пятница, 6 января 2017 г.

მსოფლიოს ისტორიის მოვლენები.

1. მსოფლიო ისტორია 4 ნაწილად იყოფა: ძველი, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორია.
2. ძველი მსოფლიო ისტორია იწყება უძველესი დროიდან და მთავრდება 476 წელს დას. რომის იმპერიის დაცემით. შუა საუკუნეები იწყება, რომის დაცემითა და გერმანული ბარბაროსული სახელმწიფოების წარმოქმნით დ მთავრდება 1492 წელს ამერიკის აღმოჩენით. ახალი ისტორია იწყება ამერიკის აღმოჩენით და მთავრდება პირველი მსოფლიო ომით. უახლესი ისტორია კი 1918 წლიდან დღემდე გრძელდება.
3. ძვ.წ. IV ათასწლეულში მდ. ნილოსის აუზში ეგვიპტის ცივილიზაცია ჩამოყალიბდა. ნილოსი იყო ამ ცივილიზაციის ძირითადი წყარო, ამიტომ ჰეროდოტემ ეგვიპტეს „ნილოსის ნობათი“ უწოდა.
4. ძველ ეგვიპტეს გაღმერეთებული ფარაონები მართავდნენ. ამიტომ მათ „მუმიფიცირებას“ უკეთებდნენ და გრანდიოზულ სამარხებს უკეთებდნენ, რათა იმიერ ცხოვრებაში დიდებულად შეებიჯებინათ. ასეთი სამარხები თავიდან იყო პირამიდები.
5. პირველი პირამიდა ფარაონმა ჯოსერმა ააგო XXVII საუკუნეში საკარას ზეგანზე და მისი სიმაღლე 62,5 მეტრი იყო. უდიდესი პირამიდა ძვ.წ. XXVI საუკუნეში სოფელ გიზაში ფარაონმა ხუფუმ (ხეოფსიმ) ააგო და მისი სიმაღლე 147 მეტრი იყო (დღეს 136 მ-ია)
6. ძვ.წ. II ათასწლეულში ფარაონებმა დაიწყეს კლდეში ნაკვეთი აკლდამების აგება. მათგან გამორჩეულია ქალ ფარაონ ხატშეფსუტის (1497-1458) აკლდამა დაირ ელ ბაჰრიში და რამზეს II-ის  (1279-1213) აკლდამა აბუ სიმბელში.
7. ძვ.წ. XVII საუკუნეში ეგვიპტე აზიიდან მოსულმა მეომარმა ტომებმა ჰიქსოსებმა დაიპყრეს. ეგვიპტელი ისტორიკოსი მანეთონი მათ „მწყემსთა მეფეებს“ უწოდებს.  ჰიქსოსებმა ეგვიპტელებს საბრძოლო ეტლების გამოყენება ასწავლეს.
8. XV-XIII საუკუნეები ძველი ეგვიპტის სიძლიერის ხანაა. თუთმოს III-მ (1458-1425) და მისმა მემკვიდრეება მეზობელი ქვეყნები - ლიბია, ნუბია, ფინიკია, პალესტინა და სირიაში შეიჭრნენ.
9. 1274 წელს სირიაში ქადეშთან გაიმართა ცნობილი ბრძოლა ეგვიპტის ფარაონ რამზეს II-სა და ხეთების მეფე მუვათალს შორის. 1258 წელს ხეთებსა და ეგვიპტეს შორის პიველი თანასწორუფლებიანი დიპლომატიური ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც სირია 2 ნაწილად გაიყვეს.
10. ფარაონების აკლდამებიდან გაუძარცვავი იპოვეს ფარაონ ტუტანჰამონის (1332-1323) აკლდამა. იგი აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს.
11. ეგვიპტელებს იეროგლიფური დამწერლობა ჰქონდათ, რომელსაც წყალმცენარე პაპირუსის გრაგნილებზე ასრულებდნენ. ეს დამწერლობა 1822 წელს ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა შამპოლიონმა გაშიფრა.
12. ბერძნებმა მდინარეების ტიგროსსა და ევფრატს შორის ტერიტორიას მესოპოტამია ანუ შუამდინარეთი უწოდეს. დღეს აქ ერაყისა და კუვეიტის სახელმწიფოებია. შუამდინარეთის უძველესი მოსახლეები იყვნენ შუმერები, რომლებმაც გამოიგონეს ბორბალი, საბრძოლო ეტლი, ლურსმნული დამწერლობა, რომელსაც თიხის ფირფიტებზე წერდნენ. შუმერული მითები ძირითადად შექმნილია ქალაქ ურუქის ლეგენდარულ მეფე გილგამეშზე. დროთა განმავლობაში ლურსმნული დამწერლობა სულ უფრო იხვეწებოდა და მარტივდებოდა. ის მოერგო აქადურ, ხეთურ, ასურულ და ბოლოს სპარსულ ენებს. გერმანელმა ფილოლოგმა გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდმა (1775-1853) ნაწილობრივ გაშიფრა სპარსული სტილის ლურსმნული, თუმცა მისი შრომა დიდწილად უცნობი დარჩა. მოგვიანებით ინგლისელმა არქეოლოგმა, ასირიოლოგმა და დიპლომატმა სერ ჰენრი კრესვიკ როულინსონმა (1810-1895) სრულად გაშიფრა სპარსთა მეფეების ბეჰისტუნის სამენოვანი წარწერა, რისი წყალობითაც ლუსმნული ტექსტები თანამედროვე ენებზე ალაპარაკდნენ.
13. ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან შუამდინარეთში სემიტები დასახლდნენ, რომლებმაც შექმნეს აქადის, ბაბილონისა და ასურეთის სამეფოები.
14. ძვ.წ. XXIV-XXIII საუკუნეებში აქადის მეფე სარგონმა მთელი შუამდინარეთის ქალაქები დაიპყრო. მანვე შექმნა მსოფლიოში პირველი რეგულარული (მუდმივმოქმედი) არმია 5400 კაციანი.
15. ასურეთის მილიტარისტული (მეომარი) სახელმწიფო ჩრდ. შუამდინარეთში, ქ. ასურის ირგვლის იყო გაშენებული. ასურეთის დამოუკიდებელი სამეფო შამშიადად I-ის (1815-1783) დროს ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩრდ. შუამდინარეთი დაიპყრო. ეს იყო „ასურეთის ძველი სამეფო“, რომელიც მოგვიანებით „ძველი ბაბილონის სამეფოს“ მეფე ჰამურაბმა (1792-1750) დაიპყრო.
16. ქ. ბაბილონი (ბაბილონი ღვთის ჭიშკარს ნიშნავს) მდ. ეფრატზე, მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. „ძველი ბაბილონის მეფე“ ჰამურაბმა (1792-1750) მთელი შუამდინარეთი გააერთიანა და ერთ-ერთი უძველესი კანონთა კრებული შექმნა, რომელიც 282 მუხლისაგან შედგებოდა. „ახალი ბაბილონის სამეფოს“ მეფე ნაბუქოდონოსორმა (605-562) მთელი შუამდინარეთი, ასურეთის ნაწილი, ჩრდ. არაბეთი, იუდას სამეფო დ.ა. შ. დაიპყრო. მან დაანგრია სოლომონის ტაძარი იერუსალიმში და ებრაელები იქედან ბაბილონში გადაასახლა. ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში თავის მეუღლე მიდიელ პრინცესა ამიტას „კიდული ბაღები“ აუგო.
17. ძვ.წ. 539 აქემენიდური სპარსეთის სახელმწიფოს დამაარსებელმა კიროს II-მ დაიპყრო ბაბილონი, ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა ებრაელები და უფლება მისცა სოლომონის ტაძარი აღედგინათ. ეს ტაძარი საბოლოოდ რომაელებმა დაანგრიეს.
18. „ასურეთის შუა სამეფო“ გაძლიერდა თუქულთინინურტა I-ისა (1244-1208) და ტიგლათფილასარ I-ის (1115-1077) დროს. ტიგლათფილასარმა შუამდინარეთელი მმართველებიდან პირველმა მიაღწია შავ ზღვას და ქართული ქვეყნები დიაოხი და კოლხა დაიმორჩილა.
19. „ასურეთის ახალი სამეფო“ გაძლიერდა ძვ.წ. IX-VII საუკუნეებში. ასურელებმა ამ დროს დაიპყრეს ურარტუ, სირია, ფინიკია, ისრაელი, ბაბილონი და ცოტა ხნით ეგვიპტეც. აღნიშნულ პერიოდში ასურელებმა შექმნეს მსოფლიოს პირველი იმპერია. მათვე დანერგეს ხალხის დეპორტაცია ანუ გადასახლება.
20. ძვ.წ. 745 წელს ტიგლათფილასარ III-მ ასურეთში გაატარა სამხედრო რეფორმა და ჩამოაყალიბა 120000 კაციანი მუდმივი არმია, რომელშიც ცხენოსანთა პოლკები და საალყო მანქანებიც იყო. 722 წელს სარგონ II-მ მოსპო ისრაელის სამეფო და იქედან ებრაელები ასურეთში გადაასახლა.
21. VII საუკუნის ბოლოს ასურეთის წინააღმდეგ გაერთიანდა მიდია და ბაბილონი. 612 წელს მიდიელებმა აიღეს და გაანადგურეს ასურეთის დედაქალაქი ნინევია და მისი ბიბლიოთეკა გადაწვეს. ეს იყო მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ასურეთის მეფე ასურბანიფალმა ააგო. 605 წელს ქარხემიშთან ბრძოლაში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაანადგურეს ასურეთის მეფის უკანასკნელი ლაშქარი და ასურეთმა არსებობა შეწყვიტა.
22. ინდოეთის მოსახლეობა ვედების მიხედვით ბრაჰმამ ღმერთმა 4 ვარნად ანუ კასტად დაჰყო. კასტების წევრებს სხვა კასტის წარმომაგდენლებთან ურთიერთობა ეკრძალებოდათ. ინდოელების უძველეს რელიგიას „ბრაჰმანიზმი ეწოდებოდა. მის საფუძველზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა ინდოელთა მთავარი სარწმუნოება „ინდუიზმი“.
23. ძვ.წ. VI საუკუნეში შაკიების მეფის ძე სიდჰარტა გაუტამამ, რომელიც დღევ. ქალაქ ლუმბინიში ცხოვრობდა (დღევ. ნეპალში, ინდოეთის საზღვართან) იქადაგა ახალი ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება - ბუდიზმი. მას ხალხმა შაკიამუნი ანუ შაკიელი ბრძენი უწოდეს თვითონ კი საკუთარ თავს - „ბუდა“ ანუ „გასხივოსნებული“ უწოდა.
24. ძვ.წ. XIV საუკუნის შუა ხანებში ხეთების მეფე სუფილულიუმა I-მა (1355-1321) დაიმორჩილა მითანის უძლიერესი სამეფო და სირიაში შეიჭრა. ამიერიდან იწყება ეგვიპტისა და ხეთების პაექრობა სირიაში გასაბატონებლად, რასაც 1274 წელს ქადეშის ბრძოლა მოჰყვა რამზესსა და მუვათალს შორის. 1258 წელს ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის გაფორმდა პირველი დიპლომატიური ხელშეკრულება სირიის გაყოფის შესახებ. მოგვიანებით კი რამზესმა ხეთების მეფე ხათუსილის ასული შეირთო.
25. ხეთების სამეფოს „ათასი ღვთაების ქვეყანას“ უწოდებენ, რადგან ხეთების მეფეები სხვა ქალაქებიდან იპარავდენ „ღვთაებების“ ქანდაკებებს და საკუთარ ტაძრებში ათავსებდნენ.
26. XIII საუკუნის ბოლოს ქასქების, ასურელების, ბერძნებისა და სხვა ზღვის ხალხების, მუშქების შეტევების შედეგად ხეთების სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
27. ფინიკია ხმელთაშუა ზღვის აღმ. სანაპიროზე დღევანდელი ლიბანის ტერიტორიაზე არსებობდა ძვ.წ. II-I ათასწლეულში. სახელი ბერძნულად „მეწამულს“ ხოლო ეგვიპტურად „გემთა მშენებელს“ ნიშნავს. ფინიკიის უმთავრესი ქალაქებია: აკო, ტიროსი (დღევ. სური), სიდონი (დღევ. საიდა), ბერუთა (დღევ. ბეირუთი), ბიბლოსი, ტრიპოლი, უგარითი. ფინიკიელები გამორჩეული ზღვაოსნები და ვაჭრები იყვნენ. ტვიროსელებმა კოლონიზაციის დროს ჩრდ. აფრიკაში, დღევ ქალაქ ტუნისთან ძვ.წ. 825 წელს დააარსეს ქალაქი კართაგენი, რომელიც ძვ.წ. III საუკუნეში ძლიერ რესპუბლიკად იქცა და მთელს ხმელთაშუა ზღვაში გაბატონდა. უგარითელებმა კი მსოფლიოში გაავრცელეს უძველესი ანბანური დამწერლობა, რომელშიც 22 თანხმოვანი ასობგერა იყო.
28. ძვ.წ. XIII საუკუნეში მოსემ ეგვიპტიდან რამზეს II-ის ფარაონობის დროს ებრაელები წამოიყვანა ეგვიპტური მონობისგან და სინაის ნახევარკუნძულზე მიიყვანა. მოსეს სიკვდილის შემდეგ ებრაელთა 12 ტომი პალესტინაში შეიჭრა და აწარმოებდა ომებს ქანაანელებთან და ფილისტიმელებთან. საულმა (1050-1010) ებრაული ტომების გაერთიანებით შექმნა ისრაელის სამეფო. საული წარმოშობით იყო ბენიამინის ტომიდან. საული და მის ვაჟებთან ერთად ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა და ტახტზე ავიდა მისი სიძე დავითი (1010-970). მან დედაქალაქად იერუსალიმი გამოაცხადა. შემდეგ მეფობდა სოლომონ დავითის ძე (970-931) მეფობდა. მან იერუსალიმში ებრაელების რელიგია იუდაიზმის მთავარი ტაძარი ააგო. სოლომონის სიკვდილის შემდეგ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელისა და იუდას სამეფოებად გაიყო. ისრაელის სამეფო 722 წელს ასურეთის მეფე სარგონ II-მ გაანადგურა. იუდას სამეფო ჯერ ნაბუქოდონოსორმა გაანადგურა ძვ.წ 586 წელს, შემდეგ რომაელებმა ახ.წ. 70 წ. ბოლოს კი რომის იმპერატორმა ადრიანემ ახ.წ. 135 წელს. მან საბოლოოდ დაანგრია ორჯერ აღდგენილი სოლომონის  ტაძარი და იერუსალიმს კესარია უწოდა. ებრაელები ისრაელიდან გაყარეს და მათი ადგილი არაბებმა დაიკავეს. სოლომონის ტაძრის ადგილი კი მეჩეთმა დაიკავა.
29. ძვ.წ. IX-VI საუკუნეებში ვანისა და ურმიის ტბების რაიონში მდებარეობდა ურარტუს ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ომები ჰქონდა დიაოხთან და კოლხასთან. დაახლ. ძვ.წ. 590 წელს ურარტუ მიდიის მეფე კიაქსარმა გაანადგურა.
30. მიდიას სამეფო ირანის ზეგანსა და კასპიის ტბის სამხრეთ დაბლობზე არსებობდა ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში. მისი დედაქალაქი იყო ეკბატანა. ძვ.წ. 553 წელს მიდიის მეფე ასტიაგს აუჯანყდა სპარსეთის მხარის მმართველი კიროს II აქემენიდი (559-530). 550/549 წელს მიდიელმა დიდებულებმა ასტიაგი შეიპყრეს და კიროსს გადასცეს. კიროსმა თავი სპარსეთისა და მიდიის მეფედ ეკურთხა და ასტიაგი პატარა მხარის მმართველად დანიშნა. ასე დაარსდა სპარსეთ-მიდიის სამეფო, რომელსაც აქემენიდთა დინასტია მართავდა, ამიტომ ისტორიკოსები ამ სახელმწიფოს სპარსეთის აქემენიდურ იმპერიას უწოდებენ.
31. ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში მცირე აზიის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში არსებობდა ლიდიის ძლიერი და მდიდარი სამეფო, სადაც მსოფლიოში პირველ ფულს - მონეტებს ჭრიდნენ.
32. შემდეგ კიროსმა დაიპყრო ლიდია, იონია, კარია, ლიკია, 539 წელს კი ბაბილონის სამეფო, რომლის შემადგენლობაში შუამდინარეთთან ერთად სირია, იუდეა და ფინიკია შედიოდნენ. შესაბამისად ეს მხარეებიც სპარსეთს შეუერთდნენ. ძვ.წ. 525 წელს კიროსის ვაჟმა კამბისმა შემოიერთა ეგვიპტეც.
33. აქემენიდურმა იმპერიამ სიძლიერის მწვერვალს დარიოს I-ის (522-486) მიაღწია. მან დაიპყრო შუა აზიის ქვეყნები (პართია, ბაქტრია, სოგდიანა და სხვ) დას. ინდოეთი. შემდეგ კი თავისი სამფლობელოები 20 სატრაპიად დაჰყო. მე-18 და მე-19 სატრაპიებში სხვა ტომებთან ერთად ქართული ტომებიც იყვნენ გაერთიანებულნი და ხარკს უხდიდნენ სპარსეთის მეფეს.
34. დარიოსმა მოჭრა პირველი სპასული მონეტები - დარიკები, გაიყვანა სავაჭრო გზები, ააგო ახალი დედაქალაქი - ე.წ. პერსეპოლისი. 499-493 წლებში დარიოსს მცირე აზიის ნკ-ზე მცხოვრები იონიელი ბერძნები აუჯანყდნენ, რაც საფუძვლად დაედო „ბერძენ-სპარსელთა ომებს“.
35. აქემენიდური სპარსეთის მთავარი რელიგია იყო ზოროასტრიზმი. მის შემქმნელელად ითვლება ლეგენდარული პიროვნება ზოროასტრი ანუ ზარათუშთრა.
36. ძველი საბერძნეთი 3 ნაწილად იყოფოდა : მცირე აზიის ნკ-ს დას. სანაპირო (იონია), ბალკანეთის ნკ. და ეგეოსის ზღვის კუნძულები. საბერძნეთში უძველესი ცივილიზაციები კრეტასა და პელოპონესის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა, რომელთა შესწავლას სათავე გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა და ინგლისელმა არქეოლოგმა არტურ ევანსმა დაუდეს.
37. კრეტის ცივილიზაცია ბერძნული არ იყო და იგი ძვ.წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე ჩამოყალიბდა. მისი ცენტრი იყო ქ. კნოსოსი (დღევ ჰერაკლეონი). აქ მდებარეობდა კრეტის ლეგენდარული მეფე მინოსის სასახლე. კრეტაში განვითარებული იყო ზღვაოსნობა და ვაჭრობა. კრეტელები თითქმის არ ომობდნენ და შესაბამისად საბრძოლო იარაღებს ფაქტიურად არ ამზადებდნენ. ამიტომ ეს ცივილიზაცია ყველაზე მშვიდობისმოყვარე იყო.
38. პირველი ბერძნული ცივილიზაცია იყო მიკენეს კულტურა, რომელიც ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეებში იყო და მისი ცენტრი იყო პელოპონესზე მდებარე ქალაქი მიკენე. მიკენეს ეპოქის ბოლო პერიოდში - XIII საუკუნეში უნდა მომხდარიყო ლეგენდარული ტროას ომი. ქ. ტროა (იოლკოსი) მცირე აზიის ნკ-ს დას სანაპიროზე მდებარეობდა და იგი ბერძნებმა 10 წლიანი ომის შედეგად დაიპყრეს. ამ ამბავს მიუძღვნა პოემა „ილიადა“ უსინათლო ბერძენმა პოეტმა ჰომეროსმა, რომელიც ძვ.წ. VIII საუკუნეში ცხოვრობდა. „ილიადას“ გაგრძელებას წარმოადგენს ჰომეროსის პოემა „ოდისეა“, რომელშიც ტროას ომის გმირ და ტროას ცხენის შემოქმედ ოდისევსის თავგადასავალი არის მოთხრობილი.
39. ძვ. საბერძნეთი მთაგორიანი ქვეყანა იყო, რომელსაც 3 მხრიდან ზღვები აკრავდა. ამის გამო ქვეყანაში სუსტად განვითარდა მიწათმოქმედება და ძალიან განვითარდა ზღვაოსნობა.
40. ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებში „დიდი ბერძნული კოლონიზაციის დროს“ ბერძნებმა შავი, ეგეოსის და ხმელთაშუა ძრვების სანაპიროებზე სავაჭრო ქალაქური ტიპის დასახლებები - „კოლონიები“ დააარსეს, სადაც თავიანთი სამშობლოდან წამოსული ბერძნები დასახლდნენ. ზოგი ასეთი კოლონია ძლიერ ქალაქადაც გაიაიქცა - მაგ: ბიზანტიონი, ნეაპოლი, ტრაპეზუნტი და სხვა.
41. ძვ.წ. IX საუკუნეში პელოპონესის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა ძლიერი პოლისი (სახელმწიფო) ლაკონიკა, რომლის დედაქალაქი იყო სპარტა. სპარტა საბერძნეთში ერთადერთი ქალაქი იყო, რომელსაც გალავანი არ ჰქონდა, რადგან ამას სპარტელები ლაჩრობად მიიჩნევდნენ.
42. სპარტელთა სახელმწიფო მოწყობისა და ყოფაცხოვრების კანონების შემოღებას მიაწერენ ძვ.წ. IX- VIII საუკუნეებში მცხოვრებ ლიკურგეს. მის მიხედვით ლაკონიკას მოსახლეობა 3 ფენად იყოფოდა. ზედა ფენა სპარტიატები ფლობდნენ პოლიტიკურ უფლებებს, თანამდებობებს და ცხოვრობდნენ ქალაქ სპარტაში. შუა ფენა პერიეკები - არ ერეოდნენ ქვეყნის მართვაში, იყვნენ მიწათმოქმედები, ვაჭრები და ხელოსნები და არ ჰქონდათ ქალაქ სპარტაში ცხოვრების უფლება. ბოლო ფენა იყო მონები ანუ ჰილოტები.
43. სპარტას მართავდა 30 კაციანი უხუცესთა საბჭო (გერუსია), რომელშიც 28 - 60 წელს გადაცილებული მამაკაცი და 2 მეფე იყო. მოგვიანებით მთელი ძალაუფლება 5 ეფორის (მოსამართლის) ხელთ გადავიდა, რომელთაც ყოველწლიურად ანუ 1 წლით ირჩევდნენ. მეფეები მთავარსარდლისა და ქურუმის მოვალეობას ასრულებდნენ.
44. სპარტაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბიჭების საბრძოლო წესით აღზრდას ე.წ. „სპარტანულ აღზრდას“, ამიტომ სპარსელი ქვეითი მებრძოლები - „ჰოპლიტები“ თავისი ეპოქის უძლიერესი მებრძოლები იყვნენ მსოფლიოში.
45. VIII-VII საუკუნეთა მიჯნაზე სპარტელებმა შემოიერთეს მეზობელი მხარე მესენია, რის შემდეგაც ლაკონიკა ანუ სპარტა მთელს საბერძნეთში უდიდესი პოლისი გახდა.
46. მმართველობის ისეთ ფორმას, როდესაც მთელი ძალაუფლება მოსახლების მცირე ნაწილის (ამ შემთხვევაში სპარტიატების) ხელშია „ოლიგარქია“ ეწოდება.
47. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში ცენტრალურ საბერძნეთში ჩამოყალიბდა ატიკას სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო ათენი. ატიკის მოსახლეობა 3 ნაწილიად - ზედა ფენა „ევპატრიდებად“, შუა ფენა „დემოსად“ და ჰილოტებად იყოფოდნენ. ევპატრიდები (ანუ არისტოკრატია) ფლობდა ყველა თანამდებობებს და საუკეთესო მიწებს. დემოსი ამას ვერ ეგუებოდა და აჯანყებებს აწყობდა.
48. ძვ.წ. 624 წელს რეფორმატორმა დრაკონმა ათენში შემოიღო კანონები, რომლის მიხედვით ყველა დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა.
49. ძვ.წ. 594 წელს რეფორმატორმა სოლონმა ათენის მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით 4 ფენად დაჰყო და აკრძალა ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ადამიანის მონად გაყიდვა. ამიერიდან მოსახლეობა წარმომავლობის ნაცვლად ქონების მიხედვით ხდებოდა. რაც უფრო მაღალ ფენაში იყავი, მით მეტი უფლებები და შესაბამისად მოვალეობები ჰქონდა ქვეყნის წინაშე.
50. ძვ.წ. 509 წელს რეფორმატორმა კლისთენემ ათენის ყველა მოქალაქეს თანაბარი პოლიტიკური უფლებები მისცა. ანუ ხელისუფლებაში არჩევის უფლება ყველას ჰქონდა ვისაც რაიმე საკუთრება ჰქონდა.
51. ძვ.წ. 443-429 წლებში ათენს მართავდა არქონტ-სტრატეგოსი პერიკლე. მისი კანონით ათენის მოქალაქეები გადასახადებს არ იხდიდნენ. ათენის ანუ ატიკის სახელმწიფო ცხოვრობდა ატიკაში მცხოვრები უცხოელი ვაჭარ-ხელოსნების ანუ მეტოიკოსების (მათ მოქალაქეობა არ ჰქონდათ) გადასახადების, მოკავშირე პოლისების გადასახადების და მონების ხარჯზე. პერიკლემ ათენი ქვის ქალაქად აქცია. მისი აგებული ნაგებობებიდან გამორჩეულია პართენონის ტაძარი.
52. ათენში რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა მართველობის ფორმა - „დემოკრატია“, რაც პირდაპირი თარგმნით ხალხის მმართველობას ნიშნავს, სრულფასოვანი გაგებით კი მოსახლეობის უმრავლესობის მმართველობას.
53. ძვ.წ. 499-493 წლებში დარიოსს მცირე აზიაში მცხოვრები იონიელი ბერძნები აუჯანყდნენ ქ. მილეტის მეთაურობით. იონიელებს მიეშველნენ ათენელი ბერძნები. აჯანყების ჩახშობის შემდეგ დარიოსმა ათენის დასჯა გადაწყვიტა. ასე დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომები, რომელმაც თითქმის 50 წელს - (492-449) გასტანა.
54. ძვ.წ. 492 წელს სპარსეთის მეფე დარიოს I-მა საბერძნეთში ელჩები გაგზავნა მოთხოვნით „მომეცით მიწა და წყალი!“. პოლისების უმეტესობამ თანხმობა განაცხადა. სპარტელებმა დარიოსის ელჩები ჭაში ჩაყარეს და ჩასძახეს - მანდ არის მიწა და წყალი. ათენელებმა კი ელჩები კლდეში გადასჩეხეს. მაშინ დარიოსმა დიდი საზღვაო ფლოტი გაგზავნა ათენისა და სპარტას დასაპყრობად მაგრამ იგი ეგეოსის ზღვაში ღელვისას დაიღუპა.
55. მაშინ დარიოსმა ძვ.წ. 490 წელს ახალი ლაშქარი გაგზავნა. მარათონთან ბრძოლაში, ათენიდან 42 კმ-ზე, სპარსელთა 20000-იანი ლაშქარი ათენელთა 11000-იანმა ლაშქარმა გაანადგურა, რომელსაც ათენელი სტრატეგოსი მილტიადე სარდლობდა. ლეგენდის მიხედვით გამარჯვების საცნობებლად მებრძოლმა ფილიპიდესმა ათენამდე ფეხით ირბინა, ქალაქში შესვლისას „ნიკე“ იყვირა და სული განუტევა. ამ ლეგენდის საპატივცემულოდ ოლიმპიურ თამაშებზე იმართება 42 კმ-იანი მარათონული რბოლა.
56. 480 წელს დარიოსის ვაჟმა ქსერქსემ (486-465) უზარმაზარი არმია გაგზავმა საბერძნეთის დასაპყრობად. ცენტრალურ საბერძნეთში თერმოპილეს კართან 1100 ბერძენი დიდხანს აკავებდა სპარსელებს სპარტის ლეგენდარული მეფე ლეონიდასის მეთაურობით. თერმოპილეს ბრძოლაში გმირულად დაეცა 300-ივე სპარტელი მეფე ლეონიდესთან ერთად.
57. ამის შემდეგ სპარსელებმა დაცარიელებული ათენი გადაწვეს. 480 წელს საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა კუნძულ სალამინთან თემისტოკლეს მეთაურობით გაანადგურეს სპარსელთა ფლოტი.
58. 479 წელს ქ. პლატეასთან სახმელეთო ბრძოლაში ბერძნებმა იგივე დამართეს სპარსეთის სახმელეთო არმიას და შეტევაზე გადავიდნენ. 449 წელს დადებული ნიკიასის ზავით სპარსეთმა საბერძნეთის ყველა პოლისს (ქალაქ-სახელმწიფოს) ეგეოსის ზღვასა და მცირე აზიაში დამოუკიდებლობა მიანიჭა.
59. 431-404 წლებში ათენისა (დელოსის კავშირი) და სპარტას (პელოპონესის კავშირი) სამხედრო დაჯგუფებებს შორის „პელოპონესის ომი“ მიმდინარეობდა, რომელმაც ძველი საბრძნეთი ძლიერ დაასუსტა.
60. მაკედონია ბალკანეთის ნკ-ზე საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ერთიანი მაკედონიის სამეფო ფილიპე II-მ (359-336) შექმნა. მან 338 წელს ქერონეასთან დაამარცხა ბერძნები და თითქმის მთელი საბერძნეთი დაიმორჩილა. მან მოიწვია კორინთოს კონგრესი, რომელზეც საბერძნეთის პოლისებმა ფილიპე თავიანთ უზენაეს მართველად გამოაცხადეს. ფილიპემ ქ. თებედან გადმოიღო საბრძოლო წყობა - ფალანგა. ფილიპეს მკვლელობის შემდეგ მისი ძე ალექსანდრე III (336-323) გამეფდა.
61. ალექსანდრე III (336-323) დაიბადა მაკედონიის დედაქალაქ პელაში 356 წელს. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. დედამისი ეპირის მეფის ასული მირტალიდა იყო, რომელსაც მეტსახელად ოლიმპიადა ერქვა.
62. ალექსანდრემ 334-324 წლებში ილაშქრა აზიაში და დაიპყრო მცირე აზია, სირია, ფინიკია, პალესტინა, ეგვიპტე (იქ ფარაონად და ღმერთ ამონის შვილად გამოაცხადეს), მესოპოტამია, სპარსეთი, შუა აზია, ჩრდილო ინდოეთი. 334 წ. გრანიკოსთან, 333 წ. ისოსის და 331 წ. გავგამელას ბრძოლებში გაანადგურა აქემენიდური სპარსეთის უკანასკნელი შაჰი დარიოს III-ის (336-330) ჯარები, რომელიც გაიქცა და მისმა სარდლებმა მოკლეს. ამით აქემენიდური სპარსეთი მაკედონელებს დაექვემდებარა.
63. ალექსანდრემ თავისი შექმნილი იმპერიის დედაქალაქად 324 წელს ქ. ბაბილონი გამოაცხადა.
64. ალექსანდრემ გადაწყვიტა მაკედონელები, ბერძნები და დაპყრობილი ერები გაეერთიანებინა. მისი იდეით უნდა შექმნილიყო ერთიანი ერი, ერთიანი კულტურა და წესწყობილება. ამ მიზნით შეიქმნა ხელოვნური ენა „კოინე“, რომელიც ბერძნულისა და სპარსულის ნარევს წარმოადგენდა. ამ კულტურას ალექსანდრემ ელინისტური უწოდა. ელინი ბერძენს ნიშნავს, ელინისტური კი ბერძნულისა და აღმოსავლურის ნარევს. ამ იდეით ალექსანდრემ 323 წელს სპარსეთის ქ. სუზაში 10000 სპარსელი გოგონა 10000 ბერძენ და მაკოდონელ ვაჟზე დააქორწინა.
65. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერია ელინისტურ სახელმწიფოებად დაიშალა. ელინისტური სახელმწიფოებიდან სიძლიერით გამოირჩეოდნენ სელევკიდური სირია, პტოლემაიოსების ეგვიპტე, მაკედონია, პონტო და სხვა სახელმწიფოები. ელინისტური ხანა ეწოდება პერიოდს ძვ.წ. 323 წლიდან ძვ.წ. 30 წლამდე, ანუ რომის მიერ უკანასკნელი ელინისტური სამეფოს - ეგვიპტის დაპყრობამდე.
66. ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანებში აპენინის ნახ-კუნძულზე ეტრუსკები ბატონობდნენ, რომლებსაც 12 ქალაქ-სახელმწიფოს კავშირი ჰქონდათ.
67. ქ. რომი ლეგენდის მიხედვით ძვ.წ. 753 წელს რომულუსმა და რემუსმა ააგეს. ამ პერიოდიდან ძვ.წ. 510 წლამდე რომს მეფეები მართავდნენ. მე-7 მეფე ლუციუს ტარქვინიუს სუპერბუსი 510 წელს სახალხო აჯანყების შედეგად გააძევეს. აჯანყებას ლუციუს იუნუს ბრუტუსი მეთაურობდა. ამიერიდან რომში რესპუბლიკა (ლათინურად ნიშნავს „სახალხო საქმეს“) გამოცხადდა, რომელმაც რეალურად ძვ.წ. 27 წლამდე იარსება.
68. რომის მოსახლეობა „პატრიციებად“ და „პლებეებად“ იყოფოდა. პლებეებს თავიდან არანაირი უფლებები არ ჰქონდათ. რომში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა სენატი, რომელშიც გავლენიანი პატრიციების საგვარეულო წარმომადგენლები შედიოდნენ. მთავრობის მეთაურად კი ყოველწლიურად ირჩევდნენ 2 კონსულს. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ შემოიღეს პლებეების უფლების დამცველი „სახალხო ტრიბუნის“ თანამდებობა. მას შეეძლო პლებეებისათვის არასასურველ „კანონზე“ ვეტო დაედო ანუ აეკრძალა. მარჯვენა ხელს აღმართავდა და დაიძახებდა ვეტო. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში პლებეებმა რომის სრულუფლებიანი მოქალაქის სტატუსი მიიღეს და შეეძლოთ ყველა თანამდებობის დაკავება.
69. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში რომაელთა საბრძოლო დანაყოფებმა ლეგიონებმა დაამარცხეს გალები, იტალიის სხვადასხვა ტომები და მთელი აპენინის ნახევარკუნძული დაიპყრეს, რის შემდეგაც ხმელთაშუაზღვაში გაბატონება გადაწყვიტეს სადაც ამ დროს კართაგენის რესპუბლიკა ბატონობდა.
70. ძვ.წ. 264-146 წლებში რომისა და კართაგენს შორის ე.წ. „პუნიკური ომები“ მიმდინარეობდა. რომაელები კართაგენელებს პუნიკებს ეძახდნენ. ყველა ომი რომაელებმა მოიგეს.
71. I პუნიკური ომი ძვ.წ. 264-241. საბაბი სიცილიაში გაბატონება. რომაელება გამოიგონეს „აბორდაჟის ხიდი“, რომლითაც ზღვაზე გაანადგურეს კართაგენელები.
72. II პუნიკური ომი 218-201. საბაბი კართაგენელთა მიერ რომის მოკავშირე ესპანეთის ქ. საგუნტის განადგურება. კართაგენელთა ლეგენდარული სარდალი ჰანიბალ ბარკა პირენეებისა და ალპების გზით შეიჭრა იტალიაში და რომის რამდენიმე ლეგიონი გაანადგურა. ყველაზე დიდი გამარჯვება ჰანიბალმა 216 წელს ქ. კანესთან მოიპოვა, სადაც 70000 რომაელი გაჟლიტა. ბოლოს რომაელები 202 წელს შეიჭრნენ აფრიკაში სციპიონის მეთაურობით და ზამასთან ბრძოლაში დაამარცხეს შინ დაბრუნებული ჰანიბალი. ამ წარმატების გამო სციპიონს აფრიკელი დაარქვეს.
73. III პუნიკური ომი ძვ.წ. 149-146 წლ. სენატორ კატონ უფროსის მოთხოვნით რომის ჯარებმა სციპიონ ემელიანუსის სარდლობით 3 წლიანი ალყის შემდეგ აიღეს კართაგენი და ამ სახელმწიფოს არსებობას წერტილი დაუსვეს.
74. ძვ.წ 109-101 წლებში პირველი გერმანული ტომები კიმვრები და ტევტონები შეესიეს გალიას, ესპანეთსა და რომის სამფლობელოებს. კონსულმა გაიუს მარიუსმა 107-105 წლებში გაატარა სახედრო რეფორმა, რომლის მიხედვით შეიქმნა გაწვრთნილი და მუდმივმოქმედი არმია. ამიერიდან რომაელი მებრძოლები - ლეგიონერები სამხედრო სამსახურში წლების მანძილზე რჩებოდნენ, ხელფასს იღებდნენ და წასვლის შემდეგ პენსია და მიწები ეძლეოდათ. რომის ლეგიონებს ჰქონდათ სიმბოლო ორთავიანი არწივი, სახელი და ნომერი. გაწვრთნილი არმიით მარიუსმა მოახერხა გერმანელების განადგურება. ამ დამსახურების გამო მარიუსი ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე გახდა, რომელიც შვიდჯერ აირჩიეს კონსულად.
75. ძვ.წ. 89-64 წლებში რომსა და მითრიდატე VI-ს შორის 3 ომი მიმდინარეობდა. პომპეუსმა საბოლოოდ დაამარცხა მითრიდატე, შემდეგ კი ძვ.წ. 65 წელს კავკასიის ქვეყნები დაიმორჩილა.
76. ძვ.წ. 82-79 წლებში რომში ლუციუს კორნელიუს სულას უსასტიკესი დიქტატურა იყო. შემდეგ გადადგა და სოფელში წავიდა, სადაც 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მან შემოიღო პოლიტიკური მტრების სიების - „პროსკიპციების“ შედგენა, რომელთაც სჯიდნენ და ქონებას ართმევდნენ. რომში ფორუმზე მის ქანდაკებასთან ეწერა „აქ წევს სულა, რომლის მსგავსად ჯერ არავის მიუზღავს სიკეთე მეგობრებისთვის და ბოროტება მტრებისთვის“.
77. ძვ.წ. 74-71 წლებში რომში მონათა დიდი აჯანყება იყო თრაკიელი გლადიატორის სპარტაკის მეთაურობით. იგი რომაელმა სენატორმა მარკუს კრასუსმა დაამარცხა.
78. ძვ.წ. 60-53 წლებში რომს მართავდა I ტრიუმვირატი - გნეუს პომპეუსის, გაიუს იულიუს კეისარისა და მარკუს კრასუსის შემადგენლობით. კრასუსის პართიელებთან ომში დამარცხების შემდეგ ტრიუმვირატი გაუქმდა.
79. ძვ.წ. 59-51 წლებში კეისარმა დაიპყრო გალია და ბრიტანეთი.
80. ძვ.წ. 48 წელს კეისარმა მდ. რუბიკონი გადალახა და სენატთან  3 წლიანი სამოქალაქო ომი დაიწყო. კეისარმა გაიმარჯვა, თუმცა 44 წლის 15 მარტს სენატორებმა მარკუს ბრუტუსისა და ფილოსოფოს ციცერონის მეთაურობით შეთქმულება მოაწყვეს და მოკლეს.
81. ძვ.წ. 43-36 წლებში რომს მართავდა II ტრიუმვირატი კეისარის მემკვიდრე გაიუს ოქტავიანეს, კეისარის სარდლების მარკუს ანტონიუსისა და მარკუს ლეპიდუსის მეთაურობით.
82. ძვ.წ. 31-30 წლებში ოქტავიანესა და ანტონიუსსა და მის ცოლ ეგვიპტის უკანაკსნელ ქალ ფარაონ კლეოპატრა VII-ს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ოქტავიანემ გაიმარჯვა, ეგვიპტე დაიპყრო, რომის პრივინციად გამოაცხადა. შემდეგ კი მთელი რომის იმპერია გააერთიანა.
83. ძვ.წ. 27 წელს ოქტავიანე გააღმერთეს და „ავგუსტუსად“ გამოაცხადეს. მან მიიღო პრინცეპსისა და ლეგიონების იმპერატორის წოდება. ამით რესპუბლიკამ ფაქტიურად არსებობა შეწყვიტა და დაიწყო იმპერიის პირველი პერიოდი - ე.წ. „პრინციპატი“. ოქტავიანე ავგუსტუსის ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი (ძვ.წ. 27-ახ.წ. 14 ) რომის მშვიდობისა და აღმშენებლობის პერიოდი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ რომის პირველი ოფიციალურად კურთხეული იმპერატორი (ავგუსტი) გახდა მისი სიძე ტიბერიუსი.
84. ტრაიანესა (98-117) და მისი მემკვიდრე ადრიანეს (117-138) იმპერატორობის დროს რომის იმპერია სიძლიერის პიკზე იდგა. მისი საზღვრები შოტლანდიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული. ტრაიანემ შემოიღო წესი, რომლის მიხედვით იმპერატორად არა იმპერატორის შვილი, არამედ იმპერატორის მიერ ნაშვილები, გამორჩეული პიროვნება უნდა ყოფილიყო. ადრიანემ რომის იმპერიის სამფლობელოების ბარბაროსთა შემოსევებისგან დასაცავად იმპერიის საზღვრებზე დამცავი კედლები (ადრიანეს კედელი) ააგო.
85. ნაშვილები იმპერატორებისგან გამორჩეული იყო იმპერატორი-ფილოსოფოსი მარკუს ავრელიუსი (161-180).
86. მეორე საუკუნის ბოლოდან რომში კრიზისი დაიწყო. 212 წელს იმპერატორმა კარაკალამ იმპერიის ყველა თავისუფალ მცხოვრებს რომის მოქალაქეობა მისცეს, მაგრამ ამან საქმეს დიდი ხნით ვერ უშველა. მაშინ რეფორმები გაატარა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305), რომელმაც გააუქმა პრინციპატი (ანუ ერთმართველობა) და შემოიღო ტეტრარქია ანუ ოთხთა მმართველობა. ამიერიდან რომი ერთდროულად 4 მმართველს - 2 იმპერატორს (ავგუსტუსს) და 2 კეისარს უნდა ემართა. დიოკლეტიანემ 303 წელს გამოაცხადა ქრისტიანთა მასობრივი ჟლეტა, რასაც შეეწირა წმინდა გიორგი.
87. 313 წელს მილანოში გამოცემული ედიქტით იმპერატორებმა კონსტანტინე I-მა (306-337) და ლიცინიუსმა აკრძალეს ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სხვა რელიგიებს გაუტოლდა.
88. 325 წელს კონსტანტინე I-მა ქ. ნიკეაში პირველი ქრისტაიანული მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია.
89. 324 წელს კონსტანტინემ გააერთიანა რომის იმპერია და დედაქალაქი ბოსფორის სრუტეზე მდებარე ბიზანტიონში გადაიტანა. ამ ქალაქს მოგვიანებით კონსტანტინეპოლი უწოდეს, რადგან იგი კონსტანტინემ თითქმის სულ თავიდან ააშენა.
90. 375 წელს ევროპას შუა  აზიიდან მოსული თურქულ-მონღოლური ტომები ჰუნები შემოესივნენ. ისინი დაესხნენ გერმანელებსა და სლავებს, რომლებიც იძულებული გახდნენ რომის იმპერიის საზღვრებში შეჭრილიყვნენ. ასე დაიწყო ევროპაში „ხალხთა დიდი გადასახლება“, რომელიც ახ.წ. IV-VII საუკუნეებში გრძელდებოდა.
91. 378 წელს ჰუნებისგან დევნილი ვესტგუთები რომის საზღვრებში შეიჭრნენ და ადრიანოპოლის ბრძოლაში იმპერატორი ვალენტი დაამარცხეს (უკანასკნელი დაიღუპა). შემდგომმა იმპერატორმა თეოდოსი I-მა (379-395) ვესტგუთებსა და სხვა გერმანელ ბარბაროსებს იმპერიის სამფლობელოებზე დასახლების უფლება მისცა.
92. 381 წელს თეოდოსიმ აკრძალა ყველა წარმართული სარწმუნოება და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 391 წელს კი დაიხურა წარმართული ტაძრები და აიკრძალა წარმართული ღვთაებებისადმი მიძღვნილი რიტუალების ჩატარება. ასე შეწყვიტა არსებობა ბეძნულმა ოლიმპიურმა თამაშებმა, რომელიც ოლიმპიაში ძვ.წ. 776 წლიდან ტარდებოდა, როგორც ზევსისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
93. 395 წელს თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟება რომის იმპერია საბოლოდ გაყვეს ორ ნაწილად - დას. და აღმ. რომის იმპერიებად. დას-ის დედაქალაქი იყო, რომი, აღმ-ის კონსტანტინეპოლი. მოგვიანებით აღმ. რომის იმპერიას ბიზანტია ეწოდა.
94. დას. რომის იმპერია ვეღარ უძლებდა გერმანელთა შემოტევებს და უკან იხევდა. 410 წელს ვესტგოთთა ბელადმა ალარიხმა ააოხრა რომი. მალე ვანდალებმა დაიპყრეს რომი პროვინცია აფრიკა ჩრდილოეთ აფრიკაში და იქ საკუთარი სამეფო შექმნეს. ვესტგოეთებმა ესპანეთში მოიწყვეს სამეფო. ბურგუნდებმა ალპებში.
95. 455 წელს ვანდალთა მეფე გენზერიხმა რომი აიღო და გაძარცვა.
96. 476 წელს რომის დაცვის უფროსმა გერმანელმა ოდოაკრმა აიღო რომი, გადააყენა უკანასკნელი იმპერატორი რომულუს-ავგუსტუსი და დას. რომის იმპერიის არსებობას წერტილი დაუსვა. ამით ისარგებლეს გერმანელმა ტომებმა და რომის იმპერიის დანარჩენი სამფლობელოების დანაწილება დაიწყეს. ფრანკებმა სამეფო შექმნეს გალიაში, ანგლებმა და საქსებმა ბრიტანეთში, ოსტგოთებმა იტალიაში. VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ დაიპყრო ვანდალთა და ოსტგოთთა სამეფოები, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იტალია ამჯერად სხვა გერმანულმა ტომმა ლანგობარდებმა დაიპყრეს.
97. ირანის ტერიტორიაზე ძვ.წ. 247-ახ.წ. 226 წლებში არსებობდა არშაკიდული პართიას იმპერია ხოლო ახ. წ. 226-651 წლებში სასანიდური სპარსეთი, რომელიც არდაშირმა შექმნა. ორივეს დედაქალაქი ქტესიფონი იყო.
98. სასანიდური სპარსეთი განსაკუთრებით გაძლიერდა ხოსრო I (531-579) ანუშირვანის (სპარსულად უკვდავი სული) დროს. მან გაატარა რეფორმები, ქვეყანა დაყო 4 დიდ პროვინციად, გაანადგურა ჰუნ-ეფტალიტები და უდიდესი სახელმწიფო შექმნა.
99. ბიზანტია (395-1453) განსაკუთრებულად გაძლიერდა იუსტინიანე I-ის (527-565) დროს. მან შექმნა კანონთა კრებული „იუსტინიანეს კოდექსი“, ააგო აია-სოფია, სასახლეები და ტაძრები კონსტანტინეპოლსა და რავენაში, შემოიერთა ჩრდ აფრიკა, იტალია და სამხრეთ ესპანეთი. 6 წლის მანძილზე მისი თანამმართველი იყო ცოლი თეოდორა. 532 წელს ჩაახშო ნიკეს აჯანყება კონსტანტინეპოლში და სპარსეთთან საუკუნო ზავი დასდო, შემდეგ კი 20 წლიან ომში რომელიც საქართველოშიც მიმდინარეობა „დიდი ომიანობა ეგრისში“ სახელით, დაამარცხა სპარსეთის მეფე ხოსრო. იუსტინიანეს მოღვაწეობა აღწერა მისმა ისტორიკოსმა პროკოპი კესარიელმა, რომელმაც ძირითად წიგნში „იუსტინიანეს ომების ისტორია“ - იგი აქო და ადიდა, ხოლო „საიდუმლო ისტორიაში“ გარყვნილებაში დაადანაშაულა.
100. გერმანულმა ტომმა ფრანკებმა V საუკუნის შუა ხანებში მეროვინგის მეთაურობით გალიის მიწების დაკავება დაიწყეს. 486 წელს მეროვინგის შთამომავალმა ხლოდვიგმა სუასონთან ბრძოლაში დაამარცხა გალიის ბოლო რომაელი მმართველი სიაგრიუსი, ხოლო 496 წელს ტოლბიაკის ბრძოლაში გაანადგურა ყოფილი მოკავშირე გერმანული ტომი ალემანები და მთელი გალია ხელთ იგდო.
101. ამის შემდეგ ხლოდვიგმა დახოცა ყველა მოკავშირე ბელადი, 496 წელსვე მოინათლა ქრისტიანად, რათა რომის პაპის გული მოეგო და 500 წელს უკვე პაპის ნებართვით ფრანკთა მეფის წოდება მიიღო. ფრანკთა სამეფოს 200 წელი სწორედ მეროვინგის შთამომავლები ანუ მეროვინგები მართავდნენ. ხლოდვიგმა შექმნა სამართალი, რომელიც ისტორიაში სალიკური სამართლის სახელით შევიდა (რადგან რომაელები ფრანკებს სალიკებს ეძახდნენ ერთერთი ფრანკული ტომის სალიების მიხედვით) და დას. ევროპის ერთ-ერთ მთავარ იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენდა 1000 წლის მანძილზე. სამართლის მიხედვით ქალზე მიწა არ გადადიოდა, თუმცა მემკვიდრეობა ყველა ბიჭზე თანაბრად ნაწილდებოდა. ამის გამო მეფის გარდაცვალების შემდეგ ფრანკთა სამეფო მუდმივად მეფის ძეებს შორის ნაწილდებოდა და შემდეგ ისინი იწყებდნენ ერთმანეთთან ბრძოლას პირველობისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. ხლოდვიგმა ქვეყანა საგრაფოებად დაჰყო და მათ მმართველებს გრაფის წოდება მისცა.
102. VII საუკუნეში მეროვინგმა მეფეებმა დაკარგეს ძალაუფლება და ამიერიდან ქვეყანას მათი მაჟორდომები (სახლთუხუცესები) განაგებდნენ, ამის გამო ფორმალურ მეფე მეროვინგებს „ზარმაცი მეფეები“ უწოდეს. მაჟორდომების ბრძოლაში გაიმარჯვა კარლოს მარტელმა (ურომ) რომელმაც გააერთიანა ფრანკთა სამეფო და  732 წელს პუატიესთან დაამარცხა ესპანეთის დაპყრობის შემდეგ ფრანკთა სამეფოში შემოჭრილი არაბთა ლაშქარი.
103. კარლოს მარტელის ვაჟმა ფრანკთა მაჟორდომმა პიპინ მოკლემ პაპის ნებართვით 751 წელს გადააყენა ტახტიდან უკანასკნელი „ზარმაცი მეფე“ ხილდერიკ III და ბერად აღკვეცა. თვითონ კი ფრანკთა მეფედ ეკურთხა. 754 წელს პარიზში ლანგობარდებისგან შევიწროვებულმა პაპმა სტეფანე II-მ პიპინი საეკლესიო წესით აკურთხა მეფედ. სამაგიეროდ პიპინ მოკლე შეიჭრა იტალიაში, ლანგობარდებს წაართვა რომისა და რავენას ოლქები და რომის პაპებს გადასცა საჩუქრად. ასე დაარსდა პაპის სახელმწიფო ე.წ. „პაპის ოლქი“, რომელმაც 1870 წლამდე იარსება. ე.ი. ამიერიდან პაპები ეკლესიის მეთაურობასთან ერთად სახელმწიფოს მეთაურებიც იყვნენ, რამაც მოგვიანებით მათი ამბიცია გაზარდა განუზომლად. გათავხედებულმა პაპებმა შეადგინეს ვითომცდა იმპერატორ კონსტანტინე  I-ის ანდერძი, რომლითაც მან რომის იმპერია სამართავად რომის პაპებს დაუტოვა. ამის გამო პაპები უკვე ითხოვდნენ ევროპის ყველა მონარქისგან მორჩილებას.
104. პიპინის ტახტზე ასვლით კი ფრანკთა მეფეები გახდნენ კაროლინგური დინასტიის წარმომადგენლები.
105. ფრანკთა სამეფომ სიძლიერის მწვერვალს პიპინის ვაჟის კარლოს დიდის (768-814) დროს მიაღწია. მან დაიპყრო ბაიერნი, საქსონია, უნგრეთი, პირენეების ოლქი, დახარკა ბასკები, სლავები, დაიპყრო იტალიაში არსებული ლანგობარდების სამეფო და ბოლოს 800 წლის 25 დეკემბერს რომის წმინდა პეტრეს ტაძარში რომის იმპერატორად ეკურთხა. ბიზანტიის იმპერია ვალდებული გახდა ეცნო მისი ძალაუფლება დას. რომის იმპერიის მიწებზე. კარლოსმა დედაქალაქად ქ. აახენი აირჩია, სადაც საუკუნეების მანძილზე გერმანელი მეფეების კორონაცია (კურთხევა) ხდებოდა.
106. კარლოს დიდი ხელს უწყობდა განათლებას. მის კარზე მოღვაწეობდნენ ისტორიკოსი რაინჰარდი და ინგლისელი სწავლული ალკუინი. კარლოსის დავალებით დაიწყეს ყოველწლიური ისტორიული მოვლენების აღწერა და ანალების (ანნუს - წელი) შედგენა.
107. 843 წელს ფრანკთა ანუ ახალი რომის იმპერია კარლოს დიდის სამმა შვილიშვილმა გაინაწილა - დას. ფრაკთა სამეფოდ, აღმ. ფრანკთა სამეფოს და ლოტარინგიად უფროსი ვაჟის ლოტარის სახელის საფუძველზე. დას. ფრანკთა სამეფოს მოგვიანებით საფრანგეთი ეწოდა, აღმ ფრანკთა სამეფოს გერმანია, ხოლო ლოტარინგია იტალიის სამეფოდ და ლოტარინგიის საჰერცოგოდ გაიყო. ამრიგად 843 წელს საფუძველი ჩაეყარა 3 ევროპულ სახელმწიფოს იტალიას, საფრანგეთს და გერმანიას.
108. 571-632 წლები ისლამის დამფუძნებელი მუჰამედ მექელის მოღვაწეობა. 40 წლის ასაკში გამოცხადება ჰქონდა და ქადაგება დაიყწო. მექას ხელისფულებამ მისი დაპატიმრება სცადა, ამიტომ 622 წელს მედინაში გაიქცა. ამ მოვლენას ჰიჯრა (გადასახლება) ეწოდა და ითვლება მუსლიმანური კალენდრის - „ჰიჯრას“ დასაწყისად. 630 წელს მაინ აიღო ქ. მექა და დააფუძნა არაბთა ისლამური სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი გახდა მედინა. ყველა მუსლიმანის ანუ მაჰმადიანისათვის აუცილებელია წმინდა „ჰაჯი“ ანუ ქ. მექაში აგებული ალ-ჰარამის მეჩეთში დასვენებული ქააბასთან ანუ წმინდა შავ ქვასთან ლოცვა. გადმოცემის მიხედვით მუჰამედი ფრთოსანი ცხოველით ჩაფრინდა იერუსალიმში ამიტომ ეს ქალაქიც არაბ მუსლიმთათვის წმინდად ითვლება. სხვათაშორის მუჰამედმა ისლამის მთავარი წიგნი ყურანი (საკითხავი) იუდაიზმისა და ქრისტიანობის საფუძვლებზე შეადგინა და მას არაბული ტრადიციები დაუმატა. ამის გამო არაბები მოსეს, იესოს, ღვთისმშობელს, ებრაელთა მამათავარ აბრაამსა და სხვა ბიბლიურ პერსონაჟემბს საკუთარ წმინდანებად მიიჩნევენ.
109. 632-661 მუჰამედის მეგობარი 4 წმინდა ხალიფას - აბუ ბაქრი (632-634, ომარი (634-644), ოსმანი (644-656), ალი (656-661) - მმართველობა.  მათ ხალიფას ანუ მუჰამედის მოადგილის წოდება ჰქონდათ, ამიტომ არაბთა სახელმწიფოს სახალიფო ეწოდებოდა.
110. 636-642 წლებში არაბებმა რამდენიმეჯერ დაამარცხეს სპარსელები, აიღეს მათი დედაქალაქი ქტესიფონი (637 წ) და სასანიდურ სახელმწიფოს ბოლო მოუღეს.
111. 636-641 წლებში არაბებმა რამდენიმეჯერ დაამარცხეს ბიზანტიელები და წაართვეს სირია, პალესტინა და ეგვიპტე.
112. 661-750 წლებში სახალიფოს მართავდა ომეიადთა დინასტია, რომლის დამფუძნებელი იყო მუავია I (661-680). ამ პერიოდში არაბთა დედაქალაქი იყო დამასკი.
113. ახ. წ. VII საუკუნეში ისლამის მიმდევრები (მუსლიმანები, მაჰმადიანები) 2 მიმდინარეობად სუნიტებად და შიიტებად გაიყვნენ. სუნიტები ისლამის წმინდა წიგნად ყურანთან ერთად სუნასაც მიიჩნევენ, რომელშიც რელიგიური დოგმები დღემდე შეაქვთ მუსლიმ სასულიერო ლიდერებს. შიიტები აღიარებენ მხოლოდ ყურანს და მუჰამედის მემკვიდრეებად მისი ბიძაშვილის ხალიფა ალის (656-661) შთამომავლებს თვლიან, რომელსაც იმამებს ეძახიან.
114. 750-1258 წლებში სახალიფოს მართავდა აბასიანთა დინასტია, რომელიც დააარსა მურვან ყრუს მკვლელმა აბულ აბასმა. ამ პერიოდში დედაქალაქი იყო ბაღდადი.
115. 786-809 წლ. უკანასკნელი ძლიერი ხალიფა ჰარუნ არ რაშიდის მმართველობა.
116. 945-1055 წლებში არაბთა ხალიფები ირანის მმართველ ბუიდების (ბუვეიანებმა) ტყვეობაში იმყოფებოდნენ. 1055 წელს ისინი თურქ-სელჩუკთა ლიდერმა თოღრულ-ბეგმა გაათავისუფლა. თუმცა ამიერიდან ხალიფები მუსლიმანთა სულიერი ლიდერისა და ბაღდადის ხალიფას წოდებას ატარებდნენ და რეალურ ძალაუფლებას მოკლებულნი იყვნენ. 1258 წ. ბაღდადი მონღოლებმა აიღეს და აბასიანთა სახალიფო გააუქმეს.
117. სწორედ არაბულ სამყაროში მაროკოს ქ. ფესში და ეგვიპტის ქ. ქაიროში დააარსდა მსოფლიოში პირველი უმაღლესი სასწავლებლები. არაბულ სამყაროში მოღვაწეობდა მედიცინის დიდი მცოდნე მეცნიერი იბნ სინა ანუ ავიცენა (980-1037). ევროპის პირველ სამედიცინო სასწავლებელში იტალიის ქალაქ სალერნოში მასწავლებლები არაბები იყვნენ.
118. ახ.წ. VIII საუკუნის  დასაწყისიდან (711 წ) არაბებმა ჩრდ აფრიკის დაპყრობის შემდეგ ევროპას დაპყრობაც მოინდომეს და იბერიის ანუ პირენეს ნ.კ-ზე შეიჭრნენ. არაბთა ბატონობამ ესპანეთში 8 საუკუნეს გასტანა. ესპანელთა განმათავისუფლებელ ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ „რეკონკისტა ეწოდა“. არაბებმა იბერიის ნახევარკუნძულს „ალ ანდალუსი“ უწოდეს. აქედან წარმოიშვა ესპანური პროვინცია ანდალუსიას სახელი.
119. გერმანიის მეფე ოტო I-მა (936-973) 955 წელს დაამარცხა უნგრელები და სლავები და აიძულა ხარკი ეხადათ. 962 წელს ოტომ დაიკავა იტალია და რომში რომის იმპერატორად ეკურთხა. 1157 წელს მის სახელმწიფოს „რომის საღვთო იმპერია ეწოდა“, ხოლო 1512 წელს „გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერია“. მან იარსება 1806 წლამდე ვიდრე იგი ნაპოლეონ ბონაპარტემ არ გააუქმა.
120. 1024 წელს გერმანიაში საქსონური დინასტია ფრანკონულმა დინასტიამ შეცვალა.
121. რომის პაპმა ნიკოლოზ II-მ 1059 წელს ლატერანის საეკლესიო კრებაზე დაადგინა, რომ ამიერიდან რომის პაპებს კარდინალების კოლეგია აირჩევდა. ასეა დღემდე.
122. 1067 წელს რომის პაპ გრიგორ VII-სა და გერმანიის იმპერატორ ჰაინრიხ IV-ის წაჩხუბებით დაიწყო პაპებისა და გერმანელი იმპერატორების დაპირისპირება. 1077 წელს კანოსაში ჰაინრიხს თავის დამცირება მოუწია პაპის წინაშე, რათა ეკლესიიდან განკვეთა აეხსნა.
123. 1122 წელს პაპებსა და იმპერატორებს შორის დაიდო „ვორმსის კონკორდატი“ და ამით მათი დაპირისპირება დასრულდა.
124. ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს (1199-1216) უუნარო მმართველობით ისარგებლა საფრანგეთის მეფე ფილიპე II-მ (1180-1223) და ინგლისელებს წაართვა საფრანგეთის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. გაბრაზებულმა ინგლისელმა ბარონებმა ჯონს 1215 წელს მიაღებინეს „თავისუფლების დიდი ქარტია“.
125. 1265 წელს ინგლისის მეფე ჰენრი III-ს აუჯანყდა ლესტერის გრაფი სიმონ დე მონფორი, რომელმაც ტყვედ იგდო მეფედ და ისტორიაში პირველი პარლამენტი მოიწვია.
126. 1295 წელს უკვე ინგლისის მეფე ედუარდ I-მა მოიწვია პარლამენტი. ის იყო პირველი რეალურად წარმომადგენლობითი ორგანო, რადგან მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, დელეგატები  უფლებამოსილნი იყვნენ მათ მიმართ, ვისაც ისინი წარმოადგენდნენ. ამ პარლამენტის მოვალეობა მხოლოდ გადასახადების დაწესება იყო.
127. შემდეგ საუკუნეებში კი პარლამენტმა მოიპოვა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თავდაპირველად პეტიციის, მოგვიანებით კი კანონპროექტის (ბილის) წარდგენის სახით. პარლამენტი იყოფოდა 2 - ლორდთა და თემთა პალატად. ლორდთა პალატის წევრებს მეფე ნიშნავდა, ხოლო თემთა პალატას ხალხი იჩევდა. XVII საუკუნემდე მთავარი ლორდთა პალატა იყო, შემდეგ მეფის უფლებების კლებასთან ერთად იგი დასუსტდა და ქვეყანას დღეს მხოლოდ თემთა პალატის არჩეული მთავრობა მართავს.
128. საფრანგეთი გაძლიერდა ლუი წმინდას შვილიშვილის ფილიპე IV ლამაზის დროს (1285-1314). 1302 წელს მან მოიწვია საფრანგეთის პირველი საკანონმდებლო კრება - გენერალური შტატები (პარლამენტის მსგავსი). 1614 წლამდე გადასახადების ასაკრეფად გენერალურ შტატებს საფრანგეთის ყველა მეფე იწვევდა. მეფე ფილიპემ 1307 წელს დახურა ტამპლიერთა სასულიერო ორდენი და მისი წევრები კოცონზე დაწვეს.
129. საკანონმდებლო ორგანო მე-14 საუკუნეში შეიქმნა ესპანეთშიც და იქ კორტესებს ეძახდნენ.
130. 1328 წელს ფილიპე ლამაზის 3 ვაჟის უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტზე ავიდა ფილიპეს ძმისშვილი ფილიპე VI ვალუას გრაფი. ეს გააპროტესტა ინგლისის მეფე ედუარდ III პლანტაგენეტმა (1327-1377) ინგლისის ტახტზე განაცხადა პრეტენზია, რადგან ის ფილიპე ლამაზის პირდაპირი შთამომავალი იყო - ქალიშვილის შვილი. მას საფრანგეთის სასამართლომ სალიკური სამართლის მოშველიებით უარი უთხრა საფრანგეთის ტახტზე რადგან ის ქალის ხაზით შთამომავალი იყო, ხოლო სალიკური სამართლით ქალზე მემკვიდრეობა არ გადადიოდა. თავდაპირველად 1329 წელს ედუარდ III-მ ცნო ფილიპი საფრანგეთის მეფედ, თუმცა მოგვიანებით აკვიტანიისა და შოტლანდიის საკითხებზე დავის გამო გადათქვა და თავი საფრანგეთს მეფედ გამოაცხადა. ამას კი ინგლის-საფრანგეთის „ასწლიანი ომი“ მოჰყვა, რომელიც 1338-1453 წლებში მიმდინარეობდა.
131. 1095 წელს საფრანგეთის ქ. კლერმონში გამართულ საეკლესიო კრებაზე რომის პაპმა ურბან II-მ გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება.
132. I ჯვაროსნული ლაშქრობა 1096-1099 წლ. ჯვაროსნებმა აიღეს ედესა, ანტიოქია და იერუსალიმი და ჯვაროსნულ სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს. ჯვაროსანთა ლიდერად აირჩიეს ჟოფრუა ბუიონელი, რომელსაც „უფლის საფლავის მცველისა“ და იერუსალიმის მეფის წოდებები მისცეს. 1 წლის შემდეგ ჟოფრუა დაიღუპა და მისი მემკვიდრე მისივე ძმა ბალდუინი გახდა.
133. ჯვაროსნებმა პალესტინაში შექმნეს 4 სახელმწიფო. 1. ედესას საგრაფო დააარსა ბალდუინ ბუინოლემა და არსებობდა 1098-1146; 2. ანტიოქიის საგრაფო დააარსა ბოემუნდ ტარენტელმა და არსებობდა 1098-1268 წლებში; იერუსალიმის სამეფო არსებობდა 1099-1187 და 1189-1291 წლებში. 1099-1187 და 1229-1244 წლებში მისი დედაქალაქი იყო იერუსალიმი, ხოლო 1189-1229 და 1244-1291 წლებში ქ. აკრა. საბოლოოდ ოთხივე მათგანი ეგვიპტის სულთნებმა დაიპყრეს.
134. II ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო ქ. ედესას დაკარგვის საპასუხოდ 1147-1149 წლებში საფრანგეთის მეფე ლუი VII-სა და გერმანიის იმპერატორ კონრად III-ს მეთაურობით. დასრულდა მარცხით.
135. 1187 წელს ეგვიპტე-სირიის სულთანმა სალადინმა ჰატინთან ბრძოლაში დაამარცხა წყურვილით გათანგული ჯვაროსნები და იერუსალიმი დაიპყრო.
136. III ჯვაროსნული ლაშქრობა იერუსალიმის დასაბრუნებლად 1189-1192 წლ. წავიდა გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპე II ოგიუსტი და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული. ფრიდრიხი მცირე აზიაში მდინარეში ჩაიხრჩო და გერმანელები უკან წავიდნენ. ერთი ბრძოლის გაამაართვის შემდეგ უკან მიყვნენ ფრანგებიც. ამის მიუხედავად რიჩარდმა რამდენჯერმა დაამარცხა ეგვიპტელები და ქ. აკრა და მის ირგვლივ ზღვისპირა ზოლი დაიპყრო. ამასობაში ინგლისში რიჩარდის ძმა ჯონ უმიწაწყლო აჯანყდა. ამიტომ რიჩარდმა იერუსალიმზე შეტევა გადაიფიქრა, იერუსალიმის სამეფო აღადგინა, მის დედაქალაქდ აკრა გამოაცხადა და შინ წავიდა.
137. IV ჯვაროსნული ლაშქრობა კონსტანტინეპოლის წინააღმდეგ. ლაშქრობა დააფინანსა ვენეციის დოჟმა ენრიკოს დანდოლომ, რომელმაც იერუსალიმის ნაცვლად ჯვაროსნები კონსტანტინეპოლში ჩაიყვანა, სადაც ისინი ანგელოსებისა და კომნინოსების დინასტიურ ომში ჩაებნენ. შედეგად 1204 წელს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი და მთელი ბიზანტიის ევროპულის სამფლობელოები დაიპყრეს სადაც „ლათინთა იმპერია“ დააარსეს.
138. ბიზანტიის იმპერიის აზიურ ნაწილში (მცირე აზიის ნ.კ.-ზე) 2 სახელმწიფო ჩამოყალიბდა ნიკეის და ტრაპიზონის იმპერიები (1204-1461). ნიკეის იმპერიას პალელოგოსები მართვადნენ და ბიზანტიის იმპერატორის იმპერატორთა მემკვიდრეებად აცხადებდნენ თავს. ტრაპიზონის იმპერიას კომნინოსები მართავდნენ და საქართველოს ქვეშევრდომად ითვლებოდნენ.
139. 1261 წელს ნიკეის იმპერატორმა მიხეილ VIII პალელოგოსმა (1223-1282) ლათინთა იმპერია დაიპყრო და ბიზანტიის იმპერია აღადგინა.
140. V ჯვაროსნული 1217-1221 წლებში ლაშქრობა უშუალოდ ეგვიპტის წინააღმდეგ წარიმართა და მარცხით დასრულდა (ქალაქი დამიეტა აიღეს მხოლოდ).
141. VI ლაშქრობა გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ მოაწყო 1228-1229 წლებში. მან ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკებით 15 წლით დაიბრუნა იერუსალიმი და იერუსალიმის მეფის წოდება მიიღო.
142. VII და VIII ლაშქრობები შესაბამისად 1248-1254 და 1270 წლებში საფრანგეთის მეფე ლუი IX წმინდამ მოაწყო ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით. ტუნისის ალყისას იგი დაავადდა და გარდაიცვალა. ამით ჯვაროსნული ლაშქრობები დასრულდა.
143. 1291 წელს ყველასგან მიტოვებულმა ჯვაროსნებმა პალესტინა-ლიბანის ტერიტორიაზე დაკარგეს უკანსაკნელი ქალაქები - აკრი, სიდონი, ბეირუთი, ტორტოზა და კ. კიპროსზე გაიქცნენ.
144. მონღოლები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. ისინი მომთაბარეები იყვნენ და გადასატან კარვებში - იურტებში სახლობდნენ. 1206 წელს მონღოლთა ნოინთა და ბაჰადურთა სახალხო კრება - ყურულთაიმ მონღოლთა დიდ ყაენად თემუჩინი აირჩია, რომელსაც ჩინგიზი უწოდეს. ჩინგიზმა 1217 წელს დაასრულა ჩრდ. ჩინეთისა და კორეას დაპყრობა და ცენტრალურ აზიაში, ირანში, კავკასიაში, რუსეთში სადაზვერვო ლაშქრობები მოაწყო. 1227 წელს ჩინგიზი გარდაიცვალა.
145. მონღოლთა წასვლის შემდეგ მთელი წინა აზია ხორეზმის შაჰმა ჯალალედინმა დაიპყრო და ააწიოკა. ამის შემდეგ კი მონღოლები უკვე წინა აზიის დასაპყრობად წამოვიდნენ. 1230 წელს მათ გაანადგურეს ჯალალედინი, დაიპყრეს შუა აზია, ირანი, ერაყი, კავკასია და მცირე აზიაში მდებარე რუმის სასულთნო მოხარკედ გაიხადეს. 1237-1240 წლებში მონღოლებმა რუსეთიც დაიპყრეს და იქ ოქროს ურდოს სახელმწიფო შექმნეს. 1258 წელს მონღოლებმა აიღეს ბაღდადი და სიკვდილით დასაჯეს მისი უკანასკნელი ხალიფა ალ-მუსთასიმი. ამით ბაღდადის სახალიფომ არსებობა შეწყვიტა, თუმცა 1261 წელს არაბთა ხალიფასა და მუსლიმთა სულიერი ლიდერის წოდება ქაიროს (ეგვიპტის) მმართველმა ალ-მუსთანსირმა მიიღო, რომელიც ასევე აბასიდების დინასტიის წარმომადგენელი იყო. ქაიროს სახალიფო 1517 წელს ოსმალთა სულთანმა სელიმ I-მა (1512-1520) დაიპყრო.
146. ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომი მიმდინარეობდა 1337-1453 წლებში და იყოფა სამ პერიოდად. ომის პირველი პერიოდი (1337-1360) წარიმართა ინგლისის წარმატებით, რაც განპირობებული იყო მისი ეკონომიური განვითარებისა და სამხედრო მომზადების უპირატესობით. სლეისის ბრძოლაში 1340 წლის 24 ივნისს ინგლისმა გაანადგურა საფრანგეთის სამხედრო ფლოტი. კრესის ბრძოლაში (1346 წლის 26 აგვისტო), როცა ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს არტილერია (ხის ქვემეხები), მათ მძიმე დამარცხება აგემეს ფრანგებს და აიღეს ქ. კალე (1347). პუატიეს ბრძოლაში (1356 წლის 19 სექტემბერს) ინგლისელებმა შავი პრინცის (ედუარდის ძე ედუარდი) სარდლობით სასტიკად დაამარცხეს ფრანგები, ტყვედ იგდეს ჟან II კეთილი და მრავალი ფრანგი დიდებული. ამას მოჰყვა საფრანგეთის საქმეების აწეწვა, პარიზის აჯანყება 1357-1358, ჟაკერია. ბრეტანიის ზავით (1360 წლის 8 მაისი) ინგლისმა მიიღო დიდძალი მიწები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სამაგიეროდ ზავით მიღებული შესვენება შარლ V-მ გამოიყენა საფრანგეთის მნიშვნელოვანი გარდაქმნებისათვის (ფინანსური და სამხედრო რეფორმები, დაქირავებული ჯარისა და არტილერიის შექმნა, სამხედრო ფლოტის აღდგენა).
     ასწლიანი ომის მეორე პერიოდი (1369-1380) წარიმართა ფრანგების წარმატებით. ინგლისს შერჩა მცირედი, განცალკევებულად მდებარე მიწები (კალე, შერბური, ბრესტი, ბორდო). საერთო შინაგანმა კრიზისმა ორივე სახელმწიფო ხანგრძლივად დააზავა ერთმანეთს (1380-1415).
     1377 წელს ედუარდ III გარდაცვალა და ტახტი მისმა შვილიშვილმა რიჩარდ II-მ დაიკავა, რომელიც წარუმატებელი მმართველი აღმოჩნდა. 1399 წელს გადატრიალებს შედეგად რიჩარდი დაამხეს და ინგლისის ტახტზე ავიდა მისი ბიძაშვილი ჰენრი IV ლანკასტერი.
      XV საუკუნის დამდეგს საფრანგეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ფეოდალური არეულობა, შარლ VI-ის გაგიჟება, კაბოშინების აკებსა და ბურგინიონებს შორის) გამოიყენა ინგლისის მეფემ ჰენრი V ლანკასტერმა და განაახლა ომი.
  ასწლიანი ომის მესამე პერიოდი (1415-1453) თავდაპირველად წარიმართა ინგლისის სასარგებლოდ. ჰენრი V-მ სასტიკად დაამარცხა ფრანგები აზენკურის ბრძოლაში (1415 წლის 25 ოქტომბერი). ბურგუნდიელები, რომლებიც „ნეიტრალიტეტს“ იცავდნენ, მოგვიანებით (1419) ინგლისის აშკარა მოკავშირენი გახდნენ. ჰენრი V-მ დაიპყრო ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზითურთ და შარლ VI-თან დადებული ტრუას ხელშეკრულებით (1420 წლის 21 მაისი) იგი ცნობილი იქნა საფრანგეთის რეგენტად და ტახტის მემკვიდრედ. ჰენრი შარლის ქალიშვილზე დაქორწინდა. ორივე მეფის სიკვდილის შემდეგ (1422), „ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ“ აღიარეს 9 თვის ჰენრი VI (ჰენრი V-ის ძე). რეგენტის ჯ. ბედფორდის სარდლობით ინგლისელებმა და ბურგუნდიელებმა დაასრულეს ლუარის ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაპყრობა და ალყა შემოარტყეს ქ. ორლეანს -  „ლუარის გაღმა მიწების გასაღებს“ (1428 წლის 12 ოქტომბერი). საფრანგეთში დაიწყო სახალხო-პატრიოტული მოძრაობა ჟანა დ’არკის მეთაურობით, რომელმაც ინგლისელებსა და მათ მოკავშირეებზე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა (ორლეანის ალყის მოხსნა 1429 წლის 8 მაისი, პატეს ბრძოლა 1429 წლის 18 ივნისი და სხვა), გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და უზრუნველყო შარლ VI-ს ვაჟის შარლ VII-ის მეფედ კურთხევა რეიმსში (1429 წლის 17 ივლისი). მიუხედავად კომპიენთან ჟანა დ’არკის დატყვევებისა (1430 წლის 23 მაისი) და კოცონზე დაწვისა (1431 წლის 30 მაისი), გამარჯვება საფრანგეთის მხარეზე იყო, რაც დააჩქარა ბურგუნდიის ჰერცოგთან დაზავებამ (არასის ზავი, 1435 წლის 20 ოქტომბერი). განთავისუფლებულ იქნა პარიზი (1436), შამპანი (1441), მენი და ნორმანდია (1450).
     გიენის განთავისუფლებით (1453) ომი ფაქტობრივად შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. მას ბოლო მოუღო ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის დადებულმა პიკინის ზავმა (1475 წლის 29 აგვისტო). ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალე შერჩა (ფლობდა 1558-მდე), ხოლო ინგლისის მეფეს - „საფრანგეთის მეფის“ ტიტული, რომელზეც იგი იძულებული იყო უარი ეთქვა ამიენის ზავის თანახმად 1802 წლის 27 მარტს.
147. ვარდების ომი - ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისთვის მომხდარი სამოქალაქო ომი იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის. ორივე ოჯახის წარმომადგენლები პლანტაგენეტთა შთამომავლები იყვნენ და საკუთარ თავს ტახტის კანონიერ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. ომი 1455–1485 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იყო მშვიდობიანობის პერიოდებიც; მცირე ბრძოლები 1455 წლამდე და 1485 წლის შემდეგაც ხდებოდა.
     სამოქალაქო ომი ლანკასტერელთა გამარჯვებით დასრულდა, როდესაც რიჩმონდის გრაფმა ჰენრი ტიუდორმა ბოსუორთის ბრძოლაში დაამარცხა რიჩარდ III და ინგლისის მეფე გახდა, რითაც ტიუდორთა 117 წლიან მმართველობას დაუდო საფუძველი.
    ომის დაწყების მიზეზი ინგლისის მეფე ჰენრი VI-ის (1422-1471) სისუსტე იყო. მან ვერ შესძლო თავიდან აერიდებინა 1453 წელს ასწლიან ომში დამარცხება და ამავდროულად დროდადრო შეშლილობის შეტევებს განიცდიდა. 1454 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰენრი VI-ის სახელით მართვის სადავეები გადასცა იორკის ჰერცოგ რიჩარდს. 1455 წელს დაიწყო ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეოდალური დაპირისპირება, ვარდების ომი. რამდენიმე დიდი ბრძოლის შემდეგ 1461 წელს, ჰენრი VI შოტლანდიაში გაიქცა. გრაფ უორვიკის დახმარებითა და დიდი მხარდაჭერით ტახტი ედუარდ IV იორკმა (1461-1483) დაიკავა. მან 22 წელი იმეფა მაგრამ პირველი 10 წელი ლანკასტერებს ებრძოდა. 1470 წელს უორვიკის მხარდაჭერით ჰენრი VI-მ ტახტის დაბრუნება შესძლო, თუმცა 1471 წელს რიჩარდ გლოსტერის ჰერცოგმა (ედუარდ იორკის ძმა) მოკლა. ტახტი კვლავ ედუარდ IV-ის ხელში აღმოჩნდა. 1475 წელს ედუარდმა ზავი დადო საფრანგეთთან. 1483 წელს ედუარდი გარდაიცვალა. ტახტი კანონის თანახმად მემკვიდრეობით მიიღო მისმა ვაჟმა ედუარდ V-მ, 12 წლის პრინცი ტახტიდან ეკლესიამ გადააყენა, რადგან მამამისის ქორწინება უკანონოდ იქნა ცნობილი. მისმა ბიძამ რიჩარდმა ედუარდი და მისი ძმა ტაუერში გადაიყვანა. ამის შემდეგ ისინი არავის უნახავს. რიჩარდმა დაიკავა ტახტი და გახდა რიჩარდ III (1483-1485). ლანკასტერებმა მეთაურად რიჩმონდის გამგებელი ჰენრი ტიუდორი აირჩიეს და რიჩარდს დაუპირისპირდნენ. 1484 წელს ჰენრიმ 4000 კაციანი ლაშქრით საფრანგეთიდან შეუტია. 1485 წლის 1 აგვისტოს ბოსუორთის ბრძოლაში რიჩარდის სიკვდილის შემდეგ ლანკასტერებმა გამარჯვება იზეიმეს. ჰენრი ტიუდორი მეფედ აკურთხეს. ჰენრი VII-მ (1485-1509) ცოლად ედუარდ IV-ის ქალიშვილი ელიზაბედ იორკი შეირთო და შეარიგა ლანკასტერები და იორკები. ასე დაიწყო ტიუდორების დინასტია ინგლისში, რომელმაც 1603 წლამდე იარსება.
146. თურქთა მეთაურმა ოსმან ბეიმ მცირე აზიის ნ.კ.-ზე რუმის ანუ იკონიის სასულთნოს ნანგრევებზე 1299 წელს დააარსა ოსმალეთის სახელმწიფო, რომელმაც 1923 წლამდე იარსება, ვიდრე თურქეთის რესპუბლიკად არ გადაკეთდა.
147. ოსმალებმა 1387 წელს ვენეციელებს წაართვეს ბერძნული ქალაქი თესალონიკი, 1389 წელს კოსოვოს ბრძოლაში დაამარცხეს სერბები და შუა ევროპისკენ დაიძრნენ.
148. 1396 წელს ბულგარეთის ტერიტორიაზე ნიკოპოლისის ციხესიმაგრესთან ოსმალებმა დაამარცხეს სულთან ბაიაზეთის მეთაურობით ევროპის კოალიციური ლაშქარი, რომელსაც უნგრეთის მეფე სიგიზმუნდი მეთაურობდა (მოგვიანებით იგი გერმანიის მეფე, ჩეხეთის მეფე, ლუქსემბურგის ჰერცოგი და საღვთო რომის იმპერატორიც გახდა). ამ ლაშქრობას ისტორიკოსები ხშირად უკანასკნელი ჯვაროსნულ ლაშქრობასაც კი უწოდებენ.
149. 1402 წელს თათარ-მონღოლთა იმპერიის მმართველმა თემურ ლენგმა ანგორასთან (ანკარასთან) დაამარცხა ოსმალთა სულთანი ბაიაზეთ I და ოსმალთა სახელმწიფო დროებით დაანგრია. მურად II-მ (1404-1451) მაინც აღადგინა ოსმალეთის ერთიანობა.
150. ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ 1453 წლის 29 მაისს აიღო კონსტანტინეპოლი და ბიზანტიის არსებობას წერტილი დაუსვა. ბრძოლის დროს დაიღუპა უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI (1449-1453). 1461 წელს მანვე დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია, ხოლო ცოტა მოგვიანებით ყირმის სახანო ჩრდ შავიზღვისპირეთში და შავი ზღვა „შიდა ტბად „ აქცია.
151. ოსმალეთის იმპერიას ზოგჯერ ოტომანთა იმპერიას ანდა ბრწყინვალე პორტასაც უწოდებენ. მისი სიძლიერე ქრისტიან ტყვე ბავშვებს „იანიჩარებს“ ემყარებოდა, რომელთაც ეკრძალებოდათ დაქორწინება.
152. 1517 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ეგვიპტე, შემდეგ კი მთელი ჩრდ აფრიკა და არაბეთი.
153. 1520-1566 ოსმალეთის უდიდესი სულთანი სულეიმან I სჯულმდებელის მართველობა. მან შექმნა კანონები და სასამართლო სისტემა. 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში დაამარცხა უნგრელები და დაასრულა ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა. 1529 წელს ალყა შემოარტყა ვენას მაგრამ ცივი ზამთრის გამო ვერ აიღო.
154. 1555 წელს ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა კავკასია 2 ნაწილად გაიყვეს. დასავლეთი ოსმალეთს დარჩა, აღმოსავლეთი ირანს.
155. 1571 წელს ლეპანტოს საზღვაო ბრძოლაში საბერძნეთის ნაპირებთან ევროპული სახელმწიფოების კოალიციურმა ლაშქარმა პირველი მარცხი აწვნია ოსმალებს.
156. ამის მიუხედავად მოგვიანებით ოსმალებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და 1683 წელს ვენას ისევ ალყა შემოარტყეს. დიდი დანაკარგებით დასუსტებული ოსმალთა არმიას პოლონეთის მეფე იან სობესკი დაესხა თავს და დაამარცხა. ოსმალებმა უკან დაიხიეს. ამიერიდან ოსმალეთის იმპერიის უკანსვლა დაიწყო. მალე ვეროპელებმა მათ წინააღმდეგ „საღვთო ლიგა“ შექმნეს და 1699 წლის კარლოვაცის ზავით ოსმალებს უნგრეთი და ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა დაატოვებინეს.
157. ბურჟუაზია წარმოიქმნა გერმანული სიტყვა ბურგ (ფრანგულად ბურჟ)-იდან რაც სიმაგრეს ნიშნავს. თავდაპირველად ბურჟუებს მხოლოდ ქალაქის მცხოვრებთ ეძახდნენ. მოგვაინებით კი ბურჟუაზიას მესამე წოდებიდან გამოსულ მწარმოებელ ანუ შეძლებულ მოსახლეობას ეძახდნენ.
158. ვაჭართა გაერთიანებას ერქვა გილდია, ხელოსანთა გაერთიანებას ამქარი, ბალტიისპირა საზღვაო ქალაქების გაერთიანებას ჰანზა, ქალაქის თვითმართველობის ორგანოს კომუნა, ქალაქის თვითმართველობის შენობას რატუშა.
159. ახ.წ. V-XVII საუკუნეებს ევროპაში ფეოდალიზმის ხანას უწოდებენ. „ფეოდი“ ეწოდება მეფის მიერ პირისათვის კერძო საკუთრებაში მემკვიდრეობით მიცემულ მიწას, რის სანაცვლოდაც პირი მეფის სასარგებლოდ სამხედრო სამსახურს იხდის.
160. ფეოდალიზმის დროს ყველაზე დიდი ფეოდალი ანუ სენიორთა სენიორი არის მეფე. მოსახლეობა კი იყოფა ფეოდალებად და მათზე დაქვემდებარებულ ყმა გლეხებად, რომლებიც ფეოდალთა მიწაზე სხედან, ამუშავებენ და მცირე პროცენტს იღებენ.
161. თანდათან ყალიბდება ფეოფალურ სენიორული პრინციპი, რომლიც მიხედვით ყველაზე მაღლა დგანან ჰერცოგები, გრაფები, ლორდები, პერები, ბარონები, თავადები, ეპისკოპოსები აბატები. შემდეგ მოდიან რაინდები და სხვა წვრილმიწიანი ფეოდალები. ბოლოში არიან გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები და ა. შ. ამ პერიოდში ყალიბდება პრინციპი „ჩემი ვასალის ვასალი, ჩემი ვასალი არ არისო“.
162. სენიორსა (უფროსს) და ვასალს (ანუ ქვეშევრდომი) შორის იდებოდა ფიცი ე.წ. „ინვესტიტურა“.
163. ოსმალების მიერ კონსტანტინეპოლის დაკავებამ და შავი ზღვის გზების დაკეტვამ ევროპელები დააფიქრა ინდოეთისაკენ ახალი გზების ძიებაზე. ამ მიზნით იტალიელმა ქრისტეფორე კოლუმბმა ესპანეთის დედოფალ იზაბელას დავალებით 1492 წელს აღმოაჩინა კარიბის ზღვის კუნძულები, რომელიც ინდოეთთან ახლოს მდებარე ეწოდა ამიტომ ვესტ-ინდოეთის კუნძულები უწოდა. 1504 წლამდე კოლუმბმა კიდევ 3 ჯერ იმოგზაურა თუმცა მაინც ინდოეთი ეგონა და ადგილობრივებს „ინდიელები“ უწოდა. აღნიშნულ პერიოდში იტალიელმა ამერიკო ვესპუჩიმ შეისწავლა კოლუმბის აღმოჩენა და დაადგინა რომ ეს ახალი კონტინენტი იყო, ამიტომ ამ კონტინენტს მის საპატივცემულოდ ამერიკოს მიწა უწოდეს.
164. 1498-99 წლებში პორტუგალიელმა ვასკო და გამამ აღმოაჩინა აფრიკის კონტინენტის გარსშემოვლით ინდოეთისაკენ საზღვაო გზა.
165. ამერიკის კონტინენტის უძველესი ცივილიზაცია შექმნეს ოლმეკებმა, რომლებიც დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ძვ. წ. 1500-400 წლებში.
166. მაიას ტომი ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობდა. მაიას ცივილიზაცია განს. ძლიერი ახ.წ. 200-900 წლებში იყო, თუმცა მან XVI საუკუნემდე იარსება. მათ ჰქონდათ ქალაქ-სახელმწიფოები, რომელთანაც უდიდესი იყო ტიკალი (დღევ. გვატემალას ტერიტორია). მოჰყავდათ კაკაო, ბამბა, სიმინდი, ლობიო, გოგრა და სხვა. მათ ღმერთებისათვი ჰქონდათ ბრტყელთავა პირამიდის ფორმის ტაძრები სადაც ცხოველებსა და ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად. მაიას ტომებს ჰქონდათ დამწერლობა, წიგნები, რომლის ფურცლებსაც ხის ქერქისგან ამზადებდნენ, 2 კალენდარი (360 და 260 დღიანი, უკანაკსნელი ღმერთებისთვის იყო), ციფრები და თვილის სისტემა, რომელიც ოცეულებს ემყარებოდა. ცხოველებიდან მოშინაურებული ჰყავდათ მხოლოდ ძაღლი და არ ჰქონდათ ლითონის იარაღები.
167. დღევ მექსიკის ტერიტორიაზე XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა აცტეკების სახელმწიფო. მათი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი 1325 წელს დაარსდა ტესკოკუს ტბის შუაგულში მდებარე კუნძულზე (დღევ მეხიკო). აცტეკები თაყვანს სცემდნენ მზეს და ყოველწლიურად მას ათასობით ბრძოლის დროს ტყვედჩავარდნილ ადამიანს სწირავდნენ, რათა ღმერთს კარგი მოსავალი მიეცა. აცტეკ გლეხებს მოჰყავდათ სიმინდი, ლობიო და პომიდორი. მმართველ ფენას მეომრები წარმოადგენდნენ. ისინი ატარებდნენ იაგუარის ტყავისგან შეკერილ სამოსს და წმინდა ფრინველის კეტცალის ფრთებისგან დამზადებულ თავსაბურავს.
168. აცტეკთა იმპერიამ სიძლიერის ზენიტს 1500 წელს მიაღწია, მაგრამ 1519 წელს იგი ესპანელმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა დაიპყრო. აცტეკებს იგი ღმერთი ეგონათ და ადვილად დანებდნენ (მათ ჰქონდათ ლეგენდა, რომლის მიხედვით მათ ადრე ჰყავდათ თეთრკანიანი ღმერთი, რომელიც გაანაწყენეს და წავიდა და ოდესმე აღმოსავლეთიდან ისევ დაბრუნდებაო. ის ეგონათ კორტესი), მაგრამ 1520 წელს აჯანყდნენ. აცტეკთა უკანასკნელი იმპერატორი მონტესუმა II ბრძოლაში დაიღუპა და 1521 წელს კორტესმა აცტეკები დაიმორჩილა და კათოლიკურ ქრისტიანობაზე მოქცევა დაიწყო. ტენოჩტიტლანს კი მეხიკო უწოდა. კორტესმა ესპანეთის მეფისგან მექსიკის გუბერნატორის თანამდებობა მიიღო.
169. კონკისტადორმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ 1513 წელს გადალახა პანამის ყელი და პირველმა გავიდა ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკენაეში.
170. თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, ანდების მთებში 1200 წლიდან მოყოლებული არსებობდა ინკების სახელმწიფო, რომელმაც გაძლიერება დაიწყო XV საუკუნეში პაჩაკუტის მართველობის დროიდან. მისმა მეკვიდრეებმა თანამედროვე ჩილეს, ეკვადორიისა და ბოლივიის ტერიტორიებიც შემოიერთეს. ინკები აგებდნენ ქალაქებს, მოჰყავდათ სიმინდი, ბამბა, კარტოფილი. ინფორმაციის გადასატანად ჰყავდათ გაწვრთნილი მორბენლები, რომლებსაც „კიპუ“ (გარკვეული წესით განასკვული თოკები) გადატანა ევალებოდათ. ინკებს ისევე როგორც სხვა ამერიკელებს არ ჰქონდათ ბორბალი და ეტლი, თუმცა გრანდიოზული ნაგებობების აგებას მაინც ახერხებდნენ, ასეთი იყო მაგ. ინკების დედაქალაქი კუსკო, მაჩუ პიქჩუ და სხვ. პაჩაკუტის სახელმწიფო ენად კეჩუას ენა დააწესა. ინკებს არ ჰქონდათ დამწერლობა, მაგრამ კარგად ესმოდათ მედიცინა.
171. 1527 წელს ინკების იმპერიის საზღვრების მაქსიმუმს მიაღწია თუმცა ამ დროს იმპერატორი (მისი თანამდებობა იყო საპა ინკა ანუ დიდი ინკა) უიანა კაპაკი გარდაიცვალა და სახელმწიფო მისმა ვაჟებმა ორ ნაწილად გაყვეს. 1530 წელს ინკების დასაპყრობად ჩავიდა კონკისტადორი ფრანცისკო პისარო, რომელმაც მოტყუებით შეიპყრო საპა ინკა ატაულფა, 1 ოთახი ოქრო და 4 ოთახი ვერცხლი გამოართვა გამოსასყოდად, მაგრამ 1533 წელს მაინც მოკლა. ტუპაკ უალიპასა და მისი ნათესავების მეთაურობით ინკები 1572 წლამდე აწარმოებდნენ ომებს ესპანელთა და მათი მოკავშირეთა წინააღმდეგ. პისარო სასტიკი კაცი იყო ამიტომ მისმა თანამემაულეებმა მისივე დაარსებულ ქ. ლიმაში (დღევ პერუს დედაქალაქი) მოკლეს 1541 წელს.
172. ესპანეთის მეფე ფილიპე II (1556-1598) ფლობდა სამხრეთ იტალიას, ნიდერლანდის 17 პროვინციას (დღევ ნიდერლანდი, ბელგია და ლუქსებურგი), ფილიპინებს და ლათინური ამიერიკის მიწებს. 1581 წელს პორტუგალიაც შემოიერთა და ინგლისის დაპყრობაც სურდა. სხვათაშორის ფილიპეს ცოლად ჰყავდა ინგლისის დედოფალი მერი I თიუდორი, რომლის სიკვდილის შემდეგ მისი და ელისაბედ I თიუდორის შერთვასაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.
173. ინგლისის ოქროს ხანად ითვლება ელისაბედ I თიუდორის (1558-1603) მეფობის ხანა. მან ხელი შეუწყო მეკობრეობის განვითარებას. გამოჩენილი ინგლისელი მეკობრეები : ფრენსის დრეიკი, უოლტერ რალეი, ჰენრი მორგანი, ჯონ ჰოუკინსი, მარტინ ფრობიშერი, ჯონ დევისი და სხვები ძარცვავდნენ ოქროთი დატვირთულ ამერიკიდან მომავალ ესპანურ ხომალდებას და ლონდონის ტაუერის სარდაფებს ავსებდნენ.
174. 1585 წელს ინგლისი მხარში ამოუდგა ესპანეთის წონააღმდეგ აჯანყებულ ნიდერლანდს, 1587 წელს კი ფრენსის დრეიკმა გაანადგურა ესპანეთის ქ. კადისის პორტში მდგარი ესპანეთის სამეფო ფლოტი.
175. გაცოფებულმა ფილიპემ 1588 წელს ინგლისის დასაპყრობად ე.წ. „უძლეველი არმადა“ (130 დიდი ხომალდი, 21000 მეტი მებრძოლი, 8000 ზღვაოსანი) გაგზავნა ალონსო პერეს დე უსმანის სარდლობით. მათგან ბრძოლასა და შტორმის შედეგად დაიღუპა 70 ხომალდი და ეკიპაჟის წევრთა ¾. ეს სრული კატასტროფა იყო. 1604 წლის ზავით ესპანეთმა ინგლისი თავის თანასწორად ცნო. 1609 წელს კი ნიდერლანდის დამოუკიდებლობაც აღიარა.
176. XVI საუკუნეში ევროპის კათოლიკური ეკლესია გარყვნილებაში იძირებოდა, ინდულგენციებით (წყალობის სიგელი) ვაჭრობდა და ფუფუნებაში ცხოვრობდა. ეს ყველაფერი გააპროტესტა გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა (1483-1546), რომლის სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა კათოლიკურ ქრისტიანობაში ლუთერანული, ევანგელისტური, ბაპტისტური, პურიტანული და სხვა პროტესტანტული მიმდინარეობის გაჩენას. ასე დაიწყო რელიგიური რეფორმაცია ევროპაში.
177. ინგლისში პროტესტანტებს უწოდეს პურიტანები, საფრანგეთში ჰუგენოტები, გერმანიაში ლუთერანები. რომის პაპმა პროტესტანთა მოსასპობად დააარსა რელიგიური სასამართლო „ინკვიზიცია“, რომელიც პროტესტანტებს ღვთის მგმობელებად თვლიდა და კოცონზე წვავდა. პროტესტანტებს იდეოლოგიურად ებრძოდა კათოლიკური სასულიერო ორდენი „იუზუიტები“, რომელიც იგნასიუს ლოიოლამ  (1491-1556) დააარსა.
178. მალე რელიგიურმა დაპირისპირებამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ევროპის იმ მეფეებმა და მთავრებმა, რომელთაც არ სურდათ პაპისა და გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორთა მორჩილება პროტესტანტული ქრიტიანობა მიიღეს, რამაც კათოლიკე და პროტესტანტ მმართველებსა და ქვეყნებს შორის ომების დაწყება მოჰყვა.
179. 1555 წლის აუგსბურგის ზავით რომის პაპმა და გერმანიის იმპერატორმა გერმანიის მეფე-მთავრებს ნება მისცეს სარწმუნოება (კათოლიკური ან პროტესტანტული) თვითონ აერჩიათ.
180. 1618-1648 „30 წლიანი რელიგიური ომი“ ევროპაში  კათოლიკე და პროტესტანტ ქვეყნებს შორის. დამთავრდა ვესტფალიის ზავით. საფრანგეთმა მიიღო ელზასი, შვედეთმა გერმანიის ბალტიის ზღვისპირეთი, საერთაშორისოდ აღიარეს ნიდერლანდისა და შვეიცარიის დამოუკიდებლობა.
181. 1603-1649 სტიუარტების დინასტიის მართველობის პირველი პერიოდი ინგლისში. ჯეიმს I (1603-1625); ჩარლზ I (1625-1649)
182. სტიუარტები ჯეიმს I და მისი ვაჟი ჩარლზ I იბრძოდნენ პარლამენტისთვის წაერთმიათ გადასახადების დაწესება-აკრეფის უფლება და მთავარ რელიგიად კათოლიკობის გამოცხადება სურდათ. მათ უპირისპირდებოდა ინგლისის ბურჟუაზია და ახალი თავადაზნაურობა, რომელიც იბრძოდა მთავარ რელიგიად პურიტანული ქრისტიანობის დამკვიდრებისა და პარლამენტის უფლებების გაზრდისათვის.
183. ჩარლზ I-მა ჯერ 11 წელი არ მოიწვია პარლამენტი, შემდეგ 1640 წელს ჯერ 3 კვირიანი „ხანმოკლე პარლამენტი“ მოიწვია. ცოტა ხანში ისევ მოიწვია პარლამენტი, რომელმაც 13 წელი იარსება და ისტორიაში „ხანგრძლივი პარლამენტის“ სახელით შევიდა.
184. 1642-1648 მეფისა და პარლამენტის სამოქალაქო ომი ინგლისში. ოლივერ კრომველის „რკინისგვერდიანების“ წყალობით პარლამენტის ჯარმა 1644 წელს მარსტონ მურთან და 1645 წელს ნეზბისთან დაამარცხა მეფის ჯარი და ჩარლზი დაატყვევა. მოგვიანებით იგი გაიქცა და თანამემაულე შოტლანდიელები, რომლებიც კრომველმა 1648 წელს პრესტონთან დაამარცხა.
185. 1649 წლის 30 იანვარს ჩარლზ I პირველი მონარქი გახდა, რომელიც გასამართლების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს ეშაფოტზე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.
186. 1649 წლის 19 მაისს ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა და მეფის დანიშნული ლორდთა პალატა გაუქმდა.
187. კრომველმა დაამარცხა შოტლანდიელები, ირლანდიელები და 1653 წელს ინგლისის „ლორდ პროტექტორად“ გამოცხადდა.
188. 1660 წელს კრომველის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე ინგლისში მოხდა მონარქიისა და სტიუარტების „რესტავრაცია“ (აღდგენა). ტახტზე ავიდა დასჯილი ჩარლზის ვაჟი ჩარლზ II.
189. 1685 წელს ინგლისი მეფე ჩარლზის ძმა ჯეიმს II გახდა, რომელმაც კათოლიკური რელიგიის აღდგენა მოისურვა. 1688 წელს ინგლისი აჯანყდა და მეფედ მოიწვია ჯეიმსის სიძე ნიდერლანდის მმართველი უილიამ (ვილჰელმი) III ორანელი.
190. 1689 წელს უილიამ III-სთან შეთანხმებით პარლამენტმა გამოსცა „ბილი უფლებათა შესახებ“, რომლის მიხედვით პარლამენტი ამიერიდან მუდმივად იმუშავებდა და ყოველი ახალი არჩეული იქნებოდა ხალხის მიერ 3 წლის ვადით. ის მიიღებდა კანონებს და მეფე თავისი მთავრობით ამ კანონებს აღასრულებდა. ასე დამყარდა კონსტიტუციური მონარქია ინგლისში. 1911 წლის კანონით პარლამენტი 5 წლის ირჩევა, მეფეს კი აღარანაირი უფლება აღარ აქვს.
191. 1701-1714 წლებში ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. ინგლისმა მიიღო ესპანეთის გიბრალტარი და ჩრდ. ამერიკული სამფლობელოები. საღვთო რომის იმპერატორმა ესპანეთს წაართვა ბელგია, მილანი, ნეაპოლის სამეფო.
192. ჩრდილო ამერიკის კოლონიზაცია (დასახლება) ჯერ ნიდერლანდელებმა დაიწყეს და დააარსეს ნიუ ამსტერდამი. შემდეგ მიყვნენ ინგლისელები და ფრანგები. 1607 წელს ინგლისელებმა აქ თავისი პირველი კოლონია ჯეიმსთაუნი დააარსეს, რომელსაც სხვებიც მიუმატეს ნელ-ნელა და 13 კოლონია ჩამოაყალიბეს. ინგლისელებმა ნიდერლანდელებს წაართვეს ნიუ-ამსტერდამი და ნიუ-იორკი უწოდეს.
193. 1756-1763 წლებში ინგლისისა და საფრანგეთის მოკავშირეებს შორის ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში მიმდინარეობდა შვიდწლიანი ომი. ინგლისელებმა გაიმარჯვეს და ამერიკაში ფრანგებს წაართვეს ლუიზიანა და კანადა. აგრეთვე ინდოეთში მიწები.
194. კოლონიებს ინგლისელები მუდამ უზრდიდნენ გადასახადებს, რის გამოც 1773 წელს კოლონისტებმა (ანუ ამერიკის ევროპელი წარმოშობის მოსახლეებმა) ბოსტონის პორტში მდგარი ინგლისური გემებიდან ჩაი გადაყარეს. ამ მოვლენას ბოსტონის ჩაის სმა უწოდეს.
195. 1774 წელს 13 კოლონიის წარმომადგენლები ფილადელფიაში პირველ კონტინენტურ კონგრესზე შეიკრიბნენ და დაიწყეს ინგლისის წინააღმდეგ აჯანყება ჯორჯ ვაშინგტონის მეთაურობით.
196. 1776 წლის 4 ივლისს მეორე კონტინენტურ კონგრესზე შეკრებილმა ამერიკელებმა გამოაცხადეს ამერიკის კოლონიების დამოუკიდებლობა.   ასე შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები.
197. 1781 წელს ამერიკელებმა ფრანგების დახმარებით იორკთაუნთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს ინგლისელებზე. 1783 წელს პარიზის ზავით ინგლისმა აღიარა დამარცხება, თუმცა 1811-1813 წლებში ომი ისევ განაახლა და პრეზიდენტის სასახლე „თეთრი სახლი“ გადაწვა.
198. 1787 წელს მიიღეს აშშ-ს კონსტიტუცია, რომლის ავტორი იყო თომას ჯეფერსონი. შემოვიდა პრეზიდენტის პოსტი, რომელიც ირჩევა 4 წლით და მოყოლებული 1946 წლიდან მხოლოდ 2 ვადით. საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს ორპალატიანი კონგრესი (სენატი და წარმომადგენელთა პალატა). პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი
199. XVII საუკუნეში საფრანგეთში აბსოლუტიზმი ჩამოყალიბდა. მეფეები 1614 წლიდან აღარ იწვევდნენ „გენერალურ შტატებს“ (პარლამენტს) და ქვეყანას ერთპიროვნულად მართავდნენ.
200. აბსოლუტიზმი საფრანგეთში ჩამოაყალიბა მეფეებმა ლუი XIII-მ, (1610-1643) ლუი  XIV-მ (1643-1715, მეტსახელად მეფე-მზე) და ქვეყნის პირველმა მინისტრებმა და კარდინალებმა - რიშელიემ (ქვეყნის ფაქტიური მმართველი 1624-1641 წლებში) და მაზარინიმ (ქვეყნის ფაქტიური მართველი 1643-1651 და 1653-1661 წლებში).
201. მეფე მზის გამუდმებულმა ომებმა და უნიათო ლუი XV-ისა (1715-1774) და უხეირო ლუი XVI-ს (1774-1792). მმართველობამ საფრანგეთი დასუსტა. მათი მფანგველობის გამო ბიუჯეტში ფული აღარ დარჩა. საფრანგეთის „მესამე წოდება“ კი მოითხოვდა გადასახადს აღარ გადავიხდი თუ იგივეს პირველი და მეორე წოდებაც (ე.ი. ეკლესია და თავადაზნაურობა) არ გააკეთებსო.
202. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ლუი  XVI იძულებული გახდა 1789 წელს მოეწვია გენერალური შტატები, რადგან „მესამე წოდება“ უარს ამბობდა გადასახადების გადახდაზე თუ მას პირველი (ეკლესია) და მეორე (ფეოდალები) წოდება მას არ გადაიხდიდა.
203. გადასახადების დაწესების შემდეგ მეფემ სცადა გენშტატების დათხოვნა და დარბაზიდან გაყარა, მაგრამ გენშტატების წევრთა უმრავლესობა სპორტის დარბაზში შეიკრიბა და თავი ჯერ „ეროვნულ კრებად“, შემდეგ კი 1798 წლის 9 ივლისს „დამფუძნებელ კრებად“ გამოაცხადა და კონსტიტუციაზე მუშაობა დაიწყო.
204. 1789 წლის 14 ივლისს მეფის საქციელით უკმაყოფილო მოსახლეობამ ბასტილიის ციხე აიღო (იქ 7 პატიმარი იყო) და დაანგრია. საფრანგეთში დიდი რევოლუცია დაიწყო. ბასტილიის აღების დღე 14 ივლისი დღემდე საფრანგეთის მთავარი ეროვნული დღესასწაულია.
205. 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“.
206. 1791 წელის სექტემბერში დამფუძნებელმა კრებამ საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომლითაც საფრანგეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოაცხადა. გაუქმდა საფრანგეთის საჰერცოგოებად და საგრაფოებად დაყოფა და მის ნაცვლად შემოვიდა დეპარტამენტები, რომელთა მმართველებს უკვე ხალხი ირჩევს.
207. 1792 წლის აგვისტოში ლუი XVI, რომელიც ევროპაში იპარებოდა დაამხეს და მოქალაქე ლუი კაპეტი უწოდეს.
208. 1792 წლის სექტემბერში საფრანგეთის ახლადარჩეულმა კონვენტმა (პარლამენტი) საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 
209. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.
210. 1792-1793 წლებში კონვენტს მართავდნენ ჟირონდისტი იაკობინელები, ხოლო 1793-1794 წლებში მონტანიარელი იაკობინელები მაქსიმილიან რობესპიერის მეთაურობით.
211. უკანასკნელთა მმართველობას იაკობინელთა დიქატატურასაც უწოდებენ. ხელისუფლებას მართავდა „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი“. ამ დროს ათასობით ადამიანი დასაჯეს გილიოტინაზე, რომელიც ექიმმა გიიოტინმა 1792 წელს დაამზადა.
212. 1793 წელს შეიქმნა ახალი რევოლუციური კალენდარი, 1795 წელს ახალი ჰიმნი „მარსელიოზა“.
213. 1793 წელს კორსიკელმა სარდალმა ნაპოლეონმა ინგლისელთა ალყისგან გაათავისუფლა საფრანგეთის საპორტო ქალაქი ტულონი, რამაც მას უდიდესი სახელი მოუწოდა.
214. 1794 წლის 27 ივლისს (თერმიდორის თვეში) იაკობინელები დაამხეს და დაიწყო თერმიდორელთა მმართველობა, რომელმაც 1795 წლამდე გასტანა.
215. 1795 წელს საფრანგეთის მეფის მომხრეები - „როიალისტები“ პარიზში შეიჭრნენ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დასამხობად. რესპუბლიკის მთავრობამ ისევ ნაპოლეონს მიმართა. ნაპოლეონმა 3 ოქტომბერს დაბომბა ქალაქის ქუჩებში შეტევაზე გადმოსული როიალისტები, დაამარცხა და რესპუბლიკა იხსნა.
216. 1795-1799 წლებში საფრანგეთს მართავდა 5 კაციანი „დირექტორია“.
217. 1796-1797 წლებში ნაპოლეონმა იტალიაში დაამარცხა ავსტრიელები და იტალია დაიპყრო.
218. 1798-1799 წლებში ნაპოლეონმა დაიპყრო ეგვიპტე.
219. 1799 წ. 9 ნოემბერს (18 ბრიუმერს) ნაპოლეონმა დირექტორია დაამხო და საფრანგეთის ხელისუფალი გახდა უმაღლესი კონსულის წოდებით. უუფლებო თანაკონსულები გახდნენ ჟან ჟაკ კამბასერესი და შარლ ფრანსულა ლებრენი.
220. 1800 წელს მარენგოსთან ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრიელები და ისევ დაიკავა იტალია.
221. 1801 წელს ქონების დაბრუნების შემდეგ აღდგა საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია, 1806 წელს კი აღსდგა ქრისტიანული კალენდარიც.
222. 1804 წლის 18 მაისს ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორად ეკურთხა. ამით პირველი რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. ამ წელსვე  მიღებული იქნა „სამოქალაქო კოდექსი", რომელიც რევოლუციის მონაპოვარ ადამიანის უფლებებს განამტკიცებდა.
223. 1805 წლის 21 ოქტომბერს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმირალ ნელსონის (იგი დაიღუპა) მეთაურობით გაანადგურა ნაპოლეონისა და მისი მოკავშირე ესპანეთის ფლოტი. ამით უფლოტოდ დარჩენილმა ნაპოლეონმა ინგლისის დაპყრობის იმედი დაკარგა. ზღვის ბატონად ინგლისი დარჩა.
224. 1805 წლის 8 ოქტომბერს ქ. ულმთან ბრძოლაში ნაპოლეონმა გაანადგურა ავსტრიის პირველი არმია. 2 დეკემბერს კი ნაპოლეონმა ქ აუსტერლიცთან (დღევ. ჩეხეთის ქალაქი სლავკოვუ-ბრნა) ნაპოლეონმა გაანადგურა ავსტრია-რუსეთის გაერთიანებული ლაშქარი. ეს ბრძოლა ისტორიაში 3 იმპერატორის ბრძოლის სახელით შევიდა. ამ წელსვე ნეაპოლის სამეფოში დაემხო ადგილობრივი დინასტია და მეფედ გამოცხადდა ჟოზეფ ბონაპარტი. თუმცა მას მხოლოდ სამხრეთ იტალია ექვემდებარებოდა, ხოლო კ. სიცილია ისევ ძველი მფლობელი ბურბონების ხელთ დარჩა და მას ინგლისის ფლოტი იცავდა.
225. 1806 წელს იენასთან და აურშტედთან ნაპოლეონის მიერ განადგურებულ იქნა გერმანული სახელმწიფო პრუსიის არმიები.
226. 1806 წელს ნაპოლეონმა გააუქმა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია და მის ნაცვლად შექმნა გერმანული სახელმწიფოების „რაინის კავშირი“, რომლის პროტექტორად ნაპოლეონი გამოცხადდა.
227. 1807 წელს ფრიდლანდთან გაანადგურა რუსები, რის შემდეგ ნაპოლეონსა და ალექსანდრე I-ს შორის დაიდო ტილზიტის ზავი. რუსეთმა ცნო ნაპოლეონის ბატონობა ევროპაში. ამასთან გამოცხადდა ინგლისის წინააღმდეგ „კონტინეტური ბლოკადა“, რომლის მიხედვითაც ევროპის ყველა ქვეყანას აეკრძალა ინგლისთან ვაჭრობა. ამით ინგლისი უნდა გაღატაკებულიყო და ნაპოლეონს დანებებოდა. ამასთან ამავე ზავის პირობით პრუსიამ დაკარგა ტერიტორიები და დაეკისრა კონტრიბუციის გადახდა და ჯარის გამოყვანა საფრანგეთის სასარგებლოდ.
228. 1807 წ. ნაპოლეონმა დაიპყრო პორტუგალია, 1808 წელს ესპანეთი, 1810 წელს ჰინერლანდი და ჩრდილო-დასავლეთ გერმანული ქვეყნები.
229. 1809 წელს ვაგრამთან დამარცხების შემდეგ 1813 წლამდე ავსტრიის იმპერია ნაპოლეონის მოკავშირეს წარმოადგენდა. ეს შეთანხმება პოლიტიკური ქორწინებით გამყარდა. ნაპოლეონი გაეყარა პირველ ცოლ ჟოზეფინას და შეირთო ავსტრიის პრინცესა მარია ლუიზა.
230. ნაპოლეონმა ერთი ძმა ჟოზეფი ესპანეთის მეფედ დასვა, მეორე ლუი ნიდერლანდის, მესამე ჟერომი ვესტფალიის, სიძე მიურატი ნეაპოლის.
231. 1812 წელს ნაპოლეონის რუსეთში შეიჭრა და 7 სექტემბერს ბოროდინოსთან დაამარცხა რუსები და მოსკოვი აიღო. რუსეთის სარდალმა მიხეილ კუტუზოვმა პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა, ირგვლივ ყველაფერი გადაწვა. შიშილისა და ყინვებისგან ნაპოლეონის ჯარის უდიდესი ნაწილი ამოწყდა ან ტყვედ ჩავარდა. 1813 წელს ნაპოლეონი კუდამოძუებული გაიქცა რუსეთიდან.
232. 1813 წელს 16-19 ოქტომბერს ნაპოლეონი დამარცხდა ევროპის ქვეყნების გაერთიანებულ ლაშქართან ხალხთა ბრძოლაში და სულ უკან იხევდა. მას სულ 450000 ჯარისკაცი ჰყავდა, მოწინააღმდეგე - ინგლის, რუსეთ, პრუსია, შვედეთ, ავსტრიას კი 500000. ბრძოლის დროს „რაინის კავშირის" არმიებმა ნაპოლეონს უღალატეს და მის მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდნენ.
233. 1814 წლის 30 მარტს მოკავშირეებს პარიზი დანებდა. 6 აპრილს ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა და ხმელთაშუაზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს.
234. 1815 წლის მარტში ნაპოლეონი ისევ ტახტზე ავიდა და „100 დღე“ მართავდა. ამ დროს იგი შეიჭრა ბელგიაში მაგრამ 22 ივნისს ვატერლოოსთან ბრძოლაში ინგლისელთა და პრუსიელთა ჯარებთან რომელთაც ჰერცოგი ველინგტონი და ბლიუხერი სარდლობდნენ ნაპოლეონი დამარცხდა.
235. 1815 წლის 22 ივნისს ნაპოლეონი მეორედ გადადგა და ამჯერად წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს სადაც 1821 წელს გარდაიცვალა. საფრანგეთის ტახტზე მყარად დაჯდა მოკლული ლუი XVI-ს ძმა ლუი XVIII. (ლუი XVII-თ ითვლება ლუი XVI-ის ძე პრინცი ლუი, რომელიც არ გამეფებულა ისე მოკვდა). ლუი XVIII (1815-1824).
236. 1814-1815 წლებში გამართულმა ევროპის სახელმწიფოების კონგრესმა ევროპის რუკაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შეიტანა. საფრანგეთმა ყველა დაპყრობილი მიწა დაკარგა. შეიქმნა „გერმანიის სახელმწიფოთა კავშირი“ (გერმანიის კონფედერაცია. შედიოდა 39 სახელმწიფო) ავსტრიისა და პრუსიის მეთაურობით. კონგრესს თავმჯდომარეობდა ავსტრიის კანცლერი გრაფი მეტერნიხი. კონგრესზე სახელწიფოთა ლიდერებს სურდა საფრანგეთის სრულად დაშლა და განადგურება, მაგრამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა შარლ ტალეირანმა (იგი ამ პოსტს იკავებდა, რევოლუციის ყველა მთავრობის, ნაპოლეონის და ბურბონების რესტავრაციის დროსაც) მოახერხა და საფრანგეთი შეინარჩუნა 1792 წლის საზღვრებში. ავსტრიას არ დაუბრუნეს ბელგია, რომელიც ნიდერლანდის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. სამაგიეროდ ავსტრიას გადასცეს ლომბარდია და ვენეცია. პოლონეთი მეოთხედ დაინაწილა ავსტრია-პრუსია-რუსეთმა. მისი ყველაზე დიდი ნაწილი დედაქალაქ ვარშავათი ერგო რუსეთს. რუსეთმა ამ ტერიტორიაზე შექმნა პოლონეთის ავტონომიური სამეფო, რომლის მეფედ რუსი პრინცი კონსტანტინე ითვლებოდა.
237. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, ავსტრიის იმპერატორმა ფრანც I-მა და პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ III-მ რევოლუციების წინააღმდეგ ურთიერთდახმარება შეჰფიცეს და საამისოდ ჩამოაყალიბეს „საღვთო კავშირი“.
238. ლუი XVIII-მ ხელისუფლების გამყარების შემდეგ გამოსცა „ქარტია“, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად. იქმნებოდა 2 პალატიანი პარლამენტი, რომლის ზედა პალატას მეფე ნიშნავდა, ხოლო ქვედას ხალხი ირჩევდა, თუმცა ამომრჩევლის უფლება 28 მილიონიან საფრანგეთში მხოლოდ 100000 უმდიდრეს მოქალაქეს ჰქონდა, რაც მოსახლეობას ძლიერ აღიზიანებდა. ქარტიამ იარსება 1848 წლამდე.
239. ლუი XVIII-ის სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი უმცროსი ძმა შარლ X (1824-1830), რომელსაც სურდა ძველი 1789 წლამდელი სისტემის აღდგენა. მან რევოლუციის დროს ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულ ბურბონთა ნათესაობას და თავააზნაურობას ბიუჯეტიდან გადაუხადა 1 მილიარდი ფრანკი, ეკლესიას დაუბრუნა გავლენა საგანმანათლებლო (სკოლა უნივერსიტეტი) და საზოგადოებრივ დაწესებულებებზე, დაითხოვა ლიბერალურად მოაზროვნე პარლამენტი, აკრძალა პრესის თავისუფლება და ბოლოს შემოიღო საარჩევნო კანონი, რომლითაც ამომრჩეველთა რაოდენობა 3/4-ით შემცირდა.
240. 1768-1774, 1787-1791, 1806-1812, 1828-1829, 1853-1856, 1877-1878 - რუსეთ ოსმალეთის ომები. მათ შედეგებზე დეტალურად იხილეთ ამავე საიტზე სტატია „საქართველოს ისტორიის მოვლენები“. 1829 წ. ოსმალეთმა ცნო საბერძნეთის დამოუკიდებლობა, ხოლო სერბეთის სამეფოს მიენიჭა ავტონომია. სრული დამოუკიდებლობა კი სერბეთმა 1878 წელს მიიღო.1859 წელს ოსმალეთმა ცნო რუმინეთის დამოუკიდებლობა.
241. 1853-1856 წლების ომი ყირიმის ომში გადაიზარდა, რომელშიც ოსმალეთის მხარეზე ამჯერად ინგლისი, საფრანგეთი და სარდინიის სამეფო დადგნენ. ეს იყო ერთადერთი ომი რომელიც რუსეთმა ოსმალეთის წინააღმდეგ წააგო. იდიოტ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს სჯეროდა, რომ ინგლისამდე ხმელეთით ჩასვლა შესაძლებელი იყო და ვერ აფასებდა ამ ქვეყნის საზღვაო საომარ შესაძლებლობებს.
242. 1810-იანი წლებიდან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყეს ესპანეთის სამხრეთ ამერიკულმა კოლონიებმა სიმონ ბოლივარის, სუკრესა და ხოსე სანმარტინის მეთაურობით. სისხლიანი ბრძოლები 20 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1819 წელს ბოლივარმა ესპანელთაგან გათავისუფლებულ მიწებზე შექმნა სახელმწიფო „დიდი კოლუმბია", რომელიც 1830 წელს ვენესუელას, პანამას, კოლუმბიას, ეკვადორის რესპუბლიკებად დაიშალა. 1816 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა ლაპლატას პროვინციებმა, რომლის დაშლის შედეგად წარმოიქმნა არგენტინა და ურუგვაი, 1818 წ. დამოუკიდებელი გახდა ჩილე, 1821 წელს ხოსე სანმარტინმა გაათავისუფლა პერუს ნაწილი. 1824 წელს ბოლივარმა გაათავისუფლა მთელი პერუ და მის ბაზაზე შექმნა ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა - პერუ, რომლის პრეზიდენტი თვითონ გახდა და ბოლივია, რომლის პრეზიდენტად ანტონიო სუკრე დანიშნა. აღნიშნულ ტალღაზე ბრაზილიის გუბერნატორმა პორტუგალიის მეფის ვაჟმა პედრუ I-მა 1822 წელს გამოაცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა და თავი ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ად. 1889 წლიდან ბრაზილია რესპუბლიკად იქცა.
243. 1830 წლის ივლისში საფრანგეთში მეფის ღონისძიებებით აღშფოთებული მოსახლეობის გამოსვლები დაიწყო, რომელიც ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა. შეშინებული მეფე შარლ X შოტლანდიაში გაიქცა. მის ნაცვლად გამეფდა მისი ნათესავი ლუი ფილიპე ორლეანელი, რომელიც უბრალო ბურჟუაზავით ცხოვრობდა და იცვამდა, ამიტომ მას „მეფე-ბურჟუა“ შეარქვეს, მის მმართველობას კი „ივლისის მონარქია". პარლამენტმა გადააკეთა კონსტიტუცია, რომლითაც შეზღუდა მეფის უფლებები და გაზარდა პარლამენტის უფლებები. ამიერიდან მთავრობა ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნებოდა. დააბრუნეს რევოლუციური სამფეროვანი დროშა, მეფე აღარ ითვლებოდა ღვთისკურთხეულად და მას ფიცი დაადებინეს კონსტიტუციაზე. შემდგომ წელს ამომრჩეველთა რიცხვი 200000 კაცამდე გაზარდეს.
244. საფრანგეთის გავლენით რევოლუცია გადაედო ბელგიას, რომელიც გამოეყო ნიდერლანდის სამეფოს და ცალკე სამეფო გახდა.
245. 1848 წლის დასაწყისში სამუშაო უფლებების გაუმჯობესებისა და საარჩევნო უფლების მოთხოვნით საფრანგეთის საშუალო და დაბალმა ფენებმა გამოსვლები დაიწყო. მეფემ აკრძალა დემონსტრაციები და მათ დასაშლელად „ეროვნული გვარდია“ გაგზავნა, რომელიც მალევე მომიტინგეთა მხარეს გადავიდა. 24 თებერვალს მეფე ლუი ფილიპე ინგლისში გაიქცა და საფრანგეთში მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა.
246. 1848 წ. დეკემბერში გამართული პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში იმპერატორ ნაპოლეონ პირველის ძმისშვილმა ლუი ნაპოლეონმა გაიმარჯვა. 1852 წელს ლუი ნაპოლეონმა მეორე რესპუბლიკა გააუქმა, მეორე იმპერიის შექმნა გამოაცხადა და თავის იმპერატორი ნაპოლეონ III უწოდა.
247. 1848 წლის რევოლუციური ტალღა გადაედო ევროპის სხვა ქვეყნებსაც. პრუსიის დედაქალაქ ბერლინში ააფრიალეს ახალშექმნილი სამფეროვანი რევოლუციური დროშა (დღევანდელი გერმანიის დროშა) და მოითხოვეს ადამიანთა უფლებების დაცვა. ავსტრიაში დაემხო კანცლერ მეტერნიხის მმართველობა. შეშინებულმა გერმანელმა მონარქებმა მიიღეს კონსტიტუციები და მოსახლეობას მისცეს საკანონმდებლო კრებების არჩევის უფლება. ამასთან არჩეული იქნა საერთო გერმანული პარლამენტი, რომელიც ქ. ფრანკფურტში განთავსდა, რის გამოც მას „ფრანკფურტის პარლამენტი“ ეწოდა. ფრანკფურტის პარლამენტმა შეიმუშავა ლიბერალური კანონები, გერმანიის ერთიანი კონსტიტუცია და საერთო გერმანიის მეფის წოდება პრუსიის მეფეს შესთავაზა. როგორც კი მოსახლეობა დამშვიდდა გერმანიის მონარქებმა 1949 წ. გამოიყვანეს ჯარი და ფრანკფურტის პარლამენტი გარეკეს, თუმცა ბევრი ლიბერალური რეფორმა დარჩა. ამიერიდან ყველა გერმანულ სახელმწიფოში არსებობდა პარლამენტი, რომელიც მეფის მთავრობის საქმიანობას აკონტროლებდა.
248. 1850-იან წლებში ჯუზეპე მაძინისა და ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით დაიწყო იტალიის გაერთიანებისათვის ბრძოლა, რომელსაც „რისორჯიმენტო“ (აღორძინება) უწოდეს. იტალიას ამ საქმეში თავიდან დაეხმარა ნაპოლეონ III-ც. შედეგად პიემონტ-სარდინიის მეფე ვიტორიო-ემანუელე II-მ ომი გამოუცხადა ავსტრიას, რომელსაც იტალიის დიდი ნაწილი ექვემდებარებოდა. მოკავშირეებმა 1859 წელს მაჯენტას და სოლფერინოს ბრძოლებში დაამარცხეს ავსტრიელები. ამის შემდეგ ნაპოლეონმა ზავი დადო ავსტრიასთან და ომს გამოეთიშა. ზავის პირობით ავსტრიამ ფრანგებს გადასცა ლომბარდია, რომელიც ნაპოლეონმა პიემონტის მეფეს სავოიასა და ნიცაში გაუცვალა.
249. პრემიერ მინისტრ კამილო კავურის (პიემონტ-სარდინიის პრემიერი 1852-1859 და 1860-1861 წლებში) მეთაურობით შემოიერთეს იტალიის ტერიტორიაზე არსებული სამეფო-სამთავროები და 1861 წელს ტურინში იტალიის სამეფო შექმნა გამოაცხადეს, რომლის დროებითი დედაქალაქი ფლორენცია გახდა. 1866 წელს იტალიის სამეფომ ავსტრიას წაართვა ვენეცია. 1870 წელს რომის პაპს ჩამოართვეს „პაპის ოლქი“ და შემდგომ წელს რომი გახდა იტალიის დედაქალაქი. ამით იტალიის გაერთიანება დასრულდა.
250. 1862 წელს პრუსიის პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ოტო ფონ ბისმარკი, რომელმაც გადაწყვიტა იარაღის ძალით გერმანიის გაერთიანება. 1864 წელს პრუსიამ და ავსტრიამ დაამარცხეს დანია და წაართვეს შლეზვიგის და ჰოლშტაინის საჰერცოგოები. 
251. 1866 წ. პრუსიის არმიამ ჰელმუტ მოლტკეს სარდლობით ჩეხეთის ქ. სადოვასთან (გერმანულად კიონიგრაცი) გაანადგურა ავსტრიელები და ვენაზე გზა ხსნილი იყო. ბისმარკმა უარი თქვა ვენის აღებაზე, სამაგიეროდ ავსტრია დაითანხმა გერმანიის კავშირიდან გასვლაზე, ჰოლშტაინის დათმობაზე და სამუდამოდ პრუსიის მოკავშირეობაზე.
252. 1867 წელს „გერმანიის კავშირის“ ნაცვლად ორი ახალი გაერთიანება წარმოიშვა. 1 პრუსიამ ჩრდილო გერმანული პატარა ქვეყნები დაიქვემდებარა და შექმნა „ჩრდილო გერმანიის კავშირი" რომლის მეთაური პრუსიის მეფე ვილჰელმ I და ბისმარკი გახდნენ. 2. ავსტრიის ხელისუფლება ვეღარ უმკლავდებოდა იმპერიაში შემავალი სლავებისა (მათ თანაუგრძნობდა სლავური იმპერია რუსეთი) და უნგრელების ამბოხებებს, ამიტომ 1867 წელს ავსტრის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა (1848-1916) უნგრელები ავსტრიელებს გაუთანაბრა და ამიერიდან სახელმწიფოს ავსტრია-უნგრეთი ეწოდა.
253. 1869 წელს ფრანგი დიპლომატის ფერდინანდ ლესეპსის კომპანიამ ეგვიპტის ტერიტორიაზე გახსნა 193 კმ სიგრძის (აქედან უშუალოდ არხი 163 კმ-ია) სუეცის არხი, (აქ არხი ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-5 ს-ში ააგო აქემენიდმა დარიოსმა. ახ.წ. მე-2 ს-ში გააფართოვა რომის იმპერატორმა ტრაიანემ. 776 წ. არაბებმა ხალიფა მანსურის ბრძანებით ეს არხი საბოლოოდ ამოავსეს) რომლის აქციების 74% ფრანგები აკონტროლებდნენ. 1875 წ. არხის აქციების საკონტროლო პაკეტი საუდუმლოდ შეიძინა ბრიტანეთის პრემიერმა ბენჯამინ დიზრაელიმ (პრემიერი 1868 და 1874-1880 წლებში) და 1946 წლამდე არხს ინგლისელები აკონტროლებდნენ.
254. 1870 წ. 15 ივლისს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ ომი გამოუცხადა ჩრდილო გერმანიის კავშირს. ასე დაიწყო საფრანგეთ-პრუსიის იმი. 2 სექტემბერს სედანთან ბრძოლაში ფრანგები სასტიკად დამარცხდნენ და იმპერატორი ტყვედ ჩავარდა.
255. 1870 წლის 4 სექტემბერს პარიზში საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. იმპერატორი ნაპოლეონი გაათავისუფლეს და ინგლისში წავიდა, სადაც საფრანგეთის უკანასკნელი მონარქი 1873 წ. კიბოთი გარდაიცვალა. ხელისუფლება გადაეცა „ეროვნულ კრებას“, რომელმაც 1871 წ. საფრანგეთის მეორე პრეზიდენტად გამოცხადდა ლუი ადოლფ ტიერი.
256. 1871 წ. 18 იანვარს ვერსალის სასახლის დიდ სარკეებიან დარბაზში პრუსიის მეფე ვილჰელმ I-მა გერმანიის იმპერიის შექმნა გამოაცხადა. მასში ყველა გერმანული ქვეყანა შევიდა ავსტრიის, ლიხტენშტაინის და რამდენიმე შვეიცარიული კანტონის გარდა. ასე დასრულდა გერმანიის გაერთიანება.
257. მალე პარიზი გერმანელებს დანებდა და ზავი დაიდო, რომლითაც საფრანგეთმა გერმანიას დაუთმო ელზასი და ლოტარინგია (ლორენი) და ივალდებულა კონტრიბუციის გადახდა 5 მილიარდი ფრანკის ოდენობით.
258. 1875 წელს საფრანგეთში მიიღეს „მესამე რესპუბლიკის“ კონსტიტუცია, რომლითაც საარჩენო ხმის უფლება მიეცა ყველა მამაკაცს 21 წლიდან (არ ითვლებოდა კოლონიების მოსახლეობა), პრეზიდენტს ირჩევდა „ეროვნული კრება“ 7 წლით. იგი იყო ჯარების სარდალი და აღმასრულებელი ხელისფულების (ანუ მთავრობის) მეთაური. „ეროვნული კრება" ირჩეოდა 3 წლით.
259. პირველი მსოფლიო ომი
      1899 წელს ჩინეთში მყოფმა გერმანიის იმპერატორმა ვილჰემ II-მ (1888-1918) განაცხადა  „წავიდა ის დრო როდესაც გერმანია ერთ მეზობელს მიწას უთმობდა და მეორს კი წყალს, ხოლო თვითონ ცას იტოვებდა საყურებლად. დადგა დრო როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ ის რასაც ვიმსახურებთ“. ამის შემდეგ კი 3-ჯერ გაიმეორა „ჩვენ მოვითხოვთ ადგილს მზის ქვეშ“. მსოფლიოსთვის ნათელი გახდა რომ გერმანია ომისთვის ემზადებოდა და ამისთვის მოკავშირეები უკვე შეერჩია. ესენი იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და ბულგარეთის სამეფო.
     გერმანიის გაძლიერებით შეშინებულმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 1000 წლოვანი მტრობა დაივიწყეს, და 1904 წელს დადეს სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რომელსაც „გულითადი შეთანხმება“ - ანუ „ანტანტა“ ეწოდა.  1907 წელს ანტანტას შეუერთდა რუსეთი ასე ჩამოყალიბდა ევროპაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი სამხედრო პოლიტიკური ბანაკი, რომელთა შორის ომი გარდაუვალი ჩანდა. ყველას თავისი გეგმები ჰქონდა:
გერმანიის იმპერიის მიზნები
საფრანგეთს უნდა ჩამორთმეოდა ქალაქი ბრიე (ლოთრინგენის პროვინციაში), საფრანგეთი გახდებოდა ეკონომიკურად გერმანიის იმპერიაზე დამოკიდებული.
ბელგიის პოლიტიკურ–ეკონომიკური კონტროლი გერმანიის იმპერიის მიერ, ბელგიის ანექსია – ლუთიხის, ანტვერპენის დაპყრობა, ფლანდრიის სანაპიროს დაქვემდებარება.
ლუქსემბურგი გახდებოდა გერმანიის ნაწილი.
კოლონიზაციის გაფართოება აფრიკაში.
ნიდერლანდებს ექნებოდა ახლო ურთიერთობა გერმანიის იმპერიასთან.
ავსტრია–უნგრეთის მიზნები
ავსტრია-უნგრეთი შეიერთებდა სერბეთს, მონტენეგროს, რუმინეთსა და პოლონეთის ნაწილს.
ავსტრია–უნგრეთი დიდ როლს ითამაშებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებში.
საფრანგეთის მიზნები
საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო დაებრუნებინა ელზასი და ლოთარინგია, რომლებიც გერმანიის იმპერიის ნაწილი იყო.
რევანში გერმანიაზე 1870–1871 წლებში პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო.
უნდა დამთავრებულიყო პრუსიის ჰეგემონია ცენტრალურ ევროპაში.
საფრანგეთს რაინის მიწების ანექსირება სურდა, ბელგია და ლუქსემბურგი შეუერთდებოდა საფრანგეთს.
საარის მხარის ანექსირება.
გაიზრდებოდა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთის მიზნები
რუსეთი იაპონიასთან მარცხის შემდეგ, კონცენტრაციას ახდენდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც მის ინტერესებს ავსტრია-უნგრეთი ეღობებოდა.
რუსეთი იმედოვნებდა კონსტანტინეპოლის აღებას, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.
რუსეთის გავლენა გაიზრდებოდა ეგეოსის ზღვასა და შავ ზღვაზე.
რუსეთი შეიერთებდა აღმოსავლეთ პრუსიას.
რუსეთი დაიპყრობდა მემელს, აღმოსავლეთ გალისიას, ასევე პოლონეთის სამეფოს დაიქვემდებარებდა პოზენის, შლეზიენის პროვინციებს და დასავლეთ გალისიას.
ელზასი, ლოთრინგია, რაინის მიწები და პფალცი საფრანგეთს, ბელგიას გადაეცემოდა ააჰენის მიდამოები, შლეზვიგ–ჰოლშტეინი დაუბრუნდებოდა დანიას, აღდგებოდა ჰანოვერის სამეფო.
ბოჰემია, უნგრეთი და ავსტრია იქნებოდა ერთიანი მონარქია.
სერბეთი მიიღებდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, დალმაციას, ჩრდილოეთ ალბანეთს. საბერძნეთი შეიერთებდა სამხრეთ ალბანეთს, ბულგარეთსა და მაკედონიის ნაწილს. გერმანიის იმპერიის კოლონიები გადანაწილდებოდა საფრანგეთზე, ინგლისსა და იაპონიაზე.
დიდი ბრიტანეთის მიზნები
დიდი ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო, დაესუსტებინა გერმანიის იმპერია ეკონომიკურად.
დამთავრებულიყო პრუსიის მილიტარიზაცია.
აღდგენილიყო ჰანოვერის სამეფო.
ახლო აღმოსავლეთს გაიყოფდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მესოპოტამიას მიიღებდა გაერთიანებული სამეფო.
გერმანიის იმპერიას ჩამოერთმეოდა კოლონიები აფრიკაში.
იტალიის მიზნები
იტალია მიიღებდა ტრენტინოს, სამხრეთ ტიროლს, გორცს, გრადისკას, მთლიან ისტრიას, სხვადასხვა პატარა კუნძულებს ადრიატიკის ზღვაში, პროვინცია დალმაციას.
ოსმალეთის იმპერიის გაყოფისას იტალია მიისაკუთრებდა ანატოლიის სამხრეთ ნაწილს.
ოსმალეთის იმპერიის მიზნები
ოსმალეთის იმპერიას სურდა უპირველეს ყოვლისა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.
თურქებს უნდა მოეხდინათ ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოკუპაცია.
თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში, შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.
       1914 წლისთვის გერმანია მზად იყო ომის დასაწყებად და საამისო საბამს ეძებდა, რომელიც მალევე გამოჩნდა ჯერ კიდევ 1908 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბოსნიამ დაიპყრო. რომელიც ძირითადად სერბებით იყვნენ დასახლებულნი. ბოსნიელ სერბებს კი თავისი ქვეყნის სერბებთან შეერთება სურდა ამის გამო ჩამოყალიბდა სერბული ტერორისტული ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ბოსნია“, რომლის მიზანი იყო ავსტრიის სამეფო ოჯახის ამოხოცვა. 1914 წლის 28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა და ამავე დროს სერბმა ტერორისტმა გავრილო პრინციპმა მოკლა.
    ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩიეს და გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ გერმანიამ დაარწმუნა ავსტრია რომ სერბეთისთვის ომი გამოეცხადებინა, რის გამოც 23 ივლისს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ტელეგრამით (ეს ისტორიაში პირველად მოხდა) ომი გამოუცხადა მათ.
     გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ იგი მობილიზაციას (ე.ი. ჯარის შეკრებას) გამოაცხადებდა (რუსეთი სერბეთის მოკავშირე იყო), გერმანია მათ ომს გამოუცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი (სერბეთის დედაქალაქი), რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია და იმავე საღამოს პირველებმა გადალახეს გერმანიის იმპერიის საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3 აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.
    ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება. გერმანელებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის ევროპული ნაწილი ბელგია ჰოლანდია და ჩრდილო საფრანგეთი დაიპყრეს. ამის შემდეგ დას. ევროპის ფრონტზე საქმე წინ აღარ წასულა.
დასავლეთის ფრონტი
   14 აგვისტოს გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოტარინგიაში, სადათ თავდაპირველად უკან დახიეს გერმანელები, მაგრამ შემდეგ გერმანული არტილერიისა და ტყვიამფრქვევების მიწოლით თვითონ დაიხიეს უკან. უკან დახევისას, ფრანგებმა ორ კვირაში 300000 კაცი დაკარგეს. ჩრდილო დასავლეთით კი გერმანელებს ეწინააღმდეგებოდა ერთი ფრანგული არმია და ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი. ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიხიეს პარიზისკენ.
   ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო გერმანელების მიერ, არამედ - აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე ენისკენ, სადაც გამაგრდნენ.
   ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც მოახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შევიდნენ, აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.
    1915 წლის თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ. შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა ხიშტები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აღწევდნენ დანიშნულების ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებოდა შეტევაში და დროულად საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.
   ამიტომაც „სანგრებში ომის“ ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა. ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გერმანული პოზიციების უფრო ძლიერი საარტილერიო დამუშავება იყო საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-ანი, გერმანული 77 მმ.ანი და ინგლისური 83.8 მმ-ანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ ყუმბარების მარაგი.
   აპრილის ბოლოს გერმანელებმა პირველად გამოიყენეს მასიური განადგურების იარაღი - გაზი. პირველად ეს იპრთან ბრძოლისას მოხდა, ფრანგების წინააღმდეგ გამოიყენეს ქლორი. ალჟუირული დანაყოფებიდან უმეტესობა დაიხჩო, ხოლო კანადელებმა თავისებური გამოსავალი მონახეს, მათ მოშარდეს ცხვირსახოცებზე და ეს აიფარეს სახეზე, რითაც გადარჩნენ. იპრთან ბრძოლა 4 კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო დღეებში ჯარისკაცებმა მიიღეს ნამდვილი აირწინაღები. ამის შემდეგ გაზს ორივე მხარე იყენებდა რაც საკმაოდ ტიპიური გახდა დასავლეთ ფრონტის ბრძოლებისთვის. იმავე წელს გერმანელებმა სხვა ახალი იარაღი გამოიგონეს - ცეცხლმფრქვევი.
      მაისში ომში იტალიაც ჩაერთო, ანტანტას მხარეს. თუმცა მთელი ომის მანძილზე მან ვერაფერი შესძლო იტალიელთა 10-ივე შეტევა მათივე სამარცხვინო გაქცევით დასრულდა.
  ზაფხულის დასაწყისში ფრანგებმა 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ განახორციალეს ახალი შეტევა არტუაში, მაგრამ იმის გამო რომ სარდლობამ ისევ არ იცოდა რა ხდება წინა ხაზზე, შეტევა ჩაიშალა, თან გერმანელებს უკვე უკეთესი გამაგრებები ჰქონდათ. ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები ჰქონდა, გერმანიაში და საფრანგეთში ჯარში ახალი გაწვევები დაიწყო, ხოლო ინგლისელები „ახალი ჯარების“ იმედათ იყვნენ.
   25 სექტემბერს 4 დღიანი საარტილერიო მომზადების შემდეგ არტუაში და შამპანში მოკავშირეებმა ისევ შეუტიეს, ინგლისელებმა თავდაპირველად გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, მაგრამ რეზერვები ძალიან გვიან მივიდნენ და გერმანელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება. ამ შეტევებმა მოკავშირეებს ვერანაერი შედეგი ვერ მოუტანა, თან 250000 ადამიანი დაკარგეს, გერმანელებმა კი 140000. ამრიგად ჯარებს მოუწიათ სანგრებში კიდევ ერთი ზამთრის გატარება.
    ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება, რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია, მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააჭმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ. ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350000 ადამიანი დაკარგა და თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.
   ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1 ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავშირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრძოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.
    ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც სეეძლო ტრანშეებისდ და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.
   1916-17 წლების ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს ჰინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დანაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა ჰინდენბურგის ხაზი.
   ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან უკან დახევისას მათ ბევრი ნაღმი დატოვეს, რაც მოკავშირეების წინსვლას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა 9 აპრილს არასთან იერიში განახორციალეს.
    პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
     ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს - ვერდენის ერთ-ერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.
    თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.
    1916 წლის ბოლოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არტურ ციმერმანმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მექსიკა უნდა ჩაბმულიყო ომში გერმანიის მხარეს, იმ შემთხვევაში თუ აშშ ჩაებმეოდა ომში. საიდუმლო ინსტრუქცია გაუგზავნა გერმანიის ელჩს მექსიკაში. ინსტრუქციის თანახმად ელჩს უნდა შეეთავაზებინა მექსიკის მთავრობისთვის აშშ-ის წინააღმდეგ გერმანია-მექსიკის სამხედრო თანამშრომლობის გაფორმება. სანაცვლოდ, გერმანია მექსიკას პირდებოდა დახმარებას აშშ-ის მიერ 1846-1848 წლებში წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას. ციმერმანის დეპეშა ხელში ჩაუვარდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას და დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ს. 1917 წლის 1 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტმა დეპეშა გამოაქვეყნა. მექსიკის მხარემ განაცხადა, რომ მათ გერმანიის ამ წინადადებას უარით უპასუხეს. თვით ციმერმანმა რაიხსტაგში გამოსვლისასა განაცხადა, რომ მისი დეპეშა წარმოადგენდა მხოლოდ ინსტრუქციას, აშშ-ის მიერ გერმანიისთვის ომის გამოცხადების შემთხვევაში.
    ციმერმანის ტელეგრამა (გერმ. Zimmermann-Depesche) აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა გამოიყენა გერმანიის წინააღმდეგ ომის გამოცხადების საბაბად.
   აშშ ანტანტას დასახმარებლად ყოველკვირეულად 30 ათასიან ახალ ლაშქარს გზავნიდა. ამიერიდან ომში უპირატესაობა ანტანტამ მოიპოვა.
    მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან გადასატანად ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი იყო ვიტესხეტე-მესინის ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. 7 ივლისს დილით ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს. ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.
    იერიში 31 ივლისს დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ ფლანდრიის სადრენაჟო სისტემა მოშალა, ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.
    ამ ბრძოლებს მესამე იპრი დაერქვა. ნოემბრისთვის ბრიტანელებმა დაიკავეს 41 კვადრატული მილი ჭაობი, უდიდესი დანაკარგების საფასურად. ტანკებმაც ვერ გაამართლა, ისინი პირდაპირი გაგებით ჩაიფლნენ ტალახში. სარდლობა ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტანკი კარგი იარაღია, ამისთვის აირჩიეს მშრალი მონაკვეთი სომასთან კამბრეს რაიონში. 20 ნოემბერს საარტილერიო მომზადების გარეშე 378 ტანკმა გადაკვეთა ნეიტრალური ზოლი და გაარღვია გერმანული თავდაცვის ხაზი. იერიშს უძღვებოდა გენერალი ჰიუ ლუისი. ბრიტანელებმა 5 მილით შეაღწიეს გერმანულ პოზიციებში. ინგლისელებს იმედი დაებადათ რომ როგორც იქნა მოხდა ნანატრი გარდატეხა და ომის მიმდინარეოისას პირველად ინგლისის ეკლესიებში აჟღერდა ზარები, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს მხოლოდ 40 ტანკმა შეძლო შეტევის გაგრძელება, თან გერმანელებმა რეზერვებს მოუხმეს. ნოემბრის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ 2 მილით შეძლეს გაღრმავება, მაგრამ გერმანელებმა შეძლეს მძლავრი კონტრშეტევის ორგანიზება და ინგლისელები საწყის პოზიციებზე გადაისროლეს. 1917 წელს ზამთრის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უფრო გვიან მოხდა ვიდრე წინა წლებში. მოკავშირეები ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, რაც ნიშნავდა მათი ომიდან გამორთვას. გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტიდან ჯარები დასავლეთში გადაიყვანეს, ხოლო ამერიკის იომსი მონაწილეობა სიმბოლური კონტიგენტით იფარგლებოდა. ფრანგები და ინგლისელები კი 1917 წლის ოპერაციების შედეგად გამოიფიტნენ. ამიტომ მოკავშირეებმა თავდაცვით პოზიციებზე გადასვლა ამჯობინეს.
   1918 წელს გერმანელებმა კი შეიმუშავეს ახალი თავდასხმითი ტაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე უკვე იყო გამოყენებული. შეტევას იწყებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი საშტურმო რაზმები, რომლებიც ყველაზე დაძაბულ წერტილებს გვერდს უვლიდნენ, ამ წერტილების ჩახშობა უკან მომავალ ჯარებს ევალებოდათ და შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვაში რაც შეიძლება ღრმად. ხოლო წინასწარი მოკლე საარტილერიო მომზადება ემსახურებოდა წინა ხაზისა და უკანა ხაზებს შორის კავშირის გაწყვეტას.
   პირველი დარტყმა ინგლისელების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანელებს სურდათ მათი ფრანგებისგან მოჭრა და ლა-მანშისკენ გადასროლა. გერმანელებს ის პირობა უწყობდა ხელს რომ, "მესამე იპრის" კრახის შემდეგ ინგლისურმა სარდლობამ შეწყვიტა ახალი ჯარების გადასროლა საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ინგლისელებმა იკისრეს მდინარე უაზას სამხრეთით 25 მილიანი მონაკვეთის დაცვა. 21 მარტს გერმანელებმა შეუტიეს, ინგლისელებს კი ჯერ არ ჰქონდათ გამაგრებები მზად. ამასთან ერთად, საშტურმო რაზმებმა როდესაც დაიწყეს ოპერაცია, ძლიერი ნისლი ჩამოწვა. მათ მოახერხეს უკიდურესი ჩრდილოეთის ნაწილის გარდა მთელი თავდაცვის ზოლის გარღვევა. სამხრეთით ბრიტანული მეხუთე არმია 15 დღიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა შეტევა ამენთან შეჩერდა, ინგლისელებმა ყველაფერი დაკარგეს რაც 1916 წლიდან მოიპოვეს.
    9 აპრილს გერმანელებმა შეუტიეს მდინარე ლისთან, ბელგიის საზღვართან, აქაც ბრიტანელებს მოუწიათ დახევა, მაგრამ აპრილის ბოლოს მოკავშირეებმა მოახერხეს თავდაცვის ხაზების გამაგრება და გერმანელთა შეტევები შეაჩერეს.
    ამის შემდეგ გერმანელებმა ფრანგებს შეუტიეს შმენ-დე-დამის რაიონში, რათა ფრანგების ყურადღება გაეფანტათ და კიდევ ერთხელ დაერტყათ ინგლისელებისთვის. საშტურმო რაზმები მანამდე მივიდნენ, მაგრამ აქ ისინი ამერიკელებმა შეაჩერეს. ამ დროისთვის ამერიკის სამხედრო კონტიგენტი ევროპაში საგრძნობლად გაიზარდა. 9 ივნისს გერმანელებმა უაზასთან სცადეს დარტყმა, ფრანგებმა უკვე იცოდნენ მათი ტაქტიკა, ამიტომ საშტურმო რაზმები ჯერ გაატარეს შემდეგ კი ფლანგებიდან დაარტყეს.
   ეს ოთხი თავდასხმითი ოპერაცია გერმანელებს 800 000 მოკლულის და დაჭრილის ფასად დაუჯდათ, გერმანელები უკვე გამოიფიტნენ. მიუხედავად ამისა ლუდენდორფმა 15 ივლისს შამპანსი 52 დივიზია გაუშვა შეტევაზე, მაგრამ აქაც ფრანგებმა და ამერიკელებმა ფლანგებიდან დაარტყეს.
    ამით დასრულდა გერმანიის იმედები დასავლეთ ფრონტზე გამარჯვებაზე ამერიკის სამხედრო კონტიგენტის ჩამოსვლამდე. ინიციატივა ისევ მოკავშირეების ხელში გადავიდა.
აღმოსავლეთ ფრონტი
    აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანიის მცირერიცხოვანი ჯარები იდგნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც მათ თავი უნდა დაეცვათ ახალი დანამატების მიღებამდე. ავსტრიელები ჯერ კიდევ იბრძოდნენ სერბეთში, როდესაც ავსტრიის გენშტაბის უფროსმა კონრად ფონ გეტცენდორმა დაიწყო რუსულ პოლონეთზე თავდასხმის გეგმის შემუშავება. მას ჩრდილოეთიდან გერმანელების დახმარების იმედი ჰქონდა.
    ავსტრიის შეიარაღებულ ძალებს ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა, მიუხედავად კარგი გაწვრთნისა და შეიარაღებისა, იგი ეთნიკურად ძალიან არაერთფეროვანი იყო და მისი ჯარისკაცები ათამდე სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. თან ყოველთვის იყო საშიშროება რომ ბრძოლისას ისინი თავის ეთნიკური მოძმეების წინააღმდეგ აღმოჩნდებოდნენ, ამ ყველაფრის გათვალისწინება უწევდა სარდლობას.
    რუსეთის გეგმაში კი შედიოდა პოლონეთიდან შეტევა, აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელების ალყაში მოქცევა და ბერლინისკენ გალაშქრება. ამავდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ავსტრიულ გალიციაში და კარპატებთან გამაგრებული ავსტრიელები გაენადგურებინა. რუსულ არმიას შეეძლო 6 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და იგი ყველაზე დიდი იყო ევროპაში, მაგრამ ამავდროულად ყველაზე არამობილურიც. რკინიგზების ძალიან მცირე რაოდენობა არ აძლევდა რუსეთს სწრაფი მობილიზაციის ჩატარების საშუალებას.
  ავსტრიის შეჭრა სერბეთში არ ვითარდებოდა გეგმისამებრ, სერბები კარგად იყენებდნენ მთიან რელიეფს რაც მათ თავდაცვაში უპირატესობას ანიჭებდა. თვენახევრის მანძილზე ავსტრია-უნგრეთმა ვერავითარ წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო დანაკარგები უკვე 40000 კაცი ჰყავდა. გალიციაშიც არ მიდიოდა საქმე კარგად, ქალაქ ლემბერგთან (ლვოვი) ავსტრიის და რუსეთის ჯარებმა ბრძოლა გამართეს, დანაკარგები ორივე მხარეს ძალიან მძიმე ჰქონდა, თან ავსტრიელებს 100 კმ-ით დასავლეთით მოუწიათ დახევა.
   აღმოსავლეთ პრუსიაში სიტუაცია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა. 17 აგვისტოს რუსულმა კავალერიამ რენენკამპფის მეთაურობით გადაკვეთა საზღვარი და სამ დღეში შეუტია გერმანიის მერვე არმიას გუმბინემთან. მარჯვენა ფლანგზე რუსების შეტევა შეაჩერეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში რუსებმა მიაღწიეს წარმატებას. გერმანელებს დაეწყოთ პანიკა და არმიის მხედართმთავარმა ფონ პრიტვიცმა უკან დახევა დაიწყო.
   23 აგვისტოს პრიტვიცი შეცვალეს პაულ ფონ ჰინდენბურგით ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა ერიხ ფონ ლუდენდორფი. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. 26 აგვისტოს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ ნემანს იქეთ განდევნეს. რუსებმა 60000 ადამიანი დაკარგეს.
    ამრიგად, ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ, რომ რუსები თავისი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის ცინდაოს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ ატლანტის ოკეანეში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს.
   მიუხედავად იმისა რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.
    როგორც დასავლეთის ფრონტზე, ასევე აღმოსავლეთზეც თავდაპირველი საომარი გეგმები ჩავარდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის რომ ავსტრია-უნგრეთის ჯარები ვერ გაუმკლავდნენ სერბებს. სერბებმა და ჩერნოგორელებმა არა მხოლოდ შეაჩერეს შეტევა, არამედ დეკემბერში უკან დუნაის მეორე მხარეს დაახევინეს.
   მიუხედავად იმისა რომ სექტემბრის შუა რიცხვებში რუსებმა ნახევარი მილიონი დაკარგეს, ისინი მაინც არ დასუსტდნენ, ციმბირიდან და ურალიდან გაუთავებლად მოდიოდა ჯარისკაცთა ახალი ეშელონები. რუსებმა გადაწყვიტეს ავტრიელებისთვის სელეზიაში დარტყმა. გერმანელებმა იცოდნენ ამის შესახებ და იმასაც აცნობიერებდნენ, რომ ავსტრიელები დამოუკიდებლად ვერ აღუდგებოდნენ რუსებს, ამიტომ აღმოსავლეთ პრუსიიდან ჯარების ნაწილი გადაიყვანეს ავსტრიელთა დასახმარებლად. თავდაპირველად გერმანელებმა გადაწყვიტეს ვარშავის დაკავება, სადაც რუსებს ტყვია წამლის საწყობები ჰქონდათ, მაგრამ რუსების მხედართმავრისთვის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვისთვის, ცნობილი გახდა ეს ჩანაფიქრი. 9 ოქტომბერს გერმანელებმა გადაკვეთეს ვისლა და მიადგნენ ვარშავას. დაიწყო ბრძოლა, მაგრამ გერმანელებს შეეშინდათ რუსების ფლანგიდან შეტევის და დაიხიეს.
    რუსები ისევ შევიდნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, მიუხედავად იმისა რომ გერმანული თავდაცვა იქ შესუსტებული იყო, მათ მაინც მოახერხეს რუსების შეტევის შეჩერება. როდესაც გერმანელებმა ვარშავიდან დაიხიეს რუსებმა ავსტრიელებს შეუტიეს და სილეზიაში შეჭრისთვის მომზადებაც დაიწყეს. გერმანელებმა წინასწარ იცოდნენ რუსების გეგმების შესახებ და ლოძთან შეტაკების შედეგად ისინი ვარშავისკენ დახიეს. ამით რუსების შესატევი გეგმები ჩაიშალა.
   გერმანული არმია რუსულზე ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ რუსული ავსტრიულს მაინც ჯობდა, ამიტომ გერმანიის აქტიური მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე აუცილებელი იყო. გერმანელებმა გადაწყვიტეს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ პრუსიაში შეტევა და სამხრეთით კარპატებზე. 1915 წლის იანვრის დასაწყისში დაიწყო კარპატებზე შეტევა, მაგრამ ღრმა თოვლის გამო შეტევა შეჩერდა. მარტში კი რუსებმა კონტრშეტევა განახორციალეს და დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები.
   აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელებს საქმე უკეთესად წაუვიდათ. ძალიან ცუდად შეიარაღებულ მეათე არმიას ალყა შემოარტყეს და 90000 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მაგრამ შემდეგ რუსებს კიდევ ერთი არმია დაემატათ და შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება და გერმანელების შეჩერება. ამის შემდეგ გერმანულმა გენშტაბმა პრიორიტეტულად სამხრეთით შეტევა მიიჩნია.
ამასობაში გერმანიის მხარეს ომში ჩაერთო თურქეთიც. მათ შეუტიეს რუსეთში შემავალ სომხეთს, მაგრამ რუსებმა მათ უკან დაახევინეს. მეტი წლის ბოლომდე ამ ფრონტზე არაფერი არ მომხდარა, რადგან შეტევისთვის არცერთ მხარეს არ ჰქონდა საკმარისი ძალა.
   1915 წლის გაზაფხულზე რუსეთის თხოვნით დარდანელებზე დაიწყო ინგლისურ-ფრანგული ოპერაცია. მოკავშირეებმა გადმოსხეს დესანტი, მაგრამ თურქებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და ეს ოპერაციაც ჩიხური სიტუაციით დამთავრდა. მოკავშირეებმა 250 000 ჯარისკაცი დაკარგეს და 1916 წლის დასაწყისში მოახდინეს ჯარების ევაკუაცია.
   მაისში ავსტრო-უნგრეთს ომი იტალიამ გამოუცხადა ტიროლის ანექსიის მიზნით. იტალიის ჩრდილო აღმოსავლეთით გაიმართა ბრძოლები, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო შემდეგი ორწლინახევრის მანძილზე უპირატესობის მიღწევა. იმავე თვეს გერმანელებმა და ავსტრიელებმა შეუტიეს რუსებს ვისლასთან ქალაქებს გორლიცასა და ტარნუვის შორის. რუსებმა დაკარგეს ლვოვი და ვარშავა, მაგრამ მეტი უკან აღარ დაიხიეს და რიგიდან ჩერნოვიცამდე (რუმინეთის საზღვარი) გამაგრდნენ.
    ბალკანეთზე ოქტომბრამდე არაფერი არ ხდებოდა. ოქტომბერში კი გერმანიის და ავსტრო-უნგრეთის მხარეს ომში ბულგარეთი ჩაება და შეუტია სერბებს. სერბულ არმიას მოუწია ალბანეთში გაქცევა და იქიდან კუნძულ კორფაზე ევაკუაცია. ინგლისელებმა და ფრანგებმა ვერ მოასწრეს მათი დახმარება.
   1916 წლის დასაწყისშივე ავსტრიელებმა დაამარცხეს ჩერნოგორია და ალბანეთი. ამრიგად აღმოსავლეთ ფრონტზე აშკარა უპირატესობას ფლობდნენ გერმანელები და ავსტრიელები. იანვარში რუსებმა თურქულ სომხეთს შეუტიეს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ აიღეს ერზერუმი და ტრაპეზუნდი. თურქებმა კონტრსეტევის განხორციელება ვერ შეძლეს.
  4 ივნისს რუსებმა ალექსეი ბრუსილოვის ხელმძღვანელობით კარპატების ავსტრიელებს შეუტიეს. ავსტრიელები ვერ აჩერებდნენ რუსებს, გერმანელების ძირითადი ძალები კი დასავლეთ ფრონტზე იყო კონცენტრირებული, ამიტომ ძალიან გაუჭირდათ ძალების შეკრება და ავსტრიისთვის დახმარება. აგვისტოში კი ავსტრო-უნგრეთსა და გერმანიას ომი რუმინეთმა გამოუცხადა. რუსების წინსვლა კი რესურსების უკმარისობის გამო შეწყდა თან გერმანელებმა მას უკან დახევა აიძულეს. შემდეგ რუმინეთს შეუტიეს და წლის ბოლოს რუმინელებს მარტო ერთი პროვინცია - მოლდავეთი დარჩათ.
    1916 წლის ბოლოს ომის შედეგები ძალიან მძიმედ აისახა რუსეთზე, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იყო. კომუნისტების გამოსვლები კიდევ უფრო ამწვავებდნენ სიტუაციას. ომის გარდა ქვეყანაში სერიოზული შინაგანი არეულობა დაიწყო. ამ მოვლენების შედეგად 1917 წლის 15 მარტს ნიკოლოზ II იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე.
    გერმანელებმა კარგად იცოდნენ რუსეთში არსებული სიტუაციის შესახებ და როგორც კი შეეძლოთ ხელი შეუწყეს ბოლშევიკებს. დააბრუნეს რუსეთში მათი ლიდერი ლენინი, რომელმაც დააჩქარა ოქტომბრის რევოლუცია.
   დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრი ალექსანდრე კერინსკი კი დემორალიზებულ არმიაში სიტუაციის მოგვარებას ცდილობდა. მან გალიციაში დიდი შეტევის გეგმა დაამუშავა, ბრუსილოვი კი მთავარსარდლად დანიშნა. შეტევა 1 ივლისს დაიწყო, რომელსაც ორდღიანი საარტილერიო მომზადება უძღვოდა წინ. რუსებმა მოახერხეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ ისევ და ისევ ცუდი მომარაგების გამო ვერ შეძლეს შეტევის გაგრძელება, ავსტრიელებმა კი მოკლე ხანში მოაგროვეს რეზერვები. 16 ივლისს რუსები ფრონტის მთელ ხაზზე შეაჩერეს, ხოლო 3 დღეში გერმანელებმა და ავსტრიელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. რუსულ არმიაში დაიწყო მასიური დეზერტირობა. რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გერმანელებმა ამით ისარგებლეს და სექტემბერში აიღეს რიგა.
   1917 წლის ოქტომბერში (ნოემბერში) რუსეთის ხელისუფლებაში სოციალისტები მოვიდნენ ლენინის ხელმძღვანელობით. 1918 წლის 3 მარტს კი რუსებმა ბრესტ-ლიტოვსკში ზავს მოაწერეს ხელი, რომლითად დაკარგეს ბალტიისპირეთი, ფინეთი, ამიერკავკასიის სამხრეთი და უკრაინის დიდი ნაწილი და ომიდან გამოვიდნენ. გერმანიამ კი მთელი ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლა.
    აღმოსავლეთ ფრონტზე ომის შეწყვეტა უპირველეს ყოვლისა იტალიელებმა იგრძნეს. ოქტომბრიდან გერმანელებმა და ავსტრიელებმა ერთად შეუტიეს იტალიის ჩრდილო დასავლეთს და უკან დაახიეს იტალიელები. დახევა მხოლოდ მდინარე პიავესთან შეწყდა. ინგლისელები და ფრანგები იძულებულნი გახდნენ იტალიაში 11 დივიზია გადაესროლად სიტუაციის გამოსასწორებლად.
წყალქვეშა ომი
   პირველი მსოფლიო ომის საზღვაო ბრძოლებში აქტიურად გამოიყენებოდა წყალქვეშა გემები. იგივი ომის დასაწყისშივე გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო გემების ჩასაძირად, დასაზვერად და მინების დასამონტაჟებლად. ასე ბრიტანელებმა ომის დასაწყისშივე მოახდინეს გერმანული სავაჭრო ფლოტის პარალიზება, რამაც მოგვიანებით გამოიწვია გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი. გერმანელებმა ვერ შეძლეს ბრიტანეთის საპასუხო ბლოკადის მოწყობა, რადგან ამ პერიოდში მათ მხოლოდ 28 წყალქვეშა გემი ყავდათ, მიუხედავად ამისა, გერმანული სუბმარინები აქტიურად ძირავდნენ ინგლისურ გემებს ბრიტანეთის ნაპირებთან. 1915 წლის ბოლოსკენ სუბმარინების სიმცირის გამო წყალქვეშა ომმა დაკარგა აქტუალურობა.
   1916 წლის 24 მარტს გერმანელებმა ჩაძირეს ინგლისური გემი „სასექსი“, რომელზეც ამერიკის ბევრი მოქალაქი იყო. ამ ამბავმა ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გერმანელებმა შეაჩერეს წყალქვეშა ოპერაციები, იმის შიშით, რომ ამერიკაც არ ჩართულიყო ომში. ამის შემდეგ გერმანელული წყალქვეშა ფლოტის აქტივობამ ხმელთაშუა ზღვაში გადაინაცვლა.
    1916 წლის ბოლოს დასავლეთ ფრონტზე სიტუაცია გერმანელებისთვის არც ისე კარგად ვითარდებოდა, უფრო სწორად საერთოდ არანაირად არ ვითარდებოდა. ამიტომ სარდლობას იმედი ჰქონდა რომ ძლიერი წყალქვეშა შეტევით გამოეწვიათ ბრიტანულ სავაჭრო ფლოტში ისეთი დანაკარგები, რომ ინგლისელებს თვითონ ეთხოვათ მშვიდობა. დეკემბერში კი გერმანელებმა დაიწყეს ტოტალური წყალქვეშა ომი, ისინი ნეოტრალურ გემებსაც აღარ ინდობდნენ.
   ინგლისელები სხვადასხვა ტიპის მინებით ებრძოდნენ გერმანულ წყალქვეშა გემებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისად ეფექტიანი. გერმანული სუბმარინები 1917 წლის დასაწყისში უკვე სერიოზულად დაემუქრნენ ინგლისურ ეკონომიკას. მოკავშირეები გადაარჩინა ომში ამერიკის ჩართვამ. ზაფხულიდან კი ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მიმართეს სავაჭრო გემების ექსკორტირებას სამხედრო გემებით, რამაც საგრძნობლად შეამცირა ბრიტანელთა დანაკარგები, ხოლო გერმანელების გაზარდა. ამას მოყვა გერმანიის ეკონომიკის სრული პარალიზება, რამაც გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და პაციფისტური განწყობის ზრდა.
ომი ჰაერში
    1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს „სისხლიანი აპრილი“ შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები „სპადი“ და „ნიუპორ-17“. ინგლისელებმა კი „სოპვიჩ პაპი“ და „სოპვიჩი“ გამოუშვეს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც დაზვერვისთვის ასევე დასაბომბად. ომის დასაწყოსში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები, ისინი რეგულარულად უტევდნენ დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს. მხოლოდ 1916 წლის ივლისში ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა „ნიუპორ ბეიბიმ“ გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები ტექნიკურად უკეთესები იყვნენ ვიდრე გერმანული „აინდეკერები“. გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით, 14 თვითმფრინავით.
      ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საჰაერო ბრძოლები დასავლეთ ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის თვითმფრინავები - „DH-4“ და „DH-9“, გერმანელებმა „AEG“, ფრანგებმა კი „ბრეგე“. ესენი იყო მბომბავი თვითმფრინავები.
    ბომბავდნენ იარაღის საწყობებს და შტაბებს. ისინი ასევე ბომბავდნენ და ტყვიათმფრქვევებით ცხრილავდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს, ამრიგად შეტევისას ეხმარებოდნენ თავის ჯარებს და იძლეოდნენ ბრძოლის მიმდინარეობაზე ინფორმაციას. 1917 წლის ნოემბრიდან, კამბრეს ბრძოლის შემდეგ თვითმფრინავები და ტანკები ერთად ახორციალებდნენ შეტევებს.
     დასავლეთ ფრონტზე ჩატარებული ბრძოლის მოდელი განმეორებული იყო აღმოსავლეთ ფრონტზეც საბერძნეთშიც და ახლო აღმოსავლეთშიც.
     ამის გარდა ავიაცია გამოიყენებოდა ზღვაზე დასაზვერად. თვითფრინავებს ძალიან მცირე რადიოსზე შეეძლოთ ფრენა, ამიტომ დაზვერვისთვის დირიჟაბლებსაც იყენებდნენ. დაიწყო ჰიდრო თვითმფრინავების მშენებლობა, რომლებსაც წყლიდან აფრენა უნდა შეძლებოდათ. ჰიდროთვითმფრინავების წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ იმ მიზეზის გამო რომ მათაც მცირე რადიოით შეეძლოთ ფრენა, ეს გეგმა არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამერიკელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის ჰიდროთვითმფრინავები - „მფრინავი ნავები“ რომლებსაც დაბომბვაც შეეძლოთ და ჰაერში 6 საათამდე ჩერდებოდნენ. გერმანელებმა საპასუხოდ თავისი მოდელები გამოუშვეს ჩრდილოეთ ზღვაზე საპატრულოდ. აქაც ხშირად იმართებოდა საჰაერო ბრძოლები.
    იგივე მიზნებისთვის გამოიყენებოდა დირიჟაბლებიც. დირიჟაბლს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მას 48 საათი შეეძლო ჰაერში ყოფნა, ნაკლი კი იყო, რომ მარტო კარგ ამინდში შეეძლო მოქმედება. 1917 წელს სამხედრო გემების გემბანებიდან სოპვიჩ-პაპები ფრინდებოდნენ და ჯდებოდნენ. ავიამზიდები ჯერ არ იყო, ამიტომ ასეთი მანევრებისთვის მფრინავს დიდი შრომა სჭირდებოდა. უბედური შემთხვევებიც ხდებოდა. ამიტომ გამოუშვეს გემი რომელსაც ასაფრები და დასაჯდომი გემბანები ჰქონდა.
     პირველ მსოფლიო ომში ავიაციამ თავი იჩინა ქალაქების დაბომბვაში, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. 1914 წლის 30 აგვისტოს გერმანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ბომბი პარიზში, რის შედეგათაც დაიღუპა ერთი ქალი. 1915 წლის 31 მაისსდაიბომბა ლონდონი, დაიღუპა 7 ადამიანი.
    ამრიგად ეს პირველი მასშტაბური ომი იყო რომელშიც ფართოდ იქნა გამოყენებული ავიაცია და განსაზღვრა სამხედრო ავიაციის განვითარება.
      ომის უკანასკნელი სტადია
     1918 წლისთვის დასავლეთ ფრონტზე გერმანელებიც, ფრანგებიც და ინგლისელებიც დასუსტებულები იყვნენ სანგრებში სამწლიანი ჯდომის შემდეგ. რუსეთის ომიდან გასვლის შემდეგ გერმანელებმა აღმოსავლეთიდან ძალები დასავლეთ ფრონტზე გადაისროლეს, რამაც ცოტა ხნის მანძილზე შეამსუბუქა მათი მდგომარეობა, მაგრამ მოკავშირეებს ხელთ უკეთესი კოზირი ჰქონდათ, გაზაფხულზე კონტინენტზე უკვე 300000 ამერიკელი ჯარისკაცი იყო, მათი რაოდენობა კი თვეში 250000-ით იზრდებოდა. ამერიკის ომში ჩართვა გამოფიტული ინგლისელებისთვის და ფრანგებისთვის გადამრჩენელი იყო. გერმანულ არმიაში სხვა ყველაფერთან ერთად საკვები პროდუქტის ნაკლებობაც იყო.
     სხვა ფრონტებზეც ინიციატივა ანტანტის ქვეყნებისკენ გადავიდა. ოქტომბერში მოკავშირეებმა გადალახეს მდინარე პიავა და შეუტიეს ავსტრიელებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი იძულებულები იყვნენ სწრაფად დაეხიათ. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ავსტრიელებმა მოითხოვეს დაზავება. ისევე შეუტიეს ბულგარელებსაც სალონიკებში. 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა. მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ომში 1917 წლის გაზაფხულზე ჩაერთო, ამერიკელებმა აქტიურად ბრძოლებში მონაწილეობა მხოლოდ 1918 წლის გაზაფხულზე მიიღეს, რადგან ამერიკული ჯარი სრულიად არ იყო მზად ისეთი ომისთვის როგორიც დასავლეთ ფრონტზე განვითარდა. ამერიკულ კორპუსს ჯონ პერშინგი ხელმძღვანელობდა. მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული არმია, რომელშიც 14 დივიზია შედიოდა. ახალი ამერიკული არმია საბრძოლველად პირველად 1918 წლის 24 ივლისს შამპანში გავიდა.
     ამის გარდა ახლო აღმოსავლეთშიც ინგლისელებმა მოიპოვეს მთელი რიგი გამარჯვებები. მათ აიღეს ბაღდადი, შემდეგ დაიკავეს ბაქო, 1917 წლის ბოლოს იერუსალიმი. ამავდროულად თურქების ზურგს უკან ბრიტანელი ოფიცერი თომას ლოურენსი აწარმოებდა პროპაგანდულ მუშაობას არაბებში და მიაღწია მათ აჯანყებას. თურქები მიხვდნენ რომ აჯანყებას ვერ ჩაახშობენ ომის მსვლელობისას და 30 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადეს.
     გადამწყვეტი ბრძოლები კი დასავლეთ ფრონტზე ვითარდებოდა. ფრანგებმა შეუტიეს გერმანელებს შამპანში, შემდეგ ბრიტანელებმა, 8 აგვისტოს, ამენში. გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა ლუდენდორფმა ამ დღეს გერმანიის არმიის შავი დღე უწოდა. გერმანლებმა შეძლეს ამ შეტევის შეჩერება. სექტემბერში სენ-მიშელთან აკერიკელებმა შეუტიეს გერმანელებს. რის შემდეგაც ბრიტანელებმა და ბელგიელებმა შეუტიეს იპრთან, ამერიკელებმა და ფრანგებმა კი არგონზე. ბრძოლები ძალიან სასტიკი იყო. გერმანელები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მოკავშირეებს ყოველი მეტრი მიწისთვის რაც შეიძლება მეტი სისხლი დაეღვარათ.
     ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანელებმა მოახერხეს ჰინდენბურგის ხაზის გარღვევა. სანგრებში ომი დასრულდა და ისევ მობილური ომი დაიწყო. გერმანული არმია კარგად იბრძოდა, მაგრამ გერმანიაში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. ბლოკადის გამო ქვეყანაში საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტი იყო. უფრო და უფრო ძლიერდებოდაპაციფისტური განწყობები. ფრონტის ხაზზეც კი ჯარისკაცებს საშინელი საკვები ჰქონდათ. ამის გარდა გერმანიაში ჯარისკაცთა კატასტროფული დეფიციტიც დაიწყო. ჯარში უკვე 16-17 წლის ბიჭებს იწევედნენ. ოქტომბრის ბოლოსთვის ცხადი იყო რომ გერმანია დამარცხების ზღვარზეა. ლუდენდორფმა გადაწყვიტა ჯარების გერმანიის დასავლეთ საზღვართან გადაყვანა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
     სამშვიდობო მოლაპარაკებები
    სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფუძვლად ვილსონის 14 პუნქტი ედო, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის იანვარში იყო შემუშავებული. ამ დოკუმენტის თავახმად გერმანიას და ავსტრო-უნგრეთს ომის მსვლელობისას დაპყრობილი ტერიტორიები უნდა დაეთმოთ, ავსტრო-უნგრეთის და ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს ეძლეოდათ საკუთარი ეთნიკური სახელმწიფოების ჩამოყალიბების საშუალება, ხოლო გერმანიას უნდა დაებრუნებინა საფრანგეთისთვის ელზასი და ლოტარინგია. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მიიღო.
    მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, თუმცა დასავლეთ ფრონტზე ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. ვილსონის 14 პუნქტი გერმანიისთვის მისაღები იყო, მაგრამ მოკავშირეთა სამხედრო მეთაურები არ თანხმდებოდნენ ამაზე, მათ სურდათ გერმანიისგან სრული კაპიტულაცია. არეულობები დაიწყო გერმანულ ფლოტზეც და რეზერვულ ჯარებში, რომლებიც ჯარისკაცთა დეპუტატებს ირჩევდნენ, ბოლშევიკური მოდელით.
    ავსტრიის კაპიტულაციის შემდეგ გერმანია იზოლაციაში აღმოჩნდა. ქვეყანაში არეულობა სუფევდა და მძლავრობდა რევოლუციური მოძრაობა. მემარცხენებმა მოითხოვეს ომის სასწრაფოდ შეწყვეტა და ბერლინში საყოველთაო გაფიცვა მოაწყეს.
   7 ნოემბერს გერმანელებმა ფოშთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად ხალხი. ფოშმა დაუყენა პირობა, რომ გერმანელებს უნდა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორიები და გადფაეცათ მთელი ტექნიკა მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაიკავებდნენ რეინის დასავლეთ ნაპირს. გერმანელები იძულებულები იყვნენ დათანხმებოდნენ.
     9 ნოემბერს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ მოაწყო გადატრიალება კაიზერის ვილჰელმ II-ს წინააღმდეგ, რომელსაც აიძულეს ტახტზე უარის თქმა და გერმანიის დატოვება. იგი ჰოლანდიაში გაიქცა.
     ომის დასრულების შესახებ ცნობამ ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში და სხვა ქალაქებში ხლხი ქუჩებში გამოიყვანა სიხარულმა. ზეიმმა მთელი ღამე გასტანა. ამ ომს 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.11 ნოემბერს დილის 5 საათზე, როდესაც დასავლეთ ფრონტზე არტილერია ბობოქრობდა, კომპიენის ტყეში რკინიგზის ვაგონში ხელი მოეწერა ზავს. მიუხედავად ამისა კიდევ 6 საათის მანძილზე ფრონტზე იღუპებოდნენ ჯარისკაცები. ცეცხლი მხოლოს დილის 11 საათზე შეწყდა. უკანასკნელ დაღუპულ ჯარისკაცად მიიჩნევა ჯორჯ ლოურენს პრაისი, კანადელი ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა 10:58-ზე სნაიპერის ტყვიისგან. 11 საათზე კი საფრანგეთში და ფლანდრიაში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, როგორიც აქ არ იყო ოთხ წელიწადზე მეტი.
ომის შედეგები
     გერმანიამ დაკარგა აფრიკის და აზიის კოლონიები, ასევე ელზასი და ლოტარინგია. პოლონეთს გადაეცა აღმოსავლეთი პრუსია და პოზნანი, ჩრდილოეთ შლეზვიგი შეიერთა დანიამ. ბელგიას გადაეცა ეუპენი და მალმედი. გერმანიის სასაზღვრო რეგიონებში ჩატარდა არჩევნები, სადაც მოსახლეობა წყვეტდა სურდა თუ არა გერმანიის შემადგენლობაში დარჩენა. იგივე უფლება არ მიენიჭა გერმანელებს, რომლებიც სილეზიასა და ჩრდილოეთ ბოჰემიაში უმრავლესობას შეადგენდნენ. მიუხედავად ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებისა, შეერთდებოდა ავსტრია გერმანიას, ამის წინააღმდეგი აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ. ასეთი ორმაგი სტანდარტების გამოყენება ძვირად დაუჯდა ევროპას, როცა ჰიტლერმა სუდეტი, რომლის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გერმანელი იყო, ჩამოართვა ჩეხოსლოვაკიას, რისი წინაპირობაც სწორედ ანტანტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები იყო (ამა თუ იმ მიწის მოსახლეობას თვითონ უნდა გადაეწყვეტა, რომელ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდოდა). მძლავრ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური, ღატაკი ვაიმარის რესპუბლიკა, რომელმაც 1933 წლამდე იარსება. გერმანიის მოსახლეობა დაიტანჯა შიმშილით და სიღატაკის, ომის შემდეგ კი მოხდა ეკონომიკის სრული კრახი რასაც 20-ანი წლების დასაწყისში ჰიპერინფილაცია მოყვა. კომუნისტები ყველა ხერხით ცდილობდნენ სახელმწიფოს სათავეში მოსვლას. მათ კი დაუპირისპირდნენ ნაციონალ-სოციალისტები, რომლებმაც საბოლოო ჯამში მოიპოვეს გამარჯვება. პირველ მსოფლიო ომმა კორექტივები შეიტანა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო რუკაზე.
  დაიშალა ავსტრია-უნგრეთი. წარმოიქმნა დამოუკიდებელი ავსტრიის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკები და სლოვენთა, ხორვატთა და სერბთა სახელმწიფო რომელიც მოგვანებით იუგოსლავის სამეფოდ იქცა. უნგრეთში კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. 
    დაიშალა ოტომანთა იმპერიაც. არაბებმა თავისი ფსევდო დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნეს, რომლებიც ინგლისის და საფრანგეთის კონტროლის სფეროებად იქცნენ.
     იტალიაშიც პოლიტიკური არასტაბილურობა სუფევდა, სანამ ხელისუფლებაში დიქტატორი ბენიტო მუსოლინი არ მოვიდა. დიდ ბრიტანეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი სუფევდა, არ წყდებოდა მუშათა და ჯარისკაცთა გამოსვლები. გამარჯვებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საფრანგეთი იყო. ოთხი წლის ნამძილზე სწორედ მის ტერიტორიაზე გადიოდა ფრონტის ხაზი. ეკონომიკა დანგრეული იყო, ფრანგი მამაკაცების 27% კი ომში დაიღუპა.
     რუსეთის იმპერია დაემხო და 20-ანი წლების დასაწყისში ქვეყანაში საშინელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1922 წელს გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და დეკემბერში ახალი სახელმწიფო სსრკ ჩამოაყალიბეს.
      როდესაც დიპლომატებმა მარშალ ფოშს აჩვენეს გერმანიის კაპიტულაციის პირობები რომელზედაც გერმანელ ხელმძღვანელობას ხელი უნდა მოეწერა, ფოშმა წამოიყვირა „ეს რა არის?! ეს ზავი კიარა ეს ომია, ამაყი გერმანელი ერი ამას ვერ მოითმენს“.

მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელოვანი მოვლენები
1939 წ
23 აგვისტო - „მოლოტოვ-რიბერტოპის“ ზავი
    მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი „სს-ის“ წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.
    ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა „შლეზვიგ-ჰოლშტაინმა“. პოლონური არმია რიცხობრივად თანაბარი იყო ვერმახტის, თუმცა ტექნიკური და საბრძოლო ტაქტიკის მხრივ დიდად ჩამორჩებოდა თავდამსხმელებს. პოლონეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებაზე, რომელებთანაც მას ე.წ. „გარანტიის პაქტი“ ჰქონდა დადებული 1939 წლის 30 მარტს. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 3 სექტემბერს ულტიმატუმი წაუყენეს გერმანიას და მოსთხოვეს ჯარების დაუყოვნებლივი გამოყვანა პოლონეთის ტერიტორიიდან. „გარანტიის პაქტის“ მიხედვით ინგლის-საფრანგეთს ულტიმატუმის შეუსრულებლობის პირობებში სამხედრო მოქმედებები უნდა დაეწყოთ არაუგვიანეს 15 დღისა. ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ისეთივე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ პოლონეთის მიმართ, როგორიც ეკავათ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის და ავსტრიის ანშლუსის დროს. გერმანიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა რომ პოლონეთის ორივე მოკავშირემ - ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
    17 სექტემბერს პოლონეთის იმედებს წერტილი დაესვა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად წითელმა არმიამ მოახდინა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად ამ ძალადობრივი ფაქტისა ამჯერად ინგლისს და საფრანგეთს საბჭოთა კავშირისათვის ომი არ გამოუცხადებიათ. იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და რუმინეთს შეაფარა თავი. პოლონეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალი იყო.
    28 სექტემბერს დაეცა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, რომელიც 18 სექტემბრის შემდეგ ვერმახტის ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა. 29 სექტემბერს გერმანელებმა აიღეს მოდინის ციხესიმაგრეც. 2 ოქტომბერს პოლონეთის არმიის დარჩენილმა ნაწილმა იარაღი დაყარა
    8 ოქტომბერს ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების თანახმად პოლონეთი სადემარკაციო ხაზის საშუალებით გაიყვეს გერმანიამ და სსრკ-მა. გერმანიამ არა მარტო ვერსალის ზავით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, არამედ მესამე რაიხის შემადგენლობაში შევიდა თითქმის მთელი ცენტრალური პოლონეთი ქ. ლოძთან ერთად. პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა გენერალ-გუბერნია.
     ამრიგად 1939 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას. ამ მიზეზით საფრანგეთმა 5 სექტემბერს დაიწყო შეზღუდული, უფრო სწორად სიმბოლური შეტევა ზაარის მხარეზე. გერმანელბმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიხიეს უკან, გამაგრებული „დასავლეთის კედლის“ (სამხედრო სიმაგრათა ხაზი) უკან. ამის შემდეგ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ საარტილერიო გასროლებს, საომარ მოქმედებებს დასავლეთის ფრონტზე ადგილი არ ჰქონია. ომის ეს ფაზა ცნობილია „მჯდომარე ომის“ სახელით. გერმანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპაგანდისტულ „თავდასხმებს“ საფრანგეთის არმიაზე. პლაკატებითა და მეგაფონებით „შეიარაღებული“ ვერმახტის კარისკაცები მიმართავდნენ ფრანგებს: „რატომ იბრძვით?“ ან „ჩვენ პირველები არ გავისვრით“ და ა.შ.
     27 სექტემბერს ჰიტლერმა უბრძანა სახმელეთო ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობას ("OKH") შეემუშავებინათ თავდასხმითი გეგმა, ე.წ. „ყვითელი შემთხვევა“ (გერმ. „Fall Gelb“). 29 ოქტომბერს გეგმა უკვე მზად იყო. იგი მიზნად ისახავდა 2 არმიით ბელგიისადა ნიდერლანდების გავლით მოკავშირეთა ჯარებზე თავდასხმას და მათ განადგურებას მდ. სომის ჩრდილოეთით.
    საბოლოო ჯამში თავდასხმას ადგილი 1939 წელს არ ჰქონია. ცუდი ზამთრის პირობებისა და პოლონეთში მოსალოდნელზე მეტი დანაკარგების გამო ჰიტლერმა თავდასხმა ერთიანობაში 29-ჯერ გადადო.
ფინეთ-საბჭოთა კავშირის ზამთრის ომი (1939-1940)
     1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1500 ტანკითა და 3000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25000-ს არ აღემატებოდა.
    ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. 1940 წლის 12 მარტს ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელი მოეწერა საზაო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც კარელიის ნაწილი და ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო (დღ. პეჩენგა) სსრკ-ს გადაეცა. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა, თუმცა უშედეგოდ.
1940 წ
გერმანელები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში.
     1939 წლის მიწურულში გერმანიის ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადა ფრანგული რკინის მადნის მიწოდების შეწყვეტით. ნეიტრალური შვედეთის მიერ გერმანიის რკინის მადნით უზრუნველყოფა საკმარისი არ იყო, იგი ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნის მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა. ასევე დიდ როლს გერმანიის ეკონომიკისთვის თამაშობდა ფინური ნიკელი, რომელიც შვედეთის გავლით ნორვეგიის ქალაქ ნარვიკიდან მიეწოდებოდა გერმანიას. აქედან გამომგდინარე ნორვეგიას დიდი ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა მესამე რაიხისთვის.
     დიდი ბრიტანეთი ცდილობდა ეს სასიცოსხლოდ მნიშვნელოვანლი ეკონომიკური ძარღვი გადაეკეტა გერმანიისათვის. 1940 წლის 5 თებერვალს ფრანკო-ბრიტანულმა სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა 4 დივიზიის ნარვიკში გადასხმა. ბრიტების მიერ განძრახულმა თავდასხმამ ნორვეგიულ პორტზე აიძულა ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა ცალკე შტაბი შეექმნა ნორვეგიისათვის. 1 მარტს ჰიტლერმა საბოლოოდ დაამტკიცა ოპერაცია „ვეზერიუბუნგი“' (ქართ. „წვრთნა ვეზერზე“, გერმ. "Weserübung"), რომელიც მიზნად ისახავდა დანიის დაპყრობას და მისი, როგორც სასტარტო პლაცდარმის გამოყენებას ნორვეგიის დასაპყრობად. მარტში უკვე ადგილი ჰქონდა ცალკეულ შეტაკებებს ბრიტანულ საზღვაო ძალებთან.
     5 აპრილს მოკავშირეებმა დაიწყეს ნორვეგიის სანაპირო წყლების დანაღმვა (ოპერაცია „ვილფრიდი“) და გეგმავდნენ დამატებით ჯარების ნორვეგიის ტერიტორიაზე გადასხმას. მეორე დღეს, 6 აპრილს გერმანულმა მხარემ დაიწყო ოპერაცია ვეზერიუბუნგის განხორციელება, რომლის დროსაც მობილიზირებულ იქნა თითქმის მთელი გერმანული ფლოტი და გაგზავნილ იქნა ნარვიკის მიმართულებით.
    9 აპრილს ნარვიკში გადასხდა ვერმახტის სამთო ეგერთა დივიზია. ბრიტანელები გერმანული დესანტის ნორვეგიაში გადასხმას შეუძლებლად თვლიდნენ და იქ მხოლოდ არმიის პატარ კონტინგენტი ჰყავდათ. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო "ვერმახტს" დანიის უბრძოლველად დაპყრობის შემდგომ უკვე 10 აპრილისათვის თითქმის წინააღმდეგობის გაუწევლად აეღო ქალაქები სტავანგერი, ტრონდჰაიმი და ნარვიკი. 12 აპრილს ბრიტანეთმა სტრატეგიული მოსაზრებებით დაიკავა დანიური ფარერის კუნძულები.
    13 აპრილს ოფოტ-ფიორდში ადგილი ჰქონდა მძიმე საზღვაო ბრძოლებს, რომლებშიც ინგლისურმა საზღვაო გამანადგურებლებმა და საბრძოლო გემმა „ვორსპაიტმა“ (ინგ. "HMS Warspite") შეძლეს ჩაეძირათ ყველა გერმანული საზღვაო გამანადგურებლები, ხოლო უკან დახეული მსუბუქი კრეისერები და სატვირთო გემები მოკავშირეთა წყალქვეშა ნავების და „სამეფო საჰაერო ძალების“ (ინგ. Royal Air Force - "RAF") მიერ იქნენ განადგურებულნი. 17 აპრილს „სამეფო ფლოტმა“ მძლავრი ცეცხლი გაუხსნა „ვერმახტის“ პოზიციებს და დაიწყო ჯარების გადასხმა ნორვეგიაში. 19 აპრილისთვის დასრულებულ იქნა ბრიტანელი ჯარისკაცების და პოლონური და უცხოთა ლეგიონის შენაერთების გადასხმა.
    ამასობაში ხელსაყრელი ამინდის გამო ვერმახტმა შეძლო გაემაგრებინა თავისი პოზიციები ფრონტზე. 2 მაისს ლუფტვაფეს პილოტებმა საპორტო ქალაქ ნამსოსთან ჩაძირეს ბრიტანული და ფრანგული საიერიშო ხომალდები. იმავე თვეში ჩერჩილმა მიიღო გადაწყვეტილება მოკავშირეთა ჯარების ევაკუაციისა ნორვეგიიდან. რისი მიზეზიც გერმანიის სამხედრო წარმატებები იყო საფრანგეთში. სანამ მოკავშირეთა 24.500 კაციანი არმია ნორვეგიას დატოვებდა მათ შეძლეს დროებით აეღოთ ნარვიკი და მისი პორტი გაანადგურეს. 10 მაისს ნორვეგიის არმიამ იარაღი დაყარა და ამით დასრულდა ოპერაცია „ვეზერიუბუნგი“.
    ნორვეგია რაიხსკომისარიატად გადაკეთდა, თუმცა ჰიტლერის ნებით შეინარჩუნა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი და გერმანიის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. მომდევნო წლებში ნორვეგია ვერმახტის მიერ ძლიერ იქნა გამაგრებული, ელოდა რა ჰიტლერი მოკავშირეთა სავარაუდო დესანტს. 1942 წლის თებერვალში გერმანიამ ნორვეგიის სათავეში ვიდკუნ ქუისლინგის მარიონეტული მთავრობა დასვა.
გერმანიის ბენილუქსსა და საფრანგეთზე თავდასხმა
   დასვლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრაბული იყო „ზიგფრიდის“ (გერმ. „Siegfried“) , ხოლო საფრანგეთის მხრიდან „მაჟინოს“ (ფრანგ. „Maginot“) თავდაცვითი ხაზით. მაჟინოს 130 კმ-იანი თავდაცვითი ხაზის ბუნებრივ გაგრძელებას არდენები წარმოადგენდა და რაკი ის სატანკო შენაერთებისთვის ძნელად გადასალახავ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა ამიტომ საფრანგეთის გენერალიტეტი ამ მხრიდან გერმანიის თავდასხმას არ ელოდა.
    დასავლეთის ფრონტის საბრძოლო გეგმა ვერმახტში გენერალ-ლეიტანანტ ერიხ ფონ მანშტაინის და მისი ხელქვეითების, პოლკოვნიკ გიუნთერ ბლუმენტრიტის და იმჟამინდელი მაიორის ჰენინგ ფონ ტრესკოს მიერ იქნა შემუსავებული. გეგმა მიზნად ისახავდა არდენების გავლით სწრაფ გარღვევას და ჩრდილოეთით მოტოვებული მოკავშირეთა ძალებისათვის ზურგიდან დარტყმას. სატანკო და მოტორიზირებული დივიზიების დიდი კონცენტრაციით უნდა გაჭრილიყო „ხვრელი არდენებში“ და როგორც შემდგომში ჩერჩილმა თქვა „ნამგალისებური ჩაჭრით“ მოკავშირეთა არმიები ლა მანშამდე ალყაში უნდა მოექციეათ.
    1940 წლის 10 მაისს გერმანიის სამხედრო შენაერთებმა (სულ 7 არმია) დაიწყეს შეტევები ნეიტრალურ ქვეყნებზე: ბელგიაზე, ნიდერლანდებზე და ლუქსემბურგზე. 136 ვერმახტის დივიზიის წინააღმდეგ იდგა მოკავშირეთა 137 დივიზია. თავდასხმის პირველსავე დღეს ვერმახტის სადესანტო-პარაშუტისტთა ნაწილებმა აიღეს მანამდე აუღებლად მიჩნეული ბელგიური ფორტი ებენ-ემელი (ფრან. Eben-Emael). 14 მაისს გენერალ გუდერიანის ტანკებმა გადალახეს მდ. მაასი. ინგლისის „სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები“ (ინგლ. Royal Air Force) ყოველნაირად ცდილობდა დაენგრია პონტონები მდინარეზე და ხელი შეეშალა ჯარების მაასის გადალახვისთვის, მაგრამ ეს თავდასხმები წარუმატებელი გამოდგა და ბრიტანელებმა თავიანთი თვითმფრინავების დიდი ნაწილი დაკარგეს. 17 მაისს ფრანგებმა როგორც იქნა დაიწყეს შეტევა. შარლ დე გოლის მე-4 სატანკო დივიზიამ შეტევა დაიწყო მონკორნეს მიმართულებით. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა შეტევა შეწყვეტილ იქნა ლუფტვაფეს „შტუკების“ ძლიერი თავდასხმების გამო. იმავე დღეს, 17 მაისს ბრიუსელი უბრძოლველად დანებდა ვერმახტს.
    ნიდერლანდები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომშიც ნეიტრალურები იყვნენ, უფრო სუსტად იყვნენ საბრძოლველად მომზადებული, ვიდრე ბელგიელები. უნდა ითქვას რომ ვერმახტმა თითქმის უბრძოლველად დაიპყრო ქვეყანა. 14 მაისს როტერდამის დაბომბვის შემდეგ ნიდერლანდებმა კაპუტულაცია გამოაცხადა. მომდევნო დღეს მთავრობა და დედოფალი ვილჰელმინა ლონდონში გადავიდნენ ემიგრაციაში. არტურ ზაის-ინკვარტი დაინიშნა ნიდერლანდების რაიხსკომისარად.
    19 მაისს გერმანიის მე-6 არმიამ მიაღწია მდ. შელდეს და აბევილამდე წაიწია წინ. ეს შეტევა იმდენად წრაფად იწნა განხორციელებული, რომ ფრანგული და ბრიტანული სამხედრო ნაწილები დიუნკერკთან ალყაში მოქცეულები აღმოჩნდნენ. 27 მაისს მოკავშირეებმა დაიწყეს ალყაში მოქცეული 7.500 ჯარისკაცის ევაკუაცია („ოპერაცია დინამო“). სახმელეთო ჯარების დაჯგუფება „A“-ს სატანკო დივიზიებმა შეტევა ჩვეულებრივ გააგრძელეს, სანამ გენერალ-პოლკოვნიკმა გერდ ფონ რუნდშტეტმა შეჩერების ბრძანება არ გასცა. ჰიტლერის 24 მაისის ბრძანება შეტევის შეჩერების თაობაზე ისტორიული კვლევის დღემდე სადაო საკითხია, ბრძანების გაცემის მიზეზებზე ერთიანი აზრი არ არსებობს.
     4 ივნისს ევაკუაცია, რომლეშიც მონაწილეობა 900-მდე სატრანსპორტო გემმა მიიღო მონაწილეობა, დასრულებულ იქნა. მიუხედავად ლუფტვაფეს შეუწვეტელი ბომბარდირებისა ევაკუირებულ იქნა დაახ. 337000 ჯარისკაცი, აქედან 110000 საფრანგეთის არმიის. დღევანდელი გადასახედიდან ჰიტლერის ბრძანება შეტევის შეჩერების სესახებ მძიმე ტაქტიკური შეცდომა იყო, რადგან ინგლისის არმიამ ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა და შემდგომში ვერმახტის ექსპანსიას ბრიტანეთში წინ გადაეღობა.
    ბრიტანული არმიის ევაკუაციის შემდეგ საფრანგეთი თავდაცვისთვის ემზადებობდა. ბენელუქსის დაპყრობით ვერმახტმა დაასრულა ოპერაცია „ფალ გელბი“ (ქართ. „ყვითელი შემთხვევა“, გერმ. Fall Gelb) და დაიწყო ოპერაცია „ფალ როტი“ (ქართ. „წითელი შემთხვევა“, გერმ. Fall Rot). 5 ივნისს გერმანელებმა სეტევა დაიწყეს მდინარეების ესნისა და სომის რეგიონში. 9 ივნისს მე-6 ინფანტერიის დივიზიამ გადალახა მდ. სენა. 11 ივნისს მუსოლინიმ ომი გამოუცხადა მოკავშირეთა ქვეყნებს.
    14 ივნისს ვერმახტის მე-18 არმიამ უბრძოლველად აიღო პარიზი. იმავდროულად სახმელეთო არმიათა დაჯგუფება „C“-მ გაარღვია მაჟინოს ხაზი და აიღო ციხესიმაგრე ვერდენი. 17 ივნისს ახლადჩამოყალიბებული მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა ანრი ფილიპ პეტენმა საფრანგეთის კაპიტულაცია გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 1940 წლის 22 ივნისს კომპიენის ტყეში, ზუსტად იმ აგილზე სადაც 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ ხელი მოაწერა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების დოკუმენტს. ჰიტლერმა საამისაოდ მარშალ ფერდინან ფოშის ვაგონიც კი წამოაღებინა პარიზიდან. 24 ივნისს დამონებულმა საფრანგეთმა იტალიასთანაც დადო ზავი. საომარი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 25 ივნისის 01:35 საათზე. იმისათვის რომ საფრანგეთის ფლოტი გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში ბრიტანელებმა 3 ივლისს დაბომბეს მერს-ელ-ქებირის პორტი, სადაც ფრანგული გემების ნაწილი იყო სტაციონირებული.
     ბლიცკრიგი დასავლეთ ფრონტზე 6 კვირა და 3 დრე გაგრძელდა, რომელმაც 135000 მოკავშირეთა და 46000 ვერმახტის ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი. ჩრდილოეთში (გერმანიის სფერო) სტაციონირებულ იქნენ ვერმახტის და ლუფტვაფეს ძალები ბრიტანეტზე ინვაზიის დასაწყებად. ატლანტის ოკეანის პორტებში და განსაკუთრებით ბრესტში შეიქმნა კრიეგსმარინეს წყალქვესა ნავების ბაზები. სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ფრანგული კონტროლის ქვეშ დარჩა, რომელსაც პეტენის მარიონეტული მთავრობა განაგებდა ქალაქ ვიშიდან.
აგვისტო - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი იძულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
სსრკ-მ რუმინეთისგან დაიბრუნა ბესარაბია და ბუკოვინა.
 საჰაერო ომი ინგლისისათვის (1940/41)
     ინგლისისათვის საჰაერო ომის მიზანი ბრიტანეთში შეჭრისთვის (ოპერაცია „ზეელიოვე“) მზადება იყო, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა ლუფტვაფეს არაბრძოლისუნარიანი უნდა გაეხადა „სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები“ („RAF“). მიუხედავად ამისა ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ ინგლისი გერმანიის ასეთი აშკარა მუქარის გამო შეწყვეტდა ბრძოლას და ზავს ითხოვდა და შეჭრა საჭირო აღარ იქნებოდა.
    ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრიტანეთი მთელი ძალებით ემზადებოდა საჰაერო ბრძოლისათვის. მარტო ბრძოლის დაწყებიდან პირველ სამ თვეში ინგლისელებმა 1400 საბრძოლო თვითმფრინავი დაამზადეს. „რაფ-ი“ პილოტების ნაკლებობას განიცდიდა, რაც შევსებულ იქნა ბრიტანეთის თანამეგობრობის, ფრანგი, ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი მოხალისე მფრინავებით.
   ბრიტანელი მფრინავების თავგანწირულმა ბრძოლამ და დიდმა მატერიალურმა და ცოცხალმა დანაკარგებმა ორივე მხრიდან აიძულა ლუფტვაფე 1940 წლის ოქტომბრიდან შეემცირებინა ფართომასშტაბიანი ბომბარდირების აქციები და მთავარი აქცენტი ღამეულ თავდასხმებზე გადაეტანა. ლუფტვაფეს ხელმძღვანელობის და განსაკუთრებით ჰერმან გერინგის ფატალური შეცდომა იყო ინგლისელთა რადარების უგულველყოფა და ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა „რაფ-ი“ ამ თავდასხმებს არ დაუსუსტებია, ხოლო რადარის ტექნოლოგიის მიზანმიმართული გამოყენებით ინგლისელები ეფექტურად ანადგურებდნენ ლეფტვაფეს თვითმფრინავებს.
   გერინგი საჰაერო ომში დამარცხებას პილოტთა სიმხდალეს აბრალებდა, რას სიმართლეს არანაირად არ შეესაბამებოდა და უფრო ის მიზანი ჰქონდა რომ ყურადრება მისი პერსონიდან და საკუთარი შეცდომებიდან სხვა საგანზე გადაეტანა. ლონდონისა და ინგლისის სხვა ქალაქების ბომბარდირებას 32000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. ქალაქი ქოვენთრი თითქმის მთლიანად მიწასთან იქნა გასწორობული.
1941 წ
აპრილი - გერმანიის ბულგარეთზე თავდასხმა.
7 დეკემბერი - იაპონიამ დაარტყა პერლ-ჰარბორს და აშშ ომში ჩაება
მარტი - აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი ლენდ-ლიზის შესახებ - სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
     პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50,1 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება: 31,4 მილიარდი ბრიტანეთს, 11,3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3,2 მილიარდი საფრანგეთს და 1,6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7,8 მილიარდი დოლარი, აქედან 6,8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.
 22 ივნისს გერმანიის საბჭოთა რუსეთზე თავდასხმა.
1942 წ
1 იანვარი - მოხდა ტერიტორიების განაწილება
26 ქვეყნის გაერთიანება
ომის ძირეული გარდატეხა.
1943 წ
5 ივლისი ბრძოლები კურსკის შვერილზე დაიწყო გერმანელთა შეტევით.
ივლისი ინგლის-აშშ ჯარებმა დაამარცხეს იტალია-გერმანიის ძალები ჩრდილოეთ აფრიკაში
დეკემბერი - ირანის დედაქალაქ თეირანში შეიკრიბნენ ანტიჰიტლერულ კოალიციაში გაერთიანებული სამი ძირითადი ქვეყნის, აშშ, სსრკ და დიდი ბრიტანეთის ლიდერები - ფ.რუზველტი, ი.სტალინი და უ.ჩერჩილი
1944 წ
18 აგვისტო - საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ დაიწყო ანტინაცისტური აჯანყება პარიზში. შეთქმულება მოაწყეს ჰიტლერის წინააღმდეგ
ზაფხულისათვის საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა მტრის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 3/4 ნაწილი
1945 წ
იანვარი - შეტევაზე გადასული საბჭოთა ძალები შევიდნენ გერმანიის ტერიტორიაზე
8 მაისი - გერმანიის კაპიტულაცია
9 მაისი - დიდი სამამულო ომის დასასრული
2 სექტემბერი - იაპონიის კაპიტულაცია, მეორე მსოფლიო ომის დასასრული.

     მეორე მსოფლიო ომის კონფერენციები
       „თეირანის კონფერენცია“, ასევე ეურეკას კონფერენცია ან დიდი სამეულის კონფერენცია - ქალაქ თეირანში 1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გამართული გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა (უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი) შეხვედრა. კონფერენციაზე სათავე დაედო დიდ სამეულს, განიხილებოდა მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა.
      აქ, ირანის დედაქალაქში, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები: საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ი. ბ. სტალინი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფ. დ. რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უ. ჩერჩილი.  კონფერენციის მთავარი შედეგი: დეკლარაციები ერთობლივ მოქმედებებზე ომში გერმანიის წინააღმდეგ, ომისშემდგომ თანამშრომლობაზე, გადაწყვეტილება ევროპაში მეორე ფრონტის გახსნაზე 1944 წლის მაისის განმავლობაში, პოლონეთის ომისშემდგომ საზღვრებზე და ა. შ.  გაითვალისწინა რა მოკავშირეების დაჟინებული თხოვნა, სტალინმა განაცხადა საბჭოთა კავშირის მზადყოფნაზე, დაეწყო ომი იაპონიის წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ.
     „იალტის კონფერენცია“ ასევე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია იყო მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი.
     კონფერენცია საბჭოთა კავშირის ყირიმის საკურორტო ქალაქ იალტაში ჩატარდა (ამჟამად უკრაინის შემადგ.). ამერიკის დელეგაცია მეფის ყოფილ სასახლეში დააბინავეს, პრეზიდენტი რუზველტი კი ლივადიის სასახლეში, სადაც შეხვედრა იმართებოდა. ბრიტანეთის დელგაცია კნიაზი ვორონცოვის სასახლეში მოათავსეს, ალუპკაში. დელეგაციების მთავარი წევრები იყვნენ ედუარდ სტეტინიუსი, ევერელ ჰარიმანი, ენთონი იდენი, ალექსანდერ კადოგენი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. გადმოცემით სასახლის ყველა ოთახი ისმინებოდა ენკავედეს მიერ. სტალინი მატარებლით ჩამოვიდა 4 თებერვალს. შეხვედრა ოფიციალური ვახშმით გაიხსნა იმავე საღამოს.
     თეირანის კონფერენციიდან მოყოლებული მოკავშირეები ერთმენეთს სხვადასხვა დიპლომატიურ დონეზე მრავალჯერ შეხვდნენ. ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი თემა ყოველთვის იყო საერთო გეგმის შედგენა, იმის შესახებ თუ როგორ ეხელმძღვანელათ გერმანიაზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ. კასაბლანკის კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციაზე. იალტაში შეთანხმდნენ გერმანიის საკონტროლო ზონებად დაყოფაზე და ერთიანი „ცენტრალური საკონტროლო კომისიის“ შექმნაზე. 1945 წლის 8 მაისს „გროსდოიჩე რაიხმა“ უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ხოლო 23 მაისს დაპატიმრებულ იქნა „საქმეთა მმართველი რაიხის მთავრობა“ დიონიცისა და ფონ კროზიგკის მეთაურობით. ამის შემდეგ, 5 ივნისს მოკავშირეებმა „ბერლინის დეკლარაციით“ გერმანიის საკონტროლო ზონებად დაყოფა და ხელისუფლების მოკავშირეთა საკონტროლო საბჭოსათვის გადაცემა დააკანონეს.
     „პოტსდამის კონფერენცია“ (17 ივლისი-2 აგვისტო 1945), რომლის ოფიციალური დასახელება იყო „ბერლინის სამი სახელმწიფოს კონფერენცია“ წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 მთავარი მოკავშირის - სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის - უმაღლესი დონის პოლიტიკური დონის მქონე შეხვედრას, რომელზეც უნდა შეეთანხმებინათ სამომავლო მოქმედებების გეგმა. თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ბერლინი იყო დათქმული, მაგრამ ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის გამო მოლაპარაკება შედგა პოტსდამის დანგრევას გადარჩენილ სასახლე ცეცილიენჰოფში.
     კონფერენციის გადასაწყვეტი იყო შემდეგი საკითხები: განთავისფლებული ევროპის ქვეყნებს შორის ახალი საზღვრების დადგენა; დამარცხებული მხარისათვის დასაკისრებელი რეპარაციები; დაპყრობილი გერმანიის გადანაწილება სამართავ ზონებად; ჯერ კიდევ მიმდინარე წყნარი ოკეანის ომი და მისი დასრულების გეგმა.
    კონფერენციაზე მონაწილეობდნენ: შეერთებული შტატები - პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და სახელმწიფო მინისტრი ჯეიმზ ბაირნსი. საბჭოთა კავშირი - გენერალური მდივანი იოსებ სტალინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი. დიდი ბრიტანეთი - პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ენთონი იდენი. 28 ივლისისდან - ახალი პრემიერ-მინისტრი კლემენტ ეტლი და საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტ ბევინი.
      გარდა ამისა თითოეული ქვეყნის დელეგაციაში შედიოდნენ არმიის გენშტაბის შეფები და სხვა დიპლომატიური პირები, რომლეიც განთავსებულნი იყვნენ მახლობლად მდებარე ნოიბაბელსბერგის ვილებში გრიბნიცის ტბის ნაპირზე.
      პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებები თავმოყრილ იქნა ე.წ. პროტოკოლში „პოტსდამის შეთანხმება“. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო: პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და უნგრეთის გერმანული მოსახლეობის „მოწესრიგებული და ჰუმანური ტრანსფერის“ ლეგიტიმაცია. აღმოსავლეთ გერმანული მიწების (ოდერ-ნაისეს ხაზს აღმოსავლეთით) პოლონეთისათვის გადაცემა. გერმანიის მოკავშირეთა 4 საკონტროლო ზონად (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) დაყოფა. გერმანიის სარეპარაციო ზონებად დაყოფა საკონტროლო ზონების მიხედვით. ეს ბოლო პუნქტი თითოეულ მაკონტროლირებელ მოკავშირეს თავის საკონტროლო ზონაში მისი ინტერესების მიხედვით რეპარაციების დაწესების უფლებას აძლევდა, რითაც დაირღვა გერმანიის ეკონომიკური ერთიანობა. ამას მალე ცივი ომის დაწყებისთანავე გერმანიის პოლიტიკური ერთიანობის დარღვევაც მოჰყვა.

1 комментарий: