მესოპოტამიის ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. აქ დაიწყო ადამიანმა მდინარეების სანაპიროებზე მდებარე ახალი მიწების ათვისება, მათი დამუშავება, არხების მშენებლობა. აქ შეიგრძნო პირველად სტიქიის წინაშე შიში და უძლურება, აქ დაეუფლა მას საკუთარი უმწეობის, გარკვეული გარდუვალობის, ბედისწერის არსებობის შეგრძნება. ადამიანისათვის ცხადი გახდა ისიც, რომ ამ ურთულესი სამუშაოების შესრულებას, ბუნების ძალების შემოტევისათვის წინააღმდეგობის გაწევას, რამდენიმე ოჯახი, ან თუნდაც გვარი, დამოუკიდებლად ვერ შესძლებდა. საჭირო იყო ხალხის ერთობლივი, მიზანდასახული მოქმედება. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ტომთა დიდი გაერთიანებების შექმნისა, სადაც ჩამოყალიბდებოდა ის ძალა, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ხალხის ბრძოლას ბუნების ძალთა წინააღმდეგ, დაიცავდა მას მომთაბარე ტომების მუდმივი შემოტევებისგან.
სამხრეთ მესოპოტამიაში, შუმერში, დაახლოებით ძვ. წ. IV ათასწლეულში დაიწყო ქალაქების წარმოშობა. ისინი ბუნებრივ ბორცვებზე იყო განლაგებული და ხელოვნურად აშენებული კედლებით იყო დაცული. ყოველ ქალაქს საკუთარი მეფე და მფარველი ძალა ჰყავდა. ქ. ერიდუს სიბრძნის ღვთაება ენკი მფარველობდა, ნიპურს _ ენლილი, ლაგაშს _ ნინ-გირსუ და ა.შ. დაიწყო ურბანიზაციის თავისებური პროცესი, რომელიც პატარა ქალაქ-სამეფოების წარმოშობით დასრულდა. დაიწყო საზოგადოების სოციალური დიფერენციაცია ქურუმთა კასტის დაწინაურება „სამოქალაქო საზოგადოების“ ჩამოყალიბება, გაჩნდნენ მოხელეები, სკოლაში მოღვაწენი, სწავლულები, ექიმები. საფუძველი ჩაეყარა სამართალს. მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესები შეეხო შუმერის არა მთელ მოსახლეობას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის მცირე, ელიტურ ნაწილს, რომელმაც ქალაქებში დაიწყო ჩამოყალიბება.
ჩემს ინტერესს იმსახურებს, შუმერის მაგალითზე განვიხილო ის ეტაპი, როდესაც საზოგადოება გამოდის არქაიკიდან და განვითარების ახალ ფაზაში, ძველი სამეფოებისათვის დამახასიათებელი კულტურის სივრცეში შედის. განსაკუთრებით საინტერესოა ის პერიოდი, როდესაც არქაული და ძველი კულტურები ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ. როდის და როგორ კარგავს არქაიკა თანდათან თავის მნიშვნელობას, რა სახითა და დოზით განაგრძობს იგი არსებობას ახლად შექმნილი ძველი კულტურის მთლიანობაში.
ადრეულ პერიოდში, შუმერში ინტენსიურად მიმდინარეობდა სამყაროს ანთროპომორფიზაციისა და პერსონიფიკაციის პროცესი, რაც განზოგადებული ადამიანური თვისებების ბუნების მოვლენებზე, ციურ მნათობებზე, ადამიანის მფარველ სულებზე გადატანას გულისხმობდა. სწორედ ამ პერიოდის ანარეკლი უნდა იყოს შუმერის ხალხის ზეპირ ხსოვნაში მტკიცედ აღბეჭდილი მითოლოგიური პერსონაჟი „მე“. იგი განასახიერებდა ზებუნებრივი იდუმალებით მოცულ იმ ძალებს, რომლებიც განაგებდნენ სამყაროს. „მე“ გულისხმობდა მოვლენის ან საგნის არა ძირითად არსს, არამედ არსებს, დედაარსებს. მას გარდასახვის გასაოცარი უნარი ჰქონდა, შეეძლო მიეღო სხვადასხვა საგნის ან მოვლენის სახე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ინარჩუნებდა თავის უხილავ თვისებებს, ბადებდა განცდას, რომ სამყარო ცოცხალი და გასულდგმულებული იყო. ვ. აფანასიევას აზრით, „მე“-ს უნარები წარმოადგენდნენ ძველი კულტურის ერთგვარ კატალოგს, რომელშიც განსახიერებული იყო მეფეთა და ქურუმთა უფლებები და ფუნქციები, მორალი და მისი ანტიპოდები, სექსუალური, ხელოსნობის ამსახველი კატეგორიები (1).
„მე“ წარმოადგენდა ყველა ღვთაების აუცილებელ ატრიბუტს. ღვთაება ენლილი და ანი „მე“-ს თვისებებით აჯილდოვებდნენ ყველა იმ ღვთაებას, რომელიც მათი აზრით, ამას იმსახურებდა. გარდა ამისა, „მე“ შეიცავდა აუცილებელი წესებისა და კანონზომიერებათა იმ კომპლექსს, რომლებიც გადაეცემოდა ღვთაებებს, რათა ისინი დამორჩილებოდნენ აუცილებელ გეგმაზომიერებას, რომელიც გარდუვალი იყო და წინასწარ განსაზღვრული (2. 102-103). ალბათ ამიტომ, აქადურ მითოლოგიაში „მე”-ს უკავშირდებოდა რწმენა ბედისწერათა ტაბულის არსებობისა. ეს ტაბულა განსაზღვრავდა სამყაროს მოძრაობას და ისტორიული ფაქტების თანმიმდევრობას. ამ სიბრძნის დაუფლება და მისი სწორი გამოყენება უზრუნველყოფდა სამყაროზე ბატონობას და იქ, აუცილებელი წესრიგის არსებობას.
განვითარების ამ ადრეულ საფეხურზე იკვეთება სულიერი კულტურის კიდევ ერთი თავისებურება - ჩნდებიან დემიურგები, ე.წ. კულტურული გმირები, ისინი მიწაზეც ცხოვრობდნენ, ზეცაზეც ადიოდნენ, ადამიანებს აზიარებდნენ მათი სწორი ცხოვრებისთვის აუცილებელ კანონებს. ქ. ნიპურის მფარველი ღვთაება ენლილი განიცდებოდა, როგორც „ღმერთების მამა“ და „ბედისწერის განმსაზღვრელი“ ძალა. შუმერულ ლიტერატურულ ძეგლებში ენლილი წარმოდგენილია, როგორც კულტურული გმირი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა აზიაროს კულტურას ადამიანი. ყურადღებას იმსახურებს შუმერული ლიტერატურის ცნობილი ძეგლი „გუთნისა და თოხის გაბაასება”. გამართულ დიალოგში, თითოეული მათგანი საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს. ისინი მოგვითხრობენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, როგორ აგებდნენ არხებს, აშრობდნენ ჭაობებს, საყურადღებო ის არის, რომ ამ სამუშაოს ისინი ენლილის საუფლოშიც ასრულებდნენ. უპირატესობას თოხს ენლილი მიანიჭებს (2. 90-96).
შუმერში შექმნილი „მიწათმოქმედის კალენდარი“ შეიცავს მიწის დამუშავებასთან არსებული სამუშაოების აღწერას, იძლევა შრომისათვის აუცილებელ ინსტრუქციებს. საინტერესოა კალენდარის დასასრული და მისი პირველი ფრაზა _ დასაბამიერ ხანაში მიწათმოქმედი ასწავლის თავის ვაჟს შრომის სწორი შესრულებისათვის ყველა წესს, ხოლო კალენდრის ბოლოში აღნიშნავს, რომ ეს ცოდნა მას მთავარი მიწათმოქმედის, ღვთაება ენლილის ვაჟის ნინურტასაგან ჰქონდა მიღებული (2. 91).
შუმერული მითების თანახმად, ენლილის ძალაუფლება მაინც შეზღუდული იყო. მითში „ენლილი და ნინლი125 ლი” საუბარია ენლილის ბობოქარ სიყვარულზე ნინლილის მიმართ, რომელიც უპასუხოდ იყო დარჩენილი. ენლილი ძალის გამოყენებით დაეუფლება მას, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა და „უფროსი ღვთაებების” გადაწყვეტილებით ქვესკნელში იქნა გაგზავნილი. ნინლილი თავისი ნებით გაჰყვება მას ქვესკნელში. ენლილი სამჯერ შეიცვლის სახეს და „ჭიშკრის მცველის”, „მიწისქვეშა მდინარის ადამიანის”, ან „მენავის” სახით, სამჯერ დაეუფლება ნინლილს. იგი სამ ღვთაებას შობს, რომლებმაც მუდმივად ქვესკნელში უნდა იცხოვრონ. თავად ენლილი მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებების ნიშნებს იძენს, დატოვებს ქვესკნელს და ამის შემდეგ დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს.
ენლილის მთავარი ეპითეტებია კურ-გალი-მძლავრი მთა და მძლავრი ფრიალო კლდე. ენლილისადმი მიმართულ ლოცვებში იგი შედარებული იყო გარეულ ხართან, მძვინვარე ქარიშხალთან. მას ადანაშაულებდნენ წარღვნასა და ქ. ურის დაღუპვაში. ენლილის მთავარ სიმბოლოს წარმოადგენდა რქებით შემკული ტიარა (1. 635-636).
განვითარების ანალოგიურ გზას ქ. ერიდუს მფარველი, ღვთაება ენკიც გაივლის. ენკი წარმოადგენდა დედამიწის და მიწისქვეშ არსებული მტკნარი წყლების გამგებელს, სიბრძნისა და შელოცვების უზენაეს ძალას. ენკი იყო ყველა „მე”-სა და ყველა ადამიანის მფარველი. შუმერულ მითებში იგი წარმოდგენილია, როგორც ნაყოფიერების ღვთაება, კულტურისა და სულიერი ღირებულებების დამფუძნებელი. ენკი იყო ადამიანის შემქმნელი. მისი დახმარებით ეცნობოდა ადამიანი მარცვლეულის, საქონლის, მცენარეების მნიშვნელობას. ცნობილი მითი „ენკი და სამყარო” გადმოგვცემს თუ როგორ მოგზაურობდა ენკი მთელს სამყაროში, ანაყოფიერებდა მიწას, აარსებდა ქალაქებს, განსაზღვრავდა მათ ბედისწერას. იგი იყო გუთნის, თოხისა და სააღმშენებლო აგურის შემქმნელი. მის სახელს უკავშირდება მებაღეობისა და მებოსტნეობის დაფუძნება, სელის დამუშავების ტექნოლოგიის შექმნა. ცხადია, რომ ამ ნოვაციებს ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ეუფლებოდა, მაგრამ ამ პროცესების თავისებურ დასაბუთებას საკრალურ სამყაროში ეძებდა.
შუმერული ღვთაება უტუ („სინათლე”, აქად. „მზე”) ყოველდღიურად მოგზაურობდა დედამიწის გარშემო, დილით მთებიდან ამოდიოდა, ღამეს ქვესკნელში ატარებდა. მოინახულებდა მიცვალებულებს, აწვდიდა მათ სინათლეს, საკვებსა და დასალევ წყალს. უტუს გააზრებაში, გართულებული სახით, კოსმოგონიის აქტი იყო ნაგულისხმები. მაგრამ აშკარად იგრძნობოდა, რომ მიცვალებულები ქვესკნელში მარადიული ყოფნისთვის იყვნენ განწირულნი. მხოლოდ ღვთაება ინარჩუნებდა ქვესკნელიდან სააქაოში ამოსვლის უნარს.
ადამიანის ცნობიერებაში ეს უმნიშვნელოვანესი სიახლე მთელი სისრულით ინანა _ იშტარის მრავალრიცხოვან თავგადასავლებში იყო გამოვლენილი. შუმერულ და აქადურ სამყაროში ინანა-იშტარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება იყო. მას „ცის ქალბატონს“ უწოდებდნენ და პლანეტა ვენერასთან აიგივებდნენ. იგი ნადირობის, შუღლის, ნაყოფიერების ღვთაება იყო. „ეს მე ვარ, ჩემს ხალხს რომ ვშობ“ _ აცხადებს ინანა ერთ-ერთ ჰიმნში. ღვთაების გააზრებაში განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული მისი მიწიერი სიყვარულის ძალა. ამიტომ მას არაერთი მეწყვილე ჰყავდა-მებაღე შანლულუ, მებრძოლი ზუბაბა, მწყემსი ან მონადირე დუმუზი (შუმერული თამუზი _ „ჭეშმარიტი ძე“).
ინანას კულტი და მასთან დაკავშირებული მითები წარმოიშვნენ გაცილებით უფრო ადრე ვიდრე მოხდებოდა მათი წერილობითი ფიქსაცია. ინანას გააზრების უძველესი პლასტი სრულად იყო წარმოდგენილი შუმერის გამოყენებითი ხელოვნების მხატვრულ დეკორში, ურის III დინასტიის ეპოქის რიტუალური ჭურჭლის რელიეფებზე და ადრეული ხანის საბეჭდავებზე. ამ ძეგლებზე ინანა, ჯიხვებთან, გველებთან და ლომისებურ ცხოველებთან ერთად იყო გამოსახული.
ინანას თავთან, მისი უმთავრესი სიმბოლო _ ვარდული იყო (5. სურ. 2. 3. 16. 17. 38). ღვთაება ენკი ინანას მიანიჭებს ბრძოლის, ნგრევის და განადგურების ძალას, მამაკაცების მიზიდვის განსაკუთრებულ უნარს; აჯილდოვებს მას მრავალრიცხოვანი სამოსით. ალბათ ამიტომ, ინანას ყველა საყვარელი მის მიერ სასიკვდილოდ იყო განწირული. შუმერული მითების ზოგიერთი ვერსიის თანახმად დუმუზი ქურციკად ან გველად იყი ქცეული, მებაღე იშანდუ-ობობად, გაბოროტებული ინანა გილგამეშს ციური ხარის სახით მოევლინა მითის ამ მოტივებში შემორჩენილია ინანას უძველესი კავშირი ცხოველთა სამყაროსთან _ თითოეული ეს ცხოველი ალბათ ინანას უძველეს ზოომორფულ ინკარნაციას წარმოადგენდა.
ცნობილია მითის ის ვარიანტებიც, რომელთა თანახმად თამუზი გრძნობდა მოახლოებულ განსაცდელს. საუბარია გრძნეულ სიზმარზეც, რომელსაც თამუზი თავის დას უამბობს: „ლერწები მეხვეოდნენ, მაღალი ხეები მაშინებდნენ, ჩემი გული წყლით დაიფარა, ყვავმა გაიტაცა ჩემი კვერთხი, შევარდენმა ბრჭყალები ჩაასო ბატვანს, კარაქის სადღვებელში აღარ არის რძე. აღარ არის თამუზი ცოცხალთა შორის, მის სხეულს ქარიშხალი გლეჯს“*...

* შესაძლებელია, ეს იყო ერთგვარი გამოძახილი შუმერში არსებული მრავალქმრიანობის ტრადიციისა, რომელიც III ათასწ. შუა ხანებში, ლაგაშის მეფე ურჟინიმგინიმ, სპეციალური აქტის მიღებით გააუქმა (4.92).
ინანასთან დაკავშირებული მითის შუმერულ ვერსიებში საუბარია იმაზეც, რომ განრისხებული ინანა, (რისხვის მიზეზი უცნობია), ქვესკნელში ჩადის, მოხვდება იმ სამყაროში, საიდანაც „უკან დაბრუნება შეუძლებელია“. ქვესკნელს ინანას ბოროტი და, ღვთაება არეშკივალი განაგებდა. მოსალოდნელი განსაცდელის თავიდან აცილების მიზნით, ინანამ უბრძანა თავის ხელქვეითებს მოენახულებინათ ღვთაებები ენლილი, ენკი და ნანნა, ეთხოვათ, რომ საჭირო შემთხვევაში ინანა სიკვდილისაგან დაეხსნათ. ინანას საპარადო ტანსაცმლით შეიმოსება და მიწისქვეშეთის სამეფოს ჭიშკართან გამოცხადდება. ქვესკნელში მოქმედი კანონების შესაბამისად, ინანა ყოველ ჭიშკართან იხდიდა სამოსის ნაწილს და იქ ტოვებდა. ბოლოს, ის, შიშველი წარსდგება თავისი დის შვიდი მოსამართლის წინაშე, რომლებიც მას `სიკვდილის მზერას” მიაგებებენ. მითის ზოგიერთი ვარიანტის თანახმას, ინანას მიზანს არა მხოლოდ თამუზის დასჯა, არამედ მიცვალებულების „ამ ქვეყანაში” დაბრუნება იყო.
მითის შუმერულ ვერსიებში გაკვრით იყო ნახსენები ის ფაქტი, რომ ქალ ღვთაების ქვესკნელში მოხვედრის შემდეგ ქაოსმა დაისადგურა, ხოლო მისმა დედამიწაზე დაბრუნებამ სიცოცხლის აღორძინება გამოიწვია. მითის ბაბილონურ ვერსიაში იშტარი ბევრად უფრო აგრესიულად იყო დახატული. ის იმუქრებოდა, რომ დედამიწაზე მიცვალებულებს ამოიყვანდა და მოსპობდა სიცოცხლეს. გარკვევით არის მითითებული, რომ იშტარი მხოლოდ მაშინ შესძლებდა ქვესკნელის დატოვებას, როდესაც იქ, თავის სანაცვლოდ, თამუზს დატოვებდა. გარდა ამისა, დაწვრილებით იყო აღწერილი უბედურებანი, რაც დედამიწას თავს დაატყდა თამუზის გაქრობის შემდეგ _ სიცოცხლე შეწყდა, გაქრა მცენარეები. ალბათ ამიტომ, თამუზი ამ პერიოდში ვეგეტატიურ ღვთაებად გაიაზრებოდა _ მცენარეები, შემოდგომაზე თამუზთან ერთად კვდებოდნენ, ხოლო გაზაფხულზე, ბუნების აღორძინებასთან ერთად, კვლავ იღვიძებდნენ და აღსდგებოდნენ (3. 144).
ჩემი ყურადღება მიიპყრო ამ მითის ადრეულმა, შუმერულმა ვერსიამ მებაღე შუკვალიდუდასა და ინანას შესახებ. შუკალიდუდა კულტურის მატარებელი გმირი იყო. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ უშედეგოდ _ მის გარშემო ყველაფერი უნაყოფო და გადამწვარი რჩებოდა. ბოლოს შუკალიდუდა, ღმერთების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად დაეუფლება სიბრძნეს და ამის აღსანიშნავად ბაღში აღმართა ხე _ სარბუტუ, სიმბოლო, რომელიც არქაულ ცნობიერებაში ქაოსზე გამარჯვებული კოსმოსის ნიშანი იყო. მებაღე საკუთარ ბაღთან ჩაძინებულ ინანას ძალით დაეუფლა. ინანა აღშფოთებული დაეძებს მებაღეს, რათა შური იძიოს მასზე, სისხლით ავსებს წყლებს, პალმის ტყეებსა და ვენახებს, როგორ დამთავრდა ეს შუღლი სამწუხაროდ უცნობია.
ვინ იყო ინანას რჩეული და მსხვერპლი მითების უძველეს ვერსიებში? ჩემი აზრით, თავიდან, თამუზი მოკვდავი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ქალღვთაება შეიწირავდა, როგორც თავის საგაზაფხულო მსხვერპლს და სამუდამოდ ქვესკნელში აგზავნიდა. მაგრამ, ზევით განხილული მითების ანალიზი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დასკვნების შესაძლებლობას იძლევა. მითები აშკარად წარმოაჩენენ, თუ რამდენად იყო შეცვლილი, შუმერის ისტორიის ადრეულ ეტაპზე, ადამიანის ცნობიერება. ცხადი ხდება, რომ ახლებურად იყო გააზრებული ისეთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიები, როგორიც გახლავთ სიცოცხლე, სიკვდილი და დრო. რაც შეეხება სივრცის განცდას, სივრცე ჯერ კიდევ უცვლელად ვერტიკალურ ღერძზე იყო ორგანიზებული. აშკარად იყო ერთმანეთისაგან გამოყოფილი ქვესკნელი, შუასკნელი და ზესკნელი. თანდათან, განსაკუთრებით ბაბილონის ძველ სამეფოში, ქვესკნელი კარგავს თავის მნიშვნელობას. ადამიანის მზერა აქ მიწიერი და ზეციური სამყაროსაკენ იყო მიმართული.
არქაულ საზოგადოებაში ადამიანი გამსჭვალული იყო იმ რწმენით, რომ სიცოცხლეს არ გააჩნია საზღვრები სივრცესა და დროში. სიცოცხლე მისთვის მარადიულად გრძელდებოდა. სიკვდილისა და სიცოცხლის ერთიანობის განცდა, სამყაროს მთლიანობის შეგრძნებიდან გამომდინარეობდა. მ. ელიადე წერდა, რომ სიკვდილი, ცოცხალი არსების მოკვლა, არქაულ ცნობიერებაში, განიცდებოდა მხოლოდ როგორც გარკვეული ცვალებადობა, ერთი სტატუსიდან მეორეში გადასვლა, გარდაცვალება, სიკვდილი და მისი წიაღიდან ახლის აუცილებელი დაბადება, რაც თავის საფუძველში ქაოსიდან კოსმოსის მარადიული დაბადების იდეას უკავშირდებოდა (6. 20-21).
ასევე დროც, მხოლოდ ციკლურად იყო მოძრავი. არქაულ საზოგადოებაში გაბატონებული იყო რწმენა იმისა, რომ დროის ჩვეულებრივ მდინარებას წინ უსწრებდა „წინარე დრო“, როდესაც კოსმოგონიური აქტის შედეგად შეიქმნა სამყარო, დამკვიდრდა ადამიანური ცხოვრების წესი და ადამიანისათვის მნიშვნელოვანი ყველა ღირებულება. ეს წარსული იყო საგანთა მიზეზი და სიწმინდის საფუძველი. ამიტომ ეს წარსული განუსაზღვრელად უბრუნდებოდა ადამიანს და განსაზღვრავდა მისი ცხოვრების წესს. ადამიანის ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა, წარსული განუ130 საზღვრელად აღდგებოდა და ადამიანს უბრუნდებოდა (7. 288-89. 285).
შუმერში რადიკალურად არის შეცვლილი სიცოცხლისა და დროის განცდა. ადამიანის ცნობიერებაში დრო გამოაღწევს ციკლური დროის ჩარჩოებიდან და სწორხაზოვან სახეს იღებს. ადამიანმა უკვე იცის, რომ სიცოცხლე წამიერია, ადამიანი კვდება, სიკვდილი კი დასასრულს ნიშნავს, მარადიულ უკუნეთს, სადაც ადამიანი ვეღარ იცოცხლებს და ვეღარ შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომელსაც იგი „ამ ქვეყანაში“ ასრულებდა. მაგრამ საინტერესო ის არის, სიკვდილ-სიცოცხლისა და დროის არქაული განცდა არ იკარგება და ადამიანის ცნობიერებაში კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს არსებობას. მაგრამ უკვდავება, და სამყაროში დაუბრკოლებელი ციკლური „მოძრაობა“ მხოლოდ ღვთაებათა პრივილეგია ხდება. ღვთაებები უკვდავნი არიან და დაუბრკოლებლივ გადაადგილდებიან სამყაროში. იქმნება ორი, თითქოს პარალელურ განზომილებაში არსებული რეალობა _ ერთია ადამიანის ამქვეყნიური, რეალური ცხოვრება და მეორე, ილუზორული, ღვთაებათა სამყოფელი, სადაც არ არსებობდა სიკვდილი, სადაც არაფერი იცვლებოდა და დრო მარადიულად, წრიულად მოძრაობდა. ილუზორული იყო აგრეთვე სულეთიც, რომელიც უხილავი იყო, მაგრამ შიშის მომგვრელი. ცხოვრება ღვთაებათა მიერ იყო ნაბოძები, ამიტომ სწორედ ისინი ასწავლიდნენ ადამიანებს ცხოვრების კანონებს, განსაზღვრავდნენ მათ ბედისწერას. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითი იყო და წარმავალი, ხოლო ღვთაებათა ილუზორული სამყარო მარადიული იყო და ჭეშმარიტი. იგი ყოველდღე, წლიდან წლამდე, უცვლელად წრიულად მიმოიქცეოდა. უზენაესი ძალა, ღვთაებების სახით, განაგებდა სამყაროში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც არ იცვლებოდნენ და ურყევ კანონებს ემორჩილებოდნენ.
სწორედ ამ საკრალურ სამყაროსთან უნდა დაეკავშირებინა ადამიანს ყოველდღიური კავშირი ლოცვებით, რიტუალების შესრულებითა და დღესასწაულებში მონაწილეობით. ამ ადრეულ პერიოდში ადამიანი მძაფრად განიცდიდა საკრალური სამყაროს უტყუარობასა და ზემოქმედების ძალას. იგი ჯერ კიდევ მთლიანად იყო ინტეგრირებული საკრალურ სამყაროში და იქ მიმდინარე პროცესების უშუალო თანამონაწილედ განიცდიდა საკუთარ თავს. ალბათ, ამიტომ, შუმერულ ლიტერატურულ ძეგლებს წითელ ხაზად გასდევდა ბედისწერისა და სიკვდილის შიში, ძიება იმისა, თუ როგორ შესძლებდა ადამიანი სიკვდილისაგან თავის დაღწევას და უკვდავების მოპოვებას. ეს მოტივი კარგად შეიმჩნევა გილგამეშთან დაკავშირებულ გარემოში. გილგამეშის ეპოსი აქადური სამყაროს მონაპოვარია, მაგრამ ს. კრამერს გამოქვეყნებული აქვს გილგამეშის სახელთან დაკავშირებული უძველესი, შუმერული ვერსიები.
საინტერესოა, ე. წ. „გილგამეში და ცოცხალთა ქვეყანა“, რომელიც გვიან, აქადურ ვერსიაშიც შევიდა. გილგამეში დათრგუნულია მოახლოებული სიკვდილის შიშით. იგი გადაწყვეტს, თავის მსახურ ენკიდუსთან ერთად, მოიძიოს „ცოცხალთა ქვეყანა“. ღვთაება უტუ, აფრთხილებს, რომ მიზნის მისაღწევად მან უნდა დაამარცხოს გოლიათი ხუვავა. გილგამეში მას თავს მოჰკვეთს, მაგრამ როგორია მითის დასასრული, უცნობია. „გილგამეში და სიკვდილი“ განაგრძობს უკვდავების ძიების თემას. გილგამეშს სიზმარში გამოეცხადება ღვთაება ენლილი და ამცნობს, რომ ღმერთებმა ადამიანებს ჩამოართვეს უკვდავება, მაგრამ სანაცვლოდ, სწორედ მას, გილგამეშს უბოძეს დიდება, სიმდიდრე და ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვების უფლება.
მითოსის აქადურ ვერსიაში, გილგამეში ორი მესამედით ღმერთია. ქ. ურუქის მოსახლეობა აღშფოთებულია იმით, რომ გილგამეში არ იცავს ადამიანების ინტერესებს. ისინი შესთხოვენ ღმერთებს შექმნან ახალი არსება, რომელიც შესძლებს გილგამეშის დამარცხებასა და წესრიგის დამყარებას. ღვთაება არურუ თიხისაგან შექმნის ადამიანს, ენკიდუს, რომელიც ველური იყო, ჭამდა ბალახს, სპობდა ხაფანგებს და სარწყულებიდან სვამდა წყალს“. გილგამეშის თხოვნით, ერთმა მონადირემ ტაძრიდან წამოიყვანა ქალი, რომელთანაც ენკიდუმ ერთი კვირა გაატარა. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ენკიდუ, რომ გახდა „სრულფასოვანი, ბრძენი და თავად ღმერთების სადარი“.
ცნობილია შუმერული მითის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც გილგამეშის გოდებით იწყება. იგი გოდებდა იმის გამო, რომ დაკარგა ინანას გრძნეული საჩუქარი _ „პუკკუ“ და „მიკკუ“. ღვთაებრივი ძალების მატარებელი, მაგიური ხისაგან დამზადებული „საგნები“. „პიკკუ“ და „მიკკუ“ ქვესკნელში აღმოჩნდებიან. მათ დასახსნელად გილგამეშის თხოვნით, ენკიდუ ქვესკნელში ჩადის, საიდანაც უკან ამოსვლას ვეღარ ახერხებს. გილგამეში ქვესკნელიდან გამოიხმობს ენკიდუს სულს, რომელიც, როგორც ნიავი, ისე ამოიქროლებს მიწისქვეშეთიდან და აუწყებს, რომ ქალი, რომელიც უყვარდა გარდაცვლილია და მისი გვამი თიხასთან არის აზელილი.
როგორც უკვე აღვნიშნე, შუმერში, ქალაქების შიგნით დაიწყო ჩამოყალიბება „ინტელექტუალურმა ელიტამ“, სადაც იქმნებოდა და საიდანაც ვრცელდებოდა ახალი ღირებულებები და განისაზღვრებოდა ამ ღირებულებების ორიენტაციის სფერო. ეს ღირებულებები ჭეშმარიტი იყო და მათ არ გააჩნდა ალტერნატივა. ისინი ღმერთების მიერ იყო ნაკარნახევი და ამდენად, არ საჭიროებდნენ დასაბუთებას.
შუმერში ძალიან ადრე დამკვიდრდა ისეთი კატეგორიები, როგორიც იყო „სიმართლე“ და „სამართლიანობა“ _ „კიტუმმ“ და „მშირუმმ“. ისინი ღვთაებების მიერ იყო დაფუძნებული და ქვეყნის მმართველის მოვალეობას მათი დაცვა და შესრულება შეადგენდა (8).
ეს ღირებულებები სრულად იყო ასახული შუმერულ სამართალსა და იქ მოქმედ კანონებში. შუმერში პირველ რეფორმატორად ლაშაგის მეფე ურუინგინი-ა (ძვ. წ. 2318- 2312) მიჩნეული. მან წამოაყენა ლოზუნგი „ძლიერმა არ უნდა დაჩაგროს ქვრივ-ობლები“. იგი აცხადებდა, რომ მოქალაქეებს დაუბრუნა თავისუფლება და მართლმსაჯულება. მან შექმნა უძველესი აქტები, რომლებიც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების გარკვეულ წესრიგში მოყვანას ისახავდა მიზნად _ გადასახადებისაგან გაათავისუფლა ქურუმები, სასოფლო თემებში შექმნა სასამართლო, აკრძალა მრავალქმრიანობა და სხვ. მეფე საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ რეფორმები, იყო შედეგი ღვთაება ნინგირსუსთან დადებული ხელშეკრულებისა და საკუთარი თავი ამ ღვთაების ნების მხოლოდ გამომხატველად მიიჩნია (4. 92-94).
აქადის სამეფოს უძლიერესი მეფე იყო მეფე სარგონი (ძვ. წ. 2334-), სარგონი შუმერულად ნიშნავს „ჭეშმარიტ“ მეფეს. მისი დაბადება მითოსურ საბურველშია შემოსილი. ის აღნიშნავდა: „დედაჩემი ღარიბი იყო, მამას არ ვიცნობდი, ჩემი ჩასახვა და დაბადება საიდუმლოებით არის მოცული. დედამ ლერწამის კალათაში ჩამაწვინა და კალათა მდინარეს გაატანა“ (4. 96). სარგონმა შექმნა პროფესიონალებისაგან შემდგარი არმია, მოაწესრიგა მორწყვითი სისტემა, შემოიღო ზომისა და წონის ერთიანი სისტემა. მეფის ძალაუფლება აქადში, ნარამ-სუენის (2336-2200) დროს საგრძნობლად გაძლიერდა. იგი თავს უძლიერეს მეფედ მიიჩნევდა და „სამყაროს ოთხივე მხარეს“ მბრძანებელსა და აქადის უძლიერეს ღვთაებას უწოდებდა ხოლო მისი შვილიშვილის ურ-ნამუს (ძვ. წ. 2112-2003) ხანაში მეფის ძალაუფლებამ დესპოტური სახე მიიღო. მეფემ შემოიღო მნიშვნელოვანი ახალი კანონები. კანონების შესავალ ნაწილში აღნიშნული იყო, რომ ღვთაება ანნ-მა და ენლილმა მეფედ ღვთაება ნანნა განაწესეს. მან კი თავის მიწიერ ნაცვლად ურ-ნამმუ დაასახელა და ის აკურთხა მეფედ. ღვთაებათა ნებით, ურ-ნამმუმ შუმერის ძველი საზღვრები აღადგინა და ახალი კანონები დააწესა. მეფე აცხადებდა, რომ მისი მთავარი საზრუნავი ქვრივ-ობლები იყვნენ. ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ სწორედ მან დაიცვა ხალხი მოხელეების უსამართლობისაგან, დააფუძნა ზომისა და წონის ახალი სისტემა, რათა ვაჭრობა პატიოსანი ყოფილიყო. გარდა ამისა, ურ-ნამმუმ ადამიანის ფიზიკური დასჯა გამოსასყიდით შეცვალა (4. 96, 97).
საინტერესოა აქადში, ისინნას I დინასტიის მეფის, ლიპიტ-იშტარის მიერ მიღებული კანონები (1934-1924) შესავალში აღნიშნულია, რომ ყველა ღმერთის მამამ, ანნ-მა და ყველა ქვეყნის მბრძანებელმა ენლილმა, შუმერისა და აქადის ქვეყნები საჩუქრად უბოძეს ღვთაება ისინნ-ს. ხოლო მეფედ ლიპიტ-იშტარი აკურთხეს, დაავალეს მას ქვეყანაში ბოროტების, სიცრუისა და მანკიერების აღმოფხვრა. ხაზგასმულია ისიც, რომ სწორედ მან, ლიპიტ-იშტარმა დაამყარა ქვეყანაში სამართლიანობა. მეფის მიერ მიღებული კანონები მრავალრიცხოვანია. მე მხოლოდ ზოგიერთს შევეხები. მეფემ მონობისაგან გაათავისუფლა შუმერისა და აქადის ადგილობრივი მოსახლეობა. კანონების უმრავლესობა ეხება კერძო მეურნეობებს, არეგულირებს ორთვლიანი ტრანსპორტის, ეტლების, ხარების, ფინიკის პლანტაციების არენდისა და დაქირავების პირობებს, სჯის ცრუმოწმეებს.
კანონებში უაღრესად საინტერესოდ არის გადაწყვეტილი გენდერის პრობლემა. ქალიშვილის გათხოვებისას მამა მას ატანდა მზითევს. ქალის მზითევი მხოლოდ მისი მომავალი შვილების საკუთრება იყო და ქმარი მას ვერ განკარგავდა. მამას ქონდა უფლება ქალიშვილი ქურუმად განეწესებინა, იმ პირობით, რომ ქალიშვილი ოჯახში განაგრძობდა ცხოვრებას და ძმებთან ერთად მემკვიდრეობის უფლებას ინარჩუნებდა. არსებობდა ქურუმ ქალთა ისეთი კასტა, რომელიც მონაწილეობდა „მეფის ღვთაებრივი ქორწილის“ რიტუალში, მაგრამ ქალი ვალდებული იყო შეენარჩუნებინა უმანკოება. არსებობდა ქალ ქურუმთა ისეთი კასტაც, რომელიც ვალდებული იყო ღვთაებისათვის მსხვერპლად მოეტანა თავისი უბიწოება, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს, შეექმნა თავისი საკუთარი ოჯახი.
თუ კი ოჯახში, მამაკაცი დაუკავშირდებოდა მონა ქალს, რომელიც მისგან გააჩენდა ბავშვს, მამაკაცს უფლება ჰქონდა დედაცა და შვილიც სახლიდან გაეშვა. მათ ოჯახის საკუთრების მიღების უფლება არ ჰქონდათ.
თუ კი ოჯახის დედა უშვილო იყო, მამაკაცს შეეძლო „მეძავი ქალისაგან“ გაეჩინა შვილი. ბავშვი ოჯახში მოჰყავდათ, დედას კი ოჯახში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა. მაგრამ მამაკაცი იღებდა ვალდებულებას ქერით, ზეთითა და მატყლით უზრუნველყო მისი ცხოვრება.
თუ კი მამაკაცი სხვა ქალთან დაამყარებდა სასიყვარულო კავშირს, ცოლს შეეძლო სარჩელი შეეტანა სასამართლოში. მამაკაცს შეეძლო დაერღვია ოჯახი და მეორედ დაქორწინებულიყო, მაგრამ იგი ვალდებული იყო ყოფილი მეუღლისათვის გადაეხადა ე. წ. „განქორწინების ვერცხლი“ (9. 290-291).
სამართალმა განვითარების უმაღლეს წერტილს ძველი ბაბილონის სამეფოს უდიდესი მეფის ხამურაბის (1792-1750) დროს მიაღწია. მის დროს შეიქმნა ცნობილი „ხამურაბის კანონები“, რომლებიც შავი ბაზალტის სტელაზე იყო უკვდავყოფილი. კანონები მოიცავდა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს, განასხვავებდა და ერთმანეთისაგან მიჯნავდა სამოქალაქო, ადმინისტრაციულსა და სისხლის სამართალს. ნიშანდობლივია, რომ ერთმანეთისაგან გამიჯნული იყო წინასწარდაგეგმილი მკვლელობა შემთხვევით ჩადენილი მკვლელობისაგან. აღინიშნება ერთგვარი კლასობრივი მიდგომაც _ მონების მიმართ სამართალი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა (4. 99-100). ხამურაბიმ დიდი მნიშვნელობის რეფორმები ჩაატარა. მან მეფის ხელისუფლებას დაუმორჩილა როგორც სატაძრო და ადმინისტრაციული მეურნეობები, ასევე სასამართლოც. ქურუმები საკუთარ თავს უწოდებდნენ არა ღმერთების, არამედ ხამურაბის მორჩილებს (9.364). აშკარაა, რომ შექმნილი იყო ერთპიროვნულად გამგებელი მეფის დესპოტური ძალაუფლება. მაგრამ აღსანიშნავია, ისიც, მოპოვებულ გამარჯვებებს მეფე არა საკუთარ თავს, არამედ მარდუკს მიაწერდა. საინტერესოა, როგორ აისახებოდა ადამიანის ცნობიერებაში ის უდიდესი ძვრები, რომლებიც საზოგადოებაში მიმდინარეობდა, ახალი, უძლიერესი ღმერთის მარდუკის გააზრებაში.
შუმერული ღვთაებების ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ ძლიერად იყო დაწყებული მითოსური ცნობიერების მთლიანობიდან მათი გამოყოფისა და აღზევების პროცესი. მაგრამ აშკარაა ისიც, რომ თავიდან ისინი ჯერ კიდევ ბუნების განუყოფელ ნაწილად განიცდებოდნენ, ცოცხალ არსებათა ნიშნებს ატარებდნენ, ადამიანთან უშუალო ურთიერთობებს ამყარებდნენ, ებრძოდნენ ბოროტებას და სამყაროში წესრიგის დამყარებას ცდილობდნენ.
საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასთან ერთად დისტანცია ღვთაებებსა და ადამიანს შორის იზრდებოდა, ღვთაებები კარგავდნენ რეალურობას და მეტად უკავშირდებოდნენ ზებუნებრივ სამყაროს. ეს ღვთაებები განსაკუთრებულ თაყვანისცემას იმსახურებდნენ, ამიტომ ღვთისმსახურების ცერემონიალის გარეგნულ მხარეს მეტი ყურადღება ჰქონდა დათმობილი. ამ საპატიო მოვალეობას ქურუმთა კასტა ასრულებდა, ზრუნავდა ამ ცერემონიალის გარეგნულ მხარესა და რიტუალების უცვლელი სახით შესრულებაზე. მაგრამ ადამიანის ცნობიერების უძველესი მეტაფიზიკური პლასტები არ იკარგებოდა და რიტუალის ცალკეულ დეტალებში ვლინდებოდა (7. 120).
სწორედ არის შენიშნული, რომ ძველ სამყაროში იმ პერიოდიდან, როდესაც კულტურული გმირების ან ღვთაებების ადგილს ღმერთები დაიკავებენ, შეიძლება საუბარი ძველი სამეფოების ჩამოყალიბების ურთულესი და ხანგრძლივი პერიოდის დასრულებაზე, მაშინ იქმნება ახალი რეალობა, როდესაც ადამიანი რადიკალურად განასხვავებდა ერთმანეთისაგან ადამიანსა და ღმერთს, ადამიანურსა და ღმერთების სამყაროს. ძლიერდებოდა განცდა იმისა ადამიანს მოწესრიგებულ სამყაროში უნდა ეცხოვრა, ამ წესრიგს უზრუნველყოფდნენ ღმერთები და კანონები (10. 19).
ერთიანი, დესპოტური სამეფოს ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი მესოპოტამიაში ძვ. წ. II ათასწლეულში დასრულდა, მაშინ, როდესაც ბაბილონის ძველის სამეფო შეიქმნა, რომელსაც მეფე ერთპიროვნულად განაგებდა, სწორედ მაშინ სახელმწიფო რანგში იქნა აყვანილი რელიგიური პანთეონიც, რომელსაც, ისევე როგორც მიწიერ სამეფოს ერთი „დესპოტური“ მმართველი ყავდა. უზენაესი ღმერთის იდეა მარდუკის სახეში იქნა ყველაზე სრულად რეალიზებული.
მარდუკს ახასიათებდა სიბრძნე, მკურნალობისა და შელოცვის უნარი. ძველ ბაბილონურ ლიტურგიულ პოემაში „ენუმა ელიშ“ („როდესაც ზევით“..) მარდუკის სახე ყველაზე სრულად იყო წარმოჩინებული. პოემის თანახმად, მარდუკს პირველყოფილი ქაოსის განსახიერება _ ტიამატი დაუპირისპირდება. ყველა ღმერთს შიში დაეუფლება და ისინი უარს აცხადებენ ტიამატთან ბრძოლაზე. მხოლოდ მარდუკია თანახმა აღასრულოს ეს მისია, მაგრამ სანაცვლოდ სხვა ღმერთებისაგან სრულ მორჩილებას მოითხოვს, მარდუკმა დიდი ნადიმი მოაწყო, მოიწვია ღმერთები და საკუთარი ძლიერების დემონსტრირება მოახდინა _ ზეციდან გააქრო და კვლავ უკან დააბრუნა ვარსკვლავი. შეშინებულმა ღმერთებმა უსიტყვოდ აირჩიეს მარდუკი წინამძღოლად. მარდუკი აღიჭურვა ხელკეტით, მშვილდისრით, ბადეთი, თან გაიყოლა ოთხი ღვთიური ქარი, შვიდი ქარიშხალი და ტიამატის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.
მარდუკი ტიამატის ხახაში ჩაუშვებს „ბოროტ ქარს“, განგმირავს მას და გაანადგურებს მის მიმდევრებს. მარდუკი მოიპოვებს „ბედისწერის ტაბულას“, დაეუფლება „მე“-ს, რომელიც შუმერის ღვთაებათა საკუთრება იყო და იწყებს სამყაროს შექმნას, ტიამატის სხეულს შუაზე გააპობს, ქვედა ნაწილისაგან შექმნის დედამიწას, ხოლო ზედა ნაწილისაგან _ ზეცას*.
* მარდუკის ბრძოლა ტიამატის წინააღმდეგ კოსმოგონიური აქტია, რომელიც პოემაში მრავალრიცხოვანი კონკრეტული სახეების მონაწილეობით, ბევრად უფრო ცხოველხატულ გარემოშია აღსრულებული. მარდუკის სახე რთულია და აშკარად შეინიშნება, რომ მასში სხვა ღვთაებათა ფუნქციები და შესაძლებლობებია გაერთიანებული. მაგრამ ჩვენ წინაშეა არა რელიგიური სინკრეტიზმი, არამედ ძველი კულტურისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა რელიგიათა სინთეზი, როდესაც ამ ელემენტების გაერთიანება ქმნის ისეთ ახალ მთლიანობას, რომელიც განსხვავდება ამ ელემენტებისაგან და საკუთარი სახის მატარებელია.
პოემა მოგვითხრობს აგრეთვე მარდუკის გადაწყვეტილებაზე შექმნას ახალი ადამიანი. ღვთაება ეას რჩევით, ის სიკვდილით დასჯის აჯანყებულთა მეთაურს კინგუს. მის სისხლისაგან იქმნებიან ახალი ტიპის ადამიანები, რომლებმაც „უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობები, აღასრულონ რიტუალები და მუდმივად მიაწოდონ ღმერთებს საკვები. ამის შემდეგ, ღმერთები კიდევ ერთხელ დაუდასტურებენ მარდუკს თავის სრულ მორჩილებას, ქედს იხრიან მის წინაშე, საჯაროდ აცხადებენ მარდუკის ორმოცდაათ სახელს და პანთეონის ყველა ღვთაების ძალაუფლებას მას გადააბარებენ. მადლიერი ღმერთები მის სახელზე ზეცაზე ააშენებენ „ღვთაებრივ ქალაქ ბაბილონს“ და მის ტაძარს (1).
პოემაში საუბარია იმაზეც, რომ მარდუკმა ტიამატის დამარცხების შემდეგ, შექმნა კალენდარი, განსაზღვრა თვეები და მათი თანმიმდევრობა მთვარის ფაზებს დაუკავშირა. პლანეტა იუპიტერს დაავალა უზრუნველეყო ზეცაზე მიმდინარე პროცესების წესრიგი.
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება _ ბაბილონში მარდუკის სამყოფელს წარმოადგენდა არა ზეცა, არამედ ტაძარი, რომელიც მის საცხოვრებლად იყო გააზრებული. ქანდაკება ცენტრალურ ნაწილში, ნიშაში პოდიუმზე იდგა. იგი წარმოადგენდა მამაკაცს, რომლის სხეული ოქროს ზოდით იყო დაფარული, ხოლო თვალები თეთრი, შავი ან ლურჯი ქვებით იყო ინკრუსტირებული. ტანზე რეალური, ადამიანის სამოსი ეცვა. მარდუკი, ქანდაკების სახით, როგორც ცოცხალი ისე „ესწრებოდა“ იმ ღონისძიებებს, რომლებიც ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულების დროს სრულდებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაძარში ყოველდღიური მსახურება იმეორებდა სამეფო სასახლეში შესრულებულ ღონისძიებათა ეტიკეტს (9. 452).
აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან სიახლეს _ ლიტურგიულ პოემაში „ენუმა ელიგ“, განსხვავებით უფრო ადრეული ხანის მითებისაგან, აქცენტირებული იყო არა ის, რომ მარდუკი არის სამყაროსა და ადამიანის შემქმნელი, არამედ ის ფაქტი, რომ მარდუკი არის სამყაროს ერთპიროვნული მმართველი, რომ მას უნდა ემორჩილებოდნენ ყველა ღმერთები, რადგან მარდუკის ძალა აღემატება ყველა სხვა ღმერთის შესაძლებლობებსა და უფლებებს.
ადამიანების მზერა მიწიერი სამყაროდან ზეცისაკენ იყო მიმართული. ადამიანის აზრით, ორივეგან ერთნაირი პროცესები მიმდინარეობდა. ღმერთებისა და ადამიანის ცხოვრების წესი ერთნაირი იყო. მარდუკის გააზრებაში აშკარად იყო გამოვლენილი ის მნიშვნელოვანი, ახალი ძვრები, რომლებიც საზოგადოებაში რეალურად მიმდინარეობდა. მაგრამ ღვთაებრივი სამყარო იყო პირველადი, ის განსაზღვრავდა ამქვეყნიური ცხოვრების წესსა და უმთავრეს ღირებულებებს. ღმერთების სამყარო აღიქმებოდა, როგორც ამქვეყნიური ცხოვრების საკრალური პირველსახე, როგორც სამყაროს იდეალური ხატი.
შუმერში ახალი ტიპის კულტურის განვითარება ბევრი ნიშნით დამწერლობის შექმნით იყო განპირობებული. თავიდან პიქტოგრაფიული დამწერლობა გამოიყენებოდა, ხოლო IV-III ათასწლეულების მიჯნაზე, იგი ლურსმულმა დამწერლობამ შეცვალა. თავიდან თიხის ფირფიტებზე სამეურნეო წარწერები იყო წარმოდგენილი, მაგრამ მალე წარწერების თემატიკამ სულიერი კულტურის ყველა სფერო მოიცვა. დამწერლობის შესწავლის აუცილებლობამ სკოლების შექმნა განაპირობა. შუმერული სკოლა, ე-დდუბა („ფირფიტების სახლი“) ტაძრებთან იყო გახსნილი. მასწავლებლები ქურუმები ან სწავლულები იყვნენ, მათ ახალი კადრების მომზადება ევალებოდათ, სკოლაში სწავლა ალბათ შეძლებული ოჯახის შვილებისათვის იყო ხელმისაწვდომი. სკოლაში ბავშვებს ასწავლიდნენ მათემატიკას, კალიგრაფიას, შუმერულიდან აქადურ ენაზე თარგმნას, ხატვას, მუსიკალურ საკრავებზე დაკვრას. აღმოჩენილია შუმერულ-აქადური ლექსიკონები (4. 41-42) იქმნებოდა თავისებური სახელმძღვანელოები _ სიტყვათა გრძელი სიები, რომელთა ზეპირად სწავლა აუცილებელი იყო. სიებში აღბეჭდილი იყო მათემატიკური მაგალითები, ქვეყნების, ქალაქებისა და სოფლების დასახელებანი, ქვების, მინერალებისა და ლითონის სახეები, ცხოველთა და მცენარეთა ჯიშები, მითები, ზღაპრები, ანდაზები და ა. შ.
საოცრად ადამიანურია ტექსტი, რომელშიც სკოლის მოსწავლის ცხოვრების ერთი დღე არის აღწერილი _ ბავშვი უამბობს მამას _ დილით ავდექი, ვისაუზმე, მერე სკოლაში გავიქეცი, მეშინოდა დაგვიანების, მივრბოდი, რადგან თუ დამაგვიანდებოდა, მასწავლებელი დამსჯიდა და ჯოხით მცემდა. სკოლაში მისვლისას, ბავშვი მასწავლებელს ზეპირად ჩააბარებდა ფირფიტაზე დაწერილ ტექსტს, შუადღისას წერით დავალებას ასრულებდა და შემდეგ სახლში ბრუნდებოდა (2. 19).
ძალიან გავრცელებული იყო ლიტერატურული ძეგლების აღწერილობანი, ე. წ. კატალოგები, რომლის უძველესი ნიმუში ურის III დინასტიის ხანაში იყო შექმნილი. კატალოგებში ზოგჯერ მითითებული იყო ავტორი. ავტორად ღმერთები ან მითოლოგიური პერსონაჟები მოიაზრებოდნენ. შუმერული ტექსტების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ჩნდება ისტორიული ქრონიკები, რომლებშიც მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებზე იყო საუბარი, მეფეთა სიები. თავისებურ ევოლუციას განიცდიან მეფეთა სააღმშენებლო წარწერები. ისინი III ათასწლეულის შუა ხანებში ჩნდებიან. პირველი წარწერები ლაკონური იყო, ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა და მეფის მიერ ტაძრის ან სარწყავი არხის აღმშენებლობაზე გვაუწყებდა. შემდეგ ეს წარწერები უფრო მეტ ცნობებს შეიცავდა, საუბარი იყო არა მხოლოდ აღმშენებლობაზე, არამედ მეფის მიერ ბრძოლებში მოპოვებულ გამარჯვებებზე. გარდატეხა ამ დარგში ძვ. წ. XXII ს. შეიმჩნევა. ამ მხრივ, ინტერესს იმსახურებს ლაგაშის მეფე გუდეას სააღმშენებლო წარწერა.
იგი გუდეას მიერ ნახული სიზმრის პოეტური აღწერით იწყება. სიზმარში მეფეს მშვენიერი არსებები გამოეცხადებიან და გუდეას რაღაც საქციელისკენ მოუწოდებენ. მას დედა, რომელსაც ღვთაება ნგამტუ განასახიერებს, აუხსნის, რომ გუდეას ნინგირსუს მეთაურობით ღვთაებები გამოეცხადდნენ და ღვთაება ნინგირსუს სახელზე ტაძრის აშენება დაავალეს. წარწერაში პოეტურად არის აღწერილი მშენებლობის პროცესი, მრავალრიცხოვანი სააღმშენებლო მასალა, ტაძრის დიდებულება და სილამაზე. ტექსტი არ არის გალექსილი, მაგრამ ის ხაზგასმით რიტმულია, გამოყენებულია მეტაფორები და მხატვრული შედარებები. როგორც ჩანს, სააღმშენებლო წარწერები ლიტერატურის ცალკე ჟანრად ყალიბდებოდნენ, აშკარაა, რომ შუმერული ლიტერატურა ვითარდებოდა და გარკვეულ დიფერენციაციას განიცდიდა.
შუმერული სატრფიალო ლირიკაც ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი. სასიყვარულო ბალადები უდიდესი საახალწლო დღესასწაულის „მეფის წმინდა ქორწინების“ დღეს სრულდებოდა, როდესაც მეფე აღასრულებდა ღვთაებრივ ქორწილს ინანას ქურუმ ქალთან, რომელიც სიყვარულისა და გამრავლების მფარველ ძალას განასახიერებდა. ზეიმი მუსიკისა და ცეკვის თანხლებით მიმდინარეობდა. მართალია დღესასწაული რელიგიური იყო, მაგრამ ს. კრამერის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნიმუშზე, ქალი საოცარი გულწრფელობითა და ადამიანურობით, აუწყებდა მამაკაცს თავის გრძნობებს, უწოდებდა მას უძლიერესსა და ულამაზეს ლომს, სთხოვდა გაეტარებინა მასთან ღამე. დილამდე დარჩენილიყო, რათა დამტკბარიყო მისი ალერსით, რომელიც თაფლზე უტკბილესია (2. 242-244).
ცალკე ჟანრად ყალიბდებოდნენ ელეგიები, რომლებიც აღარ წარმოადგენდნენ ღვთისმსახურების ნაწილს და დამოუკიდებლად სრულდებოდნენ. ყურადღებას იმსახურებს ელეგია, რომელიც ს. კრამერის ვარაუდით ქ. ნიპურში ძვ. წ. 1700 წ. იყო ჩაწერილი. ფირფიტაზე ორი ელეგია იყო წარმოდგენილი. ორივე წარმოადგენდა დატირებას, რომელსაც აღასრულებდა ვინმე ლუდინგირრა. პირველ ელეგიაში ის დასტიროდა თავის მამას, ნანნა-ს, რომელიც ბრძოლაში იყო დაღუპული. მეორე ელეგია ეძღვნება მის სათნო და საყვარელ მეუღლეს, რომელმაც ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. პირველი ელეგია იწყება გარდაცვლილის მეუღლის, ანუ ავტორის დედის მძიმე განცდების აღწერით. შემდეგ გადმოცემულია ქურუმი ქალის, გარდაცვლილის შვილებისა და რძლების სულიერი ტკივილი, ცალკეა გადმოცემული უფროსი შვილის ლოცვა და წყევლა-კრულვა მიმართული მკვლელის მიმართ. დასასრულს, ოჯახის წევრები შესთხოვენ ღმერთებს დაიცვან გარდაცვლილი საიქიოში, ხოლო ამ ქვეყანაში დარჩენილებს არ მოაკლონ ყურადღება. პროლოგში ხშირად არის გამოყენებული შედარებები და მეტაფორები. რეფრენის ხშირი გამოყენება ელეგიას გარკვეულ რითმულობას ანიჭებს (2. 196-198).
შუმერის მითოლოგიურ ხასიათის ძეგლებში, იგრძნობა გარკვეული ნოსტალგია, საკრალურ ხანაზე, რომელიც უდიდეს როლს თამაშობდა ადამიანთა ცხოვრებაში. ეს იყო დრო, როდესაც „არ იყვნენ გველები, გიენები, ლომები... არ იყო შიში, უსასოება, ადამიანს არ ყავდა მტერი... ქვეყანაში სუფევდა დოვლათი და ბარაქა... ადამიანებს უყვარდათ ერთმანეთი... ყველა ერთ ენაზე საუბრობდა და ადიდებდა ენლილს“... ვკითხულობთ მითში „ენმერკარი და არრატას მმართველი“ (2. 250-252).
სრულიად უნიკალურია შუმერული ანდაზები, სადაც ხალხური სიბრძნე სრულად არის გამოვლენილი. ანდაზებში გამოვლენილია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლებიც ყველა დროის ადამიანისათვის იყო მნიშვნელოვანი. მოვიტან რამდენიმე მაგალითს _ „ბედნიერება დაქორწინებაშია, თუ დაფიქრდები _ განქორწინებაში“, „თუ ღამეს მამაკაცთან არ გაატარებ, არ გეყოლება შვილი“, თუ არ შეჭამ _ ვერ გასუქდები“, „ჩვენი ბოლო მაინც სიკვდილია _ გავანიავოთ ქონება, მაგრამ ცხოვრება გრძელია _ შევაგროვოთ ქონება“, „ღარიბი სესხს იღებს _ საზრუნავს იმატებს“, „სიმდიდრე შორს არის, სიღარიბე _ ახლოს“, „ყველა ღარიბი ოჯახი არ არის მორჩილი“, „თუ ქვეყანა შეუიარაღებელია, მტერი მუდამ კართან იდგება“, „მეგობრობა ერთდღიანია, ნათესაობა _ მარადიული“ და სხვ. (2. 144-148).
არ შემიძლია არ შევეხო ერთ დოკუმენტს, რომელზეც მსოფლიოში უძველესი სასამართლო და სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დაფიქსირებული. როგორც აღნიშნავს ს. კრამერი, პრეცენდენტს ადგილი ჰქონდა ძვ. წ. 1850 წელს, ქ. ნიპურში. სამმა პირმა _ მებაღემ, დალაქმა და მონამ (?), სიცოცხლეს გამოასალმა ტაძრის მოხელე, სახელად ლუ-ინნანა. მკვლელობის შესახებ შეიტყო გარდაცვლილის მეუღლემ, მაგრამ ეს ფაქტი დამალა და არ გაახმაურა.
მკვლელობის ფაქტი მეფე ურ-ნინურატასთვისაც გახდა ცნობილი. მეფემ სასამართლო მოიწვია, შედგა კრება რომელზეც სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, როგორც მკვლელებს, ასევე გარდაცვლილის მეუღლეს, რომელიც ფაქტის დამალვის გამო, მკვლელობის თანამონაწილედ ჩათვალეს. ქალი ორმა „ადვოკატმა“ დაიცვა. მათ განაცხადეს, რომ ქალს ქონდა უფლება დაემალა მკვლელობის ფაქტი, რადგან მეუღლე არ ასრულებდა თავის მოვალეობებს და ვერ უზრუნველყოფდა ქალის ნორმალურ ცხოვრებას. სასამართლომ ქალი გაათავისუფლა (2. 68-70).
შუმერსა და აქადში ძალიან დიდი და თავისებური კულტურა ჩამოყალიბდა. ამ კულტურის პრესტიჟი იმდენად დიდი იყო, რომ ბაბილონისა და ასურეთის სამეფოების დაცემის შემდეგაც, აქადურმა ენამ და დამწერლობამ საერთაშორისო ენის მნიშვნელობა შეინარჩუნა. მცირე აზიის, ეგვიპტის, სირიისა და პალესტინის სწავლულები ინტენსიურად ეუფლებოდნენ აქადურ ენას. აქამენიდური ირანის იმპერიის თითქმის ყველა ცნობილი წარწერა ძველ სპარსულ, აქადურ და ელამურ ენებზე იყო შედგენილი. საინტერესოა, რომ, როდესაც აქემენიდური ირანის მეფე კამბიზმა ეგვიპტე დაიპყრო, მეფის კორონაციის რიტუალი, ეგვიპტური ტრადიციების დაცვით ღვთაება ნეიტის ტაძარში აღასრულა, მაგრამ სამეფო ძალაუფლება მას მარდუკმა მიანიჭა (4. 154-155). ქალაქმა ბაბილონმა თავისი განსაკუთრებული მნივშენლობა ელინისტურ ხანაშიც შეინარჩუნა. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ალექსანდრე მაკედონელმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბაბილონში გაატარა და თავისი სიცოცხლე იქ დაასრულა.
შუმერის სამეფოებში სრულიად ახალი ტიპის კულტურა ყალიბდებოდა. ამ კულტურის შემქმნელები და მატარებლები ახალი ტიპის ადამიანები იყვნენ -სწავლულები, მწერლები, მოხელეები, ისინი ვინც მართავდნენ ქვეყანას, დიდ მეურნეობებს, აგეგმარებდნენ და აგებდნენ ქალაქებს, სასახლეებს, ტაძრებს, სარდლობდნენ ბრძოლებს, მსახურობდნენ სკოლებში, „ბიბლიოთეკებში“, მუშაობდნენ დამწერლობის სრულყოფაზე, ქმნიდნენ და აგროვებდნენ „მეცნიერულ“ ცოდნას. იმ პერიოდში მცხოვრები ყველა ადამიანი უძლიერესად იყო დაკავშირებული ტრადიციებთან. მაგრამ ეს ტრადიციები უფრო ძლიერად სულიერ კულტურაში ვლინდებოდა. პრაქტიკულ საქმიანობაში ადამიანი მეტ თავისუფლებას ფლობდა, საკუთარი ნებით იყენებდა არჩევანის უფლებას. მაგალითად, ტაძრის, სასახლის ან თუნდაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების წინ, ადამიანი ალბათ აუცილებელ რიტუალებს ასრულებდა, რომლებიც უცვლელნი იყვნენ საუკუნეების მანძილზე და მტკიცედ იყვნენ აღბეჭდილნი ადამიანების ზეპირ ხსოვნაში. რაც შეეხება პრაქტიკულ საქმიანობას, მშენებლობის ტექნიკის სრულყოფის აუცილებლობა, ადამიანს მეტ შინაგან თავისუფლებას ანიჭებდა, იგი გარკვეულ ნოვაციებს ეუფლებოდა, რაც ცხადია, აძლიერებდა მისი ოსტატობის დონეს.
აშკარაა ისიც, რომ ადამიანის ინდივიდუალიზაციის პროცესი, განსაკუთრებული ინტენსივობით, საზოგადოების ელიტურ ნაწილში მიმდინარეობდა. მაგრამ, ჩემი აზრით, კულტურის შემქმნელები იყვნენ არა პიროვნებები, არამედ ჯერ კიდევ ინდივიდები*. პიროვნებაც და ინდივიდიც თავისუფალი იყო თავის არჩევანში. მაგრამ ინდივიდი ჯერ კიდევ ძლიერად იყო დაკავშირებული და დამოკიდებული ტრადიციაზე, ზეპირ ხსოვნაზე, იმაზე, რაც ძლიერად აკავშირებდა წარსულთან. სწორედ ტრადიცია განსაზღვრავდა მის ორიენტაციას სამყაროში. ძველ კულტურაში, ინდივიდუალურობა და ტრადიცია განიხილებოდა არა როგორც განსხვავებული სოციო-კულტურული ფაქტები, არამედ როგორც უმთავრესი ღირებულებები, იმის მიხედვით, თუ რომელს ჰქონდა მინიჭებული უპირატესობა იმ კულტურულ მოდელებს შორის, რომლებიც აწესრიგებდნენ ადამიანის ცხოვრებას, მის ორიენტაციას გარე სამყაროში (11. 348).
* ი. ვეინბერგს ეკუთვნის მოსაზრება, რომლის თანახმად, ადამიანის ინდივიდუალიზაციის პროცესი ძველი აღმოსავლეთის სამყაროში დაიწყო.. ადამიანი აქ გაიაზრებოდა როგორც გარკვეული ფიზიკური და ფსიქიკური ერთიანობა, ადამიანს ჰქონდა და ის იყენებდა არჩევანის უფლებას, რის გამოც, ადამიანი უკვე პიროვნებას წარმოადგენდა (8. 97-100).
სწორედ მესოპოტამიაში აისახა ყველაზე სრულად საზოგადოების არქაივიდან გამოსვლისა და ძველი სამეფოების კულტურის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი. თვალნათლივ წარმოჩინდა, რომ სწორედ შუმერში შეიქმნა ძველი სამეფოებისათვის დამახასიათებელი კულტურის ახალი მთლიანობა, რომელიც თანდათან თავისუფლდებოდა არქაული აზროვნებისათვის დამახასიათებელი სტერეოტიპებისაგან და შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელ ძლიერ სტიმულებს ფლობდა. აქ ჩამოყალიბდა აზროვნების ახალი წესი, რომელიც აღარ იყო განსაზღვრული მხოლოდ ემოციებითა და მეტაფორებით, არამედ ისეთ კატეგორიებზე იყო დაფუძნებული, რომლებიც ცნებების მნიშვნელობას იძენდნენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა ისეთ ახალ კატეგორიებს, როგორიც იყო სიმართლე და სამართლიანობა, აუცილებლობა და შემთხვევითობა, ხარისხი, რაოდენობა. იქმნება საფუძველი ამ კატეგორიებს შორის არსებული კაუზალური კავშირების გამოვლენისა. მათ ეფუძნებიან საგანთა თუ მოვლენათა კლასიფიკაციები. არქაული საზოგადოების აზროვნების წესს, ერთგვარ პირველად ოკეანეს ადარებენ, რომლისგანაც ჯერ არ იყო გამოყოფილი მეცნიერება, სიტყვიერება, რელიგია, ხელოვნება, სამართალი, ფილოსოფია, თეოლოგია (12. 125) სწორედ ეს სინკრეტულობა წარმოადგენდა არქაული სულიერი კულტურის ძირითად ნიშანს, განსაზღვრავდა მის თავისებურებებსა და განუმეორებლობას.
მესოპოტამიის ძველ კულტურაში აზროვნების წესი აღარ იყო ერთიანი და ყოვლისმომცველი, იგი ძლიერ დიფერენციაციას განიცდიდა. სწორედ აქ, დამოუკიდებელი არსებობა და განსაკუთრებული ძალა მოიპოვა რელიგიამ, როგორც მსოფლაღქმის დამოუკიდებელმა ფორმამ. გამოიკვეთა მისი სწრაფვა მონოთეიზმისაკენ. ინტენსიურად ვითარდებოდა ხელოვნება, საერო და სასულიერო არქიტექტურა, სიტყვიერება, სამართალი, საფუძველი ჩაეყარა ისტორიას, მათემატიკას, ასტრონომიას. თანდათან ყალიბდებოდა სამყაროს „ცნებითი მოდელი“ და ამ ცნებათა დასაბუთების აუცილებლობა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კულტურა ზოგადად მაინც ანონიმური იყო.
რაც შეეხება რიგით მეთემეებს, ისინი ტრადიციულ ცხოვრებას აგრძელებდნენ, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ განიცდიდა ცვლილებებს. ისინი ადამიანები იყვნენ, მათ უსაფრთხოებას იცავდნენ, როგორც ოფიციალური, ისე პირადი ღმერთები, მათი საცხოვრებელი, ოჯახი, მათ უყვარდათ, მრავლდებოდნენ და ალბათ ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий