რომაული სამართლებრივი ტრადიციის ნამდვილ საწყისად თორმეტი დაფის კანონები მიიჩნევა (ძვ.წ. 451/50). ხალხი სამართლებრივ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მოითხოვდა როგორც თავისუფლების გარანტიას. საჯარო და ხელმისაწვდომი კანონები ყველა მოქალაქისთვის, პატრიციებისა და პლებეებისთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო. თორმეტი დაფა პატრიციებისა და პლებეების კომპრომისის ნაყოფი იყო. რესპუბლიკის მემკვიდრეთათვის ისტორიული გამოცდილება განდმოცემულია პომპონიუსის შემდეგ სიტყვებში (დიგესტა 1, 2, 3-4): „მეფეთა განდევნის შემდეგ... რომაელმა ხალხი კვლავ არასტაბილურ გარემოში აღმოჩნდა, ჩვეულებითი და არა დაწერილი სამართლის მიხედვით... ამ მდგომარეობის დასასრულებლად ათ პირს მიენიჭა საჯარო უფლებამოსილება, რათა საბერძნეთის სახელმწიფოთათვის სამართლებრივი რჩევა ეთხოვათ და სახელმწიფო კანონებზე დაეფუძნებინათ... ამავე დროს მათ მიენიჭათ უფლება, საჭიროების შემთხვევაში გაეუმჯობესებინათ და განემარტათ კანონები. მათი მმართველობა ხალხის ნებაზე არ ყოფილიყო დამოკიდებულია, როგორც ეს ჩვეულებრივი თანამდებობის პირების შემთხვევაში ხდებოდა. როცა თავად მათვე შენიშნეს რომ მათ მიერ შედგენილი კანონის დაფები ნაკლოვანებებს შეიცავდნენ, ერთი წლის განმავლობაში ორი დაფა დაუმატეს. ამიტომ მათი შემოქმედების ნაყოფს შევსების შედეგ თორმეტი დაფის კანონი ეწოდა“.
451 წელს არჩეულ იქნა სპეციალური კომისია 10 კაცის შემადგენლობით ადგილობრივი სამართლის ჩასაწერად. კომისიას, რომელიც შედგებოდა გამოჩენილი პატრიციებისგან აპიუს კლავდიუსის მეთაურობით, ფართო რწმუნება ჰქონდა მინიჭებული და იმ წელს არც კონსულები და არც სახალხო ტრიბუნები არ ყოფილან არჩეულები. კომისიის თითოეული წევრი თანაბარი უფლებებით იყო აღჭურვილი, ჰქონდათ პროტესტის უფლება სხვა წევრების მოქმედების მიმართ. შეჩერებულ იქნა აგრეთვე აპელაციის პროვოკაციის უფლება, რომლის ძალით ყველა მოქალაქეს შეეძლო მიემართა სახალხო კრებისათვის საჩივრით მაგისტრატის უსამართლო განაჩენზე. პირველმა კომისიამ დაკისრებული მოვალეობა ბოლომდე ვერ შეასრულა და 450 წლისათვის არჩეულ იქნა ახალი კომისია, რომელიც შედგებოდა 5 პატრიციისა და 5 პლებეისგან. ამ ახალ დეცემვირატს მიეწერება თვითნებური საქციელი, მოქალაქეთა ქონების კონფისკაცია, ძალმომრეობითი ქმედებები და ა.შ. ტრადიციის მიხედვით, მე-2 დეცემვირატის ქმედებებით აღშფოთებული პლებეები ჯერ ავენტინზე გადავიდნენ, შემდეგ კი ცოლ-შვილით საღვთო მთაზე გაიხიზნენ. ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო მე-2 დეცემვირატი დაიშალა და კვლავ აღდგა მაგისტრატურის წინანდელი ფორმა და პროვოკაციის უფლება. 449 წელს არჩეული ორი პრეტორის მუციუს ვალერიუსისა და მარკუს ჰორაციუსის მიერ მიღებული ღონისძიებებით აღდგა მშვიდობიანობა ორ მოპირისპირე წოდებას შორის. მათვე დაასრულეს დეცემვირების მიერ დაწყებული კოდიფიკაცია. დამტკიცებული კანონები სპილენძის თორმეტ დაფაზე ამოკვეთეს და ფორუმზე გაიტანეს.
რადგანაც 12 დაფის კანონებს ორიგინალის სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, ამიტომაც კანონთა შინაარსს ჩვენ ვეცნობით გვიანდელი მწერლების ციტატებისაგან და უმთავრესად ძვ.წ. მე-2 საუკუნის რომაელი იურისტის გაიუსის თხზულებების მეშვეობით.1816 წელს ისტორიკოსმა ნუბურმა ქალაქ ვერონაში აღმოაჩინა ძვ.წ. მე-2 საუკუნის იურისტის გაიუსის თხზულება – „ინსტიტუციები“ – ეს ნაშრომი წარმოადგენდა რომის იურიდიული სკოლების სახელმძღვანელოს. თქმულების მიხედვით, თითქოს ნიბურს გადაუბრუნდა სამელნე და როდესაც ხელნაწერიდან მელნის ლაქას შლიდა, შემთხვევით აღმოაჩინა ახალი ნაწერი. მრავალი საუკუნის განმავლობაში რომში ეს კანონები განიხილებოდა, როგორც საჯარო და კერძო სამართლის ძირითადი წყარო. „12 დაფის კანონი“ ყველაზე მეტად პლებეების ინტერესებს იცავდა. კანონი პირველ ეტაპს წარმოადგენდა პატრიციებთან თანასწორობისთვის ბრძოლაში.
ტიტუს ლივიუსის ცნობებზე დაყრდნობით, 12 ტაბულამდე კანონებს ინახავდნენ პონტიფიკუსები, მათი გაცნობა მხოლოდ პატრიციებს შეეძლოთ და იგი არ იყო უბრალო ხალხისთვის ცნობილი. კანონთა შექმნის მოთხოვნით (სახალხო ტრიბუნები) ყველაზე აქტიურად ტერენტილიუსი (ძვ.წ.462 წ) გამოდიოდა.
თორმეტი დაფა სახელმწიფო სიწმინდე იყო. სავარაუდოდ ისინი ძვ.წ. 390 წ. გალთა შემოჭრის შედეგად განადგურდა და ამის შემდეგ აღდგენილ იქნა. შეიძლება ეჭვი გამოვთქვათ, რომ თორმეტი დაფის ძველი კანონების შესაცვლელად გალები გახდნენ საჭირო თუ მათი აღდგენის დროს ტექტშიც ცვლილებები იქნა შეტანილი. ასევე კითხვებს იწვევს ის, თუ რატომ დაიკარგა დაფები, თუკი ისინი საყოვალთაოდ უდიდეს ღირებულების მქონედ იყვენენ მიჩნეული. თუკი ეს კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება, მაგრამ თორმეტი დაფის კანონების მიმართ უდიდეს პატივისცემას არამარტო ლივიუსი მოწმობს. ციცერონი იუწყება, რომ იმ პერიოდში სკოლაში თორმეტი დაფის კანონებს ზეპირად სწავლობდნენ, თუმცა უკვე ძვ.წ. პირველ საუკუნეში ეს უკვე საყოველთაოდ მიღებული აღარ იყო. თორმეტი დაფის კანონების როგორც რომაული სამართლებრივი იდეალის მნიშვნელობას ყველაზე მეტად ხაზს უსვამს მისი პატივისცემით ხსენება იურისტების მიერ. მათი შექმნიდან ათასწლეულის გასვლის შემდეგ კორპუს იურის იუსტინიანის-ში ვხვდებით ციტატებს სამართლის ამ უძველესი ძეგლიდან და მის მიმართ პატივისცემის დადასტურებას.
დაფებზე კანონები სფეროების მიხედვით ასეა განაწილებული:
პირველი ორი ტაბულა მოიცავს სამოქალაქო სამართლის ნორმებს.
მესამე დაფა ეხება ვალებს.
მეოთხე დაფა აწესრიგებს ოჯახური ურთიერთობებს.
მეხუთე დაფა მემკვიდრეობის საკითხებს ეხებოდა.
მეექვსე და მეშვიდე დაფები ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.
მერვე დაფა მოქალაქეთა უფლებების დარღვევებს ეხებოდა.
მეცხრე დაფა კონსტიტუციური პრინციპებს წარმოგვიდგენდა.
მეათე დაფა დასაფლავების წესებს შეეხება.
მეთერთმეტე დაფა ქორწინებასთან დაკავშირებულ ნორმებს განსაზღვრავდა.
მეთორმეტე დაფა კი კრიმინალს ეხებოდა.
დაფა 1
1. როდესაც ერთი [მოდავე] მხარე მეორეს გამოიძახებს სასამართლოში ტრიბუნალის წინაშე, ყოველმიზეზგარეშე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს.
2. თუ მოპასუხე თავს არიდებს სასამართლოს მოტყუების გზით ან არ ინძრევა ადგილიდან, მაშინ მას დაადებს ხელს (ანუ ძალით მიიყვანს სასამართლოში)
3. თუ სასამართლოში გამოცხადების დაბრკოლება არის ავადმყოფობა ან სიბერე, მაშინ მან ვინც სასამართლოში გამოიძახა უნდა უზრუნველყოს მიყვანა. თუკი მას არ სურს ამის მიღება, მოსარჩელეს ლეგალურად არ შეუძლია უზრუნველყოს ბრალეული მხარე ისეთი ტრანსპორტით, რომელიც აგებულია ფიცრებისგან, ან გადახურული ტახტრევანით.
4. მიწათმფლობელის ვინდექსი (ანუ სასამართლოში წარმომადგენელი) უნდა იყოს მიწათმფლობელი, ხოლო პროლეტარის ვინდექსი შეუძლია იყოს ნებისმიერი მსურველი.
5. ნექსუმის დატუსაღება [და მანციპიუმი რომაელი ხალხის მიერ] ფორ-ქტების ან სანატების (მცხოვრებლები ტიბრის ზემოთ და ქვემოთ) დაე იყოს სამართლიანი. ეს კანონი დაწერილია იმისთვის, რომ ისინიც იმავე პირობებით სარგებლობდნენ, რითაც რომაელი ხალხი.
6. როდესაც მხარეებს სურთ დავის გადაჭრა ერთმანეთში, თუნდაც გზად პრეტორისკენ იყვნენ, მათ უფლება აქვთ მშვიდობა დაამყრონ თავადვე. და რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიონ, იგი ჩაითვლება კანონიერად, და დამოწმდება.
7. თუ მხარეები ვერ მიდიან შეთანხმებამდე ამ სახით, ისინი შუადღემდე უნდა წარსდგნენ კომისიაზე ან ფორუმზე და თავიდან წარადგენს სასამართლო ამ საქმეს და შემდეგ დამსწრე მხარეები გამოვლენ რიგ-რიგობით. და, ორივე მხარე დაესწროს, და ილაპარაკონ თითოეული მხარის სახელით, მეორე მხარის გასაგონად.
8. თუ მხოლოდ ერთი მხარეა წარმოდგენილი, მაშინ მაგისტრატმა უნდა დაამტკიცოს ამ წარმოდგენილი მხარის მოთხოვნა შუადღის შემდეგ.
9. თუ ორივე მხარე ადგილზეა, მაშინ განაჩენის განაჩენის გამოტანის ბოლო და ვადა უნდა იყოს მზის ჩასვლის დრო.
10. და ეხლა მე გთხოვ, წარმომიდგინო, რომ იკითხება არა კვინტ ენი „ანალი“, არამედ „12 დაფის კანონი“ და ამიხსნა რას ნიშნავს ამ კანონებში „პროლეტარი“.
დაფა 2
სარჩელს საკრამენტალური გირაოს შეტანით ჰქონდა საერთო გამოყენება. რადგან ის საკითხები, რომელთა შესახებაც კანონში არ იყო საუბარი, რომ სარჩელი წარმოებდა შემდეგი სახით: წყდებოდა საკრამენტალური გირაოს შეტანით.
(გირაო შეჰქონდათ მორალური ზარალის ასანაზღაურებლად). იმ შემთხვევაში შეჰქონდათ გირაო, თუ ფიცის დადებისას მოიტყუებოდნენ მხარეები. სარჩელის მიხედვით, თუ 1000 ან უფრო მეტი „ლარი“ იყო გადასახდელი, მაშინ საკრამენტალური გირაო იყო 500 ასოვი. თუ კამათი მიდიოდა ადამიანის თავისუფლებაზე (თუ ცნობილი ადამიანი იყო) გადასახდელი იყო 500 ასოვი, რა თქმა უნდა, თავისუფლების სანაცვლოდ. სარჩელი აღიძვრებოდა მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ კანონი უბრძანებდა, რათა ამ საქმეზე სარჩელი აღიძვრებოდა ამ სახით. მსგავსად იმისა, როგორც 12 დაფის კანონი მიუთითებდა, იმასთან მიმართებაში, რაზეც იყო პრეტენზია წაყენებული სტიპულაციის (ზეპირი კონტრაქტის ფორმა, რომელიც აყენებს ვალდებულებებს) საფუძველზე.
1ბ. სარჩელის შეტანა ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ზეპირად თანხმდებოდნენ მხარეები.
2. თუ ერთ-ერთი ისეთი მიზეზთაგანია, როგორიც არის მძიმე ავადმყოფობა ან დღე, რომელიც არის სასამართლოსთვის დანიშნული, დააბრკოლებს სასამართლოს, მაშინ ამ სასამართლო განხილვისთვის დაინიშნება შემდეგი დღე.
3. ის ვინც ვერ შეძლებს წარადგინოს მოწმეთა ჩვენებები, მეორე დღეს უნდა მივიდეს სახლის ჭიშკართან (სახლი უნდა იყოს იმ მოწმის, რომელიც არ გამოცხადდა) და ყველას გასაგონად უნდა სთხოვოს.
დაფა 3
1. ვალის აღიარების ან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მიცემულ იქნას „ხელის დადება“ – სიმბოლური აქტი (უზრუნველყოფდა მოპასუხის წარდგენას სასამართლოში). სასამართლოზე გამოძახების უფლება ჰქონდათ უფროს მაგისრატებს.
2. თუ არ აღასრულებს, ამის შემდეგ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება მიემართა უფროსი მაგისტრანტისთვის, რომ იძულებით გამოცხადებულიყო მოპასუხე სასამართლო პროცესზე.
3. თუ მევალე არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არც არავინ გამოექომაგება, მოსარჩელე წაიყვანს თავისთან, დააპატიმრებს და დაადებს ხუნდებს ან ბორკილებს.
4. თუ მევალეს სურს შეუძლია იკვებოს საკუთარი ხარჯებით, მაგრამ თუ ის საკუთარი ხარჯით არ იცხოვრებს, მაშინ ვინც დააკავა მანდ უნდა მისცეს მინიმუმ 1 ფუნტის ოდენობის...
5. ამ პერიოდში მევალეს ჰქონდა უფლება შერიგებოდა მოსარჩელეს და თუ არ შეურიგდებოდა ასეთ პირობებში დაკავებული უნდა ყოფილიყო 60 დღე. ამ დროის მანძილზე 3 საბაზრო დღე მიყოლებით უნდა გამოეყვანათ პრეტორების კომისიაზე (სადაც ხდებოდა სამოქალაქო პირების დავა და აქ ცხადდებოდა ის თანხა, რაც დაეკისრებოდა) (ყოველი მე-9 დღე იყო დასასვენებელი). მესამე მე-9 დღეს თუ თანხას არ გადაიხდიდა სიკვდილით დასჯიდნენ ან გაყიდნენ ამ თანხად.
6. მესამე მე-9 დღეს ანაწევრებდნენ გასამართლებულს. თუ მოაჭრიდნენ მეტს ან ნაკლებს ეს დანაშაულად არ ითვლებოდა.
დაფა 4
1. მამამ დაუყოვნებლივ უნდა მოკლას ახლად დაბადებული ბიჭი, რომელიც მახინჯია ან აქვს ადამიანური რასისგან განსხვავებული ფორმა.
2ა. მამას ექნება უფლება თავისი ვაჟის სიცოცხლეზე და სიკვდილზე, რომელიც დაბადებულია კანონიერ ქორწინებაში.
2ბ. თუ მამა 3-ჯერ გაყიდის შვილს, შვილი იქნება თავისუფალი მამის ძალაუფლებისგან.
3. მამა უბრძანებდა ცოლს წაერთმია მისი პირადი ნივთები (გასაღები) და გადაეგდო.
4. ქალმა გააჩინა შვილი ქმრის გარდაცვალებიდან მე-11 თვეს. საქმე აღიძრა იმის გამო, რომ ის დაფეხმძიმდა ქმრის სიკვდილის შემდეგ. რადგან დეცემვირებმა დაწერეს, რომ ადამიანი იბადება 10 თვეში.
დაფა 5
1. ძველებმა ისურვეს, რომ სრულწლოვან ქალს, თუ მას ჩათვლიდნენ სუსტად მოაზროვნედ, მეურვეობის ქვეშ ამყოფებდნენ. გამონაკლისად ითვლებოდნენ ქალღმერთ ვესტას ქურუმი ქალები, რომელთაც ათავისუფლებდნენ მეურვეობისგან.
2. მანციპირებული (ნივთები, რომლებიც იმყოფებოდნენ არ ექვემდებარებოდნენ გასხვისებას: მიწა, მსხვილფეხა, მონები, მიწის ნაკვეთები) ნივთები იმ ქალებია, რომლებიც იმყოფებოდნენ აგნატების მეურვეობის ქვეშ, არ ექვემდებარებოდნენ მფლობელობის ხანდაზმულობას. გამონაკლისი იყო მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ქალი გადასცემდა ამ ნივთს მეურვეებს.
3. როგორი იქნება განკარგვა ქალის გარდაცვალების ან მეურვის გარდაცვალების დროს (არ გასხვისდება)
4. თუ ვინმე, ვისაც არ ჰყავს პირდაპირი შთამომავალი და არ დატოვებს ანდერძს, მაშინ მისი მისი ქონება გადაეცემა მამრობითი სქესის უახლოეს აგნატს – ნათესავები მამის ხაზით.
5. თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მამრობითი სქესის აგნატი, ამ შემთხვევაში ქონება გადაეცემა მას, ვისაც საერთო წინაპარი ჰყავს.
6. 12 დაფის კანონთა მიხედვით, იმ ადამიანების მეურვეებად, ვისაც არ ჰყავდათ დანიშნული მეურვე, ითვლებოდნენ მისი აგნატები.
7ა. თუ ადამიანი შეიშლება, მაშინ და მის ქონებაზე გავლენა ექნებათ მის აგნატებს.
7ბ. მაგრამ ზედამხედველი არ ეყოლება შეშლილს.
7ს. მფლანგველს ეკრძალება საკუთარი ქონების განკარგვა. კანონი ადგენს, რომ მფლანგველი, რომელსაც ეკრძალება ქონების განკარგვა, იყოს აგნატის მზრუნველობის ქვეშ.
8. კანონის მიხედვით, პატრონებს გადასცემდნენ მემკვიდრეობას, თუ მას არ ჰყავს პირდაპირი მემკვიდრეები. როდესაც საქმე ეხებათ პატრონებს კანონში ნათქვამია „ამ ოჯახიდან იმ ოჯახში“.
9. კანონის მიხედვით, დანატოვარი ქონება შედგება ვალისგან. თანამემკვდრეები გადაიხდიან ვალს თავიანთი მემკვიდრეობის წილით. გარდაცვლილის ვალი გადანაწილდება მემკვიდრეობიდან მიღებული წილის ზომის შესაბამისად.
10. ეს სარჩელი შთამომავლობით ქონების გაყოფის შესახებ დაფუძნებულია 12 დაფის კანონების საფუძველზე
დაფა 6
1. როდესაც მოხდება მონის გათავისუფლება, რა შეთანხმებასაც დადებენ ის იქნება კანონი.
2. კანონის მიხედვით, მტკიცებულებად საკმარისი იქნება ისიც, რაც იყო საზეიმოდ დაპირებული შეთანხმებს დროს. სიტყვას ვინც გადაუხვევდა ჯარიმა უნდა გადაეხადა და ასევე ისჯებოდა გაჩუმებაც.
3. მიწის ნაკვეთის მფლობელობის შემთხვევაში ხანგრძლივობად იყო 2 წელი და სხვა ნივთებზე 1 წელი.
4. უცხოელის შემთხვევაში მფლობელობა იყო სამუდამო.
5. თუ არ უნდა რომელიმე ქალს ამ ნიშნით გადავიდეს ქმრის გავლენის ქვეშ, მაშინ ის ყოველწლიურად უნდა წავიდეს თავის სახლიდან 3 ღამით, რომ გაწყვიტოს წლიურად მისი სარგებლობა. ქალი განისაზღვრება, როგორც ნივთი, რომელზეც ვრცელდებოდა წლიური მფლობელობა. თუ ქალი 3 ღამით წავიდოდა, ყოველწლიური მფლობელობა წყდებოდა.
6ა. ხელი დააფარო ნიშნავს, აიღო ის ნივთი, რომელზედაც მიდის დავა სასამართლოში, ხმამაღლა რომ გამოაცხადო შენი უფლება ამ ნივთზე. ვინდიცია – დროებითი მფლობელობა.
7. დამცველები (ვერგინიები) მოითხოვდნენ, რომ მიეღოთ განკარგულება ქალებზე მისაღები პირობებით.
8. მფლობელმა არ უნდა ამოიღოს „მორები“ შენობიდან ან ვენახიდან. კანონი არ აძლევს უფლებას აიღოს ან მოითხოვოს, როგორც თავისი საკუთრება – ქანდარა. ვინც აიღებს ორმაგად დაჯარიმდება.
9. სანამ ლერწებს არ შეაჭრიან ყურძენი არ უნდა ჩამოკრიფონ.
დაფა 7
1. 12 დაფის კანონთა განმმარტებლები გამოყოფენ სიტყვა - ambitus – როგორც კედლების გარშემო შემოვლას. სესტერციებმა შეადგინა 2,5 „ასი“, როგორც 3-ის ნახევარი. ამის საბუთად მოქმედებს 12 დაფის კანონი, რომელშიც 2,5 ფუნტს უწოდებს sestertius pes.
2. საზღვრების გასამიჯნად აუცილებელი იყო დაგეცვა 12 დაფის კანონი, რომელიც იყო ათენის კანონების მიხედვით შედგენილი. რადგან კანონში ეწერა შემდეგი: თუ მეზობლის მიწის ნაკვეთის გასწვრივ ამოითხარა ორმო, არ შეიძლება გადააბიჯო საზღვარს. მაგრამ თუ იქნება ღობე, მაშინ 1 ფუტის მანძილზე არ უნდა მიუახლოვდე ღობეს. თუ საცხოვრებელი სახლია, მაშინ 2 ფუტის მანძილზე არ უნდა მიუახლოვდე თუ თხრიან ორმოს ან ჭას (6 ფუტი). თუ ზეთისხილს რგავენ არ უნდა მიუახლოვდე 9 ფუტის სიგრძეზე, სხვა ხეებს – 5 ფუტის სიგრძეზე.
3ა. villa საერთოდ არ გამოიყენებოდა 12 დაფის კანონში. ამ სიტყვის აღსანიშნავად იხმარებოდა hortus. სიტყვა ბალის აღსანიშნავად გამოიყენებოდა-heredium-მემკვიდრეობითი მიწის ნაკვეთი.
3ბ.„tuquria“ ქოხი და სიტყვა სახურავი „teqtum“ ნიშნავდა გლეხების ღარიბულ საცხოვრებელს.
4. კანონი უკრძალავდა 5 ფუტიანი მიჯნის ფარგლებში მიწის ნაკვეთის შეძენას.
5ა. თუ მხარეები დაშორდებიან აზრში...
5ბ. წარმოიშვა დავა საზღვრების შესახებ, ჩვენ უნდა გამოვიდეთ 12 დაფის კანონებიდან. მესამე მოსამართლის ხარისხში მოგვიწევს გამოსვლა.
6. გზის სიფართე განისაზღვრება 8 ფუტით (სიგანეში – 16 ფუტით).
7. გზასთან მყოფი მიწის ნაკვეთების მფლობელებმა უნდა, თუ შეაკეთონ გზა, თუ ისინი გზას არ მოკირწყლავენ ქვებით, მაშინ გავლის უფლების მქონე ყველა პირი იქ შერეკავს ნახირს, სადაც მოესურვება.
8ა. თუ წვიმის წყალი მოიტანს ზიანს...
8ბ. თუ საერთო გზაზე მომავალი ნაკადული ან წყალგაყვანილობა მიაყენებს ზიანს კერძო მიწის მფლობელს აუნაზღაურებენ მიყენებულ ზარალს.
9ა. 12 დაფის კანონი ბრძანებს, რომ მიიღონ ზომები იმისთვის, რომ ხეების ტოტები 15 ფუტის სიმაღლის ზემოთ უნდა გადაიჭრას და ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ ხეების ჩრდილმა არ მიაყენოს ზიანი მეზობელ ნაკვეთს.
9ბ. თუ ქარმა გადმოხარა ხე შენი ნაკვეთის მხარეს, კანონის საფუძველზე შეგიძლია შეიტანო სარჩელი ამ ხის მოსპობაზე.
10. კანონი აძლევ უფლებას მოაგროვოს რკო, რომელიც ჩამოცვივდება მეზობელი ნაკვეთიდან.
11. გაყიდული ან გადაცემული ნივთები მყიდველის საკუთრება გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადაუხდის გამყიდველს ფასს ან დააკმაყოფილებს რაიმე გზით მის მოთხოვნას: მაგალითად: მისცემს რაიმეს თავდების სახით.
(შენიშვნა: ამ კანონის ავთენტურობა საეჭვოა).
12. განკარგულება მონის გათავისუფლების შესახებ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის გადაუხდის ჩემს მემკვიდრეს 10000-სს. მემკვიდრეს მაინც უნდა გადაუხადოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გათავისუფლებული იყო. მონა თავისუფლდებოდა თუ თვითონ გადაუხდიდა მყიდველს თანხას.
დაფა 8
1ა. ვინ იმღერებს ბოროტ წყევლას და ვინ მოაჯადოვებს...
1ბ. თუმცა 12 დაფის კანონებმა დაადგინა სიკვდილით დასჯა მცირე რაოდენობით დანაშაულებზე. მათ ჩათვალეს აუცილებლად ჩაერთოთ ასეთი ქმედებების რიცხვში შემდეგი შემთხვევა.
2. თუ ვინმემ წაიმღერა სიმღერა, რომელიც მოუტანს ღირსების შელახვას. თუ ვინმე სხვას მიაყენებს ზიანს და არ შეურიგდება დაზარალებულს მაშინ მასაც ასე უნდა მოექცნენ.
3. სარჩელი ღირსების შელახვის შესახებ იქმნება ან კანონით ან მაგისტრანტების ედიქტებით. თუ ვინმე აწყენინებს სხვას, ის გადაიხდის გირაოს (ჯარიმას). ეს კანონი ეხებოდა ყველანაირი მნიშვნელობის წყენას. არსებობდა ასევე საკანონმდებლო ედიქტები, რომლებიც ითვალისწინებდა განსხვავებული სახის დასჯას; მაგალითად, თუ ხელით ან ჯოხით გადაუტეხავენ ძვალს, მაშინ გადაიხდის ჯარიმას 300 სესტერცი. თუ მონას ეხება – 150 სესტერცი.
4. თუ ვინმე მიაყენებს ზარალს სხვას – 25 „ასოვი“.
5. თუ გატეხს უნდა აანაზღაუროს.
6. თუ ვინმე განაცხადებს, რომ ოთხფეხა ცხოველმა მიაყენა მას ზარალი, კანონზე დაფუძნებული სასჯელით სარჩელით გადაეცემოდა დაზარალებულს ის, რამაც მიაყენა ზარალი ან გადაეცემოდა ზარალის საფასური.
7. თუ ჩემი ნაკვეთიდან შენს ნაკვეთში ჩამოვარდება რკო და მე ფარას მივდენი და გამოვკვებავ ამით, კანონის მიხედვით შენ მე ბრალს ვერ წამიყენებ შინაური ცხოველის მიერ მიყენებულ ზარალზე.
8ა. ვინც მოაჯადოვებს მოსავალს.
8ბ. თუ გადაიყვანს ნათესს სხვის ნაკვეთზე.
9.12 დაფის კანონის თანახმად, ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ღამის საათებში მოიმკის მოსავალს გუთნით დამუშავებული მინდვრიდან, ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობით). არასრულწლოვანს ემუქრებოდა ან გაშოლტვა ან მიუსჯიდნენ ზარალის ორმაგად ანაზღაურებას.
10. კანონი ბრძანებდა შემდეგს. ვინც წვავდა რაიმე შენობას ან სახლთან დაწყობილს ხორბლის გროვას, უნდა დაედოთ ბორკილები და გაზომვის შემდეგ უნდა დაეწვათ ცოცხლად. იმ პირობებში თუ დამნაშავე ჩადიოდა გამიზნულად დანაშაულს. თუ გაუფრთხილებლობით მოხდა მაშინ კანონი აიძულებდა აენაზღაურებინა ზარალი, თუ მისი ქონება არ იყო ამისათვის საკმარისი, მაშინ სჯიდნენ შედარებით მსუბუქად.
11. კანონში ჩაწერილია, რომ სხვისი ხეების ბოროტი მოჭრისთვის, დამნაშავე იხდიდა 25 „ასოვს“ ყოველ ხეზე.
12. თუ ღამის საათებში მოხდება ქურდობა და ოჯახის უფროსი მოკლავს ქურდს ადგილზე, მაშინ მკვლელობა ითვლება კანონიერად.
13. თუ ქურდობა დღისით მოხდება, მაშინ ყვირილით მოუხმონ დახმარებას.
14. დეცემვირები ზოგიერთ დამნაშავეს, რომლებიც დაკავებული იყვნენ კერძო ქონების ქურდობაზე – მიმართავდნენ ფიზიკურ დასჯას და გადასცემდნენ მას დაზარალებულს. მხოლოდ იმ შემთხვვაში თუ ქურდობა დღე ჩაიდინეს და შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწიეს. მონების შემთხვევაში მიმართავდნენ სხეულის დასახიჩრებას ან კლდიდან აგდებდნენ. არასრულწლოვანთან დამოკიდებულებაში დეცემვირები იცოდებდნენ მათ, მხოლოდ ანაზღაურებდნენ და სხეულის დასახიჩრებით სჯიდნენ.
15ა. სასჯელად, როგორც მოპარულ ნივთზე, რომელიც იპოვეს ჩხრეკის შედეგად, ასევე გადაგდებულ ნივთზეც, კანონში ჯარიმა იყო დაწესებული ნივთის ღირებულების სამმაგი ოდენობით.
16. თუ წარმოდგენილი იქნება სასჯელი ქურდობის შესახებ, რომლის დროსაც ნაქურდალით არ იქნება დაკავებული, ქურდმა უნდა გაიხადოს ორმაგი ჯარიმა ზარალის ასანაზღაურებლად.
17. კანონი კრძალავს მოპარული ნივთების შეძენას მფლობელობის ხანდაზმულობის მიხედვით.
18ა. რადგან პირველ რიგში კანონში იყო დადგენილი, რომ არავინ არ აიღოს ერთ უნციაზე მეტი სასამართლო პროცესიდან. პროცენტის ზომა მდიდრების ახირების შედეგად დგინდებოდა.
18ბ. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ასეთი ჩვეულება და ის ჩაწერეს კანონში, რომ ქურდმა გადაიხადოს მოპარული ნივთის ღირებულების ორმაგი ოდენობა. მევახშე იხდიდა 4-ჯერ მეტს არაკანონიერად აღებულ პროცენტზე.
19. ბარგთან დაკავშირებული მოლაპარაკების დროს სარჩელი იყო ღირებულების ორმაგი ოდენობა.
20ა. უნდა აღინიშნოს, რომ მეურვის დადანაშაულება მოვალეობის არაკეთილსინდისიერ შესრულებაში გამომდინარეობდა 12 დაფის კანონთა მიხედვით.
20ბ. მეურვის მიერ თავიანთი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი პირების ქონების მითვისების შემთხვევაში უნდა დადგინდეს. დაშვებული ხომ არ არის თითოეული მეურვის მიმართ ის სარჩელი ორმაგი ოდენობით, რომელიც იყო დადგენილი კანონში მეურვეთა წინააღმდეგ.
21. თუ ბატონი მიაყენებს ზარალს „კლიენტს“ მაშინ ღმერთი განსჯის.
22. თუ ვინმე დათანხმდებოდა, რომ ყოფილიყო მოწმე ან გარიგებაში და შემდეგ უარს იტყოდა მოწმედ ყოფნაზე შეირაცხებოდა, როგორც არაპატიოსანი და აღარასდროს აღარ ექნებოდა მოწმედ გამოსვლის უფლება.
23.12 დაფის კანონთა მიხედვით, თუ ვინმე შემჩნეული იყო ცრუმოწმეობაში აგდებდნენ კლდიდან.
24ა. თუ ლახვარი მიზანში არ მოხვდებოდა (თუ ხელიდან გაუსხლტებოდა) ამ შუბის მფლობელს ცვლიდნენ ცხვარში.
24ბ. 12 დაფის კანონთა მიხედვით, თუ ადამიანი მოიმკიდა ღამის საათებში დამუშავებული მიწის ნაკვეთიდან, ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა (ახრჩობდნენ). სასჯელი უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მკვლელობისას.
25. თუ ვინმე გამოიყენებდა სიტყვას uenenum უნდა დაემატებინა ზედსართავი სახელი, რომ გასაგები ყოფილიყო ის გულისხმობდა საწამლავს თუ წამალს.
26. ჩვენ ვიცით, რომ 12 დაფის კანონებში დადგენილი იყო, რომ არ შეიძლებოდა ქალაქში ღამის ჩამოსვლები.
27. Sodales მიეკუთვნებოდნენ იმ კოლეგიას, რომლებიც ბერძნებისთვის იყვნენ გეტერიები. 12 დაფის კანონები მათ აძლევდა უფლებას, რომ ნებისმიერი კანონი დაეწესებინათ, თუ ის არ ეწინააღმდეგებოდა ზოგადად 12 დაფის კანონებს. ეს კანონი მნიშვნელობით ესადაგებოდა სოლონის კანონებს. იქ ნათქვამი იყო შემდეგი: თუ ძმობის რომელიმე წევრი, წმინდა მსხვერპლშეწირვისა ან ზღვაოსნობის წევრები, ან საერთო სამარხების მქონე ძმობის წევრები დადებდნენ ერთმანეთში რაიმე შეთანხმებას დაე ეს იყოს კანონი, თუ არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო კანონი.
დაფა 9
1. დაე სიკვდილი და თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოიტანონ ცენტურიებმა.
2-
3.12 დაფის კანონში რა შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მკაცრად. რომელიც მიუსჯის სასიკვდილო დასჯას იმ მოსამართლეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ქრთამის აღებაში, რომ შეეცვალა განაჩენი.
4-
5.12 დაფის კანონი უსჯის სიკვდილს მას ვინც მტერს აქეზებს ომისკენ ან გადასცემს რომაელს მოქალაქეს მტერს.
6.12 დაფის კანონი უკრძალავს ნებისმიერს გამოასალმოს ვინმე სიცოცხლეს სასამართლოს გარეშე.
დაფა 10
1. დაე გარდაცვლილი არ დაიმარხოს ან არ დაიწვას ქალაქში.
2. მოცვალებულის დასაწვავად გამზადებული კოცონისთვის მორებისთის არ უნდა მოეცალათ ქერქი ნაჯახით.
3. დაკრძალვის ხარჯების შემცირების მიზნით...
4. ქალებმა არ უნდა დაიხოკონ ლოყები და ჯგუფად არ მოთქვან მიცვალებულის გარშემო.
5ა. არ შეაგროვონ მიცვალებულის ძვლები, რადგან შემდეგ არ მოხდეს მათი დამარხვა.
5ბ. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარდაცვლილი დაიღუპა ომში (უცხო ქვეყანაში).
6ა. გარდა ამისა, კანონებში საუბარია იმის შესახებ, რომ შეწყდეს მონების ბალზამირება და ყოველგვარი შესმა (სასმისი) მრგვალი თასით და არ უნდა იყოს არანაირი ძვირადღირებული გამაგრებით.
6ბ. 12 დაფის კანონებში აკრძალულია დაასხან ეს სასმელი მიცვალებულზე.
7. თუ ვინმე დაჯილდოვებულია გვირგვინით ან თვითონ ან თავისი მონის ან ცხენის გამარჯვებისთვის ან მიიღო ეს გვირგვინი გმირობისთვის.
8. არ დაუდონ მიცვალებულს ოქრო, მაგრამ თუ მიცვალებულს კბილები ოქროთი აქვს გამაგრებული და მას დამარხავენ ან დაწვავენ ამ ოქროს კბილით-ეს არ იყოს კანონსაწინააღმდეგო.
9. კანონი კრძალავს მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოაწყონ მიცვლებულის დასაწვავი კოცონი ან სასაფლაოს ბორცვი 60 ფუტის დაშორებით მის სახლთან.
10. კანონი კრძალავს კერძო მფლობელობაში, რომ გადაიტანონ საფლავები ან ის ადგილები, სადაც დაწვეს მიცვალებული.
დაფა 11
1. იმის შემდეგ, რაც დეცემვირებმა შეადგინეს კანონთა 10 დაფა, რომელშიც გამოვლენილი იყო სამართლიანობისა და სიბრძნის უმაღლესი ფორმა აირჩიეს სხვა დეცემვირები თავიანთ მემკვიდრეებად (1 წლის შემდეგ), რომლებმაც დაამატეს ორი არასამართლიანი კანონების დაფა. (აკრძალული იყო ქორწინება პლებეებსა და პატრიციებს შორის).
2. დეცემვირებმა, რომლებმაც დაამატეს ორი დაფა შესთავაზეს ხალხს-კალენდრის შეცვლა დამატებითი დღეებისა და თვეების ხარჯზე.
3. რა იყო კალენდრის განახლებაში სასარგებლო? ითვლებოდა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ დაფას ინახავდნენ საიდუმლოდ, რადგან იმ დღეების შესახებ, რომლებიც ითვლებოდა სასამართლო საქმეების დღეებად მხოლოდ ცოტასგან შეიძლება გაგეგო.
დაფა 12
1. 12 დაფის კანონებისთვის თავდებში (pignoris capio) შეიტანეს იმის გამო, რომ ეს იქნებოდა საფასური (ვალის).
2ა. თუ მონა ჩაიდენს ქურდობას ან მიაყენებს ზარალს...
2ბ. მონების ან ოჯახობების ვაჟების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სარჩელი იყო, რომლის მიხედვით მეპატრონეებს ან მამებს უნდა წარედგინათ ზარალის ღირებულება ან მიეცათ პასუხისგებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий