суббота, 17 декабря 2016 г.

ადამიანთა განვითარება და სახეობები

1. ადამიანთა განვითარება
ადამანის თანამედროვე სახეობა „გონიერი ადამიანი“ (ლათ. Homo sapiens) ითვლება პრიმატების სახეობის, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელად. მეცნიერების თვალსაზრისით პრიმატები (ადამიანების და მაიმუნების საერთო წინაპრები) დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. შემდეგ მოხდა დიდი გაყოფა, რამაც ერთმანეთისგან გაიმიჯნა – მხარე რომელიც განვითარდა და მხარე რომელიც ნაკლებად განვითარდა.
ადამიანის მსგავს მაიმუნთა (დრიოპითეკის, რამაპითეკის, ავსტრალოპითეკის) ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და ადამიანებად გადაქცევის პროცესში არსებითი როლი შეასრულა მიწაზე ცხოვრებამ, ორ ფეხზე ამართულმა სიარულმა, საკვებად ხორცეულის ფართო გამოყენებამ, მეტყველებისა და შრომის ჩასახვა-განვითარებამ. შრომა ალბათ დაიწყო ხელს მოყოლილი საგნების (ხის, კეტის, ქვისა და სხვ.) მოხმარებით, მათი პირველადი დამუშავებით. რაკი ამ არსებამ შეძლო „კაჟი დანად გადაექცია“, ამით იგი უკვე შეუდგა გამიზნულ შრომას. ამ მომენტიდან დაიდო საზღვარი ადამიანის მსგავს მაიმუნთა ჯოგსა და უძველეს ადამიანთა პრიმიტიულ საზოგადოებას შორის. ამ მარტივი საზოგადოების გაჩენიდან დღემდე გასულ დროს მეცნიერება 500000–2000000 წლით განსაზღვრავს.
2001 წელს საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთით, ჩადში მდებარე დიუბარის უდაბნოში არქეოლოგმა მიშელ ბრუნემ აღმოაჩინა პატარა თავის ქალის ფრაგმენტები, რომელსაც თუმაი დაარქვეს, რაც ადგილობრივ ენაზე „სიცოცხლის ხეს“ ნიშნავს. თუმაის სახე პრიმიტიულია, წინ წამოწეული ნაკვთებით, ტვინის მოცულობა დაახლ. 350 სმ3 – ანუ შიმპანზეს ზომის და თანამედროვე ადამიანზე 4-ჯერ პატარა.

შემდგომ 2002 წელს იმავე ადგილზე ფრანგულ-კანადურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 5 არსების ჩონჩხი იპოვა, რითაც დადგინდა, რომ თუმაი 7,6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და გორილას ან შიმპანზეს წინაპარი იყო, თუმცა მცირე ნიშნებით მაინც ენათესავებოდა ადამიანთა სახეობებს. თუმაის სახეობას საჰელანთროპი უწოდეს.
1974 წელს ეთიოპიაში, მდინარე ომოს ნაპირებთან, აფარის რეგიონში ფრანგულ-ამერიკულმა ექსპედიციამ დონალდ ჯოჰასონის მეთაურობით აღმოაჩინა ავსტრალოპითეკი (ლათ. სამხრეთელი მაიმუნი. ამ სახეობის I წევრი 1924 წ. სამხრეთ აფრიკაში, კალაჰარის უდაბნოში აღმოაჩინეს და იგი 4 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა) ქალის ჩონჩხი რომელსაც „ლუსი“ (მეორენაირად აფარნისი რეგიონ აფარის მიხედვით) დაარქვეს. მისი სიმაღლე 105 სმ-ია, ტვინის მოცულობა კი 400სმ3. იგი 3,2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და დაახლ 25-30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლუსი ადამიანისა და მაიმუნის ყველაზე ახლო დამაკავშირებელი რგოლია. ლუსი მაიმუნებისგან განსხვავებით წელში გამართული დადიოდა. ადამიანის მსგავსი ავსტრალოპითეკები მოგვიანებით მრავლად იპოვეს. სხვათაშორის იმავ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1967 წ. ნაპოვნი იქნა ავსტრალოპითეკი, რომელიც ადამიანს ლუსიზე ბევრად ნაკლებად ჰგავდა, თუმცა მის სადგომზე ნაპოვნი იქნა პირველი უხეშად დამუშავებული ქვის „იარაღები“.
1992 წელს იგივე აფარის რეგიონში ლუსის ერთერთმა აღმომჩენმა ტიმ უაიტმა იპოვა კიდევ უფრო ძველი ავსტრალოპითეკი, რომელსაც არდი (აფარულად მიწა, ფესვები) დაარქვა. იგი ადამიანისა და მაიმუნის ყველაზე ახლო დამაკავშირებელი რგოლი და ადამიანთა წინაპართაგან უძველესია და 4,4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მისი სიმაღლე 150 სმ-ია.
ავსტრალოპითეკის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინა მიშელ ბრუნემ ჩადიში, ბაჰრ-ელ-გაზალის ნაპირებზე და მას თავისი მეგობრის სახელი „აბელი“ დაარქვა. იგი 3,5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ამ და სხვა აღმოჩენებმა დაადასტურეს ავსტრალოპითეკის სახეობის ფართოდ გავრცელება.
საერთოდ ავსტრალოპითეკები არსებობდნენ 4,6–2,3 მილიონი წლის წინ, საშუალო სიმაღლე 120 სმ, ტვინის მაქს. მოცულობა 500სმ3, საშუალო წონა 30 კგ.
* * *
უშუალოდ ადამიანის პირველ სახეობად ითვლება ჩრდ. ტანზანიაში, 1960 წ. ოლდუვაის გამოქვაბულში აღმოჩენილი ჰომო ჰაბილისი (ანუ ხელმარჯვე ადამიანი), რომელიც 2,8–1,4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. იგი წელში გამართული დადიოდა, ლუსიზე ცოტა მაღალი იყო, ტვინი კი 650 გრამს იწონიდა (მოცულობა 600–700 სმ3 ანუ ავსტრალოპითეკზე ოდნავ დიდი), სიმაღლე 1,2–1,4 მ, წონა კი – 30–50 კგ. ჰაბილისს თავი ავსტრალოპითეკთან შედარებით დიდი და მომრგვალებული ჰქონდა, ხოლო კბილები პატარა. კიდურებისა და სხეულის აგებულებით საკმაოდ მიახლოებული იყო თანამედროვე ადამიანთან. სავარაუდოდ ჰომო ჰაბილისი იყო ერთ-ერთი პირველი არსება დედამიწაზე, რომელმაც იარაღების დამზადება ისწავლა (უხეშად ამუშავებდა კენჭებსა და კვარცს). საკვებად ძირითადად ვეგეტარიენელი იყო, თუმცა პერიოდულად ხორცსაც მიირთმევდა, ოღონდ ძირითადად ავსტრალოპითეკისას.
ჰომო ერგასტერი ანუ მუშა ადამიანი
დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ჰომო ჰაბილისის ახალი სახეობა ჰომო ერგასტერი წარმოიშვა. Homo Ergaster (ნიშნავს „მუშა“ ადამიანს) ან African Homo Erectus არის გადაშენებული ქრონოსახეობა Homo-ს გვარის, რომელიც ცხოვრობდა აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, ადრეული პრეისტოცენის დროს, რომელიც მიმდინარეობდა 1,9 და 1,4 მილიონი წლის წინ. ეს არის ერთ-ერთი პირველი ჰომინიდი, რომელიც მოიცავს ადამიანის ჯგუფების ნამდვილ წევრებს და სახეობებს შიმპანზეებისგან გაყოფის შემდეგ. მიიჩნევა, რომ ჰომო ერგასტერი არის წინაპარი ჰომო ერექტუსის, ან რაიმეს იზიარებს საერთო წინაპრისაგან.
ზოგიერთი პალეოანთროპოლოგი განიხილავს, რომ ჰომო ერგასტერი და ჰომო ერექტუსი არის მსგავსი სახეობა და სწორედ ამიტომ ჰქვია აფრიკული ჰომო ერექტუსი. სხვები მიიჩნევენ რომ, ჰომო ერგასტერი არის ჰომო ერექტუსის პირდაპირი წინაპარი, რომელიც შემდეგ პერიოდში აფრიკიდან გადავიდა ევრაზიაში და გადაიქცა განსხვავებულ სახეობად. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მაინც იზიარებს აზრს, იმის შესახებ, რომ ეს არის სპეციფიკური ეპითეტი და არ არსებობს განსხვავება ერგასტერსა და ერექტუსს შორის.
უკანასკნელი აღმოჩენები უკავშირდება დმანისს, საქართველოს. ვარაუდობენ, რომ თანამედრო ჯგუფის ადრეული ჰომო აფრიკაში, რომელიც ასევე მოიცავს ჰომო ერგასტერს, არის ერთი და იგივე სახეობა და უნდა ჩაითვალოს ერექტუსად.
ბინომური სახელი პირველად გამოიყენეს 1975 წელს გროვსმა და მაზაკმა, სპეციფიური ეპითეტი „ერგასტერი“, წარმოიშვა ძვეული ბერძნული „ἐργαστήρ“- „Workman” – „მუშა“, ქვის ტექნოლოგიის გამომხატველად. ეს სახელი შერჩეულ იქნა ჰომო ერგასტერის ძვლების ნარჩენებთან ერთად აღმოჩენილ იარაღებთნ ერთად, როგორებიცაა ხელის ცული, ყასაბის დიდი დანა. ჰომო ერგასტერმა პირველმა დაიწყო ამ იარაღების გამოყენება 1,6 მილიონი წლის წინ, სწორედ ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი უფრო მკაფიო წინაპრად ითვლება თანამედროვე ადამიანისა.
სამხრეთ აფრიკელმა პალეოანთოლოგმა ჯონ რობინსონმა 1949 წელს აღმოაჩინა ჰომინიდის ქვედა ყბის ახალი ნამარხები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელსაც მან „Telenthoropus Capensis“ დაარქვა. 1971 წელს Homo Ergaster რიჩარდ ლიკმა აღმოაჩინა. მან, გათხრების დროს, ახალი ჰომინიდის კარგად შემონახული ყბის ქვედა ნაწილი აღმოაჩინა. თავიდან, მას ეგონა, რომ ეს ყბა Homo Erectus-ს მიეკუთვნებოდა, თუმცა შემდეგ უფრო ყურადღებით შესწავლისას, ახალ ჰომინიდს სხვა სახელი დაარქვეს. ეს სახელი კი Homo Ergaster გახლავთ.
ეს სისტემური კატეგორია პირველად გამოიყენეს, ქვედა ყბის კლასიფიკაციისთვის, რომელიც იპოვეს ტბა რუდოლფთან ახლოს (ახლა ტბა Turkana), კენიაში, რომელიც აღმოაჩინა კოლინ გროვსმა და ვრატისლავ მაზაკმა 1975 წელს, რომელიც გახდა სახეობების ნიმუში, თითქმის მთლიანი ჩონჩხი ჰომო ერგასტერის, ან „ტურკანა ბიჭის“, აღმოაჩინეს 1984 წელს ტბა ტურკანასთან, კამოია კიმეუმ და ალან ვოკერმა. ის თარიღდეა 1,6 მილიონი წლით და არის ერთ-ერთი ყველაზე მთლიანი ადრეული აღმოჩენა, თავის ასაკთან შედარებით.
თუმცა, ამ ჰომინიდის ნაშთების ყველაზე სენსაციური აღმოჩენა კიდევ წინ იყო. 1984 წელს აფრიკაში აღმოაჩინეს ქვიშაში ძნელად აღქმადი თავის ქალას მცირე ნატეხი, რომელიც აშკარად ადამიანის ტიპის ქალას გავდა. თავდაპირველად ნარჩენებით შეკრიბეს ჰომინიდის სახე, ხოლო შემდეგ თანდათანობით აღმოაჩინეს მთელი ჩონჩხი. ეს იყო უძველესი 13-14 წლის ბიჭის ჩონჩხი. უძველესი ბიჭი 1.60 მეტრამდე გაიზარდა და თუ იგი არ დაიღუპებოდა უბედური შემთხვევის გამო, სავარაუდოდ, იგი 1, 80 მეტრამდე გაიზრდებოდა. ეს, რა თქმა უნდა სენსაცია იყო. მეცნიერები მიჩვეულნი იყვნენ, რომ უძველესი ადამიანების ჩონჩხები, როგორც წესი, მოკლე ზომის იყო, აქ კიდევ უძველესი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც 1,6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და თავისი ვიზუალური აღნაგობით და უფრო კონკრეტულად - თავისი სიმაღლით თანამედროვე ადამიანის ზომას გაუთანაბრდა. აგრეთვე, მისი სტრუქტურა არაფრით განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისგან. იგი თანამედროვე ადამიანისგან მხოლოდ შუბლით განსხვავდებოდა. ჰომინიდის შუბლი დაქანებული და დაბალი იყო და უფრო მაიმუნის შუბლს გავდა. „Turkana Boy-ს“ ცერვიკალურ, მალის ყელზე დაყრდნობით, რომელიც იყო უფრო წვრილი შემდგომში არსებულ ადამიანებთან შედარებით, ითვლებოდა რომ ჰომო ერგასტერს ჰქონდა შეზღუდული ფიზიკური უნარები, რომლითაც დაარეგულირებდა სუნთქვასა და ხმების გამოცემას. მოგვიანებით დმანისში აღმოჩენილი ნამარხებით, რომელიც თარიღდება „Turkana Boy-სზე“ 300000 წლით ადრე, ირკვევა რომ ადამიანის მალა ნორმალურად იყო განვითარებული. ასევე დადგენილია, რომ „Turkana Boy-ს“ აწუხებდა ზურგის სვეტის დაავადებები, რომელმაც გამოიწვია მალების დავიწროვება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული დმანისში აღმოჩენილი ნამარხების ჰომო ერგასტუსობა, ის მაინც უფრო ძველია ვიდრე „Turkana Boy“, რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი მონათესავეები იყვნენ.
ჰომო ერგასტერის სახეობას განეკუთვნება აკადემიკოს დ. ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდის პატარა ეგზემპლარი, პატარა ტვინით, ვიწრო წარბებით და დიდი ეშვებით. იგი ცხოვრობდა 1,7 მილიონი წლის წინათ. შესაძლებელია რომ მან პირველმა დატოვა აფრიკა და აღმოაჩინა ცეცხლი.
დმანისში აღმოჩენილი ჰომო ერგასტერის თავის ქალა არის საოცრად კარგად შემონახული. მეცნიერების თქმით ეს ქმნილება კარგად ჰგავს თანამედროვე ადამიანს, და ამასთანავე ტვინითაც გაცილებით მაღლა იდგა ვიდრე მაიმუნი. მეცნიერ კრის სტრინგერის თქმით: „ადრინდელი ადამიანები იყვნენ მსგავსი ჩვენი და თუ მოვძებნით, ვნახავთ გორილას ადამიანის მსგავსი ტვინის ზომით. ეს ადამიანი გამოიყურებოდა ისე, როგორც თანამედროვე ადამიანი“.
ქართველი აკადემიკოსის დავით ლორთქიფანიძის თქმით, არქეოლოგიური გათხრებით დმანისში ნაპოვნია თავის ქალა და შედარებით დიდი ზომის ორი ყბა. მისივე თქმით, დმანისთან ახლოს ცხოვრებდნენ ორი ჯიშის ადამიანი.
ჰომო ერგასტერის ნარჩენები აღმოჩენილია, ტანზანიაში, ეთიოპიაში, კენიაში, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აღმოჩენების მიხედვით ყველაზე სრულყოფილი ჩონჩხი ჰომო ერგასტერისა იყო კენიაში, 1984 წელს.
70-იანი წლების ბოლოს კენიაში, კუნძულ ტურკანას აღმოსავლეთ სანაპიროზე იპოვეს ქალის თავის ქალა. აღმოჩენა კი Homo ergaster-ის ტიპური ექზემპლარია. ეს აღმოჩენა თარიღდება დაახლოვებით 1.5 მლნ წლით. თავის ქალას აღწერა: შედარებით პატარა სიმაღლის სახე, ძალიან ფართო მსხლის ფორმის ხვრელი, პოსტორბიტალური კონსტრუქცია, დაბალი თავის ქალა, ძალიან მცირე მოცულობის ტვინი (848 სმ3), ძვლების მცირე სისქე. ყვრიმალის ძვლების სტრუქტურა კი თანამედროვე ადამიანის სტრუქტურად ემსგავსება.
ჩესოვანჯა - კიდევ ერთი ადგილი, სადაც აღმოაჩინეს Homo ergaster - ცნობილია ცეცხლის გამოყენების დათარიღებით (1.42 მლნ. წლის წინ). ამის ახლოს აღმოაჩინეს Olduvai-ს ტიპის იარაღები და თავის ქალას ფრაგმენტები. მეცნიერები ამ ნაშთებს უკავშირებენ Homo Ergaster-ს, ხოლო ძვლების ნაშთებსა კი Australopithecus robustus.
არქეოლოგიური მონაცემები, რომლებიც მიღებულნი იყვნენ საქართველოში, ადრეულ 90-იან წლებში, უპასუხეს სადავო კითხვას, თუ სად გავრცელდნენ Homo Ergaster -ები, დატოვეს აფრიკის ტერიტორია, თუ არა. დმანისში აღმოაჩინეს ქვედა ყბის ნაშთები, რომლების თარიღდებიან 1.8-1.7 მლნ წლით. ყბა კი პრიმიტიული სახის არის, მაგრამ კბილების მორფოლოგიური თვისებებით ჩანს, რომ უფრო განავითარდა. ევოლუციური დონის მიხედვით, აღმოჩენა შეიძლება მიეკუთვნებოდეს ადრეულ archanthropines. მეცნიერებმა, ბერნარდ ვუდმა და მარკ კოლარმა, განსაზღვრეს აღმოჩენა ტექნოლოგიური მდებარეობით, როგორც Homo Ergaster. ისინი ფიქრობენ, რომ დმანისის ჰომინიდი მიეკუთვნება ადრეულ არჰანტროპებს, რომლებმაც დატოვეს აფრიკა და გადავიდნენ აზიაში და შესაძლებელია ევროპაშიც.
ითვლება, რომ ჰომო ერგასტერი წარმოიშვა ჰომო ჰაბილისის მოდგმიდან დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ. ამის შემდეგ მალევე, ჰომო ერექტუსი გამოეყო ერგასტერს და ემიგრირდა აფრიკიდან. ან არსებობს მეორე ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც ერგასტერს ჩამოშორდა ჯგუფი, რომელიც ემიგრირდა აფრიკიდან, შემდეგ კი გადაიზარდა ჰომო ერექტუსში. სწორედ ეს ადრეული წინაპრები შეიძლება ყოფილიყვნენ დმანისში აღმოჩენილები, როგორც ჰომო ერექტუსი ქართულეული.
2013 წელს აღმოაჩინეს ფრაგმენტი ყბის ძვლის, ეთიოპიაში, როგორც ჩანს, ნამარხი არის შუალედი ავსტრალოპითეკსა და ჰომო ჰაბილისს შორის, რადგან ის თარიღდება 2.8 მილიონი წლით და ითვლება, რომ ეს არის ყველაზე ადრეული მტკიცებული ჰომოს გენის.
ჰომო ერგასტერი სტაბილურად რჩებოდა აფრიკაში დაახლოებით 500000 წელი, იქამდე სანამ გაუჩინარდებოდა დაახლოებით 1.4 მილიონი წლის წინ. არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, თუ რას შეიძლება გამოეწვია ამ სახეობის გადაშენება. მოგვიანებითი მტკიცებულება მსგავსი ჰომო ჰაიდელბერგენის აღმოჩნდა იმავე რეგიონში და შეიძლება მიუთითებდეს, იმაზე, რომ არსებობდა შუალედური სახეობა.
ჰომო ერგასტერი ნაკლებად განიცდიდა სექსუალურ დიმორფიას ავსტრალოპიტეკის წინაპრებისგან განსხვავებით. ის შესაძლოა, იყოს პირველი ჰომინიდი, რომელმაც ცეცხლის პრაქტიკული გამოყენება დაიწყო.
ჰომო ერგასტერი ითველება, ადრეული შედარებით მასიური აღმოსავლეთ აფრიკელი, უფრ ო ზუსტად, ტბა ტურკანის ტერიტორიიდან. იგი მიეკუთვნება ჰომინიდებს, რომლებიც არ ეკუთვნიან ავსტრალიელებს და გააჩნიათ არქანტროპების ნიშნების თითქმის სრული კონპლექსი.
ჰომო ერგასტერი გამოირჩეოდა ადრეულ ჰომინიდთაგან მორფოლოგიის არსებობის ცვლილებით. მათ შორის იყო ჩონჩხის პროპორციები: დიდი სიმაღლე, გრძელი ფეხები და შედარებით პატარა, განივი ზომები.
მათ აითვისეს ახალი ეკოლოგიური არე, ღია, მეორადი სავანები. სწორედ ამ, ღია სივრცეში ცხოვრებაზე საბოლოო გადასვლამ გამოიწვია მათი გავრცელება აფრიკის კონტინენტის გარეთ.
ჰომო ერგასტერები აფრიკის გარეთ გავრცელებული პირველი ჰომინიდები იყვნენ, ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენაა საქართველოში, კერძოდ დმანისში, 1,8 მილიონი წლის წინათ.
დამწვარი ცხოველთა ძვლების, სასარგებლო წიაღისეული საბადოების და ბანაკში მათი კვალის აღმოჩენა საშუალებას იძლევა, რომ სწორედ ეს სახეობა იყო პირველი რომელმაც პირველად გამოყენა ცეცხლი. ცეცხლის გამოყენების უძველესი შემთხვევბი ცნობილია მხოლოდ 1,6-1,7 მილიონი წლის წინ, სადგომებზე აღმოჩენილი ნაკვალევის მიხედვით.
ჰომო ერგასტერი იყო პირველი ჩვენი წინაპრებიდან, რომელიც გამოიყურებოდა თანამედროვე ადამიანის მსგავსად. ეს ადამიანები ძირითადად იყვნენ მაღლები და სუსტები, ასევე შესაძლებელია შედარებით უთმოები, ყველა არ ეთანხმება ამ სახეობის სახელს, ზოგს კი ურჩევნია ამას უწოდოს აფრიკული ჰომო ერექტუსი.
კარგად შენახული აღმოჩენების საშუალებით ჰომო ერგასტერების აგებულება კარგადაა შესწავლილი, მათ შორის ცნობილი ჩონჩხი, ბიჭი ტურკანიდან. ამ სახეობის სიმაღლე, კოჭმაღალი ტანი, პროექტირებული ცხვირი და გარკვეულწილად გაფართოებული ტვინი იყო თავიდან ბოლომდე ევოლუციური გზა წამყვანი თანამედროვე ადამიანებისკენ, მაგრამ აქ უკვე გაჩნდა სხვადასხვა შუალედური მახასიათებლები.
აღიარებულია და არც არის გასაკვირი, რომ სხეული არის მაღალი და სუსტი, გრძელი ფეხებით, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო ადაპტირებული, მაქსიმალურად გაგრილებული, სხეულის ცხელ და მშრალ გარემოში. თუმცა, მენჯი აღმოჩენილი 2000 წელს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალები იყვნენ უკიდურესად ფართო ბარძაყიანები და მოკლე. ქალებში სიმაღლემ დაახლოებით მიაღწია 160 სანტიმეტრს, ხოლო მამაკაცებში დაახლოებით 180 სანტიმეტრს. სხეული შესაძლებელია ყოფილიყო შედარებით უთმო.
რაც შეეხება ნეკნს, ის იყო მსგავსი თანამედროვე ადამიანის, და იყო უფრო ცილინდრის ფორმის, ვიდრე კონუსური ფორმის, როგორც ადრეული სახეობა. ეს მომხდარი ცვლილებები შეეხებოდა მხრების, გულმკერდისა და წელის ნაწილს. თანდათან გაუმჯობესდა ეს ახალი სხეულის ფორმა აუმჯობესებდა ბალანსს და შესაძლებელი გახდა.
რაც შეეხება თავის ტვინს, იგი შედარებით პატარაა, მისი ზომა საშუალოდ დაახლოებით 860 სმ3 იყო ზოგიერთისა 700 სმ3 (დმანისის აღმოჩენა) და შეადგენდა მათი სხეულის წონის 1.6 %-ს.
Homo Ergaster-ის ტვინის მოცულობა გაიზარდა Homo Habilis-თან შედარებით და უკვე 900 სმ3 მიაღწია. Homo Ergaster-ს არა მხოლოდ ტვინის მოცულობა გაეზარდა, არამედ ტვინის ნაწილებიც, რომლებიც პასუხს აგებენ აბსტრაქტულ აზროვნებაზე, კერძოდ გაიზარდა შუბლის წილის ზომა. ამასთანავე, შუბლის წილის ზომის გაზრდასთან ერთად გაიზარდა ტვინის თხემის ნაწილშიც, რომელიც ცნობილია როგორც Broca. Broca გავლენას ახდენს მეტყველებაზე. იგი Homo Ergaster-ში უფრო განვითრებული იყო, ვიდრე Homo Habilis-ში და ალბათ Homo Ergaster უკვე ჰქონდა მეტყველების წამოწყება. ხოლო ეს მეტყველება თავის საწყის მდგომარეობაში იყო.
ერგასტერის თავის ქალა ის განვითარდა როგორც ადამიანის მსგავსი ფორმით, მათ შორის უმაღლესი, უფრო გუმბათოვანი თავის ქალა ან ტვინის ქალა. განსხვავებით თანამედროვე ადამიანისგან, თავის ქალას ჰქონდა თანამედროვე პოსტ-ორბიტალური კონსტრუქცია. ეს ფუნქცია დაკავშირებული იყო ტვინის ზომასთან, როგორც ჩვენი წინაპრების ტვინი გაფართოვდა, მათი თავის ქალა გახდა უფრო სრული და მეტად დამრგვალებული და შემცირებული პოსტ-ორბიტალური კონსტრუქციით.
ჰომო ერგასტერის თავის ქალა დაბალი და მასიურია, თაღის ძვლები სქელია, შუბლის ძვალი უკანაა გაწეული, ოდნავ გაღუნულია, წარბის რკალები ძლიერია და წინ მკვეთრად გამოწეული. ასევე თვალებშიგა შეიწროება მკვეთრადაა გამოხატული. კეფის ძვალი ძლიერ ჩაღუნულია და ამასთანავე მისი ქედი ძლიერად მომრგვალებულია.
სახე დაპროექტებული იყო გარეგანად, მაგრამ პატარა, მცირე ხარისხით ვიდრე ადრეული წინაპრები მკაფიო, ორმაგი თაღოვანი წარბის ქედს ქმნის ზემოთ თვალები და შედარებით მკაფიო ჭრილი, რომელიც განთავსებული იყო წარბის ქედსა და შუბლს შორის.
ცხვირი კი იყო ჩვეულებრივ ადამიანის მსგავსი, თავდაპირველად. ახლა კი ის დაპროექტებული გარეთ, ხოლო ადრეულ სახეობებს ჰქონდათ ცხვირის ბინები.
Homo Ergaster-ის შუბლი, Homo Habilis-ის განსხვავებით, უფრო „ჭკვიანად“ გამოიყურება. დამახასიათებელია სქელი წარბების ქედები. ისინი იცავდნენ Homo Ergaster-ის ტვინს დაზიანებისგან. დიდი კისერის კუნთები იჭერენ მოკლე მასიურ კისერს.
ერგასტერის ყბა იყო მოკლე და უფრო მსუბუქი, შედარებით ადრეულ სახეობებთან, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მივიღეთ მოკლე სახე. რაც შეეხება მოწყობას კბილების ფარგლებში, ყბა იყო შუალედური მაიმუნებისა და თანამედროვე ადამიანების იმ მხარეში სადაც უფრო შორს იყო კბილები ყბის უკან და პირიქით ყბის წინ ეშვებს ჰქონდა თანამედროვე ფორმა, რომ ყოფილიყო მოკლე და პირდაპირი, როგორიც თანამედროვე ადამიანი. ფუძის კბილის წინ მყოფი და მოლური კბილი იყო ძალიან პატარა, მსგავსად თანამედროვე ადამიანისა.
სახის განყოფილება დიდია, მაღალია და ახასიათებს წინ გამოწეული მასიური ზედა ყბა. ხოლო ქვედა ყბა, მძიმე და მსხვილია. მთლიანობაში სახე გაჭიმულია და ჰორიზონტალურად ბრტყელი. კბილები სიდიდით არ ჩამოუვარდებიან ადრეულ ჰომო არსებებს. ამავდროულად იკვეთება წინა კბილების შედარებით გადიდებისა და უკანა კბილების დაპატარავების დენდენცია.
მამაკაცის მენჯს ჰქონდა თანამედროვე ადამიანის მსგავსი ფორმა და შედარებით ვიწრო სხვა სახეობეთან შედარებით, როგორიც არის Australopithecus afarensis. ამან ალბათ საშუალება მისცა უფრო ეფექტური ყოფილიყო მოძრაობა ორი ფეხით. რაც შეეხება ქალის მენჯს, ის მიუთითებს, რომ ქალებს საკმაოდ ფართო, განიერი მენჯი, ბარძაყი ჰქონდათ. სხეული იყო ვერტიკალურად განლაგებული ზემოთ მენჯზე.
ხერხემლის კისრის ნაწილში ხერხემალი აჩვენებს, რომ ზურგი ჰქონდათ თხელი, ვიდრე თანამედროვე ადამიანს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახეობას შესაძლოა შეზღუდული ჰქონდა გამოსვლა შესაძლებლობების არარსებობის გამო, ნერვები კი საჭირო იყო კომპლექსური კონტროლისთვის სუნთქვის ან საუბრისას.
ადრეული სახეობებისგან განსხვავებით, ერგასტუსის ფეხები უფრო გრძელია ვიდრე მკლავები, რაც შეეხება კიდურების პროპორციებს ძალიან მსგავსია თანამედროვე ადამიანთან. ხეზე ცოცვის ადაპტაცია ადრეული სახეობებისთვის დაიკარგა. ორი ფეხით სიარულის უნარი არის სხვადასხვა კიდურების თვისებები, ისევე როგორც ცვლილებები გულმკერდის, წელის და მხრის ნაწილში, რამაც გამოიწვია სხეულის ყოფნა ბალანსირებულ მდგომარეობაში.
ყველაფრის გათვალისწინებით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერგასტერის ჩონჩხი მთლიანობაში ახლოსაა თანამედროვე ადამიანის ჩონჩხთან.
ჰომო ერგასტერი გამოიყენებდა უფორ მრავალფეროვან და დახვეწილ ქვის იარაღებს. ვიდრე მისი წინამორბედი ჰომო ჰაბილისი. ჰომო ერგასტერმა დახვეწა მემკვიდრეობითი „Oldowan“ ტექნოლოგია, ამის შემდეგ განვითარდა პირველი აშელის კულტუის ცული. აშელის კულტურის იარაგების გამოყენება დაიწყო 1.6 მილიონი წლის წინ, ხოლო ჰომო ერექტუსმა ამ ტექნოლოგიის გამოყენება 200000 წლით ადრე დაიწყო.
Homo Ergaster-ის ტიპის ჰომინიდები გამოიყენებდნენ სხვადასხვა ტიპის იარაღებს და გამოცდილი ნადირები იყვნენ. ისინი ნიჭიერები იყვნენ სირბილში, სწრაფად ავითრებდნენ სიჩქარეს, რომლიც საშუალებას აძლევთა მათ კონკურენცია გაეწია თანამედრივე სპორტსმენებს. მათი ძვლების შესწავლით ჩვენ ვიგებთ ამ ინფორმაციას. Homo Ergaster ვითარდებოდა საშინელ გვალვის დროს, რის გამოც ხმებოდა ტროპიკული ტყეები და ყალიბდებოდნენ დიდი უდაბნოები. ამ ტიპის ჰომინიდები მარტივად ეგუებოდნენ სიცხეს. მათ ჰქონდათ უთმო და გლუვი კანი. ზუსტად ეს ეხმარებოდა მათ ოფლიანობაში. Homo Ergaster ნადირობდა შუა დღეს, როდესაც ცხოველები ისვენებდნენ. ისინი ძირითადად ღია ადგილას და ეს საშუალებას აძლევდა მათ საკვების მოპოვებას კონკურენციის გარეშე. ამ მხრივ Homo Ergaster ძალიან გვგავდა ჩვენ - თანამედროვე ადამიანებს მათი საერთო ფორმების თვალსაზრისით.
Homo Ergaster-ის იარაღები უფრო რთულებია, ვიდრე Homo Habilis-ის იარაღები. მიუხედავად იმისა, რომ იარაღებს ქვისგან ამზადებდნენ, ძირითადად ფლინტი, Homo Ergaster-ის იარაღები ორმხრიდან იყვნენ აღჭურვილნი.
ჰომო ერგასტერის ცხოვრებისეული ციკლი არ ჰგავს თანამედროვე ადამიანისას. ისინი სწრაფად ვითარდებოდნენ და ადრე მწიფდებოდნენ. 12 წლისთვის მთლიანად ფორმირდებოდნენ. ამავდროულად ჰომო ერგასტერს არ გააჩნია გამოხატული სიმაღლის მკვერი მატება, განსხვავებით თანამედროვე მოზარდების მომწიფების პერიოდისა.
ჰომო ერგასტერები წარმოადგენენ უძველესი კულტურის შემქმენელებს.





ქართველი ადამიანი (ლათ. Homo georgicus) – ადამიანის სახეობა, გარდამავალი ფორმა მარჯვე ადამიანსა (Homo habilis) და გამართულ ადამიანს (Homo erectus) შორის. ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა, აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში, დმანისში. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია. მისი ტვინის მოცულობა (600–680 სმ³) ორჯერ ჩამოუვარდებოდა თანამედროვე ადამიანისას. მისი სიმაღლე იყო 145–166 სმ, წონა – 40–50 კგ.
დმანისელ ადამიანებს ჰქონდათ თანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელი გრძელი ფეხები (განსხვავებით ავსტრალოპითეკისგან), რისი საშუალებითაც კარგად დარბოდნენ და შეეძლოთ ფეხით დიდი მანძილის დაფარვა. სამაგიეროდ მისი ხელები ავსტრალოპითეკის მსგავსია და საერთოდ ენცეფალიზაციის კოეფიციენტით დმანისელი ადამიანი უფრო ახლოს დგას ჰომო ჰაბილისთან ვიდრე ჰომო ერექტუსთან, თუმცა კი იცოდნენ ნადირობა დიდი ზომის ცხოველებზე.
შემდეგი სახეობა იყო ჰომო ერექტუსი (ანუ წელში გამართული ადამიანი), რომელიც 1,7 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა აღმ. აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთის გავლით ფართოდ გავრცელდა ევრაზიაში ჩინეთამდე (იუანმოუსენელი ადამიანი). ჰომო ერექტუსები შრომის იარაღებთან ერთად ცეცხლსაც იყენებდნენ. მათი ყველაზე ძველი ნაშთები ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგთან იქნა ნაპოვნი.
აფრიკასა და ევრაზიაში ერექტუსების არაერთი სახეობა ჩამოყალიბდა, რომელთა დიდი ნაწილი 400000 წლის წინ ამოწყდა და მათი ადგილი ჰომო საპიენსებმა დაიკავა, თუმცა უკიდურეს მხარეებში (მაგ. ინდონეზიაში) ერექტუსთა ერთი სახეობა პითეკანტროპები ამოწყდნენ 27000 წლის წინ.
ამრიგად ერექტუსების საშუალო სიმაღლე იყო 1,5–1,8 მ. ტვინის მოცულობა 900–1200 სმ³, სიმაღლე 1,5 მ, წონა 60 კგ. ისინი აქტიურად ამზადებდნენ ქვის იარაღებს, იყენებდნენ ცხოველის ტყავს სამოსად, ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, იყენებდნენ ცეცხლს და შიგდაშიგ მისდევდნენ კანიბალიზმს.
ახლა მიმოვიხილოთ ერექტუსთა ძირითადი სახეობები:
პითეკანთროპი (ამართულად მოსიარულე ადამიანი-მაიმუნი) ანუ „იაველი ადამიანი“ ჩამოყალიბდა დაახლ 1 მლნ.–700000 წლების წინ ინტერვალში და წარმოადგენდა გარდამავალ ეტაპს ავსტრალოპითეკიდან ნეანდერტალელამდე.
პითეკანთროპი იყო 1,5 მეტრზე ცოტა მაღალი, გამართულად მოსიარულე და თავის ქალის ძველი წყობით (სქელი კედლები, დაბალი შუბლის ძვალი, ამობურცული შუბლის ქედები, ვიწრო ნიკაპი).
იაველი ადამიანები ხმარობდნენ პირველად უაღრესად პრიმიტიულად დამუშავებულ იარაღებს და მეტად სუსტნი იყვნენ ბუნებასთან ბრძოლაში.
იაველი ადამიანის ნაშთები ინდონეზიის კ. იავაზე, სოფელ ტრინილში, მდ. სოლოს ნაპირებთან 1891 წელს იპოვა ნიდერლანდელმა ექიმმა ეჟენ დიუბუამ. თანამედროვე მკვლევართა აზრით იავანელები ერექტუსთა განცალკევებულ შტოს წარმოადგენდნენ, ინდონეზიას არასოდეს გასცილებიან, თანამედროვე ადამინის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და ამოწყდნენ დაახლოებით 24000 წლის წინ.
იაველთა უახლოესი ნათესავი იყო ფლორესელი ადამიანი. იგი ინდონეზიის კ. ფლორესზე ცხოვრობდა 12000–95000 წლების წინ და ამოწყდნენ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. მათი პირველი ნაშთები იპოვეს ლიანგ-ბუას გამოქვაბულში 2003 წელს.
ფლორესელის სიმაღლე 109 სმ. იყო, ტვინის მოცულობა 400–420 სმ³, სხეულის წონა დაახლ. 25–35 კგ, თუმცა ამის მიუხედავად კარგად ამუშავებდა ქვას.
ჰაიდელბერგელი ადამიანი ცხოვრობდა ევროპაში 800–345 ათასი წლების წინ ინტერვალში და წარმოადგენს ნეანდერტალელის პირდაპირ წინაპარს. ჰაიდელბერგელი ადამიანის ქვედა ყბა 1907 წელს აღმოაჩინა გერმანელმა ანთროპოლოგმა ოტტო შეტენზაკმა გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის მახლობლად, სოფელ მაურის ქვიშის კარიერში. ქვედა ყბის მთელი რიგი ნიშნებით ჰაიდელბერგელი ადამიანი უახლოვდება ანთროპომორფულ მაიმუნებს და განსხვავდება თანამედროვე ადამიანისაგან ქვედა ყბის ქვედა ფართო და შემრგვალებული კიდით. ქვედა ყბის სხეული, ისევე როგორც აღმავალი ტოტი, ძალიან სქელი, მასიური და ფართოა. პროფილი დაქანებულია, ნიკაპის ბორცვი არა აქვს. ამავე დროს ჰაიდელბერგელი ადამიანის ქვედა ყბის კბილები თითქმის არ განსხვავდება თანამედროვე ადამიანის კბილებისაგან, რაც ადასტურებს ჰაიდელბერგელი ადამიანის მორფოლოგიურ სიახლოვეს თანამედროვე ტიპის ადამიანებთან.
ჰაიდელბერგელს ჰქონდათ უფრო დამუშავებული ქვის იარაღები, ხის მშვილდებით ნადირობდნენ სპილოებზეც კი, თუმცა არ გამოიყენებდნენ ცეცხლს. სამხრ. იტალიაში აღმ. ჰაიდელბერგელის ტიპის ნაშთების გამოკვლევამ გვიჩვენა რომ მისი სიმაღლე 1,5 მ-ს არ აღემატებოდა.
ქ. ნიცაში ბორონის მთაზე ტელა-ამარას არქეოლოგიურ ძეგლში არის 380–400000 წლით დათარიღებული ქოხი და ცეცხლის გამოყენების ნაშთები. უმრავლესობა მას ნეანდერტალელთა საცხოვრისად მიიჩნევს, თუმცა პალეონტოლოგი ანრი დე ლიუმპე დარწმუნებულია, რომ ეს ჰაიდელბერგელი ადამიანების შემოქმედებაა და ამდენად მათ სახლების აგებაც იცოდნენ და ცეცხლსაც იყენებენო.
სინანთროპი (ლათ. Sinanthropus pekinensis – „პეკინელი ადამიანი“) – ადამიანის სახეობა, ახლოს დგას პითეკანთროპთან, მაგრამ უფრო ახალგაზრდაა და უფრო თანამედროვე. აღმოაჩინა ჩინელმა ანთროპოლოგმა პეი ვენ ჯუნმა. 1927 წ. ჩინეთში, პეკინთან ახლოს საიდანაც მიიღო სახელწოდება. ცხოვრობდა დაახლ. 600–400 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდში. მისი ტვინის მოცულობაა 950–1150 სმ³. ტვინის მარცხენა ნაწილი, სადაც მდებარეობს მარჯვენა მხარის მამოძრავებელი სისტემა, რამდენადმე დიდია ტვინის მარჯვენა ნაწილთან შედარებით. შესაბამისად, სინანთროპის მარჯვენა მკლავი იყო უფრო განვითარებული, ვიდრე მარცხენა. სიმაღლე – 1,55–1,6 მ. გარდა მცენარეული საკვებისა, ჭამდა ხორცსაც. სავარაუდოდ ხმარობდა ცეცხლს, იმოსებოდა ცხოველის ტყავით. თანამედროვე მკვლევარების აზრით სინანთროპები კანიბალები იყვნენ და თავისივე სახეობის წარმომადგენლებს ჭამდნენ.
ატლანტროპი (ატლასელი ადამიანი. ატლასის მთები ჩრდ აფრიკაში) ცხოვრობდა დაახლ. 700000 წლის წინ. აღმოაჩინეს ალჟირში, ქ. ორანის რაიონში 1954 წ. აღნაგობით გავს პითეკანთროპს. ხმარობდა ადრე პალეოლითის ქვის იარაღებს.
ადამიანთა ბოლოს წინა და გავრცელებულ სახეობას შეადგენდა ნეანდერტალელი ადამიანი (ნეანდერტალ – ხეობა დას. გერმანიაში, დიუსელდორფთან ახლოს სადაც აღმოაჩინეს 1856 წ.), რომელიც 350000–24000 წლების წინ ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა ევროპასა და წინა აზიაში. ისინი სავარაუდოდ პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც თანატომელებს მარხავდნენ და ჰქონდათ მწყობრი მეტყველება. ნეანდერტალელი სიმაღლით 160–165 სმ-მდე, წონა 70 კგ, ჯმუხი, შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურებით, წინ წაწეული თავ-კისერით. თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 1400–1700 სმ3. შუბლი დაქანებული ჰქონდა, წარბზედა ლილვი მკვეთრად გამოხატული, ნიკაპის ბორცვი არ იყო გამოკვეთილი, ხერხემალი – თანამედროვე ადამიანებისათვის დამახასიათებელი ნადრეკების გარეშე, ტერფი შედარებით ბრტყელი. ნეანდერტალელს ჰქონდა უცნაურად დიდი თავი და ცხვირი, მოკლე კისერი და ხელები. არის ვერსია, რომ ისინი იყვნენ წითური ან ქერები. ნეანდერტალელთა ცხოვრების საშუალო წელი იყო 22,9.
ნეანდერტალები გავრცელებულნი იყვნენ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და როგორც ვარაუდობენ მათი დიდი ნაწილი გადაშენდა 35-39000 წლის წინ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. ეს სუპერვულკანი მდებარეობს სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის დასავლეთით. ამ მდებარე ფლეგრეის მინდვრებზე არსებული 12 კმ სიგანის ქვაბისებრი ვულკანურ ფორმაცია  ზღვის სანაპიროსთან ვრცელ სუპერვულკანს წარმოქმნის,  რომელიც 26 კრატერსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეშ არსებულ ვრცელ ვულკანურ ნაგებობებს მოიცავს.
      ნეანდერტალელთა გადარჩენილი ნაწილი ან შეერწყა ჰომოსაპიენს-კრომანიონელებს, ანდა უბრალოდ თვით გაქრა.


ადამიანთა უფრო განვითარებულ სახეობას წარმოადგენდა ჰომო საპიენსი (გონიერი ადამიანი), რომელიც აფრიკაში 200000 წლის წინ გაჩნდა. ჰომო საპიენსები ჯგუფებად ცხოვრობდნენ და დიდ ცხოველებზე – მაგ. ირემსა და მამონტზე ნადირობდნენ. მეტყველება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული, ამიტომ ურთიერთობისთვის ნახატებსა და სიმბოლოებს იყენებდნენ.
ჰომოსაპიენსის ბოლო (ანუ დღევანდელ) თაობას წამოადგენს კრომანიონელი ადამიანები, რომლის პირველი წარმომადგენლები ჩამოყალიბდნენ დაახლ. 150000 წლის წინ. კრომანიონელის ნაშთები პირველად იპოვა ფრანგმა პალეონტოლოგმა ლუი ლარტემ 1868 წელს კრო-მანიონის გამოქვაბულში (ქ. ეზი დე ტაიაკ სიროი, საფრანგეთი). კრომანიონელის სპეციფიკური თავისებურებებია: დოლიქოკრანიული ქალა 1.500 სმ3, ფართო სახე, მკვეთრად გამოხატული წარბზედა რკალები, კუთხოვანი და დაბალი თვალბუდეები, ვიწრო და წინ წაზიდული ცხვირი, ძალზე დიდი ტევადობის ტვინის ქალა, სიმაღლე 180 სმ, წონა 70 კგ. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით კრომანიონელი განეკუთვნება ადამიანთა თანამედროვე სახეობას. საქართველოში კრომანიონელი ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები ნაპოვნია საკაჟიაში.
კრომანიონელები 40–30 ათასი წლის წინ განსახლებულნი იყვნენ მთელს აფრიკასა და ევრაზიაში და თანაარსებობდნენ ნეანდერტალელთა უკანასკნელ სახეობებთან ერთად. ამდენად გადაშენების წინ ნეანდერტალელთა ერთი ნაწილი შეჯვარდა კრომანიონელთან და წარმოიქმნა კიდევ ერთი სახეობა, რომელიც დღემდე სახლობს დედამიწაზე.
ცხოვრების განვითარებით კრომანიონელები რამდენჯერმე უფრო წინ იყვნენ ვიდრე პითეკანთროპები და ნენადერტალელები ერთად აღებულნი. ეს გამოიხატებოდა სიმბოლოებით ურთიერთობაში, დამზადებულ იარაღებში, საცხოვრებელ პირობებთან სწრაფ შეგუებაში და საზოგადოებრივი გაერთიანებების ახალ ფორმებში.
ეს ადამიანები ამზადებდნენ იარღებს არამარტო ქვისგან, არამედ რქისა და ძვლისგანაც. გამოქვაბულებში მათ დატოვეს ადამიანების, ცხოველებისა და ნადირობის ამსახველი ნახატები. მათ მოიშინაურეს პირველი ცხოველი – ძაღლი.
კრომანიონელები ცხოვრობდნენ 20–100 კაციან ჯგუფებად და ისტორიაში პირველებმა შექმნეს ადამიანთა მუდმივი დასახლებები. ისინი ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, ტყავის კარვებში, აღმ. ევროპაში ცხოვრობდნენ მიწაში გამოჭრილ, ან მიწით დაფარულ სახლებში, ხოლო ციმბირში ქვის ფილებით ნაგებ ქოხებში. ჰქონდათ საკმაოდ განვითარებული დანაწევრებული მეტყველება და იმოსებოდნენ ცხოველის ტყავით.
კრომანიონელებს ჰქონდათ ადამიანის დამარხვის რიტუალები. მიცვალებულს თან ატანდნენ იარაღებს, საკვებს, სამკაულს. სხეულს უფარავდნენ წითელი ფხვნილით, თმებზე ადებდნენ ბადეს, ხელზე უკეთებდნენ სამაჯურს, სახეზე აწყობდნენ პრიალა ქვებს და მარხავდნენ მოხრილ მდომარეობაში (ემბრიონის პოზაში).
მორავიაში, ვესტონიცის ხეობაში ნაპოვნი იქნა მსოფლიოში უძველესი კერამიკული ქანდაკებების გამოსაწვავი ღუმელი. იქვე იქნა ნაპოვნი უძველესი პაწაწინა ქანდაკება – ე.წ. ვესტონიცის ვენერა, რომლის სიმაღლე 111 მმ-ია, ხოლო სიგანე 43 მმ. მისი ასაკი დაახლ. 29–25000 წელია.
კრომანიონელთა წარმოშობა-გავრცელების ორი ვერსია არსებობს. პირველის მიხედვით კრომანიონელი არის დღევანდელი ყველა ადამიანის წინაპარი, რომელიც გაჩნდა აღმ. აფრიკაში 130–150 წლის წინ. 50000–60000 წლის წინ მათ არაბეთის ნახ. კუნძულის გავლით ჩავიდნენ ევრაზიაში. ერთი ჯგუფი სწრაფად განსახლდა ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე, ხოლო მეორე წავიდა ცენტრალური აზიაში. მეორე ჯგუფი გახდა ცენტრალური აზიის მომთაბარეების, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის ხალხების უმეტესობის წინაპარი. მიგრაცია შავი ზღვიდან ევროპისაკენ დაიწყო 40–50000 წლის წინ დუნაის გავლით. 20000 წლის წინ კრომანიონელებით მთელი ევროპა იყო უკვე დასახლებული.
მეორე ვერსიით თანამედროვე ნეგროიდული და მონგოლოიდური რასების წარმომადგენლები ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებლად, ხოლო კრომანიონელები გავრცელდნენ მხოლოდ ნეანდერტალელთა არეალში (ჩრდ. აფრიკა ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ევროპა). პირველი ადამიანები კრომანიოიდური მახასიათებლებით გაჩდნენ 160000 წლის წინ ეთიოპიის ტერიტორიაზე. 100000 დატოვეს იგი და დაიძრნენ ევროპისაკენ და კავკასიის გავლით დასახლდნენ დონის აუზამდე. 40000 წლის წინ კი დაიწყეს უფრო დასავლეთით მიგრაცია და დაასახლეს მთელი ევროპა.


Комментариев нет:

Отправить комментарий