вторник, 7 марта 2017 г.

„ქართველთა ქვეყანა“

„ქართველთა ქვეყანა“ ისტორიულად სამი ძირითადიაღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისაგან შედგება. სამივე ეს მხარე ჩამოყალიბებული იყო მათივე წიაღში არსებულ უმთავრეს მდინარეთა აუზების გარშემო: აღმოსავლეთი საქართველოსათვის განმსაზღვრელი იყო მტკვრის აუზი, დასავლეთ საქართველოსათვისრიონისა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთისათვისჭოროხის. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ეპოქებში აღმოცენდა წარმართული იბერია, ქრისტიანული ქართლი და ქართლ-კახეთის სამეფო, დასავლეთ საქართველოშიკოლხეთი, ეგრისი/ლაზიკა, აფხაზეთისა და იმერეთის სამეფოები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზედაიაენი/დიაუხი, ტაო-კლარჯეთი და სამცხე-საათაბაგო.
დღეისთვის არსებული საქართველოს III რესპუბლიკა მდებარეობს ევრაზიაში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, კავკასიის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ჩრდ. განედის 410 და 07’ და 430 და 35’ და აღმ. გრძედის 400 და 05’ და 460 და 44’ შორის.
ტერიტორიული სიდიდით „ქართველთა ქვეყანას“ ევრაზიაში 69875 (ან 69420) კმ2-ით (აქედან მხოლოდ 57315კმ2- აკონტროლებს) 56 ადგილი უჭირავს, მოსახლეობით კი 3729500 კაცით (აფხაზეთისა და იუჟნაია ოსეტიას მოსახლეობის გამოკლებით) 64 ადგილი. საზღვრებია: ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედი და რუსეთის ფედერაცია, დასავლეთით შავი ზღვა, სამხრეთით თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი.
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა (დაბლობებს ქვეყნის მხოლოდ 13% უჭირავს) და წაგრძელებულია (სიგრძე 613 კმ. სიგანე 275 კმ). ტერიტორიის ნახევარზე მეტი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა მდებარეობს, 1/3 კი 200 -დან 1000 მეტრამდე. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დიდი კავკასიონის ქედს უჭირავს. იგი ერთიანი მასაა, არსად იკვეთება მდინარეებით და წარმოადგენს ამიერ და იმიერ კავკასიის მდინარეთა წყალგამყოფს. მხარეთა ურთიერთობისათვის ქედზე საკმაოდ ბევრი საუღელტეხილო გზა და ბილიკია, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ჯვრის ანუ ხევისყელის (2388 ), როკის, მამისონის (2838 ), ქლუხორის (2816 ) და სხვა.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილიმცირე კავკასიონის მთიანეთსუჭირავს, რომელიც დიდ კავკასიონს ლიხის ქედით (იგი საქართველოს ამავე დროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ჰყოფს) ებმის და საქართველოს ფარგლებში არსიანის, შავშეთ-ერუშეთის, აჭარა-იმერეთისა და თრიალეთ-ჯავახეთის ქედებითა და წალკისა და ჯავახეთის ზეგნებით შემოდის. ამ ორ მთიან მასას ლიხის ქედი აერთებს, რომელიც ამავე დროს საქართველოს ორ ნაწილად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდ ჰყოფს. კავკასიონის სვანეთის მონაკვეთში მდებარეობს.
ქვეყნის საზღვრების სიგრძე 1771 კმ-, მათ შორის სახმელეთო 1461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო 315 კმქვეყნის უმაღლესი მწვერვალი შხარა 5201 .
სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება მდ. ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავი კლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება შავშეთის ქედს და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.
დიდ და მცირე კავკასიონს შორის მოქცეულია ვაკეები: კოლხეთის დაბლობი, იმერეთის დაბლობი, იმერეთის მაღლობი, შიდა ქართლის ვაკე (მუხრანისა და ტირიფონის ველებით), ქვემო ქართლის ვაკე, ალაზნის ვაკე, ივრის უწყლო ზეგანი, შირაქისა და ელდარის დაბლობები.
ქვეყნის მრავალრიცხოვანი (26060) მდინარეები განაწილებულია ორ აუზს შორის: დას. საქართველოს მდინარეები: რიონი, ბზიფი, კოდორი, ენგური, ცხენისწყალი, ხობი, აბაშა, ჭოროხი შავ ზღვას უერთდება, ხოლო  აღმოსავლეთ საქართველოს მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები: ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი, ალაზანი, ფოცხოვი, ალგეთი, ფრონე, ხრამი კასპიის ზღვას. მათგან ყველაზე ყველაზე წყალუხვია რიონი. შემდეგ მოდიან ჭოროხი (438 კმ, აქედან საქართველოში 26 კმ), მტკვარი, კოდორი და ალაზანი. მტკვარი (1515 კმ) საქართველოს სამხრეთ კავკასიის უგრძესი მდინარეა. აქედან მისი სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 435 კმ-ია, აზერბაიჯანში 906 კმ, ხოლო თურქეთში 174 კმ. შემდეგი ადგილები უკავია ალაზანს 351 კმ, რიონსა (327 კმ) იორს (320 კმ).
საქართველოში მრავლადაა (800-მდე) ტბები, რომელთაგან სიდიდითა და მნიშვნელობით გამოირჩევა: ფარავანი (37,5კმ²), ხოზაფინი (26,3 კმ²), ტაბაწყური (14,2 კმ²), საღამო (4,8 კმ²), ჯანდარი (10,6 კმ²), პალიასტომი (18,2 კმ²), ბაზალეთი (1,22 კმ²), კუმისი, რიწა და სხვა.
საქართველო 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საპარლამენტო/საპრეზიდენტო რესპუბლიკაა სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით, პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
*       *       *
კავკასიასა და მის მოსაზღვრე წინა აზიის ტერიტორიაზე წინარე ქართველური ენის მატარებელი კოლექტივების ფორმირება ოთხი ათასწლეულის წინ მოხდა. შემდეგ წინარე ქართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობა ძირითადად ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ერთმანეთს გამოეთიშა და მივიღეთ სამი ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ერთეული: ქართები, ეგერ-ჭანები და სვანები. ქართების განსახლების არეალი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა. ეგერ-ჭანები და სვანები კი დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ბინადრობდნენ. მიჩნეულია, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ძირითადი ტერიტორიაც თავდაპირველად ეგერ-ჭანური ერთობით იყო დასახლებული, სადაც შემდეგ ეგერ-ჭანები ქართებთან ერთად თანაცხოვრობდნენ. როგორც ყველა ენობრივ-ეთნიკური კოლექტივის, ისე ქართველურად მეტყველი ქართების, ეგერ-ჭანების და სვანების განსახლების არეალი მუდმივი არ იყო. ის ცვლილებებს განიცდიდა, რაც ძირითადად ამ ქართველური ტომების ურთიერთში შერევა-შეღწევით იყო განპირობებული. ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი მდ. ხობისწყლის ხეობასა და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ. უფრო ვრცელი მონაკვეთი ეკავათ ეგერ-ჭანებს, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, არამედ აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის დასავლეთ ნაწილშიც კი მკვიდრობდნენ. მაგრამ ქართის ტომის თანდათანმა სამეურნეო-ეკონომიკურმა და კულტურულმა დაწინაურებამ, რაც თავის მხრივ ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოებით იყო განპირობებული, განსაზღვრა მასში როგორც ეგერ-ჭანების, ისე სვანების თანდათანობითი შესვლა.
არქეოლოგიური მასალით დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ ოთხი ათასი წლის წინ ქართველურ ტომებში საკმაოდ დაწინაურებული იყო მეურნეობის სხვადასხვა დარგი. ძვ.. II ათასწლეულში ქართველურ ტომთა მნიშვნელოვანი მაღალგანვითარებულობის მაჩვენებელია აღმოსავლეთ საქართველოში (თრიალეთის მხარეში) ნაპოვნი მაღალმხატვრულად დამუშავებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს განძი და აგრეთვე დიდი ხელოვნებით დამუშავებული კერამიკული ნაწარმი. ქართველურად მეტყველმა ტომებმა ქრისტეს დაბადებამდე ორი სახელმწიფოებრივი გაერთიანება კოლხეთის (ეგრისის) და იბერიის (ქართლის) სახელმწიფოები შექმნეს. ძვ.. VI -ში კოლხეთი მსხვილი სახელმწიფოებრივი ერთეული იყო, რომელიც მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებსაც მოიცავდა. კოლხეთის სახელმწიფოს შემქმნელები იყვნენ დასავლურ ქართული კულტურის მატარებელი ეგერ-ჭანური ტომები. რაც შეეხება იბერიას (ქართლს), ის აღმოსავლურ ქართულმა ტომებმა, იბერებმა (ქართებმა) შექმნეს ძვ.. IVIII სს. მიჯნაზე. იბერიის (ქართლის) სამეფოს შექმნიდან ცოტა ხანში აღმოსავლურ ქართულმა ტომებმა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც იწყეს გავრცელება. ფაქტია, რომ უკვე ამ პერიოდისათვის ქართები გავრცელებული არიან და მოსახლეობენ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ მხარეში შემდეგდროინდელი (ფეოდალური) პერიოდის წყაროებში არგვეთის სახელით რომაა ცნობილი. ამ დროს იბერები (ქართები) მკვიდრად მოსახლეობენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც. იბერიის (ქართლის) სამეფოს გასასვლელი შავ ზღვაზეც ჰქონდა და ქართის ტომის წარმომადგენელთა განსახლება ოდესღაც ეგერ-ჭანური ტომებით დასახლებულ შემდეგდროინდელ კლარჯეთსა და შავშეთში ამ დროს უნდა განხორციელებულიყო.
ისტორიულად ჩამოყალიბებული ქართველურად მეტყველი სამი კოლექტივის (ერთობის) წარმომადგენლები მუდმივად ერთმანეთთან კავშირში იყვნენ, მუდმივად ერთმანეთს ერეოდნენ და ისტორიულმა მოვლენებმა ისინი კვლავ ერთ ეთნიკურ ერთეულად (ეთნოსად) ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ ეგერ-ჭანებმა და სვანებმა დღემდე შეინარჩუნეს საკუთარი მეტყველება, რომლებსაც ქართული ეთნოსის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მხოლოდ საოჯახო, საშინაო ენების ფუნქცია ჰქონდათ. ისევე როგორც ყველა ეთნოსი, ქართული ეთნოსიც ეთნოგენეზის დღიდან მუდმივ განვითარებას განიცდიდა. ქართული ეთნოსი გადაურჩა მძიმე ისტორიულ განსაცდელს და თავი დღევანდლამდე მოიტანა. საკუთრივ ქართველური ერთეულების გარდა, ქართველი ხალხის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი არაქართულ ეთნოსებსაც, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ მცირე აზიური ეთნიკური ერთეულები, მაგალითად, ურარტელები. მუდმივად შემოედინებოდა ქართულ ეთნიკურ სამყაროში სხვადასხვა ჩრდილოეთ კავკასიური (დაღესტანური, ვაინახური, ადიღეური, ოსური) ეთნიკური ერთეულები, რაც ძირითადად მიგრაციის გზით ხორციელდებოდა. ქართულ ეთნოსში დადასტურებულია აგრეთვე ალბანური და სომხური ელემენტის ინფილტრაციაც. მეზობელ ეთნოსთა ქართულ ეთნოსში შემოდინება, ინფილტრაცია, მხოლოდ ცალმხრივი პროცესი არ ყოფილა. ქართველებიც თავის მხრივ სხვა ეთნოსებში შედიოდნენ, რაც მათ ასიმილაციას იწვევდა.
ეროვნება ისახება და ჩნდება სწორედ იმ ხანაში, როდესაც საგვარეულო წესს თავს აღწევს და როდესაც მყარდება და მკვიდრდება სახელმწიფო“ (ჯორჯაძე). ერის ჩამოყალიბების მიმანიშნებელია, როდესაც ეთნოსი სახელმწიფოებრიობის შექმნისაკენ ისწრაფვის. ამდენად, ჰქმნიან რა ქართველური ტომები უძველეს სახელმწიფოებს (კოლხეთი, იბერია), ცხადია, რომ ისინი მაღალი კლასის საფეხურის ეთნიკური ერთობები (ეთნოსები) არიან, რომლებსაც ტომობრიობის საფეხური უკვე განვლილი აქვთ და იწყება მათი ერებად ჩამოყალიბება, რადგან გააჩნიათ სახელმწიფოებრიობა, ერთ ტერიტორიულ ერთეულზე განსახლება და მჭიდრო თანაცხოვრება, საერთო სახელმწიფო ენა, საერთო რელიგია, საერთო ისტორიის მახსოვრობა და რწმენა საერთო წარმომავლობის შესახებ.
კოლხეთის სამეფოში თავმოყრამ ხელი შეუწყო დასავლურ-ქართული ტომების ერთმანეთთან ხელახლა დაახლოებას და ერთ ერად ჩამოყალიბებას. ანალოგიურად აღმოსავლური ქართული ტომების ერთმანეთთან შეკავშირებას ხელი იბერიის სამეფომ შეუწყო. რაც შეეხება დასავლეთ და აღმოსავლური ქართველური ხალხებს ერთ ერად ფორმირებას ეს პროცესი ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე დაიწყო, თუმცა დიდი ხნის მანძილზე ნელა მიმდინარეობდა. ამ გზაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა ახ.. VIVII საუკუნეები, როდესაც სახელმწიფოებრიობა დაკარგა როგორც კოლხეთის მემკვიდრე ეგრის-ლაზიკამ, ისე იბერიამ, რის შემდეგაც გადაშენების პირად დამდგარი ქართველური ხალხები ერთმანეთთან დაახლოების გზებს აქტიურად ეძებდნენ. დიდი იყო ემიგრაცია აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში, რაც ზემოთ აღნიშნულ პროცესს ხელს უწყობდა. VII -ში არაბებმა ბიზანტიისა და სპარსეთის დაჩოქების შემდეგ საქართველოში გაბატონებაც მოახერხეს, რის შემდეგაც მთელი საქართველო მათ ერთგულ ქართლის ერისმთავრებს დაუქვემდებარეს. ასე წარმოიქმნა VIII საუკუნეში ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომლის მეთაურიქართველთა და მეგრელთა უფალისწოდებას ატარებდა.
აღნიშნულმა სახელმწიფომ ცოტა ხანს გაძლო და რამდენიმე ქართველურ სახელმწიფოდ დაიშალა, თუმცა ერთიანობის საფუძვლები სწორედ მან ჩაყარა. მიუხედავად ამისა ერთიანი ქართული სამეფოს ჩამოყალიბებას კიდევ 250 წელი და სისხლიანი ურთიერთბრძოლები დასჭირდა.
ერთ სახელმწიფოში საუკუნეების მანძილზე ცხოვრების გამო ადვილად გაერთიანდა როგორც დასავლურ ქართული (ეგრისი, აფხაზეთი...) ისე აღმოსავლურ ქართული (კახეთი, ჰერეთი) მხარეები. ცალკე სახელმწიფოები ჩამოყალიბდა სამხრეთ საქართველოში. მართალია X საუკუნეში ისინი ბაგრატ III-ის მიერ როგორც მემკვიდრეობითი წესით ისე ხმლით ერთ სახელმწიფოში გაერთიანდნენ, თუმცა მისი სიკვდილისთანავე კახეთ-ჰერეთი ცალკე გავიდა და არც სამხრეთ საქართველოს დიდებულთა დიდი ნაწილი იყო ერთობის მომხრე.
ერთიანი ქართული ეთნოსის ჩამოყალიბების ბოლო ეტაპი დაიწყო XI საუკუნეში, როდესაც თურქ-სელჩუკებმა ქართველური ხალხები გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენეს, რამაც აიძულა ისინი ერთ მუშტად შეკრულიყვნენ და ერთ ერად შედუღაბებულიყვნენ.
XVXVI საუკუნეში საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ეს ეთნიკური ერთობის რღვევას არ ნიშნავდა და ტიპიური ფეოდალური პროცესი იყო, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა. გურიის, სამეგრელოს კახეთის და ასე შემდეგ ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას არ მოჰყოლია გურულების, კახელების და ასე შემდეგ ერების ჩამოყალიბება. საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელწიფოები არსებითად პატარა საქართველოები იყვნენ და მათი მმართველები საქართველოს გაერთიანებაზე და ერთიანი საქართველოს ტახტზე დაჯდომაზე ოცნებობდნენ.

სწორედ ამის გამო იყო, რომ ერთიანი სახელმწიფოს 450 წლის მანძილზე არქონის მიუხედავად, 1918 წელს, როდესაც ამის საშუალება ქართველ ერს მიეცა გამოცხადებულ იქნა ერთიანი საქართველოს ხელახლა შექმნა.




Комментариев нет:

Отправить комментарий