ერთ დღეს
ასურეთის მეფე
ასურბანიფალმა გადაწყვიტა
თავის დაქვემდებარებულ
ყველა მხარეში
შეეკრიბა ძველი
ისტორიული ტექსტები
და ერთიანი
საცავი - „ბიბლიოთეკა“
შეექმნა. ამ
მიზნით მან
თავის მოხელე
შადანუს, რომელიც
ბაბილონში მიემგზავრებოდა
სპეციალური წერილით
დაავალა: „იმ
დღესვე, როდესაც
ამ წერილს
მიიღებ, შეკრიბე
შუმუ, მისი
ძმა ბელ
ეთირი, აპლა
და შენთვის
ცნობილი მხატვრები
ბორსიპანიდან. შეაგროვე
ყველა ფირფიტა,
რომელიც მთ
სახელებსა და
იზიდას ტაძარში
ინახება. მოძებნეთ
და მომართვით
ძვირფასი ფირფიტები,
რომელთა ასლები
აშურში არ
არის. ბორისპას
მთავარ ქურუმსა
და გამგებელს
მე მივწერე,
რომ შენ,
შანდაუ, ამ
ფირფიტებს შეინახავ
შენს საწყობში.
მე ვუბრძანე
მათ, არავინ
უარი არ
გითხრას ფირფიტებზე.
თუ თქვენ
გაიგებთ, რომ
ესა თი
ის ფირფიტა,
ან საწესო
ტექსტი სასახლისათვის
შესაფერია, მოძებნეთ
და გამოგზავნეთ“.
ასურბანიფალთან მუშაობდნენ
ოსტატ გადამწერთა
მთელი ჯგუფები,
რომელნიც ამზადებდნენ
იმპერიის სხვადასხვა
მხარეებიდან ჩამოტანილი
ფირფიტებისა თუ
სხვა ტექსტების
ასლებს. ბიბლიოთეკის
უდიდესი ნაწილი
ეჭირა სხვადასხვა
სახის შელოცვებსა
და სარიტუალო
ტექსტებს. ბევრი
იყო სამედიცინო,
ფილოსოფიური, ასტრონომიის,
მათემატიკისა და
ფილოლოგიური ტექსტებიც.
ბიბლიოთეკაში თავი
მოიყარა აგრეთვე
სხვადასხვა სახის
ისტორიულმა ცნობებმა:
მეფის ბრძანებებმა,
სასახლის ჩანაწერებმა,
ლიტერატურული ძეგლები,
ეპიკურ-მითოლოგიური
გადმოცემები, სიმღერები
და ჰიმნები.
მათ შორის
გამორჩეული იყო
გილგამეშის ეპოსი.
ასურბანიფალი, რომელიც
დაახლოებით 668-627 წლებში
მეფობდა, ბიბლიოთეკას
25 წლის განმავლობაში
ქმნიდა და
30000-მდე „წიგნიც“
მოაგროვა. თუმცა
მისი გარდაცვალებიდან
15 წელში, ძვ.წ.
612 წლის აგვისტოში
მიდიელებისა და
ბაბილონელების ლაშქრებმა
ნინევია აიღეს
და მიწასთან
გაასწორეს. ყველაფერი
ცეცხლს იქნა
მიცემული. მართალია
დაპყრობლები უშუალოდ
ბიბლიოთეკას, რომელიც
რელურად სამეფო
რეზიდენციაში განლაგებული
სახელმწიფო არქივი
იყო, თავს
არ დასხმიან
და არ
დაურბევითა, თუმცა
კი ცეცხლი
მასაც მიწვდა
და ამით
მისი შემოქმედება
გადაარჩინა (გამოწვა
რა თიხის
წიგნები, მართალია
ბევრი დაიშალა
კიდეც).
1839 წელს
ინლისელმა ოსნინ
ჰენლი ლეიარდმა
მიატოვა თავისი
ახლადდაწყებული იურიდიული
პრაქტიკა და
გაემგზავრა ანატოლიასა
და სირიაში,
რათა აეხდინა
ოცნება, მოეძებნა
ასურეთის ცივილიზაციის
ნაკვალევი. 1842 წელს
ინგლისის სტამბულელი
ელჩის წყალობით
მიიღო გათხრების
ჩატარების უფლება
და კაცმა,
რომელიც არც
ისტორიკოსი იყო
და არც
არქეოლოგი, 1845-51 წლებში
აღმოაჩინა ასურელთა
არაერთი ქალაქი,
მათ შორის
ნინევია და
ნიმრუდი. სწორედ
იგი წააწყდა
სრულიად შემთხვევით
ნინევიას ბიბლიოთეკას,
რომლის არსებობის
შესახებ მანამდე
არავინ არაფერი
იცოდა.
1854 წლიდან ბიბლიოთეკის შესწავლას შეუდგა ერაყელი არქეოლოგი და ასირიოლოგი ჰორმუზდ რასამი (1826-1910), რომელმაც ამოთხარა მთელი ბიბლიოთეკა და ამოიღო 25000-მდე თიხის წიგნი, რის შემდეგაც ფრთხილად ჩაალაგა ყუთებში და გაგზავნა ლონდონში დასაცავად და შესასწავლად.
ასურბანიფალის ბიბლიოთეკამ უზარმაზარი ინფორმაცია მისცა თანამედროვე ისტორიოგრაფიას ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის შესახებ, რითაც მცირედით გამოისყიდა ასურელთა „ღვაწლი“ მსოფლიო ისტორიის წინაშე - მათ ხომ არსებობის მანძილზე მრავალი ერი, ქალაქი და სახელმწიფო გაასწორეს მიწასთან.
წიგნები
Комментариев нет:
Отправить комментарий