კობი ბრაიანტი (1978–2020)
კობი ბინ
ბრაიანტი დაიბადა პენსილვანიის
ქალაქ ფილადელფიაში 1978 წლის
23 აგვისტოს, ცნობილი კალათბურთელის
ჯოი ბრაიანტისა და
ასევე კალათბურთელ ჩაბი
კოქსის დის პამელას
ოჯახში. ჯოი 1975-83 წლებში
თამაშობდა ნბა-ში
ფილადელფია 76-ის, სან
დიეგო კლიპერსისა და
ჰიუსტონ როკეტსის შემადგენლობაში.
1984-1991 წლებში გამოდიოდა იტალიურ
კლებებში, ხოლო 1991-92 წელს
საფრანგეთის მულუსში. 2003 წლიდან
შეუდგა მწვრთნელობას და
მუშაობდა აშშ-ს
მეორე დონის კლუბებში,
იაპონიისა და ტაილანდის
ჩემპიონატებში.
მამის პროფესიიდან
გამომდინარე კობიმ ადრიდანვე
შეიყვარა კალათბურთი, აითვისა
იტალიური და ესპანური
ენები და შეიყვარა
ფეხბურთი, გულშემატკივრობდა რა
ს.კ. მილანს.
კობი ფეხბურთელობას აპირებდა
და რაიკაარდს ეთაყვანებოდა,
მაგრამ 1992 წელს შინ
დაბრუნებული კალათბურთის სამყაროში
მოხვდა.
კობი შეიყვანეს პენსილვანიის ქ. ერდმორის (ფილადელფიას გარეუბანში) ლოუერ მერიონის სახელობის სკოლაში, სადაც სახელი გაითქვა, როგორც უნიჭიერესმა კალათბურთელმა. პირველი სეზონი გუნდმა 4-20-ზე დაასრულა, თუმცა შემდეგი სეზონიდან კობის ლიდერობით გარდაიქმნა და 3 წელი ჯამში 77-13-ზე დაასრულა. 1994-95 სეზონი კობიმ დაასრულა 31,1 ქულით, 10,4 მოხსნითა და 5,2 პასით, რის შემდეგაც დაასახელეს პენსილვანიის წლის მოთამაშედ. 1995-96 სეზონში კობის ანგარიშზე 30,8 ქულა, 12 მოხსნა, 6,5 პასი, 4 ჩაჭრა და 3,8 დაფარება იყო, რისი წყალობითაც სკოლის გუნდი 53 წლის მანძილზე პირველად გახდა შტატის ჩემპიონი, ხოლო კობი დასახელდა საუკეთესო უფროსკლასელ მოთამაშედ.
სკოლის დასრულებისთანავე კობი დადგა ნბა-ს დრაფტზე, სადაც მეცამეტე ნომრად აირჩია შარლოტ ჰორნეტსმა, თუმცა გაუცვალა ლოს ანჯელეს ლეიკერსს (წინასწარი შეთანხმების თანახმად) ვლადე დივაცში, რომელსაც ბრაიანტი ბავშვობიდანვე გულშემატკივრობდა. კობის გაუფორმეს 3 წლიანი კონტრაქტი 3,5 მილიონი ანაზღაურებით.
საზაფხულო ლიგაზე ბრაიანტმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. 18 წლის შემტევი მცველის ანგარიშზე 4 მატჩში საშუალოდ 24,5 ქულა და 5,3 მოხსნა იყო. ამის მიუხედავად სასტარტო 1996-97 სეზონში ძირითადში მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ მატჩში 15 წუთს თამაშობდა და იძულებული იყო თავის პოზიციაზე ედი ჯონსისა და ნიკი ვან ექსელის შემდეგ მესამე ნომერი ყოფილიყო. თუმცა ამ სეზონში ერთი დაუვიწყარი მატჩი მაინც ჰქონდა. როდესაც ლეიკერსი უძლიერეს გუნდს და ლიგის ჩემპიონ ჩიკაგო ბულზს დაუპირისპირდა, კობიმ კალათბურთის მეფე, მაიკლ ჯორდანი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგომ ლეიკერსი დაამარცხა, ხოლო ჯორდანმა 36 ქულა ჩააგდო, სკამიდან შემოსულმა კობიმ მას ღირსეული დუელი შესთავაზა და ყველა დროის უდიდეს კალათბურთელს 33 ქულა ჩაუგდო.
საკალათბურთო სამყარომ შავი მამბას მესიჯი მიიღო. ბევრისთვის სწორედ აქ დაიბადა კობის ლეგენდა – ბიჭის, რომელსაც არავის ეშინოდა!
1997-98 სეზონში კობის დრო 26 წუთამდე გაუზარდეს, რამაც საშუალება მისცა მისი გასული წლის მონაგარი გაეორმაგებინა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ყოფილიყო. შედეეგად მას საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ნომინაციაში მეორე ადგილი აიღო.
შედეგმაც არ დააყოვნა და კომბიმ ახალი 6 წლიანი კონტრაქტი მიიღო 70 მილიონიანი ანაზღაურებით. 1998-99 სეზონიდან იგი ძირითადის უცვლელი წევრი გახდა და შაკილ ონილთან მრისხანე შემტევი დუეტი შექმნა. მას უკვე ადარებდნენ მაიკლ ჯორდანსა და მეჯიკ ჯონსონს.
1999 წელს ლეიკერსში ფილ ჯექსონი მივიდა, რომელმაც კობის თამაში უმაღლეს დონეზე აიყვანა, შაკისთან და დანარჩნებთან სრულყოფილად შეარწყა და შედეგად ლიგაში ლოს ანჯელესელთა დომინაცია დაიწყო. სეზონისწინა შეხვედრაში ტრამვის გამო კობის სტარტის გამოტოვება მოუწია, თუმცა დაბრუნების შემდეგ სასტარტოსი ჩაჯდომა და გუნდთან შეთამაშება არ გასჭირვებია. კიდევ უფრო კარგი ჰქონდა მას ფლეი ოფი. ფინალში ინდიანასთან მეორე შეხვედრის მეორე მეოთხედში შეგნებულად დააშავა ჯენსენ როუზმა, რის გამოც მესამე შეხვედრის გამოტოვებაც მოუწია. მეოთხე შეხვედრაში განრისხებული დაბრუნდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ოვერტაიმში გადავიდა.
გუნდის ლიდერმა და მთავარმა ვარსკვლავმა, შაკილ ო’ნილმა მეექვსე პერსონალური ჯარიმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუხდა. სწორედ აქ იგრძნო კობიმ, რომ ეს მისი დიდების დრო იყო. მან ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და ოვერტაიმში გადამწყვეტი ბურთიც ჩააგდო. ამ მატჩის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ლეიკერსის მეფე დაიბადა
2000-2001 სეზონში ბრაიანტის მაჩვენებლები ვარსკვლავურ დონეზე ავიდა, რამაც მისი ამბიციები უკიდურესად გაზარდა. მას აღარ მოსწონდა გუნდის ლიდერად შაკილ ონილის ყოფნა და მთელი ძალაუფლების ხელში აღება სურდა, რამაც ლეიკერთა ორ ვარსკვლავს შორის ურთიერთობა თანდათან გააფუჭა. შაკი დიდხანს ითმენდა ამას გუნდის საკეთილდღეოდ და მოედანზე არაფერი გადმოჰქონდა. შედეგად ლეიკერები ზედიზედ იგებდნენ ტიტულებს.
ასაკთან ერთად კობის ტყორცნები სულუფროდაუფრო მაღალი პროცენტით მისდიოდა. ძალიან მოუმატა მან სამქულიანებშიც, ჩაუდგო რა მაგალითად სიეტლს ერთ მატჩში 12 (2003 წ. 7 იანვარს). ამის წყალობით ბრაიანტმა ზედიზედ 9 შეხვედრაში გადალახა 40 ქულიანი ბარიერი. მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა სულ უფრო მეტად თამაშის საკუთარ თავზე აღებით და გუნდურობის ეგოიზმით შეცვლით. იგიუ ბრალს დებდა შაკს სიზარმაცეში – არ ვარჯიშობს, რის გამოც სათანადო ფიზიკურ კონდიციებში არასდროსაა და როდესაც ფარს ვუახლოვდები კიდევ ორჯერ უნდა გავიარო იგივე გზა, რომ მან ჩამომისწროს პასის მისაცემად, არადა სულ მეჩხუბება პასს არ მაძლევსო და როგორ მივცე? ის რომ ასეთი ზარმაცი არ ყოფილიყო ერთად 12 ბეჭედს მოვიგებდითო“ – ხშირად იმეორებს ბრაიანტი.
ფლეი ოფის მეორე რაუნდში სან ანტონიომ ლეიკერსელთა 4 წლიანი დაუმარცხებელი საფლეიოფო სვლა შეწყვიტა.
2003-4 სეზონის ფინალში კობის მაჩვენებლები დეტროიტელთა დაცვის წინაშე საგრძნობლად შემცირდა, ტყორცნიდა რა 35,1%-ით. ამ სეზონში ტრამვებით გაწამებული შაკი გასულ წლებთან შედარებით მთელი 6 საშუალო ქულით ნაკლებს ტყორცნიდა. შედეგად ფინალი წააგეს, რასაც მოჰყვა ფილ ჯექსონის, კარლ მელოუნისა და შაკილ ონილის წასვლა. გუნდი სრულად გარდაიქმნა. მაშინ ბრაიანტმა სიამოვნებით უარყო კლიპერსის წინადადება და ლეიკერსთან ახალი 7 წლიანი კონტრაქტი კონტრაქტი გააფორმა.
ავტორიტეტების მოშორების შემდეგ კობი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რომელიც მწვრთნელ რუდი ტამიანოვიჩის ავტორიტეტს არად აგდებდა. შედეგად რუდი შუა სეზონში გუნდიდან ჯანმრთელობის გაუარესების მომიზეზებით წავიდა, ხოლო მისმა თანაშემწე ფრენკ ჰემბლენმა ვერაფერი გააწყო და ლეიკერსმა სეზონი 34-48-ზე დაასრულა.
ამ შედეგმა აიძულა კობი და ლეიკერსი ქედი მოეხარათ და ფილ ჯექსონი დააბრუნეს, რომელმაც ლოს ანჯელესელები ფლეი ოფამდე მიიყვანა. ჯექსონთან ერთად კობის ამ სეზონში შაკიც შეურიგდა გადაეხვია რა მაიამისთან შეხვედრის წინ.
კობიმ პირადი რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა. 2005 წლის 20 დეკემბერს დალასის წინააღმდეგ 3 მეოთხედის შემდეგ დალასს 61 ქულა მოეგროვებინა, მაშინ როცა კობის პირად ანგარიშზე 62 ქულა იყო. მეოთხე პერიოდში მამბა მოედანზე აღარ გამოსულა. 2006 წლის 22 იანვარს ბრაიანტმა პირადი რეკორდი დაამყარა, ჩაუგდო რა ტორონტოს 81 ქულა. იანვარში 4 შეხვედრაში ზედიზედ გადაცდა 45 ქულას, თვე კი 43,4 ქულით დაასრულა, რაც ჩემბერლენის შედეგებს თუ არ ჩავთვლით ისტორიაში საუკეთესო იყო. ზოგადად სეზონში 27-ჯერ გადაცდა 40 ქულას და გახდა რეგულარულის ბომბარდირი. ამის მიუხედავად მვპ-ს ნომინაციაში სტივ ნეშმა აჯობა. ამ შედეგების ფონზე ლეიკერსმა მხოლოდ 45 შეხვედრა მოიგო და ფლეი ოფის პირველივე რაუნდში სწორედ ნეშის ფინიქსთან გავარდა 7 მატჩში (თუმცა სერიას 3-1 იგებდა).
2006-7 სეზონში კობის ქონდა როგორც დიდებული მონაკვეთები (ზედიზედ 4 მატჩში გადაცდა 50 ქულას და აქედან ერთში 65 ქულა აიღო, რაც არასდროს არავის გაეკეთებინა ჩემბერლენის გარდა: 16 მარტი, პორტლენდი – 65 ქულა; 19 მარტი, მინესოტა – 50 ქულა; 22 მარტი, მემფისი – 60 ქულა; 23 მარტი, ნიუ ორლეანი – 50 ქულა.), ასევე ჩავარდნები და საშინელი გამოხტომები (აიკრა დისკვალიფიკაცია ჯერ მანუ ჯინობილისთვის, შემდეგ კი კაილ კორვერისთვის სახეში თავაზების გამო). ლეიკერსმა ძლივს გააღწია ფლეი ოფში, სადაც ამჯერად ფინიქსმა დაჩაგრა.
2007-8 სეზონი ლეიკერსმა 25-11-ზე დაიწყო, რაც დიდწილად ცენტრ ენდრიუ ბაინუმის დამსახურება იყო, მაგრამ ის ზამთარში დაიმტვრა, რაც გუნდს წაადგა კიდევ რადგან მის ნაცვლად მოიყვანეს ესპანელი ცენტრი პაუ გაზოლი, რომელთანაც ერთად გუნდი მწვერვალებთან დაბრუნდა. ფილ ჯექსონის მეთაურობით ბრაიანტმა და გაზოლმა ჯერ დიდ ფინალს უწიეს, ხოლო შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოიგეს ჩემპიონობა.
2008-9 სეზონში ბრაიანტს მვპ-ს ნომინაციაში მხოლოდ ლებრონ ჯეიმსმა აჯობა, მაგრამ ჩემპიონობის გამო ფინალის მვპ ვეღარავინ წაართვა. 2010 წლის 2 აპრილს მას ახალი 3 წლიანი 87 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
2010-11 სეზონში ლეიკერების გზა მეორე რაუნდში დალას მავერიქსმა შეწყვიტა, რის შემდეგაც ჯექსონი ისევ წავიდა.
2011-12 შემოკლებული სეზონი რამდენიმე წვრილი ტრამვის მიუხედავად კობისა და ლეიკერსს მაიკ ბრაუნის ხელმძღვანელობით საკმაოდ კარგი გამოუვიდათ, მაგრამ ფლეი ოფის მოერე რაუნდში დიურანტისა და უესტბრუკის ოკლაჰომასთან ვერაფერი გააწყვეს.
2012-13 სეზონში ლეიკერსმა ვარსკვლავი ცენტრი და გამთამაშებელი მოიყვანა დუაიტ ჰოვარდისა და სტივ ნეშის სახით. კობიმაც საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ გუნდმა 1-4 გააკეთა სტარტზე და ბრაუნი მაიკ დანტონით შეცვალეს, რომელსაც კობი ჯერ კიდევ იტალიიდან იცნობდა, სადაც დანტონი ვარსკვლავი იყო, ხოლო აშშ-ს ნაკრებსი დაუმეგობრდა. დანტონის სწრაფი სტილი კარგად მოერგო 34 წლის ბრაიანტს, რომელაც ზედიზედ 7 მატჩიანი სერია გამოაცხო +30 ქულით. ამის მიუხედავად ლეიკერსი 17-25-ით მიდიოდა. მაშინ დანტონიმ კობის უფრო კომბინაციური თამაში დაავალა და ნეში წინ წასწია. შედეგად ბრაიანტი თავის კარიერაში ყველაზე მეტ პასებს აგროვედა და ლეიკერსიც ფლეი ოფში გავიდა 45-37-ზე მაჩვენებლით. 10 აპილს კობის 47 ქულა მიითვალა 8 მოხსნასთან, 5 პასთან, 4 დაფარებასთან და 3 ჩაჭრასთან ერთად. 2 დღის შემდეგ კი გოლდენ სტეიტთან თამაშში დაშავდა და სეზონი დაასრულა. მის გარეშე ფლეი ოფში ლეიკერსი სან ანტონიოსთან განადგურდა.
ტრამვა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ კობი ახალ სეზონში მხოლოდ 6-ჯერ გამოვიდა მოედანზე დეკემბერში, რის გამოც ლეიკერსმა სეზონში მხოლოდ 27 შეხვედრა მოიგო. ამის მიუხედავად 2013 წლის ნოემბერში გუნდმა მასთან ახალი 2 წლიანი კონტრაქტი დადო 48,5 მილიონიანი ანაზღაურებით.
2014-15 სეზონში დნტონი ლეიკერსის ყოფილმა მოთამაშე ბაირონ სკოტმა შეცვალა. კობი დაბრუნდა და მშვენივრადაც გამოიყურებოდა, მაგრამ თანდათან სხვადასხვა ტრამვამ შეაწუხა და მწვრთნელი იძულებული იყო ყოველ მეორე შეხვედრაში ეთამაშებინა, რათა სეზონის ბოლომდე მიეყვანა, მაგრამ არც ეს გამოვიდა (რადგან ბოლოს მაინც საოპერაციო გახდა) და არც ლეიკერსმა ივარგა დაასრულა რა სეზონი 21 მოგებით.
კობიმ ყველაზე ახალგაზრდა ასაკში გამოვიდა ნბა-ს კლუბის სასტარტო შემადგენლობაში (18 წელი და 158 დღე), ყველაზე ახალგაზრდამ გადააბიჯა 10000, 15000, 20000, 25000 და 30000 ქულას, გახდა ლეიკერსის ყველა დროის და მთელი ლიგის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირი და ახლა მისი უკანასკნელი მიზანი მეოცე სეზონის ჩატარება იყო. გუნდმაც მას ბოლომდე სცა პატივი, უარი თქვა სეზონში რაიმე მიზანზე და მთელი გუნდი მისთვის მუშაობდა, რათა რაც შეიძლება გაეუმჯობესებინა სტატისტიკები, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ ტრამვებით გაწამებული კობისთვის უკანასკნელი სეზონი იყო, რაც დაადასტურა კიდეც ოფიციალურად 29 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით.
2015-16 სეზონში კობი საშუალოდ 28 წუთს ჩნდებოდა მოედანზე და ეგოისტური თამაშისგან ბოლომდე სიამოვნებას იღებდა. 13 აპრილს ბოლო ტურში იუტას წინააღმდეგ კობის ნამდვილი გაცილება მოუწყვეს. მან 60 ქულა ჩააგდო, რითაც დაამხო კიდევ ერთი რეკორდი, მიაღწია ამ მაჩვენებელს ყველაზე მოხუც ასაკში. მაჩანჩალა ლეიკერსმა კი ჯაზმენები 101-96 დაამარცხა.
2000 წლიდან კობის მუდმივად იწვევდნენ აშშ-ს ნაკრებში, მაგრამ ხან ქორწინების, ხან ტრამვის და ხან სექსუალური სკანდალის გამო ვერ ახერხებდა წასვლად. პირველი ტურნირი იყო 2007 წლის ამერიკის ჩემპიონატი, რომელზეც მოიგო ოქროს მედლები და წავიდა 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ჩემპიონატის 10 მატჩში ბრაიანტის ანგარიშზე 15,3 ქულა, 2,9 პასი, 2 მოხსნა და 1,6 ჩაჭრა იყო.
ოლიმპიურ თამაშებზე კობიმ აშშ-ს ოქროს მედლების მოპოვებაში 15,0 ქულით, 2,8 მოხსნით და 2,1 პასით დაეხმარა. 2012 წლის ოლიმპიადაზე კობი ისევ მოხვდა ნაკრებში და კიდევ ერთი ოქროს მედალი მიიღო.
198 სმ-იანი კობი ერთ-ერთი საუკეთესო მტყორცნელი მცველი იყო ისტორიაში. ის ბევრ რამეში ჰგავდა ჯორდანს, მათ შორის ადგილიდან ნახტომში განხორციელებული ტყორცნებით და ცივსისხლიანი ბოლოწამების სამქულიანებით. შეეძლო არანორმალური და არაპროგნოზირებადი მოძრაობებით შესვლა ფართან და ამ გზაზე ორმაგი და სამმაგი დაცვაც არ იყო მისი შემჩერებელი. ბრაიანტი იყო ერთ-ერთი უძლიერესი სნაიპერი, რომელსაც შეეძლო საოცარი სერიების დადება, თუმცა მძიმე ხასიათი ხელს უშლიდა სტაბილურობაში, რაც მის მაჩვენებლებს ერთ ჩვეში ლამის ორჯერ ამცირებდა. ბრაიანტს მოსწონდა ყოფილიყო „ბოროტი“, მოსწონდა როდესაც უსტვენდნენ და საპასუხოდ საოცარი ტყორცნებით ადუმებდა ტრიბუნებს. კობის ხშირად აკრიტიკებდნენ ეგოისტური თამაშის და მოუმზადებელი ურთულესი ტყორცნების გამო, რომელთაც არცთუ იშვიათად გუნდისთვის წარუმატებლობა მოჰქონდა, თუმცა მას კრიტიკა არ ანაღვლებდა.
კობი ნამდვილი მებრძოლი იყო. მას პარკეტზე არაფრის და არავის ეშინოდა. 2013 წელს, გოლდენ სტეიტ ვორიორსთან მატჩისას, კობიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო – მოთამაშემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა. ყველა პროფესიონალი მოთამაშე დაგვეთანხმება, თუ ვიტყვით, რომ სპორტსმენისთვის ამაზე საშინელი ტრავმა არ არსებობს. თუმცა კობიმ თავისი მენტალიტეტი კიდევ ერთხელ გამოაჩინა და პარკეტი მანამ არ დატოვა, სანამ 2 საჯარიმო არ შეასრულა – თან ორივე ზუსტად.
„როდესაც ლიგის საუკეთესო მოთამაშე ხარ, მოწინააღმდეგეები ყოველთვის ეცდებიან შენს წყობიდან გამოყვანას. შენ კი ამისთვის მზად უნდა იყო“ – ამბობდ მამბა. აღნიშნულის გამო კობის ტცივსისხლიან ასასინს ეძახდნენ.
კობი ხუთჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010); 2008 წელს გახდა რეგულარულის მვპ; ხოლო 2009 და 2010 წლებში ფინალის მვპ; 11 ჯერ მოხვდა რეგულარულის საუკეთესო ხუთეულში (2002. 2003, 2004, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013); ორჯერ მოხვდა მეორე ხუთეულში (2000, 2001); ცხრაჯერ მოხვდა მცველთა პირველ ხუთეულში (2000, 2003, 2004, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011); სამჯერ მოხვდა დაცვის მეორე ხუთეულში (2001, 2002, 2012); ორჯერ გახდა რეგულარულის ბომბარდირი (2006, 2007). 2020 წელს შეიყვანეს საკალათბურთო დიდების დარბაზში.
კობი 2001 წელს დაქორწინდა მექსიკელ მოცეკვავე ვანესა ლეინზე, რომელთანაც შეეძინა 3 გოგონა. 26 იანვარს კალიფორნიის შტატში, კერძო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შავი მამბა დაიღუპა. ავიაკატასტროფას სულ 9 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ერთ-ერთი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტი იყო. ამ ამბიდან რამდენიმე საათით ადრე ფილადელფიასთან წაგებულ შეხვედრაში ლეიკერსის ამჟამინდელმ ვარსკვლვმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც აქამდე კობის ლამის ყველა დამყარებული პირადი რეკორდი მოეხსნა, 29 ქულა ჩააგდო და რეგულარულის ყველა დროის მექულეთა რეიტინგში გადაასწრო, გადავიდა რა მესამე ადგილზე. მამბამ უმცროსი მეგობრისათვის საჯარო გულითადი მილოცვის გაგზავნა მოასწრო...
2018 წელს კობის გადაღებულმა ანიმაციურმა ფილმმა „ძვირფასი კალათბურთი“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი დაფუძნებულია კობის გამოსამშვიდობებელ წერილზე, რომლითაც მან 2015 წელს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაცის კარიერის დამთავრების შესახებ აცნობა...
Комментариев нет:
Отправить комментарий