вторник, 17 ноября 2020 г.

თურქეთის საკითხი სსრკ-გერმანიის ურთიერთობებში 1940 წელს (თ. პაპასქირი)

საბჭოთა კავშირი თავის საგარეო პოლიტიკაში თითქმის ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა თურქეთის საკითხს. გამონაკლისი არც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პერიოდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განიცადა საბჭოთა პოლიტიკამ სერიოზული სახეცვლილება ამ მიმართულებით. თავდაპირველად ის აქცენტს აკეთებდა მხოლოდ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების საკითხზე და მონტრეს კონვენციის რევიზიაზე, მოგვიანებით კი გაცხადდა საბჭოთა ტერიტორიული პრეტენზიებიც.
მეორე მსოფლიო ომის პირველ ეტაპზე (1940 წლის ივნისის ჩათვლით) საბჭოთა პოზიციები ძირითადად თანხვედრაში იყო საკითხისადმი გერმანიის დამოკიდებულებასთან. უფრო მეტიც, ინტერესების ერთგვარი, უნებლიე დამთხვევა ამ საკითხზე საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის შეინიშნება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. 1939 წლის ივნისში გერმანიის ელჩმა სსრკ-ში ვერნერ ფონ შულენბურგმა ბერლინს აცნობა, რომ საბჭოთა მხარემ, კერძოდ, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ვლადიმირ პოტიომკინმა შეძლო თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების შეჩერება.1
შულენბურგი მაშინ ამას ხსნიდა იმ გარემოებით, რომ თურქეთისა და საბჭოთა მხარის პოზიციები თანხვედრაში უნდა ყოფილიყო და ბრიტანელებთან შეთანხმებები ერთდროულად უნდა გაფორმებულიყო.1 ძნელი სათქმელია რამდენად სწორია შულენბურგისეული ეს ახსნა. დღესაც კი ამ საკითხის განხილვისას საკმაოდ დიდ სირთულეებს ვაწყდებით ინფორმაციის ნაკლებობის გამო, თუმცა არსებული მონაცემები (კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტის ისმეთ ინონიუსა და მეჰმეთ სარაჯოღლუს პოტიომკინთან 1939 წლის 5 მაისს გამართული შეხვედრის ჩანაწერი) გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ, როგორც ჩანს, შულენბურგი ცდებოდა პოტიომკინის ქმედებების შეფასებაში.
პირველ რიგში, აქ საყურადღებოა ერთი გარემოება: ჩვენი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თურქები, პირიქით, ელოდნენ, როდის გაფორმდებოდა ხელშეკრულება სსრ კავშირსა და ბრიტანეთს შორის (და არა საბჭოთა მხარე არწმუნებდა მათ მოცდას). არ არის გამორიცხული, ამგვარი მოლოდინის მიზეზი იყო ის, რომ თურქული მხარე 1939 წლის გაზაფხულზე ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ბრიტანეთისა და საფრანგეთის მზადყოფნაში, წინ აღდგომოდა ღერძის ქვეყნების ექსპანსიას. ფაქტობრივად, ყოველივე ამაზე მიანიშნა თურქეთის პრეზიდენტმა ისმეთ ინონიუმ პოტიომკინს მასთან 1939 წლის 5 მაისს გამართული შეხვედრისას.2 ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია _ ყოველივე ეს ემთხვეოდა გერმანიის ინტერესებსაც. გერმანია იმ დროს ასევე ყოველნაირად ცდილობდა თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებისთვის ხელის შეშლას.3
23 აგვისტოს, პაქტის ხელმოწერის წინ საბჭოეთის ლიდერ იოსებ სტალინთან გამართული მოლაპარაკებების დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას თურქეთის პოზიციით და აცხადებდა, რომ ინგლისმა 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა თურქეთში ანტიგერმანული პროპაგანდის გასატარებლად.4 სწორედ ამიტომ, გერმანული მხარე ცდილობდა საბჭოთა კავშირის გამოყენებასაც და სთხოვდა მას, გამოეყენებინა თავისი გავლენა, რათა თურქეთი ნეიტრალური დარჩენილიყო.1 უნდა ითქვას, რომ მოლოტოვი გაგებით მოეკიდა ამ თხოვნას და აღნიშნა, რომ სსრ კავშირისთვის ასევე სასურველი იყო თურქეთის ნეიტრალურად დარჩენა.2
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა და თურქეთმა გაააქტიურა მცდელობები ინგლისთან და საფრანგეთთან ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ამ დროისთვის უკვე არსებობდა თურქეთ-ბრიტანეთისა (1939 წლის 12 მაისი) და თურქეთ-საფრანგეთის (1939 წლის 23 ივნისი) დეკლარაციები. ანკარის თანდათანობით გადახრას ინგლის-საფრანგეთის ბლოკისკენ თავისი მიზეზები გააჩნდა. პირველ რიგში, თურქეთი უფრთხოდა იტალიის გააქტიურებას ხმელთაშუაზღვისპირეთში, მეორე მხრივ კი, ფრანგები დაპირდნენ მათ ჰატაის პროვინციის გადაცემას (მანამდე სირიას ეკუთვნოდა), რაც მოხდა კიდეც ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, 29 ივნისს. ბუნებრივია, ეს იწვევდა გერმანიის უკმაყოფილებას, რის შესახებაც გერმანიის მთავრობამ არაერთხელ მიმართა თურქეთის ხელისუფლებას.3 თუმცა, როგორც ეს სწორად შენიშნა გერმანიის ელჩმა თურქეთში ფრანც ფონ პაპენმა, ამ ქმედებებს შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ ცალ-ცალკე ხელშეკრულებების გაფორმების ნაცვლად თურქეთის მთავრობამ დაიწყო ფიქრი ინგლისთან და საფრანგეთთან სამმხრივი პაქტის გაფორმებაზე,4 რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც.
ბუნებრივია, ეს განსაკუთრებით მიუღებელი იყო გერმანიისთვის, რომელიც უკვე ამ ქვეყნებთან საომარ მოქმედებებში იმყოფებოდა, მაგრამ არც სსრ კავშირისთვის, რომელიც იმ მომენტში გერმანიის პირდაპირ მოკავშირეს წარმოადგენდა, იყო მაინცდამაინც მომგებიანი თურქეთის გადასვლა მოწინააღმდეგის ბანაკში. ამიტომ 1939 წლის შემოდგომაზე მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები მეჰმეტ სარაჯოღლუსთან. მოსკოვი უკვე ცდილობდა თურქეთთან არა ნეიტრალიტეტის, არამედ ურთიერთდახმარების პაქტის ხელმოწერას.5 სარაჯოღლუ მოსკოვში 1939 წლის 26 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე იმყოფებოდა, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. უფრო მეტიც, როგორც თურქი მკვლევარი იუჯელ გიუჩლუ ამტკიცებს, მოსკოვში მოლაპარაკებების ჩაშლამ დააჩქარა ინგლის-საფრანგეთ-თურქეთის შეთანხმების ხელმოწერა,1 რომელიც 19 ოქტომბერს შედგა და ამით საკითხი ფაქტობრივად დაიხურა. როგორც მოლოტოვის მიერ 1939 წლის 31 ოქტომბერს გაკეთებული მოხსენება ცხადყოფს, საბჭოთა კავშირი მეტად უკმაყოფილო დარჩა ასეთი გადაწყვეტილებით.
სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ და იმავდროულად საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა აღნიშნა, რომ თურქეთმა საბოლოოდ თქვა უარი ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე. მან ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა მხარე „არ აპირებდა მარჩიელობას, ინანებდა თუ არა თურქეთი ამ ნაბიჯს“, რამაც „დარბაზში გამოცოცხლება გამოიწვია“.2 გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება მიიქცია კიდევ ერთმა პასაჟმაც. 1939 წლის 31 ოქტომბრის სიტყვაში მოლოტოვმა კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს საბჭოთა მხარემ თურქეთისაგან მოითხოვა ყარსისა და არტაანის (თურქ. არდაჰანი) გადაცემა.3 აქ საინტერესო ის არის, რომ 1939 წლის შემოდგომაზე მსგავსი ხმების გავრცელება სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არ არის დაფიქსირებული. ჩვენი აზრით, მოლოტოვის ეს განცხადება გარკვეულწილად დიპლომატიური ხრიკი იყო და არარსებული ხმების უარყოფით მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საბჭოთა კავშირს გააჩნდა პრეტენზიები თურქეთისადმი.4
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც გერმანია იყო მაინცდამაინც დაინტერესებული საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებით. როგორც ეს ჩანს რიბენტროპის 7 ოქტომბრის წერილიდან შულენბურგისადმი, მთავარი ამოცანა იყო, რომ საბჭოთა მხარეს დაერწმუნებინა თურქეთი, რათა ამ უკანასკნელს გადაეფიქრებინა ინგლისთან და საფრანგეთთან პაქტის დადება. გარდა ამისა, აქვე საბჭოთა მხარეს ახსენებდნენ, რომ, თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩაეწერა დოკუმენტში პუნქტი, რომლითაც სსრ კავშირი უარს იტყოდა გერმანიის წინააღმდეგ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობაზე, რადგანაც ეს გამომდინარეობდა სსრკგერმანიის თავდაუსხმელობის პაქტიდან.1
აღნიშნული წერილი შულენბურგმა საბჭოთა მხარეს მომდევნო დღეს გააცნო. გერმანიის ელჩთან შეხვედრისას მოლოტოვმა განმარტა, რომ პაქტი ამას არ ითვალისწინებდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი, გერმანიასთან მეგობრობის გამო, მაინც გააკეთებდა ასეთ ჩანაწერს, თუმცა იქვე ეჭვი გამოთქვა თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაში.2 ამასთან დაკავშირებით, ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ შულენბურგის მოხსენებაში არ გვხვდება მოლოტოვის სიტყვები, თითქოს საბჭოთა მხარის აზრით, „მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობა არ გამომდინარეობდა პაქტით აღებული ვალდებულებებიდან“.3 არადა, სსრკ-გერმანიის 1939 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულების IV პუნქტი ცალსახად განსაზღვრავდა, რომ ხელმომწერი მხარეები არ უნდა გაერთიანებულიყვნენ მეორე მხარის წინააღმდეგ პირდაპირ თუ ირიბად მიმართული სახელმწიფოების დაჯგუფებაში.4
ჩვენი აზრით, გერმანული დოკუმენტი უფრო ზუსტად ასახავს მოლოტოვისა და შულენბურგის საუბრის შინაარსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის ელჩი აუცილებლად შეატყობინებდა თავის ხელმძღვანელობას, რომ საბჭოთა მხარე პაქტის პირობებს განსხვავებულად განიხილავდა. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 18 ოქტომბერს სტალინმა, სარაჯოღლუსთან უკანასკნელი საუბრისას, თავად მოსთხოვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თურქეთ-საფრანგეთ-ინგლისის სამმხრივ შეთანხმებაში ისეთი მუხლის შეტანა, რომელიც ხელშეკრულებას გაუქმებულად გამოაცხადებდა მისი როგორც სსრ კავშირის, ისე გერმანიის წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევაში.5
აქ აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს შეხვედრა უბრალოდ გასაიდუმლოებული იყო. როგორც ი. გიუჩლუ აღნიშნავს, თურქულ არქივებში სარაჯოღლუს მოსკოვში ვიზიტის შესახებ საერთოდ არაფერი იძებნება.6 აზერბაიჯანელ ისტორიკოსის ჯამილ ჰასანლის (მან ამ საკითხის ირგვლივ არსებული რუსულ არქივების მასალები დაამუშავა) დაკვირვებით კი სარაჯოღლუმ მოსკოვი 16 ოქტომბერს დატოვა,1 ამდენად მან არაფერი იცის სტალინისა და სარაჯოღლუს 18 ოქტომბრის საუბარზე.
მივუბრუნდეთ საბჭოთა მხარის პოზიციას. აშკარა იყო, რომ ოფიციალური მოსკოვი სულ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა თურქეთის პოზიციის ცვლილებით. 1939 წლის 7 დეკემბერს სსრ კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში ალექსეი ტერენტიევი იტყობინებოდა, რომ თურქული გაზეთები უკიდურესად ანტისაბჭოთა განწყობილებით გამოირჩევიან და რომ სსრკ-ფინეთის ომთან დაკავშირებით საბჭოთა მხარეს „აგრესორად“ და „დამპყრობლად“ მოიხსენიებენ. ა. ტერენტიევის თქმით, ეს თურქეთის მთავრობის მიერ იყო ინსპირირებული.2 მიუხედავად ამისა, 1939 წლის მიწურულსა და 1940 წლის პირველ ნახევარში თურქეთის მთავრობის მიმართ რაიმე ოფიციალურ დემარშს ადგილი არ ჰქონია. მდგომარეობა შეიცვალა მხოლოდ საფრანგეთის ომიდან გამოსვლის შემდეგ. უკვე 1940 წლის 25 ივნისს შედგა მოლოტოვის შეხვედრა სსრ კავშირში იტალიის ელჩ აუგუსტო როსოსთან,3 რომელზეც მეტად საყურადღებო მომენტი იქნა დაფიქსირებული. მოლოტოვმა იტალიელ დიპლომატს გადასცა ბარათი. ამ დოკუმენტის მნიშვნელობის გამო მოვიყვანთ ამონარიდს, რომელიც, ჩვენი აზრით, ცხადყოფს საბჭოთა მხარის განწყობას თურქეთის მიმართ 1940 წლის ზაფხულში: „...თურქეთი უნდობლობას იწვევდა სსრკ-ს (და არა მარტო სსრკ-ს) მიმართ გამჟღავნებული არამეგობრული დამოკიდებულების გამო, კერძოდ, ინგლისსა და საფრანგეთთან პაქტის დადებასთან დაკავშირებით. ეს უნდობლობა ძლიერდება თურქეთის მისწრაფების გამო, საბჭოთა კავშირს უკარნახოს თავისი მისწრაფებები შავ ზღვაზე სრუტეებში ერთპიროვნული ბატონობის გზით, აგრეთვე, ბათუმის სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რაიონებიდან საბჭოთა კავშირისთვის დამუქრების პრაქტიკის ათვისებით. რაც შეეხება თურქეთის სხვა რაიონებს, სსრკ ითვალისწინებს იტალიის ინტერესებს, აგრეთვე გერმანიის ინტერესებს და მზადაა, მოელაპარაკოს მათ ამ საკითხზე. რაც შეეხება ხმელთაშუა ზღვას, სსრკ სავსებით სამართლიანად თვლის, რომ იტალიამ მიიღოს უპირატესი მდგომარეობა ამ ზღვაში. ამასთან, სსრკ იმედოვნებს, რომ იტალია გაითვალისწინებს სსრკ-ს, როგორც მთავარი შავიზღვისპირა სახელმწიფოს, ინტერესებს“.1
უნდა ითქვას, რომ მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ სრუტეების საკითხთან დაკავშირებით საბჭოთა მხარემ თავისი პოზიციები დააფიქსირა არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ინგლისთანაც. ისინი აცხადებენ, რომ 1940 წლის 1 ივლისს სტალინმა მოიწონა დიდი ბრიტანეთის ელჩ სტაფორდ კრიპსის მიერ წამოყენებული თხოვნა თურქეთსა და რუსეთს შორის შუამავლობის შესახებ, იმ პირობით, რომ მოხდებოდა მონტრეს კონვენციის რევიზია. მათი თქმით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონი იდენმა მას შემდეგ თქვა უარი ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე, რაც წააწყდა თურქების უარყოფით რეაქციას.2 როგორც სტალინისა და კრიპსის საუბრის რუსული ჩანაწერიდან ირკვევა, საბჭოთა ლიდერმა მართლაც წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: „...მე ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები (იგულისხმება სსრკ-თურქეთის ურთიერთობები _ თ.პ.) ნამდვილად საჭიროებს გაუმჯობესებას. თუ დიდი ბრიტანეთი აპირებს ზომების მიღებას ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვექნება“.3
ერთი შეხედვით, ეს თითქოს მართლაც არის თანხმობა, თუმცა, ჩვენი აზრით, აქ უფრო ადგილი ჰქონდა უბრალოდ დიპლომატიურ პასუხს, რადგანაც, როგორც საუბრის დანარჩენი ნაწილი ცხადყოფს, სტალინი პრაქტიკულად ყველა საკითხზე აფიქსირებდა თავის პოზიციას და სულაც არ აღელვებდა, რამდენად მისაღები იყო ის ბრიტანული მხარისთვის.4 თანაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ სტალინი, იმ დროისთვის არსებულ სიტუაციაში, რაიმე რევერანსებზე წასულიყო ბრიტანელების მიმართ. ამას ადასტურებს ისიც, რომ, მიუხედავად დიდი მცდელობებისა, ამ საუბარიდან თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კრიპსი შეხვედრითაც კი ვერ შეხვდა მოლოტოვს.1 გარდა ამისა, 13 ივლისს მოლოტოვმა შულენბურგს გადასცა მემორანდუმი კრიპსისა და სტალინის შეხვედრის შესახებ, რომელშიც მოცემული იყო კრიპსის კითხვები და სტალინის პასუხები.2 საყურადღებოა, რომ მემორანდუმი მთავრდებოდა თურქეთის საკითხით და მასში მოცემული იყო სტალინის სიტყვები, რომ „საბჭოთა კავშირი ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ექსკლუზიურ იურისდიქციას სრუტეებზე და თურქეთის მხრიდან პირობების დიქტატს შავ ზღვაში“, რაზეც თურქეთის ხელისუფლება ინფორმირებული იყო.3 ასე რომ, რაიმე გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება სტალინისა და კრიპსის საუბრისადმი ჩვენ ზედმეტად მიგვაჩნია.
ამასობაში საუბრები თურქეთის საკითხზე გასცდა კულისებს და ოფიციალურ დონეზე გადაინაცვლა. თურქეთის მიმართ საბჭოთა მხარის განსაკუთრებული რისხვა გამოიწვია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. მე-54 და მე-65 „თეთრი წიგნების“ გამოქვეყნებამ. 5
ივლისს საბჭოთა ოფიციალურმა გამოცემებმა „პრავდამ“ და „იზვესტიამ“ თავისი პირველი გვერდები ანტითურქულ სტატიებს დაუთმეს6 და გადმობეჭდეს ამ კრებულების რამდენიმე დოკუმენტი.1 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ ირანისა და, განსაკუთრებით, თურქეთის მონაწილეობას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო ოპერაციებში. „პრავდაში“ განხილული იყო თურქეთში საფრანგეთის ელჩის, რენე მასილის 14 მარტის წერილი, რომელშიც ის საფრანგეთის მთავრობას აცნობებდა, რომ თურქეთი არ შეუშლიდა ხელს ბაქოს და ბათუმის დაბომბვას2 და გენ. მაქსიმ ვეიგანის 1940 წლის 7 მარტის დეპეშა გენ. მორის გამლენისადმი ბაქოს თურქული აეროდრომებიდან დაბომბვის შესაძლებლობის შესახებ.3 „იზვესტია“ ყურადღებას ამახვილებდა რენე მასილის 14 მარტის წერილის სხვა ნაწილზე, რომელშიც ის ბაქოს დაბომბვის შესაძლო შედეგებზე საუბრობდა.4
თურქული მხარე უაღრესად შეაშფოთა აღნიშნულმა პუბლიკაციებმა. 6 ივლისს, ნ. ტერენტიევი დაემშვიდობა სარაჯოღლუს (სსრკ-ს ახალი სრულუფლებიანი წარმომადგენელი სერგეი ვინოგრადოვი რამდენიმე დღეში უნდა ჩასულიყო თურქეთში – თ.პ.), რომელმაც წუხილი გამოთქვა ამ დოკუმენტების `მოსკოვის მიერ არასწორი გაგების გამო“ და უარყო თურქული მხარის მონაწილეობა ნებისმიერ სახის ანტისაბჭოთა აქციაში.5 ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება მიიქცია ამ შეხვედრის ჩანაწერის კიდევ ერთმა ნაწილმა, რომელშიც სარაჯოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთმა თავის დროზე სასტიკად დაგმო ბათუმისა და ბაქოს თავზე უცნობი თვითმფრინავების მიერ განხორციელებული გაფრენები და დაიმუქრა მომავალში მათი ჩამოგდებით.6 პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საბჭოთა დოკუმენტების კრებულში რატომღაც არ არის დაფიქსირებული პროტესტი თურქეთის მისამართით ბათუმის თავზე ამოუცნობი თვითმფრინავის გადაფრენის გამო, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც სახის გაფრთხილებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.1 მეორეც, საინტერესოა, თუ საიდან იცოდა სარაჯოღლუმ ამოუცნობი თვითმფრინავების მიერ ბაქოზე გადაფრენის ამბავი, როდესაც საბჭოთა მხარემ ოფიციალურად ირანელებთან დააფიქსირა მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით შემოფრენა მის ტერიტორიაზე?2
აქვე ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი ფაქტი: მიუხედავად „პრავდასა“ და „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული გამანადგურებელი სტატიებისა, საბჭოთა ხელმძღვანელობამ არც თურქეთის ელჩი დაიბარა განმარტებების მისაღებად და არც რაიმე სახის ოფიციალური ნოტა გადასცა თურქეთის ხელისუფლებას. თურქეთის ელჩი ალი ჰაიდარ აქტაი, რომელიც, საკუთარი ინიციატივით, ორჯერ ესტუმრა საგარეო საქმეთა სამინისტროს 9 და 11 ივლისს, მაგრამ ის მოლოტოვმა არ მიიღო და მას შეხვდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე სოლომონ ლოზოვსკი, თუმცა ამ უკანასკნელსაც არ დაუფიქსირებია რაიმე ოფიციალური პროტესტი.3 იგივე სურათს ვხედავთ იმ პერიოდის სხვა საუბრებშიც საბჭოთა და თურქ დიპლომატებს შორის.4 მხოლოდ 9 აგვისტოს, პუბლიკაციებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, მიიღო მოლოტოვმა აქტაი. აღნიშნული შეხვედრისას მთავარმა საბჭოთა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა საფუძველი ურთიერთობების გაუარესებისთვის, მაგრამ მათი გაუმჯობესებისთვის თურქეთის მთავრობას უნდა ეფიქრა, თუ რა ჰქონდა გასაკეთებელი.5
ამასთან დაკავშირებით, დგება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: რა უნდა გაეკეთებინა თურქეთს სსრ კავშირთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად? აშკარაა, რომ აქ არ მიდიოდა საუბარი უბრალოდ ინგლისთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე. ისმის კითხვა, ხომ არ ჰქონდა საბჭოთა კავშირს რაიმე ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთთან უკვე 1940 წელს.6 აღნიშნულ პრობლემაზე მომუშავე ისტორიკოსების დიდი ნაწილი ამ საკითხს ან გვერდს უვლის,1 ან უბრალოდ ხელაღებით უარყოფს ასეთ შესაძლებლობას, თანაც არგუმენტაციის გარეშე.2 ამის საპირისპიროდ ზოგიერთ მკვლევარს, პირიქით, ეჭვიც არ ეპარება ასეთი პრეტენზიების არსებობაში.3 ჩვენ ვეთანხმებით ამ უკანასკნელ მოსაზრებას, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საჭიროა მეტი დასაბუთება, რადგანაც ის მონაცემები, რომელთაც ეყრდნობა ინგლისელი ისტორიკოსი ნიკოლას ტამკინი, როგორც ჩანს, არცთუ ზუსტად ასახავს ვითარებას. კერძოდ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ნ. ტამკინის მიერ მოყვანილი ამონარიდები ჰაიდარ აქტაის ორი წერილიდან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი, რომელიც ხელში ჩაუვარდა ინგლისის დაზვერვას. თავის პირველ წერილში აქტაი გამოთქვამს რწმენას, რომ საბჭოთა მთავრობა მოითხოვს „თურქეთისა და ირანისაგან საზღვრის გასწორებას“,4 მეორე წერილში კი მოჰყავს მონაცემები ბათუმის საკონსულოდან, რომ დადის „ხმები თითქოს რუსები (ასეა ტექსტში – თ.პ.) სადაცაა დაიკავებენ ყარსს“.5
როგორც ვხედავთ, ნ. ტამკინს ყურადღება არ მიუქცევია, რომ აქტაის წერილები დათარიღებულია 1940 წლის 9 და 11 ივლისით, ანუ ზუსტად იმ დღეებით, როდესაც ის ცდილობდა მოლოტოვთან შეხვედრას, მაგრამ მიიღო მხოლოდ ლოზოვსკიმ.6 ჩვენი აზრით, ერთადერთი, რაზეც მიუთითებს აღნიშნული წერილები, არის ის, რომ ამ დღეებში საბჭოთა მთავრობას, ლოზოვსკის პირით, ნამდვილად არ წაუყენებია რაიმე ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი.1 ამას ადასტურებს თურქეთში გერმანიის ელჩი ფრანც ფონ პაპენიც, რომელიც 16 ივლისს ატყობინებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ სავარაუდოდ აქტაიმ აცნობა ოფიციალურ ანკარას, რომ არანაირ მოთხოვნებს ჯერ ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, მან იმავე წერილში აღნიშნა, რომ თურქები ასეთი მოთხოვნებისთვის მზად იყვნენ და არმია უკვე მობილიზებული ჰყავდათ.2 ფონ პაპენის უფრო გვიანდელი წერილიდან (1940 წლის 9 აგვისტო) ნათელი ხდება, რომ თურქეთმა სრული მობილიზაცია მოახდინა არა მარტო საბჭოთა კავშირთან საზღვარზე, არამედ თრაკიასა და ბოსფორის სრუტის გარშემოც.3
ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ 1940 წლის ივლისში საბჭოთა მხარეს ნამდვილად არ მიუმართავს თურქეთის ხელისუფლებისადმი ტერიტორიული პრეტენზიებით. ამას თითქოს ადასტურებს 1940 წლის 12 ივლისს საბჭოთა კავშირის ოფიციალური სააგენტო ТАСС-ის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლითაც უარყოფილ იქნა დასავლურ პრესაში გავრცელებული ჭორები, თითქოს საბჭოთა კავშირმა ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა თურქეთს.4 მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი ცნობა, რომელიც გვხვდება გერმანიის საგარეო ურთიერთობების ამსახველ კრებულში და რომელშიც პირდაპირ არის საუბარი საბჭოთა მოთხოვნებზე. ესაა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს VII პოლიტიკური განყოფილების დირექტორის, ვილჰელმ მელხერსის მოხსენებითი ბარათი (დათარიღებულია 1940 წლის 23 ივლისით), რომელშიც ის აღწერს საუბარს გერმანიაში თურქეთის საელჩოს მრჩეველ მ. ალკენდთან.5
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, ალკენდმა მელხერსს შეატყობინა, რომ ის ელაპარაკა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს (გასაგები მიზეზების გამო, ალკენდმა არ დააკონკრეტა მისი გვარი), რომელმაც დაუდასტურა, რომ საბჭოთა მხარემ ოფიციალურად დააყენა ორი კავკასიური პროვინციის დაბრუნების საკითხი და მოითხოვა ორი ბაზა სრუტეებზე.1 აქვე მან ახსენა, რომ საბჭოთა მოთხოვნებს თურქულმა მხარემ უარით უპასუხა. ალკენდის წყაროს თანახმად, პასუხის საბოლოო რედაქტირება მოახდინა თავად პრეზიდენტმა ისმეთ ინონიუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთმა პირველი მსოფლიო ომის შედეგად ტერიტორიის 2/3 დაკარგა და ის მოქცეული იყო „უკიდურესად მჭიდრო საზღვრებში“, რომლის „კიდევ უფრო შემცირება თურქეთის მოსახლეობას უბრალოდ აუტანელ მდგომარეობაში“ ჩააყენებდა.2 ალკენდმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ სრუტეების საკითხს მონტრეს კონვენცია არეგულირებდა და საბჭოთა მხარე მშვენივრად ხედავდა, რომ თურქეთი არ ატარებდა მტრულ ხომალდებს. ალკენდის თქმით, თუ საბჭოთა კავშირი კვლავ დააყენებდა ტერიტორიული პრეტენზიების მოთხოვნას, ამას შედეგად მხოლოდ ომი მოჰყვებოდა. ალკენდმა ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა მხარეს ძალზე გაუჭირდებოდა კავკასიური პროვინციების აღება, რადგანაც ისინი იოლი დასაცავი იყო.3
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ დოკუმენტიდან? პირველ რიგში, აქ ჩვენი ყურადღება მიიქცია შემდეგმა ფრაზამ: „ორი კავკასიური პროვინციის დაბრუნების საკითხი“. ჩვენი აზრით, სწორედ ეს სიტყვები ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ნამდვილად აუთენტურ ინფორმაციასთან. ეს მეტად საეჭვოდ ემთხვევა მოლოტოვის მიერ 1939 წლის 31 ოქტომბერს წარმოთქმულ ფრაზას, რომელზეც ჩვენ ზევით ვისაუბრეთ. ამასთან, ძნელი წარმოსადგენია, რომ ალკენდს შეეთხზა ისტორია, თითქოს პრეზიდენტმა უშუალოდ მოახდინა საბოლოო პასუხის რედაქტირება. ამავე დროს, სავარაუდოა, რომ როგორც მოთხოვნების, ისე თურქული პასუხის მიწოდება მოხდა უშუალოდ თურქეთში, საბჭოთა საელჩოს გავლით,4 წინააღმდეგ შემთხვევაში აქტაი ალბათ ბევრად უკეთესად იქნებოდა ინფორმირებული მოვლენების მსვლელობაზე.5 გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მოლოტოვის სიტყვები, რომელიც მან 9 აგვისტოს შეხვედრისას უთხრა თურქეთის ელჩს – „თურქეთის მთავრობა, თავის მხრივ, უნდა ხედავდეს, თუ რა აქვს მას გასაკეთებელი სსრკ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“1 – სრულიად სხვა აზრს იძენს და გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობის მქონე ხდება.
არსებობს კიდევ ერთი დასაბუთება, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე დოკუმენტურ ხასიათს ატარებს. როგორც ფონ პაპენის წერილების ზემოთ მოყვანილი ამონარიდები ცხადყოფენ, თურქებმა მობილიზაცია მოახდინეს კავკასიისა და სრუტეების დასაცავად. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს უბრალოდ პრესაში მოარული ჭორებით ყოფილიყო გამოწვეული. სამაგიეროდ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოლოტოვმა 1940 წლის 21 სექტემბერს გრაფ ფონ შულენბურგს ოფიციალურად გადასცა ის სამახსოვრო წერილი, რომელიც ჯერ კიდევ 25 ივნისს მიაწოდა იტალიის ხელისუფლებას,2 მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება. უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი გარემოება მკვლევართა ყურადღების მიღმა დარჩა, რაც, როგორც ჩანს, იმით არის განპირობებული, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არის შესული გერმანული დოკუმენტების კრებულში. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ დაიწყო საბჭოთა მხარემ ამ საკითხის წინ წამოწევა გერმანიასთან მოლაპარაკებებში მაინცდამაინც 1940 წელს და არა, ვთქვათ, ერთი წლით ადრე, პაქტის გაფორმების დროს? სხვათა შორის, როგორც ირკვევა, 1939 წლის აგვისტოში ადოლფ ჰიტლერი მზად იყო, თურქეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირის ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რის შესახებაც სათანადო ინსტრუქციებიც მისცა რიბენტროპს, მაგრამ 1939 წელს ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა,3 რასაც ასევე ჰქონდა თავისი ახსნა. ჩვენი აზრით, 1939 წლის აგვისტოში სტალინმა თურქეთის საკითხის განხილვისაგან თავი იმის გამო შეიკავა, რომ ის არ ელოდა გერმანიის გამარჯვებას საფრანგეთსა და ინგლისთან ომში. შეიძლება ითქვას, რომ ეს, გარკვეულწილად, სიფრთხილე იყო მისი მხრიდან, რომ არ მომხდარიყო ინგლისსა და საფრანგეთთან კონფლიქტის დროზე ადრე პროვოცირება. სხვათა შორის, ეს შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ, ირიბ არგუმენტად იმის სასარგებლოდ, რომ რუსმა მკვლევარმა ტ. ბუშუევამ მართლაც მიაკვლია არქივებში სტალინის მიერ 1939 წლის 19 აგვისტოს პოლიტბიუროს სხდომაზე წარმოთქმული სიტყვის ამსახველ დოკუმენტს.4
1940 წლის ივლისისთვის ვითარება მკვეთრად შეიცვალა. სტალინისთვის მეტად მოულოდნელად გერმანიამ იოლად დაამარცხა საფრანგეთი, რის შემდეგაც სტალინი ერთპიროვნულად, გერმანიის თანხმობის გარეშე ამ საკითხს ვერ გადაწყვეტდა და თურქეთის საკითხზე ჰიტლერთან მოლაპარაკებების გამართვა უკვე აუცილებელი გახდა. გარდა ამისა, 1940 წლის 28 ოქტომბერს იტალია თავს დაესხა საბერძნეთს, რამაც თურქეთის პრობლემის გადაწყვეტის გადავადება უკვე შეუძლებელი გახადა.
ბუნებრივია, მკვლევართა ნაწილი ჩათვლის, რომ სტალინის მიერ თურქეთის საკითხის ამ პერიოდში წინ წამოწევა უფრო იმით იყო განპირობებული, რომ თურქეთის დამცველთა რიგებს გამოაკლდა საფრანგეთი, ხოლო ინგლისისთვის უკვე მეტად პრობლემური იქნებოდა საბჭოთა ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ აქ, ჩვენი აზრით, ერთი მეტად საყურადღებო მომენტი იჩენს თავს. 1939 წელს სტალინს არაფერი არ უშლიდა ხელს, რომ თურქეთის საკითხი ჩაერთო კიდევ ერთ პუნქტად პაქტის საიდუმლო ნაწილში. მიუხედავად ამისა, მან ეს არ გააკეთა. როგორც ჩანს, ის საჭიროდ არ თვლიდა ამ საკითხის განხილვას ჰიტლერთან, რადგანაც მიაჩნდა, რომ თურქეთის პრობლემის გადაწყვეტაში მისი მთავარი მოწინააღმდეგე იქნებოდა არა გერმანია, არამედ ინგლისი და საფრანგეთი. ამიტომ, ჩვენი აზრით, მან არ გარისკა ზედმეტი მოთხოვნით ხელშეკრულების გაფორმების ეჭვქვეშ დაყენება.
როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, სტალინის ეს ნაბიჯი მცდარი აღმოჩნდა. საფრანგეთზე გამარჯვების მიღწევის შემდგომ, 1939 წლის აგვისტოსგან განსხვავებით, ჰიტლერი სულაც არ იყო თურქეთის საკითხში უპირობო დათმობების მომხრე. გადამწყვეტი მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 1940 წლის 12-13 ნოემბერს გაიმართა, როდესაც მოლოტოვი ეწვია ბერლინს. აღსანიშნავია, რომ 1940 წლის ნოემბერში საბჭოთა მხარე უკვე პრაქტიკულად არც მალავდა თავის მისწრაფებებს თურქეთის მიმართ. გამგზავრებამდე მოლოტოვისთვის მიცემულ დირექტივებში პირდაპირ წერია, რომ „თურქეთის... საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება ჩვენი მონაწილეობის გარეშე“.1
თავის მხრივ, ჰიტლერმა თავისი პოზიციები ნათლად ჩამოაყალიბა იტალიის ლიდერ ბენიტო მუსოლინისთან 1940 წლის 28 ოქტომბერს ფლორენციაში გამართული შეხვედრის დროს. რაიხსკანცლერმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო, მთელი ძალებით წინ აღდგომოდნენ სსრ კავშირის მისწრაფებებს ბოსფორის მიმართულებით და ამიტომ სტალინის ყურადღება უნდა მიეპყროთ ინდოეთისაკენ. ის უნდა ჩაერთოთ ერთიან ფრონტში ინგლისის წინააღმდეგ.2 როგორც ჩანს, ჰიტლერი არ თვალთმაქცობდა. ამაზე მეტყველებს უშუალოდ მოლოტოვის ვიზიტის წინ გერმანული მხარის მიერ მომზადებული მემორანდუმი, რომელიც ცხადყოფს, რომ საბჭოთა მხარის მიერ გერმანელების წინადადებების მიღების შემთხვევაში, სსრ კავშირი შეუერთდებოდა 1940 წლის 27 სექტემბერს გერმანიას, იტალიასა და იაპონიას შორის დადებულ ე.წ. „სამმხრივ პაქტს“.
საგულისხმოა, რომ დოკუმენტს თან უნდა დართვოდა ორი საიდუმლო ოქმი. პირველი ოქმით განსაზღვრული იქნებოდა მხარეების ტერიტორიული ექსპანსიის მიმართულებები და საბჭოთა კავშირს შეეძლებოდა გაფართოება სამხრეთით ინდოეთის ოკეანემდე.3 მეორე საიდუმლო ოქმით, გერმანიას, იტალიას და სსრ კავშირს საერთო ინტერესების სფეროდ უნდა გამოეცხადებინათ თურქეთის ჩამოცილება ინგლისისაგან და მონტრეს კონვენციის შეცვლა ახალი ხელშეკრულებით, რომლითაც საბჭოთა კავშირი მიიღებდა ბოსფორსა და დარდანელში სამხედრო ხომალდების თავისუფალი გადაადგილების უფლებას (გერმანიას და იტალიას ასეთი უფლება არ ექნებოდათ). სანაცვლოდ, სამივე ქვეყანას უნდა დაედასტურებინა თურქეთის არსებული საზღვრები.1
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ბერლინის მოლაპარაკებების წინ მხარეების პოზიციები სრუტეების საკითხზე დიამეტრულად საპირისპირო იყო. ეს ნათლად გამოჩნდა უშუალოდ მოლაპარაკებების დროსაც. მართალია, 12 ნოემბერს მხარეებს შორის სერიოზულ განხილვას ადგილი არც ჰქონია, მაგრამ უკვე პირველივე შეხვედრისას, რომელიც გაიმართა რიბენტროპსა და მოლოტოვს შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო, იყო თურქეთისა და სრუტეების საკითხი. მან თქვა, რომ გერმანიას, იტალიას და საბჭოთა კავშირს ერთობლივი პოლიტიკით უნდა გაეთავისუფლებინათ თურქეთი ბრიტანეთთან კავშირისაგან და მონტრეს კონვენცია შეეცვალათ ახალი ხელშეკრულებით, რომელიც საბჭოთა მხარეს მისცემდა გარკვეულ პრივილეგიებს. მათ ასევე შეეძლოთ რაიმე ფორმით თურქეთის საზღვრების გარანტიის მიცემა“.2 გარდა ამისა, მან პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანიას არ გააჩნდა რაიმე ტერიტორიული მისწრაფებები თურქეთის მიმართ,3 ხოლო საბჭოთა კავშირს თავისუფლად შეეძლო თავისი სურვილების განხორციელება აზიის იმ ნაწილებში, რომელთა მიმართ მესამე რაიხს დაინტერესება არ გააჩნდა, კერძოდ, სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის მიმართულებით.4
იმავე დღეს გამართულ ჰიტლერისა და მოლოტოვის პირველი შეხვედრაც5 გარკვეულწილად მოთელვით ხასიათს ატარებდა. ჰიტლერმა ზოგადად ისაუბრა მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ გერმანიას არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნდა ბალკანეთში.1 მიუხედავად ამისა, მცირე ხანში მან განმარტა, რომ გერმანია არ დაუშვებდა სალონიკში ინგლისელების მიერ პლაცდარმის შექმნას.2
მოლოტოვმა ჰკითხა რაიხსკანცლერს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა სალონიკი, რაზეც ჰიტლერმა უპასუხა, რომ საჭირო იყო რუმინეთის ნავთობის ველების დაცვა.3 იქვე მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის დამყარებისთანავე გერმანული ჯარები რუმინეთს დატოვებდნენ.4 გარდა ამისა, ჰიტლერმა აღნიშნა ისიც, რომ სსრ კავშირი ოკეანეში გასასვლელს შავი ზღვიდან მაინც ვერ მიიღებდა, რადგანაც ხმელთაშუა ზღვა იტალიის გავლენის სფეროში ხვდებოდა.5 შეხვედრის დასკვნით ნაწილში მოლოტოვმა ასევე ერთგვარად შეაჯამა შექმნილი ვითარება და შესაძლებლად ჩათვალა შავი ზღვისა და თურქეთის საკითხების განხილვა.6
პირველი დღის შედეგები მოლოტოვმა შეაჯამა სტალინისთვის გაგზავნილ ორ მოხსენებაში. პირველში მოცემული იყო რიბენტროპთან შეხვედრის შინაარსი, მეორეში კი _ ჰიტლერთან. ბოლო მოხსენებაში საბჭოთა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჰიტლერი აშკარად დაინტერესებული იყო სსრ კავშირთან მეგობრობის გამყარებითა და გავლენის სფეროებზე მოლაპარაკებით. თურქეთთან მიმართებაში კი მოლოტოვმა „შეამჩნია“ გერმანიის სურვილი, საბჭოთა კავშირი „დაჯახებოდა“ თურქეთს, რომლისგანაც თავად გერმანელებს მხოლოდ ნეიტრალიტეტისურდათ.7 მოლოტოვს დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გასარკვევად, რომ ის ცდებოდა თავის შეფასებებში. მეორე დღეს გამართულმა მოლაპარაკებებმა ნათლად აჩვენა, რომ გერმანია სულაც არ აპირებდა ყოფილიყო ისეთი დამთმობი, როგორი შთაბეჭდილებაც მოლოტოვს დარჩა პირველი დღის შემდეგ.
მეორე დღის შეხვედრების წინ მოლოტოვმა მოსკოვიდან ახალი ინსტრუქციები მიიღო. პირველი დეპეშის თანახმად, სრუტეებთან დაკავშირებით მას ხაზი უნდა გაესვა, რომ სსრ კავშირი, პირველ რიგში, დაინტერესებული იყო არა გასასვლელით, არამედ შემოსასვლელით, რადგანაც ისინი ყირიმის ომის დროს (1853-1856) და 1918-1919 წლებში გამოყენებულ იქნა რუსეთის ტერიტორიაზე შემოსაჭრელად. ამავე დროს, ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ბულგარეთის თანხმობაზე საბჭოთა ჯარების თავის ტერიტორიაზე გატარებაზე, რათა ამ უკანასკნელებს დაეცვათ შემოსასვლელი შავ ზღვაში.1 მეორე ინსტრუქციაში ეს საკითხი კიდევ უფრო გაშლილი იყო. სტალინი მოლოტოვს სთავაზობდა, თურქეთის საკითხში ჯერჯერობით მშვიდობიან მოწესრიგებაზე ესაუბრა, მაგრამ ხაზი გაესვა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ბულგარეთის მხრიდან საბჭოთა ჯარების გატარებისა და ბულგარეთისთვის საბჭოთა გარანტიების მიცემის შემთხვევაში.
ამავე დროს, თუ გერმანელები შესთავაზებდნენ მოლოტოვს თურქეთის გაყოფას, მას ღიად უნდა ესაუბრა ამ თემაზე ჯერ კიდევ მოსკოვში მიღებულ დირექტივაში მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.2 აღნიშნული დოკუმენტი უკვე საბოლოოდ ცხადყოფს, რომ საბჭოთა მხარე 1940 წელს გააჩნდა ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ. დგება მხოლოდ საკითხი, ვის შორის უნდა გაყოფილიყო თურქეთის ტერიტორია. ჯ. ჰასანლი ფიქრობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო სსრ კავშირი და ბულგარეთი,3 მაგრამ აშკარაა, რომ ის ცდება. გაუგებარია, რატომ უნდა დაეყენებინა გერმანიას ამ ორ სახელმწიფოს შორის თურქეთის გაყოფის საკითხი. ჩვენი აზრით, ნათელია, რომ გაყოფაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიეღო იტალიასაც.
მეორე დღის შეხვედრების დროს თურქეთის საკითხი სისტემატურად განიხილებოდა ბულგარეთისა და რუმინეთის საკითხებთან ერთად. ჰიტლერისა და მოლოტოვის შეხვედრისას საკითხი წამოჭრა გერმანიის რაიხსკანცლერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დასავლეთში შეთანხმების მიღწევის შემდეგ (აქ 1939 წლის პაქტი და მისი საიდუმლო შეთანხმებები იგულისხმებოდა – თ.პ.) დადგა აღმოსავლეთის მოწყობის დროც. მან აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სსრკ-თურქეთის ურთიერთობებს არ ეხებოდა და მოიცავდა აზიის დიდ რეგიონს, მათ შორის, ცენტრალურ აზიას, რომელსაც გერმანია მიიჩნევდა საბჭოთა გავლენის სფეროდ.4
პასუხად მოლოტოვმა მიუთითა საბჭოთა კავშირის, როგორც შავიზღვისპირა სახელმწიფოს ინტერესებზე, ვინაიდან სრუტეები რამდენიმეჯერ იქნა გამოყენებული რუსეთზე თავდასხმისათვის. გარდა ამისა, ის შეეხო რუმინეთის გარანტიების საკითხსაც.1 მან ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა მხარე უკმაყოფილო იყო რუმინეთისთვის გარანტიების სსრკ-სთან შეუთანხმებლად მიცემით, რამაც განაპირობა მათი ანულირების საკითხის დაყენება დღის წესრიგში, რის პასუხადაც „ფიურერმა განაცხადა იმ პერიოდში მათი აუცილებლობის შესახებ და მათი გაუქმების შეუძლებლობაზე“, რაც მოლოტოვის თქმით, ვნებდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს.2 აქვე საბჭოთა დიპლომატმა ჰკითხა ჰიტლერს, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ გერმანიასა და იტალიას საბჭოთა კავშირის მიერ ბულგარეთისათვის, სრუტეებთან ყველაზე ახლოს მდებარე ქვეყნისათვის, ისეთივე გარანტიების მიცემის შემთხვევაში, როგორიც მისცეს გერმანიამ და იტალიამ რუმინეთს. ამავე დროს, მოლოტოვმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი წინასწარ იქნებოდა შეთანხმებული გერმანიასთან და, შესაძლებლობის ფარგლებში, იტალიასთანაც.3
ჰიტლერმა და რიბენტროპმა სცადეს ბულგარეთის საკითხიდან ყურადღების გადატანა და აღნიშნეს, რომ გერმანია და იტალია მხარს უჭერდნენ მონტრეს კონვენციის რევიზიას საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ.1 გერმანიის რაიხსკანცლერს მაინც მოუწია ამ თემაზე რეაგირება, როდესაც მოლოტოვმა ისევ წამოსწია წინ ბულგარეთის გარანტიების საკითხი. ჰიტლერმა განაცხადა, რომ თუ ბულგარეთისათვის მისაცემი იყო რუმინეთის მსგავსი გარანტია, ჩნდებოდა კითხვა, ბულგარეთს თავად თუ სურდა ამგვარი გარანტიის მიღება, რაზეც, ფიურერის თქმით, მას ინფორმაცია არ გააჩნდა, თანაც ამ საკითხზე აუცილებელი იყო იტალიელების პოზიციის გათვალისწინებაც. ამის შემდეგ ჰიტლერი ისევ შეეხო მონტრეს კონვენციის რევიზიის შესაძლებლობას და აღნიშნა, რომ ის მთლიანად უჭერდა მხარს საბჭოთა მოთხოვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი თქმით, მხოლოდ საბჭოთა სამხედრო ხომალდებს უნდა ჰქონოდათ სრუტეების თავისუფალი გავლის უფლება, სხვა ქვეყნებისთვის კი ისინი ჩაკეტილი უნდა ყოფილიყო.2
როგორც ვხედავთ, ჰიტლერი აშკარად მისდევდა წინასწარ დასახულ გეგმას, მაგრამ, თავის მხრივ, იგივეს აკეთებდა მოლოტოვიც, რომელმაც პასუხად ხაზი გაუსვა, რომ სსრ კავშირს სურდა სრუტეების გავლით თავდასხმის აცილება თავიდან და თურქეთთან ამ საკითხის მოგვარება, რასაც ხელს შეუწყობდა ბულგარეთისთვის მიცემული გარანტიები. მისი თქმით, საჭირო იყო საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა „არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალობაში“, რასთან დაკავშირებითაც ის კვლავ მიუბრუნდა ბულგარეთის თემას. მოლოტოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა გარანტია გამორიცხავდა ბულგარეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობას და უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელს ეგეოსის ზღვაზე გასასვლელით.3 როგორც ჩანს, ჰიტლერი მეტად გაღიზიანდა ამ თემის კვლავ წამოწევით4 და მოლოტოვს გაუმეორა, რომ ბულგარეთს მსგავსი გარანტია არ მოუთხოვია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მუსოლინის გარეშე ის ამ საკითხს ვერ გადაწყვეტდა. ჰიტლერმა აქვე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ იყო დაინტერესებული შავი ზღვის გასასვლელებით, მაგრამ თუ მას გაუჩნდებოდა საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შექმნის სურვილი, ამისთვის სრუტეები მას არ სჭირდებოდა.1 შეხვედრის ბოლოს კი რაიხსკანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებდა2 და ამით საკითხის განხილვა შეწყდა. ის განახლდა მოგვიანებით, უკვე მოლოტოვისა და რიბენტროპის ბოლო საუბრისას.
აღნიშნული შეხვედრისას რიბენტროპმა მოლოტოვს გააცნო გერმანული წინადადებები, კერძოდ, საიდუმლო ოქმები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.3 როგორც გაირკვა, აღნიშნული შეთავაზება საბჭოთა მხარისთვის ბოლომდე მისაღები არ იყო და სრუტეების საკითხი მოლოტოვმა კვლავ ბულგარეთისთვის გარანტიების მიცემის პრობლემას დაუკავშირა.4 მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, თითქოს საბჭოთა კავშირი სრუტეებით დაინტერესებული იყო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეშინოდა ინგლისის თავდასხმისა5 სსრკ-ზე სრუტეების გავლით.6 როგორც ჩანს, რიბენტროპი სერიოზულად გააღიზიანა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის ამ სიტყვებმა. მან თარჯიმანს შეაწყვეტინა მოლოტოვის სიტყვის თარგმნა და განაცხადა, რომ გერმანიას სურდა თურქეთის ჩამოცილება ინგლისისაგან, ხოლო სრუტეები გერმანიისთვის მეორეხარისხოვანი საკითხი იყო, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირისათვის ის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა და მისი გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო, პირველ რიგში, სწორედ სსრკ-ს ინტერესების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭირო იქნებოდა იტალიის ზოგიერთი მისწრაფების უგულებელყოფა.1 თავის მხრივ, მოლოტოვმა განაცხადა, რომ გერმანიისთვის სრუტეების საკითხი მეორეხარისხოვანი კი არა, მეათეხარისხოვანი იყო, იტალიისთვის კი – მეხუთეხარისხოვანი. მისი თქმით, მხოლოდ ბულგარეთისთვის გარანტიების მიცემა უზრუნველყოფდა საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებას სრუტეების მხრიდან.2
როგორც ჩანს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთმინების ფიალა აქ ამოიწურა და მან პირდაპირ უთხრა საბჭოთა ვიზავის, რომ ბულგარეთის გარანტიების საკითხის განხილვისას იტალიის პოზიცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რადგანაც ის ხმელთაშუაზღვისპირა სახელმწიფო იყო. აქვე მან არ გაიზიარა მოლოტოვის შენიშვნა იმის შესახებ, რომ იტალიას შავი ზღვიდან არასდროს არავინ არ დამუქრებია. რიბენტროპმა განაცხადა, რომ ის არ იყო საზღვაო ექსპერტი, რათა შეეფასებინა იტალიის სტრატეგიული მდგომარეობა. ამიტომ გარანტიების საკითხი იტალიასთან აუცილებლად უნდა შეთანხმებულიყო, ისევე როგორც თავად ბულგარელებსაც უნდა გამოეთქვათ ამის სურვილი. იქვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სთხოვა მოლოტოვს, განემარტა, თუ როგორ უზრუნველყოფდა ბულგარეთისათვის მიცემული გარანტიები სსრკ-ს უსაფრთხოებას.3
საუბრის მსვლელობიდან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ რიბენტროპის ეს რეპლიკა მოულოდნელი აღმოჩნდა მოლოტოვისთვის, რომელმაც ფაქტობრივად თავი აარიდა პასუხს და აღნიშნა, რომ საბჭოთა მხარეს სურდა უბრალოდ გერმანიის მთავრობის თვალსაზრისის გაგება ბულგარეთისთვის საბჭოთა გარანტიების მიცემის საკითხთან დაკავშირებით.4 რიბენტროპმა კვლავინდებურად გაიმეორა, რომ გერმანიის მთავრობას არ შეეძლო პოზიციის დაფიქსირება იტალიასთან კონსულტაციების გარეშე და აქვე ჰკითხა თავის კოლეგას, თუ რას ფიქრობდა ის გერმანულ შეთავაზებებზე.1 სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა კმაყოფილება გამოთქვა მონტრეს კონვენციის რევიზიასთან დაკავშირებით იტალიის პოზიციაზე, თუმცა ისევ განაცხადა, რომ მხოლოდ თურქეთთან მოლაპარაკება არ იყო საკმარისი და საჭირო იყო რეალური გარანტიები. მისი თქმით, ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის მიერ ბულგარეთისთვის გარანტიების მიცემით, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მოახდენდა სრუტეების გარანტირებას სსრ კავშირისთვის.2 აქვე მან აღნიშნა, რომ, როგორც საბჭოთა კავშირი დაინტერესებული იყო თავისი მოსაზღვრე ქვეყნების, კერძოდ, რუმინეთისა და უნგრეთის ბედ-იღბლითაც. ასევე მოლოტოვს აინტერესებდა ღერძის ქვეყნების დამოკიდებულება იუგოსლავიისა და საბერძნეთისადმი და აგრეთვე თუ რჩებოდა ძალაში პოლონეთთან წინა წელს მიღწეული შეთანხმება.3
ჩვენი აზრით, მოლაპარაკებების ამ მომენტში მოლოტოვს აშკარად ნერვებმა უმტყუნა. სხვა არაფრით არ შეიძლება აიხსნას აქ საბერძნეთისა (რომელთანაც იტალია ორი კვირა იყო, რაც ომს აწარმოებდა) და პოლონეთის ხსენება (ეს უკანასკნელი უკვე არ არსებობდა და გაყოფილი იყო გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის). ნათელია, რომ საბჭოთა დიპლომატი იმედგაცრუებული იყო მოლაპარაკებების მსვლელობით და აშკარად არ ელოდა სრუტეების საკითხში გერმანელებისაგან ასეთ წინააღმდეგობას. უნდა ითქვას, რომ შეხვედრა ამით ფაქტობრივად დასრულდა და მხარეებმა ზოგადი ფრაზებით დაიწყეს საუბარი, თუმცა მიწურულს მოლოტოვი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა გერმანულ წინადადებებს და აღნიშნა, რომ კონკრეტული პასუხის გაცემა სტალინთან და სხვა საბჭოთა ხელმძღვანელებთან კონსულტაციის გარეშე არ შეეძლო, რადგანაც ეს ახალი საკითხი იყო. ამიტომ ის შესაძლებლად თვლიდა რიბენტროპის წინადადების მიღებას, რომ აღნიშნული პრობლემების განხილვა გაგრძელებულიყო საელჩოების გავლით.4 დამშვიდობებამდე კი სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გარკვეულწილად დიპლომატიური „ჩხვლეტა“ მიაყენა თავის ვიზავის, როდესაც განაცხადა, რომ არ ნანობდა საჰაერო განგაშს,5 რადგანაც სწორედ მისი წყალობით შედგა ამომწურავი საუბარი რიბენტროპთან.1
მოლოტოვმა თავისი იმედგაცრუება ვერც სტალინისადმი გაგზავნილ დეპეშაში დამალა. მოკლედ აცნობა რა საბჭოთა ლიდერს მოლაპარაკებების შინაარსი, მან დასძინა: „ასეთია ძირითადი შედეგები. დასაკვეხნი არაფერია, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, გავარკვიე ჰიტლერის ახლანდელი გუნება-განწყობილება, რომლისთვისაც მოგვიწევს ანგარიშის გაწევა“.2 უკმაყოფილების კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტიც, რომ მოლოტოვმა თან წამოიყვანა საბჭოთა სრულუფლებიანი წარმომადგენელი ალექსეი შკვარცევი, რომელიც რამდენიმე დღეში გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.3
მიუხედავად მოლაპარაკებებისას განცდილი ფიასკოსი, საბჭოთა მხარეს მაინც ჰქონდა დარჩენილი ერთი მარტივი გამოსავალი: უარი ეთქვა თურქეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე (უკვე აშკარაა, რომ სრუტეების საკითხი არ იყო მთავარი, რადგანაც გერმანული პროექტი ფაქტობრივად აკმაყოფილებდა საბჭოთა მხარის ყველა მოთხოვნას ამ მიმართულებით) და გადაედო ამ საკითხის გადაწყვეტა უფრო ხელსაყრელი მომენტისთვის. ამას ცხადყოფს ჰიტლერის 1940 წლის 20 ნოემბრის საუბარი უნგრეთის პრემიერ მინისტრ გრაფ პალ ტელეკისთან.
ამ შეხვედრისას, რომელიც უნგრეთის „სამმხრივ პაქტთან“ შეერთების აღსანიშნავად მოეწყო, რაიხსკანცლერმა პირდაპირ განაცხადა, რომ მიუხედავად სსრ კავშირთან არსებული ხელშეკრულებებისა, ის მხოლოდ სამხედრო ძალას განიხილავდა არსებული სიტუაციის უცვლელობის გარანტიად. ამავე დროს, ის ფიქრობდა, რომ თუ საბჭოთა მხარე რეალისტურად მიუდგებოდა საკითხს, შეიძლებოდა მიეღო გერმანელების წინადადება და თავისი ყურადღება მიექცია სამხრეთ აზიისათვის.4
ამ შეხვედრამ ჩვენი ყურადღება კიდევ ერთი რამის გამო მიიპყრო. ბულგარეთისთვის საბჭოთა გარანტიების საკითხზე საუბრისას, ჰიტლერმა ხაზი გაუსვა, რომ აქ გერმანიას გააჩნდა მნიშვნელოვანი ინტერესი, კერძოდ, რუმინეთიდან ნავთობის მიღების უზრუნველყოფა.1 როგორც ეს დოკუმენტი ცხადყოფს, თავის დროზე ჩვენს მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ბულგარეთის გარანტიების საკითხი, პირველ რიგში, სწორედ რუმინეთის გამო არ აწყობდა ჰიტლერს, სავსებით სწორი გამოდგა.2 მიუხედავად ამისა, როგორც მოვლენების განვითარებამ ცხადყო, სტალინი სულაც არ აპირებდა უკანდახევას. მან გადაწყვიტა, ბულგარეთი პირდაპირ ჩაერთო საქმეში და დაჰპირებოდა მას სრულ მხარდაჭერას თურქეთის წინააღმდეგ ოპერაციის მოწყობაში. 19 ნოემბერს მოლოტოვი შეხვდა ბულგარეთის ელჩს საბჭოთა კავშირში ივან სტამენოვს და შესთავაზა საბჭოთა გარანტიები. გარდა ამისა, ის დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბულგარეთს ასეთი გარანტიები უკვე მიღებული იტალიისგან, ვინაიდან ბერლინში გამართული მოლაპარაკებებისას მას უთხრეს, რომ ბულგარეთის საკითხზე საჭირო იყო კონსულტაციების გამართვა იტალიასთან. მოლოტოვი ბულგარელებს აგრეთვე დაჰპირდა ყველანაირ დახმარებას, როგორც ფულით, ისე საქონლით.3 უფრო მეტიც, მან ბულგარელებს შესთავაზა დახმარება თავისი ეროვნული მისწრაფებების შესრულებაში თურქეთის, იუგოსლავიისა და საბერძნეთის მიმართ.4
ჰიტლერს პრაქტიკულად სრული ინფორმაცია ჰქონდა საბჭოთა აქტივობების შესახებ.5 უფრო მეტიც, ის ბოლომდე მიხვდა, თუ რას აპირებდა სტალინი. 23 ნოემბერს გერმანიაში ბულგარეთის ელჩ პერვან დრაგანოვთან შეხვედრისას ჰიტლერმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი ვერ ბედავდა თურქეთზე პირდაპირი შეტევის მიტანას და ამისთვის აქეზებდა ბულგარეთს. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდშიც კი რაიხსკანცლერი არ კარგავდა იმედს, რომ სტალინი მიხვდებოდა თავისი მისწრაფებების შეუძლებლობას და დათანხმდებოდა მიმართულების შეცვლას,6 მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 25 ნოემბერს საბჭოთა მხარემ ბულგარეთის ხელისუფლებას ოფიციალურად აცნობა თავისი მზადყოფნის შესახებ, მხარი დაეჭირა ბულგარეთის პრეტენზიებისათვის დასავლეთ თრაკიაზე1 და დახმარებოდა მას თურქეთის თავდასხმის შემთხვევაში, თუ ბულგარეთის ხელისუფლება დაეხმარებოდა სსრ კავშირს შავ ზღვასა და სრუტეებში მისი ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში.2 იმავე დღეს მოსკოვში მოლოტოვმა შულენბურგს გადასცა თავისი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭოთა კავშირი მზად იყო, შეერთებოდა „სამმხრივ პაქტს“. სულ წამოყენებულ იქნა ოთხი მოთხოვნა:
1. გერმანიას უნდა გამოეყვანა ყველა თავისი შენაერთი ფინეთიდან, რომელიც, 1939 წელს მიღწეული შეთანხმებებით, საბჭოთა ინტერესების სფეროში შედიოდა;3
2. საბჭოთა კავშირის უსაფრთხოება სრუტეებში უნდა განმტკიცებულიყო სსრკ-ბულგარეთის პაქტით და უნდა შექმნილიყო ბაზა საბჭოთა ქვეითი და საზღვაო ძალებისათვის ბოსფორისა და დარდანელის მისადგომებთან;
3. ბათუმისა და ბაქოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიები სპარსეთის ყურემდე უნდა გამოცხადებულიყო საბჭოთა ინტერესების სფეროდ;
4. იაპონიას უარი უნდა ეთქვა ნავთობისა და ქვანახშირის კონცესიებზე ჩრდილოეთ სახალინში.
გარდა ამისა, დამატების სახით დაზუსტებული იყო, რომ თუ თურქეთი შეუერთდებოდა ოთხი სახელმწიფოს ხელშეკრულებას,4 გერმანია, იტალია და სსრ კავშირი მას მისცემდნენ ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. ამავე დროს, უნდა დადებულიყო კიდევ ერთი საიდუმლო ოქმი ამ სამი ქვეყნის მონაწილეობით, რომლის თანახმადაც ბულგარეთი უნდა შესულიყო საბჭოთა კავშირის შავიზღვისპირა საზღვრების უსაფრთხოების ზონაში და გაფორმებულიყო პაქტი სსრ კავშირსა და ბულგარეთს შორის, რომელსაც არანაირად არ უნდა შეელახა ბულგარეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მისი შიდაპოლიტიკური წყობა.5
როგორც ჩანს, სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ბულგარელები მხარს დაუჭერდნენ მის წინადადებებს, რადგანაც 25 ნოემბერს ის, მოლოტოვსა და ვლადიმერ დეკანოზოვთან ერთად,1 ესაუბრა გეორგი დიმიტროვს. საბჭოთა ლიდერმა გააცნო მას საბჭოთა წინადადებები, რომლებიც იმ დღეს იქნა წარდგენილი ბულგარეთის ხელისუფლებისადმი, მათ შორის საბჭოთა კავშირის მზადყოფნა, მხარი დაეჭირა ბულგარეთის ტერიტორიული პრეტენზიებისათვის საბერძნეთისა და თურქეთისადმი.2 ამაზე მეტყველებს სტალინის სიტყვებიც, რომლითაც მან შეაფასა თურქეთი: „რა არის თურქეთი? იქ არის ორი მილიონი ქართველი, მილიონნახევარი სომეხი, მილიონი ქურთი და ა.შ. თურქები სულ რაღაც ექვსი თუ შვიდი მილიონი არიან“. ამ „ექვს თუ შვიდ მილიონ თურქს“ ის „აზიაში განდევნას უპირებდა“.3 აქვე ის ხაზს უსვამდა, რომ საჭირო იყო ამ წინადადებების ბულგარელების ფართო წრეებისთვის გაცნობა და მიიჩნევდა, რომ ინგლისი სულაც არ იყო დამარცხებული.4 ამ შეხვედრის შემდეგ დიმიტროვმა სასწრაფოდ გააგზავნა დეპეშა სოფიაში და ბულგარელ კომუნისტებს მოუწოდა, მაქსიმალური მობილიზება მოეხდინათ საბჭოთა წინადადებების გავრცელებისა და პოპულარიზებაში.5
სტალინის ვარაუდები მცდარი აღმოჩნდა. 30 ნოემბერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან პოპოვმა ამცნო სსრკ-ს ელჩს ბულგარეთში ალექსანდრ ლავრიშჩევს, რომ ბულგარეთი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას აპირებდა. გარდა ამისა, ბულგარელებს სურდათ თავიანთი ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება, რაც გამორიცხავდა კონფლიქტს თურქეთთან. ი. პოპოვი ხაზს უსვამდა იმ გარემოებასაც, რომ ბულგარეთის ხელისუფლება განიხილავდა „სამმხრივ პაქტთან“ მიერთების საკითხს და ასეთ ვითარებაში კიდევ ერთი პაქტის ხელმოწერაზე მოლაპარაკებების წარმოება გამოიწვევდა მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს (იგულისხმება გერმანია – თ.პ.) დაეჭვებას.6
საბჭოთა მხარემ მაინც არ აღიარა მარცხი და კიდევ ერთხელ სცადა ბულგარეთის მთავრობის მომხრობა,7 მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.8 რაც შეეხება გერმანელების რეაქციას საბჭოთა წინადადებებზე, ოფიციალურად არანაირი პასუხი არ ყოფილა. კულისებს მიღმა კი გერმანელებმა სერიოზულად შეუწყვეს ხელი თურქეთსა და ბულგარეთს შორის მეგობრობისა და თავდაუსხმელობის დეკლარაციის ხელმოწერას 1941 წლის 17 თებერვალს.1 გარდა ამისა, 1941 წლის 1 მარტს ბულგარეთი შეუერთდა „სამმხრივ პაქტს“, რის სანაცვლოდაც მან მიიღო გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე.2
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სტალინის პოზიცია თურქეთთან მიმართებაში ფაქტობრივად გადამწყვეტი გამოდგა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ალიანსის დასრულებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერლინში წარმოდგენილ გერმანულ წინადადებებზე საბჭოთა მხარის თანხმობის შემთხვევაში ჰიტლერი ისე ცალსახად არ გადაწყვეტდა სსრ კავშირის წინააღმდეგ ოპერაციას. ფაქტია, რომ სწორედ ბერლინის მოლაპარაკებების ფაქტობრივი ჩაშლის შემდგომ ერთი თვის თავზე მან ხელი მოაწერა სსრკ-ზე თავდასხმის გეგმას და ამაში დიდი როლი ითამაშა სწორედ თურქეთის საკითხმა. ასე რომ, სტალინის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1940 წელს, რომელიც პრაქტიკულად დადასტურებულია ჩვენს მიერ მოყვანილი დოკუმენტებით, გახდა საბოლოოდ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი დამაჩქარებელი ფაქტორი.
შენიშვნები
1. აქ მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირეოდენი განმარტება. ვ. პოტიომკინი თურქეთში გაემგზავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, მაქსიმ ლიტვინოვის დავალებით 1939 წლის აპრილის მიწურულს. პოტიომკინის თურქეთში ყოფნის პერიოდში საბჭოთა მთავრობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი შეითავსა სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მეთაურმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა, რომელთან კონფლიქტის გამოც დატოვა პოსტი ლიტვინოვმა (იხ.: Документы внешней политики СССР (შემდგომში ДВП СССР), 1939. Т. XXII. В 2 кн. Кн. 1. Январь – август. Москва: Международные отношения, 1992, გვ. 327). აღსანიშნავია, რომ პირველივე დეპეშით მოლოტოვმა პოტიომკინს შეატყობინა, რომ შეეძლო თურქეთის დატოვება, ვინაიდან მისი„ მისია იყო ზონდაჟი და ინფორმაციის მოპოვება“ (იხ.: ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 1, გვ. 328). ძნელი დასაჯერებელია, რომ მოლოტოვის მიერ გამოთქმული მოტივი სინამდვილეს შეეფერებოდეს, რადგანაც მოლაპარაკებების ჩატარების ინიციატივა საბჭოთა მხარისაგან მოდიოდა და მიზნად ისახავდა „ბალკანეთსა და შავი ზღვის აუზში შექმნილი ახალი სიტუაციის გამო... შესაძლო აგრესიისაგან თავდაცვის ზომების განსაზღვრას“ (იხ.: ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 1, გვ. 278-279). საბჭოთა მხარეს სურდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეჰმეტ სარაჯოღლუს თბილისში ან ბათუმში ჩამოსვლა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ მიიღო ეს შემოთავაზება (გარკვეული პრობლემების მომიზეზებით) და ითხოვა პოტიომკინის ჩასვლა ანკარაში (იხ.: ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 1, გვ. 281), რაც განხორციელდა კიდეც.
2. Dოცუმენტს ონ Gერმან Fორეიგნ Pოლიცყ (შემდგომში DGFP), 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. VI. თჰე Lასტ Mონტჰს ოფ Pეაცე: Mარცჰ – Aუგუსტ 1939. Lონდონ: Hერ Mაჯესტყ’ს შტატიონარყ Oფფიცე, 1956, გვ. 644.
3. იხ.: ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 1, გვ. 333.
4. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. VI, გვ. 658-659, 671-673.
5. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. VII. თჰე Lასტ Dაყს ოფ Pეაცე: Aუგუსტ 9 – შეპტემბერ 3, 1939. Lონდონ: Hერ Mაჯესტყ’ს შტატიონარყ Oფფიცე, 1956, გვ. 226.
6. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. VII, გვ. 496.
7. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. VII, გვ. 522.
8. იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. VI, გვ. 764-765.
9. იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. VI, გვ. 1009.
10. ДВП СССР, 1939. Т. XXII. В 2 кн. Кн. 2. Сентябрь – декабрь. Москва: Международные отношения, 1992, გვ. 148. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა მხარემ პირველი
შეხვედრისას (1939 წლის 1 ოქტომბერი) ასევე სცადა თურქეთის დარწმუნება, არ დაედო ხელშეკრულება ინგლისთან და საფრანგეთთან, მაგრამ სარაჯოღლუსგან უარი მიიღო (იხ.: ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 2, გვ. 146-147).
11. Yüცელ Güçლü. თჰე Uნეასყ ღელატიონსჰიპ: თურკეყ’ს Fორეიგნ Pოლიცყ ტოწარდს ტჰე შოვიეტ Uნიონ ატ ტჰე Oუტბრეაკ ოფ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. – თჰე თურკისჰ Yეარბოოკ, ვოლ. XXVIII, 1998, გვ. 133.
12. იხ.: Внеочередная пятая сессия Верховного Совета СССР 31 октября – 2 ноября 1939 г. Стенографический отчет. Издание Верховного Совета СССР. Москва, 1939, გვ. 20.
13. Внеочередная пятая сессия Верховного Совета СССР 31 октября.., გვ. 20.
14. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 1945 წელს, პოტსდამის კონფერენციაზე საბჭოთა მხარემ ოფიციალურად მოითხოვა ართვინის, არტაანისა და ყარსის ოლქები (იხ.: Fორეიგნ ღელატიონს ოფ ტჰე Uნიტედ შტატეს. Dიპლომატიც Pაპერს. თჰე ჩონფერენცე ოფ Bერლინ (თჰე Pოტსდამ ჩონფერენცე), 1945. Vოლ. II. Uნიტედ შტატეს Gოვერნმენტ Pრინტინგ Oფფიცე, ჭასჰინგტონ, 1960, გვ. 257, 267; Совეтский Союз на международных конференциях периода Великой Отечественной войны 1941-1945гг. თ. VI. Берлинская (Потсдамская) конференция руководителей трех союзных держав – СССР, США и Великобритании (17 июля – 2 августа 1945г.). Сборник документов. Москва, 1980, გვ. 145).
15. იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. VIII. თჰე ჭარ Yეარს: შეპტემბერ 4,
1939 – Mარცჰ 18, 1940. ჭასჰინგტონ: Uნიტედ შტატეს Gოვერნმენტ Pრინტინგ Oფფიცე, 1954, გვ. 236.
16. იხ.: ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 2, გვ. 170.
17. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. VIII, გვ. 244.
18. იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. VII, გვ. 246; ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 1, გვ. 333.
19. იხ.: Yüცელ Güçლü. თჰე Uნეასყ ღელატიონსჰიპ.., გვ. 133.
20. Yüცელ Güçლü. თჰე Uნეასყ ღელატიონსჰიპ, გვ. 134.
21. იხ.: Джамиль Гасанлы. СССР – Турция: от нейтралитета к холодной войне (1939-
1953). Москва: «Центр Пропаганды», 2008, გვ. 64.
22. ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 2, გვ. 379-380.
23. აღსანიშნავია, რომ იტალიასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა 1939 წლის დეკემბერში, როდესაც საბჭოთა მხარემ დაადანაშაულა იტალიელები ფინელების დახმარებაში. ამასთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს სსრ კავშირმა გამოიწვია თავისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნიკოლაი გორელკინი (იხ.: ДВП СССР, 1939, т. XXII, кн. 2, გვ. 387), რასაც იტალიის ხელისუფლების მიერ ანალოგიური ნაბიჯი მოჰყვა. ქვეყნებს შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა მხოლოდ 1940 წლის ივნისში და პირველი სრულფასოვანი შეხვედრა მოლოტოვსა და როსოს შორის შედგა 20 ივნისს (იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941. Т. XXIII. В 3 кн. Кн. 1. 1 Января – 31 октября 1940 г. Москва: Международные отношения, 1995, გვ. 355-356).
24. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 373-374. აღსანიშნავია, რომ როსომ პრაქტიკულად სრულად გადასცა ამ ბარათის შინაარსი შულენბურგს, რომელმაც დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ ბერლინს (DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. X. თჰე ჭარ Yეარს: ჟუნე 23 – Aუგუსტ 31, 1940. ჭასჰინგტონ: Uნიტედ შტატეს Gოვერნმენტ Pრინტინგ Oფფიცე, 1957, გვ. 22-23).
25. შირ Lლეწელლყნ ჭოოდწარდ. Bრიტისჰ Fორეიგნ Pოლიცყ ინ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. I. Lონდონ: Hერ Mაჯესტყ’ს შტატიონარყ Oფფიცე, 1970, გვ. 504-506; ჭილლიამ Hალე. თურკისჰ Fორეიგნ Pოლიცყ სინცე 1774. თჰირდ Eდიტიონ. Lონდონ ანდ Nეწ Yორკ: ღოუტლედგე, 2013, გვ. 61. უნდა აღინიშნოს, კიდევ ერთი ავტორი, კერძოდ, ალექსანდერ მაკფი, ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს სტალინმა თავად გაანდო ეს სურვილი კრიპსს (იხ.: A. L. Mაცფიე. თჰე თურკისჰ შტრაიტს ინ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ, 1939-45. – Iნ: Mიდდლე Eასტერნ შტუდიეს, Vოლ. 25, Nო. 2 (Aპრ., 1989), გვ. 242). ეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირიცაა, რადგანაც ის ეყრდნობა ლეველინ ვუდუორდის მონაცემებს _ თ.პ.
26. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 397.
27. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 394-399.
28. მოლოტოვმა კრიპსი მიიღო 7 აგვისტოს და მასთან საუბარი საკმაოდ მკაცრ ტონში აწარმოა (იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 485-488), რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ 1940 წლის ზაფხულში საბჭოთა მხარე დიდ ბრიტანეთთან რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე წასვლას არც აპირებდა.
29. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 207-208. მოლოტოვისა და შულენბურგის 13 ივლისის შეხვედრის ამსახველ საბჭოთა დოკუმენტში რატომღაც აღნიშნულია, რომ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გერმანიის ელჩს გადასცა სტალინისა და კრიპსის საუბრის ჩანაწერი (იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 434), რაც აშკარად არასწორია. შულენბურგის მიმოწერა რიბენტროპთან ცხადყოფს, რომ საუბარი იყო სწორედ მემორანდუმზე, რომელშიც მოკლედ იყო გადმოცემული შეხვედრაზე განხილული საკითხები (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 208).
30. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 208. ვინაიდან საბჭოთა კავშირი სისტემატურად ითხოვდა მონტრეს კონვენციის რევიზიას, ეს ფრაზა არ იძლევა იმის დადგენის საშუალებას, თუ როდის მოხდა თურქეთის ხელისუფლების ინფორმირება ამ საკითხზე _ 1940 წლის ივლისში თუ უფრო ადრე _ თ.პ.
31. ჭეიტერე Dოკუმენტე ზურ Kრიეგსაუსწეიტუნგსპოლიტიკ დე ჭესტმäცჰტე. Dიე Gენერალსტაბსბესპრეცჰუნგენ Eნგლანდს უნდ Fრანკრეიცჰს მიტ Bელგიენ უნდ დენ Nიედერლანდენ. Füნფტეს ჭეიẞბუცჰ დერ Dეუტსცჰენ ღეგიერუნგ. Aუსწäრტიგეს Aმტ, 1940, Nრ. 5.
32. Dიე Gეჰეიმაკტენ დეს ფრანზöსისცჰენ Gენერალსტაბეს. შეცჰსტეს ჭეიẞბუცჰ დერ Dეუტსცჰენ ღეგიერუნგ. Aუსწäრტიგეს Aმტ, 1939/41, Nრ. 6. ამ კრებულიდან მოყვანილ თითოეულ დოკუმენტზე მითითებულია გვერდების ორი ვარიანტი: პირველზე მოცემულია გერმანული თარგმანი, მეორეზე _ ფრანგული ორიგინალის ასლი _ თ.პ.
33. Документы, разоблачающие англо-французских организаторов войны. – Газ. «Правда», №185, 5 июля 1940 г., გვ. 1; Разоблаченные планы организаторов войны. – Газ. «Известия», №153, 5 июля 1940 г., გვ. 1.
34. Документы германской шестой „Белой книги“. О планах нападения Франции и Англии на СССР и об участии в этом нападении Турции и Ирана. – Газ. «Правда», №185, 5 июля 1940 г., გვ. 2; Пятая „Белая книга“ германского министерства иностранных дел. – Газ. «Правда», №185, 5 июля 1940 г., გვ. 3-4; Документы германской шестой „Белой книги“. О планах нападения Франции и Англии на СССР и об участии в этом нападении Турции и Ирана. – Газ. «Известия», №153, 5 июля 1940 г., გვ. 2-3; Пятая „Белая книга“ германского министерства иност- ранных дел. – Газ. «Известия», №153, 5 июля 1940 г., გვ. 3.
35. იხ.: Газ. «Правда», №185, 5 июля 1940 г., გვ. 1; შდრ.: Dიე Gეჰეიმაკტენ დეს ფრანზöსისცჰენ Gენერალსტაბეს, გვ. 60, 234-235.
36.იხ.: Газ. «Правда», №185, 5 июля 1940 г., გვ. 1; შდრ.: Dიე Gეჰეიმაკტენ დეს ფრანზöსისცჰენ Gენერალსტაბეს, გვ. 57-58, 229-230.
37. Газ. «Известия», №153, 5 июля 1940 г., გვ. 1; შდრ.: Dიე Gეჰეიმაკტენ დეს ფრანზöსისცჰენ Gენერალსტაბეს, გვ. 60, 234-235.
38. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 420.
39. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 420-421.
40. იხ.: Внешняя политика Советского Союза. Доклад Председателя Совета Народных Комиссаров и Народного Комиссара Иностранных Дел тов. В. М. Молотова на заседании Верховного Совета СССР 1 августа 1940 года. – Журн. «Военная мысль», №8, 1940, გვ. 7.
41. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 211-212. როგორც შემდგომ გაირკვა დიდ ბრიტანეთში საბჭოთა ელჩის ივანე მაისკის წერილიდან, ბაქოს გადაუფრინა და საჰაერო ფოტოგადაღება აწარმოა ირანიდან აფრენილმა ინგლისურმა თვითმფრინავმა (იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, 420, გვ. 227-228).
42. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 432-433.
43. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ რუმინეთში სსრკ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენლის ა. ლავრენტიევის საუბრები რუმინეთში თურქეთის ელჩ ჰამდულაჰ სუფი ტანრიოვერთან (იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн.
44, გვ. 423-424, 429-432, 442-444).
45. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 498.
46. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1945-1947 წლებში საბჭოთა მხარემ რამდენიმეჯერ ოფიციალურად დააყენა ეს საკითხი, რისთვისაც შესამზადებელი კამპანია უკვე 1944 წლის მიწურულიდან დაიწყო. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან: საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1945-1953 წლებში. მასალები გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ჯაბა სამუშიამ. თბილისი: „არტანუჯი“, 2003.
47. იხ.: Hარრყ N. Hოწარდ. Gერმანყ, შოვიეტ Uნიონ, ანდ თურკეყ Dურინგ ჭორლდ ჭარ II. – თჰე Dეპარტმენტ ოფ შტატე Bულლეტინ, ვოლ. XIX, Nო. 472, ჟულყ 18, 1948, გვ. 63-78; Б. М. Поцхверия. Советско-турецкие отношения и проблема Проливов накануне, в годы второй мировой войны и в послевоенные десятилетия. – В кн.: Россия и Черноморские проливы (XVIII-XX столетия). Отв. ред.: Л. Н. Нежинский, А. В. Игнатьев. Москва: «Международные отношения», 1999, გვ. 438-506; Büლენტ Göკაყ. შოვიეტ Eასტერნ Pოლიცყ ანდ თურკეყ, 1920-1991: შოვიეტ Fორეიგნ Pოლიცყ, თურკეყ ანდ ჩომმუნისმ. ღოუტლედგე, 2006; Джамиль Гасанлы. СССР – Турция: от нейтралитета к холодной войне (1939-1953).
48. გიორგი სანიკიძე. რამდენიმე მოსაზრება ირანისა და თურქეთის „კრიზისების“ შესახებ (II მსოფლიო ომის შემდგომი პირველი წლები). _ ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, VII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013, გვ. 166.
49. Nიკოლას თამკინ. Bრიტაინ, თურკეყ ანდ ტჰე შოვიეტ Uნიონ, 1940-1945: შტრატეგყ, Dიპლომაცყ ანდ Iნტელლიგენცე ინ ტჰე Eასტერნ Mედიტერრანეან. Pალგრავე Mაცმილლან, 2009, გვ. 19-25.
50. Nიკოლას თამკინ. Bრიტაინ, თურკეყ ანდ ტჰე შოვიეტ Uნიონ, 1940-1945, გვ. 22.
51. Nიკოლას თამკინ. Bრიტაინ, თურკეყ ანდ ტჰე შოვიეტ Uნიონ, 1940-1945, გვ. 22.
52. ჩვენი ვარაუდით, ტამკინისთვის ეს ამბავი უბრალოდ უცნობი იყო _ თ.პ.
53. ამაზე მეტყველებს შულენბურგის მიერ სწორედ 11 ივლისს გაგზავნილი მოხსენებაც რიბენტროპისადმის, რომელშიც ის პირდაპირ წერს, რომ ირანისა და თურქეთის ელჩები ამტკიცებენ, რომ „ჯერჯერობით არანაირი მოთხოვნები არ წაყენებულა“ (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 195).
54. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 233.
55. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 489.
56. Газ. «Правда», №192, 12 июля 1940 г. გვ. 1. განსხვავებით 1939 წლის შემოდგომისაგან, ამჯერად ევროპაში ასეთი ხმები ნამდვილად მუსირებდა _ თ.პ.
57. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 280-281. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს მოიხსენიებს ნ. ტამკინიც, ოღონდ მას ის რატომღაც ბრიტანელების მიერ ხელთ ჩაგდებულ მოხსენებებში მოცემული ინფორმაციის ამსახველად მიაჩნია (იხ.: Nიკოლას თამკინ. Bრიტაინ, თურკეყ ანდ ტჰე შოვიეტ Uნიონ, 1940-1945, გვ. 22). დოკუმენტის შინაარსიდან კი აშკარა ხდება, რომ მელხერსის ბარათში სულ სხვა წყაროზეა საუბარი.
58. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 281.
59. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 281.
60. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 281.
61. ჩვენი აზრით, ეს საერთოდ ზეპირი ფორმით მოხდა. მსგავსი რამ საბჭოთა დიპლომატიაში არცთუ იშვიათი იყო. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ 25 ნოემბერს სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის გენერალური მდივანი არკადი სობოლევის მიერ ბულგარეთის პრემიერ მინისტრ ბოგდან ფილოვისთვის ზეპირად გადაცემული წინადადება ერთობლივი დახმარების პაქტის გაფორმების შესახებ (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. XI. თჰე ჭარ Yეარს: შეპტემბერ 1, 1940 – ჟანუარყ 31, 1941. ჭასჰინგტონ: Uნიტედ შტატეს Gოვერნმენტ Pრინტინგ Oფფიცე, 1960, გვ. 713; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941. Т. XXIII. В 3 кн. Кн. 2 (ч. 1). 1 ноября 1940 г. – 1 марта 1941 г. Москва: Международные отношения, 1998, გვ. 137).
62. ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ, გერმანელების ცნობით, აქტაი 26 ივლისსაც ამბობდა, რომ საბჭოთა მხარეს ჯერ კიდევ არანაირი მოთხოვნები არ წაუყენებია თურქეთისათვის (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 322).
63. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 498.
64. იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 617-618.
65. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 11.
66. Т. С. Бушуева. «...Проклиная – попробуйте понять...». – Новый Мир, №12, 1994, გვ. 232-233. აღნიშნული სიტყვის ტექსტი იხ.: В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина на заседании Политбюро ЦК ВКП(б) 19 августа 1939 года. – В сб.: Другая война 1939-1945. Под общей редакцией академика Ю. Н. Афанасьева. Москва: Российский Государственный Гуманитарный Университет, 1996, გვ. 73-75. კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი გეორგი დიმიტროვი ასევე ადასტურებს, რომ 1939 წლის 7 სექტემბერს სტალინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა შეხვედრაზე, რომელსაც, მასთან ერთად, ესწრებოდნენ მოლოტოვი და სკპ(ბ) ლენინგრადის საოლქო და საქალაქო კომიტეტების მდივანი ანდრეი ჟდანოვი ესწრებოდნენ. დიმიტროვის გადმოცემით, სტალინმა თქვა, რომ ომის პერიოდში „არანაირი აზრი არ ჰქონდა კაპიტალისტური ქვეყნების დაყოფას ფაშისტურად და დემოკრატიულად“ და რომ ჰიტლერი, „ყოველგვარი სურვილისა და გააზრების გარეშე, არყევდა ყველაზე მდიდარ კაპიტალისტურ რეჟიმებს, პირველ რიგში, ინგლისს“. საბჭოთა ლიდერი ომს განიხილავდა როგორც საშუალებას, რომ „განადგურებულიყო მონობა“ (როგორც ჩანს, მონობაში სტალინი აქ განიხილავდა მუშათა „ჩაგვრას“ კაპიტალისტურ სახელმწიფოებში _ თ.პ.) და ვერაფერს ცუდს ვერ ხედავდა იმაში, რომ `პოლონეთის განადგურებით მომხდარიყო სოციალისტური სისტემის გავრცობა ახალ ტერიტორიებსა და ხალხებზე“ (იხ.: თჰე Dიარყ ოფ Gეორგი Dიმიტროვ, 1933-1949. Iნტროდუცედ ანდ ედიტედ ბყ Iვო Bანაც. Nეწ Hავენ, ჩთ: Yალე Uნივერსიტყ Pრესს, 2003, გვ. 115-116). როგორც ვხედავთ, დიმიტროვის მიერ მოყვანილი პასაჟები სრულად ჯდება 19 აგვისტოს სიტყვის ტექსტში _ თ.პ.
67. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941. Т. XXIII. В 3 кн. Кн. 2 (ч. 1). 1 ноября 1940 г. – 1 марта 1941 г. Москва: Международные отношения, 1998, გვ. 31. აღსანიშნავია, რომ დირექტივაში იგივე ხასიათის ჩანაწერი იყო ირანთან მიმართებაშიც, თუმცა იქვე გამოთქმული იყო სურვილი, რომ ამაზე საჭიროების გარეშე საუბარი არ ღირდა (იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 31). აქედან აშკარაა, რომ სტალინს ირანის მიმართაც გააჩნდა გარკვეული მისწრაფებები, რომელთა განხორციელებაც მოგვიანებით, 1945-1946 წლებში სცადა. ამ საკითხზე დაწვრილებით იხ.: Джамиль Гасанлы. СССР-Иран: Азербайджанский кризис и начало холодной войны (1941 – 1946 гг.). Москва: Герои Отечества, 2006.
68. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 417, 418. უნდა ითქვას, რომ მუსოლინი აღტაცებით შეხვდა ჰიტლერის ამ წინადადებას (იხ.: DGFP, 1918- 1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 421).
69. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 508-509. აღნიშნული დოკუმენტის პირველი პუნქტით გერმანიის ტერიტორიული ინტერესების მთავარ სფეროდ ცხადდებოდა ცენტრალური აფრიკა, ევროპაში კი ის უნდა დაკმაყოფილებულიყო იმ ტერიტორიული რევიზიებით, რომლებიც მოჰყვებოდა ინგლისთან ზავის დადებას; მეორე მუხლით იტალიის ინტერესების სფეროდ განისაზღვრებოდა ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა, ევროპასთან დაკავშირებით კი გამეორებული იყო გერმანიასთან მიმართებით არსებული ფორმულა; მესამე პუნქტში გაცხადებული იყო იაპონიის ინტერესები იაპონიის სამხრეთით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 509).
70. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 510.
71. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 40. გერმანულ დოკუმენტში უკანასკნელი ფრაზა ოდნავ სახეცვლილია და შემდეგნაირად არის მოყვანილი: „მხარეებს უნდა გადაეწყვიტათ, თუ რამდენად იყო მიზანშეწონილი თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“ (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 538-539). ეს სხვაობა საკმაოდ მნიშვნელოვანია აზრობრივად და, ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში რუსული დოკუმენტი უფრო სწორია, ვინაიდან მისი კონტექსტი ზუსტად ჯდება გერმანელების მიერ მომზადებული საიდუმლო ოქმის შინაარსში.
72. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 538; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 39.
73. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 537-538; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 39.
74. ჰიტლერისა და მოლოტოვის ორივე შეხვედრას ესწრებოდა რიბენტროპიც, თუმცა საბჭოთა ჩანაწერებში ეს ფაქტი რატომღაც იგნორირებულია _ თ.პ.
75. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 545; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 45.
76. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 547; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 45.
77. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 547. საინტერესოა, რომ რუსულ
ჩანაწერში, რომელიც, პრინციპში, შეხვედრის მოკლე შინაარსს უფრო წარმოადგენს, მოლოტოვის ეს კითხვა და ჰიტლერის პასუხი გამოტოვებულია.
78. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 547; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 45.
79. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 45. აღნიშნული მონაკვეთი არ გვხვდება გერმანულ ჩანაწერში, თუმცა, როგორც მოვლენების შემდგომი განვითარება ცხადყოფს, ეს პასაჟი სინამდვილეს შეესაბამება.
80. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 548; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 46.
81. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 46.
82. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 60-61.
83. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 61. საინტერესოა, რომ ამავე ინსტრუქციის თანახმად, მოლოტოვს ეკრძალებოდა სპარსეთის მიმართ არსებული „დიდი ინტერესის“ გამომჟღავნება.
84. Джамиль Гасанлы. СССР – Турция: от нейтралитета к холодной войне, გვ. 82.
85. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 559; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 46.
86. 1940 წლის 30 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც რუმინეთის ხელისუფლებამ დაუთმო ტრანსილვანიის ნაწილი უნგრეთს და სამხრეთ დობრუჯა ბულგარეთს, გერმანიისა და იტალიის მთავრობებმა რუმინეთს აღუთქვეს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. X, გვ. 584). მოგვიანებით, 1940 წლის ოქტომბერში გერმანელებმა სამხედრო ძალებიც შეიყვანეს რუმინეთში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მათ შეყვანამდე, 20 სექტემბერს მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნული ძალების ნამდვილად ამოცანად, რომელიც რუმინელებისგანაც კი უნდა ყოფილიყო დამალული, იყო „ნავთობის ველების დაცვა მესამე ძალის მხრიდან ხელში ჩაგდებისა და განადგურებისაგან“. დოკუმენტის კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, მათ დაევალებოდა რუმინეთის ჯართან ერთად შეტევის განხორციელება, თუ საბჭოთა კავშირი წამოიწყებდა ომს გერმანიასთან (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 144-145). ფაქტობრივად, აშკარა იყო, რომ ამ ე.წ. „მესამე ძალის“ ქვეშ იგულისხმებოდა საბჭოთა კავშირი. აქვე ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მემორანდუმის მიხედვით, გერმანია იმ ეტაპზე აშკარად არ აპირებდა სსრ კავშირთან დაპირისპირების ინიცირებას.
87. DGFP, 1918-1945. შერიეს (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 559-560; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 70. კიდევ ერთ რუსულ წყაროში, კერძოდ, საბჭოთა თარჯიმანის, ვ. ბერეჟკოვის მემუარებში დაფიქსირებულია, თითქოს მოლოტოვმა აქ მოითხოვა რუმინეთისათვის მიცემული გარანტიების ანულირება (В. М. Бережков. Страницы дипломатической истории. Москва: Международные отношения, 1987, გვ. 26), მაგრამ, როგორც ჩანს, მან შეცდომა დაუშვა საუბრის გადმოცემისას, რადგანაც პირდაპირი მოთხოვნა არ არის დაფიქსირებული არც საბჭოთა და არც გერმანულ ჩანაწერში და ამ დემარშს ადგილი უფრო ადრე, კერძოდ, 1940 წლის 21 სექტემბერს ჰქონდა (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 138-142; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 1, გვ. 618-621). რიბენტროპმა ამ კონკრეტულ საკითხზე პასუხი გასცა 13 ოქტომბერს სტალინისათვის გაგზავნილ წერილში (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 294-295).
88. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 560; ДВП СССР, 1940 – 22 июня1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 70.
89. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 560. როგორც ზემოთ აღინიშნა, საბჭოთა ჩანაწერში, რიბენტროპის ყოფნა შეხვედრის მსვლელობისას საერთოდ არ არის დაფიქსირებული და, შესაბამისად, არც მისი სიტყვები არის მოყვანილი.
90. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 560-561; ДВП СССР, 1940 – 22
июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 70.
91. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 561; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 70-71.
92.. ჰიტლერის უკიდურესი გაღიზიანება დაფიქსირებული აქვს ვ. ბერეჟკოვს (იხ.: В. М. Бережков. Страницы дипломатической истории, გვ. 26-27), რაც, როგორც ჩანს, შეესაბამება სინამდვილეს კიდეც.
93.. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 561; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 71. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჩანაწერში ჰიტლერის უკანასკნელი ფრაზა არ გვხვდება, რაც, ჩვენი აზრით, შემთხვევითი ნამდვილად არ არის.
94. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 562.
95. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 564-566; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 73-74.
96. აღსანიშნავია, რომ ეს ნაწილი გერმანულ დოკუმენტში დიდი შემოკლებითაა გადმოცემული და მოლაპარაკებების მსვლელობა პრაქტიკულად მხოლოდ საბჭოთა ჩანაწერებში არის დაფიქსირებული (შდრ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 567-568; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 74-76).
97. თავის დროზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მოლოტოვმა აქ სერიოზული დიპლომატიური შეცდომა დაუშვა, ვინაიდან ინგლისის ჩათვლა სსრკ-სთვის საფრთხედ ნიშნავდა დიდ ბრიტანეთთან ომში გერმანიის გამარჯვების ეჭვქვეშ დაყენებას (იხ.: თეიმურაზ პაპასქირი. ვ. მოლოტოვის ვიზიტი ბერლინში და ბულგარეთის საკითხი გერმანია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში 1940წ. შემოდგომაზე. _ სოხუმის უნივერსიტეტის შრომები, I, ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. თბილისი: სოხუმის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007, გვ. 285), რასაც აცხადებდა ჰიტლერი (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 543; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2, ч. 1, გვ. 42), თუმცა, როგორც ირკვევა, საბჭოთა დიპლომატმა აქ გამოიყენა თავად რაიხსკანცლერის სიტყვები, რომ `გერმანია სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდა ინგლისთან“ (იხ.: ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2, ч. 1, გვ. 65). გერმანულ ჩანაწერში ამ ეპიზოდს ვერ ვხვდებით, მაგრამ შეხვედრის დასასრულს მოყვანილია მოლოტოვის სიტყვები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ჰიტლერმა ნამდვილად თქვა ეს ფრაზა (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 569). შესაბამისად, თუ ვინმეს მხრიდან იყო დაშვებული ამ საკითხთან მიმართებაში შეცდომა, ეს იყო ჰიტლერი, და არა მოლოტოვი.
98. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 75. განსხვავებები გერმანულ და საბჭოთა ჩანაწერებს შორის სწორედ ამ ადგილიდან იწყება. გერმანულ ჩანაწერში არ არის დაფიქსირებული მოლოტოვის სიტყვები კონკრეტულად ინგლისის მხრიდან არსებული საფრთხისაგან თავის დასაცავი გარანტიების შესახებ და გამოტოვებულია მთელი მონაკვეთი საუბრისა, როდესაც რიბენტროპმა გააწყვეტინა სიტყვა თარჯიმანს. ამიტომ, ჩვენი აზრით, საბჭოთა ჩანაწერი აქ ბევრად უფრო სანდოა.
99. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 75.
100. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 75.
101. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 75-76.
102. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 76.
103. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 76.
104. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 76.
105. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 568; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 76-77.
106. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 569; ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 78.
107. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბომბსაფარში, რადგანაც 13 ნოემბერს ინგლისელებმა ბერლინზე საჰაერო შეტევა მიიტანეს (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 562).
108. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 570. ეს რეპლიკა არ არის დაფიქსირებული საბჭოთა ჩანაწერში, თუმცა აშკარაა, რომ ის ნამდვილად ითქვა. უფრო მეტიც, ვ. ბერეჟკოვი მოლოტოვს მიაწერს შემდეგ ფრაზას: „თუ ინგლისი დამარცხებულია, მაშინ რატომ ვზივართ ამ ბომბსაფარში? და ვისი ბომბები ეცემა იმდენად ახლოს, რომ მათი აფეთქების ხმა აქაც კი ისმის?“ (იხ.: В. М. Бережков. Страницы дипломатической истории, გვ. 31). ეს ცალსახად მცდარი ინფორმაციაა. რასაკვირველია, ასეთ არადიპლომატიურ განცხადებას მოლოტოვი არ გააკეთებდა. შესაძლოა, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მან ეს სიტყვები მართლაც თქვა ვიწრო წრეში, მაგრამ დაუჯერებელია, რომ ასეთი თავხედობა მას რიბენტროპთან შეხვედრის დროს გამოეჩინა.
109. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 81.
110. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 630. როგორც ჩანს, ა. შკვარცევს საბჭოთა ხელმძღვანელობისათვის ჰიტლერის გუნება-განწყობილებებზე არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება დაბრალდა _ თ.პ.
111. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 633, 634. ჰიტლერი აუცილებლად თვლიდა ამ მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას, რასაც ადასტურებს მისი 20 ნოემბრის წერილი მუსოლინისადმი (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 641). იგივე დაადასტურა მან 22 ნოემბერს რუმინეთის პრემიერ მინისტრ იონ ანტონესკუსთან საუბარში (იხ.: DGFP, 1918- 1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 667, 668).
112. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 633-634.
113. თეიმურაზ პაპასქირი. ვ. მოლოტოვის ვიზიტი ბერლინში და ბულგარეთის საკითხი გერმანია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში.., გვ. 288.
114. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 110.
115. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 673. რუსულ დოკუმენტში ეს ფრაზა არ გვხვდება, მაგრამ შემდგომი მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაში ჩანაწერი აშკარად რედაქტირებულია.
116. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 647, 653-654.
117. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 675.
118. დასავლეთ თრაკიის დიდი ნაწილი 1920 წლიდან საბერძნეთის შემადგენლობაში შედიოდა, ედირნეს (ადრიანოპოლის) ზონა კი თურქეთს ეკუთვნოდა _ თ.პ.
119. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 110. საბჭოთა წინადადებები სრულად არის მოყვანილი გერმანული დოკუმენტების კრებულში (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 772-773).
120. მოლოტოვის ვიზიტის დროს ფინეთის საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე იხ.: თეიმურაზ პაპასქირი. ფინეთის საკითხი გერმანია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში 1940წ. ნოემბერში. _ სოხუმის უნივერსიტეტის შრომები, V, ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. თბილისი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008, გვ. 631-645.
121. „სამმხრივი პაქტი“ საბჭოთა კავშირის შეერთების შემთხვევაში უნდა გადაკეთებულიყო „ოთხმხრივ პაქტად“ _ თ.პ.
122. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 137; DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 714-715.
123. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე და იმავდროულად (26 ნოემბრიდან) სსრკ-ს ელჩი გერმანიაში _ თ.პ.
124. თჰე Dიარყ ოფ Gეორგი Dიმიტროვ, 1933-1949, გვ. 136.
125. თჰე Dიარყ ოფ Gეორგი Dიმიტროვ, 1933-1949, გვ. 137.
126. თჰე Dიარყ ოფ Gეორგი Dიმიტროვ, 1933-1949, გვ. 137.
127. თჰე Dიარყ ოფ Gეორგი Dიმიტროვ, 1933-1949, გვ. 137-13. როგორც ჩანს, სწორედ ამ დეპეშის შედეგი იყო ბულგარეთში სასწრაფოდ დაბეჭდილი პამფლეტები, რომლებიც გავრცელდა მოსახლეობაში, რაშიც ბულგარეთის ხელისუფლებამ საბჭოთა საელჩოს წარმომადგენლებზე მიიტანა ეჭვი (იხ.: DGFP, 1918-1945. შერიესD (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 726).
128. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 159-160.
129. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 806-807.
130. ДВП СССР, 1940 – 22 июня 1941, т. XXIII, кн. 2 (ч. 1), გვ. 211.
131. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945), ვოლ. XI, გვ. 1203-1204.
132. DGFP, 1918-1945. შერიეს D (1937-1945). Vოლ. XII. თჰე ჭარ Yეარს: Fებრუარყ 1 – იუნე 22, 1941. ჭასჰინგტონ: Uნიტედ შტატეს Gოვერნმენტ Pრინტინგ Oფფიცე, 1962, გვ. 203.

Комментариев нет:

Отправить комментарий