среда, 13 января 2021 г.

სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის მეთაურები; პრეზიდენტები და პრემიერები

    პირველ მსოფლიო ომში განცდილი დამარცხებების გამო რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ დაკარგა ავტორიტეტი, რასაც მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 1917 წ. 26 თებერვალს (ახ. სტ. 11 მარტი) რუსეთის მეოთხე მოწვევის „სახელმწიფო სათათბირომ“ შეაჩერა საქმიანობა და ძალაუფლება გადასცა დროებით კომიტეტს, რომლის ხელმძღვანელად დანიშნული იქნა სათათბიროს თავმჯდომარე მიხეილ როძიანკო. 15 მარტს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა. მეორე დღეს იგივე გააკეთა მისმა ძმამ მიხეილმა. ასე გაუქმდა მონარქია და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომლის მეთაურად არჩეული იქნა გიორგი ლვოვი. 8 (21) ივლისს იგი სამხედრო მინისტრმა ალექსანდრ კერენსკიმ შეცვალა. 25-26 ოქტომბერს (7-8 ნოემბერს) ვლადიმერ ულიანოვის (ლენინი) მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად რუსეთში გამოცხადდა რუსეთის მუშათა და გლეხთა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. 1920-1921 წლებში რუსეთის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ ხელახლა დაიპყრო რუსეთის იმპერიაში შემავალი და მისი დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ქცეული ქვეყნები. 1922 წლის 30 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და კავკასიის ფედერაციული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს აქტს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) შექმნის შესახებ. მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-მ მოახდინა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ეს ფაქტი არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ აღიარა. ასე ჩამოყალიბდა 15 რესპუბლიკის საკავშირო სახელმწიფო.
1990 წელს რესპუბლიკებში დამოუკიდებლობისათვის აქტიური ბრძოლა დაიწყო, რასაც მოჰყვა კიდეც სსრკ-ს დაშლა. როდესაც რუსეთის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ საბჭოთა კავშირის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და დაიწყეს გზების ძიება თუ როგორ დაეტოვებინათ თავიანთ გავლენის სფეროში კავშირიდან უკვე გასული რესპუბლიკები. ამ მიზნით რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა იელცინმა და კრავჩუკმა და ბელორუსიის სახელმწიფო მეთაურმა შუშკევიჩმა 1991 წ. 8 დეკემბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც ოფიციალურად იშლებოდა საბჭოთა კავშირი და იქმნებოდა მის ბაზაზე „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“, სადაც კავშირის ყველა რესპუბლიკა უნდა შესულიყო 22 დეკემბრამდე. საქართველოს პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებაზე უარი თქვა, რის პასუხად მან საბჭოთა აგენტურის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალება მიიღო.
25 დეკემბერს სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი დათანხმდა გადამდგარიყო უკვე აღარარსებული ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან. 1991 წლის 26 დეკემბერს სსრკ-მ ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა და მის სამართალ-მემკვიდრედ რუსეთის ფედერაცია გამოცხადდა.

საბჭოთა კავშირის მეთაურები
ვლადიმერ ულიანოვ ლენინი 1918 წ. 8 ნოემბერი-1924 წ. 21 იანვარი
იოსებ ჯუღაშვილ სტალინი 1924 წ. 21 იანვარი - 1953 წ. 5 მარტი
ნიკიტა ხრუშჩოვი 1953 წ. 13 სექტემბერი - 1964 წ. 14 ოქტომბერი
ლეონიდ ბრეჟნევი 1964 წ. 14 ოქტომბერი - 1982 წ. 10 ნოემბერი
იური ანდროპოვი 1982 წ. 12 ნოემბერი - 1984 წ. 9 თებერვალი
კონსტანტინ ჩერნენკო 1984 წ. 13 თებერვალი - 1985 წ. 10 მარტი
მიხაილ გორბაჩოვი 1985 წ. 11 მარტი - 1991 წ. 25 დეკემბერი (1990 წლის 15 მარტიდან პრეზიდენტი)
საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურები
ვლადიმერ ულიანოვ ლენინი 1918 წ. 8 ნოემბერი-1924 წ. 21 იანვარი
ალექსეი რიკოვი 1924 წ. 21 იანვარი - 1930 წ. 19 დეკემბერი
ვიაჩესლავ მოლოტოვი 1930 წ. 19 დეკემბერი - 1941 წ. 6 მაისი
იოსებ სტალინი 1941 წ. 6 მაისი - 1953 წ. 5 მარტი
გეორგი მალენკოვი 1953 წ. 5 მარტი - 1955 წ. 8 თებერვალი
ნიკოლაი ბულგანინი 1955 წ. 8 თებერვალი - 1958 წ. 27 მარტი
ნიკიტა ხრუშჩოვი 1958 წ. 27 მარტი - 1964 წ. 14 ოქტობერი
ალექსეი კოსიგინი 1964 წ. 14 ოქტობერი - 1980 წ 23 ოქტომბერი
ნიკოლაი ტიხონოვი 1980 წ 23 ოქტომბერი - 1985 წ. 27 სექტემბერი
ნიკოლაი რიჟკოვი 1985 წ. 27 სექტემბერი - 1990 26 დეკემბერი
ვალენტინ პავლოვი 1991 წ. 14 იანვარი - 22 აგვისტო
ივან სილაევი 1991 წ. 24 აგვისტო - 19 დეკემბერი
სსრ კავშირის პრეზიდიუმის მეთაურები
მიხაილ კალინინი 1919 წ. 30 მარტი - 1946 წ. 19 მარტი
ნიკოლაი შვერნიკი 1946 წ. 19 მარტი - 1953 წ. 15 მარტი
კლიმერნ ვოროშილოვი 1953 წ. 15 მარტი - 1960 წ. 7 მაისი
ლეონიდ ბრეჟნევი 1960 წ. 7 მაისი - 1964 წ. 15 ივლისი
ანასტას მიქოიანი 1964 წ. 15 ივლისი - 1965 წ. 9 დეკემბერი
ნიკოლაი პოდგორნი 1965 წ. 9 დეკემბერი - 1977 წ. 15 ივნისი
ლეონიდ ბრეჟნევი 1977 წ. 15 ივნისი - 1982 წ. 10 ნოემბერი
იური ანდროპოვი 1983 წ. 16 ივნისი - 1984 წ. 9 თებერვალი
კონსტანტინ ჩერნენკო 1984 წ. 11 აპრილი - 1985 წ. 10 მარტი
ანდრეი გრომიკო 1985 წ. 2 ივლისი - 1988 წ. 1 ოქტომბერი
მიხაილ გორბაჩოვი 1988 წ. 1 ოქტომბერი - 1990 წ. 15 მარტი
როდესაც აღნიშნულ თანამდებობაზე პირი არჩეული არ იყო, მის მოვალეობას პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებდა. ამ თანამდებობაზე კი 1977-1986 წლებში მუშაობდა ვასილი კუზნეცოვი. 1990 წ. 15 მარტიდან ეს თანამდებობა პრეზიდენტის თანამდებობამ შეცვალა.
რუსეთის პრეზიდენტები
ბორის იელცინი 1991 წ. 10 ივლისი - 1999 წ. 31 დეკემბერი
ვლადიმირ პუტინი 2000 წ. 1 იანვარი - 2008 წ. 7 მაისი; 2012 წ. 7 მაისი - 
 დმიტრი მედვედევი 2008 წ. 7 მაისი - 2012 წ. 7 მაისი
რუსეთის პრემიერ მინისტრები
ბორის იელცინი 1991 წ. 6 ნოემბერი - 1992 წ. 15 ივნისი
ეგორ გაიდარი 1992 წ. 15 ივნისი - 15 დეკემბერი
ვიქტორ ჩერნომირდინი 1992 წ. 15 დეკემბერი - 1998 წ. 23 მარტი (1996 წ. 5-6 დეკემბერს პრეზიდენტიც იყო, იელცინის გულის ოპერაციის გამო); 1998 წ. 23 აგვისტო - 11 სექტემბერი
სერგეი კირიენკო 1998 წ. 23 მარტი - 23 აგვისტო
ევგენი პრიმაკოვი 1998 წ. 11 სექტემბერი - 1999 წ 12 მაისი
სერგეი სტეპაშინი 1999 წ. 12 მაისი - 9 აგვისტო
ვლადიმირ პუტინი 1999 წ. 9 აგვისტო - 2000 წ. 7 მაისი
მიხაილ კასიანოვი 2000 წ. 7 მაისი - 2004 წ. 24 თებერვალი
ვიქტორ ხრისტენკო 2004 წ. 24 თებერვალი - 5 მარტი
მიხაილ ფრადკოვი 2004 წ. 5 მარტი - 2007 წ. 14 სექტემბერი
ვიქტორ ზუბკოვი 2007 წ. 14 სექტემბერი - 2008 8 მაისი; 2012 წ. 7-8 მაისი
ვლადიმირ პუტინი 2008 8 მაისი - 2012 წ. 7 მაისი
დმიტრი მედვედევი 2012 წ. 8 მაისი - 












Комментариев нет:

Отправить комментарий