вторник, 26 февраля 2019 г.

საქართველოს ინტელიგენცია და ტოტალიტარული რეჟიმი (ა. დაუშვილი)

ეპიზოდი პირველი

სოციალ-დემოკრატიული აზროვნება ინტელიგენციის წიაღში ჩაისახა და განვითარდა. საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებითპროლეტარიატს უნარი არ შესწევს დამოუკიდებლად სოციალ-დემოკრატიული შეგნების ჩამოყალიბება, მასში ეს უნდა შეიტანოს განათლებული ადამიანების ჯგუფმა, რომელიც გაითავისებს პროლეტარიატის გარდამქმნელ როლს და თავის ცხოვრებას მოახმარს პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების დაპყრობის საქმეს. აქსიომად იყო მიჩნეული დებულება: ბურჟუაზიული ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიცნო ისტორიული განვითარების კანონზომიერება, რომელსაც საზოგადოება მიჰყავს ბურჟუაზიული წყობილების სოციალისტურით შეცვლისაკენ, ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციის ლიკვიადაციის, საყოველთაო მშვიდობიანობის, თანასწორობისა და თავისუფლების დამკვიდრებისაკენ, ჰარმონიული საზოგადოებრივი წყობილებისაკენ... რომ ბურჟუაზიული ინტელიგენციის ამ ნაწილის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეძლო გამოეჩინა ჭეშმარიტად დიდი მოქალაქეობრივი გამბედაობა და გაწყვიტა კავშირი საკუთარ კლასთან, გაბედულად და მტკიცედ დადგა მოწინააღმდეგე კლასის კლასობრივ თვალსაზრისზე.1

როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე რუსეთშიც სოციალ-დემოკრატიული აზრის მპყრობელნი – რაზნოჩინული ინტელიგენციის წარმომადგენელები იყვნენ. ვინც ღრმად იცის რუსული კლასიკური ლიტერატურა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე (განსაკუთრებით ეს რელიეფურად აისახა თ. დოსტოევკის, ა. ჩეხოვისა მ. გორკის ნაწარმოებში), მისთვის ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, რომ ამ პერიოდის ინტელიგენცია რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, საოცრად ელოდა რადიკალურ ცვლილებებს და სულიერი კაეშნისაგან გათავისუფლებას რევოლუციურ გარდაქმნებში ხედავდა. ინტელიგენციის ამ ჯგუფში იყვნენ თავადაზნაურობის წარმომადენლები (პლეხანოვი, ჩიჩერინი, კოლონტაი და სხვ.), რაზნოჩინები (ლენინი, ლუნაჩარსკი და სხვ.), მდიდართა წრიდან (ტროცკი და სხვ.) და მუშათა სოციალური ფენიდან (სტალინი, გორკი, კიროვი და სხვ.). რევოლუციის მომხრენი რუსეთის იმპერიის ყველა ხალხისა და ერის ინტელიგენციაში მოიძებნებოდა, თუმცა იმხანად განსაკუთრებით აქტიური ებრაელი ახალგაზრდა ინტელიგენტი იყო, რომელმაც მიზნად დაისახა რომანოვების რუსეთის დანგრევა და დაანგრია კიდეც.

ყველგან, სადაც კი მარქსიზმი გავრცელდა როგორც რევოლუციური თეორია და პრაქტიკა, მარქსიზმის პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებები ინტელიგენციის გარკვეული ჯგუფის სულიერ მოთხოვნილებად და პრაქტიკული საქმიანობის მიზნად გადაიქცა, თუმცა ინტელიგენციის მეორე, საკმაოდ დიდი ნაწილისათვის, მარქსიზმი – როგორც თეორია და სამოქმედო პრაქტიკა, თავიდანვე მიუღებელი იყო. მათ აშინებდათ ამ რევოლუციური თეორიის სიღრმეებში ჩაბუდებული დამანგრეველი ძალა, რომელსაც შეეძლო სასაკლაოზე გაეგზავნა მილიონები და ათეული მილიონები.

მარქსისტულ ინტელიგენციას რუსეთში, განსაკუთრებით მის მემარცხენე ფრთას – ბოლშევიკებს ჯერ კიდევ რევოლუციამდე ჰქონდათ ჩამოყალიბებული საკუთარი შეხედულება ინტელიგენციაზე, მის როლზე მომავალ პროლეტარულ სახელმწიფოში. ვ.ი.ლენინი ჯერ კიდევ ოქტომბრის გადატრიალებამდე ინტელიგენციასთან დამოკიდებულების კლასობრივ მიდგომას აღიარებდა, როცა ხაზგასმით მიუთითებდა: „ინტელიგენციას სწორედ იმიტომ უწოდებენ ინტელიგენციას, რომ ყველაზე უფრო შეგნებულად, შემართებით და ზუსტად ასახავს და გამოხატავს კლასობრივი ინტერესების განვითარებას და საზოგადოებაში პოლიტიკური ჯგუფების შეხედულებებს“.2

ვ.ი.ლენინმა სცადა გაეკრიტიკებინა ბურჟუაზიული და ფსევდო-მარქსისტული მითი ინტელიგენციის „ზეკლასობრიობის“, საზოგადოების მებრძოლი კლასებისაგან მისი „დამოუკიდებლობის“ შესახებ, შეეცადა მკვეთრად და გან-საზღვრულად ეჩვენებინა, რომ ინტელიგენცია არ არის არავითარი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და „თუ არ ამოუდგა კლასს, ის ხდება ნული.“3

ინტელიგენციას, როგორც სოციალურ ფენას, მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები სამ ჯგუფად ყოფდნენ. მაგალითად, ვ.ი.ლენინი ძველ ინტელიგენციაში განარჩევდა შემდეგ ჯგუფებს: ზედა ფენას, რომელსაც რევოლუციამდე ძლიერ მაღალ ხელფასს უხდიდნენ, საშუალო ფენას, რომელსაც შედარებით ნაკლებს უხდიდნენ და ქვედა ფენას, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი და დაბალი კვალიფიკაციისა იყო და ძლიერ მცირე ხელფასს იღებდა.4

ლ. დ. ტროცკის თვალსაზრისით რევოლუციისაკენ ინტელიგენციის მიმავალი რამდენიმე დაჯგუფება არსებობს: არიან მოგლეხო ინტელიგენტები, ჭირვეული თანამგზავრები, უმაღლესი „მუსიკის“ მაძიებელი ობიექტური მისტიკოსები, რაციონალისტების და ეკლექტიკოსების და სხვ. მიმდინარეობები.5

ი. ბ. სტალინი ინტელიგენციაში, ლენინის მსგავსად სამ ჯგუფს გამოჰყოფდა: 1. კვალიფიცირებული ნაწილი, რომელმაც ომი გამოუცხადა საბჭოთა ხელისუფლებას;     2. საშუალო ფენა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებისადმი იცავდა ნეიტრალიტეტს და მიმართავდა ლავირებას;     3. მასობრივი ნაწილი – საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერი. თანამედროვე რუსულ ისტორიოგრაფიაში სამარათლიანად მიუთითებენ, რომ ი. ბ. სტალინის ეს მოსაზრება და ინტელიგენციის აღნიშნული კლასიფიკაცია XX საუკუნის 50-იან წლების შუა ხანებამდე ბატონობდა საბჭოთა ისტორიოგრაფიაში.6

ასეთი კლასიფიკაცია, გარკვეულწილად, ისტორიულ სინამდვიელეს შეესაბამება, რადგან როგორც ამ პრობლემის თანამედროვე რუსი მკვლევარი ი. კუპცოვა მიუთითებს, რევოლუციამდე რუსეთის ინტელიგენციაში შეძლებული ფენა 5-15 პროცენტს შორის მერყეობდა. ეს კი იმის მაჩვენებელი იყო, რომ რევოლუციამდელ რუსეთში ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, მართლაც, გაუსაძლის სოციალურ პირობებში ცხოვრობდა, რაც აპირობებდა ინტელიგენციის ამ ნაწილის არსებული რეალიების წინააღმდეგ განსაკუთრებულ რადიკალიზმს. არ უნდა დიდი სიბრძნე იმას, რომ განსხვავებული იყო პოლიტიკური შეხედულებები მრავალრიცხოვანი ჰონორარებისა და საერთაშორისო აღიარების მქონე მომღერალ თ. შალიაპინის და ქუთაისის გიმნაზიის რიგით პედაგოგს შორის.

საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ძალიან გააფართოვა ინ-ტელიგენციის სოციალური ფენის ჩარჩოები, მასში შეიყვანა სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატის მთელი შემადგენლობა.7

ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მოსაზრებას, რომ ინტელიგენციას მიეკუთვნებიან არა საერთოდ გონებრივი შრომის მუშაკები, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც „გონებრივი შრომით დაკავებულია პროფესიონალურად, რომელთათვის გონებრივი შრომა არსებობის წყაროს წარმოადგენს“.8

სწორედ ამ თვალსაზრისით შევისწავლეთ ჩვენ საქართველოს ინტელიგენციისა და ტოტალიტარული სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემა საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების პირველ ეტაპზე – 1921-1923 წლებში, როგორ დახვდა საქართველოს ინტელიგენცია ახალ, მანამდე ჯერ უცნობ სახელმწიფო წესწყობილებას და როგორი იყო ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე მისი რეაქცია.

სანამ ამ საკითხს შევეხებოდეთ, გასარკვევია საქართველოში თვითონ ინტელიგენციის საერთო რაოდენობა, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

სტატისტიკური მასალების ნაკლებობის გამო (სამწუხაროდ, 1926 წლის აღწერის დროს მოსახლეობას არ დაუსვეს კითხვა განათლების ცენზის შესახებ, შეკითხვა ითვალისწინებდა წერა-კითხვის ცოდნას, რაც, როგორც სამართლიანად მიუთითებენ, ამ აღწერის სერიოზული ნაკლია)9. ამიტომაც ჩვენ ცოტა შორიდან დავიწყებთ – რუსეთის იმპერიაში ჩატარებული 1897 წლის აღწერის მონაცემებით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა შორის უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა 1062 კაცს, თბილისში ასეთი იყო 910 კაცი, თბილისის მაზრაში – 90. უმაღ-ლესი ტექნიკური განათლება ჰქონდა 257 კაცს, ხოლო სპეციალური განათლება 596 კაცსა და 78 ქალს.10 სასულიერო წოდებიდან გამოსულთ უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა 57 კაცს, უმაღლესი ტექნიკური – 9 კაცს, სპეციალური საშუალო – 67 კაცს. საპატიო მოქალაქეებსა და ვაჭრებს შორის უმაღლესი საუნივერსიტტეტო განათლება ჰქონდა 253 კაცს, უმაღლესი ტექნიკური განათლება 48 კაცს, საშუალო სპეციალური განათლება – 460 კაცსა და 57 ქალს.11

ქუთაისის გუბერნიაში უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანთა რიცხვი საგრძნობლად დაბალია – თავაზანაურთა შორის ეს რიცხვია შემდეგი: 381 კაცი და 23 ქალი. უმაღლესი ტექნიკური განათლება აქვს 46 კაცს. საშუალო სპეციალური – 221 კაცსა და 22 ქალს.12 სასულიერო წოდების წარმომადგენლებში საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა სასულიერო წარმოშობის 26 კაცს, სპეციალური უმაღლესი ტექნიკური განათლება – 58 კაცს. საპატიო მოქალაქეებსა და ვაჭრებაში საუნივერსიტეტოლ განათლება ჰქონდა 41 კაცს.13

წარმოდგენილი მასალა აშკარად მიუთითებს, რომ საქართველოში მარტო თავადაზნაურთა წრიდან უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა XX საუკუნის დასაწყისში 1701 კაცს – რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია კოლონიალური ქვეყნისათვის. თუ ამას დავუმატებთ სხვა სოციალური ჯგუფების საუნივერსიტეტო განათლების მქონე პირთა რაოდენობას, ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ამ საერთო რაოდენობაში საკმაოდ დიდი პროცენტი იყო კოლონიალური ადმინისტრაცია, რუსი ეროვნების წარმომადგენლები. სამწუხაროდ, აღნიშნული აღწერა არ გვაძლევს საშუალებას თვალი გავადევნოთ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიაში რა რაოდენობა იყო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა რიცხვი ქართველთა შორის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციური კატაკლიზმების გამო ინტელიგენციის ერთი ჯგუფი (მაგალითად, კოლონიალური ადმინისტრაცია) დატოვებდა საქართველოს, რაც გარკვეულწილად შეამცირებდა საერთო მონაცემებს. მიუხედავად ამისა, საქართველოში ინტელიგენცია მაინც სერიოზული სოციალური ძალა იყო. ამაზე აშკარად მიუთითებს ამიერკავკასიის ბოლშევიკების ლიდერის, სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა რკპ(ბ) ცკ 1924 წლის ოქტომბრის პლენუმზე, სადაც მან განაცხადა: „ქართველი ინტელიგენცია იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მას შეუძლია ჩინოვნიკების მიწოდება არამარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი კავკასიისათვის, ასევე რუსეთისათვის“.14

საქართველოში ინტელიგენცია, ძირითადად, თბილისში იყო თავმოყრილი, რადგან თბილისი რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაში ამიერკავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. აქ ფუნქციონირებდნენ უმაღლესი სკოლები (უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კონსერვაიტორია, სამხატვრო აკადემია), თეატრები (სახაზინო ოპერის, რუსთაველის სახელობის), თავმოყრილი იყო ჟურნალ-გაზეთების რედაქციების დიდი უმეტესობა.

ინტელიგენცია განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან როგორც სოციალური წარმოშობით, ისე იდეური სულისკვეთებით, სოციალური (მატერიალური) მდგომარეობით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებით. უნდა ისიც გავითვალისწინეოთ, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მომენტში საქართველოს ინტელიგენცია მკვეთრად იყო გამიჯნული პოლიტიკური ორიენტაციითაც. ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) რიგებში იყვნენ როგორც პარტიული, ისე შემოქმედებითი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები (ნ. ჟორდანია, გრ. ლორთქიფანიძე და სხვ.), სოციალისტ-ფედერალისტების რიგებში იყვნენ გაერთიანებული ვ. კოტეტიშვილი, თ. ღლონტი, კ. გამსახურდია და სხვები. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში გაერთიანებული იყო ქართველი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნაწილი (ე. თაყაიშვილი, მ. ჯავახიშვილი, ს. კედია და სხვ.) საქართველოს კომუნისტურ პარტიასაც ჰყავდა თავისი ინტელიგენცია – ალ. სვანიძე, ფ. მახარაძე, მ. ტოროშელიძე, მ. ორახელაშვილი და სხვ. მათთან ერთად და მათ გვერდზე მოღვაწეობდნენ აპოლიტიკური ინტელიგენციის წარმომადგენელები, რომლებიც ძირითადად თავისი ვიწრო სპეციალობით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი, გამოკვეთიმლი შეხედულებები ჰქონდათ.

ჩვენ წარმოვადგენთ რამდენიმე სასწავლო-შემოქმედებით ორგანიზაციის სტატისტიკურ მასალას, რომ ვნახოთ როგორი იყო 20-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ინტელიგენციის სოციალური სურათი, მათი რაოდენობრივი და თვისებრივი განვითარების დინამიკა, მათი მატერიალური მდგომარეობა და ა.შ.

საქართველოს ინტელიგენციის ყველაზე დიდი შემადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო თავმოყრილი. როგორც დასტურდება, 1919-1920 წლებში აქ ირიცხებოდა 64 მეცნიერი. 1920-1921 წლებში მათი რიცხვი გაორმაგდა და შეადგინა 136 კაცი, 1923 წელს უნივერსიტეტში უკვე 192 მეცნიერი მოღვაწეობდა.15

1924 წელს უნივერსიტეტში დასაქმებული იყო 37 პრო-ფესორი, 22 დოცენტი, 38 ლექტორი, 57 უფროსი ასისტენტი, 29 უმცროსი ასისტენტი, 30 პრეპარატორი, 4 მხატვარი, 1 ხუროთმოძღვარი, 3 მხაზველი, რენტგენის კაბინეტის 1 ინჟინერი.16

საყურადღებოა პროფესორ-მასწავლებელთა სოციალლური და ეროვნული შემადგენლობა. უნივერსიტეტის პროფესორებს შორის (42 კაცი), 4 იყო რუსი, 1 გერმანელი, დანარჩენი ქართველი. დოცენტებს შორის (21 კაცი) მხოლოდ 1 იყო სომეხი. ლექტორთა შორის (108 კაცი) რუსი იყო მხოლოდ 8, პოლონელი 1, ებრაელი – 3, გერმანელი – 1. როგორც მკვლევარი ლ. ბესელია ასკვნის, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობა 1924 წელს ძირითადად ქართულია (91.1%).

უნივერსიტეტის სოციალური შემადგენლობა ჭრელია. აქ წარმოდგენილი არიან თავადაზნაურობის, ვაჭართა სოციალური ფენის, სასულიერო წოდების, რაზნოჩინული ინტელიგენციის წარმომადგენლები. სამწუხაროდ უნივერსიტეტის იმჟამინდელი ყველა თანამშრომლების სოციალლური მონაცემები შემორჩენილი არ არის, მაგრამ რაც არის – ისიც მეტად საინტერესო სურათს წარმოსახავს. პროფესორების 38 კაციან ჯგუფში (ეს ის რაოდენობაა ვისი სოციალური პასპორტი შემორჩენილია) თავადია 3, გლეხია – 4, მოქალაქე – 1, სოფლის მესაკუთრე – 1, სასულიერო წოდების – 3, აზნაური – 3, რაზნოჩინელი – 9. დოცენტების 21 კაციან ჯგუფში ცნობილია მხოლოდ 15 პირის სოციალური კუთვნილება. მათ შორის თავადია – 3, გლეხი – 1, მოქალაქე – 3, მოსამსახურე – 8 და ა.შ. 17

დასტურდება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1924 წელს პროფესორ-მასწავლებელთა 6 კატეგორიიდან თავადაზნაურობას განეკუთვნებოდა 28 კაცი (18,7%), გლეხობას – 31 კაცი (20,1%), მოქალაქე იყო 17 კაცი (11.4%), სასულიერო წოდებას – 10 კაცი (6,7%), რაზნოჩინულ ინტელიგენციას წარმოადგენდა 40 კაცი (26.8%), მესაკუთრე იყო 7 კაცი (4.6%).

ზემოთ მოტანილი მონაცემები აშკარად მიუთითებენ, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების როგორც ეროვნული, ისე სოციალური პარამეტერები აშკარად შეუქმნიდნენ პრობლემებს საბჭოთა ხელისუფლებას – მისი შემადგენლობა ძირითადად ქართულია, რაც ეროვნული ფასეულობებისადმი მის ერთგულებას აპირობებდა, ამასთან საერთოდ არ არიან პროლეტარული წარმოშობის პირები, რაც კიდევ დამატებით პრობლემას შეუქმნიდა ახალ ხელისუფლებას.

ისტორიული კატაკლიზმების დროს მნიშვნელოვანი პარამეტრია – ასაკი, ის უზრუნველყოფს კოლექტივის მობილობას, ეპოქის ახალი იდეებისადმი მისი რეაგირების ხარისხს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ამპლიტუდას. შესწავლილია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა სამი პარამეტრის გათვალისწინებით: 35 წლამდე, 35-50 წლები და 50 წელზე ზევით. ამ მონაცემებით, როგორც ჩანს, უნივერსიტეტში პროფესორთა შორის 50 წელს გადაცილებელი მხოლოდ 14 კაცია, საშუალო ასაკის არის 10 კაცი, ახალგაზრდაა     1. 1924 წელს ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი იყო ნიკოლოზ მუსხელიშვილი. დოცენტებში 50 წელს გადაცილებულია 4 კაცი, საშუალო ასაკისაა 15, ახალგაზრდაა –   2. ლექტორთა შორის 50 წელს გადაცილებულია 10 კაცი. საშუალო ხნისაა – 45, ახალგაზრდაა 16 კაცი. ამ კატეგორიაში ყველაზე ახალგაზრდა იყო ვარლამ თოფურია. – ის იმჟამად მხოლოდ 23 წლის იყო.

შემაჯამებელი სტატისტიკური მონაცემები მიგვანიშნებენ ტენდენციაზე: ხნიერია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხოლოდ 17,9% (35 კაცი), საშუალო ასაკს განეკუთვნება 54,3% (106 კაცი), ახალგაზრდაა 27,6% (54 კაცი).18

ამრიგად, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლობა გამორიჩევა ახალგაზრდული ენერგიით და მას შესწევს ფიზიკური ძალა აქტიურად ჩაებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამასთან ერთად, შემორჩენილია თბილისის სახელმწიფო #1 კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა 1923 წლის სტატისტიკა. ამ წელს სასწავლებელში მუშაობდა 79 კაცი, ქართველი იყო 15, რუსი – 24, ებრაელი – 10, სომეხი – 11, გერმანელი – 3, ლიტველი – 1, პოლონელი – 5, ბერძენი – 1, იტალიელი – 1. 19

კონსერვატორიაში პროფესორთა შორის ქართველია მხოლოდ 3, რუსია – 6, ებრაელი – 2 და ა.შ. უფროს მას-წავლებელს შორის (21 კაცი) ქართველია მხოლოდ ორი. დამაფიქრებელია ისიც, რომ კონსერვატორიის რექტორი, ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი ოფიციალურ დოკუმენტებზე ჯერ კიდევ ხელს აწერს რუსული ტრანსკრიპციით – არაკჩეევი.

როგორც ვხედავთ, ქართველები უმცირესობაში არიან, ჭარბობენ ე.წ. „რუსულენოვანი მოსახლეობის“ წარმომადგენლები, რაც თვითონ კონსერატორიის ტრადიციიდან გამომდინარეობს – უმაღლესი განათლების ეს ევროპული ფორმა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, საკუთარი ისტორიული ტრადიციები ამ დარგში საქართველოს არ ჰქონდა, პროფესიონალური ქართული მუსიკა ის-ის იყო ყალიბდებაოდა, ადგილზე მომზადებული კადრები არ იყო საკმარისი – ამიტომაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ეს „რუსულენოვნობა“ კიდევ ძალიან დიდხანს გაჰყვება. ასეთმი მდგომარეობა ამ შრომით ორგანიზაციას ინტერნაციონალისტური იდეოლოგიისადმი ლოიალურად განაწყობდა.

თბილისში იმჟამად რამდენიმე უცხო ენოვანი (ფრანგული, გერმანული) ლიცეუმიც არსებობდა. ფრანგულ ლიცეუმში 1923 წელს 37 კაცი მუშაობდა, 8 იყო ფრანგი, 7 რუსი, 4 ქართველი, 6 სომეხი, 2 ინგლისელი, 1 ბელგიელი, 1 შვეიცარიელი, 1 ლიტველი.20 კოლექტივის ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია – 30-წლამდე – 8 კაცი, 30-40 წლამდე – 16 კაცი, 40-50-წლამდე – 4, 60 წელზე მეტის – მხოლოდ 1. ამრიგად ეს კოლექტივიც ძირითადად ახალგაზრდული, მობილური და ენერგიულია, მაგრამ ინტერნაციონალური იდეოლოგიისათვის აქაც აშკარად ნაყოფიერი ნიადაგია. ასეთივე მდგომარეობაა თბილისის რეალურ გერმანულ სკოლაში.21

უნდა აღინიშნოს, რომ ასევე მრავალეროვანი იყო თბილისში ახლადშექმნილი კინო-სექცია, სადაც 36 კაცი იყო დასაქმებული. ამ ორგანიზაციაში ქართველი იყო მხოლოდ 11.22 თბილისის სამხატვრო აკადემიაშიც მსგავსი მდგომარეობაა – აქ სულ 18 კაცი იყო დასაქმებული. აქედან ქართველია 8, რუსი – 2, გერმანელი – 2, სომეხი – 1, ფრანგი – 1, პოლონელი – 1 და სხვა დანარჩენი – 1.23 სამხატვრო აკადემიის თანამშრომელთა ასაკობრივი სტრუქტურა ასე გამოიყურება – 30 წლამდე – 2 კაცი, 30-40 წლის – 6 კაცი, 40-50 წლის – 6 კაცი, 50-60 წლის – 2, 60 წლის ზევით – 2. პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული სტრუქტურა ასეთია – აკადემიაში მუშაობს 6 მხატვარი, 2 მოქანდაკე, 2 ხუროთმოძღვარი, 1 ხელოვნებათმცოდნე, 1 ანატომიის პროფესორი. თბილისის სამხატვრო აკადემიაში იმჟამად დასაქმებული იყვნენ: გ. ჩუბინაშვილი, ი. ნიკოლაძე, გ. გაბაშვილი, დ. შევარდნაძე (რექტორი), ლანსერე, შარლემანი და სხვ.

თბილისის შემოქმედებითი ოგანიზაციების ასეთი მრავალ-ეროვანი შემადგენლობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, განპირობებული იყო თბილისის – როგორც ამიერკავკასიის კულტურული ცენტრის გამორჩეული მდგომარეობით. მთელი XIX საუკუნე თბილისის ეს ოფიციალური სტატუსი აპირობებდა ქართველების ისტორიული დედაქალაქის ზედმეტად ინტერნაციონალურ შემადგენლობას, რამაც კრიტიკულ ზღვარს XX საუკუნის 20-იან წლებში მიაღწია, როცა ქართველები საკუთარ დედაქალაქში მხოლოდ 33,5 პროცენტს შეადგენდნენ. ეს ვითარება მხოლოდ 50-იან წლების დასასრულს შეიცვალა ქართველთა სასარგებლოდ. თბილისის, საქართველოს დედაქალაქის ამ ზედმეტად მრავალეროვანმა შემადგენლობამაც შეასრულა გარკვეული როლი იმ პოლიტიკურ კატაკლიზმებში, რაც 20-იანი წლების დასაწყისში დატრიალდა საქართველოში.

როგორც დავინახეთ, მხოლოდ თბილისის სახელ¬მწი¬ფო უნივერსიტეტს ჰქონდა პოტენცია ყოფილიყო ქართული ეროვნულობის, ინტერესების დაცვის სადარაჯოზე, დანარ¬ჩენი კოლექტივები თავისი შემადგენლობით უფრო მზად იყვნენ ინტერნაციონალური იდეოლოგიისათვის, ვიდრე ნა¬ციონალურის.

შედარებით განსხვავებული ვითარებაა ინტელიგენ¬ციის ისეთ მრავალრიცხოვან და ანგარიშგასაწევ ჯგუფ¬თან, როგორიცაა სკოლის პედაგოგები. მათი რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია. განათლების სახალხო კო¬მისარიატის სისტემაში 1923 წელს დასაქმებული იყო 16 212 კაცი.24

ქ. თბილისში განათლების სისტემაში ჩაბმული იყო 2 276 კაცი, ქუთაისში 1168, გორის მაზრაში – 762, სიღნაღის მაზრაში – 620, ახალქალაქში – 271 და ა.შ. სახელმწიფო უნი¬ვერსიტეტში დასაქმებული იყო 573 კაცი, პოლიტექ¬ნიკურ ინსტიტუტში – 305, თბილისის 24 ტექნიკუმში – 759, სოციალური აღზრდის სისტემაში – 444, სახელოვ¬ნებო კომიტეტში – 185 და ა.შ. ეს უზარმაზარი არმია იყო, რომელსაც უკვე პირველი მსოფლიო ომის, საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და საბჭოთა სისტემის დამ¬კვიდრების პირველ წლებში უამრავი პრობლემა ჰქონდა.

ინტელიგენციის პრობლემებს შორის უპირველესი – სოციალური პრობლემა ჩანს. უკვე 1921 წლის ივნისში სა-ქართველოს მასწავლებელთა კავშირი საქართველოს რევ¬კო¬მისაგან ითხოვდა 60 მილიონი მანეთით დახმარებას გან¬საკუთრებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი პედაგოგებისათვის.25 რევკომისადმი გაგზავნილ კავშირის მიმართვაში ხაზგასმულია: `...იყო რწმენა, რომ ახალი ხე¬ლისუფლება და მისი დაბალი ორგანოები მასწავლებელს ყურადღებით და პატივისცემით მოეპყრობოდნენ, მაგრამ ის, რასაც არ მოველოდით – მოხდა. დღეს მასწავლებელი უუფლებო მდგომარეობაშია ჩავარდნილი .26

ამიერკავკასიის განათლების სისტემის თანამ¬შრო¬მელ¬თა თათბირზე 1924 წელს ხაზგასმით აღინიშნა მას¬წავლებლის უმძიმესი მატერიალური მდგომარეობის შე¬სახებ: მიზერული ხელფასი – 20 მანეთი, ცხოვრების სის¬ტემატური გაძვირება.

რიგითი პედაგოგები კი არა, არამედ ღირსეული და დამსახურებული ქართველი და არაქართველი კულტურის მოღ-ვაწეები უმძიმეს მატერიალურ ვითარებაში იყვნენ ჩავარდნილი. ამაზე მიუთითებს მათი კოლექტიური თუ ინ¬დივიდუალური პეტიციები განათლების სახალხო კომის¬რისა თუ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის სახელზე. ცნო¬ბილი ქართველი მსახიობი ქალი ელისაბედ ჩერქეზიშვილი საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს წერდა: `ვინ არ იცის, რომ თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ საზო¬გა¬დოდ მსახიობებს და განსაკუთრებით ქართველ მსახიო¬ბებს. მეც წილად მხვდა თქვენგან უხვად გაცემული~ და თხოვს 5 მილიონ მანეთს.27 ერთ-ერთ თავის წერილში სა¬ხალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის სახელზე ცნო¬ბილი მსახიობი დეტალურად ჩამოთვლის იმ დეფიციტური საქონელის ნუსხას, რომლის მიღება მისი დახმარებით უნ¬და: წინდები, საპალტოვე ქსოვილი, ჩითი, მიტკალი და მრა¬ვალი სხვა ყოფითი ნივთი.

მწერალი-ფელეტონისტი ვანო დუშელი (სავარსამიძე) წერდა სახალხო კომისარს – აუტანელმა გაჭირვება და სულ¬მხუთავი ჩემი ოჯახური გარემოება მაიძულებს შევა¬წუხო მთავრობა შემწეობის აღმოსაჩენად..28 მგოსანი ქალი ბაბილინა თავის წერილში დაუფარავად აღნიშნავდა: `შიმ¬შილისა და მოუვლელობის გამო ბავშვები ავად გამიხ¬დნენ, არა მაქვს საშუალება ავადმყოფ ბავშვებს ერთი კვერცხი და ერთი ჭიქა რძე ვუყიდო~.29 მწერალი პეტრე მირიანაშვილი თავის პეტიციაში აღნიშნავდა: `ჩემი ეკო¬ნომიკური მდგომარეობა ძალზე შეირყა~.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრო¬მელ¬თა კოლექტიურ პეტიციაში საუბარი იყო იმ 1/4 გირ¬ვანქა პურზე, რასაც ისინი იღებდნენ უნიტვერსიტეტის სა¬სა¬დილოში და რაც მათ საარსებოდ არ ყოფნიდათ. ისი¬ნი ით¬ხოვდნენ მთავრობისაგან 15 მილიონი მანეთით დახ¬მა¬რებას, რომ სასურსათო მდგომარეობა გამოესწორე¬ბი¬ნათ.30

მსგავსი შინაარსის წერილები ძალიან ბევრია. ისინი გამოხატავენ საქართველოს ინტელიგენციის გაუსაძლის ეკო-ნომიკურ მდგომარეობას, რაც ხელისუფლებისაგან გა¬დაუდებელ რეაგირებას მოითხოვდა. როგორი იყო საბ¬ჭოთა ხელისუფლების პოზიცია?

საქართველოს ინტელიგენციის შესახებ სერიოზული საუბარი უშუალოდ ვ. ი. ლენინმა დაიწყო. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ვ.ი. ლენინის საქართველოს კომუნისტ-ლიდერებთან პირ¬ველი სატელეფონო საუბრის შინაარსი, გარკვეულწილად, სწორედ საქართველოს ინტელიგენციას შეეხო. ვ. ი. ლე¬ნინი ს. ორჯონიკიძეს, მ. ორახელაშვილსა და შ. ელიავას ურ¬ჩევდა – `საჭიროა განსაკურებით შეღავათიანი პოლი¬ტი¬კა ქართველი ინტელიგენციის მიმართ~. ვ. ი. ლენინის ამ ნათქვამს ს. ორჯონიკიძემ ასე უპასუხა – `ინტელი¬გენ¬ციასთან კონტაქტი და ურთიერთობა მიმდინარეობს, რაც კი შეიძლება კეთდება...~ ს. ორჯონიკიძის ამ სიტყვებს მ. ორ¬ხელაშვილმა და შ. ელიავამ დაუმატეს შემდეგი: `ქარ¬თველ და საზოგადოდ ადგილობრივ ინტელიგენციას ჩვენ ვექ¬ცევით ნდობით, ჩვენ ვცდილობთ ჩავაყენოთ ინტე¬ლიგენცია შრომისათვის საუკეთესო პირობებში და მივ¬ცეთ სრული თავისუფლება განავითარონ საღი ნაციონა-ლური კულტურა სამშობლო ენის ნიადაგზე~.31

მეტად საგულისხმოა, რომ სანამ ვ. ი. ლენინთან ასე¬თი საუბარი შედგებოდა, შალვა ელიავა წინა დღეს, 2 მარტს სახელმწიფო თეატრში შეხვდა თბილისის ინტე¬ლიგენციის წარმომადგენლებს – ხელოვნების მუშაკებს. შეკ¬რებაზე იყო 1335 კაცი, რაც იმჟამინდელი თბი¬ლი¬სი¬სათ¬ვის საკმაოდ დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, არ ვიცით ხე¬ლოვ¬ნების რომელი დარგის და რომელი თვალსაჩინო წარ¬მომადგენელი დაესწრო ამ შეხვედრას, მაგრამ ცნობილია, რომ შ. ელიავამ ამ შეხვედრაზე ქართველი კომუნისტების სახელით სრული თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა ინ¬ტელიგენციას და განაცხადა შემდეგი: `ჩვენი სახელმწიფო აბსოლუტურად სუვერენულია ეროვნული სახელმწიფოსა და კულტურის აღმშენებლობის საქმეში და დამოუკი¬დე¬ბელ საბჭოთა საქართველოში ადგილი არ ექნება კოლო¬ნი¬ალიზმსა და ძალმომრეობას, საბჭოთა რესპუბლიკა პირ-ველია, რომ სახელმწიფო ყოველმხრივ ეხმარება ხელოვ¬ნებისა და კულტურის ასპარეზზე მომუშავეთ, ჩვენ ისეთი მთავრობა ვართ, რომ კი არა ვშლით ნაციონალურ თავი¬სუფლებას, არამედ ვიცავთ მას და უზრუნველვყოფთ მის თავისუფალ განვითარებას~.32

სამწუხაროდ, ამ საგაზეთო ინფორმაციაში არ ჩანს რო¬გორ შეხვდა დამსწრე საზოგადოება შ. ელიავას ამ გან¬ცხადებას, ვინ გამოვიდა საპასუხო სიტყვით, იყო თუ არა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, როგორი იყო დარაბაზის რე¬აქცია.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ უკვე მეორე დღეს, 3 მარტს ხელოვანთა სასახლეში (ა.ხოშტარიას ყოფილი სახ¬ლი) კვლავ შედგა შალვა ელიავას შეხვედრა ხელოვ¬ნე¬ბისა და კულტურის წარმომადგენლებთან. ვვარაუდობთ, რომ ეს შეხვედრა შეიძლება რაღაცით უკავშირდებოდეს ვ.ი.ლენინთან უკვე შემდგარ სატელეფონო საუბარს და მიზ¬ნად ისახავდა სწორედ ამ საუბარზე ადგილობრივი კო¬მუნისტი-ლიდერების სწრაფი რეაქციის დემონსტრაციას. ეს შეხვედრა ამჯერად გახსნა პოეტმა პაოლო იაშვილმა, რომელმაც აუწყა დამსწრე საზოგადოებას, რომ რევკომის გადაწყვეტილებით ა. ხოშტარიას სახლი გადავიდა ქარ¬თველ მწერალთა კავშირის სრულ განკარგულებაში. ამ შე-ხვედრაზე აირჩიეს დროებითი კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ მწერალთა კავშირის სამი წარმომადგენელი, ორ-ორი წარმომადგენელი გააგზავნეს თეატრალურ მოღვა¬წე¬თა კავშირმა, მხატვრებმა და მუსიკოსებმა. 33

აშკარაა, რომ ქართველი ინტელიგენციის ერთი ჯგუ¬ფი არ დაელოდა მოვლენების განვითარებას, და ძალიან მალე დაიწყო კონტაქტი საოკუპაციო ხელისუფლებასთან. ისიც ხაზგასასმელია, რომ ეს შეხვედრები მოხდა კოჯრის მიდამოებში სისხლიანი შეტაკებების, თბილისის ძალით აღების შემდეგ, კოჯრის მსხვერპლთა დასაფლავებამდე – 4 მარტამდე. იმ დღეს კი ალექსანდრეს ბაღის საძმო სა¬საფ¬ლაოში დაასაფლავეს ძმათამკვლელ ომში დაღუპული და¬პირისპირებული მხარეების 42 ჯარისკაცი. გაზეთი `კო¬მუ¬ნისტი~ ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკე¬თებდა; `სიმბოლოა ის, რომ ალექსანდროვის ბაღის ერთ დიდ გათხრილ სამარეში, ერთად მოთავსდებიან ერ¬თი-მეორეს წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მუშებისა და გლეხების შვილები.~ 34

ზემოთ ჩვენს მიერ მოტანილ ფაქტებში ქართველი ინ-ტელიგენციის გარკვეული ჯგუფის ქმედება იქცევს ყუ¬რადღებას: თუ დღეს საყოველთაოდ აღიარებული შეხე¬დუ¬ლე¬ბით, (ხოლო იმჟამად ინტიელიგენციის ბევრი წარ¬მო¬მად¬გენელიც ასე ფიქრობდა), მოხდა საქართველოს ხელ¬მეორე ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, რომ ქართველი კომუ¬ნი¬სატები იყვნენ კრემლის ლიდერების ტიპიური Mარიო¬ნე¬ტები, რომ სწორედ ქართველი კომუნისტების დახმარებით დაიპყრო რუსეთმა ხელმეორედ საქართველო, მაშინ ყო¬ველ¬გვარი კონტაქტი, ერთობლივი საქმიანობა, საჩუქრების მიღება უნდა შეფასდეს კოლაბრაციონისტულ ქმედებად. მოვლენათა ლოგიკა მოითხოვდა ასეთი ხელისუფ¬ლე¬ბიას¬გან ტოტალურ დისტანცირებას, განსაკუთრებით ერის წი¬ნამ¬ძოლთაგან – ქართველი ინტელიგენციისაგან, ასეთი ხე¬ლისუფლების სრულ იზოლაციას და მის წინააღმდეგ ბრძო¬ლის დაწყებას და არა სახელმწიფო თეატრებში შეხ¬ვედრებზე სიარულს და მათი ახსნა-განმარტებების მოს¬მე¬ნას. ამრიგად, საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა თუ კონფორმიზმის პირველი ელემენ¬ტები ქართველ ინტელიგენციაში გაჩნდა ოკუპაციის პირ¬ველი დღეებიდან და ამ ინტელიგენციის რიგებში თვალ¬საჩინო ქართველი მოღვაწენიც იდგნენ.

ამ თვალსაზრისით ვითარება მეტად საგულისხმა – აშ¬კარად გამოიკვეთა ინტელიგენციის ორი ბანაკი – შე¬მოქ¬მედებითი და პოლიტიკური. 

პოლიტიკურ ინტელიგენციაშიც მოხდა გამიჯვნა – ეროვნულ დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები, მემარ¬ჯვე¬ნე სოციალისტ-ფედერალისტები საბჭოთა ხელისუფ¬ლე¬ბის წინააღმდეგ იყენებდნენ აშკარად შეიარაღებული ბრძოლის მეთოდს (ეს ცხადყო სვანეთის 1921-1922, ხევსურეთის 1922 წლების აჯანყებებმა). მათი ინიციატივით და ხელშეწ¬ყობით იქმნებოდა პარტიზანული დაჯგუფებები სვანეთში, კახეთში, ქართლში.

ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ჯგუფი კი აშკარად თვლის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ქართული კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების. ლიტერატურის, ქართული სკოლის განვითარება, რომ თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება ამას უზრუნველყოფს – მასთან თანამშრომლობა შესაძლებელია და საჭიროც.

ჩვენი აზრით ასეთი სულისკვეთების მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სათანადო ყურადღება მიექცია საქართველოს შემოქმედებითი ინტელიგენციისათვის, განათლებისათვის, მეცნიერებისათვის. ასეთი ვითარების შესაძლებლობაზე მიგვანიშნებს სხვადასხვა ქართველი თვალსაჩინო მოღვაწის, შემოქმედებითი გაერთიანების ხელმძღვანელთა გამონათქვამები, მოსაზრებები. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განაცხადა: `საბჭოს დიდი მოვალეობა აწევს და დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია. თუ წარ¬სულს გადავავლებთ თვალს აღვადგენთ იმ დაუმთავრებელ მემკვიდრეობას (ხაზგასმა ჩემია – ა.დ.), რომელიც დაგვი¬ტო¬ვა ყოფილმა სასწავლო კომიტეტმა, რომლის წევრები ჩვენ თითქმის ყველა ვიყავით და რომლის დამთავრებასაც (ხაზგასმა ჩვენია – ა.დ.) გვაკისრებს ახალი წესდება~.35 ამ სიტყვებში კარგად ჩანს ქართველი ინტელიგენტის კრედო – ყოველ ვითარებაში გაკეთდეს, დასრულდეს ქართველი ხალ¬ხისათვის საჭირო ეროვნული მნიშვნელობის საქმე.

სახელმწიფო სუბსიდიები, მეცნიერ-ხელოვანთათვის ნორმალური ცხოვრებისა და შემოქმედებისათვის პირობე¬ბის შექმნა იმ საზოგადოებაში, სადაც უკვე აღარ არიან კერ¬ძო მეცენატი-მილიონერები (ზუბალაშვილები, ხოშ¬ტა¬რიები, სარაჯიშვილები) – სახელმწიფო პრეროგატივაა. მხო¬ლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება იყოს მეცენატი, დაა¬ფინანსოს მეცნიერების, კულტურის განვითარება, რის გა¬რე¬შე შეუძლებელია რაიმე რეალური და დიდი საქმის გა¬კე¬თება. ამრიგად, უკვე თვითონ საბჭოთა ეკონომიკური სის¬ტემა უბიძგებდა ხელოვნებისა და კულტურის იმ წარ-მომადგენლებს, რომლებსაც დიდი სუბსიდიები ჭირ¬დე¬ბო-დათ, მოენახათ მისასვლელი გზები და კომპრომისები საბჭოთა სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურებთან.

დოკუმენტურად დასტურდება, რომ თვითონ კუმუ¬ნის¬ტური საქართველოს ხელისუფლებაც 1921-1923 წლების პე¬რი¬ოდში, ცდილობდა ინტელიგენციის, განსაკუთრებით ლო¬¬იალური ინტელიგენციის გულის მოგებას, მათი ინ¬ტე¬რესების გათვალისწინებას. ვვარაუდობთ, რომ ამ საქმეში გარკვეული დამსახურება შეიძლება ჰქონოდა ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძეს (ი.ბ. სტალინის ცოლისძმას), იენის უნი¬ვერსიტეტის კურსდამთავრებულ ნიჭიერ ორიენტა¬ლისტს, რომელიც თვით ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია თბი¬ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას, უდავოდ, ექ¬ნებოდა გარკვეული კავშირები ქართველი ინტელიგენციის (განსაკუთრებით საუნივერსიტეტო) წარმომადგენლებთან. ის გარკვეულ პერიოდში, მცირე ხნით განათლების სახალ¬ხო კომისარიც კი იყო, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელობდა საბჭოთა საქართველოს საგარეო საქმეთა კომისარიატსაც და შეეცდებოდა დაემყარებინა ლოიალური კავშირი ახალ რეჟიმსა და ინტელიგენციას შორის.

არ უნდა იყოს მიუღებელი არც ის ვარაუდი, რომ სწორედ ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძის ფაქტორმა, იმან რომ ის თბილისის უნივერსიტეტის ლექტორი იყო, უბიძგა უნივერსიტეტის რექტორს, ივანე ჯავახიშვილს ერთ-ერთ პირველს დაემყარებინა საქმიანი კავშირი ახალ სახელ¬მწიფო სტრუქტურებთან. უკვე 1921 წლის აპრილში არის რამდენიმე ოფიციალური თხოვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერით, რომლის მიზანია უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაცი¬ული ბაზის განმტკიცება. არის ივ. ჯავახიშვილის ოფი¬ცი¬ალური თხოვნა უნივერსიტეტში აგრარული ფაკულტეტის გახსნის მიზნით სახელმწიფოს დახმარებისა და ამ მიზ¬ნით უნივერსიტეტისათვის რომელიმე კულტურული მამუ¬ლის გადაცემის თაობაზე.35 ასევე, უნივერსიტეტის სახე¬ლით ივ. ჯავახიშვილი ითხოვს მატერიალურ დახმარებას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის ახალი სამეცნიერო ლიტერატურის შესაძენად.36

ივანე ჯავახიშვილის საქმიანი წერილების შინაარსი არ¬ის მუდამ ერთი – ზრუნვა ახლადგახსნილი უნი¬ვერ¬სი¬ტე¬ტის მატერიალურ-ტექნიკური თუ ორგანიზაციული ბა¬ზის განსამტკიცებლად, სამეცნიერო კადრებისათვის შესა¬ფე¬რისი შემოქმედებითი პირობების შექმნა, საზღვარგარეთ სამეცნიერო მივლინებების დაფინასება და ა.შ. ის ამას აკე¬თებდა, ალბათ, დემოკრატიული საქართველოს პირო¬ბებ¬ში და ამასვე აგრძელებდა ახლა.

მაგრამ არის საკმაოდ დიდი ნაწილი ქართველი ინ¬ტე-ლიგენციისა, რომლებიც ითხოვენ პირად დახმარებას, მხო¬ლოდ საკუთარი ცხოვრებისა თუ შემოქმედების პირო¬ბების გაუმჯობესებას. მაგალითად, მსახიობი ელ. ჩერ¬ქე¬ზიშვილი დამატებით ითხოვდა მატერიალურ დახმარებას აგარაკის დასამთავრებლად, იაკობ ნიკოლაძე ითხოვდა საკ¬მაოდ დიდ ფინანსურ დახმარებას თავისი სტუდია-ატე¬ლიეს დასაფინანსებლად. ეს უკანასკნელი საკითხი საქარ¬თველოს სსრ სახკომსაბჭომ არა ერთხელ განიხილა და დადებითად გადაწყვიტა37 (ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს მკითხველისათვის, რომ იაკობ ნიკოლაძე დამ¬ფუძ¬ნებელ კრებას, სულ რამდენიმე თვის წინ, ასევე გულ¬მოდ¬გინებით თხოვდა 200000 მანეთს ქუთაისური ქვისაგან        ნ. ჟორ¬დანიას ბიუსტის გასაკეთებლად).

ახალი, საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა ინტე¬ლი¬გენციის მიმართ რუსეთში უკვე აპრობირებული იყო – ლო¬იალურ ინტელიგენციას მაქსიმალური ყურადღება და ხელ¬შეწყობა, ანტისაბჭოთა ინტელიგენციას – დევნა-შე¬ვიწ¬როება, შრომაგასწორების ბანაკებში მოთავსება. 

1921-1922 წლებში ქართველი შემოქმედებითი ინტე¬ლი-გენციისადმი საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ჯერ კიდევ შემწყნარებლურია. ეს ჩინებულად ჩანს მწე¬რალ კ. გამსახურდიას მაგალითზე. კონსტანტინე გამსა¬ხურ¬დია იმჟამად ახალგაზრდა, 28 წლის მეცნიერი და მწე¬რალი იყო. ის თბილისის უნივერსიტეტში დასავლეთ ევრო¬პის ლიტერატურის კურსს კითხულობდა, ემხრობოდა მე¬მარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებს და მათ გა¬ზე¬თებში აქტიურად თანამშრომლობდა კიდეც. კ. გამსა¬ხურ¬დიამ 1921 წლის ზაფხულში ღია წერილი გაუგზავნა ვ.ი.ლე¬ნინს, რომელშიც ხაზგასმით მიუთითა: `დღეს სულ ორი¬ოდე თვეც არ გასულა და წითელმა რუსეთმა მოსპო ჩვენში ისეთი მთავარი ატრიბუტი სახელმწიფოებრიობისა, როგორიცაა საზღვრები, რკინის გზა და ვინ არ იცის, რომ ქართული ენა საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო ენა აღარ არის~.38

კ. გამსახურდიას ამ ახალგაზრულ სითამამეს მაინ¬ცდა¬მაინც მკაცრი რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა ოფი¬ციოზმა `კომუნისტმა~ მაინც ჩათვალა თავი ვალდებულად `გაეცამტვერებინა~ კ. გამსახურდიას არგუმენტები სახელ¬მწი-ფოებრიობის ატრიბუტების მოსპობის შესახებ. მიუ¬ხე¬დავად ამისა, როცა კ. გამსახურდიას დასჭირდა 1923 წელს საზღვარგარეთ შემოქმედებითი მივლინება, რათა და¬ესრულებინა საკუთარი განათლება, საქართველოს სსრ სახკომსაბჭომ მისი მივლინების საკითხი არა ერთხელ გა¬ნი¬ხილა და 1923 წლის თებერვალში მიიღო დადებითი გა¬დაწყვეტილება.39 კონსტანტინე გამსახურდია პარიზში გა¬ემგზავრა.

არსებული საარქივო მასალა დაბეჯითებით მიუთი¬თებს, რომ საბჭოთა ხელისუფლება სოვეტიზაციის პირ¬ვე¬ლი თვეებიდანვე ცდილობს საქართველოს ინტელექტუა¬ლუ¬რი ელიტის კეთილგანწყობის `ყიდვას~: ეს არის სპე¬ციალური სუბსიდიები, სასათბურო პირობების შექმნა, სპე¬ციალური სამთავრობო `ულუფები~, მატერიალური წა¬ხალისება, აგარაკებით უზრუნველყოფა და ა.შ.

ასე მაგალითად, საბჭოთა მთავრობამ 1921 წლის 29 აპრილს განიხილა მოსე ჯანაშვილის თხოვნა დაე¬ფინან¬სებინა მისთვის რუსულ-ქართული ლექსიკონის გამოცემა, რომელიც 105442 სიტყვას შეიცავდა.40 საქართველოს რევ¬კომის გადაწყვეტილებით ცნობილ ქართველ მსახიობს ვა¬სილ (ვასო) აბაშიძეს დაენიშნა სრული სახელმწიფო უზ¬რუნ¬ველყოფა – `სახელმწიფო ხარჯზე რჩენა-შენახვა, ყო¬ველ¬გვარი საშუალებით უზრუნველყოფა სურსათ-სანო¬ვა¬გით და ტანსაცმლით~. თბილისის რევკომს დაევალა ქა¬ლა¬ქის ცენტრში სახელოვანი მსახიობისათვის კეთილ-მოწ¬ყობილი ბინის გამონახვა.41 ცნობილ მეცნიერსა და პუბ¬ლი-ცისტს ზაქარია ჭიჭინაძეს მისცეს ერთდროული დახ¬მა¬რე¬ბა 15 მილიონი მანეთი, გადაუხადეს დიდებული იუბილე.42 მწერალ ქალს ერისთავ-ხოშტარიას და მის მეუღლეს დუ¬ტუ მეგრელს ასევე მისცეს ერთდროული დახმარება 10 მი¬ლი¬ონი მანეთის ოდენობით.43 15 მილიონი მანეთით დაეხ¬მარნენ ცნობილი რევოლუციონერების ალიოშა წულუ¬კი¬ძისა და არსენა ჯორჯიაშვილის მშობლებს.ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია.

მეტად საყურადღებოა განათლების სახალხო კო¬მისრის დ. კანდელაკის 1921 წლის 10 აგვისტოს წერილი ივ. ჯა-ვახიშვილისადმი – `ვინაიდან მთელი წლის გან¬მავ¬ლო¬ბაში განუწყვეტლივ ეწეოდით ნაყოფიერ სამეცნიერო მუ¬შაობას, ამ ზაფხულს, თუ გსურთ, ისარგებლეთ დამ¬სა¬ხურებული შვებულებით. კომისარიატი გაძლევთ ერთ¬დრო¬ულ დახმარებას 15 მილიონს~.44

ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით გამოჩენილ ქარ¬თველ მეცნიერებს: პეტრე მელიქიშვილს, ანდრია რაზ¬მაძეს, სვიმონ ამირეჯიბს, დიმიტრი უზნაძეს, კორნელი კე¬კე¬ლიძეს მისცეს თვითეულს 10-10 მილიონი მანეთი და გა¬უშვეს აბასთუმანში დასასვენებლად.45 ერთდროული დახ¬მა¬რება და აბასთუმნის საგზურები მისცეს ცნობილ ქარ¬თველ კომპოზიტორებს – ზაქარია ფალიაშვილს და დიმი¬ტ¬რი არაყიშვილს.46

ყოველივე დაგვირგვინდა იმით, რომ საბჭოთა სა¬ხელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება – ხელოვნებისა და კულ¬ტურის 140 დამსახურებულ მოღვაწეს დანიშნოდა სპე¬ციალური სახელმწიფო დახმარება. ამ სიაში, მართლაც, ქარ¬თული ინტელიგენციის ელიტაა: დავით კლდიაშვილი, ვა¬სილ ბარნოვი, შიო მღვიმელი, ზაქარია ჭიჭინაძე, ეკა¬ტე¬რინე გაბაშვილი, ანასტასია ხოშტარია-ერისთავი, ოვანეს თუ¬მანიანის ქვრივი, არტურ ლაისტი, ილია ჭავჭავაძის ქვრი¬ვი, ვაჟა ფშაველას ქვრივი (სიაში ის გადაშლილია47), ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ელ. ჩერქეზიშვილი, ვა¬ნო სარაჯიშვილი, ვალერიან გუნია, ეფემია მესხი, სოფ¬რომ მგალობლიშვილი, ბაჩანა (გადაშლილია), შალვა და¬დი¬ანი, მოსე თოიძე, ნიკო ლომოურის ქვრივი, ანტონ ფურ¬ცე-ლაძის ქვრივი, ბაბილინა და მრავალი სხვა.48

ამ ფულად სუბსიდიებს, მატერიალურ დახმარებებს ინ-ტელიგენციის ეს ელიტარული ნაწილი კმაყოფილებით იღ¬ებდა და ბევრი მათგანი ცდილობდა მათი რაოდენობა გა¬ეზარდა კიდეც საკუთარ დამსახურებაზე აქცენტის გაძ¬ლიერებით. საბჭოთა ისტორიოგრაფია ამ მოვლენას აფა¬სებდა `სახალხო ინტელიგენციაზე პარტიის ლენინური ზრუნ¬ვით~. თუ ჩავთვლით, რომ საქართველო ოკუპირებუ¬ლი იყო რუსეთის წითელი ჯარების მიერ და საქარ¬თვე¬ლოს მთავრობა მოსკოვის კრემლის ხელისუფლების ტიპი¬ური მარიონეტი იყო, აშკარაა, რომ საქართველოს ინტე¬ლი¬გენციის ერთი ნაწილი ვერ გაერკვა მოვლენებში და ძალიან მალე დაიწყო მატერიალური წახალისებების მი¬ღება ოკუპანტებისაგან...

საბჭოთა ხელისუფლება ინტელიგენციის ყველა წარ¬მო-მადგენელის მიმართ არ იყო ასეთი გულუხვი. გან¬სა¬კუთ¬რებით ეჭვის თვალით უყურებდნენ პარტიულ ინტელი¬გენ¬ციას, სამხედრო ინტელიგენციას, სოციალ-დემოკ¬რა¬ტებს, მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტებს, ეროვნულ დემოკრატებს. მათ ფულს კი არ აძლევდნენ, რაც ჰქონდათ იმასაც ართმევდნენ. მაგალითად, სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი სეით დევდარიანი, რომელიც საქარ¬თვე¬ლოში დარჩა და ცდილობდა გამოეყენებინა საბჭოთა ხელისუფლების პირველ თვეებში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობები, 1921 წლის აპრილში სამტრედია-ხონის გზაზე დააკავეს. სასოფლო რევკომმა ის გაჩხრიკა, აღმო¬უჩი¬ნა 6,5 მილიონი მანეთი და დააპატიმრეს. ჩაითვალა, რომ ეს თანხა მას ჭირდებოდა საქართველოში სოციალ-დემოკრატიული აგიტაციის გასაძლიერებლად.49

სეით დევდარიანის პოლიტიკური ფიგურა იმითაც არ¬¬ის საინტერესო, რომ მოსკოვის სოციალურ-პოლი¬ტი¬კუ¬რი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, სტა¬ლი¬ნის ფონდში მივაკვლიეთ ს. ორჯონიკიძისადმი გამოგ¬ზავ¬ნილ სტალინის საიდუმლო დეპეშას, რომლის შინაარსი მთლიანად სეით დევდარიანს ეხება და სტალინისეული კრი¬ტიკული შეფასებაა მოცემული: `შენ მეკითხები მე აზ¬რს დევდარიანზე, აი ის -1) დევდარიანი, როგორც ჩანს, `სო¬ციალისტიჩესკი ვესტნიკის~ რედაქციის იმ ნაწილის თვა¬ლსაზრისზე დგას, რომელსაც სათავეში უდგას დანი, რო¬მელმაც სულ ახლახან განაცხადა საბჭოთა კონ¬სტი¬ტუ¬ციის ფარგლებში ლეგალური ოპოზიციის იდეა. მენ¬შე¬ვი¬კების ამ ნაწილს იმედი აქვთ გახრწნან საბჭოთა ხელი¬სუფ¬ლება ლეგალური ოპოზიციის საშუალებით და ფიქ-რობენ ამავე მიზნით, დრო და დრო, თავის საქმიანობაში ბლოკი შეკრან ჩვენი პარტიის მემარცხენე და გლეხობის ოპოზიციურად განწყობილ ელემენტებთან, იმ მიზნით, რომ შემდეგ შეამზადონ პირობები ბურჟუაზიულ-დემოკრა¬ტიუ¬ლი რესპუბლიკისათვის. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ დევ¬დარიანი ამ პოზიციაზე დგას. 2) მე ეჭვიც არ მეპარება, რომ დევდარიანი და მისი ჯგუფი მენშევიზმის ყველაზე მავ¬ნე ელემენტია რუსეთში, განსაკუთრებით ახლა, ნეპის პი¬რობებში. ჩემი რჩევაა – გამოიყენეთ დევდარიანი მოკლე ხნის მანძილზე, რათა გახრწნათ მენშევიკი მუშები, თუკი ასეთი ჯერ კიდევ დარჩა საქართველოში, ხოლო შემდეგ მოისროლეთ ის საზღვარგარეთ, აუცილებლად მოისრო¬ლეთ.~50

ასეთი კრიტიკული, თითქმის აუტანელი დამოკიდებუ¬ლე¬ბა განსხვავებული აზრის მქონე ინტელიგენციის მიმ¬ართ კიდევ უფრო ძლიერდებოდა იმის მიხედვით, თუ რა დონით მონაწილეობდა ინტელიგენციის ესა თუ ის წარ¬მომადგენელი ანტისაბჭოთა მოძრაობაში, გამოსვლებში, პოლიტიკურ აქციებში. საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული რეაქცია განსაკუთრებით ძლიერდებოდა, თუ `დამრღვევი~ საბჭოთა `წყალობას~ იღებდა და ის ლოიალურ პიროვნებად ითვლებოდა.

საერთოდ, იმჟამინდელი ვითარების ღრმად გაცნობა გვიმ-ტკიცებს აზრს, რომ თუ ქართველი ინტელიგენციის გარ¬კვეული ნაწილი აშკარად დაადგა კონფორმიზმს, კო¬ლა¬ბრაციონისტობას, მეორე ნაწილს, ჩანს, ჰქონდა გულ¬წრფელი რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება შეუქმნიდა მათ უკეთეს პირობებს შემოქმედებითი ცხოვრებისათვის.

მკვლევარი ს. ჯორბენაძის მტკიცებით, ივ. ჯავა¬ხიშ¬ვილი საბჭოთა ხელმძღვანელებს ეწვია უკვე 1921 წლის 26 თებერვალს, ის შეხვდა მ. ორახელაშვილს და ჰქონდა საუ¬ბარი უნივერსიტეტის მომავალი განვითარების აქტუა¬ლურ საკითხებზე.51 ცოტა მოგვიანებით ივ. ჯავახიშვილი დათანხმდა სათავეში ჩადგომოდა სახელმწიფო კომისიას, რომელსაც დაევალა საქართველოს მუზეუმების ექსპერ¬ტიზა. ღვაწლმოსილი მამულიშვილი იყო აკადემიური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც.

მართალია, ს. ჯორბენაძე ამ შემთხვევაში წყაროს არ უთითებს, მაგრამ ჩვენც ვეთანხმებით მკვლევარს – საბ¬ჭოთა ხელისუფლების პირველ თვეებში უნივერსიტეტის საქმეებთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილს ინტენსიური კავშირი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან. ისინიც, რო¬გორც ზემოთ არა ერთხელ დავინახეთ, ანგარიშს უწევ¬დნენ დიდ ქართველ მეცნიერს და სათანადო შემწეობასაც გასცემენ უნივერსიტეტის საჭიროებისათვის. ამის დასამტკიცებლად არის ძალიან ბევრი მაგალითი.

1921 წლის ივლისში ი. ბ. სტალინი თბილისში ჩამო¬ვიდა. საქართველოს კპ ცკ-ის 14 ივლისის სხდომაზე, რო¬მელსაც სტალინი, კიროვი და ორჯონიკიძე ესწრებოდნენ, იდგა საკითხი გერმანიაში საქართველოს მუდმივი წარ¬მო¬მად¬გენლის დამტკიცების შესახებ. ამ თანამდებობაზე შე¬ირ¬ჩა გერონტი ქიქოძის კანდიდატურა. კენჭისყრის დროს მის წინააღმდეგ მხოლოდ 3 კაცი გამოვიდა. საქართველოს კპ ცკ გადაწყვეტილებით გერონტი ქიქოძე საქართველოს პირველი ელჩი გახდა (თუმცა ეს ფუნქცია რეალურად მას არ შეუსრულებია).52 დოკუმენტში არ ჩანს ესწრებოდა თუ არა გერონტი ქიქოძე ამ სხდომას, მაგრამ საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტს წინასწარ, რა თქმა უნდა, მისი თანხმობა ექნებოდა. ვვარაუდობთ, რომ ამ დანიშვნაში გარ¬კვეული როლი შეასრულა გერონტი ქიქოძესთან იოსებ სტა¬ლინის პირადმა ნაცნობობამაც – ისინი 1905-1906 წლე¬ბის რევოლუციის დროს თანამშრომლობდნენ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში.

უფრო მეტიც, როცა 1921 წლის ზაფხულში აღსტა¬ფა¬ში მიმდინარეობდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის ტერიტორიული გამიჯვნის პროცესი და შეიკრიბა შიდა საზ-ღვრების გამომრკვევი კომისია, საქართველოს მხრიდან ამ კომისიაში შედიოდნენ პავლე ინგოროყვა და სოლომონ მაჩაბელი.53

მწერალი გრიგოლ რობაქიძე არა მარტო დათანხმდა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, არამედ სა¬თავეში ჩაუდგა განათლების სახალხო კომისარიატის ქვეგანყოფილებას – მთავარ სახელოვნებო კომიტეტს.54

ეს პროცესი დაგვირგვინდა იმით, რომ ქართველი ინ-ტელიგენციის გამორჩეული ნაწილი 1921 წლის აპრილში გაერთიანდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილ აკა¬დე¬მიურ ცენტრში. ამ ცენტრის ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო სამეცნიერო საბჭო, რომელმაც ფუნქციო¬ნირე¬ბა 1921 ოქტომბერში დაიწყო და რომელსაც, როგორც აღ¬ი¬ნიშნა, ივ. ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ საბჭოში შედიოდნენ გ. ნათაძე, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე, მ. კონიაშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი და სხვები.55

მეტად დიდია ამ სამეცნიერო საბჭოს დამსახურება საბ¬ჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ქართული მეც¬ნიერების და პედაგოგიკის განვითარების, სამეცნიერო ტერ¬მინოლოგიის ქართულ ენაზე შემუშავების, სახელ¬მძღვა¬ნელოების თარგმნა-გამოცემის, ორიგინალური სა¬ხელ¬¬მძღვანელოების მომზადების საქმეში. საბჭო ამუშავებ¬და სახალხო განათლების ახალ, საბჭოთა კონცეფციასაც კი. სამეცნიერო საბჭოში მიმდინარეობდა ინტენსიური მუ¬შაობა საქართველოს სიძველეების დაცვის, აღრიცხვის, რუ¬სეთში გაფანტული საარქივო თუ სამუზეუმო ფა-სეუ¬ლო¬ბების სამშობლოში დასაბრუნებლად.

განსაკუთრებით სურდა საბჭოთა ხელისუფლებას, რომ მისთვის ლოიალობა დაედასტურებინა ქართულ სიტ¬ყვაკაზმულ მწერობას. გარკვეულწილად, მან ეს შეძლო კი¬დეც. ძველი თაობის წარმომადგენლებს, მათ ოჯახებს, როგორც ზემოთ დავინახეთ, სპეციალური პენსიები დაე¬ნიშ¬ნათ. რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას – პაოლო იაშ¬ვილი, ტიციან ტაბიძე, გალაქტიონ ტაბიძე, გრიგოლ რო¬ბაქიძე და სხვები, როგორც დოკუმენტები ამტკიცებენ, აშ¬კარად ცდილობენ დაუდასტურონ ახალ რეჟიმს თავისი ლო¬იალობა. მაგალითად, 1921 წლის 27 მარტს პაოლო იაშ¬¬ვილმა გააკეთა საჯარო მოხსენება `რევოლუცია და ხელოვნება~, სადაც ხაზი გაუსვა: `ხელოვნება ყოველთვის წინ უძღვის რევოლუციას, დიდებული მწერლები ყოველ¬თვის წინასწარ გამოიცნობდნენ ხოლმე ახალ გზას. დიდე¬ბული კომპოზიტორი სკრიაბინი უნდა ჩაითვალოს რუსე¬თის რევოლუციის წინასწარმეტყველად... ქართველი პოეტე¬ბი ყოველთვის იდგნენ რევოლუციის გზაზე... ქართული ხე¬ლოვ¬ნება მთლიანად იღებს ლოზუნგს ხელოვნება მასე¬ბი¬სა¬კენ. ოთახიდან ქუჩაში... ხელოვნება თანამგზავრია რევო¬ლუციის~.56

საბჭოთა ხელისუფლების პირველივე თვეებში მწე¬რალმა შ. დადიანმა დაწერა სპექტაკლი `გეგეჭკორი~, რო¬მელიც თბილისში დაიდგა. 57

აშკარაა, რომ მეცნიერთა და ხელოვანთა ერთი ჯგუ¬ფი არა მარტო თანამშრომლობს, არამედ ზოგიერთი მათ¬განი ახალი ცხოვრების ავანგარდშია. 

საქართველოსა და ამიერკავკასიის საგანგებო კომი¬სი¬ის აგენტურა მეცნიერთა და ხელოვანთა ლოიალური გან¬ცხადებების მიუხედავად, ეწეოდა სისტემატურ თვალ¬თვალს და ინფორმაციას აწვდიდა საქართველოს კპ ცენ¬ტრალურ კომიტეტს. ამ ინფორმაციებში კი მითითებულია: `მოსახლეობის დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლები¬სად¬მი გულგრილი და განუსაზღვრელია. მსხვილი ბურჟუა¬ზია მენშევიკურად განწყობილ ინტელიგენციასთან ერთად კონტრრევოლუციურად არის განწყობილი ~.58 

`ოპერა მთლიანად განწყობილია რეაქციულად, არა¬ვი¬თარ ინტერესს არ ავლენენ ახალი სახელმწიფო წყო¬ბი¬ლების მიმართ, არავითარი ინტერესი – გარდა ჭორებისა, ინ¬ტრიგებისა და ფლირტაობის, ავრცელებენ ბოროტ ჭო¬რებს საბჭოთა ხელისუფლებაზე. არ აკმაყოფილებთ ულუ¬ფა, ხელფასი. მომხმარებლური განწყობილებაა. კომუნის¬ტე¬ბი არ არიან. რამდენჯერმე კრება დაინიშნა – 400 კა¬ცი¬დან მოვიდა 15-20. საკითხი იყო – კომუნიზმის ანბანის წა¬კით¬ხვა – მოხსენებაში ირონიულად გამოხატეს დამოკიდე¬ბუ¬ლება. თეატრის დირექტორმა განაცხადა – ბოლშევი¬კე¬ბი – ეს თავაწყვეტილი მასაა, რომელშიც არ არის წესრი¬გი. ბოლშევიკები ვერანაირ წესრიგს ვერ შექმნიან – ეს თა¬ვაწყვეტილი გლეხუჭებია. დაე თვითონ შექმნან კულ-ტურული მუშაობა, ხოლო ჩვენ მათ არ დავეხმარებით~. 59

ვთვლით, რომ `ჩკ~ აგენტურული ინფორმაცია ზუს¬ტად ასახავს საქართველოს კულტურის დაწესებულებებში შემოქმედებითი ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის ნამ¬დვილ დამოკიდებულებას საბჭოთა ხელისუფლების მი¬მართ. უფრო მეტიც – იმავე აგენტურული ცნობებით 1921 წელს თბილისში საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყო: 20 პროცენტი მომხრე, 44 პროცენტი – ინერტული, 36 პროცენტი აშკარად მტრული.60

ინტელიგენციის გარკვეული ჯგუფის ასეთ დამო¬კიდე-ბულებას აშკარად გრძნობდნენ საბჭოთა საქართველოს ხელ¬-მძღვანელები და ისინიც ბოლომდე არ ენდობოდნენ შე-მოქმედებით ინტელიგენციას. ეს სკეპსისი აშკარად ჩანს გაზეთ `კომუნისტის~ ერთ-ერთ მოწინავე წერილში `საბ¬ჭო¬თა ხელისუფლება და ინტელიგენცია~. ავტორი უცნო¬ბია (ხელმოწერილია `გ~), მაგრამ აშკარაა, რომ ავტორი კრიტიკულად არის განმსჭვალული მთლიანად საქარ¬თვე¬ლოს ინტელიგენციის მიმართ: `ინტელიგენციამ, ყოველ შემთხვევაში მისმა დიდმა ნაწილმა, იმ თავითვე აშკარად მტრული პოზიცია დაიკავა. ინტელიგენცია უკეთეს შემ¬თხვე¬ვაში განზე იდგა, უფრო ხშირად კი შეგნებულად აფერხებდა ამ გრანდიოზულ აღმშენებლობით მუშაობას... ამ მოვლენის ახსნა უნდა ვეძებოთ დღევანდელი ინტე¬ლი¬გენ¬ციის უმრავლესობის ბურჟუაზიულ-ფეოდალურ კლა¬სობ¬რივ ხასიათში. ნაწილი ამ ინტელიგენციისა თვით¬მპყრობელობის დროს რევოლუციის მომხრეც იყო, მაგრამ იმ¬დენად, რამდენადაც ეს რევოლუცია არ გასცდებოდა ერ¬თგვარ საზღვრებს... რამდენადაც თვითონ ინტელიგენცია იქ¬ნებოდა ცხოვრებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელი. მე¬ორე ნაწილს ვითომ გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი პო¬ლი¬ტიკასთან, მაგრამ რევოლუციის შემდგომ აშკარად გამოჩ¬ნდა მისი კავშირი დამხობილი საზოგადოების მთელ ორ¬განიზაციებთან. მეცნიერება იდეოლოგიური და ტექნიკურ -ორგანიზაციული იარაღი იყო გაბატონებული კლასების ხელ¬ში მშრომელი მასის დასამონებლად... ინტელიგენცია, რო¬გორც საზოგადოებრივი კატეგორია, ფრიად მერყევ ძა¬ლას წარმოადგენს. ის ბოლოსდაბოლოს ეკედლება იმ კლა¬სს, რომლის გამარჯვება მისთვის უდავო ფაქტი შე¬იქმნება... ინტელიგენციის ჯიუტობას ოქტომბრის შემდგომ ხა¬ნაში ასულდგმულებდა ის რწმენა, რომ პროლე¬ტა¬რია¬ტის გამარჯვება წარმავალი იყო. როცა დარწმუნდა, რომ პროლეტარიატმა მტკიცედ აიღო ხელისუფლება, მაშინ ხდე-ბა მისი გარდატეხა საბჭოთა ხელისუფლების სასარ¬გებლოდ~.61

აშკარაა, ინტელიგენციისა და საბჭოთა ხელი¬სუფლე¬ბის `თაფლობის თვე~ დასრულდა. ჩვენ სპეციალურად და¬ვუთმეთ დიდი ადგილი ამ მოწინავე წერილიდან ამონა¬რიდს. მართლაც, საპროგრამო წერილია, რადგან ის დაუ¬ფა¬რავად გამოხატავს ინტელიგენციის მიმართ საქართვე¬ლოს კომუნისტური ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლას, ახალი კურსის შემუშავებისა და გატარების ფა¬ზის მოახლოებას. რას უნდა გამოეწვია დამოკიდებულების ასეთი რადიკალური შეცვლა?

პირველი მიზეზი – თვითონ საბჭოთა ხელისუფლება იყო. საქართველოს კომუნისტური რეჟიმი – მოსკოვის ტი¬პიური სატელიტი – ძალიან მალე შეელია `საქართველოს და-მოუკიდებლობას~ და ეტაპობრივ დაიწყო ამ დამოუ¬კი¬დებ¬ლობის ლიკვიდაცია: ჯერ გააერთიანა ამიერკავკასიის რკინიგზები, წინააღმდეგობა ვერ გაუწია საქართველოს ის¬ტორიული მიწა-წყლის გასხვისებას (სომხეთმა, აზერ¬ბაიჯანმა,. თურქეთმა საქართველოს ხარჯზე გააფართოვეს საკუთარი ტერიტორიები), შეიქმნა ამიერკავკასიის ფედე¬რაცია, რომელმაც შეზღუდა ისედაც სიმბოლური დამო¬უკი¬დებლობა, ჩამოყალიბდა ავტონომიები და ა.შ.

ყველა ეს საკითხი ინტელიგენციის გულისწყრომას იწ¬ვევდა და ზოგი აშკარად (მაგ. კ. გამსახრდია, ვ. კოტე¬ტიშ¬ვილი, შ. ნუცუბიძე და სხვ.) და ბევრიც ფარულად კრი¬ტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ამასთან დაკავ¬შირებით. 1923 წლის დასაწყისში საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ აღმოაჩინა შეთქმულება სამხედრო ინტე¬ლიგენციას შორის – ეს ადამიანები (ვ. წულუკიძე, რ. მუს¬ხე¬ლიშვილი, ა. ანდრონიკაშვილი და სხვები) საბჭოთა არ¬მიის რიგებში იყვნენ და ანტისაბჭოთა შეთქმულებას კი ამ¬ზადებდნენ, მიზნად ჰქონდათ საქართველოს დამოუ¬კი¬დებ-ლობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ამას ისიც უნდა და¬ემატოს, რომ დაგროვდა საკმარისი ინფორმაცია `ჩეკას~ აგენტურისაგან, თუ რა ჭეშმარიტი გუნებ-განწყობილება სუფევდა ქართველ ინტელიგენციაში.

ჩვენი აზრით, სწორედ ამ ფაქტორებს უნდა გამოეწ¬ვია ეს მკვეთრი ცვლილება და ამიტომაც გადაწყდა მდგო¬მარეობიდან რადიკალური გამოსავალი – უნდა შექმნი¬ლი¬ყო უკვე არსებულის ალეტერნატივა, ამასთან მაქსიმალუ¬რად გამოეყენებინათ ინტელიგენციის შიგნით ფარული თუ აშკარა დაპირისპირებები, ე.წ. `ადამიანური სისუსტეები~, რომ დაეშალათ და დაესუსტებინათ ძველი ინტელიგენცია, ხოლო პარალელურად შეექმნათ ახალი – `წითელი~ ინ¬ტელი¬გენცია – სისხლხორცეულად ახალ რეჟიმზე დამოკი¬დე¬ბუ¬ლი განათლებული ადამიანების ძლიერი ჯგუფი.

ეს პროცესი არ იყო ძნელი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე გამოჩნდნენ ადა¬მიანე¬ბი, ბევრი მათგანი მართლაც პროლეტარული თუ ნა¬ხევ¬რადპროლეტარული წრეებიდან, რომლებსაც ლექსის წერა ემარჯვებოდათ. მათ მალე აუღეს ალღო შექმნილ ვიტა¬რებას და დაიწყეს წერა სოციალიზმზე, კომუნიზმზე, მუ¬შა¬თა კლასზე. იწერებოდა ასეთი ლექსები:

`მეზარევ, ჩამოჰკარ ზარი დიადი რწმენის,

დაე, გაიღვიძოს, აღდგეს ტანჯვის მხარე,

გლოვით შეიმუსროს კუთხე ბოროტების,

რათა გაზაფხულსა ფლობდეს არე მარე~

ან კიდევ ასეთი:

`წითელი ფრთები დავკრა არაბეთს,

ძველი ახალზე გადავუნაცვლო,

გზები შევუკრა რურში საფრანგეთს,

და პუანკარეს ფერი ვუცვალო.

გადავიარო დიდი ინგლისი,

არ შევეპუვო კლდეებს და კორდებს,

კერზონს ჩავუდო თავში სინდისი,

ჩამოვაცილო ნიღაბი ლორდებს,.~

იყო ასეთიც:

„მოვსკდე ნიაღვრად აზვირთებული,

და სულ კლდეებსა ვეხეთქებოდე,

მთელი ბუნების წაბილწულებსა

გადავთელავდე, ქვეყნად აღვგვიდე.~

მსგავსი ლექსები და პოემები კომუნისტურ პრესაში მრა-ვალად იბეჭდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარე¬ბის პირველსავე თვეებიდან, რაც მიანიშნებს, რომ ნაყო¬ფიერი ნიადაგი შემზადებული იყო.

ინტელიგენციის ალტერნატიული ფენის შექმნაზე მოს¬კოვის კრემლის ლიდერებიც ფიქრობდნენ, ეს მით უფ¬რო აუცილებელი იყო, რომ რევოლუციისა და სამოქა¬ლა¬ქო ომის პირობებში ძალიან ბევრი რუსი ინტელიგენტი და¬სავლეთ ევროპაში წავიდა – ამას თანამედროვე რუსულ ისტორიოგრაფიაში ინტელიგენციის `გამოსვლას~ (Исход) უწოდებენ. საქართველოში `გამოსვლა~ არ შედგა – სა¬ქართველოს ინტელიგენცია, მცირედის გამოკლებით (მხო¬ლოდ ის, ვინც გაჰყვა მენშევიკურ ხელისუფლებას საფ-რანგეთში) დარჩა სამშობლოში და საკუთარ ხალხთან ერ¬თად გაიზიარა ტოტალიტარიზმის მთელი შუქ-ჩრდილები. ეს მისი უდიდესი დამსახურებაა ერის წინაშე. მაგრამ სა¬მა¬გიეროდ საქმეც ბევრი გაუჩინა ახალ ხელისუფლებას – ძვე¬ლი ინტელიგენციის (ნიჭიერი, დამსახურებული, ერის ინ¬ტერესების დამცველი) გვერდით უნდა შექმნილიყო ახა¬ლი კასტა-ფენა – საბჭოთა ინტელიგენცია. ასეთი ალ¬ტერ¬ნატივა გაჩნდა პროლეტკულტის სახით.

პროლეტკულტზე საქართველოში ალაპარაკდნენ უკვე 1921 წლის მარტში, როცა ოფიციოზმა `კომუნისტმა~ გად¬მოთარგმნა და დაბეჭდა რუსი პროლეტკულტელების ერთ-ერთი თეორეტიკოსის ვალერიან პოლიანსკის თეორიული წერილი, სადაც ის ხაზგასმით მიუთითებდა: `ბურჟუაზია ეკონომიკურთან ერთად, სულიერადაც იმონებს პროლე¬ტა¬რიატს. დღეს საჭიროა საკუთარ პროლეტარულ კულუ¬ტურა¬ზე ზრუნვა და სავსებით განთავისუფლება იმ ბურ¬ჟუაზიული კულტურისაგან, რომლის გავლენამ ასე ძლი¬ერად იჩინა თავი იმპერიალისტური ომის დროს... რევო¬ლუციური კულტურული მოძრაობის მიზანი ორია: ა) მის¬ცეს შესაძლებლობა პროლეტარიატს გაეცნოს მთელ კულ-ტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ძველი ქვეყნიდან გად¬მოვიდა მასზე და ადრე ვერ სარგებლობდა ამ საგან¬ძურით) მან უნდა გარდაქმნას კულტურული მუშაობა, მეც¬ნიერება, ხელოვნება, პოეზია, მხატვრობა ახალ პროლეტა¬რულ კოლექტივისტურ პრინციპებზე.~ წერილის ავტორის აზრით `მეცნიერება... შრომის ორგანიზაციული იარაღია. გა¬¬ბატონებული კლასის ხელში ბატონობისა და ექსპლოა¬ტა¬ციის იარაღი იყო. პროლეტარიატის ხელში ის უნდა გა¬და¬იქცეს სოციალური აღმშენებლობის, ბუნებასთან ბრძო¬ლ¬ის ძლევამოსილ იარაღად. მეცნიერული გამოც¬დი¬ლება გა¬და¬სინჯული უნდა იყოს კოლექტიური შრომის თვა¬ლ¬საზ¬რი¬სით, სისტემატურად ახსნილი და გაშუქებული პროლე¬ტა¬რული აღმშენებლობის პირობებთან შედარე¬ბით~.62

პროლეტკულტის იდეოლოგის თვალსაზრისი ჩინებუ¬ლად არის ჩამოყალიბებული კრემლის ერთ-ერთი ლიდე¬რის ნ. ბუხარინის შეფასებაში, რომელიც მან ს. ესენინის ლი-ტერატურულ მემკვიდრეობაზე გააკეთა: `იდეურად ესე¬ნი¬ნი წარმოადგენს რუსული სოფლის ყველაზე მეტად უარ¬ყოფითი თვისებების, ე.წ. `ეროვნული ხასიათის~ უდი¬დეს შინაგან უდისციპლინობას, საზოგადოებრივი ცხოვ¬რების ყველაზე უფრო ჩამორჩენილობის გაღმერთებას. ლი¬ტერატურული ნერწყვმორეულობის უსუსურ ტრადიციას `ძა¬ლუმად~ ამაგრებს ესენინურობა – გაპოეტებული უნე¬ბისყოფობა, ხულიგნობა, `ჭეშმარიტი რუსი მოთარეშე~, `სოფ¬ლურობის~ სიმაღლეზე აყვანა და ეს არის ესენინუ¬რო¬ბის ღერძი და არასაბჭოური მისწრაფებანი, რომლის ზიდ¬ვაც ვერ შეძლო ესენინმა, რადგან მას გარემო ცხოვ¬რე¬ბიდან სრულიად სხვა თვისების საკვები ჰქონდა მირე¬ბუ¬ლი. ესენინი სიბნელეა, ცემა-ტყეპა, ლოთობა, არყისა და ცრემლის ლურჯი ზღვა, იგი დედის გინებაა, შრომისადმი უპატივცემლობა, ხულიგნობა, `ხატები~, `საკმეველი~, `სან¬თე¬ლი~ და `კანდელი~. იგია შოვინიზმის ნაშთი, დედაკაცი¬სადმი ღორული მოპყრობა, შინაგანი თავაშვებულობა... ობ¬ლომოვშჩინის ნაშთები, ინტელიტგენტური ქედმაღლობა და მუშაობის მონური ტემპი. ყოველივე ეს არის ჩვენი მო¬ნური წარსული, რომელიც ჩვენში კვლავ ცოცხლობს და უგალობენ, რომელიც ესენინისა და მისი მრავალ¬რიცხო¬ვანი მიმბაძველების მიერ აყვანილია თავშეუკავებელი და ლოთურად მტირალი პოეზიის კვარცხლბეკზე~.63

ჩვენ ნ. ბუხარინის ეს, დღეისათვის ყოვლად მიუღე¬ბე¬ლი შეფასება, აქ იმისთვის მოვიტანეთ, რომ ის საოცრად ნათლად გამოხატავს კოლექტივისტური ფსიქოზით შეპ¬ყრობილი პარტიული ხელმძღვანელის დამოკიდებულებას ნიჭიერებასთან, ინდივიდუალიზმთან, ჭეშმარიტ პოეზიას¬თან. მას, რა თქმა უნდა, გაცილებით მოსწონდა ზემოთ ჩვენს მიერ მოტანილი ლექსები, რომლის ავტორები დღეს ლიტერატურათმცოდნეობამ აღარც კი შემოინახ.

საბჭოთა სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედად 1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოში შეიქმნა პროლეტარ მწე¬რალთა ასოციაცია. თბილისის ხელოვნების სასახლეში ჩატარდა მათი დამფუძნებელი კრება. სხდომას ესწრებო¬დ¬ნენ იონა ვაკელი, იაკინთე ლისაშვილი, სილიბისტრო თო¬დრია და სხვები. სტუმრის სტატუსით სხდომას დაესწრო ტიციან ტაბიძე. როგორც ოფიციოზი იუწყებოდა, ტიციან ტაბიძემ `აიღო სიტყვა და გამოთქვა თავისი სიმპატია და სწრაფვა პროლეტარული კულტურისადმი~.

ამ ახლადშექმნილ ასოციაციას გარანტირებული ჰქონ¬და პროლეტარული სახელმწიფოს ზრუნვა და ყურად¬ღება, რაც ნიშნავდა: მაღალ ჰონორარებს, სისტემატურ პუბლიკაციას, ცხოვრებისეულ სიკეთეებით უზრუნველ¬ყო¬ფას, საბჭოთა პრივილეგიებს (შეღავათიანი საგზურები, შე¬ღავათიანი მოგზაურობა, უკეთესი საცხოვრებელი პი¬რო¬ბები და ა.შ.)

1922 წელს საქართველოში მწერალთა უკვე სამი ორ-განიზაცია არსებობდა: 1. სრულიად საქართველოს მწე¬რალ¬თა კავშირი (დიდი ხნის მანძილზე მას ხელმ¬ძღვა¬ნე¬ლობდა კ. მაყაშვილი, კავშირის გაზეთი იყო `ლომისი~,  2. სრულიად საქართველოს ახალი მწერლების კავშირი (სიმ¬ბოლისტები, დამოუკიდებელი მწერლების ჯგუფი, ისი¬ნი გაერთიანებული იყვნენ გაზეთ `ლაშარის~ გარშემო).   3. პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია.

იმჟამად საკუთარი ლიტერატურული ჟურნალი ჰქონ¬და გალაქტიონ ტაბიძესაც. ქართული პოეზიის ამ ტიტანის იმჟამინდელი შეფასებები და საჯარო გამოთქმები შეიძ¬ლება ბევრს დღეს აღარ მოეწონოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი ვითარება, რევოლუციური ენერგია და სუ¬ლის¬კვეთება მასზეც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა, რო¬ცა წერდა: `თანამედროვეობა შეუბრალებელ კლანჭებში აღრჩობს ძველს. ახალგაზრდა კბილებით იგი ღრღნის მარ¬მარილოების საფეხურებს წარსულისას... ისინი მარ¬ხა¬ვენ ძველ ფორმებს, ისინი მღერიან ჰიმნს მარადი სიხა¬რუ¬ლისას... თქვენ პოეტებო, მხატვრებო, არტისტებო, მწერ¬ლებო! შესძლებთ თუ არა განიცადოთ ყოველივე ეს ისე, როგორც მოითხოვს თანამედროვეობა გრძნობთ თუ არა, რომ ჩვენს ეპოქას უნდა ანათებდეს მისი შესაფერისი ხე¬ლოვნება? მე გეძახით თქვენ... შემოქმედებითი ცეცხლით სავსე ახალგაზრდებო, შეითვისეთ და შეიყვარეთ ახალი სა¬ქართველო~.64

მიგვაჩნია, რომ არის რაციონალური მარცვალი     შ. და-დიანის შემდეგ სიტყვებში: `გ. ტაბიძემ, პირველ რიგ¬ში, პროლეტარული რევოლუცია აითვისა როგორც სტიქია. მან რევოლუციაში დაინახა თავისი მისწრაფებების მაღ¬ლობ¬ზე ასასვლელი გზა. რევოლუცია აითვისა როგორც და¬პირისპირება ძველი ქვეყნის, რომელიც იწვევდა და ხელს უწყობდა მის პესიმიზმს. რევოლუცია გახდა გ. ტა¬ბი¬ძისათვის დასაწყისი რაღაც არაჩვეულებრივი `მსოფლიო ორკესტრის~, `მსოფლიო ნგრევის~, `მეცხრე ზვირთის~.65

~რაღაც არაჩვეულებრივის~ – ეს ფსიქოლოგიური აღ¬ქმა რევოლუციის. რადიკალიზმის, დრომოჭმული ძველის ნაც¬ვლად სწრაფვა `რაღაც არაჩვეულებრივისაკენ~ ხშირ შემთხვევაში აპირობებდა ნიჭიერ ხელოვანთა მხრიდან პრო¬ლეტარული რევოლუციის იდეებისადმი თანადგომას. ეს ხომ მარტო საქართველოში არ მოხდა: დასავლეთ ევ¬როპაშიც მწერალთა და ხელოვანთა მნიშვნელოვანი ნაწი¬ლი თანაუგრძნობდა ოქტომბრის რევოლუციის იდეებს (ბერნარდ შოუ, რომენ როლანი, ანრი ბარბიუსი, ლეონ ფოხტვაგნერი, პაბლო პიკასო, დავიდ-ალფაროს სიკეიროსი და სხვ.). XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნიზმი ჯერ კი¬დევ აღძრავდა იმედს, რომ შეძლებდა გადაეწყვიტა ის მტკივ¬ნეული პრობლემები, რაც XIX საუკუნემ ასე ძალუ¬მად დაუტოვა მსოფლიო საზოგადოებრიობას. ამიტომაც გალაქტონი ტაბიძის პოზიცია ამ შემთხვევაში სრულიად გასაგები ხდება.

გ. ტაბიძეს არ ეჩოთირება თხოვოს კომერციული დახ¬მარება საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბ¬ჭოს, რომ მისმა ლიტერატურულმა ჟურნალმა გააგრძელოს საქმიანობა: `ჩემი რედაქტორობით ტფილისში გამოდის ყოველკვირეული მხატვრულ-სალიტერატურო ჟურნალი, რომ¬ლის მიზანია ქართული ახალი ლიტერატურის აღორ¬ძინებისათვის ხელის შეწყობა. გამოვიდა რვა ნომერი. თით¬ქმის აწყობილია მეცხრე, ჟურნალი სარგებლობს სა¬ზოგადოების დიდი სიმპათიით, ვრცელდება, მაგრამ გაყიდ¬ვისაგან შემოსული ფული ხარჯებს ვერ ფარავს, ამიტომ ას მილიონამდე ვალი დაგვედო~.66 დიდი პოეტი ითხოვს მატერიალურ დახმარებას.

აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ზემოთ ნათქვამ ფრა¬ზას – ქვეყანაში, კერძო საკუთრების ტოტალური ლიკვი¬დაციის პირობებში, საბჭოთა სახელმწიფო ერთადერთ `მდი¬დარ მეცენატად და სპონსორად~ გადაიქცა. ხელოვ¬ნე¬ბასა და კულტურას კი ყველა დროსა და ყველა ეპოქაში ჭირ¬დება მეცენატი, დამფინანსებელი...

1921-1923 წლები ქართველი ინტელიგენციისათვის მა¬თი ორიენტაციის შემოწმების, ფასეულობების გადასინ¬ჯვის, `გამიჯვნის~ პერიოდია. მათ უნდა მიიღონ გადაწ¬ყვეტილება – სად დადგებიან, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონ¬დეს ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან. მისგან რადი¬კა¬ლურად გამიჯვნა, ბოიკოტი – როგორც დასტურდება არც მეცნიერებს, არც კულტურის მუშაკებს და არც მწერ¬ლებს არ სურთ. მეტად სიმპტომატურიად მიგვაჩნია ინცი¬დენტი, დაკავშირებული კვლავ კონსტანტინე გამსახურ¬დი¬ასთან..

როგორც დოკუმენტურად დასტურდება და ამაზე გაკ¬ვრით უკვე გვქონდა საუბარი ზემოთ, 1921-1923 წლებში საბ¬ჭოთა სახელმწიფო უარს არ ეუბნებოდა ინტელიგენ¬ციას (მეცნიერებს, სტუდენტებს, კულტურის მუშაკებს) წასულიყვნენ სტაჟირებაზე ან სასწავლებლად საზღვარ¬გარეთ. ეს ამოცანა უფრო შესრულებადი ჩანდა, თუკი რე¬კომენდატორი დამსახურებული, ხელისუფლებისაგან დაფა¬სე¬ბული პიროვნება იყო. საქართველოს სსრ განსახკომის არქივში შემონახულია ძალიან ბევრი თხოვნა რეკომენ¬და¬ციასთან ერთად. რეკომენდატორებს შორის ხშირად ფი-გურირებს ივ. ჯავახიშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის გვა¬რები. სასწავლებლად ახალგაზრდები მიდიოდნენ ბერ¬ლინში, პარიზში, მილანში (მეტად საგულისხმოა, რომ 20-იანი წლების დასაწყისში ჭარბობს იტალიაში წამ¬სვლელ¬თა რიცხვი). მარტო 1923 წელს საზღვარგარეთ სამეცნიე¬რო მივლინებაში თუ სასწავლებლად, ჩვენი გამოთვლით, 130 კაცზე მეტი წავიდა. მათ შორის იყვნენ: ელენე წუ¬ლუ¬კიძე, ივანე ბერიტაშვილი(გერმანიაში სამეცნიერო კონ¬გრესზე), დიმტრი უზნაძე (გერმანიის, საფრანგეთის სამეც-ნიერო კონგრესები), გრ. მუხაძე, ელენე ახვლედიანი, კოტე ბაქრაძე, ვახტანგ მუსხელიშვილი, არჩ. ხარაძე, ს. ინა¬შვი¬ლი, ალ. ჯანელიძე (გრენობლში, პარიზში, ჰალეში მივ¬ლინება), ანდრია რაზმაძე (რომელმაც 1925 წელს წარ¬მა¬ტებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სორბონის უნი¬ვერ¬სიტეტში) და სხვ. მათ შორის იყვნენ არაქართველი ინ¬ტელიგენციის წარმომადგენლები.67

1923 წელს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საზ¬ღვარ¬გარეთ სასწავლებლად გაემგზავრა კონსტანტინე გამ¬სახურდია. მის გამგზავრებას წინ საკმაოდ დიდი მოსამ¬ზა¬დებელი პერიოდი უძღოდა: მისი კანდიდატურა ჯერ განათ¬ლე¬ბის სახალხო კომისარიატმა დაამტკიცა, შემდეგ სა¬ხალ¬ხო კომისართა საბჭომ. მისი კანდიდატურა ერთხმად მოიწონეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ახსოვდათ მისი სოციალისტ-ფედერალისტობაც და ლენინისადმი გაგ¬ზავ¬ნილი კრიტიკული ღია წერილიც.

როგორც ჩანს, საზღვარგარეთ მისი ყოფნის დროს, თბი-ლისში გავრცელდა ხმები, რომ კ. გამსახურდიას ჰქონ¬და კონტაქტები საზღვარგარეთ ქართულ ემიგრაციასთან და `ზედმეტი ილაპარაკა~ საბჭოთა ხელისუფლების შე¬სა¬ხებ. სახალხო კომისარმა კ. გამსახურდია გაათავისუფლა უნივერსიტეტში დაკავებული თანამდებობიდან. ამის შე¬სახებ კ. გამსახურდიამ შეიტყო პარიზში და 1923 წლის ნო¬ემ¬ბერში წერილი გამოაგზავნა თბილისში, რომ მის მახ¬ლობლებს ეს წერილი სახალხო კომისარისათვის გადაე¬ცათ. ეს წერილი ინახება განსახკომის არქივში. კ. გამ¬სახურდია გაოცებულია ადმინისტრაციული ზემოქმედების სიმკაცრით და აღნიშნავს: `... მიზეზად ასახელებენ ვითომ ჩემ მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებს საზღვარ¬გა¬რეთ... გთხოვთ მოახსენოთ განათლების სახალხო კომი¬სარს, რომ დღიდან ჩემი ევროპაში ჩამოსვლისა არსად, არც კერძოდ და არც საჯაროდ, არც კალმით და არც სიტ¬ყვით არც საქართველოს დღევანდელი მთავრობის წი¬ნა¬აღმდეგ ხმა არ ამომიღია (ეს ბოლო წინადადება გამ¬სა¬ხურდიას მიერ ხაზგასმულია-ა.დ.) მე ამას იმისათვის კი არ მოგახსენებთ, რომ ადგილის დაკარგვის მეშინოდეს. არა, ამ შემთხვევაში იბღალება ჩემი პიროვნული პრეს¬ტიჟი. მე მუდამ ვაღიარებდი როგორც იქ, ისე აქ, რომ გა¬ნათლების კომისარმა (დ. კანდელაკმა – ა.დ.) ჩემი უც¬ხო¬ეთში გამგზავრების დროს შეძლებისამებრ ხელი შემიწყეთ და ასეთი ჩემი საქციელი, რომ მას ადგილი ჰქონდეს, ყო¬ველივე ბუნების გარეშე იქნებოდა. ყოველივეს რომ თავი და¬ვანებოთ, მე არ ვარ პოლიტიკური მოღვაწე და არც ვე¬რევი რაიმე ამგვარ საქმეში... ვისაც მე კომისარიატის წი¬ნაშე დავუსმენივარ, იმას ძალიან ბუნდოვანი ცნობები უნ¬და ჰქონდეს ევროპის ცხოვრებაზე. დღეს ვის სცალია სა¬ქართველოს ამბებისათვის, ყოველ ქვეყანას თავისი გაჭირ¬ვება აქვს. გერმანიაში რევოლუციაა, ინგლისში უმუშევ¬რო¬ბა, საფრანგეთს თავისი დარდი აქვს. ან სად და რაში უნ¬და გამოხატულიყო ჩემი გამოსვლა? მე აღშფოთებული ვარ ამ ამბებით. უმორჩილესად გთხოვთ, დაარწმუნოთ გა¬ნათ¬ლების სახალხო კომისარი, რომ მე სრულიად უმარ¬თე¬ბულოდ დამსაჯეს. შეძლებისამებრ დავბრუნდები საქარ¬თვე¬ლოში და მართლაც თუ რაიმე ფაქტიური საშუალება ექ¬ნება მთავრობას იმის დასამტკიცებლად, რომ მე საქარ¬თვე¬ლოს მთავრობის წინააღმდეგ ევროპაში აგიტაციას ვე¬წეოდი, მე სრულიად დამშვიდებული შევურიგდები უმ¬კაც¬რეს სასჯელს (ეს ბოლო წინადადება კი სახალხო კიმი¬სრის მიერ არის ხაზგასმული-ა.დ.)~.68

ამ ეპიზოდში საინტერესოა შემდეგი: 1) კ. გამსა¬ხურ¬დია ემიჯნება ანტისაბჭოთა პროპაგანდას; 2) კ. გამ¬სახურ¬დიას ახსოვს საბჭოთა ხელისუფლების ხელშეწყობა და მის წინააღმდეგ შესაძლო ქმედება თავისი ღირსების შე¬ლახ¬ვად მიაჩნია; 3) კ. გამსახურდიას სჯერა თავისი სიმარ¬თლის და არ ეშინია რეპრესიების. და მართლაც,    კ. გამ¬სახურდია სამშობლოში დაბრუნდა – მას კი ჰქონდა ალტერნატივა, 4) წერილში გადაკვრით არის მინიშნებული ვი¬ღაცაზე – `ვისაც კომისარიატის წინაშე დავუსმენივარ~- პიროვნებაზე, რომელმაც კ. გამსახურდიას ჭორი გაუვრ¬ცე¬ლა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კ. გამსახურდიამ იცოდა მის შესახებ და წერილში უბრალოდ არ დაასახელა ეს პი¬როვნება.

მართლაც, ნიშანდობლივია, 20-იანი წლების დასაწ¬ყისში ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, ხელოვნების მოღ¬ვაწენი საზღვარგარეთ საცხოვრებლად არ რჩებიან, მიუ¬ხედავად იმისა, რომ სამშობლო ბოლშევიზმის დიქ¬ტა¬ტუ¬რის ქვეშაა და უმძიმესი მატერიალური მდგომარეობაა. საზღვარგარეთ არ დარჩნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ: ქეთევან მაღალაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი ბელია¬შვილი, დიმიტრი უზნაძე, ივანე ბერიტაშვილი, სანდრო ინა¬შვილი და მრავალი სხვა გამოჩენილი მოღვაწე.

ქართველი ინტელიგენციის გარკვეული ლოიალობა ახალი ხელისუფლების მიმართ, საზღვარგარეთ ქარ¬თველე¬ბის აუტანელი ნოსტალგიის გარდა, გარ¬კვეულ¬წი¬ლად მატერიალური ინტერესებითაც უნდა იყოს ნაკარ¬ნა¬ხევი – ჩვენ ამის შესახებ უკვე აღვნიშნეთ: სახელმწიფო სპონსორი და დამფინანსებელი იყო. განსაკუთრებით მისი ყურადღება სჭირდება ხელოვნებისა და კულტურის კო¬ლექ¬ტივისტურ ფორმებს (სინთეზურ ხელოვნებას) – კინოს, თეატრს, რომლის ნორმალური ფუნქციონირება უზარ¬მა-ზარ დაბანდებებთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც, რო¬გორც აღინიშნა, საბჭოთა ხელისუფლების პირველივე თვე¬ებიდან საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად გან¬წყობილი ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩა¬მო¬ყალიბდა.

ჩვენი აზრის საილუსტრაციოდ ჩინებული მაგალითია ქართული კინო. ხელოვნების ეს დარგი მუდამ უზარმაზარ სუბსიდიებს საჭიროებს -ამის გარეშე ის კვდება. საბჭოთა ხელისუფლებამ კი ჩინებულად გაიაზრა კინოს – როგორც მასობრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების საუკეთესო საშუ¬ალების პროპაგანდისტული შესაძლებლობები, ამიტომაც თავიდანვე გახდა მისი მუდმივი `სპონსორი~. ამასთან, კინო, როგორც პროგრესული ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც ევროპაში დაიბადა და რუსეთიდან შემოვიდა საქართველოში, თავისი მომსახურე პერსონალით თავიდან¬ვე ინტერნაციონალური იყო, რაც მასზე კომუნისტური იდეოლოგიის ზემოქმედების შესაძლებლობებს აადვილებ¬და. ქართული კინოს ისტორიის გაცნობა გვაძლევს სა-ფუძველს ვამტკიცოთ, რომ ის თავიდანვე ჩადგა საბჭოთა რეჟიმის ერთგულ მსახურთა რიგებში, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის 20-იანი წლების დასაწყისიდანვე შეექმნა უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებ¬ები. უკვე. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში `სახ¬კინმრეწვის~ მიერ კინო-ბაზარზე გამოსული პროდუქცია ძირითადად სოციალური, რევოლუციური ჟღერადობისაა. ასეთია `არსენა ჯორჯიაშვილი~, `სურამის ციხე~, `არსენა ყაჩაღი~, `ჩვენი ქვეყნის რაინდი~ (ე. ნინოშვილის მოთ¬ხრო¬ბის მიხედვით), `ვინ არის დამნაშავე?~ (ნ. ნაკაშიძის მოთ¬ხრობის მიხედვით), `ჯანყი გურიაში~ და ა.შ. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ საბჭოთა კინოს შედევრი. ინტერ¬ნა¬ციონალისტური ჟღერადობის `წითელი ეშმაკუნები~ – რომელიც მსოფლიო კინოს ანალებში ღირსეულად შევი¬და, სწორედ თბილისის კინოსტუდიაში, ქართველი რე¬ჟისო¬რის ივანე პერესტიანის მიერ არის გადაღებული.

უზარმაზარი სუბსიდიები ხმარდებოდა ქართულ თე¬ატრს. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, თეატრის მსა¬ხი¬ო¬ბებს შორის მაინც შეიმჩნეოდა ანტისაბჭოთა გან¬წყო¬ბი¬ლება, სოციალური უკმაყოფილება, საბოტაჟიც კი. ამას¬თან, 20-იანი წლების დასაწყისი აღინიშნა ქართული თე¬ატ¬რის სერიოზული კრიზისით, შეექმნა საფრთხე სეზონის ნორმალურ მიმდინარეობას. გაზეთები წერდნენ: `ეპოქამ ახა¬ლი ვითარება მოიტანა, თეატრი კი ერთ ადგილზეა გა¬ჩერებული~.69

მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ განათლების სახალხო კომისარის კაბინეტში მთავარი სამხატვრო კო¬მიტეტის ხელმძღვანელის გრ. რობაქიძის თავმჯდომარე¬ო¬ბით შეიკრიბა თათბირი, რომელსაც დაესწრნენ: კ. მარ¬ჯა¬ნიშ¬ვილი, პ. იაშვილი, ალ. იმედაშვილი, რ. კალაძე, მწე¬რალთა კავშირის წევრები, ჟურნალისტები. როგორც ჩანს, დადგა თეატრალური სეზონის შეწყვეტის საკითხიც კი.

ამ თათბირის მოჰყვა პრესაში დიდი გამოხმაურება. რ. კალაძემ გაზეთ `კომუნისტში~ დაბეჭდა წერილი `ქარ¬თუ¬ლი კულტურის კრიზისი~, სადაც მიუთითა: `ქართულ თეატრს ხალხი არ ეკარება. ქართულ წიგნს ხალხი ხელ¬ში არ იღებს. მთავრობისაგან კი ისმის – თეატრზე ბევრი იხარ¬ჯება – შემოსავალი არ ჩანს, ქართული წიგნის გამო¬ცე¬მაზეც ვზრუნავთ – გავრცელებით არ ვრცელდება~. კრი¬ტიკული წერილის ავტორის აზრით გამოსავალი შემ¬დეგშია: `გზის გამონახვა ისე არ შეიძლება, თუ ძველი თვა¬ლსაზრისი, ძველი კულტურის ნიადაგი დაგმობილი, უკუ¬გდებული არ იქნება... ზოგი გენიოსს ელოდება... გამო¬სავალი – ისტორიულ კლასობრივ თვალსაზრისზე დგომაა. დღეს ერთი მთავარი პირობის დაცვაა საჭირო – ქართული კულტურის ყველა ძალები შეძლებისამებრ ერთი აზრით, ერთი მისწრაფებით უნდა განიმსჭვალონ... საბჭოთა ქვე¬ყა¬ნაში მხოლოდ პროლეტარული კულტურის, პროლეტა¬რუ¬ლი იდეოლოგიის დანერგვა შეიძლება და არა სხვა რამეე¬ბი¬სა~.70

ეს ამონარიდი აშკარად მიუთითებს, რომ ქართულ ინ-ტელიგენციაში უკვე გამოიკვეთა რეალური და მოქმედი ძალა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიის საფუძველზე ცდი¬ლოს გარდაქმნას ქვეყნის კულტურული ცხოვრება. ეს ძა¬ლა. შეიძლება, არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული შემოქ¬მედებითი პოტენციალით, ამ დაჯგუფების ბევრი წარმო¬მად¬გენელი შეიძლება დღეს ხელოვნებათმცოდნეების გარ¬და (შეიძლება მათაც) აღარ ახსოვდეთ, მაგრამ სწორედ ისინი განსაზღვრავდნენ ახალი კულტურული ფასეულო¬ბე¬ბის ფორმირების პროცესს, სარგებლობდნენ პროლეტა¬რუ¬ლი სახელმწიფოს ტოტალური მხარდაჭერით და ჰქონდათ ნებისყოფა და სურვილი – ახალი ქართული ტრადიციული კულტურა ჩაეყენებინათ ტოტალიტარიზმის სამსახურში.

საერთოდ, საბჭოთა სისტემის გარიჟრაჟზე ეს რე¬ლიე¬ფუ¬¬რად ჩანს და შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაძ¬ლი¬ერ¬და – დაპირისპირება ნიჭიერებასა და უნიჭობას, ადამიანის ზედმეტად აქტიურ ბუნებასა და თავმდაბლობას შორის, დაპირისპირება – გამოწვეული ადამიანური სისუსტეებით. ყველაფერი ეს ხელოვნებასა და კულტურაში უძველესი პრობლემებია და საქართველოში, ახალი ვითარებიდან გა¬მომდინარე, მან ახალი სიმწვავე შეიძინა. ინტელიგენციის ახალი ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ჰქონ¬და, უზრუნველყოფილი იყო შემოსავლიანი ადგილე¬ბით, ჰონორარებით, საყოფაცხოვრებო სიკეთეებით. ყველა¬ფერი ეს კი ძლიერდებოდა საბჭოთა სისტემის ეკონომი¬კური განმტკიცების კვალდაკვალ. საბჭოთა იდეოლოგებს ჩინებულად ესმოდათ ქართველი ინტელიგენციის მნიშვნე¬ლობა ახალი იდეოლოგიის დამკვიდრების, საბჭოთა სის¬ტემის განმტკიცების საქმეში, ამიტომაც ყოველმხრივ ახა¬ლი¬სებდნენ ლოიალურად განწყობილებს, საბჭოთა პლატ¬ფორმაზე მყოფთ, საბჭოთა სისტემის მხარდამჭერებს.

ამრიგად შეიძლება დავასკვნათ, რომ:

1. საქართველოს ინტელიგენცია 20-იანი წლების დასაწ¬ყის¬ში მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური ძალა იყო, იგი გამოირჩეოდა თავისი სოციალური და ეროვ¬ნუ¬ლი მრავალფეროვნებით, რაც ზეგავლენას ახდენდა მის პოლიტიკურ შეხედულებებზეც;

2. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემოქმედებითი ინტელიგენცია თავის დროზე მიესალმა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, დოკუმენტურად არ დასტურდება, რომ მან ტოტალური ბოიკოტი გამოუც¬ხადა ძალმომრეობით დამყარებულ ხელისუფლებას და გა¬ურ¬ბოდა მასთან ყოველგვარ კავშირს. პირიქით-დას¬ტურ¬დება საწინააღმდეგო: საქართველოს ინტელიგენციის მნიშ¬ვნელოვანი ნაწილი, რომელსაც, როგორც ჩანს სჯე¬როდა, რომ ახალი ხელისუფლება უკევეს პირობებს შე¬უქ¬მნიდა პროფესიული შემოქმედებითი მოღვაწეო¬ბი¬სათ¬¬ვის, ამყარებს მრავალმხრივ ურთიერთობას კომუნის¬ტურ რეჟიმთან, მონაწილეობს მის სახელმწიფო თუ შე¬მოქ¬მე¬დებით სქტრუქტურებში.

3. 1923 წლიდან იგრძნობა ხელისუფლებასა და ინტელი¬გენ¬ციას შორის ურთიერთობის გაუარესება, რაც გა¬მოიწვია – ერთი მხრივ, საქართველოს კომუნისტური ხე¬ლი¬სუფლების ზედმეტად ინტერნაციონალისტურმა პო¬ლი¬¬ტიკამ, საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირში შეყვანის ფორსირებულმა ტემპმა, მეორე მხრივ – ახალი ინტელიგენციის – `წითელი ინტე¬ლი¬გენციის~ ფორმირების დაწყებამ. საქართველოს კულ¬ტურულ ცხოვრებაში დაიწყო კონკურენცია.

4. პროლეტკულტი, პროლეტარული მწერლობა, ხელოვ¬ნე¬ბის კოლექტივისტური ფორმები (თეატრი, განსაკუთ¬რე¬ბით კინო) ის დასაყრდენია, რითიც საბჭოთა ხელისუფ¬ლე¬ბა, ქვეყანაში ერთადერთი რეალური სპონსორ-მეცენა¬ტი, ახერხებს მანიპულირება მოახდინოს ხელოვნების მუშაკებზე და გადმოიყვანოს საბჭოთა პოზიციებზე.

5. ქართველი ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის შემოქმედებითი თუ პიროვნული დაპირისპირება ჩინებუ¬ლი გარემოა, რითიც საბჭოთა სპეცორგანოები ახერ¬ხებ¬დნენ ინტელიგენციაზე ზემოქმედებას. ეს დაპირისპირბა, ალბათ, იმართებოდა კიდეც და თავის კულმინაციას 1937 წელს მიაღწევს.

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

1. ი. კაჭარავა, მარქსისტულ-ლენინური მოძღვრება ინტე¬ლი-გენციის შესახებ, იხ. კრ. `სოციალისტური კულ¬ტუ¬რი¬სა და ინტელიგენციის ისტორიის ნარკვევები~, ტ. I, თბ., 1976, გვ. 15-16.

2. ვ.ი.ლენინი, თხზ. ტ. 7, გვ. 343.

3. С.А. Федюкин, Партия и интелигенция, М., 1983, с.441.

4. მ. გაფრინდაშვილი, ინტელიგენცია სოციალისტურ სა¬ზო¬გა-დოებაში, თბ., 1979, გვ. 29-30.

5. ლ. ტროცკი, ლიტერატურა და რევოლუცია, 1991, გვ. 119.

6. Купцова А. Художенственнай интелигенция России (Раз¬меже¬вания и исход), М., 1996, с. 5.

7. მ. გაფრინდაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 29.

8. ბ. კალანდია, მეცნიერულ-ტექნიკური ინტელიგენცია თა¬ნა-მედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, თბ., 1988, გვ. 9.

9. შ. კაკურია, ქ. თბილისის მოსახლეობა 1803-1970 წლებ¬ში, თბ., 1905, გვ. 90.

10. Первая Всероссиская перепись населения (Тбилисская губер¬ния), СПб., 1915, с.2. 

11. იქვე, გვ. 48-49.

12. Первая Всероссиская перепись населения (Кутаисская губер¬ния), СПб., 1915, с.2.

13 იქვე.

14. ს. ორჯონიკიძე, სიტყვა რკპ (ბ) ცკ 1924 წლის ოქტომ¬ბრის პლენუმზე, იხ. ГАСПИ РФ , ф. 17, оп. 2, д. 151, л. 511. 

15. ლ. ბესელია, საქართველოს ინტელიგენციის ისტორი¬ისათ¬ვის (XX საუკუნის 20-იანი წლები), `კლიო~, #30, 2006, გვ. 139.

16. იქვე, გვ. 140.

17. იქვე, გვ. 141.

18. იქვე, გვ. 143.

19. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საის¬ტო¬რიო არქივი (შემდგომში: სუიცსა), ფ. 300, ს. 23, ფურც. 71-73.

20. იქვე, ფ. 300. ს. 20, ფურც. 1.

21. იქვე, ფურც. 5.

22. იქვე, ფ. 300, ს. 2, ფურც. 24.

23. იქვე, ს. 23, ფურც. 49

24. იქვე, ფ. 300, ს. 68, ფურც. 23-24.

25. იქვე, ს. 1, ფურც. 109.

26. იქვე, ფურც. 40.

27 იქვე, ს. 25, ფურც. 20.

28. იქვე, ს. 29, ფურც. 8.

29. იქვე, ფურც. 68.

30. იქვე. ფ. 300, ს. 29, ფურც. 33.

31. სუიცსა, ფ. 281, აღ. 2, ს. 20, ფურც. 9-10.

32. `კომუნისტი~, 1921 წ., 5 მარტი.

33. გაზ. `კომუნისტი~, 1921 წ., 6 მარტი.

34. იქვე.

35. სუიცსა, ფ. 300, ს. 1, ფურც. 14.

36. იქვე, ფურც. 181.

37. სუიცსა, ფ. 600, ს. 60, ფურც. 68

38. გაზ. `სოციალისტ-ფედერალისტი~, 1921 წ. მაისი.

39. სუიცსა, ფ. 300, ს. 72, ფურც. 3.

40. იქვე, ფ. 300, ს. 1, ფურც. 40.

41. იქვე, ს. 9, ფურც. 2.

42. სუიცსა, ფ. 284, ს. 1, ფურც. 16.

43. იქვე, ს .2, ფურც. 6.

44. იქვე, ფ. 300, ს. 35, ფურც. 12.

45. იქვე, ფ. 300, ს. 43, ფურც. 115.

46. იქვე, ფურც. 86.

47. ვაჟა ფშაველას ცოლისა და ძმის – ბაჩანას სიიდან ამოშლა დაკავშირებული უნდა იყოს ვაჟა ფშაველას ვაჟის – ლევანის ქმედებასთან – საბჭოთა მილიციის თანამ¬შრო¬მელმა, ლევანმა დახმარება გაუწია ქაქუცა ჩოლო¬ყაშ¬ვილს 1922 წლის ხევსურეთის აჯანყების დროს.

48. სუიცსა, ფ. 300, ს. 99, ფურც. 9-10.

49. გაზ. `კომუნისტი~, 1921 წ., 14 აპრილი.

50. ГАСПИ РФ , ф. 558, оп. 11, д. 32, л. 45. 

51. ს. ჯორბენაძე, ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავა¬ხიშ¬ვი¬ლისა, თბ., 1984 გვ. 276.

52. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, აღ. 1, ს. 5, ფურც. 37.

53. ГАСПИ РФ, ф. 64, оп. 1, д. 61, л. 1. 

54. სუიცსა, ფ. 300, ს. 68, ფურც. 48.

55. იქვე, ფ. 300, აღ. 3, ს. 21, ფურც. 1.

56. გაზ. `კომუნისტი~, 1921 წ., 30 მარტი

57. გაზ. `კომუნისტი~, 1921 წ., 16 აგვისტო.

58. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, აღ. 1, ს. 1, ფურც. 9.

59. სუიცსა, ფ. 281, აღ. 2, ს. 17, ფურც.5.

60. საქართველოს პრეზიდენტის არქივი; ფ. 14, ს. 60, ფურც. 16.

61. გაზ. `კომუნისტი~, 1923 წ., 29-30 ნოემბერი,

62. გაზ. `კომუნისტი~, 1921 წ., 10 მარტი.

63. გაზ. მუშა~, 1927 წ., 14 იანვარი.

64. იხ. გალაქტიონ ტაბიძე, თბზ. ტ. I, თბ., 1937, გვ. XVIII.

65. იქვე.

66. სუიცსა, ფ. 600, ს. 49, ფურც. 10.

67. სუიცსა, ფ. 300, ს. 92, ფურც. 1, 5, 7, 11, 18 და ა.შ.

68. სუიცსა, ფ. 300, ს. 92, ფურც. 49.

69. გაზ. `კომუნისტი~, 1922 წ. 21 ივნისი.

70. გაზ. `კომუნისტი~, 1922 წ. 16 ოქტომბერი.

Комментариев нет:

Отправить комментарий