вторник, 5 марта 2019 г.

მემნონ ჰერაკლეელი: ცნობები საქართველოს შესახებ


„ჰერაკლეას ისტორია“
ძველი ბერძენი ისტორიკოსი მემნონი (ახ. წ. I–II) იყო პონტოს ჰერაკლეადან. მან დაწერა „ჰერაკლეას ისტორია“ ქალაქის დაარსებიდან რომაელთა დაპყრობამდე. ნაშრომისგან შემორჩენილია ფრაგმენტები, რომლებიც თავის შრომაში გამოიყენა IX -ში მოღვაწე პატრიარქმა ფოტიამ. ამ ფრაგმენტებში დაცულია მემნონის IX–XVI წიგნების ნაწყვეტები, რომლებიც მოიცავს ძვ.. 363–64 წლების ამბებს.
მემნონის წიგნი დაწეილია მარტივი და გასაგები ენით, და წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ჰერაკლეისა და მცირე აზიის ელინისტური სამყაროს ისტორიისთვის. როგორც ჩანს მემნონი ზოჯერ ეყრდნობა ნიმფიდის შემოუნახავ ნაშრომს და შესაძლოა აგრეთვე თეოპომპსა და დომიციუს კალისტრატეს. ბევრი მკვლევარი რომის ელინისტურ სახელმწიფოებთან დაპირისპირების თხრობისას პლუტარქესა და აპიანესთან შედარებით მემნონის ცნობებს უფრო ენდობა, რადგან იგი არც რომაელი იყო და არც მისი მოწინააღმდეგე ბანაკის.










































Комментариев нет:

Отправить комментарий