XIII ს.-ში სავაჭრო კომუნიკაციები შავ ზღვაზე იტალიელთა ხელში აღმოჩნდა. მათ დააარსეს მთელი რიგი ფაქტორიები შავი ზღვის სანაპიროზე, რის შედეგადაც კვლავ განახლდა დროებით შეწყვეტილი კავშირი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. შავი ზღვა დაუკავშირდა ხმელთაშუა ზღვას, ხოლო მისი საშუალებით – იმდროინდელი დასალეთის საყოველთაოდ ცნობილ ცენტრებს. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი რუსი მკვლევარი ა. ფადეევი აღნიშნავდა: „Генуезский торговый капитал проявляет кипучую деятельность на берегах Черного моря“.1 შავი ზღვის სანაპიროებზე გენუელთა ფაქტორიების გვერდით ვენეციური ფაქტორიებიც აღმოცენდა. იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგმა (1261-1282) ბიზანტიის იმპერიის აღდგენიდან ოთხი წლის შემდეგ ვენეციელებს შავიზღვისპირეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენის უფლება მისცა2.
ვენეციელმა ვაჭრებმა შავ ზღვაში შემოსვლისთანავე მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს ყირიმსა და კავკასიასთან – უკვე 1268წ. ისინი ყირიმში ყიდულობდნენ ხორბლეულსა და ტყვეებს. შავიზღვისპირეთთან ვენეციელთა სავაჭრო ურთიერთობებზე მეტყველებს XIII ს. დასასრულს ყირიმში ვენეციური დუკატების გავრცელების ფაქტი3.
ცხადია, ყოველივე ამან ცხოველმყოფელი გავლენა მოახდინა შავიზღვისპირეთის ქალაქებზე, აქ კი, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთ საქართველოს ქალაქები იგულისხმება: „Черноморское побережье лежало на пути в Персию и Индию, и вполне естественно, являлось одним из важнейших пунктов мировой торговли“.4
კაფა ჩრდილოეთში და ტრაპიზონი სამხრეთ-აღმოსავლეთშავიზღვისპირეთში იყო ორი უდიდესი ცენტრი ვაჭრობისა შავ ზღვაში. სწორედ მათი მეოხებით დასავლეთ საქართველო ჩაბმული იყო შავი ზღვის საერთაშორისო ვაჭრობაში. XIV ს.-ში ჩამოყალიბდა თავისებური პოლიტიკური სამკუთხედი: საქართველო – ტრაპიზონი – ბიზანტიის იმპერია5.
ტრაპიზონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის სახმელეთო და საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. საქართველო ტრაპიზონის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ბიზანტიასა და ევროპასთან. ტრაპიზონის, როგორც საერთაშორისო-სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იტალიელების დროს. ტრაპიზონთან ვაჭრობით აიხსნება დასავლეთ საქართველოში ტრაპიზონული ასპრების და კირმანეულის დიდი რაოდენობით გავრცელება. ამ მხრივ, აღსანიშნავია კოპიტნარის განძი, რომელიც 652 მონეტისგან შედგება და სადაც 15 ტრაპიზონული ასპრია6, ოჩამჩირეს განძი, რომელშიც ყველა მონეტა კირმანეულია7.
ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ გენუელებს საქართველოს შავიზღვისპირეთში რამდენიმე სავაჭრო ფაქტორია ჰქონდათ, კერძოდ, ა. ფადეევის მოსაზრების თანახმად, აფხაზეთის სანაპიროზე აღმოცენდა გენუელთა რამდენიმე კოლონია 1. ჰაკარი (Hacary) – დღ. გაგრა; 2. სანტა-სოფია (Santa-Sofia)– ალახაძე; 3. პეცონდა (Pezonda) _ ბიჭვინთის ყურე; 4. კავო დი ბუქსო (Cavo di Buxo) – გუდაუთის მხარეში; 5. ნიკოფა (Nicoffa) – დღ. ახალი ათონი; 6. სევასტოპოლი (Sevasopoli) – სოხუმი; და 7. სანტ-ანჯელო (Sant-Angelo) _ მდ. ენგურის შესართავთან8.
ა. ფადეევის მოსაზრება შემდგომში გაიზიარა ზ. ანჩაბაძემ9, ასევე რ. ქებულაძემ10, მაგრამ ეს თვალსაზრისი კატეგორიულად უარყო თ. ბერაძემ. მისი აზრით, ეს არის წყაროების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი. თ. ბერაძე თვლის, რომ გენუელებს საქართველოს შავიზღვისპირეთში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჰქონდათ ერთადერთი ფაქტორია – სებასტოპოლი11.
ამასთან დაკავშირებით, ყურადღება გვინდა მივაქციოთ შემდეგ მონაცემებსაც: შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ უძველეს რუკაზე, რომელიც შედგენილია XIIIს.-ში ვენეციელი ვაჭრების მიერ, აღნიშნულია აფხაზეთის ჰიდროტოპონიმიკა და დატანილია დასავლეთ საქართველოს შემდეგი ტოპონიმები:
1. Fazio – მდ. ფაზისი – მდ. რიონი;
2. Dinotemo – „ცხიმიანი მდინარე“ (ბერძნ.);
3. Megapotemo – „დიდი მდინარე“ (ბერძნ.) – მდ. ენგური;
4. Garbeudiva – კორენბედია – „ცენტრალური ბედია“ (მეგრ. გურბედია);
5. Tamusi=Tamasa – „სათამაშო ადგილი“ – ახლ. ტამიში;
6. Ggodo – მდ. კოდორი;
7. Gichoba – ტკაფა, შესაძლებელია ეს იყოს დრანდა;
8. Golfo di sevastopoli – სევასტოპოლის, ე. ი. სოხუმის ყურე;
9. Sevastopoli – ქ. სოხუმი;
10. Flume Nikola – მდ. ნიკოლა – ანაკოფიისწყალი ან მდ. ფსირთა;
11. Cavo di Buxo – „ბუქსო“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ბზას, ე. ი. „ბზების ნავსადგური“;12
12. Pezonda – პეცონდა – ბიჭვინთა;
13. Chetari – ქ. გაგრა;
14. Abazia – როგორც ჩანს, XIIIს. ვენეციელი მოგზაურები ადგილობრივი ქართული მოსახლეობისაგან იცნობდნენ სახელწოდება აფხაზეთს13.
პეტრუსა ვესკონტეს მიერ 1318წ. შედგენილი შავი ზღვის რუკაზე დატანილია შემდეგი ტოპონიმები:
1. Faxo – ფაზისი – მდ. რიონი;
2. Laxo potomo – „ფართო მდინარე“ (ბერძნ.) _ მდ. ენგური;
3. Murcula – მერკულა;
4. Gorenbedia – ცენტრალური ბედია;
5. Carancha – სკურჩა – „თეთრი მდინარე“;
6. Sauastopoli – სევასტოპოლი – ქ. სოხუმი;
7. Nikoffa – ანაკოფია;
8. Cavo di Buxo – ბზის ნავსადგური;
9. Pezonda – პეცონდა – ბიჭვინთა;
10. Laizo – ბერძნ. ლაიადან, რაც ნიშნავს ქვას. სხვა რუკებზე გაგრის ზემოთაა დატანილი;
11. Gaccara – გაგრა;
12. Avogazia – აფხაზეთი14.
ჩვენ ასევე მოგვეპოვება 1367 წ. ძმების ფრანცისკო და დომინიკე პიციგანების მიერ შედგენილი რუკა15. ამ რუკაზე დატანილია შემდეგი პროვინციები: Jequa (ჯიქეთი), Avogaxia (აფხაზეთი) და Suania (სვანეთი).16 აქ დაფიქსირებულია თითქმის იგივე ტოპონიმები, რაც პეტრუსა ვესკონტეს რუკაზე. XIII ს.-დან დაწყებული XV ს. ჩათვლით კავკასიის სანაპირო იყო მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იმ დროისათვის მაღალი კულტურით. „Многочисленныя греческიя колонიи были разселены по цветущему берегу моря у красивейшихъ бухтъ, в котория заходили корабли из всех стран. Особенно частыми гостями, а иногда и колонизаторами Побережья были генуезцы (XIV в.), эти неутомимые пенители моря, сменившие древнихъ финикиян...“.17
საყურადღებოა აგრეთვე ბარონ ა. გაკსტჰაუზენის (XIXს.) ცნობები. იგი, აგვიწერს რა მეგრელების ყოფას, ადათ-წესებს, ჩაცმულობას, დასძენს: „Св. Францискъ Ассизскიй заимствовалъ отъ мингрельцев этот наряд... ибо тогда Генуезцы владели факторიиями вдоль всех этих берегов“.18 შემდგომში იგი, მოგვითხრობს რა აფხაზეთის ერთ-ერთ თავადზე, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ მას (ე. ი. თავადს) ცოლად ჰყავდა სვანეთის თავადის ასული, რომელმაც აუწყა: „Тамъ (ე. ი. სვანეთში) много есть церквей, относящихся и къ временамъ среднихъ веков, отчасти полуразрушившихся, котория по сванетскимъ и Абхазскимъ преданიямъ сооружены Дженовами. Под этим названием должно, конечно, разуметь Генуезцев, которые въ среднიе века отчасти владели всеми странами восточного берега Черного моря или, по-крайней-мере, имели решительное на них влიянიе“.19 მართალია, ამ ცნობაში არ არის დაკონკრეტებული, ანუ ჩამოთვლილი ის მხარეები, რომლებიც გენუელთა ფაქტორიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ, ამასთან, ცხადყოფს, რომ გენუელებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდათ არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორია.
ნუმიზმატიკური მასალით ირკვევა, რომ XIVს. დასაწყისიდან ასპრებთან ერთად, ვენეციურ ოქროს დუკატებსაც ხმარობდნენ შავი ზღვის სანაპიროების იტალიელთა ფაქტორიების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვენეციური დუკატებით ხდებოდა ფულადი ანგარიშსწორება საქონლის ყიდვა-გაყიდვის დროს, დუკატებით ანგარიშობდნენ ომებითა და მეკობრეების თავდასხმებით მიყენებულ ზარალს, და ბოლოს იმავე დუკატებით ხდებოდა სუბსიდიების გაცემა და კონტრიბუციების გადახდა20.
ჩვენც მიგვაჩნია, რომ სებასტოპოლი იყო გენუელთა ერთერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. ამასთან, ვეთანხმებით ლ. ტუხაშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ვენეცია და გენუა ქმნიდნენ ფაქტორიებს ძლიერი სახელმწიფოს შიგნითაც... აქ მთავარია, რა უფლებრივი სტატუსი ჰქონდა ამ ფაქტორიას – თვით მისი არსებობა არაფერს ნიშნავდა. ეს იყო ე.წ. „პორტო-ფრანკოები“, დღევანდელი „თავისუფალი ზონები“.21
გენუელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სევასტოპოლისი, ანუ ცხუმი, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ერთ-ერთ მტკიცედ ნაგებ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. ამავე დროს, იგი იყო კავკასიის შავიზღვისპირა ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანი „საქონლის საწყობი“. აქ თავს იყრიდა შავი ზღვის სანაპიროებთან ცენტრალური კავკასიისა და იმერეთ-გურიის დამაკავშირებელი უძველესი სავაჭრო გზები22.
ს. კარპოვი, ბიზანტიურ წყაროებზე დაყრდნობით, ასკვნის, რომ XIV ს.-ში სევასტოპოლი დადიანთა სამთავროს ცენტრს წარმოადგენდა23. ამავე საუკუნიდან სევასტოპოლში უკვე იყვნენ გენუის რესპუბლიკის კონსულები. გენუის რესპუბლიკა ადგილობრივ მფლობელთან შეთანხმებით ნიშნავდა კონსულს, გადამწერებს და სხვა მოხელეებს. ასე, მაგალითად, ა. ჯუსტინიანის „ანალებში“ აღნიშნულია, რომ გენუელებმა აქ (ე. ი. სევასტოპოლში) ფაქტორია დააარსეს ადგილობრივ მთავართან შეთანხმებით24. აქვე იყო რომის კათოლიკურ ეპისკოპოსთა რეზიდენცია, რაც ამ ქალაქის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა25.
პეტრე გერალდის თანახმად, XIV ს. I მესამედში სებასტოპოლის მოსახლეობა, ისევე როგორც შავიზღვისპირეთის სხვა ქალაქებისა, ეთნიკურად ჭრელი იყო. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, მაჰმადიანები და ებრაელები26. ეს ცნობა დასტურდება და კონკრეტდება დოკუმენტალურ წყაროებში _ მასარიებში27.
ერთ-ერთ ოფიციალურ წერილში კაფის კონსულისადმი ვკითხულობთ: „Всего более достойно похвалы то, что вы стараетесь со всеми властями и народами того края жить в дружбе и избегать случаев столкновения. И подобным же образом довольны мы тем, что вы писали нам о надеждах на прочий мир с Бендиано, князем Себастополиса“.28 როგორც წერილიდან ირკვევა, გენუელები დაინტერესებული იყვნენ ბედიანთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით. პეტრე გერალდი თანახმად, ირკვევა, რომ დადიანიც გარკვეულ დათმობებზე წასულა. კერძოდ, გერალდი გვამცნობს, რომ „ადგილობრივი მოსახლეობა აღშფოთდა იმით, რომ დადიანმა კათოლიკეებს გამოუყო ცალკე სასაფლაო. განრისხებულმა ხალხმა მოგლიჯა ლათინური სასაფლაოს ცენტრში აღმართული ჯვარი და საფლავის ქვები. ლათინებმა კვლავ აღმართეს ჯვარი და აღადგინეს საფლავის ქვები. მაშინ ადგილობრივმა სქიზმატიკოსებმა (მართლამადიდებლები), მღვდლებმა და ხალხმა, სარკინოზებისა და ებრაელთა დახმარებით, მოუტანეს მესამედ აღმართული ჯვრები და საფლავის ქვები სქიზმატიკოსების მთავარეპისკოპოსს“.29
როგორც ცნობილია, XIII-XVსს.-ში გენუელებს შავიზღვისპირეთის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სტატუსი ჰქონდათ, მაგრამ მათ კოლონიებსა თუ ფაქტორიებს გააჩნდათ ერთი საერთო ნიშანი: ეკლესია თავისი სასაფლაოთი გენუელთა თვითმმართველობისათვის აუცილებელი პირობა იყო. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდა სოხუმის ადგილობრივი მოსახლეობა გენუელების მიერ აქ ეკლესიისა და სასაფლაოს შექმნას, რამეთუ ეს ნიშნავდა აქ სავაჭრო ფაქტორიის შექმნას, რაც საჭიროდ არ მიაჩნდათ ადგილობრივ სავაჭრო წრეებს30.
გენუელი ვაჭრები სებასტოპოლისში იძენდნენ ადგილობრივი წარმოების საგნებსა და პროდუქტებს: ბზას, ტყავს და ბეწვეულს, თაფლს, ფისს, მარცვლეულს, ღვინოს, აბრეშუმს, ხე-ტყეს (აფხაზეთის ტერიტორიაზე ხე-ტყით ვაჭრობის ცენტრს ბიჭვინთის მახლობლად მდებარე კავო დი ბუქსო წარმოადგენდა). სამაგიეროდ, შავი ზღვით გენუელებს შემოჰქონდათ მარილი, ფუფუნების საგნები, იარაღი, რკინისა და სპილენძის ნაკეთობანი და ა.შ.31 თანდათან უმთავრესი საქონელი, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდათ გენუელებს, გახდა ცოცხალი ადამიანებით _ ტყვეებით ვაჭრობა. მონებით ვაჭრობა გენუელებთა სრული თავისუფლებით სარგებლობდა და ამ საქმის ინიციატორები აწინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე თვითონვე იყვნენ.
საქართველოს შავიზღვისპირეთისა და იტალიის ქალაქების ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი იყო, რომ აქ მიმოქცევაში ყოფილიყო ის მონეტები, რომლებიც საკვლევ პერიოდში საერთაშორისო ანგარიშსწორების საშუალებას წარმოადგენდა. იტალიის არქივების მასალების მიხედვით, შავი ზღვის ფაქტორიებში მიმოქცევაში ყოფილა ბერძნული ე. ი. ტრაპიზონული ასპრები, ციეპრი დანგა (თანგა), ქ. კაფის ასპრები, რომლებიც ბარიცეტი-ს სახელწოდებითაც იხსენიება და სომმი (სხვადასხვა ზომისა და ღირებულების ვერცხლის ნაჭრები).32 ასპრებსა და დუკატებთან ერთად უნდა დავასახელოთ დასავლურქართული კირმანეული თეთრი. მაშასადამე, ქართული კირმანეული და ტრაპიზონული ასპრები ერთიან სამონეტო სისტემას შეადგენდნენ და თანაბრად მონაწილეობდნენ შავი ზღვის იტალიური ფაქტორიების ფულად მიმოქცევაში. შავიზღვისპირეთის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირ-ურთიერთობების შედეგად გენუელებსა და ვენეციელებს დიდი შემოსავალი ჰქონდათ. ასეთი იყო ვითარება ამ რეგიონში ოსმალეთის გაბატონებამდე.
შენიშვნები
1. А. Фадеев. Краткий очерк истории Абхазии, Сухуми, 1934, გვ. 109.
2. Ф. Брун. Черноморье, Одесса, 1880, გვ. 142.
3. Ò. ØÄÁÖËÀÞÄ. საქართველოში ვენეციური ოქროს დუკატების მიმოქცევის საკითხისათვის. _ „ÌÀÝÍÄ“, ისტორიის... სერია, #4, თბ., 1965, გვ. 89.
4. Черноморское побережье Кавказа, издание М. А. и Б. А. Суворинихъ, Петроградъ, 1916, გვ. 14.
5. Ë. ÔÖáÀÛÅÉËÉ. ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, I, თბ., 1994, გვ. 35.
6. Ì. ÂÀÁÀÛÅÉËÉ. ქართული ნუმიზმატიკის ისტორიიდან. _ ÀáËÏ ÀÙÌÏÓÀÅËÄÈÉ ÃÀ ÓÀØÀÒÈÅÄËÏ, თბ., 1991, გვ. 224.
7. È. ÀÁÒÀÌÉÛÅÉËÉ. XIII-XIVსს. დასავლურქართული ფული, თბ., 1959, გვ. 91.
8. А. Фадеев. Краткий очерк истории Абхазии, გვ. 110.
9. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVIIвв.), Сухуми, 1959, გვ. 244.
10. Ò. ØÄÁÖËÀÞÄ. საქართველოში.., გვ. 88-89.
11. Т. Берадзе. Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии, Тб., 1989, გვ. 89-90.
12. ბ. გოგიას დაკვირვებით, სწორედ ქართველური ბზიდან უნდა მომდინარეობდეს ევროპული შესატყვისები (ბუხუა, ბუხო, ბუის...). ქსავიე ომერის თანახმად, Lე ჩავო დი Bუხო „არის ბზების ნავსადგური შუა საუკუნეების კოსმოგრაფებისა. ბზები დღემდე რჩება ამ მხარის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო საქონლად“ (Á. ÂÏÂÉÀ. ძველი კოლხეთის ზოგიერთი ტომის ეთნონიმებთან დაკავშირებით ანუ რას გვერჩის ბატონი ლომოური, პარიზი, 2003, გვ. 42.
13. Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии, Тб., 1997, გვ. 821-822.
14. Ф. Брун. Черноморье..; Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия.., გვ. 824-825.
15. Ф. Брун. Перипл Каспийского моря по картам XIV столетия, Одесса, 1872.
16. იქვე.
17. Черноморское побережье Кавказа, გვ. 14-15.
18. Закавказский край. Заметки о семейной и общественной жизнии отношенияхъ народовъ, обитающихъ между Чернымъ и Каспიйскимъ морями. Путевыя впечатления и воспоминания Барона Августа фонъ-Гакстгаузена, часть I, СПб., 1857, გვ. 15.
19. იქვე, გვ. 132-133.
20. Ò. ØÄÁÖËÀÞÄ. საქართველოში.., გვ. 90-91.
21. Ë. ÔÖáÀÛÅÉËÉ. ქართული დიპლომატიის განვითარება.., გვ. 91.
22. Ф. Брун. Черноморье, გვ. 193; С. П. Карпов. Итальянские морские республики и Южное Причерноморье в XIII-XVвв. Проблемы торговли, М., 1990, გვ. 102.
23. С. П. Карпов. Итальянские морские республики.., გვ. 102-103.
24. A. Gიუსტინიანი. Aნნალი, გვ. 304. Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÉ. ოდიშის ისტორიიდან. _ თსუ ÛÒÏÌÄÁÉ, ტ. 310, თბ., 1992, გვ. 52-53.
25. А. Фадеев. Краткий очерк истории Абхазии, Сухуми, 1934, გვ. 110; Т. Берадзе. Мореплавание.., გვ. 92.
26. Å. ÊÉÊÍÀÞÄ. ლათინური წყარო XIVს. საქართველოს შესახებ. – თსუ ÛÒÏÌÄÁÉ, ტ. 243, თბ., 1983, გვ. 102-103.
27. С. П. Карпов. Итальянские морские республики.., გვ. 100.
28. Е. С. Зевакин, Н. А. Пенчко. Очерки по истории Генуэзских колоний на Западном Кавказе в XIII-XVвв. – „Исторические записки“, т. 3, М., 1938, გვ. 113.
29. Å. ÊÉÊÍÀÞÄ. ლათინური წყარო.., გვ. 103.
30. Т. Берадзе. Мореплавание.., გვ. 99.
31. Е. С. Зевакин, Н. А. Пенчко. Очерки.., გვ. 76; Т. Берадзе. Мореплавание.., გვ. 115-119; Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÉ. ოდიშის ისტორიიდან, გვ. 53.
32. Е. С. Зевакин, Н. А. Пенчко. Очерки.., გვ. 76.
Комментариев нет:
Отправить комментарий