1968 წ. მეხიკოს ოლომპიადაზე ამერიკელმა ბობი ბიმონმა საილაში სიგრძეზე ხტომაში 8 მეტრსა და 90 სმ-ზე გადახტა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როცა ეს ციფრები ტაბლოზე გამოისახა, სტადიონს ოვაციამ გადაუარა. თვითონ ბობი კი გაოგნებული იდგა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა მეტრულ სისტემაზე და ვერ ხვდებოდა, რომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ამერიკელი ინდიელების ტატუირებად თავსაბურავის შემამკობელი ფრთების ნაირსახეობა მათი ამა თუ იმ ტომის კუთვნილებაზე მიგვანიშნებს. კაამბერის ტომის ქალები წელს ქვემოთ მუხლებამდე ძნელადმოსაშორებელ სხვადასხვა ფერის მცენარეულ საღებავს ისვამენ. ეს მათი ეჭვიანი ქმრების მოთხოვნაა, მათი ცოლების შემაცდენლები, რომ ამოიცნონ.
ესპანურად კოსტა რიკა მდიდარ სანაპიროს ნიშნავს. ეს სახელი ქვეყანას კოლუმბმა შეარქვა, რადგან ადგილობრივებს მრავალრიცხოვანი ოქროს სამკაული ჰქონდათ. არადა კოსტა რიკა კოლუმბის აღმოჩენილი მიწებიდან ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი იყო და ადგილობრივებს ოქრო პერუს მთებიდან ჰქონდათ ჩამოტანილი.
ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე კომნინოსი მეტად მექალთანე იყო. როცა ქალი მოეწონებოდა მის ქმარს საიმპერატორო მამულში ნადირობის უფლებვას აძლევდა, რაც დიდი პატივი იყო. ვისაც ეს ნებართვა მიეცემოდა, დამამტკიცებელ ნიშნად მის ჭიშკარზე ირმის რქებს აკრავდნენ. სანადიროდ წასულის ცოლს კი იმპერატორი ესტუმრებოდა და... ასე გავრცელდა გამოთქმა „რქიანი“.
1867 წელს აშშ-მ რუსეთისგან ალასკა 7,2 მილიონ დოლარად იყიდა. კონგრესის სხდომაზე ერთ-ერთმა კონგრესმენმა ამის გამო სახელმწიფო მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს) სიუარდს დოყლაპია უწოდა. 25 წლის შემდეგ, როდესაც ალასკაში ასზე მეტი ოქროს საბადო აღმოჩნდა, იგივე კონგრესმენმა სიუარდი ქებით მოიხსენია გამოჩენილი სიბრძნისათვის.
მცენარე ნარშავი შოტლანდიის ეროვნული სიმბოლოა. მან შოტლანდიური ციხესიმაგრე მტრისგან აღებას გადაარჩინა. მალულად მიპარულ მტერთაგან ერთ-ერთმა ფეხი შემთხვევით ამ ეკალბარდს დაადგა და წამოიყვირა. გაღვიძებულმა ციხესიმაგრის მცველებმა მტერი მოიგერიეს.
XIX საუკუნეში ექიმები ადამიანებს ცხოველის სისხლს უსხამდნენ. ამისთვის მხოლოდ ცხვრის სისხლი გამოიყენებოდა.
ადამიანის ორგანიზმის 75% წყალია. ამიტომ შიდა პროცესების დარღვევის შედეგად, ორგანიზმის გადახურების შემდეგ, ადამიანის უკვალოდ აალება ხდება.
ინგლისის პარლამენტის ლორთა პალატაში, რომელშიც 821 წევრია, ქვორუმი მხოლოდ 3 %-ს შეადგენს – საკმარისია სხდომას მხოლოდ თავჯდომარე და 3 წევრი ესწრებოდნენ. XIX საუკუნიდან ინგლისში მეფე და ლორდთა პალატა უბრალო ტრადიციის პატივისცემის გამოხატულებას წარმოადგენს.
მწერალი ო ჰენრი შობის წყალობით გახდა ცნობილი. მაშინ ის უილიამ სიდნეი პორტერი – პატიმარი ნომერი 34627 იყო ამერიკის ერთ-ერთ ციხეში. მას საშობაოდ თავისი ქალიშვილისთვის საჩუქრის გაგზავნა უნდოდა და რადგან ფული არ ჰქონდა დიდი ფიქრის შემდეგ დაწერა მოთხრობა ფსევდონიმით „ო ჰენრი“ და ჟურნალში გამოაქვეყნა. მოთხრობამ დიდი მოწონება დაიმსახურა და უბრალო პატიმარი მალე ცნობილი მწერალი „ო ჰენრი“ გახდა. აღებული ჰონორარით შვილს მამამ საშობაო საჩუქრები გაუგზავნა.
ძველ სპარტაში აღმზრდელის მიერ დასმულ შეკითხვაზე მოუფიქრებელი პასუხის გაცემისათვის აღმზრდელი მას თითზე კბენდა.
იტალიაში ცნობილ და ღირსეულ ადამიანებს, პატივისცემის ნიშნად, სხვადასხვა ქალაქში ცარიელი კუბოთი დაკრძალვის ცერემონიას უწყობენ. მაგ. ბელინის პომპეზური დაკრძალვა მოუწყვეს ნეაპოლში, პალერმოსა და მესინაში, სინამდვილეში კი დიდი კომპოზიტორი პარიზშია დაკრძალული.
მესამე რაიხის (ჰიტლერის სახელმწიფო) მთავარ არქიტექტორს, ალბერტ შპეერს ნიურნბერგის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შპეერმა ციხეში დაწერა წიგნი სახელწოდებით – „მესამე რაიხის წიაღში“, რომელიც გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და ავტორს უზარმაზარი ჰონორარი მოუტანა.
დაახლ. 981 წლის ზაფხულში ვიკინგი ერიკ წითური უცნობ მიწას მიადგა. მან მწვანე სანაპირო დაინახა და ახალ აღმოჩენილ კუნძულს „გრენლანდია“ ანუ „მწვანე ქვეყანა“ დაარქვა. ასე ქვია დღესაც კუნძულს რომლის 3/4 ყინულითაა დაფარული.
ნაპოლეონსა და კარლოს მეთორმეტეს (შვედეთის დიდი მეფე) ძალიან უყვარდათ ჭადრაკის თამაში. მიუხედავათ მათი გენიულური ნიჭისა დიდ ისინი წარმატებებს ვერ აღწევდნენ, რადგან არასოდეს აკეთებდნენ როქს – მეფისთვის დამალვა მიუღებელიაო.
ერთხელ, ისააკ ნიუტონმა სადილზე მეგობარი დაპატიჟა, მაგრამ გადაავიწყდა. მეორე დღეს სტუმარი დათქმულ დროს მოვიდა მეცნიერთან, რომელიც ღრმად ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან და თავისთვის ხმამაღლა მსჯელობდა რაღაცაზე. მაგიდა ერთ პერსონაზე იყო გაშლილი. სტუმარმა მიიჩნია, რომ ეს ყველაფერი მისთვის იყო მომზადებული, აღარ შეაწუხა მეცნიერი, მაგიდას ჩუმად მიუჯდა, ისადილა, მსახურებს დაემშვიდობა და წავიდა. ცოტა ხანში ნიუტონი გაკვირვებული დასცქეროდა მაგიდას, მხრებს იჩეჩდა და იმეორებდა: „უცნაურია, საკუთარი თვალით, რომ არ ვხედავდე ცარიელ თეფშებს, ვიფიქრებდი რომ ჯერ არ მისადილია“.
ერთხელ ნიუტონს ჰკითხეს – ამდენი აღმოჩენა როგორ გააკეთეო? – გამუდმებით მათზე ფიქრობდი, მეტი არაფერიო.
ნიუტონს გამუდმებით ირჩევდნენ ინგლისის პარლამენტში, სადაც გენიოსი მუდამ თავის ფიქრებში გართული ჩუმად იჯდა და ხმას არასოდეს იღებდა, რადგან პოლიტ-ეკონომიკური დებატები მისთვის სრულიად უინტერესო იყო. ერთხელ ისააკი ფეხზე წამოდგა სიტყვის სათქმელად, რის დანახვაზე 650-ივე დეპუტატი გაირინდა და სმენად იქცა. „დახურეთ ფანჯარა, ორპირი ქარიაო“ – თქვა გენიოსმა. ეს მისი ერთადერთი სიტყვა იყო მრავალწლიანი დეპუტატობის მანძილზე.
რუზველტი ჩერჩილს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და სტალინის გულის მოგებას ცდილობდა. ჩერჩილის სიტყვით მისგან მარჯვნივ დიდი ამერიკული ბიზონი იჯდა, მარცხნივ კი უზარმაზარი რუსული დათვი, ხოლო შუაში პატარა ინგლისელი ვირუკელა, რომელმაც ერთადერთმა იცოდა სახლისაკენ მიმავალი გზა.
როდესაც მსოფლიოში პირველი ფინანსური პირამიდის ავტორს კარლო პონძის აშშ-ს სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უკანასკნელმა სასამართლოს დარბაზშივე საკუთარ ცოლს მისწერა: „ძვირფასო აი ასე ქრება ამქვეყნიური დიდება“. წამოშობით იტალიელი ემიგრანტი უდიდესი აფერისტი და მძარცველი იყო.
ალექსანდრე მესამის მეფობის დროს რუსეთიდან ჩინეთში დიპლომატიური მისიით ერთ-ერთი ბოიარი გააგზავნეს. საჩუქრად ელჩმა სამეფო რჩეული – მაძებარი და მწევარი ძაღლები წაიყვანა. მოგვიანებით ბოიარი დაინტერესდა, მოეწონათ თუ არა მისი ძღვენი ჩინელებს. „დიახ, ძალიან გემრიელი იყო“, – იყო პასუხი.
1497 წ ქ. ბრისტოლში (ინგლისი) დაბრუნდა ჯონ კაბოტის ექსპედიცია, რომლის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩინეთი აღმოაჩინა. ამის გამო მეფე ჰენრი VII-მ 10 გირვანქა აჩუქა და ყოველწიურად 20 გირვანქა დაუნიშნა პენსიად. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კაბოტს ჩინეთი კი არა – კანადის კუნძული ნიუფაუდლენდი აღმოუჩენია.
„ადიდასის“ და „პუმას“ დამაარსელები – ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში იყო გადაზრდილი. ეს დაპირისპირება იმდენად ძლიერი იყო, რუდოლფის დაკრძალვაზე ადოლფი არ მივიდა. 4 წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა და მისივე ანდერძით ძმისგან მოშორებით, სასაფლაოს მეორე ბოლოში დაკრძალეს.
ჩინეთის დიქტატორისა და კულტურული რევოლუციის ავტორის მაო ძედუნის ბრძანებით ჩინეთში ბეღურები გაანაგურეს – ვითომ ბრინჯის მოსავალს დიდ ზიანს აყენებსო. ათიათასობით მოხალისე დოლებს აბრახუნება, დუდუკებს აჭყვიტინებდა, თუნუქის ქვაბებს არახრახებდა. ფრინველებს დაჯდომის საშუალებას არ აძლევდნენ. დაქანცული და გულგახეთქილი ჩიტები უსიცოცხლოდ ცვიოდნენ მიწაზე. ჩინელები კალათებს, გოდრებს, ხელურმებს, სატვირთო მანქანების საბარგულებს ავსებდნენ დახოცილი ფრინველებით. ბეღურების განადგურებამ სავალალო შედეგები გამოიღო – მავნე მწერებმა, რომლებსაც ადრე ბეღურები მუსრს ავლებდნენ, თითქმის მთლიანად მოსპეს ბრინჯის მოსავალი.
1947 წ. ინგლისელებმა ბიუჯეტის მოწესრიგებისას გააუქმეს სამხედრო თანამდებობა, რომელიც 1802 წელს იყო შემოღებული. ამ თანამდებობის მქონე პირს, ნაპოლეონის ინგლისში შემოჭრის შემთხვევაში, ქვემეხის გასროლით თანამემამულეთა გაფრთხილება ევალებოდა. (ნაპოლეონი 1815 წ. დააპატიმრეს და 1821 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე).
აშშ-ს სასწავლო დაწესებულების უმრავლესობას კედელზე აქვს წარწერა : „გამაგრდი – მალე პარასკევია“.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ფილადელფიის (აშშ) მოსახლეობა ქუჩების ნაგვისაგან გასაწმენდათ „ბიოლოგიურ“ საშუალებას მიმართავდა. ამისათვის მოქალაქეები ქუჩაში ღორებს უშვებდნენ.
1914 წლის 31 ივლისს რუსეთის გენშტაბის უფროსმა იანუშკევიჩმა იმპერატორ ნიკოლოზ მეორისგან მიიღო ბრძანება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა. საუბრის დასრულების შემდეგ, მან ტელეფონი ორთქლის გამათბობლის ბატარეას შეანარცხა და ნამტვრევებად აქცია იმ ვარაუდით, რომ თუკი იმპერატორი მყისეულად შეცვლიდა გადაწყვეტილებას, გენერლისათვის ხელის შეშლა ვეღარ მოესწრო.
ტელეფონის გამომგონებელ ალექსანდრ ბელს არასოდეს უსაუბრია ტელეფონით დედასთან, რადგან უკანასკნელი ყრუ იყო.
აინშტაინი 1910 წლიდან 1921 წლამდე 10 ჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ბოლოს, 1921 წელს, მან ნობელის პრემია მიიღო ფოტოეფექტის გამოსხივების ნაშრომისათვის. დაჯილდოების წერილში ნობელის კომიტეტის მდივანმა სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ მას ეს პრემია ფარდობითობის თეორიისათვის არ მიენიჭა.
ინგლისის კანონები ფეხმძიმეს უფლებას აძლევს, მოისაქმოს იქ, სადაც გაუჭირდება. ამისთვის კი მას პოლიციელის ჩაფხუტის გამოყენებაზეც ვერ ეტყვიან უარს, რა თქმა უნდა თუ ორსული ქალი მას მოითხოვს.
ერთი ბუხრის მწმენდავი ახალგაზრდა ეკატერინე II-ის სასახლეში მსახურობისას შიშველ იმპერატრიცას გადააწყდა და დიდად ასიამოვნა. ნასიამოვნებმა იმპერატრიცამ ჰკითხა : „ვინ ხარ შენ“? – ია ტრუბაჩისტ იყო პასუხი. „ატ ნინე ტი გრაფ ტრუბეცკოი“– ბრძანა იმპერატრიცამ.
ესპანელი ჯალათი თომას დე ტორკვემადა (XV ს-ნე) სკოლაში სანიმუშო წესიერებით გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი, ამ დიდი ინკვიზიტორის ბრძანებით 11000 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
1973 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიელ მკერავს, ნეუმა ანდადის თარგები აერია და ზედმეტად მოჭრა ერთი დეტალი, შემდეგ კი დარჩენილი ძაფით შეაერთა და ასე გაჩნდა ტრუსი ტანგა.
ჩუქჩა ქალებს საუკუნეების მაძილზე ეკრძალებოდათ ასო „რ“–ს წარმოთქმა, რადგან ეს გარყვნილებად ითვლებოდა.
ცნობილი ინდოელი პოლიტიკოსის ინდირა განდის ვაჟი, სანჯაი, რომელსაც დედა ქვეყნის პრემიერის პოსტზე უნდა შეეცვალა, სპორტული თვითმფრინავის გამოცდის დროს დაიღუპა. როცა ინდირამ შვილის დაღუპვის ამბავი შეიტყო, პირველ რიგში შვილის მაჯის საათი მოიკითხა, – ტრაგედიის ადგილზე ხომ არ გიპოვიათო? ამის დანახვის შემდეგ, რუსეთის ელჩი ვორონცოვი გაკვირვებული კითხულობდა – განა რა რელიკვიას წარმოადგენდა ეს საათი, ამ უბედურების ჟამს დედამისი მის მოძიებას რომ მოითხოვსო? საქმე იმაში იყო, რომ შვეიცარიელი ბანკირები მათ მსხვილ კლიენტებს სამახსოვროდ საათს უძღვნიან, რომლის უკანა სარქველზე ანგარიშის ნომერი და კოდია ამოტვიფრული. ასე რომ დედა შვილის დაკარგვის მომენტშიც მისი ქონების ბედზე ფიქრობდა.
XIX საუკუნეში ასტრახანის ცენტრში ჭა ამოთხარეს. იქიდან აალებადი გაზი ამოვიდა. შეშინებულებმა ჭა შემოღობეს და დარაჯიც დაუყენეს, რომელიც კარგა ხანს მასზე საჭმელებს ამზადებდა.
ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საცხოვრებელი სახლების კარებზე გვართან ერთად მცირეწლოვანი ბავშვების დედების სურათებიცაა გამოკრული – დაკარგულმა ბავშვებმა რომ სახლი ადვილად მიაგნონ.
ერთხელ გენიალური „ფრანგი განმანათლებლები“ ჟან ჟაკ რუსო და დენი დიდრო ტბის ნაპირზე სეირნობდნენ. რუსო ერთ ადგილზე გაჩერდა : – „აი, ამ ადგილზე ოცჯერ მაინც დავაპირე წყალში გადავარდნა და ამ უბადრუკი ცხოვრებისგან განშორება“.
ალექსანდრე მესამის მეფობის დროს რუსეთიდან ჩინეთში დიპლომატიური მისიით ერთ-ერთი ბოიარი გააგზავნეს. საჩუქრად ელჩმა სამეფო რჩეული – მაძებარი და მწევარი ძაღლები წაიყვანა. მოგვიანებით ბოიარი დაინტერესდა, მოეწონათ თუ არა მისი ძღვენი ჩინელებს. „დიახ, ძალიან გემრიელი იყო“, – იყო პასუხი.
1497 წ ქ. ბრისტოლში (ინგლისი) დაბრუნდა ჯონ კაბოტის ექსპედიცია, რომლის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩინეთი აღმოაჩინა. ამის გამო მეფე ჰენრი VII-მ 10 გირვანქა აჩუქა და ყოველწიურად 20 გირვანქა დაუნიშნა პენსიად. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კაბოტს ჩინეთი კი არა – კანადის კუნძული ნიუფაუდლენდი აღმოუჩენია.
„ადიდასის“ და „პუმას“ დამაარსელები – ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს. სავაჭრო ბაზარზე მათი დაპირისპირება პირად სიძულვილში იყო გადაზრდილი. ეს დაპირისპირება იმდენად ძლიერი იყო, რუდოლფის დაკრძალვაზე ადოლფი არ მივიდა. 4 წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა და მისივე ანდერძით ძმისგან მოშორებით, სასაფლაოს მეორე ბოლოში დაკრძალეს.
ჩინეთის დიქტატორისა და კულტურული რევოლუციის ავტორის მაო ძედუნის ბრძანებით ჩინეთში ბეღურები გაანაგურეს – ვითომ ბრინჯის მოსავალს დიდ ზიანს აყენებსო. ათიათასობით მოხალისე დოლებს აბრახუნება, დუდუკებს აჭყვიტინებდა, თუნუქის ქვაბებს არახრახებდა. ფრინველებს დაჯდომის საშუალებას არ აძლევდნენ. დაქანცული და გულგახეთქილი ჩიტები უსიცოცხლოდ ცვიოდნენ მიწაზე. ჩინელები კალათებს, გოდრებს, ხელურმებს, სატვირთო მანქანების საბარგულებს ავსებდნენ დახოცილი ფრინველებით. ბეღურების განადგურებამ სავალალო შედეგები გამოიღო – მავნე მწერებმა, რომლებსაც ადრე ბეღურები მუსრს ავლებდნენ, თითქმის მთლიანად მოსპეს ბრინჯის მოსავალი.
1947 წ. ინგლისელებმა ბიუჯეტის მოწესრიგებისას გააუქმეს სამხედრო თანამდებობა, რომელიც 1802 წელს იყო შემოღებული. ამ თანამდებობის მქონე პირს, ნაპოლეონის ინგლისში შემოჭრის შემთხვევაში, ქვემეხის გასროლით თანამემამულეთა გაფრთხილება ევალებოდა. (ნაპოლეონი 1815 წ. დააპატიმრეს და 1821 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე).
აშშ-ს სასწავლო დაწესებულების უმრავლესობას კედელზე აქვს წარწერა : „გამაგრდი – მალე პარასკევია“.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ფილადელფიის (აშშ) მოსახლეობა ქუჩების ნაგვისაგან გასაწმენდათ „ბიოლოგიურ“ საშუალებას მიმართავდა. ამისათვის მოქალაქეები ქუჩაში ღორებს უშვებდნენ.
1914 წლის 31 ივლისს რუსეთის გენშტაბის უფროსმა იანუშკევიჩმა იმპერატორ ნიკოლოზ მეორისგან მიიღო ბრძანება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა. საუბრის დასრულების შემდეგ, მან ტელეფონი ორთქლის გამათბობლის ბატარეას შეანარცხა და ნამტვრევებად აქცია იმ ვარაუდით, რომ თუკი იმპერატორი მყისეულად შეცვლიდა გადაწყვეტილებას, გენერლისათვის ხელის შეშლა ვეღარ მოესწრო.
ტელეფონის გამომგონებელ ალექსანდრ ბელს არასოდეს უსაუბრია ტელეფონით დედასთან, რადგან უკანასკნელი ყრუ იყო.
აინშტაინი 1910 წლიდან 1921 წლამდე 10 ჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ბოლოს, 1921 წელს, მან ნობელის პრემია მიიღო ფოტოეფექტის გამოსხივების ნაშრომისათვის. დაჯილდოების წერილში ნობელის კომიტეტის მდივანმა სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ მას ეს პრემია ფარდობითობის თეორიისათვის არ მიენიჭა.
ინგლისის კანონები ფეხმძიმეს უფლებას აძლევს, მოისაქმოს იქ, სადაც გაუჭირდება. ამისთვის კი მას პოლიციელის ჩაფხუტის გამოყენებაზეც ვერ ეტყვიან უარს, რა თქმა უნდა თუ ორსული ქალი მას მოითხოვს.
ერთი ბუხრის მწმენდავი ახალგაზრდა ეკატერინე II-ის სასახლეში მსახურობისას შიშველ იმპერატრიცას გადააწყდა და დიდად ასიამოვნა. ნასიამოვნებმა იმპერატრიცამ ჰკითხა : „ვინ ხარ შენ“? – ია ტრუბაჩისტ იყო პასუხი. „ატ ნინე ტი გრაფ ტრუბეცკოი“– ბრძანა იმპერატრიცამ.
ესპანელი ჯალათი თომას დე ტორკვემადა (XV ს-ნე) სკოლაში სანიმუშო წესიერებით გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი, ამ დიდი ინკვიზიტორის ბრძანებით 11000 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
1973 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიელ მკერავს, ნეუმა ანდადის თარგები აერია და ზედმეტად მოჭრა ერთი დეტალი, შემდეგ კი დარჩენილი ძაფით შეაერთა და ასე გაჩნდა ტრუსი ტანგა.
ჩუქჩა ქალებს საუკუნეების მაძილზე ეკრძალებოდათ ასო „რ“–ს წარმოთქმა, რადგან ეს გარყვნილებად ითვლებოდა.
ცნობილი ინდოელი პოლიტიკოსის ინდირა განდის ვაჟი, სანჯაი, რომელსაც დედა ქვეყნის პრემიერის პოსტზე უნდა შეეცვალა, სპორტული თვითმფრინავის გამოცდის დროს დაიღუპა. როცა ინდირამ შვილის დაღუპვის ამბავი შეიტყო, პირველ რიგში შვილის მაჯის საათი მოიკითხა, – ტრაგედიის ადგილზე ხომ არ გიპოვიათო? ამის დანახვის შემდეგ, რუსეთის ელჩი ვორონცოვი გაკვირვებული კითხულობდა – განა რა რელიკვიას წარმოადგენდა ეს საათი, ამ უბედურების ჟამს დედამისი მის მოძიებას რომ მოითხოვსო? საქმე იმაში იყო, რომ შვეიცარიელი ბანკირები მათ მსხვილ კლიენტებს სამახსოვროდ საათს უძღვნიან, რომლის უკანა სარქველზე ანგარიშის ნომერი და კოდია ამოტვიფრული. ასე რომ დედა შვილის დაკარგვის მომენტშიც მისი ქონების ბედზე ფიქრობდა.
XIX საუკუნეში ასტრახანის ცენტრში ჭა ამოთხარეს. იქიდან აალებადი გაზი ამოვიდა. შეშინებულებმა ჭა შემოღობეს და დარაჯიც დაუყენეს, რომელიც კარგა ხანს მასზე საჭმელებს ამზადებდა.
ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საცხოვრებელი სახლების კარებზე გვართან ერთად მცირეწლოვანი ბავშვების დედების სურათებიცაა გამოკრული – დაკარგულმა ბავშვებმა რომ სახლი ადვილად მიაგნონ.
ერთხელ გენიალური „ფრანგი განმანათლებლები“ ჟან ჟაკ რუსო და დენი დიდრო ტბის ნაპირზე სეირნობდნენ. რუსო ერთ ადგილზე გაჩერდა : – „აი, ამ ადგილზე ოცჯერ მაინც დავაპირე წყალში გადავარდნა და ამ უბადრუკი ცხოვრებისგან განშორება“.
– „მერედა რამ შეგაჩერათ?“ – ჰკითხა გაოგნებულმა დიდრომ.
– „წყალს ყოველთვის ხელით ვსინჯავდი და საშინლად ცივი მეჩვენებოდა“ – უპასუხა რუსომ.
ერთხელ ცნობილ მათემატიკოს ვაცლავ სერპინსკის, რომელიც ოჯახთან ერთად სხვა სახლში გადადიოდა, ცოლმა სთხოვა ყურადღება მიექცია ბარგისთვის, რომელიც 10 ყუთად იყო შეკრული, თვითონ კი სატვირთო მანქანის მოსაყვანად წავიდა. სერპინსკიმ ცოლის მოსვლამდე რამდენჯერმე გადათვალა ყუთები და აღმოაჩინა, რომ სულ 9 იყო და დაბრუნებულ ცოლს შესჩივლა. ცოლმა გადათვალა და ისევ 10 ყუთი აღმოჩნდა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გენიოსი მათემატიკოსი ყუთების თვლას ნულიდან იწყებდა.
ალექსანდრე მაკედონელი საკუთარ მეომრებს ასე არჩევდა: მეომარი შეჰყავდათ ლომის გალიაში; თუ გაწითლდებოდა აიყვანდა, თუ გაფითრდებოდა იწუნებდა. (გაწითლების დროს სისხლი და მასთან ერთად ჟანგბადი ტვინს დიდი რაოდენობით მიეწოდება და ტვინიც სწრაფად აზროვნებს; გაფითრების დროს კი პირიქითაა).
ერთხელ წვეულებაზე აინშტაინს ულამაზესი, მაგრამ გაუნათლებელი ქალბატონი ჩააცივდა შემირთე ცოლად და შესანიშნავი შვილები გვეყოლება, რადგან შენი ნიჭი ექნებათ და და ჩემი სილამაზეო. აინშტაინმა მიუგო, პირიქით რომ მოხდესო.
სხვათაშორის აინშტაინი წინდებსა და ჰალსტუხს არასოდეს ატარებდა, რადგან მათ ზედმეტ აქსესუარებად თვლიდა. სამაგიეროდ 7 ერთი და იგივე ფირმისა და ფერის პერანგი ჰქონდა, დილით მათ შერჩევაზე ფიქრით დრო რომ არ დაეკარგა.
პრუსიის (გერმანიის) მეფე ფრიდრიხ დიდი თავისი სასახლისათვის ფერწერული ტილოების შესაძენად ჰოლანდიაში წავიდა. იმის შიშით, რომ მისი მდგომარეობის გამო ძვირს დაუფასებდნენ, მოხეტიალე მუსიკოსად გადაიცვა და ფლეიტაზე დაკვრით „ირჩენდა თავს“. იგი მრავალმხრივ ნიჭით იყო დაჯილდოვებული.
ინგლისში საუკუნეების მანძილზე არსებობდა ტრადიცია – ვინც 31 დეკემბერს დადებს ფიცს, რომ წლის განმავლობაში არ წაეჩხუბება ცოლს ჯილდოდ ღორის ბეჭს მიიღებს. 1144–1908 წლებში სულ 8 კაცი დაჯილდოვდა.
ძველ სპარტაში ბავშვებს ხშირად აშიმშილებდნენ უფროსები და აიძულებდნენ საჭმელი მოეპარათ. ქურდობაში გამოჭერილებს კი სასტიკად სცემდნენ – დოყლაპიობის გამო.
გუანდუნის პროვინციაში (ჩინეთი) არსებობს კანონი რომლითაც გაცილებულ ცოლებს უფლება აქვთ პრეტენზია განაცხადონ ყოფილი ქმრების მიერ საყვარლებისათვის მირთმეულ საჩუქრებზე.
ირან–ერაყის ომის (1981–1988) დროს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომეინი დანაღმული ველების გასანაღმავად 10–15 წლის ბავშვებს იყენებდა: „ეს სჯობს საგანგებოდ გაწვრთნილი და მომზადებული ჯარისკაცის დაღუპვასო“. 140000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. სამაგიეროდ ჰომეინი დაღუპულთა ოჯახებს წერილებს უგზავნიდა – „გილოცავთ, თქვენი შვილი წმინდა საქმეს შეეწირაო“.
ჰიტლერის კანონით ერის გასამრავლებლად ახალგაზრდა ქალიშვილს უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა ჯანმრთელი და ძლიერი აღნაგობის მქონე ვაჟებთან სექსზე. ამ გზით დაბადებული ბავშვები კანონიერად ითვლებოდნენ და მათ „ფიურერისათვის მიძღვნილ საჩუქარს“ ეძახდნენ.
რუსეთის მეფე ივანე მრისხანე 1 თვე უსწორდებოდა ნოვგოროდში ლიტვის მეფე სიგიზმუნდის მომხრე ბოიარებსა და რიგით მოქალაქეებს. შედეგად 3000-მდე ადამიანი დახოცა. შემდეგ გაირკვა რომ უდანაშაულოები დახოცა და ხმები მათ ღალატზე სიგიზმუნდმა გაავრცელა.
სხვათაშორის ივანემ საკუთარი შვილი მოკლა დანაშაულისათვის, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, მას არ ჩაუდენია. ამ ყველაფრის მიუხედავად მეფე ივანე რუსულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ ვაჭრებისა და ავადმყოფების გარდა ყველას აუკრძალა საზღვარგარეთ მოგზაურობა: „მოგზაურებს უცხო ქვეყნებიდან უცნაური და სასაცილო ჩვევები შემოაქვთ, გერმანიას კი მაიმუნები არ სჭირდებაო“ – ამბობდა იგი.
ქ. დუბნოს ალყის დროს ზაპოროჯიელ კაზაკთა პოლკოვნიკმა ტარას ბულბამ პოლონელთა ქალაქიდან გამოსატყუებლად ყველაზე ენამწარე კაზაკები აარჩია, რომლებიც საშინლად აგინებდნენ პოლონელებს: „ლიახი (პოლონელი) თავქარიანია, შეიძლება ვერ მოითმინოს და ბრძოლაში ჩაებასო“ – ამბობდა იგი.
იაპონიაში დაუწერელი კანონის მიხედვით სამსახურში 2 დღე ერთნაირი ტანსაცმლით არ უნდა გამოცხადდეს, თორემ იფიქრებენ სახლში არ გაუთევიაო.
ისრაელში ოჯახის უფროსად დღემდე ქალი ითვლება. ის არის გვარის გამგრძელებელი. ამიტომ ვაჟის დაბადება ოჯახში მწუხარებას იწვევს და პირიქით. ცოლ-ქმრის განქორწინების შემთხვევაში მთელი ქონება ცოლს რჩება და ქმარმა ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყოს.
1768 წელს ინგლისელმა ყოფილმა კავალერისტმა ფილიპ ასტლეიმ ღია ცის ქვეშ 42 ფუტის სიგრძის დიამეტრის მოედანი შემოღობა და მისი ჯირითის ნახვის მსურველებს ფულს ახდევინებდა. ასე შეიქმნა პირველი ცირკი.
ამაზონის წითელი ჭიანჭველები ხშირად ესხმიან თავს მეზობელ ტომებს და ჭუპრებს იტაცებენ. ამ ჭუპრებს საგულდაგულოდ უვლიან და იქიდან დაბადებულ ჭიანჭველებს მონებად აქცევენ. ეს მონები მთელს ცხოვრებას მტრის მონობაში ატარებენ. როცა ბერდებიან და კვდებიან წითელი ჭიანჭველები ახალი ჭუპრების მოსაპოვებლად ლაშქრობას აწყობენ.
ჩრდილო ამერიკელ ინდიელებს XV საუკუნისთვის მხოლოდ ძაღლი და ინდაური ჰყავდათ მოშინაურებული.
ანტიკურ პერიოდში ცისფერები ერთმანეთს და–ძმას ეძახდნენ. შუა საუკუნეებში მათ ვარდისფერები უწოდეს.
მალაიზიაში მიწისქვეშა გვირაბები უსაშველოდ დაკლაკნილია, რადგან იქ ადამიანს მიწა დედამიწის ზედაპირიდან ბირთვამდე ეკუთვნის. ამის გამო აკრძალულია ვისიმე კუთვნილი მიწის ნაკვეთის, სახლისა თუ რაიმე ნაგებობის ქვეშ გვირაბის გაყვანა.
მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ავსტრალიაში სამხედრო ტყვეთა ბანაკში იაპონელ ტყვეებს კარგად უვლიდნენ, კვებავდნენ, პატივ სცემდნენ, არ ამუშავებდნენ, ბანაკის ტერიტორიაზე სეირნობისა და ბეისბოლის თამაშის საშუალებასაც კი აძლევდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად ამაყი იაპონელები ტყვეობის გამო ძალიან იტანჯებოდნენ და თავს იხრჩობდნენ. ერთ ღამეს 90 მათგანმა ჩამოიხრჩო თავი. რადგან ერთი ბაწარი ჰქონდათ, ხშირად მასთან რიგები იდგა.
სხვათაშორის გერმანიასთან შეთანხმებით იაპონია 1941 წელს ომოისთვის მოუმზადებელ საბჭოთა კავშირს უნდა დასხმოდა, რაც უკანასკნელის საბოლოო განადგურებას ნიშნავდა. თავიანთი სიამაყის გამო იაპონელები ამის ნაცვლად აშშ-სა და ბრიტანეთის იმპერიას დაესხნენ თავს და „ჯილდოდ“ ატომური ბომბები მიიღეს.
თომას ედისონს სიბნელის პანიკურად ეშინოდა. საბოლოოდ მან ელექტრო ნათურა გამოიგონა – თუმცა მან ეს 10000 წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ მოახერხა. როდესაც ჰკითხეს ამდენი წარუმატებელი ცდის შემდეგ რწმენამ როგორ არ გიღალატათო, უპასუხა: „ყველა წარუმატებელი მცდელობა მიზანთან ერთი ნაბიჯით მაახლოებდაო“. ნებისყოფაც ასეთი უნდა.
ერთხელ ტირანმა დიონისე სირაკუზელმა თავისი ლექსები პოეტ ფილოქსენეს წაუკითხა და აზრი ჰკითხა. პოეტმა დაიწუნა, რის გამოც გაბრაზებულმა ტირანმა დასაჯა და ქვის სამტეხლო კარიერზე სამუშაოდ გაამწესა. რამდენიმე თვის შემდეგ დიონისეს წყენამ გაუარა, ახალი ლექსები დაწერა, ძველი შეასწორა, კვლავ ფილოქსენე მოიხმო თავისთან და ლექსები წაუკითხა. ფილოქსენემ ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. სად მიდიხარ? უთხრა გაკვირვებულმა დიონისემ. – ქვის სამტეხლო კარიერზე! უპასუხა ფილოქსენემ.
„როგორც ჩანს რუსეთში მხოლოდ 2 ადამიანი არ იპარავს – მე და თქვენ“, ნაღვლიანად მიმართა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა თავის ვაჟს, როდესაც ხაზინიდან უზარმაზარი თანხების დატაცების ფაქტები გამოავლინა.
რომის იმპერატორი სეპტიმუს სევერი წერდა : „მე მივაღწიე ყველაფერს, მაგრამ სიხარულს ვერ ვპოულობ ვერაფერში. მე მეგონა რომ რამეს წარმოვადგენდი, მაგრამ თურმე არარაობა ვყოფილვარ; მე მგონია რომ ვმართავ, თუმცა სინამდვილეში შიშის და ბრბოს მონად ვიქეცი; მე მსურდა შვილების გმირებად აღზრდა; – ისინი კი ნაძირალები დადგნენ“.
როდესაც „ნკგბ“-ს (სსრკ-ს უშიშროების) მეთაური (მთავარი ჯალათი) ჰენრიხ იაგოდა დააპატიმრეს (1934 წ.) და სტალინის ბრძანებით დახვრეტა მიუსაჯეს, იაგოდამ თქვა:„მე იოსებ ბესარიონის ძეს, როგორცა ერთგული ძაღლი ისე ვემსახურებოდი და მის სისხლიან საქმეებს ვაკეთებდი, ამიტომ მისგან მადლობის მეტი არაფერი დამიმსახურებია, ხოლო ღმერთისგან სასჯელი დავიმსახურე. ჰოდა ახლა თავად განსაჯეთ, რომელმა შეასრულა პირობა.
გენიალური მხატვარი ჰანს ჰოლბაინი, რომელიც საშინელი ხასიათით გამოირჩეოდა, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ს კარზე მსახურობდა. ერთხელ მის სახელოსნოში ერთი ლორდი უცერემონიოდ შეიჭრა. გაბრაზებულმა ჰოლბაინმა იგი კიბეზე დააგორა. ლორდი მეფესთან გაიქცა საჩივლელად და თან იმუქრებოდა მაგ მხატვარს მოვკლავო. მეფემ ამაზე მიუგო: „მილორდ მე თქვენ გიკრძალავთ მის სახელოსნოსთან მიახლოებასაც კი! მისი სიცოცხლის ხელყოფისათვის კი მყისვე სიკვდილით დაისჯებით! იცით რა განსხვავებაა თქვენსა და ჰოლბაინს შორის? მე დღესვე შემიძლია 7 გლეხი მოვიყვანო სასახლეში და თქვენნაირ ლორდად ვაქციო, მაგრამ 7 თქვენნაირი ლორდისგან ვერასოდეს შევქმნი ერთ ჰოლბაინს.
კოლუმბიელ ნარკობარონ პაბლო ესკობარს, რომელმაც კოკაინის ვაჭრობით 7 მილიარდი იშოვა, თავად არასოდეს გაესინჯა ეს „თეთრი სიკვდილი“.
ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან ნაცისტებს ებრაელების დამწვარი გვამების ფერფლი გამოჰქონდათ და მოყინულ გზებზე ჰყრიდნენ, მანქანები რომ არ მოცურებულიყვნენ.
სადარაჯოზე სააღლუმო ფორმაში გამოწყობილ ინგლისის სამეფო გვარდიის კავალერისტებს ლაპარაკი და განძრევაც კი ეკრძალებათ. ისინი მაშინაც კი გაქვავებულნი სხედან ცხენებზე, როდესაც ულამაზესი ქალიშვილები ჩექმის ყელში ბარათებს უდებენ, თავიანთი ტელეფონის ნომრებით.
1826 წელს პეტრე-პავლეს საპყრობილეში დეკაბრისტთა (რუსეთში ევროპული განათლება მიღებული ახალგაზრდები დეკემბრის თვეში აჯანყდნენ, ამის გამო დეკაბრისტები უწოდეს) ხუთი ხელმძღვანელი: პესტელი, მურავიოვ–აპოსტოლი, რილევი, კახოვსკი და ბესტუჟევ–რიუმინი. უკანასკნელ წუთს რილევმა მღვდლის ხელი მიიდო გულზე და უთხრა: „გესმით, როგორ მშვიდად მიცემს გული?...“ როცა ჯალათმა სიკვდილმისჯილებს სკამები გამოაცალა ფეხქვეს, მურავიოვს, რილევსა და კახოვსკის თოკები გაუწყდათ და სახრჩობელას ქვეშ გათხრილ ორმოში ჩაცვივდნენ. მურავიოვმა შესძახა: – „უბედურო სამშობლოვ, ადამიანის ჩამოხრჩობის უნარიც კი აღარ შეგწევს!“
კენიელი კაიმანი ნგანგა რეკორდსმენი გახდა, რადგან 83 წლის ასაკში შევიდა პირველ კლასში, მას შემდეგ რაც 2003 წელს კენიაში პირველად შემოვიდა უფასო დაწყებითი სწავლება. 2007 წელს 87 წლისამ დაწყებითი განათლების სერთიფიკატი აიღო და ბედნიერებისგან გარდაიცვალა.
1659 წელს იორკშირში (ინგლისი) ღორი გაასამართლეს. მას 4 ბრალდება წაუყენეს: საეკლესიო ქონების შეურაცხყოფა; მლოცველთა სიმშვიდის დარღვევა; მარხვის უარყოფა; სამართალდამცველთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და ჩამოახრჩვეს.
ერთმა მოხელემ რომის იმპერატორ ვესპასიანეს სთხოვა: ჩემი ძმა უსამსახუროდ არის და იქნებ რომელიმე პროვონციის მმართველად დანიშნოთო. ვესპასიანემ იცოდა, რომ ამ კაცს ძმა არ ჰყავდა, ამიტომაც უთხრა, შენ ცოტა გარეთ დამელოდე და შენს ძმას დაუძახეო. როგორც კი უცნობი შევიდა, ვესპასიანემ უჩურჩულა: ის ფული ამ ადგილისათვის ჩემს მოხელეს რომ დაჰპირდი, მე მომეცი და მაგ თანამდებობაზე ახლავე დაგნიშნავო. მთხოვნელმა ფული ჩაუთვალა და დაპირებული თანამდებობაც მიიღო. თავის მოხელეს კი ვესპასიანემ უთხრა: „ეგ კაცი შენი კი არა, ჩემი ძმა აღმოჩნდაო“.
სხვათაშორის ვესპასიანემ პირველმა დააწესა გადასახადი საზოგადო ტუალეტებზე და განაცხადა ფულს სუნი არ აქვსო. (უყვარდა კაცს ფული და რა ექნა).
პოტსდამის კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სტალინს უთხრა: ჩვენთან დემოკრატიაა; ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს „თეთრი სახლის“ წინ და იყვიროს – „ძირს პრეზიდენტი ტრუმენი!“. სტალინი არ დაბნეულა – „ჩვენთანაც არანაკლები დემოკრატიაა, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს წითელ მოედანზე და იყვიროს – ძირს პრეზიდენტი ტრუმენი“.
1535 წელს ცნობილ მწერალსა და სახელმწიფო მოღვაწეს თომას მორს ინგლისის სასამართლომ შემდეგი განაჩენი გამოუტანა: „ჩამოჰკიდონ სახრჩობელაზე სანამ სანახევროდ არ მოკვდება, შემდეგ თოკი გადაჭრან, სასქესო ორგანოები მოკვეთონ, მუცელი გაუფატრონ, გამოჰგლიჯონ და დაწვან შიგნეულობა, შემდეგ ოთხად განკვეთონ და მისი სხეულის ნაწილები გამოჰკიდონ ქალაქის კარიბჭეზე, ხოლო თავი გამოჰკიდონ ლონდონის ხიდზე“. მეფე ჰენრი VIII–მ ყოფილ მეგობარსა და თანამებრძოლს სასჯელი შეუმსუბუქა და მხოლოდ თავი მოკვეთა.
ერთ მაკედონიელ მეომარს სახელად ალექსანდრეს, რომელიც ბრძოლის ველიდან ხშირად გარბოდა ალექსანდრე მაკედონელმა უთხრა : „ან სიმამაცეს მოუხმე, ან სახელი გამოიცვალეო“.
მუსლიმან კამიკაძე ტერორისტებს სჯერათ, რომ გარდაცვალებისთანავე მოხვდებიან სამოთხეში, რომლის კართან 30 მზეთუნახავი ქალბატონი ელოდებათ. ამიტომ ტერაქტის წინ სასქესო ორგანოზე ჯავშანს იკეთებენ, ანდა დოლბანდსა და მავთულს იხვევენ.
იაპონელი სერჟანტი შიორი იოკოი 1972 წელს შეიპყრეს კუნძულ გუამის ტყეებში. იგი 30 წელი აწარმოებდა პარტიზანულ ბრძოლას, რადგან არ იცოდა რომ „მეორე მსოფლიო ომი“ 27 წლის წინ დასრულდა.
ახალი გვინეას ერთ-ერთი ტომი ტანგუ მეტად მშვიდობისმოყვარეა. მოპოვებულ საკვებს თანაბრად იყოფენ. მათი ასპარეზობები ყოველთვის ფრეთ მთავრდება.
ძველ ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილს მშრალ ბრინჯს აძლევდნენ. თუ მსჯავდებული ვერ გადაყლაპავდა ბრინჯის მარცვლებს – დამნაშავედ ითვლებოდა. (შიშის და ძლიერი მღელვარების დროს ნერწყვი აღარ გამოიყოფა და ვეღარ ყლაპავდა მარცვლებს).
ექიმი დაჟინებული მოთხოვნით ფილიპე ბურგუნიელი იძულებული გახდა თავი გადაეპარსა. უხერხულობის დასაფარავად ჰერცოგმა ბრძანება გასცა ბურგუნდიაში ყველა დიდებულისათვის გადაეპარსათ თმა.
ერთხელ წვეულებაზე ჩერჩილი ლედი ასტორს (მას სძულდა ჩერჩილი) მიუახლოვდა და შეეკითხა – „რომელი ნიღაბი გავიკეთო რომ არ მიცნონ?“
– ფხიზელი უნდა მოხვიდეთ იყო პასუხი. (ჩერჩილი მუდამ შოტლანდიური ვისკისა და კუბური სიგარას სუნით ყარდა. ვერაფერს იტყვი – ბრიტანელ გენიოსს კარგი გემოვნება ჰქონდა).
როდესაც რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მესამეს მოახსენეს რომ პეტრე ჩაიკოვსკი (უდიდესი კომპოზიტორი) ცისფერიაო, იმპერატორმა მიუგო: „პედარსტოვ უ ნას მნოგო, ა ჩაიკოვსკი ოდინ“.
ერაყელ ტერორისტს, კაი რაჰაიეტუს ფული აღარ ეყო მარკისთვის, რათა იმ წერილზე დაეკრა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. ამის გამო საფოსტო განყოფილებამ წერილი გამომგზავნს დაუბრუნა. ტერორისტმა თავისი წერილი ვერ იცნო, მოუთმენლად გახსნა და აფეთქდა.
ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა იყიდა ჰამაკი და გადაწყვიტა, იმ ბარაკის ახლოს ჩამოეკიდა, სადაც ცხოვრობდა. ეზოში ხე ვერ იპოვა და ამიტომ სახლში, ორ კარადას შუა დაამაგრა. როგორც კი ჰამაკში ჩაწვა, ორივე კარადა თავზე დაეცა და სული განუტევა.
გერმანიის ქ. ბონში ცხოველთა ორმა უფლებების დამცველმა აქცია მოაწყო. ისინი ადამიანთა გამოკვების მიზნით ღორების მოშენებას აპროტესტებდნენ. აქცია მათ ღორების ფერმის წინ გამართეს. უეცრად ფერმის კარები გაიღო და გამოვარდნილმა 2000-მა ღორმა მათი უფლებების დამცველები გადათელა.
ერთმა ბრიტანელმა, რომელიც მეგობარს უმტკიცებდა მატარებლის რელსებში დენი არ გადისო რკინიგზის სადგურში მივიდა და რელსებს ჩაეხუტა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა და მოკვდა.
ქ. სიდნეიში კანალიზაციის მუშა იმ რეზერვუარში ჩავარდა, რომელშიც კანალიზაციის წყალი ჩაედინებოდა და რადგან ცურვა არ იცოდა დაიხრჩო. მალე ავსტრალიის პარლამენტმა დაადგინა, რომ კანალიზაციის მუშაკებმა აუცილებლად ცურვა უნდა იცოდნენ.
26 წლის მაღაზიის გამყიდველს, უოლტერ ჰალას დანტისტების ძალიან ეშინოდა. როდესაც კბილი ასტკივდა, კოლეგას სთხოვა მისთვის ყბაში გაერტყა, რომ ტკივილი გაყუჩებოდა. კოლეგამაც ღონე არ დაიშურა და ყბაში მთელი ძალით გაარტყა. უოლტერი წაიქცა, თავი იატაკზე დაარტყა და გარდაიცვალა.
ორი მძღოლი გერმანიის პატარა ქალაქში შუბლით დაეჯახა ერთმანეთს. ძლიერი ნისლის გამო ორივე მძღოლი ზალიან ნელა ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობდა. მათ ცუდი ხილვადობის გამო თავები მანქანებიდან ჰქოდათ გამოყოფილი. შედეგად, ერთმანეთს შუბლებით შეასკდნენ. მანქანები არ დაშავებულა, მძღოლები კი – გარდაიცვალნენ.
ამერიკელი მამაკაცი ცდილობდა, ავტომატიდან „კოკა–კოლა“ უფასოდ ჩამოესხა. ავტომატს იმდენი ურტყა, რომ თავზე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. მას ჯიბეში 25 დოლარი აღმოაჩნდა.
32 წლის რობერტ პუელომ სან ლუისის მარაზიაში დებოში ატეხა. როდესაც მარაზიის თანამშრომლებმა პოლიციას გამოუძახეს, პუელომ ჰოთდოგი გადაყლაპა და მაღაზიიდან გაიქცა. პოლიციამ რამდენიმე მეტრში იგი მკვდარი იპოვა. მას ჰოთდოგი ყელში გაჩხეროდა.
ინგლისის მეფის რიჩარდ მეორის ბრძანებით 1395 წელს სიკვდილით დასაჯეს 133 წლის ჯონ უინსდომი. მეფე აბობდა: „ამდენ ხანს რომ ცოცხლობს უეჭველი ეშმაკთან არის წილნაყარიო“.
საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტყვე ებრაელებს გერმანელებმა შინ – ნათესავებთან მიაწერინეს შემდეგი სახის წერილები: „აქ ჩვენ ნორმალურად მოვეწყვეთ, აქ დისციპლინაა და კარგად გვკვებავენ, მალე მოველით თქვენს ჩამოსვლას“. (ირონიაც ამას ჰქვია).
1664, 1785 და 1860 წლის 5 დეკემბერს უელსის სანაპიროსთან – ერთი და იგივე ადგილას 2 სამგზავრო და ერთი თევზსაჭერი ხომალდი ჩაიძირა. ყოველ ჯერზე ყველა მგზავრი დაიღუპა გარდა ერთისა. ამ ერთი კაცის სახელი კი სამივე შემთხვევაში იყო ჰიუ უილიამი. (ეს გვარი ისე უელსში ძალიან გავრცელებულია).
1937 წლის 16 ოქტომბერს სიკვდილმისჯილი ერთ დროს სსრკ-ს ერთ-ერთი ლიდერი ბუხარინი თავის საბოლოო სიტყვაში სტალინს სწერდა : „მე ეხლაღა ვხვდები, თუ შენ რა ძლიერ მივყვარხარ! მიუხედავად ყველაფრისა – შენ ხარ ჩემი და ჩემნაირების ცხოვრების აზრი! ამიტომ გთხოვ; რასაც არ უნდა ფიქრობდე, მაპატიო ჩემი შეცდომები შენს წინაშე“.
როდესაც გერმანიის იმპერატორის ჯარებმა ჩეხეთის აჯანყებისა და პროტესტანტების ლიდერი იან ჰუსი დაატყვევეს კარდინალმა კოლონამ კათოლიკური საეკლესიო კრების წევრებს მიმართა: „ბატი ვიგდეთ ხელთ და საჭიროა მისი სასწრაფოდ გაპუტვა და შეწვა. თუ ახლა ამას არ მოვიმოქმედებთ, შეიძლება მისმა ყიყინმა, მთელს საქრისტიანოს მოსდოს ცეცხლი“.
ძველ სპარტაში ჯანსაღი ბავშვის დაბადება და აღზრდა სახელმწიფოს უპირველესი მიზანი იყო. ამიტომ ლიკურგეს კანონების მიხედვით, თუკი ჭარმაგ სპარტელს რომელიმე ახალგაზრდა მეომარი მოეწონებოდა, უფლება ჰქონდა საკუთარ ცოლთან მიეშვა, ხოლო ნაყოფი თავისად მიეჩნია.
როდესაც 1 წლიანი ალყის მიხედავად თურქებმა ვენა ვერ აიღეს და უკან დაიხიეს, ქალაქის კედლებთან ყავის მარცვლებით სავსე ტომრები დატოვეს. ხალხს იგი აქლემების საჭმელი ეგონათ, ამიტომ არავინ ეკარებდა. ერთმა მოქალაქემ ფრანკ კოლშიცკიმ კი წაიღო, პირველი ყავახანა გახსნა და გამდიდრდა.
სუმო ერთადერთი სპორტია, რომლის მონაწილეს გამარჯვების შემთხვევაში ეკრძალება არამარტო ემოციის გამოხატა, არამედ წარბის შეხრაც კი.
როდესაც 1799 წელს ნაპოლეონმა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით პარიზი დაიკავა, დიპლომატი შარლ ტალეირანი საფრანგეთის მართველი დირექტორიის ლიდერთან ბარასთან გაგზავნა, რათა იგი ნებით გადაგომაზე დაეთანხმებინა. მარცხთან შეგუებულმა ბარასმა ეს უყუყმანოდ გააკეთა, რის გამოც გახარებულმა ტალეირანმა მას ხელები დაუკოცნა. (მისი სიხარულის მიზეზი ის იყო, რომ მას ნაპოლეონმა ბარასის მოსასყიდი თანხა გაატანა, რომელიც ტალეირანს დარჩა, რადგან ბარასი ისედაც გადადგა).
საფრანგეთის ფუქსავატი მეფე ლუი XV ამბობდა: „ჩემთვის მთავარია დღევანდელი დღე და წამიერი სიამოვნება; მთავარია მე ვიყო კარგად და ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მომხდარა“. (მისი სიკვდილის შემდეგ მის საგვარეულოს მართლაც „ეწვია წარღვნა“ – საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და ლუის მეკვიდრე ლუი XVI-ს თავი მოკვეთეს).
რომაელებთან ერთ-ერთი საზღვაო ბრძოლის დროს ჰანიბალმა მათი სარდლის მდებარეობა რომ გაეგო (თუ რომელ ხომალდზე იჯდა), გაუგზავნა მას შეურაცხყოფით აღსავსე წერილი.
ერთხელ თურქეთის სულთნის მეჰმედ II-ს ბაღჩიდან მისმა რომელიღაც მსახურმა რამდენიმე ლეღვი მიირთვა. განრისხებულმა არ იცოდა რომელმა მსახურმა გააკეთა, ამიტომ ოცივე მსახური დასაჯა სიკვდილით.
აშშ-ში სიკვდილმისჯილთა ბოლო სურვილები: 60%–მა ითხოვა სიგარეტი, 20%–მა კარგი ჭამა, 10%–მა ლოცვა, 10%–მა სუფთა ჰაერზე გასეირნება.
სპარტის მეფე აგესილაე ამბობდა : „ხშირად მინანია ხოლმე, ამა თუ იმ საქმეზე საკუთარი აზრი რომ გამოვთქვი, მაგრამ არასდროს ჩუმად რომ ვიყავი“.
რამდენიმე წლის წინ დადგინდა, რომ ზოგიერთი ბაყაყის კანი შეიცავს ჰალუციოგენებს. ამის შემდეგ ნარკომანები იჭერდნენ ბაყაყებს და მთელი სულითა და გულით ლოკავდნენ. პოლიცია კი მათ ვერაფერს უხერხებდა. ამიტომ ლოსანჟელესის საკანონმდებლო ორგანომ გამოსცა სპეციალური კანონი, რომლითაც ბაყაყების ალოკვა აიკრძალა.
ფლორიდის ნაციონალურ პარკში ალიგატორები სპეციალურად შეიყვანეს მომრავლებული პითონების გასანადგურებლად. ერთმა ღორმუცელა 4 მეტრიანმა პითონმა 2 მეტრიანი ალიგატორი გადაყლაპა, მაგრამ ვერ მოინელა და შუაზე გაიპო.
1751 წ. ინგლისში კალენდრის რეფორმა ჩატარდა. მთავრობამ გრიგორიანული კალენდარი შემოიღო და ახალი წელი დაიწყო 25 მარტის ნაცვლად 1 იანვარს. ხალხი აღშფოთდა და რეფორმის ავტორ – ლორდი ჩესტერფილდის სახლთან შეიკრიბა პლაკატებით, რომლებზეც ეწერა : „დაგვიბრუნეთ ჩვენი ორნახევარი თვე“.
ყველა დროის ყველაზე ტანმორჩილი მმართველი ბენიტო პაბლო ხუარესი იყო, რომელიც მექსიკას უმძიმეს, სამოქალაქო ომის პერიოდში (1858–1871) მართავდა და ქვეყნის გაერთიანება და წარმატებულ რელსებზე დაყენება მოახერხა. მისი სიმაღლე მხოლოდ 135 სმ იყო. სიმაღლით არ გამოირჩეოდნენ არც ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოთა არქიტექტორები: ბენ გურიონი და იასირ არაფატი. ისინი ისევე როგორც ჩინეთის გარდაქმნის ავტორი დენ სიაო პინი სიმაღლეში 150 სმ იყვნენ.
არაბი ბედუინები კალიათა გუნდს ღვთის ლაშქარს ეძახიან. სიხარულით აღტაცებულნი ჟივილ-ხივილით ეგებებიან, იჭერენ და საკვებად იყენებენ, ხარშავენ, ხრაკავენ და ამწნილებენ.
ერთხელ ვენის „ვაკერისა“ და კლაგენფურტის „აუსტრიის“ მატჩი 2–2 დასრულდა. მსაჯი აუღელვებლად გაემართა გასახდელისკენ, ცოტა დაისვენა, შხაპი მიიღო, ჩაიცვა და შინ წასასვლელად გაემზადა. ამ დროს მას გაახსენდა, რომ მატჩი სათასო იყო და დამატებითი დრო უნდა დაენიშნა. ამიტომ სასწრაფოდ სტადიონზე დაბრუნდა, მაგრამ იქ უკვე აღარავინ დახვა.
ძველ სპარტაში ქალის შეფასებისას მის სახეს მნიშველობას არ ანიჭებდნენ, ამიტომ მამაკაცს ქორწინებიდან 10 წლის მანძილზე ეკრძალებოდა თავისი ცოლის სახის სინათლეზე ნახვა.
შიმპანზეებს ღიტინის ეშინიათ და პრიმატებიდან ერთადერთნი არიან, რომელთაც სიცილი შეუძლიათ.
ვაშინგტონის ნაციონალურ პარკში, ერთი პერიოდი ღორი ცხოვრობდა, რომელსაც სახელმწიფო პენსია ჰქონდა. იგი იმით იყო პოპულარული, რომ ერთადერთი იყო იმ 300 ღორთაგან, რომელიც ბირთვული გამოცდის შემდეგ გადარჩა.
965 წ. ნორვეგიელი მეზღვაური ტურვალდ ასვალდონი მკველობის გამო ისლანდიაში გადააასახლეს. მისმა ვაჟმა ერიკ წითურმაც მკვლელობა ჩაიდინა და გააძევეს. 981 წ. მან მოგზაურობისას უცნობი მიწა აღმოაჩინა და მას გრენლანდია უწოდა, სადაც 2 წლის შემდეგ ისლანდიელ ნორვეგიელთა დასახლება დააარსა. მისმა ვაჟმა ლეიფ ერიქსონმა კი – 1003 წ. შემოდგომაზე კანადის დას. სანაპიროები აღმოაჩინა. ეს მოვლენა ითვლება ამერიკის აღმოჩენის ერთ-ერთ თარიღად.
ზაპოროჟიეს სეჩის კაზაკები ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ მკვლელობას სასტიკად კრძალავდნენ. მკვლელს მოკლულისათვის გათხრილ სამარეში აწვენდნენ და მიცვალებულს ზედ ამარხავდნენ.
ყველა სპარტელი წესისამებრ გრძელ თმას ატარებდა. მათი კანონმდებელი ლიკურგე ამბობდა: – „გრძელი თმა ლამაზებს ამშვენებს, მახინჯებს უარესად ამახინჯებსო“.
სოლომონ ბრძენს ბეჭედზე ამოტვიფრული ჰქონდა წარწერა – „ესეც გაივლის“, რაც ცუდ ხასიათზე მყოფს ამხნევებდა, ხოლო ბედნიერების დროს თავის დაკარგვისგან იცავდა.
ამაზონის აუზში მცხოვრები ხის გომბეშო უნიკალურია. იგი ხშირად იცვლის სქესს.
რომის იმპერატორ კლავდიუსის ცოლმა მესალინამ ცოლქმრული ღალატის ყველა რეკორდი მოხსნა. მან 24 საათში 25 კაცი დააკმაყოფილა.
„ქვეყნიერება იმის ღირსი არ არის, რომ 2 ხელმწიფე ჰყავდეს. მას უნდა მართავდეს ერთი და ისიც ჩემებრ მახინჯი“ – ამბობდა თემურ ლენგი.
როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა სპარტელთა ურჩობის ამბავი გაიგო მისწერა : „თუ მოვედი მანდ, ძირფესვიანად მოგთხრითო“. სპარტელებმა კი ამაზე უპასუხეს : „თუ“.
ჩუქჩები ყინვის დროს წყალს გულამოღებული ძვალით სვამენ, რომ ტუჩები არ დაუსველდეთ.
ძველ რომში, თუ ავადმყოფი ოპერაციის დროს დაიღუპებოდა, ექიმს ხელს მოკვეთდნენ.
ერთხელ აშშ-ს პრეზიდენტი კელვინ კულიჯი და მისი ცოლი გრეისი პენსილვანიაში ათვალიერებდნენ საჯიშე ფრინველთა ფერმას. ქმარზე მუდამ უკმაყოფილო პირველი ლედი ფერმის მეპატრონეს მიუბრუნდა და დაინტერესებულმა ხმამაღლა ჰკითხა:
- რამ?
- იმან, რომ, იქ არც ებრაელებია და არც ვირები.
- მაგრამ მაგ მდგომარეობის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია, - მიუგო მშვიდად ჰაინემ, - ხომ შეიძლება მე და თქვენ ერთად მოვხვდეთ ამ კუნძულზე?
ერთხელ მდინარის პირას სეირნობისას შოტლანდიელი პოეტი რობერტ ბერნსი შეესწრო, თუ როგორ გადაარჩინა წყალში დახრჩობას ერთმა ღარიბმა კაცმა ადგილობრივი მდიდარი ვაჭარი. როდესაც ვაჭარი გონზე მოვიდა, გადაწყვიტა გადარჩენისათვის მადლობა გადაეხადა და ამ მიზნით გადამრჩენს სპილენძის ერთგროშიანი გაუწოდა. იქ შეკრებილი ხალხი ამგვარმა სიძუნწემ აღაშფოთა და გადაწყვიტეს ვაჭრის მდინარეში ხელახლა გადაგდება, მაგრამ ბერნსმა ისინი დააწყნარა:
ერთხელ აშშ-ს პრეზიდენტი კელვინ კულიჯი და მისი ცოლი გრეისი პენსილვანიაში ათვალიერებდნენ საჯიშე ფრინველთა ფერმას. ქმარზე მუდამ უკმაყოფილო პირველი ლედი ფერმის მეპატრონეს მიუბრუნდა და დაინტერესებულმა ხმამაღლა ჰკითხა:
- როგორ ღებულობთ ამდენ განაყოფიერებულ კვერცხს, ასე ცოტა რაოდენობის მამლების პირობებში?
- მემ, - ამაყად უპასუხა ფერმერმა, - ჩვენი თითოეული მამალი დღეში თხუთმეტჯერ მაინც ასრულებს თავის ცოლქმრულ მოვალეობას!
- კარგი იქნებოდა ეს ჩემი მეუღლისათვის რომ გეთქვათ, - დანანებით ჩაილაპარაკა პირველმა ლედიმ.
პრეზიდენტმა მოისმინა რა მათი საუბარი, ფერმერს თვითონაც ჰკითხა:
- ნუთუ ამგვარ მოვალეობას თქვენი მამალი ამდენჯერ მხოლოდ ერთი და იმავე დედალთან ასრულებს?
- ო, არა სერ! - უპასუხა დაბნეულმა ფერმერმა, - თითოეული მამალის განკარგულებაში მთელი საქათმეა.
- ხო და ესეც უთხარით ჩემს ცოლს.
ხაზინის გაღარიბებით შეშფოთებულმა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუამ (1328-1350წწ) ქვეშევრდომები შეკრიბა და ფინანსური კორუფციის ახსნა-განმარტება მოსთხოვა. პასუხი ვერავინ გასცა. მხოლოდ სასახლის მასხარამ იხმარა ჭკუა - სასახლეში შეკრებილებიდან ერთ-ერთს ყინულის ნაჭერი მისცა და უთხრა იგი ერთმანეთისათვის გადაეცათ. როდესაც ნატეხმა მეფემდე მიაღწია, მისგან თითქმის არაფერი დარჩენილიყო. ასე ახსნა მასხარამ კორუფციის მექანიზმი.
ერთხელ ნეაპოლში ენრიკო კარუზო გამოდიოდა კონცერტზე, რომელიც ეს-ესაა იწყებდა კარიერას. როდესაც მან სიმღერა დაასრულა, ვიღაცამ ჩაბნელებულ დარბაზიდან სცენაზე მას კომბოსტო ესროლა.
- აი, - წამოიძახა მომავალმა დიდმა მომღერალმა, - ჩემი სიმღერის გამო ვიღაცამ უკვე თავი დაკარგა!
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV უხეირო ლექსებს წერდა. ერთხელ მან თავისი ნამოღვაწარი ცნობილ პოეტ ნიკოლა ბუალოს წაუკითხა და ჰკითხა:
- აბა რას იტყვი, ძვირფასო თანამოკალმევ?
ბუალომ პირმოთნედ უპასუხა:
თქვენთვის შეუძლებელი არაფერია, თქვენო სამეფო უდიდებულესობავ. აი, აზრად მოგივიდათ შეგეთხზათ უხეირო ლექსები და შეუდარებელი ოსტატობითაც გააკეთეთ ეს.
ოფიციალურ წვეულებაზე შამპანურის ჩამოსხმისას ოფიციანტმა შემთხვევით ჩერჩილს თავზე ღვინო გადაასხა. სუფრასთან სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მსახური კი, საშინლად შეშინებული, ადგილზე გაქვავდა. უხერხული სიტუაცია ისევ ჩერჩილმა განმუხტა:
- გეთაყვა, დანამდვილებით იცით, რომ ეს სიმელოტის განკურნების ყველაზე უებარი საშუალებაა?
ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის სიკვდილის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს ერთმა ჩინოვნიკმა თხოვნით მიმართა
- შემიძლია თუ არა იმედი ვიქონიო, რომ მიცვალებულის ადგილს დავიკავებ
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, - მიუგო ჩერჩილმა, - მაგრამ ამ საკითხზე ჩემთვის კი არა, სასაფლაოს დირექტორისათვის უნდა მიგემართად.
ალექსანდრე სუვოროვთან ერთი ოფიცერი მივიდა, რომელიც არმიაში ცნობილი იყო, როგორც ცუდი ენის პატრონი და შესაბამისად მას ბევრი მტერიც ჰყავდა. მან მთავარსარდალს შეწუხებულმა შესჩივლა რომ არმიაში ორი მტერი ჰყავდა და დაუსახელა მათი გვარები. მოულოდნელად სუვოროვმა ის სარკესთან დააყენა და ჩურჩულით უთხრა:
- ენა გამოყავი, თუ შეიძლება.
დაბნეულმა ოფიცერმა ენა გამოყო.
- აი თქვენი ყველაზე დაუძინებელი მტერი, - ჩურჩულით უთხრა სუვოროვმა.
ნაპოლეონს სურდა წიგნების ზემო თაროდან რაღაც წიგნი ჩამოეღო, მაგრამ ვერ წვდებოდა. ადიუტანტმა გადაწყვიტა დახმარებოდა.
- ნება მომეცით დაგეხმაროთ, თქვენო უდიდებულესობავ, მე თქვენზე უფრო მაღალი ვარ
ნაპოლეონმა მაშინვე მკაცრად უპასუხა:
- მაღალი კი არა, არამედ გრძელი, და თუ მოვინდომე, ამ განსხვავებას დაუყოვნებლივ ეხლავე მოვსპობ!
როდესაც ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა, მან ასეთი ისტორიული ფრაზა წარმოთქვა:
- ეს ადამიანის პატარა ნაბიჯი, მაგრამ კაცობრიობის უზარმაზარი ნახტომია!... და შემდეგ ჩუმად ჩაილაპარაკა:
- აბა, წარმატება ბატონო გორსკი.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ მას ჟურნალისტები დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ ამ ფრაზის განმარტებას; და, აი ათი წლის შემდეგ არმსტრონგმა პრესკონფერენციაზე ამ შეკითხვაზე ასე უპასუხა:
- როდესაც 7 წლის ვიყავი მე და ჩემი ძმა ეზოში ბეისბოლს ვთამაშობდით და შემთხვევით ბურთი ჩვენი მეზობლების, გორსკების საძინებელი ოთახის ფანჯრების წინ დაეცა. როდესაც მე ბურთის ასაღებად მივედი, გავიგონე ქალბატონი გორსკი გაბრაზებული როგორ უყვიროდა ქმარს:
- აჰა! ესე იგი შენ გინდა ორალური სექსი? ორალური სექსი გინდა, არა? მაგას შენ მაშინ მიიღებ, როდესაც ჩვენი მეზობლის ეს ცინგლიანი ბიჭი მთვარეზე გაივლის!
ბენჟამინ ფრანკლინის მსახური ხშირად ეკითხებოდა თავის პატრონს:
- ვინ არის ჯენტლმენი?
ფრანკლინი ყოველთვის დაუღალავად პასუხობდა: ეს ისეთი დაწყნარებული არსებაა, რომელიც ყოველთვის დინჯათაა, სერიოზულად ჭამს, ზომიერად სვამს, ნორმალურად სძინავს და ამასთანავე ცდილობს არაფერი გააკეთოს.
ერთხელაც მსახურმა აქოშინებულმა მიირბინა ფრანკლინთან და გახარებულმა უთხრა:
- ბატონო, მე გავიგე ვინ არის ჯენტლმენი; ადამიანი მუშაობს, ცხენი მუშაობს, ერთადერთი ღორია რომელიც მხოლოდ ჭამს, სძინავს და არაფერს არ აკეთებს. ნამდვილად იგია ჯენტლმენი, ხომ
ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი თავისუფალ დროს სიამოვნებით თევზაობდა ხოლმე, თავისი სახლის მახლობლად, მდინარის პირას, მუდამ ერთსა და იმავე ადგილას ჩამოჯდებოდა, ჩაუშვებდა წყალში ანკესს და ფიქრს ეძლეოდა.
სათევზაოდ ასეთი უხეირო ადგილის შერჩევით გაკვირვებულმა მეზობელმა ერთ დღეს უთხრა
- არა მგონია აქ რაიმე დაიჭიროთ; მდინარეს სათავისკენ უნდა აუყვეთ. იქ უხვად არის თევზი, ყოველ ჩაშვებაზე ანკესს თითო კალმახი წამოეგება.
- ვიცი. მაგრამ ანკესის მალ-მალე ამოწევა ფიქრში ხელს მიშლიდა, - მიუგო მწერალმა.
ერთხელ ინგლისელმა დრამატურგმა რიჩარდ შერიდანმა, რომელსაც ნადირობა ძლიერ უყვარდა, კამბერლენდში ნადირობისას ტბორთან კაცი შენიშნა, რომელიც იდგა და შინაურ იხვებს უყურებდა.
- რამდენს გამომართმევთ იხვებს, რომ ვესროლო? - იკითხა შერიდანმა - საკმარისი იქნება ხუთი კრონი?
კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. შერიდანმა კაცს ფული გადაუხადა, გაისროლა, ექვსი იხვი მოკლა, ჩააწყო ჩანთაში და კმაყოფილებით ჩაილაპარაკა:
- ვფიქრობ, ორივემ სასარგებლო საქმე გავაკეთეთ.
- მე განსაკუთრებით, - გაიცინა უცნობმა, - იხვები ხომ ჩემი არ იყო.
შაჰ-აბასის სახელგანთქმულმა სარდალმა ალავერდი ხან უნდილაძემ მოხელეს, რომელსაც მისთვის დასაკრძალავი აკლდამის გაკეთება გქონდა დავალებული, ჰკითხა თუ რა მდგომარეობაში იყო მისი საუკუნო განსასვენებელის მშენებლობა. მოხელემ გულუბრყვილად უპასუხა:
- მაღალი გუმბათი და აივანი, რომელიც თქვენს დასამარხ ადგილად არის განკუთვნილი, სრულყოფილი სახით დასრულდა და მხოლოდ თქვენს მობრძანებას სიხარულით ელის!
XVIII საუკუნის ცნობილ ფრანგ ნატურალისტს ჟორჟ ბიუფონს პარიზის ბოტანიკური ბაღიდან ორი საექსპერიმენტო ბანანი გაუგზავნეს მეცნიერული შესწავლის მიზნით. პატარა ბიჭმა, რომელსაც მათი მიტანა ჰქონდა დავალებული, იფიქრა, სწავლულს ორი ბანანი არაფერში სჭირდებაო და ერთი გზაში შეჭამა.
- მეორე რა იქნა? - ჰკითხა მისვლისას გაკვირვებულმა მეცნიერმა ბიჭს.
- შევჭამე, - მორიდებით მიუგო ბიჭმა.
- როგორ შეჭამე? - გადაირია მეცნიერი.
- როგორ და ასე! - უპასუხა ბიჭმა და მის თვალწინ მეორე ბანანიც სასწრაფოდ შეჭამა.
ერთხელ ნიუ-იორკში ახლად ჩასულ აინშტაინს მეგობარი შეხვდა და შენიშვნა მისცა ძველი და შელახული პალტოს გამო. აინშტაინმა უპასუხა:
- არა უშავს, აქ ჯერ მე არავინ მიცნობს.
ერთი წლის შემდეგ მეგობარი ისევ შეხვდა მეცნიერს, რომელიც იმავე პალტოთი დასეირნობდა ნიუ-იორკში. როცა მეგობარმა გაახსენა შენიშვნა,
მეცნიერმა უპასუხა:
- არა უშავს, აქ ხომ უკვე ყველა მიცნობს.
1956 წლის ოქტომბერში პენსილვანიის ერთ პატარა ქალაქში ჩავიდა უცნობი „იმპრესარიო“ და მხოლოდ ერთი საღამოთი დაიქირავა ქალაქის დიდი საკონცერტო დარბაზი. მანვე უარი განაცხადა მოლარეთა, გრიმიორთა და სხვა მომსახურე პერსონალზე. სამაგიეროდ ქალაქის ცენტრში გამოაკრა უზარმაზარი აფიშა წარწერით: „ის ჩამოდის!“
ერთი კვირის შემდეგ წარწერა შემდეგნაირად შეიცვალა: „ის აქ იქნება 31 ოქტომბერს!“
30 ოქტომბერს ეს რეკლამა ასე იკითხებოდა: „ის აქ არის!“
31 ოქტომბერს კი აფიშა იუწყებოდა: „ის კონცერტს დაიწყებს 19 საათსა და 30 წუთზე!“
საღამოს 6 საათზე იმპრესარიო სალაროში დაბრძანდა და საათნახევარში ყველა ბილეთი გაყიდა.
როდესაც გადაჭედილი მაყურებლების წინ დარბაზის საკონცერტო ფარდა აიზიდა, სცენის მთელ სიგრძეზე უზარმაზარი ასოებით ეწერა: „ის წავიდა!“
ამერიკელ მწერალს, ცნობილ მონადირეს ერნესტ ჰემინგუეის ჰკითხეს:
- მართალია, რომ თუ ანთებული ჩირაღდნით ივლი, ლომი თავს არ დაგესხმის?
მწერალმა უპასუხა:
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სიჩქარით ივლით.
სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ბერძნულ ქალაქ ლამპსაკს მიადგა, რომლის მოქალაქეებსაც სპარსული ორიენტაცია ეკავათ. ქალაქის მაცხოვრებელნი შეშინდნენ, ალექსანდრე ქალაქს მიწასთან გაასწორებსო და მაკედონელთან მისი მამის, ფილიპეს მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს.
ალექსანდრე ანაქსიმენეს დანახვისთანავე მიხვდა, რის სათხოვნელადაც მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე მიაძახა:
- ვფიცავ ღმერთებს, არ შევასრულებ შენს თხოვნას!
ანაქსიმენე არ დაიბნა და ალექსანდრეს უთხრა:
- მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!
ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი დანგრევას გადარჩა.
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის სიკვდილი. გაბრაზებულმა ლუდოვიკომ ასტროლოგის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა:
- ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დრო დაგრჩა.
- მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა მიხვედრილმა ასტროლოგმა და… სიკვდილსაც გადაურჩა.
ერთხელ ცნობილმა რუსმა ექიმმა სერგეი ბოტკინმა მესამედაც არ მიიღო ერთ-ერთი სუსტი ცოდნის სტუდენტის გამოცდა. იმავე საღამოს მასთან აღელვებულ სტუდენტთა ჯგუფი მივიდა და ბოტკინს შეწუხებულებმა უთხრეს, რომ მათი „ჩაჭრილი“ მეგობარი აპირებს „გულში დანა დაირტყას“.
ბოტკინმა ისინი დაამშვიდა:
- ნუ ღელავთ, თქვენი მეგობარი იმდენად უცოდინარია ანატომიაში, რომ იგი გულს ვერ იპოვის!
ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ერთ ღამეს ბინაზე ქურდი ეწვია. ქურდმა სიბნელეში საწერ მაგიდას მიაგნო და ფულს დაუწყო ძებნა. ამის შემხედვარე ბალზაკს ხმამაღლი სიცილი აუტყდა, სანთელი აანთო და ხმაურისგან დაფეთებულ ქურდს მიაძახა:
- არ გაგიკვირდეთ, გეთაყვა, ჩემი ხარხარი. თქვენ სიბნელეში გინდათ ჩემთან ფული იპოვოთ, მე კი სინათლეზეც ვერ მიპოვია?!
კარუზოს სიკვდილის შემდეგ, მისი იმპრესარიო დიდებული მომღერლის შემცვლელს ეძებდა. მასთან ახალგაზრდა მომღერალი მივიდა.
იმპრესარიომ მოუსმინა და შეჰყვირა:
- ოჰ, სენიორ, თქვენ სავსებით შეგეძლოთ შეგეცვალათ განსვენებული ენრიკო.
- თქვენ ასე ფიქრობთ? - აღფრთოვანდა კმაყოფილი მომღერალი.
- დიახ, მის მაგივრად რომ მომკვდარიყავით.
როდესაც 1714 წელს ევროპაში ვიზიტის დროს სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV წინაშე აუდიენციაზე წარსდგა, მეფე საკმაოდ მოტეხილად გამოიყურებოდა ავადმყოფობის გამო.
- სიბერე შემომეპარა, ხუმრობა ხომ არაა, სამოცდათექვსმეტი წლის ვარ, - ენის ბორძიკით წარმოთქვა ლუდოვიკომ.
- დიდო მეფეო, თქვენი უდიდებულესობა ამ წლოვანებას ისეთი მშვენებით ატარებს, რომ ყველა ისურვებდა თქვენს ასაკში ყოფნას, - პირმოთნედ მიუგო სულხან-საბამ.
ერთხელ ჰაინრიჰ ჰაინეს ახალგაზრდა მკვლევარი ეწვია. სტუმარმა ცხადია, იცოდა, რომ ჰაინე ებრაელი იყო და სასხვათაშორისოდ უთხრა:
- იცით კუნძულ ტაიტზე მოგზაურობის დროს ჩემზე განსაკუთრებით რამ მოახდინა შთაბეჭდილება?- რამ?
- იმან, რომ, იქ არც ებრაელებია და არც ვირები.
- მაგრამ მაგ მდგომარეობის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია, - მიუგო მშვიდად ჰაინემ, - ხომ შეიძლება მე და თქვენ ერთად მოვხვდეთ ამ კუნძულზე?
ერთხელ მდინარის პირას სეირნობისას შოტლანდიელი პოეტი რობერტ ბერნსი შეესწრო, თუ როგორ გადაარჩინა წყალში დახრჩობას ერთმა ღარიბმა კაცმა ადგილობრივი მდიდარი ვაჭარი. როდესაც ვაჭარი გონზე მოვიდა, გადაწყვიტა გადარჩენისათვის მადლობა გადაეხადა და ამ მიზნით გადამრჩენს სპილენძის ერთგროშიანი გაუწოდა. იქ შეკრებილი ხალხი ამგვარმა სიძუნწემ აღაშფოთა და გადაწყვიტეს ვაჭრის მდინარეში ხელახლა გადაგდება, მაგრამ ბერნსმა ისინი დააწყნარა:
- გთხოვთ გაანებოთ მას თავი. მან ხომ ყველაზე კარგად იცის თავისი სიცოცხლის ფასი!
თქვენ უსიტყვოდ უნდა დამემორჩილოდ, თუნდაც წყალში გიბრძანოთ გადავარდნა!, - განუცხადა ერთხელ ლუდოვიკო XIV თავის ქვეშევრდომებს.
ერთმა დიდებულმა მაშინვე დატოვა დარბაზი და წასვლისას მოიბოდიშა:
- გთხოვთ მომიტევოთ; დაუყოვნებლივ უნდა შევუდგე ცურვის სწავლას.
ჩერჩილს ერთ იუბილეზე სტუმრები ერთხმად მხოლოდ ჯანმრთელობას უსურვებდნენ, რაზეც იუბილარმა ირონიულად შენიშნა:
- ჯანმრთელობასთან ერთად იღბალიც მისურვეთ, თორემ ცნობილ გემ „ტიტანიკზე“ ყველა მგზავრი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
როდესაც ირლანდიელ მწერალს, ჯორჯ მურს 60 წელი შეუსრულდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც მისგან ინტერვიუს იღებდა, ჰკითხა:
- როგორ მოახერხეთ ჯანმრთელობის და ენერგიის შენარჩუნება?
- როგორც სჩანს, იმის წყალობით, რომ არ ვეწეოდი, სპირტიან სასმელებს არ ვსვამდი და ქალებს არ ვეკარებოდი, მანამ სანამ თერთმეტი წელი არ შემისრულდა.
ინგლისის მეფემ ჰენრი VIII-მ, თავის მინისტრს თომას მორს უბრძანა წასულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის პირადად წარედგინა ომის გამოცხადების ნოტა.
- თქვენო უდიდებულესობავ, - უთხრა მორმა, - თქვენ ხომ იცით, როგორი მკაცრია საფრანგეთის მეფე, იგი ხელად წამაცლის თავს.
- ნუ გეშინია. თუ იგი ამას ჩაიდენს, მე დაუყოვნებლივ ვბრძანებ თავები მოჰკვეთონ ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს!
- ძალიან კეთილი ბრძანდებით თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ ვშიშობ, რომ არც ერთი ფრანგის თავი არ მოერგება ჩემს მხრებს.
ერთხელ მხატვარ მაქს ლიბერმანთან მივიდა მდიდარი მეწარმე, რომელიც მოდერნისტული სურათების დიდი კოლექციას ფლობდა და ხელოვანს პროფესიული რჩევა ჰკითხა, თუ რომელ საქველმოქმედო დაწესებულებისათვის გადაეცა თავისი ხელოვნების საგანძური. ლიბერმანმა დაათვალიერა კოლექცია და განუმარტა:
- ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი იქნება, უსინათლოთა სახლს გადასცეთ.
ძველ საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე ვიღაც მოქალაქე მშვილდისრით სროლაში ვარჯიშობდა. იგი ცუდი მსროლელი იყო და ნასროლი ისრები მიზანში არ ხვდებოდა. ამიტომაც მისთვის მისივე უნიჭობა, რომ დაენახვებინა, ბრძენი დიოგენე პირდაპირ მის სამიზნესთან მოკალათდა და ხმამაღლა განაცხადა:
- ეს ადგილი ყველაზე უსაფრთხო ადგილია.
ვაიმარში ექსკურსანტები გოეთეს სახლ-მუზეუმს ათვალიერებდნენ. სანახავი ბევრი რამ იყო და დამთვალიერებლები დიდხანს დადიოდნენ ოთახებში. ერთ ქალს მოსწყინდა ამდენი სიარული და სკამზე ჩამოჯდა.
– ეგ გოეთეს სკამია და დაჯდომა არ შეიძლება, – გააფრთხილა იქაურმა თანამშრომელმა.
– მერე რა უშავს, – მიუგო ქალმა, – როცა მოვა, ავდგები.
ერთხელ სოკრატესთან მივიდა მდიდარი ოჯახისშვილი და სთხოვა, საჯაროდ ლაპარაკი მასწავლეო. სოკრატემ დიდი მოთმინებით მოუსმინა ბიჭს, რომელიც დაუმთავრებლად ლაყბობდა ყველაფერზე და სწავლებაში ორმაგი თანხა მოსთხოვა. დაინტერესებულმა ყმაწვილმა მიზეზი იკითხა, რატომ უნდა გადავიხადო მე ორჯერ მეტი, როდესაც სხვები ნაკლებს იხდიანო? ბრძენმა მოკლედ უპასუხა:
- შენ სანამ საჯაროდ ლაპარაკს გასწავლი, ჯერ გაჩუმების სწავლება მომიწევსო.
Комментариев нет:
Отправить комментарий