ევროპის პოლიტიკური
რუკა
ევროპა აზიასთან
ერთად ქმნის
ევრაზიის კონტინენტს. თანამედროვე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მათი საზღვარი გადის: ურალის
ქედზე, მდ.
ურალზე, კასპიის
ზღვის სანაპიროზე, აზერბაიჯან-ირანის, სომხეთ-ირანის, თურქეთ-ირანის, თურქეთ-ერაყისა და თურქეთ-სირიის სახელმწიფო საზღვრებზე.
ევროპა გეო-პოლიტიკური
თვალსაზრისით 5 რეგიონად
იყოფა: ჩრდილოეთ,
სამხრეთ, ცენტრალურ,
დასავლეთ და
აღმოსავლეთ ევროპად.
ევროპაში 53 დამოუკიდებელი,
4 სეპარატისტული ქვეყანა,
2 კუნძულოვანი ავტონომიური
რეგიონი და
2 „ზღვისიქეთა ტერიტორია“
(გიბრალტარი და
სვალბარდი & იანმაიენი).
ევროპის1 სახელმწიფოები
№ სახელმწიფო დედაქალაქი ფართობი მოსახლეობა
1. რუსეთი2 – მოსკოვი 17 125191 146 793744
2. თურქეთი – ანკარა 783356 82 003882
3. უკრაინა3 – კიევი 576604 41 976189
4. საფრანგეთი4 – პარიზი 551695 67 055000
5. ესპანეთი5 – მადრიდი 504645 46 934632
6. შვედეთი – სტოკჰოლმი 449964 10 302984
7. ნორვეგია6 – ოსლო 385186 5 345599
8. გერმანია – ბერლინი 357168 83 073100
9. ფინეთი7 (სუომი) – ჰელსინკი 338454,61 5 525487
10. პოლონეთი – ვარშავა 312679 38 413000
11. იტალია – რომი 301338 60 278616
12. დიდი ბრიტანეთი8 – ლონდონი 243820 66 435600
13. რუმინეთი – ბუქარესტი 238391 19 405156
14. ბელარუსი – მინსკი 207595 9 456200
15. საბერძნეთი (ელადა) – ათენი 131957 10 741165
16. ბულგარეთი – სოფია 110994 7 000039
17. ისლანდია – რეიკიავიკი 103125 360390
18. უნგრეთი (მადიარორჟეგ) – ბუდაპეშტი 93036 9 772756
19. პორტუგალია9 – ლისაბონი 92212 10 276617
20. ავსტრია – ვენა 83878,99 8 877036
21. ჩეხეთი – პრაღა 78866 10 668641
22. სერბეთი – ბელგრადი 77453 6 963764
23. აზერბაიჯანი10 – ბაქო 75142 10 027874
24. ირლანდია – დუბლინი 70273 4 921500
25. ლიეტუვა – ვილნიუსი 65303 2 793486
26. ლატვია – რიგა 64589 1 910400
27. საქართველო11 – თბილისი 57383 3 723500
28. ხორვატია – ზაგრები 56594 4 130304
29. ბოსნია&ჰერცეგოვინა – სარაევო 51197 3 272000
30. სლოვაკეთი – ბრატისლავა 49036 5 450017
31. ესტონეთი – ტალინი 45227 1 324820
32. დანია12 – კოპენჰაგენი 42915,7 5 814460
33. ნიდერლანდი13 – ჰააგა20 41543 17 354500
34. შვეიცარია14 – ბერნი 41277 8 570146
35. ბელგია – ბრიუსელი 30528 11 492764
36. სომხეთი (არმენია) – ერევანი 29743 2 961600
37. მოლდოვა15 – კიშინეუ 29680,5 2 681735
38. ალბანეთი (შკიპიორია) – ტირანა 28748 2 862427
39. ჩრდ. მაკედონია – სკოპიე 25713 2 057285
40. სლოვენია – ლიუბლიანა 20273 2 084301
41. ჩერნოგორია – ცეტინე 13812 622359
42. კოსოვო16 – პრიშტინა 10908 1 795666
43. კიპროსი17 – ნიქოზია 5896 864200
44. ლუქსემბურგი – ლუქსემბურგი 2586,4 613894
45. კ. მენი18 – დაგლასი 572 83014
46. ანდორა – ანდორალაველა 468 76177
47. მალტა – ვალეტა 315,6 493559
48. ლიხტენშტეინი – ვადუცი 160,4 38380
49. ჯერზი18 – სენტ-ჰელიერი 116 106800
50. გერნსი18 – სენტ პეტერ პორტ 78 62506
51. სან მარინო – სან-მარინო 61,2 33524
52. მონაკო – მონაკო 2,02 38300
53. ვატიკანი19 – ვატიკანი 0,44 799
დიდი ბრიტანეთის ქვეყნები
1. ინგლისი – ლონდონი 130427 52 234000
2. სკოტლანდი – ედინბურგი 78772 5 222100
3. უელსი – კარდიფი 20778 3 006400
4. ჩრდ. ირლანდია – ბელფასტი 13843 1 810865
სეპარატისტული რესპუბლიკები
1. ჩრდ. კიპროსი – ლეფკოზია 3355 351965
2. დნესტრისპირეთი – ტირასპოლი 4163 505153
3. აფხაზეთი – სოხუმი 8432 244832
4. სამხრეთ ოსეთი – ცხინვალი 3885 5353
დამოკიდებული ქვეყნები
ნორვეგიის სამფლობელო
1. სვალბარდი&იანმაიენი – ლონგირი 61022+377 2642
ფინეთის ავტონომიური მხარე
2. ალანდის კ-ბი – მარიანჰამნი 1579,79 29489
დანიის ავტონომიური მხარე
3. ფარერის კ-ბი – ტორტსხავნი 1395,74 52122
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია
7. გიბრალტარი – გიბრალტარი 6,7 32193
პირობითი აღნიშვნები
1. ლურჯი ფერით არის ევროკავშირის ქვეყნები.
2. რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმის ავტონომია (26081 კმ2) და სევასტოპოლი (863,6 კმ2) და მის ფართობსა და მოსახლეობაში ასახულია ეს მონაცემიც. ყირიმის გარეშე მისი ფართობია 17098246.
3. რუსეთის ანექსირებულ მიწებთან ერთად 603549 კმ2.
4. ფართობში არ შედის ზღისიქეთა დეპარტამენტები (გვიანა, მაიოტა, რეუნიონი, გვადელუპა, მარტინიკა), თანამეგობრობები და ტერიტორიები. ზღვისიქეთა მიწებით 632759 კმ2.
5. ფართობში შედის : მელილია, სეუტა და პლაზას დე სობერანია.
6. ფართობში შედის სვალბარდი და იანმაიენი. (მარტო 323782). არ შედის კ. ბუვე ატლანტის ოკეანეში.
7. ფართობში შედის ავტონომიური მხარე ალანდის კუნძულები
8. ფართობში არ შედის გიბრალტარი, მენი, ჯერსი, გერნსი და ზღვისიქეთა ავტონომიები და ტერიტორიები.
9. შედის აზორისა და მადეირას კუნძულები.
10. ფართობში არ შედის არცახი ანუ მთიანი ყარაბაღი.
11. არ შედის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
12. ფართობში არ შედის ავტონომიური რეგიონები გრენლანდია და ფარერის კუნძულები, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში.
13. ფართობში არ შედის კარიბის ქვეყნები.
14. ფართობში არ შედის სპეციალური ზონა = 7,15 კვ კმ.
15. ფართობში არ შედის დნესტრისპირეთი.
16. აღიარებულია 90 ქვეყნის მიერ და არ შედის გაეროში. ჩრდ. ნაწილში ცხოვრობს 60000 სერბი, რომელიც არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
17. ფართობში არ შედის ჩრდ. კიპროსი. შედის ბუფერული ზონა 345 კვ კმ და ბრიტანეთის სამხედრო ბაზა აკროტირი (123 კმ2) და დეკელია (131 კმ2) (ც. ეპისკოპი). სულ 254 კმ2; 14500კაცი. აქ მოქმედებს ფული ევრო.
18. არიან დიდი ბრიტანეთის მეფის ქვეყნები. ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში.
19. ფართობში არ შედის გაეროში.
20. ეკონომიკური და კულტურული ცენტრი არის ამსტერდამი
21. ეკონომიკური და ძირითადი პოლიტიკური ცენტრი არის პოდგორიცა.
***
გაეროს მონაცემებით დასავლეთ ევროპაში 9 დამოუკიდებელი და ეკონომიკურად ძალიან წარმატებული და განვითარებული სახელმწიფოა: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, მონაკო.
ენობრივი თვალსაზრისით ფრანგები, შვეიცარიელი ფრანგები და იტალიელები, ბელგიელი ვალონები და ნაწილობრივ ლუქსემბურგელები და მონაკოელები რომანულ ენებზე საუბრობენ. გერმანელები, ავსტრიელები, ნიდერლანდელები, ბელგიელი ფლამანდელები, შვეიცარიელი გერმანელები, ლუქსემბურგელები და ლიხტენშტაინელები კი გერმანულ ენებზე.
მართველობის ფორმით საფრანგეთი უნიტარული ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა; გერმანია და ავსტრია ფედერაცული საპარლამენტო რესპულიკებია; ნიდერლანდი და ბელგია ფედერაციული კონსტიტუციური მონარქიებია; ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი და მონაკო უნიტარული კონსტიტუციერი მონარქიები. შვეიცარია კი ფედერაციული და ნეიტრალური რესპუბლიკა. იგი არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი არ არის. ლიხტენშტეინი შვეიცარია და მონაკი არ შედიან ევროკავშირში, ლიხტენშტეინსა და შვეიცარიას შვეიცარიული ფრანკი აქვთ,
ჩრდილოეთ ევროპაში 13 დამოუკიდებელი და 2 კუნძულოვანი ავტონომიური რეგიონი და ერთი ნორვეგიის სამფლობელოა. ესენია: ისლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, მენი, ჯერზი, გერნსი, ირლანდია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, დანიის ავტონომიური მხარე ფარერის კუნძულები, ფინეთის შვედურენოვანი კუნძულოვანი მხარე ალანდის კუნძულები და ნორვეგიის სამფლობელო სვალბარდი და იან მაიენი.
დანიელები, ნორვეგიელები, ისლანდიელები, შვედები და ფარერელები „ნორმანულ“ (ჩრდილო გერმანული ენა) ხალხებს მიეკუთვნებიან. ფინელები და ესტონელები ფინურ-უგორულ ხალხებს; ლიტველები და ლატველები ბალტური ენის ხალხებია. ირლანდიის ჩრდილო აღმ. ნაწილი – ე.წ. ჩრდილოეთ ირლანდია, უელსთან, ინგლისთან და სკოტლანდთან (შოტლანდია) ერთად ქმნის დიდი ბრიტანეთის სამეფოს. აქედან ინგლისელები გერმანულ ენოვანი ხალხია, ხოლო სკოტები, ირლანდიელები და უელსელები კელტური (იგივე გალური).
დიდი ბრიტანეთი, დანია, ნორვეგია და შვედეთი კონსტიტუციურ-მონარქიული საპარლამენტო სახელმწიფოებია. აქედან დანია და ბრიტანეთი ფედერაციული სახელმწიფოებია; ისლანდია, ირლანდია, ესტონეთი, ლატვია და უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკებია, ლიეტუვა ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ხოლო ფინეთი ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა.
ჩრდილო ევროპის ყველა ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოა. შვედეთი, ნორვეგია, დანია და დიდი ბრიტანეთი მუდმივად ყველაზე წარმატებული ქვეყნების სიაშია.
დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის აგრეთვე მისგან მოშორებული კუნძულოვანი ავტონომიური ქვეყნები ფარერი და გრენლანდია, ოღონდ ისინი არ შედიან ევროკავშირში. ბრიტანეთის სამფლობელოები კი ყველა კონტინენტზე მდებარეობს.
მენი, ჯერზი და გერნსი ბრიტანეთის „მეფის საკუთრებაა“, თუმცა დე ფაქტრო არ შედიან დიდ ბრიტანეთში და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. მათ საკუთარი მთავრობა და ევროპაში უძველესი პარლამენტები აქვთ.
ალანდის ავტონომიის მოსახლეობა შვედურენოვანია, თუმცა ფინეთს მიეკუთვნება.
ჩრდილო ევროპის დამოუკიდებელი ქვეყნებიდან ევროკავშირში მხოლოდ ნორვეგია და ისლანდია არ არის, ბრიტანეთმა ევროკავშირი ცოტა ხნის წინ დატოვა, ხოლო ევროს ზონაში მხოლოდ ირლანდია, ფინეთი და ესტონეთი არიან.
გეოგრაფიული თვალსაზრისით სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები 4 ჯგუფად იყოფიან: იბერიის ნახ. კუნძულის ქვეყნები – ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა, გიბრალტარი. აპენინის ნახ. კუნძულის ქვეყნები – იტალია, სან მარინო, ვატიკანი. ბალკანეთის ნახ. კუნძულის ქვეყნები – საბერძნეთი, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, სერბია, ბოსნია, ხორვატია, ჩერნოგორია, კოსოვო. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები მონაკო, მალტა, კიპროსი.
სამხრეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ინდოევროპული ენების 2 ჯგუფზე – რომანულ ან სლავურ ენებზე საუბრობენ. რომანულ ენობრივები არიან იტალიელები, ესპანელები, პორტუგალიელები. იტალიურად საუბრობენ აგრეთვე მალტელთა ნაწილი (ნაწილი ინგლისურენოვანია) და სან მარინოელები. კატალონურად საუბრობენ ანდორელები.
სლავურ ენებზე საუბრობენ სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონელები, სლოვენები, ჩერნოგორიელები. ყველა მათგანი სამხრეთ სლავებს მიეკუთვნება.
ცალკე ოჯახს წარმოადგენს ალბანური (საუბრობენ ალბანელები და კოსოვოელები) და ბერძნული ენები.
სამხრეთ ევროპაში ერთადერთი არაინდოევროპული ენის მფლობელები არინ ბასკები, რომელთა ენა ძველი იბერიულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება და კავკასიურ ენებს ენათესავება.
სამხრეთ ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობა რამდენიმე წლის წინ საკმაოდწარმატებულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, მაგრამ 2008 წლიდან დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი ძლიერ დააზარალა.
ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, ვატიკანი თეოკრატიული, ანდორას უზენაეს ხელისუფლებად ესპანეთის მეფე და საფრანგეთის პრეზიდენტი ითვლება. პორტუგალია ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დანარჩენებში რესპუბლიკური წყობაა საპარლამენტო მმართველობით.
აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე დიდი რეგიონია და მასში შედიან შემდეგი სახელმწიფოები: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი. მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. როგორც ვხედავთ უმრავლესობა სლავურენოვანი ქვეყნებია – რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი აღმ სლავები, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი დას სლავები. უნგრელთა ენა ფინურსა და თურქულს ენათესავება, რუმინელები და მოლდოველები რუმინული ენის დიალექტებზე საუბრობენ. თურქები და აზერბაიჯანელები თურქულ ენებზე.
აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია. ევროკავშირში შესვლის მიუხედავად ეკონომიკურ აღმავლობას ნაკლებად განიცდიან რუმინეთი და ბულგარეთი. სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. რუმინეთი ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, თურქეთი დეფაქტო ავტყოკრატიული საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
ევროკავშირი
ევროპის მთავარ პოლიტ-ეკონომიკურ გაერთიანებას წარმოადგენს ევროკავშირი. ევროპული ინტეგრაციის (გაერთიანების) იდეა პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა – გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები.
შედეგად, 1951 წლის 18 აპრილს პარიზში შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. „უმაღლესი ხელისუფლება“ (High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. უმაღლესი ხელისუფლების პირველ პრეზიდენტად დაინიშნა ჟან მონე. შეთანხმება ძალაში 1952 წლის 23 წელს შევიდა და იარსება 2002 წლის 23 ივლისამდე.
1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც.
ორი წლის შემდეგ, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი (ცნობილია მესინის ინიციატივის სახელით). შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისათვის, რის შედეგადაც საფუძველი დაედო „ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობას“, რომელიც შეიქმნა 1957 წლის 25 მარტს რომის ხელშეკრულებით.
რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.
რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.
იმავ შეხვედრაზე ექვსეულმა ახალი ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის. შეთანხმება ძალაში შევიდა 1958 წლის 1 იანვარს.
1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: „ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების“, „ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა“ და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების – კომისიისა და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“.
1973 წელს „ევროგაერთიანებას“ შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, დანია და ირლანდია; 1981 წელს საბერძნეთი; 1986 წელს ესპანეთი და პორტუგალია.
1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდის ქ. მაასტრიხტში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც „ევროპის თანამეგობრობა“ გადაკეთდა „ევროკავშირად“. შემოვიდა ევროპის მოქალაქეობა და თავისუფალი გადაადგილების უფლება, ევროპის საერთო პარლამენტი, ევროპის საერთო ფული – „ევრო“ და სხვ. შეთანხმება ძალაში 1993 წლის 1 ნოემბერს შევიდა.
1995 წელს ევროკავშირში მიიღეს ავსტრია, ფინეთი და შვედეთი; 2004 წელს უნგრეთი, კიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და ესტონეთი. 2007 წელს ბულგარეთი და რუმინეთი.
2007–2009 წლებში ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს „ლისაბონის შეთანხმება“, რომლითაც კავშირი ქვეყნებს შორის უფრო მტკიცე გახდა.
2013 წელს ხორვატია ევროკავშირის 28 სახელმწიფო გახდა.
2019 წელს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.
ევროკავშირის ზღვისიქეთა ტერიტორიებს წარმოადგენს: აზორის კ-ბი, მადეირა, სეუტა, მელილია, კანარის კ-ბი, რეუნიონი, მარტინიკა, გვადელუპა, საფრანგეთის გვიანა.
დღეისთვის ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საერთო ფართობია 4 233 262 კმ2. მოსახლეობა კი 448 387 872. სახელმწიფო ენად 24 ენაა.
ევროკავშირის ქვეყნები და გაწევრიანების წლები
1957 წლის 25 მარტი
1. ბელგია
2. გერმანია
3. იტალია
4. ლუქსემბურგი
5. ნიდერლანდი
6. საფრანგეთი
1973 წლის 1 იანვარი
7. დიდი ბრიტანეთი (განაცხადი წევრობაზე 1961 წ. 10 აგვისტოს. დაადეს ვეტო. მეორე განაცხადი 1967 წ. 10 მაისს)
8. დანია (განაცხადი წევრობაზე 1967 წლის 11 მაისს)
9. ირლანდია (განაცხადი წევრობაზე 1967 წლის 11 მაისს)
1981 წლის 1 იანვარი
10. საბერძნეთი (განაცხადი წევრობაზე 1975 წლის 12 ივნისს)
1986 წლის 1 იანვარი
11. პორტუგალია (განაცხადი წევრობაზე 1977 წლის 28 მარტს)
12. ესპანეთი (განაცხადი წევრობაზე 1977 წლის 28 ივნისს)
1995 წლის 1 იანვარი
13. ავსტრია (განაცხადი წევრობაზე 1989 წლის 17 ივლისს)
14. ფინეთი (განაცხადი წევრობაზე 1992 წლის 18 მარტს)
15. შვედეთი (განაცხადი წევრობაზე 1991 წლის 1 ივლისს)
2004 წლის 1 მაისი
16. უნგრეთი (განაცხადი წევრობაზე 1994 წლის 31 მარტს)
17. კიპროსი (განაცხადი წევრობაზე 1990 წლის 3 ივლისს)
18. ლატვია (განაცხადი წევრობაზე 1995 წლის 13 სექტემბერს)
19. ლიეტუვა (განაცხადი წევრობაზე 1995 წლის 8 დეკემბერს)
20. მალტა (განაცხადი წევრობაზე 1990 წლის 3 ივლისს)
21. პოლონეთი (განაცხადი წევრობაზე 1994 წლის 5 აპრილს)
22. სლოვაკეთი (განაცხადი წევრობაზე 1995 წლის 27 ივნისს)
23. სლოვენია (განაცხადი წევრობაზე 1996 წლის 10 ივნისს)
24. ჩეხეთი (განაცხადი წევრობაზე 1996 წლის 17 იანვარს)
25. ესტონეთი (განაცხადი წევრობაზე 1995 წლის 24 ნოემბერს)
2007 წლის 1 იანვარი
26. ბულგარეთი (განაცხადი წევრობაზე 1995 წლის 14 დეკემბერს)
27. რუმინეთი (განაცხადი წევრობაზე 1995 წლის 22 ივნისს)
2013 წლის 1 ივლისი
28. ხორვატია (განაცხადი წევრობაზე 2003 წლის 21 თებერვალს)
2019 წელი
ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი
შენიშვნები
1. კიპროსი ევროკავშირის უნიკალური ქვეყანაა. ერთადერთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, თანაც შუაზე გაყოფილი.
2. დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი 2016 წლის ეროვნული რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე.
3. ისლანდიამ 2009 წლის 17 ივლისს შეიტანა წევრობაზე განაცხადი, რადგან მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ძლიერ დააზარალა, მაგრამ, როდესაც ევროკავშირის ფინანსური დახმარების შემდეგ ფეხზე კვლავ დადგა, ისევ გაიწვია განაცხადი.
4. ნორვეგიამ განაცხადი პირველად 1962 წლის 30 აპრილს შემოიტანა, მაგრამ შემდეგ გაიწვია. 1967 წლის 21 ივლისს მეორედ შემოიტანა, თუმცა მალე გაყინა. 1992 წლის 25 ნოემბერს გააცოცხლა განაცხადი, მაგრამ შემდეგ ისევ გაყინა.
5. შვეიცარიამ 1992 წლის 25 მაისს შემოიტანა განაცხადი, მაგრამ შემდეგ უკან გაიწვია.
6. 1987 წლის 20 ივლისს განაცხადი შემოიტანა აფრიკულმა ქვეყანა მაროკომ, რომელიც გამოძევებულია აფრიკის კავშირიდან დასავლეთ საჰარას ოკუპაციისა და ანექსიის გამო, თუმცა აქაც უარი უთხრეს.
7. 2019 წელს ჩრდილოეთ მაკედონიამ და ალბანეთმა დაასრულეს ევროკავშირში მიღების სამოქმედო პროგრამა „სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულება“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და დაიწყო მოლაპარაკება მათ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
8. ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი არ არიან ევროკავშირში, მაგრამ არიან შენგენის ზონაში.
9. სერბეთი (2013 წ.), ჩერნოგორია (2010 წ.), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2015), უკრაინა (2022) და მოლდოვა (2022) (2015 წ.) იმყოფებიან კანდიდატის სამოქმედო პროგრამა „სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულება“-ზე.
10. კოსოვო (2015)და საქართველო (2016 წ.) იმყოფებიან რანგით ერთი ნაბიჯით დაბალ პროგრამა „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“. საქართველომ შეთანხმებას 2014 წლის 27 ივნისს მიაღწია. ძალაში შეთანხმება 2016 წლის 1 ივლისს შევიდა.
11. აზერბაიჯანი იმყოფება კიდევ უფრო დაბალ – პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე და მეტის იმედი არც აქვს რადგან დეფაქტო დიქტატურული რეჟიმი მართავს. ევროკავშირთან მომავალში წევრობაზე პირველი მოლაპარაკებები დაიწყო სომხეთმა.
ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ევროპის გარეთ და მათი კავშირში შემოყვანის წლები
1. რეუნიონი (საფრანგეთი) 25 მარტი 1957
2. გვადელუპა (საფრანგეთი) 25 მარტი 1957
3. მარტინიკა (საფრანგეთი) 25 მარტი 1957
4. გვიანა (საფრანგეთი) 25 მარტი 1957
5. სეუტა (ესპანეთი) 1 იანვარი 1986
6. კანარის კუნძულები (ესპანეთი) 1 იანვარი 1986
7. მელილია (ესპანეთი) 1 იანვარი 1986
8. მადეირა (პორტუგალია) 1 იანვარი 1986
9. აზორის კუნძულები (პორტუგალია) 1 იანვარი 1986
10. სენ მარტენი (საფრანგეთი) 1 დეკემბერი 2009
11. მაიოტა (საფრანგეთი) 1 იანვარი 2014
ევროკავშირის უდიდესი ქალაქები
ევროკავშირს 5 პოლიტიკური ცენტრი აქვს: ბრიუსელი, სტრასბურგი, ლუქსემბურგი, ჰააგა, მაინის ფრანკფურტი. უდიდესი ქალაქი ლონდონია, რომელიც ბრიტანეთის გასვლის შემდეგ პირველობას ბერლინს დაუთმობს. თუმცა აგლომერაციით უდიდესი პარიზი გახდება, რომელიც ამ კუთხით ევროკავშირში დღეს მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება.
ევროკავშირის უდიდესი ქალაქები მოსახლეობის მიხედვით
1. ბერლინი (გერმანია) 3,748,148
2. მადრიდი (ესპანეთი) 3,223,334
3. რომი (იტალია) 2,872,800
4. პარიზი (საფრანგეთი) 2,140,526
5. ვენა (ავსტრია) 1,888,776
6. ჰამბურგი (გერმანია) 1,841.179
7. ბუდაპეშტი (უნგრეთი) 1,779,361
8. ვარშავა (პოლონეთი) 1,777,972
9. ბარსელონა (ესპანეთი) 1,620,343
10. მიუნხენი (გერმანია) 1,471,508
11. მილანი (იტალია) 1,395,274
12. პრაღა (ჩეხეთი) 1,308,632
13. სოფია (ბულგარეთი) 1,302,297
14. ბრიუსელი (ბელაგია) 1,198,726
15. კიოლნი (გერმანია) 1,085,664
16. ნეაპოლი (იტალია) 955 848
17. სტოკჰოლმი (შვედეთი) 962,154
18. ტურინი (იტალია) 878 735
ევრო
ევროკავშირს აქვს საკუთარი ფულადი ვალუტა – ევრო, რომელიც ოფიციალურ ვალუტად ევროკავშირის 20 ქვეყანაშია: 1. ავსტრია, 2. ბელგია, 3. გერმანია, 4. საბერძნეთი, 5. ირლანდია, 6. ესპანეთი, 7. იტალია, 8. კიპროსი, 9. ლატვია, 10. ლიტვა, 11. ლუქსემბურგი, 12. მალტა, 13. ნიდერლანდი, 14. პორტუგალია, 15. სლოვაკეთი, 16. სლოვენია, 17. ფინეთი, 18. საფრანგეთი, 19. ესტონეთი, 20. ხორვატია.
ამას გარდა ევრო აქვს კიდევ 6 ევროპულ სახელმწიფოს: 1. ანდორა, 2. ვატიკანი, 3. სან მარინო, 4. მონაკო, 5. კოსოვო, 6. ჩერნოგორია და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია აკროტირი და დეკელიას.
აგრეთვე ევროა საფრანგეთის ორ ზღვისიქითა რეგიონზე: სენ ბართელმისა და სენ პიერი და მიკელონზე.
შენგენის ზონა
შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.
ეს წესები შეიმუშავა 1999 წლის ევროკავშირის ქვეყნების ამსტერდამის შეხვედრამ. გარდა ამისა შენგენის ხელშეკრულება მოქმედებს სამ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში: ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში და დე-ფაქტოდ სამ მიკრო-სახელმწიფოში: მონაკოში, სან-მარინოში და ვატიკანში. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის, შეასრულა დანაპირები და შევიდა შენგენის ზონაში. გამონაკლისია კიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც უახლოეს მომავალში შევლენ კავშირში. ამ დროისათვის შენგენის ხელშეკრულება მოიცავს: 26 ქვეყანას, 4 312 099 კვ. კმ. და 419 392429 მილიონ მოსახლეს.
შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები გაუქმებულიყო. ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო. ასევე ქვეყნები ვალდებულნი არიან რომ ერთიანი პილიტიკა შეიმუშავონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის შექმნას.
ევროკომისიის პრეზიდენტები
ევროკავშირის მმართველ სტრუქტურაში უმაღლესი თანამდებობაა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი.
1. ვალტერ ჰალშტეინი გერმანია 1958–1967
2. ჟან რეი ბელგია 1967–1970
3. ფრანკო მარია მალფატი იტალია 1970–1972
იტალიის საგ საქმეთა მინისტრი 1979-80
ფინანსთა მინისტრი 1978-79
4. სიკო მონსხოლტი ნიდერლანდი 1972–1973
5. ფრანსუა ქსავიე ორტოლი საფრანგეთი 1973–1977
სხვადასხვა სფეროს მინისტრი 1967-72
ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილე 1977-1985
6. როი ჯენკინსი ბრიტანეთი 1977–1981
ბრიტანეთის საგ. საქმეთა მინისტრი
1974-76
7. გასტონ ტორნი ლუქსემბურგი 1981–1985
ლუქსემბურგის პრემიერი 1974-79
8. ჟაკ დელორი საფრანგეთი 1985–1995
საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი 1981-84
9. ჟაკ სანტერი ლუქსემბურგი 1995–1999
ლუქსემბურგის პრემიერი 1984-95
– მანუელ მარინი (მ.შ.) ესპანეთი 1999 მარტი–სექტემბერი
10. რომანო პროდი იტალია 1999–2004
იტალიის პრემიერი 1996-98; 2002-04
11. ჟოზე მანუელ ბაროზუ პორტუგალია 2004–2014
პორტუგალიის პრემიერი 2002-04
12. ჟან კლოდ იუნკერი ლუქსემბურგი 2014–1019
ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრი 1989-2009;
ლუქსემბურგის პრემიერი 1995-2013
13. ურსულა ფონ დერ ლიაიენი გერმანია 2019–
გერმანიის შრომის მინისტრი 2009-2013
თავდაცვის მინისტრი 20013-2019
ევროკავშირის მთავარი სტრუქტურები
ევროპული საბჭო
ევროპული საბჭო
ევროპული საბჭო შეიქმნა 1974 წლის 10 დეკემბერს, როდესაც სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ რეგულარული შეკრებები, რომელთა მუშაობაში მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის თანამეგობრობის კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ამის შემდეგ, ევროპის საბჭოს როლი თანდათან გაიზარდა და მაასტრიხტის მოლაპარაკების შედეგად დამტკიცდა მისი სტატუსი.
იგი წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.
ევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს:
წარმოადგენს სათათბიროს ევროპის „კონსტიტუციონალური არქიტექტურის“ შემუშავების საკითხებში;
ამუშავებს რეკომენდაციებს და მითითებებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე;
იხილავს თანამეგობრობის ფინანსურ, ინსტიტუციონალურ და სხვა სახის დისპუტებს, რაც პრაქტიკულად განსაზღვრავს ევროკავშირის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების შინაარსს.
ევროპული საბჭო თანამეგობრობის გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრალურ ორგანოდ გადაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ლეგალური ან ოფიციალური გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. ევროპულ საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე („პრეზიდენტი“), რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოებრივი გაერთიანების, ხელმძღვანელი. ეს არის თანამდებობრივი როლი, ე.წ. primus inter pares ანუ „პირველი თანასწორთა შორის“. ამ ადგილს ექვსი თვით იკავებს იმ სახელმწიფოს (ან მთავრობის) მეთაური, რომელი ქვეყანაც ამ პერიოდში თავმჯდომარეობს ევროპის კავშირის საბჭოს.
ევროპის კავშირის საბჭო
ევროპის კავშირის
საბჭო (ევროკავშირის
საბჭო, არაფორმალურად –მინისტრების საბჭო) – გადაწყვეტილებების მიმღებ
მთავარ ინსტიტუტს
წარმოადგენს. იგი
არის ორგანო,
სადაც წარმოდგენილია
ევროკავშირის ყველა
წევრი სახელმწიფო.
საბჭოში ყოველი
წევრი აგზავნის
თავის ერთ
ან მეტ
სრულუფლებიან წარმომადგენელს,
რომლებიც, შეირჩევიან
იმ სამინისტროებიდან
და დეპარტამენტებიდან,
რომელთა შესაბამის
სფეროში მყოფი
საკითხიც არის
მოცემულ მომენტში
განხილვის საგანი.
ამის შესაბამისად
იცვლება საბჭოს
შემადგენლობა და
სახელწოდება.
საბჭო იღებს
ევროკავშირის საკანონმდებლო
აქტებს (რეგლამენტებს,
დირექტივებსა და
გადაწყვეტილებებს). ის
არის კავშირის
საკანონმდებლო ორგანო,
თუმცა ამ
ფუნქციას ევროპარლამენტთან
ინაწილებს. გარდა
ამისა, საბჭო
და პარლამენტი
ერთობლივად ახორციელებენ
გაერთიანების ბიუჯეტის
კონტროლს. საბჭო
ასევე იღებს
საერთაშორისო შეთანხმებებს,
რომელთა შესახებ
მოლაპარაკებებს აწარმოებს
ევროკომისია.
საბჭოს წევრები
საკანონმდებლო აქტებს
კენჭისყრის საფუძველზე
იღებენ. განასხვავებენ
გადაწყვეტილებებს, რომლებიც
მიიღება ხმათა
უბრალო უმრავლესობით
ან კვალიფიციური
უმრავლესობით. მეორე
შემთხვევაში საბჭოში
ხმები ნაწილდება
წევრ სახელმწიფოთა
მოსახლეობის შესაბამისად
გამოყოფილი კვოტების
მიხედვით, კერძოდ:
გერმანია, დიდი
ბრიტანეთი, იტალია,
საფრანგეთი – 29 ხმა,
ესპანეთი, პოლონეთი – 27 ხმა,
რუმინეთი – 14 ხმა,
რუმინეთი – 14 ხმა,
ნიდერლანდები – 13 ხმა,
საბერძნეთი, ბელგია,
ჩეხეთი, პორტუგალია,
უნგრეთი – 12 ხმა,
შვედეთი, ავსტრია, ბულგარეთი – 10 ხმა,
სლოვაკეთი, დანია,
ფინეთი, ირლანდია,
ლიეტუვა – 7 ხმა,
ლატვია, სლოვენია,
ესტონეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი – 4 ხმა,
მალტა – 3 ხმა.
საბჭოს ხელმძღვანელობა
ყოველ ექვს
თვეში იცვლება – როტაციის წესით
მას ხელმძღვანელობს
ყველა წევრი
სახელმწიფო (როგორც
წესი საგარეო
საქმეთა მინისტრის
სახით). საბჭოს
აქვს გენერალური
სამდივნო, რომელიც
ბრიუსელში მდებარეობს.
ევროპის პარლამენტი
ევროპის პარლამენტი
ევროპის კავშირის
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.
იგი წარმოადგენს
ერთადერთ საერთაშორისო
ორგანიზაციას, რომლის
წევრებიც პირდაპირი
საყოველთაო კენჭისყრით
არიან არჩეულნი.
ევროპარლამენტის შექმნას
საფუძველი ჩაეყარა
1952 წლის 10 აგვისტოს,
როდესაც სტრასბურგში
შედგა ევროპის
ქვანახშირისა და
ფოლადის წარმოების
გაერთიანების პირველი
საპარლამენტო ასამბლეის
სხდომა ჟაკ
მონეს თავმჯდომარეობით.
1957 წლის
25 მარტის რომის
მოლაპარაკებების შემდეგ
ევროპარლამენტი 142 დეპუტატისაგან
დაკომპლექტდა. ისინი
წარმოდგენილი იყვნენ
მოლაპარაკებაში მონაწილე
ექვსი სახელმწიფოს
ეროვნული პარლამენტებიდან.
შემდგომში ევროკავშირის
გაფართოებასთან ერთად
იზრდება ევროპარლამენტის
დეპუტატთა რაოდენობაც:
1973 წელი – 198, 1979 წელი – 410, 1981 წელი – 434, 1986 წელი – 518, 1994 წელი – 567, 1995 წელი – 626, 2004 წელი – 732, 2009 წელს
736 დეპუტატი, 2014 წლიდან
კი – 751 დეპუტატი.
1976 წელს
ევროკავშირის საბჭომ
მიიღო გადაწყვეტილება
ევროპარლამენტის პირდაპირი
საყოველთაო არჩევნების
ჩატარების შესახებ.
2009 წლიდან არჩევნები უკვე მოწესრიგებულად 5 წელიწადში ერთხელ იმართება.
1987 წლამდე
ევროპარლამენტს მხოლოდ
კონსულტაციების უფლება
ჰქონდა. მართალია
პარლამენტს შეეძლო
ჩაეგდო კანონპროექტი
ან შესწორებები
შეეტანა მთელ
რიგ მუხლებში,
მაგრამ ევროკავშირის
საბჭო იტოვებდა
უფლებას ანგარიში
არ გაეწია
მისი შეხედულებებისათვის.
ერთიანი ევროპული
აქტის შემოღების
შემდეგ მიღებულ
იქნა გადაწყვეტილება
ამ ორ
ინსტიტუტს შორის
„თანამშრომლობის
პროცედურის“
შესახებ, რამაც
შესამჩნევად გააფართოვა
პარლამენტის უფლებამოსილებანი.
მაასტრიხტის მოლაპარაკებების
შემდეგ პარლამენტმა
მიიღო ახალი
უფლებამოსილებანი.
დღეისათვის ევროპარლამენტის
უფლებამოსილებისა და
კომპეტენციის სფეროს
განეკუთვნება: კანონმდებლობა,
ბიუჯეტი და
აღმასრულებელ ორგანოებზე
კონტროლი. ჩვეულებრივი
პარლამენტებისაგან განსხვავებით
ევროპარლამენტის ძირითადი
განმასხვავებელი ნიშანი
არის ის,
რომ იგი
არ ახდენს
მთავრობის ფორმირებას,
რამდენადაც მთავრობა,
ჩვეულებრივი გაგებით,
ევროკავშირში არ
არსებობს.
1992 წლის
დეკემბერში, ევროპული
საბჭოს სხდომაზე
მიიღეს გადაწყვეტილება
ევროპარლამენტის პლენარული
სხდომების სტრასბურგში
გამართვის შესახებ.
ევროპარლამენტი ევროკავშირის
ერთადერთი ინსტიტუტია,
რომელიც ღია
სხდომებს ატარებს.
მისი დისკუსიები,
დასკვნები და
რეზოლუციები ევროკავშირის
ოფიციალურ ჟურნალში
ქვეყნდება.
დეპუტატები სხდომათა
დარბაზში განლაგებული
არიან არა
ეროვნული დელეგაციების
მიხედვით, არამედ
მათი პოლიტიკური
დაჯგუფებების შესაბამისად.
ისინი დასაქმებულნი
არიან ოც
მუდმივმოქმედ კომისიაში,
რომელთაგან თითოეული
ორიენტირებულია განსაზღვრულ
სფეროებზე.
ევროპარლამენტის სხდომები
სტრასბურგში მიმდინარეობს,
საჭიროების შემთხვევაში
ბრიუსელში ინიშნება
დამატებითი პლენარული
და კომისიების
სხდომები. სხდომები
მიმდინარეობს სინქრონული
თარგმანის დახმარებით.
სხდომები და
ყველა ოფიციალური
დოკუმენტი ევროკავშირის
ყველა ოფიციალურ
ენაზე ითარგმნება.
ევროპარლამენტს ჰყავს
გენერალური სამდივნო,
რომელიც ლუქსემბურგში
მდებარეობს. ევროპარლამენტის
სხდომებს უძღვება
ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
ევროპარლამენტში ევროკავშირის
წევრ სახელმწიფოებს
გამოყოფილი აქვთ
ადგილები მოსახლეობის
რაოდენობის შესაბამისი
კვოტებით. დეპუტატთა
ეროვნული წარმომადგენლობა
ასეთია:
96
- გერმანია
74
- საფრანგეთი
73
- დიდი ბრიტანეთი,
იტალია
54
- ესპანეთი
51
- პოლონეთი
32
- რუმინეთი
26
- ნიდერლანდები
21
- საბერძნეთი, ბელგია,
პორტუგალია, უნგრეთი
20
- ჩეხეთი, შვედეთი
18
- ავსტრია
17
- ბულგარეთი
13
- სლოვაკეთი, დანია,
ფინეთი
11
- ირლანდია, ხორვატია,
ლიტვა
8
- ლატვია, სლოვენია
6
- ესტონეთი, ლუქსემბურგი,
კიპროსი, მალტა.
ბრიტანეთის
გასვლის
შემდეგ
პარლამენტის
წევრთა
რაოდენობა
შეიცვლება
და
705 დარჩება,
რომელის
ასე
გადანაწილდება:
96 - გერმანია
79 - საფრანგეთი
76 - იტალია
59 - ესპანეთი
52 - პოლონეთი
33 - რუმინეთი
29 - ნიდერლანდი
21 - ბელგია
21 - საბერძნეთი
21 - უნგრეთი
21 - პორტუგალია
21 - შვედეთი
21 - ჩეხეთი
19 - ავსტრია
17 - ბულგარეთი
14 - დანია
14 - ფინეთი
14 - სლოვაკეთი
13 - ირლანდია
12 - ხორვატია
11 - ლიტვა
8 - ლატვია
8 - სლოვაკეთი
7 - ესტონეთი
6 - კიპროსი
6 - ლუქსემბურგი
6 - მალტა
პოლიტიკური დაჯგუფებები დღევანდელ პარლამენტში
2019 წლის
მოწვევის პარლამენტში
8 პოლიტიკური დაჯგუფებაა.
ყოველ მათგანს
ჰყავს თავმჯდომარე,
რომელიც პლენარულ
სხდომებზე დაჯგუფების
პოზიციას აფიქსირებს.
ეს პოლიტიკური
სუბიექტებია:
ევროპის
სახალხო პარტია
- ევროპის დემოკრატები
- 182 ადგილი
სოციალისტებისა
და დემოკრატების
პროგრესული ალიანსი
- 154 ადგილი
განაახლე
ევროპა - 108 ადგილი
მწვანეები
- ევროპული თავისუფალი
ალიანსი - 74 ადგილი
იდენტობა
და დემოკრატია
- 73 ადგილი
ევროპელი
კონსერვატორები და
რეფორმისტები - 62 ადგილი
ევროპული
გაერთიანება მემარცხენეების/
ჩრდილოეთით მემარცხენე
მწვანეების - 41 ადგილი
გარდა ამისა ევროპარლამენტში კიდევ 57 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებიც არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი.
წყაროები:
Комментариев нет:
Отправить комментарий