1919წ. ივნის-აგვისტოს აჯანყებებს ჩრდილოეთ კავკასიაში ხელმძღვანელობდა უზუნ-ჰაჯი, იგი XIX ს. ბოლოსა და XX ს. პირველი ოცწლეულის ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნულ ლიდერებს შორის, ყველაზე გამორჩეული და განათლებული პიროვნება იყო, რომელიც საბჭოურ ისტორიოგრაფიაში შესულია, როგორც მთიელი ხალხის მოღალატე, საბჭოთა ხელისუფლების მტერი დ ავანტურისტი, რაც მტკნარი სიყალბეა. სპეციალურ ლიტერატურაში სამართლიანადაა აღნიშნული, რომ «Многие делают свои выводы на ложных отчетах советского периода. Дагестанцы до сих пор не имеют возможности сказать всю правду об этом человеке».1
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არავინ არ გვიკრძალავს, არსებული მასალების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე მეტნაკლებად სრულყოფილად, ობიექტურად წარმოვაჩინოთ, ამ მეტად საინტერესო ისტორიული პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის სურათი.
შეიხ უზუნ-ჰაჯი სალტინსკიმ 7 წლიდან დაიწყო სასულიერო განათლების მიღება. მისი მასწავლებელი და დამრიგებელი იყო ცნობილი დაღესტნელი შეიხი, ღრმად განსწავლული ადამიანი, შამილის მეგობარი აბდურაჰმან-ჰაჯი ას-სუგური, რომელსაც თანამოაზრეები „დიდ დარვიშს“, „დარვიშების სეიდს“ უწოდებდნენ. პ. აბდურაჰმან-ჰაჯი მას თერთმეტი წელი ასწავლიდა არაბულ ენას, დიპლომატიას, ფილოსოფიას, ასტროლოგიას, ორატორულ ხელოვნებას.
უნდა ითქვას, რომ დაღესტნის სასულიერო პირთა მომზადების სკოლა ცნობილი იყო აღმოსავლეთის მუსლიმურ სამყაროში. დაღესტანში მომზადებული მუტალიბები იყვნენ ფრიად განსწავლული ადამიანები. აკადემიკოსი მ. პოკროვსკი წერდა: «Дагестан снабжал весь Восточный Кавказ знатоками арабского языка, чтецами, муллами и кадиями... В Дагестане богословские споры и жизнь по шариату были обычным домашним делом».1 უზუნ-ჰაჯი სწავლობდა სირიაში, საუდის არაბეთში, თურქეთში. მან თერთმეტჯერ განახორციელა ჰაჯი; 1877წ. მთიელთა აჯანყებაში აქტიური მონაწილეობისათვის მიუსაჯეს 7 წლით კატორღა. იგი მრავალჯერ არის გამოქცეული ციხეებიდან და გადასახლებულ ადგილებიდან. უზუნ-ჰაჯი 1810წ. თავის აულში, ხელისუფლების დაუკითხავად, მეჩეთის აშენებისთვის ასტრახანში გაასახლეს, საიდანაც იგი გაიქცა და მექაში ჰაჯი განახორციელა. მექიდან დაბრუნების შემდეგ, ჩეჩნეთში იმალებოდა.2
უზუნ-ჰაჯი სალტინსკი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი მთიელთა სასულიერო მოღვაწეთა შორის შამილის იდეების ყველაზე თავდადებული პროპაგანდისტი და მიმდევარი, აღიარებული სასულიერო და პოლიტიკური ლიდერი, მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლი იყო. მას შესაძლებლად მიაჩნდა, თებერვლის რევოლუციის შემდგომ, ჩრდილოეთ კავკასიაში შამილის ტიპის საიმამოს, ან საემიროს შექმნა.3 მთიელთა ცნობილი სასულიერო პირები ალი ჰაჯი და ნაჟმუდინ გოცინსკი არ იზიარებდნენ უზუნ-ჰაჯის შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ალიჰაჯი და უზუნ-ჰაჯი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და თავგამოდებით ებრძოდნენ ჯერ ბოლშევიკებს და შემდგომ თეთრგვარდიელებს, მაგრამ მის შემდეგ, როდესაც ალი-ხანისა და ბოლშევიკების ალიანსი გამოიკვეთა და ნაჟმუდინ გოცინსკიმ ცნო დენიკინის საოკუპაციო რეჟიმი, უზუნ-ჰაჯი მათი საქციელი შეაფასა, როგორც მუსლიმთა საქმის ღალატი, ხოლო გოცინსკის შესახებ თქვა: «Я хотел сделать из него имама, но он оказался Иваном».1 უზუნ-ჰაჯიმ გაწყვიტა მასთან და ალი-ხაჯთან ურთიერთობა, გადაწყვიტა ჩეჩნეთში გადასვლა. უზუნ-ჰაჯი თავის იდეურ-მოწინააღმდეგე მთიელებთან სადავო საკითხების მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობდა ამ შემთხვევაშიც, ჩეჩნეთში წასვლით, თავიდან აიცილა ორი ძლიერი დაჯგუფების მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირება.
საბჭოური და რუსული ისტორიოგრაფია უზუნ-ჰაჯს წარმოაჩენს, როგორც რელიგიურ ფანატიკოსს, ბეც პოლიტიკოსსა და ყველა ქრისტიანის მტერს.2 საქმე იმაშია, რომ უზუნ-ჰაჯს აქვს ისეთი მკაცრი გამონათქვამები, რომელთა კონტექსტიდან ამოღება საშუალებას იძლევა წარმოვაჩინოთ იგი, როგორც ანტირუსული განწყობილების პიროვნება. ასე მაგალითად, უზუნჰაჯიმ მიიღო გოცინსკისგან წერილი, სადაც იტყობინებოდა, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად ინგლისი მზადაა გამოუყოს მას იარაღი, ხოლო თურქეთი პირდება სამხედრო დახმარებას. გოცინსკის წერილმა მისი აღშფოთება გამოიწვია. აი, რას ამბობს უზუნ-ჰაჯი გოცინსკის წერილის თაობაზე: «Вот, смотри, Магомед-гаджи, читай, что этот Брюхатый пишет мне, кроме своего многочисленного скота и больших пастбищ его ничего не волнует: ни мусульмане, ни их религия». Оказывается в письме сообщалось, что Англия выделяет оружие и деньги, а Турция обещает военную помощь. Нажмудин предлагал принять это все и выступить против большевиков. Отец вспоминал, как Узун-хаджи поговаривал, буд-то полемизируя с Гоцинским: «Какая разница, какого цвета свинья – чёрная или белая».1 ჩვენს მიერ, აქ მოყვანილი დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ იგი არ იყო კონკრეტულად საზოგადოდ რუსებისადმი მიმართული. უზუნ-ჰაჯის ზემოთ მოყვანილი მკაცრი გამონათქვამი პირველ რიგში ეკუთვნოდა თურქეთს, ინგლისს, თეთრ მოძრაობას, ბოლშევიკებს და ყველა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც სურდათ, ამა თუ იმ ფორმით და მეთოდით, მთიელი ხალხის დამორჩილება. უზუნ-ჰაჯის წარმონათქვამი: «Вот веревку, для того, чтобы повесит всех тех, кто пишем слева направо».2 რუსი ისტორიკოსები მის პიროვნებას ახასიათებენ, როგორც უვიცს, უმეცარ ადამიანს, რომელიც ებრძოდა რუსულ კულტურას, განათლებას და რელიგიას.3 ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა უზუნჰაჯის ოფიციალური განცხადებები: უზუნ-ჰაჯიმ 1917წ. გაზ. «Терская жизнь» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემს შესახებ ავრცელებენ ცრუ ხმებს, თითქოს მე ვარ საერო ცოდნისა და განათლების მოწინააღმდეგე. განათლებული და სპეციალისტი ადამიანების გარეშე თანამედროვე პირობებში, შეუძლებელია ხალხის ნორმალური ცხოვრება. «Как могу снести голову таким лицам, – აღნიშნავს იგი, – когда я глубоко верю в полезность и необходимость их и знаю отлично, как мы, мусульмане, бедны этими людьми и что нам необходимо приглашать такого рода лиц из числа христиан и вообще других национальностей, за недостатком своих. Ещё раз подтверждаю, что в светски просвещенных людях мы нуждаемся, что нация не сможет процветать и развиваться без знаний медицины, техники, военного искусства и прочего».4
ჩვენ ვიზიარებთ იმ ისტორიკოსთა მოსაზრებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უზუნ-ჰაჯის გამონათქვამი: «повесить всех тех, кто пишет слева направо», ეხებოდა იმ მუსულმანებს, რომლებმაც დაივიწყეს ადათი და შარიათი და მუხლს იდრეკენ ევროპული კულტურის, ცივილიზაციის წინაშე. ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავის კოლონიებში ეროვნული ჩაგვრა განსაკუთრებით გაამკაცრა XIXს. 80-იან წლებიდან. იგი კავკასიაში მცხოვრები ერების სრული რუსიფიკაციის გზას დაადგა. სკოლებში აიკრძალა მშობლიური ენის სწავლება; მოსწავლეებს სკოლაში მშობლიურ ენაზე ლაპარაკი აეკრძალათ. დენიკინი კოლონიური, რუსიფიკატორული პოლიტიკის გულმოდგინე გამგრძელებელი აღმოჩნდა. უზუნ-ჰაჯი, მთიელთა სასწავლებლებში მშობლიური ენის ხარჯზე, რუსული ენის დანერგვის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. იგი მოითხოვდა სკოლებში არაბული ენის, არაბული გრაფიკის შენარჩუნებას და ამავდროულად, მთიელთა მშობლიურ ენების სწავლებას.
ჩვენ ვცდილობთ, უზუნ-ჰაჯის დახასიათებისას, შევიტანოთ მოკრძალებული წვლილი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საქმეში. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება განსაკუთრებით არ აღინიშნოს 1919წ. აპრილში უზუნ-ჰაჯის გამოსვლა გაერთიანებულ მთიელთა საბჭოს პარლამენტისა და მთიელთა მთავრობის ერთობლივ სხდომაზე. მოვიყვანთ მისი გამოსვლის მოკლე შინაარსს: „მოდით, ახლა მაინც, საერთო საშიშროების წინაშე გავერთიანდეთ და ჩვენ ვერავინ მოგვერევა. ჩვენი წმიდათა წმიდა ვალია გამოვეხმიანოთ ჩვენი ძმების ჩეჩნებისა და ინგუშების ძახილს, თორემ ჩვენც მოვიქცევით კაზაკების ქუსლის ქვეშ. სიტყვიდან საქმეზე უნდა გადავიდეთ, უნდა გავაღვიძოთ დაძინებული ხალხი. მე და ალი-ჰაჯი, მიუხედავად ჩვენი სიბერისა, ხალხისთვის წავალთ სასიკვდილოდ“.1
როგორც ვხედავთ, ჩვენს წინაშეა ნამდვილი პატრიოტი, რომელიც იცავდა არა მარტო დაღესტნის, არამედ ზოგადად კავკასიის ხალხთა ნაციონალურ ინტერესებს. მთიელთა საბჭოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივმა სხდომამ უყოყმანოდ მხარი დაუჭირა უზუნ-ჰაჯს. სხდომის დამთავრების შემდეგ უზუნჰაჯიმ და ალი-ჰაჯიმ დენიკინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების მიზნით დაიწყეს მთიელთა მოხალისე რაზმების ფორმირება. სასულიერო ლიდერების მოწოდებას მთიელმა მოსახლეობამ აქტიურად დაუჭირა მხარი. როცა საქმე ეროვნულ საკითხს ეხებოდა, მუსლიმ სასულიერო ლიდერებს არასდროს არ უჭირდათ თავიანთი დროშის ქვეშ გაერთიანებინათ მთიელთა დიდი ნაწილი; უმოკლეს დროში ორივე შეიხის მოხალისეთა რაზმებში 2000-3000 მეომარი ითვლებოდა.
1919წ. მაისში ბოტლიხში უზუნ-ჰაჯიმ მოიწვია დიდი მეჯლისი, სადაც სწავლული (ალიმი) საიდ-მაგომედის წინადადებით იგი იმამად აირჩიეს.1 დენიკინის ადმინისტრაციის ცნობებში ნათქვამია, რომ უზუნ-ჰაჯთან მიდიოდნენ დაღესტნელები, ჩეჩნები, ინგუშები, ყაბარდოელები და 1919წ. ივლისისთვის უზუნ-ჰაჯიმ რამდენიმეჯერ დაამარცხა „მოხალისეთა არმიის“ ნაწილები. მისი ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა. დენიკინის ადმინისტრაციის ცნობებში ნათქვამია, რომ უზუნ-ჰაჯთან მიდიან დაღესტნელები, ჩეჩნები, ინგუშები, ყაბარდოელები და ჩერქეზები.2
უზუნ-ჰაჯის განუყრელი იდეა იყო ჩრდილოეთ კავკასიის შამილის ტიპის გაერთიანებული საიმამოს შექმნა. ამ მიზნით მან წამოაყენა წინადადება, თავდაპირველად შეექმნათ ჩრდილოეთ კავკასიის საემირომ ავარიის, ანდის, გუნიბის, დარღოს, ყაზი-ყუმიყის ბაზაზე, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ნ. გოცინსკიმ და ავარიის ოლქის უფროსმა კ. ალიხანოვმა. მის წინადადებას არც შეიხ ალი-ჰაჯმა დაუჭირა მხარი, რომელიც იმ დროს დარღოს საბჭოთა დაწესებულებებს მმართველობდა.
1919წ. ივნისში უზუნ-ჰაჯიმ დატოვა დაღესტანი და გადავიდა ჩეჩნეთში, საიდანაც იწყება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ახალი ეტაპი. «Огромная масса мюридов, которых в одной только в Чечне было до 70 000 чел., – წერს ა. ავტორხანოვი, – стекаются под это знамя... в июле 1919 г. ...шеих Узун-Хаджи в сопровождении своих мюридов прибыл в Чечню, слободу Ведено. К нему стекаются горцы мюридов из Чечни, Ингушетии, Кабарды, Дагестана».1 აული ვედენო გადაიქცა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა რელიგიურ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ცენტრად, სადაც უზუნ-ჰაჯი შეუდგა თავისი სამოქალაქო და სამხედრო ძალების ორგანიზაციას. მან დენიკინს ომი გამოუცხადა იმ დროს, როდესაც თეთრ მოძრაობას ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლებში დიდი წარმატებები ჰქონდათ მოპოვებული და მის საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა.
1919წ. გაზაფხულის დასაწყისში თეთრი მოძრაობის შეიარაღებულმა ძალებმა ერთდროულად შეუტიეს წითლებს. კოლჩაკმა ბოლშევიკებს წაართვა უფა, ვოტკინსკი, იჟევსკი და სხვა ქალაქები. კოლჩაკი ვოლგას უახლოვდებოდა. მისმა სამხედრო წარმატებებმა მდგომარეობა შეცვალა სამხრეთ რუსეთშიც. 1919წ. აპრილის დამდეგისათვის დენიკინმა გამანადგურებელი დარტყმები მიაყენა წითელ არმიასა და ოქტომბრის პირველნახევრამდე დაიკავა ფეოდოსია, პავლოგრადი, ბელგოროდი, ხარკოვი, პოლტავა, კიევი, ვორონეჟი, ჟიტომირი, ოდესა, კურსკი, ორიოლი, ჩრდილოეთ კავკასია და სხვა მრავალი ქალაქი და გუბერნია. მიუახლოვდა ტულას _ წითელი არმიის არსენალსა და მოსკოვის უახლოეს ქალაქს.2 გენერალი იუდენიჩი ესტონეთიდან უტევდა პეტროგრადს, გენერალი მილლერი _ ჩრდილოეთიდან ვოლოგდასა და პერმს. ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია დენიკინის სამხრეთის დაჯგუფებამ. მის მიერ ბოლშევიკები განდევნილი იქნა 18 გუბერნიიდან და ოლქიდან, სადაც მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 50 მილიონს. განთავისუფლებული ტერიტორიის ფართი უდრიდა ერთ მილიონ კვადრატულ კილომეტრს,3 რაც შეადგენს საფრანგეთის, ესპანეთის, ავსტრიის, ბელგიის, შვეიცარიისა და ნიდერლანდების ერთად აღებული ტერიტორიის მეტს. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების დაწყებამდე, დენიკინმა მიმართა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებს _ საფრანგეთს, ინგლისისა და აშშ, სადაც იგი განმარტავდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებს. მიმართვაში ნათქვამი იყო: 1. ბოლშევიკური ანარქიის მოსპობა და ქვეყანაში კანონიერების დამყარება; 2. ერთიანი განუყოფელი რუსეთის ძლიერების აღდგენა; 3. სახალხო კრების მოწვევა საყოველთაო საარჩევნო კანონის საფუძველზე; 4. საოლქო ავტონომიებისა და ადგილობრივი თვითმმართელობითი ორგანოების ხარჯზე ხელისუფლების დეცენტრალიზაცია; 5. სამოქალაქო და სარწმუნოებრივი თაისუფლებების გარანტია; 6. მიწის რეფორმის დაუყოვნებლივი განხორციელება და გლეხობის დაკმაყოფილება; 7. მუშათა კანონის მიღება, რომელიც გაანთავისუფლებს მათ სახელმწიფოსა და კაპიტალის ექსპლოატაციისაგან.1
აღნიშნული მიმართვა დენიკინს, ბოლშევიკების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლები წინ, მოკავშირეთა ფართო მხარდაჭერისთვის სჭირდებოდა. სინამდვილეში კი მისი არცერთი პუნქტი არ განუხორციელებია. პირიქით, დენიკინის სამხედრო პოტენციალის ზრდასთან ერთად მკაცრდებოდა მისი საოკუპაციო რეჟიმიც. დენიკინს კარგად ესმოდა, რომ უზუნ-ჰაჯის სახით მას ჰყავდა სერიოზული მოწინაღმდეგე. ამიტომ, მან გაწყვიტა „ბობოქარი კავკასიის“ აღიარებული სასულიერო ლიდერის იმთავითვე, ჩეჩნეთში განადგურება. 1919წ. ივლისში დენიკინის ადმინისტრაციის ჩეჩნეთის მმართველმა გენერალმა ალიევმა ჩეჩნეთის მთის ზოლის სოფლებს უბრძანა: «1) Покориться моей власти; 2) прислать ко мне от каждого аула по два депутата; 3) восстановить моих начальников на своих местах; 40 изгиать из пределов Чечни самозванных начальников: Узун-Хаджи, разных турок и всех русских и чеченских большевиков; 5) выставить положенное число всадников для чеченской дивизии; 6) сдать все казенное оружие, унесенное дезертирами из чеченской дивизии. За невыполнение всего этого в течение одной недели со дня получения я должен буду отказаться от вас и с вами будет поступлено так же, как с ингушами, т.е. все селения будут разрушены до основания».2
უზუნ-ჰაჯიმ ალიევის ულტიმატუმის არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა. დენიკინის სამხედრო ხელმძღვანელობამ უზუნ-ჰაჯის გასანადგურებლად ჩეჩნეთის მთის ზოლში გენერალ კოლესნიკოვის სარდლობით საექსპედიციო რაზმი გაგზავნა, რომელმაც 1919წ. 11 აგვისტოს დაიკავა არგუნის ხეობაში შესასვლელი აულები ვოზდვიჟენსკი და შალი: «Добровольческая армия стянула к Воздвиженске – წერდა გაზეთი «Вольный горец», – стянула ушелье, и к Шали значительные силы, очевидно, в связи с предпологаемыми операциями против Узун-Хаджи, имеющего резиденцию в горах».1 მოხალისეთა არმიის ძალები ვოზდვიჟენსკოში შეადგენდა 600 კაცს, შალში _ 2500.2
თეთრების ვარაუდი, რომ უზუნ-ჰაჯს სწრაფად გაანადგურებდნენ, არ გამართლდა. იგი მოულოდნელი თავდასხმებით კოლესნიკოვს მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა. კოლესნიკოვმა მხოლოდ ავიაციის დახმარებით შეძლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აულის სერჟენ-იურტის აღება, რომელიც იცავდა ვედენოსკენ მიმავალ გზას. უზუნ-ჰაჯი, სხვა ღირსებებთან ერთად, ომის სამხედრო-სტრატეგიული და ტაქტიკურ ამოცანებში საკმაოდ კარგად ერკვეოდა და ამავდროულად შეუპოვარი სარდალი იყო. ბოლშევიკებიც კი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ უზუნ-ჰაჯის შეუპოვრობა. „უზუნ-ჰაჯი 1918 წელს ჩეჩნეთში შეუპოვრად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, _ აღნიშნულია რკპ/ბ/ ცკ კავკასიის სამხარეო კომიტეტის ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში _ ამჟამად, 1919 წლის ივნისიდან, ასევე შეუპოვრად იბრძვის მოხალისეთა წინააღმდეგ“.3
გენერალ კოლესნიკოვის ძირითადი ძალები განლაგებული იყო ვოზდვიჟენსკში და შალიში, რომლებიც ვედენოში სალაშქროდ ემზადებოდნენ. უზუნ-ჰაჯიმ გადაწყვიტა მტრის ძალების ცალ-ცალკე განადგურებას _ ჯერ ვოზდვიჟენსკში, შემდეგ შალიში. მან ვოზდვიჟენსკს სამი მხრიდან შეუტია. 8 საათიანი ბრძოლის შემდეგ კოლესნიკოვმა უკან დაიხია. უზუნ-ჰაჯის ხელში ჩაუვარდა დიდი რაოდენობით შაშხანა და ტყვია-წამალი, ტყვედ აყვანილ იქნა 117 ჯარისკაცი და 11 ოფიცერი.1
მიუხედავად ვოზდვიჟენსკის აღებისა, შალის ძლიერი გარნიზონის განადგურების გარეშე, ჩეჩნეთის მაღალმთიან ზოლში მოხალისეთა არმიის შეჭრის პოტენციური საშიშროება მაინც არსებობდა, ამიტომ, უზუნ-ჰაჯიმ მიიღო სასწრაფო ზომები. მისი ბრძანებით: «стали стягиваться регулярные части в селения и хутора, кольцом облагающие Шали. И в старых Агатах и в Сержень-Юрте были расположены ударные группировки для охвата с фронта добровольческих частей».2 უზუნ-ჰაჯიმ შალის გარნიზონი გაანადგურა, დაატყვევა 138 მოხალისე, მათ შორის, აფშერონის პოლკის მეთაური პოლკოვნიკი ივანოვი.3
ამგვარად, უზუნ-ჰაჯის მიერ შემუშავებული გეგმით წარმართული ბრძოლების შედეგად, ორ დღეში განადგურებული იქნა მოხალისეთა არმიის საუკეთესო ერთეული _ გროზნოს რაზმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 2 ასეული სამთო, 2 ასეული ფეხოსანთა, 4 ასეული პლასტუნთა რაზმი, 4 ცხენოსანთა ასეული და 2 სამთო ქვემეხი.4 ზემოთ აღნიშნული ბრძოლების პერიოდში, ვედენოში მიმდინარეობდა ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი მოწყობის საბოლოო გეგმის დამუშაების პროცესი. როგორც ვიცით, უზუნ-ჰაჯი, შამილის ტიპის საიმამოს შექმნის, მხურვალე მიმდევარი იყო.
1919წ. დასაწყისში ჩეჩენიმ ინალუკ არსანუკაევი, დიშინსკის საგვარეულოს წარმომადგენელი გამოცხადდა ვედენოში და უზუნ-ჰაჯის გადასცა თურქეთის სულთანის მუჰამედ-ვახიდდინის ფირმანი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ისტორიკოსს ამ ფირმანის ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ, მაგრამ მაინც იყენებენ უზუნ-ჰაჯის დასამცირებლად, რომ იგი სულთნის ხელდასმული მარიონეტი იყო.1 მუჰამედ-ვახიდდინი სთავაზობდა მთიელებს შეექმნათ თურქეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კავკასიის საემირო. უზუნ-ჰაჯი, დიდი დავის შემდეგ, დაეთანხმა ინალუკ დიშინსკის წინადადებას _ ჩრდილოეთ კავკასიის საემიროს შექმნის შესახებ. 1919წ. 19 სექტემბერს საჯაროდ გამოცხადდა ჩრდილოეთ კავკასიის საემიროს შექმნა. „მისი უმაღლესობის იმამისა და ემირის შეიხ-უზუნ-ჰაირი-ჰაჯი-ხანის~ მეთაურობით, რომელმაც თავისი 29 სექტემბრის ბრძანებულებით ინალუკ დიშინსკი დანიშნა დიდ ვეზირად, ჩრდილოეთ კავკასიის საემიროს შეიარაღებული ძალების სარდლად და დაავალა მინისტრთა კაბინეტის შედგენა.
მალე, დიდმა ვეზირმა ინალუკ დიშინსკიმ გამოაქვეყნა თავისი #114 ცირკულარი, სადაც ვკითხულობთ: «Даю вам знать что высочайшим указом Его Величества Эмира Северного Кавказа, как известно, я был назначен Великим визирем с поручением мне составления кабинета министров. Кроме того, мне передано Его Величеством, Верховным вождем, и главное ко- мандование войсками С.-К. эмирства».2
ინალუკ დიშინსკის (მიიღო ახალი სახელწოდება _ მაგომეთ კამილ-ხანი) მთავრობის წევრები იყვნენ: მისი უმაღლესობის კარის მინისტრი გენერალ-მაიორი კაიმ-ჰაჯი; საგარეო საქმეთა მინისტრი თავადი მაჰმად კიამილ-ხანი/ინალუკ დაშინსკი); სურსათის, ვაჭრობისა და მრეწველობის _ მაჰმად ხამკოევი; მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების _ ბილალ შამილევი; სამხედრო (შეიარაღებული ძალების) – შიც ისტამულოვი; საგზაო, ფოსტისა და ტელეგრაფის _ კუსი ბაიგირეევი; შინაგან საქმეთა, გენერალ მაიორი _ ხაბალა ბესლენეევი; ფინანსთა _ გენერალ-მაიორი აბდულ-აზიზ აბდულაევი; იუსტიციის _ პოლკოვნიკი ჰაჯი-მაჰმად ბეკოვი ემირ-ზადე.1 კაბინეტის შემადგენლობაში იყო ორი ჩეჩენი, ორი ავარიელი, ორი ინგუში და ორი ყაბარდოელი როგორც ვხედავთ, უზუნ-ჰაჯის მთავრობა თავისი შემადგენლობით ინტერნაციონალური იყო, თუმცა მთავრობის წევრები თავისი პროფესიონალური და განათლების დონით მას ძალზე ჩამორჩებოდნენ. დიშინსკის ცირკულარის თანმხლებ წერილში მოცემულია ჩრდილოეთ კავკასიის ახლადჩამოყალიბებული თეოკრატიული სახელმწიფოს მიზნები და ამოცანები: «О состоявшемся акте правительства, в виде составления названного кабинета, мною будет дано знать своевременно соседним державам, с просьбой о признании Северо-Кавказского эмирства самостоятельной шариатской монархией во главе с эмиром Узун-Хаири – Хаджи-Ханом, но под протекторатом халифа мусульманского мира Его Величества Оттоманского императора Магомета-Вахиддина VI-го. «За сим, с божьей волей, я буду добиваться шариатской монархии, ибо в стране мусульманской республики не может существовать на том основании, что признанием республики мы бы не приняли халифа – значит, отрицание пророка Магомета, отрицание последнего – это значит отрицание Бога.
Итак, мы не требуем автономии, а хотим самостоятельной шариатской монархии. Всякий пришелец наш гость, которого мы, в силу нашей религии и традиции, и так любим иуважаем, но всякое вмешательство в наше правое дело посторонних лиц, еще не реабилитировавших себя за прошлое перед народом, мы не можем принять. Мы не можем протянуть руки людям, не признающим ничего святого. Мы не можем отступить от шариатской монархии. Мы не можем допустить в нашу среду лиц, не испытанных его величеством эмиром нашим Узун-Хаири-Хаджи-ханом. Мы избегаем повторения эпопей мифической Горской республики. Об изложенном объявить народонаселению и подведомственным вам, должностным лицам для неуклонного исполнения и сведения. Великий визирь и главнокомандующий войсками военно-юридической академии ротмистр Дышинский».1
უზუნ-ჰაჯს კარგად ესმოდა, რომ თავისი სახელმწიფოს _ საემიროს განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის საჭიროა სასწრაფო რეფორმების განხორციელება. უპირველეს ყოვლისა, მან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განახორციელა: შექმნა საემიროს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბი, ჩამოაყალიბა ექვსი არმია, რომლებიც შედგებოდა ოცეულების, ასეულებისა და ბატალიონებისგან, გრენადერთა ასეული, რომელიც შეიარაღებული იყო შაშხანებითა და ხელყუმბარებით, ტყვიამფრქვეველთა ასეული; შემოიღო სამხედრო რანგები _ გენერლის, პოლკოვნიკის, პორუჩიკის და პრაპორშიკის.
ამავე დროს, ემირმა ერთიანი დაზვერვის მთელი სისტემა შექმნა, რომლის წინაშე იდგა კონკრეტული ამოცანები _ მოწინააღმდეგის შესახებ მონაცემების შეგროვება, მოულოდნელი დარტყმები მტრის კომუნიკაციებზე, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უზუნ-ჰაჯიმ უმოკლეს დროში, დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, შექმნა კარგად შეიარაღებული, ჩინებულად გაწვრთვნილი და დისციპლინირებული ჯარი. მისი გამარჯვებები ხელს უწყობდა დენიკინის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო-სახალხო ბრძოლის შემდგომ აღმავლობას. უზუნ-ჰაჯის არმია ივსებოდა მთიელთა ახალ-ახალი ნაკადით. უზუნ-ჰაჯიმ მიაღწია იმას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში არსებული პარტიზანული რაზმების დიდი ნაწილი მას ემორჩილებოდა და მოქმედებდნენ საემიროს მთავარი სამხედრო შტაბის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით. დასაწყისში, ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული ეროვნული ძალები საემიროს ხელისუფლებას არ ცნობდა. უზუნ-ჰაჯი, თავისი გამარჯვებების კვალობაზე, სულ მალე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა არამარტო ჩრდლოეთ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ვ. ჯაბაგიევის 1919წ. 13 ოქტომბრის წერილი, რომელიც თბილისიდან დაღესტანში გაუგზავნა კ. ალიხანოვს. «Ради бога, установите связь с Узун-Хаджи, – წერს იგი კ. ალიხანოვს, – единство действии и единство камандования (главный штаб). Представители союзников – даже Франции – очень интересуются движением в горах и, по-видимому, попытаются так или иначе вмешаться в дело... Генерал Деникин, по нашим сведениям, сосредоточивает силы в Грозном для удара против Чечни... Кулак будет сосредоточен ранее против Узун-Хаджи и только после этого возьмутся за Дагестан. По этому, чтобы помочь Узуну-Хаджи, а также и для того, чтобы воспользоваться слабостью врага на Дагестанском фронте – необходимо повести энергичное наступление против Дербента, Шуры и Петровска... Уверенно можно сказать, что первый удар будет против Узуна-Хаджи».1
წერილში სრულიად სამართლიანი სამხედრო-პოლიტიკური ანალიზია გაკეთებული, რომელიც შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიაში 1919წ. მეორე ნახევარში. ვ. ჯაბაგიევის წერილი საყურადღებოა იმითაც, რომ იგი გამოხატავს ჩრდილოეთ კავკასიის ინტელიგენციის იმ ნაწილის მოსაზრებებს, რომლებიც XXს. პირველ ოცწლეულში მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სათავეებთან იდგნენ. აღსანიშნავია კავკასიის მთიელთა კავშირის მეჯლისის დადგენილება, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დადგენილება განკუთვნილი იყო მოკავშირე ქვეყნებისადმი და ასაბუთებდა ჩრდილოეთ კავკასიიდან დენიკინის საოკუპაციო ჯარების გაყვანის აუცილებლობას, მაინც შეასრულა გარკვეული როლი ანტიდენიკინური ფრონტის გაფართოების საქმეში, რადგან ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ «меры доброармии среди горских народов есть ничто иное, как проведение под благовидным предлогом заранее обдуманного плана физического истребления горских народов».2
ჩეჩნეთში მოხალისეთა არმიის დამარცხებამ გაამძვინვარა თეთრი მოძრაობის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა. დენიკინი არც დაღესტანში გრძნობდა თავს მშვიდად. საქმე იმაში იყო, რომ ჩეჩნეთის მთიანი ზოლიდან, განსაკუთრებით შატოიდან და ვედენოდან, უზუნ-ჰაჯის პარტიზანები სისტემატურად თავს ესხმოდა მოხალისეთა არმიის ზურგს. «В сел. Ведено крепко засел Узун-Хаджи могучий своим религиозным влиянием... – წერს ა. კოსტერინი, – Он бросал фанатически настроенные массы на добровольцев. Порою, горцы гибли под пулеметами с удивительным спокойствием. Разгром десятка аулов не давал успокоения. Наоборот – вносил в борьбу все более и более ожесточения... Повстанцы подошли к Дербенту и несколько раз уже врывались в город. Это заставило Добрармию принять ряд решительных мер против с. Ведено и.с. Шатой прикрывающих тыл Дагестана».1 ამიტომ, დენიკინს დაღესტნის არმიის ზურგის გამაგრებისთვის, პირველ რიგში, ჩეჩნეთის მთის მხარის დამორჩილება სჭირდებოდა, მაგრამ მისი არმია უზუნჰაჯთან ბრძოლებში საგრძნობლად დასუსტდა. იგი სერიოზული შევსების გარეშე ვერ შეძლებდა უზუნ-ჰაჯის დამარცხებას. დენიკინს ჯერ კიედვ დიდი სამხედრო ძლიერება ჰქონდა. მან როსტოვის მთავარ ფრონტიდან გადმოისროლა ჩრდილოეთ კავკასიაში გენერალ პროკროვსკის 7 ათასიანი კორპუსი და გენერალ შკუროს ოთხი კაზაკთა პოლკი,2 რომელთა ამოცანა იყო გადამჭრელი ზომების მიღება უზუნ-ჰაჯის გასანადგურებლად.
ცნობილია, რომ რუსეთი თავის კოლონიურ პოლიტიკას თან სდევდა მთიელთა შორის ეროვნული შუღლის გაღვივების, დაპირისპირებების, შეიარაღებული შეტაკებების პროვოცირების, სასულიერო პირთა და სხვათა მოსყიდვის ორგანიზაცია. ამჯერადაც, 1919წ. სექტემბერს „მოხალისეთა არმიის“ სამხედრო ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა „ბოლშევიკების და უზუნ-ჰაჯისგან ჩეჩნეთის გაწმენდის კომიტეტი“, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: იბრაგიმ ჩულიკოვი _ თავმჯდომარე, ახმედ ცუტიევი _ მოადგილე, კომიტეტის წევრები _ ახმედ ხან ელმურზაევი, მაგომა მაციევი, არსა მირზოევი, უმარ ხამირზოევი, ემბი სლამოვი, კასუმ ბაშიროვი და სხვა.1
მთიელ ხალხზე ფსიქოლოგიურ-მორალური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინტერესს იწვევს ჩრდილოეთ კავკასიის სამხრეთ რაიონის სამხედრო დაჯგუფების სარდლის გენ. დრაცენკოს ბრძანება და დენიკინის შტაბში ინგლისის მისიის უფროსის პოლკოვნიკ როლანდსონის მიმართვა მთიელებისადმი.
გენერალ დრაცენკოს ბრძანებაში – «К чеченцам Нагорной Чечни», – ვკითხულობთ: «Приказываю вам в горных ущельях, тропах и дорогах, идущих из плоскостной Чечни в Нагорную, поставить сторожевые посты, задерживать всех беглецов и доставлять их в Чечен-аул, где их будет принимать особая русская комиссия. Только таким путём вы можете заслужить себе прощение за все ваши преступления и предательства по отношению к Добровольческой армии и плоскостной Чечне. Предупреждаю, что все аулы и сакли, не исполнившие этот приказ, понесут суровое наказание. Это предупреждение и приказ распростроняются и на все аулы в плоскостной Чечне и поэтому плоскостным аулам также надлежит всех укрыва- ющихся красноармейцев и Узун-Хаджинцев, грузин и вообще большевиков, обязательно доставлять в Чечен-аул».2
დრაცენკო თავის მუქარით სავსე ბრძანებაში შეგნებულად აიგივებს უზუნ-ჰაჯს ბოლშევიკებთან, რათა ანტიბოლშევიკურად განწყობილი მთიელთა ტალღა დაუპირისპიროს მას. საკმარისია თვალი გადავავლოთ როლანდსონის მიმართვას ჩეჩენი ხალხისადმი, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ეკუთვნის არა ინგლისელ სამხედრო დიპლომატს, არამედ დიდმპყრობელური იდეების მქონე რუს გენერალს: «Я, представитель английской миссии при генерале Деникине... говорю: Правительство Англии поддерживает генерала Деникина и его цели. Цели генерала Деникина – уничтожение большевизма, возрождение Великой, неделимой Рოссии и широкое самоуправление горских народов... Английская миссия хорошо знает, что восстание горцев не есть национальное движение, а большевитское и вызвано отдельными лицами, преследующими личные цели (მხედველობაში ჰყავს უზუნ-ჰაჯი, შერიპოვი, გიკალო. _ ე.ა.). Конец большевизма близок... Нет сомнения, что Россия, очищеная огнем и кровью, станет Великой и неделимой. Она тогда справедливо воздаст тем, кто помогал еу возрождению. а те, кто мешал этому, будут наказаны и наказаны немедленно».1
გენერალ დრაცენკომ ჩათვალა რა, რომ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადებულია ნიადაგი უზუნ-ჰაჯის გასანადგურებლად, სექტემბრის ბოლოს (მის წინააღმდეგ) დაიწყო სამხედრო მოქმედებები. დრაცენკო რეალურად ვერ აფასებდა უზუნ-ჰაჯისა და მისი მომხრეების სამხედრო შესაძლებლობებს. როგორც კი მოხალისეთა არმიის რაზმებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები, მთიელებმა ელვისებურად გაანადგურეს გენ. შკუროს კაზაკთა ოთხი პოლკი, ტყედ აიყვანეს 800 კაზაკი, თეთრებმა დაკარგეს 28 ქვემეხი, 31 ტყვიამრქფვევი, 400 შაშხანა.2
გენ. დრაცენკომ მდგომარეობის გამოსასწორებლად სასწრაფო ზომები მიიღო. იბრაგიმ ჩულიკოვის მეთაურობით, ეროვნული ინტერესების მოღალატე ჩეჩნებისგან, იქმნება კარგად შეიარაღებული რაზმი, რომელიც მოხალისეთა არმიის ნაწილებთან ჩართულ იქნა საომარ მოქმედებებში. გარდა ამისა, ჩეჩნეთ-დაღესტნის მმართველს გენერალ ალიევს ჩეჩნეთში შემოჰყავს დამატებითი სამხედრო ძალები. 1919წ. ოქტომბრის პირველ ნახევარში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები, მოხალისეთა არმიამ მიაღწია გარკვეულ წარმატებებს. მოხალისეთა არმიის საექსპედიციო რაზმებმა იბრაგიმ ჩულიკოვის მონაწილეობით გაანადგურეს და გადაწვეს გუდერმესი, ისტი-სუ, ენგელ-იურტი, გერზელ-აული, შამა-იურტი, ჩეჩენ-აული, უსტარგორდოი, მესკერ-იურტი და სხვ. ამ აულების მოსახლეობა გარბოდა მაღალ მთებში და მათი დიდი ნაწილი უზუნ-ჰაჯს მიემხრო.
1919წ. 12 ოქტომბერს მოხალისეთა არმიამ აიღო სოფელი შალი, ხოლო სერჟენ-იურტის დაპყრობით დაეუფლა მთელ ჩეჩნეთის სიბრტყეს. მოხალისეთა ოქტომბრის წარმატება არ ნიშნავდა მთელი ჩეჩნეთის დამორჩილებას. ამჯერად, როგორც პირველი ლაშქრობის დროს, მოხალისეთა არმიამ ვერ დაიპყრო მთის ჩეჩნეთი. უზუნ-ჰაჯი მაღალ მთაში დაბანაკდა და აგროვებდა ძალებს. ამავდროულად, იგი აგრძელებდა პარტიზანულ ომს მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ. უზუნ-ჰაჯის პარტიზანული რაზმები მოულოდნელ დარტყმებს აყენებდნენ მტრის ბლოკპოსტებს, გარნიზონებს, ახორციელებდნენ რეიდებს მოხალისეთა არმიის ზურგში და ანადგურებდნენ მათ კომუნიკაციებს. «Еще раз пре- дупреждаю, – ვკითხულობთ გენ. ალიევის ერთ-ერთ ბრძანებაში, – что если вы сами своими средствами выгоните от себя банды Узун-Хаджи и выдадите большевиков, то этим спасете от разгрома свои аулы и имущество».1 გენერალმა დრაცენკომ თავის ბრძანებით დააკონკრეტა ალიევის ბრძანება: «Добрармия и впредь будет уничтожать аулы наших врагов, если нагорные чеченцы не прогонят большевиков и Узун-Хаджинцев, то Добрармия не пропустит в горы ни одного фунта хлеба».2
ფაქტობრივად, დრაცენკომ ჩეჩნეთის მთის აულებს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა, მან ბარიდან მთაში მიმავალი ბილიკები, გზები და ხიდები გადაკეტა. მიუხედავად ამისა, უზუნ-ჰაჯი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერისა და დახმარების მეოხებით, ახერხებდა ცხენოსანი და ქვეითი პარტიზანული რაზმებით მოულოდნელ თავდასხმებს მოხალისეთა არმიის ბლოკპოსტებზე, გარნიზონებზე, აწყობდა რეიდებს მტრის ზურგში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზუნ-ჰაჯის რელიგიური და სამხედრო-ორგანიზაციული მუშაობა არ იყო შემოფარგლული მხოლოდ ჩეჩნეთის მთიანეთით. მისი მითითებით შეიქმნა პარტიზანული რაზმების ფართო ქსელი „მოხალისეთა არმიის“ მიერ დაპყრობილ მთელ ტერიტორიაზე და იმ რაიონებში, რომლებსაც ოკუპაცია ემუქრებოდა.
1919წ. ოქტომბერში დაღესტანში შეიქმნა „თავდაცვის საბჭო“, რომლის წევრები იყვნენ უზუნ-ჰაჯისა და შეიხ ალი-ჰაჯის მომხრეები და აგრეთვე ბოლშევიკები. საგულისხმოა „თავდაცვის საბჭოს“ სახალხო არმიის ასკერის (ჯარისკაცის) შემდეგი ფიცის ტექსტი: «Я, аскер народной армии Совета Обороны Северного Кавказа, клянусь священным кораном защищать шариат, свободу, независимость трудовых народов Северного Кавказа, избранный Верховный орган власти – Совет Обороны».1
აღსანიშნავია, რომ „თავდაცვის საბჭოს“ საპატიო თავმჯდომარეები იყვნენ უზუნ-ჰაჯი და ალი-ჰაჯი. ა. კოსტერინის, რომელიც გიკალოს წითელი პარტიზანული რაზმის წევრი იყო, გაყალბებულ ისტორიულ ნარკვევშიც კი კარგად ჩანს, რომ უზუნ-ჰაჯი და ალი-ჰაჯი არიან მთიელი ხალხის აღიარებული სულიერი და სამხედრო ლიდერები. «За период борьбы местные национальные розни были забыты. – წერს ა. კოსტერინი, _ Шейх-Имам Чечни и Дагестана, Узун-Хаджи и Шеих-Али Акушинский явились теми верхушками, которые в начале вели фанатически настроенную массу к борьбе за свободу».2
განსაკუთრებით აღსანიშნავია უზუნ-ჰაჯისა და ბოლშევიკების თანამშრომლობის საკითხი. უზუნ-ჰაჯის, როგორც ახალშობილი სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, გარკვეულ ფარგლებში, ბოლშევიკებთან თანამშრომლობის თაობაზე, კერძოდ გამოიყენოს ისინი მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში, განპირობებული იყო დენიკინის დიდმპყრობელური, იმპერიული პოლიტიკით, რომელიც მთიელთა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო საშიში იყო, ვიდრე განადგურებული ბოლშევიკები. მართლაც, ჯერ კიდევ მოხალისეთა არმიის შემოჭრამდე ჩრდილოეთ კავკასიაში, უზუნ-ჰაჯის და მისი თანამებრძოლების შეიარაღებული წინააღმდეგობის მეოხებით, ბოლშევიკური საბჭოები მხოლოდ რამდენიმე ქალაქში არსებობდა, რომლებიც დენიკინმა საბოლოოდ გაანადგურა. ამ ფაქტს ადასტურებს გიკალოს დეპეშაც, რომელიც მან 1919წ. იანვარში ლენინს გაუგზავნა: «Красной Армии на Северном Кавказе не существует. Взрываем семь броне-поездов. Уходим в горы».3
ე.წ. „თერგის საბჭოთა რესპუბლიკის“ ხელმძღვანელები _ ორჯონიკიძე, ბუტირინი, ფიგანტერი, ნაზარეთიანი, მახარაძე, ა. გეგეჭკორი, გაბიევი და სხვ. ვლადიკავკაზიდან ინგუშეთში გაიქცნენ და საქართველოში გადავიდნენ. 20-ზე მეტი ბოლშევიკი პიატიგორსკში და არმავირში დააპატიმრეს და გროზნოს ციხის ეზოში ჩამოახრჩვეს.1 თერგის ოლქში, მხოლოდ 1920წ. მარტში შეიქმნა ბოლშევიკური დროებითი კომიტეტი, რომელიც სულ 80 პარტიის წევრს ითვლიდა.
სრულიად აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ბოლშევიკები 1919წ. არ წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ ძალას. ვინც გადაურჩა მოხალისეთა არმიას, ჩეჩნეთის მთებს შეაფარა თავი. «К осени окончательно разгромят советчиков, и их последние остатки вынуждены будут скрываться в горах, за спиной Узун-Хаджи».2 უდავოა, რომ ბოლშევიკები მათი გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავშესაფარის უფლებას უზუნ-ჰაჯს სთხოვდნენ. «Я нахожусь спрятанным в надежном месте в горах, – ატყობინებდა შერიპოვი თავის ახლობლებს, – небеспобойтесь, Я нахожусь в полной безопасности».3 უზუნ-ჰაჯი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო ომს ეწეოდა, ყველას, ვინც დენიკინის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის ბოლშევიკებს, თავისი ჯარის რიგებში იღებდა. მოხალისეთა არმიის მიერ დევნილმა გიკალომ და წითელი არმიის ნარჩენებმა უზუნ-ჰაჯს შეაფარეს თავი. თავდაპირველად გიკალოს რაზმში ირიცხებოდა 60 კაცი, რომლის შეიარაღება იყო 13 შაშხანა და ორი ტყვიამფრქვევი. შემდგომ, რაზმი უზუნის მთავარი შტაბის თანხმობით, თანდათან იზრდებოდა საოკუპაციო ჯარის მიერ დევნილი ჩეჩნების, ინგუშების, ყაბარდოელების და სხვ. ხარჯზე. 1919წ. ბოლოს რაზმი გაიზარდა 800 კაცამდე, რომელიც საემირიოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა, როგორც მეხუთე არმია.
საბჭოურმა ისტორიოგრაფიამ, განსაკუთრებით XX ს. 50-იანი წლების დასაწყისიდან, უზუნ-ჰაჯის მოღვაწეობა მთლიანად გააყალბა. იგი წარმოჩენილია როგორც თურქეთის მარიონეტი, უძლური მოხუცი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გააჩნდა, თითქოს შერიპოვ-გიკალოს ბოლშევიკური პარტიზანული რაზმი, წითელი არმიის შემოსვლამდე იყო ის ძირითადი ძალა, რომელმაც დენიკინის საოკუპაციო ჯარი თითქმის განდევნა ჩრდილოეთ კავკასიიდან.
ჩვენს ხელთ არსებული მასალები ცალსახად ადასტურებენ, რომ უზუნ-ჰაჯი არ იყო ბოლშევიკებთან ალიანსში და არავის მარიონეტი. იგი სიკვდილამდე იყო მთიელთა მოაზროვნე სასულიერო და პოლიტიკური ლიდერი. რაც შეეხება შერიპოვ-გიკალოს პარტიზანულ რაზმს, წითელი არმიის ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრებთან მოახლოვებამდე, იმამის მითითებებსა და ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა. უზუნ-ჰაჯი, იმთავითვე, შერიპოვსა და გიკალოს არ ენდობოდა, მაგრამ პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, იტანდა მათ, რადგან ყველაზე ძნელ და სახიფათო სამხედრო ოპერაციების შესრულებას ავალებდა. «Узун-Хаджи и Иналук первым на белых бросали отряд Шерипова и не шли на помощь».1
ფაქტობრივად, შერიპოვი და გიკალო იმამის საჯარიმო ბატალიონის მეთაურები იყვნენ, რომლის გამოც შერიპოვი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდა: «Это был штрафбат», შერიპოვმა მთავარი შტაბის ნებართვის გარეშე, გროზნოს აღება განიზრახა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით მოუმზადებელი და ავანტურისტული იყო. შერიპოვს სტანიცა ვოზდვიჟენსკოესთან მოხალისეთა არმიის ნაწილებთან მოუხდა ბრძოლის გამართვა. უზუნ-ჰაჯი შერიპოვს არ მიეშველა; შერიპოვი მოკლულ იქნა, ხოლო მისმა რაზმმა დიდი დანაკლისით უკან დაიხია.
საბჭოთა ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა სისტემატურად აყალბებდა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობას. ბოლშევიკური გაზეთები იუწყებოდნენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში პარტიზანული მოძრაობის ფართო ქსელი შეიქმნა ბოლშევიკების დაუღალავი იდეურ-ორგანიზაციული მუშაობის მეოხებით. გაზეთი „პრავდა“ 1919წ. 22 ოქტომბერს წერდა, რომ: «На Северном Кавказе деятельность повстанческих красных отрядов приняла большие размеры». „პრავდა“ ამას წერდა იმ დროს, როდესაც ბოლშევიკები უზუნ-ჰაჯს თხოვდნენ განეხორციელებინა დენიკინის ზურგში ცხენოსანთა ჯარის რეიდი. ბოლშევიკები ამ რეიდის განხორციელებას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ უზუნ-ჰაჯის თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე, მას ვერ შეძლებდნენ. აი, რას წერენ ბოლშევიკები აღნიშნულის შესახებ: «Состояние «добровольческих» сил на Северном Кавказе обеспечивает успех этого рейда и, если только Узун-Хаджи согласится это организовать «добровольцам» на Северном Кавказе будет нанесен значительный удар и со стороны Дагестана. Этот удар не только расстроит тыл противника, но и вызовет восстание в Ингушетии, Дигори и Кабарды...»1
უზუნ-ჰაჯი, მიუხედავად იმისა, რომ გენერალ დრაცენკოს რაზმები ცდილობდნენ ჩეჩნეთის მთის ზოლში შეჭრას, დაეთანხმა ბოლშევიკების წინადადებას. მტრის ზურგში პარტიზანთა ფართო ერთობლივი მოქმედებების განხორციელება მოითხოვდა ერთიან ხელმძღვანელობას. ამიტომ, უზუნ-ჰაჯი ვედენოდან გადავიდა დაღესტნის აულ ბაბა-იურტში. მან დენიკინის ზურგში დარტყმების განსახორციელებლად, დაღესტანში თავი მოუყარა საკმაოდ სოლიდურ პარტიზანულ რაზმებს, _ ჩეჩენი აბდულ-რაშიდ ისიევის 1500-იან ცხენოსანთა ქვეგანაყოფს, ყუმიყელი ზაინულაბიდ ბატირმურზაევის პარტიზანულ რაზმს და სხვ., რომლებმაც მოხალისეთა არმიის ნაწილებს შეუქმნეს აუტანელი პირობები, მწყობრიდან გამოიყვანეს კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის და სხვა კომუნიკაციების ქსელი, მოახდინეს ჯარის ნაწილების დეზორგანიზაცია, მუსრი გაავლეს მათ ხელისშემწყობთ.
ამგვარად, ჩვენს მიერ აქ მოტანილი მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზუნ-ჰაჯი არ ასრულებდა ბოლშევიკების, ან სხვა რომელიმე ქვეყნის მითითებებსა და დავალებებს, იგი სავსებით დამოუკიდებელი პიროვნება იყო და პირველ რიგში ზრუნავდა თავისი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების მატერიალიზაციისათვის. ამ თვალსაზრისით, ინტერესს იწვევს უზუნ-ჰაჯის სამხედრო წარმატებები აღმოსავლეთ კავკასიაში. დენიკინის გააქტიურებას თერგი-ყუბანის ფრონტზე, იმამის სწრაფი სამხედრო კონტრღონისძიებები მოჰყვა. მან მოხალისეთა არმიას ზურგიდან შეუტია და გამანადგურებელი დარტყმები მიაყენა დიდი ყაბარდოს შარიათის, ბალყარეთის, ოსეთის ცხენოსანთა პოლკების და მცირე ყაბარდოს ცხენოსანთა რაზმის გაერთიანებული ძალებით. მალე, უზუნ-ჰაჯიმ თეთრები ნალჩიკიდან განდევნა და «Пространство до Минеральных вод и далее было очищено от противника. Деникинцы в течение марта были отброшены к двум морям».1
ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მასალები ცალსახად აქარწყლებენ საბჭოური ისტორიოგრაფიის მტკიცებას იმის შესახებ, თითქოს 1919-1920წწ. დენიკინის საოკუპაციო ჯარს ძირითადად ებრძოდნენ „წითელი პარტიზანთა“ რაზმები. სინამდვილეში, მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებს ხელმძღვანელობდნენ სასულიერო პირები _ ღაზი-მუჰამედიდან, უზუნ-ჰაჯის ჩათვლით.
როდესაც დენიკინი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური დამარცხების წინაშე დადგა, მდგომარეობის გამოსწორების, მთიელთა გულის მოგების მიზნით შეეცადა არსებული საოკუპაციო რეჟიმის შეცვლას, უფრო ლიბერალურით. ამ მიზნით, თერგი-დაღესტნის ჯარების მთვარსარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ლიახოვმა საჯაროდ მიმართა მთიელებს, რომ „მოხალისეთა არმიას“ ძველი რეჟიმის აღდგენა, მთიელთა კაზაკებისადმი დაქვემდებარება განზრახული არ აქვს. «Напротив, гарантирует всем горским народам их внутреннее самоопределение». იგი მთიელებს არწმუნებდა: «В соответствии с принятым законом они будут управляться «особыми представителями из самого народа». При каждом правителе вводиться должность помощника по военной и гражданской части... Во главе всех горских народов Терского края будет стоять избранный всеми горцами горец – губернатор, как и целый ряд бывших общего-сударственные вопросы относились к ведению Главноначальствующего Терско-Дагестанским краем, тогда как управление горцами выделялось в полномочия особого помощника по горским делам, избранного горскими народами при котором будет находиться особый горский совет».1
როგორც ხედავთ, უკიდურეს მდგომარეობამდე მისულმა დენიკინმა ვერ დაძლია თავისი დიდმპყრობელური, იმპერიული ამბიციები და მთიელებს მხოლოდ საოკუპაციო ადმინისტრაციის კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები შესთავაზა, რომელიც ვერ შეცვლიდა მის ირაციონალურ ეროვნულ პოლიტიკას. უზუნ-ჰაჯიმ კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა მეზობელ სახელმწიფოებთან და ცდილობდა მათი მხარდაჭერით მოეპოვებინა საერთაშორისო მხარდაჭერა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა კეთილგანწყობით შეხვდა ჩრდილოეთ კავკასიის საემიროს შექმნას. ცნობილია, რომ დენიკინი ემუქრებოდა საქართველოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას2 „მოხალისეთა არმიას“, საქართველოში შემოჭრის შესაძლებლობა ჰქონდა სამხრეთ შავიზღვისპირეთის-ნოვოროსიისკ-სოჭიდან და ჩრდილოეთ კავკასიის საქართველოს სამხედრო გზით. უზუნ-ჰაჯი იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო საქართველოს სამხედრო გზის ჩაკეტვა.
ჩრდილოეთ კავკასიის საემირო საქართველოსთვის ბუფერის როლს ასრულებდა, ამიტომ, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ეხმარებოდა უზუნ-ჰაჯს. «Из Тифлиса Прибывает грузинский штаб, – წერს ა. კოსტერინი, – в задачи которого входило всемерное оказание помощи Узун-Хаджи в организации государства».3 საქართველოს მთავრობამ იმამთან სამხედრო სპეციალისტები მიავლინა _ გენერლები კერესელიძე, თუხარელი და ჭავჭავაძე. ბოლშევიკები უზუნ-ჰაჯის სამხედრო საქმიანობის შესახებ წერდნენ: «Он сгруппировал вокруг себя значительные силы... Эти силы имеют военную организацию и правильно действующий штаб, которым заведует военный специалист – грузинский полковник Кереселидзе».1
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და უზუნჰაჯს შორის დაიდო სამხედრო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა: «Так как у Узун-Хаджи была договоренность с грузинами в обмен на оружие и признание Эмирства, перед ингушским отделением были поставлены неотложные задачи – блокировать Военно-грузинскую дороду, чтобы перерезать пути сообщения деникинцев с Грузией, Не допускать вывоза в Тифлис продуктов с Северного Кавказа, задержать волну беженцев-контрреволюционеров, хлынувших в Грузию. Подготовить восстание во Владикавказе, перерезать железную дорогу Прохладная – Беслан-карабулак».2
უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და საემიროს მთავრობები ურთიერთვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ინგუშთა პოლკი, ხიზირ ორურანოვის მეთაურობით, საიმედოდ იცავდა „მოხალისეთა არმიისაგან“ საქართველოს სამხედრო გზას. საქართველოს მთავრობა «посылали к Узун-Хаджи добровольческие отряды офицеров, оружие, боеприпасы. 15 сентября 1919 года из Грузии было прислано 80 пулеметов, два миллиона патронов, полевые аппараты и три грузинских офицера».3
საქართველოს მთავრობა შეძლებისამებრ, ფულად დახმარებასაც უწევდა მთიელებს. ასე მაგალითად, საქართველოს მთავრობის 1919წ. 22 თებერვლის დადგენილებით, „მთიელთა კავშირს“ გამოეყო: «3 милиона в кредит, из этой суммы бонами Терской республики 2,5 миллиона руб., а остальные 0,5 милиона руб. закавказскими бонами частично, по мере возможности».4
ამგვარად, როგორც ვხედავთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ უზუნ-ჰაჯის საემიროსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით, უზრუნველყო სახელმწიფოს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო გზის დაცვა და აიცილა „მოხალისეთა არმიის“ ჩრდილოეთიდან შემოჭრის საშიშროება.
შენიშვნები
1. М. З. Нахибашев.Узун-Хаджи Салтинский-общественно-политический деятель Дагестана и Чечни. Автореферат диссертации кандидата наук. Махачкала, 2006.
2. М. Н. Покровский. Дипломатия и войны царской России в XIX столетии: Сборник статей. М., 1924, გვ. 209.
3. От Узуна-Хаджи Салтинского до Шамиля Веденского, ჰტტპ://წწწ.კავკაზცენტერ. ცომ.
4. От Узуна-Хаджи Салтинского до Шамиля Веденского, ჰტტპ://წწწ.კავკაზცენტერ. ცომ.
5. Н. П. Эмиров. Из истории военной интервенции и гражданской войны в Дагестане. Махачкала, 1972, გვ. 98.
6. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии в борьбе против Деникина. Грозный, 1963; И. Л. Янчевский. Гражданская борьба на Северном Кавказе. В 2 т., т.2. Ростов н/Д, 1927 და ა.შ.
7. ჰტტპ://წწწ.კავკაზცენტერ.ცომ, ხაზგასმა ჩვენია _ ე.ა.
8. М. З. Нахибашев.Узун-Хаджи Салтинский.., გვ. 17.
9. И. Л. Янчевский. Гражданская борьба на Северном Кавказе; А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа. Владикавказ, 1921.
10. М. З. Нахибашев.Узун-Хаджи.., გვ. 17. (ხაზგასმა ჩვენია _ ე.ა)
11. ჰტტპ://წწწ.კავკაზცენტერ.ცომ, ხაზგასმა ჩვენია _ ე.ა.
12. М. З. Нахибашев.Узун-Хаджи Салтинский.., გვ. 17.
13. И. Л. Янчевский. Гражданская борьба на Северном Кавказе; А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа. Владикавказ, 1921.
14. М. З. Нахибашев.Узун-Хаджи.., გვ. 17. (ხაზგასმა ჩვენია _ ე.ა)
15. М. З. Нахибашев.Узун-Хаджи Салтинский.., გვ. 17.
16. От Узуна-Хаджи Салтинского до Шамиля Веденского, ჰტტპ://წწწ.კავკაზცენტერ. ცომ, გვ. 32.
17. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии в борьбе против Деникина. Грозный, 1963, გვ. 137.
18. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 137.
19. Р. А. Арсенов, В. В. Блохин, В. В. Данангитян и др. История Отечества с древнейших времен до конца ХХ века. Ч. 2. М., 2000, გვ. 114.
20. А. П. Деникин, А. А. Фон Лампе. Трагедия Белой армии. М., 1991, გვ. 4.
21. И. Л. Янчевский. Гражданская борьба на Северном Кавказе. В 2 т. Т. 2. Ростов-на-Дону, 1927, გვ. 103.
22 გაზ.:«Терский Казак», 1919, №131.
23. გაზ.: «Вольный горец», სექტემბერი, 1919წ, გვ. 13.
24. Борьба за Советскую власть в Чечено-Ингушетии (1919-1920 гг.). Сбор. док. и материалов. Грозный, 1958, გვ. 205.
25. სსრკ კპ როსტოვის საოლქო კომიტეტის არქივი. ფ. 12, უ. 7, ფ7.
26. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 147.
27. Борьба за Советскую власть в Чечено-Ингушетии.., გვ. 207.
28. ჰტტპ://წწწ.კავკაზცენტერ.ცომ.
29. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 148.
30. Б. К. Мартыросян. История Ингушетии. Махачкала, 1993; Г. Д. Даниалов. Строительство социализма в Дагестане 1918-1937. М., 1988; М. А. Абазатов. Из истории гражданской войны в Чечено-Ингушетии, Грозный, 1962; М. М. Гиоев. Антиденикинский фронт на Кавказе. Орджоникидзе, 1984; Б. П. Екати. Большевики Терека во главе борьбы против интервентов и внутренней контрреволюции, Орджоникидзе, 1964, და სხვ.
31. Б. К. Мартыросян. История Ингушетии, გვ. 265; А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 138-139.
32. Б. К. Мартыросян. История Ингушетии, გვ. 265; А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 138-139; И. Х. Сулаев. Мусульманское духовенство Дагестана и Советская власть: Борьба и сотрудничество (1917-1921 гг,) Махачкала, 2004, გვ. 88.
33. Б. К. Мартыросян. История Ингушетии, გვ. 265-266.
34. Б. К. Мартыросян. История Ингушетии, გვ. 266-267.
35. გაზ.: «Вольный горец», 22 სექტემბერი, 1920.
36. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа. Владикавказ, 1921. გვ. 50.
37. გაზ.: «Грозненский рабочий», 14 ნოემბერი, 1959; А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 150.
38. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа, გვ. 53.
39. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа, გვ. 56-57.
40. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа, გვ. 52-53.
41. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 150.
42. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа, გვ. 55.
43. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 153.
44. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа, გვ. 92-93.
45. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа, გვ. 92.
46. И. Я. Янчевский. Гражданская.., გვ. 129.
47. Х. Ощаев. «Комбриг Тасуй». Грозный, 1970, გვ. 19.
48. ჰტტპ.://წწწ.კავკასცენტერ.ცომ/რუსს/ცონტონტ/2006/01/14/41024/პრინტ.ჰტმლ.
49. ჰტტპ.://წწწ.კავკასცენტერ.ცომ.
50. ჰტტპ.://წწწ.კავკასცენტერ.ცომ.
51. ჰტტპ.://წწწ.კავკასცენტერ.ცომ (ხაზგასმა ჩვენია _ ე.ა.).
52. ჰტტპ.://წწწ.კავკასცენტერ.ცომ
53. ჰტტპ.://წწწ.ტეპტარ.ცომ
54. ამის შესახებ იხ.: Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии. Тб., 1997, გვ. 765-766; А. М. Ментешашвили. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. Тб., 1998, გვ. 16-29; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. ნაკვ. II. 1917-1993. თბ., 2007, გვ. 43-52.
55. А. Костерин. 1919-1920 гг. В горах Кавказа, გვ. 33.
56. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 141.
57. ჰტტპ.://წწწ.კავკასცენტერ.ცომ.
58. А. Г. Гойгова. Народы Чечено-Ингушетии.., გვ. 141.
59. Борьба за Советскую власть в Северной Осетии, Сборник док. и материалов. Орджоникидзе, 1959, док. 176.
საღოოლ ძაალაინმაგარია <3
ОтветитьУдалитьარგვეთის მთავრებზე დავით და კონსტანტინე მხეიძეებზე და მათ შთამომავლებს თუ გაქვთ ინფორმაცია გთხოვთ დაამატოთ
ОтветитьУдалить