понедельник, 22 сентября 2025 г.

მოვსეს კალანკატუაცი (VII-X საუკ.) „ალვანთა ქვეყნის ისტორია“

ტექსტი ძველი სომხურიდან  თარგმნა,  შენიშვნები  და  საძიებლები  დაურთო ლიანა  დავლიანიძე-ტატიშვილმა.
შესავალი
  „ალვანთა  ქვეყნის  ისტორია“  რომლის  ავტორობა  ტრადიციულად მიეწერება  მოვსეს  კალანკატუაცის,  ძველ  სომხურ  ენაზე   დაწერილი საისტორიო  თხზულებაა.  შეიცავს  ძირითადად  რელიგიურ  და  სოციალურ-პოლიტიკურ  საკითხებს  უძველესი  დროიდან X ს-ის მიწურულამდე.  ნაწარმოები  შედგება  სამი  ნაწილისაგან,  პირველი  ორი  იწყება  უძველესი  დროიდან  და  მიყვანილია  VII   საუკუნემდე,  მესამე  ნაწილში  აღწერილია  VIII–X  საუკუნეების  მოვლენები.  მასალის მრავალსახეობითა და სიუხვით „ალვანეთის  ისტორიამ“  თავიდანვე  მიიპყრო მკვლევართა ყურადღება, მისი ცნობები  მრავალგზის  გამოუყენებიათ ჩრდილო და  სამხრეთ  კავკასიის  ისტორიის  სხვადასხვა  საკითხებით დაინტერესებულ სპეციალისტებს.
 ნაწარმოების ავტორსა და შექმნის დროზე დიდი დავაა მეცნიერებაში. სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალაკანტუაცი (VII ს. ან X ს.) უტიკის მხარის სოფელ კალაკანტუიკიდან იყო. მკვლევართა ერთი ნაწილი მას X საუკუნის ისტორიკოსად მიიჩნევს, ზოგი კი VII საუკუნის მოღვაწედ თვლის. არის აგრეთვე მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოვსეს კალაკანტუაცი და მოვსეს დასღურანცი სხვადასხვა დროის ისტორიკოსები არიან: პირველი მოღვაწეობდა VII საუკუნეში და „ალვანთა ისტორიის“ იმ ნაწილის ავტორია, სადაც თხრობა უძველესი დროიდან VII საუკუნემდეა დასრულებული, მეორე კი – X საუკუნეში ცხოვრობდა და ამ ისტორიის გამგრძელებელი და რედაქტორია.
ძველი ავტორის თხრობისას მემატიანე იყენებს მოვსეს ხორენაცის, ელიშე ვარდაპეტის ნაშრომებს, საეკლესიო ჩანაწერებს, სახალხო თქმულებებსა და გადმოცემებს.
„ალვანთა ისტორიაში“ საკუთრივ კავკასიის ალბანეთის გარდა საყურადღებო ცნობებია დაცული ხაზარებისა და ჰუნების შემოსევების, ბიზანტიის ავგუსტ ჰერაკლეს, სპარსეთის მეფე ხოსროს ომებზე. ასევე ვახტანგ გორგასლის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ, იმდროინდელი სომხეთის სამეფოს ურთიერთობა ქართლთან, ბიზანტიასთან. ნაშრომში დაწვრილებით აღწერილია ბიზანტიელებისა და დასავლეთ თურქების სახაკანოს მიერ 627–628 თბილისის ალყა და მისი აღება. დაცულია მასალები სომეხ-ქართველთა საეკლესიო პაექრობის შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ცნობა რუსთა ლაშქრობისა ამიერკავკასიაში (943).
ალვანთა  ქვეყნის  ისტორია
წიგნი 1
თავი I
შთამომავლობა  ადამიდან  ნოემდე
ღვთის  მიერ  შექმნილმა  პირველმა  ადამიანმა,  ჩეენმა  მამამ  ადამმა იცოცხლა  ორას  ოცდაათი  წელი  და  შვა  სეთი.  სეთმა  იცოცხლა  ორას ხუთი  წელი  და  შვა  ენოვი.  ენოემა. იცოცხლა  ას  ოთხმოცდაათი  წელი და  შვა კაინანი.  კაინანმა  იცოცხლა  ას  სამოცდაათი  წელი  და  შვა  იაბეთი,  იაბეთმა იცოცხლა  ას  სამოცდაორი  წელი  და  შვა  ენოვქი.  ენოექმა იცოცხლა  ას სამოცდახუთი  წელი  და  შვა  მათუსალა.  მათუსალამ  იცოცხლა  ას  შვიდი  წელი  და  შვა  ლამექი.  ლამექმა  იცოცხლა  ას  ოთხმოცი  წელი  და  შვა  ნოე.  ნოემ  იცოცხლა  ხუთასი  წელი  და  შვა  სამი  შვილი:  სემი,  ქამი  და  იაბეთი.  სემის დაბადებიდან  ასი  წლის  შემდეგ  მოვიდა  წარღვნა.  ეს  იყო  ნოეს  დაბადების  მეექვსე  წელს.  ადამიდან წარღვნამდე  იყო  ორი  ათას  ორას  ორმოცდაორი  წელი  და  ათი  მოდგმა. 
თავი II
იაბეთისა  და  მის შთამომავალთა გვარტომობის აღწერილობა
აქ  მოცემულია  იაბეთის  საზღვრებისა  და  მისი  გვარტომობის  ზუსტი აღწერილობა. იაბეთის  საზღვრებია  ის,  რომელიც  მიაკუთვნა  მას  ნოემ  და  ფიცს მოითხოვდა  ძმათაგან,  რათა  არ  ეწყენინებინათ  ერთმანეთისათვის.  ეს [საზღვრებია] მარებიდან1  გადირონის  ჩრდილო  მხარემდე  და  მდინარე დკლათამდე, რომელიც მარებს ჰყოფს  ბაბილონისაგან. იაბეთის  შვილები  არიან:   გამერი,  რომლისაგან  წარმოიშვნენ  გამირები,  მაგოგი, მისგან  – კელტები  და  გალატელები,  მადა,  მისგან – მარები,  იავანე, მისგან  – ჰელინები  და   იონები, თობელი,  მისგან – თეტალქები,  მოსოქი, მისგან – ლურიკიელები,  თირასი,  მისგან – თრაკიელები,  ქეტინი, მისგან – მაკედონელები   თთირასის  შვილები არიან:  ასქანაზი,  მისგან  მოდიან  სარმატები,  რიფათი,  მისგან  – სავრომატები და  თორგომი,   რომლისაგანაც  წარმოიშვნენ  ჰაიები. იავანის  შვილებია: ელისა, – მისგან სიკილიელები დ ათენელები,  თარშიში,  მისგან – ვირქები  და  ტიურინელები,  კიტრისი,  მისგან – რომაელები, ლათინელები და ჰროდოსელები – სულ  თხუთმეტი  ტომი.
ამათგან  გამოვიდნენ  და   გამოეყვნენ   წარმართთა   კუნძულები, როგორც  მაგალითად,  კვიპროსელები.  კიტიაცელთაგან  არიან  იაბეთის შვილები.  ხოლო  ვინც  ჩრდილოეთის  მხარეებში  ცხოვრობენ  თანამეტომენი  არიან  იმ   კიტიაცელებისა  რომელთაგანაც  წარმოიშვნენ  ავღანელები.  ჰელასის  ქვეყანაში  ცხოვრობენ  ის   ხალხები,  ვინც  შემდეგაა   იქ   მოსული,  როგორც  აიეტელები.   ადრე   ესენი   სახლობდნენ ათენში,  ბერძენთა  და თებაელთა  ამ შესანიშნავ  ქალაქში.  ის   სიდოვნელები,  რომლებიც  კადმენის  შვილის  აგენოვრასაგან  არიან  წარმოშობილნი   და   კარგედოვნელები  ტივროსიდან  წამოვიდნენ  და  (სხვა ადგილას)   გადაინაცვლეს.
ენათა  აღრევის  დროს  იაბეთისაგან  წარმოიშვა  თხუთმეტი  ხალხი. ესენი  სახლობდნენ  მართა  ქვეყნიდან [დაწყებული] სპარიონამდე,  რაც ოკეანემდე  ვრცელდება  და  ჩრდილოეთისკენაა  მიმართული.  მათი  ქვეყნებია:  ატრპატაკანი,  ალუანქი,  ამახონია,  დიდი და  მცირე ჰაიქი,  კაბადოკია,   გალატია,  კოლქისი,  ჰნდიკი,  ბოსფორია, მეოვტისი; დერისი, სარმატია,  ტავრინისი,  სავრომატესი  სკიუთია,   თრაკია,    მაკედონია, დალმატია,  მოვღისი,  თესალია,  ლოკრისი,  ბიოვტია,  ჰეტალია,  ატიკე,    აქაი,   პელენისი,  აკარნესი,   ჰუპირისტიმი,   ლიურეა,   ლიქნიტისი, ადრიაკე – აქედან  ადრიაკიის, ზღვა,  გალია,  სპანიის   გალია,   იბერია, დიდი  სპანია.   აქ   სრულდება  იაბეთის  საზღვრები  მიმართული  ბრიტანელთა  კუნძულებისაკენ  და,   საერთოდ,  ჩრდილოეთისაკენ. 
თავი III
ხალხები, რომლებსაც მოეპოვებათ დამწერლობა
მათ  შორის  ვისაც  დამწერლობა  აქვს,  არიან   ებრაელები,  ლათინელები,  რომელთა  ანბანს  რომაელებიც  იყენებენ,  ესპანელები,  ბერძნები,   მარები,  სომხები,  ალვანელები.  მარებიდან  ჩრდილოეთით  გადირონამდე  საზღვარი  გადაჭიმულია  მდინარე  პარგამიდოსიდან2 მატუსიამდე,  რაც  იგივე  ილიონია3.  კუნძულები  სიკილია,  ევბია,   როდოსი, ქიოსი,  ლესბოსი,  კითერა4,  ზაკიუნთოსი,  კეფალენია,  ითაკე,  კორკირია  და  კიულადესი5,  აგრეთვე  აზიის  ერთი  ნაწილი,  წოდებული  იოვანიად  და  მდინარე  დკლათი,  რაც  ბაბილონს  ჰყოფს   მარებისაგან, – ეს  არის იაბათის  საზღვარი.
სემმა  დაიკავა  ქვეყნის  აღმოსავლეთი  მხარე, ქამმა – სამხრეთისა,  ხოლო იაბეთმა – დასავლეთისა  და  ჩრდილოეთის  მხარეები,  სადაც  ცხოვრობენ  ალვანელები  და  მდებარეობს  კასპიის ზღვა, – ქვეყნის  დასასრული  აღმოსავლეთით.  ეს  ხალხები  დასავლეთისაკენ  გაეშურნენ  და მიაღწიეს ტრაპიზონამდე6. 
ხოლო  იაბეთიდან  ტიგრანამდე ორმოცდაოთხი  მეფე  იყო.  სპარსეთის  მხარეებში  კი   არშაკიდან  არტავანამდე  თოთხმეტი  მეფე  ითვლება. და  ოთხას ორმოცდაათი  წელი.  არტავანი  მოკლა  სასანიანმა  არტაშირ სტაჰრელმა,  ამით  შეწყდა  მეფობა პართეველთა7,  რომლებმაც  სპარსეთსა   და   ასურეთში  ბატონობა  დაიწყეს  ორას  ორმოცდაოთხი  წლით ადრე  ჩვენი  ცხოველმყოფელი  ქრისტეს  მოსვლამდე,  ხოლო  ბაბილონის  ტყვეობიდან  ებრაელების  დაბრუნების  შემდეგ  გასული  იყო ორას  სამოცდაათი  წელი.  იგივე  პართეველნი  ვალარშაკიდან  ვრამშაპუჰის  შვილ  არტაშირამდე  სომხეთშიც  მეფობდნენ.  სულ  ოცდაექვსი [მეფე  იყო]  ექვსას  ოცი  წლის  მანძილზე.  აქ  შეწყდა  არშაკუნიანთა მეფობა  და  წმინდა  გრიგორის  ტომიდან  მამამთავრობა.
ხოლო  თუ  გსურს  იცოდე  ბაგრატუნიანთა შესახებ, – სკაიორდის შვილმა  პარუირმა,  ჰრაჩიად  წოდებულმა სომეხმა  მეფემ,  ჰაიკის  შთამომავალმა,  სთხოვა ბაბილონის  მეფეს  ერთი  ვინმე  ტყვე  ებრაელთაგანი,   სახელად  შამბათი.  ის გაეშურა  და   დიდი  პატივით  დამკვიდრდა. სომეხთა  ქვეყანაში.  დიდებული  იაბეთური  საგეარეულო რომ  შეწყდა მისგან   წარმოიშვა  ბაგრატუნიანთა  გვარი8. 
თავი IV
ვალარშაკის  მიერ  ალვანთა  სამთავროს  დაარსება
აქ   იწყება  თხრობა  [ალვანთა] სამთავროზე.  ქვეყნისა  და  კაცობრიობის  შექმნის  დასაბამიდან  მათ  შესახებ,  ვინც  კავკასიის  დიდი  ქედის  შემოგარენში  მოსახლეობს,  ნამდვილი  არაფერი  ვიცით  მსმენელს რომ  გამოადგეს.  შემდეგ  კი  ვალარშაკ  სომეხთა  მეფემ,  ჩრდილოეთში რომ  დადგენილიყო,  მოუწოდა  ველურ  უცხო  ტომებს ჩრდილოეთის ველებიდან  და  კავკასიონის  მისადგომებიდან,  ასევე  იმათ,   ვინც  სამხრეთის  ხეობებსა  და   ხევებში  დაბლობის  დასაწყისამდე  ბინადრობდა და   უბრძანა  მიეტოვებინათ  ავაზაკობა,  კაცისკვლა  და  სამეფო  ხარკს დამორჩილებოდნენ.  შემდეგ  დაუდგინა  მათ  წინამძღოლი  და  მმართველი.  ვალარშაკის  ბრძანებით  დანიშნული  მეთაური  იყო  ვინმე   სისიანთა  ტომიდან  იაბეთის  მოდგმისა,  სახელად  არანი,  რომელმაც  მემკვიდრეობით  მიიღო  ალვანების  მინდვრები  და  მთები  მდინარე  ერასხიდან ჰნარაკერტის9  სიმაგრემდე. ამ   ქვეყანას   მისი   სასიამოვნო  ბუნების გამო  ეწოდა  „ალუანქი“,  რამდენადაც  „ალუ“  მიუთითებს    საამურზე. 
ამ  არანის  სახელოვან  და  მამაც  შთამომავლებიდან,  ამბობენ,  პართელმა  ვალარშაკმა [ათიათასის]  თავი  მხარის  მმართველად დაადგინა ხოლო  მისი ნაშიერებიდან, ამბობენ ასევე, წარმოიშვნენ უტიელთა10,  გარდმანელთა11,  წავდეელთა12  და  გარგარელთა13  სამთავროს  ხალხები.
ასე   აღიწერა  დღემდე [ალვანელთა]  გვარტომობა. 
თავი V
ალვანეთის  საზღვრებში  არსებული  სიუხვენი  და ნაყოფიერებანი,  რაც  მას  აქვს  ადამიანის საჭიროებისათვის
უხვი  და  ნაყოფიერია  ალვანთა  ქვეყანა  ყოველგვარი  სიკეთით  და კავკასიის  უმაღლესი  მასივებით.   მდორედ  მომდინარე  მტკვარს   თან მოაქვს  დიდი  და  პატარა თევზი. [შემდეგ] მიედინება  და  ერთვის  კასპიის  ზღვას.  გარშემო  მდებარეობენ  ნაყოფიერი  მინდვრები,  რომლებიც  იძლევიან  პურსა  და  ბევრ  ღვინოს,  ნავთსა  და  მარილს,  აბრეშუმსა  და ბამბას,  ასევე  უთვალავ  ზეთისხილს.  ხოლო  მთებიდან  იღებენ ოქროს,  ვერცხლს,  სპილენძსა  და  ყვითელ  საკმელს.  გარეული  ცხოველებიდან აქ  [გვხვდება] ლომი,  ვეფხვი,  ავაზა,  კანჯარი.  დიდი  სიმრავლეა  ფრინველთა:  არწივი,  შევარდენი  და  მათი  მსგავსნი.  [ალვანეთის] დედაქალაქია  დიდ  პარტავი. 
თავი  VI
იმაზე,  თუ  როგორ  გამოგვეცხადა  ჩვენ  ღმერთი აღმოსავლელებს
გარდა  იმისა,   რომ  ვალარშაკმა  ალვანეთის  ტახტზე  არანი  დასვა, არავითარი  ჭეშმარიტი  ცნობა  არ  მოგვეპოვება  მამაც ვაჩაგანამდე,  რომელიც  ერთიანად  გაბატონდა  ალვანთა  მხარეებზე.
როდესაც  მოაღწია  სიმართლის  მზის  ამობრწყინების  ჟამმა, მოგვიახლოვდა  ჩვენი  ხსნის  შეუცნობელი  არსი,  დიდების შუქი  და  არსობის   მამა  მოგვევლინა,  ყოველი  მცნება  მესი   მთლიანად  შესრულდა. მაშინ  არსობის  დიდება  დაბრძანდა [ტახტზე],  საიდანაც  აღარ  გადმოსულა (იგულისხმება იესო).  გააგზავნა  მან  ქვეყნად  მქადაგებლებად  თავისი წმინდა და  სასურველი  მოწაფეები,  რომელთაგანაც  ჩვენ,   აღმოსავლელებს,  წილად გვხვდა მოციქული  თადეოსი,  ის   მივიდა  სომხეთში,  გავარ  არტაზში14 და  იქ   მიიღო  მოწამეობრივი  აღსასრული  სომეხთა  მეფე  სანატრუკისაგან.  [თადეოსის] მოწაფე  წმინდა  ელიშა  დაბრუნდა  იერუსალიმს  და მოუთხრო  თანამოციქულთ  სანატრელი  მოწამეობა  მისი.   იქ,    სულიწმინდას  ზემთაგონებით  ეკურთხა  ელიშა  უფლის  ძმის – წმინდა  იაკობის  ხელით,  რომელიც  იერუსალიმის   პირველი   მღვდელმთავარი იყო.  ელიშას  წილად  ხვდა  აღმოსავლეთი  და  გზას  დაადგა  იერუსალიმიდან  სპარსეთისაკენ.  შევიდა  მასქუთში15,  გვერდი  აუარა სომხეთს და  დაიწყო  ქადაგება  ჩორში16,  სხვადასხვა  ადგილებში   მრავალი დაიმოწაფა  და აზიარა  საუკუნო  ნეტარებას. იქიდან  წავიდა უტის გავარში, ქალაქ  სრაჰარში17 სამი   მოწაფითურთ,  რომლებსაც  ვინმე ურჯულონი  უკან  დაედევნენ.  ერთმა  მოწაფეთაგანმა მიიღო  მოწამეობრივი  აღსასრული,  ორმა  [გადარჩენილმა]  კი   დატოვა  ნეტარი  ელიშა და  უკან დაედევნა  მკვლელებს. ხოლო  წმინდა  მამამთავარი  მავიდა  გისში18,  ააგო ეკლესია და  შესწირა უსისხლო  მსხვერპლი. იქიდან  წავიდა ძერგუნის ველზე19 ურწმუნო კერპთაყვანისმცემელთა სამსხვერპლო ადგილას  და  იქ  მიიღო  მოწამეობის  გვირგვინი.  ვერავინ  შეიტყო,  ვინ იყო  ამ  საქმის  ჩამდენი.  იქვე,  სიკვდილმისჯილთა  ორმოში  ჩაასვენეს [ელიშას] პატიოსანი  ნეშტი  და  დიდი  ხნით  დაფლეს  იმ  ადგილას,  რომელსაც  ჰომენქს  უწოდებენ. 
თავი  VII
აღმოსავლეთის განმანათლებლის წმინდა  ელიშას ნეშტთა მოპოვება
თავი  VIII
არანიდან ალვანთა  მეფე  ურნაირამდე  და  სომეხთა  მეფე თრდატამდე,  რიგიანად  მონათხრობი  ვერაფერი ვიპოვეთ, ამიტომ  ზერელედ  დავწერეთ  ის,  რისი  ცოდნაც  საჭირო იყო
მეტად  სასურველი  იყო  რიგიანად  გვცოდნოდა  ისტორია  არანის მმართველობიდან  ამ    ამბებამდე,   მაგრამ   აღმოსავლეთის  მღელვარებებმა  და  საბუთების  განადგურებამ  გამოიწვია  [ცნობათა  ნაკლებობა]. თუმცა  ამ   ადგილას  ჩვენ  გვეხმარება ქერდოლთა  მამა  მოვსესი,  რომელმაც  აღწერა  არტავაზის  ომი  რომაელებთან.  როდესაც [არტავაზმა] შეკრიბა  ატრპატაკანის  მრავალრიცხოვანი  ლაშქარი,  იხმო  კავკასიის მთების  ძლიერი  ხალხებიც,  ასევე  ალვანთა  და ქართველთა  ჯარები და გაემართა  შუამდინარეთში.  იქ   ამათი  ძალით  განდევნა  რომაელთა  ლეგიონები. 
ხოლო  როცა  არტაშესი  თავს  დაესხა  ერვანდს,  ის   ალვანეთის  საზღვრებში,  უტის  გავარში   იმყოფებოდა.  იქვე   მიატოვა  ჯარები   და გაეშურა  თავისი  ქალაქისაკენ.  არტაშესიც  მივიდა  იქ,   ალვანთა  ჯარი შეუერთა  თავისას,  გავიდა  გეღამის  ტბის  ნაპირას  და  მათი  საშუალებით  გააძევა  ერვანდი,  სომხეთზე  კი თვითონ გაბატონდა. იმავე ხანებში ალვანელებმა მთლიანად შეიერთეს მთიელები, ასევე  ქართველთაერთი  ნაწილი  და   დიდი  ლაშქრით  მოედვნენ  სომეხთა  ქვეყანას. არტაშესმაც შეკრიბა ჯარი,  მათ წინააღმდეგ და დაბანაკდა მდინარე მტკვართან. გამძაფრდა ბრძოლა, ალვანთა მეფისწული არტაშესს ტყვედ  ჩაუვარდა.
არტაშესმა  ცოლად  შეირთო  მეფის ასული  სათენიაკი  და   მტკიცე  მშვიდობა  დაამყარა. სათენიაკის  მამა გარდაიცვალა, ვიღაც  სხვამ მიიტაცა  მეფობა  და  მისი  ძმაც  განდევნა.  მაშინ  არტაშესის  ლალა  სმბატი  წამოვიდა  დიდი  ჯარით,  გააძევა  მოძალადე,  მამისეულ  ტახტზე  აიყვანა  (სათენიკის)  ძმა,   ხოლო თვითონ  დიდძალი  ალაფითა  და  მრავალი  ტყვით  დაბრუნდა სომხეთში. შავარშანში20 დაასახლა არტაზის  გავარიდან  მოყვანილი  ტყვეები,   არაველიანის  ტომის  სანახარარო კი   ებოძა  სათენიაკის  გვარს,   რომელიც  თრდატის  მამის ხოსროვ  დიდის  დროს  დაუმოყვრდა  ბასლთაგან21 მოსულ  მამაც კაცს.
თავი IX
ურნაირი  რწმენას  იღებს  და ინათლება  წმინდა  გრიგორის მიერ.  ალვანელები  კი   ერთიანად  ნათლდებიან  მეფე ურნაირისაგან.
ვინაიდან  ნეტარმა  ელიშამ  სამოციქულო  საქმიანობა  დაიწყო  ქვეყნის  განაპირა   მხარეებიდან,  მან   გაანათლა  აღმოსავლეთის  მხოლოდ ჩრდილო  ნაწილი  და  არა  მთლიანად.  ის  თვითონ  გაისარჯა  თავისი ხალხის  გამო  და წარმატებითაც  დაასრულა  ბრძოლა.  ხოლო იმ  დროს, როდესაც  ღმერთი  ესტუმრა  ადამიანის  მოდგმას,  მთელი  აღმოსავლეთის  მხარე  გააბრწყინა  დიდი  კეისრის  კონსტანტინეს  ხელით  და  დიდი სომხეთიც  მაშინ გაანათლა ნეტარმა თრდატმა... 
ალვანეთის  მეფე   ურნაირი  სპარსეთის  მეფის  შაპუჰის  დის   ქმარი  იყო,  ძალოვანი კაცი, რომელმაც უდიდეს  ომებში ღირსეული სახელი დაიმკვიდრა. ხოლო სომხეთში გამარჯვების დროშა  აღმართა. ის მეორედ იშვა  სომეხთა განმანათლებლის წმინდა გრიგორისაგან და სულიწმინდას  მიერ  სხივმოსილი  მოვიდა  და  ხელმეორედ  გაანათლა  ალვანელები...   მისი  სიკვდილის  შემდეგ  ალვანელებმა კათალიკოსობა სთხოვეს ყრმა  გრიგორისს,  რადგანაც  ჯერ  კიდევ ჩვენი მეფე ურნაირი ევედრა გრიგორს, რომ ხელი დაესხა  მისთვის ქვეყნის ეპისკოპოსად. ასეთი წესით იცხოვრეს  დღემდე  სომეხთა  და  ალვანთა  ქვეყნებმა ერთსულოვანი ძმობითა  და  დაურღვეველი  აღთქმით.
თავი X
ალვანთა  მეფე  ვაჩეს  შესახებ,  თუ  როგორ  უარყო  მან წარმართული  ცდომილება  და  მაცხოვარი  ირწმუნა.  შემდეგ ეომა  სპარსელებს  და  განმარტოვდა  უდაბნოში  წმინდა ცხოვრებისათვის
იაზკერტი  თავისი  მეფობის  მეცხრამეტე  წელს  აღესრულა.  მისი ორი  შვილი  ერთმანეთს   დაუპირისპირდა  და ხელისუფლებისათვის დაიწყეს  ბრძოლა.  ვიდრე ესენი   შფოთში  იყვნენ,   აჯანყდა    მათი დისწული – ალვანთა  მეფე,  ვაჩე.  თანახმად  მამათა  გადმოცემისა,  რაც დადასტურებულია  ურნაირისაგანაც   ის   ადრევე  გამხდარიყო  ქრისტიანი,  მაგრამ  ურჯულო  იაზკერტს  ძალით  ისევ  მოგვად  ექცია.  ახლა იპოვა  შემთხვევა  (ვაჩემ)   თავის   გამოხსნისა  და   უმჯობესად  მიიჩნია ომში სიკვდილი,  ვიდრე ურჯულოებით  მეფობა.
არიელთა  ჯარში  ხანგრძლივი  არეულობისას,  იაზკერტეს  უმცროსი  შვილის  ლალა,  სახელად  რაჰატი  მიჰრის ტომიდან,  თავისი უთვალავი  ლაშქრით  გაემართა  მეფის  უფროსი  შვილის  წინააღმდეგ.  გაანადგურა  მისი  ჯარი  და  ხელთ  იგდო  მეფის  ძე,   რომელიც  იქვე,   ადგილზე   სიცოცხლეს  გამოასალმა.  გადარჩენილი  ჯარის   ნაწილი დამორჩილდა.  არიელები  კი   გაერთიანდნენ  და  რაჰატმა  გაამეფა  თავისი აღზრდილი,  სახელად  პეროზი,  მაგრამ  ალვანთა  მეფემ  არ  ისურვა  მას დამორჩილებოდა,  არამედ  ჩახერგა  ჩორის  ციხესიმაგრე,  გავიდა  გაღმა მხარეს  და  გადაიყვანა მასქუთთა  ლაშქარიც.  შეიერთა თერთმეტი  მთიელი  მეფე,  ბრძოლით  წავიდა  არიელთა  ურდოს  წინააღმდეგ  და  დიდი   ზიანი  მიაყენა  სამეფო  ჯარებს.   ორ-სამჯერ  გაუგზავნა  ვედრების წიგნი  პეროზმა,  მაგრამ  ვერ  შეძლო  მისი  დარწმუნება.  ვაჩე წერილით და  შიკრიკის  საშუალებით  აყვედრიდა  მას   სომეხთა  ქვეყნის  ტყუილ-უბრალო  აოხრებას,  აგონებდა  ნახარართა  დახოცვას  და  შეპყრობილთა წამებას – „იმის  მაგივრად,  რომ  სიცოცხლე   შეგენარჩუნებინათ. სიყვარულისა  და  ღვაწლის  წილ,  თქვენ  დახოცეთ  ისინი.  ჩემთვის  უმჯობესია  ტანჯვით  სიკვდილი,  ვიდრე  ღალატიანი  ცხოვრება“.  როდესაც პეროზი  მიხვდა,  რომ  მისი  დარწმუნება  არც  ძალას  შეეძლო  და  არც სიყვარულს,  მაშინ  ურიცხვი  ჯარი  გაგზავნა  ხაილანდრთა  ქვეყანაში22, გააღეს  ალანთა  კარი,  წამოიყვანეს  ჰონთა  დიდი  ურდო  და  ერთი  წელი  ეომნენ  ალვანთა  მეფეს.  თუმცა  ვაჩეს ჯარი  შემცირდა  და გაიფანტა,  მაგრამ მისი  დამორჩილება,  მაინც   ვერ   მოხერხდა.  პირიქით, მათ მიიღეს  უდიდესი  დარტყმები,  თუ ბრძოლით  და  თუ  მძიმე  დაავადებით,  ხანგრძლივი  ალყის  გამო  ქვეყნის  დიდი  ნაწილი  გავერანდა, მაგრამ  არავინ განაპირებულა  მისგან.
მაშინ  გაგზავნა [კაცი] მეფე   პეროზმა  ვაჩესთან  და  შეუთვალა: „გამოუშვი  ჩემი  და  და  დისწული,  ეგენი  ხომ  თავიდანვე  მოგვები  იყვნენ,  შენ  კი  აქციე  ქრისტიანებად,  ქვეყანა  კი   შენ  გქონდესო“.  მაგრამ ნეტარი  კაცი  ხელისუფლებისათვის  არ   იბრძოდა,  არამედ  ღვთის  სადიდებლად.  მან  მიატოვა  დედა  და  ცოლი,  ასევე  ქვეყანა,  წაიღო  სახარება  და ისურვა განმარტოება.
როდესაც  ესმა  ეს  მეფე  პეროზს,  ინანა  და  მთელი ბოროტება  თავის მამას   გადააბრალა   ჭეშმარიტი  ფიცი   დაბეჭდა  და   გაუგზავნა: „ოღონდ  ქვეყანას  ნუ  მიატოვებ,  რასაც  მეტყვი,  შეგისრულებო“. [ვაჩემ] კი   ისურვა  მხოლოდ  თავისი  საკუთარი  წილი,  რაც    მამისაგან ჰქონდა მიღებული – ათასი  სახლი.  დაიმკვიდრა  ეს   მეფისაგანაც  და დასახლდა  მასში  ბერებთან  ერთად.  ამგვარად,  მშვიდად  ცხოვრობდა. ღვთის  წყალობით  და  არასოდეს  არ  იხსენებდა,  რომ  უწინ  მეფე  იყო. ასე  გაიარა  მისმა ცხოვრებამ. 
თავი  XI
ეპისკოპოს  გიუტის ღვთიური მადლით  სავსე  ორი წერილი წმინდა ვაჩესადმი
თავი   XII
თრდატის ომი  მეფესთან ალვანთა  ქვეყანაში,  სანატრუკის მეფობა ალვანელებზე  და სომეხთა წინააღმდეგობა.
ხოსროვის  მოსვლა  ბერძენთა  ჯარებით,  ალვანეთის  აღება და დახარკვა
სომეხთა  დიდმა  მეფე  თრდატმა  შეკრიბა  ჯარი,   ჩავიდა  გარგართა ველზე  და დაუნდობელი  ბრძოლა  გამართა  ჩრდილოელებთან.  ბასლთა მეფემ  ორთაბრძოლისას  სტყორცნა  ქამანდი  მამაც თრდატს,  მაგრამ ვერ  შეძლო  მის  ძლევა,  არამედ  თვითონ  იქნა  შუაგაპობილი  მისგან. 
ხოცვა-ჯლეტით  გააძევა   ისინი   თრდატმა  ჰონებამდე23.   სომეხთა ჯარიდანაც  მრავალი  დაეცა,  მათ  შორის  სომეხთა  სპარაპეტი არტავაზდ  მანდაკუნიც24 დაიღუპა. თრდატიოსმა დაიტოვა  მძევლები,  შეიერთა  ჩრდილოელები  და  გაემართა  სპარსთა  მეფე  შაპუჰის  წინააღმდეგ.  ხოლო  თრდატის  სიკვდილის   შემდეგ   ვინმე  სანატრუკი  (გაბატონდა)  ალვანელებზე  ქალაქ  პაიტაკარანში25  და  დაუპირისპირდა  სომხებს.   მაშინ  თრდატის  შვილმა  ხოსროვმა  მოიყვანა  ანტიოქოსი  ბერძენთა  ჯარით,  ბაგრატი  აღმოსავლეთის  ურდოთი,  ქართველთა  პიტიახში მიჰრანი26 და  ყველა ამათთან ერთად  გაემართა  ალვანელთა  წინააღმდეგ.  სანატრუკი  კი  ალვანეთის  ჯარით  სასწრაფოდ  წავიდა  სპარსეთის  მეფე  შაპუჰთან,  ხოლო  ქალაქ  პაიტაკარანში  დატოვა  დიდი  ლაშქარი.  ანტიოქოსმა  ხელთ  იგდო  უთვალავი  ალაფი,  სამეფო  ხარკი  და დაბრუნდა კეისართან.
შაპუჰის  ბრძანებით  სანატრუკმაც   შეარჩია  შესაფერისი   დრო, შეაგროვა  ალვანელთა  ჯარი,  რიცხვით  ოცდაათ  ათასამდე  და  დალაშქრა  შუა  სომხეთი.  ერთმა მხედართმთავარმა  გოლიათმა,  მაგრამ,  მხდალმა   შუბოსანმა,  თექით  მოსილმა  ამ   ბრძოლაში  იერიში  მიიტანა  ქვიან ოშაკანზე.  იარაღით  თუ  ეკვეთებოდნენ  მას   არ   მოქმედებდა,  არამედ სხლტებოდა.  მაშინ  მამაცმა  ვაჰან  ამატუნიმ27 შეხედა  კათოლიკე  ეკლესიას   და   თქვა:   „შემეწიეო“,  შემდეგ  აძგერა  შუბი  ცხენს  გავაში და  ვერაგი მტერი  მიწაზე  დასცა.
თავი   XIII
შაპუჰი  ამეფებს  ტირანს და  იცავს  ჩრდილოელებისაგან შემდეგ აბრმავებს  მას.  ბრძოლა ჩრდილოელებთან,  არშაკის სიკვდილი,  პაპის  გამეფება,  მეჰრუჟანის  დაღუპვა  და ურნაირის ომში დაჭრა
სომეხთა  მეფემ  ტირანმა  ზავი  დადო  სპარსეთთან,  დახმარება  გაუწია   შაპუჰს  და  გაათავისუფლა  ის ჩრდილოელთა თავდასხმებისაგან, რომლებიც  ოთხი წელი  ბინადრობდნენ  ალვანეთში  და ავიწროვებდნენ სომხეთს.  შემდეგ ბოროტი  ზნეობის  გამო  შაპუჰმა  დააბრმავა  ტირანი, ხოლო  მისმა   შვილმა  არშაკმა   მიიღო  მეფობა.   ამავე   დროს შაპუპს აღუდგნენ  ჩრდილოეთის  ტომები.  მაშინ  გადავიდა  ის ბივთანიას  და დაჰყო  იქ   რამდენიმე  თვე,   მაგრამ  ვერ  მოახერხა  რაიმე  გაეკეთებინა. მხოლოდ  აღმართა  სვეტი  ტბის  პირას  ზედ  გამოსახული  ხვადი  ლომით,   რომლის  ფეხებთანაც  ძუ ლომი  მოათავსა.  ხვადი   გამოხატავდა სპარსეთს,  ძუ კი – რომს.
გარდაიცვალა  არშაკი  და   გამეფდა  პაპი.   აჯანყდა  მეპრუჟან  არწრუნი28.  მიზნად  დაისახა  მოესპო  აქიტოფელი29.  მოხდა  დიდი  ბრძოლა  პაპსა  და  მეჰრუჟანს  შორის,  მაშინ  დაიღუპა ლეკების  მეფე  მამაცი  შერგირი  სპანდარატ  კამსარაკანის30 ხელით.  იქვე   დიდი ჭრილობა მიიღო  ალვანთა  მეფე  ურნაირმა  ვასაკის   შვილის  მუშეღ მამიკონიანის31 მიერ. წმინდა  ნერსეს  ლოცვებით  სმბატ  სპარაპეტმა  ბაგრატუნიმ  მეჰრუჟანს  თავზე  გავარვარებული  რკინის  გვირგვინი  დაადგა  და ისე  მოკლა.
თავი  XIV
მოკლე ცნობა  სომეხთა  განმანათლებლის წმინდა  გრიგორისა და  მის  ნეტარ  შვილთა შესახებ. ამასთანავე  დიდი  წმინდა გრიგორის  შვილიშვილისა  და  ვრთანესის  შვილის  წმინდა გრიგორისის  ხელდასხმა  ალვანთა  და  ქართველთა  კათალიკოსად32  მისი  მოსვლა  ალვანეთს  ქვექნის განმანათლებლად,  შემდებ  მოწამეობა  და  მის  ნეშტთა მოპოვება
ერთ  ვინმე  უფლის  მოწაფეთაგანს,  სახელად  თადეოსს,  როგორც ადრეც  ვთქვით,  წილად  ხვდა  სომეხთა  ქვეყნის  ერთი  ნაწილი.  მან გაანათლა  აგრეთვე  აღმოსავლეთის  ზოგიერთი  მხარე,  ვიდრე  მოვიდოდა სანაქებო  მებრძოლი  და  სამგზის  ნეტარი  გრიგორი  სომეხთა  მეფის   ხოსროვის  სიკვდილის  შემდეგ. [ხოსროვი] მზაკვრულად  მოკლა გრიგორის  მამამ ანაკ პართეველმა,  თვითონ  კი   გაქცევისას  დაიხრჩო მდინარე  ერასხის  წყალში.  აი, ამ დროს ვინმე ლალებმა გააქციეს  ნეტარი  გრიგორი  ბერძენთა  ქვეყანაში  და  გადაარჩინეს.  ეს   მოხდა  დიდი ღვთის  განგებით,  მსგავსად  მოსე  პირველი  წინასწარმეტყველისა,  რომელიც  ლერწმის კალათით  შევიდა  წყალში  და  ამით  გადაურჩა  ფარაონის  უღვთო  ხელს,  რათა  შემდეგ  ეხსნა  ღვთიური  ხალხი  ეგვიპტელთა მტანჯველი მონობისაგან.  ასევე    ყოვლად  წმინდა  გრიგორი   გადარჩენილი  სომეხ   ნახარართა  მახვილისაგანდ    თავს  აფარებდა რათა  ეხსნა  სომეხთა  ქვეყანა  და  მთელი  აღმოსავლეთის  მხარეები.  ის ისე იყო დამალული  საბერძნეთში,  როგორც  კაპარჭში  საგანგებო  ისარი,  რომლითაც  კოდავდა  და   ხოცავდა  უხილავ მტერს. გამორჩეული თავის  დედის  მუცლიდანვე  და   განწმენდილი ნაშოში,  ძლევამოსილი მოწამე,  ამასთანავე  მოციქული  და  ღირსეული  მღვდელმთავარი  ებოძა თორგომთა ქვეყანასა და  ასქანაზის შთამომავლებს.
იქ   აღზრდილმა  ნეტარმა გრიგორმა შეიმეცნა ქრისტიანული  რწმენის  ძალა,  სამოციქულო და   მხნე  გაბედულებით  წარდგა  სომეხთა  მეფის  თრდატის  წინაშე.  გულწრფელობითა და   სიტკბოებით  ეწეოდა მის სამსახურს დანდობილი  იყო პავლეს სიტყვებზე:  [როგორც] კრძალული  სიმხნევით  ემსახურებით  ძალთა  უფალს,  ასევე [უნდა  ემსახუროთ] ხორციელთა  უფალთა  და  არა   თვალისასახვევი  სამსახურით  და  მორჩილებით.  იქ   შეეძინა  მას   ორი შვილი  არისტაკესი  და ვრთანესი. 
ხოლო  მეფემ,  ცდუნებულმა  კერპთა  სხვადასხვა ბილწი  მსახურებით, ხელყო ქრისტეს  ყოვლადშემძლე  მოწამე  და   ბოროტი  ვიშაპის დახმარებით  მოისურვა  დამღუპველ   უფსკრულში   დაემონებინა  ის ღმერთებს    უწმინდური   სამსახურისათვის.  მრავალი    ნაირნაირი  სატანჯველით  აწამა  წმინდანი,  მაგრამ  ვერ შეძლო  შეერყია  ნეტარი (გრიგორის)  მტკიცე  რწმენა.  პირიქით,  დღითიდღე  უფრო  მხნედ  იბრძოდა  და  გაიმარჯვა კიდეც ხილულ  და უხილავ  მტრებზე.
რადგანაც  საშუალება  ვერ  გამონახა აეცდინა  ეს თავდადებული კაცი ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის,  მაშინ  ეშმაკის  შთაგონებით  მისმა ბოროტმა  ხელქვეითებმა  წაიყვანეს  ქალაქ  არტაშატში  და   ჩააგდეს წმინდა  გრიგორი  ღრმა  ხაროში,  სადაც  ცამეტი  წელი  გაატარა  გველების სადგომ ადგილზე,  ვიდრე სხვა ნეტარი ქალები – ჰრიფსიმე  და გაიანე   ოცდათხუთმეტ ამხანაგთან  ერთად  იმავე   სომეხთა  მეფისაგან არ  აღესრულნენ  და  ამ   ნეტართა  გვამები  ღია ადგილას არ დაყარეს. 
ამის   შემდეგ  ყოვლად  ძლიერმა  ღმერთმა  თვალი  ჰკიდა   ნეტარ გრიგორს  და  წმინდა  ჰრიფსიმეს  ნეტარ თანამოწამეებს, ხოლო. სომეხთა  ქვეყანას  დიდი  სასჯელი  გაუგზავნა.  თუმც  ეს   სასჯელი  კი  არ  იყო, არამედ  დიდი. წყალობის  ნიშანი  როგორც,  მაგალითად,  მამა   დაარიგებს  საყვარელ შვილს  და  თვალთაგან  მოიცილებს  გაუცხოებულ  შვილობილს.  იგივე  ეშმაკები  კი,   რომლებსაც  მსხვერპლთა  და   შეწარულებებით  ადიდებდნენ როგორც მტერზე მისეულებს,  ისე  აცოფებდნენ  მათ,  რომ  თავიანთსავე  ხორცს  აჭმევინებდნენ.  გარდა  ამისა მათმა  მეფემ  ღორის  სახე მიიღო,  რის  გამოც ლერწამში იმალებოდა. 
ამ დროს საშინელმა  შიშმა და ძრწოლა,  იმდენად, რომ  სიცოცხლის  მოსპობას  ელოდნენ  ქვეყანაზე.  ვიდრე  დიდიდან  პატარამდე  ამ  შიშსა  და  ძრწოლაში  იყვნენ, ღვთის წყალობით  მოევლინა ანგელოზი  ღამის  სახით  ერთ  ქალს,  სახელად  ხოსროვდუხტს,  რომელიც  სომეხთა  მეფის  თრდატის  და  იყო  და  უთხრა:  „შეუძლებელია თქვენი  ხსნა  ამ   გვემათაგან,  მხოლოდ  წმინდა  გრიგორი  თუ  გიხსნით. წადით, ამოიყვანეთ  ის ხაროდან“.  გაიღვიძა  თუ  არა მოუთხრო [ხალხს] ეს   სიზმარი,  მაგრამ  ყველა  აჩუმებდა  ქალს,  ჰკიცხავდა  და  ეუბნეოდა; „შენც ეშმაკეული  ყოფილხარ,  ახლა  მისი ძვლების  პოვნაც  კი შეუძლებელიაო“,  მაგრამ,  როდესაც განმეორდა  და  გასამდა  მოჩვენება,  აღელვებულნი  გვემათა  შიშით,  მივიდნენ  ხაროს  პირთან  მორწმუნენი  და ბორძიკით  ჩასძახეს  ღვთის  სიტყვით: „გამოდი გარეთ,  თუ  ცოცხალი ხარ“,  მან   სწრაფად  აცნობა,  რომ  ცოცხალი  იყო.  მაშინ  სიხარულით ამოიყვანეს  და  წაიყვანეს  სომხეთის  მეფის  სატახტო  ქალაქ – ნორქაღაქში.  ამის  შემდეგ  ეშმაკები  ძალით  იჭერდნენ  ხალხს  და  მიჰყავდათ დიდი  გრიგორის  წინაშე.  ისინი გაცოფებულნი  საკუთარ  ხორცს  იჭამდნენ.   ეშმაკებმა  აგრეთვე  ამოიყვანეს  ლერწმიდან  და  მიიყვანეს  წმინდანის  წინაშე  მეფე  [თრდატი]. მუხლებზე  დამხობილი დროდი  გრიგორიცრემლებით  ევედრებოდა ყოვლად  მოწყალე  ღმერთს  ეხსნა  გაუბედურებული  ხალხი.  მაშინ  წმინდანის  ლოცვებით  სასწრაფოდ  მიიღეს განკურნება  სხეულის  ტანჯვათაგან  და  ამასთანავე  განათლდნენ  სულიერად.
არავის  შეუტყობინებია [წმინდა  გრიგორისათვის] ამბავი  ნეტარ ქალთა, რომლებმაც  მოწამეობის  გეირგვინი მიიღეს, ვამბობ ჰრიფსიმესა და მის ამხანაგებზე, არამედ, თვითონ  მან ხაროში   წინასწარმეტყველური  თვალით  დაინახა  ქრისტეს ნეტარ მოწამეთა  მარტვილობა და  იკითხა:  „სად  არის  წმინდანთა  ნეშტი?“,  ხოლო ხალხი  „გაკვირვებული  ამბობდა,  „ვინ  წმინდანებზე  ამბობსო“,  მაგრამ, როდესაც  გაიგონეს მისგან  გვირგვინდებულთა  სახელები, მაშინ გაახსენდათ  და აჩვენეს ღირსეული  და  ყოვლადწმინღა  მათ  ძვალთა  ნაწილები.  აიღო  გრიგორმა  და  შეახვია  ისინი  მათსაეე  დაფლეთილ  ტანსაცმელში.  არავის  მიეცა  ნება  ნეტართა ღირსეულ  ნეშტს  მიახლოვებოდა  მანამ,  ვიდრე  განწმენდილი  არ  გამოვიდოდა  ხსნის  ემბაზიდან.  დააწყო  ნეშტი  განსასვენებელზე,  იმ   ადგილას,  სადაც  გვირგვინით  შეიმოსნენ  წმინდანი. მთელ სომეხთა ქვეყანას მოძღვრავდა და არიგებდა, აღბეჭდავდა მაცხონებელი ჯვრით, ანათლებდა ხსნის ემბაზში მონათვლით   და    ღირსს   ხდიდა  მიეღო   გამოუთქმელ.  სულიერი  მადლი    უფლის  ცხოვეღმყოფელი   ხორცისა   და    სისხლის    გემებით არ  უნდოდა  თვითონ ყოფილიყო  მღვდელმთავრის  ტახტის მფლობელი. მაშინ მივიდა დიდ გრიგორთან ღვთის ანგელოზი და უთხრა:  არ გვმართებს თავმდაბლური ურჩობა და სიჯიუტე.  არამედ  ამით  უნდა  გამხნევდე  და ღვთის  მადლით  ხელმეორედ  მიიღო  გარდაუვალი  პატივი.   ამის   შემდეგ  გახდა მღვდელმთავარი, ის წავიდა და ანათლებდა ქართველთა და   ალვანთა  ქვეყნებს33,  ხოლო  მისული  ჰაბანდის34 გავარში, ასწავლიდა  და  არიგებდა  მათ  დაეცვათ  ძე  ღვთისას  მცნებანი.  ამასთანავე საფუძველი  ჩაუყარა  ეკლესიას  დაბა  ამარასში  და  მოიყვანა  მუშახელი და  საქმის  გამძღოლნი  ეკლესიის  ასაშენებლად.  როდესაც  სომეხთა ქვეყანაში  დაბრუნდა,  თავის  ნაცვლად  აკურთხა  თავისივე  შვილი  ვრთანესი  მღვდელმთავრის  ტახტზე  და  უბრძანა  ეცხოვრა მამისებურად, რათა გამხდარიყო სარწმუნოების  შემწე.  ის მართლაც  სწორსა  და წრფელ ცხოვრებას  ეწეოდა,  სჯიდა  და  არიგებდა  იმათ,  რომელნიც  სიბილწის თაყვანისმცემელ   „წვალებაში“ (ანუ ერესში) აღმოჩნდებოდნენ.  კიცხავდა  მეფის ცოლს  საშინელი  სიძვისათვის. როდესაც შევიდა ტარონის „გავარის ეკლესიაში ღვთიური წმინდა წესის  შესასრულებლად,  შეიკრიბა  ბოროტი  დასიბილწის მოთაყვანე  დიდძალი ხალხი,   რათა მოეკლათ  ნეტარი [კაცი] მეფის ცოლის  შთაგონებით.  როცა  ისინი  ეკლესიის  კარიბჭისაკენ  გაიჭრნენ,  კეთილისმყოფელი  ღვთის  ბრძანებით  ეშმაკთაგან  გათოკილი, კისერმოგრეხილი  და  გაშტერებული  აღმოჩნდნენ.  ამასთანავე,  ყველანი  დამუნჯდნენ  მანამდე,  ვიდრე  ნეტარი  [ვრთანესი]  საღვთო  საიდუმლოს  ასრულებდა.  როდესაც  ის  გარეთ  გამოვიდა,  გაოცდა  და  მიზეზი  იკითხა,  მაშინ  აღიარეს  მათ   თავიანთი ბოროტი  განზრახვა  და მეფის  ცოლის  სურვილი.  იმან  გააგრძელა  ლოცვანი,  ხელის  დადებით ყველა  მათგანი  განკურნა  და  დაარიგა  არ  ჩაედინათ  რაიმე  ბოროტება, არამედ  მონანიებით მოეპოვებინათ შენდობა. 
მას  ჰყავდა  ორი  შვილი,  ერთს  ერქვა  ჰუსიკი,  რომელიც  ეწეოდა სათნო  და წმინდა  ცხოვრებას  და  ამანაც დაიდგა მოწამეობრივი გვირგვინი აღმსარებლური ცხოვრებით. როდესაც  მიაღწია მამის სამღვდელმთავრო  ტახტს,  დაუწყო  კიცხვა  მეფეს  ცოდვებისა  და  ბოროტმოქმედებისათვის.  ხოლო  იმან ბრძანა იქვე, ეკლესიაში კეტით მოეკლათ.
მეორეს  სახელად  ერქვა  პაპის სახელი გრიგორი  და  იყო  სათნოებით მსგავსი  და  თანასწორი  მისი ცხოვრებისა.  საერთო  წესით  არ   დაქორწინებულა,  არამედ  უნდოდა  და  მიისწრაფოდა  მიეღო  მამისეული  სულიერი მემკვიდრეობა. ყრმობის ასაკიდანვე ვარჯიშობდა საღვთო წიგნების შესწავლაში, ხორციელ გრძნობას თრგუნავდა მარხვით და ლოცვებით,  ხოლო  სულს  ინათლებდა  რწმენის  სიყვარულით.  მან   ჩქარა  მიიღო  თავისი  პაპის,   დიდი  გრიგორის  ზებუნებრივ  სიმაღლეთა ორმაგი  პატივი.  ებოძა   მღვდელმთავრის  ტახტი    და  მოწამეობის უმაღლესი  გვირგვინი.  თხუთმეტი წლის ყრმა  ხელდასხმული იყო ეპისკოპოსად  ქართველთა  და ალვანთა  ქვეყნებში, დადიოდა  და  ანათლებდა ორივე ქვეყანას და  მოძღვრავდა  ქრისტეს სარწმუნოებით  ევლოთ.  აშენებდა   ეკლესიებს  წესისამებრ ქალაქთა...  აკურთხებდა მღვდლებს,  ამხნევებდა  მათ  სიწმინდის  სამსახურისათვის  და  წმინდანთა  მოსახსენებლად.  კეთილი  შურით  ინთებოდა  სამოციქულო  ჭეშმარიტების  მიმართ  და  ასრულებდა  ღმრთის  განხორციელებული  ძის ბრძანებას, დადიოდა  წარმართებს  შორის,  ნათლავდა  მათ  მამის,  ძისა და სულიწმინდის სახელით. ასწავლიდა  დაეცვათ  უფლის ყველა  მცნება და  არ დახარბებოდნენ ოქრო-ვერცხლსა  და  სპილენძს,  არც  ქისასა  და კვერთხს.  ყველა  ამისაგან  თავშეკავებით,  ნეტარმა  თავისთვის  აიღო ღირსეული  და საუცხოო ჯილდო  – იოვანეს  მამის,  დიდი მღვდელმთავრისა  და   მოწამის ზაქარიას  ძვირფასი   სისხლის ნაწილი და ნეშტი წმინდა  პანტალეონისა35,  რომელიც  აღიარებდა  ქრისტეს ჭეშმარიტ აღსარებას  და აღესრულა ქალაქ  ნიკომედიაში36.
მან  წაიღო  ყოვლადწმინდა  ნაწილები  ალვანეთის  სამფლობელოს დიდ  ქალაქ  ცრიში37,  ააშენა  პატარა  ეკლესია და შიგ  დიდი  სიფრთხილით  მოათავსა ზაქარიას  სისხლის  მცირე  ნაწილი  და  წმინდა  პანტალეონის  ნეშტი.  დატოვა  იქ  ერთი  ხუცესი,  სახელად  დანიელი  მსახურად  და  ქრისტეს  მოწამეთა სამეთვალყუროდ,  თვითონ  წაიყვანა  თავისი  კეთილმორწმუნე  მოწაფეები,  თან  წაიღო  ქრისტეს  ბრძანებით წმინდა  ზაქარიასა  და  ნეტარი  პანტალეონის  ნეშტთა  მეორე  ნახევარი და  წავიდა  მასქუთთა  ქვეყანაში. წარდგა  მასქუთთა  მეფის  სანესანის წინაშე, რომელიც  იყო  არშაკუნიანთა  გვარიდან.  ქადაგებდა  ენით უთქმელ  სამების  შესახებ,  ერთ  შემოქმედ  ძალაზე,  განხორციელებულ ღვთის  სიტყვებზე,  მის  მიერ  ქვეყნად  ქმნილ მრავალ  და  ნაირნაირ სასწაულზე – ჯვარცმასა  და  სიკვდილზე, მესამე  დღეს  აღდგომასა  და იმავე  ხორცით  ცაში  ამაღლებაზე,  აგრეთვე  მეორედ  მოსვლისას  ცოცხალთა  და მიცვალებულთა  განსჯაზე.
სიხარულით მიიღეს და პირველად ერწმუნენ  სახარების  სიტყვებს.  მაგრამ  უბოროტესი  სატანა  შევიდა მათ  გულში  და  აქეზებდა  ღვთის  ცხოველმყოფელი  მცნების  წინააღმდეგ.  დაიწყეს  ცილისწამება  ნეტარის  ჭეშმარიტად  მოძღვრული  სიტყვების  მიმართ,  რადგანაც  ის  თავის  ქადაგებაში  გამოთქვამდა  მწყალობელი  ღმრთის  ასეთ  ნებას:  არ  მიიტაცო,  არ  იყაჩაღო,  არ  იქურდო, არამედ  იშრომე  ხელებით,  დატკბი  ადამიანურად  და  იყავ  ნეტარი ღმრთის  მიმართ.  ისინი  კი  ამბობდნენ:  „სომეხთა  მეფის  ცბიერებაა ეს,  უნდა  ხელი  აგვაღებინოს  სომეხთა  ქვეყნის  ძარცვაზე,  აბა,  რით ვიცხოვროთ  თუ  არ  ვძარცვეთ  და  მივიტაცეთ?“  შემდეგ  მეფეც  მიიმხრეს  თავიანთ  ბოროტ  ცბიერებაში,  შეიპყრეს  ყრმა  გრიგორისი,  გამოაბეს  გაუხედნავი  ცხენის  კუდს  და  გაუშვეს  ვატნეას  ველზე38.  ასე დაგვირგვინდა  წმინდანი,  რომელიც  ასწიეს  მისმა  მოწაფეებმა  და წაასვენეს  ჰაბანდის  გავარში  მდებარე  პატარა  ქალაქ  ამარასში.  იქ დაასვენეს საკურთხევლის  მახლობლად. 
ზაქარიას  წმინდა  სისხლი  მოთავსებული  იყო  მინის   ჭურჭელში, ასევე,  მეორე  ჭურჭელში  ნეტარი  პანტალეონის  ნაწილები  დაასვენეს ყრმა  გრიგორისის  ყოვლადწმინდა   ნაწილებთან  ერთად.  თვითონ  გაიქცნენ  სომხეთში,  რადგანაც  სანესანი  დიდი  და  უთვალავი  ჰონთა  ჯარით  მოისწრაფოდა სომეხთა  ქვეყნისაკენ.  ღვთის   წყალობით სომეხ ნახარარებს  ძალა  მიეცათ,  რათა  შური  ეძიათ  ღირსეული  ყრმის,  წმინდა გრიგორისის  გამო.   უამრავი  ჯარი  მოისრა.  არ  დარჩენილა  სამწუხარო  ამბის  მიმტანიც  კი  მასქუთთა ქვეყანაში,  რადგანაც  ყველამ  სისხლი დაღვარა  და თავიანთ თანატოლთა  მახვილისაგან დაიღუპა. 
ამ   დროს  ციხექალაქი  ცრი  აჯანყდა  ალვანთა  მეფის  წინააღმდეგ და   გადავიდა  სპარსეთის  მეფის  მხარეზე.   მოვიდნენ  არგესცელები39, დაიკავეს  ქალაქი,  იპოვეს  ყრმა  გრიგორისის  მოწაფე  ხუცესი  დანიელი,  [რომელიც  დატოვებული  იყო] სიწმინდეთა  მსახურებისათვის  და ერთი  ჭილბი40 ყრმა – ნაპოვნი  ამ   ხუცესისაგან,  ქრისტიანულად  ბეჭედდასმული.  მან,   როდესაც  შეიტყო  ქრისტეს  სარწმუნოების  შესახებ,  ირწმუნა  და  მიიღო  კიდეც  ქრისტიანობის  ბეჭედი.  შემდეგ,  იქვე დაემოწაფა  ხუცესს,  რომელსაც  სურდა გაეწაფა  ქრისტიანულ  ცხოვრებაში. ისინი   ორივე  შებორკეს  და   აწამეს. აიძულებდნენ  თაყვანი ეცათ  უწმინდური ეშმაკისათვის. როდესაც  ვერ  შეძლეს   ძალდატანებით  ჭილბელი  ყრმის  მოდრეკა,  დაუწყეს  ხვეწნა  და    ეუბნებოდნენ: „ჩვენი  ქვეყნის  კაცი  ხარ,  მოიქეცი  ჩვენი  სურვილისამებრ  და  ღირსეულს  გაგხდით  სამთავროში“.  მაგრამ  ნეტარმა  უპასუხა:  „უმჯობესია ქრისტეს  სახელისათვის  ხუცესზე  უწინ  მოვკვდე,  ვიდრე   ვიცხოვრო ცოდვილთა  ჭერქვეშო“.   მაშინ  სასწრაფოდ  ხმლით   თავი მოკვეთეს ორივეს.  მათ  მიიღეს  ნეტარების  გვირგვინი  და  მოწამეობის  უმშვენიერესი განძი – გამარჯვება,  თავიანთ  სულიერ  მამა  ყრმა  გრიგორისთან ერთად.  ვინმე  ასურელმა  ბერებმა  ასწიეს,  წაასვენეს  ისინი  სოფელ ჰაკუში  და  იქ  დაკრძალეს.  იმ  ადგილას  კი  მონასტერი  ააშენეს.  ამბობენ, დღემდე  ასვენია  იქ წმინდანთა ნაწილები.
ეს   ამბავი  მოხდა  ალვანეთის  მეფის  მამაცი  ვაჩეს  დროს.  ნეტარ მოწამეთა  ყოვლადწმინდა  ნაწილები  დაფლული  იყო  ალვანთა მესამე ღვთისმოშიში  მეფის, იაზკერტის  შვილის,  წმინდა  მეფე   ვაჩეს   ძმის ვაჩაგანის  მეფობაშიც.  მამაც  ვაჩაგანიდან  ვაჩემდე  ალვანთა  ცხრა  მეფე  იყო,   ხოლო  კეთილმსახური  და  ღვთისმოყვარე  ვაჩაგანი  ალვანთა მეათე  მეფეა.
თავი  XV
ხელისუფალთა  სახელების  სია, რომელიც  გვაცნობს  მათ იაბეთიდან  და არანიდან  მესამე  ვაჩაგანამდე
იაბეთი,  გამერი,  თირასი,  თორგომი,  ჰაიკი,  არამანეაკი, არამაისი, ამასია,  გეღამი,  ჰარმა,  არამი  და  მასთან  ერთად  აბრაჰამი,  არა   მშვენიერი,   მასთან   ერთად  ისაჰაკი,   ანუშავანი,  პარეტი,  არბაკი,   ზავანი, ფარნაკ  სური,  მასთან  ერთად  იესუ,  ჰავნაკი,  ვაშტაკი,  ჰაიკაკი,  ამბაკი, არნაკი,  შავარში,  ნორაირი,  ვსტამკარი,  გორაკი,  ჰრანტი,  უნძაკი,  დღაკი,  ჰორო,  ზარმაირი,  პერჭი,  მასთან  ერთად  დავითი,  არბუნი,  ბაზუკი, ჰოი,  იუსაკი,  კაიპაკი,  სკაიორდი,  ამან  მიიღო  გვირგვინი ბაბილონელთა მეფისაგან,  პარუირი,  ჰრაჩია,   ფარნავაზი,  პაჭიჭი,   კორნაკი,  ფავოსი, მეორე  ჰაიკაკი,  ერვანდ დღემოკლე, ტიგრანი. 
ამათი  მოდგმიდან  ალვანთა  მმართველად  განმწესდა  არანი.   არანიდან  მამაც  ვაჩაგანამდე,  რომელიც  არშაკუნიანთა  დიდ  გვარს  ეკუთვნოდა,  რა დრო  გავიდა,  არავინ  იცის.  ხოლო  ალვანთა  სახლის  მეფეები რიგის  მიხედვით  ესენი  არიან:  ვაჩაგან  მამაცი,  ვაჩე,  ურნაირი,  ვაჩაგანი,   მერჰავანი,  სატო,  ასაი,  ესვაღენი, ვაჩე,  შემდეგ ღეთისმოშიში  ვაჩაგანი – ალვანთა  მეფე.  ამასთან  ბევრი  ქრისტეს  მოყვარე  იყო  და  კეთილი  ცხოვრებით  ცხოვრობდა. თითოეულმა თავის  დროს  მიიღო  აღსასრული,  მაგრამ  არც  ერთ  მათგანს  ისეთი  ღვთიური  და  სულიერი დაფარული  განძი  არ   გამოცხადებია და  არ  მიუღია,  როგორიც  ერგო ალვანთა  ღვთისმოსავ მეფეს – უკანასკნელ  ვაჩაგანს.   სპარსეთის  მეფის  პეროზის  ბრძანებით  ვაჩემ ააშენა დიდი ქალაქი პეროზაპატი, რომელსაც  ახლა პარტავს  ეძახიან.
თავი  XVI
ალვანელთა  ცხოვრება,  ყოფა  და  წესწყობილება,  რომელოც დაადგინა  მეფე  ვაჩაგანმა.  წმინდანთა  ნაწილების  აღმოჩენა
ოცდაათი  წელიწადი,  ვაჩედან  ღვთისმოშიშ  ვაჩაგანამდე  უმეფოდ ცხოვრობდა  ალვანელთა  ქვეყანა,  რადგანაც  უბოროტესი  და  ურჯულო  სპარსეთის  მეფე  პეროზი  გამძვინვარდა და გაშმაგდა  როგორც ცოფიანი  ძაღლი,  უნდოდა  აღმოეფხვრა  მეფობა  მთელს  ქვეყანაზე. ერთიანად  შეერყია  ეკლესიები, მოესპო  ქრისტიანული  წესი და განემტკიცებინა  თავის სამფლობელოში კერპთთაყვანისმცემლობა.  ქრისტეს  ყოვლად  წმინდა  მოწამეთა  სისხლი  უწმინდურ  ხელთაგან  მიწაზე ინთხეოდა.  უთვალავი  უცოდველი  ადამიანი  იღუპებოდა  ბოროტი  მახვილით.  ბავშვიანი  ქალებიც  კი   ცრემლებით  და   გოდებით  ტყვეებად მიჰყავდათ უცხო ქვეყანაში. 
სომეხთა,  ქართველთა  და ალვანელთა  მრავალი  ნახარარი  კერპთაყვანისმცემელ  მოგვად  აქციეს,  ზოგი  ძალადობით,  ზოგი  საჩუქრებითა  და   მაღალი  ხელისუფლების  ბოძებით.  სხვადასხვა  ადგილებში ატროშანთა აღმართვით ძლიერდებოდა ცეცხლმსახურება ბილწ კერპთა [წინაშე]. მზაკვარი  სატანის  სხვადასხვა  სექტები  აცდუნებდნენ  ალვანთა  ქვეყნის  გაუბედურებულ  ხალხს.  ყოვლად  უწმინდური  ზოგს ბრალს  სდებდა  აჯანყების   მომიზეზებით,  ბორკილებითა  და  საპყრობილეებით  აშინებდა  და  უნებურად  მოგვობაზე  იყოლიებდა. მათთან ერთად  ვაჩაგანიც  ძლიერი  და  მზაკვარი  მეფის  ძალდატანებით  უნებურად  ერწმუნა  მოგვობას,  მაგრამ  ფარულად  მუდამ  ლოცვებს,  მარხვასა და  ქრისტეს  აღსარებას  ესწრაფოდა.  ყოვლადმოწყალე  ღმრთის  მოხედვამდე  იღვრებოდა  ქრისტეს  წმინდა  მოწამეთა  სისხლი,  ინგრეოდა წმინდა  ეკლესიები, მახვილით  იცელებოდნენ  მოხუცები  და  ახალგაზრდები,   ტყვევდებოდნენ  ქალები  და   ბავშვები,  იღუპებოდნენ  უცოდველი  სულები,  რომლებიც  მოგვობით  იყვნენ   დაუძლურებულნი.
მაგრამ  ღვთიურ  ძალთა  ბრძანებით  მოვიდა  ძლიერი  ტომი  ჰეფთალთა41,  რათა  დაეცხრო  საშინელი  გულისწყრომა  უფლისა.  უპირველეს ყოვლისა  ძირს  დასცეს  და  ხმლის  პირით  მოსრეს  მის  თვალწინ  მისი შვილები  – ბოროტების  ნაშიერნი, შემდეგ,  – ქვეყნის  მთელი  ნახარარები  და  მხარეთა  მმართველები,  მათთან  ერთად  მდაბიონი  და  უთვალავი  სიმრავლე  ჯართა. ხოლო  თვითონ  მეფე,  უბოროტეს  პეროზზე ვლაპარაკობ,  ხმლით  მოცელეს,  ჩაკარგეს  ურიცხვ  გვამებში  და  სახედარივით  დამარხეს... 
თავი  XVII
ვალარშაკის  გამეფება,  ვაჩაგანი  მისგან  ღებულობს თავის [კუთვნილ] ალვანელთა  სამეფოს
მზაკვარი  პეროზის  ტანჯული  სიკვდილით  ქვეყნიდან  აღმოფხვრის შემდეგ, მის  ნაცვლად  გამეფდა  მისი მამის ძმა – ვალარშაკი.  აღსრულდა  ვაჩაგანზე  უფლის  ნათქვამი  სიტყვა:  რომელმან  ქმნას  და  ასწავლოს,  განდიდდეს  ღვთის  სამეფოში.  ასე  იქცეოდა  ღეთის  მოყვარული მეფე  ვაჩაგანიც.  ის  ადრევე  თვითონვე შემობრუნდა ცოდვილი  საქმიანობიდან  და ბოროტი  გზიდან. მან   გააკეთა  მრავალი  სხვადასხვა  სიკეთე  და  ბევრი  მხარე  ბილწი ეშმაკის მსახურებიდან მოაქცია წმინდა და სწორ ღვთისმსახურებაზე. კეთილი  მონანიებით  შეავსო ეს სათნოება. თავისი ქვეყნის ნახარარები კი, რომლებმაც  ადრე  მოგვობით  შეუბღალეს  სულს  სიწმინდე  და  კერპთა  ამაზრზენი  მსახურების  უკეთურობით  შეიბილწეს  სხეული,  გამამხნევებელი  შეგონებით  ისინი  კვლავ ქრისტეს  ჭეშმარიტ  სარწმუნოებაზე  გადმოჰყავდა.  ასწავლიდა  წმინდა წერილთა  მოწმობით,  რათა ერწმუნათ  მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომა ძე ღმრთისას იესოს  მიერ, განდგომილებს,  აღსარების  უარმყოფლებს  და  ურწმუნო  ბოროტმოქმედებს  კი  დაუშრეტელი  ცეცხლით  გარდაუვალი  მკაცრი  გასამართლება  რომ  ელოდათ  უკუნითი უკუნისამდე.
ამის შემდეგ უბრძანა თავის ხელისუფლებაში მყოფ არცახის კლდოვანი ქვეყნის მცხოვრებთ მიეტოვებინათ კერპთთაყვანისცემის წესი,  ბილწ კერპთა სამსახური მსხვერპლის შეწირვით. თვითონ  ვაჩაგანი იყო მეტად კეთილგონიერი, კეთილმოქმედი, ქვეყნის მშენებელი და მშვიდობისმოყვარე  მბრძანებელი თავისი სამეფოს ყოველი კუთხისა, რომელთაგან ზოგი  ბოროტი პეროზის  მეფობაში  მოწყვეტილი იყო თავდაპირველი სამშობლოსაგან. ახლა  კი   მაშინვე  დაუბრუნა  თითოეულს  ხელისუფლება.  ალვანელებმაც გააერთიანეს თავიანთი მშობლიური  სამეფო.  მეფის  შთამომავალთაგან  ამოარჩიეს  სიმამაცით  ქებული,  ბრძენი,  საქმეში  გაწაფული,  ტანადი  და  რიგიანი  გარეგნობის შვილი  იაზკერტისა,  ალვანთა  მეფის  ვაჩეს ძმა – ვაჩაგანი  და  გაამეფეს სპარსეთის  ხელმწიფის  ვალარშის  მეშვეობით...
როდესაც  [ვაჩაგანი] ალვანთა  ქვეყანაში  მოვიდა,  ეძებდა  საშუალებას,  რომლითაც  შესაძლებელი  იქნებოდა  მოგვთა  ღვთისსაგმობი რელიგიის  უარყოფა  და  ცხადად  აღიარება  იმისა,   რომ  ქრისტე  არის ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ ყოვლისშემძლე უფალმა განიზრახა შთაეგონებინა სპარსეთის მეფე  ვალარშაკისათვის  ბრძანება   გაეცა,  რათა თითოეულს  მტკიცედ  შეენახა  თავისი   სარწმუნოება  სურვილის  მიხედვით  და ძალადობით  არავინ მოექციათ მოგვობაზე.
[ამის  შემდეგ  ვაჩაგანი  ზოგს  მუქარით,  ბევრსაც  დარიგებით  იყოლიებდა  ქრისტიანულ  ნათლობაზე  და   ასწავლიდა  ღვთის  შემეცნების გზას].   სხვადასხვა  ადგილებში  ამწესებდა  ეპისკოპოსებს,  მღვდლებსა და   მეთვალყურეებს.  კამბეჩსა42  და  ალვანეთშიც  იგივე  ბრძანება  გასცა  და  განამტკიცა.  აქაც  დააყენა  ეპისკოპოსები,  მღვდლები  და  დიაკვნები.   ეკლესიის  მთელი  ძმობა  განდიდებული  და   მიჩნეული  იყო  კეთილმორწმუნე  ვაჩაგანის  მეფობაში. 
თავი  XVIII
მეფე  ვაჩაბანის  მიერ  ჯადოქრების ბოროტშობილი შვილეგისათვის  სკოლების  დაარსება, თითისმკვეთელთა ბილწი  სექტის აღმოჩენა და განადგურება.
თავი  XIX
იოვანეს  მამის  წმინდა  ზაქარიასა  და  ქალაქ  ნიკომედიაში წამებული  ნეტარი პანტალეონის ნეშტის მოპოვება, რომელიც ყრმა  გრიგორისის  მიერ  წაღებული  იყო  ჭილბთა  ქვეყანაში
თავი  XX
მასქუთთა  მეფე  სანესანის  მიერ  წამებული  ალვანთა კათალიკოსის  ყრმა  გრიგორისის  ნეშტის  მოპოვება მასქუთთა ქვეყანაში
თავი  XXI
მეფე  ვაჩაგანის  წერილი  ყველა  ეპისკოპოსსა  და   მღვდელს, რათა  მათ  ლოცვა-ვედრებით  ხელი  შეუწყონ  დაფარული განძის აღმოჩენას
თავი  XXII
ნეტარი იობ მაშვრალის  საშუალებით სარწმუნოებას ღებულობს სპარსელთა დიდი გავარი არცახი 
მონასტრის  ხუცესმა  მოგვითხრო: „ვეკერტის  ერთი  ხუცესი  სახელად  იობი [კაცი] მაშვრალი,  მეტად  სათნო  ცხოვრებით  ცხოვრობდა ქვეყნად.  სამოციქულო  მადლიც  ჰქონდა,  რადგან  მან  მცდარი  გზიდან მოაქცია  არცახის  ერთი  დიდი  ქვეყანა,  სახელად  პაზკანქი43,  მან  გააცნო  [ხალხს]  ღმერთი  და   გამოუთქმელი  სამების  საიდუმლოებათა  თანამზრახველად  და  მსახურად  გახადა.   [იობი] მოდიოდა  და    ხშირად აღასრულებდა  წმინდა  გრიგორისის   მოსახსენებელს,   ორჯერ-სამჯერ იმეორებდა  მრავალთა  წინაშე,  რომ  აღდგება  ალვანთა  ქვეყანაში  მორწმუნე  მეფე    და  მოძებნის  წმინდა  გრიგორისის  ნაწილთა  ადგილ- სამყოფელსო.
ერთხელ  ვინმე  მეუდაბნოე  მოვიდა  ჩვენთან  სტუმრად.  ჩვენ,  როგორც  ძმობის  ჩვეულებაა,  წინ  მივეგებეთ  და  მივიღეთ.  მან  ფეხთ  დაიბანა  და  ცოტაოდენი  წაიხემსა.  შემდეგ  ერთ  ადგილას  მივიდა  და   იქ ჩაეძინა.  დაისვენა  თუ  არა,  საჩქაროდ  წამოდგა,  თავისივე  ხელით  გააკეთა  ჯვარი  და  აღმართა  იმავე  ადგილას.  შემდეგ  ბრძანებით  გვითხრა: „არავინ  ამოაძროს  ეს   ჯვარი  აქედან,  პირიქით,  დიდი  ჯვარიც  მოიტანეთ  და  აქვე  დადგით. დილით  და  საღამოს ილოცეთ  და საკმეველი  აკმიეთ, რადგანაც  დიდ სასწაულს ვხედავ  აქო“. 
ამასობაში  ერთი  სხვა  ბერიც  მოვიდა  ჩვენთან  სტუმრად.  ვუბრძანეთ  საჭმელი  მიერთმიათ.  ვიდრე  პურს  ჭამდა,  ერთი  ყრმა  სასმისით ღვინოს  აწვდიდა.  [ამ დროს]  სოფელში  რაღაც   არეულობა  მოხდა. ჩვენ,  ყველამ  სტუმარი  მარტო დავტოვეთ  და  ხმაურის  გამო  გავედით. სტუმარი  ამდგარიყო,  სასმისი  აეღო  და   წასულიყო.  მან გაყიდა  ის და საფასურიც  აიღო.  შემდეგ  სასწავლებელში  შევიდა და  ქირით  მოძღვრებას შეუდგა.
[ერთხელ]  სასმისის  ქურდმა  ჩვენება  იხილა:  ერთი  კაცი,  ეპისკოპოსი   თეთრ  ტანსაცმელში,  შიშის  მომგვრელი   გარეგნობით,   იჯდა ტახტზე  მახლობლად  იმ ჯვრისა,  რომელიც  მეუდაბნოემ  აღმართა.  მან შებორკა ქურდი  და  ბრძანა  წმინდა  საფლავზე  ეწამებინათ.  [როდესაც მპარავი] ადგა,  ბევრს  უჩვენა  წამების  დროს  საშინელი  დარტყმებისაგან დალურჯებული  თავისი  სხეული.  დღიდან  დღემდე  იძლეოდა  ბრძანებას  ის  [ეპისკოპოსი] მისი წამების შესახებ. 
[ქურდმა]  ვერ  გაუძლო  ძლიერ  სატანჯველს,  თავი  შეაფარა  წმინდა ქალაქ  იერუსალიმს  და  ითხოვა  ემკურნალათ  მისთვის.  მაგრამ  იქაც იხილა  იგივე  ეპისკოპოსი,  რომელმაც  ბრძანა  უფრო  მეტად  ეგვემათ და  თან  უთხრა:  „არ  არსებობს  საშუალება,  რომელიც  შენ  ამ   სატანჯველისაგან  გიხსნის  თუ  არ  წახვალ  და  არ  აღიარებ  [შენს  ცოდვას] იმ ადგილას, საიდანაც  სასმისი  მოიპარეო“.  მაშინ  წამოდგა  ბერი,  აიღო სასმისის  ფასი,  წამოვიდა  იერუსალიმიდან  ამარასში44  და  შევიდა  ეკლესიაში.  იხმო  თავისთან  მონასტრის  ხუცესი  და   ტირილით  დაუწყო მომხდარი  ამბის  მოყოლა.  დიდი  ვედრებით  სთხოვა  აეღო  სასმისის ფასი,  აჩვენა  ის   ადგილი,  სადაც  ჯვარი  იდგა  და  უთხრა:  „აქ   ეპისკოპოსი  იჯდა  ნათლითმოსილი  და   შიშის  მომგვრელი  სახითო“,  უჩვენა საფლავის ადგილიც,  – აქ  კი   ეპისკოპოსი  ბრძანებდა  ჩემს   გვეემასო. [ამის  შემდეგ]  განიკურნა  სატანჯველთაგან  და   წავიდა  მშვიდობით. 
სოფელში  ბევრნი  ამბობენ:  თუ  უშვილო  ადამიანი  მოვა  ამ   ადგილას  თაყვანისსაცემად  და  მიწას  აიღებს,   შვილის  შობას  ეღირსებაო. ყველა  ციებიანი  და  უძლური,  რომელიც  აქედან  მიწას  იღებდა,  სწრაფად  იკურნებოდა.  აი,  ამ  სასწაულებს  ყვებოდნენ  ისინი  მეფის  წინაშე და  ისიც  უსმენდა. 
თავი  XXIII
ალვანეთის  მეფის  ესვაღენის  უკანონო  შვილის,  მხარის უფროსის  – ხოჩკორიკის  სიზმარი,  რომელიც  მან მეფეს მოუთხრო
თავი  XXIV
ალვანთა  მეფის  ვაჩაბანის შეკითხვა  სწაპლული  ხუცესის მათესადმი
მეფე   კითხულობს:  „სულები   სხეულისაგან   განთავისუფლებას გრძნობენ  თუ  არა  და   ცოცხლებს   როგორ   შეუძლიათ გარდაცვლილებს შეეწიონ.
გადაწყვეტილება:  ღვთის  ვედრებით, მარხვის საშუალებით და წირვა-ლოცვით, ანდა კეთილი  მოგონებით,  რაც  მათ  სახელზე  უნდა შესრულდეს.  მაგალითად,   როგორც  კი   დავითმა  სავულის45  ჯავშანი ჩაიცვა,  კოჭლობა  და  ბორძიკი  დაიწყო,  ხოლო  როდესაც  მოიხსნა  და გადააგდო  მძიმე  იარაღი,  გამსუბუქდა  და  თავისი  მდგომარეობა  დაიბრუნა.  ასევეა  სულებიც,  ვიდრე  ისინი   სხეულის ჯავშნით  არიან შემოსილნი,  სიმძიმეში  იმყოფებიან,  ხოლო  როდესაც  მოიხსნიან,  როგორც  ნათქვამი  იყო,   უფრო  შორსმჭვრეტელნი,  გაგებულნი  და  უფრო  მგრძნობიარენი  ხდებიან.  ვინც იტყვის სხეულიდან გამოსული სული  უგრძნობელიაო,  ჩვენ  მათ  ვგმობთ  მოწმობით  წმინდა  წერილისა, – რომელიც  ამბობს:  მოსე,  მონა  ჩემი  აღესრულა,  ხოლო  შემდეგ  სხეულიდან გათავისუფლებული,  უცხოდმოსილი,  დიდებით  წარდგა ღმრთის წინაშე.  მაშინ  პეტრეც  შეევედრა  ღმერთს  იქვე  დაბინავებულიყო“.
თუ  წინასწარმეტყველის  სული  უგრძნობელი  იყო,  როგორც  სხეულიდან  გამოსული,  როგორღა  მივიდა  გრძნობით  აღსავსე  და  ღირსეული  სახით  დაელაპარაკა  ძე   ღვთისას?  ღმერთი  ამბობს:  „მე  ცოცხალთა მეუფე  ვარ   და  არა  მიცვალებულთაო“.  ამრიგად,  როგორც  მკვდარი სხეულია  უგრძნობელი,  ასევე უგრძნობელი  სულიც,  ცხადია,   რომ მკვდარია“.
და  კვლავ  ნათქვამია:  „და  შევეწიე  ქალაქსა  ამას,   რათა  დავმწყსა იგი   ჩემთვის  და  დავითისათვის  მონისა  ჩემისა.  აბა,   ახლა  მითხარი, უგრძნობელი  სულისათვის  რა  პატივისცემა  იქნება ქალაქის  ზედამხედველად  ყოფნა  ღა  მისი  მტრის  მახვილისაგან  დაცვა?  პავლე  მოციქული  ამბობს:   „უმჯობესად  მივიჩნევ   სხეულიდან  გათავისუფლებას  და ქრისტესთან  ყოფნას“.  იგივე  ცხოველმყოფელი  სიტყვა  ეუბნება  მამა ღმერთს:  „ისინი,  რომელნიც  მიბოძე  მე, მსურს  იყვნენ  ჩემთან  და  დიდება  ჩემი  იხილონ“. ახლა,  თანახმად  შენი  სიტყვისა,  შეიძლება  უგრძნობელი  სულები  უფალთან  იყვნენ,  ანდა  მისი  გამოუთქმელი  დიდება იხილონ?  როგორ  იყო,  რომ  გარდაცვლილი  მდიდრის  სულმა  შორსმჭერეტელი  თვალებით  შორიდან  დაინახა  და  იცნო  აბრაამი  და  ლაზარე.  მაცხოვრის  ხმა ჭეშმარიტ  არაკზე  უკეთ  გვიხსნის  ამას:  როდესაც სული განთავისუფლდება სხეულისაგან, უფრო  შორსმჭვრეტელი  და გონიერი  ხდება,  ვიდრე  სხეულში  ყოფნისას.  მაგრამ  არა  მარტო  წმინდანთა  და ღირსეულთა სულები,  არამედ  ცოდვილთა სულებიც  გრძნობენ  და  ივსებიან  სიბრძნით. როგორც,  [მაგალითად]  მდიდარმა,  რომელმაც,  მიუხედავად დიდი  უფსკრულისა  მათ  შორის,  მაინც  შეძლო თავისი  შორსმჭვრეტელობით  აბრაამი  ეცნო.  შეგვამეცნა  ჩვენ  ჭეშმარიტი კანონი ღმრთის შესვლისა ჯოჯოხეთში მათ სახსნელად,  დიახ, სხეულისაგან  განთავისუფლებული  სულები  უფრო  მგრძნობიარენი  და გონიერნი  არიან.  ისინი  კი,  რომლებიც  ასრულებენ  წმინდანთა  ხსოვნას  დიდებული  მსხვერპლის  გაღებით  და  ევედრებიან  მათ  სულებს, ამით  მოწყალებას  ევედრებიან  უხვად  მბოძებელ  ღმერთს.  მართალი ხალხის  სულებს  ჭეშმარიტად  შეუძლიათ  იყვნენ  შუამავალნი,  რადგანაც  ღმერთი  უფრო  სწრაფად  შეისმენს  ხოლმე  მათ  ვედრებას  და ცოდვათა  მიტევებასაც  მიანიჭებს.
თავი  XXV
მამიკონიანთა  ეპისკოპოსის,  ნეტარი  აბრაამის  წერილი ალვანთა  მეფე  ვაჩაგანისადმი  მიცვალებულთა  შესახებ
თავი  XXVI
ალვანთა  მეფის  ვაჩაბანის  მიერ  ალვანეთის  კრებაზე დადეგული კანონიკური დადგენილება
ალვანთა  მეფის   ვაჩაგანისს   დროს  დიდი   უთანხმოება  იყო   საეროებსა  და  ეპისკოპოსებში,  ქორეპისკოპოსებსა  და  მღვდლებში,  აზატებსა (ნიშნავს თავისუფალ ადამიანს ან დიდებულს) და  მდაბიოთა  შორის.  ამის  გამო  მეფემ  მოიწადინა  დიდი  კრება   მოეწვია  აღუენის46  სამსჯავროში,  მარერის  თვის  13-ში47. 
მე,   ვაჩაგანმა,  ალვანეთის  მეფემ,  პარტავის  არქიეპისკოპოსმა  შუფჰალიშმა,  კაპალაკის48  ეპისკოპოსმა  მანასემ,    ჰაშუს49    ეპისკოპოსმა ჰუნანმა,  უტის  ქორეპისკოპოსებმა  ანანიამ  და  საჰაკმა,   კალანკატუიქის50  ხუცესმა  ჰოვსეფმა,  პარტავის   ხუცესმა  მათემ,   სამეფო  კარის ხუცესმა  თომამ,   გაიეგუჭის51  ხუცესმა  პოღოსმა,  ცრის  ქორეპისკოპოსმა  შმავონმა,  დარაჰოჭის  ხუცესმა  მათემ,  ბედის52 ხუცესმა  აბიკაზმმა,  მანუშის  ხუცესმა  ურბათაირმა,  ხუცესებმა  იოველმა,  პარმიდემ  და  იაკობმა,  არცახის  აზატებმა და   ნაჰაპეტებმა (ანუ გვარის უფროსებმა),  კალანკატუის ნაჰაპეტმა  ბაკურმა და  სხვა  მრავალმა, რომლებიც  ერთსულოვნად  მოვიდნენ  ჩემს  წინაშე  კრებაზე,  ალვანეთის  ერთ  გრილ  ადგილზე,  ამგვარად დავადგინეთ: 
ა.    ხუცესებმა,  რომლებიც  დაბებში  ცხოვრობენ,  წელიწადში  ორჯერ  პატივი  უნდა  სცენ  ეპისკოპოსს  და  წმინდა  წერილების  მიხედვით მისგან  ისწავლონ  სასულიერო  წესები.  ასევე,  როგორც  წესია,  წელიწადში  [ერთხელ]  ძღვენი მიართვან ეპისკოპოსს.
ბ. ხუცესი და  დიაკვანი, როდესაც  ეკურთხებიან,  ოთხი  დრამა ხუცესს დაენიშნება, ორიც – დიაკვანს. 
გ. აზატმა კაცმა  ან  მეფის  შთამომავალმა, როგორც  რაიმე  სულის ნაწილი,   სიცოცხლეში  უნდა  გაიღოს  თავისი  ხელით  [ერთი]  ცხენი უნაგირითა  და  აღვირით,  ანდა  რისი  საშუალებაცა  აქვს,   მაგრამ,   თუ სიცოცხლეში  ვერ  მოასწრებს,  მაშინ სიკვდილის  შემდეგ  ოჯახის  წევრებმა  უნდა  გაიღონ.
დ. მრევლისაგან  ხუცესს მოსავალი  ასეთი  წესით  უნდა  მიეცეს: წელიწადში  ოთხი  გრივი53  ხორბალი,  ექვსი  გრივი  ქერი  და  თექვსმეტი კოკა54  ტკბილი. მაგრამ,  ვინც  გაჭირვებულია, ის   ამის   ნახევარ  პურს გაიღებს  და რამდენსაც შეძლებს,  იმდენ  ღვინოს. ვისაც  სახნავი  და  ვენახი  არა  აქვს,  არ  გამოერთვას.  ხოლო, რომლებიც  ამაზე  მეტს  გაიღებენ, თავისი  სულისათვის  სიკეთეს  მოიპოვებენ,  როგორც  პავლე  ამბობს:  „ვინც  უხვად  დასთესს,  უხვადვე  მოიმკის“, ვისაც  შინ  ცხვარი ჰყავს [უნდა  გაიღოს] ერთი  ცხვარი,  სამი მატყლი  და ერთი [თავი] ყველი,  ვისაც  ცხენები  ჰყავს სახლში, – ერთი  კვიცი,  ხოლო  ვისაც საქონელი  ჰყავს – ერთი  ხბო.
ე.   აზატმა,  შინაკანმა (ანუ გლეხი)  ან  ვინმე  ერისკაცთაგანმა წელიწადში  ერთხელ  შესაწირავი  არ  უნდა  დაიშუროს მიცვალებულის  ხსოვნისათვის, იმის  მიხედვით  რისი შესაძლებლობაც  ექნება, რათა განუყოფელი  გახადოს   მიცვალებული  თავისი  შრომისაგან.  თუ   გარდაცვლილ  კაცს ცხენი ჰყავდა, – ერთი  ცხენი,  რომელიც სურდეს;  თუ  საქონელი  ჰყავდა,  – ერთი  ხარი,  რომელიც  სურდეს  ეკლესიას  უნდა  მისცეს. 
ვ. მონასტრის  წინამძღვარი,  ან   ბერი  ვინმე,  თუ  მონასტერში  საცთურს  ჩაიდენს  და  გამჟღავნდება,  უღირსად  უნდა  მიიჩნიონ  და  ადგილიდან  დაითხოვონ, ხოლო  ხვასტაგი ეკლესიას  გადასცენ. 
ზ. თუ  მონასტერში ხუცესი  ბევრია, მრევლი – ნაკლები,  ხოლო სხვა  მონასტერში  მრევლია  ბევრი,   ხუცესი  კი   ნაკლები,  მაშინ  უნდა აიღონ და მრევლის ნაწილი  მისცენ  იმ   მონასტერს, სადაც  ხუცესია ბევრი.
ჰ. ქრისტიანი  კაცი,  რომელიც  ჩხუბობს  და  სისხლს  ღვრის,  უნდა წარუდგინონ ეპისკოპოსს  და წესისამებრ  დასაჯონ.
თ.   ხუცესმა,  რომელიც  დიდ სოფელს  მწყემსავს,  სხვა  აღარ  უნდა მწყემსოს.  ხოლო,  თუ  ორი  სოფელი  ერთმანეთთან  ახლოა,  [შეიძლება]  ერთმა  მღვდელმა  მწყემსოს.  მღვდელმა  (საერთოდ)  იმდენი  უნდა მწყემსოს, რამდენის წინამძღვრობასაც შეძლებს.
ი.    კაცმა  მესამე თაობიდან  ცოლი  არ  უნდა  მოიყვანოს და  არც ძმის ცოლი შეირთოს.
ია.  ვინც უმიზეზოდ  ცოლს  გაუშვებს,  ან   უგვირგვინოდ  ქალს  მოიყვანს,  ის   ურჯულო  და  კაცის  მკვლელია,  ხოლო,  ვინც  ჯადოქრებს [რჩევას] ეკითხება,  სამეფო  კარზე  შებორკილი  უნდა  მიიყვანონ  და წამებით მოკლან.
იბ.   ისინი,  რომლებიც  დასტირიან  ფუძის  ანგელოზს  და  მგალობლებს,  უნდა  გათოკონ,  სამეფო  კარზე  მიიყვანონ  და  სასჯელი  დაადონ, რათა  შემდეგ  იმათმა  ოჯახის   წევრებმა  ვეღარ    გაბედონ  ცრემლის ღვრა.
იგ.   ის,  ვინც  ლეშს  შეჭამს,  ან   ორმოცდღიან მარხვაში – ხორცს, ანდა  კვირა  დღეს  რაიმე   საქმეს  გააკეთებს  და   ეკლესიაში  არ   წავა, ხალხის თანდასწრებით  ხუცესმა უნდა  დასაჯოს.
იდ.  ვინც  დიდმარხვის  წინ  ოთხშაბათს  და  პარასკევს  ხორცს  შეჭამს,  ერთი  კვირა  უნდა  იმარხულოს.  თუ  ხუცესის  წინაშე  ვინმე   მივა  და  იმ  კაცს  დაასმენს,  ასე  არ  მოიქცაო,  მაშინ  სოფლის  მამასახლისმა  უნდა  დაიჭიროს  იმისი  ერთი  ხარი  და  ხუცესს  მიუყვანოს.
იე.   თუ  ვინმე  ერისკაცთაგანი  ხუცესზე  ან  დიაკვანზე  ბრალდებას წააყენებს  და   ისინიც  აღიარებენ,  რომ  მართლაც  ასეა,   მაშინ    მათ ეპისკოპოსი  გაასამართლებს  და უდაბნოში  [გაგზავნის] ცოდვების  მოსანანიებლად.  მაგრამ   თუ  ისინი  არ  გამოტყდებიან,  ხოლო  რასაც  ამბობენ,  დადასტურდება,  როგორც  კანონშია  დაწერილი,  სასჯელი  დაედებათ  და  სოფლიდან  განიდევნებიან.  იმ  შემთხეევაში,  თუ  ცოდვები არ  გამომჟღავნდა  ხუცესს  უბრძანებენ  შესაწირავი  შესწიროს  და ფიცი დადოს. 
ივ.   თუ  ხუცესს  ბრალს  დებენ  თავისი  ამხანაგები  და  მოწაფეები, თვითონ  კი  სარწმუნონი  არიან,  მაშინ ხუცესი  საკურთხევლის  წინ  უნდა   დადგეს,  ამბის  მომტანი – ხალხის  წინ,  [ხუცესი]  ამბიონიდან  უნდა  გადმოაგდონ  და სოფლიდან  გააძევონ.  მაგრამ  თუ,  მისი  ამხანაგები და   მოწაფეები   შურისმაძიებლები   არიან  და   ხალხმა  იცოდა,  რომ უწინ  ნაჩხუბარნი  იყვნენ,  მაშინ  ხუცესმა  შესაწირავი   შესწიროს  და ის   ხალხი  წყევლა-კრულვით გააძევოს. შემდეგ  თუ  აღიარებენ ვიცრუეთო, მონანიების ნება მიეცეთ და   მონასტრიდან  ნუ   განიდევნებიან.  მაგრამ,  ამის შემდეგაც  თუ  რაიმე,  ბოროტი  ჩაიდინეს,  კანონით უნდა გასამართლდნენ.
იზ.   ეპისკოპოსებმა  და   ხუცესებმა  მეფესთან  აზატებს  უჩივლეს: სოფლის  ორი თუ სამი  ეკლესია   მონასტრებად  აქციესო. ასევე მეფის  წინაშე   აზატებმაც  [თავისი] პირობა   წააყენეს.  მაშინ  მეფემ ეპისკოპოსები  და აზატები  ამგვარად  მოარიგა:  უკვე   მოწყობილ  ეკლესიებს  ხელი  არავინ  ახლოს,  ხოლო  ეკლესიის  ჭირნახული  და  შემოსავალი  მთავარ ეკლესიას  დარჩეს.
ით.  აზატები,  რომლებიც  მეათედს  იხდიან,  ნახევარი  დედა  ეკლესიას უნდა გადაუხადონ,  ნახევარი თავის  ეკლესიას..
ით.  კვირაობით  ბატონმა  და  მსახურმა  მთავარ  ეკლესიაში  უნდა იარონ  სალოცავად  და   მიცვალებულთა  მოსახსენიებლად.  სხვა  მხრიდან  მოსულებმა  ეკლესიას  უნდა  გადაუხადონ  მიცვალებულის  სულის სააღაპე.
კ.    აზატებს  თავიანთი  მამულიდან  ეპისკოპოსის  გარეშე  უფლება არა  აქვთ  ხუცესის  გაძევებისა.   ასევე,  ეპისკოპოსებს  არ   შეუძლიათ მათ  გარეშე  გააძევონ  ან   მოიყვანონ  იგი.   თუნდაც  ხუცესს  აზატებისა ან  მრევლისაგან   საშიშროება  ელოდეს,  ეპისკოპოსის  გარეშე   მაინც ვერ  წავა.
კა.   თუ  აზატი  თავის  ეკლესიამი  ტრაპეზს  დადგამს,  ან რაიმე [წმინდა] ნაწილს  იქონიებს,  ანდა  მსხვერპლს  შესწირავს,  ამის  თაობაზე უპისკოპოსის  ბრძანება  უნდა  იქონიოს.  ვისაც  ამაზე  ბრძანება  ექნება და ისე  შეასრულებს, კურთხეულ იქნება; ხოლო  ვინც  [ბრძანების]  გარეშე  იმოქმედებს,  ეკლესიიდან  განიდევნება,  ხოლო  შემდეგ  შეძლებისამებრ  საურავი  უნდა  გადაუხადოს  ეპისკოპოსს.  იმის  მიხედვით, თუ რამდენ  საურავს  გაიღებს  ის  კაცი,  როგორც  კანონშია  დაწერილი,  კურთხეულ  იქნება. 
ეს   შეთანხმება  დადეს  ეპისკოპოსებმა,  მღვდლებმა  და  აზატებმა მეფის წინაშე. კურთხეულ იყოს მეფე-დედოფალი შთამომავლობითურთ და   აქ შეკრებილი ყველასაერო  კაციც კურთხეულ  იყოს ჩვენი ეპისკოპოსებისა  და ეკლესიის  მიერ.
ამ   ბრძანებს   ამოწმებენ    მეფის  მრჩეველი  მუწიკი,  მირჰორიკ ჰაზარაპეტი (ანუ ათასისთავი),  მარუთ  აზგაპეტი (ანუ გვარის უფროსი), ტირაზდი,  სპარაკოსი, შამა, ბაკური, არატანი, არჩესი,  ვარდან მამაცი   – გარდმანის  მფლობელი,  ხურსი, გერმანოსანი,  ხოსკენი,  ფიროგ  ნაჰაპეტი  და  ალვანეთის  ყველა    აზატი.
უფრო  მეტი  სიმტკიცისათვის  ამ   დაწერილს  ალვანთა  მეფე  ვაჩაგანი ბეჭედს  უსვამს. 
თავი  XXVII
წმინდა  მესროპისა  და   მისი  მოყვასების  ისტორია
ალვანთა კათალიკოსის  გრიგორისის  მოწამეობის  შემდეგ, აღმოსავლეთის მხარეთა ბარბაროსი ხალხები კვლავ წარმართულ  კერპთაყვანისმცემლობამი წაწყმდნენ. აღმართეს  მრავალი  ატროშანი  და სდევნეს ქრისტიანები.  ერთმა  ვინმემ,  უწინ  ვარდაპეტად  მყოფმა,  სულიწმინდის მადლით  შექმნა  სამი  ხალხის  სომეხთა, ალვანთა და ქართველთა დამწერლობა55, ხოლო ამის შემდეგ  წავიდა  წმინდა  იერუსალიმში  მოსალოცად.  იქიდან  დაბრუნდა  მოწაფეებითურთ  და  თან  ჩამოიტანა  მოოქროვილი  ვერცხლის  ჯვარი, რომელშიც  უფლის  ჯვრის ნაწილი  იყო.
სომხეთში გადმოსულმა  გზა  განაგრძო  და  მიაღწია  უტის  გავარის აღმოსავლეთის  საზღვარს. იქ   დაიბანაკა  ჭაობიან  ადგილას,   ხავსიან საფლობებში,  რომელსაც  გისს   უწოდებენ.  განამტკიცა  განახლებული ეკლესიის  რწმენა  და  განავრცო  სახარების  ქადაგება  უტიელთა,  ალვანელთა,   ლფინთა56,  კასპიელთა  ქვეყნებში  ჩორის  კარამდე, აგრეთვე სხვადასხვა  ხალხებში, რომლებიც ტყვეებად იყვნენ მოყვანილი  ალექსანდრე  მაკედონელის  მიერ  და  დასახლებული  კავკასიის   დიდ  მთებში.   გარგარები,  კამჭები57 და  ჰეფთალები  კვლავ  მოაქცია  [ქრისტიანულ]  სარწმუნოებაზე  და  ასწავლა  ღვთისმსახურების  წესი,  რაც  უწინ იცოდნენ,  მაგრამ  შემდეგ  დავიწყებული  ჰქონდათ.  გახდა  სრული  მქადაგებელი  და   მოციქული  მთის   ბარბართსი  ტომებისა,  რომლებსაც აცნობდა  [ყოველივეს]  მათებური  ენის დამწერლობით.  იქიდან  დაბრუნებული  ჭაობებში  დაბანაკდა,  რადგანაც  ემალებოდა  მძვინვარე   იშხანთა (ანუ მმართველთა) შურისძიებას  და  იქ   ტყეში  დამალული  დღითიდღე.  განამტკიცებდა ღვთის  ეკლესიას.
იქვე   გზასაცდენილმა  სულმა  წააქეზა  გამძვინვარებული  მოძალადეები.  გაშმაგებულებს  სურდათ  სასწრაფოდ  შეეპყროთ  ის   მოსაკლავად.  მაგრამ  ნეტარმა  მაშტოცმა,  სულიწმიდისაგან  შთაგონებულმა,  საჩქაროდ  ამოთხარა  ერთი  ორმო  საჭიროების  მიხედვით,  აიღო  ღვთაებრივი  განძი,  უფლის  ჯვარი   დაასვენა  ლარნაკზე  და   დამალა  მიწისქვეშა  სავანეში.  ამის  შემდეგ  ერთგულ  და  თანამორწმუნე  მოწაფეებთან  ერთად  დაიწყო  ერთსულოვანი  ლოცვა-ვედრებანი.  თითოეულის სურვილით  ორ  გუნდად  გაიყვნენ.  ნახევარი  ფიქრობდა  გავარებში წასელას,  ხოლო  მეორე  ნახევარს  სურდა  მოევლო  მრავალი  ქვეყანა  რწმენის  საქადაგებლად.  მაგრამ  (მაშტოცმა)  ჯვრის  სავანის   ადგილზე დატოვა  თავისი  გუნდი, რომელმაც  რამდენიმე  დღის  შემდეგ  მიიღო მოწამებრივი  გვირგვინი.  წამების  ადგილას  გამოჩნდა  ბრწყინვალე  ნიშნები  და  საოცარი  სასწაულები,  რასაც  ხშირად  ხედავდნენ  ურწმუნონიც  და  მიხვდნენ,  რომ  დიდი  ღმრთისა  იყო  ეს  სასწაული.  ერთსულოვნად ირწმუნეს  და საყოველთაოდ  მოინათლნენ.
ერთმა  ვინმე  ახლადმოქცეულმა,  რომელიც  ხშირად  ხედავდა  სასწაულს  ჯვრის  მიწისქვეშა  სავანის  თავზე,  ააშენა    ოთხკუთხი  ეკვდერი  და  ხის   ლუსკუმა  გააკეთა  ეკვდერში.  მოაგროვა  მათი  ნაწილები  და აღთქმა  დადო ყოველწლიურად  აღენიშნა  ხსოვნა.  მრავალმა მიიღო  განკურნება  იმ  ადგილას,  რითაც უფრო  განმტკიცდნენ  და დაემორჩილნენ სარწმუნოებას.
შემდეგ  ჯვრის  სავანეზე  საძირკველი  ჩაუყარეს  და  ღვთის  ეკლესია  ააშენეს.   მას   გისის   „ძველ  ეკლესიას“  უწოდებდნენ.  დიდი  ხნის შემდეგ  დიდგვაროვანმა,  ვინმე  იშხანმა,  სახელად  ვარაზფეროჟმა,  არანშაჰიკის ტომიდან,  მოისურვა  აღედგინა   „ძველი  ეკლესია“,   მაგრამ ვერ  შეძლო  გუმბათის  აგურით  ნაგები   თაღის  დანგრევა,   რადგანაც მის  ქვეშ ესვენა უფლის  ჯვარი  და მოწამეთა ნეშტი. 
თავი  XXVIII
ქვემოთ  მოთხრობილია  ამბავი  წმინდა  მაშტოცის მოწაფეების შესახებ
წმინდა  მაშტოცის  შემდეგ  გავიდა მცირე  ხანი. მისი  მოწაფეები, რომელნიც  სულიწმიდის შთაგონებით  საიდუმლოთა  შემცნობელნი  გამხდარიყვნენ,  ალვანთა  გავარებში  შეიკრიბნენ  და  ცდილობდნენ  კეთილი  საქმე  ეკეთებინათ.  როგორ  მოვიქცეთო,  ამბობდნენ  ისინი,  ჩვენი   განმანათლებელი  ქრისტეს  მიერ  აღესრულა,  ჩვენ  კი   ობლად  დავრჩით.  მოდით,  ძმებო,   წავიდეთ  ღვთიურ  ქალაქ   იერუსალიმში  და იმათ  ვთხოვოთ  წინამძღვარი,  რადგანაც  აღმოსავლეთის  ქვეყნების  ნამდვილი  განათლება  წმინდა  ელიშას  საშუალებით  ხომ  იერუსალიმიდან დაიწყო.
მოემზადნენ  სამგზავროდ,  სამ   ჯგუფად  გაიყვნენ  და   გაემართნენ ალვანთა  ქვეყნიდან.  პირველად  ასორესტანის  საზღვრები  გაიარეს,  შემდეგ  კი   ქალაქ  იერუსალიმს  მიაღწიეს.  შევიდნენ  ღვთის  სამყოფელ  ეკლესიაში  და  თაყვანი  სცეს ცხოველმყოფელ  სიცოცხლის  ხეს.  შეხვდნენ  ღვთიური  სიკეთით  დამშვენებულ  გულითად  პატრიარქს,  მიესალმნენ  საეკლესიო  დასს  და  მშვიდი  ამბორით  მიღებულ  იქნენ  მათგან.  შემდეგ  წმინდა  პატრიარქს  მოუთხრეს  ყველაფერი  წმინდა  მაშტოცის  დაძაბულ  შრომაზე,  იმაზე,  თუ  როგორ  სასწაულებს  ახდენდა ის  ბარბაროსთა  წინაშე.  როდესაც  მათ  ეს  მოისმინეს,  დიდი  სიხარულით  მიიღეს და  მთელი  ამ  ხნის  მანძილზე  უდიდეს  მზრუნველობას იჩენდნენ [მოსულთა  მიმართ]. შემდეგ  მათვე  შეუერთდა სამი ღვთისმოსავი  მღვდელი,  რომელთაგან  პირველი  იყო  ათანასიოსი.  [მაშტოცის] მოწაფეები  ვედრებით  არწმუნებდნენ  იმათ  თან  გაჰყოლოდნენ,  რათა წინამძღვრებად  აერჩიათ  თავიანთ  ქვეყანაში. როდესაც  შეასრულეს თაყვანისცემის  აღთქმა  და  ნეტარი  ამბორით  ფეხთ  ემთხვივნენ  წმინდა  პატრიარქს,  შემდეგ  მისი  ბრძანებით  გამოაცილეს  [ისინი]  იქიდან ოქრო-ვერცხლის  ჭურჭლით  და  ღვთის  ყოველ  სიწმინდეთა  დიდი ნაწილით [დასაჩუქრებული]. საუკუნოდ გახარებულებმა მღვდლებთან ერთად  დატოვეს  [იერუსალიმი]  და  წამოვიდნენ  ზატიკის58 დღესასწაულის [მოახლოებისას]. ორმოცდღიანი წმინდა  მარხვის  მეშვიდე კვირას  მიაღწიეს  მთაგორიან  და  ტყიან  მშობლიურ  ქვეყანა  არცახს, მეწ  კუენის  გავარს59.  გზად,  ხეობაში,  ხალხი  ორ  გუნდად  გაიყო.  ერთნი  იმ  ადგილას  დასხდნენ,  რომელსაც  ასტეღის  (ანუ ვარსკვლავის) გორა  ერქვა,  ჩრდილოეთის  მხარეს,  ხოლო  მეორე  გუნდი  მდინარე  ტრტუს  იქითა  ნაპირზე,  სამხრეთით,  ტყის  პირას  დაბანაკდა. [ამ  ადგილს] ჩლახი ეწოდებოდა.  მათ  აღთქმა  დადეს  ერთმანეთთან,  რათა  აქ  აღენიშნათ  ზატიკი. 
თავი  XXIX
ჩრდილოელების  სწრაფვა ალვანთა, სომეხთა  და ქართველთ საზღვრებისაკენ,  წმინდა  მესროპის  მოწაფეთა  მოწამეობა
იმ დროს მეფე როსმოსოქეანმა თავის ჯარებთან  და თობელთა60 რაზმებთან  ერთად  შეკრიბა  ჰონთა  მთელი  ლაშქარიც,  გადავიდა  მტკვრის იქითა  ნაპირზე,  გაიფანტა  უტიელთა  გავარში  და  თავისი  ჯარი   განალაგა  ქალაქ  ხალხალის  მახლობლად.  იქვე   მან  აირჩია  სამი  კაცი  მხედართმთავრად  და  დიდი  რაზმების  ვოსტიკანებად (ანუ უფროსი, ქალქის თავი) დააყენა.  მათ  ხელისუფლებაში  მთლიანად  შეაგროვა  თერთმეტი  ნაწილი  ჯარისა,  უბრძანა  სამ   მეწინავედ  გაყოფა  და  თავდასხმა  ალვანთა,  სომეხთა  და  ქართველთა ქვეყნებზე.
ჯარის  მესამე  ნაწილმა  ზატიკის  დასაწყისში  მიაღწია  არცახის  გავარს  და  თავს  დაესხა  მეწ  კუენქს.  ამ  შემოსევის  ამბავი როდესაც  შეიტყო  იერუსალიმის  ჩლახის  გუნდმა,  შეძრწუნდა,  დიდი  შიშით  ერთ ადგილას  მოაგროვა  ნეშტთა  ყველა  ნაწილი,  მოათავსა  ორ  ვერცხლის კოლოფში  და  მიწაში  ჩამალა.  მაგრამ  მაშინვე  მოაღწია მათთან  კოკისპირული  წვიმის  მსგავსად  შემაძრწუნებელმა,  მწუხარების  მაუწყებელმა  განგაშმა  და  დიდი  შეშფოთება  გამოიწვია.  ისინი  უტევდნენ  როგორც  ზღვის  ტალღები  და პირველად  ასტეღის  გორას  მიადგნენ.  დაიმედებულნი  იმით,  რომ  მოულოდნელ  დროს  ესხმოდნენ  თავს,  შეუბრალებლად  მახვილით  ჩეხდნენ  ერთიანად  ყველას.  ხელთ  იგდეს  ოქროს  და  ვერცხლის  ჭურჭელი,  წმინდანთა  ნეშტი გაფანტეს და გააბნიეს გორაზე,  მღვდელმთავარი  ნეტარი  ათანასი  აწამეს,  ხოლო  გადარჩენილნი ტყვედ იგდეს  და  იქვე  გარემოიცვეს.
ერთი  ქალი  კი,   სახელად  თაგუჰი,  უტის  გავარის  სოფელ  ბაგნაციდან,  ძირეული  აზატთაგანი  და  მეტად  მდიდარი,  რომელიც  მუდამ იერუსალიმელებთან იმყოფებოდა,  ტყვეთა  შორის  დაინახა  ჰონთა  ზორავარმა  და, რადგანაც  მეტად  ლამაზი  იყო,  ეშმაკეული  თავშეუკავებელი  ვნებით  ანთებულს  შეუყვარდა  ის. ბრძანა  დიდად  გაფრთხილებოდნენ,  რადგანაც სურდა თვითონ შეერთო ცოლად.
როდესაც  თავიანთი  ყოველდღიური   თავდასხმები   დაასრულეს, მოაგროვეს  გავარის მთელი   ნადავლი,    მისმა  თანარაზმელებმა ძმებმა  ბევრი  [ტყვე] დახოცეს,  ხოლო  გადარჩენილები  წაიყვანეს  ასტეღის  გორაზე.  ტყვეთა  შორის  იმყოფებოდა  ათანასე  მოწამის  მოყვასი  ორი მღვდელიც.
იმ   ღამეს  ჰონთა  დიდი  ზორავარი  იქვე   დაბანაკდა  თავისი  ჯარით. საღამო  ხანს   თობელთა  რაზმის სპარაპეტმა  ბრძანა  ნეტარი  თაგუჰის მოყვანა,  რათა  აეხდინა  თავისი  ავხორცობის  სურვილი.  მაგრამ  [ქალი], უფლის  ძლიერებით  აღჭურვილი,  დასცინოდა  მას,  არ  უსმენდა,  არ ნებდებოდა  და  აბუჩად  იგდებდა ურჩ ბარბაროსს.  თან  ეუბნებოდა: „არასოდეს  დავუშვებ,  რომ  ჩემი  თავდაჭერილი  კრძალულება  შევწირო  უთვისტომო გაღორებულ  წარმართებს,  ანდა  წამების  შიშით  სიკვდილამდე  იმდენად  განურჩეველი  გავხდე,  რომ  წარმავალი  ცხოვრება გავცვალო  მარადიულზე“.  შემდეგ  აღმართა  ხელები  ღმრთისაკენ  და შეჰღაღადა:  „უფალთა  უფალო  და  მეუფეთა  მეუფევ,  ნუ  შემარცხვენ მე  შენზე  დაიმედებულს,  უბიწო  და  წრფელი  მამყოფე  დროებითი  საშიშროების  წინაშე  და  როგორც  მომმადლე  ვშობილიყავ  სინათლის ემბაზში  და  შემეცნო  შენი  აღორძინება,  ჰქმენი  ახლაც,  დავრჩე  უცოდველი  რწმენასა  და  სიწმინდეში.  აღმოაცენე  შენი  ჭეშმარიტების  შუქი უთვისტომო ბარბაროსის  გულში, რათა  მან შეგიცნოს  შენ როგორც ერთადერთი  ჭეშმარიტი  ღმერთი“.  როდესაც  ეს  გაიგონა  ურწმუნოთა ბრბომ,  წავიდა  და  უამბო  თავის  იშხანს,  რამდენადაც  მათ  შორის  იმყოფებოდა  თარჯიმანი,  რომელსაც  ესმოდა  მისი  თითოეული  სიტყვა. მაშინ  გაცოფებულმა,  რისწვით  საზღვარგადასულმა  ტირანმა  მხეცური კბილთა  ღრჭიალით  და ღრიალით,  განრისხებულმა  ბრძანა:  თუ  დიდებითა  და  პატივით  არ  მოვა,  მაშინ  აუტანელი  ტანჯვა-წამებით  მოკალითო.  მსახურები  მივიდნენ  მასთან  და  აიძულებდნენ  იშხანის  სურვილის  აღსრულებას,  მაგრამ,  რადგანაც  ვერ  შეძლეს  დაერწმუნებინათ  მოუსყიდველი  თაგუჰი,  მაშინ  ხელები  უკან  გაუკრეს  და  თმებით წაათრიეს.  ტყის  საშინელ  ძეძვს  ურტყამდნენ  სახეში  და  ერთიანად დააუძლურეს  წმინდანის  სხეული.  ამის  შემდეგ  ნეტარს  თავი  ხმლით მოკვეთეს,  როგორც  წმინდა  დედოფალ რიფსიმეს, [ამასაც]  გადახდა ბრძოლა,  ღვთივგამარჯვებული  გვირგვინით  ქრისტესთან  დაქორწინდა დიდებული  თაგუჰი. 
ამის   შემდეგ,  იმავე  ღამეს  დაძინებამდე,  როდესაც  უცხო  ტომის იშხანები  მოლაშქრეებთან  ერთად  ქეიფში დროს ატარებდნენ და მხიარულობდნენ, მოულოდნელად უფლისაგან  საოცარი სასწაული მოევლინათ.  ყველამ  ცხადად  დაინახა,   რომ  ძლიერმა  სინათლემ  გაანათა  ის  ადგილები,  სადაც  წმინდა  თაგუჰი  ეწამა.  ხოლო  მისი  ტანსაცმლის  ნაფლეთები  ტყის  პირას  მიმოფანტულნი  ბრწყინავდნენ,  როგორც ვარსკვლავები.  ხანგრძლივი  დროის  მანძილზე  ვარსკვლავისებური  შუქი  კიაფობდა  იმ   ადგილას  და  წმინდა  მოწამეს  ზემოდან  ანათებდა. დაინახა  ეს  უამრავმა  ხალხმა  და  იმ   ადგილს  სახელად  ასტეღაბლური (ანუ ვარსკვლავის გორა) უწოდა,  დღემდეც  [ასე   ეძახიან].  რადგანაც  მახარებლის  სასწაულით გაკვირვებული  იყო  იშხანი  და   დიდმა  შიშმა  მოიცვა,  ბრძანა  მასთან ეხმოთ უფლის  მღვდლები.  მათგან  სწავლობდა  ხსნის  გზას  და  ირწმუნა  ღმერთი  მაცხოვარი.  შემდეგ  ბრძანება  გასცა შეეგროვებინათ  წმინდანთა  ნაწილები,  შეეხვიათ  წმინდა  ტილოში  და  გორაზე  დაეკრძალათ იქვე   აღასრულეს  მსხვერპლის  შეწირვა  ცხვრითა  და  თხით,  შემდე შეიკრიბნენ  საუფლო  დღესასწაულზე  მოწამეთა  მოსახსენებლად. 
თავი  XXX
თობელთა  დიდი  ზორავარი  რწმუნდება,  რომ  ქრისტე  არის ღმერთი.  მისი  მოწამეობა  თავისი  მეფის მიერ  ჯარებთან შვილებთან  და მღვდელთა  დასთან ერთად  ალვანთა ქვეყანაში
როდესაც  ჭეშმარიტების  შუქმა  შეაღწია  ღვთისმოსავი  იშხანის თეოფთფლოსის  გულში,  ბრძანა  ტყვეთა  გათავისუფლება,  ხოლო  თვითონ  ზატიკის  დილას  გაეშურა  წმინდა  მღვდლებთან  და  სხვა  მრავალ მორწმუნესთან  ერთად  აგისტროსეანთა  რაზმით61  და  მიაღწია  უტის გავარს.  [იქ]  დაბანაკდნენ  მდინარე  მტკვრის  ნაპირას,  ნავსაყუდელის მახლობლად ზომაქტაკის  ხიდთან.
თვითონ  დიდი  მეფე  როსმოსოქეანი  მთელი  თავისი  ჯარით  დაბრუნდა  ბრძოლის  ველიდან  მრავალრიცხოვანი  ტყვეებითა  და   უხვი ნადავლით,  გადავიდა  მდინარე  მტკვარზე  აღმოსავლეთის  მხრიდან  და ისიც  დაბანაკდა  მათ  პირდაპირ  გაღმა  მხარეს. იმ   დროს  ეშმაკისაგან ცდუნებულმა  [მეფემ]  ბრძანა  თავისი  ცრუ  ღმერთებისათვის  მსხვერპლი  შეეწირათ  წარმართული  წესით  მომზადებულ  ნადიმზე.  ეს  დაინახეს  ქრისტეს  მიერ  შემკობილმა  თეოფილოსმა  და  აგისტროსეანთა რაზმმა,  ამათაც  წმინდა  მღვდლების  ხელით  ნაკურთხი შესაწირავი შესწირეს  ღმერთს  ქრისტიანული  სარწმუნოების  წესისამებრ,  ხოლო თავიანთი დროშები  ჯვრით შეამკეს.
როდესაც  ეს   იხილა  ეშმაკის  მიერ  ცდუნებულმა  და   გზაკვალაბნეულმა   გამხეცებულმა   ბარბაროსთა   ურჯულო მეფემ ბრძანა მასთან  ეხმოთ  წმინდა  ზორავარი თეოფილოსი  ოცდაათი  კაცითურთ. ჯერ  ალერსით,  ხოლო  შემდეგ  რისხვით  დაუწყო  ლაპარაკი  და  უთხრა:   „საყვარელი  იყავი  ჩვენი  სამეფოსათვის,  სიმამაცით  გამოჩენილი, ჩვენი  მფარველობით „განდიდებული  და  ამრიგად,  უფრო  პატივცემული  ჩემგან,  ვიდრე  დანარჩენნი. [შენ იყავი  ლაშქრის] მესამე ნაწილის მხედართმთავრობით  სახელმოხვეჭილი.  რატომ  მიატოვე  შენი  ხალხის განთქმული  ღმერთები,  რომლებსაც  ჩვენთვის  გამარჯვება  მოუტანიათ თავდასხმების  დროს?  ამიჯანყდი  შენი   ჯარებითურთ  და  ემსახურები იმ  ღმერთს, რომელსაც  ჩვენ  არ  ვიცნობთ.  მაგის  გამო,  თუ  შენ  არ  შესწირავ  მსხვერპლს  ჩვენს  ღმერთებს,  სიკვდილით  დაგსჯი  შენც   და ერთიანად  შენს  ჯარსაც“.  პასუხი  გასცა  ქრისტეს  წმინდა  მოწამემ,  მამაცმა  თეოფილოსმა  და  უთხრა  მეფეს:  „შენი  მუქარის  შიშით,  იქნებ გგონია,  დროებით  ცხოვრებას  ავირჩევთ,  დავთმობთ  ღმერთს  და  კერპებს  ვცემთ თაყვანს?“
მაშინ  საშინელი  რისხვით  ანთებულმა  და   გამძვინვარებულმა  მეფემ  ბრძანა  სასწრაფოდ  ტანჯვით  დაეხოცათ  თობელთა  წმინდა  ზორავარი  ოცდაათ  ამხანაგთან  და წმინდა  მღვდელთან  ერთად.  მათ  მხნედ აღასრულეს  მოწამეობრივი  ბრძოლა.  ჭეშმარიტი  მარტვილობით  საზეიმოდ  მიიღეს  უფლისაგან  ძლევის  გვირგვინი.   წმინდა    აღმსარებელი  თეოფილე  მღვდელთა  დასით  და  ოცდაათი  მებრძოლით  გადავიდა ზეცურ განსასვენებელში.
წმინდა  ზორავარის  შვილებმა  ნეტარმა  მოვსესმა  და   ანეროლოგოსმა,  აგისტროსეანთა  რაზმთან  და  სხვა  მორწმუნეებთან  ერთად,  როდესაც  ეს   დაინახეს  თითოეული  სასწრაფოდ  ამხედრდა  და   გაიქცა ურჯულო  მეფისაგან.  უმჯობესად  მიიჩნიეს  ქრისტესათვის  თავგანწირვა,  ვიდრე  წარმავალ  ცხოვრებაში უღვთობით  ყოფნა,  ამჯობინეს  ქრისტესათვის გალანძღულიყვნენ ვიდრე მამაპაპური  ქონებით მიეღოთ დიდება. მაშინ ისინი  გაემართნენ ერთ მხარეს სამხრეთით  და მიაღწიეს დიდი  მთის  მწვერვალს.  [ეს   მთა]  გარს  ერტყმის  ქვეყნის  მრავალ  გავარს.
შემდეგ  ულმობელი  მეფის   ბრძანებით ჰონთა  ჯარები  გუნდ-გუნდად  გაიყვნენ  და  უკან  დაედევნენ,  დაეწივნენ  მთის  წვერზე.  დიდი  თხოვნით  შეეცადნენ  დაებრუნებინათ  ისინი  კერპთაყვანისმცემლობაზე  და  მეფის  მორჩილებაზე,  მაგრამ  ვერ  შეძლეს  დაყოლიება,  მაშინ იმავე  ადგილას ხმლით  დახოცეს. 
ასე   დასრულდა  იმათი    ცხოვრების  მდინარება.  წმინდა  მოესესმა,    მისმა  ნეტარმა  ძმამ   და მთელმა  აგისტროსეანთა  რაზმმა  მიიღეს ქრისტესაგან  მოწამებრივი   გვირგვინი,  რომელიც   ბრწყინავს  გაუქრობელი  შუქით. [ამგვარად],  ჩრდილოეთის   საზღვრების  მიმტაცებლებმა  უკვდავება  მოიპოვეს  ყოვლადწმიდას  წინაშე,  ამინ. 
წიგნი  II
თავი I
წინასწარი თხრობა ისტორიისა
როგორც  ზეცა  ბრწყინავს  ვარსკვლავებით  და    დედამიწა  [დამშვენებულია]  მცენარეულობით,  ასევე  ისტორიის მთხრობელის შრომა  ფასდება  სხვადასხვა  მასალით.  მოიპოვება  აღმოსავლეთის  მხარეებზე  თქმულებები,  რომლებიც  არ  მოხვდნენ  ძველ  მემატიანეთა  წიგნებში.  საჭიროდ  ვცანით  შეგვეტანად  ისინი  ჩვენს  ნაწარმოებში  აქ გავიხსენებთ  მეფე  შაპუჰ  ორმუზდეანს,  რომელმაც  თავის  სამფლობელოში  სიუხვით  გაამაყებულმა,  მოისურვა  გამოეკვლია,  თუ ხალხსა  და  ენას ჰქონდა ღირსება და პატივი.
მოამზადა    დიდებული    სადილი    სპარსეთის    ორმოცდაათი აზატ ტომის ყველა ნახარარისათვის. ღირსებისამებრს თითოეულს  ჯდომის  პატივით  ექცეოდა  ფინჯნითა  და  ვაზის  ტოტით.  ხოლო მობიდან  მობიდანს (ანუ მაზდეანების მეთაურს) სამეფო  მაგიდაზე  უმეტესი  პატივი  მიაგო.  ეთათბირა  თავის  დიდებულებს  და  უთხრა:  „მე  კარგად  ვიცი  ძირეულ პაჰლავიანთა – სპარსელთა,  პართელთა  და  მათი  აზატი  ხალხის  წარმომავლობის  შესახებ,  მაგრამ  სომეხ  აზატებსა  და  მათ  ძველ  ღირსებაზე  ვერ  შევძელით  გაგვეგო  ვერც  ჩვენი  მამებისა  და  მეფეთაგან  და ვერც  მემატიანეთაგან.  ახლა  სომეხთა  ნახარარებმა  ორიდან  ერთი აირჩიეთ,  ან  გვიჩვენეთ  ძველი  წიგნი  თითოეული  სახლის  ღირსებისა და  პატივის [აღმნიშვნელი] და  ჩვენგან  კვლავ  გექნებათ  უდიდესი  და ბრწყინვალე  პატივისცემა  ხოლო  თუ  ვერ  შეძლებთ  ჩვენ,  არიელ ხალხს,  ცხადად  დაგვანახოთ  თავდაპირველი  ღირსება  და  პატივი,  სახლი,  მიწა  და წყალი,  მთელი ქონება,  მაშინ  თქვენ  თავს  არიელ  აზატებს ვუწყალობებთ.
მაშინვე  დიდი სომხეთის იშხანებმა  გადაწყვიტეს  მეფისათვის მიერთმიათ  აგათანგელის  სასურველი  ისტორია.  შაპუჰმა   ბრძანა  წაეკითხათ,   სპარსულად  ეთარგმნათ  და   დაეწერათ.  შეიტყო,  რომ  [ის] დასაბამს  ღებულობს  მისი წინაპრის  არტაშირისაგან. მეტად  გაიხარა,  წიგნს  აქებდა  და  გულაჩუყებული დასცქეროდა.  მასში იპოვა ცნობა ჩვიდმეტი პატივის  შესახებ. ამის  მიხედვით  დააწესა  თითოეულის ადგილი სამეფო სუფრაზე. მეთოთხმეტე პატივი ხვდა სიუნიქელთა ხელისუფალ ანდოკს. მან შეურაცხყოფილად  იგრძნო  თავი  და  არაფერი  ჭამა.  მეფემ  თუმცა შეიტყო  მიზეზი,  მაგრამ  არავითარი  ზომები არ  მიუღია.
იმ  დროს  სამეფო  კარზე  ცნობა  მოვიდა,  რომ  ხაზარები  მრავალრიცხოვანი  რაზმებით  გადმოვიდნენ  ჩორის კარით ჩვენს ქვეყანაში. შაპუჰმა  უამრავი  (ხალხი) შეკრიბა ასურეთში, ხორასანში, ხვარაზმში,     განსაკუთრებით  მამაცი    სპარსელები   ატრპატაკანში,  სომხები,  ქართველები,  ალვანელები  და  კავკასიის  მთის თორმეტი [სხვადასხვა] ენის ბარბაროსი ტომი. ამ უთვალავი ჯარით გამოვიდა მათთან საბრძოლველად62.
ხოლო  ანდოკმა  ბოროტება  განიზრახა  თავისთვის  და  თავისი  ქვეყნისათვისაც.  ძირს   უთხრიდა  სამეფო  სახლს. საკუთარი  მოღალატე ჯარით – ათასშვიდასი  კაცით,  სწრაფი  და მკვირცხლი  ცხენებით  მიაღწია  ქალაქ  ტიზბონს.  ჯარი  ქალაქის  გარეთ  დამალა,  [თვითონ]  მცირე რაზმით  შევიდა ქალაქში  და   თავი  რომ  უდანაშაულოდ  მოეჩვენებინა,   [ამბობდა],  შაპუჰთან  მოვედიო.  მოქალაქეებმა  დიდი  პატივი  მიაგეს.   განთიადისას  კი   მისი   ჯარები  შეიჭრნენ  შიგ  და  უთვალავი  განძეული,  – ოქრო  და   ვერცხლი  მიიტაცეს,  ასევე   ძვირფასი  პატიოსანი   თვლები,  ძვირად  ღირებული  ტანისამოსი  და  რისი  წაღებაც  შეიძლებოდა  სამეფო  სახლიდან. ყველა დიდებულის ოჯახი მთლიანად გაძარცვეს  ყველაფერი  ბაღაბერდში63  შეაგროვეს.  [ამის   შემდეგ] ბრძანა   მის  ყველა  გავარში  დაეწვათ  პირუტყვის  საკვები,  ხოლო  ხალხის საზრდო   ციხე-სიმაგრეში  შეზიდეს,  ასევე    იარაღი,   საჭურველი  და მხედრის  აღკაზმულობა.  შემდეგ  კვლავ  ბრძანება  გასცა  ანდოკმა,  რათა  ყველა  სივნიელს  გადაეწვა  სახლი  და  ბეღელი,  თვითონ  კი   გაქცეულიყო.  რაც  ქვეყნის  ეკლესიებში  სამკაული  იყო  შეგროვილი,  ყველაფერი  აიღო  და  შაღატის  ეკლესიაში64  მიიტანა,  ასევე   წმინდანთა ნაწილებიც,  თითოეული  ქვითინით  ეამბორებოდა  მათ.   რვა   დღე  ასრულებდნენ  მწუხრის   ლოცვებს,  მერე   აღმართეს  ეკლესიაზე  მიწის ბორცვი,  ხოლო  თვითონ  გაიფანტნენ  მთელს  ქვეყანაზე.  ვერავინ  ბედავდა  ეხსენებინა  სიუნიქელთა  სახელი   ოცდახუთი  წლის  მანძილზე უადამიანოდ გავერანდა მთელი  მხარე.
ომის  დამთავრების  შემდეგ  მეფე  შაპუჰი  დაბრუნდა,  იხილა  უბედურება,  განრისხებულმა  ბრძანა  მთელი  ჯარი  წასულიყო  სივნიეთში და  დაეტყვევებინა  მეტყველი  თუ  უტყვი.  მაგრამ  მისულებმა ვერაფერი   იპოვეს.  ამ    სიარულში  მიაღწიეს   შაღატის  ეკლესიაზე  არსებულ ბორცვს,  ზედ  ავიდნენ. [ამ   დროს] მოხდა  ძლიერი  მიწისძვრა.  სპარსელების  შეშინებული  რაზმები  თავის   მხედარმთავარ  ათაშხოდასთან  ერთად  გაეცალნენ  [იმ   ადგილებს].  იქიდან  წასულებმა  ბრძოლა დაიწყეს  ციხესიმაგრესთან,  საიდანაც  ქვევით  ქვა  ცვიოდა  და  განურჩევლად ყველას ადგილზევე  კლავდა. ხელმეორედ  და მესამედ  მიიტანეს სასტიკი  იერიში,  მაგრამ  ვერაფერს  გახდნენ,  [ხალხი)  კი უამრაგი  დაიხოცა.  გამძვინვარებულმა  მეფემ  მოისურვა ბრძოლა  გაეძლიერებინათ. მაშინ   მთელი  დიდებულები  დაემხვნენ  მის   წინ   და   დაუწყეს  ვედრება  შეეწყვიტა  ომი  და  მხოლოდ  ციხესიმაგრის  სანახები  გაენადგურებინა.
შემდეგ,  როგორც  კი  შესაფერისი დრო იხელთა [ანდოკმა],  დატოვა   ციხე   და   დიდი  ქონებით  გადავიდა  ჰრომაელთა  ქვეყანაში,  სადაც უდიდესი პატივისცემით მიიღეს  და  იქვე  გარდაიცვალა. მისი   შვილი   ბაბიკი    მშობლიურ  მიწას   ნატრობდა,    როგორც ტკბილია  მშობელი,  ასევეა   სამშობლოც.  წავიდა  ის სპარსეთის  მეფის შაპუჰის  კარზე,  სადაც  შეხვდა  ერთ  ვინმე  მებრძოლთაგანს  და  მასთან დაბინავდა.  არაერთი  სიმამაცე   გამოიჩინა  სპარსელთა  ოლიმპიადაზე, თუმცა ვერავინ  ცნობდა.
იმ  დროს  გამოვიდა  ჰონთაგან  ჰონი,  სახელად  ჰონაგური,  გაემართა  შაპუჰისაკენ  და  უთხრა:  „რატომ  უნდა  დაიღვაროს  სისხლი,  მოდი, მე   და  შენ შევებრძოლოთ  ერთმანეთს“.  თვითონ  ჰონი  შემოსილი  იყო ორმოცდაათნაწილიანი  აბჯრით,  [რაც  განკუთვნილი  იყო]  მაღალი  და ფართო  ტანადობისათვის,  უზარმაზარი  თავი [დაფარული  ჰქონდა]  დალურსმული  მუზარადით,  სამ  მტკაველიან  შუბლზე  სპილენძის  ფირფიტა  აეკრა,  კედარის  ხის  უცნაური  შუბით  და  ცეცხლოვანი  მახვილით  მნახველს  თავზარს  სცემდა. 
ამ   დროს   ბაბიკის  სახელი  უკვე  ცნობილი  იყო  მეფისათვის.  ეს საქმე  მხოლოდ  მისით  უნდა გადაწყვეტილიყო.  მეფეთა  მეფემ  თავისთან  იხმო  ბაბიკი  და  გააცნო  სამეფო  გადაწყვეტილება,  დაბეჭდილი ტახის  გამოსახულებიანი  ბეჭდით  და  უთხრა:  „თუ  ამ  დიღი  მტრობის დასრულებას  შეძლებ,  უდიდეს  საბოძვარს  მიიღებო“. „ბაბიკმა“ თავს იდო  თხოვნის შესრულება  და  იმავე  დროს  დაიმედებული  ღვთის  დახმარებაზე,  ამბობდა:  „სიუნიქის  იტაძრებო,  შემეწიეთო  მე“.  შემდეგ აიღო  თავისი  საბრძოლო  იარაღი,  ბრწყინვალე  მარგალიტებიანი მშვენიერი  სამეფო  ჯავშნით  დაიმშვენა  ტანი,  ვეფხვისსახიანი  მუზარადით  [შეიმკო] ლამაზი  თავი,  წელზე  მახვილი  [დაიკიდა],  მარცხენა მხარზე  გადაიგდო  მოოქროვილი  ფარი,  ხოლო  მარჯეენა  ხელში  მაგარი შუბი  დაიჭირა.  მოახტა  შავ  ცხენს  და  გაქუსლა  მტრის  წინააღმდეგ. ეკვეთნენ  ერთმანეთს,  როგორც  ჭექა-ქუხილი  ისე  ისმოდა  მახვილთა ცემა  დილიდან  საღამოს  ცხრა  საათამდე.  უზარმაზარი  გოლიათი  დაისაჯა,  გაიმარჯვა  მამაცმა  ბაბიკმა.  საჩქაროდ  [ხელში  აიღო]  ცალპირიანი მახვილი, რომლითაც  იქვე  მოსპო კაცისმკვლელი  მხეცი.
აივსო  შაპუჰი  დიდი  სიხარულით.  იხმო  ბაბიკი,  რათა შეესრულებინა  მისთვის  დანაპირები.  მაშინ  [ბაბიკმა]  სთხოვა,  აიღონ  სპილენძის ფილი  შენი  საჭურჭლიდანო.  [ის]  ფილი  სავსე  იყო  ღუმელის  ნაცრით, ვინც  იმ   ადგილას  გაივლიდა  აფურთხებდა  მას   და   ამბობდა:  „სივნიელთა  სამფლობელო,  [მისი  ხალხის]  სიცოცხლე  და  ზრახვა  ასე   დაიფერფლოსო“.  დიდად  გაოცებულმა  მეფემ  ბრძანა   ფილი  აეღოთ  იმ ადგილიდან.  ამის   შემდეგ  ბაბიკმა  სთხოვა  თავისი  მშობლიური  ქვეყანა   დაებრუნებინა  მისთვის.  დაასაჩუქრა  ის   მეფემ,  დიდი  პატივით გაგზავნა  თავის  ქვეყანაში  და  უბოძა  ბაგრატუნებისა  და  მამიკონიანების შესაფერისი  პატივი. 
[ბაბიკი]  წავიდა,  გადავიდა  მდინარე  ერასხხე   და   ააშენა   ერთი სოფელი, სახელად  აკორზი65,  რაც  ნიშნავს  „პირველად  აღორძინებულს სამშობლოში“.
ბაბიკის  შემდეგ  დიდი  ჯარით  მოვიდა  ორი  ძმა   დიდებულთა  სახლიდან  გორი  და  გაზანი. ბაბიკმა  მათ  წილი  უყარა,  გორს  შეხვდა  სოფელი  ხოტა66,  ხოლო  უმცროსს, გაზანს   – სასურველი  სოფელი  შაღატი.  ეს  მოხდა  ოცი  წლით ადრე,  ვიდრე  გამეფდებოდა  ბოროტი  იაზკერტი,  რომელსაც  სურდა  მოესპო  ქრისტეს  სარწმუნოება  და   ჩვენი დამორჩილება  ცეცხლისათვის.  იმავე   იაზკერტისაგან   განადგურდნენ წმინდა ვარდანიანნი – ათას  სამოცდაექვსი რჩეული  კაცი.  აქედან  სომხურ  წელთაღრიცხვამდე  ასოცი  წელია.  ასე  დასრულდა  ეს  საქმე. 
თავი II
ურწმუნო  იაზკერტი  საშიშროებას უქმნის ალვანელებს,  ისინი ხსნას  პოულობენ  სომეხთა  ზორავარ (ანუ სარდალ) ვარდანის საშუალებით
ურწმუნო  იაზკერტის  დროს  ეშმაკი  ცეცხლს  უკიდებდა  მის   გონებას  ქრისტიანული  სარწმუნოების  აღმოსაფხვრელად.  ალვანთა  ქვეყნამდე  მკაცრმა  ბრძანებამ  მოაღწია:  დაეტოვებინათ სარწმუნოება და მოგვთა ცეცხლთაყვანისმცემლობას  დამორჩილებოდნენ.  იმავე მეფემ იგივე   უბედურება  სომხეთშიც  დაატრიალა.  ალვანთა  ჰაზარაპეტი  და ქვეყნის   წმინდა  მთავარეპისკოპოსი   წინ   აღუდგნენ  [ამ   ბრძანებას]. მათ ერთად  მიაღწიეს სომხეთის  თემამდე  და  უამბეს  სამწუხარო  ამბავი. დიდი  შეშფოთებით  აჩქარებდნენ  ჯარის  გაგზავნას  და   ეუბნებოდნენ: „სპარსელების  რაზმი, რომელიც  იმყოფებოდა  ჰონთა  მეფის  მხარეებში,  იქიდან  დაბრუნდა  და ჩვენს  ქვეყანაში  შემოვიდა.  ბევრნი  არიან მხედრებიც,  რომლებიც  სამეფო  კარიდან  მოვიდნენ.  დე, ორი  იყოს, მაგრამ  სამასი ვარდაპეტი (ანუ მოგვები) მოიყვანეს  თან. ქვეყანა  არიეს,  ზოგი  თავის მხარეს  გადაიბირეს, მოისურვეს ეკლესიების დამორჩილება. მეფის ბრძანებით  აიძულებენ  ყველას  და  ეუბნებიან:  „თუ  ჩვენი  სარწმუნოების  მიღებას  მოისურვებთ,  საჩუქრებსა  და  პატივს  მოიპოვებთ  მისგან, ასევე  მოგეხსნებათ  სამეფო  ხარკი,  ხოლო  თუ  ნებით  ამას  არ  გააკეთებთ,  ბრძანება  გვაქვს  სოფლებსა  და  დაბებში  ატროშანნი  ავაგოთ და  შიგ  ვრამის  ცეცხლი  დავდგათ.  ხოლო  ქვეყნის  კანონმდებლად  მოგვები  და  მოგბეტები  დავაყენოთ.  ვინც  იურჩებს,  სიკვდილით დაისჯება, ხოლო  ასეთის ცოლი  და  შვილი ქვეყნიდან  გაძევდება“.  როდესაც  ეს  შეიტყვეს  სომხებმა,  უკან  არ  დაუხევიათ,  არამედ  ერთად შეიკრიბნენ  ამ  შემთხვევის  გამო,  გაამხნევეს  ისინი  და  უკან  გაგზავნეს.  აღუთქვეს,  რომ დროებით მოტყუებით შეაჩერებდნენ  [მოძალადეებს],  რათა  გამოსავლის  პოვნამდე  ხელი  არ  ეხლოთ  ეკლესიის  ძმობისათვის.
ამავე დროს სომეხთა  რაზმმა  მისწერა  თეოდოს  იმპერატორს – ეშველა  მათთვის  დიდი  საშიშროების  ჟამს.   მაგრამ  ის   სწორედ  მაშინ გარდაიცვალა.  გამეფდა  ურწმუნო  მარკიანოსი,  რომელმაც  აღთქმა  არ დაიცვა,  რადგანაც  თავისი   ხასიათის  მიხედვით  წარმართებს   უფრო ეთანხმებოდა.  ვერსაიდან  ვერ  ჰპოვეს   შველა  მამაცმა   სომხებმა  და იმედი  დაამყარეს  ყოვლისმპყობელ  უზენაეს  ძალაზე.  სომეხთა  ჯარები სამად   გაყვეს:   პირველი  მისცეს  ნერშაპუჰ  რმბოსეანს,  ატრპატაკანის მხარის  დასაცავად.  მეორე  რაზმი  სომეხთა  ზორავარ  ვარდანს  ჩააბარეს,  რათა ქართველთა  საზღვართან  შებრძოლებოდა  ჩორის  მარზპანს, რომელიც  წამოსული  იყო  ალვანთა  ეკლესიების  დასარბევად.  ნეტარმა ვარდანმა  იმ    დროს  არაფერი  იცოდა  წყეული  განდგომილი  ვასაკის ვერაგობაზე.  სომეხთა  ჯარის  ალვანეთში  მოსვლამდე  შეატყობინა  ვასაკმა  სპარსეთის  მარზპან  მერსუბუხტს,  რომ  მათი  ლაშქარი  გაყოფილი  იყო  და   ვარდანი  მცირე  რაზმით  მიდიოდა  იმ მხარეს, – „ახლა მზად  იყავი  მათ  დასახვედრად,   რათა საბოლოოდ   გაანადგურო  ისიიო“, 
ასეთი  იყო  ურწმუნოს  ზრახვები.  ხოლო,  როდესაც  მერსებუხტმა ეს  ვასაკისაგან  შეიტყო,  გამხნევდა  და  აღარ  წავიდა  ჩორის  მხარეებში, არამედ  მოაგროვა  მთელი  თავისი  მრავალრიცხოვანი  ჯარი  და  სასწრაფოდ  გადავიდა  დიდ  მდინარე კურზე (ანუ მტკვარზე).  შეხვდა  ვარდანს  ქართველთა  საზღვრებში  მახლობლად  ქალაქ  ხალხალისა,  რომელიც  ალვანთა სამეფოს საზამთრო  სადგომი  იყო.  დიდი  მინდვრის  მთელი  ფართობი  გარემოიცვა  შეიარაღებულმა  და  საომრად  ანთებულმა  [მერსებუხტმა] და  ბრძოლა  დაიწყო  სომეხთა  რაზმის  წინააღმდეგ.  ხოლო მამაცმა  ვარდანმა  და  მასთან  მყოფმა  ჯარმა,  როდესაც  დაინახეს  წარმართთა  სიმრავლე,  შეხედეს  თავიანთ  სიმცირესაც.  თუმცა  ესენი  მათზე  ბევრად  სუსტნი იყენენ, მაინც  არ  შეშინებულან  მტრის  მეტისმეტი  ძლიერების  გამო,  არამედ  შეკავშირდნენ,  თავიანთი  ხმა  ზეცას მიაწვდინეს და  თქვეს:  „განსაჯე  უფალო  ისინი,  რომელნიც  ჩვენს განსჯას  ლამობენ  და  შეებრძოლე  იმათ,  ვინც  ჩვენ  გვებრძვის.  ფარითა და  შუბით  შეგვეწიე  ჩვენ  და  შეარყიე  და  შეაძრწუნე  ურწმუნოთა რაზმი“.  ამგვარად  ილოცეს  და  შეკავშირებული  მამაცი  სომეხი მებრძოლები  თავს  დაესხნენ [მოწინააღმდეგეს].  შემუსვრილი  მარჯვენა ფრთა  მარცხენა  მხრისაკენ  გადაისროლეს,  ყველანი  ხმლის  კერძად  აქციეს  და  აიძულეს  გაქცეულიყვნენ  მინდვრის  პირისაგან  სიმაგრისაკენ, ტყიან  ადგილებსა  და  მდინარე  ლუბნასის67  ღრმა  ხევებში,  სადაც  მათ წინააღმდეგ დაბრუნდნენ ბალასაკანის მეფის დიდებულები, იქ ცხენიდან ჩამოაგდეს ერთი  სომეხი ნახარართაგანი,  დიმაქსენთა  რაზმიდან,  მუშნი მოკლეს, ხოლო გაზრიკი დაჭრეს. მაშინ მზერა მიაპყრო ზეცისაკენ  არშავინ  არშარუნმა,  ლომივით  დასჭექა  და  ტახივით  ეკვეთა,  მოკლა  მეფის მამაცი  ძმა  ვურკი  და  სხვა  მრავალიც  იქვე  დახოცა.  ამრიგად,  ყოველი კაცი  თავისი  ამხანაგის  მეტოქეს  კლავდა.  ამ  მეტად  გაბედული  თავდასხმის  დროს  წყალში უფრო  მეტი  იხრჩობოდა,  ვიდრე  ხმელეთზე ეცემოდა.  ჩაცვივნულთა  სიმრავლისაგან  მდინარის  სუფთა  წყალი სისხლად იქცა: მათგან ცოცხალი  არავინ დარჩენილა,  მხოლოდ ერთი  მტრის ჯარიდან  დამალულიყო იარაღითურთ  დაბურული  ტყის  ტევრში.  შეჯდა   ის   ცხენზე,   გადავიდა  დიდ  მდინარეზე  და   ძლივს  გადარჩენილმა სამწუხარო  ამბავი  მიიტანა  ძირითად  ბანაკში,  რომელიც  შეფარებული იყო  დიდ  შაჰასტანში.  ბრძოლაში  ამ  საქმეების  შემდეგ,  სომეხთა ჯარმა შეაგროვა ურიცხვი  ალაფი:  ბევრი  ვერცხლი,  ოქრო,  იარაღი  და  მამაც კაცთა   და  ცხენთა  აღკაზმულობა.  შემდეგშიც  უშიშრად  თავს    ესხმოდნენ  ციხეებსა  და  ქალაქებს,  რომლებიც  სპარსელებს  ეკავათ  ალვანთა  ქვეყანაში.  იბრძოდნენ  ვაჟკაცურად,  სწვაგდნენ  მათ   შეუვალ ციხეებს  და  სადაც  იპოვიდნენ  მაცდუნებელ  მოგვთა  ჯგუფებს,  ხმლის კერძად  აქცევდნენ.  მძორით  კი  ცის  ფრინველებსა  და  დედამიწის  ნადირს  აძღებდნენ.  გაწმინდეს  ადგილები  ყველა  ბილწი  მსხვერპლისაგან და   გაათავისუფლეს  ეკლესიები  საშინელი  შევიწროებისაგან.  ალვანეთის  ბევრმა  ნახარართაგანმა და შინაკანმა,  რომლებიც  ღვთის  გულისათვის  გაიფანტნენ  და  იმალებოდნენ  კაპიკის68 მიუვალ  მთებში,  როდესაც დაინახეს  სომეხთა  რაზმის  დიდი  გამარჯვება,  ერთად  წამოვიდნენ  ისინიც  და შეუერთდნენ  მათ  ჯარებს. ერთსულოვანი  მონაწილეობა მიიღეს  იმათ წარმატებაში.
ამის  შემდეგ  გაემართნენ  ჰონთა  ციხე-სიმაგრეზე,  რომელიც მოძალადობით  ეკავათ  სპარსელებს.  აიღეს,  დაანგრიეს  ციხესიმაგრე, ხოლო  მისი  კარი  ხელთ  მისცეს  ვინმე  ვარდანს,  რომელიც  ალვანთა  მეფის  ტომიდან  იყო.  ყველა  ამ   სიმამაცის  დროს  ამათგან  არავინ  დაცემულა, მხოლოდ ერთი აღესრულა მოწამეობით.
მაშინვე  ჰონთა  ქვეყანაში  დესპანად  გაგზავნეს  ის   კაცი,  რომელსაც  [ციხის]  კარი  ჩააბარეს,  რათა  მოლაპარაკებოდა  მათ,  ზავი  დაედო და  ურღვევი  შეთანხმება  მოეპოვებინა.  როდესაც  ჰონებმა  ეს   ამბები შეიტყვეს,  მყისვე  მივიდნენ  იმ  ადგილას  და  თვითონვე იხილეს  ეს  წარმატება.  ღვთიური წესით  შეკრეს  კავშირი  და  ქრისტეს  სარწმუნოება დაიფიცეს,  რომ  მათთან  ერთად  მტკიცე    თანხმობას  შეინახავდნენ. ამგვარად, თავიანთი ყველა სურვილი აისრულეს.
ვიდრე  იმ   ადგილებში  იმყოფებოდნენ,  სომეხთა  ქვეყნიდან  სამწუხარო  ცნობამ  მოაღწია  განდგომილი  ვასაკის  შესახებ.  მას   აეოხრებინა  სომეხთა ბევრი  ადგილი.  მაშინ  გაემგზავრა  ვარდანი  დიდი  ალაფით,  ღვთის მიმართ  დაუბინდავი სიხარულით და მისივე იმედით მიაღწია  სომეხთა  ქვეყანას  ოცდამეათე  დღეს.  ვასაკმა,  როდესაც  შეიტყო ვარდანის  გამარჯვებით  დაბრუნება  ჰონებთან  და  ალვანელებთან  კავშირში,  სასწრაფოდ  გაეცალა  მას.  ბოროტი  ბუნების  გამო  ბოროტი ხვედრი  ერგო,  ღვთისგანაც  კი  ვერ  მოიპოვა შეწყალება.
ეს ამბები  ალვანთა  და  სომეხთა  შორის  მოხდა მეფე იაზკერტის დროს  უზენაესის შემწეობით. 
თავი  III
მესროპ  ვარდაპეტის  მოსვლა  ალვანთა  მეფე  ესვაღენთან, წერილთა  მოპოვება,  სკოლების  ხელახალი დაარსება დარწმენის  განმტკიცება.  ალვანეთში  დარჩენილი  სექტების აღმოფხვრა.
იმ  დროს,  როდესაც  ბერძენთა  იმპერატორი  თეოდოს  მცირე  იყო, სომეხთა  მეფე – ვრაზშაპუჰი,  სპარსთა მეფე  – იაზკერტი,  ხოლო ალვანთა მეფე  – ესვაღენი,  მოვიდა  ალვანეთში  ნეტარი მესროპი  – სულიწმინდას  მრავალნაღვაწი  რჩეული  ჭურჭელი,  ჩვენს  პატრიარქ  ერემიასთან  და  მეფე  ესვაღენთან,  რომლებმაც  თავისი  სურვილით  მიიღეს მისი  მოძღვრება,  რადგანაც  მას  მინიჭებული  ჰქონდა ღვთიური  მადლი და  მისი  ხელით  სულიწმინდამ  სომხებსა  და  ქართველებს დამწერლობა მისცა.  ამათ  ინებეს  მიებარებინათ  სასწავლებლად  რჩეული  ყრმები. სიუნიქიდან იხმეს  ბენიამინ მთარგმნელი, რომელიც  ვასაკ ყრმამ ანანია ეპისკოპოსის საშუალებით გამოგზავნა. როდესაც ისინი მივიდნენ  მესროპთან,  მან  მათთან  ერთად  შექმნა  დამწერლობა  გარგარების ხორხისმიერი,  ხშული,  მკაცრი  და უხეში  ენისათვის.  აქ მეთვალყურედ დატოვა  თავისი  მოწაფე  იოვნათანი,  მეფის  კარზე  მღვდლები დააყენა,  თვითონ  კი  სომხეთში  დაბრუნდა,  შემდეგ  გადავიდა  ბიზანტიაში თეოდოს  მეფესთან.  იქიდან  კვლავ  მოსული  დადიოდა  მოწაფეებთან ერთად.  შეიტყო,  რომ  გარდმანში  დარჩენილიყო  წარმართული  სექტა. მიბრუნდა სივნიეთიდან და წავიდა გარდმანის იშხან ხურსთან.  მისი საშუალებით მოაქცია ისინი, ხოლო თვითონ გაეშურა ქართველთა
ბდეშხის  აშუშას69  მოწოდების  თანახმად  მისივე  საქმის  გამო.
ამავე   დროს  გამოჩნდა  წყეული  ნესტორი,  რომელიც  დაიწყევლა ორას  მამათაგან  ეფესოში (431 წ).  იაზკერტ  II-ის  მეფობის  პირველ  წელს, ნავასარდის70  თვის  ბოლოს  გარდაიცვალა  წმინდა  საჰაკი,  ხოლო  ექვსი თვის  შემდეგ  აღესრულა  ნეტარი  ვარდაპეტი  მესროპი,  რომელიც  განისვენებს წმინდა ქალაქ ვაღარშაპატში... 
თავი  IV
ალვანეთის  საპატრიარქო  ტახტის  ბადატანა  ჩორიდან  და მმართველობის დაფუძნება დიდ ქალაქ პარტავში მტაცებელი ხაზარების  გამო,  რომლებიც  თავიანთი  თავდასხმებით აოხრებდნენ [ქვეყანას]
ამის   შემდეგ  სპარსეთის  ქვეყანა  ხაზარებმა  დაატყვევეს,  ეკლესიები  და  სახარებანი  ცეცხლს  მისცეს.  მაშინ  მეფეთა  მეფეს  ხოსროვის   მეორე  წელს,   როდესაც  სომხური  წელთაღრიცხვის   დასაწყისი იყო (=551 წ.),  ალვანეთის  საპატრიარქო  ტახტი  ქალაქ ჩორიდან დედაქალაქ პარტავში  გადაიტანეს  ქრისტეს  ჯვრის   მტრების   მტაცებლური  თავდასხმების  გამო.   პატრიარქად  დასვეს  მეწირანქის  გავარიდან  უფალი აბასი,  რომელსაც  ტახტი  ეპყრა  ორმოცდაოთხი  წლის  განმავლობაში და  წმინდა ცხოვრებით  ცხოვრობდა.  აღესრულა  და  უკვდავებას  ეზიარა. 
თავი   V
დიზაფაიტის  მთაზე  მოწამეთა  ბამოცხადება  და  ნეშტთა მოპოვება  აბასის პატრიარქობის დროს
თავი  VI
ვეჰეკის ჩვენება
თავი  VII
სომეხთა კათალიკოსის იოვანეს ზეციური მადლით აღვსებული  რწმენის  განმტკიცების  წერილი  ალვანთა კათალიკოს უფალ აბასისადმი
თავი  VIII
ალვანთა კათალიკოსმა უფალმა  აბასმა  სომხეთიდან წერილის  მიღებისას ალვანეთიდან გააძევა  ერეტიკოსები
თავი  IX
მოთხრობა  ბარბაროს  ხალხთა  აზვირთებაზე  და  ზოგიერთ საყოველთაო  უბედურებაზე,  რასაც  ადგილი  ჰქონდა ქვექანაში
ო,   საოცარია  ისტორია  რომლის  მოთხრობაც  მე  გადავწყვიტე მთელი  ქვეყნის    გასაგონად  – როგორც  მახლობლების,  ასევე  უცხოთათვის.  ის   არა  ჰგავს   უწინდელ  აღწერილ  ნაირნაირ  ბრძოლებსა  და მღელვარებებს,  რომლებსაც  ადგილი  ჰქონდათ  სხვადასხვა  ადგილებსა და  სხვადასხვა  ხალხებში.  ისინი  წინასწარ  იყვნენ  განსაზღვრულნი  სულიწმინდას  მიერ  თავისი   მრავალრიცხოვანი  ნაწილებით  და   მაგალითებით. მიწიერი და სულიერი ძალებით გაჟღენთილი ფილოსოფიური თხზულებანი,  დახელოვნებული  და  სიტყვაწყლიანი უცხოელების მონათხრობი,  არ შეიძლება  შეედაროს  ამ   [ჩემს  მიერ მოყოლილ]  ამბებს.
აღსრულდა  ის,   რასაც  ჩვენი  მხსნელი [ქრისტე] ცხოველმყოფელ სახარებაში  ბოროტებათა  ჟამს   ეუბნება  თავის   რჩეულ  თორმეტ  მოწაფეს.  „თქვენ  შეიტყობთ  ომების  შესახებ  და  ამ  ომების  ამბავი  [სავსე] იქნება  ხშირი  შიმშილით,  მახვილითა  და  ძრწოლით,  იქნება  ნიშანი   მზისა,   მთვარისა  და   ვარსკვლავების,  მღელვარებანი  ხალხთა,  როგორც  მშფოთვარე  ზღვის  ტალღებისა“.  თვითონ  უფალი  გვაფრთხილებს,  „იღვიძებდით  უკუე,   რამეთუ  არა  იცით  დღე   იგი,   არცა  ჟამი“. 
ამრიგად,   დამძიმდა  ჩემი   გონება  და   გაიფანტნენ  ჩემი  ზრახვები საყოველთაო  დარტყმებისაგან  და [ამასობაში] დამავიწყდა  თხრობის  რიგი, რომლისათვისაც  საძირკველი  უნდა  ჩამეყარა  და  მომეყოლა დრო-ჟამისა  და  ამბების  შესახებ,  იმ   ამბებისა  რომლებიც  ხდებოდა ალვანთა  ქვეყანაში  წინასწარმეტყველის  სიტყვისამებრ,  „დამავიწყდა მეჭამა პური  ჩემი,  ხმითა ვაებისაგან  ჩემისა“.
მაგრამ  დავივიწყოთ  ახლა  შიში  და  ძრწოლა,  რომელიც  ჯერ  ისევ ჩვენთან  არის  და დავუბრუნდეთ  საქმეს,  რადგანაც  ვხედავთ  მრავალთ, რომლებსაც სურთ  შეიტყონ  თუ  როგორი  უთვალავი  დარტყმები  მოგვაყენეს  ჩვენმა  გარემომცველმა  ბარბაროსმა მტრებმა.  ამასთანავე [მოგითხრობთ] უდიდეს  და  საკვირველ  ნიშნებზე,  რითაც  მოიცვა  ძლიერმა და  კაცთმოყვარე  ღვთის  მარჯვენამ  ჩვენი  მტრები,  რომლებიც  დაემხვნენ  ჩვენს  თვალწინ.  რადგანაც  უკვე  გაიარა  ხანმა,  ჩვენი  ვალია თანდათანობით  მოგიყვეთ.  მე თხრობას  დავიწყებ  ჩვენი  უფლის  იესო ქრისტეს  გამოჩენიდან  მეთვრამეტე  ნაკიანის  პირველი  წლით,  მეხეკის თვიდან,  რაც  სპარსეთის  მეფეთა  მეფის  ხოსროვ  ორმეზდეანის  ოცდამეთხუთმეტე  წელია. 
თავი X
მეთვრამეტე  ნაკიანის პირველი წელი71
ქრისტესმოყვარე  კეისრის  ჰერაკლე ფლავიუსის  დროს  დადგა  ჟამი  იერუსალიმის  ტყვეობისა,  ისევე როგორც ოდესღაც  სპარსელი  კიროსის   მიერ   დატყვევებისა    სამოცდაათი  წლის  განმავლობაში. ახლა  მოულოდნელად  ეწვია  ღმერთი  სპარსეთის  ამაყ  მეფე  დიდ  ხოსროვს,  რომელმაც  დიდი  ხანია  გაიმარჯვა  [კეისარზე],  გააძევა  და   დაეუფლა  მას   უავგუსტოეს  ოჯახთან  ერთად,  დიდი  ქვეყნითა  და  პალესტინის შესანიშნავი ქალაქით.
უკვე   დაინახა,  რომ  ხელი  მოემართა  საბრძოლო  საქმეში,  რომელიც  დააწყო  ბერძენთა  მეფის  წინააღმდეგ  თავისი  ზორავარის  ხელით. ის   ადრევე  დანიშნული  ჰყავდა  დასავლეთის  წინააღმდეგ,  მისი  ნამდვილი  სახელი  იყო  ხორეანი.  მაგრამ  ჯარების  მოწყობისა  და  ბრძოლაში  მათი  შემართების უნარის  გამო,  აგრეთვე  მიღწეულ გამარჯვებათათვის,  სპარსული ცბიერებით,  სხვადასხვა  საალერსო  სახელებს  უწოდებდა,  ხან როზმიოზანი  დაარქვა,  ხანაც  შაჰვარაზი.
მან   აიღო  და   ცეცხლს  მისცა  წმენდა  ქალაქი  იერუსალიმი,  ასევე დაატყვევა  ძელი ცხოველი – ქვეყნიერების  განმანათლებელი  და  ჯოჯოხეთის  დამამხობელი  ჯვარი. აგრეთვე   მთელი  წმინდა  ნივთები  ამ ქვეყნებისა – ოქრო  და   ვერცხლი,  პატიოსანი  ქვები,  წითელი სამოსი – შემკული  ძვირფასი  მარგალიტით,  დიდებულ ქალაქთა საუცხოვო ავეჯეულობა,  ალებასტრის   სვეტები  და   ლავგარდანები,  ამასთანავე დიდრონი  ოთხფეხნი  და   ფრინველნი,   რომელთა  სახელები  არც  კი იცოდნენ  აღმოსავლეთის  ქვეყნებში.  მაგრამ  მე   სიტყვას  აღარ  გავაგრძელებ,  რადგანაც,  რაც  მან  გააკეთა  იმის  აღწერა  ჩემი  საქმიანობის  საზღვრებს  სცილდება.  ნაალაფევი  განძთა  ზვინები,   ბრძანა  სპარსეთის სამეფო  კარზე  წაეღოთ,  მაგრამ  მაინც  ვერ   გაძღა   და   ვერ  დაკმაყოფილდა  ურიცხვი  განძეულით.  მან  აგრეთვე  თან  გაიყოლა  სხვადასხვა მომღერლები    დახლოვნებულნი  დროსტარებაში.  ფაქისად   ნაზარდი  ქალიშვილები  და   ჭაბუკები.  ერთი  სიტყვით,  მძვინვარებდა  როგორც  ზღვაზე,  ასევე  ხმელეთზე.  კეთილად  ნაშენი რომაული  ქალაქები თავისი  მცხოვრებლებითურთ  გადაატანინა  სპარსეთის  მხარეებში  საკუთარი  სიამოვნებისათვის.  უბრძანა  ხუროთმოძღვრებს  აეგოთ  დარბეულ ქალაქთა  მსგავსი, რომელთა  შორის  ერთს  უწოდა  დიდი  ანტიოქია, ხოლო დანარჩენებს  თავთავის  სახელები  დაუტოვა, მხოლოდ  დაუმატა სიტყვა „დიდი“.
როდესაც  ხალხებზე  და  სამეფოებზე  გამარჯვებით  თავისი  ყველა სურვილი   აასრულა,  უზომოდ  გადიდგულდა,  გაამაყდა  და   წარმოიდგინა,   რომ საკუთარი  სიმამაცით  სპარსეთის  სამეფოს  საშიშსა  და  საოცარს  გახდიდა,  მაგრამ  აზრად  არ   მოსვლია,  რომ  უფალი  ამაღლებულია  ადამიანთა  სამეფოებზე  და  ვისაც  სურს,  იმას  აძლევს  მათ.
შემდეგ  ხანებში  იმანაც  იწყო  თანდათან  დასუსტება  და  ბერძენთა მეფის  წინაშე   უძლურება  [გამოამჟღავნა].  თავს  მაღლა  ვერ სწევდა მისი  ძლიერების  გამო.  ხოლო  [ბერძენთა] იმპერატორმა  მოულოდნელად  აცნობა  თავის  ჯარსა  და   მხედარმთავრებს ღვთივბოძებულ  წარმატებებზე  და   ბრძანა  სასწრაფოდ   შეკრებილიყვნენ  ერთ  ადგილას მათ   განკარგულებაში  მყოფი  ჯარებითურთ.  არავის   დაეცადა  თავისი ამხანაგისათვის,  არამედ  სასწრაფოდ   შეეცვალათ  თავიანთი   გუთანი ხმლითა  და  ცელი  მახვილით.  სუსტნი  და  მშვიდნი  ერთმანეთს  ამხნხევებდნენ,  ჩვენ ძლიერი მებრძოლები ვართო.
აღსდგა  მთელი  ძალით  და  თვითონ  ითავა  თავისი  ჯარების  მხედარმთავრობაც  და   წინამძღოლობაც.  სასახლის  კარი  თავის   შვილს ჩააბარა.  დააგვირგვინა  და  თავის  ნაცვლად  სამეფო  ტახტზე  დასვა.  მას არ  დაურტყამს სპარსელთა  ლაშქრისათვის,  რომელმაც  დაიპყრო  და მორჩლებაში  ჰყავდა  მისი   ქვეყნები  და   ქალაქები, არ  მიახლოებია მას   და  არ  გამოუწვევია  ომში  საბრძოლველად,  არამედ  დატოვა იქვე, თავის  მიწაზე,  თვითონ  კი  წავიდა  საზღვაო  გზით  და  გეზი  აიღო  ეგერთა  ქვეყნისაკენ.  მივიდა  სომხეთში,  გადავიდა  მდინარე  ერასხზე  და  ვარაუდობდა,  რომ  ჯერ  მოუმზადებელი  დახვდებოდა  დიდი  მეფე  ხოსროვი.  როღესაც  ხოსროვმა  მისი  [მოსვლა] შეიტყო,  თავის  გონებაში გაოცდა  და  თქვა:  „განა  ეს  არ  არის  ის,   რომელიც  ჩემი  შიშით  უფსკრულისაკენ  გარბოდა,  ახლა  კი  რა  ამბავია“?  მიეფარა  მას  თვალთაგან და  მართა  საზაფხულო [სადგომის] საზღვრებიდან  ასორესტანის  ქვეყანაში  წავიდა,  საჩქაროდ  გაგზავნა  სწრაფმავალი  შეკრიკნი  და  თავის დიდ  ზორავარ  შაჰვარაზს  უდიდესი  ფიცითა  და  მუქარით  მისწერა: „შენ  შეგიძლია  თავიდან აიცილოო,  – ეუბნებოდა, – ჩემი  დიდი  საყვედური  და  რისხვა  თუ  ახლავე  სასწრაფოდ  გამოეშურები  და  არავის დაანებებ  კაციდან  მხეცამდე  ჩემზე  თავდასხმასო“.  ხელში  აიღო  ზორავარმა  ეს  ბრძანება  და  წაიკითხა  საშინელი  ამბავი.  შემდეგ  სასწრაფოდ  დაათვალიერა  სპარსეთის  მთელი  ლაშქარი,  თავის  მორჩილებაში მყოფი  ჰრომაელთა  და  პალესტინელთა ქალაქები  იქაურ  რაზმებს  ჩააბარა  და  უბრძანა  გაფრთხილებოდნენ  მის  დაბრუნებამდე.  თვითონ  კი დაიძრა  საუკეთესოდ  შეიარაღებული  ჯარითა  და  რჩეული  ბედაურებით,  რათა სწრაფად მისულიყო მეფის  ბრძანებაზე.
დიდმა  კეისარმა  ჰერაკლემ  როდესაც  შეიტყო  სპარსეთის  მეფის წასვლა,  უკან  აღარ  დადევნებია,  არამედ  თავს  დაესხა  ატრპატაკანის მხარეებიდან  დაწყებული  იმ  კუთხემდე,  რომელსაც  ეწოდება  გაიშავანი  – ადგილი  გამაგრებული,  სითბოს  გამო  სპარსეთის  მეფეებისაგან სააგარაკოდ  მიჩნეული,  მართა  ქვეყნის  საზღვარზე.  დაარბია,  დაანგრია, დაატყვევა  მთელი  ქვეყანა.  იქიდან  დაბრუნებულს  სურდა  გამოეზამთრა  ალვანთა,  ქართველთა  და  სომეხთა  მხარეებში.  ამის  გამო  წერილი გამოუგზავნა  ამ ქვეყნების  იშხანებსა  და წინამძღოლებს,  რათა თავიანთა  სურვილით  გამოსულიყენენ  მის  შესახვედრად,  მიეღოთ  ის  და გაეწიათ  სამსახური  ჯარებითურთ  ზამთრის  განმავლობაში.  ხოლო  თუ ამას  არ [ისურვებდნენ],  წარმართებად  ჩათვლიდა,  მაშინ  მათ  სიმაგრეებს  აიღებდნენ  და  ამ  ქვეყნების  საზღვრებს  დაიმორჩილებდნენ მისი  ჯარები.
როდესაც  ყველა  ეს   შეიტყვეს  ალვანთა  ქვეყნის  მეთაურმა და იშხანებმა,  თვითონ  ხოსროვის  ბრძანებით  დატოვეს  დიდი  ქალაქი პარტავი.  [იქიდან] გამოსულები  წავიდნენ  და  გამაგრდნენ  სხვადასხვა  ადგილებში.  ხოლო  ქრისტიან  და  წარმართ  ხელოსანთაგან  ქალაქის მრავალი  მცხოვრები,  რომლებმაც  თავიანთი  შეუძლებლობის  გამო   ვერ მოახერხეს  თავის  დაღწევა,  იქვე, ქალაქში  დარჩნენ.
ერთმა  მღვდელმა,  სახელად  ზაქარიამ,  წმინდა  კაცმა,   პარტავის ეკლესიის  ბერმა,  მშვიდმა  და  წყნარმა  თავი  დადო  [იქ   დარჩენილებისათვის].  ფიცით  და  სხვადასხვა  საშუალებებით დაიხსნა  მრავალი  ქრისტიანი.   თავის   ლოცვებით  თავდებობდა  მათ.   ასევე   ებრაელებსა  და წარმართებს.  ამის   გამო   მომდევნო  ხანებში  ყველა  აქებდა  მის   საქმეებს  და  მოწმედ  უდგებოდა.  შემდეგ  კი   ალვანთა  ტახტის  ეპისკოპოსად  დაადგინეს.
ხოლო,  როდესაც  მოაღწია  ჰრომაელთა  ურიცხვმა  და  უთვალავმა ჯარმა,  დაიბანაკა  უტის  გავგარში   მახლობლად  წყალვარდნილისა,  რომელიც სოფელ კალანკატუქის  საზღვრებშია. მათ  გათელეს  და  გაანადგურეს   ლამაზი  მსხმოიარე  ვენახები   და ბაღები,   რომლებზედაც  გადაიარეს.  იქიდან  წავიდნენ  და დაბანაკდნენ  ტრტუს  წყალვარდნილთან, სოფელ  დივტაკანის  მახლობლად.  მათ   უკან    დაედეენა სპარსელთა ლაშქარი,  რომელსაც  „ახალი  ჯარი“  ეწოდებოდა.  მისი  მეთაური  იყო შაჰაპლაკანი.   მათ   წინააღმდეგ“ გამოვიდა  აგრეთვე,  მეფის  სარწმუნო ნახარართაგან  ერთი  კაცი, – გრანიკ  სალარი  ხოლო  სპარსელთა  მეორე  ზორავარი  წამოვიდა  ჰრომიდან.  მან  აიძულა  ჰერაკლეს  ხალხი  გაქცეულიყო.  ისინი  სიუნიქის  ქვეყნისაკენ  გაეშურნენ.  თუმცა  სპარსეთის  ჯარებმა  დიდი  დარტყმები  მიიღეს,  მაინც  გააძეეეს  თავდამსხმელი  თავის  ქვეყანაში  და  მაშინვე  დაიკავეს  ის  ქალაქები, რომლებიც  ძალით  იყო წართმეული. 
თავი  XI
ხოსროვი  მრავალი  წლის  განმავლობაში  იბრძვის  ბერძენთა მეფის წინააღმდეგ, ხმლით ამარცხებს  მას  და  იპყრობს ჰრომაელთა  ქვეყანას
ჰარაკლეს  ბრძანებით  ხაზარების  ძლიერი  ურდო  დაიძრა   ჩვენს ქვეყანაში სალაშქროდ.  სპარსეთის  მეფე ხოსროვმა შიკრიკნი გაგზავნა მათთან და შეუთვალა: „ვისი ბრძანებით მოხვედით თქვენ  ჩემს  ქვეყანაში?  იმისი,  ვინც   თავს  არიდებდა  ჩემს სახეს და დასავლეთის ზღვის  კუნძულებზე  დაეხეტებოდა?.  თუ  თქვენ  შეგეხარბათ  მისი  ოქრო  და ვერცხლი, პატიოსანი  თვლები,  ანდა ოქროთი  და მარგალიტებით მოოჭვილი  ბისონისა და  ძოწის  სამოსელი, მე  შემეძლო  ორჯერ  მეტად ვიდრე  მას, თქვენი სურვილების  დაკმაყოფილება.  ამიტომაც  გეუბნები  შენ,  ნუღარ  გაიმეორებ  ამ   საქმეს  მისი  თხოვნით,  თუ  არა  და  იყოს ნება  შენი.  მაგრამ  აი, წინასწარ  გეტყვი   რასაც  ჩავიდენ,  რათა  დაგატოვებინო  ის   ჩემი  სიტყვით:  მე   მოვუხმობ  მისი  ქვეყნიდან  ჩემს  ძლევამოსილ   ზორავარს – შაჰვარაზს  ორ  მამაც  მებრძოლთან  შაჰენთან და  ქრტიკარინთან  ერთად,  ასევე  ურიცხვსა  და ათასობით  სამაგალითოდ  შეიარაღებულ ჩემს ჯარს,  რომელიც, დასავლეთის  წინააღმდეგ გავგზავნე,  ახლა  პირს  ვუზამ  აღმოსავლეთისაკენ,  მთელი  ჩემი  ძლიერებით  აღვდგები  შენზე,  არ  დაგეხსნები  და  არ  მოგცემ  მოსვენებასა და  სიმშვიდეს,  ვიდრე  სამყაროს  პირიდან  არ  ამოგაგდებ.  მაშინ  გაიგებ და  გულისხმასყოფ  ჩემს   განმარისხებელ  შენს  შეუგნებელ  მოქმედებას  რასაც  სჩადიხარ.  სად  წავიყვანო  დასასვენებლად  ეს  უთვალავი  ლაშქარი,  როდესაც  მე  მანდედან  წამოვალ,  რომელი  ქვეყანაა,  რომ საკმარისი  იყოს  მათთვის?  [არ  იფიქრო],  რომ  ამ  სიტყვებისამებრ  არ მოვიქცევი!“  როდესაც  [ხაზარებმა]  ამგვარი  მუქარის  ცნობა  მიიღეს, იმ  წელიწადს  დაცხრნენ  და  იქიდან  იმავე  კარით  დაბრუნდნენ.
შემდეგ,   როცა   მათმა   უფალმა   იშხანმა   დაინახა   მთელი  სიუხეე   დატყვევებული ნადავლის, – ადამიანისა   თუ  პირუტყვის,  ოქროს  ჭურჭლისა  თუ  ძვირფასი  სამოსელის  სახით,   გადაწყვიტა  თავის გონებაში  იმ   მხარეს  თვითონ  წასულიყო.  ამის შემდეგ  ყველას აცნობა,   ვინც  მის  ხელქვეით  იმყოფებოდნენ  ტომიდან  ტომს  და ხალხიდან ხალხს,  მთიელებსა  და  ბარელებს,  ბინადრებს  და  მომთაბარეებს, ზღვასა  თუ  ხმელეთზე  მცხოვრებთ, თმაგადაპარსულებსა  და   თმიანებს, რომ  მის  ნიშანზე  მთლიანად გამზადებული ყოფილიყვნენ.
ამრიგად,  ოცდამეთვრამეტე  წელს,  რომელიც  ხოსროვის  დაღუპვის   უბედური  წელი  იყო,  მოვიდა  თვითონ  ის,   ვისზედაც  ზემოთ  ვილაპარაკეთ,  – ჯებუ  ხაქანი,   თავის  შვილთან  ერთად.  არავის  შეეძლო მისი  ჯარის  დათვლა.  როდესაც  ამ  საშინელმა  ამბავმა  ალვანეთამდე მოაღწია,  ხოსროვისაგან  გამოგზავნილმა  ქვეყნის  მმართველმა  და  იშხანმა  სახელად  გაიშაქმა,  მოისურვა  გამაგრებულიყო  ჩვენი  ქვეყნის დიდი  დედაქალაქის  პარტავის  ციხეში.  ამიტომ  შიგ  ჩაკეტა  ახლომდებარე  გავართა  დიდძალი  (მოსახლეობა)  და  სურდა  ქვეყნის  დიდებულებთან  და  ქალაქის  მცხოვრებლებთან  შეთანხმებით  მტკიცედ  მდგარიყო  მათ  წინააღმდეგ.  მაგრამ  მან  დაინახა,  თუ  რა  გადახდათ  დიდი ქალაქის  ჩორის  დამცველებს  და   მის  საოცარ  კედლებზე  მყოფ  ლაშქარს.   ამ   საკვირველი  შენობისათვის  სპარსეთის  მეფეებმა  დიდი  ხარჯით  დააუძლურეს  ჩვენი  ქვეყანა,  აგროვებდნენ   ხუროთმოძღერებს, ეძებდნენ  სხვადასხვა  მასალას  და   გადაკეტეს  გზა  კავკასიის   მთიდან აღმოსავლეთის დიდ ზღვამდე.
საყოველთაო უბედურების  მოახლოებისას, რომელიც  ყველა ჩვენთაგანს  წინ ედგა,   აბობოქრებულმა  ზღვის  ტალღებმა  პირველად  [ამ კედლებს] დაარტყეს  და  საძირკველიანად  დაამხეს.  როდესაც  [მოსახლეობამ]  დაინახა  საშინელი  რისხვა  ბოროტი, უტიფარი,  ფართოსახიანი,   უწამწამო,  ქალივით  თმაგაშვებული  [ბრბოსაგან],  რომელიც  მათზე   მოიწევდა,   ცახცახმა  შეიპყრო,  განსაკუთრებით  მაშინ   როდესაც იხილეს  ზუსტი  შორსმსროლელები,  რომლებმაც   ძლიერი  სეტყვასავით  დაუშინეს. როგორც ლეშისმჭამელი  მგლები მოურიდებლად ეკვეთნენ   და  შეუბრალებლად  დახოცეს  [ხალხი]  ქალაქის გასასვლელებსა და ქუჩებში.
მათი  თვალი  არ  ინდობდა  ლამაზსა  და  მშვენიერ  ახალგაზრდა  ქალებსა  ღა  ჭაბუკებს,  არც  დაუძლურებულებსა  და   შეუძლოებს,  არც ხეიბრებსა  და   მოხუცებს ტოვებდნენ  [ხელუხლებლად].  არ  ებრალებოდათ  და  გული თანაგრძნობით  არ ეკუმშებოდათ,  როდესაც ბავშვები დახოცილ  დედებს  ეხვეოდნენ  და   მათი   მკერდიდან  რძის  ნაცვლად სისხლს  სწოვდნენ.  როგორც  ცეცხლი  ლერწამში, ისე  შედიოდნენ  ერთ კარში  და  მეორედან  გამოდიოდნენ,  შიგ  კი   მხეცებისა  და  [მტაცებელ] ფრინველების  ნამოქმედარს  ტოვებდნენ.  ჯერ   მხოლოდ  ტალღები  იძვროდნენ  ჩვენს წინააღმდეგ.
როდესაც  ყოველივე  ეს   შეიტყო  ქალაქ  პარტავის  დამცველმა  და მფლობელმა  იშხანმა  მოისურვა  მოლაპარაკება  იმის  შესახებ,  თუ  რა ღონისძიება  ეხმარათ  იმ     გამაგრებულ  მოსახლეობასთან, რომელიც ძლიერი  საშიშროების   გამო   ციხესიმაგრეში  იყო  შეფარებული.  ის იყო  პირი  გააღო,  მაგრამ  დიდი  შიშისაგან  ხმის  ამოღება  ვერ  შეძლო, რადგანაც  გული  გაელია  და  თავიდან  ფეხებამდე  ცახცახმა  აიტანა,  მისი   მუხლები  ერთმანეთს  ურტყამდნენ.  როცა  მოსახლეობამ  გაიგო  ამ კაცის  ასეთი  სულმოკლეობა,  ყვირილი  ატეხა   და  უთხრა:   „რისთვის დაგვაბრკოლე  აქ    ამ    დროს,  გინდა   ჩვენი   ცოლებითა  და   შვილებით ხელთ  მიგვცე  სისხლისმსმელ  მხეცებს?  ახლა,  როგორღა შევძლოთ  გასვლა  და  გაქცევა  მათ  თვალწინ,  როდესაც  ქალაქში  ამდენი  არეული ბრბოა,  გამანადგურებელი  მტერი  კი   უკვე  თითქმის  სამი მილით მოგვიახლოვდა“.  შემდეგ  ერთმანეთს  ეუბნებოდნენ:  „მოუქნელობით  რატომ  უნდა  ვაქციოთ  ქალაქი  ჩვენსავე  საფლავად?  მივატოვოთ  ჩვენი ქონება  და  ჭურჭელი  და  წავიდეთ,  იქნებ  მოვახერხოთ  თავის  დაღწევა“.  ისინი  გაეშურნენ  ერთიანად  ქალაქის  ოთხივე  კარისაკენ.  ჩქარობდნენ შეფარებოდნენ არცახის  გავარის  მთიან მხარეებს.
როდესაც  მტრებმა  ეს   ამბავი   გაიგეს,  ლტოლვილებს  უკან  დაედევნენ.  მათ   ერთ  ნაწილს  დაეწივნენ  მთის   ძირას, რომელიც  დიდი სოფლის  კალანკატუქის  პირდაპირ  მდებარეობს,  იმავე  უტის  გავარში, საიდანაც  მე   ვარ.   გაბინდების  გამო  დიდი  ზიანის  მიყენება  ვერ  შეძლეს, ბევრიდან მცირე  ხელთ  იგდეს, ზოგი  დახოცეს, ხოლო რომლებიც ფორნებსა  და  საქონელს  შეეფარნენ,  იქიდან  თავიანთ  ბანაკში  დააბრუნეს.  იმ  ღამეს  გადავიდა  ყველა [ლტოლვილი], როგორც  ოდესღაც ებრაელები  მეწამულ  ზღვაზე  და  არცახის  გამაგრებულ  გავარში  მივიდა.  ასევე  ის  იშხანიც, სახელად  გაიშაქი, გადარჩა  მთელი  თავისი  ოჯახით  და  სპარსეთის  მხარეებისაკენ  გაეშურა.  ამიერიდან  მას  თვითონ აღარ შეეძლო მმართველობა.
ყოველივე  ამის  შემდეგ,  დაიძრა  აზვირთებული  ნიაღვარი  და  აბობოქრებული  მდინარე  ქართველთა  ქვეყნის  წინააღმდეგ,  გარემოიცვეს ნებიერი,  სავაჭრო  და  სახელოვანი  დიდი ქალაქი  ტფილისი.  როდესაც  ამის  შესახებ დიდმა  კეისარმა  ჰერაკლემ  შეიტყო,  შეკრიბა  მთელი თავისი  ძლევამოსილი  ჯარი,  სწრაფად  წავიდა  და  თავის  მოკავშირემდე მიაღწია.  მეფური  საჩუქრებისა  და  საბოძერების  მირთმევასთან ერთად მეტად  გაიხარეს  ერთმანეთის  ხილვით.  ამის  შემდეგ  იქ   სანახავი  იყო საცოდაობა  იმ   ხალხისა,  რომელიც  ციხესიმაგრეში  იყო  გამოკეტილი. მათ   უბედურება  უბედურებაზე  ემატებოდათ,  მაგრამ,  ჯერ  კიდევ  არ იყო  დამდგარი  ის  [მძიმე]  ჟამი,  რომელიც  წინ  ელოდათ.  გაიგო  თუ არა  ხოსროვმა  ორივე  დიდი  მეფის  შეთანხმება ქალაქთან  შეხვედრაზე გარემოცვის [დაწყებამდე],  დასახმარებლად  და ქალაქის  დასაცავად სწრაფად  გაგზავნა  მარჯვე  და  მამაცი  მებრძოლი,  თავისი  მხედარმთავარი   შარჰაპალი.  ასევე  ათასამდე  რჩეული  მხედარი  თავისი  ქეშიკებიდან   და  კარისმცველებიდან.  როდესაც  ქალაქის  მცხოვრებლებმა  გამოგზავნილი  მაშველი  ძალა  იხილეს  ძლიერი  და  გამოცდილი  მეომრებით,   მეტად  გამხნევდნენ  და  ორივე  მეფის  დაცინვა  დაიწყეს.  თუმცა კი   ხედავდნენ  ჩრდილოეთისა  და  დასავლეთის  ჯარების  უთვალავ  სიმრავლეს,  რომლებიც  მთებივით შემოერტყნენ ქალაქს  გარშემო.  აგრეთვე  მათ  თან  ჰქონდათ  ოთხთვლიანი  მანქანები  და  ჰრომაელ  ოსტატთა ხელით  გაკეთებული  სხვა   ნაირნაიარი    საშუალებანი,  რომლებიდანაც ზუსტად  ისროდნენ  და   უზარმაზარი  ქვებით  კედლებს   ანგრევდნენ. ასევე  ჰქონდათ  ლოდებით  გატენილი  რუმბები,  რითაც  ქალაქის  მხარეს   მიმდინარე  დიდ  მტკვარს  უკან  აბრუნებდნენ  და  მიმართავდნენ კედლისაკენ.  მიუხედავად  ამისა,   მათ   არაფრის  არ  შეშინებიათ,  არც ერთი  საქმისა,  ერთმანეთს  ამხნევებდნენ  და  იმათგან  დანგრეულს  იქვე აშენებდნენ  და დგამდნენ.
შემდეგ,   როდესაც  ორივე  მეფის    ჯარები  დასუსტდნენ,   დაძაბუნდნენ  და   გადაიქანცნენ,  როდესაც  მათი  ქვეითი  ლაშქრის  არცთუ მცირე  ნაწილი  ომში  დაეცა,  მეფეებმა ერთმანეთში  ბჭობა  გამართეს და   თქვეს:   „რისთვის დავღუპოთ  ჩვენი   ჯარები,  უმჯობესია  ძლიერი გევიპყროთ,  ხოლო  მისი  სახლი,  როგორც  მოგვესურვება  ისე   დავარბიოთ“.
მაშინ  შურისმაძიებელი  დიდი  კეისარი  ჰერაკლე  მოემზადა  შესაფერისი   მოქმედებისათვის.  მან   უთხრა  მის   დასახმარებლად  მოსულ კაცს;   „შენ  ამ   წელიწადს  ჯარითურთ  მშვიდობიანად  დაბრუნდი  შენს ქვეყანაში,  რადგანაც  ჩვენ  ვხედავთ  თქვენს  დაქანცვას,  ამიტომ  ახლა ზაფხულის  სიცხეებში  ვეღარ  შესძლებთ  მიღწევას  ასორესტანის  ქვეყნამდე,  სადაც  დიდ  მდინარე  ტიგროსთან  სპარსეთის  დედაქალაქია. მეორე  წელს  კი,  ცხელი  თვეების გავლის  შემდეგ, სასწრაფოდ  გამოეშეურე  აქეთ,  რათა  ჩვენი  სურვილი  ავისრულოთ. [ამასობაში] მე  არ დავცხრები,  შევებრძოლები  სპარსეთის  მეფეს,  შევაშფოთებ  და   შევავიწროვებ  მის   ქვეყნებსა  და   ქვეშევრდომებს.  იმდენად მოვიხმარ ჩემს  უნარს,  რომ თავისიანებმა მოსპონ  ის“.
როდესაც  ქალაქის  მცხოვრებლებმა  მათი  უკანდახევა  გაიგეს.  უფრო  გაამაყდნენ  და  დაიწყეს  თავიანთი  დაღუპვის  ოინის  გათამაშება. მოიტანეს  ერთი  უზარმაზარი  გოგრა,  ზედ  დახატეს  ერთი  წყრთის  სიგრძისა  და  ამდენივე  სიგანის  ჰონთა  მეფის  სახე,  თვალ-წამწამის  ადგილას დახაზეს  მოტეხილი  ტოტი, რომლის  შეძჩნევა  არც კი  შეიძლებოდა.  წვერების  ადგილი  უტიფრად  მოაშიშბლეს,  ცხვრის  ნესტოები – მტკაველის  სიგანე,  ხოლო  ულვაშებად  მეჩხერი  თმები [დაუხატეს[, საეჭვოა,  რომ  მისი  ცნობა  ვინმეს შეძლებოდა. აიღეს  და  დადგეს  [ეს  გოგრა] მათ  მოპირდაპირე  კედელზე.  უყვიროდნენ  მის  ჯარს  და  ეუბნებოდნენ:  „აი,  თქვენი  მეფე  კეისარი,  დაბრუნდით,  თაყვანი  ეცით  მას,  ეს  ჯებუ  ხაქანიაო“.  აიღეს  შუბები  ხელში  და  მათ  წინ   ხვრეტდნენ  მისი  სახის  მიმსგავსებულ  გოგრას.
ასევე   დასცინოდნენ  და   აბუჩად  იგდებდნენ  მეორე მეფესაც, ბილწსა  და  მამათმავალს  უწოდებდნენ.  ამის  მნაწეელი  და  გამგონე  მეფეები მძვინვარებდნენ, იფხორებოდნენ, გულში სიძულვილს იგროვებდნენ,  თავებს  აქნევდნენ  და  უდიდესი წყევლით იფიცებოდნენ,  რომ  არც ერთ სულიერს  არ  დატოვებდნენ  მათ  სამეფოში,  ვიდრე  შურს  არ  იძიებდნენ  ამ  შეურაცხყოფისათვის,  რომელიც  მათგან  მიიღეს.  შემდეგ კი  პირი იბრუნეს  და  იმავე  მუქარით წავიდნენ. 
თავი   XII
ჩრდილოეთის  ჯარების  მოსვლა  ჰერაკლეს დასახმარებლად
ამის შემდეგ,  ხოსროვის [მეფობის] ოცდამეთექვსმეტე წელს, უავგუსტოესი კეისარი თავის გონებაში საშუალებებს ეძებდა, თუ როგორ განკურნებულიყო შეურაცხყოფის აუტანელი სენისაგან. ამ ხნის განმავლობაში  დაიმორჩილა ჰრომაელთა  მთელი  ქვეყანა,  მერე  კი  ჯარებს   უხმობდა  დასახმარებლად,  რათა  გამოეთხარა  კავკასიის   დიდი მთა, რომელიც კეტავს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთის მხარეებს,  გაეღო ჩორის  კარი,  წამოეყვანა  ბარბაროსთა  სხვადასხვა  ტომი  და   მათი  საშუალებით  გაეძევებინა  სპარსეთის  ამაყი  მეფე  ხოსროვი. აღჭურვა  და მოამზადა  ერთი  თავისი   დიდებულთაგანი,  ჭკვიანი  და განსწავლული კაცი,   სახელად ანდრე  და   გაგზავნა   ის   ჰონებთან,  პირდებოდა,  რომ ურიცხვსა  და   უთვალავ  განძეულობას  უბოძებდა  მათ,  თუ  დაეხმარებოდნენ  დიდ  შურისძიებაში.  თავის  მხრივ   ფიქრობდა  ამით  დააცხრობდა  ველური ოქროსმოყვარული  და   გრძელთმიანი  ხალხის  წყურვილს.
როდესაც  შეიტყო  ჩრდილოეთის  მეფის  ნაცვალმა,  რომელიც  მეორე  კაცი  იყო  სამეფოში, სახელად ჯებუ ხაქანმა დაპირება უდიდეს საბოძვარზე, ამასთანავე [გაითვალისწინა] მძარცველური  თავდასხმები სპარსეთის  მეფის  მორჩილებაში  მყოფ  ყველა  ქეეყანაზე,  დიდი კმაყოფილებით  გასცა  პასუხი:  „მე   გამოვალ  შურისმაძიებლად  მის  მტრებზე,  მე   თვითონ  წამოვალ  და  მოგაღწევ  ჩემი  მამაცი  ჯარებით  მის  დასახმარებლად.  საომარი  მოქმედებებით,  ჩემი  მახვილითა  და  მშვილდით ვაამებ  მის   გულს  ისე,  როგორც  მას   სურს“.  ამავე  დროს  იმ   ნახარართან  ერთად  შეთანხმების  განსამტკიცებლად  გაუგზავნა  ათასამდე  მხედარი – რჩეულნი  სიმამაცით  და   ძლიერნი   მშვილდოსნობით.  ისინი მოულოდნელად გაემართნენ ჩორის კარისაკენ,   არაფრად  ჩააგდეს სპარსეთის  მეფის  ქალაქის   მცველი  რაზმები,  რომლებიც    დიდი  კარის დასაცავად  იყვნენ  დაყენებულნი  და  როგორც  არწივები,  ისე   გაფრინდნენ  დიდ მდინარე  მტკერისაკენ.  არავის  ინდობდნენ,  ვინც  მათ  წინააღმდეგ  გამოვიდოდა.  გეზი  აიღეს  ქართველთა  და   ეგერთა ქვეყნებისაკენ72,  გადალახეს  დიდი  ზღვის   ნაპირები  და   მიაღწიეს სამეფო კარს.  წარუდგნენ დიდ  კეისარ  ჰერაკლეს.  თითოეულის  წესების  მიხედვით  განამტკიცეს  ფიცი  ერთმანეთში  და  [ჩრდილოელებმა]  მიიღეს ბრძანება  მისგან  (ბრძოლაში)  გასვლის  შესახებ,  რათა  არავინ  დაეჭვებულიყო  მათში.
ხოსროვის ოცდამეჩვიდმეტე  წლის  დასაწყისში  ჩრდილოეთის  მეფემ შეპირებული მებრძოლი ჯარები გაგზავნა. მხედარმთავრად  დააყენა თავისი ძმისწული, რომელსაც  სამთავროს  პატივსაცემად  შათს  უწოდებდ- ნენ. მოსულმა  დალაშქრა  ალვანეთის  ქვეყნის    ყველა საზღვარი  და ატრპატაკანის  ერთი  ნაწილი,   მახვილის  პირით  გაანადგურა  მრავალი ქრისტიანი  და  წარმართი.  ხოლო  ვინ  შეძლებს  მათ  მიერ  დატყვევებულთა  რიცხვის  გაგებასა  და  დათვლას.  ისინი  დაბანაკდნენ  მდინარე ერასხთან.  [შათმა] მაცნეთა  საშუალებით  გააგებინა  დიდ  მეფე  ხოსროვს  კეისართან  თავისი შეერთებისა  და  მის დასახმარებლად  მოსვლის ამბავი.  თან შეუთვალა,  „თუ  შენ  პირს  არ  იბრუნებ  ჰრომაელთა  მეფისაგან,  არ  დაუტოვებ  მას   ყველა  ქვეყანასა  და  ქალაქს,  რომლებიც  ძალით  აიღე,   არ   დააბრუნებ  ამჟამად  შენს  ხელში  მყოფ  მისი  ქვეყნის ყველა  ტყვეს  ხის ჯვარითურთ,  რომელსაც  ყველა  ქრისტიანი  თაყვანსა სცემს  და  ადიდებს,  თუ  არ  გაიხმობ  მთელ  შენს  ჯარს  მისი  საზღვრებიდან, – ასე  ამბობს  ჩრდილოეთის  მეფე,  მთელი  ქვეყნის  მფლობელი, შენი   და   ყველა  მეფის მეუფე,  – მაშინ  მეც  პირს  შენკენ  ვიბრუნებ ასურეთის  მმართველო,  და  ერთი  ბოროტების  მაგიერ,  რაც  მას  გაუკეთე,  ორმაგად  მოგიზღაევ.  გამოვეშურები  ყველა  შენი  საზღვრისაკენ ჩემი  მახვილით,  როგორც  შენ  გაიარე  მახვილით  მის  საზღვრებში.  არ მოგეშვები  და  არ  დავაყოვნებ  იმის  გაკეთებას,  რასაც გპირდები. 
მაშინ,  როდესაც  ყოველივე  ეს  დიდმა  მეფე  ხოსროვმა  მოისმინა,  აზვირთდა როგორც  საშინელი  ნიაღვარი, ან როგორც  მონადირეების პირისპირ [მდგარი] ლომი,  ანდა როგორც ბელმოკლული დათვი, – ისიც  ამგვარად.  თუმცა  ხედავდა,  რომ  მის  წინააღმდეგ  შეკავშირდნენ და გამრავლდნენ,  მაგრამ  თავისი  ეშმაკობით  არ  გამოხატაედა  სახეზე. შიშსა  და  ძრწოლას,  არამედ  სიამაყითა  და  დიდი  სიმკაცრით  უპასუხა: „წადი  უთხარი  შენს  მეფეს   და   ჩემს  ძმა   ხაქანს,   რომ  ძველთაგანვე მიჩნეული  და  პატიეცემული  იყო  თქვენი  სახლი,  როგორც  ჩვენი  საყვარელი  ძმისა,    ჩემი  წინაპრებისაგან  და  ჩემგან.  ამიტომ   ვაჟიშვილებსა  და ქალიშვილების  საშუალებით  ერთმანეთს ვუმოყვრდებოდით. ახლა კი  არ  იქნება  რიგიანი   და   ღირსეული  შენი  [საქციელი], რომ  მიატოვო  შენი  წევრები  და  გაგიტაცოს  ჩემი  მონის,  ჰრომაელთა მამაცის  სიტყვებმა“.  მაგრამ  ჩრდილოეთის  კეისარმა   მაინც  წაიყვანა თავისი  ჯარები  და  სპარსეთის  მხარეებს  ეკვეთა.  შეუპოვრად ცდილობდა  სპარსეთის  მეფის  კარამდე  მიღწევას.  როდესაც [ხოსროვმა] დაინახა,  რომ  საქმე  ამით  არ  დამთავრდებოდა,  რადგანაც  (მტერი)  გაბედულად მოეშურებოდა  მის  წინააღმდეგ,  გაექცა  მას  და  თავის  ნამდვილ დედაქალაქში  დიდ  ტიზბონში  ჩავიდა.  მოამზადა  თავისთან  შეკრებილი  მცირე  ჯარი  და  კეისრის  წინააღმდეგ  გაგზავნა. [ხოსროვმა] პატივისცემითა და  საბოძვრებით  დაიყოლია  მის  კარზე  მიღებული  ერთი კაცი,  შეუცვალა  სახელი  და  როჭვეჰი73  უწოდა,  მიიმხრო  და  უბიძგა მას  ამ  ტალღების  წინააღმდეგ, – დანიშნა  თავის  მიერ  წაგზავნილი  ჯარის  მხედარმთაერად.  [როჭვეჰი] თავისდაუნებურად  დაემორჩილა  მის საშიშ  ბრძანებას,  თუმცა  კი  იცოდა,  რომ  ხოსროვის  მიერ  ნაჩქარევად შეკრებილი  სუსტი  ჯარი  კეისრის  წინაშე  დამარცხდებოდა. მან  ორჯერ  და  ოთხჯერაც კი  გაუგზავნა  გამაფრთხილებელი  წერილი  მეფე ხოსროვს  და  შეუთვალა:  „წინასწარ  გაცნობებ,  რომ  არა  მარტო  მე დავიღუპები,  არამედ  შენი  ჯარიც  მოისპობა,  თუ სასწრაფოდ  არ  გააძლიერებ  მას  ზურგიდან.  მე  სიკვდილის  არ  მეშინია,  მაგრამ  შემდეგ [რაც  მოხდება],  შენ  იცოდე“.  მეფე  ხოსროვმა  იქვე  ბრძანა  პასუხი  მიეწერათ.  „ნუ  შეუშინდები  მათ  სახეებს,  იბრძოლე  და  გაიმარჯეებ!“. ბოლო  ჯერზე  კი  დიდად  განრისხებულმა მისწერა: – „თუ  არ  შეგიძლია  გამარჯვება,  რატომ  არ უნდა შეგეძლოს სიკვდილი?“
დაინახა  იმან  ეს  მკაცრი  ბრძანება,  თავის  ჯართან  ერთად  ხელები აღაპყრო  მზისა  და   მთვარისაკენ,  ხმამაღლა  შეჰღაღადა  და  თქვა:   „ჩემო  ღმერთებო,  მეც  განმსაჯეთ  და  ჩემი შეუბრალებელი  მეფეც“.  შემდეგ  გაიჭრა  ბრძოლაში,  მაგრამ  თავის  ჯართან  ერთად  დაეცა  ჰონთა ჯარის  წინაშე  და  იქცა  მტვრად, რომელიც  ქარმა წაიღო.
როდესაც  სპარსეთს  დიდებულებმა  დაინახეს  ის   დიდი  მარცხი, რაც  სპარსეთის  ლაშქარმა  განიცადა,  დაიწყეს  ერთმანეთში  ბუზღუნი და  თქვეს:  „როდემდე  უნდა  იდინოს  ჩვენმა  სისხლმა  ღვარაღ  ომებში ჩვენი  არიული ქვეყნის  სხვადასხვა  ადგილებში,  როდეძდე  უნდა  ვიყოთ შიშსა  და  ძრწოლაში  ჩვენი  სესხლისმსმელი  მეფისაგან, როდემდე უნდა გროვდებოდეს  ჩვენი ქონება და სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი სამეფო საგანძურში, როდემდე  უნდა  იყოს გამაგრებული და შეკრული გზათა გასასვლელები – დამაბრკოლებელი  ქვეყნის  მხარეთა  შემოსავლისა, როდემდე  უნდა  იყვნენ  ჩვენი  სულები შიშსა  და  ძრწოლაში  მისი  საშინელი  ბრძანებებისაგან?  განა  მაგან  არ  მოსპო  ქვეყნის  წინამძღოლი ჩვენი  რჩეული  ამხანაგები?  განა  მაგისი  ბრძანებით  არ  დაიღუპნენ ჯგუფებად  მრავალნი  ჩვენი  ძმანი  სხვადასხვა  დროს  და სხვადასხვა  სატანჯველით?  ზოგიერთები  დაახრჩო  კიდეც.   განა   მაგან   არ   დააშორა ცოლი  ქმარს და  შვილი  მამას?  მონებად  და მსახურებად  გაყარა [ისინი] შორეულ  ხალხებში, ზოგიც – ლაშქარში, მრისხანე  მტრების  პირისპირ“.  ამას  და  ბევრ  ამის  მსგავსს  ჩურჩულებდნენ  მასზე.  მაგრამ ვერავინ  ბედავდა  ხმამაღლა  ეთქვა  რაიმე,  ვიდრე  არ  მოახლოვდა  მისი  ცხოვრების  აღსასრულის  ჟამი.  მაშინ  კი  აღიმართა  [ადრე]  მისი ერთგული  ერთი  შინაური  დიდებულთაგანი  ხოსროვის  სიყრმის  შვილის  კავატის  ლალა.  მოეთათბირა  ის  [თავის  აღზრდილს] და  დაავალა მოესპო  სახსენებელი  მამამისის  ხოსროვისა  და  მრავალრიცხოვანი  ძმებისა  და  ლალას  მოხერხებითა და წინამძღოლობით აეღო  მეფობა.  მან [ამასთანავე] მოისყიდა  და  აამბოხა  ხოსროვის  კარზე  მყოფი  მრავალი რაზმი  და  მოულოდნელად  მიაბრუნა  ყველას  გული  თავისი  აღზრდილი კავატისაკენ,  რათა გაემეფებინა  ის  მამის  ნაცვლად. 
თავი   XIII
ხოსროვის აღსასრული
თავი  XIV
ვიროს  ალგანთა  ქვეყნის  მპყრობელი  კათალიკოსობისა  და უდიდეს  მწუხარებათა  და  ღვთის წყალობათა  შესახებ
ახლად  გამეფებული  კავატისაგან  ყველამ  მოიპოვა  თავისი  დანაშაულის  მიტევება. [მისგან] სხვა  წყალობაც  მიიღეს,  რაც  მეტად  სასურველად  მიიჩნიეს  იმ  პატიმრებმა,  რომლებიც  დიდებული  კარის სატუსაღოში  იყვნენ  დატყვევებული  და  დაკარგული  ჰქონდათ  იმედი, რომ  ოდესმე  დაბრუნდებოდნენ  თავიანთ  სამშობლოში,  იმ  მიწაზე,  სადაც  დაიბადნენ.  კავატის  ბრძანებით  სასწრაფოდ  გაათავისუფლეს  პატიმრები,  რომლებიც  დიდი  სურვილით  გაემართნენ  მშობლიური  სახლებისაკენ.  მათთანვე  იყო  ალვანეთის  დიდი  სამთავროს  კათალიკოსი, სახელად  ვირო,  კაცი  გონიერი  და  განსწავლული,  ძლიერი  სიბრძნით. მისი  ენა  როგორც  მალედმწერი  კალამი  [გაწაფული  იყო]  არაკთა თხრობაში,  სამეფო  და  დიდ-დიდი  [საქმეების] მოგვარებაში.  მისი მშვიდი  საუბარი  სასიამოვნო  მოსასმენი  იყო  მდაბიო  და    უბრალო ხალხისათვისაც,  მისი   გრძელი  სიტყვა  ემსგავსებოდა  ბრძენთა  თხრობას,   მისი  ბაგენი  ისე   თხზავდნენ  და   იგონებდნენ  არაკებს,  როგორც ოქროში  ჩასმულ  მარგალიტებს.  განსაკუთრებით  დახელოვნდა  ოცდახუთი  წლის  მანძილზე  სპარსულ  ენაზე  თარგმნის  საქმეში.  ხოსროვის კარზე  პატიმრობის  დროს  მას  ბრალად  ედებოდა  ალვანეთის  დიდ  იშხანთა  აჯანყება  სპარსეთის  მეფის  წინააღმდეგ. მრავალი  მათგანი  დაიღუპა: ზოგი  მახვილისაგან,  ზოგი  სხეულის  ნაწილთა  დასახიჩრებით, ზოგიც შორეულ  ქვეყნებში  გადასახლების  გამო, [ვირომ] კი  სამეფო კარს  მიაღწია  და  იქ  მშვიდობა  მოიპოვა,  რადგანაც  წმინდა  სასწაულის მადლმა  გზა  გაუკვლია  დედოფლის  კარისაკენ.  მან  დიდი  მცდელობით მოახერხა  მისი  სიცოცხლე  საჩუქრად  მოეპოვებინა  მეფისაგან.  თუმცა მეფე  დიდი  ფიცით  ირწმუნებოდა,  რომ  თავისი  ცხოვრების  მანძილზე არ  დააბრუნებდა  სამშობლოში,  არამედ  ეყოლებოდა  კარის  სატუსაღომი.  [ხოსროვს]  არ  შეუწყვეტია  მისთვის  სასაყდრო  შემოსავალი, არც  კათალიკოსის  სახელი  წაურთმევია,  მხოლოდ  მალავდა  მას  როგორც  რაიმე  რჩეულ  ჭურჭელს  და  უფრთხილდებოდა  ისე,  როგორც ბედაურ  ცხენს  ბრძოლისა  და  ომის  დღისათვის.  [ასე  იყო],  ვიდრე  არ მოახლოვდა  მისი  გამგზავრების  ჟამი  და  არ   მოაწია ალვანეთზე  მძიმე დარტყმამ  და  შეუბრალებელმა  ტანჯვამ  ბოროტი  მტრის  ხელიდან...
როდესაც  [კათალიკოსი] სამეფო  ქალაქიდან გამოვიდა და სამშობლოს  საზღვრებს  მიაღწია,  ყველაფერს  ეხვეოდა,  თავისი  სამწყსოს ეკლესიების  კარებსა  და  იატაკსაც  კი, მუხლმოდრეკილს  ღვარად  სდიოდა  ცრემლები  და  მიწას  რწყავდა.  შემდეგ  წამოდგა,  თავა  გაიმხნევა, თანმხლებნიც  დაამშვიდა.   მადლობა  გადაუხადა  ღმერთს,  რომელმაც იხსნა  ლომის  ბრჭყალებისაგან  და   საშუალება  მისცა  ერთხელ  კიდევ დაენახა  ეკლესიათა  თაღები.   ფიქრობდა   „ცოტა  ხნით   დაესვენა  და შეევსო  ის   დანაკლისი,  რომელიც  მოყვასთაგან  ხანგრძლივმა  სიშორემ გაუჩინა,  მაგრამ  მას  წინ  ელოდა  უსაზღვრო  მწუხარება  და რუდუნება, იმ   ნგრევათა  ხილვა,  რომელიც  მალე  უნდა  დაწყებულიყო.  ვიდრე  ის სიყვარულით  მოგზაურობდა  თავისი  სამწყსოს  სხვადასხვა  ადგილში, მოულოდნელად  მეორედ  დაუბერა  ჩრდილოეთის  ქარმა  და  აღმოსავლეთის  დიდ  ზღვას  დაარტყა.  გამოვიდა  გამანადგურებელი  მხეცი  თავისი  სისხლისმსმელი  ლეკვით,  რომელსაც  შათი  ეწოდებოდა.  მან   თავისი   სახე   ჯერ  ქართველთა  ქვეყნის წინააღმდეგ – ქალაქ  ტფილისისაკენ  მიმართა.  მაგრამ  ვერავინ  იპოვა  შიგ  უწინდელ  მამაც  კაცთაგან. ახლა  შემთხვევა  მიეცა  მათგან  წინანდელი  შეურაცხყოფის  გამო  დაგროვილი  შურისძიება  გაეფანტა.  ქალაქს  ალყა  შემოარტყა  და  ბრძოლა დაიწყო.  აეიწროებდა  მასში  მყოფ  მცხოვრებლებს,  რომლებიც  მის  წინააღმდეგ  დადგნენ  და  დიდად  გაისარჯნენ  ორი  თვის  მანძილზე.  მაგრამ  ამაოდ  დაშვრნენ  თავიანთი  სისხლის  ღერისა  და  სიცოცხლის  მოსპობის  ბრძანების წინააღმდეგ.
იმ   დროს  აბობოქრდა  მათზე  საშინელი  მხეცი,  რომელმაც  საკმაოდ  მოინადირა  და  [ბევრიც]  თავის  ლეკვებს  დაახრჩობინა. ნანადირევით  შლამები  აავსო,  თავისი  ჯარი კი – ნადავლით.  მაშინ  [ტფილისელებმა] ხმლები  იშიშვლეს და ერთიანად  გაემართნენ  გალავნისაკენ, სადაც  ერთმანეთზე  დაზვინული [ხალხი]   იმდენად  მრავალრიცხოვანი იყო,   რომ  კედლებს  ასცდა.  ქალაქის  უბედურ  მცხოვრებლებს  ბნელი ჩრდილი  დაეცათ,  დაუსუსტდათ  სხეულის  ნაწილები,  ხელებში  ღონე გამოელიათ  და  დანებდნენ,  გალავნიდან  უკან  დაიხიეს,  როგორც  მონადირის მახეში გაბმულმა ბეღურებმა.  ვერავინ შეძლო თავის სახლამდე მიღწევა,  რომ  საშინელი და  სამწუხარო ამბავი მიეტანა თავისი საყვარელი  ცოლისათვის,  შეებრალებინა  მუცლით  შობილი,  ანდა  ეგრძნობინებინა   მშობლისათვის  მშობლიური  მწუხარება.  ამის   ნაცვლად  სიმხნევე  დაკარგულნი  იმალებრდნენ  ზოგი  სახლების  სახურავებზე,  ზოგი   წყალსადენ მილებში,  ბევრიც  წმინდა  ეკლესიების  თაღებისაკნ  გაეშურა.  მათი  გოდება ემსგავსებოდა  ცხვრის  დიდი  ფარის  ბღავილს  კრავებისადმი,  ანდა  დედის  მწუხარე  კვნესას  თავისი  ყრმის  მიმართ.  მათ უკან  კი [იდგნენ] შეუბრალებელი  მომკალნი,  რომელთა  ხელები  სისხლის  ნაკადებს  აყენებდნენ,  ფეხებით  გვამებს  ქელავდნენ,  ხოლო  თვალებით  სეტყვასავით  უთვალავ  დაცემულთ უყურებდნენ.  როდესაც შეწყდა წუხილისა  და  გოდების  ხმები და აღარც  ერთი  არ  დარჩა  ცოცხალი,  მაშინ  ისინიც  მიხვდნენ,   რომ   გამძღარიყვნენ  მათი  ხმლები. [შემდეგ] იქ   მოიყვანეს  ორი  იშხანი, ერთი მხარის მმართველი იყო სპარსეთიდან, მეორე კი – ქართველი, ქვეყნის ადგილობრივი  მცხოვრები.  შეპყრობილნი  მეფის  წინაშე  დააყენეს.  მან  ბრძანა  მათთვის თვალები  დაეთხარათ,  იმის  სამაგიეროდ,  რომ  შეურაცხყოფის  მიზნით მისი  სახე  სურათზე  ბრმა  დახატეს, [ბოლოს] კი  მძიმე  ტანჯვით  დაახრჩო  ისინი.  გააძრო  ტყავი  მათი  სხეულის  ნაწილებს,  გაჭიმა,  გაავსო თივით  და  გალავნის ზემოთ  ჩამოჰკიდა.
ამის  შემდეგ  ხელი  გააწვდინეს  ნაძარცვ  განძეულთა  სკივრებისაკენ,   რომლებიც  მრავალრიცხოვან  მძიმედ დატვირთულ  ჯარს  მიჰქონდა  და ალაგებდა  თავისი  მბრძანებლის  წინაშე  გროვებად  და  ზვინებად. მის  წინ  იმდენად  ხშირად  მოჰქონდათ,  რომ  დამქანცველი  გახდა  უთვალაგი  ოქროსა  და  ვერცხლის  ტალანტების  ყურება.  ხოლო  ვის   შეუძლია  ზედმიწევნით  აღწეროს  მარგალიტებით მოოჭვილი  საეკლესიო ჭურჭელი.
ახლა,  როდესაც  მან  თავისი  სურვილი  შეისრულა,  ბრძანა  იქიდან გაეტანათ   მთელი  ნადავლი,  თვითონაც  განძითურთ   თავის  მხარეში დაბრუნდა,  მებრძოლი  ჯარი  თავის  შვილს  შათს  დაუტოვა,  დამრიგებლებად  მამაცი  კაცები [დაუყენა] და  ალვანეთის  საზღვრებისაკენ  წასვლა  უბრძანა,  თან  ასე   დაუბარა:  „თუ  ქვეყნის  დიდებულები  და  წინამძღოლნი  ჩემი  შვილის  წინ  გამოვლენ  და  მორჩილებით  გადასცემენ თავიანთ  ქეეყანას,   დაუთმობენ  ჩემს   ჯარებს  ქალაქებს,  სიმაგრეებსა და  ვაჭრობას,  მაშინ  თქვენც  თავი  ანებეთ  მათ,  იცხოვრონ  და  მე   მემსახურონ,  ხოლო  თუ  არა,  თქვენი  თვალი  ნუ  დაინდობს  მათში  ნებისმიერი  ასაკის  მამაკაცს,  ხოლო  ნორჩი  ყრმები  და   ქალები  დაიცავით ჩემსა  და  თქვენს მსახურებად  და  მოახლეებად“.
დაშორდნენ  ერთმანეთს.  ჯარებმა შეასრულეს  მისი სიტყვები,  მიაღწიეს  ნაბრძანებ  ადგილს,  მაშინ  შათმა  თავისი  მამის  დანაბარების  მიხედვით  ელჩები  გაგზავნა  სპარსეთის  იშხანთან,  რომელიც  ალვანთა ქვეყნის  მარზპანი  იყო,  სახელად  სემავშნასპი,  და  ალვანთა  კათალიკოსს  ვიროსთან,  რომელზედაც  ზემოთ  ვილაპარაკეთ.  სპარსელმა  არ ითავა  მოთათბირება,  ამბობდა:  „ვინ  ხარ  შენ  და  რა  არის  ალვანთა  სახლი,  რომ  მის  სანაცვლოდ  მე  ჩემი  თავი  შენს  მბრძანებელს  დავუმორჩილო?“  მან  აიღო  თავისი  ქონება,  ბევრიც  ამ  ქვეყნიდან  მიიტაცა და  სპარსეთის  მხარეებში  გაქცევით  გადარჩა.  ხოლო,  როდესაც  ალვანეთის  მღვდელმთავარმა  ვირომ  შეიტყო,  რომ  მძიმე  უღელი  იდგმებოდა მხოლოდ  მის  კისერზე,  აღარ  იცოდა  რა  ექნა,  ეჭვიანობდა,  ეშინოდა  სპარსეთის  მეფისა,  რადგანაც  სწორედ  აჯანყების  მოწყობის  საბაბით  იყო  მოშორებული და განდევნილი  დიდი  ხნით. მაგრამ, რადგანაც სურდა ეხსნა ქვეყანა ნგრევისა და  მოსპობისაგან,  თავს  იდო  მოლაპარაკებოდა მტერს  და  მის  წინაშე  წარმდგარიყო.
შემდეგ  თავისი  შორსმჭვრეტელობით  ფარული  წერილი  მისწერა: სპარსეთის  მეფეს  მტრის  მუქარათა  შესახებ  და  სთხოვა,  რომ  ეპატიებინა  მისთვის,  თუ  ერთხელ  აამებდა  მტრის  გულს  მის  წინაშე  წარდგენით.  ხოლო თუ არ [შეუნდობდა],  ქვეყნის  საზღვრებს  გასცილდებოდა.  ვიდრე  თვალი  ეჭირა  მეფის  პასუხისაკენ,  სურდა ახლოს  ჰყოლოდა მტრის  მიერ  გამოგზავნილი  ელჩები.  მოიგო  მათი  გული  მცირეოდენი ვერცხლით  და  სხვადასხვა  მიზეზით  ალოდინებდა  მათ.   ხან  ეუბნებოდა,   „მოვუხმობ  ჩემი   ქვეყნის   ყველა  გავარის  მოთავე  წინამძღოლს, რათა შეეუთანხმდე  მათ  თქვენი  მეფის  ბრძანების  საპასუზოდო“.  ხან  კი ამბობდა,  „არაფერი  საჭირო არ არის ყველასთან მოთათბირება, მე თვითონ შევადგენ სათანადო პასუხს  საჩუქრებითურთ,  ნიშნად  თქვენი   მეფის  პატივისცემისო“.  მაშინ  წარგზავნილებმა  ძალდატანება  დაუწყეს  და უთხრეს, – „რაღას  უცდი  და  აგვიანებ,  როცა  უკვე  მოაღწია იმ   დღემ,  როდესაც  მთელ  ალვანეთზე  დაიწყება  თავდასხმები.  აი,   გიმჟღავნებთ  ჩვენი მბრძანებლის  – შათის  ფარულ  ზრახვებს,   მაგრამ, თუ  არ   გსურს  მისი  ბრძანებისამებრ  მოიქცე,   მაშინ  აჩქარდი  გასაქცევად,  რათა  თავი  დაიხსნა.  რადგანაც  ჩვენ პატივისცემა  და  საჩუქრები მივიღეთ შენგან,  როგორც  ღვთისმოშიშებს  არ  გვსურს  ცბიერება  და იმის  დანახვა,  თუ  ჩვენი უთვალავი  ჯარის  ხელები  როგორ  გეკვეთებიან შენ, ახლომახლო  მცხოვრებთ  და შენს  ხალხს“.
ვიდრე  ისინი  ამას   ამბობდნენ,  უეცრად  ჩვენი  ქვეყნის  ყველა  მიდამო,  მინდვრები  და  მთის  მწვერვალები,  ბორცვები  და  ღრმა  ხევები სიბნელემ  და   ღრუბელმა  დაფარა.  მთელი  ჩვენი   მიწა-წყლის  საზღვრებში,  ყოველ  ნაბიჯზე  სოფლებსა  და  ყანებში,  სახლებსა და  გზაჯვარედინებზე  ყველას  პირიდან  „ვაი,  ვაი ისძოდა. ბარბაროსთა ხმაური კი  არ  წყდებოდა.  არავინ  დარჩენილა,  რომ  ბოროტი  მტრის  გამანადგურებელი  ხმა [არ  სმენოდა].  ეს  ხდებოდა  ერთსა  და  იმავე  დღეს  და ერთსა  და  იმავე  საათს.  წინასწარ  წილისყრით  გაყოფილი  ჰქონდათ  გავარები  და  სოფლები,  ნაკადები  და  მდინარეები,  წყაროები  და  ტყეები, მთები  და  მინდვრები.  ყველამ  ერთდროულად  განავრცო  წამლეკავი თავდასხმა.  კიდით  კიდემდე  ცახცახებდნენ  ჩვენი  საზღვრები...
როდესაც  ზღვის  ტალღებმა  დაგვფარეს,  შემდეგ  უკან  დაედევნენ ჩვენს  კათალიკოსს,  გააქციეს  ის   იმ ადგილიდან,  სადაც  ქვიან-მთიანი სოფელი, სახელად  კოლთაგარაკი74 იყო.  მან  მიატოვა  თავისი  ნივთები, საეკლესიო  განძეულობა,  შეჯდა  ცხენზე   და   გაიქცა.   მსახურებიდან ვერავინ   შეძლო  მასთან   ერთად  წასულიყო.  მხოლოდ  ერთმა,  ჩვენს ქვეყანაში  მოსულმა,  სახელად  გადვშნასპმა,  კაცმა უძლეველმა  ღა  ღონიერმა,   თავისი  ხალხის  წინამძღოლი  ტომიდან,  მოასწრო  მასთან  ერთად გასვლა.
არცახის  პიტალო  მხარეების  ქვიანი  ხევები  და  კლდოვანი  მთები ვერ  აბრკოლებდნენ  მტრის  თავდასხმებს,  რადგანაც  ჩვენმა  ცოდვებმა სამძიმო  საქმენი  შეამსუბუქეს  მათ  წინაშე.  მათი  ცხენები  წაუბორძიკებლად  მიდიოდნენ  მთის  მწვერვალებზე.  დაეწივნენ  კიდეც  მტრები კათალიკოსს  და   მოჭიმეს  მშვილდები  მის   წინააღმდეგ  ბილწი  საქმისათვის,  მაგრამ  იმ   დროს  საკვირველმა  წმინდა  ჯვრის  მადლმა,  რომელიც თან ჰქონდა,  გამიჯნა  ის მტერთაგან.  იმ  დღეს  არავის  ხელი  არ  შეხებია   მას.  შებინდებისას  გადარჩენილები   ვედრებით  შესთხოედნენ [ღმერთს] ბნელ  ღამეს  ნათელი  დღის  ნაცვლად.  [მართლაც] დიდი  მამამამთავრისა  და  ყველა გადარჩენილისათვის  ღამე  გამოჩნდა  ხსნის  გზა. ხელმეორედ  მოაღწიეს  იქიდან  მტრის  მოციქულებმა  [და  თქვეს] „თუ დაგვიჯერებ,  გადარჩებით  შენ,  შენი  სახლი  და  ყველა  შენს  ქვეყანაში დარჩენილი,  ხოლო  თუ  არა,  ნაბრძანები  გვაქვს  ნებით  თუ  უნებლიეთ მასთან მიგიყვანოთ“.
კათალიკოსმა  თავისთან  შეკრიბა  ყველა  თავკაცი,  მეფის  შთამომავლები  და  ქვეყნის  დიდებულნი, გავართა და სოფელთა თავები, ხუცესები, დიაკვნები და მკითხველნი, რომლებიც  იმ  დროს,  იქ,  ჩარაბერდის75  სიმაგრეში  იმყოფებოდნენ  და  უთხრა:  „ძმებო,  ხომ  თქვენ  თვითონ  განიცადეთ  უდიდესი  დარტყმები,  შიში  და  ძრწოლა  გაუმაძღარი და  შეუბრალებელი  მახვილისაგან,  რომელიც  ჩვენი  ცოდვების  გამო მოგვევლინა  და  მოულოდნელად  ჩაგვძირა,  ახლა  ვართ  საგონებელში ჩავარდნილნი  და  არ  ვიცით,  სად  წავიდეთ  და  საით  გავექცეთ  მათ.  მოვიქცეთ  მათი  ნებისამებრ  თუ  არა?  თუმცა  კი  ჩვენი  სიკვდილის  დღე მათ  ხელში  ყოველ  წუთს  თვალწინ  გვესახება,  მე  მაინც  მოგისმენთ, ვნახოთ,  იქნება  სასარგებლო  რჩევა  მომცეთ.  სწრაფად  კი  მიპასუხეთ, რადგანაც  ჩემთან  მოსული  დესპანი  ჩქარობს,  ის  მდაბიოთაგანი  კი  არ არის,  არამედ დიდებულია  მტრის ჯარიდან, – მეფისწული  შათის  სარწმუნო  აღმზრდელი  და  დამრიგებელი“.  როდესაც  ეს  აუწყა,  ერთიანად  ხმა  აიმაღლეს  და  უთხრეს:  „რატომ  გველაპარაკება  ჩვენი  უფალი ამგვარ  რამეს  და  ჩვენ,  უბედურებს,  დაგვცინის,  განა  არის  ჩვენს  შორის  ვინმე  შენზე  ბრძენი,  რომ  ჭკვიანური  რჩევა  მოგვცეს,  ანდა  გავბედავთ  შენს წინაშე  გონიერი სიტყვებით  ლაპარაკს? ხოლო  თუ  კაცთმოყვარე  ღმერთი  შეგვიწყალებს,  ნუ  დააყოვგნებ, როგორც  მამაცი  მოძღვარი,  ჩვენთვის  თავის  დადებას,  ასევე  ჩვენც,  შეძლებისამებრ  თავს დავდებთ  შენთვის“.  მაშინ  უთხრა  მათ [ვირომ]:  „თუ  უფალი  ინებებს მე  მათი  შიში  არა  მაქეს,  მაგრამ  თქვენ  ისე  მოიქეცით,  როგორც  მე გეტყვით:  თითოეულმა  თქვენთაგანმა  თავისი  შეძლებისამებრ  მოიტანოს  ვერცხლი,  ოქრო  და  სამოსელი,  მხოლოდ  თქვენი  გული  ქონებას ნუ  დაინანებს,  რათა  შევძლოთ  მათი  საჩუქრებით  მოსყიდვა“.  მართლაც  ყველამ  თანხმობით  მოიტანა  განძი  მის  წინაშე.  მან  ამ  განძიდან ამოარჩია  მრავალი  რამ,  რაც  უფრო  შესაფერისი  იყო  პატივსაცემად და  ძღვნად.  გამოჰკითხა  მასთან  მისულ  მეფის  ძის  ლალას  და  მისგან შეიტყო  დიდებულთა  და  იშხანთა,  ნახარართა  და  ზორავართა,  მთელ ჯარში  ტომის  უფროსთა  სახელები,  მათი  მაღალი  თუ  დაბალი  მდგომარეობის  შესახებ,  რათა  სცოდნოდა  რა  ნივთებით  ეცა  პატივი [თითოეულისთვის]. ამგვარად  დაანაწილა  ქონება  მათ  ტომთა  სახელების  მიხედეით, ხელწერით  აღნიშნა  და  დაბეჭდა.  შემდეგ  ბრძანა ფორნებზე დაეწყოთ და იქ მყოფთ მიუბრუნდა:  „მე  მიმაჩნია, რომ  მდაბიოთა გარდა ყველა  ცნობილი  პირი  უნდა  წამომყვეს  უცხოელთა  ბანაკში,  რათა მორჩილების  გამოცხადება  თქვენთან  ერთად  უფრო  სარწმუნო  იყოს მათ  თვალში“.  როდესაც  ეს  მოისმინეს,  ბევრი  დაეთანხმა,  მცირენი  კი შეშინდნენ. [ვირომ] მათ  დარჩენის  ნება დართო  და  ძალა  არავისათვის დაუტანებია.  თან  ასე  მიმართა:  „გამხნევდით  შვილნო,  ნუ  შეგეშინდებათ,  რადგანაც  წინ  მიგვიძღვის  ჭეშმარიტების  სული,  მოსეს  კვერთხი და  ქრისტეს  წმინდა  ჯვრის  მადლი.  უნდა  დავაცხროთ აბობოქრებული ზღვის  ტალღები  ჩვენ წინაშე“.  გავიდა  იქიდან  და  წინ  გაემართა [მტრის  ბანაკისაკენ].
როდესაც  მთა  და  ხევები  გადაიარეს  და უტის  გავარის  ურთის  ლამაზ და  სწორ  მინდვრებზე  გაიშალნენ,  იმ ადგილების  ცნობა  გაუჭირდათ  შათის  ჯარების  სიმრავლის  გამო.  როგორც  ოდესთაც  მეწამულ ზღვაში, ასევე ახლაც, ვიდრე მიაღწევდნენ უფლისწულის კარს, მთელი საზღვრები  გარშემორტყმული  იყო  ურიცხვი  ბანაკებით  მარჯვნიდან  და  მარცხნიდან.  ის   ნახეს  დაბანაკებული  იმავე  გავარში,  ჩრდილოეთის  მხარეს,  დიდი  ქალაქის  პარტავის  მახლობლად.  უხვად  მომდინარე ტყის  ნაკადულებს  შორის.  იქ   დავინახეთ  მრავალი  მათგანი  მუხლმოყრით  მჯდომარე  მსგავსად   მძიმედ  დატვირთულ  აქლემთა  ქარავნისა. თითოეულს  სინი  ავსებული  ჰქონდა  უწმინდურ  ცხოველთა  ხორცით, ამასთანავე – თასები  მარილწყლით,   რომელშიც   თავიანთ   საჭმელს აწებდნენ. ოქროთი  მოვარაყებული  ვერცხლის  ჭიქები   და   სასმისები წამოღებული  ჰქონდათ  ტფილისის  აოხრებისას.  მათვე  ედგათ  რქისა და  ხის  გოგრისებური  დიდრონი  ჯამები,  რომლებითაც  წვენს  ხვრეპდნენ.   იმავე  ქონიანი  ბინძური  ტუჩებით  ერთი  და  იმავე  ჭიქიდან  ორ-ორი,  ან   სამ-სამი  მათგანი  თავიანთ  გაუმაძღარ  მუცლებში,  როგორც  გაბერილ  ტიკებში,  ისხამდნენ  ნამდვილ  ღვინოს,  ხან  კი   აქლემისა  და ცხენის  რძეს.
მათ დაწესებული  არ  ჰყავდათ  მერიქიფენი,  არც ზურგიდან  მომსახურენი,  უფლისწულსაც კი, – არა. მხოლოდ  მებრძოლნი   გარშემო სიფრხილით  იცავდნენ მის  კარს  ფარითა  და შუბით.  როდესაც  მოსულნი  კარის  მცველებს  შუა  გაატარეს,  კათალიკოსის  უკან  ჩვენგან  მირთმეული  საჩუქრები  შემოიტანეს.  შემდეგ  [შათის] წინაშე  წარდგნენ  და ყველას  უბძანეს  მუხლმოყრით  სამჯერ  თაყვანი  ეცათ  მისთვის.   მხოლოდ  კათალიკოსი  წაიყვანეს  შიგნითა  სადგომში,  სადაც  მეფისწული იჯდა,  ხოლო  სხვები  მეორე  კართან  შეაჩერეს  და  იქ  ზურგიდან  ძღვენი  ჩამოხსნეს.  [შათის] წინ  მდგომმა  კათალიკოსმა  თაყვანი  სცა  და ძღვენი  მიართვა მას, ასევე  – ყველა  დიდებულს.  იმან   მიიღო  საბოძვარი  და   მეტად  გაიხარა  მისი  ხილვით.  ამალითურთ  გაემართა  მისკენ და  უბრძანა  თავის  მახლობლად  დამჯდარიყო  კარავში.  ერთხანს  უყურა კათალიკოსის  სახეს  და  უთხრა:  „შენ  მამა  ხარ  ჩემი  და  შენი  სახე ღმრთის  სახეს   ჰგავს.  რატომ  აყოვნებდი  ჩემთან  მოსვლას.  მაშინ  ეს დიდი  თავდასხმა  აღარ  მოხდებოდა  შენს  ქვეყანაზე  ჩემი  ჯარის  მიერ. ხოლო  ახლა,  შენი  მოსვლის  გამო  ჩემი  სახელით  გამოვა  ბრძანებები მთელი  ჩემი  ძლევამოსილი  ლაშქრის  მიმართ, რათა  ისინი  უკანვე  გაბრუნდნენ  თავიანთ  ბანაკებში  და  მეტად  აღარ  გამოვიდნენ  შენი  ქვეყნის   საზღვრების  დასარბევად.  მთელი  ჩემი  ძალები  შენ  დაგემორჩილებიან,  ხოლო  მე    გპირდები  მამაჩემის,  ჯებუ  ხაქანის მზის  ფიცით, რომ  შენს  თხოვნას  უსათუოდ  შევასრულებ.  შენ  კი   უბრძანე  მთელს შენს  სამთავროს  დაუბრუნდნენ თავიანთ  კერებსა  და  საქმიანობას.  მე თავს  დავატყდები  იმ  ქვეყნებს,  რომლებიც  შენს  გარშემო  მდებარეობენ,  მოპოვებულ ალაფსა  და  ნადავლს  შენს  საზღვრებში  მოვაგროვებ. ერთი  დარბევის  ნაცვლად  ორმაგად  დაგიბრუნებ  ადამიანისა  და  პირუტყვის  სიუხვეს.  ეს  სამი ქვეყანა – ალვანთა, ლფინთა  და   ჩორის, საუკუნო მემკვიდრეობით  ერგო  მამაჩემს“.
წამოდგა  კათალიკოსი,  თაყვანი  სცა  მას  და  უთხრა:  „ჩვენ  შენი და  მამაშენის  მონები  ვართ,  მეც  და  ჩემი  ქვეყნის  ყველა  მცხოვრები. შეიბრალე  შენი  მონები  და  ამიერიდან  მახვილი  მიაბრუნე,  რათა  შენ და  მამაშენს  ისე  გემსახუროთ,  როგორც  სასანიანებს  ვემსახურებოდით“.  როდესაც  წმინდა  ჯვრის  მადლით  ეს   წარმოთქვა,  დაცხრა  მხეცისებური  იშხანის,  ყველა  ნახარარისა  და  ჯარების  რისხვა.  დამშვიდნენ  როგორც  ცხვრები, როგორც  ღვთის  მოშიში ლაშქარი – მოყვარული ძმათა და თანამოაზრე  მოქალაქეთა და მეზობელთა.  კათალიკოსის სახელს  თავიანთი  უფლისწულის  სახელის  თანასწორად   აცხადებდნენ: „ღმერთი – შათი, ღმერთი – კათალიკოსი“,  ხოლო  მასთან  ერთად მოსულებს საყვარელ  ძმებს უწოდებდნენ.
შემდეგ  ბრძანა  სადილად  ერთად  დამსხდარიყვნენ.  თავიანთი  ჩვეულებისამებრ  ესენიც  მუხლმოყრით  დასვეს.  წინ  დაუდეს  ჭურჭელი უწმინდური  ხორცით,  მაგრამ  ამათ  არ   ისურვეს  ჭამა,  რადგანაც  ორმოცდღიანი  მარხვის  დღეები  იყო.  [შათმა] ნება  დართო  ღვთის  მონათა  სურვილს.  წაიღეს  ხორცი  და   ტაფაზე  მცირედ  შემწვარი  პურები მოიტანეს. ღმერთს  მადლობა  გადაუხადეს,  ილოცეს,  ჭამეს  და  ასიამოვნეს   მათი  გულები.  ნავახშმევს   ბრძანა [შათმა] გაეცილებინათ  კათალიკოსი  თავის  ხალხთან  ერთად,  წაეყვანათ  ქალაქში,  რათა  იქ   ბინაში მოესვენებინა.
იმ   დღის  შემდეგ  [ვირო]  მათთან  იყო  ბანაკში,  როგორც  სვლის, ისე  დგომის  დროს.  როდესაც  მათი  გულები  მთლიანად  ერწმუნენ  მას, მაშინ  [კათალიკოსმა]  გაბედა  ეთხოვა  უფლისწულისათვის:  „რადგანაც ჩვენ  შენი  მონები  ვართ,  ვილაპარაკებ  შენსავე   სასარგებლოდ  ჩემო მეუფევ,  ქვეყანა  რომ  არ   განადგურდეს  და   გაუდაბურდეს,  გაგზავნე შენი  მხრიდან  სარწმუნო  თავკაცები  ყველა  ადგილას  სოფლებსა  და დაბებში,  ციხეებსა  და ქალაქებში,  რათა  დაბრუნდნენ  ქვეყნის  მცხოვრებნი  და უშიშრად  იშრომონ, დაცულნი იყვნენ შენი  ჯარების  ყოველგვარი  ძალმომრეობისაგან.  რადგანაც  გულწრფელად  გეყმო  ჩემი  ქვეყანა  შენ  და  მამაშენს,  შეიწყნარეთ  ჩემი  ვედრება  შენ  და  შენმა  დიდებულებმა  და უბრძანე  გაათავისუფლონ  შენი  ჯარების  მიერ ყველა დატყვევებული – კაცი და  ქალი, ქალიშვილი,  და   ყრმა,  რომლებიც შეპყრობილი  ჰყავთ  თავიანთ კარვებში,  რათა  არ   დაშორდნენ  და  არ გაეყარნონ  მამები თავიანთ  შვილებს და დედები – ქალიშვილებს.  გაუცხოებულებმა  არ  მიატოვონ  თავისი  ქვეყანა,  მსგავსად  ალერსიანი  შვლებისა,  რომლებიც  მონადირეებს  უტოვებენ  თავიანთ  ნუკრებს“.  ამგვარი  მშვიდი  და  საალერსო  სიტყვებით,  სულიერი  სიბრძნის  წყალობით,  მოაქცია  მისი  გული  თავისი  თხოვნისაკენ.  მეფისწულის  სახელით გამოვიდა  ბრძანება  მთელი  ჯარის  მიმართ,  რათა  გაეთავისუფლებინათ ყველა  დატყვევებული  და  არავის   გაებედა  მათი  შეფერხება  ან   დამალვა,  წინააღმდეგ  შემთხვევაში  უდიდესი  სასჯელი  მოელოდათ.  ამასთანავე,  გაგზავნა  მათთან  ცნობილი  კაცები,  სახელად  თანდეანნი76,  კათალიკოსის  მსახურებითურთ,  რომლებიც  გადავიდნენ  მათ  ბანაკებში, კარვებსა  და  სადგომებში  და  [დაიწყეს ტყვეების] ძებნა  და   პოვნა. ქვევრებსა  და  პირუტყვთა  შორის  დამალულ  ნორჩ  ყრმებს  ეწეოდნენ და  გარეთ  გამოჰყავდათ.  ვერავინ  ბედავდა  მათ წინააღმდეგ  გამოსვლას. შეაგროვეს  ისინი  ჯგუფ-ჯგუფად  და  კათალიკოსის  კართან  მიიყვანეს. ხოლო  ის,  როგორც  ბარტყების  შემბრალე დედაჩიტი,  შიშვლებს  აცმევდა, უქონელთ  აჭმევდა  და სათითაოდ  თავიანთ  სახლებში  აგზავნიდა.  ღვთიური  მადლი  იყო  მასთან  და კეთილად  აწყობდა  თავის  გზაზე ყოველივე  განზრახულს.  განდიდდა  მისი  სახელი  მრავალრიცხოვან მტერთა  შორის,  ხოლო,  როდესაც  გვეწვია  ღმერთი,  იხსნა  მათი  ხელიდან თავისი  ხალხი.
თავი  XV
შიმშილის, მახვილისა  და ტყვეობის გაძლიერება
საჭიროა  და  უნდა  გავიხსენოთ  შიმშილობის  ის   აუტანელი  დრო, როდესაც  მოვიდნენ  და  ჩვენს  ფეხთით  დაძვრებოდნენ გამანადგურებელი  ვირთხები. მათ  შეჭამეს  მთელი  მცენარეულობა  და  ჩვენი  მინდვრების ნაყოფი ერთიანად გაანადგურეს. შემდეგ ერთ ადგილას  შეიკრიბა სამი  შემაძრწუნებელი  მხედართმთავარი:  შიმშილი,  მახვილი  და  მათი მსახური – სიკვდილი. ერთად  მომავალნი  ერთმანეთს   აჩქარებდნენ, შეუბრალებლად  კოდავდნენ  და  ძირს  დაგდებულ  გვამებს  ამრავლებდნენ.  არავის  არ  ღირსებია  ზიარება  და  ცოდვებისაგან  განწმენდის  უკანასკნელი  კმაყოფილება,  რადგანაც  წინ  ეღობებოდა  მახვილი,  ასუსტებდა  შიმშილი  და  ახრჩობდა  სიკვდილი.  ოჰ,  ეს  მძიმე  დრო!  საბრალონი იყვნენ იმათი  თვალები,  რომლებიც  ამ   დიდ  უფსკრულს  უყურებდნენ.  უბედური  გადარჩენილები  მთებს ევედრებოდნენ  თავზე  დამხობას, შეშინებულნი ფოთლებივით  ცახცახებდნენ.
ამ მძიმე დროს, ორმოცდღიანი მარხვის დღეებში, მოურიდებლად და განურჩევლად მიდიოდნენ მიცვალებულთა უწმინდურ  გვამებთან, ბალახთა ძირებთან,  ხეებს კანს აცლიდნენ და  ტოტებს – წვერებს, ღეჭავდნენ, მაგრამ  ამგვარი  საკვები  ძალას  ვერ  მატებდათ.  ხანაც  უბედურნი  ვაზის ხმელ ტოტებს ფქვავდნენ  და  ჭამდნენ.  ერთ  ადგილას შეგროვილი მშიერთა  სხვა  გროვა  მისცვივდებოდა  ამისთანებს  და  ძარცვავდა.  სჯიდა მათ  და  ამრიგად   იხოცებოდნენ  გაჭირვებასთან  ერთად.  მუდამ  დახარბებული  ეძებდნენ  მათი  თვალები  გასაძღომს  და  [მზად  იყვნენ] ამხანაგის მოსაშორებლად.  მე მოვისმინე სარწმუნო კაცთაგან,  რომ  ჩვენ ვნახეთო ზოგიერთები,  რომლებიც  მიცვალებულთა  ნაწილებს  ჭამდნენ,  ასევე საქონლის  მრავალხნიან  ტყავებსა  და შებოლილ  რუმბებს.  აგრეთვე ხარშავდნენ და  ჭამდნენ  ძველი წაღების  ყელებს.  სხვა  მაგალითი  ჩვენი განსაცდელისა  ვეღარაფერი  ვიპოვეთ გარდა  იერუსალიმის დაქცევისა ვესპასიანესა  და ტიტოსის  მიერ. 
ჩვენ  ვქელავდით  მინდვრის  პირებზე  შიმშილით  დახოცილთა  გაშავებულ  და   გასიებულ  გვამებს,   როგორც  ნიაღვრის  ქვებს. მათზე აღსრულდა  წინასწარმეტყველის   სიტყვები: – სახედარივით  დაიმარხები  და  არ მოიძებნება შენს სახლში მწუხარების  პური.
სიმწვანის  გამოჩენის  დროს  დახოცილთა  რიცხვი  უმეტესი  გახდა, ვიდრე  მთელი  ზამთრის  მანძილზე.  განსაკუთრებით  საყურადღებო  და საგულისხმოა  ის,  რომ,  როდესაც  მოახლოვდა  შიმშილობის  დასასრული,  სხვა  სახის  დაავადება  გავრცელდა  ჩვენი  ქვეყნის  სახღვრებში. ის  არ  იყო  სხვა  სატკივართა  ბუნებისა.  ამ  ავადმყოფობით  შეპყრობილნი  ერთი  ან  ორი  თვის  განმავლობაში  უგრძნობელნი  ხდებოდნენ, კბილებს  აკაწკაწებდნენ,  თვალები  ეკარკლებოდათ,  ავადმყოფობის  ნიშნებს  ვერ  გრძნობდნენ,  არ  იცოდნენ  წყლის  მოთხოვნა.  ზოგიერთები,  როგორც  შმაგი  მთვარეულები  საწოლიდან  დგებოდნენ,  შიშველნი და სირცხვილეულნი კედლებს ელაპარაკებოდნენ  და ქარებს შესტიროდნენ.  სხვები  ავადმყოფთა  მომვლელებს  მუშტებს  ურტყამდნენ.  თუმცა  დაავადება  ვერაგი  იყო,  მაგრამ  სიკვდილს  არ  იწვევდა.  მას  სიგიჟის  სენი  უწოდეს.  მათი  გაშავებული  სხეული  ხმებოდა  და  დნებოდა, უსუსტდებოდათ  სახსრები,  სცვიოდათ  თმები  და  წვერები.  მათ  სავალალო  მდგომარეობას  მრავალი  დღე  დავტიროდი,  შევთხოვდი  ყოვლადმოწყალე ღმერთს დაესრულებინა აუტანელი  ტანჯვა.
მე,   ალვანთა, ლფინთა  და  ჩორის  კათალიკოსი  ვირო,  აღარ  ვილაპარაკებ  ყველა  სხვა  ნაირნაირ სიბილწეზე – სხეულის  სიშავესა   და თავები   გამელოტებაზე. ამაზე  აცხადდა  წინასწარმეტყველება: „და აღვიღო ყოველსა წელსა ზედა  ძაძა  და ყოველსა  თავსა ზედა  სიმ– ცირე  და  დავდვა  მე   იგი  ვითარცა  გლოვა  საყვარელისა.
შემდეგ,  როდესაც  ღმერთმა  ყოველი  თავისი  სურვილი  აისრულა, გაახსენდა  ისინი,  როგორც  ნოე  კიდობანში  წარღვნის  დროს  და  შეიწყალა.  მიანიჭა სათხოვარი,  გამოუგზავნა  მათ  სიუხვე,  გააძღო  მშივრები და სიკეთით  აავსო  უქონელნი,  რათა  დამტკბარიყვნენ  და ღვთის  დიდება   განეგრძოთ.
თავი  XVI
უდიდესი  სასწაულნი,  რომლითაც  მტრებზე  შურისძიება გამოიძებნა
სპარსეთის მეფის  კავატის შვილის არტაშირის [მეფობის] მეორე  წელს,  ვიდრე  ის   ჯერ  კიდევ  თავისი  სურვილით  განაგებდა,   ჩრდილოეთის  იშხანი (ანუ დას. თურქთა ხაკანი) მოძალადეობით   ძლიერდებოდა  მთელს თავის  საბრძანებელში.  ძრწოლასა  და  შიშსა  ჰგვრიდა  ქვეყანას. 
მან  მოხელეები  დაგზავნა  სხვადასხვა  სახის  ხელოსნებთან,  რომლებსაც ოქროს  მოპოვების,  ვერცხლის  გამოდნობის,  რკინის  საბადოებისა  და  სპილენძის  წარმოების  ცოდნა  ჰქონდათ.  აგრეთვე  ვაჭრებსა და  დიდ  მდინარეებზე, მტკვარსა და  ერასხზე,  თევზმჭერებს  გზებზე მებაჟენი დაუყენა.   ყველაფერს  მოითხოვდა  მათგან  ზუსტად,   დიდრაქმასაც77,  სპარსეთის  სამეფოს  ჩვეულებრივი  აღწერის  შესაბამისად. როდესაც  გაეცნო  ქვეყნის  ყოველგვარ  სიკეთეს  და  თავის  გულში  დარწმუნდა,  რომ  მისგან  დაფარული  არაფერი  იყო,   მაშინ   გადაწყვიტა, ზაფხულში  სომეხთა  ქვეყანას  დასხმოდა  თავს  და  მასთან  ერთად  დაემორჩილებინა  მისი  მოსაზღვრენიც.  თავისი  ჯარიდან  ამოარჩია  სამი ათასი   ძლიერი  კაცი,  მათ  მოთავედ  დაუყენა  ჩორპან  თარხანად  წოდებული  სისხლისმსმელი  და  გაბედული  [მებრძოლი].  გაგზავნა  ის   თავისზე  ადრე,  რათა  უსაფრთხო  გზა  დაეხვედრებინა  მისთვის  და  ცნობებიც მოეგროვებინა  სპარსეთის  გაყოყოჩებულ  მხედართმთავარზე, რომელსაც  ჯერ  კიდევ  ეპყრა  პალესტინის  ქვეყანა.  მერე  თვითონაც აღჭურვა  მრავალრიცხოვანი ლაშქარი  სამგზავრო  მოთხოვნილებით  და ნელ–ნელა  გაჰყვა  უკან.
როდესაც [ჩორპან  თარხანამა]  თავისი  მოწინავე  ჯარით  სომეხთა ქვეყანას  მიაღწია,  შეიტყო,  რომ  მის  წინააღმდეგ  სპარსეთის  ზორავარი  მოდიოდა.  აიმართა  როგორც  გველი  და ჩაუსაფრდა,  რათა  დაეცვა მისგან  გზა. [სპარსეთის  ჯარის  სარდალმა]  შაჰვარაზმაც  შეიტყო,  თუ რა   განიზრახა  მათ  წინააღმდეგ  მტერმა  და  სადამდე  მიაღწია  მისი  ჯარის  უშიშარმა  მოწინავე  ნაწილმა. მაშინ  მან  საქვეყნოდ  მიმართა  თავის ლაშქარს,  შთააგონა მოესპოთ  სასანიანთა  გვარეულობა,  ხოლო  მეფედ თვითონ  ის   დაესვათ,  ეუბნებოდა:  „შეხედეთ  და  დაფიქრდით  სპარსეთის  ხალხო,  რომ  თქვენ  არარაობა  ხართ  ჩემს   გარეშე.  მე   გავაძევე ჰრომაელის  ძე,   ახლა  კი  აღმოსავლეთის  წინააღმდეგ  დავბრუნდი.  ვუბრძანებ  ჩემს  მამაც  ჯარებს  ცხენის  ფეხებით  გათელონ გოდესტანელები – ჩრდილოეთის  მხრიდან  მოსულნი, ვერ  იხსნა  ისინი  თავიანთმა ჩვილმა, რომლითაც  დაიმედებულნი  იყვნენ,  ხელში  ათამაშებდნენ  და კალთაში  ისვამდნენ  როგორც  საკუთარ  ოჯახში  დაბადებულ  ყრმას. მაგრამ  მაინც  დაეცნენ  და  ქედი  მოიხარეს  მცირერიცხოვანთა  წინაშე. თქვენ  კი უგუნურებად  ჩაგთვალეს.  გულში  გაამაყდნენ  და  ჩვენი  არიული  ქვეყნების  დიდებას  ემემკვიდრნენ“.  თქვა  ეს  და  ამაყად  დაუწყო  ლაპარაკი  თავისი  ჯარის  ერთ  მამაც  კაცს,  სახელად  ჰონაჰნს,  რომელიც  ცხენოსანთა  რაზმის  მეთაური  იყო, „მოდიო, – ეუბნებოდა, – ამოარჩიე  შენთვის  ათი  ათას  კაციანი  რაზმი  და გაეშურე  მათ  წინააღმდეგ.  ნუ  შეარჩევ  მათთან  საომარ  ადგილს,  ნუ  შეებრძოლები  მათ ისე  და  ნუ  გააშიშვლებ  ხმალს  ქარქაშიდან როგორც  მტრებზე  შურისმაძიებელი, რათა  თავის  ხალხში  არ  იტრაბახონ,  რომ  ხმლით  მოიცელნენ,  არამედ თქვენი  ცხენების ფლოქვებითა  და  მკერდით  გათელეთ და  გაფანტეთ  როგორც  ფერფლი  ქარისაგან.  როდესაც  ასე  მოექცევი მათ  და  მოსპობ,  წინ  გაეშურე  მეფისა  და  მისი  ბანაკის [გასანადგურებლად]. ამით დასრულდება  შენგან  საომარი მოქმედება  მათთან. როდესაც  ყველა  ერთიანად  მოისპობა,  ბრძოლის  ადგილს  „მტრის  სასაფლაო“  უწოდე.  აი, რაც  უნდა მეთქვა შენთვის“.
როდესაც  ეს  მოისმინა  უამაყესმა  ამაყთაგან,  თავისი  თავით  გაყოყოჩებული  და  კმაყოფილი  დაბრუნდა  მისგან. დაათვალიერა  ჯარები და  მტრის  წინააღმდეგ  გაეშურა.  მოწინააღმდეგემ  შეიტყო  ეს   და  მის მოსვლამდე  გზაში  ჩასაფრდა.  [ჰონაჰნის  ლაშქრის] ნახევარმა  ბრძოლა დაიწყო,  მაგრამ  ხელჩართული  კვეთებისას,  მაშინვე  სირბილით  უკუიქცა, შემდეგ აქეთ-იქიდანაც  წამოიშალნენ,  უყვიროდნენ  მათ  და  გარსშემოერტყნენ როგორც  ცეცხლი  ლერწამს.  გეღამის  ტბის  ნაპირას  არც ერთი  არ  გადარჩენილა  მათგან  და  არავინ  იყო,  რომელიც ესოდენ  სამწუხარო  ამბავს  უკან  წაიღებდა.  მათი  ტრაბახი  საწინააღმდეგოდ  შემობრუნდა,  რადგანაც  კაცი  საკუთარი  ძალით  არ  არის  ძლიერი,  არამედ უფალი  ასუსტებს  თავის მოწინააღმდეგეს.
როდესაც  გაძარცვეს  გვამები,  შეაგროვეს  ცხენთა  აღკაზმულობანი,  შუბები  და  მოოქროვილი  ხმლები,  ფარები და ჰრომაელთა ხელოევნებით  შესრულებული საუკეთესო ტანსაცმელი, მთელი შეგროვილი [ნადავლი] ერთმანეთში  გაინაწილეს. [შემდეგ]თავიანთი  ჩვეულების მიხედვით  ყველა  ლამაზ  ცხენს  გაუჭრეს  მკერდი  და  ნესტოები, შეაჭრეს ფაფარი  და შუბლის [ბალანი],  აგრეთვე  კუდი  ტყავიანად  და  ერთი  ადლის (სიგრძის)  ძვლიანად.  ამით  ამახინჯებდნენ  მათ შესახედაობას მუშა სახედრის  მსგავსად. 
ახლა, როდესაც ეს  სიამაყე  დაძლეულ  იქნა,  მაშინ  ყოველმა  ჩრდილოეთელმა მებრძოლმა  და იმან,  ვინც  ხმალს  ატარებდა,  შეიგნო,  რომ მათთვის  არაფერს  წარმოადგენდა  მეფეთა  უფლება  და  მხედართმთავართა  ძლიერება,  რადგანაც  ჩრდილოეთის  რკინის  ქვაბმა  პირი  იბრუნა   თავისი  შვილების  წინააღმდეგ.  დაიწყო  მძვინვარება,   მისი  რისხვა მისსავე  ბარტყებს  დაატყდა.  ერთის  წილ  საურავად  ათასი  მიჰქონდა, ორის  წილ – ურიცხვი.  დაიწყო  ლაპარაკი  საშინელ  და  საზარელ  შურისძიებაზე,  რაც  უნდა  მიზღვოდათ  ჩვენს  მტრებს.  ჩემი  გონება  მრავალ  ამბავში  მაგალითს  ეძებს,  ნუთუ  ამაზე  უარესი  იყო  ფარაონის  ჩაძირვა ან მოსეს ხელთა აპყრობა ჯვრის  სახით  და  ამალეკის  დამარცხება,  ანდა გედეონის  მიერ  ხოცვა-ჟლეტა და  იესეს შვილის  გოლიათური  სიმამაცე,  ასევე  ღამის  საშინელი  შიში,  რომელიც  განიცადეს  ასორესტანელებმა  და  ამათი  მსგავსი  [სხვა  შემთხვევები].
დავუბრუნდეთ  კვლავ  ჩვენი   თხრობის  რიგს,   უფალმა  უდიდესი რამ  გააკეთა  ჩვენთვის,  მაგრამ  ვერ დავაფასეთ. [ხაზარები] გაეშურნენ სამივე ქვეყნის – სომეხთა,  ქართველთა  და  ალვანელთა  გასასვლელებისაკენ,  მაგრამ  ძლეულ  იქნენ.  [ამ   დროს] მოაღწია  საშინელმა  ცნობამ ჩრდილოეთის  ზღვის  დამშრობისაგან,  რომელიც  იგივე  ჯებუ  ხაქანია,  თავისი  ლეშისმჭამელ  ლეკვ შათამდე;  „თავს  დამესხნენო  ყაჩაღები და  მეტად  ვეღარ  იხილავ  ჩემ  სახეს.  ნაცვლად  იმისა,  რომ  თავი  დამეცვა,   მივისწრაფოდი  უცხო  სამეფოსაკენ,  რაც  წესი  არ   იყო  ჩემთვის. ამპარტავნობის  გამო   მაღლიდან  დავეცი.   ახლა   ნუ   დააგვიანებ  შენთან  მყოფი  ხალხის  განადგურებას.  ეცადე  თავი  დააღწიო  მათ  იმაზე ადრე,  ვიდრე  ეგენი  გაიგებდნენ  მომხდარი  ამბების  შესახებ  და  დააჩქარებდნენ  შენს  მოსპობას.  მე   კი   დავიღუპე  და  მოვწყდი  ჩემს   შვილებს“. 
თავი  XVII
მიჰრის  ტომის  შესახებ,  რომელიც  იყო ხოსროვის  სასანური გვარიდან და ალვანეთის მფლობელი გახდა
ჩეენ   გავიგეთ  უტყუარ  და  ჭეშმარიტ  მემატიანეთაგან,  რომ  ძმები  ბენდო  და  ვსტამი  სპარსეთის  მეფის  ნათესავები,  აღსდგნენ  ხოსროვის   მამის,  მეფე  ორმიზდის  წინააღმდეგ  და  მოკლეს  ის.   თვითონ  კი გაეშურნენ  თავისი  ძმისწულის,  ორმიზდის  შვილის  ხოსროვის  კვალ-დაკვალ,  რათა  გაქცეოდნენ  ვაჰრამს,   ჩობინად  წოდებულს.  ჩავიდნენ საბერძნეთში,  ბერძენთა  მეფე  მავრიკესთან,  რომელმაც  ადრევე  დაისიძა  ხოსროვი  და  მისცა  მას   დიდი  ჯარი.  მაშინ  წამოვიდა  იქიდან  ის და თავის სამეფოს დაეუფლა. 
მრავალი  წლის  შემდეგ  მან  გადაწყვიტა  შური  ეძია  თავისი  მამის ორმიზდის  სისხლის  გამო.  დახოცა  ორივე  ბიძა  ბენდო  და  ვსტამი  და სამოცამდე  კაცი  იმავე  ტომიდან.  ამის  გამო  ხოსროვის  ნათესავი  მიჰრანი  გაიქცა,  თან გაიყოლა  ხალხის  ნაწილი – ოცდაათი  ათასამდე  ოჯახი,   გადავიდა  ალვანთა  ქვეყანაში,  მიაღწია  უტის  გავარს  ქალაქ  დიდი პარტავის მახლობლად  და მოისურვა წასულიყო  ხაზარებთან,  რათა  შემატებოდა [ხოსროვის] მტრებს.
მეფე  ხოსროვს  კი  დაუწყეს  საყვედური  თავისმა  დიდებულებმა, რატომ  არ  ზრუნავო  შენს  ნათესავ  მიჰრანზე,  რომელიც  შიშის  გამო შენს  მტრებს  მიეკედლა  და  ახლა  შენსავე  წინააღმდეგ  წამოვა.  მან  მაშინვე  მისწერა  მიჰრანს:  „ჩემო  ღვიძლო  ძმაო, მტრულად  ნუ  მშორდები, თუ  არ გსურს ჩემთან ერთად ცხოვრება, სადამდეც  ჩემი ხელისუფლება ვრცელდება  და  რამდენის  გავლასაც  ფეხით  შესძლებ,  იმდენი  მიწა აიღე   შენს   საცხოვრებლადო“.  წარგზავნილი  შეხვდა მას გარდმანის მთიან  გავარში.  მან  აიღო [წერილი],  წაიკითხა  და სიხარულით აივსო. რადგანაც ხედავდა იმ ქვეყნის კეთილნაყოფიერებას, გადაწყვიტა იქვე დაბინავებულიყო.  მან  თავის  სახელზე  ააშენა  ერთი  ქალაქი  და  მიჰრავანი78 უწოდა.  გაზაფხულის  დადგომისას  წავიდა  გარდმანის  გავარის ზემო  მხარეში,  მზაკვრული  მიზნით  იხმო  თავისთან  თორმეტი  მამასახლისი,  ხმლით  დახოცა  ისინი  და   დაეუფლა  ქვეყანას.  ამის  შემდეგ კვლავ  დიდხანს  იცოცხლა  და  მშვიდობით  დაასრულა  თავისი  ცხოვრება.
მას  ჰყავდა  შვილი  არმაიელი,  რომელმაც  შვა  ვარდი.  ვარდმა  შვა მამაცი  ვარდანი,  ამან  ააშენა   გარდმანის  ციხე  სამ   წელიწადში.  შემდეგ  თავის  გულში  ვერაგობა  განიზრახა  ჰაიკის  ძველი გვარის – ერანშაჰიკის  მიმართ.  ამ [გვარზე] ზემოთ  გვეწერა  ჩვენს  წიგნში.  მოიწვია სადილად,  დაღუპვის  პური  მიართვა  მათ  საჭმელად  და  გაუმასპინძლდა  თავიანთივე სისხლით – თავი  მოჰკვეთა  სამოც  კაცს  და  მათგან მხოლოდ  თავისი სიძე – არმიჰრნ  ერანშაჰიკი  დატოვა ცოცხალი. ასე გაბოროტდა  ალვანეთზე.  მანვე   დაიმორჩილა  კავკასიის  ველური  ხალხები  და მშვიდად გარდაიცვალა. 
[მამაც  ვარდანს] ჰყავდა  შვილი  ვარდი.  ვარდმა შვა ვარაზმანი, ქალბატონი შუშიკი  და  ვარაზ გრიგორი, – ალვანეთის  პირველი  იშხანი,   რომელიც  მოინათლა  ალვანეთის  კათალიკოსის  ვიროს  მიერ.  ვარაზ  გრიგორს  ჰყავდა  ოთხი  ვაჟი:  ვარაზ ფეროჟი,  ჯუანშერი,  იეზუტ ხოსროვი  და ვარაზმანი, ამჯერად  ეს  ვიკმაროთ.
თავი  XVIII
ვარაზ გრიგორის  მეორე  შვილის  ჯუანშირის  სპარსეთში გაწეული ღვაწლი  და სიმამაცე
სპარსეთის  მეფის  დიდებული  ხოსროვის  გარდაცვალების  ოთხი წლის შემდეგ გამეფდა  მისი შვილი  იაზკერტი.  აგარის მოდგმა კი გაძლიერებული  თორმეტი  ტომის  შემოერთებით, საშინელი და მრისხანე იერიშით  სწრაფად  წამოვიდა,  როგორც  გრიგალი  უდაბნოში,  გაიარეს ასურეთი  და  გამოეშურნენ  სპარსეთის  მეფის  წინააღმდეგ.  მაშინ  ერთიანად  ყველამ,  ვინც  სპარსეთის  სამეფოს  ხელისუფლების  ქვეშ  იმყოფებოდა,  ზორავარებმა  და  იშხანებმა  დიდებულებმა  და  ქეეყნის აზატებმა  ყველა  მხარეში  შეაგროვეს  ჯარები  უცხო  მტრის  წინააღმდეგ:  ამ   დროს  ალვანეთის იშხანმა – ვარაზ  გრიგორმა,  რომელიც  არტაშირის  ტომიდან  იყო,  თვალი  მიაპყრო  თავის  მეორე  შვილს,  ამაყს, გოროზსა  და  მშვენიერ  ჯუანშირს,  რომელსაც  ჯერ  წვერი  არ  აშლოდა სახეზე.  მამის  თვალისჩინი  იყო.  იარაღში  ჩამჯდარი  და  მამაცი,    როგორც  არწივი,   ყველაფერში  მამის  საყრდენი.  ჯუანშირსაც  განეზრახა დახმარებოდა  მას   საქვეყნო  საქმეში,  გატოლებოდა  დიდებულებს  და მდგარიყო მტერთა წინაშე.
ამის   გამო  ვარაზ  გრიგორმა  შვილებიდან  თავის  მაგიერ   უფრო შესაფერისად  მიიჩნია  მისი  გაგზავნა  სამეფო  კარზე.  [ჯუანშირმა] გამოართვა  მამას  რაზმი  და  საერთო  შესაკრებელ   ადგილზე   სიუნიქის იშხანსა  და სომეხთა სპარაპატზე  ადრე  მივიდა.  როდესაც  დაინახა როსტომ  ზორავარმა,  ისე   მიიჩნია,  როგორც  ძმა  და  შვილი,  ასევე  სასურველი  იყო ყველასათვის.
ზორავარმა  იხმო  რამდენიმე ათასი მხედარი და  გაეშურა  ტიზბონს მეფე  იაზკერთან,  რათა  წარედგინა  ჭაბუკი  ჯუანშერი  მისთვის.  მეფემ მაშინვე  თავზე  ხელი  დაადო,  შეაქო  და  ალვანეთის  სპარაპეტი უწოდა. ამის შემდეგ სპარსეთის ზორავარმა წაიყვანა  მთელი ჯარი და ჩავიდა ასორესტანში,  გადავიდა  მდინარე  დკლათაზე  და  მიაღწია  ვეჰკავატის გავარს. გაამაყებული  თავისი   დიდი  ჯარით,  ტრაბახობდა,  რომ  გაანადგურებდა  და  მტვრად აქცევდა  ყველა  სამხრეთელს.  ჯუანშირი  დაბანაკდა  მერეალ  ჯრის (მკვდარი  წყლის)  იქითა  მხარეს, აგარიანთა  პირდაპირ.   როდესაც  ისინი   საბრძოლველად  გამოვიდნენ,  გაეშურა  ალვანთა  სპარაპეტიც და  ვაჟკაცურად მოაბრუნა  საქმე თავის  სასარგებლოდ.  თავიდანვე ბევრი  განაცვიფრა, დაიმედებული  იყო  თავის  მახვილზე, რადგანაც იცოდა,  რომ უფალი  მასთან  იყო.
რამდენიმე  დღის  შემდეგ,  მეჰეკის79  თვეში  ქრისტეს  შობის  დღეს, ოცდააათი  ათასი  მხედრით  და   ათი ათასი  ქვეითით  გამოემართნენ [სპარსელები] მათ  წინააღმდეგ. აგარის  შვილნი  კი მოვიდნენ  კატშანიდან ფარით აღჭურვილნი მრავალრიცხოვანი  მხედრითა  და  ოცი  ათასიანი  ქვეითი  ჯარით.  წინ   გაიჭრნენ,  რათა  გაენადგურებინათ  სპარსეთის ლაშქარი.
ალვანეთის  სპარაპეტი  მხნე  ვაჟკაცებით  შეიჭრა  [ბრძოლაში], ორი მოწინააღმდეგე  ძირს  დასცა  და  გამოვიდა  სამი  მძიმე  ჭრილობით.  მისი  ცხენი კი ოთხ  ადგილას იყო  დაჭრილი. იქიდან  მდინარე  ევფრატამდე  მოსდია  მტერმა, [ჯუანშირმა] ბრძოლით  გადაცურა  მდინარე,  ტანისამოსი  და  იარაღი  სისხლით  ჰქონდა შეღებილი. [შემდეგ], როდესაც დაინახა, რომ  დიდებულები და მთელი ლაშქარი თივასავით  მოიცელნენ,  გაეშურა  სამეფო  კარისაკენ.  უამბეს  მეფეს  მის  მამაცურ  საქმეებსა  და  მძიმე  ჭრილობებზე,  მაშინვე  ბრძანა  სასახლეში  დარჩენილიყო  და  სამეფო  ექიმები  მიუჩინა.  ქვეყანამაც  ასევე  კარგად  მიიღო.  როდესაც  გამოჯანმრთელება  იგრძნო,  შევიდა  მეფესთან.  მან  თავზე  ხელი დაადო  და  ყველას  მოსასმენად  საქებარი  სიტყეები  უთხრა.  ზორავარის წოდებასთან ერთად წესისამებრ  მისცა დროშა  და მაღალხმიანი ბუკები,  ორი  ოქროს  შუბი  და  ორიც  ოქროთი  მოვარაყებული  ფარი, რომლებიც  ყოველთვის  მის  წინ  მიჰქონდათ.  მაგრამ  ყველაზე  უმეტესი  პატივი  იმითაც  მიაგო,  რომ  წელზე  შემოარტყა  მარგალიტებით მოოჭვილი ოქროს ქამარი და მოოქროვილტარიანი ხმალი, ხელებზე შეაბა სამაჯურები,  ხოლო  თავზე  სასურველი  გვირგვინი  დაადგა.  მისცა  მას აგრეთვე  მარგალიტის  ხვეულები,  ხოლო  კისერზე  ამგვარივე  მანიაკი შემოახვია.  ჩააცვეს  შავი შარვალი  და  წმინდა  აბრეშუმის  ოქროთი  მოსირმული სამოსელი.  [მეფის]  ბრძანებით  მის  სარგებლობაში  გადავიდა სოფლები  მცხოვრებლებით  და  მდინარეები  თევზით  აღსრულდა ამბავი  დაწერილისამებრ  კეთილ  შრომათა  ნაყოფი  არს  დიდებული.  როდესაც  მიიღო  ესოდენ  სამეფო  პატივი,  კიდევ  უფრო  დაწინაურდა. 
მარების  ქვეყანასა  და  აჰმატანში  ორი  ზორავარი  საშინელი  მძვინვარებით  ეომებოდა  ერთმანეთს.  [ჯუანშირმა] ერთი  მათგანი  ყველას თვალწინ  ძირს  დასცა  და  ამრიგად,  როგორც  ვინმე  ბრძენმა,  ისე  დაახავა  ისინი.  ამის  შემდეგ ზორავარმა  ხორაზატმა  უდიდესი  პატივი  მიაგო  და თავისთან  წაიყვანა. 
იაზკერტის მეფობის მერვე წელს ხელმეორედ  გამოვიდა  მოწინააღმდეგე და ექვსი თვის  განმავლობაში  ალყაშემორტყმული  ჰყავდა  მეფე  ქალაქ  ტიზბონში.  მაშინ  ზორავარი  ხორაზატი  და  ალვანეთის  სპარაპეტი  დაეშურნენ  იქით  ჯარებითურთ.  მამაცმა  ჯუანშირმა  თვალები ზეცას  აღაპყრო  და  სამი  ათასით  გაემართა  მათ  წინააღმდეგ.  შეუპოვარი   თავდასხმებით  აიძულა  ისინი  გადასულიყვნენ  მდინარის  იქით. ექვსი  თვის  განმავლობაში  საშუალება  არ  მისცა  გადაელახათ  მდინარე დკლათი.  მაშინ  წაიყვანეს  მეფე   და  შეიყვანეს    დიდ  დასტაკერტში. უზომოდ ბევრი  მტერი გაიჭრა  მის  წინააღმდეგ,  მაგრამ  მეფე  იქიდან ბეკლალში80  გადაიყვანეს.  სამხრეთის შვილნი  კი შეუპოვრად,  როგორც ზღვის  ტალღები,  რამდენიმე  დღის  განმავლობაში  უკან მისდევდნენ. ალვანეთის სპარაპეტი განუწყვეტლივ ებრძოდა მათ და თავის სიმამაცეს ქვეყანას  აჩვენებდა. მან მრავალჯერ  მოიტანა  მეფის  წინაშე უცხო  ტომის მტრის მოკვეთილი თავები.
შემდეგ  ბრძოლა  ბრძოლაზე  შენივთდა,  მძიმე  მარცხი  ხვდათ  უფლისაგან სპარსეთის  ჯარებს  მათი  არსებობის ბოლოს. ზეციდან მოდიოდა  იმათი  სამეფოს  მოსპობის  ბრძანება.  შვიდი  წლის  მანძილზე  იბრძოდა  მამაცი  ჯუანშირი  საშინელ  ომებში.  თერთმეტი  ჭრილობა  მიიღო,  მერე დაშორდა  მათ  და  მოვიდა ატრპატაკანის  გავარში.  როდესაც დაინახა  სპარსეთის  ზორაპეტმა,  რომ [ჯუანშირმა] ასე  გაითქვა  სახელი,  ძალდატანება  დაუწყო,  რათა  მისი  და  შეერთო  ცოლად.  მაგრამ იმან  არ  ინდომა,  ურწმუნოთაგან  მოეყვანა  ცოლი  და  თავისი  ქვეყნისაკენ  გაეშურა,  რითაც  დიდად  გაახარა  მზრუნველი  მამა  რომელიც დაემსგავსა  იაკობ  პატრიარქს,  როდესაც  იხილა  მან  თავისი  პირმშო  რაქაელი.  სახეზე  თეთრწვერდამშვენებულმა,  სულაღგზნებულმა  ჩაიკრა შვილი. 
თავი XIX
ჯუანშირის სპარაპეტობა ალვანეთში,  მისგან სპარსელების დამარცხება,  იაზკერტის სიკვდილი  და  ჯუანშირის კეისართან მისვლა
გაბრწყინებული  ჯუანშირი  დიდებული  სახით  დაბრუნდა  სპარსეთის  ომებიდან  და  მეფის  ბრძანებით  თავისთან   ერთად  განადიდა  მთელი  ალვანეთის  ქვეყანა.  წაიყვანა  თავისი  რაზმი  მამის  თანხლებით  და გაილაშქრა  ქალაქ  პეროზაპატის81 ზემოთ.  ჯუანშირის  ამბოხების  გამო სპარსეთის  ამაყი  მეომრები  დაიძრნენ  ჩვენი  ქვეყნის  წინააღმდეგ.  როდესაც   მტრის  მოწინავე   ჯარი  სწრაფად  შევიდა  ჯუანშირის გავარის ქვედა  მხარეში,  მან  იქვე,   საჩქაროდ  შეიარაღებულმა,  განაცვიფრა ჯარის  ერთი  მეთაური  გელამის  ტომიდან82,  რადგანაც თვითონ  და  მისმა ლაშქარმა  ხმლით  ხელში  ძირს  დასცა  მრავალი  მათგანი.  ხელთ  იგდეს ტყვეები,  ცხენები,  ჯორები,  დიდი  ნადავლი  და   დაბრუნდნენ.  მაგრამ სპარსეთის  რაზმს  არ  შეუწყვეტია  მათი  დევნა.  მთებში  ხელმეორედ შეებრძოლენ  ისინი  ერთმანეთს  და  იმ  დღესაც  გამარჯეება  ჯუანშირს ერგო  უფლის მიერ.  მაგრამ  იმავე  დროს  მოაღწია  ცნობამ,  რომ  სპარსეთის   ჯარები  შეჭრილიყვნენ  პეროზის  ქალაქში  და   ტყვედ  წაეყვანათ  მისი  მამა  ძმებითურთ.  ჭეშმარიტად  ვამბობ,  ისე   გააფთრდა,  როგორც  ბელებდახოცილი  დათვი,  სწრაფად  გავიდა  თავისი  სამშობლოს საზღვრებიდან  და  გადავიდა  მტკვრის  იქითა  მხარეს  კაპიჭანის  გავარში.  იქ  დაუფიქრებლად  კი  არ  მოქცეულა,  არამედ  გონივრულად  დაიწყო  ბრძოლა  მათ   წინააღმდეგ.  უზომო  სიმამაცისას  თავში  დაიჭრა, მაგრამ  ქრისტეს  მარჯვენის  შემწეობით  კვლავ  დიდი  გმირობა  გამოიჩინა,   ისე,   რომ  მტერთაგან  არც  ერთი  არ   დარჩენილა  მოუცელავი. ამის  გამო  მეტად  გაითქვა  სახელი  და  კვლავ  შეისვენა ქართველთა  საზღვრებთან.   იქ,    ქვეყნის  დიდად  პატივცემული  იშხანი   ატრნერსემ83, რომელსაც  ჰრომაელთა  სამეფოსაგან  სამმაგი  პატივი  ჰქონდა  მიღებული,  მოვიდა  მასთან  და  თვითონ  უხვევდა  ჭრილობებს,  რადგანაც  უხაროდა  მისი  დიდი  გულადობით  მოპოვებული  გამარჯვება.  იმ  დროს მათ  მშვიდობის  ურღვევი  კავშირი  შეკრეს  ერთმანეთთან.  [ჯუანშირმა] თან  წაიყვანა  საშველად  ქართველთა  ჯარი,  სასწრაფოდ  გაეშურა უტის  გავარისაკენ  და  სადაც  დაინახა  სპარსეთის  ლაშქარი,  ერთიანად ხმლით  მოსრა.  ასევე  შეუპოვრად  მოქმედებდა  ის  თავის  საზამთრო ქალაქშიც84,  ვიდრე  არ  გაათავისუფლა  თანატოლი  და  ერთი  მუცლიდან  ნაშობი  ყრმები.  მაშინ  [სპარსელებმა] დაიწყეს  ატრპატაკანელთა მრავალრიცხოვანი  რაზმების  იქ  გაგზავნა,  მაგრამ  მას  არ  შეშინებია იმათი,  რადგანაც  ბუნებით  მაშინ  უფრო  შეუპოვარი  იყო,  როდესაც მრავალს  ეწინააღმდეგებოდა,  ვიდრე  მცირეს.  შაკაშენის85  გავარის  ორ ბრძოლაში  დიდი  დამარცხება  არგუნა  ათასობით  მტერს  და  შურისძიებით  მოცელა  ისინი.  აქ  აღარ  ვილაპარაკებთ  იმ  უთვალავ  და  საშინელ  დამარცხებებზე,  რომელიც  ჯუანშირმა  ამის  შემდეგ  მიაყენა სპარსელებს  სხვადასხვა  ადგილებში.  როდესაც  ეს  ყოველივე  დაინახეს  სომეხთა და  ქართველთა  ქვეყნების  ნახარარებმა,  გადაწყვიტეს ცოლად  შეერთოთ  მისთვის  ვინმე  თავისი  ნაშიერთაგანი.  მაგრამ მან ითხოვა [ქალი] არუიჭანის  გვარიდან,  სისაკანის  ქვეყნის  იშხანის  ქალიშვილი სიუნიქელთა გულის  გასახარად.
სპარსეთის ზორავარმა,  როდესაც  იხილა  თავისი  ჯარების   დიდი მარცხი  და  განადგურება,  სამეგობროდ  შემობრუნდა  და  სამშვიდობო წერილი  მისწერა.  გაგზავნა  მასთან  სივნიეთის  დიდი  მთავარი  უდიდესი  ფიცით,  რათა  დაზავებოდა.  შუამავალმა  ძლივს  მოახერხა  მისი  დათანხმება სამშვიდობო  კავშირის დადებაზე.  გადაწყვეტილების  დამოწმებისთანავე  უკან  გაბრუნდა,  ასევე   ალვანეთის  სპარაპეტიც  დედითა და ძმებით გაეშურა თავისი ქვეყნისაკენ.
შემდეგ გაიხსენა სპარსეთის დიდი სამეფოს დასუსტება, აღმოსავლეთის უწინდელ მეფეთა  თვითმპყრობელობა და შეადარა საკუთარ ბრწყინვალე სამეფოს. გადაწყვიტა  არავისათვის დაექვემდებარებინა   თავისი  ძალაუფლება  და  ბედი. ამიტომაც  თითოეული  მხარის მფლობელ  სპარსელ  ზორაპეტისაგან  თავი  ამაყად  განზე  დაიჭირა  და ასე შევიდა ძმებითურთ მშობლიურ  გავარაში.
ხოლო სპარსეთის სარდალმა ცბიერებით, მოღალატურად იხმო ჯუანშირის მამა, რათა  დაემორჩილებინა  ის,  ასევე  რაზმები  დაგზავნა  და ალვანეთის  გავარებში  მმართველნი  დანიშნა.   ახლა  რა   უნდა  ექნათ მამაც  ჯუანშირსა  და  უფროს ძმას, – უშიშარ ვაჟკაცებს  შურის  საძიებლად  შეიარაღდნენ,  შესხდნენ  მკვირცხლ  ცხენებზე  და გრძელი სავალი შეიმოკლეს. გარშემოვლით მივიდნენ ქალაქ  პეროზკავატში  და პირველ  ძილს  დაბურულ  ტყიან  ადგილებში  მიეცნენ.  მზის  ამოსვლისთანავე  მიუშვეს  ცხენები  და  როგორც  ლომის  ბოკვერებმა,  ხელთ  იგდეს  ქალაქი.  ვინც  კი   იპოვეს  მასში,  ან   მის   საზღვრებში  სპარსეთის ზორავარის  ბრძანების  [მორჩილი], საშინლად  დასაჯეს.  თავიანთივე  ჯაებით  გაძლიერებულებმა  უდიდესი  დარტყმები  აგემეს  სპარსელებს, ვიდრე  მამა უვნებლად  არ დააბრუნეს  იქიდან.
იაზკერტის მბრძანებლობის  მეოცე  წელს  სპარსეთის  სამეფომ  შეწყვიტა არსებობა.  ეს  იყო  აგარიანთა საყოველთაო  ბრძოლების  ოცდამეთერთმეტე,  ხოლო  ჯუანშირის  მმართველობის  მეთხუთმეტე  წელი. აი,   ამ   დროს  ტაჭიკები  თავს  დაესხნენ  ჩრდილოეთისა  და  აღმოსავლეთის  მხარეებს.  ტომის  უფროსებს  აიძულებდნენ  ხელთ მიეცათ  მათთვის  გამაგრებული  ადგილები.  მძევლებად  მიჰყავდათ  ბავშვები  და  ქალები,  რათა  ისინი   არ  აჯანყებულიყვნენ  მათ   წინააღმდეგ.  როდესაც იხილა  ჯუანშირმა  სამხრეთელთაგან  [წამოსული] უბედურება,  მცირე ხნის  შემდეგ  ფარულად  გადავიდა  მდინარის  გაღმა.  მისი  უშიშარი  გული  იწვოდა  კვლავ   მათთან  საბრძოლველად,  რათა  იმათგანაც ეხსნა თავისი  მამა. მაგრამ მამა თვითონ  აღუდგა  წინ  ამ  განზრახვას  და თავისი ნებით  გაეშურა  მტრისაკენ.   ბრძენმა  ჯუანშირმა  კი   კავშირი   შეკრა სომეხთა  ზორავართან  და   აგულიანებდა კვლავ    ბერძენთა  კეისრის მორჩილებაში შესულიყვნენ.   დაამყარა  მასთან   ძმური  ერთობა  და ასეთი წერილი  მისწერა ბერძენთა მეფეს: 
თავი  XX
ჯუანშირის  წერილი  ბერძენთა  მეფე  კონსტანტინეს
„ყოვლისმძლეო  უფალო,  ძლიერო  და  მოწყალე ჰორომთა მეფევ, უავგუსტოესო  კონსტანტინე,  ზღვისა  და  ხმელეთის  ღვთისსადარო მპყრობელო,  ალვანეთის  სპარაპეტი  და  მთავარი  ჯუანშირი აღმოსავლეთის  მორჩილ  ქვეყანასთან ერთად მდაბლად  მოგესალმება  და თაყვანს გცემს.  დასტური  მოგვცეს  შენმა ქრისტესმოყვარულმა მეუფებამ,  რათა  სიამტკბილობით  მიიღოს  ახალ  ქვეშევრდომობაში შორეული ხალხი.   ჩვენ  კი   ჩვენი მორჩილებისათვის  მოგვეძღვნას  ღვთიური  კეთილმყოფელობა შენი დიდებისაგან“. 
როდესაც  ეს წერილი მიართვეს კეთილმორწმუნე კეისარს,  გაიხარა,   მოილხინა  და  ის   დღე  უდიდეს  მხიარულებაში  გაატარა.  მაშინვე ბრძანა ფიცი შეედგინათ  და ერთსულოვანი მშვიდობა  დაამყარა. ძღვნად გაუგზავნა  დიდებული  საჩუქარი:  ვერცხლის  სავარძლები  მოოქროვილი  ზურგებით,  ოქროქსოვილის ტანსაცმელი, მარგალიტებით  მოოჭვილი ხმალი თავისი სარტყლით. უბოძა  ასევე  პროტონპატრიკობა,  ხოლო  ათას  ორასი  კაცისათვის  გაგზავნა  [სხვადასხვა] პატივი: პატრიკობისა და  იპატოსობისა86,  შემდეგ  ეპარქოსობისა  და სტრატილატობისა, რათა  მას  ვისთვისაც უნდოდა,  იმათთვის  ებოძებინა.  მან  აგრეთვე  თვითონ  მოიხსნა  და  [ჯუანშირს] გაუგზავნა  ცხოველმყოფელი  ქრისტეს ჯვრის  ნაწილი, რომელსაც  მუდამ გულზე  ატარებდა. 
თავი  XXI
სიგელის პირი
„შენ   უფალ  ჯუანშირს,  გარდმანის  მფლობელსა  და   ალვანეთის იშხანს, სპარაპეტსა  და პროტონ  პატრიკს,  აღმოსავლეთის  მპყრობელს, მადლი  და  წყალობა  ღვთის  ძლიერებით  მხსნელი  ჯერისაგან  და  ჩვენი უავგუსტოესი  სამეფოსაგან  მშვიდობა  და  დიდი  სიყვარულით  მოკითხვა!. 
მივიღეთ  შენი  მოსალმების  ბარათი, რომელმაც  გვიჩვენა  შენი  სიყვარული  და  კეთილმსახურება  ღვთის  მიმართ, გაგვახარა იმან, რომ თავს იდე მთელი აღმოსავლეთის ქვეყანასთან  ერთად  ჩვენი  მორჩილება,   ამის  გამო  ჩვენ  და  ჩვენი  შვილები  შენსა  და  შენი  შთამომავლების  მიმართ გულწრფელი  და  ურღვევი სიყვარულით  თაობიდან  თაობამდე საუკუნოდ ლმობიერნი ვიქნებით“. 
როდესაც  ჯუანშირმა  წერილის  შინაარსი  შეიტყო,  საოცარმა  სიხარულმა  მოიცვა,  განსაკუთრებით   მადლიერი  იყო ყოვლისშემძლე ჯვრის  გამოგზავნისათვის. ამიტომაც პირქვე  დაემხო  მხსნელი  ჯვრის წინაშე  და  ადიდებდა  ღმერთს, რომელმაც  სიკეთე  მიანიჭა  მას. 
იმ    დროს  ალვანეთის  კათალიკოსი  ეპისკოპოსებთან  და   გამოჩენილ  კაცებთან ერთად  ყვავილებით  წავიდა  მის  შესაგებებლად.  ყველა ლოცავდა  უდიდეს  საჩუქარს.  რადგანაც  ამის  შემდეგ  იქ   საქმე   არაფერი  ჰქონდათ,  დაიწყეს  ზომიერი  დროსტარება,  მაგრამ   არა  უწესრიგო  ლაპარაკი,  ან   ღვინის  უზომო  სმა  და  ხუმრობა. [ჯუანშირმა] კი ღამე  უძილოდ  გაატარა, ფიქრობდა  თავისი  ქვეყნის  კეთილდღეობაზე: ცისკრის  ვარსკვლავის  ამოსვლისთანავე  მან   ჩაიცვა  თავისი   მეფური სამოსელი  და  ტახტზე  დაჯდა.  გააღეს  კარი,  შემოვიდნენ  შეიარაღებული  მებრძოლნი  და  მის  ორივე  მხარეს  დადგნენ.  ამის  შემდეგ  პატივის რიგის  მიხედვით  მოკრძალებით შემოდიოდნენ  დიდებულები. ჭეშმარიტი სამართალი და პირუთვნელი  მსაჯულება  მის  კარზე  ყველასათვის იყო  ბოძებული.  ის  არ  ეძლეოდა  ხორციელ  კმაყოფილებას,  არამედ მთელი  დღეები  ქვეყნის კეთილდღეობისათვის  ზრუნავდა  და  კავკასიის მთების  ველურ  ტომებს  აცნობიერებდა.  ამრიგად,  თვითმპყრობელერი  სიზვიადით  მართავდა  ქვეყანას  ქართველთა საზღვრებიდან  ჰონთა კარამდე  და მდინარე  ერასხამდე. 
თავი  XXII
ბერძენთა  მეფის  მოსვლა  სპარსეთმი  და  ჯუანშირის  ხმობა
თავისი მეფობის  მეცხრამეტე  წელს  ჰერაკლეს  შვილიშვილი  კონსტანტინე  მრავალრიცხოვანი  ჯარით,  რჩეული  მხედრებითა  და  ჰონთა  თავკაცებით  წავიდა  სპარსეთისაკენ,  წაართვა  ტაჭიკებს (ანუ არაბებს)  ქვეყნის სხვადასხვა  ადგილი  თან  ჰქონდა  მსოფლიოს  მანათობელი  შუქიც (ანუ ქრისტიანული ჯვარი).
იმ   დროს  გაგზავნა  ერთი  ვინმე   მეთაურთაგანი  ჯუანშირთან  და იხმო  ის   სანახავად.  ჯუანშირი  სწრაფად  მივიდა  მართა  ქვეყანაში  დიდ კეისართან.  როდესაც  იმისი  მოსვლა შეიტყო  კეისარმა,  თვითონ  გამოვიდა  შესაგებებლად  სოფელ  ქუნგრთან87 და  მიესალმა.  მაშინვე  უბრძანა  გამოეცვალა  სამგლოვიარო ტანისამოსი,  რომელსაც  ცოლის  გარდაცვალების  გამო  ატარებდა  და  ჩააცვა  სამეფო  სამოსელი.  ამით  გამხნევებულმა  ჯუანშირმა  სთხოვა  კეისარს   საუკუნო  მეუფის  ნიშნის ნაწილი.  მან  აიღო  ხსნის  მზე,  თავის  წინ  გატეხა,  მისცა  მას  ცოდვების დამწველი  და  უთხრა: „იყოს  ეს  მაგარ კოშკად  მტრის წინააღმდეგ  შენთვის  და  შენი  შვილებისათვის“. როდესაც  დაინახეს სომეხმა  ნახარარებმა  და  ზორავარმა ჰამაზასპმა  რომ  ასეთი  ზეციური ძღვენი  ერგო, დიდად  შეშურდათ.  მაგრამ  ამისათვის  მას  ყურადღება  არ   მიუქცევია, არამედ სთხოვა  განტევება  კეთილისმყოფელ  უფალს.  ხოლო  კეისარმა არა  ისე,   როგორც  ქვეშევრდომი,  არამედ  როგორც  სპარსეთის მოწინააღმდეგე  და  თავისი  თანამოაზრე  ძმა  ისე გაისტუმრა  აირარატის  აზატების  თანხლებით. გაოცებული  ღვთის  ამდენი  წყალობით,  გაეშურა ჯუანშირი თავისი ქვეყნისაკენ.
როდესაც  მისი  მოსვლა  შეიტყო  სულგანათლებულმა  ალვანეთის ჰაირაპეტმა (ანუ მამამთავარმა)  უხტანესმა,  დიდძალი  ხალხის  თანდასწრებით  დალოცა და   ხმამაღლა  თქვა:  „აი,  გამოგვიგზავნა  უფალმა  სიონიდან  ძლიერების კვერთხი  და  მისი  საშუალებით  ჩვენს  მტრებს  დავამარცხებთო“. ბრძენი  ჯუანშირი  ფიქრობდა  ეპოვნა  ადგილი  უფლის  ჯვრის დასასვენებლად.  მან  თავის  მამულ  გარდმან ბერდის  გავარში  დააფუძნა  ღვთის სახლი  და  დიდებულად  შეამკო  ქრისტე  ღმერთის  გასახარად  და  სადიდებლად.  გაზაფხულის  დადგომისას ალვანეთის  დიდად  პატივცემული  მთავარი  მოემზადა  კეისრის  ხელმეორედ  სანახავად.  მას  უნდა შეხვედროდა ქალაქ  ვაღარშაპატში.  იმ  დროს  მეფისაგან  ბრძანება  გაიცა,  რომ  სასახლის  დიდებულები  და  წარჩინებულები  გამოსულიყვნენ შესაგებებლად  და  ამგვარად,  როგორც  მეფე  ისე   შეეყვანათ  კეისრის სადგომში.  როდესაც  დაინახა  კეისარმა,  სიყვარულის  ამბორით  მიესალმა,  იქვე  წინ  დაისვა  და  ყველა  დიდებულზე  უფრო  მეტი  პატივი მიაგო.  ის  დღე  მისი  კურთხევის  დღედ  იქცა.  [დღესასწაული] დამშვენდა  ნაირნაირი  ოქრო-ვერცხლით.  შემდეგ  ბრძანა,  რაც  კი  სამეფო [მაგიდას]  განეკუთვნებოდა,  ყველაფერი  მოეტანათ,  რითაც  მეტრაპეზენიც  კი  გააკვირვა.  ამის  მერე  წელზე  შემოარტყა  თავისი  მამაცი პაპის  ჰერაკლესი  და  თავისი  წინაპრის  ნიკიტას88  ქამარი,  მისცა  მას საკუთარი  ტანსაცმელი  და  ორი  დროშა,  ხოლო  ყრმა  შვილებს  პატრიკობა  უბოძა,  ასევე  უწყალობა  წინანდელ  ალვანთა  მეფეების  ყველა სოფელი  და  საზღვარი  თაობიდან  თაობამდე  და  მიანდო  მთელი  აღმოსავლეთის  მეფურად  ზედამხედველობა.  კეისარი  არც  ერთ  განზრახვას არ  უმალავდა  მას,  ისმენდა  მისგან  ბევრ  ბრძნულ  აზრს,  უკვირდა  და თავის  დაკვრით  ეუბნებოდა:  „შენ  როდესაც  ჩემთან  ხარ,  ჩემი  გული შენი  გულივითაა,  ახლა  წადი  მშვიდობით“.  ასეთი  უდიდესი  სიხარულით  დაბრუნდა  ის  თავის  სამშობლოში  და,  რადგანაც  ქვეყანა  მისი იყო,  კვლავ  იძლეოდა  ბრძანებებს  შენების,  დარგვის  დატკბობისა და  მშვიდობით  ცხოვრებისათვის.  თვითონ  მან  მრავალი  სასახლე  ააგო, ღვთის  დიდებით  უხვად  ჰქონდა  ძვირფასი  ნივთებიც,  რითაც  ადამიანი ტკბება,  იმდენად [აღზევდა] რომ  თურქესთანის  მეფეც  კი  სთხოვდა სიყვარულსა  და  ზავს.  ძღვნად  გამოუგზავნა  რჩეული  ცხენები,  მონები და  მხევლები,  აგრეთვე  სხვადასხვა  ქვეწარმავალთა  ტყავები.  მის  სანახავად და მოსასმენად მოდიოდნენ ასორესტანიდან, ატრპატაკანის გავარიდან. ასევე აირარატის  გვარიდან  და  ქართველთა  ქვეყნიდან დაწყებული  ინდოეთამდე.  მის  მეტად  გონივრულ  რჩევებსა და  დიდსულოვან  სიყვარულზე  საერთოდ  ყველა  მოსულის  მიმართ,  საოცარ ამბებს ყვებოდნენ თითოეულ მხარეში.
მხოლოდ  ძელი  ცხოველის  საშუალებით  მოხდა   ყოველივე ეს და სხვა  არაფრისაგან,  მან   გახადა  მისი  სახელი  საქვეყნოდ ცნობილი და აკურთხა როგორც მზრუნველმა მშობელმა. 
თავი  XXIII
ხაზართა  გამოსვლისა  და  ჯუანშირის  მიერ  მდინარის  გაღმა მათი დამარცხების შესახებ
ამ   ამბებიდან  ორი  წლის  შემდეგ  გადმოვიდნენ  ხაზარები  ალვანთა ქვეყანაში  მოსახვეჭად  და  საალაფოდ.  მაშინ  ალვანთა შეიარაღებული  მთავარი  წარსდგა  ძლევამოსილი  ჯვრის  წინ  და  მუხლებზე  დამხობილი  სიმღერას  უმღერდა  ისრაელის  მეფეს: ჩემო  უფალო,  „აღიღე ჭური  და ფარი  და აღდეგ  მწედ  ჩემდა“.
შემდეგ  წაიყვანა  თავისი  რაზმი,  გადავიდა  დიდ  მდინარე  მტკვარზე   და   დაიწყო  მათთან  ბრძოლა.  მისი   თხოვნა  შეწყნარებულ   იქნა, რადგანაც  ბრძოლის  ქარცეცხლში  სწრაფმავალი  ცხენი  წაუბორძიკდა და გადმოაგდო,  მაგრამ   არ   დაღუპულა,  რადგან  უფალმა  გაუწოდა ხელი  და   წამოაყენა.   მან   განაცვიფრა   მოწინააღმდეგენი,  იმ   დღეს უდიდესი  გამარჯვება  მოიპოვა  და   უთხრა  იმ   ბარბაროს  ხალხს:  „წადით,  შედით  ჩორის  კარში  და  მეტად  ნუღარ  გამოხვალთ აქეთ,   რადგანაც ღმერთმა თქვენ  უკვე  გძლიათ“. 
თავი  XXIV
გარდმანბერდში  უფლის  ტაძრის  დასრულება  და  კურთხევა. მასში ქრისტეს ჯვრის აღმართვა  და ჯუანშირის დღესასწაული
ხაზართა  ჯარზე  ჯუანშირის  გამარჯვების  ორი  წლის  შემდეგ  დასრულდა  ღვთის  სახელზე  შესანიშნავი  ტაძრის  მშენებლობა.  [დიდი მთავარი] დაემხო  მუდმივი  შუქის  წინ და ასე ლოცულობდა:  „ახლა მობრძანდი  მეუფეო,  შენს  განსასვენებელში,  რომელიც  მე შენს  სახელზე  ავაშენე სავანედ  ძელი  ცხოველისა“.  შემდეგ  წაიყვანა  კათალიკოსი  ეპისკოპოსებისა  და  ყველა  თავისი  ნახარარის  თანხლებით  და ერთი  დღის  სავალზე  წავიდა  ქალაქ  პეროჟკავატიდან  ზემო  მხარეს. ჯერ   მუხლმოყრილმა  ილოცა  ერთ  მონასტერში, რომელიც  აშენებული  იყო  ორ  გავარს  შორის  მდებარე  უდაბურ  ადგილას. [ილოცა] ყველა  იქ მოსულთან ერთად. დაისვენა როგორც თავშესაფარში  და  ბრძანება გასცა,  რომ  არავისათვის ყოფილიყო  მიუწვდომელი  იქ  გაჩერება. იქიდან  წამოსული  მრავალრიცხოვანი  ჯგუფებით  შევიდა  გარდმანის გავარში89.  ეს  მოხდა  არაცის90  თვის  მეთერთმეტე  დღეს.  ნათელი  ჯვარი  დაასვენა  იმ  სავანეში,  რომელიც  ააშენა  და  იქვე  დამხობილმა გულმხურვალე  მონანიებით  და  ცრემლებით  შეჰღაღადა  ყოვლის  შემოქმედს: 
თავი  XXV
ჯუანშირის ლოცვა
თავი  XXVI
ჯუანშირის  დამოყვრება  ჰონებთან,  მტრებთან  მეგობრობის დამყარება
როდესაც თავის ტახტზე მშვიდად იჯდა მამაცი ჯუანშირი, მეორე წელს ზამთრის ბუნიობისას  გამოვიდა ჰონთა  მეფე  მრავალათასიანი მხედრობით. თუმცა  მისი  ბრძანებით  წინასწარ  გაფრთხილებული და გამაგრებული იყო ქვეყანა, მაგრამ ყაჩაღმა  ჰონებმა  მდინარე მტკვრიდან  დაწყებული  ერასხის  ნაპირებამდე  მაინც [ყველა] დაატყვევეს, როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი, ასევე ისინიც, რომლებიც ზამთრის  საძოვრებზე  ცხვრის  ფარითა  და საქონლით  იყვნენ  მოსულნი აირარატის   გავარსა  და  სიუნიქში  და  თავიანთ   ბანაკმი    მოუყარეს თავი.
შემდეგ  ჰონთა  მეფემ  მოისურვა  ეხილა  ჯუანშირის  სახე.  გაგზავნა  მასთან  თავისი  ძმები  და  სთხოვა  ენახათ  ერთმანეთი  და ურთიერთშორის  ძმური  მეგობრობა  დაემყარებინათ.  ხოლო  მამაცსა   და   მხნე უფალს  არც  უფიქრია  შეშფოთებულიყო,  სპარსთა  მეფეებიდან  ჯერ არავის  გაუბედავს  ეხილა  პირისპირ  თურქესტანის  მეფე.  ის   კი  უშიშრად  დაემხო  მხსნელი  ჯვრის  წინაშე  და შეჰღაღადა: „თუმცა  მე   უნდა  გავიარო  სიკვდილის  ჩრდილში,  მაგრამ  მაინც  არ  მეშინია ბოროტისა,   რადგანაც  შენ,   უფალო,  ხარ   ჩემთან“.  აქედან  წასული  ჯუანშირი ეახლა  მათ  მეფური  მოკაზმულობით.  ჰონთა  მეფე  წამოვიდა  მის  შესახვედრად.  ის   მოდიოდა  ნავით,  გადმოცურა  მდინარის  აქეთა  მხარეს და  გაჩერდა  ნაპირთან,  მდორე  ღრმა წყალში.  მათ  გამართეს ერთმანეთში  სამშვიდობო  თათბირი,  რათა შეეწყვიტათ  უთანხმოება  და ერთსულოვანი  ძმობა  დაემყარებინათ.  როდესაც  შეთანხმდნენ   თითოეული თავის  ადგილას დაბრუნდა.
მაგრამ  რა   სიყოჩაღე  გამოიჩინა   ჩემმა   უფალმა  მეორე  დღეს? ის  ჩვიდმეტი  კაცით  გადავიდა  მდინარის  იქით,  ჰონთა  ბანაკში  და  იქიდან   ცოლად  წამოიყვანა მეფის  ასული. დაიბრუნა ალაფი - ასოცი ათასი  სული  ცხვარი,  შვიდი  ათასი    ცხენი,   უამრავი  საქონელი  და ტყვე  არა  ნაკლები  ათას  ორასი  კაცისა.  იქიდან  დაბრუნებული  სიხარულით  მოდიოდა  თავისი  ბინისაკენ,  კმაყოფილი  გულით  ღაღადებდა უფლის  წინაშე,  ლოცულობდა  და  ამბობდა:  „მე  ჩემი  მშვილდით  კი არ  ვსასოებ,  არამედ  შენ  მიხსენი  უფალო  და  ჩემი  დიდებაც  შენშია უფალო!“.
შემდეგ  უბრძანა  სარწმუნო  კაცებს, რათა  უკან   დაბრუნებული ალაფიდან თითოეულისათვის  თავისი  წილი  მიეზღოთ.  და  ასე,  ოცდარვა   წლის  განმავლობაში  სპარაპეტის  უფლებით  მთავრობდა  ჯუანშირი ყრმობიდან  დაწყებული  შუახნამდე.  მისმა  საქებურმა  საქმეებმა  საქვეყნო  სახელი  მოუპოვა  ჯერ  სპარსეთში,  ხოლო შემდეგ  ჰონებში, როგორც ვაჟკაცსა  და შეუცდომელს.  აღმოსავლეთიდან  დასავლეთამდე და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე  არიეელებიც  და  არაარიელნიც  ყველი იცნობდა როგორც  სიმამაცის  განსახიერებას.
ახლა  კი  ვიწყებ  იმის  თხრობას,  თუ  როგორ  და  რა  საშუალებით არგუნა  მას   კურთხეულმა  ჯვარმა  სიბნელეში  ნათელი  და  ცეცხლიდან ყვავილები აკრეფინა. 
თავი  XXVII'
აქ თქვენ წაიკითხავთ იმის  შესახებ, თუ  რა  დიდი  პატივი მიაგო სამხრეთის მეფემ აღმოსავლეთის  მთავარს
მარადიული  მთები  და  მშფოთვარე  ღრმა  ზღვებიც  კი  ემორჩილებიან  ღვთის  სიტყვას,  რადგანაც  უზენაესი  ბრძანება,  როდესაც  დედამიწას  ეხება,  ისე  აზანზარებს  მას  თითქოს  მთები  შეეჯახნენო.  ასე  იყო ახლაც,   უფლის  წინაშე  შემაღლებული  ბორცვები  გასწორდნენ მშფოთვარე უფსკრულთა აღელვებული  ტალღები თავისთავად დაცხრნენ,  ჩაესვენა  სპარსეთის  სახელმწიფოს  დიდება და მისი დაუკმაყოფილებელი  სიამაყეც  უფსკრულმა  დაფარა...   როდესაც  დაინახა  დასავლეთის  ჯეირანმა,  რომ  უფალი  აღარ  შეეწეოდა  მის   მახვიილს და გარეულმა  ტახმა  მხეცურად  რქები  დაუმსხერია,...  მაშინ   ჰრომაელთა კეისარმა  წაიყვანა  გადარჩენილი  ჯარი  და   იჩქარა  ზღვითა  და  ხმელეთით  დასავლეთის  მხარეს  შორეულ  კუნძულებზე  გადასულიყო.   ეს იყო  [ტაჭიკების] მიერ  თავისი  სამეფოს  სამხრეთით,  ასორესტანის  ქვეყანაში  გადატანის  მეექვსე  წელი.  მათ  დატოვეს  მონების  ქვეყანა  და საუფლო  ტახტი  დამასკოში  დააფუძნეს.  იქ    მჯდომმა დაიწყო თავის გარშემო,  მარჯვნივ  და  მარცხნივ,  მიწის  ტვინის  წოვა. [ჯუანშირს] კი ბოძებული  ჰქონდა წინააღმდეგობის  დიდი  ძალა,  სახელმწიფოებრივი ჭკუა,  მიწიერი  სიტკბოება  და  ადამიანური  თავაზიანობა.  ამრიგად,  ამ ოთხი  თვისებით  ის   მთავრობდა  საერთოდ ქვეყნის ოთხივე კუთხივ. როდესაც  სამხრეთის   სამეფომ  დაინახა ბერძენთა კეისრის უიმედო სისუსტე,  ცეცხლით  გაანადგურა  მისი  ხალხმრავალი  მოედნები  და  ქალაქები.
თავისი  სამთავროს   მიმართ  მზრუნველი აღმოსავლეთის  დიდი მთავარი  ჯუანშირი  მეტად  ფრთხილობდა,  რომ  სამხრეთის  ლაშქარს ფეხით  არ  გაეთელა  მისი  ქვეყანაც.  თუმცა  კი შეეძლო თურქესტანიდან წამოეყვანა  უთვალავი  ჯარი  დასახმარებლად.  მაგრამ  [არ  ინდომა]  და თვითონვე  დაემორჩილა  სამხრეთის  მეფის  უღელს.  როდესაც  სამხრეთის  მპყრობელმა  შეიტყო  ჩვენი  მთავრის  იმ   უდიდესი  პატივის  შესახებ,   რომელიც  მას   მიღებული  ჰქონდა  ბერძენთა  კეისრისაგან,  ანდა ის,  რომ  აღვირაკრული  ჰყავდა  თურქესტანის  ხალხი,  შეეძლო  მათი გამოყვანა  და  უკანვე  დაბრუნება,  მათთან  მოყვრული  ნათესაობის  გამო,   მაშინ  დაუოკებელი  შური  აინთო  პატივმოყვარე   დამპყრობლის გულში.  მან  დიდი  ფიცით  გაუგზავნა  სარწმუნო  მოციქული,  აღუთქვა და   შეპირდა    დიდი  საჩუქარი,  თუკი  ჯუანშირი   მასთან   მივიდოდა. ქრისტეს  ჯვრის მადლზე  დანდობილმა,  მოამზადა  უამრავი  მისართმეველი  და  [შუამავალთან] ერთად გაეშურა დამპყრობლის  მისასალმებლად,  უწინარეს  ყოვლისა ის მივიდა  უფლის  სახლში,  რომელიც  მან ააშენა   გარდმანბერდში.  იქ   გულწრფელად  შეჰღაღადა   გულის   მესაიდუმლეს,  როგორც  დიდმა  დავითმა  და  შესთხოვა:  „ჭეშმარიტებისა და  სიმართლის  შემოქმედო,  ნუ   ჩამაგდებ   ჩემი  შემავიწროებლების ხელში“.  ამგვარად  გამოეთხოვა  და   გამარჯვების  იმედით  აღჭურვილი წავიდა  შორეულ  ქვეყანაში.  სომეხთა  მხედარმთავარი  კი,   მთელ  ნახარარებთან  ერთად,  სიხარულით  გამოვიდა  მის  შესახვედრად,  სიამოვნებით  მიიღო  და   დიდი  პატივით  გააცილა   როდესაც  მიაღწია  ასორესტანის  ქვეყანას,  დაინახა, რომ  მეფის  ბრძანებით  მხარეთა  მმართველები  და   ქალაქის   შეძლებული [მოსახლეობა],  თითოეული  თავისი საზღვრების ფარგლებში  პატივით  იღებდა  მას,   ცხენებს  უმზადებდა და  თავშესაფარს  აძლევდა.  ასეთი  პატივისცემით  მიაღწია  სამეფო კარს. [მეფემ] უბრძანა  მახლობელ  დიდებულებს  გასულიყვნენ  მის შესახვედრად  და  ის  ცხენები  მიეგვარათ,  რომლებზედაც  თვითონ ჯდებოდა.  ასეთი  ბრწყინვალებით  შეიყვანეს  მრავალრიცხოვან  ხალხში.  როდესაც  გაიგეს  მისი  დიდების  შესახებ,  ყველა  მდაბიო  გზაზე შეგროვდა  და  მის  ნახვას ეშურებოდა.
სამხრეთის  მეფემ,  მზის   ამოსვლისას  ჩვეულებრივზე  უფრო  ადრე   გამოიღვიძა  და  მხიარული  გუნებით  და  კეთილი  სალამით  შეხვდა აღმოსავლეთის  მთავარს.  გახარებული  იყო  მისი  მოსვლის  გამო.  ასეთი დიდებით  და  პატივით  მას  არავინ  არ  მიუღია,  არც ერთი  სახელმწიფოს  მმართველთაგანი.  მით  უმეტეს,  რომ  გამოცდილი  ჰქონდა  მისი სიბრძნე.  თუმცა  მრავალი  ხელისუფალი  და  სხვადასხვა  ხალხის  შემოქმედნი  ემორჩილებოდნენ,  მაგრამ  არც  ერთ  მათგანს  ისე   არ  ენდობოდა,  როგორც  ჯუანშირს.  უდიდესი  საჩუქრები  უბოძა  მას   და   მის თანმხლებ  პირებს.  ამის  შემდეგ აღმოსავლეთის  მთავარი  მშვიდად  გამოეთხოვა  და  [შინ] გასტუმრება  სთხოვა.  სამხრეთის  მეფემ  ჩამოართვა  წმინდა  და  მტკიცე  მეგობრობის  ფიცი,  გაუწოდა  თავისი  მარჯვენა, რაც  ამაყ  დამპყრობელს  ჩვეულებად  არ  ჰქონდა  არც  ერთი  უცხოელის მიმართ,  ვინც  არ  უნდა  ყოფილიყო.  ამის  შემდეგ  უდიდესი  პატივით გააცილეს ქვეყნის საზღვრებიდან,
როდესაც  [ჯუანშირმა]  აირარატის  გავარს   მიაღწია,   მის   შესაგებებლად  გამოვიდა  მამაცი  გრიგორი  მამიკონიანთა  გვარიდან  აზატებთან  ერთად  და   წაიყვანა  ის   თავის  დაბაქალაქ  არუჭშიმ91.  იქ    მივიდა [აგრეთვე]  წმინდა  მტრედი  და   ეკლესიის  დედაბოძი,  სომეხთა  დიდი პატრიარქი  ანასტასი.  როდესაც  ის   დაინახა  მრავალმორწმუნე  მთავარმა,  აავსო სულიერი სიხარულით,  მუხლი  მოიყარა  მის  წინ  და  იკურთხა მისგან,  როგორც  წმინდა  ანგელოზი.  შემდეგ  იმავე  ზარზეიმით  მივიდა  გარდმანის  გავარში,  სადაც  მაშინვე  შევიდა  თავის  საიმედო  თავშესაფარში  და დაიწყო  მისი  შემკობა ძვირფასი  მასალით...  მოახატვინა გუმბათიდან  დაწყებული  კარიბჭემდე...  ამის   შემდეგ  ჩინებული  მთავარი  ჯუანშირი  სამი   წლის  განმავლობაში  სამხრეთის  მეფის  ერთგულებასა  და მორჩილებაში  იყო.
თავი  XXVIII.
ჯუანშირის  მეორედ  წასვლა  სამხრეთის  მპყრობელთან, ბრძნული დახმარების აღმოჩენა ბერძნებისათვის,  გადასახადის განახევრება
სამხრეთის  მეფემ  კვლავ  მიიწვია  აღმოსავლეთის  ცნობილი  მთავარი  ჯუანშირი,  რათა  უწინდელზე  მეტი  მიეგო  მისთვის.  ამავე  დროს მოვიდნენ  ბიზანტიის  მდიდარი  ქალაქის [წარმომადგენლები],  რათა  ნებაყოფლობით  ეკისრათ  აგარის  შვილთა  ქვეშევრდომობა.  კონსტანტინეს   მეფობის  ოცდამეათე  წელს  გაძლიერდნენ  საჭურისები  და   მისი მოკვლა  მოიწადინეს.  [სამხრეთის] მეფემ  ბრძანა  [ელჩების]  შეყოვნება, ვიდრე  აღმოსავლეთის  მთავარი  მოვიდოდა.   დიღებული  უფალი [ჯუანშირი], როგორც  პირველად,  ზეიმით  მივიდა  იმ   ადგილამდე.  ამჯერად  მას   უწინდელზე  მეტი  დიდებით  ღა  პატივით  შეხვდა [მეფე]. უბრძანა  მოემზადებინათ  მისთვის  დასასვენებლად  თავისი  ღვიძლი ძმის სასახლე.  ვახშმობისას  მუდამ  თავისთან  ერთად  სვამდა   მაგიდასთან. შემდეგ  ბრძანა,  მისი  თანხლებით  დაეწყოთ  სამშვიდობო  მოლაპარაკება   პატიოსან კაცებთან, რომლებიც საიმპერიო ქალაქიდან მოვიდნენ. მეტად უკვირდა მეფეს მისი  განსწავლულობა მსჯელობის  დროს.  არანაკლებ  მადლიერნი  იყვნენ  ჰრომაელთა  სამეფოდან  მოსული  ელჩები, რადგანაც  ყოველნაირად  ცდილობდა,  მეფე  მათ სასარგებლოდ  დაერწმუნებინა.
ამის შემდეგ  მისი  დიდება უფრო განმტკიცდა. სამხრეთის მეფემ  ბრძანა აღმოსავლეთის  მთავრისათვის  ისეთი  პატივი  მიეგოთ,  როგორც  გვირგვინოსანი  მეფისათვის.  მიართვა  მას   ინდოეთიდან  ჩამოყვანილი  ხელოვნურად  გაწვრთნილი  ამაყი  სპილო,  რომელიც  ძლიერებით  და  საუცხოო  [სანახაობით] ამშენებდა  სამეფო  კარს.  დასაბამიდან  დღემდე  არავის  სმენია,  რომ  ასეთი  პატივი  მიეღოს  უმცროსს უფროსისაგან.  ამის  შემდეგ  აჩუქა  თუთიყუში,  რომელიც  იშვიათი  იყო ყველა  ფრინველთა  შორის.  მას  უძველესი  დროიდან  ჰრომაელთა  სამეფოს  გარდა  ვერც  ერთ  ადგილას  ვერ  შეხვდებოდით.  უბოძა  სხვა მრავალიც:  მარგალიტებით  მოოჭვილი  და  ოქროთი  მოვარაყებული ფოლადის  ხმალი,  ოქროქსოვილი  ტანსაცმელი  ღია  წითელი  და  სხვა ნაირნაირი  ფერებისა,  რაც  ცნობილი  იყო  უწინაც  და  ახლაც.  ორმოცდათორმეტი  სწრაფლმავალი  ცხენი, რომლებზედაც  თვითონ  მეფე  ჯდებოდა.  აგრეთვე  თავის ცოლებს, – დედოფლებს  უბრძანა  აღმოსავლეთის  ქალბატონისათვის  გაეგზავნათ  სადედოფლო  მორთულობანი  ოქროქსოვილი  და  აბრეშუმის  ტანსაცმელი.  ყველა  თანმხლები პირიც დაასაჩუქრეს  ფარჩითა და ბეწვეულით – სულ ორმოცდაათი  კაცი. [ჯუანშირმა] დაიმორჩილა  სიუნიქის  სამთავრო.  ამასთანავე [მეფე] ურჩევდა  დათანხმებულიყო  მდინარის  იქითა  მხარეს  ატრპატაკანის  მმართველობაზეც,  მაგრამ  ის  არ  დათანხმდა  გარშემო  ქვეყნების  თვითმპყრობელურ  და  ამაყ  მფლობელობაზე,  არამედ  უარყო  ეს  უმეტესი დიდება.  თავისი  კეთილი  ბუნების  მიხედვით  [მხოლოდ]  თავისი  ქვენის მცხოვრებთა სიკეთეზე  ზრუნავდა. 
შემდეგ  [ჯუანშირმა] თხოვნა  დააწყო  თავისი  ხვედრი  მძიმე   ხარკის  შემსუბუქებისათვის.  სამხრეთის  მეფემ  შეიწყნარა  სათხოვარი  და ბრძანა  საგადასახდო  უღელი  სანახევროდ  შეემცირებინათ.  სამი  ზომიდან  ერთი  წილი  [დატოვა].  ესოდენ  დიდი  შეღავათის  შემდეგ,  რომელიც  მან   მთელი  სამთავროს  პატივსაცემად  გააკეთა,  კვლავ  ჩამოართვა  თავისი  მარჯვენა  [ჯუანშირს]  და  დიდად  საკვირველი  პატივით გაისტუმრა.  ის   გაეშურა  თავისი  ქვეყნისაკენ,  მაშინვე  შევიდა  ღვთის სახლში,  დაეცა  პირქვე და მადლი უძღვნა  ღმერთს  ენით  უთქმელი წყალობისათვის.  თან  ამბობდა:  „ღვთისგანაა  ჩემი  ძალა  და  ჩემი  დიდება“,  იქიდან  წავიდა  ვოსტანს,  სადაც  მისი  საზამთრო  სავანე   იყო. აქ   შეიკრიბა  საყოველთაო  კრება.  ჩვენ  იქ   ვიხილეთ  ის   ჩვეულებრივი ღირსებით  კი   არა,   არამედ  უმეტესად  პატივცემული  და  სამეფო  შუქით  გაბრწყინებული,  ვნახეთ  აგრეთვე  სამეფო  ფრინველიც,  რომელიც საუცხოო  სანახავი  იყო:  ყვითელ  ფრთებზე  ცოტაოდენი  მწვანე  ფერი გადაჰკრავდა,   წითელი  მკერდი   გამოირჩეოდა   ყელის   გარშემო  და [ფერები] ერთმანეთში  გადადიოდა,  როგორც  გაზაფხულის  დილის  ცვარი  მინდვრებზე.  ოქროს  ბოლო  მარგალიტივით  ეშვებოდა,  ხოლო  მომრგვალო  ენის წვერით,  რაც  კბილს  წააგავდა,  წვრილი  ხმით  ჭიკჭიკებდა  და   ხშირად  ადამიანის  მსგავსადაც  ლაპარაკობდა.  ეს   ჩიტი  როგორც  უწინ  იმპერატორ  ნერონის  პალატებში,  ასევე  აქაც,  ქებას  ასხამდა  ჩვენს მრავალჭირნახულ  მთავარს. თუმცა  ამით  ყველანი  გაკვირვებულნი  იყვნენ,  მაგრამ  არა  იმდენად,  როგორც  შემდეგ,  რის  სათქმელადაც  ახლა  ვემზადები:  ჩვენ  დავინახეთ  მეფის  საოცარი  თავშესაქცევი, ის   კედლებს  გარეთ,  გზის   დასაწყისში  გამოვიდა,  თითქოს  მეფის  თაყვანისსაცემად   მოდისო. ჯაბანი   და    უკეთური  ცხოველი – უზარმაზარი  სპილო,  რომელიც  თავის  მორებივით  ფეხებს  მთებივით სწევდა  ზევით,  ხოლო  თავიდან,  როგორც ბოროტი  ქვეწარმავალი,  ჩამოკიდებული  ჰქონდა  ხორთუმი, რომელსაც  მდინარესთან  სიარულის დროს  ხშირად  აქეთ-იქით  აქნევდა,  ხანაც   შვეულად  მაღლა  სწევდა, ხან  კი  სუნთქვისას  ძლიერი შხუილით  ისრუტავდა  ჰაერს,  რასაც  შემდეგ   ხორხიდან  გარეთ  უშვებდა.  ჭეშმარიტად  მოგახსენებთ,  რომ  ამ ბეჰემოთის  თავის  ერთ  მოძრაობაზე  საშინელი  შიში  და  ცახცახი  იპყრობდა  ადამიანთა  მოდგმას.  ჩვენ  ვნახეთ  აგრეთვე  იქიდან წამოყვანილი  მორთულ-მოკაზმული  ამაყი  ცხენები,  ზოგი  გასასეირნებელნი,   ზოგი  სამგზავრონი,  ზოგიც  სწრაფმავალნი,  რომლებიც  ნიავივით  მსუბუქად  მიქროდნენ  ოქროს  აღვირით,  უნაგირით და  იარაღით დამშვენებულნი. 
ახლა  რა  მოვყევი  და  რაღაზე  ვილაპარაკო  კიდევ?  ღვთის  შეწევნით   [ჯუანშირი] დაბადებიდანვე  მხოლოდ  დიდებისა  და  წარჩინებისათვის  იყო  შექმნილი.  დღევანდლამდე  უფალმა  მას   მიანიჭა   ყველაფერში  უებრო  ყოფილიყო.  ამიტომაც  თავისი  შეძლებით  მეფეს  არ ჩამოუვარდებოდა, – მეტად   ბევრი  ოქრო  და  ვერცხლი,  შესანიშნავი ლალები  და  ბრწყინვალე  ტანსაცმელი,  პატიოსანი  თვლები  და  მარგალიტები,  აგრეთვე  ყოველგვარი  სიუხვე  იყო  მასთან.  ამ სამი  ათეული და  კიდევ  სამი წლის  განმავლობაში ღვთისმოშიში  ალვანთა  მთავარი უფალმა  გახადა  ძლევამოსილი. ის იყო  მეტად  პატივცემული  ოთხი მებრძოლი  სამეფოს  მიერ  და  არაფრით  დაბლა  არ   იდგა  ამ   თვითმპყრობელებზე,  პირიქით,  ყველაზე  მაღალი  და  დიდებული  იყო.   ბავშვური  ხასიათით  და  გულუბრყვილობით  არავის  მიუჩნევია  მისი  უფლება  მცირედ.  თუმცა  თავზე  გვირგვინი  არ ედგა, – სამეფო  პატივისა და უკიდურესი  დიდების  ეს  უმაღლესი  ნიშანი,  მაგრამ  ჩვენთვის,  მისი უმორჩილესი  მონებისათვის  ის  სრულყოფილი  იყო,  არა  როგორც ვინმე  ავგუსტოს  ან  ტიბერიუს  იმპერატორი,  არამედ [აღვსებული] „ღვთითმომადლებული  სიკეთით... 
თავი   XXIX
ღვთის  კაცის  მეუდაბნოე  ისრაელის  სიზმარი  წმინდა მაშტოცზე  და  მისი  მოწაფეების  მოწამეობაზე.  გისში არსებული წმინდა  ჯვრის მოპოვება
თავი  XXX
იმ  წერილის  პირი,  რომელიც  დაწერეს  დავით  და  იოველ ეპისკოპოსებმა  დიდ  ტაძარში, აგრეთვე  იმის შესახებ,  თუ როგორ  აჩვენა  ღმერთმა  უდიდესი  საკვირველებანი
თავი  XXXI
პასუხი  ეპისსოპოსებს   მღვდელმთავრისა   და  მთავრისაგან
თავი  XXXII
ალვანეთის  ნახარარები  უმოყვრდებიან  წარმართებს  და იკიცხებიან
თავი  XXXIII
მოთხრობა  წმინდა  კაცის  ისრაელის  მღვდლად  კურთხევისა და წმინდა  ჯვრის მოპოვებაზე
თავი  XXXIV
დიდი მთავრის ჯუანშირის ვერაგულად მოკვლა
იმ   ხანებში  დიდი  მთავარი  ჯუანშერი  წასული  იყო  მთიან  მხარეებში,  რათა  მხიარულად  გაეტარებინა  ზაფხულის  დღეები.  თან  ახლდნენ  კარგად  დახელოვნებული  მომღერლები.  სიბრძნის  წყალობით  მან ყველა დაუმორჩილა  თავის  მთავრულ  ძალაუფლებას.  გონიერებისა  და სიმამაცის  მეშვეობით  კიდევ  უფრო  ამაღლდა.  მაგრამ  შემდეგ  სახელგანთქმული  მთავარი  ეშმაკმა  აცდუნა  და  ღვთის  მცნების  საწინააღმდეგოდ  აამოქმედა.  მისი  დიდება  დაეცა  და  გაუქმდა,  სწრაფად  გაქრა მისი  სიმშვენიერე  და   ყოველივე  ობობას  ქსელში  მოექცა. [ზაფხულის] მცხუნვარე  დღეებში  ამ   საოცარმა  მსედარმთავარმა  წაიყვანა  დიდებულები  ნამესაკანის   რაზმთან92 ერთად  მაღალი  მთების  ველებზე. ის  ტკბებოდა  სიმშვიდით,  ყვავილების  ხილვით  და  ლამაზ  იალაღებზე სასურველად ატარებდა დროს.
როდესაც  ცხელმა  დღეებმა  გაიარეს,  ჯვრის  აღმართვის  დღესასწაულზე [ჯუანშირი] ამ   მხარეებიდან  წამოვიდა  და  უტის  ოლქში  ქალაქ  პარტავაში,  თავის  მიერ  შემკობილ  ტაძარში  შევიდა,  რათა  თაყვანი  ეცა  უფლისათვის  და  უდიდესი  შესაწირავი  მიერთმია  დღესასწაულის  ზეიმზე.  ვიდრე  სახელოვანი  ჯუანშერი  შვებით  ისვენებდა,  მასთან  მივიდა  ერთი  მზაკვარი  და  უსინდისო  კაცი,  დაავადებული  ვერაგობის სენით,  თავის  თანამზრახველ  ცბიერ  ამხანაგებთან  ერთად.  მან დაივიწყა  მისი  სიყვარული,  პატივისცემა  მისი  მამის  სახლისაგან,  საიდანაც მოიპოვა  უდიდესი  საბოძვარი  და  განიზრახა  დაეღუპა.  ბოროტი აზრები  ჩაუნერგა   [ჯუანშირის],  მოუწოდებდა  ავხორცობისაკენ.  ცრუ სიტყვებით  არწმუნებდა,  რომ  ბილწ სიამოვნებას  მისცემოდა.  ერთხელ მთავარი  სასახლიდან  გამოვიდა  იმ   გზაზე,  რომელიც  ბაღებსა  და  ყვავილნარზე  გადიოდა.  იქნებოდა  ღამის  პირველი  საათი.  მას  თან  ჰქონდა  ხმალი,  ფარი  კი   არა.   მის  შეიარაღებულსა  და  სწრაფმავალ  მცველ რაზმს  უზრუნველად  და  მშეიდად  ეძინა  სასახლის  კარიბჭესთან.  ამასობაში   ვარაზოს  მოღალატე  ენიბამ  აიღო  სამეფო  მახვილი, – ფოლადის  ხმალი,  ოქროთი  მოსავადებული  ფარი  და   ცბიერებით  წავიდა წინ,   როგორც [ჩვეულებრივი]  შეიარაღებული  [მებრძოლი].  ვერაგმა ურჯულომ  ტანისამოსის  შიგნით  ჩაიცვა  ჯავშანი.  ის და  ჯუანშირი  მივიდნენ  ბაღის  შუამდე,  მახლობლად  გალავნისა  რომელიც  გაშლილ სამეფო  პარკს   ერტყა.  რადგანაც  ძლევამოსილი  ჯუანშირი  ბრძენიც იყო,  მაშინვე  მიხვდა  მკვლელის  ვერაგულ  და  ცბიერ  განზრახვას.  ხოლო,  როდესაც  ჯავშნის  ხმა  მოესმა,  შეძრწუნდა,  რადგანაც  ეგონა, რომ მისი მოკვლა  განზრახული  ჰქონდა  მთელ  ჯგუფს.  გადაწყვიტა  შეუმჩნევლად  დაბრუნებულიყო  სასახლეში. მაგრამ ურჯულო მკვლელმა, რომელიც არც თუ ისე მარჯვედ  ფლობდა  მახვილს,  მოულოდნელად უკანიდან  დასცხო  მთავარს  და,   რადგანაც  ჯავშანი  არ   ეცვა,   მძიმედ დაჭრა.  სწრაფად  არ   ძლეულა  [ჯუანშირი],  მან,   როგორც  მშფოთვარე ლომმა,  უმალ  ჩარია  საქმეში  თავისი  მახვილი.  მაგრამ  უზენაესმა  ძალამ   მიატოვა  და   ხელში  ჩაუგდო  მისსავე   შინაურსა  და  საყვარელს. როდესაც  (მთავარმა)  პირველად  აძგერა  მახვილი,  იმან  ფარი  შეაგება და   მოწინააღმდეგეს გაუძლო,  მახვილის  (წვერი)   კი გაერჭო  ფარი ნახვრეტში,  რომლის   ამოღება  და   კვლავ  ხმარება  ვეღარ  შესძლო. [მკვლელი] ამ    დროს  აივსო   ველური  სიმხეცით და  გაშმაგებულმა მთელ  მის სხეულს  მრავალი  ჭრილობა   მიაყენა. როგორც  შხამიან გველს  შეუძლია  დაგესლოს   მრისხანების  ჟამს,   ისე [უმოწყალოდ] ურტყამდა  ხმალსა  და  მახვილს  ძირს  დაცემულ  თავის  უფალს. იფიქრა,   რომ  მისი  სული  უკვე  განშორებული  იყო  სხეულისაგან,  ამიტომ თავისი  უფლის   მკვლელმა  მიატოვა  მომაკვდავი,  მალულად  გავიდა გარეთ  და  სახლისაკენ  გაეშურა.  თვალთმაქცობდა,  რათა  არავის  ეაზრა  მომხდარის  შესახებ.  თითქოს  არაფერი  იცისო,   ისე [შევიდა  და] დაიძინა  სახლში.
ამასობაში ვიღაცამ  შეიტყო  იქ   დატრიალებული  ამბის  შესახებ, მან ტირილითა  და   გოდებით  განგაში  ატეხა და  დიდძალი  ხალხი  შეყარა.   მათ  შორის  დამნაშავის  ერთმა  ღვიძლმა  ძმათაგანმა  შეატყობინა   [მკვლელს] მისივე  ბოროტმოქმედების  შესახებ.  ის  სწრაფად  მოახტა  ცხენს  და  გაიქცა.  მაშინ  ერთმა  დიდებულმა,  მთავრის  ბიძაშვილმა, წაიყვანა  ამეჰაკანის  ჯარიდან  ორმოცდაათკაციანი  რაზმი  და  უკან  დაედევნა  მკვლელს,  მაგრამ  გრძნობდნენ,  რომ  გაქცეულს  ვერ  დაეწეოდნენ,  შურისძიებით  აღვსილნი  გაეშურნენ  არცახის  გავარის  მთიანი მხარეებისაკენ.
დაარბიეს  მისი   მამის სახლი,  – დაანგრიეს  და  ცეცხლში  დაწვეს. გაანადგურეს  აბრეშუმისა  და  სხვა  ნაირნაირი  ქსოვილები,  ფერად-ფერადი  ტანისამოსი,  ოქრო-ვერცხლისა  და  სხვა  რჩეული  ნივთები.  ხოლო  თვითონ  ღრმა  მწუხარებით  დაბრუნდნენ  იქიდან. დასტიროდნენ მთავარს  და  გოდებდნენ.  ჯერ  კიდევ  სული  ედგა [ჯუანშირს] და  რამდენიმე  დღეს  იცოცხლა.  დაურიგა  თავის  შვილებს  სათითაოდ  ქონება და  პატივი,  მიუჩინა  თითოეულს  თავისი  წილი,  ხოლო  შემდეგ  მძიმე ჭრილობებისაგან  გარდაიცვალა.
იმ   დროს  მცირე  არეულობანი  როდი  ხდებოდა  ქვეყანაში,  გროვდებოდნენ  შეიარაღებული  ადამიანები  ჯგუფებად.  მათთანვე  იყვნენ დიდებული  ნახარარები.  საერთოდ  მთელი  ქვეყანა  კვნესა-გოდებით და  მწუხარების  ღაღადით  დასტიროდა  თავის  მთავარს.  ასეთი  აუტანელი  სატანჯველი  და   უნუგემო   ჭმუნვა   მოუტანა  [მისმა   დაღუპვამ] მთელ  ხალხს.  მათ  შორის  იყო  ერთი  რიტორი,  სახელად  დავთაკი.  ის იცნობდა  ხელოვნებას,  იყო  გამოცდილი  და [სხვადასხვა[ თხზულებებით  განსწავლული  მოძღვარი.  ლაპარაკობდა მჭევრმეტყველურად.  მისი  ენა მალიადმწერ  კალამს  ემსგავსებოდა,  დიდი  ხნიდან  იმყოფებოდა სამეფო კარზე. როდესაც საბედისწერო  ამბავი   დიდი  მთავრის  მოულოდნელი  გარდაცვალების  შესახებ, მთელ  აღმოსავლეთის  ქვეყანას მოეფინა,  მაშინ  მან  შექმნა  ჰიმნი  ანბანური  რიგის  მიხედვით  და  დასტიროდა ღირსეულ ჯუანშირს. 
თავი   XXXV
გოდება  დიდი  მთავრის  ჯუანშირის  სიკვდილის  გამო
თავი  XXXVI
ვარაზ-თრდატეი   იკავებს  ჯუანშირის   ტახტს,  ჰონებმა  შური იძიეს  მისი  სიკვდილისათვის.  ვარაზ-თრდატი  მშვიდობას ამყარებს მათთან
იმის   შემდეგ,  როდესაც  გაიარა  მწუხარებამ,  გაიფანტა  ნაღველი და  თანდათან  დაბრუნდა  იმედი,  მაშინ  ტომის  მეთაურები,  მხარის  გამგებლები,  დიდებულები,  ნახარარები  და  ქვეყნის  ყველა  იშხანი  შეიკრიბნენ  დიდ  არქიეპისკოპოს  ელიაზართან  და  ბჭობა  გამართეს  სასურველ  მშვიდობაზე,  ალვანეთის  სიკეთეზე,  აგრეთვე  იზრუნეს  მომავალი მთავრის  საკითხზე.  ისინი  ერთხმად  შეთანხმდენ  აერჩიათ  კეისრის  მიერ  პატივცემული  ერთი  ნახარართაგანი,  რომელსაც  მინიჭებული  ჰქონდა  პატრიკის  ტიტული.  ეს  იყო  ჯუანშირის  ძმის  ვარაზ-პეროჟის  ძე  ვარაზ-თრდატი.  ქვეყნის  იშხანებმა  და  კათალიკოსებმა  გულითადი  ერთსულოვნებით  დააჩქარეს,  რათა  ეს  საქმე  სისრულეში მოეყვანათ.  დიდებულებმა  აქვე  გაშალეს  ცხოველმყოფელი  ჯვრის ალამი,  საყვირის  ხმაზე  დასვეს  ის  მოოქროვილ  ფარზე,  სამჯერ  ასწიეს მაღლა  და მილოცვის  სიტყვები შესძახეს.
ამგვარად,   დიდი  სიხარულით  უბოძეს  მას    მშობლიურ  ტახტზე უპირველესი  პატივი.  საჩუქრებით  და ძღვენით  ულოცავდნენ  ახლად არჩეულს  თავის სამფლობელოს.  ჯერ კიდევ  ადრე  მამაცმა ვარაზ- თრდატმა  თავისი  მახვილი  და  სამაგალითო  ჭკუით  ყველას  მიმართ გამოიჩინა  სიკეთე  და  მეგობრული  მზრუნველობა.  მაგრამ,  როდესაც მთავრის   ტახტს   მიაღწია,   ზოგიერთი  მოშურნე  თვისტომი  ბოროტი აზრით  განიმსჭვალა  მის  მიმართ.  მან  კი,  თავისი  სიბრძნისა  და  ტკბილ–მოუბრობის  წყალობით,  დაიმორჩილა  ისინი   და   ყველას  გული  თავისკენ  მიიზიდა. სულგრძელი  სიმშვიდით  დაეუფლა  ქვეყანას  არსებულ საზღვრებში,  ხოლო  შემდეგ  ისწრაფოდა   დაპატრონებოდა  სახელოვან დედაქალაქ  პარტავს.
იმ  დროს  ჰონთა  სარდალმა  და  დიდმა  მთავარმა  ალფ  ილითუერმა შეკრიბა  თავისი  დიდი  ჯარი,  აგრეთვე  ისინი,  რომელნიც  სხვადასხვა მხარეებიდან  მოვიდნენ  მასთან,  გოვგის  ქვეყნის93  მამაცი  იარაღასხმული შვილებიც – თავიანთი  მხედარმთავრებით,  დროშებით,  რაზმებით, აფთიანი  მსროლელებით,  შეიარაღებული  მხედრებით,  ჯავშნებითა  და მუზარადებით  და  თავს  დაესხა  ჯუანშირის  მკვლელობის  შურისძიების საბაბით,  ალვანთა  ქვეყანას  კავკასიის  დიდი  მთების  მისადგომებთან – კაპალაკის  გავარის94  სოფლებს.  ხოლო  თვითონ  თავისი  რაზმითურთ ველ–მინდვრების  გავლით  გადავიდა  მდინარე  მტკვარზე  და  გაეშურა უტის  ოლქისაკენ.  დაატყვევა  ადამიანთა  და პირუტყვთა  დიდი  რაოდენობა,  მოაგროვა  ალაფი  და  იქიდან  დაბრუნებული  ლფინთა  მხარის საზღვრებში დაბანაკდა.
როდესაც  ალვანეთის  მთავარმა  ვარაზ-თრდატმა  დაინახა ეს მრავალრიცხოვანი ურდოები, რომლებიც  მძარცველურად  თავს  ესხმოდნენ,  ატყვევებდნენ  და ანგრევდნენ  ყოველივეს,  მეტად  შეწუხდა და აღარ  იცოდა  რა  ექნა.  მან  ჰონთა  მთავარს  მოციქულად  გაუგზავნა  დიდღი  მთავარეპისკოპოსი  ელიაზარი,  მისი  საშუალებით  განუცხადა გულწრფელი  ერთგულება  და  სიყვარული,  როგორც  სასურველ  ძმას,  თან შეუთვალა: „ჩვენ  არ  განგვიზრახავს  ჯუანშირის  მოკვლა,  არამედ  ეს უსაზღვრო  ბოროტება  ჩაიდინა  უსინდისო  და  სულმდაბალმა  ადამიანმა“.  ყოველივე  ეს  გადასცა  ალვანეთის  კათალიკოსმა  ველურ  ჰონებს, აგრეთვე  დაუმატა  სხვა  ღვთისნიერი  სიტყვებიც,  რითაც ღვთის  მოშიშარობა  და  სიყვარული  გამოიწვია  მათში  და  განაწყო [მთავრის] გული  მშვიდობისა  და  ურღვევი  მეგობრობისაკენ.  იმის  შემდეგ  როდესაც  შეჰპირდა  ჰონთა  მთავარი,  რომ  მისი  სამთავროს  მშველელი გახდებოდა,  წამოვიდა  [ელიზარი] იქიდან  და  თავის  ქვეყანას.  მიაშურა.
თავი  XXXVII
ვარაზ-თრდატის  მმართველობა,  მისი  ტახტისა  და  პატივის აღიარება  სხვადახვა  მხარეთაგან.  მეწკუენცის  ეპისკოპოსის დავითის  გარდაცვალება,  ისრაელის  ტახტზე  ასვლა  და  მისი კეთილმოძღვრება
ამის  შემდეგ  ღვთისმოსავი   მთავარი  ვარაზ-თრდატი  დღითიდღე ძლიერდებოდა  თავის  სამფლობელოში.  მან   უდიდესი  პატივი  მიიღო, ტაჭიკთა  ძლიერი  და   მეფის  სადარი  მთავრისაგან.  გახდა  აღმოსავლეთის  ქვეყნების  მეფის  სადარი,  განაგებდა  ალვანეთის  მთელ  სამეფოს და   უტის  ოლქს.   მან   დაიმორჩილა  ყოველივე  და   გამარჯვებით და ძლიერებით  მართავდა  თავის ქვეყანას. 
ამ  დროს მეწკუენცის  ნეტარი  მღვდელმთავარი დავითი  შეუერთდა თავის  წინაპრებს.  ამქვეყნიური  სიკეთისათვის  მებრძოლი  კეთილი  სახელი  დაიმკვიდრა  და   ანგელოზებთან  ჰპოვა  სასუფეველი.  რაკი  მისი სამწყსო უმოძღვროდ  დარჩა,  ეკლესია დიდად შეწუხებული  იყო. მაშინ ალვანეთის  ღვთისმოსავი  მთავარი  მოეთათბირა თავის ზორავარს,  კათალიკოსისა,  ყველა  ეპისკოპოსის  და  ნახარარის  თანდასწრებით,  რათა  ღვთიური  აზრი  სასწრაფოდ  მოეყვანათ  სისრულეში.  ის  ამბობდა: „მოდით,  ავირჩიოთ  სათნო  და  უფლის  კაცი  ისრაელი  მეწ  კოღმანქის გავარში  ტახტის  მწყემსად,  რათა  გაანათლოს  მან  ისინი  ბრძნული  წესებით  შემოქმედის  ბრძანებისამებრ“.  თუმცა  ისრაელი  ჯერ  არ  ეთანხმებოდა,  მაგრამ,   როდესაც  იშხანებმა  სასტიკი  ბრძანებით  აიძულეს, ურჩობა  აღარ  გაუწევია.  ამავე  დროს  გაახსენდა  სამოციქულო  სიტყვები:   „ვისაც  ეპისკოპოსობა  სურს,  მას   კეთილი  საქმე   სურს“.  გაახსენდა  აგრეთვე  დიდი  ხნის   წინათ,  უმეცრების  ასაკში  ნანახი  ზმანება ქალაქ  ვაღარშაპატის  წმინდა   ეკლესიაში  და   ხმამაღლა  თქვა:   „დე, აღსრულდეს  ნება  ღვთისაო“.  მაშინ  მთავარმა სასწრაფოდ  მასთან  გაგზავნა  ნახარართა  შორის  ცნობილი  იშხანები,  რათა  დროზე  მოეყვანათ.  როდესაც  ისინი  შუა  არცახის  გავარში  მივიდნენ,  შეხვდნენ  ისრაელს  გლხოვანქში,  მისსავე  მონასტერში,  სადაც  შეკრებილნი  იყვნენ სამწყსოთა  მღვდლებიც.  ისინი  გააგზავნეს  იქიდან  სათანადო  სიგელებით,  თვითონ [იშხანებმა] კი  მიაღწიეს  კათალიკოსამდე  და  ალვანეთის  მთავრამდე,  რომლებსაც  წარუდგინეს  წმინდად  აღზრდილი  ისრაელი  ბერის  სამოსში.  მას  ებოძა  საქებარი  წიგნები  დაბეჭდილი  თითოეული  მხარის  ზორავარისა  და  ნახარარების  მიერ.  კათალიკოსმა პატივი  მიაგო  მას  და  მეწ  კოღმანცის  მხარის  ეპისკოპოსად  აკურთხა. შემდეგ  კი  დიდძალი  ხალხით  და კურთხევის  წიგნით  თავის  გავარისაკენ  გაისტუმრა.  მათ  მიაშურეს  უწინდელ  ეპისკოპოსთა  სამყოფელს, რომელსაც  ტაღძანი95  ეწოდებოდა. დიდის  პატივით  მიიღეს  თანამოსაყდრეებმა,  თავკაცებმა  და  ხალხმა,  მან  ქრისტიანული  მოძღვრების სიკეთით  ყველას  გადააჭარბა.  აიღო  ჯვარცმა  და  შესთხოვა  ღმერთს თავისი  ქვეყნის  შესახებ. რჯულიერი ცხოვრებით დიდად  დაწინაურდა. მოგზაურობდა  ეპარქიის  ყოველ  გავარში და განამტკიცებდა მათ  მოძღვრების  მადლით  მართლმადიდებლური   რწმენისა  და  ჭეშმარიტი მცნების  მიმართ.
ასე  და  ამგვარად,  აუხსნა  (ხალხს)  თავისი  მოძღვრება  და   გაასხივოსნა ქრისტეს სიყვარულით.
თავი  XXXVIII
დიდი  მთავარი  ვარაზ-თრღდატი აირარატის  გავარში ეპისკოპოს ისრაელს  აგზავნის სომეხთა დიდ მღვდელმთავარ  საჰაკთან და ღვთისმოსავ მთავართან  მეგობრობის  განსამტკიცებლად
იმ   დროს  ღვთისმოსავ ვარაზ-თრდატს ბრძნული აზრი  მოუვიდა. [გადაწყვიტა]  გაეგზავნა ეპისკოპოსი ისრაელი სომეხთა დიდ  კათალიკოსთან  და  აირარატის  გავარის ღვთისმოშიშ მთავართან  მეგობრობის დასამყარებლად.  ისინი  დიდის  პატივისცემით  გამოვიდნენ  მის   შესაგებებლად,  მოასვენეს  და მადლი  მოიღეს  დარჩენილიყო  რამდენიმე ხანს  მსოფლიო ქალაქში.
მაშინ  სომხეთის  მთავარმა  და დიდმა  ზორავარმა  დარანაღის  გავარიდან – თორდანიდან გადმოიტანა სომხეთში, აირარატის  გავარის ქალაქ ვაღარშაპატში  წმინდა  გრიგორის  პატიოსანი  ნეშტი,  მთლიანად ყველაფერი. ძვლებითურთ  და   დაასვენა  ახლად  აშენებული  ეკლესიის თაღის ქვეშ.  [ეკლესია] ააშენა  დიდმა  ნერსესმა  წმინდა  გრიგორის სახელზე. ეპისკოპოსი ისრაელი  დიდის ვედრებით  დაეცა  კათალიკოსისა და სომეხთა  ზორავარის  წინაშე  და შესთხოვა  ნება  მიეცათ,  რათა  დაეკმაყოფილებინა  გულის  წადილი,  აესრულებინათ  მისთვის  სათხოვარი. „მომეცითო, – ეუბნებოდა, – წმინდა გრიგორის  ერთი  ნაწილი“,  მაგრამ  ისინი  არ  დათანხმდნენ  და  უთხრეს:  „ჯერ  არავისთვის  არ  უბოძებიათ  წმინდა  გრიგორის  ნაწილები  და  ჩვენც  უფლება  არა  გვაქვს  ავიღოთ  და  შენ  გიბოძოთო“.  მაშინ  მან   დამხმარედ  გაიჩინა  დედოფალი ჰელინე    – დიდი სომხეთის  ქალბატონი,  რომელიც  ალვანეთის  ქვეყნიდან იყო. [დედოფალმა] ხელი გაუწოდა  მას,  თავისი  ამალით  გაეშურა კათალიკოსისაკენ  და  შესთხოვა  შეესრულებინა  მისი სათხოვარი,  ნაწილთა  შესახებ. ის ევედრებოდა  აგრეთვე  სომეხთა ზორავარს – თავის   მბძანებელს:  „მიეცით  წმინდა  გრიგორის  ნაწილი  ჩემს ქვეყანას და  ჩემი  მამის  სახლს, აუსრულეთ  თხოვნა  ეპისკოპოსს,  რომელიც  გამოგზავნეს  ჩემი  ქვეყნიდან,  რათა  მან  დაიცხროს  თავისი  სურვილი.  ის სიხარულით  დაგვემშვიდობება  და  წავა  ჩვენგან“.  კაცთმოყვარე ღმერთმა  გულში  ჩაუსახა  მათ  თანაგრძნობა,  მიეცათ   [ისრაელისათვის] წმინდა  გრიგორის რჯულის  მმოძღვრავი  ყბის ნაწილი.  ამრიგად,  უბოძეს   სასურველი  განძი.  დიდის პატივით  მიღებული  [ალვანთა]  ეპისკოპოსი  დაემშვიდობა  მათ,   მიენდო  ღვთიურ  მადლს  და  გაემგზავრა. ნათელი  დიდებით  მიაღწია  თავის  ქვეყანას. მოტანილი  სიწმინდენთ დაასვენა მონასტერ  გლხოვანქში. 
თავი XXXIX
ვარაზ-თრდატი  ეთათბირება  თავის  ნახარარებს  ეპისკოპოს ისრაელის  ჰონთა  ქვეყანაში  გაგზავნის  შესახებ  მშვიდობის დასამყარებლად
სამხრეთის  სამეფოში  უზენაესი  მაჰმადის  მეფობიდან  სამოცდამეორე  წელს,  ალვანეთის მთავარი  ვარაზ-თრდატი  სარწმუნოდ  მოეთათბირა  თავის  თვისტომ  ნახარარებს  და კათალიკოს  ელიაზარს.  ის ეუბნებოდა  მათ: „ხარკი,  რომელიც  ჩვენ  დაგვაკისრა  მძიმე  ტვირთად ტაჭიკმა  ხალხმა,  მეტად  გვავიწროვებს  და  გვაწუხებს.  მეორე  უბედურება  ის   არის  ჩვენთვის,  რომ  ყოველწლიურად  ჰონთა  ჯარები  თავს ესხმიან  ჩვენს  ქვეყანას.  ამგვარად ორმაგად გვავიწროვებენ მტრები  და გვიოხრებენ სამშობლოს.  მოდით ჩემო მახლობლებო და საყვარელნო, ავირჩიოთ  ჩვენი   ქვეყნიდან  ერთი  ეპისკოპოსი  ჩვენდა  სანუგეშოდ. დე,   წავიდეს  და  ღვთის  შეწევნით  ორივე  ქვეყნის თვითმპყრობელის აზრი მშვიდობისა და ურყევი  მეგობრობისაკენ  წარმართოს.  ამის  შემდეგ ნუღარ გავივლებთ  გულში  მათ  მტრობას“.
როდესაც  ასე   განსაჯეს  იშხანებმა  და ნახარარებმა  მაშინვე  გაგზავნეს  არჩეული  [კაცი]  მეწ  კოღმანცის  მხარის  სათნო  და  ბრძენ  ეპისკოპოს  ისრაელთან  დიდი ვედრებით,  რადგანაც  ის  თავისი  კეთილგონიერი  ცხოვრებით  ბრწყინავდა  და ყველას ჭეშმარიტად ანცვიფრებდა. მან დაიმორჩილა თავისი  სული  და სიყვარულის  მცნებას  აღასრულებდა.  ის   მაშინვე  დათანხმდა,  რომ  გზას  დაადგებოდა  ჰონთა შორეული ქვეყნისაკენ   გაამზადეს   ძღვენი  და   მისართმეველი.  აგრეთვე  მოამარაგეს  [ისრაელი] და  მისი  თანმხლები  პირები  შორეული  მგზავრობისათვის  და  მშვიდობით  გააცილეს.  ისინი   გავიდნენ  ქალაქ  პეროზკავატიდან  მეჰეკის  თვის 18  რიცხვში.  გადავიდნენ  დიდ  მდინარე  მტკვარზე  და  გზას  გაუდგნენ.  გადაჭრეს ალვანეთის საზღვარი  და მეთოთხმეტე დღეს  მიაღწიეს  ლფინთა  ქალაქს.  მათ  შესახვედრად  ყველა  მოქალაქე გამოვიდა.  მიიღეს  ისინი  სიამოვნებით,  ისე,  როგორც  ეპისკოპოსს  ეკადრებოდა.  მით  უმეტეს,  რომ  ახლოვდებოდა დღესასწაული – უფლის გამოჩენა.  შევიდნენ  ქალაქში,  ღამე  გაათიეს  და  იქვე   იდღესასწაულეს. იქიდან  წამოსულნი  მოვიდნენ  ჭილბთა  ქვეყანაში,   დიდი  მთების  ძირას.
იმ   დროს  ჩრდილოეთიდან  მონაბერმა  ზამთრის  ქარებმა  ატეხეს საშინელი  ქარიშხალი,  რომელმაც  მოიცვა  კავკასიის   მაღალი  მთები. ისინი  იძულებული  გახდნენ  სამ დღეს  იქვე   მდგარიყვნენ.  ვერ  შეძლეს  თვალის  გახელა  და წასასვლელი  გზის  გაკვლევა,  რადგანაც  სატანური  ბრძოლის  გამო  დიდად  შეშფოთებულნი  და   გაოგნებულნი იყვნენ.  [ამ  ვითარებამ],  თუმცა  კი  გამოიწვია  მათში  შიში  და ძრწოლა, მაგრამ  ვერ  შეძლო  ღვთის  კაცის  მოდრეკა,  რადგანაც  მან   ხელში  აიღო  ჯვარი,  ყველას  უბრძანა მუხლი  მოეყარათ  და  მათთან ერთად  ავიდა   მთაზე, რომელსაც  ვარდედრუაკი  ეწოდებოდა.  ღვთიური  ჯვრისა და  დიდი  ეპისკოპოსის  ლოცვათა  ძალით  დამშვიდნენ  ქარები  და  დაცხრა  ბრძოლა.  ასე   უშიშრად  გადავიდნენ  ისინი  უზარმაზარ  გოლიათ [მთებზე]. ამის  შემდეგ  დიდი  ხნის  განმავლობაში  არ   გამოჩენილა  მზე და  ვარსკვლავები,  მკაცრი  ყინვა  კი   არ  ცხრებოდა.  დასუსტებული  და დაქანცული  [მგზავრები]  თავისდა  უნებურად  უცხო  მხარისაკენ  წავიდნენ.  მრავალი დღის გასვლისას  მივიდნენ მეფეთა ძველ სამყოფელში,   იმ   ადგილას, სადაც  ეწამა ალვანეთის კათალიკოსი  წმინდა  გრიგორისი – დიდი  გრიგორის შვილიშვილი.
ცოტა  ხნის  შემდეგ  მიაღწიეს  ჩორის  კარსაც,   რომელიც  დარუბანდთან  ახლოს  მდებარეობს.  იქ   მათ  მიიღეს  დახმარება  და  პატივისცემა  ქალაქის  მცხოვრებლებთაგან. ხანგრძლივი  მოგზაურობის  შემდეგ  კი,   ორმოცდღიანი  მარხვის  წინ,   შევიდნენ  შესანიშნავ  ქალაქ  ვარაჩანშ95. როდესაც  ჰონთა  დიდმა  მთავარმა   მათი  მოსვლის  ამბავი შეიტყო,  გამოვიდა  შესაგებებლად  და  მისასალმებლად,  მიიღო  ღიდი სიხარულით,  [ეპისკოპოსის]  წინ  თავი  დახარა,  რითაც  მისი  მღვდელმთავრული  სიწმინდის  პატივისცემა   გამოხატა.  როდესაც დიდებული წმინდა  მარხვის  დღეები  დადგა,  ისინი  დიდი სიყვარულით  მიიღეს  აგრეთვე  მოქალაქეებმა.  ყველა  ილხენდა  და  პატივსა  სცემდა  მათ,  განსაკუთრებით  კი – კეთილმზრუნველი  მთავარი  და  დიდებულები.  როდესაც  ეპისკოპოსმა  დაინახა  ეს  ბრწყინვალე  მიღება  და  წმინდა  სიყვარულის  ამბორი,  მეტად  გაიხარა  და  უდიდესი  მადლი  უძღვნა  ქრისტეს  გამოუთქმელი  სიკეთისათვის. მრავალი  დღე  ისვენებდა  დიდი შრომისაგან  [დაქანცული].  ამავე  დროს  ესმოდა  და  ხედავდა  უბედური  ხალხის  მაცთუნებელ  სარწმუნოებას.  ის  ტიროდა  და  წუხდა  მათ მძიმე  ხვედრზე,  იმათ  საეჭვო  რწმენაზე,  თუმცა  ისინი  თავის  თავს ღვთის  მსახურებს  უწოდებდნენ,  მაგრამ  უარყოფდნენ  მის  ძალას  და შორდებოდნენ  მას. 
თავი XL
ისრაელი  თავისი  მოძღვრებით  ქრისტიანულ სარწმუნოებას ამტკიცებს  ჰონებში.  ისინი  სასწაულთა  მეშვეობით ერწმუნებიან  მას
ეშმაკის  ტყვეობაში  მყოფი  გზასაცდენილი  ხალხი  გაურკვევლობაში   იმყოფებოდა.  ისინი  თავიანთი  ჩრდილოური და ცივი უგუნურებით ცრუ და თვალთმაქცურ ბილწ წარმართულ სარწმუნოებას  ეთაყვანებოდნენ  და  საუკეთესოდ  მიიჩნევდნენ  მას.  თუ  ადამიანი  უცაბედად  შეესწრებოდა  ელვა-ქუხილის  ნაპერწკლებს  ან  ეთერის  ცეცხლს, ანდა  სხვა მოვლენებს,  ის  მსხვერპლს  სწირავდა  მათ  და  თავიანთ  მიერ მიჩნეულ  ქუარ ღმერთის  მოქმედებად  თვლიდა.  მსხვერპლად  სწირავდნენ   აგრეთვე  შემწვარ  ცხენებს,  რომელიღაც  უზარმაზარ  გოლიათს, რომელსაც  თანგრიხან  ღმერთს  არქმევდნენ, ხოლო  სპარსელები  მას ასპანდიატს უწოდებდნენ. სრულიად მოკლებულნი იყვნენ ჭეშმარიტ აზრებს და ყოველგვარ  გზასაცდენილობას   მისდევდნენ.  ეშმაკეული დაფა–ზურნები,  შუბით  და  დანით  დაკოდილი  ღაწვები  და  სხვა   ნაწილები,  სისხლიანი  ჭრილობები,  სასაფლაოზე  შიშველთა  სასტიკი  ბრძოლები  ხმლებით  კაცისა  კაცთან  და  ჯგუფისა  ჯგუფთან,  მრავალთა  გარყვნილება  ერთმანეთთან   მიშვებული  ცხენები  და  ჭენება  სხვადასხვა მხარეს;  ამგვარი  ჩვეულებანი  ზოგს  ტირილსა  და  ურვას  გვრიდა,  ზოგსაც – სიხარულს.  თამაშობდნენ  და ცეკვავდნენ, – ჩაფლულნი ბილწ საქმიანობასა და  წყვდიადში, მოკლებულნი იყვნენ  შემოქმედის  შუქს. მსხვერპლს  სწირავდნენ [აგრეთვე] ცეცხლსა  და  წყალს,  თაყვანს  სცემდნენ  გზის  რომელიღაც  ღმერთს,  ასევე   მთვარესა  და   ყველა  ქმნილებას,  რომელიც  მათ  თვალში  საკვირველებად  მიიჩნეოდა.  ეძლეოდნენ   აფროდიტესეულ  გატაცებასაც,  თავისი  წარმართული  ჩვეულების მიხედვით  ცოლად  ირთავდნენ  მამათა  ცოლებს,  ანდა  ორ  ძმას  ერთი ცოლი  ჰყავდა,  ხან  კი  ნაირნაირი  ცოლები  მოჰყავდათ.  მრავალი  უსამართლო  წესი  ჰქონდათ  და  უკანონო  ჩვეულებანი,  მაგრამ  ვერ   მოახერხეს შეენიშნათ  და შეეცნოთ სიმართლის  მზე.
როდესაც  ესმოდა  და ხედავდა  ამგვარ   ბილწ  საქმიანობასა  და კერპთთაყვანისმცემლურ   ჩვეულებებს  [ეპისკოპოსი] დღე  და   ღამე ევედრებოდა  ღმერთს  ქვეყნის  ხსნისათვის,  საშუალებას  ეძებდა  მათ მოსაქცევად.  მისი  ღვთიური  ბრძანების  თანახმად,  ჰონთა  ყველა  დიდებული  ნახარარი  და  მდაბიო  მოვიდა წმინდა  ეკლესიის  თაყვანისსაცემად და ღვთის  მცნებათა  მოსასმენად. შემდეგ  შეიკრიბნენ  უფლის სახლში.   მთავარმა  და ქვეყნის  მთელმა  ხალხმა  ისურვეს  გაეგონათ ეპისკოპოსის  სიტყვები.  ერთმანეთს  ეუბნებოდნენ:  „მოდით,  მოვისმნოთ  მისგან   ნუგეშსაცემი  სიტყვები,   ეგ   ხომ  ქრისტიანული  წმინდა სარწმუნოების  წინამძღოლია    და  ქვეყანას  ამცნობს  სულიწმინდის მცნებასო“.
შემდეგ,  როდესაც  დაინახა  ეპისკოპოსმა,  რომ  ეთანხმებოდნენ  და ყურს  უგდებდნენ,  დაუწყო  თავის  მოძღვრებათა  სწავლება.  ეუბნებოდა, შვილნო  ჩემო,  მოიქეცით  და  სცანით  უფალი  ღმერთი,  რათა  შეგიწყალოთ  და გაცხონოთ,  რადგანაც იგი თვითონ  არის  უფალი  და  შემოქმედი   ყოველივესი.  დაივიწყეთ  ამიერიდან  თქვენი  ბილწი   მსახურება,  თაყვანს  ნუ  სცემთ  კერპებს,  ეგ  ეშმაკეულია  და  წარმწყმედი სულისა.  არავის  არ  ძალუძს  ორ  უფალს  ემსახუროს,  არც  არავის შეუძლია,  რომ  ღვთის  სასმისიდანაც  სვას  და  ეშმაკის  სასმისიდანაც, ვერ  შეძლებს  უფლის  ტრაპეზიდანაც  იგემოს  და  ეშმაკის  ტრაპეზიდანაც.  აღარ  გაიხსენებს  ღმერთი  თქვენს  ნებსითსა  და  უნებლიე  ცოდვებს,  არამედ  გამოგატარებთ  შემეცნების  ბრძმედში  და  სიმართლეს შთაგაგონებთ.  მან  გაანათლა  მთელი  მსოფლიო  ღეთიური  ემბაზით და  გააძევა  სიბნელე  და  წყვდიადი  უვიც  წარმართულ  ტომთაგან. გაავრცელა  მათში  ჭეშმარიტი  სარწმუნოების  შუქი,  ასევე  გაგანათლებთ თქვენ  თავისი  სხივმოსილი  მადლით.  მხოლოდ  უნდა  მიენდოთ მასს  მთელი  გულით,  [უნდა  იყოთ] სიყვარულით  ფესვგადგმულნი და განმტკიცებულნი  ღვთის  შვილის  დიდებით.  აღიარეთ  და  ირწმუნეთ წმინდა  სამება.  უსხეულო  ლაშქარიც  კი  წმინდა  სამებას  შეჰღაღადებს და  ეუბნება:  „წმინდაო,  წმინდაო,  წმინდაო  უფლის  ილიერებათა, ფენს დიდებით  სავსეა ქვეეყანა!“
როგორც  გადმოგეცემენ  ღვთაებრივი  ძველი   მოციქულები   და გრიგორ  აღმასრულებელი,  მამა  [იშვა]  თავისი  თავისაგან,  შვილი  მამისაგან,  ხოლო  სულიწმიდა  მათი არსებისაგან, – მთელი  სამყარო  სავსეა   მისი  დიდებით,  ასე   ქადაგებს  სახარება  მაცხოვრის  სიტყვის  თანახმად.  ეს  უნდა  გახდეს  სარწმუნო  ყოველი  წარმართისათვის.  მთელს ქვეყანაზე  გავრცელდა  ფსალმუნის  სიტყვები  იმის  შესახებ,  რომ  „ყოველსა  ქვეყანასა  განხდა  ხმაი    მათი  და  კიდეთა სოფლისათა  – სიტყვანი  მათნი“.  მეორე  წინასწარმეტყველი  ამბობს:  „აღივსო  თანა  ყოველი  ქვეყანა  მეცნიერებითა  უფლისათა,  ვითარცა  წყალმან  მრავალმან  დარაფარნის ზღვანი“.
აი,   ჩვენ  ვხედავთ  დღეს,  რომ  ღეთიურ  სიტყვათა  მოძღვრება,  რომელიც მოგეძღენათ, ჩაიბეჭდება  თქვენში,  გავრცელდება  და   გამრაელდება  თქვენი  გულის  ყანებში,  იქ   უხვად  გამოიღეს  ნაყოფს  გამჭრიახი   მომკალის  საშუალები ასობით,  სამოცობით  და   ოცდაათობით.  და  თუ  ასე  განაყოფიერდება  თქვენთვის  ეს [მოძღვრება],  მაშინ  რატომ  უშვებთ  მომაკვდინებელ  ფრინველს  თქვენს  უბიწი  და  აყვავებულ  გონების   ყანაში?  განა  არ  იცით,  რომ  ჩვენი  პირველი  მამა ადამი ამისათვის  გააძევეს  სამოთხიდან  და   მან   ეკლიანი  და  ძეძვიანი მიწა დაიმკვიდრა...
ნოემ,  რომელიც   განმანანთლებელთა  ტომიდან   იყო, სიმართლე იპოვა  სპეტაკი  რწმენის  გამო.  ღვთის  ბრძანებით  დაცული  იქნა  თავისი   ოჯახითურთ  წარღვნის  საშინელებისაგან.  ასე   დასაჩუქრდა  და  პატივი  მიეგო რწმენისა  და სიწმინდის  გამო...
გოდოლის  დანგრევისა  და  ენათა  აღრევის  შემდეგ,  ჩვენ  შევიტყვეთ  ზოგიერთ  იმდროინდელ  მემატიანეთაგან,  რომ  ნებროთი  თავის თავს  ღმერთებს  ადარებდა  და  იქამდე  გაამაყდა,  რომ  უბრძანა  დახელოვნებულ  მოქანდაკეებს,  მისი  სახის  მოოქროვილი  ხატი  გამოეძერწათ  ვერცხლში  ან  სპილენძში.  უამრავ  გზასაცდენილ  ხალხს  შესაწირავი  მოჰქონდა  ამ  კერპის  წინაშე.  ასეა  ახლაც,  რადგანაც  ჩვენ  ვხედავთ,  რომ  დანაშაულებრივი  და  უსაფუძვლო  ბრძოლებით  სიცრუით მიდიხართ გაუკვალავ გზაზე. მსხვერპლად სწირავთ  შემწვარ ცხენებს  ვიღაც  გოლიათს – ასპანდიატს, ხოლო  ის  კი არ იცით,  რომ  სიბილწის  მოყვარული  წმინდანი  ვერ  გახდება. თქვენ ეთერის  ნაპერწკლებს,  რომლებიც  ქუხილის  დროს  ელავენ,  ღმერთად  მიიჩნევთ  და  მხსნელს ვუწოდებთ.  როგორ  არ  გესმით  უვიცნო,  რომ  ექვსი  თვის  განმავლობაში,  როდესაც  ზამთრის  ძლიერი  ქარები  უბერავენ,  სად  უნდა  მიდიოდეს  ელვისა  და  ქუხილის  ხმა?  განა  ჩვენი  შემოქმედის  ღმერთის ნიშნებით  არ  ბრწყინდება  ელვა  და  განა  მისი  ბრძანებით  არ  ცხრება და  ვეღარ  ბედავს  გამოჩენას  ის  ზამთრის  განმავლობაში?  აქედან  ცხადია,  რომ  ესენი  თვითონ  კი  არ  არიან  ღმერთები,  არამედ  ჩვენი  შემოქმედის, – ღვთის  ქმნილებანი  არიან.  თქვეენ  მეტად შემცდარნი ხართ,  როდესაც  არ   უსმენთ  სიტყვებს:  „ღმერთთა,  რომელთა  ცაი  და ქვეანა  არ შექმნეს წარწყმდედ ქუეყანისაგან“.
მაგრამ  თქვენ   იცით  და   ხედავთ,  რომ  უფალი  ღმერთი  ის   არის, რომელიც  მხოლოდ  ერთია  თავისთავად  და  მასზე  ადრე  არავინ  ყოფილა.  ის   არის  ყოვლის  შემოქმედი,  ხილულისა  და  უხილავის,  მხოლოდშობილი  ძეა   ღვთისა,  რომელიც  იშვა  მამისაგან,   ხოლო  სული–წინდა  მათი  არსებისაგან,  რისგანაც  იშვა  ქვეყანაც.  უკუაგდეთ  ამიერიდან  ძველი  ცთომილება,  განაახლეთ  თქეენი  გულები  და აირჩიეთ უკეთესი.  იესო  ქრისტე  ხომ  ცოდვილთა  მხსნელად  მოვიდა  ქვეყნად. მოდით,  მიმართეთ  მას ცოდვათა  მონანიებით,  ნუ  ეთაყვანებით  მზესა და  მთვარეს,  არამედ  ღმერთს,  რომელმაც  შექმნა  მზე   და  მთვარე,  ცა და  დედამიწა,  ზღვა  და  ყოველივე  ის, რაც  მასშია.  იმათ,  რომელნიც მზესა  და  მთვარეს  ეთაყვანებიან,  წილად  ერგებათ  გაუქრობელი  ცეცხლი,   ხოლო  ისინი,   ვინც   მსხვერპლს  სწირავენ  წყალს,  საქონელივით ჩაიძირებიან წყლის  სიღრმეში.  რომელნიც თაყვანს  სცემენ გაფოთლილ ხეებს და  მსხვერპლს  სწირავენ  მას,   საღმრთო  წერილი  მათ  შესახებ ამბობს: „...ყოველსა  ზედა  ხესა  ველისასა  და  ყოველსა  ზედა  ნაშრომთა ქვეყანისათა  და  აღეგზნას  და  არა  დაშრტეს“.  ისინი  კი, რომელნიც  გულზე  იკიდებენ  ოქროსა  და  ვერცხლის  გამოსახულებებს,  მათზე  ნათქვამია,  რომ  ოქრო  და  ვერცხლი  ვერ  იხსნეს  მათ  უფლის  მრისხანების  ჟამს.  [ღმერთს] შეუძლია იხსნას ცოდვილნი  წამების  მძიმე უღლისაგან და მუდმივი ჯოჯოხეთისაგან.  [ცოდვილნი]  კი  ისეთივე  ბიწიერნი   არიან,   როგორც  წარმართები ამას და ამაზე უკეთესსაც ბევრს ლაპარაკობდა დიდი მღვდელმთავარი ისრაელი. 
თავი XLI
ჰონებმა  იწამეს  ქრისტეს  მოძღვრება  ისრაელ  ეპისკოპოსის საშუალებით,  დაანგრიეს  ბომონები  და  აღმართეს  ქრესტეს ჯვარი
კეთილგონიერი და დიდებული  მთავარი  ალფილითუერი,  როდესაც   დარწმუნდა  დიდი  ყურადღებთ  მოსმენილ ღვთის  კაცის   სიტყვებში,  მაშინ  თავისი  ბანაკითურთ  ნებაყოფლობით  ერწმუნა  მის   შესანიშნავ  მოძღვრებას  და  სასაკეთო  რჩევას.  ადიდებდნენ  ღმერთს  და ამბობდნენ:  „ჩვენ  ახლა  ჭეშმარიტად  გვწამს,  რომ  უფალმა  გამოგვიგზავნა მისი საშუალებეთ მადლმოსილი  ნუგეში,  რათა  გავთავისუფლებულიყავით  ბნელი  საქმიანობისა  და  ყველა  ეშმაკეული  მოქმედებისაგან“. ამის  შემდეგ  შვებით დამორჩილდნენ  ქრისტიანული [სარწმუნოების] უღელს,  მარხვითა  და  ლოცვებით,  სიწმინდითა  და  სიმშვიდით ჩაატარეს  ორმოცდღიანი  მარხვა  დღედაღამ  სულიერი  გულისხმიერებით  კაცი  კაცს  აჩქარებდა,  რათა  თაყვანი  ეცა  წმინდა  ეკლესიისათვის  და  უკუეგდო  უწინდელი  დაბნეულობა.  წმინდა  ეპისკოპოსის  ნათელ  რჩევათა  მადლით  ღვთისმოყვარულმა  მთავარმა  დაახლოებული პირებითურთ  გადაწყვიტა  ყოველ  წელიწადს  წმინდად  შეესრულებინა  „შვიდი შვიდეული“ – [დიდმარხვა].  თავისი  დიდი  კეთილგონიერებით  სულ  მალე  გახდა  ღვთის  მცნებათა  შემსრულებელი.  ის  სდევნიდა ბნელეთის  შვილებს,  დარწმუნებული  ნათელ  მოძღვრებაში  დღითიდღე  ბრწყინდებოდა  ქრისტეს  სიყვარულით  და  წმინდა  რწმენის  სასურველი  მასპინძელი  გახდა.
ქვეყნადშობილმა სამშობლოს  შვილმა  მოიპოვა  ღვთის  მადლი,  მან სახელი  გაითქვა სიმტკიცით,  სიმდიდრით,  ომებში  სიმამაცით,  როგორც ბერძენმა  ოლიმპიურმა  ხალხმა.  ყველას  წინ   გამოჩნდა  მისი  ძალა  და უდიდესი  ვაჟკაცის  სახელი  დაიმკვიდრა.  მრავალი  მამაცური  საქმე  უჩვენა  მან   ხაზართა  ხაქანს  თურქესტანში97, რითაც სიყვარული დაიმსახურა, ხოლო მისი ქალიშვილი ცოლად ითხოვა.  [ალფილითუერმა] მოიპოვა  პატივცემული  სიბერეც.  განდიდდა  სამ  ქვეყანაში,  რადგანაც მან  მიიღო  ეპისკოპოსისაგან  ნათელი  მოძღვრება, როგორც დიდების გვირგვინი. ცდილობდა თანდათან დაევიწყებინა შმაგი გოდება  მიცვალებულებზე,  გამძვინვარებული ხოცვა-ჟლეტა, – თავისი სამშობლოს აუტანელი და ბილწი  სარწმუნოება.  ის  ხელს  უშლიდა  თაყვანი ეცათ  სხვა  ღმერთებისათვის,  თვითონ  კი  ემსახურებოდა  მხოლოდ  მაცხოვარს,  – შემოქმედს  ცისა  და  ქვეყნისასა  მხოლოდშობილ  ძეს  და თანაძალოვან  სულს.  მან  ყოველი  ბოროტება  უკუაგდო  თავისი  გონებიდან  და  ახალშობილი  ჩვილივით  რძეღა  სწყუროდა.  აშენებდა  სხვადასხვა  ადგილებში  ეკლესიებს  და  აძლიერებდა  ღვთის  მღვდელთა  პატივისცემას.
[ჰონები],   როგორც  ბილწ  ასპანდიატს,  ეთაყვანებოდნენ  მაღალი მუხის  ხეებსაც,   რომლებსაც  მსხვერპლად  სწირავდნენ  ცხეხებს,  მათ სისხლს  თვითონ  ხეებს  ასხამდნენ,  ხოლო  თავსა  და  ტყავს  ხეთა  ტოტებზე  ჰკიდებდნენ.  ეპისკოპოსმა  [ისრაელმა] ბრძანა  მოეჭრათ  ერთი მათგანი, რომელიც თავი და  დედა იყო ყველა მაღალი ხისა.   მას შესაწირავს სწირავდა და თაყვანს სცემდა ჰონთა ქვეყნის იშხანი და ყველა  აზატი,  რადგანაც  მიაჩნდათ  ღმერთების  მხსნელად  და  მაცოცხლებლად,  ასევე  ყოველგვარი  სიკეთის მომნიჭებლად.  როდესაც  ესმათ ბრძანება  საოცარი  გოლიათი ხის   მოჭრის  შესახებ,  რომლითაც  მოჯადოებულნი  და   გონდაკარგულნი  იყვნენ,  მაშინ   მკითხავებმა,  მისნებმა,  ჯადოქრებმა  ქურუმთა  მთავარმა  მდაბიოებთან  ერთად  ატეხეს  გოდება,  მაღალი  ხმით  შეჰღაღადეს  ჰონთა  მთავარსა  და  ქვეყნის  დიდებულებს. [ისინი]  ამბობდნენ:  „როგორ  შეგიძლიათ  გაბედოთ  და  დაუჯეროთ  ჩვენი  ღმერთების  მტერს  და  მოჭრათ  ის  ხე,  როდესაც  იცით, რომ  ჩვენ  წინააღმდეგნი  ვართ.  რატომ  უსმენთ  მას  და  ანგრევთ,  აოხრებთ  და  სპობთ  ჩვენს  ბაგინებსა  და  კერპებს,  რომელნიც  აღმართეს ჩეენმა  მამებმა,  მეფეებმა  და  იშხანებმა.  მთელი  ჩვენი  ქვეყანა  ემსახურებოდა  მათ  დღემდე.  კერპებისა  და  სათაყვანებელი  ხეების  საშუალებით  სასურველ  ძღვენს  ვღებულობდით.  ჩვენი  ქვეყნის  ხალხმრავლობა  ძალასა  და  გამარჯვებას  გაძლევდათ  მტრებთან  ბრძოლაში.  ახლა  ვინ  გგონიათ  თქვენ  ის,  რომ  მის  სიტყვებს  უსმენთ  და  ნებას  აძლევთ  დაარბიოს  და  დაანგრიოს  ჩვენი  ღმერთების  ბომონები?  როდესაც  თქვენ ემსახურებოდით  და  მსხვერპლს  სწირავდით  ხეებს  გოლიათი  და მამაცი ასპანდიატის სახელით, განა არ ღებულობდით იმას, რასაც  ითხოვდით?  თქვენ  ბევრჯერ  მოიპოვეთ  სიკეთე: ის აჯანმრთელებდა  ავადმყოფებს, მცხუნვარე  გვალვებსა  და  ძლიერ სიცხეებში  მისი  შემძლეობით  მოდიოდა  წვიმები,  რომელიც  პაპანაქებას  აგრილებდა  აცოცხლებდა ბალახსა და მცენარეულობას,  ამწიფებდა  ნაყოფს თქვენს სასიამოვნოდ  და საკეებად. ასევე გამშვიდებდათ  ის ძლიერი  წვიმების, მოღრუბლულობისა და ეთერში ელვა-ქუხილის დროს. ახლა,  თუმცა კი ეთაყვანებით სხვა ღმერთს  და ერწმუნებით  [ეპისკოპოსის] მცდარ სიტყვებს, რასაც გიქადაგებთ, მაგრამ მაინც  არ  არის  საჭირო  უკუაგდოთ  და  დათრგუნოთ  ჭეშმარიტი  ღმერთები,  რომლებსაც  სამსახურს უწევდით  თქვენ  და  თქვენი  წინაპრები  და  ხელთ  მისცეთ  მას  ფეხით გასათელად.  ნუ  განვარისხებთ  მათ,  რათა  არ  მიაყენონ  ძლიერი  დარტყმები  ჩვენს  ქეეყანას.  ვინ  გაბედაეს  მიუახლოვდეს იმ  ადგილს,  სადაც გოლიათი  ძალის  ასპანდიატის  ბომონები  და  სამსხვერპლოებია  აშენებული და დაფუძნებული, ანდა – უმშვენიერეს ხეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მფარველი და  მაცოცხლებელია?  ისინიც  კი,  რომლებსაც თავისი  უვიცობით  ამ  ხისაგან  დავარდნილი  ტოტები  შეშად  მიჰქონდათ  საჭიროებისათვის,  მძიმე  სატანჯველით  ისჯებოდნენ:  ზოგი  შმაგდებოდა,  ზოგი  კიდევ  კვდებოდა. წყდებოდა  მათი  სახლი  და  გვარი. განა  ახლა  მაგან  უნდა  შეძლოს  მასთან  ახლო  მისვლა  და  მოკვეთა,  ან კიდევ  ჩვენი  ღმერთების  ბაგისების  დაქცევა?  ჩეენ  გვწამს,  რომ,  თუ გაჯიუტდება  და  მაინც  მიუახლოვდება,  მძიმე  სატკივარით  დაისჯება, შეიძლება  სიცოცხლეც  კი  წაერთვას“.  მაშინ  ჰონთა  მთავარმა  უპასუხა  მისნებს,  მკითხავებს,  ჯადოქრებს,  ბაგინთა  და  ხეთა  მსახურებს და უთხრა:  „ჩვენ  დავეთანხმეთ  და  გერწმუნეთ  ამ  კაცს,  ვემსახურებით და  თაყვანსა  ვცემთ  იმ  ღმერთს, რომელიც  მან  გვიქადაგა.  ჩვენ  არ  ვეწინააღმდეგებით  მას  დაარბიოს  და  დაანგრიოს  ბომონები,  ამოთხაროს და  მოკვეთოს  ხეები  და  დაწვას  ისინი  ცეცხლზე.  თუ  თქვენ  შეგიძლიათ  ბაგინებით,  ბომონებით,  ანდა  სათაყვანებელი  ხეებით  შეაშინოთ ის, – მძიმე სატკივარი გაუჩინოთ  ან  მოკლათ,  მაშინ  კვლავ  გერწმუნებით  და  ისევ  დავაფუძნებთ,  ავაშენებთ  და  სამსახურს  გაგიწევთ ბონომებს,  ბაგინებსა  და გამოძერწილ  სახეებს. თაყვანსა  ვცემთ  ხეებს, შევწირავთ  მათ  ძღვენსა  და  მსხვერპლს,  როგორც  აქამდე  ვაკეთებდით. ხოლო,  თუ  ვერ  შეძლებთ  დასაჯოთ ან  შეაშინოთ,  ის  კი  დაარბევს  და დაანგრეეს  ბაგინებსა  და  ბომონებს,  მოჭრის  და  ცეცხლზე  დაწვავს ხეებს,  ხოლო  მას  არავითარი  სატკივარი  არ  შეიპყრობს  და  არც  მოკვდება,  მაშინ  ჩვენც მტკიცედ  ვირწმუნებთ,  რომ  ის  ღმერთმა  გამოგზანა  ჩვენთან.  ვეთაყვანებით  ერთადერთ  ღმერთს,  რომელმაც  შექმნა ცა  და  ქვეყანა,  მზე,  მთვარე  და  ვარსკვლაეები.  თქვენ  კი შეგიბორკავთ  ფეხებს  და  ხელებს  და  მიგცემთ  მათ ხელში,  რათა  დაიწვათ  ხეებთან  და ბომონებთან ერთად“.
მაშინ   აფროდიტეს  მისნებმა,   მკითხავებმა   ჯადოქრებმა  დაიწყეს გააფრთებით  მკითხაობა;  ეწეოდნენ  მისნობას,  ქვესკნელიდან  ცრუ  გამოძახებას,  გაბერილ და სულელურ  რამეებს  თხზავდნენ,  თუმცა  ვერაფერს  გახდნენ  თავიანთი მცდარი  ხელოვნებით.  უწინ  ისინი  კრავდნენ  ადამიანებს  უხილავი  ბორკილებით.  ვისაც  მოესურვებდნენ  მძიმე სატკავარს  შეყრიდნენ,  ეშმაკს  შეუჩენდნენ, შემდეგ კი ამაო სიტყვებით  უქადაგებდნენ  რომ საჭიროა ძღვენი და  მსხვერპლი  მიერთვათ  ბომონებსა  და  ხეებს,  რადგანაც  აქამდე არ   მიგირთმევიათ,  ამის სანაცვლოდ  მიიღეთ  ეგ   დიდი   სასჯელი  ჩვენი   ღმერთებისაგან;  თუ ახლა  ძღვენსა  და  მსხვერპლს  შესწირავთ  ხეებსა  და  კერპებს,  გათავისუფლდებით  სატკივრისა  და   წუხილისაგანო.   მათ   სიტყვებს  ეშმაკი ასრულებდა.  ხანდახან  ისინი  თვალებს  უხვევდნენ  [ადამიანებს],  ძლიერ  წვიმებს  მოიყვანდნენ,  ხანაც   მეტად  აშრობდნენ  [დედამიწას]  ეშმაკისა  და  სატანის  ძალით.  ყოველივე  ამით  აცდუნებდნენ  და  ღუპავდნენ   ქვეყანას. შეცდენილნი კი მერყევ  ადამიანებს იბირებდნენ.
მაგრამ  ამ   დროს  ვერ  შეძლეს  რაიმე   გამოეყენებინათ  და  ღვთის კაცი  შეეშინებინათ,  რადგანაც  მთელი  მათი   ძალები  შეკრულ-შებოჭილი  იყო  წმინდა ჯვრის  მადლით.  რჯულის  მოძღვარი  წმინდა  ეპისკოპოსი  ელაპარაკა  ჰონთა  მთავარს  და   დიდებულებს,  ასე   ეუბნებოდა: „მე არ მეშენია და  არ  მაშფოთებს  ბოროტი  ლაპარაკი,  რადგანაც ისინი  უსასონი  არიან  ღვთის  ჭეშმარიტ  ცხოვრებას  რომ  ეზიარონ. მათ   სურთ  წარმართული  ჯადოქრობით   შემაშინონ,  როგორც  სხვა უგუნურებს  აშინებენ,  მაგრამ  მე არ  მაწუხებს  თქვენი  გოლიათი  ხეები და  ბომონები,  რომლებიც  ნაირნაირ  სახეს  იღებენ  ჩემს  წინაშე,  არამედ  მე ყველას  დასანახად, აშკარად  ვიმოქმედებ შეუკრთომლად,  დაიმედებული ქრისტეს წმინდა ჯვრის მადლით.  აღმოვფხვრი  თქვენი  გულებიღან  ეჭვსა  და   ხეთა  მონობის  ცდომილებას.  მათ  არაფრის  გაკეთება  არ შეუძლიათ, – არც ბოროტისა  და  არც  კეთილისა,  აგრეთვე არ  ძალუძთ  თავიანთი  მტრების  შერისხვა  თქვენ  ახლა  საკუთარი თვალით  დაინახავთ,  თუ  როგორ  დავამსხვრევ  ჩემი ხელით  გაქვავებულ კერპებს  და  გზაზე  დავყრი  მათ  ფეხით გასათელად.
შემდეგ  ეპისკოპოსმა  უბრძანა  მღვდლებს  ხელში  აეღოთ ცულები, მუხლი  მოედრიკათ, ელოცათ  და ფსალმუნი წაეკითხათ ღვთის  მიმართ: „აღდეგინ  ღმერთი,  და  განიბნინენ  ყოველნი  მტერნი  მისნი,  და  ივლტოდნენ მოძულენი  მისნი  პირისა  მისისაგან“.
[ეპისკოპოსმა] ჯვარი  გადასწერა  იმ   მაღალ  ხეს,   რომელსაც  თაყვანს სცემდნენ  ბილწი  ასპანდიანტის  სახელით,  შემდეგ  მღვდლები  წავიდნენ  [ხეთა  მიმართულებით] სიღრმეში  და  საერთოდ  ყველა  ხე   მოჭრეს.  მაშინვე  ბრძანა  ეპისკოპოსმა  წაეღოთ  [ხეები] ქალაქ  ვარაჩანში. იხმო  თავისთან  ქალაქის  დახელოვნებული  ხურონი და უბრძანა  მათ საუკეთესო  მრგლოვანი  ჯვარი  გამოეთალათ. მორთო ის  სხვადასხეა  გამოსახულებებით,  შეამკო  ლამაზი  სურათებით  და   თავიდან ბოლომდე შეღება  დასამშვენებლად.  ასევე   მარჯვენა  მხარეს   მაგარი   ლურს მნებით  ზემოდან  დააკრა  ლამაზი და  სხივმოსილი  ჯვრები,  ქვემოთ  ღია ადგილი  ოთხკუთხივ  გამოაკვეთინა  შროშანასებურად,  რომელშიც  მო–თავსებული  იყო ვერცხლის ჯვარი – უფლის  ჯვრის  ნაწილითურთ.  ამგვარად,  მოკაზმა  და  მორთო  სხვადასხვა  საკვირველი  სამკაულით,  აღმართა  სალოცავად  და  სავედრებლაღ  სამეფო  კარზე  აღმოსავლეთით, ხოლო  მათ  უთხრა: „ამ  ცხოველმყოფელი, ნიშნის წინ  თაყვანი  ეცით შემოქმედს, – უფალს,  თუ  თქვენი  ჩვეულებისდაგვარად,  მცდარ  აზროვნებით  ადრე  ხეებს  სცემდით  თაყვანს,  ახლა  ამ  ჯვარსა  და  ღვთაების  უხილავ  სახეს  ეთაყვანეთ.  თქვენ  ჭამდით  და  სვამდით  იმ  ცხოველების  ხორცსა  და  სისხლს,  რომლებსაც  ხეების  წინ  კერპებს სწირავდით. ნაცვლად სათაყვანებელი ხეებისა მან თავისი ჯვარი აღმართა ქვეყნად და ნაცვლად  სამსხვერპლოთა  სისხლისა,  თავისი  სისხლი  მოგეცა  ჩვენ  ყველას  განსაწმენდად.  მე  ვიცი,  რომ  თქვენ  ეცოდინრობით  მოგდიოდათ  ის,  რასაც  აკეთებდით,  ამის  შემდეგ  კი  მიუახლოვდით  ღვთის  მოწყალების  ტახტს,  უკუაგდეთ  ბოროტი  სენი  და  ურჯულოება,  მაშინ გეღირსებათ  ნათელი  დიდების სამოსელი“.
როდესაც  ჰონთა  ღვთისმოშიშმა  მთავარმა  ილითუერმა  თავის  დიდებულებთან  ერთად  მოისმინა  სიყვარულისა და  შიშის   შეგონება, აგრეთვე  დაინახა,  რომ  არაფერი  იმის  მსგავსი  არ   მოსვლია [ეპისკოპოსს],  რასაც  ჯადოქრები  ამბობდნენ,  არც  უზარმაზარ  ხეებს  დაუსჯიათ  და არც  სატკივარი და  სიკვდილი  მისწევია,  მაშინ  ის უფრო  გასხივოსნდა  და  გამხნევდა  ქრისტეს  მსახურების  საქმეში.  უფროდაუფრო  უმტკეცდებოდათ  რწმენა  და  თავიანთი  მოძღვრის  სიტყვებს  ისმენდნენ.  მაშინ [მთავარმა]  თავისი  შეუვალი  უფლებით  ბრძანება  გასცა  შეეპყროთ  ეშმაკეული  და  გრძნეული  ტომი  მისანთა  და  ჯადოქართა  თავიანთ  მოთავე  ქურუმებთან  ერთად,  შეებორკათ  მათთვის  ხელ–ფეხი,  მიეყვანათ  ღვთის  კაცის  წინ  და  მისთვის  გადაეცათ. [ეპისკოპოსმა] კი  ბრძანა ზოგი  მათგანი  გზაჯვარედინებზე, ქუჩის  თავსა  და  ბოლოში  ცეცხლში  ჩაეყარათ.  ამრიგად,  იხსნა  მან  ქვეყანა  ფუჭი  რწმენის  თაყვანისცემისაგან  და  დაუმორჩილა  ის  ქრისტეს  სამსახურის  უმსუბუქეს  უღელს.  რომლებსაც [გულზე] ეკიდათ  ოქროთი ჩამოსხმული წარმართული  ამულეტები,  ბრძანა  მოეხსნათ  და გადაეყარათ.  თვითონ  თავისი  ხელით  ყველას  თვალწინ  ამსხვრევდა  მათ  და  უფლის ჯვრის  გამოსახულებას  აკეთებდა.  ასე  და  ამგვარად,  ყველას  უჩვენა თავისი ღვთისმოსაობა.
ეს   წესები  ერთიანად  დააკანონეს  წმინდა ორმოცდღიანი მარხვის დღეებში ჰონთა სამეფოს  მრავალრიცხოვან ბანაკში.  მოეწყო  და  მომზადდა  [ყველაფერი] უფალი  ღმერთის  სურვილით  ეპისკოპოსის  მიერ  სულიწმიდის  შთაგონებით ასე   გავრცელდა  ქრისტეს  გამოუთქმელი დიდების  მადლი.  როდესაც  დადგა  წმინდა  ზატიკის  ბრწყინვალე და  ნათელი  დღესასწაული  ბევრი  მოთავე  ქურუმი  ჯადოქარი  ჯერ  კიდევ ბორკილდადებული იმყოფებოდა. მთავრის ილითუერის თანხმობით და მისივე ბრძანებით შეიკრიბნენ  მოქალაქენი და  მოედანზე  სამსჯავრო  გამართეს.  ერთმანეთთან  პაექრობის  შემდეგ,   რაც  მრავალრიცხოვანი  საზოგადოების  თანდასწრებით  მიმდინარეობდა, ეპისკოპოსმა  დაიწყო  მოძღვრება საღვთო  წერილის  მიხედვით. ის  მტკიცედ დაუპირისპირდა  მათ,  გაახსენა  თუ როგორ  შეარცხვინა საცოდავი  წარმართი  ქურუმები უფლის ჯარმა,  რომელიც  მუდამ  ხელთ  ეპყრა  ეპისკოპოსს. ისინი, შეშინებულნი და   აღმფოთებულნი,  თავიანთ  თავებს ადანაშაულებდნენ.  შემდეგ  აღიარეს  ცოდვები  და  ჭეშმარიტი  სარწმუნოება იწამეს  დამღუპველთა ჯადო, – სათამაშო  ძვლები,  ეპისკოპოსს გადასცეს  და   ცეცხლში  მოსპეს.  ამრიგად,  ღირსეულად აღორძინდნენ ისინი  წმინდა ემბაზის  საშუალებით.
როდესაც  ჰონთა  მთავარმა  და  უამრავმა  ხალხმა  ეს   დაინახეს  კიდევ  უფრო  განამტკიცეს  ქრისტეს  სარწმუნოების  სიყვარული  და  განშორდნენ  ფუჭსა  და  ბილწ  მსახურებას.  ჯვრის  დღესასწაულის  დღეს ეპისკოპოსმა  სამეფო  კარზე  ახლადშეკრული  ჯვარი  აღმართა,  მთავარმა და ყველა  დიდებულმა  მსხვერპლი   შესწირეს  მას.  როდესაც მღვდლებმა  მოისურვეს  ლოცვა-კურთხევით  ემღერათ  ჯვართან,  შესაწირავის  წინ,  მაშინ  ეპისკოპოსმა უთხრა  მთავარს:  „აი,   აღასრულე  შენი   აღთქმა,  რომელიც  ღმერთთან  გქონდა,  რათა  შეგირიგდეს  უფალი. მან  ხომ  უკუაგდო  თქვენი  ურწმუნოება,  ამიტომ  ამიერიდან  აღარ  გაგიწევთ  წინააღმდეგობას.  გარდა  ამისა,  სულიწმიდა  გამოსცდის  ქურუმებს,  რათა სრულყოფილნი  გახდნენ,  ისე, როგორც  თქვენი  ზეციური  მამაა, სრულყოფილი“...
როდესაც  კეთილმსახურმა  ჰონთა  მთავარმა  ეს მოისმინა,  სასწრაფოდ  გადასცა  მას  ბომონები  დასანგრევად.  მაშინ  ეპისკოპოსმა  გაგზავნა  ბრძენი ხელოვანი – მოვსესი  სხვა  მღვდლებთან  ერთად,  რათა  დაენგრიათ  და  დაეწვათ  ბომონები. ქურუმთა  დასის  ეშმაკეული  და  ბილწი  ნამოქმედარი  მათ  სავსებით  გაანადგურეს  ცეცხლით.  თვითონ  ეპისკოპოსი  ავიდა  ამაღლებულ  ადგილას,  კერპების    გასწვრივ    მუხლი მოიდრიკა და ილოცა უფლის  ჯვრით.  ამ დროს  ამოვარდა  ძლიერი  ქარი, გააღვივა  ხანძარი  მაღალ  სამსხვერპლოებზე  და   გაანადგურა  შეწირული  ბილწი  ტყავები.  იქიდან  დიდი  სიხარულით  დაბრუნდნენ  ქალაქში და შეიმოსენ ნათლისღების შუქით. მთავარმა და დიდებულებმა ის დღე  გამოაცხადეს დღესასწაულად  და კრებათა კრებად.
თავი  XLII
ჰონთა  დიდი  მთავარი ილითვერი ეთათბირება  თავის ნახარარებს  იმის  შესახებ,  რომ  ეპისკოპოსი  ისრაელი  დარჩეს მათთან  და  დააწესოს  საპატრიარქო  ტახტი 
ჰონთა  დიდმა  მთავარმა  დაიწყო  სასიკეთო  თათბირი  თავის  სამფლობელოს  ყველა დიდებულთან  და  ნახარართან.  ის   ამბობდა:  „ჩვენი სულების  დამჩრდილავი  უმეცრების  წყდიადი  დადი  ხანია  გარს  გვერტყა.   ამიტომ  ვერ  შევძელით  ქვეყნად  სიმართლის  შუქი  შეგვენიშნა. ახლა  ჩვენმა   უფალმა  იესო    ქრისტემ  სიტკბოებით  გამოგვიგზავნა ცხოვრების  წინამძღოლად  ეპისკოპოსი,  რომელმაც  სიტყვით და  საქმით დაგმო  ჩვენი  ურწმუნოება,  შეგვაცნობინა ყოვლის  შემოქმედი  ღმერთი და  მისი  საკვირველი  ძალა.  ამ  ჭეშმარიტ  სარწმუნოებას  სავსებით  ერწმუნა  ჩემი  გონება  და, აი, ჩვენ  ვიწამეთ  ერთი ღმერთი – ცისა  და მიწის შემოქმედი.  მივბაძოთ იმ  ქვეყნებს, რომლებიც  ამ რწმენას  აღიარებენ,  განსაკუთრებით  კი,   ჰრომაელთა  დიდ  სამეფოს.  ამბობენ,  რომ იქ იყო  ერთი  მეფე,  სახელად კონსტანდინოსი,  რომელმაც  კონსტანდინოპოლი  ააშენა.  ამბობენ  აგრეთვე,  რომ  ის   იყო  უპირველესი  ქრისტიანი  სამეფოში  და  იმდენად  მორწმუნე  კაცი,  რომ  ღვთიური  ანგელოზი  ემსახურებოდა  მას.   ამ   რწმენის  გამარჯვების  ძალით  მან   ყველა  თავისი  მტერი  მოსპო.  თუ ქრისტიანული სარწმუნოების  საშუალებით  შესაძლებელია  ასე  დიდებული  და  გამარჯვებული  გამოხვიდე,  მაშინ   ჩვენ  რატომ  უნდა  დავაყოვნოთ  ცხოველმყოფელი  ღმრთის  შეცნობა?  აი,  ღვთის  მცნებათა  მასწავლებელი კაცი – ეპისკოპოსი  ისრაელი,  მოდით,  ვთხოვოთ  მას დარჩეს  ჩვენს  ქვეყანაში  და  გაგვანათლოს“.
მათ  ერთსულოვნებით  მოითათბირეს. შემდეგ გაგზავნეს ეპისკოპოს ისრაელთან ერთი  ვინმე უხუცესი იშხანი, სახელად ავჩი, კაცი ძლიერი, რომელსაც თარხნობის98 პატივი ჰქონდა და  მესაწოლეთუხეცესი  სახელად  ჩათკასარი.  როდესაც  ისინი  ეპისკოპოსთან  მივიდნენ, უამბეს  თათბირის  შესახებ  და  შეატყობინეს,  რომ  თქვეს  ჰონთა დიდმა  მთავარმა  და  ყველა  დიდებულმა  ასე:  „ჩვენო  მამაო,  შენის  საშუალებით  შევიცანით  შემოქმედი.  ახლა   უკვე   მორწმუნენი,  მუდამ თაყვანსა  ეცემთ  წმინდა  სამებას.  ვევედრებით  შენს  სიწმინდეს,  რათა დაგვეთანხმო  და  დარჩე  ჩვენთან  მეთვალყურედ  და  მოძღვრად,  დააფუძნო  ჩვენს   ქალაქ  ვარაჩანში  საპატრიარქო  ტახტი.  უფლის  აღთქამას   ვიძლევი  მე, ილითუერი: აღმოვფხვრი და   მოვსპობ  ყოველგვარ წარმართულ  მსახურებას  ჰონთა  ქვეყანაში,   ცეცხლით  დაეწვავ  ყველა მისანსა  და  ჯადოქარს, რომლებიც  ახალ  სარწმუნოებას  არ აღიარებენ. აგრეთვე  მახვილით  გავანადგურებ, ვინც   წარმართული  წესით  მოიქცევა ჩემს  ქვეყანაში,  ანდა  ფარულად  მსხვერპლს    შესწირავს  კერპებს,   დე,   დაწინაურდეს  ღვთისმსახურება  და გავრცელდეს  ქრისტეს აუწერელი  მადლი“. [ეპისკოპოსმა] უპასსუხა  მათ:  „მე  არ შემიძლია  დაგეთანხმოთ  ალვანეთის  დიდი  პატრიარქის წმინდა  ელიაზარის  გარეშე, რადგანაც  მხოლოდ მას  აქვს  ამის  უფლება,  მე კეთილმოწყობილი  სამწყსო  მაქვს,  როგორ  შემიძლია  მივატოვო  ჩემი  სამწყსო, რომელიც უფალმა  მიბოძა საპატრონოდ.  უფალმა  იესომ  თავისი  კაცთმოყეარეობის   გამო  იზრუნა  თქვენთვისაც,  აგაღორძინათ  და  დაგლოცათ.  ახლა თქვენი  რწმენის  მიხედვით  მოგცემთ  მწყემასაც,  რომელიც  გაგიძღვებათ  ქრისტეს  სახარებით“. მეორედ  და მესამეღაც  მივიდნენ მასთან მოციქულნი  და  იგევე   გაუმეორეს.  მაშინ  ეპისკოპოსმა  უთხრა:  „ნება მომეცით  ახლა  შევიცადო,  ხოლო  როდესაც  ინებებს  ღმერთი  ჩემს  სამშობლოში წასვლას,  ჩემს კეთილსმსახურ შვილებთან – ალვანეთის მთავარ   ვარაზ-თრდატთან  და   წმინდა  კათალიკოსთან,  მაშინ, თუ  ისინი ისურვებენ,  უფალი შეასრულებს  თქვენს სურვილსაც და  ვინმე  მიიღებს იმ   პატივს,  რომელსაც  თქვენ  მე   მთავაზობთ.  ხოლო,  თუ  მძიმე   სატანჯველს  მომისჯით,  ამასაც  დიდებად  და  პატივად  ჩავთვლი  და  დიდად  გავიხარებ  უფალთან [მისვლით].  ახლა  საჭიროა თქვენი  გონივრული  აზრი  წერილობით  გააცნოთ  მთელს  ალვანეთის  ქვეყანს  და პატრიარქ  ელიაზარს,  რომელმაც  წმინდა  ელიშას  დროიდან  დღემდე დაამკვიდრა ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთი სამოციქულო ტახტი ღვთის  სამყოფელ ქალაქ იერუსალიმიდან და კურთხევა მიიღო უფლის ძმის წმინდა იაკობისაგან. თქვენ  ესაზღვრებით  მის  სამწყსოს,  განა შესაძლებელია,  რომ  ეს  ჩემი  თანამოსაყდრე  მამებსა  და  ძმების  სურვილის  გარეშე  მოხდეს?  ეს  საქმე  ხომ  ახალია  და  საჭიროა  მოთათბიება.
როდესაც   მოისმინა  [მთავარმა] ეპისკოპოსის  [აზრი],  აუსრულა მას სურვილი  და  პატივით  გაისტუმრა  თავის ქვეყანაში.
თავი  XLIII
მეწ  კოღმანქის   ეპესკოპოსის  ისრაელის დაბრუნება ჰონთა ქვეყნიდან.  მას გამოჰყვა ორი დიდებული, რომლებიც [კვლავ] სთხოვდნენ წინამძღვრობას
ღვთისმოსავმა ჰონთა  დიდმა  მთავარმა  ილითუერმა  მოაგზადა თავისი  ქვეყნის ორი დიდებული  –- ითგინ ხურსანცი  და   ჩათ-ხაზხრი – და  გაგზავნა  მოციქულად  წმინდა  ისრაელის შემდეგ  მეგობრობის [განსამტკიცებლად],  თან  გაატანა  ასეთი  სიგელი:  „გონების  თვალით შეგხედეთ  და  მივიღეთ თქვენგან  გამოგზავნილი  ღვთის  კაცი  ისრაელ ეპისკოპოსი.  მისი საშუალებით მოგესალმებით ალვანეთის დიდ მღვდელმთავარს – უფალს  წმინდა  ელიაზარს  და  ჩვენს  საყვარელ ძმას ქვეყნის მპყრობელ ალვანეთის მთავარს – ვარაზ-თრდატს!
თქვენ  მოითხოვეთ  მშვიდობა  და  ჩვენც  სულიერი  სალმით   შევხვდით  მას,  როგორც  ღვთის  სახეს.   მისი  წმინდა  ცხოვრებისა  და  იმ საკვირველებათა  საშუალებით,  რომელიც  უზენაესმა  დაგვანახვა, შევიცანით  ჩვენი შემოქმედი და სულიერი სიმშვიდე მოვიპოვეთ. ახლა გევედრებით, გვიბოძეთ მეთვალყურედ და  წინამძღოლად იგივე  ისრაელი, რომლის საშუალებითაც მოვიპოვეთ  საუკუნო  ხსნა.  ჩვენსა   და თქვენს  შორის  დე,  დამყარდეს  ურყევი  სიყვარული.  იყავით  მშვიდობით უფლისა მიერ“.
თავი XLIV
ჰონთა  მთავრის  წერილი  იმავე  საქმეზე  სომეხთა ქვეყანაში
„დიდი სომხეთის  წმინდა  მთავარეპისკოპოსს საჰაკს და  სომეხთა დიდებულ   მთავარსა და  ზორაპეტს  გრიგორს დიდი მოკითხვა! ქვეყნიერების  დასაბამიდან  უმეცრებით  დაბნელებული  და  ბურუსით  მოცული  ჩვენი მამები ჯოჯოხეთში  ვარდებოდნენ.  შემდეგ  მოვიდა  ხსნა ქვეყნად  გამოგვეცხადა  დედამიწახე  ზეციური ღმერთი – ქრისტე, ჩვენ ეს ამბავი ბუნდოვნად  აღვიქვით. თუმცა ყურში  კი  გვესმოდა  სიტყეები,  [გონებით]  ვერ ვხვდებოდით.  ჩვენი  თავდასხმების  დროს თქვენს  ქვეყანაზე  და  ჩვენს  მეზობელ  ალვანეთზე,  რომელსაც  თქვენთან  ერთი  სარწმუნოება  აქვს, კეთილი  შური  აღიძრა  ჩვენს  გულში  და ჩვენ ღმერთის  ქრისტეს  სიტყვა  აღესრულა. ჩრდილოეთი  საზღვარზე [დაიწყო] მისი  სახარების  ქადაგება.  ჩვენ  მთლიანად  შევიცანით  ის  საუკეთესო  ადამიანის, მეწ კოღმანქის  ეპისკოპოსის ისრაელის საშუალებით. ახლა  როდესაც  თქვენ  შეიტყვეთ  ჩვენთან  მომხდარ საკვირველებათა  შესახებ,  გთხოვთ  შეგვისრულოთ  თხოვნა  და  იგივე  [ეპისკოპოსი]  გამოგზავნოთ  ჩვენს  მწყემსად.  ამასვე  ვთხოვთ  წმინდა  მამამთავარ  ელიაზარს, რადგანაც  ვიცით, რომ  თქვენ  მისი  თანამოსაქმე  და  თანამორწმუნე  ხართ.  ორივეს  გევედრებით  შეასრულოთ ჩვენი  სულიერი  სათხოვარი.  როდესაც  ის  ჩვენთან  იქნება,  შეწყდება ჩვენი  ველური  ხალხის  ჯარების  თავდასხმები  თქვენს  ქვეყანაზე  ერთმორწმუნეობის  გამო.  იყავით  მშვიდობით“.
როდესაც [მოციქულებმა] ალვანებისა და სომხების ქვეყნებს  მიაღწიეს,  სალამი  უძღვნეს  და  ყოველივე  მოუთხრეს  მათ,  რაც  ქმნა ღმერთმა  ჰონთა  ქვეყანაში [ეპისკოპოსის] საშუალებით და მიართვეს ჰონთა დიდი  მთავრის წერილი. მთელმა ქეეყანამ  დიდი  სიხარულით  მიიღო ისინი, [მთავარს] კი შემდეგი პასუხი  გაუგზავნეს.
თავი XLV
პასუხი ჰონთა წერილზე
„სომეხთა კათალიკოს საჰაკისაგან  მთლიანად სამღვდელოთა დასისაგან, სომეხთა მთავარ  გრიგორისა  და  აგრეთვე  ჩვენი  ეკლესიების მრევლისაგან  შვება  თქვენ  უფლისა  მიერ,  როგორც  ჩვენ   გვიამბეს, ღმერთმა  მოგანიჭათ ცხოველმყოფელი დიდება, ამიტომაც უსაზღვრო  სიხარულით  ვუმადლეთ  ქრასტეს   დაუშურველი  ძღვენის  გამო. წერილი, რომელიც თქვენ ახალმორწმუნე ღვთის მონებმა  მოგვწერეთ, ვნახეთ.  იქიდან  გავიგეთ  შემოქმედის  კეთილსაქმეანობის  შესახებ,  რამაც  თქვენს  ქვეყანას,  ისევე  როგორც  სხვა  ქვეყნებს,  ღვთის  შემეცნების  შუქი  მოუვლინა.  ჩვენ  ვადიდებთ  კაცთმოყვარე  ღმერთს  იმისათვის,  რომ  არ  მაგატოვათ  თქვენი  მამებისა  და  წინაპრების  ცრუ  სამსახურში,  არამედ  გაგაცნოთ  თავისი  წმინდა  სახელი  და  გაგხადათ  შემოქმედის – ჭეშმარიტი  ღმერთის  თაყვანისმცემელნი.  ჩვენ გავიგეთ, რომ  მისი სახელი ყველგან  გავრცელდა  და  აავსო   თქვენი  ქვეყანა. წერილიდან  და  მოციქულებისაგან  შევიტყვეთ  ისიც,  რომ  მთელი  გულით  მიენდეთ  ისრაელ  ეპისკოპოსს.  და,  აი,  ახლა  ჩვენ  და  ჩვენი  ქვეყანა,  თუმცა  კი  სხეულით  შორსა  ვართ  თქვენგან,  მაგრამ  მოყვარული გულით  მიგვაჩნია  რომ  სულ  ახლოს  გხედავთ.  თქვენ  გვთხოვთ  ისრაელ  ეპისკოპოსს,  ეს  დიდებული  აზრია.  მართლაც,  სამწყსო  ვერ  იარსებებს  მწყემსის   გარეშე.   ამიტომ   ჩვენ  უხერხულად  და   სამძიმოდ ვთვლით,   რომ  თქვენი  თხოვნა  არ   შევასრულოთ. მაგრამ   მიზეზიც გვაქვს:  [ისრაელი] ეკუთვნის  არა  ჩვენს  სამწყსოს, არამედ – ალვანეთისას  თუმცა  ჩვენი  სურვილია,  რომ  ის  სამუდამოდ  თქვენთან  იყოს, მაგრამ  ამის  უფლება  მხოლოდ  ჩვენს  თანამოტახტრე  ალვანეთის  პატრიარქს ელიაზარს  აქვს,  ეს  მისი საქმეა.
„დე,  შეიცანით  ცხოველმყოფელი  ღმერთი,  რომელიც  აძლევს  სიცოცხლეს  კაცობრიობას,  კლავს  და  აცოცხლებს  მას.  სულიწმიდის  მადლი  განამტკიცებს თქვენში  ღვთის  მოშიშობას  და დაგაცვევინებთ მის  მცნებას,  ხოლო  ჩვენ  მოსურნე  გულით  არ   დაგივიწყებთ  და   მუდამ გაგიხსენებთ ეკლესიებში,  იყავით  მშვიდობით“.
როდესაც  დაბრუნდნენ  სომხეთიდან ითგინ ხურსანცი და ჩათ ხაზრი, წარდგნენ კათალიკოს  ელიაზარისა  და  მთავარ  ვარაზ-თრდატის წინაშე დედაქალაქ პარტავაში  და  ითხოვეს  ეპისკოპოსის  დათმობა  და მათთან  გაგზავნა.  მაგრამ  იმ   დროს [ალვანელებს] არ   შეეძლოთ  მიეცათ  ისრაელი  მწყემსად. ისინი  ამბობდნენ:  „წესი  არ   არის,  ღვთისაგან  მინდობილი  სამწყსო სრულიად  მიატოვოს  [ეპისკოპოსმა] და  თქვნთან  დარჩეს.  თუმცა  ჩვენ  ნებას  მივცემთ  შეძლებისამებრ  წამოვიდეს  ხოლმე  თქვენთან  და  უკანვე  დაბრუნდეს,  რათა  განამტკიცოს თქვენში  ქრისტეს  სარწმუნოება  და სრულიად  დაიცვას  ჩვენი  ურღვევი  ურთიერთსიყვარული.  ჩვენ  გვსურს  აგრეთვე,  რომ  ის  იყოს  შუამავალი,  რათა  შეწყდეს  მტრობა  ჩვენს  შორის  და  დაინერგოს  სიყვარული  და მშვიდობა“.
როდესაც  ყოველივე  ეს   მოისმინეს  იშხანებმა,  შეკრთნენ  და  ამგვარი  საქმიანობისა  შეეშინდათ.  ისინი   უხალისოდ   დათანხმდნენ  და თქვეს:   „ნუ  გადასდებს  ჩვენთან  დაბრუნებას [ეპისკოპოსი],  რათა  არ დაიშალოს  სარწმუნოების  საფუძველი  და  არ  დავრჩეთ  ობლად,  რადგანაც  სხვა  მოძღვარს  ჩვენ  არც  მოვუსმენთ  და  არც დავემორჩილებით. ნეტარმა ეპისკოპოსმა  თავისი  კეთილი  ბუნების  მიხედვით  მოარიგა ორივე   მხარე. ის დაპირდა, რომ  ნებაყოფლობით  წავიდოდა  ჰონთა ქვეყანაში, იზრუნებდა  ქრისტეს ახალმოქცეუულ    სამწყსოზე,   მტკიცედ შეინახავდა  აღთქმას  და  ხელშეკრულების  პირობას.  მათ  ირწმუნეს მადლმოსილი ეპისკოპოსის  სიტყვები, სიხარულით  აივსნენ  და მშვიდობით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ადიდებდნენ  ყოვლადწმიდა სამებას.
თავი  XLV
მეწ კოღმანქის  ეპისკოპოსი  დავითი  ეკითხება  იოანე მაირაგომელს  გამოსახულებებისა  და  ხატების  შესახებ
ჯერ  კიდევ  იმ   დროს,  როდესაც  ალვანეთის  მამამთავრად  უფალი უხტანესი  იყო,  ხოლო  მის შემდეგ   – ელიაზარი,  მრავალი  უთანხმოება და  განხეთქილება  ხდებოდა  სხვადასხვა  მხარეში  განსწავლულებსა  და უვიცებს  შორის.  ასევე  იყო  ომი   და ბრძოლა – ბერძნებსა  და   სომხებს  შორის.  ალეანეთის  ქვეყანას  ამ   ამბებში  მონაწილეობა  არ  მიუღია. მათ ყურამდე  მოაღწია  ამბავმა,   რომ  ზოგიერთები  ხატებს  არ სცნობდნენ,  ზოგნი  ინათლებოდნენ,  მარილს არ   აკურთხებღნენ  და ქორწილის  დროს  გვირგვინს  არ  იდგამდხენ,  იმ   მიზეზით,  თითქოს  სამღვდელოება  მოისპო  ქვეყანაზეო.  ამ   ამბებთან  დაკავშირებით   მეწ კოღმანქის  ეპისკოპოსი  დავითი  წერილობით  შეეკითხა  იოვანე    სომეხთა  ვარდაპეტს,   რომელიც  საფუძილიანად  იყო  განსწავლული  ამ საქმეებში.  მან ბრძნული  და ჭეშმარიტი  პასუხი გასცა:  „ეს წვალება – ხატთმებრძოლობა  მოციქულების  შემდეგ  პირველად  რომში  გაჩნდა. ერთხელ  დიდი  კრება  იქნა მოწვეული  კესარიაში.   ნაბრძანები  იყო დაეხატათ  ხატები  ღვთის  სახლში.  ამ   დროს  გაამაყდნენ  მხატვრები იმის  გამო,  თითქოს  ისინი  მაღლა  იდგნენ  ყველა  სხვა  საეკლესიო  ხელოვანზე.  ამბობდნენ,  „ჩვენი  ხელოვნება  შუქია,  რადგანაც  მისი  დანახვა  შეუძლია  საერთოდ ყველას, – მოხუცხა  და  ახალგაზრდას, ხოლო  წმინდა  წიგნების  წაკითხვას  ცოტა  თუ  შესძლებსო“.  აქ მოხდა უთანხმოება  და  ხელმეორედ  იქნა  მოწვეული  კრება.  გაარჩიეს  საქმე, გაამართლეს  მწერლები,  მკითხველნი  და   განმმარტებელნი  და  დააყენეს   ისინი   მხატვრებზე  მაღლა.  იმ   დროიდან  მოყოლებული  სომეხთა კათალიკოს  მოვსესამდე  ეს  წვალება  აღარ  გამოჩენილა.  სომხეთის  საპატრიარქო  ტახტის  გაყოფის დროს დიდი ბრძოლა  მოხდა  მოვსესსა  და კარინის  ეპისკოპოს  თეოდოსს  შორის, რომელსაც ფილოსოფოსთა თავს უწოდებდნენ. მართლმადიდებლები ლანძღავდნენ ბერძენთა  ყოველგვარ  წესს. მოვსესმა  შეკრიბა  თავისი  მხარეების  ვარდაპეტები  და  უბრძანა  ამიერიდან  ურთიერთობა  გაეწყვიტათ ბერძნებთან,  რომლებიც ქალკედონის  კრებას  ემორჩილებოდნენ;  არც  წიგნები,  არც   ხატები, არც  ნაწილები  არ  მიეღოთ  მათგან.
მაშინ  თეოდოსმა ბრძანა შეკრებილიყვნენ  მის ხელისუფლებაში არსებული მხარის სომეხი  ეპისკოპოსები  ქალაქ  კარინში  და  უთხრა:  საჭიროა  კათალიკოსი  ავირჩიოთ,  მოიყვანეს  ვინმე  იოვანე   სივნიელი, აკურთხეს  და  ქალკედონურ  სარწმუნოებას  დაემორჩილნენ.  არავის მათში  არ   გამოუკვლევია  მართლსარწმუბოება,  გარდა   ნეტარი  ენოსისა,  რომელიც. წავიდა  მათგან  და  ეახლა  მოვსეს  კათალიკოსს.  ის  სიხარულით  იქნა  მიღებული.  მოვსესი კათალიკოსად  დვინში  იჯდა.  ჰრომის  [სომხებმა] საჭიროდ  მიიჩნიეს  საკათალიკოსო  ადგილიც  მასთან ახლო  ყოფილიყო,  რადგანაც  მათ შორის  უთანხმოება  ხდებოდა.  მიზეზი  ის  იყო,  რომ  იოვანეს  მიერ  ხელდასხმულებს  [დვინში] არ  იწყნარებდნენ.
იმ  დროს მღვდლები  იესუ, თადეოსი  და  გრიგორი რომლებიც  მოვსესის  მხრიდან  იყვნენ,  გავიდნენ  დვინიდან  და  სოთის99  გავარისაკენ გაეშურნენ.  ისინი უდაბნოში  დაბანაკდნენ,  რადგანაც  მეუდაბნოები იყენენ.  მათ  დაიწყეს  მოძღვრება  იმის  შესახებ,  რომ  მოესპოთ  ეკლესიებში  დახატული  ხატები  და  არ  ზიარებულიყვნენ  საერო მღვდლებთან.  ყველგან  უთანხმოება  ხდებოდა.  ამ  ამბავმა მიაღწია  მოვსეს  პატრიარქამდეც,  რომელმაც  მაშინვე  მისწერა  მეუდაბნოეთ  სასწრაფოდ მასთან  მისულიყვნენ.  მაგრამ  ისინი    ბრძანებას  არ   დამორჩილდნენ, არამედ  იქიდან  წავიდნენ  და  თქვენთან,  არცახის  გავარში  დაბინავდნენ.  მაშინ  შეეკითხა  პატრიარქი  თავის  მეცნიერებს,  რით  უნდა  აიხსნას  ხალხის  ასეთი  მოქმედებაო,  მათ  ამის  მიზეზად  ჰრომაელთა  ცთომილება დაასახელეს.
შემდეგ  წერილი  მისწერეს  იმის  შესახებ,  რომ  არავის   გაებედა ეკლესიებში  ხატების  შებილწვა.  მოვსეს პატრიარქის  გარდაცვალების შემდეგ  და  სომხეთში  ხოსროვის  გამეფებისას ქვეყანა  გაერთიანდა. პატრიარქად დასვეს  ჭეშმარიტი  და  რჩეული  კაცი  აბრაამი100,  რომელმაც ჯერ წყევლა-კრულვით  აღმოფხვრა  ქალკედონის  კრება,   ხოლო შემდეგ ეკურთხა.
ხატთმებრძოლები კი  წამოვიდნენ  ალვანეთში  და აღაშფოთეს თქვენი ქვეყანა. მაშინ გარდმანის  მთავარმა  შეიპყრო ის სამი  კაცი, რომელთა  სახელებიც  ზემოთ  ვახსენეთ  და ბორკილდადებულნი  სომხეთში მიიყვანა. როდესაც  ისინი  ჩვენს  წინაშე  დადგნენ,  შევეკითხეთ, რა  მიზეზით  არ  გინდათ  განსხეულებული  ღვთის  სახე  მიიჩნიოთ?  მათ გვიპასუხეს:  ეს  ბრძანება  გარედანაა მოსული  და  რომ  ეს   საქმეა  კერპთაყვანისმცემლებისა,  რომლებიც  ყოველგვარ  ქმნილებებს  ეთაყვანებოდნენ.  ჩვენ  კი  თაყვანს  არ  ვცემთ  ნახატებს,  რადგანაც  ამის  შესახებ მითითებული  არ  არის  წმინდა  წერილშიო.  მაშინ  ჩეენ  მათ  გავახსენეთ მოსეს   სენაკის  მოხატულობისა  და   სოლომონის  ტაძრის  სხვადასხვა ქანდაკების  შესახებ.  ავუხსენით,  რომ  იგივე  გამოხატულებანი  გადავიღეთ  ჩვენს  ეკლესიებში.  ამით  და  ამის  მსგავსი  სხვა  სიტყვებით  მათი გზასაცდენილობა  გამოვასწორეთ. 
თავი  XLVII
ლაპარაკი  იმაზე  თუ  როდის  იქნა შეჩვენებული ქალკედონური  ტაძარი.  ალვანეთს  ამ  ამბებში  მონაწილეობა არ  მიუღია. ქართველთა  და  სომეხთა  განყოფა.  აბრაამ კათალიკოსი ალვანელების შესახებ
ბერძენთა  წელთაღრიცხვის  ორმოცდამესამე წელს სარწმუნოებით განათლდნენ  სომხები. მათზე  ორასსამოცდაათი  წლით  ადრე  განათლდნენ  ალვანელები. სომეხთა  მორწმუნეობიდან  ასოთხმოცი  წლის შემდეგ,  სომეხთა  კათალიკოსის  ბაბკენის  დროს,  ქალდეკონის  კრების გამო შედგა კრება. ბერძნებმა, მთელმა იტალიამ, სომხებმა, ალვანელებმა და ქართცელებმა ჰრომაელთა კეთილმსახური მეფეების ზენონისა და ანასტასის ბრძანებით ერთსულოვნად შეაჩვენეს ქალკე დონის კრება და „ლეონის   ტომარი“.  ორმოცდაშვიდი  წლის  შემდეგ, სომეხთა კათალიკოსის აბრაამის დროს ქართველები  სომხებს  გამოეყვნენ კირიონის  მიერ. მათთანვე  იყვნენ  ბერძნები  და იტალიელები. ალვანელებს კი არ უარყვიათ მართლმადიდებლობა და სომხებთან  ერთობა  შეინარჩუნეს.  აბრაამმა ყველას  გაუგზავნა კირიონის  განდგომილების ცირკულარული  სიგელი და  განაძევა  ის  სულიერი  ხმლით.  მან  ყველაზე  უწინ  ალვანელებს  აცნობა,  გაარკვია  ისინი  ამ   ამბებში  და  შემდეგნაირი  წერილი  მისწერა: „უწინ,  ვიდრე  ალვანეთის  საკათალიკოსო  ტახტი  ჩვენ  გვეპყრა,  ერთსულოვნად  ვიყავით.  ჩვენ  და  ალვანელებმა შეთანხმებით  შევაჩვენეთ და განვდევნეთ კირიონი  სამართლიანი  ბრძანებით ჩვენი მამებისა, რომლებიც გაემიჯნენ ბერძნებს და  დადგნენ ჩვენი და  ალვანელების  ძირითად [რწმენაზე]. ახლა იგივეს ვბრძანებ საერთოდ ქართველთა შესახებ, ამიერიდან გაწყდეს  ურთიერთობა  მათთან:  ნურც  ლოცვები, ნურც  ჭამა,  ნურც  სმა,  ნურც  მეგობრობა,  ნურც  გაძიძავება,  ნურც სალოცავად  წასვლა  მცხეთის  განთქმულ  ჯვარზე,  ნურც  მანგლისის ჯვარზე,  ნურც  ჩვენს  ეკლესიებში  მათი  მიღება,  ნურც  ამიერიდან  მათთან  ქორწინება  [ნუ  გვექნება],  მხოლოდ  ვიყიდოთ  მათგან  და  მიეყიდოთ, როგორც  [ვაკეთებთ]  ებრაელებთან.
ვინც   მათ  განუკითხავად  დაუკავშირდება  და   იმათ  ურწმუნოებას მოიწონებს,  შეჩვენდეს  სულით,  ხორცით  და  მთელი  თავისი  სიცოვხლით. განიდევნოს  ღვთის  ეკლესიიდან,  დარჩეს  წყვდიადში  და   სამარადისო  ცეცხლის  კერძად  იქცეს   ყველა  ის,   ვინც   ბრძანებას  არად ჩააგდებს. 
თავი  XLVIII
ბერძენთა  უთანხმოება  სომხებთან  იმის  შესახებ  თუ  რატომ არა აქვთ  მათ დაწესებული  ცხრა  საეკლესიო  ხარისხი. სომეხთა  მცდელობა  ალვანეთის  არქიეპისკოპოსის  დაქვემდებარებისათვის. ალვანელები  ამაზე  არ  თანხმდებიან. სიუნიქელები [ზურგს აქცევენ] სომხებს  და ალვანელებისაკენ იხრებიან,  მათგან ღებულობენ  ხელდასხმასა  და  ზეთს 
მარკიანე  ჰრომაელმა  თავის  მეფობაში,  როდესაც  ცდუნებული იყო  თავისი  ცოლის პოლქერიანესაგან და განდგომილ ნესტორიანთაგან დაარღვია მართლმადიდებლური  რწმენის  განსაზღვრება და  ქალკედონურ  კრებას  შეუერთდა.  ამის  შემდეგ  მისი მიმდევრები არაერთხელ  იბრძოდნენ  იმისათვის,  რომ  სომხებიც  მათ  მიმხრობოდნენ:  ხან წერილით,  უფრო  ხშირად  კი  პირდაპირი  გამოსვლებით.  მოიწვიეს კრება,  ერთხელ  კონსტანტინოპოლში,  ხოლო  ორჯერ  თეოდოსიოპოლში.  ამით  ცდილობდნენ  მიემხროთ  ისინი,  როგორც  გზასაცდენილები. თუმცა  სამეფოში  ჰყავდათ  გამოცდილი და დახელოვნებული  მჭევრმეტყველნი, რომელთა  ენამახვილობა  ელინურ  ენაში  სარწმუნოს ხდიდა  მათ  გამარჯვებას,  მაგრამ  ამავე  დროს  პასუხის  მოსმენაც უხდებოდათ.  სომხეთში, მართალია,  ჯერ  კიდევ  ახალი  იყო  საეკლესიო  მოძღვრებანი,  მაგრამ  მათ ჰყავდათ  ბერძნული  ენის მცოდნენი. სომხები ბრალს დებდნენ იოანე მაირაგომელს, თითოქსდა ის ბერძნების მხარეს იჭერდა და მათ ეწინააღმდეგებოდა. მისი ბრალდების მიზეზი იყო ვინმე სოლომონ ბერი, რომელიც შემდეგში სომხეთის კათალიკოსი გახდა. ის შეეკითხა თავის მოძღვარ სოლომონს, მაქენელთა წინამძღვარს, იმან წერილობით აცნობა, რომ სომხები არ დამარცხებულან სარწმუნოების საქმეში, მაგრამ  ბრალი  კი  დაედოთ.  ბერძნებმა ხომ თქვეს,  ღმერთმა  დააწესა  ცხრა  ხარისხი  ეკლესიაში,  როგორც ზევით ზეცაშიო,  ასევე  [უნდა  იყოს] აქაც  დედამიწაზე  და  საყდრის  შიგ ნით: პატრიარქი,  რომელიც  იგივე  მამამთავარია, არქიეპისკოპოსი,  რომელსაც  ეპისკოპოსთა  თავს  უწოდებენ,  მიტროპოლიტები,  ეპისკოპოსები, მღვდლები, არქიდიაკვნები,  დაიკვნები,  წიგნის  მკითხველები,  მეფსალმუნენი, – ყველა  ამათ  შეერთებულად  შეუძლიათ  ხელი  დაასხან  მამამთავარს, ხოლო  მამამთავარს შეუძლია – ყველას.
თუ  გულწრფელად  გწამთ,  აღიარეთ  ვინ   არის  თქვენი  პატრიარქი?   ისინი  მხოლოდ  ოთხნი  იყვნენ  ქვეყანაზე: ალექსანდრიისა – მარკოზის  საყდარი, ანტიოქიისა – მათესი, რომისა  – ლუკასი და  ეფესოსი – იოანესი – ქვეყნის ოთხი  კუთხის  მიხედვით,  ედემის  ოთხნაკადიანი  მდინარის  მიხედვით,  ოთხი  მახარებლის  მიხედვით,  მოსეს  ოთხი  კანონის  მიხედვით,  რადგან  მეორე  კანონი  ცალკე  მიიჩნევა.  ჩვენ ყოველივე  ამას  ვემორჩილებით,  დაემორჩილეთ  თქვენც  ერთ  ამათგანს,  ანდა ყველას ერთად,  რათა  ერთი სარწმუნოება, გვქონდეს. თქვენმა  წმინდა გრიგორმა მთავარეპისკოპოსად ხელდასხმა  კესარიაში  მიიღო  და  მას შემდეგ  ასევე  ხდება  დღემდე.  თუ  თქვენ  მისგან  განსხვავებული  სხვა  ეკლესიის  მართლმადიდებლები  ხართ,  მაშინ  გვიჩვენეთ პატრიარქი, რომელსაც  ემორჩილება  თქვენი  არქიეპისკოპოსი, ის,  რომელიც.  დღემდე  ჩვენს  ხელქვეით  იყო.  ხოლო  თუ  თქვენ  პატრიარქი და  სხვა  სამღვდელონი  არა  გყავთ  სიებში,  მაშინ არიოზივით გზასაცდენილი მწვალებლები ყოფილხართ, სხვა ხუჟასტანელებთან და არამართლმადიდებლებთან ერთად.  – ამაზე  სომხებმა  ვერაფერი  ვერ უპასუხეს,  რადგანაც  მათი  ეკლესია  მართლაცდა  ამგვარ  ვითარებაში იმყოფებოდა.
იუსტინიანემ  თავის  გამეფებისთანავე  წმინდა  იოანე  მახარებლის ნაწილები  კონსტანტინოპოლში  გადაიტანა  და  იქ   სამამამთავრო  ტახტი დააწესა.  ძირითადი  ტახტი  კი  ეფესოში  დარჩა.  აგრეთვე  მათეს  [ნაწილები] ანტიოქიიდან  იერუსალიმში  იქნა   გადატანილი,  თან  ამბობდა  „ეს  ქალაქი  დიდი  მეფის  ქალაქიაო“.  ძირითადი  ტახტი  ისევ  ანტიოქიაში  დატოვა.  მაშინ  დაიძრნენ  ერთიანად  გულხვიადნი  და  სადაც  კი   აღსრულებულნი  იყვნენ  მოციქულნი,  ყველა  ტახტი  საპატრიარქოდ  აღიარეს.  როდესაც  მათ  ეს  წესი  დააწესეს,  შემდეგ  ჩვენს  შესახებაც  დაიწყეს  ლაპარაკი.  სომხეთი  გაინაწილეს  სპარსელებმა  და ბერძნებმა. წმინდა გრიგორის ტახტი დვინში ეკავა უფალ მოვსესს. ბერძნების მომხრეებმა მის საწინააღმდეგოდ  დასვეს  ვინმე  იოვანე მისსავე  მახლობლად.  როდესაც  სამამამთავრო  ორად  გაიყო  სივნიეთის ხელისუფლებმა უარყვეს  ეს  და  არც  ერთ  მათგანს  არ  დაემორჩილნენ თავისი  ეპისკოპოსის კეთილისმყოფელი  პეტროსის  ბრძანებით,  რომელმაც  აღსასრულის  დროს  სამწყსოს  უანდერძა:  ვიდრე  არ  გაერთიანდებოდა  წმინდა  გრიგორის  ტახტი  ხელდასხმა  და  კურთხევის  ზეთი  მხოლოდ  ალვანელებისაგან  მიეღოთ.  ამის  გამო  სივნიეთის  ეპისკოპოსად  ვრთანესი  ხელდასხმულ  იქნა  ალვანეთის  მამამთავრის  ზაქარიას  მიერ.  ამის  შემდეგ  სიუნიქელები  წლიდან  წლამდე  კურთხევის ზეთს  ალვანელებისაგან იღებ ბდნენ,   ვიდრე  არ  შეწყდა უთანხმოება და აბრაამმა არ გააერთიანა სამამამთავრო ტახტი.
რაც  შეეხება  ცხრა  ხარისხს, ეკლესიათა   მისვეურებმა თვითნებურად,  სომეხთა  ამპარტავანი   ხასიათის   გამო, პატრიარქად აბრაამი დაადგინეს, არქიეპისკოპოსად – ალვანელი,  ხოლო მიტროპოლიტად – ქართველი,  რომელსაც კირიონი ერქვა და განხეთქილების მიზეზს ეძებდა. მაშინ  წმინდა მღედელმთავარმა აბრაამმა  თქვა:  ალვანელებმა ქართველებზე ადრე მიიღეს ქრისტიანობა და ამიტომაც მათ უფრო შეეფერებათ მთავარეპისკოპოსობაო. ამ მართლმადიდებლური  რწმენის  ძიებაში  კამათის  დროს ქართველებმა დატოვეს  მართლმადიდებლობა  და   ქალკედონიტები  გახდნენ.  ბერძენი მხედარმთავრები  აქეზებდნენ  სომხებს   მოეთხოვათ სასულიერო პირველობა ალვანელებზე, რასაც ალვანელები არ ემორჩილებოდნენ. ისინი   უთითებდნენ  ერთ  პირვანდელ  მოციქულზე,  რომელიც  ალვანეთში  მივიდა.  მას ელიშა ერქვა, უფლის  მოწაფეთაგანი  იყო  და  ხელდასხმული  უფლის ძმის – იაკობისაგან.  [ელიშას]  იქ უქადაგია და  აღუშენებია  ეკლესია  სომხებზე  უფრო   ადრე.  ეს   არის   აღმოსავლეთში პირველი  დედა ეკლესიაო.   ამ გისის  ეკლესიას  ერწმუნენ  ალვანელები და  სომხებისაგან  გაითიშნენ,  რათა არ დარჩენილიყვნენ   სხვისი ხელისუფლების  ქვეშ.  მაშინ  სომხებმა,  ამპარტავნების გამო  ბერძენთა,  რომლებიც  ცდილობდნენ  დაემცირებინათ თადეოზ მოციქულის განსასვენებელი და  ამბობდნენ არა  გყავთ  მთავარეპისკოპოსი  და  მიტროპოლიტიო,  გადაწყვიტეს  სამარდპეტოს ეპისკოპოსი მიტროპოლიტად  ექციათ. მისცეს  მას  ჯვარი  და  პატივი,  მხოლოდ  ეპისკოპოსად  ხელდასხმის  უფლება  არ  მიუნიჭებიათ.  ეს  მიტროპოლიტი  ითხოვდა,  ორი-სამი ეპისკოპოსი  მაინც  ჰყოლოდა  თავისთან,  მაგრამ  უფროსები  არ   დაყაბულდნენ,  რათა  ერთიანი  ტახტი  რაიმე  მიზეზით  ისევ   ორად  არ   გაყოფილიყო.  ხოლო  იმის  გამო,  რომ   ხედავდნენ  სიუნიქისს ხელისუფალთა  მუდმივ  ღვთისმოშიშობას, ღვთის მცნებებისადმი მორჩილებას, საეკლესიო დასის დიდად განათლებას და  მართლმადიდებლობას,  ამიტომ  მიაკუთვნეს  მათ  სომეხთა  მიტროპოლიტის  პატივი.  აგრეთვე  განადიდეს  ჯვრის  ნიშნით.  იმ   პირობით  კი,   რომ  აღარ  ეცადათ  კიდევ რაიმე   მოეპოვებინათ  და   მამამთავრისათვის   მთავარეპისკოპოსი   არ ეწოდებინათ.
სხვა  ქვეყნებმა  კი   კვლავ   უწინდელი  ჩვეულება  შეინარჩუნეს, რათა  არ   მომხდარიყო  რაიმე  უთანხმოება.  ამიტომ  არის,  რომ   სივნიელები  არ   უწოდებენ  მამამთავარს    მთავარეპისკოპოსს  და  სომეხთა საპასუხო წერილებში არც წერენ –- „მთავარეპისკოპოსიო“, რომ ეწოდებინათ, მაშინ  ხომ დაწერდნენ  კიდეც.... 
თავი  XLIX
პასუხი  ამარასის ეპისკოპოსის  მხითარის  მიერ  სომხებისადმი გაგზავნილ წერილზე
თავი L
არცახში   მცხოვრებ   მეუდაბნოე   იოსების   შესახებ,   მისი წასვლა  იერუსალიმში  და  წმინდანთა  ნაწილების  მოპოვება
თავი LI
რაოდენობა  და ზომა  იმ შენობათა, რომლებიც დაფუძნებული არიან  წმინდა  იერუსალიმის ეკლესიასთან.  აქ მოთხრობილია თვითმხილველის ჭეშმარიტი ცნობები
ცხოველმყოფელი  ქრისტეს  ქვის  სამარხი  მდებარეობს  შუა  გუმბათიდან  ნახევარი  სამადლის102  დაშორებით.  გუმბათიანი  ეკლესია სიმაღლით  და  სიგანით  ასი   წყრთაა.  აქვს   თორმეტი  სვეტი  ქვევით  და თორმეტიც – ზევით.  ყველაზე  მაღლა  ოქროთი  მოსავადებული  ქრისტეს  შუბი,  ღრუბელი  და თასია   მოთავსებული.  მთავარი  ეკლესია, რომელსაც  ჯვრის სამლოცველო  ეწოდება, ოცი წყრთითაა  დაშორებული  აღდგომის  ეკლესიას.  მასში  სიგრძეზე  ზემოთ  და  ქვემოთ  სამოცდახუთი  სვეტია. 
წმინდა  გოლგოთის  ეკლესია  ათი   ნაბიჯით   სცილდება  „აღდგომას“,   რომელსაც  ადამის  საფლავს  უწოდებენ.  შიგნით  ტრაპეზია,  სადაც  კლდეზე  ჯვარს   აცვეს  ქრისტე.  წმინდა  სიონის  ეკლესია  ერთი ასპარეზითაა103  დაშორებული  „აღდგომას“,  სიგრძით  ასი   ადლია,  ხოლო სიგანით – სამოცდაათი.  კამარა  მოიცავს  ოთხმოც  სვეტს. მასში არ  არის  ზედა  განყოფილება,  არამედ  მხოლოდ  ხის   „თარბია“ (ბადისებური მოწყობილობა),  რომელზედაც  დაკიდებულია  ეკლის  გვირგვინი,  რაც  მაცხოვარს  დაადგეს თავზე.  ეკლესიის  მარჯვნივ  სამწირველოა  და  ხის   გუმბათი,  სადაც  დახატულია  „საიდუმლო  სერობა“.  აქვე   სიონის  ზედა  ნაწილში  სენაკია, სადაც სრულდება წირვა.
წმინდა  სიონის  მარჯვნივ   პილატეს  კარავია,   რომელსაც  „კაპპათა“  ეწოდება.  მთაზე,  სადაც  პილატეს  წინ  მაცხოვარი  იდგა,  შეინიშნება   მისი   ნაფეხურები.  ქვევით  ემბაზია,   რაშიც  თავის  მოწაფეებს [ქრისტე]  ფეხებს  ბანდა.  სიონის  მარცხნივ  ციხეა,  აქ    დააკავეს  ქრისტე.  აქვეა ტრაპეზი  და სრულდება  წირვა.
იმ   ადგილას,  სადაც  ებრაელები  დაეუფლნენ  წმინდა  ქალწულის კუბოს  და  ნება  არ  მისცეს  ქალაქგარეთ  დასაფლავებისა,  აღმართულია გუმბათი  ოთხ  მარმარილოს  სვეტზე. [სვეტები] შემკულია  სპილენძის ჯვრებით.  აქედან  ორას ორმოცდაათი  ქვის საფეხურია  წმინდა ქალწულის   განსასვენებლამდე.  ეს   არის   გეთსიმანიის   ხევი.   აქედან  ზეთის ხის   მთამდე,  სადაც  ამაღლდა  ქრისტე,  რვაასი  საფეხურია.  ამაღლების ადგილას  აშენებულია  აღდგომის  ეკლესიის  მსგავსი  მშვენიერი  გუმბათიანი  ეკლესია  ასი  წყრთა  სიგრძისა  და  ასი  წყრთა სიგანის.  აქედან ჩანს  იორდანეს  მდინარე,  ჰავრის  მთა  და მრავალი  მხარე.
ბეთლემი დაშორებულია აღდგომის ეკლესიის დასავლეთის მიმართულებით  ორასი  ჰრასახით104. ეკლესიის  ზომა  სიგრძით  ორასი წყრთაა,  ხოლო სიგანით  – ასი.  მას  ორმოცდაათი  მარმარილოს  სვეტი და  ქვის  კამარა  აქვს.  აქ  ორი  გამოქვაბულია:  ერთი  აბრაამმა  იყიდა თავის  სამარხად,  ხოლო  იმის  ქვევით  მდებარეობს  წმინდა  გამოქვაბული  და  ბაგა,  სადაც  ტრაპეზია  და  სრულდება  წირვა.  ეკლესიის  მარჯვნივ  სამლოცველოა,  აქ  დაცულია  ჰეროდეს  მიერ  დახოცილ  ყრმათა ნაწილები.  აქედან აღმოსავლეთით,  იორდანეს  მხარეს ბეთლემიდან  სამი ასპარეზის  დაშორებით  ტალავერია,  სადაც  ორი  ეკლესიაა  და  წირვა სრულდება. მდინარე იორდანედან ხუთი  ჰრასახის  დაშორებით,  იერუსალიმის  აღმოსავლეთით,  მაცხოვრის  მონათვლის  ადგილას,  აშენებულია  ჯვრისებური  ეკლესია,  რომელიც  სიგრძით  და  სიგანით  ოთხმოცი  წყრთაა.  იქ  სამი  ტრაპეზია  და  წირვაც  სრულდება.  ზეთის  ხის  მთა იერუსალიმიდან აღმოსავლეთის  მხარეს  მდებარეობს.
თავიLII
სახელწოდება  იმ  მონასტერთა,  რომლებიც  ააშენეს იერუსალიმში ალვანელებმა.  ეს სახელები  ჩვენ ამოვიკითხეთ ნეტარი  ანასტასის  მიერ  ვაჰან  მამიკონიანისადმი  მიწერილ წერილში
პანდავანქი  მდებარეობს  ზეთის  ხის  მთის  აღმოსავლეთით.  ააშენა ერთმა მეუდაბნოემ – პანონმა,  რომელიც  ალვანეთიდან  მოვიდა.  ამჟამად  მას ალვანელი  მღვდელი პეტროსი  ფლობს.
მრუვის  მონასტერი  აშენებულია  წმინდა  ორმოცი  მოწამის  სახელზე.  მდებარეობს  იმავე  მხარეს,  მის   მახლობლად.  ამჟამად  ტაჭიკთა ხელშია.
პარტავის მონასტერი აგებულია წმინდა ღვთისმშობლის  სახელზე, მდებარეობს  დავითის  გოდოლთან.  ამჟამად  მას   ფლობს  ერთი  ქალი, სახელად მარიამი – შამქორიდან.  მონასტრის  მეორე  ნახევარი  ტაჭიკებს  უპყრიათ.
კალანკატუიქის  მონასტერიც  იმავე  მხარეზეა.  ახლა  ფლობს  თეოდოროსი,  ქრისტიანი  ტაჭიკი,  აბრაამელთა  დიაკვანი. [მასთან   ერთად ფლობს  აგრეთვე] აბულკამი, – ალიოვიტის   ზარიშატიდან105, – უსამართლო  და ბოროტი ტაჭიკი.
არცახის  მონასტერი  წმინდა  ღვთისმშობლისა  და  წმინდა  სტეფანოზის  სახელზეა  აშენებული   ამჟამად   მთლიანად  ფლობენ  ტაჭიკები.
ამარასის  მონასტერს,  რომელიც  წმინდა  გრიგორის  სახელზეა  აგებული,  ამჟამად  ფლობს  ერთი  ქალი,  მეორე   ნახევარი  კი ტაჭიკებს უპყრიათ.
კიდევ  სამი ალვანური  მონასტერია,  რომლებსაც  მოძალადობით ფლობენ ტაჭიკები.  მათი სახელები უცნობია.
ერთი  ალვანური  მონასტერიც  მდებარეობს  არავენის  მონასტრის მახლობლად,  შუა  მოედანზე.  ახლა  მასაც  ტაჭიკები  ფლობენ.  მოშურნეობის  გამო იერუსალიმელი  პატრიარქები აბრკოლებდნენ სომეხთა და ალვანელთა მონასტრების  შემოსავალს.  რადგანაც  იქ  ასზე  მეტი  მონასტერი  იყო,  სომხეთის  მთავრებმა  იზრუნეს  მათზე,  შვიდი  კენდინარი106 გადაუხადეს  მეფე  იუსტინიანეს  და  ყველა  მონასტერი  გაათავისუფლეს  პატრიარქების  მოძალადეობისაგან.  მაგრამ  შემდეგ  ჩვენი უთაურობის  გამო ისინი  გადაგვარდნენ.
აქ სრულდება  „ალვანეთის  ისტორიის“  მეორე  წიგნი. 
წიგნი  III
თავი  I
ისმაელთა  ტომის  თავდასხმა  სამხრეთიდან  და  მთელი ქვეყნის  დაპყრობა,  რაც  დაიწყო   ცრუ   წინასწარმეტყველის მაჰმადისაგან
ჩვენ  ხელთ  გვაქვს  სულისმალხინებელ  მოძღვართა ცნობები  მომავლის  შესახებ. შევეცდებით  გადმოვცეთ  ისინი.   აქვე   გავიხსენებთ წინაპრისეულ  სიტყვებს  ისმაელის  მიმართ,  „რომ  მისი  ხელები  ყველას გადასწვდება  და  [ისინი] დიდ ხალხად  იქცევიან“.
როდესაც  სპარსეთში  სასანიანთა  გვარის  მეფობა  დაეცა,  გამოჩნდა  ერთი  კაცი  სახელად  მაჰმადი.  [ეს    იყო] მშვილდისრით  შეიარაღებული  ველური, რომელიც უდაბნოში  ცხოვრობდა.  ერთ  დღეს  შეხვდა ის   ვინმე   არიანელ  ცრუმონაზონს,  სახელად  ბაჰირას.  მაჰმადმა  დაუმიზნა  მას   მშვილდისარი,  კაცმა  დიდი  ხმით  შეჰყვირა  და  უთხრა:  „ნუ სცოდავ  შვილო  ჩემო,  რადგანაც  მეც  შენსავით  ადამიანი  ვარ“,   მაჰმადმა  ჰკითხა:  „რა  კაცი   ხარ  და   რატომ  იმყოფები  გამოქვაბულში?“ მაშინ  ბაჰირამ  იხმო  ის  თავისთან  და დაიწყო ძველი  და  ახალი  აღთქმის სწავლება  არიოზის  [მოძღვრების  მიხედვით],  რომელმაც ძე   ღვთისა შექმნილად  გამოაცხადა. მან   უბრძანა  [მაჰმადს]  მოეთხრო  ველური არაბებისათვის, რაც მისგან შეიტყო  და სთხოვა  არავისათვის  არ ესწავლებინა მისი სამყოფელი. ხოლო  ის უვიცი ხალხი  გაკვირვებული  დარჩა მისი საუცხოო მონათხრობით და ეკითხებოდნენ  „საიდან  იცი  შენ   ეგენიო?“  მაჰმადმა იცრუა თავის უვიც  ხალხთან და უთხრა: „ანგელოზი  მელაპარაკა ისე, როგორც ერთ-ერთი  პირველი  წინასწარმეტყველი  ღვთის პირით  [ლაპარაკობდა]“.  ხოლო  მათ  ფარულად  მეთვალყურეები  დაუყენეს, რათა შეეტყოთ თუ ვინ უყვებოდა და საიდან იცოდა ყოველივე  ეს.   შეიტყო  მაჰმადმა  ცბიერთა  შესახებ,  ფარულად  მოკლა  თავისი   მოძღვარი  და  დაფლა  ის   ქვიშაში.  თვითონ  დაჯდა  მის  ადგილას და  უთხრა  მათ,  ვინც  თვალყურს  ადევნებდა:  „ამ  ადგილას  ანგელოზი მეცხადება  და  უდიდეს  საკვირველებათა  შესახებ  მიყვებაო“.  როდესაც მათ  [მაჰმადი]  მარტო  დაინახეს,  წამოვიდნენ  და  მოუთხრეს  მოტყუებულ  ტაჭიკებს.  მაშინ  ისინი  დიდ  ჯგუფებად  შეგროვილნი  გაეშურნენ უწყლო  უდაბნოსაკენ. იქიდან  დიდი  პატივისცემით  წამოიყვანეს  თავიანთი  მაჰმადი,   რომელმაც  წინასწარმეტყველობა  დაიწყო  და   თქვა: „თუ თქვენ  შეისმენთ  ჩემს  წინასწარ  თქმას  და  ქადაგებას,  უდიდეს უფლებას  მოიპოვებს  ჩვენი ხალხი, როგორც  ამას   ბერძენთა  წიგნი ამბობს,  რადგანაც  ჩვენმა  ღმერთმა  მოგვანიჭა  უფლება  ჩვენი   სარწმუნოებისათვისო“.  თავიანთ  სამსხვერპლოდ  და  ატროშანად  მათ  განსაზღვრეს  ადგილები,  რომლებსაც  „აბრაამის  გუბმათი“  უწოდეს.  [მაჰმადმა] ბრძანა  აქ   მოეხდინათ  მსხვერპლის  შეწირვა. ხოლო თავის ჯარს აბრაამელნი უწოდა და განკარგულება  გასცა  ელოცათ  ოთხკუთხედ სამსხვერპლოზე.  აღმართა  ქვის   სვეტი  და  თაყვანს  სცემდა  აბრაამის სახელზე.  მის  შესახებ  ნეტარმა  წინასწარმეტყველმა  იკითხა:  „თუ  კაცი  თავის   ცოლს  დატოვებს,  ის   სხვა  კაცზე  გათხოვდება,  შემდეგ  კი ისევ  თავის  ქმარს   დაუბრუნდება  ხომ   არ  შეიბილწება  ის   ქალი?“ ასეთი რამ  ჩაიდინა  მაჰმადმა.
ერთ  ვინმე  ტალბს  ჰყავდა  ლამაზი  ცოლი,  [მაჰმადმა]  მასთან  გაგზავნა  შიკრიკი  და  [აცნობა],  რომ  ღვთის  ბრაძნებით  ცოლი  უნდა  დაეტოვებინა.  ტალბმა  გაიყვანა  ქალი  მოედანზე,  დააყენა  ნაფიცი  მოწმეები და გაუშვა. მაჰმადმა  წაიყვანა  ის  ქალი  და  თავისი  ავხორცობის თავშეუკავებელი  სურვილი  შეისრულა.  შემდეგ   დაუბრუნდა  ტალბს და  უთხრა:  „ღმერთმა  ბრძანა,  ცოლი  უკანვე  მიიღო“.  ეს უსიამოვნო კანონი  დამკვიდრდა  მათ   ხალხში.  ისინი დაქორწინდებიან,  შემდეგ უშვებენ  ცოლებს,  სხვებთან  აძინებენ  და  კვლავ  თავისთან  აბრუნებენ. ამგვარია  მათი  უწესო  ჩვეულება.  ღვთის  ძლიერი  სახელით  დადებულ ფიცს  ტეხენ,  მაგრამ,  თუ  შერცხვენილ  ქალს დაიფიცებენ – უთუოდ შეინახავენ.  სხვა  მრავალი  უკეთურობანიც  გადასცა  მან  ამ   ხალხს.  მათი   უმეცრება  ცხადად  გამოჩნდება  უდიდესი  განსასჯელის  დღეს.
სომხური  წელთაღრიცხვის  65  წლის  ბოლოს  გამოჩნდა  მაჰმადი შაჰასტანში. 70  წელს  კი  მივიდა  აბრაამის  გუმბათთან  და  იქიდან  საფარის  თვეში  შევიდა  იმავე  შაჰასტანში,  რომელსაც  ახლა  მის  სახელს – მაჰმადს  უწოდებენ.  იქ  მან  დაჰყო  ერთი  წელი  და  მთელი  ამ ხნის  განმავლობაში  შაჰასტანიდან  თავდასხმებს  აწყობდა.  შაჰრაბის108 თვეში  დაიპყრო  აბრაამის  გუმბათი,  რამაზანის  თვის109 18 –  მისი მმართველობის  მერვე  წელია.  შავალის  თვის110 15-დან ებრძოდა  სპარსელ  რეფს.  ჰაღკათის  თვეში111 დღისა  და  ღამის  ბუნიობისას  მივიდა მექაში,  ხოლო  იქიდან  თავის  შაჰასტანში  დაბრუნდა.  ფულკათის  თვიდან112  ექვსი  თვის  მანძილზე  იქვე  იმყოფებოდა.  იმავე  წელს  მექაში ამირად  დატოვა  სედი  აბუსიდის  ძე.  მისი  ამხანაგები  მექაში  დაბრუნდნენ.  აბუბექრი  აბუჰაფის  ძე  ამხანაგთა  შორის  უფროსი  იყო.  ეს მაჰმადის  მმართველობის  მეცხრე  წელია.  მეათე  წელს  გარდაიცვალა, შაჰრიაბის113  თვის  2  რიცხეში,  ორშაბათ  დღეს,  ფლობდა  ათ  წელიწადს,  ხოლო სულ  ცამეტი წლის  განმავლობაში  განამტკიცა  თავისი  ქადაგება.  ორმოცი  წლისა  იყო, როდესაც  გამოჩნდა,  ხოლო  სამოცდასამისა გარდაიცვალა. 
თავი II
იმის შესახებ,  თუ  ვინ  იყვნენ  ამირ  მუმინებად  მაჰმადის შემდეგ
არაბთა  მეორე  ხელისუფლად  მაჰმადის   შემდეგ  დაჯდა  აბუბექრი  აბი  კაფიანი  და  ცხრა  წელი  ეპყრა  ქვეყანა.  ომარ  იბნ  ხატაბი  განაგებდა  შვიდ  წელს,   იგი მოკლეს.  უთმან  იბნ აფანი – თერთმეტ წელს,  შემდეგ  შეწყდა  უთმანის მმართველობა  და  მან   ხელისუფლება გადასცა  აბდალაჰს  თმა-წვერის  შაფრანით  შეღებვის  პატივით.  მუავია იჯდა  ცხრა  წელს,  ეზიდ  იბნ მუავია – რვა  წელს,  აბდალმელიქ  იბნ მრუანი  – თერთმეტ  წელს,  მის  დროს  ცხოვრობდა  ჰაჯიჯ  იბნ  უსუფი. ვლით  აბდალმელიქის ძე – ცხრა  წელს,  სულიემან  იბნ  აბდალმელიქი თერთმეტ  წელს,  ომარ  აბდალ  ახიზის ძე – ათ  წელიწადს,  იეზიდ  იბნ აბდალ მელიქი – ექვს  წელს, ჰეშიმ  იბნ აბდალმელიქი – ოც  წელს, ვლით  იბნ იეზიდი – ერთ  წელს,  იგი მოკლეს  და ტაჭიკთა შორის  უთანხმოება  მოხდა.  მრუანი  მაჰმადის ძე – ოთხ  წელს.  მან  მოკლა  კურიშიკები  – ტაჭიკთა  სამოცი  თავკაცი,  ვლით  ამირას  მკვლელები...
მოვიდა  აბულ აბასი  მართა  ქვეყნიდან  ხორასნის  გამგებელის  აბუ მუსლიმის  დახმარებით  და  ჯარით.  მოკლა  მრუანი და  ხელთ იგდო  ხელისუფლება  შვიდი  წლის  განმავლობაში.  აბულ  აბასი  იყო  აბდალლაჰ მაჰმადის  ძე,  აღაის  ძისა,  [ეს  აღაი] აბდულას  ძეა  აბასის  ძისა,  ხოლო [აბასი] აბდალ  მუტალიბის  ძე  იყო.  ამათ  ტომს  ახლა  ჰეშამიკი  ეწოდება.  მან   ფარულად  მოკლა  აბუ  მუსლიმი,  რითაც  ხელისუფლებას მიაღწია. ამ მკვლელობის შემდეგ თვითონაც გარდაიცვალა. მის ძმას აბდალაჰს, აბუ  ჯაფარსაც უწოდებდნენ,  ის  [განაგებდა] ოცდაორ წელს, შემდეგ გარდაიცვალა „აბრაამის  გუმბათში“. მაჰადი, – ასე ეძახდნენ  მაჰმად   აბდალაჰის ძეს, [განაგებდა] ცხრა წელს, მუსე – ერთ წელს. ჰარუნ მაჰადის ძე, რომელსაც მადიუნსაც  უწოდებდნენ, ოცდახუთ  წელს, მან უზომოდ  შეავიწროვა  ჩვენი  ქვეყანა, რის  გამოც სომეხთა  არაერთი  გავარის  მოსახლეობა ბერძნებთან წავიდა. მაჰმედ ჰარუნის ძე [განაგებდა] სამ წელს. ჰარუნმა თავის   სიცოცხლეშივე გაუყო ხელისუფლება  თავის  ორ შვილს – მაჰმადსა  და  მამუნს. უფროსობის  მიხედვით  მაჰმადს ერგო ბაღდადისა და ხორასნის მმართველობა, მამუნი კი ებრძოდა მას. მაჰმადი როდესაც  გარდაიცვალა,  აბდალაჰი – ასედაც  ეძახდნენ  მამუნს,  ყველაფერს  დაეუფლა.  იბრაჰიმი [განაგებდა]  ათ  წელს, ჰარუნი – ოცს. მაჰმადის  შემდეგ  მესამედ  დაჯდა  ამირად  მუმინი.  ეს  მოხდა  სომხური წელთაღრიცხვით  270  წელს. 
თავი  III
ბაკურ  დიოფიზიტის  შესახებ,  რომელიც   ნერსეს   სახელით კათალიკოსი გახდა
ალვანეთის კათალიკოსის  გარდაცვალების  შემდეგ,  ვინმე  ქალკედონიტი, სახელად  ბაკური,  რომელიც ოდესღაც გარდმანის ეპისკოპოსი იყო  და  ნერსესად  იწოდებოდა, შეუთანხმდა  ალვანეთის  დედოფალს, ვარაზ-თრდატის მეუღლეს – სპარამს,  იმავე   რწმენის  მიმდევარს. [ბაკურმა] მასთან  კავშირი  შეკრა  და  უთხრა:  „თუ  შენ   მოისურვებ  და ალვანეთის  კათალიკოსად მიხმობ, მაშინ  მე მთელს  ალვანეთს  ქალკედონიტური  რწმენის  მიმდევრად  ვაქცევო“.  ყურად  იღო  დედოფალმა ეს, ბჭობა  გამართა  ალვანეთის  ეპისკოპოსებთან  და დიდებულებთან, ვერავინ  მიხვდა  ღალატს  და  ამიტომ  დაეთანხმნენ  მის თხოვნას.  ყოვლისმპყრობელ  სულიწმიდის  შთაგონებთ მეწირანცის  ეპისკოპოსმა იოველმა  მრავალრიცხოვან  შეკრებილთა  წინაშე  სთხოვა  ნერსესს ხელი მოეწერა  ქალკედონტთა დასისა და „ლეონის  ტომარის“  შეჩვენებაზე. გამოართვეს  ხელწერილი,  როგორც  კანონიკური განსაზღვრება, და [მხოლოდ ამის შემდეგ] იმავე ეპისკოპოსმა იოველმა სხვა  ეპისკოპოსებთან  ერთად  უხმო  მას  ალვანეთის  კათალიკოსად.  იოველ  ეპისკოპოსმა  [ხსენებული]  შეჩვენების  წიგნი  საიმედოდ  შეინახა,  კიდევ იცოცხლა თოთხმეტი  წელი  და აღესრულა ქრისტეს  მიერ.
მაშინ ნერსესმა იპოვა შესაფერისი დრო თავისი სურვილის განსახორციელებლად, სასწრაფოდ გაეშურა მეწირანცის გავარისაკენ, იქ იპოვა თანამოსაქმე, – მონასტრის  მამის  ზაქარიას  სახით,  პირობა  მისცა,  რომ აკურთხებდა  ეპისკოპოსად  და  ყოველწლიურ  შემოსავალსაც  უბოძებდა  თუ  იმ   ხელწერილს  მისცემდა  დასაწვავად.  მან [მართლაც] უბოძა აღთქმის  სიგელი [კათალიკოსს], რომელმაც  იქვე  ცეცხლს  მისცა.  ზაქარია  კი ხელდასხმულ  იქნა  მეწირანცის  ეპისკოპოსად. [ნერსესი] დაუმეგობრდა  მას და  დაუბრუნდა  ძველ  რწმენას რასაც  დიდი  ხანია ელოდა და დედოფალი  სპარამიც  აქეზებდა. მისი და  სხვა ქალკედონიტ ნახარართა  დახმარებით მან დაანგრია საკურთხეველი  ბევრი  უკლესიისა, სადაც  უკვე  გამარჯვება  ჰქონდა  მოპოვებული.  ეკლესიის  ღირსეულ  მემკვიდრე  ყრმებს  უცხო  ქვეყნებში  აძევებდა.  უწინარეს  ყოვლისა  მან  განდევნა   მეწ  კოღმანქის  საკვირველმოქმედი  ეპისკოპოსი ნეტარი  ისრაელი,  რომელმაც  ხაზართა  და  მრავალი  ქვეყანა  ქრისტიანობის  წესზე  მოაქცია. მასთან  ერთად  განდევნა  გარდმანის  ეპისკოპოსი  ელიაზარიც. ზოგიერთი  ეპისკოპოსი კი  თვითონ  განუდგა  მას. მაგალითად,  კაპალაკის ეპისკოპოსი  იოვანე, ამარასის  ეპისკოპოსი – სააკი, ჰოშის ეპისკოპოსი – სიმეონი  და ალვანეთის  დიდი  მთავარი შერო  თავისი  აზატებითურთ,  რომლებმაც  ეკლესიის  მრავალრიცხოვან  ძმობასთან  ერთად  მოიწვიეს კრება და  შეაჩვენეს  ნერსესი  ყველა მწვალებელთან ერთად. 
თავი  IV
ალვანთა კრების წერილი  სომეხთა კათალიკოს ელიას.
„სომეხთა  კათალიკოსს   უფალს  ელიას  თაყვანისცემა   ერთობით ალვანთა კრებისაგან! 
ჩვენს   მამებს   თქვენს  მამებთან  ერთად  საერთო  მართალი  რწმენა ჰქონდათ  სულის  სახსენებლად.  ღვთის   ნებით  იმძლავრა  ქალკედონურმა  რწმენამ და აავსო  ქვეყანა, თუმცა ჩვენი მხარეები მისგან  არ ამღვრეულა.  ახლა  კი,  ჩვენი აზრით,  კეთილი  მოძღვარი  ნერსესი  მგლად იქცა  და დაიწყო  ქრისტეს  გონიერი  სამწყსოს  გადაბირება. ამის  გამო მოვიწადინეთ  შეგვეტყობინებინა  ეს  თქვენი  უწმინდესობისათვის,  რათა   მოხვიდეთ  ჩვენთან, როგორც თქვენს ნაწილთან და  განკურნოთ ჩვენი ჭრილობები. იყავით მრთელად უფლისა  მიერ“.
თავი  V
სომეხთა  კათალიკოსის  ელიას წერილი  აბდალმელიქ ამირმუმინთან იმავე განზრახვით
ქვეყნის  მპყრობელ  აბდალ  ამირმუმინის,  სომეხთა  მთავარეპისკოპოს ელიასაგან.
ყოვლისმპყრობელი   ღვთისაგან  გვაქვს ჩვენს  ქვეყანას  თქვენი მორჩილება  და სამსახური.  ჩვენც  და ალვანელებიც  ერთ  რწმენას  ვემსახურებით – ქრისტეს  ღვთაებრიობას,  ხოლო  ალვანეთის  ახლანდელი კათალიკოსი,  რომელიც  პარტავში  ზის,  შეუთანხმდა  ბერძენთა კეისარს,  იხსენიებს  მას  ლოცვებში  და  ქვეყანას  აიძულებს  მის  რწმენას დაეთანხმოს.
იცოდეთ თქვენ ეს და გულგრილად ნუ  შეხედავთ, რადგანაც მას თანამოაზრედ ჰყავს  ერთი დიდებული  ქალი. თქვენი  უდიდესი  უფლებით  უბრძანეთ დასაჯონ  ისინი თანახმად თავიანთი  მოქმედებისა, რომლითაც ღმერთის წინაშე სცოდავენ“. 
თავი  VI
აბდალმელიკ   ამირ მუმინის   პასუხი   სომეხთა   კათალიკოს ელიას
„სომეხი  ხალხის  კათალიკოსო,  ღვთის  კაცო  ელია,  მე  წავიკითხე შენი გულწრფელი წერილი,  შენს  გამო  გავგზავნე  იქ  ჩემი სარწმუნო მსახური  დიდი  ჯარით  და  ვუბრძანე:  ჩვენი  ხელისუფლებისაგან  გამდგარი  ალვანელები  თქვენი  სჯულის  მიხედვით  სიმართლეზე  მოაქციონ. ჩვენი  მსახური  შენს  წინაშე  პარტავში  სისრულეში  მოიყვანს  სასჯელს. ნერსესსა  და  მის  თანამოაზრე  ქალს  რკინის  ჯაჭვით  გადააბამენ  და შერცხვენილებს  სამეფო  კარზე  მოიყვანენ  რათა  ყველამ  იხილოს მეამბოხეთა შეურაცხყოფა“.
თავი  VII
სომეხთა  კათალიკოსის  ელიას  პარტავში  მისვლა,  ნერსესის დასჯა  და  მის  ადგილას  ალვანეთის  კრების  სურვილით სიმეონ არქიდიაკონის დასმა
სომეხთა  დიდმა  მღვდელმთავარმა  ელიამ  ალვანეთის  დიდ  ქალაქ პარტავს  მიაღწია.  დაჯდა  დიდ  ტაძარში  და  ბრძანა  მიეგვარათ ნერსესი, მაგრამ [ნერსესი] დაიმალა  და  ვერავინ  შეძლო  მისი  პოვნა.  მაშინ  დიდად  მორწმუნე  ალვანეთის მთავარმა  შერომ  შეიპყრო  მასთან  დაახლოებულნი  და  უბრძანა  ნერსესის  მოყვანა  მრავალრიცხოვან  შეკრებილთა  შორის  ელიას  წინაშე  უპასუხოდ  იდგა უბედური.  მეფის  ბრძანებით  მძიმე  სასჯელი  გამოუტანეს:  გადააბეს  ფეხით  ფეხზე  იმ  ქალთან  და შორეულ  ქვეყანაში  გასაგზავნად  მოამზადეს.  მაგრამ  მან  ვერ აიტანა  ეს  ტანჯვა  და  რვა  დღის  შემდეგ  გარდაიცვალა.  დაიბარა  იმავე  რკინის  ჯაჭვით  დაესაფლავებინათ.  მან  დასწყევლა  შერო,  რომელიც იყო  მისი  და  სპარამის  დაღუპვის  უპირველესი  მიზეზი. [შეროს] უთანხმოება ჰქონდა სპარამთან ხელისუფლების გამო. ნერსესს  მართლმორწმუნეობით თოთხმეტ წელს ეპყრა [საკათალიკოსი] ტახტი, ხოლო ურწმუნოებით  სამნახევარ წელიწადს.
ამის შემდეგ იმავე კრებამ  აირჩია [კათალიკოსად]  სიმეონი – კაცკი  მშვიდი  და  აკურთხა  ალვანეთის    მამამთავრად.  მან  აღკვეთა  ქვეყნიდან  ნერსესის  უწესობანი  და  ბევრი  მართებული  წესი  დანერგა გზასაცდენილ ეკლესიაში. უბედური  ნერსესის  „წვალებით“  სავსე   წიგნები,  რომლითაც  ავსებული  იყო  ზანდუკი,  წაიღეს  და  მთლიანად  მდინარე  ტრტუში  ჩაყარეს,  მის საზაფხულო  სადგომთან,  რომელსაც  ბერდაკური114  ეწოდებოდა.  [სიმეონს] ტახტი  ეპყრა  წელიწადნახევარს. 
თავი  VIII
ხელწერილი,  რომელიც  გამოართვა  სომეხთა  კათალიკოსმა ელიამ  ალვანელთა  კრებას  სომხებსა  და ალვანელებს შორის თანხმობისა  და  მტკიცე კავშირის ნიშნად
რადგანაც  უამრავი  და  ნაირნაირი  ბოროტებით  მუდამ  ჟამს   ატყუებს  წრფელი  გულის  ადამიანებს  ჩვენი  შეჩვეული  ცბიერი  მტერი და  საერთო  ხსნის   უარმყოფელი  ეშმაკი,   მის   წინააღმდეგ  იბრძვიან ეკლესიის  ყრმები  ბუნებითი  სიკეთის   გამო.   ის   კი   სულ  ცდილობს [ზემოქმედება  მოახდინოს] რჩეულთა  მიმართ  ამ  სიტყვებისამებრ:  „ეშმაკი   ვითარცა  ლომი  მყვირალი  მიმოვალს  და  ეძებს   ვინმცა შთანთქას.  ეს   ისევეა, როგორც  ჩვენი  უპირველესი მამის [ქვეყნად] ყოფნის  დროს,  როცა მისი  ურჩობის  გამო უზენაესის მიმართ მოგვაკლდა სიცოცხლის  ხე და სიამოვნება სამოთხეში. ეშმაკი დასაბამიდანვე განსაცდელში აგდებს  განსაკუთრებით  სუსტსა  და  მერყევი  აზროვნების უგნურ  ადამიანებს,  რომელთა  გონება დაბინდულია  იმ  დროიდან,  როდესაც  ისინი  უწმინდურებაში  შევიდნენ.  დე,  ნურც  გაბრწყინებულა მათ  მიმართ  ქრისტეს  შუქი.  იმათ,  თუმცა მოიშორეს  ის  ცდუნება,  რითაც  ძველთაგანვე  მოტყუებულნი  ეთაყვანებოდნენ  კერპებს, მაგრამ ახლა [ეშმაკმა] მოინდომა მოეგო უგნურ ადამიანთა  საშუალებით,  რომლებიც  უთანხმოებას  თესენ  ეკლესიაში  ახლად შემოღებული  უწმინდური  წესებით.  ამიტომაც  ჩვენს  შორის  აღმოჩნდა  ნესტორისა  და  მაქსიმეს   ბოროტი „წვალების“  ახალი  ფესვი  უწმინდური  ნერსესის  სახით.   ის  სულიწმიდის  მოწყალებით  ალვანეთეის  სახლის  წინამძღოლად დააყენეს,  მაგრამ  ცბიერებით  რწმენის  დამთრგუნველი  და  ჩვენი  სულების  მაცდუნებელი  შეიქნა.   მან   თავისი  ბილწი  ხელებით   მოსპო მაცხონებელი  გარდამოცემანი  ჩვენი   მამების   ქადაგებათა  რომელმა [მამებმაც]  თავიანთი  უცოდველი  ხელით  ის   ჩვენს   ეკლესიაში  დააფუძნეს.  მან გაანადგურა მართლმადიდებლური რწმენის ერთგული ეპისკოპოსები და მცნებათა დამცველები.  ზოგიერთები ცილისწამებით გააძევს შორეულ  ქვეყნებში ხოლო ბევრიც  მწუხარებით აავსო, რადგანაც  დაანგრია  ღირსეული  ტახტი  და   შეაშფოთა  მეუდაბნოეთა სავანეები.  ასე  გაფანტა  მან  ქრისტეს  წმინდა  სხეულის  მოთაყვანე  წევრები და სიონის  შვილნი.  ყველანი  შეცდენილ  იქნენ   მოტყუებით. ჩვენი  სიწმინდის  ტაძარი  შეიბილწა,  როგორც  იერემიას  გოდებაშია: – შეწყდა  ჩვენი  სიწმინდის  დიდება  და  ქვეყნის  ოთხივ  კუთხეში  დაიფერფლა  ჩვენი  ქებათაქება.  კურთხევას  ვუთვლით  ჩვენს   მხსნელს – ღმერთს,  რომელმაც  არ  მისცა  ძალა  კაცობრიობის  მტრებს  საბოლოო წარმატებისათვის,  არამედ  შეგვიბრალა  ჩვენ  უძლურნი,  შეიწყალა  ჩვენი  ხალხი  და  გამოგვიგზავნა ღვთის  მადლით ღირსეული  მამა  ელია, – სომეხთა  კათალიკოსი,  კაცი  წმინდა  და  მართალი,  წმინდა  გრიგორის ტახტის  მფლობელი,  ეპისკოპოსებთან  და  ვარდაპეტებთან  ერთად, [აქ მოვიდნენ] სიმეონი – ხორხორუნთა  ეპისკოპოსი, სარგისი – ამატუნთა ეპისკოპოსი, სარგისი – როსტაკთა  ეპისკოპოსი,  იოვანე  ვარდაპეტისა და  სხვა  მრავალ  მოწაფეთა  თანხლებით.  მოხვედით  თქვენ  ჩვენს   დედაქალაქ  პარტავში  და   ტკბილი  მოძღვრებით   აღკვეთეთ   ბოროტი ჩვენს  შორის.  გაგვახსენეთ  ჩვენი  წინაპრების  ანდერძი, აღადგინეთ ჩვენი  სამამამთავრო  ტახტი  წმინდა  კაცის  საშუალებით,  რასაც  ჩვენ ჭეშმარიტად  ვამოწმებთ,  ყველანი:  სიმეონ   ალვანეთის  კათალიკოსი, იოვანე  კაპალაკის ეპისკოპოსი  სიმეონ   ჰოშის    ეპისკოპოსი,  საჰაკ ამარასის  ეპისკოპოსი,  საჰაკ     მეწ   კუენქის    ეპისკოპოსი,  სიწმინდის მოყვარული  ქშიკი,  ნერსმიჰრის  მონასტრის  წინამძღვარი  მთელი  თავისი   ძმობით,  რომლებიც  გადაურჩნენ  „წვალებას“.   მონასტრის  წინამძღვარი  გიუტი,  მონასტრის  წინამძღვარი  კატარი,  მონასტრის  წინამძღვარი  ჰოვსეფი,  დავით  კალანკატუიქის  ბერი,  ტკრაკერტის  წინამძღვარი პეტროსი,  ალაწობის  წინამძღვარი  პოღოსი,  კიდევ  ქრისტესმოყვარული  ყველა  აზატი,  ალვანეთის  ღვთისმოშიში  მთავარი  პატრკი  შერო,  ასევე  ალვანეთის  სპარაპეტი  და  იშხანი  პატრიკი  ჯუანქო, პატრიკი  ვარდანი  და  მისი  ძმა  უფალი  გაგიკი,  ბაბი  ჰრაპატეანთა  ტომიდან,  ვახტანგ  ვარაზმანეანი  პატრიკი  ქაროიანთა  სამეფო  ტომიდან, ვაჰანი – ვარაზ იოვანიანი, თეოდოროსი – ანასტასიანი,  როსტომი – ვარაზ აქოიანი, ზარმირჰი – ვარაზ  ქურდაქეანის  სამეფო  ტომიდან, მაჰმატი – შეროიანი  და  სხვა  მრავალი  აზატი  ჩვენი  ქვეყნისა  გაკურთხებთ  და  ერთობით ვღებულობთ  სულით  და ხორცით ჩვენს სამოციქულო  რწმენას,  რომელიც  ადრე  დაფუძნებული  იყო  წმინდა  ელიშას  მიერ,  ხოლო  შემდეგ  განმტკიცებული  წმინდა  გრიგორისაგან  და დღემდე  არასოდეს  არ შერყეულა.
როდესაც  განსაცდელმა  მოაღწია  ჩვენამდე,  ღმერთმა  აღმოგვიჩინა   შემწეობა  წმინდა  გრიგორის  მონაცვლის  საშუალებით,   რომლის მართლმორწმუნეობის  მოწაფენი  ვართ  და  ვიქნებით.  ელია  სომეხთა კათალიკოსი  გახდა  სიმართლის  მტრებზე  შურისმაძიებელი   და  ახლა ჩვენ  ყველანი  ვწყევლით  ყველა  „მწვალებელს“ – პირველებს,  საშუალოებს  და ბოლოდროინდელებს:  ნომინოსსა  და  მის  მოძღვარს  არიოსს, ვალენტინოსს, აპოლინარს, მანის, მარკიონს, ევტიქეს და ნესტორს, დიოდოროსს, თეოდორიტოსს,  ქალკედონის  კრებასა  და  ლეონის  ტომარს  მაქსიმოსსა  და  მის  მოწაფეებს.  მათთან ერთად  შევაჩვენეთ  ჩვენი   საცოდავი  ნერსესიც, რომელმაც  სათნო  ჰყო  ორბუნებიანთა  „წვალება“ და მისი მიმდევარნი.  ჩვენ შევადგინეთ  ეს  საბუთი  ღმრთისა  და თქვენი  სიწმინდის  წინაშე,  რათა  ამის  შემდეგ  არავინ  გაბედოს  გადაუხვიოს  ჩვენი  მამების   ნაანდერძევს,  ხოლო  თუ  გამოჩნდება   ვინმე უტიფარი,  რომელიც  კვლავ  შემოიტანს  ჩვენში  ახლ  მოძღვრებას,  ასევე   შეჩვენებული  იქნება  წმინდა  სამებისა და  ჩვენი ძმობისაგან. ვერ მიიღებს  ის  სულიწმიდის  მადლს  და  ვერ  მიაღწევს  აღთქმულ  სასუფეველს.  თუ  ეპისკოპოსთაგანი  იქნება  ვინმე [შემბილწველი] – ღირსება. ჩამოერთვას  და  ტახტიდან  ჩამოგდებულ  იქნას,  თუ  მღვდელი, – ასევე   მოუვიდეს, თუ ვინმე ბერთაგანი, – შეჩვენდეს და  განიდევნოს,  ხოლო,  თუ  აზატთაგანი  იყოს – ეკლესიიდან  მოიკვეთოს  და ამხანაგებში  გარევა  აეკრძალოს,  ვიდრე  მართლმადიდებლურ  რწმენაზე  არ  შემობრუნდეს.
ჩვენ  თავიდან  დავაწესეთ  აგრეთვე  ალვანეთის კათალიკოსის  ხელდასხმა,  რადგანაც  ბოლო  ხანებში  ჩვენმა  კათალიკოსებმა  დაარღვიეს ეპისკოპოსთა  დადგენის  წესი.  გამოუცდელობით  და   უცოდინარობით ჩვენს  ქვეყანაში  განხეთქილებამ  იჩინა  თავი.  ამიტომაც  შევთანხმდით ღვთისა  და თქვენი  მამამთავრობის წინაშე, რომ ალვანეთის  მღვდელმთავრის კურთხევა  წმინდა გრიგორის ტახტზე მოხდეს ჩვენი ქვეყნის  თანხმობით, როგორც ეს ხდებოდა წმინდა გრიგორის დროს. რადგანაც ჩვენ  თქვენიდან  გავნათლდით,  ჭეშმარიტად  გვწამს,  რომ ვისაც  თქვენ  აირჩევთ,  ის  სასურველი  იქნება  ღვთისათვისაც  და  ჩვენთვისაც.  დე,  ნუვინ  გაბედავს  ამ  შეთანხმების  დარღვევას  და  სხვანაირ მოქმედებას,  ხოლო,  თუ  ვინმე დაარღვევს,  – მისი ხელდასმა  გაუქმებულად  ჩაითვლება.
ისინი,  რომლებიც  ღვთის  მოშიშობით  შეასრულებენ  ჩვენს  დადგენილებას,  კურთხეულ  იქნებიან  წმინდა  სამებისა  და  ღვთის  ყველა მმართლმადიდებლურ  მსახურთა  მიერ,  ხოლო,  ვინც  გადაუხვევს  ამ   ჭეშმარიტებას,  ვინც  არ   უნდა  იყოს,  თვითონ  აგოს  პასუხი  ღმრთის  წინაშე.
ეს  წიგნი დაწერილია  უფლის  შუამავლობით  და თანხმობით,  რათა რწმენა  იყოს  მტკიცე  და   შეურყეველი  ჩვენს  ორივე  ხალხს  შორის. დაიწერა  85   წელს  ტაჭიკთა  წელთაღრიცხვით,  ხოლო  სომხური  148 წელს  ჰროტის115  თეეში.  ვამოწმებთ  ჩვენის  ნებით  და  იმათი  ბეჭდით, რომელთა სახელებიც ზემოთაა  მოხსენიებული“. 
თავი  IX
სომეხთა  კათალიკოსის  ელიას  შეთანხმების  წიგნი ალვანელებთან
უთანხმოებანი,  რომლებიც  ალვანეთში  მოხდა  რწმენის  გამო  ურჯულო  ნერსესიგან,  მრავალთა  სულებში ქალკედონიტურ რწმენას აღვივებს და თავისი ცბიერი ბოროტებით საშიშროებას უქმნის  ეპისკოპოსებს,  მღვდლებსა  და  ბერებს.  როდესაც  ეს  გავიგე  მე,   სომეხთა  კათალიკოსმა  ელიამ,  ჩემს  ეპისკოპოსებთან  ერთად  მოვედი  ალვანეთში, დიდებულ  ქალაქ პარტავში. ჩემთან  შეიკრიბნენ  სასულიერონი  და საერონი  და  მაჩვენეს  ის   წიგნი,  რომელიც  უწინ  ნერსესმა  ალვანეთის საკათალიკოსოდან  ჯერ  ფიცით  მიიღო,  ხოლო  შემდეგ მოიშორა.  თუმცა  მას   ძალმომრეობით  ეპყრა  ტახტი,  მაინც  იმავე  ეპისკოპოსებმა  და ეკლესიის  მთელმა  დასმა ხელწერითა  და  ბეჭდით  ხელმეორედ  შეაჩვენეს ღვთისა  და  ჩვენი  შუამავლობით  და  დაადგინეს:  თავისი  ნებით მტკიცედ  დაიცავენ  რწმენას და არ შეერევიან ქალკედონიტური  რწმენისა  და   ბაკურის  მოძღვრების  მიმდევრებს.  თუ  ისინი  შეასრულებენ აამ დაპირებას  და წმინდა  მამათა  ანდერძს, მაშინ მიიღეთ თქვენს  შორის და  შეიყვარეთ,  როგორც  სულიერი  მეთვალყურენი,  ხოლო  თუ  ვინმე კათალიკოსი  ან   ეპისკოპოსი  გადაუხვევს  ამ   შეთანხმებას,  მაშინ  მას აღარ  უნდა  ჰქონდეს  უფლება  მრევლზე.  თქვენ  კი   დადექით  თქვენს ეკლესიაში  და  მუდამ  დაუცხრომელი  ლოცვა  მიუძღვენით  ღმერთს. უფალი  იქნება  თქვენი  წინამძღოლი  და  [მასთან  ერთად] მართლმადიდებელი ვარდაპეტები.
გაძლევთ  ამ  [წიგნს] თქვენი  სიმშვიდისათვის  სიწმინდის  მოყვარულებს: ქშიკს – ნერსმირჰის  მონასტრის  წინამძღვარს  და გრიგორს – ჰოვსეფის  მონასტრის  წინამძღვარს.  მე,   ელია  სომეხთა  კათალიკოსმა ჩემს  ეპისკოპოსებთან ერთად  მივიღე  შემომტკიცების  წიგნი  ალვანელთა  კრებულისაგან  და  მოგეცით  თქვენ  ეს   შეთანხმების  წერილი. დე, წუვინ  გაბედავს  დადებული  აღქმის  დარღვევას.  დავბეჭდე  ჩემი  ბეჭღით  ორივე  წერილი  და   შესანახად  გადავეცი  სიწმინდის  მოყვარულ ზერსმირჰის  წინამძღვრის  ქშიკს,   როგორც  სიმშვიდის  პირობა. 
თავი X
ალვანეთის ნახარარების  სია, რომელიც  აბდალმელიქ ამირმუმინის  სავურისმა  აიღო  და   სამეფო  არქივში  შეინახა
სულიწმიდის  ეს  აღსარება  ვითხოვეთ  წერილობით  პარტავის  კრებისაგან, რომელიც ჭეშმარიტად გვამცნობს „წვალების“ საცთურის საშიშროებას და სულისმალხინებელ  მოძღვართა  უთანხმოებას.  სიმართლე  შევიტყვეთ:  მე, ალვანეთის  მთავარმა  შერომ,  ალვანეთის  სპარაპეტმა  ჯუანქომ,  ვარდენ  პატრიკმა  და  მისმა  ძმამ  გაგიკმა,  ვახტანგ გარაზმანეანმა, რომელთა  წინაპარი  იყო  მამაცი  ვარდანი  მირჰაკანთა ტომიდან. [ეს  ვარდანი] ალვანეთის  მეფის  ვაჩაგანის  დროს  დადგენილ იქნა  ალუენის  ტაძრის  წინამძლოლად  მეფის  მიერ  და  გარდმანში  დასახლდა,  პატრიკმა  ქაროიანთა  სამეფო  გვარიდან.  ეს  გვარი  იმავე  მეფის  ვაჩაგანის  ბრძანებით  დასახლდა  აღბერდის  გავარში.  მათი  წინაპრები  იყვნენ  მამაცი  ვაჩაგანი,  ვაჩე  და  ისინი,  რომელნიც  რიგის  მიხედვით  მოხსენიებულნი  არიან  ჩვენს  წიგნში, ბაბმა  ჰრაჰატანეანთაგან – ესენი  ატრპატაკანის  იშხანები  არიან  და  სახლობენ  კაპალაკსა და  კოლთში;  ვაჰანმა  ვარაზ-იოვანიანმა – მადიანელთა  გვარიდან,  იაკობინელთა სარწმუნოებით.  ესენი  მოვიდნენ  და  კამბეჭანში  დასახლდნენ;  როსტომმა, ვარაზ აქოიანმა,  რომლებიც,  სპარსეთიდან, სტაჰრის გავარიდან  მოსულნი  უტის  გავარში დასახლდნენ – დაბა  კალანკატუიქში;  ზარმირჰმა  ვარაზ  ქურდაკიანმა  და  მაჰმადმა  შეროიანმა – ორივენი  დლმანცის მფლობელთა შვილები არიან და სახლობენ  მეფის ბოძებულ დლმაჰოლში – ალვანეთის ქვეყანაში. 
ყველა  ესენი  ჩაწერილი  იყვნენ  აბდალმელიქ ამირმუმინის დივანში, იმისათვის, რომ თუ ვინმე   მათგანი  აღიარებდა  ორბუნებიანობას, სიკვდილით  დაესაჯათ.  ამგვარად,  დამყარდა  მშვიდობა  ალვანეთის  ყველა ეკლესიაში.
თავი   XI
ალვანეთის  კათალიკოსის  უფალი  სიმეონის  კანონები მიღებული ნერსესის დამხობის შემდეგ
ეს   კანონმდებლობა  მიიღო   ალვანეთის  კათალიკოსმა   სიმეონმა მაშინ, როდესაც  ტახტზე  დაჯდა.  იმ   კრებაზე,  რომელიც  შედგა  ნერსესის  გამო,  რათა მის  მიერ შეცვლილი საეკლესიო  წესები  კვლავ  აღედგინათ.
კეთილისმყოფელმა,  კაცთმოყვარე  და   ყოვლისმპყრობელმა  ღმერთმა  თავისი  მოწყალებითა  და  უდიდესი  სიკეთით,  აგრეთვე  დიდი  სიყვარულის  გამო  დაგვაყენა  ჩვენ  მწყემსად,  მეთვალყურედ  და  წინამძღოლად  თავის   ბუნებით  სამწყსოზე,  რომელიც  არის  წმინდა  და   სამოციქულო  ეკლესია.  ქრისტემ  გვიბოძა  ჩვენ  ეს  ღვთიური  პატივი  არა კეთილმოქმედებისა  და  ღირსების  გამო,   არამედ  თავისი  დიდი  გულმოწყალეობით  მოისურვა  მადლი  მოენიჭებინა  ჩვენთვის.  ქრისტე  ლაპარაკობს  ნეტარი  მახარებლის  სიტყვით   „ეკრძალენით  უკუე    თავთა  თქუენთა  და  ყოველსავე  სამწყსოსა,  რომელსა-ეგე  თქუენ  სულმან წმიდამან  დაგადგინნა  მოღუაწედ  და  მწყსად  ეკლესიასა  უფლისა  ღმრთისასა,  რომელი  მოიგო  სისხლითა  თკსითა“.  აგრეთვე  ამცნო   უფალმა   მოსეს  მღვდელთა  გამო  და   უთხრა,  დაგაყენებ  შენ  ჩემე   ხალხის მოთავედ  და  წინამძღოლად,  რათა გაუფრთხილდე  მათ  და  დაიცვა  ჩვენი   მცნებანი.  იყავი  მხნე,  მამაცი  და  ნუ იმცონარებ“.  მსგავსად  ამისა, სხვადასხვა  წინასწარმეტყველთა  საშუალებით  გვაფრთხილებს  უფალი ჩვენ  ადამის   მოდგმას,   „შენ    ძეო  კაცისსო,    ებგურად  მიგეც  შენ [სახლსა  ისრაელისასა],   და  ისმინო პირისა  ჩემისაგან   სიტყუა, [და წინდაცვულ  ჰყუნე  იგინი  ჩემ  მიერ.  თქუმასა  შინა  ჩემგან  ცოდვილისასა, ცოდვილო სიკუდილით  მოჰკუდე,  და  არა  კრძალვა  სცე ცოდვილსა], დაცვად  უთნოობა  მოქცევად  მესსა  გზისაგან  მისსა,  ცხოვნებად ძიებად  მისსა,  უსჯულო  იგი  უსჯულოებითა  მისითა  მოკუდეს,  ხოლო სისხლი  მისი ველისაგან შენისა გამოვიძიო“. ამგვარად,  ჩვენის ნებით, ანდა  ძალით  კი  არ  ავიღეთ  ეს  უფლება,  პატივი  და სამოციქულო  ტახტი,  არამედ  შემოქმედმა და ყოვლსა  დამფუძნებელმა  ღმერთმა  გაგვამწესა  ამ  ადგილას,  რათა  ვმწყემსოთ  ხალხი  მისივე  სურვილით.  ამისათვის  ჩემო  საყვარელო  და  ღირსეულო  ძმებო,  ქრისტეს  რჩეულო მოწაფეებო  და  მის  მცნებათა  ჭეშმარიტო  მსახურნო,  ჯერ  არს,  რომ ღმერთს  მივუზღოთ  კეთილი  და  ტკბილი  ნაყოფი  მის  საამებლად  და აღვაშენოთ  სამოციქულო  ფუძე,  ანუ  იესო  ქრისტეზე  ოქროს,  ვერცხლის,  პატიოსანი  თვლების  სხვადასხვაგვარი  კეთილმოქმედება  და  ყოველივე  სიკეთე,  რათა  ჩვენი მხსნელის – ღმრთის  გამოჩენის  დროს მივიღოთ  მისგან უჭკნობი დიდების  გვირგვინი.
ახლა სულიწმიდის მადლით და მისი მცნებით, როგორც გვიბრძანა  ჩვენ უფალმა წინასწარმეტყველთა,  მოციქულთა  და   მოძღვართა საშუალებით,  ვალდებული  ვართ  ჯერ   გვიყვარდეს  ღმერთი  და   მთელი  გულით  დავიცვათ  მისი  მცნება,  ის,  რაც  მივიღეთ  ჩვენ  ჭეშმარიტ და  ღვთიურ  მამათაგან. შეურყევლად  და  მტკიცედ  შეინახეთ  ეკლესიათა წმინდა  წესები უწმინდესი  მღვდლებისა  და  მსახურთა საშუალებით. გიყვარდეთ  ერთმანეთი,  როგორც  საკუთარი  თავი,   ერთსულოვნებით. იცხოვრეთ  რწმენის  კანონების  თანახმად.  ნუ დავუშვებთ  და  ნებას  ნუ მისცემთ  უღირსებს  და  სამხედრო  პირთ  უფლება იქონიონ  ეკლესიის მიმართ,  ნურც  უკანონოდ  შობილებს,  ნურც  მრუშებს,  ნურც  მკვლელებს,  ნურც  ქურდებს, ნურც  მატყუარებს  და ცრუ   მოფიცრებს, ნურც  მოძალადეებსა  და  შურიანებს,  ნურც  ძუნწებს  და  სრულიად  არ დაუშვათ  მოლაშქრე  მხედრები  და   მეზვერენი;  დე, ნუვინ  გაბედავს მიანიჭოს  მათ  საეკლესიო  უფლებანი,  ნუვინ  მისცემს  მათ   პურსა  და ნურც  სხვა  შემოსავალს,  რადგანაც ღვთიური  კანონების  მიხედვით,  ის, რაც  ხალხს  მიაქვს  ღვთის სახლში  თავისი ცოდვებისათვის,  უნდა  მოიხმარონ  მხოლოდ  წმინდა  მღვდლებმა  და   ტრაპეზის   მსახურებმა. ეს არის  მათი  შემოსავალი.  ისინი დღედაღამ  შესთხოვენ  ღმერთს  ქვეყნის   სიმშვიდეს,  ცოდვების  მიტევებასა  და  სულისა  და   ხორცის  სიმრთელეს.  ხოლო  უღირსებსა  და   მეომრებს  არ   მართებთ  ჰქონდეთ უფლება  ეკლესიაზე,  რათა  არ   მოიწიონ  რისხეა  ქვეყანაზე   და   თავიანთ  მიმართ.  როდესაც  დიდებათა  უფალი  ამცნობდა  მოსეს  კარვის შესახებ,  ეუბნებოდა:  „ამოირჩიე  წმინდა  და  უბიწო  მღვდლები  ნათესავნი   ლევისნი  და   არა  ისრაელთა  სხვა ტომებიდან  – სამხედროთაგან   ან   ვინმე  გამვლელ  უღირსთაგან“.  როგორც  კანონები  ამბობენ: „დე,  ნუ  გაბედავს უღირსი  დადგეს  ჩემი  ტრაპეზის  წინ „და   მისი  შემოსავალი ჭამოს“.
სამღვდელონი,  რომელნიც  უღირს  ცხოვრებას  ეწევიან,  გაძევებულ იქნენ და მოიკვეთონ  სამწყსოდან.  უბრალო  ხალხთაგან  ნურავინ მიუახლოვდება  ნურც  მათ   სამსახურს,  ნურც  მათ  წესებს  და  ნურც ასეთ  მღვდელთა  სამყოფელს,  ხოლო,  თუ  ვინმე  წინააღმდეგობას  გასწევს,  სიკვდილით  დაისაჯოს  როგორც  კორხი,  დადანი  და  აბირონი116, რომელნიც  ჩაიძირნენ;  ანდა  როგორც  ოზია 117   და  სხვანი  მრავალნი, რომლებმაც  თავიანთი  წესის  გარეშე  შებედეს  თაყვანი  ეცათ  ღმრთისათვის,  მაგალითისათვის  გამოდგება  კარავი  და  ახალი  აღთქმის. წმინდა  ეკლესიის  ძმობის  მღვდლები,  რომლებთანაც  მისვლას  ვერ  გაბედავენ  უღირსნი  და  მეომარნი.  იგივე  ბრძანება  კიდევ  უფრო  განამტკიცეს  მოციქულებმა თანახმად  მაცხოვრისა, რომელიც  ამბობს:  „სულიწმინდამ  და  ჩვენ  სათნო  ეყავით  ასე  დაგვედგინა,  სამხედრონი  და უღირსნი  არ  უნდა  გაკადნიერდნენ  ეკლესიაზე  უფლების  მოსაპოვებლად,  ხოლო  თუ გაკადნიერდებიან, – შეჩვენდნენ“.  ასევე  დაადასტურეს  ჩვენმა  ნეტარმა მამებმაც: – „ნურავინ  გაბედავს  ღვთის  ეკლესია ხელთ  მისცეს  უღირსებსა  და  სამხედროებს,  ანდა  გაყიდოს  როგორც საქონელე  და  გააჩუქოს  დიდებულებსა  და  მათ  ლალებზე. ასევე მღვდლებიც ნუ  იკადრებენ შემოსავალი ან პური გაიღონ უღირსი ძმებისა  და  შვილებისათვის  და  ნურც  გაკადნიერდებიან  გაყიდონ საეკლესიო მემკვიდრეობა. ხოლო თუ მღედლები ან მათი ძმები და  შვილები  უღირსად  მიიჩნევიან,  მემკვიდრეობის  უფლება  ჩამოერთმევათ. ვინც  წინააღმდეგობა  გასწიოს, – შეჩვენდეს“.
ეს კანონები ჩვენ ღმრთისა და მის მცნებათაგან გვაქვს. ამიტომ მართებული არ იქნება ღმრთის  საწინააღმდეგო  მოქმედება. ეს  კანონები, რაც  ეკლესიათა მიმართ მივიღეთ,  ჰქონდეს  მთელ  ქვეყანასაც. როდესაც  ვინმე გაყიდის საკუთარ  სოფელს, შეთანხმებაში დაწეროს, თუ  რომელი მიწა  რომელ  ეკლესიას  ეკუთვნის,  რადგანაც ღვთის ეკლესიები თავისუფალნი არიან და არავის არ ექვემდებარებიან,  გარდა   მხოლოდ  ეპისკოპოსებისა და  პატიოსან, ჭეშმარიტად  წმინდა მღვდლებისა. უღირს მეომრებს  კი  [სრულიად] – არა.
ამის შემდეგ  ნურავინ გაბედავს  იმის  გაკეთებას,  რაც  ღვთის  მცნებებს  ეწინააღმდეგება და   დამღუპველია  როგორც  სულისათვის,  ასევე ხორცისათვისაც,  რათა  ეკლესიის  თავისუფლება  უღირსთა  ხელში  არ მოხვდეს.   მე   ხშირად  ვისმენ  საყვედურს  იმის   შესახებ,  რომ   ბევრ ადგილას  ღვთის  ეკლესიაში  ბერად  ჰყავთ  მეომრები,  რომლებიც  თავიანთი  ბოროტი  საქმეებით  ღირსნი  არ   არიან  შევიდნენ  ეკლესიაში, არამცთუ  საეკლესიო  მოსავალი  და პური  ჭამონ.
ნერსმიჰრის  მონასტრის  წინამძღვარი   წმინდად  აღზრდილი  მამა ქშიკი წერს, რომ  ალვანეთის  მთავარმა  ვარაზ-თრდატმა  მისცა წმინდა ჯვარს სამსახურისათვის  პატარა სოფელი თავისი  სულის  საცხონებლად. ხოლო ახლა ვინმე ფუსან ვეჰმა, – მოხეტიალე  მხედარმა,  რომელიც აღვირახსნილ  ცხოვრებას  ეწევა, წარმოადგინა ხელწერილი  იმის შესახებ, თითქოს  ალვანეთის  მთავარმა  უბოძა  მას   ეს   ეკლესია  მონასტრითურთ  მისი დამსახურების  გამო. ამისათვის  საყვარელნო,  ეს წესები  ძალაში  შევლენ  და   იქნებიან  შემდეგშიც...  შესაბამისად  ამისა. ეკლესია  არ  მიეკუთვნება  ფუსან  ვეჰს,  არამედ სულიწმიდის  ბრძანებით: ეკლესიაზე  უფლებას  მოიპოვებენ  უმწიკვლო  და  წმინდა  მღვდლები.
ამგვარად,  მე   სიმეონი,  ღვთის  წყალობით  ალვანეთის  კათალიკოსი,   ღმრთის  მითითებით  და  მისივე   კანონებით   ამგვარად  ვბრძანებ: ღვთიური  ეკლესიის  საქმეები  მღვდლებმა  განაგონ.  მეომრებსა  და  სამოქალაქო  პირებს  ნუ  ექნებათ  უფლება  ეკლესიაზე.  არ   აიღონ  შეწირულებანი  მოძალადეობით.  ხოლო,  თუ  ვინმე  წინააღმდეგობას  გასწევს,   ღმრთისაგან  და  ჩვენგან   დაისაჯოს.  თუ  ვინმე    წარმოადგენს წიგნს  ეკლესიისათვის  საერთო  წესების   მიხედვით  და   არა  ღმრთის მცნებებისა  და  კანონების  საფუძველზე,  ის    უსამართლოდ  მიიჩნევა და  არ  დამტკიცდება.  ამიტომ  არც  არავინ  უნდა  მიიღოს  ეს წესები. ღმერთმა  უბრძანა  ეპისკოპოსებსა  და   მღვდლებს  წმინდა  ეკლესიაზე ზრუნვა  და  არა  უღირს ადამიანებს, – მეომრებსა  და  მხედრებს.
ახლა  თქვენც  საყვარელო  ძმანო,   ურთიერთთანამოსაყდრე  ეპისკოპოსებო,  თითოეულმა  თავის  სამწყსოში  დაიცავით  ღვთიურ  კანონთა  ეს  რიგი,  ნუ  მისცემთ  უფლებას  შეავიწროვონ  ღვთის  ეკლესია  და დაიმონონ  მღვდლები,  რათა  შევირიგოთ  ღმერთი,  რომ  მოწყალებით გვიხსნას  ყოველგვარი  გასაჭირისაგან. უფალი  ამბობს:  „ნუ  მისცემთ სიწმიდესა  ძაღლთა,  ნუცა  დაუფენთ  მარგალიტსა  თქუენსა  წინაშე ღორთა,  ნუუკუე დათრგუნონ  იგი  ფერხითა მათითა  და მოიქცენ  და  განგხეთქნენ  თქუენ“.  ასე  მოხდა  კიდეც  და  ღმერთმა  უწოდა  „წმინდათა  წმინდა“  იმავე  უბიწო  მღვდლებს.  ამიტომ  თქვენც  ასე  უნდა უწოდოთ  მხოლოდ  უმწიკვლოებს  და  არა  უღირს  მოქალაქეებსა  და სამხედროებს.
გამცნებთ  ყველას,   გახსოვდეთ  ღმრთის  მცნებანი   და   დაუსრულებელი  მადლი  შესწირეთ  მოწყალე  უფალს,  რომელმაც  პასუხი  მოსთხოვა  ორბუნებიან  ნერსესს,  მოსპო  ჩვენში  განხეთქილება  და  სიმშვიდის  ფესვი  დანერგა  ჩვენს  ეკლესიაში.  ფხიზლად  ადევნეთ  თვალი  ეკლესიათა  საჭირო  საქმეებს,  რადგანაც  ჩვენ  ყველანი  უნდა  წარვდგეთ ქრისტეს  საშინელი  სამსჯავროს  წინაშე  და   ანგარიში  წარვუდგინოთ ხალხისა  და  ჩვენს  შესახებ.  კვლავ  გევედრებით  და  გეუბნებით,  იყავით ფრთხილად, სულიწმიდა იქნება თქვენთან,  ამინ!
თავი  XII
ალვანეთის მთავარს ვარაზ-თრდატს  ხარკს სთხოვენ.  ის მიდის საბერძნეთში,  იქ  მძევლად  ტოვებს  თავის  შვილებს  და სამშობლოში  ბრუნდება.  სიმეონ  [კათალიკოსის] შემდეგ მიქაელი იკავებს ალვანეთის ტახტს
როდესაც სრულიად  მოისპო  მეფობა სპარსეთში  და  ტაჭიკები  გაძლიერდნენ,  უფრო  მეტად  გაიზარდა  ქვეყნის  გადასახადი,  განსაკუთრებით  კი   აღმოსავლეთის  გავარებში.  მთავარი  ვარაზ-თრდატი  ხარკს უხდიდა  სამ ხალხს – ხაზარებს,  ტაჭიკებსა  და  ბერძნებს.   რადგანაც უმეტეს  შევიწროვებას  ბერძენთაგან  განიცდიდა,  ამიტომ ის თავისი შვილებითურთ  მათ  სატახტო  ქალაქისაკენ  გაემგზავრა. იქ დაყოვნებული  იქნა  კეისრის  მიერ.  მან  დაუტოვა  თავისი  შვილები  მძევლებად, თვითონაც  დასნეულებული  იქვე  დარჩა.  ამბობენ,  რომ  იმ  ქვეყნის ჰაერი  საზიანოა.  თუ  უცხოელი  გაზაფხულის  დღეებში  იქ  მივა,  მაშინვე  ავად  გახდება  და  თმა  და წვერი გასცვივა.
ვარაზ-თრდატის  შემდგომ  იქ  ყოფნის  პერიოდში,  ერთ  დღეს ბერძენთა  მეფემ  დაიწყო  პატიოსან  თვალთა  გადარჩევა.  მოუხმო  ალვანეთის  მთავარს  და  აჩვენა  ისინი.  [ვარაზ-თრდატმა] ეშმაკურად  უთხრა:  ჩემს  სახლში  უკეთესი  თვლები  მოიპოვება,  ვიდრე  ესენია.  მე  მოგართმევთ  მათ  თქვენ, ღვთივგვირგვინოსან  უფალს,  თუკი  შესაფერისი  იქნება.  ეს  იყო  მთავრის  საბერძნეთში  ყოფნის  მეხუთე  წელი.  ამ  საქმით,  ღვთის  დახმარებით განთავისუფლდა და  მოაღწია  თავის  ქვეყანას. ამის  შემდეგ  ჩვენი  აღმოსავლეთის  მხარე  გადასცა  ტაჭიკებს  და  მხოლოდ      მათ    უხდიდა  ხარკს.
ვარაზ-თრდატის  დროს  ალვანეთის  საზღვრებში დაიწყო  აუტანელი  შიმშილობა,  რის  შესახებაც  ზოგიერთები  არაკად  ყვებიან:   „მე, ფეტვი  შაქაშენის  გავარში  დაფარული  ვიყავი  ადგილ  კაკუში. ჩემს წინ  მიმოდიოდა  მრავალი  მყიდველი,  მაგრამ  ვერ  მპოულობდნენ,  ჩემი   ძმა  შიმშილი  მბრძანებლობდა.  ბოლოს  დადგა  კეთილი  დრო-ჟამი და  აი,   მიპოვეს  მთავრის  ვარაზ-თრდატისა  და  კათალიკოს 
ელიაზარის სუფრაზე.  მაგრამ,  რომლებმაც  შემჭამეს,  სისხლი  ანთხიეს,  ბრალს  ნუ დამდებთ“.
ვარაზ-თრდატის  შვილებმა  გაგიკმა  და  ვარდანმა,  რომლებიც  საბერძნეთში  მძევლებად იყვნენ,   მეფის   განრისხების გამო თორმეტი წელი საპყრობილეში გაატარეს. ამის მიზეზი გახდა მათი მამის მიერ აღმოსავლეთის  ქვეყანაში   ტაჭიკების  გაბატონება.  ბერძენთა  მეფის იუსტინიანეს  გარდაცვალების  შემდეგ,  გამეფდა  ვარდან  ფილიპიკოსი, რომელიც  სომეხთა  დიდებულთაგანი  იყო.  მას  გაახსენდა  ბნელ  სატუსაღოში დატყვევებულნი  და  ბრძანა  გაეთავისუფლებინათ  ისინი   აუტანელი  ტანჯვისაგან.  მათი  თვალთა  მზერა  ბნელით  იყო  მოცულა. ამის  გამო  ნელ-ნელა  გამოიყვანეს  შუქზე. მეფემ  საბოძვარი  მისცა და  თავიანთი  ქვეყნისაკენ  გაისტუმრა.  გაგიკს  უწყალობა  ცხოველმყოფელი  ჯვრის ნაწილი – ქვეყნიერების  შუქი.  როდესაც  სამშობლოში მივიდა,  გაგიკმა  ეს  უდიდესი  საჩუქარი  ალვანეთის  კათალიკოსს  მიქაელს  უბოძა.
მათ   აღმართეს  უფლის  ნიშანი,   რომელსაც  შემდეგი   წარწერა ჰქონდა:  „ქრისტე  ღმერთო,  გაიხსენე შენი  ნებაყოფლობითი  ტანჯვანი ამ ჯვარზე  ჩვენი ხსნის  გამო. მიიღე  ეს ნიშანი, რომელიც  შენ  შენს მოშიშართ  მოგვეცი. მიუტევე  ცოდვანი  ალვანეთის  კათალიკოსს  მიქაელს,  შეიწყალე  ჩვენი  ქვეყანა,  დაიხსენი  ყველა  უბედურებისაგან, რათა შენი მოსვლის  დღეს ღირსეულად  დაგიდგეთ  მარჯვნივ.  აგრეთვე გევედრები  მონისა  გაგიკისათვის,  მისი  და  მარიამისა  და  დიდი  ოქრომჭედლის ვარაზოსათვის“, 
თავი  XIII
ალვანეთის   კათალიკოსი   მიქაელი  კრებას   იწვევს,  რათა დაუშალოს  ნათესავებს  ერთმანეთში დაქორწინება
ალვანეთის  მღვდელმთავრის  ტახტზე  სიმეონს  შეენაცვლა  ნეტარი მიქაელი,  რომელიც  განაგებდა  ოცდათხუთმეტი  წლის  მანძილზე.  მის დროს  დაქორწინდა  ალვანეთის  მთავარი  ვარაზო.  ეს   იყო  ვახტანგის ძე  და ვარაზმანის  შვილიშვილი. მან  შეირთო  ამავე [ვარახმანის] შვილიშვილი ვარდანუჰი. უფალმა  მიქაელმა  მოინდომა  მათი  გაყრა  და უთხრა, „როგორ  გაბედეთ, თქვენ  ხომ  [ერთი  კაცის]  შვილიშვილები ხართო“.  მაგრამ ვარაზომ დამღუპეელი  რამ   განიზრახა,   შეუთვალა ქართველთა  კათალიკოს  თალილეს  ეკურთხებინა  მისი უკანონო  ქორწინება. მან კი, სხვა  რწმენის  კაცმა, ასე  ბრძანა: „თუ  თქვენ  ჩემი  აღთქმისა  ხართ, კურთხეულ  იყავით,  ხოლო,  თუ  ალვანთა  გარდამოცემისა ხართ,  თქვენ იცით!“
მაშინ  ალვანეთის  მამამთავარმა  მიქაელმა  მოიწვია  თავისი  ეკლესიის  კრება  და  მოუხმო სახელოვან  კაცს  სოლომონს,  რომელიც  მაქენელთა118  წმინდა  ძმობის  წინამძღვარი  იყო  და იმ დროს  სომხეთის სიამაყე.  შეკრიბა ისინი  შამქორს, – ბერდის  მონასტერში და ერთხმად შეაჩვენეს  ვარაზოს  სახლი. იმავე  დროს  დაეწივნენ  მას   ტაჭიკები,  დედის  მკლავებში მახვილით  განუგმირეს  ერთი  შვილი,  ხოლო მეორე, – ცხენმა ათრია  და  ისიც მოკვდა.
შეკრებილებმა  წერილი  გაუგზავნეს  ქართველთა  ეპისკოპოს  თალილეს:  „როგორ  გაკადნიერდი  და  ნება  მიეცი  დაერღვია  ის,  რაც  დაკანონებულია  წმინდა  მოციქულთა  მოწაფეთაგან,  რომლებიც  ანტიოქიაში  შეიკრიბნენ  და  გააძევეს  პავლე  სამოსატელი  წმინდა  ეკლესიიდან.  მათ  განსაზღვრეს  კანონიკური  წესები,  რათა  არავის  გაებედა  ნათესავის  ცოლად  შერთვა.  წმინდა  ათანასეს  კანონიკური  ბრძანება  ამბობს,  რომ  „ეს  ქორწინება  კი   არ  არის,  –  არამედ  გარყვნილებააო“. ამასვე  იმეორებს  ნეტარი  ბასილი  ამ  საქმის  შესახებ. ახლა,  ჩვენ,  მართლმადიდებელთა  კრებამ,  შეგაჩვენეთ  შენ  ყველა მწვალებლებთან  ერთად.  მრავალ  დიდებას  ვუძღვნით  მართლმსაჯულ ქრისტეს.
თავი  XIV
ალვანეთის კათალიკოსის,  იმავე  მიქაელის  გამოძიება ზაქარიას  დამუნჯების  გამო.   მაცხოვრის  შობა და მისი განცხადება  ორბუნებიანთა  წინააღმდეგ
მოსემ  დააწესა  დღესასწაულები  ისრაელთათვის: თშრინის119, ანუ მეშვიდე თვის  პირველი  დღე  დაადგინა  საყვირთა  დღესასწაულად, ხოლო მეთხუთმეტე დღე  კარავთა დღესასწაულად. მეჩვიდმეტე დღეს დამუნჯდა  ზაქარია  და  იმავე  თშრინის  თვის  22-მდე  ასე  იყო.  შემდეგ წავიდა  თავის  სახლში.  მისმა  ცოლმა  ელისაბედმა  მუცლად  იღო,  როგორც  ლუკა  მახარობელი  ამბობს:  „და  იფარვიდა  თავსა  თვსსა  ხუთ თვე...  და თვესა  მეექუსესა მოივლინა  გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ“
ახლა  ვნახოთ  რომელი  იქნება  ეს   მეექვსე   თვე.   ჩვენ   ვიხილეთ კალენდარი  და  აღმოვაჩინეთ,  რომ  თშრინის  თვის  22,   ბერძენთათვის 9    ოქტომბერია.  ამრიგად,  თვლას  დავიწყებთ 10 რიცხვიდან.  ექვსი თვე შესრულდება  7 აპრილს.  ეს  იქნება ანგელოზის  გამოჩენის  დრო – მეექვსე  თვე.  ებრაელების  ნისანის120  17   რიცხვი  ქალწულის  ხარების დღეა.  აქედან  დაწყებული  5   იანვრამდე  ორას  სამოცდაათი  დღეა,  ანუ – ცხრა  თვე.  ამ დროს დაიბადა  ქრისტე.  ამის  შესახებ  გეაქვს  აგრეთვე მოძღვართა  გადმოცემები:  დაბადებას,  განცხადებას  და   ხარებას  ეკლესია   ერთ  დღეს  დღესასწაულობს,  რადგანაც  ღვთის  დაბადება  და ჩვენი  სულიერი  ხსნა  ერთ დღესასწაულად  სრულდება.  როგორც  ერთმა ღვთისნიერმა  მოძღვარმა  თქვა,  „ერთ  სიტყვაში  ჩვენ  სამი  დაბადება ვიცით, – პირველი შთაბერვით, მეორე – განხორციელებითა და   ნათლისღებით,  ხოლო  მესამე – აღდგომით.
ასევე იერუსალიმის პატრიარქი მარკოზი, რომელიც ერთი ნიკიელი მამათაგანი იყო, თავის  დამრიგებლურ  წერილში სომეხთადმი, ნათლობის შესახებ  წერდა,  ჩვენ   ერთ  დღეს  ვდღესასწაულობთ  შობას  და ნათლობასო.  როგორც  სიკვდილი  და  დაკრძალვა სრულყოფილი არ   არის  აღდგომის  გარეშე  და  როგორც  სახარება  პირველად  მიუთითებს  ჯვარსა და დაკრძალვაზე,  ხოლო შემდეგ – აღდგომაზე,  ასევე ასრულებს  ხსნასაც. შემდეგ ლაპარაკობს ღვთისმეტყველი:  „ახლა ღვთის გამოჩენის   დღესასწაულია,  რამეთუ  უფალი  თავისი   დაბადებით  კაცად  მოგვევლინა“.  იერუსალიმის   ორმოცდაორი   ეპისკოპოსი  კირილემდე  და  მათ  შემდეგ  სხვებიც,  შობისა  და  გამოჩენის  დღესასწაულს ასრულებდნენ  იანვრის  6-ში – იობნალიოსამდე,  ხოლო  აღდგომიდან იობნალიოსამდე  ოთხასი  წელია.
შემდეგ, დავითისა და იაკობის საკითხავებში ნათქვამია ზოგიერთ ქალაქში ქრისტეს შობას დღესასწაულობენ 25 დეკემბერსო. ამის  შესახებ  სხვა  ქალაქებში  ამბობენ,  რომ  ასე  სწამთ  იმათ, რომლებმაც  რწმენა  წარმართობის  შემდეგ  მიიღეს  და  არა  წინდაცვეთის  შემდეგო.  წარმართებს  ჩვეულებად  ჰქონდათ  ედღესასწაულათ მზის დაბადება  ამ  დღეს.  ამიტომ  არ  მოისურვეს  ამ  დღესასწაულის  გაუქმება. მოციქულები იძულებულნი  იყვნენ  დათანხმებოდნენ  მათ  და  ქრისტეს შობის  დღესასწაულიც  ამ  დღეს  დააწესეს.  ხოლო  ისინი,  რომლებიც მოიქცნენ  წინდაცვეთიდან,  ყველგან  6  იანვარს  დღესასწაულობენ.  ასე გადმოგვცემენ  ჩვენი  წინაპრები  და  ასევე  არის  ახლაც.  როგორც  ამბობენ:  „სიონით  გამოვიღეს  შჯული და სიტყუა  უფლისაი  იერუსალემით“.
თავი XV
იმის   შესახებ,  თუ  რა მოვლენებს  ჰქონდათ ადგილი ჰერაკლეს შვილისა  და შვილიშვილის დროს
ძლევამოსილმა  ბერძენთა  მეფე  ჰერაკლემ  არა  ერთი  ომი  გადაიხადა  და  ქვეყნად  მამაცის  სახელი  დაიმკვიდრა.  მის  შემდეგ  ბერძენთა მეფედ  დაჯდა  მისი  შვილი კონსტანტინე. [მეფობდა]  სამ წელიწადს.  მის დროს  ტაჭიკებმა  დაიპყრეს  ასურეთი  და  წმინდა  ქალაქ  იერუსალემის ეკლესიები  მოხარკედ  გაიხადეს.  ეს  მოხდა სომხური  წელთაღრიცხვით 80  წელს. [კონსტანტინეს] შვილი  კოსტასი  მართავდა ოცდაცხრა წელს. მისი მეფობის  მეხუთე  წელს ტაჭიკეთში  ომი  იყო, ხოლო  მეექესე, წელს  ტაჭიკები  სომხეთში  მოვიდნენ და  დვინი  აიღეს. ოცდათხუთმეტი  ათასი  კაცი  დაატყვევეს.  მისივე  მეფობის  მეცხრამეტე  წელს  სომხეთის  კათალიკოსად  დაჯდა  უფალი  ნერსესი. [მართავდა] ოც წელიწადს.  ამ  დროს  იყო  სომხური  წელთაღრიცხვის  111  წელი.  [უფალი ნერსესი]  კოსტასის  მამობილი  იყო.  მან  ქაღაქუ დაშტში121  სამწყსოსათვისაც  ააშენა  ბრწყინვალე  ეკლესია  განძითურთ  წმინდა  გრიგორის სახელზე.  ეკლესიის  კურთხევის  დღესასწაულზე  მოიწვია  ბერძენთა  მეფე,  რომელიც  მეტად  გააოცა  შენობით.  მან  უბრძანა  მშენებლებთან გაჰყოლოდნენ,  რათა  ასეთივე  აეშენებინათ  სასახლესთანაც.  მაგრამ [მეფე  კოსტასს] აღარ  დასცალდა  შინ  მისვლა,  რადგანაც  გზაში  გარდაიცვალა. 
თავი XVI
მაჰმად  II   მიდის  სომხეთში,  იმორჩილებს  მას,   იქიდან მიიჩქარის  ალვანეთში,  შედის  ჩორის  კარში,  აქ   გებულოგს სომეხთა  ამბოხების  ფესახებ,  კვლავ  უკან  ბრუნდება, იმორჩილებს  სევანის  ტბის  კუნძულს,  ანადგურებს  სომეხთა და  ბერძენთა  ჯარებს,  თან  მიჰყავს ზობიერთი  იშხანი,  წვავს მათ  ნახიჯევანში. იქიდან  მიდის  ასურეთში,  სადაც  მძიმე ტანჯვით  იღუპება.  აქვეა  სხვა  მნიშვნელოვანი  ამბებ
სომხური  წელთაღრიცხვის  146  წელს  სომხეთში  მოვიდა  მაჰმად II  და  სწრაფად  გაეშურა  ალვანთა  ქვეყნისაკენ,  შევიდა  ჩორში.  მაგრამ  ამ   დროს  სომხები  აჯანყდნენ,  დაატყვევეს ტაჭიკები  დვინში,  მოიყვანეს  დიდი  ჯარი  საბერძნეთიდან  და სამოცდაორი  ტაჭიკი  მოკლეს. ამავე   წელს არსებობა  შეწყვიტა  წმინდა   გრიგორის  საგვარეულომ. დაბრუნდა  მაჰმადი  ჩორიდან,  ალყა  შემოარტყა  ციხეს  სევანის   ტბის კუნძულზე  [და  ასე   იდგა]  სამი   წლის  განმავლობაში.  შემდეგ  აიღო ის და  ხმლით  მოსპო,  ვინც  მასში იპოვა.  იქიდან  წამოვიდა  სომხეთში,   დაამარცხა  სომეხთა  და  ბერძენთა  ჯარები,   ხოლო  რომელთა  შეპყრობაც  ვერ  შეძლო,  მათზე  დიდი  ფიცით  იმოქმედა.  ეშმაკობითა  და ცბიერებით სომეხთა  ყველა  თავკაცი თავისთან  შეკრიბა.  შემდეგ  წაიყვანა   ისინი  ქალაქ  ნახიჯევანში,  რვაასი  კაცი  ეკლესიაში  დაამწყვდია და ცოცხლად  დაწვა.  ასევე  დაწვა  ხრამში  ოთხასი  კაცი,  ხოლო  გადარჩენილები  ხმლით  დახოცა.  მათი  დაღუპვის  მიზეზი  თვითონ  მათშივე იყო,  რადგანაც  საერთოდ  ყველა  მოიცვა  მცდარმა  სულმა – სიძულვილით  დასცინოდნენ  მამამთავრებს   მღვდლებს   და   მორწმუნეებს, თავს  აბეზრებდნენ  და ავიწროვებდნენ  მათ.   სომხებმა,  თუმცა  კი   გადაიტანეს  ეს  დიდი  დარტყმები,  მაგრამ  მაჰმადსაც  [უწია  ცოდვამ].  როდესაც  მან  ასურეთს  მიაღწია,  მძიმე  უკურნებელმა  დაავადებამ  შეიპყრო, შვიდი  თვე  მომაკვდავი  იყო.  ბოლოს  ძლივძლივობით  ამოძვრა სული  და  მოისპო.  სამჯერ  დაასაფლავეს,  მაგრამ  მიწამ  არ  მიიღო  მისი  სხეული,  ყოველთვის  ზევით  ვარდებოდა.  მაშინ  დაიჭირეს  ძაღლი, შამფურზე  შეწვეს მაჰმადთან  ერთად  და  მხოლოდ  ამის  შემდეგ  დაფარა  მიწამ ბოროტი.
მერე  ალვანთა  მთავარი შერო დიდებულებთან  ერთად წაიყვანეს ტარონში,  იქიდან  კი – ასურეთში.  ეს  მოხდა  სომხური  წელთაღრიცხვით   153  წელს.  მეორე  წელს  ასურეთში  წაიყვანეს  შირაქის  მმართველი,  ხოლო  ორი  წლის  შემდეგ  ტაჭიკთა  იშხანი  მრუანი  წავიდა  ალანში,  მაგრამ  ვერ შეძლო  შიგ შესვლა. [ამ დროს] გამოვიდა  ხაზართა  უფალი  ოთხმოციათასიანი  ჯარით  და  დაიპყრო  ალვანეთი.  ეს   მოხდა  სომხური წელთაღრიცხვით  158  წელს.
თავი  XVII
ტაჭიკთა  მთავრის აბდალ აზიზის მოსვლა ალვანეთის დედაქალაქში.  ორი  ძმის მანკიკისა  და  მირდაზატის  საქმეების შესახებ
ორი  წლის  შემდეგ,  სომხური  წელთაღრიცხვით  160  წელს  მოვიდა   არაბთა  მთავარი  აბდალ-აზიზი  ალვანეთში  და   დაჯდა  პარტავში. მასთან  მოიყვანეს  ორი  ძმა:   მანკიკი  და მირდაზატი, რომელნიც  აზატთა  ტომიდან  იყვნენ.  ისინი  მძიმედ  და მრავალნაირად  აწამეს  ქრისტიანული  სარწმუნოებისათვის.  ნეტარმა  მანკინმა  მოწამეობრივი  სახელი დაიმკვიდრა.  მისი  ძვირფასი  ნაწილები  პარტავის  წმინდა  გრიგორის ეკლესიაში  დაასვენეს.
მისმა  ძმამ   მირდაზატმა  ევერ   გაუძლო  სატანჯველს  და   დიდძალ შეკრებილთა  წინაშე  უარყო  ქრისტე  ღმერთი.  მაგრამ  შემდეგ  მოონანია  მწარე  და  უხვი  ცრემლებით  და  შეირიგა  ის,  ვინც  განარისხა.  მთელი  თავისი  სიცოცხლის  მანძილზე  განწმენდის  ემბაზში  მონანიების ცრემლსა  ღვრიდა  და  შებილწულს  განიბანდა.  გულის  სიღრმიდან კვნესა-ვაებას  აწვდენდა  სულის  მესაიდუმლეს,  მაგრამ  სიცოცხლის ბოლომდე  უნუგეშო  მდგომარეობაში  დარჩა.  მოწყალე  ღმერთმა  მაინც მიიღო  ის  მოწამეთა  შორის,  ხოლო  მისი  სიკვდილის  დროს  საკვირველი  სასწაული  მოახდინა.  იმავე  წელს  აბდალ  აზიზი  გადავიდა  მდინარე მტკვარზე.
სამი  წლის  შემდეგ  მოვიდა მსლიმანი,  ააოხრა  დარუბანდი და შევიდა  ხაზარეთში,  მაგრამ  ვეღარ  შეძლო  იქიდან  გამოსვლა.  მან   დატოვა  თავისი  ბანაკი  მთელი  ქონებით,  აგრეთვე  მიატოვა  უკანა  რაზმში  ჰარამხანაც.  შემდეგ  [წამოვიდა]  და  თან  გამოიყოლა  თავის  ჯართან ერთად   ალვანეთის  მთავარი  პატრიკი   ერანშაჰიკ   ვაჩაგანი,  – მამაცი და ძლიერი  კაცი, მარჯვედ მსროლელი. მათ  დაედევნენ  ხაზარები,  მაგრამ   დამარცხდნენ  და  უკანვე  გაიქცნენ.   ასე  გადარჩა    მსლიმანი  და ქართველთა ქვეყანაში  გადავიდა.
სომხური  წელთაღრიცხვით  174  წელს  ზაფხულში  საქონლის  სიკვდილიანობა  იყო.  ზამთარში  კი   ჩაატარეს  აღწერა,  რამაც  გამოიწვია ადამიანის,   პირუტყვისა  და  ქვეყნის  საზღვრების  მონობის  უღელში მოქცევა.  ამ   დროს  ამეთედუკებმა  მოკლეს  ალვანეთის  მთავარი  ჯუანშირი.   ამავე   წელს  გარდაიცვალა  სომეხთა  იშხანი  სმბატი.  სომხური წელთაღრიცხვით  175  წელს  საშინელი შიმშილობა  დაიწყო.  სამი  წლის შემდეგ  ჯარაჰი  მეორედ  შევიდა  აფხაზეთში,  ხოლო  იქიდან  ხაზარეთში გადავიდა.  მეორე  წელს  გამოვიდა  ხაზართა  უფლისწული,  მოკლა  ჯარაჰი  და ტყვედ იგდო  ძაგიკი.
სომხური  წელთაღრიცხვით  180  წელს  კვლავ   ააშენა  მსლიმანმა დარუბანდი  ტაჭიკთა  ხელით.  მას  არ  დაუნგრევია  ალვანეთის  საპატრიარქო სასახლე, რომელიც დღემდე  დგას  იქ.
თავი  XVIII
სივნიეთის ეპისკოპოსი სტეფანოზი მიდის საბერძნეთში. მოაქვს წიგნები,  რომლებიც  არ  მოიპოვება  აღმოსავლეთში.  მისი გარდაცვალება  და  ღმრთის  მიერ  მოვლენილი  სასჯელი
ამ    დროს  ცხოვრობდა  სტეფანოს   სივნეცი,  რომელიც  ჯერ   კიდევ  ყრმობიდანვე  გამოცდილი  და   დახელოვნებული იყო ძველთაძველ  წიგნებში. მას მოუხდა შეკამათება  სომხეთის  ასპეტ (ანუ მეომარ) ორბუნებიან სუმბატთან,  მაგრამ  საბერძნეთში  წასვლის  გამო  ვერ მოასწრო  მისი [ერთბუნებიანობაზე] მოქცევა.  იქ იპოვა  ერთი მართლმადიდებელი მეუდაბნოე, დაბინავდა მასთან და დაიწყო სწავლა.   თორბუნებიანმა სუმბატმა  კი   მისწერა  საბერძნეთის  მეფეს,  მწვალებელი  სტეფანოზი აქედან  წამოვიდა  და  ამა  და  ამ   მეუდაბნოესთან  დაბინავდაო.  დიდად განრისხებულმა  მეფემ   იხმო   ის   სამეფო  კარზე.  მაშინ  მეუდაბნოემ ურჩია [სტეფანოზს],  რომ  კეისრის  წინაშე   ისე   წარმდგარიყო,  როგორც  უსახლკარო  და  უთვისტომო  მათხოვარი.  როდესაც  ეს   შეიტყო, მბრძანებლის  რისხვა  დაცხრა.  ერთხელ  სტეფანოზმა  შესაფერისი  დრო იპოვა  და  კეისარს უთხრა: – უბრძანე,  რათა  გამიღონ  წიგნთსაცავი. იქ მან იპოვა მოოქროვილი  [ასოებით დაწერილი] წიგნი რწმენის შესახებ. კეისარმა  წაიკითხა  და  გაგზავნა  სტეფანოზი  ქალაქ  რომში,  რათა  იქიდან  კიდევ  სამი  წიგნი  მოეტანა  იმავე  ენაზე  დაწერილი  ჭეშმარიტი სარწმუნოების  შესახებ  და  ყველანი  მოექცია  იმ  რწმენაზე,  რომელსაც  ის  წიგნები  აღიარებდნენ.
[სტეფანოზმა] წამოიღო  წიგნები  რომიდან,  უგულებელყო  თვითმპყრობელის  ბრძანება და ქალაქ  დვინისაკენ  გაეშურა,  რათა  ქვეყნისათვის  ამ   წიგნების  მიხედვით  ესწავლებინა.  ბაბგენისა  და   ქურდის თხოვნით  ხელდასმულ  იქნა  სიუნიქის   ეპისკოპოსად   ერთი   წელი ჰქონდა  ეპისკოპოსობა,  შემდეგ  მოკლეს  მოზნის122  გავარში. ამბობენ, რომ  ბილწმა ქალებმა მოაკვლევინესო.  მისი  სხეული წაიღეს  არკაზიანის სენაკში,  ხოლო  იქიდან  გადაიტანეს  თანჰატის  მონასტერში  და  იქ   დაკრძალეს.
იმ დროს, როდესაც  ნეტარმა სტეფანოზმა  წიგნები ჩამოიტანა  რომიდან, სივნიეთის  ეპისკოპოსი   სომხური  საეპისკოპოსოების   მესამე რიგს   განეკუთვნებოდა.  ერთმა   მეუდაბნოემ,  სახელად  ნოემ,   იხილა ჩვენება,  თითქოს  სტეფანოზის  წიაღი  ავსებული   იყო  სისხლით,  იდგა ის   მაცხოვრის  წინ   და  ეუბნებოდა:  „შეხედე  უფალო  ამას,   რადგანაც შენა  ხარ  მართლმსაჯულიო“.  ამით  შეიტყო  ბერმა,  რომ  განსაცდელი ელოდა  ამ   გავარს,  მოუხმო  ყველას  ელოცათ.  ამასთანავე  უკუნმა  სიბნელემ  მოიცვა  მოზანის  საზღვარი  და   ორმოცი  დღის  განმავლობაში მიწა  ირყეოდა,  ათი  ათასი  კაცი  შიგ  ცოცხლად  ჩაიმარხა.   ამის   გამო ამ  ადგილს  „ვაიოცძორი“  ეწოდა123. 
თავი  XIX
სიუნიქის  ეპისკოპოსის  სტეფანოზის  წიგნებში  აღმოჩნდა  ეს მოთხრობა  ქალაქ ილიონის  დანგრევისა  და  რომის  აშენების შესახებ
მოსამართლე  აბდანის  დროიდან  ილიონის  შესახებ  ასეთი [ცნობებია]: ქალაქი მდებარეობდა  აქეელთა  მიწაზე პელოპონესის  მახლობლად,  მაკედონელთა  ქვეყნის  დასავლეთით,  ევროპაში.  იმ დროს ბერძნებს  მეფეები  არ ჰყავდათ,  მხოლოდ  მთავრები  განაგებდნენ  ქვეყანას,   ილიონი  იყო  დიდი  ქალაქი,  რომლის  მსგავსი  არსად  მოიძებნებოდა  მთელს  დედამიწაზე.  იმ  ხანებში ქალაქის  ერთი ახალგაზრდა  მთავართაგანი  გასეირნების  მიზნით  წავიდა  თესალონიკეში,  რომელიც  მაკედონიიდან  აღმოსავლეთით  მდებარეობდა.  ის   მიიღეს  ქალაქის  დიდებულებმა.  აქვე  გაუმიჯნურდა  ერთი  დიდებულის  ქალიშვილს,  აცდუნა და  წაიყვანა  ქალაქ  ილიონში.  მშობლებმა  ძებნეს [თავიანთი  ასული] და  შეიტყვეს, რომ  ყმაწვილ  კაცს  მოეტაცნა.  მათ  წერილი  გაუგზავნეს  ილიონელებს,  მაგრამ  იქიდან  მიიღეს  უკმეხი  პასუხი,  რომელიც  ხმამაღლა  წაიკითხეს მთელი ხალხის  გასაგონად და მათში სიძულვილი აღძრეს  [ილიონელთა   მიმართ].  მოუხმეს   დასახმარებლად  ყველა  გარშემო  მყოფს,  შეკრიბეს  ურიცხვი  ჯარი.  თხუთმეტი  წლის განმავლობაში ებრძოდნენ  ილიონს და  მთელი  ის  მხარე  ააოხრეს.  შემდეგ  სხვა  გადაწყვეტილებას  დაადგნენ  და  ქალაქის  მცხოვრებლებთან მოლაპარაკება გამართეს: – ძლიერნი  არიან  ილიონის  ღმერთები,  ამიტომაც  დასუსტდა  ჩვენი  ძალა.  დავამყაროთ  მშვიდობა  და  სიყვარული ერთმანეთში,  ხოლო  ილიონის  მაგ  ღმერთებს პატივი  ვცეთ  საჩუქრებითო.  ამათ  დაიჯერეს  ეს  სიტყვები [ილიონის  მტრებმა  კი] მოამზადეს ორი  ათასი  ხის  ცხენი  ფუყე  მუცლით,  შიგ  ჩასვეს  ორმოცი  ათასი  მებრძოლი,  ცხენები  მორთეს  ოქრო-ვერცხლით,  დააყენეს  ფორნებზე  და ეს დამღუპველი  ძღვენი მიიტანეს  ქალაქის  კართან. ქადაგი  გაჰყვიროდა  „ეს  არის  საბოძვარი  ილიონის  ღმერთებისათვის“!  ცხენთა  სიმაღლე  ოც  წყრთას  აღწევდა.  ამის  გამო  არ   მოხერხდა  მათი  ქალაქის  კარებში  შეყვანა. მაშინ დაანგრიეს  კედლის  ერთი  ნაწილი  და  დანიშნულ დროს  ხის  ცხენებიდან  გამოსული  უამრავი  ჯარი  გარედან  შეიჭრა  შიგ. ქალაქმი  მცხოვრები  მოხუცები და ბავშვები  ხმლით  დახოცეს,  მათი ქალები დაატყვევეს.  [შემდეგ]  შევიდნენ ხომალდებში  და  აზიის  ქვეყნებისაკენ  გაბრუნდნენ.  მაგრამ  აღმოსავლეთის ძლიერმა  ქარმა  მათი ხომალდები  ორი  ათას  ხუთასი  მილით  ააცდინა  გზას  და  შეაგდო  უცხო ქვეყანაში,  რომელსაც იტალიას უწოდებენ.  მათ სურდათ  იქიდან  კვლავ გაეცურად  თავიანთი  ქვეყნებისაკენ,  მაგრამ  დატყვევებულმა  ქალებმა ღამით  ცეცხლი  წაუკიდეს  ხომალდებს,  ისე  რომ  არც  ერთი  აღარ დაუტოვებიათ,  რათა  მონებად  არ  გაჰყოლოდნენ  მათ.  როდესაც  კაცებმა  დაინახეს  რაც  მოხდა,  თავისი  სურვილის  წინააღმდეგ  იმავე  ქვეყანაში  დარჩნენ, ხოლო  ტყვე ქალები ცოლებად შეირთეს.
დიდი  ხნის  შემდეგ  ერთი  მათგანი  მათი  ჯგუფიდან  წინამძღოლად აირჩიეს,  მას ჰრომელოსი  ერქვა.  ზღვიდან  ოცდახუთი  მილის  დაშორებით  მან  ააშენა ქალაქი  და  თავისი  სახელი  რომი  უწოდა.  სწორედ  ესენი   არიან  ჰრომაელთა  ტომის  წინაპრები. ეს მოხდა  ილიონის  აღებიდან  441  წლის შემდეგ.  44-ე წელს რომში მეფედ დაჯდა ფილიპოსი. როდესაც შესრულდა ათასი წელი რომის  დაარსებიდან, მაშინ კონსტანტიანოსმა  დედაქალაქი  ბიზანტიაში  გადაიტანა  და  ახლა  მას   კონსტანტინოპოლოსი ეწოდება. 
თავი  X
იმის  შესახებ,  თუ  რა  მოხდა  ალვანეთში  სომეხთა წელთალრიცხვით  200  წელს.
ამ   დროს  ბევრ  ქვეყანას  მოედო  სამხრეთის  მოძალადე  სასტიკი და მგესლავი  ხალხი,  რომელმაც  ცეცხლის  მსგავსად  შთანთქა  ყოველივე  ლამაზი  და   დიდებული.  ამ   უბედურებაში [კაცს]  გაახსენდებოდა  მსგავსი  წმინდა  პავლეს  სიტყვებისა,  რომ  კარზე  სამართალი  მოგვადგა,   მოახლოვდა  ჟამი საშინელი, – პირუთვნელი  განკითხეის  დღე.
ამგვარად, ისმაელიანმა აგარიანებმა ხელთ იგდეს მთელი ქეეყნის სიუხვე, ზღვა და ხმელეთი მათ  ემორჩილებოდა.  ეს დიდი  უბედურება  იყო ალვანეთის  ქვეყნისათვის. თავიანთი  ყაჩაღური  ჩვეულების  მიხედვით ტაჭიკებმა დედაქალაქი პარტავი წაართვეს ალვანეთის იშხანებს და, როგორც თავისი სამფლობელოს  უწინდელ  დედაქალაქ  ასურეთის  დამასკოში,  ასევე   აქაც,  ალვანეთში,  პარტავაში  დასხდნენ  და ქვეყნის დოვლათი  შთანთქეს. ერთი  ვიღაც მათი  სამეფო  გავარიდან  მოვიდა  და ისიც  პარტავში  დაბინავდა.  სომხეთის  მცხოვრებლებმა  ქვეყნის  გადასარჩენად  მასთან  გაგზავნეს  თავიანთი მამამთავარი ესაი,  ეპისკოპოსების   თანხლებით.  როდესაც  გაიგო  ეს   დედოფალმა  ვარდანუჰმა,  რომელსაც  ბევრი  ჰქონდა  გადატანილი ღვთის სამსჯავროსაგან, მის შესაგებებლად გაეშურა. შეევედრა თანაეგრძნო მისი    მწუხარებისათვის. მას  უზენაესის  განგებით,  უფლის  ხელით  მწარე  სასმისი  ჰქონდა  დაცლილი.  სომეხთა  ნეტარმა  მამამთავარმა თანაუგრძნო  ქალის  ცრემლებს და დასასვენებლადაც მასთან გაჩერდა. ღვთისადმი  მწუხრის ლოცვით  და პარაკლისით  უნდოდა  შეესუსტებინა უწინდელ  მამამთავართა  წყევლა-კრულვა  ამ   ქალის  მიმართ. მასთან ერთად ალვანეთის კათალიკოსმა სოლომონმაც მოითათბირა თავის  ეპისკოპოსებთან  და გაათავისუფლა [დედოფალი] იმ   ბორკილებისაგან, რომელიც  მას  [ადრინდელმა] ტახტის  მპყრობლებმა დაადეს. თითოეული  მათგანის  ვედრების  შედეგად ფესვიც  კი  არ დარჩენილა ქალის მწუხარებიდან.
ღმერთმა  უბოძა  სიცოცხლე  ვარაზ-თრდატს,  ვარაზმანის  ძეს,   მისი  შვილი  სტეფანოზი  კი  [თავისი  ცხოვრების]  შუადღის  ხანს   გარდაიცვალა,  მისი  ძმა  ვარაზ-მანი დაცურდა  და მდინარე  მტკვარში  ჩავარდა,   იქ   იპოვა  მან  თავისი  განსასვენებელი.  მემკვიდრედ  დარჩა  მისივე ძმა  ჯუანშერიკი.  ასე  იყო  აქამდე.
სომხური  წელთაღრიცხვით  270  წლის  ბოლოს  პარტავიდან  ჩუმად  გამოვიდნენ რჩეული  ტაჭიკები  და  ამარასის  გავარი  ააოხრეს.  ათას სულამდე  ტყვედ  ჩაიგდეს. გამაგრდნენ  მეწირანქის  საზღვრებში,  იმ ადგილას,  რომელსაც  შიკაქარი  ეწოდება.  მაშინ  მხნე   და  შესანიშნავი უფალი  საჰლი  სმბატიან  ერანშაჰიკი თავისი  მამაცი ძმებითა  და  ჯარით გათენებისას  გაეშურა  მათკენ.  სძლია  ისინი,   გაფანტა  და  გააქცია  და როგორც ლომის კლანჭებიდან,  ისე  გამოიტაცა  ტყვეები.
იმავე წელს მოითარეშა ქვეყნის მნგრეველმა  ტაჭიკმა  სევადამ.  რომელსაც  სომეხთა  საზღვრებში  ავარანშანის სახელით იცნობდნენ.  მან ააოხრა მთელი ქვეყანა და სიუნიქში დაბრუნდა. გამაგრდა  ბერდატეღის  დაბა  შაღატში124,  რომელიც  წღიკის  გავარში  მდებარეობს.  სივნიეთის  მფლობელმა  ვასაკმა  მოიყვანა  ბაბანი, დაამარცხა  ისინი  და  აიძულა  გაქცეულიყვნენ.  იმავე  წელს  გარდაიცვალა  სიუნიქის  მფლობელი,  ხოლო  ბაბანი   მის   ქალიშვილზე  დაქორწინდა.  იმავე  წელსავე უფალმა  ნერსეჰ  ფილიპიანმა  მოკლა  ვარაზ-თრდატი  სტეფანოსიანი. მისი  შვილი  დედის  მუცელშივე  განგმირა,  ხოლო  მთელი  ქონება  გაიტაცა. ეს   ვარაზ-თრდატი მიჰრაკანის ტომიდან  იყო. ისინი   მამიდან შვილზე  მემკვიდრეობით განაგებდნენ  ალვანეთს. [ვარაზ-თრდატი] მერვე  იყო  ალვანეთის  პირველი  მთავრის  ვარაზ  გრიგორის  შემდეგ.
ბალქთა გავარმა125  არ შეასრულა ბრძანება ურჯულო  ბაბანისა,  რომელიც  სპარსეთიდან  მოვიდა,  ააოხრა  ქვეყანა  და  ხმლით  დახოცა  ბალქების  ქალები  და  ბავშვები.  მეორე  წელს  ბაბანი  გელარქუნის  გავარში  გადავიდა,  მოსპო  იქაური  მცხოვრებნი – თხუთმეტი  ათასი  სული. დაწვა  მაქენელთა  დიდი  დედაქალაქი, სადაც  მხოლოდ  წყლის  წისქვილი  გადარჩა,  სხვა  არაფერი.  ეს  მოხდა  სომხური წელთაღრიცხვით  276 წელს.
ორი წლის  შემდეგ  ბაბანმა  გაანადგურა  ტავუსინი  და  ას   ორმოცდაათათასამდე  ადამიანი  დაიმონა, ხოლო მეორე წელს დაამარცხა ლეთის ძე  იბრაჰიმი.  იმავე  წელს  მეგობრობისა  და  მშვიდობის  საბაბით  პირი შეკრეს  ვერაგმა  კაცებმა,  სახელად  დავონმა  და  შაპუჰმა  და  მოღალატურად  მოკლეს  სტეფანოზი,  აბულ  ასადად  წოდებული. [ამ  აბულ ასადმა] მოიყვანა ბაბანი და  დაამარცხა  ბალაკანელები, მათ  ხმლით გაანადგურეს  ბერძორის  გავარი126  და  ურქის  დაბებიც –  კარნაკაში, ჰაკარი  და ტაფატი.
შემდეგ  კვლავ  აჯანყდნენ  ბაბანის   წინააღმდეგ.  ბრძოლით  გამაგრდნენ  გოროზის  ციხეში127.  თორმეტი  წლის  განმავლობაში  ხელთ ეპყრათ  ის   გავარები,  რომლებსაც  ეწოდებათ  ვერინ  ვაიკუნიქი,  ბერძორი,  სისაკანი, ჰაბანდი,  ამარასი,  პაზკანქი,  მხანქი  და ტრი.  შემდეგ აბულ  ასადის  მკვლელები  შეიპყრეს  მისმა  მახლობლებმა  და  წამებით დახოცეს.  ხოლო  აბულ  ასადის  ბიძაშვილმა ისაიმ მუსედ  წოდებულმა, მშვიდობისმოყვარე  კაცმა დაიმორჩილა  ეს   გავარები  და  ბრძანებლობდა მათზე.
იმავე  წელს  ბაბანი  სპარსეთიდან  გადმოვიდა  მდინარე   ერასხზე და   ამარასის  გავარში  დაბანაკდა.  მან  დაიწყო ლაპარაკი  მშვიდობაზე, ცდილობდა  მიემხრო  ხალხი, ზოგი მათგანი დროებით ენდო და  დაემორჩილა,  მაგრამ,  შემდეგ,  მოტყუებულნი,  კვლავ  აიშალნენ.  ბაბანი იქიდან  თავის  ქვეყანაში,  სპარსეთის  ატრპატავანში  დაბრუნდა.  ზორავარად  დატოვა  ვინმე  როსტომი  ჯართან  ერთად  და  უბრძანა  ბრძოლით  კი  არ  აეღო  ციხე,  არამედ  მშვიდად  ემოქმედა  მათზე,  რათა  დამორჩილებოდნენ.  ხოლო  როსტომმა  არად  ჩააგდო  ბაბანის  რჩევა  და ბრძოლა  დაუწყო  ციხეში  გამაგრებულთ.  მაშინ  შიგ  მყოფნი  დაიმედებულნი ქრისტეს  ძლიერებაზე,  ჯვრითა  და წმინდანთა  ნაწილებით  ხელში  გაემართნენ  მათ  წინააღმდეგ.  საშინელი  დარტყმებით  გაანადგურეს სპარსელთა  რაზმები.  მათგან  გათავისუფლებულნი  ადიდებდნენ  და მადლს უძღვნიდნენ ქრისტეს...
თავი  XXI
ტაჭიკთა  იშხანის  მამუნის  წასვლა  საბერძნეთში  და  მისი დამარცხება.  ასევე მოკლედ მოთხრობილი  სხვადასხვა  ამბები
სომეხთა წელთაღრიცხვის 280 წელს ტაჭიკმა მამუნმა მოიწადინა ბერძნებთან  ომი. მოამზადა  ასი  ხომალდი,  ჩასვა შიგ ასი ათასი მებრძოლი და  გაუშვა  ისინი  ზღვაში.  სურდა  გარემოეცვა  დიდი  ქალაქი  კონსტანტინოპოლისი. როდესაც ეს ბერძნებმა გაიგეს, მაშინვე გაემართნენ ზღვის მეორე მხარეს,  გარსშემოერტყნენ  მტრებს ქრისტეს  ჯვრით,  ფეხით  გათელეს  და   საბოლოოდ  მოსპეს  ისინი.  თვითონ  მამუნსაც  სიცოცხლე  მოუსწრაფეს.  ასეთი  გამარჯვებით  გაეშურნენ  ზღვისაკენ.  ხომალდზე  მყოფი  უამრავი  ხალხი ხმალსა და წყალს მისცეს, ისე რომ მათგან არავინ გადარჩენილა. ასე  მოუტანა ქრისტეს  ცხოველმყოფელმა ჯვრის  დიდმა  ძალამ უდიდესი  დამარცხება ტაჭიკებს.
სამი წლის შემდეგ მოვიდა ვინმე ამირა ბადოლი ტაჭიკთა იშხანის ამირ მუმინის ბრძანებით დაქალაქ ნახიჯევანს მიაღწია. აქ მას ხელთ  მოხვდა  ერთი  ყრმა,  სახელად  იოვანე,  რომელიც  თავისი  რწმენის   გამო  ქრისტეს მიმართ, მძიმედ   იტანჯებოდა და გარდაიცვალა წმინდა ორმოცდღიან  მარხვაში  წმინდა  აღდგომის  მოახლოებისას.  მისმა  ნეშტმა თავისი სხივმოსილებით  გააოცა  ისინი...
მეორე  წელს  ორმოცი  დღის  განმავლობაში  კოკისპირულად  წვიმდა.  ამის  გამო  ზღვა  ნაპირამდე  გაივსო  და  თავისი  საზღვრებიდან  გადმოვიდა.  ისე,  რომ  თხუთმეტი  ჰრასახის  მანძილზე  ზღვა  ხმელეთში  შეიჭრა.  ამ   დროს  კასპიის  ზღვიდან  გამოჩნდა  მთასავით  უზარმაზარი  ერთი   თევზვეშაპი,  რომელმაც  თევზის  ყლაპვით  სტომაქი  ამოივსო  და მეთევზეები  შემოსავლის  გარეშე  დატოვა. მაშინ  ვინც  ცურვა  იცოდა რაღაც  საუშალება  გამონახეს,  შეგროვდნენ  ისინი ერთ  ადგილას [წყალში]  და  დაიწყეს  ნაწილ-ნაწილ  ხმლით  ჩეხა კუდის  მხრიდან,  ვიდრე  სული  არ  ამოხადეს.  მდინარე  მტკვარმა  წაიღო  ის  ისევ  იქით,  საიდანაც  იყო  მოსული.  ამის  შემდეგ  მეთევზეები  ადვილად  იჭერდნენ თევზს, რადგანაც თევზი ისე მოდიოდა, როგორც ტყვეობიდან  გათავისუფლებული.
ამავე  წელს  გარდაიცვალა  სომეხთა  კათალიკოსი  უფალი  დავითი. მან   დაწყევლა  წმინდა  გრიგორის  ეკლესიის  მიწების   მიმტაცებელნი. თანმიმდევრობით  ესენი  არიან:  ჯაჰაბის  შვილი  აბდალ  მელიქი,  რომელიც  ხმლით  მოცელეს,  ჰარჭის  შვილი  აბდალ  ასური  და  აბუ  ჯაფარი არაწაცი,  ესენი  კი   წაიყვანეს  პარტავში  და  ორივეს  ცოცხლად  ტყავი გააძვრეს.
ამირ  მუმინის  დარბაზის  შესახებ  ეს   ვიცით,  რომ  შესასვლელის მარჯვენა  მხარეს  ზის  შურტაიელთა უფროსი,  რომელიც  ყველა დანარჩენ  ჯალათთა  მეთაურზე  დიდია,  ხოლო  მარცხენა  მხარეს [სხედან] მოსამართლე  და  განძის  მცველი. ესენი  სამართალს  განაგებენ და მთელს  ქვეყანაში  ხარკს  აგროვებენ.  დილის  ცხრა საათზე  შედიან  შიგ, [ამირათან],  ხოლო  მეორე დილით  აქვეყნებენ  გადაწყვეტილებას  და ხალხისათვის  საჭირო  საქმიანობას  ეწევიან.
სომხური  წელთაღრიცხვით  286  წელს  მოულოდნელად  წამოვიდა ბაღდადიდან  ათასი  მხედარი  და  გაეშურა  ალვანეთზე.  აქ   მათ  წინააღმდეგ  დადგა  საჰლ  სმბატიანი,  რომელიც  ზარმერჰეანთა  სამეფო  გვარიდან  იყო.  მან  შემწედ  იხმო  მოწამე  გეორგიოსი  და  ისე   ეკვეთა,  როგორც  სუსტ ფრინველებს – არწივი.  გაფანტა  ისინი  სხვადასხვა  მხარეს. ბევრიც  დაბლობზე  მოცელა. იმავე  წელს  იმავე იშხანმა  – საჰლ სმბატიანმა ხელთ  იგდო  ამბოხებული  ბაბანი, –  კაცის  მკვლელი,  ქვეყნის  დამქცევი და  სისხლის  მსმელი  მხეცი.   გადასცა ის ხელთ  ამირ-მუმინს.  თავისი  გარჯის  სამაგიეროდ,  სამეფოდან  დიდი  ჯილდო  ერგო, მას   უწყალობეს  სომხეთის,  იბერიისა  და  ალვანეთის  მთლიანი  გამგებლობა მეფური უფლებით.
სომხური  წელთაღრიცხვით 287 წელს აბრაამიანი ამირ მუმინი,  იგივე  აბუ სააკი,  წავიდა  ბერძენთა წინააღმდეგ,  მახვილითა  და  ტყეებით  დაამორჩილა  დიდი  ქალაქი  ემორია.  იქიდან  დაბრუნდა  თავის ადგილსამყოფელში. იმავე წელს უფალთუფალმა იოვანესმა129, რომელიც  სომეხთა,  იბერთა  და  ალვანელთა  ხელისუფალი  იყო,  სამეფოსაგან  კიდევ  ითხოვა  სამი ქვეყანა – ბულხარი,  ხოიტა  და  ფატგოსი.
ორი  წლის  შემდეგ  ისეთი  საშინელი  და  მკაცრი  ზამთარი  დადგა, რომ  უამრავი  საქონელი  და  მწყემსი  მოესპო. იმ   დღეებში  მოვიდნენ ბალაკანელები და  დიდი  ზიანი  მიაყენეს  სისანის,  ტრისა  და ამარასის გავარებს.  ესაიდ  წოდებული  აბუ  მუსე  გამოვიდა  მათ  წინააღმდეგ  და გაანადგურა  ისინი.
ისევ  ორი  წლის  შემდეგ  მოვიდა  ხაზარი  ფატგოსი,  კაცი  სასტიკი   და  ულმობელი,  მაგრამ  იმავე  წელსავე  მოიშთო.  ხოლო  მისმა  შვილმა  ხმლით  გადაიარა  ჩვენი  ქვეყანა. [ხალხი] დაატყვევა,  მრავალი  ეკლესია ცეცხლში  დაწვა  და  ბაღდადისაკენ  წავიდა.  იქიდან  კვლავ  დააბრუნდა,  მეფის  ბრძანებით  და  განძით.  295  წელს  ააშენა  ქალაქი  განძაკი   არშაკაშენის  გავარაში.  შემდეგ  თავს   დაესხა  სიუნუქის  ქვეყანას, დაიმორჩილა  ბალქთა საზღვრები  და  ალაჰეჯის  გავარაში129 სოფელ  არქუგეტში  გაჩერდა. იქ   მაშინვე   ბრძანა  დაეწვათ  ეკლესია,  რომელიც წმინდა  გრიგორის სახელზე  იყო  აშენებული.  აქ  თავი  იჩინა ღვთიურმა ძალამ:  ყველას  თვალწინ  ეკლესიიდან  სწრაფად  გამოვიდა  მხედარი  და ბანაკისაკენ  გაჭენდა.  შეაშფოთა  ურწმუნო  თავის  ჯართან  ერთად  და აიძულა  მთაში  გახიზნულიყო.  ამ   მთას  ელჯიურ  ხოი  ეწოდებოდა.  იქ ატყდა  საშინელი  ქარიშხალი და  გარემოიცვა  ისინი. მაშინ  ცხენებზე მსხდომებმა  გაქცევით  ძლივს  უშველეს  თავს.  მაგრამ  ბოლოს  გაქცეულები  მაინც  დაიღუპნენ  მთების  ქვიან  კლდეებში.  ტყვეები  კი  მშვიდობით გადარჩნენ  და ღმერთს  მადლი  უძღვნეს.
სომხური წელთაღრიცხვით  300  წელს  ჩვენი  ცოდვების  გამო  აივსო  სასჯელთა  საზღვარი.  სომეხთა  და   ალვანთა  მორწმუნე  იშნხანები, რომლებიც  შეპყრობილი  და  ბორკილდადებული   ჰყავდათ  ტაჭიკებს, მოაშორეს  თავიანთ  სახლ-კარს  და  მათი  ნების  გარეშე  ბაღდადში  გაგზავნეს. იქ   საშინლად  აწამეს  ისინი  ურჯულოებმა  და   სარწმუნოების უარყოფა  მოსთხოვეს.  მათ  შორის  მრავალი  დაღუპა,  თუმცა  უკედავება  დაიმკვიდრა,  რადგანაც  არ  დათმო  წმინდა  რწმენის  განძი.  ხოლო ნეტარმა  შაპუჰ  არწრუნმა  და  კიდევ  ერთმა  რჩეულმა  კაცმა  სომეხ აზატთაგან  მიიღეს  მოწამეობრივი  სიკვდილი,  რადგანაც  არ   ისურეეს ამაო  სიცოცხლე. მათ მიმართ ბრძანება გასცა ტაჭიკთა  ხელისუფალმა რკინის  ბორკილებით ცოცხლები  გადაეგდოთ  მდინარე  ევგფრატში.  მრავალი  დღის  განმავლობაში  სინათლის  სხივები  მოჩანდა  მდინარეზე.  შეშურდა  ეს   ამირა  მუმინს  და ბრძანა  კაცები  ჩასულიყვნენ  მდინარეში,  ამოეტანათ  მათი  ძვლები  და  ცეცხლზე  დაეწვათ.  როდესაც  მყვინთავები  ჩაეშვნენ,  შუქი  გაუჩინარდა,  ხოლო  როცა  გამოვიდნენ  წყლიდან,  იმავე   შუქმა  კლავ  გადაიარა  მდინარეზე.  ამის  შემდეგ  მოიხმო ამირ  მუმინმა  ასურეთის  ეპისკოპოსი  და   უბრძანა,  მოეძებნათ  მათი ნაწილები. მივიდა  ეპისკოპოსი მდინარე  ეეფრატის ნაპირას  და  ჩაუშვა მყვინთავები,  რომლებმაც  იპოვეს  ნეტართა  ძვლები.  წაიღო  ისინი თავის ეკლესიაში  და  წერილობით  დააწესა  მათი  ხსოვნა.
იმავე  წელს  მოულოდნელად  დიდი  წვიმა  მოვიდა.  მეწირანცის  გავარში.  ნიაღვარმა  სოფელ  დასტაკერტს  მიაღწია  და   მდინარეს  შეუერთდა.  რვაასი  კარავი  წაულეკა  მწყემსებს,  რომლებიც აქ მოსულნი იყვნენ  კაეკასიიდან ზაფხულს  საძოვრებზე.  ამავე  წელს  ვაიოცძორში გარდაიცვალა  უფალი  სუფანი.  მეორე  წელს  მოვიდა  ბუღა  სომხეთში, მოკლა  საჰაკ  ისმაელიანი  ქალაქ  ტფილისში.  სამი  წლის  განმავლობაში ეპყრა  სომხეთი,  ვიდრე  იშხანები  თავიანთ  ცოლებითურთ  არ  გაგზავნა  ბაღდადს.  ხოლო  მეოთხე  წელს  მოვიდა  მაჰმად  ხაღთის  ძე.  [ამ დროს] გარდაიცვალა  უფალი  ვასაკ   გაბრინი.  სომხური  წელთაღრიხვით  318  წელს  დვინში  მოხდა ძლიერი  და  საშინელი  მიწისძვრა,  რის გამოც  წლის  განმავლობაში  მიწა   ზანზარებდა.  უფსკრულში  ჩაიძირა ასოცი ათასი  კაცი...
თავი XXII
შეხის  შვილი  სომეხთა  და  ალვანელთა  ჯარებით  ალყას არტყამს  პარტავს.  სამუელი  თვითნებურად ღებულობს საკათალიკოსო პატივს და დვინში მიდის
იმ მღელვარებებისათვის, რომელიც ხდებოდა შეხის ძის ისაისა და მისი მოხელის აბულვაჰდ ემემიკად  წოდებულის  შვილის  მაჰმედს შორის,  შეხის  ძემ  შეკრიბა  ჯარი  ასურეთის  მხარეებში  აშოტ იშხანის თანადგომით. [აშოტმაც] თავის მხრივ მოაგროვა ლაშქარი სომხეთში ალვანელ იშხანებითურთ და  გაემართნენ პარტავის კართან მდებარე სიმაგრის წინააღმდეგ. ცამეტი წლის განმაელობაში იბრძოდნენ  მამაცურად.
იმ   დროს  გარდაიცვალა  ალეანეთის  მამამთავარი  იოსები.  მაგრამ ალვანეთს იშხანებს არ ეცალათ, რომ ტახტზე  სხვა მამამთავარი აეყვანათ. მაშინ მეწ კოღმანქის  ეპისკოპოსმა სამუელმა მისაიელ მღვდელს, რომელსაც ფილოსოფოსსაც უწოდებდნენ, თვითნებურად საიდუმლოდ გადასცა თავსი ეპისკოპოსობის  პატივი.  ხოლო  თვითონ  სამუელმა  ამ  თავისი ეპისკოპოსისაგან [კათალიკოსობის] უკანონო ხელდასხმა  მიიღო.  ამ ამბავმა  ბანაკამდე  მიაღწია  და  მეტად  ააღელვა ალვანეთის  იშხანები.  მათ ერთხმად  აცნობეს  ეს   სომეხთა  კათალიკოს  უფალ  გევორგს.  ხოლო მან კანონიერი  განჩინებით  მიწერა სომეხთა  იშხანებს და   სთხოვა დახმარება, რათა ეს საქმე  მშვიდობით  მოეგვარებინა.  [ამასობაში  კათალიკოსი სამუელი] ბრძნულად  მოურიგდა  ალვანეთის  თავკაცებსა  და იშხანებს და  მათ  შორის  მშვიდობა დამყაოდა.  ამის გამო  სომხებმა შეაჩვენეს [ალვანელები]. სომეხთა იშხანი აშოტი მოითხოვდა  წმინდა გრიგორეს მიერ  გამწესებას და   სომეხთაგან  ხელდასხმას. [სომხები] მხოლოდ  დროებით  შეეგუენ  სამუელისა  და    მისაიელის  თვითნებობას,  შემდეგ  კი სომეხთა  დიდმა  მთავარმა მისწერა გეორგ მღვდელმთავარს [ამის  შესახებ], ამასთანავე  დაარწმუნა  სამუელი  დათანხმებოდა მთელი  ალვანეთის  სურვილს  და თუნდაც  თავისი  ნების  გარეშე,  წასულიყო  დვინს და თვითმარქვიას  ხელმეორედ  მიეღო  ხელდასხმა  სომეხთა კათალიკოსის გევორგისაგან. [ეს  ხდებოდა]  სომეხთა  მთავრის  აშოტის  მმართველობაში,  სომხური  წელთაღრიცხვის  326  წელს.
სომეხთა იმავე მთავარმა  აშოტმა, როგორც ბრძენმა  კაცმა,  განაახლა  მივიწყებული  ქადაგება  სიუნიქის  ეპისკოპოსის  სოლომონისა  და მამამთავრის  გევორგის  მეშვეობით. ამავე  დროს  აშოტ  ბაგრატუნმა თავისი  სამეფო  ტახტი  დადგა  სომხეთში,  სადაც  დიდი  ხნის  შეწყვეტილი იყო თორგომის სახლის სამეფო  პატივი. 
სომხური  წელთაღრიცხვით  342  წელს  სომხეთშივე  მოვიდნენ  ტაჭიკები,  ქვეყანა დახარკეს  და   მონობის უღელი დაადგეს. შეიპყრეს მამამთავარი  გევორგი, რკინის  ბორკილები  დაადეს,  წაიყვანეს  და  პარტავში დაატყვევეს.  ხოლო  ღვთისმოშიშმა  ჰამამმა  აღადგინა  ალვანეთის  დაცემული სამეფო  სახლი,  ისევე  როგორც  აშოტ  ბაგრატუნმა – სომეხთა  სამეფო.  ეს   მოხდა  ერთსა  და  იმავე   დროს. თვითონ  ჰამამს ღვთის  წინაშე დიდი ცოდვა მიუძღოდა. ამაო წუთისოფლისათვის მას ძმის  სისხლი  დაედო. [ცოდვის  გამოსასყიდად]  მრავალ  სიკეთეს  აკეთებდა  ეკლესიისადმი,  რომელიც  მაშინ  გაჭირვებული  და   უქონელი იყო.  მან  მუდმივი  სარჩო  გაუჩინა  მას, აგრეთვე უდიდესი  გამოსასყიდით  გაათავისუფლა სომეხთა დიდი  მამამთავარი  გევორგი  ურჯულო ტაჭიკებისაგან  და  ჯანმრთელი  უხვი  განძით  გაგზავნა სომხეთში.  ოთხი წლის  შემდეგ,  აღდგომის  წინა  დღეს, ალვანეთის  ჰაიკიანი  იშხანი აბუ ალი მოკლა თავისმა  ღვიძლმა  ძმამ  სმბატმა. ამან  დიდი  მწუხარება  გამოიწვია  მთელ  საგვარეულოში.  იმავე  წელს  სომეხთა  მეფე  სმბატმა, აშოტ  ბაგრატუნის  ძემ,   შეკრიბა  ჯარი  და  თავდასხმებით  გაიარა  ასურეთის  ქეეყანა. ბოლოს იქ  შეხვდა  ტაჭიკთა  ჯარებს  და   უკან,   სომხეთში გამოიქცა. ფუჭად ჩაიარა ყოველივემ.  აქვე   გარდაიცვალა  სომეხთა  იშხანი აშოტი  და მცირეოდენი  ჯარიც  დაიღუპა.
იმავე  დროს  ვასპურაკანის  დიდი  იშხანი  აბუ  მრუანი  მოკლა  თავისივე  ჯარმა.  ამ  წელსავე  სომეხთა  ქვეყანაში  მეორედ  მოვიდა  ტაჭიკი.  მისი  ბრძანებით  გამოვიდა  საჭურისი  პარტავის კარიდან  და  სომხეთს  წავიდა. ის იყო  კაცი  შეუპოვარი  და უღვთო.  სადაც  არ   უნდა დაედგა  ფეხი, ყველგან  აოხრებდა  და   ანგრევდა,  ღვთის  ეკლესიებს. ხოლო    ქრისტეს  ჯვარს  რომ  დაინახავდა  მტვრად  აქცევდა. როდესაც  მან  სომეხთა  ქვეყანას  მიაღწია,  მეფე  სმბატმა  მაშინვე  თავს გაქცევით  უშველა.  ხოლო  იმან   სიმაგრეები  აეღო,  დედოფალი  ქალბატონებითურთ  და   მათი  შვილები  ტყვედ  იგდო;  წიგნები,  წმინდა ნივთები,  ჯვრები  და   მრავალი  განძეული  მიიტაცა.  იმავე   წელს  თავს დაესხა  ქართველთა  ქეეყანას.  მის  წინააღმდეგ  გამოვიდა ორი  მამაცი ქართველი  მხედარმთავარი  გიორგი  და  მისი  ძმა  არავესი.  ორივე  წამებით დახოცა.
მაშინ გარდაიცვალა სომეხთა დიდი მამამთავარი გევორგი და სიუნიქის იშხანი აშოტი.  დამწუხრებული ქალები  მოთქმით  ტიროდნენ: „დე,   ნუღარ  განმეორდება  ამგვარი   წელი დედამიწაზე,  ვიდრე  კაცობრიობა  არსებობსო“.  ეს მოხდა  სომხური  წელთაღრიცხვით  346 წელს.  აქედან  დაიწყო  ყველა  ის  უბედურება  და  ტანჯვა,  რომელსაც შემდეგ  ადგილი  ჰქონდა  სომხეთში.  იმავე  დიდ  მეფე  სმბატს  ცოტა ხნის  შემდეგ  უწია  ღვთის  რისხვამ,  რაც  აგრეთვე  ქვეყანასაც  მოევლინა.  უმაღლესი  ძალა  გამოეცალა  მას  და  თავისი  თავისა  და  სომხეთის დაღუპვის  გზით  წავიდა.  გამოეცხადა  ტაჭიკთა  მთავარს,  რომელმაც შეიპყრო  თავისი  ნებით  მისული  მეფე  და  ძელზე  გასვა.  მაშინ  გაესმა კვნესის  ხმა თორგომის  სახლში  და  ქვეყნის  საერთო  ნგრევის  [ჟამმაც] მოაღწია.  ეს  მოხდა  სომხური  წელთაღრიცხვით  363  წელს.  მაგრამ ღმერთმა  შური  იძია  მასზე  სმბატის  მოკვლის  გამო.  ულმობელი  ტაჭიკი  სომხეთიდან გაქცეული  გადავიდა  ასურეთის  ქვეყანაში. იქ   ხელთ ჩაუვარდა  არაბთა  მმართველს,  რომელმაც  ცოცხლად  დამარხა   ის.
ამ ხნის განმავლობაში დასუსტდა  ტაჭიკთა ტომი. გამოჩნდა სხვა ხალხი, რომელსაც  დელემიკებს130  უწოდებდნენ. მათმა  მეთაურმა  სალარმა  ყოველმხრივ გააფართოვა თავისი ძალაუფლება: დაიპყრო  ალვანეთი,  სპარსეთი  და  სომხეთი.  მოვიდა  პარტავში,  რომელიც  აგრეთვე მიტაცებული  ჰქონდა.
იმავე დროს ჩრდილოეთის მხრიდან  დაიძრა უცხო და სხვაგვარი ხალხი, მათ რუზიკებს  უწოდებდნენ.  ისინი  მხოლოდ  სამჯერად  გადმოვიდნენ,  მაგრამ  ქარიშხალივით  გადაიარეს  მთელი  კასპიის  ზღვის [სანაპიროები] და  სწრაფად  მიაღწიეს  ალვანეთის დედაქალაქ  პარტავს. არავის  შესწევდა  ძალა  მათი  წინააღმდეგობისათვის.  [რუზიკებმა] მახვილით  გაანადგურეს  ქალაქი და  იქაურ  მცხოვრებთა  მთელ  ქონებას დაეუფლნენ.  იმავე  სალარმა  ალყა  შემოარტყა  მათ,  მაგრამ  ვერ  შეძლო  რაიმე  ზიანი  მიეყენებინა,  რადგანაც  თავისი  ძალით დაუმარცხებელნი იყვნენ.  მაშინ  ქალაქის  ქალებმა  ცბიერება  მოიგონეს – მოწამლული  ჭიქებით  ასმევდნენ  რუზებს. როდესაც  მათ  ამ  ღალატის შესახებ  შეიტყვეს,  უმოწყალოდ  დახოცეს  ქალები  და მათი ბავშვები. ისინი ექვს თვეს დარჩნენ იქ და სრულიად გაძარცული ქალაქი  დატოვეს.  სასწაულებრივად  გადარჩენილნი  კი  დაბრუნდნენ  თავიანთ  ქვეყანაში  უამრავი  ალაფით.
თავი XXIII
გვარტომობის აღწერილობის მოკლე  გამეორება
დანამდვილებით  ასე   ვიცით,   რომ  სომეხთა  მამაკაცები   დაუმოყვრდნენ  მიჰრაკანის  ტომს  და  ამ  პატივის  წყალობით ხელთ  იგდეს ალვანეთის  აღმოსავლეთის  მხარეების  მმართველობა. მათში  მამაცი  ვაჩაგანიდან ღვთისმოშიშ ვაჩაგანამდე  ათი  მეფე  იხსენიება.  ამათგან ღვთისმოშიშმა  ვაჩაგანმა  აღმოსავლეთმი  იმდენი  ეკლესია  ააშენა, რამდენი  დღეც  არის  წელიწადში.  ხოლო  მისი  სიკვდილის  შემდეგ  დაიწყო  ამ გვარეულობის  დასუსტება.
მიჰრეანნი, რომლებიც  სასანური  ტომიდან  არიან,  მოვიდნენ  სპარსეთიდან  და აქ განიმტკიცეს  ნახარარობა.  აი, მათი სახელები  მამიდან  შვილამდე: მიჰრი,  არამაიელი,  ვარდი,  მამაცი  ვარდანი,  რომელმაც  ირწმუნა  ქრისტე,  ხოლო  გარდმანის  ციხე  მას   არ  აუშენებია,  მისი  შვილი  ვარდი; ვარდმა  შვა  ვარაზ-გრიგორი  –  ალვანეთის   პირველი  მთავარი,  მან  შვა  ოთხი  შვილი:  ვარაზ-ფეროჟი,  ჯუანშირი,  იეზუტ-ხოსროვი  და  ვარაზმანი.
ამათგან  აქ მოვიყვანთ  რიგის  მიხედვით  უფროს  შვილთა  სახელებს,  რომელნიც  ცნობილი  არიან  სომეხთა  შორის,  სხეებს კი  გამოვტოვებთ.  ესენი  არიან:  ვარაზ-ფეროჟი,  ვარაზ-თრდატი,  ვარდანი,  ნერსეჰ   უმოწყალო,  რომელიც  თავებს  აცლიდა  მორწმუნეებს და  რკინის  ბორკილებს  ადებდა  მოწამეებს. მათ   შორის  ბევრი   დაიწვა  და ბევრიც  დაახრჩო.  ამავე  [ბოროტი] აზრით  წავიდა  ნერსეჰი  სოფელ ჰაცვში,  რათა  შემდეგ  ასურეთში  შესულიყო.  ეს   მოხდა  კვირა  დღეს. გამოეყო  ის  თავის  ამხანაგებს  და  მარტო  გაემართა  სულიერო  მამა  სიმეონისაკენ;  რომელიც  წმინდა  ჯვარს  ემსახურებოდა.  მან  დაუმალა  თავისი  სახელი  და  სხვებთან  ერთად  დაიწყო  ლოცვა.  ხოლო  ნეტარმა სიმეონმა  უთხრა:  „ვინა  ხარ  შენ? უფალმა  ღმერთმა  გამიმჟღავნა  ქვეყნის  დამღუპველი  შენი სიბილწე.  შენი  შვილებიც  კი   შენ  გბაძავენ  და აუბედურებენ  საცოდავებს.  განა  შენ  არა  ხარ ნერსეჰი, რომელიც მიდიხარ ქრისტიანობის  მოსასპობად და აღმოსავლეთის  ეკლესიების შესამუსრავად.  ახლა  კი  მიეშურები [ასურეთში],  მაგრამ  თვალხილულს  არ  გეღირსება  შენი  მამების  ქვეყანა  იხილო“.  ნერსეჰი  დაემხო მოხუცის  ფეხებთან,  მაგრამ  მისგან  პასუხს  ვეღარ  ეღირსა.  მაშინ  თავის  გზას  გაუდგა.  მაგრამ,  მამა  სიმეონის  სიტყვის  თანახმად,  იქვე აღესრულა. მხოლოდ  მისი უსიცოცხლო  სხეული  მიაბარეს  მიწას მშობლიურ  მხარეში.
ნერსეჰის  შვილი  იყო  გაგიკი,  გაგიკის შვილი – სტეფანოსი,  მის დას  ერქეა  აპრასმინი.  ვარაზ-თრდატი  და  მისი შვილი სტეფანოსი მოკლა მათმავე  ნათესავმა  ნერსეჰ  ფილიპეანმა  ერთსა  და  იმავე  დროს  იმ ხევში,  რომელსაც  დადუი  ვანქს131 უწოდებენ.  ამ  უბედურების  შემდეგ  მოკლულის  ცოლე  აღიჭურვა  სიმხნევით,  წაიყვანა  თავისი  გადარჩენილი  ქალიშვილი  სპრამი  და  ღამის  მძიმე  მოგზაურობის  შემდეგ ხაჩენის  ციხეში  შევიდა. მან  გადაწყვიტა  აღედგინა  თავისი  სახლის ღირსება.  [ამ  მიზნით] სპრამი  გაათხოვა ატრნერსეჰზე  –საჰლის შვილზე, რომელიც იყო  ჰაიკის ტომიდან, სიუნიქელების ხელისუფალი და მოძალადეობით  ფლობდა  გეღამის გავარს. მის ძე ატრნერსეჰს შეხვდა გონიერი  ცოლი.  ისინი  ღვთისმოშიშობით  და კეთილმსახურებით  ატარებდნენ  თავიანთ  ცხოვრებას  ამქვეყნიური  წუთისოფლის  სიამეში. ატრნერსეჰმა  ააშენა  ჰანდის  ციხე132.  თავისი  სასახლე  დააფუძნა  იმ სოფელში,  რომელსაც  ვაიუნიქს133  უწოდებდნენ,  აქვე  იყო  სამეფო აბანოები.  სხვა  იშხანებთან  ერთად  [ატრნერსეპი] სპარსეთში  წაიყვაწეს,  სადაც  მან  გაატარა  მრავალი  წელი.  ქალბატონმა  სპრამმა  კეთილმოქმედებას  უმატა.  მან უდიდესი  მონდომებით  ააშენა  ახალი  მონასტერი  სოდის  გავარში134 და საუცხოოდ მორთო  ის.  მოულოდნელად  მოვიდა  გადარჩენილი  ატრნერსეჰი  ტაჭიკთა  ქვეყნიდან.  მალე  მან  მშვიდობით  დაასრულა  თავისი  ცხოვრება.  დარჩა  შვილები  გრიგორი  და აპუსეთი.  გრიგორმა  ააშენა  ჰავახაღაცინის  ციხე135 და  თავისი  ძალაუფლება  განავრცო  ამ   მხარეში.  გრიგორს  ჰყავდა  ხუთი  შვილი,  მათ შორის უფროსი – აპული  მოკლა  მისმა ნათესავმა სმბატმა. მეორე შვილი  საჰაკი   რომელსაც  სევადასაც  უწოდებდნენ,  იყო  კაცი  მამაცი და  მარჯვე.  მან  მთლიანად  დაიმორჩილა  გარდმანის,  ქავსის  და  ფარნის გავარები136, აგრეთვე – ძორაგეტის ასოცდათორმეტ ავაზაკთა მეთაურები, სწყალობდა ლიტერატურას  და თავის სახლში დააარსა სკოლები.  მას დიდი  მონდომებით  ებრძოდა  სომეხთა  მეფე  სმბატი,  მაგრამ  ვერ  შეძლო  თავისი  ნებისათვის  დაემორჩილებინა.  სევადამ  შვა ორი  შვილი გრიგორი  და  დავითი. გრიგორმა  შვა  სევადა, რომელსაც სახელად  იშხანანუნსაც  უწოდებდნენ, აგრეთვე – ატრნერსეჰი.  იშხანანუნმა  შვა ოთხი შვილი იოვანესი, გრიგორი, ატრნერსეჰი და ფილიპე. იშხანანუნის უფროსი შვილი იოვანესი, რომელსაც სენექერისაც ეძახდნენ, უზენაესის  მარჯვენამ  მეფედ  გამოაცხადა.  მისი  საშუალებით  აღდგა დიდი  ხნის  შეწყვეტილი მეფობა. სპარსეთის  მეფემ  დააჯილდოეა  ის უდიდესი  პატივით.  მისცა  თავისი  მამის  გვირგვინი  და მისივე ცხენი. იმავე წელს  ბერძენმა  მაგისტროსმა,  სახელად  დავითმა,  გაუგზავნა  მას საუცხოო  გვირგვინი  და სამეფო პორფირი, ნიშნად  პატივისა ღვთის მიერ  არჩეული  კაცისადმი,  რომელიც  კურთხეულ  იქნა  მეფედ  მამამთავრის  მარჯვენის  მიერ ქრისტეს  სადიდებლად.
თავი  XXIV
ალვანეთის მამამთავართა  სახელები,  წლები  და  მათი მოღვაწეობა
მამამთავართა  სახელების  შესახებ  საჭირო  და  აუცილებელი  იყო სინამდვილე დაგვეწერა,  მაგრამ,  რადგანაც  ურწმუნოთა წყალობით ალვანეთის მამამთავართა სახელები, წლები და  მათი მოღვაწეობა უწინდელ პატრიარქთა  საქმენი,  [მოღვაწეობის]  დრო  და  სახელები  დაკარგულან,  ხოლო  მათი  სამყოფელი  ადგილიც  ჩვენთვის უცნობია, ამიტომ შეძლებისამებრ, შევეცადეთ შეგვედგინა ცნობარი იმათთვის, ვინც დაინტერესებულია  ამ საკითხებით. 
ჩვენი  განათლების  პირველი  წყარო  იყო  წმინდა  ელიშა,  წმინდა მოციქულის თადეოსის  მოწაფე,  რომელიც  ეკურთხა იერუსალიმში წმინდა  იაკობის  ხელით.  ის  მოვიდა  სამი მხარეს – ჩორის,  ლფინთა და  ალვანეთის განმანათლებლად.  აქვე  მოწამეობით  დაასრულა  თავისი  ცხოვრება.  შემდეგ  იყო  წმინდა  ყრმა  გრიგორისი,  სომეხთა  განმანათლებლის  გრიგორის  შვილიშეილი,  რომელსაც  ხანგრძლივი  დიდებით  ეპყრა  იგივე  ტახტი.  მერე  წმინდა შუფჰალიში,  მოსული  იერუსალიმიდან – აღმოსავლელთა კათალიკოსი; უფალი  მათეოსი, უფალი საჰაკი. უფალი მოვსესი, უფალი  პანდი,  უფალი  ლაზარი,  უფალი  გრიგორი, უფალი  ზაქარია,  უფალი  დავითი,  უფალი იოვანე – ჰონთა ეპისკოპოსი  სამამამთავრო  პატივით,  როგორ,  არ  ვიცით.  უფალი  ერემია,   რომლის  დროსაც  შექმნა  ნეტარმა  მესროპმა  ალვანური  დამწერლობა.  მანვე  დიდი  შრომის  შედეგად  ანბანი  მისცა  სომხებსა  და  ქართველებს.  შემდეგ  იყო  უფალი  აბასი,  რომელმაც  სომხური  წელთაღრიცხვის  დასაწყისში  საპატრიარქო  ტახტი  ჩორიდან  პარტავში  გადაიტანა  და  ორმოცდაოთხ  წელს  სათავეში  ედგა  მას. ის   იყო  მეწირანქის ეპისკოპოსთაგანი.  მისი  დროიდან  ჩვეულებად  იქცა  დაეწერათ  ასეთი პატივი:  „ალვანთა,  ლფინთა  და  ჩორის  კათალიკოსს“.  დვინის  კრებიდან  მას მიუთითეს,  რათა   ეღიარებინა მხოლოდ ერთბუნებიანობა [ქრისტესი] – ღვთიურიც და ადამიანურიც.  „წმინდაო  ღმერთისათვის“   კი   დაემატებინა [სიტყვები] – „უკვდავო  და  ჯვარცმულო“...
უფალი  ვირო  [განაგებდა] ოცდათოთხმეტ  წელს.  მან  ხაზარი  შათის   ტყვეობიდან  გაათავისუფლა  სომხები, ქართველები და ალვანელები, სთხოვა სპარსეთის მეფე  ხოსროვს, მიეცა ალვანეთის  მთავრებისათვის და გარდმანის  ხელისუფალთათვის პატივი, რათა წერილში: „ქვეყნის  მპყრობელებად“  მოხსენიებულიყვნენ.  ასევე   წერენ  ახლაც.
უფალი  ზაქარია  იყო  კაცი  წმინდა.  ის   თხუთმეტი  წლის  განმავლობაში  თავდებად   დაუდგა  დიდ  ქალაქ  პარტავს  და  თავისი  ლოცვეებით, ტყვეობიდან  გაათავისუფლა  არა  ერთი  ადამიანი.  სიუნიქის  ეპისკოპოსად  აკურთხა  ვინმე   ვრთანესი,  რაც  მოხდა  სომეხთა  ნების   გარეშე.
უფალი  იოვანი  მართავდა  ოცდახუთ  წელს.  ეს   ტახტზე  მოიწვიეს ამარასის ეპისკოპოსობიდან. 
უფალი უხტანესი – თორმეტ  წელს.  მან  შეაჩვენა  ალვანეთის  ნახარარები სისხლის  აღრევის  გამო.
უფალი ელიაზარი განაგებდა ექვს წელს, შაქის საეპისკოპოსოდან იყო. აღმოაჩინა წმინდა ჯვარი რომელიც დამარხული იყო სოფელ  გისში  მესროპის  მიერ.  მან  აიღო  ამ  ცხოველმყოფელი  ძელის  ნაწილი,  დაასვენა  ასოც  ოქროს  მონეტაზე  და  დააწერა:  „ეს  ელიაზარს ეკუთვნის“.  მანვე  დააწესა  ჯვრის  დღე  სოფელ  გისში  დღესასწაულად.
უფალი ნერსესი, გარდმანის საეპისკოპოსოდან, [განაგებდა] ჩვიდმეტ  წელს. მას გონება აერია,  მოინდომა ალვანელთა კეთილშობილი სახლი აემბოხებინა და ქალკედონური რწმენისათვის  დაემორჩილებინა...
უფალი  სიმეონი  [იჯდა] წელიწად-ნახევარი. ის  ადრე  იყო ალვანეთის ტახტის მთავარდიაკონი,  რომელმაც  ქვეყნიდან  აღმოფხვრა  ნერსესის  ცდომილება.  გამოსცა  შვიდი  ნაწილისაგან  შედგენილი  კანონი. 
უფალი  მიქაელი  ოცდათხუთმეტ  წელს  განაგებდა. [ადრე] იყო შაქის დიაკონი. მან  მოუხმო  მაქენელთა   წინამძღვარ სოლომონს და დასწყევლა  ის   ალვანელი   მთავრები,  რომელნიც  დაქორწინღნენ  მესამე   თაობის  ნათესავებზე.  მათ  სწრაფად  მიეწიათ  სასჯელი  და  დაიხოცნენ.
[უფალმა  მიქაელმა]  დასწყევლა  აგრეთვე ქართველთა მწყემსი  თალილე,  რადგანაც  მან  ნება  დართო  უკანონო  ქორწინებას.
უფალი  ანასტასი  [ტახტზე  იჯდა]  ოთხ  წელს,  უფალი იოსები – ჩვიდმეტ  წელს.  მის  მეხუთე  წელს  შესრულდა  სომხური  წელთაღრიცხვის  ორასი  წელი.  მოსული  იყო  ამარასის  ეპისკოპოსობიდან.
უფალი დავითი  – ოთხ  წელს.  ესეც  ამარასის  ეპისკოპოსობიდან ავიდა  ტახტზე.  მან   გაათავისუფლა ტაძართა  მიწები  და  ნივთები.  მოწამლულ  იქნა ცბიერთა  მიერ.
უფალი  დავითი – ცხრა  წელს.  ადრე  იყო  მეწ კუენქის  ეპისკოპოსი.  მან ურწმუნოებს  მიჰყიდა დასტაკერტი  და საჰმანახაჩი.
უფალი  მათეოსი განაგებდა წელიწად-ნახევარს,   ადრე  კაბალაკის ეპისკოპოსი იყო, შეთქმულებმა საწამლავით  მოკლეს.
უფალი  მოვსესი – ორ წელს.
უფალი  აჰარონი – ექვს წელს.
უფალი სოლომონი  – ნახევარ წელიწადს.
უფალი  თეოდოროსი  – ოთხ  წელს,   ადრე  გარდმანის  ეპისკოპოსი იყო.
უფალი სოლომონი – თერთმეტ  წელს.
უფალი იოვანესი – ოცდახუთ  წელს,   მან   საკათალიკოსო  ტახტი პარტავიდან,  თავის  საზაფხულო სადგომში – ბერდაკში  გადაიტანა.
უფალი  მოესესი – ნახევარ წელიწადს.
უფალი  დავითი – ოცდარვა  წელს,  ადრე კაპალაკის ეპისკოპოსი იყო. მან აკურთხა შაქის   ხელისუფლის  უკანონო  ქორწინება. ამავე ხელისუფლის ძმამ,  საერო კაცმა, ჰკითხა [მამამთავარ   დავითს]: „უფალო,  საიდან  მობრძანდები?“,   იმან  უპასუხა:  „შენი  ძმის  სახლიდანო“.  [ეს  რომ  გაიგო] იშხანმა,  [დასწყევლა] დავითი:  „დე,  დამუნჯდეს  შენი  ენა, რომლითაც ისინი  აკურთხე  და  გახმეს  შენი  მარჯვენაო“. დაუყოვნებლივ  ასრულდა  მისი  სეტყვები  და  სიკვდილამდე  აღარ  განკურნებულა.
უფალი  ჰოვსეფი [ტახტზე  იჯდა] ოცდახუთ  წელიწადს.  ადრე  მეწ კუენქის  ეპისკოპოსი  იყო.  მისი  პატრიარქობის  მესამე  წელს  შესრულდა  სამასი წელი სომხური წელთაღრიცხვიდან.
უფალი  სამუელი – ჩვიდმეტ წელს,  ადრე  ესეც  მეწ კუენქის  ეპისკოპოსი  იყო. მან თვითონ,  ხელდასხმის  გარეშე  მიიღო [სამამამთავრო] პატივი,  რის  გამოც  განთავისუფლებულ  იქნა,   ხელმეორედ  ხელდასმა  მიიღო სომეხთა კათალიკოს  გეორგისაგან  დვინში.
უფალი – იუნანი  რევა  წელს  და   ნახევარს.  ეს   ადრე  დვინის  სომეხთა  ეპისკოპოსი  იყო.  კათალიკოსის  გეორგის  დაუკითხავად  მოვიდა  ალვანეთმი  და  ხელდასხმაც  მის  გარეშე  მიიღო.  შემდეგ  თვითონ გეორგმა ხელმეორედ  აკურთხა  ის.
უფალი  სიმეონი  ტახტზე  იჯდა ოცდაერთ  წელს.  უწინ  წმინდა  ტახტის  კარის  ეპისკოპოსი  იყო.  მან  დაიხსნა  მოჭედილი  წმინდა  ჯვარი.
უფალი  დავითი  ექვს  წელს  [განაგებდა].  ადრე  ფარისოსის138 მონასტრის  წინამძღვარი იყო.
უფალი  საჰაკი თვრამეტ  წელს.  ჯერ  მეწ კუენქის  ეპისკოპოსი  იყო.
უფალი გაგიკი – თორმეტ  წელს,  ადრე  გარდმანის  ეპისკოპოსი იყო.  მისი  პატრიარქობის  მეოთხე  წელს  შესრულდა  ოთხასი  წელი  სომხური წელთაღრიცხვიდან.
უფალი  დავითი  ტახტზე  იჯდა  შვიდ  წელიწადს.  ადრე  კაპალაკის ეპისკოპოსი  იყო.
ისევ  უფალი  დავითი,  [ეს   განაგებდა]  ექვს  წელიწადს.  უწინ  ფარისოსის  მონასტრის  წინამძღვარი  იყო. ის   ეკურთხა  სომეხთა  კათალიკოსის  ანანიას  მიერ.
უფალი  პეტროსი  [განაგებდა]  თვრამეტ  წელს,  უწინ  გარდმანის ეპისკოპოსი  იყო.
უფალი  მოვსესი  ექვს  წელს  [იჯდა   ტახტზე],  ადრე   ფარისოსის მონასტრის  წინამძღვარი იყო.

შენიშვნები
1. აქ    (II თავში)   არსებულ   ძველი   ქეეყნებისას   და   ხალხებისს     სახელებს ერთი  ნომრის  ქეეშ  განვმარტაეთ  თანმიმდევრობით: 
ა. მარები,   იგულისხმებიან  მიდიელები, ირანული  წარმოშობის  ხალხი   (ძვ. წ. VII--VI   სს.)   შექმნეს   ადრემონათმფლობელური  სახელმწიფო  მიდია, დედაქალაქი ექბატანი  (თანამედროვე  ჰამადანის  მახლობლად),  ძვ. წ-ის  550   წლიდან  მიდია  შევიდა  აქემენიანთა  სახელმწიფოში. ადრეშუასაუკუნეების  სომხურ  წყაროებში   „მარები“   ჩვეულებრივ  მიდიელებს აღნიშნავენ,  მოგვიანებით  ამ   სახელით  ცნობილი  არიან  ქურთები.
ბ.   გადირონი,  თანამედროვე  კადისი,  ციხესიმაგრე  ესპანეთში.  ს. 
გ.   დკლათი,  მდ. ტიგროსის  სემიტური  სახელწოდებაა. 
დ.   გამირები,   ანტიკურ   ხანაში  კაპადოკიაში   დამკვიდრებული  კიმერიული  ტომები.  მთავარი  ქალაქი  მათი  იყო  კესარია. 
ე.  კელტები,   დას.   ევროპაში  ალპების   ჩრდ-დასავლეთით  მოსახლე  ენათა   და მატერიალური  კულტურით  ახლო  მდგომ  ტომთა   ჯგუფები.  ბრინჯაოდან  რკინას ხანაში   გადასვლის  პერიოდში  გაერცელდნენ  თანამედროვე   საფრანგეთსა  და   ბელგიაში,   ასევე   გადავიდნენ  ბრიტანეთის  კუნძულებსა  და   ესპანეთში,  მათ   წარმოშვეს   ის  ხალხები,  რომლებსაც  რომაელები  გალებს  უწოდებდნენ.
ვ.    გალატელები,  კელტური  ტომები.  ძვ. წ-ის  278--277  წწ.   შეიჭრნენ  მც.  აზიაში, დააარსეს  გალატიის   ოლქი.   ახალი  წ-ის   V-ს-მდე   შეინარჩუნეს  ენა   და   წეს-ჩვეულებანი.  ძვ. წ-ის  25  წ. გალატია  რომის  პროვინცია  გახდა.   ცენტრალური  ქალაქი – ანკირა  (თანამედროვე  ანკარა). 
ზ.   თეტალქები,  ანუ   ბაქტრიელები,  შუა აზიის უძველესი   ოლქის   ბაქტრიის მცხოვრებნი.  ცნობილნი  არიან  ძვ.   წ-ის   XI   ს-დან.  ძვ.   წ-ის   IV   ს-მი  მათი  ქვეყანა შევიდა  ალ. მაკედონელის  მონარქიის  ფარგლებში.  ძვ.   წ-ის I ს-ში   დაიპყრეს  მომთაბარეებმა. 
ყ.    ლურიკიელები  სახლობდნენ   ბალკანეთის   ნახ. კუნძულის  ჩრდ.-დასავლეთ ნაწილში.
თ.   სარმატები,  ირანულენოვანი  მომთაბარე  ტომები.  ძვ.   წ-ის   VI    ს-დან  ცხოვრობდნენ  ვოლგა-ურალის  სტეპებში.  ძვ. წ--ს   IV   ს-დან  ვრცელღებიან  ყუბანსა  და ჩრდ.   კავკასიის   ცენტრალურ  ოლქებში  შავი  ზღვის   სანაპიროებამდე.   ავიწროვებენ  სკვითებს. 
ი.  სავრომატები,   სარმატების  უძველესი  სახელწოდება  (ძვ.   წ-ის   V    ს-მდე).
ია.   სიკილიელები, კუნძულ  სიცილიის  მცხოვრებნი. 
იბ   ტიურინელები,  იტალიის  ჩრდ.-დასავლეთი  ნაწილის  ტურინის   მცხოვრებნი. 
იგ.   ჰროდოსელები,  ეგეოსის  ზღვის  კუნძულ  როდოსის  მცხოვრებნი.  კუნძული დასახლებული  იყო უძველესი  დროიდანვე,  ითვლებოდა   სავაჭრო   ცენტრად.   ძვ. წ-ის   408  წელს  მოხდა  მთელი  კუნძულის  გაერთიანება,  ცენტრი  გახდა ახლადდაარსებული  ქ.   როდოსი. I ს-ში   როდოსი  შეუერთდა  რომის  აზიის   პროვინციებს.
იდ.   კიტიაცელები, კვიპროსის  კუნძულის   ძველი   ქალაქის  კიტონის   მცხოვრებნი. 
იე.   საიტელები,  მდ.   ნილოსზე  მდებარე  ეგვიპტის  ქალაქ  საისის  მცხოვრებნი.
ივ. თებაიელნი,  ძველეგვიპტური  ქალაქის  თებეს  ბინადარნი.  თებე  აღმოცენდა მესამე  ათასწლეულის  შუა  ხანებიდან – XI  დინასტიის  დროს  (ძე.  წ-ის  XXI  ს); „ახალი  სამეფოს“  პერიოდში  იყო  ეგვიპტის  დედაქალაქი.  დანგრეულ  იქნა  ძვ. წ-ის  88  წელს. 
იზ.  სიდოვნელები  სახლობდნენ  ხმელთაშუა  ზღვაზე არსებულ  ფინიკიის  ერთ-ერთ  მსხვილ  ქალაქ  სიდონში,  რომელიც  აღმოცენდა  მესამე   ათწლეულის  ბოლოს. ამავე   სახელწოდებას  ატარებდა  ის   პატარა  სახელმწიფო,  რომლის  ცენტრიც  თვით სიდონი  იყო. 
იყ.  კარგედოვნელები   კართაგენს   მცხოვრებნი   უხდა   იყვნენ   თავდაპირველად  ამ  სახელით  ცნობილი  იყო   აფრიკის   ჩრდ.   სანაპიროზე   ტუნისის  ყურეში პატარა   ნახევარკუნძულზე   არსებული  ქალაქ-სახელმწიფო.  VII   ს-დან   აქ    ჩამოყალიბდა  მონათმფლობელური სახელმწიფო  – კართაგენი.  ძვ. წ-ის   III    ს-დან   უპირისპირდება  რომს,  იწყება  პუნიკური  ომები  ახალი  ტერიტორიების  მოსაპოვებლად. ძვ. წ-ის  146  წ.   დაანგრიეს  რომაელებმა. 
ით.  ტივროსი,  ფინიკიის  ქალაქი ზღვის  სანაპიროზე. 
კ. ამაზონია,   ბერძნული  მითოლოგიის  მიხედვით  მდებარეობდა  მც.  აზიაში.
კა.   დიდი  და  მცირე  სომხეთი.  სელევკიანთა  ჯარებმა  ძვ.   წ-ის  220   წელს  დაიმორჩილეს  აირარატის  სამეფო  და  შეუერთეს  სომხეთის  სატრაპიას.  ამრიგად,  აირარატმა  ცენტრალურ  და  სამხრეთ  სომხეთთან  ერთად  წარმოქმნა  ის  ქვეყანა,  რომელსაც  დიდი  სომხეთი  ეწოდა  და  რომელიც  მოიცავდა  ურარტუს  ტერიტორიის უდიდეს  ნაწილს.   მისმა   ადგილობრივმა  გამგებელმა   არტაშეს   I-მა.    ძვ. წ-ის   189 წელს  დიდი  სომხეთი  დამოუკიდებელ  სამეფოდ  გამოაცხადა  და  სათავე  დაუდო არტაშესიანთა  დინასტიას.  მან  მეზობელი  ქვეყნების  ხარჯზე  გააფართოვა  სამეფო. დააარსა:  დედაქალაქი  არტაშატი.  ძვ.   წ-ის I ს-ში  ტიგრან  II-მ   დაიპყრო  მთელი  რიგი   ქვეყნები,   მათ   შორის  სოფენა,   მიდია,   ატროპატენა,  სირია,   ფინიკია,   კილიკია და   სხვა.   მანვე   დააარსა   დედაქალაქი  ტიგრანაკერტი.   მაგრამ   რომაელებთან  ბრძოლაში  ტიგრან   II დამარცხდა დაპყრობილი მხარეები დაკარგა.  დიდი  სომხეთი  387  წ.   გაიყვეს  ბიზანტიამ  და  ირანმა. 
მცირე  სომხეთი  წარმოიქმნა  ალ.   მაკედონელის  სიკვდილის  შემდეგ  ევფრატის ზემო  დინებაში,  ეკავა   ძველი  ხაიასას   მიწები,  მთავარი  ქალაქი  იყო  ანისი [კამახი]. აქაური   მეფეები   არ   სცნობდნენ   სელევკიანების   ძალაუფლებას,   ეყრდნობოდნენ თავიანთი  ქვეყნის  სამხედრო  ძალებს  და  დიდხანს  ინარჩუნებდნენ  დამოუკიდებლობას.   ძვ. წ-ის  65  წელს  მცირე  სომხეთის  დასავლეთი  ნაწილი  დაიმორჩილეს  რომაელებმა,  აღმოსავლეთი  ნაწილი  შეუერთდა  დიდ  სომხეთს.
კბ.  კაბადოკია  ეწოდებოდა  იმ   ოლქს,  რომელიც  მდებარეობდა  მცირე  აზიის  აღმ. ნაწილში.  ძვ.   წ-ის  V   ს-დან  შევიდა  აქემენიანთა  სპარსეთ. ს  შემადგენლობაში.  ძვ.  წ-ის IV   ს-ში,   აქემენიანთა  სამეფოს  დაშლის  შემდეგ,  აქ    ჩამოყალიბდა  პატარა  ელინისტური  სახელმწიფო,  რომელიც  შემდეგ  მიიტაცა  რომმა  და  თავის  პროვინციად  აქცია. საბოლოოდ  დაიპყრეს  სელჩუკებმა  XI  კაუკუნეში. 
კგ.  კოლქისში,  ალბათ, კოლხეთი  იგულისხმება. 
კდ.   ბოსფორია   მონათმფლობელური  სახელმწიფო  ჩრდილოეთ  შავიზღვისპირეთში  (ძვ.   წ-ის  V   ს.--  ახ.   წ-ის   IV   ს.)   წარმოიშვა  ბერძნული  ქალაქ-კოლონიების ეკონომიკური  გაძლიერებისა  და   პოლიტიკური  გაერთიანების   საფუძველზე.  დედაქალაქი – პანტიკაპეა,  ძირითაღი მოსახლეობა – ბერძნები, ელინიზირებული სკვითები,  სინდები,  სარმატები.  დაემხო  ჰუნთა შემოსევების  შედეგად. 
კე.  მიავტია  (მეოტიდი,  მეოტისი),  აზოვის  ზღეა. 
კვ.   ტავრინოსი,  აქ   უნდა  იგულისხმებოდეს  ტავრია,  ყირიმის   ნახ.  კუნძულის მთიანი  ნაწილი  და სანაპირო ზოლი.
კზ. სკიუთია (სტუთია),   ძე.    წ-ის   III-II   სს-ში   დას. ყირიმში  აღმოცენდა სკვითთა ძლიერი  მონათმფლობელური  სახელმწიფო  დედაქალაქ ნეაპოლით.   ძველი  ბერძენი  ავტორები  სკვითებად  იხსენიებენ  შავი  ზღვისპირა  სტეპებში  მოსახლე სსხვადასხვა ტომებს. 
კფ. თრაკია, საბერძნეთის  ჩრდ.-აღმოსავლეთით  მდებარე   ოლქი. თრაკიელები გამოირჩეოდნენ  თვითმყოფადი  კულტურით.  ძვ.   წ-ის  V   ს-ში    ქვეყნის  სამხრეთით წარმოიშვა  მონათმფლობელური  სახელმწიფო,  ძვ.   წ-ის I ს-ში  საბოლოოდ  დაიპყრეს  რომაელებმა 
კთ.   მაკედონია,  მონათმფლობელური  სახელმწიფო  ბალკანეთის  ნაზ.   კუნძულზე, დასახლებული  ბერძენთა  მონათესავე ტომებით. შედგებოდა  რამდენიმე  ოლქისაგან, მმართავდნეინ    დამოუკიდებელი   მეფეები,   აქვე      იყო არისტოკრატთა  საბჭოები და  სახალხო  კრება.  ქვეყანა  გაძლიერდა  ფილიპე  II-სა  და  მისი  შვილის  ალექსანდრე  მაკედონელის  მეფობაში. გააუქმა რომმა ძვ.წ. მეორე საუკუნეში.
ლ.   დალმატია,  ბალკანეთის  ნახ.   კუნძულის   ჩრდ.-დასავლეთით,    ადრიატიკის ზღვის  ნაპირას  მდებარე  ოლქი.  ძვ.   წ-ის   III   ს-ის  დასაწყისში  აქ   წარმოიშვა  ტომთა  კავშირები. I ს-დან  რომის პროვინციის  ილირიის შემადგენლობაშია, 
ლა.  მოვლისი,  მდინარე  ბეოტიაში. 
ლბ.  თესალია,  საბერძნეთის  ჩრდ-აღმოსავლეთით,  ეგეოსის  ზღეის  ნაპირას  მდებარე   ოლქი.  თავდაპირველად  დასახლებულია  პელაზგებით,  შემდეგ  მასში  იჭრებიან აქეელები,  დორიელები,  ბოლოს  თესალიელები,  შექმნეს  ტომთა  კავშირი,  მაკედონური  ომების  შემდეგ  ძვ.   წ-ის  200-197  თესალია  შევიდა  რომის პროვინციის – აქაიის  შემადგენლობაში. 
ლგ.  ლოკრისი,  მხარე საბერძნეთში. 
ლდ.  ბიოვტია  (ბეოტია)   შუა   საბერძნეთის   ყველაზე  დიდი  ოლქი.   ათენისა და   სპარტას   დასუსტებასთან  დაკავშირებით  ძვ.   წ-ის   IV   ს.    გაერთიანდა.   ძვ.   წ-ის 362   წლამდე  თამაშობდა  მნიშვნელოვან  როლს  საბერძნეთის  ცხოვრებაში.   დაეცა რობის  ბატონობის  ხანაში. 
ლე.  ჰეტალია,  ძველი  საბერძნეთის  ერთ-ერთი  ოლქი. 
ლვ.  ატიკეა  (ატიკა),  შუა   საბერძნეთის   სამხ-აღმოსავლეთით   მდებარე  ცენტრალური  ოლქი,  მთავარი  ქალაქით,  ათენით. 
ლზ.  აქაია,   პელოპონესის,   ჩრდ-ის  ოლქი.   ძე.   წ-ის     280  წლიდან ცნობილია აქაიის გაერთიანება ბერძნული  ქალაქების  ფედერაცია.  ძვ. წ-ის   146   წელს  აქაიის  კავშირი  გაანადგურეს  რომაელებმა. 
ლშ.  პელენისი,  ალბათ,  პელოპონესი  იგულისხმება,  მთიანი   ნახ. კუნძული  საბერძნეთის  სამხრეთ  ნაწილში.
ლთ,  აკარნესი  (აკარნანია),  საბერძნეთის ერთ-ერთი  ოლქი. 
მ. ჰუპირისტიმი,  საბერძნეთის  ჩრდ-დასავლეთის ოლქი. 
მა. ილიურია  (ილირია),   ბალკანეთის  ნახ   კუნძულის  ჩრდ-დასავლეთით   მდებარე  ძველი  ოლქი.  სახელწოდება  მიიღო  იქ    მოსახლე  ილირიელი  ტომებისაგან. 
მბ.   ლიქნიტისი,  ივრაუდება  ოხრიდის  ტბა,   ალბანეთისა  და  ჩრდილო მაკედონიის  საზღვარზე. 
მგ.   გალია,  ქვეყანა,  რომელიც  ძველად  მოიცავდა  იტალიის,  საფრანგეთის,  ბელგიის,   ლუქსემბურგის,  ნიდერლანდების,  შვეიცარიისა  და   სხვა   ტერიტორიების  დიდ ნაწილს.   მოსახლეობა  ძირითადად  შედგებოდა   კელტებისაგან. ძვ.  წ-ის I  ს-ის  დასაწყისში  გალიის  მიწები  დაიპყრეს  რომაელებმა. 
სდ.   იბერია,  აქ    იგულისხმება  ესაანეთის  სამხ.   ნაწილი, დასახლებული  იბერიული  ტომებით.  ცნობილი  იყვნენ    რკინის   დამუშავების    ხელოვნებით.  ანტიკური მწერლობა  ახასიათებს  როგორც  თავისუფლების  მოყვარულ  მებრძოლ  ხალხს,   დიდი   წინააღმდეგობის  მიუხედავად  დაიმორჩილეს  რომაელებბა,   მოხდა   მათი  რომანიზაცია,  დარჩენილნი  არიან  მხოლოდ  ბასკები. 
2.   პარგამიდოსი,  მდინარე,  რომლის  მდებარეობა  გაურკეეველია.
3.    მასტოსისი,  ანუ ილიონი  (იგივე   ტროა),   ასე   უწოდებდენ  იმ   დასახლებებს, რომლებიც  ძველად   თანმიმდევრულად  წარმოიშვნენ  მდინარეების  სკამანდრასა  და სიმოისს  შორის  ჰელესპონტის  სამხრეთით  (თანამედ.  დარდანელი).  ილიონის  ალყის ცალკეული ეპიზოდები  აქეელებმა  შეიტანეს  ჰომეროსის  ეპოსში. 
4. სიკილია,   ევბია,   ქიოსი,   ლესბოსი,  კითერა,  –  კუნძულები  ეგეოსის  ზღვაში. 
5. ზაკინთოსი,  კეფალია,  ითაკე,   კორკირია, კიულადესი, – იონიის  ზღვის  კუნძულები. 
6. ტრაპიზონტი,  შემდეგში  ქ. ტრაპიზონი,  ამავე   სახელწოდების  იმპერიის  ცენტრი.  შეიქმნა  მც.   აზიის  აღმ.   ნაწილში  ბიზანტიის  დასუსტების   შემდეგ  1204  წელს. 1461  წელს  დაიპყრეს  ოსმალებმა. 
7.    პართეველნი,  უძველესი  ხალხი,   ცხოვრობდნენ  ირანის  ზეგანის   ჩრდ.-აღმოსავლეთ  ნაწილში.  ძვ.   წ-ის  III-II  სს-ში   დაიპყრეს  სპარსეთის  უდიდესი  ნაწილი და   დააარსეს   პართიის  მონათმფლობელური  სახელმწიფო,   იარსება   ახ. წ-ის   226 წლამდე. 
8.    ბაგრატუნიანთა   გვარი  (ქართული  წყაროების  ბაგრატოანი,   ბაგრატონიანი, თანამედ.  ბაგრატიონი)    მ. კალანკატუაცის  წყარო  ამ   ადგილის   წერის   მოვსეს ხორენაცის   „სოსხეთის  ისტორია“  უნდა   ყოფილიყო,   სადაც   ბაგრატუნიანთა  წინაპრად  ასევე  ტყეე  ებრაელი  შამბათი  იხსენიება.  VII   ს-ის   სომები  ავტორი  სებეოსი  კი   ამ   გვარს  სომეხთა  ეპონომის  ჰაიკის  შთამომავლებად  მიიჩნევს. ქართული  ტრადიცია  ბაგრატონიანებს  დავით  წინასწარმეტყველს  უკავშირებს. ამ   თეორიას  იცნობს  X    ს-ის   სომეხი  ისტორიკოსი  იოანეს  დრასხანაკერტეციც.  ქართული  ისტორიოგრაფია  იმასაც   ვარაუდობს,  რომ  ბაგრატონიანნი  ძველი  ქართული სამეფო გვარიდან – ფარნავაზიანთაგან  მოდიოდაო, ხოლო    სომხური  ისტორიოგრაფია  მათ  ერვანდიანებს  აკუთენებს. სუმბატ  დავითის   ძის   „ცხოვრება  და   უწყება  ბაგრატონიანთას“  მიხედვით  ეს გვარი  საქართველოში  პოლიტიკურ  ასპარეზზე  VI   ს-დან  დაწინაურდა,  ტახტს  ფლობენ   XIX   ს-მდე.   სომეხი  ბაგრატუნები   არშაკუნიათა კარზე   უკვე   გავლენიან მთავრებად  ითვლებოდნენ.  თანდათან   დაეუფლნენ  სომხეთის  უდიდეს  ნაწილს  და სათავეში  ჩაუდგნენ      განმათავისუფლებელ  ბრძოლას  არაბთა   წინააღმდეგ,  ხელთ იგდეს   სამეფო   ტახტიც.   დინასტიამ   ძალაუფლების   ზენიტს   სომხეთში მიაღწია X   ს-ის  მეორე  ნახევარსა  და  XI   ს-ის  დასაწყისში. 
9. ჰნარაკერტი, ციხექალაქი  მდ. ხრამის  შესართავთან,  იგივე ხუნანი არანისა და ქართლის საზღვარზე. 
10.   უტიელები  ცხოვრობდნენ  ალვანეთის  ერთ-ერთ  ცენტრალურ  გავარ  უტიში, რომელიც  მდებარეობდა  მტკვრის  ჩრდ.-ით,  შაქის  რაიონში, 
11.   გარდმანელები   მცხოვრებნი  გარდმანის  გავარისა,   რომელიც  მდებარეობდა შამქორის  ხეობის ერთ-ერთ  შენაკადზე. 
12. წავდეელები  (სუჯები,  სოჯები)  მ. ხორენაცის  მიხედვით არანის  შთამომავლები,  ცხოვრობდნენ  მდ.   იორის  მარცხენა  ნაპირას,   სოფ.   ხაშმის   ჩრდილოეთით, კაწარეთის  რაიონში, 
13,    გარგარები,   ესენიც   არანის  შთამოამვლებია,  სახლობდნენ  უტის  გავარში, ქ.   პარტავის  მიდამოებში,  მდ.  კარკარ-ჩაის  აუზში. 
14. არტაზი,   ანუ   შავარშანი    ვასპურაკანის    ერთ-ერთი  გვარი    ახლანდელი მდ. ზანგიმარის   (დეღის)   შუა  და   ქვემო  დინების  გარშემო.  ეკუთვნოდა  ამატუნთა ფეოდალურ  გვარს, შემდეგ არწრუნთა  ხელში  გადავიდა.
15.   მასქუთები,  ანუ  მასაგეტები  სამხრეთ  დაღესტნის  ცნობილი  ტომები,  ცხოვრობდნენ  კასპიის  ზღვის  სანაპიროებზე.  მათი   მეფე  სანესანი   (IV   ს.)    მბძანებლობდა  მრავალრიცხოვან  ჰონთა  ჯარებსაც.
16.  ჩორი,   იგივე   ჩოლა,   მასქუთთა  არშაკუნიანი  მეფეების  დედაქალაქი.  მდებარეობდა  დერბენდის  რ-ში,  ახლანდელი  რკინიგზის  სადგურ  ბილიჯის  მახლობლად. ცნობილი  იყო   თავისი   ციხესიმაგრით,  რომელიც  აშენდა  ჩრდ. კავკასიიდან გამოსულ  სხვადასხვა  ტომთა  თარეშის  შესაჩერებლად.  სიმაგრის  მშენებლობის  დაწყებას  სომხური  წყაროები  უკავშირებენ  იეზდიგერდ  II-ის   მეფობის  ხანას   (419-457).  სასანიანები  უფრო   მტკიცედ  მკვიდრდებიან ამ მხარეებში ხოსროვ I ანუშირვანის  დროს  (531–569).  მას  სომხური  და   არაბული  მწერლობა  (სებეოსი.   მასუდი)  დერბენდის  დიდი კედლის  მშენებლობას  მიაწერს. 
17.   სრაჰარის  ზუსტი  ადგილმღებარეობა  გაურკვეველია.  არის   ვარაუდღი,   თითქოს  ამ  სახელის  ქვეშ  ქ.   კაბალა იგულისხმებოდეს. 
18. გისი, ქართული წყაროებით გიში, მდებარეობდა  მტკვრის  სამხრეთბთ,  გიშის  წყალზე.  შუასაუკუნეებში  წუქეთის საერისთაოს ცენტრი, გიშელთა  ფეოღალური   საგვარეულოს  რეზიდენცია.  აქვე   იყო  საეპისკოპოსო  კათედრალი.   XVI  ს-ში გიში  ელისეს  სასულთნოში  შევიდა.  შემორჩენილია  X-XI  სს-ის  ქართული  ეკლესია. 
19.  ძერგუნის ველი  მთიან  ყარაბაღში ივარაუდება. 
20. შავარსანი,  არტაზის  გავარის  ძველი  სახელწოდება. 
21. ბასილები  ანუ   ბარსილები,  მდ.   იტილის   (ვოლგას)   ნაპირებზე   მცხოვრები ჰუნთა  ტომები.  მჭიდრო  კავშირი   ჰქონდათ   ხაზარებთან,  მომთაბარეობდნენ  კასპიის  ზღვის  სანაპიროზე  კავკასიიდან ვოლგამღე. 
22.  საილანდრთა  ქვეყანაში,  როგორც  ტექსტიდან  ჩანს,   ცხოვრობდნენ ჰონები. მ.    არტამონოვის  აზრით  (ასევე   ფიქრობდა კ. ტრევერიც)  ეს იყო ჩრდილო  ალანების  ტერიტორია,  რომელიც  ჰონებმა  დაიპყრეს. 
23.  ჰონები  ანუ   ჰუნები,  თურქული  მოდგმის   ხალხი,  წამოვიდნენ  ჩინეთიდან, გადაინაცვლეს არალის   ზღვის   მიდამოებში   დარბეულებმა  გეზი  აიღეს კასპიის ზღვისაკენ,  დამკვიდრდნენ  ჩრდ,  კავკასიაშიც.  ჰონთა  ერთმა  ნაწილმა  ევროპას  მიაღწია.   V    ს-ში   ატილას  მეთაურობით  ილაშქრეს   დასავლეთ   გალიაში,   მაგრამ   დამარცხდნენ  (451  წ.),  მათი  სამხედრო  კაეშირი  მალე  დაიშალა. 
24,    მანდაკუნები,   სომეს   ნახარართა  ერთ-ერთი  საგვარეულო.   მ. ხორენაცის მიხევვით  სომეხთა  მეფე  ვალარშაკმა  შეუპოვარ  მიანდაკს მიანდო  მთის მცველისა და ვაცებზე  მონადირე  სლაქის  საქმიანობის  მსგავსი  რამ.   მიანდიკის  მთამომავლები მანდაკუნებად  იწოდებოდნენ.  ხორენაცისავე   ცნობით,  ეს საგვარეულო  ამოწყვიტა სპარსეთის  მეფე  არტაშირმა.
25.  პაიტაკარნი  მდებარეობდა  მდ.  არაქსისა  და   მტკვარს  შორის,  კასპიის  ზღვის ნაპირას,  ცნობილია  „კასპიანას“  სახელითაც.
26.    მიჰრანი,  ქართველთა  წინამძღოლი   და   გუგარელთა  პიტიახში   (ქართული წყაროებით  მირიან  მეფე),  ასევე  იხსენიება  მ. ხორენაცისთანაც.  ლ.  ჯანაშიას   დაკვირვებით,   მ. ხორენაცის   ქართლი   სომხეთის  ერთ-ერთ  მხარედ   მიაჩნია,   ხოლო ქართლის  მმართველი  სომხეთის  მეფის  ქვეშევრდომად  და, ამდენად,  მის  პიტიახშად.   ალ. აბდალაძის  მიხედვით,  ხორენაცი  ზოგჯერ  ერთმანეთთან  აიგივებს  ქართლსა  და   გუგარქს,   ამავე დროს  სომხურ  წყაროებში ერთნაირ  ტიტულს  მიაკუთვნებენ  ქართლისა  და  გუგარქის ხელისუფალთ,   – ორივე  მათგანს  უწოდებენ  „ქართველთა  წინამძღოლს“. 
27.   ამატუნები,  სომეხ  ნახარართა  ერთ-ერთი  საგვარეულო.  მ. ხორენაცის  ცნობით,  მეფე  არტაშესის  დროს  მოსულან  არიელთა  ქვეყნიდან. წარმოშობით  ებრაელები ვინმე  მანუს  შთამომავალნი,  ყოველმხრივ  შემკულნი  და  წარმოსადეგნი. მათი  სამკვიდრო  იყო  ვასპურაკანი,  არტაზის  გავარი.  სამეფო  კარზე  ეკავათ  ჰაზარაპეტის  (ათასისთავის)  თანამდებობა.
28.   არწრუნი,  სომეხ   ნახარართა   ერთ-ერთი  გვარი.   მ. ხორენაცის  გადმოცემით ასურეთის მეფე  სენექერიმი   რომელმაც  იერუსალიმი  გარემოიცვა, მოკლეს მისმა ვაჟებმა ადრამელექმა და სანასარმა.  ადრამელექი  შემდეგ,  სომეხთა წინაპრის სკაი ორდის დროს, სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დასახლდა. მისი შთამომავლები  არიან  არწრუნები.   მათი  სამკვიდრო  მამული  იყო  ადამაკერტი,  აღბაკის  გავარში. 
29.   აქიტოფელი,  ბიბლ.,  ეწადა  იზრაელთა   მეფის  დავითის  დაღუპვა.   მაგრამ „განუქარდა  ზრახვა  იგი“  (მეორე  მეფეთა,  17,1--21); 
30. კამსარაკანი, სომეხ ნახარართა ერთ-ერთიგვარი. მ. ხორენაცი აღნიშნავს, რომ საგვარეულო წარმოიშვა სპარსეთის მეფის არტაშესის ძმის კარენ პაჰლავისაგან.  სომხეთის  მეფე  არშაკმა  მუსრი  გაავლო  კამსარაკანთა  გვარს,  რადგანაც  თვალი დაადგა  არტაგერსის  ციხესიმაგრესა  და  ქალაქ ერვანდაშატს – იმათ  სამკვიდროს,  გადარჩა მხოლოღ  სპანდარატ  არშავირის  ძე . 
31. მამიკონიანები,  ნახარართა  ერთ-ერთი  ძველი  საგვარეულო  სომხეთში.  მამიკონიანთა  წინაპარი  მამგონი,  როგორც მ. ხორენაცი  გადმოგვცემს,  ჭენთა   ქვეყნიდან  (ჩინეთიდან ან ჭანეთიდან)  დევნილი  მისულა  სპარსეთის  მეფის  არატაშირის  კარზე.  მისმა მემკვიდრე შაპუჰმა  არ  გასცა  დევნილი  მამგონი,  მაგრამ  არც  არიელთა  ქვეყანაში გააჩერა,  არამედ  სომხეთში  გაუშვა.  სომხეთის  მეფე  თრდატმა  შეიწყნარა  ის  და გამოუყო  სადგომი.  IV  ს-ის  ბოლოდან  მამიკონიანებმა  მემკვიდრეობით მიიღეს  სომხეთის  სპარაპეტის  (სარდლის)  პატივი.  ატარებდნენ  პრობიზანტიურ  პოლიტიკას  და  აქტიურ  მონაწილეობას  ღებულობდსენ  ირანის  წინააღმდეგ  მიმართულ აჯანყებებში.  არაბობის  დროს  მამიკონიანები  აშკარად  უპირისპირდებიან  ბაგრატუნიანთა  საგვარეულოს  ქვეყანაში  პირველობის  მოსაპოვებლად.  აბასიანების  ბატონონობისას  მათი  კავშირი  ბიზანტიასთან  აშკარა  გახდა,  განიცდიდნენ  შევიწროებას. 774-775  წწ.  აჯანყების  შემდეგ  განადგურებულ  იქნენ.  მათი  მამულები  ბაგრატუნებს  გადაეცათ. IX  ს-ის  ბოლოს  გადარჩენილნი  საბოლოოდ  ტოვებენ  სამოქმედო ასპარეზს  და  ბიზანტიაში  გადადიან. 
32.  წმინდა   გრიგორისი  ფავსტოს   ბუზანდის  ცნობითაც  იყო   გრიგორ  განმანათლებელის  ძის   ძე,   ვრთანესის  შვილი,  დადგენილი ალვანთა და ქართველთა  კათალიკოსად.   ამ   ცნობის   განმარტებისას  მ.    ბროსე  აღნიშნავდა, აქ მთელი საქართველო კი არ უნდა იგულისხმებოდეს, არამედ ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც სომხეთი და ნაწილობრივ კახეთი ეწოდებოდა და, რომლის ბედიც  ცვალებადი  იყო   (საკითხი   საკამათო  გახდა,   იხ.   ივ. ჯავახიშვილი,  თხზულებანი,  ტ.  I,  1979,  გე.  367--369;  ქართული  ეკლესიის ავტოკეფალობაზე - „ეპისტოლეთა  წიგნი“ ზ.   ალექსიძის  გამოც.  თბ.,  1968,  გვ.  052-–066). 
33. გრიგორ  განმანათლებლის  მიერ    საქართველოში   ქრისტიანობის   ქადაგების ამბავი   პირველად  აღნიშნელია  აგათანგელოსის  „სომხეთის   ისტორიის“,   ზოგიერთ ვერსიაში,   რაც   შემდეგ   იქცა   წყაროდ  სხვა   სომეს   ავტორთათვის  ქართულ-სომხური   წყაროების   ანალიზის  საფუძველზე  თავის დროზე ნ. მარი   წერდა,  რომ ქართველთა  მოქცევას   გრიგორ    განმანათლებელის მოღვაწეობასთან თავდაპირველად  საერთო  არაფერი  ჰქონდა.  ეს   მოსაზრება  სამართლიანად და ერთადერთ  შესაძლებელ  დასკვნად  მიაჩნდა   ივ.    ჯავახიშვილს  (თხზ. I, გვ. 242, იხ.     აგრეთვე „ეპისტოლეთა  წიგნი“,  დასახ.  გამოც.  გვ.  049–-–051).
34.   ჰაბანდი,  ასეთი  გავარი   ცნობილი  იყო  როგორც  სიუნიქში,  ასევე  არცახში (მეორე  პაბანდი).  აქ  იგულისხმება  არცახის  ცენტრ.  გავარი. 
35.  ნეტარი პანტალეონი,  ალვანეთის  მეფის  ვაჩაგან  III-ის  შვილი,  ეწამა  ქრისტიანული  სარწმუნოებისათვის  ქ. ნიკომედიაში. 
36. ნიკომედია,  ძველი  ქალაქი  მცირე  აზიის  ჩრდ.  ნაწილში,  ბითვინიის  დედაქალაქი. 
37. ცრი,  ამარასის,  ანუ  არცახის  სამხრეთით  მდებარე  ქალაქი.
38,   ვატნეას   ველი  ეწოდებოდა  დერბენდის  სამხრეთით,  კასპიის   ზღვის  სანაპირო  ზოლს. 
39.  არგესცელებში   ვ. არაქელიანი   გულისხმობს   „სახარებაში“   მოხსენიებულ გერგესცელებს,  ქართული ფორმით  „გადარინელნი“.   ლუკასთან   ნათქვამია:   „და განვიდეს  სოფელსა  მას  გადარინელთასა,  რომელ  არს  წიაღ   კერძო გალილიასა“ (8,26), 
40. ჭილბები,   კავკასიური   მოდგმის  ტომები,  ცხოვრობდნენ  ლფინების  ჩრდილოეთით,  პირიქითა  ალაზნის  ხეობაში.
41.  ჰეფთალები,  შუა  აზიის  მომთაბარე  ტომები.  ამ   სახელწოდების  ხალხი  ჩრდ. კავკასიაში  ჩანს  (იხ.   I,   თავი 27).
42.   კამბეჩი,  კაპიჭანი   (კამბეჩოვანი)   მოიცავდა  ტერიტორიას  მდ. ალაზნის  ქვემო   წელსა და მდ. მტკვარს  შორის. ცენტრი იყო ხორნაბუჯი. არის  ვარაუდი, თითქოს  უძველეს  ხანაში  ის ალვანურ ტომთა   გაერთიანებაში  შედიოდა.  V    ს-ის ბოლოდან,   როდესაც  ვახტანგ   გორგასალმა ხორნაბუჯის   საეპისკოპოსო   დააარსა, კამბეჩოვანი  საბოლოოდ მოექცა   ქართული   კულტურისა  და   პოლიტიკის  გავლენის   სფეროში.
43.  პაზკანქი,  გავარი  მდ.  არაქსის  მარცხენა  ნაპირზე. 
44.    ამარასი მდებარეობდა  სევანის   ტბის  სამხრეთ-აღმოსავლეთით,  ცნობილია მცირე  სიუნიქის,  ანუ  არცახის სახელწოდებითაც.
45.   სავული,  ისრაელთა  პირველი  მეფე,   რომლის  მემკვიდრეც  გახდა   მისი   სიძე   დავითი. 
46.    აღუენი,   სააგარაკო  ადგილი   მრავის   მთის   სამ.     ფერდობზე,  პარტავის მოპირდაპირედ. 
47.   მარერის  თვე,  ე.წ.    „სომხური  დიდი  წლის“  მეათე  თვე.   1 მარერი  შეესაბამება  7   მაისს. 
48.  კაპალაკი,  კაბალა –  ალვანთა  სამეფოს  მთავარი  ქალაქი,  არშაკუნიანი  მეფეების   რეზიდენცია.  შემდეგ  ირანის  სასანიანების  მიერ  დანიშნულ  მარზპანთა  სამყოფელი,  მდებარეობდა  ახლანდელი  აზერბაიჯახის  კუტკაშენის  რაიონის  სოფ.  ჩუხურ-კაბალას  მახლობლად. 
49.    ჰაშუ, ალვანეთის  ერთ-ერთი  საეპისკოპოსო   ცენტრი,   მდებარეობა  გარკვეული  არ  არის. 
50.   კალანკატუიქი,   სოფ.  უტის   გავარში,   მდ. ტრტუს   (ტერტერი)   ხეობაში, პარტავის  მოპირდაპირედ,  დასავლეთის  მხარეს.
51,   გაიგუჭი,  ეს   გეოგრაფიული  სახელი,  როგორც  ვ. არაქელიანი  ვარაუდობს, დამახინჯებულად  არის   მოღწეული,  ამდენად   მისი   ადგილმდებარეობა   გაურკვეველია.
52. ბეთი   (ახლანდელი  სოფ.  ფოთი),   მდებარეობდა  შამახიაში,  გარდმანის  გავარში. 
53. გრივი,  საწყაო,   ძველ  ქართულში   პარალელურად   იხმარებოდა   „სათუელიც“,  დაახლოებით შეესაბამება  ათ   კგ-ს.
54.  კოკა.  ძველი  სომხური  ტექსტის  „ფასი“,  რომლის   მნიშვნელობაც  გარკვეული  არ   არის,   ვთარგმნეთ  როგორც  კოკა, – სითხის  საზომი  ერთეული.  საბა   ორბელიანის  მიხედვით   „არს  ათი ახალი ლიტრა“   (ლიტრა   დაახლ.  უდრის   რვა-ათ გირვანქას).
55.   მესროპ  მაშტოცი,  V   ს-ის   დასაწყისის  ცნობილი  სომეხი  მოღვაწე.  სასულიერო და საგანმანათლებლო ლიდერი.
56,   ლფინები  (ლბინები),  ცხოვრობდნენ  ალაზნის  ზემო  დინების მიდამოებში, იმ    ადგილას,  სადაც ამჟამად  კახეთის   სოფლები ალვანი, არანტი და შილდა. 
57.  კამიჭები,  ჩრდ.  კავკასიის ერთ-ერთი  მომთაბარე  ტომი. 
58.   ზატიკი, ადრინდელმა   ქრისტიანებმა    „დღესასწაული ჰურიათა“ – პასექი თავიანთ მესიას – იესო  ქრისტეს  დაუკავშირეს  (მის   წამებას,  სიკვდილსა  და   აღდგომას),   ჩვენს  ტექსტში  ყველგან  ნახმარია  ქრისტიანული  დღესასწაულის  „აღდგომის“  მნიშვნელობით. 
59.   მეწ კუენქი,   ძველი  ალვანური  პროვინცია,  ეკავა   მდ. ტრტუს  (ტერტერი) ქვემო  აუზი  ახლანდელი  მარდაკერტის  რაიონის  ჩრდ.-აღმოსავლეთი  ნაწილი. 
60.   როსმოსოქეანნი  და  თობელნი   გვხვდება   მხოლოდ მ. კალანკატუაცისთან. ქ.  პატკანიანი  ვარაუდობდა,  რომ  აქ  ნახმარია  ბიბლიური  სახელწოდებანი  იმ ხალხების  აღსანიშნავად,  რომლებიც  ცხოვრობდნენ  კავკასიის  ჩრდილოეთით.  ეეგ. ბორემ  კი  ის  „რუსს“  დაუკავშირა,  რასაც  შესაძლებლად  თვლიდა კ.  ტრევერიც,  იქნება როსმოსოქეანთა ლაშქარში სლავური  ტომებიც  იღებღნენ  მონაწილეობასო,  თუმცა  საკითხს  ბოლომდე  გადაწუვეტილად  არ  მიიჩნევდა  და  მათ  უწოდებდა  ნაკლებად  ცნობილ  ხალხებს,  რომლებიც  შედიოდნენ  ალანთა  კავშირში.
61.   აგესტროსეანთა  რაზმის  მნიშვნელობა  მთლად  გასაგები  არ   არის.  არსებობს ვარაუდი,  რომ  ეს  იყო  სამეფო  ჯარი.
62.   როგორც მ. კალანკატუაცის  ტექსტი  გვაუწყებს  მეფე  შაბურის  (309–379) დიდ  ჯარში   ხაზართა  წინააღმდეგ  350 წლის  ახლო ხანებში  იბრძოდნენ იბერებიც. სომხურ  საისტორიო  მწერლობაში  ქრონოლოგიური  რიგის  მიხედვით  ხაზართა  ხსენება  აქ  მეორედ  ხდება  მ.  ხორენაცის  შემდეგ.  რამდენადაც  ხაზარები  ფართო  სამოქმედო  ასპარეზზე  VII   ს-ში გამოდიან,  მკვლევართა  აზრით,  მათი  ადრეული  ხსენება   ანაქრონიზმია   მიუხედავად   ამისა,   ჩრდ.   კავკასიიდან   გადმოსულ  სხვადასხვა ტომთა  თავდასხმებს  ამიერკავკასიაზე  იმ   დროს  მაინც   უნდა  ჰქონოდა  ადგილი.  ხოლო,  თუ   ვინ   იბრძოდა  იბერიიდან  შაბურის   ჯარში  ჩრდილოელების  წინააღმდეგ, ამის   დაზუსტების  საშუალებას   იძლევა   ლეონტი  მროველის ცნობა – „ოდეს   მოვიდნენ   ხაზარნი   დარუბანდს   მაშინ   წარვიდის   მირიან “შველად   დარუბანდისა“ (ქ.    ცხ. 1,  ს. ყაუხჩიშვილის  გამოც.   გვ. 66)  თუ  მხედველობაში  მივიღებთ,  რომ მირიანის  მეფობა  IV   ს-ის   60-იან  წლებამდე  გრძელდება,  მაშინ  ქართული  და   სომხური  წყაროები  ეთანხმებიან  და  ავსებენ  ერთმანეთს.  არ არის გამორიცხული, ჩრდ. კავკასიიდან წამოსულ ტომებში ხაზარების  არსებობაც,  რამდენადაც  წყაროთა  ანალიზი  ამის საფუძველს  იძლევა, 
63. ბაღაბერდი,   სიუნიქის  ყველაზე   მიუვალი   ციხესიმაგრე   მდ. გეღისა   და ოღჯის  შესართავთან. 
64. შაღატი, სიუნიქის  ერთ-ერთი სოფელი. 
65.   აკორზი  მდებარეობდა  მდ.   არაქსის  ნაპირას,  ახლანდელი  ხუდაფერინის  ხიდის  მახლობლად. 
66.  ხოტა, სოფელი თანამედროვე  გორისის  რაიონში. 
67.  ლუბნასი,  მდ.  ლბინთა  ქვეყანაში. 
68.  კაპიკის  მთები,  იგულისხმება  კავკასიონის  მთავარი  ქედი. 
69.   ქართველთა  ბდეშხი  აშუშა   ქვემო    ქართლის,  ახუ   გუგარეთის  პიტიახში. წყაროებს    მიხედვით   მას    მჭიდრო    ურთიერთობაში  იყო  სომეხ    დიდებულებთან  და   იმდროინდელ  მოღვაწეებთან.  ჩან   ისიც     რომ  თანაუგრძნობდა 450--451   წწ-ის   სომეხთა  აჯანყებას   ირანელ  დამპყრობთა  წინააღმდეგ.  მის   კარზე    თავი  შეაფარეს  აჯანყების   ერთ-ერთი მეთაურის  ჰმაიაკ  მამიკონიანის   ვაჟებმა.
70.   ნავსარდის  თვე,   „სომხური  დიდი  წლის“   (დამტკიცდა  554   წლის   დვინის საეკლესიო  კრებაზე.  ამ   კალენდრის  მიხედვით  551  წელი  ითვლება  სომხური  წელთაღრიცხვის  პირველ  წლად)   პირველი  თვე, 
1 ნავასარდი   შეესაბამება  11 აგვისტოს. 
71.    მეთვრამეტე   ნაკიანის   პირველი   წელი,   625    წელი  უნდა    იყოს.
72. ეგერთა  ქვეყანაში  უნდა იგულისხმებოდეს  ეგრისი. 
73.   როჭვეჰის,  ანუ   სებეოსის  „როქვეჰანის“    სპარსული  ფორმაა   „რუზბეპი“, რაც  სვებედნიერს  ნიშნავს. 
74.  კოლთაგარაკი,  არცახის ერთ-ერთი  სოფელი. 
75.   ჩარაბერდი,  ციხესიმაგრე   ხაჩენის  გავარში,  ამჟამად   ცნობილია  ჯრაბერდის სახელით.
76.   თანდეანების  ზუსტი  მნიშვნელობა  გარკვეული  არ   არის. იქნება,  ეს სახელი  რაიმე  წოდებას,  ან  თანამდებობას  გამოხატავს.
77.   დიდრაქმა,  ორი   დრაქმა   (ილ.   აბულაძე,   ძვ.   ქართული  ენის   ლექსიკონი, თბ.,   1973,  გვ.   141)  დრაქმა  ფულისა  და  წონის  ერთეული  ძველ  საბერძნეთში,  საბა ორბელიანის  მიხედვით  „დრაქმა  არს   ცამეტი   დანგი  და   მესამედი   დანგისა“   დანგი  სამი  კერატის  წონაა,  ხოლო  კერატი  ოთხი ქრთილის  მარცვალია).
78.   მიჰრავანი   მდებარეობდა  შამახიის  დასავლეთით,  ახლანდელ  სოფელ  ამირვანის  ადგილას. 
79,   მეჰეკის  თვე  ანუ  მეჰეკანი,  „სომხური  დიდი  წლის“  მეშვიდე  თვე,  პირველი რიცხვი  შეესაბამება  7   თებერვალს.
80. დასტაკარტი და ბეკლალი,  ქალაქები მდ. ტიგროსის   ნაპირას. ცნობილი იყვნენ  მდიდრული  სასახლეებით,  სადაც   ხშირად   იმყოფებოდა  ირანის  შაჰი   ხოსროვ  ფარვიზი.  627   წელს  აიღო  ჰერაკლე  კეისარმა.   ორივე  ქალაქს  არაბები  მადაინს  უწოდებდნენ. 
81.   პეროზაპატი,  ქალაქი  უტის  გავარში,   აშენებული  ალვანეთის  მეფის  ვაჩეს მიერ  ირანის  შაჰის  პეროზის  ბრძანებით.  შემდეგში  ცნობილი  გახდა  პარტავის  სახელწოდებით. 
82.   გელამის  ტომის  შესახებ  არის  ვარაუდი,  რომ  გილანის  მთებში  მცხოვრები გელემიკების  ტომია.
83.   ატრნერსე,  იგივე   ადარნასე   ქართლის  ერისთავი  (VII   ს-ის   პირველი ნახევარი),   პრობიზანტიური  ორიენტაციის  მოღვაწე,   ბიზანტიის  სამეფოდან   სამმაგი პატივით  დაჭილდოებული.   მის   ერისმთავრობაში  მოხდა  ქართეელ-სომეხთა  საეკლესიო  განხეთქილება.  აქტიურად  მონაწილეობდა  მცხეთის  ჯვრის  მშენებლობაში.
84.    ალვანთა   მეფეების   საზამთრო   ქალაქებად   მიჩნეული  იყო   ხალხალი  და პარტავი. 
85.  შაკაშენი  ლოკალიზდება  ახლანდელ  განძაკის  რაიონში. 
86.  პატრიკი,  იპატოსი,  საკარისკაცო  პატივები  ბიზანტიაში.  მათ  დარიგებასთან ერთად  ბიზანტიის  კეისრები  პატივმიღებულ  პირს  ყოველწლიურ  სარგოსაც  უნიშნავდნენ  რომელსაც  „როგა“,  ანუ  ქართული  გამოთქმით  „როქი“  ეწოდებოდა. ზოგჯერ  ერთსა  და  იმავე  პირს  რამდენიმე  პატივსაც  აძლევდნენ,  რათა  ამ  საშუალებით  უფრო  მეტი  როქი  აეღო  ბიზანტიის  სახელმწიფო  ხაზინიდან.  მაგ.  ადარნასე ერისმთავარი  მცხეთის  ჯვრის  წარწერაში ჯერ მხოლოდ  იპატოსად  იხსენიება, რაც თავდაპირველად დიდ  ხელისუფლებად  ითვლებოდა.  XI  ს-ის  ავტორის  მიხედვით, ამ  პატივს  ბიზანტიის  სამსახურში  მყოფ  უცხოელებს  არც  აძლევნენ. ამავე  წყაროს  ცნობით  პატრიკიოსობაც  მნიშვნელოვან  პატივად  ყოფილა  მიჩნეული  და იპატოსობაზე  მაღლაც  მდგარა  ერთი  საფეხურით.
87. ქუნგრი,  ანუ ქანგრი   დასახლებული  ადგილი  ჰამადანის   მახლობლად. 
88. აქ   ლაპარაკია  ბიზანტიის  კეისარ  კონსტანტინე  III-ზე  (იგივე  კონსტანტი  II, 642--668),  რომლის  პაპაც     იყო ჰერაკლე   (610-641),   რაც  შეეხება  ნიკიტას,   ის იმპერატორი  არ ყოფილა. 
89. გარდმანის  გავარი, ალვანეთის  ერთ-ერთი  ძირითადი  შემადგენელი  ნაწილი, ტერიტორიულად  მოიცავდა  უმთავრესად  მდ.   შამქორჩაის   ხეობას.  ქართული  წერილობითი  წყაროებით  – გარდაბანი. 
90. მარაცი,  „სომხური  დიდი  წლის“  მეექვსე  თვე,   პირველი  რიცხვი  შეესაბამება  8   იანვარს. 
91. არუჭი,  ახლანდელი  თალიში  თალინის  რაიონში,  ცნობილია  VII  ს-ის   ეკლესიით. 
92. მეჰეკანის   რაზმში,  შესაძლებელია,  ქეშიკთა   რაზმი   იგელისხმებოდეს. 
93. გოვგის  ქვეყანა,   გეოგრაფიული  სახელი  წარმოქმნილი  უნდა  იყოს  მითიური  გოგის  მიხედვით  (გოგი  და   მაგოგი  მითოლოგიაში  ორი  ველური  ხალხი,   რომელიც  დედამიწის  უკიდურეს  ნაწილში  ცხოვრობდა).  აქ   ჰონთა  ერთ-ერთი  მხარე  ივარაუდება.
94.   კაპალაკის  გავარი  მტკვრის  მარცხენა  სანაპიროს  ქვეყანაა,  იხ.   შენიშენ.  48.
95,   ტაღძანი,  მდებარეობდა  არცახში,  მეწ კუანქის  გავარში,  თანამედროვე  სოფელ დეღძნუტის  ადგილას. 
96.  ვარაჩანი  ჰონთა  დედაქალაქი,  ახლანდელი  ბუინაკანის  ტერიტორიაზე.  VI ს-ის მეორე  ნახევრიდან   მასზე გადიოდა  ახალი  სავაჭრო  მაგისტრალი  –  სლავური ტომებიდან,  ამიერკავკასიაზე  გავლით,  ირანამდე. 
97. თურქესტანმი  თავდაპირველად  იგულისხმებოდა უზარმაზარი  ტერიტორია შუა  აზიაში,  რომელიც  მოიცავდა  ჩინეთის  დასავლეთის  მხარეებს,  ავღანეთის  ჩრდილოეთ ნაწილს და  ე.წ.  დასავლეთ  თურქესტანს,  ანუ  ახლანდელი  თურქმენეთის, უზბეკეთის,  ტაჯიკეთისა  და  ყირგიზეთის  ტერიტორიებს.  აქ  ჰონთა  ან  ხაზართა  ქვეყანა  უნდა  იყოს  (ორივე  ხალხი  ხომ თურქული  მოდგმისაა). 
98.  თარხანი  ჩვენში   გადასახადისაგან  თავისუფალ  პირს   ეწოდებოდა,   ხოლო თურქული  და   მონღოლური  მოდგმის   ხალხებში   დიდი  ფეოდალის,  წარჩინებული პირის  აღმნიშვნელი  იყო.
99.   სოთის  გავარი  ერცელდებოდა  ახლანდელი  ბასარგეჩარის  რაიონის    დტერი- ტორიაზე. 
100.   აბრაამ  კათალიკოსი  სომეხთა  (607-615)  წარმოშობით  რშტუნის  გავარის   სოფელ  აღბათანიდან.  მის   დროს  მოხდა  ქართველ-სომეხთა  საეკლესიო  განხეთქილება.  ბიოგრაფიისათვის  ძირითადი  წყაროა  „ეპისტოლეთა  წიგნი“   და   უხტანესის  „ისტორია  გამოყოფისა ქართველთა  სომეხთაგან“. 
101. კირიონ  კათალიკოსი ქართველთა (599-615)  იშვიათად  იხსენიება  ქართულ წყაროებში.   კათალიკოსების   სიის   მიხედვით ჩანს   VI    ს-ის   მეორე   ნახევარში; „ქართლის  ცხოვრების“  სომხურად  მთარგმნელი,  როგორც  ქართველ-სომეხთა  საეკლესიო  განხეთქილების  მთავარ  მოღვაწეს,  „ბილწს“ უწოდებს.  ორიოდე    სიტყვით იხსენიებს  მას   ისეთი  ძეგლიც  კი  როგორიც  არის   არსენი   საფარელის  „განყოფისათვის  ქართლისა  და   სომხითისა“.  სამაგიეროდ  ხშირად  ჩან სომხურ  წყაროებში, იქ, სადაც ლაპარაკია ქართველ-სომეხთა  საეკლესიო  კამათის  შესახებ   (ეპისტოლეთა  წიგნი,  გვ.   142). 
102.  სამადლი,  ამ   აღგილას  ძველ  სომხურ  ტექსტში  ზომის  ერთეულად  ნახმარია  „გირკი“ – „მკლავის    ერთი   შემოვლება“.   ქ. პატკანიანნს რუსულ თარგმანში  შესაბამის  ადგილას  მოცემული  აქვს „საჟენი,  რომლის  ქართული  შესატყვისია  „სამადლი“, –  ეტოლება  3   არშინს,  ანუ  2,13  მ-ს,   რამდენადაც  ტექსტში ლაპარაკია  ნახევარ  „გირკზე“,  ეს   მანძილი  დაახლოებით,  მართლაც,  საჟენის  ნახევარს  უნდა შეესაბამებოდეს. 
103.    ასპარეზი,   საბა   ორბელიანის   მიხედვით   „უტევანი  არს   სტადიონი,  რომელსა   სომეხნი  ასპარეზს  უწოდებენ  ხოლო  ლათინნი  და   ელინნი  სტადიას,  რომელი   143    ბიჯი   იქნების“.   ძეელქართულში  ბერძნული   „სტადიონის   შესატყვისად  „უტევანი“  ხშირად  გვხვდება  „სახარების“  ქართულ  თარგმანში  (მათე  XIV,  24; ლუკა  XXIV,  13   და  სხვ.),   ბერძნული  „სტადიონი“  უდრის  400   წყრთას,  მეტრული სისტემით  177,6  მ     (ივ,   ჯავახიშვილი,  ქართული  საფას-საზომთმცოდნეობა,  ანუ   ნუმიზმატიკა,  თბ.  1925,  გვ.   135). 
104. ჰრასახი,   ანუ  ფარსახი  საბა   ორბელიანთან  განმარტებულია  „ეჯის“.  მნიშვნელობით  (უდრის  სამ   მილს),  ამ   სიგრძის  ერთეულების  იდენტურობა  აღნიშნული აქვს  ვ.   არაქელიანს  (იხ.  შნშვ.  236). 
105.   ალიოვიტი,  დიდი  სომხეთის  გავარი,  ვანის  ტბის  ჩრდ.  ნაპირზე.  არტაშეს I-ის   დროს  ალიოვიტის  ერთ  ნაწილს  მისი   მამის  ზარეჰის  პატივსაცემად  ზარიშატი ეწოდა.  აქ   ისხდნენ  არშაკუნიანი  სეპუჰები,  რის  გამოც  მთელ  გავარს  აგრეთვე  „სეპუჰაკანი,  ანუ  „ვასპურაკანი“  დაერქვა. 
106.   კენდინარი  ქართულ  წყაროშიც  არის  დამოწმებული.  გიორგი  მთაწმინდელი აღნიშნავს, სკლიაროსის  დამარცხების  შემდეგ  იოანე-თორნიკე   „კუალად   აქვე (ივერთა  მონასტერში)  მოიქცა  ურიცხვითა  საფასითა  და   განძითა  რამეთუ  უფროის კენდინარისა  მოიღო  განძი  ოდენ.   ილ. აბულაძის  ძვ.   ქართული  ლექსიკონის  მიხედვით  კენდინარი  ასი   ლიტრი ოქრო  ან ვერცხლია. 
107,   108,   109,   110,   111,   112,   113. -    საფარი,   შაჰრაბალი,   რამაზანი,  შავალი,. ჰაღკათი,  ფულკათი,  შაჰრაბი - არაბულ თვეთა  სახელებია. 
114.   ბერდაკური,  ალვანელ  კათალიკოსთა  საზაფხულო  რეზიდენცია  პარტავის, მახლობლად. 
115.   ჰროტის  თვე,   ჰროტიცი,  „სომხური  დიდი  წლის“  მეთორმეტე  თვე.  პირელი  რიცხვი  შეესაბამება  6   ივლისს.
116.  კორხი,  დადანი,  აბირონი,  ბიბლიური  კორე,  დათან  და  აბირონ  ძენი  ელიაზისანი   რომელნიც  განუდგნენ   მოსეს.   ღმერთმა   დასაჯა   განდგომილნი,  რამეთუ „განსთქდა  ქუეყანა  ქუეშე  მათისა  და განეღო ქუეყანა და შთანთქა.  იგინი   და   სახლნთ მათნი  და ყოველნი  კაცნი“..,  (რიცხუთა,  16,  32––ვვ). 
117. ოზია   (ბიბლ.),   ღვთისგან  დასჯილი  კადნიერებისათვის. „და  წარვიდა  დავით  და    ყოველნი  ერი  მის   თანა  ბორცუსა  მას   ზედა  წარმოღებად  კიღობანისა  მის სჯულისასა. და   წარმოიღეს  იგი  და   მოიწიეს   ვიდრე   კალომდე.  მას   ჟამსა მიჰყო  ხელი  თვისი  ოზია  კიდობანსა  ღმრთისასა,  რათამცა  დაამტკიცა,  რამეთუ  შეხარა  იგი  ზვარაკმან.  და  განრისხნა  უფალი  ოზიასა  ზედა,  მუნთუგუესვე  ურიდებისა შისთაის  განგალა  იგი  და  მოკუდა  კიდობანსა  მას  თანა  უფლისასა  წინაშე  ღმრთისა“   (მეორე  მეფეთა,  6,   2–-7). 
118.  მაქენელთა  ძმობაში  შედიოდნენ  მაქენის   მონასტრის  ბერები.   მონასტერი ცნობილია  VIII  ს-დან,  მდებარეობს  ახლანდელ  მარტუნის  რაიონში.
119.  თრშინი   ებრაელთა  მეშვიდე   თვეა,   შეესაბამება   ოქტობბერს.   არსებობს მეორე  თრშინის  თვეც – ნოემბერი.
120.  ნისან,   ებრაელთა  პირეელი  თვე,   იწყება  გაზაფხულის  ბუნიობისას,  მარტის  23-ში. 
121.  ქაღაქუდაშტს  უწოდებდნენ  ვაღარშაპატს  თავის  გარშემო  მდებარე  ტერიტორიებით. 
122.   მოზანი    მდებარეობდა   ვაიოც   ძორის   გავარში, დღევანდელ სოფელ მილიშკის სამხ-აღმოსავლეთით,  მდ.  არფას  მარჯვენა  ნაპირზე, 
123.   ვაიოც  ძორის  გავარი ვრცელდებოდა  ახლანდელი   ეღეგნაძორისა და ვაიქის  რაიონების ტერიტორიაზე.
124.  შაღატი  თანამედროვე  სისიანის  რაიონის  ერთ-ერთი  სოფელია. 
125.  ბალთა  გავარი  მდებარეობდა  სიუნიქში. 
126. ბერძორი,  არცახის  გავარი,   ცნობილია  ზემო  ხაჩენის   სახელითაც,  ახლანდელი  ქელბაჯარის  რაიონი.
127.   გოროზის  ციხე,   მტკვრის  მარჯვენა  სანაპიროზე,  ახლანდელი  გორისი. 
128.  იოვანესი უფალთუფალი, სომეხთა, ქართველთა  და  ალვანთა  ხელისუფალი, დამატებით  კიდევ  ითხოვს  სამ  მხარეს   არაბთა  სამეფოსაგან. ტექსტის  მიხედვით ეს   ხდება  სომხ.  წელთაღრიცხვით  287   (838)  წელს.  მაშინ,  როდესაც  არაბების  მიერ სომხეთში  დანიშნული ამირები (ვოსტიკანები) დაკავებული  იყვნენ   ბაბეკის  წინააღმდეგ  ბრძოლით,  ამ    დროს  ხალიფა  მამუნმა   (813-833)   მათი   ფუნქციები  ადგილობრივ   იშხანებს   გადასცა. არაბული ადმინისტრაციული  დაყოფით „არმენიაში“ შემავალ ტერიტორიებზე მათ უნდა  შეესრულებინათ  ვოსტიკანთა  მოვალეობა, აღნიშნული  ხანისათვის იშხანი  იყო  ბაგრატ  ბაგრატუნი  (826-851). იოვანესი  სხვა წყაროებით  ცნობილი  არ  უნდა  იყოს.  ხალიფა  მუთავაქილმა  (847-961)  კი  ხარკის ამკრებად  უკვე  თავისი  კაცი  აბუ  საიდი  გამოგზავნა,  შემდეგში  ჩანს  არზანის  მფლობელი  ამირ  მუსა  იბნ  ზურარი.
129. ალაჰეჯის   გავარი   მდებარეობდა  სიუნიქში,   ეკავა ახლანდელი   ლაჩინის რაიონის  ტერიტორია. შემდეგში  ეწოდა  ქალათაღი,  ანუ  ხოქორაბერდი. 
130.  დელემიკები,  მიდიური წარმოშობის  ტომები. 
131.  დადუი  ვანქი  იყო  არცახში,  ხაჩენის  გავარში. 
132.  ჰანდის  ციხე,  ანუ   ჰანდაბერდი,  ესეც  არცახშია,  ზემო  ხაჩენის  გავარში.
133.   ვაიუნიქი,  სოფელი  ზემო  ხაჩენში,   ცნობილია  თავისი  ცხელი  წყაროებით.
134. სოდის გავარს ეკავა ახლანდელი ბასარგეჩარის რაიონის ტერიტორია.
135.  ჰავახაღაცინის  ციხე  იყო  არცახში,  მდ.  ტრტუს  ნაპირას.
136.  ქავსისა  და  ფარნის  გავარები  მდებარეობდა  არცახში;  პირველი  შამშადინში,  მეორე –  მდ.  შამქორის ზემო  წელში.
137.  ძორაგეტი,  ანუ  დებედას  ხეობა. 
138. ფარისოსი,  ქალაქი  მდ.   შამქორის  ხეობაში,  ახლანდელი კალაქენდი.  ცნობილია  ფარნესის  გავარიც – არცახში.