вторник, 9 июля 2019 г.

რესპუბლიკა ანგოლა

გეოგრაფია
რესპუბლიკა ანგოლა სამხრეთ დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს. სახელმწიფოს ფართობი 1246620 კმ2-ია. დასავლეთიდან მას ესაზღვრება ატლანტის ოკეანე და სანაპიროს სიგრძე 1600 კმ-ია. ჩრდილოეთიდან ანგოლას ესაზღვრება: რესპუბლიკა კონგო 231 კმ-ზე (კაბინდას ექსკლავის ნაწილში); ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2646 კმ-ზე (აქედან 210 კმ კაბინდაზე მოდის); აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ზამბია 1065 კმ-ზე; სამხრეთიდან ესაზღვრება ნამიბია 1427 კმ-ზე. სულ სახმელეთო საზღვრები 5369 კმ-ია.
ანგოლას ატლანტიკური სანაპი უჭირავს ატლანტისპირა დაბლობს. იგი აღმოსავლეთით თანდათან გადადის პლატოში, რომელსაც ქვეყნის 90% უჭირავს. პლატოს ცენტრალური ადგილი უჭირავს ბიეს მასივს, სადაც მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი მთა მოკო, რომლის სიმაღლე 2620 მეტრია.
ქედები ქვეყანაში ძირითადად სწორედ პლასტოსა და დაბლობის გამყოფ ზონაშია. ბიეს მასივის სამხრეთიღ გადაჭიმულია შილანგეს ქედი, რომლის სამხრეთით მდებარეობს ჰუილას პლატო, ხოლო სამხრეთ დასავლეთით ნევეს ქედი. უფრო სამხრეთით ნამიბიის საზღვართან გადაჭიმულია შელას ქედი. ქვეყნის ჩრდ-დას. ნაწილში მდებარეობს მალანჟეს პლატო.
ქვეყნის მრავალრიცხოვანი მდინარეები მოედინებიან ქვეყნის ცენტრალური ნაწილიდან. ერთი ნაწილი მიდის სამხრეთით დ ჩადის ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთით მიმავალნი უერთდებიან მდინარე კონგოს, სამხრეთ-დასავლეთით მიმავალნი უერთდებიან მდინარე ზამბეზს, სამხრეთით მიმავალნი კი იკარგებიან კალაჰარის უდაბნოში. წვიმების გრძელი სეზონის დროს მდინარეები დიდდებიან და ირგვლივ ტბორავენ, მშრალ სეზონში მცირდებიან, ხოლო სამხრეთით შრებიან. ახლა ცოტა კონკრეტულად ქვეყნის უდიდეს მდინარეებზე:
1. ზამბეზი - აფრიკის სიდიდით მეოთხე მდინარეა (2574 კმ), სათავეს იღებს ზამბიაში, გაივლის 7 სახელმწიფოს ტერიტორიას და ჩადის ატლანტის ოკეანეში. ანგოლაში მდინარე 240 კმ-ზე მიედინება.
2. კვანდო - ზამბეზის შენაკადი. სიგრძე 800 კმ-ია. სათავეს იღებს ბიეს მასივზე და მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით ნამიბიამდე და ბოტსვანამდე.
3. ლუანჯინგა - ზამბეზის შენაკადი (500 კმ).  უდიდესი ნაწილი ზამბიაში მიედინება.
4. ლუიანა - ზამბეზის შენაკადი (350 კმ). მიედინება ანგოლას უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში და ნამიბიის გადაკვეთით ბოსტვანაში უერთდება ზამბეზს.
5. ლუნგე ბუნგე - ზამბეზის შენაკადი (645 კმ). ზამბიაში უერთდება ზამბეზს.
6. კუანზა - 695 კმ სიგრძე, აუზის ფართობი 152570 კვ.კმ. მოედინება ბიეს პროვინციიდან და ჩადის ატლანტის ოკეანეში.
7. კასაი - კონგოს შენაკადი (2153 კმ). იწყება ლუანდას პლატოზე, მიედინება ჩრდილოეთით და კონგოს დრ-ში უერთდება მდ. კონგოს. მისი შენაკადებიდან გამარჩეულია: ფიმი, კვანგო, სანკურუ.
8. კვანგო - კასაის შენაკადი (1100 კმ). ისიც იგივე გზას გადის, ოღონდ არ მიდის კონგომდე და ჩაედინება კასაიში.
9. კუნენე - იწყება ბიეს მასივში და ნამიბიის საზღვრებზე გაყოლით ჩადის ატლანტის ოკეანეში. სიგრძე 1207 კმ, აუზის ფართობი 109832 კვ.კმ.
10. კუბანგო (ოკავანგო) - სიგრძე 1600 კმ. მოედინება ბიეს მასივიდან, გადაჭრის ნამიბიას და იკარგება ბოტსვანაში, კალაჰარის უდაბნოში.
ტყეებსა და მეჩხერ ტყეებს უჭირავს ქვეყნის 40%. ტენიანი ტროპიკული ტყეები თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხოლო დანარჩენი ნაწილი უჭირავს მშრალ ფოთლოვან ტროპიკულ მეჩხერ ტყეებსა და სავანას. სანაპირო ზონაში ბალახეულისა და ბუჩქნარების სავანები ჩდრილოეთით გადადის ბაობაბებში და უდაბნოს ვერვიჩიებში ქვეყნის სამხრეთში.
კლიმატი ზღვისპირა ზოლის დაბლობებში ტროპიკული პასატურია, რომელზეც გავლენას ახდენს ბენგელის ცივი დინება, რომელიც წევს დაბლა ტემბერატურას +24…+26 ˚С-მდე თბილ თვეებში, ხოლო +16…+20 ˚С-მდე ცივ თვეებში. ნალექები სანაპიროზე მცირდება ჩრდილოეთიდან სამხრეთით 250-500 დან 50-100 მმ-მდე ნამიბიის უდაბნოში. პლატოს კლიმატი ეკვატორული მუსონურია გრძელი ტენიანი ზაფხულით (ოქტომბერი - მაისი) და მშრალი ზამთრით (ივნისი-სექტემბერი). ტემპერატურა პლატოზე სხვადასხვა ადგილებში მერყეობს +13…+23 ˚С-დან +17…+28 ˚С-მდე. წლიური ნალექები ჩრდილოეთიდან სამხრეთით მცირდება 1000-1500 დან 600-800 მმ-მდე.
მოსახლეობა
ანგოლას მოსახლეობა გაეროს მონაცემებით ამჟამისთვის 28498497 კაცს შეადგენს.
რელიგიის მიხედვით: 90,5% ქრისტიანია, 5,1% ათეისტი, 4,2% ადგ. ეთნორელიგიის მიმდევარი, 0,2% მუსლიმი (100000 კაცამდე). ეთნიკური კუთხით: 37% ოვიმბუნდუ, 25% ამბუნდუ, 13% ბაკონგო, და კიდევ 59 ხალხი, რომელთა რაოდენობა ცალ-ცალკე მაქსმიმუმ 2%-ია. დეტალურად მონაცემები კი ასე გამოიყურება:
ეთნოსი - რაოდენობა                     ენა                                რელიგია - რაოდენობა
აფრიკანერი   2,100                   აფრიკაანსი                       ქრისტიანი 97.00 %
ამბო, ნდონგა 38,000                   ნდონგა                          ქრისტიანი 95.00 %
ბოლო, ჰაკა  6,200                        კიბალა                          ქრისტიანი 65.00 %
ბრიტანელი 1,200                     ინგლისური                     ქრისტიანი 70.00 %
კაბო ვერდელი 92,000          კაბოვერდიანუ                   ქრისტიანი 98.00 %
ჩინელი  376,000                     მანდარინული                    ათეისტი
ჩოკვე 1,762,000                            ჩოკვე                           ქრისტიანი 85.00 %
დეაფი 318,000                          ენა უცნობია                   ქრისტიანი 94.09 %
დიმბა 30,000                                დიმბა                          ქრისტიანი 70.00 %
ინგლისელები  24,000                ინგლისური                 ქრისტიანი 84.00 %
ფრანგები  7,200                            ფრანგული                ქრისტიანი 76.00 %
გსირიკუ, შიმბოგედუ 43,000     გსირიკუ                     ქრისტიანი 50.00 %
ჰეიკუმი, კედი  1,600                    ჰაიომი                     ეთნორელიგია 10.00 %
ჰერერო  24,000                               ჰერერო                    ქრისტიანი 95.00 %
ჰოლუ 52,000                                   ჰოლუ                   ეთნორელიგია 50.00 %
კიმბუნდუ  7,716,000                  კიმბუნდუ                  ქრისტიანი 97.30 %
კონგო  2,924,000                            კოონგო                    ქრისტიანი 94.50 %
კონგო სან სალვადორი 19,000  კონგო სან სალვადორი   ქრისტიანი 98.00 %
კუნგ-ეკოკა  7,200                          კუნგ-ეკოკა              ეთნორელიგია 10.00 %
კუნგ-ტსუმკვე  9,500                      ჯუ'ჰოანი               ეთნორელიგია 10.00 %
კუვალე  89,000                                კუვალე                 ქრისტიანი 80.00 %
კვანდუ  7,600                                   კვანდუ                ქრისტიანი 85.00 %
კვანიამა  1,203,000                         ოშივამბო                ქრისტიანი 95.00 %
კქსოე, ქსუნი  300                            ხვედამი                ეთნორელიგია 20.00 %
ლალი  5,100                                      ლაარი                 ქრისტიანი 95.00 %
ლინგალა  138,000                          ლინგალა               ქრისტიანი 98.00 %
ლოზი  8,400                                      ლოზი                  ქრისტიანი 97.00 %
ლუბა-ლულუა  71,000                 ლუბა-კასაი              ქრისტიანი 84.00 %
ლუჩაზი  619,000                              ლუჩაზი              ქრისტიანი 92.00 %
ლუიმბი  104,000                               ლუიმბი            ქრისტიანი 60.00 %
ლუნდა  342,000                                ლუნდა              ქრისტიანი 94.00 %
ლუნდა, ნდემბუ  17,000                  ლუნდა               ქრისტიანი 94.00 %
ლუვალე, ლვენა  1,091,000            ლუვალე              ქრისტიანი 97.00 %
ლუიანა, კვანგალი  26,000              კვანგალი            ქრისტიანი 90.00 %
ლვალვა  24,000                                  ლვალუ           ქრისტიანი 94.00 %
მასი 4,800                                              მაში              ეთნორელიგია 25.00 %
მბანგალა  653,000                            მბანგალა           ეთნორელიგია 50.00 %
მბუკუშუ, კუსო  14,000                   მბუკუშუ           ეთნორელიგია 50.00 %
მბუნდა  310,000                                  მბუნდა         ქრისტიანი 80.00 %
მბველა, ამბუელა  510,000                მბველა             ქრისტიანი 80.00 %
მპინდა  31,000                                     მპინდა            ეთნორელიგია 20.00 %
ნდომბე  48,000                                   ნდომბე           ეთნორელიგია 40.00 %
ნგანდიერა  29,000                             ნგანდიერა       ქრისტიანი 70.00 %
ნგენდელენგო  1,300                      ნგენდელენგო     ქრისტიანი 80.00 %
ნკანგალა  50,000                                  ნკანგალა         ეთნორელიგია 40.00 %
ნკუმბი  406,000                                      ნკუმბი         ქრისტიანი 70.00 %
ნიანეკა  796,000                                      ნიანეკა        ქრისტიანი 90.00 %
ნიემბა, ნგანგელა  513,000                     ნიემბა           ქრისტიანი 85.00 %
ოვიმბუნდუ, უმბუნდუ  9,582,000    უმბუნდუ          ქრისტიანი 96.60 %
პორტუგალიელი  444,000             პორტუგალიური   ქრისტიანი 95.00 %
პიგმეები, ბაკვე  23,000                            კოონგო       ეთნორელიგია 25.00 %
რუუნდი, ჩრდ. ლუნდა  234,000          რუუნდი        ქრისტიანი 96.00 %
სამა, კისამა  57,000                                     სამა            ქრისტიანი 65.00 %
სიმაა, ნიენგო  23,000                               ნიენგო        ეთნორელიგია 50.00 %
სიმაა-მაკომა  3,500                                     სიმაა         ეთნორელიგია 36.00 %
სონგო, ნსონგო  212,000                          სონგო          ქრისტიანი 80.00 %
ესპანელი  14,000                                    ესპანური     ქრისტიანი 95.00 %
სუკუ  35,000                                                სუკუ         ქრისტიანი 90.00 %
ვასეკელა ბუშმენი, მალიგო 13,000   ჩრდ-დას კუნგი ეთნორელიგია 20.00 %
იაკა  474,000                                                  იაკა         ქრისტიანი 94.00 %
იაუმა   41,000                                               იაუმა      ქრისტიანი 60.00 %
იამბე  83,000                                                 იამბე       ქრისტიანი 90.00 %

       2014 წლის ანგოლას საყოველთაო აღწერის მიხედვით მოსახლეობა 25789024 კაცს უდრიდა, რომელთაგან 16153987 ცხოვრობდა ქალაქებში, ხოლო 9635037 სოფლებში. 
    ანგოლა იყოფა 18 პროვინციად. პროვინციების მიხედვით მოსახლეობა ასე ნაწილდება:
№ პროვინცია               ცენტრი      ფართობი    მოსახლეობა
1. ბენგო                         კაქსიტო         31371         356641
2. ბენგელა                     ბენგელა         31788        2231385
3. ბიე                                კუიტო         70314        1455255
4. კაბინდა                      კაბინდა           7270          716076
5. კუანდო-კუბანგო      მენონკი        199049          534002
6. ჩრდ. კუანზა          ნ'დალატანდო   24190          443386
7. სამხ. კუანზა               სუმბი             55660        1881873
8. კუნენი                        ონჯივა            89342          990087
9. ჰუამბო                       ჰუამბო            34274         2019555
10. ჰუილა                    ლუბანგო          75002         2497422
11. ლუანდა                  ლუანდა             2418         6945386
12. ჩრდ. ლუნდა          დუნდო          102783          862566
13. სამხ. ლუნდა          საურიმო           45649          537587
14. მალანჟი                   მალანჟი            97602         986363
15. მოქსიკო                    ლუენა           223023          758568
16 ნამიბი                       მოსამედესი     58137          495326
17. უიჟი                           უიჟი               58698        1483118
18. ზაირი                მ'ბანზა კონგო       40130          594428

დიდი ქალაქები
№ ქალაქი      პროვინცია  მოსახლეობა
1. ლუანდა        ლუანდა       2571861
2. ჰუამბო          ჰუამბო           818685
3. ლობიტო      ბენგელა          324050
4. ბენგელა        ბენგელა         623777
5. კუიტო           ბიე                 512706
6. ლუბანგო      ჰუილა           876339
7. მალანჟე         მალანჟე        221785
8. მოსამედესი  ნამიბი           150000

ანგოლას პრეზიდენტები
№ სახელი გვარი       ცხოვრება                დაწყება დასრულება        პარტია
1. აგოსტინო ნეტო  (1922–1979)   11 ნოემბერი 1975 – 10 სექტემბერი 1979           ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა
2. ლუსიო ლარა (მ.შ.)  (1929–2016) 10 სექტემბერი 1979 – 21 სექტემბერი 1979   ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა
3. ჟოზე ედუარდუ დუს სანტუში  (1942–) 21 სექტემბერი 1979 – 26 სექტემბერი 2017 ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა
4. ჟოაო ლოურენსო  (1954–) 26 სექტემბერი 2017 –                                                         ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა

ისტორია
პორტუგალიელთა მოსვლა
     ანგოლას სანაპიროები პირველმა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა დიოგუ კანიმ მოინახულა 1482 წელს. ამის შემდეგ პორტუგალიელები ხშირად მოემგზავრებოდნენ აქეთ შავკანიანიმონების საშოვრად. ერთ-ერთი მათდგანი იყო ლეგენდარული ბარტოლომეუ დიაშის შვილიშვილი პაულუ დიაშ დი ნოვაიში, რომელიც ესკადრით 1559 წლის 20 დეკემბერს გამოემგზავრა ჩრდ. ანგოლაში მდებარე ნდონგოს სამეფოში, რომელსაც ნგოლას დინასტია მართავდა. მას ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დახვდა, რომლის დროს ის დააპატიმრეს. დაახლ. 1565-6 წელს ის გაათავისუფლა მეფე ნგოლა კილუანჯიმ, რომ მოიყვანდა სამხედრო ძალას კილოანგო-კიკონგოსთან ომში დასახმარებლად. 1571 წელს პორტუგალიის მეფე სებასტიანმა ნოვაიში დანიშნა ახალი ქვეყნის კაპირან-გუბერნატორად, რომელსაც ამიერიდან დოკუმენტებში ანგოლას სამეფო უწოდეს. მის მოვალეობაში შედიოდა ანგოლას ტერიტორიაზე კოლონიის დაარსება და მონათა ვაჭრობის სქემის აწყობა. 
     1574 წლის 23 ოქტომბერს პაულუ დიაში 400 ჯარისკაცთან და ასობით ოჯახთან ერთად გავიდა ლისაბონიდან და 1575 წლის 11 თებერვალს მივიდა კუნძულ ილია დე ლუანდაში. იქ უკვე იყო 7 დასახლება, რომელიც მოითვლიდა რამდენიმე დევნილსა და 40-მდე პორტუგალიელს, დაკავებულს მონათვაჭრობაში. 1576 წლის 29 ივნისს კუნძულზე მოვიდა მეფე ნგოლა კილუანჯის ელჩები, რომელტაც დიაშს მისცეს უფლება მატერიკზე გადასულიყვნენ სან პაულის ბორცვთან, სადაც დიაშმა დააარსა სოფელი და ციხე-სიმაგრე პაულუ დი ლუანდა.
     ამის შემდეგ დიაში გაემართა ნდონგოს სამეფოს მიწებისკენ, რათა მოეძებნა ლეგენდარული ვერცხლის საბადოები. ის გაყვა მდინარე კვანზას ხეობას, მის მდინარე ლუკალთან შეერთებამდე, სადაც 1583 წელს დააარსა სოფელი მასსანგანო. იგი აქვე გარდაიცვალა და დაიკრძალა 1589 წელს. 1605 წელს დიაშის დაარსებულ სოფელ პაულუ დი ლუანდას ქალაქის სტატუსი მიენიჭა (დღევ. დედაქალაქი ლუანდა) და გახდა იგი ცენტრი საიდანაც პორტუგალიელებმა დაიწყეს ანგოლას მიწების დამორჩილება.
    250 წლიანი ომების შემდეგ 1862 წელს სახელმწიფო კასანჟეს დაპყრობით პორტუგალიელებმა დაასრულეს ანგოლის ტერიტორიის დაპყრობა. 1885 წელს ჩრდილო დასავლეთით არსებული ტომების დამორჩილებით შეიქმნა „კაბინდას პროტექტორატი“(დღევ. კაბინდას ექსკლავი). 1885-91 წლებში ბელგიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასა და ბრიტანეთთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გამოიკვეთა კოლონია ანგოლას საზღვრები.
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა
     1898-1916 წლებში ანგოლელი ხალხები აწარმოებდნენ აჯანყებებს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1932 წელს პორტუგალიაში ანტონიო სალაზარის ავტორირატული რეჟიმი დამყარდა, რომელმაც 36 წელი აიარსება. სალაზარმა მკაცრი რეჟიმი დაამყარა ანგოლაშიც: მოსახლეობა გაიყო 3 ნაწილად: 1. ცივილიზებულნი ანუ პორტუგალიელები, 2. ასიმილირებულნი ანუ მეტისები და ზოგიერთი აფრიკელი, რომეთაც უფლება აქვთ განათლების მიღების, 3. ადგილობრივთა 98% ანუ უუფლებო ხალხი. ამ სისტემამ იარსება 1954 წლამდე, როდესაც იგიო მნიშვნელოვნად სერბილებულ იქნა, და გაუქმდა მხოლოდ 1962 წელს.
    1951 წლის 11 ივნისს ანგოლამ მიიღო პორტუგალიის „ზღვისიქითა პროვინციის“ სტატუსი და ადგილობრივთა ნაწილს მიეცა საშუალება პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო.
     1954 წლის 10 ივლისს შეიქმნა ჩრდილოეთ ანგოლის ხალხთა კავშირი ჰოლდენ რობერტოს (ჟოზე ჟილმორი) მეთაურობით. 1958 წელს ორგანიზაციამ მოიცვა მთელი ქვეყანა და ეწოდა „ანგოლის ხალხთა კავშირი“ (უპა). 1961 წელს ორგანიზაცია სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად გადაკეთდა და ეწოდა ანგოლას გათავისუფლების ეროვნული ფრონტი (ფნლა). შეიქმნა ორგანიზაციის სამხედრო დანაყოფი - „ანგოლას ეროვნულ განმათავისუფლებელი არმია (ელნა). მისი შტაბ-ბინა მეზობელ კონგოში (კინშასაში) მდებარეობდა. პარტიის ძირითადი დასაყრდენი იყო ბაკონგოს ეთნოსი.
     1956 წლის 10 დეკემბერს შეიქმნა ახალი გაერთიანება „ანგოლას განთავისუფლების სახალხო მოძრაობა“ (მპლა) აგოსტინო ნეტოს ხელმძღვანელობითა და ანგოლელი კომუნისტების მონაწილეობით. პარტიის დასაყრდენი იყო განათლებული მოქალაქეები, მულატები და მბუნდუს ეთნოსი.
***
    ანტონიო აგოსტინო ნეტო დაიბადა 1922 წლის 17 სექტემბერს იკოლუ ე ბენგუში, მეთოდისტური პროტესტანტული ეკლესიის პასტორის ოჯახში. დედამისი იყო მასწავლებელი. ამ ორმა გარემოებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ერთის მხრივ ნეტომ მიიღო სასკოლო განათლება რაც ანგოლელტა შორის იშვიათი იყო, მეორეს მხრივ კი დაპირისპირებული აღმოჩნდა მმართველი პორტუგალიის იარაღ კათოლიკურ ეკლესიასთან. პროტესტანტი მისიონერები, რომლებიც პირადადაც შრომობდნენ, დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ შავ მოსახლეობაში.
    ანტონიომ 1929-33 წლებში სწავლობდა კაშიკანეს დაწყებითი საფეხურის სკოლაში. 1934 წელს შევიდა სალვადორ კორეიას (მუტუ ია კევალა) ლიცეუმში, სადაც წარმატებით სწავლობდა. 1938 წელს მან მიიღო პირველი პრემია ლიტერატურაში.
    1944 წელს ლიცეუმის დასრულების შემდეგ მუშაობდა სამთავრობო სამედიცინო დაწესებულებებში (ჯერ პროვინცია მალანჟეში, შემდეგ ბიეში). ამასთან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული კულტურული ასოციაციის ჩამოყალიბებაში.
    1947 წელს წავიდა პორტუგალიაში, სადაც ჩააბარა კოიმბრას სამედიცინო უნივერსიტეტში. იქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე პორტუგალიელი მარია ეუჟენია და სილვა, (რომელიც მოგვიანებით გახდა ანგოლას საბავშვო მწერალი და პუბლიცისტი), რომელმაც ანგოლელმა პოეტმა ნეტუმ მიუძღვნა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები. პორტუგალიაში სწავლისას აგოსტინომ გაიცნო აგრეთვე გვინეა ბისასუს (მაშინ პორტუგალიის გვინეა) განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ამილკარ კაბრალი, მომავალი თანამებრძოლი ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუში და მომავალი თანამებრძოლი და შემდეგ მეტოქე ჟონას სავიმბი.
    სტუდენტობისას ის ბევრს კითხულობდა მარქსისტულ ლიტერატურას. გატაცებული იყო პორტუგალიელი მოდერნისტებით: ჯოზე რეჟიო, მიგელ ტორგოითა და განსაკუთრებით ფერნანდო პესოათი. მისი საყვარელი პოეტები იყვნენ ჟაკ პრევერი, პოლ ელიუარი და ლუი არაგონი.
    ახალგაზრდა ნეტუ ჩაება მმართველი რეჟიმის წინააღმდე არალეგალური ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ გამოსვლებში მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. პირველად იგი 1951 წელს დააპატიმრეს ხელმოწერების შეგროვებბის ორგანიზების გამო. მეორედ 1952 წელს პოლიტიკური საქმიანობის გამო, მაგრამ ორივეჯერ მალე გაათავისუფლეს.
    1953 წელს ნეტომ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო სტუდენტთა და ახალგაზრდობის მეოთხე კონგრესში, რომელიც ბუქარესტში გაიმართა და სტუდენტთა მესამე კონგრესში, რომელიც ვარშავაში გაიმართა. იგი გახდა ერთ ერთი დამფუძნებელი ცენტრისა, რომელსაც აფრიკის საქმეების გამოკვლევა ევალებოდა. შევიდა „მსოფლიო ახალგაზრდების დემოკრატიულ ფედერაციაში“ და გახდა მისი წარმომადგენელი პორტუგალიის კოლონიებში.
  1955 წელს ნეტომ ოფიციალურად შეუერთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რის გამოც დააპატიმრეს. 1956 წლის ბოლოს მპლას დაფუძნების შემდეგ ის კვლავ დააკავეს. 1957 წელს ამნესტი ინტერნეიშენალმა მას „წლის პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა.
    ციხიდან გამოსვლის შემდეგ 1958 წელს დაასრულა სწავლა კოიმბრას უნივერსიტეტში და 1959 წელს დაბრუნდა ანგოლაში, სადაც გახსნა კერძო კლინიკა. ის აქ აფრიკელებს სიმბოლურ ფასად, ხანდახან კი სრულიად უფასოდ მკურნალობდა. 1960 წელს ის კვალვ დააპატიმრეს პირდაპირ თავის კლინიკაში, რამაც პაციენტების აშღფოთება გამოიწვია. კოლონიურმა ხელისუფლებამ მანიფესტანტების დარბევისას მოკლა 30-ზე მეტი და დაჭრა 200-ზე მეტი ადამიანი. ნეტო მცირე ხნით ჩასვეს ლისაბონის ციხეში, ხოლო შემდეგ მიუსაჯეს შიდაპატიმრობა. 1962 წელს გაიპარა და გადავიდა „კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, საიდანაც ჩავიდა აშშ-ში მხარდაჭერის სათხოვრად, თუმცა უარი მიიღო, რადგან იქ უკვე გადაეწყვიტათ ჰოლდენ რობერტოს ფნლას დახმარება და პოეტი ექიმით არ დაინტესედნენ.
***
    1961 წლის 4 თებერვალს მპლა-ს სამხედრო დანაყოფების (ანგოლას გათავისუფლების სახალხო არმია - ეპლა) ლუანდას პოლიციის შენობასა და ციხეზე თავდასხმით დაიწყო ანგოლას გათავისუფლების ახალი ომი. თავდასხმელთა მიზანს შეადგენდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რის შემდეგაც მათ მოკლეს 2000 პორტუგალიელი. 15 მარტს ჰოლდენ რობერტო კონგოდან შემოიჭრა უპა-ს ჯარებით, რის შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი და მრავალწლიანი განმათავისუფლებელი ომი.
    ამბოხებულებს ფინანსებითა საბრძოლო ტექნიკით თავიდანვე ეხმარებოდა საბჭოთა კავშირი, ტექნიკა გაუგზავნა აგრეთვე ჩინეთმა, ხოლო კუბამ 1961 წელსვე პირველმა გაუგზავნა სამხედრო სპეციალისტებიუ, რომელთაც უნდა მოემზადებინა პარტიზანები ომისთვის. ამათან კომუნისტურმა ქვეყნებმა ბევრი მებრძოლი საკუთარ ბანაკში მოსამზადებლად წაიყვანეს.
    პორტუგალიამ თავი მოუყარა 79000 ჯარს (58000 სახმელეთო ჯარი, 8500 საზღვაო ჯარი, 12500 საჰაერო ჯარი), რომელტა რაოდენობა ომის მანძილზე 217000 მდე ავიდა. ამას ემატებოდა ადგილობრივი პორტუგალიელი მოხალისეები. მათი განხორციელებული რეპრესიების შედეგად მოკლუ იქნა 10000-მდე ანგოლელი, ხოლო ასობით ათასი რეპრესიებს გაექცა კონგოში.
    პორტუგალიას ანგოლადან გაჰქონდა ალმაზი, ნავთობი, ბამბა, შაქარი, ყავა, ხე-ტყე და სულაც არ აპირებდა ამ ქვეყნის დაკარგვას.
    1962 წლის 27 აპრილს ლეოპოლდვილში (მოგვ. კინშასა) რობერტომ ჩამოაყალიბა ანგოლას რევოლუციური მთავრობა დევნილობაში (გრაე). პარალელურად გაერომ გააკრიტიკა პორტუგალიელთა ეთნოწმენდა და ცნო ანგოლელი ხალხის უფლება შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო.
    პორტუგალიამ გააუქმა სეგრეგაციული რეჟიმი, უარი თქვა ფერადკანიანი ადამიანებისთვის იოძულებით შრომაზე და დაიწყო ფულის ჩადება ანგოლას ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის განვითარებისათვის, რის შემდეგაც 12 წელიწადში მასწავლებელთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა, თუმცა თეთრები კვლავ უმეტესობას წარმოადგენდნენ უფროსკლასელთა შორის. ანგოლელებს შეთავაზეს პორტუგალიის მოქალაქეობა, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო და წავიდა მატერიკზე, დანარჩენები კი დამოუკიდებლობას ითხოვდნენ.
    1962 წლის დეკემბერში მპლას პირველ ეროვნულ კონფერენციაზე აგოსტინო ნეტო პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
    1963 წლის 4 აგვისტოს კაბინდაში ლუიშ რანკე ფრანკემ ჩამოაყალიბა „კაბინდას ანკლავის გათავისუფლების ფრონტი“ (ფლეკ), რომელსაც სურდა კაბინდას დამოუკიდებლობა.
    1966 წლის 13 მარტს რობერტოს ყოფილმა მოკავშირე ჯონას სავიმბიმ ფნლას გამოყოფილი წევრებისგან შექმნა „ანგოლას სრული გათავისუფლების ეროვნული კავშირი“ (უნიტა) და მისი გასამხედროებული ნაწილი „ანგოლას გათავისუფლების შეიარაღებული ძალები“ (ფალა), რომელმაც სექტემბერსა და დეკემბერეში პირველი დარტყმები მიიტანა კოლონიურ ადმინისტრაციაზე. ამ პარტიის ძირითადი დასაყრდენი იყო ოვიმბუნდუს ეთნოსი. ფნლასგან გამოყოფას თავისი მიზეზები ჰქონდა: რობერტოს ძირითადად მხოლოდ ჩრდილოეთი, ტავისი ეთნოსის ტერიტორია აინტერესებდა და თან პოლიტიკაში მემარჯვენე-მონარქისტული გადახრების იყო, ხოლო სავიმბის მთელს ანგოლაზე ჰქონდა პრეტენზია და მემარცხენე, ჩინურ-მაოისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო
    მოკავშირეთა მოსაძებნად აგილობრივ წარმოებაში პორტუგალიამ მოიწვია უცხოელები: ნავთობმოპოვება ჩააბარა ფრანგებსა და ამერიკელებს, ალმაზის მოპოვება კონგოელ ბელგიელებს, მაგრამ საქმეს ეს ვერ შველოდა, რადგან 60-იან წლებში თითქმის ყველა აფრიკულ კოლონიას მიანიჭეს ევროპულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ანგოლელთა წინააღმდეგობას. 
     1968 წელს დაავადებული სალაზარი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და პრემიერად დანიშნეს მარსელუ კაეტანუ, რომელმაც შეარბილა რეჟიმი, თუმცა ქვეყნის დემოკრატიზაციაზე არც უფიქრია.
    ანგოლელთათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1974 წელი. 25 აპრილს მემარცხენე სამხედრო დაჯგუფებამ ჩამოაგდო კაეტანუ და დიქტატურაში მცხოვრები გაღატაკებული ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე გადაიყვანა, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყნის დემოკრატიზაცია. ასეთ პირობებში რევოლუციურმა მთავრობამ შეწყვიტა ომი ანგოლაში (რომელსაც 3300 პორტუგალიელი ჯარისკაცი შეეწირა) და ყველა კოლონიას დამოუკიდებლობა მიანიჭა. 1975 წლის 15 იანვარს პორტუგალიელებმა შეკრიბეს სამი ანგოლური განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები, რათა გაენაწილებინათ მათ შორის ხელისუფლება, რომელიც უნდა გაძღოლოდა დამოუკიდებელ ანგოლას.
სამოქალაქო ომი
    მიუხედავად სათანადო შეთანხმების დადებისა, ერთის მხრივ შავი მოსახლეობა ახდენდა აქაურ პორტუგალიელებზე თავდასხმებს, მეორეს მხრივ კი სამმა დაჯგუფებამ ერთმანეთთან გააჩაღა დაპირისპირება ლუანდას ხელში ჩასაგდებად. ასეთ პირობებში პორტუგალიელებმა დაიწყეს ქვეყნიდან თავიანთი ჯარებისა და ჩამოსახლებული 300000 პორტუგალიელის გაყვანა და ეს პროცესი ნოემბერში დაასრულეს.
    მიაღწიეს რა პორტუგალიელთაგან თავისუფლებას, ანგოლას სამი სამხედრო დაჯგუფება ამჯერად ერთმანეთს დაეტაკა ძალაუფლებისთვის და ამ საქმეში მათ საგარეო მხარდამჭერები გამოუჩდნენ. ზაფხულში მპლამ დაამარცხა ფნლა და უნიტა განდევნა ისინი ლუანდადან (ივლისი) და სხვა დიდი ქალაქებიდან.
    სექტემბრის შუაში ფნლას ჯარებმა დაიბრუნეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი კაშიტო გადაწყვიტა ლუანდაზე იაერიშის დაწყება, მითუმეტეს, რომ მას 25 სექტემბერს ზაირის რეგულარული არმიის ნაწილები შემოუერთდნენ პრეზიდენტ მობუტუ სესე სეკოს დავალებით. პარალელურად აშშ-ს მხარდაჭერით სამხრეთ აფრიკის რაზმიც შემოიჭრნენ ანგოლაში 14 ოქტომბერს უნიტას მხარდასაჭერად. ამავე დროს ნამიბიის მხრიდან საზღვარი გადმოლახა „პორტუგალიის განმათავისუფლებელი არმიის“ ნაწილებმა, რომელთა მიზანი ყველგან კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლა იყო და ამჯერად აქ მპლას უპირისპირდებოდა.
    ასეთ ვითარებაში აგოსტინო ნეტომ დახმარებისთვის სსრკ-სა და კუბას მიმართა. ფიდელ კასტრომ სასწრაფოდ გაგზავნა არმიის ნაწილები და სამხედრო სპეციალისტები, რომელთა დახმარებით ნეტომ მალე ჩამოაყალიბა 16 ქვეითთა ბატალიონი და 25 საზენიტო და ნაღმტყორცნელი ბატარეები. წლის ბოლომდე სსრკმაც გაგზავნა 200 სამხედრო სპეციალისტი და სამხედრო ხომალდები, რომლითაც ამარაგებდა მოკავშირეებს ტანკებითა და იარაღით. ამან კი მპლას უპირატესობა მოუპოვა მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში, რადგან ფნლას ჯარები გაუწვრთნელნი და ცუდად შეიარაღებულნი იყვნენ, რომელთაგან ანგარიშგასაწევი მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული და მცირერიცხოვანი მოქირავნეთა რაზმი იყო კიპროსელი კოსტას გეორგიუს მეთაურობით, რომელიც დეკემბრის მეორე ნახევარში ჩამოვიდა ანგოლაში. ამასთან ისინი არ იცნობდნენ ლუანდას პროვინციას, რაც ხელს უშლიდათ მანევრირებაში.
    ფნლას და ზაირელთა შეტევა ნელა მიდიოდა და მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში მიაღწიეს სოფელ კიფანგონდოს, რომელიც ლუანდადან 22 კმ-ზე მდებარეობდა. ამდროისათვის აქ მპლასა და კუბელების ჯარებს დაეკავებინათ თავდაცვითი პოზიციები. ე.წ. პროდასავლურ ძალებს შეადგენდნენ: 2000 ბაკონგოელი მებრძოლი, 1200 ზაირელი, 120 პორტუგალიელი, 50-მდე სამხრეთ აფრიკელი. მათ წინააღმდეგ იდგა 1000 მპლას ჯარისკაცი, 200 კუბელი და 100 მპლას ქალი მებრძოლი. სამაგიეროდ კომუნისტებს ჰყავდათ რამდენიმე საბჭოთა ტანკი. უკანასკნელთა სიმცირე იმით იყო გამოწვეული, რომ მათი დიდი ნაწილი ნოემბრის დასაწყისში გადასროლილნი იყვნენ სამხრეთით ბენგელას დასაცავად, რომელსაც სამხრეთ აფრიკელები და უნიტა უტევდა.
    კიფანგონდოს ბრძოლები 23 ოქტომბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდა. 8-9 ნოემბერს პროდასავლელებს დაემატა 14 მმ-იანი ჰაუბიცებიანი ბატარეა, ხოლო კომუნისტებს ტანკების ბატარეა და კუმის სპეცრაზმი. 10 ნოემბერს ჰოლდენ რობერტომ მთელი ზალებით შეტევა ბრძანა, რათა რადაც არ უნდა დაჯდომოდაც გაერღვიათ თავდაცვა. ამ დროს მოხდა მოულოდნელი ფაქტი. ზაირელმა არტილერისტებმა ვერ გაიგეს რა ჩრდ. კორეიდან მოტანილი იარაღის გამოყენების ინსტრუქცია და იმის, შემდეგ რაც რამდენიმეჯერ აუფეთქათ იარაღი უარი თქვეს სროლაზე. ამის მიუხედავად რობერტოსა და გეორგიუს ბიჭებმა რამდენიმე ტანკი და ბრონირებული ავტომობილი ააფეთქეს და სოფლის მთავარი ხიდი მდ. ბაკონგოზე პორტუგალიელებმა აიღეს. ამ დროს კუბელებმა მოახერხეს აღნიშნული ხიდის აფეთქება. მაშინ მოიერიშე ანგოლელებმა და ზაირელებმა უარი თქვეს მდინარეზე გადასვლაზე ნიანგების შიშით და დაიძრნენ მდინარის გასწვრივ დისციპლინამორღვეულნი. კუბელებმა დაუცადეს იმ მომენტს, როდესაც მეტოქის არმიები სრულიად დაუცველნი აღმოჩნდებოდნენ მდინარის ნაპირებზე და საშინელი ცეცხლი გაუხსნენ, მოსპეს რა ასობით მოწინააღმდეგე და გაანადგურეს მათი სამხედრო ტრანსპორტი. დარჩენილი გაქცეული ზაირელები ჭობებისგან გარშემორყმულნი აღმოჩნდნენ. პორტუგალიელებმა სცადეს კონტრშეტევით გარდატეხა, მაგრამ მოწინააღმდეგის ცეცხლმა ისინი შეაჩერა. 10-11 ნოემბრის ბრძოლა კომუნისტების სრული გამარჯვებით დასრულდა.
    11 ნოემბერს ლუანდაში აგოსტინო ნეტოსა და ადგილობრივ პორტუგალიის წარმომადგენელ, ანგოლას სამოქალაქო გუბერნატორს შორის შედგა შეთანხმება ანგოლას დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. სარამოს ნეტომ ლუანდაში გამოაცხადა ანგოლას დამოუკიდებლობა და ანგოლას სახალხო რესპუბლიკის შექმნა. პარალელურად ჟონას სავიმბიმ ქალაქ უამბოში გამოაცხადა ანგოლას სოციალ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, ხოლო ჰოლდენ რობერტომ ქალაქ ამბრიშში გამოაცხადა ანგოლას დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა.
    12 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის დანაყოფი „ზულუ“ დაიძრა ლუანდასკენ. 17 ნოემბერს მპლას და კუბელთა ჯარებმა შეაჩერეს ისინი მდინარე კევეს ხიდთან, ქალაქ განგულთან. რამდენიმე დღის შემდეგ კი გადავიდნენ შეტევაზე ქალაქ პორტუ ამბაინთან. 5 დეკემბერს კომუნისტურმა ჯარებმა აფრიკელები და უნიტა დედაქალაქს 100 კმ-ზე დააშორეს.
    23 ნოემბერს უამბოში ორი პროდასავლური ძალა გაერთიანდა და ჩამოაყალიბეს ერთიანი „ანგოლას სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომლის მთავრობაც ფნლასა და უნიტას კოალიციური იყო, ხოლო რობერტო და სავიმბი თანაპრეზიდენტები.
    1976 წლის 6 იანვარს ფნლას პოლიტიკური ცენტრი ქალაქი კარმონა მპლას ჯარებმა აიღეს. 11 იანვარს მათ ხელთ აღმოჩნდა ამბრიშიც, რის სემდეგაც ე.წ. პროდასავლურმა კოალიციურმა მთავრობამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა და სამოქალაქო ომმა ზაირის საზღვრებთან მდებარე რაიონებში გადაინაცვლა. 8 თებერვალს კომუნისტებმა აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სანტუ ანტონიუ დუ ზაირი. 13 თებერვალს კი უკვე ჰოლდენ რობერტოს მშობლიური ქალაქი სან სალვადორ დუ კონგო, რომლის გარზნიზონს დაქირავებული ამერიკელი გუსტავო გრილიო ხემძღვანელობდა. 18 თებერვალს პედრუ და ფეიტისუს აღებით მპლას ჯარები გავიდნენ ზაირის საზღვართან. ფნლამ არსებობა შეწყვიტა. მისი გადარჩენილი ნაწილები ზაირს შეეფარა.
    ზაფხულში ლუანდაში გაასამართლეს ფნლას დაქირავებული მეთაურები. კოსტას გრეგორიუ, ენდრიუ მაკენზი, დენიელ გერჰარტი და დერეკ ბარკერი და დახვრიტეს, ხოლო 9 სხვა მებრძოლს დიდხნიანი ციხე მიუსაჯეს.
    ამის შემდეგ მპლასა და კუბელებს მიეცათ საშუალება მთელი ძალები სამხრეთით უნიტას წინააღმდეგ გადაესროლათ, სადაც კამპანია აქამდეც წარმატებით მიდიოდა. 8 თებერვალს კომუნისტებმა აიღეს უამბო, რის შემდეგაც სავიმბის ჯარები დაიძრნენ რთულად მისაღწევი რაიონებისკენ. მალე კომუნისტებმა აიღეს ქალაქები ბენგელა, ლობიტუ და სა და ბანდეირა, რის შემდეგაც უნიტა იძულებული გახდა პარტიზანულ ბრძოლაზე გადასულიყო.
    1976 წლის მარტში ანგოლას მთავრობის ჯარებმა კუბელთა 15000 მოხალისისა და საბჭოთა სპეციალისტებისა და ტექნიკის დახმარებით სრულად გაწმინდა ქვეყანა სამხრეთ აფრიკელი და ზაირელი მებრძოლებისგან, თუმცა სავინბი განაგრძობდა პარტიზანულ ომს, რომელთა საშველად სამხრეთ აფრიკელები შემდეგ წლებშიც გზავნიდნენ არმიებს. მარტო 1980 წელს მათ 529-ჯერ გადაკვეთეს ანგოლას საზღვარი.
    1977 წლის 27 მაისს მოხდა „ფრაქციონერების“ ამბოხი რადიკალკომუნისტის ნიტო ალვიშის ხელმძღვანელობით. პარტიისა და არმიის რადიკალები ალვიშის მეთაურობით მოითხოვდნენ უფრო მკაცრ რეპრესიულ ღონისძიებებს მოწინააღდეგეებისადმი. ითხოვდნენ ქვეყანაში კუბის გარდა სსრკ-ს ჯარების განლაგებასაც; მოითხოვდნენ მულატების თავიანთი რიგებიდან გარიცხვას, რომელთა ადგილები სუფთა სისხლის აფრიკელებს უნდა დაეკავებინათ. იმ დროისთვის სახელმწიფო აპარატსა და ინტელიგენციას გასაგები მიზეზების გამო ძირითადათ  ანგოლაში დაბადებული თეთრკანიანები და მულატები წარმოადგენდნენ, რაც ალვიშის მომხრეებისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ალვიში წლების მანძილზე იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და დიდი კავშირები ჰქონდა არმიის წრეებში. 1975-1976 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრადაც მუშაობდა და აქაც სერიოზული კავშირები შექმნა.
    1976 წლის 23 ოქტომბერს მპლას სესიაზე ალვიში და არმიის გენშტაბის უფროსი ჟოზე ვან დუნენი დაადანაშაულეს „ფრაქციონერობაში“ (ცალკე ფრაქციის შექმნის მცდელობასა და განხეთქილების დათესვაში). გამოძიებას სათავეში ჩაუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუში. ალვიში გადააყენეს მინისტრობიდან, ხოლო 1977 წლის თებერვალში მის და მის მოკავშირე ვან დუნენიც ცოლის სიტა ვალიშის (მპლას ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ალვიშს ამ ორგანიზაციაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა რასისტული იდეოლოგიის გამო) მიმართ ოფიციალური გამოძიება დაიწყო.
    21 მაისს მპლას სხდომაზე ალვიში და დუნენი პარტიიდან გარიცხეს. დაპატიმრებაც შორს არ იყო, ამიტომ „ფრაქციონერებმა“ გადაწყვიტეს მოეწყოთ გადატრიალება. მათ მიზანს მპლას გენმდვივნის ლუსიო ლარას (1961-1980) და თავდაცვის მინისტრ ენრიკე კარერას (ორივე მულატი იყო) განეიტრალება წარმოადგენდა, რადგან პრეზიდენტი ნეტოს უნიათოდ და ლოთად მიიჩნევდნენ, რომლითაც იყო შეფუთული მულატების ძალაუფლება.
    27 მაისს ამბოხებულთა არმია ლუანდას ღარიბთა უბნებში შევიდა და მათი ნაწილი გადმოიბირა, რის შემდეგაც დაეცნენ ციხე და გაათავისუფლეს მათი შეხედულების მქონე პოლიტპატიმრები. ისინი აპირებდნენ ფნლას მხარეს მებრძოლი ბრიტანელი დაქირავებულების გამოშვებასაც, რათა თავიანთ მხარეს ებრძოლათ, მაგრამ იმათ უარი თქვეს საკნების დატოვებაზე.
   ამბოხებულებმა აიღეს რადიოსადგური და მიმართეს ხალხს. სიტა ვალიშმა მოუწოდა მუსებს აჯანყებისკენ. ნაწილობრივ მოწოდება გამოხმარებულ იქნა და მოსახლეობა ტავს დაესხა მთავრობის უწყებათა შენობებს. დატყვევებულ იქნა მპლას, არმიისა და უშიშროების რამდენიმე ლიდერი, რითაც შეარყიეს ხელისუფლება.
    ამ დროს ნეტო გონს მოვიდა და სასწრაფოდ მოახერხა წინააღმდეგობის ორგანიზება. მან სემოიკრიბა კარერა, ლარა, საგ.საქმეთა მინისტრი დუშ სანტუში, პრემიერ მინისტრი ლოლუ დუ ნაშსიმენტუ, გენერალი დინუ მატრუში და მპლას ახალგაზრდული ორგანიზაცის თავმჯდომარე ბენტუ ბენტუ. მათ დაადგინეს საშველად ფიდელ კასტროსთვის მიემართათ და ნეტომ სასწრაფოდ დარეკა კუბაში. ფიდელიც დატანხმდა და კუბელთა არმიან სიტუაცია გადაწყვიტა. მათ ტანკებს ამბოხებული მეცხრე ბრიგადის ბრონირებული მანქანები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, რის შედეგადაც შუადღისთვის ყველა ობიექტი მეამბოხეთაგნ იქნა გათავისუფლებული. ისინი ვერც წარმოიდგენდნენ რომ კუბელები ტანკებს გამოიყენებდნენ მეამბოხეთა მომხრე დემონსტრანტების გასარეკად. ფრაქციონერებმა მოკლეს რამდენიმე ტყვე და მიიმალნენ. ჩავარდა მათი იმედი საბჭოთა ხელისუფლების მხარდაჭერაზე, რომლებმაც დუშ სანტუშის არგუმენტები მოისმინეს და ნეტოს ხელისუფლების მხარე აირჩიეს.
    ნეტომ კომენდანტის საათი შემოიღო და მეამბოხეთა რეპრესიები გამოაცხადა, ხოლო სამთავრობო შენობების დაცვა კუბელ ჯარისკაცებს დაევალათ. ფრაქციონერთა უკანასკნელი იმედი იყო ლუანდას მერი პედრუ ფორტუნატუ, რომელსაც პირადად უნდა მოეკლა პრეზიდენტი ნეტუ, თუმცა ეს გეგმაც არ გამოვიდა.
    დაიწყო პარტიული წმენდა და ალვიშის მომხრეების დაპატიმრებები. მალე აყვანილ იქნენ მეამბოხეთა ლიდერები ჟოზე ვან დუნენი, ჟაკობო კაეტანუ, ედუარდუ ევარისტუ, პედრუ ფორტუნატუ, ვაჭრობის მინისტრი დავიდ მაშადუ, რომლებიც გაასამართლეს და დახვრიტეს. მოსპობილ იქნენ სხვა ლიდერებიც. ლიტუ ალვიშის დახვრეტილი სხეული ზღვაში ჩააგდეს. მათ მიმართ რეპრესიები ფაქტიურად ნეტოს სიკვდილამდე გაგრძელდა და სხვადასხვა მონაცემებით 15-დან 80 ათასამდე ადამიანი შეიწირა. ასეთმა რეპრესიებმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც უშიშროების სპეციალური სამსახური (დისა), რომელსაც ევალებოდა სწორედ რეპრესიების ორგანიზება, სოკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნეტონ დაშალა და პოლიციასა და უსაფრთხოების ახალ სამსახურში გადანაწილა, ხოლო დისას ლიდერი ლუდი კისასუდნა ცოტა ხნით დააპატიმრა კიდეც.
    კომუნისტების (და პირველ რიგში საბჭოთა კავშირის) გულის მოსაგებად 1977 წლის დეკემბრის სხდომაზე მპლამ თავის ოფიციალურ იდეოლოგიად მარქსიზმ-ლენინიზმი გამოაცხადა, რასაც ითხოვდა კიდეც ალვიში და ამით ორიენტაცია საბოლოოდ განსაზღვრა.
    1977 წელს ანგოლაში ჩამოყალიბებული „კონგოს ეროვნული განთავისუფლების ფროტის“ (FNLC) რაზმები გენერალ ნათანიელ მბუმბას სარდლობით და მპლას ხელშეწყობით შეიჭრა ზაირის რესპუბლიკის პროვინცია კატანგაში (შაბა). ზაირის არმიამ მაროკოს არმიის გადამწყვეტი დახმარების შემდეგ ექსპანსია მოიგერია. 1978 წელს FNLC-ის რაზმები ზაირის ქალაქ კოლვეზიში შევიდნენ, სადაც გაანადგურა საფრანგეთის საჰაერო დესანტმა პოლკოვნიკ ფილიპ ერულენის ხემძღვანელობით. მაშინ ანგოლას მთავრობამ გადაწყვიტა ზაირის მთავრობას მორიგებოდა.
    1979 წელს ნეტო ონკოლოგიურმა დაავადებამ შეაწუხა, რის გამოც გაემგზავრა მოსკოვში, თუმცა ოპერაციამ არ უშველა და იქვე 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ცხედარი ლუანდაში გადმოასვენეს და მისთვის აგებულ სპეციალურ მავზოლეუმში დაკრძალეს. (1992 წელს ოჯახის თხოვნით იქიდან გადაასვენეს).
    ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი გახდა პარტიის გენმდივანი ლუსიო ლარა, თუმცა 11 დღის შემდეგ თანამდებობა მან დუშ სანტუშს დაუთმო, რომელიც ესახებოდა კიდეც მემკვიდრედ ნეტუს ფრაქციონერების ამბოხისას გამოჩენილი უნარების შემდეგ. 1980 წელს ლარა პარტიიდან და პოლიტიკიდან წავიდა, ხოლო მეორე გავლენიანი ფიგურა ენრიკე კარერა პრეზიდენტმა სანტუშმა ჩამოაშორა თავდაცვის მინისტრობას და მთელი ძალაუფლება ხელში აიღო, რის შემდეგაც კომუნიზმის იდეებით გატაცებული პირები ნელნელა პარტიის, არმიისა და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ჩააბარა პირადი საახლობლო წრით.
***
    ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუში დაიბადა 1942 წლის 28 აგვისტოს ლუანდაში, ქვისმთლელისა და დიასახლისის ოჯახში. აქვე დაამთავრა დაწყებითი სკოლა და ლუანდას ეროვნული ლიცეუმი, რის შემდეგაც შეუერთდა პარტიზანულ მოძრაობას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და დააარსა მპლას ახალგაზრდული ორგანიზაცია. 1961 წლის ნოემბერში კოლონიური მთავრობის მიერ დაწყებული რეპრესიების გამო სანტუში გაიქცა კონგოს რესპუბლიკაში, საიდანაც ის დაუკავშირდა მპლას პარტიზანულ ორგანიზაციას (ეპლა).
    1963-69 წლებში სანტუში სწავლობდა აზერბაიჯანში ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაასრულა, თუმცა ამ სპეციალობით არასდროს უმუშავია, თუმცა თავისი ცოდნა სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოადგა 1970-74 წლებში  ჩრდილო ანგოლაში წარმოებული ომისას.
    1974 წელს სანტუში დაინიშნა მპლას საგარეო საკითხების განყოფილების კოორდინატორად და პარტიის წარმომადგენლად იუგოსლავიასა და კონგოს რესპუბლიკაში. ცოტა ხანში იგი შეიყვანეს პარტიის პოლიტბიუროს ცენტრალურ კომიტეტში. 1975 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სანტუში ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. აქციონერთა ამბოხის დროს გამოჩენილი უნარების გამო სანტუში ნეტოს ფავორიტი გახდა, ამიტომ აღარავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ლარამ 11 დღეში სწორედ მას დაუთმო ხელისუფლება. ასე დაიწყო ედუარდო დუშ სანტუშის 38 წლიანი მმართველობა.
     ჟოზე პორტუგალიურის გარდა ფლობს რუსულ ენას. უყვარს კალათბურთი, ხელბურთი და ფეხბურთი, უკრავს გიტარასა და დოლზე. მევრი თვლის, რომ მას უყვარს მსუბუქი კლასიკური მუსიკა.
***
    1980 წელს FNLA-ს ლიდერმა ჰოლდენ რობერტომ ანგოლაში ბრძოლა საბოლოოდ შეწყვიტა. სამაგიედოდ UNITA სავიმბის მეთაურობით კი ააქტიურებს პარტიზანულ ომს. 
    1981 წლის აგვისტოში სამხრეთ აფრიკის 5000 კაციანი მოტორიზებული კოლონა, არტილერიის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით შემოიჭრა კუნენეს პროვინციაში, წაიწიეს 150-200 კმ-ზე და მოსპეს 831 ანგოლელი და 9 საბჭოთა მებრძოლი და 4 საბჭოთა სამხედრო სპეციალისტი, ხოლო 1 - ნიკოლაი პესტრეცოვი აიყვანეს ტყვეთ. ცოტა ხანში დამატებით გადმოისროლეს 4 მოტორიზებული ბრიგადა, 50 თვითმფრინავი და 30 ვერტმფრენი და სცადეს დასახლებული პუნქტების კუველაისა და ლეტალას აღება.
    1982 წლის ბოლოს ანგოლასა და სამხრეთ აფრიკის მთავრობებს შორის დაიწყო მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა 1983 წლის 31 იანვარს სამხრეთ აფრიკის ერთი რაზმი შეიჭრა ბენგელაში და ააფეთქა ჰიდროელექტროსადგური, რამაც ჩაშალა მოლაპარაკება და ომი განახლდა.
    პარტიზანული ბრძოლის პარალელურად უნიტა არც ტერაქტებს ერიდებოდა, რასაც წლების მანძილზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ყველაზე გახმაურებული იყო 1983 წლის ნოემბერში ანგოლას კუთვნილი სამგზავრო ბოინგ 737-ის ჩამოგდება, რა დროსაც 130 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
    ვერ მიაღწიეს რა წარმატებას, 1984 წლის იანვარში მოწინააღმდეგე მხარეებმა მოლაპარაკება გააახლეს, რომლის დროს ანგოლა დაპირდა სამხრეთ აფრიკას, რომ აღარ დაეხმარებოდა ნამიბიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ორგანიზაციას (შეიქმნა ანგოლაში 1975 წელს). საპასუხოდ მარტში სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ დადო ზავი ლუანდასთან და ჯარი გაიწვია.
    1985 წელს ანგოლის ქალაქ ჯამბაში UNITA-ს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გაიმართა ანტიკომუნისტი პარტიზანების საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც დაადგინა, რომ განაგრძობდნენ პარტიზანულ თავდასხმებს. პარალელურად მათ დასახმარებლად სამხრეთ აფრიკელები ისევ იჭრებოდნენ ანგოლაში და დივერსიებსაც აწყობდნენ მისი ნავთობინდუსტრიის წინააღმდეგ. პარალელურად უნიტას იარაღით ამარაგებდა აშშ-ც (მან 1985-91 წლებში უნიტაზე 250 მლნ დოლარი დახარჯა). თავის მხრივ ანგოლას მთავრობას ჯარებით და იარაღით ეხმარებოდა კუბა, სსრკ და ჩრდ კორეა.
    1987 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ანგოლას მთავრობამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა უნიტას მოსასპობად, თუმცა უკანასკნელს მაინც აღმოაჩნდა ძალები კვიტო კვანავალეში მდგარ სამთავრობო გარნიზონს თავს დასხმოდნენ. მაშინ გარნიზონს დაეხმარა კუბელთა რაზმი, ხოლო უნიტას სამხრეთ აფრიკელთა ახალი რაზმი. ბრძოლა გაგრძელდა 1988 წლის 5 აგვისტომდე, როდესაც ჟენევაში დაიდო სამხრეთ აფრიკისა და ანგოლას მთავრობებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სავიმბიმ არ ცნო შეთანხმება და განაგრძო ომი.
    1988 წლის დეკემბერს ნიუ იორკში ხელი მოეწერა შეთანხმებას ანგოლას პრეზიდენ დუშ სანტუშსა და სავიმბის შორის, რომლითაც ანგოლა ყველა უცხოურ არმიას უნდა დაეტოვებინა, რაც განხორციელდა კიდეც; კუბელები და სამხრეთ აფრიკელები საბოლოოდ წავიდნენ.
     1990 წელს კრიზისში გახვეულმა საბჭოთა კავშირმა ყოველგვარი დახმარება შეუწყვიტა ანგოლას მთავრობას, რომელმაც ზურგი შექაცია კომუნიზმის მშენებლობას. მპლა მემარცხენეობიდან მემარცხენე-ცენტრისტულ, სოციალ-დემოკრატიულ ზალად გადაიქცა. საკანონმდებლო რეფორმებით შემოვიდა მრავალპარტიული სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. მიღებული იქნა ზომები ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებისათვის. ანგოლამ თანამშრომლობა დაიწყო ყოფილ მეტოქეებთან - აშშ-სთან, ჩინეთთან და სამხრეთ აფრიკასთან, საიდანაც იღებდა კრედიტებს ეკონომიკის აღდგენისათვის. გაუქმებულ იქნა სიკვდილის დასჯა.
    ამ ყველაფერის შედეგად უკვე დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვდა უნიტასგან ხელისუფლებასთან დაზავებას. 1991 წელს ლისაბონის გარეუბან ბისესში შეიკრიბნენ პორტუგალიის, აშშ-ს, სსრკ-ს, მპლა-ს და უნიტას წარმომადგენლები, რომელთაც ხელი მოაწერეს ომის დასრულების ხელშეკრულებას. 31 მაისის შეთანხმებით ანგოლაში სრულდებოდა ერთპარტიული რეჟიმი და ქვეყანა გადადიოდა მრავალპარტიულ დემოკრატიაზე. 1992 წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო ეროვნული ასამბლეისა და პრეზიდენტის არჩევნები საერთაშორისო დამკვირებლების მეთვალყურეობით. მეტოქე მხარეები შლიდნენ არმიებს, ათავისუფლებდნენ ტყვეებს, წყვეტდნენ ერთმანეთის საწინააღმდეგო აგიტაციას, რის შემდეგაც იქმნებოდა ანგოლას ახალი საერთო არმია, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარებიდან 20-20 ათასი ჯარისკაცი შედიოდა. პოლიტიკური რეპრესიები შეწყდა და ჰოლდენ რობერტომაც მოახერხა სამშობლოში დაბრუნება.
    ასეთი შეთანხმების მიუხედავად ნამდვილი შერიგება არ მომხდარა. მართალია ომი შეწყდა, მაგრამ მხარეებმა არაფერი გააკეთეს სათანამშრომლოდ. უნიტამ შეინარჩუნა არმია და კონტროლირებადი რაიონები, ხოლო ხელისუფლებამ მთელი ბიუჯეტი და სახელისუფლებო რესურსები გამოიყენა არჩევნების მოსაგებად. პარალელურად მათვე ჩამაოყალიბეს ხელისუფლებისადმი ლოიალური ნახევრადგასამხედროებული დანაყოფები, რომელნიც პედიოდულად შეტაკებებს აწარმოებდნენ უნიტას ჯარებთან. ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა უნიტას მიერ ხელშეკრულების დარღვევა - არ დაშალა რა არმია - ხალხის გადმოსაბირებლად, რის შემდეგაც უნიტას მომხრე რეგიონებში მპლას მხარდაჭერა გაიზარდა.
    მიუხედავად მშვიდობის ჩამოვარდნისა ქვეყანა სრულიად გაღატაკებული იყო. მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შიმშილობდა. მოშლილი იყო ქვეყნის მთელი ინფრასტრუქტურა. სიტუაციას ამძიუმებდა ის ფაქტიც, რომ კაბინდას ექსკლავი, სადაც ქვეყნის თითქმის მთელი ნავთობინდუსტრია მდებარეობდა, დამოუკიდებლობას ითხოვდა.
    საპარლამენტო არჩენებში მპლამ მეტოქე 54%-ით 34% დაამარცხა, ხოლო სანტუშმა სავინბი 49,7%-ით 40,7%. გაერომ არჩევნები „ძირითადად თავისუფლად და სამართლიანად“ გამოაცხადა. უნიტამ, იმის ნაცვლად რომ საპრეზიდენტოს მეორე ტურისთვის მომზადებოდა, უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და არმიის მზადება დაიწყო თავისი მოთხოვნების გასამყარებლად. მაშინ სანტუშმა დაასწრო და თავს დაესხა ლუანდაში განლაგებულ უნიტას ბაზებს, სადაც თავმოყრილი იყო მათი არსენალის დიდი ნაწილი. დაიღუპა ათობით ათასი ადამიანი, მეტწილად კი უნიტასა და ფნლას წევრები. ასე დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც გაერომ უნიტა დაადანაშაულა, რადგან მისი დასკვნით არჩევნების შედეგი სამართლიანი იყო.
    განსაკუთრებულად სისხლიანი გამოდგა ქალაქ უამბოსთვის ბრძოლები, რომელიც 55 დღე გაგრძელდა და უნიტას მიერ მისი აღებით დასრულდა. უნიტას მხარი დაუჭირა ქვეყნის ცენტრმა და სამხრეთმა და წლის ბოლოსთვის ქვეყნის 70% მის ხელთ აღმოჩნდა. 1994 წელს მპლას ჯარებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და მიუახლოვნდენ რა უნიტას ცენტრ უამბოს, დაუტოვეს მეტოქეს მხოლოდ ქვეყნის 40%. მაშინ სავინბი დათანხმდა სამშვიდობო მოლაპარაკებას.
    2 წლიანი ომის შედეგად 300000 ანგოლელი დაიღუპა. 1994 წლის 20 ნოემბერს მეტოქეებმა ახალი ზავი დადეს ლუსაკაში, რომლითაც უნიტას უნდა დაეშალა არმია და გაერთიანებულიყო ცენტრალურ არმიასთან და მომზადებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ქვეყანაში შემოვიდა გაეროს სამშვიდობოები, თუმცა 1995-96 წლებში შეთანხმება არაერთხელ დაირღვა და შეტაკებები გრძელდებოდა.
   გაეროსა და აშშ-ს შუამდგომლობით 1996-97 წლებში რამდენიმეჯერ მოხდა სანტუშისა და სავიმბის შეხვედრა. სანტუშმა მეტოქეს შესთავაზა ვიცე-პრეზიდენტობა, თუმცა 1996 წლის აგვისტოში უარი მიიღო - თანაპარტიელები მიკრძალავენო. საპასუხოდ გაერომ უნიტას სანქციები დაუწესა.
    ამასობაში ზაირში სამოქალაქო ომი ატყდა მობუტუს მხოლოდ რამდენიმე ქალაქი ჰქონდა ხელში შერჩენილი, რომელიც მაისში დაკარგა და ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. ხელისუფლბაში კაბილა მოვიდა, რომელმაც ქვეყანას ძველი სახელი „კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ დაუბრუნა და მჭიდრო კავშირი დაამაყარა ანგოლას ხელისუფლებასთან, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა უნიტას პოზიციები.
    1997 წლის აპრილში ეროვნული ასამბლეაში უნიტას 63 წევრმა დადო ფიცი და 2 დღის შემდეგ ჩამოყალიბდა ეროვნული თანხმობის მთავრობა. 1998 წელს უნიტას პარტიიდან დანიშნეს 3 გუბერნატორი, 7 ვიცეგუბერნატორი და 6 ელჩი.
     შერიგების პროცესი ნელა მიმდინარეობდა. 1998 წლის ზაფხულისათვის მთავრობა ქვეყნის მხოლოდ 80%-ს აკონტროლებდა და უნიტა დაკავებული 12 რეგიონიდან 4-ს ისევ არ ათავისუფლებდა. მაშინ გაერომ ივლისში დამატებითი სანქციები დაუწესა უნიტას, რამაც მისი გახლეჩა გამოიწვია. საპარლამენტო ფრაქციისა და სამხედრო ხელმძღვანელობის ნაწილმა ჩამოაყალიბეს განახლებული უნიტა, რომელიც მთავრობის მოკავშირე გახდა, თუმცა უნიტას დეპუტატების უმეტესობა განკერძოებულობას ინარჩუნებდა. მაშინ სიტუაცია დაიძაბა და თავერზა უნიტელების თანამდებობიდან ჩამოშორება დაიწყო, ხოლო ოქტომბრის ბოლოს სავიმბის ჩამოართვეს ოპოზიციის ლიდერის სტატუსი.
    დეკემბერში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი განახლდა, რომლის დროსაც უამბოს რაიონში გაეროს ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. იანვარში ეროვნულმა ასამბლეამ სავიმბი გამოაცხადა სამხედრო დამნაშავედ და საერთაშორისო ტერორისტად. რეზოლუცია ქადაგებდა, რომ პრეზიდენტს „უწევს ომი, რათა მიღწეული იქნა მშვიდობა გათვალისწინებული ლუსაკას შეთანხმებით“.
    2000 წლი დასაწყისში სამთავრობო ჯარებმა აიღეს უნიტას ძირითადი ბაზები, მათ შორის ქალაქები ბაილუნდო (ოპოზიიის პოლიტიკური დედაქალაქი) და ჯამბა (ძირითადი სამხედრო ბაზა).
    2002 წლის 22 თებერვალს სამთავრობო ჯარეთან შეტაკებისას ქალაქ ლუკუსთან სავიმბი დაიღუპა. მისმა მემკვიდრე ანტონი დემბომ ომის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა, თუმცა მალე წრილობისგან თვითონაც დაიღუპა იმავე ადგილებში. მაშინ უნიტას ხელმძღვანელოი გახდა პაულუ ლუკამბე, რომელიც მტავრობსთან კომპრომისისა და პოლიტიკური მეთოდების მომხრე იყო. მოლაპარაკებები დაიწყო პროვინცია მოშიკოს ქალაქ კასამბაში 2002 წლის 15 მარტს, რომელშიც მთავრობას წარმოადგენდა გენერალი ჟერალდუ საშიპენგუ ნუნდა (უნიტას ყოფილი პოლიტკომისარი), ხოლო უნიტას შტაბის ხელმძღვანელი ჯერალდუ მუნგუ უკუატშიტემბუ, ცნობილი მეტსახელით კამორტეირუ. პირველ რიგი საუბრის თემა ცეცხლის შეწყვეტის პირობები იყო, რაც რთული მოსაგვარებელი იყო, ამიტომ 18 მარტს 18 მარტს უნიტას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა ისაიაშ სამაკუვამ მიმართა საზოგადოებასა და ეკლესიას დახმარებოდნენ ზავის ჩამოგდებაში.
    20 მარტს მოლაპარაკება განახლდა ქალაქ ლუენეში. მასში ჩაერთო სამთავრობო მხრიდან გენერალი არმანდო და კრუზ ნეტო და უნიტას მხრიდან გენერალი სამუელ შივალე. 30 მარტს მიღწეულ იქნა შეთანხმება სამხედრო საკითხებში, ხოლო 4 აპრილს ლუენეში ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი სამოქალაქო ომის დასრულებისა და პოლიტიკური დავის მოგვარების შესახებ მპლასა და უნიტას შორის. ხელი მოაწერეს ნეტომ და უკუატშიტემბუმ. ლუანდამ ცნო დოკუმენტი.
    მემორანდუმი ცნობდა ლუსაკას პროტოკოლის პრინციპებს. უნიტა კვლავ ხდებოდა პოლიტიკური პარტია, ხოლო მისი არმია იშლებოდა და ერთიანდებოდა სამთავრობო ჯარებში.
მშვიდობიანი ხანა და ქვეყნის აღდგენა
    2003 წელს უნიტას მეთაურად აირჩიეს ისაიაშ სამაკუვა, რომელმაც გააგრძელა მშვიდობის პოლიტიკა. ამის შემდეგ მეომარი მხარეების პრობლემა დანაღმული ველების გაწმენდა იყო, რომელიც მოსახლეობას უდიდეს პრობლემებს უჩენდა.
    ამავე ხანებში დასრულდა მეორე კონგოური ომიც, რომელშიც ანგოლას ხელისუფლება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალ ხელისუფლებას უჭერდა მხარს, ხოლო უნიტა ძველ მოკავშირე ზაირის რესპუბლიკის მთავრობის ხალხს.
    მშვიდობის დამყარებამ ანგოლას ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. 2002-20011 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად საშუალოდ 11,6%-ით იზრდებოდა. მასში მნიშვნელოვანი წვლილი შექჰონდა ნავთობს (მისი მარაგებითს მსოფლიოს მასშტაბით მეთექვსმეტეა), რომელსაც დღიურად 1,8 მლნ ბარელს მოიპოვებდნენ. მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობა, მუდმივად ირზდებოდა ბიუჯეტი, საგარეო ვალი კი უმნიშვნელო იყო. ქვეყანა მოიპოვებს აგრეთვე გაზს (მსოფლიოში მარაგებით 35-ე), ალმაზს (მარაგებით მეოთხე), რკინის მადანს, ბოქსიტს, ფოსფორიტებს, ოქროს, ურანს, სპილენძს, ტიტანსა და მანგანუმს. მაგრამ ჯერ კიდევ უამრავია გასაკეთებელი, რადგან მოსახლეობის 70%-ის შემოსავალი 2 დოლარზე ნაკლებია.
    ქვეყანაში განვითარდა სპორტული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საფეხბურთო, რადგან ფეხბურთი იყო სპორტის ის სახეობა, რომელსაც უნდა შეერიგებინა მოსახლეობა და გაემთლიანებინა მთელი ანგოლას ერები. აფრიკის საფეხბურთო კავშირმა დაუფასა ქვეყნის ხელისუფლებას მონდომება და შედეგად აფრიკის ერთა თასი 2010 წლის იანვარში ანგოლაში ჩატარდა. 8 იანვარს კაბინდას სეპატარიტული მოძრაობა „კაბინდას ანკლავის განთავისუფლების ფრონტის“ მებრძოლებმა დაცხრილეს ტოგოს ნაკრების ავტობუსი, რასაც რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. დაჭრილებს შორის ორი ტოგოს ნაკრების ფეხბურთელი იყო. შედეგად ტოგო შინ გაემგზავრა, თუმცა ტურნირი გაინაგრძა და მშვიდობიანადაც დასრულდა.
    განვითარება დაიწყო განათლების სისტემამაც. 1975 წლისთვის თუ 15% ანგოლელი ბავშვებისა დადიოდა სკოლაში, 2005 წელს მათი რიცხვი 88%-ზე ავიდა.
    ასეთ პირობებში ახალი არცევნების შედეგები გასაკვირი არ ყოფილა. 2007 წლის 27 დეკემბერს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მომავალი წლის 5-6 სექტემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა. არჩევნები დასავლეთმა სამართლიანადად ჩათვალა, თუმცა Human Rights Watch-მა შედეგების კანონიერება ეჭევქვეშ დააყენა. მმართველმა პარტიამ არჩევნებში ხმების 81,64% და 191 მანდატი მიიღო, უნიტამ 10,39% და 16 მადატი, „სოციალური განახლების პარტიამ“ (პრს) 3,17% და 8 მანდატი, „ახალ დემოკრატიულმა საარჩევნო კავშირმა“ და ფნლამ 1% გადალახეს და 2 და 3 მანდატი მიიღეს. უნიტამ ცნო შედეგები. ასეთმა სასტიკმა მარცხმა უნიტაში დიდი განხეთქილება გამოიწვია თუმცა სამომავლოდ ეს პარტიას წაადგა.
    2010 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა და პრეზიდენტი ავტომატურად ხდებოდა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიიის ლიდერი, ოღონდ პრეზიდენტს შეეძლო მხოლოდ ორი ხუთწლიანი ვადა ჰქონოდა. ამან ოპოზიციას შვება არ მოუტანა, რადგან სანტუში წინა 30 წელიწადს არ თვლიდა და ვადებს ახლიდან აითვლიდა და 2022 წლამდე დარჩენა შეეძლო. ანგოლას სახელმწიფო მეთაური არის პრეზიდენტი რომელსაც ირჩევს პარლამენტი. მთავრობის მეთაურის როლს ასრულებს ვიცე პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს ერთპარტიული სახალხო კრება, რომელშიც 220 წევრია.
     2011 წელს არაბული გაზაფხულის გავლენით ოპოზიციურად განწყობილმა ახალგაზრდობამ მოაწყო საპროტესტო გამოსვლები. ხელისუფლებამ მათ დაუპირისპირა პრეზიდენტ დუშ სანტუშისადმი ლოიალობის გამომხატველი სახელმწიფო მოხელეების მასობრივი დემონსტრაციები.
    2012 წლის 31 აგვისტოს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მპლამ დამაჯერებელი გამარჯვება მოპოვა 71,84-ით (175 მანდატი). ისაიას სამაკუვას უნიტამ 18,66% აიღო (32 მანდატი). უნიტადან წამოსული აბელ ჩივუკუვუკუს 2012 წელს დაარსებულმა პარტია „ანგოლას ხსნის ფართო კონვერგენციამ“ (კასა) 6% (8 მანდატი). „სოციალური განახლების პარტიამ“ (პრს) და ფნლამ 1% გადალახეს და შესაბამისად 3 და 2 მანდატი მიიღეს. სანტუშმა ძალაუფლება შეინარჩუნა.
    ქვეყანაში არსებულმა მრავაწლიანმა ქაოსმა და სიღატაკეს ხელი შეუწყო ისლამის გავრცელებას, რაც ძალიან აშფოთებდა ქრისტიანულ უმრავლესობას. 2 წლიანი განხილვების შემდეგ 2013 წლის შემოდგომაზე მთავრობამ საბოლოოდ აკრძალა ისლამის ქადაგება. ლუანდაში და ზოგიერთ სხვა დასახლებულ პუნქტში მოხდა მეჩეთების ნგრევა.
    2013 წელს გაიმართა საპროტესტო აქციების ახალი ტალღა, რომლის ორგანიზატორი იყო პარტია CASA. ამას ხელისუფლებამ მკაცრი რეაქციით უპასუხა და გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. აღინიშნებოდა ოპოზიციონერი აქტივისტების მკვლელობები.
    2016 წლის 11 მარტს პრეზიდენტმა სანტუშმა განაცხადა, რომ შემდგომი წლის აგვისტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მაგრამ მოგვიანებთ ყველაფერი შეიცვალა. 2 დეკემბერს მპლამ დაამტკიცა საარჩევნო სია, რომლის პირველი ნომერი იყო თავდაცვის მინისტრი და მპლას თავმჯდომარის მოადგილე ჟუან ლორენსუ. ასე რომ უკანასკნელი გამოცხადდა პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა სანტუში დარჩებოდა პოსტზე 2018 წლამდე და შეინარჩუნებდა მპლას ხელმძღვანელის როლს, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ მმართველად დარჩენას ნიშნავდა. მეტიც მისი ვაჟი ჟოზე ფილომენუ 2013 წლიდან მართავდა ანგოლას სუვერენულ ფონდს, რომელშიც შედის ნავთობიდან შემოსული თანხა, ხოლო ქალიშვილი იზაბელი 2016 წლიდან მართავდა ანგოლას ნავთობის სახელმწიფო კომპანია Sonangol-ს, ანუ ძირითად ფინანსებს პატარა სანტუშები განაგებდნენ. იზაბელი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რუსი ქალბატონიდან, რის გამოც მან 2013 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამით მომავალ რეპრესიებს გადაურჩა. იზაბელ დუშ სანტუში ანგოლას უმდიდრესი ადამიანი და აფრიკის უმდიდრესი ქალია.
    2017 წლის 23 აგვისტოს არჩევნებში მპლამ 61,1% და 150 მანდატი აიღო; უნიტამ 26,7% და 51 მანდატი, ხოლო კასამ 9,5% და 16 მადატი. პრს და ფნლამ ამჯერად 2 და 1 მანდატი მიიღეს. პრეზიდენტად ლორენსუ გახდა, რომელიც რეფორმების გატარების მომხრეთა ბანაკიდან იყო, ხოლო სამაგიეროდ ვიცე პრეზიდენტობა გადასცეს სანტუშის კონსერვატორული ფრთის წარმომადგენელ ბორნიტუ დი სოუზას. პარტიის გენმდივნობაც მათი გუნდის წევრ დინუ მატრუშს მისცეს, რომელიც ხალხში არაპოპულარული იყო, თუმცა ლორენსუსთან მეგობრობდა.
    ლორენსუ პრეზიდენტობას 2017 წლის 26 სექტემბერს შეუდგა, თუმცა ძალაუფლება მხოლოდ 2018 წელს გადაიბარა და ნელნელა ძალაუფლების გამყარება დაიწყო. პირველ რიგში პატარა სანტუშები თანამდებობებს ჩამოაშორეს. უკვე 2018 წლის სექტემბერში სანტუშის ვაჟი მის პარტნიორებთან ერთად დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით და პარალელურად მპლას ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს უფროსი სანტუში (8 სექტემბერს), რის შემდეგაც და მმართველი პარტიის ხელმძღვანელიც პრეზიდენტი ლორენსუ გახდა.
     ცოტა ხნის შემდეგ ლორენსუმ საჯაროდ გააკრიტიკა დუშ სანტუში და დასდო ბრალი ავტორიტარულ მმართველობასა და კორუფციაში. შეშინებულმა ექსპრეზიდენტმა ანგოლა დატოვა და მკურნალობის მომიზეზებით პორტუგალიაში გაემგზავრა.
    ახალმა პრეზიდენტმა აქტიური რეფორმები წამოიწყო ქვეყნის გარდაქმნისათვის: მოახერხა ძველი შეხედულებების დინუ მატრუშის თავისი ახალი კაცით პაულო პომბოლოთი ჩანაცვლება, მთავრობიდან გაუშვეს არაპოპულარული პირები (პოლიციისადა არმიის უსაფრთხოების უფროსები) და გადაიდგა ნაბიჯები უნიტასთან მეტად დასაახლოვებლად შეწყდა რა ოპოზიციისადმი პოლიციური დევნა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. ამ ყველაფერმა კი ხალხში ახალი პრეზიდენტის პოპულარობა გაზარდა.
***
    ჟუან მანუელ გონსალვიშ ლორენსუ დაიბადა 1954 წლის 5 მარტს ბენგელას პროვინციის ქალაქ ლობიტუში. მამამისი შეკეირა ჟოაო პროფესიით ექიმი იყო. ანტიკოლონიალურ ომში მონაწილეობის გამო მან 3 წელი გაატარა პორტუგალიის ციხეში. დედამისი ჟოზეფა გონსალვეშ სიპრიანო მკერავი იყო და ქალაქ ნამიბიდან.
    ჟუანმა დაამთავრა ლუანდას წარმოების ინსტიტუტი. 1974-75 წლების მიჯნაზე შეუერთდა მპლას (როგორც მბუნდუს ეთნოსის წარმომადგენელი) და 1975-76 წლებში კაბინდაში ებრძოდა ფნლას ჯარებს. 1978-82 წლებში სწავლობდა მოსკოვში, ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში, რომლის დასრულებისთანავე დაბრუნდა შინ და ჩაერთო უნიტას წინააღმდეგ ბრძოლებში.
    1983 წელს ლორენსუ დანიშნეს მპლას პირველ მდივნად ქალაქ მოშიკოში, რომელიც უნიტას ერთ-ერთ დასაყდენ დასახლებას წარმოადგენდა. 1986 წელს გადაიყვანეს იგივე პოზიციაზე ბენგელას პროვინციაში. 1989-90 წლებში ლორენსუ ანგოლას შეიარაღებული ძალების (ფაპლა) დირექტორატის ხელმძღვანელი გახდა და ატარებდა მკაცრ კომუნისტურ ხაზს. ამიერიდან იგი მპლას უმაღლეს ეშელონებში მოხვდა.
    ამ პერიოდში დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესი ჭეშმარიტმა კომუნისტმა ჟუან ლორენსუმ დადებითად მიიღო და ამ როლსაც კარგად მოერგო. იგი დანიშნეს ინფორმაციის მდივნად და მპლას საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ. 1998 წელს ლორენსუ მპლას გენერალურ მდივნად აღზევდა, ხოლო 2003 წლიდან უკვე ანგოლას „ეროვნული ასამბლეის“ თავმჯდომარის მოადგილედ გადაიყვანეს, სადაც 11 წელი იმუშავა. 2014 წლის 23 აპრილს დანიშნულ იქნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად. 2016 წლის 23 აგვისტოს დამატებით დანიშნეს მპლას ვიცე-თავმჯდომარედაც თადარიგის გენერალ-პოლკოვნიკის წოდებით. პარალელურად მას ჰქონდა ბიზნესი და მეგობრული კავშირები „მკაცრი ხაზის“ მომხრე დინუ მატრუშთან, თუმცა პარალელურად პრეზიდენტ სანტუშის უახლოესი გარემოცვის წევრიც იყო.
    უკვე თავისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისას ლორენსუ დაპირდა ამომრჩეველთ დაეძლია ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გამოწვეული იყო ნავთობის ფასის ვარდნით და ამისთვის არ მოერიდებოდა მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბაკისგან კრედიტების მიღებას.
    ჟუან ლორენსუმ მნიშვნელოვნად შეცვალა პრეზიდენტის პოლიტიკური სტილი. მან მნიშვნელოვნად შეამცირა დაცვის პრეზიდენტის დაცვა და ხშირად დადის რეგიონებში, სადაც აქტიურად კონტაქტობს მოსახლეობასთან. ელიტური საპრეზიდენტო გვარდია შეუერთა არმიას.ჯერ კიდევ 2017 წლის 11 ნოემბერს ლუბანგოში გამართულ მიტინგზე თავი წარმოადგინა არა როგორც მპლას ლიდერმა, არამედ როგორც ყველა ანგოლელის პრეზიდენტმა. პირველი ლიდერი იყო, რომელმაც მოინახულა ოპოზიციის დასაყრდენი და სეპარატისტების მოქმედების ზონა კაბინდას ექსკლავი და იქ ერთი ღამეც გაათია, რაც უსაფრთხოების მიზნით გაუმართლებლად მიიჩნეოდა.
     ეკონომიკაში ლორენსუ აქცენტს აკეთებს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირებასა და კერძო სფეროში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენაზე. 2018 წლის ბოლოს მან განაცხადა დიდი სახელმწიფო ობიექტების მოსალოდნელი პრივატიზაციის შესახებ, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების ჩათვლით. მიმდინარეობს კამპანია ნეპოტიზმისა და კოუფციის წინააღმდეგ.
    პარალელურად პრეზიდენტმა რეგულარულად ხვდება უნიტას ხელმძღვანელობას. მისი შეხვედრები ისაიაშ სამაკუვასთან მიმდინარეობს დემონსტრაციულად კეთილგანწყობილ ატმოსფეროში. ლორენსუმ 2019 წლის 30 მაისს ნება დართო ჟონას სავიმბის მშობლიურ სოფელ ლოპიტანგაში (ანდულოს მუნიციპალიტეტი) გადასვენებისა, რასაც უნიტა 17 წელი უშედეგოდ თხოვდა დუშ სანტუშს (ამას ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა პარტიის კონსერვატორული ფრთა დინუ მატრუშის ხელმძღვანელობით). 1 ივნისს ეს აქტი განხორციელდა. ლორენსუმ საჯაროდ გააკრიტიკა 1977 წელს ფრაქციონერების ამბოხის შემდეგ ჩატარებული რეპრესიები.
     დღეისთვისთვის ანგოლას მთლიანი შიდა პროდუქტი 124 მილიარდ 600 მილიონი დოლარია (მსოფლიოში 64 ადგ.), რაც ერთ სულზე 4101 დოლარია (მსოფლიოში 91), თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სიმდიდრე ასე სამართლიანად არის განაწილებული. რეალურად ქვეყნის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მოსახლეობის გაბატონებული, მცირე ჯგუფის ხელშია. შემოსავლის 85% ნავთობზე მოდის. დასაქმებულთა 80% სოფლის მეორნეობაზე მოდის. მიუხედავად ამისა სოფლის მეორნეობის პროდუქსის 80% იმპორტირებულია.
   ჟუან ლორენსუ პოლიგლოტია. მშობლიურის გარდა იგი ფლობს პორტუგალიურს, ესპანურს, რუსულსა და ინგლისურს. უყვარს ფეხბურთი და კარატე.
   პოლიტოლოგები ფრთხილად უყურებენ ლორენსუსა და ანგოლას დემოკრატიულ მომავალს, რადგან კონსერვატიულ ძალები ჯერ კიდევ დიდ ძალას წარმოადგენენ პარტიასა და სახელმწიფო მმართველობაში. ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომჯერ დინუ მატრუშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვალდებულია შეასრულოს პარტიული გადაწყვეტილებები, შემდეგ კი ლორენსუ საჯარო გამოსვლისას გააკრიტიკა თვით ვიცე პრეზიდენტმა ბორნიტუ დი სოუზამ.











Комментариев нет:

Отправить комментарий