასრულ,  ისინი   გაიქცნენ  იმ მხარისაკენ, საიდანაც ხსნის  იმედი ჰქონდათ.  400-ზე  მეტი  ტყვე ჩაიგდეს და 800 კაცი ხმლით აკუწეს. როდესაც სახელოვანმა ხანმა ეს   მომხდარი  ამბავი  მოახსენა  ოსმალთა  სახელმწიფოს,  მისმა  ხელმწიფურმა  კეთილშობილებამ  სიფაჰიების აღა ჰამზა ფაშა-ზადეს ხელით ხანს  საპატიო  ხალათი  და მოოჭვილი  ხმალი  გაუგზავნა.
ამ   დროს  დუბროვნიკიდან  ავლონიაში  მოიტანეს  წერილი,  რომელშიც  იუწყებოდნენ,  რომ  28  სამხედრო  ნავით,  ორი  გემითა  და რამდენიმე  ხომალდით  დასამიწებელი  ურჯულოები  კოთურად  წოდებულ  ნაპირს  მიადგნენ,  რომელიც  მოჯანყე  არნაუდების  ქვეყანაა.   არნაუდთა  მოჯანყეებისთვის  50000  ყურუშის  მიცემით  ისინი ხმელეთიდან  და  ზღვიდან  რები  ულ-ევველის  თვეში369  ავლონიას მიადგნენ  და  აცნობეს,  რომ  განზრახული  აქვთ  თავდასხმა.  ავლონიის  ყადიმ – ვარდარმა  ბელგრადის ყადის წერილი  და  პეტიცია  გაუგზავნა,  თოფის  წამალსა  და  დახმარებას  ითხოვდა.  იმანაც  დედაქალაქში  გააგზავნა  და  ეს ვითარება  აცნობა. 
ტ, IV,  გვ. 224–226
ათას   ორმოცდათვრამეტი  წლის370  ამბები 
კაზაკთა  ამბები 
რები  ულ-ახირის დასაწყისში371 ყირიმის  ხანისგან  კაცი  მოვიდა,   უწინ  სარი ყამიშად  წოდებულ  ადგილებში  მცხოვრებნი  ოზის მდინარედ  წოდებულ  აკსუდან  ნავებით  შავ  ზღვაში  გავიდნენ.  სანაპირო ადგილები იავარჰყვეს და   დიდი  ვნება მიაყენეს. კაზაკთა ტომები, რომლებიც ხოტინის ლაშქრობაში ბანაკებში შევიდნენ და ისლამის  ჯართან  ბრძოლა  გამართეს,  აქამდე  პოლონეთის  მეფის მორჩილებაში  იყვნენ.  რადგანაც  მათ  ვენეცია  დაეხმარა, ახლა ერთი-ორი  წელია,  რაც  იმათმა  მეფემ  ზადრაში  გაგზავნა, მაგრამ ულუფა და პროვიანტი  არ  მისცა.  რადგანაც  მათ  წაუყენეს  ძალიან საყურადღებო  წინადადებები  და  მრავალგვარი  შეურაცხყოფა  მიაყენეს,  ზემოაღნიშნულმა  ტომმა პოლონეთისგან  პირი იქცია და მორჩილებაზე  წინააღმდეგობის  გაწევის  შემდეგ  ერთი-ორი თავკაცი – ბოიარები – ყირიმის  ხანთან  გაგზავნა. ამიერიდან  ჩვენ თქვენ  მიგენდობით, თქვენ  მიერ  წარმოებულ  ომებში  ისლამის  სარწმუნოებისათვის  მთელი  ჩვენი  არსებით  სამსახურს  გაგიწევთ.  ჩვენ პოლონელებთან  მთლიანად  გავწყვიტეთ  კავშირი,  ჩვენი  მძევლები ყველა  წამოვიყვანეთ  და  ზემოხსენებული  ხელშეკრულების  დადებას  გთხოვთო. 
ასეთი განცხადების შემდეგ წარჩინებულ ბოიარებს ხანმა დიდი პატივი სცა და  ყოველგვარი  პირობების  დაცვით  ხელშეკრულების დადების  შემდეგ  ვალდებულება  იკისრა,  რომ  პოლონეთის  წინააღმდეგ  მოსალოდნელ  ლაშქრობაში  დახმარებას  გაუწევდა,  თათართა ჯართან  ერთად  დიდ  თავდასხმებს  მოაწყობდა.  მოსულ  კაცს  მოახსენა, რომ  გადაწყვეტილია  უახლოეს  დროში  პოლონეთზე  გალაშქრებაო.
შემდეგ  თათართა  ხანი   ურჯულოებს  თავს  დაესხა.  ორმოცი ათასზე  მეტი  ტყვე  წამოასხა.  ურწმუნო  რუსთა  ციხეები  დაწვა  და გაანადგურა.  როდესაც  დიდ  ომს  აწარმოებდა,  მომხდარი  დაპყრობის  შესახებ  სამახარობლო  ამბით  მოსულ  ხანის  კაცს   დიდვეზირმა აჰმედ  ფაშამ  საპატიო  ხალათი  არ  ჩააცვა:  რუსი  ჩვენ  შეგვირიგდა, ხანი  რატომ  დაესხა  თავს?,  უთუოდ  ის  წამოყვანილ  ტყვეებს  აქეთ გამოაგზავნის, რათა დაზავების საფუძველზე  გავათავისუფლოთო და  საყვედურით  სავსე  ბრძანებითა  და წერილით  ხანის  კაფუ  ქეთხუდა372  ჯემშიდ  ჩაუში  კაფუჯი-ბაშისთან  ერთად  გააგზავნა.
ისინი წარსდგნენ ხანის წინაშე. როდესაც მას აცნობეს დიდვეზირის განრისხების ამბავი, ისლამ გირეი ხანს სრულებით არ შეუცვლია  ნირი. ისლამ   გირეიმ თქვა:  ჩვენ ფადიშაჰის მონები ვართ, რუსი ქაფირები მოჩვენებით მშვიდობაზე აცხადებენ პრეტენზიას. სინამდვილეში  ხელსაყრელი  შემთხვევის  გამონახვისთანავე   თავიანთი  ნავებით  გამოდიან  და ანატოლიის  სანაპიროებს  ანადგურებენ.  ამაზე   სულთნის  მთავრობას  მოახსენეს.  რამდენჯერმე მოგვმართეს,  აქ  ორი  ცარიელი  ციხეა  და  შიგ  თქვენ  ჩააყენეთ  ჯარისკაცები,  თავიანთ  სარგოს  კვლავ  ამ   სანაპიროების  თევზის  პროდუქტებიდან  მიიღებენო.  ასეთი  წინადადება  შემოგვთავაზეს,  მაგრამ  სათანადო  გულისხმიერება  არ  გამოიჩინეს.
ბოლოს უღვთო  რუსმა  ორივე  ციხე დაიპყრო  და მებრძოლი  კაზაკებით  გაავსო,  შემდეგ  კი ოცზე  მეტი  ციხე  გააშენა.  ამ  წელს,  კიდევ  თუ  შეძლეს, გადაწყვეტილი  აქვთ  აქერმანის  ვილაიეთის  მთლიანად   დაკავება და   მოლდავეთის  დასაკუთრება. ბოლოს  კაზაკთა 3000  ნავი  დაწვეს და ჩვენთვის გზის მაჩვენებლები  გახდნენ. როდესაც ჩვენ შეტევაზე გადავედით,  უსიტყვოდ 40000 კაზაკი დაგვმორჩილდა. მათი დიდი გეტმანებით ურიცხვი ურჯულო  დავატყვევეთ.  იმათი  პირობა  მხოლოდ  სიცრუე  იყო.  ღმერთმა  თუ  ინება,   ჩემი   სურვილი  ისაა, რომ რუსეთის  მეფეს, როგორც მოლდავეთისას  სასულთნოდან დავანიშნინებდიო, – დაასკვნა  ისლამ  გირეიმ.  ის უვიცი  კაფუჯი-ბაში  ეუბნება:  თქვენ  რატომ ამბობთ,  რომ თან  ჩვენ  ფადიშაჰის  მონები  ვართ  და  თან  მის  ნებას  არ  ვასრულებთო.  ამ   დროს  მას   პასუხი  გასცა  თათართა  ემირთაგან  ერთ-ერთმა მირზამ. ფადიშაჰს ამ ამბებზე არავითარი ცნობები არ ჰქონდა. ურჯულოთა  გაიძვერობა  და  სიცრუე  თქვენ  დაზავებად  გაქვთ  წარმოდგენილი,  იმ   წყეულებმა  კი ქვეყანა  დააქციეს.  აქ 100000-ზე მეტი  თათარია, რომლებიც  არც  მიწას  ამუშავებენ  და  არც  ვაჭრობენ.   თავდასხმები  რომ   არ  მოაწყონ, რით იცხოვრონო.  ახლაც მისი  აღმატებულება  სულთანი  50000  თათართა  ჯარით  სალაშქროდ წავიდა.   ფადიშაჰისადმი  მონობა  და  მეგობრობა   ეს   არისო.  ამის შემდეგ  ორივე  გემზე  ავიდა  და   [დედაქალაქს] დაბრუნდა.
ტ.   IV,   გვ.  285–287
შენიშვნები
1. ჰიჯრის  1008  წელი  ჩვენი    წელთაღრიცხვით  1599  წლის 24./II. იწყება და 1600  წლის  12.   VII.  ს.  თავდება.  ამ   წლის   ამბების    გადმოცემისას  მ.  ნაიმა გვიყვება  სიმონ  ქართლის  მეფის  დატყვევების  შესახებ.
2. ჯაფარ ფაშა  – ეს უნდა  იყოს  ის ჯაფარ  ფაშა,  რომელზედაც  სიჯილი ოსმანში შემდეგი  ცნობაა   მოცემული:  ჯაფარ   ფაშა   ირანის   მოსაზღვრე  ვილაიეთების  კარგ მცოდნედ ითვლებოდა.  988  (=1580--1581)  წელს ფეოდოსიის  ბეგის, ხოლო  9921   (=1582)  წელს  შირვანის  ვალის  თანამდებობა  მიიღო,  აქედან  თავრიზის  ბეგლარ-ბეგად  იქნა  გადაყვანილი  და  შემდეგში  ვეზირი  გახდა.  მოლდავეთის საბეგოს  ვილაიეთად რეორგანიზაციის  შემდეგ  იგი  მოლდავეთის  ვალის  თანამდებობაზე  დაინიშნა,  შემდეგ  კვლავ  თავრიზის ვალია. გარდაიცვალა  1009  (= 1600–1601)  წელს.   მართალია,  აქ   ჯაფარ  ფაშის  ვანის  ბეგლარ-ბეგობა  არ   ითხსენიება  მაგრამ,  ვფიქრობ,  „სიჯილის“  ავტორს  ეს   გარემოება  მხედველობიდან  გამორჩა.  ეს  მით უფრო  საფიქრებელია,  რომ  ჩვენს  ტექსტში  ის მეორეჯერ  მარტო  ვანის  ბეგლარ-ბეგად  კი   არა,   „თავრიზისა  და  ვანის  ბეგლარ-ბეგადაა“  მოხსენებული. 
3.  ქართველთა  მმართველი  სიმონი – ქართლის  მეფე  სიმონ I (1556–1569); (1578–1600),  გარდაიცვალა  სტამბოლში,  იედი-კულუში,  1611   წელს. 
4. ფირმანი – ხონთქრის  ბრძანებათა  და   გადაწყვეტილებათა  შემცველი  წერილობითი  საბუთი.
5. ალექსანდრე ხანი – იგულისხმება სიმონ მეფის ძმა  ალექსანდრე.
6. რები ულ-ევველი – 1008   წლის რები   ულ-ევველის   თეე მოდის  1599 წლის 21. IX-დან, 20. X-მდე. ქართული წყაროების მიხედვითაც  სიმონმა  გორის ციხე  1599  წელს  აიღო  (იხ.  ერისთავიანთ  „დაუჯდომელი“,  19,  და  ქრ”ბი,  II, 431.  ვიმოწმებ  ივ.  ჯავახიშვილის  მიხედვით:  ქართველი  ერის  ისტორა.  IV,  280-- 281)  და  სტამბოლშიც  ამავე  წლის  IX-X-ში  უნდა  იყოს  გამგზავრებული,  თუ ეს ასეა,  ქათიბ  ჩელების  ეს  ამბავი  რომ  1009  (=1600)  წლის  ქვეშ  აქვს  აღწერილი სწორი  არ  უნდა  იყოს. 
7.  იედი  კულე – იედიკულე   (ქართულად  ზოგჯერ  იედიყულა)  –  თურქულად   (იედი)   შვიდი  და  არაბ.-თურქ.  კულე  კოშკი. ვინაიდან  სიმონ  ქართლის  მეფემ,  რომლის  მეთაურობით  ქართველი ხალხი  42   წელიწადს  ღირსეულად  იცავდა  დამოუკიდებლობისა  და   ეროვნული თავისუფლების  დროშას  ირანისა  თუ  ოსმალეთის  მოძალადეებისაგან,  ამ   ციხეში  დაამთავრა  თავისი  უკანასკნელი  წლები,  საჭიროდ  მიმაჩნია ამ    ციხის  შესახებ  მოვიტანო  აქ    ზოგიერთი  ცნობა. ბიზანტიის  დროიდან  ქალაქ  სტამბოლს შემოვლებული  ჰქონდა  მაღალი  ციხე-გალავანი,  რომლის ნაშთები ახლაც  არის  და რომელზედაც  ადგილ-ადგილ  გაშენებული  იყო  გამაგრებული  კოშკები.  მარმარილოს ზღვის მხარეზე,  სტამბოლის  გამაგრებულ ადგილთან  XI-XII  საუკუნეებში გაშენებული  იყო 5 კოშკი,  რომელიც  მაშინ „ხუთი  კოშკად“  იყო ცნობილი. სტამბოლის  აღების  შემდეგ  სულთან  მეჰმედ  II-ის  დროს  აქვე  გაშენდა  კიდევ  ორი კოშკი  და ამიერიდან  მას  და  სტამბოლის  ამ  რაიონს იედიკულე-იედიყულა (შვიდი კოშკი)  დაერქვა. 
ოსმალთა  ხელში იედიყულა ომიანობის დროს სათანადო მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა  ელჩების  საპყრობილედ გადაიქცა. სიკვდილით დასასჯელი ვეზირები  და მაღალი  თანამდებობის  ჰირებიც  აქ  მოყავდათ  ხოლმე.  სიკვდილით  დასჯის  ადგილი იმპერატორ  ფეოდოსის  მიერ  გაშენებული  თაღის  მარცხენა  მხარეზე  მდებარე  მარმარილოს  კოშკი  იყო.  სიკვდილმისჯილებს  ჩააგდებდნენ  ხოლმე  ბნელ  დილეგში.  დასჯილთა  თავებს  ყრიდნენ  ქვის  სახურავიან  ჭაში,  რომელსაც  სისხლის  ჭას  ეძახდნენ.
როდესაც  1768  წელს  რუსეთ-თურქეთის  პირველი  ომი  გამოცხადდა,   დიდვეზირმა  ჰამზა  ფაშამ  რუსეთის  ელჩი  ობრეზკოვი  და  მისი  ცხრა  თანამშრომელი დაამწყვდია  არა  კოშკში  ჩვეულებრივად,  არამედ  დილეგში,  სადაც  ელჩი  მძიმე  ავად  გახდა.  დილეგიდან  ელჩი მხოლოდ  დიპლომატიური კორპუსის  ჩარევის შედეგად  გამოიყვანეს.  1806  წელს რუსეთ-თურქეთის  ომის  დროს  რუსეთის ელჩი  იედიყულაში  იგზავნებოდა,  მაგრამ   ხოთნქრის  სასახლესთან  ძლიერ  დაახლოებული  საფრანგეთის ელჩის  სებასტიანის შუამდგომლობით  ელჩს  რუსეთში  წასვლის  ნება  დართეს.  ამის შემდეგ  ელჩები  საერთოდ  იედიყელაში  არ  დაუმწყვდევიათ.  იედიყულაში  იყო  დამწყვეული  და შემდეგ  1622  წელს   სიკვდილით   დასჯილი   სულთანი ოსმან  II. ამ ციხეში დაასრულა მოღვაწეობა აგრეთვე ვლახეთის მთავარმა კონსტანტინ ბრინკოვიანუმ (1688–1714), რომელიც რუსებისადმი მიმხრობის გამო სულთანმა აჰმედ III-მ დააპატიმრებინა და შემდეგ ვაჟებთან ერთად სიკვდილით დასაჯა. 1830-იანი წლებიდან აქ საპყრობილე გაუქმდა. 1895 წელს იუდიყულე მუზეუმად გადაკეთდა.
8.  სულთან აჰმედი – აჰმედ  I, რომელიც  1603–1617  წლებში  სულთნობდა. 
9.   დედანში  ნათქვამი:  თუმც  საქმე   წამივიდა  ცხენისა   და   აქლემის  ტვირთის  სიმძიმით“. 
10.  ჰექიმ ჩელები  – შესაძლებელია  ეს   იყოს  ის   ჰექიმ  ჩელები, რომელზედაც  სიჯილ ოსმანიში  წერია,  რომ  ის „ებჰერელია,  მეჰმედ  ფაშის მასწავლებელი  და  სულთან  მურად  III-ის  თანამედროვე (1574–1595)“. 
11. ათას  ცხრა  წლის  ამბავი –  ჰიჯრის  1009  წელი  ხვდება  ჩვენი  წელთაღრიცხვის  1600  წლის  13.   VII-დან  1601  წლის 1. VII-მდე. 
12.   ეს   ცნობა  მ.  ნაიმას  „ისტორიის“  გამოცემებში  არ  არის  შეტანილი,  ხელნაწერიდან  თარგმნა  აკად.  ს. ჯიქიამ.  ნ.  ნაიმას  მიერ  აქ   დასახელებული  „ფეზლექე“  XVII  საუკუნის  ცნობილი  თურქი  ისტორიკოსისა  და  გეოგრაფის ქათიბ  ჩელების  („ჰაჯი  კალფას“)  (1609–1657)  თხზულებაა,  რომელშიც  1592–1654  წლების ამბებია აღწერილი. 
13. ათას  თორმეტი  წლის ამბავი – ჰიჯრის  1012  წელი  ხედება  ჩვენი  წელთაღრიცხვის  1603  წლის  II.   VI-დან  1604  წლის  29.   V-მდე. 
14.  ღაზი  გირეი   ხანი  – ყირიმის  თათართა  ხანი   ღაზი    გირეი  ხან  (ბორა) 1588–1594, მეორეჯერ  1594-1608  წწ.
15.   საათჩი  ჰასან ფაშა – მის  შესახებ  ოსმალო  სახელმწიფო  მოხელეთა  ბიოგრაფიულ  კრებულში  საკმაოდ   დაწვრილებითაა   გადმოცემული.  იქ    ნათქვამია: მეტსახელი  საათჩი,   სულთნის   სასახლეში   დაწინაურებით    სამეფო   ჩოხადარი (სასახლეში  სულთნის  სასამოსლო  ნაწილის   თანამშრომელი)  გახდა.   992   წლის შაბანის  თვეში  (=1584  წ.    8.    VIII– 5,   IX)   მეორე  მირახორად  დაინიშნა,  997 წ.  (1588-1589)  პირველი  მირახორობა  მიიღო,  999  წლის  მუჰარემისს  თვეში =1590  წ.    30   X-29.  XI)   იანიჩართა  აღას   თანამდებობაზე   დანიშნეს,   იმავე წლის  რები  ულ-ევველის  თვეში  (1590  წ.  28. XII–1591  წ.   26.   1.)    რუმელიის ბეგლარ-ბეგი  გახდა.  სამსახურიდან  გადაყენების  შემდეგ  1001   წ.   (=1592–1593) დირბექირის  ვალის   თანამდებობა   დაიკავა. 1002   წ. (=1593.1594)  სამსახურიდან   გადაყენების   შემდეგ   ვეზირი   გახდა  კუბენიშინის   რანგით.   1010  წ. (= 1601–1602)  დაინიშნა  დიდვეზირის  მოადგილედ.  რადგანაც  მის  დროს ტრაპიზონიდან  არასასიამოვნო  ამბები  მოდიოდა,  1011  წ.  (=16021601)  სამსახურიდან  გაათავისუფლეს  და  ტრაპიზონში  გადაიყვანეს.  1012  წელს  (=16031604)  დაინიშნა  არზრუმის  (მხარეში)  მთავარსარდლად.  ამავე  წლის  დასასრულს (=1604  წ.    IV-V.)   გარდაიცვალა.
16.    სელამეთ გირეი  – ყირიმის   თათართა    ხანი   სელამეთ   გირეი   ხან   I (1608–1610) 
17.  მეჰმედ  გირეი – უფლისწული,  შემდეგში  ყირიმის  თათართა  ხანი  მეჰმედ გირეი  ხანი   III   (1622–1627)
18.  შაჰინ  გირეი  –  იგი  ყირიმის  თათართა  ხანი  არ  გამხდარა,  იგი  არცაა  შეყვანილი  ყირიმის  ხანების  გენეალოგიურ  ნუსხაში,  არც  უფლისწულებთანაა მოხსენებული.
19. რუმელია – ოსმალეთის  იმპერიის   ევროპული  ნაწილი,   ევროპულ  ნაწილში  იყო  რუმელიის  სახელწოდების  ვილაიეთიც.
20. ანატოლია  – ოსმალეთის  იმპერიის  აზიური  ნაწილი. 
21.  დელი  ჰასანი – 1599–1603  წლებში  ანატოლიაში  გლეხთა  აჯანკების  ერთ-ერთი მეთაური.
22. რები  ულ-ახირის  ბოლო –  1603  წლის  ოქტომბრის  პირველი  რიცხვები.
23.  დავთარდარი – ოსმალეთის  იმპერიის  საფინანსო  საქმეების  განმგებელი. ქვეყნის  ყოველგვარ   საფინანსო   საქმეებს   პირეელ   ხანებში  ერთი    დავთარდარი  განაგებდა  ოსმალეთის  იმპერიის  ტერიტორიულ  ზრდასთან  ეროად  შემოიღეს  ჯერ  რუმელიისა  და  ანატოლიის   დავთარდარების თანამდებობა, XVI ს-ის. დასაწყისიდან  კი ალეპოს  დავთარდარის  თანამდებობაც  გაჩნდა, XVI ს-ის მიწურულისათვის  ყოველ  ვილაიეთს  თავისი   დავთარდღარი ყავდა და ადგილზევე, აწარმოებდა საფინანსო საქმეებს, ცალკეული ვილაიეთების დავთარდარებს  ხელმძღვანელობდა  ბაშ-დავთარდარი,  რომელიც  უშუალოდ  დიდვეზირს  ექვემდებარებოდა  და  სახელმწიფო  ხაზინასაც  განაგებდა. 
24.   ფეჩოი,   სიგეთვარი,  კობანი, მოჰაჯი – უნგრეთის  ქალქებია.
25.  შაჰ აბასი – იგულისხმება  სეფიანთა  ირანის  მეთაური  შაჰ  აბას I (1587-1629)  თითქმის  მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე შაჰ აბას I სისხლისმღვრელ ომებს აწარმოებდა  ოსმალეთის  იმპერიასთან.  ამ   ომების  ასპარეზი  ამიერკავკასიის  ქვეკნები  იყო,  რის  შედეგადაც  განადგურდა  ადგილობრივი  მოსახლეობა,   ეკონომიკა,  კულტურა  და  სხვ.  შაჰ  აბას I ამ   ომებით  ცდილობდა  დაებრუნებინა ის ტერიტორიები,  რომელიც  მისმა   წინაპრებმა  ოსმალეთს  დაუთმეს,  ამასთანავე  ისწრაფოდა  ქვეყნის  ტერიტორიული  გაფართოებისაკენ.  შაჰ  აბას I ქვეყნის  შიგნით  მთელი  რიგი  რეფორმები  გაატარა  და  განამტკიცა  ირანის  სახელმწიფო  ხელისუფლება.  მის  დროს  ირანი  საკმაოდ  დაწინაურდა  როგორც  ეკონომიკურად,  ასევე  პოლიტიკურად  და  მნიშვნელოვან  როლს  ასრულებდა  მახლობელ  აღმოსავლეთსა  და  ამიერკავკასიის  ქვეყნებში. 
26. სალმასი – ირანის  აზერბაიჯანის  ქალაქი  ურმიის  ტბის  აუზში. 
27. ფადიშაპი – იგულისხმება  ოსმალეთის  იმჰერიის   სულთანი  მეჰმედ   III. 
28. ქეთხუდა – მამასახლისი,  მოურავი. სასახლის, სახელმწიფო დაწესებულებების  და  სხვადასხვა  სახეობის  ჯარების  მეთაურთა  მოადგილეები,  რომლებსაც  ძირითადად  სამეურნეო  საქმიანობა  ევალებოდათ  (ხაზინის ქეთხუდა,  გემსაშენის ქეთხუდა, დავთრის ქეთხუდა,  ჩაუშების ქეთხუდა). მ.ზ. ფაქალინის განმარტებით, ქეთხუდა იყო დიდი სახელმწიფო  მოხელეების საქმეების შემსრულებელი პირების  სახელწოდება,  მათ  ხალხში  „ქაჰიასაც“  ეძახდნენ.  ა.   ს.  ტვერიტინოვას  განმარტებით,  ქეთხუდა  იყო  სიფაჰიებისა  და  იანიჩრების ოფიცრების წოდება. 
29. სალარი – იგივე  სიფაჰსალარი.  სპასალარი,   სარდალი.   ამ   შემთხვევაშიც იგულისხმება  ოსმალთა  ლაშქრის  სარდალი.
30.  რები ულ-ევველის  შუა  რიცხვები –  1603 წლის  აგვისტოს  მეორე  ნახევარი: 81   კარნიარუქის  ციხე – ციხე-სიმაგრე  ვანის   ტბის  აუზში.
32.  ისლამის  ჯარი – ამ შემთხვევაში  მ. ნაიმა  გულისხმობს  ოსმალეთის  ლაშქარს. 
33.  ხორასანი  –   მნიშვნელოვანი ისტორიული  ქალაქი  მცირე  აზეაში.
34.  ქურთი ღაზი  ბეგი – იგულისხმება  ქურთისტანის  ერთ-ერთი  პროვინციის, სალმასის  განმგებელი  ემირი,  რომელიც  განუდგა  ოსმალო  სულთანს,  თავი შეავედრა შაჰ  აბას  I-ს  და  მოუწოდა  გაელაშქრა  ოსმალეთის  წინააღმდეგ.  ქურთი  ღაზი  ბეგის მორჩილება  შაჰ  აბას  I-სადმი  და  მისი წაქეზება ოსმალების წინააღმდეგ  გახდა საფუძველი 1603 წლის გაზაფხულზე  დაწყებული ირან-ოსმალეთის  ომისა.
35. მულქი მოურისი – პროფ.  ვ. გაბაშვილის  გამოკვლევით,  „მულქი  მოურისი   ეწოდებოდა  გარკვეულ  პოლიტიკურ  ტერიტორიულ  ერთეულს,  რომლის სათავეში  ესა  თუ  ის  დინასტია იდგა. ამ შედგენილი ტერმინით აღინიშნებოდა გარკვეულ დინასტიერ  მფლობელობასთან  დაკავშირებული  გარკვეული  ტერიტორია. ამას   მოწმობენ მულქი  მოურისის  პარალელურად  ნახმარი  გამოთქმები: „სამკვიდრო  სახელმწიფო“, „სამკვიდრო  ქვეყანა“,  მულქი  მოურისი  ეწოდებოდა არა მარტო  მემკვიდრე  მთავრის  ქვეყანას,  არამედ  თვითონ  ირანის  შაჰის  სახელმწიფოს შემადგენელ  ნაწილებსაც.
36. ზემოხსენებული  წლის  რები  ულ-ახირის  მე-19 დღე – 1603 წლის 24 ნოემბერი. 
37.  თულენგი  და გოქ-დოლაქი  – მ. ნაიმას  მიხედვით,  თულენგები  და  გოქ-დოლაქები  რომელიღაც  ტომის  სახელია.  გოქ-დოლაქებს  იხსენიებს  ევლია  ჩელებიც.  XVII  საუკუნის  შუა  წლებისათვის,  ევლიას  გადმოცემით,  „საქართველოში, თეიმურაზ  ხანის  სამფლობელოს  ფარგლებში,  თბილისის  ხანისადმი  დაქვემდებარებული  დიდი  სოფელია,  მისი  ქვეშევრდომები  ქართველი  აზნაურები,  სომხები და  გოქ-დოლაქები არიან. გ. ფუთურიძის  აზრითაც, გოქ-დოლაქები რომელიღაც ტომის სახელი უნდა  იყოს.  „მოგზაურობის  წიგნის“ გადმოთურქულებულ  გამოცემაში  გამომცემელს  სპარსელების  ეპითეტად  აქვს გაგებული – „გოქ-დოლაქი  სპარსელები“  (ნაცვლად  – „გოქ-დოლაქები,  სპარსელები“,  გვ.  209).  ამ  შემთხვევაში  უნდა  გავიგოთ  ასე:  „ქოქდამხობილი“,  „ქოქგამწყრალი“.
38.  არდებილი – ირანის  აზერბაიჯანის  ერთ-ერთი  ქალაქი,  რომელიც  თავრიზიდან აღმოსავლეთით  210  კმ-ზე  მდებარეობს.
39. სუფიანი – მდებარეობს  სამხრეთ   აზერბაიჯანში,  მარანდსა  და თავრიზს  შორის. 
40. სერასქერი – ოსმალეთის  იმპერიის   მთელი   შეიარაღებული   ძალების მთავარსარდალი.
41. ალი ფაშა – ოსმალო  სახელმწიფო მოღვაწეთა  ბიოგრაფიულ   კრებულის მიხედვით  მისი მეტსახელი  იყო  ლალა.  იგი   ჯერ  იანიჩართა  ქათიბი  იყო,   შემდეგში  სიფაჰიების აღა   გახდა.  1585  წელს  დაინიშნა  სულთან  მეჰმედ  1II-ის  (1595-1603)  ლალად, მისი  უფლისწულობის  პერიოდში  (ლალა  იყო  თანამდებობა – შაჰებისა  და  ფადიშმაჰების  შვილების  აღმზრდელი),  მეჰმედ   III   როგორც  კი ავიდა    ტახტზე,  მან პირველი  მირახორის  თანამდებობა  მიიღო,  შემდეგი  კი   ნახიჩევნისა  და  თავრიზის ბეგლარ-ბეგი  გახდა.  1012.  წ   (1603-1604)  ირანის  წინააღმდეგ  ლაშქრობას მეთაურობდა,  პირველ  ხანებში  წარმატებებს  აღწევდა,  მაგრამ  შემდეგ  დამარცხდა  და ბრძოლის  ველზე  დაეცა.
იბრაჰიმ  ფეჩევი გადმოგვცემს ალი  ფაშას  უკანასკნელ  ბრძოლას  ყიზილბაშებთან და  მის  ტყვედ  ჩავარდნას.  იგი  მას ზარხოშ ალი  ფაშად  იხსენიებს  და  თავრიზის  ბეგლარ-ბეგად  თვლის.  ამ  ომში  თავი  გამოუჩენია  ალი  ფაშას,  მაგრამ ბოლოს ტყვედ  ჩავარდნია  ყიზილბაშებს,  რომლებმაც  იგი   სხვა   ოსმალო  წარჩინებეულებთან  ერთად სიკვდილით  დასაჯეს.  ალი  ფაშას სიკვდილით  დასჯის შემდეგ მისი ქონება  მისივე  ელჩის  მეშვეობით  გაეგზავნა  სტამბოლში  მის  მემკვიდრეებს.  მაგრამ  მთავარმა  დავთარდარმა  ბაკი  ფაშამ  შარიათის  მიხედვით  ეს  ქონება  ხაზინას  გადასცა.
42.  აღნიშნული  თვის  ოცდამეორე  დღე  –  1603  წლის  27  ნოემბერი. 
43.  ურწმუნოების  ჯარი – იგულისბამება  ყიზილბაშთა  ლაშქარი.  მ.  ნაიმა  ყიზილბაშთა  ლაშქარს  ყოველთვის  ზიზღით  იხსენიებს,   მათ  ურწმუნოებსა  და საზიზღრებს  უწოდებს.
44.  მორწმუნეთა  ლაშქარი – მ. ნაიმა ოსმალეთის  შეიარაღებულ  ძალებს, ყიზილბამთა  ლაშქრისაგან  განსხვავებით,  მორწმუნეთა  ლაშქარს  ეძახის.   ყიზილბაშური  ირანის  წინააღმდეგ  ოსმალთა ლაშქრობები  მას მიაჩნია  მორწმუნეთა ლაშქრის  სამართლიან  ბრძოლად  ურწმუნოების  წინააღმდეგ.  იგი  თავის  „ისტორიაში“  მრავალგვარი  ეპითეტებითა  და  სხვადასხვა  ხერხებით  აგინებს  და  წყევლა-კრულვით  იხსენიებს  როგორც  ყიზილბაშთა  ლაშქარს,  ასევე  მათ  ცალკეულ  მხედართმთავრებსა  და  შაჰებსაც.
45. მაჰმუდ ფაშა – მაჰმუდ  ფაშას  შესახებ  ოსმალო  სახელმწიფო  მოღვაწეთა ბიოგრაფიულ  კრებულში  დაცულია  ცნობები.  მის   მიხედვით,  მას   ჯერ  სანჯაყბეგის – მირ-ლივას  თანამდებობა  ეკავა,  1007  წელს  (15986–1599)  სივასის  ვალი გახდა,  შემდეგ  კი  ერევნისა  და  ნახიჩევნის  ვალის  თანამდებობა  ებოძა,  სამსახურიდან  გადაყენების  შემდეგ  1011  წელს  (1602–1603)  ყიზილბაშებთან ბრძოლის დროს  ტყვედ  ჩავარდა  და  სიკვდილით  დასაჯეს.   ი.   ფეჩევის  მიხედვით,  მაჰმუდ  ფაშა  ყიზილბაშებთან  ლაშქრობის  დროს  თავრიზის  ბეგლარ-ბეგის  ოსმან  ფაშას  ხელქვეითი  იყო  და  მასთან  ერთად  ჩაუვარდა  ტყვედ  ყიზილბაშებს.
46. ხალილ ფაშა  – იბრაჰიმ  ფეჩევის  მიხედვით,  ხალილ  ფაშა  მაჰმუდ  ფაშასთან  ერთად  ჩაუვარდა  ტყვედ  შაჰ  აბასს  და სიკვდილით  დასაჯეს, ოსმალო  სახელმწიფო  მოხელეთა  ბიოგრაფიული  კრებულის  მიხედვით,  ხალილ  ფაშა  ხონთქრის სასახლეში  გაიზარდა.   ბოსტანჯი-ბაშის  თანამდებობა  ეკავა ერთ  ხანს   იზმირში გაგზავნეს  და  იქ მსახურობდა.  შემდეგ  ერთ-ერთი  ვილაიეთის  ბეგლარ-ბეგი  იყო. 1012  წ. (1603–1604)  ირანელებთან  ომის  დროს  მოკლეს.  მ.   ნაიმა  აშკარა  შეცდომას   უშვებს,  როდესაც  ხალილ  ფაშას  ახალციხის  ბეგლარ-ბეგად  იხსენიებს.  საქმე. იმაშია,  რომ  ამ   დროისათვის  ჯერ კიდეე  არ  არსებობდა  ახალციხის  საბეგლარ-ბეგო, იგი   უფრო  მოგვიანებით – 1627   წელს  შეიქმნა.   ამიტომაცაა,  რომ  ოსმალო  სახელმწიფო  მოხელეთა  ბიოგრაფიულ კრებულში  არაფერია ნათქვამი  ხალილ ფაშას  ახალციხეში  ბეგლარ-ბეგობის  შესახებ.
47. ვექილი – ვექილი  იყო  რწმუნებელი,  ზედამხედველი,   მფარველი,  დამცველი.   პროფ. ე.   გაბაშვილის  განმარტებით, „ვექილი  ეწოდებოდა  შაჰის რწმუნებულს, რომელიც შუამავლის  როლს  ასრულებდა  შაჰსა  და  იმ   ხელისუფალს  შორის,  რომლის  კარზეც  ის   საგანგებო  დავალებით  იყო  წარგზავნილი,  შარდენის  სიტყვით ყველა მმართველი  და  ოლქის  სხვა   დიდმოხელე  მოვალე  იყო  თავის   კარზე ჰყოლოდა აგენტი,  რომელსაც  ვექილს  უწოდებდნენ.  ვექილებს,  ირანის  სახელმწიფოს  მოთხოვნისთანავე,  უნდა  მიეწოდებინათ  საჭირო  ცნობები  ხელისუფლების  საგამგეო ოლქში  მომხდარი  მნიშენელოვანი  ამბების  შესახებ,  ვექილის  სამოხელეო  ფუნქციაც  დაახლოებით  ისეთივე   იყო,   როგორც  ვეზირისა.  მეთვალყურე   ვეზირის მსგავსად  ვექილსაც  შაჰის  ინტერესების  დაცვა  ევალებოდა.  ვექილი  იყო  ირანის შაჰის   მოხელედ  ირანის  შაჰისავე   მოხელესთან.
48.  ჯუმად  ალ-ევველის  შუა  რიცხვები – 1603  წლის  ოქტომბრის  მეორე  ნახევარი.
49. ვანის მხარე – იგულისხმება  ოსმალეთის  ადმინისტრაციული  ერთეული – ვანის   ვილაიეთი,  რომლის  ცენტრია  ქალაქი  ვანი.   იგი  მდებარეობს  ვანის   ტბის სანაპიროზე. 
50. ორდუბადი – დასახლებული პუნქტი თანამედროვე აზერბაიჯანში, კერძოდ,  ნახიჩევნის  არ-ს   უკიდურეს  სამხრეთ-აღმოსავლეთ  ნაწილში, ირანის საზღვრებთან. 
51.  ჩირაქ ხულთანი – ყიზილბაშთა  ლაშქრის  ერთ-ერთი   მხედართმთავარი, რომელიც  შაჰ   აბასმა გარკვეული რაოდენობის ლაშქრით ჯულფის ოსმალთაგან გასანთავისუფლებლად  გამოგზავნა. ჩირაქ  სულთანი  არაქელ  თავრიზელის  თხზულებაში  ჩირაქ  ბეგადაც  არის  მოხსენებული.
52.  ჯულჰა  –  იგივე  ჯულფა,  რომელიც  მდ.  არაქსის  მარცხენა  ნაპირზე  მდებარეობს  და  ცნობილი  იყო  თავისი სავაქრო-სატრანზიტო  ურთიერთობით აღმოსავლეთისა  და  დასავლეთის  ქვეყნებს  მორის. ჯულფის  ვაჭრები  გაცხოველებულ  აღებ-მიცემობას ეწეოდნენ აბრეშუმით  დასავლეთ  ევროპასა  და  რუსეთში.  შაჰ  აბას I დიდად  იყო  დაინტერესებული  ჯულფის  ხელძი  ჩაგდებით.  თუ  რა  მძიმე  დღეში  ჩააყენა  აბას I ჯულფის ადგილობრივ მოსახლეობა, როგორ მასიურად  გარეკა  ისინი  ირანში,  ამის  შესახებ  დაწვრილებით  გადმოგვცემს  არაქელ  თავრიზელი  თავის  „ისტორიაში“.  იგი  ჯულფას  „ჯუგად“  იხსენიებს.
53.   ალინჯას  ციხე – ციხე-ქალაქი  ნახიჩევნის  მხარეში.
54.   ჯუვანშირის  ციხე  –  ციხბე-სიმაგრე  ნახიჩევნის  მხარეში. 
55.  ხიზირ  ფაშა  ზადე  მეჰმედ ფაშა – მის  შესახებ  ოსმალო  დიდმოხელეთა ბიოგრაფიულ  კრებულში ნათქვამია: მეტსახელები:  ემირ,  შერიფ.  ყიზილბაშების სეიიდთაგანი  იყო.  ოსმალეთში  ჩამოსვლისას  საფინანსო  უწყების  სამსახურში  შევიდა.  დაწინაურების  შემდეგ  დავთარდარობა  მიიღო.  1000  წ,    (1591–1592)  მთავარი   დავთარდარი  გახდა.   მომდევნო   წელს  სამსახურიდან  გადააყენეს,   1003 წლის  ზილ-კაადას  თვეში  (1595  წ.    8.   VII--6.  VIII.)   მეორეჯერ  დაინიშნა  დავთარფარად  და  1004  წ.    (1595–1596)  კვლავ  გაათავისუფლეს  სამსახურიდან.  შემდეგში  ის   დანიშნეს  ეგვიპტეში  ვალის   თანამდებობაზე.   ორი  წლისა  და   ორი თვის  შემდეგ,   1006   წლის  ზილ-კაადის  თვეში  (15998  წ.    5.VI–4.VII),  კვლავ  გადააყენეს  სამსახურიდან  1008  წ.  (1599-1600)  ვეზირის  რანგით  კუბენიშინი გახდა.  1010  წ.  (1601–1602)  ის  დაინიშნა  ერევნის  ვალის  თანამდებობაზე.  ირანელებმა  1012  წ.  (1603–1604)  ერევანს  ალყა  შემოარტყეს  და  ერევნის  ვალიმ ამ  ალყას  ერთ  წელიწადს  გაუწია  წინააღმდეგობა  და  კარგი  სახელი  დატოვა, 1013  წ.  (1604–1605)  ტყვედ  ჩაუვარდა  ირანელებს  და  იქვე  გარდაიცვალა.
56.  ჯუმად  ალ-ევველის  15  – 1603  წლის  21  ოქტომბერი.
57.   ქურქჩი-ბაში  – ერთ-ერთი  ოსმალერი გადასახადის – ქურქჩის,  ანუ   ქურექჩის   ამკრეფი  საფინანსო  მოხელეების  ეფროსი  მეთაური  ქუერქჩის გადასახადი  განკუთვნილი  იყო  ოსმალეთის  სამხედრო  გალერებისათვის. 
58   ჯუმად  ალ-ევველის  950--1603  წლის  26   ოქტომბერი. 
59  მუთეფერიკა – მუთეფერიკას  შესახებ  ფართოდ  აქვს  მსჯელობა  პროფ.  გ. ფუთურიძეს.  მისი   სიტყვით,  მუთეფერიკას  „ნაწილი  სულთნის  პირად  დაცვაში მსახურობდა.  გარდა  დაცვისა,  მათ  ევალებოდათ სულთნის  სხვადასხვა  ბრძანებების შესრულება. სასახლის  ყველაზე  მნიშვნელოვან  და  საპატიო  სამსახურად  ითვლებოდა.  ბაიაზეთ  I-ის დროს (1389–1402)  40  კაცი  იყო.  ძირითადად ვეზირების,  ბეგლარ-ბეგების,  დავთარდარებისა  და  სხვათა წარჩინებულების შვილები  იყვნენ.  ისინი  მხოლოდ  სულთანსა  და  თაეიანთ მეთაურს – მუთეფერიკა-ბაშის  ემორჩილებოდნენ. დროთა  განმავლობაში მათი რიცხვი  გაიზარდა.  XVI  საუკუნეში  430  იყო,  XVII  საუკუნეში  –  630.  2.   იანიჩართა კორპუსის მუთეფერიკები.  ისინი  სოლაკებისა  და  მონადირეების  (შიქარ)  ბოლუქებში  ითვლებოდნენ  და  მათ  სამსახურს  მეთვალყურეობდნენ.    3.   მუთეფერიკები  ეწოდებოდათ,  აგრეთვე,  დიდვეზირების,  ვეზირების, „ბეგლარ-ბეგებისა  და  სანჯაყთა  ბეგების  ამალაში  მყოფ  აღებსაც.  მათ ახლდნენ ლაშქრობაში,  ფაპების  დროშები  მიჰქონდათ,  ბრძანებებს  დანიშნულებისამებრ  გადასცემდნენ.
60.  ზემოხსენებული  თვის  მეექვსე დღე  – 1601  წლის  13   ოქტომბერი. 
61.  ზემოხსენებული  თვის  94-ე   დღე –  1603  წლის  312   ოქტომბერი, 
62. რაიათი – მწარმოებელი  საზოგადოება,  გლეხი, ქვეშევრდომი, XV–XVII სს-ის   ოსმალეთში რაიათი ეწოდებოდა გადასახადის გადამხდელ, უშუალო მწარმოებელ  საზოგადოებას. 
63. ფადიშაჰი – იგულისხმება   ოსმალეთის   სულთანი,   საერთოდ,   ამ  შემთხვევაში  სულთან  აჰმედ I (1603–1617). 
64.  სივასი  – ოსმალეთის  იმპერიის  ერთ-ერთი  აღმინისტრაციული  ერთეულის – სივასის  ვილაიეთის  ცენტრი.
65. ნუჰ ფაშა – ნუჰ  ფაშას  შესახებ  გადმოცემულია  ოსმალო  სახელმწიფო მოღვაწეთა  ბიოგრაფიულ  კრებულში,  კერძოდ  მასზე   ნათქვამია:  იკი   995   წელს (1586–1587)  ყარამანიისა  და  შემდეგ  დიარბექირის  დავთარდარი  იყო,  1000  წელს. (1591–1592)  კვიპროსის  ლაშქრობაში  იღებდა  მონაწილეობას,  1001  წელს  (1592–1573)  სივასის  ბეგლარ-ბეგი  გახდა.  1002  წელს  (1593-1594) მთავარი  დავთარდარი  გახდა,  ამ  თანამდებობიდან  გადაყენების  შემდეგ  1005  წელს  1596–1597)  ჯერ კონიის,  შემდეგ  ანატოლიის  ვალი  იყო.  1011  წელს  (1602–1603)  გახდა  ვეზირი კუბენიშინის  რანგით და ანატოლიის ლაშქრის სარდლად დაინიშნა მომდევნო წელს იგი  გადააყენეს  აღნიშნული თანამდებობიდან და დარენდეში  გაგზავნეს, სადაც  გარდაიცვალა  კიდეც.
66.   ჯუმად  ალ-ახირის  მეექვსე დღე  – 1603: წლის  11    ნოემბერი.
67. ქემახა – თანამედროვე   თურქეთში  ქალაქ   ერზინჯანის   სამხრეთ-დასავლეთით  მდებარე  ქალაქი.
68    ერზინჯანი – ოსმალეთის  იმპერიის   ერთ-ერთი   ადმინისტრაციული  ერთეულის   – ერზინჯანის  ვილაიეთის  ცენტრი. 
69.   ჯუმად  ალ-ახირის  მე-11 დღე  –– 1603  წლის  16    ნოემბერი.
70. ქაფანისთანი – ქაფანის  ოლქი,  რომელშიც  შედიოდა  ნახიჩევანი. 
71. მაქუ – ციხე-ქალაქი  სამხრეთ  აზერბაიჯანში.
72.   ვალაშკერტი  –  შამს  ედ-დინ  სამის  განმარტებით,  ვალაშკერტა  მდებარეობს  ჰამადანსა  და  ქერმანშაჰს  შორის  და  საკმაოდ  დასახლებულ  დაბას  წარმოადგენს.
73. ზემოხსენებული  თვის  მე-12   დღე –1603  წლის  17   ნოემბერი. 
74. ზემოხსენებული  თვის   მე-17   დღე – 1603   წლის  22   ნოემბერი.
75. შურაგელის ციხე – შურაგელის  ციხე  ყარსსა  და  ბასიანს  შორის  მდებარე  ქალაქია,  ევლია  ჩელებიმ  მოინახულა  მურაგელის  ციხე  და   აღწერა  იგი.
76.  იმამი –  „მუსლიმთა  რელიგიური  თემის  მეთაური,  სულიერი  მამა,   მეჩეთში ღვთისმსახურების  ხელმძღვანელი.  ასე  ეწოდებოდა:  1.   ზოგი მესლიბური  სახელმწიფოს  უზენაეს  ხელისუფლებას.  2.   შიიტების  უზენაეს  სასულიერო  მეთაურს,  3.   ისლამის  ოთხი  ძირითადი  მიმდინარეობის  (ჰანეფიტების,  ჰანბალიტების,  მალიქიტების და  შაფიტების)  დამაარსებლებს“.
77.   კორუჯი-ბაში  –  „კორუჯი,  კორუჯუ –  ტყის  მცველი,  მეველე.  ასე   ეწოდებოდათ  ლაშქრობებში  დაბერებულ  იანიჩრებს,  რომლებსაც  ბრძოლა აღარ  შეეძლოთ,  მაგრამ  არც  პენსიაზე  იყვნენ   გასული.  მეჰმედ  II    ფათიჰამდე  (1451–1481) ლაშქრობაში  მიდიოდნენ,  მაგრამ ბრძოლაში მონაწილეობას  არ  იღებდნენ  და  ბანაკის  კარვებს  იცავდნენ.  შემდეგში  აღარც  ლაშქრობაში  მიჰყავდათ  და  სტამბოლისა და  იანიჩართა  ყაზარმების  დაცვა ევალებოდათ.  XVI  საუკუნის ბოლოს  1000-მდე  კორუჯი  იყო,  XVII  საუკუნეში  –  მეტი.  პენსიაზე  გასულ  იანიჩარს  ოთურაკი  ეწოდებოდა.  კორუჯი  ბაში  – კორუჯიების  მეთაური.
78  კაიმამაკამი – „კაიმაჯამი – მოადგილე, შემცვლელია – როდესაც დიდვეზირი  ლაშქრობაში  გაუძღვებოდა  ოსმალეთის  ჯარს,  მის მაგივრად სახელმწიფო საქმეების  გასარიგებლად  დედაქალაქში  რჩებოდა  სახელმწიფოს  წარმომადგენელი,  რომელსაც  ვეზირის  ხარისხი  ჰქონდა  და  ამ   შემთხვევაში   მას   უწოდებდნენ „რიქაბ  კაიმაკამიი“  („რიქაბ“–უზანგი)·  თუ  ამ  დროს  სულთანიც  ლაშქრობაში  იყო,  კაიმაკამს  ეწოდებოდა  „სტამბოლის  კაიმაკამი“.  თუ  დიდვეზირიცა  ღა სულთანიც  დიდი  ხნით  იყვნენ  დედაქალაქიდან  წასული,  სულთანს  ახლდა  „რიქაბ კაიმაკამი,  და  დედაქალაქში  რჩებოდა  სტამბოლის  კაიმაკამი. კაიმამაკამი ეწოდებოდათ  იმ მოზელეებსაც,  რომლებიც  გადაყენებული  ბეგლარ–ბეგისა  და  სანჯაყ-ბეგების  მაგივრად  განაგებდნენ  მიმდინარე  საქმეებს,  სანამ  ახალი მმართველი  ჩამოვიდოდა.
79.  ჩაუშ-ბაში  –  „ჩაუში  – ბაიაზეთ I ილდირიმის  დროს  (1389–1402)  დაარსდა  ჩაუშთა  ორგანიზაცია.  ჩაუშები  სხვადასხვა  დავალებებს ასრულებდნენ,  იგზავ- ნებოდნენ  ელჩებად,  ბრძანებები  და  განკარგულებები  მიჰქონდათ  პროვინციებში. სახელმწიფო  დივანის  სხდომას  ემსახურებოდნენ.  ჯარის  სარდლების  განკარგულებებს  გადასცემდნენ  რაზმების მეთაურებს
80.  მუფთი  – მუსლიმთა   სასულიერო   წოდების  წარმომადგენელი ღვთისმეტყველი  და  სამართლისმცოდნე.  განსაკუთრებით  რთული  იურიდიული  საკითხების  შესახებ  წერილობითი  დასკვნის – ფეთვის – შემდგენელი.  მუფთიებს შორის  უპირველესი  იყო  შეიხ  ულ-ისლამი  და  მასაც  ხშირად მუფთს  უწოდებდნენ.
81.   ყაზიასქერი  –  „მეჰმედ  II   ფათიჰის  დროს  (1451–1481)   ერთი   ყაზიასქერი იყო.  ამის შემდეგ ორი. რუმელიის ყაზიასქერი ოსმალეთის ევროპული ტერიტორიის ყადიებისა და,  საერთოდ,  მუსლიმანერი  სასულიერო  წოდების  საქმიანობას  განაგებდა, ანატოლიის  ყაზიასქერი – ოსმალეთის  დანარჩენი  ტერიტორიისას.  ანატოლიის  ყაზიასქერის  თანამდებობას  სტამბოლის  ყადიობიდან  დაწინაურებული  იღებდა,  რუმელიის  ყაზიასქერობას – ანატოლიის  ყაზიასქერის  თანამდებობიდან დაწინაურებული. შეიხ ულ-ისლამი თანამდებობაზე, წესით, რუმელიის  ყაზიასქერს აწინაურებდჯნენ. დღიური ჯამაგირი 500 ახჩა ჰქონდათ, გარდა ამისა, მათ ეკუთვნოდათ იურიდიული აქტების შედგენისა და საბუთებზე ხელმოწერისათვის  გათვალისწინებული  გამოსაღები. 
82.  ზილ-ჰიჯეს  თვე  –  1 მაასიდან  30   მაისამდე. 
83.  მუჰარემის  მეათე  დღე –  20  ივნისი. 
84. მუჰარემის  თვის  მეთერთმეტე  დღე –  21   ივნისი. 
85.  ლევან ხანი  – ლევან  კახთა  მეფე  (1520–1574). 
86.  ალექსანდრე ხანი  –-კახთა  მეფე  ალექსანდრე  II  (1574–1605),  ლევანის ძე. 
87. გურგენი – იგულისხმება  ქართლის  მეფე   გიორგი  X  (1600–1606)  სიმონ I-ის   ძე. 
88. მრავლობითი  რიცხ.  სიტყვიდან „ალიმ“ –. ასე   ეწოდებოდა  მუსლიმანთა  უმაღლეს  სასულიერო  პირებს,   ღვთისმეტყველებს, სიბრძნისმეტყველებს.  ყურანის  განმმარტებლები  და  მასწავლებლები   მუსლიმანთა სასულიერო  წოდების  ძიოითადი  კატეგორია.
89. ფეთვა – წერილობითი  ჰასუხი  ან   გადაწყვეტილება,  რომელსაც  მუფთი შმარიათის  საფუძველზე  ადგენდა  მნიშვნელოვანი  და   რთული  იურიდიული  საკითხის  შესახებ.  ფეთვა  უნდა შეედგინა  შეიხ  ულ-ისლამსაც (მთავარ მუფთის) ომის  გამოცხადების,  დაზავების,  სულთნის  ტახტზე ასვლის ან გადაყენებისა და სხვა სახელმწიფო საქმეების კანონიერების დასასაბუთებლად.  ფეთვა  კითხვა-პასუხის  სახით  დგებოდა.
90. ჰასან ბელ-ზადე – ჰასან  ბეი  ზადე   XVII   ს-ის   ოსმალო   ისტორიკოსია (?–1636),  მისი  ბიოგრაფიის  შესახებ  ცოტა  რამ  ვიცით.  მას   სასულიერო  განათლება  მიუღია  და   არაერთი  მაღალი  თანამდებობაც  სჭერია.  იგი ავტორია  ცნობილი  ისტორიისა,   რომელშიც  გადმოცემულია  ოსმალეთის  ისტორია  უძველესი  დროიდან  ვიდრე  1623  წლამდე.  ჰასან  ბეი-ზადეს თხზულება  ჯერჯერობით  გამოცემული  არ  არის,  იგი  ხელნაწერის  სახით  ინახება თურქეთისა  და  ევროპის  სხვადასხვა  არქივსაცავებში.  მის  თხზულებას,  როგორც წყაროს,  უხვაღ  იყენებდნენ  მომდევნო  ხანის  ოსმალო  ისტორიკოსები  და  მათ შორის  მუსტაფა  ნაიმაც.
91. ხადიმ  ჰასან ფაშა – მისი  ბიოგრაფიის  შესახებ საინტერესო ცნობებია მოცემული  ოსმალო  სახელმწიფო  მოღვაწეთა  ბიოგრაფიულ  კრებულში.  მაგრამ ჩანს, რომ  მასში თარიღები  არეულია  და  იგი  ნაიმას თხზულებაში  გადმოცემული ამბების ქრონოლოგიას არ ემთხვევა.  ხადიმ  ჰასან  ფაშას  შესახებ  ცნობები  არც იბრაჰიმ  ფეჩევის  თხზულებაში  გადმოცემული  ამბების  ქრონოლოგიას ემთხვევა. სახელდობრ, ოსმალო სახელმწიფო მოღვაწეთა  ბიოგრაფიულ  კრებულში  მის შესახებ  ვკითხულობთ:  ჰასან ფაშა – მეტსაელი  ხადიმი    სასახლის   თეთრკანიანი   საჭურისი   იყო,  შემდეგ  მთავარი   ხაზინადარი  გახდა   998   წლის   ჯუმად ალ-ავვალის  თვეში  (=1590  წლის  8.    III–6.  IV.)   ეგვიპტის  ბეგლარ-ბეგად  დაინიშნა.  ორი  წლისა  და  10   თვის  შემდეგ  გადააყენეს,  დააპატიმრეს  და  იედი  კულეში  ჩასვეს,  განთავისუფლების  შემდეგ  ვეზირის  წოდებით  შირვანის,   ხოლო შემდეგ   თავრიზის  და, განმეორებით, ისევ   შირვანის   ვალის   თანამდებობაზე: დაინიშნა.  შემდეგ  სხვადასხვა  თანამდებობები  ეკავა  და   1007  წ.  რები  ულ-ევველის  ოცდასამში  (1598  წ.    22,   X.)  დიდვეზირის  თანამდებობა  მიიღო. 1007  წლის რამაზანის  მეექვსე  დღეს  (1599  წ.   2. IV)   მოჰკლეს. მტარვალი  კაცი  იკო.  დიდვეზირობის  დროს  ზოგიერთი  წარჩინებული  პირის  მოსპობა  განიზრახა  და  ეს   გახდა  მისი  უბედურების  მიზეზი.
92. ჯაყალე-ზადე სინან ფაშა – ოსმალო  სახელმწიფო  მოღვაწეთა  ბიოგრაფიულ  კრებულში  მის შესახებ ნათქვამია: იგი  ბოსნიელია, ფრანგი  კაფუდანის ჯაყალეს შვილი. დროთა  ვითარებაში  ხელმწიფის  სილაჰდარი  გახდა.  987  წელს =1579–1580) – მირი   ალემი,   იმავე   წლის   რეჯების  მესამე  დღეს  (1579   წ. 26.  8)   იანიჩართა  აღა,  შემდეგ  დიარბექირის  ვალი.  იყო  ბუდინის,  ვანის  არზრუმისა  და  ბაღდადის  ვალის  თანამდებობებზე,  იღებდა  მონაწილეობას  ირანთან  ლაშქრობაში,  995წ.    (=1586–1587),  როდესაც  ოსმან  ფაშა   გარდაიცვალა,  ლაშქარში  კაიმაკამად  დაინიშნა,  999 წელს (1590–1591)  კაფუდან  დერია  (საზღვაო ადმირალი)  გახდა.  1003  წ.   (1594–1595)  გადააყენეს  და  კუბენიმინს   რანგით ვეზირის  თანამდებობა  უბოძეს,  1005   წ. რები  ულ-ევველის  თვეში  (=1596  წ. 23.X–22X) აღრის   ლაშქრობაში  დიდვეზირი  გახდა, მაგრამ   40   დღეში  გადააყენეს,   ჯუმად  ალ-ევველის  თვეში    (1596  წ.     21.X1I–1597  წ.    20.)  შამის ვალი  გახდა,  შემდეგ  კვლავ  ადმირალის  თანამდებობა  უბოძეს.  1012  წ.    (1603–1604)   ირანთან  ლაშქრობის  დროს  სარდლად  დაინიშნა.   1014  წ.    (=1605–1606) დიარბექირში  გარდაიცვალა.
93. ალაჯა ათლუ  ჰასან ფაშა – მის  შესახებ  ოსმალო  სახელმწიფო  მოღვაწეთა  ბიოგრაფიულ  კრებულში  ნათქვამია,  რომ  იგი  წარმოშობით  ალბანელია, ალაჯას  პროვინციიდან  იყო.  1012წ.  (1603–1604)  არზრუმის  ბეგლარ-ბეგი გახდა,  შემდეგ  შირვანის  ვალის  თანამდებობა  უბოძეს.  იგი   მალე  გარდაიცვალა.
94. მუთესელიმი – ოსმალეთის  იმპერიამი  ვილაიეთის  განმგებლის – ბეგლარ-ბეგის,  ვალის  მოადგილე.  საერთოდ,  ადმინისტრაციული  მოხელე,  რომელსაც  პოლიტიკურის  გარდა  ეკონომიკური ფუნქციებიც ევალებოდა. მის მოვალეობას შეადგენდა პროვინციებში  გადასახადების  განაწილებისა  და  შეგროვების  საქმე. 
95. შემახა – შირვანის  სახანოს   დედაჭალაქი   იყო,   ამჟამად   აზერბაიჯანში  შემავალი  ქალაქი.  შემახია  ბაქოდან  110   კმ-ზე  მდებარეობს.
96. მუდერისი – მუსლიმანურ სასულიერო  სასწავლებელში  – მედრესერი  მასწავლებელი.
97.  ამირგუნე  ხანი – შაჰ  აბას I-ის  ერთ-ერთი   ცნობილი   მხედართმთავართაგანი,  რომლის  სახელი უშუალოდ დაკავშირებულია ამიერკავკასიის  ხალხებთან, კერძოდ, სომხებსა და  ქართველებთან   იგი  ხანგრძლივი  დროის   განმავლობაში (1602–1625)  იყო  ერევნის  ბეგლარ-ბეგი;  სომეხი  ისტორიკოსებიც მას  დიდი  სიმპათიებით  მოიხსენიებენ,   რამდენადაც  მან  ბევრი  რამ  გააკეთა  შაჰ  აბასის  მიერ  გავერანებული  სომხეთის  კეთილგანწყობისათვის.  ისქანდერ  მუნშიც  მას   დიდი  პატივისცემით  იხსენიებს.  მისი  სიტყვით,  „ამირგუნე-ხან სარუ ასლანი,  ერევნის  ბეგლარ-ბეგი, აღჯა-ყოინლუს  ყაჯართა ელიდან  არის...  [თავისი] დიდი  ჭკუით,  გამოცდილებით  [და] სათანადო  კარგი   სამსახურით  გამგებლობისა  და  ხანობის  ხარისხს  მიაღწია  და  ჩოხუდ-საადის ამირთა  ამირა  გახდა.  [მან] იმ   საზღვრისპირეთში  ოსმალებთან...  ძლიერი  ომები გადაიხადა  და  დიდი  სახელი  გაითქვა.  იმ   ვაჟკაცობის  საზღაურად,  რომელიც  მან საზღვრისპირეთში   გამოიჩინა,   „სარუ   ასლანის“   („ყვითელი  ჯიქის“)   საპატიო მეტსახელით  დააჯილდოვეს  და   განადიდეს.  ამ  წელს  დაიჭრა საქართველოსთან ომში,  რომელშიც  ის   ძლევამოსილი ლაშქრის  ავანგარდის [უფროსი] იყო.  ერთ ხანს ერევანში მკურნალობდა  ჭრილობას,  ამ  წლის  ბოლოს (=1625  წ.   აგვისტო) ჭრილობამ  კრუნჩხვა  გამოიწვია  და  გარდაიცვალა.
98. აღჯაჟალა – დ. მუსხელიშვილის  აზრით,  აღჯაყალა   მდებარეობს  ქვემო ქართლში,  რომელიც  გაგის  ციხის  სახელწოდებით  იყო  ცნობილი  XI-XIII  საუკუნეებში,  უფრო  გვიან   საუკუნეებში  კი   იგი   აღჯაყალას  სახელს  ატარებს.
99. თოფჩი-ბაში – ოსმალეთის  რეგულარული ჯარის  ერთ-ერთი სახეობის – „საარტილერიო კორპუსის“,  მეზარბაზნეების უფროსი.
100.  ქოსეჯ  სეფერ ფაშა  – მის  შესახებ  ოსმალო  სახელმწიფო   მოღვაწეთა ბიოგრაფიულ  კრებულში  მოკლედაა  გადმოცემული.  კერძოდ,  მასში   ნათქვამია, რომ  იგი  იყო  სეკბან-ბაშის  თანამდებობაზე,  1013  წელს  (1604–1605)  არზრუმის ბეგლარ-ბეგი  გახდა,  ირანელებს  ყარსი  წაართვა,  1014  წელს  (1605–1606)  რამდენიმე   ფაშასთან  ერთად  ირანელების  წინააღმდეგ  იბრძოდა,  ამ   ომში  დაიღუპა.
101. კარა  კაშ  ფაშა – მის  შესახებ  ოსმალო  სახელმწიფო  მოღვაწეთა  ბიოგრაფიულ  კრებულში  მოკლედ  გადმოცემულია,  რომ  იგი  ემირთაგანი  იყო,  1012  წ. (1603–1604)  ჩილდირის  ბეგლარ-ბეგი  გახდა. 1013  წელს  (1604--1605)   ირანელებთან  ბრძოლის დროს  ავანგარდის  მოვალეობას  ასრულებდა,  ამ   ომში  გარდაიცვალა.
102.  ფეზლექე – ამ  შემთხვევაშიც  იგულისხმება  ქათიბ  ჩელების  (1609–1657) თხზულება,  რომელშიც  ოსმალეთის  ისტორიის  1592–1654  წლების  ამბებია  გადმოცემული.
103. მეშჰედი – თანამედროვე  ირანის  ერთ-ერთი  უდიდესი  ქალაქთაგანი  მოსახლეობის  რაოდენობის  მიხედვით. 1970  წლის აღწერით მეშჰედის  მოსახლეობა 505,5 ათას  კაცს  შეადგენდა.  მოსახლეობის  რაოდენობის მიხედვით  მეშჰედს  მესამე ადგილი უჭირავს მთელ ირანში  თეირანისა  (3378,0 ათასი კაცი) და ისპაჰანის  (518,4  ათასი კაცი)  შემდეგ. მეშჰედი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე  ხორასნის  ვილაიეთის ერთ-ერთი ცენტრალური  ქალაქია.
104.  ათას ცამეტი  წელი –  1604  წლის  30,  V-დან – 1605  წლის  18.  V-მდე. 
105. აღრი – იგივე აღრის ვილაიეთი, რომელიც  ირანს  ესაზღვრება, იგი ყარსის,  არზრუმისა  და  ვანის  ვილაიეთებს  შორის  მდებარეობს.  ვილაიეთის  ცენტრალური  ქალაქია კარაქოშე. 
106.   შამი – იგივე   დამასკო,  იგივე   სირია.  ნაიმა და,  საერთოდ,  ოსმალო  ისტორიკოსები  დამასკოს  ან   სირიის  აღსანიშნავად  ხმარობენ  შამს.
107. კაფუდანი – კაპიტანი  (იტალიურიდანაა) – სამხედრო  ხომალდის  ან  ხომალდების  ჯგუფის  მეთაური.  XVII  საუკუნის  დასაწყისამდე  სამხედრო  ხომალდების მეთაურებს  რეისი ეწოდებოდათ.  შემდეგ  იგი კაფუდანმა შეცვალა და რეისი სავაჭრო ხომალდის უფროსს ან  პატრონს  ეწოდებოდა.
108.   სულთან  მურად ხანი – ოსმალეთის  იმჰერიის  სულთანი  მურად   II 1574–1595). 
109.   გასული  წლის  ზილ-პიჯეს  მე-16 დღე – 1604  წლის  16   მაისი.
110. უსქუდარი  – იგივე  სკუტარი,  სტამბოლის  აზიური  ნაწილი.
111.  მუჰარემის  მე-17  დღე  ––  1604  წლის  16  ივნისი. 
112.  სილაჰდარი –   „სილაჰდარ-აღა  (იგივე სილაჰდარი) – „საჭურველთ- მტვირთველი“,  სულთნის  საცხოვრებელი  პალატის  მსახურთა უფროსის – ჰასოდა-ბაშის  შემდეგ  პირველი  მოხელე   სასახლეში.   ბაიაზეთ I ილდირიმის  დროს (1389--1402)  შემოიღეს  ეს  თანამდებობა.  სასახლის  ცრემონიალსა  და  საზეიმო აღლუმებზე  სულთნის  მარჯვნივ მიდიოდა  ცხენით  და  მარჯვენა  მხარზე  სულთნის ხმალი  ჰქონდა  გადებული.  მასვე  ებარა  სულთნის  ყოველგვარი  სახის  იარაღი,  უვლიდა  და  ინახავდა,  გამუდმებით  ახლდსა  სულთანს  და  მის  უერთგელეს  პიროვნებად  ითვლებოდა. მათ ვეზირებად, ბეგლარ-ბეგებად,  იანიჩართა  კორპუსის  მეთაურებად,  კაფუდან-ფაშებად  აწინაურებდნენ.
113.  იანიჩართა ქეთხუდა  – ქეთხუდა  ნიშნავს  მამასახლისს,  მოურავს,  ქეთხუდები  იყვნენ  სასახლის,  სახელმწიფო  დაწესებულებებისა  და  სხვადასხვა  კატეგორიის  ლაშქრის  მეთაურთა  მოადგილეები, რომელთა საქმიანობა ძირითადად სამეურნეო მხარეების მოგვარებას  ითვალისწინებდა (მაგ. იყვნენ ხაზინის  ქეთხუდები,  დავთრის  ქეთხუდები,  ჩაუშების  ქეთხუდები,  იანიჩართა  ქეთხუღები  და სხვ.).
114. სამსუნჯიები – იყვნენ იანიჩართა კორპუსის  გარკვეული  რაზმები, რომელთა  უფლება-მოვალეობას  შეადგენდა  ძაღლების  გაწვრთნა.  მათ  მიერ გაწვრთნილი  ძაღლები  ლაშქრობებში  იღებდნენ  მონაწილეობას.
115. იზმითი – ძველი  სახელწოდება  ნიკომედია,  ოსმალებმა  საბოლოოდ  დაიპყრეს   1337   წ.  თანამედროვე  თურქეთში  კოჯაელის  ვილაიეთის  ცენტრი.
116. „ბოლუქი – („ნაწილი“) – პოლკი,  ცხენოსანი  და  ქვეითი ჯარების  ძირითადი  ერთეული  რეგულარულ და ირეგულარულ  ლაშქარში.  მათ შორის  ყეელაზე  მნიშვნელოვანი  იყო  იანიჩართა  კორპუსის 6 ბოლუქი,  რომელთაც  აღა-ბოლუქლერი  ეწოდებოდათ,  ამათ შემდეგ – რეგულარული  ცხენოსანი ჯარის  ბოლუქები.  მათი  ორგანიზაცია და მეომართა  რიცხვი  სხვადასხვა დროს სხვადასხვა  იყო. ტვერიტინოვას  განმარტებით,  ბოლუქი  იყო სასახლის  ჯარის – საფაჰიების  ერთ-ერთი  ექვს   დანაყოფთაგანი.
117.  ალთი  ბოლუქის  აღაები  – ალთი   ბოლუქის  აღაების  შესახებ  ზუსტ  განმარტებას  იძლევა  კოჩიბეი გორიჯელი.
118.  დელი ჰასანი – გლეხთა  აჯანყების  მეთაური  ოსმალეთში,  ყარა  იაზიჯის ძმა,   ამ   უკანასკნელის  სიკვდილით  დასჯის  შემდეგ  დელი  ჰასანი  სათავეში  ჩაუდგა აჯანყებას  1602–1603  წლებში,  საბოლოოდ  აჯანყებულებს  უღალატა,  სულთნის ხელისუფლებას  შეურიგდა  და   1604  წელს  სანჯაყ-ბეგი  გახდა.
119.   ჯუმად  ალ-ახირის  მე-15 დღე  – 1604  წლის  9 ოქტომბერი. 
120.   კასიმის   დღე – ნოემბრის  მერვე   დღე,   როდესაც  სახალხო  კალენდრის მიხედვით  იწყება  ზამთარი.
121. რუმი – ბიზანტია,  მცირე  აზია,  ანატოლია,  ამ შემთხვევაში  იგულისხმება ოსმალეთის  იმპერია,  ოსმალთა  სახელმწიფო.
122. მანძილი – გზის  საზომი  ერთეული.
123.   ალაჰ   ვერდი ხანი – წარმოშობით ქართველი  – უნდილაძე,  შაჰ   აბასის რეფორმების  გამტარებელი,  სახელგანთქმული  სარდალი,  ყულარ  აღასი.
124.  ვანის  ზლვა – იგულისხმება  ვანის   ტბა,   რომელიც  თანამედროვე  თურქეთში  ვანისა  და  ბითლისის  ვილაიეთებს  შუა  მდებარეობს. 
125. ადილჯევაზის ციხე – მნიშვნელოვანი დაბა თანამედროვე თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში – ბითლისის  ვილაიეთში, იგი ვანის   ტბის სანაპიროზე მდებარეობს, 
126. ჰასან კალე – არზრუმის  ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარე   გეოგრაფიული   პუნქტი.   ვახუშტი  ჰასან  კალეს  აიგივებს   ბასიანთან.   „ხოლო  ოლთის, ნარიმანისა  და  იდის  სამხრით  არს...  ბასიანი  რახსისა  ანუ  არაზის  სათავესა  ზედა... პირველად  ეწოდა  ქალაქსა  ამისსა  ბასიანი..   ხოლო  აწ  უწოდებენ   მას ქალაქსა ასანყალას   და  არს  საშუალო  ბასიანისა,  არაზის  ხიდესა  ზედა   ჩრდილო  კერძ, არა  დიდი  ქალაქი...“
127.  ათას  თოთხმეტი  წელი –  1605  წლის  19.V – 1606  წლის  8.V-მჯე. 
128.  რები  ულ-ახირის  91-ე  დღე –  1605  წლის  5   სექტემბერი. 
129. ხოი  – ქალაქი  ირანის  აზერბაიჯანში, 
130. ზემოაღნიშნული  თვის  91-ე  დღე  –  1605  წლის  8   სექტემბერი. 
131. ჯელალიები – XVI  ს-ის  80-იანი  წლებიდან  ანატოლიის ცალკეულ  პროვინციებში  ადგილი  ჰქონდა  გლეხთა  აჯანყებებს,  რომლებიც  თურქულ  ისტორიოგრაფიაში  ცნობილია  ჯელალიების  ამბოხებების  სახელით.  აჯანყებულთა  მეთაურის – შეიხ  ჯელალის  სახელი  საზოგადო სახელად  იქცა  და ყოველგვარი ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების მონაწილეებს  ჯელალიებს  უწოდებდნენ.
132. ზემოაღნიშნული  წლის  რეჯების  21-ე  დღე  –  1605 წლის  2   დეკემბერი. 
133. შამი – სირია,  დამასკო
134. ოჯჭაქლიქი  – დაპყრობილი  ტერიტორიების  ფეოდალებისადმი  სამემკვიდრეოდ  გაცემული სახელმწიფო მიწების კატეგორია, ასეთი კატეგორიის მიწების მფლობელნი  ოფიციალურად ოსმალეთის სახელმწიფო მოხელეებად ითვლებოდნენ, აკრეფილი  გადასახადების  ნაწილი  მათ  ეკუთვნოდა,  ნაწილი  კი   სახელმწიფო ხაზინაში  მიდიოდა.
135. ილთიზამი – ოსმალურ ფეოდალურ საგადასახდო სისტემაში ილთიზამს მნიშვნელოვანი   ადგილი   ეკავა   იგი    გულისხმობდა  გარკვეულ   ტერიტორიაზე რამდენიმე   წლით  გადასახადების   აკრეფის  უფლების  შესყიდვას. 
136.  ათას  ცხრამეტი  წელი – 1610  წლის  26    III-დან  1611  წლის  15.   III-მდე.
137.  საფარის  მეხუთე დღე – 1610  წლის  29   აპრილი. 
138.  რები  ულ-ევველი – 1610  წლის  24.  V– 23,  VI. 
139.   შაჰ   ისმაილ  II – სეფიანთა  ირანის  შაჰი   (1576–1578). 
140.  თათართა  ჯარი – იგულისხმება  ყირიმის  თათართა  ჯარი. 
141.   ისლამ გირეი  – ყირიმის  თათართა  ხანი  ისლამ  გირეი  ხანი   III   (1644–1654). 
142. სულთან  სულეიმან ხანი  –- სულთან  სულეიმან  კანუნი    (1520-1566), რომლის  დროსაც  ოსმალეთის  იმპერიამ  მიაღწია  თავისი პოლიტიკური  ძლიერების მწვერვალს. 
143.  შაჰ  თაჰმასპი  ––  სეფიანთა  ირანის  შაჰი  შაჰ  თამაზ I (1524–1576). 
144.  ჯუმად  ალ-ახირის  57-ე  დღე--1610  წლის  16   სექტემბერი. 
145.„ხუტბა-ხოტბა – მუსლიმურ სახელმწიფოებში  საpარასკევო  და სადღესასწაულო  ლოცვის  დროს  ხათიბის  მიერ  წარმოთქმული   მიმართვა.   იგი შეიცავდა  ალაჰის  დიდებას,  მისი  მოციქულის – მუჰამედის  დალოცვას,  მუსლიმთა მოწოდებას  – არ მიეტოვებინათ  სარწმუნოება  და,   ბოლოს,  დალოცვით  თავდებოდა.  წესად  იyო,  რომ  ხუტბაში  xშირად  უნღა  ხსენებულიყო   {ზიქრი) ქვეყნის  მბრძანებლის  სახელი.  ოსმალეთში  ისევე,   როგორც  სხვა  მუსლიმურ  ქვეყნებში,  ძალაუფლებისა  და  დამოუკიდებლობის  სიმბოლო  იყო  სულთნის  სახელზე  ხუტბის  აღვლენა  და  მისი  სახელით  ფულის  მოჭრა.  ამას   „ხუტბე  ვე   სიქქე“ ეწოდებოდა. 
146.  ათას   ოცდაერთი წელი  – 1612  წლის  4.    III – 1615  წლის  20.    II. 
147. ზემოხსენებული  წლის  რაბიის  56-ე   დღე –  1612  წლის  28   მაისი. 
148.  შაბანის  პირველი – 1612  წლის  27   სექტემბერი. 
149. შაბანის  მე-16  დღე –  1612  წლის  13   ოქტომბერი.
150. ზემოხსენებული  თვის  21-ე  დღე  –  1612  წლის  18   ოქტომბერი. 
151 რამაზანის  26-ე  დღე – 1612  წლის  21   ნოემბერი.
152. ათას  ოცდაოთხი  წელი –  1615  წ.   31,   I– 1616  წ.    19. I 
153. ათას  ოცდაორი წელი  – 1613  წ.   21,   II – 1614  წ,   10.   II. 
154. კაფუჯი-ბაში – იყო  სულთნის  სასახლის  ერთ-ერთი  წარჩინებულთაგანი,  რომელიც კაფუჯიების,  სასახლის მუდმივი მცველების,  მეთაური  იყო. ისინი  სულთნის  სასახლის  კარებისა  და  დივანის  სხდომების   დაცვას  ხელმძღვანელობდნენ.  გარდა  ამისა  მათი  მოვალეობა  იყო  სულთნისათვის  წარედგინათ  ელჩები და  საპატიო სტუმრები. კაფუჯი-ბაშიები ხშირად  იგზავნებოდნენ   პროვინციის  განმგებლებთან  საგანგებო  დავალებით.  ხშირად  კაფუჯი-ბაშიებს  სულთნის  ხელისუფლებისათვის  არასასურველი  ფაშებისა  და  დიდი მოხელეების  თავიდან  მოშორებისა და  მოკვლის  საქმეს  ავალებდნენ.
155. ბოსტანჯი-ბაში – სულთნის სასახლის დაცვის, ე.წ. ბოსტანჯიების  უფროსი,  ბოსტანჯი ნიშნავს – მებოსტნეს, ამ  თანამდებობისათვის საგანგებოდ  აგროვებდნენ  ქრისტიანთა  ბიჭებს  და  გარკვეული  წვრთნის  შემდეგ  აგზავნიდნენ ზოგს  სასახლის მცველებად,  ზოგს  სასახლის  ბაღების  მცველებად.  ევლია  ჩელების  დროს  მათი  რიცხვი  2–2.5  ათასს  შეადგენდა,  რომელთაც  სათავეში  ედგა ბოსტანჯი–ბაში.  მათ  ევალებოდათ, აგრეთვე, „ოქროს  რქის“  ყურეს  ორივე ნაპირისა და  სტამბოლის ზღვისპირა  უბნების  დაცვა,  ბოსტანჯი-ბაშიმ  და  ბოსტანჯიების  ნაწილებმა  დიდად  პრივილეგირებულ  მდგომარეობას  მიაღწია  სასახლეში.  ისინი  შეადგენდნენ  სულთნის  პირად  დაცვას,  სულთნის  ბრძანებით  ხოცავდნენ  არასასურველ  მოხელეებს,  ერთგულ  ბოსტანჯიებს  მაღალ  თანამდებობაზე აწინაურებდნენ  და  ისინი  ხშირად  დიდვეზირებიც  ხდებოდნენ.
156.   შეის ულ-ისლამი – მუსლიმანური  სასულიერო  იერარქიის  უმაღლესი მეთაური. 
157.   რები  ულ-ევველის  94-ე დღე –  1613  წლის  14   მაისი. 
158.   რები   ულ-ახირის პირველი  –-1613  წლის  21    მაისი. 
159.   ე.ი,  1052 წელს  – 1613  წ.    21,    II--1614  წ,    10,    II. 
160.   სულთან  სელიმ ხანი – ოსმალეთის  სულთანი  სელიმ  II    (1566–1574).
161   1024 წელი  – 1615  წელი, 
162   შაბანის  თვე – 1613  წლის  27.   IX--25.  X. 
163.  კაფი კულუ  – ოსმალეთის   შეიარაღებული   ძალების   ძირითადი   სახეობა –სახელმწიფო  ლაშქარი
164.  ხსენებული  წლის  რები  ულ-ახირის  58-ე   დღე –1613  წლის  12   ივნისი.
165. შაბანის თვე  – 1613  წლის  16,    IX--14,  X. 
166 მუნეჯიმ-ბაში  – მთავარი  ასტროლოგი. 
167.  ათას  ოცდახუთი  წელი –  1616  წ.   20.   1–-1617.  მ.   1. 
168   რები  ულ-ახირის პირველი  – 1616  წლის  18    აპრილი, 
169. ზემოხსენებული  თვის  მეშვიდე დღე  – 1616  წლის  24    აპრილი. 
170. ჯუმად  ალ-ევველის  პირველი რიცხვები –  1616  წლის  მაისის  შუა  რიცხვები.
171. აზაბთა ბოლუქი  – აზაბთა  გაერთიანება,  რაზმი,  რომელიც  გარკვეულ ფუნქციებს  ასრულებდა  ოსმალერ  სამხედრო  ორგანიზაციაში,  „აზაბი  – უცოლო – რეგულარული  ქვეითი  ჯარის   მეომარი   იანიჩართა  კორპუსის  შექმნამდე.   შემდეგ   აზაბები  ძირითადად  სამხედრო  გემებზე  მეზღვაურებად  და მებრძოლებად მსახურობდნენ.  XVI   საუკუნის  პირველი  ნახევრიდან  მათ   ზღვისპირა  სიმაგრე-ებში  მეციხოვნეებად  იყენებდნენ.  ან   გემსაშენებში  მსახურობდნენ.  ნაწილი  ჯამაგირს   ხაზინიდან  იღებდა  და   ზოგს  დამსახურებისათვის  თიმარებე  ეძლეოდა.
172. ზემოხსენებული  თვის  ბოლო  რიცხვები – 1616  წლის  ივნისის  შუა  რიცხვები, 
173.   ჯუმად  ალ-ახირის  შუა რიცხვები  – 1616  წლის  იენისის  მიწურული.
174.   ათას   ოცდაექვსი წელი  -– 1617  წ.    9.    1-დან   1617   წ.    28.   XII-მდე. 
175. ჯუმად  ალ-ახირის  თვის  მერვე  დღე  –  1617  წლის  13   ივნისი. 
176.   შაბანის თვე  –  1617  წლის  4.    VIII-დან – 2.   1IX-მდე. 
177.  კაფა – ქალაქი  „კირიმის   ნახევარკჯუნძულზე,   დღევანდელი  ფეოდოსია.
178.  ათას  ოცდაშვიდი წელი – 1617  წლის  29.   XII--1618  წ,    18.    XII.
179.   ოსმან ხანი –  ოსმალეთის  სულთანი  ოსმან   II  (1618–1622), 
180. ჯუმად  ალ-ევველის თვე – 1617  წლის  26,   IV--26,  V.
181.  ჯანი   ბეგ   გირეი  –  ყირიმის  თათართა  ხანი  (1610–1622;   1627–1635). 
182. თურნაჯი-ბაში – იანიჩართა ოჯახის 196 რაზმიდან 68-ე რაზმის მეთაურის  სახელწოდება. სხვა ოჯახის მსგავსად ეს რაზმიც პირველი ოსმალო სულთნების მიერ იქნა ორგანიზებული. წარმოდგა მონადირეთა აღების სახელწოდებიდან, მათი მოვალეობა იყო ქრისტიანი ბავშვებიდან „დევშირმეს“ წესით იანიჩართა ოჯახის დაკომპლექტება. „დევშირმეს“ დავალებით რუმელიასა და ანატოლიაში გაგზავნილი იანიჩარების მეთაურებს „თურნაჯისაც“ ეძახდნენ.
183.  ბექთაშიანები – ბექთაშიები  იყვნენ   ბექთაშიების  ორდენის  წევრები. სახელწოდება  ამ   ორდენმა  მიიღო  „ჰაჯი  ბექთაში ველის“-გან.  ამ   ორდენს  საფუძველი  ჩაეყარა  შუა  ანატოლიის  ერთ-ერთ სოფელში, ქალაქელებისაგან შორს დარჩენილ სოფლებსა და დაბებს შორის  გავრცელებული  მიმდინარეობა.  ბექთაშიობა  ბათინიების  მსგავსად  ყველგან  ვრცელდებოდა.  ყველაფერს  საიდუმლოდ ინახავდნენ.
184. ჯებეჯი-ბაში – ჯებეჯიები   იყვენენ  მეაბჯრეები,   „დაქირავებული  ჯარის  სახეობა,  რომელიც  ძირითადად  სამეურნეო  საქმიანობას  ეწეოდა;  ნაწილი  იარაღს  ამზადებდა,  ნაწილი  იცავდა  ამ   იარაღს,  ნაწილი  ეზიდებოდა  და   ჯარში   ანაწილებდა. იარაღის   დასამზადებელი  სახელოსნოები  და   საწყობები  სტამბოლში,  ედირნეში, ბურსასა  და  საზღვრისპირა  ციხეებში  იყო   მოწყობილი.  მათი მეთაური  და  ხელმძღვანელი  იყო  ჯებეჯი-ბაში,  რომელიც წლიურად  20  ათას  ახჩას  იღებდა“.
185.  ზილ-კაადეს დასაწყისი – 1618  წლის  ოქტომბრის  20-დან. 
186.  ზილ-ჰიჯეს  თვე – 1618  წლის  11-დან  1619  წლის  7.   X 1II-მდე. 
187. 1098  წელი –  1618  წლის  19.   XII – 1619  წლის  8.   XLII. 
188.  ჯუმად  ალ-ევველის  თვე – 1618  წლის  16.    IV-დან–15,  V-მდე. 
189. ბეშიქთაში – სტამბოლის  ერთ-ერთი  უბანი. 
190. ვეფა  – სტამბოლის  ერთ-ერთი  უბანი. 
191.  შევალის  მე-17  დღე – 1619  წლის  27  სექტემბერი. 
192.   ათას   ოცდათერთმეტი  წელი – 1621   წ.     16.  11 – 1622  წ,     4.     11. 
193.  ზილ-ჰიჯეს  თვის  მეორე  დღე – 1622   წლის  8    ოქტომბერი. 
194.   ზილ-ჰიჯეს  თვის  რვა – 1622   წლის  14    ოქტომბერი. 
195 . მირახორი  – მირახორი,   ამირახორი,   იმრახორი   ეწოდებოდა   სასახლის საჯინიბოს  უმაღლეს  მოხელეს.  მის  მოვალეობას შეადგენდა  საჯინიბოების  დაკომპლექტება  და მოვლა-პატრონობა  ცხენებითა  და  მსახურებით.  სულთნის  სასახლეში ორი ამირახორი  იყო – პირველი  და  მეორე.  პირველი  ან  დიდი ამირახორი  განაგებდა  მეჯინიბეებს,  მეეტლებისა  და  მოსართავების მცოდნეთა  საქმიანობას,  მეორე  ამირახორი  ურმებს,  კარეტებსა  და  ინვენტარს  განაგებდა.  XVI-- XVII  სს-ში  ამირახო- რებს  აწინაურებდნენ  სანჯაყ-ბეგებბდ  და  ბეგლარ-ბეგებად.
196.   მე-17 დღე – 1622  წლის  23   ოქტომბერი. 
197.  ათას  ოცდათორმეტი წელი  – 1622  წლის  5  11-დან  1623  წლის  24. 10-მდე. 
198.  ჯანი  ბეგ  გირეი  –  ყირიმის თათართა  ხანი  –  ჯანი  ბეგ  გირეი  ხანი  (1610–1622). 
199.  ჩერმენის სანჯაყი  – რუმელიის  ეიალეთში  შემავალი  სანჯაყი, 
200.  ჯუმად  ალ-ახირის თვე  – 1623  წლის  2.    IV-დან  30   IV-მდე. 
201.  სულთან ოსმანი   – ოსმალეთის  იმპერიის  სულთანი  ოსმან   II    (1618--1622). 
202.   შეის ულ-ჰარემი    – იგულისხმება  მექას   შეიხის   თანამდებობა. 
203. არფალიქი  – არფალიქი  ნიშნავს   ქერისათვის   განკუთვენილს;   იგი   იყო შემოსავალი  მიწის   ნაკვეთიღან,  რომელიც  სახელმწიფო  მოხელეებსა  და   სულთნის  სასახლის  ზოგიერთ  მოხელეს  ჯამაგირის  სახით  ეძლეოდა.  არფალიკი  ორი სახისა  იყო:  როდესაც  გარკვეულ  ტერიტორიაზე  აკრეფილი  გადასახადების  ნაწილი  ეძლეოდა  მოხელეს  არფალიკის  სახით,   მას   „არფალიკ  დირლიქ“  ეწოდებოდა;  მეორე  შემთხვევაში,  როდესაც  ხაზინიდან  გაიცემოდა  გარკვეული  თანხა ჯამაგირის   სახით,  მას  „არფალიკი   ულუფე“  ეწოდებოდა. „შემდეგში   საარფალიკო  მამულის შემოსავალი, ნაღდად თუ ნატურით, ეძლეოდათ, დამსახურებულ სახელმწიფო  მოღვაწეებსა  და  მაჰმადიანთა  სწავლულებს  – ულემებს  (ულემა),   უკვე  როგორც  საცხოვრებელი  სარჩო,  ულუფა“.  არფალაკის  სინონიმად  ქართულ წყაროებში  გვხვდება  სარჩო.  ბერი  ეგნატაძვილის  „ახალი  ქართლის  ცხოვრებაში“ ნათქვამია:  „და  მაშინ  გაუგზავნა  ბატონმა  თეიმურაზ  ზონთქარსა  კაცი,  შეეხვეწა და  სთხოვა  სარჩო.  ხონთქარმა  სხვა   ვეღარა  გააწყო  რა   და  მისცა  გონიოსა  და ახალციხესა  და  გარშემო  მისსა  მამული  სარჩოდ“; ან   კიდევ: „მისცა  სარჩოდ  სანჯაყები“.
204.  ათას  ოცდაცამეტი წელი  – 1623  წლის  25.   10--1624 წ.   3.    X. 
205. აქერმანი  – აქერმანი  ბესარაბიის  ქალაქი,  აქერმანი  აკად.   ბარტოლდის განმარტებით  ნიშნავს  „თეთრ  ციხეს“.
206.   საკლაბები  –  ოსმალურ  ნარატიულ   წყაროებში   სლავებს  საკლაბებს ეძახიან. 
207. სულთან  მუსტაფა – ოსმალეთის იმპერიის სულთანი  მუსტაფა I (1617–1618; 1622–1623).
208   ათას   ოცდაათი  წელი – 1620   წლის  26   ნოემბრიდან   1621 წლის  15 ნოემბრამდე. 
209.  სულთან  მურად ხანი  – ოსმალეთის  იმპერიის   სულთანი   მურად  IV (1624–1640). 
210. ჩორბაჯი –  იანიჩარების კორპუსში უმცროსი ოფიცერის ჩინი. ჩორბაჯის ხშირად   ბელუქ-ბაშისაც უწოდებდნენ. „ჩორბა“ ნიშნავს წვენს, შეჭამანდს. რადგანაც სულთნის რეგულარულ არმიაში ჯარისკაცები სულთნის ულუფაზე  იყვნენ,  მათ მეთაურს  „ჩორბაჯის“ – „მეწვენე“-ს  ეძახდნენ  და  იგულისხმებოდა,  რომ  სულთნის  სახელით  ჰკვებავდა  მათ. სულ  იანიჩართა კორპუსში 160 ჩორბაჯი  იყო,  რამდენადაც  ამდენივე  იანიჩართა  ოჯახი  იყო.
211. ბალიემეზის ზარბაზანი – ერთ-ერთი სახეობა ზარბაზნისა, რომელსაც  შუა საუკუნეების  ოსმალეთში ხმარობდნენ. „ბალიემეზ  (დამახინჯებული იტალიური – „ბალლო  მეზზო“ – მოოსმსროლელი  ზარბაზანი  (თურქულად გააზრებელი იყო ასე:   „ბალ“ – თაფლი,  „იემეზ“  არ  ჭამს, ე.ი. „თაფლს არ ჭამს“.  ოსმალურ ზარბაზნებში ყველაზე შორსმსროლელი და დიღი   ყალიბისა  იყო, 50 კილოგრამიან ყუმბარებს ისროდა. იყენებდნენ ხმელეთზეც და ზღვაზეც,   მაგრამ  უმეტეს შემთხვევამი ციხეების დასანგრევად ხმარობდნენ. ზოგჯერ მას „ყარაბალისაც“  უწოდებდნენ.
212.  ჩაშნიგირ-ბაში  – ჩაშნიგირი  –  მეჭაშნიკე  –  მათი   მოვალეობა  იყო  სუფრის  გაშლა  და  სულთნისათვის საჭმელების მირთმევა: ერთი ნაწილი სულთნისათვის დამზადებულ საჭმელებს ამოწმებდა  და მეთვალყურეობდა. ჩაშნიგირ-ბი  საჭმელ-სასმელებს  მიართმევდნენ  აგრეთვე  დივანის  სხდომების  დროს დიდვეზირსა  და   ვეზირებს,   ჩაშნიგირების  მეთაური  იყო  ჩაშნიგირ-ბაში,  რომელიც  სულთნის  ყველაზე დაახლოებულ  და  სანდო პირად ითვლებოდა და  ყოველთვის მას ახლდა. სუელთნისათვის დამზადებული  საჭმელების  ავ-კარგიანობაზე  ჩაშნიგირ-ბაში  აგებდა  პასუხს.
213. კიზლარ  ალღა – სულთნის  სასახლის  ჰარემის   მსახურთა  უფროსი.  მას „ბედნიერების  კარის  (სასახლის)  აღაც“  ეწოდებოდა.  იგი  განაგებდა  ჰარემის  მსახურთა  საქმიანობას,  არჩევდა  სულთნისათვის  მხევლებს  და სხვა. კიზლარ აღა დროთა  ვითარებაში  ყველაზე  გავლენიან  მოხელედ  იქცა  სასახლემი.  ისინი  დიდ გავლენას  ახდენდნენ  სულთნებზე.  მათ  ხელში  მოიყარა  თავი  უდიდესმა  ქონებამ სულთნის  მიწებისა  და  ვაკუფების  სახით.
214. აზაბი –  უცოლო,  აზაბები  ძირითადად  სამხედრო  გემებბე მეზღვაურებად  და  მებრძოლებად  მსახურობდნენ. შემდეგში მათ ზღვისპირა სიმაგრეებში მეციხოვნეებად  იყენებდნენ,  ან   გემთსაშენებში  მსახურობდნენ.
215.  სეკბან-ბაში   სეკბან-ბაში  ეწოდებოდა  მეძაღლეების,  ძაღლებით  მონადირეების  უფროსს.  სეკბანები  იანიჩართა  კორპუსში  ერთ-ერთ  ნაწილს  შეადგენდნენ; სეკბანები  სულთანს  სანადიროდ  ახლდნენ  ხოლმე.  რიგითი  სეკბანები  დღეში 6–8 ახჩას  იღებდნენ.  სეკბანები  იყვნენ აგრეთვე სასაზღვრო სამსახურში, ვილაიეთებისა და სანჯაყების მეთაურთა ლაშქარში  მსახურობდნენ  და  ჯამაგირს  იღებდნენ.  სეკბანების  დანაყოფებს ბაირაღები ეწოდებოდათ;  თითო  ბაირაღში  60  სეკბანი  იყო.  იანიჩართა  ოჯახის  დიდ  ოფიცერთაგან ერთერთისადღმი ბოძებული  სახელი.
216. დობრუჯა – ბულგარეთის  ჩრდილო-აღმოსავლეთი  რაიონის   სახელწოდება. 
217.   აბი  აიუბი ენსარი – სტამბოლის  ერთ-ერთი  უბანი. 
218.  სილისტრეს  სანჯაყი  –  ოსმალეთის  აღმინისტრაციელი  ერთეული  ბულგარეთის  ტერიტორიაზე.  დღევანდელი  ადმინისტრაციული  დაყოფით  ბულგარეთის ერთ-ერთი  ოლქი  –სილისტრეს  ოლქი,  რომლის  ცენტრია  ქალაქი  სალისტრე.
219.   შევალის  მეოთხე  დღე  –   1624  წლის  20  ივლისი, 
220.  ათას  ოცდათოთხმეტი  წელი – 1624  წ.   14.   X-დან – 1625  წ.   2.   X-მდე. 
221. ზაგემის  მეფე თეიმურაზ  ხანი – კახეთის  მეფე  თეიმურაზ I (1606–1648). 
222.  რამაზანის  21-ე  დღე  – 1625  წლის  27  ივნისი.
223.  კანიკი –  მდინარე  ალაზანი.
224.  ათას ოცდათუთხმეტი  წელი –  1625   წლის  3. X-დან  – 1626  წლის  21 IX-მდე. 
225.  მუჰარემის  თვე –  1625  წლის  3,    X-დან  1.    XI-მდე. 
226.  ზილ-კაადეს  თვე  –  1625  წლის  25.  VII-დან  24,  VIII-მდე. 
227. სირაჯი – მეუნაგირე,  ცხენის  აღკაზმულობის  დამამზადებელი.  სულთნის სასახლის  საჯინიბოში  200  სირაჯი  იყო. 
228.  ათას  ოცდათექვსმეტი  წელი – 1626  წლის  22.   IX–1627  წ.   11,   IX-მდე.
229.  ზილ-ჰიჯეს ხუთი  – 1627  წლის  17   აგვისტო. 
230. აბაზა-ფაშა – არზრუმის ვილაიეთის ბეგლარ-ბეგი, რომელმაც ოსმალეთის  ცენტრალური  ხელისუფლების  წინააღმდეგ  გაილაშქრა  და  მოაწყო  აჯანყება. ოსმალეთის  ხელისუფლებამ  ხანგრძლივი  და   საგანგებო  ღონისძიებების  მიღების შემდეგ  ძლივს  მოახერხა  1628  წლის  სექტემბრისათვის  ჩაექრო  აბაზა-ფაშას  მეთაურობით მოწყობილი  აჯანყება  და  აბაზა-ფაშა  სიკვდილით  დასაჯა.
231.  მუშის მხარე – თანამედროვე  თურქეთის  ადმინისტრაციული  დაყოფით იგულისხმება  მუშის  ვილაიეთი,  რომლის  ცენტრია  ქალაქი  მუში.
232. ზილ-ჰიჯეს  ბოლო  რიცხვები – 1627  წლის  სექტემბრის პირველი  ათეული.
233.  ათას  ოცდაჩვიდმეტი  წელი  – 1627  წ.   12.   IX-დან  – 1628  წ.   30.  VIII-მდე. 
234.  წმინდა  მუჰარემის  დასაწყისი – 1627  წლის  სექტემბრის  შუა  რიცხვები.
235.  მუჰარემის  მე-13  დღე –  1627  წლის  24  სექტემბერი. 
236.  საფარის  თვის  ოთხი –  1627  წლის  15   ოქტომბერი.
237. საფარის  თვის  18 – 1627  წლის  29  ოქტომბერი.
238. რები  ულ-ევველის  16  – 1627   წლის  25   ნოემბერი.
239.  ჩიფთლიქი  – „ჩიფთ“ ნიშნავს  წყვილს,  უღელ  ხარს.  „ჩიფთლიქის“  ქვეშ იგულისხმება  მიწის  ნაკვეთი,  რომელსაც  ერთი  უღელი  ხარი  დაამუშავებდა,  ანდა მიწის ის ნაკვეთი, რომელსაც  გლეხი ამუშავებდა და საიდანაც იხდიდა გადასახადს. „ჩიფთლიქი“ ეწოდებოდა აგრეთვე ფეოდალურ მამულს, რომელიც  სამემკვიდრეოდ  ჰქონდა  კაცს  და  ეალდებული  იყო  შემოსავლის  ხარჯზე მხედრები  გამოეყვანა  ან  თვითონ  წასულიყო  ლაშქრობაში.
240.  რები  ულ-ახირის  მე-11  დღე –  1627  წ.    20   დეკემბერი.
241.  რამაზანის  თვის ბოლო – 1628  წლის  მაისის  ბოლო  და  ივნისის  პირველი   რიცხვები. 
242.  ათას  ოცდათვრამეტი  წელი  –  1628  წ.  31.  V1II – 1629  წ.  20  VI II-მდე.
243. ზილ-ჰიჯეს  უკანასკნელი  რიცხვები – 1628  წლის  აგვისტოს  მიწურული და  სექტემბრის  დასაწყისი.
244.  მუჰარემის  მე-6   დღე –  1628  წ.   5    სექტემბერი, 
245.   მუჰარემის  თვის  19  – 1628  წ. 18   სეჭტემბერი. 
246.  საფარის  თვის  მეცამეტე  დღე  – 1628  წ.   12   ოქტომბერი. 
247. დირლიქ – სულთნის იანიჩარად გახდომის დროს სულთნისგან საკუთრებაში გადაცემული 3 ახჩა მიწა.
248.  კაფუჯიების  ქეთხუდა – კაფუჯი  იყო სულთნის  სასახლის  ჯარისკაცი.  კოჩი-ბეი გორიჯელის  მიხედვით;  მათი რაოდენობა  სასახლეში  2000-ია.  გარდა  ამისა  არიან კიდევ  ნავსადგურში  მორიგეები.  ისინი  400-ია.
249. ათას  ოცდაცხრამეტი წელი – 1629  წ. 21 VIII  – 1630 წ. VIII-მდე.
250. საფარის პირველი – 1629  წ.    20   სექტემბერი.
251. საფარის  მე-14  დღე – 1629  წლის  3   ოქტომბერი. 
252. ათას ორმოცი  – 1630  წ.    10.   VIII – 1631  წ.    29,   VII-მდე, 
253. ათას ოცდაცხრამეტი წლის თვეები – 1629 წ. 21  აგვისტოდან  – 1630  წ. 9   აგვისტომდე. 
254. ათას  ორმოცდაერთი  წელი –  1631  წ.   30.  VII-დან – 1632  წ.   18.   VII-მდე,
255. რები  ულ-ახირის  მესამე დღე – 1611  წ.  29.  IX. 
256. ათას  ორმოცდაორი  წელი – 1632  წ.  19.  VII-დან  – 1633  წ,  7,  VII-მდე. 
257. ათას  ორმოცდასამი –  1613  წ. 8.   VII – 1634  წ.   26,   VI-მდე. 
258. მუჰარემის  ბოლო –  1633  წ.  აგვისტოს  პირველი  რიცხვები, 
259. რები  ულ-ევველის  თვე  –   1633  წ.   5.    XI – X-მდე. 
260. რები  ულ-ახირის პირველი – 1633  წლის  5   ოქტომბერი. 
261. ზემოხსენებული  თვის  მეათე  დღე –  1633  წლის  14   ოქტომბერი. 
262. ზილ-ჰიჯეს  მეხუთე  დღე  – 1614  წლის  2   ივნისი. 
263. ათას  ორმოცდაოთხი – 1634  წლის  27.   VI – 1635  წ.  16. VII-მდე.
264.  ზილ-კაადეს  მეოცე  დღე – 1636  წლის  7 მაისი. 
265.   რეჯების  თვის  დასაწყისი – 1634  წლის  დეკემბრის  ბოლო  ათეული. 
266.  1044  წლის  რამაზანის  მეოთხე  დღე  –  1635  წლის  21   თებერვალი. 
267.  ზემოაღნიშნული  თვის  959-ე,   შაბათი  დღე – 1635  წლის  11   მარტი. 
268.  შევალის  მეოთხე  დღე – 1635  წლის  23  მარტი. 
269.  შევალის  თვის  მეცხრე  დღე – 1635  წ.    28   მარტი.
270.  ზილ-კაადეს  დასაწყისი  – 1635  წლის  აპრილის  მეორე  ათეულის  ბოლო.
271.  სულთან  იზ  ად-დინ  ქეიქავუს  იბნ  ქეი-ჰუსრევ სელჩუკი  – მცირე აზიის, სელჩუკი სულთანი – იზ ად-დინ  ქეიქავუს I (1210–1219), 
272. ზილ-კაადეს  თვის  95 – 1635  წლის  12  მაისი. 
273.  შევალის  თვის  4 – 1635  წლის  23  მარტი. 
274.  ზილ-კაადეს  ოცი – 1635  წლის  7    მაისი. 
275.  ზილ-ჰიჯეს  მეოთხე  დღე – 1635   წლის  21   მაისი 
276.  ათას  ორმოცდახუთი  წელი  –  1635  წ.    17,   VI-დან – 1636  წ,   4,   VI. 
277. მუჰარემის  პირველი  –  1635  წლის  17   ივნისი. 
278.  მუჰარემის  მესამე დღე  – 1635  წლის   19    ივნისი. 
279.  მუჰარემის  თვის  მე-10-დღე – 1635  წლის  2  ივლისი. 
280.   მუჰარემის  მე-17   დღე –1635  წლის  3   ივლისი. 
281.  მუჰარემის  თვის  18 – 1635  წლის  4    ივლისი. 
282.   მუჰარემის  თვის  24 –1635  წლის  10   ივლისი, 
283.   საფარის  თვის  პირველი  1635  წლის   17    ივლისი 
284.   საფარის ხუთი  – 1635  წლის  21   ივლისი. 
285.  საფარის  ათი  –  1635  წლის  26   ივლისი, 
286.   საფარის  თვის  12  –  1635  წლის  28   ივლისი. 
287.  ზემოხსენებული  თვის  14  –  1635  წლის  30   ივლისი. 
288.  საფარის  თვის  21  –  1635  წლის  6    აგვისტო. 
289.  საფარის  თვის  22 –  1635  წ.  7 აგვისტო. 
290.  საფარის  თვის  23-ე,  სამშაბათი  დღე –  1635  წ.   8    აგვისტო. 
291.  საფარის  თვის  97-ე  დღე –  1635  წლის  12  აგვისტო. 
292. რები  ულ-ევველის  მეექვსე  დღე – 1635  წ,  20.   VIII. 
293. ჭეშმარიტი რაფიზი – ქეშმარიტი მწვალებელი ისლამის  რელიგიაში ასე    უწოდებდნენ  სუნიტები  შიიტებს  რომელსაც  სპარსელები  მისდევდნენ.
294.  ჩოხადარი –  1. სულთნის  ტანისამოსის  შემნახავი. „ეს   თანამდებობა  მეჰმედ I ჩელების დროს (1413–1421) დაარსდა.  ლაშქრობის  დროს სულთანს  თან  ახლდა,  ცხენზე  ამხედრებული  უკან  მიჰყვებოდა  და  გამზადებული  ჰქონდა  საწვიმარი მოსასხამი.  საზეიმო მსვლელობის დროს სელთანს მიჰყვებოდა  და  მისი  სახელით  ხალხში ფულს  აბნევდა სილაჰდარს  სცვლიდა  ხოლმე  და  თუ  დააწინაურებდნენ  სილაჰდარი  გახდებოდა.  მუდმივ  ჯამაგირსა  და  საჩუქრებს  იღებდა  სულთნისაგან.  2.  ჩოხადარები  დიდვ ეზირს, ვეზირებსა  და  სხვა დიდკაცებსაც  ჰყავდათ.  3.  იანიჩართა კორპუსის  წევრი,  რომელსაც  დავალებული  ჰქონდა  რაიმე  სახელმწიფო  საქმე.
295. იზნიქმიდი – იგივე ნიკომედია, რომელიც ოსმალებმა დაიპყრეს 1337 წელს.  თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ბურსის  ვილაიეთში  მდებარე იზნიქის ტბის  აღმოსავლეთ  სანაპიროზე  არსებული ქალაქი – იზნიქი.
296.  რები  ულ-ეველის შვიდი  – 1635  წლის  21   აგვისტო, 
297.  რები  ულ-ეველის  28-ე   დღე – 1635  წ.  11   სექტემბერი. 
298.  რეჯების  პირველი – 1635  წლის  11    დეკემბერი. 
299.  რეჯების  თვის  მე-14 დღე  – 1635  წლის  24   დეკემბერი. 
300.  შაბანის ოთხი  – 1636  წლის  13   მარტი
301. ჩუბუქ-სალიანე – სალიანე თანზიმათამდე იყო გარკვეული თანამდებობის  პირებისათვის  წლიურად  გარდაკვეთილი  ხელფასის  სანაცვლო,  სარგო. ოსმალეთის  იმპერიის  განაპირა პროვინციები, რომლებიც ნახევრად დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ,   ყოველწლიურად გადასახადების გარკვეულ რაოდენობას უზრდიდნენ ცენტრალურ  ხელისუფლებას,  ოსმალეთის ხელისუფლება კი  არ ერეოდა  ასეთი  პროვინციის შინაგან საფინანსო  და  სხვა  ხასიათის  საკითხებში.  ასეთ ვილაიეთებს  სალიანელი  ვილაიეთები  ეწოდებოდათ.  ჩუბუკი  კი  ეწოდებოდა  ჩიბუხს;  იგი   ძალიან  გავრცელებული  იყო  მთელს  აღმოსავლეთში.  ჩუბუკ-სალიანეს ქვეშ,  ალბათ,  იგულისხმება  წლიური გადასახადი   ყალიონზე.
302.  შაბანის 17 – 1636  წლის  26   იანვარი. 
303.  შაბანის  27  –  1636  წლის  5    თებერვალი. 
304   რამაზანის  9 – 1636  წლის  16   თებერვალი. 
305. შევალის  ორი  – 1636  წლის  10   მარტი. 
306.   შევალის  22-ე   დღე –  1636   წლის  30   მარტი
307.   შევალის  26-ე დღე – 1636  წლის  3   აპრილი. 
308.  შევალის  24-ე დლე  – 1636  წლის 1 აპრილი. 
309.   ზილ-კაადეს პირველი  – 1636  წ.    7    აპრილი. 
310. ზილ-კაადეს მეექვსე  – 1636  წ.    12   აპრილი. 
311.  ზილ-კაადეს  18  –  1636  წ.    19   აპრილი, 
312. სომარი – ტერმინი და  საზომი სომხური  წარმომავლობისაა,  სომხეთის გარდა  გავრცელებული  იყო  ოსმალეთის  ზოგიერთ  პროვინციაშიც.  სომარი  დამკვიდრდა  სამხრეთ საქართველოში – ახალციხის  მაზრაში.  სადაც  ის   XIX  ს.  მასალებით  16   კოდს  ან   288  კგ-ს  შეადგენდა.  ცხადია,  რომ  სომარი  უფრო  საანგარიშო  ერთეული  იქნებოდა  ვიდრე  რეალური   საწყაო. შველი ერთგვარი საწყაო,  კაბიწის  ნახევარი (6  ფუთამდე).  სომარი  ხშირად  გვხვდება  საქართველოს  შესახებ  არსებულ ოსმალურ  დოკუმენტურ  წყაროებში.
313.  ათას   ორმოცდაექვსი წელი  – 1636  წ.  5. VI – 1637  წ.    25.   V-მდე.
314.  მუჰარემის  თვის  ათი – 1636  წ.  14  ივნისი.
315. მუჰარემის  თვის  ნახევარი – 1636  წ.  ივნისის  20-იანი  რიცხვები.
316.  მუჰარემის  958--1636  წ.  2   ივლისი.
317. საფარის  მეორე დლე  – 1636  წ.   6  ივლისი.
318. კალგაიდ წოდებული – ოსმალურ  წყაროებში  ხშირად  გვხვდება  ეს   ტერმინი.   ყირიმში  თანამდებობის,  ჩინის აღმნიშვნელია.  ყირიმის  ყოველი  ახალი  ხანი  თავის  მემკვიდრეს  კალგაიდ  ნიშნავდა.  ამის  შემდეგ  კალგაი ყირიმში თანამდებობად დარჩა.  კალგაი  სულთანი  კი   ყირიმის  ხანის  მემკვიდრის  აღმნიშვნელად  გამოყენებული  ტერმინია.
319.   ჰისამ  გირეი –  არ  არის შეტანილი ყირიმის  ხანების  გენეალოგიურ  ნუხაში.
320. ინაიეთ  გირეი  –  ყირიმის  თათართა  ხანი  –  ინაიეთ  გირეი  ხანი  (1635–1638). 
321. საადეთ  გირეი  –   ყირიმის  თათართა  ხანი – საადეთ გირეი ხანი (1623–1632). 
322. ზილ-ჰიჯეს  მე-6  დღე –  1637   წ.   30  აპრილი,
323.  მუჰარემის  მეათე  დღე – 1636   წ.    14   ივნისი. 
324. ბაჰადირ გირეი – ყირიმის  თათართა ხანი – ბაჰადირ  გირეი  ხან (რეზმი) I (1638–1642). 
325. იანბოლი – ქალაქი   დღევანდელი   ბულგარეთის    ტერიტორიაზე,   მდ. თუნჯის  სანაპიროზე,  იანბოლის  ადმინისტრაციული  ერთეულის  ცენტრი.
326.  საფა  გირეი  სულთანი – ყირიმის   თათართა   ხანი 1691  წელს.
327.  საფარის  თვის  მე-11   დღე  – 1636  წლის  15   ივლისი. 
328. რები  ულ-ევველის  მე-17  დღე  –  1636  წ,   19  აგვისტო. 
329. ათას  ორმოცდარვა  წელი  – 1638  წ.   15  V-დან – 1639  წ,   3.   V-მდე. 
330. საფარ ფაშა – ახალციხის  ბეგლარ-ბეგი,  დაინიშნა  1625   წ.   მანუჩარ III-ის   ბიძა  ბექა,  იწოდა  საფარ ფაშად.
331. შეჰრიზორი – მოსულის ვილაიეთის ერთ-ერთი სანჯაყის – მოსულის სანჯაყის   ცენტრი.
332.  რეჯების  თვის  მე-8  დღე – 1638   წ.    15   ნოემბერი. 
333.  ათას  ორმოცდაცხრა წელი  – 1639  წ.   4.   V – 1640  წ.   22.   IV-მდე. 
334.  მუჰარემის  19 – 1640  წლის  11   მაისი 
335.  მუჰარემის  25-ე  დღე  –  1640  წლის  17   მაისი. 
336.  საფარის მეორე  დღე  –  1640  წლის  24  მაისი, 
337. აინთაბი – ალეპოს  ვილაიეთსა  და  სანჯაყში,  ალეპოდან  ჩრდილო-დასავლეთით  132   კმ-ზე  მდებარე  კაზას   ცენტრალური  ქალაქი.
338.  საფარის  27 – 1640  წლის  18   ივნისი. 
339.   რები  ულ-ევველის  15 – 1640  წლის  16   იელისი. 
840.  თრაბლუსი – ქალაქი  ლივანში,  ხმელთაშუა  ზღვის  სანაპიროზე. 
841. მარაში – თანამედროვე თურქეთის ადმინისტრაციული  ერთეულის – მარაშის   ვილაიეთის  ცენტრი.
842. ბოლუქის ხალხი – იგულისხმება იანიჩართა კორპუსი. ოსმალთა სამხედრო   ორგანიზაცის   ტერმინი. ბოლუქის   ხალხი   ექვსი   ბოლუქისაგან   შედგებოდა:  1.   სიფაჰიები,  2.   სილაჰდარები,  3.   მარჯვეხა  ულუფეჯიანი,  4.  მარცხენა ულუფეჯიანი,  5.  მარჯვენა ღურება  და  6. მარცხენა  ღურება.
843.  რები  ულ-ახირის  დასაწყისი – 1639  წლის  აგვისტოს  პირველი  რიცხვები. 
844.   ათას ორმოცდაათი წელი  – 1640  წ.   23.   IV-დან  – 1641  წ.  II.    IV-მდე.
845.  რები  ულ-ევველის  თვის  მეშვიდე  დღე –  1640  წლის  27   ივნისი. 
846. მუკანი – იაკუთის განმარტებით მუკანი იგივე მუღანია. მისი სიტყვით, იგი   ვილაიეთია.  მასში  მრავალი  სოფელი  და  ველია,  უჭირავთ  იგი  თურქმანებს საძოვრად  და   მისი   მოსახლეობის  უმეტესობა  მათგან  შედგება.   იგი   აზერბაიჯანშია.  მგზავრი  არდაბილიდან  თებრიზისკენ  მიმავალი  გაივლის  ამ   მთებზე.
847.  ჯუმად  ალ-ევველის – 1640  წლის  19.   VIII-დან – 17.   IX-მდე. 
848.  რები  ულ-ახირის  მეხუთე  დლე – 1640  წ.   25.  VII. 
349.   სულთან  მურადი  –   ოსმალეთის  იმპერიის  სულთანი  მურად  IV   (1624–1640). 
350. მუჰარემის  თვე – 1640  წლის  23.   IV-დან  22,  V-მდე. 
351.   შაბანის თვე  – 1640  წ.    16.   II-დან   – 14,    XII-მდე. 
352.  ზილ-კაადეს  მეოთხე  დლღე – 1641   წლის  15   თებერვალი.
353.  ზილ-კაადეს პირველი –  1641  წლის  12   თებერვალი. 
354.   ათას  ორმოცდათორმეტი წელი  – 1642  წ.    1.  IV-დან  – 27.  VII-მდე. 
355. რები  ულ-ახირის  თვე  – 1624  წ.   29  VI-დან  – 27.   VII-მდე. 
356.  იანიჩართა ქათიბი – იანიჩართა ქათიბი   იყო  მთელი  იანიჩართა კორპუსის  ხელფასის,   შემოსავალ–გასავლის დავთრების  აღმნუსხველი პირი, იანიჩართა ქათიბს – იანიჩართა ეფენდისაც  ეძახდნენ.
357. ჯუმად  ალ-ევველის  22 – 1642  წ.    18   აგვისტო, 
358. ჯუმად  ალ-ევველის თვე  – 1642  წ.    28.   VII-დან  – 26.   VIII-მდე. 
359. ათას  ორმოცდათოთხმეტი  წელი – 1644  წლის  10.  III-დან  – 1645  წლის 26.   II-მდე. 
360. საფარის  თვის დასაწყისი – 1644  წ.   აპრილის  შუა  რიცხვები. 
361. ბალთაჯიების ქეთხუდა – ბალთაჯიები   იყვნენ   სულთნის  სასახლის   სამსახურში  მყოფი პირები. ბალთაჯიებს  უწოდებდნენ  ცულით  შეიარაღებულებს. ისინი  იცავდნენ  სასახლესა  და სულთნის ჰარემს. ლაშქრობაში თან ახლდნენ სულ თანს, ისინი იყვნენ აგრეთვე დიდი  მოხელეების  მცველებად.  სასახლეში  პრივილეგირებულ  ბალთაჯიებს ეწოდებოდათ ზულუფუ  ბალთაჯიები.  მათი  რიცხვი  ასზე  მეტი  იყო.  ბალთაჯიების  ქეთხუდა  მათი  უპირველესი  პირი  იყო  და  ტრადიციულად სასახლეში  მთავარი  ბალთაჯი. – ბაშბალთაჯი  მეორე   პირი   იყო,   მესამე   პირს – დივანჰანეჯის  უწოდებდნენ,  მეოთხე  პირს  კი  ქილერჯიბაშის.
362.  1040–1050  წლები  –  1630  წლის  10.  VIII–1631  წ.   29.  VII-დან  1640  წ. IV–1641  წ.   11.  IV-დე.
363.  ისტორიკოსი  შარიჰ ულ-მენარ ზადე – შარიჰ ულ-მენარ  ზადედ  ცნობილია  ოსმალო  მემატიანე –  აჰმედ ეფენდი.  მისი  ბიოგრაფიის შესახებ  თითქმის  არაფერი  ვიცით. ცნობილია მხოლოდ, რომ დავუდ ფაშას მედრესეში მუდერისად  ყოფნისას 1657 წ. გარდაიცვალა. მის თხზულებაში ოსმალეთის ისტორია გადმოცემულია 1659 წლამდე. ხელნაწერი დედანი არაა  ნაპოვნი, არც გამოქვეყნებულია მისი თხზულება. მის ნაშრომს, როგორც წყაროს, იყენებდა  მუსტაფა ნაიმა.
364. გელიბოლი – ქალაქი თანამედროვე თურქეთშ  ჩანაკალეს  ვილაიეთში,   დარდანელის  სრუტის  მარცხენა  სანაპიროზე.
365.   მდინარე ითილი  – მდინარე  ვოლგა.
366.  რამაზანის  თვე – 1644  წ.  1   ნოემბერი – 30  ნოემბერი. 
367. ათას  ორმოცდათექვსმეტი  წელი – 1646  წლის  17.   II-დან  1647  წლის  5. II-მდე. 
368.  ჯუმად  ალ-ევველის  შუა რიცხვები – 1646  წლის  ივნისის  ბოლო  და  ივლისის  დასაწყისი.
369.   რები  ულ-ევველის  თვე – 1646  წლის  17.    IV-დან  16   V-მდე.
370   ათას  ორმოცდათვრამეტი წელი  – 1648  წ.
371  რები ულ-ახირის  დასაწყისი – 1648  წ.   25,   IV-დან  23.  V-მდე.
372.  კაფუ  ქეთხუდა – კაფუ  ქეთხუდა   ეწოდებოდა  იმ პირებს    რომლებიც  ინიშნებოდნენ სახელმწიფო  და ოფიციალურ  თანამდებობებზე  ვალიებთან,  სანჯაყ  ბეგებთან,  სახელმწიფო  დაწესებულებებში,  სასახლეში  თვალყურის  მისადევნებლად.  ვილაიეთის  კაფუ  ქეთხუდები  ვალიების სრულუფლებიანი  ვექილები  (მოადგილეები)  იყვნენ.  მათი  სახელით  სრული  უფლებით  სარგებლობდნენ.  ისინი  დანიშნული  ადგილისდამიხედვით იღებდნენ სახელწოდებას:  ვილაიეთის  კაფუ  ქეთხუდა,  დაწესებულების კაფუ ქეთხუდა,  და  სხვა.  კაფუ  ქეთხუდები ვალიებისა  და  სანჯაყ  ბეგების  მიერ  აირჩეოდა.



Комментариев нет:

Отправить комментарий