пятница, 6 января 2017 г.

საქართველოს ისტორიის მოვლენები.

1. საზოგადოების განვითარების I საფეხურს ქვის ხანა ეწოდება. იგი იყოფა სამ ნაწილად: ძველი (პალეოლითი), შუა (მეზოლითი) და ახალი (ნეოლითი) ქვის ხანებად. მსოფლიოში პალეოლითის საწყისად ითვლება დაახლოებით 2,6 მლნ. წლის წინ (ოლდოვაის კულტურა, აღმოსავლეთი აფრიკა).
2. დაახლ. 2 მლნ–1.8 მლნ წლის წინ ადამიანი დასახლდა საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე ქ. დმანისთან ახლოს. აქედან კავკასიაში დაიწყო პალეოლითი რომელიც ასევე 3 ნაწილად იყოფა: ქვედა (ადრინდელი 2 მლნ–600000 წლები), შუა (მუსტიეს ეპოქა 60000–35000 წლები) და ზედა (გვიანდელი 35000–12000 წლები).
3. ადამიანთა სახეობები: ჰომო ჰაბილისი (ხელმარჯვე ადამიანი), ჰომო ერექტუსი (წელში გამართული ადამიანი), ჰომო საპიენსი (გონიერი ადამიანი), ნეანდერტალელი ჰომო საპიენსი.
4. ადრეულ ანუ ქვედა პალეოლითის დროს  ადამიანები (ჰომო ჰაბილისები და ჰომო ერექტუსები) 30–40 კაციან ჯოგებად ცხოვრობენ გამოქვაბულებში. მამაკაცები ნადირობენ ქვის პრიმიტიული იარაღებით, წაწვეტებული ჯოხითა და ძვლით. ქალები და ბავშვები ტყეში აგროვებენ მცენარეთა ნაყოფსა და ფესვებს საკვებად და ინახავენ ცეცხლს.
5. შუა პალეოლითში ადამიანები ხვეწენ ქვის იარაღებს, ქვას აპობენ,  ქმნიან წვეტანებს, სწავლობენ მეთევზეობას, ამზადებენ ხის შუბებს.
6. ამ ეპოქის ძეგლები მიკვლეულია ცუცხვათში, ცხინვალში, წოფში (მარნეულის რაიონი) და სხვ.
7. გვიან პალეოლითში ქვის იარაღები კიდევ უფრო იხვეწება. ხდება უხეში ქვის დანების, ნაჯახებისა და საფხეკების დამზადება, ადამიანების ცხოვრებაში ჩნდება მხატვრობა, მუსიკა (ძვლისგან პრიმიტიული ფლეიტების დამზადება), ყალიბდება რელიგიური წარმოდგენები. საბოლოოდ საფუძველი ეყრება გვაროვნულ საზოგადოებას. 
8. 70000 წლის წინ ინდონეზიის კ. სუმატრაზე მომხდარმა ვულკან ტობას ამოფრქვევამ გამოიწვია უკანასკნელი „დიდი გამყინვარების“ დაწყება, რომელიც 12000 წლის წინ დასრულდა.
9. 15 ათასი წლის წინ ადამიანმა მოიშინაურა პირველი ცხოველი – ძაღლი.
10. მეზოლითი (შუა ქვის ხანა) დაიწყო 12000 წლის წინ და დასრულდა 8000 წლის წინ. ამ დროში ადამიანები გამოდიან გამოქვაბულებიდან და აგებენ ხის ტოტებისგან მოწნულ და ცხოველის ტყავგადაფარებულ სახლებს. თავდაპირველად მას აღნიშნულ პერიოდში ადამიანი ხვდება ველური ხორბალის დასაბინავებლად შექმნეს, მაგრამ შემდეგ ბინადრულ ცხოვრებაზე თანდათანობითი გადასვლის პარალელურად ასეთი სახლები ვითარდება და წმინდა ადგილად იქცევა, რომლის იატაკშიაც კრძალავენ მის მკვიდრთ. უკვე ყალიბდება 10–12 კაციანი ოჯახები. ადამიანებმა დახვეწეს ქვისა და ძვლის იარაღები და გამოიგონეს მშვილდი, რომლის ისრების წვეტებისათვის იყენებენ ობსიდიანს (ანუ ვულკანურ მინას) ნავი, იქმნება პიქტოგრაფის ანუ ხატოვანი დამწერლობა, იწყება ცხოველთა მოშინაურება.
11. ნეოლითი (ახალი ქვის ხანა) დაიწყო 8000 წლის წინ და დასრულდა 6000 წლის წინ. ამ პერიოდში ადამიანი სწავლობს სოფლის მეურნეობის დარგებს –მიწათმოწმედებასა (ქმნის ხის თოხებს, და კავს) და მეცხოველეობას. ხდება ქვის გახვრეტა და გაპრიალება. ყალიბდება ტომის მმართველობის სტრუქტურა (ბელადი, უხუცესთა საბჭო). ბოლო პერიოდში ჩნდება კერამიკის (თიხის ჭურჭელი) პირველი ნაკეთობები.
12. ენეოლითი (სპილენძ-ქვის ხანა) მოიცავს ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულს. ამ პერიოდში ადამიანი თანდათან ეუფლება სპილენძის მადნის ჩამოსხმის ხერხს, ჩნდება სპილენძის ჩამოსხმული იარაღი და სამკაული. ენეოლოთის ეპოქაში ქვის იარაღის გვერდით სპილენძის იარაღიც იხმარებოდა. მეცნიერთა უმრავლესობა ენეოლითს განიხილავს არა როგორც ცალკე ეპოქას, არამედ როგორც ბრინჯაოს ხანის ადრინდელ ეტაპს – სპილენძის ხანას.
13. ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძვ.წ. IV–II ათასწლეულებს და იყოფა 3 ნაწილად: ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანებად. ადრე ბრინჯაოს ხანა მოიცავს 3500-2500 წლ. ამ პერიოდში კავკასიაში ყვავის „მტკვარ-არაქსის კულტურა“. მის პირველ ეტაპზე ადამიანები ძირითადად ისევ ქვის იარაღებს იყენებენ, რომლებსაც ნელ-ნელა ანაცვლებს ბრინჯაო. სამაგიეროდ ვითარდება თიხის დამუშავება და ადამიანები უკვე ალიზის (გამომწვარი თიხა)  აგურით ნაგებ სახლებში იწყებენ ცხოვრებაც.
14. შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს 2500–1500 წლ. ამ დროს საქართველოში გავრცელებულია „თრიალეთის ყორღანების კულტურა“, რომლის შესწავლაში მთავარი როლი რუსმა არქეოლოგმა ბორის კუფტინმა (1892–1953) შეასრულა. თრიალეთის კულტურა შესწავლილია ძირითადად თრიალეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყორღანების ანუ მდიდრული სამარხებში აღმოჩენილი ნივთების საფუძველზე.
15. „ყორღანი“ ბელადების, ქურუმების ან სხვა განსაკუთრებული ადამიანების განსასვენებელს წარმოადგენ. იგი წრიული სისტემის 8–10 მეტრის სიმაღლის დარბაზია, რომელსაც ერთადერთი ვიწრო და დაბალი შესასვლელი აქვს. იგი ხის ძელებით არის ნაგები, სახურავის შემდეგ კი რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე ქვა და მიწა არის მოზვინული. შესასვლელამდე მას 1 კმ ქვით მოპირკეთებული სარიტუალო გზა აქვს. ამ გზით ეტლზე დასვენებულ მიცვალებული დარბაზში შეჰყავდათ.
16. გვიან ბრინჯაოს  ანუ ადრე რკინის ხანა მოიცავს 1500–1000 წლ. აღნიშნულ პერიოდში ჩამოყალიბდა „კოლხური კულტურა“ და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები – დიაოხი, კოლხა და სხვა.
17. 1200-750 წლებს „რკინის ხანას“ უწოდებენ. რკინა თანდათან ცვლის ბრინჯაოს იარაღებს.
18. რკინის ხანას აგრძელებს „ანტიკური ხანა„, რომელიც მოიცავს ძვ.წ. VIII–ახ.წ. V საუკუნეებს. იგი 3 ნაწილად იყოფა: ადრე ანტიკური (ძვწ. 750–149 წლ), კლასიკური ანტიკური (ძვ.წ. 149–ახ.წ. II საუკ) და გვიან ანტიკური (ახ.წ. III–V საუკ).
19. ანტიკური ხანის შემდეგ მოდის „შუა საუკუნეები“, რომელიც მოიცავს ახ.წ. V–XV საუკუნეებს. შუა საუკუნეები იყოფა 3 ნაწილად. „ადრე შუა საუკუნეები“ ახ.წ. V–X საუკუნეები; „განვითარებული შუა საუკუნეები“ მოიცავს XI-XIV საუკუნეებს; „გვიან შუა საუკუნეები“ მოიცავს XIV–XV საუკუნეებს.
20. შუა საუკუნეების შემდეგ მოდის ახალი დრო ანუ „ახალი ისტორია“, რომელიც იწყება კოლუმბის მიერ ამერიკის ხელახალი აღმოჩენიდან (1492 წ.) და მთავრდება პირველი მსოფლიო ომით (1918 წ.).
21. პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებულ ეპოქას უახლეს დროს ანუ „უახლეს ისტორიას უწოდებენ“.
22. ძვ.წ. 1112 წელს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I ლაშქრობს ნაირის (ჩრდილოეთის) 23 ქვეყნის კოალიციის წინაარმდეგ, რომელსაც სათავეში უდგას დაიან/დიაოხის მეფე სიენი. სიენი მარცხდება და პატიების სანაცვლოდ ხარკს კისრულობს ასურეთის სასარგებლოდ.
23. ძვ.წ. IX–VIII საუკუნეებში ურარტუს მეფეები მენუა და არგიშთი მრავალჯერ ლაშქრობენ დიაოხის მეფის უტურფუსის წინააღმდეგ, ამარცხებენ მას და იპყრობენ დიაოხს. დიაოხელთა შთამომავლებს ბერძნებმა „ტაოხები“ უწოდეს, რომელთა სახელი შემორჩა ქართულ პროვინცია ტაოს.
24. XII–VIII საუკუნეებში ასურული და ურარტული ლურსმნული წარწერები მოგვითხრობენ მეორე ქართული ქვეყნის კოლხას შესახებ, რომელიც შავი ზღვისპირეთში მდებარეობდა. VIII საუკუნეში კოლხა ჯერ ორჯერ ურარტუს მეფე სარდურმა დაარბია, შემდეგ კი მომთაბარე ტომებმა კიმერიელებმა და სკვითებმა, რომლებიც ჩრდ. კავკასიიდან შემოიჭრნენ და მთელი წინა აზია ააწიოკეს.
25. ძვ.წ. VI საუკუნეში აქემენიდურმა ქართული ტომები სასპერები, მოსხები და სხვები დაიპყრო, 200 ტალანტი ხარკი დააკისრა და სპარსეთის მე-18 სატრაპიაში გააერთიანა. ზოგი ქართული ტომი მე-19 სატრაპიაშიც იყო გაერთიანებული. კოლხეთის სამეფო სპარსეთს ყოველ 5 წელში ერთხელ 100 გოგოსა და 100 ბიჭს უგზავნიდა.
26. ძვ.წ. VI საუკუნეში „დიდი ბერძნული კოლონიზაციის დროს“ ბერძნებმა კოლხეთის ზღვისპირეთში სავაჭრო ქალაქები ანუ კოლონიები დააარსეს: დიოსკურია სოხუმთან, ფაზისი ფოთთან, გიენოსი ოჩამჩირესთან, უცნობი ქობულეთთან.
27. ძვ.წ. VI–III საუკუნეებში კოლხეთში იჭრებოდა პირველი ქართული ფული ე.წ. „კოლხური თეთრი“.
28. ძვ.წ. III საუკუნეში ბერძენმა აპოლონიოს როდოსელმა დაწერა „არგონავტიკა“, რომელშიც მოთხრობილია „მითი არგონავტების შესახებ“.
29. საქართველოს ისტორიის უძველეს ისტორიულ-ჰაგიოგრაფიულ წყაროს წამოადგენს „მოქცევაი ქართლისაის“ მატიანე, რომელიც ახ.წ. IX ს-შია შედგენილი. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული 2 თხზულებისაგან შედგება. I ნაწილში, რომელსაც „ქრონიკას“ უწოდებენ, მოკლედ არის გადმოცემული ქართლის ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან IX საუკუნემდე; II ნაწილი, რომლის სახელი „ნინოს ცხოვრებაა“, მხოლოდ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას გადმოგვცემს.
30. საქართველოს ისტორიის უმთავრეს ისტორიულ წყაროს წამოაგდენს „ქართლის ცხოვრება“. იგი ორ ნაწილად იყოფა – „ძველი ქართლის ცხოვრება“ და „ახალი ქართლის ცხოვრება“. ძველი ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან  XIV -მდე.
31. ახალი ქართლის ცხოვრების 3 გაგრძელება (მოიცავს ისტორიას XIV ს-დან XVIII ს-მდე) XVIII ს-ის დასაწყისში ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის დავალებით შექმნა „სწავლულ კაცთა კომისიამ“ ბერი ეგნატაშვილის (XVIII ს.) მეთაურობით.
32. XVIII-ის I ნახევარში ვახუშტი ბაგრატიონმა (1696-1757, ვახტანგ VI-ის უკანონო ძე) შექმნა საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელიც მნიშვნელოვნად ავსებს ორივე ქართლის ცხოვრებაში მოცემულ ცნობებს XVIII ს-ის შუა ხანებამდე.
33. სათავადო საგვარეულო მატიანეებიდან დღემდე შემორჩენილია ქსნის ერისთავთა მატიანე – „ძეგლი ერისთავთა“ (დაწერა ავგაროზ ბანდაიძემ ლარგვისის მონასტერში XIV-XV ს-თა მიჯნაზე) და ჯაყელთა მატიანე „მესხური დავითნის ქრონიკა“ (მოგვითხრობს XVI ს-ის მეორე ნახევრის სამცხე-საათაბაგოს ისტორიას).
34. დაახლ. ძვ.წ 326/322 მაკედონელებმა აზოს მეთაურობით დაიპყრეს საქართველო. აზომ ქართლში კერპები გაც და გაიმ აღმართა.
35. ძვ.წ. IV–III საუკუნეთა მიჯნაზე მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწულმა ეგრისის მმართველ ქუჯისთან ერთად დაამარცხა აზო და საქართველო გაათავისუფლა. ფარნავაზმა შექმნა ქართლის ანუ იბერიის სამეფო რომლის დედაქალაქი იყო მცხეთა, ხოლო რელიგიური ანუ ქურუმთა ქალაქი უფლისციხე. ფარნავაზმა ააგო ახალი სპილენძის კერპი არმაზი, შემოიღო ახალი დამწერლობა და ქვეყანა 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ დაჰყო.
36. სპასპეტი იყო მეფის მოადგილე. იგი იყო შიდა ქართლის მმართველი, ერისთავების უფროსი, ქართლის ჯარის სარდალი და პირველი მოსამართლე.
37. ფარნავაზის ამბავს მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ავტორი ლეონტი მროველი.
38. ქართლის მოსახლეობა ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის ცნობით 4 ფენად იყოფოდა: 1 სეფე – ანუ სამეფო საგვარეულო, 2. ქურუმები ანუ სასულიერო პირები, 3 ერი ანუ თავისუფალი მიწათმოქმედი მეთემეები, 4. ლაოი ანუ სეფეს მონები.
39. ძვ.წ. II საუკუნეში მეფე ფარნაჯომმა ახალი – ზადენის კერპი აღმართა.
40. ძვ.წ. 65 წელს არტაგის მეფობის დროს ქართლს შემოესია რომის სარდალი გნეუს პომპეუსი, რომელმაც ქართველები დაამარცხა და ქართლი და ეგრისი დაიმორჩილა. არტაგს „რომის მოკავშირესა და მეგობრის“ წოდება მისცეს. პომპეუსმა კოლხეთის ანუ ეგრისის მართველად არისტარქე დანიშნა.
41. ძვ.წ. I საუკუნის 30–50 იან წლებში ქართლის მეფე ფარსმან I ერთვება რომისა და პართიის ომებში, იპყრობს სომხეთს და მის მეფეებად ჯერ მის ძმა მითრიდატეს, შემდეგ მის ვაჟს რადამისტს სვამს. საბოლოოდ 63 წელს რომი-პართიის შეთანხმებით ქართლი ვერ ინარჩუნებს სომხეთს და იქ პართიის მეფის ძე ტირიდატი ანუ თრდატ არშაკიანი მეფდება.
42. ახ.წ. I-II საუკუნეთა მიჯნაზე დას. საქართველოს ტერიტორიაზე რომზე დაქვემდებარებული 4 სამეფო –სანიგეთი, აბაზგეთი, აფშილეთი და ლაზეთი (ეგრისი) წარმოიშვა. მათ მეფეებს რომის იმპერატორები ნიშნავდნენ. დას. საქართველოს ქალაქებში რომაელთა ჯარები იდგა, ხოლო ქართველები ვალდებული იყვნენ რომისთვის ხარკი და ჯარი გაეგზავნათ.
43. ახ.წ. II საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის მეფე იყო ფარსმან II ქველი, რომელმაც შავიზღვისპირეთში ძიდრიტების ტომი დაიმორჩილა, რომელიც რომის ქვეშევრდომი იყო. იმპერატორმა ადრიანემ (117–138) ფარსმანი ახსნა-განმარტებისთვის სტუმრად მიიწვია და თან საჩუქრად 50 ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. ფარსმანმა წასვლაზე უარი შეუთვალა, საჩუქრის პასუხად კი 300 მოოქროვილი მოსასხამი გაუგზავნა იმპერატორს. ამით განრისხებულმა ადრიანემ ეს მოსასხამები მოწვეული მეფეების საპატივცემულოდ მოწყობილ გლადიატორთა ასპარეზობაზე –გლადიატორებს მოასხა. ამ ამბით შეურაცხყოფილმა გაგების შემდეგ 134 წელს ფარსმანმა ალანები გადმოიყვანა ჩრდილო კავკასიიდან და რომისა და პართიის სამფლობელოებს შეუსია.
44. ფარსმან II ქველსა და რომს შორის ურთიერთობა გამოსწორდა ადრიანეს მემკვიდრის ანტონიუს პიუსის (138–161) მეფობის დროს. ანტონიუს პიუსმა აღიარა ფარსმანის სამეფოს საზღვრები. საპასუხოდ – 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონიუს პიუსის მიწვევით ფარსმან II ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩავიდა. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა, რომლითაც რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლოსეუმში. ფარსმანით მოხიბლულმა ანტონინუს პიუსმა მას ჯერ კაპიტოლიუმზე რომის ღმერთებისადმი მსხვერპლი შეაწირვინა (ამის უფლება მხოლოდ რომის იმპერატორს ჰქონდა), შემდეგ კი მარსის ველზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დაადგმევინა.
45. ქრისტიანობა პირველად საქართველოში ახ.წ. I საუკუნეში ქრისტეს მოწაფეებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა (დაკრძალულია აფხაზეთის ქ. ანაკოფიასთან) და მატათამ (დაკრძალულია გონიოში) შემოიტანეს.
46. ახ.წ. 298 წ. რომის ქრისტიანების მოძულე იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაამარცხა სპარსეთი და „ნიზიბინის ზავით“ ქართლი და სომხეთი რომის დაქვემდებარებაში მოექცა.
47. ახ.წ. IV საუკუნეში ქართლში მირიანის მეფობის დროს კაპადოკიელმა წმინდა ნინომ (ზაბილონისა და სუსანას ასული) საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა. მირიანმა იმპერატორ კონსტანტინე I-ს თხოვა მღვდლები, რომელთაგან ერთ-ერთი იოანე ქართლის პირველ მთავარეპისკოპოსად დანიშნეს. დაახლ. 326 წელს ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
48. რომში ქრისტიანობის თავისუფლება იმპერატორმა კონსტატინე I-მა 313 წელს გამოაცხადა ქ. მილანში. 325 წელს კონსტანტინემ პირველი მსოფლიო ქრისტიანული კრება მოიწვია ქ. ნიკეაში. მასში პიტიუნტელი (ბიჭვინთელი) ეპისკოპოსი სტრატოფილეც მონაწილეობდა.
49. სპარსელებმა სომხეთში მეფობა 428 წელს გააუქმეს, ალბანეთში ჯერ 463 წელს, შემდეგ 510 წელს. 
50. ახ.წ. IV საუკუნეში ლაზიკის (ეგრისის) მეფეებმა დაიმორჩილეს აფშილეთი, სვანეთი, აბაზგეთი და თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო გააერთიანეს. ამიერიდან რომის ჯარები საქართველოში აღარ იდგა და ქართველები რომს ხარკხს აღარ უხდიდნენ.
51. 451 წელს ქალკედონიის მსოფლიო ქრისტიანულ კრებაზე ქრისტიანული ეკლესია „დიოფიზიტობად“ და „მონოფიზიტობად“ გაიყო.
52. V საუკუნეში საქართველოსა და ევროპაში დასრულდა „მონათმფლობელური წყობილების ხანა“ და დაიწყო „ადრეფეოდალური ხანა“. მოსახლეობა ძირითადად მიწათმფლობელ აზნაურებად და მასზე დაქვემდებარებულ ყმა გლეხებად დაიყო.
53. ქართლის მეფე V საუკუნის მეორე ნახევარში იყო ვახტანგ გორგასალი (მგლისთავა). როცა იგი 10 წლის იყო ქართლი ალან-ოსებმა ჰუნებთან ერთად დაარბიეს, ვახტანგის და მირანდუხტი მოიტაცეს და შიდა ქართლში ჩამოსახლდნენ.
54. 15 წლის ვახტანგი ტახტზე ავიდა, 1 წლის შემდეგ მან ოსები დალაშქრა, ქართლიდან გაყარა, საკუთარი და გამოიხსნა და დარიალის კარი ჩაკეტა.
55. ვახტანგმა შემოიერთა კლარჯეთი (იქ დააარსა არტანუჯის ციხე) კამბეჩოვანში (იქ დააარსა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო), თუშეთი.
56. ვახტანგი სპარსეთის შაჰს პეროზს ახლდა ინდოეთში სალაშქროდ 468 წელს.
57. ამ დროს შაჰს მიემხრო და გამუსლიმანდა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელსაც შაჰმა საპასუხოდ საკუთარი ქალიშვილი და ჰერეთის ერისთავობაც მიუმატა.
58. ვახტანგმა დააპატიმრა მაზდეანების მხარეს გადასული ეპისკოპოსი ბინქარანი, გადააყენა ურჩი ქართლის მთავარეპისკოპოსი მიქაელი და 473 წელს ქართლის ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა. ქართლის პირველი კათალიკოსი გახდა პეტრე.
59. ვახტანგმა ააგო მრავალი ტაძარი, მათ შორის ბოლნისის სიონი, ქვის სვეტიცხოველი. აგებული იქნა ჭერემის ციხე, განახლდა კახეთში უჯარმის ციხე-ქალაქი სადაც ვახტანგმა საკუთარი სამეფო რეზიდენცია მოაწყო. დაიწყო თბილისში ქალაქის შენება.
60. 482–484 წელს ვახტანგმა მოკლა ვარსქენი და სპარსელებს აუჯანყდა, მაგრამ დამარცხდა. დაახლ. 502 წელს სპარსელები ქართლში შემოიჭრნენ. სამგორთან ბრძოლაში ვახტანგი საკუთარმა მონამ იღლიაში სასიკვდილოდ დაჭრა.
61. ვახტანგ გორგასლის ამბავს მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ავტორი ჯუანშერი.
62. 523 წელს სპარსეთისგან შევიწროვებული ქართლის მეფე გურგენი ოჯახით გარბის ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში.
63. 532 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო I-სა (531–579) და ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ს (527–565) შორის დაიდო „საუკუნო ანუ ასწლიანი ზავი“, რომლის მიხედვით ბიზანტიას ერგო ეგრის/ლაზიკა ანუ დასავლეთ საქართველო, ხოლო სპარსეთს ქართლი ანუ აღმ. საქართველო. ამის შემდეგ ხოსრომ ქართლში მეფობა გააუქმა, ქრისტიანთა სასტიკი დევნა და მღვდლების ხოცვა დაიწყო. კათალიკოსმა ევლალემ ანტიოქიის პატრიარქს თხოვა ქართლში სასულიერო პირების გამოგზავნა.
64. VI საუკუნის შუა ხანებში საქართველოში სირიიდან (ქართველები მას ასურეთს უწოდებენ) ჩამოვიდნენ ე.წ. ასურელი მამები: იოანე ზედაზნელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, აბიბოს ნეკრესელი და სხვა. მათ დააარსეს მონასტრები და საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში ბერ-მონაზვნობას. ხელახლა გავრცელდა ქრისტიანობა.
65. „საუკუნო ზავის“ შემდეგ ბიზანტიამ ეგრისის ციხეებში ჯარები ჩააყენა. ამასთან ბიზანტიის ჯარების სარდალმა იოანემ პეტრას ციხე (დღევ. ცოფ. ციხისძირში) ააგო, იქ დაჯდა და ეგრისის მეფე გუბაზს მთელი ვაჭრობა წაართვა. გაცოფებულმა გუბაზმა დასახმარებლად ხოსროს მიმართა. ასე დაიწყო „დიდი ომიანობა ეგრისში“.
66. „დიდი ომიანობა ეგრისში“ მიმდინარეობდა 542–562 წლებში. ეგრისელები ხან ბიზანტიას ემხრობოდნენ ხანაც სპარსეთს. 554 წელს ბიზანტიელმა სარდლებმა მდ. ხობისწყლის პირას მოკლეს მეფე გუბაზი. იმპერატორმა იუსტინიანემ მკვლელები დასაჯა. ამიტომ ეგრისელები ბიზანტიელების მხარეს დარჩნენ და ერთად დაამარცხეს სპარსელები. ამის მიუხედავად ბიზანტიამ ეგრისში მეფობა გააუქმა და ქვეყანა დაიმორჩილა. 575 წელს სპარსელები განდევნეს სვანეთიდანაც.
67. VI საუკუნის ამბებს გურგენ მეფის აჯანყებას და დიდ ომიანობას მოგვითხრობენ ბიზანტიელი ეპოქის თანამედროვე ისტორიკოსები პროკოპი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი.
68. 571–572 წლებში ქართველებმა და სომხებმა ირანის ბატონობის წინააღმდეგ აჯაყება მოაწყვეს, ირანელები განდევნეს და საკუთარი მეთაურები აირჩიეს. ქართლის ერისთავებმა მეთაურად აირჩიეს გუარამ ბაგრატიონი, რომელსაც „ერისმთავარის“ წოდება მისცეს. ბიზანტიის იმპერატორმა ცნო გუარამი და მას ბიზანტიური სამოხელეო თანამდებობა „კურაპალატობა“ მისცა.
69. ბაგრატიონთა წარმომავლობაზე მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრებაში“ შესული თხზულება, რომელიც „იოანე სუმბატის ძე“ ბაგრატიონმა დაწერა.
70. გუარამის შემდეგ ერისმთავარი იყო სტეფანოზ I (591–605), რომელმაც მცხეთის ჯვრის ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
71. საქართველოში დამკვიდრდა დიოფიზიტური ქრისტიანობა, სომხეთში მონოფიზიტური ქრისტიანობა. ამ ნიადაგზე ქართლის კათალიკოს კირიონ I-სა და სომხეთის კათალიკოს აბრაამს შორის მოხდა დაპირისპირება, რაც 608 წელს ქართლ-სომხეთის ეკლესიების განხეთ-ქილებით დასრულდა.
72. 627–628 წლებში ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლე კეისარმა (610–641) ხაზართა ხაკნთან ერთად ორჯერ ილაშქრეს ირანელთა მიერ ხელახლა დაპყრობილი თბილისის წინააღმდეგ, აიღეს და იქ მყოფი მაზდეანი სპარსელები და მონოფიზიტი სპარსეთის მომხრე სომხები გაჟლიტეს.
73. 571–632 წელს არაბეთში მოღვაწეობდა მუჰამედი (ქ. მექადან იყო), რომელმაც შექმნა რელიგია „ისლამი“ (მორჩილება), მთვარის კალენდარი – „ჰიჯრა“ (გადასახლება), ისლამის წიგნი „ყურანი“ (საკითხავი) და არაბთა სახელმწიფო. მისი სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მმართველის წოდება იყო „ხალიფა“, რაც შემცვლელს ანუ მუჰამედის შემცვლელს  (მოადგილეს) ნიშნავს.
74. არაბთა ხალიფებმა ომარმა და ოსმანმა რიგრიგობით დაიპყრეს ერაყი (ყოფილი შუამდინარეთი), სირია, პალესტინა, ეგვიპტე და ირანი.
75. 651 წელს არაბემა დაასრულეს სასანიდური ირანის დაპყრობა და კავკასიას შემოუტიეს. 654 წელს ქართლს მოადგა არაბთა სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა. ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II (639–663) მას დამორჩილდა, რის შემდეგაც ჰაბიბი თვითონაც შემოვიდა თბილისში და პირადად დაუმტკიცა მოსახლეობას ზავისა და შეუვალობის 6 პუნქტიანი ე.წ. „არაბთა დაცვის სიგელი“: 1) ქართველები აღიარებენ მორჩილებას და იხდიან ჯიზიას, კომლზე ერთ დინარს, ამასთან, ეკრძალებათ კომლების გაერთიანება ჯიზიას შესამცირებლად. თავის მხრივ, არც არაბებს აქვთ კომლების დანაწილების უფლება ჯიზიას გასაზრდელად. 2) მოსახლეობა ვალდებულია არაბებს მტრების წინააღმდეგ რჩევითა და საქმით დაეხმაროს, ე.ი. სამხედრო ბეგარა იკისროს; შეიფაროს და დახმარება აღმოუჩინოს ჩამორჩენილ მუსლიმებს, ბინითა თუ მათთვის დასაშვები სასმელ-საჭმელით და შემდეგ მიიყვანოს ის არაბთა უახლოეს რაზმამდე. 3) ისლამის მიმღები არაბთა თანამოძმე ხდება და ყველა მუსლიმისათვის საერთო უფლებებით სარგებლობს. 4) არაბები ვალდებულებას კისრულობენ დახმარება გაუწიონ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ, მაგრამ, თუ ვინიცობაა, მათი მოუცლელობის გამო, ქართველები მტერს დაემორჩილებოდნენ, ეს მათ დანაშაულში არ ჩაეთვლებოდათ. 5) გამუსლიმანებული ქართველი გათავისუფლდება გადასახადებისგან და იწოდება არაბთა ძმად. 6) თუ ქართველები ამ პირობებს მიიღებდნენ და შეასრულებდნენ, არაბები მათ უშიშროების, ქონებისა და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდნენ, თუ არა და ომს უცხადებდნენ ალაჰისა და მისი მოციქულის მუჰამედის სახელით.
76. 697 წ. არაბეთის სარდალმა ალიდოსმა სომხეთი და ქართლი დაიპყრო და ლიხის ქედს მოადგა. მაშინ ლაზიკის (ეგრისის) პატრიკოზი სერგი ბარნუკის ძე ბიზანტიელებს აუჯანყდა და თავისი ქვეყანა არაბებს გადასცა.
77. VIII საუკუნის დასაყისიდან თითქმის მთელი საქართველო ქართლის ერისმთავრების ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდა, თუმცა ისინი თავის მხრივ არაბებს ექვემდებარებოდნენ.
78. ხალიფა ჰიშამის (724–743) ბრძანებით 724 წ. ქართლში შემოვიდა ხაზარების წინააღმდეგ გამოგზავნილი სარდალი ჯარაჰ იბნ-აბდალლაჰი. სტეფანოზმა ჯარაჰს წარუდგინა ჰაბიბ იბნ-მასლამას მიერ გაცემული „დაცვის სიგელი“, რომელიც ჯარაჰმა განაახლა და ზოგიერთი ახალი პირობაც დაუმატა. სახელდობრ, ამიერიდან მოსახლეობა ახლა ვალდებულია ჯიზიას გარდა ხარაჯაც (საადგილმამულო ანუ მიწის გადასახადი) გადაიხადოს, წელიწადში 100 დირჰემის რაოდენობით. ამასთან ამ დრომდე ქართველები თვითონ კრეფდნენ ხარკს და თვითინვე აბარებდნენ, მაგრამ VIII  საუკუნიდან სიტუაცია შეიცვალა. უკვე არაბები მოდიოდნენ, ხარკს თავისი სურვილისამებრ ზრდიდნენ და ისე კრეფდნენ, რაც მოსახლეობის მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებდა.
79. 735–737 წლებში საქართველო არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ დალაშქრა. ააოხრა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. საბოლოოდ დაანგრია ოძრხე, ციხეგოჯი და სხვა ქალაქები. ანაკოფიასთან ბრძოლაში აფხაზეთის ერისთავმა ლეონ I-მა და ქართლის ერისმთავარმა მირმა ყრუს ერთადერთი მარცხი აწვნიეს და უკან დაახევინეს.
80. მურვან ყრუმ თბილისში დასვა არაბთა მოხელე „ამირა“. ამირა სარდალიც იყო, ქვეყნის მმართველიცა და უზენაესი მსაჯულიც. ერისმთავრობა მაშინ არაბებს არ მოუსპიათ, მხოლოდ ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ აქციეს. ერისმთავრის მოვალეობა უნდა ყოფილიყო ხარკის მოკრება და ადგილობრივი ჯარის გამოყვანა. ასე დაარსდა „თბილისის საამირო“ რომელმაც 1122 წლამდე იარსება.
81. არაბთა პარალალურად გრძელდებოდა ხაზართა შემოსევები საქართველოში. 689 წელს მათ მოკლეს ერისმთავარი ნერსე I, 764 წელს კი რამდენიმე წლით დაატყვევეს ერისმთავარი ჯუანშერი, რასაც ქართლის საერისმთავროს თანდათანობითი დაშლა მოჰყვა.
82. VIII–IX საუკუნეთა მიჯნაზე ქართლის საერისმთავროს დაშლისა და არაბთა ბატონობის შესუსტების პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამეფო-სამთავროები წარმოიშვა: ეგრის-აფხაზეთის სამეფო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო, კახეთის სამთავრო, ჰერეთის სამთავრო.
83. ეგრის-აფხაზეთის სამეფო შექმნა აფხაზეთის ერისთავმა ლეონ II-მ (753–798), რომელმაც ისარგებლა ქართლის ერისმთავრების სისუტით და ბიზანტიის არეულობით, მთელი დასავლეთ საქართველო დაიკავა და თავი დამოუკიდებელ მეფედ გამოაცხადა. დედაქალაქდ კი ქუთაისი გამოაცხადა. X საუკუნიდან აფხაზეთის სამეფოს შეუერთდა შიდა ქართლი და ჯავახეთიც და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს გაერთიანებას.
84. კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა VIII საუკუნის ბოლოს და მისი პირველი მმართველი გახდა მთიელი წანარების ხევისბერი გრიგოლ ქორეპისკოპოსი. კახეთის მთავრების ტიტულიც სწორედ ქორეპისკოპოსი იყო. დედაქალაქი თავიდან ბოჭორმაც ციხე, შემდეგ კი ქ. თიანეთი.
85. კახეთის აღმოსავლეთით IX საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა ჰერეთის სამეფო, რომელსაც სომეხი ბაგრატუნები (ბაგრატიონთა განაყოფები, რომლებიც სომხეთის სამეფოს მართავდნენ) მართავდნენ. მათ აგრეთვე „ალბანეთის მეფის“ ტიტულიც ჰქონდათ. X საუკუნის შუა ხანებში ჰერეთში დედოფალმა დინარამ მართლმადიდებლობა გაავრცელა. X საუკუნის ბოლოს კი ჰერეთი კახეთს შეუერთდა და ეს მხარე საბოლოოდ გაქართველდა.
86. IX საუკუნის დასაწყისში ქართლის უკანასკნელმა ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა ტაო-კლარჯეთის სამთავრო დააარსა, რომლის დედაქალაქი არტანუჯი გახდა. აშოტმა ბიზანტიას კურაპალატის ტიტული მისცა. 888 წელს აშოტის შთამომავალმა ადარნასემ „ქართველთა მეფის“ წოდება, ხოლო ტაო-კლარჯეთს „ქართველთა სამეფო“ ეწოდა.
87. IX საუკუნის დასაწყისიდან თბილისის ამირები არ ემორჩილებოდნენ ხალიფას, საქართველოში აკრეფილ ხარკს თვითონ იტოვებდნენ და საკუთარ სახელზე ფულსაც კი ჭრიდნენ. ამიტომ 853 წელს ხალიფა მუთავაქილმა თბილისის ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე ქართველი მთავრების დასასჯელად საქართველოს სარდალი ბუღა თურქი შემოესია. მან 853 წ. 5 აგვისტოს აიღო თბილისი და 50000 თბილისელთან ერთად ამირა საჰაკიც სიკვდილით დასაჯა.
88. 914 წელს ხალიფას ბრძანებით აზერბაიჯანის მმართველმა აბულ ყასიმ იუსუფმა საქართველო კიდევ ერთხელ ააოხრა. ჯავახეთში ყველის ციხე აიღო და მისი დაცვის უფროსი გობრონი ქრისტიანობის არ მიღების გამო სიკვდილით დასაჯა.
89. 978 წლიდან XI საუკუნის ბოლომდე ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებობდა ტაშირ-ძორაკეთის სომხური (ბაგრატუნების) სამეფო.
90. ბაგრატ III იყო აფხაზეთის უშვილო და უსინათლო მეფის თეოდოს III-ის დისწული და მემკვიდრე, ამავე დროს „ქართველთა სამეფოს“ მეფის ბაგრატ რეგვენის მემკვიდრის გურგენის მემკვიდრე. ანუ თეოდოსის დის გურანდუხტისა და გურგენ ბაგრატიონის შვილი. ამასთან ბაგრატი თავის მემკვიდრედ ჰყავდა დასახელებული იმიერ ტაოს მმართველ დავით III-ს.
91. 975 წელს აფხაზთა მეფის ერისთავმა და შიდა ქართლის მმართველმა იოანე მარუშისძემ, დავით III-სთან ერთად ბაგრატი ქ. უფლისციხეში შიდა ქართლის მმართველად დანიშნეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თეოდოსის უუნარობის გამო შიდა ქართლის დაპყრობას კახელები ცდილობდნენ.
92. 978 წელს იოანე მარუშისძემ ბაგრატი ქუთაისში წამოიყვანა და აფხაზეთის (ე.ი. დას. საქართველოს) მეფედ აკურთხა.
93. 980 წელს ბაგრატმა თეოდოსი თანამეფობიდან გადააყენა, ერთპიროვნულად დაიწყო ქვეყნის მართვა, დასაჯა ამბოხებული ერისთავები ქავთარ ტბელი და რატი ბაღვაში.
94. 976–979 წლებში ბიზანტიის მცირეწლოვან იმპერატორ ბასილი II-ს (976–1025) სარდალი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. აჯანყების ჩახშობაში მას იმიერ ტაოს მართველი დავით III დაეხმარა, რომელმაც 12000 კაცი გაუგზავნა თორნიკე ერისთავისა და ჯოჯიკის მეთაურობით. საპასუხოდ იმპერატორმა დავითს ქართველთა და აღმოსავლეთის კურაპალატობა და ე.წ. „ზემო ქვეყნები“ (სომხური მიწები) უბოძა, თუმცა უკანასკნელი მუსლიმან მმართველებს ეკავათ და დავითს თვითონ უნდა დაეპყრო. ასეთი „საჩუქრით“ უკმაყოფილო დავით კურაპალატი ბასილის მტერი გახდა.
95. X საუკუნის 80-იანი წლებში ბერად აღკვეცილ თორნიკე ერისთავის დაფინანსებით იოანე მთაწმინდელმა საბერძნეთში ათონის ივერთა მონასტერი ააგო.
96. 987–989 წლებში იმპერატორ ბასილი II-ს ამჯერად სარდალი ბარდა ფოკა აუჯანყდა. დავით III ამჯერად აჯანყებულებს მიემხრო. ბასილმა გაიმარჯვა და დავითის დასჯას აპირებდა. დავითმა ბასილს პატიება თხოვა და სანაცვლოდ თავისი ანდერძი შეცვალა, რომლის მიხედვით ამიერიდან იმიერ ტაო მემკვიდრეობით ბაგრატ III-ის ნაცვლად იმპერატორ ბასილს ერგებოდა.
97. 990–998 წლებში დავითის ჯარებმა მოკავშირე ქართველ და სომეხ მთავრებთან ერთად ორჯერ დაამარცხეს მუსლიმანთა კოლაიცია და ქ. მანაზკერტი მათგან გაათავისუფლეს.
98. 994 წელს გარდაიცვალა ქართველთა მეფე ბაგრატ II რეგვენი და მისი ტახტი ბაგრატ III-ის მამამ გურგენმა დაიკავა.
99. 999 წელს ბაგრატმა ეგრისის ტერიტორიაზე დაასრულა ბედიის ტაძრის შენება.
100. 1001 წელს დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ ბასილიმ იმიერ ტაო ბიზანტიას შეუერთა, ბაგრატს კი საპასუხოდ მხოლოდ ქართველთა კურაპალატობა და რამდენიმე ციხე-სიმაგრე მისცა.
101. 1103 წ, ქუთაისში დაასრულა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ბაგრატის ტაძარი უწოდეს. ცოტა მოგვიანებით ბაგრატმა ძველი ხარებას ეკლესიის ნანგრევებზე ააგო მოწამეთა.
102. 1008 წელს ბაგრატის მამა გურგენის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატმა ქართველთა სამეფო შემოიერთა და ქართველთა მეფის წოდებაც მიიღო.
103. 1010 წელს დავით ქორეპისკოპოსის გარდაცვალებისთანავე ბაგრატმა დაატყვევა მისი ძე კვირიკე და კახეთ-ჰერეთი შემოიერთა.
104. 1011 წელს ბაგრატმა მამიდაშვილები დაატყვევა და კლარჯეთის ნაწილი არტანუჯის საერისთავო შემოიერთა.
105. 1012 წელს ბაგრატმა სომხეთის მეფე გაგიკ ბაგრატუნთან ერთად დაამარცხა საქართველოს ამაოხრებელი განძის ამირა ფადლონი და მოხარკედ აქცია.
106. 1014 წელს ბაგრატი ტაოში, ფანასკერტის ციხეში გარდაიცვალა და ბედიის ტაძარში დაკრძალეს.
107. ბაგრატზე და საქართველოს გაერთიანებაზე ამბებს მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრებაში“ შესული თხზულება „მატიანე ქართლისაი“.
108. სავარაუდოდ ბაგრატს უნდა დაეწერა საქართველოში პირველი ე.წ. „ბაგრატ კურაპალატის სამართალი“.
109. ეგრისის სამეფოში ქ. ფაზისთან ახლოს უკვე მეოთხე საუკუნისთვის არსებობდა მსოფლიოში ცნობილი ფილოსოფიურ-რიტორიკული სკოლა ე.წ. ფაზისის აკადემია.
110. ძველი საქართველოს ცნობილ ფილოსოფოსებად ითვლებიან ბიზანტიაში მოღვაწე პირები ბაკურ იბერიელი (IV საუკ), მითრიდატე ლაზი (V საუკ), პეტრე იბერი (V).
111. საქართველოში ქრისტიანული ტაძრების აგება IV საუკუნიდან დაიწყო. IV–V საუკუნეებში მხოლოდ ბაზილიკური ტიპის ტაძრები იგებოდა. უძველესი დღემდე შემორჩენილი ტაძარია მეფე თრდატის ტაძარი ნეკრესში. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრების აგება.
112. 759-861 წლებში ტაო-კლარჯეთ-სამცხე-ჯავახეთში მოღვაწეობს გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლმა თვითონ ააგო ხანძთის, შატბერდის გუნათლეს, მერის და უბეს მონასტრები. აღადგინა ოპიზა. მისმა მოწაფემ სერაპიონმა ააგო ზარზმა, საბა ეპისკოპოსმა აღადგინა VII საუკუნეში აგებული იშახანი. აღნიშნულ  VIII–IX საუკუნეებში აიგო წირქოლის და არმაზის ეკლესიები ქსნის ხეობაში. არმაზის ტაძარი უძველესია საქართველოში, რომელსაც აგების თარიღი 864 აქვს მითითებული. ამავე პერიოდისაა „გურჯაანის ყველაწმინდა“, რომელიც ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში.
113. 1010–1014 წლებში რაჭის ერისთავმა რატი ბაღვაშმა ააგო ნიკორწმინდას ეკლესია.
114. 1012 წელს ბაგრატ III-ის მეცადინეობით საქართველოს კათალიკოსმა მელქისედექმა მიიღო კათალიკოს-პატრიარქის წოდება.
115. მელქისედექმა მცხეთაში 1029 წელს სვეტიცხოვლის, 1030 წელს კი სამთავისის მშენებლობა დაასრულა.
116. უძველეს ქართულ დასურათებულ ხელნაწერებად ითვლება 897 წლის ადიშის ოთხთავი და 940 წლის ჯრუჭის ოთხთავი.
117. 1014-1027 გიორგი I-ის მეფობა.
118. 1014 წელს კახეთ-ჰერეთი ისევ გამოეყო საქართველოს და მისი მეფე გახდა კვირიკე III დიდი (1014–1037), რომელმაც კახეთში ალავრდის ბრწყინვალე ტაძარი ააგო.
119. 1016 წელს გიორგიმ ბიზანტიას წაართვა დავით კურაპალატის სამფლობელი იმიერ ტაო. ბიზანტიასთან ომის მოლოდინში გიორგიმ კავშირი გააბა ეგვიპტის სულთან ალ-ჰაქიმთან, რომელიც 1021 წელს მოულოდნელად „გაქრა“. შემდეგ ბასილი საქართველოს მოადგა. 1021–1023 წლ საქართველო ბიზანტიის ომი. 1021 წელს შირიმნის ბრძოლა ქართველებმა წააგეს. საბოლოო ზავით იმიერ ტაო ბიზანტიას დარჩა, თან გიორგის ძე ბაგრატი 3 წლით ბიზანტიაში მძევლად გაიგზავნა.
120. 1027–1072 ბაგრატ IV-ის მეფობა. 1028 წელს ბიზანტიელები სამხრეთ ქართული ციხეების მიტაცებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა ტბეთის ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა.
121. 1030 წ. ბაგრატის დედა მარიამი ჩავიდა ბიზანტიაში და იმპერატორთან ზავი დასდო. ბაგრატი იმპერატორის ძმისშვილზე ელენეზე დააქორწინეს, რომელიც მალე გარდაიცვალა და ზავიც ამით დასრულდა.
122. 1032 წელს კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ IV ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ თბილისის ამირა შეიპყრეს, მეფე ბაგრატს გადასცეს და თბილისის საამიროს შემოერთების საშუალება მისცეს, თუმცა მოგვიანებით ბაგრატმა ამირა გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლა და საამირო დაუბრუნა.
123. 1037–1039 წლებში ბაგრატს და ლიპარიტ ბაღვაშს თბილისზე ალყა ჰქონდა შემორტყმული. ქალაქი დაცემის პირას იყო, როცა ბაგრატ მეფემ ალყა მოხსნა და შინ წავიდა. ამით განაწყენებული ლიპარიტი ამიერიდან ბაგრატ მეფის დამხობას ცდილობდა.
124. 1046 წელს თბილისის მმართველმა „ბერებმა“ ბაგრატს თბილისი გადასცეს. ამავე ხანებში იგივე გააკეთეს სომხეთის დედაქალაქ ანისის ბერებმაც.
125. ამ დროს ბაგრატს ლიპარიტ IV ბაღვაში აუჯანყდა და ორივე ქალაქი დააკარგვინა.
126. 1046 წელს ბიზანტიის ჯარის დახმარებით ბაგრატი სასირეთის ჭალასთან და არყის ციხესთან ბრძოლებში ლიპარიტმა დაამარცხა.
127. 1048–1051 წლებში ლიპარიტ IV თურქების ტყვეობაში იმყოფებოდა.
128. 1052–1056 წლებში ბაგრატი და მარიამ დედოფალი ბიზანტიაში იმყოფებოდნენ. იქ ის ლიპარიტთან შეარიგეს. ლიპარიტ IV-ს მთელი მესხეთის ანუ სამხრეთ საქართველოს მეთაურობა დაუმტკიცეს, თუმცა ის აღმ. საქართველოსაც მართავდა.
129. დაახლ 1056 წ. სულა კალმხის ერისთავმა ლიპარიტ IV შეიპყრო და მეფეს მიჰგვარა. ლიპარიტი ბერად აღკვეცეს და ბიზანტიაში გაასახლეს.
130. XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ მეფისა და მარიამ დედოფლის დაფინანსებით გიორგი პროხორე შავთელმა იერუსალიმის ჯვრის მონსტერი ააგო.
131. 1064 და 1068 წლებში საქართველოს თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი შემოესია.
132. 1071 წელს მანაზკერტთან ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა ბიზანტიის ლაშქარი გაანადგურეს. იმპერატორი რომანოზ IV ტყვედ ჩავარდა და სიკვდილით დასაჯეს. 1074 წლის ზავით ბიზანტიას ყველა აზიური სამფლობელოები დაკარგა და საქართველო მარტოდ დარჩა თურქ-სელჩუკთა იმპერიის წინაშე.
133. 1072–1089 (-1123) გიორგი II-ის მეფობა.
134. 1073 წელი ივანე ბაღვაშის, ნიანია ქვაბულის ძისა და ვარდან სვანთა ერისთავის აჯანყება. მეფემ ისინი სამფლობელოების ჩუქებით დააშიშმინა.
135. 1074 წელს ფარცხისთან გიორგიმ სელჩუკები დაამარცხა.
136. 1076 წელს ბიზანტიის სარდალმა ქართველმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ მეფე გიორგის აჩუქა კარნუ ქალაქი (ანუ არზრუმი).
137. ცოტა ხანში გრიგოლ ბაკურიანის ძემ ბიზანტიაში (დღევ ბულგარეთის ტერიტორიაზე) პეტრიწონის მონასტერი ააგო.
138. 1080 წელს დაიწყო „დიდი თურქობა“ საქართველოში. თურქთა ლაშქრების შემოსევის პარალელურად მოდიოდნენ თურქთა ველური მრავალათასიანი მომთაბარე ურდოები, საქართველოში სახლდებოდნენ, ყველაფერს ანგრევდნენ, ბაღ-ვენახებს აპარტახებდნენ, მიწებს საძოვრებად აქცევდნენ თავიანთი ნახირისთვის.
139. 1083 წელს მეფე გიორგი ისპაჰანში სელჩუკთა სულთან მალიქ შაჰს ეწვია და ხარკის გადახდა იკისრა. შაჰმა სანაცვლოდ კახეთ-ჰერეთის სამეფო აჩუქა, თუმცა გიორგიმ მისი შემოერთება ვერ მოახერხა.
140. 1088 წელს საქართველოში ძლიერი მიწსიძვრა მოხდა, რამაც ქვეყანა მიწასთან გაასწორა.
141. 1089–1125 წლ. დავით IV აღმაშენებლის მეფობა.
142. დავითმა დააპატიმრა ორგული ერისთავები ლიპარიტ V ბაღვაში და ძაგან და მოდისტო აბულეთის ძენი და კლდეკარისა და არგვის საერისთავოები სამეფო დომენს შეუერთა.
143. დავითმა ჩამოაყალიბა „ვეზირთა საბჭო“ ანუ მთავრობა, რომლის მეთაური გახდა მწიგნობართ-უხუცეს-ჭყონდიდელი. ამ პოსტზე კი მეფემ თავისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი დანიშნა. მწიგნობართუხუცესს ემორჩილებოდა აგრეთვე სამეფო სასამართლო ანუ „სააჯო კარი“. სამხედრო სამქეებს განაგებდა „ამისპასალარი“, ქვეყნის შინაგან საქმეებს მანდატურთუხუცესი, ქვეყნის ფინანსებს – მეჭურჭლეთუხუცესი, სამეფო კარის საქმეებსა და მეურნეობას – მსახურთუხუცესი და ასე შემდეგ.
144. ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად დავითმა შექმნა საპოლიციო-უშიშროების სამსახური ანუ „მსტოვართა აპარატი“.
145. 1099 წელს ჯვაროსნება იერუსალიმი აიღეს. ამ ცნობის მიღებისთანავე დავითმა სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.
146. დავითმა უარი თქვა ბიზანტიის იმპერატორთა მიცემულ სამოხელეო ტიტულებზე, რომლებსაც ქართველი მეფე-მთავრები 500 წლის მანძილზე ატარებდნენ და ამით ბიზანტიისადმი დაქვემდებარებულობას გამოხატავდნენ.
147. 1103 წელს დავითმა კახეთ-ჰერეთის მეფეს აღსართანს ზედაზენის ციხე წაართვა.
148. 1104 წელს ჰერმა დიდაზნაურებმა ქავთარ ბარამის ძემ და მისმა დისწულებმა არიშიანმა და ბარამმა კახეთ-ჰერეთის უკანასკნელი მეფე აღსართან II შეიპყრეს და დავითს მიჰგვარეს, რომელმაც კახეთ-ჰერეთი შემოიერთა.
149. 1104 წელსვე განძის ათაბაგი შემოიჭრა ჰერეთში, მაგრამ ერწუხთან ბრძოლაში იგი დავითმა გაანადგურა.
150. 1104 წელს მეფემ მოიწვია „რუის-ურბნისის საეკლესიო“ კრება და ეკლესიიდან უღირსნი განკვეთა.
151. 1110 წელს ქართველებმა შემოიერთეს სამშვილდე და ძერნა.
152. 1115 წელს ქართველებმა შემოიერთეს რუსთავი.
153. 1117 წელს დავითმა აიღო ქალაქი გიში და შემოიერთა წუქეთი.
154. 1118 წელს შემოერთებული იქნა ლორე, აგარანი და ტაშირის სხვა ციხეები.
155. 1118–1120 წლებში დავითმა ჩრდილო კავკასიიდან ჩამოასახლა 40000 ყივჩაყური ოჯახი და გაატარა სამხედრო რეფორმა. ამიერიდან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი არმია და 5000 კაციანი სამეფო მონასპა (ე.ი. მეფის პირადი დაცვა), რომელიც მუდმივად მეფის გვერდით უნდა ყოფილიყო.
156. 1121 წლის 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლა. მუსლიმანთა 300000-იან კოალიციურ ლაშქარს სარდლობდა ქურთი ილ-ღაზი. დავითმა იგი 56000-იანი ლაშქრით (40000 ქართველი, 15000 ყივჩაყი, 500 ოსი, 100 ევროპელი ჯვაროსანი.)
157. დავით აღმაშენებლის მეფობასა და დიდგორის ბრძოლაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაეცი.
158. 1082–1122 წლებში თბილისში ამირა არ იჯდა და მას მუსლიმი 12 კაციანი „საქალაქო საბჭო“ ე.წ. „ბერები“ მართავდა.
159. 1122 წელს დავითმა თბილისი შემოიერთა.
160. 1124 წელს დავითმა შარვანი და ანისი შემოიერთა.
161. 1106-1130 წლებში აგებულ იქნა გელათის მონასტერი და აკადემია. აკადემიის პირველი ხელმძღვანელი ანუ მოძღვართ-მოძღვარი გახდა იოანე პეტრიწი. აკადემიასთან ახლოს გაიხსნა პირველი საავადმყოფო ანუ „ქსენონი“. გელათში იქნა დაკრძალული გაერთიანებული საქართველოს ყველა მეფე. დავითს სურდა, რომ გელათი სხვა ათენი და ახალი იერუსალიმი ანუ მსოფლიოს საგანმანათლებლო და რელიგიური ცენტრი ყოფილიყო.
162. ამავე ხანებში გაიხსნა იყალთოს აკადემია კახეთში და მისი პირველი ხელძღვანელი გახდა არსენ იყალთოელი.
163. 1125 წლის 24 იანვარს დავითი გარდაიცვალა და გელათში დაკრძალეს. ცოტა ხნით ადრე კი მან ცოდვათა მოსანანიებლად დაწერა „გალობანი სინანულისანი“.
164. 1125–1156 დემეტრე I-ის მეფობა.
165. 1126 წელს დემეტრემ ანისი დაუბრუნა ფადლონ შადადიანს ყმადნაფიცობის პირობით.
166. 1130 წელს დემეტრემ დას. შარვანი (ყაბალას მხარე) საქართველოს დაუტოვა და დიდაზნაურ არიშიანს მისცა, ხოლო აღმ შარვანს ყმადნაფიცობით დამოუკიდებლობა დაუბრუნა.
167. 1139 წელს დემეტრემ მიწისძვრით დანგრეული განძა გაძარცვა და მისი ჭიშკარი გელათში ჩამოიტანა.
168. 1155 წელს დემეტრე უფროსმა ძემ დავით V დროებით დაამხო მაგრამ იგი 6 თვეში გარდაიცვალა და დემეტრე ტახტზე დაბრუნდა.
170. 1156–1184 გიორგი III დემეტრეს ძის მეფობა.
171. გიორგი III-მ 1161 წ ანისი და 1162 წ. დვინი შემოიერთა, მაგრამ შაჰარმენებთან და აზერბაიჯანის ათაბაგებთან ომების გამო გიორგიმ ისინი ძველ მფლობელებს დააუბრუნა.
172. 1177–1178 წლებში მეფის წინააღმდეგ მისი ძმისწული დემეტრე/დემნა დავით V-ის ძე და ამირსპასალარი ივანე ორბელი აჯანყდნენ (დემნა-ორბელთა აჯანყება). აჯანყებას დას. საქართველოს ერისთავები მიემხრნენ. გიორგიმ გაიმარჯვა და აჯანყების მონაწილეები დასაჯა და მათ ადგილებზე ერთგული პირები დანიშნა. ამირსპასალარად და მანდატურთუხუცესად ყივჩაყი ყუბასარი, ხოლო მსახურთ-უხუცესად ყოფილი გლეხი აფრიდონი დანიშნა.
173. 1179 წელს გიორგიმ 13 წლის ასული თამარი აღმ. საქართველოს დიდებულების მონაწილეობით თბილისში თანამეფედ აკურთხა. ამით მან აფხაზთა მეფეების კურთხევის წესი დაარღვია, (მეფე ქუთაისში, დას. საქართველოს დიდებულებს უნდა ეკურთხებინათ) რომელიც ლეონ მეორის პერიოდიდან მოყოლებული სრულდებოდა.
174. 1184–1210 თამარის მეფობა.
175. გიორგი III-ის გარდაცვალებისთანავე დას. საქართველოდ დიდებულებმა თამარი მეფედ ხელახლა აკურთხეს და გიორგის დაწინაურებული „უგვარო“ ადამიანები თანამდებობიდან გადააყენეს.
176. მალე მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ არსლანმა მოითხოვა „კარავის“ დაარსება ისანში სამაეფო სასახლის გვერდით. „კარავში“ შეიკრიბებოდნენ დიდაზნაურები და ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. მეფე კი თავისი ვეზირების საშუალებით ამ გადაწყვეტილებებს აღასრულებდა. თამარმა დააპატიმრა ყუთლუ არსლანი და მის მომხრეებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა კრავაი ჯაყელი და ხვაშაგ ცოქალი. მოლაპარაკების შედეგად ყუთლუ თანამდებობიდან გადააყენეს, მაგრამ მეფემაც დათმო. ამიერიდან გაიზრდებოდა მეფესთან არსებული დიდაზნაურთთა სათათბირო ორგანოს „დარბაზის“ უფლებები და მისი რჩევის გარეშე მეფე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვეღარ მიიღებდა.
177. თამარი დიდებულებმა პირველად რუს უფლისწულზე, ვლადიმერ სუზდალის მთავრის ანდრიას ვაჟზე იური ბოგოლუბსკიზე დააქორწინეს, რომელსაც საქართველოში გიორგი რუსი უწოდეს. 2 წლის შემდეგ თამარი მას გაშორდა და კონსტანტინეპოლში გააძევა. იური ცოტა ხანში დიდებულებმა ვარდან დადიანის მეთაურობით დააბრუნეს და გეგუთის სამეფო სასახლეში საქართველოს მეფედ გამოაცხადეს, მაგრამ დამარცხდნენ და გიორგი რუსი ისევ გააძევეს. 2 წლის შემდეგ რუსი ისევ შემოიჭრა, მაგრამ კვლავ დაამარცხეს და გადაიხვეწა.
178. შემდეგ თამარი ოს უფლისწულზე სოსლანზე დააქორწინეს, რომელიც საქართველოში მონათლეს და დავითი უწოდეს. თამარს მასთან გიორგი ლაშა და რუსუდანი შეეძინა.
179. 1195 წელს შამქორის ბრძოლა. აზერბაიჯანის ათაბაგი აბუბაქრი შარვანს შეესია. შარვანის შაჰის საშველად საქართველოს ლაშქარი წავიდა და შამქორთან აბუ ბაქრი გაანადგურა.
180.1203 წელს ბასიანის ბრძოლა. რუმის (ანუ იკონიის) სულთანი რუქნადინ სულეიმანი არზრუმის დაპყრობის შემდეგ 400000-იანი ლაშქრით საქართველოს შემოესია. იგი თამარს მოუწოდებდა ცოლად გაყოლილიყო, თორემ ხასად გაიხდიდა. ქართველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს.
181. 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და ბიზანტიის ევროპული ნაწილი დაიპყრეს, სადაც „ლათინთა იმპერია“ შექმნეს. ამით ისარგებლა თამარმა, ქართველთა ჯარი მიახმარა საქართველოში შემოხიზნულ კომნინოსებს და ბიზანტიის აღმ. პროვინციების ნაწილი დაიპყრო. ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია.
182. 1206 წელს ქართველებმა ქალაქი კარი (დღევ. ყარსი) აიღეს.
183. 1210 წელს კი ქართველებმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით მთელი ჩრდილოეთ ირანი დალაშქრეს და გაძარცვეს.
184. თამარ მეფის ისტორია ორმა ქართველმა ისტორიკოსმა აღწერა. ამას გარდა იმდროინდელმა პოეტმა იაონე შავთელმა დაწერა თამარისადმი მიძღვნილი სახოტბო ოდა „აბდულმესიანი“.
185. დაახლ 1210–1223 გიორგი IV ლაშას მეფობა. ლაშა 1206/7 წლიდან მამის გარდაცვალების შემდეგ თამარის თანამოსაყდრე იყო. იგი აპირებდა იერუსალიმზე მოწყობილ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ 1220 წელს საქართველოს მონღოლთა სადაზვერვო ლაშქარი შემოესია, რომელთანაც ბრძოლებში ლაშა დასნეულდა და გარდაიცვალა.
186. XII საუკუნეში ქართველი მეფეები შვიდი სამეფოს ტიტულს ატარებდნენ: მეფე აფხაზთა (დას. საქართველოს და შიდა ქართლის), ქართველთა (მესხეთის ანუ სამხრეთ საქართველოს), რანთა (ჰერეთის), კახთა (კახეთის), სომეხთა (ქვემო ქართლის ანუ ტაშირ ძორაგეთის), შაჰან შაჰ (ანისში მჯდარი სომეხთა მეფეთა მეფეების ტიტული), შარვან შაჰ (შარვანის).
187. 1223–1245 რუსუდანის მეფობა.
188. 1225 წ. ხორეზმის შაჰმა ჯალალედინმა გარნისის ციხესთან ქართველები დაამარცხა, შემდგომ წელს თბილისი აიღო და 5 წელი აოხრებდა საქართველოს.
189. 1206–1227 წლებში მონღოლთა დიდი ყაენი იყო თემუჩინი ანუ ჩინგიზ ყაენი.
190. 1235–1243 წლებში მონღოლებმა საქართველო დალაშქრეს და დაიმორჩილეს. საქართველომ ხარკად 50000 პერპერა (ბიზანტიური ოქროს ფული) იკისრა. ამიერიდან საქართველო მონღოლთათვის ჯარს გამოიყვანდა და საქართველოს მეფეს მონღოლთა ყაენი დაამტკიცებდა.
191. 1246 წელს ქართველ ერისთავთა შეთქმულება კოხტასთავთან და ცოტნე დადიანის გმირობა.
192. 1247–1259 ორმეფობა საქართველოში. დავით VII გიორგი-ლაშას ძე ულუ და დავით VI რუსუდანის ძე ნარინი.
193. 1254–1256 წლებში მონღოლებმა საქართველო აღწერეს და დიდძალი გადასახადები და 90000 მეომრის (ყოველ შეძლებულ 9 ოჯახიდან 1 მოლაშქრე) გამოყვანა დააკისრეს.
194. 1259 წელს დავით ნარინი მონღოლებს აუჯანყდა, დას. საქართველო ცალკე სახელმწიფოდ გამოყო და ლიხთ-იმერეთის სამეფო უწოდა.
195. 1260–1262 წლებში მონღოლებს დავით ულუ და სამცხის მთავარი სარგის I ჯაყელი აუჯანყდნენ. საპასუხოდ მონღოლებმა დავითის ცოლი დედოფალი გვანცა მოკლეს.
196. 1264 წლიდან მონღოლთა ულუსებს ოქროს ურდოსა (მდებარეობდა რუსეთის ტერიტორიაზე) და ილხანთა (მდებარეობდა ირან-ერაყის ტერიტორიაზე, მას ემორჩილებოდა საქართველო) შორის ომები დაიწყო. ილხანებმა ოქროს ურდოს ჯარების შესაკავებლად კავკასიის გადმოსასვლელებზე სიმაგრეები ააგო, რომელსაც „სიბა“ ეწოდებოდა. ქართველი მეფეები იძულებული იყვნენ მასზე ემსახურათ.
197. 1266 წელს სარგის ჯაყელი მეფე დავით ულუს აუჯანყდა და ამიერიდან სამცხე ცალკე სახელმწიფოდ – „ხასინჯუდ“ გამოიყო.
198. 1270 წელს დავით ულუ გარდაიცვალა და მის ნაცვლად აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ 11 წლის დემეტრე II თავდადებული დაამტკიცეს. ქვეყანას მის დავაჟკაცებამდე რეგენტი ქურთი სადუნ მანკაბერდელი მართავდა. იგი ათაბაგისა და ამირსპასალარის თანამდებობებს ფლობდა.
199. დემეტრემ მოაწესრიგა ქვეყანა და თბილისში მეტეხის ტაძარი ააგო.
200. სადუნის გარდაცვალების შემდეგ სადუნის ძეს ყუთლუ-ბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა და ქვეყნის მართვის საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა. ამიტომ ყუთლუ-ბუღა დემეტრეს გადაემტერა.
202. 1297–1303 წლებში მონღოლებს დემეტრეს უფროსი ძე დავით VIII აუჯანყდა, თუმცა ბოლოს დამარცხდა და ტახტიდან გადაყენებულ იქნა. მის ნაცვლად მონღოლებმა რიგ-რიგობით მისი უმცროსი ძმები ვახტანგი და გიორგი V ბრწყინვალე დაამტკიცეს.
203. 1318–1346 გიორგი V ბრწყინვალეს ერთპიროვნული მეფობა.
204. გიორგი მეგობრობდა მონღოლთა პირველ ვეზირ ჩობან ნოინთან.
205. გიორგიმ განდევნა ქართლში მოთარეშე ოსები. შექმნა სახელმწიფოს მმართველობის დოკუმენტი „ხელმწიფის კარის გარიგება“. მოაგვარა აღმ. საქართველოს მთიანეთის მოსახლეობას შორის დაპირისპირება და შეუდგინა მათ სამართლის კრებული „ძეგლის დადება“.
206. გიორგიმ ეგვიპტის სულთანთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. საპასუხოთ ეგვიპტელებმა ქართველებს დაუბრუნეს წმინდა მიწაზე არსებული ტაძრები, მათ შორის იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ქართველები თავისუფლად ივაჭრებდნენ ეგვიპტეში და თავისუფლად ილოცებდნენ იერუსალიმში.
207. რომის პაპმა აზიის კათოლიკური ეკლესიის ცენტრი სმირნადან თბილისში გადმოიტანა.
208. 1329 წელს გიორგიმ შემოიერთა დასავლეთ საქართველო, 1334 წელს სამცხე-საათაბაგო და საქართველო გააერთიანა. შემდეგ მონღოლები განდევნა და ხარკი შეუწყვიტა.
209. 1386–1403 წლებში შუააზიელი დამპყრობელი თემურ ლენგი 8-ჯერ შემოესია საქართველოს.
210. თემურ ლენგის (კოჭლის) პირველი ორი ლაშქრობის (1386 და 1387 წლის) დროს საქართველოს მეფე იყო ბაგრატ V (1360–1393). 1386 წ. 21 ნოემბერს თბილისის პირველად აღება და მეფე ბაგრატის დატყვევება.
211. თემური პარალელურად ეომებოდა ოქროს ურდოს ყაენს თოხთამიშს.
212. 1394 წლიდან თემურის წინააღმდეგ იბრძოდა საქართველოს მეფე გიორგი VII (1393–1407). 1403 წელს ლენგიმ გიორგი VII-სთან ზავი დადო და შეეგუა საქართველოს ქრისტიანობას.
213. XV საუკუნიდან კავკასიაში თურქმენულმა ტომებმა იწყეს შემოსევები, რომლებთან ბრძოლებში დაიღუპნენ საქართველოს მეფეები გიორგი VII და მისი ძმა კონსტანტინე I (1407–1411).
214. 1412–1442 წლებში საქართველოს მეფეა ალექსანდრე I დიდი.
215. ალექსანდრემ აღადგინა დანგრეული ქვეყანა. ამისთვის მან დროებითი გადასახადი შემოიღო. 1431 წელს მან შემოიერთა ლორეს მხარე, ხოლო 1434 წელს სივნიეთი ანუ ყარაბაღი.
216. 1437–1439 წლებში იტალიის ქალაქ ფერარაში რამის პაპის მეთაურობით ჩატარდა მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიების კრება. მასზე განიხილებოდა საკითხი რომლის მიხედვით აღმ ევროპისა და წინა აზიის ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიები რომის პაპს უნდა დაქვემდებარებოდა და ამ ქვეყნებში წირვა-ლოცვა ლათინურ ენაზე უნდა წარმართულიყო. საპასუხოდ პაპი და ევროპის ქვეყნები დაეხმარებოდნენ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებს ოსმალების წინააღმდე ბრძოლაში. საქართველოს საეკლესიო დელეგაციამ უარი თქვა ამას დათანხმებოდა და კრება პროტესტის ნიშნად დატოვა.
217. 1442–1446 მეფე ვახტანგ IV
218. 1446–1465 მეფობს ერთიანი საქართველოს უკანასკლნელი მეფე გიორგი VIII.
119. 1453 წლის 29 მაისს თურქ-ოსმალებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და ბიზანტიის არსებობას ბოლო მოუღეს.
220. რომის პაპმა გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა კონსტანტინეპოლი და ამ მიზნით სახელმწიფოთა კოალიციის შექმნას შეუდგა. 1459 წელს საქართველოსა და კავკასიაში მოვიდა პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელმაც დაითანხმა ქართველი მეფე-მთავრები, ტრაპიზონის, კილიკიისა და ირანის მმართველები ოსმალების წინააღმდეგ ომში მიეღოთ მონაწილეობა. საპასუხოდ ქართველი, ირანელი და ტრაპიზონელი მეფეების ელჩები ევროპაში ჩავიდნენ, საფრანგეთის მეფეებს შარლ VII-სა დ ლუი  XI-ს შეხვდნენ, შემდეგ ბურგუნდიის ჰერცოგს, მაგრამ ყველასგან ოსმალეთთან ომში მონაწილეობაზე უარი მიიღეს. მაშინ ქართველმა მეფე-მთავრებმა და ირანის შაჰმაც უარი თქვეს და ერთმანეთთან ომები წამოიწყეს.
221. 1463 წელს ჩიხორთან ბრძოლაში იმერეთის ერისთვმა ბაგრატ ბაგრატიონმა დაამარცხა თავისი ბიძაშვილი საქართველოს მეფე გიორგი VIII, აიღო ქუთაისი და „იმერეთის მეფედ“ (1463–1478) ეკურთხა.
222. 1465 წელს ფარავნის ტბასთან ბრძოლაში სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე II-მ (1451–1498) დაამარცხა და ტყვედ იგდო მეფე გიორგი. ამით ისარგებლა მეფის ძმისშვილმა დავით დემეტრეს ძემ და კახეთი დაიკავა.
223. 1466 წლის იანვარში იმერეთის მეფე ბაგრატმა თბილისი დაიკავა და ქართლ-იმერეთის მეფე გახდა ბაგრატ VI-ის სახელით (1466–1470; 1472–1478).
224. ამით შეშინებულმა ყვარყვარემ მეფე გიორგი გაათავისუფლა. გიორგი წავიდა კახეთში, ძმისშვილი დავითი განდევნა და კახეთის მეფედ ეკურთხა გიორგი I-ის სახელით (1466–1476).
225. 1478 წელს ბაგრატ VI-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის მეფე გახდა მისი ძე ალექსანდრე II, ხოლო ქართლის მეფე გიორგი VIII-ის მეორე ძმისშვილი კონსტანტინე II დემეტრეს ძე (1478–1505).
226. XV საუკუნეში საქართველოში ფეოდალურმა დაქუცმაცებულობამ მწვერვალს მიაღწია. 1492 წელს სამეფო დაიყო 3 სამეფოდ (იმერეთის, ქართლის და კახეთის) და 1 სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო). ისინი თავის მხრივ დაიყვნენ საერისთავოებად და სათავადოებად. ერისთავები და თავადები თავიანთ სამფლობელოებში თავს მეფეებად თვლიდნენ და მეფეებს ნაკლებად ემორჩილებოდნენ. ამასთან მათი ძალაუფლება და თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო.
227. კახეთში გამეფებულმა გიორგი I-მა, რომელსაც ეშინოდა რომ ეს სამეფოც არ დაშლოდა, კახეთში გააუქმა საერისთავოები და სათავადოები და მათ ნაცვლად დააარსა სამოურავოები. მოურავებს კი მეფე თვითონ ნიშნავდა თავისი მომხრეებისგან. კახეთის სამეფოს დედაქალაქად გიორგიმ აირჩია გრემი, სადაც სამეფო სასახლე ააგო. მისმა შვილთაშვილმა კახთა მეფე ლევანმა გრემი კავკასიის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქდ აქცია.
228. ამავე პერიოდში საქართველოზე თავდასხმებს იწყებენ თურქმანები (თეთრბატკნიანები და შავბატკნიანები) და თურქ-ოსმალები. ქართველი მეფეები მათ წინააღმდეგ საზღვარგარეთ იწყებენ მოკავშირეთა ძებნას.
229. ქართლის მეფე კონსტანტინე II ჯერ ეგვიპტის სულთანს დაუკავშირდა, შემდეგ 1495 წელს ესპანეთის დედოფალ იზაბელას და რომის პაპს მაგრამ უშედეგოთ.
230. კახეთის მეფე ალექსანდრე I გიორგის ძე (1476–1511) კი 1483–1491 წლებში მოსკოვის მთავარს ივანე III-ს თუმცა ესეც უშედეგოდ.
231. XVI საუკუნის დასაწყისში თურქმანები სეფიანებმა გაანადგურეს ქართლისა და კახეთის მეფეების და სამცხის მთავრის გაგზავნილი დამხმარე ლაშწრის წყალობით. ამიერიდან 200 წელი ირანს სეფიანები (სეფევიდები) მართვადნენ.
232. 1513 წელს ქართლის მეფე დავით X-მ (1505–1525) ტყვედ იგდო და მოკლა ქართლის მაოხრებელი კახეთის მეფე ავგიორგი და ცოტა ხნით კახეთი შემოიერთა, მაგრამ ავგიორგის ძე ლევანს მხარში ამოუდგნენ ქართველი ფეოდალები და 1518 წ. კახეთის ტახტზე ასვლის საშუალება მისცეს.
233. 1510 წ. ტრაპიზონის ფაშა სელიმმა (ცოტა ხნის შემდეგ იგი ოსმალეთის სულთანი გახდა) ქუთაისი ააოხრა და ბაგრატი და გელათი გადაწვა.
234. 1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510–1565) მურჯახეთთან დაამარცხა სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III, დაატყვევა და სამცხე-საათაბაგო შემოიერთა. 1545 წელს ოსმალებმა სოხოისტას ბრძოლაში დაამარცხეს იმერეთისა და ქართლის მეფეთა ლაშქარი, სამცხე დაიკავეს და იქ ყვარყვარეს ვაჟი ქაიხოსრო გაამთავრეს. ამიერიდან ოსმალეთი ნელ-ნელა იპყრობდა სამცხის პროვინციებს (ტაოს, კლარჯეთს, არტაანს, აჭარას, სამცხეს, ჯავახეთს, შავშეთს).
235. სამცხის დაკარგვის შემდეგ გაბრაზებულმა ბაგრატმა სამეგრელოსა (ოდიშის) და გურიის სამთავროების გაუქმება სცადა, მაგრამ დამარცხდა. ლევან I დადიანი ოსმალეთის სულთანმა სამეგრელოს დამოუკიდებელ მეფედ სცნო.
236. 1541 წლიდან მოყოლებული ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს მუდმივად აოხრებდა ირანის შაჰი თამაზ I. მის წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდნენ ქართლის მეფეები ლუარსაბ I (1527–1556) და სვიმონ I (1556–1569; 1578–1600).
237. 1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავი დაიდო. დას. საქართველო ოსმალეთს ერგო, აღმოსავლეთი კი ირანს.
238. 1556 წელს შაჰ თამაზმა ქართლის ასაოხრებლად ყარაბაღის ბეგლარბეგი გამოაგზავნა. სოფელ გარისთან ბრძოლაში ქართველებმა უფლისწულ სვიმონის მეთაურობით მტერი გაანადგურეს, თუმცა ბრძოლაში ლუარსაბი დაიღუპა და ქართლის მეფე სვიმონი გახდა.
239. XVI საუკუნე ლევანისა (1518–1574) და ალექსანდრე II-ის (1574–1605) მეფობის პერიოდი კახეთის აყვავების ხანაა. მათ დიპლომატიური ურთიერთობით თავიდან აიცილეს ირან-ოსმალეთის თავდასხმები. თუმცაღა ირანის შაჰმა კი წაართვა მას წუქეთი და კაკ-ელისენის მხარეები, რის შემდეგაც ამ მხრეებში ჩამოსახლებული ლეკები აწუხებდნენ კახელებს და მათნგან თავის დასაღწევად კახეთის მეფეები რუსეთის მეფეს დაუკავშირდნენ. 1564–1571 წლებში ლევანის თხოვნით კახეთის ციხეებს რუსის ჯარი იცავდა. 1587 წელს ალექსანდრემ რუსეთის მეფის ერთგულებაზე დაიფიცა (ფიცის წიგნი). საპასუხოდ კი 1589 წელს რუსეთის მეფის წყალობის სიგელი მიიღო. თუმცა მალე რუსეთი უმძიმეს დღეში ჩავარდა და კახეთთან ურთიერთობა შეწყვიტა.
240. 1569 წელს ფარცხისთან ბრძოლის დროს მოღალატე თავადის ყორღანაშვილის წყალობით სვიმონ მეფე ირანელებმა ტყვედ იგდეს და შაჰ თამაზს მიჰგვარეს. შაჰმა პატივი სცა და ისლამის მიღება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ სვიმონი 9 წლით ციხეში ალამუთის გამოჰკეტეს. ქართლის მეფედ კი სვიმონის გამუსლიმანებული ძმა დავითი დანიშნეს.
241. 1578 წელს ოსმალეთმა დიდი ლაშქარი გაგზავნა კავკასიის დასაპყრობად მუსტაფა ლალა ფაშას სარდლობით. მათ დაამარცხეს ირანელები და მთელი საქართველოდან განდევნეს. ამასთან სამცხის სამთავროს „ჩილდირის ვილაიეთი“ უწოდეს და მის პირველ „ფაშად“ გამუსლიმანებული მანუჩარ ჯაყელი დანიშნეს.
242. შეშინებულმა შაჰმა სვიმონი ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა. სვიმონმა არაერთხელ დაამარცხა ოსმალები, მრავალი ციხე წაართვა, მანუჩარ ფაშა და სამცხელებიც ააჯანყა და თბილისზე იერიშებიც კი დაიწყო.
243. 1590 წელს ირანის ახალმა შაჰმა აბას I-მა (1587–1629) ოსმალეთთან ზავი დადო რათა ძალები მოეკრიბა და მანამდე მთელი კავკასია დაუთმო. ოსმალეთმაც ამით ისარგებლა სამცხე საათაბაგო აღწერა და შეადგინა „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“. დაიწყო სამცხეში თურქების ჩამოსახლება და ადგილობრივთა გათურქება. ირანელთაგან მიტოვებული სვიმონი მარტოდ განაგრძობდა თავგანწირულ ბრძოლას.
244. 1599 წლის ბოლოს ნახიდურთან ბრძოლაში უკანდახევისას ფარცხისთან ახლოს სვიმონ მეფე ამჯერად ოსმალებმა შეიპყრეს და სტამბულს გაგზავნეს სადაც 11 წელი იედიყულეს ციხეში გაატარა და იქვე გარდაიცვალა.
245. 1605 წელს შან აბასის ბრძანებით ალექსანდრე II კახეთის მეფე მისმა გამუსლიმანებულმა და ირანში აღზრდილმა შვილმა კონსტანტინე ხანმა მოკლა, თუმცა მოგვიანებით კახელებმა ისიც მოკლეს. კახეთის მეფე ალექსანდრეს შვილიშვილი თეიმურაზ I (1606–1648) დავითის ძე გახდა.
246. 1609 წელს ოსმალები ქართლს შეესივნენ და მეფე ლუარსაბ II-ის შეპყრობას ცდილობდნენ, მაგრამ თევდორე ბერის გმირობის წყალობით ქართველებმა მომზადება მოასწრეს და გიორგი სააკაძის მეთაურობით ტაშისკართან ბრძოლაში მტერი სასტიკად გაანაგურეს.
247. გიორგი სააკაძე ნოსტელი აზნაური იყო. მოხერხებულობის წყალობით მეფე ლუარსაბმა მას თბილისისა და დვალეთის მოურავობა მისცა, რამაც გაანაწყენა დიდი თავადები. ლუარსაბმა სააკაძის დაც კი შეირთო ცოლად. თავადებმა იმდენი ქნეს, რომ მეფე სააკაძის ღალატში დაარწმუნეს და მის ცოლზე გააშორეს. სააკაძეს სიკვდილი ელოდა, ამიტომ ირანში გაიქცა.
248. 1614–1617 წლებში შაჰ აბასმა 4-ჯერ დაარბია კახეთი და ქართლი და მოტყუებით და თავად შადიმან ბარათაშვილის დახმარებით შეიპყრო ლუარსაბ მეფე, რომელიც ირანში 7 წელი პატიმრობის შემდეგ ისლამის არ მიღების გამო სიკვდილით დასაჯეს. შაჰმა ვერ შეიპყრო კახეთის მეფე თეიმურაზი, მაგრამ სამაგიეროდ მძევლად მიღებული თეიმურაზის ორი ძე და დედა ქეთევან დედოფალი წამებით დახოცა (ქეთევანი 1624 წელს ქ. შირაზში).
249. 1625 წლის 25 მარტს ირანელთა 30000-იანი არმია რომელსაც ყარჩიხა-ხანის სარდლობდა მარტყოფის ბრძოლაში გიორგი სააკაძემ გაანადგურა.
250. 1625 წლის 1 ივლისს ირანელთა ლაშქარმა ისა ხან ყორჩიბაშის სარდლობით მარაბდის ბრძოლაში დაამარცხა ქართველთა ლაშქარი, რომელსაც ამჯერად კახეთის მეფე თეიმურაზ I სარდლობდა. თუმცა ცოტა ხანში ქსნის ხეობაში შესული ირანელები სააკაძემ გაჟლიტა. ეს შაჰ აბასის დამარცხებას ნიშნავდა.
251. 1626 წელს სააკაძესა და კახეთის მეფე თეიმურაზს შორის პირველობისათვის დავა ატყდა, რასაც ბაზალეთის ბრძოლა (ე.წ. ბაზალეთის ტრაგედია) მოჰყვა. სააკაძე დამარცხდა და ამჯერად ოსმალეთში გადაიხვეწა სადაც დიდი ვეზირის ბრძანებით 1629 წელს სიკვდილით დასაჯეს.
252. 1633 (1632) წელს ქართლის მეფედ შაჰმა სვიმონ მეფის ძმისწული გამუსლიმანებული ხოსრო მირზა დაამტკიცა, რომესაც საქართველოში როსტომ ხანი (1633–1658) უწოდეს.
253. თეიმურაზ I არ ეგუებოდა ირანის ბატონობას და ომს განაგრძობდა როსტომ ხანთან, რათა იგი ქართლიდან განედევნა. აამასთან იგი გამუდმებით თხოვდა დახმარებას რუსეთს, მაგრამ უშედეგოდ. ამ ბრძოლაში თეიმურაზს ყველა შვილი და შვილიშვილი დაეღუპა ერეკლეს დავითის ძის გარდა, რომელიც რუსეთს გახიზნა 1653 წელს.
254. 1648 წელს როსტომხანი შეიჭრა კახეთში და სოფელ ძველ ანაგასთან (სიღნაღის რაიონში) დაამარცხა თეიმურაზის ჯარი. ამ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზის უკანასკნელი ვაჟი დათუნა ბატონიშვილი. მაშინ თეიმურაზმა კახეთი დუთმო როსტომს და ამიერიდან იმერეთსა და რუსეთში მოღვაწეობდა. საბოლოოდ კი ირანში ჩავიდა რადგან შაჰი კახეთის დაბრუნებას პირდებოდა, თუმცა დააპატიმრეს და ასტრაბადის ციხეში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა 1663 წელს.
255. 1656 წელს შაჰმა კახეთი როსტომს ჩამოართვა და განჯის ხან სელიმს გადასცა, რომელმაც აქ თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო.
256. 1660 წელს კახეთის მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყებას მეთაურობდნენ ბიძაშვილები შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, მამა-შვილი ზაალ და ზურაბ არაგვის ერისთავები, კახელი თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილი, თუშ-ფშავ-ხევსურები ზეზვა გაფრინდაულის მეთაურობით აჯანყებულებმა გაწყვიტეს ჩამოსახლებული თურქმანები და ალავერდთან და ბახტრიონის ციხესთან ირანელების ლაშქარი სასტიკად გაანადგურეს. აჯანყებულებმა პირველ რიგში ბახტრიონის ციხე აიღეს ამიტომ ამ აჯანყებას ბახტრიონის აჯანყება ეწოდა.
257. აჯანყების გამო შაჰმა ხელი აიღო კახეთის გათათრების გეგმაზე და კახეთი სამმართველოდ ქართლის გამუსლიმანებულ მეფე ვახტანგ V შაჰ ნავაზს გადასცა, რომლის რჩევით აჯანყების პატიების სანაცვლოდ აჯანყების ლიდერები ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ირანში ჩავიდნენ (1661 წ.) და სამშობლოსთვის თავი გასწირეს.
258. 1658–1675 წლებში ქართლის მმართველი იყო ვახტანგ V იგივე შაჰ ნავაზ I.
259. 1669 წ. თურქებმა ქუთაისის ციხე დაიკავეს და იქ 101 წლის მანძილზე დარჩნენ. 1691 წ. მათ დაანგრიეს ბაგრატის ტაძარი.
260. 1703–1712 წლებში ქართლს ხანის ჯანიშინის (ხანის მოადგილის) ტიტულით მმართვდა ვახტანგ V-ის შვილიშვილი ვახტანგ ლევანის ძე. ამ პერიოდში ვახტანგმა შექმნა სამართლის კრებული „დასტურლამალი“, 1709 წ. დაარსა თბილისის სტმბა, სადაც ჯერ სახარება, ხოლო 1712 წ. ვეფხისტყაოსანი დაბეჭდა. ვახტანგმა შექმნა სწავლულ კაცთა კომისია ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით, რომელმაც დაწერა, „ქართლის ცხოვრების 3 გაგრძელება“.
261. 1709 წელს ავღანეთში დაიღუპა ქართლის მეფე (ხანი) გიორგი XI (იგივე შან ნავაზ II) და ქართლის მეფედ (ხანად) დაამტკიცეს მისი ძმისშვილი და ვახტანგის უფროსი ძმა ქაიხოსრო, რომელიც თავის მხრივ ასევე ავღანეთში ომის დროს დაიღუპა 1711 წელს.
262. 1712 წელს უკვე მეფედ (ხანად) დასამტკიცებლად ირანში გაიწვიეს ვახტანგი. ვახტანგს ეგონა, რომ ევროპა დაეხმარებოდა და ამ მიზნით ევროპაში მისი აღმზრდელი სულხან საბა ორბელიანი გაგზავნა და შაჰს ისლამის მიღებაზე უარი უთხრა. რამდენიმე წლის შემდეგ სულხან საბა ევროპიდან უშედეგოდ დაბრუნდა და ვახტანგმაც იმედდაკარგულმა 1716 წელს მიიღო ისლამი. შედეგად მას შაჰმა ქართლის მეფობა მისცა თუმცა კიდევ 3 წელი დაიტოვა და 1716–19 წლებში ქართლს ვახტანგის ძე ბაქარი (შაჰ ნავაზ III) მართავდა.
263. 1719 წელს ვახტანგი ქართლში დაბრუნდა და ენერგიულად ებრძოდა ლეკთა შემოსევებს. 1722 წელს ვახტანგმა კავშირი დაამყარა რუსეთის მეფე პეტრე I-თან. ისინი შეთანხმდნენ აზერბაიჯანში ერთობლივ ლაშქრობაზე. 1722 წლის შემოდგომაზე პეტრე აზერბაიჯანში შეიჭრა, რამდენიმე ციხე აიღო, თუმცა ცოტა ხანში ოსმალებს შეუთანხმდა და უკან გაბრუნდა. ამასობაში ვახტანგი 40000-იანი ჯარით ჩავიდა ქალაქ განჯაში და 3 თვე ელოდა პეტრეს გამოჩენას და ამით ირანსა და ოსმალეთს აღიზიანებდა. ბოლოს კი შინ დაბრუნდა.
264. 1723 წელს ირანის შაჰის ბრძანებით კახეთის მეფე კონსტანტინე მაჰმად ყული ხანმა ვახტანგს თბილისი წაართვა. ცოტა ხანში კი თბილისი და მთელი ქართლი ოსმალებმა დაიპყრეს. ამით აღმ. საქართველოში „ოსმალობა“ დაიწყო, რომელმაც 12 წელს, 1735 წლამდე გასტანა.
265. 1724 წელს ვახტანგი 1200 ნათესავთან და დიდებულთა ერთად რუსეთში წავიდა, რათა პეტრესთვის დახმარება ეთხოვა, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდა და 1736 წელს იქვე გარდაიცვალა.
266. 1732 წლიდა ირანს ფაქტობრივად თამაზ ყული-ხანი მმართავდა, რომელმაც კახეტის მმართველობა თეიმურაზ II-ს  მისცა. 1735 წელს თამაზ ყული-ხანმა ოსმალები დაამარცხა და კავკასიიდან განდევნა. ამიერიდან აღმ. საქართველოში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა (ასე ეძახდნენ ირანელებს თავსაბურავის გამო) ანუ ირანელთა ბატონობამ შესცვალა. 1736 წელს თამაზ ყული-ხანი ირანის შაჰი გახდა ნადირ შაჰის სახელით.
267. 1737 წელს ინდოეთში ლაშქრობის დროს ნადირშაჰს თან ახლდა თეიმურაზ II-ის ვაჟი უფლისწული ერეკლე, რომელმაც თავი დიდად გამოიჩინა.
268. 1730–40-იან წლებში ქართლის აჯანყებას ჯერ ოსმალების, შემდეგ კი ირანელების ბატონობის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდა ლეგენდარული ქართველი თავადი გივი ამილახვარი, რომელიც საბოლოოდ თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს. ამ დამსახურებისათვის ნადირ შაჰმა 1744 წ. თეიმურაზს ქართლის, ხოლო ერეკლეს კახეთის მეფობა უბოძა.
269. თითქმის 140 წლიანი შესვენების შემდეგ 1745 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოველში ქართლისა და კახეთის მეფეები ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ. ქართლის მეფედ თეიმურაზ II, ხოლო კახეთის მეფედ მისი ძე ერეკლე II (1744–1798).
270. 1747 წელს ნადირშაჰის მკვლელობის შემდეგ ირანმა აღმ. საქართველოზე გავლენა დაკარგა, რითაც ისარგებლეს მამა-შვილმა და კავკასიური სახანოების დამორჩილებასა და  ლეკების შემოსევების ალაგმვას ცდილობდნენ.
271. 1751 წელს თეიმურაზი და ერეკლე კაკ-ენისელისა და ჭარ-ბელაქანში (ე.ი. დღევ. საინგილო) ჩამოსახლებული ლეკების წინააღმდეგ გაილაშქრეს. აგრიჩაისთან ბრძოლაში შაქის ხანი აჯი ჩალაბი მოულოდნელად ლეკებს მიემხრო და ქართველები დამარცხდნენ.
272. იმავ 1751 წელს ერევანში შეჭრილ თავრიზის მართველ აზატ ხანს ერეკლე თვს დაესხა და ყირბულახთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა.
273. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში შაქელმა აჯი ჩალაბმა ისევ დაამარცხა მამა-შვილის ლაშქარი, თუმცა ცოტა ხანში შამშადილოსთან ბრძოლაში უკვე ერეკლემ იმარჯვა.
274. 1752 წელს იმერეთის მეფე გახდა 15 წლის სოლომონ I (1752–1784) ალექსანდრეს ძე. მან აკრძალა „ტყვეთა სყიდვა“, მოკავშირედ გაიხადა სამეგრელოს მთავარი კაცია დადიანი, გურიის მთავარი მამია გურიელი, იმერეთის თავადებისგან შექმნა მუმდმივმოქმეთი ჯარი „ფიცის კაცები“, რომელიც მუდამ მზად იყვნენ მტრის შემოსევის შემთხვევაში მეფეს გვერდით ამოდგომოდნენ.
275. 1749 წ. ერეკლემ თბილისში აღადგინა სტამბა.
276. 1755 წ. თბილისში გაიხსნა სასულიერო სემინარია, რომლის პირველი რექტორი (ხელმძღვანელი) გახდა ფილიპე ყაითმაზიშვილი.
277. 1758 წ. თელავშიც გაიხსნა სასულიერო სემინარია და მისი პირველი რექტორი გახდა გაიოზ ბარათაშვილი.
278. 1754 წ. კახეთს შემოესია ხუნძახის ანუ ავარიის (მხარე დაღესტანში) მმართველი ნურსალ ბეგი. მჭადიჯვართან ბრძოლაში ერეკლემ მტერი დაამარცხა.
279. 1755 წ. ნურსალბეგი 20000 იანი ლაშქრით შემოიჭრა სხვა დაღესტანელ მმართველებთან ერთად და ყვარლიც ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ პირდაპირ ბრძოლას თავი აარიდა და დაღესტანურ მიწებს თავისი რაზმები შეუსია საძარცვავად. მაშინ ნურსალ ბეგის მოკავშირეები შინ წავიდნენ საკუთარი მხარეების დასაცავად. მაშინ მარტოდ დარჩენილი ნურსალიც უკან წავიდა.
280. 1757 წელს ოსმალთა ლასქარი იმერეთში შემოიჭრა, რომელსაც მოუძღოდნენ მეფის ბაბუა თავადი ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი. ხრესილთან ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს. ლევან აბაშიძე მოკლეს, მისი სათავადო (არგვეთში) სამეფო მამულად იქცა. როსტომი გაიქცა რაჭაში.
281. 1758 წელს იმერეთის მეფე სოლომონმა და თეიმურაზ-ერეკლემ სამხედრო ურთირთდახმარების ხელშეკრულება გააფორმეს. ეს ხელშეკრულება 1773 წ. სოლომონმა და ერეკლემ განაახლეს.
282. 1760 წელს თეიმურაზ II რუსეთში წავიდა რათა რუსეთის იმპერატორისგან ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება მიეღო. 1762 წელს თეიმურაზი იქვე გარდაიცვალა და ერეკლე უკვე ქართლის მეფედაც ეკურთხა. ასე შეიქმნა ერთიანი ქართლ-კახეთის სამეფო, რომელმაც 1801 წლამდე იარსება.
283. 1765 წელს ვახტანგ VI-ის უკანონო ვაჟმა პაატა ბატონიშვილმა ქართლის ტახტის ხელში ჩასაგდებად შეთქმულება მოაწყო, რომელიც გასცა გლეხმა დათუნა ფეიქარმა. ერეკლემ შეთქმულები სიკვდილით დასაჯა. ერთ-ერთ შეთქმულ ალექსანდრე ამილახვარს ცხვირი მოაჭრეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს. იგი რუსეთში გადაიხვეწა, სადაც დაწერა პოლიტიკური ტრაქტატები „ბრძენი აღმოსავლეთისა“ და გეორგიანული ისტორია.
284. 1759 წელს სოლომონმა მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ოფიციალურად აკრძალა ტყვეთა სყიდვა საქართველოში. ამით გაბრაზებული ოსმალები მუდმივად თავს ესხმოდნენ იმერეთს.
285. 1766 წ. ოსმალებმა მოახერხეს სოლომონის ნაცვლად იმერეთში მისი ბიძაშვილის თეიმურაზ მამუკას ძის დასმა, თუმცა 1 წელში ენერგიული ბრძოლით სოლომონმა დაიბრუნდა პოზიციები და ოსმალეთმა იმერეთის სამეფოსთან საზავო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, იმერეთის სამეფო ცხადდებოდა ოსმალეთის არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ ქვეყნად. ხელშეკრულებაში აღარ იყო წამოყენებული ტყვეებით ვაჭრობის მოთხოვნა, იმერეთს ყოველწლიური ხარკის სახით უნდა გაეგზავნა 60 ქალი, მხოლოდ, ამჯერად, ოსმალეთი არ მოითხოვდა, რომ ეს ქალები აუცილებლად ქართველები ყოფილიყვნენ. როგორც ირკვევა, სოლომონი ამ პირობასაც აღარ უსრულებდა ოსმალეთის მთავრობას. ეს იმერეთის დიდი გამარჯვება იყო.
286. 1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი დაიწყო, რომელმაც 1774 წლამდე გასტანა და ოსმალეთის დამარცხებით დასრულდა. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23 მუხლი იმერეთის სამეფოს ეხებოდა და მას ოსმალეთის გავლენის სფეროში ტოვებდა. რამდენიმე თხოვნის გაგზავნის შემდეგ რუსეთიდან სოლომონის დასახმარებლად გამოგზავნეს გერმანელი გადაგვარებული გენერალი ტოტლებენი, რომელიც ცდილობდა სოლომონისა და ერეკლეს ერთმანეთზე წაკიდებას.
287. 1769 წ. სოლომონ მეფემ შეპყრო როსტომ რაჭის ერისთავი შვილებთან ერთად, დააბრმავა, რაჭის საერისთავო გააუქმა და მისი ტეროტორია სამეფო მამულად გამოაცხადა.
288. 1770 წელს ერეკლე და ტოტლებენი სამცხის საფაშოს თურქებისგან გასათავისუფლებლად დაიძრნენ, მაგრამ მოულოდნელად გერმანელი სარდალი თავისი ჯარით უკან მობრუნდა და იმერეთს წავიდა. მაშინ ერეკლემ ასპინძასთან ბრძოლაში თურქთა და ყირიმელ თათართა ლაშქარი გაანადგურა და უკან მობრუნდა, რადგან სათანადო ძალები აღარ ყავდა ახალციხეზე საიერიშოდ.
289. 1770 წელსვე სოლომონ I-მა ტოტლებენის მოტანილი ზარბაზნების წყალობით თურქებისგან გაათავისუფლა იმერეთის ციხეები (ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის და ქუთაისის), თუმცა ამ ბრძოლების დროს დაინგრა ბაგრატის ტაძარი.
290. 1774 წ. ერეკლემ ლეკების თარეშის აღსაკვეთად 5000 კაციანი მუდმივმოქმედი „მორიგე ჯარი“, რომელსაც მისი ვაჟი ლევანი სარდლობდა. მორიგე ჯარმა 1781 წლამდე ლევანის დაღუპვამდე იარსება.
291. ქვეყნის უკეთ ორგანიზებისთვის ერეკლემ მის წინაპარ კახეთის სამეფოს დამაარსებელ მეფე გიორგის მიბაძა და ქართლშიც გააუქმა ფეოდალური პოლიტიკური ერთეულები, როგორც ქრისტიანული (ქსნის და არაგვის საერისთავოები), ისე მუსლიმანური (ბორჩალოსა და ბამბაკის სახანოები) და ამ მხარეებში პირდაპირ ცენტრალური მმართველობა შემოიღო.
292. რუსი სარდლებმა ტოტლებენმა და მისმა შემცვლელმა სუხოტინმა ბევრი იცოდვილეს და ბოლოს სულ მიატოვეს ბრძოლის ველი. ამით ისარგებლეს ოსმალებმა და გურიის სამთავროს ქობულეთის მხარე მიიტაცეს და ტრაპიზონის საფაშოს შეუერთეს. ქვემო გურია (ბათუმისა და ჩაქვის ოლქები) თურქებმა ჯერ კიდევ 1703 წელს წაართვეს გურიელს.
293. 1778 წელს თავადებმა სოლომონის მემკვიდრე ალექსანდრე გადაიბირეს და ააჯანყეს მამის წინააღმდეგ. სოლომონმა ძე ციხეში ჩააგდო, საიდანაც ცოცხალი ვერარ გამოვიდა. ამის შემდეგ სოლომონმა ტახტის მემკვიდრედ თავისი ძმისშვილი დავით არჩილის ძე დაასახელა, რომელიც დედის მხრიდან ერეკლე მეფის შვილიშვილი იყო.
294. 1779 წელს სამეგრელოში შემოჭრილი ოსმალთა და ჩრდილო კავკასიელთა ლაშქარი რუხის ციხესთან გამართულ ბრძოლაში სოლომონ მეფემ და კაცია დადიანმა სასტიკად გაანადგურეს.
295. 1781 წ. სოლომონი ქობულეთის მხარეში შეიჭრა რათა ეს მხარე თურქებისგან გაეწმინდა მაგრამ დამარცხდა.
296. 1783 წ. 24 ივლისს ოსურ ციხესიმაგრე გეორგიევსკში დაიდო ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთი რუსეთის „მფარველობაში“ შევიდა. რეალურად კი რუსეთს ექვემდებარებოდა და ქართველი მეფეები რუსეთის იმპერატორის ნებართვის გარეშე ვერ გამეფდებოდნენ. ამასთან ქართლ-კახეთს უცხო ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობა ეკრძალებადა. ტრქატატს ხელი მოაწერეს გარსევან ჭავჭავაძემ და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის საყვარელმა გენერალმა პავლე პოტიომკინმა. 1784 წ. 24 იანვარს ტრაქტატზე ხელი მოაწერა ეკატერინამაც და დოკუმენტი ფოიციალურად ძალაში შევიდა.
297. 1784 წ. სოლომონ მეფე გარდაიცვალა და იმერეთის ტახტი მისმა ბიძაშვილმა დავით გიორგის ძემ დაიკავა, რომელმაც აღადგინა კვლავ რაჭის საერისთავო.
298. 1785 წ. საქართველოში შემოიჭრა ხუნძახის ანუ ავარიის ბატონი ომარ ხანი (1774–1801), რომელმაც ააოხრა კახეთი, ქართლი, იმერეთი, გაანადგურა ახტალის სამთამადნო წარმოება და ტყვედ იგდო იქაური მუშები. ერეკლემ ჯარი ვერ შეკრიბა, ამიტომ მტერს 10000 მანეთი გადაუხადა და ყოველწლიურ ხარკად 5000 მანეთი შეპირდა, თუმცა აღად გადაუხადა.
299. ამის გამო 1787 წ. ომარ ხანი ისევ შემოიჭრა, თუმცა ერეკლე მზად დახვდა და უკან წავიდა.
300. 1790 წ. 1 წლიანი ომის შემდეგ დავით არჩილის ძემ დაამარცხ დავით გიორგის ძე და იმერეთში თვითონ გამეფდა, რის შემდეგაც სახელი გამოიცვალა და სოლომონ II (1790–1811) დაირქვა.
301. 1790 წ. შიდა ომებით თავმობეზრებული იმერელი თავადები ჩავიდნენ თბილისში და ერეკლეს თხოვეს იმერეთი შეეერთებინა, რაზეც უარი მიიღეს. სამაგიეროდ ცოტა ხანში თბილისში შეიკრიბნენ ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მეთაურები და დადეს სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება „ივერიელთა ტრაქტატი“.
302. 1791 წ. ანდერძით ერეკლემ თავის ყველა ვაჟს მისცა გამეფების უფლება ასაკის მიხედვით.
303. 1795 წელს ირანის ახალი მმართველი აღა მაჰმად ხანი ქართლში შემოიჭრა 35000 კაცით. კრწანისთან 2 დღიან (10–11 სექტემბერი) ბრძოლაში ერეკლეს 5000 კაციანი (აქედან 2000 სოლომონ II-ს გაგზავნილი იყო) დამარცხდა და უკან დაიხია. გმირულად დაეცა 300 არაგველი. მტერმა აიღო თბილისი და გადაწვა, რასაც ბიბლიოთეკის განადგურება და უნიკალური წიგნების სამუდამოდ დაკარგვა მოჰყვა.
304. 1798 წ. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის ტახტზე მისი უფროსი ძე გიორგი XII (1798–1800) ზაქიჭამია ავიდა.
305. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასვლას მისი ძე დავითი ლამობდა, მაგრამ რუსებმა ნება არ მისცეს. 1801 წ. 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ.
306. 1802 წ. აპრილში ეს მანიფესტი სიონის ტაძარში წაიკითხეს. თბილისში დაწესდა რუსული მმართველობა, ხოლო ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრები ნელ-ნელა გაასახლეს რუსეთში.
307. 1804 წელს რუსების სასტიკი მმართველობის გამო აღმ. საქართველოს მთიანეთი აჯანყდა. იგივე გააკეთა კახეთის მთიანეთმა და თავააზნაურობამ 1812 წელს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
308. 1811 წელს რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსეთის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. ამიერიდან საქართველოს ეკლესიას 1917 წლამდე რუსი ეგზარქოსები მმართავდნენ. პირველი ეგზარქოსი იყო გარუსებული ქართველი ვარლამ ერისთავი.
309. იმერეთის მეფე სოლომონ II გამუდმებით ცდილობდა სამეგელოს დამორჩილებას, მაგრამ გრიგოლ დადიანი არ მორჩილებდა. 1803 წელს გრიგოლ დადიანმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო, რომლითაც სამეგრელოს სამთავრო რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა შიდა საქმეებში ავტონომიის (თვითმმართველობის) შენარჩუნებით. სამეგრელოში რუსის ჯარი ჩადგა.
310. 1804 წელს რუსებმა სამეგრელოს სანაპიროზე სოფელ ყულეში პორტი რედუტ კალე დააარსეს და საქართველოს ზღვითაც შემოუტიეს. ამის შემდეგ 1804 წ. 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში დადებული ტრაქტატით იმერეთის სამეფო იძულებით შეიყვანეს „რუსეთის მფარველობაში. 1809 წ.  ქუთაისში რუსის ჯარი ჩადგა და სოლომონ მეფე ვარციხის სასახლეში გადასახლდა.
311. 1810 წ. დასაწყისში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ამჯერად იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მანიფესტი გამოსცა. სოლომონი დააპატიმრეს.
312. ამის შემდეგ 1810 წელსვე რუსებმა რუსებმა ოსმალეთის გავლენისგან გაათავისუფლეს აფხაზეთი და გურია და ისინიც „რუსეთის მფარველობაში“ მოაქციეს.
313. ცოტა ხანში სოლომონი თბილისში საპატიმროდან გაიპარა და აჯანყდა, თუმცა 1811 წელს საბოლოოდ დამარცხდა და თურქეთში გადაიხვეწა, სადაც 1815 წ. ტრაპიზონში გარდაიცვალა. იგი 1990 წ. გადმოასვენეს და გელათში დაკრძალეს.
314. 1806–1812 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში თურქეთი (ოსმალეთი) ისევ დამარცხდა. ბუქარესტის ზავით (1813 წ.) ოსმალეთმა ცნო რუსეთის მიერ ბესარაბიისა (მოლდოვა) და დას. საქართველოს შეერთების კანონიერება.
315. 1804–1813 რუსეთ-ირანის ომში ირანელები დამარცხდნენ. გულისტანის ზავით ირანმა ცნო დაღესტანისა და ჩრდ. აზერბაიჯანის რუსეთთან შეერთება.
316. რუსეთის ძალმომრეობრივი პოლიტიკის გამო 1819–1820 წლებში იმერეთის დიდი აჯანყება მოხდა მაგრამ იმერლები დამარცხდნენ.
317. „საქართველოს გაზეთი“, პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი, ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური გამოცემა; დაარსდა 1819 წლის 8 მარტს თბილისში. 1820 წლიდან გამოდიოდა „ქართული გაზეთის“ სახელწოდებით.
318. 1826–1828 წლებში რუსეთ-ირანის მორიგ ომში ირანი ისევ დამარცხდა. თურქმენჩაის ზავით რუსეთმა შეიერთა ნახჭევანისა და ერევნის სახანოები.
319. 1828–1829 წლებში რუსეთ-ოსმალეთის მორიგ ომში ოსმალეთი დამარცხდა. ადრიანოპოლის ზავით რუსეთმა შეიერთა გურიის სამთავრო, სამცხე, ჯავახეთი, (სამცხე-ჯავახეთში იქაური მუსლიმების განდევნა და მათ ნაცვლად რუსებმა სომხების ჩამოსახლება დაიწყეს) და სოხემი. ოსმალეთმა ავტონომია მიანიჭა სერბეთს, მოლდოვას, ვლახეთსა და საბერძნეთს.
320. 1832 წელს ბაგრატიონებმა და ქართველმა თავადაზნაურობამ მოამზადეს შეთქმულება რუსეთის ბატონობის დასამხობად. მისი მეთაური იყო ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი, რომელიც 1828 წლიდან გამოსცემდა რუსული გაზეთის „ტიფლისის უწყებანის“ „სალიტერატურო ნაწილს“, რომელშიც შეფარულად იბრძოდა ეროვნული იდეების აყვავებისათვის. შეთქმულების გეგმას ერქვა „პირველი ღამის განკარგულება“. შეთქმულება გასცა ნიკო ფალავადიშვილმა. შეთქმულები დააპატიმრეს და გადაასახლეს. სოლომონი ვიატკაში გაასახლეს სადაც 1836 წ. 31 წ. ასაკში გარდაიცვალა.
321. 1833 წ. რუსეთის მფარველობაში შევიდა სვანეთი – როგორც დადეშქელიანთა სამთავრო, ისე უბატონო სვანეთის თემები.
322. 1840 წლის რეფორმით რუსეთმა დას. საქართველოში დროებითი მმართველობა გააუქმა და მთელი საქართველო საქართველო-იმერეთის გუბერნიაში გააერთიანა.
323. 1841 წ. გურიის გლეხთა აჯანყება რუსებმა სისიხლში ჩაახშეს.
324. 1844–1854 წლებში საქართველოს მმართველი იყო მიხეილ ვორონცოვი, რომელიც ქართველებისადმი ლოიალური დამოკიდებულებითა და მოქრთამვით ცდილობდა ქართული ინტელიგენციის გარუსებას. რუსული ენის შესწავლის სანაცლოდ მათ თანამდებობებს ურიგებდნენ.
325. 1845 წ. პეტერბურგის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.
326. 1850 წ. 2 (14) იანვარს თბილისის გიმნაზიის სააქატო დარბაზში წარადგინეს გიორგი ერისთვის რეჟისორობით მისივე პიესა „გაყრა“. ეს დღე ქართული თეატრის დაბადების დღედ ითვლება.
327. 1853–1856 წლებში რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი ყირიმის ომში გადაიზარდა. რუსეთის იმპერატორმა ძალები ვერ მოზომა და ამჯერად ოსმალეთის მოკავშირე ინგლისსა და საფრანგეთსაც დაუპირისპირდა. რუსეთი დამარცხდა. პარიზის ხელშეკრულებით რუსეთმა დაკარგა ბესარაბია და ბალკანეთის ქვეყნებზე გავლენა.
328. 1856–1857 წლებში სამეგრელოში გლეხთა დიდი აჯანყება მოხდა უტუ მიქავას მეტაურობით. მართალია აჯანყება ჩაახშეს, მაგრამ რუსეთმა ეს საბაბად გამოიყენა, სამეგრელოს მმართველობა ჩამოართვა სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაზეს და სამეგრელოში რუსული მმართველობა შემოიღეს. იურიდიულად სამეგრელოს სამთავრო 1867 წ. გაუქმდა, როდესაც უკანასკნელმა მთავარმა ნიკო დადიანმა ტახტზე თქვა უარი.
329. 1857–1858 წლებში რუსებმა სვანეთი დაიკავეს და მისი სამთავროც გააუქმეს. კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი და აჯანყდა, მაგრამ შეიპყრეს და დახვრიტეს.
330. 1864 წ. რუსებმა გააუქმეს აფხაზეთის სამთავრო და უკანასკნელი მთავარი მიხეილ შერვაშიძე ვორონეჟში გადაასახლეს. ასე გაუქმდა ყველა ქართილი სახელმწიფო.
122. XIX ს-ის შუა ხანებში საქართველო იმერეთის გუბერნია 2 ნაწილად გაიყო – ქუთაისის და თბილისის გუბერნიებად. მათ შეამდგენლობაში ქართულთან ერთად სომხური და აზერბაიჯანული მიწებიც შედიოდა.
331. 1860-იან წლებში ჩამოყალიბდა პოლიტ-ლიტერატურული მიმდინარეობა თერგდალეულები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. მათ დააარსეს საქველმოქმედო სათავადაზნაურო ბანკი და წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება რომელსაც დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.
332. 1861 წ. ალექსანდრე II-მ რუსეთის იმპერიაში ბატონყმობა გააუქმა. 1864–1871 წლებში რიგრიგობით იგივე მოხდა საქართველოშიც (1864 წ. თბილისის გუბერნიაში, 1865 წ. ქუთაისის გუბერნიაში ანუ იმერეთ-გურია-რაჭაში, 1866 წ. სამეგრელოში, 1870 აფხაზეთში, 1871 წ. სვანეთში). გლეხებს თავისუფლება მისცეს მაგრამ უმიწოდ. მოგვიანებით გლეხებს მცირე მიწები მისცეს. ილიამ ამ რეფორმას სანახევრო უწოდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძემ სამარცხვინო.
333. ალექსანდრე II-მ ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად გააუქმა ფეოდალურ-წოდებრივი სასამართლოები და ყველასთვის საერთო სასამართლო დააწესა. შემოვიდა ადვოკატის ყოლის უფლება.
334. 1871 წ. გაიხსნა საქართველოს რკინიგზის პირველი მონაკვეთი ფოთი-ზესტაფონი. 1872 წელს ფოთი-თბილისი, 1877 წ. დაარსდა ქუთაისის სადგური რიონი. 1883 წ. დასრულდა თბილისი-ბაქოს, 1899 წ. თბილისი ერევანის რკინიგზები.
335. XIX საუკუნის 70-იან წლებში რუსეთის იმპერიაში ქალაქებმა მიიღეს შეზღუდული თვითმმართველობა. 1974 წელს არჩეული იქნა თბილისის თვითმმართველობის ორგანო „სათათბირო“ (საკრებულოს წინაპარი). 1975 წელს კი არჩეულ იქნა თბილისის პირველი „ქალაქის თავი“ (მერის წინაპარი) დიმიტრი ყიფიანი. არჩევნები მაღალი ქონებრივი ცენზით ტარდებოდა. სათათბიროს 48 წევრს ირჩევდნენ მდიდრები, ხოლო 24-ს დანარჩენი მოსახლეობა.
336. 1877–1878 წლებში რუსეთმა ისევ დაამარცხა ოსმალეთი. სან-სტეფანოს ზავით რუსეთმა ოსმალეთს წაართვა ისტორიული ქართული მხარეები: აჭარა, კოლა, არტაანი, კლარჯეთი, ოლთისი და ისინი ქუთაისის გუბერნიას შეუერთა.
337. XIX საუკუნის 60-80 იან წლებში რუსეთი ოსმალეთის წართმეული მიწებიდან დევნიდა მუსლიმანურ მოსახლეობას და მათ ნაცვლად სომხებსა და ბერძნებს ასახლებდა. ასე გადასახლდა ასობით ათასი აფხაზი და ქართველი მუსლიმანი თურქეთში. ამ პროცესს „მუჰაჯირობა“ ეწოდება.
338. 1893 წელს ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე ქართველმა სოციალისტებმა დააარსეს ორგანიზაცია „მესამე დასი“ ნოე ჟორდანიას მეთაურობით. ეს სახელი გიორგი წერეთელმა უწოდა, რადგან თერგდალეულებს პირველ დასად მოიხსენიებდნენ, ნიკო ნიკოლაძის მომხრეებს კი მეორე დასად.
339. 1898 წელს ლენინმა და პლეხანოვმა დააფუძნეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. 1903 წელს იგი ორ ნაწილად გაიყო. უმრავლესობა ლენინს მიემხრო და მათ უწოდეს ბოლშევიკები, ხოლო უმცირესობა პლეხანოვს და მათ უწოდეს მენშევიკები.
340. 1901 წ. საქართველოშიც დაარსდა რსდმპ-ს ფილიალი. 1903 წელს ისიც ორად გაიყო. ბოლშევიკებს მიემხრნენ იოსებ ჯუღაშვილი, ფილიპე მახარაძე და სერჯო ორჯონიკიძე, ხოლო მენშევიკებს ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და აკაკი ჩხენკელი.
341. 1905–1907 წლებში რუსეთის იმპერიაში პირველი სოციალისტური რევოლუცია იყო, რომელიც დამარცხდა.
342. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც რუსეთი, როგორც ანტანტის წევრი ჩაება.
343. რუსეთის ომში დამარცხებების გამო ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. შედეგად 1917 წლის თებერვალში იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა. რუსეთში შეიქმნა ფაქტობრივად ორი პარალელური მთავრობა. ერთი დროებითი და ოფიციალურად აღიარებული ლვოვისა და კერესნკის ხელმძღავნელობით და მეორე მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების მთავრობა ქართველი ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის მეთაურობით.
344. მეფის დამხობის შემდეგ ამიერკავკასიის მთავრობად თავი გამოაცხადა ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა – „ოზაკომმა“ ხარლამოვის მეთაურობით. მასში საქართვეკლოს წარმომადგენელი იყო ჯერ კიტა აბაშიძე, შემდეგ აკაკი ჩხენკელი. მოგვიანებით ოზაკომი „ამიერკავკასიის სეიმმა“ (ე.წ. საერთო პარლამენტი. მასში შევიდნენ ლენინის მიერ გარეკილი რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატები ამიერკავკასიიდან) შეცვალა. ფორმალურად სწორეს ეს სეიმი იყო ამიერკავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საერთო ხელისუფლება, რეალურად კი სამივე ქვეყანაში ჩამოყალიბდა საკუთარი არაოფიციალური პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
345. 1917 წლის მარტში აღსდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მოგვიანებით კათალიკოს პატრიარქად აირჩიეს კირიონ II საძაგლიშვილი.
346. 1917 წლის 25 ოქტომბერს (ახ. სტილით 7 ნოემბერს) ბოლშევიკების ლიდერმა დედაქალაქი პეტროგრადი (ასე უწოდეს ომის დროს პეტერბურგს, რადგან ძველი სახელი გერმანული იყო. მოგვიანებით პეტროგრადს ლენინგრადი უწოდეს. 1991 წელს კი ისევ პეტერბურგი) აიღო, დროებითი მთავრობა დაამხო და ძალაუფლება მოიპოვა.
347. ცოტა ხანში ლენინმა ჩაატარა „რუსეთის დამფუძნებელი კრების“ არჩევნები, რომელშიც ბოლშევიკები სასტიკად დამარცხდნენ. მაშინ ლენინმა გარეკა „დამფუძნებელი კრება“ და ერთპარტიული დიქტატურა დაამყარა.
348. როდესაც რუსეთში ლეგიტიმური დროებითი მთავრობა დაემხო, საქართველოს პარტიებმა 1917 წლის 22 ნოემბერს ჩაატარეს „ეროვნული ყრილობა“ და აირჩიეს 67 წევრიანი „ეროვნული საბჭო“, რომელიც საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება გახდა.
349. 1918 წლის იანვარში ივანე ჯავახიშვილის მეთაურობით დაარსდა პირველი უნივერსიტეტი, რომლის პირველ რექტორად აირჩიეს პეტრე მელიქიშვილი.
350. 1918 წ. 3 მარტს ლენინმა გერმანიასა და მის მოკავშირე ოსმალეთთან ბრესტ-ლიტოვსკში დადო ზავი, რომლითაც რუსეთი ომს გამოეთიშა და გერმანიას დაუთმო დას. უკრაინა და დას. ბელორუსია, ხოლო ოსმალეთს ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ამის შემდეგ ამიერკავკასიაზე გავლენა გერმანიამ მოპივა.
351. 1918 წლის გაზაფხულზევე ოსმალეთმა დაიწყო კავკასიის ქვეყნების მიწების მიტაცება, ბათუმთან ერთად დაიკავა სამცხე-ჯავახეთი და მთელი აჭარა მდ. ჩოლოქამდე. ასეთ პირობებში საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვების მიზნით 1918 წელს 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა ახალი სახელმწიფოს „ამიერკავკასიის დემორატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. მის მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეტა მინისტრად აირჩიეს აკაკი ჩხენკელი.
352. 1918 წლის 22 მაისს საქართველოს „ეროვნულმა საბჭომ“ გერმანიასთან გააფორმა წინასწარი შეთანხმება, რომლითაც საქართველო გამოდიოდა „ამიერკავკასიის სახელმწიფოდან, აცხადებდა დამოუკიდებლობა და დაეხმარებოდა გერმანიას პირველ მსოფლიო ომში.
353. 1918 წლის  26 მაისს თბილისის რუსეთის მეფისნაცვლის სასახლეში ჯერ გამოცხადდა ამიეკავკასიის სეიმის დაშლა, შემდეგ კი 17 საათსა და 1 წუთზე ეროვნული საბჭოს ლიდერმა ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც. ასე ერთ თვეში დაიშალა ამიერკავკასიის ერთიანი სახელმწიფო.
354. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მთავრობის მეთაურად და შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს სოციალ დემოკრატი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად სოციალ დემოკრატი აკაკი ჩხენკელი. 1 თვის შემდეგ ნოე რამიშვილს მხოლოდ შსს მინისტრობა დარჩა, ხოლო მთავრობის მეთაურად სოციალ დემოკრატი ნოე ჟორდანია გახდა.
355. მალევე შემუშავდა საქართველოს ახალი სახელმწიფო სიმბოლოები. საქართველოს გერბი შექმნეს ი. ჯავახიშვილის რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პირველი ჰიმნი „დიდება“ 15 წუთში დაწერა კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა. დროშად დამტკიცდა იაკობ ნიკოლაძის შექმნილი სამფეროვანი შავ-თეთრ-შინდისფერი ალამი.
356. 1918 წ. 4 ივნისს ოსმალეთმა საქართველოს მთავრობას ხელი მოაწერინა ყოფილი სამცხე-საათაბაგოს მიწების დათმობაზე. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ამ მიწების უმრავლესობა (ოლთისის ოლქის გარდა) საქართველომ დაიბრუნა.
357. 1918 წ. 8 ივნისს საქართველოს მთავრობამ და აფხაზეთის „ეროვნულმა საბჭომ“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც უნდა შექმნილიყო აფხაზეთის ავტონომია საქართველოს ფარგლებში. ეს შეთანხმება დააკანონა 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის „ეროვნულმა საბჭომ“ და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ.
358. გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ამიერკავკასიის მფარველი გახდა ინგლისი.
359. 1918 წ. დეკემბერში საქართველოში შემოიჭრა სომხეთის ჯარი და ბორჩალოს (ანუ ლორეს) და ახარქალაქის მაზრების დაპყრობას ცდილობდა. ქართველებმა მოწინააღმდეგე დაამარცხეს. ინგლისის მონაწილეობით დადებული ზავით ბორჩალოს (ლორეს) ოლქის ჩრდილოეთი საქართველოს დარჩა, ხოლო სამხრეთი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა.
360. 1919 წლის თებერვალში „დამფუძნებელი კრების“ (ე.წ. პარლამენტი, რომელიც ქმნის კონსტიტუციას) არჩევნები. ეს იყო პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში. მასში აბსოლიტური გამარჯვება მოიპოვა მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც კრების დეპატატთა 130 მანდატიდან 109 მანდატი ხვდა წილად. შესაბამისად მთავრობა იგივე დარჩა.
361. ინგლისელებს სურდათ აჭარის ნეიტრალურ ზონად და ბათუმის პორტო-ფრანკოდ (ანუ თავისუფალ პორტად) გამოცხადებმა. 1919 წლის 31 აგვისტოს აჭარის მაჰმადიანთა ყრილობამ მემედ აბაშიძის მეთაურობით მიიღო დაგენილება აჭარის საქართველოში დარჩენის შესახებ. 1921 წლის კონსტიტუციამ აჭარას ავტონომია მიანიჭა.
362. 1920 წ. აპრილში ბოლშევიკურმა რუსეთმა აზებაიჯანი დაიპყრო და გაასაბჭოვა, შემდეგ კი საქართველოშიც შემოიჭრა სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით, მაგრამ საქართველოს ჯარმა დაამარცხა.
363. მაშინ 1920 წ. 7 მაისს რუსეთმა საქართველოსთან ხელშეკრულება დადო და აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
364. 1920 წ. ნოემბერ-დეკემბერში ბოლშევიკებმა დაიპყრეს სომხეთი.
365. ამასობაში რუსეთსა და ინგლისს შორის საიდუმლო შეთანხმება დაიდო. ინგლისმა კავკასია რუსეთს ავღანეთში გაუცვალა. ამის გამო საქართველო აღარ მიიღეს გაეროს წინაპარ ორგანიზაცია „ერთა ლიგაში“ (იგი დაარსდა 1919 წ.). შედეგად რუსეთს ხელფეხი გაეხსნა მის დასაპყრობად.
366. 1921 წ. 11 თებერვალს ბოლშევიკებმა ბოღალოს ანუ ლორეზ ნეიტრალურ ზონაში დადგმული „გლეხთა აჯანყება“ მოაწყვეს, რომლის დახმარების საბაბით საბჭოთა რუსეთის ჯარები 3 მხრიდან შემოიჭრნენ საქართველოში. 16 თებერვალს შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი („რევკომი“) ფილიპე მახარაძის მეთაურობით.
367. 18 თებერვალს საქართველოს ჯარმა მტერი დამარცხა და 1600 სამჭოთა ჯარისკაცი ტყვედ იგდო, თუმცა მალე საბრძოლო მასალა ამოიწურა, თავი იჩინა ქართველ სარდლებს შორის უთანხმოებამ, რის შედეგადაც ჯარი დაიშალა და შინ წავიდა. ბრძოლას მხოლოდ სამხედრო სასწავლებლის მცირეწლოვანი იუნკრები განაგრძობდნენ, რომლებიც ტაბახმელასთან შეაკვდნენ მტერს.
368. 1921 წ. 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვემეხთა გრიალში საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც 4 დღე მოქმედებდა.
369. 22 თებერვალს საქართველოს თავრობამ თბილისიდან დას. საქართველოსაკენ მოქუსლა და თან საქართველოს ეროვნული საგანძური გაიყოლია მატარებლით. პარალელურად საქართველოში შემოიჭრა თურქეთის არმია, რომელიც გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა მოიგერია.
370. 25 თებერვალს საბჭოთა არმია სერგეი კიროვისა და სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით თბილისში შევიდა და საქართველოს გასაბჭოება გამოაცხადა. კომუნისტებმა (იგივე ბილშევიკებმა) გააუქმეს საქართველოს კონსტიტუცია, გარეკეს საქართველოს დამფუძნებელი კრება და აკრძალეს ყველა პარტიის მოქმედება გარდა კომუნისტურისა.
371. 18 მარტს ბათუმიდან თურქეთის გავლით საქართველოს მთავრობა პარიზში წავიდა ემიგრაციაში.
372. კომუნისტებმა დააკანონეს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიები და 1922 წ. 20 აპრილს მიუმატეს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“.
373. 1921–1923 წლებში კომუნისტებმა საქართველოს მიწები მის მეზობლებს ჩამოურიგეს. ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთი თურქეთს, ლორეს ოლქი სომხეთს, საინგილო და სხვა აზერბაიჯანს და ა. შ.
374. 1922 წ. 10 დეკემბერს კომუნისტებმა გამოაცხადეს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. მასში გაერთიანდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები.
375. 1922 წ. 30 დეკემბერს გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) შექმნა. მასში თავდაპირველად შედიოდა 4 რესპუბლიკა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი და ამიერკავკასია.
376. 1924 წ. აგვისტოში საქართველოს „დამკომის“ (დამოუკიდებლობის კომიტეტი) ორგანიზებითა და ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სპირიდონ ჭავჭავაძის მეთაურობით ანტისაბჭოური აყანყება მომზადდა, მაგრამ ჭიათურის რაზმი 1 დღით ადრე აჯანყდა და კომუნისტებმა მოასწრეს მომზადება და მეთაურები დააპატიმრეს. ქაქუცა ციხიდან გაიქცა და საფრანგეთს წავიდა.
377. 1924–1953 სტალინის დიქტატურა საბჭოთა კავშირში. 1953 წ. 5 მარტს გაძვრა სული.
378. 1936 წ. საბჭოთა კონსტიტუციით დაიშალა ამიერკავკასია და საქართველო ცალკე შევიდა საბჭოთა კავშირში.
379. 1937 წ. ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ინიციატივით საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა რეპრესიები, რომელსაც საქართველოში 300000 ადამიანი შეეწირა. რეპრესიებს შეეწირნენ ცნობილი ქართველები: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, გრიგოლ წერეთელი და სხვ.
380. 1939 წ. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 1941 წ. 22 ივნისს ნაცისტური გერმანის საბჭოთა კავშირშიც შემოიჭრა. ომში გაიწვიეს 700000 ქართველი, რომელთაგან 300000 დაიღუპა. უმრაველსობა ყირიმის ბრძოლებში. უკან დაბრუნებულები და მათი ოჯახები ვინც ტყვედ ჩავარდა ან დას. ევროპა იხილა ციმბირში გაასახლეს.
381. 1944 წ. სამცხე-ჯავახეთიდან გაასახლეს 80000 მუსლიმანი მესხი და სხვა ეთნოსის ადამიანი, ე.წ. „თურქი-მესხი“.
382. სტალინის სიკვდილის შემდეგ ახალმა საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა აკრძალა სტალინის კულტი და ის დაადანაშაულა მოსახლეობის რეპრესიებში. დაჩმორებულ-დაზომბირებულმა ქართველობამ პროტესტი გამოაცხადა და მიტინგები დაიწყო.
383. 1956 წ. 9 მარტს მომიტინგე სტუდენტები და მოსახლეობა საბჭოთა ჯარებმა დახვრიტა.
384. 1972 წ. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივნად ვასილ მჟავანაძის ნაცვლად გახდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც გორბაჩოვმა 1985 წ. საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანა და მის ადგილზე ჯუმბერ პატიაშვილი დანიშნეს.
385. 1978 წ. საბჭოთა კავშირში გამოცხადდა ყველა რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად რუსულის დაკანონება. 1978 წ. 12 აპრილს თბილისში მიტინგზე ასობით ათასი ქართველი გამოვიდა ამის გასაპროტესტებლად. კომუნისტური მთავრობა მიჩმორდა და 14 აპრილს ეს კანონი გააუქმა. ამიტომ 14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღედ არის მიჩნეული.
386. ამ პერიოდში გაძლიერდა საქართველოს ეროვნული მოძრაობა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეთაურობით. ზვიადმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ჰელსინკის კავშირი“.
387. 1985 წელს ახალმა საბჭოთა მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა „პერესტროიკა“ (გარდაქმნა) რაც საბჭოთა კავშირში დემოკრატიულ გარდაქმნებს ნიშნავს. ამან გაძლიერა ეროვნული მოძრაობა საბჭოთა რესპუბლიკებში.
388. 1989 წ. 18 მარტს ისტორიულ სოფელ ლიხნში აფხაზეთის უხუცესთა სახალხო კრებამ მოითხოვა აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა. ცოტა ხანში იგივე გააკეთა ცხინვალელმა ოსებ,მაც. დაიწყო ქართველთა შევიწროვება აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ოლქში.
389. 1989 წ. 4 აპრილს თბილისში ასიათასობით ქართველი შეიკრიბა რათა მოეთხოვათ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისთვის აფხაზეთში ქართველთა დევნის შეწყვეტა. მიტინგები 5 დღე გაგრძელდა და თანდათან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა.
390. 1989 წ. 8–9 აპრილის ღამით საბჭოთა ჯარებმა მომიტინგეები დაარბია. დაიღუპა 21 ადამინი. დარბევის დროს მხუთავი გაზით მოიწამლა ათასობით ადამიანი. ამ ტრაგედიამ შეძრა საქართველო. უკვე ყველას შესძულდაც საბჭოთა კავშირი და მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
391. 1990 წ. 28 ოქტომბერს კომუნისტურ ეპოქაში გამართული პირველ მრავალპატრიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. ახალშეკრებილმა „უზენაესმა საბჭომ“ (ასე ერქვა მაშინ საქართველოს პარლამენტს) დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მზადება.
392. 1991 წ. 31 მარტს გამართულ რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის 97%-მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.
393. 1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის წინ დაღუპულთა სულების საპატივცემულოდ, 31 მარტის რეფერენდუმისა და 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
394. 15 აპრილს უზენაესმა საბჭომ, ხოლო 26 მაისს საქართველოს მოსახლეობამ ხმების აბსოლიტური უმრავლესობით საქართველოს პირველ პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია.
395. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს რუსეთისა და საქართველოს ლიდერები იელცინი და გამსახურდია აწერდნენ წარმონაქმნი „სამხრეთ ოსეთის“ გაუქმება ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა. მოგვიანებით, როდესაც იელცინმა დაინახა, რომ საქართველო არ აპირებდა რუსეთის შექმნილ საბჭოთა კავშირის შემცვლელ ორგანიზაცია „დსთ-ში“ შესვლას მოუწოდა ოსეთის სეპარატისტულ ძალებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. ამან 1991–1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები გამოიწვია. რუსეთის აგენტურულმა ე.წ. ოსურმა სეპარატისტულმა პოლიტიკურმა ძალებმა ზნაურ გასიევის ხელმძღვანელობით 1991 წლის 21 დეკემბერს გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა საქართველოსგან.
396. 1991 წლის 21 დეკემბერს იელცინმა დააარსა „დსთ“ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), რომელშიც სსრკ-ში ადრე შემავალი რესპუბლიკები შედიოდნენ. საქართველომ მასში შესვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც 22 დეკემბერს საბჭოთა აგენტურამ აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებს მეთაურობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგის სიგუა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი. მათ დაეხმარა საბჭოთა არმია და 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დაემხო. ზვიად გამსახურდია ჯერ ჩეჩნეთში წავიდა, შემდეგ კი სამეგრელოში ჩამოვიდა და ცდილობდა ხელისუფლების დაბრუნებას.
397. საქართველოში ხელისუფლება ხელში აიღო „სამხედრო საბჭომ“ თ. სიგუას, თ. კიტოვანისა და „მხედრიონის“ კრიმინალი ჯაბა იოსელიანის მეთაურობით, რომლებმაც მარტში საქართველოში ჩამოათრიეს მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე (იგი გეგმავდა ზვიადის დამხობის ოპერაციებს და მასთან რჩევებისა და ინსტრუქციებისთვის დაწანწალებდნენ გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი და სხვა გადატრიალევბის იდეოლოგები), რომელიც საქართველოს სახელმწიფო მეთაური გახდა.
398. 1992 წ. აირჩიეს ე.წ. დროებითი პარლამენტი (მოსახლეობის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოაცხადა), რომელმაც ახალ კოსტურტუციაზე მუშაობა დაიწყო.
399. 1992 წ. 24 ივნისს შევარდნაძემ და იელცინმა სოჭში ხელი მოაწერეს ე.წ. დაგომისის ხელშეკრულებას, რომლითაც შეწყდა საომარი მოქმედებები ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ოსებით დასახლევბული ცხინვალი და ჯავის რაიოი გამოცხადდა კონფლიქტის ზონად, ხოლო ახალგორის რაიონი და ქართული სოფლები უშუალოდ შეუერთდა შიდა ქართლის მხარეს და მას იცავდა ქართული არმია. ქართულ და ოსურ სოფლებს შორის ჩადგა დსთ-ს ე.წ. სამშვიდობო ჯარები.
400. 1992 წ. 31 ივლისს საქართველო მიიღეს გაეროში. მალე ეუთოშიც.
401. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სეპარატისტულმა მთავრობამ ვლადისლავ არძიმბას მეთაურობით 1992 წლის 23 ივლისს გამოაცხადა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. 1992 წლის 14 აგვისტოს კიტოვანმა აფხაზეთში ჯარი შეიყვანა, რასაც „აფხაზეთის ომის“ დაწყება მოჰყვა, რომელიც 1993 წლის 30 სექტემბრამდე მიმდინარეობდა და საქართველოს დამარცხებით დამთავრდა, რასაც მოჰყვა ქართველთა გამოდევნა აფხაზეთიდან. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. საქართველოს დარჩა მხოლოდ სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა აფხაზეთში.
402. 1995 წ. 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს მეორე და დღემდე მოქმედი კონსტიტუცია, რომლითაც საქართველო გამოცხადდა საპრეზიდენტო რესპუბლიკად. 2011 წ. შეწორებით 201 წლიდან საქართველო შერეული, თუმცა არსებითად საპარლამენტო რესპუბლიკაა.
403. 1995 და 2000 წლებში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების შედეგად შევარდნაძე ორჯერ გახდა პრეზიდენტი.
404. 1999 წ. საქართველო მიიღეს ევროპის საბჭოში.
405. 2003 წ. არჩევნების გაყალბების მოტივით ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად შევარდნაძე დაამხო მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მ. სააკაშვილმა, ზ. ჟვანიამ და ნ. ბურჯანაძემ. მათვე გადაინაწილეს მთავარი თანამდებობები ქვეყანაში. სააკაშვილი 2004 წ. იანვარში პრეზიდენტი გახდა, ჟვანია პრემიერ-მინისტრი, ბურჯანაძე პარლამენტის თავჯდომარე.
406. 2007 წ. ნოემბერში ოპოზიციამ არჩევნების ვადის გადაწევის გაპროტესტების მოტივით თბილისში საპროტეტოდ 100000-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა, რომელიც 7 ნოემბერს სააკაშვილმა სასტიკად დაარბია.
407. ამის შემდეგ სააკაშვილი ფორმალურად გადადგა და 2008 წ. იანვრის გაყალბებული არჩევნებით ისევ დაბრუნდა პრეზიდენტად.
408. 2008 წ. აგვისტოს ომის დროს რუსეთმა მიიტაცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის 33 ქართული სოფელი და კოდორის ხეობა და იქიდან ქართველები გამოყარა, რის შემდეგაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. იგივე გააკეთეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ. ერთი პერიოდი ვანუატუმ და ტუვალუმაც თუმცა მათ აღიარება უკან წაიღეს.
409. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შექმნილმა პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სასტიკად დაამარცხა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა. 2013 წ. ამოიწურა სააკაშვილის მმართველობის ვადა და პრეზიდენტი გახდა „ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.
440. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
441. 2016 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий