суббота, 14 октября 2023 г.

ქალის როლი და სტატუსი ანტიკურ სამყაროში

ქალის სტატუსი რომში
    რომის იმპერიის საწყის ეტაპზე ქალის პოზიცია საზოგადოებაში სავალალო იყო. იგი წარმოადგენდა ქმრის, ხოლო ადრეულ ასაკში - მამის საკუთრებაში არსებულ ქონებას. ახალგაზრდა გოგონებს აქორწინებდნენ, რითაც უზრუნველყოფილი იყო გარიგება ორ გავლენიან ოჯახს შორის. ქალის მრუშობა მამაკაცის საკუთრების ხელყოფად ითვლებოდა და იულიუსის კანონებით სასტიკად ისჯებოდა, მაგრამ მამაკაცებთან მიმართებაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ძლიერი მეგობრობის ან სტუმართმოყვარეობის ნიშნად კაცს შეეძლო ცოლისთვის ღამის გასართობი საშუალება მიეღო და ეს ნორმად ითვლებოდა. ქალი ვერ უმკლავდებოდა მამაკაცის ნებას, რადგან მას ისე ექცეოდნენ, როგორც ნივთს.
    დროთა განმავლობაში მრავალცოლიანობიდან მონოგამიაზე გადასვლასთან ერთად, ქალის სოციალური მდგომარეობა გაიზარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომში ქალების პოზიცია უკეთესი გახდა და პოზიტიური მიმართულებით განვითარდა. მაგალითად, ამ პერიოდში ბერძენი ქალი ასევე შეზღუდული იყო ცხოვრების პარტნიორის არჩევისა და ოჯახის შექმნის კუთხით, მაგრამ რომაელ ახალგაზრდა ქალბატონს უკვე ჰქონდა ქმარის არჩევის უფლება, ხოლო ოჯახში იგი ითვლებოდა დედად, ბებიას. ოჯახში მამაკაცები ვალდებულნი იყვნენ პატივი ეცათ და დაეფასებინათ იგი.  მათ შეეძლოთ ქონების ფლობისა და ბიზნესის წარმოების უფლება. ზოგი ქალი ძალიან გამდიდრდა და თავისი სიმდიდრით ფლობდა ძალაუფლებას.
    რაც შეეხება ქალების განათლებას. ძველ რომში გოგონების უმეტესობა იღებდა დაწყებით განათლებას ბიჭების თანაბრად და ეუფლებოდა წერისა და კითხვის საფუძვლებს. სწავლის გაგრძელება არც შემდეგ ეკრძალებოდათ. ზოგიერთი ოჯახი ცდილობდა ქალიშვილებისთვის კარგი განათლების მიცემას და იქირავებდაა მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიდნენ მათ ბერძნულ ენას, გრამატიკასა და ხელოვნების საფუძვლებს.
    ქალებს სახლში არავინ კეტავდა, ისინიც დადიოდნენ თეატრებში, ცირკებზე და ყველანაირ სპექტაკლზე, ასევე წვეულებებზე. რომაელი ქალები აწყობდნენ თავიანთ კლუბებს, ზოგჯერ ისინი მხოლოდ დაქორწინებულ ქალებს ეკუთვნოდათ, ზოგი კი ყველას იღებდა, მიუხედავად გოგონას სტატუსისა. ამ კლუბებში უბრალოდ ჭრისა და კერვის გაკვეთილები არ ტარდებოდა, და ქალები ხანდახან სახელმწიფო საკითხებსაც კი წყვეტდნენ. მაგალითად, ძვ.წ. 396 წ. რომი ომობდა ვეისთან და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ქალებმა გადაწყვიტეს მთელი ოქროს სამკაული გადაეცა სახელმწიფო ხაზინაში.
    რომაულ საზოგადოებაში მატრონი ქალები (ანუ დაქორწინებულები, მათ შორის იყვნენ დაქვრივებული და განქორწინებული ქალებიც) იყოფოდა რამდენიმე რანგად. პირველი წოდება ყველაზე მაღალი იყო, მასში შედიოდა იმპერატორის ყველა ნათესავი ქალი. ამ ქალებს ყველაფერი შეეძლოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, წესიერების გარეგანი ნორმების დარღვევის გარეშე. მათ შეეძლოთ წვეულებების გამართვა ან მათი დავიწყება გარკვეული ხნით. მაგრამ თუ ამ ქალბატონმა გადაწყვიტა მაინც გაემართა წვეულება, არცერთ მოწვეულს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა. მოდას უნდა მიჰყოლოდნენ და ყოველთვის შეესაბამებოდნენ მას. არავის ჰქონდა უფლება რაიმე დიდ ღონისძიებაზე მოწვევა მათი გვერდის ავლით, ეს ითვლებოდა უტაქტობის სიმაღლედ.
    მეორე ადგილზე იდგნენ ქალები, რომლებიც შეადგენდნენ საზოგადოების მთავარ აქტივს. მათ მოეთხოვებოდათ რეგულარული მიღებების გამართვა. მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის ქალბატონები, ინტელექტუალური ან გავლენიანი. ისინი უნდა გაჰყოლოდნენ მოდას და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ ამავდროულად, მათ არ ჰქონდათ უფლება გამოეთქვათ თავიანთი აზრი საჯაროდ, ეკრძალებოდათ ხმამაღლა საუბარი თავიანთ ხედვებზე და ამით საზოგადოების აღელვება.
    მესამე დონე მოიცავდა დაქორწინებულ ქალებს. პირველი და მეორე დონისგან განსხვავებით, ისინი ბევრად თავისუფლები იყვნენ თავიანთ სურვილებში. მათ შეეძლოთ მიეღოთ მიწვევა ან უარი ეთქვათ. მათ შეეძლოთ მიღებების მოწყობა და ნებისმიერის დაპატიჟება.
    მეოთხე რანგში შედიოდნენ მატრონები, რომლებიც საზოგადოების თვალში დაეცა, თუმცა გარკვეულ ავტორიტეტს მაინც ფლობდნენ.
    რომაულ საზოგადოებაში ასევე იყო მეხუთე წოდება - მასში შედიოდა ყველა გაუთხოვარი გოგონა, უცხოელი და პლებეების წარმომადგენლები.
    რომაელი გოგონები სპორტის სახეობებითაც კავდებოდნენ და იშვიათად გლადიატორებიც ხდებოდნენ და ქალთა ასპარეობებში მონაწილებობდნენ.
    ძველ რომში გოგონებს ხანმოკლე ბავშვობა ჰქონდათ და დაახლოებით 12 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ.
რომაელი ქალების ფოტოები








ქალები სპარტაში
    სპარტელი ქალი საკმაოდ დაფასებული იყო, რადგან მამაკაცები სახლს უმეტესაც მოცილებულნი იყვნენ, დროს სამხედრო ბანაკებში, პოლიტიკურ თავყრილობებსა და სამხედრო ლაშქრობებში ატარებდნენ და ამ დროს სახლს, მამულსა და შვილებს ქალები ხედავდნენ და აქედან გამომდინარე შემოსავლებსაც განაგებდნენ. ეს იყო საზოგადოება, რომელიც უდიდეს პატივს სცემდა საკუთარ ქალებს და უძლიერეს მეომრებს. ბრძოლაში გმირულად დაღუპულ სპარტელ მამაკაცს ჰქონდა ისეთივე სტატუსი, როგორც მშობიარობის დროს გარდაცვლილ ქალს. მათი სახელები იწერებოდა ქალაქის გარეთ მდებარე საფლავის ქვებზე, რათა ყველას სამუდამოდ დაემახსოვრებინა ისინი.
    დღევანდელი ისტორიკოსებისთვის უდიდეს „თავისტკივილს“ წარმოადენს საკითხი, თუ როგორ იყო მაშინდელ მჩაგვრელ, ავტორიტარულ და პატრიარქალურ საბერძნეთში ეს საზოგადოება ასეთი განვითარებული და პროგრესული, რომ ქალებს ამ დონის თავისუფლებას და განათლებას აძლევდა.
    ამჟამინდელი ისტორიული ცნობებით, მაშინ, როცა მთელ საბერძნეთში ქალები მამაკაცების მომსახურებით იყვნენ დაკავებულები, სპარტელი ქალბატონები აბსოლუტურ გამონაკლისს წარმოადგენდნენ.
    სპარტაში ქალების აღზრდა და განათლება უდიდეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. სპარტელი ქალის მოვალეობა არ იყო საშინაო საქმეების გაკეთება: დალაგება, დასუფთავება, კერძების მომზადება, მათი მოვალეობა იყო განათლების მიღება, ისინი ბავშვობიდან იყვნენ მიმართულნი იმისკენ, რომ ჰქონოდათ ათლეტური სხეული.
    ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალების ამ დონის თავისუფლებას განაპირობებდა ისიც, რომ საშინაო საქმეებს ძირითადად მონები აკეთებდნენ. სხვა ბერძნულ ქალაქებში ქალებს უწევდათ ქსოვა, ხოლო სპარტელები ამ საქმიანობით არ კავდებოდნენ.
    სპარტელი ქალის უპირველესი მოვალეობა იყო სახელმწიფოს სამსახურში დგომა. 7 დან 18 წლამდე გოგონები სკოლაში დადიოდნენ სადაც წერა-კითხვასთან ერთად სწავლობდნენ ტანვარჯიშს, შეჯიბრებებში გამოსვლას, ბრძოლას რომ ჯანმრთელი და ღონიერი შვილები ჰყოლოდათ. სკოლის დასრულების შემდეგ გოგონას აქორწინებდნენ.
სპარტელი და სხვა ძველი ბერძენი ქალბატონების ფოტოები















ქალები საბერძნეთში
    დანარჩენ საბერძნეთში ქალებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ გარდა განქორწინებისა. განქორწინების პროცედურა სავსებით სამართლიანად მიმდინარეობდა. თუ ქალს ქმართან განქორწინება უნდოდა, მას უბრალოდ, უნდა მოენახა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც შეთანხმებას მისი სახელით მიაღწევდა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს უნდოდა განქორწინება, ის ქალს სახლიდან აგდებდა და ქორწინებაც სრულდებოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий