ის არ ყოფილა არც დიდი გეოგრაფი და არც დიდი მეზღვაური. მას არ აღმოუჩენია რაღაც ახალი და მანამდე არნახული, იგი უბრალოდ სხვის გაკვალულ გზას გაჰყვა და დაასრულა. იგი იყო ამაყი, პატივმოყვარე და სასტიკი, თუმცა ამავე დროს მოუსყიდავი, შრომისმოყვარე, სიტყვისა და საქმის ერთგული, თავისი ქვეყნის პატრიოტი და უმამაცესი მეომარი. მას არავინ მოიაზრებდა ექსპედიცის ხელმძღვანელად, მაგრამ ისე მოხდა, რომ ის დანიშნეს და ამ დანიშვნამ მას მოუტანა საყოველთაო აღიარება, დიდება და უზარმაზარი ქონება. მისი ექსპედიციით საფუძველი ჩაეყარა პორტუგალიის აყვავებას და დასამარდა მართლაც ლეგენდარული ზღვაოსნის, ქრისტეფორე კოლუმბის მთელი მოღვაწეობა და მიღწევა.
ვაშკუ და გამა დაიბადა 1460 წელს, სამხრეთ-დასავლეთ პორტუგალიის პატარა ქალაქ სინიშში, (ოკეანის სანაპიროზე, სეტუბალის ოლქში, სეტუბალის სამხრეთით 63 კ-ზე) „სენიორა და სალასის ეკლესიის“ გვერდით მდებარე სახლში. მამა ეშტევან და გამა პორტუგალიელი რაინდი, მოგზაური იყო. ჯერ მსახურობდა ვიზეუს ჰერცოგ პრინც ფერდინანდთან, შემდეგ 1463-1478 წლებში იყო სინიშის მთავარი ალკაიდი (სამოქალაქო საქმეთა გუბერნატორი ანუ კანონთა დაცვაზე ზედამხედველი). საერთოდ გამას გვარი ერთერთი უძველესი და გავლენიანი იყო პორტუგალიაში. დედა იზაბელ სორდე დიდებულთა ოჯახიდან იყო. მისი მამა და ბიძები „ქრისტეს ორდენის“ წევრები იყვნენ და პრინც დიოგოს ემსახურებოდნენ. ვაშკუ მესამე იყო 5 ვაჟს - პაულუ (ის ვაშკუს ექსპედიციებში მონაწილეობდა), ჟუან სორდე (დედის გვარი აიღო), პედრო, ეირესი შორის. ჰყავდა ერთი და ტერეზა.
ვაშკუმ ბავშვობა მეთევზეთა უბანში გაატარა, ადრე ისწავლა ცურვა, ნავისა და აფრიანი ხომალდების მართვა. ისე შეიყვარა ზღვა, რომ მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე მას დაკავშირა, ზღვასთან ჭიდილში სახელი და დიდება მოიპოვა.
შემდეგ გაემგზავრა პატარა ქ. ევორაში, (ლისაბონიდან აღმოსავლეთით 120 კმ-ზე მდებარეობს), სადაც მიიღო განათლება. შეისწავლა მათემატიკა, ნავიგაცია და ასტრონომია. აქ მისი მასწავლებელი იყო ცნობილი ესპანელი ებრაელი ასტრონომი ავრაამ ზაკუტო (1450-1515).
1480 წელს ვაშკუ ძმებთან ერთად შევიდა ორდენ „სანტიაგუში“, რომლის მეთაური იყო პრინცი ჟუანი. უკანასკნელი კი 1 წლის შემდეგ პორტუგალიის მეფედ გახდა.
ვაშკუ ახალგაზრდა ასაკიდან მონაწილეობდა საზღვაო ბრძოლებში. როცა 1492 წ. ფრანგულმა ხომალდებმა დაატყვევეს გვინეიდან პორტუგალიაში მიმავალი ოქროთი სავხე პოტუგალიური კარაველა, პორტუგალიის მეფე ჟუან II-მ (1481-1495) დაავალა მას თავს დასხმოდა საფრანგეთის სანაპიროებს და დაეტყვევებინა რეიდზე მდგარი ფრანგული ხომალდები. ახალგაზრდა ვაშკუმ სწრაფად და ეფექტურად შეასრულა დავალება და ამის შემდეგ საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ს (1483-1498) მოუწია დაებრუნებინა მოტაცებული ხომალდი. ამ ფაქტმა ვაშკუ და გამას პირველი აღიარება მოუტანა და მას პორტუგალიაში უკვე ყველა იცნობდა.
ვასკუ და გამას დროს იტალიელებსა და არაბებს ხმელთაშუა ზღვით შემოჰქონდათ ინდოეთდან საქონელი, რომელსაც ევროპაში ასაღებდნენ. პორტუგალილები ამ გზით ვერ სარგებლობდნენ და შურის თვალით უყურებდნენ სხვებს. სწორედ ამ ხანებში ქრისტეფორე კოლუმბმა დასავლეთის გზით მიაღწია, როგორ მაშინ ფიქრობდნენ, ინდოეთს. პორტუგალიელებს აღარაფერი დარჩენოდათ იმის მეტი, რომ აფრიკის გარსშემოვლით მისულიყვნენ ინდოეთში. ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად ზედიზედ რამდენიმე ექსპედიცია მოაწყეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ექსპედიციებისა მარცხით დამთავრდა, უკან არ იხევდნენ.
1488 წელს პორტუგალიაში დაბრუნებულმა ცნობილმა მეზღვაურმა ბართოლომეუ დიაშმა საანგარიშო მოხსენებაში დაადასტურა, რომ არსებობდა ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზა (მან შემოუარა აფრიკას, აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი და შესცურა ინდოეთის ოკეანეში). მეფე ჟუანი ამან ძალიან დააინტერესა და ბრძანა ამ გზის აღმომჩენი ექსპედიციის შედგენა, მაგრამ მალე მას უფროსი ვაჟი დაეღუპა, რის შემდეგაც ღრმა მწუხარებამ მოცვა და სახელმწიფო საქმეებს თანდათან ჩამოშორდა.
1495 წ. დაავადებული ჟუანის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა მეორე ვაჟმა პორტუგალიის მეფე მანუელ I-მა (1495-1521) დაიკავა, რომელმაც გადაწყვიტა ექსპედიცია მოეწყო ინდოეთის მიმართულებით. ბართოლომეუ დიაშის ადრე შედგენილი კონტრუქციით დაიწყეს გემების მშენებლობა. ბართოლომეუ ფიქრობდა, რომ ახალი ექსპედიციის უფროსადაც მას დანიშნავდნენ, მაგრამ იმედი არ გაუმართლდა. ექსპედიციის ხელმძღვანელობა მეფემ ეშტევან და გამას მიანდო. მეფის არჩევანი ეშტევანზე იმიტომ შეჩერდა, რომ ამ დავალეებისთვის მას ჭირდებოდა არ იმდენად ზღვაოსანი (ამ საქმეში დიაშს ბადალი არ ჰყავდა) არამედ ორგანიზატორი და მეომარი. თუმცა ბედის ირონიით 1497 წელსვე ეშტევანი გარდაიცვალა და საქმე მის ვაჟს - ვაშკუს გადააბარეს.
ვაშკუ და გამამ ექსპედიციის ყველა წევრი თვითონ შეარჩია, ცდილობდა გამძლე და გამოცდილი მეზღვაურების აყვანას, რაც წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობა იყო. ექსპედიცის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ფლაგმანური ხომალდები „სან გაბრიელი“ და „სან რაფაელი“ შესაბამისად ვაშკუსა და მისი ძმის პაულუს ხელმძღვანელობით, უფრო მსუბუქი და მანევრირებადი კარაველა „ბერიუ“ ნოკოლაუ კოელიუს მეთაურობით და სატრანსპორტო გემი, რომელსაც გადაჰქონდა ექსპედიციისათვს საჭირო რესურსები - გონსალუ ნუნიშის მეთაურობით. ექსპედიციაში შედოდნენ აგრეთვე სახელმოხვეჭილი მეზღვაურები: პედრო ესკობარი, ჟოაო დე კოიმბრა, აფონსუ გონშალვეში. ექსპედიცია აღჭურვილი იყო საკუთესო რუკებითა და სანავიგაციო მოწყობილობებით. დიდ რაოდენობით მოიმარაგეს სასმელი წყალი. საკვები ტრადიციული იყო, გახუხული პური და ფაფა ბარდასგან ან ოსპისგან დამზადებული. აგრეთვე თევზი, ღვინო, ხახვი, ყველი და სხვა.
მთავარ შტურმანად დანიშნულ იქნა გამოჩენილი მეზღვაური პერუ დე ალენკერი, რომელმაც დიაშთან ერთად აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი. მეზღვაურებთან ერთად ექსპედიციაში შედიოდნენ მღვდელი, მემატიანე, ასტრონომი და რამდენიმე თარჯიმან, რომელბმაც იცოდნენ არაბული და ეკვატორული აფრიკის ენები. ექსპედიციის წევრთა რაოდენობა 168 კაცი იყო. 10 მათგანი იყო მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებულნი, რომელთაც ევალებოდათ სახიფათო დავალებების შესრულება. ექსპედიციის წევრებს ეძლეოდათ ხელფასი და შესაძლო მოპოვებული ნადავლიდან გარკვეული წილი. ზღვაოსნები აღჭურვილი იყვნენ ეპოქის საუკეთესო საბრძოლო იარაღით. აგრეთვე იყო 32 ზარბაზანი და არტილერიის სხვა მოწყობილობანი.
1497 წ. 8 ივლისს ოთხი გემისაგან შემდგარი ფლოტილია ლისაბონის ნავსადგურიდან ღია ზღვაში გავიდა და კურსი სამხრეთისაკენ აიღო. პირველ ხანებში ცურვა ნორმალურად მიმდინარეობდა. 17 ივლისს ამოვარდა ძლიერი ქარი. გემები ერთმანეთს დასცილდნენ და მხოლოდ ათი დღის შემდეგ მოახერხეს თავმოყრა. გემები მალევე მივიდნენ ესპანეთის კუთვნილ კანარის კუნძულებთან, მაგრამ მას აუარეს, რადგან ვასკო და გამას არ სურდა ესპანელებს გაეგოთ მისი ექსპედიციის მიზანი. მალე ექსპედიცია მივიდა მწვანე კონცხის კუნძულებზე (დღევ. სახელმწიფო კაბო ვერდე, მდებარეობს სენეგალის სანაპიროდან აღმოსავლეთით 620 კმ-ზე. პორტუგალიელებმა 1446 წ. აღმოაჩინეს, იქ დასახლება 1462 წლიდან დაიწყეს, ხოლო კოლონიად 1495 წ. გამოაცხადეს) სადაც შეივსეს სურსათ-სანოვაგის მარაგი. შემდეგ დღევ სიერა ლეონეს ნაპირებთან ბართოლომეუ დიაშის რჩევით ქარებისთვის გვერდი რომ აექციათ მოუხვიეს სამხრეთ დასავლეთით ატლანტის ოკეანის სიღრმეში და მხოლოდ ეკვატორთან მისვლის შემდეგ დაიწყეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ცურვა.
4 ნოემბერს ფლოტილია შევიდა აფრიკის სანაპიროს განიერ უბეში, რომელსაც წმინდა ელენეს სახელი უწოდეს (დღევ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთ სანაპირო). აქ შეაკეთეს გემები, მოიმარაგეს სასმელი წყალი, ახალი ხორცი. ამ დროს პორტუგალიელებს თავს დაესხნენ ადგილობრივები, რომლებიც მართალის არტლერიის წყალობით ადვილად მოიგერიეს, მაგრამ ვასკუ და გამა ფეხში დაიჭრა. შემდეგ განაგრძეს გზა და შტორმთან მძიმე ბრძოლით, 20 ნოემბერს გაჭირვებით შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს, და 25 ნოემბერს გემების სარემონტოდ გაჩერდნენ უბეში, დღევ სამხრეთ აფრიკის ქ. მოსელ ბეის სანაპიროზე, (იქ პირველი ევროპელი ბართოლომეუ დიაში მივიდა 1488 წლის 3 თებერვალს) რომელსაც ვაშკუმ სან ბრაშის სანაპირო უწოდა, რადგან 3 თებერვალს ამ წმინდანს იხსენიებდნენ. როგორც აღმოჩნდა სატვირთო გემი რემონტს აღარ ექვემდებარებოდა, თან ჭირისგან გზაში ბევრი მეზღვაური დაიღუპა და 4 გემის მომსახურედ პერსონალი აღარ ჰყოფნიდათ, ამიტომ გადაწყვიტეს სატვირთო გემს დაწვა. შემდეგ ადგილობრივებს პროდუქტებსა და სპილოს ძვლისგან დამზადებულ სამკაულებში გაუცვალეს სხვადასხვა საგნები. 16 დეკემბერს ექსპედიცია გასცდა დიაშის მიღწეულ უკანასკნელ წერტილს - რიო დო ინფანტეს (დღევ. გრეიტ ფიში, სამხრეთ აფრიკა) და დაიწყო აფრიკის აღმ. სანაპიროებთან ცურვა. ამ ტერიტორიას ვაშკუმ „ნატალი“ უწოდა.
იანვრის ბოლოს ექსპედიციამ ჩაუარა მდ. ზამბეზის შესართავს და შევიდა არაბული საზღვაო სავაჭრო კავშირის კონტროლირებად წყლებში. 2 მარტს ვაშკუ კუნძულ მოზამბიკის (კუნძული მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, კონტინენტისგან 1 კმ მოშორებით. კუნძულის სიგრძე 3 კილომეტრია, ფართობი კი 1,5 კვ.კმ. მისი დედაქალაქი იყო ქალაქი მოზამბიკი. სახელი წარმოიშვა იმ სულთანის სახელიდან, რომელიც აქ დახვდა ვასკუ და გამას - შეიხი მუსა ბენ მბიკი. 1506 წელს პორტუგალიელებმა კომანდორების ტრისტან და კუნიას და აფონსო ალბუკერკის მეთაურობით დაიპყრეს კუნძული და ქალაქი. ვაშკუ ამ კუნძულზე პირველი ევროპელი იყო. სულთანმა მიიღო, მაგრამ პორტუგალიელთა შეთავაზებული პროდუქტებიდან არაფერი მოეწონა. მალე ადგილობრივებს პორტუგალიელებისადმი უარყოფთი დამოკიდებულება შეექმნათ. სიტუაცია დაიძაბა და ვაშკუმაც სასწრაფოდ დატოვა ნაპირი და ზღვიდან დაბომბა მოზაბიკის სანაპიროები, რის შემდეგაც ჩრდილოეთით გააგრძელა ცურვა.
7 მარტს პორტუგალიელები მივიდნენ ქ. მომბასაში. (მომბასა მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქია კენიაში. სანაპირო პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში და სანაპიროს დაკავშირებულია რამდენიმე დამბით. სუაჰილის ენაზე ქალაქს ეწოდება Kisiwa Cha Mvita რაც ნიშნავს „ომის კონძულებს“. ქალაქური დასახლებაა XII საუკუნიდან. 1415 წელს მოინახულა პირველმა უცხოელმა, ჩინელმა ადმირალმა ჟენ ჰემ. ეს ევროპელების პირველი მოსვლა იყო აქ) ქალაქის მცხოვრებნი და ხელისუფალნი მტრულად შეხვდნენ პორტუგალიელებს, მათთან შეტაკებაც მოუხდათ, მალე მოგზაურებმა დატოვეს იქაურობა და ზღვაში გადაეყარნენ არაბულ ხომალდს, რომელიც გაძარცვეს და 30 კაცი ტყვედ აიყვანეს.
14 აპრილს ექსპეციციამ ქ. მალინდის მიაღწია. (მალინდი საპორტო ქალაქია კენიაში, სანაპირო პროვინციაში. ქალაქი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდინარე გალანის შესართავში, მომბასადან ჩრდ აღმ 120 კმ-ზე. მალინდი სვაჰილის დასახლებაა XIV საუკუნიდან და მას აღმოსავლეთ აფრიკის ამ ნაწილში უპირატესობაში მხოლოდ მომბასა ეცილებოდა. ტრადიცულად ეს იყო უცხოურ ძალთა საპორტო ქალაქი. 1414 წელს ქალაქი მოინახულა ჩინეთის საზღვაო მკლევარის ჟენ ჰეს ფლოტილიამ. მალინდის მმართველმა ამ ფლოტილიით პირადი საჩუქრის სახით ჟირაფი და სამკაულები გაუგზავნა ჩინეთის მმართველს. ვაშკუ აქაც პირველი ევროპელი იყო. აქ პირველად შეხვდა გამა ინდოელ ვაჭრებს.
მალინდის შეიჰი (იგი მომბასას მმართველს მტრობდა) და მოსახლეობა უფრო სტუმართმოყვარენი აღმოჩნდნენ, მათთან სავაჭრო და პოლიტიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, საერთო მტრის (მომბასელთა) წინააღმდეგ, მოამარაგეს სუსრსათ-სანოვაგით. რადგან აქედან სავაჭრო გზა სანაპიროების გავლით აღარ მიემართებოდა და ინდოეთს ოკეანეს სერავდა, ამიტომ საჭირო იყო ამ გზის მოცნე გამოცდილი ლოცმანი, რომელც შეურჩა კიდეც შეიჰმა პორტუგალიელებს (ბოლო დრომდე ითვლებოდა რომ ეს ლოცმანი ცნობილი არაბი ზღვაოსანი და გეოგრაფი აჰმად იბნ მაჯიდი /1421-1500/ იყო, მაგრამ ბოლო დროს აღმოჩენილმა ცნობებმა დაადასტურა რომ მაჯიდი იქ ვერანაირად ვერ იქნებოდა).
24 აპრილს ფლოტილია ქ. მალინდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გაემართა. ცურვა კარგი ამინდის წყალობით სწრაფად მიმდინარეობდა. დადგა ნანატრი დღე. 1498 წ. 20 მაისის საღამოს მიადგნენ ინდოეთის სანაპიროზე მდებარე კაპადის პლიაჟს ქ. კალიკუტთან (დღევ. ქალაქი კოჟიკოდე, მალაბარის სანაპიროზე, კერალას შტატში. აღმოსავლეთ ინდოეთში), ახლოს. კალიკუტი მალაბარის ანუ სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთის სავაჭრო ცენტრი იყო და უმდიდრეს ქალაქს წარმოადგენდა. პორტუგალიელებმა დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულეს, ინდოეთისაკენ მიმავალი გზა აღმოაჩინეს. ეს კოლუმბის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა.
ქ. კალიკუტის მმართველმა ვასკო და გამა ზეიმით მიიღო და სამხედრო პარადი მოაწყო 3000 ჯარისკაცის შემადგენლობით. სამაგიეროდ მტრულად დახვდნენ არაბი ვაჭრები, რომლებიც მათში კონკურენტებს ხედავდნენ.
მმართველთან აუდიენციაზე ვაშკუმ საჩუქრები მიიტანა (მოსანცმელები, ქუდები, თაფლი, შაქარი, ორი ბარელი ნავთობი, და სხვა), რომელმაც ინდოელი მეთაური კმაყოფილი სულაც არ დატოვა, რადგან არაბმა ვაჭრებმა უთხრეს, რომ ასეთ საჩუქრებს ევროპელ მეფეებს ვერც კადრებენ, ხოლო ვაშკუ და გამა მეკობრეს უფრო ჰგავს ვიდრე მეფის ელჩსო. მიუხედავად ამისა პორტუგალიელებმა იაფად შეიძინეს მიხაკი, დარიჯინი სხვა სანელებლები, შემდეგ კი კალიკუტის მმართველმა ნება მისცა მათ გაეხსნათ ბაზრობა, მაგრამ ევროპული საქონელი ცუდად იყიდებოდა. ამასთან არაბი ვაჭრები ყველაფრის სანაცვლოდ ოქროს ითხოვდნენ, რასაც მათთან დაპირისპირება მოჰყვა. მაშინ ვასკუმ 29 აგვისტოს დატოვა კალიკუტი და წასვლის წინ ტყვედ აიყვანა 16 ინდოელი მეთევზე.
აქედან ვაშკუ ჩრდილოეთით წავიდა და ქ. გოას მიადგა (გოას პატარა შტატი კერელას შტატს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება), რათა იქ მაინც დაეარსებინა სავაჭრო ფაქტორია. გზად ევროპელებმა რამდენიმე სავაჭრო ხომალდი დაატყვევეს. გოაში მისულებს ხიფათი დაემუქრათ, რადგან ქალაქის მთავარს გადაეწყვიტა პორტუგალიელთა ხაფანგში მოქცევა და მათთვის ხომალდების წართმევა, რათა ისინი მეზობლებთან ომებში გამოეყენებინა. ვაშკუ მიუხვდა მათ განზრახვას, ინდოეთი დატოვა და გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება, რასაც მოჰყვა 3 თვიანი მძიმე მგზავრობა აფრიკის სანაპიროების გასწვრივ. სიცხე, ავადმყოფობები და მეკობრეთა თავდასხმები ქანცს აცლიდა ექსპედიციას.
1498 წ. 5 ოქტომბერს ვაშკუ და გამას ფლოტილიამ კურსი აიღო სამშობლოსაკენ. 1499 წლის 2 იანვარს ექსპედიცია მიადგა მოგადიშოს. (სომალის დედაქალაქი. მდებარეობს ბენადირის რეგიონში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე.) სირთულეებით შეშფოთებულმა ვაშკუმ სანაპიროზე არ გადავიდა ისე ბრძანა ქალაქის დაბომბვა, რათა ადგილობრივები დაეშინებინა და წინააღმდეგობის გაწევაზე არ ეფიქრათ. 7 იანვარს შევიდნენ მალინდიში სადაც ადგილობრივი შეიჰის წყალობით 5 დღე კარგად იკვებებოდნენ, რამაც ზღვაოსნების გამოცოცხლება გამოიწვია, თუმცა დაავადებულები მაინც იხოცებოდნენ. 13 იანვარს უკვე იმდენად შემცირდნენ, რომ მომბასიდან სამხრეთით „სან რაფაელი“ და რამდენიმე ნაალაფარი ხომალდი დაწვეს. წასვლის წინ პორტუგალიელებმა მალინდიში სავაჭრო ბანაკი დააარსეს, რომელიც ინდოეთიდან და მისკენ მიმავალი ქარავნებისთვის მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.
28 იანვარს პორტუგალიელებმა ჩაუარეს კ. ზანზიბარს და 1 თებერვალს გაჩერდნენ მოზამბიკის კ. სან ჯორჯზე. ცოტა ხნის შემდეგ განაგრძეს გზა, 20 მარტს შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს და 25 აპრილს ზურგის ქარის წყალობით უკვე აფრიკის დას. სანაპიროებს მიაღწიეს. აქედან ვაშკუმ გაგზავნა ერთი გემი, რომელმაც 10 ივლისს სასიხარულო ცნობა ჩაიტანა პორტუგალიაში. თვითონ კი აზორის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულ ტერშეირაზე დროებით შეჩერდა, რადგან ძმა პაულუ ავად იყო და საბოლოოდ გარდაიცვალა კიდეც (იქვე დაკრძალა). 1499 აგვისტო-სექტემბრის გასაყარზე ვაშკუ და გამა ტრიუმფით დაბრუნდა ლისაბონში.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 55 წევრი და 2 ხომალდი დაბრუნდა სამშობლოში, ფინანსურად ექსპედიცია მაინც ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. ინდოეთიდან ჩამოტანილი საქონლის შემოსავალმა 60-ჯერ გადააჭარბა ექსპედიციისათვის დახარჯულ თანხებს. მთავარი მიღწევა მაინც ინდოეთისაკენ მიმავალი გზის აღმოჩენა იყო. სუეცის არხის გაჭრამდე ევროპასა და აზიას შორის კავშირურთიერთობა და ვაჭრობა ძირითადად ამ გზით მიმდინარეობდა.
მეფემ ვაშკუს მისცა „დონ-“ის წოდება და დაუნიშნა პენსია 1000 კრუზადი. ვაშკუს ეს არ აქკმაყოფილებდა და სინიშის სენიორად გახდომას ითხოვდა. მოლაპარაკება ამ საკითხზე გაიწელა და როცა პატივმოყვარე ზღვაოსანი მეფეს ისევ დასჭირდა ინდოეთში ხელახლა გასაგზავნად, 1502 წელს ვაშკუს გაუზარდეს პენსია და მიანიჭეს „ინდოეთის ოკეანის ადმირალის“ წოდება, თავისი ღირსებებითა და პრივილეგიებით. რაც შეეხება სინიშის სენიორობას ვერ ეღირსა, რადგან ამ ქალაქზე „პატრონაჟს“ ახორციელებდა სასულიერო ორდენი „სანტიაგო“, რომელიც ამ საკითხს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშკუ ამ ორდენის რაინდი იყო. ეს საქმე საბოლოოდ იმით დასრულდა რომ 1507 წელს პროტესტს ნიშნად გამამ დატოვა ორდენი და მის მოწინააღმდეგე „ქრისტეს ორდენს“ შეუერთდა.
ლისაბონში დაბრუნების შემდეგ ვაშკუ და გამამ გადაწყვიტა დაესვენა და ოჯახს მოჰკიდებოდა. იგი 1501 წელს დაქორწინდა გავლენიან ოჯახისშვილზე კატარინა და ატაიდიზე, (მისი ბიძაშვილი იყო ასევე უგავლენიანესი გვარის ალმეიდების წარმომადგენელი ფრანსიშკუ ალმეიდა, რომელიც 1505-1509 წლებში ინდოეთის ვიცე მეფის ტიტულსაც კი ფლობდა მეფე მანუილის გადაწყვეტილებით.) და თავის მშობლიურ ქალაქ სინიშში დასახლდა.
ინდოეთისკენ საზღვაო გზის აღმოჩენის შემდეგ პორტუგალიის სამეფო ყოველწლიურ ექსპედიციებს გზავნიდა ამ მიმართულებით. უკვე 1500 წელს გაიგზავნა პედრუ ალვარიშ კაბრალის ექსპედიცია, რომელმაც სავაჭრო ხელშეკრულება დადო კალიკუტის მმართველთან, რომლის წყალობითაც პორტუგალიელებმა კალიკუტში დააარსეს სავაჭრო ფაქტორია. ცოტა ხანში მათ არაბ ვაჭრებთან ჩხუბი მოუვიდათ, უკანასკნელებმა კი ეს ფაქტორია გადაწვეს. მაშინ კაბრალმა ზარბაზნებიდან დაბომბა კალიკუტი და კავშირი კალიკუტთან შეიცვალა ომით.
მეფე მანუელმა გადაწყვიტა ინდოეთის დამორჩლება და ამ მიზნით ჩამოაყალიბა 20 ხომალდიან ექსპედიცია, რომლის მეთაურად ვაშკუ და გამა დანიშნა. წევრთა რაოდენობა 1800 კაცს ითვლიდა. ამათგან 10 გემი უშუალოდ გამას მიეცა, 5-ს უნდა ჩაეძირა არბული ვაჭრობა ინდოეთის ოკეანეში. მას მეთაურობდა ვაშკუს დედის ძმა ვისენტე სორდე. ხოლო სხვა 5 გემი მიეცა გამას ბიძაშვილს ეშტევან და გამას (ეირესის ვაჟი), რომელსაც უნდა დაეცვა პორტუგალიური ფაქტორიები. დანაყოფების მეთაურები იყვნენ გამას ოჯახის წევრები (ბიძაშვილები, დედის მხრიდან ბიძები, ცოლსძმები და მომავალი სიძე ლოლო მენდეს ვასკონსელოსი, რომელმაც მის ასულ ტერეზაზე იყო დანიშნული).
ექსპედიცია 1502 წლის 12 თებერვალს გავიდა. გზად სოფალასა (ზღვისპირა ქალაქი მოზამბიკში. სოფალას პროვინციის ცენტრი. ისტორიულად ქვეყნის მთავარი პორტი. ამ პერიოდში ქალაქი დაპყრობილი ჰქონდა კილვის სასულთნოს /მოიცავდა ტანზანიის და მოზამბიკის მიწებს/ და სოფალას შეიხი იუსუფი მის წინააღმდეგ მოკავშირეს ეძებდა. ამ დროს გამოჩნდნენ პორტუგალიელები, რომლებსაც დახმარებისთვის მიმართა უსუფმა. პორტუგალელებმა გაილაშქრეს კილვის წინააღმდეგ და მის სულთანს ხარკიც კი დააკისრეს. სოფალას მიანიჭეს დამოუკიდებლობა, თუმცა უკვე 1505 წელს აქ ეკვატორის სამხრეთით პორტუგალიის პირველი კოლონია დაარსდა) და კ. მოზამბიკში სავაჭრო ფაქტორიები დააარსეს. აღმოჩენილ იქნა ამირანტის კუნძულები. (შედის სახელმწიფო სეიშელის კუნძულების შემადგენლობაში) არაბთათვის ჭკუის სასწავლებლად ვაშკუს ბრძანებით მალაბარის სანაპიროსთან (ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო ზოლი ინდოეთში, გოას სამხრეთით) დაწვეს რამდენიმე არაბული ხომალდიმათ შორის მექადან მომავალი თავისი მგზავრ-მლოცველებით (გემზე 400-მდე ადამიანი, მათ შორის 50 ქალი იყო).
1502 წლის ოქტომბერში პორტუგალიელები მივდნენ კანანორში (დღევ ინდოეთის ქალაქი კანური, კერალას შტატის ჩრდილოეთში). ადგილობრივი რაჯა საზეიმო ვითარებაში შეხვდა მათ და მისცა ნება დიდი ფაქტორიის ასაგებად. პორტუგალიელებმა შეიძინეს სასურველი საქონელი და გაემართნენ კალიკუტისკენ.
ვაშკუ აქ განსაკუთრებით სასტიკად მოქმედებდა. მიუხედავად ქალაქის მმართველის დაპირებისა, რომ დასჯიდა ყველას ვინც პორტუგალიელებს ადრე თავს დაესხა; ვაშკუმ ამას არ დაუცადა და მოითხოვა ქალაქიდან ყველა მუსლიმანი ვაჭრის გაყრა. როდესაც ამაზე უარი მიიღო დაატყვევა ქალაქის პორტში მდგარი ხომალდები და ისე დაბომბა ქალაქი, რომ ნანგრევებად აქცია. შემდეგ ტყვედჩავარდნილი ინდოელები აიყვანეს გემზე, დააჭრეს ხელ-ფეხი, ყურები, ცხვირები და დამცინავ წერილთან ერთად კალიკუტის მმართველს გაუგზავნეს, ხოლო მიცვალებულთა დარჩენილი ნაწილები ჩაყარეს ზღვაში.
ორი დღის შემდეგ პორტუგალიელებმა ქალაქი ისევ დაბომბეს. კალიკუტის მმართველი გაიქცა ქალაქიდან. ვაშკუმ დანგრეული ქალაქის საალყოდ დატოვა ვისენტე სორდე 7 გემით, თვითონ კი გაემგზავრა ქ. კოჩინში (დღევ ქ. კოჩი, კერალას შტატის უდიდესი პორტი. აქ კაბრალმა 1500 წელს დააარსა პირველი ევროპული დასახლება ინდოეთში. ალბუკერის 1503 წელს აქ დააარსა პორტუგალიური ფორტი). აქ მან მოიმარაგა სურსათი და სხვადასხვა საქონელი, ააგო ციხე-სიმაგრე, დატოვა იქ გარნიზონი, დააარსა სავაჭრო ფაქტორია და უკან გაბრუნდა. ამასობაში კალიკუტის მმართველმა არაბი ვაჭრების დახმარებით შექმნა 29 გემიანი ფლოტილია და 1503 წლის 12 თებერვალს კალიკუტისაკენ მიმავალ გამას გზა მოუჭრა, მაგრამ როგორც კი ევროპელებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ინდოელებმა და არაბებმა ზურგი აჩვენეს და გაიქცნენ.
გამარჯვებს შემდეგ ვაშკუმ აურაცხელი სიმდიდრით დატვირთა გემები და 1503 წ. 20 თებერვალს სამშობლოსაკენ გაემართა, ხოლო პორტუგალიური ფაქტორების დამცველად ბიძამისი ვისენტე სორდე დატოვა.
იმავე წლის 11 ოქტომბერს პორტუგალიამ ზეიმით მიიღო სახელმოხვეჭილი ადმირალი. მას კიდევ გაუზარდეს პენსია, თუმცა ახალი თანამდებობა არ შესთავაზეს. მხოლოდ 1519 წელს გადასცეს ქალაქები ვიდიგეირა და ვილა და ფრადე და და ვიდიგეირას გრაფის ტიტული.
ინდოეთისაკენ ახალი გზის აღმოჩენის შემდეგ სავაჭრო ცენტრმა პორტუგალიაში გადაინაცვლა. მისი კონტროლის ქვეშ იყო ყველაფერი, რაც ევროპაში იგზავნებოდა ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან. საფუძველი ჩაეყარა ინდოეთისა და აფრიკის აღმოსავლეთი სანაპიროების კოლონიზაციას.
ინდოეთდან დაბრუნების შემდეგ ვაშკუ და გამა განაგრძობდა გეგმების შედგენას ინდოეთის შემდგომი კოლონიზაციისთვის. მისი რჩევით მეფე მანუელმა 1505 წელს დააარსა ინდოეთის ვიცე მეფის პოსტი, რომელზეც ვაშკუს ცოლის ბიძაშვილი ფრანსიშკუ და ალმედიდა დანიშნეს. იგი აფონსუ და ალბუკერისთან ერთად ყოველწლიურად ლაშქრობდა ინდოეთის მიმართულებით და სასტიკი მეთოდებით ამყარებდა ინდოეთის ოკენაეში პორტუგალიერ გავლენას.
წარუმატებლობების შემდეგ 1509 წელს ალმეიდა პოსტს ჩამოაშორეს. 1515 წელს გარდაიცვალა ალბუკერიც. მათ შეცვლელები კი საქმეს ღირსეულად თავს ვერ ართმევდნენ, კორუფციაში იყვნენ ჩართული, რამაც გამოიწვია წესრიგის სრული მოშლა პორტუგალიურ კოლონიებში. შედეგად პორტუგალია ინდოეთიდან სულ უფრო ნაკლები შემოსავალს იღებდა.
დრო გადიოდა და ვასკუ და გამას სამეფო კარზე აღარ ეძახდნენ. ამასობაში 1518 წელს გამოჩენილი მეფს უყურადღებობით განაწყენებული ზღვაოსანი ფერნან მაგელაეში კასტილიის (ესპანეთის) მეფის სამსახურში გადავიდა. ამის გაგებაზე იგივეს გფაკეთებით დაიმუქრა ვასკუ და გამაც. ამით შეშინებულმა მეფე მანუიილმა ახალმა მეფე ჟუან III-მ (1521-1557) გადაწყვიტა ინდოეთში არსებული პრობლემის მოგვარება ძველი წარმატებული კადრისთვის მიენდო და 64 წლის ვაშკუ და გამა ინდოეთის ვიცე მეფედ დანიშნა. 1524 წ. 9 აპრილს პორტუგალიამ ზეიმით გააცილა 14 გემისაგან შემდგარი ფლოტილია. საფლაგმანო გემზე იდგა ვაშკუ და გამა ორ ძესთან - ეშტევანისა და პაულუსთან ერთად და ნაღვლიანი თვალებით ემშვიდობებოდა სამშობლოს, რადგან გრძნობდა, რომ სამშობლოს ხილვა აღარ ეღირსებოდა. ამავე წლის 15 სექტემბერს ვასკო და გამამ ინდოეთის მიწაზე დაადგა ფეხი და ხელში აიღო მართვა-გამგეობა. მიუხედავად ხანდაზმულობისა იგი ბევრს მუშაობდა და მოგზაურობდა ქვეყნის შიგნით. მან მისვლისთანავე აღკვეთა კოლონიურ ხელისუფლებაში კორუფცია და სხვა ბოროტებანი. თუმცა ყველაფრის მოწესრიგება ვერ მოასწრო. იგი მალარიით დაავადდა და 1524 წლს 24 დეკემბერს გარდაიცვალა ქ. კოჩინში. იგი დაკრძალეს ამ ქალაქში პორტუგალიელთა აგებულ სან ფრენსისის ეკლესიაში. 1539 წ. მისი ნეშტი გადმოასვენეს ვიდიგერას ეკლესიაში, ხოლო 1898 წელს გადაიტანეს ლისაბონის გარეუბან სანტა მარია დე ბელენში, ჟერონიმუშის ეკლესიაში დაკრძალეს.
ვაშკუსა და კატარინას 6 ვაჟი და ერთი ასული (იზაბელ დი ატაიდა) შეეძინათ. 1. ფრანსიშკუმ მიიღო მამისგან ვიდიგეირის გრაფისა და ინდოეთის ოკეანის ადმირალის წოდება, თუმცა შინ დარჩა და ინდოეთში არასდროს წასულა. 2. ეშტევანი 1534-39 წლებში იყო მალაკას კოლონიის (მალაკა ქალაქი მალაიზიაში, მალაკას ნახევარკუნძულის სამხრეთში. 1511 წელს ის დაიპყრო ალბუკერიმ) კაპიტანი, ხოლო 1540-42 წლებში პორტუგალიური ნდოეთის გუბერნატორი. 3. პაულუ 1533-34 წლებში იყო მალაკის კოლონიის კაპტანი. დაიღპა საზღვაო ბრძოლაში ქ. მალაკისთან. 4. ეშტევანთან ერთად 1532-35 და 1538-42 წლებში მოღვაწეობდა ინდოეთის ოკეანეში. 1542 წელს დანიშნეს ეთიოპის წინააღმდეგ ექსპედიციის მეთაურად, რასაც შეეწირა კიდეც. 5. პედრო და სილვა იყო მალაკას კაპიტანი 1548-1552 წლებში. 6. ალვარო დი ატაიდა იყო მალაკას კაპიტანი 1552-1554 წლებში.
ვაშკუს შთამომავლობა მამაკაცის ხაზით 1747 წელს შეწყდა და ვიდიგეირის გრაფის ტიტული ქალის ხაზზე გადავიდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий