суббота, 16 марта 2019 г.

თავისუფალი სვანეთი (ე. გაბლიანი)

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. სვანეთს აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთითლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით-აფხაზეთი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედის იქითა მხარეს-ყარაჩაი და ბალყარეთი.
სვანეთი თემებად იყოფოდა. ქვემო სვანეთი, რომელიც სამეგრელოს მთავრების გამგებლობაში იყო სამი თემისაგან (ლენტეხი, ჩოლური, ლაშხეთი) შედგებოდა. ზემო სვანეთი, რომელიც ბალის ქედით ორ ნაწილად იყოფოდა, 12 თემის ერთობლიობას წარმოადგენდა. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო და მასში ეცერის, ფარის, ცხუმარის და ბეჩოს თემები შედიოდა. „თავისუფალი სვანეთიტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ენგურის ზემო დინების აღმოსავლეთ ნაწილს, ბალის ქედიდან უშგულის ჩათვლით და მასში თერთმეტი თემი იყო: ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი, მუჟალი, წვირმი, ელის, იფარი, ადიში, კალა და უშგული.
თავისუფალი სვანეთი ზემო სვანეთის უბატონო თემებისათვის მეფის რუსეთის ადმინისტრაციის მიერ პირობითად შერქმეული სახელწოდება, გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 წელს ზემო სვანეთი მეფის რუსეთის ხელისუფლებას დაემორჩილა. ცენტრისოფელი ლალხორი.












































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий