1092 წლის შემოდგომა შემოსულიყო. იმ
დღეს თბილი ამინდი იყო, ამიტომ 19 წლის დავით მეფე გეგუთს მივიდა და
საქმეთა გაძღოლა მის
ეზოში დადგმული ტახტიდან ისურვა. ამ
დროს მსახური მოვიდა და მსტოვრების მოტანილი ვრცელი მოხსენების გადასცა მეფეს. მოხსენებამ მეფე კარგ
ხასიათზე დააყენა.
მოხსენებაში ეწერა: „სელჩუკები ინდოეთიდან ეგეოსის ზღვამდე ლამის ყველაფერს აკონტროლებენ და
კონსტანტინოპოლის დაპყრობას და
ევროპაში გადასვლას გეგმავენ, თუმცა მალე
ყველაფერი შეიცვლება. მალიქ შაჰს მრავალი ვაჟი ჰყავდა სხვადასხვა ცოლებისგან. ორი უფროსი უკვე წაართვა განგებამ. ახლა
შემდეგი ვაჟების ჯერი
იყო. ქვეყანას ფორმალურად დიდი სულთანი მალიქ შაჰი
მართავდა, თუმცა რეალურად ყველაფერს, უკვე
ოცი წელი გასულიყო, დიდი ვეზირი ნიზამ ალ
მულქი განაგებდა, რომლის შიში თვით
დიდ სულთანსაც ჰქონდა. დიდ ვეზირი ტახტზე უფროს ვაჟს, 12 წლის
ბარქიარუკს ამზადებდა, ხოლო
გარდაცვლილი ვაჟების დედას, თერქენ ხათუნს ტახტი 5 წლის
მესამე ვაჟისთვის, მაჰმუდისთვის უნდოდა და
ხვდებოდა, რომ ნიზამ ალ მულქის სიცოცხლეში მის
ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა. თერქენ ხათუნმა გადმოიბირა მეორე ირანელი ვეზირი ტაჯ ალ
მულქი, რომელსაც მხარდაჭერის სანაცვლოდ დიდი
ვეზირის პოსტი შესთავაზა. ტაჯმა ნიზამი სულთნის წინაშე კორუფციაში დაადანაშაულა. თუმცა, მალიქ შაჰ I-მა
ნიზამის გათავისუფლება ვერ
გაბედა.
მაშინ ნიზამი ამოქმედდა და
დიდი სულთანს მისწერა: „თუ ჯერ
არ გაგიგია, რომ
მე შენი თანასწორი ვარ მმართველობის საქმეში, მაშინ იცოდე, რომ
ამ ძალაუფლებას მხოლოდ ჩემი სახელმწიფო მოღვაწეობისა და
განსჯის წყალობით მიაღწიე. ნუთუ არ
გახსოვს, როდის მოკლეს შენი მამა
და მე ავიღე პასუხისმგებლობა საქმის წარმოებაზე და
დავამარცხე აჯანყებულები, რომლებიც მისივე ოჯახიდან იყვნენ? ამ
სამეფოს სტაბილურობა ჩემს
სამელნესთანაა დაკავშირებული და
თუ ოდესმე ამ
სამელნეს დავხურავ, ეს
სამეფო ძალაუფლება დაეცემა“.
ნიზამ ალ
მულქს სხვა დიდი
მტერიც ჰყავდა ტეროტირტული ორგანიზაცია ისმალიტების ლიდერ ჰასან საბაჰის სახით, რომელსაც ებრძოდა და ცოტა
ხნით ადრე ალამუთის აღებაც კი
სცადა, თუმცა ვერ
მოახერხა.
ერთ დღეს,
ნიზამ ალ-მულქი ისპაჰანიდან ბაღდადისკენ გაემართა. იდგა
1092 წლის 14 ოქტომბერი. ამ
დროს მას სუფიას ფორმაში გადაცმული ვინმე ბუ
ტაჰირ არანი მიუახლოვდა და ხანჯალი ჩასცხო. ვინ
იყო მკვლელი? გავრცელებული ვერსიით ასასინი, თუმცა შესაძლოა შაჰის ან
დედოფლისა და მისი
მოკავშირეების მიგზავნილი ყოფილიყო. რადგან მკვლელი ნიზამის მცველმა მაშინვე მოკლა, შეუძლებელი გახდა დანამდვილებით იმის
დადგენა, თუ ვინ
გამოგზავნა იგი.
დიდი სულთანი მალიქ შაჰი
და მისი ოჯახის ნაწილი კმაყოფილი იყო. დიდი
ვეზირი დაკრძალეს და
სამეფო კარზე პოლიტიკური გადაჯგუფებები დაიწყო. ტაჯმა დიდი
ვეზირის პოსტი მიიღო.
ნიზამ ალ
მულქს ვაჟები და
გავლენიანი დაჯგუფება დარჩა, რომელიც სულაც არ აპირებდა დანებებას და
ძალაუფლების დათმობას.
ცოტა ხანში მალიქ-შაჰი ისპაჰანიდან ბაღდადისკენ წავიდა და გადაწყვიტა ალ-მუკტადის გადაყენება რათა
ხალიფას თავისი ოჯახის წევრი დაენიშნა. სულთანმა ეს
საქმე ვერ მოასწრო.
1092 წლის 19 ნოემბერს მალიქ შაჰმა ტყეში ნადირობა გადაწყვიტა, რა
დროსაც მოულოდნელად გარდაიცვალა. საუბრობდნენ რომ
ის მოწამლეს. ერთნი ისმაილიტებს აბრალებდნენ, მეორენი ნიზამ ალ მულქის შვილებს.
თერქენ ხათუნის ბრძანებით, მალიქ-შაჰის ცხედარი ისპაჰანში გადაასვენეს, სადაც მედრესეში დაკრძალეს. მასთან ერთად ჩაესვენა სელჩუკების დიდების მზეც.
იმპერია ტახტის მოცილე ვაჟების უკან შექმნილი დაჯგუფებებს შორის შიდაომებშა და
ინტრიგებში ჩაიძირა და
დაშლა დაიწყო“.
დავითმა კითხვა დაასრულა თუ
არა, ციხე-დარბაზში შევიდა, ფანჯარაში გაიხედა და
ფიქრს მიეცა... გენიალურ თავში მეფეს უამრავი კითხვა უტრიალებდა.... რა
იქნება ახლა? ნუთუ
ეს შანსია? უკეთეს შანსს უნდა
დაველოდო? ქვეყნის დიდი
ნაწილი მომთაბარეთ უპყრია და ყველაფერს ანადგურებენ. დაქცეულია ჩემი ქალაქები და სოფლები, თითქმის აღარავინ თესს და
ვაჭრობს. ამ დროს
თურქნი თავიანთ საქონელს ჩვენს ბაღვენახებში არხეინად აძოვებენ და რას
ვაკეთებთ ამ დროს
ჩვენ? სადამდე ვითმინოთ? რამდენი მამაკაცი და ქალბატონი, ბავშვი და
მოხუცი, მღვდელი და
დიაკვანი უნდა შეიწიროს ამათმა პარპაშმა? ასე ხომ
გადავშენდებით სულ?... დაქცეული ქვეყანა აღსადგენია, მაგრამ სანამ მომთაბარენი პარპაშებენ ვერაფერსაც გავაკეთებთ...
ამ დროს
მეფემ თავი დარბაზისკენ მოაბრუნა და
ყვირილი დაიწყო: აღკვეთეთ მომთაბარენი!!! მოკალით ყველა!!! უკლებლივ ყველა!!! ქალიც და მამაკაციც!!! ყველა თურქი, მომთაბარე და
ველური!!! დახოცეთ ყველა!!! მათი კარვები დაწვით!!! ნახირი კი შეკრიბეთ და ჩვენს გლეხებს დაურიგეთ!!! საკმარისია ამდენი მოთმენა!!! შეკრიბეთ ჯარი!!! ყველანი გავდივართ!!! გამთენიიდან გავდივართ!!!
მეორე დილით, გამთენიისას, როდესაც ქართლის ველზე გაშლილ თურქმომთაბარეთა კარვებში ყველას ეძინა; მეფე
და ქართველი მეომრები მათ თავზე არწივებივით დაეცნენ და დაიწყო ცოდვის ტრიალი. ხოცავდნენ ყველას, წვავდნენ კარვებს და იქედან გამოქცეულს სულს
აფრთხობინებდნენ. რევანში სრული იყო, სასტიკი და ყოვლისმომცველი. ასე იწყებოდა საქართველოს გათავისუფლება. ასე იწყებოდა დავითის შურისძიება. ასე იწყებოდა ქართველთა ამბოხი...

Комментариев нет:
Отправить комментарий