вторник, 19 февраля 2019 г.

ერეკლე I-ის – ვახტან V-სა და არჩილთან დაპირისპირების ერთი ეპიზოდი (ნ. ფსუტური)

XVII საუკუნის მეორე ნახევრის კახეთის შინაპოლიტიკური ვითარების ამსახველ მოვლენებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი კახთ ბატონ თეიმურაზ I-ის შვილიშვილის, ერეკლე დავითის ძისა და არჩილ ბაგრატიონს შორის წარმოებულ დინასტიურ ბრძოლებს უჭირავს. ამჯერად ამ ომების ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენის საკითხზე შევჩერდებით.
XVII საუკუნის მეორე ნახევრის კახეთის სამეფოს შინაპოლიტიკური ვითარების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში. აღნიშნული ფაქტის შესახებ საგულისხმო ცნობებია დაცული ქართულ ნარატიულ საისტორიო წყაროებში (სეხნია ჩხეიძის ცხოვრება მეფეთა“, ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ანონიმი ავტორის ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა), ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა სამეფოსა საქართველოსა). ერეკლე ბატონიშვილსა და ვახტანგ და არჩილ მეფეებს შორის კახეთის ტახტისთვის წარმოებული ბრძოლის შესახებ საგულისხმო ცნობებს გვაწვდის შაჰ-ნავაზ I-ისა და მისი ძის, თანამედროვე პოეტის, ფეშანგი ფაშვიბერტყაძის პოემა შაჰნავაზიანი. ამ ლიტერატურულ-ისტორიული ძეგლის მონაცემების სანდოობის შემოწმება სხვა ისტორიულ წყაროთა საფუძველზე ადვილად ხერხდება.ისტორიოგრაფიაში ამ საკითხს შეეხნენ: მარი ბროსე, . კაკაბაძე, . ასათიანი, . ტივაძე. . ბროსე ნაშრომში საქართველოს ისტორია ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკს შორის გამართული ორი ომის შესახებ გვაწვდის ცნობებს. მკვლევარი ორივე ბრძოლას 1662 წელს მომხდარად მიიჩნევს1. ასევე ამ ორი ომის თაობაზე საუბრობს . კაკაბაძე წიგნში საქართველოს ისტორია (ახალი საუკუნეების ეპოქა). იგი ერეკლე ბატონიშვილის მიერ კახეთის სამეფოზე განხორციელებულ ორივე თავდასხმას 1664 წლით ათარიღებს.2 . ასათიანი კი ნაშრომში კახეთი არჩილის მეფობის დროს (1664-1675) აღნიშნავს, რომ: ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკს შორის სამი დიდი ბრძოლა გაიმართა: 1664 წლის თებერვალსა და შემოდგომით და 1665 წლის გაზაფხულზე3. ერეკლე ბატონიშვილისა და ვახტანგ და არჩილ მეფეთა დაპირისპირების მიზეზების გარკვევის მიზნით სასურველია გავიხსენოთ წინა პერიოდის ზოგიერთი ისტორიული ფაქტი.
XVII საუკუნეში ამიერკავკასიაში პირველობისათვის წარმოებულ ბრძოლაში სამი სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას: ირანი, ოსმალეთი და რუსეთი. არჩილ ბატონიშვილი იყო შვილიშვილი თეიმურაზ მუხრანბატონისა, უფროსი ძე ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზისა. ეს უკანასკნელი ირანის შაჰის მიერ ქართლის ტახტზე დამტკიცებული სპარსეთის დიდმოხელე, მისი ვალი (მოადგილე) იყო. ფეოდალური საქართველოს სამართლებრივი ნორმების მიხედვით, არჩილს ქართლის სამეფო ტახტი ეკუთვნოდა. რაც შეეხება ერეკლე ბატონიშვილს, იგი 1648 წელს ქართლის მეფე როსტომის წინააღმდეგ გამართულ ომში გარდაცვლილი თეიმურაზ I-ის ძის, დავითის შვილი და, ამდენად, კახთბატონის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მას კახეთში მეფობის იურიდიული უფლება ჰქონდა. ერეკლე ბატონიშვილი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, 1654 წელს თეიმურაზმა რუსეთისაგან ქმედითი დახმარების მიღების გარანტად საიმპერატორო კარზე გააგზავნა. იგი რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა, სადაც პრორუსული ორიენტაციის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდა. 1662 წელს ერეკლე ბატონიშვილი სამშობლოში დაბრუნდა, რათა პაპისეული ტახტი დაეკავებინა. ნიკოლოზ დავითის ძის4 კახეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა შაჰმა აღმოსავლეთ საქართველოში ჩრდილოეთელი ქრისტიანი მეზობლის პოზიციების განმტკიცების საწინდრად მიიჩნია, რაც სპარსეთის ამიერკავკასიური პოლიტიკის აშკარა მარცხი იქნებოდა. ერეკლე ბატონიშვილის კახეთის მმართველობის სათავეში მოსვლა აგრეთვე ეწინააღმდეგებოდა ვახტანგ V-ის საშინაო პოლიტიკის ინტერესებსაც. უფროსი ძის კახეთში გამეფებით ქართლის მეფემ შეძლო მიეღწია აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტიური გაერთიანებისათვის. ერეკლე დავითის ძის პაპისეულ ტახტზე ასვლით ქართლ-კახეთის ერთიანობას მოშლა ემუქრებოდა. ამიტომ იყო, რომ მამა-შვილმა სპარსეთის სამხედრო ძალაზე დაყრდნობით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს თეიმურაზ I-ის მემკვიდრეს.5
ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ნარატიულ საისტორიო წყაროებში ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკს შორის გამართულ ბრძოლათა შესახებ რამდენადმე განსხვავებული ცნობებია დაცული. სეხნია ჩხეიძე მხოლოდ ერთი ბრძოლის შესახებ საუბრობს. ფარსადან გორგიჯანიძე და პარიზის ქრონიკის ანონიმი ავტორი ერეკლე ბატონიშვილის მიერ კახეთის სამეფოზე თავდასხმის ორ ფაქტს ასახელებენ, ვახუშტი ბატონიშვილი კი ორი დიდი ომისა და ერთი მცირე მასშტაბიანი თავდასხმის შესახებ საუბრობსგასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ XVII საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიის შესახებ ყველაზე თანამიმდევრულ და ქრონოლოგიურად სრულყოფილ თხრობას ვახუშტი ბატონიშვილი იძლევა. ისტორიკოსი ერეკლე დავითის ძის კახეთის სამეფოზე რიგით პირველ თავდასხმად ურიათუბანთან (თელავის მახლობლად) მომხდარ ომს ასახელებს. მისი ცნობით: მოვიდა ერეკლე კახთ სპითურთ ურიათუბანს ეწყუნენ მუნ ქართველნი და ბრძოლასა იძლივნენ კახნი, და ივლტოდა ერეკლე და შევიდა თორღის ციხესა შინა (მდებარეობდა თუშეთში შტორის ხეობაში. .) შინა, ხოლო ქართველნი მოვიდნენ წინაშე მეფისა (იგულისხმება ვახტანგ V – . .) მასვე ჟამსა შემოიკრიბნა მეფემან სპანი ვისნი სრულიად ხანებითურთ მოვიდა თორღას და მოადგა გარს. ხანსა რაოდენსამე შინა შემჭირდნენ ცოხოანნი. ამისათვი დედამან ერეკლესამან მიუგზავნა მეფესა (ვახტანგ V-. – . .) ვედრება, რათა განუტევოს ფარულად... უსმინა მეფემან და განუტევა ფარულად და წარვიდა ერეკლე თუშეთს .6
ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ვახუშტი ბატონიშვილი, ნაშრომის აღწერა სამეფოსა საქართველოსა ქვეთავში ცხოვრება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა“, ერეკლე ბატონიშვილსა და ვახტანგ და არჩილ მეფეთა შორის გამართულ ბრძოლებს ორგზის აღწერს. იგი ურიათუბანთან მომხდარ ამ ომს 1664 წლით (~სა ~, ქართ ~ნბ) ათარიღებს.7 სხვა თავშიაღმოჩენა და პყრობა აწინდელთა მეპატრონეთა კახეთისათა კი იმავე ბრძოლას 1663 წელს (ქსა ჩქ, ქართ. ტნა) მომხდარად მიიჩნევს.8
აღნიშნული ისტორიული ფაქტის შესახებ ცნობას გვაწვდის ფარსადან გორგიჯანიძეც, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებს. იგი მხოლოდ მიუთითებს, რომ საომარი ოპერაცია გაზახულზე მოხდა, მაგრამ წელს არ აკონკრეტებს.9
პარიზის ქრონიკის ანონიმი ავტორი კახეთის ტახტისათვის წარმოებულ ბრძოლაში დამარცხებული ერეკლე ბატონიშვილის დედის თორღას ციხეში გამოკეტვის ფაქტს 1612 წელს მომხდარად მიიჩნევს10. ეს თარიღი ერთი შეხედვითაც არასწორია, რამდენადაც 1612 წელს ერეკლე დავითის ძე და არჩილ ბაგრატიონი ჯერ კიდევ დაბადებულნიც არ იყვნენ (გამორიცხული არაა ტექსტში ადგილი ჰქონდეს კორექტურულ შეცდომას). ამ ბრძოლის შესახებ საგულისხმო ცნობას გვაწვდის სეხნია ჩხეიძე. მისი გადმოცემით: წინათ ამისად ებრძანა (ირანის შაჰს. .) მეფის შანაოზისათვის დაჭირვა ერეკლესი და გაგზავნა (სპარსეთს. .) მიუხდა კახეთს. შემოადგა თორღას (იგულისხმება ვახტანგ V – . .) და გააპარეს კახთ ერეკლე და წარვიდა რუსეთს: რადგან კახეთი უბატონო იყო, აღარ მოეშვნენ მეფეს არჩილს, დამორჩილდა ბრძანებასა ხელმწიფისასა (იგულისხმება ირანის შაჰი. .) უბოძა საბოძვარი მრავალი და გამოისტუმრა დიდის პატივით, მობრძანდა (არჩილ II . .) კახეთს, შეიქმნა სიხარული დიდი და განსვენება.11
მართალია, აქ მოტანილ ცნობაში სეხნია ჩხეიძე არ ასახელებს ერეკლესა და შაჰნავაზ I- შორის გამართული ბრძოლის ზუსტ თარიღს, მაგრამ აშკარაა, რომ ისტორიკოსი ამ ომს არჩილის ისპაჰანიდან დაბრუნებამდე მიიჩნევს მომხდარად.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ამ ომის ორგზის აღწერის მიუხედავად, არ საუბრობს ურიათუბანთან გამართულ ბრძოლაში არჩილ მეფის მონაწილეობის შესახებ. მისი გადმოცემის თანახმად, საომარ ოპერაციებს ქართლის მეფე ვახტანგ V ხელმძღვანელობს. თორღას ციხეში გამომწყვდეული ერეკლე ბატონიშვილის მომხრეებიც მასთან აწარმოებენ საზავო მოლაპარაკებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერეკლე ბატონიშვილის ბრძოლის მიზანი პაპისეული ტახტის მოპოვება იყო. ამდენად, ერეკლე ხელისუფლებას არჩილ II- ეცილებოდა. უფრო გამართლებული იქნებოდა, თუ კახეთის მეფე უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას საომარ ოპერაციაში.
ვახუშტი ბატონიშვილის მიერ ურიათუბანთან გამართული ბრძოლის აღწერის დროს არჩილ მეფის მოუხსენიებლობა გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული მიზეზით. ამ უკანასკნელის არსებობის შესახებ ცნობას პარიზის ქრონიკის ანონიმი ავტორი და ვახუშტი ბატონიშვილი გვაწვდიან. ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღნიშნავს, რომ 1663 წელს არჩილ II გივი ამილახორის თანხლებით ისპაჰანს გაემგზავრა12. ამ ცნობას თუ დავეყრდნობით, ადვილი შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ერეკლე ბატონიშვილსა და ვახტანგ V- შორის მომხდარი ბრძოლის დროს არჩილ II და გივი ამილახვარი ჯერ არ იყვნენ ისპაჰანიდან სამშობლოში დაბრუნებულნი. ამგვარი მოსაზრების არსებობას მხარს უჭერს სეხნია ჩხეიძის ზემოთ მოტანილი ცნობაც.
ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკს შორის გამართულ ბრძოლათა შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ფეშანგი ფაშვიბერტყაძე. პოემა შაჰნ-ავაზიანში ვახტანგ და არჩილ მეფეების თანამედროვე და ქართლის სამეფო კართან დაახლოვებული პოეტი ერეკლე ბატონიშვილსა და მამა-შვილს შორის გამართული ორი ომის შესახებ საუბრობს. პირველ ბრძოლად ის თორღას ციხეში გამოკეტვის ცნობილი ფაქტით დასრულებულ ომს ასახელებს, თუმცა ბრძოლის ადგილის ზუსტ ლოკალიზებას არ ახდენს. ფეშანგი ასევე ეხება თორღას ციხის შაჰნავაზის ბრძანებით დანგრევის ამბავს. პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ: მეფემ ბრძანა: თორღის ციხე ძირამდისინ მოასწორეთ; ცოტა ქვემოთ კი აღნიშნავს: თორღა მოშალეს აწ ნახეთ რა უყონ ჯანგაურასა! ... ვეღარ მაგრობენ ციხენი, არავინ მიაშუროსა.13
ვახტანგ მეფის ბრძანებით თორღას ციხის დანგრევა ჩვენს ხელთ არსებული საისტორიო წყაროებით არ დასტურდება. ადვილი შესაძლებელია, რომ საკარო, პანეგირიკული თხზულების ავტორს ამბის ამგვარად გადმოცემა ვახტანგ მეფის დახასიათებისთვის დასჭირდა. ფეშანგიმ ამ გზით გაუსვა ხაზი ვახტანგ V შაჰნავაზის ძლიერებასა და ურჩთა მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებას.
ფეშანგი ფაშვიბერტყაძე პოემაში ბრძოლის ამ ეპიზოდს ცალკე თავს უძღვნის სათაურით: აქა ამა დიდმა ხელმწიფემან მეფემან თორღის ციხე აიღო, შემცოდენი გამოიყვანა, ციხე ძირამდი დააქცია და გამარჯვებული გამობრუნდა, შემცოდენი თან წამოასხა, თბილისს მობრძანდა. მიუხედავად ამისა, ფეშანგი არაფერს ამბობს თორღას ციხეში გამომწყვდეული ელენე დედოფლის ტყვეობიდან უვნებლად თავის დაღწევის შესახებ. ეს ცნობა დაცულია არაერთ ქართულ ნარატიულ საისტორიო წყაროში (ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ანონიმი ავტორის პარიზის ქრონიკა, ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა სამეფოსა საქართველოსა).14 ბუნებრივია, ვახტანგ V-ის ეს ნაბიჯი ქართველ წარჩინებულთა შორის აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა. ამგვარი საკითხების წინა პლანზე წამოწევა კი ფეშანგის ინტერესებში არ შედიოდა.

ვახტანგ და არჩილ მეფეების თანამედროვე პოეტი საგულისხმო ცნობას იძლევა ქართლის მეფესა და ერეკლე ბატონიშვილს შორის მომხდარი პირველი ომის დათარიღების საკითხის შესახებ. ფეშანგი ფაშვიბერტყაძე მას არჩილის ისპაჰანიდან სამშობლოში დაბრუნებამდე მომხდარად მიიჩნევს. ამაზე მეტყველებს თხზულებაში მოთხრობილ ისტორიულ ფაქტთა გადმოცემის თანამიმდევრობა, რამაც ასახვა ჰპოვა თავების დასათაურებაში. ასე მაგალითად, შაჰნავაზიანის 38- თავის სათურია: აქა ამა დიდმა ხელმწიფემა სახელოანი შვილი ყაენთან გაისტუმრა და ვით მართებდა წიგნი მისწერა არჩილის ადრე გამოშვებისა ;15 39- თავისააქა ამა ქვეყნის მპყრობელმა მეფემან შაჰნავაზ კახეთის მეფეთა შორის უწარჩინებულესმან პატრონმან შაჰნავაზ კახეთის დასაჭირავად გაემართა ყოვლისა ქუეყნისა ლაშქრითა16. მას მოსდევს მე-40 თავი სათაურით: აქა ამა დიდმა ხელმწიფემან მეფემან შაჰნავაზ თორღის ციხე აიღო, შემცოდენი გამოიყვანა, ციხე ძირამდი დააქცია და გამარჯვებული გამობრუნდა. შემცოდენი თან წამოასხა თბილისს მობრძანდა 17. ფეშანგი პოემის 51- თავშისაუბრობს არჩილის ისპაჰანიდან დაბრუნების შესახებ. ეს თავი შემდეგნაირადაა დასათაურებული: აქა ხელმწიფემ შაჰაბაზ ყაენმა, ესე ყოვლისა სამამაცო ზნით შემკობილი და სანახავად დიდად სატრფიალო მეფის შაჰნავაზის ძე, მეფე არჩილ გამოუშვა, მისცა ყოველი სახელმწიფო რიგი და სახელი დასდვა შაჰნაზარ ხან .18
ამ ომის დათარიღების საკითხს ნათელს ჰფენს ვახტანგ V შაჰნავაზის მიერ ხოსია ბარათაშვილისათვის მიცემული წყალობის წიგნი. საბუთი 1663 წლის 22 აპრილითაა დათარიღებული. მასში ვახტანგ V აღნიშნავს: ოდეს ბედნიერმა ყაენმან კახეთი ჩუენ გვიბოძა და კახთ დარბაისელთ თორღის ციხე გაგუმაგრეს და შეყრილნი ჩუენ იმის ასაღებლად მივედით და თქუენი განაყოფი თურაზაშვილი გიორგი ალავერდიდამე დაგვიბრუნდა და იმის თქუენი სამკვიდრო მამული ეჭირა თქუენ იმის წყალობას დაგუეაჯენით ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ენაგეთს19 ტერტერაშვილი ოღუდა კუამლი ტერ ვართანა კუამლი ერთი.20
ამდენად, ზემოთ მოტანილი საბუთის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერეკლე ბატონიშვილი კახეთის სამეფოს თავს უნდა დასხმოდა არა უგვიანეს 1663 წლის გაზაფხულისა.
ერეკლე ბატონიშვილი განცდილი მარცხის მიუხედავად ფარხმალის დაყრას არ აპირებდა. ვახუშტი ბატონიშვილი საუბრობს თეიმურაზ I-ის შვილიშვილის კახეთის სამეფოზე მორიგი, მცირე მასშტაბიანი თავდასხმის შესახებ. ისტორიკოსი არჩილ მეფისა და გივი ამილახვარის ისპაჰანიდან დაბრუნების შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ: ამ ჟამებთა (1664 წელს. .) კუალად იწყო ერეკლემ კირთება კახეთისა. ხოლო ამისა მსმენელი შანაოზ მეფე შეკრებული სპითა მივიდა კახეთს და დადგა აწყუერს (ახმეტის -ნი. .), მხილველი ერეკლე ივლტოდა თუშეთადვე .21
როგორც ზემოთ მოტანილი ცნობიდან ირკვევა, წინა ომისაგან განსხვავებით ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონია ერეკლე ბატონიშვილის მიერ კახეთის სამეფოზე განხორციელებულ მცირე მასშტაბიან თავდასხმას. ეს სამხედრო ოპერაცია ერთის მხრივ დამარბეველ და მეორე მხრივ დაზვერვით ხასიათს ატარებდა და, ამდენად, ომში ვერ გადაიზრდებოდა. ერეკლე ბატონიშვილმა ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ლაშქართან შებმა და გადამწყვეტი ომის გამართვა ამჯერად ვერ გაბედა, მან გაქცევით უშველა თავს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ თავდასხმის თვესა და რიცხვს არ ასახელებს, მაგრამ ცხადია, რომ ისტორიკოსი მას არჩილ II-ის ისპაჰანიდან დაბრუნების შემდეგ მოკლე ხანში მომხდარად მიიჩნევს. 1664 წლის იანვარში არჩილ II უკვე კახეთის მეფედ ჩანს22.
ამდენად, ჩვენი ვარაუდით, ერეკლე ბატონიშვილის მიერ კახეთის სამეფოზე განხორციელებული მცირე მასშტაბიანი დამარბეველ-დაზვერვითი თავდასხმა 1664 წლის გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო.ვახუშტი ბატონიშვილი მომხდარი ფაქტის შემდეგ მართალია აღნიშნავს, რომ თეიმურაზ მეფის შვილიშვილი დასცხრა კირთუბისაგან 23, მაგრამ მომდევნო ხანებში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში ერეკლემ მხოლოდ ტაქტიკურ ხერხს მიმართა. ბატონიშვილი გადამწყვეტი ომის გასამართავად არჩილ მეფესთან ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ვახუშტის გადმოცემით: იხილა ესე შანაოზ და განუტევნა სპანი. ესე აცნობეს კახთა ერეკლეს და მოუწოდეს თავს დასხმად შაჰნაოზისად. ამისთვი ერეკლემ შეიკრიბნა თუშნი და წარმოსრულს მიერთუნენ კახნი, მომწვეველნი მისნი და დაესხნენ ბნელსა ღამესა შინა .24
ამ ომის შესახებ ცნობას იძლევა ფეშანგი ფაშვიბერტყაძეც, რომლის პოემაშიც გადმოცემულია ერეკლე დავითის ძის მიერ კახეთის სამეფოზე საგანგებოდ შერჩეულ დროს თავდასხმის ამბავი. ფეშანგისთან ვკითხულობთ:
ლაშქარი ყველა გაუშვეს, სუბრად როგორმე დგებიან;
სჯობს ღამით თავსა დაესხათ, არა იქ არ ეგებიან .25
ვახტანგ და არჩილ მეფეების თანამედროვე პოეტის ცნობის სანდოობას ადასტურებს როგორც ფარსადან გორგიჯანიძისა და პარიზის ქრონიკის, ასევე ვახუშტი ბატონიშვილის ზემოთ მოყვანილი მონათხრობი. ამ ისტორიკოსთა ერთსულოვანი მტკიცებით, ერეკლე ბატონიშვილის მიერ კახეთის სამეფოზე განხორციელებული თავდასხმისას არჩილ II-ისა და ვახტანგ V-ის მომხრეთა ერთი ნაწილი იძულებული გამხდარა ბრძოლის ველი მიეტოვებინა. ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით:ზოგნი გაიქცნენ და ზოგნი შაჰნაოზ მეფესა და მის შვილს ბატონს არჩილთან გათენებამდისინ იბრძოდეს ..26. ამ მონათხრობს ავსებს პარიზის ქრონიკის ცნობა, რომლის თანახმადაც: გივი ამილახვარი და სხვა უფროსი ერთი გაიქცნენ27. რაც შეეხება ვახუშტი ბატონიშვილს, იგი ასახე-ლებს როგორც გივი ამილახვარის გაქცევის მიზეზს, ასევე მასთან ერთად მყოფ ლტოლვილთა ვინაობასაც. მისი გადმოცემით: მოვიდა ერეკლე თუშთ-კახთა და დაესხა მეფესა ღამესა ბნელსა, არამედ შესცთენ მეფისა კარვისა დამსმენელნი და დაესხნენ ამილახორისასა. მაშინ გივი ივლტოდა შიდა ქართლით და განჰყვნენ საციციანონიცა და სულტანი ბაიდრისა.28 ამ ომში თავი უსახელები-ათ; თამაზ თურქისტანიშვილს,29 საბარათიანოს სპასპეტს ზაზა ციციცშვილს30, მანუჩარ, ჯიმშიტა, ზურაბ და სულხან თუმანიშვილებს31 და სხვა მრავალ ღირსეულ ვაჟკაცს. ბრძოლა ვახტანგ და არჩილ მეფეების გამარჯვებით დასრულდა. ფარსადან გორგიჯანიძე და ვახუშტი ბატონიშვილი ერთხმად აღნიშნავენ გამარჯვებულთა მიერ დამარცხებული ერეკლე ბატონიშვილის მომხრეთა მოკვეთილი თავების ირანის შაჰისათვის გაგაზავნის ფაქტს.32
ბრძოლის თარიღს ნათელს ჰფენს ვახტანგ V-ის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიცემული წყალობის სიგელი, ქართულ-სპარსული ორენოვანი საბუთი დათარიღებულია 1664 წლით. მასში საუბარია მომხდარი ბრძოლის შესახებ: მას ჟამსა ოდეს კახეთს, ჩუენს საბატონოში ვიყვენით, თუშეთიდამ კახის ბატონისშვილი მოვიდა და დიდის ჯარით ღამით თავს დაგვესხა. იმღამ ჩუენს წინ გაუყარად იყვენით და იომეთ, მანუჩარ დაიჭრა და ჯიმშიტა მოკლეს გაგვემარჯვა ზურაბ და სულხან ორთავ თუშის თავი მოგვართუა ამისად სამუქბოდ და საჯილდოთ.33
აღნიშნული ომის შესახებ ასევე საინტერესო ცნობას იძლევა მოსკოვის ცენტრალური საისტორიო არქივის ძველი აქტების ფონდში დაცული საბუთი, რომელიც 1666 წლით თარიღდება. დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთის საიმპერატორო კარის ელჩების, . ნარბეკოვისა და ვინმე დიაკ უსაკოვის მიერ ირანიდან დაბრუნების შემდეგ საელჩოშიპრიკაზში წარდგენილ ანგარიშის მუხლობრივ აღწერილობას. ეს მასალა 1982 წელს გამოაქვეყნა . ტივაძემ. საბუთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნულია: И  шах велел сесть на правой стороне под ближними своими людьми тремя человеки на стулях. И как  учело смеркатца, и в то время пронесли мимо щаховы полаты на копях человеческих голов со сто. А сказал нам, холопем твоим, магмендарь, будто де тефлиской Шахнаваз хан бобил грузинского царевича людей и тушинцов как они приходили на грузинскую землю. И те де головы послал для ведома к шаху.34
გამარჯვება კვლავ არჩილ მეფეს დარჩა, ხოლო ერეკლეს შესჭირდა მწირობა თუშეთს...35. ამ ომების შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ბატონიშვილი დაარწმუნა, რომ რუსეთი მას არ დაეხმარებოდა, საკუთარი ძალებით კი მოწინააღმდეგეს ვერ დაამარცხებდა, ამიტომ იძულებული გახდა რუსეთში დაბრუნებაზე ეზრუნა. . ტივაძის ეს მოსაზრება სავსებით გასაზიარებელია. მისი თვალსაზრისით: 1665 წლის აპრილში მოსკოვში ჩავიდნენ ბატონიშვილის ელჩები, მიტროპოლიტი ეპიფანე და მღვდელი ვასილი, როგორც ჩანს ერეკლე დავითის ძე რუსეთში დაბრუნების ნებართვას ითხოვდა.36 სავარაუდოა, რომ ერეკლე დავითის ძესა და არჩილ მეფეს შორის მომხდარი ომის შესახებ რუსეთიდან წარგზავნილმა ელჩებმა, მილოსლავსკიმ და ნარბეკოვმა გვიან შეიტყვეს. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერეკლე ბატონიშვილსა და ვახტანგ და არჩილ მეფეებს შორის ორი დიდი ომი და ერთი მცირემასშტაბიანი ბრძოლა გაიმართა: პირველი  დიდი ომი 1663 წლის გაზაფხულზე ურიათუბანთან (თელავის მახლობლად) მოხდა; მეორე  მცირემასშტაბიანი დამარბეველი ლაშქრობა 1664 წლის ადრეულ გაზაფხულზე აწყურთან (სოფელი ახმეტის რაიონში) მოეწყო, ხოლო მესამე დიდი ომი 1664 წლის შემოდგომით კახეთში, აწყურთანვე უნდა გამართულიყო. ქართლისა და კახეთის მეფეებთან ერეკლე ბატონიშვილი პაპისეული ტახტის დაკავებლად წარმოებულ ომში დამარცხდა. იგი იძულებული გახდა კვლავ რუსეთში დაბრუნებულიყო. რაც შეეხება არჩილს, მან არც თუ მცირე ხანს კახეთში იმეფა. ქართლში შაჰნავაზ V-ის (1658-1675), კახეთში კი მისი ძის, არჩილის (1664-1676) მეფობამ შესაძლებელი გახადა აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტობრივი გაერთიანება, რაც უთუოდ დადებითი მოვლენა იყო იმ დროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
შენიშვნები
1. მარი ბროსე, საქართველოს ისტორია. მეფეთა და მთავართა გენეალოგიითა და ქრონოლოგიით , ნაწ. II, ტფილისი, 1900, გვ. 39-40.
2. . კაკაბაძე, საქართველოს ისტორია (ახალი საუკუნეების ეპოქა ), ტფილისი, 1922, გვ. 72-73.
3. . ასათიანი, კახეთი არჩილ II-ის მეფობის დროს (1664-1675) , საქართველო და აღმოსავლეთი, თბილისი, 1984, გვ. 115.
4. რუსეთის სამეფო კარზე ერეკლე დავითის ძე ნიკოლოზ დავითის ძედ იყო ცნობილი.
5. . ფსუტური, არჩილ მეფის (1647-1719წწ.) ბიოგრაფიიდან (მისი აღმსარებლობის საკითხისათვის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, # 6, თბილისი, 2003, გვ 56-57.
6. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, . IV, ტექსტი დაადგინა . ყაუხჩიშვილის გამოც., 1973, გვ. 451.
7. იქვე, გვ. 451.
8. იქვე, გვ. 601.
9. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, საისტორიო მოამბე, წიგნი II, ტფილისი, 1923, გვ. 273.
10. ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და კომენტარები და საძიებელი დაურთო . ალასანიამ, თბილისი, 1980, გვ.113
11. სეხნია ჩხეიძე, ცხოვრება მეფეთა, ქართლის ცხოვრება დასაბამიდან მეათცხრამეტე საუკუნამდის, ნაწ.II, გამოსცა . ჩუბინოვმა, სანკტპეტერბურღი, 1854, გვ. 308.
12. ცხოვრება საქართველოსა, (პარიზის ქრონიკა), გვ. 113; ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 450.
13. ფეშანგი, შაჰნავაზიანი, . ლეონიძის რედაქციით, თბილისი, 1933, გვ. 121.
14. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით:ერთ ღამეს დედოფალმა თუშური ჩოხა ჩაიცვა და საფთე მშვილდისარი შემოირტყა, ბოხოხის თუშური ქუდი დაიბურა და ციხიდან ჩამოვიდა და მეფის ლაშქარშიგ გაიარა და თუშეთს მივიდა (ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, გვ. 273). მის მონათხრობს ავსებს პარიზის ქრონიკის მონაცემები. მასში ვკითხულობთ: ციხეში მყოფნი რომ ჩამოვიდნენ მეფემ (იგულისხმა ვახტანგ V – . .) დედოფლისა იკითხა სად არისო?. მოახსენეს სამი დღე არის წასულიო. ტყვილი ეგონა აქეთ-იქით კაცები დააფრინეს, ეგების დაიჭირონ თუშეთით კახი კაცი ჩამოვიდა: ბატონიშვილის დედა გუშინ თუშეთს მოვიდაო (პარიზის ქრონიკა, გვ. 113) ვახუშტი ბატონიშვილი კი, როგორც ზემოთ მოტანილი ცნობიდან ირკვევა, მიიჩნევს რომ ელენე დედოფალმა ვახტანგ მეფესთან წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ დატოვა ციხე (ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 451). ფარსადან გორგიჯანიძის თხზულების ეს ნაწილი სპარსეთში დაიწერა. ამდენად, ადვილი შესაძლებელია ისტორიკოსი ირანის სამეფო კარზე გავრცელებულ ვერსიას გვთავაზობდეს. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ირანის შაჰი დაჟინებით მოითხოვდა შაჰნავაზისაგან ერეკლეს სპარსეთში გაგზავნას. ვახტაგ V-ის მიერ მისი დედის სამშვიდობოს გაშვება ირანის მეფეს საამებლად არ უნდა დარჩებოდა. ამდენად, ისპაჰანში ამ ფაქტის სწორედ ასეთი სახით მიწოდება გამართლებული ჩანს. რაც შეეხება ვახუშტი ბატონიშვილისეულ ვერსიას, ელენე დედოფლის ვახტანგ მეფის თანხმობით გაშვების შესახებ, არც ეს უნდა იყოს ლოგიკას მოკლებული. შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ სიტუაციაში ადვილი შესაძლებელია ვახტანგს ორმაგი პოლიტიკური სვლა გაეკეთებინაარც შაჰის კარი გაერისხებინა და არც რუსეთი მოემდურებინა.
15. ფეშანგი ფაშვიბერტყაძე, შაჰნავაზიანი, გვ.111.
16. იქვე, გვ. 115.
17. იქვე, გვ. 121.
18. ფეშანგი ფაშვიბერტყაძე, შაჰნავაზიანი , გვ. 162.
19. ენაგეთი, სოფელი ქვემო ქართლში.
20. სცსსა, 1450-11/75, გვ. 80-81.
21. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა , გვ. 451.
22. სცსსა, 1448-2937; პირთა ანოტირებული ლექსიკონი,. XI-XVIII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, I, გამოსაცემად მოამზადეს: . კლდიაშვილმა, . სურგულაძემ, . ცაგარეიშვილმა, . ჯანდიერმა, თბილისი, 1991, გვ. 302-303.
23. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა , გვ. 452.
24. იქვე, გვ. 602
25. ფეშანგი, შაჰნავაზიანი , გვ.178 (სტრ. 1077).
26. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, გვ. 113.
27. ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა), გვ. 113.
28. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა , გვ. 541-452.
29. იქვე, გვ. 452; ფეშანგი, შაჰნავაზიანი, გვ. 183 (სტრ. 115).
30. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 452; ფეშანგი, შაჰნავაზიანი, გვ. 182 (სტრ. 1101).
31. ფეშანგი, შაჰნავაზიანი, გვ. 114 (სტრ. 1112); ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმნა, შენიშვნები და კომენტარები დაურთო . ფუთურიძემ, თბილისი, 1955, გვ. 305-306; ხეც,H–1453.
32. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 272-273; ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 452.
33. ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, თბილისი, 1955, გვ. 305-306; ხეც, H-14538.
34. . ტივაძე, მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისთვის XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საისტორიო მოამბე,# 45-46, 1982, გვ. 50-51;. მისივე, საქართველოს და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისი, 1977, გვ. 109.
35. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 603.
36. . ტივაძე, საქართველოს და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, გვ. 110.
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий