суббота, 4 ноября 2023 г.

საქართველო ანტიოსმალურ კონტექსტში 1556-1569 წლებში

 §1.  საერთაშორისო საკითხი და იზოლაციის საფრთხე
    ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულებით დამთავრდა ომი, რომე- ლიც ირანსა და ოსმალეთს შორის თითქმის ნახევარი საუკუნის გან- მავლობაში მიმდინარეობდა. ხსენებულმა ზავმა ერთხანს მშვიდობა დაამყარა ამ ორ მუსლიმურ სახელმწიფოს შორის, მაგრამ არც ერთ მათგანს საბოლოოდ არ უთქვამს უარი ომის განახლებაზე. ოსმალე- თი სეფიანთა ირანთან ახალ ომზე ფიქრობდა. მას უნდოდა ჯერ კავ- კასია ჩაეგდო ხელში, ხოლო შემდეგ უფრო გაუადვილდებოდა ომი ირანის წინააღმდეგ. კავკასიის დაპყრობით სულტანი სულეიმანი იმა- ზეც ფიქრობდა, რომ გზა გადაეღობა რუსეთისთვის, რომელიც ამ პერიოდში სამხრეთისაკენ მიიწევდა და, რაც მთავარია, ამ ხელშეკ- რულების საფუძველზე, ოსმალეთს თავისუფლად შეეძლო თავისი დაპყრობითი ომები ეწარმოებინა დასავლეთში, ხმელთაშუა ზღვის აუზსა  და  ჩრდილოეთ  აფრიკაში;  ასევე,  ირანს  ეს  ხელშეკრულება თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა ქართლ-კახეთსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში1.
    ამასიის ზავით ირანელმა და ოსმალო დამპყრობლებმა, ქართვე- ლების  დაუკითხავად,  საქართველო  გავლენის  სფეროებად  დაიყ- ვეს: ქართლი, კახეთი და სამცხე-საათაბაგო სეფიანთა გავლენის ქვეშ ექცეოდა, ხოლო იმერეთის სამეფო, გურიისა და ოდიშის სამ- თავროები – ოსმალეთის გავლენის ქვეშ2.
    საქართველოს არც ერთი სამეფო და სამთავრო არ სცნობდა ირ- ან-ოსმალეთის ზემოხსენებულ ხელშეკრულებას. „ბუნებრივია, ქარ- თველ მეფე-მთავართა უმეტესი ნაწილისათვის დამამცირებელი და მიუღებელი იყო ფაქტობრივად დაუპყრობელი ქვეყნის დაყოფა-და- ნაწილება ორ მუსლიმურ იმპერიას შორის“3. ამიტომ, ისინი განაგ-
1 საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე),  154.
2 Ernest Charriè. Négociations de la France dans le Levant, t. II, 285.
3 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 99.
 
რძობდნენ უცხოელ დამპყრობელთაგან საქართველოს ტერიტორი- ის გათავისუფლებისათვის ბრძოლას. ამ მხრივ კვლავაც განსაკუთ- რებით გამოირჩეოდა ქართლის მეფე ლუარსაბ I (1534-1556)1, რო- მელიც ორი ათეული წლის განმავლობაში გმირულად იბრძოდა სე- ფიანი დამპყრობლების წინააღმდეგ. მისი მიზანი იყო გაეთავისუფ- ლებინა თბილისი და ქვემო ქართლი ყიზილბაშებისაგან, სადაც ისი- ნი ჯერ კიდევ რჩებოდნენ.
    XVII საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ქართველი ისტორიკო- სი ფარსადან გორგიჯანიძე წერს: „შაჰ თამაზ ყაენმან მეფეს ლუარ- საბზედ გამოილიშქრა, სულთან სულეიმან ჴონთქარსა შერიგდა და საქართველოს მეფეთ უნებურათ და შეუკითხავათ საქართველო გა- იყვეს“2. ამ მეტად ლაკონიურ და ტევად ინფორმაციაში იკითხება ის- ტორიკოსის აზრი, რომ ამასიის საზავო ხელშეკრულების დიპლომა- ტიურ მოლაპარაკებებში შაჰმა და სულტანმა ქართული სამეფო-სამ- თავროების სუვერენები არ ჩათვალეს პოლიტიკურ მხარეებად, არ მიიწვიეს ისინი მოლაპარაკებებზე და ამ დომინანტმა სახელმწიფო- ებმა საქართველოს მეფეების შეუკითხავად და მათი ნების საწინა- აღმდეგოდ საქართველო გაიყვესო. ვფიქრობთ, ამით ისტორიკოსი შეეცადა საქართველოსთან მიმართებაში ამასიის საზავო ხელშეკ- რულებისთვის უსამართლო გადაწყვეტილების კვალიფიკაცია მი- ეცა, რადგან იგი ორი პირის, შაჰისა და სულტნის, შეთანხმების სა- ფუძველზე შედგა და არა პოლიტიკურ წარმონაქმნებს შორის თან- ხმობით. ამის მიზეზს თავად ფარსადან გორგიჯანიძე შემდეგნაირად აყალიბებს: „..საქართველო თავად ცოტა იყო და მერმე მრავლათ გაყოფილი და ერთმანეთის ურჩნი და ქიშპნი მტერნი, ერთმანეთისა მარბევნი და მაწყინარნი და იესოს ქრისტეს რჯული ეჭირათ“3. მემა- ტიანის მართებული აზრით, „საქართველო თავად ცოტა“ ანუ პატარა იყო, ისიც დაქუცმაცებული და, ცხადია, დიდი, დამპყრობელი სა- ხელმწიფოების თანაბარ სუბიექტად ვერ იქცეოდა. დაკვირვებული ისტორიკოსი  ქართველ  მეფეებს  არ  უწუნებს  მთელი  XVI  საუკუნის პირველ ნახევარში მათ მიერ აპრობირებულ ძალთა წონასწორო- ბის პრინციპს და წერს: „ორს დიდს ჴემწიფებს შვაში ბევრს ეცადნეს,
1 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 99.
2 ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ს.კაკაბაძის გამოცემა (ტფილისი, 1926), 7.
3 იქვე.
 
აქეთ იქნიეს ჴმალი და იქით და მრავალი ნავნებიც ქნეს, მაგრამ არ იქნა და ვერცა რას თავს გაუვიდნეს. ჴონთქარმან და ყაენმან საქარ- თველო შვა გაიყვეს“1. ეს ციტატა აშკარად ავლენს ორ აგრესორთან მიმართებაში ქართველი მესვეურების მიერ გამოყენებული ძალთა წონასწორობის პრინციპით მოქმედებას, ანუ მემატიანის ენით: „აქ- ეთ იქნიეს ჴმალი და იქით“. ამ პოლიტიკით დამდგარი უარყოფითი შედეგის დასაბუთებას ავტორი არგუმენტებით არ ცდილობს და თა- ვის  ისტორიულ  დისკურსში  სიმართლეს  მყარი  პოზიციით  გამოხა- ტავს: „ჴონთქარმან და ყაენმან საქართველო შვა გაიყვეს“.
    ჩვენ საკმაოდ შევჩერდით ფარსადან გორგიჯანიძის თვალსაზრისზე ამასიის საზავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომე- ლიც, ცხადია, უმთავრესად წარმოადგენს ქართლის მეფის, ლუარ- საბ I-ისა და სხვა ქართველი მეფე-მთავრების დამოკიდებულებას, მათივე შეფასებით, ამ უსამართლო გადაწყვეტილების მიმართ. ლუ- არსაბ მეფისათვის, რომელიც კატეგორიულად არ ეგუებოდა საკუ- თარი სამეფოს სუვერენიტეტის შემცირებას, სრულიად ცხადი იყო, თუ  რას  ნიშნავდა  ხელშეკრულებაში  საქართველოს,  როგორც  პო- ლიტიკური ერთეულის ან სახელმწიფოს უფლებების დაუფიქსირებ- ლობა. ანუ ლუარსაბ მეფე რეალურად გრძნობდა, რომ ეს მოასწა- ვებდა ქართლის სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარ- გვას, რასაც შეიძლება შემდეგში შიდა სუვერენიტეტის გაქრობაც მოჰყოლოდა. ეს სრულიად შესაძლებელი იყო იმდრიონდელი ხელ- შეკრულებების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, როცა პოლი- ტიკური ერთეულის ანუ სახელმწიფოს უფლებები ხელშეკრულებაში არ იყო დაფიქსირებული2. ამდენად, ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, რომელმაც ორი შეურიგებელი აგრესორი იმპერი- ის პირველი ომის (1514-1555) დროს ეფექტიანად გამოიყენა ძალთა წონასწორობის პრინციპი, მტრების დაზავების შემთხვევაში მარცხი- სათვის იყო განწირული. სხვა გამოსავალი კი, უმოკავშირეოდ დარ- ჩენილი ქართული სახელმწიფოებისათვის, მაშინ ბუნებაში არ არსე- ბობდა. ამდენად, ამიერიდან შეუძლებელი იყო ქართლის სამეფოს გადაეჭრა „სპარსული საკითხი“.

1   ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, 7.
2 დაწვრ. იხ: Lesaffer Randall, Charles V. Monarchia Universalis and the Law of Nations (1515-1530) https://warwick.ac.uk/fac/arts/history/students/modules/archive/hi3f9/timetable/europeanempire/71ti- jdschriftvoorrechtsge.pdf, გვ.99.
 
    ამასიის ზავის პრინციპები1 და უმთავრესად მეფე-მთავართა კონ- ფლიქტები თეორიულად შეუძლებელს ხდიდა საქართველოს გაერ- თიანებას. ამ ახალმა რეალობამ შექმნა ისეთი მოლოდინი, რომ ამ ორ იმპერიას შორის მომავალ კონფლიქტში იქნებოდა გამარჯვებუ- ლი და დამარცხებული, ხოლო ქართველ მეფე-მთავრებს თავიანთი ორიენტაცია ამის შესაბამისად უნდა ეცვალათ, რათა ძალთა წონას- წორობა ისევ აღედგინათ. ამავდროულად, რა ერთგულების ფიციც არ უნდა მიეცათ ქართველ მეფეებს შაჰის ან სულტნისთვის, ორივე განუწყვეტლივ ეჭვის თვალით უყურებდნენ ქართველებს, რადგან ისტორიული გამოცდილებით იცოდნენ, რომ ისინი დამოუკიდებლო- ბაზე ხელს არ აიღებდნენ.
    ამავე ფარსადან გორგიჯანიძის თანახმად, მხოლოდ მეფე ლუ- არსაბ I არ ურიგდებოდა ამასიის საზავო პირობებს. ამასთან დაკავ- შირებით ავტორი დისკურსს ლუარსაბის პოზიტიური მხარის შეფასე- ბით იწყებს: „ამ გაყოფას სრულ საქართველოს ბატონები დასჯერ- დეს. მაგრამ მეფე ლუარსაბ არ სჯერიყო და კიდეც თაკილობდა, ამ- ისთვის უფრო ურჩობდა და აქეთ ერანის თემსა და იქით ურუმის ქვე- ყანას არბევდეს. გარეშე ქვეყნის თავადნი მეფეზე ერთგულათ იყ- ვნენ“2. მოხმობილი ამონარიდით თუ ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ლუარსაბი წინდაუხედავად მოქმედებდა და თავისი შეუპოვრობით შეიძლება მხოლოდ უკუშედეგი მიეღო. თუმცა, თუ უფ- რო ღრმად გავაანალიზებთ, მოხმობილი ციტატა გვაძლევს საფუძ- ველს, რომ ვთქვათ: ლუარსაბ მეფემ ირანის მხარეებსა და ოსმალე- თის მიწებზე შეუპოვარი თავდასხმა-რბევებით სცადა „საქართვე- ლოს საკითხისათვის“ მწვავე ხასიათი მიეცა და ამის საფუძველზე ორ აგრესორს შორის ურთიერთობა უწინდელი წინააღმდეგობის ყა- ლიბში დაებრუნებინა, რათა ამ გზით ამასიის ზავით დაკანონებული გაყოფის გაუქმებისათვის მიეღწია. სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქ- ნებოდა, თუ რისი მიღწევა შეეძლო ლუარსაბს ამ შეუპოვარი ბრძო- ლით, რომელსაც, ფარსადან გორგიჯანიძის მოწმობით, მხარს უჭე- რდნენ სასაზღვრო ოლქის მთავრები. აღნიშნულთან დაკავშირებით

1      დაწვრ. იხ.: ვ. გაბაშვილი. ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, 68- 71; მისივე, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, 118; Mikheil Svanidze. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and Georgia, 195.
2  ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, 7.
 
ასევე ვფიქრობთ, რომ ქართლის მეფის დაუცხრომელ ბრძოლას მუს- ლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ჰქონდა სარწმუნოებრივი მხა- რეც. ჩვენი აზრით, მებრძოლი ქრისტიანობის წარმომადგენელ ლუარ- საბ მეფეში ორი მუსლიმური სახელმწიფოს შეთანხმება ქრისტიანული საქართველოს გაყოფაზე, ცხადია, თავისთავად  წარმოშობდა უკიდუ- რესი დამცირების გრძნობას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოს- მალთა ტრიუმფებმა ბალკანეთის ბევრი ქრისტიანი „...მუსლიმთა ღმერ- თის უპირატესობაში დაარწმუნა“1, საქართველოში მსგავსი პროცესის თავიდან ასარიდებლად ლუარსაბ მეფე ბოლომდე თავისი შეუპოვარი ბრძოლით იძლეოდა ქრისტიანული სიმტკიცის მაგალითს. ის, ისევე, როგორც XV საუკუნეში ოსმალთა წინააღმდეგ ათწლეულების განმავ- ლობაში შეურიგებელი მებრძოლები – ალბანელი გიერგ (გიორგი) კას- ტრიოტი (რომლის წინააღმდეგობის ფრონტმა ბალკანეთში დღევან- დელი ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, საბერძნეთის ნაწილი, კო- სოვო, მონტენეგრო და სერბეთის ნაწილი მოიცვა) და ვლახეთის მმარ- თველი, ვლად ცეპეში – არც მიწა-წყალს თმობდა, არც რწმენას ღალა- ტობდა და არც კომპრომისებზე მიდიოდა თავისი ქვეშევრდომების, ნათესავებისა თუ სხვა პოლიტიკური ერთეულების მმართველთა მსგავ- სად. ქრისტიანული სიმტკიცის თვალსაზრისით, ნიშანდობლივია 1552 წელს თბილისის სიონისათვის ბოძებული სიგელი, რომლიდანაც თვალ- ნათლიც ჩანს, თუ როგორ განიწმინდა „წმიდითა აიაზმითა“ სიონის ღმრთისმშობლის ტაძარი და „ყოველნი ეკლესიანი ტფილისისანი“2 ყიზილბაშებისაგან მცხეთის საკათალიკოსო ტახტის აღდგენის შემ- დეგ. შესაძლებელია, ყოველივე ზემოთქმული ჰქონდა მხედველობაში სიმონ მეფეს, როცა რომის პაპ კლემენტ VIII-ს 1596 წლის 6 მაისს წერ- და: „კვლავ ვავუწყებთ შენს უწმიდესობას, რომ ჩემი მამა მეფე ლუარ- საბი იყო უნეტარესი მეფე, წმიდა და ღმერთის მიერ კურთხეული მეფე, როგორც ალბათ, უკვე იცის შენმა უწმიდესობამ, ღვთისმოსაობის თუ ქრისტესადმი სიყვარულის გამო, ურჯულო აგარიანებმა მოკლეს იგი ომში: მან მიიღო წვალებით სიკვდილი და დაღვარა თავისი სისხლი, მაგრამ არ შეასრულა მათი სურვილი“3.

1 Fodor Pál. The Unbearable Weight of Empire, The Ottomans in Central Europe – a Failed Attempt at Universal Monarchy (1390-1566), 44.
2 ს. კაკაბაძე. ისტორიული საბუთები, წიგნი II (ტფილისი, 1914), 41.
3 ი.   ტაბაღუა. სიმონ მეფის ერთი წერილის შესახებ, გაზ. კომუნისტი, 10   აგვისტო, 1990 წელი; მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 77.
 
    ბოლოს: აქვე უმჯობესად მივიჩნევთ წინასწარვე ითქვას შემდე- გიც: ორივე აგრესორი იმპერია, ცხადია, ითვალისწინებდა იმასაც, რომ დაუპყრობელი ტერიტორიის ქართველ მესვეურთა პოლიტიკა, მეტადრე ქართლის სამეფოსი, ისევ ძალთა წონასწორობაზე იქნე- ბოდა აგებული. ამიტომ სეფიანთა ირანი, რადგან ოსმალეთი თავის ტრადიციულ დასავლურ პოლიტიკას მიუბრუნდა (XVI ს. 50-იან წლებ- ში მათი მიღწევები ხმელთაშუაზღვისპირეთში შთამბეჭდავი იყო: 1552 წელს გენუელთა ფლოტი დაამარცხეს, 1553 წ. კორსიკის აღება შეძლეს, ხოლო 1558 წ. – ბალეარის კუნძულების), შეეცადა აღმოსავ- ლეთ საქართველოს – ანუ სულტნისაგან მისი გავლენის სფეროდ აღიარებული ტერიტორიის – ინკორპორაცია მოეხდინა.
    სწორედ აღნიშნული ზავის დადების დროს ირანთან საომარ მდგომარეობაში მყოფი1 ლუარსაბ I კვლავ შეუდგა სეფიანთა წინა- აღმდეგ ახალი ომის სამზადისს2. საკუთრივ შაჰი ლუარსაბის მოქმე- დებებზე თვალყურის დაჭერას ყარაბახის ბეგლარბეგ შაჰვერდი სულტან ზიად ოღლის ავალებდა3.
    ლუარსაბმა მალე აღიდგინა თავისი ძალები. 1555 წლისათვის ის უკვე მზად იყო ახალი ბრძოლისათვის. მეფე თავისი ლაშქრით გავი- და გორიდან, დაარბია ყიზილბაშების მიერ დაკავებული ადგილები, ზოგიერთი მათგანი დაიბრუნა კიდეც და შეეცადა თბილისის განთა- ვისუფლებას. აქ მდგარმა ყიზილბაშთა გარნიზონმა დახმარებისა- თვის ყარაბახის გამგებელს მიმართა.
    1556 წელს4 ყარაბახის მმართველი შაჰვერდი სულტანი დიდძა- ლი ლაშქრით ქართლში შეიჭრა და თბილისისაკენ გასწია5. ამავე წლის ზაფხულში, ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, იმერთა მეფის სამცხეზე შეტევის პასუხად „...მოვიდა სულტანი სულეიმან, აღაშენა

1 Lajos Tardy. Reports d’Antal Verancics, ambassadeur du roi de Hongaria à Stamboul, sur la Géorg ia (1553-1557, 1567-1568), 211.
2 ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი IV, 252.
3 იქვე.
4  სპეციალურ ლიტერატურასა და წყაროებში დასახელებულია 1559 წელიც (Н. Бердзенишвили, Н. Джавахишвили, С. Джанашия, История Грузии, т.I, С древнейших времен до начала XIX в., под редакцией С. Джанашия (Тбилиси,1946), 322; ქართლის ცხოვრება, ტ. II, 367; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წიგნი II (1212-1700 წწ.), (ტფილისი, 1897), 399; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.IV (თბილისი, 1973), 114.
5   ქართლის ცხოვრება, IV, 405.
 
კარი, მოსრნა ურჩნი, უკუნიქცა და დადგა ბასიანს... ამას მოუდგა შასთამაზ და დადგა არტანს. ხოლო სულტანი სულეიმან წარვიდა სტამბოლს“1. როგორც ვხედავთ, ორივე მხარემ ძალის დემონსტრი- რებით ურთიერთქმედება გააკონტროლა, მაგრამ ზავის ხელშეკრუ- ლებიდან არ გასულან.
    შაჰვერდი სულტნის გაცილებით ჭარბი ძალების წინააღმდეგ ლუ- არსაბმა უკან არ დაიხია. ხანდაზმულმა მეფემ ქართლის ლაშქრის სარდლობა ახალგაზრდა, მაგრამ ენერგიულ და ჭკვიან მებრძოლს, თავის შვილს – სიმონს ჩააბარა. ბრძოლა შედგა მდ. ხრამის (ქციის) ხეობაში, გარისთან, რაც ქართველების თავგანწირული შეტევით და- იწყო. ყიზილბაშების დიდი ნაწილი დაიღუპა, დანარჩენი გაიქცა, მათ შორის, ყარაბახის ბეგლარბეგი შაჰვერდი სულტანიც. გამარ- ჯვებული ქართველები სიმონის მეთაურობით მისდევდნენ დამარ- ცხებულ ყიზილბაშებს. ბრმა შემთხვევის წყალობით მეფე ბრძოლის ველზე სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართლის ცხოვრებაში ეს მომენტი ასეა აღწერილი: „...რამეთუ ყოველივე საბრძოლველი იარაღი დაემ- სხვრია მეფესა და იბრძოდა ცხენითა თვინიერ საჭურველისა“, მაგ- რამ „...შთაუარდა ფეხი ცხენსა მეფისასა და წარმოექცა ცხენი მეფი- სა. მაშინ მოუხდა ყიზილბაში ერთი, სახელით ზაქირ, და იხადა მახ- ვილი, სცა თავსა მეფესა და სწყლა სასიკვდინედ“2.
    ეს ამბავი სასწაფოდ აცნობეს სიმონს, ის მოვიდა, მაგრამ ლუარ- საბმა ცოტა ხანსღა იცოცხლა. ის დარჩა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ არა მარტო ქართლისათვის, არა- მედ მთელი საქართველოსთვის. მისი შვილი, სიმონი, ასევე იყო გვირგვინი იმ მეფეებისა, რომლებიც ამ მიმართულებით იბრძოდნენ. ივანე ჯავახიშვილს მოაქვს ირანელი ისტორიკოსის თხზულებიდან ერთი ამონარიდი, სადაც ლუარსაბი შემდეგნაირადაა დახასიათებუ- ლი: „ლუარსაბი გასაოცარი მამაცი ადამიანი იყო, გულოვანი პირადა- დაც და ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწეებით გარშემორტყმული, რო- მელსაც სპარსეთის შაჰის არც ყმობისა და მორჩილების უღლის დადე- ბა სურდა და არც ხარკის ძლევაზე უნდოდა საუბარი ვისთანმე, რომელსაც ვერც სპარსეთის ლაშქრის მოქმედებამ მოახრევინა ქედი“3.

1 ქართლის ცხოვრება, IV, 717.
2 ქართლის ცხოვრება, ტ. II, 510.
3 ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი IV, 254.
 
    ისტორიკოსი ფ. გორგიჯანიძე იძლევა მეფე ლუარსაბის დახასი- ათებას, რომელიც ქართველ ხალხში შემონახულა: „ლუარსაბ მეფე მამაცობაზედ ნაქებია ყოველ საქართველოს მეფეთა და თავადთა ზედან ძველით ახლებამდისან. თავათ კარგი სარდარი იყო და მერ- მე გულოვანი, უხვი და დაუშურველი, მსმეველ-მჭმეველი, სამარ- თლიანი, ყმა-მორჩილი. ომში კოხტა და უშიშარი, თანაც მაგარი ქრისტიანი“1. ეს უკანასკნელი ფაქტორი, როგორც   ზემოთ ვნახეთ, განმსაზღვრელი იყო იმპერატორ კარლ V-სთან კავშირის დამყარე- ბის მცდელობისას. სეფიანთა ხანის უდიდესი ისტორიკოსი2 ისქან- დერ მუნში სრული ობიექტურობით წერს: „საქართველოს მეფეთა შორის ლუარსაბი გამოირჩეოდა თავისი მამაცობითა და გულადო- ბით. ამიტომ ის მუდამ იჩენდა ურჩობას და ამაყობას და თავს არ სდებდა მორჩილებისა და მოხარკეობის უღელში“3.
    ლუარსაბ მეფის შემდეგ ქართლის სამეფოს ტახტი დაიკავა მისმა ღირსეულმა მემკვიდრემ სიმონ I-მა (1556-1569; 1578-1600). იმდროინ- დელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ ჩახედული ტომაზო მინადოი მის თანამედროვე ევროპის საზოგადოებას ასე აუწყებდა სიმონის გამეფების ფაქტს: „ლუარსაბმა ანდერძით სამე- ფოს მემკვიდრედ დატოვა სიმონი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო უფროსი, არამედ უფრო იმიტომ, რომ მისი ძმა დაუდი, სულწასული და მოძულე ამ მემკვიდრეობითობისა, რომელსაც სწყუროდა ძალა- უფლება და დიდება, ცდილობდა გაეძევებინა სიმონი სახელმწიფო- დან და იარაღის ძალით გამოცხადდა იქ, სადაც მამის ნებას და ბუ- ნების კანონებს არ შეეძლო მისი [მეფობა] დაეშვა“4. ლუარსაბმა სი- მონის მეფობის ერთგულებაზე ფიცი დაადებინა ყველას და ანდერძი დატოვა: „ჩემის სიკვდილით ნუ მოიშლებით და ნურც ჩემი სიკვდი- ლის ხმას გააგდებთ. რა ყიზილბაშნი გალახოთ, მას უკან მცხეთას მი- მაბარეთ. ჩემს გლოვას-ტირილს დაეხსენით და ქვეყნის შენახვას გა- უფრთხილდით“. ასე რომ, 1556 წელს 19 წლის5 სიმონი „დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილ...და ეკურთხა მუნვე მცხეთას მეფედ“6.

1 ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი IV, 254.
2 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 7.
3 იქვე, 21.
4 Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, descritta in quattro libri, in (Venetia, 1588), 55.
5 ე. მამისთვალიშვილი. ლუარსაბ I და სიმონ I (თბილისი, 2018), 65; ნ. გელაშვილი. ირან- საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 101.
6 ქართლის ცხოვრება, IV, 406.
 
    როგორც წყაროებიდან ირკვევა, სიმონ მეფემ განუხრელად გა- აგრძელა მამამისის, ლუარსაბ I-ის ანტიირანული კურსი. რამდენა- დაც თბილისი ყიზილბაშებს ეკავათ, სიმონ მეფის რეზიდენცია, ისე- ვე, როგორც ლუარსაბისა, გორში იყო. მეფემ ომებისაგან გაჩანაგე- ბული  ქვეყნის  ეკონომიკური  მოღონიერების  მიზნით,  „...თბილისის განთავისუფლება... დროებით გადასდო...“1. მტრის წინააღმდეგ ბრძო- ლაში ზურგის მობმის მიზნით დინასტიური კავშირი დაამყარა კახე- თის სამეფოსთან. 1559 წელს მან ცოლად შეირთო ლევან კახთა მე- ფის ქალიშვილი2. „ეს ფაქტი მიანიშნებდა აღმოსავლეთ საქართვე- ლოში ორი ქართული სამეფოს ანტიირანული კოალიციის შექმნა- ზე“3, თუმცა მისი ქმედითუნარიანობის წარმოდგენა მეტად საეჭვო იყო. ყოველ შემთხვევაში, ქორწინებითი კავშირით სიმონ მეფეს, ალბათ, სურდა ირანისა და ქართლის სამეფოს შორის ბრძოლაში გამოერიცხა კახეთის სამეფოს მიერ მხოლოდ  საკუთარი ინტერესე- ბით მოქმედება. ბუნებრივია, სიმონისთვის დაფარული ვერ იქნებო- და შაჰისადმი კახთა მეფის მორჩილებითი პოლიტიკის პრინციპი, რისი  წყალობითაც  ამ  უკანასკნელის  მიმართ  შაჰ  თამაზი  მკაცრი მოქმედებისაგან თავს იკავებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დინასტი- ური ქორწინებითი კავშირის გზით სიმონ მეფე ცდილობდა ირანთან ბრძოლის კონტექსტში ბოლო მოეღო კახეთის სამეფოს კომპრომი- სული სვლებისათვის. ამასთან დაკავშირებით სრულიად მართებუ- ლად მიუთითებდა ინგლისელი ისტორიკოსი ვ. ალენი: „მეფეები ლუ- არსაბი და ლევანი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკას ახორციელებდნენ. მაშინ, როცა ქართლელები განუწყვეტლივ იბ- რძოდნენ, კახეთის ეშმაკი მესვეურები მოხერხებულად იცავდნენ თავს საჩუქრებითა და ძღვენით“4. მოცემულ მომენტში კი საგულის- ხმო იყო ის ფაქტი, რომ 1556 წლიდან ლევან კახთა მეფის ძე, იესე, შაჰის კარზე იმყოფებოდა მძევლად5. დაკვირვებულ ტომაზო მინა- დოის არ გამორჩა მხედველობიდან ეთქვა, რომ სიმონს უფრო რთულ

1 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 101.
2 ქართლის ცხოვრება, IV, 406.
3 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 164.
4 Allen W.E.D.A. History of the Georgian People from-the beigining down to the Russian conquest in the nineteenth century, 140.
5 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 102.
 
და ძნელ ვითარებაში მოუხდა მეფობა და ბრძოლის გაგრძელება, ვიდრე მამამისს, მეფე ლუარსაბს1.
    ქართლის სამეფოში განვითარებულმა მოვლენებმა ევროპელთა გარკვეული ყურადღება მიიქცია. ჯერ კიდევ 1556 წლის ოქტომბერში უკვე სცოდნიათ ევროპაში, რომ „სპარსეთის შაჰი თავრიზში მთელ სამხედრო მზადყოფნაშია, რათა თავს დაესხას საქართველოს...“2. იმავე წლის 18 ოქტომბერს ოსმალეთის სულტანმა უკვე იცოდა, რომ „სპარსეთის შაჰს 70-ათასიანი ლაშქარი მზადყოფნაში ჰყავს“3. ამავე წლის დეკემბერში4 კი კონსტანტინოპოლში ჩასულა მაღალი წოდე- ბის ორი ქართველი და სულტნის კარისთვის მოუხსენებიათ, ირანე- ლებს დიდძალი ლაშქარი ჰყავთ მზადყოფნაში საქართველოს წინა- აღმდეგ გასალაშქრებლადო. ვფიქრობთ, სწორედ ამ ქართველმა ელჩებმა სცადეს დიდვაზირთან დიპლომატიურად იმის გარკვევაც, თუ რა ნაბიჯს გადადგამდა სულტანი მომავალ წელს უნგრეთის წი- ნააღმდეგ5. ამ ფრთხილ  დიპლომატიურ კითხვაზე მათ დიდვაზირი- საგან მოზომილი პასუხი მიიღეს, კერძოდ, რომ სულტანს მშვიდობა სურდა, მაგრამ თუ მეფე ფერდინანდი საომარ მოქმედებას დაიწყებ- და, ის სათანადო პასუხს მიიღებდა. დიდვაზირი, ცხადია, ადვილად მიუხვდა ქართველ ელჩებს მიზანს და ისინი დაამშვიდა, რომ ოსმა- ლეთი ყველა შემთხვევაში შეეცდებოდა დაეცვა როგორც ქართვე- ლები, ასევე სხვა მოკავშირეები6. ყოველივე ამასთან დაკავშირე- ბით, ჩვენ სრულიად ვეთანხმებით პროფ. ე. მამისთვალიშვილის ვა- რაუდს, რომ დასახელებული დესპანები სიმონ I-ის მიერ იყვნენ გაგ- ზავნილი კონსტანტინოპოლში7. ამასთან დაკავშირებით აქვე ჩნდე- ბა  კითხვა: რა მიზნით? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გასაცე- მად რაიმე ხელჩასაჭიდი მასალა არ გაგვაჩნია. ამიტომ მხოლოდ

1 Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, descritta in quattro libri, 180.
2 Wien, Österreichische Staatsarchiv, Turcica, I, fasc.12 Konv.1556, 207.
3 იქვე.
4 პროფ. ე. მამისთვალიშვილის მიხედვით, 25 ნოემბერს (ე. მამისთვალიშვილი. საქართ- ველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 156).
5 Lajos Tardy. Rapports diplomatiques sur la Géorgie entre les annèes 1550 et 1570, „Bedi Kartlisa revue de Kartvelologie“, vol. XXXIV (Paris, 1976), 103;
6 Lajos Tardy. Rapports diplomatiques sur la Géorgie entre les annèes 1550 et 1570, „Bedi Kartlisa revue de Kartvelologie“, vol. XXXIV, 103-104.
7 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 156.
 
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარგზავნილებს ექნებოდათ უფრო ფართო ინტერესები, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის ჩატანა იმის შე- სახებ, რომ ირანის შაჰი საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ჯა- რით აპირებდა გამოლაშქრებას. თუ ეს ასე იყო, ოსმალეთის „დაზ- ვერვას“ ეს ფაქტი ისედაც არ გამორჩებოდა მხედველობიდან. ვფიქ- რობთ, სიმონ მეფის დესპანები, ცხადია, მისი მითითების საფუძ- ველზე, ცდილობდნენ ირან-ოსმალეთის ომის პროვოცირებას, ყო- ველ შემთხვევაში, იმის გარკვევას მაინც, რა პერსპექტივა შეიძლე- ბოდა ჰქონოდა ირან-ოსმალეთის ომს. ამ მიზანს უკავშირდებოდა დესპანების მცდელობაც, გაერკვიათ, იყო თუ არა მოსალოდნელი სულტნის ევროპული კამპანია უნგრეთის წინააღმდეგ. ასეთ შემ- თხვევაში სიმონ მეფე ირანის პირისპირ რჩებოდა. თუ ყოველივე ეს მართლაც ასე იყო, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ სიმონ მეფე შეეცადა  ამასიის საზავო ხელშეკრულების დარღვევის პროვოცირე- ბა მოეხდინა. სიმონ მეფის არაორდინარული დიპლომატიური ნაბი- ჯების გათვალისწინებით, რასაც ქვევით ვნახავთ, ასეთი ვარაუდი არ  უნდა  იყოს  საღ  აზრს  მოკლებული.  უფრო  კონკრეტულად  კი ვიტყვით: სიმონ მეფის დიპლომატიამ მიზნად დაისახა ირანსა და ოსმალეთს შორის წინააღმდეგობის გაღვივება.
    1559 წლის ახლო ხანების ერთი დღემდე ანონიმი წყაროს1 თა- ნახმად, „საქართველოს მთავარმა პორტაში წარგზავნა დევთერდა- რი2 აბდულ-ალლამა (Abdoul-Aallam), შაჰის წინააღმდეგ საჩივლე- ლად და, აგრეთვე, შესთავაზა, გამოეყვანა საქართველო სპარსე- თის ბატონობიდან და ოსმალეთს აეყვანა ის თავის მფარველობაში. მან პორტასგან მიიღო ასეთი პასუხი: „კარგია, რომ 12 წლის შემდეგ შაჰთან მივაღწიეთ მშვიდობას, თუმცა შაჰინშაჰი მზადაა დაგეხმა- როთ თქვენ და თქვენი ტკივილი სიხარულად გადააქციოს“3. რო- გორც ი. ჰამერი გვაუწყებს, ფერდინანდ მეფის საიდუმლო აგენტებ- მა მას მისწერეს: „მან (სულეიმანმა, ავტ.) ქართველ მთავრებს, რომ- ლებიც ქრისტიანები არიან, მისწერა, რომ ისინი სპარსელების წინა- აღმდეგ უნდა გაერთიანდნენ. “4. იგივე აგენტი აგვისტოს (1559 წლის,

1 ეს წყარო აღებულია ი. ჰამერის ნაშრომიდან.
2 დევთერდარი (არაბ.-სპარს.)- – ოსმალთა იმპერიაში შემოსავალ-გასავლის საქმეთა გამგებელი, დავთრის მწარმოებელი.
3 Joseph Hammer. Histoire de l’Empire Ottoman depuis son origine jusqu’A nos jours. T. VI. 134.
4 იქვე.
 
ავტ.) ბოლოს წერს: „საქართველო შედგება სამი ნაწილისაგან: ყვე- ლაზე უდიდესი ნაწილი სპარსეთის კონფედერატია, მეორე – კონფე- დერატია დიდი ბატონის (ოსმალეთის სულტნის, ავტ.), მესამე, მცი- რე, დიდი თურქის მორჩილებაშია. 21 აგვისტოს თურქმა თავისი ელ- ჩი გაგზავნა ამ ორ მხარეში ოქროქსოვილი სამოსელითა და მოოქ- როვილი იატაგანით (ე.ი., თურქული მოღუნული ხმლით, ავტ). წერი- ლი მისწერა პერეკოპის თათარს (ყირიმელი თათრები, ავტ.) იმის შე- სახებ, რომ სპარსელებთან ომი უნდა ვაწარმოოთო“1.
    მოტანილი წყარო, როგორც ვხედავთ, არ ასახელებს, საქართვე- ლოს რომელმა „მთავარმა“ ანუ მეფემ შესთავაზა სულტანს აღმოსავ- ლეთ საქართველოს გამოყვანა ირანის გავლენის სფეროდან და ოს- მალეთის მფარველობაში მიღება. თუ გავითვალისწინებთ ამ დროს ქართლის მეფის შეუპოვარ ბრძოლას ირანის წინააღმდეგ, უეჭველად უნდა ვიფიქროთ, რომ ამ წინადადებით სულტანს მიმართა სიმონ I-მა. როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც ქართლის მეფის დიპლომატი- ური ძალისხმევა მიმართული იყო ირან-ოსმალეთს შორის დაპირისპი- რების გაღვივებაზე. ამ ვითარებაშიც ოსმალეთის კარმა არ მოისურვა ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოებიდან გასვლა. ისე კი, სულტან სულეიმან I-ს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა მარტივად ამო- ეცნო ქართლის მეფის განზრახვა, თუმცა კარგი განწყობილებისა და მომავალი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ოქროქსოვილი სამოსე- ლი და მოოქროვილი იატაგანი მან სიმონ მეფესაც გამოუგზავნა.
    თავის მხრივ სეფიანთა ირანიც ფხიზლად იყო. შაჰის კარი, ბუ- ნებრივია, თვალს არ აშორებდა აღმოსავლეთ საქართველოსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. ცხადია, დასა- ხელებული ფაქტი, კერძოდ, ქართველი დესპანების კონსტანტინო- პოლში ჩასვლა, უმალვე გამხდარა ცხადი შაჰის კარზე და მყისიერი რეაგირებაც მოჰყოლია. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიზნით ჩავიდა ოსმალეთის კარზე ირანის ელჩი, რომლის მიზანი იყო ოსმალებისა- გან მიეღო პირობა, რომ თუ ირან-საქართველოს ომი დაიწყებოდა, სულტანი არ ჩაებმებოდა ამ ომში ქართველების მხარეზე. მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ირანის ელჩს სასურველი პასუხი ვერ მიუღია ოსმალებისაგან და ხელცარიელი დაბრუნებულა თავის ქვეყანაში2.

1 Joseph Hammer. Histoire de l’Empire Ottoman depuis son origine jusqu’A nos jours. T. VI. 134.
2 Wien, Österreichische Staatsarchiv, Turcica, fasc. 13, Konv.1557, II, 118.
 
    ამ კონტექსტში მნიშვნელობას იძენს 1560 წლის ის პატარა ინფორ- მაციაც, რომლის თანახმად, „...ქართველები აფასებდნენ და უპირა- ტესობას ანიჭებდნენ სპარსელებს... და მათ ფხიზლად მეთვალყურე- ობდნენ ოსმალები“1. ვენეციელი ავტორის დაკვირვება რეალისტუ- რია: მიუხედავად სეფიანებთან მწვავე დაპირისპირებისა, ქართლის მესვეურები საუკუნის მიწურულსაც კი ევროპელებისთვის რომ პოტენ- ციურ ანტიოსმალურ კოალიციაში ირანის მხარდამხარ ჩანან, ამაზე მიუთითებს „ლევანტის კომპანიის“ წარმომადგენელთა რეპორტებიც, რომელთაც შემდეგ თავში შევეხებით.
    ირანიდან მომდინარე საფრთხის ქვეშ მუდმივად მყოფი ქარ- თლის მეფე ცდილობდა, რომ ირან-ოსმალეთს შორის გაჩენილი ნე- ბისმიერი წინააღმდეგობა საკუთარი დიპლომატიის საგნად ექცია. მაგალითად, ცნობილია, რომ ზავის დადებიდან ოთხი წლის შემდეგ ამასიის შეთანხმება სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. კერძოდ, 1559 წლის შემოდგომაზე ოსმალეთის კარზე უფლისწულებს (სელიმ- სა და ბაიაზიდს) შორის ტახტის მემკვიდრეობისათვის კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ აჯანყებულმა ბაიაზიდმა ამავე წლის შემოდ- გომაზე თავშესაფარი ირანში ჰპოვა2, სადაც დიდი პატივით მიიღეს3. ეს უკანასკნელი ცდილობდა, რომ „...შაჰ თამაზს ექსპედიცია მოეწყო ოსმალთა წინააღმდეგ, მაგრამ შაჰს, როგორც ამტკიცებს ისქანდერ მუნში, არ უნდოდა სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევა, რომე- ლიც დიდი სისხლისღვრისა და გაჩანაგების შემდეგ დაიდო“4. ყოვე- ლივე ამას მოჰყვა ორივე მხარიდან ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთდაზვერვა.
    1561 წლის 21 ოქტომბერს უძვირფასესი და უმდიდრესი საჩუქრე- ბით ხელდამშვენებული ირანის შაჰის ელჩი სოლიდური ამალით, მრავალრიცხოვანი სიპაჰებისა და იანიჩრების თანხლებით, კონსტან- ტინოპოლში ჩავიდა. კონსტანტინოპოლში მყოფმა ფრანგმა დიპლო- მატმა ჟუიემ არ უწყოდა, რაზე უნდა გამართულიყო მოლაპარაკება,

1 Relazioni degli Ambasciaroti Veneti al Senato, Raccolte, annotate ed edite da Eugenio Alberi, Serie III-Volume I, 278.
2 Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 986-998/1578-90: Motives and Causes, International Journal of Turkish Studies, vol. 20. Nos 1 and 2, 2014, 7.
3 Шараф-хан Бидлиси, Шараф-наме (М.,1976). http://www.vostlit.info/Texts/rus5/Saraf2/frametext5.htm
4 Rudi Matthee. The Ottoman-Safavid War of 986-998/1578-90: Motives and Causes, International Journal of Turkish Studies, vol. 20. Nos 1 and 2, 7.
 
მაგრამ იცოდა, რომ ირანის შაჰის ელჩობას სულტანი მიიღებდა 11 ნოემბერს, კვირა დღეს. თავად ელჩი დიდი პატივით მიიღეს და არც მზრუნველობა მოუკლიათ, საიმედოდ მოასვენეს, რათა მასთან და- კავშირება არავის შეძლებოდა. ნოემბრის პირველ დღეებში სულ- ტანმა ის საზეიმო ვითარებაში მიიღო1. საფრანგეთის ელჩი წერს, მოვახერხე ელჩობის ძირითადი მიზნის გაგებაო. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები მდგომარეობდა იმაში, რომ დაენიშნათ შეხვედრა და სულტანი ბაიაზეთთან შეერიგებინათ2. „...და, როგორც ჩანს, სარ- წმუნოა, რომ ირანის შაჰი ასაკოვან სულტანში უკვე მის საფლავს ხე- დავს და ფიქრები იმედებში იძირება. სულტანი ზემოხსენებულ ელჩს იმ სახლში ინახავს, რომელშიც ცხოვრობს და გარეშე პირებს მასთან კავშირის საშუალება არ ეძლევათ. გარდა ამისა, [სულტანმა] ორი ჩა- ვუში3 გაგზავნა სპარსეთის მეფესთან იმის საუწყებლად, რომ სამშვი- დობო ხელშეკრულება დაირღვეოდა და ომი გარდაუვალი იქნებო- და, იმ შემთხვევისათვის, თუკი შაჰი არ ისურვებდა მისი შვილის დაბ- რუნებას, და კიდევ ოთხი სხვა ჩავუში [გაგზავნა] სპარსეთის საზღვრებ- ზე, რათა ყველა ბეგლარბეგი და სანჯაყი ომისათვის მოემზადები- ნათ. ამ დილით (ე.ი., 1561 წლის 4 ნოემბერს) ვანიდან ჩავუში დაბ- რუნდა ჯაშუშთან ერთად, რომელმაც მოიტანა ცნობა, რომ ირანის შაჰი შეიარაღებულია დიდი კამპანიისათვის, თანაც ისე მოაქვს თა- ვი, თითქოს ამ კამპანიას ქართველების წინააღმდეგ ამზადებს4. მი-

1  Ernest Charriè. Négociations de la France dans le Levant, t. II, 676-677.
2  Ibid, p.678.
3 ჩავუში – შიკრიკი, სულტნის პირადი გვარდიის ერთ-ერთი ჩინოსანი, რომელსაც ხანდისხან განსაკუთრებული  დავალების  შესასრულებლად  აგზავნიდნენ  (რაჰიმიზადე  იბრაჰიმ ჩავუში. განჯის დაპყრობის წიგნი; ქართულად თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო და გამოსაცემად მოამზადა მარინე ილურიძემ (თბილისი, 2012)), 97.
4 ჩვენი აზრით, სეფიანები ერთგვარად, კვალის არევის მიზნით ცდილობდნენ გამოეყენე- ბინათ ქართლის სამეფოს წინააღმდეგობა ოსმალების მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ზემოხსენებული კონსტანტინოპოლში მყოფი „ლევანტის კომპანიის“ მესვეურთა დაკვირვება და მოგროვილი ინფორმაცია, 30-35 წლის შემდეგაც პრაქტიკულად იგივეა. ანუ, სიტუაციის გამწვავება სურდათ მათ, თუმცა ღია დაპირისპირებაში თავად სეფიანები არ შედიოდნენ და თავისუფლებისმოყვარე ქართლის მეფის პოლიტიკა უნდოდათ, რომ წარმოჩენილიყო კონტროლიდან გამოსული ქვეშევრდომის ქცევად.  ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით აქტიურად გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქართლის მეფე სიმონი იძულებული გახდება, ე.წ. „ირანოფილური“ პოლიტიკა ამჯობინოს იმისთვის, რომ დასავლეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობები შეინარჩუნოს (List and analysis of State papers, foreign series, Elizabeth I, ed. R. B. Wernham. Preserved in: the Public Record Office, vol. V, VI, London, 1980).
 
უხედავად ამ დაფარული სინამდვილისა, ოსმალებს არ უნდათ იფ- იქრონ, რომ ეს მათ წინააღმდეგაა მიმართული ბაიაზეთის სასარ- გებლოდ“1. ერთი სიტყვით, „წელიწადნახევრის მანძილზე გრძელდე- ბოდა ელჩობა და მოგზაურობა სტამბულსა და ყაზვინს შორის და პი- რიქით...“2. „ამ ფარული დიპლომატიური მოქმედებების მთელი დრო- ის განმავლობაში (1559-1561) ოსმალეთის იმპერიის კანცელარიასა და სეფიანთა შორის ზუსტად ოცდაერთჯერ მოხდა წერილების გაც- ვლა“3. მართალია, ბაიაზიდის გადმოცემის მოლოდინში სულტნის მოთმინება იწურებოდა4, მაგრამ სულეიმან I-იც არ მიდიოდა ამასი- ის საზავო ხელშეკრულების დარღვევაზე. ეს მან ღიად დაადასტურა, როცა 1562 წლის 16 ივლისს ყაზვინში გაგზავნილ ელჩობას თან გა- ატანა წერილი, რომელშიც აცხადებდა, რომ მზად იყო „... განეახ- ლებინა ამასიის საზავო ხელშეკრულება და ოსმალო-სეფიანთა ურ- თიერთობაში ახალი ერა დაეწყო“5.
    ყოველივე ზემოთქმულის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ სიმონ მეფის აღნიშნული დიპლომატიური სვლები ოსმალეთსა და ირანს შორის ომის პროვოცირების მიზნით ფუჭი იყო, რადგან „...სტამ- ბულს  არ  სურდა  შეთანხმების  დარღვევა,  უკიდურეს  შემთხვევაში, 1566 წელს, სულტან სულეიმანის გარდაცვალებამდე“6. ამ კონტექ- სტში აუცილებელია განვიხილოთ, როგორ საშინაო და საერთაშო- რისო ვითარებაში უხდებოდა ქართლის მეფე სიმონ I-ს საომარი და პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა. ამ მიზნით აუცილებელია იმ გარემოებაზე შეჩერება, როგორ დაიწყო ამასიის სამშვიდობო ხელ- შეკრულების საფუძველზე გავლენის სფეროებად დანაწილებულ სა- ქართველოში პოლიტიკური ერთეულების მიერ ორიენტაციათა ცვლი- ლებები, საკუთარი  დამოუკიდებლობის  განსამტკიცებლად.
    ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ ამასიის ზავის პირობები საქართველოს მეფე-მთავრებს შორის პირველმა სცნო ოდიშის მთა-

1 Ernest Charriè. Négociations de la France dans le Levant, t. II, 679.
2 Colin P. Mitchell. The Practice of Politics in Safavid Iran: Power, Religion and Rhetoric, Tauris Academic Studies (London-New York, 2009), 126.
3 იქვე.
4 იქვე.
5 Colin P. Mitchell. The Practice of Politics in Safavid Iran: Power, Religion and Rhetoric, 126.
6 Rudi Matthee Rudi. The Ottoman-Safavid War of 986-998/1578-90: Motives and Causes, 9.
 
ვარმა ლევან I-მა დადიანმა (1532-1572)1. ამ აქტის პოლიტიკურ მი- ზანზე ვრცლად არ შევჩერდებით. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ოდ- იშის მთავარმა ჯიქებთან 25-წლიანი საზღვაო კონფლიქტის დასას- რულებლად2 ან, შესაძლებელია, იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან ბრძოლის მიზნით3 გადაწყვიტა ოსმალეთის კარისაგან მიეღო სამ- ხედრო დახმარება. ორივე შემთხვევაში, ჩვენი აზრით, შურისძიების მიზნით დაგეგმილი ამოცანის განხორციელება მთავარმა ლევან I- მა  დადიანმა  1557  წელს  სტამბულში  ვიზიტით  დაიწყო.  ამ  უკანას- კნელ ფაქტზე ცნობებს გვაწვდის კონსტანტინოპოლში ფერდინანდ I-ის უნგრელი დესპანი ანტალ ვერანჩიჩი4. ამასთან დაკავშირებით აქვე უნდა ითქვას შემდეგიც: ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი მხოლოდ კონსტანტინოპოლიდან ანტალ ვერანჩიჩის მიერ გაგზავნილი მოხ- სენებებით  თუ  დასტურდება.  ამ  უკანასკნელის  „...ძირითადი  თემა იყო თურქეთ-სპარსეთის ომის პერსპექტივის, მშვიდობის შესაძლებ- ლობების, მეზობელ ხალხებთან, განსაკუთრებით, ქართველებთან, ოსმალეთის ურთიერთობის ასახვა. მიზეზი, თუ რატომ ავლენდნენ ომის გაგრძელების დიდ ინტერესს დანაწევრებული ქართული სა- ხელმწიფოები – ქართლი, კახეთი და სხვა დანარჩენნი, სავსებით ნათლად ჩანს ვენანჩიჩის მონათხრობიდან“5. მიუხედავად იმისა,

1      ნ.   ჟველია. ოდიშის (სამეგრელოს) სამთავრო XVI-XIX საუკუნეებში (შიდაქართული და
საგარეო ურთიერთობანი), (თბილისი, 2012), 29.
2 დაწვრ. იხ.: თ. ბერაძე. ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, (თბილისი, 1981), 76-79; Берадзе Т., Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии, (Тбилиси, 1989), 206- 208; ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV- XVI სს.), 468-475.
3 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), 475.
4 ანტალ ვერანჩიჩის (1504-1573) ოჯახი თავიდან ცხოვრობდა ბოსნიაში, შემდეგ გადავიდნენ დალმაციაში, რათა ოსმალთა თავდასხმებს გარიდებოდნენ. მომავალმა დიპლომატმა ბუდაში დაწყებული განათლება პადუას უნივერსიტეტში დაასრულა. პირადი კონტაქტები ჰქონდა ერაზმთან და ისტორიკოს პაოლო ჯოვიოსთან. მოჰაჩთან კატასტროფისას საზღვარგარეთ სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნებული მეფე იანოშ ზაპოლიაის დიპლომატიურ სამსახურში ჩადგა. მისმა დიპლომატიურმა უნარმა საბოლოოდ ვენაში, ფერდინანდ I-ის კარზე ჰპოვა აღიარება. 1553 წლის 25 აგვისტოდან შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას კონსტანტინოპოლში (Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 162-163; Lajos Tardy. Régi magyar követjárások Keleten (Budapest, 1971), 112).
5  Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 162-
163; Lajos Tardy. Régi magyar követjárások Keleten, 164.
 
რომ კონსტანტინოპოლში ყველაფერზე იყო კონტროლი და ზედამ- ხედველობა, ვერანჩიჩი და მისი კოლეგები დიპლომატებისათვის ხელმისაწვდომ ყველა არხს იყენებდნენ, რათა აგენტებისაგან აუც- ილებელი ინფორმაცია მიეღოთ1. ბუნებრივია, საკუთარი ინტერესე- ბიდან გამომდინარე, მათ პირველ რიგში აინტერესებდათ ანტიოს- მალური სამხედრო ძალების განლაგება2.
    ყოველივე ამის აღნიშვნა იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეთქვა: სანდო ინფორმაციის საფუძველზე ანტალ ვერანჩიჩს 1557 წლისათვის უკვე შეეძლო გარკვეულიყო ქართველ მეფე-მთავართა ანტიოსმალურ ურთიერთობებსა და ოდიშის მთავრის თვითდაცვის პოლიტიკაში. „1557 წლის 16 თებერვლის წერილში ის იუწყებოდა, რომ მეგრელთა (რო- მელთაც უფრო ადრეულ დროს კოლხებს უწოდებდნენ) მთავრის 300- კაციანი ამალით ჩამოსვლა მომდევნო რამდენიმე დღეშია მოსალოდ- ნელი“3. მისი ამავე წლის 1 მარტის წერილი უკვე შეიცავს დაწვრილე- ბით ანგარიშს. „მეგრელთა მთავარი აქ ჩამოვიდა ჩემი წინა წერილის გაგზავნიდან ერთი დღის შემდეგ“4. ე.ი., სამეგრელოს მთავარი ლევან I დადიანი სტამბულში ჩასულა 1557 წლის თებერვლის მეორე ნახე- ვარში. „ახლა გაუწყებთ, – წერს ვერანჩიჩი, – მისი ჩამოსვლის შესახებ და აღვწერთ მის მდგომარეობას, რომ ჩვენმა ხალხმა ის იმაზე უფრო მნიშვნელოვან ადამიანად არ წარმოიდგინოს, ვიდრე სინამდვილე- შია. ის აქ ჩამოვიდა, როგორც „ყველა მეგრელის მეფე“, მაგრამ დაე, ამ ჩვენს მტერს არავინ მიაწეროს ნამდვილად დიდი ძალა“5.
ჩვენი მიზნისთვის ამ წერილის მთლიანად მოტანის საჭიროებას აქ ვერ ვხედავთ. მოხმობილი ციტატა კი გვარკვევს იმაში, რომ სა-

1  Lajos Tardy. Régi magyar követjárások Keleten, 161.
2      XVI  საუკუნის  80-იანი  წლებიდან  კი  დაემატა  ინგლისელი  ელჩების  ცნობები  კონსტან- ტინოპოლიდან. მას შემდეგ რაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, XVI საუკუნის 60-იან წლებში ინგლისელთა და სეფიანთა ეკონომიკურ კონტაქტებს გაღრმავება არ ეწერა და რუსეთის გავლით არარენტაბელური იყო ტვირთბრუნვაც, ელიზაბეტის დროინდელმა დიპლომატიამ, საოკეანო გზების ათვისებასთან ერთად, ხმელთაშუაზღვისპირეთშიც მოიწადინა მეტოქეობა ვენეციელებთან და ფრანგებთან და არცთუ უშედეგოდ. XVI საუკუნის 80-იან წლებში ისი- ნი „ლევანტის კომპანიას“ აარსებენ სულტან მურად III-ის სანქციით და მათი მხედველობის არეალში აქტიურად ხვდება ოსმალთა მთავარი მეტოქე, სეფიანთა ირანი, თავისი პოტენ- ციური თუ რეალური მოკავშირეებით. აღსანიშნავია, რომ XVI საუკუნის მიწურულს, „დიდი თურქული ომის“ დროინდელი ინგლისური ცნობები ამის ნათელი მაგალითია.
3 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 168.
4 იქვე.
5 იქვე.
 
მეგრელოს მთავარს ვერანჩიჩი უნგრელთა – რაც ნიშნავს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ ქრისტიანთა – მტრად მიიჩნევს. ამასთან და- კავშირებით მართებულად აღნიშნავს პროფ. ლ. ტარდი: „არაფერია იმაში საკვირველი, რომ სამეგრელოს მთავარს ვერანჩიჩი თვლის „მტრად“, რადგან უნგრეთის თვალსაზრისი ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც თურქეთის მხარეზე დადგა, ავტომატურად გადადის ამ კა- ტეგორიაში, იმის მიუხედავად, ქრისტიანია თუ არა ის“1. „მეორე მხრივ, – წერს ტარდი, – ნებისმიერი მუსლიმური ქვეყანა, რომელიც იბრძოდა ოსმალური ბატონობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით სპარ- სეთი, ვერანჩიჩის შეხედულებით, მოკავშირედ ითვლებოდა“2. ასეთ შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ მებრძოლი სიმონისადმი ინტერე- სი ნაკლები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტომაზო მინადოის მიხედვით, ქართლის მეფის შეფასების საზომი სხვა რამ გახდა, რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი.
    ამრიგად, ვერანჩიჩიმ სამეგრელოს მთავრის პროოსმალური ორი- ენტაცია, რომელიც ლევან I-მა დადიანმა აირჩია, „...ძალდატანების გარეშე...“3, ქრისტიანთა ღალატად მიიჩნია, მაგრამ მის დამოკიდე- ბულებაში ლევან I დადიანის მიმართ არის ერთი ნიუანსი, რომელ- ზეც გვინდა ვიმსჯელოთ. კერძოდ, ვერანჩიჩი ადრესატს სამეგრე- ლოს სახელდებისას განმარტების სახით აწვდის ინფორმაციას, რომ ეს ძველი კოლხეთია. ისმის კითხვა: რა რჯიდა ავტორს, რომ ასეთი განმარტება გაეკეთებინა? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამ დროს დასავლეთში სამეგრელოს კოლხეთის სახელით უფრო იც- ნობდნენ და ავტორი, ადრესატი რომ საქმის კურსში ჩაეყენებინა, რომელ გეოგრაფიულ ადგილზე იყო საუბარი, განუმარტავდა, მას ადრე – ანუ მხედველობაში აქვს ანტიკური სამყარო – კოლხეთი ერ- ქვაო. მსგავს განმარტებებს დასავლურ წყაროებში ქართლ-კახეთი- სა (იბერია) და სამეგრელოს (კოლხეთი) სახელდებისას ამ და მომ- დევნო საუკუნის ევროპულ წყაროებშიც ვხვდებით. ჩვენი აზრით, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რენესანსგამოვლილი დასავლელი წიგ- ნიერი ავტორები შთაგონებულნი იყვნენ კლასიკური ხანის ისტორი- ებით. ჩანს, ეს განაპირობებდა კოლხეთისა და იბერიის სახელების

1 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 170.
2 იქვე.
3 იქვე, 169.
 
მიმართ მათ პოზიტიურ ემოციას.  ამგვარ დამოკიდებულებას კი გან- საზღვრავდა რენესანსის ეპოქის სულისკვეთება. მოცემულ მომენ- ტში, ალბათ, ავტორი გრძნობდა უხერხულობას, რომ ქრისტიანული სამეგრელოს მთავარს მტრად მიიჩნევდა და ამ უარყოფითი დამო- კიდებულების  კომპენსაციას  სამეგრელოს  ანტიკური  სახელის  და- მოწმებით შეეცადა, რაც დადებით წარსულზე მიუთითებდა. უფრო სწორად, ვერანჩიჩი სამეგრელოს მთავრის ელჩობის უარყოფითი შეფასებისას კოლხეთის კლასიკურ გაგებას  ამოეფარა.
    დაბოლოს, ცხადია, ანტალ ვერანჩიჩი სამეგრელოს მთავარს ქრისტიანთა მტრად აცხადებს მისი პროოსმალური ორიენტაციის გამო – პოლიტიკური და არა რელიგიური გაგებით. თავის მხრივ, ოს- მალეთში ვიზიტად მყოფ მთავარს, ვერანჩიჩის ინიციატივაზე, რომ ლევან დადიანს რომელიმე პირი გაეგზავნა მასთან სამეგრელოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად, განუზრახავს თვით ხლებოდა ელ- ჩს, მაგრამ ორივე მხარეზე მკაცრი მეთვალყურეობის გამო ეს ვერ მოხერხდა1. „ის თვითონ ქრისტიანია, – წერს ვერანჩიჩი, – და არა მხოლოდ მზადაა ვინმე გამოგზავნოს ჩვენთან, არამედ მოხარული იქნებოდა  გვწვეოდა, თუკი მას ქალაქის გუბერნატორი ამის ნებას დართავდა“2. ვფიქრობთ, უნგრეთის დიპლომატის მიერ ხაზგასმა ლევან დადიანის ქრისტიანობაზე ადასტურებს ჩვენს აზრს და გვაძ- ლევს საშუალებას ასევე ვიფიქროთ, რომ ოსმალეთის სულტნის კარ- ზე ქრისტიანი მმართველის მიერ წყალობის მიღება ერთგვარ უხერ- ხულობას უქმნიდა ვერანჩიჩთან ურთიერთობის მსურველ სამეგრე- ლოს მთავარს. ამიტომ ვერანჩიჩის მიერ მთავრის ქრისტიანობაზე ხაზგასმა აღნიშნული უხერხულობის შედეგი გვგონია.
    ყოველივე ამის შემდეგ აუცილებლია ზოგადად წარმოვიდგინოთ, როგორ ვითარდებოდა ოსმალეთის საერთაშორისო ურთიერთობე- ბი ევროპაში, რადგან მისი შედეგები განსაზღვრავდა ირან-აღმო- სავლეთ საქართველოს ურთიერთობის ტრაექტორიას.
    როგორც ცნობილია, ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულების და- დების შემდეგ სულტანმა სულეიმანმა გაიხსენა ევროპაში მოპოვე- ბული გამარჯვებები3 და 1556 წლის დასაწყისში რამდენიმე მიმარ-

1 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 169.
2 იქვე.
3 მ. სვანიძე. საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVIII, 78.
 
თულებით დაგეგმა დიპლომატიური და საომარი მოქმედებების ამ- ოცანები. მართალია, ამასიის ხელშეკრულებამ, ირანის საგრძნობმა სისუსტემ ოსმალები დაარწმუნა, რომ თავისუფლად შეეძლოთ ყუ- რადღება ევროპაზე გადაეტანათ1, მაგრამ ოსმალეთის კარს ის ად- არდებდა, რომ თუ მთელი ჯარი დასავლეთში იქნებოდა დაკავებუ- ლი, ირანელებს შეეძლოთ შეტევები განეხორციელებინათ. ამიტომ აუცილებელი გახდა ანატოლიაში ჯარის დატოვება. ამის შესახებ რომის საღვთო იმპერიის იმპერატორს მაქსიმილიან II-ს (1564-1576)
    „...აუწყა იმპერიის ელჩმა კონსტანტინოპოლში ალბერტ ფონ ვაისმა (Albert von Wyss), რომელიც იმპერატორსა და ესპანეთის მეფეს ურ- ჩევდა, მოლაპარაკებოდნენ ირანის2 შაჰს, თამაზს, ოსმალეთის წი- ნააღმდეგ მოკავშირეობის შესახებ, რისიც ასე ეშინოდათ თურქებს“3. ამ პროცესში უშუალოდ ჩართული იყო იმპერატორის კარზე პაპის ნუნციუსი, კარდინალი ზაქარია დელფინო. ეს უკანასკნელი რომის პაპისა და ესპანეთის მეფის დავალებით რეკომენდაციას აძლევდა იმპერატორს, რომ სეფიანთა შაჰთან გაეგზავნა დიპლომატიური მი- სია. „ამ წლის (ე.ი., 1565 წლის, ავტ) ოქტომბერში მაქსიმილიანე და ფილიპე II წერილობით შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს შაჰთან გაგზავნიდნენ დელეგაციას რწმუნების სიგელებითა და საჩუქრე- ბით“4. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სულტანთან დაჯახება გარდაუვალი იყო და აღმოსავლეთში მის წინააღმდეგ სეფიანთა ირანის ამოქმედება პაუზის გაგრძელების საშუალებად მიიჩნეოდა. თავის მხრივ, სულეიმანის პოლიტიკის აშკარა სახელმძღვანელო პრინციპს ტრანსილვანიიდან ჰაბსბურგების განდევნა და სამთავ- როს ზაპოლიაის მემკვიდრე იოანე სიგიზმუნდისათვის გადაცემა წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნგრეთის ამ ნაწილის ოკ-

1  Barbara Palombini. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 1453- 1600, 85.
2 „1560-1563 წლებში ფელიპე II აქტიურად ისწრაფოდა ირანთან კავშირის დამყარებისაკენ. მისი ინიციატივით, შაჰ თამაზ I-თან ელჩობის გასაგზავნად საღვთო რომის იმპერიის ჩართვას ავსტრიის ჰაბსბურგებთან ესპანეთის ელჩი მარტინ დე გუსმანი ცდილობდა. პარალელურად, ფელიპე II-მ პირადად შეიმუშავა სპარსეთთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარების პროექტი და მისი ორგანიზება ინგლისელ ეპისკოპოსს, ბერ ჯილის დაავალა“ (თ. ხომასურიძე. XVI საუკუნის მედიტერანიზმი: ესპანეთის უნივერსალური მონარქიის და ოსმალეთის იმპერიის ანტაგონიზმი კარლოს V-ის და ფელიპე II-ის ხანაში, 150).
3  Barbara Palombini. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 1453- 1600, 86.
4 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 51.
 
უპაციის იდეაზე სულტანი უარს ამბობდა1. ამ მიზნით სულეიმანმა დიპლომატიურ და სამხედრო მუქარას მიმართა2. ამასობაში პაპო- ბამ (1555 წლის დასაწყისში) ოსმალების წინააღმდეგ „წმინდა ლი- გის“ შექმნა გამოაცხადა, რომელშიც შევიდნენ ესპანეთი, პორტუგა- ლია, ავსტრო-უნგრეთი, ვენეცია და გენუა. ამავდროულად, ევროპა- ში შეიცვალა საერთაშორისო ურთიერთობები. 1556 წელს ტახტიდან გადადგა იმპერატორი კარლ V და მისი ერთი ვაჟიშვილი, ფილიპე II, ესპანეთის მეფე (1556-1598), ხოლო მეორე – ფერდინანდ I (1558- 1564) რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი გახდა. ეს უკანასკნელი აგრძელებდა ბრძოლას ტრანსილვანიისათვის3. ასევე, ფერდინანდ I 1558 წელსვე შეუდგა აზიაში თავისი დესპანების გაგზავნას, რათა შე- ენარჩუნებინა ან გამოეცოცხლებინა ძველი კონტაქტები4.
    კატო-კამბრეზის ზავმა (1559) საშუალება მისცა ესპანეთს (ჰაბსბურ- გების უმთავრეს მემკვიდრეს, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის საქმეებში)  საკუთარი  უპირატესობით  დაესრულებინა  კონფლიქტი საფრანგეთთან იტალიის ნახევარკუნძულზე ბატონობისათვის და ყუ- რადღება გადაეტანა საერთო მტერზე – ოსმალებზე. ადრე ჩატარე- ბულმა სამხედრო კამპანიებმა აჩვენა, რომ კათოლიკური ჯარი აღმო- სავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე სულტანს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებ- და; ასევე, ოსმალები ვერ შეძლებდნენ დასავლეთში ესპანეთის უპირ- ატესობას დამუქრებოდნენ. ორი სახელმწიფოს დაჯახება ხმელთაშუა ზღვის ცენტრზე გაბატონებისათვის გარდაუვალი იყო და ორივე ამუშ- ავებდა თავის სტრატეგიას, რათა მოწინააღმდეგეს   უკეთ გასწორე- ბოდა. ესპანეთი  თავდაცვით პოზიციაზე იდგა, რადგან  დაკავებული იყო მეორე საზღვაო ფრონტზე ატლანტიკის ოკეანეში. ოსმალები აგ- რესიულ პოლიტიკას ახორციელებდნენ ხმელთაშუა ზღვაზე5.
    ამგვარად, აღნიშნული დროისათვის ევროპასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ძირითადი კონფლიქტი ხმელთაშუა ზღვის აუზის-

1 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe – a Failed Attempt at Universal Monarchy (1390–1566), 129.
2 Fodor Pál. The unbearable weight of Empire the Ottomans in Central Europe – a Failed Attempt at Universal Monarchy (1390–1566), 130.
3 Cambridge Hostory of Turkey, Volume 2, The Ottoman Empire as a World Power, 1453-1603, 38.
4 Lajos Tardy. Beyond the Ottoman Empire 14th-16th century, Hungarian diplomacy in the East, 196.
5 დაწვრ. იხ: Borromeo A. Filippo II e il papato, in Lotti l. e Villari R. (a cura di), Filippo II e il Mediterraneo, Bari, Editori Laterza, (2004), 477-485; Fabrizio Filioli Uranio. La squadra navale ponteficia nella repubblica internazionale delle Galere. secoli XVI-XVII, 49-51.
 
ათვის მიმდინარეობდა1. ამ პროცესში პაპის ტახტი აქტიურად შეუდ- გა ანტიოსმალური მიმართულებით მოქმედებას. თავის მხრივ, რო- მის საღვთო იმპერიის ახალმა იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ ტახ- ტის (1564) დაკავებისთანავე უარი განაცხადა ოსმალებისათვის ხარ- კის გადახდაზე სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების არარსებო- ბის საბაბით2. იმპერატორმა ასევე „...დაიწყო ახალი სპარსული დიპ- ლომატიის ინიცირება“3, რომელმაც შედეგი ამჯერადაც ვერ გამო- იღო4. მანძილის სიშორე, მოგზაურობის სიძნელე, ევროპის სხვადას- ხვა  სამეფო კარზე ავსტრიის მონარქზე ზეწოლის გამო გაჩაღებული მეტოქეობა, სპარსული დიპლომატიის ძალისხმევას თავიდანვე წა- რუმატებლობისთვის სწირავდა5.
    აღსანიშნავია, რომ პაპმა პიუს V-მ (1566-1572) ტახტზე ასვლისთა- ნავე 1566 წელს ესპანეთთან, საფრანგეთთან, ვენეციასთან ერთად ისლამთან ბრძოლის მიზნით შეიმუშავა „წმინდა ლიგის“ შექმნის იდეა. მთელი ექვსი წლის განმავლობაში პონტიფექსი ცდილობდა გამოეცოცხლებინა დიდი ჯვაროსნული ლაშქრობა ურწმუნოების წი- ნააღმდეგ, მაგრამ მასში რეალურად მონაწილე ქვეყნების მოკრება შეუძლებელი გახდა; ესპანეთის კათოლიკური მონარქია ფაქტობრი- ვად ფლანდრიის ფრონტით იყო დაკავებული6, მაშინ როცა ვენეცი- ას ოსმალებთან ისედაც ფეთქებადსაშიში მერყევი ურთიერთობის საფრთხის ქვეშ დაყენება არ სურდა7.
    დასავლეთის მესვეურები (იმპერატორი, პაპი, ესპანეთის მეფე) კარგად აცნობიერებდნენ, რომ „...ოსმალებს ევროპა-ირანის კავში- რის ეშინოდათ“8 და ამიტომ 1565 წელს ენერგიულად შეუდგნენ ელ- ჩის გამგზავრების სამზადისს9. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს უნდა

1 J.H. Elliot. Europe Divided, 1559-1598, Collins, (London, 1968), 183.
2 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 50.
3 იქვე.
4 იქვე.
5 იქვე.
6 Fernand Braudel. The Mediterranean and the Mediterranean World in the Age of Fillip II. Vol. II, 1027.
7 J.H. Elliot. Europe Divided, 1559-1598, 183-184.
8 David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 52.
9 იქვე.
 
მოგვარებინა შაჰისათვის მისართმევი ძღვენის ორგანიზება. საჩუქ- რები უნდა ყოფილიყო „საუცხოო და საუკეთესო ხარისხის“1. შემუშა- ვებული ინსტრუქციის თანახმად, ჰაბსბურგთა ელჩს იაკობ დრაპერს ირანის შაჰი უნდა დაერწმუნებინა, რომ ამასიის სამშვიდობო ხელ- შეკრულება  არაფერი იყო, გარდა „გაიძვერობისა“ და „მოტყუებისა“, რადგან ოსმალების ნდობა შეუძლებელი იყო2. ეს არგუმენტი მიმარ- თული იყო იქითკენ, რომ შაჰის მერყეობისათვის გამოეცალათ სა- ფუძველი. თავის მხრივ, იმპერატორი და ესპანეთის მეფე მტკიცე პი- რობას დებდნენ, რომ სულტანთან სეპარატისტულ ზავს არ დადებ- დნენ3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით სა- ინტერესო გახლდათ ის, რომ მაქსიმილიანმა სპარსეთის სამეფოში, ისე, როგორც ეს ევროპის მონარქთა კარზე იყო მიღებული, მუდმივი ელჩების დანიშვნის წინადადებაც კი წამოაყენა. რადგან ამ მოგზა- ურობაში ორი ელჩი იქნებოდა, ესპანეთისა და ავსტრიის, თუკი ალი- ანსი შედგებოდა, ერთი ელჩი სახლში დაბრუნდებოდა, რათა ეცნო- ბებინა შეთანხმების შესახებ, ხოლო მეორე უნდა დარჩენილიყო ირ- ანის შაჰის კარზე მოქმედებების კოორდინაციისათვის4. ელჩებს, რო- გორც კი იქ აღმოჩნდებოდნენ, ერთმანეთს შორის უნდა გადაეწყვი- ტათ, რომელი მათგანი დარჩებოდა ირანში. გარდა ამისა, ირანის წარმომადგენლებს  იწვევდნენ  ჰაბსბურგთა  კარზე,  უკან  დაბრუნე- ბულ ელჩთან ერთად. წინა მისიებისაგან განსხვავებით, სამხედრო მოქმედების დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, თავდასხმის დრო, ელჩს თავისი შეხედულებით უნდა გადაეწყვიტა შაჰთან მოლაპარა- კებების დროს5. რაც საგულისხმოა, იმპერატორი სპარსელებს თანა- ბარ ძალად განიხილავდა და მათ ჩვეულებრივ ევროპული დიპლო- მატიის სისტემის ნაწილად მიიჩნევდა. ამის საფუძველზე ელჩს მო- ლაპარაკების წარმოებისას დიდი ავტონომია მიეცა, რათა შაჰს გა- დაწყვეტილების მიღება შეძლებოდა. ყოველივე ეს გაკეთდა იმის- ათვის, რომ ირანს „...დიდი ევროპული სახელმწიფოების თანაბარი

1 Barbara Palombini. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 1453-1600, 88; David Robert Stokes, A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 52.
2  David Robert Stokes. A Failed and Expanding Horizons: Relations between the Austrian Habsburgs
and the Safavid Persians in the Sixteenth and Seventeenth Centuries, 52.
3 იქვე.
4 იქვე.
5 იქვე.
 
სტატუსი მინიჭებოდა“1. თუ რა სირთულეები ახლდა ამ გეგმის გან- ხორციელებას და რა შედეგებით დასრულდა, ეს სხვა ისტორიაა და აქ მას არ შევეხებით.
    ყოველივე ზემოთქმულის მოტანა იმ მიზნით დაგვჭირდა, რომ დაგ- ვესკვნა: მიუხედავად ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულებისა, რომის პაპი, ესპანეთის მეფე და რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი სე- ფიანებში ხედავდნენ საიმედო ანტიოსმალურ ძალას და მასთან ცდი- ლობდნენ მუდმივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას. და- სავლეთის ქრისტიანული სამყაროსათვის ირანი წარმოადგენდა „...იმ- ედსა და შიშს შორის დამაბალანსებელ...“2 ძალას. ეს იმედი ოსმა- ლებსა და სეფიანებს შორის მუდმივ ბრძოლაზე გადიოდა, რომლის შეწყვეტა „...ფატალური იქნებოდა ქრისტიანული სამყაროსათვის...“, რამდენადაც, ამ შემთხვევაში, ოსმალეთს ხელს აღარაფერი შეუშლი- და, შეეტია თავისი ქრისტიანი მტრისთვის3. მართალია, პაპობა ორივ- ეს, ოსმალებსა და ირანელებს, მუსლიმებად მიიჩნევდა, მაგრამ სე- ფიანებსა და ოსმალებს შორის არსებული რელიგიური განსხვავების ქრისტიანების საკეთილდღეოდ გამოყენება შესაძლებლად მიაჩნდა4. ეს ზედაპირული განსხვავება XVI საუკუნის მეორე ნახევარში მეტად ნიუანსობრივი გახდა5. ცხადია, ამ კონტექსტში ირანის წინააღმდეგ მებრძოლი ქართული სახელმწიფო დასავლეთისათვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. როგორც აქამდეც იკვეთებოდა, დასავ- ლეთს საქართველო, მხოლოდ როგორც ანტიოსმალური ძალა, ისე აინტერესებდა, რომელსაც ირანთან მოკავშირეობით დასავლეთში შეიძლება შიშის დაძლევის იმედი გაეჩინა. ევროპის საერთაშორისო ვითარებაში საქართველოს ანტიირანული პოლიტიკა უფრო აძლიერ- ებდა დასავლეთისაგან მის იზოლაციას. მთელი საუკუნის განმავლო- ბაში ირანში დასავლეთის დიპლომატიის ამ მიმართულებით მოქმე- დება ამზადებდა იმის საფუძველს, რომ ქართველ მესვეურებს, კერ- ძოდ, სიმონ I-ს, ანტიირანული პოლიტიკა „ირანოფილურით“ შეეცვა- ლა, თუნდაც დასავლეთთან კავშირის დამყარების მიზნით.

1 Barbara Palombini. Bündniswerben abendländische Mächte um Persien 1453- 1600, 89-90.
2 Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England, D PhilEarly Modern Literature and Culture, 3.
3 იქვე.
4 იქვე, 4-5.
5 იქვე, 5.
 
§2.  დასავლეთთან კონტაქტის დამოწმება ინგლისურ წყაროებზე დაყრდნობით
    მოცემულ საერთაშორისო ვითარებაში რუსეთის გავლით ირანის- კენ ინგლისის მიერ სავაჭრო გზის გაკვალვა იზოლაციაში მყოფი სა- ქართველოსთვის შეიძლება დასავლეთთან დიპლომატიური კავში- რის ახალ ალტერნატივად ქცეულიყო. ცნობილია, რომ XVI საუკუნის II ნახევარში რუსეთის გავლით ინგლისსა და ირანს შორის პირველი სავაჭრო მარშრუტი გაიხსნა. ამით ახლა „ოსმალო-თურქებს მარცხე- ნა ფლანგმა აუარა გვერდი, როგორც პორტუგალიელმა და მათმა მიმდევრებმა მას თავის დროზე მარჯვნიდან აუქციეს გვერდი.“1 1553 წელს მოსკოვში საფუძველი ჩაეყარა რუსეთის გავლით ინგლისის ირანთან ვაჭრობის განვითარების გადაწყვეტილებას, ორი წლის შემ- დეგ (1555) კი შეიქმნა მოსკოვის ანუ რუსეთის კომპანია.2 სანამ უშუ- ალოდ ჩვენთვის საინტერესო ამ საკითხის განხილვა-მსჯელობას და- ვიწყებთ, საჭიროდ მივიჩნევთ ზოგადად აღვნიშნოთ შემდეგი:
    დღეისათვის საკამათოდ არ ითვლება, რომ შორეულ აღმოსავ- ლეთთან პირდაპირი საზღვაო კავშირის გაჩენამ, პირველ რიგში, სწორედ ვენეციის სავაჭრო ძლიერებას ეტაპობრივად შეურყია სა- ფუძველი, რომელიც ემყარებოდა სახმელეთო-საქარავნო გზებით ლევანტამდე მოტანილი სანელებლებით ვაჭრობაზე მონოპოლიას. აღმოცენდა და განვითარება დაიწყო არა მხოლოდ ახალმა სავაჭრო ცენტრებმა, სადაც ახლებურ სავაჭრო ფორმებს ვაწყდებით (ანტვერ- პენის სავაჭრო ბირჟა), არამედ პორტუგალიელებისა და ესპანელე- ბის კვალდაკვალ სხვა ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად ჩაერ- თვნენ ახალი კონტინენტებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების, აგ- რეთვე, ნედლეულის წყაროებისა თუ ბაზრების ძიებაში. ინგლისმა, რომელსაც XV საუკუნის მიწურულს ძალზე მწირი აქტივობები ჰქონდა ამ მიმართულებით და მხოლოდ ჯონ კაბოტის (ჯოვანი კაბოტო) ნი- უფაუნდლენდთან მოგზაურობით თუ მოიწონებდა თავს, ხოლო მაუდ- ის წარმოების ადგილობრივ საჭიროებებს მხოლოდ ფლანდრიაში

1 The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 383.
2 იქვე.
 
გატანილი მატყლით აკმაყოფილებდა, უკვე XVI საუკუნიდან ნახტომი- სებური ნაბიჯები გადადგა. ინგლისელმა ვაჭრებმა, ტიუდორი მონარ- ქების მხარდაჭერით, საბოლოოდ დაამარცხეს და წელში გატეხეს ჰანზის სავაჭრო ძლიერება1 და სხვადასხვა ქვეყნებთან პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობებში ჩაებნენ. ამასთანავე, მონარქის ხელდას- ხმით, მათი ინტერესების გამტარებელი ან მათ მიერ დაქირავებული პირები, სანამ იმდენად გაძლიერდებოდნენ, რომ ღიად დაპირისპი- რებოდნენ ჰაბსბურთა ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალას, მძლავ- რი პირატული რეიდებით აწუხებდნენ მათ და, ამგვარად, საკუთარ ძა- ლასაც სინჯავდნენ, როგორც კორსარები და პირველაღმომჩენები და ნაძარცვი ქონებით ხაზინასაც ამდიდრებდნენ.2 ამიტომ ამ ორ სეგ- მენტს – კორსარებსა და ვაჭრებს – თავიანთი ახალი წამოწყებების რეალიზებაში არასდროს აკლდათ სამეფო ხელისუფლების მხარდა- ჭერა. მათ საქმიანობას სავსებით შეესაბამება უოლტერ რელის დევი- ზი – tam Marti quam Mercurio (ერთდროულად მარსისა [ომის ღმერთი] და მერკურის [ვაჭრობის ღმერთი] სამსახურში). მიუხედავად იმისა, რომ უოლტერ რელიმ ვირჯინიის მიმართულებით იმოგზაურა, ჰოუკ- ინსმა გვინეისა და ბრაზილიის მიმართულებით სცადა გაცურვა ჩრდი- ლო-დასავლეთიდან და ნიუფაუნდლენდიდან მცდელობებიც არ და- აკლეს, რომ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ გაეჭრათ გზა, ეს წამოწყებები შედეგიანი არ გამოდგა და ინგლისელებმა მზერა ჩრდი- ლო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადატანეს. ამ მხრივ განსაკუთ- რებული წვლილი უ. უოლბისა და რ. ჩენსლერს მიუძღვით, რომლებ- მაც ნორვეგიის შემოვლითი გზით ჩინეთამდე მიღწევა სცადეს3.
1 Oxford Dictionary of World History (ed. Dr. Alan Isaacs. F. Alexander. J. Law. E. Martin), Oxford University Press, (Oxford-New York, 2001), 408-409.
2 История средних веков (Под редакцией С.П. Карпова), Раннее новое Время. (Москва, 2011), 268-269; J. H. Perry. The Age of Reconnaissance: Discovery, Exploration and Settlement, 1450- 1650, (California 1982).
3 1553 წელს ინგლისელებმა ჩრდილო-აღმოსავლეთის გზის გაკვალვა ჩენსლერისა და ილოგბის მეთაურობით განაახლეს. ისინი მიზნად ისახავდნენ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით გაღწევას, თუმცა, სკანდინავიის შემოვლის შემდეგ, მათი გემები მდ. დვინის შესართავთან გაიყინა. აქედან ჩენსლერმა მაინც მოახერხა მოსკოვამდე მიღწევა, სადაც ის ივანე მრისხანეს წინაშე წარსდგა. ამით სათავე დაედო ინგლისსა და მოსკოვის (რუსეთის) სახელმწიფოს შორის სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და „მოსკოვიის კომპანიის“ დაარსებას (იხ: დასავლეთ ევროპის ისტორია (XVI საუკუნე) (რედ. მ. პაპაშვილი), (თბილისი, 2015), 222-223; История средних веков (Под редакцией С.П. Карпова), Раннее новое Время, 267.
 
ჩრდილო-აღმოსავლეთის გასასვლელების ძიებამ, რაც ინგლის- ში მრავალმხრივ იყო წახალისებული (მანამდე აღმოსავლეთისკენ აღმოჩენილ გზებზე ჯერჯერობით პორტუგალიასა და ესპანეთს, ას- ევე ვენეციასა და გენუას ინგლისის სამეფო ამ ეტაპზე ტოლს ვერ დაუდებდა), ინგლისელი მოგზაურები (ლონდონელი ვაჭრები) თავ- დაპირველად რუსეთში მიიყვანა და არა შორეულ აზიაში. ერთი შე- ხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მცდელობაც უკვალოდ ჩა- ივლიდა, ვინაიდან ექსპედიციაზე გაწეული ხარჯი დაკარგული ჩან- და, ხოლო სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანები კი, ჩინეთის ნაცვლად (რომელიც გამდიდრების მსურველ ინგლისელ ვაჭრებს ძალიან იზიდავდა), რუსეთის შუაგულში აღმოჩნდნენ. თუმცა, სწო- რედ ჩენსლერი (ამ წამოწყების ერთ-ერთი მოთავე) აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც იმ ახალ საჭიროებებს გაუსწორა თვალი, რა- საც ვაჭარ-ავანტიურისტთა წამოწყებები აყენებდა დღის წესრიგში. მან სწრაფად მოახერხა ორიენტირება ახალ ქვეყანაში და თავის წე- რილში მკაფიოდ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ მოსკოვიის სახელ- მწიფოს ეკონომიკის, სოციალური ვითარებისა და რელიგიის მახა- სიათებლები, არამედ, ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირე- ბის, ზოგადად, საერთაშორისო ურთერთობების დამყარების წყურ- ვილი, რაც ამ დროს აღმავლობის გზაზე მყოფ მოსკოვიის სახელ- მწიფოს გააჩნდა. ეს კი, თავის მხრივ, ინგლისელ ვაჭრებს ახალ,  უკ- ვე აღმოჩენილ ბაზარსა და ამ სახელმწიფოს გავლით, სხვა ბაზრებ- სა და ქვეყნებთან კონტაქტების შანსს აძლევდა. ჩენსლერის ინფორ- მაცია იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ვაჭარ-ავანტიურის- ტთა საზოგადოებამ მალე ამ მიმართულებით განსაკუთრებული ქარ- ტია მოიპოვა და „მოსკოვიის კომპანიის დაარსება“ (1555 წ.) უზრუნ- ველყო, რასაც მოჰყვა ურთიერთობების დამყარება ორ ქვეყანას შორის1.
    მოსკოვის ბაზარზე ფეხის მოკიდების შემდგომ ინგლისელები ცდილობდნენ, ვოლგის გზის გამოყენებით (რაც მხოლოდ მოსკოვის სახელმწიფოს მიერ 1552 წელს ყაზანისა და 1556 წელს ასტრახანის ხელში ჩაგდების შემდეგ გახდა შესაძლებელი) უშუალო სავაჭრო ურთიერთობები დაემყარებინათ არა მხოლოდ ინდოეთთან (რომ-

1 A. J. Gerson. The Organization and Early History of Moscovy Company, in: Studies in the History of English Commerce in the Tudor Period, (New York, 1912), 116-120.
 
ლის სიმდიდრეზე ცნობილი იყო, პორტუგალიელების მიერ იქიდან ჩამოტანილი საქონელით, და ასევე დამოკიდებულებით – როგორ აკონტროლებდნენ ყველა გზას, რომ მონოპოლიურ ვაჭრობაში სხვა ევროპელთაგან ხელი არ შეშლოდათ) და ჩინეთთან, შუა აზიისა და ირანის გავლით, არამედ საკუთრივ ამ უკანასკნელთანაც, რომლის მთავარ საექსპორტო საქონელს აბრეშუმი წარმოადგენდა. თუმცა, სეფიანთა ირანამდე, ინგლისელებმა შორეულ აზიაში მოგზაურობა გადაწყვიტეს, ვოლგისა და კასპიისპირეთის გზის გამოყენებით.
    რუსეთის გავლით ამ რთულსა და ამბიციურ მოგზაურობას ამტა- ნი და გამბედავი მოგზაური სჭირდებოდა. სწორედ ასეთი გამოდგა ენტონი ჯენკინსონი (1529-1610), რომელიც „მოსკოვიის კომპანიის“ წარმომადგენელი იყო და თავისი მოგზაურობების ადრეულ ეტაპზე ლევანტშიც გახლდათ ნამყოფი. როგორც ჩანს, ამ გამოცდილებამ ჯენკინსონის  შემდგომ  მოგზაურობებზე  დიდი  გავლენა  იქონია  და თვალი აუხილა იმ შესაძლებლობებზე, რასაც ახლო და ცენტრალუ- რი აზიისა და კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან ვაჭრობა მოიტანდა.
    ამ  მიზნებით  ჯენკინსონმა  1557  წელს  რუსეთს  მიაშურა,  სადაც საკმაოდ თბილი შეხვედრა ჰქონდა ივანე მრისხანესთან, რომელ- მაც იგი შემდგომი მოგზაურობის გაგრძელებისთვის აუცილებელი სარეკომენდაციო წერილებითაც აღჭურვა.
    ვოლგას ენტონი ჯენკინსონი თანამემამულე რიჩარდ და რობერტ ჯონსონებისა და თათარი თარჯიმნის თანხლებით დაუყვა. ასტრა- ხანში ჯგუფმა გემი შეიძინა და თამამად განაგრძო გზა ზღვით – ის- ინი პირველი ინგლისელები იყვნენ, ვინც კასპიის ზღვაში იცურეს და ამ მხარეში წმინდა გიორგის წითელჯვრიანი დროშა ააფრიალეს1. სინამდვილეში ეს ქრისტიანთა ღირსების გამომხატველი ნოვატო- რული ღონისძიება იყო, რომლის მსგავსი აქამდე კასპიის ზღვაზე არავის ენახა2. ხმელეთზე გადმოსვლის შემდეგ დიდ ქარავანს შეუერთდნენ, რომელიც შუა აზიაში მიეშურებოდა. ურგენჩიში ხან- გძლივი შეჩერებისა და თურქომან ტომებთან უსიამოვნო შეხლა-შე-

1 B. Penrose. Travel and Discovery in the Renaissance 1420-1620, (Cambridge Massachusets, 1955), 193.
2 The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 383.
 
მოხლის შემდეგ ქარავანმა, როგორც იქნა, ბუხარას მიაღწია. ამდე- ნად, „ისინი იყვნენ პირველი ევროპელი ვაჭრები, რომელთაც ფეხი დაადგეს შუა აზიას“1, სადაც ჯენკინსონი გულთბილად მიიღო ხანმა2 და ინგლისელებმაც აქ გამოიზამთრეს. იმისდა მიუხედავად, რომ ხანი აშკარად ავლენდა ინტერესს ჯენკინსონის გეგმებთან დაკავში- რებით და აქტიურად ეკითხებოდა მას რუსეთისა და ინგლისის შესა- ხებ, ინგლისელებმა ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. ჯენკინსონს ჰქონ- და ამბიციური გეგმა – ჩინეთის მიმართულებით გაეგრძელებინა გზა მარკო პოლოს კვალდაკვალ, მაგრამ აღმოსავლეთის ქვეყნებში არ- სებული ტურბულენტური მდგომარეობის გამო ვაჭრობა ჩინეთთან, ამ დროისათვის, ფაქტობრივად, ნულამდე იყო დაყვანილი3. საუკეთ- ესო  პირობებშიც  კი,  როგორც  ჯენკინსონს  უთხრეს,  მინიმუმ  ცხრა თვე მაინც დასჭირდებოდა პეკინამდე მიღწევას. იმის გათვალისწი- ნებით, რომ ამდენივე დასჭირდა მოსკოვიდან აქამდე მოსასვლე- ლად, ის სავსებით მართებულად შეძრწუნდა ინგლის-ჩინეთის სავაჭ- რო კონტაქტების დამყარების სირთულეებით4.
    არც ინდოეთთან ვაჭრობა ჩანდა მაინცდამაინც იმედის მომცემი, იმ ცხელ კლიმატში ინგლისური მაუდი და შალის ნაწარმი, რაც ინ- გლისელთა მთავარი შესათავაზებელი საიმპორტო ნაწარმი იყო და, აგრეთვე, ადგილობრივთა სიღარიბე (მაუდი კი არცთუ იაფი საქონე- ლი გახლდათ), პერსპექტივას საიმედოს არ ხდიდა. სავაჭრო პერ- სპექტივებთან დაკავშირებით სრულიად იმედგაცრუებულმა ჯენსკინ- სონმა და მისმა მხლებლებმა ბუხარა 1559 წელს დატოვეს და სულ ერთი კვირით გაასწრეს ალყას, რომელშიც ქალაქი მოაქცია სამარ- ყანდიდან შემოჭრილმა მტერმა5. უკან დაბრუნებისას ჯენკინსონმა არანაკლები სირთულეები გადაიტანა. მოსკოვში ის იმაზე გაღარი- ბებული ჩავიდა, ვიდრე დატოვა, თუმცა ამჯერად საკმაოდ მდიდარ ინფორმაციას ფლობდა. ასე რომ, ინფორმაციასთან დაკავშირებით,

1 The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 383.
2 იგულისხმება მუჰამად ხანი – ბუხარის სახანოს შაიბანიანთა დინასტიიდან. იხ.: R. D. Mc Chesney. The Encyclopaedia of Islam, Shibanids, vol. IX, ed. C.E. Bosworth, E. van Donzel, W.P. Heinrichs, G. Lecomte (Brill. 1986), 428.
3  B. Penrose. Travel and Discovery in the Renaissance 1420-1620, 194.
4 იგულისხმება გრძელი და საშიში გზა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რომლებიც ერთმანეთთან ომობდნენ, ინგლისელთათვის უჩვეულო კლიმატური პირობები და ა.შ.
5  W. Foster. England’s Quest of Easter Trade, vol. 1, Routledge (London and New York 1933), 21.
 
შეიძლება ვთქვათ, რომ განმეორდა ჩენსლერის ისტორია. ეს უკვე არის ის პერიოდი, როდესაც ინფორმაციის მოპოვება მატერიალურ კაპიტალზე არანაკლებ ძვირფასი და მნიშვნელოვანია და შემდგო- მი საგარეო ვექტორების სწორად დაგეგმვისა და გადახედვის აუც- ილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
    ვოლგისპირეთის გავლით ჩინეთსა და ინდოეთთან დაკავშირე- ბაზე გულაყრილმა ჯენკინსონმა ყურადღება სეფიანთა ირანზე გა- დაიტანა და დაბრუნდა სამშობლოში, რათა „მოსკოვიის კომპანიის- გან“ სანქცია ამ მიმართულებით ვაჭრობაზე მიეღო1. სამშობლოში მსგავსი სანქცია მან მართლაც მიიღო (მიზნობრივი ქარტიის სა- ხით), თუმცა საჭირო იყო ანალოგიური სანქცია მოსკოვის ხელმწი- ფესაც გაეცა, ამიტომ ჯენკინსონს დასჭირდა ივანე მრისხანესთან არა მხოლოდ აუდიენცია, არამედ საკუთარი სამსახურის შეთავაზე- ბაც კი (არა მხოლოდ როგორც ინფორმაციის მომპოვებლის), რაც, ვფიქრობთ, გასაგებად იკვეთება ირანში მისი მოგზაურობის შესახებ დატოვებული რელაციონიდან. ჯენკინსონის რელაციონიდან  ჩანს, რომ  საკუთრივ  მოსკოვის  სახელმწიფოს  მეფეს,  ივანე  მრისხანეს, საკმაოდ აინტერესებდა ის ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექ- ტივები, რომლებიც შეიძლებოდა გადაშლილიყო აღმავლობის გზა- ზე მდგარი მოსკოვის სახელმწიფოსთვის კავკასიონის სამხრეთითა და კასპიისპირეთის მიმართულებით. ყაზანისა და ასტრახანის შე- მოერთების გარდა, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია გზის გაკვალვა მატრიმონიალური კავშირებებითაც, კერძოდ, ივანე მრისხანის ქორწინება ჩერქეზეთის მთავრის, თემრუ- კის ასულზე, მარიაზე (რაც კარგად ჩანს კიდეც რალაციონში). ჯენ- კინსონის წერილიდან ვიგებთ, რომ პირველადი დაბრკოლების შემ- დეგ მოსკოვის მეფე არამცთუ დათანხმდა ინგლისელი ვაჭარ-აგენ- ტების მოგზაურობას მისი სამფლობელოების გავლით ირანში, არ- ამედ, როგორც ზემოთ გაკვრით იყო ნახსენები, სარეკომენდაციო წერილებიც გაატანა სხვა (ირანის გავლენის სფეროში შემავალ) მფლობელებთან  და  საკუთარი,  გარკვეულწილად  მნიშვნელოვანი საქმეებიც დაავალა: „არა მარტო მომცა ნებართვის წერილები, რო- გორც ზემოთ აღვნიშნე, არამედ მნიშვნელოვანი დავალებებიც მომ-

1 B. Penrose. Travel and Discovery  in the Renaissance 1420-1620, 194.
 
ცა შესასრულებლად იმ ქვეყნებში, რომლებშიც ვაპირებდი წასვლას“, – წერს ჯენკინსონი1.
    მეორედ ჯენკინსონი მოსკოვში 1561 წლის 20 აგვისტოს ჩამოვი- და. აქ გაატარა მან ზამთარი. იმავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ რუ- სეთის მეფის კარის მაღალ მოხელეთა მხრიდან შექმნილი დაბრკო- ლებებით თითქმის იმედგადაწურული იყო2, როცა ოსიპ ნეპეას3 დახ- მარებით აუდიენციაც შეძლო მეფესთან და სარეკომენდაციო წერი- ლების მოპოვებაც. სწორედ ამის შემდეგ მიეცა მას საშუალება, 1562 წელს (აპრილის ბოლოს) გამგზავრებულიყო ქვეყნიდან ირანის ელ- ჩთან ერთად, რომელსაც, ჯერ კიდევ, ივანე მრისხანესთან აუდიენ- ციისას შეხვდა, სადილობაზე და თავის რელაციონში მეგობრადაც კი მოიხსენიებს4. რატომ აღმოჩნდა ირანის ელჩიც ესოდენ კეთილ- განწყობილი ინგლისელი ვაჭრისა და მოგზაურისადმი, ამის თაობ- აზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ, ტექსტიდან კი ეს არ ჩანს. თუმცა ვფიქრობთ, სავსებით გამიზნულია ის ქმედება, რომ ირანის სამფლობელოებისკენ გამგზავრების ნებართვის გაცემის შემდეგ რუსეთის მეფე ირანის ელჩსა და ჯენკინსონს ერთად იწვევს ნადიმზე. ეს ის პერიოდია, როცა რუსულ-ირანული კავშირები მხო- ლოდ კეთილგანწყობას იწვევს სეფიანთა კარზე, ვინაიდან მზარდ რუსეთში, ევროპელთა მსგავსად, ისიც ჯერჯერობით ოსმალთა წინა- აღმდეგ პოტენციურ მოკავშირეს უფრო ხედავს, ვიდრე – მეტოქეს კასპიისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში, რაც მოგვიანებით დადას- ტურდა, და შეცვალა კიდეც რუსეთ-ირანის ურთიერთობების დინამი- კა5. რელაციონი ცხადყოფს, რომ რუსეთის მეფეც ძალიან დაინტე- რესებულია ჯენკინსონის ირანში უსაფრთხოდ ჩაღწევით, რაც კიდევ უფრო გვაფიქრებს იმ მნიშვნელოვან დავალებებზე, რითიც მან, თა- ვის მხრივ, აღჭურვა ჯენკინსონი. თვალშისაცემია ის მომენტი, თავ-

1 Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, The Viking Press, (New York, 1965), 94.
2 იქვე.
3 ოსიპ გრიგორიევიჩი ნეპეა, პირველი რუსი ელჩი ინგლისში, რომელიც 1557 წლის მარტში ეახლა დედოფალ მერი ტიუდორს.
4 Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 94.
5 Rudi Matthee. Anti-Ottoman Concerns and Caucasian Interests: Diplomatic Relations between Iran and Russia 1587-1639, 101-120.
 
დაპირველად  უარზე მყოფი (სანამ საკუთარ დავალებებსაც არ და- უმატებდა) ივანე მრისხანე როგორ ზრუნავს და ავალებს უფლებამო- სილ პირებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ჯენკინსონს: „ასტრახან- ში მოსვლისთანავე, – წერს ავტორი, – მე დავუკავშირდი იქაურ მმარ- თველს/გარნიზონის უფროსს, რომლის სახელზეც მქონდა მიმართვა მისი უბრწყინვალესობისგან [რუსი ხელმწიფისგან], რომ არა მარ- ტო უნდა დამხმარებოდა ყველაფრით, რაც აქ ყოფნისას დამჭირდე- ბოდა, არამედ დავეცავი და გამოეყოლებინა 50 შეიარაღებული კა- ცი ორი კაპარჭით კასპიის ზღვაში, სანამ არ გავცდებოდი კონკრე- ტულ სახიფათო ადგილებს, რომლებშიც პირატებსა და მძარცვე- ლებს სჩვევიათ ყოფნა“1.
    ვოლგის ქვემო წელზე და კასპიის ზღვის გადაკვეთით საკმაოდ ხიფათიანი მოგზაურობის შემდეგ, ჯენკინსონი აგვისტოს დასაწყის- ში მიადგა დერბენტს (ასე მოიხსენიებს ავტორი დარუნაბდს თავის რელაციონში). კასპიისპირეთის გამოვლით ჩამოსულ ინგლისელებს სამხრეთ კავკასიაში პირველ რიგში შირვანის შაჰთან, აბდულა ხან- თან მოუწიათ ურთიერთობა. შირვანი ამ დროისთვის, ბუნებრივია, სეფიანთა ირანის   პოლიტიკური გავლენის სფეროს წარმოადგენ- და, რაც კარგად იცოდა ჯენკინსონმა: „ეს ქალაქი დერბენტი ამჯე- რად სპარსეთის სეფევიდების გავლენის ქვეშაა“, – წერს იგი2. თუმ- ცა, რელაციონის მიხედვით, მეტწილად რჩება განცდა, რომ აბდულა ხანი   არა მხოლოდ საკმაოდ   დამოუკიდებელი მმართველია, რო- მელსაც ანგარიშს უწევს შაჰ თამაზი, არამედ საკმაოდ კეთილგან- წყობილიცაა  უცხოელების  მიმართ:  ჯენკინსონი,  ცხადია,  დაწვრი- ლებით აღწერს აბდულა ხანის მიერ მისთვის გაწეულ მფარველო- ბას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებს, თუმცა, გარდა ამ- ისა, ყოფით დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას. დიდებული მას- პინძლობის გარდა, რაც ჯენკინსონს მიაგეს შირვანშაჰის კარზე,  სა- ყურადღებოა, რას წერს ის მათ წეს-ჩვეულებებზე: „მეფე და მისი დი- დებულები ფეხმორთხმით ისხდნენ კარავში. როცა მიხვდა, რომ ამ- გვარად ჯდომა ჩემთვის მოუხერხებელი იყო, მისმა უმაღლესობამ

1  A. Jenkinson, in: R. Hakluyt, „The Principle Navigations, Voyages, Traffiques and Discoveries of the English Nation“ (1598-1600). http:/www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext% 3A1999.03.0070%3Anarrative%3D121
2   იქვე.
 
ბრძანა, რომ შემოეტანათ ტაბურეტი და ნება მომცა მასზე დავმჯდა- რიყავი ჩემი წესისამებრ“1. შირვანის შაჰმა ეს გულთბილი დამოკი- დებულება ინგლისელებისადმი სიკვდილამდე შეინარჩუნა. ამაზე მეტყველებს დანარჩენი ვიზიტების ამსახველი რელაციონებიც2. თუმ- ცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, თავად აბდულა ხანი, რომელიც, რო- გორც ჩანს, მაინცდამაინც კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო შირვა- ნის ვასალური მდგომარეობით (ჯენკინსონის რელაციონში ეს ირიბ- ად  რამდენადმე  იკითხება),  თავის  მხრივ,  შექმნილი  პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალს ეძებდეს და მოსული ევროპელებისგან სასურველი  მოკავშირეობის  (თუნდაც,  ეკონომიკურის;  თუმცა  ცხა- დია,  რომ  ამ  პერიოდიდან  ეკონომიკური  ურთიერთობები  დიდწი- ლად პოლიტიკურ ვექტორსაც განაპირობებდა) შემოთავაზების პერ- სპექტივას ხედავდეს, აგრეთვე, რუსეთთან პოზიციონირების გან- მსაზღვრელ ხელშემწყობ გარემოებადაც განიხილავდეს და ჯენკინ- სონის მიმართ მისი კეთილგანწყობაც ამით იყოს განპირობებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეფიანთა სამფლობელოში, შაჰთან ვი- ზიტამდე, აუდიენცია, პირველ რიგში, სწორედ აბდულა ხანთან გამარ- თეს ინგლისელებმა. რელაციონიდან კარგად ჩანს, რომ შირვანშაჰმა დეტალურად გამოიკითხა არა მარტო ინგლისელთა სეფიანების სამ- ფლობელოებში მოგზაურობის მიზეზი, ინგლისის სახელმწიფოს შესა- ხებ ზოგადი ინფორმაცია, არამედ ამ პერიოდის ყველაზე მწვავე საერ- თაშორისო რეზონანსის მქონე საკითხით – ოსმალებისა და მათთან წინააღმდეგობაში მყოფი სახელმწიფოების მეთაურთა ძალთა თანა- ფარდობითაც დაინტერესდა: „შემდეგ მან სხვადასხვაგვარი კითხვები დამისვა, რაც შეეხებოდა ჩვენი ქვეყნების როგორც რელიგიას, ასევე მდგომარეობას. შემდეგ მკითხა, ალემანიის იმპერატორს [საღვთო რო- მის იმპერატორს], რუსეთის იმპერატორსა და დიდ თურქს [ოსმალო სულტანს] შორის რომელი იყო ყველაზე ძლევამოსილი, ასევე ბევრ სხვა საკითხზეც მესაუბრა, რაც ძალიან ვრცელი იქნება აქ მოსაყო- ლად. ყოველივეზე ისე ვუპასუხე, როგორც ეგებოდა ჩემგან პასუხის გა- ცემა. მერე მან გამომკითხა, ვაპირებდი თუ არა გზის გაგრძელებას და

1  A. Jenkinson, in: R. Hakluyt, „The Principle Navigations, Voyages, Traffiques and Discoveries of the English Nation“ (1598-1600). http:/www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus% 3Atext%3A1999.03.0070%3Anarrative%3D121
2   იქვე.
 
რა იყო ჩემი ვიზიტის მიზეზი. რაზეც ვუპასუხე, რომ მე ვიყავი მისი უდ- იდებულესობა ინგლისის დედოფლისგან გამოგზავნილი წერილებით დიდ სუფისთან [სეფიანი შაჰი], რათა გამომეთხოვა მეგობრობა და თა- ვისუფლად გადაადგილების უფლება; ასევე, რათა ებოძებინა უსაფ- რთხოების გარანტიები ინგლისელი ვაჭრებისთვის მის სამფლობელო- ებში ვაჭრობისთვის, ისეთივე, რაც მიენიჭებოდათ მის ქვეშევრდომებს, თუკი ჩვენს ქვეყანაში მოვიდოდნენ. ეს [მოუტანდა] პატივსა და კეთილ- დღეობას ორივე ქვეყანას და სარგებელს ორივე ქვეყნის ქვეშევრდო- მებს. კიდევ ბევრი სხვა სიტყვებიც ვთქვი, რასაც ახლა გამოვტოვებ მოხსენებაში. მეფემ [აბდულა ხანმა] ეს ყოველივე თქმული იმდენად მისაღებად მიიჩნია, რომ დამპირდა: არათუ მომცემდა გზის გაგრძე- ლების საშუალებას, არამედ გამაყოლებდა შეიარაღებულ დაცვას, სა- ნამ ნახსენებ სუფიმდე [სეფიან შაჰამდე] არ მივაღწევდი, რომელიც იმ- ყოფებოდა ზემონახსენები ქალაქ შემახადან 30 დღის სავალზე, სპარ- სეთის მიწაზე, ციხესიმაგრეში, რომელსაც კასბინი [ყაზვინი] ეწოდებ- ოდა“1. – გვაუწყებს რელაციონით ჯენკინსონი.
    მოხმობილი ციტატა გვიბიძგებს აბდულა ხანის დაინტერესების თაობაზე შემდეგი ვარაუდი დავუშვათ: პირველი, ის სეფიანთა ქვე- შევრდომია და თან – ავტორიტეტული პირი, რომელსაც დავალებუ- ლი აქვს გაიგოს, ვინ მოდის და რა ინტერესებით უკვე ახლადგამე- ზობლებული რუსეთიდან (რომელთანაც სეფიანთა ირანის ურთიერ- თობა ისტორიულადაც ცნობილია2 და რელაციონიდანაც კარგად ჩანს) კასპიისპირეთის გავლით, შაჰის კარზე.  და, მეორე, როცა ჯენ- კინსონი 1562 წლის 2 ნოემბერს ყაზვინში ჩადის3, იქაა აბდულა ხა-

1   Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 98.
2 Rudi Matthee. Anti-Ottoman Concerns and Caucasian Interests: Diplomatic Relations between Iran and Russia 1587-1639, 101-120.
3      დიდებული  მასპინძლობის  შემდეგ  სწორედ  აბდულა  ხანის  ჯარისკაცების  ესკორტის თანხლებით მიაშურა ჯენკინსონმა თანმხლებ პირებთან ერთად ყაზვინს, რომელიც ამ დროს ირანის დედაქალაქი იყო. ჯენკინსონი წერს: ,,დასავლეთის მიმართულებით ოთხი დღის სავალზე არის ქალაქი თებრიზი (თავრიზი), რომელსაც ძველ დროში თაურისი ერქვა, ყველაზე დიდი ქალაქი სპარსეთში, თუმცა, არც ისეთი განთქმული სავაჭრო ოპერაციებით, როგორიც იყო თავად ან როგორიცაა სხვა ქალაქები ამჟამად. ეს თურქეთის სულტნის დიდი შემოსევებითაა გამოწვეული, რომელმაც წაართვა შაჰს მთელი თავრიზი და გაჟლიტა ქალაქის მოსახლეობა. ამის შემდეგ სუფიმ [შაჰმა] მიატოვა ის (თავრიზი) და სასახლის  კარი  მისგან  ათი  დღის  სავალ,  უკვე  ნახსენებ  ქალაქ  კასბინში  (ყაზვინი) გადაიტანა’’.(Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 101-102).
 
ნის შვილიც და სწორედ ის შუამდგომლობს აუდიენციას, თან ეტყო- ბა, რომ მასაც დავალებული აქვს მოიკვლიოს ინგლისელთა ვიზი- ტის მიზანი და ზოგადი შეხედულებები; მეორე ვარაუდი სულაც არ გამორიცხავს პირველს, ვინაიდან ჯენკინსონი საკმაოდ დამოუკიდ- ებელ მმართველად მოიხსენიებს აბდულა ხანს, მას შეიძლება ინ- გლისელთა ვიზიტის მიზნები, ასევე, ინგლისელთა ოსმალებისადმი დამოკიდებულებაც აინტერესებს, არა მხოლოდ სეფიანთა სახელ- მწიფოს  ეკონომიკური  და  პოლიტიკური  ინტერესების  დასაცავად, არამედ საკუთრივ შირვანის ინტერესებისთვის.
    ენტონი ჯენკინსონის რელაციონი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ნათლად წარმოაჩენს ინგლისელი სავაჭრო აგენტების მოგზაურობათა საკმაოდ ფართო პროფილს, მათ დიპლომატიურ მოქნილობასა  და  პოლიტიკური  ვითარების  წვდომის  უნარს,  რაც კარგად  გამოჩნდა  ჯენკინსონის  საუბრებში  არა  მარტო  ყველა  იმ პირთან,  ვისაც  შეხვდა  მოგზაურობისას,  არამედ,  განსაკუთრებით, მის მოქმედებებსა და საუბარში შაჰთან აუდიენციის დროს; მეტად საგულისხმოა, რომ მის თვალს ამ დროს არ გამოჰპარვია ოსმალ- თა ელჩობის მიზნები, რაზეც წინა თავში ვისაუბრეთ, არც მიღწეული შედეგები1 და არც მათი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მი-

1 „...ჩემს მოსვლამდე ოთხი დღით ადრე, თურქი ელჩი* ჩამობრძანდა, რომელიც გამოგ- ზავნეს აქ, რათა დაედო უვადო ზავი დიდ თურქსა [ოსმალო სულტანსა] და სუფის [სეფიან შაჰს] შორის, თან მოიყოლა ძღვნად ოქრო, შესანიშნავი ცხენები ძვირფასი აღკაზმულობით და ორმოცი ათასი ფუნტის ღირებულების სხვა საჩუქრები. ამის შემდეგ ეს დაზავება აღინიშნა მხიარული ნადიმებითა და სადღესასწაულო ცერემონიებით, გამყარებულ იქნა ფიცით მათი ალკარონში** დაწერილი კანონის შესაბამისად: რომ დაიცავდნენ ზავს, იცხოვრებდნენ მიცემული ფიცის თანახმად, დაეხმარებოდნენ ერთმანეთს ყველა იმ მეფესთან ბრძოლაში, ვინც მათ წინააღმდეგ აიღებდა იარაღს. ამ ხელშეკრულების გამო სუფიმ ბრძანა მოეკლათ სულტნის ვაჟი ბაიაზიდი***, მამაცი უფლისწული (რომელიც მამისგან  გამოქცეული,  ოთხი  წელი  იმყოფებოდა  შაჰის  კარზე).  აღნიშნული  დროის განმავლობაში სწორედ ამ სულტნის ვაჟმა გამოიწვია სისხლისმღვრელი ომები ამ ნახსენებ  ხელმწიფეებს  [სულტანსა  და  შაჰს]  შორის  და  თავი  განსაკუთრებულადაც გამოიჩინა. ამიტომაც, თურქი [სულტანი] მოითხოვდა თავისი ვაჟის გადაცემას და ამაზე სუფისგან [შაჰისგან] უარს იღებდა. თუმცა ახლა, თურქის მოთხოვნისამებრ, მოკლული პრინც ბაიაზიდის თავი სუფიმ საჩუქრად გაუგზავნა მას“.(Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 102-103).
* შესაძლოა, სულეიმანის ელჩი ჰასან აღა იყოს, ის სელიმთან (სულეიმანის ვაჟთან, რომელიც მოგვიანებით სულტანი გახდა) დაახლოებული პირი იყო და სწორედ მისი პირით მოსთხოვა სულეიმანმა შაჰს გაქცეული უფლისწულის, ბაიაზიდის, მოკვლა ან გადმოცემა.
** იგულისხმება ყურანი.
 
სი ვიზიტისადმი1; თვალშისაცემია აგრეთვე სინანული იმ გარემოე- ბების გამო, რამაც ხელი შეუშალა მისი მიზნის განხორციელებას: „თურქების ელჩი არ იყო მოსული ჯერ ამ მიწაზე, დაზავების არავით- არი იმედი არ ჩანდა, პირიქით, საქმე დიდი საომარი სამზადისის- კენ მიდიოდა, რაც ხელს შეუწყობდა ჩემს მიზნებს, თუმცა სხვაგვა- რად მოხდა“2. ასევე საინტერესოა, თუ ვის ხედავს ის ძირითად კონ- კურენტად და როგორ ცდილობს ვენეციელების ჩამოშორებას, რაც არც  ისე  იოლი  იყო,  ვინაიდან  ამ  უკანასკნელთ  ღრმად  ჰქონდათ ფესვი გადგმული თავრიზში3. აქვე ინტერესს იწვევს, თუ როგორი გა- წაფულობით ცდილობს ჯენკინსონი შაჰის კეთილგანწყობა მოუპოვ- ოს ინგლისელებს, როცა მათ პორტუგალიელთა მოწინააღმდეგეებ- ად წარმოაჩენს4 (სპარსეთის ყურეში პორტუგალიელთა აქტიურობა
*** სულეიმან კანუნის ვაჟი, რომელიც სიმამაცით გამოირჩეოდა, თუმცა მამის გული ვერ მოიგო, მომავალ ტახტის მემკვიდრეს, თავის ძმას, სელიმს დაუპირისპირდა და ირანში გაიქცა, სადაც 1562 წელს შაჰ თამაზმა მოაკვლევინა სულეიმანის მოთხოვნით.

1 ,,თურქი ელჩის მოსვლისა და დაზავების შემდეგ, აქ მყოფმა თურქმა ვაჭრებმა გამოუცხადეს თავიანთ ელჩს, რომ ჩემი მოსვლა (ისინი მე ფრანკად მომიხსენიებდნენ) მათ ვაჭრობას დიდწილად ვნებდა და, კარგი იქნებოდა, დაერწმუნებინა სუფი [შაჰი], რომ ჩემ მიმართ კეთილგანწყობა არ გამოეხატა, თუკი მის უდიდებულესობას სურდა მოკავშირეობა და მეგობრული ურთიერთობა მის მბრძანებელთან, სულტანთან. თურქი ვაჭრების ამ მოთხოვნას ელჩმა დაბეჯითებით დაუჭირა მხარი“. Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 103-104; D. Blow. Persia Trough Writer’s Eys, Eland Publishing, (London, 2007), 92.
2 Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 104.
3 „ზემოაღნიშნულმა მეფე აბდულახანმა მკითხა, გვქონდა თუ არა ინგლისელებს მეგობრული ურთიერთობა ოსმალო თურქებთან. მე ვუპასუხე, რომ ჩვენ არასდროს გვქონია მეგობრული ურთიერთობა მათთან, ამიტომაცაა, რომ ისინი ნებას არ გვრთავენ, რომ მათი ქვეყნის გავლით მოვიდეთ სუფის [შაჰის] სამფლობელოებში. თუმცა არსებობს ხალხი, ვენეციელები, ჩვენგან არცთუ მოშორებით მცხოვრებნი, რომლებიც არიან დიდი მოკავშირენი სულტნისა, ვაჭრობენ სულტნის მიწა-წყალზე ჩვენი ნაწარმით, იაფად ცვლიან მას ნედლ აბრეშუმში, რომელიც მოიპოვება, [როგორც ვხვდები], აქ, და თუ იქნებოდა შაჰისა და ამ ქვეყნის სხვა მმართველების კეთილი ნება, რომ ებოძებინათ ვაჭრობის უფლება ჩვენი ვაჭრებისათვის ამ სამფლობელოებში, და თუ მოგვცემდნენ პასპორტსა და ხელშეუხებ- ლობის გარანტიას, როგორიც ნახსენებმა თურქმა [სულტანმა] უბოძა ვენეციელებს, მე ეჭვი არ მეპარება, რომ იმგვარად განვითარდებოდა ვაჭრობა, რომ მანამდე არნახულ სარგებელს მოიტანდა“ (A Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 104; Encyclopaedia Iranica (Italy ii:Diplomatic and Comercial Relation http://www.iranicaonline.org/articles/italy-ii-diplomatic-and-commercial-relations-2 ).
4 ,,ყოველდღიურად მაკითხავდნენ შაჰის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა წარჩინებულები სასაუბროდ, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა რუსეთის იმპერატორს; ასევე, იმის გასაგებად, რა გზით ვაპირებდი დაბრუნებას ჩემს ქვეყანაში – იმავე გზით, რომლითაც მოვედი თუ ორმუზის გავლით, პორტუგალიური გემებით. ვუპასუხე, რომ არ ვაპირებდი ორმუზის გზით წასვლას, რადგან პორტუგალიელებთან მეგობრული ურთიერთობები არ გვაქვს. კარგად მესმოდა მათი აზრების: ინფორმირებული ვიყავი, რომ ეს შაჰი ომს გეგმავდა პორტუგალიელებთან და დამაბრალებდა, რომ მოვედი როგორც ჯაშუში, რათა გამევლო მისი სამფლობელოები და ასე მივსულიყავი პორტუგალიელებამდე, რადგან მიგვიჩნევდა მათ და ჩვენ ერთ ხალხად და გვეძახდა ყველას ფრანკებს“. Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 105-106. სავარაუდოდ, დასავლეთ ევროპაში მცხოვრებნი ანუ ნაცნობი ხალხები უფრო ერთ სივრცეში წარმოუდგენია ჯენკინსონს – ფიგურალურად, არა პირდაპირი მნიშვნელობით მეზობლებად, არამედ, რაღაც საერთო, ნაცნობი ევროპული სივრცის ნაწილად (ავტ.).
 
ირანის მძაფრ რეაქციებს იწვევდა, აქ პორტუგალიელთა ფეხის მო- კიდებამ ძალიან დაძაბა მათსა და სეფიანებს შორის ურთიერთო- ბა)1; როგორ ჭვრეტს მოსალოდნელ რისკებს იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კავკასიის ხალხები დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმო- ებას მოისურვებენ და სხვ. ჯენკინსონის მოხსენებებში ასევე კარგად ჩანს, რა ნედლეულითაა მდიდარი აღმოსავლეთ საქართველო [და- სავლეთ საქართველოსთან დაკავშირებით ცნობები არა აქვს, ავტ.], განსაკუთრებით, ჰერეთ-კახეთი, რა სავაჭრო-ეკონომიკური ინტერე- სები შეიძლება ჰქონდეს მას აქ და რატომ შეიძლება ჰქონდეს ქარ- თველი მეფეების კეთილგანწყობის იმედი. იმდროინდელი ქართუ- ლი სახელმწიფოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ინტერესს არაა მოკლებული ის ფაქტიც, რაც კარგად იკვეთება ჯენკინსონის ცნობებში – თუ როგორ ინტერესს იჩენს სეფიანების ხელისუფლება ევროპული სახელმწიფოებისა და რუსეთის სახელმწიფოს პოლიტი- კური  კურსის  მიმართ,  როგორ  ხედავს  მოსალოდნელ  რისკებს  იმ შემთხვევაში, თუ ქართველები დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმო- ებას მოისურვებენ2.
    ისევე, როგორც სხვა, ზემოხსენებულ მოგზაურობათა მონაწი- ლეეების, ენტონი ჯენკინსონის ცნობებშიც ძალიან კარგად ჩანს ის ინტერესიც, რასაც სეფიანების ხელისუფლება იჩენს ევროპული სა- ხელმწიფოებისა და რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის მი- მართ.  ჯენკინსონი განსაკუთრებულ ოსტატობას ავლენს საერთაშო- რისო აქტორების ძლევამოსილებასთან დაკავშირებით შაჰის დას- მულ  კითხვებზე  პასუხის  გაცემისას:  „მან  [შაჰმა]  გამომკითხა  ჩვენი ქვეყნების მდგომარეობის შესახებ, ალემანების იმპერატორის3, მე-


1 Encyclopaedia Iranica (Portugal: Relations with Persia in the Early Modern Age 1500-1750, http://www.iranicaonline.org/articles/portugal-i )
2 Anthony Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 104-107.
3 ამ ეტაპზე: ფერდინანდ I ჰაბსბურგი.
 
ფე ფილიპისა1 და თურქთა სულტნის ძალაუფლების შესახებ და თუ რო- მელია მათ შორის ყველაზე ძლევამოსილი. მე იმგვარად ვუპასუხე, რომ მეამებინა – არ დავაკნინე დიდი თურქი [სულტანი], გავითვალისწინე რა [პასუხში] მათი ახლახან გაფორმებული მეგობრული ურთიერთობა“2.
    ჯენკინსონის აუდიენციას შაჰ თამაზთან სრულიადაც არ ჩაუვლია ისეთივე გულთბილ ვითარებაში, როგორც ეს შირვანშაჰთან მოხდა; როგორც თავად ჯენკინსონი წერს, სანამ ოსმალების ელჩობა არ წა- ვიდა ყაზვინიდან, შაჰმა ის აუდიენციაზეც კი არ იხმო, ვინაიდან ოსმა- ლებმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს, როცა სეფიანთა დე- დაქალაქში ინგლისელთა ყოფნის შესახებ შეიტყვეს3. ჯენკინსონის ამ პასაჟში და, საერთოდ, ბაიაზიდის სიკვდილით დასჯის პერიპეტიებში (რომელსაც ძალიან დიდხანს აჭიანურებდა შაჰ თამაზი, ავტ.) კარგად ჩანს, რომ შაჰი უფრთხილდებოდა იმ მყიფე ზავს, რაც ოსმალებსა და სეფიანებს შორის არსებობდა და არ სურდა ოსმალო ელჩები გარკვე- ული ეჭვებით გაეშვა. არავისთვის საიდუმლო არ იყო არც მაშინ და ამ გადასახედიდან კიდევ უფრო დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ ირანსა და ინგლისს შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საფარქვეშ ოსმალები ხედავდნენ და, არცთუ უსაფუძ- ვლოდ, მათ პოლიტიკურ კეთილგაწყობასა და პოტენციურ კავშირს. პორტა ევროპის ნებისმიერი სახელმწიფოს კავშირს ირანთან მუდმი- ვად განიხილავდა ანტიოსმალური კოალიციის მამოძრავებელ ფაქ- ტორად. ანტიოსმალური კოალიციების მცდელობები კი „დამოკლეს მახვილივით“ იყო დაკიდებული ოსმალების თავზე. მიუხედავად იმ- ისა, რომ მოცემულ პერიოდში ოსმალების სამხედრო ძლიერება ეჭვს არ იწვევდა, ამგვარი ფაქტორის მუდმივად არსებობა თავისთავად ანგარიშგასაწევი და არასასიამოვნო იყო მათთვის. ამ ეტაპზე ოსმა- ლები ყველა ევროპელს პოტენციურ მტრად და რომის საღვთო იმპე- რატორის მოკავშირედ აღიქვამდნენ და მხოლოდ ვენეციელებსა და ფრანგებთან ჰქონდათ სავაჭრო კაპიტულაციები მიღებული4.

1 ესპანეთის მეფე ფელიპე II ჰაბსბურგი.
2 A. Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 105.
3 იქვე.
4 D. Goffman. The Ottoman Empire and Early Modern Europe, (Cambridge, 2002), 1-20; S. Gunn. War, religion and the State, in: Early Modern Europe, An Oxford History (ed.) by E. Cameron, (New York, 2001), 103-133; თ. წითლანაძე. XVI საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგული წყაროები საქართველოს შესახებ, ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“, №12 (2018).
 
ინგლისის დედოფალ ელიზაბეტის მიერ ჯენკინსონისთვის გადა- ცემული და აუდიენციისას შაჰისადმი წარმოდგენილი კორესპონ- დენცია შესრულებული იყო ლათინურ, იტალიურ1 და ებრაულ ენებ- ზე, და როგორც შაჰ თამაზმა აუდიენციაზე განაცხადა, მისმა ქვეშევ- რდომებმა არ იცოდნენ არც ერთი ენა ამ სამიდან. ვფიქრობთ, ეს უკ- ვე იყო მინიშნება იმ არაკეთილგანწყობისა, რაც შემდგომში ბევრად უფრო ღიად გამოვლინდა. დიპლომატიურ ურთიერთობაში ამგვარ პასუხს სხვა შეფასება ძნელად მოეძებნება. მეტიც,  შაჰ თამაზმა  უკ- ვე ღიად მტრული დამოკიდებულება გამოავლინა, როცა საქმე სარ- წმუნოებრივ  კუთვნილებამდე  მივიდა.  ჯენკინსონის  ქრისტიანობა შაჰმა ხელზე დაიხვია აუდიენციის შესაწყვეტად. აქ, ვფიქრობთ, შა- ჰი უფრო დიპლომატიური მიზანშეწონილობით მოქმედებდა ასე, იმ- ის დასადასტურებლად, თუ როგორ უფრთხილდება ოსმალებთან ახ- ლახან გაფორმებულ კავშირს, ვიდრე საკუთრივ მისი დამოკიდებუ- ლების გამო ქრისტიანულ რწმენასა და ქრისტიანებთან. სასახლი- დან  დამცირებულად  გამოძევების  შემდგომ,  ენტონი  ჯენკინსონი, როგორც თავად წერს, ისევ აბდულა ხანის ჩარევის წყალობით გა- დარჩა ცოცხალი. თუმცა შემდგომში შაჰმა რამდენადმე შეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და საჩუქარიც კი გაუგზავნა2.
    ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, შედარებით ვრცლად შევჩერდე- ბით ერთ საკითხზე. კერძოდ, ა. ჯენკინსონის რელაციონის თანახ- მად,  1562 წლის  20 ნოემბერს შაჰ თამაზის კარზე იხილა ქართველი რენეგატი უფლისწული, რომელიც ირანში იყო თავშეფარებული:
    „შემდეგ მან [შაჰმა] ჩემთან რელიგია განიხილა ვრცლად, მკითხა, ვიყავი თუ არა გოვერი (გიაური, ავტ.), რაც ურწმუნოს ნიშნავს, თუ – მუსლიმანი, რაც მუჰამედის კანონების მიმდევარს ნიშნავს. ამაზე მივუგე, რომ მე არც ურწმუნო ვიყავი და არც მაჰმადიანი, არამედ – ქრისტიანი. რა არის ეს? – ჰკითხა მან ქართველთა მეფის ვაჟს, ქრისტიანს, რომელიც გამოქცეული იყო ამ სუფის (შაჰის, ავტ.) კარ- ზე. მან უპასუხა, რომ ქრისტიანი ადამიანი არის მიმდევარი იესო

1 სეფიანთა სახელმწიფოში იტალიური ენის მცოდნე ადამიანის მონახვა არ უნდა გასჭირვებოდათ და, სავარაუდოდ, ასეც იყო. თუმცა, რამდენად კეთილგანწყობილნი შეხვდნენ ვენეციელები ინგლისელთა ინიციატივებს და რატომ – ეს ცალკე კვლევის საკითხია.
2  A. Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 106.
 
ქრისტესი, რომელსაც სწამს, რომ იგი ძე ღვთისა და უდიდესი წი- ნასწარმეტყველია. ამგვარად გწამს შენ? – მკითხა სეფიანმა. დი- ახ, ამგვარად, – ვუპასუხე მე. ოჰ, შე ურწმუნო, ჩვენ არ გვაქვს საჭი- როება ვიმეგობროთ ურწმუნოებთან, – [განაცხადა მან] და მიბრძა- ნა გავცლოდი. მე გამიხარდა, თავი დავუკარი და წამოვედი ჩემს გზაზე, თან მახლდა ბევრი მისი კარისკაცი და სხვებიც“1, – წერს ავ- ტორი.
    ამ უფლისწულის ვინაობასთან დაკავშირებით ქართველ ისტო- რიკოსებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. აკად. ვ. გაბაშვილის თანახმად, ეს უნდა იყოს იესე, კახთა მეფის, ლევანის, ძე, რომელიც შაჰის კარზე იმყოფება და ისლამზეა მოქცეული2. პროფ. ჯ. სტეფნა- ძის აზრით, უფლისწული იესე შაჰ თამაზთან ჯენკინსონის აუდიენცი- ას 1562 წლის 20 ნოემბერს ვერ დაესწრებოდა. ამის დამამტკიცებელ არგუმენტად მას მოჰყავს ის ფაქტი, რომ იესე 1562 წლის შუახანებ- იდან 1577 წლამდე ალამუთის ციხეში იყო დატყვევებული3. აქედან გამომდინარე,  ჯ. სტეფნაძე ამტკიცებს, რომ შაჰისა და ჯენკინსონის შეხვედრას სიმონ I-ის ძმა, უფლისწული დავითი (დაუდ-ხანი) უნდა დასწრებოდა, რომელიც ირანში ჩავიდა, ისლამი მიიღო და შაჰთან დაახლოებული პირიც გახდა. როგორც ჯ. სტეფნაძე აღნიშნავს, 1561- 64 წლებში ის შაჰის კარზე იმყოფებოდა4.  ასევე ფიქრობს პროფ. ი. ტაბაღუაც5 და ლ. ურუშაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართველ უფ- ლისწულში“ დავითი ანუ დაუდ-ხანი უნდა დავინახოთ6. პროფ. ე. მა- მისთვალიშვილი, ჰასან რუმლუს (რ. კიკნაძისეული რედაქციით) ერ- თი ცნობის ანალიზზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც დაუდ- ხანი 1562 წლის 30 აგვისტოს უკვე თბილისში იმყოფებოდა, მხარს

1   A. Jenkinson. in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 105;
D. Blow, Persia Trough Writer’s Eys, 94.
2  ვ. გაბაშვილი. ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 71.
3 ჯ. სტეფნაძე. ანტონ ჯენკინსონის მიერ მოხსენიებული ქართველი უფლისწულის ვინაობისთვის, კრ. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები (თბილისი, 1980), 207.
4 ჯ. სტეფნაძე. ანტონ ჯენკინსონის მიერ მოხსენიებული ქართველი უფლისწულის ვინაობისთვის, 211.
5      ლუის ხილი ფერნანდესი, ილია ტაბაღუა. დოკუმენტები საქართველოს ისტორიისთვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XVI-XVII სს.), 117-118.
6 ლ. ურუშაძე. ენტონი ჯენკინსონის „სპარსეთში მოგზაურობის“ ცნობები საქართველოს შესახებ, ჟურნ. ქართული წყაროთმცოდნეობა, XI (თბილისი, 2006), 155-157.
 
უჭერს იმ მოსაზრებას, რომ ქართველ უფლისწულში იესე ვიგულის- ხმოთ1.
    რამდენადაც ორივე ქართველი უფლისწული ამ პერიოდში სპარ- სეთში იმყოფებოდა და ორივემ ისლამი მიიღო შაჰის კეთილგან- წყობილების მოსაპოვებლად, შესაბამისად, ორივე ვარაუდს აქვს არსებობის უფლება. სამწუხაროდ, ჯენკინსონი  არ ახსენებს უფლის- წულის სახელს, რომელსაც აუდიენციისას შეხვდა. ჩვენი ვარაუდით, ზემოაღნიშნული არგუმენტი არ გამოდგება საკითხის დაუდ-ხანის (დავით XI-ის) სასარგებლოდ გადასაწყვეტად. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვი- ცით დაზუსტებით, როდის გაგზავნეს იესე ალამუთის ციხეში – 20 ნო- ემბრამდე თუ მას შემდეგ. თუმცა, თუკი ქართველ მეცნიერთა ცნო- ბებს ამავე პერიოდის სპარსი ისტორიკოსის, ჰასან რუმლუს2 ცნო- ბებთან შევაჯერებთ, ვფიქრობთ, ბატონიშვილის ვინაობა უფრო მკა- ფიო ხდება. კერძოდ, ჰასან რუმლუ გვამცნობს: „967 [1559-1560] – ამ წელს, ისა-ხანი, საქართველოს მმართველის, ლევანის შვილი, ის- ლამის მიღებით გაბედნიერდა და ქვეყნის საფარველმა შაჰმა მას წყალობის თვალით დაუწყო ცქერა3 (წინა თავში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იესე უკვე დაახლ. 1556 წლიდან იყო ირანში მძევლად, თუმცა, ეტყობა, ისლამზე გადასვლას, თუნდაც მოჩვენებითად, ის არ ჩქა- რობდა). იქვე რუმლუ გვამცნობს: „969 [1561-62] – ამ წელს რაბი ოს- სანი თვის 17-ს, დავით ბეგი, ლუარსაბის შვილი, რამდენიმე აზნაურ- ით საქართველოდან ყაზვინს მოვიდა და მუსლიმანი გახდა. რჯუ- ლის საფარველმა შაჰმა მას თბილისის გამგებლობა მისცა“4. ამაზე დაყრდნობით, პროფ. რ. კიკნაძემ გამოიკვლია, რომ დავითი ყაზ- ვინში 1561 წლის 25 დეკემბერს მივიდა და თბილისში დაბრუნდა 1562 წლის 30 აგვისტოს5 (ე.ი., ჯენკინსონის ყაზვინში ჩასვლამდე). ამდენად, დავითი, რომელიც 1562 წლის 30 აგვისტოს უკვე თბილის- ში იყო, შაჰ-თამაზის სასახლეში ვერ დაესწრებოდა ჯენკინსონთან საუბარს. ის ვერ გაჩერდებოდა ირანში 1564 წლამდე, როგორც ამ- აზე ჯ. სტეფნაძე მიუთითებს, ვინაიდან 1562-78 წლებში, შაჰის ნების

1 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI), 174.
2 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 37.
3 იქვე.
4 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 37.
5 იქვე, 64, შენ. 92-93.
 
თანახმად, ის თბილისის მმართველია. ჰასან რუმლუს ცნობაში იკვე- თება ისიც, რომ შაჰის კეთილგანწყობა იესეს მიმართ აშკარაა. სპარ- სი ავტორის ნაშრომში დაუდ-ხანისადმი შაჰის ასეთი დამოკიდებუ- ლება არ ჩანს.
    ამ თვალსაზრისით საინტერესოა ჰასან რუმლუს ცნობა იესე ბა- ტონიშვილის ალამუთში დატყვევების შესახებ: „970 [1562-63] – როცა ლევანის შვილმა ისა-ხანმა პატივს მიაღწია...ზოგი შფოთის ამტეხის მიერ შეცდომაში შეყვანილმა, მან მოულოდნელად უარყო რჯული და გაქცევა დააპირა. ერთმა დაახლოებულმა მსახურმა ეს შაჰს მო- ახსენა, ამიტომ 26 რიცხვში [იგულისხმება დეკემბერი, ავტ.] ის ალამ- უთში გაგზავნეს“1. როგორც ვხედავთ, ამ პასაჟშიც დასტურდება, რომ იესეს შაჰის კეთილგანწყობა ნამდვილად ჰქონდა მოპოვებული. ამ- ასთანავე, ჰასან რუმლუ დაუდ-ხანის სპარსეთში მისვლას 1561 წლის დეკემბრით საზღვრავს და არა შუა ხანებით, როგორც ამას ჯ. სტეფ- ნაძე ვარაუდობს. ამდენად, თუკი დაუდ-ხანის თბილისში მმართვე- ლობა თარიღდება 1562-78 წლებით, თან თუკი 1562 წლის აგვისტოს ბოლომდე დაბრუნდა ირანიდან, ხოლო რუმლუს მიხედვით, იესე 1562 წ. დეკემბერში დააპატიმრეს, მართებულად მიგვაჩნია, რომ ჯენკინსონის მიერ აუდიენციაზე ნახსენებ უფლისწულში უფრო იესე ლევანის ძე დავინახოთ, ვიდრე დაუდ-ხანი. ამდენად, ჩვენ ვემხრო- ბით  ვ.  გაბაშვილის  მოსაზრებას,  რომ  ჯენკინსონი  კახელ  უფლის- წულს შეხვდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამავე აზრისაა ე. მამისთვალიშვილიც2. რელაციონის შემდგომი მონაკვეთები, სა- დაც საუბარია უკანა გზაზე ჯენკინსონთან ქართველების კონტაქტე- ბის მცდელობასა და ადგილზე (რაზეც ქვემოთ ითქმება), ჩვენი აზ- რით, კიდევ უფრო აძლიერებს ამ ვარაუდს. როგორც ჩანს, იესე ლე- ვანის ძის მუსლიმობაცა და რენეგატობაც მოჩვენებითი იყო და გარ- კვეულ მიზნებს ემსახურებოდა.
    შაჰის სასახლიდან პირველი აუდიენციისას გამოდევნილი და ყაზვინში მყოფი ჯენკინსონი, როგორც რელაციონი გვამცნობს, ისევ აბდულა ხანის შვილმა შეიფარა და დაარწმუნა, რომ აზრი ჰქონდა შაჰის კარზე ხელახალი აუდიენციის შემდგომ მცდელობებს; მანვე

1 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 64.
2 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XV-XVIსს.), 173-174.
 
სთხოვა  მამამისს  დახმარება  ჯენკინსონის  გადასარჩენად,  რამაც შედეგი გამოიღო. ამას ჯენკინსონი ხაზგასმით აღნიშნავს: „სეფიან- მა შაჰმა [საკითხის] მართებულად და სრულად აწონ-დაწონვის (რაც ჰირკანის მეფის დამსახურებაა, რომელიც ყველაზე მამაცი მმარ- თველია მის უახლოეს ქვეშევრდომთაგან) შემდეგ, შეცვალა თავისი განზრახვა...“1 მეტიც, იმ ფაქტში, რომ აბდულა ხანმა იგი გადაარჩი- ნა და თან უთხრა, ვინ იყო ჩარეული მისი დაღუპვის მიზნით შაჰის- თვის რჩევის მიცემაში, ვფიქრობთ, ჩანს არა მხოლოდ შირვანშაჰის კეთილგანწყობა ევროპელებისადმი, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული, არამედ ერთგვარი დისტანცირება შაჰის გარემოც- ვისგან (მისი რელიგიური თუ სხვა ტიპის მრჩევლებისგან, ავტ.). ამ- დენად, მისი ჯენკინსონისეული შეფასება სუბიექტური დამოკიდებუ- ლებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი.
    მართალია,  ჯენკინსონმა  ყაზვინში  პრივილეგიები  ვერ  მიიღო, თუმცა მოახერხა რამდენიმე ინდოელ ვაჭართან კონტაქტის დამყა- რება, რომლებმაც ის დააიმედეს, რომ შესაძლებელი იყო სანელებ- ლებით ვაჭრობა ირანის სამფლობელოების გავლით. უფრო კონ- კრეტული შედეგი უკან მიმავალ ჯენკინსონს ელოდა სამხრეთ კავკა- სიაში, როდესაც იგი კვლავ ესტუმრა აბდულა ხანს, ამჯერად ჯავათ- ში2. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რელაციონიდან კარგად ჩანს, რომ სეფიანთა დომინიონი ქვეყნებიდან ჯენკინსონს ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული და ავტონომიური ამ ეტაპზე შირვანი მიაჩნია; სწო- რედ მისი მმართველისგან მიიღო სეპარატული, რეალურად ღირებუ- ლი პრივილეგიები, რომელიც, სხვასთან ერთად, ითვალისწინებდა აგრეთვე ინგლისური შალის ნაწარმის გაცვლას ირანულ აბრეშუმზე3. რელაციონიდან  ვიგებთ,  რამდენად  მკაფიოა  ჯენკინსონის  ინ- ფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული სახელ- მწიფოები არამცთუ ნებით არ არიან აღმოჩენილი სეფიანურ-ოსმა- ლური გავლენების ქვეშ, არამედ, ჩვენი მოსაზრებით, კახეთი ამ გავ- ლენებისაგან თავდაღწევის საშუალებებს რუსეთის სახელმწიფოში ეძებს. მისი ცნობებიდან ვიგებთ, რომ ყაზვინში, შაჰთან აუდიენციისას ჯენკინსონის ქართველებთან/ქართულ ინტერესებთან გადაკვეთა გა-

1 A. Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 106.
2 ადგილის ზუსტი იდენტიფიცირება ჭირს.
3 B. Penrose. Travel and Discovery  in the Renaissance 1420-1620, 194.
 
მონაკლისი შემთხვევა არ იყო. როგორც ქართველებს ჰქონდათ მცდელობა ინგლისელებთან კომუნიკაციისა და მათგან სასარგებ- ლო  ინფორმაციის  მოპოვებისა,  ჯენკინსონსაც  ჰქონდა  ქართველ მეფესთან კონტაქტების დამყარების მცდელობა. უკანა გზაზე, შირ- ვანშაჰისგან პრივილეგიებით აღჭურვილი და შირვანიდან გასამ- გზავრებლად მზადმყოფი ჯენკინსონი ქართველებზე  მორიგ ფრიად საინტერესო ცნობას გვაწვდის: „შემახაში ყოფნისას, ჩემთან მოვი- და ვინმე სომეხი, გამოგზავნილი ქართველი მეფის მიერ, რომელ- მაც მომითხრო ამ მეფის სავალალო მდგომარეობის შესახებ: რომ იგი მოქცეულია ორ სასტიკ ტირანსა და ძლევამოსილ მმართველს, ზემონახსენებ თურქსა [სულტანსა] და სუფის [შაჰს] შორის; რომ ის აგრძელებს ბრძოლას მათთან. ქრისტეს სიყვარულისთვის და რო- გორც ქრისტიანს, მევედრებოდა, მენუგეშებინა ამავე სომხის საშუ- ალებით და მიმეცა მისთვის რჩევა, თუ როგორ გაეგზავნა ელჩი და- სახელებულ რუსეთის იმპერატორთან; მეთქვა, შესაძლებელად მი- მაჩნდა თუ არა, რომ მას იმპერატორისგან დახმარების იმედი ჰქო- ნოდა. [წარმოგზავნილმა] კიდევ სხვა ბევრი სავედრებელი სიტყვა მითხრა, რომ მომეხსენებინა იმპერატორისთვის უკანა გზაზე  მისი [ქართველი მეფის] საჭიროებების შესახებ. ისიც დაამატა, რომ მეფე თავადვე მომწერდა თავის აზრებს, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ გზავნილი ჩემამდე უსაფრთხოდ მოაღწევდა. [ამ ყველაფერზე] მეც იმგვარივე ფორმით, ზეპირად შევუთვალე პასუხი1: ვარწმუნებ- დი, რომ არა მარტო უეჭველად გაეგზავნა ელჩი რუსეთში, არამედ უნდა ჩაეთვალა ის ყველაზე ღირსეულად და მისთვის დახმარების მოსურნედ. მე ასევე ავუხსენი მას [სომეხ შიკრიკს], თუ როგორ უნდა გაეგზავნა [ქართველ] მეფეს იგი ჩირქაზის (ჩერქეზეთის) ქვეყნის გავლით, ტენერუკ მეფის2 კეთილი ნებით, რომლის ქალიშვილზე [რუ- სეთის] მეფე არცთუ დიდი ხნის წინ დაქორწინდა“3. ჯენკინსონის რე-

1    აშკარაა, ორივე მხარე ფრთხილობს. რელაციონში ამის საჭიროება ირიბად ჩანს კიდეც:
A. Jenkinson, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 107-108.
2      იგივე  თემრიუკი/ტემრიუკი;    ჯენკინსონი  აქ  უზუსტობას  იჩენს:  1561  წელს  ივანე  IV-მ ცოლად შეირთო ყაბარდოს მბრძანებლის [ჯენკინსონი თქმით, ჩერქეზეთის მეფის] ტემრიუკ  იდაროვიჩის  ასული,  კუჩენა,  რომელსაც  მოსკოვში  მარია  დაარქვეს.  Н.  А. Смирнов. Политика России на Кавказе в XVI-XIX вв. (Москва, 1958), 13.
3 A. Jenkinson. In: R. Hakluyt, The Principle Navigations, Voyages, Traffiques and Discoveries of the English Nation (1598-1600) - ინგლისური ელ-ვერსია.
 
ლაციონის ეს კონკრეტული პასაჟი ქართველი ისტორიკოსებისთვის ცნობილია და მის შესახებ არაერთ მეცნიერს აქვს აზრი გამოთქმუ- ლი. როგორც უფლისწულის ვინაობასთან დაკავშირებითაა აზრი გა- ყოფილი, ასევე არაერთგვაროვნადაა იდენტიფიცირებული „ქარ- თველი მეფის“ ვინაობაც: ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს ლევან კახთა მეფეა, ნაწილი – რომ ეს სიმონია1. არგუმენტები ორივე თვალსაზრი- სის მხარდასაჭერად თითქოს არსებობს.  ჯენკინსონის რუსულ ენაზე მთარგმნელი გოტიე თარგმნისას ქართველ მეფეს აზუსტებს ფრჩხი- ლით –  სოლომონს უწოდებს მას2.  ამ სახელის მეფე XVI საუკუნის 50- 60-იან წლებში ქართულ სახელმწიფოებში არსად მეფობდა. თავად ტექსტის ინგლისურ ორიგინალში, რითიც ჩვენ ვხელმძღვანელობ- დით, ჯენკინსონი მეფეს სახელით არ მოიხსენიებს და საინტერესოა, გოტიეს საიდან მოაქვს ეს სახელი – სოლომონი. ის, რომ ქართველი მეფე ორ ცეცხლს შუა – ირანსა და ოსმალეთს შუა – მებრძოლად ჰყავს გამოყვანილი, ერთი შეხედვით, თითქოს ლოგიკურად გვაფიქ- რებინებს, რომ შესაძლებელია, ჯენკინსონის მიერ ნახსენებ პიროვ- ნებაში სიმონიც მოიაზრებოდეს. საქართველოს ისტორიიდან კარგა- დაა ცნობილი, რომ ალამუთის ტყვეობის გამოკლებით, სიმონის მე- ფობა ქართლში ერთი უწყვეტი წინააღმდეგობის ჯაჭვია ორივე მიმარ- თულებით. წინა თავში მოხმობილმა ევროპულმა ცნობებმაც დაადას- ტურა, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგადაა ცნობილი – თუ რო- გორ ცდილობდა ის ევროპელებთან კონტაქტების დამყარებას3. ხაზი

1 ამ „ქართველ მეფეზეც“ აზრთა სხვადასხვაობაა. ი. ცინცაძე და ვ. გაბაშვილი ვარაუდობენ, რომ ეს იყო ლევან კახთა მეფე (ვ. გაბაშვილი. ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 71-77; ი. ცინცაძე, მასალები პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისთვის, (თბილისი, 1965), 278-282). ასევე ფიქრობს თ. ტივაძეც (Т. Г. Тивадзе. Об Использовании Ар- мянских купцов на дипломатической службе Грузинскими Царями, კრ. ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები (თბილისი, 1991), 243; ე. მამისთვალიშვილის აზრით, „ქართველი მეფე“ უნდა იყოს სვიმონ I (იხ. ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XV-XVI სს.), 178; მისივე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთი- ერთობანი XVI საუკუნის 50-60-იან წლებში, მაცნე (იაეხის), №2, (1983), 23.
2  ი. გოტიე მის მიერ ნახსენებ „სოლომონში“ სიმონს უნდა ვარაუდობდეს. თუმცა არ ჩანს, რას ეფუძნება მისი ეს ვარაუდი. ამასთან დაკავშირებით კომენტარი მის თარგმანს არ ახლავს (Ентони Дженкинсон, Путешествие в Персию (пер. Ю. В. Готье); http:// www. vostlit. info/Texts/rus11/Jenkinson/text23.phtml?id=421). ტექსტის ინგლისურ ორიგინალში ჯენკინსონი ისევე არ ასახელებს ქართველი მეფის ვინაობას, როგორც უფლისწულისას.
3 ფილიპ ჰაბსბურგისადმი მიწერილი მისი წერილი ილია ტაბაღუამ სამეცნიერო ბრუნვაში უკვე ათწლეულებია შემოიტანა. იხ. ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წი- გნსაცავებში, ტ. I (თბილისი, 1984), 222-227.
 
გაესვა კიდეც, ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცვლის სიმონ მეფე „ანტიირანულ პოლიტიკას“, ასე ვთქვათ, „პროირანული“ პოლიტი- კით.  თუმცა,  იესე  უფლისწულთან  დაკავშირებული  ჰასან  რუმლუს ცნობები ცალსახად გასაგებს ხდის, რომ კახეთის მეფის ვითომ „მშვიდობიანი“ მდგომარეობა ფრიად მყიფეა და არ იძლევა დამ- შვიდებისა და დამატებითი ბერკეტების მოძიებაზე ან გამოყენებაზე უარის თქმის საშუალებას.
    ფაქტია, რომ XVI საუკუნის 60-იან წლებში სწორედ კახეთის მეფე ლევანსა და ივანე მრისხანეს შორის გაფორმდა ურთიერთობა, ქარ- თველი მეფის ელჩებმაც სწორედ ის გზა გამოიყენეს, რაზეც რელაცი- ონის მოცემულ მონაკვეთშია საუბარი და, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ურთიერთობის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანაში მოსკოვი- ის კომპანიის სავაჭრო აგენტებსაც კი მიუძღვით გარკვეული წვლილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის მეფემ, საკუთარი ინტერე- სებიდან გამომდინარე, გარკვეული დავალებები  დააკისრა ჯენკინ- სონს, რადგან „საქართველოსთან დაკავშირება „მოსკოვიის კომპა- ნიის“ ინტერესებშიც შედიოდა“1; მეორე მხრივ, რელაციონიდან სა- გულისხმოდ გვეჩვენება იმ ფაქტის ხაზგასმაც, რომ ქართველი მე- ფის მსგავსად, რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივით დაინტერე- სებას იჩენს შირვანშაჰიც: ,,თან გამაყოლა თავისი ელჩი კვლავ რუ- სეთის იმპერატორთან და გამანდო თავისი უმთავრესი საქმიანობ- ის საიდუმლო, რათა მომეხსენებინა უკან დაბრუნებისას მისი საიმ- პერიო ბრწყინვალებისთვის“’, – წერს აბდულა ხანთან შეხვედრის შემდეგ  უკანა გზაზე, მოსკოვისკენ მიმავალი ჯენკინსონი. ყოველი- ვე ეს ლოგიკურად გვკარნახობს, რომ დარუბანდს მომდგარ რუსე- თის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დამყარება, პირველ რიგში, სწორედ შირვანსა და მის დასავლელ მეზობელს – კახეთის სამეფოს უნდა ეცადათ. ერთგვარი თავისუფლება ამ მიმართულებით, სავარა- უდოდ, არსებობდა, სანამ თავად სეფიან ირანსაც, შაჰ აბასის ხელი- სუფლებაში მოსვლამდე, თანამშრომლური ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, ანტიოსმალური კავშირის საჭიროებიდან გამომდინარე2.

1 ე. მამისთვალიშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVIსს.), 180.
2 თ. ქარჩავა. ქართველთა მეფეების საერთაშორისო კონტაქტებისა და მათი დესპანების ვინაობის  შესახებ  XV  საუკუნის  ბოლოსა  და  XVI  საუკუნეში,  ჟურნ.  ინტელექტუალი, (თბილისი, 2009), 67-68.
 
ძნელია დაბეჯითებით თქმა, კონკრეტულ მომენტში რა მოტივი ამოძრავებდა ჯენკინსონს – ინგლისელთათვის საკუთარი ეკონომ- იკური პერსპექტივების გარკვევა,  რუსეთის მეფისთვის საინტერესო ინფორმაციის ჩატანა, თუ ზოგადად, ის ინტერესი, რასაც პოლიტიკუ- რი ვითარების დაკვირვებისას გამოხატავს, თუმცა რელაციონიდან ვიგებთ, რომ ჯენკინსონი მხოლოდ რჩევების მიცემით არ შემოიფ- არგლა და ქართველ მეფესთან თავადაც სცადა დაკავშირება, თუმ- ცა, პირადად მისი წარგზავნილის, ედუარდ კლარკის ქართველებ- თან შეხვედრა ვერ მოხერხდა: „სომეხი [შიკრიკის] ამგვარად გას- ტუმრებიდან ორი დღის შემდეგ, თქვენი მსახური ედვარდ კლარკი ქალაქ არაშში გავაგზავნე, სადაც მოიპოვება ყველაზე დიდი რაოდ- ენობით აბრეშუმი. დავავალე მას, გაეგრძელებინა გზა ქართულ სა- ხელმწიფომდე და იქ როგორმე ზემონახსენებ მეფეს მიხმარებოდა. მივეცი ჩემი დავალება და რეკომენდაციები და გავანდე განზრახვა, რომ როგორმე მოეპოვებინა აღნიშნული მეფისგან ჩვენი ვაჭრების- თვის თავის სამფლობელოებში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის უფლება და ყოველივეს მოგვარების შემდეგ, სწრაფად დაბრუნებულიყო უკან.  ეს თქვენი მსახური [კლარკი] გაემგზავრა ქა- ლაქ არაშში და იქ ნახა ზოგიერთი სომეხი ვაჭარი, რომლებიც დაჰ- პირდნენ საქართველოს აღნიშნულ ქალაქში ჩაყვანას. მიუახლოვდნენ კიდეც საზღვარს, თუმცა გარნიზონის მეთაურმა გაიგო, რომ ის ქრის- ტიანია  და  გამოჰკითხა,  საით  მიეშურებოდა.  [ამ  უკანასკნელმა] გაიაზრა რა, რომ დიდი დაეჭვების გამოწვევის გარეშე მეტად გზას წინ ვეღარ გააგრძელებდა, უპასუხა, რომ აქ მოვიდა აბრეშუმის შე- საძენად და უჩვენა მას ჰირკანის1 მეფის წერილები, რომელიც თან ჰქონდა“2.
აქვე გვინდა მოკლედ შევჩერდეთ იმის განმარტებაზე, თუ რა იგ- ულისხმება ჯენკინსონის სიტყვებში, რომ სურდა ქართველთა მეფეს დახმარებოდა. ჩვენი ვარაუდით, ჯენკინსონმა თავისი თანამემამუ- ლე, ედუარდ კლარკი კიდევ უფრო მეტი სათქმელით მიავლინა, ვიდ- რე ქართველი მეფის გამოგზავნილ სომეხ პირს მოახსენა ზეპირად. თუმცა, საკუთარი ეკონომიკური ინტერესები რომ გვერდით არ რჩე-

1 ალბათ, იგულისხმება შირვანის.
2 A. Jenkinson, In: R. Hakluit, The Principle Navigations, Voyages, Traffiques and Discoveries of English Nation (1598-1600) [e-version].
 
ბა, ეს იქიდან ჩანს, თუ როგორ ცდილობს, „დახმარების“ სანაცვლოდ ქართველი მეფისაგან ინგლისელი ვაჭრებისთვის თავისუფალი გა- დაადგილებისა და კომერციის ნებართვის მოპოვებას. ეს კიდევ ერ- თი ირიბი სახის დამატებითი არგუმენტია იმის დასტურად, რომ კახე- თის მეფესთან ცდილობენ დაკავშირებას. ამ ეტაპზე კახეთში, ისევე როგორც შირვანში, ნედლი აბრეშუმის დამუშავება ფრიად პოპულა- რული საქმიანობაა (კასპიისპირეთის დასავლეთი და სამხრეთი სა- ნაპიროები, სეფიანთა ირანის ყველა მკვლევრის მიხედვით, ნედლი აბრეშუმის  წარმოების  რეგიონადაა  მიჩნეული1).  ეკონომიკური  შე- საძლებლობებით კახეთი ამ დროის საქართველოში ყველაზე განვი- თარებული და ძლიერი მხარეა; ბუნებრივია, ამის გათვალისწინე- ბით, სწორედ აქ უნდოდათ ინგლისელებს ამ ეტაპზე ფეხის მოკიდე- ბა.
    ამრიგად, ა. ჯენკინსონსა და ქართულ მხარეს შორის, როგორც დიპლომატიაში იტყვიან, კავშირი შედგა. პირადად ა. ჯენკონსონმა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში, უნდა ვიფიქროთ, რომ უფრო მოსკოვის მეფის დავალებით მოქმედებდა, ვიდრე შემთხვე- ვათა წყალობით, საკუთარი სავაჭრო ინტერესებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველოში პირველი კონტაქტი დაამყარა. მარ- თალია, ამას შემდგომი გაგრძელება არ მოჰყოლია, მაგრამ კონ- კრეტულ მომენტში მოხდა ურთიერთობის სურვილის დამოწმება. ეს კი ჯდებოდა საქართველოს დასავლურ სამყაროსთან მუდმივი სწრაფ- ვის კონტექსტში, ხოლო ა. ჯენკინსონის მოგზაურობის ეს მცირედი დეტალი ამოწმებს დასავლეთთან ურთიერთობის ევოლუციას.
    კასპიისპირეთის გავლით უკან, მოსკოვში, ჯენსკინსონი 1563 წლის 20 აგვისტოს ჩავიდა. ჩასვლისთანავე შედგა მისი აუდიენცია ივანე მრისხანესთან, რომელსაც შაჰის გამოგზავნილი ხალათი მიართვა და მასთან საუბარიც გამართა. რელაციონიდან ვიგებთ, რომ მოს- კოვის ხელმწიფე დაინტერესდა, რამდენად გაართვა თავი ჯენკინ- სონმა მის დავალებებს სამხრეთ კავკასიაში: „მისი უმაღლესობა მე- საუბრა იმ მეფის საქმეებზე, რომელიც მე მომანდო საზრუნავად“2, – წერს ის. სავარაუდოდ, აქ ქართველ მეფესთან ურთიერთობა უნდა

1 Edmund M. Herzig. Rise of the Julfa Merchents, in: Safavid Persia: The History and Politics of an Islamic Society (ed. Ch. Melville), Cambridge, 1996, 309-312.
 
ვიგულისხმოთ. შემდეგ ინგლისელი სავაჭრო აგენტი კიდევ ერთ სა- ინტერესო ფრაზას ამბობს, რომლითაც პრაქტიკულად დასტურდება, რომ საკუთრივ ინგლისის  სავაჭრო-პოლიტიკური ინტერესების გამ- ტარებლის გარდა (როგორც „მოსკოვიის კომპანიის“ წარმომადგე- ნელი), ის მოსკოვის ხელმწიფის ხელდასხმული აგენტის როლშიც გვევლინება, რადგან ეს აუცილებელი პირობაა, როგორც „მოსკოვი- ის კომპანიის“ შემდგომი საქმიანობის გასაფართოებლად, ასევე იმ ტრაფიკის  უზრუნველსაყოფად, თუკი ჩრდილოეთის გზა იქნება გა- მოყენებული აღმოსავლეთთან დასაკავშირებლად: „ჩემმა მონათხრობ- მა ნასიამოვნები დატოვა, შეესაბამებოდა რა მის სურვილებს და მითხრა: მე გამიწიე კარგი სამსახური, რისთვისაც გმადლობ და ამ- ისთვის დაგაჯილდოვებ. [რუსეთის ხელმწიფემ] ასევე ისურვა, რომ კიდევ ვიმოგზაურო იქ მისი საქმეებისთვის და გავუწიო სამსახური. მე ვუპასუხე, რომ გულითადად მოხარული ვიყავი, რაკი ჩემი სამსა- ხური ასე მისაღები აღმოჩნდა მისი უმაღლესობისთვის და რომ ეს ყველაფერი, რაც გავაკეთე, იყო მხოლოდ მოვალეობა. თავი დავუ- კარი მორჩილად, რათა კვლავაც გაეგრძელებინა თქვენ მიმართ [კომპანიის მიმართ] თავისი კეთილგანწყობა და, ამავე დროს, მოკ- რძალებულად ვთხოვე მის დიდებულებას ებოძებინა თქვენთვის ახა- ლი პრივილეგიები, უფრო ფართო, ვიდრე უწინდელი. ეს მაშინვე იქნა ბოძებული და მეც წამოვედი“1.
    ჯენკინსონი  უკან,  ინგლისში,  1564  წელს  დაბრუნდა.  მან  კიდევ ორი მოგზაურობა მოაწყო რუსეთში, თუმცა აზიაში აღარ დაბრუნებუ- ლა. მიუხედავად ამისა, ის ნამდვილად ერთ-ერთი უდიდესი ინგლი- სელი მოგზაური და პიონერი იყო ამ მიმართულებით. ენტონი ჯენკინ- სონის მიერ დატოვებული ჩანაწერები კი საგულისხმო და საინტერე- სო ინფორმაციას შეიცავს არა მხოლოდ ევროპა-აღმოსავლეთის, ოსმალებისა და სეფიანების, ასევე რუსეთის მზარდი სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის თვალსაზრისით; გამჭრიახი თვითმხილველის  –  ჯენკინსონის  რელაციონი  გვეხმარება   გარეშე თვალით შევხედოთ სეფიანთა ირანისა და ოსმალთა დაპირისპირე- ბაში უნებურად ჩართული სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა და ხალხების მდგომარეობას, რაც განპირობებული იყო როგორც შიდა დაპირისპირებებით, ასევე სეფიან-ოსმალთა მიმძლავრებით და ამ ქვეყნების მიწა-წყლის ერთმანეთთან ბრძოლის ასპარეზად ქცევით; აგრეთვე, მისი, როგორც ნეიტრალური ავტორის, ცნობების ქართულ და სპარსულ წყაროებთან შეჯერებით, დავაზუსტოთ ქართული ისტო- რიოგრაფიისთვის რიგი საკამათო საკითხები.
    „მოსკოვიის კომპანიის“ აგენტთა (არა მხოლოდ ჯენკინსონის) რე- ლაციონებიდან ცალსახაა, რომ მათი დიპლომატიური კონტაქტები სისხლხორცეულად გადაჯაჭვულია სავაჭრო ინტერესებთან. ეს კარ- გად ჩანს „მოსკოვიის კომპანიის“ მესამე (1565-67 წწ.) და მეოთხე (1568-69 წწ.) მოგზაურობების მეთაურის, არტურ ედვარდსის ცნობებ- ში. თავის რელაციონებში ის ვრცლად საუბრობს იმ ძირითად ნედ- ლეულზე, რომელიც სეფიანების ტერიტორიებსა და მის დომინიონ- ებში, კერძოდ, საქართველოში მოიპოვება და რითაც ინგლისის სა- ხელმწიფო შეიძლება დაინტერესდეს. ის არაერთგზის ახსენებს სა- კუთრივ ქართულ აბრეშუმს: „ხამი აბრეშუმი, ერთი ბათმანი 66-დან 70 შაჰამდე ღირს. აბრეშუმი თხელი და კარგი ხარისხისაა; ამჟამად ხამი აბრეშუმი ცოტა რაოდენობითაა. მისი აღება საქართველოში (Grozin) შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო იქ კაცის გაგზავნა, რადგან დრო დავკარგეთ. როდესაც აქ წარმომადგენლები გვეყო- ლება, რომლებიც ზაფხულშიც აქ იქნებიან, მაშინ საშუალება გვექ- ნება, ხამი აბრეშუმი პირველი ხელიდან, სოფლის მცხოვრებელთა- გან ვიყიდოთ, რომელთაც აბრეშუმი გასაყიდად ჩამოაქვთ აქაც და სხვა ადგილებშიც“1; შენიშნავს, ვინ არის მთავარი მოთამაშე აბრე- შუმით ვაჭრობის საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში: „სირი- აში არის ქალაქი ალეპო, სადაც მრავალი ვენეციელი მუდმივად ცხოვრობს; გარდა ამისა, სხვები იქ ყოველ წელს ჩადიან და შალს, კაკალს, ქონს, ზაფრანას, ყავას, ბამბას და სხვა საქონელს შეისყი- დიან, ასევე, დიდი რაოდენობით სანელებლებს. სომხები ასევე ყო- ველ წელიწადს ცვლიან ვენეციელებთან შალს ხამ აბრეშუმზე და ზოგჯერ [ეს უკანასკნელნი, ავტ.] 60 ნაჭერ შალსაც აძლევენ მათ 70 ბათმან სპარსულ აბრეშუმში და 40 ნაჭერ ქართულ აბრეშუმში“2.

1 A. Edwards, in: R. Hakluyt,” The Principle Navigations, Voyages, Traffiques and Discoveries of the English Nation“(1598-1600). http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext% 3A1999.03.0070%3Anarrative%3D124
 
მნიშვნელოვანია ინფორმაცია გასაღების ბაზრების, სავაჭრო-სა- კომუნიკაციო ტრაფიკის შესახებ, აგრეთვე, ინგლისიდან სეფიანთა სახელმწიფოში და პირიქით გასატანი საქონლის ნუსხა, სავაჭრო კონკურენტების ჩამონათვალი. ედვარდსის ცნობებში ეს ყოველივე მეტადაა გაშლილი, ვიდრე ჯენკინსონთან და ნაკლებადაა აქცენტე- ბი პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა,ზოგადად, ეპოქის სულისკვეთე- ბიდან და ტიუდორების ეპოქის ინგლისური ტრადიციიდან გამომდი- ნარე, ინგლისელი ვაჭარ-აგენტები მუდამ განიხილებოდნენ არა მხო- ლოდ  ქვეყნის  ეკონომიკური  დოვლათის  შემქმნელებად,  არამედ, აგრეთვე,  ინფორმაციის  მომგროვებლებად  და  დიპლომატიურ  კუ- რიერებად საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც ჯენკინსონს, ასევე ედვარდსაც არ გამორჩენია მხედველობიდან სეფიანების დაინტე- რესება როგორც ევროპულ სივრცეში, ისე ჩრდილოეთით, რუსეთის სახელმწიფოში  მიმდინარე  პოლიტიკური  მოვლენებით:  „ამის  შემ- დეგ მან კიდევ ორჯერ მიბრძანა უფრო ახლოს მისვლა და ჩვენს ხელმწიფესა და ჩვენს ქვეყანაზე მესაუბრებოდა, იმაზე, თუ რა საქო- ნელი გვაქვს ჩვენ და რის მიღებას ვისურვებდით მისგან; მან ასევე სხვა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა და მათ ხელში არსებული საქონ- ლის შესახებ გამომკითხა; გარდა ამისა, შემეკითხა მეფე ფილიპზე – იმაზე, თუ როგორ დაამარცხა მან მალტის ალყის დროს თურქები. ასევე, შემეკითხა, დიდი ხანია თუ არა, რაც რუსეთთან და მოსკოვი- ასთან ვვაჭრობთ, რამდენ ხანში შეიძლება ინგლისიდან რუსეთში ჩასვლა, რამდენი კვირა გრძელდება მოგზაურობა კოლმოგორიდან ასტრახანამდე. შემდეგ საუბარი რუსეთზე გადავიდა. შაჰმა გამომ- კითხა, რომელი ქალაქები დაიპყრო მეფემ და თავად გამომიცხადა, თუ რისი მიღება სურდა ჩვენი საქონლიდან“1. ედვარდსის მოხსენე- ბებში ქართულ სახელმწიფოებში არსებული ვითარების ამსახველი ცნობები, თუნდაც ირიბი, ნაკლებად ჩანს, ვიდრე ჯენკინსონთან, თუმ- ცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მეტის ამოკითხვა შეიძლება აბ- რეშუმის  მწარმოებელი  ქართული  პოლიტიკური  ერთეულის,  კახე- თის შესახებ. რაც შეეხება ყოფით დეტალებს, ჩაცმის კულტურას, მოსახლეობის პრეფერენციებს, ამ მიმართულებით ირანულ სივრცეში – საკმაოდ ვრცლად აქვს განხილული1.
    ერთი მხრივ, დარუბანდს მომდგარ რუსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დამყარება, ლოგიკურია, რომ პირველ რიგში სწო- რედ შირვანსა და მის დასავლელ მეზობელს – კახეთის სამეფოს უნ- და ეცადათ,  რის შესახებაც ზემოთ უკვე ითქვა და რაც ინგლისელთა რელაციონებიდანაც იკვეთება. ჩვენ ადრევე გამოვთქვით ვარაუდი, რომ ერთგვარი თავისუფლება ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, არ- სებობდა, სანამ თავად სეფიანთა ირანს, ანტიოსმალური კავშირის საჭიროებიდან გამომდინარე, შაჰ აბასის ხელისუფლებაში მოსვლამ- დე თავადაც ჰქონდა თანამშრომლური ურთიერთობა რუსეთთან2. მეორე მხრივ, ქართული სამეფოებისთვის, რომლებიც ცდილობენ საერთო ანტიოსმალური კონტექსტი დასავლურ სივრცესთან კონ- ტაქტების შესანარჩუნებლად გამოიყენონ, პრიორიტეტულია არა იმ- დენად ეკონომიკური კავშირები ევროპულ სახელმწიფოებთან, რამ- დენადაც – პოლიტიკური. შუა საუკუნეებში, როცა ერთიანი ქრისტი- ანული დასავლეთის მეთაურად და ლიდერად რომის პაპი წარმო- ჩინდებოდა, გასაკვირი არ იყო, რომ სწორედ მათთან ურთიერთო- ბებს მიესწრაფვოდნენ ქართული სახელმწიფოების მესვეურები; XVI საუკუნეში კი, რეფორმაციული პერიპეტიები და პროტესტანტულ ქვეყ- ნებთან, მათ შორის, ინგლისთანაც, კავშირები, ბუნებრივია, ნაკლებ აქტუალური აღმოჩნდა მათთვის. ხოლო მას შემდეგ, რაც ერთიანი დასავლეთის ლიდერობის პრეტენზია და ოსმალთა წინააღმდეგო- ბის მედროშეობა ჰაბსბურგებმა ითავეს, ქართველთა პრეფერენცი- ები სწორედ მათკენ გადაიხარა. მართალია, კარლ ჰაბსბურგთან უშუალო კონტაქტების დამადასტურებელი ცნობები ჯერჯერობით არა გვაქვს, თუმცა ამ საუკუნეშივე კარლ V-ის იდეალებისა და სულისკვე- თების გამგრძელებელ ფელიპე ჰაბსბურგთან სიმონ I-ის კონტაქტის მცდელობა სწორედ ამ განწყობების დასტურად მიგვაჩნია3.

1  A. Edwards, in: R. Hakluyt,” The Principle Navigations, Voyages, Traffiques and Discoveries of the
English Nation“(1598-1600). http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.03.0070%3Anarrative%3D124
2 თ. ქარჩავა. ქართველთა მეფეების საერთაშორისო კონტაქტებისა და მათი დესპანების ვინაობის შესახებ  XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნეში,  64-77.
3 Karchava T., Papashvili M., Tsitlanadze Tea, Gogoladze A. Interest of the West European Countries in Georgia in the Context of the Persian-Ottoman International Relations (from the 40s to the 60s of the 16 th c.). Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol.14. no.4, (Tbilisi, 2020), p. 114-118
 
    სათანადო ადგილას არაერთგზის მოხმობილი მიკელე მემბრეს თხზულება ადასტურებს, რომ მთლიანად ანატოლიისა და ქართული სივრცის გავლისას, სადაც ის გადაადგილდებოდა, მისი გზები არა- ერთგან და არაერთგზის გადაიკვეთა სომეხ ვაჭრებთან1. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორც ცდილობს ჯენკისონის მიერ მოხსენი- ებული ქართველი მეფე „მოსკოვიის კომპანიის“ ინგლისელ აგენ- ტებთან2 „ვინმე სომხის“ მეშვეობით იკონტაქტოს, ასევე, სომეხი ვაჭ- რების მრავალგზის ხსენებას ედვარდსის რელაციონებში,  ლოგიკუ- რად ჩნდება კითხვა: რატომ გამოდიან სომეხი ვაჭრები ქართველე- ბისთვის, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში მოსული ევ- როპელებისთვის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირე- ბის დამყარებისა და შენარჩუნების საქმეში გადამწყვეტი როლის შემსრულებლებად? უნდა აღვნიშნოთ, რომ XVI საუკუნის ევროპელ- თა რელაციონებში კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კონტექ- სტში სომხების ხსენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომეხი ვაჭრები, რომლებიც სეფიანთა ირანსა და ოსმალთა იმპერიაში მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენდნენ, თავისი რელიგიური კუთ- ვნილებისა და ეკონომიკური ბერკეტების წყალობით დიდ როლს ას- რულებდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის იმ რთულსა და წინა- აღმდეგობრივ ურთიერთობებში, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო, ზოგადად, XV-XVI საუკუნეებისთვის. ეს როლი განსაკუთრებით აშკარად სწორედ ანტიოსმალური კოალიციების საჭიროებებმა გა- მოკვეთა, როცა სეფიანებიცა და საქართველოც აქტიურად ეძიებ- დნენ მოკავშირეებს ევროპაში.
    ვინაიდან აღმოსავლეთში ევროპელებთან ურთიერთობის ლო- კომოტივს სეფიანები წარმოადგენდნენ, ხაზგასასმელია, რომ სწო- რედ ისინი იყენებდნენ განსაკუთრებით ინტენსიურად დიპლომატი- ურ სამსახურში სომეხ ვაჭრებს, რომლებიც აბრეშუმის საერთაშო- რისო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს გზებსაც კარგად იცნობდნენ და ახლო აღმოსავლეთის ქრისტიან და მუსლიმ ხალხებსაც. სეფიანთა სახელმწიფოს სომხური ქალაქი ჯულფა აბრეშუმით ვაჭრობის უმ-

1 Michele Membre, Relazione di Persia (1542), Studi e Materiali Sulla Conoscenza Dell’Orientale in Italia, Presentazione di Gianroberto Scarcia, 12; 17-18.
2 Jenkinson Anthony, in: Hakluyt’s Voyages, selected and edited with Introduction by Irwin R. Blacker, 107-108
 
ნიშვნელოვანეს ბურჯად იქცა. ჯულფელი ვაჭრები აღმოსავლეთში – შემახასთან, გილანთან, თავრიზთან, დასავლეთში ვენეციასთან, მარ- სელთან და ანტვერპენთანაც კი აწარმოებდნენ ვაჭრობას და ხში- რად ერთადერთ შუამავალს წარმოადგენდნენ დასახელებულ ქა- ლაქებს შორის1. ამავე აზრს ავითარებს ვ. ალენი თავის ნაშრომში „რუსეთის ელჩობები ქართველ მეფეებთან“2. მას შემდეგ კი, რაც შაჰ აბასმა ქვეყნის დედაქალაქი თავრიზიდან ისპაჰანში გადაიტანა, მის გარეუბან ახალ ჯულფაში შეიქმნა სომხური კოლონია. როგორც ძვე- ლი, ისევე ახალი ჯულფა „იქცა ფართო კომერციული ქსელის ცენ- ტრად. სომეხი ვაჭრები იყენებდნენ თავიანთ ვირტუალურ მონოპო- ლიას სპარსეთის აბრეშუმის ვაჭრობაზე, რათა სატელიტი სათვის- ტომოები დაეარსებინათ ბევრ ოსმალურ ქალაქში, მათ შორის, ალ- ეპოში, იზმირში, ბურსაში, სტამბულსა და ედირნეში. როგორც ოსმა- ლურ, ასევე სპარსულ მიწებზე ბევრი სომხურ სათვისტომოებს ამ ძვირფას საქონელთან აიგივებდა“3.
    ჯულფელი მსხვილი ვაჭრები, რომლებიც შაჰის კონტრაგენტები იყვნენ საგარეო ვაჭრობაში, „ამავე დროს არაერთხელ ასრულებ- დნენ მისივე დიპლომატიური აგენტების ფუნქციას ევროპულ სახელ- მწიფოებში. საერთოდ სეფიანები, რომლებიც ევროპელთა დახმა- რებას საჭიროებდნენ ოსმალებთან დაპირისპირებაში, ამ მიზნის- თვის დიპლომატიურ აგენტებად სიამოვნებით იყენებდნენ სომეხ ვაჭრებსა და სასულიერო პირებს“4. აღნიშნული მიზნით სასულიერო პირების გამოყენებას ზემოთ მოყვანილი ისმაილისა და კარლ V-ის ურთიერთობის მაგალითიც ადასტურებს. როგორც ჩანს, იგივე უნდა ითქვას ქართველ მეფეებზეც: მიუხედავად იმისა, რომ ერთიანობა დარღვეული საქართველოსთვის ირანული სივრცე არანაკლებ სა- შიში იყო, ვიდრე ოსმალეთი, ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქარ- თველებისა და სეფიანების დაახლოებისა და მოკავშირეობის არა- ერთი ფაქტი არსებობს, და ქართველი მეფეებიც ხშირად იმავე ვაჭ- რებსა და სასულიერო პირებს მიმართავდნენ დახმარებისთვის, რომ-

1 И. П. Петрушевский. Очерки по истории феодадьных отношений в Азербайджане и в Армении в XVI-XIX вв. (Ленинград, 1949), 181.
2 W.E.D. Allen. Russian Embassies to the Georgian Kings (Cambridge, 1970), 357.
3 D. Gofman. The Ottoman Empire and Early Modern Europe, 87.
4 И. П. Петрушевский, Очерки по истории феодадьных отношений в Азербайджане и в Армении в XVI-XIX вв., 182.
 
ლებსაც სეფიანი მმართველები1. დიპლომატიურ კურიერებად სომე- ხი ვაჭრების შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა. „სომეხი ვაჭრები საკმაოდ კარგად იტანდნენ ხანგრძლივ მოგზაურობას, იყვნენ ზომი- ერნი, ხარჯების, საკვებისა თუ სასმელის თვალსაზრისით. თანაც, იმ- ის გათვალისწინებით, რომ ქრისტიანები იყვნენ, დასავლეთ ევრო- პის ქრისტიანულ სახელმწიფოებში უფრო იოლად შეეძლოთ ეწარ- მოებინათ სავაჭრო ოპერაციები“2. XVI საუკუნის ევროპულ ისტორი- ულ წყაროთა, მათ შორის, ინგლისელთა რეპორტების შესწავლამაც დაგვარწმუნა, რომ სხვადასხვა ევროპელი ვაჭარი თუ მოგზაური, ვინც ამ პერიოდში ლევანტს, კავკასიასა და სეფიანებს სწვევია, სო- მეხ ვაჭრებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ როლს, როგორც მეგზური- სას და შუამავლისას. ამასთანავე, არც გასაკვირია, რომ „დასავლე- თის ქვეყნებთან სავაჭრო ოპერაციებს სომხები ძირითადად ვენეცი- ის მეშვეობით აწარმოებდნენ. თავის მხრივ, ვენეციელ ვაჭრებსა და დიპლომატებსაც წინა აზიაში დახმარებას სომეხი და ირანელი ვაჭ- რები უწევდნენ“3.
    სამწუხაროდ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ევროპელი ავტორები მათთან ურთიერთობაში მყოფ სომეხ ვაჭრებს კერძო სახელით არ მოიხსნიებენ. ინკოგნიტო ფორმით მათი დასახელება კი არ გვაძ- ლევს საშუალებას, უკეთ მივადევნოთ თვალი ქართველებისათვის მნიშვნელოვან დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობაში ამ შუ- ამავლების  კვალს.  როგორც  ვიცით,  მთელი  XVI  საუკუნის  განმავ- ლობაში ვითარება ცვალებადი იყო და ევროპა-სეფიანების კონ- ტაქტებიც ხან მინავლდებოდა ხოლმე და ხან გამოცოცხლდებოდა. თუმცა  საუკუნის მიწურულს, 70-იანი წლებიდან, კვლავ აქტიურდება ევროპა-სეფიანთა კავშირები (სეფიან-ოსმალთა ახალი ომი, ლეპა- ონტოს გამოძახილი და სხვა). იმ დროს, როცა ოსმალებთან ევრო- პის სახელმწიფოების პოლიტიკა კიდევ უფრო დივერსიფიცირებუ- ლი გახდა (ფრანგების გარდა, ოსმალებთან კარგი ურთიერთობე- ბის დამყარებას ცდილობენ ინგლისელებიც, რომლებიც მალე ლე-

1 თ. ქარჩავა, ქართველთა მეფეების საერთაშორისო კონტაქტებისა და მათი დესპანების ვინაობის შესახებ  XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნეში,  66.
2 С. В. Тер-Аветисиян. Город Джуга, материалы по истории торговых отношений джульфийских купцов XV-XVII вв. (Тбилиси, 1937), 86.
3 Э. Шахмелиев. К вопросу o времени начало упадка Венеции, „Учённые Записи“ Аз. Госунта им. Кирова, 1955, N9, 124.
 
ვანტის კომპანიას დააარსებენ კონსტანტინოპოლში. ეს უკანასკნელ- ნი თავის დიპლომატიურ ძალისხმევას ოსმალეთის კარზე იმ მიზ- ნით მიმართავდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა ესპანეთის დასა- მარცხებლად გამოეყენებინათ და საზღვაო მეტოქე ჩამოეშორებინათ1.
§3.  დაუმორჩილებლობის პოლიტიკა
    როგორ განსაზღვრა საერთაშორისო კონიუნქტურამ სიმონის ე.წ. „ირანოფილური“ პოზიციის „არჩევა“, ამის შესახებ უკვე ვთქვით, თუმ- ცა   ქვეყნის ბედს შიდა, ლოკალური ან რეგიონული მოცემულობა არანაკლებ განსაზღვრავს. ევროპელებსა და დასავლეთთან სათუო და პრობლემური კავშირების კვალდაკვალ, დაშლილ საქართვე- ლოს და, მათ შორის, ქართლს საკუთარი დღის წესრიგი ჰქონდა. სე- ფიანებთან პირისპირ უმოკავშირეოდ დარჩენილი ქართლის მეფე სიმონ I თავის ბედს მიჰყვებოდა. საქართველო-ირანის ურთიერთო- ბებში სიმშვიდე ვერ დადგებოდა, რადგან ქართლის სამეფო ბრძო- ლას განაგრძობდა. ამასიის ხელშეკრულებით შეცვლილ საერთაშო- რისო მდგომარეობაში სიმონ მეფეს ოდნავადაც არ უცდია გადაეხ- ვია მამამისის, ლუარსაბ მეფის პოლიტიკისათვის. ეს იყო განსაკუთ- რებული  ნიშანი  დამოუკიდებლობის  გზაზე  ქართლის  სამეფოს  სი- ცოცხლისუნარიანობისა. ამიტომ მისთვის პირველი რიგის ამოცან- ას თბილისის განთავისუფლება წარმოადგენდა. 1560 წელს სიმონ I თავისი ლაშქრით გორიდან დაიძრა და თბილისისაკენ გაემართა. ამჯერადაც თბილისის ყიზილბაშთა გარნიზონმა დახმარებისათვის ყარაბაღის ბეგლარბეგს, შაჰვერდი სულტანს მიმართა.
    1561 წლის 6 აპრილს ყიზილბაშთა დიდძალი ნაწილები შაჰვერ- დი სულტნის მეთაურობით ქართველთა გამაგრებული ბანაკისკენ დაიძრნენ. სიმონმა თავი მოუყარა თავის ძალებს და მტერს შეუტია. ბრძოლა მოხდა ციხედიდში, სადაც ქართველები „ძალმიცემითა და თავგამომეტებით“ იბრძოდნენ, „...ღაზიების2 იერიშებს მედგრად იგე-

1 თ. ქარჩავა, თ. წითლანაძე. ლევანტური კომპანიის შექმნა და ტიუდორთა დიპლომატიის შედეგები XVI საუკუნის ოსმალთა იმპერიაში. კონფერენციის კრებ. N3, (თბილისი, 2011), 397-409.
2 ღაზი – სარწმუნოებისათვის მებრძოლი, ურწმუნოებზე გამარჯვებული. მისი მთავარი განმსაზღვრელი იყო ისლამის დაცვა ანუ „წმინდა ომი“ (H. Inalcik with D. Quataert. An Economic and Social History of the Ottoman Empire. Vol. I: 1300-1600 (New York, 2003), 328).
 
რიებდნენ“1, თუმცა საბოლოო ჯამში დამარცხდნენ. „ქართლის ცხოვ- რება“ ლაკონიურად გადმოგვცემს; „მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი..., რამეთუ იბრძოდეს ქართველნი მხნედ და მეფე სვიმონ, და მაშინ მოიკლა ძე ბატონის ლევანისა გიორგი, და მოსწყდა თავადნი და აზნაურნი და მრავალნი მსახურნი, და მოსწყდა ყიზილბაშნი ორი წილი. მაგრამ ბოლოს იძლივნეს ქართველნი, და ივლტოდა მეფე სვიმონ და სპანი მისნი, ხოლო ყიზილბაშნი შეიქცნენ გამარჯვებულ- ნი, და წარვიდნენ თვისად“2. „ასე დამარცხებით დამთავრდა ქარ- თლის ჭაბუკი მეფის პირველი დამოუკიდებელი სარდლობა“ – შე- ნიშნავს ივ. ჯავახიშვილი3. ძლეული მეფე მცირე რაზმით გორში და- ბრუნდა4.
    ამ მოვლენის ფონზე უკვე  აშკარად იგრძნობოდა სამეფოს შინა- განი შუღლისა და სიმონ მეფის პოლიტიკით უკმაყოფილოთა ხმა. ამ უკანასკნელის  პოლიტიკის მიზანი იყო, აღედგინა ძალთა რეალური ბალანსი და გაეძლიერებინა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ში- და ძალებთან კონსოლიდაციის გზით, რისი მიღწევაც შეუძლებელი ჩანდა. ჩვენი აზრით, ამას ორი ფაქტორი უშლიდა ხელს: პირველი, რენეგატთა  დაუოკებელი  სურვილი,  შეექმნათ  საკუთარი  კარიერა ირანის ასპარეზზე, რასაც პრაქტიკული დასაბამი შაჰ ისმაილმა მის- ცა – ამ უკანასკნელის მიერ ირანის მაღალ სამხედრო თანამდებო- ბებზე თურქმენული ელემენტების შეცვლის პირობებში თავისი „...რო- ლის შესრულება დაიწყეს არა მხოლოდ სპარსელებმა, არამედ დიდ- წილად ქართველებმაც“5; მეორე, ქართლის სამეფოს მმართველი ელიტის გარკვეული ნაწილი, ალბათ, მიიჩნევდა, რომ ირანთან მორ- ჩილების გზით, კახეთის სამეფოს მაგალითზე,  საკუთარი ინტერესე- ბისათვის მიეცა გასაქანი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, აქტიურ, შორსმხედველ მეფესა და მმართველს, ახლა ხელს უშლიდა საკუთა- რი ძმა (როგორც უკვე ნაწილობრივ ვნახეთ, რენეგატობის გზის არ- ჩევით), რომელიც უშუალოდ გამოხატავდა მეორე ფაქტორის გავ- ლენის  შედეგს, საკუთარი წყენის ჩათვლით.

1 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 23.
2 ქართლის ცხოვრება, II, გვ. 367.
3 ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, 257.
4 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 23.
5 The Cambridge History of Iran, Volume 6, The Timurid and Safavid Periods, edited by Peter Jackson lecturer in History, University of Keele and the late Laurence Lokhart, 246.
 
    სიმონ მეფის უმცროსი ძმა, დავითი, ვერანაირად ვერ შეეგუა მა- მამისის – ლუარსაბის ანდერძს, რომლის ძალითაც ტახტი სიმონს ერგო. ჩანს, დავითი მარტო არ იყო თავის გეგმებში, „…აზნაურთა ერთ ჯგუფთან ერთად...“1 ის განუდგა სიმონს და მოწინააღმდეგეთა ბანაკში აქტიურად შეუდგა საკუთარი მიზნის განხორციელებას.  ამ- ასთან დაკავშირებით ტომაზო მინადოი წერს: „და აი, გამოვიდა ას- პარეზზე [დავითი], რომელსაც ახლდა ფათერაკების მაძიებელთა ხროვა, შფოთისა და აურზაურის მოსურნენი, მშვიდობიანი ცხოვრე- ბის მტრები. იგი ძმის, სიმონის კანონით კუთვნილი მიწების ყოველ- წლიური შემოსავლის მითვისებას შეუდგა, უსინდისოდ ისაკუთრებ- და ყველაფერს და ამ ნადავლის ხარჯზე თავისი ბინძური დამქაშე- ბის გულს იგებდა და ახალ-ახალ მომხრეებს პოულობდა. ძარცვა [დავითის] ჯარისკაცებისა და მიმდევრებისათვის უფრო კეთილშო- ბილი საქმე იყო და მისი არამზადა მეთაურები მთელ საქართველოს შიშის ზარს სცემდნენ“2. დავითის ამგვარი პორტრეტი არცერთ ქარ- თულ წყაროში არაა მოცემული. მინადოის ინფორმაციის სისწორე- ში კი ეჭვი არ შეგვაქვს, რადგან მაშინდელ ვითარებაში დავითის მიზნების განხორციელება სწორედ იმ ხერხებით იყო შესაძლებელი, რასაც ავტორი გვიხატავს.
    ამ ფონზე, ბუნებრივია, სეფიანთა კარისათვის სიმონ მეფის ალ- ტერნატივა ქართლის სამეფოს სივრცეში უკვე გამოჩნდა, მაგრამ, ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ინიციატივა დავით უფლისწული- საგან წამოვიდა. ამისათვის ყველაზე ხელსაყრელ დროდ ციხედიდ- ში სიმონ მეფის დამარცხება გამოდგებოდა, რადგან უკმაყოფილო- თა რიცხვი ნამდვილად დიდი იქნებოდა, ალბათ, მათგან არცთუ ისე ცოტა ირანთან მორჩილების მომხრე გახლდათ. ვფიქრობთ, ეს მო- მენტები ჰქონდა მხედველობაში ვახუშტის, როცა წერდა: „ხოლო იხ- ილა რა ძმამან მეფის სჳმონისამან დავით სპარსთაგან ძლევა ესე, წარვიდა სპარსეთად, ...იქმნა გამცემელ ქუეყანისა და მივიდა წინა- შე ყეენსა. ამას პატივ-სცა შასთამაზ და ჰყო მაჰმადიანად, უწოდა დაუთხან და ძედ თჳსად უჴმობდა... წარმოავლინა მეფედ ქართლი- სად...“3. სარწმუნოების შეცვლის გზით ტახტის მიღების ინიციატივას

1 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 23.
2 Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani,  55.
3 ქართლის ცხოვრება, IV, 407-408.
 
ისქანდერ მუნშიც დავითს მიაწერს1. შაჰთან ხლების, გამუსლიმები- სა და ძმასთან ქვეყნის მართვა-გამგებლობაში ჩაზიარების ინიცი- ატორად დავითი ჩანს ასევე ჰასან რუმლუს ზემოთ უკვე მოტანილი ცნობაში: „969 [1561-62] – ამ წელს რაბი ოს-სანი თვის 17-ს, დავით ბე- გი, ლუარსაბის შვილი, რამდენიმე აზნაურით საქართველოდან ყაზ- ვინს მოვიდა და მუსლიმანი გახდა. რჯულის საფარველმა შაჰმა მას თბილისის გამგებლობა მისცა“2. ამათგან განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ტომაზო მინადოი და სწორედ ამ მიზნით მას სრულად მოვიტანთ. ავტორი წერს: „სიმონს ძალიან ეშინოდა თავისი ძმის, რომელიც საოცრად ბოროტი იყო და ამიტომ არ დარჩა რა მოქმე- დების სხვა საშუალება, დახმარებისათვის მიმართა სპარსეთის შაჰს თამაზს, რომელსაც აცნობა საქმის ვითარება და დაცვა სთხოვა. თა- მაზმა დაუხანებლად დააკმაყოფილა სიმონის თხოვნა. მან 4 ათასი ცხენოსანი [რაზმი] გაგზავნა თბილისში თავისი ერთი სარდლის მე- თაურობით, რომელსაც უბრძანა, რომ თუ სარწმუნოებას არ შეიც- ვლიდა, დავითი დაეჭირა და სპარსეთში ცოცხალი წაეყვანა. თუკი [დავითი] მოისურვებდა სარწმუნოების შეცვლას, მაშინ ის აღიარებ- ული იქნებოდა თავისი ქვეყნის უფლებებში, როგორც კანონიერი ქვეშევრდომი და არა როგორც თავისუფალი მოხარკე. თუ დავითი ამას აირჩევდა, თავის სარდალს [შაჰმა] უბრძანა, მისულიყო სიმონ- თან, გადაეყენებინა [ტახტიდან], მაგრამ სარწმუნოების შეცვლა არ დაეძალებინა და მის ადგილზე დავითისთვის ჩაებარებინა ქვეყნის სადავეები. თუ სიმონიც მზად იქნებოდა დათმობაზე წასულიყო, მა- შინ შაჰის სარდალს სიმონი დაეტოვებინა თავისი სამფლობელოს უფლებებში,  ხოლო  დავითი  (როგორც  უკვე  ვამბობდით)  ყაზვინში წაეყვანა“3. ეს გადაწყვეტილება, მინადოის მიხედვით, ასე დასრულ- და: „სპარსეთის შაჰის სარდალი, – აგრძელებს მინადოი, – საქარ- თველოში წავიდა, იარაღის ჟღარუნის გარეშე დაუყოვნებლივ შე- იპყრო დავითი და მას თამაზის სახელით ულტიმატუმი წაუყენა, რა- ზეც ის დაუყოვნებლივ დათანხმდა, გამოიცვალა სარწმუნოება და წმინდა ნათლობა წინადაცვეთით შეიცვალა. ამას აკეთებდა რა უწყა- ლოდ, მან ნებაყოფლობით მიუძღვნა თავი ცრუ მუჰამედს და უარყო

1 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 23-24.
2 ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 37.
3 Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, 55-56.
 
[რისი დაწერაც გაოცებასა და შიშს იწვევს] სამყაროს მხსნელი. შემ- დეგ სპარსელი სარდალი მივიდა სიმონთან და უთხრა, რომ თამა- ზის განკარგულებით მოვიდა საქართველოში მისი მოთხოვნის და- საკმაყოფილებლად. მისი ძმა, რომელიც მტერად იყო მიჩნეული, დააპატიმრა, მაგრამ მან არ უნდა გაიფიქროს, რომ შაჰ-თამაზი მას მაინც აპატიებს და შეძლებს გააგრძელოს თავისი სამეფოს მართვა, თუკი არ  გამოიცვლის სარწმუნოებას და არ  გახდება მიმდევარი იმ- ავე წინასწარმეტყველისა და იმ კანონისა, რომელსაც შაჰი თამაზი ემსახურება და ემორჩილება. მან [სიმონმა,-ავტ] დაუყოვნებლივ უნ- და მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში მის ად- გილს მისი ძმა დავითი დაიკავებს, რომელიც  უკვე  დათანხმდა შა- ჰის წინადადებას. სიმონი მწარედ ტიროდა თავისი ძმის შეცდომის გამო და ვიდრე ოდესმე, უფრო მტკიცე და უცვლელი დარჩა ქრის- ტეს უწმინდესი სახელისადმი“1.
    ჯერჯერობით მინადოის ამ ინფორმაციის შემოწმება სხვა, ალ- ტერნატიული მასალით ვერ ხერხდება. ქართულ წყაროებში მსგავსი ცნობა დაცული არ არის. სპარსული წყაროებიც დუმილს ამჯობინე- ბენ. თუმცა მასში დაუჯერებელი არაფერი ჩანს. თუ ამ წყაროს ინ- ფორმაცია სინამდვილეს შეეფერება, მაშინ უნდა დავასკვნათ შემ- დეგი: შექმნილ ვითარებაში დავით უფლისწულის პროირანული გან- წყობის საფუძველზე შაჰ თამაზმა მშვიდობიანი გზით სცადა ორივე ძმა დაეყენებინა ალტერნატივის წინაშე. მათი ნებაყოფლობით გა- მუსლიმების შემთხვევაში უპირატესობა უნდა მინიჭებოდა ტახტის რეალურ მფლობელს, სიმონ მეფეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გა- მეფდებოდა დავითი. ჩვენი აზრით, ამ ინფორმაციაში მინადოისათ- ვის მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ევროპელ მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია სიმონ მეფეზე, როგორც ქრისტიანობისათ- ვის თავდადებულ მებრძოლზე. რადგან მის თხზულებაში სიმონი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, 1588 წლის ჩათვლით, არაერ- თხელ გამოჩნდება, როგორც ქრისტიანების საერთო მტრის, ოსმა- ლების წინააღმდეგ საარაკო მებრძოლი, ავტორი ამთავითვე შთააგ- ონებდა მკითხველს მის სახეს და დადებითად განაწყობდა მის მი- მართ. პირადად მინადოისათვის რჯულშეცვლილი დავითი მიუღებ- ელია, თუმცა შემდეგ, სიმონის შემთხვევაში, ის ამ დამოკიდებულე-

1 Giovanni Tommaso Minadoi da Rovigo. Historia della Guerra fra Turchi et Persiani  56-57.
 
ბას არ ავლენს, რადგან კარგად იცის, ამ უკანასკნელმა ეს თვით სა- ქართველოში ქრისტიანობის გადარჩენისათვის გააკეთა, რაზეც ქვე- მოთ იქნება საუბარი. და კიდევ, „მინადოი ოსმალებსა და სპარსე- ლებს შორის რელიგიურად დიდ სხვაობას ვერ ხედავდა“. მისთვის სეფიანები და ოსმალები „ერთსა და იმავე რელიგიას აღიარებდნენ, ხოლო განსხვავებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა“1.
მოკლედ რომ ვთქვათ, 1561 წელის 25 დეკემბერს2 დავითი შაჰ თამაზთან ყაზვინში ჩასვლიდან მოკლე ხანში3 „გათათრდა და უწ- ოდეს დაუთ-ხანი“4. გახარებულმა შაჰმა მას უბოძა „... სამეფო და მისს თავადებთა და აზნაურთა ცხენი, იარაღი, ხალათი და სახარჯო უბოძეს, ბატონყმიანათ რაც მიეცათ ცხრა ათასის თუმნისა ყოფილი- ყო. ქალაქი და სომხით საბარათიანოს მეფობაც მისცეს და რაყამში შვილობა ჩაუწერეს და მესტუმრე გაატანეს და დიდის მორჭმითა და პატივით გაისტუმრეს“5. რენეგატისათვის „შვილის“ წოდების ბოძება კი ნიშნავდა იმას, რომ დავითი შაჰის მოხელე გახდა „ხანის“ სახელ- წოდებით“6. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ლუარსაბ I-ისა და სიმონ I-ის პოლიტიკური ხაზი დამარცხდა. ამით „შაჰ თამაზმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საქართველოში; ქართლის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი მისი მოკავშირე, უფრო მეტიც, ხელქვეითი და მორჩილი იყო. ეს აქტი სეფიანთა მიერ ქვემო ქართლის სახანოდ გადაქცევის პირველი ცდა იყო, რაც მალე მარცხით დამთავრდა“7.
    შექმნილი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული პოლი- ტიკური ორიენტაციის  ორ ძმასა და მის მომხრეებს შორის მშვიდო- ბიანი ურთიერთობის ადგილს არ ტოვებდა. მათი გაერთიანება და საერთო ინტერესებისათვის ბრძოლა გამორიცხული ჩანდა. ასე და- იწყო ყიზილბაშებისაგან ზურგმომაგრებულმა დაუდ-ხანმა საკუთა- რი ძმის წინააღმდეგ ომი. მათი მტკიცე დახმარების გარეშე8, ჩანდა, მას თბილისის შენარჩუნება არ შეეძლო. მართალია, ქვეყნის პატრი-

1 Hafiz Abid Masood. From Cyrus to Abbas: Staging Persia in Early Modern England, 89.
2 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 107.
3 ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, 10.
4 ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, 367.
5 ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, 10.
6 ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 108.
7 იქვე.
8 ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 24.
 
ოტები სიმონ მეფეს ედგნენ მხარში, რენეგატს მოღალატეების გარ- და არავინ სცნობდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მიღწევა ჯერ- ჯერობით შორს ჩანდა. 1567-1568 წლებში სიმონ მეფემ ორჯერ – ჯერ დიღომთან, ხოლო შემდეგ სამადლოსთან დაამარცხა დაუდ-ხანი და მისი მომხრეები1, „…მაგრამ თბილისის განთავისუფლება მაინც ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაუდ-ხანს მეზობელი ყიზილბაშური სახა- ნოები ეხმარებოდნენ“2.
    წყაროების მიხედვით, სიმონ მეფის „...ურჩობისა და მის მიერ ის- ლამის საზღვრებზე თავსახმის... ამბები3 მოსვენებას უკარგავდა სე- ფიანთა შაჰს, რომელიც უკვე  „...თავის სასახლეში იყო ჩაკეტილი და მხოლოდ ქალებზე და ფულზე ზრუნავდა4“. მიუხედავად იმისა, რომ ომის ინტერესი გაუქრა5, გადაწყვიტა ბოლო მოეღო სიმონ მეფის ურჩობისათვის. ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს, რომ „...ყეენმა მო- უწერა განჯა-შამახიის ბეგლარბეგთან და წარმოუვლინნა ნიჭნი დიდ- ნი, რათა გამოიყვანონ შამხალი ლეკითა და ჩერქეზნი, ხოლო მათ მისცეს საგანძურნი იგი და გამოიყვანნეს იგინი და შეკრბნენ ესე ყო- ველნი და მოვიდნენ ხუნანს, ამისი მსმენელი სჳმონ მეფე დადგა შეკრებული  სპითა  აწუფისს  და  იგინი  მოვიდნენ  ფარცხისს“6.  სწო- რედ აქ, 1569 წელს გაიმართა დიდი ბრძოლა სიმონ მეფესა მოწინა- აღმდეგეებს შორის. ყიზილბაშთა ათჯერ მეტი7 ძალის წინაშე, მიუხ- ედავად სიმონ მეფის უმაგალითო ბრძოლისა, ქართველები დამარ- ცხდნენ. ეს ბრძოლა ქრისტიანობისათვის შეუპოვრად მებრძოლი მეფისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ის ხელჩართული ბრძოლის დროს მტერმა ხელთ იგდო და ტყვედქმნილი მეფე შაჰ თამაზის კარ- ზე გაგზავნეს. ასე დაიწყო მისი ირანში, ალამუთის ციხეში, ცხრაწ- ლიანი ტყვეობის, განვლილი ბრძოლების შეფასებისა და ახალი პო- ლიტიკურ მიმართულებაზე ფიქრის პერიოდი.

1. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, 367; ქართლის ცხოვრება, IV, 408; ნ. გელაშვილი. ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს.), 108-109.
2.  იქვე, 109.
3.   ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 24.
4.  A Narative of Italian Travels in Persia, in the fifteenth and sixteenth centuries, 215-225.
5.  იქვე, 220.
6.  ქართლის ცხოვრება, IV, 408.
7 .  საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, 118.

Комментариев нет:

Отправить комментарий