ცივილიზირებული ერები ციხე-სიმაგრეთა დაცვისა თუ გარემოცვის საკითხებს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მომავალ სარდლებს წინასწარ ასწავლიდნენ, თუ რა უნდა მოემოქმედათ ალყის დროს. საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება უკვალოდ არ იკარგებოდა, ხდებოდა მისი ჩაწერა და მას სამხედრო-თეორიული ლიტერატურის სახეს აძლევდნენ. ძველმა ბერძნებმა სამხედრო საქმის იმ მიმართულებას, რომელიც ქალაქების ალყის ხელოვნებას სწავლობდა – პოლიოკრეტიკა უწოდეს. ბერძნულ-რომაულ და ბიზანტიურ სამყაროში არაერთი საინტერესო ნაშრომი შეიქმნა ამ მიმართულებით.
მაგალითად ცნობილი ბერძენი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის ენეი ტაქტიკოსის ნაწარმოებში „ალყის გადატანის შესახებ“, მოთხრობილია მტრისაგან გარემოცულ ქალაქში თუ რა სახის სამხედრო ღონისძიებებია ჩასატარებელი.1 რაც შეეხება ბერძენი არქიტექტორისა და სამხედრო თეორეტიკოსის აპოლოდორის ტრაქტატს – „პოლიოკრეტიკა“, მასში განხილულია ციხის გარემოცვისას როგორ უნდა ემოქმედა ლაშქარს, რა სახის საალყო მანქანები აეგო, კიბის მეშვეობით როგორ დაეძლია გალავანი და სხვა.2 ეს იყო პრაქტიკული რჩევები სარდლებისადმი.
სამხედრო ისტორიკოსთა შორის დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ თუ ციხის აღების რამდენი ხერხი არსებობდა. ამ კამათის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი მკვლევარი მიჯნავს ერთი და იგივე ხერხის სხვადასხვა ფორმებს. პროფ. დანკან ბ. კემპბელი ნაშრომში „ალყის ხელოვნება“ გამოყოფს ციხე-სიმაგრის აღების 5 ხერხს. თავდასხმელები შეიძლება მოხვედრილიყვნენ ქალაქში გალავნის გადალახვის შედეგად, ასევე გალავნის განგრევის ანდა მის ქვეშ გვირაბის გაყვანის საშუალებით. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდებოდა მაშინ ქალაქისათვის ალყა უნდა შემოერტყათ ისე, რომ ყოველგვარი გზა გარე სამყაროსთან შეწყვეტილიყო. იყო კიდევ ერთი მეხუთე საშუალება ღალატით ანდა სამხედრო ეშმაკობით ციხის აღება.5 კ. ნოსოვი, ასევე საკმაოდ საინტერესო მონოგრაფიის ავტორი, ძირითადად ციხე-სიმაგრეების დაკავების ორ ხერხს გამოყოფს: ეს არის შტურმი და პასიური ბლოკადა.1 ს. მარგიშვილმა, შუა საუკუნეების საქართველოს სამხედრო ხელოვნებისა და სამხედრო-პოლიტიკური ისტორიისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, ცალკე ქვეთავი დაუთმო სიმაგრის აღების ტაქტიკას. იგი ძირითადად ციხის აღების სამ ხერხს გამოყოფს. მისი წყარო ამ შემთხვევაში „ვეფხვისტყაოსანია“. ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდში მოთხრობილია ტარიელის, ფრიდონისა და ავთანდილის თათბირი, რომელზედაც თითოული მათგანი ციხის აღების საკუთარ გეგმას სთავაზობს მეგობრებს. ფრიდონი საბელით აპირებდა ციხეში შეღწევას და კარის შიგნიდან გაღებას, ავთანდილს ვაჭრის ფორმით სურდა ქაჯეთის ციხეში შესვლა და ციხის კარის ფარულად გაღება. ტარიელი კი მოულოდნელი შტურმით აპირებდა ციხე-ქალაქის აღებას. ს. მარგიშვილიც ამ სამ ხერხზე საუბრობს ვრცლად.2 ამ ნაშრომების გარდა ციხესიმაგრის აღების თაობაზე შექმნილია ათეულობით მონოგრაფია, რომელთა განხილვა ცალ-ცალკე შორს წაგვიყვანს.3
სამხედრო ისტორიკოსთა შორის დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ თუ ციხის აღების რამდენი ხერხი არსებობდა. ამ კამათის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი მკვლევარი მიჯნავს ერთი და იგივე ხერხის სხვადასხვა ფორმებს. პროფ. დანკან ბ. კემპბელი ნაშრომში „ალყის ხელოვნება“ გამოყოფს ციხე-სიმაგრის აღების 5 ხერხს. თავდასხმელები შეიძლება მოხვედრილიყვნენ ქალაქში გალავნის გადალახვის შედეგად, ასევე გალავნის განგრევის ანდა მის ქვეშ გვირაბის გაყვანის საშუალებით. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდებოდა მაშინ ქალაქისათვის ალყა უნდა შემოერტყათ ისე, რომ ყოველგვარი გზა გარე სამყაროსთან შეწყვეტილიყო. იყო კიდევ ერთი მეხუთე საშუალება ღალატით ანდა სამხედრო ეშმაკობით ციხის აღება.3 კ. ნოსოვი, ასევე საკმაოდ საინტერესო მონოგრაფიის ავტორი, ძირითადად ციხე-სიმაგრეების დაკავების ორ ხერხს გამოყოფს: ეს არის შტურმი და პასიური ბლოკადა.6 ს. მარგიშვილმა, შუა საუკუნეების საქართველოს სამხედრო ხელოვნებისა და სამხედრო-პოლიტიკური ისტორიისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, ცალკე ქვეთავი დაუთმო სიმაგრის აღების ტაქტიკას. იგი ძირითადად ციხის აღების სამ ხერხს გამოყოფს. მისი წყარო ამ შემთხვევაში „ვეფხვისტყაოსანია“. ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდში მოთხრობილია ტარიელის, ფრიდონისა და ავთანდილის თათბირი, რომელზედაც თითოული მათგანი ციხის აღების საკუთარ გეგმას სთავაზობს მეგობრებს. ფრიდონი საბელით აპირებდა ციხეში შეღწევას და კარის შიგნიდან გაღებას, ავთანდილს ვაჭრის ფორმით სურდა ქაჯეთის ციხეში შესვლა და ციხის კარის ფარულად გაღება. ტარიელი კი მოულოდნელი შტურმით აპირებდა ციხე-ქალაქის აღებას. ს. მარგიშვილიც ამ სამ ხერხზე საუბრობს ვრცლად.7 ამ ნაშრომების გარდა ციხესიმაგრის აღების თაობაზე შექმნილია ათეულობით მონოგრაფია, რომელთა განხილვა ცალ-ცალკე შორს წაგვიყვანს.8
ციხე-სიმაგრის აღების ხუთი ხერხი უნდა გამოვყოთ.
1) შტურმი _ ციხე-ქალაქის შეტევით აღება, რომლის დროსაც შეიძლება მომხდარიყო კედლის დანგრევა და ამ გზით ქალაქში შეღწევა, გამაგრებულ ადგილამდე ფარულად მისვლა და შემდეგ მოულოდნელად შტურმით ქალაქში შევარდნა, საგანგებო კოშკებითა და კიბეების მეშვეობით ქალაქის გალავანზე გადასვლა და სხვა.
2) ბლოკადა – გამაგრებული ადგილის გარე სამყაროსაგან მოწყვეტა, როდესაც ციხე-ქალაქი რჩებოდა მხოლოდ იმ რესურსის ამარა რაც ალყამდე იყო ქალაქში.
3) სამხედრო ეშმაკობა – ქალაქის აღება რაიმე ხერხით, როდესაც მინიმუმამდეა დასული დანაკარგები. შესაძლებელია ამ დროს შტურმიც განხორციელდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ციხის აღებაში მას გადამწყვეტი როლი არ ეკუთვნის. ჩვენ ზემოთ დავიმოწმეთ „ვეფხისტყაოსნიდან“ ერთი მონაკვეთი, სადაც ავთანდილი თანამებრძოლებს სთავაზობს გეგმას, რომლის მიხედვით ძირითადი ძალები საგულდაგულოდ უნდა დამალულიყვნენ, თავად კი ვაჭრის ტანსაცელში გადაცმული ქალაქში შევიდოდა. სამხედრო აღჭურვილობა – მუზარადი, ჯაჭვი, ხმალი სავაჭრო ნივთებში დამალული, ჯორზე აკიდებული უნდა შეეტანა. შემდეგ ფარულად აბჯარს ჩაიცვამდა და შეეცდებოდა ქალაქის კარის გაღებას, საიდანაც ქალაქში შემოვარდებოდნენ ტარიელი და ფრიდონი.9 მთელი ეს სამხედრო ოპერაცია ავთანდილის მოხერხებულობაზე, სამხედრო ხრიკზეა აგებული. ამიტომაც ვთვლით, რომ ეს არის სამხედრო ეშმაკობით ციხის დაკავება ერთი კონკრეტული მაგალითი.
4) მუქარა – ციხის აღების ამ ხერხს თითქმის არ ექცევა ყურადღება. შესაძლებელია იმიტომ, რომ ამ მეთოდით გამაგრებული ადგილების დაკავების ერთეული შემთხვევებია. მიუხედავად ამისა, ეს ხერხი მაინც იმსახურებს ყურადღებას. ძირითადად ამ შემთხვევაში მოვლენები ასე ვითარდება: ციხეზე ალყის შემომრტყმელს ტყვედ ჰყავდა ციხის პატრონი, რომელსაც სიკვდილი უწერია, თუ მისი მეციხოვნეები არ დათმობენ ციხე-ქალაქს.
5) ალპინისტების გამოყენებით ანდა გალავნის ქვეშ გვირაბის გაყვანით ციხეში ფარულად შეღწევა – შეიძლებოდა სამხედრო ეშმაკობის კატეგორიაში გაგვეყვანა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მაინც სხვა ნიშნებით ხასიათდება. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. საქართველოს ისტორიაში ციხე-სიმაგრეების გარემოცვის აღწერის ხუთივე ამ ხერხის დამადასტურებელი არა ერთი ფაქტი მოგვეპოვება. თუმცა, ამგვარი დიფერენციაცია არ ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილად ამ ხუთ სამხედრო ტაქტიკურ სქემასთან გვაქვს საქმე.
ხშირად გარემოცვისას შერეულ ფორმასაც იყენებდნენ, როდესაც ხანგრძლივი ალყის პარალელურად მიმდინარეობდა სიმაგრეზე პერმანენტული იერიშები, ანდა ქვის სასროლი მანქანებით მისი დაბომბვა, რაც მოსახლეობის ნებისყოფის გატეხვასა და არსებული რესურსების განადგურებას ისახავდა მიზნად. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით იმ მკვლევრებს, რომლებიც, მაგალითად, კედლის შელეწვას ციხის აღების ცალკე ხერხად გამოყოფენ. ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ ვაქცევთ, რომ ჩვენს საკვლევ პერიოდში ასეთი ხერხით ციხის დაკავების მაგალითები ბევრია და საჭიროა დაზუსტდეს, კონკრეტულად რომელ სახეობაში უნდა მოვაქციოთ ამ ფორმით განხორციელებული საალყო ოპერაცია. მიგვაჩნია, რომ ეს არის შტურმის შემადგენელი ნაწილი. იყო შემთხვევები, როდესაც გალავნის დანგრევისთანავე ციხეში გარემოცულნი კაპიტულაციას აცხადებდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ციხეში მყოფთა მხრიდან შტურმის თავიდან აცილების პრევენცია იყო. სხვაგვარად ქალაქის კედელს იმიტომ ანგრევდნენ, რომ თავდამსხმელები შტურმით შესულიყვნენ ციხე-ქალაქში.
ციხე-ქალაქის იერიშით აღება ყოველთვის უკიდურესი ზომა იყო. იგი დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. ამასთანავე, საჭირო იყო შესაბამისი ტექნიკის ქონაც – კედლის სანგრევი მანქანები – ფილაკავანები, ტარანები და სხვა. იგებოდა საგანგებო კოშკურები, რომლიდანაც მეომრებს შეეძლოთ გალავანზე გადასვლა. თუ ამის საშუალებას არ იძლეოდა გარემო-პირობები, მაშინ მეომრები აღჭურვილნი იყვნენ მოგრძო კიბეებით, რომელიც ქონგურებამდე წვდებოდა. ციხე-ქალაქზე შტურმი წარმოებდა როგორც რამდენიმე მიმართულებით, ასევე გალავნის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე. ქართულ წყაროებში იერიშით ციხის აღების მრავალი ფაქტია მოხმობილი. ყოველი მათგანის აქ განხილვას არ შევუდგებით, დავასახელებთ მხოლოდ რამდენიმეს.
1122წ. დავით აღმაშენებელმა ქალაქი თბილისი სწორედ იერიშით აიღო. ამ შტურმის დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა მთლიანი სურათის აღდგენა ხერხდება. არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი მოგვითხრობს: „ალყა შემოარტყეს თბილისს, ისინი (ქართველები) ებრძოდნენ მათ, ვინც იყო მასში (ქალაქში); ძლიერ შეავიწროვეს ისინი და მისი (თბილისის) მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. ალყა გაგრძელდა ჰიჯრის 515 წლამდე (1121/1122), როცა მათ ძალით აიღეს იგი (თბილისი).“10
არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი კი დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებას ასე აღწერს: „როდესაც განადგურდა ნაჯმ ად-დინი და უკან გაბრუნდა იმათთან ერთად, ვინც გადარჩა, გაემართა მეფე აბხაზთა ნადავლითა და ტყვეებით, დაბანაკდა თბილისთან და ერთხანს ალყაში ჰყავდა. შემდეგ გაანგრია მისი კედელი დასავლეთის მხრიდან, შევიდა ქალაქში მახვილით, გადაწვა იგი და გაძარცვა. სამი დღის შემდეგ დაეზავა მის მცხოვრებლებს და მოალბო მათი გულები“.11
იერიშით აიღეს ქართველებმა ქალაქი ანისი 1161 წელს. სომეხი მემატიანე მათეოს ურჰაეცის ცნობით, საქართველოს მეფე გიორგი III ქალაქს მიადგა ორშაბათს და ერთი დღის ბრძოლის შემდეგ აიღო კიდეც. გიორგიმ ანისში თავისი გარნიზონი ჩააყენა.12
ასევე იერიშით აიღო გიორგი III ქალაქი დვინი. მათეოს ურჰაეცი ამ მოვლენასაც ვრცლად აღგვიწერს: „ამავე (1162-1163) წელს სახელოვანი ქალაქი დვინი აღებულ იქნა ქართველთა მეფის გიორგის მიერ. იგი. უცხო თესლთა უკუქცეულ ლაშქარს, რომელიც ქალაქიდან მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსულიყო, კვალდაკვალ მიჰყვა, ლტოლვილნი დახოცა, ხოლო გადარჩენილებს, რომლებიც ქალაქისაკენ გაბრუნდნენ, უკან გაჰყვა და ჯარითურთ, ქალაქის კარის გავლით ქალაქში შეიჭრა“.13
როგორც ვხედავთ, დვინელებს ქართველთათვის ბრძოლა ქალაქის გარეთ გაუმართავთ, მაგრამ დამარცხებულან. ამის შემდეგ, გარნიზონმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. მათ ვერ მოასწრეს ქალაქის კარის ჩაკეტვა. დამარცხებული დვინელები და ქართველები ერთურთში ისე იყვნენ არეულნი, რომ მეციხოვნეებმა უნებლიედ უკუქცეულ ჯარის ნაშთებთან ერთად გიორგი III-ის რაზმებიც შეუშვეს ქალაქში.
ციხის იერიშით აღებამდის ხშირად მიმართავდნენ ერთგვარ მოსამზადებელ სამუშაოს, რომელიც მოწინააღმდეგის თავდაცვითუნარიანობის შერყევას ისახავდა მიზნად. ძირითადი ობიექტი იყო ქალაქის გალავანი, რომლის დაზიანება იყო უმთავრესი საზრუნავი ციხე-ქალაქს შემომდგარი ჯარისთვის. გამოიყენებოდა სხვადასხვა მეთოდი და ტექნიკური საშუალება. ყველაზე აპრობირებული იყო სამი ხერხი:
1. ქვის სასროლი მანქანებით, ანუ ფილაკავანებით გალავნის დაზიანება ან დანგრევა;
2. ზღუდის გახვრეტა;
3. ქალაქის კედლის ქვეშ გვირაბის გაყვანა, რომლის დროს ფუნდამენტი ირღვეოდა, რასაც მოჰყვებოდა გალავნის გადმონგრევა.
ერთ-ერთი ამ ხერხის გამოყენებით 1210წ. აიღეს ქართველებმა ქალაქი ზენჯანი. მემატიანე მოგვითხრობს, რომ ქალაქის გარემოცვის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, სარდლობის გადაწყვეტილებით გალავნის სხვადასხვა მონაკვეთზე ქართველმა მეომრებმა „იწყეს თხრად ზღუდეთა“. პირველად მარჯვენა მხარეს მდგარმა მესხებმა მოახერხეს კედლის გახვრეტა და ქალაქში შეცვივდნენ.14
ჩვენთვის საინტერესო პერიოდში ციხე-სიმაგრის აღების ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ხანგრძლივი ალყა, გარე სამყაროსგან იზოლაციის გზით გარემოცულთა წიანაღმდეგობის გატეხვა. ალყის ამ ფორმას ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ხანგრძლივი ალყა ადამიანური რესურსების ნაკლებ დანაკარგს ითხოვდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, გარემოცვის დროში გაწელვის შემთხვევაში, იგი დიდ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ერთიანი საქართველოს დროს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის დონე მაღალი იყო, ხანგრძლივი დროით ციხე-სიმაგრეთა ალყის წარმოება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ქართული წყაროების მონაცემებით, ხანგრძლივი ალყა შეიძლება გაგრძელებულიყო 5-6 წელიც კი. თამარ მეფის დროს, ივანე ახალციხელმა 1202 წლის ახლო ხანებში ალყა შემოარტყა კარის (ყარსის) ციხე-ქალაქს. ალყა 5 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. თამარის ისტორიკოსი ერთგან მიუთითებს, რომ სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი „მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს“ კარის ციხე-ქალაქსო.15 არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი ამ გარემოცვასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას იძლევა: ქართველებს „დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ ალყა შემორტყმული... ავიწროვებდნენ ვინც მასში იყო და იღებდნენ ამ ვილაიეთის შემოსავალს მრავალი წელი“.16 როგორც ვხედავთ, ალყის მსვლელობისას ქართველები ადგილობრივი შემოსავლით სარგებლობდნენ და ამიტომაც ეს გარემოცვა დიდ ტვირთად არ დააწვებოდა ქვეყნის ბიუჯეტს. 1206-1207 წლების მიჯნაზე (დეკემბერი-იანვარი) კარის მცხოვრებლებმა ციხე უშუალოდ თამარ მეფეს ჩააბარეს და მას მიართვეს ქალაქის კლიტენი. შედარებით ნაკლები დროის მანძილზე მიმდინარეობდა თბილისის ალყა ბაგრატ IV-ის მეფობისას. იგი 1038-1040 წლებში წარმოებდა.
ხანგრძლივი ალყა სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა. ძირითადად იკეტებოდა ქალაქში შესასვლელი მთავარი მაგისტრალები და ამ გზით ციხე-ქალაქი სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში ექცეოდა. ამ შემთხვევაში ქალაქის გარშემო არსებული მთელი პერიმეტრი არ იყო დაცული და ქალაქში შესვლისა თუ გამოსვლის ერთეული შემთხვევები შეიძლება მომხდარიყო. ბაგრატ IV-ის დროს თბილისის გარემოცვისას ქალაქში ჩამოვარდნილმა საშინელმა შიმშილმა და ეკონომიკურმა სიძნელეებმა აიძულა ამირა ჯაფარი ქალაქიდან გაპარულიყო. „მატიანე ქართლისას“ მინიშნებით ამირას თანმხლებ პირებს საგანგებოდ ტივები მოუმზადებიათ, რომ მტკვრის გაყოლებით ქალაქი დაეტოვებინათ.17 როგორც ჩანს, თბილისის გარემოცვისას მტკვრის მონაკვეთი არ იყო საგულდაგულოდ დაცული, რითაც თბილისიდან გაპარვის მსურველებს სურდათ ესარგებლათ.
ციხე-ქალაქის გარემოცვისას ყველაზე უფრო ხშირი იყო, როდესაც საქართველოს ლაშქარი მთლიანად კეტავდა ქალაქის გარშემო ტერიტორიას. კონტროლი წესდებოდა არა მარტო გზებზე, არამედ ყველა ბილიკზე და გალავანთან მისასვლელზე. როგორც აღინიშნა, ხანგრძლივი ალყის დროს მიღებული იყო ციხე-სიმაგრეზე პატარ-პატარა იერიშების მიტანა, ხოლო იქ სადაც რელიეფი ამის საშუალებას იძლეოდა, ხშირად მიმართავდნენ ქვის სასროლი მანქანებით ციხის გალავნის დაზიანების მეთოდს. იმ შემთხვევაში თუ დამცავ კედელს შეანგრევდნენ, უკვე ადვილი იყო იერიშით ქალაქში შეღწევა. XI-XIII საუკუნეებში ამისი დამადასტურებელი არაერთი ფაქტი გვაქვს.
1011-1012 წლებში ბაგრატ III-მ განძის საამიროში ილაშქრა და ციხე-ქალაქ შამქორს მიადგა. მის აუღებლად განძამდე ჩასვლა შეუძლებელი იყო. მართალია, ქალაქი შამქორი სწორ რელიეფზე მდებარეობს, მაგრამ მას საკმაოდ ხელსაყრელი სამხედრო სტრატეგიული პოზიცია უკავია. ციხე-ქალაქის ერთ ნაწილს გალავანთან ერთად მდინარე შამქორის წყალი იცავს. ამდენად, ქალაქის მთლიანი გარემოცვა საკმაოდ რთული იყო. ბაგრატ III-მ მიიღო საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება. გარემოიცვა რა სამი მხრიდან ქალაქი, მან ქვის სასროლი მანქანები, ანუ ფილაკავანები მიუყენა ქალაქს და დაიწყო გალავნის დანგრევა. „მატიანე ქართლისას“ ავტორი ამ მოვლენის შესახებ წერს „მცირეთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შამქორისანი“.18
1044 წ. საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ ალყა შემოარტყა ანაკოფიის ციხეს. ალყამ დიდხანს გასტანა. ამასობაში ბაგრატ IV-ს თბილისის წარმომადგენელნი „თბილელნი ბერნი“ ეწვივნენ. მეფე იძულებული გახდა აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულიყო. ანაკოფიასთან კი მან აფხაზეთის ლაშქარი დატოვა ქვაბულელ ჭაჭას ძე ოთაღოს სარდლობით. მართალია, ქართულ წყაროებში მითითებული არ არის, თუ რა ფორმით წარიმართა ანაკოფიის ალყა, მაგრამ სხვა მონაცემებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულ ლაშქარს პერმანენტული იერიშები და ქვის სასროლი მანქანებიც გამოუყენებიათ. ამას ადასტურებს ანაკოფიის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერები, რომელშიც მოთხრობილია, რომ 1046წ. დასაწყისში ბიზანტიელებს საგანგებო სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარებიათ ციხის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ხანგრძლივი ალყისას დანგრეული შენობა-ნაგებობების აღდგენის მიზნით.19
1045წ. გარდაიცვალა თბილისის ამირა ჯაფარი. მოსახლეობის წარმომადგენლებმა, რომელსაც მემატიანე „ტფილელ ბერებს“ უწოდებს, გადაწყვიტეს ქალაქი ბაგრატ IV-ისათვის გადაეცათ. საქართველოს მეფემ თბილისი აიღო. მას წინააღმდეგობა მხოლოდ ისნის ციხემ გაუწია. ბაგრატი იძულებული გახდა ისანი გარემოეცვა და ფილაკავანებით გალავნის შემუსვრა დაეწყო.20 საბოლოოდ, ბიზანტიელთა აგრესიის გამო ბაგრატ IV-მ თბილისის შენარჩუნება ვერ შეძლო.
შუა საუკუნეებში არც ისე იშვიათად მიმართავდნენ სამხედრო ეშმაკობით ქალაქის აღებას. ზოგიერთი მკვლევარი ამ წესით ქალაქის დაუფლებას არ მიიჩნევს ცალკე აღნიშვნის ღირსად, მაგრამ თუ დაწვრილებით განვიხილავთ წყაროთა მონაცემებს, დავინახავთ, რომ ასეთ შემთხვევებში მთავარი აქცენტი კეთდებოდა არა ხანგრძლივ ალყაზე ანდა იერიშზე, არამედ ციხე-სიმაგრის აღებისას გამოიყენებოდა სხვა ტაქტიკური ჩანაფიქრი.
1110წ. საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა აიღო სამშვილდის ციხე. დავითის ისტორიკოსი ამ მოვლენას საკმაოდ ლაკონურად აფიქსირებს – „მოიპარეს სამშვილდეო“. მოვლენები ასე განვითარებულა: თურქ-სელჩუკთა ყურადღების მოდუნების მიზნით დავით აღმაშენებელი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამ დროს გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, კლდეკარის ერისთავი თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი ფარულად მივიდნენ სამშვილდის ციხესთან და აიღეს იგი. მემატიანეს ფრაზიდან კარგად ჩანს, რომ ქართველებს სამხედრო ეშმაკობის წყალობით აუღიათ ციხე, ანუ „მოუპარიათ.“ სამშვილდე ქვემო ქართლის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა, სამხედრო თვალსაზრისით იგი ითვლებოდა აუღებელ ციხედ. დღესაც სამშვილდის ნანგრევებს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. სამი მხრიდან ქალაქი დაცული იყო დიდი გალავნით და საშინელი ხევებით. მისასვლელი ჰქონდა მხოლოდ ერთი მხრიდან, სადაც რამდენიმე ზღუდე იცავდა მას. ამ ციხეს მართლაც თუ „მოიპარავდი“, სხვაგვარად მისი აღება საკმაოდ ძნელი იყო.
თამარის მეფობის დასასრულს „არდაველის სულტანმა“ სამხედრო ეშმაკობის გამოყენებით აიღო ანისის ციხე-ქალაქი. „ისტორიანი და აზმანი შარავნდედთანის“ ავტორი მოგვითხრობს, რომ ანისის დაცემის ჟამს დიდმარხვის დღეები ყოფილა და ზაქარია მხარგრძელი, რომელიც ფლობდა ანისს, გეგუთში იყო მეფე თამართან. ამით უსარგებლია „არდაველის სულტანს“ და ანისამდე ფარულად მისულა. გზაზე „არავის ავნოო“, _ დასძენს ისტორიკოსი. დიდი შაბათის მწუხრი გასულიყო და აღდგომა თენდებოდა. მეციხოვნეებმა ქალაქის კარი გააღეს, გალავნის მახლობლად ჩასაფრებულმა მტერმა დრო იხელთა და ანისში შეიჭრა. ქართველი მემატიანის თქმით მუსლიმთა ჯარებმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა გამართეს ქალაქში და დიდი ალაფით სასწრაფოდ გაბრუნდნენ უკან.21
ამ ვერაგულ თავდასხმას ლაშქრობითვე უპასუხა ქართულმა მხარემ. ერთი წლის შემდეგ ზაქარია მხარგრძელის სარდლობით ქართველებმა ქალაქ არდავზე (არდაბილზე) გაილაშქრეს, რომლის აღებისას ზუსტად იგივე ხერხი გამოიყენეს, რომლითაც ცოტა ხნის წინ ქალაქი ანისი დაეცა. ახლოვდებოდა მუსლიმთა დღესასწაული აიდი. გამთენიისას, როდესაც ქალაქის მეჩეთებში საყოველთაო ლოცვა სრულდებოდა, ქართველებმა ქალაქ არდაველზე იერიში მიიტანეს და როგორც მემატიანე ამბობს: „უომრად ხელთ იგდეს ქალაქი“.22
ციხე-სიმაგრის აღების ერთეული შემთხვევებია, როდესაც ციხეს შემომდგარი სამხედრო ნაწილები ქალაქის იღებენ არა შტურმით, ან ხანგრძლივი ალყით, არამედ ულტიმატუმის წაყენებით. ამ ულტიმატუმის ობიექტი კი ყოველთვის არის ტყვედ ჩავარდნილი ამ ციხე-ქალაქის პატრონი. დავასახელებთ რამდენიმე ფაქტს: 1046 წ. არყისციხესთან განცდილი მარცხის შემდეგ, ლიპარიტ ბაღვაშს ტყვედ ჩაუვარდა სულა კალმახის ერისთავი და გრიგოლ აბუსერის ძე, არტანუჯის ერისთავი. ლიპარიტი კალმახის და არტანუჯის აღებას მათი მფლობელების „მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა“ შეეცადა.23 1055 წლისათვის იგივე ბედი ეწია თავად ლიპარიტ ბაღვაშსაც, როდესაც იგი და მისი ვაჟი ივანე, ბაგრატ IV-მ კლდეკარის ციხესთან ძელზე გასვა. ლიპარიტის მწიგნობართუხუცესი ანამორი იძულებული გახდა კლდეკარი საქართველოს მეფისათვის გადაეცა.24 მოგვიანებით, ბაგრატ IV-მ ეს მეთოდი გამოიყენა სამშვილდის ციხის აღებისასაც, როდესაც ტაშირ-ძორაგეტის მეფე კვირიკე გაასმევინა ძელზე. სამი დღის შემდეგ სამშვილდის გარნიზონი დანებდა და ქალაქი ბაგრატს ჩააბარეს.25
ამრიგად, XI-XII საუკუნეების საქართველოში ციხე-ქალაქების ასაღებად სხადასხვა ხერხს მიმართავდნენ. ქართველებისთვის ცნობილი იყო ყველა ის საშუალება, რასაც ამ კუთხით იყენებდა ცივილიზებული მსოფლიო. ეს მიუთითებს საქართველოში სამხედრო ხელოვნების მაღალ დონეზე.
შენიშვნები
1. Эней Тактик. О перенесении осады. – წგნ.: Военное Искусство Античности. М., 2003, გვ. 38-106.
2. Аполлодор. Полиокретика. – წგნ.: Военное Искусство Античности. М., 2003, გვ. 9-37.
3. Две Византийских Военных Трактата конца Х века. Издание подготовил В. В. Кучма. СПб, 2002, გვ. 380-383; იხ. ასევე В. В. Кучма. Военная Организация Византийской Империи. СПб, 2001.
4. ჩაროლე Hილლენბრანდ. თჰე ჩრუსადეს: Iსლამიც Pერსპეცტივეს. Lონდონ, 1999, გვ. 435-436.
5. Дункан Б. Кэмпбелл. Искусство осады. Знаменитые штурмы и осады античности. М., 2008, გვ. 11.
6. К. Носов. Осадная техника античности и средневековья. СПб, 2003, გვ. 253-254;
7. ს. მარგიშვილი. შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში. ნაწ. I. თბ., 2008, გვ. 208-216.
8. იხ. ძირითადი ნაშრომები: ჟიმ Bრადბურყ. თჰე Mედიევალ შიეგე. Lონდონ 1996; ჩრისტოპჰერ Gრავეტტ. Mედიევალ შიეგე ჭარფარე. Lონდონ 1999. Pჰილიპ ჭარნერ. შიეგეს ოფ ტჰე Mიდდლე Aგეს. Lონდონ, 1968 (ბოლო გამოცემა განხორციელდა 2004 წელს).
9. შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი. თბ., 1951, გვ. 290-291 (სტ.1398-13400).
10. Материалы по истории Азербайджана из Тарих-ал-Камиль Ибн ал-Асира. Перевод П. Жузе. Баку, 1940, გვ. 123; იხ. აგრეთვე: ქ. ჩხატარაიშვილი, ი. შაიშმელაშვილი. დიდგორის ბრძოლა. თბ., 1973, გვ. 104-105.
11. Из истории Майяфарикана Ибн ал-Азрака ал-Фарики. Перевод с арабс- кого А. Дж. Мамедова. – Труды Института истории АН Азербайджанской ССР, Т. ХII. Баку, 1957, გვ. 222-223; ქ. ჩხატარაიშვილი, ი. შაიშმელაშვილი. დიდგორის ბრძოლა, გვ. 101.
12. ჩჰრონიქუე დე Mატტჰიეუ დ'Eდესსე (962-1136), ავეც ლა ცონტინუატიონ დე Gრéგოირე ლე Pრêტრე ჯუსქუ'ენ 1162. – ღეცუეილ დეს Hისტორიენს დეს ჩროისადეს. – Dოცუმენტს არმéნიენს, Pარის, 1869. 1ერ ტომე , ჩჩLXXX , იხ. ინტერნეტ გამოცემა: ჰტტპ: //წწწ.მედიტერრანეე-ანტიქუე.ინფო/Mოყენ_Aგე/M_Eდესსე/ME_0.ჰტმ. ანისის გარშემო დატრიალებული მოვლენების შესახებ დაწვრილ. იხ.: ჯ. სტეფნაძე. მეფეთ-მეფე გიორგი მესამე. თბ., 1999, გვ. 51-53.
13. ჩჰრონიქუე დე Mატტჰიეუ დ'Eდესსე (962-1136)...
14. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II. თბ., 1959, გვ. 106.
15. ბასილი ეზოსმოძღვარი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II. თბ., 1959, გვ. 143.
16. Материалы по истории Азербайджана из Тарих-ал-Камиль.., გვ. 119; ბ. სილაგაძე. XII-XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობათა შუქზე. _ საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ., 1966, გვ. 117.
17. მატიანე ქართლისა. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბ., 1955, გვ. 297.
18. მატიანე ქართლისა, გვ. 280.
19. ჩატარებული სააღმშენებლო სამუშაოები ასახულია ანაკოფიაში აღმოჩენილ ბერძნულ წარწერაში, რომელშიც იხსენიება კასის მხედართმთავარი თეოდორე ბალანტი. იხ. თ. ყაუხჩიშვილი. ბერძნული წარწერები საქართველოში. თბ., 1951, გვ. 27.
20. მატიანე ქართლისა, გვ. 299-300.
21. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, გვ. 100-101.
22. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, გვ. 102.
23. მატიანე ქართლისა, გვ. 302.
24. მატიანე ქართლისა, გვ. 305.
25. მატიანე ქართლისა, გვ. 307.
Комментариев нет:
Отправить комментарий