დონ ქრისტოფორო დე კასტელი იყო იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის წევრი. საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ I-თან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა და იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. ქრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება.
კასტელმა დაგვიტოვა უნიკალური ალბომი საქართველოს მოგონებებზე, რომელშიც აღწერს 1628-1654 წლებში საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას. კასტელის მიერ შეკრებილი მასალები და ადგილზე შესრულებული ჩანახატები შვიდ სქელტანიან ტომადაა შეკრული, რომელიც 570 ჩანახატს შეიცავს და დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში. ქართული ისტორიის ეს ძვირფასი მასალა თეათინელების მონასტერში იყო შენახული.

Комментариев нет:
Отправить комментарий