ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა მოადგა სამშვილდესა და წაიღო, ივანე ძე ლიპარიტისი ტყვე ჰყო, მოაოხრა სომხითი და წავიდა.
ხოლო მასვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშვილდის ბარს; მივიდნენ ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნენ ფარცხისს, სძლიეს გიორგის სპათა და აოტენ სპარსნი, დიდი ძლევა მოსცა ღმერთმა გიორგის.
ხოლო მასვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშვილდის ბარს; მივიდნენ ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნენ ფარცხისს, სძლიეს გიორგის სპათა და აოტენ სპარსნი, დიდი ძლევა მოსცა ღმერთმა გიორგის.
წავიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს და მოვიდა ბანას. ხოლო იქ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავლეთისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსაც ჰქონდა ოლთისი, კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად გაიხარეს და დაისვენეს. მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა, და გაიყარნენ. ხოლო მეფემან გიორგი დატოვა კარს აზნაურნი შავშნი და წამოვიდა შინ. ხოლო გაძლიერებასა თურქთასა დატოვეს ბერძენთა ქვეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელიც აღმოსავლეთს ჰქონდათ და წავიდნენ. ისინი აიღეს თურქთა და დაემკვიდრნენ მას შინა. და ვინაიდან მეზობლობით მოუახლოვდნენ საზღვართა ჩვენთა, გამრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩვენ ზედა. რამეთუ იწყეს ამიერიდან რბევად, ტყვენვად და მოოხრებად, წვად, სრვად და ტყვეობად ჩვენ ქრისტიანთა.
მათ ჟამთა შინა გიორგი მეფესა, ყველს გარე-მდგომსა, დაესხენ უგრძნეულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრად მოისარი, რომელსაც იმავ ჟამსა აეღო კარი. მოვიდნენ ესენი შინა-გამცემითა ქრისტიანთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხვი. ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვერცხლისანი, ბაგრატეულნი სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი აიღეს იავარად და წავიდნენ. ხოლო გიორგი მეფე წავიდა მეოტი აჭარიდან აფხაზეთად.
მათ უკვე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა შეხვდნენ ამირანი დიდნი, იასი ვინმე და ბუჟღუშ, და მათ თანა სიმრავლე ურიცხვი თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა. რომელთაც იხილეს რა ესე-ოდენი სიმრავლის ოქროსა და სიმდიდრისა რომელიც ჰქონდა და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმაცა მათგან: „რად წახვალთ საბერძნეთად? აჰა ქვეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესე-ვითარითა სიმდიდრითა“. ხოლო მათ მყის მოაქციეს გზანი მათნი და მოეფინენ პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, როგორცა კალიები.
მათ უკვე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა შეხვდნენ ამირანი დიდნი, იასი ვინმე და ბუჟღუშ, და მათ თანა სიმრავლე ურიცხვი თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა. რომელთაც იხილეს რა ესე-ოდენი სიმრავლის ოქროსა და სიმდიდრისა რომელიც ჰქონდა და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმაცა მათგან: „რად წახვალთ საბერძნეთად? აჰა ქვეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესე-ვითარითა სიმდიდრითა“. ხოლო მათ მყის მოაქციეს გზანი მათნი და მოეფინენ პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, როგორცა კალიები.
დღესა ივანობისასა (ე.ი. ივნისში) ასისფორი და კლარჯეთი ზღვის-პირამდე, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აივსო თურქითა. მოისრა და ტყვედ იქმნა ამათ ქვეყანათა მკვიდრი ყოველი. და მასვე ერთსა დღესა დაწვეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ ქვეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოსვლამდე თოვლისა, მოჭამეს ქვეყანა და ამოწყვიტეს, თუ სადღაც ვინ დარჩენილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქვაბთა და ხვრელთა ქვეყანისათა. და ეს იყო პირველი და დიდი თურქობა; რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი (1080 წ.) ხოლო თუ ვინმე მთიულეთს ან სიმაგრეთა სადმე ვინ დარჩა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა, უსახლობითა და შიმშილითა მოისრა.
გაგრძელდა ესე-ვითარი ჭირი ქრისტიანთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდოდნენ თურქნი და მათვე ზემოთქმულ საქმეთა იქმოდნენ, და ზამთარს წავიდოდნენ. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა, და ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრენ მას შინა. იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკვიდრთა ქვეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდესვე ყოფილთა სმენილთა და გადასულთა ოხრებათასა. რამეთუ წმიდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ცხენთა თვისთა, ხოლო საკურთხეველნი ღმრთისანი ადგილად არა-წმიდებისა მათისა. მღვდელნი რომელნიმე თვით შეწირვასავე შინა საღმრთოსა მსხვერპლისასა იქვე მახვილითა შეწირულ იქმნენ და სისხლნი მათნი აირიეს მეუფისათა თანა, და რომელნიმე მწარესა ტყვეობასა მიცემულ იქმნენ, მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნენ, ხოლო ქალწულნი გინებული, ჭაბუკნი დაკვეთებული, ხოლო ჩვილნი დატაცებული. ცეცხლი უცხო და მებრძოლი, რომლითა მოიწვა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლთანი ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქვეყანისანი. და რათა თვით მათ იერემიასთა ვიტყოდით, რამეთუ ამან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება: „ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყვეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არა-ყოფისათვის მათ ზედა მედღესასწაულეთასა. და ხელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედებენ, არამედ საზრდელ თვისსა ჰყოფენ თვით თვისთა მათ საყვარელთა“. და ესენი ესეთ და ფრიად-ცა უძვირეს.
ამათ რა საქმეთა ესეთ ხედავდა მეფე გიორგი და რამეთუ არა-სადმე იყო ღონე ხსნისა და შეწევნისა, არცა რა დამხსნელი ამათ ძვირთა, რომელსაც მოეცვა პირი ყოვლისა ქვეყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთა-ცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქვეყანანი მათ აღმოსავლეთს ჰქონდათ ზღვასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრათ. მაშინ ჰყო განზრახვა დიდებულთა თვისთა თანა, და დაამტკიცეს წასლვა მაღალსა სულტანსა მალიქ-შას წინაშე.
და ესეთ დადვა სული თვისი და სისხლნი ქრისტეანთა ხსნისათვის. და მინდობითა ღმრთისათა და წარმძღვანებითა ძელისა ცხოვრებისათა წავიდა ასპანს (ე.ი. სპარსეთს), ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან როგორცა შვილი საყვარელი. რამეთუ იყო კაცი იგი მალიქ-შა როგორცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა შეუსწორებელ, ეგრეთვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხვანიცა ურიცხვი საცნაურებანი, მართლ-მსაჯულობანი, მოწყალებანი, ქრისტიანეთა სიყვარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყვა, ყოვლად უბოროტო რამე გონება ყოვლით-კერძო ქონდა. ამისთვის-ცა ყოველი სათხოველი აუსრულა მეფესა გიორგის, უმეტეს-ცა სასოებისა და სამეფო მისი გაათავისუფლა ზედა-მარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, მაგრამ ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსაც აიღებდნენ ჟამთა მრავალთა. და ესე განდიდებითა და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თვისად სამეფოდ და წამოაყოლა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობისა და რათა დაიპყრონ კახეთი. და ჟამსა სთულისასა (ე.ი. შემოდგომაზე) მოვიდნენ კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და, ვიდრე იბრძოდეს-ღა, მოვიდა თოვლი.
ხოლო მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, აღარას ზრუნავდა სხვასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელიც ჰყავდა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქვეყანა იორის პირი კუხეთი, რომელიც მოოხრდა იქ დღეინდელად დღემდე. ხოლო თვით გადავლო მთა ლიხთა და ჩავიდა აფხაზეთად.
მათ ჟამთა კახთა მეფე აღსართან წავიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტიანობა და შეეძინა სარკინოზთა რჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი. ამათ ესე-ვითართა ჟამთა არა-ვე დამშვიდდა ქვეყანა, არ-ცა-რა იქმნა ლხინება კაცთა უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთასა, რამეთუ ყოველმა ასაკმა და ყოველმა პატივმა ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა, და ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესე-ოდენ განარისხეს, ვიდრემდე თვით მოიხადეს განჩინება რისხვისა, ქადებული უსჯულოთათვის ესაიას მიერ მეტყველისა ესეთ: „ვაი ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არის ურჯულოებითა, კვალიდან ფეხთათ ვიდრე თავამდე, არა არის მას შინა სიცოცხლე, არცა ბრძვილ, არცა შესახვეველ, და შემდგომნი: „ამისთვის ქვეყანა თქვენი ოხერ, ქალაქნი ცეცხლითა მომწვარ, სოფელთა თქვენთა უცხო-თესლნი მოსჭამდენ, და მოოხრებულ და დაქცეულ არის ერისაგან უცხო-ტომთასა“.
ესე ყოველი მოიწია, და თვალითა ჩვენითა ვიხილეთ და ფრიად უფროს ამათ წარმოთქმულთასა, რამეთუ როგოცა ვინ გამოთქვა თითოეულად რომელიც დღეთა ჩვენთა მოიწია ჭირი. ამას ყოველსა ზედა არა-ვე დასცხრა გულის-წყრომა უფლისა ჩვენ ზედა, რამეთუ არა შევინანეთ, არ-ცა გულის-ხმა ვყავთ, არ-ცა ჯეროვნად მოვიქეცით გზათა მიმართ უფლისათა. ამისთვის-ცა ქვეყანით მავალთა ბოროტთა ზედა სხვანი-ცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთისა მიერ მოვლინებულნი გვემანი მოიწივნენ ქვეყანასა ჩვენსა ზედა, რათა არა თქვან მცოდველთა: „ესე აღძრვანი წარმართთანი არა ცოდვათა ჩვენთათვის იქმნენ, არცა ღმრთისა მიერ მოიწიენ, არამედ შეცვალებითა რათა-მე ჟამთათა და დამთხვევითა აღძრვისა საქმეთათა“.
ამისთვის-ცა დღესა ავსებასა, თვით მას აღდგომასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შინა სიხარული და დასვენება ჯერ იყო, მოხედა უფალმა რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძველითურთ, ესე-ოდენ სასტიკად, ვიდრემდე მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტვერისა დაიგალნენ, ქალაქნი და სოფელნი დაირღვნენ, ეკლესიანი დაეცნენ, და სახლნი დაინთქნენ და დაზულნენ, და იქმნენ საფლავ მას შინა მკვიდრთა. რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრა ქვეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ. და გაგრძელდა ესე-ვითარი ძრვა ქვეყანისა საშინელი ვიდრე წელიწადამდე, რომელსა შინა ამოწყდა სიმრავლე ურიცხვი.
მაშინ რისხვასა შინა მოიხსენა წყალობა მან, რომელიც ასწავლის ყოველსა შვილსა, რომელიც უყვარს, მოაკვდინებს და აცხოვნებს, რომელიც მზა არის წყალობად, უფროს მამისა მოწყალისა, რამეთუ წერილისამებრ: „არა-თუ-მცა უფალმან დამიტევა ჩვენ თესლი, როგორცა სოდომნი-მცა შევიქმნენით და გომორელთა-მცა მივემსგავსენით, რამეთუ ამიერიდან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭვირობად, ვინაიდან თორმეტ წელს ამათ თვითო-სახეთა ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“.
მას ჟამსა იყო ასაკითა თექვსმეტისა წლისა, ხოლო ქორონიკონი სამას და ცხრა (1089 წ.). ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა და, უჭეშმარიტესი ვთქვათა, „თვით მამამან ზეცათამან იპოვა დავით, მონა თვისი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას რამეთუ ხელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმა მისმა გააძლიერა იგი; წყალობა და ჭეშმარიტება შეემოსებოდა მას; და უზენაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა ვიდრემდე დავსდვა ზღვასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯვენე მისი“. მაგრამ შრომითა ფრიადითა და ღვაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, როგორცა წინამდებარე სიტყვამ ცხად ყოს.
რამეთუ მეფე იქმნა რა დავით, მოოხრებულ იყო ქართლი და გარდა ციხეთა სადამე არსადა იყო კაცი სოფელსა შინა, არ-ცა-რა შენებულობა. და მათ ჟამთა შინა ჰქონდა თრიალეთი და კლდეკარი და მიმდგომი მისი ქვეყანა ლიპარიტს და მეფესა დავითს წინაშე იყო რეცა ერთგულად. ეგრეთვე ნიანია კახაბერის ძესა და სხვანიცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოიკრებოდენ დარჩენილნი სადა-ვე და სოფლებად-ცა იწყეს ჩამოსლვად და დასხდომად.
და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი. და ოდეს-ცა ნადირობა უნდოდა ქართლისა ჭალათა, ან ნაჭარმაგევს, რომელიც ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ნადირთა მიერ, ხოლო ცხენ-კეთილნი კაცნი ჩამოგზავნიდნენ და დაათვალიერებდნენ და ეგრეთ-ღა ჩამოვიდოდნენ ვაკეზე სანადიროდ.
ხოლო ამა ვითარებასა შინა გავიდა წელიწადი ოთხი, მოკვდა სულტანი მალიქ-შა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპურთა კვალთა სლვა, რამეთუ ზაკვიდა წინაშე მისსა მოპოვებად ურჯულოებისა. მართალია ქრისტიანე იყო სახითა, მაგრამ ორგულება და სიძულილი პატრონთა გვარისაგან მოქონდა გონებითა. და ვინაიდან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არა-კეთილსა.
ამას რა ესე-ვითარებასა ხედავდა დავით, ინება გაწვრთნა მისი. ამისთვის-ცა შეპყრობილ ყო იგი ჟამ რამდენიმე, რომელიც კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვისმე. და ესეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთგულობისათვის ღმრთისა შუამდგომელად მომცემი განუტევა იგი. და მითვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა. რამეთუ კეთილმა არა თუ მართალსა, არამედ არცაღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალა, ვინაიდან სიბოროტედ არა განსწავლულ არის, არცა მეჭველ. ხოლო იგი როგორცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და როგორცა ღორი ინწუბა საგორელსა მწვირისასა: განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწვრთნიდა საწოლსა ზედა თვისსა. იხილა რა მშვიდმა და ღმრთივ-განბრძნობილმა მეფემან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართება, არცა კირჩხიბი ამართულად ივლის, მეორესა წელსა კვლავ შეიპყრა, ორ წელს პყრობილ ყო, და საბერძნეთს გაგზავნა. და იქ დაასრულა ცხოვრება.
ამას ჟამსა გამოვიდნენ ფრანგნი (ე.ი. ჯვაროსნები), აიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, გაძლიერდა დავით და გაამრავლნა სპანი. და აღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვეღარა დაიზამთრებდნენ ქართლს. რამეთუ ვიდრე აქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგებოდნენ ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკვრისა და იორის პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური.
ამას ჟამსა გამოვიდნენ ფრანგნი (ე.ი. ჯვაროსნები), აიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, გაძლიერდა დავით და გაამრავლნა სპანი. და აღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვეღარა დაიზამთრებდნენ ქართლს. რამეთუ ვიდრე აქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგებოდნენ ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკვრისა და იორის პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური.
კახეთს მეფობდა კვირიკე, კაცი მეფობისავე თანა მეფე-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე. მოსცა ჟამი ღმერთმა მეფესა დავითს და წაართვა კვირიკეს ციხე ზედაზადენი, ქორონიკონი იყო სამას ოცდასამი (1103 წ.). და წარემატებოდა დიდებითა და გამარჯვებულობითა. რომელთა თანა ესეცა იქმნა: მოკვდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორგული და ნამდვილვე ნაშობი გველისა. ესე დასრულდა სახლი ბაღვაშთა, სახლი გამამწარებელთა, რამეთუ სვა უკანასკნელი თხლე რისხვისა, სასმელი ცოდვილთა ქვეყანისათა. და აღარავინ დარჩა სამყოფელთა მათთა მკვიდრი, რამეთუ აიხსნა ურჯულოება მამათა მათთა წინაშე უფლისა, და მამული მათი აიღო მეფემან.
და შემდგომად წელიწადისა ერთისა მიიცვალა მეფე კვირიკე, და დასვეს კახთა მეფედ ძმისწული კვირიკესი აღსართან, რომელსაც არა რა ჰქონდა ნიჭი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რამე, ურჯულო და უმეცრად უსამართლო, და ყოვლად წინა-უკმო მამის ძმისა მისისა.
მას ჟამსა განიცადა მეფემან გონებისა თვალითა და კეთილად გულის-ხმა ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა და სარგებელი დიდი იქმნებოდა. გარდაიცვალა კათალიკოზი გაბრიელ საფარელი და დაჯდა კათალიკოზად იოანე. რადგან წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქვაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნენ, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრათ დიდი საეპისკოპოსონი, როგორცა ავაზაკთა, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინათ, რომელნიც ნაცვლად რჯულთა საღმრთოთა ურჯულოებასა აწვრთნიდენ მათ ქვეშეთა ყოველთა. და თვით სახლით უფლისათ და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოველი ურჯულოება და ცოდვა, რომელთა თვალი ღმრთისა ხედავდა ყოველთა და განრისხებულ იყო, როგორცა ზემო ვთქვით. რამეთუ არა სწორ არის ცოდვა მღვდელისა და მხედრისა, არცა ერისა და მღვდელთ-მთავრისა, არცა მწყემსისა და სამწყსოსა, როგორცა წერილ არის: „მონამან რომელმაც იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იგვემოს დიდად“.
ამათ უკვე ესე-ვითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოიკრიბა ერი მრავალი: რამეთუ სამეფოსა თვისისა კათალიკოსი, მღვდელთ-მთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღვარნი და მეცნიერნი შემოიკრიბა წინაშე მისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწვლილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა გამართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი განკვეთეს, და შეაჩვენეს, გადმოსთხიეს საყდართაგან, დაღათუ ძნელღა იყო ესე, რამეთუ იყვნენ კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთაც უწესოდ დაეპყრათ საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღმრთისანი დაადგინეს, და ძეგლი მშვენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა თორმეტთა კრებათა. და ესეთ ყოველნი ნიჭითა სამეფოთა წარგზავნეს თვითოეული სახლად თვისად. და ესეცა მიმსგავსებულად დიდისა კოსტანტინესსა აღასრულა მეფემან დავით უწინარეს ყოველთა კეთილთა საქმეთა თვისთა, რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ რა განაგო ღმერთმა გულთ-მეცნიერმა, უძილმა მცველმა ისრაელისამან.
ესე აღსართან, კახთა მეფედ ხსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბარამ, და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და აიღო მეფემან ჰერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნა ბრძოლა დიდი და ხმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელიც მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დახოცა სულტანისა იგი ურიცხვი სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქვეყანისა ერი, მტერთა-ვე თანა გარე-მოდგომილი ჩვენდა. ესე-ოდენ ადვილად და მოსწრაფედ ხელთ-უსხნა ღმერთმან საკვირველებათამან, რომ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ხელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წაექციათ ბევრნი არამედ სანთლითა თვით მათვე ტყეთათ და მთხრებლთათ ტყვედ მოჰყავდათ ყოველნი ქრისტიანთ.
ხოლო თვით მეფე არა თუ როგორც სხვა ვინმე ზურგიდან უდგა სპათა თვისთა, ან შორიდან უძახებდა, როგორც ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასა თვით წინა უვიდოდა, და როგორც ლომი შემოძახებდა ხმითა მაღლითა, და როგორც გრიგალი მიიქცეოდ-მოიქცეოდა; და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა შემთხვეულთა ყოველთა, ვიდრემდე ფრიადისა ცემისაგან ხელი ხმლისა ვადასა ოდენ დაეწება, რადგან ხმლით მისით უკ-მომდინარითა სისხლითა წელი აღსავსე ესხა, რომელიც შემდგომად ომისა გადახდისა და სარტყლისა გახსნისა საცნაურ იქმნა, ქვეყნად რა დაითხია ესე-ოდენისა მტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელიც თავიდან განხილვისა თვით მისგან გვეგონა გამოსულად. და მას დღესა სამნი ცხენი გამოუკლეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმა სრულ ყო მის დღისა ომი. და ესე მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქვით.
ესეთ რა თვით-მპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი, და ნებიერად, აიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზეებრ მოჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკვიდრთა ქვეყანისათა.
მოიგონა აშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელი-ცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად მშვენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა როგორც მეორე ცა გადაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა, რაბამ რამე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა, რომელიც ზენა ჰმატს მშვენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა, და მოქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანა-მოწმობით ხედვენ თვალნი ყოველთანი. და აავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხვათა ნივთთა ძნელად საპოვნელთა.
მოიგონა აშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელი-ცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად მშვენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა როგორც მეორე ცა გადაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა, რაბამ რამე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა, რომელიც ზენა ჰმატს მშვენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა, და მოქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანა-მოწმობით ხედვენ თვალნი ყოველთანი. და აავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხვათა ნივთთა ძნელად საპოვნელთა.
ამათ თანა დასხა იქვე დიდთა და ხოსროანთა მეფეთა ტახტნი და საყდარნი, სასანთლენი და კიდელნი ფერად-ფერადნი იავარად მოხმულნი თვისი და კვლავ გვირგვინი და მანიაკნი, ფიალანი და სასმელნი, რომელნიც წაართვა მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თვით იგინიცა ტყვედ მოიყვანა, მასვე ტაძარსა შინა შეწირა ღმრთისა სახსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკვირველისა.
და იქვე შემოკრიბა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქვეყანისა კიდეთათ სადათ-ცა ესმა ვინმეს სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობა, იძია და კეთილად გამოიძია, მოიყვანა და დაამკვიდრა მას შინა.
და მამული ლიპარიტეთი (არგვეთს) უმკვიდროდ დარჩენილიყო, მაგრამ სხვათა მრავალთა და სამართლიანთა უსარჩლელ-მიუხვეჭელთა სოფელთა თანა მისცა დედასა ღმრთისასა სამსახურებელად მისსა წინაშე მდგომელთა მისთათვის და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა; რომელიცა აწ წინა-მდებარე არის ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა, დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა მშვენიერებისად. ხოლო სახელი მისი გელათი.
და კვლავ სხვა მოიგონა საქმე შემსგავსებული მოწყალისა და ტკბილისა ღმრთისა სახისა, კაცთ-მოყვარებისა თვისისა: ააშენა ქსენონი (საავადმყოფო) ადგილსა შემსგავსებულსა და მშვენიერსა, რომელსა შინა შეკრიბა ძმანი, თვითო-სახითა სენითა განცდილნი, და მოუმზადა ყოველი სახმარი მათი, უნაკლულოდ და უხვებით, და გაუჩინა შესავალი და საღვაწნი მათნი ყოვლადვე. თვით მივიდოდა და მოიხილავდა, მოიკითხავდა და ამბორს-უყვიდა თვითოეულსა, აფუფუნებდა მამებრ, სწყალობდა და ნატრიდა, გაამხნევებდა მოთმინებისა მიმართ, მოინახულებდა თვისითა ხელითა ცხედრებს, სამოსლებს და საგებელს მათსა, ჯამს და ყოველ სახმარსა მათსა, მისცემდა თვითოეულსა ოქროს საყოფსა, და განაკრძალნიდა ზედა-მდგომელნი მათდა, და განაგებდა ყოველ საქმეს მათს დიდად მშვენიერად და ღმრთის-მსახურებით.
ხოლო ვიდრე ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუსთავი და სომხითი და ყოველი სამშვილდე და აგარანი თურქთა ჰქონდათ. ხოლო თრიალეთი და კლდეკარი ჰქონდა თევდორეს, ჭყონდიდელისა დისწულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. როდესაც მეფე გადავიდოდა აფხაზეთად, ნაკლებად ეშინოდათ თურქთა და მათთა ციხოვანთა. მას ჟამსა მეფე გადავიდა იმერეთს; და შეიკრიბენ გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართ-უხუცესსა წინაშე თევდორე (დისწული გ. ჭყონდიდელისა და მეფე დავითის ძმობილი), აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე. მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა სამეფოსათა. ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესი ციხენი სომხითისანი დატოვეს, და ღამით მეოტ იქმნენ, და ჩვენ თანა მოითვალეს ისინი.
რამეთუ ვიდრე აქამომდე სთუელსა ჩამოიარდნენ თურქთნი სომხითს, ყოვლითა ფალანგითა მათითა, ჩამოდგებოდნენ გაჩიანთა, პირსა მტკვარისასა, ტფილისიდან ვიდრე ბარდავადმდე, და იორის პირთა, და ყოველთა ამათ მშვენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრობდნენ, როგორცა არესა გაზაფხულისასა, ითიბება თივა, და აქვს შეშა და წყალი უხვად, და იქ არის სიმრავლე ნადირთა თვითო-ფერი და საშვებელი ყოველი. ამათ ადგილთა შინა დადგებოდნენ ხარგებითა. ცხენისა, ჯორისა, ცხვარისა და აქლემისა მათისა არა იყო რიცხვი, და ქონდათ ცხოვრება სანატრელი; ნადირობდნენ, ისვენებდნენ და იხარებდნენ, და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა. თვისთა ქალაქთა ვაჭრობდნენ, ხოლო ჩვენთა ნაპირთა არბევდნენ ტყვითა და ალაფითა სავსეთა გაზაფხულსა თანა იწყებდნენ სლვას აღმართ მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთვე ზაფხულისცა ჰქონდათ შვება და დასვენება, თივათა და ველთა მშვენიერთა, წყაროთა და ადგილთა ყვავილოვანთა, და ესე-ოდენ დიდი იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომ სთქვა-მცა თუ „ყოველი თურქობა ყოვლისა ქვეყანისა იქი არის-ო“. და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდეს-ცა მათი გასხმა ან ვნება, არცა თუ თვით სულტანისაგან.
რამეთუ ვიდრე აქამომდე სთუელსა ჩამოიარდნენ თურქთნი სომხითს, ყოვლითა ფალანგითა მათითა, ჩამოდგებოდნენ გაჩიანთა, პირსა მტკვარისასა, ტფილისიდან ვიდრე ბარდავადმდე, და იორის პირთა, და ყოველთა ამათ მშვენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრობდნენ, როგორცა არესა გაზაფხულისასა, ითიბება თივა, და აქვს შეშა და წყალი უხვად, და იქ არის სიმრავლე ნადირთა თვითო-ფერი და საშვებელი ყოველი. ამათ ადგილთა შინა დადგებოდნენ ხარგებითა. ცხენისა, ჯორისა, ცხვარისა და აქლემისა მათისა არა იყო რიცხვი, და ქონდათ ცხოვრება სანატრელი; ნადირობდნენ, ისვენებდნენ და იხარებდნენ, და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა. თვისთა ქალაქთა ვაჭრობდნენ, ხოლო ჩვენთა ნაპირთა არბევდნენ ტყვითა და ალაფითა სავსეთა გაზაფხულსა თანა იწყებდნენ სლვას აღმართ მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთვე ზაფხულისცა ჰქონდათ შვება და დასვენება, თივათა და ველთა მშვენიერთა, წყაროთა და ადგილთა ყვავილოვანთა, და ესე-ოდენ დიდი იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომ სთქვა-მცა თუ „ყოველი თურქობა ყოვლისა ქვეყანისა იქი არის-ო“. და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდეს-ცა მათი გასხმა ან ვნება, არცა თუ თვით სულტანისაგან.
როდეს სამშვილდე და ძერნა აიღეს, ქორონიკონი იყო სამას ოცდაათი (1110 წ.). მას წელსა მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქობა, კაცი ასი ათასი, უგრძნეულად სიმარჯვითა, ხოლო მეფე იდგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა (ე.ი. სამეფო კარით). ცნა რა მიმწუხრს მოსლვა მათი თრიალეთს, ღამე წავიდა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესე-ოდენნი დახვდენ მას წინაშე. ცისკარს მოვიდნენ თურქნი და იქმნა ბრძოლა ფიცხელი მას დღესა, და შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი მათი. და მიდრეკასა დღისასა მიდრკენ სივლტოლად ესე-ოდენ ზარ-გახდილნი და მოსწრაფნი, ვიდრემდე არცა თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივ-სცეს ფეხთა მათთა უფრო საქონლისა მათისა, და ესეთ გაიბნიენ თვისთა ქვეყანათა. ხოლო ესე-ვითარსა საკვირველსა სივლტოლასა მათსა თვით მეფე და სპანი მისნი ესოდენ ურწმუნო იყვნენ, ვიდრემდე არავინ სდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალისა ომი ეგონათ.
აიღო გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა. ქორონიკონი იყო სამას ოცდა თხუთმეტი (1115 წ.), რომლისათვის-ცა დიდად წმენა შეექმნა თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა. რამეთუ შეიტყო მეფემან რომელთა მოსრვა ეგებოდა, და უგრძნეულად დაესხამდა და ამოწყვედდა და ესე არა ერთგზის ან ორგზის, გინა სამ, არამედ მრავალგზის, როგორცა აწ ერთი ითქვას.
ტაოს ჩამოდგენ დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინაიდან ზამთრისა სიფიცხესა და მთათა სიმაგრეთა მიენდვნენ. ხოლო მეფემან მოიხელოვნა ესე, რამეთუ სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა და თვით ქუთათისს გადავიდა, რომლითა უეჭველ ყვნა ისინი. და თვესა თებერვალსა აცნობა ქართველთა და მესხთა, რათა კლარჯეთს დახვდენ პაემანსა, და თვით შიდა სპითა ხუფათიდან ჭოროხის პირი წარვლო. შეიკრიბნენ ერთად და უგრძნეულად დაესხენ მათ ზედა, უშიშად გულდებითა მსხდომარეთა ბასიანამდე და მთად კარნიფორისად. ქორონიკონი იყო სამას ოცდათექვსმეტი (1116 წ.).
მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხვი, და აიღეს დედა-წული მათი, ცხენები, ცხვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აივსო ყოველი სამეფო მისი ყოვლითა კეთილითა.
და მასვე წელსა ასული თვისი კატა გაგზავნა საბერძნეთს რძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თვისი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა როგორც ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.
და მეორესა წელსა (1117 წ.) შეიპყრა გრიგოლის ძენი, ასამ და შოთა, და აიღო ციხე გიში. და გაგზავნა ძე თვისი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნა ომნი საკვირველნი, რომლითა განაკვირვა მხილველნი და მსმენელნი; აიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-შემოსილი მოვიდა წინაშე მამისა თვისისა, სავსე ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა.
ხოლო მეორესა წელსა (1118 წ.) ბზობას წარმოემართა მეფე ღანუხიდან წასლვად რახსის პირსა, და ზატიკი (აღდგომა) გადაიხადა ნახიდურს. იქ მოართვეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისა. და ამისთვის უშლიდნენ დიდებულნი მას ჟამსა წასლვად. და არა მოისმინა ყოვლად, არამედ დაესხა თურქთა, რახსის პირსა მდგომთა, და მოსრა სიმრავლე მათი, და წამოიღო ტყვე და ალაფი ურიცხვი.
ამასვე წელსა აიღო სომხითისა ციხე ლორე. და მასვე წელსა, ივლისსა, აიღო აგარანი, მეორესა დღესა, ცისკარს. პირველად ესე ციხე აეღო ბაგრატს, პაპასა მისსა, მაგრამ სამი თვე ბრძოლითა. ხოლო ამასვე წელსა აგვისტოსსა მოკვდა სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი ბერძენთა მეფე და ვერ ცნეს ერთმან მეორისა სიკვდილი. ქორონიკონი იყო სამას ოცდათვრამეტი (1118 წ.).
ხედავდა რა მეფე დავით ესე-ოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისა მიერ წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და გამარჯვებათა თვისთა, და რომელთაც ღმერთი მოსცემდა სამეფოთა ქვეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, რამეთუ არა იყო ესე-ოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათა-მცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და კვლავ თვით მის თანა მყოფად და მოლაშქრედ-მცა კმარ ეყვნენ დაუცხრომელად მიმოსლვასა ლაშქრობასა მისსა ზამთარ და ზაფხულ. ამისთვისცა მოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, აიღო მაღლად თავი თვისი და მიმოავლო თვალი გონებისა თვისისა და განიცადა კეთილად, განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომ არა კმარ იყვნენ სამეფოსა მისისანი თანა-მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა.
და მსგავსად ალექსანდრესსა ქმნა და ამან-ცა სულთ-ითქვა, რამეთუ ითქვმის-ცა მისთვის, ფილოსოფოსმა ვინმე უთხრა მას: „არიან-ო მრავალნი და ურიცხვნი სამეფონი, რომელთა არცა თუ სახელი გასმიეს შენ“. და მან სულთ-ითქვა და თქვა: „უკეთუ დამირჩნენ ესენი, რა იყოს მპყრობელობა ჩემი“. ამისთვის-ცა ამან მეორემან ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისათა, რამეთუ სხვაებრ არა იყო ღონე, და უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, და წყობათა შინა სიმხნე, სიმსუბუქე და მიმოსლვა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თვისისა. და ამათ თანა უადვილეს იყვნენ მოსლვად მახლობელობითა-ცა და უპოვარებითა, და რამეთუ ადრე მრავალთა წელთასა მიერ მოეყვანა სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა, რჯულიერად მეუღლედ თვისად და დედოფლად ყოვლისა საქართველოსა. ამისთვის წარავლინა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თვისსა.
ხოლო ისინი სიხარულით დათანხმდნენ, მაგრამ ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთვის ბრძანა მეფემან წასლვა ოვსეთს, და სიტყვასავე თანა წარემართა და თანა-წაიყვანა გიორგი ჭყონდიდელი და მწიგნობართ-უხუცესი თვისი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა. შევიდენ ოვსეთს და მოეგებნენ მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და როგორც მონანი დადგენ წინაშე მისსა. და აიღეს მძევალნი ორთაგანვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესეთ ადვილად შეაერთა ორნივე ნათესავნი. და ყო შორის მათსა სიყვარული და მშვიდობა როგორცა ძმათა. და აიღო ციხენი დარიალასა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშვიდობისა ყივჩაყთათვის, და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი; და სიმამრი და ცოლის ძმანი თვისნი არა ცუდად დაშვრენ; არცა ცუდ იქმნა გამოყვანა მათი, არამედ მათითა ხელითა მოსრა სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა, და მათითა თანა-დგომითა ქმნა საქმენი დაურწმუნებელნი, როგორცა ითქვას წაღმართ.
ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათათვის; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და იქ დაემარხა, რომელიც იგლოვა ყოველმა სამეფომ და თვით მეფემ, როგორც მამა და უმეტესცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმოც დღე, ვიდრემდე იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიხსნა გლოვა.
ხოლო ყივჩაყი დააყენა ადგილთა მათ მარჯვეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი აღჭურვა ცხენებითა და საჭურველითა; და კვლავ მონანი რომელიც ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღვაწლსა, ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანედ ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმხნითა. და თვით ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდენ დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხვი შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რა ესეთ შემოიკრიბა, და დააწყო გვარად-გვარად და დაუდგინა სპასალარნი და მმარველნი; და ეგრეთვე თვისისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირ-შეუქცეველნი; და საშუალ მათსა თვით იგი უმსგავსო სპასპეტი და წინა-მბრძოლი, მიმსგავსებული ძველისა ქაიხოსროსთვის მოთხრობილთა, წინა-უძღოდა, და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშვრებოდა, არცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად ალაშქრებდა მათ, მართებდა და განაგებდა მსგავსად მისსა დიდ-გონეობითა, და ვინ-ღა-მცა იყო წინა-მდგომი მისი, და ან მიმმართი ომისა მის წინაშე. რამეთუ დაღათუ წერილმა ფრთოვანსა ვეფხვსა მიამსგავსა მაკედონელი იგი სიფიცხითა მიმმართველობისათვის, და მსწრაფლ მიმოვლისა ქვეყანათა შინა, და ჭრელად მრავალ-ფერობისათვის ქცევათა და განზრახვათა მისთასა, არამედ ჩვენი ესე გვირგვინოსანი და ახალი ალექსანდრე, დაღათუ იყო ჟამითა შემდგომი, არამედ არა საქმითა-ცა, არცა განზრახვითა, არცა სიმხნითა უმცირე, და თვით მათ საქმეთა შინა, რომელთა მძლედ ითქმის ალექსანდრე, არა უმდაბლეს, არამედ მრავლითა უმაღლეს მგონია ესე. და რაოდენ საწუთოთა და ხორციელთა შინა იგი მისთა სწორთა და მისგან და მის ჟამისათა ყოველთა უმაღლეს და უზენაეს იყო, ეგე-ოდენ ესე საღმრთოთა და ქრისტეს მცნებათა შინა ხორციელთავე თანა მისთა პირველთა ყოველთა ჰმატდა. რამეთუ არა სცა ძალი თვალთა, არცა სრული წამთა, არცა განსვენება ხორცთა თვისთა; არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ, არცა ნებასა ხორცთასა; არა სასმელ-საჭმელთა, არცა სიმღერა-სიღოდათა და არათურთითა არარა ხორციელთა შეაკრა გონება, მაგრამ საღმრთოთა და სასულიეროთა ყოველთა დასრულებად და უდებებად მზიდველთა ნებისათა და განიცადეთ-ღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა მრავალ-გზის ქმნილთა მცირედი მეგულება თქმად.
ხოლო ქონდა ჩვეულებად ესე მეფესა, რამეთუ განზრახვით გადავიდოდა აფხაზეთს და ჩამოიტყუებდა თურქმანთ საზამთროთა ადგილთა მტკვრის პირისათა. რამეთუ მათნიცა მსტოვარნი ზედა ადგნენ მეფესა და ეძებდნენ გზათა მისთა გადავიდა მეფე გუგეთს და იქიდან ხუფათს, და ამით გულ-პყრობილ ყვნა იგინი. ქორონიკონი იყო სამას ორმოცი (1120 წ.). ხოლო მათ ცნეს რა სიშორე მისი, ჩამოდგენ ბოტორას, დიდნი ფრიად, და დაიზამთრეს. და არა დაელოდა მეფე, არამედ გადმოიფრინა თებერვალსა თოთხმეტსა და უცნაურად დაესხა ზედა, და ძლივს ვინმე შეესწრა ცხენსა და გადაიხვეწა. აიღეს ტყვე და ალაფი ურიცხვი, და მოვიდა ღანუხს.
და მასვე შვიდეულსა პირ-მარხვასა დღესა აიღო შარვანს ქალაქი ყაბალა, და აავსო სამეფო თვისი ოქროთა და ვერცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა წამოვიდა ქართლს და მსწრაფლ შეკრიბა სპა, და ჩავიდა შარვანს, მაისსა შვიდსა, არბია ლიჟათიდან (ლიზანის სამთავრო, შირვანის სამეფოს ჩრდ. მხარე, კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე.) ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე, და სავსენი ალაფითა მოვიდენ ქართლს. მათვე დღეთა შეიბნენ შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ, და ამოწყვიტეს შარვანელნი.
თვესა ნოემბერსა წავიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრა და იავარ-ყვნა, და წამოიღო ნატყვენავი მათი ურიცხვი. ჩამოვლო მგზავრ, დაესხა სევგელამეჯს თურქმანთა-ვე და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა; ესე ერთისა წლისა. და მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინთამდე და განაგნა საქმენი იქაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალა, შემცოდენი შეიპყრა და წვრთნა.
რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო ცნეს რა თურქთა, რომ შორს არის მეფე, გულ-დებით ჩამოდგენ პირსა მტკვრისასა, მაგრამ ლომსა მოხელოვნებულსა არა სცონოდა, არცა ერიდოდა ომისათვის, ვერ-ცა-რა დამხრწეველთაგანი დაიმჭირვიდა; წამოვიდა მსწრაფლ აფხაზეთიდან თოვლთა საშინელთა, გადაათხრევინა მთა ლიხისა, სადაც გადანაკვეთსა თოვლისასა ქონდა სიმაღლე მხარი სამი. და დახვდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს და აავსო ლაშქარმან მთით მტკვრამდე და გაგიდან ბერდუჯამდე. და მოსრეს პირითა მახვილისათა, რომ არა დაურჩა მთხრობი ამბავისა. ქორონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი (1121 წ.), თვე მარტი.
რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო ცნეს რა თურქთა, რომ შორს არის მეფე, გულ-დებით ჩამოდგენ პირსა მტკვრისასა, მაგრამ ლომსა მოხელოვნებულსა არა სცონოდა, არცა ერიდოდა ომისათვის, ვერ-ცა-რა დამხრწეველთაგანი დაიმჭირვიდა; წამოვიდა მსწრაფლ აფხაზეთიდან თოვლთა საშინელთა, გადაათხრევინა მთა ლიხისა, სადაც გადანაკვეთსა თოვლისასა ქონდა სიმაღლე მხარი სამი. და დახვდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს და აავსო ლაშქარმან მთით მტკვრამდე და გაგიდან ბერდუჯამდე. და მოსრეს პირითა მახვილისათა, რომ არა დაურჩა მთხრობი ამბავისა. ქორონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი (1121 წ.), თვე მარტი.
გაზაფხულს ადიდდა მტკვარი, რომელის ნადინები ვერ დაეტია კალაპოტსა. ამისითა მინდობითა ჩადგენ თურქმანნი ბარდავს გულ-დებითა. მაშინ მონახა მეფემან იგინიცა და ალიონს მტკვარსა გაცურდა ყივჩაყითა დაუზრავხა მას წყალსა, მოსრა თურქნი, არბია ბარდავი. და დაყო ორი დღე, და ნებიერად მოვიდა შინა სავსე ალაფითა. თვე იყო ივნისი.
ამათ ესე-ვითართა ჭირთაგან შევიწროვებულნი თურქმანნი და ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წავიდენ სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებენ შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელები, და რომელნიმე სრულიად; და ესეთ მიუთხრეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრეს წყალობად თვისა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა.
მაშინ სულტანმა მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყას ძესა, და მოსცა ძე თვისი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ილღაზი, ძე ართუკისი, კაცი დაჰმანი და მრავალ-ღონე. და უბრძანა თურქმანობასა სადა-ღა-ცა ვინ იყო, დამასკოდან და ჰალაბიდან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა. ქორონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი (1121 წ.).
შეიკრიბენ ესე ყოველნი, შეითქვენ, შეიმტკიცენ სიმრავლითა როგორცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აივსო ქვეყანა, და აგვისტოსსა თორმეტსა მოვიდენ თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელთა თვით ფეხთა ზედა ვერ ეტეოდენ ამათ ადგილთა. ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ როგორ წინა განაწყო სპა მისი, და თუ როგორ ყოველი საქმე მშვენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ როგორ თვისნი სპანი დაიცვა უვნებელად, - ამათ ყოველთათვის არა ჩვენი, არამედ ვგონებ, რომ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არის მოთხრობად ზედა-მიწევნით ყოველსავე.
პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა, და ძალი ზეგარდამო ფარავდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-მოწევნულთა ურჯულოთა მათ წარმართთა, რომ თვით იგი ურჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდენ და მოგვითხრობდენ სასწაულსა ამას მთავარ-მოწამისა გიორგისსა, და როგორითა ღონითა მოსრა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ან მეოტთა როგორ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნა და მოსრა, რომლითა აივსენ ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა.
ხოლო სპანი ჩვენნი და უფრო მეტად ყოველი სამეფო აივსო ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა-ფარდაგებითა, სხვითა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თვითო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, - რამდენმან ქარტიამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! და რამეთუ გლეხთა იხილე-მცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყავდათ ტყვედ. და სხვათა გოლიათთათვის რად-ღა რა-მცა გვინდოდა თქმად.
ხოლო ამად რა თხრობად მოვიწიე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი გამომეტყველნი, ვიტყვი უკვე უმიროსსა და არისტოტელის ელინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა, რომელთაგანმა ერთმა ტროადელთა და აქეველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ როგორ აღამემნონ და პრიამოს, ან აქილევსი და ეკტორი, მერე-ცა ოდისეოს და ორესტი ეკვეთნენ, და ვინ ვის მძლე ექმნა; და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქვა მძლეობანი, სიმხნენი და ძლევა-შემოსილობანი; ხოლო მესამემან ვესპასიანე ტიტოს-მიერნი მეტომეთა თივსთა-ზედანი ჭირნი მისცა აღწერასა. და ვინაიდან ამათ ნივთნი საქმეთანი არა ქონდეს კმად მოსათხრობელად, ამისთვის-ცა მის ხელოვნებითა რიტორობისათა განავრცელეს, როგორც იტყვის თვით სადა-მე ალექსანდრე: „არა დიდ იყავ აქილევსი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“. რამეთუ ოცდარვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერა-რა ღირსი ქებისა იქმნა ხოლო მეფისა დავითისი ესე-ოდენთა მიმართ წინაგანწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კვეთებასა შეუძლეს წინა-დადგომად. ჰქონებოდეს-მცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნივთად საქმენი დავითისნი, და მათ-მცა აღწერეს ჯეროვნად მათისამებრ რიტორობისა, და მაშინღა-მცა ღირს ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა! და ესენი ესე-ოდენ.
ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელს ქონებული სპარსთა, და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ. ქორონიკონი იყო სამას ორმოცდაორი (1122 წ.).
და მეორესა წელსა (1123 წ.) მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აიღო შამახია და მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე, და მოუწერა წიგნი და შემოუთვალა: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერასოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ხელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამოგზავნე, და თუ გინდა სამალავიდან გამოხვედ და მნახე“. ხოლო ესმა რა ესე მეფესა, მსწრაფლ ხმა უყო ყოველთა სპათა მისთა, და ბრძანებასავე მისსა თანა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა, და ყივჩაყნი ოდენ აღთვალულ იყვნენ მაშინ, და იყო შემბმელი კაცი ორმოცდაათი ათასი. და ეუწყა რა სულტანსა ზედა-მისლვა და ძალი და სიმრავლე სპათა მისთა, განკრთა, აიყარა ველიდან, სადაც იდგა, და მსწრაფლ შევიდა ქალაქად და გარე-მოიზღუდა ერთ-კერძო სხრტითა და ხანდაკებითა, და სხვით-კერძო ზღუდითა ქალაქისა შამახიისათა. ხოლო ცნა რა ესე მეფემან, აღარა ჯერ უჩნდა ზედა-მისლვა მლტოლვარისა, არამედ დავარდა მიწასა ზედა და მადლობა შეწირა ღმრთისა სახიერისა და კაცთ-მოყვარისა, და ადგილოვანსა დადგა.
მაშინ სულტანმა მრავალთა მიერ ვედრებათა და ძღვენთა და მუდარითთა შეთვლილობათა, როგორც მონამან ჭირვეულმან, არა ძღვენი ან ომნი ითხოვა, არამედ გზა სამლტოლვარო, ფრიად რამე სიმდაბლით და არა სულტანურად, შევიწროევბულმა შიმშილითა და წყურილითა მრავალ დღე.
მასვე დღესა სულტანსა წინაშე მიმავალი ათაბაგი რანისა აღსუნღული (აყ-სონყორ I), ძალითა მრავლითა, მოსრეს მონათა მეფისათა ოთხი ათასი კაცი, და იგი ოდენ მარტო მეოტი ძლივს მივიდა სულტანსა წინაშე. იხილა რა ესე სულტანმან, მასვე ღამესა გაიპარა, და სასდუნით (საკანალიზაცო მილი) მეოტი სხვა გზით წავიდა სოფლად თვისად. და ესე ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღმრთისა შემოიქცა მეფე. და მცირედთა დღეთა დაისვენა ამა თვესა. და მეორესა თვესა, ივნისსა, კვლავ წავიდა შარვანს, აიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხესა მათ საშინელთა, შემოიერთა შარვანი და აავსო კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წამოვიდა ქართლად. ხოლო სთუელთა გადავიდა გეგუთს, ინადირა, დაისვენა, განაგო იქაური ყოველი, და მარტსა გადმოვიდა ქართლად, და აიღო ქალაქი დმანისი. და აპრილსა დაესხეს შაბურანს, დარუბანდელსა, და ამოწყვიტეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და აიღეს შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქვეყანა.
და მყის აისროლა როგორცა არწივმა, და მაისსა აიღო ციხენი სომხითისანი: გაგი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი. და ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანი სპერამდე, და, რა-ცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყვე ყო; ჩამოვლო ბუღთა-ყური, და დაწვა ოლთისი, და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯვებითა. და მცირედნი დღენი შუა გამოხდა და გაიყარა ლაშქარი თვის-თვისად.
და აგვისტოსსა ოცსა მოვიდენ მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მსწრაფლ წიგნები წვევისა წარსცა ყოველთა, და მესამესა დღესა სამოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და, როცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი.
და შეიპყრო აბულასვარ რვათა ძეთა მისთა თანა და მხევალთა და რძალთა და გაგზავნა აფხაზეთს. აბულასვარს დიდი საყდარი ანისისა მიზგითად მოეკაზმა და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო. იმუქფა ღმრთის-მოყვარე დავით აღმაშენებელმა მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლადვე მან მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელიც აღეშენა ბერძენთა ასულსა დედოფალსა კატრონიტეს და იქვე ესაფლავა. მაშინ მივიდა თვით მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აუგეს. და თვით მეფემან სამგზის საფლავსა ჩასმახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“. ამასა ზედან მკვდრისა ძვალთა საფლავიდან ხმა გამოსცეს. და ღმერთსა მადლობა მისცა. გაუკვირდა მეფესა და ერთობილთა ერთა. და წამოვიდა იქიდან მეფე დავით და წამოიყვანა აბულასვარ, რვათა ძეთა მისთა თანა და მხევალთა და რძალთა, და ჩაგზავნა აფხაზეთად; ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი, და წამოვიდა ქართლად. და მცირედთა დღეთა მოუსვენა სპათა თივსთა. და მერე წარემართა შარვანს, და აიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულად ყოველი შარვანი, და დაუტევა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარი დიდი, ჰერნი და კახნი. და განმგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი თვისი სვიმონ, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმსგავსებული გიორგი დედის ძმისა თვისისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი.
და განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აავსო კეთილითა და საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი, მოვიდა ქართლად. და ყივჩაყთა თვისთა უჩინა საზამთროდ სადგური, და საზრდელი, და კაცნი ზედა-მდგომნი მათნი. და განაგო ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა, ვინაიდან არავინ წინააღუდგა მას. რამეთუ თვით სულტანი იქ, სადაც იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა, და არ-ცა-ღა თვით ძველად ქონებულთა ქალაქთა და ქვეყანათა ჰგონებდა თვისად ქონებად, არამედ რამდენცა შორს იყო, ეგრეცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღვიძარესა სიკვდილი.
ამისთვის ზედას-ზედა წარმოავლენდა მოციქულთა ძღვენითა და მშვიდებად პირსა მისსა რამეთუ გამოგზავნიდა საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალ-ფერნი, ფრინველნი და ნადირნი უცხონი და ძვირად საპოვნელნი, და ეძიებდა მშვიდობასა და სიყვარულსა და ყივჩაყთაგან არა რბევასა. ამისთვის-ცა არა-რას მიხედვიდა წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენ-მცა იქ თვით, სადაც იყო, იპოვა მშვიდობა და სიცოცხლე თავისა თვისისა. და ვგონებ, რომ მამათა და პაპათაგან წაღებულნი ქვეყანანი, ტყვენი და სიმდიდრენი მრავალ-წილად უკუ-მოიბრუნა ამან მხნემან. დაამშვიდა ქვეყანა, აივსო და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, გაავსო და ააშენა ყოველი ოხერ-ქმნილი. და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშვიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩვენი, ნაცვლად გარდასულთა ოხრებათასა.
ესე-ვითარნი უკვე არიან მეფობრივთა მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღვაწლთა, ძლევათა და წარმართებულებათა, დაპყრობათა და აღებათა დიდთა მათ და მრავალთა სამეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი და საქმენი, რომელნი მან ქმნა და აღასრულა, რომელნიც ჩვენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყვითა წარმოგვიჩენიან დიდთა მათ და მოთხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან, და ბრჭალთაგან ლომსა და ფესვისაგან მცირისა ყვავილისასა ქსოვილისა ვითარებასა საცნაურ ყოფად ვმეცადინობთ, როგორცა აჩრდილისაგან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად.
ხოლო ხორციელთა საქმეთა ესეთ მოქმედისაგან უკეთუ ვინმემ ჰგონონ, რომ რად-ღა-მცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვად-მცა და მოგონებად, არა თუ ქმნად, ვინაიდან ფრიად-ცა კმა არიან ესენი ერთისა ხორცთა შინა მყოფისა კაცისაგან ქმნად და წარმართებად, და თუ სადათ პოვა სამეფო თვისი სიმდაბლედ ჩასული, და თუ სადა სიმაღლედ აიყვანა, და თუ სადა დასხა საზღვარნი და ძლეულნი როგორც მძლედ გამოაჩინა, - ამათნი მგონებელნი ნუ უკვე არა იბრალნენ, არამედ ეუწყენ მათ, უკეთუ ამათ პირთათვის ვინ გამოიძიოს და ზედა-მიწევნით ვინ ცნობა ინებოს, კნინ-ღა და ესე ხორციელნი საქმენი წარმოთქმულნი ფრიად უნდოდ და არა-რად პოვნეს, როგორცა ნამდვილ-ვე მცირედნი და სასაწუთონი; და დგრომადთა მათ თანა მტკიცეთა და საუკუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა-იგი უმეტეს ამათსა მათ მოქმედებდა და უსასწრაფეს ქონდა, რომელთაგანნი მცირედნი მრავლისაგან, როგორცა სასმელი ერთი მტკვრისაგან, ჩვენ-ცა მივცეთ თხრობასა. იტყვის სოლომონ: „დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე-ო“. ხოლო დავით, მამა ღმრთისა: „დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისა“. ესე შიში უფლისა მოიგო სიყრმიდან თვისით დავით, და ჰასაკსა მისსა თანა აღორძინდა, და ჟამსა თვისსა ესე-ვითარნი ნაყოფნი გამოიღო, რომლითა ორ-კერძო ცხოვრება თვისი განამშვენა, რომლითა შეამკვნა საქმენი თვისნი, რომლითა განაგნა ხორციელნი და წარმართა სულიერნი.
ხოლო ისმენდი, თუ როგორ გონიერად დედად სიბრძნისა რა პოვა შიში უფლისა, ღმერთთად-ც - საღმრთონი წერილნი. და ესენი მდიდრად შეკრიბა, რამდენნი პოვნა გადმოღებულად ენასა ქართველთასა სხვათა ენათაგან, ძველნი და ახალნი, როგორც სხვამან პტოლემეოს, ამას ზედა ოდენ სასოვან ქმნილმან, და ესე-ოდენ შეიყვარა და შეითვისა, რომელ სთქვა-მცა, თუ მათ შინა ცხოველ არის და მათ შინა იძრვის იგინი იყვნენ მისსა საზრდელ, ყოველთა გემოან, და სასმელ ტკბილ და საწადელ; იგინი - შვება, განცხრომა საწვრთელ და სარგებელ. დღე და ღამე მიმოსლვათა შინა მიმდემთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსვენებელთა წიგნები ეტვირთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა; და როცა გადახდებოდა ცხენიდან, პირველ ყოვლისა წიგნნი მოქონდათ ხელითა, და არა დაასრულებდა კითხვას, ვიდრე არა დაიღლებოდა.
ხოლო შემდგომად სერობისა, ნაცვლად ძილისა ან სხვისა რასმე საქმისა, კვლავ კითხვა წიგნთა. და რაჟამს თვალნი დაეღლებოდა, სასმენელს ანაცვლებდა, სადა არა გარეწარად, არამედ ფრიად-ცა ფრთხილად ისმენდა წინაშე თვისსა მკითხველისასა, გამოეძიებდა, ჰკითხავდა, უფრო-ღა თვით განმარტებდა ძალსა და სიღრმესა მათსა. და უსაკვირველეს არის ესე: უწყით ყოველთა, თუ როგორ სასწრაფო არის ყოველთა საქმე ნადირობისა, და თუ როგორ დაიმონებს შედგომილსა თვისსა და წარტყვენულ ჰყოფს, და ნადირობასა შინა არა რასა სხვასა, მაგრამ ხილვასა და დევნასა ნადირისასა; და თუ როგორ ხელთ იგდოს, მიმხედველ ჰყოფს. მაგრამ მისი გულს-მოდგინება ამას-ცა სძლევდა, რამეთუ თვით ნადირობასა შინა წიგნნი ქონდა ხელთა და, რაჟამს ჟამი იყო, მისცემდა ვინმე მსახურსა და ესეთ დევნა უყვის. და ნუ უკვე ჰგონო, რომ ხელითა ცარიელითა მოიქცის, ან ცუდად დაშვრის. რამეთუ ვინ ჰგავნ ხორციელი ან ვინ იხილა ესე-ოდენ გამარჯვებული ნადირობასა შინა. მოსიმახოს ვინმე ითქმის ებრაელი მოისრობის და კეთილ-მმართველობისათვის ალექსანდრეს სპათა შორის მჯობად, და აქილევსი კენტავროსისგან განსწავლულად მოისრობისა ელენთა შორის, ხოლო ბარამ-ჯური სპარსთა შორის მოქმედად უცხოთა და საკვირველთა, მაგრამ ჭეშმარიტად ვერცა ერთი ამათგანი შეესწორებოდა ამას, როგორცა გვიხილავს ჩვენ.
და ვთქვა სხვაცა საქმე, საცნაურ-მყოფელი წიგნთა სიყვარულისა, რომელსა შინა არა-რა იყოს ტყუილი, ვინაიდან წარწყმედს უფალი „ყოველნი რომელნიც იტყვიან სიცრუესა“. წინა-დაიდვა ოდეს-მე წიგნი სამოციქულო წაკითხვად; და რაჟამს დაასრულებდა, ნიშანს დასვამდა ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა დავთვალეთ: ოცდაოთხ-ჯერ წაეკითხა.
არიან უკვე სხვანი-ცა მრავალნი საცნაურებანი ამის პირისანი, მაგრამ მე ერთი-ღა შევსძინო სიტყვად სხვა ამათ თანა. ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა, როგორცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა: რამეთუ ოდესმე ყვიან ღავღავი და გარეშე მიზეზისა-ცა მოსრნიან რამდენნი პოვნიან ქრისტიანენი, ხოლო ოდესმე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყვეობად და სიკვდილად მისცემდნენ, და ესეთ ისრვოდა ქვეყანა მრავალ-ჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძვინებოდა სულსა დავითისსა.
შემოვიდა ოდესმე ქარავანი დიდი განძიდან, და თანა შემოჰყვენ თურქნი დიდნი. ცნა რა მეფემან, გაგზავნა მონათაგანნი თხუთმეტი კაცნი რჩეულნი, რათა ლოჭინით კერძო ნახირი მძოვარი ქალაქისა წარმოიტაცონ, ნუ უკვე იგი თურქნი გამოვიდენ დევნად, და ამოწყვიტეს ამით ღონითა. ხოლო თვით სამასითა ოდენ მხედრითა დაიმალა ღელეთა ავჭალისათა, და არავის მიენდო მხედარსა სხვასა, არამედ თვით მარტო წავიდა ყოვლად უსაჭურველო, ხმლითა ოდენ. და თანა წაიტანა წიგნი ღმრთის-მეტყველი, და ამცნო სპათა არა შეძრვად ყოვლადვე მისლვადმდე მისა მათთანა.
ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა, და წამოიღეს ნახირი; მოეწიეს თურქნი ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ომისა ჩამოყარეს მონანი და დაუხოცეს ცხენნი, თუმცა ქვეითიცა იბრძოდნენ ფიცხლად. ხოლო მეფე ცხენიდან რა გადახდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა: შეექცა კითხვასა და ესე-ოდენ წარიტყვენა მისგან გონებითა, რომ სრულიად დაავიწყდა წინა-მდებარე საქმე, ვიდრემდე ხმა რამე კივილისა შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი იქვე, და ამხედრებული მიჰყვა მას ხმასა. და როგორცა ზედა წაადგა მონათა თვისთა, ესე-ვითარსა ღვაწლსა შინა მყოფთა, - და რამეთუ აშორებდა სპათა თვისთა, და უკეთუ-მცა მათდა ცნობად წასულ იყო, მონათა დაუხოცდენ, - მსწრაფლ ჩაბრიალდა როგორცა არწივი, და დააბივა როგორცა კაკაბნი, და მსწრაფლ ესე-ოდენნი ამოწყვიტა, რომ მათნი ცხენნი კმარ ეყვნენ მონათა მათ. და ამხედრებულთა ესე-ოდენნი მოსრეს, რომელთაგან მცირედნი-ღა შეესწრენ ქალაქს. ხოლო გზანი სავსენი იყვნენ მძორითა მათითა და ფრიადისა ცემისაგან ხმალმან-ცა და ღვლარჭნილმა უარ ყო ქარქაში თვისი. მაშინ-ღა მოვიდა სპათა თვისთა თანა, რომელნიც ფრიად აბრალებდნენ მას. განიცადეთ-ღა ჩემდად, რომელ ესე-ვითარსა საქმესა შინა და ესე-ოდენ უცალოსა წიგნი-ვე ქონდა უსასწრაფოესად საქმედ. და ესენი ესე-ოდენ.
ხოლო ვთქვა ესე-ცა, უკეთუ-მცა არა წერილთა მეცნიერებანი და გადასულთა საქმეთა შემცნებანი, პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილ ძღვანებულთა, ან ვერას წარმართებულთა შემთხვეულნი წინა-განსაკრძალებელად სახედ არა შემოეხვენ და არა მოეხმარენ, როგორც იტყვის სოლომონ: „იცნის ქცეულებანი ჟამთანი, აღხსნანი იგავთანი და გადასულთა შეამსგავსნის მომავალნი“, - არა-თუ-მცა ესენი ესეთ, კვერთხი მეფობისა ესე-ოდენ დამდაბლებული, ესე-ოდენ ძნელი და ნამდვილ-ვე დიდი განსაგებელი რათა იპყრა ესეთ მაღლად, როგორც ვერ-ვინ სხვამან. რამეთუ განბრძნდა უფროს ბესელიელისსა და უმეტეს ეთამ ისრაიტელისა, წერილისა-ებრ; და ვითარ ვინ აღრაცხეს რამდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რამდენნი მართებანი და განსაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მხედართა განწესებანი, საერონი შიშნი, სახელოთა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხვევანი და პასუხნი, მეძღვნეთა ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წვრთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყვისნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი, და რამდენნი ვინ აღმოწყვნენ სიტყვითა უფსკრულისაგან სამეფოთა საქმეთასა, რომელთა შინა ვერ-ვინ ძველთა და ახალთაგან მეფეთა ემსგავსა, როგორცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და ცხადნი, რომელნიც სიბრძნითა თვისითა ქმნნა.
რამეთუ სულტანი დასვა მოხარკედ თვისა, ხოლო მეფე ბერძენთა როგორცა სახლეული თვისი; დასცა წარმართნი, მოსრა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი; მეოტად გააქცია არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტვერად დასხა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი. და რათა მოკლედ ვთქვა, პირველ ყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნიდან სახელოვანნი, მხნენი და ძლიერნი, და რათა-ცა საქმეთა ზედა სახელოვანნი, ყოველნივე ესეთ დასხა, როგორც პირუტყვნი ყოველსა საქმესა შინა.
ხოლო კვლავ საღმრთოთა სათნოებათა და სულიერთა საქმეთა მისთა ზოგი გონება მისწუთეს, ან მოგონებულსა ვისმან ენამან შეუძლოს თხრობად. რამეთუ როგორცა ღმერთი მართლ სჯიდა სამწყსოთა თვისთა თვალ-უხვავითა მით ბჭობითა თვისითა, და არა სადათ მიდრკებოდა წამი სასწორისა, როგორცა სოლომონისთვის გვესმის საბჭოთა შინა და თვით მოსეს-მიერნი გვაუწყებენ ბჭობანი და თხრობანი. ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესე-ოდენი მოიგო, როგორცა დიდმან ანტონი: ნუ მეტყვი მისთა სიჭაბუკისათა რათა-მე, რომელნი არ-ცა ღმერთმან მოიხსენნეს! უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანა-მოწამებითა სვინდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, რომლისა მოწამე არს სარწმუნო იგი ცათა შინა. კვლავ ლოცვისა და მარხვისათვის რად-ღა სახმარ არს თქმა, რომლისა იგი საქმარ ოდენ იყო. და კვლავ მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდნენ, როგორცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად მშვენიერსა და დაწყობილსა, კეთილ-წესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა.
ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, მსახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულველი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხვსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, როგორცა ცათა შინა მყოფთა შორის. კვლავ წყალობა გლახაკთა ესე-ოდენი ქონდა, ვიდრემდე აავსო ზღვა და ხმელი ქველის საქმემან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნი-ცა, მთა-წმიდისა და ბორღალეთისანი, მერე-ცა ასურეთისა და კიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აავსო კეთილითა, უფროს-ღა საფლავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და მყოფნი იერუსალემისანი თვითო-ფერთა მიერ შესაწირავთა გაამდიდრა. კვლავ უშორეს-ცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა, სადაც იხილეს ღმერთი მოსე და ელია, ააშენა მონასტერი, და გაუგზავნა ოქრო მრავალ-ათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესაო სრულებით, და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა.
და კვლავ დღითი-დღე წარსაგებელთა, რომელთა თვისითა ხელითა მისცემდა ფარულად, ვინ აღრაცხოს გარდა მამისა ზეცათასა, რომელიც მიაგებს ცხადად. რამეთუ იყო მისა კისაკი მცირე: აავსის დრაჰკანითა რა დღე სარწმუნოთა თვისთა ხელითა, და სამწუხროდ ცარიელი მოქონდა იგი მხიარულსა სულითა და პირითა. ოდესმე ნახევარი წარაგის მისი, და ოდესმე არავინ ეპოვნის, და ეგრე სავსე მისცის დამარხვად ხვალისა და სულ-თქმითა თქვის: „დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“. და ამას არა თუ ხელოსანთაგან მორთმეულისა იქმოდის, ან თუ საჭურჭლით, არამედ ხელთა თვისთა ნადირებულისა. რომელთაგანი თვისსა მოძღვარსა იოვანეს მისცა ოდესმე დრაჰკანი ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა. და ესე-ცა მცირედი მრავლისაგან თქმად შეუძლებელ.
ხოლო გაათავისუფლა არამარტო მონასტერნი და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნი-ცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა. ხოლო ამათ თანა რამდენი ეკლესიანი ააშენა, რამდენი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რამდენი გზანი საწყინოდ სავალნი ქვა-ფენილ ყვნა, რამდენი ეკლესიანი, წარმართთაგან შეგინებულნი, გაწმიდნა სახლად ღმრთისად, რამდენი ნათესავნი წარმართთანი შვილად წმიდისა ემბაზისად მოიყვანა და შეაწყნარა ქრისტესა, და დადვა მისთვის უმეტესი მოსწრაფება, რათა-მცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მიიღო მადლი მოციქულობისა, როგორცა პავლე და როგორცა დიდმან კოსტანტინემ.
სხვათა-ვე კეთილთა თანა ქონდა ესე-ცა, რამეთუ სლვათა შინა თვისთა სამეფოთასა სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა ვერ ადვილად შეხდებოდნენ მოჩივარნი და გაჭირვებულნი და მიმძლავრებულნი, განაღა ვიეთ-ღა-მე რომელთა საჭიროდ უხმდის განკითხვა და შეწევნა მეფობრივი, ნუთუ და ვინმე ავიდის ბორცვსა ზედა რას-მე, გზისა მახლობელსა, ან კლდესა გინა თუ ხესა როგორცა ზაქე. უკეთუ ოდენ ეპოვის ესე-ვითარი რამე, და იქიდან საცნაურ ყვის ჭრტინვა თვისი, ამისთვის დაედგინეს კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხვარნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდენ კურნებასა. მრავალ-გზის გვიხილავს იგი დამალპობელად ღაწვთა თვისთა ცრემლითა ხილვასა ზედა თვითო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვად საძნაურთა, რომელნი შეემთხვევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ხორცთა, რომელთა ზრდის სხვათა უმეტეს ქვეყანა ქუთათისისა. ვინ აღრიცხეს ტყვენი, რომელნიც მან გაათავისუფლა და რომელნიც უკუ-მოიხსნა თვისთა ყივჩაყთაგან ფასითა.
ვინ ჯეროვნად წარმოთქვეს პატივის პყრობანი მონაზონთანი, სიმდაბლით შემთხვევანი და მოკითხვანი, და სიყვარულით შეწყნარებანი მათნი, თვითოეულისა ნიჭნი და სახმარნი, რომლითა უზრუნველ ყვნის ყოველთა საჭიროთაგან.
ხოლო ქონდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესე-ცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკვრველი. არა-რა შორიელი არ-ცა სამეფოთა შინა მისთა, არ-ცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყვა ბოროტი თქმული, - არა-რა დაეფარვოდა ყოვლად-ვე, არამედ რა-ოდენ-ცა ვის ფარულად ექმნის ან თუ ეთქვის, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყვანი-ცა და მოგონებანი ზოგნი მიუთხრობს მათ, რომელთა ზარ-განხდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღვაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათვის აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ როგორ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რად-მე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ან საკიცხელად ვიეთთათვის-მე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წახვედ!
არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართა ამით, და მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა, და ზაკვასა, და ღალატსა რასა-მე ვერ-ვინ დიდი-ა ან მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებად-ცა, არა თუ თქმად ვისდა, არცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თვისსა თანა, ან მოყვასსა თვისსა, გინა ყრმათა თვისთა თანა, ვინაიდან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასა-ვე თანა სიტყვისასა საცნაურ ქმნილ არს უეჭველად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულ-ცა იყვნენ და მხილებულ ესე-ვითართათვის. ამისთვს-ცა ვერასოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაითურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთაგან საკრძალავ და სარიდო.
და კვლავ მღვდელთ-მოძღვართა, მღვდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ყოველთა კაცთა ესე-ვე საქმე ექმნა წესიერებად და გზად ყოველთა სათნოებათა მიმართ. რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდნენ უწესოდ სლვად, ვინაიდან უწყოდიან არა-რას დაფარულობა წინაშე მისსა, და მის მიერ ქება სათნოებისა, და ძაგება არა-წმიდათა და უწესოთა საქმეთა. რამეთუ ვერცა მსოფლიო ვინმე და ვერცა მოქალაქე, ვერ მხედარი და ვერ რომელი პატივი და ასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად: რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება, და თვით მათ მეძავთა-ცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშვიდობისათა.
ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესეთ ადვილად წარმართა ამით, ვითარცა ვერავინ ადვილ წარმართის ეგრეთ ამისთვის-ცა შიში დიდი და ზარი მისი განითქვა კიდეთა ქვეყანისათა, და განკრთენ ყოველნი მკვიდრნი ქვეყანისანი.
ხოლო შეიკრიბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულ-არ-ძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღვრები მრავალი ფრიად, რომელნიც აზმნობდეს თავთა თვისთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოახსენეს, რათა-მცა ყო ბრძანებითა მისითა კრება და ყვეს-მცა სიტყვის-გება და გამოძიება რჯულისა: უკეთუ იძლივნენ სომეხნი, და იქმნენ თანა-ერთ-ხმა სჯულისა და თვისი სჯული შეაჩვენონ; ხოლო უკეთუ სძლიონ სომეხთა, ესე-ოდენ მიემადლოს, რათა აღარა გვიწოდდეთ-ო მწვალებელად და არ-ცა შეგვაჩვენებდეთ.
მაშინ მოუწოდა მეფემან-ცა იოანეს, კათალიკოსსა ქართლისასა, და მის ქვეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა, და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა, და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა, და სხვათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა.
ყვეს უკვე სიტყვის-გება ურთიერთას ცისკრიდან ვიდრე ცხრა ჟამამდე, და ვერას უძლეს დაბოლოებად. რამეთუ იყო ორ-კერძო-ვე ძლევის-მოყვარება ოდენ და ცუდ სიტყვათა პაექრობა: რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნელად გამოსავალთა, რომელი-ესე შეეწყინა მეფესა და უთხრა მათ: „თქვენ, მამანო, სიღრმეთა სადა-მე შესულ ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარცა ფილოსოფოსნი, და ჩვენ ვერა-რას უძლებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი. და ესე საცნაურ არს თქვენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებასა, ვითარცა მხედრობათა შინა აღზრდილი. ამისთვის-ცა უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყვათა გეზრახო თქვენ“.
ესე რა თქვა, იწყო მათდა მიმართ სიტყვათა თქმად, რომელსაც ღმერთი მოსცემდა უეჭველად პირსა მისსა. ესე-ოდენთა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, ახსნათა საკვირველთა მიერ წინა-დაუდგრომელთა და უცილობელთა, რომლითა დაანთქნა, როგორცა ეგვიპტელნი, და დაუყო პირი მათი და უპასუხო ყვნა და ყოვლად უსიტყველ, როგორცა ოდესმე დიდმან ბასილი ათინას შინა.
ესე მწვალებელნი და ესე-ოდენ ზარ-გახდილ ყვნა და ყოვლად უღონო, რომელთა აღიარეს ცხადად ძლეულება თვისი ამისთა ოდენ მეტყველთა: „ჩვენ, მეფეო, მოწაფე გვეგონე ამათ მოძღვართა თქვენთა, მაგრამ, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღვარი მოძღვართა, რომლისა ქუსლსა ვერ მიმწვდარ არიან ეგე მოძღვარ საგონებელნი თქვენნი“. და ესეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხვილეულნი, აღარა ოდეს მკადრებელნი ამისნი ოდეს-ცა.
ხოლო არიან ვინმე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთ-ცა ესე-ოდენ მჭირსედ მოქალაქობისა და მოლაშქრეობისათვის და მხედრობათა მისთა განუსვენებელისა მიმოსლვისათვის და დაჭირებისა: „არ-ცა მშვილდი თავს იდებს-ო მარადის გარდაცმულობასა, არ-ცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ხმარებისა მათისასა თითოეული მათი უხმარ იპოვოს-ო“. და ესე-ვითართა უგიობლისა მისთვის და ყოვლად უმიზეზოსა იტყვიან.
მაგრამ ისმინეთ ესე-ვითართა მათ პირველად ესე, რამეთუ სამეფო აფხაზეთისა მცირე ჰქონდა მოკლებული, და მცირე იყო, და ტყვეობათა და ზემო-ხსენებულთა ჭირთაგან მცირე გუნდი მხდრობისა და იგინი-ცა დაჯაბნებულნი, მრავალ-გზის მტერთაგან სივლტოლითა უცხენო და უსაჭურველონი, და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად მოშიშნი. უკეთუ-მცა ესე-ოდენ უწყინოთა ლაშქრობითა და მცირედ-მცირედ ბრძოლითა და სწავლითა გვარიანად და ღონიერად წინა-ძღომითა, და მრავალთა ძლევათა მიერ მოგვარებითა არა განეწვრთნეს სპანი თვისნი, და განეკადნიერნენ წყობათა მიერ მხნეთა, ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა ჩაცმითა და კიცხევით ძაგებითა, არა-მცა მოეღონა, ვიდრემდის სპათა შორის მისთა ყოვლად არა იპოვებოდა ჯაბანად ზრახული, რათა-მცა ექმნნენ ესე-ოდენნი ძლევანი, ანურათა-მცა ექმნნენ და აეღო ესე-ოდენნი სამეფონი? ნუ უკვე ძილითა ან ადგილთა მწვანილოვანთა ზედა მოსმურობითა და განცხრომითა და მაჩუკნებელთა საქმეთა შედგომითა; არა ესეთ, არა, არამედ არ-ცა ალექსანდრე ქმნა ესეთ. რამეთუ პირველად მამულისა თვისისანი შეკრიბა და მით დაიპყრა დასავლისანი ევროპი, იტალია, რომი და აფრიკეთი, და მათითა წარტანებითა დაიპყრა ეგვიპტე, შესულმან მაკედონიდან, და შემდეგ ეგვიპტიდან პალესტინე და ფინიკე, და კილიკიასა თვისად შემქმნელი, წინა-განეწყო დარიოსს. და რაჟამს სპარსეთი მოირთო, მაშინ-ღა სძლო პიროს ჰინდოსა, და ეგრეთ-ღა ამით ყოვლითა მოვლო ყოველი ქვეყანა; და ქმნა, რა იგი ქმნა; თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერ-ცა-რას ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუ-მცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ან ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ან სხვათა დიდთა სამეფოთა, მაშინ-მცა გენახნენ ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხვათა ქებულთანი.
ხოლო ვთქვა მეორე-ცა მიზეზი ამისვე პირისა, ვინაიდან ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველიდანვე თვისთა უფალთა. რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, გასუქდნენ და დიდება პოვონ და განსვენებას იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან უბრძნესმან ყოველთა კაცთამან კეთილად სადმე უწყოდა. ამისთვის-ცა არასოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ან განსვენებად, ან შეკრებად და ქენად რასამე ესე-ვითარსა. არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, დაასრულა-ცა მაღლად და მშვენიერად. ნუთუ ლომსაც დააყვედრნიან ეგევითარნი, რომ მაიმუნისავით არ იყურება, არ-ცა კვერნაულად კრთება.
კვლავ სხვასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყველნი ესე: „შეიყვარის ვინმე და განადიდნის ვინმე-ო, და კვლავ მოიძულის ვინმე და დაამცირის-ო, ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლის-ო“. ეჰა უსამართლოებასა, უგუნურებასა! ამისთვის აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა რომლითა-ცა საქმითა? ვინ იხილა ესე საუკუნიდან, კაცო? ამისთვის რად არა ღმერთსა-ცა აბრალებ, უგუნურო, ამასვე ესეთ მოქმედსა? ან არა ხუთთა ქანქართა ათ-მყოფელსა მისცა-ა ათნი ქანქარნი? ანუ არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგი-ცა და მისცა ათთა ზედა მეთერთმეტედ? ან რასათვის ქადაგებულ არიან სამოთხისა შვებანი და სასუფეველისა ნეტარებანი ღმრთისა ნების მყოფელთათვის ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთათვის? უკეთუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდეს, რა უსამართლო ქმნა? ნუ უკვე დუხჭირმან-ცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად უჩვენის: უხმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თვისთა აბრალებდენ. უკეთუ არავინ იყო ესოდენ მართლად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცისასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნენ ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისა-ებრ ნაბუქოდონოსორისა: ვხედევდ-ო, იტყვის, ხესა შორის ქვეყანისა სიმაღლედ ცისა მიწდომასა, და რტოთა მისთა კიდედმდე ქვეყანისა ფურცელნი მისნი მშვენიერ, და ნაყოფი მისი ფრიად და საზრდელი ყოველთა მის შორის. ქვე-კერძო მისსა დაიმკვიდრეს მხეცთა ქვეყანისათა, და შორის რტოთა მისთა მკვიდრობა ყვეს ფრინველთა ცისათა, და მისგან იზრდებოდა ყოველი ხორციელი.
აჰა ესე-რა, სახე არა უმსგავსო, არამედ ფრიად-ცა თანა-შეტყუებული ჩვენისა თვით-მპყრობელისა, და ყოვლად გამომსახველი სიტყვით საქმეთა თვალთა ჩვენთა ხილულთა. რამეთუ სიტკბოებისა, სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი კიდით ქვეყანისათ შემოკრიბებოდენ წინაშე მისსა. ვინ იყო ეზომ ტკბილ შემთხვევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა, იგივე მშვენიერ ხატითა, უმშვენიერეს მორთულობითა გვამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა, მრავალ-სახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა, მაქებელ განმსწავლელობითა, და არცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომოებითა. მაღალ უმაღლესთათვის და მდაბალ უმდაბლესთათვის, და თვით მათ მტერთაგან-ცა საწადელ და საყვარელ სათნოებათა მისთაგან შეკდიმებულთა. ვინა ესეთ მიიღო ერთი-ცა სათნოებათაგანი, ვითარ ვინ ყოველთაგანმან შეიკრიბა ყოველი სრულებით თითოეული, რომელ ყოველთათვის შეუძლებელ არს დაკვირვება ოდენ, არა-თუ მიბაძვება რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველსა შინა, ესეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთაგან ტვირთთა სათნოებისათა, და აღარა შემძლებელ წასლვად ღადირთა.
და ქონდა ყოვლით-კერძო მშვიდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა. მაშინ დიდმან მან წინა-განმგებელეან ცხოვრებისა ჩვენისამან და ყოვლისავე უმჯობესად შემცვალებელმან განგებითა მით, რომელიც მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა ჩვენთა, ესეთ განაგო, როგორცა მუშაკმან კეთილმან: რაჟამს იხილნის ხუვილნი აღსავსედ ნაყოფითა და ქვეყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯება მათი; და როგორცა მენავემან ბრძენმან განიცადის რა ნავი თვისი აღსავსედ მრავალ-ფერითა ტვირთითა, მიისწრაფის ნავსადგურად, რათა არარა ევნოს სოფლისა ამის მღელვარისა ზღვისაგან.
რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშვიდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალ თვისთა სამეფოთა ადგილთა, თვით მის მიერვე წინათ განჩინებულთა განსასვენებელად და მისაძინელად, ვითარცა ძილითა რათა-მე მშვენიერითა დაიძინა მამათა თვისთა თანა. და თვით მებრ ესე კმა არს საცნაურ მყოფელად საკუთრებისა თვსისა ღმრთისა მიმართ. რამეთუ მრავალგზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკვდილისათა ჩავარდა იგი, რომელთაგან მცირედი მივსცეთ თხრობასა. რამეთუ ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წაექცა ცხენი, და ესე-ოდენ შეიმუსრა, რომელიც სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო უძრავად, სამშვინველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ დღე ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყვა, და ძლივსღა აღდგა ცოცხალი. და ესე-ვითარი მრავალ-გზის შეემთხვია და ღმერთმან იხსნა სიკვდილისაგან.
ერთხელ ციხესა რომელსამე ებრძოდეს ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თვისისასა იდგა, პერანგითა მოსილი ოდენ, შუადღე, და ციხიდან ვინმემ შემოსტყორცა ისარი, და ჰკრა ხატსა მთავარ-ანგელოზისასა, რომელიც ეკიდა ყელსა, ოქროსა მცირე, და ძალმან საღმრთომან განარიდა მშვიდობით. რამდენგზის ყივჩაყთა თვისთა განიზრახეს ღალატი, და განაჩინეს კაცნი მხნენი, რომელნიმე ხმლითა, რომელნიმე შუბითა, სხვანი ისრითა; და ესე არა ერთ და ორ, გინა სამ, არამედ მრავალგზის; და „არასოდეს მიუშვა ღმერთმან კვერთხი ცოდვილთა მართალსა მას ზედა“, არცა ოდეს მისცა იგი ხელთა მაძიებელთა მისთასა, დაღათუ მრავალგზის დევნასა თურქთასა მარტო დაეპყრის. ან უსაჭურველო, მაგრამ ყოველსა შინა ხელი იგი ზეგარდამო ფარავდა მდევართა მისთაგან, ყოვლადვე და ყოველსა შინა საქმესა მისსა იყო ბედნიერ და სვიან, და მადლითა აღსავსე. ეგრეთვე ჟამსა შინა მშვენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შემყვარებელსა თვისსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა. და აღარა მიუშვა მრავალჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკვიდრობითა, და ხორცთა ამათ ქვე-დამხიდველთა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნულსა, არცა გახრწნადითა გვირგვინითა და პორფირითა, ვითარცა სიზმრითა და ნაოცნითა, უმრავლესად მღერად, არამედ ნამდვილ ჭეშმარიტითა და მტკიცითა, წარუდინებელითა და სამარადისოთა. სადა თვით იგი ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა, იქ აიყვანა მის თანა მეფობად, უხრწნელითა და ბრწყინვალითა გვირგვინითა და პორფირითა შემკული, სადა იგი აწ მკვიდრ არს და იქცევის ნათელსა შინა ღმრთაებისასა.
იყო მაშინ თვე იანვარი ოცდაოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქრონიკონი იყო სამას ორმოცდახუთი (1125 წ.), ხოლო წელიწადნი მისი შობიდან ორმოცდაცამეტი. ხოლო მეფობდა ოცდათექვსმეტ წელს და, როგორცა პირველმან დავით სოლომონი, ამან-ცა თვისითა ხელითა დასვა საყდართა თვისთა ძე თვისი დიმიტრი, სახელით ოდენ ცვალებული, მარადღე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა ძირთა, და დაადგა თავსა მშვენიერსა გვრგვინი ქვათაგან პატიოსანთა, ვიტყვი უკვე სათნოებათა მამულთა, და შეარტყა ხელთა ძლიერთა მახვილი, ეჰა, რაბამ სვიანად ხმარებული, და შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა. და დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერობით, თაყვანის-ცემად მისა მეფეთა ქვეყანისათა და ყოველთა წარმართთა მონებად მისა, გამობრწყინებად დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობა. და ესეთ გაცვალა ქვენა მოქალაქობა ზენად სუფევად, რომლისა მკვიდრნი გახსნილ არიან შრომათაგან და ოფლთა და ზრუნვათა, და იქ მეფობს სიმდიდრეთა მათ ზედა, რომელნიც შინა წარგზავნა, საუნჯეთა მათ მაღალთა და მპარავთაგან უშიშთა დალეკნისა და მოკლებისაგან, ქალაქსა მას, რომლისა მშვენიერება არა უხილავს თვალსა სხეულიანსა და რომლისა ბრწყინვალება ვერა აღვალს გულსა ხორციელსა, ვერცა სასმენელი დაიტევს სმენილსა. რამეთუ იქ არს შვება და სიხარული, რომელსაც არა აქვს მწუხარება და სიმდიდრე, რომელსაც არა შეუდგს სიგლახაკე და მხიარულება, რომელსაც არა განკვეთს ურვა და მეფობა, რომელსა არა აქვს აღსასრული, და იქ არს ცხოვრება, რომელსა არა შეამღვრევს სიკვდილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий